You are on page 1of 6

გაკვეთილის გეგმა

16.12.2021 წელი

საგანი: ბიოლოგია
მასწავლებელი ლამზირა გახარია
მოსწავლეთა პროფილი საბაზო VIII. 13 მოსწავლე. სსმ მოსწავლე არ არის
გაკვეთილის თემა ხერხემლის პათოლოგიები, ბრტყელტერფიანობა
გაკვეთილის მიზანი მოსწავლეებმა შეძლონ მსჯელობა ტანადობის დარღვევის
გამომწვევ მიზეზებზე და პრევენციულ ღონისძიებებზე.
ესგ. სტანდარტი ბიოლ. VIII.5.2. ილუსტრაციაზე ან მაკეტზე ჩონჩხის ძირითადი
ნაწილების ამოცნობა და მსჯელობა მათ ფუნქციებზე.
ბიოლ. VIII.9.1. მოიპოვებს ინფორმაციას ხერხემლის განვითარების
პათოლოგიების (ტანადობის დარღვევა), ბრტყელტერფიანობა და
მათი გამომწვევი მიზეზების შესახებ. შეიმუშავებს რეკომენდაციებს
საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის ნორმალური
განვითერებისათვის და წარადგენს კლასის წინაშე
წინარე ცოდნა და უნარ მოსწავლე ფლობს ინფორმაციას ქსოვილების ორგანიზების,
- ჩვევები ორგანოთა სისტემების შესახებ. აღწერს აგებულების
თავისებურებებს და უკავშირებს შესასრულებელ ფუნქციებს.
შეფასება განმსაზღვრელი, განმავითარებელი.
ვ სასწავლო მასალა და სახელმძღვანელო საყრდენ - მამოძრავებელი სისტემის ტაბულა,
რესურსები ინტერნეტიდან მოპოვებული ინფორმაციები, კოგნიტური სქემა,
ხერხემლის პათოლოგიების ამსახველი სურათები.
აქტივობა №1 საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, გაკვეთილის მიზნისა და
საერთო - საკლასო შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
დრო: 2 წთ
აქტივობა №2 წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი სვამს
წინარე ცოდნის გააქტიურება.კითხვებს:
მეთოდი: კითხვა - პასუხი  როგორი ფორმა აქვს ჩვენს ხერხემალს?
დრო 4 წთ  როგორ გესმით სწორი ტანადობა?
 როგორ შეესაბამება ხერხემლის ფორმა მის შესასრულებელ
ფუნქციას?
 რატომ არის თქვენთვის მნიშვნელოვანი ხერხემლის
მოქნილობის და ბრტყელტერფიანობის კვლევა?
აქტივობა №3 მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის ინფორმაციას ხერხემლის
მეთოდი: მინი ლექცია პათოლოგიების (ლორდოზი, კიფოზი, სკოლიოზი,
ორგანიზების ფორმა: საერთობრტყელტერფიანობა
- ) შესახებ აცნობს სწორი ტანადობის
საკლასო. დამახასიათებელ ნიშნებს. ურიგებს კოგნიტურ ბარათს „ვიცოდი,
დრო 5 წთ. გავიგე, მინდა გავიგო“ და სთხოვს I გრაფის შვსებას.
აქტივობა №4 მოსწავლეები ეცნობიან ტექსტს სახელმძღვანელოდან „ტანადობა“
მეთოდი: კითხვა, ორგანიზების
მასწავლებელი დამატებით აწვდის ინტერნეტიდან მოპოვებულ
ფორმა, ინდივიდუალური., ინფორმაციას ხერხემლის პათოლოგიებზე და სთხოვს მოსწავლეებს
დრო: 10 წთ. მის დამუშავებას.
აქტივობა №5 შემთხვევითი შერჩევის პრინციპით რამოდენიმე მოსწავლე აკეთებს
მეთოდი: პრეზენტაციები, მის მიერ დამუშავებული ინფორმაციის პრეზენტაციას (ზოგი -
ორგანიზების ფორმა, ლორდოფზე, ზოგიც კიფოზე და სქოლიოზზე,
ინდივიდუალური., ბრტეყელტერფიანობაზე) მათ უნდა შეძლონ ხერხემლის
დრო: 10 წთ. პათოლოგიების ამსახველი სურათებიდან შესატყვისი ფოტო.
შეავსონ კოგნიტური სქემის II გრაფა.
აქტივობა №6 კითხვები:
ახალი მასალის გაგება -  რატომ აქვს ჩვენს ხერხემალს S და ტერფს თაღოვანი ფორმა?
გააზრების შემოწმება.  ტანადობის დარღვევის რა ფორმები არსებობს?
ორგანიზების ფორმა,  რა პრევენციული ღონისძიებების დაცვაა აუცილებელი სწორი
მთელი კლასი. ტანადობის შესანარჩუნებლად.
დრო: 7 წთ  რა კრიტერიუმებით ამოიცანი ტანადობის დარღვევის ფორმები.
აქტივობა №7 მოსწავლეები ავსებენ კოგნიტური სქემის ბოლო გრაფას. ეძლევათ
საშინაო დავალება დავალება მოიძიონ მეტი ინფორმაცია ტანადობის დარღვევის
დრო: 2 წთ. ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

რეფლექსია

ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებისათვის მიმეწოდებინა


ინფორმაცია ხერხემლის პათოლოგიებისა და მისი თავიდან აცილების პრევენციული
ღონისძიებების შესახებ. ეს პრობლემა დღეს მეტად აქტუალურია, რადგან ეს პათოლოგიები
საკმაოდ გავრცელებულია ბავშვებსა და მოზარდებში.
გაკვეთილი გეგმის მიხედვით წარიმართა.
საორგანიზაციო საკითხებისა და წინარე ცოდნის გააქტიურების შემდეგ მოსწავლეებს
მივაწოდე ინფორმაცია ხერხემლის პათოლოგიების შესახებ, რომ იგი საკმაოდ
გავრცელებულია. დავურიგე წინასწარ გამზადებული კოგნიტური ბარათი „ვიცოდი - გავიგე -
მინდა გავიგო“ და ვთხოვე მისი I გრაფის შევსება, რაც შეასრულეს.
მოსწავლეებმა სახელმძღვანელოდან და ჩემს მიერ დამატებით მიწოდებული მასალიდან
დაამუშავეს ინფორმაციები ხერხემლის პათოლოგიებზე. ვიყავი ფასილიტატორის როლში,
ვაძლევდი უკუკავშირს.
მიმაჩნია, რომ გაკვეთილის მიზანი დამაკმაყოფილებლად მიღწეულია. მიუხედავად იმისა,
რომ მოსწავლეთა მხრიდან პასუხებისას მიწევდა სწორი მიმართულების მიცემა, მათ შეძლეს
მიწოდებული ინფორმაციის სწორად გააზრება, რაც გამოჩნდა პრეზენტაციების წარდგენისას.
სწორად მსჯელობდნენ ტანადობის დარღვევის მახასიათებელ ნიშნებზე, ხერხემლის
პათოლოგიების ამსახველი სურათებიდან სწორად ამოიცნეს შესატყვისი ფოტო.
მსჯელობდნენ ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობაზე სწორი ტანადობის
შესანარჩუნებლად, სათანადო პრევენციული ღონისძიებების დაცვის აუცილებლობაზე. შეავსეს
კოგნიტური სქემის II და III გრაფა. სქემის გაანალიზებისას აღმოჩნდა, რომ მათ ცოტა რამ
იცოდნენ ამ პათოლოგიების შესახებ. სურდათ უფრო მეტის გაგება. რასაც გავითვალისწინებ
მომდევნო გაკვეთილის დაგეგმვისას.
გაკვეთილს უხარვეზოს არ ჩაუვლია. მივიღე შენიშვნები შეფასების ჯგუფის წევრებისაგან.
დროის რაციონალურად გამოყენება, უკუკავშირის ნაკლებობა, ზოგი მოსწავლის პასიურობა,
მათ აღმოსაფხვრელად მეტს ვიმუშავებ საკუთარ თავთან.

ლ. გახარია

გაკვეთილის გეგმა
16.12.2021 წელი

საგანი: ბიოლოგია
მასწავლებელი ლამზირა გახარია
სწავლების საფეხური საბაზო IX. 25 მოსწავლე. სსმ მოსწავლე არ არის.
მოსწავლეთა პროფილი
გაკვეთილის თემა გამრავლება, მიტოზი, მეიოზი, მეიოზის მნიშვნელობა.
გაკვეთილის მიზანი მოსწავლეებმა შეძლოს სქემის მიხედვით უჯრედის სასიცოცხლო
ციკლის აღწერა და მიმდინარე პროცესების მნიშვნელობის
დადგენა.
 მეიოზის სქემის მიხედვით ფაზების დახასიათება;
 მეიოზის ფაზების არეული თანმიმდევრობის დადგენა.
ესგ. სტანდარტი ბიოლ. IX.6.
 მოსწავლე ახასიათებს გამრავლებისა და ინდივიდუალური
განვითარების ფორმებს;
 ადგენს მიტოზისა და მეიოზის მარტივ სქემებს;
 ადარებს შვილეულ უჯრედებში ქრომოსომების განაწილების
კანონზომიერებებს და განმარტავს მათ მნიშვნელობას.
წინარე ცოდნა და უნარ მოსწავლე იცის სქესობრივი და უსქესო გამრავლების ფორმები,
- ჩვევები ფლობს ინფორმაციას მიტოზის ფაზებისა და მისი მნიშვნელობის
შესახებ.
შეფასება განმსაზღვრელი, განმავითარებელი.

ვ სასწავლო მასალა და სახელმძღვანელოს შესაბამისი პარაგრაფი, მიტოზისა და მეიოზის


რესურსები სქემები, თაბახის ფურცლები.
გაკვეთილის მსვლელობა საორგანიზაციო საკითხების მოგვარება, გაკვეთილის მიზნისა და
აქტივობა №1 შეფასების კრიტერიუმების გაცნობა.
საერთო - საკლასო
დრო:
აქტივობა №2 წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი მოსწავლეებს
ორგანიზების ფორმა სთხოვს პასუხი გასცენ შემდეგ კითხვებს:
წინარე ცოდნის გააქტიურება.  რა არის უჯრედის ციკლი?
მეთოდი: გონებრივი იერიში.  რა ფაზებისაგან შედგება უჯრედის ციკლი?
დრო:  რა პროცესები მიმდინარეობს ინტერფაზაში?
 რა არის ქრომაციდი?
 რა თვისებებით გამოირჩევა მიტოზის თითოეული ფაზა?
აქტივობა №3 მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს გაეცნონ სახელმზღვანელოში
ორგანიზების ფორმა: მოცემულ ტექსტს მეიოზის შესახებ. თაბახზე ჩახატონ მეიოზის
ინდივიდუალური. ფაზები, რაც ხელს შეუწყობს მეიოზში მიმდინარე პროცესების
მეთოდი: ტესტის დამუშავება. თანმიმდევრობის უკეთ აღქმასა და დამახსოვრებას. მოსწავლეებმა
დრო: შეადგინონ კოგნიტური სქემა, შეადარონ ერთმანეთს I და II
მეიოზური გაყოფის ფაზები, დაადგინონ მათ შორის მსგავსება -
განსხვავება.
აქტივობა №4 დამუშავებული ინფორმაციის გაგება - გააზრების დონეს
ორგანიზების ფორმა: მასწავლებელი ამოწმებს მოსწავლეთა მიერ პრეზენტაციების
ინდივიდუალური. წარდგენით. პრეზენტაციას ახდენენ მათ მიერ შესრულებული
მეთოდი: პრეზენტაცია კოგნიტური სქემის გამოყენებით. საჭიროების შემთხვევაში
დრო: მასწავლებელი უსვამს დამაზუსტებელ კითხვებს, მასალის უკეთ
აღქმის მიზნით ატარებს მინი ლექციას, მეიოზის სქემის
გამოყენებით.
გაკვეთილის შეჯამება, გაკვეთილის შეჯამების მიზნით მასწავლებელი კლასს უსვამს
ორგანიზების დოენე, საერთო კითხვებს
- :
საკლასო მეთოდი,  რომელ ჯირკვალში მიმდინარეობს მეიოზი?
კითხვა - პასუხი,  რა მსგავსება - განსხვავებაა მეიოზის პირველ და მეორე ფაზებს
დრო: შორის?
 მეიოზის რომელი ფაზა ემსგავსება მიტოზს?
 როგორია მეიოზის პირველი და მეორე გაყოფის მეტაფაზაში
ქრომოსომული წყვილების განლაგება და განაწილება?
საშინაო დავალება მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს მეიოზის მოდელის შექმნას.
დრო:
რეფლექსია
ჩემს მიერ ჩატარებული გაკვეთილის მიზანი იყო მოსწავლეებს შეძლებოდათ უჯრედის
სასიცოცხლო ციკლის აღწერა, მასში მიმდინარე პროცესების მნიშვნელობის გარკვევა,
მეიოზში მიმდინარე პროცესების თანმიმდევრულად აღწერა, სქემის შედგენა მეიოზის
პირველი და მეორე გაყოფის ფაზებს შორის არსებული მსგავსება - განსხვავების დადგენის
მიზნით.
გაკვეთილი წარიმართა გეგმის შესაბამისად. საორგანიზაციო საკითხების მოგვარების
შემდეგ გავაცანი გაკვეთილის ტემა, მიზანი, შეფასების რუბრიკები.
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით დასმულ კითხვებზე მოსწავლეთა პასუხები იყო
დამაკმაყოფილებელი. მოსწავლეებს მივაწოდე მოკლე ინფორმაცია სასქესო უჯრედებში
მიმდინარე პროცესის - მეიოზის შესახებ და ვთხოვე დაემუშავებინათ სახელმძღვანელოში
შესაბამისი ტექსტი. გაცნობოდნენ პირველ და მეორე მეიოზურ გაყოფაში მიმდინარე
პროცესებს, შეედგინათ კოგნიტური რუკა, მათ შორის არსებული მსგავსება - განსხვავების
დადგენის მიზნით. ვიყავი ფასილიტატორის როლში, საჭიროების შემთხვევაში ვუწევდი
სათანადო დახმარებას.
მოსწავლეების მიერ წარდგენილი იქნა პრეზენტაციები, მათ მიერ შედგენილი კოგნიტური
სქემის გამოყენებით მომიწია დამაზუსტებელი კითხვების დასმა, რომ მოსწავლე უკეთ
ჩაწვდომოდა მეიოზში მიმდინარე პროცესების არსს. ცოცხალი სამყაროსათვის მეიოზის
ბიოლოგიური მნიშვნელობის უკეთ გაანალიზების მიზნით მომიწია მინი - ლექციის ჩატარება.
მიმაჩნია, რომ გაკვეთილმა დამაკმაყოფილებლად მიაღწია დასახულ მიზანს. ჩემს მიერ
გაკეთებული მინი ლექციის შემდეგ გაკვეთილის შეჯამებისას მოსწავლეებმა უკეთ შეძლეს
დასმულ კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემა.
იყო ხარვეზებიც, დროის ლიმიტის არარაციონალურად გამოყენება, უკუკავშირის გაცემის
ნაკლებობა, კლასი მაქსიმალურად არ იყო ჩართული საგაკვეთილო პროცესში, არ
გამოუყენებიათ ელ. რესურსები. შეფასების ჯგუფის წევრების მიერ შენიშვნებს და
რეკომედაციებს გავითვალისწინებ ჩემს მომდევნო გაკვეთილების ჩატარების პროცესში .

You might also like