You are on page 1of 2

რენესანსი და რეფორმაცია მთავარი ასპექტები

რენესანსი და რეფორმაცია დასავლეთ ევროპის გვიანი შუა საუკუნეების უდიდესი და


მნიშვნელოვანი მოვლენებია. გადატრიალებაა დასავლეთ ევროპის კულტურის
ისტორიაში.აღორძინების დიდებულ ტაძარს ფლორენციის ,პადუის,უმბრისს ,ვენეციის
სკოლებში ჩაეყარა საფუძველი.სოციალურ-ისტორიული არსით წარმოადგენდნენ
ანტიფეოდალურ, ადრეულ ბურჟუაზიულ გამოვლინებებს, რომლებიც ძირს უთხრიდნენ
ძველი, შუასაუკუნეების საზოგადოების საფუძვლებს.
გაბატონებულ, მაგრამ ანაქრონიზმამდე მისულ ფეოდალური ცხოვრების წესთან
განხეთქილება და ადამიანური ყოფის ახალი სტანდარტების პრინციპულად დამკვიდრება
- ეს არის რენესანსის ძირითადი შინაარსი. ეს შინაარსი სხვადასხვა ქვეყანაში სახეს
იცვლიდა, ვითარდებოდა და იძენდა ამ ქვეყნის სპეციფიკურ მახასიათებლებს ,
რომლებსაც ხშირად ნაციონალური საფუძველი ჰქონდათ. იგი მოიცავდა განსხვავებულ
და ამავე დროს ურთიერთდაკავშირებულ ასპექტებს: ეკონომიკურ , სოციალურ ,
პოლიტიკურ და იურიდიულ, მორალურ, იდეოლოგიურ და ა.შ.
უდიდესი პროგრესული გადატრიალება, რაც ოდესმე გადაუტანია კაცობრიობას და
რომელიც რენესანსის აღორძინების სახელითაა ცნობილი და ქრონოლოგიურად მოიცავს
XIV სა- უკუნის 40-იანი წლებიდან XVII საუკუნის პირველ ათწლეულამდე პერიოდს.
იტალიაში რენესანსის განვითარებას ხელი შეუწყო ჩრდილო და ცენტრალურ იტალიაში
ურბანიზაციის მაღალმა დონემ. ტერმინი „რენესანსი" პირველად იტალიური მხატვრობის
ისტორიკოსმა ჯორჯო ვაზარიმ იხმარა, როგორც Rinascimento – ხელახლად შობა,
აღორძინება. ეს მეტაფორა შემდგომში ცნობილმა ფრანგმა ისტორიკოსმა ჟიულ მიშლემ
სიტყვად აქცია, გერმანული კულტურის ისტორიკოსმა იაკობ ბურკჰარტმა კი დაამკვიდრა
თავის ეპოქალურ შრომაში „რენესანსის კულტურა იტალიაში“.
აღორძინებამ განვლო თავისი განვითარების სამი დიდი ეტაპი: ტრეჩენტოიტალიურად
300 ნიშნავს და 1300 წელს შეესაბამება ანუ მე 14 ს მხატვრობა. კვატროჩენტო- ესაა მე 15
საუკუნის მხატვრობა 1420 წ ადრეული რენესანსის მხატვრობა და ჩინკვეჩენტო - ანუ 500
1500 წელი დიდ პერიოდს მოიცავს ამ დროს მოღვაწეობდნენ ლეონარდო და ვინჩი ,
რაფაელი,მიქელანჯელო...
რენესანსული კულტურის იდეურ საფუძველს ჰუმანიზმი წარმოადგენდა . XIV-XV საუ -
კუნეების იტალიაში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ფონზე განსაკუთრებით
დიდი ინტერესი გამოიწვია ადამიანმა – პიროვნებამ. ჰუმანისტებმა ფეოდალურ ,
სქოლასტიკურ მეცნიერებას, ღვთისმეტყველებას დაუპირისპირეს ახალი მეცნიერება ,
რომლის ცენტრში ადამიანი იდგა. და არა ღმერთი აქედან წარმოიშვა ცნება ჰუმანიზმი ჰუ -
მანიზმის ცენტრებად ითვლებოდა ისეთი ქალაქები, როგორიცაა: ფლორენ - ცია , მილანო ,
ვენეცია, ნეაპოლი და სხვ. მაგრამ მათგან წამყვანი ადგილი ფლორენციას ეჭირა.
ტერმინი "რენესანსი", რომელიც ლიტერატურულ მიმოქცევაში დაახლოებით მე -16
საუკუნის შუა ხანებში შემოვიდა, თავდაპირველად აღნიშნავდა კულტურაში ანტიკური
ცივილიზაციის იმ შესანიშნავი მიღწევების, აღდგომასა და განახლებას, რომელიც შუა
საუკუნეებში გამქრალი იყო. ამჟამად, ეს ტერმინი მოიცავს ისტორიული ცვლილებების
მთელ კომპლექსს, როგორიცაა კაპიტალისტური წარმოების გენეზისი, ბურჟუაზიის
თანდათანობით დაწინაურება ფეოდალური რეაქციის წინააღმდეგ ბრძოლაში ,
სოციალური და პოლიტიკური კონფლიქტების მკვეთრი გამწვავება, ეროვნული
სახელმწიფოების ჩამოყალიბება და აბსოლუტური მონარქია.
„რეფორმაცია“უფრო ადრე დამკვიდრდა, ვიდრე „აღორძინება“. უკვე მე-14-15 სს ის
ხშირად ფიგურირებდა მაშინდელ იდეოლოგებთან, რომლებიც ამ სიტყვით
გამოხატავდნენ აზრს ეკლესიის სრულყოფაზე,საერო წესრიგისა და სამართლებრივი
ინსტიტუტების გაუმჯობესებაზე. რეფორმაციული მოძრაობების პიკი იყო მე-16 საუკუნე,
ხოლო მთავარი კერა გერმანია. რეფორმაციისა და რენესანსის შეხების წერტილი კი იყო
ფეოდალიზმი და ადრეული კაპიტალისტური ურთიერთობები. მათი კავშირი გამოწვეული
იყო ფეოდალირ საზოგადოებასთან უარყოფითი დამოკიდებულებით და ანტიკური
ეპოქისკენ მიბრუნებით. თანდათან ცნობილი ხდება პლატონის არისტოტელე ციცერონის
ლიტერატურული ძეგლები.
აღორძინება რომს, აღორძინება იტალიას! რენესანსის ეს ლოზუნგი დღესაც
აქტუალური გახდა!

You might also like