You are on page 1of 28

COVID 19-ის პანდემიის გავლენა

საქართველოს ეკონომიკაზე
რეგიონულ ჭრილში
(თბილისი, აჭარა, იმერეთი, კახეთი, შიდა ქართლი)

2020
ავტორი: თამარ ხორბალაძე
ტექსტის რედაქტორი: ელიზა ნაბახტეველი
დიზაინი: ნატა ყიფიანი, ნატალია ღლონტი

პუბლიკაცია მომზადდა აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის


ცენტრის პროექტის - „რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და
ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის“ - ფარგლებში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით და ეკონომიკური


პოლი­ტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით. იგი  მიზნად
ისახავს ამომრჩეველთა ცოდნის, უნარებისა და ორგანიზების შესაძლებ­
ლობების გაძლიერე­ბას, რათა მიაღწიონ ქვეყანაში ისეთი პოლიტიკური თუ
საარჩევნო პროგრამე­ბის  განხორციელებას, რომლებიც უკეთ უპასუხებენ
მათ რეალურ საჭიროებებს.

პროექტი ხორციელდება საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში,


შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში.

2
COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

პუბლიკაციის მომზადება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი


დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების
სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. პუბლიკაციის შინაარსზე
პასუხის­მგე­ბელია ტექსტის ავტორი და არ შეიძლება განხილულ იქნას როგორც
აღმოსავ­ლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD),
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის (EPRC) და ამერიკის შეერთებული
შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ოფიციალური პოზიცია ან
თვალსაზრისი.
შინაარსი

4 კოვიდის გავლენა -
მსოფლიო ტენდენციები

7 კოვიდის ეკონომიკური
შედეგები - საქართველო

8 მთლიანი შიდა პროდუქტი

11 ბიზნესსექტორი

13 დასაქმება და უმუშევრობა

ტურიზმი, როგორც
16 შემოსავლის მნიშვნელოვანი
წყარო და გამოწვევა

პირდაპირი უცხოური
19 ინვესტიციები - რეგიონულ
ჭრილში

22 სახელმწიფო დახმარებები

24 დასკვნები და
რეკომენდაციები
პანდემიამ 2020 წელი, ჯანდაცვასთან დაკავშირებული გამოწვევების გარდა,
ეკონომიკური თვალსაზრისითაც მძიმე წლად აქცია. Covid 19-ით გამოწვეული
ეკონომიკური შედეგების დათვლა და პროგნოზების გაკეთება როგორც
მსოფლიოს, ისე საქართველოს მასშტაბით ჯერ კიდევ 2020 წლის გაზაფხულზე
დაიწყო. 2020 წლის ბოლოსთვის ეს ეფექტი კიდევ უფრო გამოიკვეთა და
შესაძლებელი გახდა მეტ-ნაკლებად კონკრეტული ციფრებით გამოიხატოს
მისი გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე, მათ შორის რეგიონების ეკონომიკაზე,
შესაბამისად, პროგნოზები და რეკომენდაციებიც უფრო რეალურია.

კოვიდის გავლენა - მსოფლიო ტენდენციები

2020 წლის დასაწყისში გაჩენილ პანდემიას 1,5 მილიონზე მეტი ადამიანი


ემსხვერპლა, თუმცა ვირუსის გავრცელება ჯერ კიდევ არ შენელებულა და ახლა
მსოფლიოში ინფიცირების „მეორე ტალღა“ ვრცელდება. მიუხედავად რთული
გამოწვევებისა, რომლებმაც მძიმე გავლენა იქონიეს მსოფლიოს ეკონომიკაზე,
ზაფხული შედარებით მსუბუქი აღმოჩნდა არა მხოლოდ საქართველოსთვის,
4 არამედ მსოფლიოსთვისაც; სანამ ქვეყნები საზღვრებს ხელახლა ჩაკეტავდნენ,
წინა პერიოდთან შედარებით, მესამე კვარტალის პროექციები უფრო პოზიტიური
COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

იყო. საერთაშორისო სავალუტო ფონდი 2020 წელს მსოფლიო ეკონომიკის -4,4%-


ით შემცირებას პროგნოზირებს, რაც ივნისში გამოთქმული ვარაუდის ფონზე
უფრო პოზიტიურია. ამის მთავარი მიზეზი, შეზღუდვების შემსუბუქებასთან
ერთად, განვითარებულ ქვეყნებში ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ტენდენცია
გახდა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზის1 მიხედვით, 2021 წელს


მსოფლიო ეკონომიკა 5,2%-ით გაიზრდება, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე
0,6%-ით მეტია.

მაისსა და ივნისში მსოფლიო მასშტაბით სახელმწიფოებმა დაიწყეს ქვეყნების,


ასე ვთქვათ, „ნელი გახსნის პროცესი“ და მნიშვნელოვანი შეზღუდვების გაუქმება.
შედეგად, მსოფლიო ეკონომიკამ თანდათანობით დაიწყო თავის დაღწევა იმ
მძიმე ვითარებიდან, რაც აპრილის თვეში დაწესებული მკაცრი შეზღუდვების გამო
შეიქმნა. შეზღუდვების გაუქმებასთან ერთად მომხმარებელთა დანახარჯები

1 საერთაშორისო სავალუტო ფონდი - “World Economic Outlook International Monetary Fund


a Long and Difficult Ascent”, 2020 ოქტომბერი. იხ: https://www.imf.org/en/Publications/WEO/
Issues/2020/09/30/world-economic-outlook-october-2020
საცალო შესყიდვების მიმართულებით მართალია საგრძნობლად გაიზარდა,
მაგრამ ქვეყნების უმეტესობაში ინდუსტრიული წარმოების მაჩვენებელი ჯერ
კიდევ საგრძნობლად დაბალია, წინა წლის დეკემბრის ნიშნულთან შედარებით.

ეკონომიკური შეზღუდვების გაუქმებასთან ერთად, აღდგენის პროცესი


მოსალოდნელზე სწრაფი აღმოჩნდა განვითარებულ ქვეყნებში, განსაკუთრებით
ჩინეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც, თავდაპირველი
რეკორდულად დიდი ზარალის შემდეგ, ეკონომიკური აქტივობა საკმაოდ სწრაფი
ტემპით აღდგა. ჩინეთში ეკონომიკური აქტივობის წახალისება მოხერხდა
სახელმწიფო ინვესტიციების მეშვეობით, ხოლო ამერიკაში მნიშვნელოვანი
როლი შეასრულა სახელმწიფოს მიერ გაცემულმა დახმარების პაკეტებმა.
სამწუხაროდ, ეკონომიკის აღდგენის ტემპი ყველასთვის ერთნაირი არ ყოფილა.
მოხმარების მნიშვნელოვანმა შემცირებამ და ინვესტიციების საგრძნობმა
კლებამ ინდოეთში, პანდემიის უკონტროლო გავრცელებამ მექსიკაში,
შემცირებულმა საგარეო მოთხოვნამ ექსპორტზე ორიენტირებულ სამხრეთ
კორეაში და ფულადი გზავნილების შესამჩნევმა კლებამ ფილიპინებში,
ეკონომიკური აქტივობის აღდგენის პროცესი ძალიან გაართულა.

საგარეო ვაჭრობის აღდგენა დაიწყო ივნისში, მას შემდეგ, რაც შეზღუდვები


გაუქმდა. მსოფლიო ვაჭრობის აღდგენაში გადამწყვეტი როლი შეასრულა
ჩინეთმა, სადაც ექსპორტი, წლის დასაწყისში მკვეთრი ვარდნის შემდეგ, 5
მნიშვნელოვნად აღდგა ეკონომიკის განახლებასა და სამედიცინო პროდუქტზე

COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს


ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში
საერთაშორისო მოთხოვნის ზრდასთან ერთად. თუმცა მსოფლიო ვაჭრობის
მაჩვენებელი წლის დასაწყისთან შედარებით კვლავ საგრძნობლად დაბალია.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის გათვლებით, 2020 წელს მსოფლიო ვაჭრობა
10%-ით შემცირდება, ისევე როგორც ეს 2009 წლის ფინანსური კრიზისის
შედეგად მოხდა. მიუხედავად იმისა, რომ უკლებლივ ყველა ქვეყნის ექსპორტი
და იმპორტი შემცირდება, ზარალი არათანაბრად განაწილდება. ქვეყნებისთვის,
რომელთა ეკონომიკაშიც მნიშვნელოვანი წვლილი ტურიზმის სექტორს შეაქვს,
პროგნოზი მეტად პესიმისტურია, რასაც, ერთი მხრივ, საერთაშორისო მგზავრობის
შეზღუდვები განაპირობებს, ხოლო, მეორე მხრივ, ვირუსით დაინფიცირების
შიში მომხმარებელში. ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების
ორგანიზაციის მონაცემებით2, საერთაშორისო ტურიზმი დაახლოებით 80%-
ით შემცირდება 2020 წელს და მის აღდგენას არც მომავალ წელს უნდა
ველოდოთ. მსგავს ვარაუდებს გამოთქვამს გაეროს მსოფლიო ტურიზმის

2 ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია - “Rebuilding tour-


ism for the future: COVID-19 policy response and recovery”, 2020 ოქტომბერი. იხ: https://
read.oecd-ilibrary.org/view/?ref=137_137392-qsvjt75vnh&title=Rebuilding-tourism-for-the-fu-
ture-COVID-19-policy-response-and-recovery
ორგანიზაცია3, რომელიც მსოფლიო ტურიზმის 70%-ით შემცირებას ვარაუდობს,
და უწინდელ მაჩვენებლებთან დაბრუნებას მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ
პროგნოზირებს. „გაეროს კონფერენცია ვაჭრობასა და განვითარებაზე“ - ამ
საერთაშორისო ფორუმის გათვლებით4, იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო
ვიზიტების რაოდენობა 66%-ით შემცირდება, ეს მსოფლიო ეკონომიკას 2,4%-
ით დააზარალებს. ქვეყნებისთვის, რომელთა ეკონომიკაშიც ტურიზმის წილი
მნიშვნელოვანია, ზარალი კიდევ უფრო დიდი იქნება: ხორვატია - 8%; პორტუგალია
- 6%; მაროკო - 4%; საბერძნეთი - 3%; ირლანდია - 3%; ესპანეთი - 3%.

თავდაპირველად ფულადი გზავნილების მოცულობა უეცრად შემცირდა,


ახლა ეს მაჩვენებელი ნელ-ნელა უბრუნდება ძველ ნიშნულს. გარდა ამისა,
საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემების მიხედვით, უცხოური
ინვესტიციების წილი მსოფლიო მშპ-სთან მიმართებით არ შემცირდება და
1%-ზე მაღლა შენარჩუნდება.

შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით5, 2020 წლის მეორე


კვარტალში, 2019 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით, შემცირებული
სამუშაო საათებით დაახლოებით 400 მილიონ დაკარგულ სამუშაო ადგილს
უდრის, რაც პირველ კვარტალში დაკარგულ 155 მილიონ სამუშაო ადგილზე
ბევრად მეტია. განსაკუთრებულად და არაპროპორციულად მძიმედ აისახა
6 პანდემიის, შემდგომ კი შეზღუდვების შედეგები არაფორმალურ სექტორში
დასაქმებულ ქალებზე. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემების
COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

თანახმად, არაფორმალურად დასაქმებული ქალების 42% მუშაობს პანდემიის


შედეგად უკიდურესად დაზარალებულ სექტორებში.

სამედიცინო პროდუქციის გაძვირებასთან ერთად იზრდება ნედლეულის ფასებიც.


განვითარებულ ქვეყნებში აპრილთან შედარებით ინფლაციის მაჩვენებელი
პანდემიამდელ დაბალ ნიშნულზეა. განვითარებად ქვეყნებში კი ინფლაციის
მაჩვენებლები ერთბაშად შემცირდა პანდემიის დასაწყისში, თუმცა ახლა კვლავ
უბრუნდება ძველ მაჩვენებლებს. პროგნოზების თანახმად, ინფლაციის დონე
განვითარებულ ქვეყნებში დაბალ ნიშნულზე შენარჩუნდება - 2020 წელს 0,8%-
ს გაუტოლდება, ხოლო 2021 წლისთვის 1,6%-მდე გაიზრდება. განვითარებად

3 გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია - “World Tourism Barometer”, 2020 სექტემბერი.


იხ: https://www.e-unwto.org/doi/epdf/10.18111/wtobarometereng.2020.18.1.5
4 გაეროს კონფერენცია ვაჭრობასა და განვითარებაზე - “Covid-19 and Tourism, Assessing
the Economic Consequences”, 2020 ივლისი. იხ: https://unctad.org/system/files/official-docu-
ment/ditcinf2020d3_en.pdf
5 შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია - “ILO Monitor: COVID-19 and the world of work’’,
2020 ივნისი. https://www.ilo.org/wcmsp5/groups/public/@dgreports/@dcomm/documents/
briefingnote/wcms_749399.pdf
ქვეყნებში ინფლაციის მაჩვენებელი დაახლოებით 5%-ს გაუტოლდება, არსებობს
მოლოდინი, რომ ის მომავალ წელს 4,7%-მდე შემცირდება.

პანდემიის საფრთხეებისგან მსოფლიო ეკონომიკის გადარჩენას დიდად


შეუწყო ხელი სახელმწიფოების მიერ გატარებული გულუხვი დახმარებების
პოლიტიკამ. განვითარებულ ქვეყნებში, მშპ-ს დაახლოებით 9% დაიხარჯა
მსგავს საბიუჯეტო ხარჯებში, ხოლო დამატებით 11% მოხმარდა სხვა სახის
ფინანსურ ინიციატივებს (პროექტების დაფინანსება, აქტივების შესყიდვა,
სესხები და საკრედიტო გარანტიები). განვითარებად ქვეყნებში ეს რიცხვები
ბევრად უფრო მოკრძალებულია, თუმცა მაინც საგრძნობი: დაახლოებით 3,5%
- საბიუჯეტო ხარჯებში, ხოლო სხვა ფინანსურ ინიციატივებში - 2%-ზე მეტი.

ამჯერად ქვეყნებში ისევ მოქმედებს შეზღუდვების სხვადასხვა რეჟიმი და,


შესაბამისად, გავლენა ეკონომიკაზე, დიდი ალბათობით, საკმაოდ მძიმე
იქნება; მოსალოდნელია ეკონომიკური პროგნოზების გაუარესებაც, რადგან
ექსპერტთა თქმით, მეორე ტალღა, პანდემიის მასშტაბის თვალსაზრისით,
იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე ეგონათ.

7
კოვიდის ეკონომიკური შედეგები -

COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს


ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში
საქართველო

ეკონომიკურ ეფექტს, რომელიც პანდემიამ ქვეყანას მოუტანა, ორი - სუბიექტური


და ობიექტური - მხარე აქვს. ერთი განპირობებულია ობიექტური მოცემულობებით,
როგორიცაა: მსოფლიო მასშტაბით ინვესტიციების შემცირება, საერთაშორისო
მგზავრობის შემცირება, საერთაშორისო ვაჭრობის შეფერხება, გზავნილების
შემცირება, განსაკუთრებით პანდემიის პირველ ეტაპზე და ა.შ. მეორე, ანუ
სუბიექტური მხარე კი დაკავშირებულია ხელისუფლების გადაწყვეტილებებთან,
მათ შორის ე.წ. ლოქდაუნის გადაწყვეტილებასთან, რომელიც საქართველოს
ხელისუფლებამ 2020 წელს ორჯერ მიიღო - გაზაფხულზე და შემოდგომაზე;
მომავალში ალბათ გაანალიზდება ჯანდაცვისა და ეკონომიკის თვალსაზრისით
ამ და მსგავსი გადაწყვეტილებების შედეგები, მანამდე კი ობიექტურ და
სუბიექტურ წინაპირობათა წყება განსაზღვრავს ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ
ვითარებას. ისეთი ცენტრალიზებული ეკონომიკის პირობებში, როგორიც
საქართველოშია, სახელმწიფოებრივი ტენდენციები რეგიონული ეკონომიკური
განვითარების საფუძველია. მიმდინარე დოკუმენტში რამდენიმე მიმართულებას
მიმოვიხილავთ:
მთლიანი შიდა პროდუქტი

მთლიან შიდა პროდუქტში (მშპ) რეგიონების წილი, ტრადიციულად, არათანა­


ბარია. პანდემიამდელ პერიოდში, კერძოდ 2019 წელს, ეს განაწილება ასეთი
იყო: 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა 49 252,7 მლნ.
ლარი შეადგინა. რეგიონულ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა
თბილისი (51,2 პროცენტი), აჭარა (10,1 პროცენტი) და იმერეთი (8,5 პროცენტი);
ორ რეგიონს - კახეთს (5,1 პროცენტი) და შიდა ქართლს (3,9 პროცენტი) საშუალო
მაჩვენებლები აქვს6.

რაც შეეხება რეგიონულ მშპ-ს შიდა სტრუქტურას:

თბილისში მშპ-ს ყველაზე დიდ წილს საბითუმო და საცალო ვაჭრობა,


ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (21,1 პროცენტი), უძრავი
ქონების ოპერაციები (12,3 პროცენტი) და მშენებლობა (10,1 პროცენტი) ქმნის;

აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში პირველ ადგილზეა მშენებლობა


(19,9 პროცენტი), რომელსაც მოჰყვება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული
საქმიანობები (13,9 პროცენტი) და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა
და საკვების მიწოდების, ანუ ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობები (10,3
პროცენტი).
8
იმერეთის რეგიონში სტრუქტურა განსხვავებულია, აქ დიდი წილი უკავია
COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

დამმუშავებელ მრეწველობას (13,2 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის


მეურნეობას (12,4 პროცენტი) და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ საქმიანობებს
(12 პროცენტი).

შიდა ქართლის რეგიონში პირველ ადგილზეა სოფლის, სატყეო და თევზის


მეურნეობა (19 პროცენტი), მეორეზე - სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა,
სავალდებულო სოციალური უზრუნველყოფა (16,6 პროცენტი), მესამეზე კი
დამმუშავებელი მრეწველობა (12,4 პროცენტი);

კახეთის რეგიონში, განხილულ რეგიონთა შორის, სოფლის მეურნეობის, სატყეო


და თევზის წარმოების წილი, ცხადია, ღვინის წარმოების ხარჯზე, ყველაზე
მაღალია და რეგიონის მთლიანი მშპ-ს 36,9 პროცენტს შეადგენს; მეორე
ადგილზეა დამმუშავებელი მრეწველობა (9,8 პროცენტი); მესამე ადგილზე -
უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (8,2 პროცენტი).

6 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - „რეგიონული მთლიანი შიდა პროდუქტი


2019“.
ცხადია, რეგიონების ეკონომიკურ სტრუქტურაზე გავლენას ახდენდა უარყოფითი
გავლენების ის მასშტაბი, რომელიც მათ ეკონომიკას მიადგა. ამ თვალსაზრისით
გამორჩეულია აჭარა, სადაც ტურიზმთან დაკავშირებული საქმიანობები
მშპ-ს 10 პროცენტს აღემატება, თუმცა ტურიზმის და მასთან დაკავშირებული
საქმიანობების წილი მოსახლეობის რეალურ დასაქმებაში ყველა რეგიონში
მნიშვნელოვანია; ისევე როგორც ვაჭრობისა და რესტორნებისა, რომლებიც
ლოქდაუნების პერიოდებში ყველაზე მეტად ზარალდებიან.

ამიტომ გადავხედოთ მშპ-ს ცვლილების მაჩვენებელს 2020 წლის II-III


კვარტალებში.

2020 წლის II კვარტალში მშპ-ს მოცულობის კლებამ, წინა წლის ანალოგიურ


პერიოდთან შედარებით, 12,3% შეადგინა, III კვარტალში კი კიდევ უფრო
შემცირდა - 5,6%-ს გაუტოლდა. ეს განაპირობა იმ ფაქტმა, რომ 2020 წლის
მეორე კვარტალზე მოდიოდა ე.წ. ლოქდაუნის პერიოდი, რის გამოც კლება
ყველაზე მეტად შეეხო ისეთ მიმართულებებს, როგორიცაა: ადმინისტრაციული
და დამხმარე მომსახურების საქმიანობები (-54,7 პროცენტი); განთავსების
საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების მიწოდების საქმიანობები (-40
პროცენტი); პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-28,8
პროცენტი); მშენებლობა (-24,5 პროცენტი); ხელოვნება, გართობა და დასვენება
(-24,1 პროცენტი); ტრანსპორტი და დასაწყობება (-22,6 პროცენტი); საფინანსო და 9
სადაზღვევო საქმიანობები (-15,5 პროცენტი); საბითუმო და საცალო ვაჭრობა;

COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს


ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში
ავტომობილებისა და მოტოციკლების რემონტი (-13,2 პროცენტი), დამმუშავებელი
მრეწველობა (-12,1 პროცენტი).

ზრდა დაფიქსირდა შემდეგ დარგებში: ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების


საქმიანობები (14,3 პროცენტი), განათლება (11,7 პროცენტი), სოფლის, სატყეო
და თევზის მეურნეობა (4,7 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (6,4
პროცენტი).

2020 წლის III კვარტალში ეს მონაცემები სტრუქტურულად განსხვავებული იყო,


თითქოს ეკონომიკაში შეზღუდვებიც შემსუბუქდა, თუმცა კლების ძირითადი
ტენდენცია შენარჩუნდა. ნაწილობრივ შეიცვალა ეკონომიკური ვარდნის
სტრუქტურა - მშენებლობაში მცირე ზრდა დაფიქსირდა (2%); ყველაზე დიდი
შემცირება კი განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და საკვების
მიწოდების საქმიანობებს შეეხო - რაც ტურიზმს გულისხმობს (-53,1 პროცენტი);
ტრანსპორტი და დასაწყობება (-25 პროცენტი), ხელოვნება, გართობა და
დასვენება (-32,4 პროცენტი) - ბოლო ორი მიმართულება ტურიზმის სფეროსთან
არის დაკავშირებული და მათ შესაბამის ქვეთავში დეტალურად შევეხებით.
შემცირებულია ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები
(-49 პროცენტი), პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები (-12,5
პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის
მიწოდება (-11,5 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (-4,4
პროცენტი). ზრდა დაფიქსირდა ისეთ დარგებში, როგორიცაა: სახელმწიფო
მმართველობა და თავდაცვა; სავალდებულო სოციალური უსაფრთხოება
(4,3 პროცენტი), ჯანდაცვა და სოციალური მომსახურების საქმიანობები (6,6
პროცენტი), განათლება (5,6 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (14,7
პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (1,5 პროცენტი).

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მშპ-ს მონაცემის გასული წლის ანალოგიურ


დონეზე შენარჩუნებაც კი, თავისთავად, ქვეყნისთვის უკუსვლის და არსებითი
ეკონომიკური პრობლემების მაჩვენებელია. საქართველოს ფინანსთა
მინისტრის განცხადებით,7 2020 წელს საქართველოს ეკონომიკის დანაკლისი,
საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, 1,3 მილიარდ აშშ დოლარამდე
იქნება, 2021 წელს კი - 800 მილიონ აშშ დოლარამდე. 2020 წელს შემცირებულია
საგადასახადო შემოსავლების პროგნოზიც (დიაგრამა N1), რაც უდავოდ აისახება
მომავალ წელს ბიუჯეტის რეალურ დანახარჯებზე.

10 საგადასახადო შემოსავლები 2019/2020 (პროგნოზი)8


COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

დიაგრამა 1

7 ფინანსთა მინისტრის გამოსვლა პარლამენტში, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის


განხილვა, 2020 დეკემბერი; https //1tv.ge/news/ivane-machavariani-2021-wels-saqartve-
los-ekonomikis-danaklisi-8000-milioni-dolaris-farglebshi-iqneba/
8 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - „მთავრობის ანგარიში მოქალაქეს 2020“, 2020
დეკემბერი.
ბიზნესსექტორი
ბიზნესსექტორის მდგომარეობაზე9 - ბრუნვისა და გამოშვების დინამიკაზე
მეტყველებს დიაგრამა N2, რომელშიც ჩანს, რომ I და განსაკუთრებით II
კვარტალში ქვეყანაში ეკონომიკა საგრძნობლად შემცირდა. ეს, ნაწილობრივ,
იმ სახელისუფლებო გადაწყვეტილებებითაც იყო გამოწვეული, რომლებიც
საწარმოებისა და ტრანსპორტირების, აგრეთვე სხვა აქტივობების, ფაქტობრივად,
სრულ შეზღუდვას გულისხმობდა.

ბიზნესსექტორის ბრუნვისა და პროდუქციის გამოშვების


მოცულობა
ცვლილება კვარტალების მიხედვით 2018-2020
(მილიარდი ლარი)

11

COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს


ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში
წყარო: Geostat.ge
დიაგრამა 2

მესამე კვარტალში ბიზნესმა აქტივობა ეტაპობრივად დაიწყო და ბიზნესსექტორის


ბრუნვა 2019 წლის მაჩვენებელს თითქმის გაუთანაბრდა, გამოშვება კი 1,8%-
ით ნაკლები იყო წინა წელთან შედარებით.

როგორია ბრუნვის სტრუქტურა საწარმოთა საქმიანობის მიხედვით?

ყველაზე მაღალი წილი აქვს ვაჭრობას (ავტომობილების რემონტის ჩათვლით)


(38,3%); შემდეგ მოდის ხელოვნება, გართობა და დასვენება (28,4%); დამმუ­

9 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური. საწარმოთა საქმიანობის შედეგები, III


კვ. დეკემბერი, 2020.
შავებელი მრეწველობა (9,7%); მშენებლობა (7,9%); ტრანსპორტი და დასაწყობება
(4,5%); ელექტროენერგიის, აირის, ორთქლისა და კონდიცირებული ჰაერის
მიწოდება (2,6%); სხვა დარგები (8,7%).

ბიზნეს სექტორის პროდუქციის გამოშვების სტრუქტურა კი ასეთია: პირველი


და მეორე ადგილები, შესაბამისად - დამმუშავებელი მრეწველობა (23,7%),
მშენებლობა (20,7%), შემდეგ - ვაჭრობა (18,8%), ტრანსპორტი და დასაწყობება
(8,3%), დანარჩენი დარგები - 28,5%.

რეგიონებს შორის ყველაზე დიდი შემცირება თბილისის და ბათუმის, იმერეთის


რეგიონების ბიზნესსექტორის ბრუნვასა და გამოშვებაში ფიქსირდება (დიაგრამა
N3 და N4). მცირედი ზრდაა კახეთისა და შიდა ქართლის რეგიონების ბრუნვასა
და გამოშვებაში 2019 წლის შესაბამის პერიოდთან მიმართებით.

ბიზნესის ბრუნვა რეგიონების მიხედვით


2019-2020 წლების I-II კვარტალი
(მლნ. ლარი)

12
COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

დიაგრამა 3
გამოშვება რეგიონების მიხედვით
2019-2020 წლები, I-II კვარტალი
(მლნ. ლარი)

დიაგრამა 4 წყარო: Geostat.ge

აღნიშნული სტატისტიკა მოწმობს იმ გავლენაზე, რომელიც 2020 წლის პანდემიამ


მოახდინა ცალკეული რეგიონის ბიზნესის მდგომარეობაზე. ეს გავლენა, თავის 13
მხრივ, აისახა დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვენებლებზე, განსაკუთრებით

COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს


ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში
ბიზნესსექტორში - საჯარო სექტორმა, ძირითადად, დისტანციური პრინციპით
სცადა დასაქმებულების შენარჩუნება.

დასაქმება და უმუშევრობა
2020 წლის დეკემბრის ბოლოს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა
სამსახურმა გადახედა დასაქმებისა და უმუშევრობის დათვლის მეთოდოლოგიას,
რამაც არსებითი ცვლილებები შეიტანა სტატისტიკის სტრუქტურაში10 - გაზარდა
და რეალობას ნაწილობრივ დაუახლოვა უმუშევრობის მაჩვენებელი და,
შესაბამისად, შეამცირა დასაქმებულთა რიცხვი. ამის მთავარი მიზეზი ისაა, რომ
ახალი სტანდარტით თვითდასაქმებულთა წილი შემცირებულია დასაქმებულთა
ჯამურ რაოდენობაში (2019 წელს 49,7%-იდან შემცირდა 30,7%-მდე).

10 საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური - „შრომის საერთაშორისო ორგანი­


ზაციის ახალი სტანდარტებით გაანგარიშებული დასაქმებისა და უმუშევრობის მაჩვე­
ნებლები“, 2020 წლის 28 დეკემბერი.
ახალი სტანდარტით დაანგარიშებული სტატისტიკის თანახმად, გასულ წლებსა
და 2020 წლის I-III კვარტალებში უმუშევრობის მხრივ არსებული ვითარება
მოწმობს შემდეგზე - როცა ქვეყნის მასშტაბით 2020 წლის II კვარტალში, წინა
წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ეს მონაცემი გაზრდილია 1%-ით,
III კვარტალში - სულ 0,4%-ით. ქალაქებისა და სოფლის ტიპის დასახლებების
დინამიკა ამ თვალსაზრისით განსხვავებულია - ქალაქად უმუშევრობის დონე
ზრდის უფრო მაღალი მაჩვენებლით ხასიათდება, სოფლის ტიპის დასახლებებში
კი, ზოგ შემთხვევაში, შემცირებულიც კია (დიაგრამა N5). ეს, სავარაუდოდ,
განპირობებული უნდა იყოს იმ ფაქტორით, რომ ქვეყანაში ეკონომიკური
განვითარების ძირითადი მამოძრავებელი და მშპ-ს მაგენერირებელი ქალაქის
ტიპის დასახლებებია; შესაბამისად, ეკონომიკური ვარდნაც, რისი შედეგიც
იყო დასაქმებულთა რაოდენობის შემცირება, ძირითადად მათ შეეხოთ.
ასევე, მნიშვნელობა აქვს დასაქმების დარგობრივ სტრუქტურასაც, რომელზეც
შესაბამის ქვეთავში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ.

უმუშევრობის დონე ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში

14
COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

დიაგრამა 5 წყარო: Geostat.ge

ეს სტატისტიკა მნიშვნელოვნად ცვლის რეგიონული დასაქმების სურათს,


რომელიც ახალი სტანდარტით ჯერჯერობით არ არის დამუშავებული და
გამოქვეყნებული, ამიტომ ძველ მაჩვენებლებს ახლა არ წარმოვადგენთ. თუმცა
საინტერესოა დასაქმების დარგობრივი სტრუქტურა, რომელიც უშუალოდ არ
ასახავს დასაქმებისა და უმუშევრობის რეგიონულ რაკურსს, თუმცა რეგიონებში
წამყვანი დარგების ცოდნის პირობებში, გარკვეული დასკვნების გამოტანა
მაინც შეიძლება.

დასაქმება სექტორების მიხედვით


2019-2020 წლები, I-II კვარტალი

15

COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს


ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

დიაგრამა 6
დასაქმებაში ყველაზე დიდი წილი საბითუმო და საცალო ვაჭრობაზე მოდის
(თითქმის 200 000-მდე დასაქმებულით). ეს ის სფეროა, რომელზედაც მთავრობის
ე.წ. ჩაკეტვის პოლიტიკა ყველაზე მეტად აისახება; მხოლოდ ამ სფეროში 2020
წლის მეორე კვარტალშივე, პირველ კვარტალთან შედარებით, თითქმის 20
000-ით შემცირებულია სამუშაო ადგილები; უძრავ ქონებასთან დაკავშირებული
საქმიანობა, განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფისა და კვების
მომსახურების ობიექტები, ხელოვნება გართობა და დასვენება (როგორც
მშპ-სა და საწარმოთა ბრუნვის შეფასებისას გამოჩნდა), ერთ-ერთი ყველაზე
დაზარალებული სფეროებია. ამ მიმართულებებში კი, 2020 წლის I კვარტალის
მდგომარეობით, 70 000-ზე მეტი ადამიანი იყო დასაქმებული და უმუშევრობის
პირველი მაჩვენებლები უკვე მეორე კვარტალშივე გამოჩნდა.

შესაბამისად, რეგიონებშიც სწორედ ამ სფეროების წარმომადგენლებმა იგრძნეს


ყველაზე დიდი სოციალური დარტყმა. მთავრობის 2020 წლის დეკემბრის
ანგარიშში დეკლარირებულია, რომ დაქირავებით დასაქმებულ 125 000-ზე
მეტ მოქალაქეს და თვითდასაქმებულ 250 000-ზე მეტ ადამიანს დაეხმარა
ე.წ. 200-ლარიანი დახმარებებით. ეს მონაცემები, ცხადია, არ მოიცავს
არაფორმალურად დასაქმებულთა და არარეგისტრირებულ დასაქმებულთა დიდ
ნაწილს, თუმცა მარტივად იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს ქვეყანაში ოფიციალურად
დარეგისტრირებულმა 375 000-მა ადამიანმა დაკარგა შემოსავალი.
16
COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

ტურიზმი, როგორც შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო


და გამოწვევა
საქართველო იმ ქვეყნებს შორისაა, სადაც ტურიზმის სექტორს მშპ-ს
მნიშვნელოვანი წილი უჭირავს (11,5% 2019 წლის მონაცემებით). შარშან
საქართველომ საქონლისა და მომსახურების ექსპორტიდან 9,5 მლრდ აშშ
დოლარი მიიღო, საიდანაც ტურიზმის შემოსავალი 3,3 მლრდ აშშ დოლარია
(ჯამურის 34%)11. მსოფლიო ეკონომისტთა პროგნოზებით, ის ქვეყნები, რომელთა
ჯამურ ექსპორტში ტურიზმიდან შემოსავალი 20%-ზე მეტია, მიმდინარე
პანდემიის მიმართ ეკონომიკურად ყველაზე მოწყვლადები არიან.

ოფიციალური მონაცემით, ტურიზმის სფეროში დასაქმებულია 150 000-ზე მეტი


ადამიანი. თუმცა ოფიციალური მონაცემები ტურიზმის სფეროში დასაქმებულთა
შესახებ, დიდი ალბათობით, არ ასახავს იმ არარეგულირებად და ხშირად

11 Galt&Taggart - „ტურიზმის გამოწვევები 2020 წლის II ნახევარში“, 2020 ივნისი, იხ: https://
galtandtaggart.com/upload/reports/18723.pdf?fbclid=IwAR0G3hO1nxj=EuHKHwDzf0ZB75U-
JTaVb4rnocco3_qY8XFneH-0VWgR5Dv0
არაფორმალურ დასაქმებას, როგორიცაა არარეგისტრირებული საოჯახო
სასტუმროები, ტრანსპორტირების სერვისები, კერძო სახლებისა და პატარა
ბინების გაქირავებისა და მათი მომსახურების სერვისი და სხვა.

ეს სფერო განსაკუთრებულია საქართველოს რეგიონებისთვის - არასასოფლო-


სამეურნეო საქმიანობის დიდი ნაწილი რეგიონებში სწორედ ტურიზმთან და
მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებთან არის გადაჯაჭვული და თვითდასაქმების
ერთ-ერთი ძირითადი საშუალებაა.

რაზე მეტყველებს წლის სტატისტიკა - ცხადია, საერთაშორისო ფრენების


შეზღუდვამ და საზღვრების ჩაკეტვამ დიდი გავლენა მოახდინა საერთაშორისო
ტურიზმის მონაცემებზე. აპრილიდან მოგზაურთა რაოდენობა საგრძნობლად
შემცირდა და თუ, მაგალითად, 2019 წლის აპრილში საქართველოში 550 000
საერთაშორისო ვიზიტორი შემოვიდა, 2020 წლის იმავე პერიოდში - დაახლოებით
35 000 (დიაგრამა N7).

საერთაშორისო ვიზიტორთა შემოსვლა საქართველოში


იანვარი-ნოემბერი, 2019-2020 წლები

17

COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს


ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

დიაგრამა 7 წყარო: Geostat.ge

ტრადიციულად, საქართველოში ტურისტული სეზონის პიკი აგვისტოზე მოდის -


2019 წელს ამ თვეში საქართველოში 1,1 მილიონამდე საერთაშორისო ვიზიტორია
შემოსული, 2020 წელს კი - 44 000-მდე. 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტორთა
ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სექტემბერზე მოდის (50 499 ვიზიტორი);
შესაბამისად, 2019 წელთან შედარებით, 2020 წელს საერთაშორისო ვიზიტები
90-ზე მეტი პროცენტით შემცირდა. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ტურიზმის სფერო,
ფაქტობრივად, მთლიანად გაჩერდა და რომ არა სახელმწიფოს პოლიტიკა ე.წ.
კარანტინის და კოვიდ-სასტუმროების ამუშავების შესახებ, დარტყმა კიდევ
უფრო მტკივნეული იქნებოდა. მთავრობის ოფიციალური ინფორმაციით,
საკარანტინე, მათ შორის კოვიდ-სასტუმროების მომსახურებაში საქართველოში
100 მილიონი ლარია დახარჯული12. თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ
შემთხვევაში ეს პროექტები, ძირითადად, მსხვილ და საშუალო სასტუმროებს
შეეხო, ხოლო საოჯახო სასტუმროები, საერთაშორისო საიტებზე არსებული
უძრავი ქონების გამქირავებლები, ასევე სარესტორნო და ტურიზმთან პირდაპირ
და ირიბად დაკავშირებული ბიზნესი ყველაზე მეტად დაზარალდნენ.

რეგიონების მიხედვით ტურიზმის მომსახურე ობიექტების (განთავსების


ადგილების) მაჩვენებლით, როგორც მოსალოდნელი იყო, პირველ ადგილზე
არიან თბილისი და აჭარა (ცხრილი N1). ყველაზე ნაკლები რეგისტრირებული
განთავსების ობიექტი შიდა ქართლშია - ეს ამ რეგიონის ტურიზმისთვის
დამახასიათებელი მაჩვენებელია. მიუხედავად იმისა, რომ შიდა ქართლში ორი
ისეთი ტურისტული ობიექტია - სტალინის სახლ-მუზეუმი გორში და უფლისციხე -
რომლებსაც ყველაზე მეტი ტურისტი სტუმრობს, დედაქალაქთან და ისტორიულ
დედაქალაქ მცხეთასთან სიახლოვე ამ რეგიონს განთავსებისა თუ სარესტორნო
მომსახურების თვალსაზრისითაც ნაკლებად მიმზიდველს ხდის.

18 განთავსების ადგილები საქართველოს რეგიონებში


COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

განთავსების ოთახების საწოლი


რეგიონი
რაოდენობა რაოდენობა ადგილები

საქართველო 2,707 42,214 101,286


აჭარა 483 11,154 27,175
თბილისი 535 11,522 25,772
იმერეთი 262 3,181 7,716
კახეთი 233 1,999 4,755
შიდა ქართლი 27 219 613

ცხრილი 1

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიღმაც


რჩება ონლაინ-რესურსებით გასაქირავებელი ბინები, პატარა საოჯახო სახლები
და ა.შ., რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ტურისტულ ბიზნესში, ისევე

12 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - „მთავრობის ანგარიში მოქალაქეს 2020“, 2020


დეკემბერი.
როგორც ტრანსპორტის ინდუსტრია, რომელიც სეზონურად ტურისტთა მცირე
და დიდი ჯგუფების გადაყვანით არაორგანიზებულად არის დაკავებული.

საინტერესოა, რომ 2020 წლის მეორე კვარტალის ბოლოს სახელმწიფომ


პრიორიტეტად „შიდა ტურიზმი“ გამოაცხადა, რაც თავისთავად რეგიონების
ტურისტული ინფრასტრუქტურის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. მეტიც -
საზოგადოებაში გაჩნდა იმის განცდა, რომ წელს შიდა ტურისტები გაცილებით
ინტენსიურად მოგზაურობდნენ ქვეყნის მასშტაბით, ვიდრე გასულ წლებში.
ოფიციალური სტატისტიკა ამ მოსაზრებას აბათილებს. დიაგრამა N8-ში
მოყვანილი ციფრების თანახმად, შიდა ვიზიტორთა რაოდენობა 2020 წელს
ყველა განსახილველ რეგიონში შემცირებული იყო გასული წლის ანალოგიური
პერიოდის მონაცემებთან შედარებით (3 კვარტალი).

15 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს რეზიდენტი


ვიზიტორები
2019-2020 წლები, I-III კვარტალი (ათასი)

19

COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს


ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში
დიაგრამა 8 წყარო: Geostat.ge

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონულ ჭრილში


საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლება 2020 წელს და
პანდემიის პერიოდში არ დაწყებულა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო 2020
წლის მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების სიმარტივის რეიტინგის მიხედვით
მეშვიდე ადგილზეა, Heritage Foundation-ის ეკონომიკური თავისუფლების
რეიტინგში კი მეთორმეტეზე, სასამართლო სისტემისადმი უნდობლობა,
ხელისუფლების არათანმიმდევრული ეკონომიკური გადაწყვეტილებები,
ანაკლიის პორტის მსგავსი მსხვილი საინვესტიციო პროექტების ჩავარდნა,
პრობლემები სხვა წამყვან ინვესტორებთანაც (მაგალითად, „ფრონტერა
საქართველო“), არასტაბილური სავიზო რეჟიმი, განსაკუთრებით აღმოსავლეთის
ქვეყნების მოქალაქეებისადმი, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის მიწის
მიყიდვაზე დაწესებული შეზღუდვები და რეგულაციები - ეს მხოლოდ მცირედი
ჩამონათვალია იმ პრობლემებისა, რომლებმაც ბოლო წლებში ინვესტიციების
მაჩვენებლის მკვეთრი ვარდნა გამოიწვია.

ინვესტიციების ვარდნა 2020 წლამდე დაიწყო, სანამ პანდემია და მისი


შედეგები საქართველომდე მოაღწევდა, კერძოდ - 2020 წლის I კვარტალში
ინვესტიციების ჯამურმა მოცულობამ 165,4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც
2019 წლის I კვარტალის მონაცემებზე 41,7%-ით ნაკლებია. ხელისუფლება
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კლების შემდეგ მიზეზებს ასახელებს:
ინვესტორთა მფლობელობაში არსებული რამდენიმე მსხვილი საწარმო
გადავიდა საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში, ასევე, არარეზიდენტი
პირდაპირი ინვესტორების მიმართ შემცირდა ვალდებულებები (სასესხო
დავალიანების დაფარვა). თუმცა, ამ მიზეზების გარდა, შემცირების მთავარი
ფაქტორი იყო მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობის პროექტის დასრულება.
შაჰ-დენიზის პროექტის დასრულების გამო აზერბაიჯანიდან მიღებული
ინვესტიციების ოდენობა თითქმის განახევრდა. პანდემიამ ამ პროცესზე,
ცხადია, კიდევ უფრო უარყოფით გავლენა მოახდინა. (დიაგრამა N9).
20
COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები


2018-2019-2020 წლები
(მლნ. აშშ დოლარი)

დიაგრამა 9 წყარო: Geostat.ge


პირდაპირი უცხოური ინვესტიციების სტატისტიკის მიხედვით, ჩვენ მიერ
განხილულ რეგიონებში განსხვავებული ტენდენციებია (იხილეთ დიაგრამები
N10 და N11).

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები რეგიონების მიხედვით


(თბილისის გარდა), 2016-2020 წლები, I-III კვარტალი
(ათასი აშშ დოლარი)

21
დიაგრამა 10

COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს


ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
თბილისი, 2020 წელი, I-III კვარტალი
(ათასი აშშ დოლარი)

დიაგრამა 11
საერთო მახასიათებელია, რომ 2017 წელი საინვესტიციო თვალსაზრისით ყველა
მათგანისთვის პოზიტიური იყო. თუმცა სხვა წლებში დინამიკა რეგიონებში
აბსოლუტურად სხვადასხვაგვარია: 2020 წლის სამ კვარტალში ყველაზე ნაკლები
ინვესტიცია კახეთის რეგიონში განხორციელდა და დაახლოებით 809 ათასი
აშშ დოლარი შეადგინა; თუმცა გასულ წლებში რეგიონიდან დივიდენდებისა
და ინვესტიციების გადინება აღინიშნებოდა და, შესაბამისად, ეს მაჩვენებელი
შარშანდელთან შედარებით გაუმჯობესებულია. საქართველოს მასშტაბით,
ტრადიციულად, ინვესტიციების ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ქალაქ თბილისში
(465 მლნ აშშ დოლარი), თუმცა 2020 წლის სამი კვარტალის მაჩვენებელი
გასული წლის სამი კვარტალის მაჩვენებელს თითქმის 1/3-ით, ანუ 175 მილიონი
აშშ დოლარით ჩამოუვარდება; პირდაპირი უცხოური ინვესტიციებით მეორე
ადგილზეა აჭარა - საინტერესოა, რომ ინვესტიციები, გასულ წელთან შედარებით,
სულ 21 მილიონი აშშ დოლარით არის შემცირებული და დაახლოებით 2016
და 2018 წლების მაჩვენებლების დონეზეა; დიაგრამაზე აშკარად ჩანს, რომ
საინვესტიციო ბუმი აჭარაში 2017 წელს იყო, როცა რეგიონში 210 მილიონ აშშ
დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა, რაც დაახლოებით 2,5-ჯერ აღემატება
წლევანდელ მაჩვენებელს. გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია
მონაცემი შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონში - გასული წლის
23 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია 2020 წლის შესაბამის პერიოდში
36 მილიონამდეა გაზრდილი. ცხადია, ცალკე რომელიმე რეგიონისთვის
22
საკმაოდ რთულია საინვესტიციო კლიმატის ისე შეცვლა, რომ მასზე არ აისახოს
COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

მსოფლიოს და განსაკუთრებით ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი და ტენდენციები,


ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით რომ არსებობს. ამ თვალსაზრისით
გარკვეული უპირატესობები აქვს მსხვილ ცენტრებს (მაგალითად დედაქალაქს) ან
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას, სადაც თვითმმართველობის უფრო მაღალი
დონეა და ბიზნესაქტივობის განსხვავებული მასშტაბიც. თუმცა, როგორც ზემოთ,
საერთაშორისო ტენდენციების მიმოხილვაში ითქვა, საინვესტიციო რესურსები
დღეს მთელ მსოფლიოში შემცირებულია და საქართველოს სახელმწიფოს
რადიკალური და ინოვაციური ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, რომ ეს ტენდენცია
შეცვალოს და ისედაც დაღმავალი მახასიათებლების საინვესტიციო აქტივობები
გააუმჯობესოს.

სახელმწიფო დახმარებები
ოფიციალური ინფორმაციით, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ჯამში 375 000-მდე
ადამიანმა დაკარგა სამსახური და 200-ლარიანი დახმარება მიიღო; 100 მლნ
დაიხარჯა კოვიდ-სასტუმროებზე; ქონების გადასახადი გაუუქმდათ ტურიზმის
სექტორის კომპანიების ნაწილს, თუმცა მათში, ცხადია, არ შედის კვების
ობიექტები და სხვა არაპირდაპირი მომსახურების სფეროები; მოხდა საპროცენტო
სახსრების სუბსიდირება სასტუმროებისა და რესტორნების ნაწილისთვის
(65 მლნ ლარი); 750 ლარის ხელფასზე საშემოსავლო გადასახადისგან
გათავისუფლდნენ ის ფიზიკური პირები, რომლებიც დაქირავებით არიან
დასაქმებულები და ამ 6-თვიან პერიოდში მათი ყოველთვიური ხელფასი არ
აღემატებოდა 1500 ლარს. ეს შეღავათი ეხებოდა მთლიანად კერძო სექტორს
და სახელმწიფოს დაახლოებით 540 მილიონ ვერმიღებულ შემოსავლად
დაუჯდა. ეს არის იმ დახმარებების ჩამონათვალი, რაც ტურიზმის სფერომ
მიიღო. ასევე, განხორციელდა იპოთეკური სესხების დაფარვის გადავადების
პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტს არა, მაგრამ, საბოლოო შედეგით,
პროგრამით მოსარგებლე პირებს საკმაოდ სოლიდური თანხა დაუჯდათ;
სახელმწიფომ სამშენებლო სფეროს დასახმარებლად იპოთეკური სესხის
დროებითი დაფინანსებისთვის 60 მლნ გამოყო, კერძო ბიზნესის საგარანტიო
ფონდისთვის კი - 100 მილიონი. სოციალური ხარჯების საბოლოო მონაცემები
მოცემულია N9 დიაგრამაზე.13

მოქალაქეთა დახმარების მიზნით გაწეული ხარჯები


(მლნ. ლარი) 23

COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს


ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

დიაგრამა 9 წყარო: Mof.ge

ცხადია, მთავრობის მიერ Covid 19-ის უარყოფითი შედეგების დასაძლევად,


გარკვეული კითხვები არსებობს როგორც თანხების გამჭვირვალობასთან, ისე
ეფექტიანობასთან დაკავშირებით. ამ კითხვების ნაწილი უკავშირდება არა
მხოლოდ კორუფციულ ეჭვებს, არამედ - მიზანშეწონილობასა და მიზნობრიობას;

13 საქართველოს ფინანსთა სამინისტრო - „მთავრობის ანგარიში მოქალაქეს 2020“, 2020


დეკემბერი.
ისევე როგორც - ვირუსის გავრცელების პრევენციისა და მკურნალობის 240
მილიონსა და ჯანდაცვის სექტორის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების ხარჯებს.

ჯერჯერობით რთულია რეგიონალურ კონტექსტში ხარჯვასთან დაკავშირებით


დეტალური ინფორმაციის მოპოვება. ამიტომ ციფრები მხოლოდ ზოგად
წარმოდგენას გვიქმნის სახელმწიფოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე.

დასკვნები და რეკომენდაციები

შექმნილ მძიმე ეკონომიკურ ვითარებაში სახელმწიფოს სულ რამდენიმე


ბერკეტი აქვს ეკონომიკის განვითარების მხარდასაჭერად. არსებობს პირდაპირი
და არაპირდაპირი მექანიზმები, რომლებიც უწინარესად სახელმწიფოებრივ
დონეზეა გამოსაყენებელი და, შესაბამისად, უნდა აისახოს ქვეყნის ყველა
რეგიონზე. რეკომენდაციები გულისხმობს მოკლევადიან და გრძელვადიან
ეფექტზე გათვლილი ღონისძიებების გატარებას, რადგან მომავალში, კოვიდის
პანდემიის შემდგომ მსოფლიოში, დიდი ალბათობით, ბევრ საკითხს 2020 წელს
შექმნილი მოცემულობები და ტენდენციები განსაზღვრავს.
24
COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

რეაგირების პირდაპირი მექანიზმია დახმარებების გაცემა უმუშევრად


დარჩენილი მოქალაქეებისთვის, რაც, სოციალური დატვირთვის გარდა,
ეკონომიკაში ფულის „ჩაშვების“ ეფექტსაც მოიცავს და მოთხოვნის
გენერირებას უწყობს ხელს; ასევე - ერთჯერადი კომპენსაციები,
დახმარება ბიზნესს, შეღავათები კრედიტებზე, ტარიფების
სუბსიდირება და ა.შ., რომელთა შესახებაც დეტალურად არის
მოთხრობილი დოკუმენტში „მთავრობის ანგარიში ხალხს 2020“ (2020
წლის დეკემბერი); თუმცა ყველა ეს გადაწყვეტილება მოკლევადიანი
ეფექტის მქონეა, ცეცხლის ჩაქრობის დატვირთვა გააჩნია და, რაც
ყველაზე მნიშვნელოვანია - რესურსი ამოუწურავი არ არის.

2020 წელს საერთაშორისო დონორებთან მიღწეული იყო შეთანხმება


დაახლოებით 1,9 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფაზე. თუმცა,
ამის მიუხედავად, ქვეყანას ვალის მოცულობის 60%-მდე გაზრდა
მოუხდა. ამ მასშტაბის ვალის პირობებში ეს გზა, განსაკუთრებით
2021 წლისთვის, საკმაოდ რთული და სახიფათოა; შესაბამისად,
რეკომენდაციები, რომლებსაც ამჯერად წარმოვადგენთ, სოციალური
დახმარებების გაცემისა და ერთჯერადი კომპენსაცია-სუბსიდირების
საკითხებს აღარ მოიცავს, უფრო გლობალური გადაწყვეტილებების
მიღების აუცილებლობაზე მიგვითითებს, მათ შორის გრძელვადიანი
პერსპექტივისთვის.

მოკლევადიანი და სწრაფი რეაგირების ფარგლებში განსაკუთრებით


მნიშვნელოვანია ადგილობრივ დონეზე სოციალური საჭიროებების
სწრაფი შეფასება, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების გარკვეული
ნაწილი არ აღმოჩნდეს შიმშილის ზღვარზე და ბავშვები - საკვების
გარეშე. ამას გარდა, მნიშვნელოვანია ადგილობრივი ხელისუფ­ლება
აცნობიერებდეს ადგილობრივ მეწარმეთა ხელშეწყობის აუცი­ლებ­
ლობას და, შესაძლებლობის ფარგლებში, ხდებოდეს მათი ლოჯის­
ტიკური მხარდაჭერა (მაგალითად, როცა რეგიონის მოსახლეობა
ვერ ახერხებს საზღვრების ჩაკეტვის გამო პროდუქციის მიწოდებას
ბაზარზე გასაყიდად) და ა.შ.

მკაცრი ლოქდაუნის მსოფლიო პრაქტიკამ14 აჩვენა, რომ ეს არ არის


გამოსავალი არც ჯანდაცვის თვალსაზრისით, რადგან შეკავების
პოლიტიკას უცილობლად მოჰყვება სახიფათო აფეთქებები, და, 25
მეორე მხრივ, ეს პოლიტიკა საკმაოდ მძიმედ აისახება ეკონომიკაზე.

COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს


ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში
ამიტომ ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს მსგავსი
პოლიტიკის თავიდან ასაცილებლად. ამის ნაცვლად შექმნას
მოტივირების მექანიზმები დისტანციური საქმიანობისთვის იქ, სადაც
ეს შესაძლებელია, მკაცრად გააკონტროლოს და დაიცვას ზოგადი
გაცხადებული წესები;

მოკლევადიანი ეფექტისთვის ერთ-ერთი ყველაზე არსებითი გადაწყვე­


ტილებაა ჯანდაცვის სისტემის სწრაფი გაძლიერება პანდემიის
მართვის მიზნებისთვის; აგრეთვე - საუკეთესო საერთაშორისო პრაქ­
ტიკის გაზიარება ამ კუთხით; დიდი ძალისხმევა უნდა მოხმარდეს
ქვეყანაში ვაქცინის შემოტანას და მასთან დაკავშირებული მითების
წინააღმდეგ საზოგადოების სწორ ინფორმირებას - ამით ჯანდაცვის
სისტემის მდგრადობამ და ვაქცინით შექმნილმა იმუნიტეტმა უნდა
უზრუნველყოს ქვეყანაში ისეთი წინაპირობის შექმნა, რომელიც

14 „Covid 19-ის ეპიდემია, არის თუ არა რეაქცია საფრთხის შესაბამისი?“ 2020 წლის
სექტემბერი. https://eprc.ge/uploads/Lasha_Dolidze_-_COVID19.pdf
გამორიცხავს დამატებით, სუბიექტურ ფაქტორებს ეკონომიკის
შეფერხებისთვის, მაგალითად, ხელისუფლების მიერ ეკონომიკის
ჩაკეტვის გადაწყვეტილებებს.

პანდემიის პერიოდში კარგად გამოჩნდა ისიც, რომ განსაკუთრებით


აქტუალურია ადგილობრივ დონეზე ჯანდაცვის პირველადი რგოლის
გამართული მუშაობა, მეტი ძალისხმევაა გასაწევი ადგილობრივი
სამედიცინო პერსონალის სათანადოდ მოსამზადებლად. მნიშვნე­
ლოვანია აგრეთვე რეგიონებში მსხვილი სამედიცინო ცენტრების
გაძლიერების, თანამედროვედ აღჭურვისა და ბიზნესის ამ კუთხით
წახალისების ხელშეწყობა, რათა მსგავს კრიზისულ სიტუაციებში
სამედიცინო დახმარების მიღება ხელმისაწვდომი იყოს რეგიონულ
ცენტრებში.

უნდა დაჩქარდეს ინფრასტრუქტურული სამუშაოები, რაც ეკონომიკის


ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზაა - ეკონომიკის
ვარდნის პირობებში, წესით, სწორედ ამ გზით ხდება ახალი
დამატებითი ღირებულების და სამუშაო ადგილების შექმნა; ამიტომ
26 კრიზისულ პერიოდში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ინფრა­
სტრუქტურული პროექტების ტემპის არათუ შენელება, არამედ
COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს
ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში

დაჩქარება და საერთაშორისო გზატკეცილებისა თუ ნავსადგურების


და ა.შ. პროექტების დაფინანსება; ამასთან, ინფრასტრუქტურის
განვითარება - იქნება ეს საერთაშორისო თუ ადგილობრივი მასშტაბის
- თავის მხრივ, საერთაშორისო თუ ადგილობრივი ინვესტიციების
მოზიდვის წინაპირობაა, პერსპექტივაში მაინც.

2020 წელმა და პანდემიამ კიდევ ერთხელ გამოავლინა, რომ გადაუ­


დებელი ამოცანაა ქვეყანაში ტექნოლოგიების, შიდა და საერთა­
შორისო ლოჯისტიკის, განათლების ხელშეწყობა - რათა მთავრო­ბის
მოწოდება ბიზნესისთვის, რომ ე.წ. „ჩაკეტვის“ პირობებში საქმიანობა
ელექტრონულად და ონლაინ გაეგრძელებინათ, გამყა­რებულიყო
შესაბამისი ლოჯისტიკური სტრუქტურების ფუნქციო­ნირებით, მათ
შორის გამართული საფოსტო მომსახურებით, ელექტრო­ნ ული
გადახდების აწყობილი სისტემებით... რაც მთავარია, საზოგადოებამ
უნდა იცოდეს, რომ არსებობს ასეთი შესაძლებლობები. ტექნოლოგიუ­რი
უნარების ამაღლება და საერთაშორისო კომერციის შესახებ ცოდნის
აკუმულირება ბიზნესსა და მომხმარებელში მსგავსი პანდემიების
დროს (და არა მხოლოდ) ეკონომიკური გადარჩენის ერთ-ერთი
გადამწყვეტი ბერკეტია;

ლოჯისტიკის უზრუნველყოფა განსაკუთრებით აქტუალურია ქვეყნის


ეკონომიკის განვითარებისთვის იმ პირობებში, როცა მსოფლიო
გლობალური ეკონომიკის პრინციპებით მუშაობს და პანდემიამ კიდევ
ერთხელ აჩვენა, რა შეიძლება მოიტანოს ადამიანთა თავისუფალი
გადაადგილების შეზღუდვამ ეკონომიკური თვალსაზრისით. რეგიო­
ნებს შორის ტვირთბრუნვისთვის და, რაც მთავარია - გლობალურ
ვაჭრობაში აქტიურად ჩართვისთვის დიდი ძალისხმევაა საჭირო. ამ
თვალსაზრისით საინტერესო შეიძლებოდა ყოფილიყო საქართველოში
მსხვილი საერთაშორისო სავაჭრო პლატფორმების - ჰაბების შექმნის
ინიცირება და ამ პროექტებისთვის ინვესტიციების მოსაზიდად აქტიური
ძალისხმევის გაწევა, ასევე - ქართული საექსპორტო პროდუქციის­
თვის უცხოეთში სასაწყობო ჰაბების უზრუნველყოფა ბიზნესთან
თანა­მშრომლობით, ქართული კომპანიებისთვის საერთაშორისო
ონლაინ-პლატფორმებზე გასვლის ხელშეწყობა და სხვა.

27
ამ და მსგავსი საკითხების, ისევე, როგორც ყველაფერ ამისთვის ინვესტიციების
მოზიდვის ხელშეწყობის უფლებამოსილება და შესაძლებლობები საქართველოს

COVID 19-ის პანდემიის გავლენა საქართველოს


ეკონომიკაზე რეგიონულ ჭრილში
ტიპის ცენტრალიზებულ სახელმწიფოში ძირითადად ცენტრალური ხელისუფ­
ლების პრეროგატივაა. თუმცა ადგილობრივ ხელისუფლებას საინტერესო და
ინოვაციური იდეებით შეუძლია საკუთარი რეგიონის კონკურენტუნარია­ნობის
ამაღლება - არა მხოლოდ ტურიზმის სფეროში, რაზეც უპირველეს ყოვლისა
და ყველაზე ხშირად კეთდება აქცენტი. ამ პოლიტიკამ სწორედ 2020 წელს
აჩვენა, და მანამდე რუსეთის მიერ გამოცხადებული ტურისტული „ბლოკადის“
დროსაც, რამდენად მყიფეა ტურიზმთან და ზოგადად ერთ სფეროსთან დაკავ­
შირებული ეკონომიკური ფსონები. სანაცვლოდ, შესაძლოა პერსპექტიული
იყოს რეგიონებში სწორედ ლოჯისტიკური ჰაბების, საგანმანათლებლო
ცენტრების, მაღალტექნოლოგიური იდეების განვითარების სივრცის, თუნდაც
კონკრეტული ტიპის ჯანდაცვის მომსახურებების მიმართულების განვითარება
და შეთავაზება როგორც ქვეყნისთვის, ისე საერთაშორისო ინვესტორებისა და
მომხმარებლისთვის.
EECMD.ORG

You might also like