You are on page 1of 12

კითხვებზე პასუხი:

1. როგორია მეწარმეობის განვითარების პირველსაწყისები


საქართველოში?
საქართველოში მეწარმეობა სათავეს მონათმფლობელური წყობილებიდან
იღებს და ვაჭრობით იწყება. ვაჭრობასთან ერთად, მიწადმოქმედება ხელს
უწყობდა ხელოსნობის განვითარებას. ამ პერიოდშივე განვითარდა რკინის,
ვერცხლის, ოქროს მჭედლობა. თანდათან შინამეურნეობა ფართოვდებოდა და
ერთვებოდა სავაჭრო ბრუნვაში. XII-XIII საუკუნეებში საქართველო ერთ-ერთი
უდიდესი სახელმწიფო გახდა, რომელსაც სავჭრო ურთიერთობები ჰქონდა
ბიზანტიასთან, ერაყთან, ეგვიპტესთან და ა.შ. XIII საუკუნიდან შეიქმნა პირობები
საბაზრო ურთიერთობების ჩასახვისთვის. მაგრამ საქართველოში მეწარმეობის
განვითარებას ხელი შეუშალა მონღოლების შემოსევებმა.
2. რას უკავშირდება მეწარმეობის გააქტიურება მე-19 ს-ის საქართველოში ?
მე-19 საუკუნის 30იანი წლებიდან საქართველოში მეწარმეობის განვითარების
ახალი ეტაპი დაიწყო. ეს უკავშირდება სამხრეთ კავკასიაში შეღავათიანი
საგარეო-სავაჭრო ტარიფების დაწესებას, რითაც საქართველო იქცა
სატრანზიტო გზად და მისი გავლით ევროპულ სახელმწიფოებში გადიოდა
საქონელი შუა აზიის ქვეყნებიდან. ვაჭრობაში მონაწილეობას ქართველი
3. რა დარგები ვითარდებოდა საქართველოში მეფის რუსეთის ბატონობის პერიოდში ?
ამ პერიოდში საქართველოში დიდ როლს თამაშობდა ხელოსნობა. სხვადასხვა დარგის
ხელოსნებს მათი გაერთიანება ჰქონდათ შექმნილი, რომელსაც „ამქრები“ ეწოდებოდა. მათ
შორის იყო: ვერცხლის და ოქრომჭედლობა, თოფ-იარაღის ხელოსნობა, ზეინკლობა, ფეიქობა,
მრთველობა, თერძაობა, მეჩექმეობა, ხარაზობა, დალაქობა, დურგლობა, სიგარების კეთება,
მეპურეობა, მეთუნეობა, მეღვინეობა და ა.შ. განვითარდა სოფლის მეურნეობა და მრეწველობა .
კერძოდ, შინამრეწველობა, ანუ საოჯახო მრეწველობა - შლეულის, აბრეშუმის, ნოხების,
ფარდების წარმოება, ქსოვა, ქარგვა და სხვა. მთიან რეგიონში იყო მეცხვარეობა, ხოლო ბარშიი
აბრეშუმის, ბამბის, სელის, კანაფის გადამუშავება. აგრეთვე ამ პერიოდში განვითარებული იყო
ხის დამამუშავებელი მრეწველობა, წნულების წარმოება, მენახშირეობა...
მე19 საუკუნის ბოლოს დაწინაურდა მეკასრეობა. ასევე მნიშვნელოვანი დარგი იყო
სამღებროები და ღებვის საქმე. მე20 საუკუნის დასაწყისისთვის ახალი დარგები განვითრდა
ესენია : საკერავი მანქანების შემკეთებელი, ოპტიკურ-მანქანური, ფიტულების, ლიმონათის ,
საძეხვე,სამრეცხაო და სხვა სახელოსნოები.

4. იყო თუ არა მცირე მეწარმეობის ტრადიციები საბჭოთა პერიოდში?


საქართველოს საქონელმიმოქცევაში ჩართვას ხელი შეუშალა მბრძანებლურ -საბჭოური
ეკონომიკური სისტემის დამყარებამ, რომლის დროსაც მცირე ბიზნესის განვითარებაზე კი არა
საერთოდ „კერძო მეწარმეობაზე“ ნეგატიური წარმოდგენა დამკვიდრდა. თუმცა 80იანი წლების
მეორე ნახევრიდან საბჭოთა კავშირში დაიწყო „გარდაქმნა“. 1987 წელს მიიღეს კანონი
„სახელმწიფო საწარმოს შესახებ“ და გზა მიეცა კერძო მეწარმეობის განვითარებას. ამავე წელს
ძალაში შევიდა კანონი „კოოპერაციის შესახებ“, რითაც შეიქმნა კოოპერატივების იურიდიული
პირობები. მე20 საუკუნის 80იანი წლების მეორე ნახევარში მიღებულმა გადაწყვეტილებებმა
დააჩქარა მცირე მეწარმეობის განვითარება.
5. რა ძირითადი ეტაპები გამოიყოფა საქართველოში მცირე ბიზნესის განვითარებაში?

1. მონათმფლობელური ეკონომიკური ფორმაციიდან დაწყებული XIX საუკუნემდე, როცა განვითარდა


წვრილი ხელოსნობა, ვაჭრობა, მევახშეობა და ა.შ.
2. XIXსაუკუნიდან XX-ის 20იან წლებამდე, როდესაც განვითარდა კაპიტალისტური მეწარმეობა,
მანუფაქტურები შეიცვალა ფაბრიკა-ქარხნებით, გაღრმავდა სპეციალიზაცია, რასაც მოჰყვა შრომის
დანაწილება, ცხოვრების დონის ამაღლება და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება.
3. 1921-1991 წწ, როდესაც საბჭოთა კავშირის პირობებში კერძო მეწარმეობა აკრძალული იყო. XX
საუკუნის 80იანი წლების მეორე ნახევარში საბჭოთა კავშირში მიიღეს კანონები, რომლებიც ეხებოდა
მცირე მეწარმეობის განვითარებას.
4. 1991-1995 წწ, გარდამავალი პერიოდი. როცა პრივატიზაციისა და შოკური პოლიტიკურ-
ეკონომიკური რეფორმების ფონზე მცირე ბიზნესი წინააღმდეგობრივად ვითარდებოდა.
5. 1996-2003 წწ. როდესაც მოხდა საკუთრების დარეგულირება, გაჩნდა მესაკუთრეთა ფართო წრე,
დაიწყო საქართველოს ეკონომიკის ზრდა, დაფიქსირდა ინფლაციის ზომიერი დონე, შეიცვალა
ფულად-საკრედიტო სისტემა , გაიზარდა დამოკიდებულება მსოფლიო საფინანსო ორგანიზაციებზე.
6. 2003- დღემდე. შესამჩნევია ეკონომიკური სტაბილურობა, შეიქმნა ერთობლივი საწამოები,
განვითარდა ტექნოლოგია.
 
 
 
მიტროფანე ლაღიძე და
„ლაღიძის წყლები“

მახარაძე ნათია
მიტროფანე ლაღიძე დაიბადა
1869 წლის 22 ივნისს და
გარდაიცვალა 1960 წლის 2
იანვარს. ის იყო საზოგადო
მოღვაწე, ქველმოქმედი,
უალკოჰოლო სასმელების
წარმოების დამფუძნებელი
საქართველოში. ლაღიძის
წყლის დამაარსებელი.
„ლაღიძის წყლები“
1907 წელს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე ქართული უალკოჰოლო სასმელების
პირველი კაფე-მაღაზია „ლაღიძის წყლები“ გაიხსნა და ის ძალიან მალე იქცა
დედაქალაქის სავიზიტო ბართად. უნიკალური რეცეპტით დამზადებული სასმელის
დასაგემოვნებლად აქ შეხვდებოდით ყველას: მოხუცს და ახალგაზრდას, მწერალს და
მსახობს, სტუდენტსა და პროფესორს, ტურისტს და ადგილობრივს... „ლაღიძის წყლების“
სახელი ძალიან მალე გასცდა საქართველოს ფარგლებს და მისი უნიკალური რეცეპტისა
და გემოს შესახებ მსოფლიომ გაიგო.
 14 წლის მიტროფანე ლაღიძე
ქუთაისში, პოლონელი წარმოშობის
აფთიაქარის, ცეზარ ივანოვსკის
მოწაფე გახდა.  ივანოვსკის
აფთიაქის გარდა ქუთაისში
ლიმონათის წარმოება ჰქონდა,
სწორედ აქ მუშაობის დროს
შეისწავლა მიტროფანე ლაღიძემ
ხილეული წყლების წარმოების
მეთოდი და ივანოვსკის
გარდაცვალების შემდეგ წარმოებას
თვითონ ჩაუდგა სათავეში.
ახალგაზრდა მიტროფანეს მაშინ
გაუჩნდა იდეა,  დაემზადებინა
ლიმონათი ნატურალური ხილის,
ბალახისა და კენკრის გამოყენებით.
1887 წელს მიტროფანე ლაღიძემ
 შექმნა ნატურალური ხილისა და
პროდუქტებისგან დამზადებული
წყლების უნიკალური რეცეპტი,
რომელიც „ლაღიძის წყლების“
სახელით გახდა ცნობილი.
1900 წელს მიტროფანე ლაღიძემ ქუთაისში გახსნა გამაგირელებელი
სასმელების მწარმოებელი მცირე ზომის ქარხანა. გახსნის
ღონისძიებაზე აკაკი წერეთელმა მიტროფანე ლაღიძის უალკოჰოლო
სასმელებს ექსპრომტად მიუძღვნა ლექსი:
ერთ-ერთ  კონფერენციაზე „ლაღიძის წყლები“  ფრანკლინ რუზველტმა
დააგემოვნა და ამერიკაში 2 000 ბოთლი ქართული ლიმონათიც წაიღო.
 
„ლაღიძის წყლებს“ არაერთი საერთაშორისო აღიარება აქვს მიღებული
ხილეული წყლების საუკეთესო ხარისხისთვის.

 
მიტროფანე ლაღიძის საქმიანობა სცდებოდა მხოლოდ კომერციულ მიზნებს. იყო ქველმოქმედი და
მეცენატი, რომლის ძალისხმევითაც  აშენდა პირველი ელექტროსადგური დასავლეთ საქართველოში.
1904 წელს, მიტროფანე ლაღიძემ თავის ქარხანაში შემოიღო 8 საათიანი სამუშაო დღე, რაც იმ
დროისთვის ძალიან იშვიათი მოვლენა და წინგადადგმული ნაბიჯი იყო.
 
მიტროფანე ლაღიძე მეგობრობდა  მწერლებთან, მსახიობებთან და ფინანსურად ეხმარებოდა მათ. იყო
აკაკის შემოქმედების დიდი თაყვანისმცემელი და მისი ნაწერების გამომცემელი. ქართულ
წიგნსაცავებში დღემდე ინახება მიტროფანე ლაღიძის მიერ გამოცემული წიგნები. მის მიერ დაარსებულ
ტიპოგრაფიაში დაიბეჭდა არაერთი პოეტისა და პროზაიკოსის პირველი წიგნები. მაშინ ეს ძალიან
სარისკო საქმე იყო, არამხოლოდ ეკონომიკური თვალსაზრისით, არამედ  მეფის ცენზურის გამოც, რაც
ყოველგვარ პროგრესულ და მოწინავე აზრს დევნიდა და ავიწროებდა.  1989 წელს, მიტროფანეს
ინიციატივით გამოიცა ქართველი მწერლების პოემების კრებული, მათ შორის: ილია ჭავჭავაძის
„აჩრდილი“, აკაკი წერეთელის „მომაკვდავის ჩვენება“, ვახტანგ ორბელიანის „იმედი“...
 
„ლაღიძის წყლებს“ დღეს საქართველოს არამატერიალური
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული. 21-
ე საუკუნეში, გლობალიზაციის პირობებში, მაშინ როცა მსოფლიო
ბაზარზე ძალიან ბევრი სახეობის უალკოჰოლო სასმელი არსებობს,
„ლაღიძის წყლებმა“ წარმატებით გაართვა თავი კონკურენციას და
საუკუნეზე მეტია ინარჩუნებს თავის  ინდივიდუალურობას.
გმადლობთ ყურადღებისთვის!
^_^

წყარო: https://www.tbcbusiness.ge/ka/business/warmatebis-istoriebi/mitrofane-laRiZe-da-brendi--laRiZis-wylebi-

You might also like