You are on page 1of 5

ემოციური და ქცევითი სირთულეები დაწყებითი კლასების ასაკის

ბავშვებში მე-20 საუკუნის ბოლოს და 21-ე საუკუნის პირველ


ათწლეულში სათაური არის ზუსტი, კარგად ჩამოყალიბებული,
პრობლემასთან ასოცირებული, (რა,სად,როდის?)

ქეთი ბერუაშვილი

საშინაო ნაშრომი

მეცნიერებისა და ხელოვნების ფაკულტეტი: ფსიქოლოგია

კურსის ხელმძღვანელი: თამარ ლომიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი, 2022
შესავალი

თანამედროვე ეპოქაში ემოციური და ქცევითი სირთულეების მქონე ბავშვებთან


მიდგომები და დამოკიდებულებები საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევაა, როგორც
მშობლებისთვის, ისევე პედაგოგებისთვის და, ზოგადად, საზოგადოებისთვის.
საკვლევი პრობლემა ნათლად არის გამოკვეთილი, რადგან საუბრობს რატომ არის ეს
მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, რა სირთულეებს აწყდება სოციუმის წევრები
ბავშვთან ურთიერთობისას.

ბავშვებში ქცევითი დარღვევები გამოიხატება განვითარების სწრაფი ცვლილებებით


გარკვეულ ასაკში, რომლებიც შეიძლება გამოიხატებოდეს დეპრესიით, შფოთვებით,
სწავლის დარღვევებით და სხვა. (ბერკი 2010). აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ
აღნიშნული პრობლემით მიმართვიანობა ფსიქოლოგებთან დღითიდღე იზრდება
და ,რაც მთავარია, მისი მოგვარების გზებიც საზოგადოებისთვის უფრო აშკარა და
თვალსაჩინო ხდება (Thomas 1995).მიზანი ზუსტად არის დახატული, განხილული და
საბოლოოდ, მსჯელობით მისულია პრევენციამდე.

ადამიანის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანია განვითარების ეტაპების სწორი


მიმართულებით გავლა. როდესაც დაწყებითი კლასის მოსწავლეებს აქვთ მკვეთრად
გამოხატული ემოციური და ქცევითი სირთულეები, მათი ქცევები და
დამოკიდებულებები გარე სამყაროს მიმართ არ შეეფერება განვითარების შესაბამის
ასაკს. (ბერკი 2010) ფსიქოლოგები აქტიურად მუშაობენ ქცევითი და ემოციური
სირთულეების მქონე ბავშვებთან. მათი მცდელობები, რომ ბავშვების უნარ-ჩვევები
განვითარდეს, დაფუძნებულია ქცევითი ფსიქოლოგიის პრინციპებზე (Thomas 1995).
გადაჭრის გზემი არის მოცემული, შესაბამისად, ეს მკითხვეულს საშუალებას აძლევს
დაინახოს თუ როგორი მოქმედებაა საჭირო ფსიქოლოგირუი პრობლემების მქონე
ბავშვებთან.

აღნიშნულ ნაშრომში მოძიებულია ორი სახის წყარო, როგორც უცხოურ ენაზე, ისე
ქართულ ენაზე ნათარგმნი. ესენია:

 Thomas Gary - Problems of definition – children with emotional and behavioural


difficulties. London, The Times Educational Supplement;
 ლორა ბერკი - ბავშვის განვითარება.

აღნიშნული წყაროები გამოყენებულია შერჩეული თემის შესაბამისად, რომ


საზოგადოებას წარმოდგენა შეექმნას, რას ფიქრობდნენ ავტორები ზემოთ
დასახელებულ თემაზე მეოცე საუკუნის ბოლოს და ოცდამეერთე საუკუნის პირველ
ათწლეულში.
საინტერესოა პასუხები შემდეგ საკვლევ კითხვებზე:

 რას გულისხმობს ბავშვებში ემოციური და ქცევითი სირთულეები?


 რომელ პრინციპებსა და მიდგომებს იყენებენ სპეციალისტები ბავშვებში
ემოციური და ქცევითი სირთულეების პრობლემის მოსაგვარებლად?
 როგორია საზოგადოების დამოკიდებულება აღნიშნული გამოწვევის მიმართ?
 ნაშრომში გამოყენებული წყაროების მიხედვით, რამდენად
პროგრესირებულია აღნიშნული საკითხში მეოცე საუკუნის ბოლოდან
ოცდამეერთე საუკუნის პირველ ათწლეულამდე საკვლევი კითხვები
მიზანშეწონილად არის დასმული, რადგან პირდაპირ კავშირშია
პრობლემასთან

რაც შეეხება საშინაო ნაშრომის სტრუქტურას, მოცემული იქნება შემდეგნაირად:


დაიწყება შესავალი ნაწილით, შემდეგ ძირითადი ნაწილი, სადაც შესავალში
დასმულ შეკითხვებს გაეცემა პასუხები, ხოლო ბოლოს დასკვნითი ნაწილი, სადაც
უნდა გამოჩნდეს, გაეცა თუ არა პასუხი საკვლევ მიზანს. საშინაო ნაშრომის
სტრუქტურა სწორად არის გააზრებული, წარმოჩენილი, რის შედეგადაც ვიგებთ,
რომ მომავალში საშინაო ნაშრომი სწორი თანმიმდევრობის იქნება.
ბიბლიოგრაფია

1. ბერკი, ლორა. 2010. ბავშვის განვითარება. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის


გამომცემლობა.

2. Thomas, Gary. 1995. Problems of definition – children with emotional and


behavioural difficulties. London, The Times Educational Supplement. https://www-
proquest-com.ezproxy.iliauni.edu.ge/trade-journals/problems-definition-children-
with-emotional/docview/209494895/se-2?accountid=143042 (22.11.2022)
ბიბლიოგრაფია სწორად არის შესრულებული.

ნაშრომში გამოყენებულია აკადემირუი სტილი, გამართულია აბზაცების წყობა და


აგებულება, შესაბამისად მისი წაკითხვა უინტერესო და დამღლელი არ არის.

You might also like