You are on page 1of 6

ლექცია V

ეთიკური ქცევის ანატომია. კრიტერიუმის ცნება. ნორმა. მოტივი.

ეთიკური აქტი

ეთიკის ინტერსი ადამიანის ქცევაა. მხოლოდ არა ზოგადად ქცევა, არამედ მისი ეთიკური
განზომილება.1როდის არის შესაძლებელი ადამიანის ქცევას ვუწოდოთ ეთიკური? რა
შემთხვევაში დგება ეთიკური აქტი?

ზოგადი განმარტებით ეთიკური აქტის საფუძველი ადამიანის მორალურ


ნორმებთან შესატყვისობაში ყოფნაა. ეთიკურად შეიძლება ჩაითვალოს ის ქცევა, რომლიც
ემყარება ადამიანის მიერ ავტონომიური ეთიკური მსჯელობის შედეგად მოტივთა შორის
განხორციელებული თავისუფალი არჩევანის შედეგად დამდგარ ქცევას. ეთიკურ აქტში
შესაძლებელია გამოიყოს სამი კომპონენტი: თავისუფალი ნება, მორალური მოტივაცია და
ავტონომიური ეთიკური მსჯელობა.

ეთიკური აქტი კომპლექსური ფენომენია, და არ იქნება მართებული მისი ერთი


მახასიათებლით წარმოდგენა.

მის აგებაში მნიშნელოვანი მომენტია ემპათია. გასათვალისწინებელია, რომ მხოლოდ


ეთიკურ ნორმათა ფორმალურ გათვალისწინებას და მასზე დამყარებულ მორალურ განსჯას

1
ქცევა განიმარტება, როორც გარემო სიტუაციაზე ორგანიზმის მიზანშეწონილ რეაქციათა სისტემა. ქცევის
ანალიზისა განასხვავებენ ქცევის სუბიექტს, რომელსაც აქვს განსაზღვრული ორგანიზაცია და ქცევის ობიექტს
რომლისკენაც მიმართულია ქცევა, ასხვავებენ: ქცევის ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ დონეებს.
ქცევის შესწავლა სხვადასხვა მეცნიერებების საგანია. მისი მეცნიერული შესწავლა XIX საუკუნეში დაიწყო.
თავდაპირველად შესწავლის ობიექტი იყო ცხოველთა ქცევა, ძირითადად განიხილავდნენ ინდივიდისა და
გარემოს ურთიერთზემოქმედების მექანიზმს. ამ მექანიზმს ხსნიდნენ კლასიკური რეფლექტორული თეორიის
საფუძველზე. ასეთმა მიდგომამ შესაძლებელი გახადა ქცევის ფიზიოლოგიური საფუძვლებისა და მისი
რეგულაციის პრინციპების დადგენა. ქცევის უფრო ფართო ბიოლოგიური შესწავლა
დაკავშირებულია ეთოლოგიის და მასთან ახლო მდგომი დისციპლინების — ზოოფსიქოლოგიის და
ქცევის გენეტიკის განვითარებასთან. ეთოლოგებმა არსებითად განიხილეს ქცევის ორი ძირითადი კომპონენტი —
მემკვიდრეობით მიღებული შედარებით მყარი სტრუქტურები და მასზე დაფუძნებული ქცევის ფუნქციური
სქემები (გამოცდილების ახალი სიტუაციის მიმართ ექსტრაპოლაციის უნარი).
ფსიქოლოგიაში ქცევა ერთ-ერთი ძირითადი კატეგორიაა. ბიჰევიორისტულმა თეორიამ კი ფსიქიკის შესწავლა
ქცევის შესწავლაზე დაიყვანა. ფსიქოლოგიაში უმთავრესად განიხილავენ ქცევის აღმძვრელ წყაროს, მიზნისა და
მოტივის პრობლემას. მათი თავისებურებების მიხედვით განსხვავებულად განიხილება ცხოველისა და ადამიანის
ქცევა.
შესაძლებელია მოჰყვეს არაეთიკური ქცევა, იმის გამო რომ ეთიკური აქტის აგებისას
ამორთული იყო ემოციური-ემპათიური. აქ ვგულისხმობთ პიროვნების ე.წ. მორალურ
სენსიტიურობას, ანუ იმას, თუ როგორ არის ადამიანში განვითარებული თანაგრძნობის
უნარი. მორალურად სენსიტური ადამიანები ყოველთვის მზად არიან დაეხმარონ
გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს, და ოდენ ადამიანებს, არამედ ზოგადად, სხვა ცოცხალ
არსებებს, გარემომცველ ბუნებას, ყოველგვარი პირადი სარგებლის გარეშე, დაინტერესების
გარეშე, დახმარების ხელი გაუწოდონ უსახლკარო, სოციალურ იზოლაციაში მყოფ
ადამიანებს.

ეთიკური აქტის აგებისას ყველა კომპონენტი მნიშვნელოვან როლს თამაშობს. ეთიკური


აქტის ჩავარდნა ხდება მაშინ, როდესაც ერთერთი კომონენტი უგულვებელყოფილია.
შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს კომპონენტები ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად
ვერ მოქმედებენ. თუმცა ეთიკური აქტის აგებისას უპირატესობა არც ერთ მათგანს არ უნდა
მიენიჭოს. უბრალოდ აუცილებელია ყველას გათვალისწინება.

ბევრი ეთიკოსი მიიჩნევს რომ ეთიკური მსჯელობა არის ეთიკური აქტთან კორელაციაში,
ზოგი კი პირიქით თვლის, რომ მათ შორის არ არსებობს არანაირი კორელაცია.
სინამდვილეში ეთიკური მსჯელობა არ არის ერთადერთი მადეტერმინირებელი ეთიკური
აქტისა. ეთიკურ მსჯელობაში დახელოვნება თავისთავად არ არის გარანტია იმისა, რომ
ადამიანი მორალურად მოიქცევა. ადამიანი ყოველთვის „ცივი გონებით“ არ
ხელმძღვანელობს. ხშირია მორალური პრინციპების გვერდზე გადადების ფაქტი. ალბათ
უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ საზოგადოებრივი თანაცხოვრებისას განსაკუთრებულ
დატვირთვას იძენს მორალური განსჯის ქონა, რომელიც მოიცავს შეფასებით კატეგორიებს
იმის შესაებ,  რა არის სწორი და რა მცდარი მორალურად. 

ნორმა

ნორმა ყოველთვის არ არის მორალური ბუნების მატარებელი.


ყველაზე ხშირად ნორმა გვხვდება სამართლში და მორალის ფილოსოფიაში. ნორმა. ეს ის
სფეროებია, რომლებიც იყენებენ ნორმებს ადამიანთშორისი ურთიერთობების
დასარეგულირებლად. და შესაძლებელია ითქვას, რომ ამ ორი ორ სფეროს-სამართალსა და
მორალის- დამარეგულირებლად გვევლინება. მორალურ ნორმას ხშირად დაუწერელ კანონს
უწოდებენ, სამრთლის ნორმას-დაწერილს.

სამართალი და მორალი არ არის ერთიანი, მაგრამ არც გამიჯნულია. მორალი და


სამართალი აყალიბებს ერთიან მთლიანობას - სამართალი მორალური წესრიგის ნაწილია და
მას ემსახურება.
მათ საერთო ნიშნები აქვთ კერძოდ, ორივე აწესრიგებს ადამიანებს შორის
ურთიერთობებს, ორივეს შინაარსობრივი მოთხოვნილებები მსგავსია და მათი მოთხოვნათა
დაცვა მოვალეობის სფეროს განეკუთვნება. მაგრამ არსებითად და ფუნქციონალურად ისინი
ერთმანეთისაგან განსხვავდება.
მორალი და სამართალი ერთმანეთისგან განსხვავდება შემდეგი ნიშნებით:
 სამართლის ნორმას ადგენს სახელმწიფო განსაზღვრული პროცედურის დაცვით.
მორალური ნორმების დადგენა არ ხდება ფორმალურად განსაზღვრული
პროცედურით.
 მორალური ნორმა დადგენილია პირდაპირი აკრძალვის ან მოთხოვნის ფორმით.
სამართლის ნორმაში აკრძალვა ან მოთხოვნა აბსტრაქტულადაა ფორმირებული.
სამართლის ნორმა ჩამოყალიბებულია მაქსიმალურად ზუსტად და გარკვევით.
 სამართლის ნორმაში ცვლილებების შეტანა/ან გაუქმება ხდება სათანადო
პროცედურების დავცით. მორალური ნორმა, სამართალთან შედარებით უფრო
ნელა იცვლება.
 სამართლის ნორმა აწესრიგებს ადამიანთა გარეგან ქცევას. მორალს უფრო მეტად
აინტერესებს პირის სუბიექტური ნება და მისი ქცევის მოტივი.
 სამართალს ახასიათებს ორგანიზებული და აბსოლუტური იძულება, რომელიც
მოიცავს სხვადასხვა ფორმალურ სანქციებს. მათ შორის -თავისუფლების
აღკვეთა, ქონებრივი სანქციები, სხვ. მორალური იძულება ხორციელდება
საზოგადოებრივი ზემოქმედების არაფორმალური სანქციების მეშვეობით.

ამორალური ქცევა სამართალმა შეიძლება არ აკრძალოს იურიდიული სანქციის მუქარით.


სამართალი პირს არ უნდა უბიძგებდეს ამორალური საქციელის ჩადენისკენ.

სამართალმა უნდა გაითვალისწინოს მორალის განსაზღვრული ელემენტარული


მოთხოვნები. წინააღმდეგ შემთხვევაში, მორალი ვერ პოვებს საზოგადოებრივ აღიარებას.
მორალი, ისევე როგორც სამართალი, ჯერარსული წესრიგია, რომელიც ადგენს მოთხოვნას,
აკრძალვასა და ნებართვას. მართლწესრიგი ჰეტერონომიული ( ანუ გარედან, „უცხო“
ინსტიტუტის მიერ დადგენილი) წესრიგია. სამართლის ნორმა ზუსტად და გარკვევით არის
ჩამოყალიბებული. სამართლის ნორმა ადამიანების გარეგან ქცევას აწესრიგებს, სამართლის
ნორმა მხოლოდ ზნეობრივ მინიმუმს ადგენს.
მორალური ნორმა - ავტონომიური წესრიგის შედეგია. მორალურ ნორმას სუბიექტის
ქცევის მოტივი აინტერესებს. ამასთან ერთად მორალური ნორმა უფრო მომთხოვნია,
მორალური ნორმა ყალიბდება ჩვეულების, ტრადიციების მიხედვით. მორალური ნორმის
დადგენა ფორმალურად განსაზღრული პროცედურით არ ხდება.

სახელმწიფოს ნორმას კი სახელმწიფო აყალიბებს.


სამართლის ნორმის აკრძალვა აბსტრაქტულადაა, მორალში კი პირდაპირ, სამართლის
ნორმები იცვლება პროცედურების დაცვით, თუმცა მორალური ნორმა უფრო ნელა იცვლება.
შესაბამისად, სამართალი დინამიკურია - მორალი სტატიკური

ზოგი ნორმა შესაძლებელია იყოს ტექნიკური, სპეციალური ხასიათისა. მას არაფერი აქვს
საერთო ეთიკურთან. მაგალითად, მსჯელობაში- “მშენებელს კარგად აცვია”- ნორმა
დაცულია, აქ დაცვა ნიშნავს, რომ ე.წ. “დრესს კოდი” დაცულია და შესაბამისობაშია
დადგენილ წესებთან. ნორმა ამ შემთხვევაში შეესაბამება დადგენილ გაიდლაინს, რომელიც
უზრუნველყოფს წარმატებით გადაწყდეს კონკრეტული მოცემული ამოცანა სამშენებლო
საქმიანობის პროცესში.

მოტივი

ადამიანის ნებისმიერი ქცევა არ შეიძლება ჩაითვალოს მორალურად.

ქცევას, რომელსაც საფუძვლად უდევს მორალური მოტივი, ეწოდება ეთიკური აქტი.


სწორედ მორალური მოტივი ამოძრავებს პიროვნებას გახდეს ეთიკური აქტიორი და
ეთიკური აქტის სუბიექტი.

მორალური მოტივის ფორმირების პროცესში ადამიანი აცნობიერებს და აკავშირებს


მორალურ ნორმებს ერთის მხრივ საზოგადოების მოთხოვნებთან მეორეს მხრივ კი საკუთარ
პიროვნულ განზრახვებთან, საჭიროებებთან., ამ პროცესს თან ახლავს კონკრეტული
სიტუაციის შეფასება, რაც არჩევანის ერთერთი განმაპირობებელი ფაქტორია. მორალური
მოტივის ფორმირებისას მნიშვნელოვან მომენტად გვევლინება ქცევის მიზნისა და
შედეგების მნიშვნელობის გააზრება.

მორალური მოტივი კომპლექსურად სტრუქტურირებული მორალურ-ფსიქოლოგიური


ფენომენია. იგი პოლიფუნქციურია. მაგალითად მისი ფუნქციაა-მარეგულირებელი,
შეფასებითი, კომუნიკაციური, შემეცნებითი, სხვ.

აქვე უნდა ითქვას, რომ არსებობს სხვადასხვა სახის მოტივები: გაუაზრებელი,


ინსტიქტური, ეგოისტური, პრაგმატული, სხვ.
ქცევის როგორობას განაპირობებს სწორედ მოტივი-ის, თუ რა საზრისია მასში ჩადებული.
მორალური მოტივის ფორმირების პროცესში არ უნდა გამოირიცხოს ემოციური მხარე-
ადამიანის ფსიქო-ფიზილოგიური მდგომარეობა, ხასიათის თავისებურებები, გუნებ-
განწყობა, არჩევანისას პიროვნების პერსონული სურვილები, პრიორიტეტები გადადის მეორე
პლანზე, ანუ მორალური მოტივის მთავარი მახასიათებელი მისი დაუნტერესებულობაა.

სხვადასხვა სახის მოტივები ქცევის ქცევის კონსტრუირების პროცესის პირველ ეტაპზე,


ანუ გადაწყვეტილების ფორმირებისას ეჯახებიან ერთმანეთს, და იქ სადაც სახეზეა
მორალური შეგნება, დაუინტერესებულობა, ემპათიის გრძნობა და ნების თავისუფლება
არჩევანი მორალური მოტივისაკენ იხრება და დგება ეთიკური აქტი.

მოტივი მორალურია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანს შეუძლია მორალური


ღირებულებების დანახვა, გააზრება და სურვილი მისდიოს მორალურ ნორმებს მორალური
აქტი შედგება მაშინ როდესაც ადამიანმა იცის, შეუძლია და უნდა მისი განხორციელება,
მისი .
მორალური აგენტის/ ზნეობრივი პიროვნების შინაგანი მოთხოვნილებაა მიყვეს მორალურ
მოტივს.

ეთიკას აინტერესებს ის ქცევა, სადაც ხდება მორალური შეფასება. შეფასების პროცესში


ადამიანის წინაშე ყოველთვის არჩევანის საკითხი დგება.

ამ საკითხებს მომავალ ლექციაზე გავაანალიზებთ.

წასაკითხად და სასემინარო მეცადინეობაზე სამსჯელოდ გეძლევათ

დავალება:

სემინარისთვის წაიკითხეთ “ნიკომაქეს ეთიკიდან” IX და X

1. ვინ უფრო მეტად უნდა გიყვარდეს შენი თავი თუ სხვა? წიგნი IX თავი 6.
2. სიამოვნების შესახებ წიგნი X თავი1, 2, 4

სამსჯელოდაა მოცემული სამოდელო სიტუაცია.

1) მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტები აიძულებდნენ ებრაელებს


ეტარებინათ დავითის ყვითელი ვარსკვლავი. დანიის მეფემ გამოაცხადა, რომ
იგი პირველი დაიმაგრებს ამ ვარსკვლავს. დანიელებმა მყისიერად მიბაძეს
მეფეს. დანიიდან ებრაელების დეპორატაცია შეუძლებელი გახდა.
როგორ ფიქრობთ რამდენად მნიშვნელოვანია მმართველი პიროვნების როლი
მორალურად სწორი არჩევანის გაკეთებაში?

ნახეთ უილიამ სტაირონის ამავე სახელწოდების რომანზე გადაღებული ფილმი-„სოფის


არჩევანი“ (https://www.adjaranet.com/movies/4602/Sophie's-Choice).

სემინარზე განიხილეთ ფილმში დასმული მორალური არჩევანის პრობლემა

You might also like