You are on page 1of 31

სარჩევი

ლიზი და ლოგანი
ლიზი და ლოგანი

ლიზი ქლამსი
ლიზი და ლოგანი
” მეგონა, თუ დავწერდი რასაც
ვგრძნობდი, მისი არსებობისგან
გავთავისუფლდებოდი. “
პაოლო კოელიო

ეს ამბავი პატარა ლამაზ ქალაქ ლონრიზში დაიწყო. მუშაობის დაწყებიდან უკვე


სამი წელი იყო გასული, რთული ასახსნელია რას ვგრძნობდი როდესაც 20 წლის
ჩემნაირმა რომანტიკოსმა და უსამართლობასთან ყოველთვის მებრძოლმა იმ რეალურ
სამყაროში შეაბიჯა, სადაც ჭორები, სხვისი ცხოვრების გაკიცხვა და დაცინვა დღის
მთავარი თემა იყო. მე ასე ვთქვათ ძველი დროის წარმომადგენელი ვიყავი, ვუსმენდი
მუსიკას და მთლიანად ვეშვებოდი ჩემს სამყაროში, დედისერთა ვარ ამიტომ
ყოველთვის მქონდა ჩემი სამყარო, ამ სამყაროში ვოცნებობდი ისეთ სუფთა და წრფელ
სიყვარულზე როგორიც ზღაპრებში და ფილმებში იყო ასახული. ვოცნებობდი
ადამიანზე რომელთანაც ხელჩაკიდებული ვისეირნებდი უზარმაზარ ტყეში, ამ
ყველაფერს ისე ვხედავდი თითქოს რეალურად ხდებოდა. წარმოვიდგენდი როგორ
იშლებოდა ჩვენს წინ მზის სხივებით განათებული მდელო, საიდანაც წყლის ხმა
ისმოდა. როგორ მაჩერებდა ჩემი საყვარელი ადამიანი, თბილ ხელებს სახეზე მახებდა
და მთხოვდა - მენდე და ეს გაიკეთეო, ხელში კი ატლასის სლიკინა თეთრი ფერის
ყელსახვევი ეჭირა და მაწოდებდა. ჩემი დაბნეული სახის დანახვაზე თვითონვე
მიხვევდა თვალებს. რათქმაუნდა მე ხის ფესვებს ფეხს წამოვკრავდი და ის გაღიმებული
სახით წონასწორობის შენარჩუნებაში მეხმარებოდა. უცებ წყლის შხეფების ხმით
გახარებული მაჩერებდა, ყელსახვევს მხსნიდა და უკნიდან მეხუტებოდა. ჩვენს წინ კი
ულამაზესი 300 მეტრიანი ჩანჩქერი მოთქრიალებდა და შხეფებით გვასველებდა.
ჩანჩქერი ბავშვობიდან მიყვარდა თუმცა რეალურად არასდროს მქონდა ნანახი. ის
ჩემთვის ყოველთვის სიძლიერის სიმბოლო იყო, სიმბოლო რომელიც დამიცავდა და
ჩემს გვერდით იქნებოდა, მართალია ერთ ადგილას იდგა მაგრამ თუ საჭირო
გახდებოდა უფრო ძლიერი ნაკადით ჩამოეშვებოდა, ადიდებული ტალღების შიშით კი
ვერავინ გაბედავდა ჩემს წყენინებას. წარმოვიდგენდი ჩანჩქერის ქვეშ მდგომებს
გულები როგორ ძლიერ გვიჩქარდებოდა, სიმაღლიდან ჩამოვარდნილი ცივი წყლის
ნაკადი ძლიერად, მაგრამ ნაზად როგორ სრიალებდა ჩვენს სხეულებზე და ვგრძნობდი
რომ სიცივე და სიძლიერე სულაც არ იყო საშიში, თუ იმ ადამიანთან ერთად
ვიქნებოდი, ვინც მიყვარდა. მე ყოველთვის ძლიერი ვიყავი მაშინაც კი როცა
მუცელში ვიჯექი. დედაჩემს პირველი და ჩემს შემდეგ ნაყოფი მოსცილდა, მამაჩემი
მსმელი კაცი იყო ძალიან ცუდი სიმთვრალით, რასაც მისი ოჯახის წევრების რთული
ხასიათიც ემატებოდა. არ ერიდებოდნენ იმას რომ ფეხმძიმედ იყო და ძალიან
ანერვიულებდნენ. ამიტომ ნაყოფს ვერ ინარჩუნებდა, მაგრამ მე შემინარჩუნა, ღმერთმა
გამძლეობით დამასაჩუქრა, რაც ალბათ ტვირთი უფრო იყო ვიდრე საჩუქარი. ჩემს
გარშემო ყველა თვლიდა, რომ არ მჭირდებოდა დახმარება და ყველაფერს ისედაც
ჩემით გავაკეთებდი. ჩემი მშობლები 13 წლიანი თანაცხოვრების, ჩხუბის,
ყვირილის, მთვრალი მამაჩემის მხრიდან ფიზიკური შეურაცხოფის შემდეგ ერთმანეთს
დაშორდნენ. თუმცა დედაჩემს ჩემთვის არასდროს უგრძნობინებია რამდენად რთული
იყო შვილის მარტო აღზრდა. ყველა ბავშვისთვის მშობლები მაგალითები და იდეალები
არიან, ყოველ შემთხვევაში იმ ასაკში ასეა რომელშიც მე ვიყავი. ამიტომ ალბათ
მამაჩემის მიმართ ასეთმა იმედგაცრუებამაც იმოქმედა იმაზე რომ კაცების ნდობა
ძალიან მიჭირდა და დღემდე დიდ პრობლემად მაქვს ქცეული ალკოჰოლის სუნი, ამ
სუნს ვერ ვიტან და მთვრალი კაცების ძალიან მეშინია. საცხოვრებელი ადგილის

შეცვლის გამო სკოლების შეცვლაც მომიხდა. ბევრი დამცინოდა და მჩაგრავდა იმის


გამო, რომ ცუდად მეცვა. ჩემი გახუნებული სამოსი არც ისე კარგად გამოიყურებოდა
ჩემი კლასელების ახალი ბრენდის ტანსაცმელებს შორის. მამცირებდნენ რაც ჩემს
ხასიათზე ძალიან აისახა. ვერ ვეგუებოდი თუ დავინახავდი რომ ვინმეს უსამართლოდ
ექცეოდნენ ან ჩაგრავდნენ და მათ დაცვას ვიწყებდი, რაც ბევრ პრობლემებს მიქმნიდა.
თუმცა არასდროს გავბოროტებულვარ, ამ ყველაფერს ისე ვიტანდი არასდროს
მიფიქრია სამაგიეროს გადახდაზე, მართალია გული მტკიოდა მაგრამ მე ჩემი სამყარო
მქონდა და თავს ჩემს ოცნებებს ვაფარებდი. სხვა სკოლაში გადასვლამ სიტუაცია
საგრძნობლად შეცვალა. იქაც იყვნენ ესეთი კატეგორიის ადამიანები, მაგრამ უმეტესობა
მაინც კარგად შემხვდა. სწორედ ამ სკოლიდან შემომრჩა სამი მეგობარი, რეიჩელი მისი
ძმა ჯერემი და შტეფი. რეიჩელს ყოველთვის პეპელას ვეძახოდი, მაღალი კულულა
თმიანი გოგო, რომელსაც დახატული სახის ნაკვთები და ჩამოსხმული ლამაზი ტანი
ჰქონდა. შტეფი ქერა, სპორტული აღნაგობის, სწორ თმიანი და ულამაზესი მწვანე
თვალება ონავარი იყო. ისიც ჩემნაირი გადარეული იყო და დღემდე ასეთია. მათზე
უკეთესად ალბათ არავინ მიცნობს. ჩვენ ბავშვობა გავატარეთ ერთად, რაც ჩემი აზრით
ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ურთიერთობებში. მე და რეიჩელი მის ძაღლს
ხშირად ვასეირნებდით პარკში, მაგრამ ყველა რეიჩელის სილამაზით ტკბებოდა და
ძაღლს ზედ არავინ უყურებდა. რეიჩელიც ჩემნაირი მეოცნებე და რომანტიულია,
სხვადასხვა ჩანაწერებს ვაგროვებდით, ჩავიფიქრებდით ბიჭის სახელს და რაც იმ
გვერდზე ეწერებოდა რომელზეც გადავშლიდით, ესე იგი ის ბიჭი ჩვენზე ამას
ფიქრობდა. შტეფს ორნაირი ბუნება ჰქონდა. სულში რომანტიზმი, სინაზე და
ამავდროულად გადარეული ხასიათიც, მახსოვს კალათბურთს როგორ თამაშობდა,
გუნდების ყველა თამაშს ესწრებოდა და ყველა კალათბურთელს ავტოგრაფს ართმევდა.
მერე მოქაქანდებოდა და საათობით განვიხილავდით დღის ამბებს, ყველა ბიჭის
სახელი ვიცოდი ვინც ისე რა და ვინც ძალიან მოსწონდა. შტეფი უსაზღვროდ თბილი,
კეთილი და მოსიყვარულე ადამიანია, ქუჩაში მშიერი ძაღლებისთვის ღვეზელებს
ყიდულობდა და აჭმევდა. კიდევ ერთი საერთო ინგლისის სიყვარული გვაქვს. ჩვენ
სკოლიდან ინგლისის გულშემატკივრები ვიყავით, როგორც თვითონ ქვეყნის ასევე
ფეხბურთის გუნდისაც. გვაბოდებდა ისე გვინდოდა იქ წასვლა და იქაურობის
დათვალიერება. სკოლის დამთავრების შემდეგ უნივერსიტეტში ჩავაბარე. ეს ჩემი
ცხოვრების ულამაზესი წლები იყო. ჩემდა გასაკვირად ერთმა ჩემმა ნათქვამმა
ხუმრობამ მეგობრები შემძინა. ფერნანდა ჩემზე სამი წლით უფროსი, ნახევრად
უკრაინელი, საშუალო სიმაღლის იყო, რომელიც თეთრი მუდამ მოვლილი სახის
კანით და ელეგანტური ჩაცმულობით გამოირჩეოდა და რომლის მეჯვარე და ბავშვის
ნათლიაც გავხდი წლების შემდეგ. კლერი კი საშუალო სიმაღლის, სრული ტანის, ჰარდ
როკის მიმდევარი, რომელმაც გაცნობისას დამპატიჟა ფილმის “ ტეხასური ჯლეტა
ბენზოხერხით ” სანახავად. ის თბილი გულის ადამიანი იყო და ყოველთვის კარგ
რჩევებს გვაძლევდა მე და ფერნანდას. შემდეგი ყვითელ თმიანი ჯერია, პირველი
დანახვისას გული გამისკდა იმსიმაღლე და იმსისქე იყო, მაშინ რეგბიზე დადიოდა,
ამიტომ აშკარა იყო ზედმეტად კარგად იკვებებოდა. თუმცა მალევე დაანება თავი
სპორტს და მომენტალურად დაიკლო წონაში. სამეგობროში კიდევ ორი ბიჭი გვყავდა,
ჟულიენი და ჯეიმსი. ჯერი ჩემი პირველი ბავშვური სიყვარული იყო. ზუსტად
ერთნაირი დარტყმულები ვიყავით, მე მაშინ კიკინებით დავდიოდი და პატარა რბილი
სათამაშო დათუნია სულ თან დამყავდა. ჯერი დათუნიას გაბრაზების მიზნით
მართმევდა და უნივერსიტეტის კიბეებზე ერთმანეთს საათობით დავდევდით. სხვები
კი იდგნენ და ჩვენი ყურებით კარგად ერთობოდნენ. ერთმანეთს ზედმეტად კარგად
ვეწყობოდით. ყველაზე კარგად ერთ-ერთი ექსკურსია დამამახსოვრდა. გზაში მანქანა
გაგვიფუჭდა, ჩვენ კი ძალიან დაბლა ვიყავით ჩასულები, იძულებულები გავხდით
მანქანიდან ყველა ჩამოვსულიყავით რომ იქნებ ცარიელი მაინც ასულიყო მაღალ
აღმართზე. ჯერიმ ხელი ჩამავლო და ყველას წინ გავუსწარით, გარშემო უამრავი
გვირილებით მოფენილი მინდორი იშლებოდა, მან თავის ხელით დამიკრიფა
ყვავილები და მომართვა. გვირილებით ვუყვარვარ არ ვუყვარვარ -ის თამაში დავიწყეთ
და ლამის სულ გავპუტეთ ჩემთვის მორთმეული ყვავილები. ჩვენ სულ ერთად
ვიყავით, ერთმანეთს ვეხმარებოდით, ვაბრაზებდით, ვაცინებდით. მაშინ ჯერ არ
ვიცოდი რა იყო ვნება, რა იყო კოცნა თუმცა ეს ახლაც არ ვიცი. მაშინ ჩემთვის
ყველაფერი სულ სხვა ფერის იყო. ამასობაში კი წლები გავიდა და სწავლას მოვრჩით. ეს
პერიოდი მე ის სუფთა, ბავშვური სიყვარულით მიყვარდა, თუმცა ეს გრძნობა
ცალმხრივი აღმოჩნდა. კარგად მახსოვს ის ტკივილი როცა ქორწილში დაპატიჟების
წერილი მივიღე, სამი თვის განმავლობაში მეგობრებსაც კი არ ვეკონტაქტებოდი, არავის
ვიკარებდი ახლოს, არავისთან ვლაპარაკობდი იმაზე თუ რას ვგრძნობდი, რაც

ძალიან აშფოთებდა ფერნანდას და კლერს, მე ხომ ყოველთვის ბევრს ვლაპარაკობდი,


იმდენად ბევრს რომ ვერაფრით მაჩუმებდნენ. როცა მათ გამიცნეს მხიარული,
სიცოცხლით სავსე გოგონა ვიყავი, რომელიც კიკინებით დახტოდა უნივერსიტეტის
კიბეებზე და რომელსაც ვერაფრით აჩერებდნენ ერთ ადგილას. ზუსტად ამ დროს
დავიწყე მუშაობა და ჩემს ცხოვრებაშიც ახალი ეტაპი დაიწყო. დრო ძალიან სწრაფად
გადიოდა, ამ ტკივილმაც ნელ-ნელა გამიარა და ისევ მოვედი ხუმრობის და სიცილის
ხასიათზე. რამოდენიმე თვის შემდეგ უკვე მივხვდი რამდენად ჭრელი იყო ხალხი,
ვხედავდი ჩემს წინ როგორ თვალთმაქცობდნენ ერთმანეთთან, როგორ ეფიცებოდნენ
მეგობრობას და სიყვარულს, რამოდენიმე წუთის შემდეგ კი ზურგს უკან ლანძღავდნენ.
ამ ყველაფერმა ძალიან ჩამკეტა, არავის ვენდობოდი და ბევრს არ ვლაპარაკობდი
არავისთან. რათქმაუნდა იყვნენ ადამიანები ვისთანაც დავმეგობრდი და ვინც
უბრალოდ შეცვალა ჩემში ბევრი რამ, კარგი გაგებით, მომმატა თავდაჯერებულობა და
თავი კარგ ადამიანად მაგრძნობინა. მეგანი და ჯეინი ჩემი სამსახურის მეგობრები
არიან, მე და ჯეინმა თითქმის ერთდროულად დავიწყეთ სამსახური. ჯეინი საშუალო
სიმაღლის, შავთმიანი და ცისფერთვალებაა. თავიდან არც თუ ისე კარგი
ურთიერთობა გვქონდა, ორი წლის შემდეგ ის დანიაში სამუშაოდ წავიდა, რის შემდეგაც
ერთმანეთის ხასიათი კარგად გავიცანით და უფრო დავახლოვდით. იმაზე მეტი
საერთო აღმოგვაჩნდა ვიდრე ჩვენ გვეგონა. ხშირად ვწერდით და ყოველდღიურ
რუტინულ ამბებს ვუყვებოდით ერთმანეთს. მეგანის რაც შეეხება, არც მე და არც
მას არ გვახსოვს როგორ დავმეგობრდით. ერთი მომენტი ჩამებეჭდა თავში რის
შემდეგაც ვენდე და ჩავთვალე რომ ღირდა ამ ადამიანთან მეგობრობის ცდა.
სამსახურში მოვდიოდით ერთად და მე საერთო მეგობარზე სიახლეებს ვუყვებოდი.
როცა მოყოლას მოვრჩი მან კითხვა დამისვა. მე ზედმეტად პირდაპირი ადამიანი ვარ
ამიტომ პირდაპირ ვუთხარი რომ ჯერ არ ვენდობოდი ისე რომ ამ კითხვაზე მისთვის
პასუხი გამეცა. ისიც კარგად მახსოვს რა რეაქციას ველოდი ამ პირდაპირობაზე და
რეალურად როგორი რეაგირება მოახდინა, მომიბრუნდა და მითხრა : მე შენი მესმისო.
მეგანი ჩემზე ხუთი წლით უფროსია, ჩემზე მეტი გამოცდილება აქვს და ალბათ
სწორედ ეს იყო მიზეზი იმისა რომ ასე კარგად მიგებდა და ჩემს შტერულ ახირებებზე
და გამოხტომებზე ყოველთვის იცინოდა. დღემდე ასე იქცევა. ეს პირდაპირული
ხასიათი ბევრს არ მოსწონდა ჩემში, ერჩივნათ პირში მელაქუცა მათთან, რაც მე არ
შემეძლო. თუ ვინმესთან პრობლემა მქონდა მივდიოდი და ვარკვევდი. ამასთანავე
ფიცხიც ვიყავი, რაც საქმეს მირთულებდა, ის რომ ვბრაზდებოდი სწრაფად არ ნიშნავდა
იმას რომ ის ადამიანი არ მიყვარდა ან არ მესმოდა მისი. მე ასეთი ხასიათი მქონდა და
მაქვს, უცბად ვიცოდი აფეთქება, პირში ვახლიდი ყველაფერს მაგრამ გულში არასდროს
ვიტოვებდი, რამდენიმე დღის მერე რომ ეკითხათ რაზე გავბრაზდი შეიძლება ვეღარც
გამეხსენებინა. დრო იყო საჭირო იმისთვის რომ მიხვედრილიყვნენ რა დროს როგორ
ვრეაგირებდი. ცოტას ესმოდა ჩემი და ძალიან ცოტას მოსწონდა ჩემში ეს ხასიათი.
რამოდენიმე წლიანი გამოცდილების შემდეგ ჩემს შინაგან სამყაროს თითქმის არავის
აღარ ვაჩვენებდი. ძალიან დიდი დრო იყო საჭირო იმისთვის რომ მე ვინმესადმი ნდობა
კიდევ მქონოდა. მიწევდა რკინის ქალის თამაში, ამ თამაშმა შედეგიც გამოიღო,
ვხედავდი რომ როცა გამომწვევად ვპასუხობდი გულს ნაკლებად მტკენდნენ და
ხანდახან ზედმეტად ვიჭრებოდი როლებში. რათქმაუნდა რთული იყო ამ თამაშთან
ჩემი ზემზრუნველობითი ხასიათის შეთანხმება. რომ გეკითხათ ლიზი როგორიაო
ყველა სხვადასხვას გიპასუხებდათ. მე შინაგანად ძალიან ძლიერი ვიყავი
ყოველთვის, არავის გავლენის ქვეშ არ ვექცეოდი და მქონდა უძლიერესი ნებისყოფა, ეს
ჩემი ერთადერთი თვისება იყო რითაც ვამაყობდი. ამ ყველაფრის მიღმა კი იყო
რომანტიული, პატარა გოგონა რომელიც სიყვარულს ეძებდა და ბევრი იმედგაცრუების
შემდეგ მაინც სჯეროდა გულში რომ ის სუფთა, ნამდვილი გრძნობა კიდევ არსებობდა,
იმ სიბინძურის მიუხედვად რასაც გარშემო უყურებდა. მე მჯეროდა რომ ასეთი
სიყვარული ძალიან ცოტას მაგრამ მაინც შეეძლოთ, უბრალოდ იმას ვერ
წარმოვიდგენდი რომ მე ასე ვინმე შემიყვარებდა. ვის სჭირდებოდა გოგო რომელსაც
ჯერ შეყვარებულიც კი არ ჰყოლოდა, რომელიც რომანტიულ ფილმებზე ტიროდა და ამ
ფილმებით იმყარებდა იმედს რაც ნამდვილი სიყვარულის არსებობაზე ჰქონდა.
ინტერნეტში ბევჯერ მქონდა ნანახი ეთიოპიელი ბავშვები რომლებიც შიმშილისგან
ჩონჩხებს იყვნენ დამსგავსებულები. ეს ყველაფერი გულს მიკლავდა და სიბრაზისგან
თავბრუს მახვევდა, ცრემლებს ვერ ვიკავებდი როცა მათ შიმშილით დაუძლურებულ
სხეულებს და ნატანჯ ულამაზეს თვალებს ვუყურებდი. მაშინ როცა მათ სანტასთვის
წერილები უნდა მიეწერათ თუ

რა უნდოდათ საშობაოდ, ან გარეთ ეზოში გართობილიყვნენ მზრუნველი მშობლების


გარემოცვაში, ისინი წყურვილით და შიმშილით ნატანჯები შველასაც ვერ ითხოვდნენ
რადგან ძალა არ ჰყოფნიდათ ამის გასაკეთებლად. ქუჩაში მშიერი და გაყინული
ძაღლის დანახვაც მტკენდა გულს. ბავშვობაში რომ მეკითხებოდნენ ბევრი ფული რომ
გქონდეს რას გააკეთებდიო? მე ვპასუხობდი: დიდ თავშესაფარს ავაშენებ და ყველა
ძაღლს იქ წავიყვან და მოვუვლითქო. დროში სადაც ერთმანეთს არავინ ინდობდა,
ერთგულება აღარ იყო დასაფასებელი, ვგრძნობდი რომ ჩემნაირი ადამიანის ადგილი არ
იყო. სულ მეუბნებოდნენ რომ არ უნდა მენერვიულა ამდენ რამეზე. ეს ჩემზე არ იყო
დამოკიდებული, მე ასეთი ვიყავი. არც მე მინდოდა იმაზე ნერვიულობა რასაც ვიცოდი
რომ ვერ შევცვლიდი მაგრამ ვნერვიულობდი. თუნდაც მეთამაშა რომ არ
მაინტერესებდა ბევრი რამ, რომ ვიყავი ცივი და გულგრილად მოვქცეულიყავი, ამით
ჩემს თავს მაინც ვერ მოვატყუებდი. ხშირად ვფიქრობდი რა კარგი იქნებოდა
ყოფილიყო 21 საუკუნის განვითარება და წინა საუკუნეების ფასეულობები. ისევ
ჰქონოდა ფასი სიკეთეს, ერთმანეთს თბილად და სიყვარულით მოვქცეოდით. ბიჭებს
გოგოს პატივისცემა ისევ სცოდნოდათ და მაგალითად რამდენჯერ მძიმე ამიწევია,
დაუნახავთ ბიჭებს და ისე ჩაუვლიათ ვითომ არაფერი, ან კარებში ჩემზე წინ გასულან
და ადგილი არ დაუთმიათ, ეს ყველაფერი შეცვლილიყო. მეგანი სულ მეჩხუბებოდა
ამდენ რამეს ნუ აქცევ ყურადღებას თორემ მალე გულს გაიხეთქავო. სტუდენტი რომ
ვიყავი მეგობრებმა შემარქვეს ზედმეტსახელი “ დედა ტერეზა ” . მეგობრებს კი
ვუყვარდი ისეთი როგორიც ვიყავი მაგრამ ბიჭს თუ შევუყვარდებოდი ასეთი?
როგორც დასაწყისში ავღნიშნე, მუშაობის დაწყებიდან უკვე სამი წელი იყო გასული, ამ
პერიოდში დეპარტამენტის შეცვლაც მოვასწარი, ეხლა უფრო წყნარ და მყუდრო
ადგილას მიწევდა სამუშაო დღის გატარება, თუ რამე დამჭირდებოდა ბიჭებს
ვურეკავდი ქვემოთ და ისინი მეხმარებოდნენ. ჩემს არყოფნაში ისინი იყვნენ
პასუხისმგებლები წესრიგზე, მაგრამ დიდად არც ერთი იწუხებდა ამაზე თავს. იმ თვეს
ერთი თანამშრომელი გაუშვეს და მის მაგივრად ახალი ბიჭი აიყვანეს. მისი მოსვლის
პირველი დღეები საერთოდ არ მახსოვს. ერთადერთი რაც ბუნდოვნად დამამახსოვრდა
იყო მოყვითალო მოქერავო თმის მაღალი, სიმპატიური ბიჭი რომლის წითელმა
ლოყებმაც მიიქცია ჩემი ყურადღება. სირბილისგან დაღლილ აწითლებულ ლოყებიან
პატარა ბავშვს ჰგავდა. ყველაფერი რამოდენიმე თვის შემდეგ, როცა ერთმანეთს
ცოტათი მივეჩვიეთ მაშინ დაიწყო. მისი სახელია ლოგანი. ყოველდღე დღეში
რამოდენიმეჯერ ამოდიოდა იმის საკითხავად რამე ხომ არ მჭირდებოდა, ვიცოდი
სხვებისგან განსხვავებით თავის მოვალეობას კარგად ასრულებდა მაგრამ ყურადღება
მაინც ძალიან სასიამოვნო იყო. ამ საქციელმა თავიდან დადებითად განმაწყო მის
მიმართ და მისი იმედი მქონდა, ვიცოდი რომ დამეხმარებოდა. ჩემი თქმის გარეშე
ყოველთვის ყველაფერს აწესრიგებდა. დრო გადიოდა, ის უფრო ყურადღებიანი
ხდებოდა, როგორც კი მოვიდოდი ვხვდებოდი ვინ მუშაობდა ჩემს ცვლაში, ყველაფერი
ისე მოწესრიგებული და ლამაზად დალაგებული მხვდებოდა, მისი წყალობით დღეს
ყოველთვის ღიმილიანად ვიწყებდი. მაგრამ ეს დიდხანს არ გაგრძელებულა, ნელ-ნელა
ჩემი გაბრაზება დაიწყო, რომ მომეჩვია ჩუმად მეპარებოდა რომ ვერ დამენახა და
მაშინებდა, ეგ ხუმრობდა და მე მართლა მეშინოდა, რამდენჯერმე ვთხოვე, ავუხსენი არ
მომწონს ასე რომ იქცევითქო მაგრამ ვიღაც იდიოტისგან ჰქონდა გაგებული რომ თურმე
გოგო რასაც გეტყვის ყველაფერი უკუღმა უნდა გააკეთო. მე აშკარად არ ვიყავი ის
კატეგორია ვიზეც ეს იმოქმედებდა. ხშირად ვჩხუბობდით, ძალიან ვღიზიანდებოდი
ჩემს თხოვნას რომ არ ითვალისწინებდა. ნუ ჩხუბით მე ვჩხუბობდი, ის იცინოდა.
ერთ-ერთი ცვლის დროს ამოსულმა ისევ გამაბრაზა. - კაი რა ლიზი, გინდა
დახმარება რამეში? - არა მადლობთ, არ მჭირდება შენი დახმარება მას ჩაეღიმა
და ჩემი მცდელობა ოთახიდან გავსულიყავი კრახით დამთავრდა. - გამატარე
- არა - გამატარე ლოგან - მაკოცე და გაგიშვებ მითხრა და ლოყა
მომიშვირა. გავწითლდი და ავღელდი მაგრამ თავი სწრაფად ავიყვანე ხელში -
მეტი საქმე არ მაქვს. მივახალე და ხელებს შუა გავუძვერი. - ლიზ ნახე კომპში
მაგარი სასაცილო კომედია ჩაგიწერე და დრო რომ გექნება უყურე. - კარგი
ეხლა არ მცალია მერე ვნახავ, ცივად ვუთხარი და გავედი. შემდეგ დღეს ძალიან
ცუდ ხასიათზე ვიყავი და ძალიან ვეუხეშე, ვუყვირე და მთელი დღის მანძილზე ზედ
არ ვუყურებდი, რათქმაუნდა ეს რამდენიმე საათის მერე ვინანე მაგრამ უკვე გვიანი
იყო, ძალიან ვაწყენინე. - საერთოდ დამანებე თავი. - როგორც გინდა. ეს
მითხრა და ჩავიდა.

ლოგანს თავისი თინეიჯერობის წლები ამერიკაში ჰქონდა გატარებული. ძალიან


თავისუფლად იქცეოდა რაც ძალიან მაღიზიანებდა. მაშინ ჩემს წინ იდგა
თავდაჯერებული ბიჭი რომელსაც ეგონა რომ ყველა გოგოს თავის ჭკუაზე ატარებდა, იქ
ალბათ ეს ჭრიდა მაგრამ მე ამას არ წამოვეგებოდი. ვბრაზდებოდი, ვცოფდებოდი როცა
ასე იქცეოდა, თუმცა არ ვიცი ამ ყველაფერმა ჩემზე მაინც იმოქმედა, ამ გამოხტომებს
მიღმა ის თბილი და ყურადღებიანი ადამიანიც იყო რომელიც ყოველთვის ჩემს
გვერდით იყო როცა მჭირდებოდა, თუნდაც მოვალეობის გამო. გამახსენდა ის
მზრუნველობა რასაც ჩემდამი იჩენდა და თავი მაინც ცუდად ვიგრძენი. პირველად
ამდენი წლის განმავლობაში ჩემზე ზრუნავდნენ, მე ყოველთვის ჩემით ვაკეთებდი
ყველაფერს, არ ვიყავი მიჩვეული ასეთ მოპყრობას, ვცდილობდი მესწავლა დათმობა და
ის რომ მეც ქალი ვარ და მჭირდება ვინმეს გვერდში დგომა. თან შიში მქონდა არ
შევჩვეოდი და ამ შიშმაც გამოიწვია ის რომ ძალიან ვაწყენინე. რათქმაუნდა შინაგანად
სულ სხვანაირად ვიყავი მისდამი განწყობილი. მისი იმედი მქონდა, ყოველთვის
მშვიდად და კარგად ვგრძნობდი თავს როცა ვიცოდი რომ იმ დღეს მუშაობდა. წყენის
მიუხედავად თავის საქმეს ყოველთვის იდეალურად აკეთებდა. მე ბავშვობიდან
მოუქნელი და ონავარი ვიყავი, სულ ძირს ვეგდე გადატყავებული ხელ-ფეხით.
სამსახურშიც არ ვაკლებდი ხან რას ვარტყავდი, ხან სად ვიქცეოდი. ერთ დღესაც
ხელიდან პატარა კონტეინერი გამივარდა და ზედ ფეხზე დამატყდა, თავიდან
ვერაფერი ვიგრძენი, საერთოდ არ მტკენია. ნაბიჯი რომ გადავდგი მაშინ ვიგრძენი
სისველე ფეხსაცმელში, როგორც კი ფეხი ამოვიღე სისხლის გუბე დავინახე. დედა ექიმი
მყავს და მედიცინა ძალიან მიყვარს ამიტომ სისხლის არასდროს მეშინოდა.
მომენტალურად ავედი ჩემთან და შეჩერება ვცადე მაგრამ არაფერი გამომივიდა. უკვე
ცოტათი შემეშინდა, იმდენი სისხლი არ დავკარგო ექიმის გამოძახება მოუწიოთთქო და
ლოგანს დავურეკე. - ლოგან ჩქარა სპირტი ან პერეკისი ამომიტანე და იქნებ ბამბაც
სადმე ნახო. ძალიან არ მინდოდა ამ მდგომარეობაში ვენახე მაგრამ სხვა გზა არ
მქონდა. არც გულის წასვლა მინდოდა. 5 წუთში ჩემთან გაჩნდა და მომიტანა რაც
ვთხოვე. ჩემ დანახვაზე ფერი შეეცვალა. კარგი სანახავი ვიქნებოდი, გარშემო 10მდე
სისხლიანი სელსახოცი იდო, მე ძირს ვიჯექი და ერთი ხელით ჭრილობიდან სისხლის
შეჩერებას ვცდილობდი. - რით დაგეხმარო? - ქვემოთ ვერ მოვასწარი
ყველაფრის დალაგება, გთხოვ ჩადი და დაამთავრე. - აქ არაფერი არ გჭირდება?
აშკარად ეტყობოდა რომ მეთქვა დარჩითქო გული ცუდად გაუხდებოდა. - არა
არაფერი ამას მე მივხედავ. დიდი მადლობა. მთელი გულით მინდოდა მეთქვა
დარჩითქო, მინდოდა მომხვეოდა და ეთქვა რომ არაუშავს ყველაფერი კარგად იქნებაო,
თუმცა ვერ ვხვდებოდი რატომ მომინდა ასე ძალიან მისი ჩახუტება. რეალობა სულ
სხვანაირი იქნებოდა, პირველი: რომც დარჩენილიყო არ მომეხვეოდა და მეორე:
აშკარად სისხლის დანახვა ძალიან არ სიამოვნებდა, ნუ ვის სიამოვნებს მაგრამ მაინც და
ჩემი მხრიდან იმის იძულება რომ იქ მდგარიყო და ეყურებინა არ იქნებოდა სწორი.
რამოდენიმე დღის შემდეგ როგორც იქნა მოვიკრიბე ძალა და გადავწყვიტე
დავლაპარაკებოდი. - ლოგან შეგიძლია ამოხვიდე? შენთან საქმე მაქვს.
მთლიანად ვკანკალებდი, ხელებს ვმალავდი რომ არაფერი შეემჩნია. ჩემს წინ რომ
დავინახე ხმა ვეღარ ამოვიღე. - რამე მოხდა? - არა, არაფერი. ხმა
ამიკანკალდა მაგრამ ჩავახველე რომ ვერ მიმხვდარიყო და გავაგრძელე. იმის თქმა
მინდოდა რომ, ამ დროს თვალებში შევხედე, ის თავისი თბილი ლამაზი თვალებით
უხერხულად მიყურებდა, ალბათ ეგონა ისევ უნდა მეჩხუბოსო. მინდოდა მეთქვა რომ
მაშინ რომ გეუხეშე შენ არაფერ შუაში იყავი, ცუდი პერიოდი მქონდა და ისე გამოვიდა
რომ ჯავრი შენზე ვიყარე . მართლა არ მინდოდა შენი

წყენინება, ბოდიში. თვალებში ვერ ვუყურებდი და თავი დავხარე. - არა არ


მწყენია არაუშავს. - ჯენტლმენობას ასეთ სიტუაციებშიც კი ინარჩუნებდა. -
ბოდიში.. - არაუშავს. კარგი მეტი თუ არაფერი გინდა ჩავალ მაშინ მე. - არა
არაფერი ვუთხარი და გავუღიმე. აი ეს მაგიჟებდა, მე ბოდიშს ვუხდიდი და ის: “ მეტი
თუ არაფერი გინდა ჩავედი ” . ამ ლაპარაკმა ურთიერთობა ცოტათი მოგვიწესრიგა და
იმედი მქონდა მალე მაპატიებდა. ჩვენი კომპანია წელიწადში ორჯერ ჟურნალს
უშვებდა რომელიც უფასოდ რიგდებოდა. გადაღებები ამ თვეში იყო დაგეგმილი.
გაყიდვების და მარკეტინგის დეპარტამენტის თანამშრომელმა ჩვენ მენეჯერს
შესთავაზა რომ ამ გამოცემაში კარგი იქნებოდა მოდელებთან ერთად რამოდენიმე
თანამშრომელსაც თუ გადაიღებდნენ, რომ ეს უცხო იქნებოდა და გაამართლებდა. ეს
იდეა მოეწონათ და თანამშრომლების არჩევა მალევე დაიწყეს. რომ გავიგე მეც უნდა
მიმეღო მონაწილეობა გადაღებებში ცუდად გავხდი, ბევრი ვეცადე სხვით შეეცვალათ
ჩემი თავი მაგრამ მაინც არ შემცვალეს. მოგვიანებით ლოგანიც ამ სიაში მოხვდა, ამაზე
რა რეაქცია ჰქონდა არ ვიცი, ჩემთან ნამდვილად არ უწუწუნია. ვერ წარმომედგინა ჩემი
თავი ჟურნალში. არც გარეგნობით ვიყავი ისეთი და მითუმეტეს არც მსახიობური
ნიჭით გამოვირჩევოდი. ჩემი აზრით სამსახიობო ნიჭი გადაღებებზე მნიშვნელოვან
როლს თამაშობდა, ამის უქონლობა დამეტყო კიდეც მოგვიანებით. კარგი მხარე ის იყო
რომ პროფესიონალები გამიკეთებდნენ მაკიაჟს და თმებს. გადაღებების დღეც დადგა.
მთელი ღამე ვინერვიულე, არადაDდილის ცვლაში ვმუშაობდი და სამსახურის შემდეგ
უნდა დავრჩენილიყავი.. შემიყვანეს დიდ ოთახში სადაც ვიზაჟისტი და
ფოტოგრაფი დეკორაციებს განიხილავდნენ. როგორც კი დამინახა ვიზაჟისტმა გოგომ,
მიბრძანა რომ მაკიაჟი ჩამომებანა და თმა გამეშალა. სახე ხელის საპნით ჩამოვიბანე
რამაც მომენტალურად გამიწითლა ლოყები, ისედაც მშრალი კანი მქონდა და ხელის
საპონმა უარესად გამომიშრო. წინა დღით დაბანილი ჩემი ნახევრად სწორი, ნახევრად
ტალღოვანი თმა კი გაშლისთანავე გამეწეწა. დრო ვიხელთე, გაზეთი ავიღე და 15 წუთი
ვინიავებდი სიწითლის გასაქრობად. დიდად ვერაფერი შევცვალე მაგრამ ცოტა
ადამიანურ ფერზე რომ დავდექი ოთახში დავბრუნდი. ჯერ სხვას უკეთებდნენ მაკიაჟს.
მეFფორმა ჩამაცვეს და დამსვეს, ასე იჯექი, არ გაინძრეო. მალე კარი გაიღო და
ნაცნობი ხმა მომესმა. - აქ უნდა შემოვიდე? შევბრუნდი და ლოგანი დავინახე,
მაშინ კი ნამდვილად მერჩივნა ზედ დამმხობოდა ყველაფერი და ამ ფორმაში არ ვენახე.
წარმოვიდგინე ჩემი უმაკიაჟო, გაწითლებული კანი, თან ამას უძილობისგან
ჩაწითლებული თვალებიც ემატებოდა და თმაც გაშლილი და მოუწესრიგებელი მქონდა.
თავი საშინლად ვიგრძენი. სხვა მხარეს დავიწყე ყურება, მაგრამ თავი ვეღარ შევიკავე
და შევხედე, ძალიან გამიკვირდა როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდა, მივხვდი
რომ მათვალიერებდა. რაც იყო იყო, ველოდი როდის შეეცვლებოდა სახე, მაგრამ ისეთი
რაღაც დავინახე რაც ცხოვრებაში არასდროს დამავიწყდება. თვალებში შევხედე, გულმა
ისე დამიწყო ცემა რომ ცოტაც და ამომვარდებოდა. მაშინ პირველად ვიგრძენი
საყავრელი ადამიანისგან ვნებიანი თვალებით შემოხედვა რა სასიამოვნოა. აქამდე ეს არ
მიგრძვნია და არავის თვალებში დამინახავს. ვერ ვიჯერებდი, უკან გავიხედე სხვას ხომ
არ უყურებსთქო, მაგრამ არა, ის მე მიყურებდა, უმაკიაჟოს და გაწეწილს, მე ადამიანს
რომელსაც მეგონა რომ ამ თვალებით ის მოწესრიგებულიც რომ ვყოფილიყავი მაშინაც
კი არ შემომხედავდა . სუნთქვა შემეკრა. ამის გახსენებაზე ეხლაც მთელ სხეულში
მივლის. ეს წუთი ჩემთვის ძალიან გაიწელა. თავი დავხარე, ვანათებდი, ვერ
ვიჯერებდი. თითქოს ჩემი მღელვარება იგრძნესო ლოგანი ფორმის ჩასაცმელად ქვემოთ
გაუშვეს. იმ დღეს ჩემში რაღაც შეიცვალა, იმის მიუხედავად რომ მეგობრები სულ
მეჩხუბებოდნენ შენ თავზე ასეთი წარმოდგენა ნუ გაქვს და ადამიანის გემოვნება
სხვადასხვაგვარიაო, არასდროს ვუჯერებდი. თავი სასურველად პირველად ვიგრძენი.
მაკიაჟის გასაკეთებლად რომ დამსვეს იმ დაღლილი სახისგან არაფერი აღარ
დარჩენილიყო. სულ სხვა ადამიანს ვუყურებდი. დაწყნარებული, ეხლა უკვე
მღელვარებისგან აწითლებული ლოყები და ანთებული თვალები მქონდა. თმები კი
კარგად გამიკეთეს მაგრამ მაკიაჟი ჩემი აზრით ზედმეტი მოუვიდათ, იმდენი დამადეს
მეგონა საცაა მომძვრებათქო. გადაღებები დაიწყო, ფოტოგრაფი განათებებს ადგილს
ურჩევდა, თითო კადრს 50ჯერ იღებდა, კუნთები დამეჭიმა, დავიღალე და უკვე მეგონა
მოვრჩითთქო რომ ეხლა იქით გადავიღებთო და ყველაფერი მოშორებით გადაალაგა.
Aამ დროს ლოგანიც

შემოვიდა. ზუსტად იმ დროს ფოტოგრაფი მეხვეწებოდა გაზაფხული დამანახეო და მე


ვბრაზდებოდი, გაზაფხული როგორ უნდა დამენახვებინა ბუნების ფერია ხომ არ
ვიყავი. იქიდან ლოგანი მიყურებდა აქედან ეს ჩამჩხაოდა: გაზაფხული, მიდი. ვერც
ხვდებოდა რომ ესე უფრო მძაბავდა. მე ავუხსენი და ვთხოვე, რომ თვალებს რომ
მახრევინებდა არ გამოვიდოდი ისე როგორც მას უნდოდა. მე ფოტოებზე კარგად
გამოვდიოდი მაშინ როცა ვიცინოდი და თვალები მიჩანდა, მაგრამ ის არ მისმენდა.
როგორც იქნა გადაღებები მორჩა. ქვემოთ ჩავედი ლოგანის გადაღებისთვისაც რომ
მიმესწრო და ვუახლოვდებოდი რომ გავიგე ფოტოგრაფმა როგორ უთხრა რა დიდი
მნიშვნელობა ენიჭებოდა როცა შიგნიდან გადმოცემის უნარი ჰქონდა ადამიანს, ამით
ნახევარი საქმე გაკეთებულად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. რათქმაუნდა ჩემ თავზე
მივიღე და მოვიწყინე რომ ეს ჯანდაბა გაზაფხული ვერ დავანახე. ამ დღის ემოციებით
დატვირთულს რამდენიმე დღე უძილობა გარანტირებული მქონდა. მომდევნო
დღეებმა კარგად ჩაიარა, ისეთი ნაწყენი აღარ ჩანდა და მეც მიხაროდა უფრო
თავისუფლად ვიყავი მის გვერდით. საერთო ინტერესებიც აღმოგვაჩნდა რაც ძალიან
გამიკვირდა. მაგალითად ცხოველების სიყვარული. - ლიზი იცი რომელი კატა
მინდა? - რომელი აბა? - აი შეხედე და კომპიუტერში ფოტოები ჩამოშალა.
ფოტოებზე ძალიან ლამაზი ცხოველი დავინახე, რომელიც კატას ნამდვილად არ
ჰგავდა. Mმოხდენილი, ულამაზეს ბეწვიან დაბალ ფოცხვერს უფრო ჰგავდა. - ეს
კატაა? რა ლამაზია. - კი და აღტაცებით დაიწყო მოყოლა რომ სპეციალური
ჯიშის კატა იყო, რომელსაც სავანნა ჰქვია. - იცი რა ძვირია? ამერიკაში ეს კნუტი
5000 დოლარი ღირს - რამდენი? გადაირიე? ამდენი კატაში როგორ უნდა მისცე?
მანქანას იყიდი ამ ფასში. არა ისე მართლა ძალიან ლამაზია. ეგზოტიკური შინაური
ცხოველი გეყოლება. მე იცი რა მიყვარს და რას აღვიქვავ კატისებრთა ოჯახში
მთლიანობაში? მათ მოძრაობებს. თუნდაც ფოცხვერი ხიდან რომ ხტება ისეთი
პლასტიკა აქვს, ისე მსუბუქად ეზნიქება წელი და ისე მსუბუქად ეშვება ქვევით თითქოს
ღრუბელზე ხტება, ვგიჯდები რომ ვუყურებ. ისე ზოდიაქოთი წლით ვეფხვი ვარ და
ალბათ მაგიტომ აღვიქვავ ესე. ორივეს გაგვეცინა. გაბრწყინებული თვალებით
ვუყურებდი და დანარჩენი აღარ გამიგია რას ყვებოდა ამ ულამაზეს ცხოველზე, თავში
მიტრიალებდა ერთი აზრი, ის მენდო და მითხრა ის რაზეც ოცნებობდა, რაც უყვარდა
და უნდოდა. სხვისი თვალით რომ შემეხედა ჩემი თავისთვის ალბათ გამეცინებოდა ასე
რომ აღვიქვავდი ამას და ვინ იცის რამდენისთვის უთქვამს ეს ყველაფერი, მაგრამ მე
მაინც მიხაროდა. მე მაგალითად ძაღლზე ვგიჟდები მაგრამ ვერასდროს ვერ
ვიყოლიებ სახლში. იმაზე ფიქრი რომ პატარა საყვარელ არსებას გაზრდი, რომელიც
უზომო სიყვარულს გჩუქნის და შენ იცი რომ აუცილებლად შენზე ნაკლებს იცოცხლებს
ვერ ავიტან. ამაზე გაეცინა და მითხრა რაღაც მომენტში კი, ასეაო. დღეები სწრაფად
გადიოდა, მე ყველა სულელურ მიზეზს ვიგონებდი რომ მენახა. ვმალავდი იმას რაც
მქონდა და ვთხოვდი რომ ამოეტანა. მეთვითონვე ვხვდებოდი რამდენად სასაცილოდ
და ბავშვივით ვიქცეოდი მაგრამ ძალიან მშვიდად ვიყავი როცა ჩემთან იყო.
კომფორტულად და ლაღად ვგრძნობდი თავს. უკვე ვეღარ ვაკონტროლებდი ჩემს
ქცევებს. ის რათქმაუნდა ჩვეული ჯენტლმენობით მისრულებდა ყველა თხოვნას და ვინ
იცის გულში ფიქრობდა: ” რა შემიწუხა გული რაღა ჩემი ცვლის დროს უთავდება
ყველაფერიო ” . კიდევ ერთი სასაცილო მომენტი მახსოვს კარგად. ლაპარაკისას ხილს
შევექცეოდი როცა მასაც შევთავაზე. - კარგი, შენი ხათრით გავსინჯავ.
გრეიფრუტი აიღო და პირში ჩაიდო. Youtube -ზე მაქვს ნანახი პატარა ბავშვებს
ლიმონს პირველად რომ ასინჯებენ რა სახეებს იღებენ, ზუსტად ასეთი სახე ჰქონდა
ლოგანს როგორც კი გრეიფრუტს კბილი დააჭირა. სიცილი ამიტყდა, ძლივს შევიკავე
თავი რომ ის ლოყები არ დამეწიწკნა მისთვის. ოინბაზობის ხასიათზე რომ
მოვდიოდი ვაბრაზებდი ხოლმე, ხომ არ გინდა ეხლა გრეიფრუტი კიდევ გაგასინჯოთქო
და ორივეს გვეცინებოდა. მოვიდა მარტიც, ეს თვე ქარიანი ამინდების გამო
მაინცდამაინც არ მიყვარდა. Aამ თვეს მეორედ წარმადგინეს თვის საუკეთესო
თანამშრომლის წოდებაზე. პირველ წარდგენაზე ვერ გავიმარჯვე. რამდენიმე საათში
დამირეკეს

და მითხრეს რომ თვის საუკეთესო თანამშრომელი გავხდი. რათქმაუნდა ძალიან


გამიხარდა. იმ თვეს სხვა გამარჯვებულებთან ერთად ჩემი ფოტოც იყო გამოკრული.
სამსახურში მისულმა ჩაი ჩამოვისხი და სიმღერების ძებნას მივყევი, ერთი სიმღერა
ვიპოვე რომელსაც ერქვა Iნვისიბლე. სიტყვების მოსმენის შემდეგ კი ისე მომეწონა 10
ჯერ მაინც გადავახვიე და შეუჩერებლად ვუსმენდი. ლოგანი რომ ამოვიდა და
მოუსმინა მიხვდა რომ მოწყენილი ვიყავი, გამომირთო და წინ დამიჯდა. -
ვიდეო ვნახე ამის წინ და ვიფიქრე Lლიზის ვაჩვენებთქო. ვიდეო ვეფხვზე იყო
რომელიც წყალში მოქნილად ხტებოდა და მიცურავდა, იქ ზუსტად ჩანდა ის
მოქნილობა რომელიც ესე ძალიან მიზიდავდა ამ ცხოველებში. - საერთოდ
ვეფხვებს ხომ წყლის ეშინიათ და ეს როგორ შედის ხედავ? მეუბნებოდა ლოგანი. -
მართლა? არასდროს გამიგია რომ წყლის ეშინიათ, არ ვიცოდი. არა რა, ეს ვეფხვები რა
ვართ მაინც ხედავ? რა პლასტიკა გვაქვს, გამეცინა მე ხომ პლასტიკის დედა ვარ,
ყველაზე მოუქნელი და შარიანი.

• • • • • • ჩვეულ
ექსპერიმენტულ ხასიათზე მოსულმა გადავწყვიტე გამეკეთებინა ლოგანის საყვარელი
მძაფრი ლიმნის უალკოჰოლო გაზიანი სასმელი. დღეში 3ჯერ მაინც სვამდა. გავწურე
ლიმონი, მზა გაზიანი სოდის წყალი დავასხი და დავამატე შაქრის სიროფი, ავურიე,
გავსინჯე და ჩავუტანე გასასინჯად. მთავარი იყო დიდი ექსპერტი როგორ შეაფასებდა
ჩემს ნახელავს. ერთი ყლუპი რომ მოსვა ვერ მიხვდა რას ჰგავდა ეს სასმელი სანამ მე არ
ვუთხარი. თავი იდიოტად ვიგრძენი ალბათ იმ მომენტში ფიქრობდა ნეტა ვინ სთხოვა
ამის გაკეთებაო. ყინულივით ცივი გავხდი, შორიდან მესმოდა რით გააკეთეო რომ
მეკითხებოდა არადა გვერძე მედგა. პასუხი არ გამიცია, ამ დროს თავს ვკიცხავდი არ
უნდა გაგეკეთებინათქო. Mმეორე დღეს ისეთ პახმელიაზე მოვიდა თვალებს ძლივს
ახელდა, თავისი დიდი თბილი თვალებით შემომხედა და თავი მისკდებაო
შემომჩივლა. Mმე უნებურად ხელები მისი ლოყებისკენ წავიღე და რომ მივხვდი რას
ვაკეთებდი უცბად ჩამოვწიე და გამატარე იქით საქმე მაქვსთქო მოვიმიზეზე იმ იმედით
რომ ვერ მიხვდებოდა წუთის წინ რას ვაპირებდი. - ლოგან იცი ვის გავხარ? -
ვის? - აი ტომი ჯერიში რომ არის, ყვითელი კვატი წითელი ნისკარტით იმას,
საყვარელიიი. ვგიჯდებოდი მის ბავშვურ და ალალ გამოხედვაზე. თავი ვეღარ შევიკავე
და ლოყებზე მოვწიწკნე. მე ცისფერ თვალებს ვყოფდი სამ ნაწილად: 1. გველივით
ცივი და სარკესავით თვალები რომელიც მაშინებდა და ვერ ვიტანდი. 2. საშუალოდ
ცივი, მაგრამ ეშმაკი თვალები რაც ასევე არ მომწონდა. 3. ისეთი როგორიც ლოგანს
ჰქონდა, თბილი, წყლიანი, კეთილი და მოლაპარაკე, თითქოს უნდოდა შენთვის რაღაც
ეთქვა. ხასიათის ცვლილება თვალებზე ყოველთვის ეტყობოდა. კიდევ ერთი
დეტალი რაც ამ ადამიანში მაგიჟებდა იყო ხელები. Mმე პირველად ბიჭს ვაკვირდები
ხელებზე. არ ვიცი რატომ, ზოგი თვალებს, ტუჩებს აკვირდება, მე ხელებს და თითებს,
სასწაულად აღვიქვავ მათ მოძრაობას. საათობით შემიძლია ვიჯდე და ვუყურო
საყვარელი ადამიანის ხელის მოძრაობას. Lლოგანს გრძელი ჩამოსხმული ყოველთვის
თბილი ხელები ჰქონდა, რომელზეც შავი ტყავის რამოდენიმეჯერ შემორტყმული
სამაჯური ეკეთა.

ჭკუას მაკარგვინებდა რამის ასაღებად ჩემ წინ ხელი რომ მოჰქონდა, როგორ ძალიან
მინდოდა მოექცია ჩემი თავი ლამაზ თითებში და მომფერებოდა. ძალიან ვიბნეოდი
ასეთი გრძნობა რომ მეუფლებოდა და მაშინ მართლა ვერ ვხდებოდი რატომ ხდებოდა
ასე. ლოგანის დაბადებისდღემდე

ორი თვე რჩებოდა, ვგეგმავდი როგორ მიმელოცა ორიგინალურად მისთვის და რა


მეჩუქებინა, საჩუქარი აუცილებლად ნეიტრალური უნდა ყოფილიყო. უცბად გონებაში
გიჟური იდეა დამებადა. დავიწყე ინტერნეტში Savannahკატაზე ინფორმაციის შეგროვება.
სხვადასხვა საიტებიდან ვაკოპირებდი და ერთ ფაილში ვყრიდი ყველაფერს. შემდეგ
ფოტოების და ვიდეოების არჩევაც დავიწყე. ყველაფერი დავალაგე, გადავიკითხე,
ზოგი შევამოკლე და ნაწილებად დავყავი. ეს ყველაფერი იმ პროგრამაში უნდა
გამეკეთებინა რომელში მუშაობაც არ ვიცოდი. მის დაბადებისდღემდე ვერ მოვასწარი
მაგრამ ვიფიქრე მერე ვაჩუქებ არაუშავსთქო. იქამდე სხვა გეგმა მქონდა ლოგანი და მე
ვგიჟდებოდით სუშიზე, ვაპირებდი მეყიდა სუში, ზედ სანთლები დამემაგრებინა და ასე
მიმელოცა, თან ნამცხვრები მაინცდამაინც არ უყვარდა, არ ჭამდა ხოლმე. იდეებით
კმაყოფილი სამსახურში მივქანდი და ცხრილს ჩავხედე, ის ამ დღეს არ მუშაობდა.
ამაზე არც მიფიქრია არადა ბუნებრივი იყო რომ დაისვენებდა. ძალიან მოვიწყინე,
არადა სუში მაგარი იდეა იყო. დაბადებისდღე მესიჯით მივულოცე და სამსახურში
წავედი. ჩემი თანამშრომელი სტელა რომელთანაც ახალი დაახლოვებული ვიყავი
შემოვარდა და მითხრა იცი დღეს ლოგანის დაბადების დღეა და ჩადი მიულოცეო.
დღეს ხომ არ მუშაობსთქო ჩავეძიე. კი, როგორ არა ქვემოთ არისო. უცბად თვალები
გამიბრწყინდა, სუში არა მაგრამ ნამცხვარზე მაინც გავაკეთებდი იმას რაც მქონდა
დაგეგმილი. ჩავედი ქვემოთ, ავიღე ჩემი საყვარელი ნაცხვარი ტირამისუ, ზედ Happy
Birthday Logan დავაწერინე, სანთლები გავუკეთე და დავურეკე, მოვიმიზეზე რაღაც
მჭირდება ამოდითქო. შემოვიდა თუ არა სტელამ სიმღერა დაიწყო, მე სანთლები
ავანთე, ნაცხვარი ხელებში მივაჩეჩე დაFფოტო გადავუღე. ნამცხვარი არ შეჭამა და რა
თქმა უნდა სულ მე შევსანსლე. ერთ თვეში საჩუქარი უკვე მზად მქონდა მაგრამ ბევრი
მიზეზის გამო ვეღარ მივეცი. ერთი კვირის შემდეგ ლოგანი დაწინაურდა, სხვა
უკეთეს პოზიციაზე გადავიდა, ძალიან მიხაროდა მაგრამ გულიც მწყდებოდა. ვიცოდი,
ჩემთან ვეღარ ამოვიდოდა თუ თვითონ არ გაუჩნდებოდა ამის სურვილი, ვალდებული
აღარ იყო. ჩემდა გასაკვირად ამოსვლა არ შეუწყვეტავს სანამ ერთად ქალაქგარეთ არ
გავედით, იმ დღის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

• • • • • •

სტელა და ჯონი რამოდენიმე თვის დაქორწინებულები იყვნენ, შაბათ კვირას


გადაწყვიტეს თავიანთ აგარაკზე დასვენება და ჩვენც დაგვპატიჟეს. მე, ლოგანი, ჯონის
დაძმა და შეიძლება რამდენიმე მისი მეგობარიც წამოსულიყო. სტელა უკვე მატყობდა
რომ დავფრინავდი და ვუთხარი რომ ლოგანი მომწონდა მაგრამ კატეგორიულად
გავაფრთხილე არ შეიმჩნიო და არავისთან წამოგცდეს ჯონთანაც კითქო. თავიდან რომ
მითხრა ლოგანიც უნდა დავპატიჟოო მე ვთხოვე ჩემ გამო ეს არ გაეკეთებინა თუ
თვითონ არ უნდოდა. - არა ჯონი და ლოგანი დიდი ხანია გეგმავენ ერთად
ლუდის დალევას. … - კარგი თუ ასეა მაშინ ძალიან კარგი. შაბათს როგორც კი
ავდექი ჩემმა არაჩვეულებრივმა ბედმა მაშინვე იჩინა თავი, ბავშვობის მერე პირველად
მაინცდამაინც დღეს თვალზე ჯიბლიბო ამომივიდა და დილიდანვე გამიფუჭა ხასიათი.
მათთან შესახვედრად ჯონის დედის სახლში მივედი , იქიდან ყველანი ერთად
მანქანით უნდა წავსულიყავით. როგორც აღმოჩნდა სხვები არ მოდიოდნენ რაც ძალიან
არ მომეწონა, სტელას ვუთხარი მაშინვე იქნებ გადავდოთ უხერხული იქნება, გამოვა
რომ წყვილებად ვიქნებითთქო მაგრამ გადაფიქრება გვიანი იყო, მანქანა უკვე ქვემოთ
გვიცდიდა. - სტელა იცოდე არ გაბედო ჩვენი მარტო დატოვება, ვიცი რომ კარგი
გინდა მაგრამ დამიჯერე ეს უფრო ცუდი იქნება. არ ვხუმრობ სერიოზულად გეუბნები
ძალიან ცუდად გამოჩნდება, თითქოს ვეკიდები ან რამე მსგავსი. - ოო კაი რა, არ
გამოჩნდება ესე. - სტელა მაშინ არ წამოვალ, მე არ მინდა

იფიქროს რომ სპეციალურად მოვაწყე ეს. - კარგი კარგი არ დაგტოვებთ,


გპირდები. სახლს გარშემო დიდი გამწვანებული ეზო ჰქონდა. სუფთა ჰაერი ხასიათს
ცოტათი მიკეთებდა. იქვე ხეებზე გაბმული ჰამაკი ქანაობდა, მომენტალურად
დავიპყარი და თავდაყირა დავიწყე ქანაობა, გაისმა ჭიშკრის კარის ხმა და ეზოში
ლოგანი და ჯონი შემოვიდნენ, გულმა ისე დამიწყო ცემა მეგონა საცაა გადმოხტება და
მისაგებებლად გაიქცევათქო. როგორც ყოველთვის კარგ ხასიათზე იყო, შავი
ჩონჩხისთავიანი მაიკა და ჯინსის შარვალი ეცვა. - ძალიან დამცხა თორემ
გადაგეხვეოდი. გამომხედა და თბილი თვალები შემომანათა. - პრივეტ, არაუშავს
ლოგან. - რა გჭირს? - ვერ ხედავ თვალზე რა მაქვს? ისევ მომერია ბრაზი.
- აბა სად? ისე ახლოს მოვიდა მისი სუნთქვის ხმაც კი მესმოდა. ჩაეცინა,
დაწყნარდი ლიზი მაკიაჟი ყველაფერს ფარავს. - ისე შემოვარტყი მხარზე ხელი
რომ არ შეეშველებინა პირდაპირი რეისით მოვადენდი ძირს ზღართანს. -
ფრთხილად, ღიმილით მითხრა და ზემოთ ავიდა ხელების დასაბანად. წამოდი ვჭამოთ
ჩამომძახა იქიდან. - არ მინდა. - სცხვენია ეხლა თვალის გამო, - წუთში
მიხვდა რატომ არ ავდიოდი. - აბა კი, არ მრცხვენია. - გრცხვენია. -
არ მრცხვენიათქო, ჩემი ბრალი არ არის რომ ამომივიდა. გაბრაზებული ავდექი და
ზემოთ ავედი. მაგიდაზე ჩვენი გაკეთებული საჭმელები ეწყო. ვიცოდი ლოგანს
ძალიან უყვარდა ჰამბურგერი ამიტომ დილით ადრე ავდექი რომ ხორცი შემეწვა. -
მიდი გაუკეთე ჰამბურგერი. - მითხრა სტელამ. - რატომ უნდა გავუკეთო? -
რატომ არ უნდა გამიკეთო? გაუკვირდა ლოგანს. - იმიტომ რომ ღირსი არ ხარ,
შენ ჩემი გაკეთებული არაფერი მოგწონს. - კარგი მე თვითონ გავიკეთებ. ხორცი
ორი თითით აიღო და პურში ჩატენვა დაიწყო. ამ საცოდაობის ყურება არ შემეძლო,
ვერ მოვითმინე, გამოვართვი და გაკეთება დავიწყე. - ოო მეტი კეჩუპი დაასხიიი,
- დაიწყო წუწუნი ლოგანმა. - მე ვიცი რამდენია საჭირო, მეტი რომ დავასხა
გადმოვა. - არ გადმოვა. - კარგი, ავიღე და სულ ჩავუსხი რაც იყო
დარჩენილი, როგორც კი ჭამა დაიწყო სულ ზედ გადმოეღვარა. გამარჯვებული სახით
ვუყურებდი, რაო არ გადმოვაო??? - იფ იფ იფ რა გემრიელიაააა - ლოგან
მორჩი მაიმუნობას - რა გინდა მომწონს, თან ეცინებოდა. გავბრაზდი და სხვა
მხარეს გავიხედე. ჭამას რომ მოვრჩით ეზოში მყუდროდ მოვკალათდით, მე ისევ
ჰამაკს მივაშურე. ბიჭებმა ლუდის სმა დაიწყეს, რამოდენიმე საათის შემდეგ ჯონი
თვალებს ვეღარ ახელდა, ლოგანი კი პირიქით თითქოს წყალს სვამსო, არაფერი
ეტყობოდა გარდა ერთისა, უჩვეულოდ ბევრს ლაპარაკობდა თავის თავზე და ამერიკაში
გატარებულ წლებზე. მე და სტელამაც ცოტა ლიქიორი დავლიეთ, მე საერთოდ
ძალიან სწრაფად მეკიდება სასმელი და პირველივე ჭიქამ თავი გამიბრუა. ამ დროს
სტელამ აიტეხა უკანა ეზოში უნდა ავიდე ხეზე და ალუჩა დავკრიფოო, ჯონს
ეხვეწებოდა წამომყევიო. ღა თქმა უნდა მივხვდი რასაც აკეთებდა და გავბრაზდი.
ვთხოვდი რომ არ წასულიყო და ხეზე ასვლის დრო არ იყო. როგორც მოსალოდნელი
იყო არ დამიჯერა და მაინც მარტოები დაგვტოვა. ლოგანთან ყოველთვის
კომფორტულად ვგრძნობდი თავს ასე რომ უხერხულობა საერთოდ არ მიგრძვნია. -
მე კი ვიცი ეხლა

რატოც წავიდა, გამოვცერი გაბრაზებულმა. - მეც ვიცი მაგრამ. . . აღარ დაამთავრა


ლოგანმა. ორივეს გაგვეღიმა. ის ლუდის სმას აგრძელებდა, თან უამრავ თემაზე
ვლაპარაკობდით. მომიყვა ამერიკაში გოგოები როგორ ფეხმძიმდებოდნენ ბიჭისთვის
ქონების და მათ ხარჯზე ცხოვრების მიზნით. როგორი სხვა მენტალიტეტი იყო აქ,
აწუხებდა ის რომ აქ ქუჩაში ისე ვერ მოფერებოდა გოგოს როგორც იქ, ამაზე მოვიწყინე,
თვალწინ დამიდგა სცენა სხვა გოგოს როგორ ეფერებოდა და კოცნიდა. წარმოვიდგინე
რამდენი გოგო ეყოლებოდა იქ ვინც ყველაფერზე დათანხმდებოდა, მე კიდევ ერთი
უბრალო რომანტიკოსი გოგო ვიყავი რომელიც ვერ შესთავაზებდა იმის ნახევარსაც კი
რასაც ისინი აძლევდნენ. პოლიტიკას რომ მივადექით ჩვენი ხმა მთელ ეზოში
ისმოდა. გაქანებულები ვკამათობდით სანამ სიცილი არ დაიწყო. - რა გაცინებს?
- არაფერი, მერე გააგრძელე. - არ გავაგრძელებ, რაც მინდოდა უკვე ვთქვი.
- მემგონი ისინი დაბრუნებას აღარ აპირებენ გაეცინა ლოგანს. - ერთი ჩამოვარდეს
იქიდან და ნახავს მერე, მეც გავიღიმე.

როგორც იქნა გამოჩნდნენ, სტელას მაიკაში ალუჩები ჰქონდა ჩაყრილი და ძლივს


მოდიოდა. ალუჩები ხელებში ჩაგვიყარა და რაც დარჩა შესანახად ზემოთ აიტანა.

- ეხლა ჯონმა უნდა დაიძინოს, ძალიან მოეკიდა სასმელი, ჩვენ მალე მოვალთ.
განაცხადა და ისე სწრაფად ავიდა კიბეებზე რომ სიტყვის თქმაც ვერ მოვასწარით.
ამაზე უკვე მართლა გავბრაზდი, მაგრამ ლოგანთან რას ვეტყოდი. კიდევ მინიმუმ ერთი
საათი დაგვტოვეს. ნელ-ნელა დაღამდა, იქ იშვიათად ადიოდნენ ამიტომ სინათლის
გადასახადის გადახდა დავიწყებიათ. ჯონმა რამოდენიმე სანთელი იპოვა სახლში და
გარეთ აანთო. ეზოში სასიამოვნოდ გრილოდა მაგრამ მოგვიანებით აცივდა. მოსასხამის
შემოცმამაც არ მიშველა სულ ვკანკალებდი. სანამ მე მოსასხამს ვეძებდი, ფილმების
განხილვა დაიწყეს. როგორც კი შევუერთდი ერთმანეთს სიტყვის თქმას აღარ
ვაცდიდით, სახელებს ვიხსენებდითF და მოყოლაზე დასწრება გვქონდა. ამ
მხიარულობაში 12 საათი შესრულდა. მე უკვე ლაპარაკის თავი აღარ მქონდა ისე
მეძინებოდა, გავჩუმდი და მათი მოსმენა დავიწყე. უფრო სწორედ ლოგანის ყურებით
ვტკბებოდი როგორ აღფრთოვანებით ყვებოდა ფილმის შინაარს, იმასაც კი აღარ
ვაქცევდი ყურადღებას რომ ის საშინელებათა ფილმით იყო ასეთი აჟიტირებული. მათი
ხმა უკვე შორიდან ჩამესმოდა, თანდათან დღის ამბების განხილვა დავიწყე თავში და
მოვიწყინე. რას იფიქრებს ეხლა ჩემზე ესე მარტოები რომ დაგვტოვეს რამდენჯერმეთქო,
შეიძლება არც არაფერი ეფიქრა ცუდი მაგრამ გული კარგს არ მიგრძნობდა და
მართალიც აღმოვჩნდი. ამ ფიქრებიდან ფხაჭუნის ხმამ გამომიყვანა, ბიჭებმა ხუმრობა
დაიწყეს ტურა იქნება აქ ბევრია გარშემო ტყეებშიო. სანთელი ავიღეთ და ყველამ
ერთად დავიწყეთ ძებნა. მალევე ვიპოვნეთ, კუთხეში პატარა, შეშინებული ბაყაყი იჯდა.
ლოგანი ქვას დაწვდა, ის იყო უნდა ესროლა ბაყაყისთვის რომ ხელიდან გავაგდებინე.
- გადაირიე? ვერ ხედავ პატარაა. ხელის შეხებამ დამაბნია, მოვტრიალდი და ისე
გემრიელად ავახიე ზურგი იქვე მდგარ ხეს რომელიც მარტო მე შეიძლებოდა ვერ
დამენახა რომ როგორ შევიკავე თავი რომ არ მეყვირა არ ვიცი. ძალიან კი გავმწარდი
მაგრამ ხმა არ ამომიღია. უკვე ღამის ორი საათი იყო, ლოგანი წასასვლელად
მოემზადა, სტელას საათიანმა ხვეწნამ დარჩი არ წახვიდეო შედეგი არ გამოიღო. არც მე
მინდოდა წასულიყო მაგრამ ერთი დღისთვის საკმარისი იყო, რა გარანტია მქონდა რომ
ერთ ოთახში არ ეცდებოდა ჩვენ დაწვენას, იტყოდა მე ქმართან უნდა დავწვეო. არადა
ყველამ იცოდა რომ მე მარტო დაწოლის მეშინოდა და სტელასთან ერთად ვწვებოდი,
ჯონს გარეთ ვაგდებდით. რომ დარჩენილიყო ალბათ მე და ლოგანი ლაპარაკში გარეთ
გავათენებდით, მაცდური შესაძლებლობა იყო მაგრამ არც მიცდია გადამეფიქრებინა
მისთვის. ყველანი გავყევით გასაცილებლად, გარეთ ძალიან ბნელოდა, ჯონი სახლში
შებრუნდა ფანრის ასაღებად. ხიდს რომ მივუახლოვდით, ლოგანმა მთებისკენ
გაგვახედა. - ერთხელ ლაშქრობა მოვაწყოთ იქ, გიდობას მე გაგიწევთ, დილით
ადრე წავიდეთ რომ დაღამებისთვის მოვასწროთ ჩამოსვლა, გვიან მგლები გამოდიან და
უკვე საშიშია. - რაა? დავიყვირე მე, გინდა მგლებმა შემჭამონ? დღე რომ მოუნდეთ
გამოსვლა მერე რას შვები როგორ მაინტერესებს? - ეცინებოდა, დღე არ გამოვლენ
ნუ გეშინია.

ამას რომ მეუბნებოდა ცას ვუყურებდი, მე დედაქალაქში ვცხოვრობ და


ვარსკვლავებით მოჭედილ ასეთ ცას იშვიათად თუ ვნახავდი. უკვე გამოხედვას
ვაპირებდი რომ დავიყვირე. - დაინახეთ? დაინახეთ? ვარსკვლავი ჩამოვარდა,
დროზე შეხედეთ აი იქით მიდის. ჩემი თვალით დავინახე როგორ მოწყდა და მარცხენა
მიმართულებით სინათლის სვეტმა როგორ ჩაიქროლა. ვიცი რომ ამ დროს ვარსკვლავზე
აფეთქება ხდება და მართლა არ ვარდება მაგრამ ყველა ასე ეძახის და მეც ასე ვთქვი.
ყველამ დამცინა არაფერი არ ჩამოვარდნილაო. - მოგეჩვენა. მითხრა ლოგანმა.
- რა მომეჩვენა, დებილი ხომ არ ვარ, მართლა ჩამოვარდა. რომ მივხვდი აზრი არ
ჰქონდა და არავინ მიჯერებდა, გავჩუმდი და დავეთანხმე. სანამ არ დაგვირეკა -
უკვე სახლში ვარო, - თვალი ვერ მოვხუჭე. ჯონის უთხრა ყველას ძილინებისა უსურვეო
და ტელეფონი გათიშა. ვერაფრით ვიძინებდი იმაზე ფიქრით რამდენად
განსხვავდებოდა სხვებისგან, სხვებივით არასდროს ტრაბახობდა შეყვარებულების
რაოდენობით, სულ რომ გოგონების რაოდენობით ცდილობენ დაამტკიცონ თავიანთი “
კაცობა ” . არასდროს გოგოს არ მიშტერებია და ყურება არ დაუწყია, ოდნავ მოკლე
კაბიანი გოგოს დანახვაზე თვალები რომ სცვივდებათ. ჩემი აზრით ნამდვილი კაცი
ზუსტად ასე უნდა იქცეოდეს, უნდა ჰქონდეს შეგნება და თავშეკავების უნარი.
ემოციებით გადაღლილს ვერც მივხვდი როგორ ჩამეძინა. მოუთმენლად ველოდი
ორშაბათ დილას, რომ სამსახურში მენახა. იმ დღეს ძალიან თბილი თვალები ჰქონდა
და ჩემს დანახვაზე ეღიმებოდა, როგორც კი შევხედე იგივე მშვიდი შეგრძნება
დამეუფლა და მთელი დღე გაღიმებული დავდიოდი. - არ გინდა საღეჭი რეზინი?
მკითხა ლოგანმა. - არაა არ ვღეჭავ ხომ იცი. - შოკოლადი? და მარსი
გამომიწოდა. - მარსი არ მიყვარს ლოგან. ალბათ უნდა გამომერთმია, იმიტომ არ
გამოვართვი რომ მართლა არ მიყვარს, ან უნდა გადამეგდო ან სხვისთვის მიმეცა. -
შენ არასდროს არაფერი მოგწონს და სულ მე მე გავაკეთებს გაიძახი. - რა ვქნა
ლოგან არ ვღეჭავ მე რეზინს იმიტომ რომ არ არის ჯანსაღი, ბევრ ცუდ ნივთიერებას
შეიცავს. შოკოლადი მიყვარს მაგრამ მარსი, სნიკერსი არა, ბაუნტი ან ტვიქსი რომ
მოგეცა კითხვის გარეშეც წაგართმევდი. გამეღიმა. გირჩევნია მოგატყუო? ყველას ეგ
გირჩევნიათ, მაგრამ მე არ შემიძლია ასე და მომკალი მიდი. ძალიან მომხვდა გულზე
მისი ნათქვამი, მაშინ გავაანალიზე რომ ჩემს გვერდით ლოგანი საჭიროდ ვერ გრძნობდა
თავს. ჩემს სიძლიერეს და დამოუკიდებლობას ის სულ სხვა რამეში ურევდა და მე
ვერაფერს ვიზამდი ამის გამოსასწორებლად. რადგან შოკოლადი არ გამოვართვი, ეს
იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ლოგანი არ მჭირდებოდა, არ დადიოდა ჩემამდე რატომ
აღიქვავდნენ ჩემს პირდაპირ ხასიათს ასე არასწორედ. გული მატკინა იმის მიხვედრამ,
რომ ის ვერასდროს მიმიღებდა ისეთს, როგორიც ვიყავი, უმეტესად კაცს სუსტი,
ყველაფერზე კი ს მთქმელი ქალი სჭირდება, როგორიც მე ვერასდროს ვერ ვიქნებოდი.
იმ საღამოს თანამშრომელმა გამომიცხადა რომ ლოგანისგან გაეგო ჩვენი ქალაქგარეთ
გასვლის შესახებ. კიდევ უთქვამს რაღაც ჰამბურგერები ქონდათ, წესიერი საჭმელი კი
არაფერიო. - ასე თქვა რაღაც ჰამბურგერებიო? ავფეთქდი უცბად, ჩემს გვერდით
რომ მდგარიყო ალბათ მაგრად გავულაწუნებდი. ესე გადაეცი მადლობა მოიხადე რომ
ეგ რაღაც ჰამბურგერები იყოთქო. ეგ რაღაც ჩემი გაკეთებული იყო. ძალიან მეწყინა ამის
მოსმენა. მთელი დილის განმავლობაში გაზის ქურას არ მოვშორებივარ, ხორცს
ვწვავდი. თან ვცდილობდი რაც შეიძლება თხლად დამეჭრა როგორც მაკდონალდშია,
ამას იმიტომ ვაკეთებდი რომ მაგას უყვარდა და მეგონა გაეხარდებოდა. წარმოვიდგინე
როგორ დამცინოდა გულში ლოგანი, ალბათ ფიქრობს მეტი საქმე არ ჰქონდა ამას რომ
აკეთებდა, გემრიელი მაინც გამოსვლოდაო. იმ დღის შემდეგ ლოგანმა ჩემთან
ამოსვლა შეწყვიტა, საერთოდ აღარ მეკონტაქტებოდა. ვერ ვხვდებოდი რა დავაშავე,
პირიქით მე უნდა ვყოფილიყავი გაბრაზებული იმის გამო რაც ჩემს გაკეთებულ
საჭმელზე ილაპარაკა. ძალიან გამიჭირდა, უკვე მიჩვეული ვიყავი მასთან ლაპარაკს,
თან ის მშვიდი გრძნობა მენატრებოდა რაც მის გვერდით მეუფლებოდა ყოველთვის.
ძილითაც აღარ მეძინა იმაზე ფიქრით რა იყო ამის მიზეზი, თავში სულ მიტრიალებდა
ესეიგი ცუდი ვარ

და იმიტოთქო. ახალი წლის დადგომა ვერც კი ვიგრძენი ისე ვიყავი გადართული ამ


ამბებზე. კომპანია მიღებას გვიწყობდა თანამშრომლებს, წითელი ხალიჩით და საღამოს
კაბებით. ეხლა გამოპრანჭვის განწყობა ნამდვილად არ მქონდა და ამიტომ არ წავედი.
ამ მიღებაზე, თვის საუკეთესო თანამშრომლებიდან ერთ-ერთი ხდებოდა წლის
საუკეთესო და იღებდა პრიზებს. კარგად მახსოვს საღამოს 9 საათზე მენეჯერმა რომ
დამირეკა და ტელეფონში კიოდა. - ლიზი, ლიზი პარიზში მოგზაურობა
მოიგეეეე. - რა მოვიგე? მეხუმრები ხო? - არა, რა გეხუმრები წლის
საუკეთესო გახდი და ორკაციანი საგზური მოიგე პარიზში, ამ დღეებში გამოიარე მე
მექნება და მოგცემ. მეგონა იმდენს ვოცნებობ უკვე რეალურად მესმის ეს
ყველაფერითქო, ვერ ვიჯერებდი რომ მე რამე მოვიგე. მე ადამიანმა რომელსაც
არასდროს მიმართლებდა, ლოტოშიც კი არასდროს მომიგია. როცა დავიჯერე რომ ეს
სიმართლე იყო ლამის გული ცუდად გამიხდა, პარიზში მივდიოდი, მსოფლიოს
დედაქალაქში, ყევლაზე რომანტიულ ადგილას. იმწუჩი მეგანის დავურეკე, ისეთი
აღელვებული ვუყვებოდი, რამდნეჯერმე მომიწია იმის ახსნა რის თქმას ვცდილობდი
მისთვის. მეორე დღესვე მივედი სამსახურში საგზურის წამოსაღებად. დავიწყეთ
ლაპარაკი რა უნდა მენახა იქ და რით უნდა მემგზავრა. პირველი ის ვიკითხე
დისნეილენდში როგორ წავიდეთქო, ჩემი თანამშრომლები ნამყოფები იყვნენ და
მიხსნიდნენ ყველაფერს რაც იცოდნენ. დისნეის რომ ვარჩევდით ლოგანიც გამოჩნდა,
ფილმებში როგორც არის მის დანახვაზე წუთი რომ ჩერდება და იწელება ასე
დამემართა და იმ წუთმა დამარწმუნა იმაში რომ უკვე ძალიან შეტოპილი მქონდა. ამ
დღეს დავეთანხმე ერთ გამოთქმას: ერთმა წუთმა შეიძლება მთელი ადამიანის
ცხოვრება შეცვალოსო. მთელი ჩემი ცხოვრება არა მაგრამ ამ წუთს ნამდვილად შეეძლო
ჩემი მომავალი უკეთესობისკენ შეეცვალა. აშკარად არ ელოდა ჩემ დანახვას,
მომიახლოვდა, გადამკოცნა და ყველაფერი ერთად მომილოცა. - მადლობთ
ლოგან. ისე შენ ნამყოფი ხარ ამერიკის დისნეიში? მე ჯერ არ ვიცი წავალ თუ არა იქ
მაგრამ ძალიან მინდა, ყველა მეუბნება წასვლა თუა ამერიკაში წადი პარიზში დიდი
არაფერიაო. - მე დისნეისთან ახლოს ვმუშაობდი, იქ დაყოფილია, ერთ მხარეს
მულტფილმის გმირებია, მეორე მხარეს ატრაქციონები. - აუ რა მაგარიააა, მაგათ
ძალიან ძლიერი ატრაქციონები აქვთ. ჩვენ შორის უხერხულობა და დაძაბულობა იყო
ამას მეც კი ვგრძნობდი, აქამდე ასეთი რამ ჩვენს შორის არასდროს ყოფილა. ყველას
დავემშვიდობე და უკან იმ იმედით მივიხედე რომ კიდევ ერთხელ დამენახა, შევცბი
როცა მისი მზერა შემეფეთა, მივტრილადი და კარებისკენ გავიქეცი.

• • • • • • პარიზში
დედაჩემი წავიყვანე, სულ მინდოდა ევროპაში დედასთან ერთად მოგზაურობა და ამ
ოცნებას ვიხდენდი. 1კვირაში დაბადებისდღე მქონდა და წელს ყველაზე კარგი
საჩუქარი მივიღე. აზრზე მაშინ მოვედი როცა უზარმაზარ აეროპორტ Charles de Gaulleში
შევაბიჯეთ, გარშემო სულ ჯგუფებად დაყოფილები დადიოდნენ, უამრავი ხალხი
მოუსვენრად ეძებდა რეისების განრიგს ოთახისხელა ეკრანებზე. როგორც იქნა
მეტრომდე მივაღწიეთ და სასტუმროსკენ გავეშურეთ. სასტუმროს ადვილად მივაგენი,
გუგლში ყველაფერი დეტალურად მქონდა დათვალიერებული და დაკარგვისაც აღარ
მეშინოდა. ლამაზ, მყუდრო ოთახში დავბინავდით ხედით სავაჭრო ცენტრზე.
დასათვალიერებლად წასვლა უკვე გვინი იყო ამიტომ , სუპერმარკეტში გადავირბინეთ
საჭმლის საყიდლად და იქაურობის დასათვალიერებლად. მეორე დღიდან უკვე
იქაურობის ათვისება დავიწყეთ. ლუვრმა მთელი დღე წაგვართვა, იქიდან გამოსულს
თავი ისე მტკიოდა ჩამოვჯექი რომ არ წავქცეულიყავი, აი თურმე რატომ
მაფრთხილებდნენ ჯობია ცოტა ნახო და რამდენჯერმე შეხვიდეო. ყველაზე მეტად
ნაპოლეონის აპარტამენტებმა მომჭრა თვალი. ჭერები, კარებები, ყველაფერი
მოოქროვილი იყო, ყველა მხარეს მაღალი ქანდაკებები და ლამპები იყო
ჩამწკრივებული. დიდი შუშის უკან ნაპოლეონის სახლის ჩუსტები ელაგა, რომელსაც
კურდღლის ყურები და თვალები ქონდა, რომ გავიგე ნამდვილი კურდღლის ბეწვისგან
შეკერილი ჩუსტები ეცვა, აღშფოთებულმა გავაპროტესტე, სხვა ვერაფერი მონახა ამ
პატარა ცხოველს რომ მიადგათქო? კიდევ

კარგი ქართული არავის ესმოდა თორემ ალბათ იქიდან მიმაბრძანებდნენ. ლუვრიდან


გამოსულები იქვე გამწვანებულ, მყუდრო პარკში შევედით დასასვენებლად. როგორც კი
დავჯექით წვიმა წამოვიდა. ისე სწრაფად გაჩნდა ზანგი ბიჭი ქოლგებით ხელში,
თითქოს წინაწარ იცოდა ამინდის პროგნოზი, ეხვეწებოდა ტურისტებს ერთ ევროდ
ქოლგები იყიდეთო. ხეების ქვეშ წვიმა თითქმის არ ატანდა, ამიტომ რამდენიმე საათი
გავჩერდით და დავტკბით იქაური სილამაზით. მესამე დღე ნოტერდამის
დათვალიერებით დავიწყეთ. მართალია გრძელი გზით, მაგრამ მაინც მივაღწიეთ
იქამდე. ჩემ აღფრთოვანებას საზღვარი არ ჰქონდა, ჩემ წინ აღმართულიყო ულამაზესი,
უზარმაზარი ეკლესია, საითაც არ უნდა გაგეხედა ყველგან გამოქადაკებულ ფიგურებს
დაინახავდი, შესასვლელთან კი ღვთისმშობლის ულამაზესი სახე იყო
გამოქანდაკებული. შიგნით წირვა ტარდებოდა, სანთლები ხელში არავის ეჭირა,
ხატების ნაცვლად კი ყველგან წმინდანების ქანდაკებები იდგა, ყველა წმინდანის წინ
სქელი მაღალი სანთლები ეწყო, გვერდით კი რკინის ყუთი იდო რომ სანთლის ფული
იქ ჩაგეგდო. სამსახსოვროდ ნოტერდამის გამოსახულების მონეტა ვიყიდე, რომელსაც
რამოდენიმე ადგილას მდგარი აპარატი ორ ევროიანის ჩაგდების შემდეგ ქვემოთ
გიგდებდა. ეკლესიას გარშემო დიდი გამწვანებული ეზო ერტყა. სენდვიჩების
მისართმევად იქვე სკამზე ჩამოვჯექით. ჩვენ პირდაპირ კორეელი
ახალდაქონრწინებული წყვილი პოზიორობდა. გარშემო ყველგან თეთრი ქვიშა ეყარა,
ფოტოგრაფი კი მათ წინ მტრედებისთვის საკენკს ყრიდა, წუთში იქაურობა მტრედებით
ივსებოდა. პატარძალი კაბას აფრიალებდა და ფოტოგრაფი ცდილობდა აფრენილი
მტრედების ფონზე მათთვის ორიგინალური ფოტოს გადაღება მოესწრო. ჩემი
გადაღებები გამახსენდა და შემეცოდა ის გოგო, მესმოდა როგორი დამღლელი იყო
ერთიდაიგივეს ასჯერ გაკეთება. ამის გაკეთება იმდენჯერ მოუწიათ, პატარძლის
ჩათვლით გარშემო ყველა თეთრ ქვიშაში ვიყავით ამოგანგლულები. ჭამას რომ
მოვრჩით, ქუჩებს გავუყევით, გარშემო უამრავი სუვენირების მაღაზიები იყო
ჩალაგებული. დავიწყე ბრელოკების ყიდვა რაც ადვილი საქმეს არ წარმოადგენდა,
არჩევანი იმდენად დიდი იყო, ვერ ვწყვიტავდი რომელი რომელს სჯობდა. ლოგანზე
ფიქრს ვერც იქ გავექეცი, ყველაზე რთული მისთვის სუვენირის არჩევა აღმოჩნდა.
რაღაც ზებუნებრივს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი, ბოლოს არჩევანი კატის
გამოსახულებიან საფერფლესა და ლუდის გასახსნელს შორის უნდა გამეკეთებინა,
რადგან არ მომწონდა რომ ეწეოდა, ვერცხლისფერი ლუდის გასახსნელი ვუყიდე
რომლის შუაში ოქროსფერი ეიფელის კოშკი ტრიალებდა. ეს გასახსნელი იმ
პრეზენტაციასთან ერთად საიმედოდ მქონდა შენახული, იმის იმედით რომ როდესმე
მაინც შევძლებდი მისთვის ჩუქებას. მოვიდა ტრიუმფალური თაღის და ეიფელის
ნახვის ჯერიც. შანზელიზეზე ფეხი რომ დავდგი თავი ოდრი ჰეფბერნის ფილმის გმირი
მეგონა, ორ მწკრივად ჩამწკრივებული ხეების რიგი ქუჩას ბოლომდე მიუყვებოდა,
შუიდან კი ხეებს მსოფლიოს ყველაზე გამორჩეული ბრენდების მაღაზიები ემატებოდა.
გავლა შეუძლებელი იყო იმდენი ხალხი მოძრაობდა გარშემო, აქ მართლაც მსოფლიოს
ცენტრი იყო. ამ შეგრძნების აღწერა რთულია, როცა ამ ყველაფერს შენი თვალით
უყურებ. თავი ზღაპარში მეგონა. დისნეილენდში ვერა მაგრამ შანზელიზეზე დისნეის
მაღაზიაში მაინც შევედი, მაღაზიის წინ დავდექი და მეგანის დავურეკე. - იცი
ეხლა სად ვდგავარ? დისნეის მაღაზიასთან, ხომ დაგპირდი აქედან დაგირეკავთქო,
ფეისბუქზე ამ ფოტოზე დაგთაგავ როგორც კი ჩამოვალ, ვეხუმრებოდი და
მეცინებოდა. ფოტოების გადაღების შემდეგ რამდენიმე მაღაზიაში ვიშოფინგეთ და
ტრიუმფალური არკის პირდაპირ აღმოვჩნდით, იქიდან განიერ ქუჩას გავუყევით
რომელსაც ეიფელის კოშკთან უნდა მივეყვანეთ. ეიფელზე ასასვლელად იმხელა რიგი
იდგა იქ რომ ჩავმდგარიყავი ალბათ ღამის 3 საათზეც არ მომიწევდა ასვლა. იმის
მიუხედავად რომ აგვისტო იყო საღამოს უკვე ძალიან ციოდა. ეიფელი ფერებს
იცვლიდა, ისე სპილენძისფერი იყო, მაგრამ როცა მზე პირდაპირ არ ურტყავდა
ვერცხლისფერში გადადიოდა ხოლო თუ მზე პირდაპირ ურტყავდა მაშინ მთლიანად
ოქროსფერი ხდებოდა, მართლაც რომ ულამაზესი სანახავი იყო. ჩვენი წასვლის
დღე ახლოვდებოდა, წასვლის წინა დღეს ვერსალში წავედით. ეხლაც რომ მკითხოთ
ჩემზე რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება, გიპასუხებთ რომ ვერსალმა. ეს
ენით აღუწერელი სიმდიდრე და სილამაზეა, მე ენით ვერ გადმოვცემ იმას რაც იქ ვნახე.
ქუჩიდან შემოვუხვიეთ თუ არა ჩვენ წინ აღიმართა მაღალი ოქროსფერი ჭიშკარი,
ჭიშკრის უკან კი მოჩანდა ოქროთი გაწყობილი უზარმაზარი შენობა, რომელსაც
გარშემო კედლებზე თვალისმომჭრელი სახეები ჰქონდა გამოქანდაკებული. ბილეთები
უკვე ნაყიდი გვქონდა და ურიგოდ სწრაფად შევედით. მოვიარეთ სამეფო
აპარტამენტები, ლუი XIV ის და მარია ანტუანეტას ბუდუარები. მაგრამ ყველაზე
შთამბეჭდავი მაინც ვერსალის უკანა ბაღებია. Gardens of Versailles , იქ გასულს ენა
ჩამივარდა, ყველგან ძველი ფრანგული წყნარი სიმღერა უკრავდა, გარშემო კი ორ
რიგად მაღალი ხეებისგან გაკეთებული ლაბირითები მოჩანდა. შუაში ფანტანები და
დიდი ტბა იყო სადაც

ნავები და გედები დაცურავდნენ. ამ დღეს მე მართლა სულიერად დავისვენე,


ემოციებით დატვირთული სასტუმროში დავბრუნდით და მე დავიფიცე რომ აქ
აუცილებლად ჩამოვიდოდი კიდევ. ჩემს დაბადებისდღეს უკვე ლონრიზში ვიყავი.
მთელი დღე მისგან უშედეგოდ ველოდი მოლოცვას. საღამოს მეგობრებთან ერთად
მხიარულად და სასიამოვნოდ ავღნიშნე ჩემი 26 ე დაბადებისდღე. შვებულების
შემდეგ პირველ დღეს ძალიან გამიჭირდა ადრე ადგომა. სამსახურში ადრე მივედი,
გარეთ სკამზე ჩამოვჯექი, თავი მივდე და თვალები დავხუჭე. დრო ჯერ მქონდა მაგრამ
კარების ხმამ მყუდროება დამირღვია, თვალები რომ გავახილე ჩემს წინ მოსაწევად
გამობრძანებული ლოგანი იდგა. - ვა უკვე გამოხვედი? გადამკოცნა. - ხო
დღეს პირველი დღეა არ მეტყობა? სანამ მივეჩვევი ისევ ადრე გაღვიძებას . . . . -
იყავი პარიზში? - კი რამოდენიმე კვირის წინ. - მერე როგორ მოგეწონა?
ყველაფერი მოკლედ მოვუყევი. როცა ლაპარაკს ვიწყებდით ყველაფერი რიგზე იყო,
თემა არასდროს გველეოდა და დროის შეგრძნება ორივეს გვეკარგებოდა. მე ისევ იმ
მიზეზებს მივუბრუნდი რატომ შეიცვალა ასე ჩემდამი იმ დღის შემდეგ და ერთადერთი
რეალური მიზეზი რაც თავში მომივიდა იყო იმ დღეს ჩვენი მარტო დატოვება, ეტყობა
ჩათვალა რომ ჩემი მოწყობილი იყო და უხეშად რომ ვთქვათ ძალით მინდოდა მასთან
ყოფნა. ამ აზრმა გული მომიკლა, უკვე იმდენად დავიღალე საკუთარი თავის
დადანაშაულებით რომ გადავწყვიტე დავლაპარაკებოდი. - ლოგან შენთან საქმე
მაქვს რომ მოიცლი ამომიარე რა გთხოვ. - კარგი ეხლავე ამოვალ. ძალიან
ვღელავდი, თავში სიტყვებს ვიმეორებდი რა უნდა მეთქვა, თუმცა ვიცოდი როგორც კი
დავინახავდი დამავიწყდებოდა. - აბა რა ხდება? რამე მოხდა? განერვიულებული
ჩანხარ. - არა, რაღაცაზე გამაბრაზეს ისეთი არაფერი ვიმართლე თავი. ხმა
მიკანკალებდა და ჩემ თავზე ვბრაზობდი რომ ემოციებს ვერასდროს ვიკავებდი. ესეც
ჩემი რკინის ქალის იმიჯი. ვილაპარაკეთ, ყველაფერი გასაგებად ავუხსენი.
მოყოლისას ხმა სამჯერ ჩამიწყდა ნერვიულობისგან, სული მეხუთებოდა, გამიკვირდა
ამდენის თქმაც რომ მოვახერხე, სასიამოვნო ნამდვილად არ იყო ამ თემაზე მასთან
ლაპარაკი. კარები დაიკეტა თუ არა ცრემლები წამსკდა, თავს ვეღარ
ვაკონტროლებდი, ჩემი ხელით დავამთავრე ყველაფერი, ვიმეორებდი ჩემთვის.
ეგონებოდა რომ მე არ მიყვარდა და მაგიტომ დაველაპარაკე რომ რამე არ ეფიქრა
სხვანაირად. არადა მე იმიტომ ვუთხარი რომ არ მინდოდა ეფიქრა რომ სპეციალურად
მოვაწყე ეს შეხვედრა და არ მინდოდა დამეკარგა. ჩემი ნათქვამი სიტყვები გამახსენდა
რაც რამდენიმე წუთის წინ ვუთხარი. ეს რამ მათქმევინა ეხლა ყველაფერთან ერთად
დებილი რომანტიკოსიც ვეგონები. - ვიცი რომ შეიძლება არ ვარ სწორი მაგრამ მე
ასე ვარ გაზრდილი, მე მინდა ზღაპრებში რომ არის ისეთი სიყვარული, თუ არ მექნება
მაშინ საერთოდ არ გავთხოვდები. ამის მოსმენაზე ლოგანს გაეღიმა. ამ ლაპარაკით
არაფერი შეცვლილა იმის გარდა რომ გამარჯობასთან ერთად იმას მაინც მეკითხებოდა
როგორ ხარ, რას შვებიო. მე მეტი არაფრის გაკეთება არ შემეძლო. შეგუებული ვიყავი იმ
აზრს რომ ისიც დამთავრდა რაც არც არასდროს დაწყებულა. მე სიმართლე ვუთხარი
და ვცადე მაინც ურთიერთობა გამომესწორებინა.

• • • • • • გავიდა ორი თვე, მე და


მეგანი პრაღაში წასვლას ვგეგმავდით და საელჩოდან პასუხს ველოდებოდით. იმ დღეს
როცა პასპორტები უნდა გამოგვეტანა ლოგანი ვნახე. - გამარჯობა ლიზი როგორ
ხარ?

- კარგად ლოგან შენ? - გადასარევად, რა ხდება შენკენ ახალი? გამიკვირდა,


როგორც წესი კომპიუტერიდან თავს არ წევდა ჩემს დანახვაზე. - რავიცი
პრაღაში მივდივარ და დღეს გავიგებ გამიშვებენ თუ არა. - ვაა ამ დროს
თანამშრომელი მოვიდა, ლოგანს ვანიშნე არ მინდა გაიგონთქო და წამოვედი. ვიზა
ჩაგვირტყეს, მე და მეგანი სიხარულისგან ერთმანეთს ვახტებოდით. აეროპორტში
გაისმა ხმა: ლონრიზი მიუნხენის მიმართულებით მიმავალ მგზავრებს ვთხოვთ
გამოცხადდნენ 103 გასასვლელთან. მიუნხენში ჩასულებს სულ 1საათი გვქონდა
შემდეგ რეისამდე, სწრაფად მოვიარეთ იქაური Dუტყ Fრეე მაღაზიები და
გასასვლელისკენ გავიქეცით. დილის 9საათზე უკვე პრაღაში ვიყავით. დაშვებამდე
პილოტმა გამოაცხადა გარეთ – 10 გრადუსიაო. ისე ციოდა გარეთ რომ გამოვედით
კიდევ რამოდენიმე წუთი რომ გვეცადა ავტობუსისთვის ადგილზე გავიყინებოდით.
სასტუმროში ჩვენი ოთახი ჯერ მზად არ იყო ამიტომ ჩვენ წინ საახალწლოდ მორთულ
და განათებულ სავაჭრო ცენტრში დავსეირნობდით და დრო გაგვყავდა. როგორც იქნა
ოთახში შეგვიშვეს. პრაღაში ძალიან მალე ღამდებოდა და მზის ჩასვლის შემდეგ
მემგონი ორჯერ მეტად ცივდებოდა, სულ კანკალით დავდიოდით ქუჩებში.
დილიდან Charles Bridge ის სანახავად წავედით. იქ განიერი, ლამაზი ხიდი დაგვხვდა
სადაც გამოფენილი იყო ნახატები და სუვენირები. მთელ სიგრძეზე ქანდაკებები იყო
ჩალაგებული რომლებსაც თავზე თოლიები და მტრედები სხვადასხვა პოზებში
აჯდებოდნენ, რაც ძალიან სასაცილო სანახავი იყო. ხიდის ქვეშ მდინარე ვლტავაში
გედები დაცურავდნენ, თუ საჭმელს მისცემდი ამოდიოდნენ და პირდაპირ შენი
ხელიდან მიირთმევდნენ. ძალიან სასაცილო ფოტოები გადავიღეთ, ერთ გედთან
მივედი რომ მის ფონზე ფოტო გადამეღო, როგორც კი მივუახლოვდი მიბრუნდა და
გაცურა, არ უნდა და ნუ უნდათქო გაბრაზებული ნაბიჯებით წამოვედი, ზუსტად ამ
დროს გადამიღო მეგანიმ ფოტო, თან ისე იცინოდა ლამის კამერა წყალში ჩაუვარდა.
იქიდან ასტრონომიულ საათთან გადავინაცვლეთ, გარშემო მაღაზიები იყო
ჩამწკრივებული სადაც ბროლი და ძოწი იყიდებოდა. თვალს მოგჭრიდათ ულამაზესი
ფიგურები, ჭიქები, ყვავილები რომლებიც ჩეხური ბოჰემიური შუშისგან იყო
ჩამოსხმული. მეგანი ძოწის ყურებით ვერ ტკბებოდა, არ გავაზვიადებ თუ ვიტყვი რომ
ყველა მაღაზიაში შევედით სადაც ძოწის მაგვარი რამე მაინც იდო გასაყიდი. ეს ჩემთვის
პატარა ზღაპრული ქალაქი იყო. დაბალი ფერადსახურავებიანი სახლებით, რომლის
აივნებზეც ყვავილები ხარობდა. შემდეგი დილა თოვლიანი გაგვითენდა, საღამოს კი
უკვე კარგად დადო. ასტრონომიული საათის წინ პატარა მოედანზე პატარა ხის
სახლუკები იყო ჩალაგებული, ზოგან ცხელი გლინტვეინი, ყავა ან ჩაი იყიდებოდა,
ზოგან ძველ სტილში გაკეთებული ხელნაკეთი სათამაშოები, ზოგან ტკბილეულობა.
შუა მოედანზე კი დიდი გადახურული სცენა იდგა სადაც ყოველდღე სხვადასხვა
გუნდები საშობაო სიმღერებს მღეროდნენ. სცენის გვერდით მაღალი განათებული და
სათამაშოებით მორთული ნაძვისხე იდგა. ბარდნიდა, იქაურობა ზღაპარს ჰგავდა,
საშობაო სიმღერების ფონზე დათოვლილ სახურავებიანი პატარა სახლები მოჩანდა,
ხალხიც სიმღერებს ყვებოდა, გარშემო დადებითი და მყუდრო გარემო სუფევდა.
ყოველთვის ვოცნებობდი შობა ევროპაში გამეტარებინა, წარმოუდგენელი იყო რომ ჯერ
პარიზში ვიმოგზაურე შემდეგ იმავე წელს შობას პრაღაში ვატარებდი. მე და მეგანი
მეტროს ძებნისას გზაზე ყველა დათოვლილ მანქანას ჩვენ სახელებს ვაწერდით,
ფოტოებს ვიღებდით და ვმხიარულობდით. წამოსვლის დღეს მიუნხენის
აეროპორტში 6 საათი ვიჯექით რეისი მოლოდინში. საღამოს 11 საათზე ჩასხდომა
დაიწყო. მე და მეგანი მოვკალათდით ჩვენს ადგილებზე, როცა ჩვენს უკან ერთი გოგო
ძალიან თავხედური ლაპარაკით გამოხატავდა პრეტენზიებს. მეგანის მივუბრუნდი და
იმ გოგოს დავცინე. - ნუ ეხლა გერმანიაში ვცხოვრობო და თავში ამივარდაო და
სად შემიძლიაო. მეგანის გაეცინა, მე ქურთუკი გავიხადე და გვერდით სახელურთან
ძლივს ჩავტენე. რომ მოვბრუნდი დავინახე იქვე რიგში მდგარი მაღალი, გამხდარი,
დიდი ლამაზი ფახუნა თვალებიანი ბიჭი მიყურებდა და ეცინებოდა, მივხვდი რომ ჩემ
ხუმრობაზე იცინოდა. რამდენჯერმე შემომხედა და ბოლოს მითხრა: - აუ
ჩაგეთვალა რა და ცერა თითით მანიშნა მაგარი ხარო. - რა არა? ვუპასუხე მეც.
- კი. თავი დამიქნია და ადგილის დასაკავებლად წავიდა. მისი კეთილი
თვალები მექანიკურად დადებითად განგაწყობდათ მისდამი. ლონრიზში
ჩამოფრენილები პასპორტის გასატარებლად

რიგში ჩავდექით. მე მეგანის გაქანებული ველაპარაკებოდი თავხედ ბიჭებზე რომლებიც


უკან გვეჯდნენ და მთელი გზა არ დაგვაძინეს. წინ თურმე ის ბიჭი მედგა და მე ვერც
დავინახე. - როგორ იმგზავრეთ? - კარგად თქვენ როგორ იმგზავრეთ? მერე
შევამჩნიე რომ გვერძე გოგონა ედგა. - მთელი გზა შენ ნათქვამზე მეცინებოდა.
- ხომ იცი ქალებს გვეხერხება მეტიჩრობა. ორივეს გაგვეცინა. - რაღაც ყური
მტკივა, დაიწუწუნა უცნობმა ბიჭმა. - უი რატომ, დაგიგუბდა? - არა ეგეც
მაგრამ ისედაც გაციებული ვარ, თან 3 რეისი შევიცვალე და უკვე გადავიღალე. იმ
გოგოს მაინცდამაინც არ მოეწონა სულ მე რომ მელაპრაკებოდა და პასუხი აღარ
დამაცალა თვითონ დაუწყო ლაპარაკი. მე მეუხერხულა და მეგანის მივუბრუნდი.
პასპორტი რომ გაატარა ისე წავიდა ამ გოგოსთვის არც შეუხედავს, მიხვვდი რომ
ერთად არ იყვნენ. ეტყობა უბრალოდ თვითვმფრინავში იჯდნენ ერთად. ესკალატორით
ქვემოთ რომ ჩავდიოდით რატომღაც თვალებით უცნობ ბიჭს ვეძებდი მაგრამ ვერ
დავინახე. მეგანიმ ხელჩანთები დამიტოვა და ბარგის მოსაძებნად წავიდა. ცოტა ხანში
დამიძახა მოდი აი აქ არისო. ძლივს დავძარი ხელჩანთები და მეგანისთან მივბარბაცდი,
ზუსტად ჩემს პირდაპირ ის ბიჭი იდგა, ასეთი დამთხვევები უკვე სასაცილო იყო. მან
შემომხედა და გამიღიმა, მეც გავუღიმე მაგრამ ერთმანეთისთვის მეტი არაფერი აღარ
გვითქვამს. მეგანიმ ჩემოდანი მოიტანა და წავედითო მითხრა. - კარგად,
ვუთხარი უცნობ ბიჭს. - კარგად. ხელის აწევა დააპირა მაგრამ ისევ დაუშვა და
მოწყენილმა შემომხედა. იმ მომენტში ვერაფერი ვერ გავაანალიზე, დაღლილი შევედი
სახლში, დავიბანე და დავიძინე. დილას კარგად გამოძინებულს გამეღვიძა. ეს ისტორია
ისე გამახსენდა თითქოს სიზმარში ვნახე. - ეს ხომ, ეს ხომ მართლა მოხდა, რა
მაგარიაააა დავიწყე ყვირილი და მეგანის დავურკე. გოგო გუშინდელი ამბავი ყველაზე
რომანტიული შეხვედრაა რაზეც შეიძლება იოცნებო. რა დებილი ვარ სახელი მაინც
მეკითხაააა. ამ წელს 3 ოცნება ამიხდა, უცხოეთში დედასთან ერთად წავედი
პარიზში, შობა მეგობართან ერთად პრაღაში გავატარე და ყველაზე რომანტიულ
სიტუაციაში გავიცანი ბიჭი. ერთი ოცნება მრჩებოდა აუსრულებელი, ამ ოცნებას
ლოგანი ერქვა.

• • • • • • გენიოსური იდეა
დამებადა, კომპიუტერიდან აფრენილი თვითმფრინავის ფოტო გადმოვწერე და ზედ
წერილი დავადე სადაც მოკლედ იყო ეს ისტორია აღწერილი, ბოლოს კი ეწერა: “
იმდენად სასიამოვნო და ალალი ადამიანი ჩანდა რომ დღემდე ისეთივე პოზიტიური
განწყობა გამომყვა. ამ ადამაინზე არაფერი ვიცი, ძალიან მინდა ერთმანეთის სახელები
მაინც ვიცოდეთ და წლების შემდეგ როგორც კარგ მეგობრებს ისე გაგვეცინოს ამ
ყველაფერზე. გთხოვთ დაპოსტოთ თქვენს გვერდებზე, დიდი მადლობა ” .
რამოდენიმე საიტს ვთხოვე დაეპოსტათ თავიანთ გვერდებზე, იქიდან მხოლოდ ერთმა
დაპოსტა. ვიცოდი ესე ვერ ვიპოვნიდი მაგრამ მე მაინც ვცადე. სამსახურში ერთი
კვირის შემდეგ გავედი. ლოგანს ძალიან ეშმაკურად უელავდა თვალები. ეს მისი
მეორე მხარე იყო, იშვიათად მაგრამ ასეთი შემოხედვა რომ იცოდა ვერ ვხვდებოდი ამ
დროს როგორი იყო და რას ფიქრობდა. ამ დროს ზედმეტად თავდაჯერებული ბიჭის
გამოხედვა ჰქონდა რომელიც დარწმუნებულია გოგოს გრძნობებში და დამცინავი
მზერის მეტს ვერაფერს იმეტებს მისთვის. მე ის თბილ, ალალ თვალებიანი ლოგანი
მიყვარდა და ვერ ვიჯერებდი რომ ასეთიც შეიძლებოდა ყოფილიყო. ის კეთილი,
თბილი, კარგად აღზრდილი, ზრდილობიანი პიროვნება და საოცარი მოსაუბრე იყო.
ჯეინი სულ მეუბნებოდა არ მგონია ასეთი კარგი იყოს როგორადაც თავს აჩვენებს
მანდო, ხადახან მეშინოდა ის მართალი არ აღმოჩენილიყო. - გუთენ

თაგ ლიზი, როგორ ხარ? - კარგად ლოგან მადლობთ. არც კი მკითხა ვიყავი თუ
არა პრაღაში ან როგორი დრო გავატარე. მოგვიანებით სისტემიდან დაბეჭვდა
მჭირდებოდა და ლოგანთან ჩასვლა მომიწია. ხელი არ მქონდა შეხებული
პრინტერისთვის ქაღალდი რომ გაიჭედა და გაჩერდა. ვეცადე გადმომეღო რომ მენახა
სად იყო გაჭედილი ფურცელი მაგრამ ადგილიდან ვერ დავძარი. აი ესღა მაკლდა.
დახმარების თხოვნას არ ვაპირებდი, გვერძე მედგა და არც კი გამომხედა.
თანამშრომელს ვთხოვე დახმარება, მაგრამ იმან ჩემ ჯინაზე მაინცდამაინც ლოგანს
სთხოვა მიდი შენ დაეხმარე, ამას მე მივხედავო. ლოგანი დაიხარა, ხელი მოკიდა
პრინტერს და ისე მსუბუქად გადმოიღო პირი ღია დამრჩა, ამ გამხდარ ბიჭს ასეთი ძალა
საიდან ჰქონდა. იმ გრძნობებს რაც მისდამი მქონდა ამ წუთას კიდევ ერთი დაემატა, მის
გვერდით უკვე თავს დაცულადაც ვგრძნობდი. კატრიჯის ამოღება დავიწყე რომ
ფურცელისთვის ხელი მომეკიდა და ამომეღო, რამოდენიმე წამში მე და ლოგანი
მელნით დასვრილები შევყურებდით ერთმანეთს, კატრიჯიდან გადმომეყარა. -
ოხ ლიზიიი შენ რომ ხიფათიანი ხარ ტყუილია რა. გამომართვა კარტრიჯი და მეორე
მხარეს გადადო. გაჭედილ ფურცელს ხელი ორივემ ერთდროულად მოვკიდეთ.
დავიბენი და ლოგანს ავხედე. პირველად ამდენი თვის შემდეგ ის იმ თვალებით
მიყურებდა როგორითაც გადაღებების Dდღეს ოთახში რომ შემოვიდა. - გაკეთდა
უკვე მე წავედი. ავდექი და უკანმოუხედავად ავედი ზემოთ. ვერ ვხვდებოდი ასეთ
მომენტებში რატომ ვშინდებოდი და ვიბნეოდი, ალბათ ასე ჩემდაუნებურად თავს
ვიცავდი გულისკტენისგან. მაშინებდა ისეთი რამე არ მეგრძნო რის გარეშეც მერე
ცხოვრება გამიჭირდებოდა. ნოემბერი დადგა, ამ თვეს ჩემი უსაყვარლესი ფილმის
ბინდის ანუ Twilight ის ბოლო სერია გამოდიოდა. მე და მეგანი დიდ ეკრანზე სანახავად
კინოში წავედით. იქიდან აღფრთოვანებულები და ემოციებით დატვირთულები
გამოვედით. ამ ფილმში ზუსტად ის სიყავრული იყო ნაჩვენები რომელზეც ორივე
ვოცნებობდით. სტეფანი მეიერის “ ბინდი ” საგის ყველა წიგნი ვიყიდე და კითხვა
დავიწყე. წიგნში იდეალურად იყო აღწერილი ის სითბო, სინაზე, ტკივილი,
თავგანწირვა და უსაზღვრო სუფთა სიყვარული რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.
ეს მინდოდა, ამას ველოდი ამდენ ხანს, მაგრამ იმის იმედი აღარ მქონდა რომ ასეთი
სიყვარული მეწვეოდა. კითხვას რომ ვიწყებდი მთავარ გმირს ლოგანს ვადარებდი, ეს
წიგნები უკვე ნარკოტიკად მქონდა ქცეული. წარმოვიდგენდი რომ ლოგანი და მე
მთავარი გმირები ვიყავით და ასე გვიყვარდა ერთმანეთი. ახალი წლის წინა
დღეებში მენეჯერმა ნენსიმ ყველა შეგვკრიბა და გამოგვიცხადა რომ შაბათ დღეს
რესტორანში უნდა გვექეიფა. ნენსი ლამაზი, გამხდარი და შარმიანი გოგო იყო.
ყოველთვის იღიმებოდა და დადებით განწყობას უქმნიდა ყველას გარშემო. ის იყო
ისეთი მენეჯერი როგორიც მე მინდოდა ვყოფილიყავი მომავალში. ზომიერად მკაცრი,
მაგრამ ძალიან მეგობრული. მას არასდროს ავიწყდებოდა მადლობის გადახდა რაც
მისდამი სიყავრულთან ერთად მოტივაციასაც მიზრდიდა, ყოველთვის ვცდილობდი
გამეკეთებინა მეტი რომ ჩემით ეამაყა. ლოგანი ამ შეკრებას არ დასწრებია. მე ლოგანს
ვერიდებოდი და ქეიფზე არ წავედი. არ მინდოდა ან იმას ან მე მეგრძნო თავი
უხერხულად . - ლიზი რატომ არ იყავი ქეიფზე? - იმიტომ. - რატომ
არ წამოხვედი? - იმიტომ რომ მეგობრებთან ერთად ბინდის სანახავად ვიყავი
კინოში და ასე შემდეგ. - ააა ეგ ხომ შენი საყვარელი ფილმია. რა ქვია იმ გოგოს?
ბელა ხომ? გამეცინა იმიტომ რომ ეტყობა თითონ არ ახსოვდა, წინა წელს მესამე
ნაწილი რომ გამოვიდა, მე და მეგანი კინოში მივდიოდით როცა ლოგანმა მითხრა მე
უკვე ინტერნეტში ვნახეო და პატარა ფრაგმენტი მომიყვა. თვითონაც მოსწონდა ეს
ფილმი. ეხლა წინ მედგა და ცდილობდა დაეჯერებინა ჩემთვის რომ მთავარი გმირის
სახელი არ ახსოვდა. - ხო ბელა ქვია ლოგან მაგრამ მე ჯეიკობი მიყვარს. მივაძახე
და წამოვედი. ახალი წელი ისე მოვიდა ვერ ვიგრძენი. შამპანიურით და
ტკბიელულით, სახლში ოჯახთან ერთად შევხვდი. 1 იანვარს რომ გავიღვიძე და
მობილური ჩავრთე ერთი მესიჯი მომივიდა, მესიჯს ეწერა ლოგან. თვალები დავხუჭე
და თავი ბალიშზე

დავდე, უკვე მაგის სახელი გეჩვენება ლიზი კარგ დღეში ხარ რა. ვეუბნებოდი ჩემს თავს.
რამოდენიმე წუთის შემდეგ ისევ გავხსენი მესიჯი მაგრამ მართლა მისგან იყო, ახალ
წელს მილოცავდა. ადრე ჩემს მიწერილ მესიჯებზე პასუხიც კი არ გაუცია და მისგან
მოლოცვას ნამდვილად არ ველოდი. მეც თბილი მილოცვით გავეცი პასუხი. ძალიან
სასიამოვნოა საყვარელი ადამიანისგან სმს განსაკუთრებით ახალი წლის დილას.
ბედობას ვმუშაობდი, ლოგანი რომ დავინახე გამეხარდა დამებედებათქო. ჩემი
საყვარელი შოკოლადები ჩავყარე ჩანთაში ლოგანისთვის. რომ მივედი მის გვერდით
სხვა თანამშრომელიც იდგა და იძულებული გავხდი მისთვისაც მიმეცა ნაწილი.
ლოგანის დანახვაზე ისე დავიბენი თვალებშიც კი ვერ შევხედე, მეშინოდა არ შეეტყო
ჩემთვის რომ მისგან მილოცვა ძალიან მიხაროდა, შოკოლადი წინ დავუდე, მოვბრუნდი
და ცივად წამოვედი. ჩემს თავზე ძალიან გავბრაზდი, არასწორედ მოვიქეცი, ალბათ ეს
აღელვება არასდროს მომცემდა იმის საშუალებას რომ ბედნიერი ვყოფილიყავი.
წარმომიდგენია რა ცუდი ადამიანი ვეგონე, თვითონ მომილოცა და მე ზედაც არ
შევხედე, ნეტა ერთი წუთით მაინც შეძლებოდა ჩემს გულში ჩახედვა. როგორც
მოსალოდნელი იყო ისევ ცივი გახდა ჩემდამი, რისი ღირსიც ნამდვილად ვიყავი.
საღამოს 11ის ნახევარი იყო, უკვე დასაძინებლად ვემზადებოდი როცა შტეფმა
დამირეკა და აღტაცებული ხმით დაიწყო მოყოლა: - ლიზიიი, აუუ არ მომკლა
რააა, არ მეჩხუბოოო - რა ხდება რა ქენი ეგეთი? - იცი ვინ შემხვდა? Aაუ
ისე დაემთხვა აი მერე არ მითხრა რომ ნიშნები არ არსებობსო, რომ არ
დავლაპარაკებოდი არ შემეძლო. - კი გავიფიქრე ლოგანი ხომ არ ნახათქო მაგრამ
ვერ დავიჯერე. თქვი ეხლა რა ხდება. - სამსახურიდან მოვდივარ და მეტროში
ჩავედი, ყოველთვის ერთ ვაგონში ვჯდები ხოლმე და შევდივარ და პირდაპირ წინ
მიდგას ლოგანი. ჯერ დავფიქრდი ეგ არის თუ არათქო და ბოლოს მივედი და ვკითხე,
შენ ლოგანი ხომ არ ხართქო? კიო მიპასუხა და გავჩუმდი. უკაცრავად მე რომ არ
მეცნობითო, მერე ვუთხარი მე ლიზის მეგობარი ვარ ჟურნალში გნახე და იქიდან
მეცნობი, რომ არ მეკითხა არ შემეძლოთქო, გაეცინა ლიზი როგორ არის რას შვებაო?
შვებულებიდან ხვალ გამოდისთქო და ესეგი ხვალ ვნახავო. მერე ჩანჩქერთან რომ
ვიყავით ეგეც მოვუყევი, ფოტოებს რომ ვუღებდი სულ დასველდაქო და გაეცინა. უკვე
ჩემ ასახვევთან რომ მივედით ვუთხარი სასიამოვნოა მე შტეფი ვარ, მე ლოგანიო და ის
სამსახურში წავიდა მე სახლში წამოვედი.

- შტეფ, ეხლა ამოისუნთქე, კიდევ ერთხელ და თავიდან წყნარად მოყევი


ნახევარი ევრ გავიგე რა თქვი. ხო აი დაიჯერებდა რომ ჟურნალიდან იცანი, ეგეთი
შტერი გგონია? ეხლა ჩხუბს აზრი არ აქვს მთავარია ცუდად არ მიიღოს. - არაა
არ მგონია. ლიზ იცი მივხვდი ესე ძალიან რატომ მოგწონს, მართლა ძალიან
საყვარელია. - ხოო ვიციიი, თბილი და დადებითი.

მთელი ღამე არ მეძინა, დილას თავი ძლივს ავწიე, თავში ათას სხვადასხვა საუბრის
დაწყებას წარმოვიდგენდი. თუმცა ამდენი სულ ტყუილად ვინერვიულე, იმ დღეს ვერ
ვნახე. ორი დღის შემდეგ რომ მივედი სამსახურში, იქ დამხვდა. - ლიზ როგორ
ხარ? - კარგად ლოგან შენ? ვიცი ჩემმა დაქალმა მითხრა, ეგეთი გადარეული
მყავს. - გუშინწინ არ მუშაობდი? - კი როგორ არა - აბა რატომ ვერ
გნახე? - არ ვიცი, რომ მოვედი აქ არ იდექი და მერე მე ზემოთ ავედი. -
რომელ საათზე მოხვედი? - რავი არ მახსოვს, ამ დროს რა როგორც ჩვეულებრივ
მოვდივარ ხოლმე. - რავიცი აქ ვიყავი, შეიძლება მოსაწევად გავედი მაგ დროს.
- შეიძლება.

ელექტრო სიგარეტი ლოგან, აი მეგანის თანამშრომელი ბიჭები სულ მაგით დადიან.


მოსწონთ, თან იცი როგორია? ბოლი გამოდის და გემოც ქონია მაგრამ სუნი არ აქვს. აი
რაც მოგწონთ რავიცი რა მოგწონთ მაგაში, იმას მაინც ვიღებთო, უბრალოდ ფილტვებში
ეგ ნაგავი აღარ ჩაგივა. - გაეცინა. ხო აი ჩემმა ძმაკაცმა უნდა იყიდოს და ვნახოთ
ერთი როგორია. შემდეგ ძალიან სასაცილოდ მომიყვა შტეფთან შეხვედრის
დეტალები. ამ სიახლეებთან ერთად ახალი წელი ჩემთვის ახალი შეგრძნებების
აღმოჩენით დაიწყო. ყოველი შეხვედრისას თბილად მესალმებოდა და მიღიმოდა რაც
მთელ დღეს მიხალისებდა და მიფერადებდა. იმაზე ფიქრი აღარ შემეძლო რომ
შეიძლებოდა არ მენახა, სამსახურში სულ სხვა სტიმულით მივდიოდი როცა ვიცოდი
რომ იქ იყო და თავს აღარ მარიდებდა ისე როგორც ადრე. ჩვენ ისტორიაში იყო
დეტალი რომელიც ადრეც ავღნიშნე, ჩვენ ორივეს სუში გვიყვარდა. ლოგანს სუში
რამოდენიმეჯერ დავუტოვე, მაგრამ მეორე დღეს ხელუხლებელი დამხვდა. იმ დროს
მეგონა რომ ვაწუხებდი ესეთი ზრუნვით და ამით იმას მაჩვენებდა რომ ჩემი არაფერი
უნდოდა, იმ დონეზე უყვარდა რომ სხვანაირად ვერ ვხსნიდი იმ ფაქტს რომ არ ჭამდა.
შეიძლება ასეც იყო და მართალი ვიყავი. იმის მერე 3თვე გავიდა, გავბედე და მესიჯი
მივწერე. - ლოგან სუში მაქვს და გიტოვებ, თუ გინდა ჭამე. შეგუებული ვიყავი
იმას რომ მესიჯზე პასუხს არ მცემდა და უკვე აღარ ველოდი. ავტობუსში ჩავჯექი,
რადიო ჩავრთე, ისეთი სასიმოვნო სიმღერა გადიოდა, ვცდილობდი სიტყვები
დამემახსოვრებინა და მერე სახლში მომეძებნა როცა მესიჯი მომივიდა. საოცარი
გრძნობა დამეუფლა, თან ვფიქრობდი არა არ იქნება ალბათ მეგანიათქო მაგრამ
ტელეფონი ხელში მაგრად ჩავიჭირე თითქოს იქიდან ენერგიის მიღებას ვცდილობდი.
- მადლობა ჩემო კარგო, შენ უკვე მიირთვი? (ამ სიტყვებზე გამეღიმა თითქოს
იცოდა რომ მე არ ვჭამდი მას რომ მეტი შეხვედროდა). ერთხელ როგორ ვერ უნდა
მოვახერხო და წაგიყვანო სუშის საჭმელად. ამ სიტყვებზე ისედაც აჩქარებული
გულმა უფრო მეტად დამიწყო ფეთქვა. ვგრძნობდი ყელში როგორ მაწვებოდა ემოციები
და სუნთქვა მიჭირდა. კარგად რომ გავიაზრე რა ეწერა შიშის გრძნობა დამეუფლა, შიში
იმის რომ რაღაც კონკრეტულამდე მივედით. ტელეფონი დავდე, ღრმად ჩავისუნთქე და
თავი ხელში ავიყვანე. უკვე გადაწყვეტილი მქონდა რომ ეს შიში უნდა დამეძლია და
ბედნიერების შანსი მიმეცა საკუთარი თავისთვის. აღარ მივცემდი უფლებას შიშს
მოვეშორებინე საყვარელი ადამიანისგან. არ მინდოდა ისეთი რამე მიმეწერა, რაც არც
ჩემ გულში და არც გონებაში არ იყო. როცა გულის ცემა დამიწყნარდა ტელეფონი ავიღე
და პასუხი მივწერე. - რათქმაუნდა მივირთვი, ნუ ეს იაპონურს ვერ შეედრება,
მაგრამ სამაგიეროდ ამას ძალიან გემრიელი სოუსი აქვს. ბევრი ვიფიქრე იმაზე რომ
სხვანაირი პასუხიც შემეძლო, მაგრამ ეს იყო მაქსიმუმი რაც იმ მომენტში შიშის
გადალახვის შემდეგ შევძელი. ვხვდებოდი რომ ასეთი შიში ურთიეთობისადმი არ
შეიძლებოდა, რომ არ იყო სავალდებულო გული ეტკინათ ჩემთვის და ეღალატათ.
საკუთარ თავზე ვმუშაობდი, მე დრო მჭირდებოდა იმასთან შესაგუებლად რომ მეც
შეიძლებოდა ვყვარებოდი იმას ვინც მე მიყვარდა. ალბათ ის ამ პასუხს ჩათვლიდა იმად
რომ მასთან ყოფნა არ მინდოდა. დიდი ხანი მინდოდა ტრენინგების გავლა და
რაღაც ახლის სწავლა იმ სფეროში რაშიც ვმუშაობდი. ინტერნეტში პროგრამებს ვეძებდი
ევროპასა და ამერიკაში, იქაური უნივერსიტეტები სტუდენტებს უფინანსებდნენ
სწავლებას და მასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს. ერთ-ერთმა ამერიკულმა
უნივერსიტეტმა მომთხოვა ჩემი GPA ქულა. გოოგლე ში მოვძებნე და ვიპოვე რას
ნიშნავდა, მაგრამ ჩვენ სულ სხვა შეფასების სისტემა გვქონდა და ვერ მივხვდი როგორ
შეიძლებოდა ეს მე გამომეთვალა. ამ ფიქრებში ერთი იდეა დამებადა, ლოგანი ამერიკაში
სწავლობდა და ნამდვილად იცოდა ეს რა იყო, ვიფიქრე ნეტში დავიმატებ და თან
ლაპარაკის საშუალებაც გვექნებათქო. თუ სურვილი ექნებოდა მერე კიდევ მომწერდა
და ერთმანეთს უკეთესად გავიცნობდით. ეს შიშიც ნელ-ნელა გამიქრებოდა, მეტი შეხება
რომ მექნებოდა მასთან. პირისპირ ყოველთვის რთულია დაანახო გრძნობები და
დარწმუნებული ვიყავი ესე უკეთესად გავიხსნებოდი და იქნებ მომეყოლა კიდეც რომ ეს
შიში იყო და არა ის რომ მასთან არ მინდოდა ან არ მიყვარდა. - ლოგან როგორ ხარ?
პროგრამებს ვეძებ ნეტში და GPA ქულა მომთხოვა იქნებ ამიხსნა ეგ

რა არის? შენთვის სადაც მოსახერხებელი იქნება ან სკყპე ში ან მეილზე დაგიკოპირებ


და დრო რომ გექნება გადახედე. სამი საათი გავიდა ისე რომ პასუხი არ მომსვლია,
ძალიან ცუდ ხასიათზე დავდექი, ისევ ის გრძნობა დამეუფლა რომ არაფერში
ვჭირდებოდი და ჩემ მესიჯებს აიგნორებდა. მინდოდა მეყვირა, მეტირა ოღონდ აღარ
მტკენოდა. ვერც იმას ვხვდებოდი ამ ყველაფრის ასეთი განცდა როდიდან დამეწყო.
უკვე ღამის 12 საათი იყო, შტეფს და მეგანის ველაპარაკებოდი როცა ტელეფონმა
დაიწკარუნა. მეგონა მეგანი მწერდა, მესიჯი რომ გავხსენი: - ლიზი ჩემო
სიხარულო, ბოდიში რომ აქამდე ვერ მოგწერე, პირველ რიგში როგორ ხარ? ვგრძნობდი
ლოყები როგორ ამიწითლდა, კიდევ კარგი შტეფს არ ეძინა და მივწერე, თორემ გული
გამისკდებოდა. - იცი რა მომწერააა? ჩემო სიხარულოოო. - რაც შეეხება GPA
ს, ეს ამერიკული შეფასების სისტემაა და აი ამ ლინკზე კარგად არის ახსნილი როგორ
გამოითვლება. დაახლოებით ნახევარი საათი ვიმესიჯეთ, სიხარულით ვანათებდი,
ამ სიხარულთან ერთად სევდაც მომაწვა, აშკარა იყო რომ თავი აარიდა ჩემ დამატებას
რომელიმე სოციალურ ქსელში და მესიჯით ახსნა არჩია. ამ დღის შემდეგ მისი ყოველი
შემოხედვისას სუნთქვა მიხშირდებოდა, მინდოდა რამე მეთქვა, დავლაპარაკებოდი
მაგრამ სუნთქვა მეკვრებოდა და ხმას ვერ ვიღებდი, თავს ვეღარ ვიკავებდი ისე ძალიან
მინდოდა ჩავხუტებოდი და მოვფერებოდი. ვგიჟდებოდი ოდნავ ანერვიულებული
თავზე ხელს როგორ იკიდებდა და თბილი თვალებით როგორ მიყურებდა, როგორ
ეცინებოდა და თავს იკავებდა ჩემ ნათქვამ სისულელეებზე, ბოლოს კი კომპლიმენტს
მეუბნებოდა. მე მართლა მისი ვიყავი მთლიანად გულითაც და გონებითაც მაგრამ მან
ეს არ იცოდა. ლოგანისადმი ჩემი გრძნობას ვადარებდი კაკტუსს რომელიც
ბავშვობიდან მქონდა. სულ პატარა იყო რომ მომიტანეს და მე გავზარდე, ერთხელ
შემთხვევით მივეჯახეთ და პატარა მას ნაწილი მოწყდა, ეს ის მომენტი იყო როცა ჩემმა
პირველმა სიყვარულმა ცოლი მოიყვანა, მაშინ ჩემ გულს ნაწილი მოწყდა და გაიყინა.
კაკტუსი ნელ-ნელა ხმებოდა, ფერი შეიცვალა და ძირი რბილი გაუხდა. მე მაინც არ
ვაგდებდი და წყალს ვუსხავდი, იყო თვეები როცა ფერი მოსდიოდა მაგრამ მერე ისევ
იწყენდა, ეს ის პერიოდი იყო როცა მომწონდა ბიჭები რომლებთანაც ყოველთვის რაღაც
რიგზე არ იყო. ზოგთან ვკომპლექსდებოდი,Oზოგთან თავს დაცულად არ
ვგრძნობდი, ზოგთან საკუთარი თავი ცუდი მეგონა. რამოდენიმე წლის შემდეგ
კაკტუსმა ისევ გაიხარა, ხასხასა სალათისფერი მიიღო და გამრავლდა, ამის მიზეზი
ნადვილად არ ვიცი მაგრამ მე მართლა სიგიჯემდე გამიხარდა ეს ამბავი. ლოგანთან
შეხვედრამ მიმახვედრა როგორ უნდა გრძნობდე თავს კარგად მამაკაცთან, მისმა
გულწრფელად ნათქვამმა კომპლიმენტებმა ჩემი თავის რწმენა დამიბრუნა. თავს
მომხიბვლელად და კარგ ადამიანად ვგრძნობდი. გულში სითბოს და სილაღის
შეგრძნება დამიბრუნდა, ყველაფერს ნათელ და ლამაზ ფერებში ვხედავდი. აღარ ვიყავი
ჩაკეტილი და აღარ მეშინოდა რომ ისეთი ვყოფილიყავი როგორიც ვიყავი, ბავშვური,
ხალისიანი და ზედმეტად ემოციური. ლოგანისადმი გრძნობამ დამარწმუნა იმაში რომ
სიყვარული უკეთესს უნდა გხდიდეს. შეიძლება ცრემლიც და გულისტკენაც კი მოყვეს,
როგორც კაკტუსის შეხებისას გვესუსხება და გვტკივა თითები, მაგრამ მთლიანობაში
გაიშლები და გალამაზდები როგორც გარეგნულად ისე შინაგანად, როგორც კაკტუსს
გამოუცოცხლდა გამხმარი და უფერული ძირი და ღეროები. ახლა დავრწმუნდი რომ
ზუსტად ის ვიპოვე ვინც მჭირდებოდა და რომც არ ვყოფილიყავით ერთად მე
ყოველთვის მისი მადლობელი ვიქნებოდი, იმისთვის რომ დამანახა ისეთი სამყარო და
გრძნობა რომელზეც ასე ვოცნებობდი და როგორისაც მჯეროდა, იმისდამიუხედავად
რომ ყველა საპირისპიროში მარწმუნებდა, ნამდვილად არსებობდა. დღეს შობაა, ჩვენ
ტრადიციულად ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ფანჯარასთან ანთებული სანთლებით
ვხვდებით. მე ვარსკვლავს შევხედე და სურვილის ჩაფიქრება დავიწყე. შემდეგმა
დღეებმა რუტინულად ჩაიარა, ლოგანი ერთხელ ვნახე ისიც რამოდენიმე წუთით. შაბათ
დღეს არ ვმუშაობდი და კარგად გამოვიძინე. მეგანიმ დილას დამირეკა გიჟდებოდა რომ
ვისვენებდი. - მეც მინდაააა დასვენების დღე. წავიდოდით სადმეეე. -
არაუშავს, რომ გექნება მერე წავალთ, დავამშვიდე და სხვა თემაზე გადავუტანე
ლაპარაკი. მთელი კვირა გადაბმით მოუწია მუშაობა და ძალიან გადაღლილი იყო.
ლაპარაკისას ტელეფონმა დაიწკაპუნა, მესიჯი მოვიდა. გაოცებული შევყურებდი
ტელეფონს, ხმა ვერ ამოვიღე. - ლიზ დღეს ხომ არ მუშაობ, ძალიან გთხოვ,
შეგიძლია შემხვდე?

სალაპარაკო მაქვს შენთან. ლოგანი. ხელების კანკალმა რომ გამიარა და კარგად


გავიაზრე რა წავიკითხე, პასუხი მივწერე. - კი, ხომ კარგად ხარ? როდის და სად
მოვიდე? სამ საათზე იქ დავერჭე. ზუსტად ექვსჯერ დავიშალე თმა და თავიდან
გავიკეთე. მერე სამი ტაბლეტი ვალერიანი გადავყლაპე რომ გული არ გამსკდომოდა და
მთელი გზა ვიმეორებდი რომ არ უნდა მეშინოდეს. ლოგანი უკვე იქ იყო და
მელოდებოდა. - წამომყევი. მარშუტკაში ჩავჯექით და სადღაც წავედით. ნუ
გეშინია არც იარაღი მაქვს და არც გიტაცებ. ეშმაკურად ჩაეცინა. - მართლა? მე
მეგონა მიტაცებდი, უკვე ყვირილს ვაპირებდი. მეც გამეცინა. მარშუტკიდან მალე
ჩამოვედით. ხელი რომ ჩამკიდა შევცბი. - მაპატიე თუ არ მოგწონს გაგიშვებ. -
არა უბრალოდ არ ველოდი, მე მაპატიე. გარშემო რომ მიმოვიხედე მივხვდი ისევ
იქ ვიყავით სადაც მაშინ ქალაქგარეთ რომ წავედით, მაგრამ ეს სხვა ადგილი იყო.
დაახლოებით ხუთი წუთი მივდიოდით როცა წყლის ხმა გავიგე. - არა, არ
არსებობს, ვფიქრობდი ჩემთვის. პატარა ლამაზი ჩანჩქერი პირდაპირ ჩემს წინ
მოთქრიალებდა. გარშემო ყველაფერი გამწვანებული იყო, რომ დავიხედე მინდვრის
ყვავილები თითქოს მიცინოდნენ. ხმას ვერ ვიღებდი, გარშემო ისე ვიყურებოდი და
ვიმახსოვრებდი ყველაფერს თითქოს ეს ესაა უნდა გამომღვიძებოდა და არ მინდოდა
რამე გამომრჩენოდა. ხელი გამიშვა, წყალთან მივიდა, ჩაიკუზა და დამიძახა, თან
ხელებს ისველებდა. ახლოს მისულს წყალში მოლივლივე ვარდი დავინახე. -
აიღე, მთხოვა თბილი ხმით. თვალები დავხარე, ვარდი ამოვიღე და ახლოს მივიზიდე
რომ დამეყნოსა. ლოგანი თვალს არ მაცილებდა, რეაქციას ვერ გამოვხატავდი,
შინაგანად ყველაფერი მითრთოდა, ასეთი შეგრძნება არასდროს მქონია. ვარდს
თითებით ვეფერებოდი, დროს ვწელავდი თვალებში რომ არ შემეხედა მისთვის. თითზე
მეტალი მომხვდა, შუაგული გადავწიე მაგრამ ლოგანმა ნახვა არ მაცალა, ხელი
მომკიდა, ვარდიდან რაღაც ამოიღო, მარჯვენა ხელზე გამიკეთა და ხელის გულზე
მაკოცა. წარმომიდგენია რა სახე მქონდა, გამოშტერებული ვუყურებდი, ადამიანი
რომელიც პატარა წვრილმანსაც კი აღვიქვავდი და ყველაფერზე რეაქცია მქონდა, ამ
მომენტში ვერაფერს ვამბობდი, ვერ ვიჯერებდი. ხელს რომ დავხედე სამაჯური
მეკეთა. მასზე კატა იყო მიბმული. - ეს სამაჯური შენი საყვარელი ფილმიდანაა.
გახსოვს რომ მითხარი ჯეიკობი მიყვარსო? იმან მგელი გაუკეთა ბელას იმიტომ რომ
უნდოდა ყოველთვის მასთან ყოფილიყო. ეს ჩემი გაკეთებული არ არის მაგრამ ალბათ
შენ არც გახსოვს ადრე გითხარი ასეთი კატა მინდა მყავდესთქო, ნუ რამნიშვნელობა
აქვს, მოკლედ მინდა ჩემი ოცნების ნაწილი შენთან იყოს, ჩემი პირველი ოცნება კი შენ
ხარ. ისევ აიღო ჩემი ხელი და ნაზად მეამბორა. მთელ სხეულში თითქოს დენმა
დამარტყა. ეხლა უკვე ვიგრძენი რომ ამდენმა თავშეკავებამ დამღალა, ცრემლები
წამომივიდა, სულ ავკანკალდი, თვალებში ვუყურებდი, იმ თვალებში რომლებშიც
ვოცნებობდი სითბო მაინც დამენახა. ეს თვალები სიყვარულით მიყურებდნენ და ჩემ
თვალებში იგივეს დანახვას ცდილობდნენ. ვეღარ ვჩერდებოდი, ცრემლებმა მთელი
სახე დამისველა. ლოგანი თითქოს გაშეშდაო, ჩემს წინ იდგა და თვალს არ მაშორებდა.
ერთადერთი რაც ვიგრძენი იყო მისი ხელი რომელიც წელზე შემომხვია და ისე მაგრად
მიმიხუტა თითქოს წლები იყო ერთმანეთი არ გვენახა. მეც მთელი სხეულით მივეკარი.
მხარი სულ დავუსველე, ის კი ხელს მაინც არ მიშვებდა. - შენ წარმოდგენა არ
გაქვს როგორ მიყვარხარ. მითხრა ჩურჩულით. ხმას ვერ ვიღებდი, სიტყვები ყელში
მეჩხირებოდა. მივხვდი სიტყვა ბედნიერი რას ნიშნავდა, გარშემო ყველაფერი მწვანე
იყო მე კი ვარდისფრად ვხედავდი. უცბად ხელები ისე მოვხვიე რომ მემგონი შეეშინდა
არ გამჭყლიტოსო. - არც შენ გაქვს წარმოდგენა, როგორც იქნა ამოვილუღლუღე.
ეს რომ გაიგო ხელი გამიშვა, ჩემი სახე ხელებში მოიქცია და გაკვირვებულმა შემომხედა.
- არც მე? შენ რის თქმა გინდა რომ შენ ჩემდამი გრძნობა გაქვს? - დებილი
ხარ. - მადლობთ.

- მართლა დებილი ხარ. შენ ალბათ არ გახსოვს ამ ჯიშის კატა რომ მინდა მყავდეს,
დავაჯავრე მის ნათქვამს. - გახსოვს? - გამეცინა. რაღაც მახსენდება. -
ლიზი. - შენი შარშანდელი დაბადებისდღის საჩუქარი არ მომიცია. - რაა?
ეგ რა შუაშია იმასთან რაც მე გკითხე. - მადლობა ლოგან. - რისთვის? -
ოცნება რომ ამიხდინე, თავი დავხარე, ალბათ გავწითლდი. თავი ნელ-ნელა
ამაწევინა, მე უკვე სუნთქვა შემეკრა, მისი ხელების შეხება მაგიჟებდა, ვნებას ვგრძნობდი
და თავის შეკავება ძალიან მიჭირდა. თითებით ტუჩებზე მოფერება დამიწყო, მთელი
სხეული მიხურდა. ვერც მივხვდი ისე მაკოცა. ისე ძლიერად მკოცნიდა ამოსუნთქვას
ვერ ვასწრებდი. თავში მაინც ის აზრი მიტრიალებდა, კოცნის აზრზე არ ვარ და
იმედგაცრუებული დარჩებათქო. - რა გჭირს არ მოგეწონა? - არა როგორ
არა, მე კი არა. . . ხმა გამიწყდა, ალბათ შენ არ მოგეწონებოდა. - რატომ? რადგან
შენთვის ეს პირველია და არ გამოგიცდია? შენ თვლი რომ რადგან მე ამერიკაში
ვცხოვრობდი აუცილებლად გამოცდილი გოგო მჭირდება? ვიცი რომ ესე თვლი. -
იმ მომენტში შემეშინდა, შემთხვევით ჩემს აზრებს ხომ არ კითხულობსთქო. -
გამოვიცანი? - თავი დავუქნიე და დავხარე, ძალიან შემრცხვა. - ცდები.
- მე არ მყოლია შეყვარებული აქამდე და მე ვერ . . . ტუჩებზე ხელი მიმაფარა, აღარ
დამამთავრებინა, ჩამეხუტა და მთხოვა გაჩუმდიო. ეს სურვილი სიამოვნებით
შევუსრულე, ჩახუტება მაინც ვიცოდი კარგად. - ლოგან ძალიან გიჟად ჩამთვლი
რაღაც რომ გთხოვო? - შენ უფრო გიჟად ვეღარ ჩაგთვლი, მიდი მთხოვე. -
ერთი კარგად შემოვცხე მხარზე. ძალიან სასაცილოა. ეს ხომ პატარა ჩანჩქერია და ქვეშ
რომ დავდგე? - ანუ დავდგეთ? თან ეცინებოდა. - ხო, შემრცხვა რომ
მიმიხვდა ჩანაფიქრს. - ჯანდაბას გაციება წავედით. კიდევ კარგი ორი მაიკა
მეცვა, ერთი გავიხადე რომ გამოსაცვლელი მქონოდა და წყალში შევედით. ისეთი ცივი
იყო უკან დახევა დავიწყე მაგრამ ლოგანმა ხელი ჩამკიდა და ჩანჩქერისკენ წამიყვანა.
- მოიცადე რაღაც დამავიწყდა, აქ იდექი. ნაპირზე გავიდა, მობილური ამოიღო და
სიმღერა ჩართო. ეს იყო Iნვისიბლე. ერთხელ გქონდა ჩართული შენთან რომ ამოვედი.

წინადადება არ ჰქონდა დამთავრებული, ხელი რომ ჩავავლე და ძლიერად მივეხუტე,


აღარ შემეძლო ამდენი თავის გაკონტროლება, თან მას ხომ ვუყვარდი და უკვე შემეძლო
გამომეხატა ის სითბო რასაც ამდენი ხანი ვმალავდი. - შენ ჩემი გადარეული ხარ,
ყველაზე ყველაზე მეტად მიყვარხარ. - ლიზი სიყვარულს რომ მიხსნი ხვდები?
მიყურებდა და ეცინებოდა. ხელები გავუშვი, ჩარტყმას ვუპირებდი როცა ფეხი
დამიცდა და წყალში ჩავვარდი. ლოგანმა ხელით ერთი მოძრაობით ამომიყვანა და
სიცილს ვერ იკავებდა. - შენ კიდევ ჩემი ყველაზე ყველაზე საყვარელი ხიფათიანი
ხარ. წყლიდან მალე ამოვედით, ქურთუკები ჩავიცვით და ჩახუტებულები
ვუყურებდით როგორ ეხეთქებოდა ჩანჩქერიდან ჩამოვარდნილი წყალი იქვე დაყრილ
ქვებს. ასეთი ბედნიერი არასდროს ვყოფილვარ.

მე მთელი გულით მჯერა რომ შობის ღამეს ჩაფიქრებული სურვილები ამიხდება.


დღეს შობაა, ჩვენ ტრადიციულად ამ ბრწყინვალე დღესასწაულს ფანჯარასთან
ანთებული სანთლებით ვხვდებით. მე ვარსკვლავს შევხედე და სურვილის ჩაფიქრება
დავიწყე.
• • • • • •

სიყვარულის მართვა ძალიან რთულია, მაგრამ მე ვეცადე ის ტკივილი და


სიხარული ფურცლებზე გადმომეტანა, დამეწერა ჩვენი ისტორია და ამით სამუდამოდ
დამეტოვებინა ეს ადამიანი ჩემს სამყაროში.

ეს არის გრძნობა რომელზეც არ მინდოდა წლების შემდეგ მეთქვა: “ ლოგანი ერთ-


ერთია მათ შორის ვისდამიც გრძნობა მქონდა. ” 9 წლის განმავლობაში ჩემს გულში
ზამთარს მყარად ჰქონდა გადგმული ფესვები, ახლა კი მოულოდნელად, ლამაზად,
გაზაფხული შეეპარა და იქ სითბო, სიყვარული, სილაღე თავიდან დაბადა. მქონდა
იმედი იმისა რომ, ეს გრძნობაც ისევე გაიდგავდა ფესვებს და ისეთივე მშვენიერი
იქნებოდა როგორც გაზაფხულზე გაშლილი კვირტები. ჩემთვის ყველაზე დიდი
სიხარული იქნება თუ გამიგებთ, თუ ამ ისტორიის წაკითხვა თქვენც ისეთივე
სიხარულს და სილამაზეს მოგანიჭებთ როგორიც მე მომანიჭა, დაგავიწყებთ
პრობლემებს და რამოდენიმე საათით სხვა რეალურ და საოცნებო სამყაროში
გადახვალთ. და ბოლოს, ჩემი გამოცდილება და შეცდომები მინდა მაგალითი იყოს
მათთვის ვისაც ჩემსავით ბევრი იმედგაცრუების შემდეგ ეშინია სიყვარულის.
მოიხსენით შიში და მიეცით საკუთარ თავს უფლება იყოთ ბედნიერი. თუ ჩვენ
სწორად მოვუსმენთ ჩვენ გულს, ის აუცილებლად დაგვაყენებს სწორი ადამიანის
პირისპირ.

.:სასიყვარულო საიტი:.

© 2008-2015 4LOVE.GE

You might also like