You are on page 1of 4

ბოლო ზარის

სცენარი
გამოცხადება
ქალბატონებო და ბატონებო შეეგებეთ ჩვენს წამყვანებს:
კომიკური აღწერა და სახელი და გვარი
ერთერთი წამყვანი ამბობს

: მოგესალმებით ძვირფასო დამსწრე საზოგადოებავ, პირველ რიგში გაგაცნობთ მეთორმეტე ბე


კლასის მოსწავლეებს

მეორე წამყვანი მაშ ასე, შეეგებეთ: (აქ მონაცვლეობით აცხადებენ მოსწავლეებს)


(შეიძლება ლექსის სტილში ან გამოცანების ან უბრალოდ სასაცილო ან საფირმო ფრაზებით გააცნოთ მოსწავლეები)

მაგალითად:

1.კლაში ლპარაკზე ჯილდო რომ იყოს დაწესებული,ის უდაოდ ამ ადამიანს გადაეცემოდა


და ა.შ.

მოქმედება I
სხვა ორი ან სამი მოსწავლე გამოდის და ასრულებს რაიმე ნომერს მაგალითად პატარა
სიმღერა,სიტუაცია გაკვეთილზე,ცეკვა ან სხვა.

მოქმედება II
აქ შეიძლება გამოვიდეს ვინმე ისეთი ვინც ყველაზე მეტს ლაპარაკობდა,ეძინა,იცინოდა და ა.შ.
ეს ადამიანი/ადამიანები იწყებენ საუბარს და როცა აგარ გაჩერდებიან გამოვა ორი ან სამი
მოსწავლე და გაიყვანს მას.
მაგალითად:

მოგესალმებით ძვირფასო დამსწრე საზოგადოებავ,ბავშვებო,მასწავლებლებო,დედებო,მამებო,


ბიძიებო,დეიდებო,პაპებო,ბებიებო,მამიდებო,ბიცოლებო,ბიძაშვილებო,დეიდაშვილებო,
მამიდაშვილებო,კლასელებო,ქრაშებო,პაკლონიკებო,მანდატურებო,მეგობრებო...
მამიდებოს რომ იტყვის შემოდის ორი ბიჭი,აიყვანენ და გაიტანენ კულისებში.გასატანად
ბიჭები რომ შემოვლენ ბავშვები სცენის გვერდიდან ამოსძახებენ,კარგი,კარგი გეყოფა
გეყოფააა... დაიწყო თავისებურად ამას რაღა გააჩუმებს“.

შესავალი სიტყვა:

პირველი მოსწავლე:სულ მალე მოგვიწევს დავემშვიდობოთ მერხებს,კლასს,მასწავლებლებსა და


სკოლას რომელთან ერთადაც 12 წელი გავატარეთ

მეორე მოსწავლე:სევდანარევი სიხარულით ვემშვიდობებით ბავშვობის ბოლო წუთებს და ადგილს


სადაც პრაქტიკულად გავიზარდეთ. წინ უცნობი სამყარო გველის რომელიც დაბრკოლებებითა და
პასუხისმგებლობებითაა სავსე
მესამე მოსწავლე: როცა ერთმანეთ ვუყურებთ ვხედავთ ბავშვებს რომლებიც პირველ კლასში
გავიცანით,გვახსენდება როგორ მოვედით სკოლაში პირველად,როგორ გავიცანით
ერთმანეთი.ვიხსენებთ პირველ მასწავლებელს,ადამიანს რომელმაც სკოლის კარი პირველად გაგვიღო
და პირველი ასო გვასწავლა

მეოთხე მოსწავლე: დამრიგებელი რომელიც ყოველთვის გვერდში გვედგა და საბოლოოდ ჩვენი


თავი (ამჟამინდელი დამრიგებლის სახელი) ჩააბარა. ყველაზე თბილად გვახსენდება კლასის
კურიოზები,ჩაშლილი შატალოები,ექსკურსიები,რომლებზეც ერთმანეთ თავიდან ვიცნობდით და
ა.შ.

მეხუთე მოსწავლე:ჩვენი კლასის კედლებს ნამდვილად ბევრი რამ ახსოვს. თითქოს გაფრინდა ეს 12
წელი. ის განვლილი დრო ჩვენი მგონებების განუყრელი ნაწილი გახდება,ხშირად გავიხსენებთ
გულის დაწყვეტით და ვიფიქრებთ ნეტავ მეტი რამ გაგვეკეთებინა ერთად

მეექვსე მოსწავლე:და საბოლოოდ მოვიდა დღე რომელსაც ყველა მთელი გულით ველოდით,დღეს
ბოლო ზარია,მაგრამ უნდა ვაღიარო რომ ეს დგე უფრო ემოციური გამოდგა ვიდრე ველოდებოდი.
პირველი კლასიდან ველოდებოდი ამ დღეს თუმცა როცა უკვე აქაა გული მწყდება

მეშვიდე მოსწავლე: ვემშვიდობებით ადგილს სადაც ბევრი ვიცინეთ,ვიხალისეთ,ზოგჯერ კი


ვიტირეთ კიდეც.ამ სკოლაშ 12 მნიშვნელოვანი წელი გავატარეთ და დღეს ბოლო დღეა
როდესაც აქ მოსწავლეების სტატუსით შემოვდივართ.

მეშვიდე მოსწავლე : მოკლედ,დღეს 12 წლიანი ლოდინის შემდეგ ბოლო ზარის ღონისძიებას


გახსნილად ვაცხადებთ,თუმცა მანამდე გვინდა განახოთ ეს წლები ჩვენი თვალი,უფრო სწორად ჩვენი
მობილურების კამერით

მოქმედება III
ვიდეოს შემდეგ ირთვება იუმორინას მუსიკა და გამოდის ორი წამყვანი(აქ მუსიკა და სხვა დეტალები
კლასზეა დამოკიდებული,შეიძლება სიტკომის ვარიანტის გაკეთება მაგალითად როგორც შუა ქალაქში)

პირველი მოსწავლე: მოკლედ საკმაოდ ემოციური ვიდეო იყო ალბათ დამეთანხმებით,თქვენი არ ვიცი
მაგრამ ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ცოტა გამხირულება.

მეორე მოსწავლე:მოგესალმებით 2012-2024 წლების 12 ბე კლასის იუმორინაზე(ან რაიმე სიტკომის


სახელი მაგალითად ერთხელ 12 ბეში,შუა კლასში ან სხვა)

სკეჩი პირველი

რაიმე სასაცილო მოგონება მაგალითად გაკვეთილის მოყოლაზე,გამოკითხვაზე,გაპარვაზე და ა.შ.


სკეჩი მეორე
მაგალითად საკონტროლოს წინ ნერვიულობა,ფოკუსები რომლებსაც კლასში აკეთებდენ,თამაშები და ა.შ
მოქმედება IV
-მასწავლებლების ვიდეო
პირველი მოსწავლე:დამმეთახმებით ჩვენი თვალით დანახული სკოლა რამდენად
გულისამაჩუყებელიცაა იმდენად მხიარულია,თუმცა ალბათ ყველას გვაინტერესებს როგორია
მასწავლებლების თვალით დანახული ჩვენი კლასი.ვიდეო სტუდიაში
კითხვები მასწავლებლებს:
o რით დაგამახსოვრდათ 12 ბე კლასი?
o რომელ გაკვეთილს,კურიოზს,დგეს გამოარჩევდით?
o ვინ იყო ყველაზე მოუსვენარი მოსწავლე?
o ვინ იყო ყველაზე მშვიდი/ბეჯითი და ა.შ.

მოქმედება V

პირველი მოსწავლე: არ ვიცი რამდენად დამიჯერებთ მაგრამ ჩვენს კლასში ცუდი


მოსწავლე არასოდეს ყოფილა. ამბობს პითაგორას თეორემას,ლექსს ან სხვა.აი თუარ
ვსწავლობდი

მეორე მოსწავლე:ჩვენ ის კლასი ვართ რომელიც (მაგალითად ბევრს აფუჭებდა მაგრამ


ვერასოდეს იჭერდნენ)
მესამე მოსწავლე:ჩვენ ის კლასი ვართ რომელიც..

მეოთხე მოსწავლე:ჩვენ ის თაობა ვართ რომელსაც ბოლოს დაურიგდათ ნახატიანი ბუკები(აქ


შეიძლება რომელიღაცამ ბუკით ხელში გაირბინოს სცენა ან განასახიერონ ჯარისკაცის მამა და
ბუკთან მივიდეს ერთი და თქვას აქ რამ მოგიყვანა შე დალოცვილო)
მეხუთე მოსწავლე:ჩვენ ის კლასი ვართ რომლის გარეშეც სკოლაში არცერთი
ღონისძიება,ტრენინგი და პრეზენტაცია არ ჩატარებულა

მეექვსე მოსწავლე : მე ისა ვარ,ვინც 12 წლის განმავლობაში ...(მაგალითად ვიფიცებოდი რომ


წყალი არ იყო და მაგიტო ვერ დავწერე დავალება)
მეშვიდე მოსწავლე: მე ისა ვარ ვისი სკოლაში დროზე მოსვლა უფრო აკვირვებდა ხალხს ვიდრე
დაგვიანება

მერვე მოსწავლე(სასურველია ის ვინც სულ ბევრს ლაპარაკობს):მოკლედ მინდა გითხრამ ამ 12


წლის შესახებ,რომელიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა
ამ დროს ხსნის ფურცელს რომელიც ხელში უკავია და გაიშლება გრძელი
გრაგნილი.რამოდენიმე წინადადების შემდეგ შემოვლენ ბავშვები და გაიტანენ ამ მოსწავლესაც და
გრაგნილსაც
მეხუთე მოქმედება
პირველი მოსწავლე:ყველაფერი ასე დაიწყო:
აქ იქნება სიტყვით გამოსვლა სადაც ისაუბრებენ პირველი კლასიდან
მეთორმეტე კლასის ჩათვლით სკოლის წლებზე რამოდენიმე წინადადებით
მეორე მოსწავლე:სამადლობელი სიყვა
ამის შემდეგ ორი ან სამი მასწავლებელი გამოვა სიტყვით
მოქმედება VI
რაღაც განსხვავებული მუსიკალური ნომერი,ცეკვა,დამრიგებლის ემოციური
სიტყვით გამოსვლა,კლასის დასამახსოვრებელი სიტუაციის გამეორება,დამშვიდობება და ა.შ

You might also like