You are on page 1of 1

გამოქვაბულის მითი

პლატონი ძვ.წ V-IV საუკუნეების ერთ-ერთი გამორჩეული ფილოსოფოსია,


რომლის იმდროინდელი ჭეშმარიტებისაკენ სწრაფვა და ობიექტურობის გააზრება,
თავის მხრივ, შუა საუკუნეების აზროვნებასა და მომავალ ხედვას დიდ საფუძველს
უყრიდა. მისი დანიშნულება ადამიანთათვის იმ სიბნელიდან გამოყვანა გახლდათ,
რომელშიც ერთბაშად დაკარგულიყო ზღვარი ნამდვილსა და არარეალურს შორის, იმ
მდგომარეობის აღქმისა, რომელიც ხალხს საკუთარ თავს აკარგვინებდა და უმეცრებას
უნერგავდა შინაგან სამყაროსა თუ გონებაში.

პლატონის მეშვიდე წიგნში - „სახელმწიფო“, დეტალურადაა აღწერილი ჩვეულ


ხალხთა ყოფა ერთგვარ „მართვად“ სისტემაში, რომელიც რეალურად ამ კონტროლქვეშ
მოქცეულ ადამიანთა მიერ დანახულ „ჭეშმარიტებას“ წარმოადგენდა. გამოქვაბულში
მსხდარი პატიმრები ყრმობიდანვე ამ კანონზომიერების მსხვრეპლნი გახლდნენ. წინ
გამოსახული ლანდები მათთვის სიმართლის ნაპერწკალი იყო, ის რეალობა,
რომლისთვისაც სხვა მხარე დაფარულ საზრისს გამოხატავდა. თუმცაღა რთულია უარყო
ის, რაც თვალით აშკარად ხილული და ღრმად გამჯდარია. უკან მოხედვა და ამ
ჩარჩოების გარღვევა ძალზე ძნელია, რადგან ეს საკუთარ თავთან ბრძოლასა და
არსებული, დამკვირდებული ზონიდან გამოსვლას საჭიროებს. „გამოქვაბულის მითიც“
ამ თემის ნათელი გამოხატულებაა. პლატონი საზოგადოდ ხედავს სოციუმში
წარმოჩენილ პრობლემას და აღმოსაფხვრელ გზებზეც კი მიგვითითებს. მიწისქვეშა
მღვიმე ბნელი, სხივმოკლებული ადგილია, ეგრედ წოდებული ხილული სამყარო ანუ
დილეგი, რადგან მასში მცხოვრები ადამიანებისთვის მთავარი ამოცანა ჯერ კიდევ მისი
შეცნობა, დაკვირვება და დეტალურად გაანალიზება გახლავთ.

You might also like