You are on page 1of 31

რა არის პოლიტიკური კომუნიკაცია

მალხაზ მაცაბერიძე
სალექციო კურსი: პოლიტიკური
კომუნიკაცია

თემა I

თბილისი
2015
შინაარსი
შესავალი ............................................................................................3
I.პოლიტიკური კომუნიკაცია: არსი და ფუნქციები ..................5
1.პოლიტიკური კომუნიკაციის ცნება ................................................ 5

2.პოლიტიკური კომუნიკაციის ერთეულები ................................... 9

3.პოლიტიკური კომუნიკაციის საშუალებები................................ 11

4.პოლიტიკური კომუნიკაციის ფუნქციები.................................... 12

II.პოლიტიკური კომუნიკაციის თეორიები ..............................1 2


1.პოლიტიკური კომუნიკაციის შესწავლა ....................................... 12

2.პოლიტიკური კომუნიკაციის მოდელები .................................... 13

ქრესტომათია ..................................................................................1 7
დარენ ჯ. ლილეკერი. პოლიტიკური კომუნიკაციის ისტორია
და მეთოდები ..................................................................................1 7
დარენ ჯ. ლილეკერი. პოლიტიკური კომუნიკაციის
კონტექსტუალური ფუნქციები ...................................................21
დარენ ჯ. ლილეკერი. პოლიტიკური კომუნიკაციის მიღება 24
დარენ ჯ. ლილეკერი. პოლიტიკური კომუნიკაციის გაგება..27
კარლ დოიჩი: პოლიტიკური სისტემის კომუნიკაციური
თეორია.............................................................................................28

2
შესავალი
პოლიტიკური კომუნიკაცია, როგორც პოლიტიკური მეცნიერების
სუბდისციპლინა სწავლობს საზოგადოების ცხოვრების საინფორმაციო-
პოლიტიკური სფეროს ბუნებას და აგებულებას.
თავად პოლიტიკური კომუნიკაცია გაჩნდა პოლიტიკურ საქმიანო-
ბასთან ერთად. კომუნიკაციას პოლიტიკის სფეროში განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს. პოლიტიკური კომუნიკაციის ძირითადი მიზანია
საზოგადოებრივი აზრის და მასობრივი ცნობიერების ფორმირება,
პირდაპირი ან ირიბი ზემოქმედება მრავალფეროვან პოლიტიკურ
პროცესებზე (ცვლილებებზე სახელმწიფო ხელისუფლების სფეროში).
პოლიტიკური კომუნიკაცია პოლიტიკური ურთიერთობების
სპეციფიკური სახეა, რომლის მეშვეობითაც პოლიტიკაში დომინირე-
ბული აქტორები არეგულირებენ გარკვეული საზოგადოებრივ-პოლი-
ტიკური იდეების ფორმირებასა და გავრცელებას.
პოლიტიკაში რეალიზებადი მიზნების კოლექტიური ხასიათის
გამო:
- ეს მიზნები აუცილებლად უნდა შეიგნონ სივრცით გაყოფილი
კოლექტივის წევრებმა (სახელმწიფო, ერი, ჯგუფები, პარტიები და
ა.შ.)
- აუცილებელია ადამიანთა და ორგანიზაციების საქმიანობის
კოორდინაცია.
ეს ყოველივე ჩვეულებრივ შეუძლებელია ადამიანთა უშუალო,
კონტაქტურ ურთიერთობაში და მოითხოვს ინფორმაციის გადაცემის
სპეციალური საშუალებების გამოყენებას ამ საშუალებებს უწოდებენ
მასობრივი ინფორმაციის საშუალებებს, აგრეთვე მასობრივი კომუნი-
კაციის საშუალებებს ან მასმედიას.
პოლიტიკას საზოგადოებრივი საქმიანობის სხვა სახეობებთან
შედარებით უფრო მეტად სჭირდება ინფორმაციის გაცვლის სპეციალ-
ური საშუალებანი, მუდმივი კავშირი სუბიექტებს შორის. მაგალი-
თად, შევადაროთ ეკონომიკა და პოლიტიკა.

ეკონომიკა პოლიტიკა
ეკონომიკას ფუნქციონირება შე- პოლიტიკა შეუძლებელია ურ-
3
უძლია საბაზრო თვითრეგული- თიერთობის გაშუალებული ფორ-
რების საფუძველზე და ადამიან- მებისა და კავშირის სპეციალური
თა ურთიერთობის უშუალო საშუალებების გარეშე. ეს განპი-
ფორმების სიჭარბის პირობებში რობებულია თვით პოლიტიკის
ბუნებით

პოლიტიკა - ბრძოლა "სხვების" რესურსების მოსაპოვებლად


რა განსხვავებაა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ მოღვაწეობას
შორის?
საზოგადო მოღვაწე პოლიტიკური მოღვაწე
საზოგადო მოღვაწე იყენებს პოლიტიკოსი პოლიტიკური
თავის რესურსებს, მაგალითად, მიზნების მისაღწევად ახდენს
ავტორიტეტს, ფულს, დროს. ასე “სხვების” რესურსების მობილი-
იქცევიან მეცნიერების, კულტუ- ზებას.
რის, ბიზნესის წარმომადგენლები, პოლიტიკოსი აყენებს საზოგა-
რომლებიც ახორციელებენ რაიმე დოებრივად მნიშვნელოვან მი-
საზოგადოებრივ ინიციატივებს ზანს, რაც ამავე დროს მის პი-
რად მიზნად იქცევა.
რა თქმა უნდა, პოლიტიკური და საზოგადოებრივი მოღვაწეობ-
ის გამიჯვნა, შეიძლება კონკრეტულ რეალობაში მეტად პირობითი
აღმოჩნდეს და ერთმანეთს უთავსდებოდეს პოლიტიკურ-საზოგადოებ-
რივი მოღვაწეობა.
რა გზით ახერხებენ პოლიტიკოსები "უცხო" რესურსების მობი-
ლიზებას და ერთმანეთს მეტოქეობას უწევენ ამ საქმეში? ისინი ერ-
თვებიან პოლიტიკური კომუნიკაციების პროცესში.

პოლიტიკური კომუნიკაცია - ესაა ინფორმაციის შექმნა, გადაცე-


მა და აღქმა, რომელთა მეშვეობითაც პოლიტიკოსები ესწრაფვიან თა-
ვი მოუყარონ რაც შეიძლება მეტ "უცხო" რესურს "საკუთარი" მიზნე-
ბის მისაღწევად.

პოლიტიკური ცხოვრების ყველა მონაწილეს შორის ინფორმაცი-


ის მუდმივი გაცვლის გარეშე შეუძლებელია წარმოვიდგინოთ პოლი-

4
ტიკური სისტემის სრულფასოვანი ფუნქციონირება. პოლიტიკური ინ-
ფორმაციის გადაცემას, რომლის წყალობითაც ის ცირკულირებს პო-
ლიტიკური სისტემის ერთი ნაწილიდან მეორისაკენ, ასევე პოლიტი-
კურ და სოციალურ სისტემებს შორის, ეწოდება პოლიტიკური კომუ-
ნიკაცია.

I.პოლიტიკური კომუნიკაცია: არსი და ფუნქციები

1.პოლიტიკური კომუნიკაციის ცნება


კომუნიკაცია წარმოდგება ლათინური com m unicatio – გახადო
ზოგადი, ისაუბრო, დააკავშირო, აცნობო, გადასცე. თანამედროვე
მნიშვნელობით ტერმინი „კომუნიკაცია“ პირველად დამოყენებულია
1943 წელს კიბერნეტიკის ფუძემდებლის ნ. ვინერის სტატიაში.

რა არის კომუნიკაცია
კომუნიკაცია ადამიანების, ჯგუფების, ხალხების, სახელმწიფო-
ების ურთიერთქმედების აუცილებელი ელემენტია, რომლის დროსაც

5
ხორციელდება ინფორმაციის, გრძნობების, მნიშვნელობების, აზრების,
ფასეულობების გადაცემა.
კომუნიკაცია შეიძლება განისაზღვროს როგორც ინფორმაციის
გადაცემისა და აღქმის სოციალურად განპირობებული პროცესი პი-
როვნებებს შორისი და მასობრივი ურთიერთობების დროს სხვადასხვა
არხებით და მრავალფეროვანი კომუნიკაციური (ვერბალური და არავ-
ერბალური) საშუალებების გამოყენებით.
"კომუნიკაციის" ცნებას სულ ცოტა, სამი მნიშვნელობა აქვს:
- ინფორმაციის საშუალება;
- ინფორმაციის გადაცემა;
- ინფორმაციის ზემოქმედება.

რა არის პოლიტიკური კომუნიკაცია


პოლიტიკური კომუნიკაცია არის ინფორმაციის გაცვლა პოლი-
ტიკის სუბიექტებს შორის, რომელიც ხორციელდება მათი ფორმალუ-
რი და არაფორმალური ურთიერთობების დროს.

პოლიტიკური კომუნიკაცია - პროცესებისა და ინსტიტუტების ერ-


თობლიობა, რომლებიც ახორციელებენ საინფორმაციო კავშირს პოლიტი-
კურ სისტემასა და გარემოს შორის, ასევე პოლიტიკური სისტემის ელემ-
ენტებს შორის

პოლიტიკური კომუნიკაცია განისაზღვრება როგორც პოლიტი-


კური ინფორმაციის გადაცემის პროცესი, რომლის წყალობითაც ხდება
მისი ცირკულირება პოლიტიკური სისტემის ერთი ნაწილიდან მეორ-
ეში და პოლიტიკურ სისტემასა და სოციალურ სისტემას შორის.
პოლიტიკური კომუნიკაცია გულისხმობს არა სიგნალების ცალ-
მხრივ გზავნას ელიტებიდან მასებისადმი, არამედ საზოგადოებაში
არაფორმალური კომუნიკაციური პროცესების მთელ დიაპაზონს, რო-
მელიც სრულიად მრავალფეროვან გავლენას ახდენს პოლიტიკაზე.
პოლიტიკური კომუნიკაციის სტრუქტურაში შეიძლება გამოიყოს
სამი შინაარსობრივი ელემენტი:
• კომუნიკატორი, შეტყობინება

6
• გადაცემის რაიმე არხი ან საშუალება
• მიმღები.

რა არის ინფორმაცია
რა არის ინფორმაცია, რომელიც კომუნიკაციის მეშვეობით გადაიც-
ემა? „ინფორმაცია“ წარმოდგება ლათინური სიტყვიდან და ნიშნავს
"ახსნას", "გადმოცემას". ინფორმაცია ეწოდება შეტყობინებებს, რომლე-
ბიც გადაიცემა პიროვნებათშორის კომუნიკაციის პროცესში ან
ვრცელდება კომუნიკაციის საშუალებებით იმ მიზნით, რომ შეიქმნას,
შეივსოს, შეიცვალოს ადამიანთა წარმოდგენები, მათი ორიენტაცია გა-
რესამყაროს მოვლენების მიმართ.
ინფორმაცია ფართო და ვიწრო აზრით შეიძლება განვიხილოთ.
ვიწრო აზრით ინფორმაცია - ესაა მოკლე უკომენტარო შეტყობინებე-
ბი საზოგადოებრივი ცხოვრების აქტუალური ფაქტების შესახებ. ფარ-
თო აზრით ინფორმაცია მოიცავს მნიშვნელობის მქონე ყველა შეტყ-
ობინებას, რომელიც მიიღება, ინახება, გადამუშავდება, ვრცელდება
და გამოიყენება ბიოლოგიურ ობიექტებში. მანქანურ სისტემებში და
საზოგადოებაში, სადაც ფუნქციონირებს სოციალური ინფორმაციის
სხვადასხვა სახეები.

ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ გამოცემულ ერთ-ერთ პროს-


პექტში ნათქვამი იყო: "მასალების გარეშე არაფერი არ არსებობს, ენ-
ერგიის გარეშე არაფერი არ ხდება, ინფორმაციის გარეშე არაფერს არ
აქვს აზრი".

ამერიკელი მეცნიერი პ. შენონი აღნიშნავდა, რომ ინფორმაციას შე-


იძლება მივაკუთვნოთ მხოლოდ ის შეტყობინებები, რომლებიც ხელს უწ-
ყობს ადამიანს გააკეთოს არჩევანი სხვადასხვა ალტერნატივებს შორის.
ამიტომ პოლიტიკურ ინფორმაციად უნდა მივიჩნიოთ მხოლოდ ის შეტ-
ყობინებები, რომლებსაც ადამიანები ირჩევენ სხვადასხვა მონაცემების ნა-
კადიდან აუცილებელი გადაწყვეტილებების მოსამზადებლად და მისა-
ღებად, ეს იქნება სახელმწიფო ხელისუფლების სფერო თუ სხვა რაიმე
ფუნქციების შესრულება.

7
ინფორმაცია აუცილებელი წანამძღვარი და მნიშვნელოვანი პირო-
ბაა პოლიტიკური სუბიექტის მოქმედებისათვის. სათანადო
ინფორმაციის ქონა ან, პირიქით, არქონა, პოლიტიკის სუბიექტს ეხმარება
მოიპოვოს ან დაკარგოს ხელისუფლება, გავლენა, გაატაროს, ან ვერ
დაიცვას თავისი ინტერესები.
თუკი რომელიმე პოლიტიკურ სისტემაში საინფორმაციო-კომუნი-
კაციური გაცვლა განუვითარებელია, ეს გარდუვალად ასუსტებს სახელ-
მწიფო ხელისუფლებას, მცირდება მისი ინსტიტუტების ადაპტაციის უნა-
რი, საბოლოო ჯამში კი ეს განაპირობებს ხელისუფლებისა და საზოგადო-
ების დესტაბილიზაციას.

ინფორმაციის ცირკულირება
პოლიტიკურ კომუნიკაციაში განსაკუთრებული მნიშვნელობა
აქვს ინფორმაციის გაცვლას მმართველებსა და მართულებს შორის
თანხმობის მიღწევის მიზნით. ერთი მხრივ, მთავრობა კომუნიკაციის
მეშვეობით მოსახლეობას აღძრავს მიიღოს მისი გადაწყვეტილებები
როგორც სავალდებულო. მეორე მხრივ, მართულები კომუნიკაციის
საშუალებების მეშვეობით ცდილობენ გამოხატონ თავიანთი ინტერე-
სები, რათა ხელისუფლებამ გაიგოს მათ შესახებ. ყველაზე ფართო არ-
ხია მასობრივი ინფორმაციის საშუალებები: ბეჭდური (გაზეთები, წიგ-
ნები, პლაკატები და ა. შ.) და ელექტრონული (რადიო, ტელევიზია
და ა. შ.). გარდა ამისა, კომუნიკაციის საშუალებების სახით გამოდიან
პოლიტიკური პარტიები, ზეწოლის ჯგუფები, პოლიტიკური კლუბე-
ბი, ასოციაციები და სხვა ორგანიზაციები. კომუნიკაციის მნიშვნელო-
ვანი ხერხია არაფორმალური (პირადი) კონტაქტები სახელმწიფოების,
პარტიების, მოძრაობების ლიდერთა შორის.
ინფორმაციის მოძრაობა პოლიტიკური სისტემის ერთი ნაწილი-
დან (მაგალითად ელიტიდან) მეორისაკენ (მოქალაქეებისაკენ) დამო-
კიდებულია თავად საზოგადოების სიმწიფეზე. საზოგადოების სოცი-
ოკულტურული, ეკონომიკური და პოლიტიკური განვითარება გან-
საზღვრავს ინფორმაციის ნაკადის მიმართულებას, მის მოცულობას,
მობილურობას, დიფერენცირებულობას. დემოკრატიულ განვითარე-
ბულ ქვეყნებში პოლიტიკური ინფორმაცია განკუთვნილია მოსახლე-
ობის ყველა ჯგუფისთვის, მისი ცირკულირება არ აწყდება ცენზურას,
8
ის ფუნქციონირებს ორმხრივი გაცვლის საფუძველზე: როგორც ლი-
დერებიდან მოსახლეობისაკენ, ასევე მოქალაქეებიდან ხელისუფლე-
ბისკენ.
ტოტალიტარულ და განვითარებად საზოგადოებებში ჭარბობს
კომუნიკაცია "პირველი პირების" არაფორმალური კონტაქტების სა-
ფუძველზე. თავად ინფორმაცია მნიშვნელოვნადაა დიფერენცირებუ-
ლი მოცულობისა და შინაარსის თვალსაზრისით, იმის მიხედვით თუ
ვინ არის ადრესატი. მასობრივი ინფორმაციის განუვითარებლობა, და-
მოუკიდებელი პრესის არარსებობა განაპირობებს პოლიტიკური ინ-
ფორმაციის დოზირებულ ხასიათს და მოცულობას, სრულ კონ-
ტროლს მასზე სახელმწიფოს მხრიდან.

2.პოლიტიკური კომუნიკაციის ერთეულები


საინფორმაციო-კომუნიკაციური გაცვლის ამოსავალი ერთეულებ-
ის სახით მეცნიერები სხვადასხვა რამეს ასახელებენ. ყველაზე გავრცელე-
ბულია შეტყობინება (ნ. ვინერი) და ტექსტი.

შეტყობინება
შეტყობინებაში მოცემული მონაცემები, აქტორების ინტერესებისა
და შესაძლებლობებიდან გამომდინარე, შეიძლება ტრანსფორმირდეს ინ-
ფორმაციად, უბიძგოს გარკვეული მოქმედებისკენ ან დარჩეს აბსოლუ-

9
ტურად ნეიტრალურ ცოდნად, რომელსაც არ შეუძლია აღძრას პოლიტი-
კური აქტორი მოქმედებისაკენ.
„ინფორმაციის ტალღა“ - შეტყობინებებზე საუბრისას აუცილებ-
ლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ პოლიტიკის სამყარო გადაჯერებუ-
ლია მრავალფეროვანი მონაცემებით, ადამიანის ცნობიერების შესაძლებ-
ლობები კი შეზღუდულია. შეიძლება ვილაპარაკოთ საინფორმაციო წნე-
ხის ზრდაზე, რაც ამცირებს შეტყობინების შენარჩუნების ხარისხს. შეტ-
ყობინებების დიდ ნაკადში ადამიანი კარგავს უნარს გაარჩიოს მთავარი
მეორეხარისხოვანისაგან და აღარ შეუძლია პოლიტიკაში ორიენტირება.
ის ვერ ახერხებს საჭირო ინფორმაციის აღქმას. დღეისათვის გავრცელე-
ბულ და შეთვისებულ ინფორმაციას შორის თანაფარდობა 10.000.000 : 1-
თანაა.
ინფორმაციის მასივიდან, რომელსაც აგროვებენ სახელმწიფო ორ-
განოები, გადაწყვეტილებების მისაღებად გამოიყენება მხოლოდ 5-7%,
დანარჩენი კი მონაცემების ბაზაში რჩება.

„გადადებული ინფორმაციის“ ფენომენი - ადამიანს ყოველთვის არ


შეუძლია მაშინვე განსაზღვროს შეტყობინების ღირებულება და მას მოგ-
ვიანებით უხდება მათი გადაფასება.

ტექსტი
მთავარი, საკუთრივ კომუნიკაციური ერთეული ტექსტია. ინფორ-
მაციის კოდირების, გადაცემის და შენახვის სხვადასხვა პროცესები, მისი
აღქმა, შეთვისება და ა. შ. სხვა არაფერია თუ არა ტექსტების დამუშავების
ხერხები. ტექსტში ინფორმაციას ეძლევა ის სახე, რომელიც ესწრაფვის გა-
მოიწვიოს გააზრებული პასუხი ინფორმაციის მიმღებისაგან. ამ შემთხვე-
ვაში პოლიტიკური კომუნიკაცია არის საქმიანობა, რომელიც ტექსტების
შექმნასა და ინტერპრეტირებაში მდგომარეობს.
ტექსტი შეიძლება შედგებოდეს ვერბალური ან არავერბალური ელ-
ემენტებისაგან.
ტექსტი არის შედარებით ჩაკეტილი, შინაგანად ორგანიზებული
ნიშნების სისტემა, რომელსაც აერთიანებს საერთო აზრი და მიმღებს უბ-
იძგებს უკუკავშირისაკენ.

10
ტექსტის სტრუქტურაში გამოიყოფა რამდენიმე კომპონენტი, რომ-
ლებიც სხვადასხვა როლს ასრულებენ პოლიტიკური კომუნიკაცია აგების
ამა თუ იმ ეტაპზე. მაგალითად, გამოიყოფა ქვეტექსტი - ინფორმაცია,
დაკავშირებული კომუნიკატორის განზრახვასთან, რომელიც უშუალოდ
არ არის გამოხატული შეტყობინებაში; კონტექსტი - ინფორმაცია,
რომელიც ერთიან აზრს ანიჭებს კომუნიკაციურ აქტს.
ადამიანის მიერ კომუნიკაციის პროცესში ტექსტის ამა თუ იმ
კომპონენტის დანახვას შეუძლია გავლენა მოახდინოს მხარეთა
კომუნიკაციაზე.

3.პოლიტიკური კომუნიკაციის საშუალებები


პოლიტიკური კომუნიკაციის საშუალებებს შორის იგულისხმება
ორგანიზაციები და ინსტიტუტები, რომლებიც ფუნქციონირებენ გარ-
კვეული სოციალური და პოლიტიკური სისტემების ფარგლებში და
რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ინფორმაციის გაცვლის პრო-
ცესი.
გამოიყოფა პოლიტიკური კომუნიკაციის შემდეგი ხერხები, რაც
სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას ემყარება:
1. ბეჭდური კომუნიკაცია (პრესა, წიგნები, პლაკატები და ა. შ.)
და ელექტრონული (რადიო, ტელევიზია და ა. შ.) მასობრივი ინფორ-
მაციის საშუალებების მეშვეობით;
2. კომუნიკაცია ორგანიზაციების მეშვეობით, როდესაც გადამცე-
მი რგოლის სახით გამოდის პოლიტიკური პარტიები, ინტერესთა
ჯგუფები და ა. შ. დღეისათვის აქ უნდა ჩავრთოთ სამეცნიერო და სა-
მეცნიერო-ინფორმაციული დაწესებულებების ქსელი;
3. ელექტორალური კომუნიკაცია, რადგანაც დემოკრატიის პი-
რობებში სწორედ არჩევნებია პოლიტიკური კომუნიკაციის კულმინა-
ცია;
4. კომუნიკაცია არაფორმალური არხების მეშვეობით პირადი
კავშირების გამოყენებით.

11
4.პოლიტიკური კომუნიკაციის ფუნქციები
პოლიტიკური სისტემის და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ
პოლიტიკური კომუნიკაცია ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
ინფორმაციული - აუცილებელი ინფორმაციის გავრცელება პო-
ლიტიკური სისტემის ელემენტებისა და მათი ფუნქციონირების შესა-
ხებ;
მარეგულირებელი – საშუალებას იძლევა გამომუშავდეს ურთი-
ერთქმედების ოპტიმალური მექანიზმი როგორც პოლიტიკური სისტე-
მის ელემენტებს, ისე პოლიტიკური სისტემისა და სამოქალაქო საზო-
გადოებას შორის.
პოლიტიკური სოციალიზაციის ფუნქცია - ხელს უწყობს პოლი-
ტიკური საქმიანობის და პოლიტიკური ქცევის მნიშვნელოვანი და
აუცილებელი ელემენტების ჩამოყალიბებას;
მანიპულაციური - კომუნიკაციის მანიპულაციური ფორმები
ორიენტირებულია ადამიანებზე აშკარა ზემოქმედებაზე აგიტაციური
ან მერკანტილური მიზნებით.
უნდა განვასხვავოთ კომუნიკაციის მანიპულაციური და სიმეტ-
რიული (ინტერაქციული) ფორმები. კომუნიკაციის სიმეტრიული ფორ-
მები ორიენტირებულია პარტნიორზე, მათი მიზანია პარტნიორული
ურთიერთობების შექმნა.

II.პოლიტიკური კომუნიკაციის თეორიები

1.პოლიტიკური კომუნიკაციის შესწავლა


პოლიტიკური კომუნიკაციის შესწავლას ღრმა ფესვები აქვს,
მაგრამ თანამედროვე კვლევა დაიწყო 1920-იან წლებში პირველი
მსოფლიო ომის დროინდელი პროპაგანდის შესწავლით. ფუნდამენტუ-
12
რი ნაშრომები ამ სფეროში, ისევე როგორც თავად ტერმინი "პოლი-
ტიკური კომუნიკაცია" გაჩნდა 1940-იანი წლების ბოლოს და 1950-ია-
ნი წლების დასაწყისში.
პოლიტიკური კომუნიკაციის კვლევების გამოყოფა დამოუკიდ-
ებელ მიმართულებად განაპირობა მსოფლიოში პოლიტიკური პროცე-
სების დემოკრატიზაციამ XX საუკუნის მეორე ნახევარში, კიბერნეტი-
კის თეორიის განვითარებამ, ახალი კომუნიკაციური სისტემებისა და
ტექნოლოგიების წარმოშობამ.
პოლიტიკური კომუნიკაციის თეორიის შემუშავებისთვის
განმსაზღვრელი მნიშვნელობა ჰქონდა კარლ დოიჩის ნაშრომებს (1940-
იანი წლების ბოლოს პოლიტიკური სისტემა წარმოადგინა როგორც
საინფორმაციო-კომუნიკაციური გაცვლა მმართველებსა და მართულებს
შორის), ასევე დ.ისთონის, გ.ალმონდის, ი.ჰაბერმასის და სხვათა
ნაშრომებს.
პოლიტიკური პროპაგანდიდან აქცენტი გადავიდა მასობრივი ინ-
ფორმაციის საშუალებების კვლევაზე. იკვლევდნენ ისეთ საკითხებს, რო-
გორიცაა მედიის როლი პოლიტიკური დღის წესრიგის ფორმირებაში, არ-
ჩევნების ჩატარებასა და პოლიტიკური სივრცის არქიტექტურის კონ-
სტრუირებაში.

2.პოლიტიკური კომუნიკაციის მოდელები


პოლიტიკური კომუნიკაციის კვლევას საფუძველი ჩაუყარა ამ-
ერიკელმა პოლიტოლოგმა ჰ. ლასუელმა, რომელმაც ჩამოაყალიბა კო-
მუნიკაციის პროცესის არსის გამომხატველი კითხვები: ვინ? რას აც-
ნობებს? რა არხით? ვის? რა შედეგით?

ჰ.ლასუელის პოლიტიკური კომუნიკაციის მოდელი

13
შემდეგ ეს მოდელი შეავსო რ. ბრედოკმა ორი კომპონენტით,
რომლებიც ყურადღებას აქცევდნენ იმ გარემოებას, რომ კომუნიკაცი-
ური პროცესი უნდა მოიცავდეს კიდევ ორ პრინციპულად მნიშვნე-
ლოვან პირობას: რა გარემო პირობებში და რა მიზნით იგზავნება მო-
ცემული ცნობა

რა გარემოებებში?
რა მიზნით?
რა შედეგით?
რ.ბრედოკის პოლიტიკური კომუნიკაციის მოდელი

ლასველის ფორმულა არ ითვალისწინებდა იმ შეფერხებებსაც,


რაც შეიძლება წარმოიშვას კომუნიკაციის პროცესში.
ამ გარემოებას ყურადღება მიაქციეს კ. შენონმა და უ. უივერმა.
შენონ-უივერის მოდელში ინფორმაციის წყარო ქმნის შეტყობინებას,
რომელიც მიდის გადამცემში, იქცევა სიგნალად, რომელიც შეიძლება
გადაიცეს კავშირგაბმულობის არხით, რომელიც მიემართება მიმღები-
საკენ, ის აღადგენს შეტყობინებას მიღებული სიგნალისაგან და მიაწვ-
დის ადრესატს. გადაცემის პროცესში შეიძლება წარმოიშვას შეფერხე-
ბები. შედეგად შეტყობინება, რომელიც გადასცა ინფორმაციის წყარომ,
შეიძლება არ ემთხვეოდეს შეტყობინებას, რომელიც ადრესატმა მიი-
ღო.
შინაარსობრივი განსხვავების მიუხედავად, ყველა ზემოთმოყვა-
ნილ მოდელებს აერთიანებს კომუნიკაციის ოპერატიული ხასიათი.
მათი ნაკლი კი უკუკავშირის არარსებობაა. ეს პრობლემა წარმატებით
გადაჭრა 1970 წელს მ. დეფლერმა, რომელმაც კომუნიკაციური პროცე-
სის მოდელი შეავსო უკუკავშირის მარყუჟით.
მ. დეფლერმა ყურადღება მიაქცია ორი აზრობრივი მნიშვნელო-
ბის შესაბამისობაზე - თავდაპირველი Setyobineბა, რომელსაც აგზავ-
ნის კომუნიკაციის "წყარო" და "მართული ადრესატის" მიერ
14
შეტყობინების აღდგენა. ამ შემთხვევაში კომუნიკაციის არსი გამოიხ-
ატება ამოსავალი და საბოლოო მნიშვნელობების შესაბამისობაში.
პოლიტიკური კომუნიკაციის სისტემაში მნიშვნელოვანი ადგილი
უკავია ელიტებს, რომლებიც თავიანთ ხელისუფლებას ახორციელებენ
საზოგადოების დანარჩენ ნაწილზე შუამავალი რგოლების - ბიუროკრა-
ტიული აპარატის და მასმედიის - საშუალებით. კ. საინეს მოდელის მი-
ხედვით, ელიტას, ბიუროკრატიას და მასებს შორის მიმდინარეობს გა-
ნუწყვეტელი საინფორმაციო გაცვლა, ამასთან ელიტები ესწრაფვიან, რომ
მასებში გადაცემული ინფორმაცია განამტკიცებდეს მათ საკუთარ ლეგი-
ტიმურობას.

პოლიტიკური კომუნიკაცია ბევრ რამეში წარმოადგენს ურთიერ-


თობას მმართველებსა და მართულებს შორის. ჟ-ნ. კონტრემ გამოავლინა
მათ შორის შემდეგი ურთიერთქმედების ხაზები:
· მმართველები იდენტური არიან მართულებთან;
· ყველა მმართველი არის პოლიტიკური ერთობის წევრი, მაგრამ ყვე-
ლა მართული მასში არ შედის;
· პოლიტიკური ერთობის გაფართოების პირობებში ურთიერთობა
მმართველებსა და მართულებს შორის ხდება გადაკვეთის ურთიერ-
თობები

არასწორი იქნება საქმის ისე წარმოდგენა, რომ კომუნიკაციური


ურთიერთობა აგებულია მხოლოდ ვერტიკალური პრინციპით: „მმარ-
თველი ელიტები - მართული მასები“. რაც უფრო მაღალია დემოკრატიის
დონე, მით უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ინფორმაციის ჰორი-
ზონტალური დონე. უნდა გავითვალისწინოთ აგრეთვე კავშირის ახალი
ელექტრონული საშუალებების გავლენა, რომელთაც მნიშვნელოვნად გა-
აფართოვეს მოქალაქეთა საინფორმაციო თავისუფლების ხარისხი.
პოლიტიკური კომუნიკაციის სფეროში მომხდარი ცვლილებების
ხასიათი საშუალებას იძლევა დაიძლიოს ინფორმაციის გადამცემის
დომინირება და მკაცრი კონტროლი ადრესატზე. შეიქმნა ინფორმაცი-
ის ალტერნატიული მოძრაობის მოდელები, რომლებიც შემოგვთავა-
ზეს ჰოლანდიელმა მკვლევარებმა ი. ბორდვიკმა და ბ. ვან კაამმა.

15
მაუწყებლობის მოდელი - გულისხმობს ინფორმაციის გავრცე-
ლებას ცენტრიდან ერთდროულად მრავალ აბონენტისადმი პერიფე-
რიაზე. ამ მოდელის ნაკლია მისი მონოლოგიური ხასიათი, ასევე ის
გარემოება, რომ კომუნიკაციის ადგილი და დრო განსაზღვრულია
გამგზავნის მიერ.
დიალოგური მოდელი - დამახასიათებელია ინფორმაციის გავრ-
ცელებისათვის რეალურ კომუნიკაციურ ქსელში. აქ ინფორმაციული
აგენტები, დამოუკიდებლად ირჩევენ დროს, ადგილს და ინფორმაცი-
ის თემას, აქვთ ერთმანეთთან ურთიერთობა, იგნორირებას უწევენ
ცენტრს ან შუამავლებს.
კონსულტაციური მოდელი - შეესაბამება სიტუაციებს, როდესაც
ინფორმაციის აგენტი, რომელიც კომუნიკაციური ჯაჭვის პერიფერია-
ზე იმყოფება, აუცილებელ მონაცემებს ეძებს ცენტრალურ საინფორმა-
ციო საცავში. ამ შემთხვევაში ცნობის თემას კარნახობს არა ცენტრი,
არამედ თავისუფალი პერიფერიაში მყოფი მომხმარებელი.
ინფორმაციის ცირკულირების რეგისტრაციული მოდელი - კონ-
სულტაციური მოდელის საპირისპიროა. მასში ცენტრი ითხოვს და
ღებულობს ინფორმაციას პერიფერიული წყაროდან. მოცემული მოდე-
ლი გამოიყენება იმ შემთხვევებში, როდესაც მომხმარებლისთვის მი-
უწვდომელია მონაცემების ცენტრალური ბანკი, ასევე სატელეფონო
საუბრების ავტომატური ჩაწერის დროს, ელექტრონული სიგნალიზა-
ციის და თვალთვალის ყველა სისტემაში. რეგისტრაციული მოდელის
დროს ცენტრს უფრო მეტი კონტროლი აქვს საინფორმაციო ნაკადის
განსაზღვრაზე, ვიდრე მომხმარებელს, რომელიც კომუნიკაციური ქსე-
ლის პერიფერიაზეა.
საინფორმაციო ურთიერთქმედების დასახელებული მოდელები,
მიუხედავად მათი სხვაობისა, პრაქტიკაში ხშირად ავსებენ ერთმა-
ნეთს.

16
ქრესტომათია

დარენ ჯ. ლილეკერი. პოლიტიკური კომუნიკაციის


ისტორია და მეთოდები
პოლიტიკური კომუნიკაცია გაჩნდა პოლიტიკურ საქმიანობას-
თან ერთად; ის დამახასიათებელი იყო ძველი საბერძნეთისა და რო-
მის იმპერიისათვის, დღეს კი მის გარეშე წარმოუდგენელია თანამედ-
როვეობის მრავალფეროვანი პოლიტიკური სისტემები. ძნელია ისეთი
პოლიტიკური სისტემის წარმოდგენა, როდესაც პოლიტიკურ ლიდე-
რებს არ დასჭირდებათ ურთიერთობა საზოგადოების სხვა ჯგუფებ-
თან ანდა არ დასჭირდებათ ხალხის დარწმუნება მათი მხარდაჭერის
მოსაპოვებლად.
ისტორიულად, დიდი ხნის განმავლობაში, პოლიტიკური კომუ-
ნიკაცია სწორხაზოვანი პროცესი იყო, - მიმართული ხელისუფლები-
დან ხალხისკენ, ზევიდან ქვევით. კომუნიკაციის დიდი ნაწილი ხორ-
ციელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით. მასმედია ინფორ-
მაციას ღებულობს და გადასცემს, ამას შუამავლობის პროცესი ეწოდე-
ბა. კომუნიკაციის მხოლოდ მცირე ნაწილი მოდის ქვევიდან, საზოგა-
დოებიდან პოლიტიკური სფეროსკენ.
პოლიტიკური სისტემების უმრავლესობის დემოკრატიზაციამ
შეცვალა პოლიტიკური კომუნიკაციის ბუნება და პოლიტიკურმა აქ-
ტიურობამ გადაინაცვლა საზოგადოებრივ სფეროში. ადამიანები უფ-
რო მეტად ჩართულნი აღმოჩნდნენ პოლიტიკაში, რადგანაც მათგან
მოელოდნენ, რომ ისინი გარკვეულ როლს შეასრულებდნენ პოლიტი-
კაში. ასევე განათლების დონის ზრდამ და ინფორმაციის მეტმა მი-
საწვდომობამ განაპირობა რიგითი მოქალაქის უფრო აქტიური მონა-
წილეობა პოლიტიკურ ცხოვრებაში და მისი მხრიდან პოლიტიკაზე
უფრო ძლიერი ზეგავლენის მოხდენის შესაძლებლობა. ამომრჩეველი
უკვე აღარ კმაყოფილდებოდა არჩევნებზე ხმის უბრალო მიცემით და
ამომრჩეველი აქტიური მოქალაქე გახდა. მას ასევე შეუძლია ადვი-
ლად გამოვიდეს სახელმწიფოს წინააღმდეგ. კომუნიკაციამ სხვადასხვა
ჯგუფებს (არჩევით და არაარჩევით) შორის შეიძინა კონკურენტული

17
ხასიათი. ეს ჯგუფები ერთმანეთს მეტოქეობას უწევენ მასმედიაში
ადგილისა და ხალხის ყურადღების მოსაპოვებლად. შესაბამისად,
ჩვენ ვხვდებით უფრო რთულ მოდელებს თანამედროვე პოლიტიკუ-
რი კომუნიკაციის აღსაწერად.
პლურალისტურ საზოგადოებაში, თეორიულად მაინც, კომუნი-
კაცია ხდება თითოეული ჯგუფის შიგნით და მათ შორისაც, ჯგუფე-
ბი ერთდროულად ერთმანეთისგან სწავლობენ და ერთმანეთის კონ-
კურენტებიც არიან. რაც უფრო მეტია კონკურენციაში მყოფი ხმების
რაოდენობა, მით უფრო დაძაბულია კონკურენცია და მით უფრო მე-
ტი მონდომება მართებთ კომუნიკაციაში მონაწილე ჯგუფებს, მათ
რომ მოუსმინონ. ეს განაპირობებს პროფესიონალიზმის აუცილებლო-
ბას პოლიტიკური კომუნიკაციის სფეროში. პროფესიონალიზმის
სრულყოფა ხდება იმისათვის, რომ მათი გზავნილი გაიგონოს ჯგუ-
ფებისა და ცალკეული ადამიანების რაც შეიძლება დიდმა რაოდენობ-
ამ.
პროცესი, რომლის მეშვეობითაც ხდება პოლიტიკური კომუნი-
კაცია, განვითარდა, უფრო რთული გახდა ფორმალურად და ტექნი-
კურად, გადაიღო საიმიჯო რეკლამისა და მარკეტინგის მეთოდები
იმისათვის, რომ კონკურენტუნარიანი იყოს თანამედროვე, ინფორმა-
ციით გაჯერებულ საზოგადოებაში.
პირველი და ეფექტური ფორმა პირდაპირი, ანუ შუამავლების
გარეშე მიმდინარე პოლიტიკური კომუნიკაციისა იყო საზოგადოებრი-
ვი კრებები. პოლიტიკური კამპანიის მონაწილეები გამოდიოდნენ მო-
მუშათა წინაშე და მათ სიტყვით მიმართავდნენ. სწორედ ასეთი ტაქ-
ტიკის მეშვეობით ბოლშევიკებმა ლენინის მეთაურობით მოიპოვეს
მხარდაჭერა რუსეთის მეფის ნიკოლოზ მეორის დასამხობად. ასეთივე
კრებებმა ბრიტანელი ლეიბორისტები არჩევნების გავლენიან მოთამა-
შედ აქცია. კრებები იქცა ხალხთან შეხვედრის ძირითად წესად XIX
საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში. მაგალითად პარლა-
მენტის წევრი ლეიბორისტული პარტიიდან აიან მიკარდო იგონებს
1945 წელს დაბა ვუდლში საავიაციო ქარხნის მუშების 6 ათასიანი
კრების წინაშე გამოსვლას.
ასეთი კრებები ამჟამად იშვიათობაა და ძირითადად ისეთ ქვეყ-
ნებში ხდება, სადაც ტექნოლოგია შესაძლებლობას არ იძლევა ინფორ-
18
მაცია მიაწოდონ უშუალოდ "სახლში" ამომრჩეველს: ერთადერთი,
რაც შეიძლება შევადაროთ ამ კრებებს – ესაა აშშ-ში საპრეზიდენტო
არჩევნების დროს გამართული მასობრივი კრებები და მასობრივი
პარტიული ყრილობები.
მაგრამ არა მარტო XX საუკუნის ტექნოლოგიები ახდენდნენ
გავლენას პოლიტიკურ კომუნიკაციაზე. საბეჭდი პრესის გამოგონება
დაეხმარა თომას მორს ებრძოლა XV საუკუნის ინგლისში სოციალუ-
რი უთანასწორობის წინააღმდეგ. ამ დროიდან ყველა პოლიტიკურმა
მოღვაწემ დაიწყო ბროშურების გამოქვეყნება და გავრცელება, რათა
მას ხალხი გასცნობოდა. მსგავსი საქმიანობით დღემდე დაკავებულნი
არიან სუსტად დაფინანსებული, ხშირად იატაკქვეშა ან რადიკალური
მოძრაობები, ანდა ისინი, რომელთაც არა აქვთ კარგი წვდომა საზო-
გადოებასთან ურთიერთობის საშუალებებთან.
მთელ დემოკრატიულ სამყაროში ყოველ არჩევნებს თან ახლავს
ფურცლების დარიგება და ბევრი ამტკიცებს, რომ ეს საქმიანობა უაღ-
რესად მნიშვნელოვანია არჩევნების შედეგებისათვის. მაგრამ დღეის-
ათვის პოლიტიკური კომუნიკაცია იქცა მასობრივ აუდიტორიაზე მი-
მართულ საქმიანობად და ამ მიზნით უმრავლეს შემთხვევაში გამოიყ-
ენება ტელევიზია. ამიტომ პირდაპირი პოლიტიკური კომუნიკაცია
ბოლო დროს ნაკლებად დამახასიათებელი ხდება არჩევნებისათვის,
მიუხედავად იმისა, რომ კვლევების თანახმად, პირისპირ ურთიერ-
თობა ხალხსა და პოლიტიკოსებს შორის მეტად მნიშვნელოვან როლს
ასრულებს.
რადგანაც კომუნიკაციურმა ტექნოლოგიებმა შესაძლებელი გახა-
და მასობრივი კომუნიკაცია, თავად კომუნიკაცია გარდუვალად შეიც-
ვალა. მრავალ პოლიტიკოსს არ უყვარს ტელევიზია: სამხედრო ლი-
დერებს უინსტონ ჩერჩილს და შარლ დე გოლს უჭირდათ მასთან შე-
გუება, გამოიყურებოდნენ გაუცხოებულად და უხერხულად. სამაგიერ-
ოდ მათ, ისევე როგორც მისი დროის სხვა პოლიტიკოსებმა კარგად
იცოდნენ რადიომაუწყებლობის ეფექტური გამოყენება. მეორე მსოფ-
ლიო ომის და ცივი ომის დროსაც რადიოს მეშვეობით მიდიოდა ფა-
რული კომუნიკაციური ომი.
დღეს მთელი მსოფლიოს პოლიტიკოსები შეეჩვივნენ ტელევი-
ზიას და მას ისევე იყენებენ, როგორც წინა თაობა იყენებდა მასობ-
19
რივ კრებებს. 2003 წლის ერაყის ომის დროს არაბულ სამყაროში
მხარდაჭერის მისაღებად აშშ-ის მთავრობამ შექმნა ტელემაუწყებლობა
არაბულ ენაზე.
მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოების უმრავლესობაში ტე-
ლევიზია დამოუკიდებელია. ის შეიძლება იყოს შუამავალი პოლიტი-
კურ კომუნიკაციაში, მაგრამ პოლიტიკური შეტყობინების გამგზავნი
ვერ იქნება დარწმუნებული იმაში, რომ ის გადაეცემა საზოგადოებას
უცვლელად ან კომენტარების გარეშე.
ამიტომ უნდა ითქვას, რომ მოქმედება - პოლიტიკური კომუნი-
კაციის ყველაზე ეფექტური ფორმაა. 2001 წლის 9 სექტემბრის ტერაქ-
ტმა აჩვენა პირდაპირი მოქმედების ძალა. პირდაპირი ეთერით ტრან-
სლირებულმა მოვლენამ მსოფლიო აუდიტორიამდე მიიტანა ტერო-
რისტთა მცირე ჯგუფის გზავნილი. მოქმედება შეიძლება არ ღირდეს
იმ ყურადღებად, რასაც მას მასმედია დაუთმობს.
მასმედია მნიშვნელოვან როლს ასრულებს პოლიტიკურ კომუ-
ნიკაციაში. მასმედიის გამოშვებების რედაქტორები არა მარტო ირჩე-
ვენ იმას, რასაც მოუთხრობენ ახალი ამბების გადაცემებში, ანდა რო-
გორ გააკეთებენ ამას, არამედ განსაზღვრავენ, როგორ წარმოუდგენენ
ჯგუფებს საზოგადოებას. პოპულარულ კულტურაში არა მარტო აის-
ახება საზოგადოება, მას ასევე შეუძლია შეცვალოს ადამიანთა პოლი-
ტიკური შეხედულებები. მასმედიაში პოლიტიკური ორგანიზაციებისა
და დაწესებულებების წარმოდგენის ფორმა შეიძლება იყოს ინფორმა-
ციის წყარო, მაგრამ ამავე დროს შეარყიოს პოლიტიკური სისტემის,
ცალკეული ადამიანის ან ჯგუფის ავტორიტეტი. ეპოქაში, როდესაც
ცოტა თუ ვინმეა დაინტერესებული პოლიტიკური ინფორმაციით, პო-
ლიტიკისა და პოპ-კულტურის შერევა პოლიტიკური ცოდნის მნიშ-
ვნელოვანი წყარო ხდება.
ამრიგად, პოლიტიკური კომუნიკაცია პირდაპირი, პიროვნული
მოქმედებიდან გადაიქცა გაშუალებულ მოქმედებად, რომელიც ხორ-
ციელდება მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მეშვეობით. მაგრამ
ბევრ რამეში კომუნიკაციის სტილი დაუბრუნდა ამოსავალ პუნქტს.
პოლიტიკოსები მასმედიას იყენებენ "უშუალო კონტაქტის" ეფექტის
შესაქმნელად. ერთ-ერთი ბრიტანელი პოლიტიკოსის განცხადებით,
ადამიანებს მოსწონთ კრებები, რადგანაც უშუალოდ ხედავენ პოლი-
20
ტიკოსს და თვალს ადევნებენ მათ უშუალო რეაქციას დასმულ კით-
ხვებზე. ტელევიზიის შემთხვევაში კი ყველაფერი მომზადებული და
გათამაშებულია.
პოლიტიკური კომუნიკაცია ხორციელდება არა მარტო ზემოდან
ქვევით. პოლიტიკური კომუნიკაციის აუდიტორიამ, რომელსაც ჩვე-
ულებრივ მიაკუთვნებენ მოქალაქეებს და ამომრჩევლებს, შეიძლება
მიმართონ პოლიტიკურ ჯგუფებს ლობირების ან მასობრივი ინფორ-
მაციის საშუალებების გამოყენებით. პირდაპირი მოქმედება – ეს ერთ-
ერთი მძლავრი საშუალებაა, რომელსაც იყენებს ხალხი, და ის აფარ-
თოებს პლურალიზმის მასშტაბებს პოლიტიკური ჯგუფების ფორმი-
რების პროცესში. ინტერნეტის წყალობით ჯგუფებს შეუძლიათ უფრო
ეფექტური ურთიერთობა ერთმანეთთან, ეფექტური ღონისძიებების
მოწყობა და მასმედიაში ყურადღების მოპოვება. თუმცა გამოიყენება
სხვა, უფრო უბრალო მეთოდები. წერილები მასმედიის საშუალებებში
შეიძლება საფუძვლად დაედოს ახალი ამბების გეგმას და აქტუალუ-
რი გახდეს მისი განხილვა ახალ ამბებში.
საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები არის საჯარო პოლიტი-
კური კომუნიკაციის ის ფორმა, რომელსაც ყველაზე მეტად აშუქებენ
მასმედიაში. გამოკითხვას იყენებენ პოლიტიკური პროგრამებისადმი,
პარტიებისადმი, სტრატეგიებისადმი მხარდაჭერის ხარისხის შესამოწ-
მებლად. ასევე ხმის მიცემის შედეგების წინასწარ შესაფასებლად. პო-
ლიტიკოსები ასევე იყენებენ გამოკითხვებს იმის გასაგებად, თუ მათი
რა მოქმედება მოიპოვებს მხარდაჭერას და რა არა.

დარენ ჯ. ლილეკერი. პოლიტიკური კომუნიკაციის


კონტექსტუალური ფუნქციები
პოლიტიკური კომუნიკაცია ხორციელდება ყველა მისაწვდომი სა-
შუალებით, ის მრავალფეროვანია, მრავალმხრივია და მას ვერ გავექცე-
ვით. მაგრამ რა არის მიზანი ამ მუდმივი „დაბომბვისა“ ინფორმაციით,
სახეებით, აზრებითა და დებატებით? ყველაზე უბრალო და თვალსაჩინო
დონეზე მთელი პოლიტიკური კომუნიკაცია მდგომარეობს იმაში, რომ
სხვებს აჯობოს. ყველაფერი ძალზედ მარტივია: ჩვენ ვიცით, რომ კანდი-
21
დატებს არჩევნების დროს უნდათ ხმების მოპოვება, დიქტატორებს უნ-
დათ ხალხის სიყვარული მოიპოვონ, ჯგუფების წარმომადგენლებს და აქ-
ტივისტებს უნდათ ყურადღების მიპყრობა, ხალხს უნდა აზრის გამოთ-
ქმის უფლება. მაგრამ პოლიტიკური კომუნიკაციის ასეთმა გაგებამ შეიძ-
ლება განაპირობოს რამდენიმე ცინიკური მოსაზრება პოლიტიკის შესახებ
და სინამდვილეში ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მთელი პოლიტიკური კო-
მუნიკაცია - სხვა არაფერია, თუ არა უბრალო პროპაგანდა.
პოლიტიკური კომუნიკაცია დაყვანილია „გამარჯვებაზე“ ანუ სხვე-
ბის დარწმუნებაზე, და მისი ერთადერთი მიზანია ხელისუფლების მიღე-
ბა: ან სახელმწიფო ხელისუფლების, ანდა იმის განსაზღვრის უფლება,
თუ რა გადაიცემა მასმედიით. მაგრამ ამგვარ ვითარებაშიც კი არსებობს
რიგი კონტექსტუალური ფაქტორი, რომლების გავლენას ახდენენ იმაზე,
თუ რა როლს ასრულებს ეს შეტყობინება.
თავიდან განვიხილოთ ორგანიზაციები, პარტიები და კანდიდატე-
ბი, რომლებიც მხარდაჭერას ეძებენ არჩევნებში. მათი კომუნიკაციის მი-
ზანი სხვადასხვაა, გამომდინარე გარემოებებიდან. რომელიმე ჯგუფის
წარმომადგენლებს ან არჩევნებში მონაწილე ადამიანს რომ შეეძლოთ ად-
ამიანების ჯგუფებად დაყოფა და მათთან ცალ-ცალკე ურთიერთობა, პო-
ლიტიკური კომუნიკაცია არჩევნების დროს მარტივი იქნებოდა. მაგრამ
პრეზიდენტობის კანდიდატის სიტყვა ნებისმიერ ქვეყანაში მიმართულია
ყველასადმი და თითოეულისადმი. ამრიგად, კომუნიკაციის ამ ნაწილმა
უნდა შეასრულოს რამდენიმე ფუნქცია: დაამყაროს კონტაქტი კანდიდატ-
სა და ამომრჩეველთა უმრავლესობას შორის, შეარბილოს განსხვავებები
სოციალურ ჯგუფებსა და კლასებს შორის, აჩვენოს, რომ არ არის დავიწ-
ყებული არც ერთი ჯგუფი, აჩვენოს რომ კანდიდატი არაა ხალხისგან
მოწყვეტილი. ესე იგი, ეს არ შეიძლება იყოს ცინიკური პროპაგანდა, კერ-
ძოდ იმიტომაც, რომ 21-ე საუკუნეში დემოკრატიული ქვეყნების უმრავ-
ლესობაში ამომრჩევლებს „დახვეწილი გემოვნება“ აქვთ და მისი მოტყუე-
ბა ადვილი არ არის. უფრო მეტიც, პოლიტიკური კომუნიკაცია რთულია
კოალიციური მთავრობის ქვეყნებში. მაგალითად, პარტიული ლიდერები
გერმანიაში თვლიან, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია მათმა გზავნილმა
მიაღწიოს არა მარტო მომხრეებამდე, არამედ კოალიციაში პოტენციურ
პარტნიორებამდეც და მათ მომხრეებამდეც. ეს აფართოებს ჩამოთვლილი
ფუნქციების რაოდენობას და ართულებს კომუნიკაციას.
22
ეს ფუნქციები მოქმედებს სახელმწიფოს ფარგლებშიც. მიუხედავად
ამისა, კომუნიკაცია იშვიათად მიმდინარეობს მხოლოდ სახელმწიფოს
შიგნით. ავსტრიაში პრეზიდენტობის კანდიდატმა იორგ ჰაიდერმა 2000
წლის საარჩევნო კამპანიის დროს გაიმარჯვა პოპულისტური ნაციონალ-
ისტური პროგრამის წყალობით. ის იმიგრაციას უპირისპირდებოდა და
„არა ავსტრიელების“ რეპატრიაციის ღია კამპანიას აწარმოებდა. ამან უზ-
რუნველყო მისი დამაჯერებელი გამარჯვება, მაგრამ შეამჩნია, რომ ავ-
სტრიას ურთიერთობა დაეძაბა ევროკავშირელ პარტნიორებთან, რომელ-
თა ხელმძღვანელები ღიად განიხილავდნენ ეკონომიკური სანქციების
დაწესებას ავსტრიის წინააღმდეგ. ჰაიდერის მთავრობა მალე შეიცვალა
და სანქციებამდე საქმე არ მისულა. ასეთი საერთაშორისო რეაქცია იმის
შედეგი იყო, რომ არასაკმარისი ყურადღება მიექცა თუ რა რეაქციას მოახ-
დენდა საერთაშორისო საზოგადოება კომუნიკაციაზე, რომელიც მიმარ-
თული იყო ავსტრიის ელექტორატის ერთ სეგმენტზე.
გარდა მხარდაჭერის მიღებისაკენ სწრაფვისა, პოლიტიკურ კომუ-
ნიკაციას აქვს კიდევ ერთი დამატებითი ფუნქცია - საინფორმაციო ფუნ-
ქცია. ხალხმა უნდა იცოდეს ახალი კანონპროექტების შესახებ, როდის შე-
ვა ეს კანონპროექტები ძალაში და როგორ იმუშავებენ.
არსებობს საინფორმაციო კომუნიკაციის სხვა ფორმები, რომლებ-
შიც ყურადღება ექცევა დარწმუნებას, მაგრამ არა პოლიტიკური მოტივე-
ბით და რომელთაც ეწოდება „ინფორმაცია საზოგადოებისათვის“. მას მი-
ეკუთვნება ინფორმაცია სოციალური დაზღვევის, ჯანმრთელობის დაც-
ვის კამპანიები, საზოგადოების ინფორმირება საფრთხეების შესახებ და
ნებისმიერი სხვა კომუნიკაცია, გათვლილი ინფორმირებაზე და არა პო-
ლიტიკურ ზეგავლენაზე. საზღვრები, რა თქმა უნდა, მკაფიო არ არის.
მთავრობას შეუძლია თავის საკანონმდებლო საქმიანობა ხალხს ისე წარ-
მოუდგინოს, რომ კარგი სახით წარმოჩნდეს, გამოჩნდეს ყურადღებიან,
კომპეტენტურ და აქტიურად მოქმედ ორგანოდ.
მთელ კომუნიკაციას აქვს ერთი საკვანძო ფუნქცია: მიიზიდოს მას-
მედიის ყურადღება. ეს აზრი შეიძლება სწორია, მაგრამ კომუნიკაციის
მრავალ არაპოლიტიკურ მონაწილეს ასევე სურს გააკონტროლოს მასმე-
დიაში მოვლენების გაშუქება. ამრიგად, კონკურენცია უფრო მკაცრი ხდე-
ბა, ხოლო მასმედიის მართვის მეთოდები - უფრო რთული.

23
საზოგადოების ინფორმირებასა და საკითხების გაშუქებას და მეო-
რე მხრივ, საზოგადოებრივ აზრზე პირდაპირი ზეგავლენის მოხდენის
მცდელობებს შორის ძალზედ პირობითი ზღვარია. ინფორმირება და
მოვლენათა გაშუქება საზოგადოებას უფლებას აძლევს დამოუკიდებლად
მიიღოს გადაწყვეტილება, ხოლო ზეგავლენის მოხდენის მცდელობებში
ყველაფერი კეთდება, რომ არ დაუტოვონ არჩევანი. ასეთი ქცევა ძალზედ
დამახასიათებელია არჩევნებზე კონკურენტებისათვის, მაგრამ ეს არ ეხე-
ბა პოლიტიკურ კომუნიკაციის ყველა მონაწილეს.

დარენ ჯ. ლილეკერი. პოლიტიკური კომუნიკაციის


მიღება
არ უნდა ვიფიქროთ, რომ ადამიანები პოლიტიკურ კომუნიკა-
ციას მთლიანად და ულაპარაკოდ ღებულობენ. ადამიანებს უფრო მე-
ტი კრიტიკული დამოკიდებულების გამოვლენის უნარი აქვთ, ვიდრე
ეს ერთი შეხედვით ჩანს.
ადამიანებს შეუძლიათ თავად განსაზღვრონ, რა სჯეროდეთ და რა
არა, რა მიიღონ და რა უარყონ, რას მიაქციონ ყურადღება და რისი იგნო-
რირება მოახდინონ. ასევე, ადამიანები იზოლირებულად არ მოქმედებენ.
ისინი შეიძლება არ შეუერთდნენ პოლიტიკურ ჯგუფებს, მაგრამ ურ-
თიერთობენ ერთმანეთთან და ამ ურთიერთობის დროს ჩამოუყალიბდეთ
გარკვეული პოლიტიკური შეხედულებები.
მაშასადამე, მოქალაქის და ამომრჩევლის ცნობიერებაში არსებობს
მრავალი ურთიერთ კონკურენტული აზრი. ამას ჩვეულებრივ ადარებენ
მუდმივ ხმაურს, რომელიც განუწყვეტლივ ისმის ჩვენს გონებაში. ხმაური
შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, რაც გავლენას ახდენს ადამიანის აზრზე
პოლიტიკური ორგანიზაციიდან მიღებულ შეტყობინებების თაობაზე. ეს
შეიძლება იყოს ეთერში გადაცემული პოლიტიკური სატირა, თანამშრომ-
ლებისა და მეგობრების აზრი, გაზეთის სათაური, შეიძლება თავად ამ
ადამიანის იდეოლოგიაც. ყოველივე ამან შეიძლება შეცვალოს ის, თუ
როგორ იქნება მიღებული პოლიტიკური კომუნიკაცია და ასევე განაპი-
რობოს, დაუჯერებენ თუ არა მას.

24
ხმაური მოქმედებს ისე, თითქოს ტელევიზიით ლიდერის მოსმე-
ნის დროს ვინმე ყურში ჩაგჩურჩულებთ: „პოლიტიკოსები ყოველთვის
იტყუებიან“.
რა თქმა უნდა, პოლიტიკური კომუნიკაციის გარკვეული ნაწილი
ახერხებს თავიდან აიცილოს მასმედიის მხრიდან შემოწმება, გააღწიოს
ზემოქმედების მომხდენ სხვა ფაქტორების ხმაურს. რა გაარღვევს
ფილტრს და რა არა, მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მაგალითად,
2003-2004 წლების ერაყის ომი მასმედიაში დიდ ყურადღებას იქცევდა
მთელ მსოფლიოში. საზოგადოების თითოეული წევრს ჩამოუყალიბდა
აზრი, რაზეც, შეიძლება ზეგავლენა მოახდინა საუბრებმა ოჯახის წევრებ-
თან, მეგობრებთან და პირადმა დამოკიდებულებამ ერაყთან, მთლიანად
ომთან, ასევე რიგმა სხვა ფაქტორებმა - ხშირად მნიშვნელოვანია ისიც,
კონფლიქტში ჩართული ხომ არ აღმოჩნდებიან მისი ოჯახის წევრები და
მეგობრები. ერაყთან დაკავშირებული პოლიტიკური კომუნიკაციის უმ-
ნიშვნელო ნაწილმა შეიძლება საზოგადოებამდე მიაღწიოს მასმედიის
„ფილტრის“ გაუვლელად და სხვა „ხმაურის“ ზეგავლენის გარეშეც.
მთავრობის მიერ დაგზავნილი ბროშურები პოლიტიკური კომუნი-
კაციის საკმაოდ პოპულარული ფორმაა, მან შეიძლება ყურადღება მიიქ-
ციოს, ნდობას იმსახურებდეს როგორც „სუფთა“ ინფორმაცია და მისი და-
მახინჯება არ შეუძლია მასმედიას - არც ინტერნეტ-საიტების, არც ელექ-
ტრონული გზავნილების, არც კამპანიასთან დაკავშირებული სხვა ნების-
მიერი კომუნიკაციის გზით, რაც მასმედიის ზეგავლენის ქვეშ ხვდება.
მაგრამ ასე ადვილი არ არის პოლიტიკური კომუნიკაციიდან მთელი „ხმა-
ურის“ ჩამოცილება.
ზოგიერთი ადამიანი სკეპტიკურად უყურებს მთელ პოლიტიკურ
კომუნიკაციას. ხმაური, რომელიც მათ ესმით, მრავალგზის ძლიერდება,
როდესაც ისინი უსმენენ პოლიტიკოსებს და ეს ხმაური ისე ისმის, თით-
ქოს ვინმე ხმამაღლა ყვიროდეს „ჰა-ჰა-ჰა“, სიტყვების ჩასახშობად. პოლი-
ტიკოსის სიტყვიდან მას არაფერი ახსენდება, მაგრამ სიხარულით აცხა-
დებს: „ეს, როგორც ყოველთვის, სიცრუეა“.
უშუალოდ საზოგადოებამდე კომუნიკაციის ძალიან მცირე ნაწილი
აღწევს. ჩვეულებრივ ითვლება, რომ მთელი კომუნიკაციის მხოლოდ 1%
აღწევს საზოგადოებამდე უცვლელად და აქედან მხოლოდ 25%, ესე იგი
კომუნიკაციის მთელი მასის 0,25%-ს იმახსოვრებენ ადამიანები. თუ გა-
25
ვითვალისწინებთ, პოლიტიკური კომუნიკაციის რა წილი არის მიმართუ-
ლი უშუალოდ საზოგადოებაზე, შესაძლოა, 0,25% ძალზედ ბევრიც იყოს.
სიძნელეებმა, რომელთაც აწყდება ნებისმიერი პოლიტიკური კო-
მუნიკაცია საზოგადოებასთან კომუნიკაციის განხორციელების მცდელო-
ბისას, განაპირობა ის, რომ კომუნიკაციის საშუალებები უფრო რთული
და დახვეწილი გახდა და მისი განხორციელებისთვის გამოიყენება ნების-
მიერი ხელსაყრელი მეთოდი და საშუალება. მიუხედავად ამისა, მრავალ
დემოკრატიულ სახელმწიფოში ამტკიცებენ, რომ პოლიტიკა ამჟამად კრი-
ზისის მდგომარეობაშია. გამეფებულია გულგრილობა, საზოგადოება
უარს ამბობს მოისმინოს; პოლიტიკას მიიჩნევენ საზოგადოებისგან მოწ-
ყვეტილად, ხოლო პოლიტიკოსებს თვლიან საკუთარ გამორჩენაზე ორი-
ენტირებულ ხარბ ეგოისტებად.
კრიზისი კონცენტრირებულია კომუნიკაციის პრობლემაზე. კომუ-
ნიკაცია არა მარტო ზემოთ აღწერილ ფუნქციებს ასრულებს, არამედ იმ-
იჯსაც აყალიბებს. ამ კონტექსტში პოლიტიკოსები ცდილობენ შეიქმნან
იმიჯი, იყვნენ მეტნი, ვიდრე უბრალოდ “ნაცრისფერი ადამიანები ნაც-
რისფერ კოსტუმებში“. მაგალითად, პრეზიდენტობის კანდიდატი ბილ
კლინტონი ტელევიზიით უკრავდა საქსაფონზე, რუსეთის პრეზიდენტი
ბორის ელცინი კოვზებით უკრავდა ცნობილ პოპ-ჯგუფებთან ერთად,
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ტონი ბლერი გამოჩნდა ოჯახურ
აპოლიტიკურ ტოკ-შოუში. ეს ყველაფერი იმიჯის შექმნის მაგალითებია.
მაგრამ პოლიტიკური ფასეულობების კომუნიკაციაში მოქცევა გაცილე-
ბით რთულია. როგორ შეიძლება აჩვენო, რომ შენი ნდობა შეიძლება?
კრიზისი, რომელსაც წააწყდნენ მთავრობები, პარტიები და კანდი-
დატები, არ შეხებია არა არჩევით ორგანიზაციებს. მიუხედავად იმისა,
რომ მათი პოლიტიკა ეხება ერთ პრობლემას და ისინი გულგრილნი არ
არიან ამ პრობლემისადმი, როგორც აღმოჩნდა, მათ ენდობიან და მათ
უფრო მეტად შესწევთ უნარი გადასცენ თავიანთი შეტყობინება ადამიან-
ებს.
როგორც ამტკიცებენ, გავლენა აქვთ ცნობილ ადამიანებს, რომლე-
ბიც პოლიტიკის პერიფერიაზე არიან და პოლიტიკური იდეების გავრცე-
ლებას უწყობენ ხელს. უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში ტელე-
წამყვანები, მსახიობები და მუსიკოსები სულ უფრო მნიშვნელოვან როლს
ასრულებენ პოლიტიკაში. ზოგიერთი მათგანი არჩევნებშიც კი მონაწი-
26
ლეობს. ხშირად ცნობილ ადამიანებს, რომლების პოლიტიკურ იდეას ატ-
არებენ, უფრო „ფაქიზი“ როლი ეკისრებათ: ისინი ქმნიან ხმაურს, რომ-
ლის გაგონებას უნდათ ადამიანებს და ამ ხმაურმა შეიძლება გავლენა მო-
ახდინოს ადამიანთა აზრზე მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან და-
კავშირებით. მრავალ ქვეყანაში ცნობილი პოპ-მომღერლები, ისეთები რო-
გორიცაა სტინგი ან ბონო, ჩვეულებრივ ღიად უჭერენ მხარს პოლიტიკურ
კამპანიებს, არიან მთავრობაზე ზემოქმედების საშუალება. თუმცა ეფექტი
რთულია იმისათვის, რომ მივაწეროთ ერთ მსახიობს ან ერთ პრომო-აქცი-
ას. როდესაც პოლიტიკოსებს არ ენდობიან, ძლიერდება ცნობილი ადამი-
ანების ხელისუფლება და პრობლემა უფრო მწვავე ხდება.
პოლიტიკური ორგანიზაციები ცდილობენ კონკურენცია გაუწიონ
პოპულარულ კულტურას და გააღწიონ ხმაურში. ისინი აგებენ გარკვეულ
კომუნიკაციას, ცდილობენ მიაღწიონ თავის მიზნობრივ აუდიტორიას და
უზრუნველყონ მხარდაჭერა თავიანთი შეხედულებებისა და სტრატეგი-
ებისადმი. ამ მიზნით ისინი იყენებენ რეკლამის ტექნოლოგიას, მარკე-
ტინგის საშუალებებს და საზოგადოებასთან ურთიერთობას (PR). მაგრამ,
როგორც წესი, პოლიტიკოსებმა ზუსტად არ იციან რამ იმუშავა და რამ
არა. პლურალისტური დემოკრატიის საზოგადოებაში პრაქტიკულად შე-
უძლებელია გაიგო ან გაზომო კომუნიკაციის ეფექტი. არსებითად, ბოდ-
რიარის გამონათქვამი წინასწარმეტყველურად ჟღერს: „ჩვენ ვერასდროს
გავიგებთ, ინდივიდუალურ ან კოლექტიურ ნებაზე მართლაც მოახდინა
ზეგავლენა რეკლამამ ან საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, მაგრამ
ჩვენ ასევე ვერ გავიგებთ იმასაც, თუ რა მოხდებოდა იმ შემთხვევაში, რა
იქნებოდა რეკლამის ან გამოკითხვის გარეშე“.

დარენ ჯ. ლილეკერი. პოლიტიკური კომუნიკაციის


გაგება
პოლიტიკური კომუნიკაცია რთულია როგორც პრაქტიკაში განსა-
ხორციელებლად, ისე შესასწავლად. არსებობს პოლიტიკური კომუნიკა-
ციის სხვადასხვა ტიპი და სტილი, რომლებიც მუდმივად ვითარდებიან
და, თავის მხრივ, ახორციელებენ სხვადასხვა ფუნქციებს კომუნიკაციის
სხვადასხვა მონაწილეებს შორის. ყველა მისაწვდომი საშუალებით საზო-
27
გადოებას მიეწოდება რიგი შეტყობინება, საზოგადოება, როგორც წესი,
ავტონომიურია და უნდა რომ თავისუფალი იყოს ნებისმიერი იძულების-
აგან. კონტექსტი ძალზედ მნიშვნელოვანია კომუნიკაციის ფორმირები-
სათვის. მაშასადამე, პოლიტიკური კომუნიკაციის ფუნქციებისა და რო-
ლის სრულად გასაგებად, ისევე როგორც მის შესასწავლად, უნდა გავი-
გოთ, ვინ ქმნის ამ კომუნიკაციას, ისევე როგორც განვსაზღვროთ, რომელ
ორგანიზაციებსა და ადამიანებზეა მიმართული კომუნიკაცია.
როგორც წესი, კომუნიკაციის თეორიებს აქვთ საერთო საფუძველი,
პირველად შემუშავებული ამერიკელი ჰაროლდ ლასუელის მიერ, რომე-
ლიც თავის სადოქტორო დისერტაციაში სწავლობდა პროპაგანდის გავ-
ლენას. მისი მთავარი კითხვა იყო: „ვინ, რას და ვის ელაპარაკება, რა საშუ-
ალებების მეშვეობით, და რა ზეგავლენას ახდენს ეს?“ (იხ. სქემა, რომლის
შესაბამისადაც ჩატარდა კომუნიკაციის კვლევების უმრავლესობა).
კომუნიკაციის ოთხივე კომპონენტი შესწავლილია, ზოგჯერ ერ-
თმანეთისგან ცალ-ცალკე, ზოგჯერ ხაზოვანი სახით, როდესაც ყველა
კომპონენტს განიხილავენ.

კომუნიკაციის კლასიკური მოდელი

კარლ დოიჩი: პოლიტიკური სისტემის


კომუნიკაციური თეორია
განვითარებული ქვეყნების გადასვლამ ინფორმაციულ ტექნო-
ლოგიებზე, რასაც საზოგადოების ცხოვრების სხვადასხვა სფეროში
კომპიუტერული ტექნიკის მასობრივი დანერგვა მოჰყვა, ხელი შეუწყო
სოციალური სისტემების ანალიზის დროს მექანისტური მოდელების
გამოყენებას. კიბერნეტიკა მიუთითებდა მსგავსებაზე ადამიანის ქცევა-
სა და მანქანის "ქცევას" შორის. მათი ქცევის მოდელების მსგავსება

28
იმითაა განპირობებული, რომ თვითორგანიზებად სისტემებს უნარი
გააჩნიათ დამოუკიდებლად რეაგირებდნენ ინფორმაციაზე და შეცვა-
ლონ თავისი ქცევა ან მდებარეობა. თუ ცვლილებები ეფექტიანია და
სისტემა მიზანს აღწევს, მაშინ მისი ენერგიის ნაწილი, ან შინაგანი
დაძაბულობა, ჩვეულებრივ, მცირდება.
სისტემის მოქმედების ეფექტიანობა ორ ცვლადზეა დამოკიდე-
ბული: ა) ინფორმაციის გადაცემაზე და ბ) ბრძანებათა გაცემის მექა-
ნიზმებზე, რომლებიც წარმართავენ და აკონტროლებენ მოქმედებას.
პოლიტიკური სისტემა კიბერნეტიკულ მანქანას პირველმა შე-
ადარა კარლ დოიჩმა (1912-1992 წ. წ.). იგი პოლიტიკურ სისტემას გა-
ნიხილავდა "კომუნიკაციური მიდგომის" კონტექსტში, რომლის დრო-
საც პოლიტიკა გაგებულია როგორც დასახული მიზნების მისაღწევად
ადამიანთა ძალისხმევის მართვისა და კოორდინაციის პროცესი. მი-
ზანთა ფორმულირებას და მათ კორექციას პოლიტიკური სისტემა
ახორციელებს არსებული ინფორმაციის საფუძველზე: ა) საზოგადოებ-
ის მდგომარეობისა და ამ მიზნებისადმი მისი დამოკიდებულების შე-
სახებ; ბ) მიზნის მიღწევამდე დარჩენილი მანძილის შესახებ; გ)
ადრინდელ მოქმედებათა შედეგების შესახებ.
მაშასადამე, პოლიტიკური სისტემის ფუნქციონირება დამოკი-
დებულია გარემოდან მუდმივად მომდინარე ინფორმაციის და მისი
საკუთარი მოძრაობის შესახებ ინფორმაციის ხარისხზე. ინფორმაციის
ორი ნაკადის საფუძველზე მიიღება პოლიტიკური გადაწყვეტილებე-
ბი, რაც გულისხმობს საძიებო მიზნისკენ თანმიმდევრულ მოძრაობას.
ამიტომ მართვას კ. დოიჩი ადარებდა პილოტირების ან გემის მოძ-
რაობის პროცესს: კურსის განსაზღვრა წარსულში მისი მოძრაობის და
დასახული მიზნისადმი ამჟამად მისი ადგილმდებარეობის მიხედვით.
საძიებო მიზნების მიღწევა წარმოადგენს პოლიტიკური სისტე-
მის სწრაფვას უზრუნველყოს დინამიური წონასწორობა საზოგადოებ-
აში - ჯგუფების, სტატუსების, ინტერესების წონასწორობა. უნდა ით-
ქვას, რომ სოციალური სისტემის წონასწორობა უფრო იდეალური
მდგომარეობაა, ვიდრე რეალური, რადგანაც მუდმივად მიმდინარეობს
მიზნების დაზუსტება.
სასურველი მიზნების რეალიზება დამოკიდებულია ოთხი რა-
ოდენობრივი ფაქტორის ურთიერთკავშირზე:
29
1. საინფორმაციო დატვირთვა სისტემაზე - განისაზღვრება
მთავრობის მიერ დაგეგმილი ამოცანების მასშტაბით და სოციალური
ცვლილებების სიხშირით;
2. დაგვიანება სისტემის რეაგირებაში - ე.ი. რამდენად სწრაფად
ან ნელა შეუძლია პოლიტიკურ სისტემას რეაგირება ახალ ამოცანებსა
და ფუქციონირების ახალ პირობებზე;
3. მატება - ე. ი. იმ ცვლილებების ჯამი, რომლებიც წარმოიშობა
სისტემის მოძრაობის შედეგად საძიებო მიზნისკენ: რაც უფრო რადი-
კალურად რეაგირებს ახალ ფაქტებზე, მით უფრო მნიშვნელოვანია
ცვლილებების ჯამი, მაშასადამე, მით უფრო მეტად სცილდება სის-
ტემა დასახულ მიზნებს;
4. დასწრება - სისტემის უნარი განჭვრიტოს მოვლენათა შე-
საძლო განვითარება, ახალი პრობლემების გაჩენა და მათი გადაწ-
ყვეტისათვის მზადყოფნა.
ამ ცვლილებების შედარებისას, დოიჩმა გამოყო რიგი დამო-
კიდებულებები:
- მიზნის მიღწევისას წარმატების შესაძლებლობა ყოველთვის
უკუპროპორციულია ინფორმაციული დატვირთვისა და სისტემის რე-
აქციის დაგვიანებაზე;
- გარკვეულ მომენტამდე წარმატების შანსი უკავშირდება ნამა-
ტის სიდიდეს; მაგრამ თუკი ცვლილებების დონე კორექციის შედე-
გად ძლიერ მაღალია, მაშინ უკუთანაფარდობა იქმნება;
- წარმატების შესაძლებლობა ყოველთვის უკავშირდება დასწ-
რებას, ე. ი. მთავრობის უნარს ეფექტურად იწინასწარმეტყველოს ახა-
ლი პრობლემები, რომლებიც შეიძლება წარმოიშვას და იმოქმედოს
დასწრებით.
დოიჩის აზრით, მოდელი საშუალებას იძლევა ობიექტურად შე-
ფასდეს პოლიტიკური სისტემების ქმედითობა. ქმედითობის კრი-
ტერიუმად ის თვლიდა პოლიტიკური სისტემების უნარს "იფუნქცი-
ონიროს მეტ-ნაკლებად ეფექტურმა სამართავმა მექანიზმმა". ასეთი მე-
ქანიზმის საფუძველს შეადგენს მთავრობის საქმიანობა გადაწყვეტი-
ლებების მისაღებად, რომლებიც ყალიბდება ინფორმაციის მრავალფე-
როვანი ნაკადის საფუძველზე. პირობითად გადაწყვეტილების მიღე-
ბის პროცესი შეიძლება დაიყოს რიგ სტადიებად. თავდაპირველად
30
ინფორმაციის ნაკადები, რომლებიც შემოდის შიდა და გარე გარემო-
დან, ფიქსირდება მრავალრიცხოვანი მიმღები ბლოკების მიერ. ისინი
ახდენენ ინფორმაციის შერჩევას, მონაცემთა დამუშავებას და კოდირე-
ბას. შემდეგ ინფორმაცია შედის ბლოკში "მეხსიერება და ფასეულობე-
ბი", სადაც ხდება მისი შედარება უკვე არსებულ გამოცდილებასთან
და არსებული შესაძლებლობების შედარება პრიორიტეტულ მიზნებ-
თან. ამავე ბლოკში ხდება ინფორმაციის დაგროვება და შენახვა. და-
სახული მიზნისკენ პროცესების განვითარების ვარიანტები შემდეგ
გადაეცემა გადაწყვეტილებათა მიღების ცენტრს. იქ მზადდება გადაწ-
ყვეტილება, რომელიც შესასრულებლად გადაეცემა აღმასრულებელ
ბლოკებს, სხვა სიტყვებით, "ეფექტორებს". განკარგულებების შესრუ-
ლების შემდეგ ეფექტორები ინფორმაციას აწვდიან სისტემას გადაწ-
ყვეტილებათა რეალიზების შედეგებისა და თავად სისტემის მდგომა-
რეობის შესახებ. წინა მოქმედებების რეალური შედეგების შესახებ ინ-
ფორმაციის საფუძველზე მიიღება დასახული მიზნებისაკენ სისტემის
მოძრაობის კორექცია. უკუკავშირის პრინციპის შესაბამისად მონაცემე-
ბი გადაწყვეტილებათა შესრულების თაობაზე უბრუნდება სისტემას
ახალი "შესვლის" სახით და მუშავდება.
დოიჩის მოდელი ყურადღებას აქცევს ინფორმაციის მნიშვნე-
ლობას სოციალური სისტემის ცხოვრებაში. რთული კომუნიკაციური
სისტემების არსებობის პირობებში ინფორმაცია "მართვის ნერვებს"
წარმოადგენს, რომელთა მოქმედებაც ბევრად განსაზღვრავს ხელი-
სუფლების ეფექტურობას. მაგრამ ის მხედველობიდან უშვებს სხვა
ცვლადების მნიშვნელობას, მათ შორის იმათი, რომლებიც ზეგავლე-
ნას ახდენენ ინფორმაციის გადაცემაზე "ზემოდან ქვევით" და პირი-
ქით. მაგალითად, პოლიტიკური ნება, იდეოლოგიური პოზიცია ასევე
გავლენას ახდენს ინფორმაციის შერჩევაზე, გადაწყვეტილების მიღე-
ბის ცენტრებამდე მათი მიტანის წესები.

31

You might also like