You are on page 1of 14

შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

ხარისხის მართვის სისტემის დოკუმენტაცია

საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია


დამტკიცებულია აკადემიური საბჭოს მიერ 03/05/2016წ. - გადაწყვეტილება №3 (დანართი №1)

დამტკიცებულია

ქვემოთ მოცემული ხელმოწერები ადასტურებს, რომ აღნიშნული დოკუმენტი წაკითხული


და მიღებულია.
ხელმოწერის ავტორები ადასტურებენ, რომ ისინი ნამდვილად ფლობენ წინამდებარე
დოკუმენტში არსებულ ინფორმაციას და უზრუნველყოფენ მასში ასახული პირობების
განხორციელებას.

მოამზადა: იურიდიული სამსახური

შეამოწმა: ხარისხის მართვის კომისია

დაამტკიცა: აკადემიური საბჭო

დოკუმენტის No: IBSU.R3.I13G ვერსია: 2.00


განახლების თარიღი:
12.02.2020
დამტკიცების თარიღი:
შეუმოწმებელი ვერსია  შემოწმებული ვერსია  03.05.2016

შზსუ-ს კუთვნილი დოკუმენტაცია.


წინამდებარე დოკუმენტით სარგებლობამდე, დარწმუნდით, რომ აღნიშნულ დოკუმენტს აქვს
საბოლოო განახლების ნომერი.
ცვლილების შეტანის სურვილის შემთხვევაში, ხარისხის მართვის საბჭოს წარუდგინეთ
დოკუმენტის ცვლილების მოთხოვნის ფორმა.
საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია

შინაარსი

შეტანილი ცვლილებები..............................................................................................................3
ცვლილებების ნუსხა....................................................................................................................4
მუხლი 1. საგანი და მოქმედების სფერო................................................................................5
მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები.........................................................................................5
მუხლი 3. საბაკალავრო ნაშრომის სათაურის და ხელმძღვანელის დამტკიცება............5
მუხლი 3¹. საბაკალავრო ნაშრომის თანახელმძღვანელი......................................................6
მუხლი 4. საბაკალავრო ნაშრომის მომზადება......................................................................6
მუხლი 5. საბაკალავრო ნაშრომის შეფასება...........................................................................7
მუხლი 6. საბაკალავრო ნაშრომის ჩაბარება...........................................................................9
მუხლი 7. შულედური შეფასების კომისია.............................................................................9
მუხლი 8. დაცვის კომისია.........................................................................................................9
მუხლი 9. დაცვის კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ფუნქიები...........................11
მუხლი 10. დაცვის პროცედურა...............................................................................................11
მუხლი 11. დასკვნითი დებულებები......................................................................................11
მუხლი 12. ძალაში შესვლა........................................................................................................12
მუხლი 13. შესრულებაზე ზედამხედველობა........................................................................12

IBSU.R3.I13G ვერსია №: 2.00; თარიღი: 12.02.2020 გვერდი: 2 14 - დან


საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია

შეტანილი ცვლილებები

გადაწყვეტილების
# გადაწყვეტილების მიმღები ორგანო თარიღი

1. აკადემიური საბჭო 3 05.09.2016
2. აკადემიური საბჭო 9 22.08.2017
3. აკადემიური საბჭო 2 23.01.2019
4. აკადემიური საბჭო 21 15.11.2019
5. აკადემიური საბჭო 3 12.02.2020

თავდაპირველი რედაქცია: 03.05.2016

IBSU.R3.I13G ვერსია №: 2.00; თარიღი: 12.02.2020 გვერდი: 3 14-დან


საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია

ცვლილებების ნუსხა

# თარიღი მუხლი შენიშვნა


საბაკალავრო ნაშრომის შეფასების სისტემის
01 05.09.2016 5
შესახებ
02 22.08.2017 2 საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელის შესახებ
03 22.08.2017 4.3 ამოღებულია
საბაკალავრო ნაშრომის შეფასების სისტემის
04 22.08.2017 5
შესახებ
05 23.01.2019 2 ტერმინთა განმარტებები
23.01.2019 საბაკალავრო ნაშრომის სათაურის და
06 3
ხელმძღვანელის დამტკიცება
07 23.01.2019 3¹ საბაკალავრო ნაშრომის თანახელმძღვანელი
08 23.01.2019 5 საბაკალავრო ნაშრომის შეფასება
09 23.01.2019 8 დაცვის კომისია
23.01.2019 დაცვის კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის
10 9
ფუნქიები
11 15.11.2019 4 საბაკალავრო ნაშრომის მომზადება
12 12.02.2020 2 ტერმინთა განმარტებები

IBSU.R3.I13G ვერსია №: 2.00; თარიღი: 12.02.2020 გვერდი: 4 14-დან


საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია

მუხლი 1. საგანი და მოქმედების სფერო

1.1 წინამდებარე დოკუმენტი განსაზღვრავს შპს - შავი ზღვის საერთაშორისო


უნივერსიტეტის (შემდგომში ,,შზსუ“) სტუდენტის საბაკალავრო ნაშრომის
ხელმძღვანელობის, მომზადების, შეფასებისა და დაცვის წესებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები

2.1 პროგრამა - საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს


საბაკალავრო ნაშრომს, როგორც სავალდებულო/არჩევით სასწავლო
კომპონენტს;

2.2 საბაკალავრო ნაშრომი - საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის მიერ


განსაზღვრული სასწავლო კომპონენტი, რომელიც მოიცავს
კვლევითი/პრაქტიკული ხასიათის პროექტის მომზადებასა და დაცვას;

2.3 ხელმძღვანელი – საბაკალავრო ნაშრომის ხელმძღვანელი შესაძლებელია იყოს


შზსუ-ს აკადემიური პერსონალი ან მოწვეული ლექტორი. ამასთან, დოქტორის
აკადემიური ხარისხის არმქონე მოწვეულ ლექტორს უნდა ჰქონდეს
პუბლიკაციები ბოლო 5 წლის განმავლობაში.
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 2017 წლის 22 აგვისტოს #02 გადაწყვეტილებით.
ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 2020 წლის 12 თებერვლის #03 გადაწყვეტილებით.

2.4 თანახელმძღვანელი - საბაკალავრო ნაშრომის თანახელმძღვანელი


შესაძლებელია იყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტი.
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის #02 გადაწყვეტილებით.

მუხლი 3. საბაკალავრო ნაშრომის სათაურის და ხელმძღვანელის დამტკიცება

3.1 საბაკალავრო ნაშრომის სათაურსა და ხელმძღვანელს, სემესტრის დასაწყისში,


ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო. საბაკალავრო ნაშრომის სათაური
შესაძლებელია შესწორებულ იქნას მისი დამტკიცებიდან ორი თვის
განმავლობაში. შესწორებული სათაური მტკიცდება იმავე პროცედურით, რა
პროცედურითაც მოხდა მისი თავდაპირველი დამტკიცება.
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის #02 გადაწყვეტილებით.

3.2 საბაკალავრო ნაშრომის სათაური და ხელმძღვანელი უნდა დამტკიცდეს


შემდეგი სახით:

IBSU.R3.I13G ვერსია №: 2.00; თარიღი: 12.02.2020 გვერდი: 5 14-დან


საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია

3.2.1 პროგრამის ხელმძღვანელი, ფაკულტეტის საბჭოს თანხმობით,


ამზადებს მიმართულების/სფეროს/ ძირითადი სათაურებისა და
ხელმძღვანელების სავარაუდო სიას;

3.2.2 ფაკულტეტი აღნიშნულ სიას გააცნობს საბაკალავრო პროგრამის


სტუდენტებს;

3.2.3 სტუდენტი (ხელმძღვანელთან ერთად) იღებს გადაწყვეტილებას და


მიმართავს ფაკულტეტს განცხადებით. განცხადებას ხელს აწერს
სტუდენტი და ხელმძღვანელი;

3.2.4 საბაკალავრო ნაშრომის სათაურსა და ხელმძღვანელს ამტკიცებს


ფაკულტეტის საბჭო.

მუხლი 3¹. საბაკალავრო ნაშრომის თანახელმძღვანელი

3¹.1 საბაკალავრო ნაშრომის შინაარიდან გამომდინარე, სტუდენტის და/ან


ფაკულტეტის საბჭოს ინიციატივით შესაძლოა დაინიშნოს
თანახელმძღვანელი.

3¹.2 თანახელმძღვანელს ამტკიცებს ფაკულტეტის საბჭო ნაშრომის სათაურის


დამტკიცების ეტაპზე. ამასთან, საჭიროების შემთხვევაში თანახელმძვანელი
შესაძლოა დაინიშნოს მოგვიანებით, ნაშრომის სათაურის დამტკიცებიდან
არაუგვიანეს 8 კვირისა.
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის #02 გადაწყვეტილებით.

მუხლი 4. საბაკალავრო ნაშრომის მომზადება

4.1 ქართულენოვანი პროგრამის საბაკალავრო ნაშრომის უნდა მომზადდეს


ქართულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვერდიანი რეზიუმე ქართულ და ინგლისურ
ენებზე). ინგლისურენოვანი პროგრამის საბაკალავრო ნაშრომი, უნდა
მომზადდეს ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვერდიანი რეზიუმე ქართულ და
ინგლისურ ენებზე). თურქულენოვანი პროგრამის საბაკალავრო ნაშრომი უნდა
მომზადდეს თურქულ ენაზე (მაქსიმუმ 1 გვერდიანი რეზიუმე ქართულ,
ინგლისურ და თურქულ ენებზე).

4.2 საბაკალავრო ნაშრომის ფორმატის მომართ მოქმედებს შემდეგი მოთხოვნები:


მოცულობა -20-40 გვერდი. შრიფტი: Sylfaen (ქართულ ენაზე შესრულებული
ნაშრომისათვის), Times New Roman (ინგლისურ ენაბზე შესრულებული
ნაშრომისათვის), შრიფტის ზომა – 12, სტრიქონებს შორის დაშორება – 1.5,
მარცხენა მინდორი – 3 სმ., მარჯვენა მინდორი – 1.5სმ., ზედა და ქვედა

IBSU.R3.I13G ვერსია №: 2.00; თარიღი: 12.02.2020 გვერდი: 6 14-დან


საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია

მინდვრები – 2.5 სმ. მითითებისა და ციტირების სტილი APA (თუ შესაბამისი


პროგრამით სხვა რამ არ არის განსაზღვრული).
ცვლილება შეტანილია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 15 ნოემბრის გადაწყვეტილებით #21

4.3 (ამოღებულია)
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 2017 წლის 22 აგვისტოს #02 გადაწყვეტილებით.

მუხლი 5. საბაკალავრო ნაშრომის შეფასება

5.1 საბაკალავრო ნაშრომი ფასდება ორ ეტაპად:


5.1.1 შუალედურ შეფასებას ახდენს ხელმძღვანელი (თანახელმძღვანელის
არსებობის შემთხვევაში, ხელმძღვანელი და თანახელმძღვანელი)
(ვარიანტი „ა“) ან კომისია და ხელმძღვანელი (თანახელმძღვანელის
არსებობის შემთხვევაში, კომისია, ხელმძღვანელი და
თანახელმძღვანელი) (ვარიანტი „ბ“ ). შეფასების კონკრეტული
ვარიანტი (,,ა“ ან ,,ბ“) და შესაბამისი ქულობრივი განაწილება
განისაზღვრება კომპონენტის სილაბუსით.
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის #02 გადაწყვეტილებით.

5.1.2 დასკვნითი შეფასება – სტუდენტის მიერ ნაშრომის საჯარო დაცვას


აფასებს კომისია სილაბუსით განსაზღვრული ქულათა ოდენობით.

5.2 შუალედური და დასკვნითი შეფასებების ჯამი 100 ქულის ტოლია.

5.3 დასკვნითი შეფასების მიღებისათვის, სტუდენტს გადალახული უნდა ჰქონდეს


შუალედური შეფასებებისათვის განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის
ზღვარი.

5.4 საბოლოო შეფასების მიზნებისათვის (კრედიტის მინიჭებისათვის) დასკვნითი


შეფასების მიღება სავალდებულოა და მიღებულად ითვლება, თუ სტუდენტმა
გადალახა დასკვნითი შეფასებისათვის დადგენილი მინიმალური კომპეტენციის
ზღვარი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს დასკვნითი შეფასების 60%-ს.

5.5 საბაკალავრო ნაშრომის სასწავლო კომპონენტი ჩაბარებულად ითვლება თუ


სტუდენტმა გადალახა შუალედური და დასკვნითი შეფასებებისათვის
დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვრები და მის მიერ შუალედურ და
დასკვნით შეფასებებში მიღებული ქულათა ჯამი არის არანაკლებ 51.

5.6 შუალედური და დასკვნითი შეფასების კომპონენტები, შეფასების ფორმის


მაქსიმალური ქულათა რაოდენობა, შეფასების კრიტერიუმები და შეფასების

IBSU.R3.I13G ვერსია №: 2.00; თარიღი: 12.02.2020 გვერდი: 7 14-დან


საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია

მინიმალური კომპეტენციის ზღვარი განსაზღვრულია საბაკალავრო ნაშრომის


სილაბუსით.

5.7 შეფასების სისტემა უშვებს:


ა) ხუთი სახის დადებით შეფასებას:
ა.ა) (A) ფრიადი – შეფასების 91-100 ქულა;
ა.ბ) (B) ძალიან კარგი – მაქსიმალური შეფასების 81-90 ქულა;
ა.გ) (C) კარგი – მაქსიმალური შეფასების 71-80 ქულა;
ა.დ) (D) დამაკმაყოფილებელი – მაქსიმალური შეფასების 61-70 ქულა;
ა.ე) (E) საკმარისი – მაქსიმალური შეფასების 51-60 ქულა.
ბ) ორი სახის უარყოფით შეფასებას:
ბ.ა) (FX) ვერ ჩააბარა – მაქსიმალური შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ
სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი მუშაობა სჭირდება და ეძლევა
დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ გასვლის
უფლება;
ბ.ბ) (F) ჩაიჭრა – მაქსიმალური შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს,
რომ სტუდენტის მიერ ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი
ახლიდან აქვს შესასწავლი.

5.8 სტუდენტს აქვს დამატებით გამოცდაზე გასვლის უფლება, თუ მისი ჯამური


სემესტრული ქულა (შუალედური შეფასებებისა და დასკვნითი შეფასების ჯამი)
არის

ა) არანაკლებ 41-50 ქულა ან


ბ) 51 ქულა ან მეტი და მან ვერ გადალახა დასკვნითი შეფასებისათვის
დაწესებული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი.

5.9 თუ სტუდენტის შეფასება არის (FX), მას აქვს უფლება კიდევ ერთხელ დაიცვას
საჯაროდ თავისი ნაშრომი იმავე სემესტრში, მაგრამ პირველი დაცვის
შედეგების გამოცხადებიდან არაუადრეს 5 კალენდარული დღისა.

5.10 უარყოფითი შეფასების - “(F) ჩაიჭრა” გარდა, საბაკალავრო ნაშრომი


უარყოფითად იქნება შეფასებული თუ:

ა) დადგინდა პლაგიატის ფაქტი;

ბ) სტუდენტი არ გამოცხადდა საჯარო დაცვაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა


გამოუცახდებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით. საპატიო მიზეზის
არსებობის ფაქტი უნდა დასტურდებოდეს ფაკულტეტის საბჭოს

IBSU.R3.I13G ვერსია №: 2.00; თარიღი: 12.02.2020 გვერდი: 8 14-დან


საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია

გადაწყვეტილებით). საჯარო დაცვაზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის


შემთხვევაში, სტუდენტს იმავე სემესტრში ენიშნება საჯარო დაცვა.

გ) სტუდენტი შეეცედა შეფასება მიეღო ეთიკური ნორმების დარღვევის გზით.

5.11 შეფასებასთან დაკავშირებული ყველა სხვა საკითხი განისაზღვრება შესაბამისი


სილაბუსით.
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 2017 წლის 22 აგვისტოს #02 გადაწყვეტილებით.

მუხლი 6. საბაკალავრო ნაშრომის ჩაბარება

6.1 სტუდენტმა დასრულებული საბაკალავრო ნაშრომი ფაკულტეტს უნდა


წარუდგინოს საბაკალავრო ნაშრომის რეგისტრაციის სემესტრში.

6.2 განცხადებას, საბაკალავრო ნაშრომის დასრულების შესახებ თან უნდა


დაერთოს ნაშრომის სამი ასლი - ორი ნაბეჭდი ფორმით (ხელმოწერილი
სტუდენტის მიერ) და ერთი ელექტრონული ფორმით (CD დისკზე).

მუხლი 7. შულედური შეფასების კომისია

7.1 შუალედური შეფასების კომისია იქმნება, თუ აღნიშნული განსაზღვრულია


სილაბუსით.

7.2 შუალედური შეფასების კომისია იქმნება ამ ინსტრუქციის მე-8 მუხლით


განსაზღვრული წესით.

7.3 კომისია გადაწყვეტილებას იღებს ოქმის სახით, რომელიც წარედგინება


ფაკულტეტს.

მუხლი 8. დაცვის კომისია

8.1 კომისია შედგება შესაბამისი სპეციალობის/მიმართულების მინიმუმ 3 და


მაქსიმუმ 5 წევრისგან (პროგრამის ხელმძღვანელის ჩათვლით). ხელმძღვანელს
და თანახელმძღვანელს აქვთ უფლება დაესწრონ დაცვას, მაგრამ ისინი არ
არიან კომისიის წევრები.
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის #02 გადაწყვეტილებით.

8.2 კომისია შედგება შესაბამისი სპეციალობის/მიმართულების მინიმუმ 3 და


მაქსიმუმ 5 წევრისგან (პროგრამის ხელმძღვანელის ჩათვლით). ხელმძღვანელს
აქვს უფლება დაესწროს დაცვას, მაგრამ იგი არ არის კომისიის წევრი.

8.3 კომისიის მდივანი შესაძლოა იყოს ფაკულტეტის წარმომადგენელი, ხმის


უფლების გარეშე.

IBSU.R3.I13G ვერსია №: 2.00; თარიღი: 12.02.2020 გვერდი: 9 14-დან


საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია

8.4 დაცვის ოქმს ხელს აწერს თავმჯდომარე, მდივანი და ყველა დამსწრე წევრი.

IBSU.R3.I13G ვერსია №: 2.00; თარიღი: 12.02.2020 გვერდი: 10 14-დან


საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია

მუხლი 9. დაცვის კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ფუნქიები

9.1 კომისიის თავმჯდომარის ფუნქციები:


9.1.1 დაცვის პროცედურის წარმართვა;
9.1.2 კომიის წევრთა შეფასებების დაჯამება და საშუალო ქულის გამოყვანა.

9.2 კომისიის მდივნის ფუნქციებია:


9.2.1 საბაკალავრო ნაშრომის დაცვისათვის და დაცვის შემდგომ ყველა
საჭირო პროცედურული და საორგანიზაციო მოქმედებების
განხორციელება (მათ შორის იმ სტუდენტთა სიის მომზადება,
რომლებმაც დაიცვეს საბაკალავრო ნაშრომი (სტუდენტთა სახელის,
გვარის, თემის სათაურის, პროგრამის, ნაშრომის
ხელმძღვანელის/თანახელმძღვანელის, დაცვის თარიღისა და სხვა
საკითხების მითითებით) და იმ სტუდენტთა სიის მომზადება,
რომლებმაც ვერ დაიცვეს საბაკალავრო ნაშრომი, (მიზეზისა და
კომისიის შესაბამისი ოქმის მითითებით);
ცვლილებები შეტანილია აკადემიური საბჭოს 2019 წლის 23 იანვრის #02 გადაწყვეტილებით.

9.2.2 კომისიის დასკვნის მომზადება ერთ ეგზემპლიარად და ფაკულტეტის


საბჭოსათვის წარდგენა.

მუხლი 10. დაცვის პროცედურა

10.1 საბაკალავრო ნაშრომის დაცვის პროცესის ორგანიზება (მათ შორის დროისა და


ადგილის გამოცხადება) ხორციელდება ფაკულტეტის მიერ.

10.2 დაცვას უნდა ესწრებოდეს კომისიის წევრთა არანაკლებ 2/3 (სულ მცირე 3
წევრი).

10.3 საბაკალავრო ნაშრომის დაცვა მიმდინარეობს ზეპირად და საჯაროდ,


პროგრამის განხორციელების ენაზე.

10.4 პრეზენტაციისათვის გამოყოფილი დრო არ უნდა აჭარბებდეს 15 წუთს.


პრეზენტაციის შემდეგ კომისიის წევრები უფლებამოსილები არიან
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტს დაუსვან შეკითხვები.

მუხლი 11. დასკვნითი დებულებები

11.1 საკითხები, რომელიც არ არის მოწესრიგებული წინამდებარე ინსტრუქციით,


რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობითა და შზსუ-ს დებულებებით.

IBSU.R3.I13G ვერსია №: 2.00; თარიღი: 12.02.2020 გვერდი: 11 14-დან


საბაკალავრო ნაშრომის ინსტრუქცია

11.2 წინამდებარე დოკუმენტში ნებისმიერი სახის ცვლილება ან დამატება შედის


აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით.

მუხლი 12. ძალაში შესვლა

12.1 წინამდებარე ინსტრუქცია ძალაში შედის აკადემიური საბჭოს მიერ


დამტკიცებისთანავე.

მუხლი 13. შესრულებაზე ზედამხედველობა

13.1 წინამდებარე ინსტრუქციის შესრულებაზე ზედამხედველობა


განხორციელდება პრორექტორის მიერ სასწავლო დარგში.

IBSU.R3.I13G ვერსია №: 2.00; თარიღი: 12.02.2020 გვერდი: 12 14-დან


უნივერსიტეტის წესების შეუსრულებლობა დაუშვებელია. ყველა ვალდებულია იცნობდეს შზსუ-ს
მიერ შემუშავებულ წესებსა და რეგულაციებს.

შზსუ ყველას თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს.საზოგადოების ყველა წევრს თანასწორი


უფლება აქვს მიიღოს უკეთესი განათლება, განურჩევლად სქესის, რასის, ეროვნების, გვარის,
რწმენის, საზოგადოებრივი სტატუსის, ფიზიკური, მენტალური, ემოციური სხვაობისა და სწავლის
განსხვავებული უნარისა.

გამოსცა:
შპს - შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
დავით აღმაშენებლის ხეივანი, 13 კმ., 2, 0131
თბილისი, საქართველო
www.ibsu.edu.ge
contact@ibsu.edu.ge

You might also like