You are on page 1of 1

ხელშეკრულება(შეთანხმება)

ვალის არსებობის აღიარების და სესხის უზრუნველსაყოფად უძრავი ქონების იპოთეკით


დატვირთვაზე
ქ. თბილისი ----------------- 2024წ.
ჩვენ, ქვემოთ ხელის მომწერნი, ერთი მხრივ ---------------------------), წარმოდგენილი მისი
დირექტორის --------------------- სახით (შემდეგში წოდებული როგორც „გამსესხებელი“) და მეორე
მხრივ, --------------------------------------, რეგისტრირებული მისამართზე: ----------------------------;
(შემდეგში წოდებული როგორც „მსესხებელი“) ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას (შეთანხმებას)
შემდეგზე:
„გამსესხებელმა“ „მსესხებელს“-ის მიმართ გააჩნია დავალიანება --------- დოლარის ექვივალენტი
ლარში. მხარეები თანხმდებიან, რომ მოვალე აღნიშნულ ვალს გადაიხდის 6 თვის განმავლობაში
თანაბარი გადახდებით, რომლის უზრუნველსაყოფადაც მოვალე იპოთეკით ტვირთავს უძრავ
ქონებას საკადასტრო კოდი:----------
გადაუხდელობის შემთხვევაში „მევალე“ იტოვებს უფლებას მიმართოს არბიტრაჟს. ნებისმიერი
დავა გამომდინარე ამ ხელშეკრულებიდან და მასთან დაკავშირებული აქცესორული
ხელშეკრულებებიდან, დაკავშირებული მათ გაუქმებასთან, შეწყვეტასთან, ბათილობასთან,
ხელშეკრულებიდან გასვლასთან და მისგან გამომდინარე ნებისმიერ შედეგთან (მათ შორის
უზრუნველყოფის ღონისძიებათა გამოყენებასთან), ასევე წინამდებარე პუნქტით
გათვალისწინებული საარბიტრაჟო დათქმის ნამდვილობასა და არსებობასთან დაკავშირებული
საკითხები განსახილველად და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად გადაეცემა
-----------------------------------------, რომლის იურისდიქციას მხარეები აღიარებენ ანულირების
გარეშე. აღნიშნული არბიტრაჟი საქმეს განიხილავს თავისი დებულებით დადგენილი წესით. საქმეს,
მისი სირთულიდან გამომდინარე, განიხილავს არბიტრაჟი ერთი ან სამი არბიტრის შემადგენლობით.
არბიტრებს ნიშნავს და მათ რაოდენობას განსაზღვრავს არბიტრაჟი.
მხარეები დამატებით იღებენ ვალდებულებას მისამართის ან/და ფაქტობრივი ადგილსამყოფელის
შეცვლის შემთხვევაში აცნობონ იგი არბიტრაჟს, წინააღმდეგ შემთხვევაში არბიტრაჟის მიერ
კორესპოდენცია გაგზავნილი იქნება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული
მისამართის მიხედვით და კორესპოდენცია (მათ შორის გზავნილი, გარკვეულ საარბიტრაჟო
მოქმედებათა შესახებ შეტყობინება, განკარგულება, გადაწყვეტილება და ა.შ.) ჩაითვლება
ჩაბარებულად (შესაბამისი თანმდევი სამართლებრივი შედეგებით).
შეთანხმება შედგენილია თანაბარი იურიდიული ძალის მქონე 3(სამი) ეგზემპლარად, ერთი
ინახება „მოვალესთან“, ხოლო ორი „მევალესთან“.

„მევალე“ „მოვალე“

You might also like