You are on page 1of 3

გიორგი შუბითიძე

მარკ ბლოკი

ტერმინი ისტორია ჰეროდოტეს დამკვიდრებული და ნიშნავს ძიებას, რაღაცის


გარკვევას ნიშნავს. მეორენაირად კი ეს ტერმინი აღნიშნავს ამბავს წარსულის შესახებ. მე-19
საუკუნის შუა ხანებში დაიწყეს ისტორიის გაკრიკიკება და ამბობდნენ, რომ ეს იყო
სახალისო ამბების კრებული. ისტორიკოსი გაიგივებული იყო ანტიკასთან, რომელიც
ერთობოდა წარსულის ამბებით და საზოგადოებას არარელურ ინფორმაციას აწვდის.
კრიტოკოსები ისტორიის არსებობას და მის აუცილებლობას არ აკრიტიკებდნენ. მათი
კრიტიკის ქარცეცხლში უშვალოდ ისტოიკოსები და მათი ნაშრომები მოექცა. მარკ ბლოკი
ცდილობდა ჩვენთვის წარმოედგინა ისტორის ავკარგიანობა და პასუხი გაეცა
კრიტიკოსებისთვის, ამოიტომაც მანდ დაწერა წიგნი სახელად „ისტორიის აპოლოგია“.
ბლოკი კრიტიკულად უყურებს იმ ფაქტს, რომ ისტორიკოსი ვალდებულია, იპოვოს თავის
საქმიანობაში განსაკუთრებული ნიშა და შემდეგ გააკეთოს არჩევანი. ამ ყველაფერს
უსამართლოდ მიიჩნვს, რადგან სხვა მეცნიერებისთვი არ არსებობს კოდირებული
საქმიანობა, რომლითაც უნდა იხელმძღვანელონ. ისინი თავისუფალნი არიან გააკეთონ ის
რაც უმდათ და ისტორიკოსები კი შეძღუდულნი არინ და სწორედ ამას მიიჩნევს ის
ისტორიკოსის არჩევნად.

მარკ ბლოკი ასევე აღნიშნავს, დროის გააზრბას ისტორიაში. ის ამბობს, რომ ისტორია
ყველა ადამიანისთვის ერთნაირი არაა. ასევეა ისტორიაშიც. ისტორიკოს და ქიმოკოს დრო
სხვადასხვგვრად ესმის. ისორიკოსისთვის დრო არის პლაზმა, რომელშიც ისტორიული
მოვლენები დაცურავენ. თითოეული ისტორეული მოვლენა სხდადასხვა ეტაპებთან არის
დაკავშირებული და მათზე გავლენას სხვადასხვა ფაქტორები ახდენენ. ისტორიკოსისთვის
დრო არა არის წრფივი. მას სხვადასხვა შრეები და დინებები აქვს. ისტორიკოსი კონკრეტულ
თემებზე და მოვლენებზე უნდა წერდეს და არა ზოგად თემებზე.

როგორც ყველაფერს ისტორიულ მოვლენას თუ ამბავსაც აქვს საწყისი წერტილი,


საიდანაც ისტორიკოსმა უნდა დაიწყოს თხრობა. ამ საწყისის მოძებნა კი ისტორიულ
რეალობათა უმრავლებლობისთვის ცოტა მოუხერხებელია. ყველაზე რთულია ცოდნის ორ
განსხვავებულ კატეგორიას შორის ზუსტი თანმიმდევრობის დადგენა. რა სფეროშიც არ
უნდა მიმდინარეობდეს კვლევები სათავეების მაძიებელი ერთი და იგივე შეცდომას უშვებს
ჩამომავლობას ურევს ახსნა განმარტებაში. შესაძლოა წარმოდგენილი გქონდეს რაიმე
მოვლენის სათავე, მაგრამ არ გვქონდეს იმის განმარტებ, ტუ რამ გამოიწვია მისი ცვლილება
და რატომაა ის განსხვავებულდა დღეს წარმოდგენილი. მაგალითად სიტყვა „ ბიურო“ ადრე
ქსოვილს ნიშნავდა, თუმცა რატომ იყო ეს ასე ამაზე ახსანა განმარტება არ არსებობს. სწორედ
ამაში მდგომარებს პრობლემაც. ისტორიკოსი შესაძლოა გვაძლევს საწყის წერტილ, თუმცა
მას არ აკავშირებს დღევანდელობასთან. მისი გარდაქმის და ევოლუციის გზა არ აქვს
კარგად წარმოჩენილი. ასევე უნდა ითქვას, რომ ისტორიული მოვლენების შესწავლა უნდა
ხდებოდეს იმ მომენტების შესაწლით, რომელშიც მას ადგილი ჰქონდა. ამ ყველაფერს
ბლოკი უკავშირებს ერთ-ერთ ცნობილ ძველ არაბულ ანდაზას: „ადამიანები თავიანთ დროს
უფრო ჰგვანან, ვიდრე საკუთარ მამებს“(მარკ ბლოკი.170)

ბლოკი ასევე აწმყოს და წარსულს შორის მიმართებას განმარტავს. ეს საკითხი


ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია ისტორიისთვის. წარსულის საფუძველზე ჩვენ
ვაანალიზებთ ვინ ვართ რა გვაინტერესებს, რაა ჩვენთვის მნიშვნელოვანი და ამ
ინფორმაციის საფუძველზე ჩვენ გადავწყვეტთ თუ რას გავაკეთებთ მომავალში. წარსული
იმდენად მჭიდრო კავშირშია აწმოყოსთან რომ შეუძლებელია მის გარეშე არსებობა. თუ მე
არ ვიცი რას წარმოვადგენ ანუ არ მაქვს ინფორმაცია საკუთარი თავის შესახებ გამოდის რომ
არ ვარ შემდგარი ადამიანი. ამის მიხედვით კი შეუძლებელია მოხდეს ჩემი განვითარება.

კრიტიკოსები ასევე ნაკლოვანებად მიიჩნევენ, ისტორიული მოვლენები ბუნდოვნად


არის წარმოდგენილი და ისტორიკოსებს არ გააჩნით კარგად მორგებული განსაზღვრებებნი
და ნიშნები, რომელიც ამ ბუნდოვანებას აღმოფხვრის. ბლოკიც აღიარებს, რომ ეს
იტორიკოსების სუსტი წერტილია. სხვა მეცნიერებებს აქვთ ტერმინოლოგია, რომელიც
ყველასთვის გასაგებია მაგალითად ქიმიაში ყოველ ელემენტს აქვს თავის უნივერსალური
სახელი, რომელიც ყველა საზოგადოებაში არის ერთნირი. ისტორიის ტერმინოლოგიის
პრობლემა კი იმიტომ არსებობ, რომ ადამიანი თავის ქმედებებს რწმენებს თუ თავის
ცხოვრების ასპექტებს თვითონ არქმევს სახელებს. გასაკვირია არაა რომ ეს სახელწოდებები
თითოეულ საზოგადოებაში იქნება განსხვავებული. ისტორიკოსი კი ამ მონაცემების
საფუძველზე ადგენს თავის ნაშრმს, შესაბამისად იყენებს არსებულ ტერმინოლოგიებს.
სწორედ ეს ბადებს ხოლმე ბუნდოვანებას და ორაზროვნებას. შესაძლოა რომ გადავხედოთ
არსებულ ლექსიკოს და ვცადოთ მასში კორექტივების შეტანა, თუმცა ეს საქმე საკაოდ დიდ
სირთულეებს დაუკავშირდება და შესაძლოა ვერც მოხერხდეს საბოოლოდ უნივერსალური
ტერმინოლოგიის ჩამოყალიბება ისტორიისთვი.

მარკ ბლოკმა თავის ნაშრომი მიუძღვნა ისტორიის, როგორც მეცნიერების არსებობის


მნიშვნელობის განმარტებას. ის ცდილობდა პასუხი გაეცა იმ კრიტიკოსებისთვი, რომლებიც
ისტორის არსებობას სულიად უარყოფითად აღიქვამდნენ. ბლოკი შეეცადა, წარმოედგინა
ფაქტები თუ რატო არსებობს პრობლემები ისტორიაში. ის არ უარყოფდა ისტორიის
ნაკლოვანებებს და ასევე აღწერდა თუ რატო არსებობს ეს მინუსები.
ბიბლიოგრაფია

ბლოკი, მარკ. ისტორიის აპოლოგია.https://argus.iliauni.edu.ge/uploads/157/157449.pdf

You might also like