You are on page 1of 1

ანტიკური ფილოსოფია, პირველი კოლოკვიუმი (2021, ლექტორი: ლელა

ალექსიძე)

წერილობით საპასუხოდ მოცემულია 3+3 შეკითხვა. პირველი სამი შეკითხვა არის


კოლოკვიუმის შეფასება (მაქსიმუმ 10 ქულა; თითო საკითხი ფასდება 4 ქულით,
მორჩენილი 2 ქულა სტუდენტების სასარგებლოა, თავის დაზღვევის მიზნით).
მეორე სამ შეკითხვაზე პასუხები (მაქს. 10 ქულა) იქნება სასემინარო შეფასების
პირველი ნაწილი (ვინც ისედაც აქტიურობს სემინარებზე, ეს ქულები მით უფრო
დაგემატებათ. აქაც შეფასების იგივე პრინციპია, რაც კოლოკვიუმის შემთხვევაში).
ნაწერის საერთო მოცულობა არ უნდა აღემატებოდეს დაახლოებით 2
გვერდს.გთხოვთ, შეკითხვები გადაწეროთ და ისე უპასუხოთ.

ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 7 ნოემბერი, კვირა, საღამოს 8 სააათი.


ნაშრომები იგზავნება ჩემს მაილზე: lelaalexidze@hotmail.com

დათქმულ ვადაზე გვიან მიღებული ნაწერები არ განიხილება. ერთმანეთისგან,


წიგნებიდან ან საიდანმე გადაწერის შემჩნევის შემთხვევაში მთელი ნაწერის (ან
ნაწერების) ქულა განულდება.

შეკითხვები:

1. დაახასიათეთ სოკრატეს საქმიანობა და განმარტეთ მისი არსი და მიზანი


(პასუხში უნდა ჩანდეს, რომ წაკითხული გაქვთ “სოკრატეს აპოლოგია”)
2. დაახასიათეთ სოკრატე ა) პლატონის მე-7 წერილის მიხედვით; ბ)
პლატონის “ნადიმის” მიხედვით (ალკიბიადეს სიტყვა)
3. დაახასიათეთ და განმარტეთ ფილოსოფოსის საქმიანობის არსი “ფედონის”
მიხედვით
1. განმარტეთ კავშირი სულს, გახსენებასა და შემეცნებას შორის “ფედონის”
მიხედვით
2. განმარტეთ არსისა და არარსის გაგება ა) პარმენიდესთან, ბ)
დემოკრიტესთან. შეადარეთ ისინი ერთმანეთს
3. რით ჰგავს ან არ ჰგავს სოკრატე სოფისტებს? პასუხი დასაბუთებულად
განმარტეთ

You might also like