You are on page 1of 2

ჩატარებული გაკვეთილის რეფლექსია

2020 წლის 27 ოქტომბერს ჩავატარე ონლაინ გაკვეთილი ინგლისურ ენაში.


გაკვეთილის თემა: Rooms and household objects.
გაკვეთილის მიზანი : მოსწავლეები შეძლებენ

 აღწერონ საკუთარი სახლის ოთახები.


 ნასწავლი კონსტრუქციის გამოყენებით უპასუხონ შეკითვებს.

ეროვნული სასწავლო გეგმის მისაღწევი შედეგები და ინდიკატორები:

უცხ.ს.I.23. მოსწავლეს შეუძლია მარტივ ინტერაქციაში მონაწილეობა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 სვამს და პასუხობს კითხვებს ნაცნობ თემატიკაზე


 სათანადოდ რეაგირებს თანამოსაუბრის რეპლიკებზე;

უცხ.ს.I.34.მოსწავლეს შეუძლია მიმართოს სტრატეგიებს გრამატიკის ათვისების გასაადვილებლად.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

 კონკრეტულ მაგალითებზე დაკვირვებით ამოიცნობს გრამატიკულ


სტრუქტურებს/წესებს;
 იყენებს ამოცნობილ სტრუქტურებს/წესებს განსხვავებულ კონტექსტებში;

გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები :

მოსწავლეები შეძლებენ There is/There are კონსტრუკციის და ახალი ლექსიკის


გამოყენებით აღწერონ სახლის ოთახები. თემის გარშემო ინტერაქციაში
მონაწილეობის დროს დასვან და უპასუხონ სხვადასხვა კითხვებს.
მინდა ავღნიშნო, რომ გაკვეთილის ჩატარებამდე დამკვირვებელს ვაცნობე, რომ
გაკვეთილის გეგმაში ჩავამატე ერთი ბოლო აქტივობა, რომელი დამეხმარა საშინაო
დავალების ახსნაში.

ლექსიკური მარაგის განვითარებისთვის გამოვიყინე:

 სემანტიზაციის მეთოდი და ლექსიკური თამაში სურათების გალერეის


საშუალებით,
 მოსასმენი მასალა დიაგრამის გამოყენებით
 წინადადების პერეფრაზი გრამატიკული კონსტრუქციის გამოყენებით.

გაკვეთილის დაგეგმვისას, ვეცადე ისეთი აქტივობები გამომეყენებინა, რომელიც არა


მხოლოდ მიზნის მიღწევაშიც დამეხმარებოდა, არამედ საინტერესო და სახალისო
იქნებოდა ყველა მოსწავლისთვის.
მოსწავლეებმა იმუშავეს ინდივიდუალურად. გაკვეთილის დასაწყისში ახალი
სიტყვების სწავლის დროს გამოვიყინე სურათების გალერეა, რომელმაც ხელი შეუწყო
მოსწავლეებს ვიზუალიზაციის მეშვეობით დამახსოვრებასა და ლექსიკური მარაგის
დაგროვებაში.

ლექსიკური თამაში „ ყველაზე ყურადღებიანი“ -ს დახმარებით შევძელი მეგობრული


და საქმიანი გარემოს შექმნა, რამაც ასევე იმოქმედა ყურადღებისა და მეხსიერების
განვითარებაზე.

გამოვიყენე კოგნიტური სქემა, კერძოდ დიაგრამა, რაც დაეხმარა მოსწავლეებს მოსმენილი


ტექსტის უკეთ გააზრებასა და კატეგორიზაციაში. ასეთი რესურსი ხელს უწყობს
მოსმენილი ტექსტის შინაარსზე ყურადღების გამახვილებას.

რაც შეეხება წინადადებების პერიფრაზას: ცნობილია, რომ იგი ამდიდრებს


ზეპირმეტყველებას, რადგან მოითხოვს მაღალ სინტეზურ აზროვნებას. ამან ხელი
შეუწყო მოსწავლეების ენობრივი უნარ-ჩვევების განვითარებასა და გაკვეთილი
გამოვიდა უფრო პროდუქტიული.

ჩატარებული გაკვეთილის მიხედვით შემიძლია ვთქვა, რომ მოსწავლეებმა შეძლეს


მოსმენილი ტექსტის გააზრება, შინაარსის და ნასწავლი სიტყვების მნიშვნელობის გაგება,
რაც გამოიხატა სახლის დიაგრამის შევსებასა და რეფლექსიის დროს ოთახების აღწერაში.
ისინი პასუხისმგებლობით ასრულებდნენ მიცემულ დავალებებს . გაკვეთილის დრო იყო
გამოყენებული რაციონალურად.

მოსწავლეები აქტიურად იყვნენ ჩართულები საგაკვეთილო პროცესში და იყინებდნენ


ხელის აწევის ღილაკს, მაგრამ ხარვეზების გამო მე ხანდახან ყველა მოსწავლის გვარს,
რომელსაც უნდოდა მონაწილეობის მიღება, ვერ ვხედავდი და ამიტომ დავიწყე ჩხირების
გამოყენება, რაც დამეხმარა დანარჩენი მოსწავლეების ჩართვაში.

გაკვეთილის მსვლელობისას ერთი აქტივობა გამოვრიცხე, რადგან მომეჩვენა, რომ დიდი


დრო დავუთმე წინარე ცოდნის გააქტიურებას. ამ გაკვეთილს ახლიდან რომ ვატარებდე,
მეტ დროს დავუთმობდი პერიფრაზებს, რათა მოსწავლეებს ჰქონოდეთ მეტი დრო არა
მხოლოდ წინადადების, არამედ მთელი ტექსტის პერიფრაზირებისთვის; ასევე,
თვალსაჩინოდ ეკრანზე გამოვიტანდი შეფასების რუბრიკას და შეფასების დროს უფრო
დაწვრილებით განვმარტავდი ჩემს შეფასებას, რაც განაპირობებდა უკეთეს უკუკავშირს.

გაკვეთილის მონაკვეთს, რომელიც შეიცავს თამაშს, უფრო დავხვეწდი და მეტ დროს


დავუთმობდი წესებს, რომლებიც ხელს შემიწყობს თამაშის აქტივობაში გაუგებრობის
გარეშე.

მთლიანობაში ვფიქრობ, რომ ჩემ მიერ გამოყენებული მეთოდები და რესურსები იყო


შესაბამისი გაკვეთილის მიზნის მისაღწევად და გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა.

27.10.2020 წელი
ბელა მარდიანი

You might also like