You are on page 1of 220

1

ჰაგაკურე
ფოთლების ჩრდილში ნაამბობი

იამამოტო ცუნეტომო

თარგმანი: ქეთევან ჩიგოგიძე

ვლადიმერ ლუარსაბიშვილი

რედაქტორი: ირმა რევიშვილი

კომენტარები

და წინასიტყვაობა: გიგი თევზაძე

თბილისი 2014

2
სარჩევი

გიგი თევზაძე. „ჰაგაკურე“ - ტრადიციის გამოგონება და მის მიღმა.


წინასიტყვაობა ......................................................................................................... 5

თავი I. ცხადია, რომ .............................................................................................. 20

თავი II. ნათქვამია .................................................................................................. 92

თავი III. ბატონმა ნაოშიგემ თქვა ....................................................................... 121

თავი IV. როდესაც ნაბეშიმა ტადანაო ............................................................... 123

თავი V. ................................................................................................................. 126

თავი VI. როდესაც ბატონი ტაკანობუ ............................................................... 127

თავი VII. ნარუტომი ჰიოგომ თქვა ..................................................................... 135

თავი VIII. მეცამეტე დღის ღამეს......................................................................... 151

თავი IX. ერთხელ როდესაც შიმომურა შოუნი................................................. 172

თავი X. იკედა შინგენს ჰყავდა მსახური ...................................................... 182

თავი XI. ჩანაწერებში “საბრძოლო ხელოვნების შესახებ” ............................. 201

თავი XII. შუაღამის დინჯი საუბარი .................................................................. 216

3
4
„ჰაგაკურე“ - ტრადიციის გამოგონება და მის მიღმა

წინასიტყვაობა

იამამოტო ცუნეტომო (山本常朝 - ასევე იკითხება, როგორც


იამამოტო ჯოჩო. 11 ივნისი, 1659 - 30 ნოემბერი, 1719), 30 წლის
განმავლობაში იყო ჰიზენის პროვინციის საგას სამფლობელოს
მმართველის - ნაბეშიმა მიცუშიგეს სამურაი1. 1700 წელს, როდესაც
ნაბეშიმა მოკვდა, მის მემკვიდრესთან უთანხმოებების გამო, იამამოტომ
მიატოვა თავადის კარი და განდეგილად ცხოვრობდა მთებში. ის
საკუთარ შეხედულებებს სამურაის გზის შესახებ უყვებოდა მის
მიმდევარ ახალგაზრდა სამურაის ცურამოტო ტაშიროს (1710-დან 1716
წლამდე). ბევრი მისი სენტენცია შეიცავს ილუსტრაციებს ნაბეშიმა

1 1
სამურაი - ტერმინი, რომელიც შუა საუკუნეების იაპონიაში აღნიშნავდა სამხედრო
ელიტის წევრებს. სიტყვას ჩინური წარმოშობა აქვს და როგორც იაპონურში, ასევე
ჩინურში ნიშნავს საზოგადოებრივ იერარქიაში მაღალ საფეხურზე მდგომი ადამიანის
მოლოდინს ან მიმდევრობას. საბოლოოდ ორივე ენაში სიტყვამ მიიღო მნიშვნელობა
„ისინი, ვინც მსახურებისას მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი დიდგვაროვნებთან“.
სიტყვა „სამურაი“ პირველად გაჩნდა „კოკინ ვაკაშუ“-ში - მეცხრე საუკუნის
საიმპერატორო პოემების ანთოლოგიაში. მე-12 საუკუნის ბოლოსთვის სამურაი
„ბუში“-ს (მეომარი) სინონიმად იქცა და განუყრელად დაუკავშირდა მებრძოლთა
კლასის საშუალო და მაღალ ფენებს. სამურაის მოვალეობა იყო ეცხოვრა დაწერილი
წესების - ბუშიდოს (მეომრის გზის [„დო“-გზა]) - მიხედვით. შუა საუკუნეებში
სამურაები იაპონიის მოსახლეობის 10 %-ზე ნაკლებს შეადგენდნენ.
5
მიცუშიგეს მამისა და ბაბუის ცხოვრებიდან. ცუნეტომოს გამონათქვამები
ტაშირომ შეკრიბა 1716 წელს „ჰაგაკურეს2“ სახელწოდებით. „ჰაგაკურე“
ორი საუკუნის განმავლობაში ინახებოდა ნაბეშიმას კლანში და მხოლოდ
XX საუკუნის 20-იან წლებში გახდა ხელმისაწვდომი ფართო
საზოგადოებისთვის. დაახლოებით 1930 წლისთვის ის იქცა ბუშიდოს
(მეომრის გზის) ყველაზე გავრცელებულ აღწერად.
წინამდებარე ტექსტი ეყრდნობა 1979 წელს უილიამ სკოტ
უილსონის ინგლისურ თარგმანს. უფრო მოხერხებული აღქმისა და
გამოყენებისთვის, ტექსტი დავყავი პარაგრაფებად და დავნომრე (სულ
521 პარაგრაფი მივიღე). მკითხველისთვის მნიშვნელოვანია იმის
გათვალისწინება, რომ „ჰაგაკურე“-ს უილსონისეულ თარგმანში
ავთენტური იაპონური ტექსტის მეოთხედია შესული: უილსონმა
თარგმნა მხოლოდ ის ადგილები, რომლებიც, მისი აზრით, დასავლელ
მკითხველს დააინტერესებდა - როგორც თვითონ აღწერს, მან გამოტოვა
მრავალი ისტორია, რომელიც მისი აზრით მხოლოდ ილუსტრაციაა და
არ შეიცავს რაიმე პრინციპულს „ჰაგაკურეს“ გაგებისთვის. ასევე,
ინგლისური ვერსიის შედგენისას უილსონი დაეყდრნო იმდროინდელ
ადაპტირებულ იაპონურ გამოცემებს. უილსონის 1979 წლის თარგმანი
იქცა „ჰაგაკურეს“ თარგმნის დასავლურ ტრადიციად და დღეს მსოფლიოს

2
“ჰაგაკურე” (კიუჯინტაიზე [ძველი იაპონური იეროგლიფების სისტემა] - 葉隱;
შინჯინტაიზე [ახალი იაპონური იეროგლიფების სისტემა]- 葉隠) - ნიშნავს
„ფოთლების ჩრდილში“, ანდა - „ჩამოცვენილ ფოთლებს“. ასევე, ამ წიგნს უწოდებენ
„ჰაგაკურე კიკიგაკი“-ს (葉隠聞書) - ანუ ფოთლების ჩრდილში ნაამბობი.
6
ყველა ჩემთვის ცნობილ ენაზე თარგმნილი „ჰაგაკურე“ უილსონის მიერ
დაწესებულ სქემას მიჰყვება. რაც შეეხება უილსონის მიერ ჰაგაკურეს
გაგებას, ვფიქრობ, ის ზედმეტად უკრიტიკოდ იღებდა მისი იაპონელი
კოლეგების მიერ მიწოდებულ ინტერპრეტაციას და არ ცდილობდა
ტექსტის კრიტიკული ანალიზს.
დღესდღეობით „ჰაგაკურეს“ ყველა ინტერპრეტაცია უილსონის
მიერ წიგნის წინასიტყვაობაში მოწოდებული ინტერპრეტაციის გარშემო
ტრიალებს. ყოველი მათგანი აღწერს სამურაის გზას, როგორც ბატონის
მსახურებისთვის საკუთარი თავის მიძღვნას და თვითმკვლელობისთვის
მუდმივ მზადყოფნას. „ჰაგაკურეს“ მრავალი გამოცემის წინასიტყვაობაში
ხშირია საუბარი იმის შესახებ, თუ როგორ შორს დგას „ჰაგაკურე“
თანამედროვე პრაგმატიზმისა და ღირებულებებისგან. უილსონის
წინასიტყვაობის მიერ დანერგილი ეს ინტერპრეტაცია - რომ სამურაის
გზა თვითმკვლელობისთვის მზადყოფნასა და კონკრეტული ადამიანის
მსახურებაში მდგომარეობს - მეოცე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი
რომანტიკული თემაა: ამ თემამ ასახვა ჰპოვა როგორც ხელოვნებაში -
მაგალითისთვის საკმარისია დავასახელოთ ჯიმ ჯარმუშის ფილმი
„აჩრდილი ძაღლი“, ასევე - ამ უცნაური და „დასავლელისთვის“
გაუგებარი წესისადმი მიძღვნილ მრავალ ლიტერატურულ ტექსტში;
წესი, რომელიც რამდენიმე სიტყვით რომ აღვწეროთ, „წარუმატებლობის
შემთხვევაში თვითმკვლელობის განხორციელებაა“.
„ჰაგაკურეს“ კითხვისას ზედმეტი მნიშვნელობა არ უნდა
მივანიჭოთ რიტუალურ თვითმკვლელობას. უნდა გავითვალისწინოთ,
7
რომ იაპონურ შუა საუკუნეებში ხარაკირი, ანუ სეპუკუ სოციალური
წესრიგის უზრუნველყოფის ფორმა იყო. ის წარმოადგენდა
თვითმკვლელობის რიტუალური ფორმით ჩატარებულ სიკვდილით
დასჯას. არსებობდა სეპუკუს კიდევ ორი ფორმა: ცეიფუკუ -
ნებაყოფილობითი თვითმკვლელობა მასწავლებლის სიკვდილის
შემთხვევაში და ჯუში - თვითმკვლელობა ბატონის სიკვდილის
შემთხვევაში. სავარაუდოა, რომ მხოლოდ ცეიფუკუ იყო რეალურად
ნებაყოფილობითი თვითმკვლელობა. რაც შეეხება სეპუკუს და ჯუშის -
ორივე იძულებითი ქმედებაა - ერთი სიკვდილით დასჯის ფორმაა
დანაშაულისთვის, ხოლო მეორე - თავადის სიკვდილის შემდეგ მისი
ხალხის (მისი ერთგული მებრძოლების) თავიდან მოშორების გზა - რომ
მათ თავადის მემკვიდრესთვის პრობლემები არ შეექმნათ. აღსანიშნავია,
რომ ჯუში არ იყო უპირობო. მემკვიდრეს, ისევე, როგორც თავადს
სიკვდილის წინ, შეეძლო ებრძანებინა ჯუშიზე უარის თქმა. ამ
შემთხვევაში სამურაი ან რონინი3 ხდებოდა, ან ახალი ბატონის
სამსახურში გადადიოდა. სწორედ ჯუშის აკრძალვის/არმიღების შედეგია
„ჰაგაკურე“: ნაბეშიმას სიკვდილის შემდეგ იამამოტომ არ მოიკლა თავი,
რადგანაც ნაბეშიმა ამ წესის წინაამღდეგი იყო.
მაგრამ, ამ ყველაფრის ფონზე, თუკი „ჰაგაკურეს“ ტექსტს
მივყვებით, ვნახავთ, რომ არც ბატონისადმი მსახურება და არც
თვითმკვლელობისთვის მზადყოფნა - არ არის არც აბსოლუტური და არც

3 რონინი - სამურაი, რომელსაც აღარ ჰყავს ბატონი.


8
ცენტრალური სამურაის გზაში. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ
„ჰაგაკურეს“ ტექსტში აშკარაა ბუდისტური და ძენის მოტივები - ძნელია
დაიჯერო, რომ ცუნეტომო სამურაის მთავარ მიზნად ბატონის უპირობო
მსახურებას და თვითმკვლელობისთვის მზადყოფნას ადგენს.
ვფიქრობ, XX საუკუნის 20-იან და 30-იან წლებში ბუშიდოს და
„ჰაგაკურეს“ ღერძად ბატონის მსახურებისა და თვითმკვლელობისთვის
მზადყოფნის აღქმა, იყო „ჰაგაკურეს“ ზოგიერთი მონაკვეთის ცალმხრივი
შეფასების შედეგი, ვინაიდან ამ ტექსტის მთელი რიგი ადგილები, არც
ის, სადაც ეს არ არის გადმოცემული და არც ის, რომელიც ამის
საწინააღმდეგოდ მეტყველებს, არ იყო გათვალისწინებული.
შესაძლოა, „ჰაგაკურეს“ პოპულარობა და ამგვარი ინტერპრეტაცია
ნაკარნახევი იყო მე-20 საუკუნის დასაწყისის იაპონური სახელმწიფოს
მილიტარისტული იდეოლოგიით. სავარაუდოა, რომ მე-20 საუკუნის 30-
იან წლებში „ჰაგაკურეს“ უზომო პოპულარობა სწორედ ასეთი
ინტერპრეტაციის შესაძლებლობამ განაპირობა - როდესაც იმპერატივში
„ბატონის უპირობო მსახურება“ - „ბატონის“ ჩანაცვლება ადვილად
მოხდა „იმპერატორით“ და „სამშობლოთი“, ხოლო სენტენცია „იყავი
მზად სიკვდილისთვის“ იქნა გაგებული, ერთი მხრივ, როგორც
თვითმკვლელობისადმი მზადყოფნა, ხოლო მეორე მხრივ, როგორც
უპირობო თავგანწირვა, იმის ცოდნით, რომ ძალისხმევა აუცილებლად
სიკვდილით დასრულდება.
როგორი პარადოქსულიც არ უნდა იყოს, სავსებით შესაძლებელია,
რომ ნებაყოფლობითი თვითმკვლელობის ის კულტურა, რომლითაც
9
დღეს იაპონიაა ცნობილი, ევროპიდან და ამერიკის შეერთებული
შტატებიდან ნაციონალისტური იდეების შეღწევის შედეგი იყოს:
მილიტარისტული სახელმწიფოს ნაციონალიზმი მოითხოვს ურყევ და
ურღვევ იდენტობას ქვეყნის მოქალაქეების მხრიდან, რაშიც უპირველეს
ყოვლისა, სამშობლოსთვის თავგანწირვა იგულისხმება. როგორც ჩანს,
„ჰაგაკურე“ ყველაზე კარგი საშუალება იყო, ერთი მხრივ, ტრადიციის
გამოგონების, ხოლო, მეორე მხრივ,
თავგანწირვა/მსახურება/თვითმკვლელობის იმპერატივის ეროვნულ,
გაზიარებულ იდეალურ ტიპად გადასაქცევად.
არანაკლებ პარადოქსულია, თუმცა, როგორც ცანს, რეალობასთან
ახლოსაა იმის დაშვება, რომ მეორე მსოფლიო ომის დროინდელი
კამიკაძე პილოტების 4 და ივო ჯიმას 5 დაცვაში მონაწილე ჯარისკაცების
თვითმკვლელობების საფუძველი იყო არა იაპონური ტრადიცია და

4
მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონიის არმია იყენებდა თვითმკვლელ პილოტებს
(კამიკაძეებს) - რომლებიც თვითმფრინავებით ეჯახებოდნენ მტრის ობიექტებს და
ანადგურებდნენ. კამიკაძე (神風იაპონურად - ღვთიური ქარიშხალი) - ქარიშხალი,
რომელმაც, გადმოცემის თანახმად, ორჯერ გადაარჩინა იაპონია კუბლა ხანის
დაპყრობისგან მე-13 საუკუნეში - ჩაძირა მონღოლების ფლოტი. მეორე მსოფლიო
ომის დროს „კამიკაძე“ ეწოდებოდა თვითმკვლელ სამხედრო პილოტს. მეოცე
საუკუნის მეორე ნახევარში სიტყვამ „კამიკაძე“ შეიძინა თავზეხელაღებული
ადამიანის მნიშვნელობა.
5
კუნძული იაპონიის ზღვაში. მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონური არმიის ბოლო
ფორპოსტი აშშ საჰაერო და საზღვაო ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში. როდესაც
დამარცხების ალბათობა გაიზარდა, ბევრმა იაპონელმა ჯარისკაცმა თავი მოიკლა.
10
კულტურა, არამედ ის იდეები, რომლებიც ისტორიის იმ მომენტში მათი
მტრების (ევროპულ და აშშ) კულტურის წიაღში წარმოიშვა და სულ
რაღაც 40-50 წლის წინ შეაღწია მათ ქვეყანაში.
იმისთვის, რომ „ჰაგაკურეს“ ეს გვიანდელი - ევროპოცენტრისტულ-
ნაციონალისტური - დანაშრევი მოვაშოროთ, უნდა შევეცადოთ
გავუუცხოვდეთ იმ იდეებს, რომლებიც წინასწარ, კითხვის დაწყებამდე
გვკარნახობენ, თუ რის შესახებაა თხზულება დაწერილი.
უპირველეს ყოვლისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს ტექსტი
სახელმძღვანელოა. შესაბამისად, როგორც ყველა სახელმძღვანელო,
შეიცავს ადაპტირებულ და გამარტივებულ ფორმულებსა და მითითებებს
გზის დამწყებთათვის. ამიტომ, წიგნში უნდა ველოდოთ არა სამურაის
აღწერას, თუ როგორია ის, ვინც მიჰყვება სამურაის გზას და ამ მხრივ
წარმატებულია, არამედ, იმ გზებსა და მეთოდებს, თუ როგორ უნდა
დაიწყო სამურაის გზა - რა უნდა გააკეთო ამისთვის, როგორ უნდა
მოიქცე. აღსანიშნავია, რომ ცუნეტომო მხოლოდ ერთხელ, ისიც
ქარაგმულად, ამბობს სამურაის გზის საბოლოო და უპირობო მიზნის
შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ცუნეტომო ხშირად იყენებს ბუდისტი
ბერების ამბებს, სამურაის გზის მიზანი არ ემთხვევა მაჰაიანა ბუდიზმის6
მიზანს - გამოღვიძებას, ნირვანას; პირიქით, ავტორი ხაზს უსვამს, რომ
მას არ უნდა ბუდად ქცევა7 და შემდგომ ინკარნაციებში8 კვლავ ნაბეშიმას

6
მაჰაიანა ბუდიზმი - იაპონიაში შუა საუკუნეებში გავცელებული ბუდიზმის ფორმა.
7
მაჰაიანა ბუდიზმის სწავლება - გამოღვიძების შედეგად ბოდჰის მდგომარეობის
მიღწევა და ბუდად გახდომა.
11
კლანის წევრად სურს გაჩენა. ცხადია, რომ სამურაის გზა და მისი მიზანი
განსხვავდება ბუდიზმის გზისგან. თუმცა, ისიც აშკარაა, რომ სამურაის
გზა და ბუდას გზა ჰგავს ერთმანეთს. ამიტომ ამბობს ცუნეტომო, რომ არ
შეიძლება ახალგაზრდა სამურაის ბუდიზმი ასწავლო, რადგან ის მას
ხელს შეუშლის სამურაის გზის ათვისებაში.
ყოველივე აქედან გამომდინარე, ცუნეტომო აღწერს იმ წესებსა და
ნორმებს, რომელსაც სამურაის გზის დასაწყისში უნდა დაემორჩილო. აქ -
გზის დასაწყისში - ორი სიტყვაა მთავარი - თავის მიძღვნა (მსახურება)
და მზადყოფნა სიკვდილისთვის.
მზადყოფნა სიკვდილისთვის არ გულისხმობს უპირობო
მზადყოფნას თვითმკვლელობისთვის - ცუნეტომო ხშირად აღნიშნავს,
რომ თვითმკვლელობა არ არის თვითმიზანი. ცუნეტომოს მრავალი
მაგალითი მოჰყავს, რომლის მიხედვითაც აშკარაა, რომ
თვითმკვლელობა მხოლოდ მაშინაა მისაღები, თუ სიკვდილი
გარდაუვალია (მაგ. როცა სამურაი ჩაიდენს საქციელს, რომლის გამოც,
მან იცის, რომ სიკვდილით დასჯიან). ასევე, ცუნეტომო ხშირად
იმეორებს: ის, რომ საზოგადოების კანონებით რაიმე საქციელის გამო
სიკვდილით დასჯა გემუქრება, არ უნდა იყოს წინაღობა იმ
გადაწყვეტილების აღსრულებისთვის, რომელსაც სამურაის გზა

8
აღმოსავლურ რელიგიებში გავრცელებული მოძღვრება, რომლის მიხედვით
ადამიანი (ადამიანის სული) გადის სხვადასხვა განსხეულებებს (ინკარნაციებს),
როგორც წესი, ადამიანის სხეულებში, სანამ სრულყოფილ მდგომარეობას - საბოლოო
საფეხურს (ბუდიზმში - ნირვანას - სამყაროსთან შერწყმას) დაიმსახურებდეს.
12
გკარნახობს. სიკვდილისთვის მზადყოფნა ნიშნავს, რომ სამურაი
ცხოვრების ყოველ მომენტში მზად უნდა იყოს სიკვდილისთვის - მაშინ
მას გონება არ დაებინდება შიშით, სიხარბით, მომავლის იმედით და
სწორ გადაწყვეტილებებს მიიღებს - როგორც ბრძოლაში, ისე
ყოველდღიურ ცხოვრებაში.
აქედანვე გამომდინარეობს მითითება, რომ სამურაიმ არსებული
წამით უნდა იცხოვროს - და არ იფიქროს მომავალზე - ანუ, მიანიჭოს
აწმყოს მაქსიმალური მნიშვნელობა (იცხოვროს ისე, თითქოს მომავალი
და წარსული არ არსებობს). საბოლოო ჯამში, ცუნეტომოს სწავლების
ჩანაწერებიდან გამომდინარეობს ყველა დროსა და სამყაროში ღირსეული
და, შეიძლება ითქვას, წარმატებული ქცევის ფორმულა: მიზნის
აღსრულებისას ყველაზე უფრო მაღალმა საფასურმა - სიკვდილმაც - არ
უნდა შეგაფერხოს. ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებლად მოკვდები, მაგრამ,
ამავე დროს, არც იმას ნიშნავს, რომ აუცილებლად წარმატებას მიაღწევ.
შეიძლება მოკვდე, მაგრამ შეიძლება წარმატებასაც მიაღწიო. სიკვდილსაც
და წარმატებასაც ყოველი ადამიანის ცხოვრებაში სხვადასხვა
მნიშვნელობა აქვს - ეს მნიშვნელობები მოთავსებულია სკალაზე,
რომლის ერთ ბოლოში სრულიად მეტაფორული და სიმბოლური
მნიშვნელობებია, ხოლო მეორეში - სრულიად რეალური და
აბსოლუტური. ამ მნიშვნელობების გამოყენების ადეკვატურობაშია
სწორი ცხოვრების (სამურაის ცხოვრების) გასაღები.
სიკვდილისთვის მზადყოფნა არის მეთოდი. ახლა რაც შეეხება
მიზანს:
13
სამურაის გზის დასაწყისის მეორე მნიშვნელოვანი ბილიკია
მსახურება ანუ თავისი თავის მიძღვნა. „ჰაგაკურეს“ ბოლო თავებში
ირკვევა, რომ მიძღვნა მრავალნაირი შეიძლება იყოს - დამყარებული
სიყვარულზე, სხვა რაიმე გადაწყვეტილებაზე, მაგრამ, როგორც გზის
დასაწყისი - და ყველასთვის ძნელი, მაგრამ შესაძლებელი აქტი - არის
საკუთარი თავის ბატონისთვის მიძღვნა და საკუთარი თავის დავიწყება.
მაგრამ ეს არ არის უპირობო მორჩილება. ტექსტის კითხვისას ნახავთ,
რომ სამურაის ამ შემთხვევაში ბატონზე ზრუნვა და მისი აღზრდა
ევალება: სამურაიმ უპირობოდ კი არ უნდა დააკმაყოფილოს ბატონის
სურვილები (არ უნდა იყოს მლიქვნელი), არამედ, ეცადოს იმოქმედოს
მის სასარგებლოდ, თუ საჭიროა, ბატონის სურვილის წინააღმდეგაც.
თუკი ის წარუმატებელი იქნება ამ გზაზე და ბატონი მას სეპუკუს
შესრულებას უბრძანებს - ეს იქნება მისი არასწორი გადაწყვეტილებების -
როგორც სამურაის გზის, ასევე, კონკრეტული ბატონის არჩევის -
საზღაური.
ცუნეტომო ცდილობს პირდაპირ არ თქვას, რომ ბატონის მსახურება
გზაზე დგომის საშუალებაა და არა მიზანი. ბატონის მსახურება არის
ვარჯიში საკუთარი თავის დავიწყებაში და საკუთარი თავის მიძღვნაში.
ბატონისადმი თავის მიძღვნა არ არის აბსოლუტური, რაც ერთი
შეხედვით შეიძლება გვეგონოს. ერთ-ერთ თავში ცუნეტომო ლაპარაკობს
ჰომოსექსუალურ სიყვარულზე, როგორც შეყვარებულისთვის თავის
მიძღვნაზე და ამბობს, რომ ამ შემთხვევაში ხდება ბატონის მსახურების
დავიწყება, მაგრამ არ ამბობს, რომ ეს სამურაის გზიდან გადახვევაა.
14
ცუნეტომო არაფერს ამბობს ჰეტეროსექსუალურ სიყვარულზე. გასაგებია
რატომაც: რაკი შუა საუკუნეების იაპონიაში ჰეტეროსექსუალური
სიყვარული უფრო ხშირი იყო, შეიძლება დამწყებ სამურაის ჰგონებოდა,
რომ თუკი ის თავის თავს შეყვარებულს მიუძღვნის, ეს სამურაის გზის
შესაბამისი იქნება. ვინაიდან ადამიანებს ხშირად ჰგონიათ, რომ უყვართ,
ეს შეიძლება დამწყები სამურაისთვის დამღუპველი აღმოჩნდეს. და
კიდევ ერთი - თავის მიძღვნა მაშინაა ვარჯიში და სამურაის გზაზე
დგომის საშუალება, როდესაც ეს არ არის სასიამოვნო და იწვევს ბევრი
რამის დათმობას. ხოლო ისეთი სიყვარული, რომელიც საკუთარი თავის
დათმობას იწვევს - იშვიათია. ამ აზრით, ცუნემოტოს მიხედვით,
ჰომოსექსუალური სიყვარული, რომლიც საზოგადოების
გაკიცხვას/მიუღებლობას იწვევს და შედეგად მოაქვს შეყვარებული
სამურაის მიერ საკუთარი მდგომარეობის, რეპუტაციის და ასევე,
შესაძლებელია კონკრეტული სოციალური სტატუსის დათმობაც, არის
საკუთარ თავზე უარის თქმა და სამურაის გზის შესაბამისი.
ამ გზაზე სიკვდილი ხშირია: როგორც ბატონისადმი თავის
მიძღვნის გამო, ასევე, სიკვდილისთვის მზადყოფნის გამოც. ცუნეტომო
არ ამბობს, რომ თუ სამურაის გზაზე დადგები, მიზნამდე მიხვალ.
პირიქით - ცუნეტომო ყველგან აღნიშნავს, რომ მიზნის მიუღწევლად
სიკვდილი არ არის სამარცხვინო, და თუ ვერ ასრულებ თავის მიძღვნის
შედეგად დასახულ მიზანს, ყოველთვის შეგიძლია სიკვდილი.
განსაკუთრებით ხაზგასმულია ღირსეული და არა ნებისმიერი
თვითმკვლელობის შესაბამისობა სამურაის გზისადმი. თავი უნდა
15
მოიკლა მაშინ, როცა „ყველა ხედავს“, რომ შენ მეტი არაფრის გაკეთება არ
შეგიძლია, რომ შენ ყველაფერი გააკეთე მიზნის მისაღწევად, რომ თუ
თავი არ მოიკალი, მოგკლავენ, და ეს სიკვდილი ბევრად უფრო უღირსი
იქნება, ვიდრე თვითმკვლელობა. სამურაის გზაზე სიკვდილი კი არ
უნდა ეძებო, არამედ - მიზნის მიუღწევლობამ არ უნდა შეგაჩეროს და
ბოლომდე იბრძოლო. ცუნეტომოს საუბარს უწყვეტ ხაზად გასდევს იდეა,
რომ თვითმკვლელობა, როგორც გაქცევა ცხოვრებიდან და ცხოვრებაზე
უარის თქმა - უღირსი და სამურაის გზისთვის შეუფერებელი საქციელია.
ხშირად აკრიტიკებენ 47 რონინის ამბის შესახებ ცუნეტომოს
კომენტარებს9. ცუნეტომოს მიხედვით, 47 რონინი დიდხანს იცდიდა,
რათა საკუთარი ბატონის სიკვდილის გამო შური ეძია. ზემოთ აღწერილი
თვალთახედვით გასაგებია ცუნეტომოს აზრი, რაც სულ არ მდგომარეობს
ფანატიკოსობაში, როგორც მას ხშირად აბრალებენ, არამედ - აქტუალური
შურისძიების უმნიშვნელოდ ცნობაში: ამ შემთხვევაში რონინებმა ისეთი
უმნიშვნელო რამ, როგორიც შურისძიებაა, დააყენეს უფრო მაღლა, ვიდრე
სიკვდილისთვის მზადყოფნა. მათ რომ შურისძიება არ გამოსვლოდათ,
სამურაის გზასაც ასცდებოდნენ და მიზანსაც ვერ მიაღწევდნენ.
ცუნეტომო იმას კი არ ამბობს, რომ სამურაებს თავი უნდა მოეკლათ,
არამედ იმას, რომ მაშინვე უნდა დაეწყოთ ბრძოლა, როგორც კი
გააცნობიერეს ბრძოლის აუცილებლობა.

9 იხ. პარაგრაფი 41-ე და 42-ე და შენიშვნები ამ პარაგრაფისთვის.

16
ამ წიგნში მრავალ საინტერესო და სამურაების/იაპონური
კულტურის შესახებ გავრცელებული წარმოდგენების საწინააღმდეგო
დებულებას შეხვდებით. მაგალითად, გაიგებთ, რატომ არის საბრძოლო
ხელოვნებაში განსწავლულობა სამურაის გზის საწინაამღდეგო, ან -
რატომ არ უნდა იცოდეს სამურაიმ სამხედრო სტრატეგიის საკითხები,
ანდა რატომ არ არის საჭირო ტრადიციების მიხედვით ქცევა. ამ წიგნის
წაკითხვის შემდეგ კიდევ ერთხელ დაინახავთ, როგორ ეწინაამღდეგება
კულტურის შინაარსი გავრცელებულ მოსაზრებას იმავე კულტურის
შესახებ.
საბოლოო ჯამში, ამ წიგნის კითხვისას აუცილებელია იმის
გათვალისწინება, რომ სამურაის გზა ერთ-ერთი გზაა. ცუნეტომოს
არასოდეს მოუთხოვია, რომ ყველამ უნდა მისდიოს სამურაის გზას და
არც ის, რომ ყველა, ვინც ჩართულია ბრძოლაში და ომთან შეხება აქვს,
სამურაი იყოს. სამურაის გზა არის მათთვის, ვინც მზად არის საკუთარი
თავი დაივიწყოს და არ დაემორჩილოს არც ერთ წინაამღდეგობას,
რომელიც მიზნის, თუ მიზნების მიღწევის დროს შეხვდება.
დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ ცუნეტომო გაურბის სამურაის
გზის მიზნის შესახებ ლაპარაკს, „ჰაგაკურეში“ მაინც შესაძლებელია ამ
მიზნის ამოკითხვა. ცუნეტომო ხშირად მსჯელობს დიდ თანაგრძნობაზე,
როგორც სამურაის გზის შემადგენელ ელემენტზე. ბოლო პარაგრაფში
თითქოს ირკვევა, რას თვლის იგი სამურაის გზად: ცუნეტომო ამბობს,
რომ ის მისდევს შემდეგ პრინციპებს:
• არასოდეს გადავუხვიო სამურაის გზას;
17
• ვიყო სასარგებლო ოსტატისთვის;
• ვიყო ჩემი მშობლების შვილი;
• გამოვავლინო დიდი თანაგრძნობა და ვიმოქმედო
ადამიანისთვის.
რას ნიშნავს პირველი სამი პრინციპი, ამ წიგნში ამოიკითხავთ.
მეოთხე პრინციპი ხსნის სამურაის გზის მთავარ მიზანს - მოქმედება
ადამიანისთვის. თუკი ამ წიგნს ბოლომდე წაიკითხავთ და შემდეგ
გონების თვალს გადაავლებთ წაკითხულს, დაინახავთ იმ
უნივერსალური გზის აღწერას, რაც ჩვენთვის, 21-ე საუკუნის
ადამიანებისთვისაც, ისეთივე აქტუალური და მისაბაძია, როგორც მე-18
საუკუნეში: შენი ცხოვრება ღირსეულია/სწორია მაშინ, როდესაც შენ
ყოველთვის მოქმედებ ადამიანისთვის, როდესაც ეს მოქმედება
გამომდინარეობს მისდამი თანაგრძნობიდან, ცხოვრობ აწმყოთი, ისე,
თითქოს არც მომავალი არსებობს და არც წარსული და მთელი სამყარო
(და შენც) მხოლოდ ამ მომენტზეა დამოკიდებული, არ უფრთხი
არავითარ წინაამღდეგობას, იმასაც კი, რომელიც შენს სიცოცხლეს
ემუქრება და შენი შიშები, სურვილები და ოცნებები არ არის მთავარი. აქ
უკვე გასაგები ხდება რაში მდგომარეობს სამურაის გზის
განსაკუთრებულობა - ეს გზა არ მიდის ნირვანამდე და ბუდად
გახდომამდე. სამურაის გზის ამოცანა ადამიანებისთვის მარადიული
მოქმედებაა, ყოველგვარი „იმქვეყნიური“ საჩუქრის გარეშე. ცუნეტომო
აღწერს ამ გზაზე მდგომ წარმატებულ და წარუმატებელ ადამიანებს.
ამით მას იმის ჩვენება უნდა, რომ ამქვეყნიური წარმატება სამურაისთვის
18
შესაძლებელია, მაგრამ ეს შემთხვევითია და არ არის მთავარი. მთავარია
ადამიანის გულისთვის მოქმედება.
ვფიქრობ, ამ წიგნის კითხვით არა მარტო შეხვალთ იაპონურ
კულტურაში, არამედ, გაიგებთ იმ გზავნილსაც, რომლის გადაცემაც
სურდა ავტორს სამყაროსთვის. სამწუხაროდ, ამ გზავნილის შესახებ,
ისევე, როგორც ბევრი სხვა ტექსტური გზავნილის შესახებ, ვერ ვიტყვით,
რომ ის ყოველთვის სწორად გაგებული და ადეკვატურად აღქმული იყო
მათ მიერ, ვისაც „ჰაგაკურე“ საკუთარი, ან სხვისი ცხოვრების
სახელმძღვანელოდ მიაჩნდა.

გიგი თევზაძე
29.11.2013

19
თავი I. ცხადია, რომ

1. სამურაის გონება მუდამ სამურაის გზაზე უნდა ფიქრობდეს.


რადგან ადამიანის დაუდევრობას საზღვარი არა აქვს, ძნელად
თუ მოიძებნება ვინმე, ვინც დაუფიქრებლად უპასუხებს
კითხვას: “რა არის სამურაის გზის ჭეშმარიტი მნიშვნელობა?”. ეს
იმიტომ, რომ სამურაის ცნება არ არის გათავისებული, რაც
იმაზე მეტყველებს, რომ ადამიანები უდიერად ეპყრობიან
მსგავს საკითხებს. უდიერობა კი სახიფათოა.
2. სამურაის გზა სიკვდილშია 10. როდესაც საორჭოფო საკითხი
წამოიჭრება, მხოლოდ ერთი სწრაფი არჩევანია შესაძლებელი –
სიკვდილი. ეს არცთუ ისე რთულია. იყავით მტკიცე,
თანმიმდევრული და სწრაფი თქვენ მიერ მიღებული
გადაწყვეტილების შესრულების დროს. იმის თქმა, რომ

10
სიკვდილისათვის მზადყოფნა სამურაის გზის აუცილებელი შემადგენელი
ელემენტია. ეს ნიშნავს, რომ შენი ცხოვრების ყოველ მომენტში უნდა იყო
სიკვდილისათვის მზად. და ეს არ ნიშნავს, რომ სიკვდილს უნდა ესწრაფვოდე და
ეცადო რაც შეიძლება მალე მიაღწიო მას. თუკი სიკვდილისთვის მზად ხარ, ეს
ნიშნავს, რომ საკუთარი სისუსტეები უკვე დაამარცხე. ეს კი, თავის მხრივ, ნიშნავს,
რომ დასახული მიზნების მიღწევაში არ შეგიშლის ხელს არც შიში ტკივილის წინაშე,
არც იმედგაცრუება და არც უიმედობა. სიკვდილისათვის მზადყოფნა ქმნის ყველაზე
უფრო მიახლოებულ საფუძველს გამარჯვებისათვის. თუმცა, სიკვდილისათვის
მზადყოფნა, რა თქმა უნდა, გამარჯვების გარანტი არ არის.
20
შეუსრულებელი მისია ძაღლური სიკვდილის ტოლფასია,
სოფისტური სისულელეა. როდესაც სიკვდილ-სიცოცხლის
არჩევანის წინაშე დგახარ, მიზანზე აღარ უნდა იფიქრო.
3. ჩვენ ყველას სიცოცხლე გვწყურიაDდა, უმეტესწილად,
ვცდილობთ, რომ ყველაფერი ამ სურვილს დავუქვემდებაროთ.
სიცოცხლე მიზნის მიუღწევლად ნამდვილი ლაჩრობაა. ეს ბეწვის
ხიდზე სიარულს ჰგავს. მართალია, მიზნის მიუღწევლად
სიკვდილი ძაღლური სიკვდილი და ფანატიზმია, მაგრამ ამაში
არაფერი სამარცხვინო არ არის. ეს სამურაის გზის შემადგენელი
ნაწილია. თუ ყოველ დილა-საღამოს გულს სწორად მომართავ,
მაშინ ისე იცხოვრებ, თითქოს სხეული უკვე მკვდარია.
მხოლოდ თავისუფლებაზე დაგწყდება გული. უსაყვედურო
ცხოვრებას გაივლი და შენს საქმეში წარმატებას მიაღწევ11.
4. ადამიანი მაშინ არის კარგი მსახური, როდესაც მისთვის მისი
ოსტატი ნამდვილად მნიშვნელოვანია. ის მაშინ საუკეთესო
მსახურად ითვლება. თუ ადამიანი დიდგვაროვანი და ძველი
გვარის წარმომადგენელია, საკმარისია გააცნობიეროს საკუთარი
მოვალეობა წინაპრების წინაშე, დაიწყოს ყურადღების მიქცევა

11
მხოლოდ ამ განწყობით არის შესაძლებელი წარმატების მიღწევა: როდესაც არ
უფრთხი არა მარტო სიძნელესა და სიკვდილს, არამედ, მიზნის შეუსრულებლობასაც.
მიზანი ამ შემთხვევაში არის საშუალება - იყო სამურაის გზაზე. ამიტომ სამურაის
გზისთვის და ამ გზის წესით ცხოვრებისთვის მიზანი ერთ-ერთი საშუალებაა. ისევე,
როგორც ბატონის მსახურება.
21
საკუთარი სხეულისა და გონებისთვის და ოსტატს სათანადო
პატივი მიაგოს. კიდევ უფრო უკეთესია, თუ ადამიანი ბრძენი
და ნიჭიერია და ამ თვისებების სათანადოდ გამოყენება
შეუძლია. მაგრამ მაშინაც კი, თუ ადამიანი უვარგისი და
მოუხერხებელია, ის სანდო მსახურად ჩაითვლება, თუ
დაჟინებით ფიქრობს თავის ოსტატზე. მარტო ნიჭითაAდა
სიბრძნით ვერაფერს მიაღწევ12.
5. არსებობს ორგვარი ბუნების ადამიანი. ერთი სხარტი
აზროვნებით გამოირჩევა, მეორე კი უნდა განმარტოვდეს და
ფიქრს მისცეს თავი. მაგრამ თუ კარგად ჩაუკვირდები,
მიხვდები, რომ თუ ადამიანი უანგაროდ იფიქრებს და ნებეშიმას13

12
ამ აბზაცში ავტორი მსახურებისთვის ვარგისიანობის ორ ინდიკატორს გამოყოფს: 1.
კარგი და შესაბამისი აღზრდა, რომელიც გადასცემს სათანადო ღირებულებებს და
ცხოვრებისეულ ხედვებს; 2. სიბრძნე და ნიჭი, რომელიც შემოქმედებითად
გამოაყენებინებს მსახურს საკუთარ ღირებულებებს; 3. მსახურების გადაწყვეტილება.
აქ სხვა არაფერზეა ლაპარაკი, თუ არა მსახურების, როგორც გზის შემადგენელ
პროცესზე. მნიშვნელოვანია განსხვავება ტრადიციასა და მსახურებას შორის.
ტრადიცია (წინაპრებისადმი მოვალეობა) განსხვავდება მსახურებისაგან (ოსტატის
პატივისცემა და სხეულისა და გონების დამორჩილება). მსახურება სამურაისთვის
გადაწყვეტილებაა და არა ტრადიცია. შესაბამისად, მსახურება სამურაის გზაზე
დგომის ერთ-ერთი საშუალებაა.
13
ნებეშიმას ოჯახი - სამურაის ოჯახი, რომელიც აკონტროლებდა საგას
სამფლობელოს (დღევანდელი იაპონიის საგას პრეფექტურა, ქალაქი საგა) გვიანი
სენგოკუს* პერიოდიდან (1467-1603) ედოს** პერიოდის (1603-1868) განმავლობაში.
22
სამურაის ოთხივე მცნებას14 მიიღებს, ის გასაოცარ სიბრძნეს
შეიძენს, იმის მიუხედავად, თუ როგორი ბუნებითაა
დაჯილდოებული.

ჰაგაკურეს ავტორი - იამამოტო ცუნეტომო იყო ნაბეშიმა მიცუშიგეს (1632-1700)


მსახური. მიცუშიგე იყო საგას სამფლობელოს დაიმიო (მმართველი) ადრეული ედოს
პერიოდში. ცნობილია იმით, რომ მან აკრძალა ჯუში - თვითმკვლელობის ფორმა,
რომელიც აუცილებელი იყო მსახურებისთვის ბატონის სიკვდილის შემთხვევაში. ამ
აკრძალვის შედეგია ეს წიგნიც - იამამოტო ცუნეტომომ არ მოიკლა თავი მიცუშიგეს
სიკვდილის შემდეგ და მონასტერში განმარტოების პერიოდში დაწერა „ჰაგაკურე“.
14
ნაბეშიმას ოჯახის სამურაის ოთხი მცნება: 1. არასოდეს გადავუხვიო სამურაის გზას;
2. ვიყო სასარგებლო ოსტატისთვის; 3. ვიყო ჩემი მშობლების შვილი; 4. გამოვავლინო
დიდი თანაგრძნობა და ვიმოქმედო ადამიანისთვის (იხ. პარაგრაფი # 539).
*სენგოკუს პერიოდი (戦国時代 სენგოკუ ჯიდაი. მე-15 საუკუნის შუა მე-17 საუკუნის
დასაწყისი) – „მებრძოლი სახელმწიფოების პერიოდი“ იაპონელი ისტორიკოსების
დარქმეული სახელი ყველაზე უფრო შფოთიანი დროისათვის გვიანი შუა
საუკუნეების იაპონიაში.
**ედოს პერიოდი (江戸時代 ედო ჯიდაი. ანდა, ტოკუგავას პერიოდი (徳川時代
ტოკუგავა ჯიდაი. 1603-1868) - იაპონიის ისტორიის წინა-მოდერნული ხანა. ამ დროს
დაიწყო ედოს, ანუ, ტოკუგავა შოგუნატის მმართველობა (პირველი შოგუნი -
ტოკუგავა იეასუ). ეს პერიოდი დამთავრდა მეიჯის - ანუ, იმპერატორის
მმართველობის აღდგენით მე-15 (ბოლო) შოგუნ ტოკუგავა იოშინობუს მიერ. ედოს
პერიოდი ასევე ცნობილია, როგორც იაპონიის ადრეული მოდერნის დასაწყისი.

23
6. ადამიანს ჰგონია, რომ თუ კარგად დაფიქრდება, სირთულეებს
თავს გაართმევს. მაგრამ ის არასწორად ფიქრობს და შედეგს
ვერ აღწევს, რადგან მას პირადი ინტერესი ამოძრავებს.
7. სულელს გაუჭირდება უანგარო იყოს. საკითხის განხილვისას
თუ ჯერ გულში ჩაბეჭდილ ოთხ მცნებაზე დაფიქრდები და
შეეცდები პირადი ინტერესების დათმობას, მაშინ ნამდვილად
აღარ ასცდები გზას.
8. იმის გამო, რომ ხშირად საკუთარ გამჭრიახობას ვენდობით,
პირადი დაინტერესება მოგვეძალება და გონებას
უგულებელვყოფთ. შედეგად, საქმე ცუდად მიგვდის. ხალხის
თვალში წარმოვჩნდებით როგორც გონებაშეზღუდული, მდაბალი,
სუსტი და უღირსი არსებები. როდესაც უგუნური ხარ,
უმჯობესია შენზე გონიერს მიმართო რჩევისთვის. მრჩეველი,
რადგანაც ის მიუკერძოებელია, ჭეშმარიტ გზაზე დგას და
უანგარო და გულწრფელ პასუხს გაგცემს. Mმის მიდგომას
ადამიანები საფუძვლიანად აღიქვამენ. ის მაღალ, ძლიერ და
განტოტვილფესვიან ხეს ჰგავს. ერთი ადამიანის ჭკუა კი
ხშირად უბრალოდ მიწაში ჩარჭობილ ხეს მოგვაგონებს.
9. ჩვენ ვსწავლობთ ძველი ხალხის გამონათქვამებსა და ქმედებებს,
იმიტომ, რომ დავეუფლოთ სიბრძნეს და დავძლიოთ ეგოიზმი.
როდესაც საკუთარ სისუსტეებს ვძლევთ და წინაპრების
ნათქვამს ვემორჩილებით, ვითვალისწინებთ სხვა ადამიანების
რჩევებს, მაშინ ყველა საქმე წარმატებულია და უბედობას
24
თავიდან ავიცდენთ. ბატონმა კაცუშიგემ15 სიბრძნე ბატონი
ნაოშიგესგან16 ისწავლა. ეს „ოჰანაშიკიკიგაკიშია“ (ჩვენი
წინაპრების შესახებ მოყოლილი ამბები) 17 ნახსენები. ჩვენ მისი
გულისხმიერების მადლიერები ვართ.
10. მეტიც: ერთმა ადამიანმა შეგირდებად უმცროსი ძმები აიყვანა
და როდესაც ის კამიგატას 18 ან ქალაქ ედოს 19 ეწვეოდა, ისინი
ყოველთვის თან ახლდნენ. რადგან ის მათ ყოველ საკითხზე

15 კაცუშიგე - ტოდა შიგემასა (戸田 勝成; 1557–1600) - სენგოკუს და აზუჩი-მომოიამას


პერიოდებში იყო დაიმიო. თავიდან ის ემსახურებოდა ნივა ნაგაშიდეს. 1585-იდან -
ნაგაშიდეს სიკვდილის შემდეგ - გადავიდა ტოიოტომი ჰიდეიოშის სამსახურში და
ასრულებდა ერთ-ერთი რეგიონის მმართველის ფუნქციას. 1600 წელს მიიღო
მონაწილეობა სეგიკაჰარას ბრძოლაში. ის დაიღუპა ამ ბრძოლაში, მას შემდეგ, რაც
თანამებრძოლებმა უღალატეს.
16 ნაბეშიმა ნაოშიგე (鍋島直茂 1537-1619) - მე-16 საუკუნის სენგოკუ პერიოდის
განმავლობაში რიუზოჯის ოჯახის მსახური. ნაოშიგე არის ცნობილი, როგორც
რიუზოჯი ტაკანობუს დაქვემდებარებაში მყოფი ყველაზე წარმატებული გენერალი.
1570 წელს ნაოშიგე იყო ტაკანობუსთან ერთად საგას ციხესიმაგრეში, როდესაც
ციხესიმაგრე ოტომოს ოჯახის 60 000-იანი არმიით იყო გარშემორტყმული. ნაოშიგეს
მხოლოდ 5000 მებრძოლი ჰყავდა. ნაოშიგემ ღამის რეიდი განახორციელა და
დაამარცხა მოწინააღმდეგე. 1575 წელს მან შეტევა განახორციელა დასავლეთ ჰინძენში
მდებარე სუკოს ციხეზე და აიძულა ციხის მეთაური - ჰირაი ცუნეჰარუ - თავი
მოეკლა.
17
როგორც ჩანს, მოთხრობების კრებული.
18
კიოტოს და ოსაკას მიმდებარე რაიონი.
19
ტოკიოს სახელი შუა საუკუნეებში.
25
ეთათბირებოდა, იქნებოდა ეს პირადი თუ საჯარო, იგი
ყოველვის ახერხებდა უსიამოვნების თავიდან აცილებას.
11. საგარა კიუმა 20 ისე შეესისხლხორცა თავის პატრონს, თითქოს
მისი სხეული უკვე მკვდარი ყოფილიყოს. ამგვარი ადამიანი
იშვიათად იბადება. ერთხელ ბატონ საკიოს მიზუგეს სახლში
მნიშვნელოვანი შეხვედრა იმართებოდა, რომელზეც კიუმას
ებრძანა სეპუკუს ჩატარება21. ამ დროს ოსაკაში, ბატონი ტაკუ
ნატის სახლის მესამე სართულზე ჩაის ოთახი იყო მოწყობილი.
Kკიუმამ ეს ოთახი დაიქირავა და საგას რაიონის ყველა
უპოვარი შეკრიბა. მან მარიონეტების წარმოდგენა მოაწყო და
ერთ თოჯინას თვითონ ათამაშებდა. ისინი მთელი დღე და
ღამე სვამდნენ და ქეიფობდნენ. Mმან არაფრად ჩააგდო ის
გარემოება, რომ ბატონი საკიოს სახლი მახლობლად იყო, ქეიფი
განაგრძო და დიდი აყალმაყალი გამოიწვია. როდესაც ამ

20
საგარას გვარის სამურაი, სახელად კიუმა.
21
როგორც ჩანს, ამ შეხვედრაზე განიხილებოდა რომელიღაც შემთხვევა, რომელშიც
კიუმა მონაწილეობდა და რომელსაც მოჰყვა დანაშაული. დაიმიოებს და ოსტატებს
შორის ხშირი იყო ამგვარი შეხვედრები, სადაც განიხილებოდა შემთხვევა, რომელსაც
სიკვდილი მოჰყვა და ეწყობოდა სასამართლო. შემდეგ იმ სამურაის, ვინც მიჩნეული
იქნებოდა დამნაშავედ, ოსტატი უბრძანებდა სეპუკუს ჩატარებას. თვითმკვლელობა
ამ შემთხვევაში მხოლოდ რიტუალი იყო, რადგანაც ამ პროცესის დროს სეპუკუს
ჩამტარებელი ადამიანის უკან იდგა კაისაკუ (იხ. პარაგრაფი # 24, შენიშვნა # 30)
ხმლით ხელში, რომელსაც ხანჯლის მუცელში შერჭობის შემდეგ სეპუკუს
ჩამტარებლისთვის თავი უნდა მოეკვეთა.
26
აურზაურს აწყობდა, ის მხოლოდ თავის ბატონზე ზრუნავდა
და თვითმკვლელობა მყარად ჰქონდა გადაწყვეტილი22.
12. შეგირდად ყოფნა ნიშნავს შენი ბატონისთვის დამხმარედ ყოფნას,
მის ნდობას კეთილისა და ბოროტის განსაზღვრაში და საკუთარ
ინტერესებზე უარის თქმას. ბატონს Aამგვარი ორი ან სამი
ადამიანი მაინც თუ ჰყავს, ის ნამდვილად დაცულია23.
13. თუ მაშინ დავაკვირდებით სამყაროს, როდესაც ყველაფერი
წესრიგშია და ისე მიდის, როგორც წესი და რიგია, აღმოჩნდება,
რომ უამრავი ადამიანი თავს იკატუნებს, თითქოს ბრძენი,
გემოვნებიანი და მოხერხებულია. თუ ბატონი თანამდებობას
დატოვებს ან განმარტოვდება, მოიძებნება ბევრი ისეთი
ადამიანი, ვინც მას ზურგს შეაქცევს და თავს დაიმდაბლებს
ახალი ბატონის წინაშე. ამგვარ რამეზე ფიქრიც კი მეტად
უსიამოვნოა. მაღალი თუ დაბალი მდგომარეობის მქონე, ბრძენი
თუ მოხერხებული, ყველას უკლებლივ თავი მართალი ჰგონია,
მაგრამ როდესაც საქმე საკუთარი სიცოცხლის ბატონისათვის
შეწირვაზე მიდგება, ყველას სისუსტისგან მუხლების კანკალი
ეწყება. ეს ამბავი მეტად სამარცხვინოა. ის ფაქტი, რომ უვარგისი

22
ამ ისტორიაში მოთხრობილია, როგორ ცდილობს სამურაი დაარწმუნოს ბატონი,
რომ მისი გადაწყვეტილება - სეპუკუს დავალება სამურაისთვის - სწორი იყო და არ
ინაღვლოს ძვირფასი მსახურის დაკარგვის გამო.
23
ეს აბზაცი წინას განმარტავს: ბატონს უნდა დაეხმარო მაშინაც, როდესაც ის სეპუკუს
ჩატარებას გიბრძანებს და დაარწმუნო მისი გადაწყვეტილების სისწორეში.
27
ადამიანი ხშირად შეუდარებელი მეომარი ხდება, ნიშნავს იმას,
რომ მან უარყო საკუთარი სიცოცხლე და თავი ბატონს შესწირა.
მიცუშიგეს სიკვდილის დროს იყო ერთი ასეთი ადამიანი.
მხოლოდ მე ვიყავი მისი ერთგული თანმხლები, დანარჩენები
კი მხოლოდ მე მბაძავდნენ. დღენიადაგ პრეტენზიულმა,
ქედმაღალმა კარისკაცებმა მყის შეაქციეს ბატონს ზურგი,
როგორც კი სიკვდილმა დაუხუჭა მას თვალები. ბატონისა და
შეგირდის დამოკიდებულებაში მთავარი ერთგულებაა. როგორი
მიუღწეველი და შორიც არ უნდა გეჩვენებოდეს ერთგულება, ის
ყოველთვის შენ სიახლოვესაა. თუ მას მიენდობი, იმწამსვე
სამაგალითო მსახურად გადაიქცევი 24.
14. ადამიანისთვის საკუთარი აზრის პირდაპირ თქმა და მის
შეცდომაზე მითითება მეტად მნიშვნელოვანია. ეს თანაგრძნობაა
და მას მსახურებისას მთავარი ადგილი უჭირავს. მაგრამ ამის
განხორციელება რთულია. ადვილია ადამიანის სუსტი და
ძლიერი მხარეების აღმოჩენა და ამის თაობაზე საკუთარი
შეხედულების გამოთქმა. უმეტესწილად ადამიანები ფიქრობენ,
რომ ისინი სიკეთეს სჩადიან, როდესაც ისეთ რამეს ამბობენ,
რაც სხვებისთვის სათქმელად უსიამოვნო ან ძნელი მოსასმენია.
თუ ეს საქციელი კარგად არ არის აღქმული, ისინი ფიქრობენ,
რომ მეტი არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება. ამას არავითარი

24
საკუთარი თავის მიძღვნა და ერთგულება, როგორც გადაწყვეტილების შედეგი.
28
აზრი არა აქვს. Eეს იგივეა, ადამიანი რომ დაამცირო. ეს სხვა
არაფერია, თუ არა დარდის გულიდან გადაყრა25.
15. ვიდრე ადამიანს ჭკუას დაარიგებდე, უნდა დარწმუნდე, არის
თუ არა ის ამისთვის მზად. ამისთვის უნდა დაუახლოვდე მას და
იცოდე, რომ ის შენს ყოველ სიტყვას ენდობა. როდესაც
მისთვის ძვირფას თემაზე საუბრობ, აუცილებლად შეარჩიე
სიტყვები და შეეცადე, რომ მან გაგიგოს. შეარჩიე შესაფერისი
დრო და განსაზღვრე, წერილით სჯობს ამის თქმა თუ

25
ამ ნაწილში გამოთქმულია მოსაზრება, რომ შეცდომაზე მითითითება ხშირად
საპირისპირო შედეგს იწვევს. შესაბამისად, უფრო სწორია დაარწმუნო ბატონი, რომ
მისი ყველა გადაწყვეტილება სწორია და ასე მიეთითოს მას შეცდომაზე. როგორც ეს
ზემოთ საკიოს და კიუმას ამბავშია აღწერილი. ამ ამბის პირველი შრე, რომელიც
ერთი შეხედვით ჩანს, გვეუბნება, რომ კიუმა ცდილობდა საკიოს დარწმუნებას, რომ
მისი ბრძანება სეპუკუს შესახებ სწორი იყო. მაგრამ თუკი სამურაის გზის
პრინციპების მიხედვით განვიხილავთ ამ ამბავს, ცხადი გახდება, რომ მსახურის
მუდმივმა თანხმობამ უნდა აჩვენოს ბატონს, რომ ის შეიძლება ცდებოდეს. ხოლო
რადგანაც შეუმცდარი არავინაა, ეს აიძულებს ბატონს უფრო ყურადღებით მოეკიდოს
თავის გადაწყვეტილებებს და ბრძანებებს. ხოლო თუკი სამურაიმ ეს მანამ ვერ
მოახერხა, სანამ ბატონმა სეპუკუ უბრძანა, მაშინ ეს სეპუკუ არის სამურაის მიერ ამ
ბატონისადმი მსახურების გადაწყვეტილების საზღაური. ცხადია, რომ ან ბატონი
აღმოჩნდა უღირსი, ან სამურაიმ არ გასწია სათანადო ძალისხმევა. ორივე
შემთხვევაში სამურაი ისჯება საკუთარი კონკრეტული გადაწყვეტილების
(კონკრეტული ბატონის მსახურობის) გამო. მაგრამ ყოველთვის არ არის
აუცილებელი თავის შეკავება შეცდომაზე პირდაპირ მითითებისგან. იხ. პარაგრაფი #
117.
29
დამშვიდობებისას. შეუქე რაც კარგი აქვს და ყველა ღონე
იხმარე, რომ გაამხნევო. შესაძლოა საკუთარ შეცდომებზეც
ისაუბრო, ოღონდ ისე, რომ მას ეს ენიშნოს. შეეცადე ისე
მიიღოს შენი შენიშვნა, როგორც ყელგამშრალი ადამიანი ეწაფება
წყალს და მაშინ შენი რჩევა მას შეცდომების გამოსწორებაში
დაეხმარება.
16. Eეს ძნელი მისაღწევია. თუ ეს შეცდომა წლების განმავლობაში
გამჯდარია და ჩვევადაა ქცეული, მაშინ მისი გამოსწორება
თითქმის შეუძლებელია. მე ეს თავადაც გამომიცდია. ენდო შენს
მეგობრებს, ერთმანეთის შეცდომები გააცნობიეროთ და იმაზე
იფიქრო, რომ შენს ბატონს გამოადგე, მსახურის მხრიდან
ნამდვილი გულისხმიერებაა. Dხოლო თუ ადამიანს შეარცხვენ,
რანაირად გინდა რომ ეს ადამიანი უკეთესი გახდეს?
17. ხალხის თანდასწრებით მთქნარება ცუდი აღზრდის
მაჩვენებელია. მოულოდნელად დამთქნარება თუ მოგინდათ,
შუბლი დაიზილეთ ქვემოდან ზევით და მთქნარების სურვილი
გადაგივლით. თუ ამან არ იმოქმედა, მაშინ ტუჩები უნდა
გაილოკოთ, ისე რომ პირი არ გახსნათ ან უბრალოდ ხელი ან
სახელო მიიფაროთ ისე, რომ არავინ მიხვდეს, რას აკეთებთ.
იგივე ეხება ცემინებასაც. თუ არ გინდა სულელივით
გამოიყურებოდე, ხალხში არ უნდა დააცემინო. ამის გარდა,

30
კიდევ ბევრი რამ არის, რაც წვრთნასა და ყურადღებას
მოითხოვს26.
18. თუ ვინმე იტყვის, რომ მეურნეობის თანამედროვე საკითხები
დაწვრილებით უნდა იქნეს განხილული, ყოველთვის მოიძებნება
ვინმე, რომელიც იტყვის, რომ ამას აზრი არა აქვს.
19. ფაქტია, რომ თევზი ვერ იცხოვრებს მეტისმეტად
სუფთაAწყალში. Mმაგრამ თუ წყალი დუმფარებითაა დაფარული,
თევზი მის ჩრდილში დაიმალება და გამრავლდება. ზუსტად
ასევე, დაბალი ფენა მშვიდად იცხოვრებს, თუ გარკვეულ

26 ეს აბზაცი საინტერესოა შუა საუკუნეების კულტურის გასაგებად. ბუნებრივია,


თანამედროვე მკითხველისთვის უცნაურია მარტივი ქცევითი ნორმების შესახებ
მსჯელობა იმავე ხარისხით, როგორც ავტორი მსჯელობს სიკვდილის და სიცოცხლის
გზებზე. მკითხველების უმეტესობას ასეთი აღრევა შემთხვევითობად მიაჩნია. თუმცა,
სულაც არ გვაქვს შემთხვევითობასთან საქმე: შუა საუკუნეებში (ამ შემთხვევაში არა
აქვს მნიშნველობა, ევროპულია ის თუ აღმოსავლური), რეალობის სოციალური
კონსტრუირების ბევრად უფრო ნაკლები საშუალება არსებობდა, ვიდრე დღეს.
შედეგად, დიდაქტიკური ტექსტებიც უნივერსალობის მოთხოვნით იწერებოდა.
ამიტომ, „ჰაგაკურესთვის“, როგორც დიდაქტიკური ტექსტისთვის, მნიშვნელოვანია
არა მარტო სამურაის შინაგანი გზა, არამედ ისიც, თუ ყოველდღიურ ცხოვრებაში რა
ყოფითი წესები უნდა დაიცვა. ამიტომაც შუა საუკუნეები სოციალური სისტემის
თვალსაზრისით ერთგანზომილებიანი იყო, მიუხედავად იმისა, რომ იდეოლოგია
(ცხოვრების ფილოსოფიები) მრავალგანზომილებიანობასა და მრავალშრიანობაზე
აპელირებდნენ.
31
საკითხებს წავუყრუებთ. Eეს ფაქტი უკეთესად გასაგები
გახდება, თუ ადამიანების ქცევას გავითვალისწინებთ27.
20. ერთხელ, როდესაც ბატონი მიცუშიგე პატარა იყო, მას ხმამაღლა
უნდა წაეკითხა მღვდელი კაიონის წიგნი. Mმან მოუხმო სხვა
ბავშვებსა და მსახურებს და თქვა: “მოდით აქ და მოისმინეთ.
ძალიან ძნელია კითხვა, თუ არავინ გისმენს“. ამან მღვდელზე
დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და უთხრა იქ მყოფთ: “აი, ის
სულისკვეთება, რომლითაც ყველა საქმე უნდა გაკეთდეს”.
21. Yყოველ დილით ადამიანმა ჯერ პატივი უნდა მიაგოს თავის
მასწავლებელს და მშობლებს, შემდეგ მფარველ ღვთაებებსა და
მფარველ ბუდებს. თუ ადამიანი ჯერ თავის მასწავლებელს
მიაგებს პატივს, მშობლებს ეს ესიამოვნებათ, ღვთაებები და
ბუდები კი მოიწონებენ. მეომრისთვის უპირველესი მოვალეობა
მის ბატონზე ფიქრია. თუ ამ გადაწყვეტილებას ადამიანი
გაითავისებს, ბატონი ყოველთვის გაითვალისწინებს მის
მოთხოვნებს და არასდროს მიატოვებს მას. 28

27
მართვისას ზედმეტი სიმკაცრის წინააღმდეგ და მეტი (გარკვეულ საზღვრებში)
თვითრეგულაციის დაშვებისკენ მოწოდება.
28
ამ აბზაცში გაყოფილია ტრადიციების შესრულება მსახურებისგან. პატივის მიგება
არის ის, რაც მსახურმა დილასვე უნდა დაამთავროს და შემდეგ მთელი დრო
ბატონზე ფიქრს მიუძღვნას.
32
22. Uუფრო მეტიც, ქალმა ჯერ თავისი ქმარი უნდა დააყენოს წინ,
ზუსტად ისე, როგორც მისი ქმარი უპირატესობას თავის ბატონს
ანიჭებს29.
23. როგორც ერთი ადამიანი ამბობს, რამდენიმე წლის წინ
მაცუგუმა კიოანი შემდეგ ამბავს მოჰყვა: ”პრაქტიკულ
მედიცინაში მკურნალობა ინ და იანის, ანუ მამაკაცური და
ქალური საწყისების გათვალისწინებით მიმდინარეობს. არსებობს
განსხვავებული მაჯისცემა. თუმცა, ბოლო ორმოცდაათი წელია
მამაკაცის მაჯისცემა ქალისას დაემსგავსა. Eეს შევამჩნიე მამაკაცს
თვალს რომ ვმკურნალობდი და მასზე ქალისთვის
განკუთვნილი მეთოდი მოვსინჯე. ამის შედეგად წარმატებას
მივაღწიე. როდესაც მამაკაცზე მამაკაცისთვის განკუთვნილი
მკურნალობა გამოვიყენე, შედეგი ვერ მივიღე. ამგვარად, მე
გავიგე, რომ მამაკაცის სული დასუსტდა, ქალისას დაემსგავსა
და ქვეყნის დასასრულიც მოახლოვდა. რადგან მე ამაში
დარწმუნებული ვარ, ეს ამბავი საიდუმლოდ შევინახე და
არავისთვის გამიმხელია.
24. თანამედროვე მამაკაცს რომ ვაკვირდები, ბევრ მათგანს
ქალისთვის დამახასიათებელი მაჯისცემა აქვს. ნამდვილი
მამაკაცი იშვიათია, Aამიტომაც დღეს დიდი ძალისხმევის გარეშე

29
თუკი ზემოთ ნათქვამს გავითვალისწინებთ, ქალს ენიჭება იგივე როლი ქმრის
ცხოვრებაში, რაც სამურაის - ბატონის ცხოვრებაში. ანუ ზრუნვა, აღზრდა,
გამუდმებით მასზე ფიქრი და იმაზე პასუხისმგებლობა, როგორია ის.
33
შეიძლება მისი დამარცხება. ის ფაქტი, რომ დღეს თითქმის
აღარავის შეუძლია თავის კარგად მოკვეთა, სწორედ ამას
ადასტურებს. Dთუ კაისაკუზე30 ვისაუბრებთ 31, უნდა ითქვას,
რომ დადგა ისეთი მამაკაცების დრო, რომელთაც ეშმაკობა და
თავის მართლება ეხერხებათ. ორმოცდაათი ან ორმოცი წლის
წინ, როდესაც ისეთი რამ, როგორიცაა მატანუკი32, მამაკაცურ
თვისებად ითვლებოდა, მამაკაცებს რცხვენოდათ უიარო
ბარძაყის გამოჩენა და განგებ ისერავდნენ მას.
25. Mმამაკაცის საქმე სისხლია. დღეს ეს სისულელედ ითვლება.
Yყოველგვარ საქმეს დღეს სიტყვით აგვარებენ და ისეთ საქმეს,
რომელსაც ძალისხმევა სჭირდება, ერიდებიან. Kკარგი იქნებოდა,
თუ ახალგაზრდები ამას შეიგნებდნენ 33.

30
კაისაკუ - იძულებითი თვითმკვლელობისას (სეპუკუ) ადამიანი, რომელიც დგას
სეპუკუს შემსრულებელი ადამიანის ზურგს უკან და სეპუკუს დაწყების შემდეგ თავს
აჭრის მას. (სეპუკუ - იძულებითი თვითმკლველობის რიტუალი).
31
იგულისხმება, რომ დაიწყებს კაისაკუს ფუნქციის სათანადოდ ვერ-შესრულების ან
საერთოდ არ-შესრულების გამართლებას.
32
მატანუკი - ბარძაყის დასერვა ხმლით ან სხვა მჭრელი ინსტრუმენტით - სიმამაცის
დემონსტრირებისთვის.
33
23, 24 და 25 პარაგრაფები მამაკაცისა და ქალის სოციალურ როლებს ეხება. მამაკაცის
როლს, ავტორის აზრით, ქალის სოციალური როლისგან თავგანწირვა - სიკვდილთან
შეხვედრის მზადყოფნა - განასხვავებს.
34
26. მღვდელ ტენენს34 უყვარდა თქმა: “ადამიანებს არ ესმით,
როდესაც მღვდლები მხოლოდ „არა გონებას“ ქადაგებენ. “არა
გონება“ ნიშნავს ყველაზე წმინდა და სირთულეებისგან
თავისუფალ გონებას. ეს კი მართლაც ყურადღების ღირსია.
27. Bბატონი სანენორი 35 ამბობს: “ერთი ამოსუნთქვის შუაში, სადაც
წინააღმდეგობას ვერ შეინარჩუნებ, არის გზა. თუ ეს ასეა, მაშინ ეს
გზა ერთადერთია. თუმცა ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი,
რომელიც ამას თავიდანვე ჩასწვდება, რადგან სისუფთავე,
სიწმინდე და სიცხადე ის არის, რისი მიღწევაც მხოლოდ
მრავალი წლის დაჟინებული მცდელობითაA და შრომით
შეიძლება36.

34
ძენ ბუდიზმის მიმდევარი მღვდელი ტენენი (?-1680) იყო ნაბეშიმას მთავარი
ეკლესიის მღვდელი, რომელიც არ დაეთანხმა ერთ-ერთი მღვდლის მიმართ
გამოტანილ სასიკვდილო განაჩენს, გადადგა თანამდებობიდან და, მიუხედავად
თხოვნისა, აღარ დაბრუნდა .
35
სანჯო ნიში სანენორი - (1619-1701) სამეფო დიდგვაროვანი და ცნობილი პოეტი.
36
გზა ერთადერთია - ამოსუნთქვა ერთი პროცესია, რომელიც თუ შეაჩერე, აღარ
იქნება. როგორც ამოსუნთქვის, ისე გზის შეწინააღმდეგება არ არსებობს: გზაზე დგომა
თუ შეწყვიტე (ისევე, როგორც თუ ამოსუნთქვა შეწყვიტე), ამით გზას კი არ
ეწინააღმდეგები, უბრალოდ გზას შორდები. ისევე, როგორც ამოსუნთქვის შეჩერებით
ამოსუნთქვას კი არ ეწინააღმდეგები, უბრალოდ სხვა რამეს აკეთებ. ამ რთული
მეტაფორით ავტორი ცდილობს ახსნას მრავალ კულტურაში გავრცელებული
მოსაზრება, რომ [სწორი ცხოვრების] გზა ერთადერთია, მაგრამ მასთან მისასვლელი
გზები მრავალია და რომ ამის გაგებას ადამიანი გვიან სწავლობს.
35
28. ჩვენ იმ ლექსის ბოლო სტრიქონის მადლიერები უნდა ვიყოთ,
რომელიც ასე ჟღერს: “როდესაც გული გეკითხება” 37. ეს
შესაძლოა ისე უნდა გავიგოთ, როგორც ნემბუცუ 38. Aადრე ის
უამრავ ადამიანს პირზე ეკერა.
29. Aამ ბოლოს დროს ისინი, ვისაც ჭკვიანებს ვუწოდებთ, საკუთარ
თავს ზედაპირული სიბრძნით ამკობენ და გარშემომყოფები
შეცდომაში შეჰყავთ. Aამის გამო, ისინი გონებაჩლუნგ გლეხზე
უარესნი არიან. გონებაჩლუნგი ადამიანი პირდაპირია. თუ
ადამიანი მის გულში ჩაიხედავს და თან იმ სტროფზე იფიქრებს,
აღმოაჩენს, რომ იქ დაფარული არაფერია. Eეს კარგი გამოცდაა.
Aადამიანი მზად უნდა იყოს იმისთვის, რომ მსგავსი გამოცდის
დროს არ შერცხვეს.
30.სიტყვა ,,გენ” ნიშნავს ილუზიასა და მოჩვენებას. ინდოეთში
ადამიანს, რომელიც ფოკუსებს აჩვენებს, გენძუცუშის ეძახიან
(ილუზიის ტექნიკის ოსტატს). ეს ქვეყანა სხვა არაფერია, თუ

37
გამომდინარე წინა პარაგრაფიდან, შესაძლოა საუბარი იყოს სანჯო ნიში სანენორის
ლექსზე.
38
ნემბუცუ念仏 იაპონურად - იგივე ნიანფო念佛(ჩინურად) - ცნება, რომელიც
გვხვდება მაჰაიანა ბუდიზმის წმინდა მიწის სკოლაში. წარმოდგება სანსკრიტული
სიტყვიდან „ბუდჰანუსმრტი“, რაც ნიშნავს „გონების ავსებას ბუდათი“. წმინდა მიწის
სკოლის კონტექსტში ის ნიშნავს ამიტაბჰა ბუდას სახელის გამეორებას.
36
არა თოჯინების 39 წარმოდგენა. ამიტომაც ვიყენებთ სიტყვას
,,გენ”.
31. უსამართლობის სიძულვილი და ჭეშმარიტების დაცვა ძნელია.
უფრო მეტიც, იმის ფიქრი, რომ სიმართლის დაცვა
უპირველესია, ხოლო ამაზე ძალისხმევის დახარჯვა კი
აუცილებელი, ზოგჯერ უკუშედეგის მომტანი შეიძლება
აღმოჩნდეს. გზა უფრო მაღალი კატეგორიაა, ვიდრე სიმართლე.
ამის გაგება იოლი არ არის, მაგრამ ეს ჭეშმარიტი სიბრძნეა40. ამ
პოზიციიდან სიმართლე უმნიშვნელოდ მოგეჩვენება. ადამიანი
თვითონ უნდა მიხვდეს ამას. თუმცა, არსებობს საშუალება,
რომელიც გზამდე მიგიყვანს, მაშინაც კი, თუ შენ თვითონ ამას
ვერ ახერხებ. ყოველთვის შეიძლება იკითხო რჩევა. ისიც კი,
ვინც გზას ვერ ჩასწვდა, სხვებს გვერდიდან ხედავს. ეს გოს

39
ეს ფრაზა უბრალო მეტაფორა შეიძლება გვეგონოს და შექსპირიც გაგვახსენოს, რომ
არა წინა აბზაცი, სადაც ზედაპირულ ადამიანებზეა ლაპარაკი. „თოჯინებში“ სწორედ
ზედაპირული ადამიანები იგულისხმებიან. ანუ, ადამიანები, რომლებიც მხოლოდ
გარედან, ზედაპირული იმპულსი-რეაქციის ძაფებით იმართებიან და არაფერი არ
აქვთ, რომ შინაგანად წარმართონ თავიანთი ცხოვრება.
40
აქ სამურაის გზისთვის ჩვეული პარადოქსია მოყვანილი: სიმართლე, რომელიც
მიზანია ჩვეულებრივი ადამინისთვის, სამურაისთვის გზაზე დგომის საშუალებაა.
შესაბამისად, სიმართლის მიღწევისა და დადგენის ილუზიამ არ უნდა
გადაგვაფიქრებინოს სიკვდილისთვის მზადყოფნა და სიკვდილზე უარის თქმა,
რადგან ამ შემთხვევაში უფრო დიდი უსამართლობა შეიძლება გამოვიწვიოთ ჩვენი
სულმდაბლობითა და უკან დახევით.
37
თამაშზე ნათქვამს ჰგავს: “გვერდიდან მაცქერალს რვა თვალი
აქვს”. გამონათქვამი, რომლის თანახმად ,,აზრიდან აზრამდე
საკუთარ შეცდომებს ვაცნობიერებთ”, იმას ნიშნავს, რომ
უმაღლესი გზა სხვასთან მსჯელობისას მიიღწევა. ძველი
წიგნები და მოთხრობები უთანასწორობის41 დაძლევასა და
ძველების სიბრძნის მიღებას ისახავს მიზნად.
32.ერთმა ხანდაზმულმა ხმლის ოსტატმა თქვა: “ადამიანი
ცხოვრების მანძილზე ცოდნის დაუფლების ეტაპებს
გადის.Uდაბალ საფეხურზე ადამიანი სწავლობს, მაგრამ არაფერი
გამოსდის და გრძნობს, რომ ისიც და სხვებიც გამოუცდელი
არიან. Aამ ეტაპზე მისგან ხეირი არ არის. შუა საფეხურზე ის
ჯერ კიდევ გამოუსადეგარია, მაგრამ მან იცის საკუთარი
ნაკლოვანებები და სხვების ნაკლის დანახვაც შეუძლია. Uუფრო
მაღალ დონეზე კი ის ამაყობს თავისი უნარით, ხარობს სხვების
შექებით და განიცდის თავისი მეგობრების უუნარობას. ასეთი
ადამიანისგან უკვე ხეირი არის. უმაღლეს დონეზე ადამიანი
ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ მან არაფერი იცის.
33. ეს ზოგადი ეტაპებია, მაგრამ არსებობს კიდევ ერთი დონე –
მიღმური. ის ყველაზე აღმატებულია. Aამ ეტაპზე, ადამიანი
ჩასწვდება გზის დაუფლების უსასრულობას და არასდროს
ფიქრობს, რომ სწავლა დაასრულა. Mმან ყველა თავისი
41
უთანასწორობა, რომელიც არის ნიჭიერსა და უნიჭოს, ძლიერსა და სუსტს, ჭკვიანსა
და სულელს შორის.
38
ნაკლოვანება იცის და არასდროს იფიქრებს, რომ წარმატებას
მიაღწია. ის მოკლებულია სიამაყეს და თავისი მორჩილების
წყალობით ეუფლება გზას. ამბობენ, რომ ოსტატმა იაგუმ
ერთხელ თქვა: “მე არ ვიცი სხვები როგორ უნდა დავამარცხო,
მე ვიცი როგორ ვაჯობო საკუთარ თავს” 42.
34. ყოველდღიურად დაიხვეწე და მეტად დაოსტატდი, ვიდრე
გუშინ იყავი და მაშინ ხვალ უკეთესი იქნები, ვიდრე დღეს. Eეს
უსასრულო პროცესია.
35. ბატონ ნაოშიგეს კედელზე ჩამოკიდებულ ჩანაწერებს შორის
ერთ–ერთი ასეთია: “ყველაზე დიდ სირთულეს ყველაზე იოლად
უნდა შეხედო“. ოსტატმა იტეიმ43 კი დაამატა: “უმნიშვნელო
საქმეს მთელი სერიოზულობით უნდა მოეკიდო”. ადამიანის

42
32-ე და 33-ე პარაგრაფები ნებისმიერი ოსტატობის ეტაპების შესახებაა.
განსაკუთრებით საყურადღებოა ბოლო და მიღმური საფეხურები: ბოლო საფეხურზე
ოსტატი უცოდინრად გამოიყურება - იმდენად, რამდენადაც ის უმოქმედოა,
რადგანაც მიაღწია იმ დონეს, სადაც არ სჭირდება მოქმედება საკუთარი ოსტატობის
მანიფესტაციისთვის. რაც შეეხება უფრო მაღალ - მიღმურ დონეს - იქ ოსტატი აღწევს
სრულ თვითკონტროლს. ამ დონეზე ასვლით ოსტატი დაუმარცხებელი ხდება. ეს არ
ნიშნავს, რომ მისი მოკვლა შეუძლებელია. ამ აზრით - როდესაც ოსტატმა იცის,
როგორ აჯობოს საკუთარ თავს, ის უკვე მკვდარია, და მოკვლით არ მარცხდება. ამ
შემთხვევაში მისი მოკვლა იღბალისა და ბედის ამბავია და არა ოსტატობისა და გზის.
43
იშიდა იტეი - კონფუციანელი სწავლული. კაცუშიგეს და მიცუშიგეს მრჩეველი. რვა
წლის განმავლობაში იყო განდევნილი დაიმიოს ერთ-ერთი გადაწყვეტილების
უკომპრომისო დაუთანხმებლობის გამო.
39
ცხოვრებაში მხოლოდ ორი ან სამი მნიშვნელოვანი საქმე არის
ხოლმე. Aამას შეიძლება მიხვდე, თუ ამაზე დღის განმავლობაში
საგანგებოდ დაფიქრდები. მთავარია, ჯერ დაფიქრდე და მერე,
დრო როცა მოვა, იოლად გადაწყვიტო. ძნელია საკითხის
მოგვარება, თუ მასზე წინასწარ არ გიფიქრია, იმიტომ, რომ
ძნელია თქმა, მიაღწევ თუU არა მიზანს; ხოლო თუ საფუძველი
ადრევე ჩაუყარე, მაშინ გამოთქმა, რომ “რთული საქმე იოლად
უნდა მოაგვარო”, შენი მოქმედების წესი გახდება44.
36. Eერთმა კაცმა რამდენიმე წელი ოსაკაში იმსახურა და შემდეგ
სახლში დაბრუნდა. როდესაც ის თავის მხარეში გამოჩნდა,
ყველა გარეთ გამოეფინა და დაცინვა დაუწო, რადგან ის
კამიგატას კილოზე ლაპარაკობდა. Eეს კი იმას ნიშნავს, რომ თუ
ადამიანმა დიდი დრო გაატარა ედოში ან კამიგატას რაიონში,
მან უმჯობესია ისევ თავის დიალექტზე ისაუბროს.
37. ბუნებრივია, რომ უფრო დახვეწილ გარემოში ადამიანის
განწყობა სხვადასხვა სტილის ზეგავლენის ქვეშ მოექცევა.

44
ეს შეგონება - ყველაზე უმნიშვნელო საქმე უნდა აკეთო ისე, თითქოს ის ყველაზე
მნიშვნელოვანია - ერთი მხრივ, გამომდინარეობს შუა საუკუნეების სამყაროს
ერთგანზომილებიანობიდან, ხოლო მეორე მხრივ - მნიშვნელოვანი საქმეებისთვის
მზადების გზაა. როდესაც ჩაისაც ისეთივე მონდომებით ამზადებ, როგორც წერ, და
როდესაც ისევე წერ, როგორც იბრძვი - წარმატების მეტი შანსი გაქვს. თან - აქ
„ჰაგაკურეს“ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეგონება ჩანს: მნიშნელოვანია, როგორ
ცხოვრობ და არა მხოლოდ ის, რას აღწევ ცხოვრებაში.
40
Mმაგრამ იმის ფიქრი, რომ შენი მხარის ჩვევები და ტრადიციები
დახვეწილი არ არის, სისულელეა, ისევე როგორც სხვათა
ტრადიციების მიმართ გახსნილობა და საკუთარი ტრადიციების
უგულებელყოფა. უნდა მოუფრთხილდე შენი მხარის
ტრადიციებს, როგორი გაურანდავი და მარტივიც არ უნდა იყოს
ისინი. სხვისი სტილისთვის მიბაძვა კი ნამდვილი
სისულელეა45.
38. Eერთმა ადამიანმა უთხრა მღვდელ შინგაკუს: “ლოტოსის
სექტის სუტრას ბუნება არ არის კარგი, რადგან ის ადამიანებს
აშინებს”. შინგაკუმ უპასუხა: “ეს იმიტომაც არის ლოტოსის
სექტის სუტრა, რომ ადამიანებს აშინებს. ის რომ სხვანაირი
იყოს, მაშინ ის სხვა სექტის სუტრა იქნებოდა”. ეს ლოგიკურია.
39. ერთხელ, ერთი ადამიანის თანამდებობაზე დანიშვნის შესახებ
მსჯელობისას, საბჭოს წევრები უკვე აპირებდენენ
გადაწყვეტილების მიღებას, რომ ამ კაცის თანამდებობაზე
დანიშვნა არ შეიძლება, რადგან სიმთვრალისას მან აყალმაყალი
მოაწყო. მაშინ ერთმა ადამიანმა თქვა: “თუ ყველაზე, ვისაც
ერთხელ მაინც შეცდომა მოსვლია, უარს ვიტყვით, მაშინ ჩვენ
გვერდით არ აღმოჩნდება საჭირო ადამიანი. პიროვნება,
რომელსაც შეცდომა ჩაუდენია, სავარაუდოდ, უფრო ფრთხილი

45
იხ. შენიშვნა # 21-ე პარაგრაფისთვის.
41
და წინდახედული იქნება, რადგან ის ნანობს ჩადენილს. Mმე
მგონია, რომ ეს ადამიანი უნდა დავაწინაუროთ.”
შემდეგ მეორემ იკითხა: “შენ დაუდგები მას თავდებად?”– კაცმა
უპასუხა: “რასაკვირველია.”
დანარჩენებმა ჰკითხეს: “რატომ უდგები მას თავდებად?”
მან უპასუხა: “იმიტომ, რომ მან ერთხელ უკვე დაუშვა შეცდომა.
უშეცდომო ადამიანი ძალიან სახიფათოა”. ის ადამიანი
დააწინაურეს46.
40. დამნაშავეთა საქმეების გარჩევისას ნაკანე კაზუმამ შესთავაზა
სასჯელი ერთი პუნქტით იმაზე მსუბუქი გაეხადათ, ვიდრე
დამნაშავე იმსახურებდა. Eეს ის სიბრძნეა, რომელსაც მხოლოდ
ის ფლობდა. Mმიუხედავად იმისა, რომ ამ ამბავს რამდენიმე
ადამიანი ესწრებოდა, კამაზუმას გარდა სხვა პირსაც არ
გააღებდა რაიმეს სათქმელად. ამიტომაც მას დასაწყისის ოსტატს
ან ოცდახუთი Dდღის ოსტატს უწოდებენ.
41. ერთი ადამიანი იმის გამო შეარცხვინეს, რომ მან შური არ იძია.
შურისძიება არის ტექნიკის წესრიგში მოყვანა და მოკვდინება.
ამაში არაფერია სამარცხვინო. თუ იფიქრებ, რომ საქმე უნდა

46
შეცდომა გამოცდილებაა - ძალიან ცოტა მსგავსი აზრი მოიძებნება შუა
საუკუნეებში, რომელიც შეცდომას უყურებს და განიხილავს, როგორც
გამოცდილების შანსს. შეცდომის ჩადენა არ არის სავალალო, სავალალოა, როდესაც
არ იყენებ შეცდომის შემთხვევას, როგორც საკუთარი სიბრძნის გაზრდის
შესაძლებლობას.
42
დაასრულო, დრო ნამდვილად არ გეყოფა. ხოლო თუ იმაზე
იფიქრებ, რამდენი კაცი ჰყავს მტერს, დრო გაჩერდება და
ბოლოს შენ დანებდები. რა მნიშვნელობა აქვს მტრის
რაოდენობას, მთავარია წინააღმდეგობა გაუწიო მას და მიიღო
გადაწყვეტილება, რომ მიჰყვები ერთ რიგს და დაიწყებ ყველას
ხოცვას. მაშინ შენ მათ უმეტეს ნაწილს ამოხოცავ47.
42. ბატონი ასანოს რონინების თავდასხმას თუ გავიხსენებთ, ის,
რომ მათ სენგაკუჯიში სეპუკუ არ შეასრულეს, შეცდომა იყო,
რადგან ძალიან დიდი დრო გავიდა მათი ბატონის
მკვლელობიდან მათ შურისძიებამდე. ამ დროის განმავლობაში
ბატონი კირა ავადმყოფობისგან რომ გარდაცვლილიყო, მათ ეს
სანანებელი გაუხდებოდათ. რადგან კამიგატას მხარის ხალხი
უფრო ბრძენია, ისინი გაჭიანურების გარეშე მოქმედებენ, თუმცა
ისინი არ მოქცეულან წინდაუხედავად, რასაც ნაგასაკში
მოწყობილი ბრძოლა მოწმობს48.

47
41-ე პარაგრაფი უნდა წავიკითხოთ, როგორც სენტენცია წინააღმდეგობების
შესახებ. ნებისმიერი საქმის განხორციელების წარმოდგენა იმდენ წინააღმდეგობას
ავლენს, რომ ლოგიკურია, საქმე არ დაიწყო. მაგრამ სამურაის გზა ამ
წინააღმდეგობების ცოდნასა და წინააღმდეგობების მიუხედავად მოქმედებაში
მდგომარეობს.
48
გრძელდება საუბარი წინააღმდეგობების შესახებ. როცა რაიმე გარდაუვალი და
აუცილებელია, ჯობია რაც შეიძლება სწრაფად შესრულდეს. დაგვიანება ხშირად
ცვლის მიზანს. იამამოტოს ამ წესის ნეგატიურ ილუსტრაციად მოჰყავს 47 რონინის
43
ისტორია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ისტორია იაპონურ ტრადიციაში მიჩნეულია
თავგანწირვისა და მსახურების უპირობო მაგალითად და ეროვნულ ლეგენდად. 47
სამურაის შურისძიება (四十七士 ში-ჯუ შიჩი-ში), ასევე, ცნობილი აკო ვენდეტას
სახელით, მოხდა იაპონიაში მე-18 საუკუნის დასაწყისში. ამბავი მოგვითხრობს 47
სამურაის შესახებ, რომლებიც გახდნენ რონინები მას შემდეგ, რაც მათი თავადი
იძულებული გახადეს სეპუკუ გაეკეთებინა სამეფო კარის მოხელის - კირა იოშინაკას
გამო. კირა იოშინაკამ ასანო აიძულა მასზე ხმლით შეტევა განეხორციელებინა
იმპერატორის სასახლეში, რაც აკრძალული იყო. ამ წესის დარღვევა, შედეგისგან
დამოუკიდებლად (კირას მცირე ნაკაწრი დარჩა) სიკვდილით ისჯებოდა. ასანოს
სამურაებმა, რომლებიც რონინები (უბატონო სამურაები) გახდნენ, გადაწყვიტეს
მაშინვე არ ეძიათ შური კირაზე - ამ შემთხვევაში ისინი საფრთხეში ჩააგდებდნენ
ასანოს ოჯახს. ისინი კირაზე შურისძიებას ერთი წლის განმავლობაში გეგმავდნენ,
რაც ბოლოს წარმატებით განახორციელეს. შემდეგ სეპუკუ გაიკეთეს, რადგან
იცოდნენ, რომ მათი სიკვდილით დასჯა გარდაუვალი იყო. ცუნეტომოს აზრით,
რონინებს ამდენი არ უნდა ეფიქრათ და ბატონის სეპუკუს შემდეგ დაუყოვნებლივ
უნდა მიეტანათ იერიში კირაზე და დაღუპულიყვნენ. „ჰაგაკურეს“ კომენტატორები ამ
ფრაგმენტს იყენებენ ცუნეტომოს ფანატიკოსობის საბუთად. ისინი ამბობენ, რომ
ცუნეტომო თვითმკვლელობას სამურაის მოვალეობის შესრულებაზე მაღლა აყენებს.
თუმცა ამ და წინა ფრაგმენტებიდან ცხადია, რომ ცუნეტომოს აზრით, რონინებმა
ისეთი უმნიშვნელო რამ, როგორიც შურისძიებაა, სიკვდილისთვის მზადყოფნაზე
მაღლა დააყენეს; მათ რომ შურისძიება არ გამოსვლოდათ, სამურაის გზასაც
ასცდებოდნენ და მიზანსაც ვერ მიაღწევდნენ. ცუნეტომო იმას კი არ ამბობს, რომ
სამურაებს თავი უნდა მოეკლათ უაზრო შეტევის განხორციელებით, არამედ იმას,
რომ მაშინვე უნდა დაეწყოთ ბრძოლა, როგორც კი გააცნობიერეს ბრძოლის
აუცილებლობა.
44
43. მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი მსჯელობა მიზანშეწონილი არ
არის, მე ის მაინც ვახსენე, როდესაც სამურაის გზას ვიკვლევდი.
როცა დრო დგება, მაშინ მსჯელობა გვიანია. Dთუ მანამდე
ყველაფერი არ შეიტყვე, შესაძლოა შერცხვე. წიგნების კითხვა
და საუბრების მოსმენა საჭიროა იმისთვის, რომ
გადაწყვეტილება მიიღო.
44. სამურაის გზა, უპირველეს ყოვლისა, იმის ცოდნაა, რომ არ იცი,
რა მოხდება შემდეგ, და დღე და ღამე მოსალოდნელ ხიფათზე
ფიქრობ. გამარჯვება და დამარცხება ხშირად გარემო
პირობებზეა დამოკიდებული. თუ სამურაი დაუფიქრებლად
გადაეშვება ირაციონალური სიკვდილის შესახვედრად, ის
საკუთარი ოცნებებიდან და სიზმრებიდან გამოერკვევა49.
45. არსებობს ორი რამ, რაც შეგირდს დაღს ასვამს: ეს არის
სიმდიდრე და პატივი. თუ ადამიანი გაჭირვებაშია, ის არ
დაიღუპება 50.

49
აქაც, ისევე როგორც პირველ პარაგრაფებში, ავტორი ცდილობს ახსნას, რას ნიშნავს
მზადყოფნა სიკვდილისთვის. რომ გამარჯვება შემთხვევითია, და რომ ცხოვრების
გზა არ იზომება გამარჯვებებით.
50
შეგირდობაში ანუ როდესაც შენი მომზადება მასწავლებლისადმი მორჩილებაზეა
დამოკიდებული, სიმდიდრე და აქედან გამომდინარე საზოგადოებრივი
დამოუკიდებლობა შეიძლება დამღუპველი აღმოჩნდეს სწავლისთვის - რადგან ასეთ
შემთხვევებში ფინანსურმა და იერარქიულმა დამოუკიდებლობამ შესაძლებელია
მასწავლებელზე, ოსტატზე აღმატებულობის ილუზია შეუქმნას მოსწავლეს.
45
46. ერთ დროს ცხოვრობდა ძალიან ჭკვიანი ადამიანი, რომელიც
მის მიერ შესრულებული საქმის მხოლოდ უარყოფით მხარეებს
ხედავდა. ყველა, ვინც ასე მოიქცევა, გამოუსადეგარი აღმოჩნდება.
თუ ადამიანი იმთავითვე არ ჩაიბეჭდავს გონებაში, რომ სამყარო
უჩვეულო მოვლენებითაა 51 აღსავსე, უმეტესწილად მისი ქცევა
უღირსი იქნება და ადამიანები აღარ ენდობიან. თუ ადამიანს
არ ენდობიან, როგორი კარგიც არ უნდა იყოს იგი, მას
არასდროს ექნება კარგი ადამიანის სახელი. Eესეც
არასრულყოფილებად შეიძლება ჩაითვალოს.
47. ერთმა კაცმა თქვა: “ეს ადამიანი ძალადობაზეა მომართული და მე
ეს მას პირში ვუთხარი. შეუფერებელი საქციელი იყო, მაგრამ
იმიტომ ჩავიდინე, რომ მას უნდოდა ძლიერი პიროვნება
ყოფილიყო, რაც საკმაოდ დამამცირებელი აღმოჩნდა და
გამოირკვა, რომ ის ჯერ კიდევ უმწიფარია. ეს იმიტომ ხდება,
რომ სამურაის აღტაცების ღირსი ქცევის მანერა აქვს. სხვებთან
ამგვარად საუბარი იგივეა, რაც მდაბიო შუბოსნებთან
შებრძოლება. ეს კი უგემოვნებაა52.

51
სამყარო მტრულია: ეს არის დებულება, რომელიც უწყვეტ ხაზად გასდევს სამურაის
გზას. და რაკი ის მტრულია, გულუბრყვილობაა ელოდო მისგან სამართლიანობას და
სიკეთეს.
52
მე-14 და მე-15 პარაგრაფებში ლაპარაკია სამურაის ქცევაზე, რომ პირში თქმას აზრი
არა აქვს იმისთვის, თუკი ის ადამიანი, ვისაც ამას ეუბნები, შენთვის ძვირფასია.
რადგან ნაკლზე ღიად მითითება მას თავის მცდარ საქციელში ამყარებს. ასეთი
46
48. არ ვარგა აზრთაA ერთ სახეობაზე 53 მიჯაჭვა. Aასევე შეცდომაა
ძალისხმევის შედეგად გაგების მიღწევა და შემდეგ ამაზე
გაჩერება. თავიდან უნდა ძალიან ეცადო, რომ გაიგო ის, რაც
ყველაზე მთავარია, და შემდეგ ივარჯიშო, რომ საქმე ბოლომდე
მიიყვანო. Dასე და ამგვარად უნდა გაგრძელდეს მთელი
ცხოვრების მანძილზე. ნუ დაეყრდნობი გაგების იმ ხარისხს,
რომელსაც მიაღწევ. უბრალოდ იფიქრე: “ეს არ არის
საკმარისი“.Aადამიანმა მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე
უნდა ეძიოს გზაზე დგომის საუკეთესო ხერხი. მან ისე უნდა
ისწავლოს, რომ არაფერი გამორჩეს. ამაშია გზის არსი 54.

ლაპარაკი მხოლოდ საკუთარი უპირატესობის ხაზგასამაა, ისევე, როგორც მდაბიო


შუბოსნებთან ბრძოლა - რომლებსაც არც ოსტატობა და არც სიქველე გააჩნიათ, რომ
დაუპირისპირდნენ სამურაის.
53
ერთი სახეობისადმი მიკუთვნებულობის ან ერთი სახეობით დაკავების
მიუღებლობა სამურაის ქცევის უნივერსალური წესია. სულ ერთია, რისი სახეობაა ეს,
აზრის თუ საბრძოლო ხელოვნების. ამის ახსნა კი შემდეგია: როდესაც ერთი
სახეობისადმი მიკუთვნებული ხდები, შენ ჩერდები შენს გზაზე, რადგან მიზანი
ხდება განმსაზღვრელი (კონკრეტულ სახეობაში წვრთნა), და არა გზა. ამიტომაცაა,
რომ ქვემოთ დიდი ადგილი ეთმობა საბრძოლო ხელოვნებების ოსტატობასა და
სამურაის გზას შორის განსხვავების აწერას. ჩვენი მოლოდინის საპირისპიროდ,
საბრძოლო ხელოვნების ოსტატობა, სწორედ მიზნის აღმატებულობის გამო, სამურაის
გზიდან გადახვევაა.
54
ამ პარაგრაფშიც მიზნის უმნიშვნელობაზეა საუბარი. მიღწეული მიზანი არაფერია
იმასთან შედარებით, რასაც შეიძლება მიაღწიო, თუკი არ გაჩერდები და არ
47
აი გამონაქვამები იამამოტო ძინემონის 55 ჩანაწერებიდან:
49. ერთი საქმე მაინც თუ გესმის, რვასაც გაიგებ.
50. ხელოვნური სიცილი დაბალი თვითპატივისცემის მაჩვენებელია
მამაკაცებში, ხოლო ვნებიანობისა - ქალებში.
51. საუბარი ფორმალურია თუ არა, ადამიანმა მოსაუბრეს თვალებში
უნდა უყუროს. ზრდილობიანი მისალმება თავიდან ხდება და
აღარ მეორდება. თვალდახრილი საუბარი უდიერობაა.
52. არ შეიძლება ჰაკამას ჯიბეებში ხელჩაწყობილმა იარო.
53. წიგნს რომ წაიკითხავ, დაწვი ან გადააგდე. ნათქვამია, რომ
წიგნების კითხვა იმპერატორის კარის საქმეა, ხოლო ნაკანოს
გვარის სახლის საქმეა ხმლის მუხის ტარს ხელჩავლებულმა
სამხედრო სიმამაცე გამოიჩინო 56.

დაკმაყოფილდები მიღწეულით. მხოლოდ ასე არის შესაძლებელი სწორი ცხოვრება


და გზაზე დგომა („დგომა“ - საბრძოლო ხელოვნებების მნიშვნელოვანი ელემენტია.
როგორც ხელით, ასევე იარაღით ბრძოლისას გადამწყვეტი მნიშნველობა აქვს, თუ
როგორ დგახარ - ანუ რა მდგომარეობაში იღებ მოწინააღმდეგის შეტევას და პასუხობ
დარტყმაზე. დგომა გადამწყვეტია).
55
ცუნეტომოს ბიძაშვილი. ეხმარებოდა ცუნეტომოს კარიერის შექმნაში.
56
აქაც იგივე აზრია გადმოცემული, რაც 48-ე პარაგრაფში: წიგნების შენახვა
წაკითხვის შემდეგ ხდება იმიტომ, რომ კიდევ მიუბრუნდე მათ. ამიტომ, ისევე,
როგორც საბრძოლო ხელოვნების და აზრისადმი მორჩილების შემთხვევაში, ერთი და
იგივე წიგნისადმი დაბრუნება გაშორებს სამურაის გზას.
48
54. სამურაი, რომელსაც არც გუნდი ჰყავს და არც ცხენი, არ არის
სამურაი.
55. კუსემონო57 ადამიანია, რომელსაც შეიძლება ენდო.
56. ნათქვამია, რომ ადამიანი ყოველდღე დილის ოთხ საათზე
უნდა ადგეს, დაიბანოს პირი და დაივარცხნოს თმა, მზე რომ
ამოვა, ისაუზმოს და რომ დაბნელდება, დაიძინოს.
57. სამურაი კბილის ჩხირს მაშინაც კი იყენებს, თუ არ უჭამია58.
შიგნით ძაღლის ტყავი59 აქვს, გარედან კი - ვეფხვის.
58. რა პასუხი უნდა გასცეს ადამიანმა, როცა მას ეკითხებიან: “რა
არის ყველაზე მთავარი იმისთვის, რომ ადამიანმა მიზანს
მიაღწიოს და მოწესრიგებული იყოს?” პირველ რიგში, მას
გონება უნდა ჰქონდეს სუფთაA და არაფერს არ უნდა
ართულებდეს. თავისი ბუნებით, ადამიანი დათრგუნული
აარსებაა. როდესაც მისი გონება სუფთაAდა მარტივია, მას

57
კუსემონო - ქურდი, ყაჩაღი. ალბათ იგულისხმება მოულოდნელობის გამორიცხვა
ქურდთან/ყაჩაღთან ურთიერთობის შემთხვევაში. თუ იცი, რომ ის ქურდი ან ყაჩაღია,
ძნელია მან რაიმე მოულოდნელი გააკეთოს.
58
ჩანს, მეტაფორულად აქ იგულისხმება, რომ ყოველთვის უნდა იყო მზად
ბრძოლისთვის, მაშინაც კი, როცა ამის ნიშნები არ არის. მით უმეტეს, რომ წინა
პარაგრაფში ლაპარაკია მოულოდნელობაზე, ხოლო ამავეში - სამურაის შინაგან და
გარეგან არსსზე.
59
ძაღლის ტყავი აქ ნიშნავს გამძლეობასა და ერთგულებას. გარედან სამურაი ვეფხვია,
ანუ, ის არის უშიშარი მეომარი რომელსაც სიკვდილის არ ეშინია. შიგნიდან კი -
ბატონის ერთგული და ადამიანების თანამგრძნობი.
49
ცოცხალი გამომეტყველება აქვს. თუ ადამიანი საქმეზეა
კონცენტრირებული, მაშინ ის მას გულით აკეთებს. Eერთი
ბატონის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეს [ყველაზე მთავარი -
მთარგ.] არის ერთგულება; მშობლების სიტყვებით, ეს [ყველაზე
მთავარი - მთარგ.] ვაჟის სიკეთეა, სამხედრო საქმეში [ყველაზე
მთავარი - მთარგ.] კი სიმამაცეა. გარდა ამისა, არის კიდევ რაღაც,
რისი გამოყენებაც ყველას შეუძლია. ეს რთული საპოვნელია და
რომც აღმოჩნდეს, ძნელი შესანარჩუნებელი. Aამ წუთიერი
ფიქრის მიღმა კი არაფერია 60.
59. ორმოცდაათი – სამოცი წლის წინ სამურაი აუცილებლად
იბანავებდა, გაიპარსავდა შუბლს, დაიზეთავდა თმას, დაიჭრიდა
ხელისა და ფეხის ფრჩხილებს, პემზითა და ოქსალისით
გაიხეხავდა ხელ-ფეხს და ყველა ღონეს იხმარდა, რომ
საკუთარი გარეგნობისთვის ყურადღება მიექცია. თქმაც კი არ
უნდა, რომ, როგორც წესი, მისი საბრძოლოიარაღი ჟანგს არ
იკიდებდა, მას წმენდნენ, აპრიალებდნენ და ამოწმებდნენ.
60. თუმცა, მავანს შეიძლება მოეჩვენოს, რომ განსაკუთებული
ზრუნვის გამოჩენა საკუთარი გარეგნობის მიმართ პრანჭვის
ტოლფასია და სულაც არ ნიშნავს ელეგანტურობას. თუ იცი,
რომ დღეს დაგამარცხებენ და დარწმუნებული ხარ სიკვდილის

60
აქ ლაპარაკია გზაზე დგომის შესახებ. თუკი გზაზე დგომა სწორია, მაშინ
ნებისმიერი საქმე, რომელიც გხვდება, კარგად გამოდის. მაშინ გზაზე სწორი დგომა
ბატონის მიმართ ერთგულებაა, მშობლისადმი - მოწიწება და ა.შ.
50
გარდაუვალობაში, და ამავე დროს, მოუვლელი გარეგნობა გაქვს,
გამოჩნდება შენი ხასიათის სისუსტე და მტერი დაგგმობს.
გარდა ამისა, უსუფთაოც იქნები. Aამიტომაა ნათქვამი, რომ
ახალგაზრდაც და მოხუციც ერთნაირად უნდა ზრუნავდეს
საკუთარ გარეგნობაზე 61.
61. შეიძლება თქვა, რომ ეს შემაწუხებელია და ბევრი დრო მიაქვს,
სამურაი ამ ჩვევასაც გამოიმუშავებს. ეს არც რთულია და არც
დროს გართმევს. თუ შენი ცხოვრების ყოველ დღეს
განიმტკიცებ გადაწყვეტილებას - დაიღუპო ბრძოლაში და ისე
იცხოვრებ, თითქოს უკვე მკვდარი ხარ, მაშინ შენ არც საქმეში
და არც ბრძოლაში თავს არ შეირცხვენ. ხოლო თუ შენ ამგვარ
რამეზე სიზმარშიც კი არ ფიქრობ და დროს საკუთარ
სიამოვნებასა და ეგოისტური ინტერესების დაკმაყოფილებას
ანდომებ, მაშინ, ადრე თუ გვიან, აუცილებლად მოგეჭრება
თავი. Dთუ ადამიანი თვლის, რომ არაფერს აქვს მნიშვნელობა,
ოღონდ მყუდროდ და კარგად იგრძნოს თავი, მაშინ მას
ქარაფშუტა და უგუნური საქციელი სანანებელი გაუხდება.

61
ამ და მომდევნო პარაგრაფებში (61-ე, 62-ე) მნიშვნელოვანია გარეგნულის კავშირი
სამურაის გზასთან - კონკრეტულად კი - სიკვდილისთვის მზადყოფნასთან:
სიკვდილისთვის მზადყოფნა ნიშნავს, რომ ისე იქცევი, თითქოს სიკვდილი არ არის
მოსალოდნელი. ამიტომ კარგად უნდა გამოიყურებოდე - ისე, თითქოს შენთვის
გარეგნობას აქვს მნიშვნელობა და სულაც არ აპირებ სიკვდილს: სიკვდილისთვის
მზადყოფნა არ ნიშნავს იმას, რომ სიკვდილს აპირებ.
51
62. თუ ადამიანი წინასწარ არ შეურიგდება სიკვდილის გარდაუვალ
არსებობას, მაშინ ის ფორმა, რომლითაც მას სიკვდილი ეწვევა,
არასახარბიელო იქნება; ხოლო თუ წინასწარ გაემზადება
სიკვდილისთვის, განა სრულყოფილებას არ მიაღწევს იგი?
ადამიანი გულდასმით უნდა მოეკიდოს ამ საკითხს.
63. უფრო მეტიც, ბოლო ოცდაათი წელია წეს-ჩვეულება შეიცვალა.
Eეხლა, როდესაც სამურაები საოხუნჯოდ იკრიბებიან და სხვა
არაფერი აქვთ სალაპარაკო, თუ არა ფული, წაგება-მოგება,
საიდუმლო, ტანსაცმელი და სექსი, ჯობია, რომ საერთოდ არ
შეიკრიბონ. ძველი ტრადიციები ირღვევა. შეიძლება ითქვას,
რომ ფორმალურად, როდესაც ადამიანი მიაღწევს ოც ან
ოცდაათ წელს, მას გულში უღირსი ზრახვები აღარ აქვს და
მსგავს თემებზე არც საუბრობს. თუ უფროსი ადამიანი
დაუფიქრებლად იტყოდა მსგავს რამეს, ის ამას, როგორც
შეურაცხყოფას, ისე აღიქვამდა. ასეთი ჩვეულება იმიტომ
წარმოიშვა, რომ ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ იმას,
როგორ გამოიყურებიან საზოგადოების თვალში და ბევრს
ფიქრობენ სახლის საქმეებზე. რას არ გააკეთებდა და მიაღწევდა
ადამიანი, ამდენი რომ არ ედარდა იმ ადგილზე, რომელსაც ის
საზოგადოებაში იკავებს62.

62
ეს, ერთი შეხედვით წინაამღდეგობა, ახასიათებს სამურაის გზას: ერთის მხრივ, მან
უნდა იზრუნოს საკუთარი მოქმედების გარეგნულ მხარეზე, მეორეს მხრივ, მან არ
უნდა იზრუნოს საკუთარ ადგილზე საზოგადოებაში. ეს არ არის წინაამღდეგობა.
52
64. საშინელებაა, რომ ახალგაზრდები დღეს ასე გატაცებული არიან
მატერიალური საკითხებით და ამით თავს იწონებენ. თუ
ადამიანი გულში პასუხიმგებლობას არ ატარებს, ის ღირსებას
აუცილებლად დაკარგავს.
65. როგორც ოსტატი იტეი ამბობს, უხეირო მწერალიც კი
საფუძვლიანად აითვისებს კალიგრაფიის ხელოვნებას, თუ ის
კარგ მაგალითს აიღებს მისაბაძად და ძალისხმევას არ
დაიშურებს. უვარგისიც დაიხვეწება, თუ მისი მიბაძვის ღირსი
სამაგალითო შეგირდი გახდება.
66. დღესდღეობით აღარ არიან მიბაძვის ღირსი შეგირდები. კარგი
იქნება, თუ ადამიანი აირჩევს ნიმუშს და მიბაძავს მას. ამისთვის
ბევრ ადამიანს უნდა დააკვირდე და თითოეულისგან შეითვისო
ის, რაც კარგი აქვს. მაგალითად, ერთი ადამიანისგან უნდა
აიღო ზრდილობა, მეორისგან - სიმამაცე, მესამისგან
მეტყველების კულტურა, მეოთხისგან – ქცევის წესი, მეხუთისგან
– მტკიცე გონება. აი, ასე იქმნება ნიმუში63.

სამურაისათვის საზოგადოებაში ადგილს არა უნდა ქონდეს მნიშვნელობა - რაც არ


ნიშნავს, რომ ის არ უნდა მოიქცეს ამ ადგილის შესაფერისად და არ მიიღოს ეს
ადგილი, თუკი ის გზაზე შეხვდება.
63
არავინ არ არის სრულყოფილი - ან აღარ არის - ამიტომ, ავტორი აქ იდეალური,
მისაბაძი ტიპის შექმნის გზას აღწერს. ამავე დროს, ეს ადგილი მნიშნველოვანია გზის
გაგებისთვის: სამურაის არ ჰყავს ავტორიტეტი. ის თვითონ ქმნის ავტორიტეტს
53
67. შეგირდები თავიანთი მასწავლებლებისგან კარგ თვისებებს კი
არ იღებენ, არამედ მათ ცუდს ბაძავენ. Aამგვარ სწავლას აზრი
არა აქვს. არსებობს კარგი მანერების მქონე ხალხი, მაგრამ მათ
შეიძლება პირდაპირობა აკლდეთ. მსგავსი ადამიანის მიბაძვისას,
როგორც წესი, ზრდილობას უგულებელყოფენ და
გულწრფელობის სიმწირეს ბაძავენ. თუ კარგი თვისებების
აღქმის უნარი გაქვს, მაშინ ყოველთვის გეყოლება იდეალური
მასწავლებელი-მოდელი.
68. როდესაც მნიშვნელოვანი წერილი ან რაიმე სხვა წერილობითი
მასალა მიგაქვს ვინმესთვის, მაგრად ჩასჭიდე ხელი და ნუ
გაუშვებ, ვიდრე ხელიდან ხელში არ გადასცემ მას, ვისთანაც
მიგაქვს.
69. მსახური ოცდაოთხი საათი ყურადღებიანია, როგორც პატრონის
წინაშე, ისე უცხო ხალხთანაც. Dთუ ის დასვენების დროს
უდიერია, მაშინ ხალხი იფიქრებს, რომ ეს მისი ბუნებაა.
70. იმის მიუხედავად, რომელ კლასს მიეკუთვნება ადამიანი, თუ ის
თავისი კლასისთვის მიუღებელ საქციელს ჩაიდენს, ეს ცუდი ან
უღირსი ქცევა იქნება.
71. დაბალი კლასის წარმომადგენელი ასეთ დროს შეიძლება
გაიქცეს. Aადამიანი ფრთხილად უნდა იყოს მსგავს მდაბიოსთან
და მის მაგვარებთან.

საკუთარ გონებაში და შემდეგ მისდევს მას. ბატონის მორჩილება არ ნიშნავს ბატონის


ავტორიტეტად ქცევას.
54
72. არსებობს ბევრი ისეთი ადამიანი, რომელიც მხოლოდ იმიტომ,
რომ საბრძოლო ხელოვნებას მისდევს და შეგირდები აჰყავს,
თვლის, რომ მეომრის სრულყოფილებას მიაღწია. Mმაგრამ
საცოდაობაა, თუ ადამიანი დიდ ძალისხმევას ხარჯავს და
ბოლოს მხოლოდ “ხელოვანი” გამოვა. ხელოვნებაში კი იმ
ზღვრამდე უნდა დახვეწო თავი, რომ ნაკლული არ გახდე64.
საერთოდ, სხვადასხვა სფეროში გაფანტული ადამიანი
ვულგარულია და მხოლოდ ზოგადი ცოდნის მქონედ ითვლება;
ისიც მხოლოდ იმ საკითხებისა, რომლებიც მისთვისაა
მნიშვნელოვანი 65.
73. როდესაც ოსტატი რაიმეს გეუბნება, იმის მიუხედავად, კარგია ეს
შენთვის თუ ცუდი, თუ უპასუხოდ წახვალ, ჩაითვლება, რომ

64
აქ გრძელდება საუბარი საბრძოლო ხელოვნების და სამურაის გზის კავშირის
შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირული წარმოდგენის მიხედვით, საბრძოლო
ხელოვნების ოსტატობა და სამურაის გზა ემთხვევა ერთმანეთს, ეს ასე არ არის:
ხელოვნებაში განსწავლულობა და საკუთარი თავის ხელოვნებისადმი მიძღვნა
ადამიანს ხელოვანად აქცევს, და არ აყენებს სამურაის გზაზე. საბრძოლო ხელოვნება
სამურაისთვის არის გზაზე დგომის საშუალება, და არა მიზანი. ამიტომ ამბობს
ავტორი, რომ ნაკლულობა უნდა დასძლიო, ანუ, უნდა მიაღწიო ხელოვნების
გამოყენების კარგ დონეს და შემდეგ გაჩერდე.
65
მაგრამ, ამავე დროს ეს არ ნიშნავს, რომ მრავალ სფეროს უნდა მოედო. ამ
შემთხვევაში საქმე ეხება შინაგან გრძნობას, რომელიც სამურაის (მეომარს)
გიკარნახებს შეჩერდე, როგორც ერთი ხელოვნების სწავლისას, ასევე ბევრი რამის
დაუფლებისას.
55
დაიბენი და უკან დაიხიე. შენ სათანადო პასუხი უნდა გასცე.
ამიტომ, კარგი იქნება, თუკი წინასწარ მზად იქნები ამისთვის და
პასუხი მოფიქრებული გექნება66.
74. უფრო მეტიც, იმ დროისთვის, როდესაც შენ გარკვეული
დავალების შესრულებას გთხოვენ, სახეზე გამოგეხატება ან
დიდი ბედნიერება, ან სიამაყე. ამას ბევრი ადამიანი დაინახავს,
რაც მიუღებელია. Mმაგრამ სხვა ტიპის ადამიანმა იცის თავისი
ნაკლოვანებები და ფიქრობს: “მე მოუხერხებელი ადამიანი ვარ,
მაგრამ მაინც მთხოვეს ამის გაკეთება. როგორ ვაპირებ
ამისათვის თავის გართმევას? Mვხედავ, რომ ეს დიდ
პრობლემებს შემიქმნის და წუხილის მიზეზი
გახდება“.Mმიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები შეიძლება არც
ითქვას, ისინი აუცილებლად სახეზე აღიბეჭდება. Eეს
თავმდაბლობის მაჩვენებელია.
75. არათანმიმდევრულობა და თვითნებობა გზას გვაშორებს და
ჩვენც დამწყებებს ვემსგავსებით. ამით კი ბევრს ვცოდავთ.
76. სწავლა კარგი რამ არის, მაგრამ უფრო ხშირად იგი
შეცდომისკენ გვიბიძგებს. ეს მღვდელი კონანის გაფრთხილებას
ჰგავს. იმისათვის, რომ ჩვენი ნაკლოვანებები დავინახოთ, კარგი

66
სამურაის გზის ერთ-ერთი მთავარი შემადგენელი ნაწილია მოულოდნელობების
გაქრობა. გარკვეული აზრით, ეს ინტელექტუალური სავარჯიშოა: შენ მზად უნდა
იყო ყველა შესაძლებელი შემთხვევისთვის, რომელიც ცხოვრებაში შეიძლება
შეგხვდეს. ოსტატთან მიმართების ეს ფორმა ამ მზადყოფნისთვის მზადების ნაწილია.
56
იქნება თუ სხვა, უფრო სრულყოფილი ადამიანების ქცევას
დავაკვირდებით; Mმაგრამ ხშირად ეს ვერ ხერხდება. უმეტესად,
ჩვენ საკუთარი აზრი გვხიბლავს და კამათი გვიზიდავს.
77. გასულ წელს, ერთ შეხვედრაზე მოვიდა კაცი, რომელმაც თავისი
შეურიგებელი აზრი გამოხატა და აღიარა, რომ მზად იყო
მოეკლა შეხვედრის თავმჯდომარე, თუ ის მას არ
დაეთანხმებოდა. Mმისი წინადადება მიიღეს. მას შემდეგ, რაც
პროცედურა დასრულდა, მან თქვა: “ისინი ძალიან მალე
დამთანხმდნენ. ვფიქრობ, რომ ძალიან სუსტნი და არასანდონი
არიან იმისთვის, რომ თავიანთ ბატონს რაიმე ურჩიონ”.
78. როდესაც თანამდებობა ბევრ დროს გართმევს და დაკავებული
ხარ, ამ დროს კი მავანი დაუფიქრებლად მოდის თავისი საქმით,
მას ადამიანები ხშირად ცივად და გაბრაზებული ხვდებიან. Eეს
სწორი არ არის. ამ შემთხვევაში, სამურაის ქცევის წესი
მოითხოვს, რომ მან თავი აიყვანოს ხელში და ადამიანს
თავაზიანად მოექცეს. უხეშად მოპყრობა საშუალო კლასის
წარმომადგენელი ლაქიების წესია.
79. ვითარების მიხედვით, ადამინს ან ენდობი, ან არა. თუ ეს
ხშირად მეორდება, მაშინ ის ადამიანი აბეზარი ხდება და შენ
მას ეუხეშები. თუ შეგიძლია თავად გაართვა საქმეს თავი, მაშინ
სხვების იმედად არ უნდა იყო.
80. თავსხმა წვიმიდანაც კი შეიძლება გაკვეთილი გამოიტანო.
როდესაც უცაბედად წვიმაში მოხვდები, ცდილობ ძალიან არ
57
დასველდე და გზის გასწვრივ გარბიხარ. მიუხედავად იმისა,
რომ სახლის სახურავების ქვეშ ცდილობ ირბინო, მაინც
სველდები. როდესაც შენი გადაწყვეტილება თავიდანვე მყარია,
როგორც არ უნდა დასველდე, მაინც არ ორჭოფობ. Aეს
შეხედულება ვრცელდება ყველაფერზე 67.
81. ჩინეთში ერთ დროს ცხოვრობდა გველეშაპების სურათების
მოყვარული კაცი. მისი ტანსაცმელი და ავეჯიც ამის
შესაფერისად იყო მოხატული. გველეშაპების ამგვარი
სიყვარულის ამბავმა მათი ღმერთის ყურამდეც მიაღწია და,
ერთ მშვენიერ დღეს, ამ კაცს ფანჯარასთან ნამდვილი
გველეშაპი გამოეცხადა. Aამბობენ, რომ ის კაცი შიშისგან

67
სამურაის გზაზე, როდესაც გადაწყვეტილებას მიიღებ, აღარ უნდა შეცვალო,
იმიტომ, რომ შუა გზაში შეცვლილი გადაწყვეტილება მაინც ვერ მიგიყვანს მიზნამდე.
ჯობია კარგად მოიფიქრო რისი გაკეთებაა საჭირო და შემდეგ ორჭოფობის გარეშე
გააკეთო და გააგრძელო კეთება, მაშინაც, თუკი შენი იმედები არ მართლდება.
იგულისხმება, რომ ნემისმიერ საქმეში გადაწყვეტილების მიღებას დრო უნდა
დაუთმო და აწონ-დაწონო. შემდეგ, უშუალოდ განხორციელებისას, არასოდეს
გექნება იმდენი დრო, რომ ადრე მიღებული გადაწყვეტილება ადეკვატური ახალი
გადაწყვეტილებით შეცვალო. იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით ეს პარაგრაფი
სპონტანურობაზე მიუთითებს, სინამდვილეში პირიქითაა. რაც შეეხება წვიმაში
უცაბედად მოხვედრას - აქ იგულისხმება, რომ წინასწარ უნდა გქონდეს
მოფიქრებული, რას იზამ, როდესაც თავსხმა წვიმაში მოხვდები (ანუ, მოხვდები
ვითარებაში, როდესაც უცბად უნდა უპასუხო/იმოქმედო) და რომ იმ მომენტში არ
უნდა დაიწყო ამაზე ფიქრი და აწონ-დაწონვა.
58
გარდაიცვალა. ის, ალბათ, იმ ადამიანთაA კატეგორიას
მიეკუთვნებოდა, რომლებიც ბევრს ტრაბახობენ, მაგრამ საქმე
საქმეზე რომ მიდგება, სხვანაირად იქცევიან.
82. იყო ერთი შუბის ოსტატი. სიკვდილის წინ მან თავის
საუკეთესო მოსწავლეს უხმო და ბოლო განკარგულებები გასცა:
მე შენ ამ სკოლის ტექნიკის ყველა საიდუმლოება გადმოგეცი
და სათქმელი აღარაფერი დამრჩა. თუ აპირებ მოსწავლის
აყვანას, მაშინ ყოველდღეEბეჯითად და შეუპოვრად უნდა
ივარჯიშო ხის ხმლით. უპირატესობა მხოლოდ საიდუმლო
ტექნიკის ფლობით არ მიიღწევა.
83. რენგას68 მასწავლებლის ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ
პოეტური შეხვედრის წინა დღეს ადამიანმა გონება უნდა
დაიმშვიდოს და ლექსების კრებულს გადახედოს. ეს ერთ
საქმეზე კონცენტრირებას ნიშნავს. Yყველა საქმიანობას
კონცენტრაცია სჭირდება.
84. მიუხედავად იმისა, რომ ოქროს შუალედი სამხედრო საქმის
სტანდარტად ითვლება, ადამიანი ყოველთვის უნდა
ცდილობდეს სხვას აჯობოს. მშვილდიდან სროლის
ინსტრუქციის თანახმად, მარჯვენა და მარცხენა ხელი
ერთნაირად განვითარებული უნდა გქონდეს, თუმცა მარჯვენა

68
რენგა - (連歌) არის იაპონური პოეზიის ჟანრი. რენგა შედგება სულ მცირე ორი კუ-
სგან (句) ანუ, სტროფისგან. რენგის დასაწყის სტროფს ჰქვია ჰოკკუ (発句). ჰოკკუ
დაედო საფუძვლად თანამედროვე იაპონური პოეზიის ჰაიკუ ფორმას.
59
ხელი მაინც უფრო მაღლა იწევს. თუ სროლისას ადამიანი
მარჯვენა ხელს ოდნავ დაბლა დასწევს, მაშინ ორივე ხელი ერთ
სიმაღლეზე აღმოჩნდება. ძველი მეომრების გადმოცემებში
ნათქვამია, რომ თუ ადამიანს გამოცდილი მეომრის ჯობნა სურს
და დღედაღამ იმედოვნებს, რომ ძლევამოსილ მტერს
დაამარცხებს, ის დაუღლელი გახდება, გამძვინვარდება და
სიმამაცეს გამოავლენს. ადამიანმა ეს პრინციპი ყოველდღიურ
საქმეებშიც უნდა გამოიჩინოს.
85. არსებობს ბავშვის აღზრდის სამურაის მეთოდი. ჩვილობიდან
უნდა წაახალისო სიმამაცე და ერიდო ბავშვის შეშინებასა და
გაღიზიანებას. თუ ადამიანი ლაჩარია, ის მთელი ცხოვრება
ასეთად დარჩება. მშობლები ცდებიან, როდესაც ისინი აშინებენ
ბავშვს ელვით ან არ უშვებენ ბნელ ადგილებში და
გასაჩუმებლად და დასამშვიდებლად შემზარავ ამბებს უყვებიან.
86. უფრო მეტიც, ბავშვი გაუბედავი გახდება, თუ მას სასტიკად
გავლანძღავთ. არ უნდა დავუშვათ, რომ მას ცუდი
ჩვევაAჩამოუყალიბდეს. ცუდმა ჩვევამ თუ ფეხი მოიკიდა,
რამდენიც გინდა უსაყვედურო ბავშვს, ის აღარ გამოსწორდება.
რაც შეეხება მეტყველების კულტურასა და კარგ მანერებს,
ბავშვი მათ თანდათანობით უნდა შეეჩვიოს. ნუ გააგებინებთ
ბავშვს, რომ სიხარბე არსებობს. თუ ბავშვი კეთილი ბუნებისაა,
ის კარგად აღიზრდება.

60
87. უფრო მეტიც, ბავშვი, რომლის მშობლებსაც ერთმანეთთან
ცუდი ურთიერთობა აქვთ, გაუგონარი გაიზრდება, რაც
ბუნებრივია. ჩიტებსა და ცხოველებზეც კი მოქმედებს, რასაც
ხედავენ და ესმით, როდესაც ამ ქვეყანას მოევლინებიან. Mმამისა
და ბავშვის ურთიერთობა შეიძლება დედის სულელურმა ქცევამ
გააფუჭოს. Dდედას თავისი შვილი ყველაზე მეტად უყვარს და
თუ მამა შვილს შენიშვნას აძლევს, ამ დროს დედამ შეიძლება
შვილის მხარე დაიჭიროს. Dთუ ის შვილის მოკავშირე გახდება,
მაშინ მამასა და შვილს შორის შეიძლება უთანხმოება
ჩამოვარდეს. საკუთარი უგუნურების გამო, დედა უყურებს
შვილს, როგორც მხოლოდ სიბერეში დასაყრდენს.
88. შენი გადაწყვეტილება თუ მყარი არ არის, შეიძლება მახეში
გაება. უფრო მეტიც, სხვისი საუბრის დროს გონება თუ არ
მოგყვება, დაუდევრობის წყალობით შეიძლება გადაწყვიტო, რომ
ისიც იგივე აზრისაა რა აზრისაც შენ ხარ, და დაუდასტურო
ნააზრევი შემდეგი სიტყვებით: “რასაკვირველია, რა თქმა
უნდა”, მაშინაც კი, თუ ის შენი აზრის საწინააღმდეგო
თვალსაზრისს გამოთქვამს. სხვები კი ამ დროს იფიქრებენ, რომ
შენ მას ეთანხმები.
89. როდესაც ამბავს ისმენ ან გესაუბრებიან, ფრთხილად იყავი, მახე
რომ არ დაგიგონ. Dთუ რაიმეს არ ეთანხმები, უნდა გამოთქვა
შენი აზრი, აჩვენო შენს მოწინააღმდეგეს მისი შეცდომა და
დაეუფლო სიტუაციას. უმნიშვნელო საქმეშიც კი შეცდომა
61
მცირედიდან იწყება. Eეს უნდა გახსოვდეს. უფრო მეტიც, ჯობს
არც კი გაიცნო ის ადამიანი, რომლის შესახებაც ეჭვი გაქვს. არა
აქვს მნიშვნელობა, შენ რას გააკეთებ; ყოველთვის შეიძლება
Aაღმოჩნდეს ხალხი, რომელიც მახეს დაგიგებს. იმისათვის, რომ
საკუთარ თავში დარწმუნებული იყო, გამოცდილება უნდა
შეიძინო69.
90. გამოთქმა: “ხელოვნება ეხმარება სხეულს”, სხვა რეგიონის
სამურაიზეა ნათქვამი. ნაბეშიმას ოჯახის სამურაის სხეულს
ხელოვნება ანგრევს. ყველა შემთხვევაში, ადამიანი, რომელიც
ხელოვნებას მისდევს, ხელოვანია და არა სამურაი. ადამიანს
სურვილი უნდა ჰქონდეს, რომ სამურაი ერქვას70.
91. თუ დაიჯერებ, რომ ხელოვნებისადმი თუნდაც მცირედი
მიდრეკილებაც კი საზიანოა სამურაისთვის, მაშინ ხელოვნების

69
აქ საბრძოლო ხელოვნების წესები პირდაპირ არის გადატანილი
ყოველდღიურობაში. ბრძოლას იგებს ის, ვინც მოწინაამღდეგის შეცდომას დაინახავს
და თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. და კიდევ ერთი, ერთი შეხედვით, უცნაური
დასკვნა: თავიდან აირიდე ბრძოლა მასთან, ვის დამარცხებაშიც არ ხარ
დარწმუნებული. ეს სულაც არ არის უცნაური დებულება: გამომდინარე იქიდან, რომ
ადამიანი მიდრეკილია შეცდომებისკენ, ვინმეს დამარცხებაში დარწმუნებულობა,
შეცდომა უფრო მეტად შეიძლება აღმოჩნდეს, ვიდრე რეალობის შესაბამისი.
70
იხ. შენიშვნა #72-ე პარაგრაფისთვის. ამ პარაგრაფში კიდევ უფრო გარკვევით ჩანს,
რომ სამურაისთვის საბრძოლო ხელოვნება არის გზაზე სიარულის საშუალება
(დაიცვას თავი, ბატონი, მიაღწიოს მიზანს) და არა მიზანი. ყველა, ვინც ხელოვნებას
მიზნად აქცევს („მისდევს ხელოვნებას“), ხელოვანია და არა სამურაი.
62
ყველა დარგი მისთვის გამოუსადეგარი ხდება. ადამიანს ეს
უნდა ესმოდეს71.
92. ჩვეულებრივ, სარკეში ჩახედვა და თავის მოვლა საკმარისია,
რომ კარგად გამოიყურებოდე. …ეს მეტად მნიშვნელოვანია.
Aადამიანების უმეტესობა ცუდად გამოიყურება, რადგან ისინი
სათანადოდ არ ათვალიერებენ საკუთარ თავს სარკეში 72.
93. მეტყველების დახვეწა საკუთარ სახლში იწყება.
94. წერილების წერის სწავლა იწყება ერთი ხაზისთვის ყურადღების
მიქცევით.
95. კარგია, თუ შენი ნაწერიდან მშვიდი ძალა გამოსჭვივის. იმას
თუ დავიჯერებთ, რაც მღვდელმა რიოზანმა მოისმინა კამგალას
მხარეში ყოფნისას, მაშინ ადამიანმა წერილის შედგენისას არ
უნდა დაივიწყოს, რომ ადრესატი ამ წერილს ყველას დასანახად
გამოფენს.
96. ნათქვამია, თუ ადამიანმა შეცდომა დაუშვა, ის უყოყმანოდ
უნდა გამოასწოროს. თუ ის შეცდომას დაუყოვნებლივ
გამოასწორებს, მაშინ ეს უკანასკნელი სწრაფად გაქრება. Mმაგრამ

71
საბრძოლო ხელოვნების ოსტატობისგან თავის დაღწევა და სამურაის გზაზე
დაბრუნება ხდება იმის გაცნობიერებით, რომ ხელოვნება არ არის მიზანი. ამის
შემდეგ ნებისმიერი ხელოვნება მხოლოდ აძლიერებს სამურაის.
72
ეს პარაგრაფი კვლავ დაკავშირებულია სიკვდილთან შესახვედრად
მზადყოფნასთან: სიკვდილისთვის მზადყოფნა ნიშნავს, იქცეოდე ისე, თითქოს ის არ
არსებობს და არ გემუქრება.
63
როდესაც ის ცდილობს შეცდომის დაფარვას, უფრო
გამოუსწორებელი და უხერხული მდგომარეობა იქმნება.
როდესაც ის სიტყვა წამოგცდება, რომელიც არ უნდა გეთქვა,
სწრაფად გამოასწორებ და ნათლად იტყვი რასაც ფიქრობ, მაშინ
ეს ცუდ შედეგს აღარ მოიტანს და ამაზე აღარც უნდა იდარდო.
Mმაგრამ თუ მაინც გამოჩნდება ისეთი ადამიანი, ვინც
გისაყვედურებს, მაშინ ჯობია უთხრა: “მე აგიხსენი, თუ რატომ
ვილაპარაკე ასე დაუფიქრებლად. ვერაფერს გავაწყობ, მიზეზს
თუ არ მოისმენ. მე ის სიტყვა გაუცნობიერებლად წარმოვთქვი,
ამიტომ ეს იგივეა, თითქოს ჩემი ნათქვამი არც მოგესმინოს.
შეცდომისგან არავინაა დაზღვეული“.Aადამიანმა არასდროს არ
უნდა ილაპარაკოს სხვებზე და გასცეს საიდუმლო. Uუფრო
მეტიც, საუბრისას ყოველთვის უნდა გაითვალისწინო სხვისი
განწყობა.
97. კარგი კალიგრაფია სხვა არაფერია, თუ არა უზრუნველად
არყოფნა, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ადამიანმა შეიძლება მძიმედ
და შეზღუდულად წეროს. თუმცა, ამაზე შორს უნდა წახვიდე
და ნორმას გასცდე. ეს პრინციპი ყველაფერთან მიმართებაში
უნდა გამოიყენო73.

73
ნორმა არის მხოლოდ მათთვის, ვინც ჯერ კიდევ სწავლობს და მოუხეშავია.
სასურველი მიზნის მიღწევა არსებული ნორმების მიღმა გასვლაში და არა მათ
დარღვევაში, ანუ, ნორმაზე უფრო მეტის კეთებაში მდგომარეობს.
64
98. ნათქვამია, რომ თუ გინდა ადამიანის გულის ზრახვებს ჩასწვდე,
შეუძლოდ გახდი. როდესაც ავად ხარ, ან რთული პერიოდი
გაქვს, ბევრი ადამიანი, ვისთანაც უწინ მეგობრობდი ან
ყოველდღიურ ცხოვრებაში შენ გვერდით იყო, მტრად
მოგეკიდება. როდესაც ადამიანი უიღბლობას განიცდის, შენ
ყველაფერზე წინ მისი მოკითხვა და ნახვა უნდა დააყენო, Aან
საჩუქარი უნდა გაუგზავნო. Dმთელი შენი სიცოცხლის
მანძილზე არასოდეს გამოიჩინო უყურადღებობა იმის მიმართ,
ვისაც შენთვის ოდესმე დახმარება გაუწევია.
99. ამგვარ ვითარებაში ვლინდება სხვების განზრახვა. ამ ქვეყანაში
მრავლადაა ადამიანი, რომელიც გაჭირვების ჟამს სხვას
დაეყრდნობა და შემდეგ ის აღარც გაახსენდება.
100. ადამიანის ბედუკუღმართი ცხოვრების შეფასება არ
გაძლევს იმის უფლებას, რომ იმსჯელო მის ავკარგიანობაზე.
იღბლიანობა და უიღბლობა განგების საქმეა. Kკარგი ან ცუდი
ქმედება ადამიანის გზაა. კარგისა და ცუდის გარჩევა კი
მორალის გაკვეთილზე ისწავლება.
101. ერთი საქმის გამო მორუკა ჰიკოემონს სთხოვეს
ღმერთების წინაშე დაეფიცა, რომ სიმართლეს ამბობდა. Mმან
თქვა: “სამურაის სიტყვა ფოლადზე უმტკიცესია. მას შემდეგ,
რაც მე სიმართლე ვთქვი, რაღაზე მივმართოთ ღმერთებსა და
ბუდებს?”. ამის შემდეგ ფიცის დადება შეწყდა. მაშინ ჰიკოემონი
26 წლის იყო.
65
102. ოსტატი იტეი ამბობდა: „რაზეც ილოცებ, ის
აგისრულდება. დიდი ხნის წინ სოკო მაცუტაკე არ იზრდებოდა
ჩვენს მხარეში. ერთმა უცნობმა ადამიანმა, ვინც ეს სოკო
კამიგატას პროვინციაში ნახა, ილოცა, რომ ის აქაც ამოსულიყო.
დღეს ეს სოკო მთელს კიტაგამაში იზრდება. მინდა, რომ
მომავალში იაპონურმა კვიპაროსმა ჩვენს მხარეშიც გაიხაროს.
თუ ეს ის არის, რაც ყველას უნდა, მაშინ თავს ვდებ, რომ
მომავალში ასეც იქნება. იმისთვის, რომ ასე მოხდეს, ყველამ
უნდა ილოცოს“.
103. როდესაც რაიმე განსაკუთრებული ხდება, სასაცილოა იმის
თქმა, რომ ეს იდუმალებაა ან რაღაც მოსალოდნელის ნიშანი.
Mმზისა და მთვარის დაბნელება, კომეტები, დროშებივით
მოფრიალე ღრუბლები, მეხუთე თვეს წამოსული თოვლი,
მეთორმეტე თვეს გამოჩენილი ელვა და ასე შემდეგ, ის
მოვლენებია, რომლებიც ყოველ ორმოცდაათ ან ას წელიწადში
ერთხელ ხდება. ისინი ინისა და იანის განვითარების შედეგია.
Fის ფაქტი, რომ მზე აღმოსავლეთიდან ამოდის და დასავლეთით
ჩადის, საიდუმლოება იქნებოდა, ყოველდღეEრომ არ ხდებოდეს.
104. ამაში არაფერი ახალი და განსხვავებული არ არის. უფრო
მეტიც, ის ფაქტი, რომ სამყაროში ცუდი მაშინ ხდება, როდესაც
რაიმე უცნაურ მოვლენას აქვს ადგილი, იმის ბრალია, რომ
ადამიანები მოცურავე ღრუბლებს ხედავენ და ფიქრობენ, რომ
რაღაც უნდა მოხდეს. იდუმალება მათ თავებში იბადება და
66
რადგან უბედურების მოლოდინში არიან, მათი გონება შობს
მას. საიდუმლოებას ადამიანის პირიდან ამოსული სიტყვა
ბადებს.
105. ანგარებიანი ხალხი ზიზღს იმსახურებს. ამის მიზეზი ის
არის, რომ ანგარიშს საქმე აქვს დანაკარგთან და ტკივილთან,
გონება კი დღენიადაგ დანაკარგსა და მოგებაზე ფიქრობს.
სიკვდილი დანაკარგად ითვლება, სიცოცხლე კი - მოგებად.
Aამიტომ სიკვდილი ამგვარი ადამიანისთვის არ არის
მნიშვნელოვანი და ის პატივისცემის ღირსი არ არის.
106. უფრო მეტიც, მეცნიერები და მათი მსგავსნი
გონებამახვილობითაA და ლაპარაკით ფარავენ თავიანთ
სილაჩრესა და სიხარბეს. ადამიანებს ეს ხშირად არასწორად
ესმით.
107. ბატონმა ნაოშიგემ თქვა: “სამურაის გზა უიმედობაშია. ათი
ადამიანიც კი ვერ მოკლავს ასეთ კაცს. საღი აზრი დიად საქმეს
ვერ ჩაგადენინებს. Uგახდი შლეგი და უკიდურესად
სასოწარკვეთილი. “ვინც სულმოკლეა და თავგანწირვა არ იცის,
სამურაის გზას ვერ გაივლის და ჩამორჩება სხვებს. არ არის
საჭირო იყო ერთგული და თავდადებული. უიმედობა
ერთგულებასა და თავდადებას გულისხმობს“. 74

74
ეს პარაგრაფი კვლავ სიკვდილისათვის მზადყოფნასა და, შესაბამისად, იმედის
არქონაზეა: თუ შენ უკვე მკვდარი ხარ, მაშინ სასოწარკვეთილიც ხარ. ამ
სასოწარკვეთილებიდან გამომდინარეობს ერთგულებაც და თავდადებაც, რადგან შენ
67
108. შიდა კიცინოკუს გამონათქვამი: “თუ არჩევანი გაქვს
სიცოცხლესა და სიკვდილს შორის, და ამით შენი რეპუტაცია
არ შეილახება, სჯობს სიცოცხლე აირჩიო” – ნამდვილი
პარადოქსია. Mმას ასევე უთქვამს: “როდესაც შეგიძლია აირჩიო
წასვლასა და დარჩენას შორის, სჯობს არ დარჩე“. მისი
ანალოგია იქნება: “თუ არჩევანი გაქვს ჭამო თუ არ ჭამო, სჯობს
არ ჭამო”. როდესაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის უნდა
აირჩიო, სჯობს მოკვდე” 75.
109. როდესაც წარუმატებლობასა და სირთულეებს ხვდები,
საკმარისი არ იქნება თუ უბრალოდ იტყვი, რომ არ ხარ

შენთვის არაფერი არ გინდა და მთლიანად უძღვნი თავს გარემოს. შესაბამისად,


ერთგულება და თავდადება არის არა გზის შემადგენელი ნაწილი, არამედ,
გამომდინარეობს გზიდან - იმ სასოწარკვეთისა და უიმედობისგან, რომელიც
სიკვდილისათვის მზადყოფნაშია.
75
ეს ბოლო ფრაზა შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: როდესაც [ბრძოლაში] გაქვს
არჩევანი, მოქმედებიდან, რომელსაც სიკვდილთან მიჰყავხარ, და მოქმედებიდან,
რომელსაც სიცოცხლესთან მიჰყავხარ, ჯობია აირჩიო ის მოქმედება, რომელსაც
სიკვდილთან მიჰყავხარ. იმიტომ, რომ ბრძოლაში სიცოცხლეზე მიმართული
მოქმედების არჩევა გაქცევაა, ხოლო სიკვდილზე მიმართული მოქმედების არჩევა -
ბრძოლაში დარჩენა. მეორეს მხრივ, შიდა კიცინოკუს გამონათქვამი მიგვითითებს
იმას, რომ ძალით არ უნდა გამოვიწვიოთ ჩვენი სიკვდილი - თუ ცოცხლად დარჩენა
არ არის დაკავშირებული არც ბრძოლაში უკანდახევასთან და არც მიზნის
მიუღწევლობასთან, ჯობია ცოცხალი დარჩე. სამურაის გზა არ ცნობს სიკვდილს
სიკვდილისთვის, არამედ, სიკვდილს გზისათვის.
68
შეწუხებული. რთულ სიტუაციას როდესაც აწყდები, ხალისითაA
და სიმამაცით განმსჭვალული უნდა ეკვეთო მას. ეს ერთი
წინაღობის გადალახვას ჰგავს და ერთ გამოთქმას მოგვაგონებს:
“რაც უფრო ღრმაა წყალი, მით უფრო დიდია ნავი”.
110. სულმდაბლობაა იფიქრო, რომ ვერ მიაღწევ იმას, რასაც
დიდმა ოსტატებმა მიაღწიეს. Oოსტატები ადამიანები არიან და
შენც ისეთივე ადამიანი ხარ. თუ იფიქრებ, რომ მათ
ჩამოუვარდები, ასეც იქნება. ოსტატი იტეი ამბობდა:
“კონფუციუსი ბრძენია, რადგან მას ნებისყოფა აღმოაჩნდა
გამხდარიყო მეცნიერი, როდესაც ის თხუთმეტი წლის იყო და
არა იმიტომ, რომ სიბერეში დაიწყო სწავლა. ეს ბუდისტურ
მაქსიმას ჰგავს: “ჯერ განზრახვა და შემდეგ გასხივოსნება”.
111. მეომარი ძალიან ფრთხილი უნდა იყოს და წვრილმანიც
კი არ უნდა შეეშალოს. რაც მთავარია, მან ფრთხილად უნდა
შეარჩიოს სიტყვები და არ უნდა თქვას: “მე ლაჩარი ვარ”, ან
„ამ შემთხვევაში მე გავიქცეოდი“, ან „რა საშიშია“, ან „როგორი
მტკივნეულია“. ეს ის სიტყვებია, რომლებიც არ უნდა თქვა არც
ხუმრობით, არც წამის ზეგავლენით და არც სიზმარში. თუ ამას
გონიერი ადამიანი მოისმენს, ის აუცილებლად მიხვდება

69
მოსაუბრის გულის ზრახვებს. Eეს ისეთი რამ არის, რაც
წინასწარ კარგად უნდა მოიფიქრო 76.
112. როდესაც გული მამაცი გაქვს და მიღებული
გადაწყვეტილება არ გეეჭვება, საჭირო დროს სწორ მოძრაობას
შეასრულებ. ეს გამოჩნდება შემთხვევისთვის შესაფერის ქცევასა
და მეტყველებაში. სიტყვები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
მათ არ უნდა ამხილონ გულის ზრახვები. Eეს ისეთი რამ არის,
რაც ხალხმა ყოველდღიური საქმიანობიდან უნდა შეიტყოს.
113. მას შემდეგ, რაც მსახურობა ვარჩიე, გულხელდაკრეფილი
არც სახლში და არც გარეთ არ ვმჯდარვარ. მხოლოდ მაშინ
ვლაპარაკობდი, როდესაც სხვანაირად საქმის მოგვარება არ
შეიძლებოდა, თან ყველა ღონეს ვხმარობდი, რომ ერთ სიტყვაში
ათი მომექცია. ასეთი იყო იამაზაკი კურანდო.
114. ამბობენ, რომ ადამიანს თავიც რომ მოკვეთო, ის ცოტა
ხანი მაინც შეძლებს მოქმედებას. ამისი მაგალითია ნიტა

76
წინასწარ მოფიქრება სამურაის გზის მნიშვნელოვანი ნაწილია. ის ნიშნავს
მედიტაციის მსგავს მოქმედებას, როდესაც სამურაი გონებაში გაითვლის და
გაატარებს მომავალ ცხოვრებას და ცდილობს ყველა შესაძლებელ შემთხვევაზე
წინასწარ ჰქონდეს მზა პასუხი-რეაქცია. ამ წინასწარ მოქმედებასთანაა
დაკავშირებული ამ წიგნში მოყვანილი ყველა მოწოდება დაუფიქრებლობისა და
უცბად მოქმედებისკენ. ისევე, როგორც საბრძოლო ხელოვნებაში: თუკი შენ წინასწარ
არ იცი, რას უპასუხებ მოწინაამღდეგის შეტევას, იმ მომენტში ვერაფერს მოიფიქრებ
და დამარცხდები.
70
იოშისადასა და ინი დაკენის სიკვდილი. როგორ შეიძლება
ერთი ადამიანი მეორეზე უარესი იყოს? სასიკვდილოდ
გადადებულმა ავადმყოფმაც კი შეიძლება ორი ან სამი
დღეEიცოცხლოს”.
115. ძველად ამბობდნენ, რომ ადამიანს გადაწყვეტილების
მისაღებად შვიდჯერ ჩასუნქვის მეტი არ უნდა დასჭირდეს.
Bბატონმა ტაკანობუმ თქვა: ”თუ დიდხანს ფიქრობ, არაფერი
გამოგივა“.Bბატონმა ნაოშიგემ თქვა: “თუ საქმეს დაუდევრად და
ზანტად გააკეთებ, ათიდან შვიდი არ ივარგებს. Mმეომარი
ყველაფერს სწრაფად აკეთებს“.
116. როდესაც შენი გონება აღმა-დაღმა დაქრის, სწორ დასკვნას
ვერ გამოიტან. თუ შენი სული ძლიერი, სუფთაA და
შეუპოვარია, შენ შეძლებ გადაწყვეტილების მიღებას მანამ, სანამ
შვიდჯერ შეისუნთქავ. Mამისთვის მტკიცე უნდა იყო და შენი
სული მზად უნდა იყოს გზაზე ყველა წინააღმდეგობის
დასაძლევად.
117. თუ შენ ვალდებული ხარ შენი ბატონი გააფრთხილო,
მაგრამ შენი რანგის გამო ვერ ბედავ ამას, მაშინ აუცილებლად
უნდა მონახო შენი ბატონის სწორი, რომელიც მას შეცდომაზე
მიუთითებს. იმისათვის, რომ ამის გაკეთება მოახერხო, ხალხთან
გულითადი ურთიერთობა უნდა გქონდეს. თუ ამას ადამიანი
საკუთარი გამორჩენისთვის აკეთებს, ის მლიქვნელია. ასეთ

71
საქციელს ადამიანები მხოლოდ საკუთარი ოჯახის
მხარდასაჭერად სჩადიან. თუ მოიწადინებ, შეძლებ კიდეც 77.
118. ცუდი ურთიერთობა ყოფილ და ახლანდელ მმართველს,
მამასა და შვილს, უფროს და უმცროს ძმებს შორის ეგოისტური
მოტივებითაა განპირობებული. ამას ის ამტკიცებს, რომ არ
არსებობს მსგავსი ურთიერთობა ბატონსა და მსახურს შორის.
წარმოუდგენელია ადამიანმა თავი შეიწუხოს იმით, რომ
აბრძანებინოს, რონინი გახდეს. კაცუშიგეს თაობის ხალხი
ამბობდა: “თუ ადამიანი შვიდჯერ მაინც არ ყოფილა რონინი,
მაშინ ის მსახური ვერასდროს გახდება. შვიდჯერ თუ დაეცი,
მერვედ ადექი”. 78
119. ნარუტომი ჰუოგუს მსგავსი ადამიანები შვიდჯერ
ყოფილან რონინები. ადამიანმა უნდა გაიგოს, რომ ეს
თვითმარეგულირებელ თოჯინას ჰგავს. Bბატონს უფლება აქვს
მსახურს ამგვარი შემოწმება მოუწყოს.
120. ავადმყოფობა და მისი მსგავსი რაღაცის სიმძიმე ჩვენს
დამოკიდებულებაზეა დამყარებული. Mმე დავიბადე, როდესაც
მამა სამოცდათერთმეტი წლის იყო და ამიტომაც საკმაოდ

77
აქ ლაპარაკია შეცდომაზე მითითების გარდაუვალ აუცილებლობაზე, როდესაც
ოსტატს/ბატონს ხიფათი ემუქრება. იხ. შენიშვნა #14-ე პარაგრაფისთვის.
78
სამურაის გზა მოიცავს დაუცველობის გამოცდილებასაც. რონინი არის უბატონო
სამურაი, რომელსაც არ იცავს ბატონის ძალა და ავტორიტეტი. როგორც ჩანს, ესეც
სიკვდილისთვის მზადყოფნისკენ მზადების ეტაპია.
72
ავადმყოფი, სუსტი ბავშვი ვიყავი. Mმაგრამ იმის გამო, რომ
დიდი სურვილი მქონდა მოხუცებულობაშიც საჭირო
ვყოფილიყავი, როგორც კი ამის საშუალება მომეცა,
გამოვჯანმრთელდი და იმის მერე ავად აღარ გავმხდარვარ.
121. სქესობრივი კავშირისგან თავს ვიკავებდი და ნემსებით
მკურნალობას79 ვიტარებდი. ამან აშკარა შედეგი გამოიღო.
122. ამბობენ, რომ შვიდჯერ რომ დაწვა მამუში80, ის ისევ
აღდგება და საკუთარ ფორმას დაუბრუნდება. Eეს
დამაიმედებელია. ყოველთვის ერთი იდეით ვიყავი
შეპყრობილი, ყოველთვის ერთი გულის ნადები მქონდა:
“შვიდჯერაც რომ დავიბადო, ყოველ ჯერზე ჩემივე გვარის
მსახურად უნდა გავჩნდე”.
123. იამამოტო ძინემონმა ერთხელ თქვა, რომ სამურაის კარგი
მსახურები უნდა ჰყავდეს. სამხედრო საქმეები მარტო ერთი
ადამიანის საქმე როდია. როგორც არ უნდა ეცადოს, მარტო ის
მას ვერ გაუძღვება. Fფული შეიძლება სხვისგან ისესხო, კარგ
ადამიანს კი ხშირად ვერ შეხვდები. ადამიანებს თავიდანვე
კარგად უნდა მოექცე. Dთუ მსახურები გეყოლება და მხოლოდ
მათ არ დააპურებ, თუ დაბალ ფენას გაუყოფ იმას, რაც გაქვს,
მაშინ მოახერხებ კეთილი ხალხის შემოკრებას.

79
როგორც ჩანს, იგულისხმება ნემსების ჩხვლეტა/ჩარჭობის თერაპია.
80
მამუში - ლათ. Gloydius blomhoffii - შხამინი გველი. გავრცელებულია ჩინეთში,
კორეასა და იაპონიაში.
73
124. ადამიანს თუ ჭკუა არა აქვს, ის თავის დროს აძაგებს. Eეს
კი უბედურების დასაწყისია. თუ ადამიანი თავშეკავებულა, ის
აუცილებლად სასარგებლო იქნება კარგ დროს და სასჯელს
სცდება ცუდ დროს.
125. იყო სხვებზე აღმატებული ნიშნავს იმას, რომ სხვებმა შენს
საქმეებზე იმსჯელონ და რჩევები მოგცენ. ჩვეულებრივი ხალხი
თავის აზრზე დგას და ამიტომაც არასდროს გამოირჩევა. თუ
შენ ადამიანთან იმსჯელებ, გეძლევა საშუალება აჯობო მას.
ერთხელ ერთი ადამიანი ჩემთან მსჯელობდა თავისი ოჯახის
საბუთების შესახებ. ის მეც და ჩემნაირებსაც გვჯობია წერასა
და კვლევაში. მაგრამ თუ სხვების შენიშვნებს ყურად იღებ,
მასაც აჯობებ.
126. ცუდია, როდესაც ორ ბატონს ემსახურები. როდესაც
სამურაის გზაზე დგახარ, სხვა არაფერი უნდა ეძიო. ზუსტად
იგივე შეიძლება ვთქვათ გზაზეც. არ იქნება გამართლებული,
თუ შევისწავლით კონფუციუსის ან ბუდას გზას და ვიტყვით,
რომ ეს სამურაის გზაა. თუ ადამიანს ეს ესმის, მაშინ ის ბევრ
რამეს შეიტყობს სხვა გზებზე და ამ დროს საკუთარს უფრო
ღრმად ჩასწვდება81.

81
აქ ლაპარაკია ერთი მიზნისკენ მიმავალი გზების განსხავებულობაზე. ასევე იმის
შესახებ, რომ სამურაის გზა არ არის ჩაკეტილი და ის გახსნილია სხვა გზების
შესასწავლადაც.
74
127. სამურაისთვის უბრალო სიტყვაც კი მნიშვნელოვანია,
რადგან ერთმა მარტივმა სიტყვამ შეიძლება საბრძოლო
ბრწყინვალება წარმოაჩინოს. მშვიდობიანობის დროს სიტყვები
ადამიანის სიმამაცეზე მეტყველებს. Aარეულ და მშფოთვარე
დროს კი ადამიანმა იცის, რომ სიტყვას შეუძლია როგორც მისი
სიძლიერის, ისე მისი სილაჩრის წარმოჩენა. Eეს ერთადერთი
სიტყვა ადამიანის გულის ყვავილია. ეს უბრალოდ პირზე
მომდგარი სიტყვა როდია. მეომარმა დაუფიქრებლად არ უნდა
ილაპარაკოს. Mმან ყველაფერი წინასწარ უნდა მოიფიქროს.
სულის სიღრმე მცირედშიც კი გამოსჭვივის.
128. არაფერია ისეთი, რასაც ადამიანი ვერ მიაღწევს. თუ
სიმტკიცეს გამოიჩენ, ცას და დედამიწას ადგილს შეუცვლი.
უნებისყოფო ადამიანი ამას ვერ შეძლებს. ცისა და დედამიწის
ადგილიდან დაძვრა კონცენტრაციის საკითხია.
129. ადამიანი, რომელზეც ამბობენ, რომ ის ხელოვნებაში
წარმატებულია, ნამდვილი სულელია. ის სულელია, რადგან
მხოლოდ ერთი რამითაა დაკავებული და წარმატებასაც იმიტომ
აღწევს. ასეთი ადამიანი უვარგისია 82.
130. ორმოცი წლის ასაკამდე ჯობს ძალა მოიკრიბო.
ორმოცდაათი წლის ასაკისთვის კი მიზანშეწონილია, რომ
ადამიანი დაღვინდეს.

82
იხ. შენიშვნა #48-ე პარაგრაფისთვის.
75
131. ისაუბრე არსებითად. როგორი მჭერმეტყველიც უნდა იყო,
თუ შენი საუბარი უსაგნოა, ის აუცილებლად გააჭიანურებს
დიალოგს.
132. როდესაც სხვა ადამიანი აზრს გიზიარებს, როგორი
უინტერესოც უნდა იყოს ის, მადლიერებით უნდა მიიღო. თუ
ამას არ გააკეთებ, ის აღარასდროს გეტყვის, რა ნახა და
მოისმინა შენ შესახებ. ორივესთვის უკეთესია, თუ აზრთაA
გაცვლა-გამოცვლა მეგობრულ ატმოსფეროში მოხდება.
133. ნათქვამია, რომ ნამდვილი გენიოსი გვიან შედის
სიმწიფეში. ოცი-ოცდაათი წლისთვის თუ ვერ მიაღწიე
სიმწიფეს, ბევრს ვერაფერს მიაღწევ. როდესაც მსახური სწრაფად
აკეთებს საქმეს, ის სხვების საქმეში იჭრება და მასზე ამბობენ,
რომ ახალგაზრდა და გამოუცდელია. თუ ზედმეტ გზნებას
გამოიჩენს – მასზე იტყვიან, რომ უზრდელია. თუ ვინმეს დიად
საქციელზე ბევრს ილაპარაკებს და ცამდე აიყვანს, იტყვიან, რომ
მლიქვნელია და ფლიდი და მის ზურგს უკან ისაუბრებენ მასზე.
თუ ადამიანი არ ხარჯავს ძალისხმევას საკუთარ განვითარებაზე
და არც მხარდამჭერები ჰყავს, ის გამოუსადეგარი იქნება.
134. როდესაც კაცი მეომრის საქმეს ასრულებს, კაისაკუს
ფუნქცია აქვს ან აპატიმრებს თავისივე ოჯახის წევრს,
ადამიანები აუცილებლად შეამჩნევენ, მზად არის თუ არა
იმისთვის, რომ თავისი ადგილი შეინარჩუნოს. Kკაცი ისე უნდა
იქცეოდეს, თითქოს სამხედრო საქმეში ბადალი არ ჰყავს. ის
76
უნდა გრძნობდეს, რომ არავის ჩამოუვარდება და თავის თავში
სიმამაცე უნდა აღზარდოს.
135. თუ ბრძოლის ველზე ცდილობ წინ არავინ გაუშვა და
შენი ერთადერთი ზრახვა მტრის რიგების გარღვევაა, მაშინ
არასდროს ჩამორჩები სხვას, შენი გონება მრისხანებით აღივსება
და უძლეველი მეომრის სახელს მოიხვეჭ. Eეს ამბავი ძველი
ხალხის გადმოცემითაა ცნობილი. Uუფრო მეტიც, თუ ბრძოლის
დროს დაეცი, უნდა ეცადო შენი სხეული პირით მტრისკენ
იყოს მიქცეული.
136. ყველა რომ შეთანხმებული იყოს და ბედს ანდობდნენ
ყველაფერს, მაშინ უფრო გულღია იქნებოდნენ. Mმაგრამ თუ ისინი
არ არიან შეთანხმებული, როგორი სამართლიანიც არ უნდა იყოს
საქციელი, მათ ერთგულება მაინც აკლიათ. თუ შენ კარგი
ურთიერთობა არ გაქვს შენს თანამებრძოლებთან, თუ ხანდახან
მაინც არ ესწრები შეხვედრებს და მხოლოდ სხვებს აქილიკებ,
მაშინ დიდი ჭკუით არ გამოირჩევი. ადამიანი უნდა დაჰპირდეს
საკუთარ თავს, რომ როგორი უსიამოვნოც არ უნდა იყოს, ის
ყოველთვის გულითადად შეხვდება სხვებს და არ აჩვენებს მათ,
რომ მობეზრდა მათთან ურთიერთობა. ამ გაურკვევლობით
აღსავსე სამყაროში ადამიანი დღევანდელობაში დარწმუნებული
ვერ იქნება. აზრი არა აქვს სიკვდილს, თუ ადამიანები შენზე
ცუდი აზრისანი არიან. ტყუილი და ფლიდობა მიუღებელია.
ადამიანი მათ საკუთარი გამორჩენისთვის იყენებს.
77
137. არ არის მიზანშეწონილი სხვა გაუშვა წინ, იყო მოჩხუბარი,
გქონდეს ცუდი მანერები ან იყო გაუბედავი, მაგრამ თუ შენ
სხვების კეთილდღეობაზე ზრუნავ და ეხმარები მათ, ვისთანაც
არ გქონდა კარგი ურთიერთობა, მაშინ შენ არავისთან არ
გექნება ცუდი დამოკიდებულება.
138. ზუსტად ასე უნდა აეწყოს ცოლ-ქმრის ურთიერთობა. თუ
შენ ბოლოშიც და თავშიც გონივრულად იქცევი, მაშინ არანაირი
უთანხმოება არ გექნება.
139. ამბობენ, რომ ერთ მღვდელს ყველაფრის გაკეთება
ხელეწიფება, იმიტომ რომ ჭკვიანიაDდა არ მოიძებნება დღეს
იაპონიაში ბერი, რომელიც მას დაჯაბნიდა. Eეს სულაც არ არის
გასაოცარი, დღეს ცოტა თუ მოიძებნება ისეთი ადამიანი, ვინც
ღრმად ჩასწვდება საგნის არსს.
140. მოხუცებულობის ჭკუასუსტობაა, როდესაც ადამიანი
საკუთარი მიდრეკილებების მონა ხდება. ახალგაზრდობაში ეს
ძნელი შესამჩნევია, მაგრამ როდესაც ადამიანი სუსტდება, მაშინ
წამოტივტივდება მისი ბუნების ნაკლი და ადამიანი შეიძლება
შერცხვეს. Aმას შეიძლება სხვადასხვანაირი გამოვლინება
ჰქონდეს, მაგრამ არ არსებობს ადამიანი, რომელიც
ჭკუასუსტობას არ შეეპყროს სამოცი წლის ასაკისთვის. თუ
ვინმე ფიქრობს, რომ ეს არასდროს დაემართება, ის უკვე
ჭკუასუსტია. შეიძლება ისიც ვიფიქროთ, რომ ოსტატი იტეი
სიბერეში გონებრივად დასუსტდა. Uმას სურდა დაემტკიცებინა,
78
რომ მარტოს შეეძლო ნებესიმას გვარის მხარდაჭერა. ის
დადიოდა ცნობილ ადამიანებთან და ესაუბრებოდა მათ. მაშინ
ყველა ფიქრობდა, რომ ამაში არაფერი უცნაური არ იყო, ახლა
კი გვესმის, რომ ეს მოხუცის ახირება გახლდათ. ახლა, როდესაც
სიბერის მოახლოებას ვგრძნობ და ეს ჩინებული მაგალითი
მახსოვს, უარი განვაცხადე ბატონი მიცუშიგეს გარდაცვალების
ოცდაათი წლისთავისადმი მიძღვნილ ცერემონიალში
მონაწილეობის მიღებაზე და სულ უფრო მეტად ვცდილობ შინ
ვიყო. ადამიანმა ზუსტად და ნათლად უნდა გააცნობიეროს, თუ
რა ელის მას წინ.
141. თუ ადამიანს სჯერა თავისი საწყისის, ის გულს არ
დაიწყვეტს იმაზე, თუ, მისი მოლოდინის მიუხედავად, ხელი
მოეცარება დიდ ან წვრილმან საქმეში. Mთუმცა საბოლოოდ
წვრილმანიც კი შეიძლება მნიშვნელოვანი გახდეს. ჩვენი ქცევის
სისწორესა და შეცდომებზე შეიძლება ვიმსჯელოთ უმნიშვნელო
საქმეების მიხედვით.
142. რიუტაიძის ტაძარში ყვებიან, რომ კამიგატას მხარეში
ცხოვრობდა “ცვლილებათა წიგნის” ოსტატი, რომელიც ამბობდა,
რომ ადამიანი, თუნდაც მღვდელი, არ შეიძლება
თანამდებობაზე დაინიშნოს, ვიდრე ორმოცი წლის არ
შესრულდება, რათაA თავიდან ავიშოროთ მის მიერ დაშვებული
შეცდომები. კონფუციუსი არ იყო ერთადერთი ადამიანი,
რომელმაც მყარ შეხედულებებს ორმოცი წლის შემდეგ მიაღწია.
79
ამ ასაკისთვის, როგორც სულელმა, ისე ჭკვიანმა უკვე იმდენი
ნახა და ისეთი გამოცდილება შეიძინა, რომ აღარ დაიბნევა.
143. მეომრისთვის გმირობა არა მტრის დამარცხება, არამედ
ბატონისთვის სიკვდილია. სატე ციგინობუს ერთგულება ამის
კარგი მაგალითია.
144. ახალგაზრდობაში “სინანულის დღიური” მქონდა და
ვცდილობდი ყოველდღეE აღმენუსხა ყველა ჩემი შეცდომა.
Mმაგრამ, როგორც წესი, დღეში ოც-ოცდაათ ჩანაწერს ვაკეთებდი.
Aმას დასასრული არ უჩანდა და მეც წერა შევწყვიტე. დღესაც,
როდესაც ძილის წინ ვფიქრობ, არის თუ არა ისეთი დღე,
როდესაც მე შეცდომა არ დავუშვი საუბრისას ან რაიმე
ქმედებაში, აღმოვაჩენ, რომ ასეთი დღე არ არსებობს.
ჭეშმარიტად შეუძლებელია შეცდომების გარეშე ცხოვრება.
თუმცა ისინი, ვინც საკუთარი გამჭრიახობის იმედზეა, ამაზე არ
ფიქრობენ 83.
145. როდესაც ხმამაღლა კითხულობ, სჯობს ხმა მუცლიდან
ამოუშვა. თუ პირიდან ამოუშვებ, მაშინ ხმა არ იქნება მყარი.
Aამას გვასწავლის ნაკაბუ შიკიბუ.
146. კეთილდღეობისას სიამაყე და თავშეუკავებლობა
სახიფათოა. თუ ადამიანი გონიერებას არ მოუხმობს
ყოველდღიურ ცხოვრებაში, ის ვერ შეძლებს სწორი
83
სამურაის გზის გასაგებად მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ადამიანი
გარდაუვლად უშვებს შეცდომებს. ამიტომ არის მნიშვნელოვანი წესების დაცვა.
80
გადაწყვეტილების მიღებას. Aჩვეულებრივ წარმატებული
ადამიანი გასაჭირის დროს შეიძლება შედრკეს.
147. ოსტატმა იტეიმ თქვა: “კალიგრაფიაში წარმატებას მაშინ
აღწევ, როდესაც ქაღალდი, ფუნჯი და მელანი შეთანხმებულად
მოქმედებენ“. თუმცა ისინი მუდმივად ცდილობენ, რომ
იჩხუბონ.
148. ოსტატმა წიგნი ამოიღო ყუთიდან. წიგნი რომ გახსნა,
მიხაკის სურნელი დატრიალდა.
149. ის, რასაც გულუხვობას უწოდებენ, სინამდვილეში
თანაგრძნობაა. „შინეიში“ 84 წერია: “თანაგრძნობის თვალით თუ
შეხედავ, ყველა მოგეწონება. ყველაზე მეტად შესაცოდია ის,
ვინც შესცოდა”. Aადამიანის გულის სიგანესა და სიღრმეს
საზღვარი არა აქვს. გული ყველას დაიტევს. ჩვენ ახლაც
ვეთაყვანებით სამი უძველესი ქვეყნის 85 ბრძენს, რადგან მათი
თანაგრძნობა დღემდე მოვიდა.
150. ყველაფერი შენი ოსტატის, მშობლების, ხალხის და
შთამომავლობის გულისთვის უნდა გააკეთო. ეს ყველაზე დიდი
თანაგრძნობაა. სიმამაცე და სიბრძნე, რომელსაც თანაგრძნობა
შთაგვაგონებს, ჭეშმარიტი სიმამაცე და სიბრძნეა. როდესაც შენ
სჯი, ან ცდილობ საწადელს მიაღწიო და შენი გული

84
„შინეი“ ნიშნავს ჭეშმარიტ გზას. როგორც ჩანს, იგულისხმება [ბუდისტური]
ტრაქტატი ჭეშმარიტი გზის შესახებ.
85
იგულისხმება იაპონია, ჩინეთი და ინდოეთი.
81
თანაგრძნობითაა სავსე, ყველაფერი, რასაც გააკეთებ,
სრულყოფილია და სწორი. თუ რასაც აკეთებ მხოლოდ შენი
პირადი გამორჩენისთვისაა, მაშინ ეს უღირსი და წვრილმანი
საქციელია და აუცილებლად ცუდად დაგიბრუნდება. სიბრძნესა
და სიმამაცეს მხოლოდ რამდენიმე წლის წინ ავუღე ალღო და
Mმხოლოდ ახლა შევიცანი თანაგრძნობის ბუნება.
151. ბატონმა იეასუმ თქვა: “იმისთვის, რომ ქვეყანა
მშვიდობიანად მართო, შენი საფუძველი თანაგრძნობა უნდა
იყოს, რადგან თუ მმართველი ისე ზრუნავს ადამიანებზე,
როგორც Aსაკუთარ შვილებზე, მაშინ ხალხი მას ისე შეხედავს,
როგორც მშობელს“. უფრო მეტიც, განა არ შეიძლება ვიფიქროთ,
რომ სიტყვებს “საზოგადოების მშობლები”და “საზოგადოების
ბავშვები” (აგრეთვე ჯგუფის ლიდერი და წევრი) იმიტომ
დაერქვათ ასე, რომ ისინი ერთმანეთზე მამა-შვილის
შეხმატკბილებული, გულითადი ურთიერთობით არიან
მიჯაჭვულები?
152. ალბათ გასაგებია, რომ ბატონი ნაოშიგეს ფრაზა “ის, ვინც
ყოველთვის დანაშაულსა და დამნაშავეს ეძებს, აუცილებლად
დაისჯება“, თანაგრძნობითაა ნაკარნახევი. Mმისი გამონათქვამი,
რომ “პრინციპები გონებაზე წინ უნდა დავაყენოთ”, ასევე

82
თანაგრძნობის გამოხატულებად უნდა ჩაითვალოს86. ის
თავგამოდებით აცხადებს, რომ ჩვენ უნდა მოვსინჯოთ ის, რაც
აქამდე არ გამოგვიცდია.
153. მღვდელმა ტანენმა თქვა: “ჭკვიანი მსახური წინა
პოზიციებზე არ ისწრაფვის. სხვათა შორის, ძალიან იშვიათია,
რომ სულელი ადამიანი დაენიშნოთ თანამდებობაზე”.
154. ეს ნაკანო შიბუკუს აზრია: ,,ახალგაზრდობაში ადამიანმა
შეიძლება თავი შეირცხვინოს ჰომოსექსუალური ქმედების
ჩადენის გამო. Aამ ფაქტისადმი გაგების გარეშე მოკიდება
ხიფათის მომტანია და რადგან არავინაა, ვინც სრულყოფილ
ინფორმაციას მიაწოდებს ახალგაზრდას ამის შესახებ, შევეცდები
მოკლედ განვიხილო ეს საკითხი:
ადამიანს უნდა ესმოდეს, რომ ქალი მხოლოდ ერთი ქმრის
ერთგულია. ერთი სიცოცხლის მანძილზე მხოლოდ ერთ
ადამიანზე შეიძლება დაიხარჯოს გრძნობა. თუ ეს ასე არ არის,
მაშინ ეს მამათმავლობისა და მეძაობის ტოლფასია.
მეომრისთვის ეს სამარცხვინოა. იჰარა საიკაკუს87 ეკუთვნის
შემდეგი სტროფი: “მოზარდი, რომელსაც უფროსი შეყვარებული

86
ამ შემთხვევაში იგულისხმება, რომ თანაგრძნობა იმ შემთხვევაშიც უნდა გვქონდეს,
როდესაც ამას გონება ეწინაამღდეგება და ვერ ხედავ თანაგრძნობის საფუძველს.
87
იჰარა საიკაკუ (井原 西鶴; 1642-1693) იაპონელი პოეტი, „ცვალებადი სამყაროს
(“浮世„უკიიო-ძოში“) სახელით ცნობილი პროზის ჟანრის შემქმნელი. „ცვალებადი
სამყარო“-ს ჟანრი აღწერს ურბანული ცხოვრების სასიამოვნო მხარეებს.
83
არ ჰყავს, უქმრო ქალს მოგვაგონებს“, თუმცა, ამგვარი პიროვნება
სასაცილოა.
ახალგაზრდა კაცმა უნდა გამოსცადოს უფროსი სულ ცოტა
ხუთი წლის განმავლობაში მაინც და მერე, როდესაც
დარწმუნდება მის განზრახვაში, მასთან ურთიერთობა უნდა
მოითხოვოს. ცვალებადი ადამიანი ახლო ურთიერთობას არ
ამყარებს და მოგვიანებით მიატოვებს თავის შეყვარებულს.
თუ მათ შეუძლიათ დაეხმარონ ერთმანეთს და ურთიერთს
მიუძღვნან საკუთარი ცხოვრება, ისინი თავიანთ ბუნებას
დაიმკვიდრებენ. Mმაგრამ თუ ერთ-ერთი მათგანი გარყვნილია,
მეორემ უნდა თქვას, რომ ურთიერთობის დასამყარებლად ხელის
შემშლელი მიზეზი არსებობს და კავშირი გაწყვიტოს. თუ
პირველი იკითხავს რაში მდგომარეობს ეს წინააღმდეგობა,
მეორემ უნდა უპასუხოს, რომ ამას არასოდეს იტყვის. თუ
შეკითხვის დამსმელი მაინც არ მოეშვება, მაშინ მეორე უნდა
გაბრაზდეს. თუ პირველი ისევ თავისას განაგრძობს, მაშინ
მეორემ უნდა მოკლას ის.
უფრო მეტიც, უფროსი ადამიანი შეიძლება ჩასწვდეს
ახალგაზრდის ჭეშმარიტ მიზეზს ზემოთ აღწერილი გზით. თუ
ახალგაზრდა კაცი მოახერხებს ხუთი ან ექვსი წლის
განმავლობაში მიუძღვნას თავი და გაუფრთხილდეს
ურთიერთობას, მაშინ ეს ურთიერთობა, სავარაუდოდ, მისაღები
გახდება.
84
მთავარია, ადამიანმა ერთი გზა ორად არ გაყოს და სამურაის
გზისთვის იბრძოლოს88.
155. ჰოშინო როუტეცუმ გაავრცელა ჰომოსექსუალობა ჩვენს
პროვინციაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ბევრი მოწაფე
ჰყავდა, ის თითოეულ მათგანს ცალკე მოძღვრავდა. ედაიოში
საბუროცაემონი იყო ადამიანი, რომელსაც კარგად ესმოდა
ჰომოსექსუალობის საფუძვლები. ერთხელ, როდესაც ის თავის
ოსტატთან ერთად მსჯელობდა, რუოტეცუმ ჰკითხა
საბუროცაემონს: “შენ როგორ გაიგე, რა არის ჰომოსექსუალობა?”
საბუროცაემონმა მიუგო: “ეს არის ისეთი რამ, რაც ერთსა და
იმავე დროს სასიამოვნოც არის და უსიამოვნოც”. რუოტეცუ
კმაყოფილი დარჩა პასუხითY და უთხრა: “როგორც ჩანს, დიდი
ტკივილი გამოგივლია, ასეთი პასუხის მოცემა რომ შესძელი“.
მოგვიანებით ერთმა ადამიანმა ზემოთ ხსენებული პასუხის
აზრი ჰკითხა საბუროცაემონს. Mმან უპასუხა: “ჰომოსექსუალობის
ძირითადი პრინციპია მეორე ადამიანის გამო საკუთარი
ცხოვრების დათმობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს სამარცხვინო
საქმეა. თუ ეს ასეა, შენ აღარ გაქვს არაფერი, რაც ბატონს უნდა

88
სამურაისთვის ჰომოსექსუალობა დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუკი ხდება
შეყვარებულისთვის საკუთარი თავის და ცხოვრების მიძღვნა.
85
შესწირო. ამიტომაც ვამბობთ, რომ სიამოვნებაცაა და
უსიამოვნებაც” 89. O
156. ოსტატმა იტეიმ თქვა: “თუ ადამიანი შეგეკითება, რას
ნიშნავს სიკეთის კეთება, ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ეს
ტანჯვის მოთმენაა. Aმოუთმენლობა კი, ყოველგვარი
გამონაკლისის გარეშე, ცუდია. ,,ვიდრე ადამიანი ორმოც წელს
მიაღწევს, კარგი იქნება, თუ ის სიბრძნესა და მოუთმენლობას
გვერდზე გადადებს და თავს გაიძლიერებს. თუ ადამიანმა
მიაღწია ორმოცს და არ არის ძლიერი, ის, თავისი
მდგომარეობის მიუხედავად, სხვებისგან პატივისცემას ვერ
ეღირსება.

89
თუმცა, საბუროცაემონის აზრით, ჰომოსექსუალობა გზის განხორციელებაში ხელს
არ უშლის, იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ამ შემთხვევაში ბატონის მაგივრად
სამურაი შეყვარებულს უძღვნის თავს. მისი აზრით, თუკი ჰომოსექსუალობა
საკუთარი სიცოცხლის შეწირვაა/მიძღვნაა მეორისათვის, ამ შემთხვევაში ბატონის
მიმართ სამურაის დამოკიდებულება იცვლება და მისთვის შეყვარებული ხდება
უფრო მნიშვნელოვანი. როგორც ჩანს, ჰომოსექსუალობა არ იდევნებოდა, მაგრამ
მაინც უღირს ან სასაცილო საქციელად იყო მიჩნეული. აქედან შეიძლება
ვივარაუდოთ, რატომ ამბობს საბუროცაემონი ამ ფრაზას: თუკი ასეთი სოციალური
განწყობის მიუხედავად სამურაი მაინც შედის ჰომოსექსუალურ კავშირში და თავს
უძღვნის შეყვარებულს, ის, სწორედ ამ თავის მიძღვნის გამო, რჩება გზაზე. ალბათ
იგივე აზრის ექსტრაპოლაცია შეიძლება სამურაის გზისა და ჰეტეროსექსუალური
სიყვარულის მიმართაც, მაგრამ ამის შესახებ ამ ტექსტში არ არის ლაპარაკი (იხ.
წინასიტყვაობა).
86
157. ცოტა ხნის წინ, ედოში მიმავალმა ერთმა კაცმა სახლში
წერილი გააგზავნა, რომელშიც დაწვრილებით იყო აღწერილი
სასტუმროში მის მიერ გატარებული პირველი ღამე.
Mმიუხედავად იმისა, რომ ის ამგვარ რამეს არ აკეთებდა,
როდესაც დაკავებული იყო, ის სხვებზე მეტ ყურადღებას იჩენდა.
158. როდესაც უფროსებზე ვმსჯელობთ, სამურაის პრინციპი
ურყევი უნდა იყოს. ყველა ქმედება, რომელსაც კონტროლი
ახლავს, შემდგომში შეიძლება ნაკლულად და შეუსაბამოდ
ჩაითვალოს. თუმცა მსმენია, რომ ადამიანს ეფიქროს, რომ მას
მეტისმეტი მოუვიდა და მართალია. ეს წესი არ უნდა
დაგვავიწყდეს.
159. როდესაც ადამიანი სხვისი მოკვლის გადაწყვეტილებას
იღებს, მიუხედავად იმისა, რომ ეს შეიძლება უცებ ვერ
განხორციელდეს, მაინც არ უნდა ვიფიქროთ, რომ ეს საქმე
გაჭიანურდება. ადამიანის გული შეიძლება შედრკეს, მან
ხელიდან შესაძლებლობა გაუშვას და წარმატებას ვერ მიაღწიოს.
სამურაის გზა მოულოდნელობაშია და ჯობს ყველაფერი
გააკეთო. როდესაც ერთი ადამიანი სუტრის წასაკითხად
კავაკამას მხარეში არსებული ჯისოინის მონასტერში წავიდა,
მისი ერთი პაჟი დათვრა ბორანზე და ერთ–ერთი მეზღვაურის
გაღიზიანება დაიწყო. როდესაც მეორე ნაპირზე გადავიდნენ,
როგორც კი პაჟმა ხმალი ამოიღო, მეზღვაურმა აიღო ჯოხი და
თავში ჩაარტყა. Aამ დროს დანარჩენი მეზღვაურები მოვარდნენ
87
ნიჩბებით და უკვე აპირებდნენ პაჟის ცემას. Aამ დროს ბატონმა
ჩაიარა ისეთი სახით, თითქოს არ იცოდა თუ რა ხდებოდა.
მეორე პაჟმა მიირბინა მეზღვაურებთან და ბოდიში მოუხადა.
შემდეგ დაამშვიდა თავისი მეგობარი და სახლში წაიყვანა. იმ
ღამეს მთვრალმა პაჟმა შეიტყო, რომ მას ხმალი ჩამოართვეს.
პირველ რიგში, ეს იყო ოსტატის ნაკლი, რომ მან არ დატუქსა
და არ დაამშვიდა მთვრალი პაჟი, ვიდრე ისინი ნავზე იყვნენ.
უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ პაჟი უგუნურად მოიქცა,
მას შემდეგ, რაც მას თავში ჩაარტყეს, ბოდიშის მოხდა
აუცილებელი აღარ იყო. Oოსტატი უნდა მიახლოებოდა
მეზღვაურსა და პაჟს ბოდიშის მოხდით და ორივე მოეკლა. ის
იყო ჭეშმარიტად უხერხემლო და ლაჩარი ოსტატი.
160. ძველ დროს ადამიანი უფრო მტკიცე იყო. ის, ვინც
ოცდაათ და სამოც წლებს შორის იყო, წინა ხაზზე მიდიოდა.
Aამის გამო, მოხუცები ასაკს მალავდნენ.
161. თუ ადამიანი, სერიოზული საქმის განხორციელებისას,
თავის თავში დარწმუნებული არ იქნება და საკუთარ დასკვნებს არ
დაეყრდნობა, ის წარმატებას ვერ მიაღწევს. როდესაც ადამიანებს
მნიშვნელოვან საქმეზე ვესაუბრებით, ზოგჯერ ვამჩნევთ, რომ
ისინი სერიოზულად არ ეკიდებიან მას ან არ ლაპარაკობენ
ნამდვილი გარემოებების შესახებ. ასეთ დროს, საკუთარ
დასკვნებსა და მსჯელობებს უნდა დავეყრდნოთ. ბოლოს და
ბოლოს, საკმარისია გახდე თავგანწირული და არაფრად ჩააგდო
88
საკუთარი სიცოცხლე. თუ ასეთ დროს ადამიანი მხოლოდ იმაზე
იფიქრებს, რომ ყველაფერი კარგად გააკეთოს, ის აუცილებლად
დაიბნევა და შეცდომას დაუშვებს. ხშირ შემთხვევაში ადამიანი
მარცხდება მისი მოკავშირის გამო, რომელიც საკუთარ გამორჩენაზე
ფიქრობს, ან შეიძლება მეგობრის სიკეთემაც კი დაგღუპოს90. ეს
იგივეა, როდესაც ვინმე ითხოვს ნებართვას გახდეს ბერი91.
162. ბატონმა ნაოშიგემ თქვა: “წინაპრის ავსა და კარგზე მისი
შთამომავლობის საქციელით უნდა ვიმსჯელოთ. შთამომავალი
კი ისე უნდა მოიქცეს, რომ აჩვენოს ყველაფერი კარგი, რაცA
თავისი წინაპრისგან მიიღო და არა ცუდი. Eეს არის ნამდვილი
პატივისცემა“.
163. ცუდია, თუ გვარის წარმომავლობა ფულზე აგებულმა
ურთიერთობამ წაბილწა. Aეს იმთავითვე ბოროტებაა,
მითუმეტეს მაშინ, როდესაც ნაკლებად მორალურ საქციელს იმით
ამართლებ, რომ ამის გარეშე ყოველდღიური ბრინჯის
საყიდელი ფულიც კი არ გექნება.

90
ალბათ იგულისხმება მეგობარი, რომელიც ცდილობს შენ მაგივრად მიიღოს
გადაწყვეტილება.
91
იგულისხმება, რომ ბერად გახდომას არ სჭირდება ნებართვა, რომ ეს სურვილი
გულიდან უნდა მომდინარეობდეს და მყარად უნდა იყოს გადაწყვეტილი და
განხორციელებული. ის, ვინც ამ ნებართვას ითხოვს, საკუთარ თავში
დაურწმუნებლობას ამჟღავნებს და უკვე ამ თხოვნით და ამ თხოვნის გამო ვეღარ
აღწევს მიზანს.
89
164. როდესაც ნაკანო შოგენმა სეპუკუ გაიკეთა, მისი გუნდის
წევრები შეიკრიბნენ ოკი ჰიობუსთან და მასზე ბევრი ცუდი
რამ თქვეს. Hჰიობუმ თქვა: “გარდაცვლილ ადამიანზე ცუდს არ
ამბობენ. განსაკუთრებით შესაცოდია ადამიანი, რომელსაც
შეურაცხყოფა მიაყენეს. სამურაის მოვალეობაა თუნდაც სულ
მცირეოდენი, მაგრამ მაინც კარგი თქვას მასზე. ოცი წლის
ასაკში შოგენს უთუოდ ერთგული მსახურის სახელი ჰქონდა“.
Eეს ჭეშმარიტად ხანდაზმული ადამიანის სიტყვებია.
165. იარაღის თავის ადგილზე დადება და კარგად შენახვა
დისციპლინის მაჩვენებელია, თუმცა საკმარისია, თუ ის
უბრალოდ აღნუსხულია. ფუკაბორი ინოსუკეს აღჭურვილობა
ამის ნათელი მაგალითია. მაღალი რანგის მქონე ადამიანსაც კი,
რომელსაც ბევრი მსახური ჰყავს, ფულის სალაშქროდ გადადება
დასჭირდება. Aამბობენ, რომ აკობე კუნაი იმდენ ქისას
ამზადებდა, რამდენი ადამიანიც ჰყავდა გუნდში, თითოეულის
სახელს აწერდა და მათში სალაშქროდ საკმარ ფულს დებდა.
Aამგვარი დისციპლინა კარგია. რაც შეეხება დაბალი
მდგომარეობის მქონე ადამიანებს, ისინი თუ ვერ მოასწრებდნენ
სათანადოდ მომზადებას, მათ თავისი ჯგუფის ლიდერის იმედი
ჰქონდათ. ამდენად, ჯგუფის ლიდერს ახლო ურთიერთობა
უნდა ჰქონდეს გუნდის წევრებთან. ის ადამიანები, ვინც
ოსტატის მითითებას ასრულებს და განსაკუთრებით ისინი, ვინც
მასთან უშუალოდ ურთიერთობს, ჯობს მოსამზადებელი ფულის
90
გარეშე იოლად გავიდეს. ოსაკაში, ზაფხულის მანევრების დროს,
ერთმა ადამიანმა სუფთაAვერცხლის თორმეტი მონმე 92 მოიტანა
და გაიქცა ოსტატ ტაკუ ზუსოსთან ერთად. Eეს რომ მას
ნაკლებად საპასუხისმგებლო დროს გაეკეთებინა, მაშინ
განსაკუთრებული არაფერი დაშავდებოდა. ამგვარი ზრუნვა
არავის სჭირდება.
166. თუ დაწვრილებით ჩავუჯდებით წარსული დროის
საქმეებს, აღმოვაჩენთ, რომ მათ შესახებ უამრავი სხვადასხვა
აზრი არსებობს. მათ შორის არის ისეთი რამ, რაც გაუგებარია.
ამგვარი საკითხები ისე უნდა აღიქვა, თითქოს მათი სწავლა არ
შეიძლება93. ბატონმა სანენორიმ ერთხელ თქვა: “რაც შეეხება
ისეთ რამეს, რაც არ გვესმის, მისი გაგების სხვადასხვა გზა
არსებობს. არსებობს რაღაც, რასაც ჩვენთვის ბუნებრივად
გასაგებია და ისეთიც, რომელიც არ გვესმის, როგორც არ უნდა
ვეცადოთ ამას. Eეს საინტერესოა“.
ასეთი მიდგომა ძალიან ღრმაა. ბუნებრივია, რომ დაფარული და
სიღრმისეული საკითხების გაგება ძნელია. ისეთი რამ კი, რაც
ადვილი გასაგებია, ზედაპირულია.

92
მონმე - იაპონური წონის ერთეული. უდრის 3.75 გრამს.
93
ამ პარაგრაფში ახსნილია, თუ რატომ არ უნდა მივბაძოთ წარსული დროის ამბებს.
სამურაისათვის იმის მიბაძვა, რაც გაურკვეველია და არ ვიცით, რა შედეგს მოიტანს,
გზიდან აცდენაა.
91
თავი II. ნათქვამია

167. ნათქვამია, რომ სამურაიმ თავი უნდა შეიკავოს საკეს


დიდი რაოდენობით სმის, ამპარტავნებისა და ფუფუნებისგან.
Uუბედური ადამიანისთვის ეს არ არის საშიში, ეს სამი რამ
სახიფათო ხდება მაშინ, როდესაც ადამიანი განცხრომაშია.
დააკვირდი ადამიანის ბუნებას. კეთილდღეობის ჟამს ადამიანებს
ყოყოჩობა და ქარაფშუტობა სჩვევიათ. Aამიტომ ჯობს უბედობა
ახალგაზრდობაში გეწვიოს, რადგან თუ სიმწარე არ გამოსცადე,
ხასიათს ვერ განიმტკიცებ. პიროვნება, რომელიც უბედობისას
ხელებს ჩამოყრის, არაფრად ვარგა.
168. ადამიანს გაცნობისთანავე უნდა მიუხვდე ხასიათს და
ურთიერთობისას მისი თავისებურებები გაითვალისწინო.
განსაკუთრებით უნდა გაფრთხილდე მოკამათე ადამიანთან, ჯერ
უნდა მოუსმინო და შემდეგ განაიარაღო ურყევი ლოგიკით,
მაგრამ ეს უნდა ისე გააკეთო, რომ არც უხეშობის უფლება
მისცე თავს და არც ნაწყენობის გრძნობა დაუტოვო მოპაექრეს.
Aამიტომ ფაქიზად უნდა შეარჩიო სიტყვები და შიგ გული
ჩადო. Aამას გვიქადაგებს ერთი მღვდელი ადამიანური
ურთიერთობების შესახებ.
169. სიზმარი რეალობის განსახიერებაა. როდესაც სიზმარში
ვნახავ, რომ ბრძოლის ველზე დავიღუპე ან სეპუკუ გავიკეთე
92
და სიმამაცეს მოვუხმობ და არ შევდრკები, ჩემი გონება და
განწყობა აუცლებლად შეიცვლება.
ეს იმ სიზმარსაც ეხება, რომელიც მეხუთეEთვის ოცდამეშვიდე
ღამეს ვნახე.
170. თუ ერთი სიტყვით უნდა გამოიხატოს, რას ნიშნავს იყო
სამურაი, მაშინ ეს არის საკუთარი ბატონისთვის სხეულისა და
სულის უპირობო მიძღვნა. თუ ვინმე იკითხავს, კიდევ რა
შეიძლება ამას დაემატოს, ვიტყოდი, რომ აუცილებელია იყო
გონიერი, ჰუმანური და მამაცი. ეს სამი სათნოება ჩვეულებრივი
ადამიანისთვის ძნელად მოსაპოვებელი ჩანს, სინამდვილეში კი
მათი მიღწევა რთული არ არის. Gგონიერება სხვა არაფერია, თუ
არა სხვისი აზრის მოსმენა. Aსწორედ ამგვარი საუბრებიდან
ყალიბდება გონიერება. ადამიანობა არის რაღაცის სხვისთვის
გაკეთება და საკუთარი თავის სხვებთან შედარებისას მათი
უპირატესობის აღიარება. სიმამაცე კი კბილებით თავის
გატანაშია. Eგარემოებების უგულებელყოფის გზით ეს არის ყველა
პირობაში წინსვლა. Aამ სამი სათნოების გარდა სხვა აღარ ეძიო.
171. რაც შეეხება გარეგან თვისებებს, ესენია: გარეგნობა,
მეტყველების მანერა და კალიგრაფია. რადგან ეს სამი
ყოველდღიური აქტივობის ნაწილია, მათი გამოსწორება მუდმივი
ვარჯიშითაა შესაძლებელი. იმისათვის, რომ მშვიდ ძალას
ფლობდე, უნდა ჩასწვდე ამ სამი სათნოების საფუძველს.
როდესაც ამ სამ კატეგორიას კარგად ფლობ, მაშინ უკვე
93
შეგიძლია დრო დაუთმო შენი რეგიონის ისტორიისა და წეს-
ჩვეულებების შესწავლას. Aამის მერე კი შეგიძლია დაეუფლო
სხვადასხვა ხელოვნებას, როგორც დასვენების საშუალებას. თუ
ამას კარგად ჩასწვდები, მიხვდები, რომ მსახურება ძალიან
ადვილია. Dთუ დღეს მეტ-ნაკლებად საჭირო ადამიანს
წააწყდები, იცოდე, რომ მას ეს სამი თვისება კარგად აქვს
დახვეწილი.
172. ერთმა მღვდელმა თქვა, რომ თუ ადამიანი
დაუფიქრებლად გადავა მდინარეზე, რომლის არც სიღრმე და
არც ფონი არ იცის სად არის, მას მდინარის დინება წაიღებს და
დაიღუპება ისე, რომ ვერც მეორე ნაპირზე გადავა და ვერც
თავის საქმეს დაამთავრებს. ზუსტად იგივე შეიძლება ითქვას
ადამიანზე, რომელსაც მსახურება უნდა და არ ცდილობს
გაიგოს დროის მოთხოვნები და ის, თუ რა მოსწონს ან არ
მოსწონს მის ბატონს. ასეთი ადამიანი გამოუსადეგარია და თავს
დაიღუპავს. ბატონისადმი ფარისევლური დამოკიდებულება
მიუღებელია. ადამიანი ჯერ უნდა დაფიქრდეს და შეისწავლოს
ყველა სიღრმე და ყოველა ფონი და ისეთი არაფერი გააკეთოს,
რაც მის ბატონს არ მოეწონება94.

94
ამ პარაგრაფებში ირკვევა, რას ნიშნავს სამურაის გზისთვის ბატონის მსახურება: ეს
არის მდინარე, რომლის გადასვლაც აუცილებელია გზის გასავლელად. თუკი
მდინარე წაგიღებს, გზას ვერ გაივლი. საკუთარი თავის მიძღვნა ბატონისთვის არის
საკუთარი თავის გამოცდა, სიკვდილისთვის მზადყოფნის ვარჯიში და ყველაფრის
94
173. თუ ტანზე იონჯით სავსე რამდენიმე ტომარას შემოიხვევ,
უამინდობა და სიცივე ვერაფერს დაგაკლებს. რამდენიმე წლის
წინ ნაკანო კაცუმა ზამთრის ყინვაში ცხენით დაბრუნდა თავის
მხარეში, როგორც შიკრიკი და მიუხედავად იმისა, რომ უკვე
მოხუცი იყო, ზამთარმა ის ვერ შეაჩერა. ამბობენ, რომ ეს იმ
იონჯიანი ტომრების დამსახურებაა, რომლებსაც ის იყენებდა.
აგრეთვე ამბობენ, რომ თუ ცხენიდან გადმოვარდები, ჭრელი
ცხენის ნაკელის ხსნარი უნდა დალიო და ჭრილობებიდან
სისხლისდენა შეგიჩერდება.
174. სრულყოფილი ადამიანია ის, ვისაც შემთხვევებისთვის
თავის არიდება შეუძლია.
175. ადამიანის ცხოვრება მისი აწმყოს შემადგენელი წუთების
თანმიმდევრობაა. თუ ადამიანს სრულად ესმის და იცის რას
ნიშნავს და რა არის თანამედროვეობა, მაშინ სხვა საზრუნავი და
მისაღწევი აღარაფერი აქვს. ცხოვრების ჭეშმარიტება მხოლოდ
მოცემული წუთის მიზნობრიობაში მდგომარეობს.
176. ადამიანს სჩვევია აწმყოს უგულებელყოფა, შემდეგ მისი
ძიება, თითქოს შორს ყოფილიყოს. Mმაგრამ ამას თითქმის
ვერავინ ამჩნევს. იმისათვის, რომ კარგად გაიგო, გამოცდილება

დათმობის გზა - სიცარიელეში ყოფნა. სამურაის გზის გასაგებად მნიშვნელოვანია


ფრაზა „ბატონისადმი ფარისევლური დამოკიდებულება მიუღებელია“. ეს ნიშნავს,
რომ მსახურების მიზანი ბატონის სიამოვნება, კი არ არის, არამედ მის სასიკეთოდ
ქცევა.
95
უნდა შეიძინო. როგორც კი ადამიანი ამას მიხვდება, ის იმ
წუთიდან სხვა ადამიანად გადაიქცევა, რომც ვერ გააცნობიეროს
ეს.
177. როდესაც ადამიანი ამას გაიგებს, ის შემთხვევებიდან
დაშორებას იწყებს95. ერთგულებაც სწორედ აქ და ამ წუთის
განცდასთან არის დაკავშირებული 96.
178. ნათქვამია, რომ “დროის სული” არის ის, რაც აღარ
ბრუნდება. და ამ სულის თანდათანობითი გაქრობა კი იმის
ბრალია, რომ სამყაროს დასასრული ახლოვდება. ზუსტად ასევე,
ერთი წელი მარტო ზაფხულისა და გაზაფხულისგან არ
შედგება, ისევე, როგორც ერთი დღე.

95
იგულისხმება, რომ ამ განწყობით ადამიანი ნაკლებად მონაწილეობს ყოველდღიურ
შემთხვევებში, რადგან არ არის ამ შემთხვევებიდან გამომდინარე შედეგებზე
ორიენტირებული.
96
ეს პარაგრაფი მომავლით ცხოვრების უსარგებლობის შესახებაა. ერთი შეხედვით
სამურაის გზაზე მდგარი ადამიანი გზის ბოლოზე, ანუ, მომავალზეა მიმართული.
მაგრამ, მეორე მხრივ, ეს მომავალზე მიმართულობა გზაზე სწორ დგომაში
მდგომარეობს. სწორი დგომა კი ცხოვრების ყოველი მომენტისთვის მაქსიმალური
ყურადღების მიქცევა და ყოველი წუთით ცხოვრებაა. თუკი შენი ცხოვრების ყოველი
წუთი არ იქნება გზის შესაბამისი და სიკვდილისთვის მზადყოფნით სავსე, მაშინ
გზაზე დგომაც არ შედგება. ამიტომ, ერთი შეხედვით პარადოქსულია, მაგრამ
სიცარიელეში ყოფნა, ბატონისთვის თავის მიძღვნა, სიკვდილთან შეხვედრის
მზადყოფნა - შენი ცხოვრების ყოველი წუთით ცხოვრებაში მდგომარეობს. იხ.
პარაგრაფი # 186.
96
179. ამიტომ ადამიანს რომც უნდოდეს შეცვალოს სამყარო და
გახადოს ისეთი, როგორიც ის ასი წლის წინ იყო, ამას ვერ
შეძლებს. აუცილებელია ყოველმა თაობამ ყველაფერი გააკეთოს
შესაძლებლობის ფარგლებში. შეცდომაა მიეჯაჭვო წინა თაობების
გამოცდილებას 97. მათ ეს არ ესმით. M
180. მეორე მხრივ, ადამიანი მხოლოდ დღევანდელობას იცნობს
და არ მოსწონს წარსული. ის მეტისმეტად სუსტი არსებაა.
181. იყავი თანამედროვეობის ერთგული და ნუ გაგექცევა
გონება. ნუ გამოეკიდები სხვადასხვა თვალსაზრისს, მიჰყევი
ერთ აზრს.
182. ძველი დროის მამაცი კაცები უმეტესწილად ჩხუბისთავები
იყვნენ. მათ ადვილად ეუფლებოდათ რისხვა, თავისი
უშიშარობისა და სიძლიერის გამო. ერთხელ ამაში დავეჭვდი და
შეკითხვით ცუნეტომოს მივმართე. მან მიპასუხა: “გასაგებია, რომ
სიძლიერე და ღონე მათ კონტროლს აკარგვინებდა ემოციებზე
და ისინი უხეშები იყვნენ. დღეს უხეშობა უცხო ხილია, რადგან
კაცები დაძაბუნდნენ. უხეში ძალა გაქრა, სამაგიეროდ
გამოსწორდა ზნეობა. სიმამაცე კი სულ სხვა რამ არის.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს მამაკაცები უფრო ფაქიზები
გახდნენ, სიძლიერის ნაკლებობის გამო, ეს მაინც არ ნიშნავს

97
ისევე, როგორც # 166 პარაგრაფში, აქაც საუბარია წარსულის მიბაძვის
არასწორობაზე. სამურაის გზა ეწინაამღდეგება უკან ყურებას და მცდელობას -
გამეორებული იქნას წარსული, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს შეუძლებელია.
97
იმას, რომ ისინი ვინმეს ჩამორჩებიან სიკვდილისკენ სწრაფვაში.
ამას ხომ ძალასა და ღონესთან არაფერი აქვს საერთო“.
183. რაც შეეხება ბატონი ნაოშიგეს სამხედრო ტაქტიკას, უშიდა
შოემონმა თქვა, რომ მისი მსახურები ხშირად ისე
მოქმედებდნენ, რომ წინასწარ არ იცოდნენ, თუ რა ელოდათ. ის
კი საქმეს ერთი სიტყვით აგვარებდა. როდესაც მას ეს ქვეყანა
უნდა დაეტოვებინა, თავის უფროს მსახურებსაც კი არაფერი
უთხრა.
184. ერთხელ ბატონმა იეიასუმ ბრძოლაში ვერ გაიმარჯვა.
მასზე ამბობდნენ: “იეიასუ დიდი სიმამაცის მქონე
მხედართმთავარია. არც ერთი მისი დაღუპული მსახური
ზურგში არ დაჭრილა. ისინი მტერს სახეში უყურებდნენ და ისე
დაეცნენ ბრძოლის ველზე“. რადგან მეომრის განწყობა
სიკვდილის შემდეგაც ჩანს, ამან შეიძლება მას სირცხვილი
მოუტანოს.
185. როგორც იასუდა უკიომ თქვა, როდესაც ღვინით სავსე
უკანასკნელ სასმისს გთავაზობენ, მხოლოდ დასასრულია
მნიშვნელოვანი 98. Aადამიანის ცხოვრება სწორედ ეს არის.

98
„მხოლოდ დასასრულია მნიშვნელოვანი“ - იგულისხმება გზის დასასრული.
ამიტომ ისე უნდა იცხოვრო, როგორც გზა გკარნახობს, სხვა რამეს არა აქვს
მნიშვნელობა. მაგრამ, თუ გავითვალისწინებთ 175-ე პარაგრაფს, ცხადი ხდება, რომ
დასასრულის მნიშვნელობა ცხოვრების ყოველ წამს სწორად დგომას განუსაზღვრელ
მნიშვნელობას ანიჭებს.
98
როდესაც სტუმრები მიდიან, მთავარია მასპინძელმა არ იჩქაროს
მათთან დამშვიდობება; თუ განწყობა სხვანაირია, იფიქრებენ,
რომ მასპინძელს მობეზრდა და ამ საღამოს საუბრებისგან
მიღებული სიამოვნება გაქრება. ადამიანებთან ურთიერთობის
დროს მთავარია მიუკერძოებელი იყო. Aადამიანს უნდა შეუქმნა
ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ის რაღაც განსაკუთრებულს
აკეთებს. ამის მოხერხებას დიდი ჭკუა არ სჭირდება.
186. ჩვენს სხეულს სიცოცხლე სიცარიელიდან შთაებერება.
Fფრაზის შინაარსი “ფორმა სიცარიელეშია”, ნიშნავს არსებობას
იქ, სადაც არაფერი არ არის. ის, რომ ყველაფერი
სიცარიელიდან მოდის, გამოხატულია ფრაზაში: “სიცარიელე
ფორმაა”. Aარ უნდა გვეგონოს, რომ ეს ორი ფრაზა
განსხვავებული მნიშვნელობისაა.
187. უესუგი კენშინმა თქვა: “მე არასდროს მსმენია, ადამიანი
ყოველთვის იმარჯვებდეს. გამიგია მხოლოდ ყოველთვის უკან
არყოფნის, არდახევის შესახებ“. ეს საინტერესო აზრია. მსახურს
თავზარი დაეცემა, თუ ის ჩამორჩება. თუ უკან არ დაიხევ, უკან
არ დარჩები, შენი პასუხისმგებლობა და მოვალეობა აზრს არ
დაკარგავს.
188. როდესაც განათლებაზე, ზნეობასა და ფოლკლორზე
საუბრობ, შენზე ასაკით ან თანამდებობით უფროს ხალხთან
ფრთხილად უნდა იყო. ისე უნდა თქვა, რომ შენი ნათქვამი
საამო მოსასმენი იყოს.
99
189. კამიგატას მხარეში ერთი დღით ყვავილების საყურებლად
რომ მიდიან, თან სპეციალური საუზმის ყუთები მიაქვთ.
დაბრუნებისას ყუთებს აგდებენ და ფეხით თელავენ. ასე
ვიგონებ ხოლმე დედაქალაქს (კიოტოს). ყველაფერში მთავარი
დასასრულია99.
190. გზაზე ერთად რომ მივდიოდით, ცუნეტომომ თქვა: ,,განა
ადამიანი მარიონეტს არ ჰგავს? Eეს ოსტატურად დამზადებული
ნამუშევარია, რომელიც დახტის, დარბის, Mმალაყს ჭიმავს და
ზოგჯერ საუბრობს კიდეც, მიუხედავად იმისა, რომ თოკებიც კი
არა აქვს მობმული. განა ჩვენ არ დავესწრებით ბენის მომავალ
ფესტივალს? Eეს ქვეყანა ამაოა. Aადამიანებს ეს ავიწყდებათ”.
191. ერთხელ, ერთ ახალგაზრდა ბატონს უთხრეს, რომ “ახლა”
არის იგივე, რაც “ამწამს” და “ამწამს” არის იგივე, რაც “ახლა”.
თუ იფიქრებთ, რომ ეს ერთი და იგივე არ არის, მაშინ
ნათქვამის აზრი ვერ გაგიგიათ. მაგალითად, თუ მსახურს
ბატონთან მოუხმობენ და ეტყვიან, რომ ამწამსვე უნდა მისცეს
ახსნა-განმარტება, ის ნამდვილად დაიბნევა. Eეს კი იმას
ამტკიცებს, რომ მას ეს ორი რამ სხვადასხვა ჰგონია. თუ
ადამიანისთვის ”ახლა” და “ამწამს” ერთი და იგივეა, ის შეიძლება
მრჩევლად არ გამოდგეს, მაგრამ ის მაინც თავისი ბატონის

99
მეტაფორა, რომელიც განმარტავს, რატომაა დასასრული მნიშვნელოვანი:
ყვავილებით ტკბობა და წესრიგის დაცვა ნიველირდება, როდესაც პროცესი საჭმლის
ნარჩენებიანი ყუთების ფეხით გათელვით მთავრდება.
100
მსახურია და იმისათვის, რომ საკუთარი აზრის ნათლად
გამოხატვა ისწავლოს, ბატონის, მოხუცებისა და თავად ედოს
ციხე-სიმაგრის სეგუნის წინაშე, მან წინასწარ თავისი საკუთარი
საძინებლის კუთხეში ბევრი უნდა ივარჯიშოს.
192. იგივე შეიძლება ითქვას სხვა ამბების შესახებ. Aამიტომაც,
ადამიანი მშვიდად უნდა გაერკვეს საკითხში. ეს თანაბრად
ეხება როგორც სამხედრო წვრთნას, ისე საჯარო სამსახურს. თუ
ადამიანი ძალისხმევას არ დაიშურებს, განა დაუდევრობასა და
ორჭოფობას მასთან რამე ესაქმება?
193. ადამიანს თუ რაიმე შეეშალა სამთავრობო საქმეში, მისი
გამართლება შეიძლება მოუხერხებლობითაA და
გამოუცდელობით. Mმაგრამ განა შეიძლება გავამართლოთ ისინი,
ვინც მონაწილეობას იღებდა ამასწინათ მომხდარ მოულოდნელ
შემთხვევაში?100 ოსტატი ჯინემონი101 ამბოდა: “ისიც საკმარისია,
თუ მეომარი თავხედია.“ ეს სწორედ ის შემთხვევაა. თუ
ადამიანი გრძნობს, რომ მარცხი მისთვის სამარცხვინოა, სულ

100
აქედან 197-ე პარაგრაფამდე საუბარია რაღაც შემთხვევაზე, რომელმაც, როგორც
ჩანს, დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. გაურკვეველია, როგორ დამთავრდა ეს
შემთხვევა, თუმცა ცხადია, რომ ეს იყო რამდენიმე კაცის სპონტანური, აფექტური
დაპირისპირება. შედეგად, როგორც ჩანს, რამდენიმე მოკვდა (შესაძლებელია
სეპუკუც გაიკეთა). ასევე, ცხადია, რომ რამდენიმე გადარჩა (ან უარი თქვა სეპუკუს
გაკეთებაზე).
101
იამამოტო ცუნეტომოს მამა.
101
ცოტა, ის მაინც უნდა გააკეთოს, რომ მუცელი გაიფატროს,
ვიდრე იცხოვროს სირცხვილში, გული ეწვოდეს და ისეთი
გრძნობა ჰქონდეს, რომ მიუსაფარია და მეომრის იღბალმა
მიატოვა, რომ სწრაფად მოქმედება აღარ შეუძლია და ცუდი
სახელი დაიმკვიდრა. თუმცა თუ სინანული შეგიპყრობს
სიცოცხლის დაკარგვის გამო და ფიქრობ, რომ ჯობს იცოცხლო,
რადგან ასეთ სიკვდილს აზრი არა აქვს, მაშინ შემდგომი ხუთი,
ათი ან ოცი წელი შენ ზურგს უკან ისაუბრებენ და
შეგარცხვენენ. სიკვდილის შემდეგ, შენს სხეულს მასხრად
აიგდებენ, შენს უდანაშაულო შთამომავლებს დაამცირებენ
მხოლოდ იმიტომ, რომ შენს გვარში დაიბადნენ, მათი
წინაპარის სახელს აუგად ახსენებენ და ოჯახის ყველა წევრს
ტალახი მოეცხება. ამგვარი ყოფა მართლაც რომ სანანებელია 102.

102
ეს ფრაგმენტი უარყოფს უპირობო სეპუკუს გზას, იმ წარმოდგენას, რომელიც
დღესაც არის გავრცელებული: სეპუკუს მაშინ აქვს აზრი, თუ სიკვდილისთვის
მზადყოფნა არსებობს: სეპუკუ არის იმ მოქმედების სიკვდილით დასრულება,
რომელიც წარმატების შემთხვევაში შეიძლება სიკვდილით არ დასრულებულიყო,
მაგრამ სამურაის სიმხდალის ან მოუმზადებლობის გამო, წარუმატებლად
დასრულდა. ამიტომ, სეპუკუ არის სიკვდილისთვის მომზადებული სამურაის პასუხი
საკუთარ სიმხდალეზე, და არა ზოგადად, სირცხვილის შიშით ჩადენილი ქმედება.
პირიქით, როდესაც სიკვდილისთვის მოუმზადებელი ადამიანი იკეთებს სეპუკუს, ეს
მიუღებელი და გასაკიცხია. ეს გაკიცხვა კი მის შემდგომ თაობებსაც გადაეცემა.
102
194. თუ ადამიანი ყოველ ცისმარე დღეს არ ფიქრობს, რას
ნიშნავს იყოს მეომარი და სიზარმაცეში გაჰყავს დრო, ის
სასჯელს იმსახურებს.
195. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანმა, რომელიც ბრძოლისას
დაეცა, ან სათანადო უნარი ვერ გამოიჩინა, ან მეომრის იღბალმა
უმტყუნა. მისი მკვლელი გამოუვალ ვითარებაში აღმოჩნდა, და
როცა იგრძნო, რომ ამას თავიდან ვერ აიშორებდა, საკუთარი
სიცოცხლე სასწორზე დადო. ეს ნიშნავს, რომ ის მამაცი იყო103.
ფეთქებადობა მიუღებელია, თუმცა ორ დაპირისპირებულ კაცზე
ვერ იტყვი, რომ მშიშრები არიან. ამ უკანასკნელი შეხვედრისას,
ვინც გადარჩა და თავი შეირცხვინა, ჭეშმარიტი მებრძოლი არ
არის.
196. ადამიანი ყოველდღეE უნდა დაფიქრდეს და გონებაში
ერთი რამ ჩაინერგოს: “დროა 104”. ამბობენ, რომ ვერც ერთი
ადამიანი ისე ვერ გაივლის ცხოვრებას, უდიერად არ მოიქცეს
და სირცხვილი არ ჭამოს. Aამრიგად, სამურაის გზა
ყოველდღიურად სიკვდილისთვის მზადებაა: ფიქრი იმაზე, სად

103
ეს ფრაზა კიდევ ერთხელ განმარტავს სიკვიდლისთვის მზადყოფნის შინაარსს:
საკუთარი სიცოცხლის სასწორზე დადებაა მიზანი [შედეგი შეიძლება გამარჯვებაც
იყოს], და არა სიკვდილი.
104
ის დრო, რომლისთვისაც მე ვემზადებოდი, ის დრო როდესაც მე მზად უნდა ვიყო
სიკვდილისთვის, ეხლაა. სამურაი ამ განწყობით მზადაა ყოველ წამს დათმოს
სიცოცხლე.
103
მოხდება ეს, იმის წარმოდგენა, რანაირად მოკვდება და
სიკვდილის სასარგებლოდ გადაწყვეტილების მყარად მიღება.
მიუხედავად იმისა, რომ ეს მეტად რთული შეიძლება
აღმოჩნდეს, თუ ადამიანი ამას მთელი გულით შეეცდება,
აუცილებლად გამოუვა. ამქვეყნად არაფერია ისეთი, რასაც
მოინდომებ და არ გამოვა.
197. უფრო მეტიც, სამხედრო საქმეში სიტყვების ზეგავლენა
მეტად დიდია. ამ ბოლო შემთხვევისას უკეთესი იქნებოდა
კაცების შეჩერება. როდესაც სიტუაცია გამოუვალი ხდება, მაშინ
ან უნდა მოკლა ადამიანი, ან, თუ ხედავ, რომ გარბის, უნდა
დაუყვირო: “ნუ გარბიხარ, ასე მხოლოდ ლაჩრები იქცევიან“.
კონკრეტული ვითარების გათვალისწინებით ყოველთვის
შეგიძლია მიზანს სიტყვით მიაღწიო. იყო ერთი, ყველასგან
დაფასებული კაცი, რომელსაც ადამიანების ბუნების ამოცნობა
შეეძლო და ყოველგვარ გარემოებას უმკლავდებოდა.Eეს იმის
დამამტკიცებელია, რომ ცნებები “ამწამს” და “როდესაც დრო
მოვა” ერთმანეთისგან არ განსხვავდება. იეკოძაAნო იარის
მდგომარეობა სწორედ ამის დამამტკიცებელია. ეს წინასწარვე
უნდა დაისახო მიზნად 105.
198. საკითხები, რომლებზეც წინასწარ უნდა იფიქრო,
მრავლადაა. თუ არსებობს ადამიანი, რომელმაც კაცი მოკლა
105
„ამწამს“ და „როცა დრო დადგება“ - ერთი და იგივეა: ეს ნიშნავს, რომ
სამურაისთვის სიკვდილისთვის მზადყოფნის დრო ყოველთვის დამდგარია.
104
ბატონის სახლში და მოახერხა გაქცევა, შენ ის უნდა მოკლა,
რადგან არ იცი, იქნებ ის ისევ იქნევს ხმალს შენი ბატონის
ოთახის საიხლოვეს და იქ შესვლას ლამობს. წინააღმდეგ
შემთხვევაში, შეიძლება შენ დაგადანაშაულონ მკვლელის
თანამზრახველობაში ან ბატონის მიმართ ბოღმის გულით
ტარებაში. Aამიტომაც უნდა მოკლა ის, რათაA უღირსის სახელი
არ დაიმსახურო.
199. ადამიანს თავიც რომ მოკვეთო, მოძრაობის გაკეთებას
მაინც შეძლებს. Nნიტა იოშისადას სიცოცხლის ბოლო წუთები
ამის დამადასტურებელია. სუსტი სულის პატრონიMრომ
ყოფილიყო, ის წაიქცეოდა იმწამს, რაწამს თავი მოჰკვეთეს. ამას
წინათ ონო დოკენს იგივე შეემთხვა. ამგვარი ქმედება მტკიცე
ნებისყოფის გამოხატულებაა. თუ უძლეველი მეომარი
შურისმაძიებელი აჩრდილი ხდება და სიმტკიცეს აჩვენებს,
თავიც რომ მოკვეთილი ჰქონდეს, მაინც არ მოკვდება.
200. ადამიანები ერთმანეთს ჰგვანან, იმის მიუხედავად,
დიდგვაროვნები არიან თუ მდაბიონი, მდიდარნი თუ ღარიბნი,
მოხუცნი თუ ახალგაზრდანი, გასხივოსნებულნი თუ არა,
იმიტომ რომ ოდესმე ყველა მოკვდება. Eეს იმას როდი ნიშნავს,
რომ არ ვიცით, რომ მოვკვდებით, უბრალოდ ხავსს ვეჭიდებით.
მაშინაც კი, როდესაც ვიცით, რომ მოვკვდებით, მაინც გვჯერა,
რომ ყველა დანარჩენი ჩვენზე ადრე მოკვდება და ჩვენ ბოლო
წავალთ ამ ქვეყნიდან. გვეჩვენება, რომ სიკვდილი შორსაა.
105
201. განა ეს ზედაპირული აზროვნება არ არის? Eეს უაზროა
და სიზმარში ნანახ ხუმრობას ჰგავს. არ შეიძლება ამგვარად
ვიფიქროთ და დაუდევრობა გამოვიჩინოთ. რადგან სიკვდილი
ყველას კართან დგას, ადამიანმა თავს ძალა უნდა დაატანოს და
სწრაფად იმოქმედოს.
202. კარგია, როდესაც ფერ-უმარილი ყოველთვის ხელთ გაქვს.
ზარხოშის ან ძილის მერე ადამიანი შეიძლება უფერული იყოს.
ასეთ დროს სახე ფერ-უმარილით უნდა დაიფარო.
203. ზოგჯერ ადამიანს აზრი გაექცევა და დაუფიქრებლად
ლაპარაკობს. Mგარეშე პირი ყოველთვის ამჩნევს, როდის არის
თანამოსაუბრე არაგულწრფელი და დაუფიქრებელი. Mმსგავსი
რამ თუ შეგემთხვა, სიმართლე უნდა აღიარო. Aამის შემდეგ
გულში ჭეშმარიტება დაისადგურებს. თუ ადამიანს უდიერად
მიესალმე, აუცილებლად უნდა მოუბოდიშო, რათაAმას გული არ
ატკინო.
204. უფრო მეტიც, თუ არსებობს ადამიანი, რომელიც სამურაის
გზას ან მის მხარეს გმობს, იგი მკაცრად უნდა გაკიცხო
ყოველგვარი მორიდების გარეშე. ამისთვის წინასწარ უნდა
მოემზადო.
205. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების კარგი ოსტატი სხვას
კონკურენტად განიხილავს, მაინც გასულ წელს ჰუოდო საჩუმ
რენგას ოსტატის წოდება გადასცა იამაგუჩი შოჩინს. მართლაც
რომ ღირსეული საქციელია.
106
206. ოსტატი ტანენი ქარის ზანზალაკებს ჰკიდებდა ხოლმე და
ამბობდა: “ამას იმიტომ კი არ ვაკეთებ, რომ მათი წკრიალი
მომწონს. ზარებს იმიტომ ვკიდებ, რომ გავიგო ქარის
მიმართულება. კოცონი დიდ ტაძარში ყველაზე დიდი
საზრუნავია. “როდესაც ქარი უბერავდა, ის ტაძრის გარშემო
დადიოდა. მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე მას კერაში
ცეცხლი არ ჩაქრობია. ის ყოველთვის ბალიშთან იდებდა
ქაღალდის ფარანსა და სანთებელას და ამბობდა: “ადამიანები
განგაშის დროს იბნევიან და ერთი ადამიანიც კი არ მოიძებნება,
რომელიც ცეცხლის ანთებას შეძლებს“.

207. ერთნაირად თუ არ მოიქცევი საჯარო ადგილას და


საძინებელში, ბრძოლის ველსა და ტატამზე, დრო რომ მოვა,
შეიძლება დაიბნე და ვეღარაფერი შეცვალო. Aარსებობს
მუდმივი ჩართულობა. თუ ტატამი შენთვის სიმამაცის
გამოვლენის ასპარეზი არ არის, ბრძოლის ველზე ვერაფერს
გახდები.
208. სიმამაცე და ლაჩრობა არ არის ისეთი რამ, რაზეც
მშვიდობიანობის დროს იმსჯელებ. ისინი სხვა კატეგორიის
საგნებს განეკუთვნება.
209. ნათქვამია, რომ ღმერთებს არ უყვართ უწმინდურება. თუ
დაფიქრდები, მიხვდები, რომ ყოველდღიური ლოცვა
აუცილებლად უნდა გააძლიერო. როდესაც ბრძოლის ველზე
107
სისხლით ხარ მოსვრილი და გვამებს აბიჯებ, ხვდები, რომ შენი
კეთილდღეობა შენმა ლოცვებმა განაპირობა. Dდა თუ ამ დროს
ღმერთმა ზურგი შეგაქცია შენი უწმინდურების გამო, უნდა
მიხვდე, რომ შენი ლოცვა არ იყო საკმარისი და უფრო მეტი
მონდომებით ილოცო.
210. დიდი გასაჭირისა და უბედურების ჟამს ერთი სიტყვაც კი
შეიძლება შვების მომტანი გახდეს. სხვებთან საუბრისას ეს ერთი
სიტყვა აუცილებლად გამოგადგება. Aადამიანმა ჯერ კარგად
უნდა მოიფიქროს და მერე თქვას. ეს იმდენად ნათელი და
გასაგებია, რომ ამაზე მსჯელობაც კი არ შეიძლება. ამისთვის
ადამიანმა ყველა ღონე უნდა იხმაროს და, რაც მთავარია,
მზაობა წინასწარ შეიმუშაოს. Eეს ძნელი ასახსნელია, მაგრამ
ისეთი რამაა, რისთვისაც ყველამ უნდა შეიმზადოს გული.
ადამიანმა ეს გულით თუ არ შეიგრძნო, გონებით ვერ
მისწვდება.
211. ადამიანის ცხოვრება ძალიან ხანმოკლეა. ჯობს აკეთო ის,
რაც მოგწონს. სისულელეა იცხოვრო უსიამოვნებაში და აკეთო
ის, რისი გაკეთებაც არ გსურს. მაგრამ ამას ახალგაზრდებს ნუ
ეტყვი, რადგან თუ არასწორად გაიგეს, ეს მათ ზიანს
მოუტანს106.

106
ის, რაც მოგწონს, მას შემდეგ, როცა უკვე ხვდები, რა არის ცხოვრების გზა, ანუ, რა
მოგწონს სინამდვილეში, განსხვავდება იმისგან, რასაც ამის შესახებ ფიქრობ,
108
212. პირადად მე ძილი მიყვარს. სიამოვნებით მივუძღვნიდი
მთელ დროს ჩემს საძინებელს და ცხოვრებას ძილში
გავატარებდი.
213. შოტოკუს მესამე წლის მეთორმეტე თვის ოცდამერვე დღეს
სიზმარი ვნახე. სიზმრის შინაარსი ჩემი ნებისყოფის დაძაბვით
ნელ–ნელა იცვლებოდა. ადამიანის მდგომარეობა მისი
სიზმრებით ამოიცნობა. კარგია, თუ ძალისხმევას მოუხმობ და
სიზმრებს შეიამხანაგებ.
214. სირცხვილი და სინანული წყლით სავსე სათლის
გადმორტიალებას ჰგავს. ერთი ჩემი მეგობარი უსმენდა იმ
ადამიანის აღსარებას, რომელმაც მისი ხმლის მოსართავი
მოიპარა და მის მიმართ თანაგრძნობით განიმსჭვალა. თუ
ადამიანი შეცდომებს გამოასწორებს, მალე შეცდომების კვალიც
კი აღარ დარჩება.
215. ბუდისტი მღვდელი კაიონი ამბობს, რომ ადამიანი სულ
უფრო მეტად ყოყოჩდება და სიამაყის გრძნობა ეუფლება, თუ
მისი ოდნავ მაინც ესმით, რადგან ფიქრობს, რომ მან საკუთარი
სუსტი და ძლიერი მხარეები კარგად იცის. ისე კი, საკუთარი
ავკარგიანობის შეცნობა ძალიან რთულია.
216. ყოველი ადამიანის ღირსება ერთი შეხედვით გამოიცნობა.
Aადამიანის გარეგნობაში მისი ღირსება აღიბეჭდება. სიმშვიდეში

როდესაც გზა ჯერ არ გაგივლია. ამიტომაა ახალგაზრდებისთვის „მოხუცების“


სიბრძნის გადაცემა სახიფათო.
109
ბევრი ღირსებაა. მოკლედ ნათქვამი სიტყვაც ღირსებაა.
დიდებული საქციელიდანაც ღირსება გამოსჭვივის. ღრმა და
ფიქრიანი ადამიანიც ღირსეულია. მოვლენების სიღრმისეული
წვდომა და ნათლად გააზრება ღირსებაზე მიუთითებს.
217. ეს ყველაფერი ზედაპირზეა. ბოლოს კი ირკვევა, რომ ამის
საფუძველი აზრის სიმარტივესა და სულის სიმტკიცეშია.
218. ღვარძლი, ბრაზი და სისულელე ადვილი შესამჩნევია.
როცა რაიმე ცუდი ხდება სამყაროში, დაუკვირდი და მიხვდები,
რომ ეს სამი რამ უდევს საფუძვლად. თუ ჩაუკვირდები
სიკეთის წყაროს, აღმოაჩენ, რომ ის სიბრძნის, ადამიანობისა და
სიმამაციდან მოდის.
219. ნაკანო კაცუმა ტოშიაკიმ თქვა, რომ ზოგიერთი ადამიანის
აზრით, ჩაის ცერემონიისთვის ძველი ჭურჭლის გამოყენება არ
შეიძლება და რომ უმჯობესია ახლით ისარგებლო. Aარსებობს
ხალხი, რომელიც სწორედ დაძველებულ საგნებს იყენებს, იმის
გამო, რომ ისინი თვალში საცემი არ არის. Oორივეს ეშლება.
Mმიუხედავად იმისა, რომ დაძველებულ ჭურჭელს ღარიბი ფენა
იყენებს, მაღალი საზოგადოების წარმომადგენლებიც
სარგებლობენ ასეთი ნივთებით, რადგან მათი ფასი იციან და
სიძველეს ეთაყვანებიან.
220. მსახურიც ამგვარივეა. Aადამიანი დაბალი ფენიდან
მაღალში გადადის იმიტომ, რომ ამას იმსახურებს. მცდარია
იფიქრო, რომ დაბალი ფენის წარმომადგენელი ვერ გააკეთებს
110
იმას, რასაც მაღალი ფენის წარმომადგენელი, ან კიდევ რიგითი
ფეხოსანი ჯარისკაცი ვერ გახდება მხედართმთავარი.
გაცილებით უფრო დასაფასებელი და პატივსაცემია მდაბიოს,
ვიდრე მდიდარი და დიდგვაროვანი ოჯახიშვილების მიღწევები.
221. მამაჩემი ძინემონი ამბობდა, რომ ახალგაზრდობაში ის
დროდადრო ჩინური დასახლების შესასვლელთან მიჰყავდათ,
რათა ქალაქის ატმოსფეროში ეტრიალა და ხალხს მიჩვეოდა.
ხუთი წლის ასაკში მას, როგორც ოჯახის წარმომადგენელს,
აგზავნიდნენ სხვადასხვა ადამიანის სახლში. შვიდი წლის
ასაკისთვის კი ჯარისკაცის სანდლებს აცმევდნენ და ტაძარში
აგზავნიდნენ.
222. ამბობენ, რომ ადამიანი დიად საქმეებს ვერ ჩაიდენს, თუ
ის მორიდებით არ მოექცევა თავის ბატონს, უფროს მსახურებსა
და მოხუცებს. ჩვეულებრივად და ხალვათად გაკეთებული საქმე
არ ივარგებს. Eეს განწყობის საკითხია.
223. არ შეიძლება ადამიანმა არ იცოდეს თავისი ოჯახისა და
მისი სამურაების ისტორია; Mმაგრამ ზოგჯერ ზედმეტი ცოდნა
ხელის შემშლელი ხდება. ადამიანმა სიფრთხილე უნდა
გამოიჩინოს. ვითარების ზედმიწევნით ცოდნამ შეიძლება
შეგაფერხოს. ამ დროს სიფრთხილე აუცილებელია.
224. მღვდელმა შუნგაკუმ თქვა: ”როდესაც ვითარებიდან
განრიდებაზე უარს ამბობ, ორი კაცის ძალას

111
იძენ“ 107.Eსაინტერესო ნათქვამია. ის, რაც თავის დროსა და
ადგილას არ გაკეთდა, აღარასდროს გაკეთდება. იქ, სადაც ერთი
ადამიანის ძალა არ არის საკმარისი საქმის გასაკეთებლად,
ორისა უნდა გამოიყენო. თუ ასეთ რამეს გვიან მიხვდები,
მთელი სიცოცხლის მანძილზე სანანებლად დაგრჩება.
225. ”ფეხის სწრაფი მოძრაობა რკინის კედელშიც კი
გაგატარებს”– ეს ფრაზა მეტად საინტერესოა. Mმყისიერი შეჭრა
და სწრაფი სვლა წარმატების საწინდარია. ამასთან
დაკავშირებით, უნდა აღინიშნოს, რომ ჰიდაიოსი ერთადერთი
ადამიანია იაპონიაში, რომელმაც ეს შესაძლებლობა ხელიდან არ
გაუშვა.
226. როდესაც ადამიანი გაუთავებლად ლაპარაკობს
უმნიშვნელო საკითხებზე, ის გულის სიღრმეში რაღაცით
უკმაყოფილოა. Mმაგრამ ამის დასაფარავად ის გამუდმებით
ერთსა და იმავეს იმეორებს. Aმისი მოსმენა სულს ეჭვებით
აღავსებს.
227. ადამიანი ფრთხილად უნდა იყოს, რომ ისეთი რამ არ
თქვას, რაც უსიამოვნების საფუძველი გახდება. როდესაც
ვითარება რთულდება, ადამინები შფოთავენ და ვიდრე რამე

107
ეს ფრაზა მიმართულია აფექტურობისა და კონფლიქტურობის წინაამღდეგ.
როდესაც მზად ხარ გზისთვის, აფექტურობა და კონფლიქტურობა კლებულობს.
ამიტომ, როდესაც აფექტში არ ვარდები და ცივი გონებით შეგიძლია შეაფასო
ვითარება, სხვაზე [აფექტურ და კონფლიქტურ ხალხზე] ორჯერ მეტი ძალა გაქვს.
112
გაირკვეოდეს, ახალი ამბავი უკვე ყველას პირზე აკერია. ამის
გაკეთება არაფრის მომცემია. უარეს შემთხვევაში, შეიძლება
ჭორების ობიექტი გახდე ან რაღაც დაუფიქრებლად თქვა და
ხალხი გადაიმტერო, რითაც გასაქანს მისცემ ბოროტ ნებას.
ნათქვამია, რომ ასეთ დროს უმჯობესია სახლში დარჩე და
პოეზიის კითხვას უძღვნა თავი.
228. სხვა ადამიანების საქმეებზე მითქმა-მოთქმა დიდი
შეცდომაა. მათი ზედმეტი ქებაც მიუღებელია. ნებისმიერ
შემთხვევაში, კარგად უნდა აცნობიერებდე შენს
შესაძლებლობებს, საქმისთვის ძალისხმევას არ უნდა იშურებდე
და შენი მეტყველება ტაქტით უნდა გამოირჩეოდეს.
229. სათნო ადამიანის გული დამშვიდებულია და ის არასოდეს
ფორიაქობს. Nნაკლები დამსახურების მქონე ადამიანი არ არის
მშვიდად, სხვებისთვის უსიამოვნება მოაქვს და ყველას ეჩხუბება.
230. სწორია, თუ ქვეყანას ისე აღიქვამ, როგორც სიზმარს.
საშინელება თუ დაგესიზმრა, გაიღვიძებ და შენს თავს ეტყვი,
რომ ეს მხოლოდ სიზმარი იყო. Aამბობენ, რომ ქვეყანა,
რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, დიდად არ განსხვავდება
სიზმრების სამყაროსგან.
231. გონიერი ადამიანები ჭკუას ტყუილ-მართლის გასარკვევად
იყენებენ და მიზნის მიღწევას ჭკუითაA და მოხერხებულობით
ცდილობენ. Eეს არის ვაი ჭკუისაგან. სიმართლის გარეშე
ყველაფერი უშედეგო იქნება.
113
232. სასამართლო პროცესებსა და დისკუსიებში თუ მარცხდები,
ღირსეულად და ლამაზად უნდა წააგო. Eეს სუმოს ჭიდაობას
ჰგავს. Aცუდია, თუ ადამიანი მხოლოდ გამარჯვებაზე ფიქრობს.
უღირსად გამარჯვება დამარცხებაზე უარესი იქნება. ასეთი
გამარჯვება დამარცხების ტოლფასია.
233. გრძნობ განსხვავებას შენსა და სხვას შორის, გულში
ბოროტ ზრახვებს იმარხავ და ხალხს ეჩხუბები. ამგვარი
მდგომარეობა თანაგრძნობას მოკლებული გულის ხვედრია. თუ
ადამიანის გული სავსეა თანაგრძნობით, მას ხალხთან
უსიამოვნება არ მოუვა.
234. უცოდინარი ადამიანი ცდილობს მცოდნის შთაბეჭდილება
დატოვოს. Eეს გამოუცდელობის ბრალია. როდესაც ადამიანმა
ბევრი იცის, ის ამას არ იმჩნევს. ასეთი ადამიანი დახვეწილია.
235. როდესაც ადამიანთან სალაპარაკოდ მიდიხარ, სჯობს ის
ადრევე გააფრთხილო. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება
აღმოჩნდეს, რომ ის ან დაკავებულია, ან რაიმე პრობლემა აქვს,
ეს კი უხერხულობას შექმნის. არავითარ შემთხვევაში არ უნდა
წახვიდე იქ, სადაც არ გეპატიჟებიან. კარგი მეგობრები დიდი
იშვიათობაა. მაშინაც კი, თუ დაპატიჟებული ხარ, ტაქტი უნდა
გამოიჩინო. ძალიან ძნელია მიუხვდე ადამიანს რას გრძნობს,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ ის იშვიათად დადის სტუმრად.
Aამგვარი შეხვედრებისას მარცხი ხშირია.

114
236. დაკავებულიც რომ იყო, სტუმარი არ უნდა გააწბილო.
Kკარგ ამბავზეც არ უნდა ილაპარაკო ზედმეტი. ისეთ თემებზე
საუბარიც კი, როგორიცაა ბუდიზმი, ბუდისტური
მღვდელმსახურება და ზნეობის გაკვეთილები შეიძლება
საზიანო აღმოჩნდეს.
237. ცხონებული ძინემონი ამბობდა, რომ ქალიშვილები ჯობია
არ აღზარდო, რადგან ისინი ოჯახის დამამცირებელი და
მშობლების შემარცხვენელნი შეიძლება გახდნენ. Uუფროსი
ქალიშვილი განსაკუთრებულია, დანარჩენები კი სჯობს
მხედველობაში არ მიიღო 108.
238. მღვდელი კეიჰო იხსენებდა, რომ ბატონი აკის აზრით,
სამხედრო ძლიერება ფანატიზმთან მჭიდრო კავშირშია. Mმე
გამაოცა იმან, თუ რამდენად ეხმიანებოდა ეს ჩემს
გადაწყვეტილებას და ზედმეტად ფანატიკოსიც კი გავხდი 109.
239. ცხონებულმა ნაკანო კაზუმამ თქვა, რომ ჩაის ცერემონიის
პირველადი დანიშნულება ექვსივე გრძნობის განწმენდაა,
თვალებისთვის კედელზე ჩამოკიდებული გრაგნილი და
ყვავილების თაიგულია, ცხვირისთვის სურნელია, ყურებისთვის

108 არა მარტო იაპონიის წინა-მოდერნული ეპოქისათვის დამახასიათებელი


შეხედულებარომლის მიხედვითაც ქალი მამაკაცზე დაბლა მდგომი არსებაა და
ამიტომ მას, კაცთან შედარებით, შეზღუდული უფლებები უნდა ჰქონდეს.

109 ფანატიკოსობა აქ ნიშნავს საკუთარი თავის ამოცანისათვის, ამ შემთხვევაში,


სამხედრო ძლიერებისადმი მთლიანად მიძღვნას.

115
ცხელი წყლის ჩუხჩუხია, პირისთვის ჩაის გემოა, ხელებისა და
ფეხებისთვის კი კარგი კოორდინაციაა. როდესაც ხუთი გრძნობა
ამგვარად გასუფთავებულია, მაშინ გონება თავისით იწმინდება.
დაბინდულ გონებას ჩაის ცერემონიალი წმენდს. ოცდაოთხ
საათს ჩაის ცერემონიალის სულისკვეთებით ვატარებ და მაინც
არ შეიძლება ითქვას, რომ სიამტკბილობაში ვცხოვრობ. უფრო
მეტსაც ვიტყოდი, ჩაის ჭურჭელი ადამიანის სოციალურ
მდგომარეობასთან მისადაგებული უნდა იყოს.
240. ლექსში “ყველაზე შორი სოფლის დიდთოვლობამ, გუშინ
ღამე ქლიავის უთვალავი რტო ყვავილით დაფარა”, ხატოვანი
ფრაზა “უთვალავი რტო” გადაკეთდა “მარტოხელა რტოდ“.
ითვლება, რომ ფრაზა “მარტოხელა” ჭეშმარიტი სიმშვიდის
გამომხატველია.
241. როდესაც ახლო მეგობრები, ან მოკავშირეები, ან
ადამიანები, ვისთანაც ვალში ხარ, შეცდომას დაუშვებენ,
საჯაროდ არ უნდა გაკიცხო და საზოგადოებასა და მათ შორის
შემრიგებლის როლი უნდა შეასრულო. შენ უნდა გააბათილო
ადამიანის ცუდი რეპუტაცია და ადიდო ის, როგორც უბადლო
მოკავშირე, როგორც ათასში გამორჩეული. თუ პირად საუბარში
ფაქიზად მიუთითებ ადამიანს მის შეცდომაზე, მაშინ ის ჭუჭყს
ჩამოირეცხავს და კარგი გახდება. თუ ადამიანს შეაქებ, სხვები
მისდამი დამოკიდებულებას შეიცვლიან და მისი ცუდი

116
რეპუტაციაც გაქრება. მთავარია ყველაფრის კეთილად და
თანაგრძნობით მოგვარება გინდოდეს.
242. ერთმა ადამიანმა თქვა:
არსებობს ორი სახის განწყობა: შინაგანი და გარეგანი. ადამიანი,
რომელსაც რომელიმე აკლია, უვარგისია. ეს იმ ხმალს ჰგავს,
რომლის პირიც ჯერ უნდა აილესოს და შემდეგ ჩაეგოს
ქარქაშში, დროდადრო ამოეგოს, საომარი შეტევისთვის
დამახასიათებელი წარბების შეყრით გაიწმინდოს და კვლავ
ქარქაშში ჩაეგოს.
243. თუ ადამიანს ხმალი მუდმივად ამოგებული აქვს, ის
ჩვეული მოძრაობით იქნევს გაშიშვლებულ მახვილს. ხალხი არც
მიუახლოვდება მას და არც მოკავშირედ დაუდგება.
244. თუ ხმალი მუდმივად ჩაგებულია, ის დაჟანგდება,
ელვარებას დაკარგავს და ადამიანებს მის პატრონზე
წარმოდგენა წაუხდებათ.
245. მარტო ჭკუა ვერ დაგეხმარება საქმის ბოლომდე მიყვანაში.
Mმოვლენებს როგორც მთლიანს, ისე უნდა შეხედო. სიკეთისა და
ბოროტების შესახებ ნაჩქარევი დასკვნა არ უნდა გამოიტანო.
ადამიანი არ უნდა იყოს ზანტი. ნათქვამია, რომ ჭეშმარიტი
სამურაი სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას და საქმის
დაბოლოებისკენ ისწრაფვის.
246. ერთხელ ხუთი ან ექვსი მსახურისგან შემდგარი ჯგუფი
ნავით დედაქალაქისკენ მიემგზავრებოდა, როდესაც ისინი ღამე
117
სამოქალაქო გემს დაეჯახნენ. ხუთი თუ ექვსი მეზღვაური
გემიდან წყალში ჩახტა და მსახურებს მოსთხოვა, რომ ღუზა
ჩაეშვათ, ისე, როგორც ამას საზღვაო წესი მოითხოვდა. ამის
გამგონე მსახურებმა ყვირილი დაიწყეს: “საზღვაო
კანონიQთქვენნაირებისთვის არის! თქვენ გგონიათ, რომ ჩვენ,
სამურაები, იმის ნებას მოგცემთ, აღჭურვილობა წაიღოთ იმ
ნავიდან, რომელსაც მეომრები გადაჰყავს? ყველას უკლებლივ
ამოგხოცავთ და ზღვაში გადაგყრით“.Aამის გამგონე
მეზღვაურებმა თავიანთი გემისკენ მოუსვეს.
247. ასეთ დროს ადამიანი ამ სამურაების მსგავსად უნდა
მოიქცეს. უმნიშვნელო სიტუაციაში თავი ყვირილით უნდა
გაიტანო. თუ გააზვიადებ და მეტ მნიშვნელობას მიანიჭებ
უმნიშვნელო რაიმეს, დროს დაკარგავ, შესაძლებლობას გაუშვებ
ხელიდან და საქმეს ბოლომდე ვერ მიიყვან.
248. ფინანსურ სიდუხჭირეში ჩავარდნილმა ადამიანმა დახურა
თავისი ანგარიშის დავთარი და უფროსს წერილი გაუგზავნა:
“დასანანია ფულის გამო სეპუკუს გაკეთება. შენ ჩემი უფროსი
ხარ და ფული უნდა გამომიგზავნო“. რადგან ეს ლოგიკური
იყო, სახსრები გამოყვეს და საქმეც დაიხურა. ნათქვამია, რომ
შეცდომაც კი შეიძლება ღირსეულად გამოსწორდეს.
249. მოუთმენლობა ყველაფერს აზიანებს და დიდ საქმეს
აფუჭებს. თუ ადამიანი დაუყოვნებლივ შეუდგება საქმის
კეთებას, ის გასაოცრად მალე დასრულდება. დრო იცვლება.
118
დაფიქრდი, როგორი შეცვლილი იქნება სამყარო თხუთმეტი
წლის შემდეგ. მაგრამ თუ წინასწარმეტყველების წიგნში
ჩავიხედავთ, აღმოვაჩენთ, რომ დიდი ცვლილებები
მოსალოდნელი არ არის. თხუთმეტი წლის შემდეგ ჩვენი
დროის ბევრი გამოჩენილი ადამიანი ცოცხალი აღარ იქნება.
დღევანდელი ახალგაზრდებიდან, ვინც მათ ადგილას მოვა
ცოტა თუ მიაღწევს წარმატებას. ღირებულებები ნელ-ნელა
უფასურდება. მაგალითად, ოქროს მარაგი თუ გამოილევა,
ვერცხლი გახდება უფრო ფასეული, თუ ვერცხლი გამოილევა,
სპილენძი გახდება უფრო ძვირფასი. დრო გადის და ადამიანის
უნარი კლებულობს. ასეთ დროს მცირედი ძალისხმევაც კი
წარმატებას მოგიტანს. თხუთმეტი წელი სიზმარივით გაივლის.
თუ ადამიანი თავის ჯანმრთელობაზე ზრუნავს, ის მიზანს
აუცილებლად მიაღწევს და დაფასებული გახდება. როდესაც
ქვეყანას ბევრი ოსტატი ჰყავს, დიდი ძალისხმევაა საჭირო
წარმატების მისაღწევად; მაგრამ როდესაც ქვეყანა კნინდება,
აღზევება ადვილია.
250. ადამიანის ცუდი ჩვევის აღმოსაფხვრელად დიდი
ძალისხმევა უნდა დაიხარჯოს. ამ დროს მთხრელ ბზიკს უნდა
დაემსგავსო. იმასაც ამბობენ, რომ ბავშვს, ნაშვილებიც რომ იყოს,
თუ შენს ხატად აღზრდი, აუცილებლად დაგემსგავსება.
251. თუ ძალა ბუნებრივად მოგდგამს, მაშინ შენი საქციელი
და სიტყვები შენივე გზის შესაბამისი იქნება და ადამიანებიც
119
შეგაქებენ. Mმაგრამ თუ ამაში ეჭვი შეგაქვს, მაშინ აღარაფერი
გეთქმის. Lლექსის ბოლო სტროფი: “როდესაც გული გეკითხება”
- ყველა ხელოვნების საიდუმლო პრინციპია. ამბობენ რომ გული
კარგი მეთვალყურეა.
252. როდესაც წარმატებული ადამიანების და მათ მსგავსთა
ამბებს უსმენ, ისე უნდა ისმენდე, თითქოს ეს უკვე იცი.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტი იქნება შენთვის, თუკი
ერთი და იმავე ამბის მეათედ, ან მეოცედ მოსმენისას შენთვის
რაიმე მოულოდნელ ჭეშმარიტებას აღმოაჩენ. ძველი ხალხის
შესახებ ერთგვაროვან ამბებში მათი საგმირო საქმეებია
მოთხრობილი.

120
თავი III. ბატონმა ნაოშიგემ თქვა

253. ერთხელ ბატონმა ნაოშიგემ თქვა: “გირივით 110 ღრმად და


მძაფრად ვერაფერს შეიგრძნობ. ზოგჯერ ბიძაშვილის
სიკვდილიც კი შეიძლება არ ღირდეს ცრემლების ღვრად.
Mმაგრამ შეიძლება მოვისმინოთ ამბავი უცნობ ადამიანზე,
რომელიც ორმოცდაათი ან ასი წლის წინ ცხოვრობდა და
მასთან ნათესაური კავშირიც კი არ გაქვს, მაგრამ გირის განცდამ
ცრემლები გადმოგადინოს.”

254. ერთხელ ბატონმა ნაოშიგემ სოფელი ჩირიკი გაიარა. მას


უთხრეს: “აქ ცხოვრობს ოთხმოცდაათ წელს გადაცილებული
კაცი. Aამ ადამიანს ბედი სწყალობს, მის მოსანახულებლად ხომ
არ შეჩერდებოდით?” ეს რომ მოისმინა, ნაოშიგემ თქვა: “ნეტა
თუ არის ვინმე ამ კაცზე საცოდავი? რამდენი შვილი და
შვილიშვილი დამარხა? რაშია მისი ბედის წყალობა?”
ამბობენ, რომ მან ისე გაიარა სოფელი, რომ იმ კაცის სანახავად
არც კი შეჩერებულა.
255. ბატონმა ნაოშიგემ თავის შვილიშვილთან, ბატონ
მოტოშიგესთან, საუბრისას თქვა: “რა მნიშვნელობა აქვს მდაბიო

110
გირი (義理) - იაპონური სიტყვა, რომელიც ნიშნავს მოვალეობას, ვალდებულებას,
ვალდებულების ტვირთს. ზოჯერ მას განმარტავენ, როგორც საკუთარი მმართველის
მსახურებას თავგანწირვისთვის მზადყოფნით.
121
ხარ თუ დიდგვაროვანი, ყოველთვის დადგება დრო, როდესაც
შენი ოჯახი დაკნინდება. Dთუ ამის შეჩერებას შეეცდები, ბოლო
ნამდვილად უბადრუკი იქნება. თუ გრძნობ, რომ ეს დრო
დადგა, უმჯობესია ნებაზე მიუშვა. თუ ასე მოიქცევი, შეიძლება
გადაარჩინო კიდეც.”
256. ამბობენ, რომ ეს ამბავი ბატონმა მოტოშიგემ თავის
უმცროს ძმას გაანდო.

122
თავი IV. როდესაც ნაბეშიმა ტადანაო

257. როდესაც ნაბეშიმა ტადანაო 111 თხუთმეტი წლის იყო,


სამზარეულოს მსახური უხეშად მოიქცა და რიგითმა ფეხოსანმა
ჯარისკაცმა მისი ცემა დააპირა, მაგრამ მსახურმა ის მოკლა.
Gგვარის უფროსებმა მას სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს,
რადგან მან ხელი აღმართა მაღლა მდგომზე და სისხლი
დაღვარა. ტადანაომ ეს რომ გაიგონა, თქვა: “ რა უფრო
უარესია, რიგითობა დაარღვიო თუ სამურაის გზა შეურაცხყო?”
თავკაცებმა ამაზე პასუხი ვერ გასცეს. ტადანაომ კი მიუგო:
“მსმენია, რომ როდესაც მკვლელობის მიზეზი ნათელი არ არის,
სჯობს სასჯელი გადაიდოს. ეს კაცი დროებით დაატუსაღეთ.”
258. ერთხელ ბატონი კაცუშიგე შირიოშის მხარეში ნადირობდა
და დიდი ტახი მოკლა. Yყველა მივიდა მის სანახავად. ისინი
ამბობდნენ: “შენ მართლაც რომ უჩვეულო ზომის ტახი
მოკალი!” Uუეცრად ტახი წამოდგა და ხალხს შეუტია.
შეშინებული ხალხი დაიფანტა, მაგრამ ნაბეშიმა ნატაბეტმა
ხმალი ამოაგო და ტახი განგმირა. ამ დროსAბატონმა კაცუშიგემ
სახე სახელოთი დაიფარა და თქვა: “აქ ძალიან ბევრი მტვერია.”

111
ნაბეშიმა კაცუშიგეს (鍋島勝茂) (1580 – 1657), საგას მხარის პირველი დამიოს
(თავადის) შვილი, საგას პროვინციის ერთ-ერთი ნაწილის - ოგის სამფლობელოს
მმართველი.
123
Aამბობენ, ეს მან იმიტომ გააეკეთა, რომ არ დაენახა როგორ
გარბოდნენ აფორიაქებული ადამიანები.
259. ბატონი კაცუშიგე ახალგაზრდა რომ იყო, მამამ დაარიგა:
“თავის მოკვეთის ტექნიკა თუ გინდა დახვეწო, ივარჯიშე
სიკვდილმისჯილებზე.” ამის შემდეგ დიდი დრო არ იყო გასული,
რომ დასავლეთის კარიბჭესთნ ათი კაცი დაამწკრივეს და
კაცუშიგემ ერთიმეორის მიყოლებით ცხრა ადამიანს თავი
მოჰკვეთა. მეათეს ჯერი რომ დადგა, კაცუშიგემ დაინახა, რომ
ის ახალგაზრდა და ჯანმრთელი იყო. Mმან თქვა: “დავიღალე
თავების მოკვეთით. Aამ ადამიანს სიცოცხლეს შევუნარჩუნებ.”
ასე გადარჩაA ის კაცი.
260. ბატონი კაცუშიგე ამბობდა, რომ ოთხი ტიპის მსახური
არსებობს: ის, ვინც ჯერ ჩქარობს და შემდეგ ზოზინობს; ის,
ვინც ჯერ ზოზინობს და შემდეგ ჩქარობს; ის, ვინც მუდამ
ჩქარობს და ის, ვინც ყოველთვის ზოზინობს.
261. ის, ვინც ყოველთვის ჩქარობს, როგორც კი თავის
მოკვლის ბრძანებას მიიღებს, უყოყმანოდ და უზადოდ
აღასრულებს მას. Aასეთნი არიან ფუკუჩი კიჩიზაემონი და
მისთანები.A
262. ის, ვინც ჯერ ზოზინობს და შემდეგ ჩქარობს, ბრძანების
მიღებისას თითქოს არ ესმის, რა უნდა ქნას, მერე კი სწრაფად
იღებს გადაწყვეტილებას და საქმე ბოლომდე მიჰყავს. ასეთებს
ნაკანო კაზუმა და მისთანები მიეკუთვნებიან.
124
263. ის, ვინც ჯერ ჩქარობს და შემდეგ ზოზინობს, ისეთი
ტიპის ადამიანია, რომელიც ბრძანების მიღებისთანავე საქმის
მოგვარებას იწყებს, მერე ყოყმანობს და საქმეს გადადებს.
ამგვარი ადამიანები მრავლად მოიძებნებიან.
264. ყველა დანარჩენზე კი შეიძლება ითქვას, რომ ისინი
მუდმივად ზოზინობენ.

125
თავი V.

გამოტოვებულია112.

112
როგორც უილსონი ამბობს “ჰაგაკურეს“ პირველი ინგლისური გამოცემის
წინასიტყვაობაში, მან გამოტოვა ეს თავი, რადგანაც არაფერს შეიცავდა,
მნიშვნელოვანი თარიღებისა (დაბადების დღეები, დღესასწაულები ა.შ.) და
რამდენიმე ვიზიტის (ნაბეშიმას დაბრუნება ედოდან და ავტორის ვიზიტი
ციხესიმაგრეში) აღწერის გარდა.
126
თავი VI. როდესაც ბატონი ტაკანობუ

265. როდესაც ბატონი ტაკანობუ 113 ბუნგოს მიდამოებში


იბრძოდა, მასთან მტრის ბანაკიდან შიკრიკი მივიდა და საკე
და საჭმელი მიართვა. ტაკანობუს უნდოდა გაესინჯა ძღვენი,
მაგრამ მისმა მსახურებმა შეაჩერეს. მათ თქვეს: “მტრის
გამოგზავნილი ძღვენი შეიძლება მოწამლული იყოს. ეს
გენერლის გასასინჯი არ არის.” ტაკანობუმ ეს ყურად არ იღო
და თქვა: “მოწამლულიც რომ იყოს, ამას რა მნიშვნელობა აქვს?
მოუხმეთ შიკრიკს!” მან შიკრიკის თვალწინ გახსნა კასრი, სამი
დიდი ჭიქა საკე დალია, ერთი შიკრიკს შესთავაზა, შეკითხვაზე
უპასუხა და ბანაკში გაგზავნა.
266. ტაკაგი აკიფუსამ რიუზორის გვარის წინააღმდეგ
გაილაშქრა, შემდეგ თავშესაფრისთვის მაედა იო ნო კამი
იესადას მიმართაAდა მიიღო კიდეც. აკიფუსა უძლეველი
მეომარი და ხმლის უბადლო ოსტატი იყო. მას ინგაზაემონი და
ფუდოზაემონი ემსახურებოდნენ; თუმცა საბრძოლო ოსტატობით
ისინი ტოლს არ უდებდნენ აკიფუსას, მაგრამ დღეცა და ღამეც
გვერდიდან არ შორდებოდნენ. ისე მოხდა, რომ ბატონმა
ტაკანობუმ იესადას სთხოვა აკიფუსას მოკვდინება. ერთხელ,
როდესაც ვერანდაზე აკიფუსას ინგაზაემონი ფეხებს ბანდა,

113
რიუზორი ტაკანობუ (龍造寺隆信, 1530-1584) - ჩრდილოეთ კიუშუში რეგიონის
დამნიო სენგოკუ პერიოდში. რიუზორის ოჯახის მე-19 მეთაური.
127
იესადა მას ზურგიდან მიეჭრა და თავი მოჰკვეთა. აკიფუსამ,
ვიდრე მისი თავი ძირს დავარდებოდა, მოასწრო თავისი მოკლე
მახვილის ამოგება და დასარტყმელად მობრუნდა, მაგრამ
შემთხვევით ინგაზაემონს მოჰკვეთაAთავი. Oორივე თავი საბანაო
თასში ერთდროულად ჩავარდა. შემდეგ აკიფუსას თავი
აღიმართა შეკრებილთაAშორის. ეს იმიტომ მოხდა, რომ აკიფუსა
მაგიურ ტექნიკას ფლობდა114. A
267. მღვდელი ტანენი ყოველდღიური ქადაგებისას ამბობდა:
ბერი ვერ მიაღწევს სრულყოფილებას ბუდისტურ გზაზე, თუ
ის არ მიმართავს თანაგრძნობას გარეთ და არ იგროვებს
სიმამაცეს შიგნით. თუ მეომარი სიმამაცეს გარეთ არ მიმართავს
და გული თანაგრძნობით არ ევსება, ის კარგი მსახური ვერ
გახდება. ამიტომაც, ბერი მეომრისგან უნდა სწავლობდეს

114 ამ შემთხვევის აღწერაში კარგად ჩანს, რომ „ჰაგაკურე“ ცუნემოტოს მოყოლილი


ამბების ჩანაწერია, და რომ ხშირად ტაშიროს არ ესმოდა კარგად, რას უყვებოდა
მასწავლებელი: 266-ე ფრაგმენტი აკიფუსას ოსტატობას და ამ ოსტატობით მირეულ
სამართალს აღწერს - შემთხვევა, როდესაც გამომუშავებული რეფლექსები მაშინაც
მუშაობს, როდესაც ოსტატი უკვე მკვდარია და როცა ეს რეფლექსები სამართალის
განხორციელებას ემსახურება: აკიფუსა სჯის მოღალატეს - ინგაზაემონს, რომლიც მას
ფეხებს ბანდა და აუცილებლად უნდა დაენახა იესადა, რომლიც აკიფუსას ზურგიდან
უახლოვდებოდა. ის, რომ ინგაზაემონმა არ გააფრთხილა აკიფუსა, ნიშნავს, რომ ის
შეთანხმებულად მოქმედებდა მკვლელთან. აკიფუსას მოქმედებას ცუნემოტო
აღწერდა როგორც ოსტატის სწორ ქმედებას და იმას, რომ ღალატი ყოველთვის
ისჯება და ისჯება უპირველეს ყოვლისა. როგორც ჩანს, ტაშირომ კარგად ვერ გაიგო
რას ეუბნებოდა იამამოტო და თავისი ინტერპრეტაციით ჩაწერა მონაყოლი.

128
სიმამაცეს, ხოლო მეომარი მღვდლისგან უნდა სწავლობდეს
თანაგრძნობას.
მე ბევრი ვიმოგზაურე და უამრავ ბრძენს შევხვდი, მაგრამ
ცოდნის მიღების ხერხი ვერ გამოვნახე. Aამიტომაც, როგორც კი
გავიგებდი, რომ სადღაც მამაცი ადამიანი ცხოვრობდა, მაშინვე
მასთან მივემგზავრებოდი და არად დაგიდევდით გზის
სირთულეებს. მივხვდი, რომ ამბები სამურაის გზის შესახებ
ადამიანს ბუდიზმის გზაზე შედგომას უადვილებს. Mმეომარს
შეუძლია იარაღით ხელში მტრის ბანაკში შევარდნა და ამ
იარაღის საკუთარ ძალად ქცევა. შეგიძლია წარმოიდგინო ბერი,
რომელიც მხოლოდ კრიალოსნით ხელში შუბებისა და ხმლების
შუაგულში შედის მორჩილებითაAდა თანაგრძნობით
შეიარაღებული? თუ ის განსაკუთრებული გულადობით არ
გამოირჩევა, ადგილიდან არ დაიძვრება. ამის დასტური115 ის
იქნება, თუ მას ბუდასთვის აღვლენილი ლოცვის დროს ხელი
აუკანკალდება.
268. ისეთი რამ, როგორიცაა მკვდრეთით აღდგომა ან ყველა
ცოცხალი არსების ჯოჯოხეთიდან გამოყვანა, მამაცთაAხვედრია.
ჩვენი დროის ბერები კი ცრუ იდეებით საზრდოობენ და სურთ,
რომ სიმშვიდით აღივსონ. არავინაა ისეთი, ვისაც გზა
ბოლომდე გაევლოს. Uუფრო მეტიც, მეომრებს შორის არიან

115
იმის დასტური, რომ ბერს გულადობა აკლია.
129
ბუდიზმს ამოფარებული ლაჩრები. ეს დასანანია. ახალგაზრდა
სამურაისთვის ბუდიზმის შესწავლა დიდი შეცდომაა. საქმე
ისაა, რომ ამის შემდეგ მას შესაძლოა გაორება დაეწყოს. თუ
ადამიანი ერთი მიმართულებით არ ვითარდება, ვერაფერს
მიაღწევს. საქმისგან განრიდებული მოხუცისთვის ბუდიზმის
შესწავლა საშური საქმეა. Mთუ მეომარი შეძლებს ოცდაოთხი
საათის განმავლობაში იყოს ერთგული და ამავე დროს მამაცი
და თანაგრძნობით აღსავსე, ის აუცილებლად სამურაი გახდება.
269. დილისა და საღამოს ლოცვებში, ასევე მთელი დღის
განმავლობაში, მან თავისი ბატონის სახელი უნდა იმეოროს.
მისთვის ეს ბუდას სახელისა და წმინდა სიტყვების
წარმოთქმის ტოლფასია. Uუფრო მეტიც, ის თავისი ოჯახის
მფარველი ღმერთებისგანაც წყალობას მიიღებს. ეს იმაზეა
დამოკიდებული, რამდენად იღბლიანია ადამიანი. თანაგრძნობა
ის დედაა, რომელიც მის ბედს კვებავს. როგორც წარსულის, ისე
თანამედროვე უმოწყალო მეომრების დაღუპვა, რომლებსაც
მხოლოდ სიმამაცე გააჩნდათ, ამის კარგი მაგალითია.
270. ერთხელ ბატონ ნებეშიმე ნაოჰიროს ერთმა მსახურმა თქვა:
“აქ არ არის ისეთი კაცი, რომელსაც ბატონი შეიძლება ენდოს.
Mმიუხედავად იმისა, რომ რომ მე დიდად გამოსადეგი ადამიანი
არა ვარ, ერთადერთი ვარ, ვინც შენი გულისთვის სიცოცხლეს
არ დაიშურებს.” ამ სიტყვების გაგონებაზე ბატონი ნაოშირო
გაცეცხლდა და თქვა: “ჩემს მსახურებს შორის განა მოიძებნება
130
სინანულით მცხოვრები ადამიანი! როგორი ამპარტავნული
სიტყვებია!” დამსწრეებს მსახური ოთახიდან რომ არ გაეყვანათ,
ბატონი ნაოხირო მას უსათუოდ დაარტყამდა.
271. ერთხელ, როდესაც ჩინას ოჯახის დამაარსებელი ბატონი
ტანესადა ზღვით კუნძულ სიკოკუზე მიცურავდა, ძლიერი ქარი
ამოვარდა და მისი ნავი დაზიანდა. ნავი აბალონების 116 გუნდმა
გადაარჩინა. ისინი მუშტად შეიკრნენ და ნავის ამომტვრეული
ადგილი დაფარეს. მას შემდეგ ჩინას ოჯახის არც ერთი
წარმომადგენელი და არც მათი მსახური აბალონებს არ ჭამს.
თუ ვინმე შემთხვევით შეჭამს აბალონს, მისი სხეული მყის
ყურისებური ფუფხით დაიფარება.
272. არიმას ციხესიმაგრის დაცემისას, ოცდამერვე დღეს, შიდა
ციტადელის კაშხალთან ახლოს, მინდორში მიცუსე გენდერი
იჯდა. როდესაც მას ნაკანო შინტოხიმ ჩაუარა და ჰკითხა იქ
ჯდომის მიზეზი, მიცუსემ უპასუხა: “მუცელი მტკივა და ერთი
ნაბიჯის გადადგმაც არ შემიძლია. ჩემი რაზმის წევრები წინ
გავუშვი და, თუ შეიძლება, შენ ჩაიბარე სარდლობა.” Eეს ამბავი
გარეშე დამკვირვებლის მიერ ლაჩრობად ჩაითვალა და მიცუსეს
სეპუკუს გაკეთება უბრძანეს.

116
ადამიანის ყურის ფორმის მოლუსკი
131
273. ძველ დროს მუცლის ტკივილს “ლაჩრების ბალახს”
უწოდებდნენ, რადგან ის უცებ წამოუვლიდა ადამიანს და
მოძრაობის უნარს წაართმევდა.
274. ბატონი ნაბეშიმა ნაოჰიროს სიკვდილის დროს, ბატონმა
მიცუშიგემ ნაოხიროს მსახურებს სეპუკუს გაკეთება აუკრძალა.
მისი შიკრიკი მივიდა ნაოხირეს სახლში და მსახურებს ეს
ამბავი შეატყობინა, მაგრამ მსახურები ამას არ დაეთანხმნენ.
Yყველაზე დაბალ სკამზე მჯდომმა იშიმარუ უნემემ
(მოგვიანებით სეიზაემონად წოდებულმა) თქვა: “მე, როგორც
ყველაზე ახალგაზრდამ, ხმა არ უნდა ამოვიღო, მაგრამ ვთვლი,
რომ ის, რასაც ბატონი კაცუშიგე ითხოვს, სამართლიანია.
როგორც ადამიანს, ვინც ბავშვობიდან ბატონმა აღზარდა,
მტკიცედ და მთელი გულით გადაწყვეტილი მქონდა სეპუკუს
გაკეთება, მაგრამ მოვისმინე ბატონი კაცუშიგეს ბრძანება, და
რადგან ერთი წამითაც ეჭვი არ მეპარება მის სამართლიანობაში,
სხვებმა რაც არ უნდა ქნათ, მე უარს ვამბობ სეპუკუს
გაკეთებაზე და ბატონის მემკვიდრეს მსახური გავხდები.”
Aმოისმინეს თუ არა მისი ნათქვამი, სხვებმაც მას მიბაძეს.
275. ერთხელ ბატონი მასაიე შიოგის თამაშობდა ბატონ
ჰიდეიოშისთან ერთად. Uმათ უამრავი მსახური (დაიმე)
ადევნებდა თვალყურს. როდესაც თამაში დამთავრდა,
მიუხედავად იმისა, რომ ბატონი მასაიე ფეხზე იდგა, მას
ფეხები დაუბუჟდა და გავლა გაუჭირდა. ის ცოცვით წავიდა,
132
რის დანახვაზეც ყველას სიცილი წასკდა. იმის გამო, რომ
ბატონი ნასაიე დიდი და მსუქანი იყო, მუხლებზე დგომა არ
შეეძლო.Aამ ამბის შემდეგ მან გადაწყვიტა, რომ მისთვის
საჯარო მსახურება შესაფერისი აღარ არის და ამგვარ
მოვალეობებზე უარი განაცხადა.
276. ნაკანო უემონოსუკე ტადააკი მოკლეს ეიროკუს მეექვსე
წლის მერვე თვის მეთორმეტე დღეს, ბატონი გოტოსა და
ბატონი ჰირაის შებრძოლების დროს, კისიმას პროვინციის
კუნძულ კაბასიამზე. როდესაც უემონოსუკე ფრონტის წინა
ხაზზე მიდიოდა, ის ბაღში თავის ვაჟ სიკიბუს (მოგვიანებით
ძინემონად წოდებულს) გადაეხვია” და, მიუხედავად იმისა, რომ
სიკიბუ ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა იყო, უთხრა:
“როდესაც გაიზრდები, სამურაის გზაზე დიდებით იარე!”
277. იამამოტო ძინემონი თავისი ოჯახის პატარა ბავშვებს
ეუბნებოდა: “ვაჟკაცები გაიზარდეთ, რომ თქვენ ბატონს
გამოადგეთ.” ის ამბობდა: “კარგია, როცა ამ სიტყვებს
ბავშვობიდანვე შთააგონებ, სანამ ჯერ კიდევ არ ესმით მისი
მნიშვნელობა.”
278. როდესაც ოგავა ტოშიკიოს კანონიერი ვაჟი სახეი კიოძი
მოზარდობაში გარდაიცვალა, ერთი ახალგაზრდა მსახური
თავქუდმოგლეჯილი ტაძარში შევარდა და სეპუკუ გაიკეთა.

133
279. როდესაც ტაკუ ნაგატო ნო კამი იასუორი გარდაიცვალა,
მაშინ კოლა იატემონმა თქვა, რომ ის ვერასდროს გადაიხდიდა
ბატონის სიკეთეს და სეპუკუ გაიკეთა.

134
თავი VII. ნარუტომი ჰიოგომ თქვა

280. ნარუტომი ჰიოგომ თქვა: ”გამარჯვება მოკავშირეების


დამარცხებაა. მათი დამარცხება კი შენი დამარცხებაა. საკუთარ
თავზე გამარჯვების მოპოვება კი საკუთარი სხეულის დაძლევას
ნიშნავს.”
„ეს იმას ჰგავს, როდესაც ადამიანი ათას მოკავშირესთან ერთად
იბრძვის, მაგრამ არც ერთი მას არ ემორჩილება. წინდაწინვე
თუ არ გაიწვრთნი გონებასა და სხეულს, მტერს ვერ
დაამარცხებ.” შიმაბარას აჯანყების დროს, შუგიო ეჩიზენ ნო კამი
ტანენაო ბრძოლაში ჰაკამასა117 და ჰაორიში 118 ჩაცმული ჩაება,
მიუხედავად იმისა, რომ მისი აბჯარი ბანაკში იყო დატოვებული.
ამბობენ, რომ ის ბრძოლაში ამ ტანსაცმლით შემოსილი
დაიღუპა.119

117
ფართო, ტრაპეციის ფორმის შარვალი.
118
კიმონოზე ზემოდან მოსაცმელი.
119
ეს პარაგრაფი აღწერს ბრძოლაში გამარჯვებას, როგორც საკუთარი თავის
დამარცხების პროცესს. მოკავშირეებში ამ შემთხვევაში იგულისხმება როგორც
მეომრის სხეული, ასევე, ადამიანებიც. სხეულის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ
გამარჯვების მოსაპოვებლად საკუთარი სხეული უნდა დაამარცხო - ანუ,
განთავისუფლდე ტკივილის და სიკვდილის შიშისაგან. ადამიანების შემთხვევაში ეს
ნიშნავს, რომ მოკავშირეები უნდა დაიმორჩილო და იმოქმედოთ, როგორც ერთმა.
ორივე შემთხვევაში გამარჯვების დიდი შანსია. იმის საბუთად, რომ ამ პარაგრაფში არ
არის ლაპარაკი ყველა შემთხვევაში მტრის დამარცხებაზე, შუგიო ეჩიზენის ამბავია
135
281. შიმაბარას ციხე-სიმაგრის შეტევისას, ტაზაკი გეკის
ბრწყინვალე და დიდებული აღჭურვილობა ემოსა. Bბატონ
კაცუშიგეს ეს არ მოეწონა და ამის შემდეგ, როგორც კი
დაინახავდა რაიმე თვალისმომჭრელად მბრწყინავს ამბობდა
ხოლმე: “ეს ზუსტად გეკის აბჯარივითაა.”
282. ამ ამბიდან შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ იარაღი,
რომელიც ზედმეტად თვალში საცემია, ტოვებს პატრონის
სისუსტისა და უღონობის შთაბეჭდილებას. მათი მეშვეობით
პატრონის გულის შესახებ შეიძლება დასკვნის გაკეთება.
283. ნაბეშიმა რომ დაბრძენდა, მაშინ მოკვდა ნო კამი ტადანაო.
Mმისი ნეშტი მთაAკოიაზე დაკრძალა მისმა მსახურმა ეძოე
კინბეიმ. შემდეგ ის განდეგილად დაეყუდა, გამოაქანდაკა
თავისი ბატონი და შექმნა საკუთარი ქანდაკება, რომელსაც
ბატონის წინაშე თავი დაეხარა. ტადანაოს სიკვდილის
წლისთავზე ის სახლში დაბრუნდა და ციუფუკუ120 გაიკეთა.
შემდგომ ქანდაკება მთა კოიადან ჩამოიტანეს და კოდენჯიში
დადგეს.

მოთხრობილი, სადაც ის ამარცხებს საკუთარ სხეულს (აბჯრის არქონის მიუხედავად


იბრძვის), მაგრამ კლავენ. სამურაის გზის მიხედვით ის გამარჯვებულია, იმიტომ,
რომ საკუთარ მოკავშირეზე (სხეულზე) გაიმარჯვა და აიძულა ის უაბჯროდ
ჩაბმულიყო ბრძოლაში.
120
ციუფუკუ - ნებაყოფლობითი თვითმკვლელობა (რიტუალი, რომელიც სრულდება
მუცლის თვითგაფატვრით) მასწავლებლის სიკვდილის შემთხვევაში.
136
284. ბატონ მიცუშიგეს დროს იყო ერთი ფეხოსანი ჯარისკაცი,
რომელსაც ოისი კოსუკე ერქვა. ის თავის ბატონს გვერდიდან
არ შორდებოდა. ყოველთვის, როდესაც მიცუშიგე ედოში თავის
ერთ-ერთ რეზიდენციას სტუმრობდა, კოსიკე საძინებელ
ოთახებს ყარაულობდა და თუ გადაწყვეტდა, რომ რომელიღაც
ადგილი არ იყო უსაფრთხო, იქ ჩალის ლეიბს აგებდა და
მთელი ღამე ფხიზლობდა. წვიმიან ამინდში მას ბამბუკის ქუდი
ეხურა, გასანთლული ქაღალდის ლაბადა ეცვა და თავსხმა
წვიმაში გუშაგად იდგა. Aამბობენ, რომ სიცოცხლის ბოლომდე
მას ერთი ღამეც კი არ მოუდუნებია ყურადღება.
285. როდესაც ოიში კოსუკე უჩიტონინი გახდა, ვიღაც უცნობი
გვიანი ღამით ქალბატონების საძინებელ ოთახებში შეიპარა.
Dდიდი მღელვარება დაიწყო და ყველა მხრიდან სხვადასხვა
რანგისა და წოდების კაცები და ქალები გამორბოდნენ.
Mმხოლოდ კოსუკე არ ჩანდა. სანამ უფროსი მოსამსახურეები
გარემოს ჩხრეკდნენ, კოსუკემ ხმალი ამოაგო ქარქაშიდან და
მშვიდად იცდიდა თავისი ბატონის საძინებელი ოთახის
გვერდით. რადგან საშინელი არეულობა სუფევდა, მას თავისი
ბატონის დარდი ჰქონდა და მისი დაცვა გადაწყვიტა.
Aამიტომაც ის ყველასგან განსხვავდებოდა.
შემოპარული მამაკაცი ნარუტობი კაჩამეი გახლდათ. ის და
მისი თანამზრახველი ხამადა იჩიზაემონი მრუშობისთვის
სიკვდილით დასაჯეს.
137
286. ერთხელ ბატონი კაცუშიგე ნიშიმაში ნადირობისას რაღაც
მიზეზის გამო გაბრაზდა. Mმან ხმალი ჯერ ობიდან ამოაძრო,
შემდეგ ქარქაშიდან ამოაგო და სოეძიმა ძენოძოს ცემა ხმლით
დაუწყო, მაგრამ ხელი აუცდა და ხმალი თხრილში ჩაუვარდა.
ძენოძე მყის ჩაგორდა თხრილში და ხმალი აიღო, სამხრეში
დაიმაგრა, უფსკრული ცოცვით აიარა და თავის ბატონს ხმალი
მიართვა. ეს შეუდარებელი საზრიანობის მაგალითია 121.
287. ერთხელ, როდესაც ოსტატი სანე უკუო მდინარე ტაკაოზე
გადადიოდა, ხიდს აკეთებდნენ და ერთი ბოძი ვერაფრით ვერ
ამოეწიათ. Oოსტატი უკუო ცხენიდან ჩახტა, ბოძს მყარად
ჩაავლო ხელი, ომახიანად შესძახა და მისი ამოწევა დაიწყო.
უეცრად საშინელი ხმაური გაისმა და უკუომ ბოძი თავის
სიმაღლემდე ამოსწია, თუმცა ამაზე მეტად ვეღარ დაძრა და
ბოძი ისევ მიწაში ჩაცურდა. სახლში რომ დაბრუნდა, შეუძლოდ
შეიქმნა და უეცრად გარდაიცვალა.
288. როდესაც დაკრძალვისას ძობარუს ტაძრისკენ მიმავალმა
პროცესიამ მდინარე ტაკაოს ხიდზე გადაიარა, მიცვალებული
კუბოდან ამოვარდა და მდინარეში ჩავარდა. თექვსმეტი წლის
მორჩილმა სუფუკუძიდან იმ წამსვე მდინარეში ისკუპა და
მკვდარ სხეულს ჩაეჭიდა. ხალხი მდინარისკენ გაიქცა და გვამი

121
ეს „საზრიანობა“ გასაგები ხდება მე-14 პარაგრაფის გათვალისწინებით: სამურაის
მოვალეობაა ბატონს თანხმობით და არა შეწინაამღდეგებით მიანიშნოს და უჩვენოს
მისი საქციელის არასწორობა და უსამართლობა.
138
ამოიტანეს. Uუფროს ბერზე ამან ისეთი შთაბეჭდილება
მოახდინა, რომ სხვა მორჩილებს უბრძანა, ამ ახალგაზრდას
დამორჩილებოდნენ. Aამბობენ, რომ ეს მორჩილი შემდგომში
გამოჩენილი ბერი გახდა.
289. როდესაც იამამოტო კიჩიზაემონი ხუთი წლის იყო, მამამ
მას ძაღლის მოკვლა უბრძანა, თხუთმეტი წლის ასაკში კი მას
დამნაშავის სიკვდილით დასჯა დაევალა. თოთხმეტი და
თხუთმეტი წლის ასაკში ყველას ევალებოდა ადამიანისთვის
თავის მოკვეთა. როდესაც ბატონი კაცუშიგე ახალგაზრდა იყო,
მას ბატონმა ნაოშიგემ უბრძანა ადამიანების ხმლით
მოკვდინებაში ევარჯიშა. Aამბობენ, რომ იმ დროს მას ათი
ადამიანისთვის შეეძლო ერთიმეორის მიყოლებით ხმლით თავის
მოკვეთა.
290. დიდი ხნის წინ მაღალი ფენის წარმომადგენლებიც
მისდევდნენ ამ პრაქტიკას, მაგრამ დღეს დაბალი კლასის
ადამიანებიც122 კი ვერ ახორციელებენ სიკვდილით დასჯას, რაც
დიდი დაუდევრობაა. იმის თქმა, რომ ამის გარეშეც შეიძლება
ცხოვრება, ან არავითარი დამსახურება არ არის დამნაშავე
ადამიანის მოკვლა, ან რომ ეს დანაშაულია და რეპუტაციის
შელახვა – უბრალოდ თავის მართლებაა. მოკლედ რომ ვთქვათ,
განა არ შეიძლება ვიფიქროთ, რომ ადამიანის სამხედრო
122 მაღალი კლასის ადმიანებში დიდგვაროვნები იგულისხმება, დაბალ კლასში -
სოციალური ფენა, რომელსაც სამურაების უმრავლესობა ეკუთვნობა.

139
ძლიერება შესუსტდა და მას მხოლოდ ფრჩხილების გალამაზება
და თავის მოვლა აინტერესებს?
291. თუ იმ ადამიანის სულს ჩაუღრმავდები, რომელიც
მკვლელობას თავს არიდებს, მიხვდები, რომ ის თავს ჭკვიანად
წარმოაჩენს, რათა თავისი შიში დაფაროს და თავი იმართლოს.
ნაოშიგე კი ამის შესრულებას ბრძანებდა, რადგან ეს
აუცილებელია.
292. გასულ წელს სიკვდილით დასჯის ადგილას წავედი
კასეში, თავის მოკვეთაში რომ მომესინჯა ხელი და აღმოვაჩინე,
რომ ამ დროს საოცრად კარგი გრძნობა გეუფლება. იმის ფიქრი,
რომ ეს საშიშია, ნამდვილი სილაჩრეა.
293. ბატონ მიცუშიგეს პაჟებს შორის იყო ერთი მსახური,
რომელსაც ტომოდა შოზაემონი ერქვა. ის საკმაოდ
აღვირახსნილი ყმაწვილი გახლდათ; მას თეატრის მსახიობი,
სახელად ტამონ შოზაემონი შეუყვარდა და ამის გამო სახელიც
და ვარცხნილობაც იმ მსახიობის მსგავსად შეიცვალა. მთლიანად
მიუძღვნა რა თავი ამ საქმეს, რაც ჰქონდა ყველაფერი გაფლანგა
და ტანსაცმელიც და შემოსავალიც დაკარგა. როდესაც ყველა
საშუალება ამოწურა, მავატარი როკუბეის ხმალი მოიპარა და
შუბოსანს სთხოვა ლომბარდში ჩაებარებინა.
შუბოსანმა ეს თქვა და გამოძიების შემდეგ მასაც და
შოზაემონსაც სიკვდილი მიუსაჯეს. ამ საქმეს იამამოტო
გოროზაემონი იძიებდა. როდესაც გადაწყვეტილებას
140
კითხულობდა, მან ხმამაღლა გამოაცხადა: “ადამიანი, რომელიც
ადანაშაულებს განსასჯელს, ესა და ეს შუბოსანია.”
მიცუშიგემ სასწრაფოდ უპასუხა: “სიკვდილით დასაჯეთ.”
როდესაც შოზაემონისთვის განაჩენის გამოტანის დრო დადგა,
გოროზაემონი მივიდა მასთან და თქვა: “ახლა ვეღარაფერი
გიხსნის. სიკვდილისთვის მოემზადე.”
შოზაემონმა თავი ხელში აიყვანა და თქვა: “კეთილი. მე გავიგე
შენ რაც მითხარი და ამ სიტყვებისთვის მადლიერი ვარ.”
ვიღაცის ხრიკის წყალობით, იმ დროს, როდესაც შოზაემონს
კაისაკუს 123 აცნობდნენ, ფეხოსანმა ჯარისკაცმა ნაოზუკა
როკუუემონმა კაისაკუს თავი მოჰკვეთა: სასჯელის ადგილას რომ
მივიდა, შოზაემონი საოცარი სიმშვიდით მიესალმა კაისაკუს,
რომელიც მის უკან იდგა. მაგრამ როდესაც მან დაინახა, რომ
ნაოზუკამ ხმალი იშიშვლა, წამოხტა და თქვა: “შენ ვინ ხარ? მე
შენ არასდროს მოგცემ ჩემი თავის მოკვეთის უფლებას!” ამის
შემდეგ მან სიმშვიდე დაკარგა და საშინელი სიმხდალე
გამოავლინა. ბოლოს ის მიწაზე დააწვინეს, გაკოჭეს და ისე
მოჰკვეთეს თავი124.

123 კაისაკუ - პიროვნება, რომელიც იძულებითი სეპუკუს დროს დასჯილის ზურგს


უკან დგას და დასჯილის მიერ მუცლის გასერვის შემდეგ თავს ჰკვეთს მას.
124 როგორც ჩანს, ფეხოსანი ჯარისკაცი ჩუმად შეუთანხმდა სიკვდილით დასჯის
აღმსულებლებს, რომ ის მოჰკვეთდა თავს განსასჯელს, და არა დანიშნული კაისაკუ.
შოზაემონი მიხვდა ამას და არ მოიდომა ვინმეს თავის მოკვეთის სავარჯიშო
გამხდარიყო. ამიტომ დააკარგა თავშეკავება.
141
გორაზაემონმა მოგვიანებით საიდუმლოდ თქვა: “რომ არ
მოეტყუებინათ, შესაძლოა სიკვდილს ღირსეულად
შეხვედროდა.”
294. ნოდა კიზაემონმა კაისაკუს ფუნქციის შესახებ თქვა:
“როდესაც ადამიანი თავისი სიკვდილის ადგილას მივა, მას
გონება ებინდება და ხოხვას იწყებს. ამიტომ, კაისაკუს დრო
რომ დადგება, შეიძლება ყველაფერი გაფუჭდეს. ასეთ დროს
ჯერ ცოტა მოიცადე, მოიკრიბე ძალა და შემდეგ, თუ მყარად
დგახარ ფეხზე, შეიძლება კარგად შეასრულო მოვალეობა.”
295. ბატონი კაცუშიგას დროს ისეთი მსახურები იყვნენ,
რომელთაც, რანგის მიუხედავად, ახალგაზრდობიდან
ევალებოდათ მსახურება. როდესაც შიბა კიზაემონი ასრულებდა
თავის მოვალეობას, მისი ოსტატი ფრჩხილებს იჭრიდა და
უთხრა მას: “გადაყარე ეს.” Kკიზაემონმა ფრჩხილები ხელში
დაიჭირა, მაგრამ ფეხზე არ წამოდგა, მაშინ ოსტატმა ჰკითხა:
“რა მოგივიდა?” კიზაემონმა უპასუხა: “ერთი აკლია.” Oოსტატმა
თქვა: ”აი ისიც.” Dდა გაუწოდა ფრჩხილი, რომელიც დამალული
ჰქონდა.
296. სავაბე ჰეიზაემონს ტენას მეორე წლის მეთერთმეტე თვის
მეთერთმეტე დღეს სეპუკუს გაკეთება უბრძანეს. Eამის შესახებ
მან მეათე დღის საღამოს შეიტყო. მან იამამოტო გონოჯოს
(ცუნეტომოს) სთხოვა კაისაკუ ყოფილიყო. Aაი იამამოტოს
პასუხის ასლი. (იმ დროს ცუნეტომო ოცდაოთხი წლის იყო):
142
„მე ვიზიარებ თქვენს გადაწყვეტილებას და თანახმა ვარ ვიყო
თქვენი კაისაკუ. ვგრძნობ, რომ უკეთესი იქნებოდა უარი
მეთქვა, მაგრამ რადგან ეს ხვალ უნდა მოხდეს, უარის თქმის
მიზეზის გამოსაძებნი დრო აღარ არის და მე გთანხმდებით. ის
ფაქტი, რომ თქვენ ამდენი ხალხიდან მე ამირჩიეთ, ჩემთვის
დიდი პატივია. ნუ იდარდებთ იმაზე, რაც უნდა მოხდეს.
მიუხედავად იმისა, რომ ახლა გვიანი ღამეა, მე მაინც მოვალ,
რომ დეტალებზე შევთანხმდეთ.
როდესაც ჰაეზაემონმა ეს პასუხი წაიკითხა, მან აღნიშნა: “ეს
წერილი შეუდარებლად არის დაწერილი და მისი ბადალი არ
მოიძებნება.”
297. სამურაისთვის კაისაკუს ფუნქციის შესრულება Uუხსოვარი
დროიდან ცუდ ნიშნად ითვლებოდა. Aამის მიზეზი კი ის
გახლდათ, რომ როგორ კარგადაც არ უნდა შესრულებულიყო
მისია, ეს სამურაის დიდებას არ მოუტანდა, ხოლო
გაუგებრობის გამო შეცდომა რომ დაეშვა, სამუდამოდ თავი
მოეჭრებოდა.
298. ერთხელ, როდესაც ტანაკა იაჰეი ედოში იყო საქმეზე,
ერთი მისი მსახური თავხედურად მოიქცა და ტანაკამ ის
სასტიკად გალანძღა. იმავე ღამეს, მოგვიანებით იაჰეიმ კიბეზე
ფეხის ხმა გაიგონა. ეს საეჭვოდ ეჩვენა და ფეხზე წამოხტა.
მანMმოკლე ხმალი აიღო და იკითხა, ვინ იყო. აღმოჩნდა, რომე
ეს ის მსახური იყო, რომელიც მან გალანძღა, მასაც ხელში
143
მოკლე სატევარი ეპყრა. იაჰეი ჩახტა და ხმლის ერთი
დარტყმით მსახური სიცოცხლეს გამოასალმა. Mმერე ბევრმა
ადამიანმა თქვა, რომ იაჰეის იღბალი sწყალობდა.
299. ოსტატი ტოკუჰისა სხვებისგან იმით განსხვავდებოდა, რომ
გონებასუსტის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ერთხელ სტუმრად
მოიწვიეს და შლამის თევზისგან დამზადებული სალათა
მიართვეს. მაშინ ყველამ ამ კერძს “ტოკუჰისას შლამის თევზის
სალათა” უწოდა და გულიანად იცინეს 125. ერთხელ, როდესაც
ტოკუჰისა მორიგეობდა, ერთმა ადამიანმა გადაწყვიტა დაეცინა
მისთვის და ეს გამოთქმა შეახსენა. ტოკუჰისამ ხმალი იშიშივლა
და კაცი მოკლა. საქმე გამოიძიეს და ბატონ ნაოშიგეს მოახსენეს:
“ამ შემთხვევაში სეპუკუ უნდა ებრძანოს, რადგან მან სასახლეში
ჩაიდინა იმპულსური საქციელი.”
როდესაც ეს ბატონმა ნაოშიგემ მოისმინა, თქვა: “დაგცინონ და
შენ მაინც გაჩუმდე, ეს ნამდვილი სიმხდალეა. სასახლეში რომ
იყო, ეს არაფერს ნიშნავს. ადამიანი, რომელიც სხვებს
დასცინის, ნამდვილი სულელია. იმ ადამიანმა თავად
დაიმსახურა სიკვდილი.”
300. ერთხელ ნაკანო მოკუნოსუკე პატარა გემში ჩაჯდა და
მდინარე სუმიდას სიგრილით დატკბობა მოინდომა. Aამ დროს
გემზე ნაძირალა ავიდა და ბევრი უღირსი საქციელი ჩაიდინა.
125 როგორც ჩანს, არ იყო მიღებული ამ თევზის ჭამა, ან სტუმრის გამასპინძლება ამ
კერძით.

144
როდესაც მოკუნოსუკემ დაინახა, რომ ნაძირალა გემბანიდან
აპირებდა ჩასვლას, თავი მოჰკვეთაAმას. მოკვეთილი თავი
წყალში ჩავარდა. Gგემბანზე მყოფ მგზავრებს რომ არ შეემჩნიათ,
მან გვამს ნივთები მიაფარა და გემის კაპიტანს უთხრა: “ამის
შესახებ არავინ არ უნდა გაიგოს. Gგაცურე მდინარის სათავისკენ
და სხეული იქ დამარხე. Aამ საქმისთვის კარგად გადაგიხდი“.
კაპიტანი ისე მოიქცა, როგორც მოკუნოსუკემ უთხრა.
ლაგუნაში, სადაც სხეული დამარხეს, მოკუნოსუკემ თავი
მოჰკვეთაAგემის კაპიტანს და მყის უკან დაბრუნდა. Aამბობენ,
რომ ამ ფაქტის შესახებ ვერავინ გაიგო. Aამ დროს გემზე
ახალგაზრდა ჰომოსექსუალი მეძავი მგზავრობდა. მეკუნოსუკემ
თქვა: “ეს ადამიანიც კაცი იყო. სხეულის
გაკვეთაAახალგაზრდობიდან უნდა ისწავლო.” ჰომოსექსუალმა
გვამი ერთხელ გაკვეთა. სწორედ ამის გამო ამ კაცმა ამის
შესახებ აღარაფერი თქვა126.
301. ამბობენ, რომ ყოველთვის, როდესაც ოკუ ჰუობუს ჯგუფი
იკრიბებოდა და საქმეს დაასრულებდა, ის იტყოდა ხოლმე:
“ახალგაზრდებმა თავდაუზოგავად უნდა აღზარდონ საკუთარ
თავში მტკიცე ნება და გულადობა. Eეს იმ შემთხვევაში
განხორციელდება, თუ ადამიანს მამაცი გული აქვს. თუ კაცს

126
როგორც ჩანს, მეკუნოსუკემ მეძავს გემის კაპიტნის სხეული გააჭრევინა, რომ
დანაშაულში თანამონაწილეობის შეგრძნება გაეჩინა მისთვის. რატომ არ მოკლა
მეძავიც - შეიძლება მხოლოდ ვარაუდები გამოთქვა.
145
ხმალი გაუტყდება, მას ხელებით შეუძლია ბრძოლა; თუ
ხელებს მოჰკვეთენ მტერი მიწაზე მხრებით უნდა დააწვინოს;
თუ მხრებს მოჰკვეთენ, ათ ან თხუთმეტ კაცს კბილებით ყელი
უნდა გამოღადროს. სწორედ ეს არის სიმამაცე.
302. შიდა კიჩინოსუკემ თქვა: “ძალინ ძნელია გულის
ამოვარდნამდე სირბილი. Mმაგრამ როგორი არაჩევეულებრივია
სირბილის მერე ფეხზე მშვიდად დგომა. Dდაჯდომა უკეთესია,
დაწოლას კი არაფერი შეედრება. Aადამიანის ცხოვრება ამგვარი
უნდა იყოს. მთელი შენი ძალი და ღონე უნდა გაიღო, ვიდრე
ახალგაზრდა ხარ, მერე კი დაიძინო, როდესაც მოხუცდები ან
სიკვდილის ჟამი მოგიახლოვდება. Mმაგრამ ჯერ ძილი და
შემდეგ დაქანცვა, მთელი ძალების ბოლომდე ამოწურვა და
სიცოცხლის მძიმე შრომაში გალევა ძალიან დასანანია. ეს ამბავი
შიმომურა როკურუემონმა გვიამბო.
303. კიტინოსუკეს მსგავსი გამონაქვამი ასე ჟღერს. “ადამიანმა
თავისი სოცოცხლის მანძილზე რაც შეიძლება მეტი მძიმე
ჭაპანი უნდა გაწიოს.”
304. როდესაც უენო რიჰეი ედოს მოანგარიშეების
ზედამხედველი იყო, მას ახალგაზრდა თანაშემწე ჰყავდა,
რომელთანაც ძალიან ახლო ურთიერთობაOჰქონდა. მერვე თვის
პირველ ღამეს მან ფეხოსანი ჯარისკაცების ზედამხედველ
ჰაშიმოტო ტაემონთან ერთად დალია და უგონოდ დათვრა.
შემდეგ თავისი თანაშემწე სახლში გააცილა და გზაში
146
სისულელეებს ელაპარაკებოდა. სახლს რომ მიუახლოვდნენ,
რიჰეიმ თქვა, რომ თანაშემწის მოკვლას აპირებდა. თანაშემწემ
მას ქარქაში გამოსტაცა. შემდეგ ისინი შეიბნენ და თხრილში
ჩაცვივდნენ. თანაშემწე რიჰეის ზემოდან მოექცა. Aამ დროს
მოვარდა რიჰეის მსახური და იკითხა: “ოსტატი რიჰეი ზემოდან
არის თუ ქვემოდან?”
რიჰეიმ უპასუხა: “მე ქვემოთ ვარ!” მაშინ მსახურმა თანაშემწეს
მახვილი ჩასცა. ჭრილობა მსუბუქი აღმოჩნდა და თანაშემწე
გაიქცა.
როდესაც ამ საქმის გამოძიება დაიწყო, რიჰეი ნაეკიუმას ციხეში
ჩასვეს და თავის მოკვეთაA მიუსაჯეს. როდესაც მას ედოში
თანამდებობა ეკავა და ვაჭრების უბანში ქირაობდა სახლს, მას
მსახური დაუპირისპირდა, რომელსაც თავი მოჰკვეთა.Aმაშინ
რიჰეი კარგად მოიქცა და ყველამ თქვა, რომ ეს კაცური
საქციელი იყო. Aახლა კი მისი საქციელი უგვანი იყო და ამის
გაკეთება არ შეიძლებოდა.
თუ კარგად დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ მთვრალ
მდგომარეობაში ხმალზე ხელის ტაცება არა მარტო უგუნურება,
არამედ სიმხდალეცაა. რიჰეის მსახური ტაკუდან იყო, თუმცა
მისი სახელი არავის ახსოვს. Mმიუხედავად იმისა, რომ დაბალი
ფენიდან იყო, ის მამაცი ადამიანი გახლდათ. ამბობენ, რომ
გამოძიების მსვლელობისას ტაემონმა თავი მოიკლა.

147
305. რეანკეს მეხუთე თავის მეთორმეტე ქვეთავში შემდეგი
ამბავია მოთხრობილი: უიძენის პროვინციაში ცხოვრობდა
ადამიანი, სახელად ტაკე, რომელიც ჩუტყვავილით იყო ავად
და მაინც აპირებდა სიმაბარას ციხე-სიმაგრისთვის ბრძოლაში
მონაწილეობის მიღებას. მშობლები ცდილობდნენ მისთვის
გადაეთქმევინებინათ ამის გაკეთება: “ასეთი მძიმე დაავადებით,
რომც მოახერხო იქ მისვლა, ვის რაში გამოადგები?”
მან მიუგო: “მე სიამოვნებით მოვკვდები თუნდაც გზაში. იმის
მერე, რაც ბატონი ასე გულისხმიერად მექცეოდა, როგორ უნდა
ვუთხრა, რომ ვერ გამოვადგები?” და ბრძოლის ველზე წავიდა.
Mმიუხედავად იმისა, რომ ზამთარი იყო და ძალიან ციოდა, ის
თავის ჯანმრთელობას ყურადღებას არ აქცევდა, არც ბევრი
ტანისამოსი ჩაუცვამს და აბჯარი არც დღისით გაუხდია და
არც ღამით. Mმიუხედავად იმისა, რომ მან სისუფთავე ვერ
დაიცვა, მალე გამოჯანმრთელდა და მოვალეობა პირნათლად
შეასრულა. აღმოჩნდა, მოსალოდნელის საპირისპიროდ, რომ
უსუფთაობა ყოველთვის მიუღებელი არ არის.
როდესაც მასწავლებელმა სუზუკო შოძომ ეს მოისმინა, თქვა:
“განა განწმენდა არ იყო თავისი ბატონისთვის სიცოცხლის
გაწირვა? ის ადამიანი, რომელიც სიმართლისთვის საკუთარ

148
სიცოცხლეს დადებს, ყვავილის127 ღმერთს აღარ უნდა
შეავედრო. მას ზეცის ყველა ღმერთი მხარში ამოუდგება.” 128
306. ბატონმა კაცუშიგემ თქვა: “ეშინია თუ არასიკვდილის
ჰიძენის მკვიდრს, ა არ არის მნიშვნელოვანი. Yყველაზე მეტად
მე ის მადარდებს, რომ ადამიანებს გულთან ახლოს არ მიაქვთ
და სათანადო ყურადღებას არ უთმობენ ქცევის ნორმებსა და
ეტიკეტს. Mმე იმას ვშიშობ, რომ მთელი ჩვენი ოჯახი,
უხუცესები და ნათესავები, მიუხედავად იმისა, რომ პატიოსნები
არიან, ეტიკეტის ზედმიწევნით ზუსტად დაცვას გადაჭარბებად
თვლიან. აქამდე იყვნენ ისეთი ადამიანები, ვინც კარგად
იცნობდა ეტიკეტის ყველა ნორმას და დარღვევის შემთხვევაშიც
ამას ადვილად აგვარებდნენ. Mმე ამაზე იმიტომ ვამახვილებ
ყურადღებას, რომ დღეს ადამიანები უდიერად ეპყრობიან
მსგავს საკითხებს.”
307. გენრუკუს პერიოდში, ისეს პროვინციაში, ცხოვრობდა
დაბალი რანგის სამურაი, სახელად სუზუკი როკუბეი. Mმას
ციება ჰქონდა და გონება დაებინდა. Aამ დროს მამაკაც
მომვლელს სიხარბემ წამოუარა და უკვე აპირებდა სამელნე

127
ავადმყოფობა.
128
აქ ალეგორიული ფორმით მოთხრობილია, რა იგულისხმება სამურაის მიერ
სისუფთავის დაცვაში და რომ ეს მოთხოვნა ყოველთვის პირდაპირი მნიშვნელობით
არ უნდა გავიგოთ. ანუ, არის სისუფთავის დონეები, გრადაციები, და როცა არჩევანია,
ყოველთვის უფრო მაღალი დონის უნდა აირჩიო.
149
ყუთის გახსნას და იქიდან ფულის ამოღებას, როდესაც
ავადმყოფმა ბალიშის ქვემოდან ხმალი გამოაძრო და მსახური
ერთი დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა. Aამის შემდეგ
ავადმყოფი ბალიშზე დაწვა და გარდაიცვალა. Aამ ქმედებიდან
ჩანს, რომ როკუბეი მტკიცე გადაწყვეტილების მქონე ადამიანი
იყო.
ეს ამბავი ედოში მოვისმინე. მოგვიანებით, როდესაც იგივე
პროვინციაში ექიმ ნაგაცუკასთან ვმსახურობდი, რომელიც
წარმოშობით ისედან იყო, ამ ამბის შესახებ ვკითხე. აღმოჩნდა,
რომ მან ეს ამბავი იცოდა და მისი სისწორე დამიდასტურა.

150
თავი VIII. მეცამეტე დღის ღამეს

308. ტეიკიოს მეოთხე წლის მეცხრე თვის მეცამეტე დღეს, ნოს


მსახიობთა ათკაციანი ჯგუფი ნაკაიამა მოსუკეს – ფეხოსანი
ჯარისკაცის - სანაიამოტოში მდებარე სახლიდან მთვარეს
აკვირდებოდა.
ნაოსუკა კანძაემონმა დაბალი ტანადობის გამო დაცინვა
დაუწყო არაკი კიეძაემონს. მას სხვებიც აჰყვნენ. არაკი
გაბრაზდა, ჯერ კანძაემონი მოკლა ხმლით და შემდეგ სხვებსაც
დაერია.
მიუხედავად იმისა, რომ მაცუმოტო როკუძაემონს ცალი ხელი
მოკვეთილი ჰქონდა, ის მაინც ჩავიდა ბაღში, უკნიდან ჩაავლო
ხელი არაკის და უთხრა: “შენნაირებს თავს ერთი ხელითაც
ვაძრობ!” მან არაკის ხმალი წაართვა, ხელი ჰკრა კარის
ზღურბლისკენ და მუხლით მიწაზე დააწვინა, მაგრამ როგორც
კი კისერში ხელი სტაცა, ძალა გამოელია და არაკი მას მოერია.
არაკი სწრაფად წამოხტა ფეხზე და დაიწყო გარშემომყოფთა
დახოცვა, მაგრამ ამჯერად ოსტატმა ჰაიატამ (მოგვიანებით
ჯიროძაემონად ცნობილმა) შუბით შეუტია. ბოლოს, როგორც
იქნა, არაკი რამდენიმე კაცმა დაამარცხა. Aამის შემდეგ არაკის
სეპუკუს გაკეთება უბრძანეს, დანარჩენები კი თავიანთი
უგუნურობის გამო რონინებად აქციეს. თუმცა, მოგვიანებით

151
ჰაიატას აპატიეს. რადგან ცუნეტომოს ზუსტად არ ახსოვს ეს
ამბავი, სჯობს რომ კიდევ გაიკითხოთ.
309. რამდენიმე წლის წინ, კავაკამას მხარეში მდებარე
მონასტერ ჯისოინში სუტრას კითხულობდნენ. ხუთი თუ ექვსი
კაცი კონიამაჩიდან და ტაშიროს მხარიდან წირვაზე წავიდა.
უკან რომ ბრუნდებოდნენ, ბევრი დალიეს. მათ შორის ერთი
კიზუკა კუძაემონის მსახურთაგანი იყო, რომელმაც გარკვეული
მიზეზების გამო არ მიიღო მიპატიჟება და სახლში
დაბნელებამდე დაბრუნდა. დანარჩენები მოგვიანებით ჩხუბში
ჩაებნენ და მოწინააღმდეგეები ამოხოცეს.
კუძაემონის მსახურმა იმავე ღამეს შეიტყო ამის შესახებ და
თავის მეგობრებთან მივიდა. Mმან მომხდარი ამბავი
დაწვრილებით მოისმინა და თქვა: “მე ვფიქრობ, რომ ბოლოს
თქვენ მაინც მოგიხდებათ ჩვენების მიცემა. როდესაც ამას
გააკეთებთ, ძალიან გთხოვთ, თქვით, რომ მეც თქვენთან
ერთად ვიყავი და მონაწილეობა მივიღე ადამიანების ხოცვაში.
რადგან ჩხუბის დროს ყველა ერთნაირად დამნაშავეა, მეც
თქვენთან ერთად სიკვდილს გავიზიარებ. Dეს ჩემი დიდი
სურვილია. Mმიზეზი კი ის არის, რომ ჩემს ბატონს რომც
ავუხსნა, რომ სახლში ადრე დავბრუნდი, არ დამიჯერებს.
კუძაემონი ყოველთვის სასტიკი ადამიანი იყო და მოწმეებმა
რომც გამამართლონ, ის სიმხდალისთვის თავის თვალწინ
მოაკვლევინებს ჩემს თავს. ასეთ შემთხვევაში, მე იმ ადამიანის
152
რეპუტაციით მოვკვდები, რომელიც შემთხვევის ადგილიდან
გაიქცა და ეს ძალიან დასანანი იქნება.
“რადგან მაინც უნდა მოვკვდე, ჯობია იმიტომ მომკლან, რომ
ადამიანები დავხოცე. თუ თქვენ ამაზე არ დამთანხმდებით,
ახლავე თქვენ თვალწინ გავიფატრავ მუცელს.”
მის მეგობრებს სხვა არაფერი დარჩენოდათ და თხოვნა
შეუსრულეს. Mმაგრამ დაკითხვის დროს,Mმიუხედავად იმისა,
რომ ყველამ ის თქვა, რაც წინასწარ მოილაპარაკეს, მაინც
გაირკვა, რომ კუძაემონის მსახური სახლში ადრე დაბრუნდა.
Yყველა, ვინც საქმეს იძიებდა, გაოცდა და აქებდა იმ კაცს. მე
ეს ამბავი მხოლოდ ზოგადად ვიცი და ამიტომ დეტალებს
მოგვიანებით დავაზუსტებ.
310. ერთხელ, როდესაც ნაბეშიმა აკი ნო კამი შიგეტაკე შუა
ჭამაში იყო, მოულოდნელად სტუმარი ეწვია და ლანგარი ისე
დატოვა, რომ ჭამა არ დაუმთავრებია. მოგვიანებით, ერთი
მსახური მიუჯდა მის ლანგარს და შეუდგა შემწვარი თევზის
ჭამას. სწორედ ამ დროს ბატონი აკი დაბრუნდა, მსახური შეცბა
და გაიქცა. Bბატონმა აკიმ მიაძახა მას: “მხოლოდ მდაბალ მონას
შეუძლია სხვისი ნაჭამის ჭამა!” შემდეგ ლანგარს მიუჯდა და
დაამთავრა ის, რაც დარჩენილი იყო. ეს ამბავი ძინემონმა
გვითხრა. Aამბობენ, რომ ეს ის მსახურია, რომელმაც თავისი
ბატონის გამო ცეიფუკუ გაიკეთა.

153
311. იამამოტო ძინემონი ეუბნებოდა თავის მსახურებს:
“წადით, მოიტყუეთ და ითამაშეთ. Kკაცი, რომელიც ას მეტრს
ისე გაივლის, რომ შვიდ ტყუილს არ იტყვის, არაფრად ვარგა.”
Dდიდი ხნის წინ ხალხი ასე იმიტომ ლაპარაკობდა, რომ მათ
აინტერესებდათ ადამიანის დამოკიდებულება სამხედრო საქმის
მიმართ და თვლიდნენ, რომ მამაკაცი, რომელიც სწორად
იქცევა, დიად საქმეებს ვერ ჩაიდენს. ისინი მამაკაცის ცუდ
ქცევასაც არ აქცევდნენ ყურადღებას და ამგვარ ქმედებას
შემდეგი სიტყვებით აბათილებდნენ: “ ისინი კარგ საქმეებსაც
სჩადიან ხოლმე.”129…
საგარა კუომას მსგავსი ადამიანები იმ მსახურებსაც
ამართლებდნენ, ვინც ქურდობდა და მრუშობდა და მათ
სისტემატურად წვრთნიდნენ. საგარა კუომა ამბობდა: “ამგვარი
ადამიანები რომ არ გვყავდეს, საერთოდ არ გვეყოლებოდა
გამოსადეგი ხალხი.”
312. იკუმო ორიბემ თქვა: “თუ მსახური იმაზე იფიქრებს, რა
უნდა გააკეთოს მარტო ამ დღეს, ის ნებისმიერი რამის
გაკეთებას შეძლებს. ადამიანი მხოლოდ ერთი დღის საქმეს
ართმევს თავს. ხვალაც მხოლოდ ერთი დღეEიქნება.”

129
აქ, როგორც ჩანს, ერთმანეთთან დაკავშირებულია დიადი საქმეების ჩადენის
უნარი და წესების დარღვევა: დიადი საქმე, თუ ის მართლაც დიადია, არღვევს
არსებულ წესებს და ახალს ქმნის.
154
313. როდესაც ბატონი ნაბეშიმა ცუნაშიგე ჯერ კიდევ
მემკვიდრე იყო, ის ბუდიზმს აზიარა ძენის მღვდელმა
კუროტაკიამა ჩუნმა. რადგან ის გასხივოსნდა, მღვდელმა
მისთვის ოსტატის ბეჭდის მიცემა გადაწყვიტა. Eეს ამბავი მის
სახლშიც ცნობილი გახდა. Aამ დროს იამამოტო გოროძაემონს
დაევალა მისი მსახურებაც და ზედამხედველობაც. როდესაც მან
ამის შესახებ შეიტყო, მიხვდა, რომ ეს არ იქნებოდა კარგი და
გადაწყვიტა ეთხოვა ჩუნისთვის, ეს არ გაეკეთებინა და მოეკლა
იგი, თუკი არ დათანხმდებოდა. ის ედოში წავიდა, რომ
მღვდელი ენახა. მღვდელს ის პილიგრიმი ეგონა და
ღირსეულად დახვდა.
გოროძაემონმა მას შემდეგი სიტყვებით მიმართა: “საიდუმლო
უნდა გაგანდო. გთხოვ, გაუშვი შენი მსახურები. ამბობენ, რომ
შენ მალე ცუნაშიგეს ბუდიზმის კარგად შესწავლისთვის
ბეჭედს უბოძებ. რადგან შენ ჰიზენიდან ხარ, უნდა იცნობდე
რიუზოჯის და ნაბეშიმას გვარის ადათებს. ჩვენს ქვეყანაში,
სხვებისგან განსხვავებით, ყველა კლასის წარმომადგენელი,
მდაბიო იქნება თუ სხვა, შეხმატკბილებულად ცხოვრობს,
რადგან მემკვიდრეობა თანმიმდევრობით გადადის
მემკვიდრეებზე. ჩვენს გვარში, გვარის უფროსს ბეჭედი
არასდროს მიუღია. შენ რომ ეს გააკეთო, შესაძლოა, ცუნაშიგემ
ჩათვალოს, რომ გასხივოსნებულია და მსახურების სიტყვები
არად ჩააგდოს. დიდი ადამიანიც კი ამის გამო შეიძლება
155
ამაოებაში ჩავარდეს. არავითარ შემთხვევაში არ მისცე მას ეს
ჯილდო. თუ შენ არ დამეთანხმები, გადაწყვეტილება უკვე
მიღებული მაქვს”. ეს მან ძალიან მტკიცედ თქვა.
მღვდელს ფერი ეცვალა და მიუგო: “ჩინებულია. თქვენ
კეთილშობილი განზრახვა გამოძრავებთ და მე ვიტყოდი, რომ
კარგად ხართ ჩახედული თქვენი გვარის საქმეში. თქვენ
ერთგული მსახური ბრძანდებით.” მაგრამ გოროძაემონმა თქვა:
“არა. მე მივხვდი თქვენს ჩანაფიქრს. მე აქ იმიტომ კი არ
მოვსულვარ, რომ მაქოთ. Mმეტი არაფერი მითხრათ, გარდა
ერთისა, ამბობთ თუ არა უარს ბეჭდის გაცემაზე.” ჩუნმა
უპასუხა: “რაც თქვენ თქვით, სამართლიანია. Mმე მას ბეჭდით
არ დავაჯილდოებ.“ გოროძაემონი დარწმუნდა და სახლში
დაბრუნდა. ცუნეტომომ ეს ამბავი გოროძაემონისგან
მოისმინა. 130
314. რვა სამურაი დროის გასატარებლად ერთად წავიდა. Oორი
მათგანი - კომორი ეიჯუნი და ოცუბო ძინემონი ასაკუსაში
კანონის ტაძრის პირდაპირ არსებულ ჩაიხანაში შევიდნენ. იქ
მათ მამაკაც მსახურებთან კამათი მოუვიდათ და გაილახნენ.

130
ეს ისტორია კარგად გადმოსცემს სამურაის მოვალეობას და სამურაის გზაზე
არსებულ პასუხისმგებლობებს: სამურაის ვალია ბატონის აღზრდა და მისგან
ხიფათების არიდება. აღწერილ ამბავში სამურაი იცავს ბატონს ამაოებაში
ჩავარდნისაგან, ბატონის ნების საწინააღმდეგოდ და მისგან უჩუმრად. მსახურება
ნიშნავს აღზრდას, ისე, რომ აღსაზრდელმა ეს არ გაიგოს.
156
ამის შესახებ დანარჩენებმაც შეიტყვეს, როდესაც ნავით
სეირნობდნენ. მუტ როკუემენმა თქვა: “ჩვენ უნდა დავბრუნდეთ
და შური ვიძიოთ.” იოში იეციემონი და ეცოე ჯინბეი
დაეთანხმნენ,
თუმცა სხვებმა გადაათქმევინეს ამის გაკეთება. “თქვენ ამ
საქციელით მთელ გვარს განსაცდელში ჩააგდებთ” – თქვეს მათ
და სახლში დაბრუნდნენ. როდესაც სახლში მივიდნენ,
როკუემონმა კვლავ თქვა: “ჩვენ აუცილებლად შური უნდა
ვიძიოთ!”, მაგრამ დანარჩენებმა გადაარწმუნეს. Mმიუხედავად
იმისა, რომ ეიჯუნიც და ჯიემონიც ხელში და ფეხში მძიმედ
იყვნენ დაჭრილი, მათ ჩაიხანის მსახურები მაინც დახოცეს.
შემდგომში ბატონმა მათ პასუხი მოსთხოვა.
როდესაც ამ ამბის ყველა დეტალი ცნობილი გახდა, ერთმა
ადამიანმა თქვა: “ვინც სხვების თანხმობას ელოდება,
შურისძიებას ვერასდროს მოახერხებს. გადაწყვეტილება იმდენად
მყარი უნდა იყოს, რომ ის მარტოც კი უნდა წავიდეს და,
შესაძლოა, მოკვდეს კიდეც. ადამიანი, რომელიც მგზნებარედ
ლაპარაკობს შურისძიებაზე, მაგრამ არაფერს აკეთებს,
ნამდვილი ფარისეველია. ჭკვიანი ხალხი ცდილობს მხოლოდ
სიტყვების მეშვეობით მოიხვეჭოს დიდება. Mმაგრამ ნამდვილი
ვაჟკაცი ის არის, ვინც არაფერს იტყვის და ჩუმად, მარტო
მიდის შურის საძიებლად და კვდება. Mმიზნის მიღწევა სულაც

157
არ არის აუცილებელი. ვაჟკაცობა იმაშია, რომ მოგკლან.
ამგვარი ადამიანი მიზანს ყოველთვის მიაღწევს.”
315. იჩიუკენი ბატონი ტაკანობუს სამზარეულოს უბრალო
მსახური იყო. უიარაღო ბრძოლის საკითხების თაობაზე მას
რამდენიმე ადამიანთან კამათი მოუვიდა და შვიდი თუ რვა
კაცი მოკლა. ამის შემდეგ მას სეპუკუ მიესაჯა; მაგრამ როდესაც
ბატონმა ტაკანობუმ ამის შესახებ შეიტყო, აპატია და თქვა:
“ჩვენი ქვეყნისთვის ასეთ მძიმე დროში მამაცი ადამიანები
ნამდვილად საჭირონი არიან. Eეს კაცი კი გულადი ჩანს.”
შემდგომში მდინარე იუძისთან გამართულ ბრძოლაში ბატონმა
ტაკანობუმ იჩიუკენიც წაიყვანა. მანMამ ბრძოლაში არნახული
დიდება მოიხვეჭა, წინა რიგებში გაიჭრა და მტერს მუსრი
გაავლო.
თაგაკის ბრძოლაში კი იგი იმდენად ღრმად შეიჭრა
მოწინააღმდეგის რიგებში, რომ ბატონ ტაკანობუს დაენანა ის
და უკან გამოიხმო. ავანგარდი ვერ ეწეოდა იჩიუკენს და
ბატონი ტაკანობუ თვითონ გაიჭრა წინ და აბჯრის სამკლაურში
ხელი სტაცა. იჩიუკენს თავზე Uუამრავი ჭრილობა ჰქონდა,
მაგრამ მან თავზე სუფთაA მწვანე ფოთლები დაიდო, თხელი
პირსახოცით შეიკრა და სისხლდენა შეიჩერა.
316. ციხესიმაგრე ჰარაზე შეტევის პირველ დღეს ცურუტა
იასიციბეი ბატონი მიმასაკას შიკრიკი იყო ოკი ჰიობუსთან.
შეტყობინების მიტანისას მას წელის ქვედა არეში
158
ციხესიმაგრიდან გამოსროლილი ტყვია მოხვდა და სახით
მიწაზე დაემხო. Mთუმცა, წამოდგა და შეტყობინება მიიტანა. Aამ
დროს ის ხელმეორედ დაჭრეს და ცურუტა იაცისიბეი მოკვდა.
Mმისი ცხედარი ტარუკა ციჰიეიმ დანიშნულების ადგილამდე
მიასვენა. როდესაც ციჰიეი ჰიობუს ბანაკში ბრუნდებოდა, მასაც
ესროლეს და ისიც მოკვდა.
317. დენკო დაბა თაკუში დაიბადა. Mმისი ოჯახის წევრები
იყვნენ უფროსი ძმა ჯირობეი, დედა და უმცროსი ძმა. Mმეცხრე
თვე იქნებოდა, როდესაც დენკოს დედამ ჯირობეის ვაჟის
წირვაზე წაყვანა გადაწყვიტა. როდესაც სახლში დაბრუნების
დრო დადგა, ბავშვმა, რომელიც ჩალის სანდლებს იცვამდა, მის
გვერდზე მდგომ მამაკაცს შემთხვევით ფეხი დაადგა. Kკაცმა
ბავშვი გაკიცხა და მათ შორის ცხარე კამათი გაიმართა. კაცმა
მოკლე სატევარი იშიშვლა და ბავშვი მოკლა. ჯირობეის დედა
სიმწრისგან დამუნჯდა. გონს რომ მოეგო, იმ კაცს ეცა. მამაკაცმა
ისიც მოკლა. Aამის შემდეგ ის კაცი თავის სახლში წავიდა.
იმ კაცს გოროუემონი ერქვა და ის რენინ ტაკაძიმა მოანის ვაჟი
იყო. Mმისი ძმა ცუზობო მთაში განდეგილად ცხოვრობდა.
ოსტატი მოანა მიმასაკას მრჩეველი იყო და გოროუემონიც
ხელფასს იღებდა.
როდესაც ჯირობეის ოჯახის წევრებისთვის ყველაფერი
ცნობილი გახდა, მისი უმცროსი ძმა გოროუემონთან სახლში
მივიდა. როდესაც აღმოაჩინა, რომ კარები შიგნიდან იყო
159
ჩაკეტილი და კარის გასაღებად არავინ მოდიოდა, მან ხმა
შეიცვალა, თითქოს სტუმარი ყოფილიყოს. როდესაც კარები
გაუღეს, თავისი სახელი წამოიძახა და მტერს ხმლით ეკვეთა.
ორივე მამაკაცი ნაგვის გროვაში ჩავარდა, მაგრამ ბოლოს
ჯირობეის უმცროსმა ძმამ გოროუემონი მოკლა. ამ დროს
ცუზობო შემოვარდა და ჯირობეის უმცროსი ძმა მოკლა.
როგორც კი ამის შესახებ შეიტყო, დენკო ჯირობეისთან მივიდა
და თქვა: “ჩვენი მტრებიდან მხოლოდ ერთია მოკლული, მაშინ
როდესაც ჩვენ სამი ადამიანი დავკარგეთ. Eეს ძალიან
სამწუხაროა. რატომ არ კლავ ცუზობოს?” თუმცა ჯირობეიმ მას
არ დაუჯერა.
დენკომ თავი შერცხვენილად იგრძნო და, მიუხედავად იმისა,
რომ ბუდისტი მღვდელი იყო, გადაწყვიტა დედის, უმცროსი
ძმისა და ძმისშვილის გამო თვითონ შებმოდა მტერს. თუმცა
მან იცოდა, რომ რადგან უბრალო მღვდელი იყო, მას
აუცილებლად დასჯიდა ოსტატი მიმასაკა და ამიტომ დენკომ
ბევრი იღვაწა, სახელი გაითქვა და რიუნძის ტაძრის
წინამძღვრობას მიაღწია. ამის შემდეგ, მან ხმლების ოსტატ
იონოძოს მიაკითხა და სთხოვა მისთვის მოკლე და გრძელი
სატევრები დაემზადებინა. დენკომ ოსტატს საკუთარი თავი
შეგირდად შესთავაზა და სამუშაოში მონაწილეობის ნებართვაც
კი მიიღო.

160
მომდევნო წლის, მეცხრე თვის ოცდამესამე დღეს ის
წასასვლელად მზად იყო. ამ დროს მას შემთხვევით სტუმარი
ეწვია.Dდენკომ სუფრის გაწყობის განკარგულება გასცა, თვითონ
კი, მდაბიოსავით ჩაცმული, უჩუმრად გასხლტა წინამძღვრის
რეზიდენციიდან. ის ტაკუში ჩავიდა და ცუზობო მოიკითხა.
მას შემდეგ, რაც შეიტყო, რომ ცუზობო, ხალხის დიდ ჯგუფთან
ერთად, მთვარის ამოსვლის საყურებლად იყო წასული, იგი
მიხვდა, რომ ბევრს ვერაფერს მოუხერხებდა. მას დროის
დაკარგვა არ უნდოდა და გულის წადილის ასასრულებლად
მოანის მამის მოკვლა გადაწყვიტა. დენკო მოანის სახლში
მივიდა და მის საძინებელში შეიჭრა, გამოაცხადა თავისი
სახელი და ისე ჩასცა ხმალი კაცს, რომ ადგომაც კი არ
დააცალა. როდესაც მეზობლები მოცვივდნენ და ალყა
შემოარტყეს, მან მათ საქმის ვითარება აუხსნა, შემდეგ
მოისროლა ორივე – პატარა და დიდი ხმალიც და სახლში
დაბრუნდა. ამ ამბავმა მის ჩასვლამდე ჩააღწია საგაში და
როდესაც ბრუნდებოდა, გზაზე მრევლის დიდი ჯგუფი შეეგება
და სახლამდე მიაცილა.
ბატონი მიმასაკა წარმოუდგენლად აღშფოთდა, მაგრამ, რადგან
დენკო ნაბეშიმას გვარის ტაძრის წინამძღვარი იყო, ვერაფერს
გააწყობდა. Bბოლოს, ნაბეშიმა ტონერის ქვეშევრდომების
საშუალებით მან კოდენძის წინამძღვარ ტანენს შეუთვალა:
“როდესაც სასულიერო პირი ჩაიდენს მკვლელობას, ის
161
სიკვდილით უნდა დაისაჯოს.” ტანენმა უპასუხა: “სასულიერო
პირს განაჩენი კოდენძის ტაძრის კანონით უნდა გამოვუტანოთ
და ამიტომ, გთხოვთ, ჩვენს საქმეში ნუ ჩაერევით”.
ამან კიდევ უფრო გააცეცხლა ბატონი მიმასაკა. “მაშ, ეს რა
სახის სასჯელი იქნება?”- იკითხა მან. ტანენმა მიუგო:
“მიუხედავად იმისა, რომ თქვენ არ გაქვთ უფლება ამის
შესახებ რაიმე იცოდეთ, იმის გამო, რომ მაიძულებთ
გიპასუხოთ, გეტყვით, რომ ბუდისტური კანონისAთანახმად,
დამნაშავე სასულიერო პირმა მღვდლის სამოსი უნდა გაიხადოს
და გაძევებულ იქნას.” კოდენძის ტაძარში დენკო განმოსეს,
მაგრამ ამ დროს რამდენიმე მისმა მოწაფემ აისხა მოკლე და
გრძელი ხმალი და დიდძალ მრევლთან ერთად მოვიდა მის
დასაცავად და ტოდოროკიმდე მიაცილა. Gგზაზე მათ
მონადირის ტანსაცმელში გამოწყობილი რამდენიმე კაცი
შეხვდა და იკითხეს ტაკუდან ხომ არ მოდიოდნენ. იმ
დროიდან დენკო ციკუძენში ცხოვრობდა. მას ყველა კარგად
ხვდებოდა და სამურაებთანაც მეგობრობდა. ეს ამბავი
ყველასთვის ცნობილი გახდა და მას ყველგან პატივისცემით
ეპყრობოდნენ.
318. ჰორი სანემონმა ის დააშავა, რომ ედოში მდებარე
ნაბეშიმას საწყობიდან ფული მოიპარა და სხვა პროვინციაში
გაიქცა. ის შეიპყრეს და დანაშაული აღიარებინეს. Mგანაჩენი
ასეთი იყო: “რადგან დანაშაული ძალიან მძიმეა, ის წამებით
162
უნდა მოკვდეს.” სასჯელის სისრულეში მოყვანა Nნაკანო
დაიგაკუს დაევალა. დამნაშავე ჯერ შეტრუსეს, შემდეგ კი
ფრჩხილები დააცალეს, დააჭრეს მყესები, აწამეს ბურღით და
სხვა იარაღებით. მთელი ამ ხნის განმავლობაში ის ერთხელაც
არ შემკრთალა და სახის ფერიც კი არ შეცვლია. Bბოლოს მას
ხერხემალი გადაუმტვრიეს, სოიოს წვენში მოხარშეს და ორად
მოკეცეს.
319. ერთხელ, როდესაც ფუკუძი როკურუემონი სასახლეს
ტოვებდა, წარჩინებული ქალბატონის პალანკინმა ჩაუარა
ოსტატი ტაკუს სახლს. კაცი, რომელიც იქ იდგა, ყველა წესის
დაცვით მიესალმა პროცესიას. Mმიუხედავად ამისა,
ალებარდიანმა მსახურმა მას უთხრა: ,,შენ არასაკმარისად
დაბლა დახარე თავი” და ალებარდის ტარი თავში ჩაარტყა.
ადამიანმა თავზე ხელი მოისვა და აღმოაჩინა, რომ სისხლი
სდიოდა. მაშინ ის წამოიმართა და თქვა: “მიუხედავად იმისა,
რომ მე თავაზიანობა გამოვიჩინე, შენ საშინლად მოიქეცი.
ჩათვალე, რომ არ გაგიმართლა.” Aამ სიტყვებით მან ალებარდის
მფლობელი ერთი დარტყმით სიცოცხლეს გამოასალმა.
Pპალანკინი არც გაჩერებულა, ისე განაგრძო სვლა იმ გზით, რა
გზითაც მიდიოდა, მაგრამ როკურუემონმა შემართა შუბი,
დადგა იმ კაცის წინ და თქვა: “შეინახეთ ხმალი. სასახლის
ფარგლებში იკრძალება გაშიშვლებული სატევარით სიარული.”
“რაც აქ მოხდა, იმისი თავიდან აცილება არ შეიძლებოდა. მე
163
ვითარებამ მაიძულა ასე მოვქცეულიყავი. ამის მოწმე თვითონ
იყავით. Mმიუხედავდად იმისა, რომ მე სიხარულით ჩავაგებდი
ხმალს, თქვენი ინტონაცია ამის საშუალებას არ მაძლევს.
სასიამოვნო არ არის, მაგრამ სიხარულით მივიღებ გამოწვევას.”
როკურუემონმა იმწამსვე მოისროლა შუბი და თავაზიანად
უთხრა: “რაც შენ თქვი, სამართლიანია. მე როკურუემონი მქვია.
მე მოწმედ დაგიდგები, რომ შენი საქციელი აღტაცების ღირსი
იყო. უფრო მეტიც, მხარში ამოგიდგები, სიცოცხლის გაწირვაც
რომ მომიხდეს. ახლა კი ჩააგე ხმალი.”
320. “სიამოვნებით” – მიუგო კაცმა და ხმალი ქარქაშში ჩააგო.
შეკითხვაზე თუ საიდან იყო, კაცმა უპასუხა, რომ ის ტაკუ
ნაგატო ნო კამი იასუორის მსახური გახლდათ. როკურუემონი
წაჰყვა მას და საქმის ვითარება ახსნა. იმის გამო, რომ
პალანკინში მყოფი ქალი დიდებულის მეუღლე იყო, ბატონმა
ნაგატომ თავის მსახურს სეპუკუს გაკეთება უბრძანა.
როკურუემონი წინ გამოვიდა და თქვა: “მე ამ კაცს სამურაის
სიტყვა მივეცი და თუ მან სეპუკუ უნდა შეასრულოს, მაშინ მე
პირველი გავიკეთებ სეპუკუს.” ამბობენ, რომ ამის შემდეგ
მოხერხდა ამ საქმის მოგვარება.
321. ბატონმა შიმამ თავის მამას, ბატონ აკის, შიკრიკი
გაუგზავნა და შეატყობინა: “კიოტოს ატაგოს ტაძარში ვაპირებ
მომლოცველად წასვლას.” “რა მიზეზით?“ – იკითხა ბატონმა
აკიმ. შიკრიკმა უპასუხა: “ატაგო მშვილდოსანთაA მფარველია,
164
ბატონ შიმას კი ომში წარმატების მიღწევა უნდა.” Bბატონი აკი
გაბრაზდა და თქვა: “ამაში აზრს ვერ ვხედავ. ნაბეშიმას გვარის
მეწინავენი განა ატაგოს თხოვნით უნდა ეახლონ? ატაგო რომ
განსხეულდეს და მტრის მხარეზე იბრძოლოს, მეწინავე
მებრძოლმა ის ორად უნდა გააპოს.”
322. დოჰაკუ კუროცუჰიბარუში ცხოვრობდა. მის ვაჟს გორობეი
ერქვა. ერთხელ გორობეის ბრინჯის დიდი ტომარა მოჰქონდა.
ამ დროს მას ოსტატ კუმაშირო საკუოს რონინი, სახელად
ივამურა კუნაი, შეხვდა. ძველად მომხდარი ამბის გამო ისინი
ერთმანეთის მიმართ გულში ბოღმას ატარებდნენ. Gგორობეიმ
კუნაის ბრინჯით სავსე ტომარა ჩაარტყა თავში. მათ ჩხუბი
დაიწყეს. გორობეიმ ცემა კუნაი, თხრილში ჩააგდო და სახლში
დაბრუნდა. კუნაი დაემუქრა გორობეის და სახლში წავიდა,
სადაც მან ეს ამბავი თავის უფროს ძმას გენემოს უამბო. ისინი
გორობეისთან შურის საძიებლად წავიდნენ.
სახლს რომ მიუახლოვდნენ, კარები შეღებული დახვდათ. კარის
უკან მათ ხმალშემართული გორობეი ელოდათ. Gგენემონი,
რომელმაც ამის შესახებ არაფერი იცოდა, შევიდა და გორობეიმ
მას ღრმა ჭრილობა მიაყენა. მძიმედ დაჭრილი გენემონი თავის
ხმალს, როგორც ჯოხს, დაეყრდნო და გარეთ ისე გაბარბაცდა.
Kკუნაი კი სახლში შევარდა და კერასთან მჯდარ გორობეის
სიძეს ხმლით ჭრილობა მიაყენა. Mმისი ხმალი ქვაბის საკიდს

165
მოხვდა და ასხლეტით კაცუემონს სახე შუაზე გაუჩეხა.
Dდოჰაკუმ და მისმა ცოლმა კუნაის ხმალი ჩამოართვეს.
კუნაიმ ბოდიში მოიხადა და თქვა: ,,მე ჩემს მიზანს უკვე
მივაღწიე. თუ შეიძლება, დამიბრუნეთ ხმალი და ჩემს ძმას
სახლში წავიყვან. მაგრამ როგორც კი დოჰაკუმ მას ხმალი
დაუბრუნა, კუნაიმ დოჰაკუს ზურგში ჩასცა ხმალი და კისერი
ორად გაუპო. შემდეგ გორობეის კიდევ ერთხელ შეერკინა და
თანასწორ ბრძოლაში მკლავი მოკვეთა.
კუნაიმ, რომელსაც თავადაც ბევრი ჭრილობა ჰქონდა
მიღებული, მხარზე გადაიკიდა თავისი ძმა გენემონი და
სახლში დაბრუნდა. გენემონი გზაში გარდაიცვალა.
გორობეის უამრავი ჭრილობა ჰქონდა. მართალია, მან
სისხლისდენა შეიჩერა, მაგრამ იმის გამო, რომ წყალი დალია,
მაინც გარდაიცვალა.
დოჰაკუს ცოლმა რამდენიმე თითი დაკარგა. Dდოჰაკუს კისრის
ძვალი დაზიანებოდა და თავი ჰქონდა ჩამოკიდებული, თუმცა,
ყელი დაზიანებული არ იყო. Dდოჰაკუმ თავი ხელით დაიჭირა
და ქირურგთან ისე წავიდა.
ქირურგმა შემდეგნაირად უმკურნალა: “მან ჯერ ფიჭვის ფისი
და ზეთი შეაზილა ყბაში და კანაფით დაუმაგრა. შემდეგ, თოკი
გამოაბა დოჰაკუს თავზე და ძელზე მიაბა, ღია ჭრილობა
გაკერა და, რომ არ განძრეულიყო, მისი სხეული ბრინჯში
ჩაფლო.
166
დოჰაკუს არც გონება დაუკარგავს, არც გუნებ-განწყობა
შეცვლია და ჟენშენიც კი არ დაულევია. Aამბობენ, რომ მან
მხოლოდ მესამე დღეს, მას შემდეგ, რაც სისხლი დაკარგა,
ცოტაოდენი სტიმულატორი მიიღო. შემდეგ ძვლები
შეუხორცდა და ის ადვილად გამოჯანმრთელდა.
323. როდესაც ბატონ მიცუშიგეს სომონოსეკიში ყვავილი
შეეყარა, იკუშიმა საკუანმა მას წამალი მისცა. Eბატონ
მიცუშიგეს ყვავილი უმძიმესი ფორმით ჰქონდა და მისი ყველა
ქვეშევრდომი შეწუხებული იყო. Uუეცრად, მას ფუფხები
გაუშავდა. Mმომვლელები სასოწარკვეთას მიეცნენ და ჩუმად
შეატყობინეს საკუანს, რომელიც მყის ეახლა. Mმან თქვა:
“გიხაროდეთ, რომ ფუფხები შუშდება. Mგარწმუნებთ, რომ
ავადმყოფი, ყოველგვარი გართულების გარეშე, მალე
გამოჯანმრთლდება.”
ბატონი მიცუშიგეს გვერდით მყოფმა ქვეშევრდომებმა ეს რომ
მოისმინეს გაიფიქრეს: “საკუანი შეშფოთებული ჩანს. ალბათ,
ავადმყოფი უიმედოა.”
მის მერე საკუანმა საწოლის გარშემო დასაკეცი თეჯირები
განალაგებინა, შევიდა შიგნით და ბატონ მიცუშიგეს წამალი
დაალევინა. პაციენტს სწრაფად მოუშუშდა ფუფხები და
სრულიად გამოჯანმრთელდა. მოგვიანებით საკუანი ვიღაცას
გამოუტყდა: “ბატონს ის წამალი მივეცი და გადავწყვიტე, რომ
რაკი ჩემს თავზე ვიღებდი მის მკურნალობას, თუ ვერ
167
ვუშველიდი, მუცელს გავიფატრავდი და მასთან ერთად
მოვკვდებოდი.”
324. როდესაც ნაკანო ტაკუმი კვდებოდა, მისი მთელი
სახლეული შეიკრიბა. მან თქვა: “თქვენ უნდა გესმოდეთ, რომ
მსახურს სამი სახის გადაწყვეტილების მიღება შეუძლია:
დაემორჩილოს ბატონის ნებას, იცოცხლოს და მოკვდეს.”
325. ერთხელ, როდესაც ციხე-სიმაგრის ციტადელის შიდა
პლატფორმაზე ხალხი შეიკრიბა, ერთმა კაცმა უთხრა უჩიდა
შუემონს: ,,ამბობენ, რომ შენ ხმლის ოსტატი ხარ, მაგრამ შენ
ყოველდღიურ ქცევას თუ დავაკვირდებით, შეიძლება ვთქვათ,
რომ შენი სწავლება საკმაოდ არასრულყოფილია. შენ რომ
კაისაკუს შესრულება გთხოვონ, ადვილად შესაძლებელია
ადამიანს თავის თხემი წააცალო, იმის მაგივრად, რომ კისერი
წააჭრა.”
შუემონმა მიუგო: “ეს ასე არ არის. Kკისერზე მელნით ადგილი
მოინიშნეთ და მე გაჩვენებთ როგორ წაგაჭრით მას, ისე რომ
ოდნავაც არ ავაცდენ.”
326. ნაგაიამა როკუროზაემონი ტოკაიდოს მხარეში
მოგზაურობდა და ჰამამაცუს მისადგომებს უახლოვდებოდა.
სასტუმროს რომ ჩაუარა, მის პალანკინს მათხოვარი შეხვდა,
რომელმაც თქვა: “მე რონინი ვარ ეჩიგოდან. ფული გამითავდა
და რთულ მდგომარეობაში ვიმყოფები. ჩვენ ორივენი

168
მებრძოლები ვართ. გთხოვთ, ამ მდგომარეობიდან
გამომიყვანეთ.”
როკუროზაემონი განრისხდა და თქვა: “იმის თქმა, რომ
ორივენი მებრძოლები ვართ, უზრდელობაა. მე რომ შენ
ადგილას ვიყო, მუცელს გავიფატრავდი. იმის მაგივრად, რომ
გზაზე მათხოვრობდე და თავს ირცხვენდე, ეხლავე გაიფატრე
მუცელი.” ამბობენ, რომ მათხოვარი უპასუხოდ წავიდა.
327. მაკიგუტი იოჰეი, თავისი სოცოცხლის მანძილზე, ბევრი
ადამიანის კაისაკუ იყო. როდესაც ვინმე კანაჰარას უნდა
შეესრულებინა სეპუკუ, იოჰეის სთხოვეს მისი კაისაკუ
ყოფილიყო. Kკანაჰარამ მუცელი სატევრით გაფატვრა მოინდომა,
მაგრამ ვერ შეძლო. იოჰეი მიუახლოვდა მას და შესძახა: ,,ჰეი!”
და ფეხი დაადგა131. მაშინKკანაჰარამ შეძლო სატევრის მუცელში
ბოლომდე შერჭობა. კაისაკუს დამთავრების მერე, იოჰეიმ
ცრემლები დაღვარა და თქვა: ,,ის ხომ ჩემი მეგობარი იყო”. ეს
ამბავი ოსტატმა სუკეემონმა გვიამბო.
328. ადამიანს, რომელიც სეპუკუს ასრულებდა, კაისაკუმ თავი
მოკვეთა, მაგრამ კანი ბოლომდე ვერ გაჭრაAდა თავი ვერ
მოაშორა სხეულს. Oოფიციალურმა დამკვირვებელმა თქვა:
“ცოტაოდენი კიდევ დარჩა.” Kკაისაკუ გაბრაზდა, თავს ხელი
მოკიდა, ბოლომდე მოკვეთა, შემდეგ თვალის სიმაღლეზე

131
ეტყობა, ფეხით წონასწორობა შეაკავებინა.
169
აიტანა და თქვა: “უყურეთ!” ამბობენ, რომ ეს საკმაოდ შესაზარი
სანახაობა იყო. ეს ამბავიც ბატონმა სუკეემონმა გვიამბო.
329. ძველ დროს იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მოჭრილი
თავი შორს გადავარდნილა. Aამიტომ ამბობდნენ, რომ ყველაზე
კარგი იყო ცოტაოდენი კანის მოუჭრელად დატოვება, რომ
თავი დამკვირვებლების მხარეს არ გადავარდნილიყო. თუმცა,
დღეს ითვლება, რომ თავი ბოლომდე უნდა მოიკვეთოს.
330. ერთმა კაცმა, რომელსაც ორმოცდაათი თავი მოეკვეთა,
თქვა: “როდესაც თავს ჰკვეთ, სხეული გეწინააღმდეგება.
Pპირველი სამი თავი კარგად იკვეთება, მაგრამ როდესაც
მეოთხეს და მეხუთეს მიადგები, უკვე სხეულის რეაქციას
გრძნობ. რადგან ეს მეტად მნიშვნელოვანი საქმეა, თავი ისე
უნდა მოჰკვეთო, რომ ის მიწაზე დავარდეს. მაშინ შეცდომა არ
მოგივა.“
331. როდესაც ბატონი ნაბეშიმა ცუნაშიგე ბავშვი იყო, მას
აღმზრდელად ივასუმა კურანოსუკე დაუნიშნეს. ერთხელ,
კურანოსუკემ დაინახა, რომ ახალგაზრდა ცუნაშიგეს წინ ოქროს
მონეტები ეწყო და ჰკითხა მსახურს: “რატომ მიეცი ეს
ახალგაზრდა ბატონს?” მსახურმა უპასუხა: ”ბატონმა გაიგო, რომ
მას საჩუქარი მოუტანეს და თქვა, რომ ის არ ენახა. Mმეც
ავდექი და მივეცი.” Kკურანოსუკემ ის სასტიკად გალანძღა და
უთხრა: “ამგვარი მდაბიო საგნების ბატონისთვის ჩვენება

170
ნამდვილი უგუნურობაა. იცოდე, რომ ამგვარი რამ ბატონის
ვაჟმა არ უნდა ნახოს. Mმსახურებმა ეს კარგად უნდა გაიგონ.”
332. ბატონი ცუნაშიგე ოცი წლის რომ შესრულდა, ნაეკიამას
კარ-მიდამოს მოსანახულებლად გაეშურა. როდესაც პროცესია
კარ-მიდამოს მიუახლოვდა, მან ხელჯოხი მოითხოვა. მისი
სანდლების მატარებელმა მიურა ჯიბუზაემონმა მისთვის ჯოხის
მიცემა გადაწყვიტა.
კურანოსუკემ ეს დაინახა, სასწრაფოდAჩამოართვაA ჯოხი
ჯიბუზაემონს და სასტიკად გამოლანძღა: “შენ გინდა, რომ
ჩვენი ახალგაზრდა ბატონი მცონარს დაამსგავსო?” მან ჯოხი
რომც გთხოვოთ, არ უნდა მისცეთ. ეს მსახურის მხრიდან
დიდი დაუდევრობაა.”
შემდგომში ჯიბუზაემონმა მაღალ თანამდებობას მიაღწია და
ცუნეტომომ პირდაპირ მისგან მოისმინა ეს ამბავი.

171
თავი IX. ერთხელ როდესაც შიმომურა შოუნი

349. ერთხელ, როდესაც შიმომურა შოუნი სასახლეში


მსახურობდა, ბატონმა ნაოშიგემ თქვა: “რა შესანიშნავია, რომ
კაცუშიგე თავისი ასაკისთვის ასეთი ღონიერი და ძლიერია.
ხელით შებრძოლებისას ის თავისზე უფროსებსაც კი ამარცხებს.”
შოუნმა უპასუხა: “მიუხედავად იმისა, რომ მე მოხუცი, ვარ
ეჭვი არ მეპარება, რომ ბადალი არ მყავს ჯდომით
ბრძოლაში132.” თქვა რა ეს, მან კაცუშიგეს უბიძგა და ისე
ძლიერად მოისროლა, რომ ტკივილი მიაყენა, შემდეგ კი
დასძინა: ,,იმ ძალით სიამაყე, რომელიც ჯერ არ
ჩამოყალიბებულა, სირცხვილია. შენ უფრო სუსტი ხარ, ვიდრე
ჩანხარ”. თქვა ეს შოუნმა და წავიდა.
350. მასუდა იოჰეი და იშიი ძინკუ ახლო მეგობრები იყვნენ.
როდესაც მასუდა იოჰეის ნოზოეO ძინბეისთან ჩხუბი მოუვიდა,
იოჰეიმ შეტყობინება გაუგზავნა ძინბეის: “გთხოვ, მოდი და
ერთხელ და სამუდამოდ მოვაგვაროთ ჩვენი ამბავი.” შემდეგ ის
და ძინკუ ერთად წავიდნენ იამაბუშის კარ-მიდამოში, რომელიც
კიჰარაში იყო. ისინი ხიდზე გადავიდნენ და მერე დაანგრიეს
ის. მათ ისაუბრეს უთანხმოების მიზეზზე და მივიდნენ
დასკვნამდე, რომ საჩხუბარი არაფერი ჰქონდათ. მაგრამ სახლში

132
იგულისხმება მუხლებზე ჯდომით.
172
წასვლა რომ დააპირეს გაახსენდათ, რომ ხიდი დანგრეული
იყო.
იმ დროს, როდესაც ისინი თხრილს გადასასვლელის
საპოვნელად ათვალიერებდნენ, შეამჩნიეს, რომ რამდენიმე
მოწინააღმდეგე მალვით უახლოვდებოდათ. ,,ჩვენ უკან
დაბრუნება აღარ გვიწერია და სჯობს ვიბრძოლოთ, ვიდრე
სამომავლოდ სახელი შევირცხვინოთ”. ბრძოლა დიდხანს
გაგრძელდა. მძიმედ დაჭრილი იოჰეი მიწაზე დაეცა. ძინბეიც
მძიმედ იყო დაჭრილი. მას სახეზე სისხლი სდიოდა და იოჰეის
ვერ პოულობდა. სანამ ძინბეი ბრმად ეძებდა იოჰეის, ეს
უკანასკნელი, მწოლიარე, მიწვდა ძინბეის და ხმალი ჩასცა მას.
მაგრამ, როდესაც ის საბოლოო დარტყმისთვის ემზადებოდა,
ხელში ძალა გამოელია, ფეხით მიაწვა ხმალს და ასე
გაკვეთაAძინბეის კისერი.
ამ დროს, მეგობრებმა მოუსწრეს და იოჰეი სახლში წაიყვანეს.
მას შემდეგ, რაც ჭრილობები შეუხორცდა, მას სეპუკუს
გაკეთება უბრძანეს. Mმან მოუხმო თავის მეგობარ ძინკუს და
გამოსამშვიდობებელი სასმისი შესვა მასთან ერთდ.
351. ოკუბო ტოემონი შიობიდან ნაბეშიმა კენმოცუს ღვინის
მაღაზიის მმართველი იყო. ნაბეშიმა კაი ნო კამის ვაჟი, ბატონი
ოკურა, ხეიბარი გახლდათ და მინოში ცხოვრობდა სახლიდან
გამოუსვლელად. ის ხშირად აძლევდა თავშესაფარს [ხელით]
მებრძოლებს და მათ მსგავს აბეზარ ხალხს. [ხელით]
173
მებრძოლები ხშირად სტუმრობდნენ მეზობელ სოფლებს და იქ
აყალ-მაყალს სტეხდნენ. ერთხელ ისინი ტოემონთანაც მივიდნენ,
საკე მიირთვეს და, უსამართლო ლაპარაკით, ტოემონი კამათში
ჩაითრიეს. ის მათ ალებარდით შეერკინა, მაგრამ ისინი ორნი
იყვნენ და ტოემონი მოკლეს.
მისი ვაჟი კანოსუკე მაშინ თხუთმეტი წლის იყო და ძოძეიჟის
ტაძარში იყო სასწავლებლად. Mმან რომ ეს ამბავი შეიტყო,
ცხენი სახლისკენ გააჭენა, მიეჭრა ორ მამაკაცს და თექვსმეტი
ინჩის სიგრძის მოკლე ხმლით განგმირა ისინი. კანოსუკემ
ცამეტი ჭრილობა მიიღო, მაგრამ გამოჯანმრთელდა. შემდგომში
მას დოკო შეარქვეს. ის მასაჟის საქმეში დაოსტატდა.
352. ამბობენ, რომ ტოკუნაგა კიჩიზაემონი გაუთავებლად
წუწუნებდა: “ისე დავბერდი, რომ დამჭირდეს ვეღარ
ვიბრძოლებ. ვოცნებობ, ჭენებით შევვარდე მტრის რიგებში და
ისე მოვკვდე. საკუთარ ლოგინში სიკვდილზე უფრო
სამარცხვინო რა უნდა იყოს.” ამბობენ, რომ ამ ამბის
მოსმენისას მღვდელი გიოძაკუ მორჩილი გახლდათ. Mმისი
მასწავლებელი იყო კიჩიზაემონის უმცროსი ვაჟი იემენი.
353. როდესაც საგარა კიუმას უფროსი მსახურის ადგილი
შესთავაზეს, მან ნაბეშიმა ჰეიზაემონს უთხრა: “ოსტატი
რატომღაც ყოველთვის კარგად მექცეოდა და ახლა მაღალი
თანამდებობაც კი შემომთავაზა. Mმე კი კარგი მსახური არ მყავს
და საქმეს თავს ვერ გავართმევ. ჩემი თხოვნა იქნება დამითმოთ
174
თქვენი მსახური ძიბუზაემონი. ჰიესაეომონმა უსმინა მას და
კმაყოფილმა უპასუხა: “სასიამოვნოა იმის მოსმენა, რომ შენ
ჩემი მსახური მოგწონს. Mმე შევასრულებ შენ თხოვნას.”
როდესაც მან ეს ამბავი ძიბუზაემონს უამბო, მან თქვა: “მე
ოსტატ კიუმას თვითონ გავცემ პასუხს”. შემდეგ ის კიუმასთანA
მივიდა და ესაუბრა მას. ძიბუზაემონმა კიუმას უთხრა: “მე
ვიცი, რომ ეს დიდი პატივია, რომ ასეთი მაღალი აზრის ხართ
ჩემზე და ამგვარი რამ შემომთავაზეთ. Mმაგრამ მსახური
ბატონებს არ იცვლის. თქვენ მაღალი თანამდებობა გიჭირავთ
და, მე რომ თქვენი მსახური გავხდე, მთელი ჩემი სიცოცხლე
განცხრომაში ვიქნები. მაგრამ ამგვარი განცხრომა მხოლოდ
დამამძიმებს. ჰეიზაემონს დაბალი თანამდებობა უკავია და
საკმაოდ უჭირს. ჩვენ იაფფასიანი ბრინჯის თხელი ფაფით
ვირჩენთ თავს. მაგრამ ის ჩვენთვის მაინც ტკბილია. გთხოვთ,
ამაზე იფიქრეთ.” ამ ნათქვამმა კიუმაზე დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა.
354. ერთი კაცი სადღაც იყო წასული და შინ რომ დაბრუნდა,
აღმოაჩინა, რომ მის სახლში ვიღაც შეპარულიყო და მის
ცოლთან მრუშობდა. მან ის კაცი მოკლა. Aამის შემდეგ, მან
კედელი გამოანგრია და ზედ ბრინჯით სავსე ტომარა მიაყუდა.
ამით მას უნდოდა ხელისუფალთ ჰგონებოდათ, რომ მან
ქურდი მოკლა. Aასეც მოხდა. ცოტა ხნის მერე ის თავის ცოლს
გაეყარა და საქმეც ამით დამთავრდა.
175
355. ერთხელ, ერთი ადამიანი სახლში რომ დაბრუნდა ნახა,
რომ მისი ცოლი მას მსახურთან ღალატობდა. როდესაც ის მათ
მიუახლოვდა, მსახური სამზარეულოში შევარდა და გაიქცა.
Kკაცი საძინებელში დაბრუნდა და ცოლი მოკლა. შემდეგ მან
მოსამსახურე ქალს მოუხმო, ყველაფერი აუხსნა და უთხრა:
“საქმის გახმაურება ჩემი შვილების სირცხვილი იქნება. უნდა
ვთქვათ, რომ ის ავადმყოფობისგან გარდაიცვალა და მე ამაში
შენი დახმარება დამჭირდება. შენ თუ გგონია, რომ ეს შენთვის
ძნელია, მაშინ შენც მოგკლავ როგორც დანაშაულის
თანამონაწილეს.”
მან მიუგო: “შენ თუ მე სიცოცხლეს შემინარჩუნებ, ისე
მოვიქცევი თითქოს არაფერი ვიცი.” Mმან ოთახი მიალაგა და
გვამს ღამის პერანგი ჩააცვა. შემდეგ ექიმთან ორჯერ ან სამჯერ
კაცი გააგზავნეს შეტყობინებით, რომ ქალი უეცრად შეუძლოდ
გახდა. ბოლო შიკრიკის პირით კი შეუთვალეს, რომ მოსვლას
აზრი აღარ ქონდა, რადგან ის უკვე გარდაიცვალა. კაცმა
თავისი ცოლის ბიძასაც დაუძახა და ისე უამბო ცოლის
ავადმყოფობის შესახებ, რომ მან დაიჯერა ეს ამბავი. ყველამ
იფიქრა, რომ ქალი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა და
სიმართლე ვერავინ შეიტყო. მოგვიანებით მსახური დაითხოვეს.
ეს ამბავი ედოში მოხდა.
356. კეიჩოს მესამე წელს, ახალი წლის დამდეგს, კორეაში
მდებარე ადგილ იოლსანში, როდესაც მინის დინასტიის
176
ასიათასიანი არმია გამოჩნდა, იაპონიის ჯარი გაოცებული და
სუნთქვაშეკრული უყურებდა მას. ბატონმა ნაოშიგემ თქვა:
“რამდენი ადამიანია! ნეტავ რამდენი ასეული ათასია?”
ძინემონმა უპასუხა: ”იაპონიაში იმაზე რაც უთვალავია
ვამბობთ, იმდენია, რამდენი ბეწვიც აქვს სამი წლის ხბოს.
ისინი, მართლაც რომ სამი წლის ხბოს ბეწვის ოდენობის
არიან.” ამბობენ, რომ ამ სიტყვებზე ყველამ გაიცინა და მხნეობა
დაუბრუნდათ.
მოგვიანებით, ბატონი კაცუშიგე შიროიშის მთაზე ნადირობდა
და ამის შესახებ ნაკანო მატაბეის უამბო: “მხოლოდ მამაშენმა
შეძლო ამის თქმა. დანარჩენებს კი ერთი სიტყვაც კი არ
დაუძრავთ”.
357. ნაკანო ძინემონი ამბობდა: “ადამიანი, რომელიც მაშინ
ემსახურება ბატონს, როდესაც ის კარგად ექცევა მას, მსახური
არ არის. ხოლო ის, ვინც მაშინაც კი ემსახურება პატრონს,
როდესაც ის მას უგულოდ და უსამართლოდ ექცევა, ნამდვილი
მსახურია. ეს პრინციპი კარგად უნდა გავიაზროთ. 133”
358. იამამოტო ძინემონი ოთხმოცი წლის ასაკში ავად გახდა.
ის იმდენად ცუდად იყო, რომ კვნესას ძლივს იკავებდა.
ვიღაცამ უთხრა: “უკეთესად იგრძნობ თავს, თუ იკვნესებ.

133
ისევე, როგორც ზემოთ, იგულისხმება, რომ მსახურება არ არის ფუფუნება და რომ
მსახურების მიზანია ბატონის აღზრდა და განვითარება. იხ. შენიშვნა მე-15
პარაგრაფისთვის.
177
Mმიდი, ნუ იკავებ თავს.” Mმაგრამ მან მიუგო: “ეს არ ივარგებს.
იამამოტო ძინემონის სახელი ყველამ იცის და მთელი
სიცოცხლე პირნათლად გამოვიარე. Aამიტომ, სიკვდილის წინაც
ვერ დავუშვებ იმას, რომ ჩემი კვნესა ხალხს მოვასმენინო.”
ამბობენ, ის ისე აღესრულა, რომ ერთი კვნესაც არ აღმოხდენია.
359. მორი მონბეის ერთ–ერთი ვაჟი ჩხუბში მოჰყვა და შინ
დაჭრილი დაბრუნდა. Mმონბეის შეკითხვაზე: “რა უქენი შენს
მოწინააღმდეგეს?” უპასუხა: “მე ის მოვკალი.” Mმონბეიმ ჰკითხა:
“შენ მას საბოლოო დარტყმა მიაყენე?” შვილმა მიუგო: “დიახ,
ასე იყო.”
მაშინ მონბეიმ უთხრა: “შენ კარგად მოიქეცი და სანანებელი
არაფერი გაქვს. ეხლა კი, მიუხედავად იმისა, რომ შენ თავი
დააღწიე, სეპუკუს გაკეთება მაინც მოგიხდება. როდესაც
მშვიდი გუნებ-განწყობილება დაგიბრუნდება, გაიკეთეEსეპუკუ.
სხვა კაცის ხელით სიკვდილს, გირჩევნია მამაშენის ხელით
მოკვდე.”
360. იმ ჯგუფის წარმომადგენელმა, რომელშიც აიურა
გენზაემონი იყო, ამორალური საქციელი ჩაიდინა. ჯგუფის
უფროსმა მას შეტყობინა, რომ სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა
და სთხოვა შეტყობინება გენზაემონისთვის მიეტანა.
Gგენზაემონი გაეცნო შეტყობინებას და კაცს უთხრა: “აქ
ნათქვამია, რომ უნდა მოგკლა, ამიტომ, მოდი აღმოსავლეთ

178
ნაპირზე წავიდეთ. როგორც ვიცი, შენ ხმლით ბრძოლაში
ვარჯიშობდი.…რაც შეგიძლია ყველაფერი გააკეთე.”
კაცმა უპასუხა: “როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი.” ისინი
სახლიდან მარტონი გავიდნენ. მათ ოცი იარდიც კი არ
ჰქონდათ გავლილი, რომ გენზაემონის მსახურმა თხრილის
მეორე მხრიდან დაიძახა: “ეი, ეი!” გენზაემონი ძახილზე
მიბრუნდა და ამ დროს სიკვდილმისჯილი კაცი თავს დაესხა.
Gგენზაემონი უკან გადაიხარა, ხმალი ქარქაშიდან ამოაძრო და
კაცი მოკლა. ამის შემდეგ კი სახლში დაბრუნდა.
ტანსაცმელი, რომელიც მას ამ დროს ეცვა სკივრში ჩადო,
ჩაკეტა და მთელი თავისი სიცოცხლის მანძილზე არავისთვის
უჩვენებია. Mმისი სიკვდილის შემდეგ, ტანსაცმელი
დაათვალიერეს და აღმოჩნდა, რომ ტანსაცმელი ნაფლეთებად
იყო ქცეული. Eეს მისმა შვილმა გენზაემონმა გვიამბო.
361. გადმოცემის თანახმად, ოკუბო დოკომ ერთხელ აღნიშნა:
“ამბობენ, რომ საბრძოლო ხელოვნების არც ერთი ოსტატი აღარ
გაჩნდება, რადგან ქვეყნის დასასრული მოდის. ეს მე
ნამდვილად არ მესმის. ისეთი მცენარეები, როგორიცაა პიონი,
აზალია და კამელია შეძლებენ ლამაზი ყვავილების წარმოქმნას,
იმის მიუხედავად, ქვეყნის დასასრული მოდის თუ არა.
ადამიანი ცოტას თუ დაფიქრდება, აუცილებლად მიხვდება თუ
რაშია საქმე; თუნდაც ჩვენი დროის ოსტატებს ყურადღებას თუ
მიაქცევენ, აღმოაჩენენ, რომ ჯერ კიდევ არიან დარჩენილი
179
ოსტატები ხელოვნების სხვადასხვა სფეროში. მაგრამ ადამიანები
გატაცებული არიან იმ აზრით, რომ ქვეყნის დასასრული
ახლოვდება და ცოტაოდენი ძალისხმევაც კი არ უნდათ. ეს
სამარცხვინოა. ეს დროის ბრალი არ არის.
362. როდესაც ფუკაჰორი მაგოროკუ ჯერ ისევ ისე ცხოვრობდა,
როგორც მშობლებზე დამოკიდებული მეორე ვაჟი, ის
სანადიროდ წავიდა ფუკაჰორიში. Mმის მსახურს უსიერი ტყის
სიბნელეში ის გარეულ ტახში აერია და ესროლა. Fმაგოროკუ
მუხლში დაიჭრა და დიდი სიმაღლიდან გადავარდა.
შეძრწუნებული მსახური წელამდე გაშიშვლდა და სეპუკუს
გაკეთებას აპირებდა, როდესაც მაგოროკუმ უთხრა: “შენ
მოგვიანებით შეგიძლია გაიფატრო მუცელი. Mცუდად ვარ და
წყალი მომიტანე.” მსახური გაიქცა, წყალი მოიტანა და
ამასობაში, დამშვიდდა. ამის შემდეგ, მსახური კვლავ აპირებდა
სეპუკუს გაკეთებას, მაგრამ მაგოროკუმ ძალით შეაჩერა ის.
როდესაც დაბრუნდნენ, ყარაული გააფრთხილეს და მაგოროკუმ
მამამისს – კანზაემონს სთხოვა ეპატიებინა მსახურისთვის.
კანზაემონმა უთხრა მსახურს: “ეს მოულოდნელობა იყო და
შეცდომად არ ითვლება, ამიტომ არ იღელვო. Yყოველგვარი
ყოყმანის გარეშე გააგრძელე მუშაობა.”
363. ერთი კაცი, სახელად ტაკაგი, მეზობელ სამ ფერმერს
წაეჩხუბა. ის მინდორში სასტიკად ცემეს. სახლში რომ

180
დაბრუნდა, ცოლმა ჰკითხა: “ხომ არ დაგვიწყებია რა არის
სიკვდილი?” “რასაკვირველია, არა!” - მიუგო მან.
“ადამიანი მხოლოდ ერთხელ კვდება. სიკვდილის მრავალი
ფორმა არსებობს. შეიძლება ავადმყოფობისგან მოკვდე,
ბრძოლაში დაიღუპო, სეპუკუ გაიკეთო ან თავი მოგკვეთონ,
მაგრამ ყველაზე საშინელი სამარცხვინო სიკვდილია.” – თქვა
მან და გარეთ გავიდა. Mმალევე დაბრუნდა, ორივე ბავშვი
ფრთხილად და ზრუნვით ჩააწვინა ლოგინში, ჩირაღდნები
მოამზადა, ჩაიცვა და ღამის ბრძოლისთვის მოემზადა. Mმან
თქვა: ,,როდესაც დასაზვერად გავედი, მომეჩვენა, რომ სამივე
კაცი ერთ ადგილას შეიკრიბა სათათბიროდ”. ცოლმა მიუგო:
,,შესაფერისი დროა. ჩქარა წავიდეთ!”. ქმარი წინ გაუძღვა და
ჩირაღდნებითაA და მოკლე ხმლებით შეიარაღებულნი
მოწინააღმდეგეების შეკრების ადგილას შეცვივდნენ და
დაერივნენ მათ. ცოლიცა და ქმარიც ხმლებით სერავდნენ
კაცებს. ორი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. შემდგომში ქმარს
სეპუკუს გაკეთება უბრძანეს.

181
თავი X. იკედა შინგენს ჰყავდა მსახური

431. იკედა შინგენს ჰყავდა მსახური, რომელიც ერთ კაცს


წაეჩხუბა, მიწაზე დააგდო, წიხლით ცემა და ფეხებით შედგა,
სანამ ამ კაცის ამხანაგები არ მოცვივდნენ და არ გააშველეს.
Mმოხუცებმა ითათბირეს და თქვეს: “ფეხით ნაცემი კაცი უნდა
დაისაჯოს.” შინგენმა ეს რომ მოისმინა, თქვა: “ჩხუბი უნდა
დასრულდეს. ადამიანს, რომელიც სამურაის გზას ივიწყებს და
ხმალს არ იყენებს, ზურგს შეაქცევენ ღმერთები და ბუდები.
მსახურების ჭკუის სასწავლებლად ორივე კაცი ძელზე უნდა
გაისვას.” გამშველებლები კი გააძევეს.
432. იუი შოსეცუს134 სამხედრო ინსტრუქციებში ,,სამი საწყისის
გზა”, მოცემულია კარმის135 ბუნების აღწერა. Mმან მიიღო

134
იუი შოსეცუ (由井正雪 1605 –1651) სამხედრო სტრატეგი, საბრძოლო ხელოვნების
ოსტატი. რაკი უბრალო ფენიდან იყო და არ ეკუთვნოდა სამურაის კლასს, ცნობილია
როგორც ერთ-ერთი სამ უდიდეს რონინთაგანი (კუმაზავა ბანზანთან და იამაგა
სოკოსთან ერთად).
135
კარმა - ბუდიზმში კარმა მკაფიოდ განსხვავდება ვიპაკადან, რაც ნიშნავს „შედეგს“,
„ნაყოფს“. კარმა ექცევა მიზეზის ან მიზეზების ჯგუფში, მიზეზისა და შედეგის
ჯაჭვში და დაკავშირებულია ნებელობით მოქმედებებთან. ყველა მოქმედება
გაგებულია, როგორც გონებაში „მარცვლების“ შექმნა, რომელიც გადაიზრდება
შესაბამის შედეგში. კარმას ფორმების უმეტესობა, კარგი და ცუდი შედეგებით,
ტოვებს ადამიანს სამსარას ბორბალში (დაბადებების და სიკვდილის ციკლები), მაშინ,
182
ზეპირი განათლება სიმამაცის თვრამეტი დიდი და პატარა
პრინციპის შესახებ. Mმას ეს არც ჩაუწერია და არც
დაუმახსოვრებია, უბრალოდ დაივიწყა. შემდეგ, როდესაც
აღმოჩნდა მსგავს სიტუაციაში, იმპულსურად იმოქმედა და ის,
რაც ნასწავლი ჰქონდა, მის საკუთარ სიბრძნედ იქცა.Aსწორედ
ეს არის კარმის ბუნება.
433. კრიზისულ სიუტუაციაში, თუ ადამიანი ნერწყვს წაისვამს
ყურის ბიბილოზე და შემდეგ ცხვირით ღრმად შეისუნთქავს,
ის ყველაფერს გადალახავს. ოღონდEეს საიდუმლოა. უფრო
მეტიც, თუ ადამიანს თავში სისხლი მიაწვა და ის ყურის ზედა
ნაწილს ნერწყვს წაუსვამს, მალე ყველაფერი გაუვლის.
434. ცი ჩუანი სიკვდილის პირას იყო, როდესაც ჰკითხეს თუ
როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის მართვა. მან უპასუხა: “არაფერია
იმაზე უკეთესი, თუ არა ქვეყნის კეთილგანწყობით მართვა.
თუმცა, ამის პრაქტიკულად განხორციელება, როდესაც ქვეყანას
მართავ, ძალიან ძნელია. თუ ამას გულგრილად მოეკიდები,
ცუდი შედეგი არ დააყოვნებს. თუ კეთილგანწყობით მართვა
გეძნელება, მაშინ მკაცრად უნდა მართო. Mეს კი იმას ნიშნავს,
რომ იქამდე უნდა გამოიჩინო სიმკაცრე, სანამ საქმე გაფუჭდება
და ისე მოაწყო ყველაფერი, რომ ცუდი არაფერი მოხდეს. მას
შემდეგ გამკაცრება, როდესაც საქმე უკვე გაფუჭდა, მახეს ჰგავს.

როდესაც სხვებს მივყავართ ნირვანისაკენ (სამსარას ბორბლიდან და ამ სამყაროს


ილუზიებიდან განთავისუფლება).
183
ცოტაა ისეთი ადამიანი, რომელიც ერთხელ დაიწვა და ცეცხლს
აღარ ეთამაშება. ბევრი დაიხრჩო იმათგან, ვინც წყლის ძალა
სათანადოდ ვერ შეაფასა.
435. ერთმა კაცმა თქვა: “მე ვიცი, როგორი ფორმა აქვს
გონიერებასა და ქალს.” როდესაც ჰკითხეს თუ როგორი, მან
უპასუხა: “გონიერებას ოთხი კუთხე აქვს და ექსტრემალურ
სიტუაციაში ადგილიდან არ იძვრის. Qქალი კი მრგვალია. Mმან
არ იცის რა არის ცუდი და კარგი, ის ვერ არჩევს ბოროტსა და
კეთილს და არავინ უწყის თუ სად შეგორდება.”
436. ეტიკეტის ძირითადი არსი იმაშია, რომ სწრაფად უნდა
დაიწყო და დაამთავრო, შუაში კი არ უნდა იჩქარო. მიტანი
ჩიზაემონმა ეს რომ გაიგო, თქვა: “ზუსტად ასეთი უნდა იყოს
კაისაკუ.”
437. ფუკაე ანგენი ერთ თავის ნაცნობს ოსაკაში წაჰყვა მღვდელ
ტეშუსთან და საიდუმლოდ გაანდო მღვდელს: “ამ ადამიანს
ბუდიზმის სწავლის საოცარი სურვილი აქვს. მისი
გადაწყვეტილება ყოველთვის მყარი და ურყევია.”
ამ საუბრიდან ცოტა ხნის შემდეგ, მღვდელმა თქვა: “ანგენი ის
კაცია, რომელსაც სხვებისთვის ზიანი მოაქვს. მან თავისი
ნაცნობი შეაქო, მაგრამ რაშია მისი სიკარგე? ტეშუ ვერანაირ
სიკეთეს ვერ ამჩნევს მას. ადამიანების დაუფიქრებლად ქება
კარგი არ არის. შექებამ შეიძლება ერთნაირად გააყოყოჩის
სულელიცა და ჭკვიანიც. შექება დიდი ზიანის მომტანია”.
184
438. იმ დროს, როდესაც ჰოტა კაგა ნო კამი მასამორი შოგუნის
უმცროსი მსახური იყო, იგი იმდენად თავდადებული გახლდათ,
რომ შოგუნმა მისი ჭეშმარიტი გულის ზრახვების შემოწმება
განიზრახა. ამისთვის, მან მაშა გაახურა და კერასთან მოათავსა.
Mმასამორის ჩვევად ჰქონდა, კერის მეორე მხარეს მისვლა, მაშის
აღება და მისალმება. Mმასამორის ეჭვიც არ აუღია ისე დაავლო
ხელი გავარვარებულ მაშას და დაიფუფქა. Mმაგრამ მან
ჩვეულებისამებრ განაგრძო მსახურება, თითქოს არაფერი
მომხდარიყო. მაშინ ბატონი წამოხტა და მას მაშა გამოსტაცა.
439. ერთმა კაცმა თქვა: “როდესაც ციხე-სიმაგრე ალყაშია,
მხოლოდ ერთ, ან ორ ადამიანს აქვს მისი დაცვა მტკიცედ
გადაწყვეტილი. დამცველებში კი შეიძლება არ იყოს თანხმობა
და, ბოლოს, ციხე-სიმაგრე დაუცველი დარჩება.” ციხე-სიმაგრის
აღებისას, თუ იმ ადამიანს, რომელიც ჩუმად აპირებს მის
აღებას და ციხისკენ მიიპარება, ციხის დამცველები შუქს
მიანათებენ, განგაშს გამოიწვევენ და ბრძოლა დაიწყება. ამ
შემთხვევაში, მეალყეებს სურვილი რომ არ ჰქონდეთ, მაინც
მოუხდებათ ციხე-სიმაგრის დალაშქვრა. ამას ჰქვია, რომ ციხე-
სიმაგრეზე შეტევა ალყაში მყოფთაAბრალია”.
440. ბუდისტი მღვდელი რიოზანი ტაკანობუს ბრძოლის
მიმოხილვას წერდა. ერთმა მღვდელმა წაიკითხა და გააკრიტიკა
ის. Mმან თქვა: “მღვდელისთვის შეუფერებელია
მხედართმთავარზე წერა. როგორი კარგი და დახვეწილი
185
სტილითაც არ უნდა წერდეს ის, მას სამხედრო საქმე არ ესმის
და სახელგანთქმული გენერლის ნააზრევი შეიძლება შეცდომით
ახსნას. არასწორია მომავალი თაობებისთვის ცნობილი გენერლის
არასწორად გაგებული მოსაზრებების გადაცემა.”
441. ერთმა ადამიანმა თქვა: “წმინდანის აკლდამაში შემდეგი
ლექსი წერია: თუ ადამიანი მთელი გულით გულწრფელობის
გზას ადგას, რომც არ ილოცოს, განა ღმერთები მას თავიანთ
მფარველობას მოაკლებენ? კეთილი, მაგრამ რომელია
გულწრფელობის ბილიკი?“
ერთმა კაცმა მას უპასუხა: “გეტყობა პოეზია გიყვარს და მეც
ლექსით გიპასუხებ: რადგან ყველაფერი ამქვეყნად ამაოა,
ერთადერთი შესაძლებელი გულწრფელობა - სიკვდილშია.
ამბობენ, თუ შენ ისე იცხოვრებ, თითქოს უკვე მკვდარი ხარ,
მაშინ გულწრფელობის ბილიკით ივლი. 136”
442. ამბობენ, თუ სახეს მთელ სიგრძეზე დაისერავ, მოისაქმებ
მასზე და გათელავ ჩალის სანდლებით, მაშინ კანი ნამდვილად
გადაგეყვლიფება. ეს მღვდელმა გიოძაკუმ მაშინ მოისმინა,
როდესაც კიოტოში იყო. ამგვარ ცოდნას განძივით უნდა
მოუფრთხილდე.

136
თუკი შენი ცხოვრების ყოველი წუთი განმსჭვალული იქნება იმ გრძნობით, რომ
სიკვდილისთვის მზად ხარ ანუ უკვე განიცადე შენს თავში სიკვდილი, მაშინ, ცხადია,
იქნები გულწრფელი - არაფერი დასამალი და საპირფერო არ გექნება.
186
443. მაცუდაირა საგამი ნო კამის ერთი მსახური კიოტოში
წავიდა ვალის მოსაკრებად და ქალაქის რომელიღაც სახლში
ბინა დაიქირავა. ერთ დღეს, როდესაც იგი იდგა და
გამვლელებს აკვირდებოდა, ერთ–ერთის ნათქვამი გაიგონა:
,,ამბობენ, რომ ბატონი მაცუდაირას ხალხი ახლა ჩხუბშია
ჩაბმული”. მსახურმა გაიფიქრა: ”რა სამწუხაროა, რომ ჩემი
ამხანაგები ჩხუბობენ. ეს ედოში მომუშავე ადამიანების
შესაცვლელად მოსული ხალხი იქნება.” მან გამვლელს ჰკითხა,
რა ადგილას იყო ჩხუბი. როდესაც მსახურმა გულამომჯდარმა
მიირბინა შემთხვევის ადგილას, აღმოჩნდა, რომ მისი
ამხანაგები დამარცხებულიყვნენ და მოწინააღმდეგე უკვე
საბოლოო დარტყმის მიყენებას აპირებდა. Mმან საბრძოლო
ყიჟინა გამოსცა, სიცოცხლეს გამოასალმა ორივე თავდამსხმელი
და სახლში დაბრუნდა.
ეს ამბავი სოგუნატის მოხელისათვის გახდა ცნობილი. მან კაცი
დაიბარა და დაჰკითხა: “შენ ამხანაგებს ჩხუბში დაეხმარე და
მთავრობის განკარგულება უგულებელყავი. ეს ნამდვილად ასე
იყო?”.
კაცმა მიუგო: “მე სოფლელი კაცი ვარ და ყველაფერს ვერ
ვიგებ, რასაც თქვენი უდიდებულესობა მეუბნება. ხომ ვერ
გამიმეორებდით, რაQთქვით?”
მოხელე გაბრაზდა და თქვა: “ყურები არ გაქვს წესრიგში? Gგანა
არ დაეხმარე მოჩხუბართ, არ დაღვარე სისხლი და
187
უგულებელყავი მთავრობის განკარგულება და დაარღვიე
კანონი?”
კაცმა უპასუხა: “მე ზუსტად მივხვდი, რასაც ამბობ. მართალია,
შენ ამბობ, რომ მე კანონი დავარღვიე და მთავრობის
განკარგულება უგულებელვყავი, მაგრამ ეს ასე როდია. საქმე
ისაა, რომ ყოველი ცოცხალი არსება საკუთარ სიცოცხლეს
აფასებს და უფრთხილდება. Aამას თქმაც არ უნდა. ჩემთვისაც
ძვირფასია სიცოცხლე. ვფიქრობ, იმის შეტყობა, რომ ამხანაგები
იბრძვიან და ყურის მოყრუება სამურაის გზის უგულებელყოფა
იქნებოდა, ამიტომაც გავიქეცი შემთხვევის ადგილას. მას
შემდეგ, რაც ჩემი მეგობრების დამარცხება ვიხილე,
უსირცხვილო ვიქნებოდი სახლში რომ წავსულიყავი.
მართალია, ეს სიცოცხლეს გამიხანგრძლივებდა, მაგრამ
სამურაის გზის გაბიაბრუება იქნებოდა. Gგზის პრინციპების
დასაცავად ადამიანმა საკუთარი სიცოცხლეც კი უნდა გაწიროს.
Aამიტომ, ვარ რა სამურაის გზისა და ამ გზის პრინციპებისა და
კოდექსის ერთგული, მე აქ გამოვესალმები სიცოცხლეს. გთხოვ,
დაუყოვნებლივ დამსაჯოთ სიკვდილით.”
ნათქვამმა მოხელეზე ისეთი ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა,
რომ საქმე აღარ განიხილა და ბატონ მაცუდაირას უთხრა: “შენ
გონიერი სამურაი გემსახურება. გთხოვ, გაუფრთხილდი მას.”
444. აი, მღვდელ ბენკას რამდენიმე გამონათქვამი: “ნუ ესესხები
სხვას სიძლიერეს და ნურც შენი საკუთარი სიძლიერის იმედი
188
გექნება. შეწყვიტეEწარსულსა და მომავალზე ფიქრი, მაგრამ
ნურც ყოველდღიურობით იცხოვრებ 137. მაშინ დიდი გზა
გადაგეშლება თვალწინ”.
445. ბატონი სომას გვარის, ციკენ მაროკაშის გენეალოგია
საუკეთესო იყო იაპონიაში. ერთ წელს, როდესაც მის სახლს
უეცრად ცეცხლი გაუჩნდა და მთლიანად ჩაიფერფლა, ბატონმა
სომამ თქვა: “მე არც სახლი მენანება და არც ავეჯი, რადგან ეს
ისეთი რამაა, რაც შეიძლება ხელახლა შეიძინო. მხოლოდ იმას
ვნანობ, რომ ჩემი ოჯახის გენეალოგია ვერ გადავარჩინე. ის
ჩემი ოჯახისთვის ძვირფასი განძია.” დამსწრეთაA შორის
სამურაი იდგა, რომელმაც თქვა: “მე შევალ და გამოვიტან მას.”
ბატონმა სომამ და დანარჩენებმა გაიცინეს და თქვეს: “როგორ
მოახერხებ ამას, სახლი ხომ ცეცხლის ალმა უკვე თითქმის
მთლიანად შთანთქა?”
ეს ადამიანი არც მჭევრმეტყველებით გამოირჩეოდა და არც
რაიმე განსაკუთრებული სარგებელი იყო მისგან, მაგრამ იმით
იყო ცნობილი, რომ წამოწყებული საქმე ყოველთვის ბოლომდე
მიჰყავდა და ამიტომაც აიყვანეს მსახურად. Mმან თქვა: “მე

137
აქ მნიშვნელოვანია განსხვავება ყოველი დღით და ყოველდღიურობით ცხოვრებას
შორის: ყოველი დღით ცხოვრება არის საკუთარი ცხოვრების მომავლისკენ და
წარსულისკენ ორიენტირებულობაზე უარის თქმა და ყოველი დღის მნიშვნელობით
განმსჭვალვა. ყოველდღიურობით ცხოვრება ნიშნავს ყოველდღიურობის ამაოებაში
გადაშვებას.
189
არასდროს გამოვდგომივარ ჩემს ბატონს, იმიტომ რომ
უდარდელი ვიყავი, მაგრამ იმ რწმენით ვცხოვრობდი, რომ
ერთ დღეს ჩემს ბატონს კარგ სამსახურს გავუწევდი. Mმგონი
ამის დრო დადგა.” Dმან ცეცხლის ალში ისკუპა. ცეცხლი რომ
ჩაქრა, ბატონმა თქვა, “ მოდი მისი ნეშტი მოვძებნოთ. რა
სამწუხარო ამბავი მოხდა!”
დიდი ხნის ძებნის შემდეგ ის სახლთან მიმდებარე ბაღში
იპოვნეს. როდესაც გადმოაბრუნეს, გვამს მუცლიდან სისხლი
გადმოდინდა. კაცს მუცელი გადაეხსნა და შიგ გენეალოგია
მოეთავსებინა. ამიტომაც არ დაზიანებულა. იმ დროიდან
მოყოლებული მას ,,სისხლიანი გენეალოგია” ეწოდება.
446. ერთმა კაცმა შემდეგი რამ გვიამბო: “შეცდომაა ვიფიქრო,
რომ „ი ჩინი“ 138 სამკითხაო და წინასწარმეტყველების
საშუალებაა. Mმისი არსი სულ სხვა რამეშია. ამას მივხვდებით,
თუ დავაკვირდებით ჩინურ იეროგლიფ ინს, რომელიც
ცვლილებას ნიშნავს. როგორი კარგი იღბალიც უნდა
იწინასწარმეტყველო, თუ ბოროტებას ჩაიდენ, ის უიღბლობად
გადაიქცევა, და პირიქით, ნებისმიერი ნაწინასწარმეტყველები
უბედობა სიკეთე გახდება, თუ სწორად მოიქცევი.”

138
ცვლილებების წიგნი „ი ჩინი“ ან „ცვლილებების კლასიკა“, ასევე, უწოდებენ
„ცჰოუის“ - არის ძველი ჩინური კლასიკური ტექსტი. წიგნი შეიცავს მკითხაობის
სისტემას. ეს არის მეთოდი, რომელიც ხსნის მიწაზე გამოჩენილ ნიშნებს ან იმ
ფორმებს, რომლებიც მიიღება მიწის, ქვიშის ან ქვების გდებით.
190
447. კონფუცის გამონათქვამი: “აზრი, რომ თუ მრავალ წელს
დავუთმობ ცვლილებების ათვისებას, შეცდომას აღარ დავუშვებ,
სულაც არ გულისხმობს ი ჩინის დაუფლებას. თუ
ცვლილებათაAარსს ჩასწვდები და დიდი ხნის განმავლობაში
სიკეთის გზით ივლი, შეცდომას აღარ დაუშვებ.”
448. ჰირანო გონბეი შვიდი შუბის139 ერთ–ერთი რაინდი იყო,
რომელმაც შიზუგადაკეს ბრძოლაში ბორცვი იერიშით აიღო.
მოგვიანებით ის ბატონი იეასუს ჰატამოტოდ140 მიიწვიეს.
ერთხელ ის ბატონ ჰოსეკავასთან დაპატიჟეს. ბატონმა უთხრა:
“ოსტატი გონბეის სიმამაცე იაპონიაში ცნობილია. სირცხვილია,
რომ ამგვარი სიმამაცის კაცს ასეთი დაბალი რანგი გიჭირავს.
Eეს, ალბათ, თქვენი სურვილის საწინააღმდეგოდ მოხდა. თქვენ
რომ ჩემი მსახური ყოფილიყავით, მე ჩემი სამკვიდროს
ნახევარს გიბოძებდით.”
სიტყვის უთქმელად წამოხტა გონბეი, აივანზე გავიდა და
სახლისკენ პირით მდგარმა მოშარდა. შემდეგ მან თქვა: “მე რომ

139
შვიდი შუბის მეომარი – შვიდი მხედართმთავარი, რომლებიც ჰიდეიოსის
სენგოკუს (მეომარ სახელმწიფოთა ხანის დიდი თავადი) მცველები იყვნენ
სიზუგატაკეს ბრძოლაში 1583 წელს. ბრძოლაში წარმატებულ მეომრებს ხშირად
“შვიდი შუბის” სახელით მოიხსენიებდნენ.
140
ჰატამოტო - (旗本 დროშების ქვეშ) - ტოკუგავა შოგუნატის უშუალო
დაქვემდებარებაში მყოფი სამურაი.
191
ბატონის მსახური ვიყო, აქედან მოშარდვას ვერასდროს
გავბედავდი.”
449. სანშუელი მღვდელი დაიუ ავადმყოფთან გამოიძახეს.
როდესაც მივიდა, უთხრეს: “ავადმყოფი ამწამს გარდაიცვალა.”
Dდაიუმ თქვა: “ამგვარი რამ ამ დროს არ ხდება ხოლმე.
Aარასწორად უმკურნალეს? რა სამარცხვინოა!”
ამ დროს ექიმი სიოძის მეორე მხარეს იმყოფებოდა და
ყველაფერი გაიგონა. ის ძლიერ გაბრაზდა და თქვა: “მე
გავიგონე თქვენმა უსამღვდელოესობამ რომ ახსენა არასწორი
მკურნალობა. რადგან მე საკმაოდ გამოუცდელი ექიმი ვარ, ეს,
ალბათ, სიმართლეს შეეფერება. გამიგონია, მღვდელი
ბუდისტურ კანონს წარმოადგენსო. მაჩვენეთ, როგორ
დაუბრუნებთ ამ ადამიანს სიცოცხლეს. ამგვარი დასაბუთების
გარეშე ბუდიზმს აზრი ეკარგება.”
დაიუს ეს სიტყვები გულზე მოხვდა, მაგრამ გააცნობიერა, რომ
მღვდლისთვის უპატიებელი იქნებოდა ბუდიზმისთვის ჩირქის
მოცხება, ამიტომ თქვა: “მე გიჩვენებთ, როგორ დაუბრუნებს ამ
კაცს ლოცვა სიცოცხლეს. ცოტა ხანს დამელოდეთ. უნდა
წავიდე და მოვემზადო. Aამ სიტყვებით ის ტაძარში წავიდა.
მალე დაბრუნდა, გვამის გვერდით დაჯდა და მედიტაცია
დაიწყო. გარდაცვლილმა ადამიანმა მალე სუნთქვა დაიწყო და
შემდეგ გაცოცხლდა. Aამბობენ, რომ მან კიდევ ნახევარი წელი

192
იცოცხლა. ეს სრული სიმართლეა, რადგან ეს ამბავი მღვდელ
ტანენს უამბეს.
როდესაც მას ჰკითხეს, როგორ ილოცა, დაუიმ თქვა: “ჩვენი
სექტა ამგვარ საქმიანობას არ ეწევა, ამიტომ არავითარი
განსაკუთრებული ლოცვა არ ვიცი. მე უბრალოდ ჩემი გული
ბუდისტური კანონისკენ მივმართე. Dდავბრუნდი ტაძარში,
ავლესე ტაძრისთვის შეწირული მოკლე სატევარი და ჩემ კაბაში
დავმალე. შემდეგ მკვდარი კაცისკენ პირით დავჯექი და
ვილოცე: “ბუდისტური კანონის ძალით ახლავე აღსდექ. ეს კაცი
რომ არ გაცოცხლებულიყო, მუცლის გადახსნა და გვამთან
გადახვეული სიკვდილი მქონდა გადაწყვეტილი.”
450. როდესაც იამამოტო გოროზაემონი ედოში მღვდელ
ტეცუგუსთან ბუდიზმის შესასწავლად მივიდა, მან უთხრა:
“ბუდიზმი ერიდება გამჭრიახ გონებას. ეს არის მთავარი. მე
ამას შენ მეომრის ენაზე აგიხსნი. ჩინური იეროგლიფი
“სილაჩრე” მიიღება იეროგლიფი “მნიშვნელობის” მიერთებით
“გონების“ საწინააღმდეგო იეროგლიფთან. „მნიშვნელობა“
იგივეა, რაც „გამჭრიახობა“. როდესაც ადამიანი თავის ჭეშმარიტ
გონებას გამჭრიახობას უმატებს, ის ლაჩარი ხდება. შეიძლება
ადამიანმა, რომელიც სამურაის გზას ადგას, სიმამაცე

193
შეინარჩუნოს, თუ ის გამჭრიახი გახდება? ამან უნდა
დაგაფიქროთ.”141
451. ხნიერი ადამიანები ასე ამბობენ: ,,მტერს ბრძოლის ველზე
ისე უნდა მოექცე, როგორც ძერა იჭერს ჩიტს. რამდენი ჩიტიც
არ უნდა ფრენდეს მის გარშემო, ის მხოლოდ იმას ამჩნევს,
რომელიც პირველად დაინახა.
452. უფრო მეტიც, სწორი გზით მოპოვებულს უწოდებენ თავს,
რომელიც მეომარმა მოიპოვა მას შემდეგ, რაც თქვა: “მე სწორედ
იმ აბჯარში ჩაცმულ მეომარს შევიპყრობ.”
141 ამ პარაგრაფში ლაპარაკია გამჭრიახობისა და სამურაის გზის შეუთავსებლობაზე.
გამჭრიახობა, ამ შემთხვევაში, ნიშნავს ფარული იდეებისა და მნიშვნელობების
გამოვლენას, ფარული კავშირების დანახვას, მათ გამომჟღავნებას. როდესაც შენი
გონება ფარული კავშირების გამოვლენაზეა მიმართული, მაშინ ყოველი მოვლენა,
რომელსაც უპირისპირდები, გრანდიოზული და დაუძლეველი ხდება. არც მხოლოდ
დაუძლეველობაშია საქმე: გამჭრიახი გონებით ჭვრეტისას კეთილი ბოროტად იქცევა,
ერთი შეხედვით მარტივი მოვლენები რთულ და ჩახლართულ სახეს იღებს,
რომლებსაც არა აქვთ ერთმნიშვნელოვანი ახსნა და პასუხი. ჩვენი თანამედროვე ამ
ტიპის ჭვრეტას შეთქმულების თეორიის მიმდევრობას დაარქმევდა. არსებობს
ქართული ანდაზა, რომელიც იმავე მდგომარეობას გამოხატავს - „შიშს დიდი
თვალები აქვს“. ბუნებრივია, ასეთი ჭვრეტა ადამიანს მშიშარად და/ან უმოქმედოდ
აქცევს. მშიშარად იმიტომ, რომ როდესაც კონკრეტული მოვლენის მიღმა
გრანდიოზულ „შლეიფს“ ჭვრეტ, ხვდები, რომ მას ვერ შეეწინააღმდეგები, ხოლო
უმოქმედოდ იმიტომ, რომ ამ შლეიფისა და მნიშვნელობების (მათ შორის მორალური)
მრავალფეროვნების გამო გამჭრიახი გონებით აღჭურვილი ადამიანი ხვდება, რომ
მოქმედებას აზრი არა აქვს.
194
453. კიოგუნკანში ერთმა ადამიანმა თქვა: “მტერს რომ
ვუყურებ, ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს სიბნელეში
მოვხვდი. Aამიტომაც, ხშირად ვარ დაჭრილი. Mმიუხედავად
იმისა, რომ ბევრ მტერთან გიბრძოლიათ, თქვენ არც ერთი
ჭრილობა არ გაქვთ. ეს როგორ მოხდა?”
მეორე კაცმა უპასუხა: “მტერთან დაპირისპირებისას მართლაც
რომ სიბნელეში შევდივარ, მაგრამ თუ ამ დროს სიმშვიდეს
მოვუხმე, მაშინ ყველაფერი მქრქალი მთვარით განათებულ
ღამეს ემსგავსება. თუ ბრძოლას ამ განწყობით ვიწყებ, ვიცი,
რომ არ დავიჭრები.
ამგვარი ვითარებაა ჭეშმარიტების წამს.
454. ტყვიას წყლის ზედაპირი ისხლეტს. ნათქვამია, რომ თუ
ადამიანი მას დანით ან კბილით მონიშნავს, ის წყალს
გაჰკვეთს. უფრო მეტიც, თუ ოსტატი ნადირობს ან ისვრის,
მონიშნული ტყვია გასაჭირში არასდროს უღალატებს.
455. როდესაც ახალგაზრდა ბატონები ოვარი, კიტი და მიტე
ათი წლისანი იყვნენ, ერთ დღეს ბატონ იეიასუსთან ერთად
ბაღში სეირნობდნენ. Aამ დროს ბატონმა იეიასუმ ხიდან
კრაზანების დიდი ბუდე ჩამოიღო. ბუდიდან Kკრაზანების
მთელი გუნდი ამოფრინდა. ახალგაზრდა ბატონები ოვარი და
კიტი შეშინდნენ და გაიქცნენ. მიტემ კი სათითაოდ მოიშორა
სახიდან კრაზანები და არსადაც არ გაქცეულა.

195
456. ერთხელ ბატონი იეიასუ ცეცხლზე წაბლს წვავდა. Mმან
ბიჭებიც მიიწვია. წაბლი გახურდა და გასკდომა დაიწყო. Oორ
ბიჭს შეეშინდა და ისინი გვერდზე გადგნენ. მიტეც არანაკლებ
შეშინებული იყო, მაგრამ მაინც აიღო გადმოვარდნილი წაბლი
და ბუხარში შეყარა.
457. საექიმო ხელოვნების შესასწავლად ეგუჩი ტანი ქალაქ
ედოს ბანჩის რაიონში მდებარე მოხუცი იოშიდა იჩიანის
სახლში მივიდა. იმ დროს, მეზობლად ხმლით ბრძოლის
ოსტატობის მასწავლებელი ცხოვრობდა. იოშიდა მასთან
დროდადრო დადიოდა. ტანთან ერთ მშვენიერ დღეს ხმლის
ოსტატის მოწაფე-რონინი მივიდა და დამშვიდობებისას უთხრა:
“ახლა მე დიდი ხნის სანუკვარი ოცნება უნდა ავისრულო. ამას
იმიტომ გეუბნები, რომ შენ ყოველთვის ჩემი მეგობარი
იყავი.”Eეს თქვა და წავიდა. ტანი შეშფოთდა და დაედევნა მას.
ტანმა დაინახა, როგორ უახლოვდებოდა მოსწავლე-რონინს კაცი,
რომელსაც დაწნული ქუდი ეხურა. რონინი წამოეწია მას და
რომ ჩაუარა, თავისი ქარქაში მის ქარქაშს მიარტყა. Kკაცმა
მიიხედა, ამ დროს რონინმა კაცს თავიდან ქუდი მოაძრო და
ხმამაღლა გამოუცხადა, რომ შურისძიება სწყუროდა. Kკაცი
დაიბნა და რონინმა ის ადვილად მოკლა. ყველა სახლიდან
მილოცვის სიტყვები ისმოდა. Aამბობენ, რომ რონინს ფულიც კი
გამოუტანეს. ეს ტანის ყველაზე საყვარელი ამბავი იყო.

196
458. ერთხელ მაცუშიმელი მღვდელი უნგო ღამით მთაში
მოგზაურობდა, როდესაც მას თავს ყაჩაღები დაესხნენ. Uუნგომ
მათ უთხრა: “მე აქაური ვარ, მომლოცველი არ გეგონოთ.
ტანსაცმელის გარდა არაფერი გამაჩნია. წაიღეთ, ოღონდ
სიცოცხლე შემინარჩუნეთ.”
ყაჩაღებმა უპასუხეს: ,,სულ ტყუილად დავშვრით. ჩვენ
ტანსაცმელი არ გვჭირდება”. ეს თქვეს და წავიდნენ. Oორასი
იარდიც არ ექნებოდათ გავლილი, რომ უნგომ დაუძახა მათ:
“მე ტყუილის უთქმელობის ფიცი გავტეხე. ისე დავიბენი, რომ
სულ გადამავიწყდა, რომ ჩანთაში ერთი ნაჭერი ვერცხლი
მქონდა. ძალიან ვნანობ, რომ გითხარით, რომ არაფერი მქონდა.
აი ისიც და, თუ შეიძლება, აიღეთ.” მთის ყაჩაღებზე ამან
ისეთი ღრმა შთაბეჭდილება მოახდინა, რომ ბერებად
აღიკვეცნენ და მისი მოწაფეები გახდნენ.
459. ერთ საღამოს ედოში რამდენიმე ჰაკამოტო გოს სათამაშოდ
შეიკრიბა. Eერთ–ერთი მათგანი საპირფარეშოში გავიდა. ვიდრე
ის გასული იყო, დანარჩენებმა ჩხუბი წამოიწყეს. ერთი
ადამიანი მოკლეს, ამ დროს სინათლე ჩაქრა და საშინელი
აყალმაყალი დაიწყო. დაბრუნებულმა საპირფარეშოში გასულმა
ყვირილი ატეხა: “დაწყნარდით, არაფერია სანერვიულო. აანთეთ
სინათლე და მომეცით საშუალება ყველაფერი მოვაგვარო.”
როდესაც სინათლე აანთეს და ყველა დაწყნარდა, ამ კაცმა
იშიშვლა ხმალი და ჩხუბის ერთ-ერთ მონაწილეს თავი
197
წააგდებინა. Aამის შემდეგ თქვა: “მე სამურაის იღბალმა
მიმტყუნა. ჩხუბს არ ვესწრებოდი. თუ ეს ლაჩრობად
ჩაითვლება, მირჩევნია სეპუკუს გაკეთება მიბრძანონ. ეს ასეც
რომ არ მოხდეს, მაინც ვერაფრით გავიმართლებ თავს, თუ
ითქვა, რომ მე ტუალეტში დასამალად გავიქეცი. Mმე სხვა გზა
მაინც არ მექნება და სეპუკუს გაკეთება მომიხდება. ეს იმიტომ
ჩავიდინე, რომ ჯობს მოვკვდე, როგორც მტრის დამმარცხებელი
და არა შერცხვენილი.” შეგუნმა რომ ამის შესახებ შეიტყო, ის
კაცი აქო და ადიდა.
460. ერთხელ ათი ბრმა მასაჟისტი მთაში მოგზაურობდა.
როდესაც ისინი უფსკრულის პირას მიდიოდნენ, მეტად
ფრთხილები გახდნენ, ფეხები აუკანკალდათ და შიშით
თავზარი დაეცათ. სწორედ ამ დროს წინ მიმავალი კაცი
წაბორძიკდა და კლდეს მოწყდა. ზემოთ დარჩენილები
აღრიალდნენ: “ვაი, ვაი, რა საწყენია!” მაგრამ გადავარდნილმა
მასაჟისტმა ქვემოდან დაიძახა: “მართალია, გადავიჩეხე, მაგრამ
ახლა უფრო კარგად ვგრნობ თავს. ვიდრე გადავვარდებოდი,
ვფიქრობდი, რა მეშველებოდა რომ გადავჩეხილიყავი. შფოთვა
მოსვენებას არ მაძლევდა. Eახლა კი დავწყნარდი. თუ გინდათ
მოისვენოთ, გადმოვარდით!”
461. ჰოძო ავა ნო კამიმ საბრძოლო ხელოვნების ყველა თავისი
მოწაფე შეკრიბა და ედოში ყველაზე პოპულარული
ფიზიონომისტიც მიიყვანა. Mმან ფიზიონომისტს სთხოვა
198
დაედგინა, მამაცი მოწაფეები ჰყავდა თუ ლაჩარი. ჰოძო ავა ნო
კამიმ ყველა სათითაოდ გააფრთხილა: “თუ გაირკვა, რომ
მამაცი ხარ, კიდევ უფრო მეტად უნდა ეცადო, ხოლო თუ
აღმოჩნდა, რომ ლაჩარი ხარ, იმით უნდა შეებრძოლო
სილაჩრეს, რომ სიცოცხლე არად ჩააგდო. ეს თანდაყოლილი
თვისებებია და მათი არ უნდა გრცხვენოდეს.”
462. ჰიროძე დენძაემონი მაშინ თორმეტი თუ ცამეტი წლის
იყო. ის ფიზიონომისტს წინ დაუჯდა და გამძვინვარებული
ხმით აუწყა: “შენ თუ მეტყვი, რომ ლაჩარი ვარ, ხმლის ერთი
დარტყმით გამოგასალმებ სიცოცხლეს!”
463. სათქმელი ჯობია პირდაპირ ითქვას. დაგვიანებული
სათქმელი თავის მართლებასავით ჟღერს. Uუფრო მეტიც, შენი
მოწინააღმდეგე ზოგჯერ მოულოდნელი თქმით უნდა გააოგნო.
Gგარდა ამისა, თუ შენს მოწინააღმდეგეს შენი სიტყვები
სარგებელს მოუტანს და რაღაცას ასწავლის, ეს შენი
გამარჯვებაა. ეს გზის ერთ–ერთი პრინციპია.
464. მღვდელმა როიმ თქვა: “ძველად სამურაებს ეშინოდათ
ლოგინში არ მომკვდარიყვნენ. ისინი ოცნებობდნენ ბრძოლის
ველზე მომკვდარიყვნენ. მღვდელიც ვერაფერს მიაღწევს, თუ
მსგავსი განწყობა არ ექნება. Aადამიანი, რომელიც განდეგილად
ცხოვრობს და ხალხს განერიდება, ნამდვილი ლაჩარია.
მხოლოდ ბოროტი თუ ჩაგაგონებს, რომ განდეგილობით კარგ
საქმეს გააკეთებ. სიკეთეც რომ მოიტანოს ვინმეს
199
განდეგილობამ, ის მომავალ თაობებს ვერასდროს გადასცემს
საკუთარი გვარის ტრადიციებს.
465. ტაკედა შინგენის მსახური ამარი ბიზენ ნო კამი
ბრძოლისას დაიღუპა. მისმა თვრამეტი წლის შვილმა ტოძომ
მამის ადგილი დაიკავა. ის გენერალთან მიმაგრებული
ცხენოსანი მეომარი გახდა.
ერთხელ მისი გუნდის წევრი მძიმედ დაიჭრა. სისხლდენის
შეჩერება ვერ ხერხდებოდა და ტოძომ მას წითელფაფრიანი
ცხენის წყალში გახსნილი ფეკალიების დალევა უბრძანა.
დაჭრილმა კაცმა თქვა: ”ცხოვრება ძვირფასია ჩემთვის. ნეტავ
როგორ უნდა დავლიო ცხენის ფეკალიები? 142” ტოძომ ეს რომ
მოისმინა, თქვა: ”როგორი არაჩვეულებრივად მამაცი
მებრძოლია! რასაც შენ ამბობ, სამართლიანია, მაგრამ
ერთგულება მოითხოვს, რომ ჩვენ სიცოცხლე შევინარჩუნოთ,
რათა ბრძოლის ველზე ჩვენი ბატონისთვის გამარჯვება
მოვიპოვოთ. კეთილი, შენთან ერთად ამას მეც დავლევ.” ასეც
მოიქცა და შემდეგ სასმისი კაცს გაუწოდა. კაცმა მას სასმისი
მადლიერებით გამოართვა, დალია და გამოჯანმრთელდა.

142
იგულისხმება, რომ ცხენის ფეკალიების დალევა მეომარმა უღირს საქციელად
მიიჩნია და სიკვდილის არჩევას აპირებდა. სამურაის გზაზე მითითებით ტოძომ მას
უფრო მაღალი მიზანი - ბატონის მსახურება გაახსენა. ამიტომ, მეომარმა გადაიფიქრა
სიკვდილი.
200
თავი XI. ჩანაწერებში “საბრძოლო ხელოვნების შესახებ”

466. ჩანაწერებში “საბრძოლო ხელოვნების შესახებ” ნათქვამია,


რომ ფრაზა: “ჯერ გაიმარჯვე და მერე იბრძოლე” შეიძლება
მოკლედ ასე გამოიხატოს: “წინასწარ გაიმარჯვე.” ომისთვის
მშვიდობიანობის დროს უნდა მოემზადო. ათიათასიანი ჯარის
დასამარცხებლად ხუთასი მოკავშირეც კი საკმარისია.
467. როდესაც მტრის ციხესიმაგრეზე მიგაქვს იერიში და
შემდეგ უკან იხევ, მთავარი გზით ნუ გაიქცევი, სჯობს
შემოვლითი გზებით იარო.
468. დახოცილები და დაჭრილები მტრისკენ თავით პირქვე
უნდა დააწვინო. მნიშვნელოვანია, რომ მეომარს იერიშის დროს
მოწინავე პოზიციებზე, ხოლო უკან დახევისას ბოლო რიგებში
უნდოდეს ყოფნა. იერიშისას მეომარმა შესაფერისი დრო უნდა
შეარჩიოს. შესაფერისი წუთის შერჩევაში კი შეტევა არ უნდა
დაავიწყდეს.
469. ითვლება, რომ ჩაფხუტი ძალიან მძიმეა, თუმცა
ციხესიმაგრის იერიშისას ისრებით, ტყვიებით, ქვებითა და სხვა
იარაღით აღჭურვილს ის მძიმედ აღარ მოგეჩვენება.
470. ერთხელ, როდესაც ოსტატი იაგუ შოგუნთან საქმეზე
იმყოფებოდა, ჭერიდან ბამბუკის რამდენიმე ხმალი ჩამოვარდა.
Mმან სწრაფად დაიფარა თავზე ხელი და არც ერთი არ მოხვდა.

201
471. შოგუნმა ის სხვა დროსაც მოიხმო და თეჯირის უკან
ბამბუკის ხმლით ხელში ელოდა. ოსტატმა იაგუმ ხმამაღლა
დაიძახა: “არ იყუროთ! თქვენთვის ასე ჯობია.” შოგუნი
მიტრიალდა, იაგუ მიუახლოვდა და ხმალი ჩამოართვა.
472. მას, ვისაც მტრის ისრის ეშინია, ღმერთები არ აღმოუჩენენ
დახმარებას. იმას, ვინც უბრალო ჯარისკაცის გამოსროლილი
ისრით დაღუპვას სახელგანთქმული მეომრის ხელით
სიკვდილს არჩევს, ზეცის წყალობა არ მოაკლდება.
473. საქარე ზანზალაკები საომარი კამპანიების დროს
გამოიყენება ქარის მიმართულების გამოსაცნობად. ღამის
იერიშისას ცეცხლი უნდა დაინთოს ქარის მიმართულებით,
ხოლო თვითონ შეტევა უნდა განხორციელდეს ქარის ქროლვის
საწინააღმდეგო მხრიდან. ამას შენი მტერიც გაითვალისწინებს.
საქარე ზანზალაკები ყოველთვის უნდა ჩამოკიდო, ქარის
ქროლვის მიმართულება რომ იცოდე.
474. ბატონმა აკიმ განაცხადა, რომ ის თავის მემკვიდრეებს
სამხედრო ტაქტიკას არ შეასწავლის. მან თქვა: “ბრძოლის
ველზე თუ ფიქრი დაიწყე, გადაწყვეტილებას ვერასდროს
მიიღებ. Mმტერს კეთილგონიერებით ვერ აჯობებ. ვეფხვის
ბუნაგის წინ თუ დგახარ, ჯობს ამაზე არ იფიქრო. Aამგვარად,
სამხედრო ტაქტიკაზე რაც მეტ ინფორმაციას მიაწვდი ადამიანს,
მით უფრო მეტი ეჭვი დაღრღნის და საქმეს ვერ გააკეთებს.

202
Aარა, ჩემი მემკვიდრეები არ შეისწავლიან სამხედრო
ტაქტიკას.143”
475. ბატონი ნაოშიგეს სიტყვებით:
არის რაღაც, რასაც ყველა ახალგაზრდა სამურაიმ ყურადღება
უნდა მიაქციოს. მშვიდობიან დროს, როდესაც ბრძოლის ამბებს
ისმენს, არ უნდა თქვას: “ამგვარ სიტუაციაში მავანსა და მავანს
სხვა რა უნდა ექნა?”. მსგავსი სიტყვები არ უნდა წარმოითქვას.
რას მოიმოქმედებს ბრძოლის ველზე ის, ვინც საკუთარ ოთახში
მჯდარიც კი გაუბედავია? ნათქვამია: “რა მნიშვნელობა აქვს
შექმნილ ვითარებას, თუკი ადამიანს გამარჯვების მოპოვება
აქვს გადაწყვეტილი. ყოველთვის პირველმა უნდა ჩასცე შუბი.”
თუ სიტუაცია მოულოდნელად შეიცვლება, შენს სიცოცხლეს
საფრთხეც რომ ემუქრებოდეს, ვეღარაფერს გააწყობ.
476. ერთხელ ტაკედა შინგენმა თქვა: “ვინმე რომ ბატონ
იეიასუს მოკლავდეს, კარგ გასამრჯელოს მივცემდი”. ეს
სიტყვები ერთი ცამეტი წლის ბიჭმა მოისმინა და ბატონ
იეიასუსთან დაიყო მუშაობა. ერთ საღამოს, როდესაც მას ეგონა,
რომ ბატონი იეიასუ დასაძინებლად დაწვა, აიღო ხმალი და
ბატონის ლოგინში ჩაარჭო. სინამდვილეში ბატონი იეიასუ

143
აქ არის არჩევანი სამხედრო ტაქტიკასა და სამურაის გზას (ქცევას) შორის. ამ
შემთხვევაში საბუთდება, რომ გამჭრიახი გონება მეომრის გზის წინაამღდეგაა
მიმართული. თუმცა, ამ შემთხვევაში, მე-10 თავისგან განსხვავებით, გამჭრიახი
გონების საჭიროებაზე უარი არ არის ნათქვამი.
203
მეზობელ ოთახში ჩუმად კითხულობდა სუტრას, ბიჭს
შემოუსწრო და დაიჭირა.
გამოძიებისას ბიჭმა ყველაფერი პატიოსნად აღიარა. ბატონმა
იეიასუმ უთხრა მას: “ჩინებული ახალგაზრდა იყავი და
სამსახურში როგორც მეგობარი, ისე მიგიღე. ახლა კიდევ უფრო
მეტად გაფასებ.” Bბატონმა იეიასუმ ბიჭი უკან გაუგზავნა
შინგენს.
477. ერთხელ საღამოს რამდენიმე სამურაი კარაცუდან, გოს
სათამაშოდ შეიკრიბა. ოსტატი კიტაბატაკე თამაშს აკვირდებოდა
და რჩევის მიცემა რომ უნდოდა, ერთ–ერთმა მათგანმა ხმლით
შეუტია. როდესაც იქ მყოფმა ხალხმა მოჩხუბარი გააჩერა,
ოსტატმა კიტაბატაკემ სანთელი ჩააქრო და თქვა: “ეს ჩემი
უგუნურების გამო მოხდა, რისთვისაც ბოდიშს ვიხდი. ხმალი
გოს ყუთს მოხვდა. მე ერთი ჭრილობაც კი არ მაქვს
მიღებული.” სანთელი ხელახლა აანთეს და მოჩხუბარი კაცი
შესარიგებლად საკეს თასით ხელში კიტაბატაკესთან მივიდა.
კიტაბატაკემ კაცს თავი ხმლის ერთი დარტყმით გააგდებინა.
Mმან თქვა: “ თეძო შუაზე მაქვს გაპობილი და წინააღმდეგობის
გაწევას ვერ შევძლებდი, მაგრამ ფეხი ლაბადით გადავიხვიე და
გოს დაფაზე დაყრდნობილმა ამის გაკეთება შევძელი.” Eეს თქვა
და გარდაიცვალა.
478. სინანულზე უფრო მტკივნეული არაფერია. Yყველას
ძალიან გვინდა სინანულის გარეშე ცხოვრება. Mმაგრამ როდესაც
204
ბედნიერები და აღტკინებულები ვართ და დაუფიქრებელ
საქციელს ჩავდივართ, მოგვიანებით სინანულს განვიცდით და
ვიტანჯებით. უნდა შევეცადოთ სასოწარკვეთაში არ ჩავვარდეთ
და ბედნიერების დროს თავი არ დავკარგოთ.
479. აი, რას გვასწავლის იამამოტო ძინემონი:
• ის, ვინც ცდილობს, ყოვლისშემძლეა.
• წიწილა, შემწვარიც რომ იყოს, მაინც დააბი.
• ჭენებით მიმავალი ცხენისთვის დეზების შემოკვრას ნუ
დაიშურებ.
• კაცი, რომელიც ღიად გაკრიტიკებს, ზურგს უკან
შეთქმულებას არ მოგიწყობს.
• ერთი ადამიანის სიცოცხლე ერთი თაობა გრძელდება,
მისი სახელი კი მუდმივია.
• ფულს, როცა მოისურვებ, მაშინ გექნება, კარგი ადამიანი
კი ძნელი საპოვნელია.
• გაიარე ნამდვილ კაცთან ერთად ასი იარდი და ის შვიჯერ
მაინც მოგატყუებს ამ დროის განმავლობაში.
• იმის კითხვა, რაც უკვე იცი, ზრდილობის ნიშანია, იმის
კითხვა კი, რაც ჯერ არ იცი, აუცილებელია.
• ყოველი შენი განზრახვა ფიჭვის წიწვში გაახვიე.
• სხვის წინაშე პირი არ უნდა დააღო და მთქნარება არ უნდა
დაიწყო. გააკეთე ეს მარაოთი ან სახელოთი პირაფარებულმა.
• ჩაფხუტიცა და ჩალის ქუდიც შუბლზე უნდა ჩამოიფხატო.
205
480. საბრძოლო ხელოვნების წესია სიცოცხლე უგულებელყო
და იბრძოლო. თუ მოწინააღმდეგეც იგივეს აკეთებს, მაშინ
თქვენ ღირსეული მეტოქეები ხართ. ამ შემთხვევაში
მოწინააღმდეგის დამარცხება რწმენასა და იღბალზეა
დამოკიდებული.
481. შენი საძინებელი ოთახი სხვას არ უნდა უჩვენო.
უშფოთველი და ღრმა ძილი, ისევე როგორც ცისკრის დადგომა,
მეტად მნიშვნელოვანია. ეს უნდა გახსოვდეს. ეს ნაგასაკა
ინოსუკემ გვიამბო.
482. როდესაც ადამიანი ფრონტზე მიდის, მან ბრინჯით სავსე
ტომარა უნდა წაიღოს თან. მისი საცვალი მაჩვის ტყავისგან
უნდა იყოს დამზადებული. მაშინ მას ტილი არ დაესევა.
ხანგრძლივი საომარი მოქმედებისას ტილი მეტად
შემაწუხებელია.
483. მტერს რომ შეხვდები, შეგიძლია მისი ძალა ამოიცნო. თუ
მას თავი დახრილი აქვს, ჯმუხი ჩანს და ძლიერია; თუ თავი
აწეული აქვს, ფერმკრთალია და სუსტი. ეს ნაცუმე ტომერიმ
გვიამბო.
484. რა ფასი აქვს მეომარს, თუ ის გულგრილი არ არის
სიცოცხლისა და სიკვდილის მიმართ? გამონათქვამი:
“ყველანაირი უნარი გონების პროდუქტია”, ისე ჟღერს, თითქოს
ცნობიერებასთან ჰქონდეს კავშირი, არადა ეს მხოლოდ
206
სიცოცხლისა და სიკვდილის მიმართ დამოკიდებულებაა.
მიჯაჭვულობებისგან თავისუფალ ადამიანს ყველანაირი საქმის
გაკეთების უნარი შესწევს. საბრძოლო ხელოვნება და მსგავსი
რამ სწორედ ამგვარ განწყობას ქმნის და გზასთან აახლოებს.
485. Gგონება რომ დაიმშვიდო, ნერწყვი ჩაყლაპე. საიდუმლო
ნერწყვშია. თუ გაბრაზდი, ასევე მოიქეცი. ასეთ შემთხვევაში
ნერწყვის შუბლზე წასმაც კარგია. იოშიდას მშვილდოსნობის
სკოლაში ასწავლიან, რომ თუ გინდა კარგად დაუმიზნო, ჯერ
ნერწყვი ჩაყლაპე.
486. ერთმა გენერალმა თქვა: “თუ მეომარს აბჯრის შემოწმება
უნდა, მისი წინა მხარე უნდა შეამოწმოს. მაგრამ ეს უფრო
რიგით მეომარს ეხება, ვიდრე ოფიცერს. მეტიც, მაშინ, როდესაც
აბჯარს სამკაული არ სჭირდება, ჩაფხუტს კი პირიქით,
მეომარმა მას დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. Eეს ხომ ის
არის, რაც მეომარს მტრის ბანაკშიც თან ახლავს144.
487. Nნაკანო ძინემონმა თქვა: “სამხედრო ტაქტიკის შესწავლას
აზრი არ აქვს. თუ მტერს არ ეკვეთე და დახუჭული თვალებით
არ ჩეხე, ერთი ნაბიჯითაც ვერ წაიწევ წინ.” Aამ საკითხთან
დაკავშირებით იანაგა სასუკეც იგივეს ფიქრობდა145.

144 იგულისხმება მეომრის მიკვეთილი თავი, რომელიც როგორც ნადავლი მიჰქონდათ


ბანაკში. ამიტომ, ჩაფხუტი მეომარს მტრის ბანაკშიც, ანუ, სიკვდილის შემდეგაც თან
ახლავს.

145
იხ. თავი მე-10. შენიშვნა #450-ე პარაგრაფისთვის.
207
488. Nნაცუმე ტონერის “სამხედრო ისტორიებში” წერია:
“შეხედეთ ძველი დროის მეომრებს. ხანგრძლივ ბრძოლაშიც კი
სისხლს სისხლით იშვიათად თუ ჩამოირეცხავდნენ. Fფხიზლად
იყავით.” ტონერი რონინი იყო კამიგატას მხრიდან.
489. იქ, სადაც ბევრი მოგზაური მიდი-მოდის, არ შეიძლება
სიკვდილით დასჯის ადგილის მოწყობა. Eედოსა და კამიგატაში
მოწყობილი სიკვდილით დასჯა მთელი ქვეყნისთვის
სამაგალითოა. Mმაგრამ ის, რაც ერთ ადგილას ხდება, სხვისი
საქმე არ არის. თუ დანაშაული მრავლადაა, ეს იმ მხარის
სირცხვილია. რას იფიქრებენ ამაზე სხვა მხარეების მცხოვრებნი?
490. დროთაAგანმავლობაში, დამნაშავე ივიწყებს საკუთარ
დანაშაულს, ამიტომ უკეთესია თუ მას დანაშაულის ადგილას
დავსჯით.
491. მაცუდაირა იძო ნო კამიმ უთხრა ოსტატ მიცუნო
კენმოცუს: “რა სამწუხაროა, რომ ასეთი კარგი პიროვნება ასე
ტანმორჩილი ხართ.”
კენმოცუმ მიუგო: “მართალია, ეს ასეა. სამყაროში, სამწუხაროდ,
ყველაფერი ისე არ არის მოწყობილი, როგორც გვინდა, რომ
იყოს. მე რომ თქვენთვის თავი მომეკვეთაA და ფეხქვეშ
დამედო, უფრო მაღალი გამოვჩნდებოდი. მაგრამ, სამწუხაროდ,
ამას ვერ ვიზამ.”
492. Eერთი ადამიანი ქალაქ იაეში იყო, როდესაც უეცრად
მუცელი ასტკივდა. ის კუთხის სახლთან შეჩერდა და
208
ტუალეტში შესვლა ითხოვა. სახლში მხოლოდ ერთი
ახალგაზრდა ქალი იყო, მან კაცი უკანა ეზოში წაიყვანა და
ტუალეტი უჩვენა. ის იყო მან ჰაკამას გახდა და მოსაქმება
დააპირა, რომ ქალის ქმარი დაბრუნდა და ორივე მრუშობაში
დაადანაშაულა. Eეს საქმე საჯარო განსჯის საკითხი გახდა.
ეს რომ მოისმინა, ბატონმა ნაოშიგემ თქვა: “რომც არაფერი
ჩაედინათ, ეს მაინც მრუშობის ტოლფასია, რადგან ამ კაცმა
ყოველგვარი ყოყმანის გარეშე მარტოდ მყოფი ქალის
თანდასწრებით ჰაკამა გაიხადა, ქალმა კი ნება დართო კაცს
გაშიშვლებულიყო მაშინ, როდესაც ქმარი სახლში არ იყო.”
ამბობენ, რომ ორივე სიკვდილით დასაჯეს.
493. თუკი მტრის ციხესიმაგრის შეფასება გინდა, ნათქვამია:
“ნისლსა და კვამლში ისე გამოიყურება როგორც გაზაფხულის მთა.
წვიმა რომ გადაიღებს, მოწმენდილ დღესავით გამოჩნდება.”
სისუსტე სრულყოფილ გარკვეულობაში არის146.

146
იგულისხმება, რომ მტრის ციხესიმაგრე მოწმენდილ დღეს, კარგ ამინდში უნდა
შეაფასო. ციხესამაგრე, საკუთარი დასრულებული ფორმებით და მყარი საფუძვლით -
სრულყოფილი გარკვეულობაა. სწორედ იმიტომ, რომ ის გარკვეულობაა, მასში
აუცილებლად არის სისუსტე, რომლიც შემფასებელმა უნდა იპოვოს. ეს კი ნიშნავს,
რომ ფორმის მიღწევა, გარკვეულობა სიძლიერეა (ციხე-სიმაგრე), მაგრამ სწორედ
იმიტომ, რომ ის გარკვეულია და ჩამოყალიბებული ფორმაა, მასში აუცილებლად
იქნება სუსტი წერტილი: იმიტომ, რომ აბსოლუტური ფორმა და უნაკლო
209
494. დაუდევრობა დიდი მხედართმთავრების გამონათქვამებშიც
კი შეიძლება აღმოვაჩინოთ. მაგრამ ჩვენ ამ სიტყვებს უდიერად
მაინც არ უნდა მოვექცეთ.
495. იმ ადამიანმა, ვისაც ჭკვიანური გამომეტყველება აქვს, არ
უნდა გააკეთოს რაიმე განსაკუთრებული, არც მაშინ, როდესაც კარგ
საქმეებს სჩადის და არც მაშინ, როდესაც უბრალო საქმეებს
აკეთებს, იმიტომ, რომ ხალხი ორივე შემთხვევაში იფიქრებს, რომ
ის ნაკლულია147. მაგრამ თუ ადამიანს კეთილშობილი
წარმომავლობა აქვს, მცირე სიკეთეც რომ გააკეთოს, ხალხი მას
აუცილებლად შეაქებს.
496. შოტოკუს მესამე წლის მეშვიდე თვის მეთოთხმეტე დღეს,
ციხე-სიმაგრის გარე ციტადელში რამდენიმე მზარეული ბენის
დღესასწაულის სამზადისში იყო. ერთ–ერთმა მათგანმა – ჰარა
ძუროძაემონმა, ხმალი იშიშვლა და საგარა გენძაემონს თავი
წააცალა. მავატარი როკუუემონი, აიურა ტარობეი, კოლა კინბეი
და კაკიჰარა რიემენი თავზარდაცემულები გაიქცნენ.
ძუროზაემონმა კინბეის თვალი მოჰკრა და გაეკიდა, ამ
უკანასკნელმა კი ფეხოსანი მეომრების შეკრების ადგილას
მიირბინა. იქ კი მას დაიმეს პალანკინის ყარაულმა ტანაკა

გარკვეულობა არ არსებობს. ეს პარაგრაფი გვეუბნება, რომ სრულყოფილ


სიძლიერეშიც არის სისუსტე.
147 სავარაუდოდ, აქ იგულისხმება, რომ ჭკვიანური გამომეტყველების მქონე ადმიანმა
არ უნდა ჩაიდინოს ექსცენტრიული საქციელი.

210
ტაკეუემონმა გადაუღობა გზა. მან ძუროზაემონს ხმალი
წაართვა. Mძუროზაემონს დადევნებულმა იშირნარუ სანემონმაც
მიირბინა ფეხოსანი მეომრების შეკრების ადგილას და
ტაკეუემონს დაეხმარა.
497. სასჯელი იმავე წლის მეთერთმეტე თვის ოცდამეცხრე
დღეს აღასრულეს. ძუროზაემონი თოკით შეკრეს და თავი
მოჰკვეთეს. როკუუემონი, ტარობეი, კინბეი და რიემონი
გააძევეს, სანემონი კი გაათავისუფლეს. ტაკეუემონი ვერცხლის
სამი ნაჭრით დააჯილდოეს.
498. თუმცა მოგვიანებით ითქვა, რომ ტაკეუემონს დროულად
უნდა გაეკოჭა ძუროზაემონი.
499. ტაკედა შინგენს შეუდარებელი სიმამაცის მსახურები
ჰყავდა, მაგრამ, როდესაც ტენმოკუზანის ბრძოლაში კაცუორი
მოკლეს, ყველა გაიქცა. მეომარი ცუშია სოზო, რომელსაც
მანამდე ბატონი არ სწყალობდა, მტრის პირისპირ მარტო
დარჩა.A მან თქვა: “სად არიან ისინი, ვისაც თავისი სიმამაცით
ყოველდღე თავი მოჰქონდა? Mმე დავიბრუნებ ჩემი ბატონის
კეთილგანწყობას.” ის მარტო იბრძოდა და ბრძოლაში დაეცა.
500. მჭევრმეტყველების არსი მრავალსიტყვაობაში არ არის. თუ
ფიქრობ, რომ საქმე ლაპარაკის გარეშეც შეგიძლია გააკეთო,
უსიტყვოდ აღასრულე ის; ხოლო თუ საქმეს სიტყვის თქმა
სჭირდება, ცოტა ილაპარაკე და მხოლოდ ის თქვი, რაც
ძირითადია.
211
501. Dდაუფიქრებელი ლაპარაკი სამარცხვინოა და მოლაყბეს
ადამიანები ზურგს შეაქცევენ ხოლმე.
502. Nნემბუცუს 148 მიმდევარი ყოველ ჩასუთქვასა და
ამოსუნქვაზე ბუდას სახელს ამბობს, იმისთვის, რომ ბუდა
არასოდეს დაივიწყოს. მსახურიც მასავით უნდა იქცეოდეს,
როდესაც თავის ბატონზე ფიქრობს. მსახურისთვის ყველაზე
მთავარია ბატონი არ დაივიწყოს.
503. ჭეშმარიტად მამაცი ადამიანები სიკვდილს ღირსეულად
ხვდებიან. ამის უამრავი მაგალითი გვაქვს. იმ ადამიანს, ვინც
სიმამაცეს იჩემებს, მაგრამ სიკვდილის ჟამს შფოთავს, მამაცს
ვერ ვუწოდებთ.
504. იაგუ ტაძიმა ნო კამი მუნენორის 149 საიდუმლო
პრინციპებში არის შემდეგი გამონათქვამი: “ძლიერი
ადამიანისთვის სამხედრო ტაქტიკა არ არსებობს. ამის
დასადასტურებლად ჰყვებიან, რომ: “სეგუნის ერთი ვასალი
ოსტატ იაგუსთან მივიდა და მოსწავლედ აყვანა სთხოვა.
Oოსტატმა იაგუმ მიუგო: “შენ სამხედრო ხელოვნებაში

148 ნემბუცუ (念仏 ) - ნიშნავს „ბუდით გონების სისავსეს“. მაჰაიანა ბუდიზმის წმინდა
მიწის სკოლის ერთ-ერთი პრაქტიკის - ამიტაბჰა ბუდის სახელის ხშირი გამეორების -
აღმნიშვნელი.

149 იაგუ მუნენორი (柳生宗矩?) (1571 -1646) იაპონელი ხმლის ოსტატი. იაგუ შინკაჯე-
რიუს ედოს შტოს დამაარსებელი. იაგუ შინკაჯე-რიუს ედოს შტო იყო ტოკუგავას
შოგუნატის მიერ აღიარებული და მიღებული ხმლის ხელოვნების ორი ოფიციალური
სტილიდან ერთ-ერთი.

212
დაოსტატებული ჩანხარ. Mმე მხოლოდ მას შემდეგ გავხდები
შენი მასწავლებელი, როდესაც მეტყვი, თუ რომელი სკოლის
წარმომადგენელი ხარ.”
505. კაცმა უპასუხა: “მე სამხედრო ხელოვნებაში წვრთნა არ
გამივლია”.
იაგუმ უთხრა: “შენ რა ტაძიმა ნო კამის დასაცინად მოხვედი?
განა მე მეშლება და შენ სეგუნის მასწავლებელი არ ხარ?” კაცმა
დაიფიცა, რომ ეს ასე არ იყო. მაშინ ოსტატმა იაგუმ იკითხა: “თუ
ეს ასეა, მაშინ რისკენ ისწრაფვი?”
კაცმა უპასუხა: “ბავშვი რომ ვიყავი, უეცრად გავაცნობიერე,
რომ მეომარს საკუთარი სიცოცხლე არ ენანება. რადგან ამ
ცოდნას დიდხანს გულით ვატარებდი, დღეს სიკვდილზე აღარ
ვფიქრობ. სხვა არანაირი სწრაფვა არ მაქვს.”
ამ ნათქვამმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ოსტატ იაგუზე.
მან თქვა: “მე ყველაფერს სწორად მივხვდი. ჩემი სამხედრო
ტაქტიკის ძირითადი პრინციპიც სწორედ ესაა. ასობით მოწაფე
მყოლია, მაგრამ ამ პრინციპს ვერცერთი ასე ღრმად ვერ ჩაწვდა.
შენთვის ხის ხმლის ხელში აღება არ არის საჭირო. Mმე შენ
ახლავე გიბოძებ ოსტატის წოდებას”. ეს თქვა და მყის გადასცა
მოწმობის გრაგნილი.
ეს ამბავი მურაგავა სოდენმა გვიამბო.
506. Gადამიანს ყოველდღიურადEმართებს გარდაუვალ
სიკვდილზე ფიქრი. Yყოველდღე, როდესაც ადამიანის გონებაცა
213
და სხეულიც მშვიდ მგდომარეობაში იმყოფება, უნდა
წარმოიდგინო, როგორ განგგმირავს ისარი და ტყვია, როგორ
დაგგლეჯს შუბი და აგკუწავს ხმალი, როგორ წაგიღებს
უზარმაზარი ტალღა, რომ ცეცხლში ჩავარდები, დაგეცემა მეხი,
მიწისძვრა აღგგვის პირისაგან მიწისა, ათასი ფუტის
სიმაღლიდან გადმოვარდები, ავადმყოფობა მოგკლავს, ან კი
შენი ბატონის სიკვდილის გამო სეპუკუს გაიკეთებ. ყოველ
ცისმარე დღეს უნდა იფიქრო, რომ უკვე მოკვდი.
507. ძველი ხალხი ამბობდა: “სახლის ზღურბლიდან ფეხი
გადმოდგ და უკვე მკვდარი ხარ. ჭიშკარს გასცდი და მტერი
იქაც დაგხვდება”. Aამას სიფრთხილე კი არ ჭირდება,
უბრალოდ სიკვდილისთვის წინასწარ უნდა მოემზადო.
508. შენ თუ ძალიან მალე მოიხვეჭ სახელს, ხალხი მტრად
გადაგეკიდება და შენს მოღვაწეობას აზრი აღარ ექნება; ხოლო
თუ თანდათანობით დაიმკვიდრებ ადგილს, ხალხი შენი
მოკავშირე გახდება და შენც ბედნიერებას მოიპოვებ. შენ
ხიფათი არ გელის, თუ ხალხს შენი ესმის, რადგან მაშინ აღარ
აქვს მნიშვნელობა, ჩქარობ თუ არა. ამბობენ, რომ ყველაზე
ქმედითია, როდესაც შენ იღბალს სხვა ადამიანებიც უწყობენ
ხელს.
509. ძველი დროის მეომრები ულვაშებს იზრდიდნენ, რადგან,
თუ ბრძოლისას დაიღუპებოდნენ მათ ყურებსა და ცხვირს
აჭრიდნენ და მტრის ბანაკში მიჰქონდათ. ულვაშებს
214
ყოველთვის ცხვირთან ერთად აჭრიდნენ, რადგან არავის
ეფიქრა იმაზე, მოკლული ქალი იყო თუ კაცი. რომ არ
ეფიქრათ, რომ ეს ქალის თავია, უულვაშო თავს აგდებდნენ.
სამურაი ყოველთვის იზრდიდა ულვაშებს, რათა სიკვდილის
მერე მისი თავი არავის გადაეგდო.
510. ცუნეტომო ამბობდა: “თუ ადამიანი პირს ყოველდღეE
ცივი წყლით იბანს, რომც მოკლან, კანის ფერი არ შეეცვლება.”
511. სიტყვები “ჩრდილოელი ადამიანი” კარგად აღზრდას
უკავშირდება. წყვილი ბალიშებს დასავლეთით დებს, თავით
სამხრეთისკენ მწოლიარე კაცი ჩრდილოეთს უყურებს, მაშინ
როდესაც ჩრდილოეთის მხარეს მწოლიარე ქალს სახე
სამხრეთისკენ აქვს მიმართული.
512. როდესაც ბიჭს ზრდი, პირველ რიგში მასში სიმამაცე
უნდა აღზარდო. ბავშვს პატარაობიდანვე თავისი მშობლები
ბატონივით უნდა უყვარდეს. მან ყოველდღიური ზრდილობის
წესები და ეტიკეტი უნდა შეისწავლოს, ის, თუ როგორ უნდა
მოემსახუროს სხვებს, როგორ ისაუბროს, როგორ იყოს
მომთმენი და ისიც კი, ქუჩაში რანაირად უნდა გაიაროს. ძველ
დროს ასე ზრდიდნენ: თუ ბავშვი ზარმაცობდა, მას
ტუქსავდნენ და მთელი დღე საჭმელის გარეშე ტოვებდნენ.
მსახურიც ამგვარად უნდა გაიწვრთნას.
513. Gგოგონას პატიოსნება პატარაობიდანვე უნდა ჩაუნერგო. ის
კაცს ექვს ფუტზე უფრო ახლო მანძილზე არ უნდა
215
მიუახლოვდეს, არც თვალებში ჩახედოს და არც ხელიდან
გამოართვას რაიმე. ის არც სანახაობების და არც ტაძრების
მოსანახულებლად არ უნდა დადიოდეს. სიმკაცრეში გაზრდილ
ქალს, რომელმაც ბავშვობიდან სიმწარე იწვნია, გათხოვების
მერე აღარაფერი დაადარდიანებს.
514. Pპატარების აღზრდისას ჯილდოც და სასჯელიც
ერთნაირად უნდა გამოვიყენოთ. თუ ყურადღებას მოადუნებ,
ბავშვები ეგოისტები გახდებიან და შემდგომში ცუდად
მოიქცევიან. Eეს საკითხი დიდ ყურადღებას მოითხოვს.

თავი XII. შუაღამის დინჯი საუბარი

515. ნაბეშიმას გვარის მსახური უნდა სწავლობდეს ჩვენი


მხარის ისტორიასა და ტრადიციებს. მისი შესწავლის ძირითადი
მიზანია იცოდე, თუ როგორ შეიქმნა ჩვენი გვარი და როგორი
წვალებითაA და ტანჯვით დამკვიდრდნენ ჩვენი წინაპრები. ის,
რომ ჩვენმა გვარმა დღემდე მოაღწია ბატონი რიუძოი იეკანეს
ადამიანობისა და სამხედრო სიძლიერის, ბატონი ნაბეშიმა
კიოჰისას ქველმოქმედებისა და რწმენის და ბატონების

216
რიუზოი ტაკანობუს და ნაბეშიმა ნაოშიგეს ძლევამოსილების
დამსახურებაა.
516. ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება ადამიანმა ეს
ხალხი დაივიწყოს და სხვის ბუდებს სცეს თაყვანი. არც ბუდა
შაკიამუნი, არც კონფუციუსი, არც კუსუნოკი და შინგენი
ყოფილან რიუზოის ან ნაბეშიმას მსახურები. მათ ჩვენი
გვარისგან განსხვავებული წეს-ჩვეულებები აქვთ. როგორც ომის,
ისე მშვიდობიანობის დროს, როგორც მაღალი, ისე დაბალი
ფენის წარმომადგენლებმა პატივი უნდა მიაგონ ჩვენს
წინაპრებს და მათი დანატოვარი შეისწავლონ. ყველა თავისი
გვარის უფროსს ეთაყვანება. სხვა გვარის დოქტრინა ჩვენი
გვარის მსახურებისათვის მისაღები არ უნდა იყოს. ჩვენ ღრმად
გვწამს, რომ ადამიანმა სხვისი გამოცდილება მას შემდეგ უნდა
შეისწავლოს, რაც საკუთარი უკვე სრულყოფილად იცის.
Mმაგრამ, როდესაც ადამიანმა ზედმიწევნით კარგად იცის
თავისი ტრადიციები, ის ხვდება, რომ სხვა აღარ სჭირდება.
517. დღეს შეიძლება ვინმემ იკითხოს, თუ რა წარმოშობის
არიან რიუზოები და ნაბეშიმები, ან კი რატომ გადავიდა ჩვენი
კარ-მიდამო და სანახები ერთი გვარიდან მეორის ხელში, ან
იკითხავენ: “გაგვიგონია, რომ რიუზოების და ნაბეშიმას
სამხედრო ძლიერება კიუშუში განთქმული იყო. შეგიძლიათ
რაიმე გვიამბოთ ამის შესახებ?” დარწმუნებული ვარ, რომ ის

217
ადამიანი, რომელსაც არასდროს უსწავლია ჩვენი მხარის
ტრადიციები, ამ შეკითხვაზე პასუხს ვერ გასცემს.
518. Mმსახურმა თავისი საქმე უნდა აკეთოს. სამწუხაროდ,
ადამიანებს არ მოსწონთ საკუთარი სამუშაო, ისინი ფიქრობენ,
რომ სხვისი ჯობია. Eეს გაუგებრობებს იწვევს და უბედურების
სათავე ხდება. Bბატონები ნაოშიგე და კაცუშიგე სანიმუშონი
არიან მოვალეობის პირნათლად შესრულების თვალსაზრისით.
მაღალი ფენის წარმომადგენლებში სანთლით უნდა გეძებნა
ისეთი კაცი, რომელიც გამოგადგებოდა, მაშინ როდესაც
დაბალი ფენის წარმომადგენლები ყოველთვის სიამოვნებით
გიწევდნენ დახმარებას. ორივე ფენა შეხმატკბილებულად
ცხოვრობდა და გვარის სიძლიერე დაცული იყო.
519. ჩვენი ბატონების არცერთ თაობაში არ იყო არც ცუდი და
არც სულელი. ბოლოს კი იაპონიაში მეორე და მესამე
ადგილსაც კი არავინ აკადრებდა ჩვენ დაიმეს. ეს მართლაც
რომ დიდებული გვარია, რაც მათი დამაარსებლების
დამსახურებაა. ისინი არც თავის მსახურებს უშვებდნენ სხვა
მხარეში სამუშაოდ და არც სხვა მხარის მსახურები მოჰყავდათ
სახლში.Aადამიანი, რომელიც რონინი ხდებოდა, თავის
პროვინციაში რჩებოდა, ისევე, როგორც იმათი შთამომავალნი,
ვისაც სეპუკუს გაკეთება უბრძანეს. ერთნაირად დიდი
ბედნიერებაა, როგორც ქალაქელისთვის, ისე გლეხისთვის, იმ

218
გვარის წარმომადგენელი იყო, სადაც ბატონი და მსახური
ერთმანეთის ერთგულია.
520. ნაბეშიმას გვარის სამურაიმ ეს კარგად უნდა იცოდეს და
ამ ბედნიერებას სამაგიერო თავდადებით უნდა მიაგოს. მან
უფრო და უფრო თავდაუზოგავად უნდა იმსახუროს, თუ
ბატონი მის მიმართ კეთილგანწყობას იჩენს. მან უნდა იცოდეს,
რომ რონინობა ან სეპუკუ აგრეთვე სამსახურის ფორმებია და
საკუთარ გვარს მთაში გადასახლებულმაც და მიწაში
ჩამარხულმაც უნდა უერთგულოს. ჩემი მდგომარეობის
ადამიანმა ეს არ უნდა თქვას, მაგრამ მე არ მინდა სიკვდილის
მერე ბუდა გავხდე. მე მირჩევნია ჩემი მხარის საქმეები
ვმართო, შვიდჯერაც რომ ნაბეშიმას გვარის სამურაის სხეულში
მომიხდეს ამქვეყნად მოვლინება. ამისთვის მე არც ნიჭი და არც
სხვა უნარი მჭირდება. ერთი სიტყვით, ადამიანს იმის უნარი
უნდა ჰქონდეს, რომ მარტომ იტვირთოს მთელი გვარის საქმე.
521. როგორ შეიძლება ერთი ადამიანი მეორეზე უარესი, ან
ნაკლები იყოს. ვერაფერს მიაღწევ სიამაყის გარეშე. თუ არ
შეგიძლია გვარის სირთულენი იტვირთო, არაფერი გამოგივა.
Aადამიანის ენთუზიაზმი ცხელი ჩაიდნის მსგავსად შეიძლება
გაცივდეს, თუმცა ამის თავიდან აცილება შესაძლებელია.
ამისთვის, მე შემდეგ მცნებებს ვიცავ:
• არასოდეს გადავუხვიო სამურაის გზას;
• ვიყო სასარგებლო ოსტატისთვის;
219
• ვიყო ჩემი მშობლების შვილი;
• გამოვავლინო დიდი თანაგრძნობა და ვიმოქმედო
ადამიანისათვის.
თუ ამ ოთხ მცნებას ყოველ დილით ღმერთებისა და ბუდების
წინაშე წარმოთქვამ, სიძლიერე ერთიორად მოგემატება და
გზიდან არასდროს გადაუხვევ. პაწაწინა ჭიაყელას მსგავსად,
ნელა უნდა გაიკვალო გზა. მცნებების გარეშე არც ღმერთი
არსებობს და არც ბუდა.

220

You might also like