You are on page 1of 12

სინათლე

ვახტანგ მაგრაქველიძე

2020 წელი

1
2
სარჩევი

Contents
სარჩევი .................................................................................................................................................... 3
მატერიის არსის შესახებ .....................................................................................................................4
უსასრულო სივრცის რაოდენობის და ფართობების შესახებ ......................................................6
ყოველი ფორმის ფართობი ტოლია ..................................................................................................7
რა სხვაობაა უსასრულოდ ვრცელს და უსასრულოდ მცირეს შორის? განა განირჩევა ერთი
მეორისაგან? .........................................................................................................................................10

3
მატერიის არსის შესახებ
1. ნებისმიერ არსებულს აქვს ფორმა.
2. ფორმა არის უსასრულობის ნაწილი, რადგან
3. ნებისმიერი ფორმა მისი გარსით არაფრით არის გამოყოფილი დანარჩენი
სივრცისაგან, არაფერია მასსა და სივრცეს შორის ანუ ნებისმიერი ფორმა უსასრულო
სივრცის განუყოფელი ნაწილია.

აი მაგალითი და დამტკიცება

კუბი.
რითია წახნაგი გამოყოფილი მის მიღმა ან მის შიგნით მყოფი სივრცისაგან? მასსა და ამ
სივრცეებს შორის ხომ არაფერია?! დაშორება ნულის ტოლია ანუ ნებისმიერი ფორმა - ამ
შემთხვევაში კუბი გამოუყოფლად არის წარმოდგენაში დანარჩენი სივრცისაგან.

ვაგრძელებ იმის გრაფიკულად დამტკიცებას რაც ვთქვი,


4
ნებისმიერი a გვერდი წარმოადგენს იმ უსასრულო z სიმაღლის ნაწილს და იმ z
უსასრულო სიმაღლის წრფეზეა, რომლის (ღერძის) თავისთავად სიგრძეც და სიგანეც
ნულის ტოლია. ანუ დასკვნა: სივრცე კუბს შიგნით და კუბს გარეთ ერთიანდება z
სიმაღლის ღერძზე, a მონაკვეთში ხოლო, რადგან ამ ღერძის სიგრძე და სიგანე თავის
თავში ნულის ტოლია ამ კუბს შიგნით მყოფი სივრცეს და მის მიღმა მყოფ სივრცეს
შორის სხვაობა-დაშორება სიგანე ნულის ტოლია. ანუ ეს სივრცეები ერთმანეთისაგან
არ არის გამოყოფილი.
აქედან დასკვნა:
მატერია არის ფორმა და ის უსასრულო სივრცის წარმოდგენითი ნაწილია. ფორმა,
მატერია ანუ საგანი თავის თავში იგივე სივრცეა რაც მის მიღმაა საგნის კონტურები
ერთი და იმავე სივრცის გამომყოფია, ანუ საგანი თავის თავში ისევეა დაცლილი ყველა
სხვა თვისებისაგან როგორც ცარიელი სივრცე რომელშიც საგნები გვეძლევა
მჭვრეტელობაში. ყველა საგანი თავის თავში სიცარიელით არის სავსე,რომელიც არის
სინათლე სიცარიელე და სისავსე არსობრივად ერთი და იგივე რამ არის.

5
უსასრულო სივრცის რაოდენობის და ფართობების შესახებ

სივრცე არის ყოველმხარეს. სივრცე ყოველ მხარეს უსასრულოა და როდესაც


მას უჭვრეტ მის უსასრულობას განჭვრეტ, რომელ მხარესაც არ უნდა
იმზირებოდე იმ მხარის სხივის უსასრულობიდან უკან იყურები ადამიანი
გარკვეული ხნის დაკვირვების შემდეგ და მოიცავ შენში.

უსასრულო სივრცე არაა ერთხელ და დასრულებულად, ერთხელ და


წარსულად ქცეულად, ის რაც ერთხელაა დასრულებულია და უსიცოცხლო,
ხოლო ის რაც თავიდან არსებობაში შემოდის კვლავ არის. როდესაც
უსასრულო სივრცეს ვაცნობიერებთ, რომ ერთია ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ
ერთია და ამავდროულად იმასაც ვაცნობიერებთ, რომ ამას ვაცნობიერებთ
რომ ერთია, ასე, რომ ჩვენ ორჯერ ვაცნობიერებთ მას.... უსასრულო სივრცეს
გააჩნია ორი ასპექტი: სივრცის ფართობის უსასრულობა და ამ სივრცეთა
უსასრულო რაოდენობა, შემმეცნებლისთვის ის უსასრულოჯერ უსასრულო
სივრცის პოტენციალს ატარებს ანუ თავის თავში მარადიულია. სივრცის ის
ერთობა, რომელსაც ერთი სივრცე ატარებს არ არის სივრცის პოტენციური
უსასრულო მოცულობა, არამედ იმდენჯერ რამდენჯერაც ვიცით, რომ არის
იმდენი უსასრულო ერთი სივრცის ფართობთა. ცნობიერება, როგორც
საკუთარი თავის ცნობიერება არის ჩვენი სამყარო და მას დასაწყისი არ აქვს
წარსულში და თვითშემეცნებათა რაოდენობაა და არ აქვს დასასრული ის
აწმყოს გავლით მომავალში გრძელდება უსასრულოდ და ყოველ ჯერზე
ცნობიერება უფრო მეტჯერ იმეცნებს საკუთარ თავს ვიდრე წინაზე .......
უსასრულო სივრცის გაცნობიერება უსასრულოდ არის შესაძლებელი,
როგორც ცნობიერების სივრცის თვითგაცნობიერების ბუნება. სივრცის. ერთი
უსასრულო სივრცე გამრავლებული 2ზე ანუ შეცნობილი ორჯერ ორი
უსასრულო სივრის ფართობების ჯამის ტოლია, სამი უსასრულო სივრცის
ფართობი 3ის და ასე შემდეგ. უსასრულო სივრცე შემმეცნებელში უწყვეტად
იშვება და მისი რაოდებობები მატულობს გამუდმებით მისი არსებობის
მანძილზე.

6
ყოველი ფორმის ფართობი ტოლია

ყოველი ფორმის ფართობი ტოლია.

დამტკიცება

წერტილის ფართობი ნულის ტოლია.

თუკი ყველაფერი წერტილებისაგან შედგება მაშინ ორი წერტილის


ფართობიც ერთი წერტილის ტოლი იქნება ასევეე სხვა ნებისმიერი
რაოდენობის წერტილების ჯამი.

გამოდის ის რაც მეტაფიზიკური დასაბამია ყველა ფორმის - წერტილი მისი


ფართობის ცვლილება შეუძლებელია ის რაც ფართობს მიღმაა-ნული ჩვენივე
წარმოდგენით გეომეტრიულ ობიექტებშიც იმავე თვისებებს ინარჩუნებს და
მისი ფართობი არ იცვლება. გეომეტრიული ფართობის გამოთვლის სისტემა
დაფუძნებულია რაღაც სიგრძის პირობით ეტალონების გამოყენებაზე,
მაგალითად სანტიმეტრზე, ინჩზე, თუმცა ის არ იყურება ფართობის რეალურ
არსში თუ რეალურად რას უდრის ამა თუ იმ ფორმის არსობრივი ფართობი,
ეს უკვე ფილოსოფიის საქმეა. მათემატიკა ეფუძნება გარკვეულ შეთანხმებებს
და არ სვამს კითხვებს თუ ფორმის ფართობი რას უდრის საკუთარ თავში
ესეიგი ამ ეტალონების მიღმა: მაგალითად, მართლაც ერთი სანტიმეტრ
კუბის მოცულობის კუბის ფართობი რას უდრის საკუთარ თავში ან როგორ
უნდა გამოითვალოს ის ან თუ არის შესაძლებელი ასეთი რამ?

იქ სადაც ფორმაა არის სივრცეც. მთელი სამყარო გეომეტრიული ობიექტი


სუბიექტია. მასში ერთი ადგილი, ერთი აზრიც არ არის რაიმეთი ფორმასთან
არ იყოს დაკავშირებული და მასზე დაყრდნობილი, სხვა ნებისმიერი სიტყვა
აზრს არ ატარებს.

თუკი წერტილს არ აქვს განზომილება მაშინ გამოდის, რომ არცერთ


წერტილს ფართობი არ აქვს და არც რომელიმე ფორმას აქვს წერტილზე მეტი
ფართობი, რადგან 1*0=0 2*0=0 n*0=0 სადაც n ნებისმიერი ნატურალური
რიცხვია, რომელზეც შეიძლება დავიყვანოთ ნებისმიერი ფორმის ფართობი,
როგორც გარკვეულ n წერტილთა რაოდენობა ნებისმიერ ფორმაში და
გამოვთვალოთ მისი არსობრივი ფართობი. ანუ წერტილი შეიძლება
წარმოვიდგინოთ, როგორც ერთ წერტილად ან ფორმის სახით მრავალი
წერტილის ერთობლიობად, მაგრამ ამ შემთხვევაში არსობრივად,
7
ჭეშმარიტად და რეალურად არა ფორმის ფართობი უდრის 0ზე მეტს ან 1
წერტილის ნულოვან ფართობზე მეტს, არამედ წერტილთა რაოდენობა
ერთზე მეტია. ყველაფერი შედგება წერტილებისაგან, ნებისმიერი ფორმის
რეალური ფართობი ესაა 0 ნული. ადამიანს არ შეუძლია გაიაზროს რაიმე
იდეა ფორმის გარეშე, ამიტომ ფორმა პირველადია სიტყვებზე და ენაზე
ფორმა თავისთავად კი სინათლის ფერების განსხვავებულობის შედეგია,
სინათლის ფერთა მრავალფეროვნება და მისი გავრცელების სიხშირის
გრადაცია რაც სინათლეზე და ჩრდილებზე და სიბნელეზე გვიქმნის
შთაბეჭდილებებს გვიხატავენ ფორმებს. იდეა ამას აღწერს ესეიგი იდეით
ხდება, რაღაც კონკრეტული ფორმის თვისების გამოთქმა და აღწერა
სიტყვების მეშვებით: მაგალითად მე ვუყურებ სამკუთხედის ფორმის
სახაზავს, ვხედავ, რომ ყოველი მისი გვერდი რაღაც წერტილით
ბოლოვდება, რომელიც თავისთავად დაუყოფელია და ამ წერტილს,
რომელსაც მე ჩემივე ყურადღებით გავმსჭვალავ სახაზავის მატერიაში,
ვანზოგადებ და ვხვდები რომ ეს ჩემივე აღქმის შედეგია და აღვწერ მას,
როგორც რაღაც წერტილს, რომელსაც არ აქვს სიგრძე, სიგანე და სიმაღლე,
აქვს სხვა თვისება-ადგილი. თუმცა ყურადღების მოძრაობით მივდივარ
სიგრძის, სიგანის და სიმაღლის ხედვამდე.

ნებისმიერი ფორმა წერტილებისაგან შედგება ხოლო წერტილების გარეშე


ისინი არ არსებობენ. ყოველი 3 განზომილებიანი გეომეტრიული ფორმა 2
განზომილებიანი სხეულისგან შედგება ეს თავის მხრივ ერთ
განზომილებიანი სხეულისგან ეს კი თავის მხრივ 0 განზომილებიანი
წერტილისგან თუმცა ეს დაყოფა პირობითობას წარმოადგენს ერთგვარ
შეთანხმების შედეგს, რადგანაც ყოველ წერტილს მაინც აქვს განზომილება,
რომელიც არის ადგილი-სხვა წერტილთან მიმართება. რადგან ერთ
წერტილში შეკუმშულ სივრცეში რაღას წარმოიდგენ მასში სიმაღლეს,
სიგრძეს თუ სიგანეს ?! მას ხომ არცერთი ზემოთ ჩამოთვლილთაგანი
განზომილება არ აქვს, მისი ერთადერთი თვისება ადგილია და ისიც თუ
აღარ დარჩა აღარაა ეს წერტილიც მასზე წარმოდგენას აღარაფერი გვიქმნის.

8
მაგალითად a წერტილი იმყოფება XY ღერძზე (3;4) ეს ნიშნავს რომ a წერტილი
განიზომება და აღიქმება ადგილით, რომელიც საკოორდინატო სივრცეში აიღება
შესაბამისი წერტილების გადაკვეთის წერტლში. ანუ ნებისმიერ წერტილს აქვს
განზომილება-ადგილი. დრო განიზომება წერტილის არსებობით გარკვეულ
ადგილას.

4ვე განზომილება ეკუთვნის ფორმას: სიმაღლე, სიგრძე, სიგანე და ადგილი.

ბუნებაში არსებობს 4 განზომილება.

განა სამყაროს არსს ჩვენივე მათემატიკური ფორმების აბსტრაქციით არ ვიმეცნებთ


და მისი მათემატიკური ანალიზით?

კი.
ერთი წერტილი სხვა 6 წერტილის გარეშე შეუცნობელია და შეუძლებელია ვიფიქროთ
განმხოლოებულ ერთადერთ წერტილზე სხვა წერტილების გარეშე. თუ არაა ერთი და
მეორე რომლითაც პირველი მესამისაგან განირჩევა და ჰქმნიან მის მარჯვენა და
მარცხენა მხარეებს და მეოთხე და მეხუთე რომელიც ქმნიან მის ზედა და ქვედა
მხარეებს ასევე მეექვსე და მეშვიდე წერტილები, რომლებიც ჰქმნიან წინა და უკანა
მხარეებს არც ერთი ცალვე აღებული, განმხოლოებული წერტილი სხვანაირად არ
წარმოიდგინება. ფიზიკოსი ვერასდროს გაექცევა მათემატიკას ხოლო მათემატიკოსი
ფილოსოფიურ საფუძვლებს. ფიზიკას ოდესღაც ფილოსოფია მოიცავდა. ფიზიკოსის
აზროვნების სისტემა აგებულია მათემატიკაზე-გეომეტრიის გარეშე ფიზიკა არ
არსებობს როგორც მენიერება. 7 წერტილზე მეტად ადამიანი ვერ გაამარტივებს რთულ
გეომეტრიულ სხეულებს ამაზე მეტად ვერ დაიყვანს მათ შემადგენელ რაღაც ამაზე
უმცირესს აბსტრაქტულ გეომეტრიულ სხეულამდე, რომლის წარმოდგენასაც შეძლებს
დამოუკიდებლად სხვა წერტილების გარეშე.

9
რა სხვაობაა უსასრულოდ ვრცელს და უსასრულოდ მცირეს
შორის? განა განირჩევა ერთი მეორისაგან?

ვიცით, რომ სივრცე არის ზევით და ქვევით მარცხენივ და მარჯვნივ წინ და უკან
და მათ შორის მათი მაერთებელ წერტილში. წინა და უკანა მთლიანია
ერთმანეთთან ზედა და ქვედა მთლიანია ერთმანეთთან მარჯვენა და მარცხენა
მთლიანია ერთმანეთთან.

სანამ სამყაროს ფორმირება მოხდებოდა წარმოუდგენელია 1 წერტილის დაშვება


აზროვნებისთვის, როგორც სივრცის მიზეზის, როგორც ეს ჯორჯ ლამეტრიმ
შემოგვთავაზა, რადგან წერტილი ყოველთვის რაღაც სხვა 6 წერტილის მაერთებელი
შეიძლება იყოს. ამასთან შეუძლებელი უნდა იყოს ლოგიკურად სასრული
მოცულობის ფორმა იყოს მოცემული უსასრულო მოცულობის სივრცის მიზეზი
უსასრულო სივრცე არის ყველა სასრული ფორმის მიზეზი და არა პირიქით. ასე
რომ ყოველმხრივ უსასრულოდ ვრცელი და ყოველმხრივ უსასრულოდ მცირე
სივრცეში ერთი და იმავეა, რადგან უსასრულობა განზომილების მიღმაა, სიგრძე,
სიმაღლე და სიგანე მხოლოდ სასრულს გააჩნია.

სინათლე რომ არ იყოს მე არცერთ ფორმაზე წარმოდგენა თავისთავად არ მექნებოდა


ისეთი ვითომ აპრიორული ცოდნაც კი როგორიც არის სივრცე და დრო ჩვენთვის
მოცემული არ იქნებოდა.

10
ისეთ ძირეულ გეომეტრიულ საკითხებზე როგორიცაა წერტილი... აღქმას გვიქმნის
სინათლე და სიბნელე. სინათლე არის მიზეზი ფორმის არსებობის. სინათლის და
მხედველობის მეშვეობით ვხედავ წერტილს სინათლე რომ არა მე გეომეტრიულ
სხეულებზე წარმოდგენა არ მექნებოდა, აი მიზეზი ფორმის-სინათლე. ბნელი რომ
არ იყოს იქნებოდა მხოლოდ სინათლე , რომელიც , იმიტომ რომ სიბნელისგან არ
იქნებოდა გამოყოფილი სიბნელით, ის იქნებოდა უფორმო, განუზომელი, ამიტომ
ყველაფრის მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ასეთი სრული სინათლე. ასე, რომ
დღევანდელ მეცნიერებაზე წინ სახარება დგას მეტაფიზიკის ცოდნაში, ჯორჯ
ლამატრემ დასახა წერტილი საიდანაც დიდი აფეთქება დაიწყო ის კი ვერ მიხვდა,
რომ წერტილი მხოლოდ სინათლის ფერების განსხვავებულობით ან სინათლის და
სიბნელის კონტრასტიღ მიიღება აღქმაში და სინათლეა ამ წერტილის მიზეზი,
რომელსაც ის ხედავს და მას იაზრებს, როგორც რაღაცას რომლამდეც არ იყო რა.
სახარებაში კი ეს საკითხი გადმოცემულია ზუსტად. იონეს სახარების პირველი
თავის მე5 მუხლში: „ღმერთი არის ნათელი და არ არის მასში არავითარი ბნელი“.
რა უფრო დიდი რწმენაა წერტილი თუ იოანეს სახარების მიერ აღწერილი
პირველმიზეზი რომელია რომლის მიზეზი ჭეშმარიტად? წერტილი სინათლის თუ
სინათლე წერტილის? სინათლე წერტილის. ასე, რომ მეცნიერება არის რწმენა ამ
საკითხში ხოლო რელიგია კონკრეტულად ქრისტიანობა მართებული. ათეიზმი
არის მცდარი ასევე ყველა სხვა აზრი რომელიც პირველ მიზეზად სხვა რამეს
გვიხატავს, რადგან არარაობაზე წარმოდგენას გვიქმნის სიბნელე ხოლო სიბნელე
სინათლის შედეგია. ის ვინც ვერ ხედავს ნათელს უსინათლოა ხოლო
უსინათლოთათვის სიბნელეც არ არსებობს ხოლო ის ვინც ხედავს სინათლეს
მისთვის სიბნელეც არსებობს აქედან დასკვნა სინათლე სიბნელის მიზეზია და
ყველაფრის მაარსებელია ხილულ სამყაროში.

რა არის სინათლე თავის თავში ? სინათლე არის ის რასაც ვხედავ სინათლე


ვერბალური იდეა კი არ არის მხოლოდ, არამედ სინათლე არის რაღაც უტყუარი
რაღაც თავისთავადი, რომელსაც სულ რომ იდეა ჩამოშორდეს დარჩება ადამიანის
მხედველობაში ის რაც თავისთავად ნათელია, ყველა იდეის და ცოდნის
პირველწყარო.

11
12

You might also like