You are on page 1of 16

ელექტროსკოპის მოდელის

შექმნა

მომხსენებელი: მარიამ კობახიძე


საგნის ხელმძღვანელი: თამაზ
წიკლაური
საგანი: ფიზიკა
კლასი: 103
სარჩევი:
 ატომის აღნაგობა;

 დადებითი და უარყოფითი იონები;

 ელემენტარული მუხტი;

 ელექტრული მუხტის დისკრეტულობა;

 გამტარები და არაგამტარები;

 ელექტროსკოპი;

 ექპერიმენტი;

 ექსპერიმენტის შედეგები და მათი გაანალიზება..


ატომის აღნაგობა

ატომი ისეთი ელექტრონეიტრალური ნაწილაკია, რომელიც


შედგება ბირთვისგან, სადაც მოთავსებულია დადებითად
დამუხტული პროტონები, უმუხტო ნეიტრონები და მის გარშემო,
ენერგეტიკულ დონეებზე განთავსებული უარყოფითად
დამუხტული ელექტრონები.

ატომები ძალიან მცირე ზომისაა, მათი ჩვეულებრივი ზომა, დაახლოებით, 100


პიკომეტრია, თუმცა ატომებს მკაფიოდ განსაზღვრული საზღვრები არ გააჩნიათ
და არსებობს მათი ზომების განსაზღვრის სხვადასხვა მეთოდი, რომლებიც
განსხვავებულ, თუმცა მსგავს შეფასებებს იძლევიან.
ელემენტარული მუხტი
უმცირესი სიდიდის ელექტრულ მუხტს ელემენტარულ მუხტს უწოდებენ. ელექტრონი
უარყოფითად დამუხტული ელემენტარული ნაწილაკია. ელექრტონებს, პროტონებსა და
ნეიტრონებს ელემენტარულ ნაწილაკებს უწოდებენ, რადგან მათი დაყოფა უფრო მცირე
ნაწილაკებად შეუძლებელია. ელემენტარული მუხტის მნიშვნელობა კი გამოისახება
შემდეგნაირად:

1,6 10-19 კ (კულონი)

სუბატომური მასა, კგ. მუხტი, კ.


ნაწილაკები
ელექტრონი 9,109 10-31 -1,6 10-19
პროტონი 1,673 10-27 1,6 10-19
ნეიტრონი 1,675 10-27 0
თავისუფალი ელექტრონი და
იონები
ბირთვული ძალების დამსახურებაა ის, რომ
პროტონების რიცხვის ცვლილება ატომის ბირთვში
ძალიან ძნელია (პროტონების რიცხვის ცვლილება
ატომის გარდაქმნას იწვევს), მაგრამ ატომში
ელექტრონების რაოდენობის გაზრდა ან შემცირება
გაცილებით ადვილია: გარე შრეზე მოძრავი ერთი
ან რამდენიმე ელექტრონი დანარჩენებთან
შედარებით სუსტადაა დაკავშირებული ბირთვთან,
ამიტომ შესაძლებელია, ისინი ბირთვს მოსწყდნენ
და ატომთაშორის სივრცეში მიმოიფანტონ. ასეთ
ელექტრონებს თავისუფალი ელექტრონები ჰქვია.

თუ ატომი ელექტრონს დაკარგავს, მაშინ დადებითი იონი წარმოიქმნება . შეიძლება


ატომმა მიიერთოს კიდეც ზედმეტი ელექტრონი. ასეთ შემთხვევაში უარყოფითი იონი
მიიღება
დადებითი და უარყოფითი იონები

-
+
-
-
იმ შემთხვევაში, თუ ელექტრულად ნეიტრალური ატომი დაკარგავს ერთ ან რამდენიმე
ელექტრონს, ის გადაიქცევა დადებით იონად - მასში პროტონების რაოდენობა მეტია
ელექტრონების რაოდენობაზე, ხოლო თუ ატომი მიიერთებს ერთ ან რამდენიმე ელექტრონს -
უარყოფით იონად - აქ კი პროტონების რაოდენობა ნაკლებია ელექტრონები რაოდენობაზე.
ელექტრული მუხტის დისკრეტულობა

ელექტრულად ნეიტრალურ სხეულში ყველა ელექტრონის ჯამური უარყოფითი მუხტი ყველა

პროტონის ჯამური დადებითი მუხტირ ტოლია. თუ სხეულში ელექტრონების რაოდენობა მეტია

პროტონების რაოდენობაზე, სხეული უარყოფითადაა დამუხტული, ელექტრონების რაოდენობის

ნაკლებობის შემთხვევაში კი - დადებითად. აქედან ვასკვნით, რომ სხეულის მუხტი ყოველთვის

ელექტრონის მუხტის მოდულის ჯერადია, ანუ ნებისმიერი სხეულის მუხტი დისკრეტულია

(წყვეტილი).
გამტარები და
არაგამტარები

თუ ელექტრომეტრებს რომელიმე ლითონის


ღეროთი შევაერთებთ, შევნიშნავთ, რომ დაუმუხტავი
ელექტრომეტრის ისარი ნულოვანი ჩვენებიდან
გადაიხრება, დამუხტული ელექტრომეტრის ჩვენება
კი დაიკლებს.

აქედან გამომდინარე, ლითონის ღერომ მუხტი გაატარა, რომლის მეშვეობითაც


ელექტრული მუხტის ნაწილი დამუხტული ელექტრომეტრიდან დაუმუხტავზე
გადავიდა.
 ნივთიერებებს, რომლებიც ელექტრულ მუხტს არ ატარებს არაგამტარები ანუ
იზოლატორები (დიელექტრიკები) ეწოდება;

 ნივთიერებებს, რომელებიც ელექტრულ მუხტს ატარებს გამტარები ეწოდება.


გამტარები და
გამტარებ არაგამტარები არაგამტარები

სასმელი წყალი სპილენძი პლასტმასები ჩამრთველები და


როზეტები

პლაზმა ვერცხლი საიზოლაციო მინა


ლენტი
ელექტროსკოპი

ელექტორკოპის საშუალებით შეიძლება დავადგინოთ,


დამუხტულია თუ არა ესა თუ ის სხეული. ამ ხელსაწყოს
ელექტროსკოპი ჰქვია: „სკოპეო“ ბერძნულად
„დაკვირვებას“, „აღმოჩენას“ ნიშნავს.

ელექტროსკოპის ძირითადი ნაწილებია:


(1) – კორპუსი – ლითონის ჩარჩო, რომლის ორივე მხარე შემინულია ;
(2) – ლითონის ღერო, რომელიც ჩარჩოზე მჭიდროდ მორგებულ პლასტმასის
(რეზინის, ებონიტის) საცობშია (3) გაყრილი (ანუ ღერო კორპუსს უშუალოდ არ
ეხება, მისგან საცო- ბითაა იზოლირებული);
(4) – ლითონის სფერო, რომელიც ღეროს ერთ ბოლოზეა ჩამოცმული;
(5) – ორი თხელი ფურცელი (ქაღალდის ან ფოლგის ვიწრო ზოლი), რომლებიც
ღეროს მეორე ბოლოზეა დაკიდებული და თავისუ- ფლად მოძრაობს.
ექპერიმენტი:
სხეული შეახეთ ელექტროსკოპის ღეროს და დააკვირდით ელექტროსკოპის ღეროზე
მიმაგრებულ ფურცლებს.

რესურსებ
ი:  1ც. მინის ქილა;
 მუყაოს ქაღალდი;
 პლასტმასის მილი;
 საიზოლაციო ლენტი;
 ფოლგის ქაღალდი;
 სპილენძის მავთული.
ვიზუალური შედეგი:
ექპერიმენტი:
სხეული შეახეთ ელექტროსკოპის ღეროს და დააკვირდით ელექტროსკოპის ღეროზე
მიმაგრებულ ფურცლებს.

რესურსები:
 წვრილი ლურსმანი;
 საყრდენი;
 ფოლგის ქაღალდი;
 ალუმისნის მავთული.
ვიზუალური შედეგი:
ექსპერიმენტის შედეგები და მათი
გაანალიზება:
თუ ელექტროსკოპის ღეროს (მასზე დამაგრებულ სფეროს)
დამუხტულ სხეულს შევახებთ, ღეროც იმავე ნიშნის მუხტით
დაიმუხტება, როგორითაც სხეულია დამუხტული:

ა) თუ სხეული უარყოფითადაა დამუხტული, მაშინ მასზე


არსებული ჭარბი ელექტრონები ღეროს გადაეცემა და
ღეროც უარყოფითად დაიმუხტება ;

ბ) თუ სხეული დადებითადაა დამუხტული (ანუ მასზე


ელექტრონების დანაკლისია), მაშინ ელექტრონები
ღეროდან სხეულზე გადავა და ღეროც დადებითად
დაიმუხტება .
ერთი ნიშნის მუხტით დამუხტული ფურცლები ერთმანეთს განიზიდავს და ისინი
გარკვეული კუთხით გაიშლება. ამასთან, რაც უფრო მეტადაა სხეული
(შესაბამისად, ღეროც და ფურცლებიც) დამუხტული, მით მეტი იქნება ფურცლების
გაშლის კუთხე. ფურცლების გაშლის კუთხის ცვლილებით, შესაძლებელია,
შევაფასოთ, გაიზარდა თუ შემცირდა მათი მუხტი.
გმადლობთ ყურადღებისთვის

You might also like