You are on page 1of 2

იმანუელ კანტი იყო გერმანელი ფილოსოფოსი, თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთი

მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. მისი აზრები და იდეები დღესაც დიდ გავლენას ახდენს


მეტაფიზიკის, ეპისტემოლოგიის, ეთიკის, პოლიტიკური ფილოსოფიისა და ესთეტიკის
მიმართულებებით.

იმანუელ კანტი დაიბადა 1724 წლის 22 აპრილს ქალაქ კიონიგსბერგში, ახლანდელ


კალინინგრადში. სახელი დააარქვეს წმინდა იმანუელის პატივსაცემად. გარდაიცვალა 1804
წელს, იმავე ქალაქში . 1745 წელს დაამთავრა კიონიგსბერგის უნივერსიტეტი და მალევე
პირველი ნაშრომი გამოსცა „ცოცხალ ძალთა ჭეშმარიტი შეფასების“ შესახებ . 1755 წელს
კენიგსბერგის უნივერსიტეტში შტატგარეშე პედაგოგად მიიწვიეს, სადაც ასწავლიდა
ლოგიკასა და მეტაფიზიკას. 1762 წლიდან კანტი სერიოზულად ჩაუღრმავდა ფილოსოფიას.
ამ წლიდან მოყოლებული კანტმა მთელი ცხოვრება სწავლას მიუძღვნა და თავისი
ყოველდღიური ცხოვრება ზედმიწევნით მოწესრიგებულ რიტმს დაუქვემდებარა,
გასასეირნებლადაც კი მუდამ ერთსა და იმავე დროს გადიოდა სახლიდან. 1781 წელს
გამოვიდა მისი პირველი ნაშრომი „წმინდა გონების კრიტიკა“, „პრაქტიკული გონების
კრიტიკა“, „მსჯელობის გონების კრიტიკა“. 1794 წელს მთავრობამ აკრძალა მისი ნაშრომი
„რელიგია მხოლოდ გონების ფარგლებში“.

კანტის მთავარ შრომად ,,წმინდა გონების კრიტიკა” ითვლება, რომელიც 1781 წელს
გამოქვეყნდა და 11 წლის ინტენსიური მუშაობის შედეგს წარმოადგენს. აქედან გამომდინარე,
კანტის ფილოსოფიური საქმიანობა ორ პერიოდად იყოფა: წინაკრიტიკულ (1770 წლამდე) და
კრიტიკულ პერიოდებად.
1– თავდაპირველად კანტი ფიზიკისა და ასტრონომიის ზოგადი პრინციპებით დაინტერესდა.
ნიუტონით გატაცებულმა მისი გავლენით ჩამოააყალიბა ცნობილი ჰიპოთეზა პრიმიტიული
ნისლოვანებიდან სამყაროთა ჩამოყალიბების შესახებ. შემდგომ ლაპლასის მიერ გავრცობილი
ეს ჰიპოთეზა კანტ-ლაპლასის ჰიპოთეზის სახელით არის ცნობილი და შესულია კანტის 1755
წელს გამოქვეყნებულ წიგნში ,,ბუნების უნივერსალური ისტორია და ცათა თეორია”.

როდესაც კანტი სამოღვაწეო ასპარეზზე გამოვიდა, ევროპული რაციონალიზმი და


ემპირიზმი ჩიხში იყო მოქცეული. მან ერთმანეთისაგან განასხვავა ლოგიკური და რეალური
საფუძველი, შემოიტანა ფილოსოფიაში უარყოფითი სიდიდეების ცნება, დაანახა კავშირი
მეტაფიზიკასა და მისტიკურ მეოცნებობას შორის. იგი ცდილობდა მეტაფიზიკისათვის
ეშველა, ერთი მხრით მათემატიკასა და ნიუტონის ფიზიკასთან დაკავშირებით, მეორე მხრივ,
ღვთის არსებობის ახალი, უეჭველი დასაბუთების გამონახვით. როცა კანტი შემეცნების ახალ
პრინციპებს დაადგენს და ღვთის არსებობის თეორიის დასაბუთების შესაძლებლობას
უარყოფს, იწყება მისი ფილოსოფიური განვითარების მეორე, ეგრეთ წოდებული
პრაქტიკული პერიოდი. პირველ პერიოდს ეწოდება დოგმატური, რადგან კანტი მაშინ
აღიარებდა შემეცნების შესაძლებლობას წინასწარი შემოწმების–კრიტიკის გარეშე.

კანტის მტკიცებით მათემატიკისა და ფიზიკის მეცნიერებათა არსებობა იმას ნიშნავს, რომ


არსებობს ჭეშმარიტება. ფილოსოფიას უფლება არ აქვს უარყოს ეს ფაქტი. მას შეუძლია
დაადგინოს მხოლოდ მისი შესაძლებობის პირობები. კანტის აზრით ეს საკითხი ძველმა
ფილოსოფიამ ვერ გადაწვიტა, რადგან მისთვის ამოსავალი იყო ის, რომ ჭეშმარიტი აზრი
საგანს უნდა ეთანხმებოდეს. კანტი მოითხოვს საპირისპირო პრინციპის დაშვებას, რის
მიხედვითაც საგნები ექვემდებარება ჩვენს შემეცნებას. ამ რადიკალურ შემობრუნებას
ფილოსოფიაში იგი უწოდებს „კოპერნიკისებურ რევოლუციას“. მისი შეხედულებით ახალმა
ფილოსოფიამ ეს პრინციპი უნდა დაუდოს საფუძვლად შემეცნების ბუნების ახსნას, მისი
საზღვრების დადგენას, აგრეთვე იმის გარკვევას, თუ რისი ცოდნაა ამ საზღვრების მიღმა.
ამრიგად, კანტის მიზანი საერთოდ მეტაფიზიკის უარყოფა კი არა, არამედ მისი ახლებური
დასაბუთებაა .

 ადამიანის ადამიანად ქცევა მხოლოდ აღზრდის ნაყოფია.


 ადამიანი, რომელსაც მბრძანებელი სჭირდება, ცხოველია; და თუ ადამიანია, მას არც
მბრძანებელი სჭირდება.
 ხასიათი პრინციპების მიხედვით მოქმედების უნარია.

 საზღვარი სისულელესა და გონიერებას შორის იმდენად შეუმჩნეველია, რომ თუ ერთ-


ერთ გზას დიდხანს ადგახარ, ძნელია ზოგჯერ ოდნავ მაინც მეორესაც არ შეეხო.

You might also like