You are on page 1of 19

მრავალნაყოფიანი ორსულობა

თსსუ

მედიცინის ფაკულტეტი
კურსი VI, მე4ა ჯგუფი
ეკატერინე ბოხუა
 მრავალნაყოფიანია ორსულობა, როდესაც საშვილოსნოს
ღრუში ვითარდება ერთზე მეტი ნაყოფი, უმეტესად ორი,
იშვიათად ორზე მეტიც.
 მრავალნაყოფიანი ორსულობა იმის შედეგია, რომ ქალის
ორგანიზმში ერთდროულად ნაყოფიერდება ორი ან მეტი
კვერცხუჯრედი, ან ნაყოფიერდება ერთი, მერე კი,
დაყოფის პროცესში, ყალიბდება ორი ემბრიონი.
 ამის მიხედვით არჩევენ მონოზიგოტურ (ერთი
კვერცხუჯრედისგან განვითარებულ) და დიზიგოტურ
(სხვადასხვა კვერცხუჯრედისგან განვითარებულ) ტყუპებს.
 ორსულობათა საერთო რიცხვის დაახლოებით 1-2%-ში
გვხვდება.
 •სხვადასხვა კვერცხუჯრედიდან განვითარებული
 ტყუპები2/3-ში გვხვდება ე.წ. ორკვერცხუჯრედიანი
 ტყუპები
 •ერთიკვერცხუჯრედიდან განვითარებული ტყუპები
 1/3-ში გვხვდება ე.წ. ერთკვერცხუჯრედიანი ტყუპები
•ერთკვერცხუჯრედიანი ანუ მონოზიგოტური
ტყუპები ვითარდება ერთი
განაყოფიერებული კვერცხუჯრედის
შემდგომში ორ ან მეტ ემბრიონად დაყოფის
შედეგად

ასეთ შემთხვევაში იქმნება ორი ან მეტი


აბსოლუტურად ერთნაირი გენოტიპით – იდენტური
მონოზიგოტური ტყუპები.
•მრავალნაყოფიანი ორსულობა შეიძლება იყოს
ერთზე მეტი კვერცხუჯრედის ოვულაციის შედეგი
მათი შემდგომი განაყოფიერებით.
•ასეთ შემთხვევაში ვითარდება ორი გენეტიკურად
განსხვავებული ორგანიზმი: არაიდენტური,
დიზიგოტური ანუ ორკვერცხუჯრედიანი ტყუპები.
პლაცენტაციის ტიპები
 თუ ემბრიონი განაყოფიერების შემდეგ 72 სთ-ის განმავლობაში
იყოფა ვითარდება პლაცენტაციის ბიქორიონულ-ბიამნიონური
ტიპი.
 4-8 დღის განმავლობაში გაყოფის შემთხვევაში ვითარდება
მონოქორიონულ-ბიამნიონური ტიპი
 მე-9 დღის შემდეგ გაყოფის დროს ვითარდება
მონოქორიონულ-მონოამნიონური ტიპი
 მე-12 დღის შემდეგ ვითარდება შეზრდილი ტყუპები
ერთუჯრედიან ტყუპებს, იმის მიხედვით თუ
ფერტილიზაციიდან რა ვადაზე ხდება
დაყოფა, შეიძლება
თითოეულს ჰქონდეს საკუთარი პლაცენტა
და ამნიონური გარსი;
საერთო პლაცენტა და საკუთარი ამნიონური
გარსი;
საერთო პლაცენტა და ამნიონური გარსი;
ან საერთო ორგანოებიც კი – შეზრდილი ანუ
სიამის ტყუპები.
•დიზიგოტური ანუ ორკვერცხუჯრედიანი
ტყუპების პლაცენტაციის ტიპი ყოველთვის
არის ბიამნიონურ-ბიქორიონული.ასეთ
შემთხვევაში ვითარდება ორი გენეტიკურად
განსხვავებული ორგანიზმი, არაიდენტური
დიზიგოტური ტყუპები. თითოეულ მათგანს
აქვს საკუთარი პლაცენტა და ამნიონური
გარსი.
მრავალნაყოფიანი ორსულობის სიხშირე
დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

 დედის ეროვნება

 დედის ასაკი (30-40წლ)

 ორსულობათა რაოდენობა

 განაყოფიერების მეთოდი

 გენეტიკური ფაქტორები
დიაგნოსტიკა

 ამნიონური სითხის გამოკვლევა (ამნიოცენტეზი)


 პლაცენტის ქსოვილის ბიოფსია
 სანაყოფე სისხლის გამოკვლევა (კორდოცენტეზი)
 ულტრაბგერითი გამოკვლევა
ორსულობის II ნახევარში მრავალნაყოფიანობა
დიაგნოსტირდება:

 საშვილოსნოს ზომები იმაზე მეტია ვიდრე ამ


პერიოდში უნდა იყოს
 პალპაციით ისინჯება ნაყოფის ორზე მეტი
ნაწილი
 მოისმინება ორი ნაყოფის გულის ტონები
 ულტრაბგერითი გამოკვლევა
 მრავალნაყოფიანი ორსულობის დროს ყველაზე ხშირია ორივე
ნაყოფის თავით წინმდებარეობა - 42%
 პირველი ნაყოფის თავით, მეორეს მენჯით წინმდებარეობა - 27%
 პირველი ნაყოფის თავით, მეორეს განივი მდებარეობა - 18%
 ორივე ნაყოფის მანჯით წინამდებარეობა - 8%
რისკები

 ნაადრევი მშობიარობა
 ნაყოფის
საშვილოსნოსშიდა
ზრდის შეფერხება
 განვითარების
ანომალიები
 მრავალწყლიანობა
 მცირეწყლიანობა
 ნაყოფის სიკვდილი
 ნაყოფის მდებარეობის
ანომალიები
მრავალნაყოფიანი ორსულობისას ნაადრევი
მშობიარობის რისკი დაახლოებით 5%-ია
ბიქორიონაული
ტიპის პლაცენტაციის დროს, ხოლო
მონოქორიონული ტიპის პლაცენტაციის დროს კი –
10%.
მრავალნაყოფიანი ორსულობისას ნაყოფის ზრდის
შეფერხების სინდრომის განვითარების რისკი 2-ჯერ
დიდია, ვიდრე ერთნაყოფიანი ორსულობისას.
ორსულობისა და მშობიარობის მართვის ტაქტიკა
ნაყოფების მდგომარეობის ადექვატურ შეფასებაზეა
დამოკიდებული.
მონოქორიონული პლაცენტაციის შემთხვევაში
განვითარების მანკის რისკი 4-ჯერ აღემატება
ამავე პათოლოგიის რისკს ერთნაყოფიანი
ორსულობისას.
პერინატალური სიკვდილობა ტყუპი ნაყოფის დროს
6-ჯერ მაღალია ერთნაყოფიან ორსულობასთან
შედარებით, განსაკუთრებით მონოქორიონული
პლაცენტაციის შემთხვევაში.
მონოქორიონული პლაცენტაციის დროს
სისხლი ერთი ნაყოფისაგან
(დონორისაგან) პლაცენტის
სისხლძარღვოვანი ანასტომოზებით
იწყებს მეორე ნაყოფის (რეციპიენტის)
სისხლის მიმოქცევაში
გადასვლას. ვითარდება ფეტო-
ფეტალური ტრანსფუზიის სინდრომი.
დონორ ნაყოფში სისხლის დაკარგვის
შედეგად ვითარდება ჰიპოვოლემია და
ჰიპოქსია, საშვილოსნოსშიდა ზრდის
შეფერხება,
აღინიშნება ოლიგურია. ხოლო რეციპიენტ
ნაყოფში ჰიპერვოლემია, რასაც თან
სდევს პოლიურია,
მრავალწყლიანობა, გულის, თირკმლისა
და ღვიძლის ჰიპერტროფია
(გლომერულოტუბულარული
ჰიპერტროფია).
პერინატალური გამოსავალი საკმარისად
უიმედოა და სიკვდილობა 70%-ს აღწევს.
•ფეტო-ფეტალური ტრანსფუზიის სინდრომი
კლინიკურად ვლინდება ორსულობისმე-18 -24-ე
კვირაზე.
•ყოველ2 კვირაში ტარდება ამნიოცენტეზი
სანაყოფო სითხის ასპირაციით.
•ენდოსკოპიური მეთოდით საშვილოსნოს ღრუში
პლაცენტური ანასტომოზების ლაზერული
კოაგულაცია.
•ასეთი ინტერვენციის შედეგად ერთიან ორივე
ნაყოფის სიცოცხლის უნარიანობის შანსი მხოლოდ
7%-ია.

დაავადება პირველად ორსულობის 18-24 კვირაზე მჟღავნდება, ორსული უჩივის მუცლის


გარშემოწერილობის სწრაფ ზრდას. ულტრაბგერითი კვლევით ერთ ნაყოფში ვლინდება
მრავალწყლიანობა-რეციპიენტი ნაყოფი, პარალელურად მეორე-დონორ ნაყოფში მცირეწყლიანობა
და
საშვილოსნოსშიდა ზრდის შეფერხება.
მკურნალობის ყველაზე მიღებული მეთოდია სანაყოფო სითხის ასპირაცია 1-2 კვირაში ერთხელ, რაც
ორსულობის პროლონგირების საშუალებას იძლევა. მკურნალობის თანამედროვე მეთოდია
საშვილოსნოს ღრუში წვრილი ენდოსკოპიური მილით პლაცენტური ანასტომოზების ლაზერის
საშუალებით კოაგულაცია, შემთხვევათა 7%-ში ერთი ან ორივე ნაყოფის გადარჩენის შანსი
7%-ია.
მრავალნაყოფიანი ორსულობის მართვისას
დიდი მნიშვნელობა აქვს უბგ-ს.
I ტრიმესტრში ადგენენ ორსულობის ვადას,
ნაყოფების რაოდენობას, პლაცენტაციის
ტიპს,
განვითარების მანკებს. III ტრიმესტრში
ულტრაბგერით გამოკვლევით დგინდება
ნაყოფთა
წინამდებარეობა, რასაც დიდი პრაქტიკული
მნიშვნელობა აქვს მშობიარობის ტაქტიკის
შერჩევისათვის.
პირველი ნაყოფის თავით
წინამდებარეობის შემთხვევაში
უპირატესობა ენიჭება ბუნებრივი
გზით მშობიარობას. შესაძლებელია მეორე
ნაყოფის დაბადებისას განვითარდეს
გარკვეული
გართულებები და საჭირო გახდეს
ოპერაციული ჩარევა. თითოეული
შემთხვევა იმართება
სამეანო ანამნეზის, პირველი ნაყოფის
წინმდებარეობის და მშობიარის სურვილის
გათვალისწინებით.
•თუ პირველი ნაყოფი მენჯით წინამდებარეობს,
მშობიარობა უნდა დასრულდეს საკეისრო კვეთის
ოპერაციით.
პირველი ნაყოფის მენჯით წინამდებარეობის, ხოლო
მეორე ნაყოფის თავით წინამდებარეობის
შემთხვევაში მშობიარობის დროს მნიშვნელოვანი
გართულება რომელიც ოპერაციულ ჩარევას
მოითხოვს “გადაბმული ტყუპების სინდრომია”.
მშობიარობისას ნაყოფთა თავები მცირე მენჯის
შესავალში “გადაებმება” ერთმანეთს. ასეთ
შემთხვევაში მშობიარობა სრულდება საკეისრო
კვეთის ოპერაციით.
•ორივე ტყუპის თავითწინამდებარეობისას
მშობიარობა უხშირესად ბუნებრივი სამშობიარო
გზებით.
•პირველი ტყუპის თავითწინამდებარეობისას, მეორე
ტყუპის კი მენჯით წინამდებარეობისას ან განივი
მდებარეობისას მიდგომა ინდივიდუალურია.
•პირველი ტყუპის მენჯით წინამდებარეობისას
აუცილებლად საკეისრო კვეთა.
•საკეისრო კვეთა არის საუკეთესო არჩევის მეთოდი
სამი ან მეტი ნაყოფით ორსულობისას
მადლობა ყურადღებისთვის!

You might also like