Professional Documents
Culture Documents
5. ეთიკა 2021
5. ეთიკა 2021
ეთიკური აქტი
ეთიკის ინტერსი ადამიანის ქცევაა. მხოლოდ არა ზოგადად ქცევა, არამედ მისი ეთიკური
განზომილება.1როდის არის შესაძლებელი ადამიანის ქცევას ვუწოდოთ ეთიკური? რა
შემთხვევაში დგება ეთიკური აქტი?
1
ქცევა განიმარტება, როორც გარემო სიტუაციაზე ორგანიზმის მიზანშეწონილ რეაქციათა სისტემა. ქცევის
ანალიზისა განასხვავებენ ქცევის სუბიექტს, რომელსაც აქვს განსაზღვრული ორგანიზაცია და ქცევის ობიექტს
რომლისკენაც მიმართულია ქცევა, ასხვავებენ: ქცევის ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეებს.
ქცევის შესწავლა სხვადასხვა მეცნიერებების საგანია. მისი მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნეში დაიწყო.
თავდაპირველად შესწავლის ობიექტი იყო ცხოველთა ქცევა, ძირითადად განიხილავდნენ ინდივიდისა და
გარემოს ურთიერთზემოქმედების მექანიზმს. ამ მექანიზმს ხსნიდნენ კლასიკური რეფლექტორული თეორიის
საფუძველზე. ასეთმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისა და მისი
რეგულაციის პრინციპების დადგენა. ქცევის უფრო ფართო ბიოლოგიური შესწავლა
დაკავშირებულია ეთოლოგიის და მასთან ახლო მდგომი დისციპლინების — ზოოფსიქოლოგიის და
ქცევის გენეტიკის განვითარებასთან. ეთოლოგებმა არსებითად განიხილეს ქცევის ორი ძირითადი კომპონენტი —
მემკვიდრეობით მიღებული შედარებით მყარი სტრუქტურები და მასზე დაფუძნებული ქცევის ფუნქციური
სქემები (გამოცდილების ახალი სიტუაციის მიმართ ექსტრაპოლაციის უნარი).
ფსიქოლოგიაში ქცევა ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიაა. ბიჰევიორისტულმა თეორიამ კი ფსიქიკის შესწავლა
ქცევის შესწავლაზე დაიყვანა. ფსიქოლოგიაში უმთავრესად განიხილავენ ქცევის აღმძვრელ წყაროს, მიზნისა და
მოტივის პრობლემას. მათი თავისებურებების მიხედვით განსხვავებულად განიხილება ცხოველისა და ადამიანის
ქცევა.
შესაძლებელია მოჰყვეს არაეთიკური ქცევა, იმის გამო რომ ეთიკური აქტის აგებისას
ამორთული იყო ემოციური-ემპათიური. აქ ვგულისხმობთ პიროვნების ე.წ. მორალურ
სენსიტიურობას, ანუ იმას, თუ როგორ არის ადამიანში განვითარებული თანაგრძნობის
უნარი. მორალურად სენსიტური ადამიანები ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ
გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, და ოდენ ადამიანებს, არამედ ზოგადად, სხვა ცოცხალ
არსებებს, გარემომცველ ბუნებას, ყოველგვარი პირადი სარგებლის გარეშე, დაინტერესების
გარეშე, დახმარების ხელი გაუწოდონ უსახლკარო, სოციალურ იზოლაციაში მყოფ
ადამიანებს.
ბევრი ეთიკოსი მიიჩნევს რომ ეთიკური მსჯელობა არის ეთიკური აქტთან კორელაციაში,
ზოგი კი პირიქით თვლის, რომ მათ შორის არ არსებობს არანაირი კორელაცია.
სინამდვილეში ეთიკური მსჯელობა არ არის ერთადერთი მადეტერმინირებელი ეთიკური
აქტისა. ეთიკურ მსჯელობაში დახელოვნება თავისთავად არ არის გარანტია იმისა, რომ
ადამიანი მორალურად მოიქცევა. ადამიანი ყოველთვის „ცივი გონებით“ არ
ხელმძღვანელობს. ხშირია მორალური პრინციპების გვერდზე გადადების ფაქტი. ალბათ
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საზოგადოებრივი თანაცხოვრებისას განსაკუთრებულ
დატვირთვას იძენს მორალური განსჯის ქონა, რომელიც მოიცავს შეფასებით კატეგორიებს
იმის შესაებ, რა არის სწორი და რა მცდარი მორალურად.
ნორმა
ზოგი ნორმა შესაძლებელია იყოს ტექნიკური, სპეციალური ხასიათისა. მას არაფერი აქვს
საერთო ეთიკურთან. მაგალითად, მსჯელობაში- “მშენებელს კარგად აცვია”- ნორმა
დაცულია, აქ დაცვა ნიშნავს, რომ ე.წ. “დრესს კოდი” დაცულია და შესაბამისობაშია
დადგენილ წესებთან. ნორმა ამ შემთხვევაში შეესაბამება დადგენილ გაიდლაინს, რომელიც
უზრუნველყოფს წარმატებით გადაწყდეს კონკრეტული მოცემული ამოცანა სამშენებლო
საქმიანობის პროცესში.
მოტივი
დავალება:
1. ვინ უფრო მეტად უნდა გიყვარდეს შენი თავი თუ სხვა? წიგნი IX თავი 6.
2. სიამოვნების შესახებ წიგნი X თავი1, 2, 4