You are on page 1of 8

ყველაფერი 

ენერგიისა და ენერგეტიკის შესახებ 
 
საბაზისო პრინციპები და ფუნდამენტალური კონცეფციები 
 
1. ენერგია არის ფიზიკური რაოდენობა რომელიც ემორჩილება ბუნების ზუსტ კანონებს 
 
1.1. რა  არის  ენერგია  ‐  ენერგია  წარმოადგენს  მატერიის  მოძრაობის  და  ურთიერთქმედების  
სხვადასხვა  ფორმის  საერთო  რაოდენობრივ  საზომს;  ენერგია  არც  ქრება  და  არც  რაიმესგან 
წარმოიქმნება.    ერთი  სახის  ენერგია  გარდაიქმნება  მეორე  სახის  ენერგიად  ან  გადაეცემა  ერთი 
სხეულიდან  მეორეს  მკაცრად  განსაზღვრული  რაოდენობრივი  თანაფარდობით;  ნებისმიერი 
სახის ენერგიის გარდაქმნის შემთხვევაში, მისი საერთო რაოდენობა არ იცვლება 
1.2. სისტემის  ან  სხეულის  ენერგიას,  რომელიც  გავლენას  ახდენს  მის  ტემპერატურაზე,  თერმული 
ენერგია  ეწოდება.  ენერგიის  გადაცემისას  ერთი  სისტემიდან  მეორეში,  წარმოიქმნება 
ტემპერატურული  განსხვავება.  ამ  გადაცემულ  ენერგიას  ეწოდება  სითბო.  სითბოს  გადაცემა 
ხდება სამი გზით: კონვექცით, გატარებით და გამოსხივებით.  
1.3. ენერგია  არც  იქმნება  და  არც  ნადგურდება.  სისტემაში  ენერგიის  საერთო  რაოდენობის 
ცვლილება  ყოველთვის  ტოლია  ენერგიის  მიღებულ  და  გადაცემულ  რაოდენობას  შორის 
სხვაობის. სამყაროში საერთო ენერგიის რაოდენობა განსაზღვრული და უცვლელია. 
1.4. ენერგია  რომელიც  აუცილებელია  სასარგებლო  საქმის  შესრულებისთვის  მცირდება  ერთი 
სისტემიდან  მეორეში  გადაცემისას.  ორ  სისტემას  შორის  ენერგიის  ყოველი  გადაცემისას, 
გარკვეული  ენერგია  იკარგება  გარემოში.  პრაქტიკული  თვალსაზრისით,  ეს  დაკარგული 
ენერგია  ითვლება  „გამოყენებულად“,  მიუხედავად  იმისა  რომ  ის  ჯერ  კიდევ  სადღაც  გარემო 
მიდამოშია.  უფრო  ეფექტური  სისტემა  შეამცირებს  დაკარგული  ენერგიის  რაოდენობას, 
თეორიულ ლიმიტამდე. 
1.5. ენერგია  აქვს  სხვადასხვა  ფორმა  და  შეიძლება  დაიყოს  სხვადასხვა  კატეგორიებად.  ენერგიის  
ძირითადი  ფორმებია:  მექანიკური,  სითბური,  ელექტრომაგნიტური,  ქიმიური, 
გრავიტაციული,  ბირთვული;  ენერგიის  ყველა  ფორმა  ექვივალენტურია  ‐  ერთი  ფორმის 
ენერგია  შეიძლება  გაქრეს,  მაგრამ  ენერგიის  იგივე  რაოდენობა  წარმოიქმნება  სხვა  ფორმით.
არსებობს  ენერგიის  ორი  კატეგორია:  კინეტიკური  და  მექანიკური.  კინეტიკური  ენერგია 
წარმოადგენს  მოძრაობის  ენერგიას,  ხოლო  პოტენციური  ენერგია აქვს  სხეულს 
ურთიერთქმედების შედეგად. ჰიდროელექტროსადგურის კაშხალში დაგროვილ წყალს გააჩნია 
პოტენციური  ენერგია;  წყლის  ვარდნისას  პოტენციური  ენერგია  იცვლება  და  გადადის 
კინეტიკურში; წყალს ჰიდროელექტრო სადგურის ტურბინებზე შეჯახებისას აქვს კინეტიკური 
ენერგია 
1.6. ქიმიური და ბირთვული რეაქციებისას ხდება ენერგიის გადაცემა და ტრანსფორმაცია.
ბირთვულ რეაქციებისას გამოყოფილი ენერგია ბევრად უფრო დიდია, ვიდრე ქიმიურ
რეაქციების შედეგად გამოყოფილი ენერგია. ბირთვული რეაქციებს ადგილი აქვთ
ვარსკვლავების შუაგულში, ბირთვულ ბომბებში, ატომურ რეაქტორებში. ქიმიური რეაქციები
კი ნაწილია ცოცხალი და არაცოცხალი დედამიწის სისტემების. 
1.7. ენერგიის დასათვლელად ბევრი სხვადასხვა ერთეული გამოიყენება. ისევე, როგორც სხვა
ფიზიკური მოვლენების შემთხვევაში, ენერგიაც სხვადასხვა საზომი ერთეულებით იზომება.
მაგალითად, ჯოული, კალორია, ერგი, კილოვატ-საათები. ბრიტანული თერმული ერთეული
ყველა ენერგიის სათვლელ ერთეულებს წარმოადგენს. ენერგიის მოცემული რაოდენობა
ყოველთვის შეიძლება გადაყვანილი იქნეს ერთი ერთეულიდან მეორეში (მაგ. 1
კალორია=4.186 ჯოულს). 
1.8. ძალა არის ენერგიის გადაცემის კოეფიციენტის საზომი ერთეული. ერთი სისტემიდან მეორეში
გადაცემული ენერგიის სიხშირის მაჩვენებელს ეწოდება ძალა. ერთი ჯოული ენერგიის
გადაცემას ერთ წამში ეწოდება ვატი. (მაგ. ჯოული/წამი= 1 ვტ). 

2. დედამიწის სისტემაში ენერგიის დინების შედეგია დედამიწაზე მიმდინარე ფიზიკური


პროცესები.

2.1. სისტემაში ენერგიის დინების შედეგად დედამიწა მუდმივად იცვლება. დედამიწის ისტორიის
განმავლობაში ადგილი ჰქონდა დედამიწის მნიშვნელოვან ცვლილებებს (გამყინვარების
პერიოდები) რასაც ადასტურებს გეოლოგიური კვლევის შედეგები. ეს ცვლილებები
ყოველთვის იყო დაკავშირებული დედამიწის სისტემაში ენერგიის დინების ცვლილებასთან.
ორივემ, ცოცხალმა და არაცოცხალმა, პროცესებმა ხელი შეუწყო ამ ცვლილებებს.
2.2. დედამიწაზე ფიზიკური პროცესების მართვის საჭირო ენერგიის მთავარი წყაროებია - მზის
სინათლე, გრავიტაციული პოტენციალი, რადიოაქტიური იზოტოპების დაქვეითება და
დედამიწის ბრუნვა. მზის სინათლე წარმოადგენს ენერგიის გარე წყაროს, ხოლო
რადიოაქტიური იზოტოპები და გრავიტაციული პოტენციალი, გარდა მოქცევის (ტალღური)
ენერგიისა, დედამიწის ენერგიის შიდა წყაროებია. დედამიწის ბრუნვა გავლენას ახდენს
ჰაერისა და წყლის გლობალურ დინებაზე.
2.3. დედამიწის ამინდისა და კლიმატის ჩამოყალიბებას ძირითადად განაპირობებს მზის ენერგია.
მაგალითად, მზის მიერ დედამიწის ზედაპირისა და ატმოსფეროს უთანასწორო დათბობა
იწვევს კონვექციას ატმოსფეროში, წარმოქმნის ქარებს და გავლენას ახდენს ოკეანის
დინებებზე.
2.4. დედამიწის სისტემაში ენერგიის შენახვასა და გადაცემაში მთავარი როლი უჭირავს წყალს.
მისი მნიშვნელოვანი როლი გამოიხატება ფართოდ გავრცელებაში და მაღალ
სითბოტევადობაში, აგრეთვე წყლის ცვლილების ციკლურობაში. დედამიწაზე წყლის ციკლის
საჭირო ენერგიას უზრუნველყოფს მზე.
2.5. მატერიის მოძრაობა დედამიწის გარე და შიდა ენერგიის წყაროების მეშვეობით ხდება. ამ
მოძრაობებს ხშირად თან ახლავს ფიზიკური და ქიმიური ცვლილებები მატერიის შიგნით.
მაგალითად, ნახშირბადი გვხვდება კარბონატული ქანებში, კირქვა - ატმოსფეროში,
ნახშირორჟანგი - გაზში, წყალში გახსნილი ნახშირორჟანგის სახით, ხოლო ყველა ცოცხალ
ორგანიზმში კომპლექსური მოლეკულების შემადგენლობაში რომლებიც უზრუნველყოფენ
სიცოცხლის ქიმიას. ენერგია მართავს ამ ნაკადების მოძრაობას არაორგანულ და ორგანულ
სამყაროს შორის.
2.6. სათბურის გაზები გავლენას ახდენს დედამიწის სისტემაში ენერგიის მოძრაობაზე.
ატმოსფეროში არსებული სათბურის გაზები, როგორიცაა ნახშირორჟანგი და ორთქლი,
გამჭვირვალეა და ატარებს შემომავალ მზის სხივებს; მაგრამ ვერ ატარებს გამთბარი
დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ ინფრაწითელ სხივებს. ეს გაზები მთავარ როლს
თამაშობენ გლობალური ზედაპირის საშუალო ტემპერატურის განსაზღვრისას. როდესაც
დედამიწა ასხივებს იმავე რაოდენობის ენერგიას რასაც შთანთქავს, მისი საშუალო
ტემპერატურა სტაბილური რჩება.
2.7. დედამიწის სისტემაში ენერგიის დინების ცვლილებების შედეგად გამოწვეული ეფექტის
შედეგის გამოვლენა არ არის მყისიერი პროცესი. დედამიწის სისტემაში ენერგიის
ცვლილებებზე რეაგირება და შედეგი, ხშირად მხოლოდ თვეების, წლების, ან თუნდაც
ათწლეულის განმავლობაში ხდება შესამჩნევი.

3. ბიოლოგიური პროცესები დამოკიდებულია ენერგიის დინებაზე დედამიწის სისტემაში.

3.1. მზე არის ენერგიის მთავარი წყარო ორგანიზმებისა და ეკოსისტემებისთვის. მწარმოებლები -


მცენარეები, წყალმცენარეები, ციანობაქტერიები იყენებენ მზის ენერგიას ორგანული
ნივთიერების შესაქმნელად ნახშირორჟანგისა და წყლისგან. რაც ქმნის ენერგიის დინების
საფუძველს თითქმის ყველა კვებითი ჯაჭვისთვის.
3.2. საკვები არის ბიოსაწვავი რომელსაც ორგანიზმი იყენებს შიდა სასიცოცხლო პროცესების
ენერგიით უზრუნველყოფისთვის. საკვები შედგება მოლეკულებისგან, რომლებიც
წარმოადგენს ენერგიის წყაროს და აგრეთვე სამშენებლო მასალა ყველა ორგანიზმისთვის,
ვინაიდან ხდება მოლეკულებში არსებული ენერგიის გათავისუფლება და გამოყენება.
საკვების მოლეკულების დაშლა აძლევს საშუალებას უჯრედებს, შეინახოს ენერგია ახალ
მოლეკულებში თავისი და ორგანიზმის ფუნქციების განსახორციელებლად.
3.3. სასარგებლო საქმისთვის ხელსაყრელი ენერგია მცირდება ერთი ორგანიზმიდან მეორე
ორგანიზმში გადაცემის დროს. ქიმიური ელემენტები რომლებიც ქმნიან ცოცხალი
ორგანიზმების მოლეკულებს გადაეცემა საკვები ჯაჭვების მეშვეობით. კვებითი ჯაჭვის
თვითოელ დონეზე, გარკვეული ოდენობით ენერგია ინახება ახლად შექმნილ ქიმიურ
სტრუქტურებში, მაგრამ დიდი ოდენობა იფანტება გარემოში. ენერგიის მუდმივი შემოდინება,
ძირითადად მზის სინათლის სახით, უზრუნველყოფს ამ პროცესების უწყვეტობას.
3.4. კვებით ჯაჭვებში ენერგია მიედინება ერთი მიმართულებით, მწარმოებლებიდან
მომხმარებლამდე და დამშლელამდე. ორგანიზმი რომელიც იმყოფება კვებითი ჯაჭვის უფრო
დაბალ საფეხურზე უფრო ენერგოეფექტურია ვიდრე კვებითი ჯაჭვის მაღალ რგოლში
არსებული ორგანიზმი.
3.5. ენერგიისა და მატერიის ხელმისაწვდომობის ცვლილება ზეგავლენას ახდენს ეკოსისტემებზე.
ხელმისაწვდომი მატერიის და ენერგიის ფორმა და ოდენობა ზეგავლენას ახდენს
ეკოსისტემაში ორგანიზმების გავრცელებასა და სიმრავლეზე, აგრეთვე ეკოსისტემის უნარზე,
მოახდინოს მასალების რეციკლირება
3.6. ადამიანები დედამიწის ეკოსისტემის ნაწილს წარმოადგენენ და განიცდიან ენერგიის დინების
ზეგავლენას ამ სისტემის მეშვეობით. ამასთან, ადამიანები მნიშვნელოვნად ცვლიან დედმიწის
ეკოსისტემების ენერგეტიკულ ბალანს. მაგ. სოფლის მეურნეობის და სურსათის წარმოების
ტექნოლოგიებში და ადამიანის პოპულაციის ზომის ცვლილებით.
4. ენერგიის სხვადასხვა წყაროები გამოიყენება ადამიანის საქმიანობის განსახოციელებლად და
ხშირად ეს ენერგია გადაიცემა წყაროდან დანიშნულების ადგილამდე.

4.1. ადამიანები იღებენ გარემოდან ენერგიას და გარდაქმნიან იმ ფორმებად, რომლებიც


სასარგებლოა მათი საქმიანობისათვის. ენერგიის პირველადი წყაროებიდან აღსანიშნავია
საწვავი - ნახშირი, ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ურანი და ბიომასა. ყველა საწვავის პირველადი
წყარო, ბიომასის გარდა, არაგანახლებადია. პირველადი ენერგიის წყაროები ასევე მოიცავს
განახლებად წყაროებს როგორებიცაა მზის სხივი, ქარი, გამდინარე წყალი და გეოთერმული
ენერგია.
4.2. ადამიანის მიერ ენერგიის გამოყენებას თან ახლავს მთელი რიგი ლიმიტები და შეზღუდვები.
მრეწველობა, ტრანსპორტი, ურბანული განვითარება, სოფლის მეურნეობა და და სხვა
საქმიანობები მჭიდრო კავშირშია ენერგიის ხელმისაწვდომობასთან, მის ოდენობასა და
ფორმასთან. ენერგიის რესურსების ხელმისაწვდომობა შეზღუდულია ბუნებრივი რესურსების
გავრცელებით, ტექნოლოგიების არსებობით, აგრეთვე ქვეყნის სოციალ-ეკონომიკური
პოლიტიკითა და სტატუსით.
4.3. წიაღისეული და ბიო საწვავი ორგანული მატერიაა, რომელიც შეიცავს მზის სინათლის
ენერგიას. წიაღისეული საწვავის ენერგიის, მაგალითად ნავთობის, ბუნებრივი აირისა და
ნახშირის, მწარმოებლებია - მცენარეები, წყალმცენარეები, ციანობაქტერიები - რომელთაც ეს
ენერგია ათასწლეულების წინათ მოიპოვეს მზისგან. ბიოსაწვავის ენერგია - საკვების, ხისა და
ეთანოლის მიღებულია მწარმოებლისაგან, რომელმაც მზის ენერგია ცოტა ხნის წინ მოიპოვა.
ამ საწვავში კონცენტრირებული ენერგია გარდაიქმნება ქიმიური რეაქციების დროს,
როგორებიცაა წვა და სუნთქვა და ატმოსფეროში გამოიყოფა ნახშირორჟანგი.
4.4. ენერგია ტრანსპორტირდება ერთი ადგილიდან მეორეში. საწვავი უმეტესად არ გამოიყენება
მისი მოპოვების ადგილას, არამედ ხდება მისი გადატანა საკმაოდ დიდ მანძილზე. მისი
ტრანსპორტირება ხდება მილსადენების, სატვირთო მანქანების, გემებისა და მატარებლების
გამოყენებით. ელექტროენერგია შეიძლება წარმოებული იყოს სხვადასხვა ენერგიის
რესურსებისაგან და გარდაიქმნას თითქმის ყველა სხვა ენერგიის ფორმაში. ელექტრული
წრედების გამოყენება ხდება ენერგიის შორ მანძილზე გავრცელებისათვის. ელექტროენერგია
არ წარმოადგენს ენერგიის პირველად წყაროს, არამედ არის ენერგიის მატარებელი.
4.5. ელექტროენერგიის წარმოება სხვადასხვანაირად ხდება. ადამიანის მიერ ელექტროენერგიის
წარმოების ყველაზე ხშირი გზაა ელექტროენერგიის წარმოება გენერატორის/დინამოს
საშუალებით. დინამოს პატარა ბორბალი ატრიალებს, რომელიც სალტეს აწვება. ამ დინამოს
შიგნით მაგნიტია, რომელიც მავთულის კოჭის მახლობლად ბრუნავს. მაგნიტური ველის
კოჭაში გავლისას, ელექტრული დენი აღიძვრება. ეს დენი კოჭის მახლობლად მბრუნავი
მაგნიტის ხან ერთ პულუსს გაივლის, ხან კი - მეორეს, ამიტომ ხან წინ მიედინება, ხანაც - უკან.
ასეთ დენს ცვალდი დენი ეწოდება, ხოლო მის წარმომქნელ გენერატორს - ცვლადი დენის
გენერატორი. ბატარეის ან აკუმულატორის მიერ გამომუშავებულ დენს, რომელიც მხოლოდ
ერთი მიმართულებით მოძრაობს, მუდმივი დენი ჰქვია. ელექტროსადგურში მდგარი დიდი
გენერატორები ცვლად დენს წარმოქმნის. მძლავრ ელექტრომაგნიტებს ტურბინები
ამოძრავებს, რომელიც, თავის მხრივ, მაღალი წნევით, შეკუმშული ორთქლის, აირის ან წყლის
მეშვეობით მოძრაობენ.
ელექტროენერგიის მიღება შეიძლება ასევე პირდაპირ მზის სინათლიდან, რაც ორი ძირითადი
მეთოდით ხორციელდება - ფოტოელექტრული, როდესაც მზის ოპტიკურ დიაპაზონში
ელქტრომაგნიტური გამოსხივების დაჭერა და მისი მუდმივი დენის ელექტროენერგიად
გარდაქმნა ხდება; ამ პრინციპით მუშაობს მზის პანელები. ხოლო მეორე მეთოდია -
თერმოდინამიკური – მზის ენერგია ორთქლად გარდაიმქნება, რომელიც შემდეგ
გენერატორით აღჭურვილ ტურბინას მიეწოდება
4.6. ადამიანები სხვადასხვა გზებით ინახავენ ენერგიას მისი შემდგომი გამოყენებისათვის.
მაგალითები მოიცავს ბატარეებს, წყლის რეზერვუარებს, შეკუმშულ ჰაერს, წყალბადს და
გაზსაცავებს და სხვ. ენერგიის შენახვა მოიცავს მრავალ ტექნოლოგიურ, გარემოს დაცვის და
სოციალურ გამოწვევებს.
4.7. ენერგიის სხვადასხვა წყარო, ისევე როგორც ენერგიის გარდაქმნის, გადაზიდვისა და შენახვის
სხვადასხვა გზა არსებობს და ყველა მათგანს აქვს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი
მხარე. თვითოეულ მოცემულ ენერგოსისტემას - წყაროდან საბოლოო მოხმარებამდე, გააჩნია
თანდაყოლილი ენერგოეფექტურობის დონე, ფულადი ღირებულება და გარემოსდაცვითი
რისკი. ყოველ სისტემას ასევე აქვს გავლენა ეროვნულ უსაფრთხოებაზე, ხელმისაწვდომობასა
და კაპიტალზე.

5. ენერგო გადაწყვეტილებები მიიღება ეკონომიკური, პოლიტიკური, გარემოსდაცვითი და


სოციალური ფაქტორების გათვალისწინებით

5.1. ენერგიის გამოყენების შესახებ გადაწყვეტილებების მიღება ხდება მრავალ დონეზე.


ადამიანები ღებულობენ ენერგო გადაწყვეტილებებს ინდივიდუალურ, სათემო, ეროვნულ და
საერთაშორისო დონეზე. გადაწყვეტილების მიღების თითოეულ ამ დონეს აქვს საერთო და
უნიკალური ასპექტები. ინდივიდუალურ დონეზე მიღებულ გადაწყვეტილების გარდა, ყველა
სხვა დონეზე გადაწყვეტილების მიღებას უმეტესად თან ახლავს ფორმალიზებული
გადაწყვეტილების მიღების პროცესი.
5.2. ენერგო ინფრასტრუქტურას ახასიათებს ინერცია. წარსულში მთავრობების, კორპორაციების
და ინდივიდუალების მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შექმნა დღევანდელი
ენერგოინფრასტრუქტურა. არსებულ სისტემებში ინვესტირებული დიდი ოდენობის ფული,
დრო და ტექნოლოგია ართულებს ინფრასტრუქტურის შეცვლას. თუმცა ეს არაა შეუძლებელი.
ერთი თაობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უზრუნველყოფს და ამავდროულად
ზღუდავს შესაძლებლობათა სპექტრს მომავალი თაობებისათვის.
5.3. ენერგო გადაწყვეტილებები შეიძლება მიღებულ იქნეს სისტემური მიდგომით. რადგანაც,
ინდივიდები და სამოქალაქო საზოგადოება იღებენ გაადწყვეტილებებს ამ სექტორში, მათ
შეუძლიათ განიხილონ თითოეული გადაწყვეტილების ღირებულება და სარგებელი.
ზოგიერთი ღირებულება და სარგებელი უფრო თვალსაჩინოა ვიდრე დანარჩენი. ყველა
სარგებლის და დანახაჯის განსაზღვრა მოითხოვს უფრო ფრთხილ და ინფორმირებულ
სისტემაზე დაფუძნებულ მიდგომას გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
5.4. ენერგო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს ეკონომიკური ფაქტორები. ფულადი ხარჯები
გავლენას ახდენს ენერგო გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. ენერგიას გააჩნია,
როგორც საქონლის ასევე დიფერენცირებული პროდუქტის მახასიათებელი. ენერგიის ფასი
ხშირად ექვემდებარება ფასების რყევას ბაზარზე; გაკეთებული ენერგო არჩევანი ასევე
გავლენას ახდენს ამ რყევებზე. სხვაობა ფასებს შორის წარმოიქმნება როგორც შედეგი როგორც
ენერგო წყაროებს შორის განსხვავებისა, ასევე საგადასახადო წახალისების, სუბსიდირებისა
და ფასდაკლების.
5.5. ენერგო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს პოლიტიკური ფაქტორები. პოლიტიკური
ფაქტორები გავლენას ახდენს ენერგო გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. ეს
ფაქტორები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება, სამთავრობო სტრუქტურებით და
ძალაუფლების ბალანსით, პოლიტიკოსების ქმედებებით, ინდივიდებისა და ჯგუფების
არაპოლიტიკური და/ან კოგნიტური ქმედებებით.
5.6. ენერგო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს გარემოსდაცვითი ფაქტორები.
გარემოსდაცვითი ხარჯები გავლენას ახდენს ენერგო გადაწყვეტილების მიღების ყველა
დონეზე. ყველა ენერგო გადაწყვეტილებას აქვს გარემოსდაცვითი ზემოქმედება. ეს
ზემოქმედება შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი.
5.7. ენერგო გადაწყვეტილებებზე გავლენას ახდენს სოციალური ფაქტორები. ეთნიკური,
მორალური და სოციალური ნორმის საკითხები ასევე ახდენს გავლენას ენერგო
გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. სოციალური ფაქტორები ხშირად მოიცავს
ეკონომიკურ, პოლიტიკურ და გარემოსდაცვით ფაქტორებს.

6. კაცობრიობის მიერ მოხმარებულ ენერგიის ოდენობა დამოკიდებულია მრავალ ფაქტორზე

6.1. ენერგიის კონსერვაციას ორი ერთმანეთისგან განსხვავებული მნიშნელობა აქვს. ენერგიის


კონსერვაციის კანონის თანახმად, სამყაროში არსებული ენერგიის ოდენობა მუდმივია.
ყოველდღიურ ცხოვრებაში ტერმინი ენერგიის კონსერვაცია გამოიყენება ენერგო რესურსების
შემცირებული მოხმარების და დაზოგვის აღსანიშნავად.
6.2. ენერგო რესურსების მართვის ერთ-ერთ გზას კონსერვაცია წარმოადგენს. კონსერვაცია
მოიცავს: მოცემული მიზნისთვის ენერგიის უფრო ეფექტურად გამოყენებას და ნაკლები
ენერგიის ხარჯვას, ენერგიის წყაროს სტრატეგიულ არჩევანს და მთლიანი ენერგო მოხმარების
შემცირებას.
6.3. კაცობრიობის მოთხოვნა ენერგიის მიმართ მზარდია. მოსახლეობის ზრდამ, მრეწველობისა და
სოციალ-ეკონომიკურმა განვითარებამ მკვეთრად გაზარდა ენერგიაზე მოთხოვნა.
საზოგადოებას შეუძლია აირჩიოს, თუ რა რეაგირებას მოახდენს მოთხოვნის ზრდაზე.
თითოეულ ამ არჩევანს აქვს შედეგი.
6.4. სამყაროში ენერგო რესურსები შეზღუდულია. ადამიანის მიერ ენერგიის მოხმარების ზრდა
უარყოფით გავლენას ახდენს ბუნებრივ პროცესებზე, რომელიც ხელს უწყობს ზოგიერთი
ენერგო რესურსის განახლებას. ამასთან, მოხმარების ზრდა იწვევს არაგანახლებადი ენერგო
რესურსების მარაგის ამოწურვას.
6.5. სოციალური და ტექნოლოგიური ინოვაციები გავლენას ახდენს ადამიანების მიერ
მოხმარებულ ენერგიის რაოდენობაზე. შესაძლებელია ერთ სულ მოსახლეზე მოხმარებული
ენერგიის ან მთლიანობაში მოხმარებული ენერგიის შემცირება. ეს არის ტექნოლოგიური
ინოვაციების ასევე სოციალური ცვლილების შედეგი. ენერგიის მოხმარების შემცირება არ
ნიშნავს სიცოცხლის ხარისხის გაუარესებას. ხშირად, ის დაკავშირებულია ცხოვრების
ხარისხის ზრდასთან ეკონომიკური განვითარებისა და ეროვნული უსაფრთხოების
უზრუნველყოფის შედეგად, გარემოსდაცვითი რისკებისა და ფულადი დანახარჯების
შემცირებასთან.
6.6. სოციალური ქცევები და ტექნოლოგიური დიზაინი გავლენას ახდენს საზოგადოების მიერ
მოხმარებული ენერგიის ოდენობაზე. ინდივიდებს და საზოგადოებას შეუძლია მოახდინონ
ენერგიის კონსერვაცია სხვადასხვა გზებით. განსახორციელებელი ქმედებები შეიძლება იყოს
სოციალური ქცევის ცვლილება (მაგ. ხელსაწყოების გამორთვა დენის წყაროდან,
საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა და სხვ.) და/ან ტექნოლოგიებისა და
ინფრასტრუქტურის ცვლილება. განხორციელებული ქმედებებიდან ზოგი ქმედება მეტად
უფრო ეფექტურია ზოგი ნაკლებად.
6.7. პროდუქტისა და სერვისის სასიცოცხლო ციკლი მოიცავს ენერგიის მოხმარებას. ენერგიას,
რომელიც საჭიროა პროდუქტის/სერვისის სრული სასიცოცხლო ციკლის
განხორციელებისთვის ეწოდება ,,შიდა" ენერგია. პროდუქტისა და სერვის შიდა ენერგიის
აღრიცხვა და ენერგიის წყაროების ცოდნა აუცილებელია როდესაც ვაფასებთ გამოყენებული
ენერგიის ოდენობას, პროდუქტის/სერვისის ზემოქმედებას და შედეგებს.
6.8. დახარჯული ენერგიის ოდენობის გამოთვლა და მონიტორინგი შესაძლებელია. პიროვნებას,
ორგანიზაციას და/ან ხელისუფლებას შეუძლია თვალყური ადევნოს, გაზომოს, აკონტროლოს
ენერგიის ხარჯვა სხვადასხვა მეთოდებით. ამისთვის აუცილებელია გვესმოდეს
კომუნალური გადასახადების არსი, საიდან მოდის სამომხმარებლო საქონლი და საკვები,
ვიცოდეთ მათი სასიცოცხლო ციკლის, ენერგოეფექტურობის კავშირი ჩვენს საცხოვრებელთან,
სამსახურთან და ტრანსპორტთან მიმართებაში.

7. ინდივიდების, თემების და ქვეყნის ცხოვრების ხარისხი დამოკიდებულია გაკეთებულ ენერგო


არჩევანზე.

7.1. ენერგეტიკული არჩევანი ზემოქმედებას ახდენს ეკონომიკურ უსაფრთხოებაზე. ინდივიდები


და საზოგადოება მუდმივად ღებულობს გადაწყვეტილებას ენერგეტიკასთან მიმართებაში. ამ
არჩევანს ყოველთვის მოყვება გარკვეული ტიპის ეკონომიკური ზემოქმედება, რაც შეიძლება
გამოიხატოს ზოგადად ფულად დანახარჯებში, ან ენერგიის ფასის არასტაბილურობაში.
7.2. ენერგეტიკული არჩევანი ზემოქმედებას ახდენს ეროვნულ უსაფრთხოებაზე. სახელმწიფოს
უსაფრთხოება გარკვეულწილად დამოკიდებულია მის ენერგო მომარაგების წყაროებზე.
მაგალითად, სახელმწიფო რომელსაც აქვს დივერსიფიცირებული ენერგო წყაროები მის
საზღვრებს შიგნით უფრო უსაფრთხოა ვიდრე სახელმწიფო, რომელიც მნიშვნელოვნად არის
დამოკიდებული ენერგო რესურსების ექსპორტზე.
7.3. ენერგეტიკული არჩევანი ზემოქმედებას ახდენს გარემოს დაცვის ხარისხზე. ადამიანების მიერ
გაკეთებულ ენერგო არჩევნს მოჰყვება შესაბამისი გარემოსდაცვითი შედეგები. მაგ.
შესაძლებელია ადამიანთა და დედამიწაზე მცხოვრებ სხვა ორგანიზმთა ცხოვრების ხარისხი
მნიშვნელოვნად გაუარესდეს .
7.4. წიაღისეული საწვავის მზარდი მოთხოვნა და შეზღუდული მარაგი გავლენას ახდენს
ცხოვრების ხარისხზე. საწვავი მსოფლიოს ენერგეტიკის მნიშვნელოვან ნაწილისთვის
წარმოადგენს ძირითად რესურსს. ამასთან, წიაღისეული საწვავის მარაგი შეზღუდულია. თუ
საზოგადოება წიაღისეული საწვავის მიწოდების ამოწურვამდე არ გადავა განახლებადი
ენერგიის მოხმარებაზე, ენერგიის მოთხოვნა მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მიწოდებას. ეს
უარყოფითად იმოქმედებს საზოგადოების სოციალურ და ეკონომიკურ განვითარებაზე და
გამოიწვევს პრობლემებს.
7.5. ენერგო რესურსებისადმი წვდომა გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე. ენერგო
რესურსებისადმი წვდომა, ან მათი ნაკლებობა, გავლენას ახდენს ადამიანის ჯანმრთელობაზე,
განათლების ხელმისაწვდომობაზე, სოციალ-ეკონომიკურ სტატუსზე, გენდერულ
თანასწორობაზე, გლობალურ თანამშრომლობასა და გარემოზე.
7.6. ზოგიერთი თემი უფრო დაუცველია ენერგო გადაწყვეტილებების ზემოქმედებისაგან, ვიდრე
სხვები. ენერგო გადაწყვეტილებებს აქვს ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი
შედეგები. მარგინალურ, ღარიბ ან განუვითარებელ თემებს ყველაზე მეტი შანსი აქვს
სარგებელი მიიღონ პოზიტიური შედეგებისაგან, ამავდროულად ისინი ყველაზე
მგრძნობიარეები არიან ნეგატიური შედეგების მიმართ.

You might also like