You are on page 1of 31

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საბაკალავრო პროგრამა ამერიკისმცოდნეობა

გიორგი თათარაშვილი

ამერიკის შეერთებული შტატებისა და რუსეთის


ურთიერთობა 11 სექტემბრის ტერაქტის შემდეგ

ნაშრომი შესრულებულია ამერიკისმცოდნეობის ბაკალავრის


აკადერმიური ხარისხის მოსაპოვებლად

ნაშრომის ხელმძღვანელი: ელენე მეძმარიაშვილი


ისტორიის დოქტორი, პროფესორი,ამერიკისმცოდნეობის
სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების ხელმძღვანელი

თბილისი 2017
სარჩევი

შესავალი..............................................................................................................................................................4
თავი 1 11 სექტემბრის ტერაქტის მიზეზები და რუსეთი.............................................................................8
თავი 2 ურთიერთობების ახალი ერის დასაწყისი.......................................................................................12
2.1. რუსეთის რეაქცია 11 სექტემბრის ტერაქტზე....................................................................................12
2.2 აშშ-რუსეთის თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის პირველ ეტაპზე.................................16
2.3 ამერიკა-რუსეთის სამუშაო ჯგუფები ავღანეთის საკითხზე...........................................................20
2.4 „მოსკოვის შეთანხმება“, 2002 წლის 24 მაისი.....................................................................................22
დასკვნა...............................................................................................................................................................27
გამოყენებული ლიტერატურა........................................................................................................................28
ანოტაცია

ჩემი საბაკალავრო ნაშრომის საკვლევ ობიექტს წარმოადგენს, ამერიკის შეერთებულ


შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობა 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის შემდეგ,
ასევე თვით 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის მიზეზები, რომელსაც როგორც
შეერთებულ შტატებთან ასევე რუსეთთანაც მივყავართ.
საბაკალავრო ნაშრომში ჩატარებული კვლევა მიზნად ისახავს წარმოაჩინოს, რომ
საერთო მტრის, კერძოდ, ტერორიზმის საფრთხემ ეს ორი სახელმწიფო ერთმანეთს
დააახლოვა. ნაშრომში განხილულია შეერთებული შტატებისა და რუსეთის
თანამშრომლობის დასაწყისი, ამ ურთიერთობის გავლენა როგორც თვითონ ამ
სახელმწიფოებზე, ასევე, მსოფლიოზე. რამდენად შეიცვალა აშშ-რუსეთის ლიდერებისა და
მაღალჩინოსნების დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ, როგორ წარმართავდნენ ბუშისა
და პუტინის მთავრობები საგარეო პოლიტიკას და რა გავლენა ჰქონდა ამას მათზე.
საბაკალავრო ნაშრომი შედგება, შესავლისგან, ორი თავისა და დასკვნისაგან. მას
დართული აქვს გამოყენებული ლიტერატურისა და ელექტრონული რესურსების სია და
ანოტაცია.

3
შესავალი

26 წელი გავიდა მას შემდეგ რაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და დღესაც 21-ე
საუკუნეში ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ორმხრივი ურთიერთობები
მსოფლიო პოლიტიკის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი და გლობალიზაციის
თანამდევი პროცესია
კვლევის მიზანია, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების
ჩამოყალიბების და განახლების პერიოდის გაანალიზება რომელიც 11 სექტემბრის
ტერორისტული თავდასხმის შემდეგ დაიწყო და საუკუნის დასაწყისში ამ ორი
სახელმწიფოს თანამშრომლობის ჩამოყალიბებისთვის ეფექტურ გარემოს ქმნიდა. ასევე
კვლევის მიზანია, შეერთებულ შტატებისა და რუსეთის მთავრობების მიერ წარმართული
საგარეო პოლიტიკის შესწავლა რომელიც ორმხრივი კომუნიკაციის ბაზისს წარმოადგენდა.
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ შეერთებული შტატებისა და რუსეთის პოლიტიკა
წლების განმავლობაში 11 სექტემბრის ტერაქტამდე ნეგატიურ ელფერს ატარებდა,
პოლიტიკოსების და მკვლევართა აზრით „ცივი ომი“ დასრულებულია, თუმცა
დღევანდელი გადმოსახედიდან შესაძლოა ვივარაუდოთ რომ ეს მოსაზრება რეალობას არ
შეეფერება.
9/11-ის შემდეგ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობები პოზიტიური
მიმართულებით შეიცვალა, ამ ყველაფერში კი დიდი წვლილი შეიტანა როგორც
შეერთებული შტატების ასევე რუსეთის მთავრობის ქმედებებმა და ახალმა გრძელვადიანმა
პოლიტიკამ, რომელმაც შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის დადებითი
ურთიერთობების ჩამოყალიბების იმედი გააჩინა, ომი ტერორიზმის წინააღმდეგ კი
რომელიც პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გამოაცხადა, ნამდვილად წარმოადგენდა
თავდაპირველ მამოძრავებელ ძალას, სუპერსახელმწიფოსა და რუსეთის ახლო, ორმხრივი
თანამშრომლობის განვითარებისთვის, რაც წლების შემდეგ კვლავ უთანხმოებით და
ინტერესების კონფლიქტით დასრულდა. (თუმცა ჩემი კვლევის საგანს ამ კონფლიქტების
პირველი კერის გაჩენა არ წარმოადგენს).

4
11 სექტემბრის ტერაქტამდე რუსეთის შეერთებულ შტატებს უმთავრეს დომინანტ
ძალად აღიქვამდა, ეს არც იყო გასაკვირი, რადგან ცივ ომში გამარჯვება სწორედ
შეერთებულ შტატებს ხვდა წილად. შეერთებული შტატებს რუსეთისგან)ისევე როგორც
ყველა სხვა სახელმწიფოსგან) მრავალი უპირატესობით გამოირჩეოდა, ის გახლდათ (და
ახლაც არის) უმთავრესი ძალა საერთაშორისო პოლიტიკაში და ასევე ერთადერთი
სუპერსახელმწიფო სამხედრო სიძლიერით.
შეერთებული შტატების ახალი, უპრეცედენტო ერთპიროვნული პოლიტიკური და
სამხედრო ლიდერობა 1990-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო, ამ ყველაფერში კი მას
ახალი შესაძლებლობების გზა გაეხსნა საგარეო პოლიტიკის განვითარებისთვის, დღესაც კი
შეერთებული შტეტების როლი საერთაშორისო სივრცეში პროგრესს განიცდის. ეს პროცესი
ნათელია ქვეყნის ყველა მოკავშირისა თუ პარტნიორისათვის.
1990-იანი წლების დასაწყისი საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთის „იდენტობის
კრიზისის“ პერიოდია1. შეერთებული შტატების აღმასვლა საერთაშორისო პოლიტიკის
სივრცეში და პირიქით, რუსეთის უეცარი უკუსვლა, რაც საერთაშორისო სისტემაში მისი
პრესტიჟის და სტატუსის დაქვეითებით გამოიხატა, წრთმანეთს დაემთხვა. ათწლეულების
განმავლობაში ეს ვითარება შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის ასიმეტრიულობას
იწვევდა, ეს პროცესი 1990-იან წლებში მთლიანად შეერთებული შტატების უპირატესობით
გამოიხატა. როგორც აღვნიშნე, 1990-იანი წლების დასაწყისში, შეერთებული შტატები-
რუსეთის ურთიერთობები მუდმივ რეგრესს განიცდიდა და ვითარების პოზიტიური
მიმართულებისკენ შეცვლის იმედიც არ ჩანდა ახლო მომავალში.
ამ საკითხის მკვლევარები არაერთხელ აღნიშნავდნენ, რომ ორმხრივი
ურთიერთობები მართლაც რეგრესს განიცდიდა. საინტერესოა რა ქმედებები იყო
შესაძლებელი ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, ისე, რომ არც-ერთო მხარე
უკმაყოფილო არ დარჩენილიყო? ამ საკითხზე პასუხის გაცემას ცდილობს ამერიკელი
დიპლომატი თომას გრაჰამი, მისი აზრით, შეერთებული შტატები-რუსეთის ორმხრივი
ურთიერთობები ცივი ომის დასრულების შემდეგ დაბალ დონეზე მაინც შენარჩუნდა,

1
Kari Roberts, Empire envy:Russia-US relations post-9/11, university of calgary, journal of military and strategic studies,
summer 2004

5
დიპლომატის თქმით, ურთიერთობების გასაღრმავებლად, ორივე სახელმწიფოს
მხედველობაში უნდა მიეღო, ახალი მსოფლიო გამოწვევები, უნდა გააენალიზებინათ, თუ
როგორ იცვლებოდა მსოფლიო და რა გავლენას მოახდენდა ეს ცვლილებები თითოეულ
მათგანზე. ძემოთაღნიშნული ნაბიჯები გამორიცხავდა ურთიერთობების დაძაბვის
ყოველგვარ შესაძლებლობას და მოამზადებდა შეერთებულ შტატებსა და რუსეთს
ურთიერთთანამშრომლობისათვის2. მართლაც ეს სიტყვა, რომელიც თომას გრაჰამმა
წარმოთქვა გაერთიანებულ სამეფოში, ვილტონ პარკის კონფერენციაზე, 2001 წლის 15
მარტს, საყურადღებო იყო, თუმცა რას უმზადებდა მსოფლიოს და კერძოდ, შეერთებულ
შტატებს 2001 წლის 11 სექტემბერი, ამის განჭვრეტა შეუძლებელი იყო.
ბოლოს, მსურს შევეხო, თუ რა ვითარებაა დღეს მსოფლიოში, ჩემი ნაშრომის მთავარი
საკვლევი ორი სახელმწიფოს, აშშ-რუსეთის მაგალითზე. ახლო წარსულში, მსოფლიო
პოლიტიკაში უამრავი ახალი გამოწვევა და პრობლემა შეიქმნა, როგორიცაა, ისლამური
სახელმწიფო, სირიის კონფლიქტი და საერთოდ, - ახლო აღმოსავლეთის კრიზისი,
რომელიც სირიიდან გავრცელდა. შეერთებული შტატები და რუსეთი ახლა იმყოფებიან
ისეთ ვითარებაში, სადაც ურთიერთთანამშრომლობა ისეთი საჭირო გახდა, როგორც
არასდროს, თუმცა პრობლემები და ინტერესების კონფლიქტები ამის შესაძლებლობას არ
იძლევა.
2016 წლის 19 დეკემბერს, ანკარაში მოხდა ტერორისტული აქტი, სადაც რუსეთის
ელჩი მოკლეს, აქაც გამოჩნდა საერთო მტერი, ტერორიზმი, ეასაც ჩემი ვარაუდით
შესაძლებელი იყო შეერთებული შტატები-რუსეთის ურთიერთობების დათბობა
გამოეწვია, თუმცა როგორც დრომ დაგვანახა, ასე არ მოხდა, საბოლოოდ, უნდა ითქვას, რომ
ამ ორ სახელმწიფოს არ გააჩნია ერთნაირი ღირებულებები, რაც გამოიხატება მათ
წარმოებულ როგორც საშინაო, ისევე საგარეო პოლიტიკაში. შეერთებული შტატების
საგარეო პოლიტიკა უმთავრესად ემყარება შემდეგს: ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების
უზრუნველყოფა, მსოფლიოში, დემოკრატიის გავრცელების გზით. მსგავს რწმენას არ
ეფუძნება რუსეთის პოლიტიკა, რომლის პარტნიორებიც შეიძლება იყვნენ, როგორც

2
Thomas Graham, US-Russian relations, institute for corean-american studies, march 15 2001

6
დემოკრატიული გერმანია ასევე, ისეთი არადემოკრატიული სახელმწიფო, როგორიცაა
ჩინეთი. სწორედ ამიტომაა, რომ ამ ორი ქბეყნის კავშირები ყოველთვის სუსტდებოდა,
მიუხედავად ზოგიერთი ხანმოკლე პოზიტიური შესაძლებლობისა, როგორიც იყო ახალი
ერის დასაწყისი, მოკლე პერიოდი 9/11-ის შემდეგ, რომელსაც ეს ნაშრომი ეხება და
ცდილობს, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის არსებული, პოზიტიური
ურთიერთობების მიმოხილვას.
საბაკალავრო ნაშრომი დაყოფილია ორ თავად და ოთხ ქვეთავად, ნაშრომს ახლავს
შესავალი, დასკვნა და გამოყენებული ლიტერატურის და ელექტრონული წყაროების
ნუსხა.

7
თავი 1
11 სექტემბრის ტერაქტის მიზეზები და რუსეთი

11 სექტემბრის თავდასხმა უპრეცედენტო მოვლენა იყო, მსოფლიო ტერორიზმის


ისტორიაში. 11 სექტემბრის ტერაქტი, მარტა კრენშოუს თქმით, შეიძლება შევაფასოთ,
როგორც ნაცნობი მეთოდი თვითმფრინავების გატაცების, რომელიც ჯერ კიდევ 1968
წლიდან საერთაშორისო ტერორიზმის მიერ ნაცადი ხერხია.3
XX საუკუნის მეორე ნახევარში საერთაშორისო ტერორიზმი ასოცირდებოდა
სოციალურ რევოლუციებთან. ვიეტნამის ომის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების
და ზოგადად, იმპერიალიზმის წინააღმდეგ დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი
ბრძოლა. ერთდროულად დაიწყო ტერორისტული კამპანიები ლათინურ ამერიკაში, ახლო
აღმოსავლეთსი და ევროპაში, სწორედ ამ პერიოდიდან იწყება, თვითმფრინავების
გატაცება, მძევლების აყვანა და თავდასხმა დიპლომატებზე, მაგალითისთვის შეიძლება
მოვიყვანოთ ლათინული ამერიკა, სადაც ტერორისტული ორგანიზაციები
სოციალისტული კუბის მაგალითით საზრდოობდნენ, სოციალისტური კუბა კი
ანტიამერიკანიზმის მთავარი მხარდამჭეი გახდა ლათინურ ამერიკაში, ისინი ამერიკელებს
რეგიონში დიქტატურის მხარდაჭერას აბრალებდნენ.
ანტიამერიკანიზმი სულ უფრო ჩქარი ტემპით იკიდებდა ფეხს ლათინურ ამერიკაში
და ახლო აღმოსავლეთში, საერთაშორისო ტერორისტული დაჯგუფებები კი
განაგრძობდნენ თავდასხმებს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დანარჩენი
დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ, რამაც საბოლოოდ ისტორიის ერთ-ერთ უდიდეს
ტრაგედიამდე მიიყვანა მსოფლიო.
სანამ განვიხილავ 1980-იანი წლების ისლამურ-რელიგიურ ტერორიზმს, მსურს
შევეხო საერთაშორისო ტერორიზმის მიერ თვითმფრინავების გატაცების პრაქტიკას. 1968
წელს, ახლო აღმოსავლეთში პალესტინის განმათავისუფლებელმა სახალხო ფრონტმა
დასაბამი მისცა თვითმფრინავების გატაცების პრაქტიკას, როდესაც ისრაელის
3
Crenshaw, Martha. Why America? The Globalization of civil war. Salem State University

8
თვითმფრინავი გაიტაცეს. მომდევნო წლებში ძემოთხსენებული ფრონტი ტერორიზმის ამ
მავნე პრაქტიკას განაგრძობდა.4 მოგვიანებით ტერორისტული აქტები განხორციელდა
პალესტინის რადიკალური დაჯგუფებების მიერ. რომელთა მიზანიც არა მარტო
პალესტინის გათავისუფლება იყო, არამედ მთელს არაბულ სამყაროში რევოლუციის
მოწყობა. ეს ყველაფერი კი უკიდურესი ანტიამერიკანიზმით იყო გამოწვეული.
პალესტინელი რადიკალების ქმედებები მაგალითს აძლევდა სხვა ტერორისტულ
დაჯგუფებებს, რომ გააქტიურებულიყვნენ. აღსანიშნავია, რომ 1980-იან წლებში მსგავსი
თავდასხმები დროებით შეწყდა და მსოფლიოს სულ სხვა მიმართულების ტერორი
დაატყდა თავს, ამერიკის შეერთებული შტატები კი პირველ სამიზნედ იქცა.
1980-იანი წლებიდან კარგად ჩანს, რომ ტერორიზმის გამომწვევი მიზეზები მხოლოდ
ამერიკის შეერთებულ შტატებს არ უკავშირდება, ამ დროს უკვე ასპარესზე შემოდის
საბჭოთა კავშირიც, რომელმაც თავისი ინტერვენციული ქმედებებით ავღანეთში,
ტერორიზმი უფრო საშიშ საფრთხედ აქცია. ისიცა გასათვალისწინებელია, რომ საბჭოთა
კავშირი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა ჩეჩენ სეპარატისეტებს სამხრეთ კავკასიაში
(ჩეჩნეთის საკითხი უფრო აქტუალური გახდა პრეზიდენტ პუტინის მმართველობის
დროს). არსებობდა მოსაზრება და გარკვეული ნიშნები, რომ ისინი ტერორისტულ
ორგანიზაციებთან თანამშრომლობდნენ, ექსპერტთა ნაწილი დღესაც თვლის, რომ ეს
მოსაზრება აზრსმოკლებული არ არის5.
სწორედ 1979 წლის საბჭოთა კავშირის ავღანეთის კამპანიით იწყება შემდგომში უკვე
ყველასათვის ცნობილი და უძლიერესი ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერისა და
დამფუძნებლის ოსამა ბინ ლადენის საერთაშორისო ასპარესზე გამოჩეენა. 1979 წელს
ახალგაზრდა ოსამა თავისი მომხრეებითურთ, „დასავლეთთან“ ბრძოლის მიზნით,
აღმოსავლეთის ამ მუდამ არასტაბილურ ქვეყანაში გაემგზავრა.
ცნობილი ბრიტანელი ჟურნალისტი და ლონდონში გამოცემადი გაზეთის - “The
Independent”-ის კორესპონდენტი ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, რობერტ ფისკი

4
Palestinian terrorizm:1968-78, https://www.ict.org.il/Article/1030/palestinian-terrorism-1968-1978
5
chechen terrorism(russia, chechnya, separatists)https://www.cfr.org/backgrounder/chechen-terrorism-russia-chechnya-
separatist

9
იხსენებს ბინ ლადენთან პირველ შეხვედრას და ამბობს, რომ ბინ ლადენი ნამდვილად
იბრძოდა რუსების წინააღმდეგ სამშობლოს დასაცავად, თუმცა იაქვე დასძენს, რომ ომის
დროს ამერიკელებს არასდროს შეხვედრია და მათგან არც იარაღი მიაუღია. იმის
გასაანალიზებლად და დასანახად, რომ არა მხოლოდ ამერიკის შეერთებული
შტატებისთვის იყო ტერორიზმთან ბრძოლა აუცილებელი, არამდ უკვე საბჭოთა
კავშირისთვისაც, ისევ რობერთ ფისკს დავესესხები, რომელიც იხსნებს 1993 წელს
მოსკოვში რუსეთის მაღალჩინოსანთან შეხვედრას, რომელთან საუბრის შემდეგაც გაირკვა,
რომ რუსთის ანტიტერორისტული ქსელი ბინ ლადენის ლიკვიდაციის საქმეზე მუშაობდა,
და რომლის სიტყვებითაც, ბინ ლადენი დიდ პრობლემას წარმოადგენდა რუსი ხალხის
წინააღმდეგ.6
საბჭოთა კავშირის კამპანიის დროს ავღანეთში, ისლამისტებმა დიდი საბრძოლო
გამოცდილება შეიძინეს, ისინი პერიოდულად საკუთარ სამშობლოში ბრუნდებოდნენ და
რადიკალურ-ისლამისტურ ტრორისტულ დაჯგუფებებს ქმნიდნენ, რომელსაც შემდგომ
რელიგიური ფანატიზმიც ემატებოდა. 1980-იან წელებში ტერორიზმმა რელიგიური
ხასიათი მიიღო. მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირმა ავღანეთის ტერიტორია დატოვა, იქ
ტერორისტებსთვის განკუთვნილი საწვრთნელი ბანაკები იქმნებოდა, უკიდურესად
გაძლირებული ანტიამერიკანიზმი კი, ანტი-დასავლურ განწყობასთან ერთად უფრო
ძლიერდებოდა.
1990-იანი წლების დასაწყისში რადიკალი ისლამისტების მთავარ სამიზნედ ამერიკის
შეერთებული შტატები იქცა, რაც სპარსეთის ყურის ომით, იყო გამოწვეული. სპარსთის
ყურის ომმა, სადაც შერთებული შტატები კოალიციის ლიდერი იყო, ანტიამერიკანიზმი
უფრო გააღვივა. 1993 წელს, პრეზიდენტ ბილ კლინტონის ადმინისტრაციამ ტერორიზმის
საფრთხის მინიმალიზება მოახდინა, რაც აუცილებელი იყო გამძაფრებულ
ანტიამერიკანიზმის ფონზე. თუმცა 1990-იანი წლების შუა პერიოდში ახალი საფრთხე
გამოჩნდა „ ახალი ტერორიზმისგან“, რომელიც დეცენტრალიზებული, ფანატიკური,
აგრესიული თავდასხმისკენ იყო მიდრეკილი7. მიუხედავდ 1990- იან წლებში მომხდარი

6
Time, გლობალიზაცია, გვ.52 (პალიტრაL 2014)
7
martha crnshaw, why America the globalisation of civil war, salem state university

10
ტრორისტული აქტებისა, ტერორიზმის საფრთხე მაინც არ იყო სათანადოდ გააზრებული
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის მიერ. 2001 წელს, ჯორჯ ბუშ უმცროსის
ადმინისტრაციას ძალიან ცოტა დრო ჰქონდა იმის გასაანალიზებლად, თუ რა საფრთხის
მოტანა შეეძლო ტერორიზმს, რამაც საბოლოოდ თავისი ასახვა ჰპოვა8.
1997 წელს, ავღანეთში ტერორისტულ ბაზაზე, ბინ ლადენმა ტელეკომპანია
სიენენსთვის მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა ჯიჰადი ამერიკის შერთებული
შტატების წინააღმდგ და, ერთ-ერთ მიზეზად შტატების მიერ ისრაელის მხარდაჭერა
დაასახელა, ასევე განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროების მოქმედებები საუდის
არაბთში და აგრესიული ჩარევები ამ რეგიონში მუსლიმანური სამყაროს წინააღმდეგ იყო
მიმართული9.
საბოლოო ჯამში, 2000 წლის ოქტომბერში ალ-ქაიდამ წამოიწყო დიდი დარტყმები,
რომლებშიც მონაწილეობდნენ იემენელი ტრორისტები, 2001 წლის 11 სექტემბერი კი ამ
თავდასხმების გაგრძელება იყო. 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის მიზეზები ბინ
ლადენმა ამ მოვლენებიდან რამდენიმე დღის შემდეგ გააჟღერა. მსოფლიოს ნომერ
პირველმა ტერორისტმა ისაუბრა ამერიკელებზე, რომლებიც 1980-იან წლებში
შეურაცხჰყოფდნენ ისლამს (ერაყისა და პალესტინის მაგალითზე). მორალური
გამართლებისთვისა, (თუ ამას საერთოდ აქვს მორალური გამართლება) ბინ ლადენმა 11
სქტემბრის ტერორისტული თავდასხმის დროს დაღუპული ხალხი შეადარა ამერიკის
შეერთებული შტატების ატომურ თავდასხმას იაპონიის ქალაქებში ამ გზავნილით ბინ
ლადენმა თავის პირველ მეტოქეს, მორალური ომიც გამოუცხადა.

8
The 9/11 commission report, final report of the national commission on terrorist attacks upon the united states, official
government edition, originally published july 22, 2004
9
Intrviews of osama bin laden, wikipedia, 2016.11.20

11
თავი 2 ურთიერთობების ახალი ერის დასაწყისი
2.1. რუსეთის რეაქცია 11 სექტემბრის ტერაქტზე

11 სექტემბრის ტეროტისტული აქტის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და


რუსეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი დაიწყო. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ
პუტინი იყო პირველი, რომელმაც თანადგომა გამოუცხადა პრეზიდენტ ჯორჯ ბუშს ამ
საზარელი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ. პრეზიდენტ პუტინის თანადგომა გახდა
ძლიერი ფაქტორი იმისა, რომ ურთიერთობები ამ ორ სახელმწიფოს შორის უფრო
ეფექტური და მეგობრული გახდებოდა. პუტინის ამ მომრიგებლურმა ქმედებამ,
შესაძლებელი გახადა ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების განმტკიცება, რომელიც
მათთვის ასეთი რთული პერიოდის წინ აუცილებელი იყო. პუტინის ასეთი სწრაფი,
მეგობრული გზავნილი ამერიკის შეერთებული შტატებისადმი გამოწვეული იყო მრავალი
ფაქტორით, თუნდაც ჩეჩნეთის საკითხით, რომელიც წლების განმავლობაში უმთავრეს
პრობლემას წარმოადგენდა აშშ-რუსეთის პოლიტიკური თანამშრომლობასთან
დაკავშირებით. პრეზიდენტი პუტინი თავისი პრეზიდენტობის დასაწყისში აქტიურ
ბრძოლას აწარმოებდა ჩეჩენი სეპარატისტების წინააღმდეგ და მარტივად შეეძლო „ომი
ტერორიზმის წინააღმდეგ“ ჩეჩნეთის საკითხთან დაკავშირებით გამოეყენებინა, რადგან ალ
ქაიდასა და ჩეჩნეთის მეამბოხე ძალებს შორის შესაძლო კავშირი ნამდვილად
შეინიშნებოდა, და როგორც უკვე აღვნიშნე, შემდეგ წლებში ამ კავშირის შესახებ
ვარაუდები უფრო გამყარდა10.
9/11-ის მოვლენებმა ასევე რადიკალურად შეცვალა ამერიკის შეერთებული შტატების
სახელმწიფო უსაფრთხოების პოლიტიკა. ახალი გამოწვევები და პრიორიტეტები ჩაიწერა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგიის დოკუმენტში
(National Security Strategy (NSS) document), რომელიც გამოქვეყნდა 2002 წლის
სექტემბერში11. ეს დოკუმენტი მთლიანად ფოკუსირებული იყო საერთაშორისო

10
https://www.cfr.org/backgrounder/chechen-terrorism-russia-chechnya-separatist, 2017.02.05
11
National Security Council, The National Security Strategy of the United States of America, 2002 White House

12
ტერორიზმზე და სახელმწიფო უსაფრთხოების სატრატეგია ფორმულირებული იყო ერთი
მიზნით, თავიდან აეცილებინათ ახალი ტერორისტული თავდასხმების შესაძლებლობა.
დოკუმენტში ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობები სხავა სახელმწიფოებთან
გააზრებული იყო მხოლოდ „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ“-ის ფარგლებში. მთავარი ძალა
ანტიტერორისტულ კამპანიებში სწორედ შეერთებულ შტატებს ჰქონდა. 12 სახელმწიფო
უსაფრთხოების სტრარეგიის დოკუმენტმა პოზიტიური ეფექტი იქონია რუსეთზე და ამ ორ
სახელმწიფოს ურთიერთობებზე. დრო და დრო ძირითადი საკითხები ყალიბდებოდა 13.
ამავე დოკუმენტში დადგინდა, რომ შეერთებულ შატებს უნდა გამოეყენებინა რუსეთის
თანადგომა ტერორიზმის წინააღმდეგ, რომელიც ახალ გამოწვევებში და ინტერესებში
გამოიხატებოდა და უფრო გაეღრმავებინა თანამშრომლობა რუსეთთან „ომი ტერორიზმის
წინააღმდეგ“ ფარგლებში
11 სექტემბრის შემდეგ შექმნილი სახელმწიფო უსაფრთხოების სტრატეგიის
დოკუმენტი აშკარად ატარებდა დადებით ელფერს აშშ-სა და რუსეთს შორის
ურთიერთობების ახალი ერის დაწყების თაობაზე და შემდგომში, უკვე არსებულის უფრო
გაღრმავებაზე. დოკუმენტში მოცემული მიზნების უმეტესობა ყოველთვის იყო ამერიკის
შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები, მაგრამ 11
სექტემბრის შემდეგ შეიცვალა ის, რომ აშშ-მ დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგომა
ყველა ამ პრიორიტეტის მიმართულებით. ამ ცვლილებებმა ასევე მნიშვნელოვნად
იმოქმედა რუსეთზე, რომელიც მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენდა. ამერიკის
შეერთებული შტატები უკვე მას მომავალ პარტნიორად აღიქვამდა.
რუსეთი განაგრძობდა მხარდაჭერის გამოცხადებას ამერიკის შეერთებული შტატების
მიმართ, მას შემდეგ რაც პუტინმა ბუშს და ამერიკელ ხალხს თანადგომა გამოუცხადა, სულ
მალე, 24 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა მოამზადა ხუთ ნაწილიანი გეგმა, რომელიც
აშშ-ს დასახმარებლად, „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ“-ის ფარგლებში შემუშავდა. ხუთ
პუნქტიანი გეგმა მოიცავდა: საიდუმლო ინფორმაციის გაზიარებას ამერიკის შეერთებული
შტატებისათვისთან, რომელიც დადებითად წაადგებოდა ტერირიზმთან ბრძოლას,

12
Thomas devold, us policy towards Russia after 9/11 between cooperation to containment, 2008
13
National Security Council, The National Security Strategy, 2002, p. 26

13
რუსეთის საჰაერო ზონის სრულად გახსნას აშშ-ს თვითმფრინავებისთვის, რომელთაც
ჰუმანიტარული დახმარების მისია ეკისრათ, მოელაპარაკებას ცენტრალური აზიის
მოკავშირეებთან, რომ იგივე სახის დახმარება გაეწიათ ამერიკის შეერთებული შტატების
თვითმფრინავებისთვის, მონაწილეობის მიეღებას საერთაშორისო მოქმედებებში
ტერორიზმის წინააღმდეგ და ბოლოს პირდაპირი დახმარების გაზრდას, როგორც
ჰუმანიტარული ასევე სამხედრო თვალსაზრისით ავღანეთის ჩრდილოეთის კავშირისთვის
და ასევე, რაბანის მთავრობისთვის ავღანეთში14.
ზემოთ აღნიშნული ხუთ პუნქტიანი გეგმა რუსეთსა და აშშ-ს შორის
ურთიერთობების ახალი ეტაპი დაწყებას გამოხატავდა თუ კარგად გავეცნობით ხუთივე
პუნქტს შევამჩნევთ, რომ რუსეთი მხოლოდ თავისი ინტერესებიდან არ მოქმედებდა და
ნამდვილად დახმარების ხელი გაუწოდა ამერიკის შეერთებულ შტატებს,ომი ტერორიზმის
წინააღმდეგ-ის ფარგლებში. პუტინის თანხმობა და მხარდაჭერა, რომ ამერიკის
შეერთებული შტატების საჰაერო ძალებს თავისუფლად შეეძლოთ ცენტრალური აზიის
სივრცეში გადაადგილება აშკარად წარმოადგენდა რუსეთის საგარეო პოლიტიკის
მნიშვნელოვან ცვლილებას, ეს საკითხი მნიშვნელოვანი მიზეზე გახდა აშშ-რუსეთს შორის
ნდობის და ურთიერთდახმარების კიდევ უფრო გასაღრმავებლად. მეორე თავში ამ
საკითხთან დაკავშირებით უფრო დაწვრილებით ვისაუბრებ, კერძოდ, იმის შესახებ, რომ
რუსეთმა და შეერთებულმა შტატებმა დანარჩენ დემოკრატიულ მსოფლიოსთან ერთად,
საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის პირველი ეტაპი წამოიწყეს.
11 სექტემბრის ტერაქტამდე რუსეთის მთავრობა დასავლეთთან დაკავშირებით
არაერთგვაროვან დამოკიდებულებას ამჟღავნებდა, რაც გამოიხატებოდა იმით, რომ
მთავრობა პუტინის პრეზიდენტობის დასაწყისში პერიოდულად იცვლიდა
დამოკიდებულებას დასავლეთისადმი. თუ პუტინის პრეზიდენტობის დასაწყისში რუსეთი
ანტი-დასავლური განწყობით გამოირჩეოდა, მოგვიანებით ეს ყველაფერი შეიცვალა,
რუსეთის მხრიდან უფრო მეტად ურთიერთობების დაბალანსება შეიმჩნეოდა, ხოლო 9/11-
ის შემდეგ ვითარება მთლიანად შეიცვალა, პუტინის დუმილით თანხმობა, რომ ნატოს

14
Michael mcfaul, us-russia relations after september 11, 200, http://carnegieendowment.org/2001/10/24/u.s.-russia-
relations-after-september-11-2001-pub-840, october 24, 2001

14
ჯარებს ემოძრავათ ცენტრალურ აზიაში, იყო იმის სრულიად საპირისპირო, რასაც
რუსეთის საგარეო პოლიტიკა თითქმის 200 წლის განმავლობაში ახორციელებდა (ბორის
ელცინის, კომუნისტების და თუნდაც მეფის რუსეთის დროს რუსეთი ყოველთვის
თვლიდა ცენტრალურ აზაიას თავისი გავლენის სფეროდ და რთული წარმოსადგენი იყო
რომ, თუნდაც დროებით ეს მიმართება შეიცვლებოდა)15.
სულ მალე პუტინის გამოცხადებულ მხარდაჭერას ამერიკის შეერთებული შტატების
მიმართ გამოეხმაურა აშშ-ს პრეზიდენტი ჯორჯ ბუში, რომელმაც ამ თანადგომის
სანაცვლოდ შეცვალა რიტორიკა რუსეთთან დაკავშირებით., იმავე დღეს 26 სექტემბერს
თეთრი სახლის პრეს-სპიკერმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ბუში აფასებდა პუტინის
თანადგომას და დახმარებას. თეთრი სახლის პრეს- სპიკერმა ისიც განაცხადა, რომ
ჩეჩნეთის მთავრობას ისევე როგორც ყველა პასუხისმგებლობის მქონე ლიდერს
მშოფლიოში უნდა გაეწყვიტა ყველანაირი კავშირი (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
ტერორისტულ ორგანიზაციებთან. ამ განცხადებით რუსეთმა ნაწილობრივ მიიღო ის.
რასაც აშშ-სგან ელოდა ჩეჩნეთთან დაკავშირებული საკითხი. აღსანიშნავია, ჩეჩნეთთან
ბილ კლინტონის დამოკიდებულება,, რომელმაც ზოგიერთი ჩეჩენი მებრძოლი ალ-
ქაიდასთან დააკავშირა. ბუშის ადმინისტრაციას ეს არ უთქვამს. ბუშის ხელისუფლებამ
მხოლოდ ჩეჩნეთში შესაძლო არსებულ ტერორისტულ ორგანიზაციებს გაუსვა ხაზი,
თუმცა უნდა ითქვას, რომ ესეც საკმარისი იყო, რომ რუსეთს თავი შედარებით
კომფორტულად ეგრძნო, რადგან როგორც უკვე აღვნიშნე, ჩეჩნეთის საკითხი წლების
განმავლობაში აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობების დალაგების საშუალებას არ
იძლეოდა. მართალია პრეზიდენტ ბუშის განცხადება ჩეჩნეთთან დაკავშირებით არ
აძლევდა პრეზიდენტ პუტინს მწვანე შუქს, თუმცა როგორც უკვე აღვნიშნე ეს უკვე
ურთიერთობების მოგვარებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯი იყო. ამერიკის შეერთებული
შტატებსა და რუსეთს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებამდე, რუსეთი
ისედაც ერეოდა ჩეჩნეთის საკითხებში და სამხედრო ძალასაც იყენებდა. შემთხვევებში აშშ
დიდ ყურადღებას არც აქცევდა რუსეთის ამ ქმედებებს. 11 სექტემბრის ტერაქტამდე

15
Michael mcfaul, us-russia relations after september 11, 2001, http://carnegieendowment.org/2001/10/24/u.s.-russia-
relations-after-september-11-2001-pub-840

15
ჩეჩნეთის საკითხი არ წარმოადგენდა ბუშის ადმინისტრაციის მთავარ პრიორიტეტს
რუსეთთან მიმართებაში,. ხოლო 11 სექტემბრის შემდეგ, აშშ-ს მიმართება ჩეჩნეთთან
დაკავშირებით შეიცვალა აშშ-ს და რუსეთის საერთო მტერთანს, ტერორიზმთან
დაპირისპირებით. პუტინს ყოველთვის სურდა ჩეჩნეთის საკითხი მოეგვარებინა, ამერიკის
შეერთებული შტატებისგან დამოუკიდებლად, ხოლო რადგან ბუშის ადმინისტრაციამ
სცნო ამ ორი სახელმწიფოს მთავარი გამოწვევები, რაც ტერორიზმთან ბრძოლაში
გამოიხატებოდა, რუსეთის მთავრობას ხელ-ფეხი ეხსნებოდა უფრო თავისუფლად
ემოქმედა. თუმცა მთავარი თემა ომი ტერორიზმის წინააღმდეგ იყო, რომელიც მთლიანად
გასდევდა რუსეთ-აშშ-ს თანამშრომლობას და პოლიტიკურ ურთიერთობებს.

2.2 აშშ-რუსეთის თანამშრომლობა ტერორიზმთან ბრძოლის


პირველ ეტაპზე

აშშ-რუსეთის ურთიერთობების პირველ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი


რუსეთის აღმოჩენილი დახმარება იყო ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო
ძალებისათვის, ავღანეთში შესვლის შემდეგ, რუსეთი შეერთებულ შტატებს ტერორიზმთან
დაკავშირებული ინფორმაციის მოპოვებაშიც დაეხმარა, აგრეთვე, გაზარდა ჰუმანიტარული
დახმარება, იარაღით მოამარაგა ავღანეთის ჩრდილოეთის კავშირის სამხედრო ძალები
თალიბანის წინააღმდეგ. უმთავრესი კი მაინც ის იყო, რომ რუსეთმა გახსნა საჰაერო სივრცე
ფრენებისთვის, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარება უნდა გაეწიათ. სამხედრო
ოპერაციებმა ავღანეთში შექმნა იმის პირობა, რომ ცენტრალური აზიის სახელმწიფოებში,
რომლებიც არ იყვნენ სამხედრო ბაზების განთავსების წინააღმდეგნი, შეიქმნა უამრავი
სამხედრო ბაზა. თუმცა რუსეთი ამავედროს ცდილობდა ამერიკის შეერთებული
შტატებისგან მიეღო გარანტია, რომ ეს ბაზები იქნებოდა დროებითი და აშშ-ს სამხედრო
ჯარების ყოფნაც ამ ტერიტორიებზე (ცენტრალურ აზიაში) მუდმივ სახეს არ მიიღებდა.

16
11 სექტემბრის შემდეგ მსოფლიო პოლიტიკაში შეიქმნა ახალი სიტუაცია, ამერიკის
შეერთებული შტატები და რუსეთი ერთმანეთს დაუახლოვდა და ერთობლივი საფრთხის
წინააღმდეგ პარტნიორები გახდნენ., რუსეთის შტატებთან „დამეგობრებით“ კი
თავისთავად პოზიტიური გარემო იქმნებოდა დასავლეთის ქვეყნებთან და სხვადასხვა
პოლიტიკურ ინსტიტუტებთან, რამაც საფუძველი ჩაუყარა დასავლურ ორიენტაციას
რუსეთის პოლიტიკაში რომელიც 1990 წლიდან ამ დრომდე არ შეიმჩნეოდა 16. ამერიკის
შეერთებული შტატებისა და რუსეთის დაწყებულმა ერთობლივმა კამპანიამ „ომი
ტერორიზმის წინააღმდეგ“ შექმნა ის მთავარი ბაზისი, რომელიც უნდა გამხდარიყო
ურთიერთობების დარეგულირების და შემდგომ, გაღრმავების მიზეზი., რადგან როგორც
უკვე აღვნიშნე, ტერორიზმი ორივე სახელმწიფოსთვის ნაცნობი პრობლემა იყო და
ერთობლივ მოქმედებებს მოითხოვდა მის აღმოსაფხვრელად.
სანიტერესოა, ყურადღების გამახვილება რუსეთის და აშშ-ს საიდუმლო
სპეცსამსახურების დამოკიდებულებაზე და მათ შორის ინფორმაციის გაზიარებაზე,
ურთიერთობის დასაწყისშივე პუტინმა განაცხადა მზაობა, ინფორმაციის გადაცემაზე აშშ-ს
ხელისუფლებასთვის, რაც წაადგებოდა აშშ-ს საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლაში
დაეხმარებოდა. ეს არც ისე მარტივი საკითხი გახლდათ, რადგან ჯერ კიდევ ცივი ომის
პერიოდიდან ამ ორი სახელმწიფოს საიდუმლო სამსახურები მუდმივ პაექრობაში იყვნენო.
თუმცა „ცივი ომის“ დამთავრების შემდეგ ამ საკითხთან დაკავშირებული პრობლემებიც
შედარებით გამოსწორდა. „ომი ტერორიზმის წინააღმდეგ“-ის ფარგლებში რუსეთის
სახელმწიფო სადაზვერვო სამმართველოს(GRU) დირექტორი ვალენტინ კორაბელნიკოვი
2002 წლის თებერვალში მნიშვნელოვანი ვიზიტით ესტუმრა ვოშინგტონს., ვიზიტის
მთავარი მიზანი იყო საიდუმლო ინფორმაციის გაზიარება და ურთიერთობების
გაღრმავება. საბოლოოდ, მთელი ამ მოლაპარაკებების შედეგად, რომელიც თვეების
განმავლობაში მიმდინარეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის
საიდუმლო ინფორმაციის თაობაზე, 2004 წელს ორმხრივი თანამშრომლობის შესახებ,
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს(FBI) ხელმძღვანელმა რობერტ მიულერმა და

16
Thomas Devold, US policy towards Russia after 9/11 between cooperation to containment, 2008, page.41

17
ფედერალური უსაფრთხოების სერვისის(FSB) დირექტორმა ნიკოლაი პატრუშევმა ხელი
მოაწერეს კონტრტერორიზმთან დაკავშირებით ერთობლივი თანამშრომლობის
ხელშეკრულებას17. წლების წინ დაწყებული თანამშრომლობა დასრულდა მნიშვნელოვანი
დოკუმენტის შექმნით.
მნიშვნელოვანია ანტიტერორისტული კამპანიის პირველ ეტაპზე ამერიკელი
გენერალი ტომი ფრენკსის სამდღიანი ვიზიტი მოსკოვში 2002 წლის 21 მარტს, ავღანეთში
განთავსებული ამერიკის სამხედრო შენაერთების სარდალმა, გენერალმა, ტომი ფრენკსმა,
ავღანეთში მიმდინარე ანტიტერორისტულ კამპანიაში აქტიური თანამშრომლობისთვის
შეაქო რუსეთის ხელისუფლება. ჟურნალისტებთან ინტერვიუს მიცემის დროს კი ,
გენერალმა მადლობა გადაუხადა რუსეთის ხელისუფლბას ავღანეთში მიმდინარე
ანტიტერორისტულ კამპანიაში გაწეული დახმარებისათვის. მან პირველ რიგში ახსენა
რუსეთის საგანგებო ვითარებათა სამინისტრო, რომელიც კოორდინაციას უწევდა
ჰუმანიტარულ ოპერაციებს, ომისგან დარბეულ ავღანეთში. გენერალმა ფრენკსმა ასევე
დასძინა, რომ რუსეთი ანტიტერორისტული კოალიციის მნიშვნელოვანი პარტნიორია,
რუსეთის ხელისუფლების ქმედებები კი ამ მიმართულებით ძალიან ეფექტური, რადგან
სწორედ რუსეთი ასრულებდა გადამწყვეტ როლს შეერთებულ შტატებთან ერთად
კოალიციაში და ეს თანამშრომლობა უნდა გაგრძელებულიყო, იქამდე, სანამ ომი
ავღანეთში არ მორჩებოდა, ომის შეწყვეტის საფუძვლები კი ჯერ-ჯერობით არ ჩანდა. 18 სხვა
უმთავრეს დახმარებებთან ერთად, რომელსაც რუსეთის მთავრობა გასწევდა
ანტიტერორისტულ კამპანიაში, ყველაზე მნიშვნელოვანი შეერთებული შტატების
თვითმფრინავებისთვის რუსეთის საჰაერო სივრცის გახსნა იყო. აღსანიშნავია ის ფაქტიც,
რომ საპასუხოდ შეერთებული შტატების ხელისუფლებამ რუსეთს ნება დართო,
ფლორიდის შტატის სამეთაურო შტაბში, თავისი წარმომადგენლობა გაეგზავნა. ეს ფაქტი
იმის დასტურია, თუ როგორ შეიძლება დააახლოვოს საერთო მიზნის მიღწევამ ყოფილი
მოწინააღმდეგეები ერთმანეთთან.

17
fbi strikes deal with russia’s fsb in fight against terrorism,
https://www.prisonplanet.com/articles/december2004/061204strikesdeal.htm
18
Francesca mereu, Russia: Franks praises Russia’s cooperation in antiterror campaign, march 21, 2002

18
რუსეთი ამ ეტაპისთვის, ავღანეთის ანტიტერორისტულ კამპანიაში მხოლოდ
ჰუმანიტარული დახმარების ფუნქციას ასრულებდა, სამხედრო თვალსაზრისით ჯერ-
ჯერობით ქმედით ნაბიჯებს არ დგამდა., რთული სათქმელია ანტიტერორისტული
ოპერაციის პირველ პერიოდში რუსეთის ხელისუფლების ასეთი გადაწყვეტილება მისივე
გადაწყვეტილი იყო, თუ შეერთებულ შტატებთან კონსულტაციის შედეგად მიღწეული. ამ
საკითხთან დაკავშირებით, გენერალი ფრენკსი აცხადებდა, რომ საჭირო არ იყო ამ თემის
გაშლა და წინ წამოწევა, მთავარი იყო ის, რომ რუსეთის მთავრობა მასზე დაკისრებულ
სამუშაოს ზედმიწევნით კარგად ასრულებდა, თანამშრომლობა და ერთობლივი
გადაწყვეტილებების მიღების საკითხი კი დღითი-დღე, წინ მიიწევდა.
გენერალმა ფრენკსმა მოსკოვში სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში, მრავალი შეხვედრა
გამართა რუსეთის მაღალჩინოსნებთან., აღსანიშნავია რუსეთის თავდაცვის მინისტრ
სერგეი ივანოვთან შეხვედრა, რომლის დროსაც წამოიჭრა საკითხი , რომელიც ნამდვილ
გამოწვევას წარმოადგენდა, შეერთებული შტატები-რუსეთის თანამშრომლობაში კერძოდ,
რუსეთის თავდაცვის მინისტრი პირველად შეეხო ცენტრალური აზიის და ნაწილობრივ
ჩეჩნეთის საკითხებს შეხვედრის შემდგომ პრესკონფერენციაზე ამერიკელმა გენერალმა
განაცხადა, რომ ანტიტერორისტული კამპანიის მსვლელობისას დაკავებულები არიან
სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენლები და მათ შორის ჩეჩნებიც. ამ განცხადებით
რუსეთის მთავრობამ დიდი სარგებელი მიიღო, რადგან ჩეჩნეთის ალ-ქაიდასთან
დაკავშირება, თუნდაც მცირე მასშტაბით მის ინტერესებში შედიოდა.
გნერალმა,ცენტრალურ აზიასთან დაკავშირებითაც განაცხადა, რომ შეერთებული
შტატების მთავარ მიზანს არ წარმოადგენდა, დაერწმუნებინა რუსეთის ხელისუფლება,
კოალიციის ჯარების განლაგების თაობაზე ცენტრალურ აზიაში, ყოფილ საბჭოთა კავშირის
რესპუბლიკებში, (ნაწილობრივ ეს თავისთავადაც მოხდა) პირიქით, ისინი იმედოვნებდნენ,
რომ რუსეთის ხელისუფლება თვითონვე გააგრძელებდა უსაფრთხოების უზრუნველყოფას
საკუთარი ძალებით ამ ქვეყნებში და შესაბამისად, რეგიონში.
მოსკოვში ბოლო დღეს დაგეგმილ პრესკონფერენციაზე გენერალ ტომი ფრენკსს არ
გაუკეთებია განცხადება იმის შესახებ, ესაუბრა თუ არა, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს

19
მესვეურებს ერაყში შეერთებული შტატების მოსალოდნელ ოპერაციაზე, (ვაშინგტონი
ბაღდადს, მასობრივი განადგურების იარაღის წარმოებაში ადანაშაულებდა), პრეზიდენტმა
ბუშმა 2002 წლის 29 იანვარის მიმართვაში, ერაყი, ირანი და ჩრდილოეთ კორეა ბოროტების
ღერძად მოიხსენია19.
მთელი ამ სამ დღიანი ვიზიტიდან ჩანს, რომ ანტიტერორისტული ოპერაციის პირველ
ეტაპზე, აშშ-რუსეთის თანამშრომლობა ნამდვილად პოზიტიურ ელფერს ატარებდა და
უკეთესი ურთიერთობების იმედს ტოვებდა.

2.3 ამერიკა-რუსეთის სამუშაო ჯგუფები ავღანეთის საკითხზე

ამერიკის შერთებული შტატების და რუსეთის ინტერესმა ავღანეთის საკითხთან


დაკავშირებით (და საერთოდ ტერორიზმთან) ახალი გარემოება შექმნა, ამ საკითხის
განსახილველად 2002 წლის 8 თებრვალს ვაშინგტონში მოიწვიეს რიგით მეექვსე სესია. 20
სწორედ 8 თებერვლის სამუშაო ჯგუფია განსაკუთრებით საინტერესო, რაგდან
მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავდა ტრორიზმისთან, ავღანთის და რუსეთ-აშშ-ს
ურთიერთობების განმტკიცების შესახებ.
სესიას ხელმძღვანელობდა, ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის საგარეო
ურთიერთობების აპარატის ხელმძღვანელები. მოლაპარაკებებზე მათ კიდევ ერთხელ
დაადასტურეს ვალდებულებები ერთმანეთის მიმართ, რომ ეთანამშრომლათ ტრორიზმის
წინააღმდეგ ბრძოლაში. ხაზი გაუსვეს იმის საჭიროებას, რომ არ დაეშვათ ტერორისტული
დაჯგუფებების არსებობა ავღანეთის ტერიტორიაზეე და ზოგადად ცენტრალურ აზიაში.
მათ ბონის შეთანხმების მომავალში წარმატებით შესრულების სურვილიც
დაადასტურესული. ბონის შეთანხმება მიიღეს 2001 წლის 5 დეკემბერს, რომლიც
გულისხმობდა,, ავღანეთის სახლმწიფოს ხელახლა შექმნას 11 სექტემბრის ტერაქტის

19
The Washington post, text of president Bush’s 2002 state of the union address, January 29, 2002
20
Joint statement by us-russia working group in avghanistan, us department of state, archive, 2002

20
საპასუხოდ ავღანეთში ამერიკის შეერთებული შტატების ჯარების შესვლის შემდეგ 21.
ავღანეთის დროებითი და გარდამავალი მთავრობები კი მემკვიდრეობით მიიღბდნენ ამას.
მათ ასევე მზაობა განაცხადეს, რომ ეთანამშრომლათ გაეროსთან ამ საკითხის
განხორციელების თაობაზე. დელეგაცია შეთანხმდა, რომ აშშ-რუსეთის სამხედრო
თანამშრომლობა, რომლიც ტერორიზმთან წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიხატებოდა
იქნებოდა უპრეცედენტო, რომელის ფარგლებშც მათი ერთობლივი გეგმები წარმატებით
შესრულდებოდა ასევე ორივე მხარემ ხაზი გაუსვა ტერორიზმთან დაკავშირებული
საიდუმლო ინფორმაციის გაზიარების მნიშვნელობას. ამერიკის შერთებული შტატების და
რუსეთის დელეგაციებმა იმსჯელეს გრძელვადიან სამშვიდობო პოლიტიკაზე, რომელიც
ავღანეთს სტაბილურობას მოუტანდა და. შეთანხმდნენ ,დახმარებოდნენ ავღანეთის
დროებით მთავრობას, ავღანეთის ეკონომიკის რეაბილიტირებაში. გრძლვადიანი
მშვიდობა, სტაბილურობა და ეკონომიკური აღმასვლა მნიშვნელოვანი იყო არა მარტო
ავღანეთში არამედ მთელ რეგიონში, ცენტრალურ აზიაში. აღსანიშნავია, რომ ამერიკის
შერთებული შტატების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი არ მიისწრაფვოდნენ
ცენტრალურ აზიაში მუდმივი სამხედრო ბაზების არსებობისაკენ. ყველა ზემოთ
აღნიშნული შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდა არც რუსეთის, არც ამერიკის შერთებული
შტატების ინტერესებს. ამის კარგი მაგალთია, ამერიკის შეერთებული შტატების
განცხადება, რეგიონში მუდმივი ჯარების არ განთავსების შესახებ, რაც რუსეთისთვის
მისაღები გახლდათ, რადგან ცენტრალური აზია ყოველთვის თავის გავლენის სფეროდ
მიაჩნდა და არ დაუშვებდა ამ რეგიონში მუდმივად შეერთებული შტატების ჯარების
არსებობას. სესიაზე ასევე გადაწყდა, რომ მათი გრძელვადიანი ერთობლივი პოლიტიკის
წარმატებით დასრულების (მშვიდობა და ეკონომიკური განვითარება) და, ავღანეთის
განვითარდების შემდეგ აშშ და რუსეთი არ შეწყვეტდნენ ქვეყნის ჰუმანიტარულ
დახმარებას, პირიქით, ისინი კიდევ უფრო მეტად შეუწყობდნენ ხელს მშვიდობის
შენარჩუნებას და ავღანელი ემიგრანტების წარმატებით დაბრუნებას და ინტეგრაციას
სამშობლოში.

21
Text of the Bonn Agreement 2001, UN Peacemaker

21
6+2 სამუშაო ჯგუფის აუცილებლობასაც გაესვა ხაზი, რომელთაც ერთად უნდა
ემუშავათ საერთო მიზნის მისაღწევად, ავღანეთში მშვიდობის შესანარჩუნებლად “Six plus
two group of afhganistan” ესაა, ავღანეთის ექვსი მოსაზღვრე სახელმწიფოსგან შემდგარი
არაფორმალური კავშირი (ჩინეთი, ირანი, პაკისტანი, ტაჯიკეთი, თურქეთი და უზბეკეთი)
პლუს ორი მთავარი ძალა, ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი, რომლებიც
გაეროს ეგიდით მოქმედებდნენ. კოალიცია მუშაობდა ავღანეთში მშვიდობის
შენარჩუნების საკითხზე22. გადაწყდა, რომ გაეროს უსაფრთხოების საბჭოს ეგიდით
გატარდებოდა მრავალჯერადი სანქციები, მათ მიმართ ვინც ტერორიზმთან კავშირში
შეიმჩნეოდა. აშშ-რუსეთის თანამშრომლობა და რიგ საკითხებზე ინტერესთა თანხვედრა,
რომელიც ერთობლივი შეთანხმების შედეგად შეიქმნა ნაკლებ სავარაუდო იყო თუნდაც
რამდენიმე წლის წინ,. ამ ყველაფერს კი დასაბამი მისცა 9/11-ის ტერორისტულმა
თავდასხმამ და ბუშის მიერ გამოცხადებულმა ომმა ტერორიზმის წინააღმდეგ. როგორ
განვითარდა მოვლენები წლების შემდეგ, რამდენად შესრულდა აღნიშნული შეთანხმებები,
ეს უკვე სხვა საკითხია.

2.4 „მოსკოვის შეთანხმება“, 2002 წლის 24 მაისი

2002 წლის მაისში, ამერიკის შეერთებულ შტატების და რუსეთის ლიდერებმა ხელი


მოაწერეს „ერთობლივ დეკლარაციას“, რომელიც წარმოადგენდა 11 სექტემბრის შემდეგ
მიღწეული თანამშრომლობის უმაღლეს გამოხატულებას, ორ სახელმწიფოს შორის.
დოკუმენტის ტექსტი აცხადებდა:
„ჩვენ მივაღწიეთ ახალ სტრატეგიულ თანამშრომლობას. ერა როდესაც ამერიკის
შეერთებული შტატები და რუსეთი ერთმანეთს მტრებად აღიქვამდნენ დასრულებულიას.
ახლა ჩვენ პარტნიორები ვართ და ვითანამშრომლებთ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა,

22
High-level Meeting of "Six plus Two" Group on Afghanistan Discusses Drugs Emanating from that Country, Press Release
No. UNIS/SG/2511 of 1 March 2000

22
უსაფრთხოება და ეკონომიკური ინტეგრაცია. ერთობლივად გადავლახოთ გლობალური
გამოწვევები და ვიზრუნოთ რეგიონალური კონფლიქტების გადაჭრაზე.“23
დოკუმენტი შეიცავდა რამდენიმე პოტენციურ გეგმას, გაზრდილიყო თანამშრომლობა
ამ ორ სახელმწიფოს შორის, ყურადღება გამახვილებულიყო პოლიტიკურ-ეკონომიკურ
ფაქტორებზე და მასობრივი გამანადგურებელი იარაღის გამოყენების აკრძალვაზე(Non
Ploriferation), პოლიტიკური თანამშრომლობის სექტორში განსაკუთრებული ყურადღება
იყო გამახვილებული ცენტრალური აზიისა და სამხრეთ კავკასიის საკითხზე:
„ჩვენ ვაღიარებთ, რომ ცენტრალური აზია და სამხრეთ კავკასია ჩვენი საერთო
ინტერესისი საგანია, რომ ვუზრუნველყობთ სტაბილურობას და ტერიტორიულ
მთლიანობას ამ რეგიონებში არსებულ სახელმწიფოებს შორის. ამერიკის შეერთებული
შტატები და რუსეთი ეწინააღმდეგება „დიდი ძალაუფლების“(Great Power) წარუმატებელ
მოდელს, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ პოტენციური კონფლიქტების გაზრდა ძალუძს
რეგიონეში. ჩვენ მხარს ვუჭერთ ეკონომიკურ და პოლიტიკურ განვითარებას., დავიცავთ
ადამიანის უფლებებს ანტიტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.“24
პოლიტიკური თანამშრომლობის ზემოთ აღნიშნული ნაწილი აშკარად ემსახურებოდა
სტაბილურობის უზრუნველყოფას და ცენტრალური აზიის რეგიონში მომავალი
თანამშრომლობის იმედს ტოვებდა. პოლიტიკური თანამშრომლობის საკითხთან
დაკავშირებით ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა ერთობლივ მიზანს
მიაღწიეს, რადგან ინტერესები, რომელიც მათ ჰქონდათ მთელ რიგ შემთხვევებში
ერთმანეთს ემთხვეოდა., ამ ყველაფერმა კი მსოფლიოში სტაბილურობის
უზრუნველყოფის შესაძლებლობა შექმნა, რაც არა მხოლოდ ამ ორ სახელმწიფოზე
აისახებოდა სასიკეთოდ.
ეკონომკური თანამშრომლობის სექტორში ყურადღება გამახვილებული იყო რუსეთსა
და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას (WTO) შორის თანამშრომლობაზე და შემდგომში
უკვე რუსეთის გაწევრიანებაზე (რომლის სურვილსაც პუტინი ყოველთვის გამოთქვამდა

23
US Department of State, https://2001-2009.state.gov/p/eur/rls/or/2002/10469.htm
24
https://www.theguardian.com/world/2002/may/24/usa.russia, Friday 24 may, 2002

23
თავისი პრეზიდენტობის პირველ ვადაში).25 ასევე ენერგეტიკულ
თანამშრომლობაზე(Energy Cooperation). ყოველივე ამის წარმატებით განხორციელების
შემთხვევაში ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებოდა აშშ-რუსეთის
ურთიერთობებში, და რუსეთის მხრიდან დასავლური ორიენტაციის გაძლიერების
საკითხში. უსაფრთხოების სფეროში გაზრდიდა გამჭვირვალობას და თანამშრომლობას,
რაც მეტად მნიშვნელოვანი იყო.
დოკუმენტის ტექსტი ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ აცხადებდა:
„ამერიკის შეერთებული შტატები და რუსეთი ყველანაირად ეცდება მსოფლიოში
არსებული საერთაშორისო ვაჭრობის გაფართოებას, რაც გაზრდის ეკონომიკურ კავშირებს
ჩვენს ქვეყნებს შორის, ყოველივე რუსეთს ჩართავს მსოფლიო ეკონომიკაში, როგორც ერთ-
ერთ წამყვან წევრს, რაც შესაბამისობაში იქნება კანონის უზენაესობასთან მსოფლიო
ეკონომიკურ სისტემაში. ყოველივე ეს კი რუსეთს შესაძლებლობას მისცემს, გახდეს
მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წევრი დროულ ვადებში.“26
ერთობლივი დეკლარაციის დოკუმენტი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეთანხმება
იყო, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების და რუსეთის ლიდერებმა მიაღწიეს,
თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ დოკუმენტის წარმატებით განხორციელება პრაქტიკაში
მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატების ქმედებებზე არ იყო დამოკიდებული,
რუსეთსაც უნდა შეესრულებინა მნიშვნელოვანი როლი ორმხრივი ურთიერთობების
განვითარებაში. ამ საკითხთან დაკავშირებით ყველაზე საინტერესო განმარტება გააკეთა
ამერიკელმა დიპლომატმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის
მდივნის კოლინ პაუელის მრჩეველმა და მთავარი გრძელვადიანი პოლიტიკის
წამმართველმა, რიჩარდ ნათან ჰაასმა 2001 წლის 1 ივნისს, დეკლარაციის მიღებიდან
რამდენიმე დღის შემდეგ. ჰაასი ამბობდა:
„რასაკვირველია, მოცემულ სიტუაციაში ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი
საკითხი გრძელვადიანი პოლიტიკის განსაზღვრაა, ორმხრივი ურთიერთობებისათვის. ეს
ურთიერთობები არ უნდა მყარდებოდეს მხოლოდ დასრულებული ცივი ომის

25
why doesn’t Russia join the WTO? https://www.theguardian.com/world/2002/may/24/usa.russia
26
28. US Department of State, https://2001-2009.state.gov/p/eur/rls/or/2002/10469.htm

24
საფრთხეების თავიდან აცილებას და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას თუმცა ორივე
საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. ურთიერთობები დაფუძნებული უნდა იყოს
თანამშრომლობის ახალ შესაძლებლობებზე.“27
ჰაასმა, ასევე დაასახელა უმნიშვნელოვანესი ფაქტორი, რომლის გარეშეც ეს
ურთიერთობები იმაზე მალე შეირყეოდა ვიდრე მას ეს ორი სახელმწიფო მოელოდა.,
საუბარი იყო (energy cooperation) მსოფლიოს ენერგიის საკითხებზე მოლაპარაკებებზე.
ჰაასის თქმით, სწორედ ეს საკითხი იყო ის მთავარი ძალა, რომელიც ამერიკის შეერთებულ
შტატებსა და რუსეთს შორის თანამშრომლობას უფრო ნაყოფიერს და გრძელვადიანს
გახდიდა.
„მოსკოვის შეთანხმებაში“ ასევე საუბარი იყო, მასობრივი გამანადგურებელი იარაღის
შემცირების თაობაზე გარკვეულ დადგენილებამდე, რომელსაც აშშ და რუსეთი
დაამტკიცებდა, ეს კი თავისთავად ხელს შეუწყობდა მსოფლიოში მშვიდობის
შენარჩუნებას. სწორედ მოსკოვის სამიტზე მოეწერა ხელი „სორტის“ ხელშეკრულებას
(Sstrategic Ooffensive Rreduction Ttreaty”). მას შემდეგ რაც აშშ-ს სენატმა და რუსეთის დუმამ
ამ ხელშეკრულების რატიფიცირება მოახდინეს 2002 წლის დეკემბერში, ხელშეკრულება
ძალაში შევიდა 2003 წლის 1 ივნისს. „სორტის“ ხელშეკრულება კიდევ უფრო მკაფიოდ
უსვამდა ხაზს იმ გარემოებას, რომ მშვიდობის შენარჩუნება ორივე სახელმწიფოს ერთ-ერთ
უმთავრეს მიზანს წარმოადგენდა.
მოსკოვის შეთანხმებაში ასევე, მკაფიოდ იყო გაცხადებული, რომ ამერიკის
შეერთებული შტატები მიესალმებოდა 2002 წლის 28 მაისს(სულ რაღაც 4 დღის შემდეგ)
დაგეგმილ რომის სამიტს, სადაც უნდა შექმნილიყო ნატო-რუსეთის ერთობლივი საბჭო,
რომელიც რუსეთისთვის და დასავლეთისთვის უფრო ნაყოფიერი და ეფექტური
ურთიერთობების შესაძლებლობას შექმნიდა. რაც იმაში ეს გამოიხატებოდა, რომ ისინი
მიიღებდნენ ერთობლივ გადაწყვეტილებებს, იკისრებდნენ თანაბარ პასუხისმგებლობას,
როგორც ინდივიდუალურად ასევე კოლექტიურად, უმთავრესი სტრატეგიული საერთო
მიზნის, ტორორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ და ხელს შეუწყობდნენ მსოფლიოში

27
29. Richard N. Haass, “US-Russian Relations in the Post-Cold War World”,US. Department of State

25
მშვიდობის შენარჩუნებას. ნატო-რუსეთის საბჭო შექმნიდა შესაძლებლობას, რომ რუსეთსა
და ნატოს წევრ სახელმწიფოებს საერთო მიზნის მისაღწევად თანაბარ პირობებში
ემუშავათ.. ნატო და რუსეთი ერთად იდგებოდა საერთო რისკებისა და საფრთხეების
წინააღმდეგ, რომელიც მათ უსაფრთხოებას დაემუქრებოდა.
მართლაც, 2002 წლის 28 მაისს, მოსკოვის ხელშეკრულებიდან სულ რაღაც 4 დღის
შემდეგ, რომის სამიტზე შეიქმნა „ნატო-რუსეთის საბჭო“. ამ ყოველივეს გაანალიზებით,
შესაძლებელია დავასკვნათ, თუ რამხელა სარგებელი მოუტანა მოსკოვის შეთანხმებამ
ამერიკის შეერთებულ შტატებს, რუსეთს და საერთოდ, მთელ დემოკრატიულ სამყაროს.
ყოველივე ეს კი მსოფლიოში ეფექტური გარემოს შექმნის იმედს იძლეოდა.

26
დასკვნა

ამერიკის შეერთული შტატებისა და რუსეთს შორის ურთიერთობა ყოველთვის


მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მსოფლიო პოლიტიკაში. ეს ორი სახელმწიფო ადგენდა
დღის წესრიგს მსოფლიო პოლიტიკაში და დღესაც ასეა. 2001 წლის 11 სექტემბრის
ტერორისტული თავდასხმის შემდეგ, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის
დაწყებული თანამშრომლობამ აშკარად დადებითად იმოქმედა არა მარტო თვით ამ
ქვეყნების ურთიერთობაზე, არამედ მთლიანად მთელს დემოკრატიულ მსოფლიოზე.
ომი ტერორიზმის წინააღმდეგ ამ ორი სახელმწიფოს უმთავრესი დამაკავშირებელი
გახდა. ის წლების განმავლობაში აშშ-რუსეთს ერთი მიზნისთვის გაერთიანების
შესაძლებლობას აძლევდა. მართალია, მათი ურთიერთობის დათბობა და თანამშრომლობა
ავღანეთის ანტიტერორისტულ ოპერაციაში თითქოს ცივი ომის დროინდელი მტრების
დამეგობრების იმედს იძლეოდა და აშშ-სა და რუსეთს შორის ურთიერთობის ახალი ერის
დაწყებაზე მეტყველებდა, მაგრამ ეს პროგნოზი არ გამართლდა. დათბობა ხანმოკლე
არმოჩნდა. დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლა საერთაშორისო ტერორიზმის
წინააღმდეგ არ დასრულებულა, შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის
თანამშრომლობა ურთიერთბრალდებებმა და ცივი ომის დროინდელმა რიტორიკამ
შეცვალა, რაზეც სირიის მოვლენები მეტყველებს. 11 სექტემბრის ტერორისტული აქტის
შემდეგ დამთბარი ურთიერთობა ცივი ომის ზღვარზეა (თუ უკვე ომი არ დაწყებულა!).

27
გამოყენებული ლიტერატურა

1. Devold Thomas, “US policy toward Russia after 9/11: between cooperation and
containment”, oslo files on defence and security– 03/2008.
2. Ferguson Joseph, Director, Northeast Asia Studies The National Bureau of Asian Research,
“U.S.-Russia Relations: U.S.-Russia Partnership: a Casualty of War?” 2004.
3. John O’ Loughlin, Gearoid O Tuathail, Vladimir Kolossov, A “Risky Westward Turn”?
Putin’s 9–11 Script and Ordinary Russians, europe-asia studies, January 2004
4. Kuchins Andrew, Vyacheslav Nikonov, Dmitri Trenin, “U.S.-Russian Relations: The Case
for an Upgrade” Moscow, 2005
5. Petykowski Jennifer L, “Russia's interests in the Global War on terrorism implications for a
continuing US-Russian partnership” September 2004.
6. Reza Anika, “The Threat of Global Terrorism: United States Policies Towards Terrorism Before
and After September 11, 2001,” 5 May 2014
7. Roberts Kari, “Empire Envy: Russia-US Relations Post 9/11” Journal of Military and
Strategic Studies, Summer 2004
8. Stent Angela, “The Limits of Partnership: U.S.-Russian Relations in the Twenty-First
Century” 2015
9. Suslov Dmitry, “Russia - US relations: Missed chances and future opportunities” 2011
10. Trenin Dmitry, "NATO and Russia: Partnership or Peril?", Current History, Vol. 108 (720)
(October 2009).
11. Tretler David, David Rosenberg, „US-Russia cooperation in the war against international
terrorism, 2002.
12. National Commission: Thomas H. Kean, Lee H. Hamilton, Richard Ben-Veniste, Bob Kerrey,
Fred F. Fielding, John F. Lehman, Jamie S. Gorelick, Timothy J. Roemer, Slade Gorton, and
James R. Thompson. The 9/11 Commission Report: Final Report of the National Commission on
Terrorist Attacks Upon the United States (New York: W.W. Norton & Company, Inc., 2004).

28
ელექტრონული რესურსები

13. Michael Mcfaul, “U.S.-Russia Relations After September 11, 2001”


(http://carnegieendowment.org/2001/10/24/u.s.-russia-relations-after-september-11-2001-
pub-840) 24 october, 2001.
14. Francesca Mereu, “Russia: Franks Praises Russia's Cooperation In Antiterror Campaign”
March 21, 2002. (https://www.rferl.org/a/1099152.html).
15. ICAS Special Contribution, Institute for Corean-American Studies, U.S.-Russian Relations,
(http://www.icasinc.org/2001/2001l/2001lteg.html)
16. Council on foreign relations, Backgrounder by Preeti Bhattacharji, “Chechen Terrorism
(Russia, Chechnya, Separatist)” April 08, 2010 (https://www.cfr.org/backgrounder/chechen-
terrorism-russia-chechnya-separatist).
17. Fiona Hill, “Putin and Bush in Common Cause? Russia’s View of the Terrorist Threat After
September 11”, June 1, 2002 (https://www.brookings.edu/articles/putin-and-bush-in-
common-cause-russias-view-of-the-terrorist-threat-after-september-11/)
18. 9/11 a "turning point" for Putin, September 10, 2002
(http://edition.cnn.com/2002/WORLD/europe/09/10/ar911.russia.putin/index.html)
19. Fiona Hill, “The United States and Russia in Central Asia: Uzbekistan, Tajikistan,
Afghanistan, Pakistan, and Iran” June 1, 2002, (https://www.brookings.edu/on-the-
record/the-united-states-and-russia-in-central-asia-uzbekistan-tajikistan-afghanistan-
pakistan-and-iran/)
20. PEW RESEARCH CENTER, “The View Before 9/11: America’s Place in the World”, 2001,
(http://www.people-press.org/2001/10/18/the-view-before-911-americas-place-in-the-
world/).
21. Ariel Cohen, “Putin's Foreign Policy and U.S.- Russian Relations”, January 18, 2001,
(http://www.heritage.org/europe/report/putins-foreign-policy-and-us-russian-relations).

29
22. U.S. Department of State , (https://www.state.gov/)
23. Francesca Mereu , “Analysts Agree Now Is Time to Resolve Standoff over Iran’s Bushehr
Plant”, US-Russia Relations Special Reports, 12 July 2002 (Radio Free Europe/Radio Liberty
[online 1 May 2007], (URL: http://www.rferl.org/ features/2002/07/ 12072002165602.asp.).

30
Ivane Javakhishvili Tbilisi State University

Faculty of Humanities

Bachelor’s Programme : American Studies

Giorgi tatarashvili

US-Russia relations post 9/11 terrorist attack

Thesis for Bachelor’s Degree in American Studies

Supervisor : Elene Medzmariashvili


Director of MA and PHD Programs in American Studies

Tbilisi 2017

You might also like