You are on page 1of 2

ვოლოდინა რუსეთის წინააღმდეგ

როცა მოგკლავს მოდი და გვნახე - ასე უთხრა პოლიციამ აპლიკანტს საქმეში როცა
მათ იგნორი გაუკეთეს მის საჩივარს ოჯახურ ძალადობაზე. 9 ივლისს მესამე სექციამ
მიიჩნია ,რომ მოპასუხე სახელმწიფომ დაარღვია პოზიტიური ვალდებულებები
კონვენციის მესამე მუხლის თანახმად , ასევე განმარტა რომ რუსეთს ჰქონდა
სტრუქტურული პრობლემები ოჯახურ ძალადობასთან დაკავშირებით.

ფაქტები

აპლიკანტი ვალერია ვოლოდინა ჩიოდა რომ განიცდიდა ძალადობას მისი ყოფილი


პარტნიორის მიერ, 3 წლის განმალობაში მისი თქმით მოძალადემ მასზე ფიზიკურად
იძალადა გაიტაცა, აედევნა,დაემუქრა,გაქურდა. წიხლის ჩარტყმით მუცელში
ორსულობა შეუწყვიტა. ასევე მისი თქმით მან გამოქვეყნა მისი პრივატული ფოტოები
და დააყენა GPS მოწყობილობა მის საფულეში. პოლიციამ არ დაიწყო გამოძიება და
არ გაატარა არანაირი ამკრძალავი ღონისძიებები მის მიმართ.

სამართლებრივი მასალები და ე.წ რბილი სამართალი

სასამართლო გადაწყვეტილებას აფუძნებს ავტორიტეტულ საერთაშორისო


სამართლებრივ მასალებზე მათ შორის CEDAWკომიტეტის დასკვნაზე ,რომ
გენდერულ ძალადობასთან ბრძოლა საერთაშორისო სამართლებრივი ჩვეულებაა. ის
ასევე იხსენიაბს სტატისტიკას ოჯახურ ძალადობაზე რუსეთში და
შიდასახელმწიფოებრივი ორგანოების გუგლგრილ დამოკიდებულაბას მათდამი.
ასევე სპეციალური მომხენებლის ანგრაიშს ,რომელშიც ხაზია გასმული
პატრიარქალურ ნორმებზე და ტრადიციებზე სადაც მოწონებულადაა მიჩნეული
ქალის დაქვემდებარება ქმრისადმი და ოჯახური ძალადობა მიჩნეულია პირად
საქმედ.

არსებითი მხარე

სასამართლომ ჯერ უნდა განსაზღვროს იყო თუ არა აპლიკანტი მესამე მუხლით


აკრძალული ქმედების ობიექტი ,როდესაც მან დაადგინა რომ ეს ესე იყო ამის შემდეგ
გადავიდა იმის გამოკვლევაზე ხელისუფლებამ შეასრულა თუ არა პოზიტიური
ვალდებულებები მესამე მუხლის შესაბამისად მან დასვა სამი კითხვა ამის
შესამოწმებლად.

 სამართლებრივი ჩარჩოს ჩამოყალიბებa , ანუ პოზიტიური ღონისძიებების გატარება


სისხლის სამართლის სფეროში , რაც მოპასუხე სახელმწიფომ არ გააკეთა
კანონმდებლობა არ ეხებოდა უფრო მეტიც არ განსაზღვრავდა ოჯახური
ძალადობის ცნებას

 ძალადობის პრევენციის ვალდებულება- რუსეთის ხელისუფლებამ ვერ


უზრუნველყო ადეკვატური პასუხის გაცემა მომჩივნის განცხადებებზე და
უყურებდნენ სიტუაციას ,როგორც პირად საქმეს მათ არ გაუკეთებიათ არაფერი
აპლიკანტის დაცვითვის მაგალითად ამკრძალავი ორდერის გამოცემა.
 ადეკვატური გამოძიების ჩატარება სასამართლომ განმარტა რომ სპეციალური
მიდგომა ჭირდებოდა ამგვარი ტიპის საქმეებს ,რომელიც ასევე დაირღვა
აპლიკანტის არაერთი საჩივრისა პოლიციას არც ქონია სერიოზული მცდელობა
საქმის გარემოებების დადეგენისთვის .

სასამართლო გადავიდა იმის შემოწმებაზე იყო თუ არა დარღვეული თანასწორობის


უფელება(კონვენციის მეთოთხმეტე მუხლი). მან განმარტა რომ საჭიროა კონვენციის
გენდერულად სენსიტიური ინტერპრეტაცია და ფაქტობრივი გენდერული
უთანასწორობის მხედველობაში მიღება. ოპუზის საქმის ციტირების შედეგად
სასამართლომ გაიმეორა რომ გენდერული მათ შორის ოჯახური ძალადობა ქალის
წინააღდეგ მიმართული დისკრიმინაციის ფორმაა. მაშინაც თუკი სტრუქტურული
დისკრიმინაციის არსებობა მტკიცდება აპლიკანტებს არ ჭირდებათ იმის ჩვნება ,რომ
მათი როგორც ინდივიდების დისკრიმინაცია მოხდა თუ არა არსებული ინფორმაციის
გათვალისწინებით სასამათლომ დაადგინა რომ prima facie ოჯახური ძალადობა
დისპროპორციულად მოქმედებდა რუს ქალებზე ხელსიფულებას არანაირი
პოლიტიკა არ ქონდა გენდერული თანასწორობის კუთხით ისინი არ
ითვალისწინებდნენ რამდენად გავრცელებული იყო აღნიშნული პრობლემა და
კლიმატი იყო ტოლერანტული ამ პრობლემის მიმართ ამიტომაც სასამართლომ
კონვენციის მეთოთხმეტე მუხლის დარღვევას დაადგინა.

You might also like