You are on page 1of 4

§ 2.4. სიმძიმის ძალა. მსოფლიო მიზიდულობის კანონი.

სხეულების მოძრაობა
სიმძიმის ძალის გავლენით
ნიუტონის მეორე კანონის თანახმად სხეულის მოძრაობის ცვლილების, ანუ აჩქარების
მიზეზია ძალა. მექანიკაში განიხილება სხვადასხვა ფიზიკური ბუნების ძალები. ბევრი
მექანიკური მოვლენის და პროცესის განმსაზღვრელია მიზიდულობის ძალების მოქმედება.

მსოფლიო მიზიდულობის კანონი აღმოაჩინა ი. ნიუტონმა 1682 წელს. ჯერ კიდევ 1665 წელს 23
წლის ნიუტონმა გამოთქვა ვარაუდი, რომ ძალები, რომლებიც მთვარეს აკავებენ მის
ორბიტაზე, იგივე ბუნებისანი არიან, როგორც ძალები, რომელთა გამოც ვაშლი ვარდება
დედამიწაზე. მისი ჰიპოთეზის თანახმად სამყაროში არსებულ ნებისმიერ ორ სხეულს შორის
მოქმედებენ მიზიდულობის ძალები (გრავიტაციული ძალები), რომლებიც მიმართულნი
არიან ამ სხეულების მასათა ცენტრების შემაერთებელი წრფის გასწვრივ (ნახ. 2.4.1). სხეულის
მასათა ცენტრის მკაცრი განსაზღვრა მოცემული იქნება მოგვიანებით. ერთგვარივანი ბირთვის
ფორმის მქონე სხეულის მასათა ცენტრი ემთხვევა ბირთვის ცენტრს.

ნახაზი 2.4.1 .

სხეულებს შორის არსებული გრავიტაციული მიზიდვის ძალები. 𝐹⃗1 = −𝐹⃗2


შემდგომ წლებში ნიუტონი ცდილობდა ეპოვა XVII საუკუნეში ასტრონომ ი. კეპლერის მიერ
აღმოჩენილი პლანეტების მოძრაობის კანონების ფიზიკური ახსნა და დაედგინა
გრავიტაციული ძალების რაოდენობრივი გამოსახულება. იცოდა რა თუ როგორ მოძრაობენ
პლანეტები, ნიუტონი ცდილობდა დაედგინა რა ძალები მოქმედებენ მათზე. ასეთ მიდგომას
მექანიკის შებრუნებული ამოცანა ეწოდება. თუ მექანიკის ძირითადი ამოცანაა ცნობილი მასის
მქონე სხეულის კოორდინატების და სიჩქარის პოვნა დროის ნებისმიერ მომენტში, როცა
ცნობილია საწყისი პირობები და სხეულზე მოქმედი ძალები (მექანიკის პირდაპირი ამოცანა),
შებრუნებული ამოცანის შემთხვევაში საჭიროა ვიპოვოთ სხეულზე მოქმედი ძალები, როცა
ცნობილია თუ როგორ მოძრაობს იგი. ზუსტად ამ ამოცანის ამოხსნამ მიიყვანა ნიუტონი
მსოფლიო მიზიდულობის კანონის აღმოჩენამდე.

ნებისმიერი ორი სხეული იზიდავს ერთმანეთს ძალით, რომელიც პირდაპირპროპორციულია


მათი მასების და უკუპროპორციულია მათ შორის მანძილის კვადრატისა:
𝑚1 𝑚2
𝐹=𝐺 .
𝑟2
პროპორციულობის კოეფიციენტი 𝐺 ერთნაირია ყველა სხეულისთვის. მას გრავიტაციული
მუდმივა ეწოდება

𝐺 = 6,67 ∙ 10−11ნმ2 /კგ2 (SI).

ბუნების ბევრი მოვლენა იხსნება მსოფლიო მიზიდულობის ძალების მოქმედებით. მზის


სისტემის პლანეტების მოძრაობა, დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების მოძრაობა,
ბალისტიკური რაკეტების ფრენის ტრაექტორიები, სხეულების მოძრაობა დედამიწის
ზედაპირის ახლოს - ყველა ამ მოვლენის ახსნა შეიძლება მსოფლიო მიზიდულობის კანონისა
და დინამიკის კანონების საფუძველზე.

მსოფლიო მიზიდულობის ძალების ერთ-ერთ გამოვლინებას წარმოადგენს სიმძიმის ძალა. ასე


ეწოდება დედამიწის ახლოს მყოფი სხეულების დედამიწისკენ მიზიდულობის ძალას. თუ 𝑀
დედამიწის მასაა, 𝑅დ – დედამიწის რადიუსი, 𝑚 – მოცემული სხეულის მასა, მაშინ ამ სხეულზე
მოქმედი სიმძიმის ძალაა
𝑀
𝐹=𝐺 𝑚 = 𝑚𝑔,
𝑅დ 2
სადაც 𝑔 თავისუფალი ვარდნის აჩქარებაა დედამიწის ზედაპირის ახლოს:
𝑀
𝑔=𝐺 .
𝑅დ2
სიმძიმის ძალა მიმართულია დედამიწის ცენტრისკენ. სხვა ძალების არარსებობის
შემთხვევაში სხეული თავისუფლად ვარდება დედამიწაზე თავისუფალი ვარდნის აჩქარებით.
დედამიწის ზედაპირზე სხვადასხვა წერტილში თავისუფალი ვარდნის აჩქარების
მნიშვნელობა სხვადასხვაა და მისი საშუალო მნიშვნელობაა 9,81მ/წმ2 . თავისუფალი ვარდნის
აჩქარებისა და დედამიწის რადიუსის (𝑅 დ=6,38∙10 6მ) საშუალებით შეიძლება გამოვთვალოთ
დედამიწის მასის მნიშვნელობა:

𝑔𝑅დ 2
𝑀= = 5,98 ∙ 1024 კგ.
𝐺
დედამიწის ზედაპირიდან დაშორებასთან ერთად დედამიწის მიზიდულობის ძალის და
თავისუფალი ვარდნის აჩქარების მნიშვნელობები იცვლება დედამიწის ცენტრამდე მანძილის
(𝑟) კვარდატის უკუპროპორციულად. ნახ.-ზე 2.4.2 ნაჩვენებია კოსმონავტზე მოქმედი სიმძიმის
ძალის ცვლილება მისი დედამიწის ზედაპირიდან დაშორებისას. აქ ჩათვლილია, რომ
დედამიწის ზედაპირზე კოსმონავტზე მოქმედი სიმძიმის ძალა უდრის 700ნ-ს.

ორი ურთიერთქმედი სხეულისგან შემდგარი სისტემის მაგალითს წარმოადგენს სისტემა


დედამიწა-მთვარე. მთვარე დედამიწიდან დაშორებულია 𝑟მ =3,84∙106 მ მანძილზე. ეს მანძილი
დაახლოებით 60-ჯერ აღემატება დედამიწის რადიუსს 𝑅 დ. შესაბამისად, მთვარის ორბიტაზე
დედამიწის მიზიდულობით გამოწვეული თავისუფალი ვარდნის აჩქარება არის
2
𝑅დ 9,81 მ⁄წმ2
𝑎მ = 𝑔 ( ) = = 0,0027 მ⁄წმ2 .
𝑟მ 602
.
ნახაზი 1.10.2 .
კოსმონავტზე მოქმედი სიმძიმის ძალის ცვლილება მისი დედამიწის
ზედაპირიდან დაშორებისას
მთვარე თავის ორბიტაზე მოძრაობს დედამიწის ცენტრისკენ მიმართული ასეთი აჩქარებით.
ამგვარად, ეს აჩქარება არის ცენტრისკენული აჩქარება. ის შეიძლება გამოვითვალოთ
ცენტრისკენული აჩქარების კინემატიკური ფორმულით (იხ. ფორმულა 1.11.4):

𝑣 2 4𝜋 2 𝑟მ
𝑎მ = = = 0,0027 მ⁄წმ2 ,
𝑟მ 𝑇2
სადაც 𝑇=27,3 დღე-ღამე - დედამიწის გარშემო მთვარის ბრუნვის პერიოდი. სხვადასხვა
მეთოდით შესრულებული გამოთვლების შედეგების თანხვედრა ადასტურებს ნიუტონის
ვარაუდს მთვარის თავის ორბიტაზე შემაკავებელი ძალის და სიმძიმის ძალის ერთიანი
ბუნების შესახებ.

მთვარის საკუთარი გრავიტაციული ველი განსაზღვრავს თავისუფალი ვარდნის აჩქარებას 𝑔მ


მის ზედაპირზე. მთვარის მასა 81-ჯერ ნაკლებია დედამიწის მასაზე, ხოლო მისი რადიუსი
დაახლოებით 3,7-ჯერ ნაკლებია დედამიწის რადიუსზე. ამიტომ აჩქარება 𝑔მ განისაზღვრება
გამოსახულებით:

𝑀მ 𝑀დ ∙ 3,72
𝑔მ = 𝐺 = 𝐺 = 0,17𝑔 = 1,66 მ⁄წმ2 .
𝑅 2მ 𝑅 2დ ∙ 81
ასეთ სუსტ გრავიტაციულ ველში მოხვდნენ მთვარეზე გადასული კოსმონავტები. ასეთ
პირობებში ადამიანს შეუძლია შეასრულოს გიგანტური ნახტომები. მაგალითად, თუ
დედამიწის ზედაპირზე ადამიანს შეუძლია ახტეს 1მ სიმაღლეზე, მთვარეზე მას შეუძლია
ახტეს 6მ-ზე მეტ სიმაღლეზე.

განვიხილოთ ეხლა დედამიწის ხელოვნური თანამგზავრების საკითხი. ხელოვნური


თანამგზავრები მოძრაობენ დედამიწის ატმოსფეროს საზღვრებს გარეთ და მათზე მოქმედებს
მხოლოდ დედამიწის მიზიდულობის ძალა. საწყისი სიჩქარის მიხედვით კოსმოსური
სხეულის ტრაექტორია შეიძლება იყოს სხვადსახვა. ჩვენ აქ განვიხილავთ მხოლოდ
ხელოვნური თანამგზავრის მოძრაობას დედამიწის გარშემო წრიულ ორბიტაზე. ასეთი
თანამგზავრები დაფრინავენ 200-300კმ სიმაღლეზე და ამიტომ თანამგზავრიდან დედამიწის
ცენტრამდე მანძილი შეიძლება მიახლოებით ჩავთვალოთ დედამიწის რადიუსის 𝑅დ ტოლად.
მაშინ მიზიდულობის ძალის მიერ თანამგზავრზე მინიჭებული ცენტრისკენული აჩქარება
მიახლოებით უდრის თავისუფალი ვარდნის აჩქარებას 𝑔. თანამგზავრის სიჩქარე ორბიტაზე
აღვნიშნოთ 𝑣1 -ით. ამ სიჩქარეს პირველი კოსმოსური სიჩქარე ეწოდება. თუ გამოვიყენებთ
ცენტრისკენული აჩქარების კინემატიკურ ფორმულას, მივიღებთ:

𝑣12
𝑎𝑛 = = 𝑔, 𝑣1 = √𝑔𝑅დ = 7,91 ∙ 103 მ/წმ.
𝑅დ
2𝜋𝑅დ
ასეთი სიჩქარით მოძრავი თანამგზავრი დედამიწას შემოუფრენდა 𝑇1 = =84წთ და 12წმ
𝑣1
დროში. სინამდვილეში დედამიწის სიახლოვეს თანამგზავრის წრიულ ორბიტაზე მოძრაობის
პერიოდი აღემატება მიღებულ მნიშვნელობას, რადგან თანამგზავრის ორბიტის რეალური
რადიუსი განსხვავდება დედამიწის რადიუსისგან.

თანამგზავრის მოძრაობა შეიძლება განვიხილოთ როგორც თავისუფალი ვარდნა, მსგავსად


ჭურვების ან ბალისტიკური რაკეტების მოძრაობისა. განსხვავება მხოლოდ ისაა, რომ
თანამგზავრის სიჩქარის დიდი მნიშვნელობის გამო მისი ტრაექტორიის სიმრუდის რადიუსი
უდრის დედამიწის რადიუსს.

თანამგზავრებისთვის, რომლებიც მოძრაობენ წრიულ ორბიტაზე დედამიწიდან საკმაოდ


შორს, მიზიდულობის ძალა კლებულობს ტრაექტორიის რადიუსის 𝑟 კვადრატის
უკუპროპორციულად. თანამგზავრის სიჩქარე 𝑣 შეიძლება ვიპოვოთ შემდეგი პირობიდან:

𝑣2 𝑅 2დ 𝑅დ 𝑅დ
= 𝑔 2 ⇒ 𝑣 = √𝑔𝑅დ√ = 𝑣1 √ .
𝑟 𝑟 𝑟 𝑟
ამგვარად, მაღალ ორბიტებზე თანამგზავრების მოძრაობის სიჩქარე ნაკლებია, ვიდრე
დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტებზე.

ასეთი თანამგზავრის ბრუნვის პერიოდი უდრის:


3⁄2 3⁄2
2𝜋𝑟 2𝜋𝑟 𝑟 2𝜋𝑅დ 𝑟 𝑟
𝑇= = √ = ( ) = 𝑇1 ( ) .
𝑣 𝑣1 𝑅დ 𝑣1 𝑅დ 𝑅დ
აქ 𝑇1 არის თანამგზავრის ბრუნვის პერიოდი დედამიწასთან ახლოს მდებარე ორბიტებზე.
თანამგზავრის ბრუნვის პერიოდი იზრდება ორბიტის რადიუსის ზრდასთან ერთად. ადვილი
გამოსათვლელია, რომ როცა ორბიტის რადიუსი 𝑟 მიახლოებით უდრის 6,6 ∙ 𝑅დ,
თანამგზავრის ბრუნვის პერიოდი გაუტოლდება 24 საათს. ასეთი ბრუნვის პერიოდის მქონე
თანამგზავრი, რომელიც გაშვებულია ეკვატორის სიბრტყეში, უძრავად იქნება დაკიდული
დედამიწის ზედაპირის გარკვეული წერტილის თავზე. ასეთი ითანამგზავრები გამოიყენება
კოსმოსური რადიოკავშირისთვის. ორბიტას, რომლის რადიუსია 𝑟 = 6,6 ∙ 𝑅დ,
გეოსტაციონარული ეწოდება.

You might also like