ენათმეცნიერების შესავალი ფინალური ბილეთები

You might also like

You are on page 1of 52

ენათმეცნიერების შესავალი

ლექტორი: მარინე ივანიშვილი


სემინარი: ანა ჩუტკერაშვილი

ბილეთი 1

1. ენის რაობა და ფუნქციები. ენის საარტიკულაციო ფუნქცია და ცხოველის „ენა“ (10


ქულა)
2. ფონოლოგიური ანალიზის პრინციპები (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია გამოხატული ამ
ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განმარტეთ ტერმინები: ფონი-ალოფონი-ფონემა.

1. ენის რაობა და ფუნქციები. ენის საარტიკულაციო ფუნქცია და ცხოველთა ენა.

ენის უმთავრეს ფუნქციად ექსპრესიული ანუ გამომხატველობითი ფუნქცია ითვლება, ეს ნიშნავს


რომ ადამიანი ბგერითი ენის დახმარებით გამოხატავს აზრებს, ადამიანის გამომხატველობითი
ფუნქცია არ შემოიფარგლება მხოლოდ ბგერითი ენით, იგი სხვადასხვა საშუალებებს იყენებს,
როგორიცაა ჟესტების ენა ანუ კინეტიკური ენა. ენის ერთ-ერთი სახეა ასევე გრაფიკული ენა, იგივე
დამწერლობა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია თანამედროვე ადამიანი, ბგერითი და
გრაფიკული ენები ერთმანეთს ენაცვლებიან გარკვეული გარემოებების მიხედვით, რადგან ორივეს
აქვს თავისი უპირატესობები, მაგალითად რომ არა გრაფიკული ენა დღეს არაფერი
გვეცოდინებოდა ანტიკური ხანის ქვეყნების შესახებ, რადგან ბგერითი ენა შეზღუდულია დროში,
ზეპირი სახით ისტორია ფაქტებს ზუსტად ვერ შემოგვინახავდა, მაგრამ კომუნიკაციისთვის უფრო
პრაქტიკულია ბგერითი ენა.

ბგერითი ენის კიდევ ერთი ფუნქციაა საკომუნიკაციო ფუნქცია, ამ ფუნქციის მიხედვით ენა
სოციალური მოვლენაა, ადამიანები ენის საშუალებით არამარტო გამოხატავენ აზრებს, არამედ
უზიარებენ ერთმანეთს და ამყარებენ კონტაქტს, ენა საზოგადოების შექმნის აუცილებელი ნიშანია,
რადგან საზოგადოების ინდივიდები ერთმანეთტა კავშირს ენის დახმარებიტ ამყარებენ,
საზოგადოება კი ქმნის ენობრივ კოლექტივს, ანუ ჯგუფს რომლის წევრებსაც ესმით ერთმანეთის
ენა. საკომუნიკაციო ფუნქცია არ ახასიათებს მხოლოდ ბგერით ენას, გრაფიკული ენაც და
კინტეკური ენაც ასევე კომუნიკაციის საშუალება რადგან მათ ყავთ ადრესატი გარკვეული ჯგუფის
თუ კონკრეტული პიროვნებს სახით.

ზემოთ განხილული ორი ფუნქციის მიხედვით შეიძლება ითქვას რომ ბგერითი ენა არაფრით
განსხვავდება სხვა ენებისგან, გარდა გამომხატველობითი ფორმისა, მაგრამ მათ შორის განსხვავება
დიდია და ამ განსხვავების დასანახად უნდა განვიხილოთ ენის კიდევ ერთი ფუნქცია,
საარტიკულაციო ფუნქცია.
ადამიანი ამყარებს მიმართებას საგანთა სამყაროსთან, იგი აღიქვამს საგანს და რიგი
ფსიქოლოგიური მოვლენების განვითარების შემდეგ მის ტვინში წარმოიქმნება წარმოდგენა ამ
საგნის შესახებ, ანუ ხატი, რომელიც შეიძლება რეალისტური იყოს ან არარეალისტური, ანუ იგი არ
შეესაბამებოდეს რაიმე კონკრეტულ ნამდვილ საგანს (დრაკონი, ფერია, ქალთევზა და ა.შ).
წარმოდგენა არ არის მატერიალური ფენომენი, იგი არ განიხილება ადამიანის ხუთი ძირითადი
გრძნობის მიხედვით, ამგვარ მოვლენებს ეწოდებათ მენტალური მოვლენები, მენტალურ
მოვლენებს არ აქვთ ფიზიკური სახე ამიტომ მათი აღქმა გრძნობების მიხედვით შეუძლებელია

წარმოდგენა იკონურობის პრინციპს ემყარება, ანუ მსგავსებას საგანსა და წარმოდგენას შორის.


ადამიანს აქვს ვიზუალური აზროვნების უნარი, რომელიც ენასთან კავშირში არაა, მაგრამ მას ასევე
აქვს კონცეპტუალური აზროვნების უნარი, რომელიც უშუალოდ ენას იყენებს. კონცეპტუალური
აზროვნება ანუ ცნებითი აზროვნება დამოკიდებულია ადამიანის ბუნებრივ ენაზე, ქართველს არ
შეუძლია იაზროვნოს იმ ენაზე, რომელიც არ იცის, რათქმა უნდა შესაძლებელია მან იაზროვნოს
რომელიმე შესწავლილ ენაზე, მაგრამ ძირითადად ადამიანი აზროვნებს ბუნებრივ ენაზე. "ენა
აზროვნების უშუალო სინამდვილეა" (კარლ მარქსი), ეს ნიშნავს რომ ენა და კონცეპტუალური
აზროვნება ერთმანეთზეა დამოკიდებული, ისინი ვერ იარსებებენ ერთმანეთის გარეშე, რადგან
ენასა და ცნებით აზროვნებას შორის მჭიდრო კავშირია, სიტყვა გამოხატავს ცნებას და არა
წარმოდგენას. ცნება და წარმოდგენა ორივე მენტალური მოვლენაა, მაგრამ ცნება წარმოდგენისგან
განსხვავებით აბსტრაქტულია და არა კონკრეტული, შესაბამისად ცნება არ არის იკონური. ცნება
გამოხატავს საგანთა კლასს და არა რაიმე კონკრეტულ საგანს, შესაბამისად იგი შეუძლებელია
იკონური იყოს.

წარმოდგენის მატერიალიზაცია ენაში ხდება ბგერების საშუალებით, მაგრამ ბგერითი


გამოხატვისას შეუძლებელია წარმოდგენის უშუალო მატერიალიზაცია, ამიტომ ენაში მოქმედებს
იკონურობის პრინციპი უარყოფილია და მოქმედებს პირობითობის პრინციპი, პირობითობის
პრინციპი არის ენის ფუნდამენტური მახასიათებელი, სიტყვა მხოლოდ პირობითად აღნიშნავს
მოვლენას ან საგანს, ანუ კონკრეტულ ბგერათა მიმდევრობას არ აქვს საერთო მის მატერიალურ
მნიშვნელობასთან, ამის ნათელი მაგალითია სხვადასხვა ენებში ერთი და იმავე ცნების ან საგნის
აღმნიშვნელებს შორის ბგერითი შედგენილობების განსხვავება. ე.ი: ბგერას არ აქვს უნარი
წარმოდგენების მატერიალიზაციის, მაგრამ იგი თავისუფლად ახერხებს ცნებების
მატერიალიზაციას, ეს იმიტომ ხდება რომ ცნება არ არის იკონური ერთეული, იგი აზრია საგნის ან
მოვლენის შესახებ და შესაბამისად ბგერას შეუძლია მისი მატერიალიზაცია. წარმოდგენა
მოითხოვს იკონურ მატერიალიზაციას და ეს საშუალება ბგერას არ გააჩნია, ამიტომ უნდა ითქვას
რომ ბგერასთან მიმართებაში წარმოდგენა გარდაიქმნება ცნებად. წარმოდგენის ცნებებად
გარდაქმნას აზროვნების დანაწევრება ეწოდება.

გარდა ადამიანებისა, კომუნიკაციის უნარი აქვთ ასევე ცხოველებსაც. მათი "ენა" მკვეთრად
განსხვავდება ადამიანის ბუნებრივი ენისგან, პირველ რიგში ცხოველის ენა არის გენეტიკური, ანუ
გადაეცემა შთამომავლობას, შეუძლებელია მისი ათვისება, ხოლო ადამიანებს აქვთ თანდაყოლილი
უნარი აითვისონ, შეისწავლონ საკომუნიკაციოდ კონკრეტული ენა. ცხოველის ენას არ გააჩნია
ადამიანის ენისთვის მახასიათებელი თვისებები, როგორებიცაა დუალობა, პროდუქტიულობა და
საარტიკულაციო ფუნქცია.
2. ფონოლოგიური ანალიზის პრინციპები

ფონემა მეტყველების ნაკადში რეალიზდება ბგერებით, ფაკულტატური ან პოზიციური


ალოფონებით, რომელთა რაოდენობა პრაქტიკულადაც და თეორიულადაც უსასრულოა.
ამიტომ ენათმეცნიერებაში დაისვა საკითხი ბგერითი ვარიანტების უსასრულო
რაოდეობის გაერთიანებისა ფონემაში, ანუ იმის გარკვევა თუ რომელ ფონემას უნდა
მივაკუთვნოთესა თუ ის ბგერითი ვარიანტი.
ფონემათა გამოყოფის წესები, რომელთა მიხედვითაც ხდება ბგერების დაჯგუფება ფონემებად,
ემყარება დისტრიბუციულ მიმართებებს. ეს მიმართებები შეიძლება იყოს სამი სახის:
თავისუფალი ვარირება ანუ ეკვივაკენტური დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს ყველა
პოზიცია საერთო აქვთ), კონტრასტული დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს როგორც
საერთო, ისე განსხვავებული პოზიციები აქვთ) დამატებითი დისტრიბუცია (როდესაც ორ
ელემენტს არცერთი საერთო პოზიცია არ აქვთ). ამ მიართებების საფუძველზე გამოიყოფა სამი
წესი.
1. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან თავისუფალი ვარირების მიმართებაშია, ე.ი. თუ მათი
ურთიერთჩანაცვლება არ იწვევს სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას, მაშინ ასეთი ორი
ბგერა უნდა განვიხილოთ როგორც ერთი ფონემის ალოფონები.
მაგ., ჩინურში „l“ და „r“ ბგერები თავისუფლად ენაცვლება ერთმანეთს ისე, რომ
ამით სიტყვის მნიშვნელობა არ იცვლება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს ბგერები
ჩინურში ერთი ფონემის ალოფონებია.

2. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან კონტრასტული დისტრიბუციის მიმართებაშია, ე.ი.


თუ მათი ურთიერთჩანაცვლება სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას იწვევს, მაშინ
ასეთი ორი ბგერა ორი სხვადასხვა ფონემის ალოფონებია.
მაგ., ქართულში, ჩინურისგან განსხვავებით, „რ“ და „ლ“ ორი სხვადასხვა ფონემის
ალოფონებია, რადგან, მაგალითად, სიტყვაში „ბარი“ „რ“-ს თუ შევცვლით „ლ“-თი
ჩვენ მივიღებთ სულ სხვა მნიშვნელობას (ბარი-ბალი). ამ ბგერების
ურთიერთჩანაცვლებით ასევე შეიცვლება მნიშვნელობა სიტყვებში „ლალი-ლარი“,
„ქალი-ქარი“ და ა.შ.

3. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაშია (ანუ ორი


ბგერა არასდროს არ ჩაენაცვლება ერთმანეთს ერთსა და იმავე პოზიციაში), და თუ
ასეთი ორი ბგერა ერთმანეთის მსგავსია ფონეტიკურად, მაშინ ისინი უნდა
განვიხილოთ როგორც ერთი და იმავე ფონემის პოზიციური ალოფონები.
მაგალითად, რუსულში и და ы ბგერები ერთმანეთთან დამატბითი დისტრუბუციის
მიმართებაშია, რადგანაც ы წარმოდგენილია მხოლოდ მაგარი თანხმოვნების
მომდევნო პოზიციაში, სადაც მისი и ბგერით ჩანაცვლება დაუშვებელია.

დ}
ფონი-ფონემა-ალოფონი (მთლიანად) (5 ქულა)
მეტყველების ნაკადის ბგერებად დანაწევრების, სეგმენტაციის შედეგად გამოყოფილ ფონეტიკურ
ელემენტს შეიძლება ფონი (ბერძ. „ბგერა“) ვუწოდოთ. ყველა იმ ფონს (ბგერას) რომლელთა სახითაც
ვლინდება მოცემული ფონემა, ეწოდება ამ ფონემის ალოფონები (ბერძ. „სხვა“ ).

სამეტყველო ბგერა და ფონემა ურთიერთგანსხვავებული ერთეულებია, რადგან მეტყველების


პროცესში წარმოქმნილი ბგერათა რაოდენობა უსასრულოდ დიდია, ხოლო ფონემათა რაოდენობა -
სასრული (ქართულის შემთხვევაში 33 ფონემა). სამეტყველო ბგერასა და ფონემას შორის
განსხვავება ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ფონემა ერთგვარად აბსტრაქტული ერთეულია, ხოლო
სამეტყველო ბგერა მის კონკრეტულ რეალიზაციას წარმოადგენს. სამეტყველო ბგერათა
დახასიათება შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული ნიშნების მიხედვით. დახასიათება
გულისხმობს ისეთი იშნების შერჩევას, რომელთა ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას და
განასხვავებს ყველა სხვა სამეტყველო ბგერისაგან. მაგ., ბგერა, რომლის გრაფიკული სიმბოლო არის
„ბ“ შეიძლება დახასიათდეს როგორც ბილაბიალური ანუ წყვილბაგისმიერი, მჟღერი, ხშულ-
მსკდომი. ამ ნიშანთა ერთობლიობა ცალსახად ახასიათებს მოცემულბგერას და განარჩევს მას სხვა
სამეტყველო ბგერებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ენაში არსებობს უსასრულოდ დიდი რაოენობა
ობიექტურად ერთმანეთისგან განსხვავებული სამეტყველოო ბგერებისა, მაინც შესაძლებელია
ყოველი სამეტყველო ბგერის იდენტიფიკაცია ანუ ცნობა, ამოცნობა და ეს ხორციელდება
კონკრეტული ბგერისათვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნების საშუალებით, რომელთა
ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას. იმ არსებით ნიშნებს, რომლებიც მონაწილეობენ
სამეტყველო ბგერათა დახასიათებაში და რომელთა მეშვეობითაც ბგერები ერთმანეთისგან
განსხვავდებიან ეწოდებათ დისტინქციური ანუ განმასხვავებელი ნიშნები. ყველა სამეტყველო
ბგერა, რომელიც ხასიათდება დისტინქციურ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით,
განეკუთნება ერთ სიმრავლეს, ერთ კლასს. ბგერათა ასეთ კლასს ეწოდება ფონემა, ხოლო თვითონ
ამ ბგერებს, რომლებიც ერთ კლაში არიან გაერთიანებულნი განმასხვავებელ ნიშანთა ერთი და
იმავე ერთობლიობის საფუძველზე - ამ ფონემის გამოვლინებები, რეალიზაციები, ვარიანტები ანუ
ალოფონები.

ფონემა, როგორც კლასი ისეთი სამეტყველო ბგერებისა, რომლებიც გამოირჩევიან განმასხვავებელ


ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით, შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც სწორედ ამ
დისტინქციურ ნიშანთა ერთობლიობა. ის საერთო, რაც ერთ კლასად, ერთ ფონემად აერთიანებს
ცალკეულ სამეტყველო ბგერებს, არის ერთობლიობა ამ ბგერებისათვის დამახასიათებელი ერთი
და იმავე განმასხვავებელი ნიშნებისა და, ამდენად, ფონემა შეიძლება განისაზღვროს სწორედ ასე -
როგორც ერთობლიობა განმასხვავებელი ნიშნებისა.

ბილეთი 2
1. ნიშნის სახეობები. ნიშანთა შესწავლის სამი ასპექტი. სინტაგმატური და
პარადიგმატული მიმართებები (10 ქულა)
2. ლ. ტენიერის სტრუქტურული სინტაქსი: ზმნური ვალენტობა და აქტანტები (10
ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში … ;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია გამოხატული ამ
ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განმარტეთ ტერმინები: მორფი-ალომორფი-მორფემა.

1. ნიშნის სახეობები. ნიშანთა შესწავლის სამი ასპექტი. სინტაგმატური და


პარადიგმატული მიმართებები

ნიშნის სახეები. ნიშანთა შესწავლის სამი ასპექტი. სინტაგმატური და პარადიგმატული


მიმართებები

ნიშნის სახეები. ნიშანთა ზოგადი კლასიფიკაციისას პერსი ერთმანეთისგან მკაცრად გამიჯნავს


ნიშნის ორ მხარეს : ერთ მხარეს შეადგენს აღმნიშვნელი, ხოლო მეორე მხარეს - აღსანიშნი. იმის
მიხედვით, თუ როგორია მიმართება ამ ორ მხარეს შორის, განირჩევა ნიშანთა სამი ძირითადი
ტიპი:

1. ხატი (იკონა) -ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელს ახასიათებს გარკვეული მსგავსება


აღსანიშნთან; ამ დროს აღმნიშვნელი ერთგვარად წარმოადგენს აღსანიშნის ფორმალურ
ასახვას, გამეორებას (მაგალითად, ცხოველის გამოსახულება როგორც იკონური ნიშანი
თვით ცხოველისა.)
2. ინდექსი - ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელი აღსანიშნს უკავშირდება მიზეზ-
შედეგობრივი კავშირით. (მაგალითად, კვამლი არის ცეცხლის ნიშანი; ცისარტყელა არის
წვიმის ნიშანი)
3. სიმბოლო - ესაა ნიშანი, რომელშიც აღმნიშვნელი უკავშირდება აღსანიშნს გარკვეული
პირობის, შეთანხმების საფუძველზე; ეს კავშირი ნებისმიერია (არ არის დამოკიდებული
იმაზე, არსებობს თუ არა რაიმე მსგავსება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის) და
რეალიზებულია შეთანხმების წესის მიხედვით.

ნიშანთა შესწავლის სამი ასპექტი. ენა, როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა, ნიშანთა სხვა
სისტემებთან ერთად წარმოადგენს მეციერების ერთი დარგის შესწავლის ობიექტს, დარგისა
რომელსაც ჰქვია სემიოტიკა. სემიოტიკა არის ნიშანთა სისტემების ზოგადი თეორია, რომელიც
შეისწავლის ამ სისტემების უნივერსალურ ანუ საყოველთაო მახასიათებლებს და ცალკეული
კონკრეტული სისტემებისათვის ნიშანდობლივ თვისებებს , მათ სპეციფიკურ ნიშანთვისებებს.

ნიშანთა ყოველი სისტემა და ამდენად, ბუნებრივია, ენობრივი სისტემაც შესაძლებელია


განხილული და შესწავლილი იქნეს სამი თვალსაზრისით, ასპექტით. ესენია:
1. სინტაქსური ასპექტი ანუ სინტაქტიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის
შესწავლას მის ელემენტებს შორის არსებული მიმართებების თვალსაზრისით. ეს
მიმართებები ვლინდება ელემენტთა ურთიერთგანლაგებაში, განაწილებაში ცალკეულ
მიმდევრობებად.
2. სემანტიკური ასპექტი ანუ სემანტიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის შესწავლას
მისი ელემენტების ე.ი. ნიშნების მნიშვნელობების თვალსაზრისით, ანუ ნიშანთა
შემადგენლების - აღმნიშვნელისა და აღსანიშნს შორის არსებული მიმართებების
თვალსაზრისით.
3. პრაგმატიკული ასპექტი ანუ პრგმატიკა, რომელიც გულისხმობს ნიშანთა სისტემის
შესწავლას ამ სისტემის მომხმარებლისათვის ნიშანთა ღირებულების თვალსაზრისით.

სინტაგმატური და პარადიგმატული მიმართებები. ენის ერთეულები ქმნიან სისტემას ანუ


ერთიანობას, რომელშიც ყოველი ერთეული გარკვეულ კავშირშია ყველა სხვა ერთეულთან.
სისტემაში რომელიმე ერთეულის შეცვლა იწვევს ამ სისტემის ყველა სხვა ერთეულის გარკვეულ
სახეცვლილებას.

ერთეულის მიმართება სისტემის სხვა ერთეულთან შეიძლება იყოს სინტაგმატური ან


პარადიგმატიკული. სინტაგმატურ მიმართებას ერთეული ამყარებს მიმდევრობაში წინამავალ ან
მომდევნო ერთეულებთან. პარადიგმატული მიმართება გვაქვს, როდესაც მოცემული ერთეული
რაღაც თვალსარისით უპირისპირდება სხვა ერთეულებს სისტემაში (და არა მიმდევრობაში).
მაგალითად, თუ სისტემაში გვაქვს რაღაც [aktu], [agtu], [antu] გამოსახულებები [k] ელემენტი
სინტაგმატურ მიართებაშია [a], [t] და [u] ელემენტებთან და პარადიგმატიკულ მიმართებაშია [g],
[n] ელემენტებთან, რომლებიც იმავე გარემოცვაში (პოზიციაში) გვხვდება.

პარადიგმატიკულ მიმართებათა არსებობა განაპირობებს იმას, რომ ენობრივ ერთეულთა სიმრავლე


არის არა უბრალო ერთიანობა, არამედ - სისტემა. მაშასადამე, პარადიგმატიკული მიმართებები
სისტემის არსებით საფუძველს წარმოადგენ
~

2. ლ. ტენიერის სტრუქტურული სინტაქსი: ზმნური ვალენტობა და აქტანტები


თანამედროვე სინტაქსურ მიმდინარეობებს შორის საყურადღებოა „სტრუქტურული
სინტაქსის“ სახელით ცნობილი თეორია, რომელიც ემყარება ზმნის (შემასმენლის,
პრედიკატის) მიერ წინადადების სხვა წევრების მართვის მოდელს. სტრუქტურული
სინტაქსი სიტყვებს შორის არსებულ იერარქიულ დამოკიდებულებებს ასახავს. ლუსიენ
ტენიერის თეორიაში სიტყვებს შორის კავშირების იერარქია და მიმართულება
განისაზღვრება პრედიკატის მოწესრიგებული აქტანტური სტრუქტურით.

აქტანტები (ფრ. actants „მოქმედნი“) იმ პირებისა და საგნების აღმიშვნელი სახელებია,


რომლებიც ამა თუ იმ სახით მონაწილეობენ ზმნით გადმოცემულ მოქმედებაში. ყოველ
ზმნას შეიძლება დაუკავშირდეს აქტანტების გარკვეული რაოდენობა; ზმნის ამ უნარს,
შეიწყოს აქტანტების გარკვეული რაოდენობა, ვალენტობა ეწოდება (ტერმინი ვალენტობა
გამოიყენება უფრო ფართო მნიშვნელობითაც - როგორც ენობრივი ერთეულის უნარი,
დაამყროს სინტაქსური კავშირები სხვა ენობრივ ერთეულებთან).
წინადადება შეიძლება შევადაროთ დრამას, რომლის მოქმედება გამოხატულია ზმნა-
პრედიკატით, მოქმედი პირები - აქტანტებით, ხოლო მოქმედების გარემოებანი -
სირკონსტანტებით. აქტანტებისაგან განსხვავებით სირკონსტანტების რაოდენობა არ არის
განსაზღვრული; ისინი წინადადებაში შეიძლება არც იყვნენ წარმოდგენილნი.
სირკონსტანტები გამოიხატება ზმნიზედებით.

აქტანტები მოწესრიგებულ სიმრავლეს ქმნიან: I აქტანტი ტრადიციული გრამატიკის


ქვემდებარეა, II აქტანტი- პირდაპირი დამატება, III აქტანტი-ირიბი დამატება.
სემანტიკური როლების მიხედვით აქტანტებში შემდეგი სახეობები გამოიყოფა:
მოქმედების აქტიური მონაწილე - სუბიექტი ანუ აგენსი (ლათ. agens „მოქმედი“) ;
მოქმედების პასიური მონაწილე -პაციენსი (ლათ. patiens „განმცდელი“ ); რაღაცის
აღმქმელი ან გრძნობის განმცდელი მონაწილე -ექსპერიენცერი; ის პირი ან საგანი
(ობიექტი), რომლისთვისაც ხორციელდება მოქმედება - ადრესატი. ერთი და იგვივე
აქტანტი შეიძლება სხვადასხვა სემანტიკურ როლს ასრულებდეს. მაგალითად, ქვემდებარე
შიძლება წარმოადგენდეს აგენსს (ბიჭი ხატავს), ექსპერიენცერს (ბიჭს სცივა);

ზმნა შეიძლება იყოს უაქტანტო ანუ ნულვალენტიანი (ავალენტური) - ასეთია,


მაგალითად, ბუნების მოვლენათა გამომხატველი ზმნები. მაგ., წვიმს, თოვს, ცივა... it rains,
it snows. ამგვარ ზმნებში თავს იჩენს ე.წ. ფსევდოსუბიექტი (ანუ რეალური სუბიექტი არ არ
არსებობს).

ერთაქტანტიანი, ანუ ერთვალენტიანი ზმნები გამოხატავენ მოქმედებას, რომელშიც


მხოლოდ ერთი პირი ან საგანი მონაწილეობს. მაგ., ჩიტი მიფრინავს, სტუმრები მოვიდნენ,
მეძინება; ორვალენტიან ზმნებში ორი აქტანტი მონაწილეობს. მაგ., ვკითხულობ -მე მას.
ა.შ.

იმ აქტანტების რაოდენობა და ხასიათი, რომლებიც აუცილებელია მოცემული ზმნისთვის,


განსაზღვრავს წინადადების აქტანტურ სტრუქტურას.

დ) განმარტეთ ტერმინები: მორფი-ალომორფი-მორფემა.

ენობრივი სისტემის მორფოლოგიურ დონეზე გამოიყოფა გარკვეული ერთეულები – მორფები.


მორფი შეიძლება განისაზღვროს, როგორც მნიშვნელობის მქონე მინიმალური, უმცირესი
ენობრივი ფორმა, რომელიც უკვე აღარ იშლება მნიშვნელობის მქონე უფრო მცირე
ერთეულებად. ერთნაირი მნიშვნელობის მქონე მორფები ერთიანდებიან გარკვეულ კლასებად
– მორფემებად. მორფემა არის ისეთი ენობრივი ერთეული, რომელსაც აქვს ორი პლანი -
შინაარსისა და გამოხატულების პლანი. მორფემა, როგორც ორპლანიანი ერთეული
განსხვავდება ფონემისგან, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელობა. მორფემა განისაზღვრება ,
როგორც მორფების კლასი. იგი შეიცავს განსაზღვრული სემანტიკური იდენტურობის (მსგავსი
მნიშვნელობის) საფუძველზე გაერთიანებულ მორფებს, რომლებსაც ამ მორფემის
ალომორფები ეწოდებათ.

ბილეთი 3

1. ენობრივი ნიშნის პირობითობის საკითხი. „ვერტიკალური“ და „ჰორიზონტალური“


მიმართებები: ურთიერთგამომრიცხავი თუ ურთიერთშემავსებელი თვალსაზრისები?
(10 ქულა)
2. ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია გამოხატული ამ
ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განასხვავეთ: სინქრონიული და დიაქრონიული ენათმეცნიერება.

1. ენობრივი ნიშნის პირობითობის საკითხი. „ვერტიკალური“ და „ჰორიზონტალური“


მიმართებები: ურთიერთგამომრიცხავი თუ ურთიერთშემავსებელი თვალსაზრისები?

ენობრივი ნიშნის პირობითობის საკითხი. ვერტიკალური და ჰორიზონტალური


მიმართებები- ურთიერთგამომრიცხავი თუ ურთიერთშემავსებელი თვალსაზრისები.

ენობრივი სისტემა ისევე, როგორც ყოველი სისტემა შედგება ელემენტებისაგან და ამ


ელემენტებად გვევლინებიან ენობრივი ნიშნები. ენობრივი ნიშანი შეიძლება
განისაზღვრროს როგორც განუყოფელი ერთიანობა, ურღვევი მთლიანობა აღსანიშნისა და
აღმნიშვნელისა, რომელთაც ენობრივი ნიშნის შემადგენლები ეწოდებათ. აღსანიშნი არის
გარეენობრივი ობიექტური სამყაროს კუთვნილება- საგანი, მოვლენა, პროცესი, თვისება,
მიმართება და სხვა, ხოლო აღმნიშვნელი არის აღსანიშნის ენობრივი გამოხატულება. მაგ.,
„მზე“ განსაზღვრებს თანახმად, ენობრივ ნიშანს წარმოადგენს, რადგან იგი შეიცავს ორივე
შემადგენელს - აღსანიშნს (ეს არის კოსმიური სხეული, რომელიც ანათებს, ათბობს,
სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს ყოველ სულდგმულს) და აღმნიშვნელს, რომელიც
წარმოდგენილია მ-ზ-ე ბგერათმიმდევრობის სახით. ეს მიმდევრობა ხსენებული
აღსანიშნის ენობრივი გამოხატულებაა. აღმნიშვნელის მიმართებას აღსანიშნთან ეწოდება
ენობრივი ნიშნის მნიშვნელობა.

კავშირი ენობრივი ნიშნის შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი,


თავისუფალი, არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ
აღმნიშვნელი არ განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული
ფორმით, არც ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ
თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია -
აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით
შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს. მაგრამ ეს არ არის ერთადერთი არსებული თეორია
და ამ საკითხის შესახებ განსხვავებული აზრები ჯერ კიდევ ანტიკური დროიდან
არსებობს, არსებობდა ორი შეხედულება. ბერძენ ფილოსოფოსთა ნაწილი ფიქრობდა, რომ
საგნების სახელდება ხდება პირობითად, ჩვენივე შეთანხმებით, ამ თეორიას ეწოდება
თესეი (thesei-შეთანხმება). ფილოსოფოსთა სხვა ნაწილი მიიჩნევდა, რომ აღმნიშვნელის
მიმართება აღსანიშნთან მოტივირებულია, ამ თეორიას ეწოდება ფუსეი (physei-ბუნებითი)
- სახელდება ხდება არა შეთანხმებით, არამედ საგნის ბუნებიდან გამომდინარე.

დავა ამ საკითხზე საუკუნეების მანძილზე გრძელდებოდა, რადგან ეს ორივე


თვალსაზრისი არასრული იყო.

პირობითი მიმართება აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის ცალკე აღებულ ნიშნის


ფარგლებში არის ვერტიკალური მიმართება. ცალკე აღებულ, იზოლირებულ ენობრივ
ნიშანში კავშირი აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორის პირობითია (გარდა
ონომატოპოეტური ხმაბაძვითი სიტყვებისა)

თუმცა, ნიშნის განსაზღვრისას გასთვალისწინებელია კავშირი არა მარტო აღსანიშნსა და


აღმნიშვნელს შორის ერთი ნიშნის ფარგლებში, არამედ მოცემული ნიშნის მიმართებაც
სისტემის სხვა ნიშნებთან, როგორც აღსანიშნთა, ისე აღმნიშვნელთა დონეზე, ანუ
მიმართებები აღსანიშნებსა და სათანადო აღმნიშვნელებს შორის; ამ მიმართებას
შეგვიძლია ვუწოდოთ ჰორიზონტალური მიმართებები. ვერტიკალური მიმართებისგან
განსხვავებით ის ორპლანიანია.

ჰორიზონტალური და ვერტიკალური მიმართებები შეიძლება შემდეგი სქემის სახით


წარმოვადგინოთ:

საკითხისადმი ასეთი მიდგომის შემთხვევაში მოიხსნება წინააღმდეგობა ნიშნის


პირობითობაზე ორ, ერთი შეხედვით ურთიერთსაპირისპირო (კონტრადიქტორულ)
თვალსაზრისს შორის. ორივე მათგანი მართებულია, მაგრამ არასრული. ისინი ცალ-ცალკე
არ ითვალისწინებენ ყველა შესაძლებელ მიმართებას. ანუ ეს თვალსაზრისები
ურთიერთშემავსებლები (კომპლემენტარულები) არიან.

2. ენათა გენეალოგიური კლასიფიკაცია

გენეალოგიური კლასიფიკაცია არის ენათა კლასიფიკაციის ერთ-ერთი ფორმა, რომელიც


ენებს აჯგუფებს მათი წარმოშობის საფუძველზე. ის ენები, რომლებიც საერთო წინაპარი
ენიდან მოდიან, მონათესავე ენებია და ენათა ერთ ოჯახს ქმნიან. თვითონ წინაპარ ენას,
რომლისგანაც მირებულია მონათესავე ენები, ფუძე-ენა ეწოდება.

დღეს მოსფლიოში 3000-მდე ენაა, ენათა ოჯახი კი გაცილებით ნაკლებია და 30-მდეც კი


არაა. ენათა ისტორიული შესწავლის შედეგად მიღებული ოჯახები სრულიად
განსხვავებულია ტიპოლოგიური კლასებისგან, რომლებიც ენათა მსგავსების საფუძველზე
გამოიყოფა გრამატიკული სტრუქტურის ზოგიერთი ძირითადი ნიშნის მიხედვით.
დროთა განმავლობაში ენა იცვლება, მაგრამ მისი წარმომავლობა უცვლელი რჩება,
მაგალითად, ფრანგული უფრო მეტად მის მონათესავე ინგლისურ ენას ჰგავს, ვიდრე მის
უშუალოო წინაპარს ლათინურს. გენეალოგიური კლასიფიკაციის ძირითადი დასაყრდენია
ისტორიულ-შედარებითი მეთოდი, რეგულარული შესატყვისობების დადგენა მსგავსი
მნიშვნელობის მქონე სიტყვებს შორის; ხოლო ტიპოლოგიურ კავშირს ენები ქმნიან
ისტორიული კავშირის დამოუკიდებლად, სტრუქტურული მსგავსების საფუძველზე.
რთულია დავადგინოთ ენობრივი ოჯახების ზუსტი რაოდენობა, რადგან ბევრ ენას თუ
ენათა ჯგუფს შორის ჯერ კიდევ არ არის დადგენილი ნათესაური კავშირები.

ენათა ოჯახებიდან ყველაზე დიდია ინდოევროპულ ენათა ოჯახი. ინდოევროპული ენები


დღეს ხუთ კონტინენტზეა გავრცელებული, მაგრამ ისტორიულად, ისინი გავრცელებული
იყვნენ მხოლოდ ევროპასა და აზიის ნაწილში. იმის გამო, რომ ეცვენებინათ
ინდოევროპულ ენათა ისტორიული გავრცელება აზიაშიც შემოიღეს ტერმინი
„ინდოევროპული“.

დ) განასხვავეთ: სინქრონიული და დიაქრონიული ენათმეცნიერება.

ენის აღწერა და შესწავლა შესაძლებელია ორი განსხვავებული თვალსაზრისით -


სინქრონიულად ან დიაქრონიულად.
ენის სინქრონიული შესწავლა გულისხმობს ენის შესწავლას დროის გარკვეულ
მონაკვეთში. სინქრონული კვლევა არ გულისხმობს მხოლოდ მკვლევრის თანადროული
ენობრივი სისტემის ანალიზს. შეიძლება მოცემული ენის რომელიმე ისტორიული
პერიოდის მახასიათებლების შესწავლაც (სინქრონულად შესაძლებელია მკვდარი ენების
შესწავლაც). სინქრონიული შესწავლა არ ითვალისწინებს დროს, იგი მხოლოდ ერთ
კონკრეტულ პერიოდს მოიცავს და მნიშვნელობას არ ანიჭებს ცვლილებებს რომელიც
მოხდა ენაში.
დიაქრონია, ანუ ენის კვლევა გარკვეული დროის პერიოდში მისი ცვალებადობის
მიხედვით, შეისწავლის ცვლილებებს, რისი წყალობითაც ენა გადავიდა ერთი
სინქრონიული მდგომარეობიდან მეორეში. ენა იცვლება დროში, ენის ცვალებადობა უნდა
გავიგოთ როგორც ენის ერთი სინქრონიული მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა. თუ
სინქრონიას წარმოვიდგენთ ჰორიზონტალური ღერძის სახით, მაშინ ერთი
ჰორიზონტალური ღერძიდან მეორე ჰორიზონტალურ ღერძზე გადასვლა იქნება ერთი
სინქრონიული მდგომარეობიდან მეორე სინქრონიულ მდგომარეობაში გადასვლა.
დიაქრონიული კვლევა შესაძლებელია ორგვარად - პროსპექტულად და
რეტროსპექტულად. პროსპექტულია კვლევა თუ ვიკვლევთ წარსულიდან
თანამედროვეობისკენ, რეტროსპექტული კი პირიქით, თანამედროვე პერიოდიდან
წარსულისკენ. რეტროსპექტული კვლევა უფრო ეფექტური და მძლავრია ვიდრე
პროსპექტული.

ბილეთი4

1. ენა როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა (10 ქულა)


2. ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები. ქართველური ენები (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია გამოხატული ამ
ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განასხვავეთ: ენა და მეტყველება.

1. ენა როგორც პირობით ბგერით ნიშანთა სისტემა

ენა, როგორც ენათმეცნიერების ობიექტი, განისაზღვრება როგორც პირობით ბგერით


ნიშანთა სისტემა. ენის ამ განსაზღვრებაში შემავალი უკანასკნელი ოთხი სიტყვა ასახავს
ენის უმნიშვნელოვანეს ნიშან-თვისებებს. განვიხილოთ ისინი ცალცალკე:

1. ენა არის სისტემა. ეს იმას იშნავს, რომ ენა არის რაღაც ელემენტების არა უბრალო
სიმრავლე, არამედ წაარმოადგენს ისეთ ელემენტთა ერთობლიობას, რომელთა
შორის განსაზღვრული მიმართებები არსებობს, მიმართებები, რომლებიც ქმნიან,
ერთის მხრივ, ენობრივი სისტემის ცალკეული ელემენტების ღირებულებას, ხოლო,
მეორეს მხრივ, მთლიანი სისტემის შინაგან სტრუქტურას. მიმართებები, რომლებიც
ენობრივი სისტემის ელემენტებს შორის არსებობს, ვლინდება მათ ისეთ
ურთიერთკავშირში როდესაც ერთი ელემენტის რაღაც ცვლილება იწვევს მასთან
დაკავშირებული სხვა ელემენტების მკაცრად განსაზღვრულ ცვლილებებს.
მაგალითა, ავიღოთ ასეთი მიმდევრობა: „კაცი აშენებს სახლს“ , რომელშიც მთავარ
ელემენტად მივიჩნიოთ „აშენებს“. ადვილი დასანახია, რომ ეს მიმდევრობა
წარმოადგენს სტრუქტურას მის ელემენტებს შორის განსაზღვრული მიმართებებით,
სადაც მისი მთავარი ელემენტის ცვლილებას თან ახლავს მასთან დაკავშირებული
ელემენტების აუცილებელი ცვლილებები. „კაცმა ააშენა სახლი“.
2. ენა არის ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივი სისტემა ისევე, როგორც
ყოველი სისტემა შედგება ელემენტებისაგან და ამ ელემენტებად გვევლინებიან
ენობრივი ნიშნები. ენობრივი ნიშანი შეიძლება განისაზღვრროს როგორც
განუყოფელი ერთიანობა, ურღვევი მთლიანობა აღსანიშნისა და აღმნიშვნელისა,
რომელთაც ენობრივი ნიშნის შემადგენლები ეწოდებათ. აღსანიშნი არის
გარეენობრივი ობიექტური სამყაროს კუთვნილება- საგანი, მოვლენა, პროცესი,
თვისება, მიმართება და სხვა, ხოლო აღმნიშვნელი არის აღსანიშნის ენობრივი
გამოხატულება. მაგ., „მზე“ განსაზღვრებს თანახმად, ენობრივ ნიშანს წარმოადგენს,
რადგან იგი შეიცავს ორივე შემადგენელს -აღსანიშნს (ეს არის კოსმიური სხეული,
რომელიც ანათებს, ათბობს, სასიცოცხლო ენერგიას ანიჭებს ყოველ სულდგმულს)
და აღმნიშვნელს, რომელიც წარმოდგენილია მ-ზ-ე ბგერათმიმდევრობის სახით. ეს
მიმდევრობა ხსენებული აღსანიშნის ენობრივი გამოხატულებაა. აღმნიშვნელის
მიმართებას აღსანიშნთან ეწოდება ენობრივი ნიშნის მნიშვნელობა.
3. ენა არის ბგერით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ ენობრივმა ნიშანმა თავისი
ფუნქცია რომ შეასრულოს, ნიშნობა რომ გასწიოს, მას უნდა ჰქონდეს მატერიალურ-
სუბსტანციური არსებობა. იგი წარმოდგენილი უნდა იყოს ამა თუ იმ სუბსტანციით,
რომელიც ზემოქმდებს ადამიანის შეგრძნებებზე, მის გრძნობის ორგანოებზე და
მხოლოდ ამ გზით შეიძლება აღიქვას ადამიანმა ენობრივი ნიშანი. ენობრივი ნიშანი
შედგება ბგერითი სუბსტანციისაგან, იგი წარმოდგენილია ბგერითი სუბსტანციით.
ბგერა არის ენობრივი ნიშნის მატერიალური არსებობის ფორმა. მაგრამ, ბგერითი
სუბსტანცია არ არის ერთადერთი სუბსტანცია, რომლისგანაც შედგება ენობრივი
ნიშანი. ბგერების გარდა ენობრივი ნიშანი მრავალი სხვა სუბსტანციით შეიძლება
იყოს წარმოდგენილი, მაგ., გრაფიკული, ფერითი, მოტორული, ელექტრო
იმპულსური და ა.შ. მიუხედავად ამისა ჩვენ ვამბობთ, რომ ენა არის ბგერით
ნიშანთა სისტემა იმიტომ, რომ ენობრივი ნიშნის ბგერითი სუბსტანცია არის
ამოსავალი, პირველადი, ხოლო ყველა დანარჩენი მეორეულია და ბგერით
სუბსტანციაზეა დამოკიდებული.
4. ენა არის პირობით ბგრით ნიშანთა სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ კავშირი ენობრივი
ნიშნის შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი,
თავისუფალი, არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ
აღმნიშვნელი არ განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც
გეომეტრიული ფორმით, არც ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც
რომელიმე სხვა თვისებით. ამ თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს
შორის კავშირი თავისუფალია - აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის
კონკრეტულ სახეს, მის ბგერით შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს. მაგალითად,
თუ განვიხილავთ ერთ ასეთ აღსანიშნს, რომელიც ქიმიის სიმბოლურ ენაზე
გამოისახება როგორც H2O, აღმოვაჩენთ, რომ მას სრულიად განსხვავებული
ბგერითი შედგენილობის აღმნიშვნელები შეესაბამება სხვადასხვა ენაში. მაგ,.
ქართულში ამ აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი წარმოდგენილია წ-ყ-ა-ლ-ი
ბგერათმიმდევრობის სახით. ამისგან სრულიად განსხვავებული ამავე აღსანიშნის
შესაბამისი აღმნიშვნელი ინგლისურში-water, ფრანგულში-eau, ლათიურში-aqua,
თურქულში-su. გერმანულში-wasser, ესპანურში-agua, იაპონურში-მიძუ, სვანურში-
ლიც, სომხურში -ჯურ, რუსულში-вода, ჩაჩნურში-ხი, ხუნძურში -ლ`ინ. როგორც
ვხედავთ, ერთსა და იმავე აღსანიშნს სხვადასხვა ენაში შეესაბამება ბგერითი
შედგნილობის თვაალსაზრისით ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული
აღმნიშვნელები. ასეთი ვითარება სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ
აღსანიშნის ბუნება, მისი ფიზიკური თვისებები თუ ქიმიური შედგენილობა
არაფრით არ აისახება აღმნიშვნელებში. აღმნიშვნელი არ წარმოადგენს აღსანიშნის
ხატს, რომელიც ზუსტად, უცვლელად იმეორებს მის ნიშანთვისებებს. სწორედ იმის
გამო, რომ აღსანიშნი თავისი ბუნებით, მისი არცერთი ნიშანთვისებით არ აისახება
აღმნიშვნელში, ამბობენ, რომ ენობრივი ნიშანი არის პირობითი.
მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ეჭვსქვეშ უნდა აყენებდეს ამ დებულებას
ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ყველა ენაში არსებობს
გარკვეული სიმრავლე ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვებისა. ეს ისეთი
ენობრივი ნიშნებია, რომლებშიც ერთ-ერთი შემადგენელი - აღსანიშნი როგორღაც
განსაზღვრავს მეორეს - აღმნიშვნელს: აღსანიშნის რაღაც თვისება როგორღაც
აისახება აღმნიშვნელში. აღმნიშვნელი თავისი ბგერითი შედგენილობით
უახლოვდება აღსანიშნის ამა თუ იმ მხარეს, ნიშანთვისებას. მაგ., კაკუნი, ბრახუნი,
ყიყლიყო, baa-baa. ასეთი სიტყვების არსებობის მიუხედავად განხილული
დებულება ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ მაინც ძალაში რჩება,
რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი სიტყვების რაოდენობა ენაში არ არის დიდი;
მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი სიტყვებიც კი ერთანეთისგან განსხვავებული
ბგერითი შედგენილობისანი არიან სხვადასხვა ენაში. მაგ., გუგული, cu-coo (ინგლ.),
кукушка (რუს.), kuckuck (გერმ.).

2. ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები. ქართველური ენები


სალიტერატურო ენა არსებითად განსხვავდება დიალექტებისგან. დიალექტი რამდენიმეა
ყოველ ენაში, სალიტერატურო ენა კი ერთია. სალიტერატურო ენა წარმოადგენს
სამწერლობო ენას, ხოლო დიალექტები უმწერლობოა. მაგრამ აღნიშნული განსხვავებანი
სალიტერატურო ენასა და დიალექტს შორის არაა ძირითადი. სალიტერატურო ენა - ესაა
ენა ლიტერატურის, ხელოვნების, სკოლის, მეცნიერებისა და ა.შ.
სალიტერატურო ენა დიალექტისგან განსხვავებით მკაცრად ნორმალიზებულია, ამიტომ
იგი უფრო ნელა იცვლება, ვიდრე დიალექტი.

სალიტერატურო ენა იქმნება გარკვეული დიალექტის ან დიალექტების საფუძველზე,


მაგრამ იგი მთლიანად არ ემთხვევა არც ერთ დიალექტს. ქართულ სალიტერატურო ენას
საფუძვლად უდევს ქართლ-კახური დიალექტი, მაგრამ მთლიანად არ ემთხვევა მას.
სალიტერატურო ენას საფუძვლად ედება ის დიალექტი, რომლის წარმომადგენლების
დაწინაურებულნი არიან კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური
თვალსაზრისით. მაგალითად, ლათინურს საფუძვლად დაედო რომის დიალექტი,
ფრანგულს- პარიზის და ა.შ.

დიალექტები სალიტერატურო ენის დაუშრეტელი შემავსებელი წყაროა - დიალექტები


ავსებენ სალიტერატურო ენას, განსაკუთრებით კი მის ლექსიკას, უფრო სრულყოფილსა და
მოქნილს ხდიან.

დიალექტი ყველაზე უფრო მსხვილი ერთეულია ენაში. მასში გამოიყოფა კილოკავები,


რომლებიც დიალექტზე უფრო მცირე ერთეულებია. არც კილოკავია ერთგვაროვანი, მასში
გამოიყოფა თქმები, თქმებში - ქცევები. უკანასკნელზე უფრო მცირე და საერთოდაც
უმცირესი ერთეულია იდიოლექტი.

ქართულ ენას საქართველოს ტერიტორიაზე თორმეტამდე დიალექტი აქვს. საქართველოს


ფარგლებს გარეთ ქართულის სამი დიალექტია: ინგილოური (აზერბაიჯანი), იმერხეული
(თურქეთი) და ფერეიდნული (ირანი).

ქართველური ენები — კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალი ენათა ჯგუფი, ძირითადად,


საქართველოში მოსახლე ადამიანთა მშობლიური ენებია. ქართველურ ენათა ოჯახში
ოთხი ახლომონათესავე ენა შედის: ქართული, მეგრული, ლაზური (ჭანური) და სვანური.
რეგულარული ფონემური შესატყვისობები, რომლებიც დგინდება ქართველურ (სამხრეთ-
კავკასიურ) ენებს - ქართულს, მეგრულ-ლაზურსა და სვანურს შორის, საფუძველს
გვაძლევს განვიხილოთ ისინი როგორც მონათესავე დიალექტები, წარმომდგარი საერთო
ენობრივი წყაროდან, რომელსაც პირობითად საერთო-ქართველური (წინარე
ქართველური) ენა ეწოდება.

ამოსავალი სისტემის ნებისმიერი X ფონემის სინქრონიულად შესაძლო ვარიანტული


ფორმები მოგვიანებიტ ორ სხვადასხვა მონათესავე ენაში სხვადასხვა მიმართულებით
ტრანსფორმირების გზით გვაძლევს შესაბამისად a და b ელემენტებს, რაც სქემატურად ხის
სახით შეიძლება იქნეს წარმოდგენილი:

X
a b

გერჰარდ დეეტერსის მიერ წარმოდგენილი ქართველურ ენათა გენეალოგიური ხის სქემა


წარმოადგენს საერთო-ქართველური ენობრივი სისტემის ამგვარი გარდაქმნების საბოლოო
სედეგების ამსახველ მოდელს; ის ასახავს ქართველურ ენათა ურთიერთმიმარტებებს და
გვიჩვენებს ამოსავალი სისტემიდან მათი განვითარების მიმართულებას:

საერთო ქართველური

ქართულ-ზანური

ზანური

სვანური ლაზური მეგრული ქართული

საერთო ქართველურ ენასთან მიმართებით, ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური


წინარე-ქართველური დიალექტებია, რომლებიც "მემკვიდრეობითი", საერთო
ქართველური ენის სტრუქტურული ნიშნების დიაქრონული გარდაქმნების შედეგად
სპეციფიკურ დამოუკიდებელ ენობრივ სისტემებს ქმნიან და თანამედროვე ქართველურ
ენებს მიეკუთვნებიან.

ტერმინი ქართველური ენები იხმარება უკვე ალ. ცაგარელის შრომებში. საენათმეცნიერო


ლიტერატურაში დამკვიდრდა ჰუგო შუხარდტის მიერ.

დ) განასხვავეთ: ენა და მეტყველება.

ენა და მეტყველება ერთად სამეტყველო ქმედებას ქმნის, ამიტომ მნიშვნელოვანია მათი


გამიჯვნა, ანუ დიქტომია. პირველად ენა და მეტყველება ერთმანეთისგან განასხვავა
ფერდინანდ დე სოსიურმა.

ენა ქმნის სამეტყველო ქმედების სოციალურ ასპექტს. ენა კოლექტივში დამკვიდრებული


წესების ერთობლიობას წარმოადგენს. იგი სოციალური ფენომენია.

ინდივიდი ვერ ქმნის ენას და ვერც თავის ნებაზე ცვლის მას, მეტყველება კი პირიქით,
ინდივიდის მიერ ინდივიდუალურია. ყველაფერი, რასაც ადამიანები
იქმნება,
წარმოთქვამენ, რაც ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მოლაპარაკის ნებაზე,
წარმოადგენს მეტყველებას. მოცემული ენობრივი კოლექტივის წევრებს, ე.ი. მოცემულ
ენაზე მოსაუბრე პირებს, აქვთ მეტყველების უნარი, რომლის გამოვლენას,
ფუნქციონირებას უზრუნველყოფს ენა. მეტყველება არის ენის რეალიზაცია.

ენა სასრული სისტემაა, როგორც დიდი არ უნდა იყოს სიტყვათა რაოდენობა ენაში, მათი
ჩამოთვლა მაინც შესაძლებალია. მეტყველება კი, პირიქით, უსასრულოა, იმავე ენაში
შეიძლება შეიქმენას ტექსტების უასრულო რაოდენობა.

ენასა და მეტყველებას შორის ის განსხვავებაცაა, რომ უშუალო დავირვებაში გვეძლევა


მეტყველება და არა ენა. ყოველი ტექსტის მიღმა დგას ენა, რომლის რეალიზაციასაც
მეტყველება ახდენს.

ბილეთი 5

1. ბგერითი და არაბგერითი ენები. სემიოტიკა (10 ქულა)


2. ფონოლოგიური ანალიზის პრინციპები (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია გამოხატული ამ
ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განასხვავეთ: ენა და დიალექტი.

1. ბგერითი და არაბგერითი ენები. სემიოტიკა

არაბგერითი ენებია: დამწერლობა ანუ გრაფიკული ენა, ჟესტ-მიმიკის ანუ ყრუ-მუნჯების,


მორზეს ანბანი და სხვ. საინტერესოა რა მიმართებაა ბგერით და არაბგერით ენებს შორის.

საკომუნიკაციო და გამომსახველობითი ფუნქცია აქვს არაბგერით ენებსაც. დამწერლობით,


მაგალითად, ჩვენ ვაწარმოებთ ინფორმაციის გადაცემას შორ მანძილზე, სადაც ბგერითი
ენა არ გამოგვადგება. ასევე ყრუ-მუნჯები ერთნამენთს აზრს უზიარებენ ჟესტ-მიმიკით, ეს
კი გვიჩვენებს, რომ ჟესტ-მიმიკა საკომუნიკაციო სისტემაა.

ბგერითსა და არაბგერით ენებს შორის არსებითი ხასიათის განსხვავებაა. დანაწევრებითი


ფუნქცია მხოლოდ ბგერით ენას აქვს. ეს სისტემა, რომელიც დანაწევრებული ხდება
აზრისა და ბგერის სინთეზის საფუძველზე, თვითონვე იმუშავებს ელემენტებს და
განსაზღვრავს მათი დანაწევრების წესებს.

დამწერლობა ბგერითი ენისგან სესხულობს აზრებს უკვე დანაწევრებული სახით.


დამწერლობას შინარსის პლანი ბგერითი ენისა აქვს. განსხვავება გამოხატულების
პლანშია, რომელიც დამწერლობას საკუთარი აქვს, მაგრამ დანაწევრების წესები მაინც
ბგერითი ენიდან აქვთ აღებული. გრაფიკული და კინეტიკური და სხვა ამგვარი სისტემები
დანაწევრების პრინციპს ემყარებიან, რაც მათ ცხოველის ენისგან განასხვავებს, მაგრამ
რადგან დანაწევრების წესები ბგერითი ენისგან აქვთ აღებული, ისინი განსხვავდებიან არა
მარტო ცხოველის ენისგან, არამედ ბგერითი ენისგანაც.

ყოველთვის ამოსავალია ბგერითი ენის ფონოლოგიური სისტემა. დამწერლობის


საფუძველია უკვე დანაწევრებული ერთეულები, რომლებიც გრაფიკულ ენაში
გარდაისახებიან სათანადო ასოებად. ასეთივე მდგომარეობა გვაქვს ყრუ-მუნჯების
(კინეტიკურ) ენაშიც, ამიტომ ყველა არაბგერითი ენა დაიყვანება ბგერითზე.

სემიოტიკა - ს ე მ ი ო ლ ო გ ი ა, დისციპლინა, რომელიც იკვლევს ნიშანთა სისტემების


ფუნქციონირების ზოგად კანონზომიერებას. მისი შესწავლის ობიექტია ყველანაირი ტიპის
ნიშანი (დაწყებული სიგნალიზაციის უმარტივესი სისტემებიდან ბუნებრივი ენებისა და
მეცნიერულად ფორმალიზებული ენების ჩათვლით).

სემიოტიკა ნიშნებს იკვლევს ფორმის, შინაარსისა და გამოყენების მხრივ. შესაბამისად


ამისა, სემიოტიკაში გამოიყოფა ნიშანთა შესწავლის სამი ასპექტი:

1. სინტაქტიკა;

2. სემანტიკა;

3. პრაგმატიკა;

სემიოტიკა წარმოიშვა და განვითარდა XIX საუკუნის მეორე ნახევარსა და XX საუკუნის


პირველ ნახევარში. მის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მათემატიკური ლოგიკის,
ემპირიული ფსიქოლოგიის, კიბერნეტიკის, მათემატიკური ლინგვისტიკის განვითარებამ.

სემიოტიკის ძირითადი პრინციპები პირველად ჩ. პირსმა ჩამოაყალიბა, ხოლო შემდგომ


განავითარეს და დაამუშავეს ლვოვ-ვარშავის სკოლის წარმომადგენლებმა და ჩ. მორისმა.
სწორედ ჩ. მორისმა დაყო სემიოტიკა 3 ნაწილად: სინტაქტიკად, სემანტიკად და
პრაგმატიკად.

სემიოტიკის ჩამოაყალიბება ერთიან დამოუკიდებელ სამეცნიერო მიმართულებად,


უპირველეს ყოვლისა, დაკავშირებულია ხელოვნური ფორმალური ენების
პრობლემატიკასთან (ლოგიკა, მათემატიკური აღრიცხვა, მათემატიკური ლინგვისტიკის
წარმომქმნელი გრამატ. დარგები, საინფორმაციო საძიებო ენები, დაპროგრამების ენები,
აგრეთვე ის ენები, რომელთაც რეგულარული სინტაქსი აქვთ).

2. ფონოლოგიური ანალიზის პრინციპები


ფონემა მეტყველების ნაკადში რეალიზდება ბგერებით, ფაკულტატური ან პოზიციური
ალოფონებით, რომელთა რაოდენობა პრაქტიკულადაც და თეორიულადაც უსასრულოა.
ამიტომ ენათმეცნიერებაში დაისვა საკითხი ბგერითი ვარიანტების უსასრულო
რაოდეობის გაერთიანებისა ფონემაში, ანუ იმის გარკვევა თუ რომელ ფონემას უნდა
მივაკუთვნოთესა თუ ის ბგერითი ვარიანტი.
ფონემათა გამოყოფის წესები, რომელთა მიხედვითაც ხდება ბგერების დაჯგუფება ფონემებად,
ემყარება დისტრიბუციულ მიმართებებს. ეს მიმართებები შეიძლება იყოს სამი სახის:
თავისუფალი ვარირება ანუ ეკვივაკენტური დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს ყველა
პოზიცია საერთო აქვთ), კონტრასტული დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს როგორც
საერთო, ისე განსხვავებული პოზიციები აქვთ) დამატებითი დისტრიბუცია (როდესაც ორ
ელემენტს არცერთი საერთო პოზიცია არ აქვთ). ამ მიართებების საფუძველზე გამოიყოფა სამი
წესი.
5. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან თავისუფალი ვარირების მიმართებაშია, ე.ი. თუ მათი
ურთიერთჩანაცვლება არ იწვევს სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას, მაშინ ასეთი ორი
ბგერა უნდა განვიხილოთ როგორც ერთი ფონემის ალოფონები.
მაგ., ჩინურში „l“ და „r“ ბგერები თავისუფლად ენაცვლება ერთმანეთს ისე, რომ
ამით სიტყვის მნიშვნელობა არ იცვლება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს ბგერები
ჩინურში ერთი ფონემის ალოფონებია.

6. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან კონტრასტული დისტრიბუციის მიმართებაშია, ე.ი.


თუ მათი ურთიერთჩანაცვლება სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას იწვევს, მაშინ
ასეთი ორი ბგერა ორი სხვადასხვა ფონემის ალოფონებია.
მაგ., ქართულში, ჩინურისგან განსხვავებით, „რ“ და „ლ“ ორი სხვადასხვა ფონემის
ალოფონებია, რადგან, მაგალითად, სიტყვაში „ბარი“ „რ“-ს თუ შევცვლით „ლ“-თი
ჩვენ მივიღებთ სულ სხვა მნიშვნელობას (ბარი-ბალი). ამ ბგერების
ურთიერთჩანაცვლებით ასევე შეიცვლება მნიშვნელობა სიტყვებში „ლალი-ლარი“,
„ქალი-ქარი“ და ა.შ.

7. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაშია (ანუ ორი


ბგერა არასდროს არ ჩაენაცვლება ერთმანეთს ერთსა და იმავე პოზიციაში), და თუ
ასეთი ორი ბგერა ერთმანეთის მსგავსია ფონეტიკურად, მაშინ ისინი უნდა
განვიხილოთ როგორც ერთი და იმავე ფონემის პოზიციური ალოფონები.
მაგალითად, რუსულში и და ы ბგერები ერთმანეთთან დამატბითი დისტრუბუციის
მიმართებაშია, რადგანაც ы წარმოდგენილია მხოლოდ მაგარი თანხმოვნების
მომდევნო პოზიციაში, სადაც მისი и ბგერით ჩანაცვლება დაუშვებელია.

დ) განასხვავეთ: ენა და დიალექტი.


ენასა და დიალექტს შორის სხვაობას ენათმეცნიერების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე
განსხვავებულად უდგებოდნენ. მაგალითად, რომანული დიალექტოლოგიის ზოგიერთი
წამომადგენელი (ჰ. შუხარდტი, პ. მეიერი, გ. პარისი, ჟ. ჯილერონი და სხვ.) საერთოდ
უარყოფდა დიალექტების არსებობას. მათი თვალსაზრისით, საერთოდ შეუძლებელია
დიალექტის გამოყოფა, რამდენადაც სპეციფიკური სამეტყველო სხვაობები ვერ ქმნიან
სტრუქტურულ ნიშან-თვისებათა მყარ ერთობას, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი
იქნება ერთი დიალექტის მეორისაგან ცალსახა გამიჯვნა; გერმანელი და შვეიცარიელი
ენათმეცნიერები კი მიიჩნევდნენ, რომ დიალექტების გამოყოფა-განსხვავება
შესაძლებელია, რამდენადაც სპეციფიკური მეტყველებების მახასიათებლებში შეიძლება
გამოიყოს ბირთვული და პერიფერიული ნიშან-თვისებები და ბირთვული
მახასიათებლების საფუძველზე განისაძღვროს დიალექტის საზღვრები.

ენათმეცნიერების განვითარების თანამედროვე ეტაპზე ენისა და დიალექტის


განსაზღვრისას უნდა განვასხვაოთ წმინდა ლინგვისტური და სოციოლინგვისტური
მიდგომები. ლინგვისტური დეფინიცია ეყრდნობა ენის სიტემურ გაგებას:

თუ შემფასებლისთვის რომელიმე მეტყველება „გაუგებარია“ ამ მეტყველების


განმსაზღველი წესების (სისტემის) სპეციალური დასწავლის გარეშე (ე.ი. ის ვერ ასრულებს
ენის ძირითად, საკომუნიკაციო ფუნქციას), ეს მეტყველება მიიჩნევა დამოუკიდებელ
ენობრივ სისტემად (ენად) და, პირიქით, თუ ის გასაგებია წესების სპეციალური
დასწავლის გარეშე -დიალექტად.

ასეთი დეფინიციით ქართული, მეგრული, სვანური და ლაზური (იგივე ჭანური)


დამოუკიდებელი ენობრივი სისტემებია და ენებად კვალიფიცირდება. (ლინგვისტური
თვალსაზრისით, მაგ., ჩინურის დიალექტები ან, ვთქვათ, გერმანულის ზოგიერთი
დიალექტი დამოუკიდებელი ენებია, ხოლო უკრაინული ან ბელორუსული - რუსულის
დიალექტები)

სოციოლინგვისტური დეფინიცია ეყრდნობა ენის სოციალურ ბუნებას:

თუ რომელიმე მეტყველება გარკვეულ სოციუმში ფუნქციონირებს როგორც „შიდა-


საოჯახო“ საკომუნიკაციო სისტემა, ხოლო კულტურული, რელიგიური და
საზოგადოებრივი ფუნქციები საერთო, სალიტერატურო ენით (რომელიც ამ მეტყველების
მონათესავეა) რეალიზდება, მაშინ ეს მეტყველება მიიჩნება დიალექტად.

ასეთი დეფინიციით ქართული, მეგრული, სვანური და ლაზური (იგივე ჭანური) საერთო-


სალიტერატურო, სახელმწიფო ენის დიალექტებია, ხოლო, მაგ., სომხური ან
აზერბაიჯანული, რომელიც საქართველოში ასევე „შიდა-საოჯახო“ მოხმარების ენაა, მაინც
დამოუკიდებელ ენებად კვალიფიცირდება, რამდენადაც ისინი არ არიან ქართველურის
მონათესავე ენები (სომხური ინდოევროპული ენაა, აზერბაიჯანული კი თურქულ ენათა
ოჯახის წარმომადგენელია - ლინგვისტურად მისი დიალექტი).

ბილეთი 6

1. სრული და არასრული სისტემები. ენის დუალობა და პროდუქტულობა (10


ქულა)
2. ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია გამოხატული ამ
ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განასხვავეთ: ბგერა და ფონემა.

1. სრული და არასრული სისტემები. ენის დუალობა და პროდუქტულობა


სიმრავლე, რომელშიც მოქმედებს მის ელემენტებს შორის არსებული მიმართებების
ამსახველი სინტაქსური წესები, არის სისტემა. სისტემის ხარისხი ეწოდება მისი
ელემენტების რაოდენობის გამომსახველ რიცხვს. მაგალითად, სისტემა, რომელიც
შეიცავს ორ ელემენტს a-სა და b-ს მეორე ხარისხისაა (S2{a,b}). სისტემის
ელემენტებისგან განსაზღვრული წესით შედგენილ მიმდევრობას ეწოდება სისტემის
გამოსახულება, ხოლო ელემენტების რაოდენობას გამოსახულებაში -
გამოსახულების სიგრძე. მაგალითად, თუ ავიღებთ მეორეხარისხის სისტემას S2{a,b},
ამ სისტემის გამოსახულებები, რომელთა სიგრძე 2-ის ტოლია იქნება შემდეგი: aa, ab, ba,
bb.

საზოგადოდ, როდესაც ცნობილია სისტემის ხარისხი და მისი გამოსახულებების სიგრძე,


მაშინ ამ სისტემის გამოსახულებათა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრება ასეთი
თანაფარდობით: E=nl , სადაც E არის სისტემის გამოსახულებათა რაოდენობა, n -
სისტემის ხარისხი l- გამოსახულების სიგრძე.

როდესაც განსაზღვრულია სისტემის ხარისხი და გამოსახულებათა სიგრძე, მაშინ


განსაზღვრულია გამოსახულებათა რაოდენობაც ამ სისტემაში და ასეთი სისტემა
სასრულია, ხოლო როდესაც განუსაზღვრელია სისტემის ხარისხი, ან გამოსახულებათა
სიგრძე, ან ორივე ერთად, მაშინ გამოსახულებათა რაოდენობა ასეთ სისტემაში
უსასრულოდ დიდია და თვითონ სისტემა უსასრულოა.

სისტემა სრულია, თუ იგი გამოსახულებებად შეიცავს მისი ელემენტების თეორიულად


შესაძლებელ ყველა მიმდევრობის კომბინაციას განსაზღვრული სიგრძით. სისტემა
არასრულია, თუ მასში გამოსახულებებად წარმოდგენილია მისი ელემენტების არა
ყველა თეორიულად შესაძლებელი კომბინაცია განსაზღვრული სიგრძით. მაგალითად ,
სისტემა S2{a,b}, სადაც n=2 და l=3 იქნება სრული, თუ იგი შეიცავს შემდეგ რვა
გამოსახულებას: aaa, aab, aba, abb, bbb, bba, bab, baa. იგივე სისტემა, იმავე სიგრძით
იქნება არასრული თუ მასში გამოსახულებებად წარმოდგენილია მაგალითად,
მხოლოდ: aaa, aab, bbb, bba.

საზოგადოდ, სრული შეიძლება იყოს მხოლოდ სასრული სისტემა განსაზღვრული n-ითა


და l-ით. სრული სისტემის გამოსახულებათა რაოდენობა შეადგენს nl. სისტემა, რომლის
გამოსახულებათა რაოდენობა ნაკლებია nl -ზე არასრულია. არასრული სისტემა
მიიღება ჰომოგენური სრული სისტემიდან ამ უკანასკნელის გამოსახულებებში
ელემენტთა განლაგება-განაწილებაზე დადებული შეზღუდვების მოქმედების შედეგად .

დუალობა და პროდუქტულობა. ცხოველთა "ენასა" და ადამიანის ენას სხვა


ფაქტორებთან ერთად ასევე განასხვავებს დუალობა და პროდუქტულობა.
დუალობის წყალობით ადამიანს შეუძლია ენის სასრული რაოდენობის
ერთეულებისგან შექმნას უსასრულო რაოდენობის გამონათქვამები ამ ერთეულების
სხვადასხვაგვარი დალაგების გზით. დუალობის მეშვეობით, ერთეულების ახალი
დალაგებით, ადამიანს აქვს უნარი შექმნას ახალი ინფორმაცია, რაც დაბრკოლებების
გარეშე აღიქმება. ამას პროდუქტულობა ეწოდება. ეს არის შესაძლებლობა, გადაიცეს
ახალი ინფორმაცია. პროდუქტულობა, საზოგადოდ, ახალი ერთეულების შექმნას
ნიშნავს. დუალობისა და პროდუქტულობის წყალობით, ადამიანს შეუძლია მოიტყუოს,
გამოიგონოს, გაიხსენოს, რაც არ შეუძლია ცხოველს.

2. ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია

მორფოლოგიურ კონსტრუქციათა აგების წესის მიხედვით ხდება კონსტრუქციათა


ტიპების დახასიათება, ხოლო იმის მიხედვით, თუ როგორი ტიპი ჭარბობს მოცემულ
ენაში, განისაზღვრება ენის მორფოლოგიური ტიპიც. ამგვარად, იმისდა მიხედვით, თუ
უპირატესად რა ტიპის მორფოლოგიური სტრუქტურით აიგება სიტყვა ამა თუ იმ ენაში,
ხდება ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია და ენები გაერთიანდება მორფოლოგიურ
კლასებად.

მორფოლოგიური კლასიფიკაციის მიხედვით ყველაზე გავრცელებულია ენათა ორ


ჯგუფად დაყოფა: ანალიზურ და სინთეზურ ენებად.

ანალიზურ ენებში სიტყვის მორფოლოგიური აგებულება მარტივია, სიტყვები მიისწრაფის


ერთმორფემიანობისაკენ, რაც, ცხადია, ცალკეულ ანალიზურ ენაში მხოლოდ ამა თუ იმ
ხარისხით სრულდება. სახელი ანალიზური გულისხმობს, რომ ასეთ ენებში სხვადასხვა
გრამატიკული მნიშვნელობები გადმოიცემა ცალკე მდგომი ფორმებით და არა მოცემულ
ძირეულ ფორმაზე აფიქსების დართვით (ე.ი. მოცემული მნიშვნელობა დაიშლება,
გაანალიზდება შენადგენელ ნაწილებად და ცალ-ცალკე ფორმით გადმოიცემა). ცხადია, ეს
მაქსიმალურად ანალიზური ენის შემთხვევაში ხდება, რაც რეალურად არ არის
დადასტურებული. ასეთ იდეალურ შემთხვევაში ენაში სიტყვაში მორფემების
რაოდენობისა და სიტყვების რაოდენობის შეფარდება 1-ის ტოლი უნდა იყოს.

ანალიზურ ჯგუფში შედის ე.წ. მაიზოლირებელი, ძირეული ენები, რომლებშიც ფორმათა


საწარმოებლად არ გამოიყენება აფიქსები და ძირები იზოლირებული ფორმებით არის
წარმოდგენილი. ასეთ ენებში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სიტყვათა რიგი
წინადადებაში, რომელიც სხვადასხვა გრამატიკულ მნიშვნელობათა გადმოცემის
ფუნქციას იღებს თავის თავზე. ყველაზე უფრო თანმიმდევრულად მაიზოლირებელი ენაა
ვიეტნამური. ასევე ძირეული ენაა ჩინური, მაგრამ მასში არის სუფიქსაციის ნიშნები.
ანალიზურ სტრუქტურათა გამოყენების ტენდენცია კარგად ჩანს ინგლისურში, თუნდაც
ანალიზური დროით-ასპექტური მნიშვნელობების წარმოებისას, რომელიც
დამახასაითებელია ინგლისური ზმნისთვის.

სინთეზური ენებია: აგლუტინაციური და ფლექსიური ენები.

აგლუტინაციურ ენებში (agglutinare მიწებება) გრამატიკული მნიშვნელობები გამოიხატება


ძირზე სხვადასხვა აფიქსთა დართვით, სიტყვები მორფემათა მომდევრობისგან არის
შედგენილი. აფიქსები ადვილად გამოეყოფა ძირს და აფიქსის დართვის დროს ძირის
ფონემური შედგენილობა არ იცვლება. აგლუტინაციური ენებია ფინურ-უნგრული,
თურქული, ქართული, კავკასიური ენები. როგორც უკვე აღინიშნა, ამ ენების
მორფოლოგიურ კონსტრუქციებში აფიქსი ადვილად გამოეყოფა ძირს. მაგ., oda (ოთახი)
oda-lar-da (ოთახებში)/თურქ./ ამას გარდა, აგლუტინაციურ ენებში აფიქსს, განსხვავებით
ფლექსიურისგან, აქვს მხოლოდ ერთი მნიშვნელობა, როგორც მაგალითად, ქართულში -
ებ-, -ს /შდრ. მაგ., რუსული -у, რომელსაც გარდა ბრუნვისა გამოხატავს სქესის და რიცხვის
მნიშვნელობასაც/. თუ აგლუტინაციურ ენაში არის ფონოლოგიური ცვლილებები ძირზე
აფიქსის დართვის დროს, ეს ცვლილებები მხოლოდ ფონოლოგიურად შეპირობებული
ცვლილებებია (მაგ., თურქულში სინჰარმონიზმით შეპირობებული ცვლილებები
სუფიქსში. ასევე აგლუტინაციურია ინგლისური უარყოფის პრეფიქსის ალომორფების
ფონოლოგიურად შეპირობებული ვარანტები /in, im, il, ir/. ქართული ბრუნვის ნიშნები).

ფლექსიური ენები გრამატიკულ ფორმებს აწარმოებენ აფიქსების საშუალებით, რომლებიც


უფრო მჭიდროდ უკავშირდება ძირს და მათი გამოყოფა ძნელია. ასეთი ენებია: ბერძნული,
რუსული, ლათინური. რუსული კარგად გვიჩვენებს ფლექსიურ მორფოლოგიურ
სტრუქტურას: ход-хожу, бегу-бежать, несу-нашу. ფლექსიურ ენებშია გავრცელებული,
აგრეთვე, შინაგანი მონაცვლეობა (აბლაუტი), თანხმოვანთმონაცვლეობა და სუპლეტური
წარმოება (მაგ., der Bruder-die Brüder /ძმა-ძმები/, der Mantel-die Mäntel /პალტო-პალტოები/,
быть-есть და სხვა. ფლექსიურ ენებში წარმოდგენილ აფიქსებს აქვთ ერთზე მეტი
მნიშვნელობა, როგორც ვნახეთ რუსულის მაგალითზე, ასევეა გერმანულშიც.

აგლუტინაციურ და ფლექსიურ ენებში სიტყვათა რიგი წინადადებაში უფრო


თავისუფალია, რადგან აფიქსები გამოხატავენ სიტყვების გრამატიკულ მიმართებებს
ერთმანეთთან. ცხადია, არ არსებობს წმინდა აგლუტინაციური ან წმინდა ფლექსიური
ენები. ქართული, მაგალითად, აგლუტინაციურია, მაგრამ ქარტულშიც გვაქვს შინაგანი
მონაცვლეობა: ვგრეხ-ვგრიხე (ე/ი), თხრის-თხარა Ø/ა; გვაქვს სუპლეტური წარმოებაც:
დაჯდა-დასხდნენ, ცუდი-უარესი. ფლექსიურ რუსულში გვაქვს აგლუტინაციური
სტრუქტურები: при-ходить, пере-дать; გერმანულშიც: ge-mach-t, sing-en;

უფრო რთული სტრუქტურის სიტყვები აქვთ ე.წ. პოლისინთეზურ იგივე


ინკორპორირებულ ენებს (ეს უკანასკნელი ტერმინი გამოიყენება ვ.ფონ ჰუმბოლდტის
შემდეგ). ასეთ ენებში უველა გრამატიკული მიმართება და მაჩვენებელი ის ემჭიდროდ
მოთავსდება ერთ სიტყვაში, რომ არსებობს ე.წ. სიტყვა-წინადადებები. ასეთია ჩრ.
ამერიკელ ინდიელთა ენები ჩინუკი და ესკიმო.

მაგ., i-n-i-a-l-u-d-am (მას რაღაც მივეცი ახლახანს)

i- ახლო წარსული დრო


-n- პირველი სუბიექტური პირი
-i- მესამე პირის ობიექტი (ეს)
-a- ობიექტური პირი, მდედრ. (მას)
-l- ირიბი დამატების მიმთითებელი
-u- მოქმედების მიმართულება
-d- ძირეული მორფემა („მიცემა“)
-am მოძრაობა რაიმე მიზნით

ინკორპორირებული კონსტრუქციებია აფხაზურშიც.

სინთეზურობის ინდექსი ახასიათებს სიტყვის მორფოლოგიური სტრუქტურის


სირთულეს. სინთეზურობის ინდექსი გამოისხება შემდეგი ფორმულით M/W სადაც M
არის მორფემათა რაოდენობა განსაზღვრული მოცემულობის ტექსტში, ხოლო W -
სიტყვების რაოდენობა. ენები, სადაც ეს შეფარდება უდრის 1-ს, ანალიზურია; ენები,
რომლებშიც ეს ინდექსი 1-ზე მეტია, მაგრამ არ აღემატება 3-ს, განისაზღვრება როგორც
სინთეზური, ხოლო ის ენები, რომლებშიც M/W>3, ხასიათდება როგორც
პოლისინთეზური.

დ) განასხვავეთ: ბგერა და ფონემა.

სამეტყველო ბგერა და ფონემა ურთიერთგანსხვავებული ერთეულებია, რადგან მეტყველების


პროცესში წარმოქმნილი ბგერათა რაოდენობა უსასრულოდ დიდია, ხოლო ფონემათა რაოდენობა -
სასრული (ქართულის შემთხვევაში 33 ფონემა). სამეტყველო ბგერასა და ფონემას შორის
განსხვავება ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს: ფონემა ერთგვარად აბსტრაქტული ერთეულია, ხოლო
სამეტყველო ბგერა მის კონკრეტულ რეალიზაციას წარმოადგენს. სამეტყველო ბგერათა
დახასიათება შესაძლებელია განხორციელდეს გარკვეული ნიშნების მიხედვით. დახასიათება
გულისხმობს ისეთი ნიშების შერჩევას, რომელთა ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას და
განასხვავებს ყველა სხვა სამეტყველო ბგერისაგან. მაგ., ბგერა, რომლის გრაფიკული სიმბოლო არის
„ბ“ შეიძლება დახასიათდეს როგორც ბილაბიალური ანუ წყვილბაგისმიერი, მჟღერი, ხშულ-
მსკდომი. ამ ნიშანთა ერთობლიობა ცალსახად ახასიათებს მოცემულბგერას და განარჩევს მას სხვა
სამეტყველო ბგერებისგან. მიუხედავად იმისა, რომ ენაში არსებობს უსასრულოდ დიდი რაოენობა
ობიექტურად ერთმანეთისგან განსხვავებული სამეტყველოო ბგერებისა, მაინც შესაძლებელია
ყოველი სამეტყველო ბგერის იდენტიფიკაცია ანუ ცნობა, ამოცნობა და ეს ხორციელდება
კონკრეტული ბგერისათვის დამახასიათებელი არსებითი ნიშნების საშუალებით, რომელთა
ერთობლიობა ცალსახად განსაზღვრავს მას. იმ არსებით ნიშნებს, რომლებიც მონაწილეობენ
სამეტყველო ბგერათა დახასიათებაში და რომელთა მეშვეობითაც ბგერები ერთმანეთისგან
განსხვავდებიან ეწოდებათ დისტინქციური ანუ განმასხვავებელი ნიშნები. ყველა სამეტყველო
ბგერა, რომელიც ხასიათდება დისტინქციურ ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით,
განეკუთნება ერთ სიმრავლეს, ერთ კლასს. ბგერათა ასეთ კლასს ეწოდება ფონემა, ხოლო თვითონ
ამ ბგერებს, რომლებიც ერთ კლაში არიან გაერთიანებულნი განმასხვავებელ ნიშანთა ერთი და
იმავე ერთობლიობის საფუძველზე - ამ ფონემის გამოვლინებები, რეალიზაციები, ვარიანტები ანუ
ალოფონები.

ფონემა, როგორც კლასი ისეთი სამეტყველო ბგერებისა, რომლებიც გამოირჩევიან განმასხვავებელ


ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით, შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც სწორედ ამ
დისტინქციურ ნიშანთა ერთობლიობა. ის საერთო, რაც ერთ კლასად, ერთ ფონემად აერთიანებს
ცალკეულ სამეტყველო ბგერებს, არის ერთობლიობა ამ ბგერებისათვის დამახასიათებელი ერთი
და იმავე განმასხვავებელი ნიშნებისა და, ამდენად, ფონემა შეიძლება განისაზღვროს სწორედ ასე -
როგორც ერთობლიობა განმასხვავებელი ნიშნებისა.

ბილეთი 7

1. ნიშნის პირობითობის საკითხი. ანტიკური თეორიები ნიშნის პირობითობის შესახებ


(10 ქულა)
2. ხმოვანთა სისტემები (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია გამოხატული ამ
ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განასხვავეთ: სილაბური და კონსონანტური დამწერლობები.

1. ნიშნის პირობითობის საკითხი. ანტიკური თეორიები ნიშნის პირობითობის შესახებ

ენობრივი ნიშნის სახელდების შესახებ განსხვავებული აზრები ჯერ კიდევ ანტიკური


დროიდან არსებობს, არსებობდა ორი შეხედულება. ბერძენ ფილოსოფოსთა ნაწილი
ფიქრობდა, რომ საგნების სახელდება ხდება პირობითად, ჩვენივე შეთანხმებით, ამ
თეორიას ეწოდება თესეი (thesei-შეთანხმება). ფილოსოფოსთა სხვა ნაწილი მიიჩნევდა,
რომ აღმნიშვნელის მიმართება აღსანიშნთან მოტივირებულია, ამ თეორიას ეწოდება
ფუსეი (physei-ბუნებითი) - სახელდება ხდება არა შეთანხმებით, არამედ საგნის ბუნებიდან
გამომდინარე.

ენობრივი ნიშნის პირობითობა გულისხმობს, რომ კავშირი ენობრივი ნიშნის


შემადგენლებს, აღმნიშვნელსა და აღსანიშნს შორს ნებისმიერი, თავისუფალი,
არამოტივირებულია ანუ პირობითია. ამგვარი კავშირი ნიშნავს, რომ აღმნიშვნელი არ
განისაზღვრება აღსანიშნის ფიზიკური ბუნებით, არც გეომეტრიული ფორმით, არც
ფილოსოფიური რაობითა თუ არსით და არც რომელიმე სხვა თვისებით. ამ
თვალსაზრისით, ენობრივი ნიშნის შემადგენლებს შორის კავშირი თავისუფალია -
აღსანიშნში არაფერია ისეთი, აღმნიშვნელის კონკრეტულ სახეს, მის ბგერით
შედგენილობას რომ განსაზღვრავდეს. მაგალითად, თუ განვიხილავთ ერთ ასეთ
აღსანიშნს, რომელიც ქიმიის სიმბოლურ ენაზე გამოისახება როგორც H 2O, აღმოვაჩენთ,
რომ მას სრულიად განსხვავებული ბგერითი შედგენილობის აღმნიშვნელები შეესაბამება
სხვადასხვა ენაში. მაგ,. ქართულში ამ აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი
წარმოდგენილია წ-ყ-ა-ლ-ი ბგერათმიმდევრობის სახით. ამისგან სრულიად
განსხვავებული ამავე აღსანიშნის შესაბამისი აღმნიშვნელი ინგლისურში-water,
ფრანგულში-eau, ლათიურში-aqua, თურქულში-su. გერმანულში-wasser, ესპანურში-agua,
იაპონურში-მიძუ, სვანურში-ლიც, სომხურში -ჯურ, რუსულში-вода, ჩაჩნურში-ხი,
ხუნძურში -ლ`ინ. როგორც ვხედავთ, ერთსა და იმავე აღსანიშნს სხვადასხვა ენაში
შეესაბამება ბგერითი შედგნილობის თვაალსაზრისით ერთმანეთისგან სრულიად
განსხვავებული აღმნიშვნელები. ასეთი ვითარება სწორედ იმის დამადასტურებელია, რომ
აღსანიშნის ბუნება, მისი ფიზიკური თვისებები თუ ქიმიური შედგენილობა არაფრით არ
აისახება აღმნიშვნელებში. აღმნიშვნელი არ წარმოადგენს აღსანიშნის ხატს, რომელიც
ზუსტად, უცვლელად იმეორებს მის ნიშანთვისებებს. სწორედ იმის გამო, რომ აღსანიშნი
თავისი ბუნებით, მისი არცერთი ნიშანთვისებით არ აისახება აღმნიშვნელში, ამბობენ,
რომ ენობრივი ნიშანი არის პირობითი.

მაგრამ არის ერთი გარემოება, რომელიც ეჭვსქვეშ უნდა აყენებდეს ამ დებულებას


ენობრივი ნიშნის პირობითობის შესახებ. საქმე ისაა, რომ ყველა ენაში არსებობს
გარკვეული სიმრავლე ონომატოპოეტური ანუ ხმაბაძვითი სიტყვებისა. ეს ისეთი
ენობრივი ნიშნებია, რომლებშიც ერთ-ერთი შემადგენელი - აღსანიშნი როგორღაც
განსაზღვრავს მეორეს - აღმნიშვნელს: აღსანიშნის რაღაც თვისება როგორღაც აისახება
აღმნიშვნელში. აღმნიშვნელი თავისი ბგერითი შედგენილობით უახლოვდება აღსანიშნის
ამა თუ იმ მხარეს, ნიშანთვისებას. მაგ., კაკუნი, ბრახუნი, ყიყლიყო, baa-baa. ასეთი
სიტყვების არსებობის მიუხედავად განხილული დებულება ენობრივი ნიშნის
პირობითობის შესახებ მაინც ძალაში რჩება, რამდენადაც, ჯერ ერთი, ამგვარი სიტყვების
რაოდენობა ენაში არ არის დიდი; მეორე, რაც უფრო არსებითია, ასეთი სიტყვებიც კი
ერთანეთისგან განსხვავებული ბგერითი შედგენილობისანი არიან სხვადასხვა ენაში. მაგ.,
გუგული, cu-coo (ინგლ.), кукушка (რუს.), kuckuck (გერმ.).

2. ხმოვანთა სისტემები
საზოგადოდ, ხმოვანთა სისტემის დახასიათებისათვის სხვადასხვა ენაში სხვადასხვა
მეთოდი გამოიყენება. ცნობილია ხმოვანთა წარმოდგენა გეომეტრიული ფიგურების
საშუალებით. ამგვარად უფრო უკეთ წარმოჩნდება ხმოვანთა ძირითადი მახასიათებლები.
ხმოვანთა სისტემა უმეტესწილად განსხვავებული გეომეტრიული ფიგურებით
გამოისახება სისტემის სირთულიდან გამომდინარე. მაგალითად, სვანური ენისათვის
უფრო მოხერხებულია ხმოვნების გამოხატვა კუბით. რაც შეეხება ქართულს, ხმოვანთა
სისტემის დახასიათებისთვის საუკეთესოა სამკუთხედი. ხმოვანთა სისტემებში
ფუნდამენტურია ოპოზიციები ენის აწეულობის, ლოკალური რიგისა და ბაგეების
მონაწილეობის მიხედვით. ზოგ ენაში ხმოვნები უპირისპირდებიან ერთმანეთს მხოლოდ
ენის აწეულობის ხარისხის მიხედვით.

ი უ

ე ო

ქართული ენის ხმოვნებს ვახასიათებთ სამი ნიშნის მიხედვით:


1. აწეულობა - დაბალი, საშუალო, მაღალი;
2. რიგი - წინა, შუა, უკანა;
3. ლაბიალიზაცია - ლაბიალიზებული, არალაბიალიზებული;

ხმოვანთა აწეულობა გულისხმობს თუ რამდენად არის ენა აწეული მაგარი სასის მიმართ
ამა თუ იმ ხმოვნის წარმოთქმისას. რიგი გულისხმობს - ენის რომელი ნაწილი
მონაწილეობს ხმოვნის წარმოებაში. ლაბიალიზაცია ნიშნავს თუ რამდენად აქტიურად
მონაწილეობს ბაგეები ხმოვნის წარმოებაში.
ხმოვანთა სამკუთხედზე, აღნიშნული ნიშნები თვალნათლივ ჩანს და, შესაბამისად,
მარტივად შესაძლებელია, თითოეული ხმოვნის არტიკულაციური დახასიათება.
აქედან გამომდინარე ქართული ენის ხმოვანთა სისტემა შეიძლება დახასიათდეს
შემდეგნაირად:
ა - შუა რიგის, დაბალი აწეულობის, არალაბიალიზებული

ე - წინა რიგის, საშუალო აწეულობის, არალაბიალიზებული

ი - წინა რიგის, მაღალი აწეულობის, არალაბიალიზებული

ო - უკანა რიგის, საშუალო აწეულობის, ლაბიალიზებული

უ - უკანა რიგის, მაღალი აწეულობის, ლაბიალიზებული

დ) განასხვავეთ: სილაბური და კონსონანტური დამწერლობები.

სილაბური და კონსონანტური დამწერლობები

სილაბური დამწერლობა – დამწერლობის სახეობა, რომელშიც აღინიშნება მარცვლები და


არა ფონემები. ერთი გრაფიკული ნიშანი წარმოადგენს ერთ სილაბემას (მარცვალს).
არსებობს წმინდა სილაბური და იდოეგრაფიულ-სილაბური დამწერლობები. წმინდა
სილაბური დამწერლობის საუკეთესო ნიმუშია ძველი ინდური დამწერლობა დევანაგარი.
დევანაგარის თითქმის ყველა ნიშანი გამოხატავს მარცვალს ა გახმოვანებით (პა, ბა, და,
ტა,... ა.შ.). იდოეგრაფიულ-სილაბური დამწერლობებია იაპონური, ძველი კორეული,
გვიანდელი სოლისებრი (აქადური, ხეთური).

ა – ფონეტიკური დამწერლობის ტიპი, რომელიც მხოლოდ თანხმოვანი ბგერების


აღმნიშვნელ სიმბოლოებს (გრაფემებს) შეიცავს. ამგვარი დამწერლობები ძირითადად
გამოიყენება ისეთი ენების ჩასაწერად, რომელთა სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას,
რომ ხმოვნების გერეშე ჩაწერილმა სიტყვამ ორაზროვნება ან აზრის გაუგებრობა არ
გამოიწვიოს. ამის საშუალებას ძირითადად სემიტური ენები იძლევიან, რომელთა
მორფოლოგია და ლექსიკაც კონსონანტურ საწყისებზეა დაფუძნებული.

კონსონანტური დამწერლობების მაგალითებია არაბული, ებრაული, სირიული


დამწერლობები, ასევე ძველი სემიტური სისტემები, როგორიცაა პროტო-სემიტური,
ფინიკიური, არამეული და სხვა. კონსონანტური დამწერლობიდან, კერძოდ
ფინიკიურიდან, განვითარდა ბერძნული ანბანი - პირველი სრულყოფილი, კონსონანტურ-
ვოკალიზებული ანბანი, რამაც დასაბამი მისცა ანბანური დამწერლობების შექმნას
ევროპაში.
ბილეთი 8

1. ფონოტაქტიკა. ბგერათცვალებადობა და ფონეტიკური კანონზომიერება (10


ქულა)
2. მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია გამოხატული ამ
ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განასხვავეთ: კონსონანტური და ანბანური დამწერლობები.

1. ფონოტაქტიკა. ბგერათცვალებადობა და ფონეტიკური კანონზომიერება

ფონოტაქტიკა. ბგერათცვალებადობა და ფონეტიკური კანონზომიერება

ენები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან არა მარტო ფონოლოგიური, არამედ ფონემათა


ურთიერთშეხამების წესების მიხედვით, სწორედ ამას იკვლევს ფონოტაქტიკა.

ყველა ენას ახასიათებს სპეციფიკური ფონოტაქტიკური წესები, რაც გარკვეულ


აკრძალვებში გამოიხატება. შესაძლებელია რომელმე პოზიციაში დასაშვები იყოს
მოცემული ენის ყველა ფონემა, ხოლომეორე პოზიციაში გარკვეული შეზრუდვები იყოს
დაწესებული. მაგალითად, ქართულში სიტყვა შეიძლება იყებოდეს ნებისმიერი
თანხმოვნით, მაგრამ ასეთი თავისუფლება სიტყვს ბოლოსთვის არ არის
დამახასიათებელი. ქართულში სიტყვა არ შეიძლება მთავრდებოდეს მჟღერ თანხმოვანზე,
რადგანაც მჟღერი ხშულები და ნაპრალოვნები სიტყვის ბოლოს ქართულში ყრუვდებიან.
ამიტომაა, რომ ვამაყობ წარმოითქმის, როგორც ვამაყოფ; კარგად, როგორც - კარგათ.

ფონოტაქტიკური წესები სხვადასხვა ენაში სხვადასხვაა; ისეთ მახლობელ ენებშიც კი,


როგორიც მეგრული და ქართულია, სხვადასხვა ფონოტაქტიკური წესები იჩენს თავს.
მაგალითად, ქართულში ტრ კომპლექსი თავისუფლად რეალიზდება სხვდასხვა
პოზიციაში (შდრ. ტრიალი), მაგრამ მეგრულში ასეთი კომპლექსი დაუშვებელია, ამიტომ
იგი ამ კომპლექსს ან ხმოვნით თიშავს (მტერედი-ტორონჯი) ანდა რ-ს გადმოსვამს ტ-ს წინ
(შდრ. პეტრე-პერტე).

ფონოტაქტიკური თვალსაზრისით, განსაკუთრებით საინტერესოა გ. ახვლედიანის მიერ


დამუშავებული თეორია დეცესიული და აქცესიური კომპლექსებს შესახებ.

დეცესიური ნიშნავს უკან მიმართულლს. თანხმოვანთა კმპლექსი დეცესიულია, თუ


პირველი ბგერა ასეთი კომპლექსისა ზესადგამი მილის წინა ნაწილში იწარმოება, მეორე-
უკან. აქცესიური ნიშნავს წინ მიმართულს. აქცესიულ კომპლექსში პირველი ბგერა
ზესადგამი მილის უკანა ნაწილში იწარმოება, მეორე-წინ.

დეცესიური კომპლექსები ქართულში ორ სხვადასხვა A და B სისტემას ქმნიან.

A B
ბგ ფქ პკ ბღ ფხ პყ
დგ თქ ტკ დღ თხ ტყ
ძგ ცქ წკ ძღ ცხ წყ
ჯგ ჩქ ჭკ ჯღ ჩხ ჭყ

ასევეა აქცესიურებიც
A B
გბ ქფ კპ ღბ ხფ ყპ
გდ ქთ კტ ღდ ხთ ყტ
გძ ქცკ წ ღძ ხც ყწ
გჯ ქჩ კჭ ღჯ ხჩ ყჭ
დეცესიული კომპლექსები ქართულში გარკვეული წესების დაცვით წარმოიქმნება, რაც
გამორიცხავს ნებისმიერი თანხმოვნის კომბინაციას, ნებისმიერ თანხმოვანთა დეცესიულ
კომპლექსში ჰომოგენურობის პრინციპი დაცულია. დეცესიური კომპლექსები
ჰარმონიული თანხმოვანთკომპლექსებია.

აქცესიურ კომპლექსებშიც დაცულია ჰომოგენურობის პრინციპი, რადგან ამ შემთხვევაში


დასაშვებია კომბინაციები: მჟღერი-მჟღერთან, ყრუ ფშვინვიერი-ყრუ ფშვინვიერთან, ყრუ
მვთრი-ყრუ მკვეთრთან, მაგრამ აქცესიულ კომპლექსებში დასაშვებია მკვეთრის
კომბინაცია მჟღერთან. ამ შემთხვევაში დარღვეულია ჰომოგენურობის პრინციპი.

2. მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები

შედგენილ ფორმათა უფრო მარტივ ერთეულებად დაშლა, ისევე როგორც ალომორფების


გაერთიანება მორფემულ კლასებად, ხშირად საკმაოდ რთულ პროცედურას წარმოადგენს.
მორფების მორფემად გაერთიანება ხორციელდება რამდენიმე წესის მიხედვით,
რომელთაც მორფოლოგიური ანალიზის პრინციპები ეწოდებათ.
1. მორფები, რომლებიც მათთვის დამახასიათებელ ყველა პოზიციაში გამოირჩევიან
საერთო სემანტიკური განსხვავებულობით და იდენტური ფონემური
შედგენილობით, შეადგენენ ერთ მორფემას, ანუ წარმოადგენენ ერთი მორფემის
ალომორფებს.
განვიხილოთ ენობრივი ფორმები: ბავშვ-ს, მზე-ს, ადამიან-ს. ეს „-ს“ მორფები საერთო
სემანტიკური განსხვავებულობით, ანუ ერთი და იმავე მნიშვნელობით გამოირჩევიან და
იდენტური ფონემური შედგენილობისანი არიან ყველა პოზიციაში; ამდენად, ეს მორფები
ერთ მორფემას განეკუთვნება. ახლა განვიხილოთ სხვა ენობრივი ფორმები: აშენებ-ს, წერ-
ს, ფიქრობ-ს. ამ ენობრივ ფორმებში წარმოდგენილი „-ს“ მორფები გამოხატულების
თვალსაზრისით ემთხვევა პირველი წყების ენობრივი ფორმების შემადგენლობაში
არსებულ „-ს“ მორფებს, მაგრამ, ამის მიუხედევად ისინი ორ სხვადასხვა მორფემას
განეკუთნებიან, რადგან სრულიად განსხვავებულია მათი სემანტიკა, ანუ მნიშვნელობა
(პირველ შემთხვევაში ეს არის მიცემითი ბრუნვის ნიშანი, მეორე შემთხვევაში - მესამე
სუბიექტური პირის ნიშანი).

2. მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან,


ოღონდ ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფონემური შედგენილობით, შეადგენენ
ერთ მორფემას, თუ ეს ფორმალური განსხვავება მათ შორის ფონოლოგიურად არის
შეპირობრული.
მორფემა შედგება ფონოლოგიურად შეპირობებული ალომორფებისგან, ეს იმას ნიშნავს,
რომ შეიძლება დადგინდეს ის მიზეზები, რომლებიც განაპირობებენ მორფებს შორის
ფორმალურ განსხვავებას. მაგალითად, ქართულში გამოიყოფა მოთხრობითი ბრუნვის „-
მა“ და „-მ“ მორფები (კაც-მა; დედა-მ). განსხვავება ამ მორფების ფონემურ შედგენილობაში
განისაზღვრება წინა მორფის ბოლოკიდური ფონემით - თანხმოვნის შემდეგ „-მა“ მორფი
ვლინდება, ხმოვნის შემდეგ კი - „-მ“. საერთო მნიშვნელობის ეს მორფები ერთ მორფემას
შეადგენენ, რადგან ფორმალური განსხვავება მათ შორის ფონოლოგიურად არის
განპირობებული, ე.ი. მას ფონემური გარემოცვა განაპირობებს. (ინგლისურის ენის
მორფები im-, in-, ir-, il- ფონოლოგიურად არის შეპირბებულ, ამიტომ ერთი მორფემის
შემადგენლობაში შედიან. impossible, indecent, irregular, illegal)

3. მორფები, რომლებიც საერთო სემანტიკური განსხვავებულობით გამოირჩევიან და


ერთმანეთისგან განსხვავდებიან ფონემური შედგენილობის თვალსაზრისით,
მაგრამ ისე, რომ მათი ეს ფორმალური ურთიერთგანსხვავება არ არის
შეპირობებული ფონოლოგიურად, შეადგენენ ერთ მორფემას, თუ ა) იმყოფებიან
დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში და ბ) მონაწილეობენ
პარალელურ კონსტრუქციებში.
ერთი მორფი დამატებითი დისტრიბუციის დამოკიდებულებაში იმყოფება მეორე
მორფთან, თუ მათ არ გააჩნიათ არცერთი საერთო პოზიცია. მორფების მონაწილეობა
პარალელურ კონსტრუქციებში ნიშნავს იმას, რომ ეს მორფები წარმოდგენილია ერთი და
იმავე სტრუქტურული რიგის ფორმებში. საერთო სტრუქტურული რიგის კუთვნილებად
მიიჩნევა ისეთი ფორმები, რომლებიც ერთმანეთს ენაცვლებიან გამონათქვამებში
სტრუქტურის, გრამატიკული სისწორის დაურღვევლად. საერთო სტრუქტურულ რიგს
ქმნის, მაგალითად, ისეთი ფორმები როგორებიცაა „კაცს“, „ბავშვს“, „ღვინოს“, „ცას“, ა.შ,
რადგან ისინი ისე ჩაენაცვლებიან ერთმანეთს გამონათქვამში, რომ არ არღვევან მის
სტრუქტურას, გრამატიკულ სისწორეს. შეიძლება ასეთი ჩანაცვლების შედეგად მივიღოთ
აზრს მოკლებული გამონათქვამი, მაგრამ გრამატიკული თვალსაზრისით ეს მაინც სწორი
წინადადება იქნება. (მაგ., „ბავშვს სძინავს“ – ბავშვი ჩავანაცვლოთ ღვინით -„ღვინოს
სძინავს“ - მივიღეთ შინაარსობლივად არასწორი, მაგრამ სტრუქტურულად გამართული
წიადადება).
ინგლისური boys, roses, oxen, mice ქმნიან საერთო სტრუქტურულ რიგს, რადგან
კონსტრუქციის დარღვევის გარეშე შეენაცვლებიან ერთმანეთს გამონათქვამებში. –en
მორფი გამოირჩევა საერთო სემანტიკური განსხვავებულობით და ფონემურად
განსხვავებულია სხვა იმავე სტრუქტურულ რიგში მყოფი ფორმებისგან. ჩვენ ვერ ვიტყვით,
რომ ეს განსხვავება ფონოლოგიურად არის შეპირობებული, რადგან ანალოგიური
ფონოლოგიური აგებულების სხვა ფორმებში დასტურდება -es ალომორფი (fox-es /ox-en).
ასეთ შემთხვევაში ვიტყვით, რომ ალომორფთა შეპირობებულია
განაწილება
მორფოლოგიურად. -en და -es ერთი მორფემის ალომორფებს წარმოადგენენ, რადგან
იმყოფებიან დამატებითი დისტრიბუციის დამიკიდებულებაში და მონაწილეობენ
პარალელურ კონსტრუქციებში.

დ) განასხვავეთ: კონსონანტური და ანბანური დამწერლობები.

კონსონანტური დამწერლობა – ფონეტიკური დამწერლობის ტიპი, რომელიც მხოლოდ


თანხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ სიმბოლოებს (ასოებს) შეიცავს. ამგვარი დამწერლობები
ძირითადად გამოიყენება ისეთი ენების ჩასაწერად, რომელთა სტრუქტურა იძლევა იმის
საშუალებას, რომ ხმოვნების გერეშე ჩაწერილმა სიტყვამ ორაზროვნება ან აზრის
გაუგებრობა არ გამოიწვიოს. ამის საშუალებას ძირითადად სემიტური ენები იძლევიან,
რომელთა მორფოლოგია და ლექსიკაც კონსონანტურ საწყისებზეა დაფუძნებული.

კონსონანტური დამწერლობების მაგალითებია არაბული, ებრაული, სირიული


დამწერლობები, ასევე ძველი სემიტური სისტემები, როგორიცაა პროტო-სემიტური,
ფინიკიური, არამეული და სხვა. კონსონანტური დამწერლობიდან, კერძოდ
ფინიკიურიდან, განვითარდა ბერძნული ანბანი - პირველი სრულყოფილი, კონსონანტურ-
ვოკალიზებული ანბანი, რამაც დასაბამი მისცა ანბანური დამწერლობების შექმნას
ევროპაში.
ანბანური დამწერლობა – ანბანურ დამწერლობაში ასოები არნიშნავენ არა იდეებს, არამედ
ბგერებს. ანბანური დამწერლობის ჩანასახები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს გააჩნდათ,
თუმცა მისი შექმნა წილად ხვდა ფინიკიელებს, რომელთაც კაცობრიობის კულტურის
ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა გააკეთეს – შექმნეს ანბანური დამწერლობა და ამის
უკვდავყვეს კიდეც თვისი სახელი ისტორიაში.

ბილეთი 9

1. თანხმოვანთა სისტემები: სამეულები, წყვილეულები და ცალეულები (10 ქულა)


2. ზმნის ვალენტობა და აქტანტები (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია გამოხატული ამ
ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განასხვავეთ: ასიმილაცია და დისიმილაცია.

1. თანხმოვანთა სისტემები: სამეულები, წყვილეულები და ცალეულები

თანხმოვნები არის ისეთი ბგერები, რომელთა წარმოთქმისას ფილტვებიდან ამოსული


ჰაერნაკადი დაბრკოლებას აწყდება. ქართული ენის თანხმოვნები ქმნიან სამეულთა,
წყვილეულთა და ცალეულთა სისტემებს.

სამეულთა სისტემებს ქმნიან ხშულ-მსკდომები (ოკლუზივები) და ხშულ-ნაპრალოვნები


(აფრიკატები). როდესაც ჰაერნაკადი ზესადგამი მილის ერთ ნაწილში სრულ
დაბრკოლებას აწყდება, და შემდეგ განხშვა (სკდომა) მოსდევს, წარმოიქმნება ხშულ-
მსკდომი ბგერები. აფრიკატები არიან რთული რაგვარობის ბგერები. ასეთი ბგერების
წარმოებისას თავდაპირველად ხდება ხშვა ზესადგამი მილის რომელიღაც წერტილში,
შემდეგ ხშვა გადადის ნაპრალში. მჟღერობა-სიყრუის მიხედვით სამეულებში
წარმოდგენილია ერთი მჟღერი (ბ,დ,ჯ,ძ,გ) და ორი ყრუ ბგერა: ყრუ-ფშვინვიერი
(ასპირატი) (ფ,თ,ც,ჩ,ქ) და ყრუ-მკვეთრი (აბრუპტივი, გლოტალიზებული, ყელხშული)
(პ,ტ,წ,ჭ,კ).

წყვილეულებს ქმნიან ნაპრალოვანი (სპირანტი) ბგერები. ნაპრალოვანი ბგერების


წარმოებისას ზესადგამი მილის ერთ წერტილში საარტიკულაციო ორგანოები ერთმანეთს
უახლოვდება და მათ შორის წარმოქმნილ ნაპრალში გადის ამოსუნთქული ჰაერნაკადი.
წყვილეულები წარმოდგენილია მჟღერი (ვ, ზ, ჟ, ღ) და ყრუ თანხმოვნით (ს, შ, ხ, ჰ): ვ-/f/, ზ-
ს, ჟ-შ, ღ-ხ, -ჰ.

ცალეულთა სისტემებს ქმნიან სონორები (ლ, რ, მ, ნ), რომლებიც იყოფა ნაზალურ მ,ნ
(ცხვირისმიერ) და არანაზალურ ლ,რ (არაცხვირისმიერ) ბგერებად. არანაზალური ბგერები
იყოფა ლატერალურ ლ (გვერდითი) და ვიბრანტ რ (მთრთოლი) ბგერებად.
რ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ვიბრანტი ანუ მთრთოლავი;
ლ - ალვეოდენტალული, ნუნაკბილისმიერი, ლატერალი ანუ გვერდითი;
მ - ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი, ნაზალი;
ნ - ალვეოლარული, ნუნისმიერი, ნაზალი;

წარმოების ადგილის მიხედვით გვაქვს შემდეგი სახის ბგერები:


ბილაბიალური, წყვილბაგისმიერი (ბ, ფ, პ, მ);
ლაბიო-დენტალური, ბაგე-კბილისმიერი (ვ, /f/);
დენტალური, კბილისმიერი (დ, თ, ტ);
პრეალვეოლარული, წინანუნისმიერი (ძ, ც, წ, ზ, ს);
პოსტალვეოლარული, უკანანუნისმიერი (ჯ, ჩ, ჭ, ჟ, შ);
ველარული, რბილისასისმიერი (გ, ქ, კ, ღ, ხ)
ფარინგალური, ხახისმიერი (/ჴ/, ყ)
ლარინგალური, ხორხისმიერი (ჰ)
2. ზმნის ვალენტობა და აქტანტები

თანამედროვე სინტაქსურ მიმდინარეობებს შორის საყურადღებოა „სტრუქტურული


სინტაქსის“ სახელით ცნობილი თეორია, რომელიც ემყარება ზმნის (შემასმენლის,
პრედიკატის) მიერ წინადადების სხვა წევრების მართვის მოდელს. სტრუქტურული
სინტაქსი სიტყვებს შორის არსებულ იერარქიულ დამოკიდებულებებს ასახავს. ლუსიენ
ტენიერის თეორიაში სიტყვებს შორის კავშირების იერარქია და მიმართულება
განისაზღვრება პრედიკატის მოწესრიგებული აქტანტური სტრუქტურით.

აქტანტები (ფრ. actants „მოქმედნი“) იმ პირებისა და საგნების აღმიშვნელი სახელებია,


რომლებიც ამა თუ იმ სახით მონაწილეობენ ზმნით გადმოცემულ მოქმედებაში. ყოველ
ზმნას შეიძლება დაუკავშირდეს აქტანტების გარკვეული რაოდენობა; ზმნის ამ უნარს,
შეიწყოს აქტანტების გარკვეული რაოდენობა, ვალენტობა ეწოდება (ტერმინი ვალენტობა
გამოიყენება უფრო ფართო მნიშვნელობითაც - როგორც ენობრივი ერთეულის უნარი,
დაამყროს სინტაქსური კავშირები სხვა ენობრივ ერთეულებთან).

წინადადება შეიძლება შევადაროთ დრამას, რომლის მოქმედება გამოხატულია ზმნა-


პრედიკატით, მოქმედი პირები - აქტანტებით, ხოლო მოქმედების გარემოებანი -
სირკონსტანტებით. აქტანტებისაგან განსხვავებით სირკონსტანტების რაოდენობა არ არის
განსაზღვრული; ისინი წინადადებაში შეიძლება არც იყვნენ წარმოდგენილნი.
სირკონსტანტები გამოიხატება ზმნიზედებით.

აქტანტები მოწესრიგებულ სიმრავლეს ქმნიან: I აქტანტი ტრადიციული გრამატიკის


ქვემდებარეა, II აქტანტი- პირდაპირი დამატება, III აქტანტი-ირიბი დამატება.
სემანტიკური როლების მიხედვით აქტანტებში შემდეგი სახეობები გამოიყოფა:
მოქმედების აქტიური მონაწილე - სუბიექტი ანუ აგენსი (ლათ. agens „მოქმედი“) ;
მოქმედების პასიური მონაწილე -პაციენსი (ლათ. patiens „განმცდელი“ ); რაღაცის
აღმქმელი ან გრძნობის განმცდელი მონაწილე -ექსპერიენცერი; ის პირი ან საგანი
(ობიექტი), რომლისთვისაც ხორციელდება მოქმედება - ადრესატი. ერთი და იგვივე
აქტანტი შეიძლება სხვადასხვა სემანტიკურ როლს ასრულებდეს. მაგალითად, ქვემდებარე
შიძლება წარმოადგენდეს აგენსს (ბიჭი ხატავს), ექსპერიენცერს (ბიჭს სცივა);

ზმნა შეიძლება იყოს უაქტანტო ანუ ნულვალენტიანი (ავალენტური) - ასეთია,


მაგალითად, ბუნების მოვლენათა გამომხატველი ზმნები. მაგ., წვიმს, თოვს, ცივა... it rains,
it snows. ამგვარ ზმნებში თავს იჩენს ე.წ. ფსევდოსუბიექტი (ანუ რეალური სუბიექტი არ არ
არსებობს).

ერთაქტანტიანი, ანუ ერთვალენტიანი ზმნები გამოხატავენ მოქმედებას, რომელშიც


მხოლოდ ერთი პირი ან საგანი მონაწილეობს. მაგ., ჩიტი მიფრინავს, სტუმრები მოვიდნენ,
მეძინება; ორვალენტიან ზმნებში ორი აქტანტი მონაწილეობს. მაგ., ვკითხულობ -მე მას.
ა.შ.

იმ აქტანტების რაოდენობა და ხასიათი, რომლებიც აუცილებელია მოცემული ზმნისთვის,


განსაზღვრავს წინადადების აქტანტურ სტრუქტურას.

დ) განასხვავეთ: ასიმილაცია და დისიმილაცია.

ასიმილაცია-თვითონ სიტყვა ასიმილაცია ნიშნავს დამსგავსებას (ლათ. Assimilation


„მიმსგავსება“). მეზობელი ბგერები იმსგავსებენ ერთმანეთს გარკვეული ნიშნების
მიხედვით. განასხვავებენ ასიმილაციის სამ სახეს მიმართულების, მანძილისა და შედეგის
მიხედვით. მიმართულების მიხედვით ასიმილაცია ორგვარი:პროგრესული და
რეგრესული. პროგრესულია ასმილაცია, თუ იგი მიმართულია სიტყვის დასაწყისისაკენ,
ე.ი. თუ ასიმილატორი წინ უსწრებს ასიმილირებულ ბგერას, მაგ., სიტყვაში „ტბა-ტპა“
ასიმილატორია ტ, ხოლო ასიმლირებულია-ბ (ასევე პროგრესულია სმილიაციაა „კბილი-
კპილი“, „თბილი-თფილი“ და სხვ). რეგრესული ასიმილაციის შემთხვევაში ასიმილატორს
წარმოადგენს მომდევნო ბგერა, რომელიც იმსგავსებს წინ მდგომ ბგერას. მაგალითად,
სიტყვა „ერთგული“ ჩვეულებრივ წაროითქმის როგორც (ერდგული) გ, როგორც მჟღერი
ბგერა, იმსგავსებს წინ მდგომ თ-ს, რომელიც თვითონ ყრუ ბგერაა. მანძილის მიხედვითაც
ასიმილაცია ორგვარია: კონტაქტური და დისტანციური. კონტაქტურია ასმილიაცია იმ
შემთხვევში, თუ ასიმილატორი და ასიმილირებული ბგერები ერთმანეთის უშუალო
მეზობლობაშია (მაგ., კონტაქტურია როგორც „კბილი-კპილი“ ტიპის პროგრესული
ასიმილაცია, ისე „ერთგული-ერდგული“ ტიპის რეგრესული ასიმილაციაც).
დისტანციურია ასიმილაცია, თუ ასიმილატორსა და ასიმილირებულ ბგერას შორის დგას
სხვა ბგერა ან ბგერები. შედეგის მიხედვითაც ორგვარი ასიმილაცია არსებობს: სრული და
ნაწილობრივი. ასიმილაცია სრულია, თუ ასიმილირებული ბგერა მთლიანად ემსგავსება
ასიმილატორს.
დისიმილაცია. ასიმილაციის საწინააღმდეგო პროცესია დისიმილაცია (ლათ. Dissimilatio
“განსხვავება“). თუ ასიმილაციის დროს ბგერები ერთმანეთს ემსგავსებიან, დისიმილაციის
დროს, პირიქით, ორი მსგავსი ან ერთნაირი ბგერა ერთმანეთსგან ემსგავსება. ქართულში
სიტყვა რბილი დისიმილაციის გზით არის მიღებული ლბილი სიტყვისგან.

ბილეთი 10

1. დამწერლობის ტიპები (10 ქულა)


2. ფონეტიკა და მისი დარგები. ფონოლოგია (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია გამოხატული ამ
ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განასხვავეთ: ჟარგონი და დიალექტი.

1. დამწერლობის ტიპები
დამწერლობა კაცობრიობის უდიდეს აღმოჩენათა რიცხვს ეკუთვნის. ბგერითი ენა
შეზღუდულია დროსა და სივრცეში. კაცობრიობა ერთბაშად არ მისულა დამწერლობის
შექმნის იდეამდე. მას წინ უსწრებდა ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი.
დამწერლობის წარმოშობამდე მიმართავდნენ საგანთა სიმბოლიკას. მაგრამ საგანთა
სიმბოლიკა მაინც არ არის დამწერლობა.დამწერლობის წარმოშობა ემთხვევა პირველი
სახელმწიფოების გაჩენას. ესენია ძველი ეგვიპტე და მესოპოტამია. სწორედ აქ შეიქმნა
პირველი დამწერლობა.

დამწელობამ სამი ძირითადი საფეხური გაიარა. პირველი დამწერლობები, ცხადია, არ იყო


ანბანური. პირველი დამწერლობები იქნება ეს ეგვუპტური, შუმერული თუ ჩინური
პიქტოგრაფიულია.

პიქტოგრაფიული დამწერლობა. ტერმინი პიქტოგრაფია – „პიქტო“ ნახატი და „გრაფოს“


ვწერ, სიტყვებისგან შედგება და კარგად გამოხატავს იმ სახის თავისებურებას, რომელსაც
პიქტოგრაფიული დამწერლობა ეწოდება. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა
ასე თუ ისე გავს იმ საგანს, რომელსაც ის აღნიშნავს. ანუ, პიქტოგრაფიული დამწერლობა
იკონურობის პრინციპს ემყარება, შესაბამისად, პიქტოგრამა იკონური ნიშანია.
პიქტოგრაფიული დამწერლობა, მართალია, დამწერლობის უძველესი საფეხურია, მაგრამ
იგი დღესაც გამოიყენება. რეკლამები, რომლებიც მაღაზიების ფირნიშნებზეა გაკეთებული,
მიგვანიშნებენ იმაზე, თუ რა იყიდება ამა თუ იმ მაღაზიაში.

დამწერლობის მეორე იდეოგრაფიული დამწერლობა პიქტოგრაფიული


საფეხური
დამწერლობიდან განვითარდა. პიქტოგრაფიულ დამწერლობაში, როგორც აღვნიშნეთ,
პიქტოგრამა ასე თუ ისე ჰგავს საგანს, რომელსაც ის აღნიშნავს, იკონურობის პრინციპს
ემყარება. იდეოგრაფიული დამწერლობას კი საფუძვლად უდევს პირობითობის პრინციპი.
თვითონ სიტყვა შედგება ბერძ. idea "აზრი" და grapho "ვწერ" სიტყვებისგან, რაც გვიჩვენებს
იმას, რომ იდეოგრაფიულ დამწერლობით ცნებები აღინიშნება და არა ბგერები. ამგვარად,
იდეოგრამებს წარმოადგენს, მაგალითად, ციფრები, რომელსაც ჩვენ ნებისმიერ ენაზე
ვკითხულობთ. იდეოგრაფიულ დამწერლობას სხვაგვარად იეროგლიფურსაც უწოდებენ,
ხოლო თვითონ იდეოგრამებს - იეროგლიფებს.

ანბანური დამწერლობა, დამწერლობის განვითარების მესამე საფეხურია. ანბანურ


დამწერლობაში ასოები აღნიშნავენ არა იდეებს, არამედ ბგერებს. ანბანური დამწერლობის
ჩანასახები ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტელებს გააჩნდათ, თუმცა მისი შექმნა წილად ხვდა
ფინიკიელებს, რომელთაც კაცობრიობის კულტურის ისტორიაში უდიდესი აღმოჩენა
გააკეთეს – შექმნეს ანბანური დამწერლობა და ამის უკვდავყვეს კიდეც თვისი სახელი
ისტორიაში.

ანბანური დამწერლობის ტიპს, რომელიც მხოლოდ თანხმოვანი ბგერების აღმნიშვნელ


სიმბოლოებს (ასოებს) კონსონანტური დამწერლობა ეწოდება. ამგვარი
შეიცავს
დამწერლობები ძირითადად გამოიყენება ისეთი ენების ჩასაწერად, რომელთა
სტრუქტურა იძლევა იმის საშუალებას, რომ ხმოვნების გერეშე ჩაწერილმა სიტყვამ
ორაზროვნება ან აზრის გაუგებრობა არ გამოიწვიოს. ამის საშუალებას ძირითადად
სემიტური ენები იძლევიან, რომელთა მორფოლოგია და ლექსიკაც კონსონანტურ
საწყისებზეა დაფუძნებული.

კონსონანტური დამწერლობების მაგალითებია არაბული, ებრაული, სირიული


დამწერლობები, ასევე ძველი სემიტური სისტემები, როგორიცაა პროტო-სემიტური,
ფინიკიური, არამეული და სხვა. კონსონანტური დამწერლობა იყო პირველი ანბანური
დამწერლობა რომლისგანაც, კერძოდ ფინიკიურიდან, შენდეგ განვითარდა ბერძნული
ანბანი - პირველი სრულყოფილი, კონსონანტურ-ვოკალიზებული ანბანი, რამაც დასაბამი
მისცა ანბანური დამწერლობების შექმნას ევროპაში.

2. ფონეტიკა და მისი დარგები. ფონოლოგია

ენათმეცნიერებაში დანაწევრებული ბგერების შემსწავლელ მეცნიერებას ფონეტიკა


ეწოდება. ფონეტიკა არის კერძო და ზოგადი. კერძო ფონეტიკა შეისწავლის კონკრეტული
ენისთვის დამახასიათებელი ბგერის ფიზიოლოგიურ და ფიზიკურ მახასიათებლებს.
ზოგადი ფონეტიკა მაქსიმალურად აღწერს ყველა იმ ბგერას, რომელსაც ადამიანი
წარმოთქვამს. ასევე შეიძლება აღიწეროს ბგერები, რომელთა არსებობა არ
დადასტურებულა ნაცნობ ენებში.
ფონეტიკა დანაწევრებულ ბგერებს სამი თვალსაზრისით სწავლობს:

1. არტიკულაციურად - იმ სამეტყველო ორგანოების მიხედვით, რომელთა მოქმედების


შედეგადაც წარმოიქმნება მოცემული ბგერა.

2. აკუსტიკურად - როგორი ეფექტი მიიღება ამა თუ იმ არტიკულაციური ორგანოს


მუშაობის შედეგად. ბგერის ფიზიკური მახასიათებლების მიხედვით.

3. პერცეფციულად - სმენითი შთაბეჭდილების მიხედვით. ბგერითი ტალღა აღიზიანებს


მსმენლის სასმენ აპკს, ეს აღიქმება ნერვის მიერ და გადაეცემა ინფორმაცია თავის ტვინის
შესაბამის უბანს, რის შედეგადაც აღიქმება ბგერა.

ფონოლოგია არის სტრუქტურული ენათმეცნიერების საფუძველზე წარმოქმნილი


სამეცნიერო დისციპლინა, რომელიც შეისწავლის ენაში არსებულ ბგერათა მნიშვნელობის
განმასხვავებელ ფუნქციას. ანუ, ფონოლოგია შეისწავლის ენის უმცირეს, მნიშვნელობის
განმასხვავებელი ფუნქციის მქონე ერთეულებს (ფონემებს).

თუ ფონეტიკა მეტყველებაში ფონემათა რეალიზაციითაა დაკავებული, ფონოლოგია


ცდილობს აღმოაჩინოს, აღწეროს და განსაზღვროს ენის ფონემები, მათ შორის
დისტინქტიურ (განმასხვავებელ) ფონეტიკურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

დ) განასხვავეთ: ჟარგონი და დიალექტი.

ჟარგონი - სოციალურ დიალექტს წარმოადგენს (ფრანგულად ნიშნავს განზრახ შეცვლილ


ენას). ჟარგონი საიდუმლო ენაა, რომელიც გასაგებია მხოლოდ მოცემული ჯგუფის
წევრებისთვის და სრულიად გაუგებარი სხვებისთვის. ჟარგონი იქმნება სწორედ იმ
მიზნით, რომ მოცემული ერთი ჯგუფის მეტყველება გაუგებარი იყოს ამ ენაზე მოსაუბრე
სხვა ინდივიდებისთვის. ამისთვის სიტყვებს უცვლიან მნიშვნელობებს და მათ სრულიად
სხვა მნიშვნელობას ანიჭებენ. ზოგჯერ ჟარგონი წარმოადგენს ორი ან მეტი ენის ნარევს.

ჟარგონები წარმოიშობა პრაქტიკული მოთხოვნილებების შედეგად, რაც ენობრივი


განცალკევებისკენ მიდრეკილებით მჟღავნდება. ამა თუ იმ პროფესიის ხალხისთვის,
სოციალური ფენისთვის დამახასიათებელია გარკვეული პროფესიული და სოციალური
ხასიათის ლექსიკა, რაც სხვებისთვის გაუგებარია. ასეთია, მაგალითად, ქურდების,
მაწანწალების, სტუდენტებისა და სხვ. ჟარგონში გავრცელებული ხერხია მარცვლების
გადასმა და დამატება.

დიალექტი - ერთმანეთისგან უნდა განვასხვავოთ ტერიტორიული და სოციალური


დიალექტები. ტერიტორიულია დიალექტი, რომელიც გავრცელებულია რომელიმე
გეოგრაფიულ არეალში. ლინგვისტური თვალსაზრისით, ტერიტორიული დიალექტი
საინტერესოა იმით, რომ მას აქვს ფონემების თავისებური სისტემა. ასევე, თავისებური
გრამატიკული სისტემა და ლექსიკა, ამიტომ ტერიტორიული დიალექტები წარმოადგენენ
ერთი და იმავე ენის სხვადასხვა ვარიანტებს. მაგალითად, ქართული ენის თხუთმეტი
სხვადასხვა დიალექტი ქართული ენობრივი სისტემის სხვადასხვა ვარიანტებია.

სოციალურია დიალექტი, რომელიც დამახასიათებელია ამა თუ იმ სოციალური წრისთვის.


ერთსა და იმავე გეოგრაფიულ არეალში შეიძლება წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა
სოციალური დიალექტები, მაგრამ მათ შორის საკუთრივ ლინგვისტური განსხვავება
არსებობს. სოციალურ დიალექტს არც თავისი ფონემატური სისტემა აქვს და არც
გრამატიკა. ამიტომ სოციალური დიალექტებისგან ენა არ მიიღება.

ბილეთი 11

1. ენათა ტიპოლოგიური და არეალური კლასიფიკაცია (10 ქულა)


2. ფონი, ფონემა და ალოფონთა სახეები (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია გამოხატული ამ
ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განასხვავეთ: ფონოლოგიური და არაფონოლოგიური ოპოზიციები.

1. ენათა ტიპოლოგიური და არეალური კლასიფიკაცია


ტიპოლოგიური კლასიფიკაცია – ემყარება ენათა მსგავსებას გარკვეული სტრუქტურული
ნიშნის (მორფოლოგიური, ფონოლოგიური, სინტაქსური და ა.შ) მიხედვით. ამასთან, მსგავსება
შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე ნიშნით. ერთი ენა სხვადასხვა ნიშნით სხვადასხვა ტიპის
ჯგუფში შეიძლება გაერთიანდეს.

არეალური კლასიფიკაცია ენებს აჯგუფებს ენობრივი მოვლენების ტერიტორიული


გავრცელების მიხედვით. იგი გამოყოფს გეოგრაფიულად ერთმანეთის მომიჯნავე და
ხანგრძლივი, მჭიდრო ურთიერთობის მქონე ენათა ჯგუფებს. არეალურმა კლასიფიკაციამ
შეიძლება მოიცვას მონათესავე და არამონათესავე ენები, ასევე ერთი ენის დიალექტები.

2. ფონი, ფონემა და ალოფონთა სახეები


მეტყველების ნაკადის ბგერებად დანაწევრების, სეგმენტაციის შედეგად გამოყოფილ ფონეტიკურ
ელემენტს შეიძლება ფონი (ბერძ. „ბგერა“) ვუწოდოთ. ყველა იმ ფონს (ბგერას) რომლელთა
სახითაც ვლინდება მოცემული ფონემა, ეწოდება ამ ფონემის ალოფონები (ბერძ. „სხვა“

ფონემა, როგორც კლასი ისეთი სამეტყველო ბგერებისა, რომლებიც გამოირჩევიან განმასხვავებელ


ნიშანთა ერთი და იმავე ერთობლიობით, შესაძლებელია განისაზღვროს, როგორც სწორედ ამ
დისტინქციურ ნიშანთა ერთობლიობა. ის საერთო, რაც ერთ კლასად, ერთ ფონემად აერთიანებს
ცალკეულ სამეტყველო ბგერებს, არის ერთობლიობა ამ ბგერებისათვის დამახასიათებელი ერთი
და იმავე განმასხვავებელი ნიშნებისა და, ამდენად, ფონემა შეიძლება განისაზღვროს სწორედ ასე -
როგორც ერთობლიობა განმასხვავებელი ნიშნებისა.

დ) განასხვავეთ: ფონოლოგიური და არაფონოლოგიური ოპოზიციები.

როგორც ცნობილია, მეტყველების პროცესში, ადამიანთა შორის ენობრივი ურთიერთობის


დროს, წარმოიქმნება უსასრულოდ დიდი რაოდენობა ერთმანეთისგან განსხვავებული
სამეტყველო ბგერებისა. საზოგადოდ, ყოველი განსხვავება გულისხმობს დაპირისპირებას.
ერთი რაღაცა მხოლოდ იმდენად განსხვავდება მეოორისგან, რამდენადაც უპირისპირდება
მას, დაპირისპირების ანუ ოპოზიციის დამოკიდებულებაში იმყოფება მასთან.
ერთმანეთისგან განსხვავებული სამტყველო ბგერების მთელი უსასრულო რაოდენობა
შეიძლება დავიყვანილ იქნეს ორ ძირითად ტპიზე. სამეტყველო ბგერებს შორის
განსხვავება შეიძება იყოს ფონოლოგიური ან არაფონოლოგირი. როდესაც ორი
სამეტყველო ბგერა ერთმანეთისგან განსხვავდება ანუ უპირისპირდება ისე, რომ სწორედ
ამ დაპირისპირებით გამოიხატება ენობრივ ნიშნებს შორის განსხვავება მათი
მნიშვნელობის თვალსაზრისით, ასეთ ბგერით დაპირისპირებას უწოდებენ ფონოლოგიურ
ოპოზიციას, ხოლო ისეთ ბგერით დაპირისპიებას, რომელსაც არ უკავშირდება ენობრივ
ნიშანთა შორის მათი მნიშვნელობების თვალსაზრისით არსებული განსხვავებების
გამოხატვა, უწოდებენ არაფონოლოგიურ ოპოზიციას, ანუ ფონოლოგიურად
ირელევენტურ (არაღირებულ) ოპოზიციას. მაგალითად, განსხვავება „ბ“ და „ფ“ ბგერებს
შორის წარმოადგენს ფონოლოგიურ ოპოზიციას, რამდენადაც მოიძებნება ისეთი
წყვილები, რომელთა შორის არსებული დაპირისპირება სწორედ ამ ბგერითი განსხვავების
მეშვეობით გამოიხატება. მაგ., ბარი-ფარი, ბერი-ფერი, ბოთლები-ფოთლები, და ა.შ. მაგრამ
განსხვავება რბილ „ლ’“-სა და მაგარ „ლ“-ს შორის, ქართული ენობრივი სისტემი
ფარგლებში, წარმოადგენს არაფონოლოგიურ ოპოზიციას, რამდენადაც შეუძლებელია
მოიძებნოს ორი ისეთი ენობრივი ნიშანი, რომელთა ურთიერთდაპირისპირება მხოლოდ ამ
ბგერითი განსხვავებით იყოს გამოხატული. (მაგ., ქალი და ქალ’ი მნიშვნელობით არ
განსხვავდება ერთმანეთისგან).
ბილეთი 12

1. ისტორიულ-შედარებითი მეთოდი და ენათა ნათესაობა (10 ქულა)


2. მორფი, მორფემა და ალომორფთა სახეები (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია გამოხატული ამ
ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განასხვავეთ: ძირი, ფუძე, ფლექსია, დერივაცია.

1. ისტორიულ-შედარებითი მეთოდი და ენათა ნათესაობა

ისტორიულ-შედარებითი მეთოდი გამოიყენება მონათესავე ენების მიმართ. მონათესავეა


ისეთი ენები, რომლებიც ერთი საერთო წინაპარი ენიდან არიან წარმოშობილი. ასეთ
წინაპარ ენას ფუძე ენა (პრაენა) ეწოდება. მონათესავე ენების შედარება ხდება გარკვეული
მიზნით. ესაა ენების ისტორიის გარკვევა და ამის საფუძველზე ფუძე ენის აღდგენა
(რეკონსტრუქცია).

ქართული, მეგრული, ჭანური და სვანური მონათესავე ენებია იმიტომ, რომ ისინი ერთი
ფუძე ენიდანაა მიღებული. ეს ფუძე ენა, რომელსაც პირობითად საერთო ქართველურ ენას
ვუწოდებთ, დღეს ცოცხალი არ არის. იგი არც ისტორიულადაა დადასტურებული, რადგან,
იმ დროს, როდესაც საერთო ქართველური ენა არსებობდა (ძვ.წ.აღ. IV- III ათასწლეული)
დამწერლობა ჯერ კიდევ არ იყო.

როდესაც ვამბობთ, რომ მონათესავე ენების ურთიერთშედარების მიზანია მათი ისტორიის


გარკვევაო, ეს იმას ნიშნავს, რომ მხოლოდ შედარების გზით შეიძლება გაირკვეს, თუ რა
არის არქაული ამ ენებში, რა მომდინარეობს ფუძე ენიდან და რა არის სიახლე. ის მასალა,
რომელიც მონათესავე ენებში ფუძე-ენიდან მოდის, ამჟღავნებს კანონზომიერ შეფარდებებს
როგორც ფონოლოგიური, ისე გრამატიკული და სემანტიკური თვალსაზღისით. მაგრამ
ენათა შედარების საფუძველია კანონზომიერი ფარდობები ფონოლოგიის დონეზე, რაც
ბგერათშესატყვისობების სახელით არის ცნობილი. მაგ., ქართულ ა-ს მეგრულში
შეესატყვისება ო

ქართ. მეგრ.

კაცი კოჩი

ასი ოში

ქათამი ქოთომი

ხარი ხოჯი

ბუნებრივია, ისმის კითხვა: რა მიმართებები არსებობს ამგვარი გენეტიკური ჯგუფების


სათავეში მდგომ ფუძე-ენებს შორის? შესაძლებელია თუ არა რეკონსტრუირებულ
განსხვავებულ ფუძე-ენებს შორისაც იმავე ხასიათის ფონემური მიმართებების დადგენა,
როგორიც ვლინდება ცალკეული გენეტიკური ჯგუფების ენებს შორის? ასეთ შემთხვევაში
ჩვენ უნდა გველაპარაკა იმ წინარე ენათათვის ამოსავალ უფრო ადრინდელ ფუძე-ენაზე,
რომლის დაშლას უნდა მოეცა სწორედ ეს წინარე ენები: ისინი თავის მხრივ შემდგომ
დაიშალა აღნიშნულ ისტორიულად დადასტურებულ ენობრივ სისტემებად, რომლებიც
სპეციფიკურ გენეტიკურ ჯგუფებში ერთიანდება. ასეთი წინარე ენები, რომელთა შორის
მოხერხდებოდა ფონემურ შესატყვისობათა დადგენა, გაერთიანდებოდა მონათესავე
წინარე ენათა ერთიან მაკროოჯახად, რომლის სათავეში ამ წინარე ენათათვის ამოსავალი
ფუძე-ენა იქნებოდა.

რეკონსტრუირებულ სხვადასხვა ამოსავალ ფუძე-ენებს შროის თეორიულად


შესაძლებელია კიდევ უფრო ადრინდელი, ასე ვთქვათ, მეორე დონის ამოსავალი ფუძე-ენა
ვივარაუდოთ. მაგრამ ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება ჯერჯერობით
ქრონოლოგიურ სიღრმეში ასე შორს ვერ მიდის და მხოლოდ პირველი დონის წინარე ენებს
აღადგენს.

ისტორიულ-შედარებითი ენათმეცნიერება დიაქრონული მეცნიერებაა და ის ენათა


ისტორიას ორგვარად იკვლევს:

1) დროის მოძრაობის მიმართულებით (პროსპექტული დიაქრონიული კვლევა);

2) დროის მოძრაობის საწინააღმდეგოდ (რეტროსპექტული დიაქრონული კვლევა).

2. მორფი, მორფემა და ალომორფთა სახეები

ენობრივი სისტემის მორფოლოგიურ დონეზე გამოიყოფა გარკვეული ერთეულები – მორფები.


მორფი შეიძლება განისაზღვროს, როგორც მნიშვნელობის მქონე მინიმალური, უმცირესი
ენობრივი ფორმა, რომელიც უკვე აღარ იშლება მნიშვნელობის მქონე უფრო მცირე
ერთეულებად. ერთნაირი მნიშვნელობის მქონე მორფები ერთიანდებიან გარკვეულ კლასებად
– მორფემებად. მორფემა არის ისეთი ენობრივი ერთეული, რომელსაც აქვს ორი პლანი -
შინაარსისა და გამოხატულების პლანი. მორფემა, როგორც ორპლანიანი ერთეული
განსხვავდება ფონემისგან, რომელსაც არ გააჩნია მნიშვნელობა. მორფემა განისაზღვრება ,
როგორც მორფების კლასი. იგი შეიცავს განსაზღვრული სემანტიკური იდენტურობის (მსგავსი
მნიშვნელობის) საფუძველზე გაერთიანებულ მორფებს, რომლებსაც ამ მორფემის
ალომორფები ეწოდებათ.

დ) განასხვავეთ: ძირი, ფუძე, ფლექსია, დერივაცია.

ძირი სიტყვის აუცილებელი ელემენტია. სიტყვას ყოველთვის აქვს ლექსიკური მნიშვნელობა,


რომლის გამომხატველიც არის ძირი. ამიტომ სიტყვა შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ძირისგან.
მაგ., და, ძმა, ცა და ა.შ. ლექსიკური მნიშვნელობის გამომხატველ მორფემას, რომელიც აღარ
იშლება მასზე უფრო მცირე მორფემად, ვუწოდოთ ძირი. სიტყვებში ცხენი და ცხენოსანი ასეთი
მინიმალური ერთეულია ცხენ- და ცხენოსან-. ცხენ- ბაზისური ფორმაა, ხოლო მეორე მისგანაა
ნაწარმოები (დერივატი) -ოსან დერივაციული მორფემის საშუალებით.

ბაზისური ლექსიკური მორფემა არის ძირი, ხოლო ძირი გართულებული დერივაციული


მორფემით არის ფუძე. მაგ., ცხენ-ოსან-ი (ცხენ- ძირი; ოსან- დერივაციული მორფემა; ცხენოსან-
ფუძე) ფუძე შეიძლება ემთხვეოდეს ძირს. დერივატ ლექსიკურ ფორმებში კი ფუძე და ძირი
ერთმანეთს არასდროს ემთხვევა. როგორც ძირეული ფორმები ისე მათი დერივატები დაირთავენ
ფლექსიურ აფიქსებს, რომელიც, განსხვავებით დერივაციული აფიქსებისგან, სიტყვებს
გრამატიკულ მნიშვნელობას უცვლიან (მაგ., კაც-ი, კაც-მა; კაცურ-ი, კაცურ-მა).

ბილეთი 13

1. სიტყვის აგებულება; ფლექსია-დერივაცია; აფიქსთა სახეები (10 ქულა)


2. ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები. ქართველური ენები (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია გამოხატული ამ
ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განასხვავეთ: პირიანობა და ვალენტობა.

1. სიტყვის აგებულება; ფლექსია-დერივაცია; აფიქსთა სახეები


ძირი სიტყვის აუცილებელი ელემენტია. სიტყვას ყოველთვის აქვს ლექსიკური მნიშვნელობა,
რომლის გამომხატველიც არის ძირი. ამიტომ სიტყვა შეიძლება შედგებოდეს მხოლოდ ძირისგან.
მაგ., და, ძმა, ცა და ა.შ. ლექსიკური მნიშვნელობის გამომხატველ მორფემას, რომელიც აღარ
იშლება მასზე უფრო მცირე მორფემად, ვუწოდოთ ძირი. სიტყვებში ცხენი და ცხენოსანი ასეთი
მინიმალური ერთეულია ცხენ- და ცხენოსან-. ცხენ- ბაზისური ფორმაა, ხოლო მეორე მისგანაა
ნაწარმოები (დერივატი) -ოსან დერივაციული მორფემის საშუალებით.

ბაზისური ლექსიკური მორფემა არის ძირი, ხოლო ძირი გართულებული დერივაციული


მორფემით არის ფუძე. მაგ., ცხენ-ოსან-ი (ცხენ- ძირი; ოსან- დერივაციული მორფემა; ცხენოსან-
ფუძე) ფუძე შეიძლება ემთხვეოდეს ძირს. დერივატ ლექსიკურ ფორმებში კი ფუძე და ძირი
ერთმანეთს არასდროს ემთხვევა. როგორც ძირეული ფორმები ისე მათი დერივატები დაირთავენ
ფლექსიურ აფიქსებს, რომელიც, განსხვავებით დერივაციული აფიქსებისგან, სიტყვებს
გრამატიკულ მნიშვნელობას უცვლიან (მაგ., კაც-ი, კაც-მა; კაცურ-ი, კაცურ-მა).
2. ქართული სალიტერატურო ენა და დიალექტები. ქართველური ენები

სალიტერატურო ენა არსებითად განსხვავდება დიალექტებისგან. დიალექტი რამდენიმეა


ყოველ ენაში, სალიტერატურო ენა კი ერთია. სალიტერატურო ენა წარმოადგენს
სამწერლობო ენას, ხოლო დიალექტები უმწერლობოა. მაგრამ აღნიშნული განსხვავებანი
სალიტერატურო ენასა და დიალექტს შორის არაა ძირითადი. სალიტერატურო ენა - ესაა
ენა ლიტერატურის, ხელოვნების, სკოლის, მეცნიერებისა და ა.შ.

სალიტერატურო ენა დიალექტისგან განსხვავებით მკაცრად ნორმალიზებულია, ამიტომ


იგი უფრო ნელა იცვლება, ვიდრე დიალექტი.

სალიტერატურო ენა იქმნება გარკვეული დიალექტის ან დიალექტების საფუძველზე,


მაგრამ იგი მთლიანად არ ემთხვევა არც ერთ დიალექტს. ქართულ სალიტერატურო ენას
საფუძვლად უდევს ქართლ-კახური დიალექტი, მაგრამ მთლიანად არ ემთხვევა მას.
სალიტერატურო ენას საფუძვლად ედება ის დიალექტი, რომლის წარმომადგენლების
დაწინაურებულნი არიან კულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური
თვალსაზრისით. მაგალითად, ლათინურს საფუძვლად დაედო რომის დიალექტი,
ფრანგულს- პარიზის და ა.შ.

დიალექტები სალიტერატურო ენის დაუშრეტელი შემავსებელი წყაროა - დიალექტები


ავსებენ სალიტერატურო ენას, განსაკუთრებით კი მის ლექსიკას, უფრო სრულყოფილსა და
მოქნილს ხდიან.

დიალექტი ყველაზე უფრო მსხვილი ერთეულია ენაში. მასში გამოიყოფა კილოკავები,


რომლებიც დიალექტზე უფრო მცირე ერთეულებია. არც კილოკავია ერთგვაროვანი, მასში
გამოიყოფა თქმები, თქმებში - ქცევები. უკანასკნელზე უფრო მცირე და საერთოდაც
უმცირესი ერთეულია იდიოლექტი.

ქართულ ენას საქართველოს ტერიტორიაზე თორმეტამდე დიალექტი აქვს. საქართველოს


ფარგლებს გარეთ ქართულის სამი დიალექტია: ინგილოური (აზერბაიჯანი), იმერხეული
(თურქეთი) და ფერეიდნული (ირანი).

ქართველური ენები — კავკასიურ ენათა ოჯახში შემავალი ენათა ჯგუფი, ძირითადად,


საქართველოში მოსახლე ადამიანთა მშობლიური ენებია. ქართველურ ენათა ოჯახში
ოთხი ახლომონათესავე ენა შედის: ქართული, მეგრული, ლაზური (ჭანური) და სვანური.
რეგულარული ფონემური შესატყვისობები, რომლებიც დგინდება ქართველურ (სამხრეთ-
კავკასიურ) ენებს - ქართულს, მეგრულ-ლაზურსა და სვანურს შორის, საფუძველს
გვაძლევს განვიხილოთ ისინი როგორც მონათესავე დიალექტები, წარმომდგარი საერთო
ენობრივი წყაროდან, რომელსაც პირობითად საერთო-ქართველური (წინარე
ქართველური) ენა ეწოდება.

ამოსავალი სისტემის ნებისმიერი X ფონემის სინქრონიულად შესაძლო ვარიანტული


ფორმები მოგვიანებიტ ორ სხვადასხვა მონათესავე ენაში სხვადასხვა მიმართულებით
ტრანსფორმირების გზით გვაძლევს შესაბამისად a და b ელემენტებს, რაც სქემატურად ხის
სახით შეიძლება იქნეს წარმოდგენილი:

a b

გერჰარდ დეეტერსის მიერ წარმოდგენილი ქართველურ ენათა გენეალოგიური ხის სქემა


წარმოადგენს საერთო-ქართველური ენობრივი სისტემის ამგვარი გარდაქმნების საბოლოო
სედეგების ამსახველ მოდელს; ის ასახავს ქართველურ ენათა ურთიერთმიმარტებებს და
გვიჩვენებს ამოსავალი სისტემიდან მათი განვითარების მიმართულებას:

საერთო ქართველური

ქართულ-ზანური

ზანური

სვანური ლაზური მეგრული ქართული

საერთო ქართველურ ენასთან მიმართებით, ქართული, მეგრული, ლაზური და სვანური


წინარე-ქართველური დიალექტებია, რომლებიც "მემკვიდრეობითი", საერთო
ქართველური ენის სტრუქტურული ნიშნების დიაქრონული გარდაქმნების შედეგად
სპეციფიკურ დამოუკიდებელ ენობრივ სისტემებს ქმნიან და თანამედროვე ქართველურ
ენებს მიეკუთვნებიან.

ტერმინი ქართველური ენები იხმარება უკვე ალ. ცაგარელის შრომებში. საენათმეცნიერო


ლიტერატურაში დამკვიდრდა ჰუგო შუხარდტის მიერ.

დ) განასხვავეთ: პირიანობა და ვალენტობა.

უნარს შეიწყოს აქტანტები ეწოდება ვალენტობა. ვალენტობა შეიძლება იყოს ნოლი, ერთი,
ორი, სამი (ამბობენ, რომ ოთხიც მაგ., დამიჩაგვრინო –შენ მე მას ის, მაგრამ შეგიძალიათ ეს
არ დაწეროთ გამოცდაზე). ნოლვალენტიანი, ავალენტური ზმნები არიან ბუნების
მოვლენების გამომხატველი ზმნები მაგ., წვიმს, თოვს, ცივა it rains, it's cold, il pleur ა.შ. ასეთ
ზმნებში წარმოდგენილია ფსევდო–სუბიექტი, ანუ რეალური სუბიექტი, რასაც მაგალითად
ქართული პირის ნიშანი –ს ან ინგლისური it შეესაბამება, არ არსებობს. ერთვალენტიანი
ზმნებია მაგ., ვზივარ (მე), სძინავს (მას), დგას (ის) რადგან ისინი იკავშირებენ ერთ
აქტანტს. ორვალენტიანია მაგ., ვხატავ (მე მას), ჭამს (ის მას), ემალება (ის მას) და ა.შ.
სამვალენტიანებია ვუხატავ (მე მას მას), აჭმევს (ის მას მას).

რაც შეეხება ზმნის პირიანობას, ეს დამოკიდებულია პირის ნიშნების რაოდენობაზე


ზმნაში. ზმნა იმდენ პირიანია, რამდენი პირის ნიშანიც არის ზმნაში გამოხატული, ეს
შეიძლება იყოს ერთი ან ორი. მაგ., ვ–ჭამ არის ერთპირიანი ზმნა, რადგან მასში
წარმოდგენილია ერთი პირის ნიშანი ვ– (პირველი სუბიექტური პირის ნიშანი,
მხოლობითი); მ–ხატავ–ს არის ორპირიანი ზმნა, რადგან გვაქვს ორი პირის ნიშანი მ–
(პირველი ობიექტური პირის ნიშანი, მხოლობითი) და –ს (მესამე სუბიექტური პირის
ნიშანი, მხოლობითი).

ბილეთი 14
1. ქართული დამწერლობა (10 ქულა)
2. უშუალო შემადგენელთა მეთოდი (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია
გამოხატული ამ ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განასხვავეთ: შეთანხმება-მართვა-მირთვა.

1. ქართული დამწერლობა
ისტორიული ცნობები ქართული დამწერლობის წარმოშობის შესახებ მწირია. XI
საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველი ქართული დამწერლობის
წარმოშობის თარიღად ჩვ.წ. აღ-მდე III საუკუნეს ასახელებს. ქართული დამწერლობის
წარმოშობის საკითხი, ამ ცნობის მიხედვით უკავშირდება აღმოსავლეთ საქართველოში
სახელმწიფოს წარმოშობის საკითხს. სახელმწიფოს შექმნა საქართველოშიც მწვავედ
დააყენებდა დამწერლობის შექმნის საკითხს, როგორც ეს საერთოდ ხდებოდა ხოლმე
და ამიტომ ლეონტი მროველის ცნობა, როგორც ჩანს, საეჭვო არ უნდა იყოს.

გასარკვევია, თუ როგორ დამწერლობა შეიქმნა ფარნავაზ მეფის დროს. ეს ის


დამწერლობაა, რომელიც ჩვ.წ. აღ-ის V საუკუნიდან დოკუმენტურად არის
დადასტურებული და რომელსაც ხუცური ეწოდება, თ სხვა რაღაც დამწერლობა,
რომელსაც ჩვენამდე ან არ მოუღწევია, ანდა, როგორც ეს ხშირად ხდებოდა ხოლმე, ეს
დამწერლობა არ იყო ქართული. III ს-ში ჩვ.წ, ქართველებმა დაიწყეს რომელიღაც სხვა
დამწერლობის გამოყენება, ხოლო შედარებით გვიან, უკვე ქრისტიანობის მიღების
შემდეგ, შექმნეს საკუთარი დამწერლობა.

უნდა ვიფიქროთ, რომ საქართველოში იყენებდნენ ბერძნულ დამწერლობასაც,


რადგანაც საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული არქეოლოგიური გათხრების
შედეგად ბევრია ნაპოვნი არამეული ან ბერძნული წარწერა.

ჩვ.წ-ის V საუკუნემდე არ გვაქვს არც ერთი წარწერა, რომელიც მრგლოვანით იქნებოდა


შესრულებული. ამგვარი წარწერები ჩნდება მხოლოდ მეხუთე საუკუნიდან . მათ შორის
უძველესია ბოლნისის სიონის წარწერა,რომელიც შესრულებულია 493-494 წლებში.
კიდევ უფრო ძველია პალესტინის წარწერები. ამრიგად, ქართული დამწერლობის
არსებობა მეხუთე საუკუნის პირველი ნახევრიდან დასტურდება.

სომხურ ისტორიოგრაფიაში არსებობს ცნობა, რომ ქართული ანბანი შექმნა მეხუთე


საუკუნის ცნობილმა სომეხმა მოღვაწემ მესროპ მაშტოცმა. გადმოცემით, მაშტოცმა
დაიწყო ასოების შექმნა ქართული ენისთვის, მაგრამ ივ. ჯავახიშვილმა გაარკვია, რომ
ეს ცნობები ქართული დამწერლობის შესახებ გვიანდელი ფალსიფიკაციაა. მესროპ
მაშტოცს არც შეეძლო ქართული ანბანის შექმნა, რადგან მან არ იცოდა ქართული, რაც
სრულიად გამორიცხავს შესაძლებლობას მის მიერ ქართული ანბანის შექმნისა .

ახალი დამწერლობის შექმნა გულისხმობს, უწინარეს ყოვლისა, ენის ღრმა


ლინგვისტური ანალიზის ჩატარებას. თ. გამყრელიძის მიხედვით, ძველი ქართული
დამწერლობა, ისევე როგორ სომხური, ბერძნული დამწერლობის მიხედვითაა
შექმნილი მეხუთე საუკუნის დასაწყისში, მაგრამ ამ დამწერლობის შემქმნელი არ
შეიძლება იყოს მესროპ მაშტოცი რამდენიმე მიზეზის გამო:

1)მაშტოცმა არ იცოდა ქართული და ამიტომ ქართულ დამწერლობას ვერ შექმნიდა

2) ქართული და სომხური ანბანები სხვადასხვა პრინციპს ემყარება, რადგანაც ასოთა


რიგი სხვადასხვაა.

ქართული ანაბანის სემური წარმოშობის შესახებ თეორია წამოაყენა გერმანელმა


მეცნიერმა ფრიდრიხ მიულერმა. იგი თვლიდა, რომ ქართული და სომხური
დამწერლობა არამეულ-სპარსული დამწერლობიდან უნდა იყოს წარმომდგარი. ჩვენში
ამ თვალსაზრისს იზიარებდა ენათმეცნიერი სერგო გორგაძე (“წერილები
საქართველოს ისტორიიდან”,

ქართული ანბანის წარმოშობის სემური თეორია მეცნიერულ საფუძველზე ჩამოაყალიბა


ივ. ჯავახიშვილმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში: “ქართული
დამწერლობათმცოდნეობა ანუ პალე-ოგრაფია” (შემოკლებით – “ქართული
პალეოგრაფია”). დიდმა მეცნიერმა საფუძვლიანად გააკრიტიკა ქართული ანბანის
ბერძნულისგან მომდინარეობის არგუმენტები. მისი აზრით, ქართული ანბანი
წარმართული ეპოქის ძეგლია და ფინიკიურ-სემიტურის (არამეულის) ბაზაზეა შექმნილი,
თუმცა შემდგომ, ელინისტურ ხანაში, არაერთგზის განუცდია ბერძნული მონუმენტური
დამწერლობის გავლენა. წარმოდგენილი მოსაზრება გაამყარა შემდგომმა
აღმოჩენებმა და გამოკვლევებმა.

ამ მხრივ განსაკუთრებით ფასეული აღმოჩნდა არმაზის ბილინგვა (საფლავის ქვაზე


შესრულებული ეპიტაფია, დაწერილი 2 ენაზე – ბერძნულად და არამეულად.
სახელწოდება ”ბილინგვა” ამის მიხედვითაა დარქმეული). ძეგლი აღმოაჩინა ივ.
ჯავახიშვილმა 1940 წელს, მეცნიერულად შეისწავლა გიორგი წერეთელმა. მკვლევარმა,
პირველ ყოვლისა, დაადგინა არამეული ანბანის სახეობა (რომელსაც ”არმაზული
დამწერლობა” უწოდა), შეუდარა ქართულ ანბანს და დაასკვნა: ქართული ანბანი
მონათესავეა არმაზულისა, ორივე კი მომდინარეობს საერთო წყაროდან –
არამეულიდან. არმაზული ანბანის სახით აღმოჩნდა შუამავალი, რომლის მეოხებით
ქართული ანბანი უშუალოდ დაუკავშირდა არამეულს.

შემდგომში ქართულმა დამწერლობამ გარკვეული ტრანსფორმაცია განიცადა და


ამიტომ მის განვითარებაში სამ სხვადასხვა საფეხურს გამოყოფენ:

I - მრგლოვანი V-IX სს

II - ნუსხური IX ს-დან

III - მხედრული X ს-დან

დღეისათვის მოქმედი ანბანია მხედრული. სამი საფეხურის გამოყოფა არ ნიშნავს , რომ


მისი წინა საფეხურები სრულ დავიწყებას მიეცა. მრგლოვანი განაგრძობდა არსებობას
მეცხრე საუკუნის შემდეგაც, მაგრამ გამოიყენებოდა ძირითადად ქვებზე ან კლდეებზე
წარწერებისთვის, ანდა სათაურებისთვის. ასევე განაგრძობდა არსებობას ნუსხური,
მაგრამ მე-11 საუკუნიდან იგი გამოიყენებოდა უმთავრესად ეკლესიაში. მრგლოვანსა
და ნუსხურს სხვაგვარად "ხუცურ" დამწერლობას უწოდებენ. საერო საქმეებისთვის მე-11
ს-დან იწყება მხედრულის გამოყენება, რომელსაც "მხედრული" ეწოდება სწორედ
იმიტომ, რომ დამწერლობის ეს სისტემა საერო პირებში ანუ მხედრობაში იყო
გავრცელებული.

2. უშუალო შემადგენელთა მეთოდი

ამოსავალი,  ბირთვული  კონსტრუქციები ქმნიან ენის ბაზისურ კომპონენტს, რომელიც


აღიწერება უშუალო შემადგენელთა ანალიზის შესაბამისი წესებით. ეს წესები ასახავენ
წინადადების წარმოშობის პროცესს და თავისი ხასიათით ბინალურნი არიან, ანუ ყოველ
საფეხურზე ეტაპობრივად ნაბიჯ- ნაბიჯ ყოველი ერთი ერთეული იშლება გადაიწერება ორ
ერთეულად.ეს გაშლის პროცესი გრძელდება მანამ, სანამ არ მიიღება წინადადების
შესაბამისი აბსტრაქტული კატეგორიებითა და სიმბოლოებით განსაზღვრული სტრიქონი.
ძირითადად კატეგორიათა შესაბამისი სიმბოლოებია: S – წინადადება, NP – სახელური
ფრაზა, VP – ზმნური ფრაზა, N – სახელი, V – ზმნა, A – განსაზღვრება, ADV – გარემოება.

დ) განასხვავეთ: შეთანხმება-მართვა-მირთვა.
არსებობს სინტაქსური კავშირის სამი სახე - შეთანხმება, მართვა, მირთვა.

შეთანხმება ჰქვია სიტყვათა ისეთ შეკავშირებას, როცა დაქვემდებარებული სიტყვა იმ


ფორმას იღებს, რომელიც წამყვან სიტყვას აქვს.

მართვა ჰქვია სიტყვათა ისეთ შეკავშირებას, როდესაც წამყვანი სიტყვა იკავშირებს


დამოკიდებულ სიტყვას შინაარსობლივ ისე, რომ ამას რამე გრამატიკული გამოხატულება
არ ახლავს.

მირთვა ეწოდება შეკავშრების ისეთ სახეს, როდესაც ძირითადი სიტყვა დამოკიდებულს


მხოლოდ აზრობრივად, შინაარსობრივად იკაცშირებს. ამგვარი შეკავშირება მაშინაა
შესაძლებელი, თუ დაქვემდებარებული სიტყვა ფორმაუცვლელია.

ბილეთი 15

1. ენათა დაჯგუფების პრინციპები და ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია (10


ქულა)
2. სინტაქსი. წინადადება და წინადადების წევრები (10 ქულა)
3. პრაქტიკული დავალება (ყოველი - ხუთქულიანი, სულ 20 ქულა):
ა) რამდენი მორფემაა სიტყვაში …;
ბ) რამდენვალენტიანია ზმნური ფორმა … და რამდენი პირია
გამოხატული ამ ზმნურ ფორმაში;
გ) დაახასიათეთ არტიკულაციურად სიტყვის … ბგერები;
დ) განასხვავეთ: იდეოგრაფიული და ფონოგრაფიული დამწერლობები.

1. ენათა დაჯგუფების პრინციპები და ენათა მორფოლოგიური კლასიფიკაცია


მსოფლიოს ენათა კლასიფიკაცია სხვადასხვა პრინციპს ემყარება. ტიპოლოგიური
კლასიფიკაციის გარდა,რომელიც ენებს აერთიანებს ცალკეულ ჯგუფებად გარკვეული
სტრუქტურული ნიშნების მიხედვით, შესაძლებელია ისეთი ლინგვისტური კლასიფიკაციაც,
რომელიც გულისხმობს შედარებით კომპაქტურ ტერიტორიაზე გეოგრაფიულად მომიჯნავე
ისტორიული კონტაქტების ენათა საერთო ჯგუფში გაერთიანებას. სხვადასხვა ენათა არეალურ
ჯგუფებში გაერთიანება მათ შორის სტრუქტურული მსგავსების საფუძველზე ეწოდება
არეალური კლასიფიკაცია.

          ენათა ტიპოლოგიური და არეალური კლასიფიკაციის გვერდით შესაძლებელია ენათა


გენეალოგიური კლასიფიკაცია, რომელიც მიზნად ისახავს ენათა ცალკეული ჯგუფების
გამოყოფას მათი საერთო წარმომავლობის მიხედვით.
            მსოფლიოს ენათა დაჯგუფებას, ჩვეულებრივ, სწორედ გენეტიკური ნიშნის მიხედვით
ახდენენ. გენეალოგიური კლასიფიკაცია შეიძლება შეივსოს ტიპოლოგიური
კლასიფიკაციით,იმის საჩვენებლად, თუ როგორ შეიჩვალა ენის ტიპი, ან იმ ნიშნის
წარმოსაჩენად,რომლებიც საზიარო აქვთ ერთი ოჯახის სხვადასხვა შტოს ენებს.

2. სინტაქსი. წინადადება და წინადადების წევრები

ტრადიციული სინატაქსის შეისწავლის წინადადებას, წინადადების წევრებს და


სინტაქსურ მიმართებათა ტიპებს. სინტაქსი ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს შედგენას.
განსხვავდება წინადადების შემდეგი წევრები: ქვემდებარე, შემასმენელი, დამატება
(პირდაპირი, ირიბი, უბრალო), განსაზღვრება და გარემოება (ადგილის, დროის,
ვითარების, მიზნის და მიზეზის).

წინადადების მთავარ წევრებად მიჩნეულია ქვემდებარე და შემასმენელი, ხოლო დამატება,


განსაზღვრება და გარემოება მეორეხარისხოვან წევრებად.

წევრები ქმნიან წინადადებაში გარკვეულ სინტაქსურ წყვილებს ანუ სინტაგმებს.


წინადადებაში გვაქვს იმდენი წყვილი, რამდენი წევრიც არის მასში ერთის გამოკლებით.

არსებობს სინტაქსური კავშირის სამი სახე - შეთანხმება, მართვა, მირთვა.

შეთანხმება ჰქვია სიტყვათა ისეთ შეკავშირებას, როცა დაქვემდებარებული სიტყვა იმ


ფორმას იღებს, რომელიც წამყვან სიტყვას აქვს.

მართვა ჰქვია სიტყვათა ისეთ შეკავშირებას, როდესაც წამყვანი სიტყვა იკავშირებს


დამოკიდებულ სიტყვას შინაარსობლივ ისე, რომ ამას რამე გრამატიკული გამოხატულება
არ ახლავს.

ჯონ რისის წიგნში "რა არის წინადადება?" წინადადების 150 განსაზღვრებაა განხილული,
მაგრამ ყველა მათგანი ნაკლოვანია რაღაც თვალსაზრისით. ეს რიცხვიც არ არის სრული.
წინადადება სავსებით რეალური ერთეულია ენისა, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელი
ხდება ენობრივი ანალიზი ჩატარება.

წინადადება მოდალობის მიხედვით შეიძლება იყოს: თხრობითი, კითხვითი, ბრძანებითი


და ძახილის. აგებულების მიხედვით ის შეიძლება იყოს: მარტივი, შერწყმული და
რთული. თუ წინადადებაში რამდენიმე ერთგვაროვანი წევრია, მაშინ ასეთი წინადადება
შერწყმულია. რთულია წინადადება თუ იგი ორ ან მეტ მარტივ ან შერწყმულ წინადადებას
შეიცავს. თუ რთული წინადადების შემადგენელი წინადადებები სინტაქსური
თვალსაზრისით თანასწორუფლებიანია, ასეთ დაკავშირებას თანწყობა ეწოდება. თუ
რთულ წინადადებაში ერთი წინადადება მეორეზეა დამოკიდებული, მაშინ ეს ქვეწყობაა.

დ) განასხვავეთ: იდეოგრაფიული და ფონოგრაფიული დამწერლობები.

ფონემა მეტყველების ნაკადში რეალიზდება ბგერებით, ფაკულტატური ან პოზიციური


ალოფონებით, რომელთა რაოდენობა პრაქტიკულადაც და თეორიულადაც უსასრულოა.
ამიტომ ენათმეცნიერებაში დაისვა საკითხი ბგერითი ვარიანტების უსასრულო რაოდეობის
გაერთიანებისა ფონემაში, ანუ იმის გარკვევა თუ რომელ ფონემას უნდა მივაკუთვნოთესა თუ
ის ბგერითი ვარიანტი.
ფონემათა გამოყოფის წესები, რომელთა მიხედვითაც ხდება ბგერების დაჯგუფება ფონემებად,
ემყარება დისტრიბუციულ მიმართებებს. ეს მიმართებები შეიძლება იყოს სამი სახის:
თავისუფალი ვარირება ანუ ეკვივაკენტური დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს ყველა
პოზიცია საერთო აქვთ), კონტრასტული დისტრიბუცია (როდესაც ორ ელემენტს როგორც
საერთო, ისე განსხვავებული პოზიციები აქვთ) დამატებითი დისტრიბუცია (როდესაც ორ
ელემენტს არცერთი საერთო პოზიცია არ აქვთ). ამ მიართებების საფუძველზე გამოიყოფა სამი
წესი.
1. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან თავისუფალი ვარირების მიმართებაშია, ე.ი. თუ მათი
ურთიერთჩანაცვლება არ იწვევს სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას, მაშინ ასეთი ორი
ბგერა უნდა განვიხილოთ როგორც ერთი ფონემის ალოფონები.
მაგ., ჩინურში „l“ და „r“ ბგერები თავისუფლად ენაცვლება ერთმანეთს ისე, რომ
ამით სიტყვის მნიშვნელობა არ იცვლება, რაც იმის მაჩვენებელია, რომ ეს ბგერები
ჩინურში ერთი ფონემის ალოფონებია.

2. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან კონტრასტული დისტრიბუციის მიმართებაშია, ე.ი.


თუ მათი ურთიერთჩანაცვლება სიტყვის მნიშვნელობის შეცვლას იწვევს, მაშინ
ასეთი ორი ბგერა ორი სხვადასხვა ფონემის ალოფონებია.
მაგ., ქართულში, ჩინურისგან განსხვავებით, „რ“ და „ლ“ ორი სხვადასხვა ფონემის
ალოფონებია, რადგან, მაგალითად, სიტყვაში „ბარი“ „რ“-ს თუ შევცვლით „ლ“-თი
ჩვენ მივიღებთ სულ სხვა მნიშვნელობას (ბარი-ბალი). ამ ბგერების
ურთიერთჩანაცვლებით ასევე შეიცვლება მნიშვნელობა სიტყვებში „ლალი-ლარი“,
„ქალი-ქარი“ და ა.შ.

3. თუ ორი ბგერა ერთმანეთთან დამატებითი დისტრიბუციის მიმართებაშია (ანუ ორი


ბგერა არასდროს არ ჩაენაცვლება ერთმანეთს ერთსა და იმავე პოზიციაში), და თუ
ასეთი ორი ბგერა ერთმანეთის მსგავსია ფონეტიკურად, მაშინ ისინი უნდა
განვიხილოთ როგორც ერთი და იმავე ფონემის პოზიციური ალოფონები.
მაგალითად, რუსულში и და ы ბგერები ერთმანეთთან დამატბითი დისტრუბუციის
მიმართებაშია, რადგანაც ы წარმოდგენილია მხოლოდ მაგარი თანხმოვნების
მომდევნო პოზიციაში, სადაც მისი и ბგერით ჩანაცვლება დაუშვებელია.

იდეოგრაფიული და ფონოგრაფიული დამწერლობები

დამწერლობა გრაფიკულ ნიშანთა ან გამოხატულებათა მეშვეობით სამეტყველო


ინფორმაციის, ფიქსაციის საშუალებაა. არსებობს დამწერლობის სხვადასხვა ტიპები. მათ
შორისაა იდეოგრაფიული და ფონოგრაფიული დამწერლობები.

იდეოგრაფიული დამწერლობა პიქტოგრაფიული დამწერლობიდან განვითარდა.


პიქტოგრაფიულ დამწერლობაში პიქტოგრამა ასე თუ ისე ჰგავს საგანს, რომელსაც ის
აღნიშნავს. ე.ი. პიქტოგრაფიული დამწერლობა იკონურ პრინციპს ემყარება.

იდეოგრაფიული დამწერლობას საფუძვლად უდევს პირობითობის პრინციპი. თვითონ


სიტყვა შედგება ბერძ. idea "აზრი" და grapho "ვწერ" სიტყვებისგან, რაც გვიჩვენებს იმას,
რომ იდეოგრაფიულ დამწერლობით ცნებები აღინიშნება და არა ბგერები. ამგვარად,
იდეოგრამებს წარმოადგენს, მაგალითად, ციფრები, რომელსაც ჩვენ ნებისმიერ ენაზე
ვკითხულობთ. იდეოგრაფიულ დამწერლობას სხვაგვარად იეროგლიფურსაც უწოდებენ,
ხოლო თვითონ იდეოგრამებს - იეროგლიფებს.

ფონოგრაფიული ეწოდება ისეთ წერით სახეობას, როცა ნიშანთა აღმნიშვნელები ასახავს


განსაზღვრული ენის ბგერით მხარეს. ფონოგრაფიული სისტემაში წერითი ნიშნების
აღსანიშნების არა ცნებები, არამედ კონკრეტული ბგერითი სახის მქონე სიტყვები ან უფრო
დაბალი დონის ენობრივი ერთეულები - მარცვლები ან/და ბგერები. ფონოგრაფიის
შემთხვევაში წერითი სისტემის ცოდნა გულისხმობს მოცემული ენის ნიშანსა და
კონკრეტულ სიტყვას ან სხვა ბგერით სეგმენტს შორის კავშირის წინასწარ ცოდნას.
ამგვარად, ფონოგრაფიულ სისტემებში, დამწერლობა უკვე მეტყველებას ასახავს და ამ
სისტემათა შინაარსის პლანს ენის ბგერითი მხარე შეადგენს. ასეთი წერითი სისტემის
გრაფიკულ ნიშანთა აღსანიშნებია ბგერითი სეგმენტები (სიტყვა, მარცვალი, ბგერა).

You might also like