You are on page 1of 7

საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

სავარჯიშოები

სავარჯიშო 1.

გარკვიეთ, რამდენი მთავარი წევრია თითოეულ წინადადებაში.

1. მზემ ფანჯარას სხივი სტყორცნა.


2. მოშუადღევდა.
3. ამოვიდა მზე.
4. ნამი შეშრა.
5. დაბლა მდინარე ღრიალებდა.
6. ქარი აშრიალებდა ყანას.
7. ვერხვი მუხას გადახვევს მკლავებს.
8. სიო ნაზად არხევდა ფოთლებს.
9. იღვიძებს ბუნება მიძინებული.
10. ცეცხლის მზე აენთო.

სავარჯიშო 2.

გაარკვიეთ, მოცემული მარტივი წინადადებებიდან რომელია გავრცობილი, რომელი –


გაუვრცობელი.

1. ზაფხულში მზე ადრე ამოდის.


2. მზე იცინის.
3. სიჩუმეს ხანდახან ქვემეხების გრუხუნი არღვევდა.
4. მატარებელს მცხეთაში დაათენდა.
5. დედამ შვილს წიგნები უყიდა.
6. დათბა.
7. ქოხში საკმაოდ ჩამობნელდა.
8. საშინლად ცხელოდა.
9. სტუდენტი მოხსენებას ამზადებს.
10. გუშინ მამამ შვილს ბურთი აჩუქა.

სავარჯიშო 3.

რამდენი და როგორი წინადადებებისაგან შედგება მოცემული მაგალითები?

1. გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი ია.


2. ქორმა წიწილა წაიღო, იძახდა წიავ-წიავსა.

სავარჯიშო 4.

1
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

გააანალიზეთ ქვემოთ მოცემული მარტივი წინადადებები შემდეგი მახასიათებლების


მიხედვით: სრული, უსრული, გავრცობილი, გაუვრცობელი, უქვემდებარო.
1. წუხელ ძლიერ ყინავდა.
2. სწავლობს გიგლა ტიტინა.
3. სიჩუმეს ხანდახან ქვემეხების გრუხუნი არღვევდა.
4. ქოხში საკმაოდ ჩამობნელდა.
5. დღეს მერცხალი შემოფრინდა.
6. ცეცხლი გიზგიზებს.
7. პავლეს სახლის წინ ხალხი შეიკრიბა.
8. ქარმა თოვლი შეაყარა ფანჯარას.
9. ცელქი სიო აღტაცებით ბუჩქნარს დალალს უხუჭუჭებს.
10. ტყემ მოისხა ფოთოლი.

სავარჯიშო 5.

1. ქვემოთ მოცემულთაგან რომელია მარტივი გავრცობილი წინადადება?


ა) ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა.
ბ) ღამემ დღეს დაუკაკუნა.
გ) ამოვიდა მზე.
დ) მოსაღამოვდება.

2. რომელია მარტივი გაუვრცობელი წინადადება?


ა) საშინლად ცხელა.
ბ) შვიდ დღე-ღამეს განუწყვეტლივ თოვდა.
გ) დედას გულმა ტეხა დაუწყო.
დ) ტყემ საიდუმლო შესახედაობა მიიღო.

3. რომელია მარტივი, სრული, გაუვრცობელი წინადადება?


ა) სტუმარს ხელი მოჭრილივით ჩამოუვარდა.
ბ) მე ვუამბობდი მას ზღაპრებს.
გ) ავტობუსი მიქროდა მოასფალტებულ გზაზე.
დ) ჭაბუკმა ხელი ჩამოართვა.

სავარჯიშო 6.

• მოძებნეთ წინადადებებში უბრალო დამატებები.


• გაარკვიეთ, რა შინაარსს გამოხატავენ, რომელი ბრუნვის ფორმითაა გადმოცემული
თითოეული მათგანი, თანდებულიანია თუ უთანდებულო.

1. კამეჩები წნელით გამოება ურემზე.


2. ხელზე ხელი დამკრა.
3. დიდხანს ჰყავდა ჩიტივით გატრუნული ბავშვი ჩახუტებული.

2
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

4. შვილთან ყოველთვის ტკბილი ლაპარაკი იცოდა.


5. მზისგან კანი აჰქერცლოდა.
6. სიცხისგან შეწუხებული ნაგაზი ელგუჯას უაზროდ მისჩერებოდა.
7. ურმის გაისმა ჭრიალი.
8. ხეს მოფარებული ბავშვი სლუკუნებდა.
9. დედოფალი ამ დროს კავთისხევში ცხოვრობდა შვილებით.
10. თარეშობის ბელადად ხოგაის მინდია აირჩიეს.

სავარჯიშო 7.

ამოიწერეთ მოცემულ წინადადებებიდან : ა) პირდაპირი დამატება; ბ) ირიბი დამატება; გ)


უბრალო დამატება.

1. ჩიტმა ხეს პატარა ნაყოფი წვეტიანი ნისკარტით მოაგლიჯა.


2. დედამ ხეს მოფარებულ ბიჭს მაინც მოჰკრა თვალი.
3. ბიჭის გატეხილ შუბლს შეშინებული დედა ცივ ტილოს ფრთხილად ადებს.
4. გაკაწრულ ხელს ბავშვმა სისხლის შესაჩერებლად ბამბა დააფინა.
5. მხატვარმა თითქმის დასრულებულ ნახატს ფუნჯით მოულოდნელად მუქი ხაზი
გადაუსვა.

სავარჯიშო 8.

გაასწორეთ შეცდომები.

1. ორი კაცი მოპირდაპირე ოთახიდან შეუმჩნევლად გამოვიდნენ.


2. რამდენიმე შეიარაღებული ყმაწვილი ბიჭები გალავნის კართან იდგნენ.
3. აღელვებული ხალხი სწრაფად მოგროვილიყვნენ.
4. ქართველი ოფიცრობა აღტაცებით შეეგებნენ დ. კლდიაშვილს.
5. შეწუხებულმა ცოლ-ქმარმა ერთმანეთს დაუწყეს ყურება.
6. მოხუცებული დედ-მამა ტკბებოდნენ შვილების ბედნიერებით.
7. გზაზე ნიკორა ხარები გამოჩნდა.
8. ურმის ბორბლები ორმოებში მძიმედ ეფლობოდნენ.
9. ყველა მონადირენი ტყეში გაიფანტნენ.
10. მტრედისფერ ცაზე ვარსკვლავნი ჩაქრა.
11. ერთად იზრდებოდა თამთა და ლაშა.
12. ურიცხვი ქალი და კაცი ჭალაზე ჩამოეფინნენ.
13. ტყე, მინდორი და ველი ბიბინებდნენ.
14. ლომი და ყველა ფრინველი გზას უთმობდა.
15. ველად გდია ლურჯი კომში და ცისფერი ატამი.

სავარჯიშო 9.

3
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

გაასწორეთ შეცდომები.
1. აღარსად ჩანდა ტოროლა, გუგული, ოფოფი, მერცხალი, მწყერი, გვრიტი.
2. ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდა.
3. არჩილი და კესო მოულოდნელად შებრუნდა ოთახში.
4. ღამის პეპლები აფრთხიალდა ჩაბნელებულ ოთახში.
5. თებერვალშივე თეთრად გადაიპენტებიან ტყემლები.
6. მთაწმინდაზე ბუჩქები შეყვითლდნენ.
7. უზარმაზარი ტალღები ნავს ნაფოტივით ათამაშებდა.
8. სახლის თავზე სამი თეთრი და წითელფეხება მტრედი დაფრინავდნენ.
9. ხალხს ჯერ კიდევ ვერ გამოერკვიათ, ვინ იყო დამნაშავე.
10. და-ძმა ერთმანეთს გადაეხვივნენ.

სავარჯიშო 10.

გაასწორეთ შეცდომები.

1. კაცო, არ გითხარი, ნაოჭი გარმონივით გააკეთე-თქო?


2. მეზობლებს გადაეცი, დათო ხვალ ჩამოვაო.
3. გიმეორებ, მაგ ცოდნით ნიშანს ვერ მიიღებ-თქო.
4. ვამბობდით, ხვალ სოფელში წავიდეთ-მეთქი.
5. შენ არ ამბობდი, აუცილებლად მოვალ-თქო?

სავარჯიშო 11.

სწორად გამოიყენეთ სხვათა სიტყვის ნაწილაკები (-მეთქი, -თქო, -ო).

1. გავიფიქრე, ეს გოგონა რამხელა გაზრდილა...


2. ერთხელ გითხარით, შინ დარჩენა მირჩევნია...
3. ქალი ყვიროდა, თავი დამანებეთ...
4. ყველას განვუცხადეთ, იურისტობა გვინდა...
5. ნიკამ დარეკა, ხვალ ვერ მოვალ...
6. მარიამ, დათოს უთხარი, ჩვენთან მოდი...
7. დავდიოდით და ხალხს ვუმეორებდით, ხმა ამოიღეთ, ვიღუპებით...
8. შენს მეზობელს უთხარი, წიგნი გაქვს დასაბრუნებელი...
9. მოგვატყუეს... , – ვწუწუნებდი.
10. დედაშენი მომიკითხე, როგორ ხარ, რას აპირებ...

სავარჯიშო 12.

გაასწორეთ შეცდომები.

4
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

1. ჯარმა ცოტა ხანს დაისვენა, რადგან შეტევისთვის მოძლიერებულიყო.


2. წელს თბილისში თოვლი ადრე დადნა, რათა მთაში დათბა.
3. საღამოს წარმოდგენა არ გაიმართება, რათა მთავარი როლის შემსრულებელი ავადაა.
4. იგი მიმართავს ხალხს, რადგან ერთად შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღონ.
5. ბავშვმა ტირილი დაიწყო იმისათვის, რომ დაიმორცხვა.
6. გუშინ ადრე დავიძინე, რადგან ადრე ავმდგარიყავი.
7. ბევრი ვიმეცადინეთ იმიტომ, რომ წარმატებით ჩაგვებარებინა გამოცდები.
8. ბავშვი წავიდა, რადგან დედის დანაბარები შეესრულებინა.
9. პლატონი ბევრს მუშაობდა, რადგან ოჯახი გამოეკვება.
10. მათმა მშობლებმა ყველაფერი გააკეთეს, რადგან შესაფერისი განათლება მიეცათ
შვილებისათვის.

სავარჯიშო 13.

სწორად აღადგინეთ წინადადებებში გამოტოვებული კავშირები: რადგან ან რათა.

1. ................. მეგობრები ვერ შეთანხმდნენ, ექსკურსია გადაიდო.


2. ნათია ძალიან გახარებულია, ............. მეგობრისგან ელექტრონული წერილი მიიღო.
3. ჭკვიანი ღვინოს სვამს, .............. გაერთოს.
2. გარეთ გამოვიდა, ............... შინ დარჩენა აღარ შეეძლო.
5. სანდრო ეკლესიაში გაიქცა, ............... დილის ლოცვას დასწრებოდა.

სავარჯიშო 14.

გაასწორეთ შეცდომები და ახსენით შეცდომის მიზეზი.

1. ამას მოჰყვა კაკბის კაკანი, რომელიც გაშმაგებით ეძახდა გულის მეგობარს.


2. ცოცხალი გოჭები ფეხებით ეჭირათ, რომლებიც საშინლად ჭყვიტინებდნენ.
3. მსხლის ტოტები მოჩანდა ფანჯარაში, რომლებსაც ოდნავ არხევდა ქარი.
4. ამ ხმამ შეაკრთო ონისეს გული, რომელსაც ორი კაცი უახლოვდებოდა.
5. მირზამ გაუღო ციხის კარი, რომელშიც ახლა თვითონ იყო ჩამწყვდეული.
6. ლექსი დავწერე მცირე ხანში, რომელსაც ახლა გიგზავნი.
7. შესვლისთანავე შენიშნა წითელი მიხაკები დათომ, რომლებიც სასთუმალთან ეწყო.

სავარჯიშო 15.

გაასწორეთ შეცდომები.

1. ფერდობზე გამოჩნდა რამდენიმე კაცი, რომელიც სიფრთხილით მოდიოდა.

5
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

2. ონისე და გუგუა, რომელსაც დღეს დარბაისლობა უნდა გამოეჩინათ, ისხდნენ ჩუმად.


3. მეფემ მიმართა ჯარს, რომელნიც დაბანაკებულიყვნენ მტკვრის გაღმა.
4. მერე გადახედა ქალ-ვაჟს, რომელიც მის გვერდით იდგა.
5. ცა დაფარა ღრუბლებმა, რომელსაც ქარი აქნევდა.
6. იგი ეკუთვნის იმ თაობას, რომლებმაც დიდი წვლილი დასდეს ქართული თეატრის
განვითარებას.
7. და-ძმა რომელიც გერმანიაში ცხოვრობდა, გუშინ დაბრუნდნენ.

სავარჯიშო 16.

გაასწორეთ შეცდომები.

1. გოგონას, რომელსაც წითელი კაბა ეცვა, ყველასგან გამოირჩეოდა.


2. ზურაბი და ნუგზარი, რომელთაც საქმეები უკვე მოეგვარებინათ, ახლა ტელევიზორი
ჩართეს.
3. მაყურებლები, რომლებიც სპექტაკლზე დააგვიანებენ, დარბაზში აღარ შეუშვებენ.
4. სამი სტუდენტი, რომლებიც წარჩინებით სწავლობდნენ, არდადეგები ბათუმში
გაატარეს.
5. იამ და სოსომ, რომლებმაც ბავშვი გაასეირნეს, ახლა მას დასაძინებლად ამზადებენ.

სავარჯიშო 17.

გაასწორეთ შეცდომები.

1. წიგნი, რომელიც ბიბლიოთეკიდან გამოვიტანე, ორ თვეს ვკითხულობდი.


2. ენგური, რომელიც კლდეს ღრიანცელით ეხლება, მომხიბლა.
3. ახალგაზრდა კალმახებს, რომელთაც ჯერ მზის ამოსვლა არ ენახათ, მტკვრის
სათავისაკენ გასწიეს.
4. ძველი გზა, რომელიც სულ გაფუჭებული იყო, აღარავინ იყენებდა.
5. რამდენიმე მენახირეს, რომლებსაც საქონელი მთაზე აერეკათ, ჩუმად ადევნებდნენ
თვალს იქაურობას.

სავარჯიშო 18.

გაასწორეთ შეცდომები.

1. ყველა აბიტურიენტი, რომელიც გულმოდგინედ იმეცადინებს, აუცილებლად


გახდებიან სტუდენტები.
2. თიხის ფირფიტა აღმოაჩინეს ვანში, რომელზეც ნადირობის სცენებია გამოსახული.
3. წიგნი მაჩუქა ნანამ, რომელიც მეზობელს წავუღე.

6
საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტი (G-PriEd)

4. ირემს, რომელსაც ნადირისაგან დასაცავად წამალი ვუფეთქე, გავატყავე და მივაფარე


ტყავი.
5. განცხადება დაწერა მდივანმა, რომელიც დირექტორს წარუდგინა.

სავარჯიშო 19.

ქვემოთ მოცემულ წინადადებებში დაშვებულია რამდენიმე მორფოლოგიური და


სინტაქსური შეცდომა.
გაასწორეთ შეცდომები. პასუხი დაასაბუთეთ.
გასწორება შესაბამისი დასაბუთებით - 2 ქულა.

1. ახალგაზრდა კაცს, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი უნახავს, ბევრი შეცდომა დაუშვა.


2. იმ ბილიკის თავზე, საიდანაც მოედანი იწყებოდა, ლურჯი ლოდი იდო.
3. მასწავლებლის გამოსვლის ეფექტურობას ჰმატებდა დამაჯერებელი ტონი და
საინტერესო მაგალითები.
4. ჩვენ არ შევურაცხვყოფთ ჩვენი წინაპრების ხსოვნას.
5. ამ საქმეს ხელი მოჰკიდა თვით ხალხმა, რომელიც საზოგადოებაში შეკრებილი
ფულით აგებდა სკოლის შენობას.
6. ეკონომიკის სამინისტრომ წარმატებულ მეწარმეთა დაჯილდოების ცერემონია
გამართა.

სავარჯიშო 20.

აღმოაჩინეთ გრამატიკული შეცდომები, მიუთითეთ სწორი ფორმები, პასუხი


დაასაბუთეთ.
თითოეული შეცდომის გასწორება და შესაბამისი დასაბუთება ფასდება 2 ქულით.
სწორად დაწერილი თითოეული სიტყვის მცდარი ფორმით შეცვლის შემთხვევაში
დაგაკლდებათ ქულა.

1. პატარა ბიჭი, მთლად ტყავში, ნაბადსა და ყაბალახში გახვეული, ცხენს მიერეკებოდა.


2. ბავშვებმა უმწეო ბარტყები ისევ ბუდეში ჩასვეს.
3. რუსთველოლოგიის, როგორც მეცნიერების, არსებობა ვახტანგ VI-ის სახელთან არის
დაკავშირებული.
4. გზა-აბნეული თეიმურაზი ინსტინქტურად მიჰყვებოდა ბილიკს.
5. კატასავით მოქნილი, ჩუმად იჭერდა მსხვერპლს და მერე თავს მოწყვეტდა
შეუბრალებლად.
6. მადლიერმა შთამომავლობამ დავითს აღმაშენებელი სამი საუკუნის შემდეგ უწოდა.

You might also like