Professional Documents
Culture Documents
სიზმარი
სიზმარი
რეფერატი შესრულებულია
საქართველოს უნივერსიტეტის
აკადემიური კურსისთვის
თბილისი
სიზმარი
2
რა არის სიზმარი? როგორ ჩნდება ის ჩვენს ქვეცნობიერში? როდის და რატომ ვხედავთ მას?
რეალურია თუ ჩვენი ფანტაზიის ნაყოფი? ამ კითხვებზე პასუხი ადამიანებს უძველესი
დროიდან აინტერესებდათ და საუკუნეების განმავლობაში მისი “საიდუმლოებების“
ამოხსნას ცდილობდნენ. სიზმარზე უამრავი მოსაზრება არსებობდა. ჯერ კიდევ
პირველყოფილი ადამიანის ფანტაზიამ შექმნა მცდარი და პრიმიტიული აზრი სიზმრის
ზებუნებრივ ძალებზე. ისინი მას „სულის" თავგადასავლად თვლიდნენ, რომელიც თითქოს
მოგზაურობდა სხეულის ძილის დროს. დროთა განმავლობაში შეიცვალა წარმოდგენები
სიზმარზე, მის ზებუნებრივ ბუნებაზე. შემდეგ წლებში გამოთქვა აზრი, რომ სიზმრებში
არაფერი საიდუმლოება არ არის და ის წარმოადგენს რეალური მოგონებების გაცოცხლებას
ძილში.ანუ, სიზმარი რეალობის სუბიექტური აღქმაა, ირაციონალური რეალობაა, რომელიც
ადამიანის არაცნობიერთან და ქვეცნობიერთან, ანუ სულისა და სამშვინველის
ტრანსცედენტულ გამოვლინებებთან არის დაკავშირებული.
იმის თქმა, რომ სიზმარი ცალსახად არაფრის მომტანია და მას არ უნდა დავუჯეროთ,
რასაკვირველია შეცდომაა. ჩვენ ქვემოთ ვნახავთ, რომ არა ერთი მუსიკალური თუ
ლიტერატურული შედევრი, მეცნიერული აღმოჩენა სწორედ სიზმრის მეშვეობით გაცხადდა,
სწორედ სიზმარში იხილა ბევრმა ცნობილმა ადამიანმა ის, მიიღო იმ კითხვაზე პასუხი, რასაც
მრავალი წელი ეძებდა. თუმცა არც ყველა სიზმრის დაჯერებაა სასურველი, რადგან ეს
ადამიანის ცხოვრებას მშფოთვარეს გახდის და ადამიანში ცრურწმენებს გააძლიერებს.
3
მეცნიერება
* ცნობილ ფრანგ მეცნიერს რენე დეკარტს თავისი ერთერთი წიგნი დაესიზმრა და ძირითადი
თესიზებიც სიზმარში ნახა.* ცნობილია, რომ დმიტრი მენდელეევმა ქიმიური ელემენტების
ცხრილის ფორმა ასევე სიზმარში ნახა.* გერმანელმა ქიმიკოსმა ფრიდრიხ კეკულე დიდხანს
ფიქრობდა ბენზოლის სტრუქტურულ ფორმულაზე და ფორმაზე და ეს ყველაფერი მან
სიზმარში ნახა - ეს იყო გველი, რომელიც საკუთარ კუდს კბენდა და ბენზოლინს სწორედ
ასეთი სტრუქტურული ფორმა აქვს.* საკერავი მანქანის გამომგონებელს ამერიკელ ელიას
ჰოუვს, დაესიზმრა საკერავი მანქანის ნემსის ფორმა. სხვათა შორის ჰოუვსა და ცნობილ
ზინგერს, რომელიც ასევე ითვლება საკერავი მანქანის შემქმნელად, ერთმანეთის წინააღმდეგ
საკმაოდ ხმაურიანი სასამართლოები ჰქონდათ.* ცნობილ ნოლს ბორს ატომის სტრუქტურა
მზის სისტემად დაესიზმრა, სადაც ბირთვი და ელექტრონებს მზისა და პლანეტების ფორმა
ჰქონდათ.* კანადელმა ექიმმა ფრედერიკ ბანტინგამ ინსულინი სიზმარში იხილა, თუმცა ამას
ხელი არ შეუშლია, რომ ნობელის პრემია მიეღო.* ცნობილი ინდოელი მათემატიკოსი
სრინივასა რამანუჯანი ამტკიცებდა, რომ ყველა მისი მათემატიკური აღმოჩენა სიზმარში
ღმერთმა ნამაგირმა ამცნო.რში ესროლეს და მოკლეს.
ადამიანები ძილში უამრავ სიზმარს ვხედავთ, მაგრამ ხშირად გაღვიძების შემდეგ დიდი
მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებთ მათ გახსენებას. გვემახსოვრება თუ არა სიზმარი ეს
გაღვიძების ტიპზეცაა დამოკიდებული. რადგან სიზმრების დიდ ნაწილს ვერ ვიმახსოვრებთ
ადამიანებს უჩნდებათ კითხვა: არის თუ არა შესაძლებელი, ვაცნობიერებდეთ რომ სიზმარს
ვხედავთ, როდესაც სიზმარს ვხედავთ? არსებობს გააზრებული სიზმარი, რომლის დროსაც
ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია. ამას ლუციდურ სიზმრებს უწოდებენ. ასეთ
სიზმრებში ადამიანს შეუძლია გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე
მოვლენებს, ან მოახდინონ საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება. გაცნობიერებული
სიზმრები საკმაოდ რეალისტური და მკვეთრი შეიძლება იყოს. გააზრებული სიზმარი არის
სიზმარი, რომლის დროსაც ადამიანი აცნობიერებს, რომ სიზმარშია. ასეთ სიზმრებში
ადამიანს შეუძლია გარკვეული კონტროლი გაუწიოს სიზმარში მიმდინარე მოვლენებს, ან
მოახდინონ საკუთარი წარმოსახვით მანიპულირება. გაცნობიერებული სიზმრები საკმაოდ
რეალისტური და მკვეთრი შეიძლება იყოს. გაცნობიერებული სიზმრების დროს თავის
ტვინში ბეტა 1 ტალღების აქტივობაა გამოხატული (13–19 Hz) . აგრეთვე ცნობილია,რომ
გაცნობიერებულ სიზმრებში მონაწილეობას იღებს თავის ტვინის პარიეტალური (თხემის)
წილები. განობიერებული სიზმრები ასევე კავშირშია ცრუ გამოღვიძებასთანაც.
1. კომპენსატორული
2. შემოქმედებითი
სიზმარი
როგორც წესი ხშირად ასეთ სიზმრებს ის ადამიანები ნახულობენ ვისაც უშუალო კავშირი
აქვს ხელოვნებასთან. მაგ: რეჟისორები, მხატვრები, პოეტები, მსახიობები. ამ ტიპის
სიზმრებში მათი ცნობიერი ახალი იდეების და პერსონაჟების მუდმივ ძიებაშია. ეს პროცესი
ძილშიც გრძელდება იმის გამო, რომ არაცნობიერი მეტად რეალიზდება ძილში, სადაც
7
ნაკლები ცენზორი ყავს ანუ უფრო თავისუფალია ვიდრე ღვიძილის დროს. მაგალითად
როგორ ცნობილია ჩარლზ დიკენსმა ნახა სიზმარშ თავისი ნაწარმოების მრავალი პერსონაჟი.
სიზმარი ერთვარი მუზა იყო სალვადორ დალისთვის. ლეონარდო დავინჩმა მრავალი
გამოგონების იდეა სიზმრიდან წამოიღო.
3. განმეორებადი
4. სიტუაციური
6. ფიზიოლოგიური
7. გამაფრთხილებელი
სიზმარი
გამოყენებული ლიტერატურა
https://www.psychologytoday.com/us/blog/the-superhuman-mind/201212/lucid-dreaming-and-self-
realization