You are on page 1of 22

შემსრულებელი: მარიამ კობახიძე

საგნის ხელმძღვანელი: ელისო სოლოღაშვილი


საგანი: გეოგრაფია
კლასი - 93
სკოლა - ალბიონი
სარჩევი:
 სათაფლიას ნაკრძალის მდებარეობა;
 სახელწოდება „სათაფლიას“ წარმოშობის ისტორია;
 სათაფლიას ნაკრძალის ძირითადი ინფრასტრუქტურა;
 სათაფლიას რელიქტური ფლორა და ფაუნა;
 სათაფლიას ნაკრძალის მღვიმე;
 სათაფლიას ნაკრძალის უნიკალურობა;
 სათაფლიას ნაკრძალის აღმოჩენა;
 საინტერესო ფაქტი სათაფლიას აღმოჩენის შესახებ;
 სათაფლია (დინოზავრები);
 დასკვნა.
სათაფლიას ნაკრძალის მდებარეობა

სათაფლიის ნაკრძალი — სახელმწიფო ნაკრძალი


საქართველოში.

მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის


სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის
ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის
დონიდან 500 მ. ფართობი 330 ჰა.
სახელწოდება „სათაფლიას“
წარმოშობის ისტორია
სათაფლია ნიშნავს „თაფლის ადგილს, მთას“. სახელწოდება წარმოიშვა
სათაფლიის მთისაგან, რომელმაც სახელი მიიღო მთაში მცხოვრები
ფუტკრებისაგან თაფლის შეგროვების ძველი ტრადიციისაგან.
სათაფლიის ნაკრძალის ძირითადი
ინფრასტრუქტურა

შუშის პანორამული გადასახედი


(შეგიძლიათ დატკბეთ იმერეთის ულამაზესი
ხედებით)
სათაფლიის ნაკრძალის ძირითადი
ინფრასტრუქტურა

სათაფლიას ნაკრძალში მოწყობილია სათამაშო მოედანი


სათაფლიის ნაკრძალის ძირითადი
ინფრასტრუქტურა

დინოზავრის ნაკვალევის საკონცენტრაციო კეთილმოწყობილიმღვიმე (იმოგზაურეთ


ნაგებობა პრეისტორიულ კარსტულ მღვიმეში);
(შეგიძლიათ ნახოთ მილიონობით წლის წინ
მცხოვრები დინოზავრების ნაკვალევი)
სათაფლიის ნაკრძალის ძირითადი
ინფრასტრუქტურა

საგამოფენო დარბაზი
(განთავსებულია დინოზავრების ინტერაქციული
მულაჟები)
სათაფლიის ნაკრძალის ძირითადი
ინფრასტრუქტურა

მარკირებული ბილიკები
(გეძლევათ შესაძლებლობა, რომ სათაფლიას ბუნების
სილამაზით დატკბეთ)
სათაფლიის რელიქტური ფლორა და
ფაუნა
ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც
ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა,
მაჟალო და სხვა.

წაბლის ხე პანტის ხე
თელას ხე

მერქნიან მცენარეთა გვარი თელისებრთა ოჯახისა. სიმაღლე 30-40 მ აღწევს.


აქვთ წვრილი, კონებად შეკრებილი, უმეტესად ფრთიანი კაკლუჭა ნაყოფი.
თელის მერქანი გამძლე და მაგარია, ძვირფასი საავეჯე მასალაა.
ვაშლის სახეობა, რომელიც ენდემურია
კავკასიისათვის და ნაწილობრივ, მცირე
აზიისათვის. ველურად იზრდება
საქართველოს ყველა ფოთლოვან ტყეში
პანტასთან ერთად.

მაჟალოს ხე

მცენარეთა გვარი არყისებრთა


ოჯახისა. მარადმწვანე ხეებია. აქვთ
მორიგეობით განლაგებული,
დაკბილული ფოთლები. ყვავილები
შეკრებილია ყვავილედებად, მათი
ნაყოფი გირჩებს ჰგავს.
მურყანის ხე
სათაფლიის რელიქტური ფლორა და
ფაუნა
ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია:

ტურა

კვერნა

მაჩვი

ციყვი
სათაფლიას ნაკრძალის მღვიმე

მღვიმეში შემსვლელებს გასაოცარი სამყარო ეშლებათ


თვალწინ. ნაღვენთი ფორმების (სტალაქტიტი,
სტალაგმიტი) მოვარდისფრო-მეწამული შეფერილობა
მათში რკინის შემცველობის დასტურია.

დარბაზის ჭერზე არსებული ნაღვენთები გამჭვირვალე


ფერისაა, ამიტომაც მას ”გამჭვირვალე დარბაზი” ეწოდა.
დარბაზის შემდეგ ჩრდილოეთით მიემართება დერეფანი.
აქ სტალაქტიტების ზრდის პროცესი შეწყვეტილია.
ამიტომ ამ დარბაზს ”ნაღვენთების გაქვავებული ბაღის”
სახელით მოიხსენიებენ.
სათაფლიას ნაკრძალის
მღვიმე
სათაფლიას ნაკრძალის კარსტული მღვიმე
შესასვლელიდან 210 მეტრში მდებარეობს
გუმბათოვანი დარბაზი, რომლის ცენტრში
გრანდიოზული ნაღვენთებია. მათგან ერთ-ერთი
სტალაგმიტის აგებულებას გულის ფორმას
ადარებენ, მისი სიმაღლე 3 მეტრს აღემატება, ხოლო
გარშემოწერილობა 12 მეტრია. სტალაგმიტზე
ჭერიდან მუდმივად ეწვეთება კალციტებით
მდიდარი წყალი.

გულის დარბაზიდან 80 მეტრიანი ბილიკი


გასასვლელისკენ გადის, რომლის მარჯვენა
მხარეს პატარა ტბაა. სათაფლიას მღვიმეში
ზამთრა-ზაფხულ მუდმივი ტემპერატურაა
+ 14 გრადუსი.
სათაფლია
(დინოზავრები)
ძნელი წარმოსადგენია, რომ სათაფლიას ნაკრძალის
ტერიტორიაზე ოდესღაც გიგანტური მტაცებელი
დინოზავრები ცხოვრობდნენ. თუმცა სათაფლიაზე
დატოვებული ნაკვალევი ამის უტყუარი დასტურია.

სათაფლია წარმოუდგენელი იქნებოდა დინოზავრების,


ანუ ამ ანაბეჭდების დამტოვებლების გარეშე, ამიტომ
მთელი სათაფლიას ნაკრძლის ტერიტორიაზე შეხვდებით
დინოზავრების სხვადასხვა სახეობების ერთგვარ
ქანდაკებებს, რომ მაყურებლის თვალში დინოზავრების
ეპოქა, რეალურად გაცოცხლდეს.
სათაფლიას ნაკრძალის
უნიკალურობა
იმერეთში, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში, სათაფლიას ნაკრძალში აღმოჩენილია
65.5 მილიონი წლის წინ გადაშენებული 7 სხვადასხვა სახეობის 25 დინოზავრის
200-მდე ნაკვალევი. სათაფლია ერთადერთი ადგილია მსოფლიოში, სადაც ერთსა
და იმავე ადგილზე აღბეჭდილია როგორც ბალახისმჭამელი, ასევე მტაცებელი
დინოზავრების ნაკვალევი.

სათაფლიას მღვიმე მდინარე ოღასკურას ბუნებრივ


კალაპოტს წარმოადგენდა. 30 მილიონი წლის
განმავლობაში ეს პატარა მდინარე თანდათანობით
იკვლევდა გზას კირქვისგან აგებულ ქანებში და
აფართოებდა მღვიმის დერეფნებს.
სათაფლიას ნაკრძალის
აღმოჩენა
1925 წელს, პირველად შეაღწია სათაფლიას მღვიმეში ცნობილმა
ნატურალისტმა - პეტრე ჭაბუკიანმა.
ნაკვალევები დატოვებულია მერგელოვან კირქვებზე. ნაკრძალში
არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.

სათაფლიას დინოზავრების ნაკვალევი მსოფლიოში


უნიკალური მოვლენაა. როდესაც იქ დინოზავრებმა
გაიარეს და ორ ფენაზე დატოვეს კვალი. შემდეგ კი
გაიყვანეს სპეციალური გზები, შექმნეს მის
მიდამოებში გამწვანება და 1935 წელს დაარსდა
ნაკრძალი.
საინტერესო ფაქტი სათაფლიას
აღმოჩენის შესახებ
როგორც მეცნიერები ამტკიცებენ, ეს ადგილი თავის დროზე წარმოადგენდა ზღვის
სანაპიროს. იმ პერიოდში, როდესაც აქ დინოზავრები დააბიჯებდნენ, მაშინ ეს ქანები
იყო რბილი მასა, და დინოზავრი, რომელმაც ნაბიჯები გადადგა აღნიშნულ
ტერიტორიაზე, დატოვა თავისი კვალი, ხოლო დროთა განმავლობაში მზის შუქზე
დაიწყო გაქვავება, მერე დაიფარა ნიადაგის ფენით და თანამედროვე სახემდე მოაღწია
კონსერვირებულ მდგომარეობაში.
დასკვნა

როგორც ხედავთ, სათაფლიას ნაკრძალი უამრავ შესაძლებლობას იძლევა, რომ


დაისვენოთ, შეისწავლოთ ჩვენი ქვეყნის ანტიკური ეპოქა და დატკბეთ
ბუნების ულამაზესი სანახაობებით.

აღნიშნულ ტერიტორიაზე დაცულია უსაფრთხოების ზომები და სათაფლიის


კარსტულ მღვიმეში წარმოდგენილია სპეციალური რუკა, რომლითაც
გაეცნობით კარსტული მღვიმის ძირითად სტრუქტურას. აქვე შეგიძლიათ
გაიყოლოთ გიდი, რომელიც დეტალურად გაგაცნობთ სათაფლიას ნაკრძალის
მთლიან ისტორიას და სამახსოვროდ, მოგონებებთან ერთად შეიძინოთ
სუვენირები, რათა არ დაგავიწყდეთ საინტერესოდ გატარებული დრო.

You might also like