You are on page 1of 1

ფრიდრიხ ნიცშე

ნიცშეს ცხოვრება მისი აზროვნების დრამის განცდაა. ის თავად არის თავისი


სულიერი ტრაგედიის გმირი, ჯალათი და მსხვერპლი. მისთვის მთავარი პერსონაჟია,
რომელიც ლანდის სახით იზიდავს მას მომხიბლავი მაცდურობით შემეცნების წარმტაც,
მაგრამ სახიფათო მწვერვალებებისაკენ.

ნიცშე უკიდურესობის ჯადოქარია. მასში ბრძენი, მეცნიერი და მსახიობი


ერთმანეთს გამარჯვებას ეცილებიან და შეურიგებელ ბრძოლას შეშლილობის
აპოთეოზით(განდიდებით) აგვირგვინებენ.

მის პირველ გატაცებას შოპენჰაუერი წარმოადგენდა. პესიმიზმის ზეგავლენით


სფინქსის ამოცანას - ადამიანის და არსებობის საიდუმლოებას ანტიკურ საბერძნეთში
ეძიებდა.

„ქვეყნიერებისათვის მუდამ საჭიროა ჭეშმარიტება - ამბობს ნიცშე, -


და თუ ეს ასეა, მას მუდამ დასჭირდება ჰერაკლიტე“...
მაგრამ ეს მხოლოდ წუთიერი შეფერებაა. მალე ის უსულო ნანგრევებს
გარდა ვერაფერს დაინახავს.

You might also like