You are on page 1of 1

მწერლის პოპულარობისათვის უფრო მნიშვნელოვანია

ტელეეკრანზე ხშირი გამოჩენა და მედიასთან აქტიური


ურთიერთობა, ვიდრე მისი მწერლური ოსტატობა და
ნაწარმოებების მხატვრული ღირებულება.
მწერლის პოპულარობას განსაზღვრავს ბევრი ფაქტორი. მაგალითად წერის თემა
და მისი აქტუალობა, სტილი, სიმარტივე, ტელევიზია და თუნდაც კრიტიკა. ამათ
გარდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი არის მწერლური ოსტატობა და
მხატვრული ღირებულებები. სხვა დანარჩენი კი უბრალოდ ზრდის მწერლის
პოპულარიზაციის შანს. შესაძლებელია რომ ტელეეკრანზე ხშირად გამოჩენილმა
მწერალმა დაგვაინტერესოს და წავიკითხოთ მისი ნაწარმოები, მაგრამ როდესაც
მიხვდებით თუ რამდენად არ გააჩნია მას მხატვრული ღირებულები ეს მწერალი
მალევე მიეცემა დავიწყებას.
ისეთი მწერლები, როგორიცაა შოთა რუსთაველი, ილია ჭავჭავაძე, შექსპირი, ჯეინ
ოსტინი და სხვა მრავალი გენიალური შემოქმედი დღესდღეობით არიან ძალიან
პოპულარულები და ეს სულაც არ არის ტელეეკრანებზე გამოჩენით მიღწეული
შედეგი თუნდაც იმიტომ, რომ მათ დროს ტელევიზორი არც კი არსებობდა. ეს
პოპულარიზაცია გამოიწვია მათმა ოსტატობა, შრომამ, სიყვარულმა
ლიტერატურისადმი და თემატიკამ. რა თქმა უნდა, დღეს უკვე შესაძლებელია
ტელევიზიით პიარი, რაც უმეტეს ხშირად კარგ შედეგს იძლევა, მაგრამ ეს არის
საკმარისი იმისათვის, რომ მწერალი გახდეს პოპულარული და ხალხისათვის
საყვარელი.
ჩემი აზრით, ტელეეკრანზე გამოჩენა და მედიასთან ხშირი კონტაქტი არ არის
საკმარისი მათი პოპულარობისათვის და ეს უბრალოდ ზრდის მათ შანსებს.
ავტორის პოპულარიზაციისათვის უმნიშვნელოვანესია მისი ოსტატობა , ხედვა ,
დამოკიდებულება ლიტერატურისადმი და ღირებულებები. ამას ამტკიცებდნენ
წინა საუკუნეების განმავლობაში არსებული ბევრი გენიალური მწერალი. მათ
დროს არ არსებობდა არც მედია, არც ტელევიზია და არც ინტერნეტი, მაგრამ
ისინი მაშინაც და დღესაც საკმაოდ პოპულარულები არიან და იქნებიან, რადგან
მათი ნაშრომები ფასდება მხატვრული ღირებულებით.

You might also like