You are on page 1of 5

დაგვრჩა:

1. პრიორიტეტების დალაგება კონვენციაში - რა რის მერე


2. ბუნებრივი კატასტროფები
3. ზოგადი გადახედვა (რამე შეცდომა ხომ არაა)

ხევსურეთი
ავტორები: ოთო გოგნიაშვილი, გიორგი ხელაძე, სანდრო ოზიაშვილი და ანო შუბლაძე

პირველი სლაიდი:
გამარჯობა! ამ პრეზენტაციაში ჩვენ გვინდა ყურადღება გავამახვილოთ ხევსურეთზე ,
საქართველოს ულამაზეს მთიან რეგიონზე, უფრო კონკრეტულად კი ჩვენ ვისაუბრებთ
ეკონომიკურ, ტურისტულ, სასოფლო-სამეურნეო და სოციალური ასპექტებზე , რომლებიც
ქმნიან ხევსურეთს და როგორ გავაუმჯობესოთ ეს მდგომარეობა.

მე-2 სლაიდი:
ხევსურეთი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს
აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში, კავკასიონის ქედის ჩრდილოეთ და სამხრეთ
კალთებზე. კავკასიონის ქედი ხევსურეთს ყოფს ორ ნაწილად: ჩრდილო-აღმოსავლეთის
მხარე, ანუ პირიქითა ხევსურეთი და სამხრეთ-დასავლეთის მხარე , ანუ პირაქეთა
ხევსურეთი. თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ხევსურეთის
მთელი ტერიტორია შედის მცხეთა-მთიანეთის მხარის დუშეთის მუნიციპალიტეტში და ორ
თემადაა გაყოფილი: ხევსურეთის (ცენტრი — ბარისახო) და შატილის (ცენტრი — შატილი ).

მე-3 სლაიდი:
ა) ეკონომიკური პროფილი:

ეკონომიკური საქმიანობის მიმოხილვა:

ტრადიციული ხელოსნობიდან დაწყებული მომთაბარეობით დამთავრებული, ხევსურეთის


ეკონომიკური ლანდშაფტი კულტურული მემკვიდრეობის მოზაიკაა. ხევსურეთი
გამოირჩევა მდიდარი ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობებით, მათ შორის
თვალწარმტაცი პეიზაჟებით, უძველესი ტრადიციებითა და უნიკალური არქიტექტურით.
თითოეული სექტორი ხელს უწყობს ხევსურეთის ეკონომიკურ სტაბილურობას.

ეკონომიკის ხელშემწყობი ძირითადი ფაქტორები:

ხევსურეთის ეკონომიკური კეთილდღეობა შენარჩუნებულია საკვანძო სექტორებით ,


რომლებიც გადამწყვეტ როლს თამაშობენ მისი კეთილდღეობის ჩამოყალიბებაში .
სოფლის მეურნეობა, ტურიზმი და ადგილობრივი ბიზნესი დგას, როგორც ხევსურეთის
საყრდენები, თუმცა საჭიროა მეტი იმისთვის რომ მოხდეს რეგიონის მდგრადი
განვითარების უზრუნველყოფა.

ბ) ინდუსტრიული განვითარება:
ძირითადი ინდუსტრიები:

ხევსურეთის ინდუსტრიული ლანდშაფტი გამოირჩევა ტრადიციული ხელოსნობისა და


განვითარებადი სექტორების შერწყმით. რეგიონი ამაყობს თავისი კულტურული
მემკვიდრეობის შენარჩუნებით, ხელოსნური პრაქტიკის მეშვეობით . სამწუხაროდ,
ხევსურეთში არ არის საავადმყოფო და შესაბამისად, ჯანმრთელობის დაზღვევა
მოსახლეობის მწირ ნაწილს აქვს.

მე-4 სლაიდი: (კულტურის ძეგლების ფოტოები)


აღსანიშნავია, რომ შემონახულია შუა საუკუნეების მატერიალური კულტურის ძეგლები:
ხახმატის ციხე, ახიელის ციხე, ლებაისკრის ციხე, მუცოს ციხე-სოფელი,არდოტის ციხე-
სოფელი, ხახაბოს ციხე-სოფელი, შატილის ციხე-სოფელი, გუდანის ჯვარი, ანატორის ჯვარი,
ანატორი, აკლდამები და სხვა.

მე-5 სლაიდი:
ვიდეო - ხევსურეთი

მე-6 სლაიდი:
მეურნეობა ხევსურეთში:

ხევსურეთს გამოარჩევს უნიკალური ადგილობრივი მეურნეობა. ხევსურეთში მთელი რიგი


კულტურებია, მათ შორის მარცვლეული, ბოსტნეული და ხილი. მეცხოველეობა ,
როგორიცაა მაგალითად მეცხვარეობა, ხელს უწყობს მაღალი ხარისხის რძის
პროდუქტების წარმოებას. სასარგებლო წიაღისეულებიდან გვხვდება ტყვია , ცინკი და
სპილენძი. ხევსურეთის ეკონომიკას განსაზღვრავს სახნავი მიწის სიმცირე და გზების
არარსებობა, რის გამოც მიწათმოქმედება და მეცხოველეობა რთულად ვითარდება .
ხევსურეთში ასევე მოჰყავთ თაფლი, ხოლო ცხვრის მატყლისაგან ქალები ქსოვენ შალის
ნაწარმს. ხევსურეთის წინაშე მდგარი გამოწვევები პირდაპირ არის დაკავშირებული მის
ბუნებრივ პირობებთან. ცივი და მშრალი კლიმატი, შეზღუდული სახნავი მიწა და უხეში
რელიეფი დაბრკოლებებს უქმნის ტრადიციულ ეკონომიკურ საქმიანობას.

მე-7 სლაიდი:
სატრანსპორტო საშუალებები:

ხევსურეთი ცნობილი ტურისტული ადგილმდებარეობაა, სადაც ყოველ წელს ბევრი


ადამიანი ჩადის, ქართველი თუ უცხოელი. ხევსურეთში საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ
არის, ადგილობრივი მოსახლეობა ცხენებით გადაადგილდება, ძალიან მცირე
რაოდენობა კი მანქანით. ტურისტებისთვის მარტივი მისასვლელი გზა არის
ხევსურეთამდე. ხევსურეთიდან შატილამდე კი რთლი გზაა კლდის მიდამოზე, რომელზეც
ყველა მანქანა ვერ შეძლებს გავლას.

მე-8 სლაიდი:
განათლება:
ხევსურეთის უმეტესობა სოფელში განათლება მიმდინარეობს, სკოლები არის, ბავშვები
ჩვეულებრივად ესწრებიან გაკვეთილებს. მაგრამ ერთ-ერთი ცნობილი სტატიის მიხედვით ,
ფშავ-ხევსურეთის 10-ზე მეტ სოფელში ჯერ კიდევ შემორჩენილ ბავშვებს სასკოლო
განათლებაზე ხელი აღარ მიუწვდებათ. შატილის, ბარისახოს და მაღაროსკარის
პანსიონებმა, სადაც 27 ბავშვი ცხოვრობდა, სააღმზრდელო საქმიანობის სავალდებულო
ლიცენზია ვერ მოიპოვეს. სკოლის გარეშე დარჩენილი ბავშვების ოჯახები მთიდან
ასაყრელად ემზადებიან. რაც მიუთითებს, რომ ხევსურეთში ძალიან დაბალია ცნობიერება
და განათლების დონე.

მე-9 სლაიდი:
კლიმატი:

ჰავა და კლიმატური პირობები ხევსურეთის სამივე ხეობაში არაერთგვაროვანია .


ხევსურეთის ჩრდილოეთი მხარე სამხრეთთან შედარებით უფრი ცივი და სუსხიანია .
პირიქითა ხევსურეთის სიმაღლე ზღვის დონიდან 2800-4500 მ-ს აღწევს და ამდენად,
ალპური ჰავის ზოლს ეკუთვნის. აქ მთელი წლის მანძილზე ცივი ამინდებია . ზამთარი
სუსხიანია და თოვლიან-ყინვიანი. იანვრის ტემპერატურა — 12 °C-დან — 18 °C-მდე აღწევს .
გაზაფხული გვიან დგება, შემოდგომა — ადრე. ზაფხული გრილია (ივლისის საშუალო
ტემპერატურა + 10 °C-დან +14 °C-მდეა), მოკლე და ნესტიანი. ზაფხული აქ თბილია,
შემოდგომა კი მზიანი. ძალიან დაუცველები არიან ცივი კლიმატისგან და მრავალ
ბუნებრივი კატასტროფის მსხვერპლია მოსახლეობა, განსაკუთრებით ხშირია ზვავი.

სტრატეგია: ხევსურეთის მდგრადი განვითარების ჩარჩო-კონვენცია

ინფრასტრუქტურის განვითარება:
საგზაო ინფრასტრუქტურის აშენება და გაუმჯობესება ხევსურეთის სხვადასხვა ხეობის
ერთმანეთთან დასაკავშირებლად და რეგიონის გარე სამყაროსგან გარიყულობის
აღმოსაფხვრელად. ეს ხელს შეუწყობს საქონლის ტრანსპორტირებას, გააუმჯობესებს
ბაზრებზე წვდომას, იზოლაციის დაძლევას, გზას გაუკვალავს ეკონომიკურ საქმიანობას და
იმოქმედებს მწვანე ეკონომიკაზე გადასვლაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის გზით.

ხევსურეთის ტრადიციულ კულტურასა და თანამედროვე სამყაროს შორის არსებული


უფსკრულის დასაძლევად თანამედროვე საკომუნიკაციო სისტემების, მათ შორის ინტერნეტ
სერვისების დანერგვაა აუცილებელი. ეს იმოქმედებს განათლებისა და ბიზნესის (რაც
სამუშაო არეალს შექმნის) განვითარებას და კულტურულ გაცვლას.

განათლება:

უკეთესი საგანმანათლებლო ობიექტების შექმნა, მათ შორის სკოლები და პროფესიული


მომზადების ცენტრები. ეს მაცხოვრებლებს მისცემს უნარებს, რომლებიც საჭიროა სხვადასხვა
დასაქმებისთვის.
ხევსურეთის უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და
პოპულარიზაციის პროგრამების დანერგვა, რაც უზრუნველყოფს, რომ არ დაიკარგოს
ღირსშესანიშნაობების ფასი და მოსახლეობამაც გაიაზროს, რომ თანამედროვეობა არ ნიშნავს
მათ დავიწყებას.

ეკონომიკური ზრდა ტურიზმის ხარჯზე:

მინერალების მოპოვების მიღმა ეკონომიკური საყრდენი მნიშვნელოვანია გახდეს ტურიზმი


და ამისთვის მოქმედება აუცილებელია. საჭიროა ეკოტურიზმის პოპულარიზაცია
ხევსურეთის ულამაზესი ბუნებრივი პეიზაჟებისა და კულტურული მემკვიდრეობის
ჩვენებით. ამან შეიძლება შექმნას სამუშაო ადგილები და მოიტანოს შემოსავალი
ვიზიტორებისგან. ისეთი ინფრასტრუქტურის განვითარება, როგორიცაა საოჯახო
სასტუმროები, ბანაკები და საინფორმაციო ცენტრები ვიზიტორების დასახვედრად.
მნიშვნელოვანია, ხელი შეეწყოს ადგილობრივების ტრენინგს სტუმართმოყვარეობისა და
ტურიზმთან დაკავშირებულ სერვისებში, საერთო ტურისტული გამოცდილების
გასაუმჯობესებლად.

ბუნებრივი რესურსების მართვა:

ფოკუსირება უნდა მოხდეს მიწათმოქმედებაზე: უნდა დაინერგოს მაღალი მოსავლიანი,


ყინვაგამძლე კულტურები, რომლებიც შესაფერისია კლიმატური პირობებისთვის. ხეხილის
ბაღების განვითარება: ვაშლი, მსხალი და კენკრა, რომლებიც რეგიონში ისედაც მოდის,
თუმცა მეტად უნდა ვიზრუნოთ მის მასობრივად წარმოებაზე. უნდა მოხდეს მცირე
საწარმოების ჩამოყალიბება, რომლებიც გამოიყენებენ ადგილობრივ რესურსებს, როგორიცაა
ხე-ტყე, მინერალები და სოფლის მეურნეობის პროდუქტები. მეფუტკრეობის წახალისება
თაფლის წარმოების გასაფართოვებლად.

საზოგადოებასთან კომუნიკაცია:

ერთ-ერთ ყველაზე დიდ პრობლემას წარმოადგენს მოსახლეობის დარწმუნება, რამდენად


მნიშვნელოვანი ხევსურეთის განვითარების ასეთი გზა. სათემო ორგანიზაციების შექმნაზე
უნდა ვიზრუნოთ, რათა გააძლიერონ ადგილობრივი მოსახლეობის სურვილი
განხორციელდეს პროექტი. ეს უზრუნველყოფს განვითარების ინიციატივების შესაბამისობას
საზოგადოების საჭიროებებთან და მისწრაფებებთან.

ჯანმრთელობა და სოციალური დაცვა:

ჯანდაცვის სერვისებისა და სოციალური დაცვის გაძლიერება სასიცოცხლოდ


მნიშვნელოვანია საზოგადოების კეთილდღეობისთვის. ჯანდაცვის დაწესებულებების და
სოციალური მხარდაჭერის პროგრამების შექმნა ხელს შეუწყობს მოსახლეობის საერთო
განვითარებას და მდგრადობას.

აქ ჩავსვათ ინფო - ზვავები, ქვის ცვენა, წყალდიდობა და ა.შ. + პანდემიის დროს რა ხდება და
სხვა ჯანმ პრობლემების გადაჭრა

 ბუნებრივი მოვლენების რისკები:


არაერთგვაროვანი ამინდის პირობებისა და მინერალური წყლების არსებობის
გათვალისწინებით, ბუნებრივი მოვლენების, როგორიცაა წყალდიდობები ან მეწყერები,
რისკების გაგება და შერბილება აუცილებელია მოსახლეობის უსაფრთხოებისა და
უსაფრთხოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ადრეული გაფრთხილების სისტემების და
მდგრადი ინფრასტრუქტურის დანერგვა.

თავისი უნიკალური ძლიერი მხარეების გამოყენებით და გამოწვევების დაძლევით, რეგიონი


შეიძლება გახდეს საქართველოში ინკლუზიური და გამძლე მთიანი განვითარების მოდელი.

მწვანე ეკონომიკის ინტეგრაცია:

ა) განახლებადი ენერგია: პრიორიტეტი მიენიჭოს მწვანე ენერგიის გადაწყვეტილებების


განხორციელებას, როგორიცაა მზის და ქარის ენერგია, ტრადიციული ენერგიის წყაროებზე
დამოკიდებულების შესამცირებლად. ეს შეესაბამება მწვანე ეკონომიკის პრინციპებს და
ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას.

ბ) მდგრადი სოფლის მეურნეობა: მდგრადი სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის ხაზგასმა,


ბიომეურნეობის ხელშეწყობა და აგროეკოლოგიური მიდგომები. ეს არა მხოლოდ ემთხვევა
მწვანე ეკონომიკის პრინციპებს, არამედ აძლიერებს მდგრადობას კლიმატის ცვლილების
მიმართ.

საბოლოოდ კი გვსურს აღვნიშნოთ და შევაჯამოთ თუ რა მნიშვნელობას ატარებს მთის


დასახლებები მდგრადი განვითარებისთვის:

ხევსურეთის მსგავსი მთის დასახლებები გადამწყვეტ როლს თამაშობს საქართველოს


მდგრად განვითარებაში. ისინი ხელს უწყობენ ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებას,
გვთავაზობენ უნიკალურ კულტურულ გამოცდილებას. ტურიზმი სრულიად ქვეყანაში
ვიტარდება, სამუშაო ადგილების რაოდენობა იზრდება, მოსახლეობის ცხოვრების ხარისხი
უმჯობესდება და ბევრი სხვა მსხვილი თუ წვრილმანი პრობლემა აღმოიფხვრება.

You might also like