You are on page 1of 11

სალომე კილანავა

2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

კურსი: გავნითარების და განათლების თეორიები

პრეზენტაცია თემაზე:

ადამიანის  განვითარება ადრეული ზრდასრულობის ასაკში

სალომე კილანავა

ლექტორი: ქეთევან თოდაძე

ბიზნესის, ტექნოლოგიისა და განათლების ფაკულტეტი,


განათლების ადმინისტრირება,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
აპრილი, 2020 | თბილისი

1
სალომე კილანავა
2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

უწყვეტად მიმდინარე  განვითარება ადრეული ზრდასრულობის ასაკში

აღნიშნული დავალების შესასრულებლად, ჩემს სამიზნე ასაკობრივ ჯგუფს


წარმოადგენენ ადრეული ზრდასრულობის ასაკის ახალგაზრდები. ვმოღვაწეობ,
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში და აქტიური კომუნიკაცია მიწევს
სტუდენტებთან. ამიტომ ჩემთვის საინტერესოა სწორედ 20- დან 30- წლამდე ასაკის
ახალგაზრდების ფსიქო-სოციალური განვითარების შესახებ ინფორმაციის მოძიება,
დამუშავება და შესწავლა.

ჩემს პროფესიაში, ისევე როგორც საქმიანობაში განსაკუთრებული ყურადღება


ენიჭება სტუდენტების ინდივიდუალურ, დიფერენცირებულ მიდგომებს. მუშაობა
მიწევს, როგორც მაღალი ასევე დაბალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტთან.
აღნიშნულ ასაკში, ადამიანის განვითარებასთან დაკავშირებით ლიტერატურას
ხშირად ვეცნობი, რადგან ეს საკუთარ პრაქტიკულ საქმიანობაში დიდად მადგება
ჩემს სტუდენტებთან ურთიერთობის დროს. უკეთ მესმის მათი საჭიროებებისა და
მოთხოვნების შესახებ.

ამასთან, მინდა ბევრი საინტერესო თეორია შემოგთავაზოთ განსახილველად, რათა


უკეთ გავიგოთ, ზოგადად ადამიანის განვითარების შესახებ და ადრეული
ზრდასრულობის ასაკის მახასიათებლებზე.

მე პირადად ბევრს ვსწავლობ ჩემი სტუდენტებისგან და ვფიქრობ, სწორედ მათ


ქცევაზე და განვითარებაზე დაკვირვება მიქმნის გარკვეულ წაროდგენებს და ცოდნას,
აღნიშნულ ასაკთან მიმართებაში.

(სლაიდი 2)

ვიცით, რომ ადამიანის განვითარება, მიმდინარეობს მთელი სიცოცხლის მანძილზე,


და ის უკავშირდება მის ფიზიკურ, ქცევით, შემეცნებით და ემოციურ ზრდასა და ამ
ცვლადების მთელ ჯაჭვს. ადამიანში უდიდესი ცვლილებები მიმდინარეობს,
ცხოვრების ადრეული ეტაპიდან - ბავშვობის ასაკამდე, ბავშვობიდან მოზარდობამდე
და მოზარდობის ასაკიდან ზრდასრულ ასაკამდე. მთელი ამ განვითარებისა და
ცვლილებების პროცესის განმავლობაში, თითოეული ადამიანი ავითარებს მის
დამოკიდებულებებს და ღირებულებებს, რომლებიც ადამიანს ხელს უწყობე

2
სალომე კილანავა
2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

შემდგომში არჩევანის გაკეთებაში, ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და სამყაროს


აღქმაში.
ადამიანის ფიზიკური განვითარება, ასევე უწყვეტი პროცესია. ისევე, როგორც
მნიშვნელოვანია ახალგაზრდის ემოციური და კოგნიტური ზრდის გაღრმავება, ასევე
მნიშვნელოვანია მისი ფსიქო-სექსუალური და ფიზიკური ზრდა და განვითარება.
ადრეული ზრდასრულობის ასაკი მოიცავს დაახლოებით 20 დან 30 წელს,
აღნიშნული ასაკისთვის, განვითარების თითოეული ეტაპი მოიცავს გარკვეულ
სპეციფიკურ მახასიათებლებს. აღნიშნულ ასაკში, ახალგაზრდების განვითარება
საკმაოდ ინდივიდუალური პროცესია. ამასთან, იმავე ასაკში, სხვებისგან
განსხვავებით, ინდივიდმა შეიძლება ინდივიდუალურ ფიზიკურ, ან კოგნიტურ
განვითარებას მიაღწიოს.
ამ ასაკშიც, პიროვნული განვითარება პროცესია, რომელიც მთელი სიცოცხლის
მანძილზე მიმდინარეობს. იგი ადამიანს აძლევს საშუალებას შეაფასოს საკუთარი
უნარ-ჩვევები, დაისახოს მიზნები და ჰქონდეს სწრაფვა საკუთარი შესაძლებლობების
მაქსიმალურად გამოვლენისაკენ.

(სლაიდი 3)

ფსიქოსოციალური განვითარების ეტაპი ადრეული ზრდასრულობის ასაკში, მოიცავს


ისეთ სოციო-დემოგრაფიული ასპექტებს, როგორიცაა:

 განათლების მიღების გახანგრძლივებული პერიოდი ;


 დაქორწინების მაღალი მაჩვენებელი;
 იდენტობის ძიება ;
 გარდამავალი მდგომარეობა მოზარდობასა და ზრდასრულობას შორის;
 ღია შესაძლებლობები;
 არასტაბილურობა;
 საკუთარ თავზე ფოკუსირება;
 პიროვნული იდენტობა;

3
სალომე კილანავა
2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

(სლაიდი 4)

ადამიანის განვითარებასთან დაკავშირებით,


არსებობს მრავალი თეორი. ერთ-ერთი მათგანი
გახლავთ ერიკ ერიქსონის ფსიქო-სოციალური
განვითარების თეორია.
ცნობილი გერმანელი ფსიქოლოგის, ერიკ
ერიქსონის უდიდესი დამსახურებაა, რომ მან
გააფართოვა ადამიანის განვითარების ცნება და,
ზიგმუნ ფროიდის მსგავსად, არ შემოისაზღვრა
მხოლოდ ბავშვის განვითარებით ეტაპებითა და
სტადიებით. ადამიანის განვითარება ბუნებრივია
მთელი სიცოცხლე გრძელდება და სწორედ
აქედან გამომდინარე ერიქსონმა შემოგვთავაზა
ადამიანის განვითარების 8 სტადია, რომელსაც ადამიანი გადის. პირველი ხუთი
სტადია ბავშვობაში მიმდინარეობს, დანარჩენი სამი კი – ზრდასრულ ასაკში.

ერიქსონის თვლიდა, რომ თითოეულ ფსიქო-სოციალურ სტადიას თან სდევს


კრიზისი — გადამწყვეტი მომენტი ინდივიდის ცხოვრებაში, რომელიც ჩნდება,
როგორც ფსიქოლოგიური სიმწიფისა და ამ სტადიაზე ინდივიდისთვის წაყენებული
სოციალური მოთხოვნების გარკვეული დონის მიღწევის შედეგი. სხვა სიტყვებით
რომ ვთქვათ, ადამიანის ცხოვრებისეული ციკლის თითოეული ფაზა ხასიათდება
სწორედ მოცემული ფაზისთვის სპეციფიკური ევოლუციური ამოცანით ანუ
პრობლემით სოციალურ გავითარებაში, რომელიც თავის დროზე დგება ინდივიდის
წინაშე, მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ გადაწყდეს. ინდივიდისთვის
დამახასიათებელი ქცევის მოდელები განპირობებულია იმით, როგორ გადაჭრის იგი
თითოეულ ამ ამოცანას ანუ როგორ დაძლევს კრიზისს.

(სლაიდი 5)

პირველი ხუთი სტადია, რომელიც მოზარდობის ჩათვლით ვითარდება, თითქმის


ხუთი ფროიდისეული ფსიქო-სექსუალური სტადიის პარალელურია, ბოლო სამი კი
განვითარებას შუახნის ასაკამდე და გვიანდელ წლებამდე აფართოვებს. ამრიგად,
ეგოს განვითარების ერიკსონის თეორია ინდივიდის მთელ ცხოვრებას მოიცავს:
ჩვილობიდან, მოწიფულობამდე და მოხუცებულობამდე.

ფსიქოსოციალური განვითარების რვა სტადია ერიკსონის მიხედვით.

4
სალომე კილანავა
2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

1. ნდობა/უნდობლობა
2. ავტონომიურობა/სირცხვილი და 1. ჩვილობა; (ასაკი: 1)
ეჭვი; 2. ადრეული ბავშობა (ასაკი: 1-3)
3. ინიციატივა/დანაშაული; 3. ბავშობა (თამაშის ხანა) (ასაკი: 3-6)
4. შრომისმოყვარეობა/ 4. ბავშვობა (სკოლის ასაკი) (ასაკი: 6-
არასრულფასოვნება; 13)
5. იდენტობა/როლების აღრევა; 5. მოზარდობა (ასაკი: 13-20)
6. ინტიმურობა/იზოლაცია; 6. ადრეული მოზარდობა (ასაკი:20-
7. გენერაციულობა/სტაგნაცია; 40)
8. ეგოსინტეგრაცია/ 7. შუა ხნის მოზრდილობა (40-60)
სასოწარკვეთილება 8. გვიანი მოზრდილობა(ასაკი:60-
მეტი)

ერიქსონი მთავარ მნიშვნელობას ანიჭებდა არა ქვეცნობიერს, არამედ ცნობიერ მეობას


(ამიტომაც უწოდა თავის თეორიას „ეგოფსიქოლოგია”); აგრეთვე, არ იფარგლებოდა
ბავშვობით. ამაშია არსებითი განსხვავება კლასიკურ ფსიქოანალიზსა და ერიქსონის
თეორიას, ეპიგენეზურ თეორიას შორის.

(სლაიდი 6)

აუცილებლად უნდა აღინიშნოს ასევე,


ადამიანის განვითარების ერთ-ერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი
თვითგამორკვევის და პიროვნული
განვითარების ფაქტორი.
ამისათვის, მოვიშველიებ აბრაამ
მასლოუს ცნობილ პირამიდას,
რომლის თანახმად, ყველა ინდივიდს
აქვს საკუთარი, პიროვნებაში
"ჩაშენებული" მოთხოვნილებათა და საჭიროებათა ჩამონათვალი, რომელიც თავს
სწორედ თვითგამორკვევის პროცესში იჩენს.
საჭიროებათა არეალი, რომელსაც მასლოუს პირამიდა ფარავს საფეხურებად არის
წარმოდგენილი, რადგან სანამ პირველი მათგანი არ დაკმაყოფილდება, ადამიანი
მეორე ეტაპზე ვერ გადადის.

მასლოუს პირამიდა 5 ძირითადი საფეხურისგან შედგება:

5
სალომე კილანავა
2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

მათი მნიშვნელობა მოცემულია არა ცხოვრების კონკრეტული ერთი ეტაპისთვის,


არამედ მთელი სიცოცხლის ხანგრძლივობისთვის. მიუხედავად ამისა, ადამიანის
მისწრაფება და მოტივაცია პირამიდაზე წარმოდგენილი საჭიროებების მიმართ
დროდადრო შესაძლოა შეიცვალოს გარემო პირობებიდან გამომდინარე.

(სლაიდი 7)

განსხვავებულ თეორიას ანვითარებს,


ამერიკელი ფსიქოლოგი, ჯეფრი არნეტი.
რომლის მიხედვით, მოზარდობიდან
ზრდასრულობის სტადიაზე გადასვლან
21-ე საუკუნეში განსაკუთრებულად
გახანგრძლივებულია, რაც ასაკობრივად
მოიცავს 18-დან 29-წლამდე პერიოდს და
გამოიხატება შემდეგში:
 სწავლის გახანგრძლივება;

6
სალომე კილანავა
2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

 ოჯახის შედარებით გვიან შექმნა და მშობლის სტატუსის უფრო გვიან მიღება;

არნეტის მიხედვით, გაჩნდა განვითარების ახალი სტადია - საწყისი ზრდასრულობა.


საწყისი ზრდასრულობა განსხვავებულია ერიკ ერიკსონის ადრეული (young)
ზრდასრულობის სტადიისაგან ფსიქოლოგიური და სოციალური თავისებურებებით.

ერიკსონის ადრეული ზრდასრულობის მთავარი ფსიქო-სოციალური კონფლიქტი


სხვა ადამიანებთან ღრმა ურთიერთობების დამყარების უნარსა და იზოლაციას
შორის არსებულ დაძაბულობას შორის მდგომარეობს, ხოლო არნეტის საწყისი
ზრდასრულობის ერთ-ერთ ცენტრალურ ფსიქო-სოციალურ ამოცანად იდენტობის
ჩამოყალიბება რჩება, რაც ერიკსონის განვითარების თეორიაში მოზარდობისთვისაა
დამახასიათებელი.

(სლაიდი 8)

საწყისი ზრდასრულობის 5 ფსიქოლოგიური სტადია, არნეტის მიხედვით.


საწყისი ზრდასრულობა ხასიათდება შემდეგი ფსიქოლოგიური თავისებურებებით:
1) ეს არის იდენტობის ძიების სტადია:
პერიოდი, როდესაც პიროვნება იღებს თავის ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს
გადაწყვეტილებებს ურთიერთობებისა და სამუშაოს სფეროში; ეს გადაწყვეტილებები
ითვალისწინებს მის ინტერესებსა და იმ შესაძლებლობებს, რომელსაც გარემო
სთავაზობს;
2) განვითარებადი ზრდასრულობის ეტაპი :
ხასიათდება გამოკვეთილი არასტაბილობით, რადგან საკუთარი იდენტობის ძიებაში
ინდივიდები ხშირად იცვლიან პარტნიორებს, სამუშაოს, განათლების
მიმართულებას;
3) ეს არის საკუთარ თავზე ფოკუსირებული სტადია :
ამ ეტაპზე პიროვნებას აქვს ცოტა პასუხისმგებლობა და მეტი შესაძლებლობა
დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები;
4) ეს არის შუალედური სტადია:
როდესაც ინდივიდი არც მოზარდია და არც ზრდასრული;
5) ეს არის შესაძლებლობების სტადია :
რადგან ჯერ კიდევ არ არის მიღებული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები,
ცხოვრებამ შეიძლება სხვადასხვა მიმართულება შეიძინოს (Arnett 2011).

არნეტისეულ დაყოფებს, მაინც ვერ განვაზოგადებთ, რადგან აღნიშნული ეტაპები


მიესადაგებათ განვითარებული ქვეყნების კულტურებს და არა განვითარებად ან/და
აზიურ კულტურებს.

7
სალომე კილანავა
2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

(სლაიდი 9)
აღნიშნულმა თეორიებმა, ადრეული ზრდასრულობის აღსაწერად, მაინც ვერ
მიგვიყვანა საბოლოო, ერთ კონკრეტულ პასუხამდე. რომელიც, იქნება ყველასათვის
მისაღები, განზოგადების პერსპექტივითა და მოსაწონი. აჯობებს, აღნიშნულ ასაკთან
დაკავშირებული პასუხები ისევ პირად გამოცდილებებს ან/და სხვებზე დაკვირვებას
დავუკავშიროთ.
პირი, რომელიც ბავშვობიდან ზრდასრულობის ასაკში გადადის, ცდილობს
უპასუხოს კითხვას „ვინ ვარ მე?". სწორედ ეს ძიება აღნიშნავს პროცესს, რომლის
დროსაც პიროვნება შეისწავლის სხვადასხვა ალტერნატივას ცხოვრების
მნიშვნელოვან ასპექტებთან მიმართებაში, ეხება ეს მის საქმიანობას, ურთიერთობებს,
პიროვნული იდეოლოგიას და სხვას. სწორედ აღნიშნულ ასაკს უკავშირდება მთელი
რიგი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობის შეგრძნების
ჩამოყალიბება, ფინანსური ავტონომიურობა, განმარტოება, მშობლებისგან გადასვლა
ცალკე საცხოვრებლად და სხვა.

(სლაიდი10)

ტკბილ ლუკმად, შემოვინახე სტატისტიკები, რომლებიც საინტერესოცაა და


ამავდროულად სახალისოც. ერთი სტატისტიკური ანალიზი ეხება, ევროპის
ქვეყნებში მშობლებთან ერთად მცხოვრები ახალგაზრდების პროცენტულ
მაჩვენებელს, ჩვენთვის საინტერესო ასაკობრივ ჯგუფებში.

8
სალომე კილანავა
2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

9
სალომე კილანავა
2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

ხოლო მეორე სტატისტიკური მონაცემი ეხება, ამერიკაში, კერძოდ კლარკის


უნივერსიტეტში ჩატარებულ გამოკითხვას. თუ, რამდენად თვლიან ახალგაზრდები
თავს ზრდასრულ ადამიანებად. და რამდენად აქვთ, თავიანთი ასაკითვის
დამახასიათებელი და შესაფერისი სპეციპფიკური თვისებებით განვითარებული.

და ბოლოს, მე მაინც ვფიქრობ, რომ თითოეულ ადამიანს შესწევს ძალა განვითარდეს


ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, და მიაღწიოს საკუთარი
შესაძლებლობებით განვითარბის მაქსიმუმს, სწორედ ამიტომ ბოლოს გთავაზობთ
ჩემთვის ძვირფარ გამონათქვამს.

მადლობა ყურადღებისთვის!

ბიბლიოგრაფია:

• გერიგი, რ. და ზიმბარდო, ფ. (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, თბილისი,


თსუ.
• Erikson, E. (1963). Childhood and Society. New York: Norton. 
• https://www.civiceducation.ge/ka/lessons/4-40
• https://iliauni.edu.ge/uploads/other/34/34599.pdf
• http://iliauni.edu.ge/uploads/other/33/33159.pdf
• Why does it take so long to grow up today? | Jeffrey Jensen Arnett | TEDxPSU
https://www.youtube.com/watch?v=fv8KpQY0m6o
• https://www.google.com/search?
q=statistics+of+young+adulthoods&tbm=isch&ved=2ahUKEwijyYD5vvXoAhVPiRoK
HQvECVgQ2-
cCegQIABAA&oq=statistics+of+young+adulthoods&gs_lcp=CgNpbWcQAzoCCAA6B
AgAEBg6BAgAEEM6BggAEAgQHlDygxJY4uYSYKPpEmgAcAB4AIABqgOIAc4xkgE

10
სალომე კილანავა
2020 წლის გაზაფხულის სემესტრი

KMC4zNS41LjAuMZgBAKABAaoBC2d3cy13aXotaW1nsAEA&sclient=img&ei=Ysqc
XqOQCc-SaouIp8AF&hl=en#imgrc=NtxdjOB5IjCoGM&imgdii=gieAK4EgA9eB-M
• https://www.reddit.com/r/europe/comments/16n6y6/
percentage_of_young_europeans_living_with_their /
• https://usatoday30.usatoday.com/news/health/wellness/story/2012-07-30/Emerging-
adults-18-29-still-attached-to-parents/56575404/1

11

You might also like