You are on page 1of 28

ამ კონსპექტის გამმართავსა ნიკოლოზს კონსპექტის გამოყენების შემდეგ ჩაჭრილებმა მაპატიონ.

კურთხევითა ანნა ჩუტკერაშვილისითა და სარგებლობითა წიგნთა მათ- გამყრელიძისა და ახვლედიანისა


და კიდევ ერთი ვიღაცისა და კონსპექტთა ანნასითა და ზოგთა მათ სტუდენტთა, რომელთა სახელები არა
ვუწყი (შემინდონ).

ბილეთი 1

1. ენის რაობა და ფუნქციები. ენის საარტიკულაციო ფუნქცია და ცხოველის „ენა“ (10 ქულა)
2. ფონოლოგიური ანალიზის პრინციპები (10 ქულა)

ენა არის პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა.

ენის რაობისა და ფუნქციები: კაცობრიობა თუ მართლა განვითარდა ეს ალბათ იმიტომ, რომ მისი
წარმომადგენლები კომუნიკაციის ნაკლებობას სრულებით არ უჩივიან. ენა კომუნიკაციის ერთერთი
ძირითადი და მე ვიტყოდი ყველაზე ეფექტური საშუალებაა, შესაბამისად შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ენა
სოციალური მოვლენაა და მას ახასიათებს 3 ძირითადი ფუნქცია: ექსპრესიული (გამომხატველობითი),
საკომუნიკაციო და საარტიკულაციო. ხშირად დავობენ იმაზე საკომუნიკაციო ფუნქცია უფრო
მნიშვნელოვანია თუ ექსპრესიული, ზოგადად ენა ჩამოყალიბდა კონკრეტულ სოციუმში, კომუნიკაციის
მიზნით შესაბამისად საკომუნიკაციო ფუნქცია გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ექსპრესიული,
რომელიც აზრის გამოხატვას გულისხმობს (გალაკტიონის პოეზია ამის ნათელი მაგალითია, გავიხსენოთ
„ მე და ღამე“ რა იციან მეგობრებმა თუ რა ნაღველს იტევს გული, აქედან პოეტის კომუნიკაცია ჩანს
მეგობრებთან, მაგრამ მისი გამომხატველობითი შესაძლებლობების სრული დემონსტრირება არა). რა არის
საარტიკულაციო ფუნქცია? საარტიკულაციო ფუნქცია ბევრად უფრო სადავო რამ არის, ვიდრე
ექსპრესიული და საკომუნიკაციო ფუნქციების რანგობრივი შედარება. საარტიკულაციო ფუნქციის
ასახსნელად განვიხილოთ კომპიუტერის ან მარტივი მიკროსქემის მოდელი. კომპიუტერის მეხსიერების
ბლოკში განთავსებულია ფაილები (როგორც ადამიანის გონებაში იკონები) რომლებიც მაშინვე გაიხსნება,
როგორც კი შესაბამის ბრძანებას მიიღებს კომპიუტერი, ამგვარადვეა ადამიანის მეხსიერება, ფანტაზია
„დაპროგრამებული“. ადამიანის გონებაში კონკრეტული ნიშნის აღქმისას უმალ ამოტივტივდება შესაბამისი
იკონა. ეს ნიშანი შეიძლება იყოს არარეალურიც, მაგრამ ამ არარეალურსაც აქვს შესაბამისი იკონა ( რაც
ყველაზე მეტად შეესაბამება მას). კიდევ ერთხელ რომ ავხსნათ საარტიკულაციო ფუნქცია, აქ ხდება
გონებაში არსებული იკონას დაკავშირება კონკრეტულ ნიშანთა, როგორც მაგალითად გუგლის საძიებო
სისტემაში სიტყვის ჩაწერისას. არსებობს ობიექტი-ენა და მეტაენა. მეტაენა არის ის ენა, რომლითაც
აღიწერება ობიექტი-ენა, ობიექტი- არის რომელიც აღიწერება  ცხოველთა საკომუნიკაციო სისტემები,
როცა ამ სიტყვებს გავიგებთ ნამდვილად არ უნდა მოგვაგონდეს სანჩესის ძაღლი „რიკი და მორტიდან“,
ვინაიდან ცხოველთა საკომუნიკაციო საშუალებების ცოდნა გადაეცემა გენეტიკურად, ადამიანს შეუძლია
უცხო ენების შესწავლა, მაგრამ ძაღლს კაკანის შესწავლა არა. ცხოველთა ყოველი ქმედება უშუალო პასუხია
მათ გამღიზიანებელზე. ცხოველებს მხოლოდ მზა ნიშნის გადაცემა შეუძლიათ

ფონოლოგიური ანალიზის პრინციპები:

ფონემური ანალიზის წესები:


1. თუ რომელიმე ენაში ორი სხვადასხვა ბგერა შეიძლება ერთსა და იმავე პზიციაში შეგვხვდეს ნიშნის
მნიშვნელობის ცვლილების გარეშე, ეს ბგერები ერთი და იმავე ფონემის თავისუფალი ვარიანტებია.

თავისუფალი ვარიანტები შიძლება იყოს ინდივიდუალური ან ენაში გავრცელებული, საყოველთაო.


ინდივიდუალური კონკრეტულ მოლაპარაკეზეა დამოკიდებული, საყოველთაოდ გავრცელებულია
მაგალითად ხმოვნის დაგრძელება და ეს შეცდომად არ ითვლება.

2. თუ ორი ბგერა შეიძლება შეგვხვდეს ერთ პოზიციაში და მათი შენაცვლება გამოიწვევს სიტყვის
მნიშვნელობის ცვლას ან დამახინჯებას ეს ორი ბგერა სხვადასხვა ფონემის რეალიზაციაა.

3. თუ ორი აკუსტიკურად ან არტიკულარულად მსგავსი ბგერა არ გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში


მაშინ ისინი ერთი და იმავე ფონემის კომბინატორული ან პოზიციური ვარიანტებია:

ა) ვთქვათ არსებობს ბგერათა გარკვეული ჯგუფი, რომელიც გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში და
ერთადერთი ალფა ბგერა რომელიც არ გვხვდება ამ პოზიციაში, მაშინ ალფას კომბინატორული იქნება ის,
რომელიც უფრო ახლოს დგას ალფასთან აკუსტიკური თვალსაზრისით.

მაგალითი: მაქვს ბგერათა ჯგუფი: ჯეკ, კერ, უაკ, გზა ეს ბგერები ურთიერთშენაცვლებადია

და ერთი ურთიერთგამომრიცხავი ბგერა ბზა მაშინ ბზა იქნება გზას კომბინატორული

ბ) თუ არსებობს ბგერათა გარკვეული ჯგუფი, რომელიც გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში და სხვა
ჯგუფი რომელიც არ გვხვდება იმავე პოზიციაში, ამოვარჩევთ ამ ჯგუფებიდან აკუსტიკურად ყველაზე
ახლო მდგომებს ერთმანეთთან და კომბინატორულ წყვილს მივიღებთ.

გ) ერთი ბგერა მოცემულ ენაში ისეთ პოზიციაში გვხვდება რომელშიც მეორე არ დასტურდება და ისინი
აკუსტიკურად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაშინ მათ სხვადასხვა ფონემად მივიჩნევთ.

ფონემები ერთმანეთს დიფერენციალური ნიშნებით უპირისპირდებიან.

ბილეთი 2

1. ნიშნის სახეობები. ნიშანთა შესწავლის სამი ასპექტი. სინტაგმატური და პარადიგმატული


მიმართებები (10 ქულა)
2. ლ. ტენიერის სტრუქტურული სინტაქსი: ზმნური ვალენტობა და აქტანტები (10 ქულა)

1. სემიოტიკა- მეცნიერება, რომელიც შეისწავლის საზოგადოდ ნიშანთა სისტემებს, იკვლევს ნიშანთა


მახასიათებლებს. სემიოტიკა განარჩევს ნიშანთა შესწავლის სამ ასპექტს: სემანტიკას, სინტაქტიკას,
პრაგმატიკას.

სინტაქსური ასპექტი ანუ სინტაქტიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის შესწავლას მის
ელემენტებს შორის არსებული მიმართებების თვალსაზრისით. ეს მიმართებები ვლინდება ელემენტთა
ურთიერთგანლაგებაში, განაწილებაში ცალკეულ მიმდევრობებად

სემანტიკური ასპექტი ანუ სემანტიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის შესწავლას მისი
ელემენტების ე.ი. ნიშნების მნიშვნელობების თვალსაზრისით, ანუ ნიშანთა შემადგენლების -
აღმნიშვნელისა და აღსანიშნს შორის არსებული მიმართებების თვალსაზრისით.
პრაგმატიკული ასპექტი ანუ პრგმატიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის შესწავლას ამ
სისტემის მომხმარებლისათვის ნიშანთა ღირებულების თვალსაზრისით.

ნიშანთა ტიპები ( აღმნიშვნელის აღსანიშნთან მიმართების სახეები):


1. ხატი( იკონა)- ესაა ნისანი, რომელშიც აღმნიშვნელს ახასიათებს გარკვეული მსგავსება
აღსანიშნთანმ აღმნიშვნელი წარმოადგენს არსანიშნის გამეორებას (ცხოველის გამოსახულება)
2. ინდექსი- ნიშანი, რომელში აღმნიშვნელი აღსანიშნს უკავშირდება მიზეზ- შედეგობრივად.
3. სიმბოლო- ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელი უკავშირდება აღსანიშნს გარკვეული პირობის,
შეთანხმების საფუძველზე.

ენა არის პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა. სისტემის ელემენტები ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან.
შესაბამისად ენის ერთეულები დაკავშირებული არიან ერთმანეთთან. ( როგორც წყალი, სიტხე, ერთი
მოლეკულის მოძრაობა მთელი სითხის მოძრაობას იწვევს) ერთეულის მიმართება სხვა ერთეულებთან
შეიძლება იყოს სინტაგმატური ან პარადიგმატული. სინტაგმატური მიმართება შეიძლება იყოს
მიმდევრობის წინა ან მომდევნო წევრებთან, მაგრამ პარადიგმატული მიმართება გვაქვს სისტემაში და არა
მიმდევრობაში, ამის მარტივად ახსნისთვის გამოვიყენებ ჩემს ხელის მტევნებს, ორივე ხელზე 5 თითი მაქვს:
ცერი, საჩვენებეი, შუათითი, არათითი და ნეკი ეს თითები ერთმანეთთან სინტაგმატურ მიმართებაში არიან.
მარცხენა ხელის შუა თითი კონკრეტული მიზეზების გამო გვერდით გადაიხარა და ამგვარად განსხვავდება
მარჯვენა ხელის შუა თითისაგან, შესაბამისად ისინი პარადიგმატულ მიმართებაში არიან.

2. ლუსიენ ტენიერის სტრუქტურული სინტაქსი: ზმნური ვალენტობა და აქტანტები (10 ქულა)

თანამედროვე სინტაქსურ მიმდინარეობებს შორის საყურადღებოა „სტრუქტურული სინტაქსის“ სახელით


ცნობილი თეორია, რომელიც ემყარება ზმნის (შემასმენლის, პრედიკატის) მიერ წინადადების სხვა წევრების
მართვის მოდელს. სტრუქტურული სინტაქსი სიტყვებს შორის არსებულ იერარქიულ დამოკიდებულებებს
ასახავს. ლუსიენ ტენიერის თეორიაში სიტყვებს შორის კავშირების იერარქია და მიმართულება
განისაზღვრება პრედიკატის მოწესრიგებული აქტანტური სტრუქტურით .

აქტანტები (ფრ. actants „მოქმედნი“) იმ პირებისა და საგნების აღმიშვნელი სახელებია, რომლებიც ამა თუ იმ
სახით მონაწილეობენ ზმნით გადმოცემულ მოქმედებაში. ყოველ ზმნას შეიძლება დაუკავშირდეს
აქტანტების გარკვეული რაოდენობა; ზმნის ამ უნარს, შეიწყოს აქტანტების გარკვეული რაოდენობა,
ვალენტობა ეწოდება (ტერმინი ვალენტობა გამოიყენება უფრო ფართო მნიშვნელობითაც - როგორც
ენობრივი ერთეულის უნარი, დაამყროს სინტაქსური კავშირები სხვა ენობრივ ერთეულებთან).

წინადადება შეიძლება შევადაროთ დრამას, რომლის მოქმედება გამოხატულია ზმნა-პრედიკატით,


მოქმედი პირები - აქტანტებით, ხოლო მოქმედების გარემოებანი - სირკონსტანტებით . აქტანტებისაგან
განსხვავებით სირკონსტანტების რაოდენობა არ არის განსაზღვრული; ისინი წინადადებაში შეიძლება არც
იყვნენ წარმოდგენილნი. სირკონსტანტები გამოიხატება ზმნიზედებით.

აქტანტები მოწესრიგებულ სიმრავლეს ქმნიან: I აქტანტი ტრადიციული გრამატიკის ქვემდებარეა, II


აქტანტი- პირდაპირი დამატება, III აქტანტი-ირიბი დამატება. სემანტიკური როლების მიხედვით
აქტანტებში შემდეგი სახეობები გამოიყოფა: მოქმედების აქტიური მონაწილე - სუბიექტი ანუ აგენსი (ლათ.
agens „მოქმედი“) ; მოქმედების პასიური მონაწილე -პაციენსი (ლათ. patiens „განმცდელი“ ); რაღაცის
აღმქმელი ან გრძნობის განმცდელი მონაწილე -ექსპერიენცერი; ის პირი ან საგანი (ობიექტი),
რომლისთვისაც ხორციელდება მოქმედება - ადრესატი. ერთი და იგვივე აქტანტი შეიძლება სხვადასხვა
სემანტიკურ როლს ასრულებდეს. მაგალითად, ქვემდებარე შიძლება წარმოადგენდეს აგენსს (ბიჭი ხატავს),
ექსპერიენცერს (ბიჭს სცივა);

ზმნა შეიძლება იყოს უაქტანტო ანუ ნულვალენტიანი (ავალენტური) - ასეთია, მაგალითად, ბუნების
მოვლენათა გამომხატველი ზმნები. მაგ., წვიმს, თოვს, ცივა... it rains, it snows. ამგვარ ზმნებში თავს იჩენს
ე.წ. ფსევდოსუბიექტი (ანუ რეალური სუბიექტი არ არ არსებობს).

ერთაქტანტიანი, ანუ ერთვალენტიანი ზმნები გამოხატავენ მოქმედებას, რომელშიც მხოლოდ ერთი პირი ან
საგანი მონაწილეობს. მაგ., ჩიტი მიფრინავს, სტუმრები მოვიდნენ, მეძინება; ორვალენტიან ზმნებში ორი
აქტანტი მონაწილეობს. მაგ., ვკითხულობ -მე მას. ა.შ.

იმ აქტანტების რაოდენობა და ხასიათი, რომლებიც აუცილებელია მოცემული ზმნისთვის, განსაზღვრავს


წინადადების აქტანტურ სტრუქტურას.

ბილეთი 3

1. ენობრივი ნიშნის პირობითობის საკითხი. „ვერტიკალური“ და „ჰორიზონტალური“


მიმართებები:ურთიერთგამომრიცხავი თუ ურთიერთშემავსებელი თვალსაზრისები? (10 ქულა)
2. ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია (10 ქულა)

1. ფერდინანდ დე სოსიური და ნიშანთა პირობითობის საკითხი: ენა არის პირობით ბგერით ნიშანთა
სისტემა, ჩვენ უკვე განვმარტეთ რა არის სისტემა და ნიშანი ( აღმნიშვნელის მიმართება
აღსანიშნთან), მაგრამ ახლა მინდა ამ წინადადებაში იმ სიტყვას ჩავუკვირდეთ, რომელმაც დავა
გამოიწვია, ეს სიტყვა არის „პირობით“. დაკვირვებული მსმენელი იკითხავს: როგორ შეიძლება
პირობითი იყოს ნიშანი ანუ მიმართება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის? ამ კითხვის პასუხად
შემიძლია ვთქვა, რომ აღსანიშნთა უმრავლესობას არ აქვს ისეთი თვისებები, რომლებიც მისთვის
აუცილებლად არსებული აღმნიშვნელის შერჩევას გვაიძულებდა. თუ ჩემი მსმენელი ჩემსავით
ჯიუტი აღმოჩნდებოდა და მკითხავდა: კი მაგრამ, ხომ არსებობს აღსანიშნები, რომლებიც რაღაც
თვისებით შეესაბამება აღმნიშვნელს? ვუპასუხებდი, რომ, რა თქმა უნდა, არსებობს, მათ
ონომატოპოეტური სიტყვები ეწოდება, მაგრამ ისინი არსებობენ გამონაკლისი სახით და ნიშნის
პირობითობის დამადასტურებელი განსხვავებული ენების არსებობაა. აღმნიშვნელსა და აღსანიშნს
შორის მიმართება ვერტიკალურია, მაგალითად აღმნიშვნელ პურსა და აღსანიშნ პურს შორის, მაგრამ
აღსანიშნებს შორის, ისევე როგორც აღმნიშვნელებს შორის მიმართება ჰორიზონტალურია, ავიღოთ
აღსანიშნი საპურე, ის ხომ პურთან ასოცირდება? შესაბამისად ამ აღმნიშვნელებს შორის ისევე
როგორც აღსანიშნებს შორის ჰორიზონტალური მიმართებაა.

. კონტრადიქტორული და კომპლემენტარული

არსებობდა ორი მოსაზრება ფუსეი და თესეი. ფუსეი მიუთითებდა რომ დამოკიდებულება აღმნიშვნელსა
და აღსანიშნს შორის ბუნებრივია, ხოლო თესეი მიუთითებდა რომ ის არ არის ბუნებრივი, როგორც ხდება
ხოლმე 2 აზრის არსებობისას დაიწყო დავ, იდავეს მეცნიერებმა რამდენიმე საუკუნე და აღმოაჩინეს, რომ
თურმე ეს მოსაზრებები კონტრადიქტორული (ერთმანეთის საწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი) კიარ
ყოფილა, არამედ ერთმანეთის შემავსებელი (კომპლემენტარული).

2.ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია მიზნად ისახავას ენათა ცალკეული ჯგუფების გამოყოფას მათი
საერთო წარმომავლობის მიხედვით. მსოფლიოს ენებს ძირითადად სწორედ გენეტური ნიშნით აჯგუფებენ.
გენეალოგიური კლასიფიკაცია შეიძლება შეივსოს ტიპოლოგიური კლასიფიკაციით იმის აღსანიშნად თუ
როგორ შეიცვალა ენის ტიპი ან პირიქით. დროში ენის ცვლამ შეიძლება მისი ტიპოლოგიის შეცვლა
გამოიწვიოს, მაგრამ არ იცვლება მისი წარმომავლობა. ვიღებთ მარტივ დასკვნას, გენეალოგიური და
ტიპოლოგიური კლასიფიკაცია სხვადასხვა მონაცემს ემყარება და მიზნებითაც განსხვავდება.
გენეალოგიური კლასიფიკაციის ძირითადი დასაყრდენია რეგულარული შესატყვისობები მსგავსი
მნიშვნელობის სიტყვებს შორის, ხოლო ტიპოლოგიური კლასები ისტორიული კავშირებიდან
დამოუკიდებლად იქმნება.

ბილეთი 4

1. ენა როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა (10 ქულა)


2. ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები. ქართველური ენები (10 ქულა)

1. ენა როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა (10 ქულა)

ენა, როგორც ენათმეცნიერების ობიექტი, განისაზღვრება როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა. ენის
ამ განსაზღვრებაში შემავალი უკანასკნელი ოთხი სიტყვა ასახავს ენის უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებებს.
განვიხილოთ ისინი ცალცალკე:

1. ენა არის სისტემა. ეს იმას იშნავს, რომ ენა არის რაღაც ელემენტების არა უბრალო სიმრავლე, არამედ
წაარმოადგენს ისეთ ელემენტთა ერთობლიობას, რომელთა შორის განსაზღვრული მიმართებები
არსებობს, მიმართებები, რომლებიც ქმნიან, ერთის მხრივ, ენობრივი სისტემის ცალკეული
ელემენტების ღირებულებას, ხოლო, მეორეს მხრივ, მთლიანი სისტემის შინაგან სტრუქტურას.
მიმართებები, რომლებიც ენობრივი სისტემის ელემენტებს შორის არსებობს, ვლინდება მათ ისეთ
ურთიერთკავშირში როდესაც ერთი ელემენტის რაღაც ცვლილება იწვევს მასთან დაკავშირებული
სხვა ელემენტების მკაცრად განსაზღვრულ ცვლილებებს. მაგალითა, ავიღოთ ასეთი მიმდევრობა:
„კაცი აშენებს სახლს“ , რომელშიც მთავარ ელემენტად მივიჩნიოთ „აშენებს“. ადვილი დასანახია,
რომ ეს მიმდევრობა წარმოადგენს სტრუქტურას მის ელემენტებს შორის განსაზღვრული
მიმართებებით, სადაც მისი მთავარი ელემენტის ცვლილებას თან ახლავს მასთან დაკავშირებული
ელემენტების აუცილებელი ცვლილებები. „კაცმა ააშენა სახლი“.
2. ენა არის ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივი სისტემა ისევე, როგორც ყოველი სისტემა
შედგება ელემენტებისაგან და ამ ელემენტებად გვევლინებიან ენობრივი ნიშნები. ენობრივი ნიშანი
შეიძლება განისაზღვრროს როგორც განუყოფელი ერთიანობა, ურღვევი მთლიანობა აღსანიშნისა და
აღმნიშვნელისა, რომელთაც ენობრივი ნიშნის შემადგენლები ეწოდებათ. აღსანიშნი არის
გარეენობრივი ობიექტური სამყაროს კუთვნილება- საგანი, მოვლენა, პროცესი, თვისება, მიმართება
და სხვა, ხოლო აღმნიშვნელი არის აღსანიშნის ენობრივი გამოხატულება. მაგ., „მზე“ განსაზღვრებს
თანახმად, ენობრივ ნიშანს წარმოადგენს, რადგან იგი შეიცავს ორივე შემადგენელს -აღსანიშნს (ეს
არის კოსმიური სხეული, რომელიც ანათებს, ათბობს, სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს ყოველ
სულდგმულს) და აღმნიშვნელს, რომელიც წარმოდგენილია მ-ზ-ე ბგერათმიმდევრობის სახით. ეს
მიმდევრობა ხსენებული აღსანიშნის ენობრივი გამოხატულებაა. აღმნიშვნელის მიმართებას
აღსანიშნთან ეწოდება ენობრივი ნიშნის მნიშვნელობა.
3. ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივმა ნიშანმა თავისი ფუნქცია რომ
შეასრულოს, ნიშნობა რომ გასწიოს, მას უნდა ჰქონდეს მატერიალურ-სუბსტანციური არსებობა. იგი
წარმოდგენილი უნდა იყოს ამა თუ იმ სუბსტანციით, რომელიც ზემოქმდებს ადამიანის
შეგრძნებებზე, მის გრძნობის ორგანოებზე და მხოლოდ ამ გზით შეიძლება აღიქვას ადამიანმა
ენობრივი ნიშანი. ენობრივი ნიშანი შედგება ბგერითი სუბსტანციისაგან, იგი წარმოდგენილია
ბგერითი სუბსტანციით. ბგერა არის ენობრივი ნიშნის მატერიალური არსებობის ფორმა. მაგრამ,
ბგერითი სუბსტანცია არ არის ერთადერთი სუბსტანცია, რომლისგანაც შედგება ენობრივი ნიშანი.
ბგერების გარდა ენობრივი ნიშანი მრავალი სხვა სუბსტანციით შეიძლება იყოს წარმოდგენილი, მაგ.,
გრაფიკული, ფერითი, მოტორული, ელექტრო იმპულსური და ა.შ. მიუხედავად ამისა ჩვენ ვამბობთ,
რომ ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა იმიტომ, რომ ენობრივი ნიშნის ბგერითი სუბსტანცია არის
ამოსავალი, პირველადი, ხოლო ყველა დანარჩენი მეორეულია და ბგერით სუბსტანციაზეა
დამოკიდებული.
4. ენა არის პირობით ბგრით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი ენობრივი ნიშნის
შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი, არამოტივირებულია
ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ განისაზღვრება აღსანიშნის
ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც
რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი
თავისუფალია - აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით
შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს. მაგალითად, თუ განვიხილავთ ერთ ასეთ აღსანიშნს,
რომელიც ქიმიის სიმბოლურ ენაზე გამოისახება როგორც H 2O, აღმოვაჩენთ, რომ მას სრულიად
განსხვავებული ბგერითი შედგენილობის აღმნიშვნელები შეესაბამება სხვადასხვა ენაში. მაგ,.
ქართულში ამ აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი წარმოდგენილია წ-ყ-ა-ლ-ი
ბგერათმიმდევრობის სახით. ამისგან სრულიად განსხვავებული ამავე აღსანიშნის შესაბამისი
აღმნიშვნელი ინგლისურში-water, ფრანგულში-eau, ლათიურში-aqua, თურქულში-su. გერმანულში-
wasser, ესპანურში-agua, იაპონურში-მიძუ, სვანურში-ლიც, სომხურში -ჯურ, რუსულში-вода,
ჩაჩნურში-ხი, ხუნძურში -ლ`ინ. როგორც ვხედავთ, ერთსა და იმავე აღსანიშნს სხვადასხვა ენაში
შეესაბამება ბგერითი შედგნილობის თვაალსაზრისით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული
აღმნიშვნელები. ასეთი ვითარება სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ აღსანიშნის ბუნება, მისი
ფიზიკური თვისებები თუ ქიმიური შედგენილობა არაფრით არ აისახება აღმნიშვნელებში.
აღმნიშვნელი არ წარმოადგენს აღსანიშნის ხატს, რომელიც ზუსტად, უცვლელად იმეორებს მის
ნიშანთვისებებს. სწორედ იმის გამო, რომ აღსანიშნი თავისი ბუნებით, მისი არცერთი
ნიშანთვისებით არ აისახება აღმნიშვნელში, ამბობენ, რომ ენობრივი ნიშანი არის პირობითი.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ეჭვსქვეშ უნდა აყენებდეს ამ დებულებას ენობრივი ნიშნის
პირობითობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ყველა ენაში არსებობს გარკვეული სიმრავლე
ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვებისა. ეს ისეთი ენობრივი ნიშნებია, რომლებშიც ერთ-
ერთი შემადგენელი - აღსანიშნი როგორღაც განსაზღვრავს მეორეს - აღმნიშვნელს: აღსანიშნის რაღაც
თვისება როგორღაც აისახება აღმნიშვნელში. აღმნიშვნელი თავისი ბგერითი შედგენილობით
უახლოვდება აღსანიშნის ამა თუ იმ მხარეს, ნიშანთვისებას. მაგ., კაკუნი, ბრახუნი, ყიყლიყო, baa-
baa. ასეთი სიტყვების არსებობის მიუხედავად განხილული დებულება ენობრივი ნიშნის
პირობითობის შესახებ მაინც ძალაში რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი სიტყვების რაოდენობა
ენაში არ არის დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი სიტყვებიც კი ერთანეთისგან
განსხვავებული ბგერითი შედგენილობისანი არიან სხვადასხვა ენაში. მაგ., გუგული, cu-coo (ინგლ.),
кукушка (რუს.), kuckuck (გერმ.).

ბილეთი 5

1. ბგერითი და არაბგერითი ენები. სემიოტიკა (10 ქულა)


2. ფონოლოგიური ანალიზის პრინციპები (10 ქულა)

1. არაბგერითი ენებია: დამწერლობა ანუ გრაფიკული ენა, ჟესტ-მიმიკის ანუ ყრუ-მუნჯების,


მორზეს ანბანი და სხვ. საინტერესოა რა მიმართებაა ბგერით და არაბგერით ენებს შორის.

საკომუნიკაციო და გამომსახველობითი ფუნქცია აქვს არაბგერით ენებსაც. დამწერლობით,


მაგალითად, ჩვენ ვაწარმოებთ ინფორმაციის გადაცემას შორ მანძილზე, სადაც ბგერითი ენა არ
გამოგვადგება. ასევე ყრუ-მუნჯები ერთნამენთს აზრს უზიარებენ ჟესტ-მიმიკით, ეს კი გვიჩვენებს,
რომ ჟესტ-მიმიკა საკომუნიკაციო სისტემაა.

ბგერითსა და არაბგერით ენებს შორის არსებითი ხასიათის განსხვავებაა. დანაწევრებითი ფუნქცია


მხოლოდ ბგერით ენას აქვს. ეს სისტემა, რომელიც დანაწევრებული ხდება აზრისა და ბგერის
სინთეზის საფუძველზე, თვითონვე იმუშავებს ელემენტებს და განსაზღვრავს მათი დანაწევრების
წესებს.

დამწერლობა ბგერითი ენისგან სესხულობს აზრებს უკვე დანაწევრებული სახით. დამწერლობას


შინარსის პლანი ბგერითი ენისა აქვს. განსხვავება გამოხატულების პლანშია, რომელიც
დამწერლობას საკუთარი აქვს, მაგრამ დანაწევრების წესები მაინც ბგერითი ენიდან აქვთ
აღებული. გრაფიკული და კინეტიკური და სხვა ამგვარი სისტემები დანაწევრების პრინციპს
ემყარებიან, რაც მათ ცხოველის ენისგან განასხვავებს, მაგრამ რადგან დანაწევრების წესები
ბგერითი ენისგან აქვთ აღებული, ისინი განსხვავდებიან არა მარტო ცხოველის ენისგან, არამედ
ბგერითი ენისგანაც.

ყოველთვის ამოსავალია ბგერითი ენის ფონოლოგიური სისტემა. დამწერლობის საფუძველია უკვე


დანაწევრებული ერთეულები, რომლებიც გრაფიკულ ენაში გარდაისახებიან სათანადო ასოებად.
ასეთივე მდგომარეობა გვაქვს ყრუ-მუნჯების (კინეტიკურ) ენაშიც, ამიტომ ყველა არაბგერითი ენა
დაიყვანება ბგერითზე.

სემიოტიკა - ს ე მ ი ო ლ ო გ ი ა, დისციპლინა, რომელიც იკვლევს ნიშანთა სისტემების


ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებას. მისი შესწავლის ობიექტია ყველანაირი ტიპის ნიშანი
(დაწყებული სიგნალიზაციის უმარტივესი სისტემებიდან ბუნებრივი ენებისა და მეცნიერულად
ფორმალიზებული ენების ჩათვლით).

სემიოტიკა ნიშნებს იკვლევს ფორმის, შინაარსისა და გამოყენების მხრივ. შესაბამისად ამისა,


სემიოტიკაში გამოიყოფა ნიშანთა შესწავლის სამი ასპექტი:

1. სინტაქტიკა;

2. სემანტიკა;

3. პრაგმატიკა;

სემიოტიკა წარმოიშვა და განვითარდა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის პირველ


ნახევარში. მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მათემატიკური ლოგიკის, ემპირიული
ფსიქოლოგიის, კიბერნეტიკის, მათემატიკური ლინგვისტიკის განვითარებამ.

სემიოტიკის ძირითადი პრინციპები პირველად ჩ. პირსმა ჩამოაყალიბა, ხოლო შემდგომ


განავითარეს და დაამუშავეს ლვოვ-ვარშავის სკოლის წარმომადგენლებმა და ჩ. მორისმა. სწორედ
ჩ. მორისმა დაყო სემიოტიკა 3 ნაწილად: სინტაქტიკად, სემანტიკად და პრაგმატიკად.

სემიოტიკის ჩამოაყალიბება ერთიან დამოუკიდებელ სამეცნიერო მიმართულებად, უპირველეს


ყოვლისა, დაკავშირებულია ხელოვნური ფორმალური ენების პრობლემატიკასთან (ლოგიკა,
მათემატიკური აღრიცხვა, მათემატიკური ლინგვისტიკის წარმომქმნელი გრამატ. დარგები,
საინფორმაციო საძიებო ენები, დაპროგრამების ენები, აგრეთვე ის ენები, რომელთაც
რეგულარული სინტაქსი აქვთ).

2. ფონოლოგიური ანალიზის პრინციპები:

1. თუ რომელიმე ენაში ორი სხვადასხვა ბგერა შეიძლება ერთსა და იმავე პზიციაში შეგვხვდეს ნიშნის
მნიშვნელობის ცვლილების გარეშე, ეს ბგერები ერთი და იმავე ფონემის თავისუფალი ვარიანტებია.

თავისუფალი ვარიანტები შიძლება იყოს ინდივიდუალური ან ენაში გავრცელებული, საყოველთაო.


ინდივიდუალური კონკრეტულ მოლაპარაკეზეა დამოკიდებული, საყოველთაოდ გავრცელებულია
მაგალითად ხმოვნის დაგრძელება და ეს შეცდომად არ ითვლება.

2. თუ ორი ბგერა შეიძლება შეგვხვდეს ერთ პოზიციაში და მათი შენაცვლება გამოიწვევს სიტყვის
მნიშვნელობის ცვლას ან დამახინჯებას ეს ორი ბგერა სხვადასხვა ფონემის რეალიზაციაა.

3. თუ ორი აკუსტიკურად ან არტიკულარულად მსგავსი ბგერა არ გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში


მაშინ ისინი ერთი და იმავე ფონემის კომბინატორული ან პოზიციური ვარიანტებია:

ა) ვთქვათ არსებობს ბგერათა გარკვეული ჯგუფი, რომელიც გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში და
ერთადერთი ალფა ბგერა რომელიც არ გვხვდება ამ პოზიციაში, მაშინ ალფას კომბინატორული იქნება ის,
რომელიც უფრო ახლოს დგას ალფასთან აკუსტიკური თვალსაზრისით.

მაგალითი: მაქვს ბგერათა ჯგუფი: ჯეკ, კერ, უაკ, გზა ეს ბგერები ურთიერთშენაცვლებადია
და ერთი ურთიერთგამომრიცხავი ბგერა ბზა მაშინ ბზა იქნება გზას კომბინატორული

ბ) თუ არსებობს ბგერათა გარკვეული ჯგუფი, რომელიც გვხვდება ერთსა და იმავე პოზიციაში და სხვა
ჯგუფი რომელიც არ გვხვდება იმავე პოზიციაში, ამოვარჩევთ ამ ჯგუფებიდან აკუსტიკურად ყველაზე
ახლო მდგომებს ერთმანეთთან და კომბინატორულ წყვილს მივიღებთ.

გ) ერთი ბგერა მოცემულ ენაში ისეთ პოზიციაში გვხვდება რომელშიც მეორე არ დასტურდება და ისინი
აკუსტიკურად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, მაშინ მათ სხვადასხვა ფონემად მივიჩნევთ.

ფონემები ერთმანეთს დიფერენციალური ნიშნებით უპირისპირდებიან.

ბილეთი 6

1. სრული და არასრული სისტემები. ენის დუალობა და პროდუქტულობა (10 ქულა)


2. ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია (10 ქულა)

1. ცხოველთა საკომუნიკაციო სისტემები, როცა ამ სიტყვებს გავიგებთ ნამდვილად არ უნდა


მოგვაგონდეს სანჩესის ძაღლი „რიკი და მორტიდან“, ვინაიდან ცხოველთა საკომუნიკაციო
საშუალებების ცოდნა გადაეცემა გენეტიკურად, ადამიანს შეუძლია უცხო ენების შესწავლა, მაგრამ
ძაღლს კაკანის შესწავლა არა. ცხოველთა ყოველი ქმედება უშუალო პასუხია მათ გამღიზიანებელზე.
ცხოველებს მხოლოდ მზა ნიშნის გადაცემა შეუძლიათ. დუალობა არის მცირე ერთეულების
დალაგებით დიდი ერთეულების წარმოქმნა, ბგერებით სიტყვები, სიტყვებით წინადადებები
(გაგიკვირდებათ და ცხოველებს არ აქვთ ამის უნარი). პროდუქტულობა კი გულისხმობს
გამონათქვამის აგებისას ისეთი შინაარსის გადაცემას, რომელიც ადრე არავის შეუქმნია. ამ ორი
ცნების გამიჯვნა საკმაოდ მარტივი საქმეა. ენა სასრული სისტემაა, მეტყველება უსასრულო და ისინი
მჭიდროდ უკავშირდებიან ერთმანეთს. ახლა რას ნიშნავს ეს სასრული და უსასრულო სისტემა. ენაში
ხომ უამრავი ნიშანია, მათზე საუბარმა უტოპიური სახე რომ არ მიიღოს ენის სამ ელემენტიანი
ქვესიმრავლე შევქმნათ, რომლის თითოეული წევრი ნიშანი იქნება. ჯემალას კატა მახინჯია.
ახლა დავალაგოთ ამ ელემენტების ყოველი შესაძლო ვარიაცია ისე, რომ სრული სისტემა მივიღოთ:
ჯემალას ჯემალს ჯემალას
კატა კატა კატა
მახინჯია მახინჯია მახინჯია
ჯემალას ჯემლას კატა
ჯემალას ჯემალას მახინჯია
ჯემალას კატა ჯემალას
ჯემალას მახინჯია ჯემალას
მახინჯია ჯემალას ჯემალას
კატა ჯემალას ჯემალას
კატა კატა ჯემალას
კატა კატა მახინჯია
კატა მახინჯია კატა
კატა ჯემალას კატა
ჯემალას კატა კატა
მახინჯია კატა კატა
მახინჯია მახინჯია კატა
მახინჯია მახინჯია ჯემალას
მახინჯია კატა მახინჯია
მახინჯია ჯემალს მახინჯია
კატა მახინჯია მახინჯია
ჯემალას მახინჯია მახინჯია
მახინჯია ჯემალას კატა
მახინჯია კატა ჯემალას
კატა მახინჯია ჯემალას
კატა ჯემალას მახინჯია
ჯემალას კატა მახინჯია
ჯემალას მახინჯია კატა

ამ წინადადებების გამოსახულების სიგრძე 3 ია გამოსახულების სიგრძეც.


აქედან მეტყველებისთვის გამოსადეგია მხოლოდ რამდენიმე წინადადება, რომელიც მწყობრ აზრს
შეიცავს და არ დაარღვევს ენის საკომუნიკაციო ფუნქციას, ისე ჯოისს და ბეკეტს ამნაირ
წინადადებებში მისცეს ნობელის პრემია 
სისტემა სრულია, თუ იგი გამოსახულებებად შეიცავს მისი ელემენტების თეორიულად შესაძლებელ
ყველა მიმდევრობის კომბინაციას განსაზღვრული სიგრძით. სისტემა არასრულია, თუ მასში
გამოსახულებებად წარმოდგენილია მისი ელემენტების არა ყველა თეორიულად შესაძლებელი
კომბინაცია განსაზღვრული სიგრძით.

ბილეთი 7

1. ნიშნის პირობითობის საკითხი. ანტიკური თეორიები ნიშნის პირობითობის შესახებ (10 ქულა)
2. ხმოვანთა სისტემები (10 ქულა)

1. ენისთვის არსებითია არნიშვნის ფაქტი და არა ის, თუ როგორ აღინიშნება კონკრეტული ცნება, ეს
განაპირობებს ნიშნის პირობითობას, მაგრამ ჩემი აზრით ნიშანი სრულებით პირობითი არ არის,
ვფიქრობ, სმენითი ქერქის არსებობით აიხსნება ნიშნების ასოციაციურობა.

არსებობდა ორი მოსაზრება ფუსეი და თესეი. ფუსეი მიუთითებდა რომ დამოკიდებულება


აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის ბუნებრივია, ხოლო თესეი მიუთითებდა რომ ის არ არის
ბუნებრივი, როგორც ხდება ხოლმე 2 აზრის არსებობისას დაიწყო დავ, იდავეს მეცნიერებმა რამდენიმე
საუკუნე და აღმოაჩინეს, რომ თურმე ეს მოსაზრებები კონტრადიქტორული (ერთმანეთის
საწინააღმდეგო, ურთიერთგამომრიცხავი) კიარ ყოფილა, არამედ ერთმანეთის შემავსებელი
(კომპლემენტარული).

2. ქართული ენის ხმოვნებს ვახასიათებთ სამი ნიშნის მიხედვით:


1. აწეულობა - დაბალი, საშუალო, მაღალი;
2. რიგი - წინა, შუა, უკანა;
3. ლაბიალიზაცია - ლაბიალიზებული, არალაბიალიზებული;

ხმოვანთა აწეულობა გულისხმობს თუ რამდენად არის ენა აწეული მაგარი სასის მიმართ ამა თუ იმ
ხმოვნის წარმოთქმისას. რიგი გულისხმობს - ენის რომელი ნაწილი მონაწილეობს ხმოვნის
წარმოებაში. ლაბიალიზაცია ნიშნავს თუ რამდენად აქტიურად მონაწილეობს ბაგეები ხმოვნის
წარმოებაში.
ხმოვანთა სამკუთხედზე, აღნიშნული ნიშნები თვალნათლივ ჩანს და, შესაბამისად, მარტივად
შესაძლებელია, თითოეული ხმოვნის არტიკულაციური დახასიათება.
აქედან გამომდინარე ქართული ენის ხმოვანთა სისტემა შეიძლება დახასიათდეს შემდეგნაირად:
ა - შუა რიგის, დაბალი აწეულობის, არალაბიალიზებული

ე - წინა რიგის, საშუალო აწეულობის, არალაბიალიზებული

ი - წინა რიგის, მაღალი აწეულობის, არალაბიალიზებული

ო - უკანა რიგის, საშუალო აწეულობის, ლაბიალიზებული

უ - უკანა რიგის, მაღალი აწეულობის, ლაბიალიზებული

ბილეთი 8

1. ფონოტაქტიკა. ბგერათცვალებადობა და ფონეტიკური კანონზომიერება (10 ქულა)


2. მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები (10 ქულა)

1. ფონოტაქტიკა. ბგერათცვალებადობა და ფონეტიკური კანონზომიერება

ენები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა მარტო ფონოლოგიური, არამედ ფონემათა


ურთიერთშეხამების წესების მიხედვით, სწორედ ამას იკვლევს ფონოტაქტიკა.

ყველა ენას ახასიათებს სპეციფიკური ფონოტაქტიკური წესები, რაც გარკვეულ აკრძალვებში


გამოიხატება. შესაძლებელია რომელმე პოზიციაში დასაშვები იყოს მოცემული ენის ყველა ფონემა,
ხოლომეორე პოზიციაში გარკვეული შეზრუდვები იყოს დაწესებული. მაგალითად, ქართულში
სიტყვა შეიძლება იყებოდეს ნებისმიერი თანხმოვნით, მაგრამ ასეთი თავისუფლება სიტყვს
ბოლოსთვის არ არის დამახასიათებელი. ქართულში სიტყვა არ შეიძლება მთავრდებოდეს მჟღერ
თანხმოვანზე, რადგანაც მჟღერი ხშულები და ნაპრალოვნები სიტყვის ბოლოს ქართულში
ყრუვდებიან. ამიტომაა, რომ ვამაყობ წარმოითქმის, როგორც ვამაყოფ; კარგად, როგორც - კარგათ.
ფონოტაქტიკური წესები სხვადასხვა ენაში სხვადასხვაა; ისეთ მახლობელ ენებშიც კი, როგორიც
მეგრული და ქართულია, სხვადასხვა ფონოტაქტიკური წესები იჩენს თავს. მაგალითად,
ქართულში ტრ კომპლექსი თავისუფლად რეალიზდება სხვდასხვა პოზიციაში (შდრ. ტრიალი),
მაგრამ მეგრულში ასეთი კომპლექსი დაუშვებელია, ამიტომ იგი ამ კომპლექსს ან ხმოვნით თიშავს
(მტერედი-ტორონჯი) ანდა რ-ს გადმოსვამს ტ-ს წინ (შდრ. პეტრე-პერტე).

ფონოტაქტიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა გ. ახვლედიანის მიერ


დამუშავებული თეორია დეცესიული და აქცესიური კომპლექსებს შესახებ.

დეცესიური ნიშნავს უკან მიმართულლს. თანხმოვანთა კმპლექსი დეცესიულია, თუ პირველი


ბგერა ასეთი კომპლექსისა ზესადგამი მილის წინა ნაწილში იწარმოება, მეორე-უკან. აქცესიური
ნიშნავს წინ მიმართულს. აქცესიულ კომპლექსში პირველი ბგერა ზესადგამი მილის უკანა
ნაწილში იწარმოება, მეორე-წინ.

დეცესიური კომპლექსები ქართულში ორ სხვადასხვა A და B სისტემას ქმნიან.

AB
ბგ ფქ პკ ბღ ფხ პყ
დგ თქ ტკ დღ თხ ტყ
ძგ ცქ წკ ძღ ცხ წყ
ჯგ ჩქ ჭკ ჯღ ჩხ ჭყ

ასევეა აქცესიურებიც
AB
გბ ქფ კპ ღბ ხფ ყპ
გდ ქთ კტ ღდ ხთ ყტ
გძ ქცკ წ ღძ ხც ყწ
გჯ ქჩ კჭ ღჯ ხჩ ყჭ
დეცესიული კომპლექსები ქართულში გარკვეული წესების დაცვით წარმოიქმნება, რაც
გამორიცხავს ნებისმიერი თანხმოვნის კომბინაციას, ნებისმიერ თანხმოვანთა დეცესიულ
კომპლექსში ჰომოგენურობის პრინციპი დაცულია. დეცესიური კომპლექსები ჰარმონიული
თანხმოვანთკომპლექსებია.

აქცესიურ კომპლექსებშიც დაცულია ჰომოგენურობის პრინციპი, რადგან ამ შემთხვევაში


დასაშვებია კომბინაციები: მჟღერი-მჟღერთან, ყრუ ფშვინვიერი-ყრუ ფშვინვიერთან, ყრუ მვთრი-
ყრუ მკვეთრთან, მაგრამ აქცესიულ კომპლექსებში დასაშვებია მკვეთრის კომბინაცია მჟღერთან. ამ
შემთხვევაში დარღვეულია ჰომოგენურობის პრინციპი.
2. შედგენილ ფორმათა უფრო მარტივ ერთეულებად დაშლა, ისევე როგორც ალომორფების გაერთიანება
მორფემულ კლასებად, ხშირად საკმაოდ რთულ პროცედურას წარმოადგენს. მორფების მორფემად
გაერთიანება ხორციელდება რამდენიმე წესის მიხედვით, რომელთაც მორფოლოგიური ანალიზის
პრინციპები ეწოდებათ.

1. მორფები, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ ყველა პოზიციაში გამოირჩევიან საერთო


სემანტიკური განსხვავებულობით და იდენტური ფონემური შედგენილობით, შეადგენენ ერთ
მორფემას, ანუ წარმოადგენენ ერთი მორფემის ალომორფებს.
განვიხილოთ ენობრივი ფორმები: ბავშვ-ს, მზე-ს, ადამიან-ს. ეს „-ს“ მორფები საერთო სემანტიკური
განსხვავებულობით, ანუ ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოირჩევიან და იდენტური ფონემური
შედგენილობისანი არიან ყველა პოზიციაში; ამდენად, ეს მორფები ერთ მორფემას განეკუთვნება. ახლა
განვიხილოთ სხვა ენობრივი ფორმები: აშენებ-ს, წერ-ს, ფიქრობ-ს. ამ ენობრივ ფორმებში წარმოდგენილი „-
ს“ მორფები გამოხატულების თვალსაზრისით ემთხვევა პირველი წყების ენობრივი ფორმების
შემადგენლობაში არსებულ „-ს“ მორფებს, მაგრამ, ამის მიუხედევად ისინი ორ სხვადასხვა მორფემას
განეკუთნებიან, რადგან სრულიად განსხვავებულია მათი სემანტიკა, ანუ მნიშვნელობა (პირველ
შემთხვევაში ეს არის მიცემითი ბრუნვის ნიშანი, მეორე შემთხვევაში - მესამე სუბიექტური პირის ნიშანი).

2. მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან, ოღონდ


ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფონემური შედგენილობით, შეადგენენ ერთ მორფემას, თუ ეს
ფორმალური განსხვავება მათ შორის ფონოლოგიურად არის შეპირობრული.
მორფემა შედგება ფონოლოგიურად შეპირობებული ალომორფებისგან, ეს იმას ნიშნავს, რომ შეიძლება
დადგინდეს ის მიზეზები, რომლებიც განაპირობებენ მორფებს შორის ფორმალურ განსხვავებას.
მაგალითად, ქართულში გამოიყოფა მოთხრობითი ბრუნვის „-მა“ და „-მ“ მორფები (კაც-მა; დედა-მ).
განსხვავება ამ მორფების ფონემურ შედგენილობაში განისაზღვრება წინა მორფის ბოლოკიდური ფონემით
- თანხმოვნის შემდეგ „-მა“ მორფი ვლინდება, ხმოვნის შემდეგ კი - „-მ“. საერთო მნიშვნელობის ეს მორფები
ერთ მორფემას შეადგენენ, რადგან ფორმალური განსხვავება მათ შორის ფონოლოგიურად არის
განპირობებული, ე.ი. მას ფონემური გარემოცვა განაპირობებს. (ინგლისურის ენის მორფები im-, in-, ir-, il-
ფონოლოგიურად არის შეპირბებულ, ამიტომ ერთი მორფემის შემადგენლობაში შედიან. impossible,
indecent, irregular, illegal)

3. მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან და ერთმანეთისგან


განსხვავდებიან ფონემური შედგენილობის თვალსაზრისით, მაგრამ ისე, რომ მათი ეს ფორმალური
ურთიერთგანსხვავება არ არის შეპირობებული ფონოლოგიურად, შეადგენენ ერთ მორფემას, თუ ა)
იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და ბ) მონაწილეობენ პარალელურ
კონსტრუქციებში.
ერთი მორფი დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში იმყოფება მეორე მორფთან, თუ მათ არ
გააჩნიათ არცერთი საერთო პოზიცია. მორფების მონაწილეობა პარალელურ კონსტრუქციებში ნიშნავს იმას,
რომ ეს მორფები წარმოდგენილია ერთი და იმავე სტრუქტურული რიგის ფორმებში. საერთო
სტრუქტურული რიგის კუთვნილებად მიიჩნევა ისეთი ფორმები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან
გამონათქვამებში სტრუქტურის, გრამატიკული სისწორის დაურღვევლად. საერთო სტრუქტურულ რიგს
ქმნის, მაგალითად, ისეთი ფორმები როგორებიცაა „კაცს“, „ბავშვს“, „ღვინოს“, „ცას“, ა.შ, რადგან ისინი ისე
ჩაენაცვლებიან ერთმანეთს გამონათქვამში, რომ არ არღვევან მის სტრუქტურას, გრამატიკულ სისწორეს.
შეიძლება ასეთი ჩანაცვლების შედეგად მივიღოთ აზრს მოკლებული გამონათქვამი, მაგრამ გრამატიკული
თვალსაზრისით ეს მაინც სწორი წინადადება იქნება. (მაგ., „ბავშვს სძინავს“ – ბავშვი ჩავანაცვლოთ ღვინით
-„ღვინოს სძინავს“ - მივიღეთ შინაარსობლივად არასწორი, მაგრამ სტრუქტურულად გამართული
წიადადება).
ინგლისური boys, roses, oxen, mice ქმნიან საერთო სტრუქტურულ რიგს, რადგან კონსტრუქციის დარღვევის
გარეშე შეენაცვლებიან ერთმანეთს გამონათქვამებში. –en მორფი გამოირჩევა საერთო სემანტიკური
განსხვავებულობით და ფონემურად განსხვავებულია სხვა იმავე სტრუქტურულ რიგში მყოფი
ფორმებისგან. ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ ეს განსხვავება ფონოლოგიურად არის შეპირობებული, რადგან
ანალოგიური ფონოლოგიური აგებულების სხვა ფორმებში დასტურდება -es ალომორფი (fox-es /ox-en).
ასეთ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ალომორფთა განაწილება შეპირობებულია მორფოლოგიურად. -en და
-es ერთი მორფემის ალომორფებს წარმოადგენენ, რადგან იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის
დამიკიდებულებაში და მონაწილეობენ პარალელურ კონსტრუქციებში.

ბილეთი 9

1. თანხმოვანთა სისტემები: სამეულები, წყვილეულები და ცალეულები (10 ქულა)


2. ზმნის ვალენტობა და აქტანტები (10 ქულა)

1. თანხმოვნები არის ისეთი ბგერები, რომელთა წარმოთქმისას ფილტვებიდან ამოსული


ჰაერნაკადი დაბრკოლებას აწყდება. ქართული ენის თანხმოვნები ქმნიან სამეულთა, წყვილეულთა
და ცალეულთა სისტემებს.

სამეულთა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები (ოკლუზივები) და ხშულ-ნაპრალოვნები


(აფრიკატები). როდესაც ჰაერნაკადი ზესადგამი მილის ერთ ნაწილში სრულ დაბრკოლებას
აწყდება, და შემდეგ განხშვა (სკდომა) მოსდევს, წარმოიქმნება ხშულ-მსკდომი ბგერები.
აფრიკატები არიან რთული რაგვარობის ბგერები. ასეთი ბგერების წარმოებისას თავდაპირველად
ხდება ხშვა ზესადგამი მილის რომელიღაც წერტილში, შემდეგ ხშვა გადადის ნაპრალში.
მჟღერობა-სიყრუის მიხედვით სამეულებში წარმოდგენილია ერთი მჟღერი (ბ,დ,ჯ,ძ,გ) და ორი
ყრუ ბგერა: ყრუ-ფშვინვიერი (ასპირატი) (ფ,თ,ც,ჩ,ქ) და ყრუ-მკვეთრი (აბრუპტივი,
გლოტალიზებული, ყელხშული) (პ,ტ,წ,ჭ,კ).

წყვილეულებს ქმნიან ნაპრალოვანი (სპირანტი) ბგერები. ნაპრალოვანი ბგერების წარმოებისას


ზესადგამი მილის ერთ წერტილში საარტიკულაციო ორგანოები ერთმანეთს უახლოვდება და მათ
შორის წარმოქმნილ ნაპრალში გადის ამოსუნთქული ჰაერნაკადი. წყვილეულები წარმოდგენილია
მჟღერი (ვ, ზ, ჟ, ღ) და ყრუ თანხმოვნით (ს, შ, ხ, ჰ): ვ-/f/, ზ-ს, ჟ-შ, ღ-ხ, -ჰ.

ცალეულთა სისტემებს ქმნიან სონორები (ლ, რ, მ, ნ), რომლებიც იყოფა ნაზალურ მ,ნ
(ცხვირისმიერ) და არანაზალურ ლ,რ (არაცხვირისმიერ) ბგერებად. არანაზალური ბგერები იყოფა
ლატერალურ ლ (გვერდითი) და ვიბრანტ რ (მთრთოლი) ბგერებად.
რ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ვიბრანტი ანუ მთრთოლავი;
ლ - ალვეოდენტალული, ნუნაკბილისმიერი, ლატერალი ანუ გვერდითი;
მ - ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი, ნაზალი;
ნ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ნაზალი;

წარმოების ადგილის მიხედვით გვაქვს შემდეგი სახის ბგერები:


ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი (ბ, ფ, პ, მ);
ლაბიო-დენტალური, ბაგე-კბილისმიერი (ვ, /f/);
დენტალური, კბილისმიერი (დ, თ, ტ);
პრეალვეოლარული, წინანუნისმიერი (ძ, ც, წ, ზ, ს);
პოსტალვეოლარული, უკანანუნისმიერი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ);
ველარული, რბილისასისმიერი (გ, ქ, კ, ღ, ხ)
ფარინგალური, ხახისმიერი (/ჴ/, ყ)
ლარინგალური, ხორხისმიერი (ჰ)
2. თანამედროვე სინტაქსურ მიმდინარეობებს შორის საყურადღებოა „სტრუქტურული სინტაქსის“
სახელით ცნობილი თეორია, რომელიც ემყარება ზმნის (შემასმენლის, პრედიკატის) მიერ წინადადების სხვა
წევრების მართვის მოდელს. სტრუქტურული სინტაქსი სიტყვებს შორის არსებულ იერარქიულ
დამოკიდებულებებს ასახავს. ლუსიენ ტენიერის თეორიაში სიტყვებს შორის კავშირების იერარქია და
მიმართულება განისაზღვრება პრედიკატის მოწესრიგებული აქტანტური სტრუქტურით .

აქტანტები (ფრ. actants „მოქმედნი“) იმ პირებისა და საგნების აღმიშვნელი სახელებია, რომლებიც ამა თუ იმ
სახით მონაწილეობენ ზმნით გადმოცემულ მოქმედებაში. ყოველ ზმნას შეიძლება დაუკავშირდეს
აქტანტების გარკვეული რაოდენობა; ზმნის ამ უნარს, შეიწყოს აქტანტების გარკვეული რაოდენობა,
ვალენტობა ეწოდება (ტერმინი ვალენტობა გამოიყენება უფრო ფართო მნიშვნელობითაც - როგორც
ენობრივი ერთეულის უნარი, დაამყროს სინტაქსური კავშირები სხვა ენობრივ ერთეულებთან).

წინადადება შეიძლება შევადაროთ დრამას, რომლის მოქმედება გამოხატულია ზმნა-პრედიკატით,


მოქმედი პირები - აქტანტებით, ხოლო მოქმედების გარემოებანი - სირკონსტანტებით . აქტანტებისაგან
განსხვავებით სირკონსტანტების რაოდენობა არ არის განსაზღვრული; ისინი წინადადებაში შეიძლება არც
იყვნენ წარმოდგენილნი. სირკონსტანტები გამოიხატება ზმნიზედებით.
აქტანტები მოწესრიგებულ სიმრავლეს ქმნიან: I აქტანტი ტრადიციული გრამატიკის ქვემდებარეა, II
აქტანტი- პირდაპირი დამატება, III აქტანტი-ირიბი დამატება. სემანტიკური როლების მიხედვით
აქტანტებში შემდეგი სახეობები გამოიყოფა: მოქმედების აქტიური მონაწილე - სუბიექტი ანუ აგენსი (ლათ.
agens „მოქმედი“) ; მოქმედების პასიური მონაწილე -პაციენსი (ლათ. patiens „განმცდელი“ ); რაღაცის
აღმქმელი ან გრძნობის განმცდელი მონაწილე -ექსპერიენცერი; ის პირი ან საგანი (ობიექტი),
რომლისთვისაც ხორციელდება მოქმედება - ადრესატი. ერთი და იგვივე აქტანტი შეიძლება სხვადასხვა
სემანტიკურ როლს ასრულებდეს. მაგალითად, ქვემდებარე შიძლება წარმოადგენდეს აგენსს (ბიჭი ხატავს),
ექსპერიენცერს (ბიჭს სცივა);

ზმნა შეიძლება იყოს უაქტანტო ანუ ნულვალენტიანი (ავალენტური) - ასეთია, მაგალითად, ბუნების
მოვლენათა გამომხატველი ზმნები. მაგ., წვიმს, თოვს, ცივა... it rains, it snows. ამგვარ ზმნებში თავს იჩენს
ე.წ. ფსევდოსუბიექტი (ანუ რეალური სუბიექტი არ არ არსებობს).

ერთაქტანტიანი, ანუ ერთვალენტიანი ზმნები გამოხატავენ მოქმედებას, რომელშიც მხოლოდ ერთი პირი ან
საგანი მონაწილეობს. მაგ., ჩიტი მიფრინავს, სტუმრები მოვიდნენ, მეძინება; ორვალენტიან ზმნებში ორი
აქტანტი მონაწილეობს. მაგ., ვკითხულობ -მე მას. ა.შ.

იმ აქტანტების რაოდენობა და ხასიათი, რომლებიც აუცილებელია მოცემული ზმნისთვის, განსაზღვრავს


წინადადების აქტანტურ სტრუქტურას.

ბილეთი 10

1. დამწერლობის ტიპები (10 ქულა)


2. ფონეტიკა და მისი დარგები. ფონოლოგია (10 ქულა)

1. დამწერლობის ტიპები (10 ქულა)

დამწერლობა კაცობრიობის უდიდეს აღმოჩენათა რიცხვს ეკუთვნის. ბგერითი ენა შეზღუდულია


დროსა და სივრცეში. კაცობრიობა ერთბაშად არ მისულა დამწერლობის შექმნის იდეამდე. მას წინ
უსწრებდა ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი. დამწერლობის წარმოშობამდე მიმართავდნენ
საგანთა სიმბოლიკას. მაგრამ საგანთა სიმბოლიკა მაინც არ არის დამწერლობა.დამწერლობის
წარმოშობა ემთხვევა პირველი სახელმწიფოების გაჩენას. ესენია ძველი ეგვიპტე და მესოპოტამია.
სწორედ აქ შეიქმნა პირველი დამწერლობა.

დამწელობამ სამი ძირითადი საფეხური გაიარა. პირველი დამწერლობები, ცხადია, არ იყო


ანბანური. პირველი დამწერლობები იქნება ეს ეგვუპტური, შუმერული თუ ჩინური
პიქტოგრაფიულია.

პიქტოგრაფიული დამწერლობა. ტერმინი პიქტოგრაფია – „პიქტო“ ნახატი და „გრაფოს“ ვწერ,


სიტყვებისგან შედგება და კარგად გამოხატავს იმ სახის თავისებურებას, რომელსაც
პიქტოგრაფიული დამწერლობა ეწოდება. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე
გავს იმ საგანს, რომელსაც ის აღნიშნავს. ანუ, პიქტოგრაფიული დამწერლობა იკონურობის
პრინციპს ემყარება, შესაბამისად, პიქტოგრამა იკონური ნიშანია. პიქტოგრაფიული დამწერლობა,
მართალია, დამწერლობის უძველესი საფეხურია, მაგრამ იგი დღესაც გამოიყენება. რეკლამები,
რომლებიც მაღაზიების ფირნიშნებზეა გაკეთებული, მიგვანიშნებენ იმაზე, თუ რა იყიდება ამა თუ
იმ მაღაზიაში.

დამწერლობის მეორე საფეხურიიდეოგრაფიული დამწერლობა პიქტოგრაფიული


დამწერლობიდან განვითარდა. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში, როგორც აღვნიშნეთ, პიქტოგრამა
ასე თუ ისე ჰგავს საგანს,რომელსაც ის აღნიშნავს, იკონურობის პრინციპს
ემყარება.იდეოგრაფიული დამწერლობას კი საფუძვლად უდევს პირობითობის პრინციპი.
თვითონ სიტყვა შედგება ბერძ. idea"აზრი" და grapho"ვწერ" სიტყვებისგან,რაც გვიჩვენებს იმას,რომ
იდეოგრაფიულ დამწერლობით ცნებები აღინიშნება და არა ბგერები. ამგვარად, იდეოგრამებს
წარმოადგენს, მაგალითად, ციფრები,რომელსაც ჩვენ ნებისმიერ ენაზე ვკითხულობთ.
იდეოგრაფიულ დამწერლობას სხვაგვარად იეროგლიფურსაც უწოდებენ, ხოლო თვითონ
იდეოგრამებს - იეროგლიფებს.

ანბანური დამწერლობა, დამწერლობის განვითარების მესამე საფეხურია. ანბანურ დამწერლობაში


ასოები აღნიშნავენ არა იდეებს, არამედ ბგერებს. ანბანური დამწერლობის ჩანასახები ჯერ კიდევ
ძველ ეგვიპტელებს გააჩნდათ, თუმცა მისი შექმნა წილად ხვდა ფინიკიელებს, რომელთაც
კაცობრიობის კულტურის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა გააკეთეს – შექმნეს ანბანური
დამწერლობა და ამის უკვდავყვეს კიდეც თვისი სახელი ისტორიაში.

ანბანური დამწერლობის ტიპს, რომელიც მხოლოდ თანხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ


სიმბოლოებს (ასოებს) შეიცავსკონსონანტური დამწერლობა ეწოდება. ამგვარი დამწერლობები
ძირითადად გამოიყენება ისეთი ენების ჩასაწერად, რომელთა სტრუქტურა იძლევა იმის
საშუალებას, რომ ხმოვნების გერეშე ჩაწერილმა სიტყვამ ორაზროვნება ან აზრის გაუგებრობა არ
გამოიწვიოს. ამის საშუალებას ძირითადად სემიტური ენები იძლევიან, რომელთა მორფოლოგია
და ლექსიკაც კონსონანტურ საწყისებზეა დაფუძნებული.

კონსონანტური დამწერლობების მაგალითებია არაბული, ებრაული, სირიული დამწერლობები,


ასევე ძველი სემიტური სისტემები, როგორიცაა პროტო-სემიტური, ფინიკიური, არამეული და
სხვა. კონსონანტური დამწერლობა იყო პირველი ანბანური დამწერლობა რომლისგანაც, კერძოდ
ფინიკიურიდან, შენდეგ განვითარდა ბერძნული ანბანი - პირველი სრულყოფილი, კონსონანტურ-
ვოკალიზებული ანბანი, რამაც დასაბამი მისცა ანბანური დამწერლობების შექმნას ევროპაში.

2. ფონოლოგიური ერთეული, რომელიც აღარ დაიშლება დროში ერთმანეთის მომდევნო უფრო მცირე
ფონოლოგიურ ერთეულებად- ფონემა

მოკლედ რომ ვთქვათ ეს არის ბგერა, რომელსაც აქვს სიტყვათგანმასხვავებელი მნიშვნელობა.

ფონოლოგიურ ოპოზიციაში ბგერათა მონაწილეობა განპირობებულია მათი დიფერენციალური ნიშნებით.

ფონემა არის კონკრეტული ბგერის ფონოლოგიურად რელევანტურ ნიშანთა ერთობლიობა.

მეტყველებისას წარმოქმნილი ყოველი ბგერა ფონოლოგიურად რელევანტური ნიშნების გარდა


არაფონოლოგიურ ნიშნებსაც შეიცავს (მაგალითად ხმოვნებისთვის ნაზალიზაცია).
ამიტომაც ბგერა და ფონემა ერთი და იგივე არ არის. ბგერა ჰგავს სახლის საკეტს, რეალურად მხოლოდ
ურდული და საკეტია საჭირო, რაშიც მოთავსდება გასაღები, რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს ამ ნივთმა,
გასაღებია ფონემურად რელევანტური ნიშნები, რითაც ვასხვავებთ საკეტებს ერთმანეთისაგან.

მეტყველების ნაკადის სეგმენტაციით მიღებულ ერთეულს ფონი ჰქვია, ამ ფონის ვარიანტებს მისი
ალოფონები.

ფონემა ერთეულია, რომელიც მეტყველებაში ბგერათა ალოფონების სახით ვლინდება

ფონოლოგიის იმ ნაწილს, რომელიც შეისწავლის ალოფონთა ფნემებად გაერთიანებას ფონემიკა ეწოდება.

2. ფონეტიკა და მისი დარგები. ფონოლოგია. (10 ქულა)

ენათმეცნიერებაში დანაწევრებული ბგერების შემსწავლელ მეცნიერებას ფონეტიკა ეწოდება.


ფონეტიკა არის კერძო და ზოგადი. კერძო ფონეტიკა შეისწავლის კონკრეტული ენისთვის
დამახასიათებელი ბგერის ფიზიოლოგიურ და ფიზიკურ მახასიათებლებს. ზოგადი ფონეტიკა
მაქსიმალურად აღწერს ყველა იმ ბგერას, რომელსაც ადამიანი წარმოთქვამს. ასევე შეიძლება
აღიწეროს ბგერები, რომელთა არსებობა არ დადასტურებულა ნაცნობ ენებში.

ფონეტიკა დანაწევრებულ ბგერებს სამი თვალსაზრისით სწავლობს:

1. არტიკულაციურად - იმ სამეტყველო ორგანოების მიხედვით, რომელთა მოქმედების შედეგადაც


წარმოიქმნება მოცემული ბგერა.

2. აკუსტიკურად - როგორი ეფექტი მიიღება ამა თუ იმ არტიკულაციური ორგანოს მუშაობის


შედეგად. ბგერის ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით.

3. პერცეფციულად - სმენითი შთაბეჭდილების მიხედვით. ბგერითი ტალღა აღიზიანებს მსმენლის


სასმენ აპკს, ეს აღიქმება ნერვის მიერ და გადაეცემა ინფორმაცია თავის ტვინის შესაბამის უბანს,
რის შედეგადაც აღიქმება ბგერა.

ფონოლოგია არის სტრუქტურული ენათმეცნიერების საფუძველზე წარმოქმნილი სამეცნიერო


დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ენაში არსებულ ბგერათა მნიშვნელობის განმასხვავებელ
ფუნქციას. ანუ, ფონოლოგია შეისწავლის ენის უმცირეს, მნიშვნელობის განმასხვავებელი
ფუნქციის მქონე ერთეულებს (ფონემებს).

თუ ფონეტიკა მეტყველებაში ფონემათა რეალიზაციითაა დაკავებული, ფონოლოგია ცდილობს


აღმოაჩინოს, აღწეროს და განსაზღვროს ენის ფონემები, მათ შორის დისტინქტიურ
(განმასხვავებელ) ფონეტიკურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

ბილეთი 11
1. ენათა ტიპოლოგიური და არეალური კლასიფიკაცია (10 ქულა)
2. ფონი, ფონემა და ალოფონთა სახეები (10 ქულა)
2. მეტყველების ნაკადის ბგერებად დანაწევრების, სეგმენტაციის შედეგად გამოყოფილ ფონეტიკურ
ელემენტს შეიძლება ფონი (ბერძ. „ბგერა“) ვუწოდოთ. ყველა იმ ფონს (ბგერას) რომლელთა სახითაც
ვლინდება მოცემული ფონემა, ეწოდება ამ ფონემის ალოფონები (ბერძ. „სხვა“ ).

სამეტყველო ბგერა და ფონემა ურთიერთგანსხვავებული ერთეულებია, რადგან მეტყველების პროცესში


წარმოქმნილი ბგერათა რაოდენობა უსასრულოდ დიდია, ხოლო ფონემათა რაოდენობა - სასრული
(ქართულის შემთხვევაში 33 ფონემა). სამეტყველო ბგერასა და ფონემას შორის განსხვავება ასე შეიძლება
ჩამოყალიბდეს: ფონემა ერთგვარად აბსტრაქტული ერთეულია, ხოლო სამეტყველო ბგერა მის კონკრეტულ
რეალიზაციას წარმოადგენს. სამეტყველო ბგერათა დახასიათება შესაძლებელია განხორციელდეს
გარკვეული ნიშნების მიხედვით. დახასიათება გულისხმობს ისეთი იშნების შერჩევას, რომელთა
ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას და განასხვავებს ყველა სხვა სამეტყველო ბგერისაგან. მაგ.,
ბგერა, რომლის გრაფიკული სიმბოლო არის „ბ“ შეიძლება დახასიათდეს როგორც ბილაბიალური ანუ
წყვილბაგისმიერი, მჟღერი, ხშულ-მსკდომი. ამ ნიშანთა ერთობლიობა ცალსახად ახასიათებს
მოცემულბგერას და განარჩევს მას სხვა სამეტყველო ბგერებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ენაში არსებობს
უსასრულოდ დიდი რაოენობა ობიექტურად ერთმანეთისგან განსხვავებული სამეტყველოო ბგერებისა,
მაინც შესაძლებელია ყოველი სამეტყველო ბგერის იდენტიფიკაცია ანუ ცნობა, ამოცნობა და ეს
ხორციელდება კონკრეტული ბგერისათვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნების საშუალებით, რომელთა
ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას. იმ არსებით ნიშნებს, რომლებიც მონაწილეობენ სამეტყველო
ბგერათა დახასიათებაში და რომელთა მეშვეობითაც ბგერები ერთმანეთისგან განსხვავდებიან ეწოდებათ
დისტინქციური ანუ განმასხვავებელი ნიშნები. ყველა სამეტყველო ბგერა, რომელიც ხასიათდება
დისტინქციურ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით, განეკუთნება ერთ სიმრავლეს, ერთ კლასს.
ბგერათა ასეთ კლასს ეწოდება ფონემა, ხოლო თვითონ ამ ბგერებს, რომლებიც ერთ კლაში არიან
გაერთიანებულნი განმასხვავებელ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობის საფუძველზე - ამ ფონემის
გამოვლინებები, რეალიზაციები, ვარიანტები ანუ ალოფონები.

ფონემა, როგორც კლასი ისეთი სამეტყველო ბგერებისა, რომლებიც გამოირჩევიან განმასხვავებელ ნიშანთა
ერთი და იმავე ერთობლიობით, შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც სწორედ ამ დისტინქციურ ნიშანთა
ერთობლიობა. ის საერთო, რაც ერთ კლასად, ერთ ფონემად აერთიანებს ცალკეულ სამეტყველო ბგერებს,
არის ერთობლიობა ამ ბგერებისათვის დამახასიათებელი ერთი და იმავე განმასხვავებელი ნიშნებისა და,
ამდენად, ფონემა შეიძლება განისაზღვროს სწორედ ასე - როგორც ერთობლიობა განმასხვავებელი
ნიშნებისა.

ბილეთი 12

1. ისტორიულ-შედარებითი მეთოდი და ენათა ნათესაობა (10 ქულა)


2. მორფი, მორფემა და ალომორფთა სახეები (10 ქულა)

1. ისტორიულ-შედარებითი მეთოდი და ენათა ნათესაობა (10 ქულა)

ისტორიულ-შედარებითი მეთოდი გამოიყენება მონათესავე ენების მიმართ. მონათესავეა ისეთი


ენები, რომლებიც ერთი საერთო წინაპარი ენიდან არიან წარმოშობილი. ასეთ წინაპარ ენას ფუძე
ენა (პრაენა) ეწოდება. მონათესავე ენების შედარება ხდება გარკვეული მიზნით. ესაა ენების
ისტორიის გარკვევა და ამის საფუძველზე ფუძე ენის აღდგენა (რეკონსტრუქცია).

ქართული, მეგრული, ჭანური და სვანური მონათესავე ენებია იმიტომ, რომ ისინი ერთი ფუძე
ენიდანაა მიღებული. ეს ფუძე ენა, რომელსაც პირობითად საერთო ქართველურ ენას ვუწოდებთ,
დღეს ცოცხალი არ არის. იგი არც ისტორიულადაა დადასტურებული, რადგან, იმ დროს, როდესაც
საერთო ქართველური ენა არსებობდა (ძვ.წ.აღ. IV- III ათასწლეული) დამწერლობა ჯერ კიდევ არ
იყო.

როდესაც ვამბობთ, რომ მონათესავე ენების ურთიერთშედარების მიზანია მათი ისტორიის


გარკვევაო, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ შედარების გზით შეიძლება გაირკვეს, თუ რა არის
არქაული ამ ენებში, რა მომდინარეობს ფუძე ენიდან და რა არის სიახლე. ის მასალა, რომელიც
მონათესავე ენებში ფუძე-ენიდან მოდის, ამჟღავნებს კანონზომიერ შეფარდებებს როგორც
ფონოლოგიური, ისე გრამატიკული და სემანტიკური თვალსაზღისით. მაგრამ ენათა შედარების
საფუძველია კანონზომიერი ფარდობები ფონოლოგიის დონეზე, რაც ბგერათშესატყვისობების
სახელით არის ცნობილი. მაგ., ქართულ ა-ს მეგრულში შეესატყვისება ო

ქართ. მეგრ.

კაცი კოჩი

ასი ოში

ქათამი ქოთომი

ხარი ხოჯი

ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა მიმართებები არსებობს ამგვარი გენეტიკური ჯგუფების სათავეში


მდგომ ფუძე-ენებს შორის? შესაძლებელია თუ არა რეკონსტრუირებულ განსხვავებულ ფუძე-ენებს
შორისაც იმავე ხასიათის ფონემური მიმართებების დადგენა, როგორიც ვლინდება ცალკეული
გენეტიკური ჯგუფების ენებს შორის? ასეთ შემთხვევაში ჩვენ უნდა გველაპარაკა იმ წინარე
ენათათვის ამოსავალ უფრო ადრინდელ ფუძე-ენაზე, რომლის დაშლას უნდა მოეცა სწორედ ეს
წინარე ენები: ისინი თავის მხრივ შემდგომ დაიშალა აღნიშნულ ისტორიულად დადასტურებულ
ენობრივ სისტემებად, რომლებიც სპეციფიკურ გენეტიკურ ჯგუფებში ერთიანდება. ასეთი წინარე
ენები, რომელთა შორის მოხერხდებოდა ფონემურ შესატყვისობათა დადგენა, გაერთიანდებოდა
მონათესავე წინარე ენათა ერთიან მაკროოჯახად, რომლის სათავეში ამ წინარე ენათათვის
ამოსავალი ფუძე-ენა იქნებოდა.

რეკონსტრუირებულ სხვადასხვა ამოსავალ ფუძე-ენებს შროის თეორიულად შესაძლებელია კიდევ


უფრო ადრინდელი, ასე ვთქვათ, მეორე დონის ამოსავალი ფუძე-ენა ვივარაუდოთ. მაგრამ
ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება ჯერჯერობით ქრონოლოგიურ სიღრმეში ასე შორს ვერ
მიდის და მხოლოდ პირველი დონის წინარე ენებს აღადგენს.

ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება დიაქრონული მეცნიერებაა და ის ენათა ისტორიას


ორგვარად იკვლევს:

1) დროის მოძრაობის მიმართულებით (პროსპექტული დიაქრონიული კვლევა);

2) დროის მოძრაობის საწინააღმდეგოდ (რეტროსპექტული დიაქრონული კვლევა).

2. მორფი ეს არის მნიშვნელობის მქონე უმცირესი ერთეული. სიტყვა მორფებისგან შედგება.


მორფი შეიძლება იყოს თავისუფალი ან ბმული. თუ მნიშვნელობის მქონე ფონემური მიმდევრობა
შეიძლება დამოუკიდებელი სახით შეგვხვდეს გამონათქვამში მაშინ თავისუფალი ფორმა ეწოდება
და თუ არ შეიძლება დამოუკიდებელი სახით შეგვხვდეს მაშინ ბმული ფორმაა. ლოგიკურად
მთლიანი ნიშანი თავისუფალი ფორმაა, მაგრამ მისი შემადგენელი მორფები ცალკეულ
შემთხვევაში ბმულია. ანუ ხანდახან თავისუფალი ფორმა იშლება თავისუფალ ფორმად და ბმულ
ფორად. მორფოლოგიურ მინიმალურ დონეზე გამოიყოფა მორფები, ერთნაირი მნიშვნელობის
მორფები ერთიანდებიან კლასებად და ქმნიან მორფემებს, მორფემების წევრები არიან
ერთმანეთის ალომორფები.

ბილეთი 13

1. სიტყვის აგებულება; ფლექსია-დერივაცია; აფიქსთა სახეები (10 ქულა)


2. ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები. ქართველური ენები

1. მორფოლოგია

ფონემების საშუალებით ერთმანეთისაგან განირჩევა ნიშნები, მაგრამ ენის შინაარსობრივ პლანთან მას
უშუალო კავშირი არ აქვს. ფონემა არის იერარქიულად ყველაზე დაბლა მდგომი ენის ერთეული., მას
ემყარება გრამატიკული დონე. ნიშანი ორპლანიანია აქვს გამოხატულებაც და მნიშვნელობაც.
მნიშვნელობის მქონე უმცირესი ერთეული არის მორფი.

დერივაციული, ფლექსიური აფიქსები და ძირი მორფებია?

მნიშვნელობის მქონე ფორმა, რომელიც გვხვდება სხვა ფორმებთან კავშირის გარეშე თავისუფალი ფორმაა,
რომელიც მხოლოდ სხვა ფორმებთან კავშირში გვხვდება ბმული ფორმაა.

შევალ, წავალ, მოვალ თავისუფალი ფორმაა, შე, წა, მო, ვალ ბმული.

სრული სიტყვა (სიტყვის ფუძე) თავისუფალი ფორმაა, მისი ნაწილი ბმული.

თავისუფალი ფორმა, რომელიც არ დაიშლება უფრო მარტივ თავისუფალ ფორმებად უმცირესი


თავისუფალი ფორმაა.

შედგენილი ფორმაა სიტყვა, რომელიც შედგება რამდენიმე თავისუფალი ფორმისაგან.

სიტყვა რომელიც თუნდაც ერთ ბმულ ფორმას შეიცავს არის რთული ფორმა.
თავისუფალი ან ბმული ფორმა, რომელიც არ დაიშლება უფრო მცირე ფორმებად არის მორფი.

მნიშვნელობის მქონე გამონათქვამი, რომელიც თავისუფალი თუ ბმული ფორმების მიმდევრობაა


კონსტრუქცია ჰქვია.

თუ რთული ფორმა მარტივი ფორმის გრამატიკული ეკვივალენტია ანუ მას წინადადებაში უმტკივნეულოდ
ჩავანაცვლებთ ვიტყვით რომ რთული ფორმა მისი მარტივი ფორმისაგან მიღებულია დერივაციის გზით.

თუ არ არის გრამატიკული ეკვივალენტი არის ფლექსიურად მიღებული.

ახლა ეს რას ნიშნავს:

ფლექსია ცვლის ბრუნვას როგორც წესი ამიტომ სხვადასხვა ბრუნვის სიტყვებს ერთმანეთს წინადადებაში
ხომ ვერ ჩავუნაცვლებთ? ვერა

ზემოთ მოცემულ წინადადებაში სიტყვა ცვლის რომ შევცვალო სიტყვით ცვლად ხომ არ იქნება სწორი? არა

მაგრამ ცვლის მაგივრად რომ დავწერო შეცვლის ხომ შეიძლება ან ცვლის სინონიმი რომ დავწერო ან ხომ
შეიძლება დავწერო ჭამს, შინაარსი კი შეიცვლება, მაგრამ გრამატიკული წყობა კი არა.

ენებში რომლებშიც არსებობს განსხვავება დერივაციულ და ფლექსიურ კონსტრუქციებს შორის გამოიყოფა


მორფთა 3 ჯგუფი:

1) ორივე კონსტრუქციაში რომ გვხვდება ისეთ მორფთა ჯგუფი

2) მორფები რომლებიც პირველ ჯგუფს ერთვის (აფიქსები) :დ

3) ფლექსიური აფიქსები

ერთი ძირისაგან ნაწარმოები ფორმები ქმნიან პარადიგმებს.

გრამატიკულად ეკვივალენტური ფორმები ქმნიან პარალელურ პარადიგმებს.

შეიძლება დერივაციულ აფიქსებთან დაკავშირებულ ძირს დაუკავშირდეს ფლექსიური აფიქსი.

ფუძე შიძლება იყოს:

პირველად- ძირი+დერივაციული აფიქსი

მეორეული- ძირი= 2 დერივაციული აფიქსი

შედგენილი- რადენიმე ძირი

შედგენილი- ძირი +ფუძე

2.
ბილეთი 14

1. ქართული დამწერლობა (10 ქულა)


2. უშუალო შემადგენელთა მეთოდი (10 ქულა)

1. ქართული დამწერლობის წარმოშობის 4 ძირითადი ვარაუდია ჩვენ წინაშე:


1. ივ. ჯავახიშვილმა (რატმ ვწერთ ივ. ჯავახიშვლს და არა ი.ჯავახიშვილს ისევე გაურკვეველია ჩემთვის,
როგორც ის თუ რატომ ვწერთ მოთხ.-ს და არა მოთ.-ს) ჩამოაყალიბა თეორია ქართული დამწერლობის
ბერძნულიდან წარმომავლობის შესახებ. რის არგუმენტადაც მოჰყავდა: ქართული და ბერძნული ასოების
რიგირს დამთხვევა, რიცხვითი მნიშვნელობბის დამთხვევა, ხმოვანთა არსებობა, ასოთა მოხაზულობის
მსგავსება, წერის მიმართულების დამთხვევა.
2. არსებობს თეორია ქართული ანბანის სომხურიდან წარმოშობის შესახებ, კორიუნის თქმით თითქოს
მესროპ მაშტოცმა იზრუნა მეზობელ ერრებზე მას შემდეგ, რაც სომხური ანბანი შექმნა, რაც არ არის სწორი
ვინაიდან ლაზარ ფარპეცი არ ახსენებს მესროპის აღწერისას მის მიერ ქართული ანბანის შექმნას.
3. არსებობს ვარაუდი ანბანის ქართულ კულტურულ წიაღში აღმოცენებისა ამ იდეის მიხედვით ფარნავაზს
უნდა სეექმნა ქართული დამწერლობა.
4.

ქართული დამწერლობა

ისტორიული ცნობები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ მწირია. XI საუკუნის


ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ქართული დამწერლობის წარმოშობის თარიღად ჩვ.წ.
აღ-მდე III საუკუნეს ასახელებს. ქართული დამწერლობის წარმოშობის საკითხი, ამ ცნობის
მიხედვით უკავშირდება აღმოსავლეთ საქართველოში სახელმწიფოს წარმოშობის საკითხს.
სახელმწიფოს შექმნა საქართველოშიც მწვავედ დააყენებდა დამწერლობის შექმნის საკითხს,
როგორც ეს საერთოდ ხდებოდა ხოლმე და ამიტომ ლეონტი მროველის ცნობა, როგორც ჩანს,
საეჭვო არ უნდა იყოს.

გასარკვევია, თუ როგორ დამწერლობა შეიქმნა ფარნავაზ მეფის დროს. ეს ის დამწერლობაა,


რომელიც ჩვ.წ. აღ-ის V საუკუნიდან დოკუმენტურად არის დადასტურებული და რომელსაც
ხუცური ეწოდება, თ სხვა რაღაც დამწერლობა, რომელსაც ჩვენამდე ან არ მოუღწევია, ანდა,
როგორც ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე, ეს დამწერლობა არ იყო ქართული. III ს-ში ჩვ.წ,
ქართველებმა დაიწყეს რომელიღაც სხვა დამწერლობის გამოყენება, ხოლო შედარებით გვიან, უკვე
ქრისტიანობის მიღების შემდეგ, შექმნეს საკუთარი დამწერლობა.

უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოში იყენებდნენ ბერძნულ დამწერლობასაც, რადგანაც


საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად ბევრია ნაპოვნი
არამეული ან ბერძნული წარწერა.

ჩვ.წ-ის V საუკუნემდე არ გვაქვს არც ერთი წარწერა, რომელიც მრგლოვანით იქნებოდა


შესრულებული. ამგვარი წარწერები ჩნდება მხოლოდ მეხუთე საუკუნიდან. მათ შორის უძველესია
ბოლნისის სიონის წარწერა,რომელიც შესრულებულია 493-494 წლებში. კიდევ უფრო ძველია
პალესტინის წარწერები. ამრიგად, ქართული დამწერლობის არსებობა მეხუთე საუკუნის პირველი
ნახევრიდან დასტურდება.
სომხურ ისტორიოგრაფიაში არსებობს ცნობა, რომ ქართული ანბანი შექმნა მეხუთე საუკუნის
ცნობილმა სომეხმა მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა. გადმოცემით, მაშტოცმა დაიწყო ასოების შექმნა
ქართული ენისთვის, მაგრამ ივ. ჯავახიშვილმა გაარკვია, რომ ეს ცნობები ქართული
დამწერლობის შესახებ გვიანდელი ფალსიფიკაციაა. მესროპ მაშტოცს არც შეეძლო ქართული
ანბანის შექმნა, რადგან მან არ იცოდა ქართული, რაც სრულიად გამორიცხავს შესაძლებლობას მის
მიერ ქართული ანბანის შექმნისა.

ახალი დამწერლობის შექმნა გულისხმობს, უწინარეს ყოვლისა, ენის ღრმა ლინგვისტური


ანალიზის ჩატარებას. თ. გამყრელიძის მიხედვით, ძველი ქართული დამწერლობა, ისევე როგორ
სომხური, ბერძნული დამწერლობის მიხედვითაა შექმნილი მეხუთე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ
ამ დამწერლობის შემქმნელი არ შეიძლება იყოს მესროპ მაშტოცი რამდენიმე მიზეზის გამო:

1)მაშტოცმა არ იცოდა ქართული და ამიტომ ქართულ დამწერლობას ვერ შექმნიდა

2) ქართული და სომხური ანბანები სხვადასხვა პრინციპს ემყარება, რადგანაც ასოთა რიგი


სხვადასხვაა.

ქართული ანაბანის სემური წარმოშობის შესახებ თეორია წამოაყენა გერმანელმა მეცნიერმა


ფრიდრიხ მიულერმა. იგი თვლიდა, რომ ქართული და სომხური დამწერლობა არამეულ-
სპარსული დამწერლობიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ჩვენში ამ თვალსაზრისს იზიარებდა
ენათმეცნიერი სერგო გორგაძე (“წერილები საქართველოს ისტორიიდან”,

ქართული ანბანის წარმოშობის სემური თეორია მეცნიერულ საფუძველზე ჩამოაყალიბა ივ.


ჯავახიშვილმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში: “ქართული დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალე-
ოგრაფია” (შემოკლებით – “ქართული პალეოგრაფია”). დიდმა მეცნიერმა საფუძვლიანად
გააკრიტიკა ქართული ანბანის ბერძნულისგან მომდინარეობის არგუმენტები. მისი აზრით,
ქართული ანბანი წარმართული ეპოქის ძეგლია და ფინიკიურ-სემიტურის (არამეულის) ბაზაზეა
შექმნილი, თუმცა შემდგომ, ელინისტურ ხანაში, არაერთგზის განუცდია ბერძნული
მონუმენტური დამწერლობის გავლენა. წარმოდგენილი მოსაზრება გაამყარა შემდგომმა
აღმოჩენებმა და გამოკვლევებმა.

ამ მხრივ განსაკუთრებით ფასეული აღმოჩნდა არმაზის ბილინგვა (საფლავის ქვაზე


შესრულებული ეპიტაფია, დაწერილი 2 ენაზე – ბერძნულად და არამეულად. სახელწოდება
”ბილინგვა” ამის მიხედვითაა დარქმეული). ძეგლი აღმოაჩინა ივ. ჯავახიშვილმა 1940 წელს,
მეცნიერულად შეისწავლა გიორგი წერეთელმა. მკვლევარმა, პირველ ყოვლისა, დაადგინა
არამეული ანბანის სახეობა (რომელსაც ”არმაზული დამწერლობა” უწოდა), შეუდარა ქართულ
ანბანს და დაასკვნა: ქართული ანბანი მონათესავეა არმაზულისა, ორივე კი მომდინარეობს საერთო
წყაროდან – არამეულიდან. არმაზული ანბანის სახით აღმოჩნდა შუამავალი, რომლის მეოხებით
ქართული ანბანი უშუალოდ დაუკავშირდა არამეულს.

შემდგომში ქართულმა დამწერლობამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და ამიტომ მის


განვითარებაში სამ სხვადასხვა საფეხურს გამოყოფენ:
I - მრგლოვანი V-IX სს

II - ნუსხური IX ს-დან

III - მხედრული X ს-დან

დღეისათვის მოქმედი ანბანია მხედრული. სამი საფეხურის გამოყოფა არ ნიშნავს, რომ მისი წინა
საფეხურები სრულ დავიწყებას მიეცა. მრგლოვანი განაგრძობდა არსებობას მეცხრე საუკუნის
შემდეგაც, მაგრამ გამოიყენებოდა ძირითადად ქვებზე ან კლდეებზე წარწერებისთვის, ანდა
სათაურებისთვის. ასევე განაგრძობდა არსებობას ნუსხური, მაგრამ მე-11 საუკუნიდან იგი
გამოიყენებოდა უმთავრესად ეკლესიაში. მრგლოვანსა და ნუსხურს სხვაგვარად "ხუცურ"
დამწერლობას უწოდებენ. საერო საქმეებისთვის მე-11 ს-დან იწყება მხედრულის გამოყენება,
რომელსაც "მხედრული" ეწოდება სწორედ იმიტომ, რომ დამწერლობის ეს სისტემა საერო პირებში
ანუ მხედრობაში იყო გავრცელებული.

ბილეთი 15

1. ენათა დაჯგუფების პრინციპები და ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია (10 ქულა)


2. სინტაქსი. წინადადება და წინადადების წევრები.

1. ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია

მორფოლოგიურ კონსტრუქციათა აგების წესის მიხედვით ხდება კონსტრუქციათა ტიპების


დახასიათება, ხოლო იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპი ჭარბობს მოცემულ ენაში, განისაზღვრება
ენის მორფოლოგიური ტიპიც. ამგვარად, იმისდა მიხედვით, თუ უპირატესად რა ტიპის
მორფოლოგიური სტრუქტურით აიგება სიტყვა ამა თუ იმ ენაში, ხდება ენათა მორფოლოგიური
კლასიფიკაცია და ენები გაერთიანდება მორფოლოგიურ კლასებად.

მორფოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით ყველაზე გავრცელებულია ენათა ორ ჯგუფად


დაყოფა: ანალიზურ და სინთეზურენებად.

ანალიზურ ენებში სიტყვის მორფოლოგიური აგებულება მარტივია, სიტყვები მიისწრაფის


ერთმორფემიანობისაკენ, რაც, ცხადია, ცალკეულ ანალიზურ ენაში მხოლოდ ამა თუ იმ
ხარისხითსრულდება. სახელი ანალიზურიგულისხმობს, რომ ასეთ ენებში სხვადასხვა
გრამატიკული მნიშვნელობები გადმოიცემა ცალკე მდგომი ფორმებით და არა მოცემულ ძირეულ
ფორმაზე აფიქსების დართვით (ე.ი. მოცემული მნიშვნელობა დაიშლება, გაანალიზდება
შენადგენელ ნაწილებად და ცალ-ცალკე ფორმით გადმოიცემა). ცხადია, ეს მაქსიმალურად
ანალიზური ენის შემთხვევაში ხდება, რაც რეალურად არ არის დადასტურებული. ასეთ იდეალურ
შემთხვევაში ენაში სიტყვაში მორფემების რაოდენობისა და სიტყვების რაოდენობის შეფარდება 1-
ის ტოლი უნდა იყოს.
ანალიზურ ჯგუფში შედის ე.წ. მაიზოლირებელი, ძირეული ენები, რომლებშიც ფორმათა
საწარმოებლად არ გამოიყენება აფიქსები და ძირები იზოლირებული ფორმებით არის
წარმოდგენილი. ასეთ ენებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიტყვათა რიგი
წინადადებაში, რომელიც სხვადასხვა გრამატიკულ მნიშვნელობათა გადმოცემის ფუნქციას იღებს
თავის თავზე. ყველაზე უფრო თანმიმდევრულად მაიზოლირებელი ენაა ვიეტნამური. ასევე
ძირეული ენაა ჩინური, მაგრამ მასში არის სუფიქსაციის ნიშნები. ანალიზურ სტრუქტურათა
გამოყენების ტენდენცია კარგად ჩანს ინგლისურში, თუნდაც ანალიზური დროით-ასპექტური
მნიშვნელობების წარმოებისას, რომელიც დამახასაითებელია ინგლისური ზმნისთვის.

სინთეზური ენებია: აგლუტინაციური და ფლექსიური ენები.

აგლუტინაციურ ენებში (agglutinare მიწებება) გრამატიკული მნიშვნელობები გამოიხატება ძირზე


სხვადასხვა აფიქსთა დართვით, სიტყვები მორფემათა მომდევრობისგან არის შედგენილი.
აფიქსები ადვილად გამოეყოფა ძირს და აფიქსის დართვის დროს ძირის ფონემური შედგენილობა
არ იცვლება. აგლუტინაციური ენებია ფინურ-უნგრული, თურქული, ქართული, კავკასიური
ენები. როგორც უკვე აღინიშნა, ამ ენების მორფოლოგიურ კონსტრუქციებში აფიქსი ადვილად
გამოეყოფა ძირს. მაგ., oda (ოთახი) oda-lar-da (ოთახებში)/თურქ./ ამას გარდა, აგლუტინაციურ
ენებში აფიქსს, განსხვავებით ფლექსიურისგან, აქვს მხოლოდ ერთი მნიშვნელობა, როგორც
მაგალითად, ქართულში -ებ-, -ს /შდრ. მაგ., რუსული -у, რომელსაც გარდა ბრუნვისა გამოხატავს
სქესის და რიცხვის მნიშვნელობასაც/. თუ აგლუტინაციურ ენაში არის ფონოლოგიური
ცვლილებები ძირზე აფიქსის დართვის დროს, ეს ცვლილებები მხოლოდ ფონოლოგიურად
შეპირობებული ცვლილებებია (მაგ., თურქულში სინჰარმონიზმით შეპირობებული ცვლილებები
სუფიქსში. ასევე აგლუტინაციურია ინგლისური უარყოფის პრეფიქსის ალომორფების
ფონოლოგიურად შეპირობებული ვარანტები /in, im, il, ir/.ქართული ბრუნვის ნიშნები).

ფლექსიური ენები გრამატიკულ ფორმებს აწარმოებენ აფიქსების საშუალებით, რომლებიც უფრო


მჭიდროდ უკავშირდება ძირს და მათი გამოყოფა ძნელია. ასეთი ენებია: ბერძნული, რუსული,
ლათინური. რუსული კარგად გვიჩვენებს ფლექსიურ მორფოლოგიურ სტრუქტურას: ход-хожу,
бегу-бежать, несу-нашу. ფლექსიურ ენებშია გავრცელებული, აგრეთვე, შინაგანი მონაცვლეობა
(აბლაუტი), თანხმოვანთმონაცვლეობა და სუპლეტური წარმოება (მაგ., der Bruder-die Brüder /ძმა-
ძმები/, der Mantel-die Mäntel /პალტო-პალტოები/, быть-естьდა სხვა. ფლექსიურ ენებში
წარმოდგენილ აფიქსებს აქვთ ერთზე მეტი მნიშვნელობა, როგორც ვნახეთ რუსულის მაგალითზე,
ასევეა გერმანულშიც.

აგლუტინაციურ და ფლექსიურ ენებში სიტყვათა რიგი წინადადებაში უფრო თავისუფალია,


რადგან აფიქსები გამოხატავენ სიტყვების გრამატიკულ მიმართებებს ერთმანეთთან. ცხადია, არ
არსებობს წმინდა აგლუტინაციური ან წმინდა ფლექსიური ენები. ქართული, მაგალითად,
აგლუტინაციურია, მაგრამ ქარტულშიც გვაქვს შინაგანი მონაცვლეობა: ვგრეხ-ვგრიხე (ე/ი),
თხრის-თხარა Ø/ა; გვაქვს სუპლეტური წარმოებაც: დაჯდა-დასხდნენ, ცუდი-უარესი. ფლექსიურ
რუსულში გვაქვს აგლუტინაციური სტრუქტურები: при-ходить, пере-дать; გერმანულშიც: ge-
mach-t, sing-en;
უფრო რთული სტრუქტურის სიტყვები აქვთ ე.წ. პოლისინთეზურ იგივე ინკორპორირებულ ენებს
(ეს უკანასკნელი ტერმინი გამოიყენება ვ.ფონ ჰუმბოლდტის შემდეგ). ასეთ ენებში უველა
გრამატიკული მიმართება და მაჩვენებელი ის ემჭიდროდ მოთავსდება ერთ სიტყვაში, რომ
არსებობს ე.წ. სიტყვა-წინადადებები. ასეთია ჩრ. ამერიკელ ინდიელთა ენები ჩინუკი და ესკიმო.

მაგ., i-n-i-a-l-u-d-am (მას რაღაც მივეცი ახლახანს)

i- ახლო წარსული დრო


-n-პირველი სუბიექტური პირი
-i- მესამე პირის ობიექტი (ეს)
-a- ობიექტური პირი, მდედრ. (მას)
-l- ირიბი დამატების მიმთითებელი
-u- მოქმედების მიმართულება
-d- ძირეული მორფემა („მიცემა“)
-am მოძრაობა რაიმე მიზნით

ინკორპორირებული კონსტრუქციებია აფხაზურშიც.

სინთეზურობის ინდექსი ახასიათებს სიტყვის მორფოლოგიური სტრუქტურის სირთულეს.


სინთეზურობის ინდექსი გამოისხება შემდეგი ფორმულით M/W სადაც M არის მორფემათა
რაოდენობა განსაზღვრული მოცემულობის ტექსტში, ხოლო W - სიტყვების რაოდენობა. ენები,
სადაც ეს შეფარდება უდრის 1-ს, ანალიზურია; ენები, რომლებშიც ეს ინდექსი 1-ზე მეტია, მაგრამ
არ აღემატება 3-ს, განისაზღვრება როგორც სინთეზური, ხოლო ის ენები, რომლებშიც M/W>3,
ხასიათდება როგორც პოლისინთეზური.

2. ოფიციალური განმარტებით წინადადება არის ერტეული რომელიც გამოხატავს დასრულებულ აზრს, ამ


სამყაროს ყოველი ადამიანი რომ გამოკითხოთ, მათ შორის განსაკუთრებით ისინი, ვინც ეგზისტენციალური
კრიზისით იტანჯებიან (მეც) დაგიდასტურებთ რომ დასრულებული არაფერი არსებობს, აზრი ხომ მით
უმეტეს. საინტრესოა მეორე განმარტება: წინადადება არის ენის მაქსიმალური გრამატიკული ერთეული.
ასევე ერთი განმარტებიტ წინადადება არის გრამატიკული ერთეული, რომელიც სხვა ერთეულებისაგან
ინტონაციურად გაიმიჯნება და გამოხატავს დასრულებულ შეტყობინებას. საინტერესო განმარტებაა,
სწორიც არის, მაგრამ არ არის დასრულებული (ჩემი აზრით) წინადადების მტავარი საზრისი რომ
ჩამოვაყალიბოთ უნდა ავიღოთ ორი უტოლობა, სასურველია წრფივი და ტანგესის მაჩვენებელი პით
განსხვავებული რომ ჰქონდეს ისეთი, ამ შემთხვევაში წინადადება იქნება მათი გადაფარვის ფართობი,
რომელიც ხან მცირდება, ხან იზრდება, მაგრამ არ აქვს ფიქსირებული საზღვრები, თუმცა ცხადი ხდება, რომ
სწორი პასუხი ამ ფართობში არის მოქცეული. თუ დავანაწევრებტ წინადადებას (როცა ის არ არის ერთ
ელემენტიანი) მივირებთ წინადადების წევრებს. წინადადების წევრები არიან ერთეულები, რომლებიც
განსაზღვრავენ წინადადების სტრუქტურას. ისინიც სინტაქსური დონის ერთეულები არიან. წინადადების
მთავარი წევრები არიან ე.წ. სრულმნიშვნელობიანი სიტყვები, რომელთაც შეუძლიათ დაამყარონ
გრამატიკული მიმართება წინადადების სხვა წევრებტან. წინადადების მტავარი წევრებია : შემასმენელი,
ქვემდებარე და დამატება, ხოლო არამთავარი, მეორეხარისხოვანი წევრებია : განსაზღვრებები, რომელთაც
შეუძლიათ დაუკავშირდნენ ქვემდებარეს და დამატებას და გარემოებები, რომლებთაც შეუძლიათ
დაუკავშირდნენ შემასმენელს. ნებისმიერი განვრცობილი წინადადება დაიყვანება მარტივეს მოდელზე
რომელსაც ეწოდება მოქმედი- მოქმედება ანუ დაიყვანება წინადადება რომლის წევრებიც არიან ქვემდებარე
და შემასმენელი. შეიძლება ამ ტიპის წინადადებას ჰქონდეს აქტიური ან პასიური კონსტრუქცია. აქტიურია
თუ თავად მოქმედებს პასიურია თუ მასზე მოქმედებენ.

You might also like