You are on page 1of 1

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წლის 9 (21) ივნისს ზემო იმერეთის შეძლებული თავადის როსტომ

წერეთლის ოჯახში. დედის მხრიდან აკაკი წერეთელი იყო იმერეთის მეფის პირდაპირი შთამომვალი.
იმერეთის მეფე სოლომონ I-ის შვილიშვილის შვილი იყო აკაკის დედა - ეკატერინე აბაშიძე.
ეკატერინეს ბაბუა ქაიხოსრო აბაშიძე იყო 1810 წლის იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი, ხოლო
ეკატერინეს მამა ივანე აბაშიძე იყო 1819-1820 წლების იმერეთის აჯანყების ერთ-ერთი ლიდერი. ამ
აჯანყებების გამო ეკატერინეს ოჯახს რუსეთის იმპერიის ხელისუფლება დევნიდა. 12 წლიდან
ეკატერინე მამია V გურიელის კარზე იზრდებოდა, 20 წლისა კი როსტომ წერეთელს მიათხოვეს.

აკაკი წერეთელი დაიბადა 1840 წლის 9 ივნისს, სოფელ სხვიტორში. ამ დროს ჯერ კიდევ შემორჩენილი
იყო ბავშვის გაძიძების ძველი ქართული ტრადიცია. აკაკი სოფელ სავანეში, გლეხების, ფარსადან
ყანჩაველის და მანო სადუნიშვილის ოჯახში გაგზავნეს აღსაზრდელად. მოგვიანებით
ავტობიოგრაფიულ ნაწარმოებში „ჩემი თავგადასავალი“, აკაკი დიდი პატივისცემით იხსენიებს
ძიძობის ინსტიტუტს.

You might also like