You are on page 1of 22

არისტოტელე

მოძღვრება წინადადების შესახებ (Peri hermeneias), ორგანონი II

თარგმნა თამარ ცოფურაშვილმა

(ტექსტი დამუშავების პროცესშია და არ არის განკუთვნილი გავრცელებისათვის)

1 თავი: ენა და ნაწერი. როდის განსხვავდება მეტყველება როგორც ჭეშმარიტი და მცდარი


მეტყველება?

2 თავი: არსებითი სახელი

3 თავი: ზმნა

4 თავი: მეტყველება და გამომთქმელი მეტყველება (=გამოთქმა) ანუ წინადადება

5 თავი: მტკიცება და უარყოფა, მარტივი და შედგენილი წინადადება

6 თავი: კონტრადიქცია

7 თავი: კონტრარულობა. წინადადებების თავსებადობა და არათავსებადობა

8 თავი: წინადადებების ნამდვილი და მოჩვენებითი ერთიანობა

9 თავი: კონტრადიქტორული წინადადებები მომავლის შესახებ

10 თავი: მარტივი წინადადებები დამატებით (Beifügung)

11 თავი: არამარტივი წინადადებები

12 თავი: მოდალური წინადადებები. ცნება, სახეები და ოპოზიცია

13 თავი: მათი ლოგიკური ურთიერთგამომდინარეობა

14 თავი: საკითხი წინადადებების დამატებით (Beifügung) კონტრარულობის შესახებ

პირველი თავი

თავდაპირველად უნდა დავადგინოთ რა არის არსებითი სახელი და რა არის ზმნა, შემდეგ,


რა არის უარყოფა, მტკიცება (აფირმაცია), გამონათქვამი (Aussage) და მეტყველება.

ესენი არიან მარცვლები, რომლებიც ხმით წარმოიქმნებიან, სულში წარმოქმნილი


წარმოდგენების ნიშნები, ხოლო ანბანი არის ისევ მარცვლების ნიშანი. და როგორც ყველას
1
ერთი და იგივე ანბანი არა აქვს, ასევე მარცვლებიც ყველასთვის ერთი და იგივე არ არის.
მაგრამ ის, რაც ორივეს მიერ (=მარცვალი და ანბანი) უპირველესად აღინიშნება, არის
უმარტივესი სულიერი წარმოდგენები, რომლებიც ყველა ადამიანისთვის საერთოა, და
ასევე ესენი არიან საგნები, რომლეთა ანარეკლიც წარმოდგნებია (=ჩვენს სულში არსებული
წარმოდგენები). ეს საკითხი უკვე სხვა დისციპლინას ეხება და ამის შესახებ ჩვენ „სულის
შესახებ“ წიგნში ვისაუბრეთ.

მაგრამ როგორც ხანდახან აზრები სულში ჩნდება ისეთი ფორმით, რომ არც ჭეშმარიტია და
არც მცდარი, ხანდანხან კი ისეთი ფორმით, რომ აუცილებლად ან ჭეშმარიტია ან მცდარი,
ასევე ხდება მეტყველების დროსაც. რადგან მცდარობა და ჭეშმარიტება დაკავშირებულია
წარმოდგენების დაკავშირებასა (=სინთეზი) და გამიჯვნასთან (=დიაირეზის). არსებითი
სახელები და ზმნები თავისთავად მხოლოდ შეესაბამებიან აზრებს დაკავშირებისა და
გამიჯვნის გარეშე, როგორც მაგალითად სიტყვა ადამიანი ან თეთრი, როცა მათ არაფერს
ვამატებთ: აქ ხომ არ არსებობს მცდარობა და ჭეშმარიტება. მაგალითად სიტყვა
‘თრაგელაპოს’ (ხარ-ირემი): იგი რაღაცას კი აღნიშნავს, მაგრამ არა ჭეშმარიტს ან მცდარს,
ვიდრე არ დავამატებთ, რომ იგი არსებობს ან არ არსებობს ზოგადად ან განსაზღვრული
დროისათვის.

მეორე თავი

ამდენად არსებითი სახლი არის მარცვალი, რომელიც კონვენციურად რაღაცას აღნიშნავს


ისე რომ არ მოიცავს დროს და ისე, რომ მის ნაწილს დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა
აქვს. რადგან საკუთარ სახელში ‘კალიპოს’ ‘ჰიპოს’-ს დამოუკიდებელი მნიშვნელობა არა
აქვს, რომელიც მას სიტყვებში ‘კალოს ჰიპოს’ (ლამაზი ცხენი) აქვს. მაგრამ როდესაც
მარტივი არსებითი სახელები წინადადებაში არიან ჩართულნი, მაშინ მსგავსი ვითარება
აღარ გვაქვს: იმათთან (= პირველი მაგალითის მსგავსი არსებითი სახელები) ნაწილი
არაფერს აღნიშნავს, ამათთან (= წინადადებაში ჩართული არსებითი სახელები) კი ნაწილი
რაღაცას აღნიშნავს, მაგრამ არაფერს აღნიშნავს დამოუკიდებლად (სხვა მარცვლებისგან
გამიჯნულად), როგორც ეს არის სიტყვაში ‘ეპაკტროკელეს’, მეკობრეების გემი, კელეს
დამოუკიდებლად არაფერს აღნიშნავს. „კონვენციური“ (შეთანხმების საფუძველზე)
განსაზღვრება იტყვის, რომ არც ერთი არსებითი სახელი თავისი ბუნებიდან გამომდინარე
ასეთი არ არის, არამედ მხოლოდ მაშინ, როდესაც იგი ნიშანი ხდება. რადგან ასევე
არტიკულირებული მარცვლები, მაგალითად ‘ცხოველებისა,’ აღნიშნავვენ რაღაცას და
მაინც ამ მარცვლებისგან არც ერთი არ არის არსებითი სახელი.

არაადამიანი არ არის არსებითი სახელი. მაგრამ ასევე არ არის განსაზღვრული


სახელწოდება, რომელიც ჩვენ მისთვის შეგვეძლო მიგვეცა. რადგან იგი არ არის არც
მეტყველება (=მტკიცებით თქმის აზრით) და არც უარყოფა. თუმცა მას უნდა ვუწოდოთ
განუსაზღვრელი არსებითი სახელი, რადგან იგი ერთნაირად არის ყველაფერში,
არსებულში თუ არაარსებულში.

2
ამბობენ რა ყვავილები ან ყვავილებს და ა.შ., ასე ეს არ არის არსებითი სახელი, არამედ
არსებითი სახელის ბრუნვის ფორმები. ცნება აქ არის იგივე, მაგრამ ამ ფორმების (იგ.
ბრუნვის ფორმების) კავშირი „არის“-თან, „იყო“ და „იქნება“ არ იძლება არაფერს
ჭეშმარიტს ან მცდარს, არამედ არსებითი სახელის კავშირი მათთან.

მესამე თავი

ზმნა არის სიტყვა, რომელიც დროს თანააღნიშნავს, რომლის ნაწილებს არასდროს არა
აქვთ დამოუკიდებელი მნიშვნელობა და რომელიც ყოველთვის რაღაცას გვაგებინებს, რაც
სხვის (=არსებითი სახელის) მიმართ მნიშვნელობს. ის რომ იგი დროსაც თანააღნიშნავს,
უნდა ნიშნავდეს, რომ მაგალითად „ჯანმრთელობა“ არის არსებითი სახელი, ამის
საპირისპიროდ „არის ჯანმრთელი“ არის ზმნა, რადგან იგი იმასაც მიუთითებს, რომ
ჯანმრთელობა ახლა სახეზეა. და ზმნა ყოველთვის რაღაცას გვაგებინებს, რაც სხვისთვის
მნიშვნელობს, რაც სახელდობრ სუბიექტზეა ან სუბიექტშია.

მაგრამ როცა ამბობენ: „არ არის ჯანმრთელი“ ან „არ არის ავად“, მე არ ვუწოდებ ამას ზმნას.
იგი კი მიუთითებს დროზე და ზოველთვის სუბიექტთან ერთად არის მოცემული, მაგრამ
იგი არ იძლევა განსხვავებისთვის აღნიშნვნას (=სახელწოდებას). თუმცა იგი შეიძლება
იყოს განუსაზღვრელი ზმნა, რადგან იგი თანაბრად მოიძებნება ყველაფერში, არის
ამრიგად იგი თუ არ არის.

ასევე ზმნა კი არ არის, არამედ ზმნის უღლების ფორმა, როდესაც ამბობენ: „იყო
ჯანმრთელი“ ან „იქნება ჯანმრთელი“. ეს ფორმები განსხვავდება ზმნისგან იმით, რომ იგი
(ზმნა) აწმყო დროის განსაზღვრებას მოიცავს, ორი დანარჩენი ფორმა კი დროის
განსაზღვრებას აწმყომდე და აწმყოს შემდეგ.

ზმნები, გამოთქმული მხოლო თავისთვის, არიან არსებითი სახელები და აღნიშნავენ


რაღაცას - რადგან, ის ვინც მათ გამოთქვამს, მიმართავს თავის ყურადღებას დგომისკენ, და
ის ვინც მას ისმიმენს, მიმართავს თავის ყურადღებას ასევე დგომისკენ - მაგრამ ისინი ჯერ
კიდევ არ მიუთითებენ, არის თუ არ არის აღნიშნული. რადგან მაშინაც კი, როცა ამბობენ:
ყოფნა ან: არყოფნა, ამით ნამდვილი საგანი არ აღნიშნება, ისევე როგორც როცა მხოლოდ
ამბობენ: ყოფიერი. რადგან ის თავისთავად არ არის არაფერი, არამედ მიუთითებს კავშირს
იმასთან, რაც დაკავშირებული ნაწილების გარეშე მოუაზრებელია.

მეოთხე თავი

მეტყველება (აქ: ლოგოს= არა მეტყველებაა, არამედ შეესაბამება „ლეგეინს“ რაღაცაზე


მიმთითებელ კავშირს სიტყვებისა) არის მარცვალი (ფონე, მარცვლების კავშირი),
რომელიც კონვენციურად რაღაცას აღნიშნავს და რომლის ცალკეული ნაწილი რაღაცას
3
აღნიშნავს, როგორც მარტივ საუბარს, არა როგორც რაღაცის მიწერას ან უარყოფას
(აფირმაცია და ნეგაცია). მაგალითად მე მინდა ვთქვა, რომ ‘ადამიანი’ რაღაცას
მიუთითებს, მაგრამ არა, რომ იგი არის ან არ არის; აფირმაციას ან ნეგაციას მხოლოდ მაშინ
აქვს ადგილი, როდესაც კიდევ რაღაცას ვუმატებთ. მაგრამ ‘ადამიანისგან’ თითოეული
მარცვალი არ მიუთითებს რაღაცას. რადგან ასევე Maus (mus)-ში aus (us)-ს არა აქვს
აღმნიშვნელი ძალა, არამედ არის მხოლოდ მარცვალი. შედგენილ სიტყვებში, როგორც
არსებით სახელებში ასევე ზმნებში, ნაწილი მიუთითებს რაღაცას, მაგრამ არა მხოლოდ
თავისი თავისთვის (დამოუკიდებლად), როგორც ეს უკვე აღნიშნულ იქნა.

მაგრამ ყოველი მეტყველება მიუთითებს რაღაცას, თუმცა არა ბუნებრივად, არამედ


კონვენციურად, ე.ი. შეთანხმების საფუძველზე. ამის საპირისპიროდ ყოველი
(მეტყველება) კი არ გამოთქვამს რაღაცას, არამედ მხოლოდ ის, რომელშიც ჭეშმარიტება ან
მცდარობაა მოცემული. მაგრამ ეს არ არის ყველგან. ასე მაგალითად თხოვნაც არის
მეტყველება, მაგრამ იგი არც ჭეშმარიტია და არც მცდარი. მაგრამ ჩვენ მეტყველების სხვა
სახეებს აქ (=ამ გამოკვლევისას) არ ვითვალისწინებთ, რადგან მათი განმარტება
რიტორიკის ან პოეტიკის სფეროს განეკუთვნება. აქ განვიხილავთ მეტყველებას
გამონათქვამის (=დებულების) საზრისით.

მეხუთე თავი

პირველი ერთიანი გამომთქმელი მეტყველება არის მტკიცება (აფირმაცია) და შემდეგ


უარყოფა (ნეგაცია). ყველა სხვა მეტყველება არის კავშირის გზით ერთიანი.

ყველა გამომთქმელი მეტყველება უნდა შეიცავდეს ზმნას ან ზმნის უღლების ფორმას.


რადგან ადამიანის ცნებაც თუ მას არ დავუმატებთ: „არის“, ან „იყო“ ან „იქნება“ და მსგავსს,
ჯერ კიდევ არ არის გამომთქმელი მეტყველება.

რატომ არის „ფეხზე მოსიარულე ორფეხა არსება“ ერთი და არა მრავალი? - ხომ შეიძლება
ადამიანი, რომელსაც ასე განსაზღვრავენ, იმიტომ არ იყოს ერთი, რადგან ამ სიტყვებს
ერთმანეთის შემდეგ ამგვარად წარმოვთქვამთ - მაგრამ ამის ახსნა არის სხვა დისციპლინის
საკითხი.

გამომთქმელი მეტყველება არის ერთი, როცა იგი ან ერთს გამოთქვამს ან კი კავშირის


გზით არის ერთი; არსებობს მეტყველებიდან მრავალი, როდესაც ისინი მრავალს და არა
ერთს გამოთქვამენ ან კი როდესაც ისინი დაუკავშირებელია.

ამდენად არსებითი სახელი ან ზმნა უნდა იყოს მხოლოდ თქმა. რადგან ხმის გზით
მხოლოდ მცნობით ისინი გამონათქვამი არ ხდება. მეტყველება არის ნაწილობრივ
მარტივი გამონათქვამი, რომელშიც სახელდობრ სუბიექტს რაღაც მიეწერება ან უარეყოფა,
ნაწილობრივ კი მარტივი გამონათქვამებისგან შემდგარი, ისე რომ ისინი შედგენილ
მეტყველებას წარმოადგენენ.

4
მარტივი გამონათქვამი არის მარცვალი (ხმა, სიტყვების კავშირი), რომელიც იმისთვისაა
განსაზღვრული, რომ საგნის არსებობა ან არ არსებობაზე დროის განსხვავების გზით
მიუთითოს.

მეექვსე თავი

მტკიცება (აფირმაცია) არის გამონათქვამი, რომელიც რაღაცას რაღაცას მიაწერს, უარყოფა


არის გამონათქვამი, რომელიც რაღაცის მიმართ რაღაცას უარყოფს.

რამდენადაც ყოფიერის შესახებ შეიძლება ვთქვათ, რომ ის არ არის, და არა-ყოფიერის


შესახებ ვთქვათ, რომ ის არის, და ასევე ყოფიერის შესახებ ვთქვათ, რომ ის არის და
არაყოფიერის შესახებ, რომ ის არ არის, და რადგან ეს ასევე აწმყოს გარეთ არსებული
დროების მიმართაც შეიძლება მნიშვნელობდეს, გამოდის, რომ ყველაფერი, რასაც მავანი
ამტკიცებს ან უარყოფს და ყველაფერი, რასაც მავანი უარყოფს და ამტკიცებს ერთმანეთის
საპირისპიროა, და ამის შესაბამისად ყოველი მტკიცება უარყოფის და ყოველი უარყოფა
მტკიცების საპირისპიროა. ხოლო ეს, ურთიერთსაპირისპირო მტკიცება და უარყოფა უნდა
იყოს კონტრადიქცია. მე საპირისპიროს ქვეშ მესმის, რომ ერთი და იგივე ერთი და იგივეს
მიერ მტკიცდება და უარიყოფა, მაგრამ არა ჰომონიმიურად, და ასევე ყველაფერი ის, რაც
ამ ცნებითი განსაზღვრულობისთვის სოფისტური დებულებების საპირისპიროდ
შეიძლება იქნას მიმატებული.

მეშვიდე თავი

რადგან საგნები ნაწილობრივ ზოგადი, ნაწილობრივ ერთეული საგნები არიან - ზოგადის


ქვეშ მე მესმის ის, რაც ბუნების შესაბამისად მრავალზე შეიძლება იქნას გამოთქმული,
ცალკეული საგნის ქვეშ მესმის ის, რაც ბუნების შესაბამისად მრავალზე არ შეიძლება იქნას
გამოთქმული, როგორც მაგალითად ადამიანი არის რაღაც ზოგადი არსება, კალიასი არის
ერთეული არსება -, და რადგან აუცილებლად ხან ისე გამოითქმება, რომ ზოგადს რაიმე
მიეწერება ან არ მიეწერება, ხანაც კი ისე, რომ ცალკეულ საგანს რაიმე მიეწერება ან არ
მიეწერება, მაშინ თუკი ზოგადის მიერ ზოგადად გამოითქმება, რომ მას რაიმე მიეწერება
ან არ მიეწერება, გამონათქვამები იქნება ერთმანეთს კონტრარულად დაპირისპირებული.
მე მინდა ვთქვა, რომ ზოგადის შესახებ რაღაც ზოგადად გამოითქმება, როცა მაგალითად
ვამბობთ: ყოველი ადამიანი არის თეთრი, არც ერთი ადამიანი არ არის თეთრი.

მაგრამ გამოითქმება რა ზოგადის შესახებ რაიმე, მაგრამ არა ზოგადად, მაშინ ასეთი
გამონათქვამები არ არის კონტრარული, თუმცა შესაძლებელია, რომ ხანდახან ის, რასაც
ისინი გამოთქვამენ, კონტრარული იყოს. როდესაც მე ვამბობ, რომ რაღაც ზოგადის შესახებ
ზოგადად არ გამოითქმება, მაშინ მე ვფიქრობ მაგალითად ისეთ გამონათქვამებზე
როგორებიცაა: (ყოველი) ადამიანი არის თეთრი, (ყოველი) ადამიანი არ არის თეთრი.
რადგან მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ზოგადად არის, ამ გამონათქვამში იგი ზოგადი
5
საზრისით არ არის ნახმარი. რადგან „ყოველი“ არ აღნიშნავს ზოგადს, არამედ იმას, რომ
რაღაც არის ზოგადად მისაღები.

მაგრამ თუკი ზოგადად მოაზრებულის შესახებ გამოითქმება ზოგადი, მაშინ ეს არის


არაჭეშმარიტი. რადგან არცერთი აფირმაცია, რომელშიც ზოგადად მოაზრებულის შესახებ
ზოგადი გამოითქმება, არ შეიძლება იყოს ჭეშმარიტი. მაგალითად გამოდგება წინადადება:
ყოველი ადამიანი არის ყოველი ცოცხალი არსება.

ამრიგად მე ვამბობ, რომ აფირმაცია ნეგაციასთან კონტრადიქტორულად არის


დაპირისპირებული, თუკი აფირმაცია ზოგადს აღნიშნავს და ნეგაციას სურს, რომ ეს
საყოველთაოდ მნიშვნელადი არ იყოს. მაგალითად, ყოველი ადამიანი არის თეთრი - არა
ყოველი ადამიანი არის თეთრი, არცერთი ადამიანი არის თეთრი - ერთი ადამიანი არის
თეთრი.

კონტრარულად დაპირისპირებულს კი ამის საპირისპიროდ მე ვუწოდებ ზოგადის


მტკიცებას და ზოგადის უარყოფას, მაგალითად, ყოველი ადამიანი არის თეთრი - არც
ერთი ადამიანი არის თეთრი, ყოველი ადამიანი არის სამართლიანი - არც ერთი ადამიანი
არის სამართლიანი.

ამიტომ ეს წინადადებები არ შეიძლება ერთდროულად ჭეშმარიტი იყოს, მაგრამ ხანდახან


მათი საპირისპირო წინადადებები გამოთქმული ერთი და იმავე საგანზე შეიძლება
ერთდროულად ჭეშმარიტი იყოს, მაგალითად: არა ყოველი ადამიანი არის თეთრი - ერთი
ადამიანი არის თეთრი.

ამრიგად ყველა კონტრადიქტორული წინადადებებიდან, რომლებიც ზოგადის შესახებ


ზოგადად გამოითქმება, ერთი აუცილებლად ჭეშმარიტია, მეორე აუცილებლად მცდარია,
და ეს მნიშვნელობს ასევე ერთეულის შესახებ გამოთქმული კონტრადიქტორული
წინადადებების შესახებ, მაგალითად, სოკრატე არის თეთრი - სოკრატე არის არათეთრი.
როდესაც ისინი (=კონტრადიქტორული წინადადებები) ზოგადს შეეხება, მაგრამ არა
ზოგადად, მაშინ ერთი (წინადადება) არ არის ყოველთვის ჭეშმარიტი და მეორე
(წინადადება) არ არის ყოველთვის მცდარი. რადგან შეიძლება ერთდროულად ვთქვათ
ჭეშმარიტების მნიშვნელობის (ჭეშმარიტების მნიშვნელობა=ჭეშმარიტება, მცდარობა)
მქონე წინადადებები: ადამიანი არის თეთრი და ადამიანი არ არის თეთრი; ადამიანი არის
ლამაზი და ადამიანი არ არის ლამაზი. რადგან თუკი ადამიანი მახინჯია, მაშინ იგი არის
არალამაზი. ვინმეს ერთი შეხედვით შეიძლება ეს დამაბნეველად მოეჩვენოს, რადგან
წინადადება: ადამიანი არ არის თეთრი, თითქოს ერთდროულად აღნიშნავს, რომ იგი არ
არის თეთრი და რომ არც ერთი ადამიანი არ არის თეთრი.

მტკიცებას (აფირმაციას) მხოლოდ უარყოფა (ნეგაცია) უპირისპირდება. რადგან ნეგაციამ


უნდა იგივე, რასაც აფირმაცია ამტკიცებს უარყოს და უნდა იმავეს შესახებ უარყოს, იქნება
ეს ერთეული საგანი თუ ზოგადი და იქნება ეს ზოგადად თუ არა. მე ვგულისხმობ
მაგალითად წინდადებებს როგორებიცაა: სოკრატე არის თეთრი - სოკრატე არ არის
თეთრი. თუკი ნეგაცია რაიმე სხვას ან იმავეს სხვის შესახებ უარყოფს, მაშინ იგი არ იქნება

6
აფირმაციასთან დაპირისპირებული, არამედ მხოლოდ მისგან განსხვავებული. აფირმაციას
(=მტკიცებას): „ყოველი ადამიანი არის თეთრი,“ უპირისპირდება ნეგაცია (=უარყოფა): „არა
ყოველი ადამიანი არის თეთრი,“ აფირმაციას: „ადამიანი არის თეთრი,“ ნეგაცია: „ადამიანი
არ არის თეთრი,“ აფირმაციას: „ზოგიერთი ადამიანი არის თეთრი,“ ნეგაცია: „ზოგიერთი
ადამიანი არ არის თეთრი.“

ამგვარად ახსნილია, რომ აფირმაციას ნეგაცია კონტრადიქტორულად უპირისპირდება და


თუ რომელია კონტრადიქტორული წინადადებები. ასევე ახსნილია, რომ კონტრარული
წინადადებები არის სხვა და რომელია ისინი; საბოლოოდ ახსნილია, რომ არა ყოველი
კონტრადიქციისას არის ერთი წინადადება ჭეშმარიტი და მეორე მცდარი, ის, თუ რატომ
არის ასე და როდის უნდა იყოს ერთი ჭეშმარიტი და მეორე მცდარი.

მერვე თავი

ისეთი მტკიცება (=აფირმაცია) და უარყოფა (=ნეგაცია) არის ერთი, რომელიც ერთის


შესახებ ერთს (=ერთი და იგივეს) გამოთქვამს, იქნება ეს ზოგადის შესახებ ზოგადად
მნიშვნელადი თუ ზოგადის შესახებ ზოგადად არ მნიშვნელადი, მაგალითად: ყოველი
ადამიანი არის თეთრი - არა ყოველი ადამიანი არის თეთრი; ადამიანი არის თეთრი -
ადამიანი არ არის თეთრი; ზოგიერთი ადამიანი არის თეთრი - ზოგიერთი ადამიანი არ
არის თეთრი, დაწანამძღვრებულია რა რომ თეთრი ერთს (=ერთი და იგივეს) აღნიშნავს.

თუკი ორ საგანს, რომელთაგან ერთიანობა არ გამომდინარეობს, ერთი სახელი აქვთ, მაშინ


მტკიცება (=აფირმაცია) და უარყოფა (=ნეგაცია) არ არის ერთი და იგივე. ასე მაგალითად,
თუკი ცხენს და ადამიანს ვუწოდებდით სახელს ‘ქურთუკი’, მაშინ მტკიცებითი
წინადადება: „ქურთუკი არის თეთრი,“ არ იქნებოდა ერთი და ასევე ნაკლებად იქნებოდა
იგი ნეგატიური წინადადება. რადგან მაშინ არ იქნებოდა განსხვავება ამგვარად
(=ქურთუკი არის თეთრი) ვიტყოდით თუ ვიტყოდით: „ცხენი და ადამიანი არის თეთრი,“
და ეს იქნებოდა ისევ იგივე, როგორც იმის თქმა, რომ „ცხენი არის თეთრი“ და „ადამიანი
არის თეთრი.“ ამრიგად თუკი ეს წინადადებები მრავალზე მიგვითითებენ და მრავალნი
არიან, მაშინ ცხადია, რომ პირველი წინადადებაც (=ქურთუკი არის თეთრი) ან მრავალზე
მიუთითებს ან კი არაფერზე. რადგან არ არსებობს ადამიანი, რომელიც ცხენი იქნებოდა.
ამდენად ასეთი წინადადებებისას არ არის აუცილებელი, რომ ერთი კონტრადიქტორიუმი
ჭეშმარიტი იყოს, ხოლო მეორე მცდარი.

მეცხრე თავი

აწმყოსა და წარსულის შესახებ წინადადებები ამდენად არის აუცილებლობით ან


ჭეშმარიტი ან მცდარი და კერძოდ იმ (წინადადებებიდან), რომლებიც ზოგადის შესახებ
ზოგადად გამოითქმება, ყოველთვის ერთი ჭეშმარიტია და მეორე მცდარი და ასევე
ერთეულის (ცაკლეულის) შესახებ გამონათქვამები, როგორც ეს უკვე ახსნილი იქნა; ის,
7
რაც ზოგადის შესახებ ზოგადად არ გამოითქმება, არ არის აუცილებელი, როგორც ჩვენ ეს
უკვე ავხსენით. ერთეულისა და მომავლის შესახებ წინადადებების შემთხვევაში კი ეს ასე
არ არის.

რადგან თუკი ყოველი მტკიცება (აფირმაცია) და უარყოფა (ნეგაცია) ჭეშმარიტი ან


მცდარია, მაშინ ასევე ყველაფერი ან უნდა იყოს ან არ უნდა იყოს. შესაბამისად თუკი
მავანი ამბობს, რომ რაღაც იქნება, და თუკი მეორე ამ აზრს უარყოფს, მაშინ ცხადია ერთ-
ერთი მათგანი მართალია, თუ ყოველი აფირმაცია და ნეგაცია ჭეშმარიტი ან მცდარია.
რადგან ასეთ საგნებთან შეუძლებელია, რომ ორივე ერთდროულად იყოს.

რადგან თუკი ჭეშმარიტია იმის თქმა, რომ რაღაც თეთრია ან რომ რაღაც თეთრი არ არის,
მაშინ ეს რაღაც ან თეთრი უნდა იყოს ან არ უნდა იყოს თეთრი, და თუკი ეს რაღაც თეთრია
ან არ არის თეთრი, მაშინ ჭეშმარიტი იყო ამ აზრის ვარაუდი ან უარყოფა; და თუკი ეს (ასე)
არ არის, მაშინ მავანი ამბობს არაჭეშმარიტებას, და თუკი მავანი არაჭეშმარიტებას ამბობს,
მაშინ ეს (ასე) არ არის; და თუ ასეა, მაშინ აუცილებლად ან აფირმაცია ან ნეგაცია არის
ჭეშმარიტი ან მცდარი. შესაბამისად არაფერია და არაფერი არ იქმნება და არაფერი არ
ხდება შემთხვევითობით, არამედ ყველაფერი აუცილებლობის გზით ხდება. ხომ ან
მტკიცებელი ან უარმყოფელი იქნება მართალი. რადგან (ასე რომ არ იყოს) მაშინ
შესაძლებელი იქნებოდა რომ რაღაც როგორც მომხდარიყო ასევე არ მომხდარიყო.

შემდეგ, თუკი რაღაც ახლა არის თეთრი, მაშინ მანამდეც ჭეშმარიტი იქნებოდა იმის თქმა,
რომ ის თეთრი გახდებოდა და ამგვარად ყოველთვის ჭეშმარიტი იყო ყველაფრის შესახებ,
რაც კი ქმნილა იმის თქმა, რომ ეს არის ან იქნება. მაგრამ თუკი ყოველთვის ჭეშმარიტი იყო
იმის თქმა, რომ რაღაც არის ან იქნება, მაშინ შეუძლებელია, რომ ასეთი არ იყოს ან არ
იქნას. რისთვისაც შეუძლებელია, რომ ის არ იქნას, ის უნდა იქნას. ამდენად ყველაფერი,
რაც მომავალში იქნება, აუცილებელია და ამდენად არაფერი ხდება შემთხვევით. რადგან
თუ რაიმე შემთხვევით ხდება, მაშინ ის არ არის აუცილებელი.

მაგრამ არ შეიძლება ასევე ვივარაუდოთ, რომ ამ ორიდან არც ერთი არ არის ჭეშმარიტი,
სახელდობრ, რომ რაღაც შეიძლება იყოს, რაც არც იქნება და არც არ-იქნება. რადგან მაშინ
ერთის მხრივ, თუკი მტკიცება (აფირმაცია) მცდარი იქნებოდა, უარყოფა (ნეგაცია)
იქნებოდა არა ჭეშმარიტი და თუკი ეს მცდარი იქნებოდა, მაშინ მტკიცება (აფირმაცია)
იქნებოდა არა ჭეშმარიტი. ხოლო მეორეს მხრივ, თუკი ჭეშმარიტი იქნებოდა იმის თქმა,
რომ რაღაც არის თეთრი და დიდი, ორივე არის (ახლა), და რაღაც იქნება, როცა ეს ხვალ
იქნება. თუკი ის ხვალ არც იქნება და არც არ-იქნება, მაშინ არ იქნებოდა შემთხვევითი, მაგ.
არ იქნებოდა საზღვაო ბრძოლა. რადგან ხვალ საზღვაო ბრძოლა ან უნდა იყოს
მოსალოდნელი ან არ უნდა იყოს მოსალოდნელი.

ასეთი და სხვა მსგავსი ბუნდოვანებები იჩენს თავს, როდესაც ყოველ


უერთიერთდაპირისპირებული აფირმაციიდან და ნეგაციიდან, იქნება ეს ზოგადი
გამონათქვამი ზოგადის შესახებ ან კი გამონათქვამი ერთეულის შესახებ, ერთი
აუცილებლობით ჭეშმარიტი და მეორე მცდარი უნდა იყოს და არაფერი, რაც ხდება,
შემთხვევითი არ უნდა იყოს, არამედ ყველაფერი აუცილებლობით უნდა იყოს და
8
აუცილებლობით უნდა ხდებოდეს. შესაბამისად არ იქნებოდა საფიქრებელი, რომ ესა და
ეს მოხდება თუკი მავანი ასე და ასე მოიქცევა და არ მოხდება, თუკი მავანი ასე და ასე არ
მოიქცევა.

ხომ შესაძლებელია, რომ ერთი ადამაინი ათი ათასი წლით ადრე ვარაუდობდეს, რომ
რაღაც შეიძლება მოხდეს, მაშინ როდესაც მეორე უარყოფდეს ამას, და შესაბამისად მაშინ
ამ ორიდან, რასაც მაშინ ვარაუდობდნენ, თითოეული აუცილებლად მოხდეს.

ისიც არაფერს შეცვლიდა, თუ ეს გარკვეული პიროვნებები (თავის მოსაზრებებს)


კონტრადიქტორულად დაპირისპირებულებად მოიაზრებდნენ თუ არა. რადგან საგნები
ცხადია, ისეა, როგორც ისინი არის, მაშინაც კი თუკი ერთი (პიროვნება) არაფერს
ივარაუდებდა და მეორე არაფერს უარყოფდა. რადგან ისინი წინმსწრები (მომავალზე
მიმართული) აფირმაციისა და ნეგაციის გამო არ დგანან უფრო წინ ათი ათასი წლით
იქნება ეს თუ ნებისმიერი უფრო მცირე თუ ხანგრძლივი დროით. თუკი ყოველთვის ისე
იყო, რომ კონტრადიქციის ერთი წევრი ჭეშმარიტი იყო, მაშინ ამის შესაბამისად უნდა
მოხდეს (მომავალშიც), თუკი ყველა წარსულთან მიმართებაშიც ასე იყო, რომ ეს (ასე)
აუცილებლად მოხდა. რადგან ერთის მხრივ შეიძლება რაღაც, რის შესახებაც მავანმა თქვა,
რომ მოხდება, შეუძლებელი იქნას, რომ მოხდეს და მეორეს მხრივ, იმის შესახებ, რაც
მოხდა, ყოველთვის ჭეშმარიტი იყო იმის თქმა, რომ ეს მოხდებოდა.

რადგან ამრიგად ყველაფერი ეს შეუძლებელია - რადგან ჩვენ ვხედავთ, რომ ზოგიერთ


მომავალს თავისი მიზეზი იმაში აქვს, რომ მავანი რაღაცას მოიაზრებს და აკეთებს და რომ
საერთოდ არააქტუალურის სფეროში ისეთი საგნები გვხვდება, რომლებიც ერთნაირად
შეიძლებოდა ყოფილიყო და არ ყოფილიყო, (თავისი მიზეზი აქვს) სფეროში, სადაც ორივე
შესაძლებელია, ყოფნა და არ-ყოფნა და შესაბამისად მოხდენა და არ-მოხდენა. ხოლო
მრავალ საგანთან მიმართებაში ნათლად ჩანს, რომ მათ შემთხვევაში ეს სწორედ ასეა,
როგორც მაგალითად ამ კონკრეტულ ტუნიკასთან მიმართებაში, რომ იგი შეიძლება გაიხეს
და მაინც შეიძლება არ გაიხეს. ამდენად ჩანს, რომ ყველაფერი არ არის აუცილებლობით
და არ ხდება აუცილებლობით, არამედ ზოგიერთი რამ შემთხვევითობით არის და
შემთხვევითობით ხდება, და ერთის მხრივ ისე, რომ აფირმაცია მასთან (მიმართებაში)
არაფრით არ არის უფრო ჭეშმარიტი ვიდრე ნეგაცია, ხოლო მეორეს მხრივ, ერთი
მართალია უფრო მეტად ჭეშმარიტია და ხშირად ხდება, მაგრამ ეს არ გამორიცხავს იმის
შესაძლებლობას, რომ სხვა რამ მოხდეს და არა ის პირველი.

ამრიგად ის, რომ ყოფიერი არის, როდესაც ის არის და არაყოფიერი არ არის, როდესაც ის
არ არის, აუცილებელია. თუმცა არ არის აუცილებელი, არც ის, რომ ყველა ყოფიერი იყოს
და არც ის, რომ ყველა არაყოფიერი არ იყოს. რადგან არ არის ერთი და იგივე, რომ „ყველა
ყოფიერი აუცილებლობით არის, როდესაც ის არის,“ და რომ „ყოფიერი ზოგადად
აუცილებლობით არის,“ იგივე მნიშვნელობს არა-ყოფიერი მიმართაც.

კონტრადიქციასთან დაკავშირებით იგივე გარემოებაა. აუცილებელია, რომ ყველაფერი ან


იყოს ან არ იყოს და იქნას ან არ-იქნას. მაგრამ არ არის აუცილებელი, რომ მავანმა ამ
ორიდან ერთი ცალკე თავისთვის (=დამოუკიდებლად) ივარაუდოს. მე მინდა მაგალითად
9
ვთქვა: აუცილებელია, რომ ხვალ საზღვაო ბრძოლა იქნება ან არ იქნება, მაგრამ არ არის
აუცილებელი, რომ ხვალ საზღვაო ბრძოლა მოხდეს ან რომ ის არ მოხდეს; აუცილებელი კი
არის, რომ იგი ან ხდება ან არ ხდება.

ამდენად რადგან მოსაზრებები ისეთნაირადვე არის ჭეშმარიტი როგორც საგნები, მაშინ


ყველაფერთან, რაც ამგვარად მიემართება, ცხადია, რომ როგორც ერთ ისევე მეორე
შემთხვევაში ასევე საპირისპიროც შესაძლებელია, კონტრადიქტორული გამონათქვამებიც
ასევე მიემართება. ეს ასევე ხდება იმასთან მიმართებაში, რაც ყოველთვის არ არის და არა
ყოველთვის არ არის. რადგან იქ უნდა იყოს კონტრადიქციის ერთი წევრი ჭეშმარიტი,
შესაბამისად მცდარი, მაგრამ არა ეს ან ის განსაზღვრული წევრი, არამედ ნიბისმიერად
ერთი ან მეორე ორიდან, და ალბათ ერთი უფრო ჭეშმარიტი იქნება ვიდრე მეორე, მაგრამ
არ ისე, რომ აუცილებლობით იყოს ჭეშმარიტი ან მცდარი.

ამრიგად ვხედავთ, რომ ყოველი დაპირისპირებული მტკიცებიდან (აფირმაციიდან) და


უარყოფიდან (ნეგაციიდან) აუცილებლობით არ არის ერთი ჭეშმარიტი და მეორე მცდარი.
რადგან იმასთან მიმართებაში, რაც არ არის, მაგრამ შეიძლება იყოს ან არ იყოს, ეს ისევე არ
ხდება, როგორც იმასთან მიმართებაში რაც არის, არამედ ზემოთ აღნიშნული სახით.

მეათე თავი

რადგან აფირმაცია გამოთქვამს რაღაცას რაღაცის შესახებ და ეს უკანასკნელი არის ან


არსებითი სახელი ან ანონიმონი (=არა-არსებითი სახელი), ხოლო აფირმაციის შინაარსი
არის ერთი და იგი მნიშვნელადია ერთის შესახებ - არსებითი სახელი და ანონიმონი უფრო
ადრე იქნა ახსნილი. რადგან არა-ადამიანს მე არ ვუწოდებს არსებით სახელს, არამედ
განუსაზღვრელ არსებით სახელს; ასევე განუსაზღვრელიც აღნიშნავს ერთდროულად
ერთს; ისევე როგორც „არ არის ჯანმრთელი“ არ არის ზმნა, არამედ განუსაზღვრელი ზმნაა
-, ამრიგად ყოველი აფირმაცია და ნეგაცია ან არსებითი სახელისგან და ზმნისგან ან
განუსაზღვრელი არსებითი სახელისგან და განუსაზღვრელი ზმნისგან უნდა შედგებოდეს.

ზმნის გარეშე აფირმაცია და ნეგაცია შეუძლებელია. რადგან „არის“ ან „იქნება“ და ყველა


სხვა მსგავსი სიტყვები ჩვენი განმარტების თანახმად არიან ზმნები, რადგან მათში დრო
არის მოცემული, მითითებული.

შესაბამისად პირველი აფირმაცია და ნეგაცია იქნება: ადამიანი არის - ადამიანი არ არის;


შემდეგ: არა-ადამიანი არის - არა-ადამაინი არ არის; ისევ: ყოველი ადამიანი არის -
არაყოველი ადამიანი არის; ყოველი არაადამიანი არის - არა ყოველი არაადამიანი არის.
იგივე არგუმენტი არის დროსთან მიმართებაში პრეზენსის გარდა.

მაგრამ როდესაც „არის“ როგორც მესამე (წინადადების წევრიც) გამოითქმება (არა


არსებობის საზრისით, არამედ როგორც კოპულა სუბიექტსა და პრედიკატს შორის), მაშინ

10
დაპირისპირებულები ორმაგად გვხვდება. მე მინდა ვთქვა მაგალითად, რომ
წინადადებაში ‘ადამიანი არის სამართლაინი’ „არის“, რაც არ უნდა დავარქვათ მას
არსებითი სახელი თუ ზმნა, აფირმაციაში მესამე შემადგენელ ნაწილად გვევლინება.

ამდენად აქ ამ მესამე (წევრის) გამო ოთხ წინადადებას მივიღებთ, რომელთაგანაც


პირველი ორი აფირმაციასა და ნეგაციას როგორც პრივაციას მიემართება, დანარჩენი ორი
კი არა. მე მინდა ვთქვა, რომ „არის“ და შესაბამისად ასევე მისი უარყოფა ან
სამართლიანთან ან არასამართლიანთან იდგება (წინადადებაში) ისე, რომ ოთხ
წინდადებას მივიღებთ.

ის, რასაც ჩვენ ვგულისხმობთ, ჩანს შემდეგი სქემიდან: „ადამიანი არის სამართლიანი;“
მისი უარყოფაა: „ადამიანი არ არის სამართლიანი.“ „ადამიანი არის არასამართლიანი;“
მისი უარყოფაა: „ადამიანი არ არის არასამართლიანი.“ აქ „არის“ და „არ არის“
სამართლიანთან და არასამართლიანთან უნდა იდგეს.

ეს წინადადებები ისეა დალაგებული, როგორც ანალიტიკაშია მოცემული. ასევეა მაშინაც,


როდესაც აფირმაცია არსებითი სახელის შესახებ ზოგადად გამოითქმება, მაგალითად
„ყოველი ადამიანი არის სამართლიანი.“ მისი უარყოფაა: „არა ყოველი ადამიანი არის
სამართლიანი.“ „ყოველი ადამიანი არის არასამართლიანი“ – „არა ყოველი ადამიანი არის
არასამართლიანი.“ მხოლოდ დიამეტრალურად დაპირისპირებული წინადადებები
ყოველთვის არ არის ერთდროულად ჭეშმარიტი, არამედ მხოლოდ ნაწილობრივ არის
ჭეშმარიტი.

ამრიგად ეს არის ორი ურთიერთდაპირისპირებული წყვილი. ორ სხვა (წყვილს)


ვღებულობთ იმით, რომ არაადამიანი სუბიექტის მსგავსად არის კოპულასთან
დაკავშირებული, სახელდობრ ასე: „არაადამიანი არის სამართლიანი“ – „არაადამიანი არ
არის სამართლიანი;“ „არაადამიანი არის არასამართლიანი“ – „არაადამიანი არ არის
არასამართლიანი.“

ამაზე მეტი დაპირისპირებული (წყვილი წინადადებებისა) არ შეიძლება არსებობდეს.


ბოლოს დასახელებული წინადადების სახეები პირველისგან დამოუკიდებელია, რადგან
მათ სუბიექტის სახელად არაადამაიანი აქვთ.

ყველა სიტყვის ფორმა, რომელსაც „არის“ არ ეთავსება, როგორებიცაა: „გრძნობს თავს


კარგად,“ „მიდის,“ აქვს წინადადებაში იგივე მნიშვნელობა, რაც „არის“-ს, მაგალითად:
„ყოველი ადამიანი გრძნობს თავს კარგად“ – „არა ყოველი ადამიანი გრძნობს თავს
კარგად;“ „ყოველი არაადამიანი გრძნობს თავს კარგად“ – „არა ყოველი არაადამიანი
გრძნობს თავს კარგად.“ არ შეიძლება აქ ვთქვათ: არა ყოველი ადამიანი, არამედ ნეგაციის
გამომხატველი წინსართი უნდა იყოს ადამიანთან დაკავშირებული. რადგან „ყოველი“ არ
აღნიშნავს ზოგადს, არამედ იმას, რომ რაღაც ზოგადად არის აღებული. ეს ნათელია
შემდეგი წინადადებიდან: „ადამიანი თავს გრძნობს კარგად“ – „ადამიანი თავს არ გრძნობს
კარგად;“ „არაადამიანი გრძნობს თავს კარგად“ – „არაადამაინი არ გრძნობს თავს კარგად.“
ეს წინადადებები წინა მაგალითისგან განსხვავდებიან იმით, რომ ისინი არ არის ზოგადი.

11
ამდენად ყოველი და არცერთი სხვას არაფერს აღნიშნავს, თუ არა იმას, რომ აფირმაცია ან
ნეგაცია არსებითი სახელის მიმართ ზოგადად მნიშვნელობს. წინადადებაში სხვა
დანარჩენი უცვლელი რჩება.

რადგან წინადადებას: „ყოველი ცოცხალი არსება არის სამართლიანი,“ უარმყოფელი


წინადადება: „არც ერთი ცოცხალი არსება არის სამართლიანი,“ კონტრარულად
უპირისპირდება, ცხადია, რომ ორი ასეთი სახის მსჯელობა ერთი და იმავე სუბიექტის
შესახებ არასდროს იქნება ერთდროულად ჭეშმარიტი. მაგრამ კონტრადიქტორულად
დაპირისპირებული წინადადებების შემთხვევაში ეს მოხდება, მაგალითად როდესაც მე
ვამბობ: „არა ყოველი ცოცხალი არსება არის სამართლიანი,“ და: „ცოცხალი არსება არის
სამართლიანი.“

შემდეგი წინადადებები ლოგიკურად უნდა გამომდინარეობდნენ: წინადადებიდან


„ყოველი ადამიანი არის არასამართლიანი,“ ლოგიკურად გამომდინარეობს წინადადება
„არც ერთი ადამიანი არ არის სამართლიანი,“ და წინადადებიდან „ადამიანი არის
სამართლიანი,“ მისი საპირისპირო „არა ყოველი ადამაინი არის არასამართლიანი,“ რადგან
უნდა არსებობდეს ერთი სამართლიანი ადამიანი.

ცხადია, რომ როდესაც ცალკეულ არსებასთან დაკავშირებულ კითხვაზე სწორად


შეიძლება ვუპასუხოთ არა, ასევე სწორია მისი შესაბამისი აფირმაცია. მაგალითად: არის
სოკრატე ბრძენი? - არა. - ამდენად სოკრატე არის არაბრძენი. ამის საპირისპიროდ იგივე
ზოგადთან მიმართებაში არ არის სწორი, რადგან ამ შემთხვევაში მხოლოდ უარყოფაა
სწორი. მაგალითად: ყოველი ადამიანი ბრძენია? - არა. - შესაბამისად ყოველი ადამიანი
არაბრძენია. ეს იქნებოდა არასწორი. სწორია იმის თქმა, რომ „შესაბამისად არა ყოველი
ადამიანი არის ბრძენი.“ ეს წინადადება დასმულ კითხვას მიემართება
კონტრადიქტორულად, ის (პირველი წინადადება) კი კონტრარულად.

ის, რაც განუსაზღვრელი არსებითი სახელისა და ზმნის, როგორებიცაა „არაადამიანი“ და


„არასამართლიანი,“ საპირისპიროა, შეიძლება მოგვეჩვენოს რომ არის უარყოფა (ნეგაცია)
არსებითი სახელისა და ზმნის გარეშე, მაგრამ ეს ასე არ არის. რადგან უარყოფა
ყოველთვის უნდა იყოს ან ჭეშმარიტი ან მცდარი, მაგრამ ვინც „არაადამიანს“ ამბობს, ჯერ
კიდევ არ უთქვამს იმაზე მეტად ჭეშმარიტი ან მცდარი, ვიდრე ამას სიტყვა „ადამიანი“
გამოთქვამს, თუკი მას რაიმე არ დაემატა. წინადადება: „ყოველი არაადამიანი არის
სამართლიანი,“ არც ერთი ზემოთ დასახელებული წინადადების საზრისს არ გამოთქვამს,
ასევე მისი საპირისპირო წინადადება: „არა ყოველი არაადამიანი არის სამართლიანი.“
წინადადება: „ყოველი არაადამაინი არის არასამართლიანი“ ნიშნავს იგივეს რასაც
წინადადება „არცერთი არაადამიანი არის სამართლიანი.“

არსებითი სახელების და ზმნის გადაადგილება წინადადებაში არ ცვლის მის საზრისს,


მაგალითად, „თეთრი არის ადამიანი“ – „ადამიანი არის თეთრი.“ ეს რომ ასე არ
ყოფილიყო, მაშინ ერთი წინადადებისთვის ერთზე მეტი ნეგაცია იქნებოდა, მაგრამ
ნაჩვენები იქნა, რომ ერთ აფირმაციას მხოლოდ ერთი ნეგაცია შეესაბამება. რადგან
წინადადების: „თეთრი არის ადამიანი,“ უარყოფაა: „არათეთრი არის ადამიანი.“ მაგრამ
12
თუკი წინადადებას: „ადამიანი არის თეთრი,“ იგივე ნეგაცია არ უპირისპირდება როგორც
წინადადებას: „თეთრი არის ადამიანი,“ მაშინ უარყოფა იქნება ან: „არაადამიანი არის
თეთრი“ ან: „ადამიანი არის თეთრი.“ მაგრამ პირველი უარყოფა არის უარყოფა
წინადადებისა: „არაადამიანი არის თეთრი,“ მეორე კი წინადადებისა: „თეთრი არის
ადამიანი“.

ასე კი ვხედავთ, რომ არსებითი სახელების და ზმნის გადაადგილების შემთხვევაში


აფირმაცია და ნეგაცია იგივეა.

მეთერთმეტე თავი

ერთის (Eines) მრავლზე ან მრავლის ერთზე მტკიცება ან უარყოფა არის, როდესაც


მრავლის მიერ გამოთქმული არ არის ერთი (Eines), არა ერთი მტკიცება ან ერთი უარყოფა.
მე ვუწოდებ რაღაცას ერთს (eins) არა როცა მისთვის ერთი სახელი (ein Name) არსებობს,
არამედ როცა მისგან შემდგარი არა ერთია (kein Eines). მაგალითად, „ადამიანი არის
ცოცხალი ორფეხა არსება“ და ამ ცნებებისგან (ნაწილებისგან) იქმნება ერთი (Eines), მაგრამ
არა „თეთრისგან,“ „ადამიანისგან“ და „სიარულისგან.“ ამდენად ერთი მტკიცება
(=აფირმაცია) კი არ არის, არამედ მხოლოდ ერთი სიტყვა, მაგრამ მრავალი აფირმაცია,
როდესაც ამ უკანასკნელი ნაწილების (ცნებების) შესახებ ერთის (Eines) მტკიცება ხდება,
ხოლო შემდეგ, როდესაც მათ თავად ერთი (Eines) შესახებ ამტკიცებენ, ისინი ერთნაირად
მრავალი მტკიცებებია.

შესაბამისად როდესაც დიაქლეტიკური კითხვა არის პასუხის მოთხოვნა, რომელსაც ან


წინადადება ან კი კონტრადიქციის სხვა ნაწილი აქვს შინაარსად, და თავად წინადადება
არის კონტრადიქციის ნაწილი, მაშინ ამაზე პასუხი მხოლოდ ერთი შეიძლება არ იყოს.
რადგან კითხვაც კი არ არის ერთი, მაშინაც კი როცა იგი ჭეშმარიტია. ჩვენ ამის შესახებ
ტოპიკაში ავხსენით. ამასთან ვხედავთ, რომ კითხვა საგნის არსის ან რაობის შესახებ არ
არის დიალექტიკური. რადგან მოპასუხის არჩევანი უნდა იყოს, თუ კონტრადიქტორული
დაპირისპირების რომელი წევრის შესახებ სურს მას პასუხის გაცემა. იმისათვის, რათა იგი
დიალექტიკური გახადოს, კითხვის დამსმელმა უნდა დაუმატოს: არის ადამიანი ესა და ეს,
თუ იგი ეს არ არის?

მაგრამ რამდენადაც დამოუკიდებლად გამოთქმულის შესახებ ზოგიერთი რამ მაინც


დაკავშირებულია, ისე რომ მთლიანი გამონათქვამი ერთი ხდება, სხვა კი ამის
საპირისპიროდ არა, უნდა დაისვას კითხვა იმ განსხვავების შესახებ, რომელიც აქ
არსებობს. ადამიანის შესახებ ამბობენ ჭეშმარიტად, რომ იგი თავისთავად არის ცოცხალი
არსება და რომ იგი თავისთავად არის ორფეხა არსება და ეს ორივე გამონათქვამი ქმნის
ერთიან მესამეს. ასევე ამბობენ ადამიანის შესახებ ჭეშმარიტად, რომ იგი არის ადამიანი და
არის თეთრი და რომ ასევე ეს ორი გამონათქვამი გვაძლევს დაკავშირებულ მესამეს. ამის
საპირისპიროდ კი ადამიანი, როცა იგი არის მეწაღე და არის კარგი, არის კარგი მეწაღე.

13
რადგან როცა ამიტომ, რადგან თითოეული (დებულება) თავისთავად ჭეშმარიტია, მაშინ
ორივეც ერთად ჭეშმარიტი უნდა იყოს, გამოდის მრავალი გაურკვევლობა. ადამიანის
შესახებ ჭეშმარიტია, რომ „ადამიანი არის“ და რომ ის თეთრია, და ამიტომ ასევე ორივე
ერთად ჭეშმარიტია. ხოლო თუ მას ახლა ისევე როგორც ეს, თეთრი ადამიანი, ასევე
თეთრი თავისთავად მიეწერება, და შემდეგ ასევე ეს ყველაფერი ერთად, ისე რომ იგი
„თეთრი თეთრი ადამიანი“ უნდა ყოფილიყო და ასე შემდეგ უსასრულოდ. ისევ, იგი
(=ადამიანი) არის განათლებული, თეთრი, მოსიარულე; ესეც გადავიდოდა მრავალჯერად
გადაჯაჭვულობაში (ცნებებს შორის). შემდეგ, თუ სოკრატე არის სოკრატე და ადამიანი,
იგი იქნებოდა ასევე სოკრატეს-ადამიანი (Sokratesmensch), და თუ ადამიანი და ორფეხა
(zweifüßig), მაშინ ასევე ორფეხა ადამიანი (zwiefüßiger Mensch).

ამრიგად ცხადია, რომ თუ ატრიბუტების კავშირი თავისი თავიდან უნდა


გამომდინარეობდეს, მარავალ აბსურდულ წინადადებას მივიღებთ. თუ როგორ ხდება ეს,
ახლა ავხსნით.

ყველაფერი, რაც პრედიკატის და შესაბამისად მისი სუბიექტის შესახებ გამოითქმება,


იქნება ის იმავე სუბიექტის შესახებ ან ისე, რომ ერთი სხვის შესახებაც უნდა
მნიშვნელობდეს, არ შეიძლება იყოს ერთი. ასე მაგალითად, ადამიანი არის თეთრი და
განათლებული, მაგრამ თეთრი და განათლებული იმის გამო კი არ არის ერთი, რადგან
ორივე ერთ სუბიექტს მიეწერება, და ჭეშმარიტიც რომ იყოს იმის თქმა, რომ თეთრი
განათლებულია, მაშინ განათლებული თეთრი არ იქნება ერთი. რადგან განათლებული
არის მხოლოდ შემდეგ თეთრი, ისე რომ განათლებული თეთრი არ შეიძლება იყოს ერთი.

ამიტომ არ არის მეწაღეც კარგი, თუმცა კი არის ცოცხალი ორფეხა არსება. რადგან იგი
(=მეწაღე) არის ეს (=კარგი), თუკი ის ეს არის, არა მხოლოდ აქციდენციის გზით.

შემდეგ არ შეიძლება პრედიკატის ქვეშ გაგებული იქნას ყველაფერი, რასაც უკვე სხვა
გამოთქმა შეიცავს. „ცოცხალი არსება“ და „ორფეხა“ უკვე მოცემულია სიტყვით „ადამიანი.“

თუმცა ჭეშმარიტია ერთეულის შესახებ გამოთქვა რაიმე განსხვავების გარეშე, მაგალითად


ერთი გარკვეული ადამიანის შესახებ „ადამიანი“ ან ერთი ცაკლეული თეთრი ადამიანის
შესახებ „თეთრი ადამიანი,“ მაგრამ არა ყოველთვის: როდესაც გამონათქვამში მოქცეულ
სიმრავლეს საპირისპირო მოეპოვება, რასაც ლოგიკურად წინააღმდეგობა მოსდევს, მაშინ
ეს არ არის ჭეშმარიტი, არამედ მცდარია. მაგალითად მცდარია, როდესაც „მკვდარი
ადამიანი“ „ადამიანი“ უნდა იყოს; მაგრამ როდესაც პრედიკატი ასეთ საპირისპიროს არ
მოიცავს თავის თავში, მაშინ გამონათქვამი არის ჭეშმარიტი. ან უკეთ რომ ვთქვათ: არის რა
იგი (საპირისპირო) მასში (პრედიკატში) მოქცეული, მაშინ ის არის ყოველთვის არა
ჭეშმარიტი; მაგრამ თუკი იგი (საპირისპირო) მასში (პრედიკატში) არ არის მოქცეული,
მაშინ ის ყოველთვის არ არის ჭეშმარიტი. მაგალითად ჰომეროსი არის პოეტი. ამდენად
არის იგი თუ არ არის? სახელდობრ „არის“ გამოითქმება ჰომეროსის შესახებ
აქციდენტურად: რადგან ჰომეროსი არის პოეტი, მაგრამ არ არის თავისთავად, მის შესახებ
გამოითქმება „არის“.

14
ამდენად ყველა გამონათქვამის მიმართ, რომელიც არ მოიცავს თავის თავში
საპირისპიროს, როდესაც მასში სიტყვის ნაცვლად ცნებას ვსვამთ, და რომლებიც
თავისთავად, არა გამომდინარეობის გზით უნდა მნიშვნელობდნენ, სწორია რომ, ის რაც
რაღაც არის, ასევე საერთოდ ასე იწოდებოდეს.

ამიტომ არ შეიძლება, რომ არაყოფიერი, მხოლოდ იმიტომ რომ იგი არის აზრის საგანი,
ჭეშმარიტების მნიშვნელობის შესაბამისად როგორც ყოფიერი იქნას დახასიათებული.
რადგან მის შესახებ ხომ არა გვაქვს მოსაზრება, რომ იგი არის, არამედ მოსაზრება, რომ იგი
არ არის.

მეთორმეტე თავი

მას შემდეგ რაც ჩვენ ეს დავადგინეთ, უნდა განვიხილოთ, როგორ არის ეს ნეგაცია და
აფირმაცია ერთმანეთთან მიმართებაში, რის მიხედვითაც რაღაც არის შემძლე ან არ
შემძლე, კონტინგენტური (შემთხვევითი) ან არაკონტინგენტური (არაშემთხვევითი), და
რომლებიც (=ნეგაცია და აფირმაცია) შეუძლებელს და აუცილებელს მიემართებიან.
რადგან აქ არსებობს გარკვეული სირთულეები.

თუკი წინადადებებს შორის ყველა ის კონტრადიქცია ურთიერთდაპირისპირებულია,


რომლებიც ყოფნის და არყოფნის მიხედვით არის ერთმანეთის საპირისპიროდ დასმული,
როგორც მაგალითად წინადადების: „ადამიანი არის“ უარყოფაა: „ადამიანი არ არის,“ არა:
„არაადამიანი არის,“ და როგორც წინადადების უარყოფა: „ადამიანი არის თეთრი,“ არის:
„ადამიანი არ არის თეთრი,“ არა: „ადამიანი არის არათეთრი;“ რადგან თუ ყველას და
თითოეულის შესახებ მტკიცება ან უარყოფა ჭეშმარიტი უნდა იყოს, მაშინ ჭეშმარიტი
იქნებოდა იმის თქმაც, რომ: „შეშა არის არათეთრი ადამიანი;“ და შემდეგ თუკი ეს ასე
იქნებოდა, მაშინ ყველგან, სადაც სიტყვა „არის“ წინადადებაში აკლია, მისი შემცვლელ
ზმნას იგივე მნიშვნელობა უნდა ქონოდა, როგორც მაგალითად წინადადების: „ადამიანი
მიდის“ უარყოფა არ იქნება: „არაადამიანი მიდის,“ არამედ: „ადამიანი არ მიდის;“ ამ
წინადადებასთან თავსებადია წინადადება: „ადამიანი არის მოსიარულე.“ მაშინ
წინადადების: „მას აქვს შესაძლებლობა რომ იყოს,“ უარყოფა იქნება: „მას აქვს
შესალებლობა რომ არ იყოს,“ არა: „მას არა აქვს შესაძლებლობა რომ იყოს.“

ასე ჩანს, რომ ერთი და იგივეს აქვს უნარი იყოს და არ იყოს. რადგან ყველაფერი, რასაც
აქვს უნარი იქნას დაჭრილი ან იაროს, აქვს ასევე უნარი, რომ არ იაროს და არ იქნას
დაჭრილი. და ამის მიზეზია ის, რომ ყველაფერი ამგავრად უნარის მქონე ყოველთვის არ
არის აქტუალური, ისე რომ მას ასევე ნეგაციაც შეიძლება ახლდეს თან. რადგან ის, რაც
სიარულის შემძლეა, შეუძლია ასევე არ იაროს და რაც ხილულია, შეიძლება ასევე არ
გამოვლინდეს. მაგრამ ერთისა და იმავეს შესახებ უერთიერთსაპირისპირო
გამონათქვამები შეუძლებელია რომ ჭეშმარიტი იყოს. შესაბამისად „შემძლედ ყოფნის“
უარყოფა არ არის: „შემძლედ არ ყოფნა.“ რადგან ნათქვამიდან გამომდინარეობს ან ის, რომ
15
მავანი ერთდროულად ერთი და იმავეს შესახებ ერთსა და იმავეს ამტკიცებს ან უარყოფს,
ან რომ მტკიცებები და უარყოფები იმაზე არ არის დამყარებული, რასაც ყოფნის და არ
ყოფნის დამატება ნიშნავს. ამდენად არის რა პირველი შეუძლებელი, ასე გადაწყვეტილია
მეორეს სასარგებლოდ. შესაბამისად შემძლედ ყოფნის უარყოფაა: „არ შემძლედ ყოფნა.“

იგივე ვითარება არის კონტინგენტის (შემთხვევითის) ცნებასთან დაკავშირებით: მისი


უარყოფა გულისხმობს: არა კონტინგენტს. სხვა ცნებებით ეს იგივეა რაც „აუცილებელი“
და „შეუძლებელი“. რადგან როგორც წინადადებებში „არის“ და „ არ არის“-ით ეს ორივე
გარკვეულ დამატებას ქმნის, მაშინ როდესაც საგნები, „თეთრი“ ერთის მხრივ, „ადამიანი“
მეორეს მხრივ, გამონათქვამის სუბიექტები ან ობიექტებია, ასევე ხდება აქ „ყოფნა“ და „არ-
ყოფნა“ ერთდროულად საგანი, მაშინ როდესაც „შემძლედ ყოფნა“ და „კონტინგენტად
ყოფნა“ დამატებებია, რომლებიც როგორც ისინი იქ ყოფნაზე და არყოფნაზე,
ჭეშმარიტებაზე და მცდარობაზე მიუთითებენ, ასევე აქ იგივეს „შესაძლოდ-ყოფნის“ და
„არაშესაძლოდ-ყოფნის“ მიმართ აკეთებენ.

„შემძლედ არ-ყოფნის“ უარყოფა არ არის: „არა შემძლედ ყოფნა,“ არამედ: „არ-შემძლედ არ


ყოფნა,“ ხოლო „შემძლედ ყოფნის“ უარყოფაა არა: „შემძლედ არ ყოფნა,“ არამედ: „არ-
შემძლედ ყოფნა.“ ამიტომაც განსაზღვრებები „შემძლედ ყოფნა“ და „შემძლედ არ ყოფნა“
ერთმანეთისგან გამომდინარედ გვეჩვენება: ერთი და იგივეა შემძლედ ყოფნა და შემძლედ
არ ყოფნა. რადგან ისეთი განსაზღვრებები როგორებიცაა „შემძლედ ყოფნა“ და „შემძლედ
არ ყოფნა“ არ არის კონტრადიქციები. ამის საპირისპიროდ „შემძლედ ყოფნა“ და
„არშემძლედ ყოფნა“ არასდროს იქნება ერთი და იმავეს შესახებ ჭეშმარიტად გამოთქმული,
რადგან ეს გამონათქვამები ერთმანეთის საპირისპიროა. ხოლო „შემძლედ არ ყოფნა“ და
„არშემძლედ არ ყოფნა“ ერთდროულად ერთი და იმავეს შესახებ არასდროს იქნება
გამოთქმული ჭეშმარიტების მნიშვნელობით. ასევე „აუცილებლად ყოფნის“ უარყოფა არ
არის: „აუცილებლად არ ყოფნა,“ არამედ: „არააუცილებლად ყოფნა,“ და „აუციელბლად
არყოფნის“ უარყოფა არის: „არააუცილებლად არ ყოფნა.“ ხოლო „შეუძლებლად ყოფნის“
უარყოფა არ არის არა: „შეუძლებლად არ ყოფნა,“ არამედ „არა შეუძლებლად ყოფნა.“
„შეუძლებლად არ ყოფნის“ უარყოფა კი არის: „არა შეუძლებლად არ ყოფნა.“

საერთოდ „ყოფნა“ და „არყოფნა“ სუბიექტებად უნდა იქნას განხილული, მის


საპირისპიროდ კი მოდალური მომენტები, რომლებშიც ისინი აფირმაციად ან ნეგაციად
გარდაიქმნება, ყოფნასა და არყოფნაზე იქნას დაქვემდებარებული. ხოლო
ურთიერთსაპირისპირო გამონათქვამებად კი ეს უნდა მივიჩნიოთ: შესაძლო - არაშესაძლო,
კონტინგენტური - არაკონტინგენტური, შეუძლებელი - არაშეუძლებელი, აუცილებელი -
არააუცილებელი, ჭეშმარიტი - არაჭეშმარიტი.

მეცამეტე თავი

მაგრამ ასევე ერთი წინადადების მეორედან გამომდინარეობა ხდება ლოგიკურად,


როდესაც ამ წინადადებებს ისე დავალაგებთ, როგორც ეს ქვემოთ არის ნაჩვენები.

16
„შემძლედ ყოფნიდან“ გამომდინარეობს „კონტინგენტად (=შემთხვევით) ყოფნა“ ყოფნის
მხრივ და ეს არის იმასთან (=შემძლედ ყოფნასთან) კონვერტიბელური (=თავსებადი), და
არა „არშემძლედ ყოფნა“ და არა აუცილებლად ყოფნის მხრივ. „შემძლედ არ ყოფნიდან“ და
„შემთხვევით ყოფნიდან“ არყოფნის მხრივ გამომდინარეობს „არა აუცილებლად არყოფნა“
და „არა შეუძლებლად არ-ყოფიერი.“ „არშემძლედ ყოფნიდან“ და „არა კონტინგენტურად
ყოფნიდან“ ყოფნის მხრივ გამომდინარეობს „არა ყოფიერი“ და „შეუძლებლად ყოფიერი.“
საბოლოოდ „არ შემძლედ არ ყოფნიდან“ და „არა კონტინგენტურად ყოფნიდან“ არყოფნის
მხრივ გამომდინარეობს „აუციელბლად მყოფი და შეუძლებლად არ მყოფი.“

თუ როგორ ვგულისხმობთ ჩვენ ამას, ჩანს შემდეგი სქემიდან:

შემძლედ ყოფნა, კონტინგენტური ყოფნის თვალსაზრისით, არა არშემძლედ ყოფნა, არა


აუცილებლად მყოფი.

შემძლედ არ ყოფნა, კონტინგენტური არყოფნის თვალსაზრისით, არა არშემძლედ არ


მყოფი, არა აუცილებლად არ მყოფი.

არ შემძლედ მყოფი, არა კონტინგენტური ყოფნის თავლსაზრისით, შეუძლებლად მყოფი,


აუცილებლად არ-მყოფი.

არშემძლედ არ მყოფი, არა კონტინგენტური არყოფნის თვალსაზრისით, არ შემძლედ არ


მყოფი, აუცილებლად მყოფი.

ამდენად „არშემძლე“ და „არა არშემძლე“ გამომდინარეობს „კონტინგენტურიდან“ და


„შემძლედან“ და არა „კონტინგენტურიდან“ და „არშემძლედან“ კონტრადიქტორულად,
მაგრამ პირიქით. რადგან „შემძლედ ყოფნიდან“ გამომდინარეობს „არშემძლედ ყოფნის“
უარყოფა და უარყოფიდან გამომდინარეობს მტკიცება (აფირმაცია): „არა შემძლედ
ყოფნიდან“ გამომდინარეობს „არშემძლედ ყოფნა.“ „არშემძლედ ყოფნა“ არის მტკიცება
(აფირმაცია), ამის საპირისპიროდ „არა არშემძლედ ყოფნა“ არის უარყოფა (ნეგაცია).

ამის საპირისპიროდ როგორ არის ეს აუცილებელთან მიმართებაში, ამას ჩვენ ჯერ კიდევ
ვნახავთ. მასთან მიმართებაში არ არის ასე, არამედ გამომდინარეობს კონტრარული
წინადადებები, და არა კონტრადიქციები.

რადგან აუცილებლად არმყოფის შესახებ უარყოფა არ არის: არა აუცილებლად მყოფი.


რადგან ერთი და იმავეს შესახებ შეიძლება ჭეშმარიტების მნიშვნელობის მიხედვით ორივე
ითქვას, რადგან ის, რაც აუცილებლად არ არის, არ არის აუცილებლად.

იმის მიზეზი, რომ აუცილებელთან ლოგიკური გამომდინარეობა არ არის ისეთივე,


როგორც სხვა ცნებების შემთხვევაში, იმაში მდგომარეობს, რომ შეუძლებელია, რაიმე
აღნიშნავდეს იგივეს რასაც აუცილებელი აღნიშნავს, და მასთან (=აუცილებელთან)
მიმართებაში კონტრარულად დაპირისპირებული სახით გამოთქმებოდეს. რადგან თუკი
რაღაც შეუძლებელია იყოს, აუცილებელია არა ის, რომ ის იყოს, არამედ ის, რომ ის არ
იყოს და თუ რაღაც შეუძლებლად არ არის, მაშინ აუცილებელია, რომ ის იყოს. თუკი

17
ამდენად რაიმე სხვა ცნებები შესაძლებლად ან არაშესაძლებლად მსგავსად
გამომდინარეობენ, მაშინ ისინი გამომდინარეობენ კონტრარულად, რადგან აუცილებელი
და შეუძლებელი მხოლოდ მაშინ აღნიშნავს ერთსა და იმავეს, როდესაც ეს პირიქით ხდება.

ან კი განა არ არის შეუძლებელი, რომ აუცილებელის კონტრადიქციები ასე იქნას


აგებული? რადგან ის, რაც აუცილებლად არის, არის შემძლე ყოფნისა. რადგან სხვა
შემთხვევაში ნეგაციები გამოვიდოდა, რადგან ყველაფერი ან უნდა ვამტკიცოთ
(აფირმირება მოგვეხდინა) ან კი აურვყოთ. ამდენად, თუკი იგი არ იქნებოდა იმის შემძლე
რომ ყოფილიყო, იქნებოდა შეუძლებელი, ისე რომ, რაც აუცილებლად არის, შეუძლებელი
იქნებოდა რომ ყოფილიყო, რაც აბსურდულია. ამრიგად „შემძლედ ყოფნიდან“
გამომდინარეობს: „არა არშემძლედ ყოფნა,“ აქედან კი: „არა აუცილებლად მყოფი;“ აქედან
კი გამოდის, რომ „აუცილებლად ყოფიერი არ არის აუციელებლად,“ რაც აბსურდია.

მაგრამ „შემძლედ ყოფნიდან“ არ გამომდინარეობს: „აუცილებლად მყოფი,“ და ასევე


ნაკლებად: „აუცილებლად არ მყოფი.“ რადგან მისგან (შემძლედ ყოფნა) შეიძლება ორივე
(ყოფნა და არყოფნა) თანაგამომდინარეობდეს. მაგრამ თუკი ამ ორის შესახებ
(აუცილებლად მყოფი და აუცილებლად არმყოფი) რაიმე ერთდროულად ჭეშმარიტია,
მაშინ ეს განსაზღვრულობები (ყოფნა და არ ყოფნა) უკვე აღარ იქნება ჭეშმარიტი. რადგან
„შემძლედ ყოფნა“ და „არშემძლედ ყოფნა“ არის რაღაც ერთდროული, მაგრამ თუკი იგი
არის აუცილებლად ან აუცილებლად არ არის, მაშინ უკვე აღარ არის ორივე შესაძლებელი.

მაშინ რაც გვრჩება არის, რომ „შემძლედ ყოფნიდან“ გამომდინარეობს: „არა აუცილებლად
არ მყოფი.“ რადგან ეს არის ასევე აუცილებლად მყოფის შესახებ ჭეშმარიტი. ეს
(დებულება) არის ასევე იმ ცნების კონტრადიქცია, რომლებიც „არა შემძლედ ყოფნიდან“
გამომდინარეობს. რადგან მისგან გამომდინარეობს „არშემძლედ ყოფნა“ და „აუცილებლად
არ მყოფი,“ რისი უარყოფაც არის „არა აუცილებლად არ მყოფი.“

ასე ეს კონტრადიქციებიც გამომდინარეობენ ერთის მხრივ მოცემული სახით, მეორეს


მხრივ კი ასეთი გამომდინარეობისას არაფერი შეუძლებელი აღარ არის.

შეიძლება დავეჭვებულიყავით, გამომდინარეობს თუ არა აუცილებლად მყოფიდან


შემძლედ ყოფნა. თუ ამას არ ვიზამთ, მაშინ კონტრადიქცია, „არა შემძლედ ყოფნა,“ გამოვა
და არ იქნება კონტრადიქციად მნიშვნელადი, მაშინ ამის ნაცვლად უნდა გვეთქვა:
„შემძლედ არ ყოფნა,“ რაც ორივე აუცილებლად მყოფის შესახებ მცდარი გამონათქვამი
იქნებოდა. მაგრამ ახლა კი გვეჩვენება, რომ მეორეს მხრივ ერთი და იგივე საგანი არის
შემძლე, დაჭრილი და არადაჭრილი, მყოფი და არა მყოფი, და ასე აუცილებლად მყოფი
იქნებოდა არ-ყოფნის მხრივ კონტინგენტური, რაც მცდარია.

ამრიგად ცხადია, რომ არა ყველაფერს, რაც ყოფნის ან სიარულის შემძლეა, აქვს
საპირისპირო, არამედ არსებობს საგნები, რომლების შემთხვევაშიც ეს ჭეშმარიტი არ არის.
ეს მნიშვნელობს უპირველსად იმის შესახებ, რისი უნარიც არ არის გონივრული, როგორც
მაგალითად ცეცლს შეუძლია გათბობა, მაგრამ ამავე დროს იგი ფლობს არაგონივრულ
უნარს. გონივრული უნარები ერთდროულად მიემართება მრავალს და კონტრარულს, ამის

18
საპირისპიროდ არაგონივრული უნარები არ მიემართება ყველაფერს, არამედ, როგორც
ითქვა, ცეცხლს არ შეუძლია თანაბრად გათბობა და არ გათბობა, და შესაბამისი
მნიშვნელობს სხვა ყველას შესახებ, რაც ყოველთვის ზემოქმედებს. თუმცა ასევე
არაგონივრული უნარებიანი საგნებიდან ზოგიერთი იმავდროულად იღებს
საპირისპიროს. მაგრამ ამას იმიტომ აღვნიშნავთ, რომ არა ყოველი უნარი გადადის
საპირისპიროში, არც მაშინ, თუკი ისინი ერთი და იმავე სახეობას განეკუთვნებიან.

ზოგიერთი უნარი კი არის ჰომონიმური. რადგან შემძლეს შესახებ არ ამბობენ მხოლოდ


ერთი საზრისით, არამედ ერთს ქვია ასე, რადგან ეს მის შესახებ ჭეშმარიტია, რადგან ეს
აქტუალურია, მაგალითად, სიარულის შემძლე ქვია იმას, რასაც სიარული შეუძლია, და
საერთოდ შემძლედ ყოფნა, რადგან ის, რაც შემძლედ იწოდება, უკვე რეალობაში არის.
სხვას ასე ქვია, რადგან ის მოცემულობის სახით არის ქმედითი. ასე მაგალითად რაღაცას
ქვია სიარულის შემძლე, რადგან იგი მოცემულობის სახით დადის.

და ეს უნარი არის მხოლოდ მოძრავ საგნებში, სხვა კი ასევე უძრავ საგნებში. ორივეს
მიმართ კი ჭეშმარიტია იმის თქმა, რომ ისინი არშემძლეები არიან იარონ ან არშემძლეები
არიან იყონ: იმის შესახებ, რაც უკვე დადის და აქტუალურია, როგორც იმის შესახებ, რასაც
სიარულის უნარი აქვს.

ასეთი სახით შესაძლებელი არ მნიშვნელობს ზოგადად აუცილებლის მიმართ, არამედ


სხვა. რადგან პარტიკულარულიდან ზოგადი გამომდინარეობს, ასე გამომდინარეობს
აუცილებლად ყოფიერიდან ყოფნის შემძლეობა, მაგრამ არა ყოველი ასეთი შემძლეობა.

და ამგვარად არის ალბათ აუცილებელი და არააუცილებელი ყველა მოდალური


აფირმატიული ან ნეგატიური წინადადებისთვის პრინციპი და იგი უნდა განვიხილოთ
სხვად როგორც ასეთი (შესაძლო, კონტინგენტური, არაშესაძლო), რაც ამისგან
(აუცლებლად და არა აუცილებლად) გამომდინარეობს.

ნათქვამიდან ნათელია, რომ აუცილებლად ყოფიერი სინამდვილეში არის, ისე რომ, თუკი
მარადიული უფრო ადრეა, მაშინ სინამდვილეც უფრო ადრეა, როგორც შესაძლებლობა.

ხოლო საგნებიც არიან ნაწილობრივ სინამდვილეები (ცარიელი აქტუალობა)


შესაძლებლობის (პოტენციურობის) გარეშე, და ეს არიან პირველი სუბსტანციები,
ნაწილობრივ ისინი არიან შესაძლებლობასთან შერეულნი, და ესენი არიან ბუნებით უფრო
ადრე, მაგრამ დროში უფრო მოგვიანებით, ნაწილობრივ კი ისინი არასდროს არიან
სინამდვილეები, არამედ მხოლოდ შესაძლებლობები.

მეთოთხმეტე თავი

არის კი აფირმაცია ნეგაციის კონტრარული ან აფირმაცია აფირმაციისა, ხოლო


წინადადება რომელიც ამბობს: „ყოველი ადამიანი არის სამართლიანი“ კონტრარული
19
წინადადებისა: „არც ერთი ადამიანი არის სამართლიანი,“ ან კი წინადადება: „ყოველი
ადამიანი არის სამართლიანი“ წინადადებისა: „ყოველი ადამიანი არის უსამართლო?“
თუკი ჩვენ მაგალითად გვაქვს წინადადებები: „კალიასი არის სამართლიანი,“ „კალიასი არ
არის სამართლიანი,“ „კალიასი არის უსამართლო,“ - რომელი მათგანი არის პირველის
კონტრარული?

რადგან თუკი ის, რაც ხმით გამოითქმება გამომდიანრეობს იქიდან, რაც გონებაშია, ხოლო
აქ მოსაზრება არის კონტრარული, რომელიც კონტრარულს ეხება, მაგალითად
კონტრარულია მოსაზრება: „ყოველი ადამიანი არის სამართლაინი,“ მეორე მოსაზრებისა:
„ყოველი ადამიანი არის არასამართლიანი,“ ამრიგად იგი აფირმაციაში, რომელიც ხმით
ხმოვანდება, ასევე უნდა იყოს მოცემული. მაგრამ თუკი მოსაზრება, რომელიც
კონტრარულად მოიაზრება, აქ არ არის კონტრარული, მაშინ აფირმაციაც არ იქნება
აფირმაციის კონტრარული, არამედ განცალკევებული ნეგაცია. ამრიგად მაშინ ჩვენ უნდა
გავითვალისწინოთ, რომელი ჭეშმარიტი აზრი არის რომელი მცდარი აზრის
კონტრარული, ნეგაციაზე მიმართული თუ კონტრარულად მოაზრებული. მე ეს ასე
მესმის: არსებობს კარგის შესახებ ჭეშმარიტი მოსაზრება, რომ იგი არის კარგი და მეორე
მცდარი მოსაზრება, რომ ის არ არის კარგი, და კიდევ ერთი, მისგან განსხვავებული, რომ
ის ცუდია. რომელი ამ ორი მოსაზრებიდან არის ჭეშმარიტი მოსაზრების კონტრარული?
და თუკი ისინი (არსებითად) მხოლოდ ერთი და იგივეა (რამდენადაც ერთი მეორისგან
გამომდინარეობს), ამ ორიდან რომელზეა დაფუძნებული კონტრარულობა?

კონტრარული მოსაზრებები რომ იმით უნდა იქნას განსაზღვრული, რომ ისინი


კონტრარულზე დაიყვანებიან, მცდარია. რადგან მოსაზრება კარგის შესახებ, რომ ის
კარგია და ცუდის შესახებ, რომ ის ცუდია, ალბათ არის ერთი და იგივე მოსაზრება და
არის ჭეშმარიტი, იქნება მრავალი მოსაზრება თუ მხოლოდ ერთი. ესენი (კარგი და ცუდი)
კი არაინ კონტრარულები. რაღაც არის არა იმიტომ კონტრარული, რომ ის კონტრარულს
ეკუთვნის, არამედ იმიტომ რომ ის კონტრარულადაა მოცემული.

ამრიგად არის რა ერთი მოსაზრება კარგის შესახებ, რომ ის კარგია და მეორე მოსაზრება
რომ ის არ არის კარგი, და არსებობს მესამე მოსაზრება, რომ რაც მასში არ არის მოცემული,
მაგრამ შეიძლება იქნას მოცემული, მაშინ სხვა მოსაზრებებიდან არ შეიძლება რომელიმე
იქნას კონტრარულად განხილული, თუკი მათგან გამომდინარე კარგში უნდა იქნას
მოცემული ის, რაც მასში არ შეიძლება იქნას მოცემული, ან კი მათგან გამომდინარეობს,
რომ მასში არ უნდა იქნას მოცემული ის, რაც მასში არის მოცემული - რადგან აქ არსებობს
უსასრულოდ მრავალი მოსაზრება, ისეთებიც რომლებიც მასში (=კარგში) მოცემულად
განიხილავენ იმას, რაც მასში არ არის მოცემული, ასევე ისეთებიც, რომლებიც მასში
(=კარგში) მოცემულად არ განიხილავენ იმას, რაც მასში არის მოცემული, - არამედ ისინი
იმისთვის მნიშვნელობენ, რომ მათში შეცდომა არის მოცემული. შეცდომა კი
მომდინარეობს იქიდან, საიდანაც ქმნადობა მოდის. ქმნადობა კი მოდის
ურთიერთდაპირისპირებულებიდან, შესაბამისად ასევე შეცდომაც.

20
ამრიგად თუკი კარგი როგორც კარგია ასევე არაცუდია, და პირველი (=კარგი)
თავისთავად, მეორე (=არაცუდი) კი გამომდინარეობის გზით არის, - რადგან მისგან
თანაგამომდინარეობს, რომ ის „არა ცუდია,“ - და თუკი ყოველ საგანთან მიმართებაში
საგანი თავისთავადის შესახებ მოსაზრება უფრო ჭეშმარიტია, მაშინ მისი შესაბამისი
მცდარიც უფრო მცდარი უნდა იყოს, თუკი ანალოგიური ჭეშმარიტის შესახებ
მნიშვნელობს. ამრიგად მოსაზრება, რომ „კარგი არ არის კარგი“ არის მასში თავისთავად
მოცემულთან მიმართებაში მცდარი, ამის საპირისპიროდ კი ის მოსაზრება, რომ ის არის
ცუდი, არის მისგან თანაგამომდინარე წინადადებასთან მიმიართებაში მცდარი. ამდენად
ეს კონტრადიქტორული მოსაზრება კარგის შესახებ უნდა იყოს უფრო მცდარი, ვიდრე
კონტრარული. თითოეულ საგანთან მიმართებაში ყველაზე ხშირად სცდება ის, ვისაც
კონტრარული მოსაზრება აქვს. რადგან კონტრარული არის ის, რაც ერთთან და იმავესთან
მიმართებაში ხშირად განსხავებულია. თუკი ამრიგად ერთი მოაზრებული მოსაზრება
არის კონტრარული, მეორე კი უფრო მეტად კონტრარულია ვიდრე ეს, მაშინ ცხადია, რომ
მეორე (ცალსახად) კონტრარულია. ის მოსაზრება კი, რომ „კარგი არის ცუდი,“ არის
შედგენილი, რადგან აქ უნდა იქნას დაშვებული, რომ ეს არ არის კარგი.

შემდეგ, თუკი სხვა შემთხვევებშიც ასევე უნდა იყოს, მაშინ მე მეჩვენება, რომ ჩვენ ჩვენი
მოსაზრებით სწორს ვამბობთ. რადგან კონტრადოქტორული მოსაზრება ან ყველგან არის
კონრარიუმი ან არასად. მაგრამ ყველა საგანთან მიმართებაში, რომლებსაც არ აქვთ
კონტრარიუმი, ჭეშმარიტ წინადადებასთან დაპრისპირებული წინადადება არის მცდარი,
როგორც მაგალითად ის სცდება, ვინც ადამიანს მიიჩნევს არა ადამიანად. აქედან
გამომდინარე, თუკი ეს წინადადებები კონტრარულია, მაშინ სხვები ასევე
კონტრადიქტორული წინადადებებია.

შემდეგ, კარგის შესახებ მოსაზრება, რომ ის კარგია და მოსაზრება არაკარგის შესახებ, რომ
ის არ არის კარგი, ერთმანეთს ერთნაირად მიემართება, და გარდა ამისა იგივე
მნიშვნელობს მოსაზრებაზე კარგის შესახებ, რომ ის არ არის კარგი და მოსაზრებაზე არა-
კარგის შესახებ, რომ ის კარგია. ამრიგად არა-კარგის შესახებ ჭეშმარიტი მოსაზრების, რომ
ის არ არის კარგი, საპირსპიროდ რომელი იქნებოდა კონტრარული? ცხადია არა ის,
რომელის მიხედვითაც ის არის ცუდი. შეიძლება კი იგი ერთდროულად ჭეშმარიტი იყოს,
მაშინ როდესაც ჭეშმარიტი მოსაზრება არასდროს არ არის ჭეშმარიტი მოსაზრების
კონტრარული. რადგან არსებობს არა კარგი ცუდი, და ასე შეიძლება წინადადებები
ერთდროულად იყოს ჭეშმარიტი. მაგრამ ისევ და ისევ არა ის, რომ ის არა კარგია; ასევე ის
არის ჭეშმარიტი. რადგან ესეც შესაძლებელია, რომ ერთდროულად იყოს. რადგან
მოსაზრება არა კარგის შესახებ, რომელის მიხედვითაც ის არ არის კარგი, კონტრარულია
მოსაზრებისა არაკარგის შესახებ, რომელის მიხედვითაც ის არის კარგი. რადგან ის არის
შეცდომაში შემყვანი. მაშინ უნდა იყოს მოსაზრება კარგის შესახებ როგორც არა კარგის
შესახებ ის მოსაზრება კარგის შესახებ, რომლის მიხედვითაც იგი კარგია.

თუკი ჩვენ აფირმაციას ზოგადად მოვიაზრებთ, მაშინ მისი კონტრარული ზოგადი ნეგაცია
უნდა იყოს. ასე მაგალითად, მოსაზრების, რომლის მიხედვითაც ყველაფერი, რაც კარგია
კარგია, კონტრარულია მეორე მოსაზრება, რომელის მიხედვითაც არაფერი კარგი კარგი არ
21
არის. რადგან მოსაზრება კარგის როგორც კარგის შესახებ, როდესაც კარგი ზოგადია,
იგივეობრივია მოსაზრებისა, რომლის მიხედვითაც რაც ყოველთვის კარგია, კარგია. ეს კი
არაფრით განსხვავდება მოსაზრებისაგან, რომლის მიხედვითაც ყველაფერი, რაც კარგია,
კარგია. ასევეა არაკარგთან დაკავშირებით.

თუკი ეს ამდენად ასეა მოსაზრებასთან დაკავშირებით და ხმით გამოხატული აფირმაცია


და ნეგაცია არის იმის სიმბოლოები და ნიშნები, რაც სულში არის, მაშინ ცხადია, რომ
აფირმაცია ნეგაციასთან დაკავშირებით ზოგადად კონტრარულია, ასე მაგალითად,
მოსაზრება, რომ ყველაფერი კარგი კარგია ან რომ ყოველი ადამიანი კარგია,
კონტრარულია მოსაზრებისა, რომ არაფერი ან არავინ არ არის კარგი, ამის საპირისპიროდ
კი კონტრადიქტორულია მოსაზრება, რომ ან არა ყველაფერი არის კარგია და ან რომ არა
ყოველი არის კარგი.

ასევე ვხედავთ, რომ ერთი ჭეშმარიტი მოსაზრება ან უარყოფა სხვა ჭეშმარიტი მოსაზრების
კონტრარული არ შეიძლება იყოს. რადგან კონტრარულია მსჯელობები
დაპირისპირებულთა შესახებ, მაგრამ თითოეულ შემთხვევაში შეიძლება ერთი და იგივე
პიროვნება ჭეშმარიტს გულისხმობდეს, მაგრამ ერთი და იმავე პიროვნებასთან
შეუძლებელია კონტრარული (=მოცემულობები) ერთდროულად იყვნენ თავსებადნი.

22

You might also like