You are on page 1of 17

დეპრესია: ყველაზე

გავრცელებული 10 სიმპტომი
© CC BY-SA 2.0 / Christian Ditaputratama / Lorem Lipsum

- რა არის დეპრესია?
— დეპრესია ძლიერ გავრცელებული და სერიოზული ემოციური
აშლილობაა. მისი სიმპტომატიკა გავლენას ახდენს ადამიანის ფიქრებზე,
გრძნობებსა და ყოვედღიურ ფუნქციონირებაზე, მაგალითად: ძილზე,
კვებაზე, მუშაობაზე. ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ დეპრესია რეალური
დაავადებაა, ის ზეგავლენას ახდენს ჩვენი ცხოვრების მრავალფეროვან
ასპექტზე. დეპრესია განკურნებადია.
© CC BY-SA 2.0 / FLICKR/ SANDER VAN DER WEL / DEPRESSED
დეპრესია

- რა არის დეპრესიის მთავარი სიმპტომებო?


 ცუდი გუნება-განწყობა; „სიცარიელის“ შეგრძნება

 პესიმიზმი, სასოწარკვეთა

 დანაშაულის, ან უმწეობის შეგრძნება, გაღიზიანებულობა

 საყვარელი საქმიანობისგან სიამოვნების ვერ მიღება/ინტერესის


დაკარგვა
 მოდუნება, ენერგიის მკვეთრი შემცირება

 კონცენტრაციისა და გადაწყვეტილების მიღების სირთულეები


(ორჭოფობა)

 მადისა და წონის ცვლილება

 ფიქრები თვითმკვლელობაზე, სუიციდის მცდელობები

  ძილთან დაკავშირებული ჩვევების შეცვლა

 წონის ცვლილება

- რამ შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია?


—  მას იწვევს გენეტიკური, ბიოლოგიური, გარემო და ფსიქოლოგიური
ფაქტორების ერთობლიობა.  მათ შორის: გენეტიკური პრედსიპოზიცია
(ოჯახის წევრი დეპრესიით), მნიშვნელოვანი ცვლილებები ცხვორებაში,
ტრავვა ან სტრესი, ფიზიკური დაავადება და მედიკამენტოზური
მკურნალობა (განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებები, მათ შორის:
სიმსივნე, დიაბეტი და ა.შ.)

- დეპრესიის რა სახეობები არსებობს და ყველაზე გავრცლებული


რომელია?
— არსებობს დეპრესიის რამდენიმე სახეობა. ესენია: ღრმა დეპრესია —
ძლიერად გამოხატული სიმპტომები, რაც არღვევს ადამიანის
ძილის/კვების/მუშაობის რეჟიმს ზოგადად ხელს უშლის ცხოვრებით
ტკბობაში. გახანგრძლივებული დეპრესიული აშლილობა — გუნება-
განწყობის დაქვეითება, რომელიც გრძელდება მინიმუმ ორი წლის
განამვლობაში. ამ დროის მონაკვეთში სიმპტომების გამოხატულების
ხარისხი მერყეობს  მსუბუქიდან ძლიერამდე.
ფსიქოტური დეპრესია — შეიძლება განუვითარდეს ადამიანს, რომელსაც
ერთდროულად აქვს ღრმა დეპრესია და ფსიქოზის რომელიმე ფორმა
(მაგალითად, დელუზია — ცრუ რწმენების ქონა, რეალობისგან
მოწყვეტა). ასევე ჰალუცინაციები, როდესაც ხედავს ან ესმის ისეთი
რაღაც, რასაც სხვები ვერ ხედავენ და არ ესმით.
პოსტტრავმული დეპრესია — მისი ერთ-ერთი სახეა მშობიარობის
შემდგომი დეპრესია. ბევრი ახალგაზრდა დედა ბავშვზე გამუდმებულ
ზრუვნას აღიქვამს, როგორც სტრესს. (გავრცელებულობა 10-15 %).

© CC BY 2.0 / FLICKR/ PIERRE GUINOISEAU / ALONE


დეპრესია

სეზონური დეპრესია — სიმპტომები ძირითადად გამოხატულია


ზამთრის პერიოდის განმავლობაში, როცა მზის სხივებით მოწოდებული
სითბო/სინათლე ყველაზე ნაკლებია. ზაფხული-გაზაფხულის
განმავლობაში სიმპტომატიკის ინტენსივობა მნიშნველონად იკლებს. ამ
ტიპის დეპრესას მკურნალობენ ე.წ. „მზის სხიევების თერაპიით“, თუმცა,
რიგ შემთხევაში, საჭიროა ხოლმე მედიკამენტოზური ჩარევაც. 
ბიპოლარული აშლილობა — დეპრესიისგან განსხავებული ემოციური
დარღვევაა. თუმცა, დეპრესიის გვერდით მოიხსენიებენ ხოლმე, რადგან
ახასიათებს მანიაკალური(პათოლოგიურად ამაღლებული განწყობა,
აგზნება, აჟიტირება) და დეპრესიული (პათოლოგიურად დაქვეითებული
განწყობა) ეპიზოდების მონაცვლეობა. 
- ბოლო დროს ხშირია დეპრესია ახალგაზრდებში, რატომ გახშირდა
უიმედობის განცდა მათში?
— დეპრესიის განვითარების ასაკი ძირითად 20-30  წელია, თუმცა, იგი
ასევე ვითარდება ბავშვობისა და თინეიჯერობის ასაკში. დეპრესიის
განვითარების მაღალი რისკია გარდატეხის ასაკში. სწორედ ამ დროს
ყალიბდება ინდივიდუალური მსოფლმხედველობა, ღირებულებები —
რიგ შემთხვევაში, მშობლებისგან განსხავებული. ამ ასაკში ბავშვი იწყებს
გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღებას. მნიშვნელოვანი
ემოციური, ფსიქიკური და კოგნიტური გარდატეხის ფონზე, ბუნებრივია
მოსალოდნელია ემოციური ლაბილობა. თუმცა, დეპრესია
განსხვავებული მდგომარეობაა.

ნევროზი. შფოთვითი დარღვევები



 

ნევროზი - კრებითი
ტერმინია, რომელიც გამოიყენება მრავალი ფსიქოლოგიური დარღვევის
აღსანიშნად. ყველაზე ხშირად იხმარება შფოთვითი სიმპტომების და
შესაბამისად განპირობებული ქცევის ფსიქიური დაავადებებისგან
განსასხვავებლად.

რა არის შფოთვა ?

შფოთვა შეუცნობადის მოლოდინი, შიშის, წუხილის ერთობლივი


განცდაა. შფოთვა ხშირად ბუნებრივი რეაქციაა, როცა გარკვეული
მიზეზით სწუხარ მასზე ვინც ძალიან გიყვარს. შფოთვა შეიძლება
განვითარდეს გარეგანი მიზეზის გარეშე და/ან იყოს შეუსაბამოდ მძაფრი
რეალურად არსებულ მიზეზთან შედარებით.

გამომწვევი მიზეზები

შფოთვითი დარღვევების გამომწვევი გარეგანი მიზეზებია:


 სირთულეები სამსახურში, ემოციური და ფიზიკური გადაღლა;
 სტრესი სასწავლებელში;
 სირთულეები პირად ურთიერთობებში;
 ფინანსური პრობლემები;
 საცხოვრებელი ადგილის შეცვლით, ბავშვის დაბადებით
განპირობებული ცხოვრების ახალი წესები;
 ემოციური სტრესი (მაგალითად: საყვარელ ადამიანთან განშორება,
ახლობლის სიკვდილი);
 მედიკამენტების არასასურველი გვერდითი მოვლენები
(ეფედრინისა და კოფეინის შემცველი პრეპარატები, ზოგიერთი
ანტიდეპრესანტი, სტეროიდები და ა.შ.);
 ჯანმრთელობის სხვადასხვა მდგომარეობა (მაგალითად:
ორსულობა), ან დაავადება (მაგალითად: ფარისებური ჯირკვლის
დაავადებები);
შფოთვითი დარღვევების სახეები, მათი
დამახასიათებელი ნიშნები

შფოთვითი დარღვევები შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს:

 პანიკის შეტევა (არაადექვატური შიშის, გამოუვალ მდგომარეობაში


ყოფნის შეგრძნება),
 აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი (ობსესიურ-კომპულსიური
ნევროზი),
 საზოგადოებრივი და განსაკუთრებული შიშები (სპეციფიური
ფობიები),
 ფართო (გენერალიზებული) შფოთვითი დარღვევები,
 ემოციური ან ფიზიკური ტრავმის შედეგად გამოწვეული
ემოციები.

პანიკური შეტევები- მოკლევადიანი (დაახლოებით 10 წუთი) ძლიერი


აუხსნელი შიშის და მოახლოებული სიკვდილის შეგრძნების
ინტენსიური ეპიზოდებია. პანიკისათვის დამახასიათებელია
ჩამონათვალიდან ყველაზე ცოტა 4 სიმპტომის თანაარსებობა:

 გაძლიერებული გულისცემის შეგრძნება,


 ოფლიანობა,
 კანკალის შეგრძნება,
 ქოშინი,
 მოხრჩობის შეგრძნება,
 ტკივილი გულ-მკერდის არეში,

 თავბრუ,
 გარემოსთან შეუსაბამობის შეგრძნება (დერეალიზაცია),
 სიკვდილის შიში,
 სხეულის სხვადასხვა ნაწილების დაბუჟების შეგრძნება,
 შემცივნება ან შეხურება.

აკვიატებულ მდგომარეობათა ნევროზი - ახასიათებს აკვიატებული


აზრები (ობსესიები) და მოქმედებები (კომპულსიები). კრიტიკულად
უდგება საკუთარ მდგომარეობას და სურს მისგან განთავისუფლება

აკვიატებულ აზრებს (ობსესიას) ახასიათებს:

განმეორებითი, ან მუდმივი ფიქრი, შეგრძნება ან წარმოსახვა აჩემების


ფორმას იღებს და წარმოშობს შფოთვას (მაგალითად: გამორთულია თუ
არა უთო, დაკეტილია ონკანი და ა.შ),
ფიქრი, შეგრძნება, ან წარმოსახვა რომელიც არ შეესაბამება რეალურ
ცხოვრებისეულ პრობლემებს (მაგალითად: აკვიატებული ფიქრი, რომ არ
ავნოს საკუთარ შვილებს; ან რომ მათ სიცოცხლეს მუდმივად ემუქრება
საფრთხე, თვითმკლელობის ან მკვლელობის ჩადენის შიში და ა.შ).

აკვიატებულ ქმედებას (კომპულსიას) ახასიათებს: განმეორებითი


ქმედებები, მაგალითად ხშირი ხელისბანა, ტანსაცმლის დასუფთავება,
ელექტროტექნიკის მუდმივი გადამოწმება და ა.შ. მოქმედება ხშირად
ატარებს რიტუალურ ხასიათს და შვების მომგვრელია.

სტრესის/ტრავმის შემდგომი ემოციური დარღვევები- ვითარდება


სხვადასხვა რთული სიტუაციების შემდეგ, მაგალითად: სამსახურის,
საყვარელი ადამიანის დაკარგვის, სიცოცხლისთვის საშიში ეპიზოდების
(მიწისძვრა, წყალდიდობა, ავტოავარია, ომი) ან ძალადობის,
გაუპატიურების, გაძარცვის შემდეგ. ტრავმის მიღების სცენა და
შესაბამისი ემოციები მეორდება ფიქრებში, კოშმარულ სიზმრებში და
ახასიათებს:

 თავის არიდება იმ მოქმედებისგან, ადგილისგან, ან ხალხისგან-


ყველაფრისგან, რაც ასოცირდება ტრავმის მიღების განცდასთან,
სიტუაციასთან;
 კონცენტრირების შეუძლებლობა;
 ძილის დარღვევები (უძილობა ან ჭარბი ძილიანობა);
 გადაჭარბებული ეჭვიანობა (ზედმეტად აკვირდება ირგვლივ
მყოფთ);
 განურჩევლობა (ინდიფერენტულობა) ყოველდღიურ თუნდაც
მნიშვნელოვან მოვლენებზე.

საზოგადოებრივი (სოციალური) და სპეციფიური


შიშები (ფობიები):

სპეციფიური ფობიები - ეს არის ინტენსიური პანიკური შიში რაიმე


ობიექტის ან მდგომარეობის მიმართ, რომელიც არ იწვევს რეალურ
საფრთხეს ან საფრთხე მინიმალურია. მაგ. სიმაღლის, დახურული ან
გახსნილი სივრცის, ქვეწარმავლის, ძაღლის, თაგვის და ა.შ. შიში.

საზოგადოებრივი ფობიები - ხასიათდება ხალხმრავლობის შიშით და


სხვა ადამიანების თანდასწრებით ბუნებრივი, ჩვეულებრივი უნარ-
ჩვევების შეფერხებით ან შეუძლებლობით (კვება, დალევა, აზრის
გამოთქმა და ა.შ.). მას თან ახლავს გულისცემის გახშირება,
წამოწითლება, ოფლიანობა, გულისრევის შეგრძნება, რაც თავის მხრივ
ამძაფრებს მდგომარეობას.

მნიშვნელოვანია, რომ ისეთი ნიშნები როგორიც არის ტკივილი გულ-


მკერდის არეში, სუნთქვის გაძნელება, თავბრუსხვევა, "გულის წასვლა",
გამოხატული საერთო სისუსტე _ არა მარტო ნევროზის, არამედ ხშირად
ჯანმრთელობისთვის სახიფათო მდგომარების ან დაავადების
მახასიათებელი ნიშანი შეიძლება იყოს და აუცილებელია
დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს კონსულტაციისათვის.
გენერალიზებული შფოთვითი დარღვევები- ამ დიაგნოზისთვის
აუცილებელია ქვემოთ მოყვანილი ჩამონათვალიდან სულ ცოტა 3
ნიშნის არსებობა ხანგძლივი დროის განმავლობაში:

 მოუსვენრობა,
 ადვილად დაღლა,
 კონცენტრირების გაძნელება,
 ადვილად გაღიზიანება,
 კუნთთა დაძაბვა,
 ძილის დარღვევები.

შფოთვითი დარღვევების მკურნალობა როდის და


როგორ შეიძლება თვითმკურნალობა?

გარკვეულ შემთხვევებში შეგიძლიათ თავად გაუმკლავდეთ შფოთვით


სიმპტომებს ექიმის გარეშე. ეს შესაძლებელია, როდესაც შფოთვის
ეპიზოდი ხანმოკლეა,

 საუბარი ახლობელთან/მხარდამჭერთან;
 საინტერესო და სასარგებლო საქმით (თუნდაც არაანაზღაურებადი)
დაკავება, სასურველია თანამოაზრეებთან ერთად;
 დაძაბული ან კრიტიკული სიტუაციის შემდეგ დასვენება მყუდრო
ოთახში, საყვარელი, ან სასიამოვნო ტელეგადაცემის ნახვა, ან
მელოდიის მოსმენა, გასეირნება ბუნებაში.
შფოთვის მკურნალობა

მკურნალობის წარმატება ხშირად დამოკიდებულია გამომწვევ მიზეზზე:

 როდესაც შფოთვითი დარღვევები გამოწვეულია სხვა დაავადებით


(მაგალითად: ჩიყვი), მკურნალობა მიმართულია ძირითადი
დაავადების მართვაზე.
 თუ გამომწვევი მიზეზი ფსიქოლოგიური კონფლიქტია (ოჯახში,
სამსახურში) აუცილებელია მისგან გარიდება, ან კონფლიქტის
მიზეზების, მასთან გამკლავების და მართვის უნარის მოძიება.

პრევენცია ანუ როგორ ავიცილოთ თავიდან შფოთვითი


დარღვევები?

 გამამხნევებელი ფიზიკური აქტივობა (სიარული, ვარჯიში, ცეკვა),


 დამამშვიდებელი ვარჯიშები და პროგრამები (მედიტაცია),
 თქვენთვის რთულ ადამიანებთან ურთიერთობის ისეთი ფორმის
გამოძებნა, რომელიც ემოციურად ნაკლებად დაგაზარალებთ,
 დროული, სრულყოფილი ძილი და დასვენება
გახსოვდეთ: კოფეინის შემცველი სასმელების (ყავა, მაგარი ჩაი, კოკა-
კოლა) და სხვა აღმგზნები ნივთიერებების ჭარბი მიღება, არასრული
დასვენება, დაბალი ან ძალიან ჭარბი ფიზიკური თუ გონებრივი
აქტივობა თავისთავად იწვევს შფოთვით დარღვევებს.

© FLICKR / PICS BY MARTY


14 არაორდინარული რჩევა სტრესის მოსახსნელად

- დეპრესიას მედიკამენტებითაც მკურნალობენ. რამდენად ეხმარება ეს


ადამიანს თავი უკეთ იგრძნოს და მდგომარეობიდნა გამოვიდეს?
— დეპრესიის განკურნება შესაძლებელია,  ღრმა დეპრესიისაც კი. რაც
უფრო ნაადრევია ჩარევა, მით უკეთესია პროგნოზი. დეპრესიას
მკურნალობენ მედიკამენტებითა და ფსიქოთერაპიით
ტრანქვილიზური (ანქსიოლიზური) საშუალებები ანუ ანტიფობური-
შიშის საწინააღმდეგო

გამოიყენება -------- ნევროზების

ფსიქიკის მსუბუქი ცვლილებების დროს

(შიში, შფოთვა, დაძაბულობა, მღელვარება)

კლასიფიკაცია

1. ბენზოდიაზეპინების ნაწარმები (ქლოზეპიდი, სიბაზონი,


ნოზეპამი,მეზაპამი, ლოსაზეპამი,ფანაზეპამი,ნიტრაზეპამი)
2. პროპანდიოლის ნაწარმები (მეპროტანი, იზოპროტანი)
3. დიფენილმეთანის ნაწარმები (ამიზილი)

სხვა ქიმიური ჯგუფის ტრანკვილიზური საშუალებები (მებიკარი,


ტრიოქსაზინი, ოქსილიდინი, გრანდაქსინი)

დახასიათება

1. აქვს ანქსიოლიზური, სედატიური მოქმედება


2. ამცირებს ემოციურ დაძაბვას
3. სედატიური მოქმედება, კრუნჩხვების საწინააღმდეგო
გამოყოფა

1. თირკმელებიდან
2. კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

დანიშნულება

1. ნევროზები
2. ქირურგიაში ოპერაციების წინ.

ტრანკვილიზური საშუალებების გვერდითი ეფექტები

1. ძილიანობა
2. თავის ტკივილი
3. გულის რევა
4. სქესობრივი პოტენციის დაქვეითება
5. კანის დაზიანება
6. ხანგრძლივი გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს შეჩვევა
და წამლისმიერი დამოკიდებულება

დეპრესიის სამკურნალო საშუალებები

დეპრესიული სინდრომი - დათრგუნვა

კლინიკა

1. დათრგუნული
2. ინტელექტუალური შებოჭილობა (აზროვნების მოშლა)
3. დარდიანი გუნება განწყობა
დეპრესიის სამკურნალო საშუალებების კლასიფიკაცია

1. სამციკლიანი სტრუქტურის პრეპარატები (იმიზინი,


ამიტრიპტილინი, აზაფენი, ფტორაციზინი, დამილენ მალეატი)
2. ოთხციკლიანი სტრუქტურის პრეპარატები (პირაზიდოლი,
ინკაზანი, მაპროლიტინი, ნიალამიდი, ტრაზოდონი, ცეფრიდინი)

გვერდითი ეფექტები

1. პირის სიმშრალე
2. ტაქიკარდია
3. შეკრულობა
4. აკომოდაციის დარღვევა
5. ჰიპოტენზია
6. სედაციური ეფექტი

სედატიური (დამაწყნარებელი) საშუალებები

1. ბრომიდები
2. კატაბალახას და შავბალახას პრეპარატები

შეიწოვებიან კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან

გამოიყოფიან თირკმელებიდან

გვერდითი მოვლენები- ბრომით მოწამვლა(ბრომიზმი)


ვლინდება: 1. აპათია 2. ზოგადი შებოჭილობა 3.მეხსიერების
დარღვევები, 4. კანის დაზიანება

დანიშნულება : ნევროზები, უძილობა

ფსიქოსტიმულატორული (ფსიქოანალეფსიური საშუალებები)

1. იწვევენ ფსიქიური ტონუსის აწევას


2. აქტიურობის მომატებას (გონებრივის და ფიზიკურის
დაღლილობის გრძნობის მოხსნას)
 ფსიქომოტორული (სტიმულაცია)
 ფსიქომეტაბოლური (ნოოტროპული)

ფსიქომოტორული

კოფეინი---(ჩაის ფათოლი, კაკაოს ხე, კოლას თესლები)

ფენამინი, სიდნოკარბი, სიდნოფენი, მერიდილი

მოქმედებენ ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე

ფსიქომეტაბოლური (ნოოტროპული) საშუალებები

1. აუმჯობესებენ ტვინის ფსიქიურ და გონებრივ მუშაობას


2. გავლენას ახდენენ ტვინის ენერგეტიკულ პროცესებზე

პრეპარატებია (ამინალონი, პირაცეტამი, ფენიბუტი, ენცეფაბოლი,


ნატრიუმის ოქსიბუტირატი)
გამოყენება

1. ინტელექტუალური (აზროვნება, მეხსიერება)


 ამცირებენ გონებრივ უკმარისობას
 ანტიჰიპოქსიური მოქმედება
 ააქტივებენ ტვინის ინტეგრალურ მუშაობას
 ზრდიან ცერებრული სისხლის მიმოქცევას

ასევე გამოიყენებიან

 ათეროსკლეროზის
 ინსულტის
 ქალას ტრავმის
 ეპილეფსიის
 ალკოჰოლიზმის
 გონებრივი ჩამორჩენის

ეფექტი გამოვლინდება 1-3 თვის შემდეგ

ნორმოთიმური (ფსიქიკის სტაბილიზაციის)

ფსიქიკური დაავადებების დროს

(ციკლურად მიმდინარე აფექტური მოშლილობების სტაბილიზაციის


ან პროფილაქტიკისთვის)

გამოიყენება: ლითიუმის, რუბიდიუმის, ცეზიუმის პრეპარატები

ლითიუმის მარილები გამოიყენება მანიაკალურ-დეპრესიული


ფსიქოზების დროს

შეიწოვება ნაწლავებიდან
ეფექტი 2-3 კვირის შემდეგ

გვერდითი მოვლენები: დისპეფსია, ადინამია, ტრემორი, პოლიურია,


წყურვილი

ლითიუმის მარილები შედის უროლანში, მისი დანიშნულებაა

1. დაშალონ თირკმლის კენჭები


2. პოდაგრის სამკურნალო

ანალეფსიური (გამაცოცხლებელი საშუალებები)

იწვევენ სუნთქვისა და ვაზომოტორული ცენტრების აგზნებას

მოქმედების მექანიზმის მიხედვით

1. პირდაპირი
2. რეფლექსური მოქმედების

პირდაპირი მოქმედების

(ბემეგრიდი, კორაზოლი, ეთიმიზოლი, კოფეინი)


რეფლექსური მოქმედების და სუნთქვის ცენტრზე პირდაპირი ამგზნები
მოქმედება

(ქაფური, კორდიამინი, კარბოგენი, ციტიტონი, ლობელინი)

ზოგად მატონიზირებელი საშუალებები

(სტრიქნინი, ჟენშენი, ჩინური ლიმონურა, ელეუტეროკოკი,ლიმონურა)

პერიფერიულ ნეირომედიატორულ პროცესებზე და რეცეპტორულ


სისტემაზე მოქმედი სამკურნალო საშუალებები

1. მოქმედებენ ადრენერგულ ნერვულ სისტემაზე


2. მოქმედებენ ქოლინერგულ ნერვულ სისტემაზე

You might also like