You are on page 1of 3

პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში წარმოაჩენს ქრისტიანობის იმ

უნივერსალურ ღირებულებებს,რომლებიც მას ებრაული რჯულისაგან განასხვავებს.


პირველ რიგში, ის ამ ღირებულებებს ქრისტიანობის არსსა და იესო ქრისტეს არსებაში
ხედავს. პავლე მოციქულისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია რწმენა. მისი მტკიცებით,
რწმენა არ იყო შემოფარგლული მხოლოდ იმ ადამიანებით, ვინც იუდეველად დაიბადა.
არც იმათთვის იყო შეზღუდული, ვინც იუდეველთა რჯულზე გადავიდა, არამედ რწმენას
შეეძლო ეარსება ნებისმიერი ეროვნებისა და რჯულის მიმდევრის გულში. პავლე ასევე
საუბრობს რჯულის მსმენელსა და შემსრულებელზე: "რჯულის მსმენელნი კი არ არიან
მართალნი ღმერთთან, არამედ რჯულის შემსრულებლები გამართლდებიან". ამ
სიტყვებიდან კარგად ჩანს მისი დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ,თუ რაოდენ
მნიშვნელოვანია რჯულის შესრულება, რომ მარტო მისი მოსმენით ღმერთთან ვერ იქნები
მართალი, საჭიროა მისი შესრულება. მისთვის რწმენა ნებისმიერ ტრადიციასა და წეს-
ჩვეულებაზე უფრო მნიშვნელოვანია, რაც კარგად ჩანს წინადაცვეთაზე საუბრისას."
წინდაცვეთა სასარგებლოა, თუ რჯულს აღასრულებ, ხოლო თუ რჯულის დამრღვევი ხარ,
შენი წინადაცვეთა წინადაუცვეთელობად იქცა". პავლესთვის მთავარია შინაგანი რწმენა
იმისა, რასაც აკეთებ. შესაძლოა ადამიანს წინადაუცვეთელად დაეცვა რჯულის წესები და
ჰქონოდა უფრო დიდი რწმენა ვიდრე წინადაცვეთილს და ღმერთთანაც ის იქნებოდა
უფრო მართალი: "ბუნებით წინადაუცვეთელი, მაგრამ რჯულის დამცველი განგიკითხავს
შენ, შენი წერილითა და წინადაცვეთით რჯულის დამრღვევს". პავლეს უკავია
რადიკალური პოზიცია, რომ აღარაა საჭირო რაღაც წეს-ჩვეულებების დაცვა, როცა უკვე
ქრისტე გვყავს. მოსეს რჯული ვერ გაცხოვნებს მისი დეტალურად შესრულების
შემთხვევაშიც კი, მაინც ვერ მიაღწევ სულის ცხონებას და განთავისუფლებას
სიკვდილისაგან და იესო გათავისუფლებს ცოდვებისაგან და აქედან გამომდინარე
სიკვდილისგანაც, რადგან სიკვდილი შემოვიდა ცოდვის შედეგად და იესო არის ახალი
ადამი. პავლემ ახლებურად, ფილოსოფიურად გაიაზრა ქრისტე და მასში დაინახა ღრმა-
ცოდვებისაგან გამოხსნის განზომილება.

პავლე საუბრობს იმაზეც, აქვს თუ არა უპირატესობა იუდეველებს და ამტკიცებს რომ


მათ არანაირი უპირატესობა არ აქვთ, რადგან იუდეველებიც, ბერძნებიც და
ურჯულოებიც ცოდვილნი არიან. ამით პავლე ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ ღმერთი არავის
ანიჭებს უპირატესობას, რომ ყველამ თავისი ცხოვრებით უნდა დაიხსნას თავი
ცოდვებისგან და აკეთოს სიკეთე. პავლესთვის სიკეთისა და ბოროტების პრინციპი ერთ-
ერთი უმნიშვნელვანესი თემაა. ეპისტოლეში ის ამბობს: კეთილი საქმის გამკეთებელს -
საუკუნო სიცოცხლე! უსამართლობის მონას - ღვთის რისხვა და გულისწყრომა! სწორედ
ამ საკითხთანაა დაკავშირებული მის მიერ განხილული ცოდვის თემა. ის ლაპარაკობს
ცოდვის ძალაზე ადამიანში, რომ ადამიანში არსებობს და მოქმედებს ცოდვის ძალა და
რჯული. მოსეს რჯული გარკვეულწილად აბრკოლებს ცოდვას, მაგრამ სამუდამოდ არ
აუქმებს მას.ადამიანმა იცის, რომ რასაც აკეთებს ცოდვაა, მაგრამ მაინც ჩადის მას, რადგან
მასში არის ეს იმპულსი. პავლე ხედავს,რომ იმდენად დაცემულია ადამიანის გონება, რომ
რომ ის ხედავს რა არის კეთილი,სურვილიც აქვს მისი კეთების, მაგრამ ვერ აკეთებს,
რადგან მის გულში რაღაც მესამე მოქმედებს - ცოდვა. შემდეგ ამბობს: "უბადრუკი
ადამიანი ვარ, ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან? ვმადლობ ღმერთს ჩვენი
უფლის იესო ქრისტეს მიერ, აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები, ხოლო
სხეულით - ცოდვის რჯულს". ის ამბობს რომ მხოლოდ ქრისტე დაიხსნის ამ დილემისგან.
მის გულში განხეთქილებაა სიკეთესა და სურვილს შორის, რომლის გადაჭრაც მხოლოდ
იესოს შეუძლია. ის პავლესთვის ზეციური ადამია, რომელიც ადამიანს ანიჭებს
მარადიულ ცხოვრებას.

პავლე ერთმანეთთან აპირისპირებს მოსესა და ქრისტეს. ქრისტეს დიდება, განსხვავებით


მოსეს დიდებისგან არის სრულყოფილი. მოსეს დიდება კი იყო წარმავალი. პავლეს
აზრით, ქრისტე ჩვენში შინაგანად მოქმედი პრინციპია, რომელსაც ავყავართ
სრულყოფამდე. პავლე ამბობს: "მე აღარ ვარ ცოცხალი, ჩემში ცოცხლობს ქრისტე." თუ
იესოს შევადარებთ ბერძნულ ზევსთან, კიდევ ერთხელ დავრწმუნდებით მის
სრულყოფილებაში. ზევსი, მიუხედავად მისი ძალისა, ბედისწერას ემორჩილებოდა, ანუ
ბედისწერა მასზე მაღლა იდგა. იესო ქრისტე კი არის ღმერთი, რომელიც ბედისწერაზე
მაღლა დგას, ის თავად ბედისწერაა და ის განაგებს ყოველივეს. პავლე ამბობს, რომ
ქრისტიანობა აუქმებს ეროვნებების მიხედვით დაყოფითობას და მთელი ქრისტიანობა
ერთ ერად ყალიბდება. იესო ქრისტე არის ღმერთი და ღმერთის თანასწორი.
პავლეს და ზოგადად ქრისტიანობას შემოაქვს წინააღმდეგობა ამქვეყნიურ და იმქვეყნიურ
სამყაროს შორის. ის ხსნას გვპირდება იმ ცხოვრებაში, მარადიულ სამყაროში. ეს არის
რადიკალური სიახლე, რომელიც შემოაქვს ქრისტიანობას და კიდევ ერთი
უნივერსალური ღირებულება, რაც მას განასხვავებს ებრაული რჯულისაგან.

You might also like