Professional Documents
Culture Documents
კამიუ1
კამიუ1
178-184
(სულ 100გვ)
მთავარი თემები:
გეგმა:
ზოგი კითხვას სულ სვამს და გადაწყვეტილებას ვერ იღებს. ზოგი ამბობს არას (თავს არ
იკლავს), მაგრამ ისე იქცევა თითქოს კი ეთქვას. და პირიქით- სიცოცხლის აზრის სჯერა,
მაგრამ თავს იკლავს. შესაბამისად არსებობს რაღაც წინააღმდეგობა, რომელიც
გვაფიქრებინებს, რომ არსებობს, არავითარი კავშირი ცხოვრებაზე შექმნილ აზრსა და მასთან
განმაშორებელ ქმედებას შორის.
9. აბსურდული მსჯელობა
დროის დინებას მომავლის იმედით მივყვებით: ხვალ იქნება, მერე იქნება, როცა იქნება
იქნება. მერე რაღაც მომენტში დროის სიმძიმეს ვგრძნობთ. ერთ მშვენიერ დღეს ადამიანი
აღმოჩაჩენს რომ 30 წლისაა და საკუთარ თავს დროსთან მიმართებაში წარმოიდგენს და იქ
თავის ადგილს იკავებს. ხდება რომ დროის მრუდის რაღაც წერტილშია და ის ბოლომდე
უნდა გაიაროს. დროის კუთნილებაა. დროში მტერს ხედავს. იმედით ხვალინდელ დღეს
ელის, თუმცა მთწელი არსებით უარი უნდა თქვას მასზე, რომ სიკვდილს არ მიუახლოვდებს.
ესაა ხორცის ამბოხი- ესაა აბსურდი.
13. გაუცხოება
მსგავსი განცდა შეიძლება სხვა ადამიანის პირისპირაც გაგვიჩნდეს, როცა ვერ გაგვიგია,
რისთვის ცხოვრობს ის. როცა მისი ამოხსნა ჩვენთვის მიუწვდომელია.
ყველა ისე ცხოვრობს, თითქოს სიკვდილზე არაფერი იცოდეს. ეს იმიტომ რომ რეალურად არ
არსებობს სიკვდილის გამოცდილება. გამოცდილება ნიშნავს გადატანისა და
გაცნობიერებულს. ჩვენ კი ხელთ მხოლოდ „სხვისი სიკვდილი“ შეიძლება გვქონდეს, რა
მხოლოდ მიმსგავსება, გონების ხედვაა და არაფერშ გვარწმუნებს. ვიღაცის სიკვდილის
ელემენტარული და საბოლოო ხასიათი წარმოადგენს აბსურდის გრძნობის შინაარსს. ჩვენი
ხვედრის ფონზე ამაოება იკვეთება. ის რომ უნდა მოვკვდეთ ამას ვერანაირი მორალი და
ძალისხმევა ვერ გაამართლებს აპრიორი.
გონება პირველ რიგში ცდილობს გაარკვიოს რაა მართალი და რ მცდარი, მაგრამ ამ საკიხში
ჩაღრმავებსისას აღმოაჩენეს მის წინააღმდეგობრივონას. არისტოტელეს სიტყვები მოჰყავს
რომ თუ ვიტყვით ყველაფერი ჭეშმარიტიას, მაშინ ამის ააპირისპირო აზრის ჭეშმარიტებასაც
ვუშვებთ და პირიქით. ესაა პირველი მოჯადოებული წრე. ეს მოჯადოებული წრე მხოლოდ
პირველია რასაც საკუთარ თავში ჩაღრმავებული გონება წააწყდება. ამ პარადოქსების
სიმარტივე მათ გარდაუვალობას ქმნის. გაგება უპირველეს ყოვლისა ყველაფრის
გაერთიანებას ნიშნავს. ჩვენ გვსირს ყველაფერი ახლობელი და გრკვეული იყოს. სამყაროს
გაგება ჩვენთვის მის ადამიანურ გაგებამდე დაყვანას ნიშნავს, საკუთარ დაღის დასმას.
გონება, რომელიც რეალობის წვდომას ცდილობს ვერ დაკმაყოფილდება, თუ მას
აზროვნებისათვის გასაგებ დონემდე არ დაიყვანს. რაღაც მუდმივი რომ აღმოვაჩინოთ ვერ
იქნება ჩვენზე ბედნიერი ვერავინ. ერთიანობის დაუოკებელი წყურვილი არის ადამიანური
დრამის ძირითადი არსი. თუ ჩვენ დავამტკიცეთ ერთიანობის არსებობა, წავაწყდებით
წინააღმდეგობას- გონება რომელიც სრულ ერთიანობას ამტკიცებს, თავისივე მტკიცებით
ადასტურებს საკუთარ განსხვავებულობას და სხვადასხვაგვარობას. ესაა მეორე
მოჯადოებული წრე, რომელიც საკმარისია, ჩვენი იმედების გასაცრუებლად.
სანამ გონება დუმს ყველაფერი მისი ნოსტალგიის მთლიანობაში წესრიგდება და ირეკლება.
მაგრამ გონების პირველი მოძრაობისთანავე, ეს სამყარო იბზარება და იმსხვრევა. ცოდნის წინ
იშლება ამ ნამსხვრევების უსასრულობა. მისგან ნაცნობ და მშვიდ გარემოს ვეღარ აღვადგენთ.
შესტოვი ამბობს რომ ყველა რაციონალური აზროვნება საბოლოოთ იმით მთავრდება, რომ
ირაციონალიზმს აწყდება.
18. სად არსებობს აბსურდი? (მიმართება, მოქმედება და სამყაროს შორის დაპირისპირება)
აბსურდი არც ადამიანსი და არც სამყაროშია, არამედ მათ ერთობლივ არსებობაში. ეს მათ
შორის არსებული ერთადერთი კავშირია. ახლა ჩვენ უკვე ვიცით რა სურს ადამიანს, რა
სთავაზობს მას სამყარო და როგორია მათ შორის კავსირი. ახლა აქედან უნდა გამოვიტანოთ
ყველა შესაძლო შედეგი.
ეს ბრძოლა გულისხმობს იმედის სრულ არ არსებობას (ეს არაა იგივე რაც უიმედობა),
მუდმივ უარს (რა ცარაა უარყოფა) და გაცნობიერებელ დაუკმაყოფილებლობას (ეს არაა
ყმაწვილური წუხილი). ამ მოთხოვნებს რაც აქარწყლებს, სპობს აბსურდს. აბსურდი მაშინ
იძენს აზრს, როცა მას არ ეთანხმები.
იასპერის მსჯელობას მიყვება და ამბობს რომ ამ გაგებით აბსურდი ხდება თაავდ ღმერთი
ხოლო გაგების უუნარობა, ყოფირება, რომელიც ყველაფერს ხსნის. ეს მსჯელობა
ალოგიკურიაო.- ნახტომს უწოდებს ამ მსჯელობას.
ღმერთი მაშინ სჭირდებათ როცა შესაძლებლის მიღმა სურთ რამის გაგება, შესაძლებელის
ჩარჩოებში ადამიანიც საკმარისია. ღმერთში ნახტომით შედიან.
შესტოვთან რაც ვთქვით კირკეგორთან კიდე უფრო ცხადია. ისიც ნახტომს აკეთებს.
ქრისტიანობა მასთან ბრუნდება (მიუხედავად მტელი ბაშობა მისი შიშისა). მისთვისაც
პარადოქის რელიგიის კრიტერიუმი ხდება. ამიტომ რაც სასოწარკვეთილობაშ აგდებდა, ახლა
ჭაშმარიტებასა და გარკვეულობას ანიჭებს. ქრისტიანობა სკანდალია, რომელსაც კირკეგორი
უბრალოდ ითხოვს, ინტელექტის მსხვერპლად გაღებაა. ეს ნახტომის უჩვეულო ეფექტია. ის
აბსურდისდგან ქმნის სხვა სამყაროს კრიტერიუმს, მაშინ როცა თავად მხოლოდ ამ სამყაროს
ექსპერიმენტის ნარჩენია. კირკეგორი ამბობს, რომ მარცხში მორწმუნე თავის ტრიუმფს
პოულობს.
განძრახვა?? გვ66
გაარკვია რომ ბოლომდე სიცოცხლეს აზრი არ ავქს. ამის გააზრების მერე მხოლოდ იმ
შემთხვევაში შეძლებ სიცოცხლეს თუ მუდამ გექნება თვალწინ აფსურდი. იცხოვრო ნიშნავს
აცოცხლო აფსურდი. აცოცხლო აბურსდი ნიშნავს თვალი გაუსწორო მას. აბსურდი მხოლოდ
მაშინ კვდება, როცა მას ზურგს აქცევენ. აბსურდი ადამიანისა და მისი სიბნელის მუდმივი
კონფრონტაციაა. შეუძლებელი გამჭვირვალობის მოთხოვნაა. ეჭვქვეშ აყენებს სამყაროს
ნებისმიერ წამს. ამბოხი არის ადამიანის მუდმივი ყოფნა თავის თავში. ამბოხი მხოლოდ
რწმენაა ბედის დამთრგუნველი ძალისა და ნაკლებადაა მისი რწმენა.
სიზიფეს მითი
სიზიფის დაფარული სიხარული სიაა რომ მისი ბედი მას ეკუთნის. ლოდი მისი
კუთნილებაა. აბსურდის ადამიანიც, თავის ტანჯვას რომ აკვირდება, ყველა კერპს
აჩუმებს. თუ არსბობს პირადი ხვედრი, მაშინ არ არსებობს უზენაისი დანიშნულება.