You are on page 1of 30

1

ტერენს ლი

კვლევის მეთოდები

გარემოს ფსიქოლოგიაში გამოყენებულია სამი პრინციპული მეთოდი -


შენობების შეფასება, დათვალიერება და ექსპერიმენტი. ეს ფსიქოლოგიის სხვა
სფეროების ანალოგიურიამ თუკი გავაიგივებთ შეფასებას და „კლინიკურ მეთოდს“
(იხ. F3). მათ შორის ისაა საერთო, რომ ისინი ორიენტირებულია ერთეულ
შემთხვევაზე და კვლევა არ არის მათი ძირითადი მიზანი. კლინიკურ მეთოდში,
ფსიქოლოგის პირველი საზრუნავია პაციენტი. შენობის აღწრის დროსაც, მთავარი
ამოცანაა კონკრეტული შენობის ფუნქციური ეფექტურობის შეფასება. ორივე
შემთხვევაში მონაცემები შეიძლება შედარებულ იქნას თეორიას- მათი
რელევანტობის მიხედვით და ასევე, პრაქტიკას. მაგრამ ეს მეორადი ამოცანაა და
შესასრულებელია შესაძლებლობების ფარგლებში.

შენობის შეფასება
სიტყვა „შეფასება“ ჟღერს თანამედროვედ, მაგრამ, როგორც ცნება, ისეთივე
ძველია, როგორც არქიტექტურა. მართლაც, პროფესიული ლიტერატურის დიდი
ნაწილი ეძღვნება ნახაზების და მოდელების ჩანაწერებს, ბოლო დროს კი პრიალა
ფოტოებს და სლაიდებს, რომლებიც გამიზნულია არქიტექტორების მიერ
შესრულებული სამუშაოს სხვებისთვის (თუმცა, უმთავრესად კოლეგებისთვის)
საჩვენებლად, ერთობლივი შეფასების პროცეში. კონკურსების გამოყენება ერთეული
შენობების აგებისთვის და პროფესიული ჯილდოები, არის იგივე პროცესის მეორე
მხარე, რაც შეიძლება განვიხილოთ მის ერთ-ერთ ყველაზე რიტუალიზირებული
ფორმით, კრიტიკის სისტემით, რომელიც გაბატონებულია არქიტექტურულ
სკოლებში.
2

მაგრამ, ამ ტრადიციული შეფასებების დიდი ნაწილი დაყვანილია ერთ, თუმცა


რთულ კრიტერიუმამდე - ესთეტიკურ კმაყოფილებამდე, რომელსაც მაყურებელს
არქიტექურული ფორმა ანიჭებს. მის მნიშვნელობას არავინ უარყოფს, მაგრამ ბოლო
წლებში პროცესი დაიძრა, რადგან გაჩნდა საღი მცდელობა, რომ გაითვალისწინონ
სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესიც. ფუნქციონალიზმმა, ადგილი შეუცვალა
ესთეტიკის პირველობას, რაც ნატიფი ხელოვნების ტრადიცია იყო, და
ფუნქციონალურობა დააწინაურა განაცხადით, რომ ფორმა უნდა მიჰყვებოდეს
ფუნქციას. დღეს, ეს უკვე აუცილებელი, საყოველთაოდ მიღებული პირობაა.
თუმცა, არქიტექტურა, რომელმაც შეითვისა ფუნქციონალიზმი, ჯერ ისევ
ელოლიავება ხელოვნების უპირატესობას. მიხედავად იმისა, რომ არქიტექტურულმა
სკოლებმა თავიანთი კრიტიციზმის დიდი ნაწილი მიუძღვნეს იმას, თუ როგორ
„მუშაობს“ შენობა, შეიძლება ვიფიქროთ, რომ უმაღლესი პროფესიული ჯილდოები,
მაინც მათთვისაა შემონახული, ვინც გამოავლენს „კრეატიულობას“, ორიგინალობას“,
სპონტანურობას“ და მსგავს თვისებებს. ისიც სიმართლეა, რომ დღემდე ჟურნალებში
დაბეჭდილი ექსტერიერების ფოტოგრაფიები ბევრად აღემატება ინტერიერის
სურათებს1. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ ვრცელი შეფასებითი ტექსტები
ამჟამად კონცენტრირებულია შენობისადმი ფუნქციონალურ მოთხოვნებზე,
იშვიათია, რომ სადმე ვნახოთ ამ შენობების რეალური მომხმარებლების ობიექტური
შეფასება.
რა თქმა უნდა, არსებობს ბუნებრივი შეფასების მსგავსი შეფასებებიც. თუ
შენობა მუშაობს, თუ ის განიცდება, როგორც კომფორტული და გამოიყურება
ნორმალურად, როგორც წყვილი ფეხსაცმლის შემთხვევაში, ადამიანები იწყებენ თუ
არა მის გამოყენებას, გამოიკითხავენ ასევე, ვინაა მწარმოებელი, მითუმეტეს, თუ
ფიქრობენ მეორე წყვილის შეძენას. სამწუხაროდ, ეს მექანიზმი: არსებობა
მოხერხებულობის გამო, დიდად არაფრის მომტანია დიზაინის პროცესის
დაზუსტებაში, ვინაიდან ყველა შენობები არსებობენ ძალიან დიდხანს, ცუდი

1
ამჟამად, ალბათ, უკვე არა. (ლ.ჩ.)
3

შენობებიც კი - და მუდამ არის მათი დეფიციტი. სხვა პროფესიებს, ამ, მხრივ აქვთ
უპირატესობა. ქირურგი შეიძლება შეფასდეს იმით, რამდენად ხშირად ეღუპება
პაციენტი, ხოლო ადვოკატი იმით, თუ რამდენად ხშირად მოიგებს პროცესს, რადგან
უკუკავშირის სისწრაფე საკმაოდ დიდია
....

შეფასების კრიტერიუმის შემოღება


ჩვენი არგუმენტაციიდან გამომდინარე, ყველა შენობას აქვს დანიშნულების
ჩამონათვალი, რომელიც შეიძლება ჩამოყალიბდეს ადამიანის ქცევის ტერმინებში. ეს
ხშირად თავისთავად ნაგულისხმევად (იმპლიციტურად) ითვლება, რაზედაც არ
ღირს წერა ან საუბარი. არსებობს ზუსტი პარალელი ფსიქოლოგიის სრულიად
განსხვავებული სფეროდან, მაგ., პერსონალის აყვანასა და დასაქმების სფეროდან (იხ.,
E2). ამჟამად, სამსახურის მენეჯერების საჭირება, მათი მიზნები და მოვალეობები
ორგანიზაციის შიგნით იმდენად ცნობილია ყველასთვის, რომ მათი გაჟღერება არ
მოითხოვს ცერემონიებს. კადრების შერჩევის კონსულტანტებმა, დაქირავების
ოფიცრებმა, რომლებიც ბოლო პერიოდში ასეთი წარმატებულები არიან, ამას
მიაღწიეს დემონსტრირებით, თუ რამდენად საჭიროა ნათლად ჩამოყალიბებულიი
და დეტალიზებული (არქიტექტორებისთვის ექვივალენტური ცნება რომ
გამოვიყენოთ) საბუთების შექმნა ადამიანის მოკლე და გრძელვადიანი ქცევის
ტერმინებში.
პროცესი უნდა წარიმართოს, როგორც მოლაპარაკება, რომელშიაც
არქიტექტორის (და სავარაუდოდ, მომავალში, მისი კოლეგა- ქცევის სპეციალისტის)
წვლილი გამომდინარეობს მისი გარემოს ფსიქოლოგიის ცოდნიდან. დამკვეთისგან
ვერ მოვითხოვთ რომ თვითონ ჰქონდეს ქცევითი პატერნების და ორგანიზაციის
ღირებულებების ანალიზისთვის საჭირო უნარ-ჩვევევები - თუნდაც ეს იყოს
4

სადაზღვევო კომპანია, საეკლესიო კონგრეგაცია ან ოჯახი. მისთვის ამ ყველაფერის


ნაცნობობა შიძლება ხილის შემშლელი იყოს.
აღწერას კი მივყავართ კრიტერიუმების ჩამოყალიბებამდე, რომელთა
მიხედვითაც შენობის ავკარგიანობის გაზომვა იქნება შესაძლებელი. მნიშვნელოვანია
გავაცნობიეროთ, რომ შეფასებითი კვლევის კრიტერიუმი არის საზომი, ინდექსი,
რომელიც ორ ძირითად საფუძველზეა შერჩეული. პირველი - კრიტერიუმით,
მიკერძოების გარეშე, უნდა აისახოს (ან გვემსახუროს, ზუსტი მაგალითების სახით)
რთული ქცევის ფართო სპექტრი, რაც თავისთავად, არის ჩვენი შესაძლებლობების ან
პირდაპირი დაკვირვების მიღმა გასვლა. მეორე - ის უნდა იყოს გაზომვადი.
და ისევ სასარგებლოა ანალოგია იმასთან, რასაც ჰქვია პერსონალის შერჩევის
პროცედურების ვალიდიზაცია. კრიტერიუმი, რომლითაც შეიძლება შეფასდეს
ფაიფურის ფაბრიკის დამფასოებელი, არის ჭურჭლის დამსხვრევის შემთხვევების
რაოდენობა მოცემულ პერიოდში. საეჭვოა ეს მენეჯერისთვის კეთდებოდეს,
რომლისთვისაც მთავარი კრიტერიუმია შეკვეთების მოცულობა 2. ორივე
შემთხვევაში, მიუხედავად ამისა, კრიტერიუმი არის ადვილად გაზომვადი, თან
არსებითად თვალსაჩინო ინდექსი. შეუძლებელი იქნებოდა თითოეულ შემთხვევაში
დაფიქსირდეს და გაიზომოს შრომითი აქტივობის მთლიანი ფუნქციონირების
საზღვრები. თუ ერთ კრიტერიუმზე მეტის გაზომვაა შესაძლებელი, მაშინ დაისახება
ამოცანა - შეირჩეს ქცევის ყველაზე მნიშვნელოვანი მონაკვეთი.
სხვათა შორის, სიტყვა „შეფასებას“ გააჩნია სრულიად არასავალდებულო
ქვეტექსტი, როგორიცაა ხარისხიანი, ფაქიზი, ესთეტიკური. სიტყვა ვალიდურობის
შემოტანა შესაძლოა უფრო ძლიერ, მორალურ ვალდებულებას აკისრებს
არქიტექტორს, რათა შეამოწმოს თავისი ქმნილება რეალობასთან შეპირისპირებით და
ისწავლოს, ცდის და შეცდომის გზით, თავიდან იმის არიდებარასაც Wools - მა
დაარქვა გუგულის მენტალობა / cuckoo mentality/ რაც იმას ნიშნავს რომ შენობებს,

2
მართვის ფსიქოლოგები (ლაიკერტი) მიუთითებენ ისეთ დამოკიდებულ ცვლადებზე როგორიცაა:
წუნი, მოცდენა, გაცდენა, კადრების დენადობა, თვითღირებულება... ყველა ეს ცვლადი-გაზომვადია
და ასახავს შრომითი პროცესის ეფექტურობას. (ლ.ჩ.)
5

როგორც კვერცხებს, მათთვის შეუსაბამო ადგილას, სხვის ბუდეში დებენ და ასე


იშორებენ თავიდან.

შეფასების ფართო სტრატეგია


შეფასების ფართო სტრატეგია უნდა იყოს ნამდვილად შეფარდებითი, რადგან
არ არსებობს არანაირი ღუზა, არანაირი აბსოლუტური სტანდარტიზება. მაგალითად,
არ არსებობას არანაირი „ნორმალური“ ადამიანური შეთანხმება იმაზე თუ რას
წარმადგენს „სწორი“, ზუსტი ძალისხმევა, რომელიც ადამიანმა უნდა დახარჯოს
კიბეზე ასვლის დროს. ერთი გზაა ნორმების დადგენა. ეს კეთდება საშუალო
არითმეტიკულის გამოთვლით და პასუხების განაწილებით მოცემულ პოპულაციაში
და შემდეგ, ჩვენი დაკვირვების შედარებით, დადგენილ სტანდარტებთან. Canter-მა
(1974), მაგალითად, შეაგროვა სკოლების და მასწავლებლების მერ გაკეთებული
შეფასებები, რომ შეექმნა ასეთი შედარების ბაზა საგანმანათლებლო შენობებისთვის,
ხოლო ექიმების და მედდების შეფასებები გამოიყენა საავადმყოფოებისთვის. ეს
ახლოსაა და ანალოგიურია ინტელექტუალური ქცევის გაზომვასთან (იხ. D 4).
ნორმები შგვიძლია გამოვსახოთ მრავალი გზით, ზოგი მათგანი ძალიან მარტივია,
მაგრამ იდეაში, ისინი ეფუძნება რეპრეზენტატული (წარმომადგენლობითი)
შერჩევიდან მიღებულ მონაცემებს და ამრიგად, არ შეიძლება ნებისმიერი ტიპის
შენობის მიმართ იყოს გამოყენებული.
არსებობს სხვა სტრატეგიებიც: ა) გაზომვები შესრულდეს შენობის
დაკავებამდე და შესახლების შემდეგ, ან ბ) შესახლებულთა შედარებით იმ
ადამიანების შერჩევასთან, რომლებიც ყველა გაგებით მათი მსგავსნი არიან, გარდა იმ
ასპექტისა, რომ ისინი არ გადასახლებულან ახალ შენობაში. წინა ალტერნატივასთან
შედარებით სიძნელე იმაშია, რომ ადამიანები ნელა ადაპტირდებიან , რის გამოც სხვა
ფაქტორების ზემოქმედება შეიძლება დროში შეიცვალოს. და ბოლო პრობლემააა
6

„ჰოტორნის ეფექტი“3 - გადასახლებული ადამიანები ხშირად საკუთარი ნებით,


კეთილი ჟესტის სურვილით ამოძრავებული, გულთბილად პასუხობენ კითხვარის
შეკითხვებს და სახეს უცვლიან თავიანთ ჭეშმარიტ გრძნობებს მათი ახალი სახლის
მიმართ.

შენობის შეფასების მეთოდები


იგულისხმება, უმთავრესად, შენობის შეფასების სტრატეგია, რომელიც
განსხვავდება გამოყენებითი გარემოს ფსიქოლოგიის სხვა ფორმებისგან, ეს
მეთოდები შეიძლება იყოს ნებისმიერი იმ სიიდან, რომელიც გამოიყენება პასუხების
გასაზომად (ასევე ისინი შეიძლება ჩვეულებრივად იყოს უფრო მარტივ, სწრაფ
მეთოდებს შორის) და მათი დეტალური განხილვა ხდება შემდგომ ქვეთავში. აქ
მხოლოდ ერთი ან ორი ზოგადი კომენტარია საჭირო.
ისმის კითხვა, რა განასხვავებს მეცნიერულ დაკვირვებას ჩვეულებრივი
არამეცნიერის დაკვირვებისგან? ეს ძალიან მნიშვნელოვანია შეფასებისთვის, რადგან
ყველაზე გავრცელებული პროცედურები, როგრც ჩანს, ქეის ანალიზებია -
დაკვირვება ხომ ისეთი რამეა, რასაც ნებისმიერი ჭკვიანი და მგრძნობიარე ადამიანი,
რომელსაც ნათელი გონება გააჩნია, თავს გაართმევს. პასუხი კი ისაა, რომ არ ასებობს
ნათელი საზღვები. მეცნიერული მეთოდი განსხვავდება მხოლოდ დონით - ანუ
გაზომვათა რაოდენობით. მაგალითად, დაკვირვება უნდა იყოს შუმჩნეველი,
მიუკერძიოებელი ზუსტად ჩაწერილი და რეპრეზენტატული. ამ მიზნების არჩევა
გონივრული დონეზეც კი, არასპეციალისტის შესაძლებლობებს უკვე სცდება,
მიუხედავად იმისა, რომ ეს მოქმედებები, ნამდვილად, ძალიან მარტივია. არსებული
მდგომარეობის გასამარტივებლად მრავალი მეთოდია შექმნილი. აქედან, ზოგიერთი
3
კლასიკური კვლევების სერია ჩატარებულია პროფესორ მეოის და მისი თანამშრომლების მიერ მიერ
ჰოტორნის ქარხანაში, ქალაქ სისეროში. ერთ - ერთი შედეგი ისაა, რომ დადგინდა: რესპონდენტების
პასუხზე, გავლენას ახდენს ექსპერიმენტატორის ყურადღება და საკუთრივ ექსპერიმენტში
მონაწილეობა. აგრეთვე, აღმოაჩინეს არაფორამლური ჯგუფების და ნორმების ზემოქმედება
შესრულებაზე და სიახლის ეფექტი, რომელიც გადაჭარბებულ, ოპტიმისტურ მოლოდინებს აჩენს
მარკეტინგულ კვლევებში. (ლ.ჩ.)
7

არის ჩვეულებრივი ხელსაწყოები, როგორც ჩამწერი მწყობილობა, რომელიც


უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტეს. თუმცა, რასაც არქიტექტორები ვერ
გებულობენ, ისაა, რომ თავისთავად მონაცემები, მას შემდეგ რაც მათ შეაგროვებენ,
სრულიად მოუწესრიგებელია, სანამ არ მოხდება მათი დამუშავეული
ელექტრონული ინსტრუმენტებით, როგორიცაა: პროცენტების გამოთვლა,
მატრიცები, კორელაციები და ფაქტორული ანალიზი, ეს- იმისთვის, რომ არსებითი
მახასათებლები გამოვყოთ.
მეცნიერული მეთოდის შემდეგი განმასხვავებელი ნიშანი, არის
დაკვირვებების გაცვლა ვერიფიკაციის და შედარების ინტერესებიდან გამომდინარე
(იხ. A8). ეს მოქმედებები არსებითად არის კრებსითი-კუმულაციური, მაგრამ
აკუმულაცია უნდა იყოს როგორღაც ერთდროულად მოწესრიგებულიც და
მოქნილიც. მიუხედავად იმისა, რომ აქ ადგილი აქვთ „ერთ-ერთის“ შეფასებასა და
კვლევას, უნდა არსებობდეს იმედი, რომ ამ კვლევის შედეგები იქნება გაზიარებული
სააღრიცხვო ჟურნალების საშუალებით ან შენახული მონაცემთა ბაზაში და ამრიგად
შემდგომ გამოყენებული.

საპასუხო რეაქციების დონეები ადამიანებში


ადამიანების რეაქცია გარემოზე, ისევე, როგორც ყველა საპასუხო რეაქციები,
თანმიმდევრული და ურთიეთდამოკიდებულია (იხ. A4). ქცევა არ წარმოიშობა
სიტუაციის აღქმის გარეშე. გარემოდან ენერგიის ნაკადი გაივლის ცენტრალურ
ნერვულ სისტემას წარსულის გამოცდლების სტრუქტურირებული გამოცდილების,
აქტუალური განწყობების და გენეტიკურად გაპირობებული დისპოზიციის გავლით 4.
ამის შედეგად აღმოცენებული პერცეფცია არის უნიკალური. მას თან ახლავს
გრძნობები და ემოციები, რომლებიც ნაწილობრივ აღქმის შედეგია. მთელი ეს
ნაკრები, შემდგომ, შეიძლება გამოვლინდეს ქვეცაში. ეს ორივე - აღქმა და ქცევა

4
შეგვიძლია დავამტოთ გრძელვადიანი მიზნები და მოტივები (ლ.ჩ.)
8

შემდგომ, ტოვებს კვალს მთელ ორგანიზებულ გამცდილებაში და ამრიგად გავლენას


ახდენს ყოველ შემდგომ აღქმაზე, გრძნობაზე და ქცევაზე. ადამიანის ხანგრძლივი
მეხსიერების შესაძლებლობის გამო, ქცევა შეიძლება მოექცეს დიდი ხნის წინ
აღქმულის გავლენის ქვეშ (იხ. A6).
გარემოს ფსიქოლოგმა უნდა გადაწყვიტოს, ამ ციკლის რომელ ეტაპზე უნდა
სცადოს მონიტორინგის ჩატარება. იქნება ეს განცდილი ემოციები, თუ ეს უნდა იყოს
შენობასთან დაკავშირებული შეგრძნებები, როდესაც ის უყურებს, ან ყნოსავს, ან
ესმის? თუ ეს უნდა იყოს ორგანიზებული „ცოდნის“ სისტემა, რომელიც
ჩამოყალიბდა, როგორც შენობასთან ურთიერთქმედების შედეგი? თუ ეს იქნება
საკუთრივ ქცევა, რა სახითაც ის ხორციელდება? არსებობს ორი შესაძლო
ალტერნატივა, ორივე ერთგვარი პაკეტია. შეგვიძლია ვცადოდთ გავზომოთ ის
უნიკალური გზა, რომლითაც ადამიანი „აკონსტრუირებს“ შენობას. ის, თუ როგორაა
ის დაპროგრამებული საკუთარი წარსული გამოცდილებით თავის აღმაში და
მოქმედებაში მასთან მიმართებით. ეს იგივეა, რაც მისი „ატიტუდი“ 5, თუმცა
უკანასკნელი, არის ბევრად ფართო ცნება და ხშირად, თუმცა არა აუცილებლად,
განაწილებულია ერთი განზომილების - მოწონება-არმოწონების კონტინიუმზე. (იხ.
B3) ესაა მოხერხებული წერტილი, სადაც წყდება წრეზე ტრიალი, რადგან ისაა
გრძნობების, კოგნიციის და ქცევის მზაობის, მოტივაციების ორგანიზებული
სინთეზი. სხვადასხვა ქცევას, რომლის /მზაობასაც/ ის საფუძვლად უდევს, შეიძლება
თვეები ან წლები დასჭირდეს გამოსავლენად და მისი პირდაპირი დავკვირვება
ფაქტიურად შეუძლებელია.
მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ, რომ ყველა ეს პროცესი თანმიმდევრულად
ურთიერთდაკავშირებულია და ბევრი რამის გაგება შეიძლება, თუ ერთზე მეტ
დონეს დავაკვირდებით სანდოობის შესამოწმებლად. მაგალითად, კვლევაში, თუ რა
გავლენას ახდენს ქალაქის ავტოსტრადები საცხოვრებელ კომპლექსებზე (Lee, Tagg
5
ატიტუდი არის სოციალური განწყობა, რომლის შემადგენელი კომპინენტებია - კოგნიცია, ემოცია და
ქცევა. ატიტუდს გააჩნია ორი საზომი: ვექტორი-(დადებითი ან უარყოფითი ) და ინტენსივობა.
ატიტუდს შეისწავლიან, როგორც ადამიანის შეფასებათა სისტემის ამსახველ კონსტრუქტს და როგორც
ქცევის პრედიქტორს. (ლ.ჩ)
9

and Abbott 1975), მკვლევრებმა შეისწავლეს მენტალური რუკები, მთავარი გზით


მგზავრობის სიხშირე, რაიონში ადგილობრივი ორიენტირების არსებობა,
ადგილობრივი ორიენტირების ცოდნა და დამოკიდებულება საცხოვრებელი
რაიონის მიმართ. ამან გვიჩვენა სანდო კავშირები, თუმცა, ადგილის შესახებ ცოდნის
განზომილებასთან ეს კავშირი იყო მინიმალური. როგორც ჩანს, რაიონი, რომელსაც
ადამიანი თავს მიაკუთვნებს, განსხვავდება იმ არეალისგან, რომელსაც ის იცნობს.
პასუხების, ანუ რეაგირების დონის შერჩევა, შეიძლება ასევე იყოს
გაპირობებული იმ ჰიპოთეზებით ან პრობლემებით, რომლებიც კვლევის საგანს
წარმოაგენს. ნათელია, რომ ეკლესიის ან სამხატვრო გალერეის მიზნობრივი
დანიშნულება ემოციის აღძვრაა. სავაჭრო ცენტრის დიზაინერისთვის კი
მნიშვნელოვანი ქცევა შეიძლება იყოს ვაჭრობა, ხოლო ინდუსტრიული შენობის ან
ოფისის დიზაინერი შეიძლება თვლიდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანაა
დასაქმებულთა დადებითი ატიტუდი.
ხშირად, კვლევაში პირველ ადგილზე მხოლოდ ეკონომიაა. ესაა ერთ-ერთი
მიზეზი, რომ ასე ხშირად არის გამოყენებული გასაოცრად კომპაქტური ვერბალური
სკალები და რატომაა, რომ უნივერსიტეტის სტუდენტების რეაქციები ყველაზე მძიმე
შესასწავლია!
თუ ქცევა იზომება პირდაპირი გზით, მაშინ ამოცანა გრანდიოზულია, რადგან
დეტალები ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ინდიკატორები გამოყენებულია როგორც
უმოკლესი გზა, ყოველთვის იქნება რისკი, რომ ისინი ვერ ასახავენ მთლიან
პატერნს. ემოციების გაზომვის დროს, მნიშვნელოვანია პირდაპირი დაკვირვების
სიძნელეები, რაც ფიზიოლოგიურ გაზომვებს უკავშირდება. ასე რომ, ბევრად იოლი
და ხშირად ასევე ვალიდურიც, არის პირდაპირო შეკითხვა, თუ რას გრძნობენ
ადამიანები.
თუმცა არჩევანის მეორე დეტერმინანტი არის ის, თუ რამდენადაა
დაკვირვების აქტი ხელის შემშლელი იმისთვის რასაც აკვირდებიან. (იხ. F7, F8).
როდესაც ადამიანებს აშკარად თვალს ადევნებენ ან მათგან კითხვაზე პასუხს
10

მოითხოვენ, ისინი იწყებენ საკუთარ თავში ჩახედვას და აზრებს ასე აყალიბებენ.


სხვადასხვა სირთულეთა შორის, ისინი საკუთარ თავს უსვამენ კითხვას, თუ როგორი
“უნდა იყოს“ მათი პასუხი და ცდილობენ „კარგებად“ გამოჩნდნენ. ფსიქოლოგებმა
შეიმუშავეს გზები ამ ეფექტების მინიმუმამდე დასაყვანად, მაგრამ ეს ბადებს ახალ
არანაკლებ პრობლემებს. ქცევის შეუმჩნეველი ჩაწერა შეიცავს ეთიკურ საკითხს.
გაზომვის მიზნების შენიღბვა შეიძლება პროექციული ტექნიკების გამოყენებით
(რომლის მიხედვითაც ორაზროვანი სტიმული, როგორიცაა მელნის ლაქა,
დაუსრულებელი ისტორია ან ბუნდოვანი ფოტო, არის გამოყენებული ისეთი
პასუხების გამოსავლენად რომელიც, როგორც ითვლება, ასახავს პიროვნულ
განსხვავებებს), მაგრამ ეს ტექნიკები გაზომვას ართულებენ, ხოლო ინტერპრეტაციები
უფრო ორაზროვანი ხდება.

დაკვირვების და ექსპერიმენტის შედარება.


ექსპერიმენტი, არსებითადб საპირიპირო სიტუაციაა (იხ. A8, A9, A8).
ზოგიერთი რამ განგებ იცვლება დაკვირვების ობიექტთან მიმართებაში, და რაღაც
ამის შედეგად ხდება
ექსპერიმენტი იწყება გარკვეული იდეით იმის თაობაზე თუ რა შეიძლება
მოხდეს (რასაც ვუწოდებთ ჰიპოთეზას) და მთავრდება გარკვეული მტკიცებულებით,
თუ რამდენად კარგია პირველი იდეა. ზოგიერთ შემთხვევაში შედეგებმა შეიძლება
წამოწიონ უკეთესი იდეა. დაკვირვება, კი რომელიც შეიძლება იყოს „ბუნერივი“, ან
„კონტროლირებადი“ გამოიყენება ინფორმაციის შესაგროვებლად, თუ რა ხდება
ნორმალურ სიტუაციაში, სადაც არ არის მკვლევარის მიერ განგებ გამოწვეული
ცვლილება.
ზოგჯერ შეცდომით მიიჩნევენ, რომ ერთადერთი რეალურად „მეცნიერული“
მეთოდი ექსპერიმენტია. ეს ასე არ არის. ასე რომ იყოს, მაშინ უნდა უარვყოთ
ასტრონომია, გეოლოგია და უამრავი სხვა უაღრესად მეცნიერული დისციპლინა.
11

ექსპერიმენტები ხშირად შეუძლებელია, განსაკუთრებით ჰუმანიტარულ


მეცნიერებებში. მაგრამ არსებობს სხვა, უფრო ფაქიზი მცდარი მტკიცებულება, რომ
ექსპერიმენტის საუკეთესოდ ჩატარება ყოველთვის არის შესაძლებელი. მეორეს
მხრივ, ამ მეთოდის დიდი უპირატესობა იმაშია, რომ გვაძლევს შესაძლებლობას
უფრო დამაჯერებელი დასკვნები გავაკეთოთ მოვლენათა მიზეზობრიობის შესახებ
და თანაც, დაკვირვების მეთოდით ჩატარებულ კვლევებში ყველაზე დიდი ნაკლი
სწორედ ისაა, რომ მიზეზობრიობა ყველაზე ძნელი დასადგენია (განვასხვავოთ იმ
„შესაბამისობისგან“, რომელიც, მაგალითად, სტატისტიკური კორელაციური
მეთოდის დროს დგინდება).
მეორეს მხრივ, არსებობს კიდევ ყურადსაღები ეფექტი, რომელიც
დაკვირვების მეთოდს შეუძლია გამოიწვიოს, და ეს განსაკუთრებულად
მნიშვნელვანია გარემოს ფსიქოლოგიაში. უფრო ადვილია იმ დეფორმაციების
გაკონტროლება, რომელიც თავს იჩენს სიტუაციაში მკვლევარის შეჭრის გამო.
„აუდიტორიის“ ხელისშემშლელი ეფექტი არა მხოლოდ არაბუნებრივ მოტივაციას
აღძრავს ადამიანებში, ის იწვევს ქცევის ცვლილებასაც. დაკვირვება ცვლის რეალობას.
რატომაა რთული მივიღოთ მიზეზობრიობა დაკვირვების შედეგად? იმიტომ,
რომ ამ მეთოდს მხოლოდ ის შეუძლია, რომ დაადგინოს მოვლენათა შორის კავშირი
(კორელაცია), მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ეს მიზეზობრის დასადგენად
აუცილებელი პირობაა, ის არაა საკმარისი. ეს შეიძლება უბრალოდ იმას ნიშნავდეს,
რომ ორი ცვლადი დაკავშირებულია მესამე ცვლადთან და არაფერი აქვს
ერთმანეთთან უშუალოდ საერთო.
მაგალითად, შეიძლება დადგინდეს, რომ დაწყებითი სკოლის მოსწავლეთა
ინტელექტის დონე უკავშირდება სკოლის ზომას და ადვილია დასკვნის გამოტანა,
რომ სკოლის სიდიდე ან მისი ადგილმდებარეობა არის ამ სურათის მიზეზი
(განსაკუთრებით, თუ ადამიანი გარემოს დეტერმინიზმის იდეის ერთგული
12

მიმდევარია. მაგრამ კარგად დასაბუთებულია რომ IQ არსებითი განსხვავებაა


სხვადასხვა კლასის წარმომადგენელ ბავშვებს შორის6...

დაკვირვება
ტერმინი, ბუნებრივი დაკვირვება, წარმატებულად გამიყენება რეალური
სიტუაციების ცალმხრივი დაკვირვებისას, რაც მოიცავს მინიმალურ ან ნულოვან
შეჭრას სიტუაციაში, მაშინ როდესაც კონტროლირებადი დაკვირვება გამოყენებულია
სიტუაციებისთვის, რომელიც ექსპერიმენტატორის მიერ იმართება ისეთ პირობებში,
რომელიც აადვილებს დაკვირვებას. ეს განსხვავება უფრო ზუსტად იქნება აღწერილი,
ცოტა მოგვიანებით. ხოლო შენიშვნები, რომლებიც მომდევნო თავშია, ეხება ორივეს.

ზეგვლენისგან თავისუფლების პირობის მოთხოვნა


ზეგავლენის მოხდენა სავსებით ცხადად ხდება ქცევის პირდაპირი, უშუალო
დაფიქსირების შემთხვევაში. ფსიქოლოგს გააჩნია არსენალში ამის თავიდან
არიდების მრავალი საშუალება, როგორიცაა სიახლოვეში ყოფნა ისე, რომ ამას
სიახლის ეფექტი არ ჰქონდეს, როლის აღება ორგანიზაციაში (ჩართული დაკვირვება),
სენსიტიური ინფორმაციის შეგროვება, როდესაც ვითომ აწარმოებს სოციალურად
ნეიტრალურ კვლევებს, ფარული ჩაწერის საშუალებების გამოყენება, ცალმხრივად
გამჭვირვალე მინის გამოყენება დაკვირვებისთვის. ამ საშუალებების გამოყენება
იზღუდება ეთიკური მოთხოვნებით და ყოველი სიტუაცია არის იმდენად
განსხვავებული, რომ ძნელია მოხაზო ნათელი საზღვრები რის მიღმაც მიზანი არ
ამართლებს საშუალებას. რელევანტურია ორი ზოგადი შენიშვნა. როდესაც ადამიანი
საზოგადოებრის სივრცეშია ის ზოგადად ეგუება იმას, რომ აკვირდებიან და

6
ამ შეხედულებას დღესდღეობით, არავინ იზიარებს, რადგან დაიხვეწა როგორც ინტელექტის ცნება,
ისე მისი გაზომვის მეთოდიც: ის მაქსიმალურად განთავისუფლდა გარემოსმიერი ფაქტორებისგან-
ლ.ჩ.
13

განსხვავება ყოველდღიურ, შემთხვევით და სისტემატურ კვლევას შორის არ არის


ისეთი, რომ ქმნიდეს დიდ პრობლემას. ხოლო ასე ვთქვათ ზე- პრივატულ პირობებში,
ბევრი ეთიკური სიძნელე შეიძლება გადავლახოთ წინასწარი ნებართვის აღებით.
თუნდაც დასაწყისში უხერხულობის გრძნობა გაჩნდეს, ის საკმაოდ სწრაფად
გაივლის.
მიკერძოების ნაკლებად ცხადი ფორმის გაზომვები კეთდება არა მაშინ,
როდესაც ადმიანები მოქმედებენ, არამედ ან მანამდე ან შემდეგ, მაგალითად,
როდესაც ვთხოვთ აღწერონ წარსული ქცევა, განჭვრიტონ მომავალი ან აღწერონ
აღქმა, ატიტუდები, გრძნობები და განცდები, რომლებიც გამოხატეს ან მზად არიან
გამოხატონ მოცემულ გარემოში. ყველა ასეთ შემთხვევაში, იმ ფაქტს, რომ სიტუაცია
არაა რეალური და რომ შეკითხვებს იძლევა განსაკუთრებული როლისა და
სტატუსის მქონე პიროვნება, შეუძლია პასუხებზე გავლენის მოხდენა. ეს პრობლემა
უკავშირდება გაზომვის პროცედურებისადმი „რეაქტიულობას“. თუმცა ამ
შემთხვევაშიც, არსებობს ამის შემცირების მრავალი გზა, რომელთაგან მხოლოდ
მცირედს მოვიხსენიებთ. ამ საფრთხეების გაცნობიერება არის აუცილებელი პირობა.
ასეთი ზეგავლენის შემცირების ტექნიკების უმრავლესობა, შეგვიძლია
განვიხილოთ, როგორც ცდისპირისგან კვლევის მიზნის სხვადასხვა გზით დამალვა
ან შენიღბვა. და ისევ, აქაც არსებობს ეთიკური პრობლემა (იხ. F8), მაგრამ ამის
გადალახვა შეიძლება ცდის პირისთვის იმის თქმით, რომ ყველაფრის სააშკარაოზე
გამოტანა გავლენას მოახდენს შედეგებზე და დაპირებით, რომ შემდგომში
ყველაფერი იქნება სრულად ახსნილი.
მეორე მეთოდი, რომელიც ხშირად არ გამოიყენება, არის ზეგავლენის თავიდან
აცილება, მისი განხილვით ცდისპირთან, გამოკითხვამდე ან ტესტის ჩატარებამდე,
ღია და მშვიდი მანერით, თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად. ეს შეიძლება
გაკეთდეს უშუალოდ ცდის სიტუაციაში, მაგრამ იგივე პრინციპი შეიძლება
ვრცელდებოდეს დაწერილ ინსტრუქციებზე, რომლებიც წინ უძღვის კითხვარებს ან
ტესტებს.
14

დაკვირვების რეპრეზენტატულობა
რეპრეზენტატულობა არის ყველა კვლევის საფუძველი. დაკვირვების (ან
სიტყვაზე, ექსპერიმენტის) მთელი აზრი, მდგომარეობს იმაში, რომ მოხდეს
მოცემული სიტუაციის განზოგადება მსგავსი სიტუაციების უფრო ფართო
დიაპაზონზე, - დროში თუ სივრცეში. (იხ. A8). ამ აზრით, ყველა დაკვირვება არის
შესაძლო დაკვირვებების სიმრავლიდან აღებული კერძო შემთხვევვები. თუ ისინი არ
არიან ამ სფეროს რეპრეზენტატულები, ამსახველები, მაშინ შეუძლებელია ამ
სფეროზე მათი განზოგადება. ერთერთი ყველაზე მცდარი პრაქტიკაა ჯერ მაგალითის
შესწავლა და შემდეგ, იმით დაინტერესება, თუ რამდენად შეიძლება მისი გავრცობა ან
ის, თუ რომელ სფეროს შეიძლება ის მივაკუთვნოთ. ესაა პროცედურის თავდაყირა
დაყენება. ეს სტრუქტურები არ შეიძლება გამოვიყენოთ შეფასებაში, რა თქმა უნდა
განზოგადების დაბალი პრიორიტეტია; მაგრამ ეს ზუსტად ისაა, რაც შეფასებას
განასხვავებს კვლევისგან და იმის ამხსნელია, თუ რატომ ხდება, რომ ზოგიერთი
სტუდენტი, რომელიც ცდილობს ჩაატაროს კვლევა, ამთავრებს იმით, რომ ხელში
შერჩება მხოლოდ რომელიღაც სიტუაციის ვიწრო შეფასებები.
ჭეშმარიტი რეპრეზენტატულობა არის, სრულყოფის მისაღწევად საჭირო
რჩევაა, რაც მუდმივი მიზანია. ამის საუკეთესო გზაა შემთხვევითი შერჩევა
(რანდომული). ეს ყოველთვის არაა შესაძლებელი. შემდეგი საუკეთესო ალტერნატივა
შეიძლება იყოს მაგალითი სოციალური კვლევების მეთოდებიდან, სადაც ზუსტი
მაგალითების, ნიმუშების შერჩევა არის ყველაზე მეღალი პრიორიტეტი.
სტრატიფიკაციის მეთოდი ნიშნავს, რომ იდენტიფიცირებულია მოსახლეობის
მთავარი ჯგუფები (მაგ., გენდერული, სოციალური კლასი და სხვა) და შემდეგ ხდება
ნიმუშების აღება ყველა ამ ჯგუფიდან და ხდება შედეგების გაერთიანება.
მრავალსაფეხურიანი შერჩევა, ასევე ძალიან სასარგებლოა: როდესაც ერთობლიობა
არის ძალიან ფართო, ნიმუშები შეიძლება აღებულ იქნას ფართო სეგმენტებიდან,
15

როგორიცაა მაგალითად საარჩევნო უბნები, - აშშ-ს შუა დასავლეთის, ან ზღვიდან


მოშორებული,- როგოც არჩევანი სოციოლოგიური კვლევისსთვის
...
რეპრეზენტაციის ყველაზე პრიმიტიულ დონეზეც კი, როდესაც შერჩევა
ძელიან მცირერიცხოვანია ის გვეხმარება შევარჩიოთ ჯგუფი, რომელიც არის
ტიპიური. ამრიგად, უნდა აღინიშნოს, რომ ნიმუშის რეპრეზენტატულობა არაა
უბრალოდ შერჩევის სიდიდის ფუნქცია, მაგრამ ასევე გენერალურ ერთობლიობაში
ვარიაბილურობის და შეცდომათა დასაშვები რაოდების ფუნქცია . თორმეტი სახლის
შერჩევა, მაგალითად, შეიძლება იყოს უფრო რეპრეზენტეტული ბრიტანეთის ყველა
სახლების მიმართ, ვიდრე ორმოცი სკოლის შერჩევა ყველა სკოლის მიმართ,
მიუხედავად შესაბამისი შერჩევების სიდიდეში დიდი განსხვავებისა.

საპასუხო რეაქციის ერთეულები


ფსიქოლოგიაში, დებატების ერთერთი ტრადიციული თემა არის შესასწავლი
ქცევის საზომი ერთეული. ერთმანეთს უპირისპირდებიან ისინი, ვინც აღრიცხავს
ფრაქციონირებულ (დანაწევრებულ) ელემენტებს, სიზუსტის ინტერესებიდან
გამომდინარე, იმის რწმენით, რომ შემდეგ, მათემატიკას (ან შემდგომ კვლევას!)
შეუძლია მონაცემების გამთლიანება; და ისინი, ვინც თვლის, რომ ქცევა არის
მნიშვნელოვანი მხოლოდ მაშინ, როდესაც ის ჩაწერილია მთლიანობაში, რადგან ეს
მოიცავს ბევრად უფრო მეტს, ვიდრე მისი ნაწილების ჯამია.7....
...
გარემოს ფსიქოლოგებისთვის დაკვირვება და ქცევის განზოგადებული
მონიშნვა, შესაძლოა სავალდებულო გახდა ეკონომიის გამო, რადგან ეს გაცილებით
იაფია. მაგალითად, ბიბლიოთეკის მკითხველების კლასიფიცირება შეიძლება
როგორც: ა) სერიოზულ სწავლაში ჩართულის; ბ) შემთხვევითი დამთვალიერებლის,
7
ესაა ელემენტარისტული, მექანიცისტური მიდგომისა და გეშტალტ ფსიქოლოგიას შორის არსებული
ძირეული განსხვავება. გეშტალტი განმარტებულია, როგორც გარედან შემოსაზღვრული და შინაგანად
დიფერენცირებული მთლიანობა, რომლის თვისებები არ დაიყვანება მისი შემადგენელი ელემენტების
თვისებათა ჯამზე.
16

გ) არა გულმოდგინედ მეცადინეს, დ) დღისით მთვლემარესი და ე) ყველაფერი სხვა


ერთად. ბევრად ძვირია პოზების პერიოდული ფოტოგრაფირება. ეს უეჭველია, თუკი
უკანასკნელს არ ექნება რაიმე უპირატესობა.
თუმცა არის კიდევ ერთი რამ, სანამ ამ პოლარობაზე საუბარს მოვრჩებით.
ქცევის რომელიმე ფუნქციონალური მონაკვეთის ჩაწერა, რომელიც ბუნებრივია,
ტრივიალურად გამოიყურება, შეიძლება იყოს უკიდურესად ღირებული ტექნიკა,
თუკი მას შევარჩევთ, როგორც უფრო ოპერაციულად რთული ქცევის ინდიკატორს.
მაგალითად, თავის მოძრაობის სიხშირე ლექციის დროს, შეიძლება მშვენივრად
გამოვიყენოთ ყურადღების კონცენტრაციის და აუდიტორიის მხრიდან ინტერესის
შენარჩუნების ასხავისთვის. ხშირად, იგივე პრინციპია გამოყენებული, როდესაც
თეორიული მიზნისთვის უფრო აბსტრაქტული ცნებაა გასაზომი. მაგალითად
მეჰრაბიანი და რასელი (1974) თვლიდნენ რომ აგზნება არის მთავარი ცნება გარემოს
ფსიქოლოგიაში და ის შეიძლება გაიზომოს მაგალითად, მაჯისცემით, სახის
გამომეტყველებით და საუბრისას, ხმის სიმაღლით.

დრო, სივრცე და მოვლენების შერჩევა


მიუხედავად იმისა, რომ მონაცემთა ჩამწერი საშუალებები უამრავი
თანამედრვე საშუალება არსებობს, ადამიანის ქცევის ანალიზი უკიდურესად მძიმე
საქმეა.

დაკვირვებისთვის დროის შერჩევა არის ამის გაადვილების ერთ-ერთი გზა.


ჩაწერა ხდება მხოლოდ გარკვეული ინტერვალებით. თუ ეს ინტერვალები
შემთხვევით არის განაწილებული დროში, ქცევის შერჩევაც ასეთივე შემთხვევითი,
ნებისმიერი იქნება და ამრიგად, იქნება რეპრეზენტატული მთლიანობაში.
ჩვეულებრივ, უფრო პრაქტიკულია დაკვირვების ჩატარება, ვთქვათ ყოველ ერთ
საათში, ეს მოგვცემს სისტემატურობას, შემთხვევითობისგან განსხვავებით. ეს იქნება
რეპრეზენტატულობის სწორად უზრუნველყოფა, რომელიც საჭიროა იმისათვის,
17

რომ დაძლეულ იქნას „პერიოდულობა“ იმ მოვლენებში, რომელიც უნდა აღვნუსხოთ.


მაგალითად, საავადმყოფოში წამლების გაცემა და სიცხის გაზომვა ხდება წინასწარ
გაწირილი ინტერვალებით და ის შეიძლება მთლიანად იყოს გამოტოვებული ან იყოს
საკმაოდ დისპროპორციულად ასახული. ამასთან დაკავშირებული სიძნელე ისაა,
რომ სპეციალისტები გასაგებია, რომ ცდილობენ შემოფარგლონ დაკვირვება
ნაკლებად დატვირთული პერიოდებით და მკვლევარმა უფრო მკაფიოდ, ვიდრე
ოდესმე, უნდა გააცნობიეროს, რომ მისი განზოგადებები ეხება საერთო აქტივობების
მხოლოდ ნაწილს.
ზუსტად იგივე პრინციპები გამოყენებადია სივრცის შერჩევისთვის. იმის
მაგივრად რომ ავსახოთ დროის მონაკვეთები, რათა გარკვეულ ადგილზე მიმდინარე
ქცევა განვაზოგადოთ, შეგვიძლია ავირჩიოთ საუთრივ ქცევა მოცემული შენობაში ან
დასახლებაში. შეუძლებელია ერდროულად ყველგან ყოფნა ანდა სადმე ყოფნა
მთელი დროის განმავლობაში. სისტემატური კვლევის ექვივალენტი არის [სივრცე და
ქცევის] ბადეზე გადაკვეთის წერტილები. შემთხვევითი შერჩევა სივრცეში შეიძლება
აღნიშნულ იქნას რიცხვების მინიჭებით, სისტემის სახით, თანაბრად განაწილებული
წერტილებისთვის და შემდგომ ნიმუშის შეჩევით შემთხვევითი რიცხვების
მიხედვით. და პირიქით პოპულაცია შეიძლება განაწილებულ იქნას სივრცთი
მონაკვეთების მიხედვით, როგორიცაა: საკუთარი ოთახი, კორიდორი, საერთო
ოთახი; ან პიროვნების ტიპების მიხედვით როგორიცაა: ქალები და მამაკაცები,
ექიმები, მედდები და პაციენტები, ასე რომ ეს შეიძლება იყოს საკმაოდ
მოწესრიგებული შერჩევა. სტრატიფიკაციის (შრეების არსებობის) ერთ-ერთი
ყველაზე დიდი უპირატესობა იმაშია, რომ ერთი ან უფრო მეტი ჯგუფი შეიძლება
შეირჩეს უფრო მცირე შერჩევის ინტერვალებითაც, მაგ., შექმნას მეტი სუბიექტები. ეს
კეთდება, როდესაც არსებობს ე.წ. „ინტერესთა ჯგუფი“, (მაგ., ექიმი ქალები), რაც
მოითხოვს უფრო დიდ ქვეჯგუფს ადეკვატური შესწავლისთვის. როდესაც
განზოგადება უნდა გაკეთდეს მთელი შერჩევის (გენერალური ერთობლიობის)
მიმართ, მაშინ, ამ ჯგუფისთვის მონაცემები შესაბამისად თავიდან უნდა იქნას
18

აწონილი, სანამ მათ დავამატებთ. ეს სასარგებლო პრინციპი გამოსადეგია როგორც


დროის, ისე სივრცის შერჩევისთვის. მაგალითად, სტუდენტების ქცევის
დაკვირვებისას, სტუდენტების საერთო საცხოვრებელში, შერჩევის ინტერვალი
შეიძლება იყოს ერთი ოთახის არჩევა ათიდან, რამაც შეიძლება საკმარისად
გაგვაცნოს სხვა სტუდენტების ინდივიდუალური ოთახები, მაგრამ არა სააბაზანო. ასე
რომ ეს იქნება შერჩევის ინტერვალი- ორიდან ერთი. ერთ კვლევაში, რომელშიც
ავტორი მონაწილეობდა აღმოჩნდა, რომ მნიშვნელოვანი სოციალური დაჯგუფებები
აისახებოდა სტუდენტების მიერ სააბაზანოს აჩევის მიხევით.

მოვლენების შერჩევის შესწავლა დიდად არ ყოფილა გამოყენებული გარემოს


ფსიქოლოგიაში. იმის მაგივრად, რომ გაკეთებულიყო ქცევის ჩანაწერი და შემდეგ
ყველა ქცევის კატეგორიზაცია მოცემულ დროსა და სივრცეში, მხოლოდ გარკვეული
ტიპის ქცევა აღინიშნება სრულად, თან მისი კონტექსტის ფარგლებში. Breux (1974)
ზომავდა დისტანციას ადამიანებს შორის, ერთმანეთის გვერდიგვერდ დგომის დროს
ზოოპარკში, ცხოველების დათვალიერების დროს და დაადგინა, რომ სხვადასხვა
კულტურის ჯგუფებში ხვადასხვა მანძილია მიღებული.
ეს მეთოდი ასევე შეიძლება გამოვიყენოთ დროის ინტერვალებთან კავშირში,
როდესაც დროის მოცემულ მონაკვეთში, რამდენიმე მოვლენა არის საზომი,
რომელიც საჭიროა ორი გარემოს ერთმანეთთან შესადარებლად.

ბუნებრივი და კონტროლირებადი დაკვირვება


ბუნებრივ და კონტროლირებად დაკვირვებას შორის ძალიან ვრცელი და
სასარგებლო განსხვავებებია აღწერილი. უპირველესად, ქცევის დაკვირვება
მიმდინარეობს ბუნებრივ პირობებში, დამკვირვებლის მინიმალური ჩარევით. გარდა
ამისა სიტუაცია სცენაა, რომელიც უნდა იმართებოდეს დაკვირვების
გასაადვილებლად და, სასურველია იმ ძალისხმევით რომ გადაიფაროს გაჩენილი
19

ხელოვნურობა. მაგალითად, ცდის პირებს შეიძლება ვთხოვოთ მონიშნონ


დიაგრამაზე, რა მოლოდინი აქვთ, თუ სად დასხდებიან მაგიდასთან გარკვეული
აქტივობებისთვის, რომელიც გულისხმობს, სიტყვაზე, კოოპერაციას, შეჯიბრებას ან
ერთობლივ ქმედებას (ერთ და იგივე დავალებაზე მუშაობას, მაგრამ
დამოუკიდებლად). ბუნებრივი დაკვირვების გამოყენებით, საჭირო იქნება მივყვეთ
ცდის პირებს მანამ, სანამ ისინი არ მიუსხდებიან მაგიდას ან დავაკვირდეთ
განსაზღვრული რაოდენობის მაგიდებს, სადაც მოსალოდნელია, რომ ცდისპირები
დაიკავებენ ადგილებს. ეკონომია ნათელია - ასე არიდებულია სიტუაციის
გაკონტროლება და ამასთან დაკავშირებული საშიშროებები.
კითხვარების და ინტერვიუების ყველა სახეობა, ამ გაგებით, არის
კონტროლირებადი დაკვირვება, ასეთივეა სიმულაციის გამოყენება - მოდელების ან
ფოტოსურათების მეშვეობით გარემოს წარდგენა. Kuethe (1962) განავითარა მეთოდი
სოციალური სქემების შესასწავლად. (მაგ.. ნორმატიული აღქმები იმის შესახებ, თუ
როგორ განთავსთედებიან ობიექტები და ადამანები სივრცეში). ამისთვისცდის
პირებს თხოვდნენ მოეთავსებინათ გამოჭრილი ფიგურები დაფაზე. ასევე ნათელია,
რომ არ არსებობს მკაფიო ზღვარი კონტროლირებად დაკვირვებასა და ექსპერიმენტს
შორის, კონტროლი არის ამ უკანასკნელისთვის არსებითი პირობა. რაწამს
დამკვირვებელი გაიფიქრებს: როგორი იქნება რეაქცია, თუ მე?... ის უკვე ამ ზღვარს
მიღმაა.

ექსპერიმენტი
ექსპერიმენტის არსი ყოველთვის არის ერთი ან რამდენიმე სპეციფიკური
ჰიპოთეზის შემოწმება. დაკვირვებისთვის, წინასწარი ჰიპითეზა შეიძლება იყოს
სასურველი, მაგრამ ეს სრულიად არა არსებითია; აღმოჩენებს წარმოიშობს
მონაცემები. ჰიპოთეზა კი, არის განტოლებასავით, ესაა დებულება, სადაც მოვლენათა
ორი წყება, მაგალითად ქრაუდინგი-აგრესია, ან იზოლაცია-ტერიტორიალობა, არის
20

ერთმანეთთან დაკავშირებული. ამ ცვლადებს ჰქვია დამოუკიდებელი და


დამოკიდებული ცვლადები, რადგან პირველის ფაქიზი მანიპულირება იწვევს
ცვლილებას დამოკიდებულ ცვლადში, რისი დაკვირვება და გაზომვაც ხდება
შემდგომ. ყველაფერი, რასაც ეწოდება ექსპერიმენტული მანიპულაცია, ნიშნავს, რომ
დამოუკიდებელი ცვლადი იქნება შეცვლილი მრავალ დონეზე და ეს ჩვეულებრივ,
ხდება ფაქტორულად, მაგალითად ორი ან რამდენიმე წინაპირობა იცვლება წინასწარ
დადგენილი დონით (იხ A8). უნდა ითქვას, რომ არ არსებობს დისკრეტული
დონეების რაოდენობის რაიმე ლოგიკური შეზღუდვა და ექსპერიმენტი შეიძლება
გავაანალიზოთ კორელაციის კოეფიციენტის დახმარებით დამოუკიდებელ და
დამოკიდებულ ცვლადებს შორის, ისევე, როგორც იმ განსხვავებით დამოკიდებული
ცვლადის მნიშვნელობებს შორის, რომელიც უკაშირდება დამოუკიდებელი ცვლადის
ორი სხვადასხვა მნიშვნელობას.
მთავარი გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მივიღოთ ფსიქოლოგიური
ექსპერიმენტის დაგეგმარების დროს, არის ის, დამოუკიდებელი ცვლადების
სხვადასხვა დონე გამოვიყენოთ ერთი და იგივე ცდისპირების მიმართ თუ სრულიად
განსხვავებული ჯგუფი ან ცდისპირი გამოვიყენოთ. განსხვავებები მთლიანად
წარმოადგენს „კონტროლს“. პირველ შემთხვევაში, ურთიერთზეგავლენის უამრავი
წყარო, რომელიც მომდინარეობს სუბიექტებისგან, პიროვნებებისგან, ან უნარებიდან,
- აღარ წარმოიქმნება, მაგრამ რიგითობის ეფექტი ქმნის საფრთხეს 8: მეორე
დაკვირვების დროს, ცდისპირები არიან გაცილებით დახელოვნებულები ან უფრო
დაღლილები, ან კიდევ რაიმე სხვა მოხდეს და ეს გავლენას ახდენს შედეგზე. თუ
განსხვავებული ცდისპირები ან ჯგუფები იქნება გამოყენებული, რიგითობის
ეფექტი აღარ იქნება, მაგრამ მკვლევარი ეძებს მოსაწყენ განსხვავებებს ცდისპირებს
შორის, მათ მსგავს რეაქციებში დამოუკიდებელ ცვლადებზე.
ექსპერიმენტის რეალური სიძნელე დამოუკიდებელი ცვლადით
მანიპულირებაში ან დამოკიდებული ცვლადების ცვლილებებში კი არაა, არამედ
8
არსებობს პიროვნების შიგნით სქემა და პიროვნებათა შორის სქემა, რაც გულისხმობს ან ერთ და
იგივე პიროვნებაზე ცდის პირობების გავლენის შეფასებას, ან ჯგუფების შედარებას.
21

მესამე ცვლადის ჩარევის გაკონტროლებაში. სანამ ყველა ფაქტორი, რომელსაც


შეუძლია ერთდროულად შეცვალოს დამოკიდებული ცვლადი, არ გაკონროლდება,
ჰიპოთეზის ვალიდური მტკიცებულება არ გვექნება (იხ. A1, A8).
კონტროლი შეიძლება მრავალი გზით განვახორციელოთ. ყველაზე ცხადია
სიტუაციიდან მთლიანად მესამე ცვლადის გამორიცხვა, მაგრამ, ზოგჯერ, ეს
შეუძლებებლია. თუ მესამე ცვლადის ეფექტი შეგვიძლია გავზომოთ, მაშინ
შესაძლებელია მისი გამორიცხვა სტატისტიკური მეთოდებით. ყველაზე
ჩვეულებრივი მეთოდია ჩარევის ეფექტის დაბალანსება ექსპერიმენტულ პირობებში
მათი გათანაბრებით. ეს კეთდება პირობების აღრიცხვის დაბალანსებით (მაგ., ABBA,
BAAB თანმიმდევრობით) იგივე სუბიექტების გამოყენების დროს ან სუბიექტების, ან
სიტუაციების მონიშნვით, „განსხვავებული სუბიექტების“- გამოყენებისას.
დარჩა სათქმელად მხოლოდ ის, რომ თანამედროვე სტატიტიკური მეთოდები
შესაძლებელს და სასურველსაც კი ხდის, ერთდროულად რამდენიმე
დამოუკიდებელი ცვლადის გამოყენებას ექსპერიმენტის დროს.

გაზომვის ტექნიკების ნაკრები compendium


ლექსიკონებში კომპენდიუმი განმარტებულია, როგორც ამომწურავი და
კომპაქტური ჩამონათვალი. ამ კრიტერიუმით, მეთოდების კომპენდიუმი, რომელიც
ამ თავის დანართშია მოცემული, ორივე მხრივ წაიკოჭლებს. მაგრამ ის
შემოთავაზებულია, როგორც პირველი მიახლოება, იმ იმედით, რომ ის ევოლუციას
გაივლის დაზუსტებისა და გაფართოების მიმართულებით.
ეს მცდელობა განხორციელდა მკვლევრების და შემფასებლების საჭიროებიდან
გამმდინარე, ჰქონდეთ მეთოდების ჩამონათვალი, რომელსაც ისინი გადახედავენ
მანამ, სანამ გადაწყვეტენ, თუ რომელი მეთოდი იქნება საუკეთესო კონკრეტულ
კვლევაში. ასეთ სიას შეუძლია აღძრას ახალი იდეები, რომელიც შესაძლოა უცებ
თავში არ მოუვიდეს გამოუცდელს (თუმცა შესაძლებლობები მეტისმეტად ფართოა
22

გამოცდილისთვისაც კი, რომ შეეძლოს მათი სისტემატურ მომოხილვაში ვრცლად


მოყვანა) და ასევე შეიძლებ გამოდგეს, როგორც იმ დადებითი და უარყოფითი
მხარეების შეხსენება, რომელიც ახასიათებს თითოეული მეთოდების კლასს. მას
შეუძლია ასევე გამოაფხიზლოს მოწადინებული მკვლევრები, თუ რას ზომავენ
ისინი. მეტისმეტად ბევრი ადამიანი პირველს რასაც ირჩევს, არის „ გამოკითხვის
ჩატარება“ ან „კითხვარის დარიგება“ და ძლივს ჩერდება, რომ მოიფიქროს,- ის ქცევის
აღწერას ცდილობს, ატიტუდების ან აღქმების გაზომვას, თუ აირჩია ყველაზე
მისაწვდომი მეთოდი?

A კვლევის (გაზომვის) მეთოდების კომპენდიუმი

პასუხის მთავარი მეთოდი მეთოდი (მეთოდიკა)


ტიპი

1.1. 1. ქცევის ასახვა-


1. უშუალოდ ქცევის მკვლევრები იყენებენ ქცევის და
ქცევა დროს ჩაწერა. პოზის კოდირებას.
2. ქცევის კომპლექსების
დაკვირვება და მისი ვერბალური
აღწერა.
3. დროდადრო
(მონაკვეთებში) ფოტოგრაფირება
/ხმის და ვიდეოჩანაწერი.
4. მესიჯების
მონიტორინგი და მოსმენა/
5. ნაბიჯების გაზომვა.
(ავტომატურად იატაკთან
კონტაქტის აღრიცხვა).
23

6. გზის გავლის ჩანაწერი


(ტრეკინგი).
7. ქცევის საკონტროლო
სია, რომესაც იყენებს
დამკვირვებელი (ჩეკლისტი).
8. ტრეკინგი რადიო
მიმღებით (l. F. Radio)
9. ქცევის ნიმუშები, მაგ.,
„ფსიქოლოგიური ტესტები“
10. ფიზიოლოგიური
გაზომვები დავალების
შესრულების დროს, მაგ.,
ელექტრომიოგრაფია,
კარდიოვასკულარული რეაქცია.
11. დამკვირვებლების
მიერ სივრცეში პოზიციის
გაზომვა იატაკზე რკინის ბადის
მეშვეობით.
12. აქტივობის
თვითანგარიშები დროის
შერჩეულ მონაკვეთებში.
13. დიადური
შეხვედრების დათვლა ან/და
კლასიფიცირება.
ადამიანის 1.2 სუბიექტების
საპასუხო რეაქცია არაპირდაპირი 1. დამკვირვებლების მიერ
ჩაწერა. შეფასების სკალების გამოყენება
24

post hoc (ანუ „მას შემდეგ რაც“),


შეჯამებები.
2. ოფიციალური
საბუთები, სტატისტიკა და ა.შ.
რაც ასახავს ქცევას.
3. ინფორმაციის შემოწმება.
4. რეტროსპექტულად
შემთხვევების (ქეის) კვლევები.
5. ინტერესების ტესტები.
6. სახლებში და ოთახებში
ჩასახლების შემდეგ მომხდარი
ცვლილებების კვლევა.
7. შენობის იმ ფიზიკური
მოდიფიკაციის (შეცვლის)
კვლევა, რომელიც საჭირო
აღმოჩნდა.
8. საჩივრების და
წინადადებების ანალიზი.
9. ცვეთის და დაზიანების
და სხვა, მუდმივი აქტივობის
კვალის ანალიზი, მაგ., ცხვირის
ანაბეჭდი ეკრანებზე,
დისპლეიზე, ფეხის ნაკვალები
ტალახში ან თოვლში და სხვა.
10. გაზეთების და სხვა
ბეჭდური წყაროების კონტენტ
ანალიზი.
25

11. თოჯინების და სხვა


მოდელების გამოყენება ქცევის
გამოსაწვევად.
2.გრძნობები 1.3
და ემოციები სუბიექტების
(ესთეტიკური ვერბალური 1. ინტერვიუები
სიამოვნების ანგარიშები 2. კითხვარები
ჩათვლით წარსულ ან მიმდინარე 3. ქცევის
ქცევიის შესახებ თვითანგარიშის სქემები
4. ანგარიშში
მოყვანილი ქცევის
სოციომეტრიული
ანალიზი.
5. ხმის მიცემა
2.1 პირდაპირი და კითხვარები
ჩაწერა(აღრიცხვა) დაუსრულებელი
წინადადებებით.

1.ავტონომიური ნერვული
სისტემის აქტივობის
ფიზიოლოგიური ჩანაწერი;
გუგის გაფართოება, ფსიქო-
2.2 გალვანური რეაქცია,
არაპირდაპირი ელექტროენცფალოგრაფია,
ყურადღება ჩაწერა კარდიოვასკულარული რაქციები
პერცეფცია და სხვა.
კოგნიცია
26

1. დასკვნა
ქცევის მეშვეობით:
ღიმილი, ამოსუნთქვები,
უნებლიე პაუზების
ხანგძლივობა, მთქნარება,
ყურადღების
გადანაცვლება.
2. დასკვნა
ისეთი დავალებების
შესრულებიდან, რომლის
მიზანია გუნებ-
განწყობილების ასხვა. მაგ.,
სახის გამომეტყველების
მიხედვით მსჯელობა.

იგივე, რაც ატიტუდების


ატიტუდები/ 2.3 მიმართ -4.2 და 4.3
უპირატესობ რეაქციების
ის მინიჭება შემდგომ
ანგარიშები

3.1
1. კოგნიტური
Post hoc
რუკები ან კავშირების
რეპრეზენტაცია;
სქემები
გრაფიკა.
2. მარშრუტის
რუკები.
3. წარმოსახულ
27

ი რუკები, მაგ.,
დეტალებით
4. ლევინის
მიხედვის-„სასიცოცხლო
სამყაროს“ დიაგრამები
5. სოციალური
სქემები (Kuenthe)
6. შერჩევითი
დავალებები
7. ვიზუალური
ხატების შერჩევა
სივრცობრივ საფუძველზე,
მაგ., ქუჩების
სახელწოდებები,
ოთახების ნომრები,
ავეჯის განლაგება.
8. აღქმული
მანძილისა და
მიმართულების ფსიქო-
ფიზიკური გაზომვა.
3.2. 9. სხეულის
Post hoc წარმოსახული ხატის
რეპრეზენტაცია; აღბეჭდვა.
ვერბალური 10. მოცემულ
საზღვრებში
არსებულიდან
ექვივალენტური
28

სტრუქტურის არჩევა.

1. ზედსართავე
ბის სია
2. სემანტიკური
დიფერენციალი
3. რეპერტუარუ
ლი ცხრილები
4. ფაქტორული
ანალიზით
დაზუსტებული სკალები
5. კუმულაციუ
რი სკალები (Guttman)
4.1
6. Psarchigraphs
არავერბალური
(Canter)
პროექციული
7. სქემების
თავისუფალი აღწერა
8. Q-
სორტირება

1.ბინოკულარული
4.2
29

ვერბალური შეუთავსებლობა
არა 2.ტაქისტოსკოპური
სტრუქტურირებუ წარდგენა
ლი 3.მულტიპლიკაციები
ცარიელი „ბურთებით“
(როზენცვაიგი)
4. ორაზროვანი
სიტუაციები (პროშანსკი)
5. მოდელების,
თოჯინების გამოყენება
ატიტუდების, მაგ., პრივატობის,
გამოსავლენად.

1. კითხვარები
ღია პასუხებით
ინტერვიუები

2. წინადადების
დასრულება
3. მოთხრობის
დასრულება
30

You might also like