You are on page 1of 5

ამერიკული ტრანსცენდენტალიზმის ძირითადი მახასიათებლები, გავლენები,

ტენდენციები.

ვიდრე ჩვენთვის საინტერესო საკითხის განხილვას შევუდგებოდეთ,


აუცილებლად მიმაჩნია იმ ცნებებისა და ტერმინების განმარტება, რომლებსაც ჩვენ
ვეყრდნობით. წინაღმდეგ შემთხვევაში, როგორც ფრენსის ბეკონი იტყოდა, ისინი
იდოლებად გადაიქცევიან და გაართულებენ თეორიულ კვლევას.

ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი, რომელიც მე- 19 საუკუნის 30-იან წლებში


ჩამოყალიბდა, ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თეოლოგიურ და ფილოსოფიურ
მოძრაობას წარმოადგეს. ის წარმოშვა უნიტარიზმისაგან, რომელიც თავიდანვე
დაუპირისპირდა პურიტანელთა შეხედულებებს.

პირველ რიგში უნდა აღვნიშნოთ, რომ მის ჩამოყალიბებაზე, დიდი ზეგავლენა


იქონიეს ევროპულმა ფილოსოფიურმა დოქტრინებმა.

ტრანსცედენტალიზმი განიმარტება, როგორც „ზემოცემული მოცემულობა“,


რომელიც დამყარებულია მხოლოდ და მხოლოდ ცდაზე. სწორედ მასში
განხორციელდა ადამიანის ბუნებისაგან გადარჩენისა და ამით მისი სულიერი ბუნების
გამყარების მცდელობა.

მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ იგი მჭიდრო კავშირშია რომანტიზმის


მსოფლაღქმასთან, რომელიც მატერიალიზმის წინააღმდეგ არის მიმართული. მისი
კვლევის მთავარი აქცენტი სასწაულის რაობის ახსნისაკენ არის მიმართული.

როდესაც ვსაუბრობთ ამერიკული ფილოსოფიის ამ უმნიშვნელოვანეს


მოვლენაზე, აუცილებელია განვიხილოთ მისი ძირითადი მახასიათებლები, რომლებიც
ამერიკული ფილოსოფიური აზრის ჩამოყალიბებაში უპირობოდ მნიშვნელოვან როლს
თამაშობდა.

იმ რიგი ძირითადი მახასიათებლებისა, რომლებიც შეგვიძლია დავუკავშიროთ


ამერიკულ ტრანსცენდენტალიზმს, აუცილებელია განსაკუთრებული ყურადღება
გავამახვილოთ რამდენიმე მათგანზე, როგორებიცაა: თანასწორობის აღიარება ,
1
აბოლიციონიზმი, ფრონტირის კულტი. მისი ძირითადი ინტერესი კი ფოკუსირდება
რელიგიური ცოდნის საფუძვლებზე.

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი


უნიტარიზმისაგან წარმოიშვა. შესაბამისად, ის იზიარებდა ამ მოძრაობის იდეებსა და
ნაკლოვანებებს. მის ჩამოყალიბებაზე ასევე უდიდესი ზეგავლენა იქონია ევროპულმა
განმანათლებლობამ, შელინგის ნატურფილოსოფიამ, კანტის ეთიკურმა
ფილოსოფიამ, პლატონის იდეათა თეორიამ.

მნიშვნელოვანი წვლილი ტრანსცენდენტალიზმის განვითარებაში, შეიტანა


გერმანელმა ფილოსოფოსმა ფრედერიკ ჰენრი ჰეჯმა. მან თავის ნაშრომებით ფართო
საზოგადოებას გააცნო კანტის შეხედულებები. ის შეეცადა აეხსნა კანტის მოსაზრებები
კოპერნიკისეული რევოლუციის შესახებ ფილოსოფიაში. მან მოამზადა ნიადაგი
ტრანსცენდენტალური კლუბის შექმნისა, რომელიც 1836 წელს ემერსონის მიერ იქნა
ჩამოყალიბებული.

ასევე მნიშვნელოვან ფიგურას წარმოადგენს ჯეიმს მარში, ვერმონტის


უნივერსიტეტის პრეზიდენტი, რომელმაც გამოაქვეყნა წიგნი სახელწოდებით „Coleridge’s
Aids to Reflection“

ტრანსცენდენტალიზთა მიერ გერმანული ფილოსოფიის ცოდნის კიდევ ერთი


წყარო იყო ჟერმენ დე სტალი, რომლიც წიგნიც სახელწოდებით „De l'Allemagne“
ახალგაზრდა ემერსონის საყვარელ ნაშრომს წარმოადგენდა. იგი თავის ნაშრომებში
აფასებს ლოკის თავდადებას თავისუფლებისათვის, მას მიიჩნევს ეპისტემოლოგიის
სკოლის შემქმნელად.

1831 წელს, ევროპაში მოგზაურობის დროს, ემერსონი შეხვდა გერმანელ


ფილოსოფოსსა და ლიტერატორს თომას კარლილეს. სხვა გერმანელ
მოაზროვნეებთან ერთად ის მიიჩნევდა, რომ ბუნებას, ისევე როგორც ადამიანს, გააჩნია
ძალა და ე.წ. „ავტორიტეტი“, რომელიც ღვთაებრივი ბუნებით არის შემკობილი.
ბუნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება და მისთვის უდიდესი მნიშვნელობის მინიჭება,
ასევე ნათლად ჩანს უილიამ ვორდსორტის ფილოსოფიაშიც.

ამერიკელმა ტრანსცენდენტალისტებმა, გერმანიაში აღმოაჩინეს „გამართულ


სისტემად ჩამოყალიბებული საკუთარი ფილოსოფია, სადაც დასაბუთებულია ღვთის
2
რწმენა და ადამიანის სულის ღვთაებრიობა, რწმენა ღვთიური საწყისისადმი,
რომლითაც განმსჭვალულია ბუნება და ადამიანის სული (Vogel,1955:34-35)

ემერსონის ფილოსოფია მთლიანად განმსჭვალულია კანტის ფილოსოფიის


ძირითადი პარადიგმებით. მის მოძღვრებებს ასაზრდოებს და საფუძველს უქმის კანტის
ანტი-სკეპტიკური იდეალიზმი.

ემერსონი თავის ფილოსოფიაში გვიჩვენებს კანტის ფილოსოფიური


შეხედულებების და საბაზისო ცნებების სისტემურ გაგებას, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც,
რომ ემერსონის იდეალიზმი არ არის მხოლოდ კანტისეული, ის ასევე არის
ნეოპლატონიზმისა და პოსტ-კანტისეული ფილოსოფიის სინთეზი.

ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ტრანსცენდენტალიზმა დიდი გავლენა იქონია


ამერიკული ფილოსოფიის ჩამოყალიბებაზე. მიუხედავად იმისა, რომ თავად მის
სრულყოფაში, განმანათლებლობისა და რომანტიზმის იდეებმა უდიდესი როლი
ითამაშეს, ამერიკაში ის, როგორც ახალი ფილოსოფიური მიმდინარეობა სრულიად
განსხვავებულად, წმინდა ამერიკული მოვლენის სახით ჩამოყალიბდა. ის ევროპული
ტრანსცენდენტალიზმისაგან განსხვავებით, ხასიათდება ესთეტიზმით, ბიბლიური
ალუზიებითა და სიმბოლიკით, ასევე განსაკუთრებული აქცენტით ინდივიდუალიზმზე.

პირადად მე ვფიქრობ, რომ ამერიკული ტრანსცენდენტალიზმი სრულიად


განხვავებულ ფენომენად იქცა, სადაც ძირითადი აქცენტები გაკეთდა ადამიანის
ბუნების, მისი სულისა და გონების მნიშვნელობის წარმოჩენაზე.

ტრანსცენდელნტალიზმის წარმომადგენლებმა ერთბაშად უარყვეს ადამიანის


პირველყოფილი ცოდვით დამძიმებული ბუნების იდეის სისწორე და მიიჩნიეს, რომ
ადამიანში არსებობს შინაგანი სინათლე, რომ მას შეუძლია ღვთიური ზეშთაგონების
განცდა. ყოველივე ეს ნათლად გამოიხატება ემერსონის მიერ შემოთავაზებულ
პრინციპში „ირწმუნე შენი თავის“, რომელიც მრავალი ხნის განმავლობაში
ტრანსცენდენტალიზმის ძირითად ცნებად იქცა.

ემერსონი მკაცრად ემიჯნება ადამიანის სულის პურიტანისეულ გაგებას . იგი


მიიჩნევს, რომ ადამიანი უსაზღვრო შესაძლებლობებისა და კეთილი ბუნების
მატარებელია.

3
თუ პურიტანიზმის თანახმად, ადამიანი და ღმერთი წარმოადგენს არსობრივად
განსხვავებულ ორ პოლუსს, ემერსონთან მათ შორის არსებობს იგივეობა, თუმცა ეს
იგივეობა ხარისხობრივია.

ემერსონის ფილოსოფიაში ყველაზე კარგად არის დამუშავებული ეთიკა. ესეში


„ირწმუნე შენი თავის“, ის ამერიკელებს მოუწოდებს ირწმუნონ თავიანთი
შესაძლებლობების. სწორედ ემერსონმა შეუწყო ხელი ამერიკელთა
უმნიშვნელოვანესი თვისების ინდივიდუალიზმის ჩამოყალიბებას. გარდა ამის, ის
ცდილობდა ადამიანებისათვის შეეხსენებინა, რომ ადამიანის ბუნება ღვთაებრივთანაა
წილნაყარი. ის ასევე წინააღმდეგი იყო საზოგადოებისა, რადგან მიიჩნევდა, რომ
საზოგადოება თავშესაფარი იყო რიგითი ადამიანებისათვის, ნიჭიერი კი ყოველთვის
ცალკე იდგა მისგან.

ემერსონი თავის ნაშრომებში, განსაკუთრებით დიდი ყურადღებას უთმობს


ბუნების მნიშვნელობის გადმოცემას. მისი აზრით ბუნება არის ის, რომლის
საშუალებითაც ღმერთი ესაუბრება თავის ქმნილებებს. ბუნება არის ერთგვარი
შეტყობინება ჩვენთვის. ის თუ რა სისავსით გაიხსნება ბუნება ადამიანისთვის,
დამოკიდებულია მის სულსა და აღქმაზე. მისის აზრით ღმერთთან ერთობა
შესაძლებელია გამჭრიახი გონებითა და მყარი სულის არსებობით.

ემერსონი ასვე გვაცნობს სამყაროს შემადგენელ ელემენტებს . ესენია :


საქონელი, ენა,,მშვენიერება და დისციპლინა.

უპირველეს ყოვლისა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ორი უდიდესი


ტრანსცენდენტალისტი ფილოსოფოსი ემერსონი და ოლკოტი, რომლებსაც ასევე
უდიდესი დამსახურება აქვს ტრანსცენდენტალური ფილოსოფიის განვითარების
საქმეში, მიიჩნევენ, რომ ადამიანს შეუძლია საკუთარი სულის ხსნა კარგი აღზრდისა და
განათლების მიღების პირობებში.

პირადად ჩემთვის, საინტერესო და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი,


რომელსაც განიხილავს ოლკოტი, არის განათლება. კერძოდ კი მისი მოდერნიზაცია
და მისი მნიშვნელობის გაზრდა. როდესაც ვეხებით ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს ,
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ოლკოტის ლიბერალურმა იდეებმა საფუძველი
ჩაუყარა განათლების ახალი სისტემის ჩამოყალიბებას ამერიკაში.

4
ჩემი სუბიექტური აზრით მივიჩნევ, რომ მისმა იდეებმა მნიშვნელოვანი
გარდატეხა მოახდინა განათლების ისტორიაში.

ვფიქრობ და სრულებით ვეთანხმები ოლკოტის შეხედულებას იმის შესახებ,


რომ აღსაზრდელის გონების რეფლექსიური მდგომარეობის განვითარებაზე ზრუნვა
გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ფაქტების დაზეპირება და მათი შეგროვება . ის
რომ ტრანცენტენტალისტ ფილოსოფოსთა ნაშრომებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება
ადამიანის ბუნებისა და მისი შესაძლებლობების მნიშვნელობების ხაზგასმასა და მათი
განვითარების დანახვების აუცილებლობას, ნათლად ჩანს ამ ორი მნიშვნელოვანი
ფილოსოფოსის შეხედულებებში.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც უნდა განვიხილოთ ოლკოტის


ფილოსოფიური შეხედულებებზე საუბრის დროს, არის მისი დამოკიდებულება
მორალური გრძნობების თეორიაზე. ის თვლიდა, რომ როგორც მორალური, ასევე
ნებისმიერი ემპირიული ცოდნის მიღება, შესაძლებელია გამოცდილებით. ის თვლიდა,
რომ არ არსებობს პირველშობილი ცოდვა და რომ განათლება გვაძლევს ნებისმიერი
ცოდვის ჩადენის აღმოფხვრის შესაძლებლობას.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტრანსცენდენტალისტური


ფილოსოფიის წარმომადგენლებმა შეძლეს განათლების ფილოსოფიის
პრიორიტეტულობის დასაბუთება. მათ ნაშრომები ადამიანის ბუნების უზენაესობის
აღიარების თვალსაჩინო მაგალითებს წარმოადგენენ. მათ ასევე აქვთ გადმოცემული
ბუნების მნიშვნელობა და მისი კავშირი ადამიანთან. მათსავე ნაშრომებში
ხაზგასმულია, ასევე ადამიანის შესაძლებლობების უზენაესობა. ემერსონის დოქტრინა
„ირწმუნე შენი თავის“, მნიშვნელოვან მოძღვრებად იქცა და ამერიკელთა იდენტობის
ჩამოყალიბების პროცესში უდიდესი როლი შეასრულა.

ასე რომ, ამ პერიოდის ამერიკელმა ფილოსოფოსებმა მნიშვნელოვნად


გაზარდეს თავიანთი ქვეყნის ფილოსოფიის მნიშვნელობა მსოფლიო ასპარეზზე და
ხელი შეუწყვეს საკუთრივ ამერიკული ფილოსოფიური სისტემის ჩამოყალიბებასა და
განვითარებას.

You might also like