You are on page 1of 10

მოსახლეობის გაზრდილი ჩართულობის

მნიშვნელობა ც-პეჰატიტის წინააღმდეგ


ბრძოლაში

კვლევის უნარ-ჩვევები 3
წარმდგენი: გიორგი
თევდორაძე
ხელმძღვანელი: ლიკა სვანაძე
შესავალი
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ინფექციური ჰეპატოტროპული ვირუსია,
რომელიც ფლავივირუსების ოჯახს მიეკუთვნება. ინფექცია შეიძლება
გამოვლინდეს, როგორც მწვავე დაავადება (მაგ. დაღლილობა,
ართრალგია, სიყვითლე), პაციენტების დაახლოებით ერთ მესამედში,
თუმცა, პაციენტების უმეტესობას სიმპტომები არ აღენიშნება. ქრონიკული
ინფექცია იწვევს ღვიძლის ანთებას და ფიბროზს. აღნიშნული პაციენტების
მნიშვნელოვან რაოდენობას განუვითარდება ციროზი და ღვიძლის
უკმარისობა ან ღვიძლის კიბო, დაახლოებით 20-დან 50 წლამდე
პერიოდის განმავლობაში. ქრონიკულად ინფიცირებულ პაციენტებში
ინფექცია იშვიათად განიკურნება სპონტანურად.
კვლევითი პრობლემა:
მსოფლიოში დაახლოებით 71 მილიონი ადამიანი დაავადებულია
ქრონიკული C ჰეპატიტით, 2013 წლის დეკემბერში 5 მილიონ ადამიანზე
ნაკლებს პირს ჩაუტარდა მკურნალობა. ყოველწლიურად, მსოფლიოში,
დაახლოებით 400,000 პირის გარდაცვალება უკავშირდება C ჰეპატიტს.

საჭიროება და მნიშვნელობა:
გასულ წლებში (კერძოდ, 2012 წელს) IDFI-სთვის მოწოდებული
ინფორმაციის მიხედვით, 2008 წელს ჩატარდა კვლევა, რომლის
მიხედვითაც საქართველოს მოზრდილ მოსახლეობაში დაახლოებით 200
000 ადამიანია ვირუსული C-ჰეპატიტით ინფიცირებული. მხოლოდ ახალი
შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მოწოდება მიგვანიშნებს იმაზე, რომ
დღემდე არ არსებობს ოფიციალური მონაცემები საქართველოში
აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ.
ახალ ინფიცირებულთა დიაგნოზი მნიშვნელოვანია ადრელ ეტაპზე გამოვლინდეს, რაც
საჭიროა ადრეულ ეტაპზე მკურნალობისთვის და ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის.
მსოფლიოში, HCV სტატუსის მქონე პირების 30%-ზე ნაკლები არის დიაგნოსტირებული,
ამათგან 5%-ზე ნაკლები არიან პირები, რომლებიც ცხოვრობენ დაბალი და საშუალო
შემოსავლის ქვეყნებში. იმ პირების იდენტიფიცირებისთვის, რომელთაც არ აქვთ გამოხატული
სიმპტომები და ცხოვროვენ ნახევრად-ურბანულ ადგილებში ან სოფლად, ქვეყნებს
დასჭირდებათ ტესტირებისა და მკურნალობის სერვისების დეცენტრალიზაცია. თუ აღნიშნული
მიდგომა არ შეიცვალა, HCV ინფექცია კვლავ გავრცელდება. ჩვენ ვერ შევძლებთ ახალი
ინფექციების მკურნალობას და HCV-თან დაკავშირებული ღვიძლის პროგრესირებადი
დაავადებისა და ღვიძლით გამოწვეული გარდაცვალების შემთხვევების პრევენციას.

კვლევის მიზანია გაიზარდოს მოსახლეობის ჩართულობა ც-ჰეპატიტის უფასო


სკრინიგ და ელიმინაცის პროგრამაში და მოხდეს შესაძლო დაავადებულთა
აღრიცხვა.
მოცემული კვლევის ინტერესის საგანი მდგომარეობს შემდეგში:
რამდენად ჩართულია საქართველოს მოსახლეობა ც-ჰეპატიტის
სკრინინგ და უფასო მკურნალობის პროექტებში.
ჰიპოთეზა:
საქართველოს მოსახლეობა არასაკმარისადაა ჩართული სკრინიგ
და უფასო მკურნალობის პროგრამებში რასაც მოწმობს
ოფიციალური მონაცემების არ არსებობა საქართველოში
აღნიშნული ვირუსით ინფიცირებულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ.
კვლევის დიზაინი:რაოდენობრივი- ობსერვაციული.

მეთოდოლოგია.

სოციალური ქსელის საშუალებით ჩავატარებ გამოკითხვას 100 ადამიანს შორის.


გამოკითხვაში მონაწილეობას მიიღებენ 18-60 წლის ადამიანები.
ჩემს მიერ ჩატარებული იქნა პრეკვლევა 40 ადამიანზე, პრეკვლევის შედეგად
გამოკითხული მონაწილეებისაგან დავადგინე ჰქონდათ თუ არა ერთხელ მაინც ც-
ჰეპატიტის უფასო სკრინიგ პროგრამაში მონაწილეობა მიღებული. დავადგინე, რომ
გამოკითხულთაგან მხოლოდ 6 ადამიანს აქვს უფასო სკრინინგ პროგრამაში
მონაწილეობა მიღებული, რაც მოსახლეობის ჩართულობის საკმაოდ დაბალი
მაჩვენებელია. ამ უკანასკნელთაგან ც-ჰეპატიტ დადებითია 1 ადამიანი.
შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ დარჩენილი 34 ადამიანიდან რამდენიმე იყოს
ც-ჰეპატიტით დაავადებული, რაც ზრდის დანარჩენი ადამიანების ინფიცირების
რისკს.
პროექტის მიზნის მისაღწევად, იმისათვის რომ გავზარდოთ მოსახლეობის
ჩართულობა ც-ჰეპატიტის უფასო სკრინიგ პროგრამაში, სავალდებულო უნდა გახდეს
საქართველოს მოსახლეობის 18-60 წლამდე ადამიანების ყოველწლიური
სკრინინგი, რის საფუძველზეც შესაძლო იქნება ინფიცირებულთა ზუსტი აღრიცხვა და
დაავადების ადრეულ სტადიაზე მკურნალობა.
კითხვარი

1 . სმენიათ თუ არა ც-ჰეპატიტის უფასო სკრინიგ და სამკურნალო


პროგრამის შესახებ?
2 . იციან თუ არა რას ითვალისწინებს სახელმწიფო ელიმინაციის პროგრამა?
3 . არიან თუ არა ინფორმირებული ც-ჰეპატიტის გადადებისა და
გავრცელების გზების შესახებ?
4 . რა ფიქრობენ საშიშია თუ არა ეს დაავადება მათთვის და ირგვლის
მყოფთათვის?
ლიტერატურის მიმოხილვა:
• კვლევისთვის გამოყენებული მასალის ნაწილი მოძიებულია:
ც_ჰეპატიტის ვირუსის დიაგნოსტიკის სახელმძღვანელოდან, რომელიც
შეიქმნა 2019 წელს ქალაქ ნიუ-იორკში.

• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი[IDFI]

• Chikovani I, Ompad DC, Uchaneishvili M, et al. On the way to Hepatitis C


elimination in the Republic of Georgia-Barriers and facilitators for people who
inject drugs for engaging in the treatment program: A formative qualitative study.
PLoS One. 2019;14(4):e0216123. Published 2019 Apr 29.
doi:10.1371/journal.pone.0216123
ქვეყანა 2016 წლიდან HCV ახალი მკურნალობის
HCV ეპიდემია
დიაგნოსტირებული დიაგნოზი ჯამური რაოდენობა გამოსავალი
2016 წელს
• ბრაზილია • 1,8 მილიონი • 235000 (13%)
• ესპანეთი • 328000 • 140000 (43%) • 10000 (0,6%) • 43000 (2,4%) • დიაგნ. გადაწვა
• პორტუგალია • 5500 (1,7%) • 25000 (8%) 2025
• 96000 • 37000 (39%)
• 1300 (1,3%) • 4400 (4,6%) • დიაგნ.
გადაწვა2022
• დიაგნ. გადაწვა
2026

კვლევის მოსალოდნელი შედეგები:


თუ მითითებული ქვეყნების არჩეულ სტრატეგიას მივყვებით, რომელიც
გულისხმობს 5-1 თანაფარდობას, საქართველოშიც მივიღებთ
ინფიცირებულთა დაღმავალ ტენდენციას და საბოლოოდ მივიღებთ
დიაგნოსტიკურ გადაწვას.
მადლობა ყურადღებისთვის

You might also like