You are on page 1of 7

გაძლიერებული თანამშრომლობა

კურსი: ევროკავშირის სამართალი

კურსის ხელმძღვანელი: რეზო ჩხეიძე

რეფერატის ავტორი: მარი ახალბედაშვილი

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, 2022

(ჯგუფი 4)

1
ევროკავშირში გაძლიერებული თანამშრომლობა (ასევე ცნობილი, როგორც
გაღრმავებული თანამშრომლობა) არის პროცედურა, როდესაც ევროკავშირის მინიმუმ
ცხრა წევრ ქვეყანას აქვს უფლებამოსილება, ითანამშრომლონ ან ინტეგრირდნენ
ევროკავშირის სტრუქტურებში, მაგრამ 2017 წლის ოქტომბრიდან ეს პროცედურა
მოქმედებს მხოლოდ შენგენის კანონმდებლობის, განქორწინების, პატენტების,
საერთაშორისო წყვილების ქონებრივი საკუთრების სფეროებში.

ზოგადი პირობები

ქვეყნებს ეს შესაძლებლობა მინიჭებული აქვთ ამსტერდამის ხელშეკრულების


საშუალებით, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტული რაოდენობის წევრი სახელმწიფოები
ამყარებენ ერთმანეთთან გაძლიერებულ თანამშრომლობას გარკვეულ საკითხებთან
დაკავშირებით, ევროკავშირის ინსტიტუტებისა და პროცედურების ჩართულობით ამ
პროცესებში.

გაძლიერებულ თანამშრომლობას ხელს უწყობს ნიცის ხელშეკრულებაც: შეიცვალა ვეტოს


დადების უფლებაც, რითიც წევრი სახელმწიფოები სარგებლობდნენ გაძლიერებული
თანამშრომლობის დამყარების პროცესში (გარდა საგარეო პოლიტიკისა), შეიცვალა
პროცედურების დასაწყებად საჭირო წევრი სახელმწიფოების რაოდენობა:
უმრავლესობიდან არჩეული იქნა რვა წევრი სახელმწიფო და გაფართოვდა საერთო
საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა.ზოგადი დებულებები, რომლებიც მოქმედებს
გაძლიერებულ თანამშრომლობაში, გაერთიანებულია ევროკავშირის შესახებ
ხელშეკრულების VII თავში.

ნიცის ხელშეკრულება მნიშვნელოვნად ცვლის ევროკავშირის ხელშეკრულების VII


დებულებას, რომელიც ეხება გაძლიერებულ თანამშრომლობას, თუმცა სისტემის
ძირეულად შეცვლის გარეშე. 43-ე მუხლი აერთიანებს ფუნდამენტურ პრინციპებს,
რომლებიც ეფუძნება გაძლიერებულ თანამშრომლობას. ნიცის ხელშეკრულება მოიცავს
შემდეგ პირობას: გაძლიერებულმა თანამშრომლობამ ხელი უნდა შეუწყოს ევროკავშირის
შიგნით ინტეგრაციის პროცესის გაძლიერებას და არ უნდა შეარყიოს ან დააზარალოს
ერთიანი ბაზარი ან კავშირის ეკონომიკური და სოციალური ერთიანობა. გარდა ამისა, მან
არ უნდა შექმნას ბარიერი ან ავტომატურად არ განახორციელოს დისკრიმინაცია წევრ
სახელმწიფოებს შორის ვაჭრობაში და არ უნდა დაამახინჯოს მათ შორის კონკურენცია.

მუხლები გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ

2
მუხლი 43A-ის მიხედვით გაძლიერებული თანამშრომლობა არის თანამშრომლობის
ისეთი მეთოდი, რომელიც მხოლოდ ხელშეკრულებების დებულებებზე დაფუძნებული
ვერ იქნება.

მუხლი 43B -ს მიხვედვით, გაძლიერებული თანამშრომლობის დამყარება შესაძლებელი


და ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა წევრი სახელმწიფოსთვის. თუმცა, იმ პირობით,
რომ მოცემული წევრი სახელმწიფო კონკრეტულ ფარგლებში შეასრულებს საბოლოოდ
მიღებულ გადაწყვეტილებებს. კომისიამ და წევრმა სახელმწიფოებმა უნდა
უზრუნველყონ პროცესის გაფართოებას, რომ რაც შეიძლება მეტი წევრი სახელმწიფო
წაახალისოს და მონაწილეობა მიიღოს გაძლიერებული თანამშრომლობის პროცესში.

44-ე მუხლი ადგენს, რომ გაძლიერებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული


აქტები არ უნდა იყოს ევროკავშირის კანონმდებლობის ნაწილი. გაძლიერებული
თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული აქტები გამოიყენება მონაწილე, წევრი
სახელმწიფოების მიერ და მათ განხორციელებას ხელს არ უნდა უშლიდნენ სხვა წევრი
სახელმწიფოები. გაძლიერებული თანამშრომლობის შედეგად გაჩენილი ხარჯების
(გარდა ადმინისტრაციული ხარჯებისა) დაფარვა ევალებათ მონაწილე, წევრ
სახელმწიფოებს (თუკი, საბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ სხვაგვარი გადაწყვეტილება
არ დადგინდება ხარჯებთან დაკავშირებით).

45-ე მუხლი ადგენს, რომ საბჭომ და კომისიამ უნდა უზრუნველყონ გაძლიერებული


თანამშრომლობის პროცესთან ერთად ევროკავშირის სხვა პოლიტიური მოვლენების და
აქტივობების თანმიმდევრულად შესრულება.

ევროკავშირის ხელშეკრულების 43-45-ე მუხლებით გათვალისწინებული ზოგადი


პირობები,რომლებიც ვრცელდება გაძლიერებულ თანამშრომლობაზე, დადგენილია
ევროპის თანამეგობრობის დაფუძნების ხელშეკრულების საფუძველზე. შედეგად,
ევროკავშირის ხელშეკრულება მხოლოდ მე-11 და 11A მუხლებში აღწერს იმ კონკრეტულ
და სპეციფიკურ პროცედურებს, რომლებიც საჭიროა გაძლიერებული თანამშრომლობის
დამყარებისა და შემდგომში მასში მონაწილეობის პროცესისთვის.

გაწევრიანების მოთხოვნის პროცედურა

წევრი სახელმწიფოები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ გაძლიერებული


თანამშრომლობის დამყარება, მიმართავენ თხოვნით კომისიას, რომელიც წარუდგენს
საბჭოს წინადადებას. საბჭო ანიჭებს ავტორიზაციას, რომელიც მიიღება კვალიფიციური

3
უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კომისასთან და ევროპარლამენტთან კონსულტაციის
შემდეგ. საბჭოს წევრი უფლებამოსილია, მოითხოვოს საკითხის გადაცემა
სახელმწიფოების და მთავრობების მეთაურებისთვის ევროპულ საბჭოში. საბოლოო
განხილვის შემდეგ, საკითხი გადაეცემა მინისტრთა საბჭოს, რომელსაც შეუძლია
იმოქმედოს ხელშეკრულებების გათვალისწინებით.

მუხლი 11A ადგენს პროცედურას, რომელიც გამოიყენება წევრი სახელმწიფოს შემდგომ


მონაწილეობაზე. კომისია იღებს გადაწყვეტილებას წევრი სახელმწიფოს მოთხოვნაზე,
რომ მონაწილეობა მიიღოს გაძლიერებულ თანამშრომლობაში. ამრიგად, კომისიის როლი
უფრო მნიშვნელოვანია ევროკავშირის ხელშეკრულების ფარგლებში, ვიდრე სხვა
საკითხებში.

გაძლიერებული თანამშრომლობა მიზნად ისახავს ღირებულებების დაცვას და მთლიანად


კავშირის ინტერესებს ემსახურება, პატივს სცემს ევროკავშირის პრინციპებს, მიზნებს,
ზოგად მითითებებს, ევროპული თანამეგობრობის უფლებამოსილებებს. გაძლიერებული
თანამშრომლობა ემყარება ერთობლივ პოზიციას, მოქმედებას ან საერთო მიზნის
განხორციელებას. თუმცა, ის არ უნდა ეხებოდეს, ან მოიცავდეს საკითხებს სამხედრო ან
თავდაცვითი ქმედებების განხორციელების შესხებ.

პარლამენტი და საბჭოს სხვა წევრები სრულად უნდა იყვნენ ინფორმირებულნი


გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ. ეს ამოცანა ეკისრება უმაღლეს
წარმომადგენელს საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში.

გაძლიერებულ თანამშრომლობაში გაწევრიანების პირობები

რაც შეეხება პირობებს და პროცედურებს, წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებსაც სურთ


გაძლიერებული თანამშრომლობა კონკრეტულ სფეროში, უნდა მიიღონ თანხმობა.
თანამშრომლობისთვის საჭირო ყველა მოთხოვნა უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ
პირობებს:

1) გაძლიერებულ თანამშრომლობაზე წინადადება არ შეიძლება წინააღმდეგობაში


მოდიოდეს ევროპულ ხელშეკრულებებთან ან მოქმედ ევროპულ კანონმდებლობასთან.
განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ნებისმიერ სიტუაციას, სადაც არის რისკი, რომ
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა ჯგუფს შორის გაძლიერებულმა თანამშრომლობამ
შეიძლება გამოიწვიოს შიდა ბაზრის დარღვევა.

4
2) წევრ სახელმწიფოებს არ შეუძლიათ დაამყარონ გაძლიერებული თანამშრომლობა
პოლიტიკის სფეროებში, სადაც ევროკავშირს აქვს განსაკუთრებული კომპეტენცია.

3) გაძლიერებული თანამშრომლობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ


თანამშრომლობაში მონაწილეობას მიიღებს მინიმუმ ცხრა წევრი სახელმწიფო.

4) გაძლიერებული თანამშრომლობა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე


საკითხზე ან წინადადებაზე ევროკავშირში არ მიმდინარეობს მოლაპარაკებები ან
უახლოეს მომავალში არ იგეგმება მისი განხორციელება პრაქტიკაში.

გარდა ამ პირობებისა, როგორც ევროკომისიამ, ასევე წევრმა სახელმწიფოებმა, რომლებიც


ახორციელებენ გაძლიერებულ თანამშრომლობას, აქტიურად უნდა იმუშაონ მეტი წევრი
სახელმწიფოს ჩართულობაზე.

ეტაპები

რაც შეეხება პროცედურას, მოიცავს რამოდენიმე ეტაპს.

ეტაპი 1: წინადადება თანამშრომლობაზე: წევრმა ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ


გაძლიერებული თანამშრომლობა, უნდა წარუდგინონ ვრცელი და ჩამყოალიბებული
განცხადება, წინადადება ევროკომისიას.

ეტაპი 2: კომისიის გადაწყვეტილება: ევროკომისია იღებს გადაწყვეტილებას


თანამშრომლობის გაღრმავების მოთხოვნაზე. იქნება ორი, რომელიმე შესაძლო შედეგი: ა)
კომისია ამტკიცებს მოთხოვნას და ამ მოთხოვნას წარუდგენს მინისტრთა საბჭოსა და
ევროპარლამენტს. ბ) კომისია არ წარუდგენს მოთხოვნას მინისტრთა საბჭოსა და
ევროპარლამენტს და განუმარტავს წევრ ქვეყნებს, რომლებმაც გამოხატეს ინტერესი
გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ, თუ რატომ არ დაუჭირეს მხარი მათ
მოთხოვნას.

ეტაპი 3: ნებართვის მიღება: მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას ერთხმად იღებს მინისტრთა


საბჭო. თუ საბჭო დაამტკიცებს მოთხოვნას, ევროპარლამენტმაც უნდა დაამტკიცოს იგივე
მოთხოვნა გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ. ეს კეთდება ხმათა უმრავლესობის
საფუძველზე.

ეტაპი 4: გადაწყვეტილების მიღება თავად წინადადების შესახებ: მას შემდეგ, რაც წევრი
ქვეყნები მიიღებენ თანხმობას გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ, შემდგომი
გადაწყვეტილების მიღება ხდება წარდგენილი წინადადების შესახებ. ყველა წევრ

5
სახელმწიფოს შეუძლია წინადადების განხილვა საბჭოში. წინადადებაზე ხმის მიცემის
უფლება აქვთ მხოლოდ წევრ ქვეყნებს, რომლებიც მონაწილეობენ გაძლიერებულ
თანამშრომლობაში. გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების კვალიფიციური
უმრავლესობით. ჩვეულებრივ, (თითქმის) ყველა მონაწილე წევრი სახელმწიფო დაუჭერს
მხარს წინადადებას, რადგან ქვეყნები უკვე თანამშრომლობდნენ მაშინ, როდესაც
პირველად წარადგინეს წინადადება გაძლიერებული თანამშრომლობის შესახებ.

აღსანიშნავია ფაქტი, რომ წევრი ქვეყნები არ არიან ვალდებულნი საბოლოოდ მიიღონ


მონაწილეობა გაძლიერებული თანამშრომლობის ინიციატივაში, რადგან ეს არ არის რაიმე
კანონი, არ არსებობს წესები ან საერთო ხელშეკრულებები, რის მიხედვითაც ქვეყნები
ვალდებულნი არიან გაძლიერებულ თანამშრომლობას შეუერთდნენ.

ქვეყნებმა, რომლებსაც სურთ შემდგომ ეტაპზე შეუერთდნენ გაძლიერებულ


თანამშრომლობას, უნდა აცნობონ სამომავლო გადაწყვეტილების შესახებ კომისიას და
საბჭოს. შემდეგ, კომისია შეამოწმებს, შეუძლია თუ არა მომთხოვნ წევრ ქვეყანას
შეასრულოს გაძლიერებული თანამშრომლობის ფარგლებში მიღებული ყველა
გადაწყვეტილება. ასევე, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობენ წევრი
ქვეყნებიც. საბჭოს წევრი ქვეყნები, რომლებიც უკვე არიან გაძლიერებული
თანამშრომლობაში, გადაწყვეტენ, შეუძლია თუ არა გაწევრიანება მომთხოვნ,
ევროკავშირის წევრ ქვეყანას.

რაც შეეხება საგარეო ურთიერთობას, ნებისმიერი მოთხოვნა საერთო საგარეო და


უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებით,
წარედგინება საბჭოს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და
უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში. ისინი კომისიასთან ერთად მიიღებენ
გადაწყვეტილებას თანამშრომლობის გაღრმავების მოთხოვნაზე. დამტკიცების შემდეგ,
მონაწილე ქვეყნები ერთხმად მიიღებენ გადაწყვეტილებას და მას ევროპარლამენტს
აცნობებენ.

გაძლიერებული თანამშრომლობის პრაქტიკა

საბოლოოდ, გაძლიერებული თანამშრომლობა იშვიათად გამოიყენება. წევრმა ქვეყნებმა


არ უნდა გამოიყენონ ეს პროცედურა იმ სფეროებში, რომლებშიც ევროკავშირს არ გააჩნია
რაიმე კომპეტენცია. უფრო მეტიც, იმ სფეროებშიც კი, რაშიც ევროკავშირს კომპეტენცია
გააჩნია, დიდი ძალისხმევაა საჭირო კანონმდებლობის შემუშავებისთვის. ევროკავშირის

6
ყველა წევრ ქვეყანას ვალუტად ევრო არ აქვს შემოღებული. დანიას, (წევრობის პერიოდში
გაერთიანებულ სამეფოსაც) და შვედეთს ევრო არ შემოუღიათ, მიუხედავად იმისა, რომ
წევრები არიან. ეს გამონაკლისი არ ვრცელდება ევროკავშირის სხვა, ამჟამინდელ წევრ
ქვეყნებზე. ეს ნიშნავს, რომ ევროს პოლიტიკა არ ვრცელდება ყველა წევრ სახელმწიფოზე.
ეს არის გაძლიერებული თანამშრომლობის უნიკალური და განსაკუთრებული ფორმა.

გამოყენებული ლიტერატურა

https://eur-lex.europa.eu/EN/legal-content/summary/1_enhanced-cooperation.html

https://www.eumonitor.eu/9353000/1/j9vvik7m1c3gyxp/vh7dow6rirz4

https://institutdelors.eu/wp-content/uploads/2020/08/etud2-delaserrewallace-en-1.pdf

You might also like