You are on page 1of 16

რა არის ხელოვნება? ამის კითხვის ერთი კონკრეტული პასუხი არ არსების.

იგი ფართო
ცნებაა და გულისხმობს ვიზუალური, აუდიო, გამომხატველობითი ნამუშევრის შექმნას,
ადამიანის წარმოსახვის ან ტექნიკური ნიჭის გადმოცემას, რომლის მიზანიც არის მშვენიერებისა
ემოციურობის შეფასება. ხელოვნება ვრცელი გაგებით, ადამიანის შემოქმედებისა და
წარმოსახვის ფიზიკური გამოხატვაა ნაწარმოებში. იგი აერთიანებს სინამდვილისა და
მოგონილის მხატვრული გამოხატვის სხვადასხვა ფორმებს. ხელოვნება გვანიჭებს ესთეტიურ
სიამოვნებას. ვიწრო გაგებით, ხელოვნება მოიცავს მუსიკას, კინოს, ლიტერატურას,
დრამატურგიას, მხატვრობას, არქიტექტურას, ქანდაკებას. ვიწრო გაგებით კი ხელოვნებაში
იგულისხმება სახვითი ხელოვნება, ანუ ფერწერა, გრაფიკა და ხუროთმოძღვრება.

ხელოვნება ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ინტელექტზე, გრძნობებზე, ფანტაზიაზე.


ხელოვნება ავითარებს გრძნობადი აღქმის სფეროს. იგი ხელს უწყობს თვითგამოხატვას და
თვითრეალიზაციას.

ხელოვნების დარგები

ხელოვნების დარგთა კლასიფიკაციის რამდენიმე განსხვავებული მეთოდი არსებობს.


ყველაზე გავრცელებულია, მათი დაყოფა დროში და სივრცეში არსებულ სახეობებად. დროში
არსებულს მიუკუთვნება, მუსიკა, ლიტერატურა, სივრცეში არსებულს კი - ვიზუალური,
პლასტიკური, ანუ სახვითი ხელოვნების დარგები. სახვითი ხელოვნების დარგებია:
არქიტექტურა, ქანდაკება, გრაფიკა, ფერწერა, დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება.
ვიზუალური იმიტომ ეწოდება, რომ მათი აღქმა შესაძლებელია რეალურ გარემოში და არსებობს
სივრცეში მატერიალური ობიექტების სახით.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხელოვნების დარგებისა, არსებობს ასევე ხელოვნების


სინთეზური სახეობებიც, რომელშიც შერწყმულია დროში და სივრცეში არსებული სხვადასხვა
დარგის ელემენტები. მაგალითად: თეატრი, კინო, ოპერა, ბალეტი და სხვა.

ლედი კუთხაშვილი
გრაფიკა

გრაფიკა ბერძნული წარმოშობის სიტყვაა (grapo -


ვწერ) და ნიშნავს წერას, ხაზვას, ხატვას. გრაფიკა ნიშნავს
გამოსახულებების შექმნას სხვადასხვა სახის
ხელსაწყოებისა და ტექნიკის მეშვეობით. იგი ძირითადად
მოიცავს რაიმე გლუვ ზედაპირზე (მაგალითად თაბახზე)
ანაბეჭდის შექმნას ხელსაწყოს ზეწოლით ან ზედაპირის
გასწვრივ მისი მოძრაობით. ძირითადი ხელსაწყოებია გრაფიტის ფანქრები, კალამი და მელანი,
მელნის ფუნჯები, პასტელები, ნახშირი, მარკერები და სხმა. ძირითადი გამომსახველობითი
საშუალებებია კონტური, ხაზი, შუქ-ჩრდილი. გრაფიკა ასევე შესაძლებელია შეიქმნას
აკვარელით და ფერადი ცარცებით. გრაფიკული სახატავი მასალები იყოფა ორ ჯგუფად - მშრალი
(ფანქარი, ნახშირი პასტელი) და თხევადი (ტუში, მელანი და სხვ.).

გრაფიკული ნამუშევარი შესაძლოა იყოს დამოუკიდებელი ნამუშევარი, ასევე შეიძლება იგი


ერთგვარ ჩანახატს წარმოადგენდეს, რომლის საფუძველზეც უნდა შეიქმნას ფერწერული
ნამუშევარი ან ქანდაკება.

გრაფიკის სახეობაა ასევე შარჟი და კარიკატურა.

შესრულების თვალსაზრისით გრაფიკაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ბეჭდვით


გრაფიკას, ანუ შტამპს (დაშტამპვას). მისი მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ შესაძლებელია
მისი მარტივად გამრავლება. ბეჭდვითი გრაფიკის ძირითადი სახეობაა გრავიურა. გრავიურა
წარმოადგენს საბეჭდი მატრიციდან შესრულებულ ანაბეჭდს. მატრიცაზე ნახატი იკვეთება
სხვადასხვა სახის ბასრი ინსტრუმენტებით ან იწვება მჟავით.

საბეჭდი ფორმის მასალის მიხედვით განირჩევა გრავიურის რამდენიმე სახეობა:

ლედი კუთხაშვილი
• ქსილოგრაფია, (ხის დაფიდან შესრულებულ გრავიურა);


• ლითოგრაფია (ქვის საბეჭდი ფორმიდან მიღებული ანაბეჭდი); მიუხედავად იმისა,
რომ ქვაზე არ ხდება გრავირება, მაინც გრავიურის სახეობად მოიხსენიებენ ხოლმე.

• ოფორტი ( ლითონის, ძირითადად სპილენძის ან თუთიის დაფიდან შესრულებული


გრავიურა);

• ლინოგრავიურა (ლინოლეუმის ან ნებისმიერი პოლიმელური მასალისგან


შესრულებული გრავიურა).

ლედი კუთხაშვილი
ბეჭდვითი გრაფიკის მნიშვნელოვანი სახეობებია ასევე წიგნის გრაფიკა (მოიცავს
ილუსტრაციას, ინიციალების, დეკორატიულ ჩანართებს და სხვ., მონუმენტური გრაფიკა
(პლაკატი, აფიშა, რეკლამა) და სამრეწველო გრაფიკა - ფულის ნიშნები, ეტიკეტები და ა.შ.).

გრაფიკა ერთ-ერთი უძველესი დარგია. იგი თავდაპირველად არსებობდა, როგორც


ხელოვნების სხვადასხვა დარგების დამხმარე საშუალება. დამოუკიდებელი მნიშვნელობა
გრაფიკულ ნამუშევრებს რენესანსის ეპოქაში მიენიჭა.

ფერწერა

სახვითი ხელოვნების დარგებს შორის უმნიშვნელოვანესია ფერწერა. ფერწერული


ნამუშევრები, ისევე როგორც გრაფიკული ნამუშევრები, იქმნება სიბრტყეზე (კედელი, ტილო,
მუყაო, ხის დაფა). გრაფიკისგან განსხვავებით, ფერწერაში ძირითადი გამომსახველობითი
საშუალება არის ფერი. ფერწერულ ნამუშევრებს, როგორც წესი, ქმნიან ფუნჯებით, თუმცა
ზოგჯერ იყენებენ სხვადასხვა ინსტრუმენტებსაც, მაგალითად, შპატელს, მასტეხინს. სხვადასხვა
დროს გამოიყენებოდა სხვადასხვა საღებავები. მაგალითად ადრეულ პერიოდში გამოიყენებოდა
ენკაუსტიკა, რომელიც ცვილის საღებავს წარმოადგენს. აღნიშნული საღებავით იხატებოდა
ფაიუმის პორტრეტები, ადრექრისტიანული ხატები. იგივე საღებავით ხდებოდა გემების
შეღებვაც, ვინაიდან ცვილის შემცველობის გამო, აღნიშნული საღებავი წყალგაუმტარია.

ლედი კუთხაშვილი
ენკაუსტიკაზე მუშაობა საკმაოდ რთული პროცესია. მუშაობის დროს აუცილებელია
ტემპერატურის კონტროლი. სწორედ ამის გამო არ იყო კედელზე ენკაუსტიკით ხატვის
ტრადიცია. პირველად კედლის ენკაუსტიკით მოხატვის მცდელობა ჰქონდა ლეონარდო და
ვინჩის, თუმცა ხანძარი გაჩნდა და განადგურდა. დღესდღეობით, თანამედროვე მიღწევების
საშუალებით, ეს შესაძლებელია, თუმცა ნაკლებად იყენებენ. ენკაუსტიკის ტექნიკით
მოხატულია ახალქალაქში ტურინის სუდარისთვის განკუთვნილი სამყოფელის კედლები. ასევე
აქტიურად გამოიყენებოდა ზეთის საღებავები და ტემპერა. დღესდღეობით არჩევანი ბევრად
უფრო ფართოა და იყენებენ აკვარელს, გუაშს და ა.შ.

ფერწერა იყოფა დაზგურ და მონუმენტურ ფერწერად. მონუმენტურია ისეთი სახის


ფერწერა, რომლიც მასშტაბურია, დიდი ზომისაა და მისი მობილობა შეუძლებელია.
მონუმენტური ფერწერა ძირითადად დაკავშირებულია არქიტექტურასთან და სრულდება
შენობის კედლებზე. მას კედლის მხატვრობა ეწოდება. მონუმენტური მხატვრობის სახეებია:
ფრესკა, მოზაიკა, პანო და ვიტრაჟი.

ფრესკა (იტალ. fresco — ახალი, ცინცხალი)


- რომელიც სრულდება კირიან წყალში გახსნილი
საღებავებით სველ შელესილობაზე. გაშრობისას
იკეთებს გამჭვირვალე,
კრისტალური კალციუმის აპსკს, რის გამოც ნახატი
მყარი და გამძლე ხდება. ფრესკას უწოდებენ აგრეთვე ამ
ტექნიკით შესრულებულ მხატვრულ ნაწარმოებს.
ფრესკის საფუძველი ანუ ბათქაში შედგება ჩამქრალი კირისაგან, რომელსაც მცირე რაოდენობით
ქვიშას, მარმარილოს ფხვნილსა და დანაყილ აგურს ურევენ. ზოგჯერ მეტი სიმყარისათვის
უმატებენ სელს, ლეღვის წვენს, რაიმე ქონს და სხვა მასალას. ფრესკაში გამოიყენება საღებავები,
რომლებიც კირს არ უერთდება. ფრესკის საღებავების პალიტრა მრავალფეროვანი არ არის.
უმთავრესად იყენებენ ნატურალურ პიგმენტებს (ჟანგმიწა, უმბრა, კობალტი და ა. შ.), აგრეთვე
სინგურს. საღებავებს ურევენ წებოს. ფრესკა საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ტონების მთელი
მრავალფეროვნება. ამასთან, ოსტატმა უნდა გაითვალისწინოს, რომ შელესილობის გაშრობის
შემდეგ საღებავები ბაცდება. საკუთრივ ფრესკის გარდა ცნობილია მისი ნაირსახეობა — მშრალ
ბათქაშზე შესრულებულის მოხატულობა (ა სეკო).

ლედი კუთხაშვილი
დღესდღეობით ფრესკას უწოდებენ ნებისმიერი სახის კედლის მოხატულობას,
განურჩევლად ტექნიკისა (ა სეკო, ტემპერა, ზეთით ან აკრილით ხატვა და მისთ.). ფრესკის
ტექნიკის გამოსარჩევად ხშირად იყენებენ ტერმინს „წმინდა ფრესკა“.

ფრესკის ტექნიკის გაჩენის ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა უკვე ეგეოსის


კულტურის პერიოდში (ძვ. წ. II ათასწლეული) ამ ტექნიკას ფართო გამოყენება ჰქონდა. საჭირო
მასალის ხელმისაწვდომობამ და ფერწერის ტექნიკის შედარებითმა სიმარტივემ, ასევე
გამოსახულების შენახვის ხანგრძლივობამ განაპირობა ანტიკურ სამყაროში ფრესკული
ფერწერის პოპულარობა. სავარაუდოდ იგივე მიზეზთა გამო, ქრისტიანულ ხელოვნებაში ფრესკა
ტაძრების ქვის კედლების მოხატვის რჩეული საშუალება გახდა.

მოზაიკა - გამოსახულება, ორნამენტი შედგება


ბუნებრივი ქვის, შუშის, კერამიკის, ხის ან სხვა
ნაირფერი მასალებისაგან. განასხვავებენ მოზაიკური
ნაწარმოებების ორ ტიპს:

1) ნაწარმოები, რომელიც შედგენილია შუშის


ან ქვის პატარა კუბებისაგან;
2) ნაწარმოები, რომელიც აიგება
მრავალფეროვანი მარმარილოსა და იასპის (მინერალი) თხელი ფირფიტებისაგან, რომლებიც
გამოიჭრება და გამოსახულების კონტურების ერთმანეთთან მისადაგების საფუძველზე
შეადგენენ ნახატს.

პანო - კედლის ან ჭერის ნაწილი, რომელსაც შემოვლებული აქვს


ორნამენტი და რომელშიც თავსდება რაიმე ნახატი ან სკულპტურა.

ვიტრაჟი - (ფრანგ. vitrage < ლათ. Vitrum - მინა) — გამჭვირვალე,


შუქგამტარი მასალით (მინა ან სხვ.) შესრულებული დეკორატიული
ან სიუჟეტიანი კომპოზიცია (სარკმელში, კარებში ანდა
დამოუკიდებელი პანო და სხვ.). სამშენებლო პრაქტიკაში ვიტრაჟი
ეწოდება ფასადის სრულ ან ნაწილობრივ შემინვას.

დაზგური ფერწერის ნიმუშები სრულდება დაზგაზე - მოლბერტზე. ისინი მცირე ზომისაა.


გამორჩევა თემატიკის მრავალფეროვნებით. დაზგური ფერწერის ნიმუშები დამოუკიდებელი
მნიშვნელობის მქონე ნაწარმოებებია. ძირითადად სრულდება ტილოზე. ასევე გვხვდება ხის

ლედი კუთხაშვილი
დაფაზე, ქაღალდზე, მუყაოზე, აბრეშუმზე შესრულებული ნამუშევრებიც. დაზგურ ფერწერას
ახასიათებს თემატური მრავალფეროვნება. სწორედ თემატური მრავალფეროვნება განაპირობებს
ჟანრებად დაყოფას.

ჟანრი ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს სახეობას. ხელოვნების ნიმუშების მთავრი თემების


მიხედვით დაყოფის სისტემას ჟანრი ეწოდება. ჟანრებს მკვეთრად გამოხატული საზღვრები არ
გააჩნიათ და ერთი და იგივე ნამუშევარი შესაძლოა ერთდროულად რამდენიმე ჟანრსაც
მივაკუთვნოთ.

ტერმინი - ჟანრი - XVII საუკუნის ჰოლანდიაში დამკვიდრდა, როდესაც ფერწერის


სიუჟეტური არეალი მნიშვნელოვნად გაფართოვდა.

სახვითი ხელოვნების ჟანრებია:

პეიზაჟი - ფრანგული სიტყვაა და ბუნების ხედს ნიშნავს. თავდაპირველად პეიზაჟი


წარმოადგენდა მხოლოდ ფონს ფიგურულ სურათებში, იგი არ ყოფილა ნაწარმოების მთავარი
თემა. პეიზაჟი, როგორც დამოუკიდებელი ჟანრი XVII საუკუნის ჰოლანდიურ მხატვრობაში
ჩნდება.

პეიზაჟის ქვესახეობებია ურბანისტული (ქალაქის) და მარინისტული (ზღვის) პეიზაჟები;

პორტრეტი - ადამიანის გამოსახულება. პორტრეტული ჟანრის სურათებზე გამოსახულია


ადამიანი სრულყოფილად, ანუ თავიდან ბოლომდე ან ნაწილობრივ - წელამდე, მხრებამდე ან
მხოლოდ თავი. სახე შესაძლოა იყოს როგორც პირდაპირ, ანუ ფასში, ასევე გვერდულად -
პროფილში და სამ მეოთხედ ბრუნშიც.

ლედი კუთხაშვილი
პორტრეტის შექმნის საფუძველი მემორიალური საწყისია - კონკრეტული ადამიანის სახის
უკვდავყოფა. ძირითადი კრიტერიუმია გამოსახულების მსგავსება მოდელთან, ორიგინალთან,
მისი სულიერი არსის სწორად გახსნა, ინდივიდუალობის, ტიპური ნიშნების წარმოჩენა.
პორტრეტის პირველი ნიმუშები ძველი აღმოსავლეთის, კერძოდ ძველი ეგვიპტის ხელოვნებაში
გვხვდება იგი დაკავშირებული იყო კულტთან და რელიგიურ-მაგიურ ხასიათს ატარებდა.

დროთა განმავლობაში იცვლებოდა პორტრეტის შექმნის საფუძველი, სხვადსხვა ეპოქაში


იქმნებოდა როგორც რეალისტური, ასევე ფსიქოლოგიური პორტრეტები.

გამოიყოფა პარადულ-კამერული, ავტოპორტრეტი და ჯგუფური პორტრეტი; კამერულ


პორტრეტში მოდელი გამოსახულია ნეიტრალურ ფონზე, წელს ზემოთ ან მხრებამდე,
პარადულში - მოდელი გამოისახება სრულად. ხშირად შენობის ან პეიზაჟის ფონზე.
ავტოპორტრეტი მხატვრის მიერ შექმნილი საკუთარი თავის პორტრეტია.

ნატურმორტი (მკვდარი ბუნება) ასახულია უსულო საგნები - ჭურჭელი, იარაღი და ა. შ., და


ბუნებრივი გარემოსაგან მოწყვეტილი ცოცხალი ბუნების ობიექტები - ფლორისა და ფაუნის
წარმომადგენლები.

ინგლისურენოვან ქვეყნებში ამ ჟანრის სურათებს Still life, ანუ „წყნარი


სიცოცხლის“ სახელწოდებით მოიხსენიებენ.

ლედი კუთხაშვილი
ნატურმორტი დამოუკიდებელი ჟანრი XVII საუკუნის ჰოლანდიაში გახდა, თუმცა პირველი
მხატვარი ვინც უსულო საგნები და ბუნებისაგან მოწყვეტილი ცოცხალი ობიექტები
დამოუკიდებელი მნიშვნელობით გამოსახა იტალიელი ფერმწერი მიქელანჯელო მერიზი, ანუ
იგივე კარავაჯო გახლდათ.

ყოფით ჟანრი - ყოველდღიური ცხოვრების ამსახველი სცენები;

ისტორიული ჟანრი - წარსულის მნიშვნელოვანი მოვლენების ამსახველი სურათები;

ბატალური ჟანრი - ომის და ბრძოლების ამსახველი სცენები. იგი მჭიდრო კავშირშია


ისტორიულ ჟანრთან;

ლედი კუთხაშვილი
მითოლოგიური ჟანრი - მითოლოგიური სიუჟეტების ამსახველი ნახატები;

ანიმალისტური ჟანრი - ცხოველების გამოსახულებები.

რელიგიური ჟანრი - რელიგიური სიუჟეტების, ბიბლიური იგავების ამსახველი


ნამუშევრები.

ლედი კუთხაშვილი
ქანდაკება

ქანდაკება, ანუ იგივე სკულპტურა, სახვითი ხელოვნების ერთ-


ერთი მნიშვნელოვანი დარგია. „scuplo“ - ლათინური სიტყვაა და
გამოკვეთას ნიშნავს. მასალად გამოუყენება თიხა, თაბაშირი, ხე,
ძალი, ქვა, ლითონი. შესაძლებელია ქანდაკება გამოიკვეთოს,
ჩამოისხას ან გამოიძერწოს. ქანდაკება სამგანზომილებიანია. მას
გააჩნია რეალური მოცულობა. ქანდაკებაში არის პლასტიკური მასის
მოდელირება და ხაზი. მას არ სჭირდება ილუზორული შუქ-
ჩრდილი, ვინაიდან იგი წარმოიქმნება მოცულობისა და სინათლის
საშუალებით. ქანდაკების გამომსახველობით საშუალებას არ წარმოადგენს კოლორიტი, თუმცა
არსებობს შეღებილი და ფერადი მასალისგან დამზადებული ქანდაკებებიც.

ქანდაკება ორ ძირითად სახეობად იყოფა: მრგვალი ქანდაკება და რელიეფი. მრგვალი


ქანდაკება სრული მოცულობით წარმოდგენილი ნიმუშია, რომელსაც შეგვიძლია შემოვუაროთ
გარშემო და აღვიქვათ სხვადასხვა რაკურსით.

რელიეფი ძირითადად ქვის ან ლითონის ფილებზე სრულდება და მას შენობის კედლების


მოსართავად იყენებენ. ფიგურები არასრული მოცულობითაა მოცემული.

რელიეფის სიმაღლის მიხედვით განირჩევა სამი სახეობა:

ბარელიეფი - დაბალი რელიეფი, სადაც ფორმები ნახევარზე ნაკლები მოცულობითაა


წარმოდგენილი;

ჰორელიეფი - ,აღალი რელიეფი, სადაც ფორმები ნახევარზე მეტი მოცულობითაა


წარმოდგენილი;

კონტრრელიეფი - ჩაკვეთილი რელიეფი.

რელიეფის თემატიკა ბევრად ფართოა, ვიდრე მრგვალი რელიეფის. რელიეფში ხშირად


გვხვდება მრავალფიგურიანი კომპოზიციები, სიუჟეტური სცენები და ა.შ.
ლედი კუთხაშვილი
ქანდაკება ზომისა და დანიშნულების მიხედვით იყოფა დაზგურ და მონუმენტურ
ქანდაკებად. მონუმენტურია ისეთი ქანდაკება, რომელიც ღია ცის ქვეშ დასადგმელადაა
გათვალისწინებული და დიდი ზომისაა, დაზგური კი - მცირე ზომისაა და გამოიყენება
ინტერიერის მოსართავად.

არქიტექტურა

არქიტექტურა (ბერძ. Archi -მთავარი და tekt - მშენებელი), შენობების, დასახლებული


პუნქტების დაგეგმარების და შენების ხელოვნებაა. მისთვის მთავარია არა მარტო
ფუნქციონალური დანიშნულება, სიმყარე და სანდოობა, არამედ ესთეტიკური მახრეც. ე.ი.
არქიტექტურისთვის მთავარია სარგებლობა, სიმყარე და სილამაზე. არქიტექტურის ძირითადი
საშუალებებია მასა და სივრცე, არქიტექტურის სახეობები განირჩევა ფუნქციის მიხედვით:

შენობა ნაგებობების , ანუ სივრცითი ფორმების არქიტექტურა:

საცხოვრებელი არქიტექტურა;

საზოგადოებრივი არქიტექტურა;

საკულტო არქიტექტურა;

თავდაცვითი არქიტექტურა

სამრეწველო არქიტექტურა

ლანდშაპტური არქიტექტურა ( ბაღების, სკვერების, პარკების, შადრევნების დაგეგმარება


და მშენებლობა)

ურბანისტიკა ( ქალაქების და დასახლებული პუნქტების დაგეგმარება და განაშენიანება).

დეკორატიულ-გამოყენებითი არქიტექტურა

ლედი კუთხაშვილი
დეკორატიულ-გამოყენებითი არქიტექტურა უძველესი
დროიდან არსებობს. იგი მოიცავს პრაქტიკული დანიშნულების
მქონე საგნებს, რომელთაც ესთეტიკური ღირებულებაც
გააჩნიათ. ამ დარგს მიეკუთვნება საიუველირო ნაწარმია, სამოსი,
ავეჯი, ნაქარგობა, ხალიჩები, გობელენი და სხვ.

კომპოზიცია - შედგენა, შეერთება ცალკეული ნაწილისა ერთ მთლიანობაში რაიმე იდეის


შესაბამისად.

სიმეტრია - მთელის ნაწილების თანაზომიერი, პროპორციული განლაგება ცენტრის შუაგულის


მიმართ.

- მხატვრული გამომსახველობის ერთ-ერთი ხერხი ფერწერაში, ფერად გრაფიკაში,


დეკორატიული ხელოვნების ბევრ ნაწარმოებში. იგი ეხმარება მხატვარს მხატვრული სახის
გახსნაში, კოლორიტიგანსაზღვრული განწყობილების (მხიარული, სევდიანი, წყნარი, მშვიდი
და ა. შ.) შექმნაში. კოლორიტი შეიძლება იყოს თბილი და ცივი, ნათელი და მუქი. კოლორიტის
გრძნობა ძალიან მნიშვნელოვანია მხატვრისათვის.

ძირითადი ფერებია - წითელი, ყვითელი, ლურჯი. ძირითადი ფერები არ მიიღება


რომელიმე ფერების შერევის შედეგად.

შედგენილი ფერები მიიღება ფერების შერევის შედეგად. ძირითადი ფერებია: მწვანე,


ნარინჯისფერი და იასამნისფერი.

თბილი და ცივი ფერები:

ლედი კუთხაშვილი
კონტრასრული ფერები:

კონტრასტული ფერებია: მწვანე და წითელი, ლურჯი და ნარინჯისფერი, ყვითელი და


იასამნისფერი.

ლესირებული და პასტოზური

ლესირებულია, როდესაც არ იგრძნობა ფუნჯის მონასმი, ხოლო პასტოზურის დროს


საღებავი სქლად არის დადებული და იგრძნობა ფუნჯის მონასმები.

დინამიკა - მოძრაობა

სტატიკა - უძრაობა

ლოკალური ფერი - ერთი კონკრეტული ფერი

სიბრტყობრივი და მოცულობითი - სიბრტყობრივია, როდესაც არ არის რეალისტურად


გამოსახული და არ იგრძნობა მოცულობა. მოცულობითია, როდესაც მაქსიმალურად
რეალისტურია და შუა-ჩრდილის საშუალებით იგრძნობა ფორმა და მასა.

ლედი კუთხაშვილი
ნამუშევარში მთავარი სათქმელის აქცენტირება შეიძლება მოხდეს როგორც კონტრასტული
ფერების საშუალებით, ასევე ზომით, ცენტრში განთავსებით (შესაძლოა იყოს სიმეტრიის ღერძი)
და სხვა ფიგურათა მისდამი დამოკიდებულებით. მხატვარმა შესაძლოა გამოიყენოს ერთი
კონკრეტული ხერხი, ან რამდენიმე ერთად.

დრაპირება - სამოსის ნაკეცები

ფაქტურა - ზედაპირის თავისებურება (საღებავის ფენის სისქე, სიგლუვე ან ხორკლიანობა,


მონასმის ხასიათი და ა.შ.);

პერსპექტივა -

ლედი კუთხაშვილი
1.ხედი, პანორამა რისამე, რაც დამკვირვებლისაგან მნიშვნელოვნადაა დაშორებული.
2. საგნების სიდიდის, ფორმის, მდგომარეობის მოჩვენებითი ცვალებადობა, რაც გამოწვეულია
დამკვირვებლისგან მათი მეტ-ნაკლები დაშორებით.
3. მოცულობითი საგნებისა და სივრცის გამოსახვა სიბრტყეზე სიდიდის, მოხაზულობის,
მკაფიოობის მოჩვენებითი ცვალებადობის შესაბამისად, რაც გაპირობებულია
დამკვირვებლისაგან მათი (საგნების) მეტ-ნაკლები დაშორებით; ამ წესით შესრულებული
გამოსახულება რისამე.

ლედი კუთხაშვილი

You might also like