You are on page 1of 8

სახელშეკრულებო

 გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისიამ შეიმუშავა საერთაშორისო


ხელშეკრულებათა მარეგულირებელი ნორმების კოდიფიცირებული ტექსტი
მთელი რიგი ახალი დებულებებით. ვენის 1968-1969წწ. დიპლომატიურმა
კონფერენციამ დააზუსტა ტექსტი. 1969წლის 23მაისს გაიხსნა ხელმოსაწერად
„ვენის კონვენცია საერთაშორიოს ხელშეკრულებათა შესახებ“, რომელიც შევიდა
ძალაში 1980 წელს იმ სახელმწიფოებისათვის, რომელიბიც მისი რატიფიკაცია
მოახდინეს ან შეუერთდნენ.
 საერთაშორისო სახელშეკრულებო სამართალი არის იმ ნორმათა ერთობლიობა,
რომლიებიც განსაზღვრავენ საერთაშორისო ხელშეკრულებათ დადებისა და
შეწყვეტის წესს, მათ იურიდიული ძალის ნამდვილობის პირობებს. ამ
საკითხებთან დაკავშირებული დავების მოწესრიგების საშუალეებებს.
მხარეები და ხელშეკრულებებში მონაწილეობის უფლება
 მხარეები-საერთაშორისო სამართლის სუბიექტები: სახელმწიფოები,
საერთაშორისო ორგანიზაციები, რომელთაც აქვთ საერთაშორიო-
სამართლებრივი უფლებაუნარიანობა(მაგ.: „აჯანყებულ მხარედ“ ცნობილი,
ვატიკანი და სხვა)
 სრული უფლებაუნარიანობით სარგებლობს სახელმწიფო, რომელიც მისი
სუვერენიტეტიდან გამომდინარეობს და ამ სფეროში არ სჭირდება რაიმე
დამატებითი უფლებაუნარიანობა. ასეთივე უფლებით სარგებლობს
თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი, მაგრამ იმ ფარგლებში, რომელიც მის
ბრძოლასთან არის დაკავშირებული. ასეთი ხალხის პოლიტიკურ ორგანოს,
სახელმწიფოს მსგავს უფლებაუნარიანობას იშვიათად ანიჭებენ ხელშეკრულების
დამდები მხარეები.
 თუ საერთაშრისო სამართლის სუბიექტი, რომლიც არ არის კონკრეტული
ხელშეკრულების მხარე, გამოიყენებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
უფლებებს, მას ავტომატურად ეკისრება ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე
მოვალეობაც.
 ვენის კონვენცია აღიარებს სახელმწიფოთა უფლებას დადონ ხელშეკრულება
აგრესორის პასუხისმგებლობისა და სხვა საკითხების ფიქსაციის მიზნით. ამავე
დროს ყოველი ხელშეკრულება, რომელიც იდება აგრესორების და მათი
მოკავშირეების მიერ სხვა სახლმწიფოს საზიანოდ, იმთავითვე ბათილად
ითვლება.
 არსებობს ორმხრივი და მარავლმხრივი ხელშეკრულებები. დიდი მნიშვნელობა
ენიჭება იმ მრავალმხრივ ხელშეკრულებებეს, რომლეიბიც კოდიფიკაციის სახეს
ატარებენ. ასეთ აქტებს ეწოდება „ზოგადი მრავალმხრივი ხელშეკრულება“
 ხელშეკრულებაში მონაწილეობა არ არის დაკავშირებული სხვა რომელიმე მხარის
ცნობასთან ან რაიმე სხვა იურიდიულ საკითხებთან: ხელშეკრულებაში
მონაწილეობა არ ნიშნავს მხარეებთან დიპლომატიური ურთიერთობის
დამყარებას, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტა არ ნიშნავს სხვა მხარეებთან ასეთი
ურთიერთობის გაწყვეტას. დაუშვებელია ხელშეკრულების დადება
დაინტერესებული სახელმწიფოს მოუწვევლად, მისი ნება-სურვილის
უგულებელყოფით, ეს საერთაშრისო სამართლის უხეში დარღვევაა.
ხელშეკრულების დადების წესი და სტანდარტები
 ყოველი ხელშეკრულების პრეამბულაში აღინიშნება, რომ „მხარეებმა შეამოწმეს
ერთმანეთის უფლებამოსილება, რომლებიც შეესაბამებიან სათანადო ფორმას და
სათანადო წესრიგში არიან“.
 საერთაშორისო ხელშეკრულება იდება ან უშუალო დიპლომატიური
მოლაპარაკებებების შედეგად ან საერთაშრისო კონფერენციის მოწვევით.
უკანასკნელ წესს იყენებენ ძირითადად მრავალმხრივ ხელშეკრულებათა
დადებისთვის. ასეთი ხელშეკრულებების ტექტსტები წინასწარ შედგენილია
გაეროს ან სხვა რეგონალური და სპეციალური ორგანიზაციების მიერ და
კოფენენციაზე ამ ტექსტების დაზუსტება ან მხოლოდ ხელმოწერა ხდება.
 საერთაშორორისო ხელშეკრულებების ხელმოწერა სპეციალური წესით ხდება,
რომლის მიზანია ასახოს სახელმწიფოთა სუვერენული თანასწორობის პრინციპი.
ამ წესს ალტერნატი ეწოდება. ხელმოწერას მხარეების სვამენ მარცხნიდან
მარჯვნივ ან ერთამნეთის ქვევით. ყოველი ეგზემპლარს პირველ ადგილზე აწერს
ხელს ის მხარე, რომელთანაც რჩება წინამდებარე ხელშეკრულება. მრავალმხრივი
ხელშეკრულებების ხელმოწერისას მხარეები სვამენ თავიანთ ხელმოწერას
ქვეყნების სახელწოდებების ანბანური წესის მიხედვით.
 ხელშეკრულების დანართს ხელს აწერენ დელეგაციების მეთაურები მხოლოდ იმ
შემეთხვევაში თუ იგი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილად
ჩაითვლება(დამატებითი მუხლები და ა.შ) რაც შეეხება დანართებს, რომლებიც
საქონლის ნუსხას, საბუთების ნიმუშებსა და სხვა ამგვარ აქტებს წარმოადგენს,
მათ, როგორც წესი, ან სულ არ აწერენ ხელს, ანდა ხელს აწერენ დელეგაციების
მდივნები.
 ხელშეკრულება შედის ძალაში: ხელმოწერის დღიდან, ხელმოწერიდან
გარკვეული ვადის გასვლის შმედეგ, სარატიფიკაციო სიგელების გაცვლის
დღიდან ან ამ დღიდან გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ. სარატიფიკაციო
სიგელების სათანადო რაოდენობის დაგროვების დღიდან ან ამ დღიდან
გარკვეული ვადის გასვლის შმედეგ. ხელშეკრულების დამტკიცების დღიდან ან
გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ, სათანადო პროცედურის შესრულების
შმედეგ.
 მრავალმხრივი ხელშეკრულება სავალდებულო ხდება მხოლოდ მათთვის, ვინც
შეასრულა აქტის ძალაში შეყვანისთვის გათვალისწინებული ყველა
პროცედურა.მაგ-მოხადინა მისის რატიფიცირება, მიიღო (დაამტკიცა), შეუერთდა
ად ა.შ.
 რატიფიცირება - ხელშეკრულების დამტკიცება სახელმწიფოს უზენაესი
ხელისუფლების მიერ. მას უკუქცევითი ძალა აქვს ხელშეკრულების ხელმოწერის
დღის მიმართ. სახელმწიფოს უფლება აქვს უარი თქვას რატიფიირებაზე და ეს
ვერ ჩიათვლება მართლსაწინააღმდეგო აქტად. ყველა სახელმწიფო თავად
განსაზღვრავს რატიფიცირების წესს და იმას თუ რომელმა ორგანომ უნდა
განახორციელოს ის. რატიფიცირების აქტი ფორმდება სარატიფიკაციო სიგელის
საშლებით. სახელმწიფოს მეთაურის ხელმოწერას მოჰყვება საგარეო საქმეთა
მინისტის ხელმოწერა.
 თუ ხელშეკრულება ღია ხასათისაა, ყოველ სახელმწიფოს უფლება აქვს
შეუერთდეს მას. იურიდიული თვალსაზრისით შეერთება და ხელმოწერა
ცნობილი უნდა იქნეს თანაბარი ძალის მქონე აქტებად.
 ხელშეკრულება ძალაში შედის „სარატიფიკაციო სიგელების გაცვლისას“ ან
„დეპონირებითვის გადაცემისას“. ორმხრივი ხელშეკრულებისასა ხელი
მოეწერება ერთ ქვეყანაში და მეროეში ხდება სარატიფიკაციო სიგელის
გადაგზავნა. ხოლო მრავალმხრივ ხელშეკრულებებში სარატიფიკაციო სიგელის
შესანახად ამოირჩევა სახელმწიფო-დეპოზიტორი ან სათანადო საერთაშორისო
ორგანიზაციის აღმასრულეებლი ორგანო.
 ყველა ქვეყანა უფლებამოსილია ხელმოწერის ან რატიფიცირების დროს გააკეთოს
შენიშვნები ან დათქმები. თუ არცერთმა მხარემ არ გამოთქვა პრეტენზია შენიშნვა
იურიდიულ ძალას იძენს ყველა მონაწილის მიმართ და ამიერიდან შენიშვნების
გამკეთებელსა და ხელშეკრულების სხვა მონაწილეებს შორის ხელშეკრულება
მოქმედებს დათქმაში აღნიშნული შესწორებებით. თუ მის წინააღმდეგ პროტესტს
აცხადებს რამდენიმე სახელმწიფო, დათქმა ვრცელდება დანარჩენ მონაწილეებზე.
ერთსულოვანი პროტესტის შემთხვევაში დათქმა იურიდიულ ძალას არ იძენს და
ბათილდება თუ თავისი ხასიათით დეკლარაციული არ არის. ზოგჯერ თვით
ხელშეკრულება ნაწილობრივ ან სრულებით კრძალავს შენისნების გაკეთბას, რაც
შეთანხმების დემოკრატიული საწყიდების ხელშეუხებლობის
უზრუნველსაყოფად კეთდება.
 დადებული ხელშეკრულება უნდა იყოს სათანადო წესით გამოქვეყნებული ანუ
პრომულგირებული ყოველი მხარის მიერ.
 თანამედროვე ეტაპზე წესადაა შემოღებული, რომ საერთაშორისო
ორგანიზაციების აღმასულებელ ორგანიებში რეგისტრაციაში ატარებენ მათ მიერ
დადებულ ყველა ხელშეკრულებას. წინააღმდეგ შემთახხვევაში მხარეებს უფლება
ერთმევათ დაეყრდნონ ამ აქტებს საერთაშორისო ორგანიზაციის ორგანოებში
საკითხის განხილვის დროს.
 ხელშეკრულების იურიდიული ძალა - იგი რეგისტრაციის გარეშეც
სავალდებულოა მხარეებისთვის.
 თუ ხელშეკრულების მოქმედების დროს წამოიჭრება რაიმე დავა მისი ტექსტის
შინაარსის ან ფორმის შესახებ, მხარეები ან თვითონ იძლევიან სადავო ადგილის
ახსნა-განმარტებას ან გადასცემენ საკითხს რომელიმე საერთაშორისო ორგანოს.
არცერთ შემთხვევაში არ დაიშვება ახსნა-განმარტება ანალოგიით.
სტრუქტურა და ფორმა
 წერილობითი სახისაა და სტურქტურის მხრივ სამ ძირითად ნაწილად იყოფა:
პრეამბულა ანუ შესავალი, რომელიც მოიცავს მხარეთა დასახელებას და
შეთანხმების მიზანზე მითითებას. ძირითადი ნაწილი მუხლობრივად აღნუსხავს
მიღწეული შეთანხმების შინაარსს. დასკვნითი ნაწილი პროცედურულ საკითხს
შიეცავს: ხელშეკრულების ძალაში შესვლის დრო, მისი მოქმედების ვადა, ვადის
გაგრძლეების წესი, ხელშეკრულებასთან შეერთების წესი, ხელშეკრულების
გაუქმების (დენონსაციის) წესი, რა ენაზეა შედგენილი ხელშეკრულების ტექსტი,
ხელშეკრულების დადების ადგილი და თარიღი, ბოლოს მხარეთა ხელმოწერა და
ბეჭდები.
 მრავალმხრივი იდება ინგლისურ, ფრანგულ, ან რუსულ ენებზე; ორმხრივი
მხარეთა არჩევით.
 გაეროში მიღებულია შემედეგი ენები-რუსული, ინგლისური, ფანგული, ჩინური,
ესპანური, არაბული
ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია
 ხელშეკრულებათა კლასიფიკაცია შეიძლება სამი ნიშნის მიხედვით:
ხელშეკრულებათა ტიპები(ხელშეკრულებები, რომლეიბიც განასხვავებენ
საერთაშრისო სამართლის სუბიექტთა ზოგადი ქცევის მარეგულირებელ
შეთანხმებებს, რომელებიც თანამედროვე საერთშორისო სამართლის ძირიტად
პრინციპებსა და ნორმებს განამტკიცებენ და ხელშეკურლებებეს, რომელნიც
სახელმწიფოთა შორის კონკრეტულ საკითხებს არეგულირებენ.)
 საერთაშრისო ხელშეკრულებათა სახელწოდებანი:
ხელშეკურლება - ყველა სახის სახელმწიფოთაშორის შეთანხმებას ასახავს, ყველაზე
ფართოდ მიღებული ტერმინია
პაქტი - როგორც წესი, ეწოდება ორმხრივ ან მრავალმხრივ სახელმწიფოთაშორის
აქტებს, რომლეიბიც იდება მთავრობის მიერ ან მათი რწმუნების საფუძველზე და,
როგორც წესი, რატიფიკაციას არ საჭიროებენ. მაგრამ იდება ისეთი შეთანხმებებიც,
რომელთა რატიფიკაციაც სავალდებულოა (კონკრეტულია)
შეთანხმება - ეწოდება იმ სახელმწიფოთაშორის აქტებს, რომელშიც იდება მთარობის
მიერ ან მათი რწმუნების საფუძველზე და როგორც წესი, რატიფიკაციას არ
საჭიროებენ, მაგრამ იწყება ისეთი შეთანხმებებიც, რომელთა რატიფიცირებაც
სავალდებულოა.
კონვენცია - ძირითადად ისეთი სახის სახელმწიფოთაშრისო შეთანხმებას ეწოდება,
რომელიც რაიმე
სპეციალურ დარგს ეხება და სპეციალურ დანიშნულებით ხასიათს ატარებს.
დეკლარაცია - ეწოდება ორი ან რამდენიმე სახელმწიფოს ისეთ განცხადებას,
რომელიც მხარეთა საგარეო პოლიტიკის გარკვეულ გეზს სახავს ან მათ
შეხედულებას გაოხატავს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სხვა სფეროში.
დეკლარაცია, როგორც წესი, შიეცავს საერთაშრისო სამართლის ახალ, ძირითად
პრინციპებს ან მხარეთა დამოკიდებულებას არსებული პრინციპებისადმი.
ნოტების გაცვლა - ეწოდება შეთანხმების დადების ისეთ წესს, როდესაც მხარეები
ერთმანეთს უგზავნიან იდენტური ტექსტის მქონე განცხადებებს.
კომპრომისი - ეწოდება ისეთ შეთანხმებას, რომლითაც მხარეები თანხმდებიან
გადასცენ საერთაშრისო სასამართლოს მათ შორის წარმოშობილი დავა.
ოქმი - მისი საშუალებით ფორმდება სხვადასხვა სახის შეთანხმებანი, რომელთა
მეშვეობით მხარეები აცხადებენ თავის სურვილს შეუერთდნენ ხელშეკრულებას,
განავადონ მისი მოქმედება. ოქმის მეშვეობით მთავრობები აკეთებენ ამა თუ იმ
დათქმას ხელშეკრულების მიმართ და ა.შ.
ზოგჯერ ოქმის სახელწოდებას ატარებს შეთანხმება, რომელიც არაფირთ არ
განსხვავდება ჩვეულებრივი ხელშეკრულებისაგან.
ხელშეკრულწბის მოქმედების ვადა
 ვადა მხარეთა მიერ განისაზღვრება. უვადოდ იდება მხოლოდ ის
ხელშეკრულებები რომლებიც საერთაშრისო სამართლის კოდიფიკაციის აქტებს
წარმოადგენენ ან ომის მდგომარეობას წყვეტენ, ამ ხელშეკრულებათა დენონსაცია
შეუძლებელია
 ხელშეკრულების ვადის გაგრძელებას პროლონგაცია ეწოდება, რომელიც
ხორციელდება ან ავტომატურად ან სპეციალური შეთანხმების დადებით.
ავტომატურ ხასიათს მაშინ ატარებს, როცა ამას თვითონ ხელშეკრულება
ითვალისწინებს. თუ ხელშკრულებით გათვალისწინებული ძირითადი ვადის
გასვლამდე რამდენიმე თვით ან წლით ადრე არც ერთი მხარე არ გამოთქვამს მისი
გაუქმების სურვილს, იგი ავტომატურად განაგრძობს მოქმედებას გარკვეული
ვადის განმავლობაში, რომელიც აგრეთვე ავტომატური პროლონგაციის წესს
შეიძლება ითვალისწინებდეს.
ხელშეკრულების ნამდვილობის პიროებები
 ვენის 1969 წლის კონვენცია
 სახელმწიფოსა და სხვა სუბიექტების მიერ წარმოებული საეთაშორისო-
სამართლებრივი ნორმების შემქნის პროცესი საერთაშრისო სამართლის
ძირითადი პრნციპების, სხვა იმპერატიული პრინციპებისა და ნორმების
შესაბამისად უნდა მიმდინარეობდეს.
 სადავოდ ხდის ხელშეკრულების ნამდვილობას მოლაპარაკებებში მონაწილე
სახელმწიფოების წარმომადგენელთა მოტყუება ან მოსყიდვა, ხელშეკრულებაში
გაპარული შეცდომა, წარმომადგენლის მიერ ინსტრუქციის დარღვევა და ა.შ.
ყველაზე მძიმე დანაშაულად ითვლება ძალის გამოყენება ან სხვა რაიმე
იძულებითი საშუალებებისათვის მიმართვა.
 არ ჩიათვლება არაკანონიერ შეთანხმებად ისეთი ხელშეკრულება, რომელსაც
თავს ახვევენ აგრესორს, მისი დამარცხებისას და ომის შმედგომი პრობლემების
გადაწყევტის მიზნით. დამარცხებულ აგრესორთან ხელშეკრულების დადების
დროს ამ უკანასკნელს ნების გამჟღავნების თავისუფლება იზღუდება
აგრესიისათვის საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობის ძირითადი პრინციპების მიხედვით.
 ხელშეკრულების ბათილობა მხარეთა მიერ იმპერატიული ნორმების გადახვევის
გამო, ამ შემთხვევაში ორივე სახელმწიფოს ნების გამომჟღავნების თავისუფლება
ეჭვს არ იწვევს, მაგრამ ხელშეკრულებით დადგენილი ქცევითი წესები „უხვევენ“
არსებულ საყოველთაოდ აღიარებულ ნორმებს, რომელთა იმპერატიული
ხასიათის უგულებელყოფა აკრძალულია მათი უაღრესად მაღალი მორალური-
პოლიტიკური ფასეულობის გამო, რაც თანამედროვე ცივილიზაციის საფუძველს
წარმოადგენს.
 თანამედროვე საერთაშიროს სამართალი მხოლოდ ისეთ ხელშეკრულეებებს
ცნობს, რომელიბიც მხარეთა თანასწორუფლებიანობას ასახავს და მათი
ინტერესების ურთიერთაგაგებასა და გათვალისწინების საფუძველზეა
აღმოცენებული. კაბალური არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულება არ
შეიძლება ავალებდეს სუსტ მხარეს დაიცვას pacta sunt servanda პრინციპი
(ხელშეკრულება უნდა შესრულდეს). არათანასწორუფლებიანი ხელშეკრულება
არ ჩიათვლება იურიდიული ძალის მქონე აქტად. მეორე მხრივ პრინციპების
დაცვით შედგენილი ხელშეკრულება უნდა შესრულედეს და მისი
შეუსრულებლობა მეორე მხარისგან საპასუხო ზომების მიღებას გამოიწვევს.
ხელშეკრულების მოქმედება და შეწყვეტა
 ყოველი ხელშეკრულება პირნათლად და კეთილსინდისიერად უნდა შერულდეს.
 როდესაც მხარე ან მხარეები ერთამნეთის მიმართ აქტიურად იყენებენ შეძენილ
უფლებებს, ხოლო ვალდებულებების შსრულებაზე თავს არ იწუხებენ,
ხელშეკრულება მერყევი ხდება და შეიძლება მოხდეს მისი მოქმედების ვადის
შეწყვეტა ვადის გასვლამდე.
 არცერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება უარი განაცხადს ხელშეკრულების
შესურლებაზე შიდასახელმწიფო სამართალში არსებული საწინააღმდეგო
ნორმების არსებობის გამო. თუ საჭიროა სათანდო ცვლილებები უნდა იქნეს
შეტანილი არსებულ კანონმდებლობაშიც.
 ხელშეკრულების მოქმედების შეწყევტის რამდნეიმე საშუალება არსებობს:
დენონსაცია-როცა ხელსეკრულებაში აღნიშნული წესის გათვალისწინებით
სახელმწიფო ან სახელმწიფო-დეპიზიტორს მეორე მხარე ატყობინებს, რომ მას არ
სურს ხელშეკრუელბის ვადის გაგრძელება. შეწყვეტისთვის ყველა მხარის
თანხმობაა საჭირო, თუ ამ შეთნხმებას ახალი შესწორებული ხელშეკრულების
დადება მოყვება შედეგად ადგილი აქვს საერთაშორისო ხელშეკრულების
ნოვაციას. ნოვაცია ხელშეკრუელბის გადახედვის შედეგია. ხელშეკრულება
წყდება ვადის გასვლის ან დათქმული პირობების შესრულებისას.
 შესაძლებელია ხელშეკრულების ცალმხრივი გაუქმებაც, კერძოდ, მაშინ, როცა
ერთ-ერთი მხარე არ იცავს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პირობებეს და
უხეშად არღვევს მათ, ამ სახის გაუქმებას ანულირება ეწოდება. შეიძლება
ანულირებულ იქნეს აგრეთვე ისეთი ხელშეკრულებანი რომელნიც
თანასწორუფლებიანობის პრინციპს არღვევენ. ავტომატურად უქმდება ისეთი
ხელშეკრულებები, რომლებიც დადებულია საერთაშორისო ასპარეზიდან
გამქრალ სუბიექტებთან. საერთაშორისო სამართალში არსებობს პრინციპი -
clausula rebus sic standibus - შენიშნვნა (დათქმა) პირობების უცვლელობის შესახებ
- ანულირება მხოლო მაშინ ითვლება კანონიერად, თუ იგი ხელშეკრულების
დადების დროს არსებულ გარემოებათა ცვლილებით არის განპირობებული.

You might also like