You are on page 1of 864

რობერტ ჰაინლაინი

უცხო უცხოთა
ქვეყანაში

მთარგმნელი გაგი გაბრიჭიძე


1
***
სამეცნიერო ფანტასტიკის კლასიკური ნაწარმოების ორიგინალუ-
რი, სრული და შეუმოკლებელი ვერსია ვირჯინია ჰაინლაინის წინასიტ-
ყვაობით

2
***
რობერტ კორნოგს,
ფრედერიკ ბრაუნსა და
ფილიპ ჟოზე ფარმერს

3
***
სიყვარული ის მდგომარეობაა,
როდესაც სხვა ადამიანის ბედნიერება განუყოფელია

4
***
ამ ამბავში ყველა ადამიანი, ღმერთი და პლანეტა გამოგონილია.
გთხოვთ, მომიტევოთ სახელებისა თუ სახელწოდებების შესაძლო დამ-
თხვევის გამო.
რობერტ ენსონ ჰაინლაინი

5
ნაწილი პირველი. მისი ბუნდოვანი
წარმომავლობა

6
თავი პირველი
ოდესღაც, როდესაც სამყარო ჯერ კიდევ ახალგაზრდა იყო, ცხოვ-
რობდა მარსელი, სახელად სმიტი.
ვალენტაინ მაიკლ სმიტის არსებობა ისეთივე ფაქტი იყო, როგო-
რიც გადასახადებისა, თუმცა კი საკუთარი რასის ერთადერთი წარმო-
მადგენელი გახლდათ.
დედამიწიდან მარსზე გაგზავნილი პირველი ექსპედიციის დაკომ-
პლექტების პრინციპის თანახმად, ყველაზე დიდი საფრთხე, რომელ-
საც ადამიანი კოსმოსურ სივრცეში შეიძლებოდა გადასწყდომოდა, თა-
ვად ადამიანი იყო. იმ დროს, მთვარეზე პირველი კოლონიის დაარსე-
ბიდან რვა წლის შემდეგ, ადამიანები ნებისმიერ პლანეტათშორის
მოგზაურობას ახლა უკვე დრომოჭმული მეთოდით ახორციელებდნენ
– თავისუფალი ვარდნის ორბიტით, კოტანგენსურ ნახევარელიფსზე.
ამ მხრივ არც მარსზე მოგზაურობა წარმოადგენდა გამონაკლისს. დე-
დამიწიდან მარსამდე მისაღწევად ორას ორმოცდათვრამეტი დედამი-
წური დღე იყო საჭირო, ამდენივე სჭირდებოდა მარსიდან უკან, დედა-
მიწაზე დაბრუნებასაც. ამას ემატებოდა ოთხას ორმოცდათხუთმეტი
დღე, რომლებიც პლანეტათშორის მოგზაურებს მარსზე უნდა გაეტარე-
ბინათ, ვიდრე პლანეტების ურთიერთგანლაგება უკან დაბრუნების-
თვის ყველაზე ხელსაყრელი გახდებოდა. ამისთვის პლანეტებს ერ-
თმანეთთან მიმართებაში ისეთი მდგომარეობა უნდა ჰქონოდათ, რომ
კოტანგენსური ორბიტა კვლავ ფორმირებულიყო. საბოლოოდ, ამ ყვე-
ლაფრის გათვალისწინებით, დედამიწიდან მარსამდე და უკან მოგ-
ზაურობას სამ დედამიწურ წელიწადს ანდომებდნენ.
ხანგრძლივობასთან ერთად, ეს მოგზაურობა სახიფათოც იყო. „ენ-
ვოის“[2] მსგავს პრიმიტიულ მფრინავ კუბოს ასეთი მოგზაურობის გან-
ხორციელება მხოლოდ კოსმოსურ სადგურზე საწვავის მარაგის შევსე-
ბის შემდეგ თუ შეეძლო. რაც შეეხება დედამიწაზე დაბრუნებას, კოსმო-
სური ხომალდი ამას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოახერხებდა, თუ მარ-
სზე დაშვებისას არ დაიმსხვრეოდა, თუ ექსპედიციის წევრები პლანე-
ტაზე რეაქტორისთვის აუცილებელ წყალს აღმოაჩენდნენ და თუ კიდევ
7
უამრავი მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი წვრილმანი არ იჩენ-
და თავს.
მაგრამ ფიზიკური საფრთხე, მოსალოდნელ ფსიქოლოგიურ სტრეს-
თან შედარებით, ნაკლებად მნიშვნელოვნად მიიჩნეოდა. კოსმოსური
ხომალდის ტყვეობაში მაიმუნებივით გამომწყვდეულ რვა ადამიანს,
თითქმის სამი წლის განმავლობაში, ისეთ სივიწროვესა და ახლო ურ-
თიერთობის პირობებში უნდა ეცხოვრა, რომელიც მკვეთრად გან-
სხვავდებოდა ადამიანებისთვის ჩვეული, ბუნებრივი გარემოსაგან.
მხოლოდ მამაკაცებისგან შემდგარი ეკიპაჟის ვერსია იმთავითვე უარ-
ყვეს, როგორც არაჯანსაღი და სოციალურად არასტაბილური გარემო.
ეს დასკვნა კი მანამდე არსებულ გამოცდილებაზე დაყრდნობით გა-
მოიტანეს. ოპტიმალურად მიიჩნიეს, რომ მარსზე გასაგზავნ ექსპედი-
ციაში ოთხი ქალი და ოთხი მამაკაცი – დაქორწინებული წყვილები უნ-
და შეეყვანათ თუ, რა თქმა უნდა, ეკიპაჟისთვის საჭირო სპეციალის-
ტებს შორის მსგავსი კომბინაციების შერჩევას მოახერხებდნენ.
ეკიპაჟის შესარჩევად პროექტის მთავარმა პარტნიორმა, ედინბურ-
გის უნივერსიტეტმა, სოციოლოგიის ინსტიტუტთან დადო კონტრაქტი.
მას შემდეგ, რაც ასაკის, ჯანმრთელობის მდგომარეობის, ინტელექ-
ტის, კვალიფიკაციისა და ტემპერამენტის გათვალისწინებით უამრავი
მოხალისე გაცხრილეს, კიდევ დარჩა ცხრა ათასზე მეტი კანდიდატი,
რომლებიც მარსზე გასაგზავნი ექსპედიციისთვის შესაფერისნი იყვნენ,
როგორც ჯანმრთელობის მხრივ, ისე გონებრივი მონაცემებით. თი-
თოეულ კანდიდატს, სულ მცირე, ამ ექსპედიციისთვის აუცილებელი
ერთი უნარი მაინც ჰქონდა, ინსტიტუტს კი ოთხწყვილიანი ეკიპაჟის
რამდენიმე მისაღები ვარიანტი უნდა შეერჩია.
ეკიპაჟის ოპტიმალური შემადგენლობის დაკომპლექტება ვერა და
ვერ ხერხდებოდა, ექსპედიციას კი შემდეგი სპეციალისტები სჭირდე-
ბოდა: ასტროგატორი, ექიმი, მზარეული, მექანიკოსი, ხომალდის მე-
თაური, სემანტიკოსი, ქიმიკოსი, ელექტროინჟინერი, ფიზიკოსი, გე-
ოლოგი, ბიოქიმიკოსი, ბიოლოგი, ბირთვული ფიზიკის სპეციალისტი,
ფოტოგრაფი, ჰიდროპონიკისა და ხომალდის სისტემების სპეციალის-
ტები. ეკიპაჟის თითოეულ წევრს ერთზე მეტ სფეროში უნდა ჰქონოდა

8
შესაფერისი კვალიფიკაცია ან მოთხოვნების შესაბამისი დამატებითი
ცოდნა და გამოცდილება მოგზაურობის განმავლობაში შეეძინა. პირ-
ველ ეტაპზე რვა ასეთი ადამიანისგან დაკომპლექტებული ასობით სა-
ვარაუდო კომბინაცია გადაარჩიეს, შემდეგ ოთხ-ოთხი წყვილისგან
შემდგარი სამი შესაძლო ეკიპაჟი შეადგინეს. მათ სათანადო ცოდნა
და გამოცდილება ჰქონდათ, ასევე შესაბამისი ჯანმრთელობითა და
ინტელექტითაც გამოირჩეოდნენ. მაგრამ ჯგუფების ფსიქოდინამიკის
სპეციალისტებმა, რომლებიც ამ ჯგუფების წევრთა თანამშრომლობის-
თვის აუცილებელ, ტემპერამენტთან დაკავშირებულ ფაქტორებს აფა-
სებდნენ, სამივე სავარაუდო ეკიპაჟზე დაკვირვებისას, შოკის მომ-
გვრელად უარყოფითი შედეგები მიიღეს.
საბოლოოდ, მთავარმა კონტრაქტორმა იმ მოთხოვნების შემცირე-
ბა მოითხოვა, რომლებიც სავარაუდო ეკიპაჟის წევრების ურთიერ-
თთავსებადობის მხრივ, ასეთ მაღალ სტანდარტებს აწესებდა. ამის სა-
პასუხოდ, სოციოლოგიის ინსტიტუტი დაიმუქრა, რომ უარს იტყოდა თა-
ნამშრომლობის გაგრძელებაზე და ერთი დოლარის ოდენობის სიმბო-
ლურ გასამრჯელოსაც უკან დააბრუნებდა. ამასობაში კი, ერთ-ერთი
პროგრამისტი, რომლის სახელიც ისტორიამ არ შემოგვინახა, ექსპედი-
ციისთვის შესაფერისი ოთხწყვილიანი კომბინაციების ძიებას განაგ-
რძობდა და რამდენიმე ათეული, სავარაუდოდ თავსებადი კომბინაცი-
აც გადაერჩია. ცხადია, ყველა შერჩეულ წყვილს შესაბამისი განსაკუთ-
რებული მახასიათებლები უნდა ჰქონოდა. კომპიუტერები კი კვლავ აგ-
რძელებდნენ მონაცემების ხელახლა გადამუშავებას იმის გათვალის-
წინებით, რომ ეს მონაცემები მუდმივად ახლდებოდა: ერთი მხრივ, შე-
საძლო კანდიდატების სიკვდილის, ექსპედიციისთვის შეუფერებლად
ცნობის ან რაიმე სხვა მიზეზით სიიდან ამოვარდნის გამო, მეორე
მხრივ კი იმიტომ, რომ სიას განუწყვეტლივ ემატებოდა ახალი კანდი-
დატები.
კაპიტანმა მაიკლ ბრანტმა ინსტიტუტის მიერ წარმოდგენილ კან-
დიდატთა სიაში იმთავითვე განსაკუთრებული ადგილი დაიკავა. იგი
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში მაგისტრის ხარისხს ფლობდა და
საესკადრონო ხომალდების ფლოტილიის ყოფილი მეთაური გახ-

9
ლდათ. ასევე ჰქონდა პილოტის უვადო ლიცენზია და, სულ რაღაც, ოც-
დაათი წლისა, უკვე მთვარის ექსპედიციების ვეტერანად
მიიჩნეოდა. მისთვის შესაფერისი ქალი კანდიდატის ძიება გამუდ-
მებით მიმდინარეობდა. ამ საკითხის მოგვარება, ექსპედიციის დაკომ-
პლექტების მხრივ, მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნებო-
და და დანარჩენი კანდიდატების შერჩევის პროცესსაც გააიოლებდა.
ინსტიტუტშივე ამოარჩიეს კაპიტნისთვის შესაფერისი რამდენიმე ქა-
ლი კანდიდატი მოხალისეთა შორის და ბრანტის მახასიათებლებთან
თავსებადობის დასადასტურებლად მათი მონაცემების შედარებითი
კომპიუტერული ანალიზიც ჩაატარეს. ეს ყველაფერი იმით დამთავ-
რდა, რომ, შესაფერისი კანდიდატის შერჩევის შემდეგ, ბრანტი და-
უყოვნებლივ გაემგზავრა ავსტრალიაში და ხელი სთხოვა სემანტიკის
დოქტორს, გაუთხოვარ უინიფრედ კობურნს, რომელიც ცხენივით წაგ-
რძელებული სახით გამოირჩეოდა და კაპიტანზე ცხრა წლით უფროსიც
იყო. კარლსბადის არქივში შემონახულ ფოტოზე უინფრედ კობურნი
საკმაოდ ხალისიანი გამომეტყველებითაა აღბეჭდილი, მაგრამ, სხვა
მხრივ, მიმზიდველობა აშკარად აკლია.
არც ისაა გამორიცხული, რომ ბრანტი კომპიუტერის მიერ მოწოდე-
ბულ ინფორმაციაზე დაყრდნობის გარეშეც მოქმედებდა, მისი ხასია-
თის ერთ-ერთ გამორჩეულ თვისებას ხომ თავისებური ინტუიციური გა-
ბედულება წარმოადგენდა, რომელიც კვლევების პროცესში ესოდენ
გამოსადეგი გახლდათ. ნებისმიერ შემთხვევაში, კომპიუტერებმა მათ-
ზე დაკისრებული მისია შეასრულეს და, ბოლოს და ბოლოს, „ენვოის“
ეკიპაჟიც შეარჩიეს:
კაპიტანი მაიკლ ბრანტი – ხომალდის მეთაური, პილოტი, ასტრო-
გატორი, სათადარიგო მზარეული, სათადარიგო ფოტოგრაფი, ხომალ-
დის სარაკეტო სისტემის სპეციალისტი.
დოქტორი უინიფრედ კობურნ-ბრანტი, ორმოცდაერთი წლის – სე-
მანტიკოსი, პრაქტიკოსი მედდა, ლოჯისტიკის სპეციალისტი, ისტორი-
კოსი.
ფრენსის სინი, ოცდარვა წლის – კაპიტნის პირველი თანაშემწე, მე-
ორე პილოტი, ასტროგატორი, ასტროფიზიკოსი, ფოტოგრაფი.

10
დოქტორი ოლგა კოვალიკ-სინი, ოცდაცხრა წლის – მზარეული, ბი-
ოქიმიკოსი, ჰიდროპონიკის სპეციალისტი.
დოქტორი უორდ სმიტი, ორმოცდახუთი წლის – ქირურგი და თერა-
პევტი, ბიოლოგი.
დოქტორი მერი ჯეინ ლაილ-სმიტი, ოცდაექვსი წლის – ბირთვული
ფიზიკის სპეციალისტი, ელექტრონული სისტემისა და ენერგეტიკის
სპეციალისტი.
სერგეი რიმსკი, ოცდათხუთმეტი წლის – ელექტრონული სისტემის
ინჟინერი, ქიმიკოსი, მექანიკოსი, კრიოლოგი.
ელეანორა ალვარეს-რიმსკი, ოცდათორმეტი წლის – გეოლოგი და
სელენოლოგი, ჰიდროპონიკის სპეციალისტი.
ეკიპაჟის წევრებს ყველა აუცილებელი სპეციალობა ჰქონდათ, თუმ-
ცა ინტენსიური წვრთნისა და მომზადების შედეგად, ხომალდის სტარ-
ტამდე დარჩენილ რამდენიმე კვირაში, დამატებითი ცოდნისა და გა-
მოცდილების შეძენაც მოუხდათ. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი
იყო, ტემპერამენტის მხრივ, ერთმანეთს იდეალურად ეთავსებოდნენ.
შესაძლოა, მეტისმეტად კარგადაც.
„ენვოიმ“ ყოველგვარი გაუთვალისწინებელი შემთხვევების გარე-
შე, ზუსტად დანიშნულ დროს აიღო სტარტი. ფრენის პირველი რამდე-
ნიმე კვირის განმავლობაში ნებისმიერ რადიომსმენელს შეეძლო ხო-
მალდიდან გამოგზავნილი ყოველდღიური შეტყობინებების მიღება,
ხოლო როდესაც „ენვოი“ თანდათან სულ უფრო დაშორდა დედამიწას
და სიგნალიც შესუსტდა, მათი რეტრანსლაცია პლანეტის ხელოვნური
თანამგზავრებიდან დაიწყეს. ხომალდის ეკიპაჟი მხნედ და ჯანმრთე-
ლად გრძნობდა თავს. დერმატომიკოზი[3] ჯანმრთელობასთან დაკავ-
შირებული ყველაზე სერიოზული პრობლემა იყო, რასთანაც ექიმ სმიტს
მოუხდა შეჯახება. ეკიპაჟი მალე შეეჩვია უწონადობას და მოგზაურო-
ბის პირველივე კვირის შემდეგ გულისრევის საწინააღმდეგო საშუა-
ლებების საჭიროებაც გაქრა. არაფერია ცნობილი იმის შესახებ, ჰქონ-
და თუ არა კაპიტან ბრანტს ეკიპაჟთან დისციპლინარული ხასიათის
პრობლემები. ყოველ შემთხვევაში, მგავსი გართულებების შესახებ დე-
დამიწისთვის არაფერი შეუტყობინებია.

11
საბოლოოდ, „ენვოი“ წრიულ ორბიტაზე გავიდა და ფობოსის[4] ორ-
ბიტის შიგნით მოექცა. ეკიპაჟის წევრები ორი კვირის განმავლობაში
უწყვეტად აკვირდებოდნენ მარსის ზედაპირს და ფოტოებსაც უღებ-
დნენ. ამის შემდეგ კაპიტანმა ბრანტმა დედამიწაზე შეტყობინება გა-
მოგზავნა: „ხვალ, ზოგადკოსმოსური დროით ზუსტად თორმეტ საათზე,
Lacus Soli-ს[5] სამხრეთით, მარსზე დაშვების მცდელობას განვახორცი-
ელებთ“. სულ ეს იყო – მარსიდან მეტი შეტყობინება აღარ მოსულა.

12
თავი მეორე
დედამიწური საუკუნის მეოთხედმა განვლო, ვიდრე ადამიანები
კვლავ ესტუმრებოდნენ მარსს. „ენვოის“ მიერ უკანასკნელი შეტყობი-
ნების გამოგზავნიდან ექვსი წლის შემდეგ მარსისკენ უპილოტო ზონდი
„ზომბი“ გააგზავნეს. ამ ექსპედიციას გეოგრაფიული და ასტრონავტთა
საერთაშორისო საზოგადოება ერთობლივად აფინანსებდა, ხოლო ხო-
მალდმა დაუბრკოლებლად გადალახა მანძილი მარსამდე და, მოსაც-
დელი პერიოდის განმავლობაში, პლანეტის ორბიტაზე გაჩერდა. ამის
შემდეგ დედამიწაზე ყოველგვარი გართულების გარეშე დაბრუნდა.
უპილოტო ხომალდის მიერ გამოგზავნილ მარსის ზედაპირის ფოტოებ-
ზე, დედამიწური სტანდარტებით, ნაკლებად მიმზიდველი ლანდშაფ-
ტი იყო აღბეჭდილი, ხოლო სპეციალური აპარატურით კვლევის შედე-
გად მიღებული მონაცემებით დადასტურდა, რომ პლანეტის ატმოსფე-
რო გაუხშოებული და ადამიანებისთვის შეუფერებელი იყო.
მაგრამ „ზომბიდან“ მიღებული ფოტოებიდან აშკარად ჩანდა, რომ
მათზე აღბეჭდილი ერთგვარი არხები გარკვეული ტიპის საინჟინრო
ნაგებობები იყო. ფოტოებზე ამოცნობილი სხვა დეტალებიც ერთი მი-
მართულებით აიხსნებოდა – ეს ობიექტები მხოლოდ და მხოლოდ ქა-
ლაქების ნანგრევები შეიძლებოდა ყოფილიყო და რომ არა დედამიწა-
ზე მიმდინარე მესამე მსოფლიო ომი, ამ აღმოჩენის შემდეგ მარსზე და-
უყოვნებლივ გაგზავნიდნენ ახალ და უფრო ფართომასშტაბიან ექსპე-
დიციას.
ომის დამთავრებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მარსზე მართლაც
გააგზავნეს „ენვოიზე“ ბევრად მასშტაბური და უკეთესად აღჭურვილი
ექსპედიცია. ფედერაციის ლაილის ძრავით აღჭურვილმა საპლანეტა-
თაშორისო ხომალდმა „ჩემპიონმა“ დედამიწიდან მარსამდე მანძილი,
სულ რაღაც, ცხრამეტ დღეში დაფარა. „ჩემპიონის“ ეკიპაჟი მხოლოდ
მამაკაცებისგან შედგებოდა. ეკიპაჟის თვრამეტივე წევრი გამოცდილი
ასტრონავტი გახლდათ, ხომალდზე მყოფ კოლონისტთა რაოდენობა
კი ეკიპაჟის წევრებზე ოდნავ მეტი იყო. „ჩემპიონის“ დაშვების ადგი-
ლადაც Lacus Soli-ს სამხრეთ ნაპირი იყო მონიშნული, საიდანაც კაპიტა-
13
ნი ვან ტრომპი „ენვოის“ ძებნის დაწყებას აპირებდა. მეორე ექსპედი-
ცია ყოველდღიურად აგზავნიდა დედამიწაზე შეტყობინებებს, მათგან
კი სამი გზავნილი გამოირჩეოდა, რომელთა შინაარსიც მხოლოდ მეც-
ნიერული თვალსაზრისით არ იყო საინტერესო.
პირველი შეტყობინება: ნაპოვნია სარაკეტო ხომალდი „ენვოი“. გა-
დარჩენილები არ არიან.
მეორე შეტყობინება: მარსი დასახლებულია.
მესამე შეტყობინება: შეტყობინება 23-105 საჭიროებს შესწორებას:
„ენვოის“ ეკიპაჟის ერთი წევრი გადარჩა.

14
თავი მესამე
კაპიტანი ვილემ ვან ტრომპი მეტად ჰუმანური და წინდახედული
ადამიანი ბრძანდებოდა და დედამიწაზე დაბრუნებამდე შემდეგი წინ-
მსწრები შეტყობინება გამოაგზავნა: „დაჟინებით მოვითხოვ, ვიმე-
ორებ, მოვითხოვ, რომ ჩემს მგზავრს არ მოუწყოთ პომპეზური და ხმა-
ურიანი დახვედრა. აუცილებლად უზრუნველყავით დაბალგრავიტა-
ციანი შატლი, საკაცე, სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი და შეიარაღებუ-
ლი დაცვა“.
კაპიტანმა ხომალდის ქირურგი, ექიმი ნელსონიც გაგზავნა, რათა
ამ უკანასკნელს თვალყური ედევნებინა, რომ ვალენტაინ მაიკლ სმიტი
„ბეთესდას სამედიცინო ცენტრში“ განცალკევებულ პალატაში განე-
თავსებინათ, ფრთხილად ჩაეწვინათ ჰიდრავლიკურ საწოლში და დაც-
ვაც მიეჩინათ, რომელიც გარემომცველ სამყაროსთან ყოველგვარი
კონტაქტისგან დაიცავდა. თვითონ ვან ტრომპი კი ფედერაციის უმაღ-
ლესი საბჭოს სპეციალურ რიგგარეშე სხდომაზე დასასწრებად გაემარ-
თა.
იმ დროს, როდესაც ვალენტაინ მაიკლ სმიტს ჰიდრავლიკურ სა-
წოლში აწვენდნენ, მეცნიერების უმაღლესი მინისტრი ვან ტრომპს გა-
ღიზიანებული მიმართავდა:
– კაპიტანო, თქვენი, როგორც სამხედრო მეთაურისა და ექსპედიცი-
ის ხელმძღვანელის ავტორიტეტი – იმ ექსპედიციისა, რომელიც, პირ-
ველ რიგში, სამეცნიერო მიზნებს ემსახურებოდა, ნამდვილად გაძ-
ლევთ უფლებას, მოითხოვოთ განსაკუთრებული სამედიცინო მომსახუ-
რება იმ ადამიანისთვის, რომელზეც დროებით აგებთ პასუხს. მაგრამ
არ მესმის, რატომ ცდილობთ, ხელი შეუშალოთ ჩემი დეპარტამენტის
ნორმალურად ფუნქციონირებას. სმიტი ხომ მეცნიერებისთვის ნამდვი-
ლი საგანძურია.
– ვფიქრობ, სწორედ ასეა, სერ.
– მაშინ რატომ... – მეცნიერების მინისტრმა სიტყვა გაწყვიტა და
მშვიდობისა და სამხედრო უსაფრთხოების საქმეთა უმაღლეს მი-
ნისტრს მიუბრუნდა, – დევიდ, აშკარაა, რომ, ამიერიდან, ეს საკითხი
15
ჩემს იურისდიქციაშია. იქნებ გასცე სათანადო განკარგულება, რომ
შენმა ხალხმა სმიტთან პროფესორი კენედი, დოქტორი ოკაძიმა და
დანარჩენები შეუშვას. რაც უნდა იყოს, ვერ დავუშვებთ, ასეთი ავტორი-
ტეტის მქონე ადამიანებს უსასრულოდ ვაცდევინოთ და ამდენ ხანს
უსაქმოდ გავაჩეროთ. ამგვარ დამოკიდებულებას არ მოითმენენ.
მშვიდობის მინისტრს არ უპასუხებია და კაპიტან ვან ტრომპს უსიტ-
ყვო კითხვის გამომხატველი მზერა მიაპყრო. ამ უკანასკნელმა კი თავი
გააქნია:
– არა, სერ.
– რატომ არა? – დაჟინებით იკითხა მეცნიერების მინისტრმა, – ხომ
თავად თქვით, რომ ავად არ არის?
– პიერ, იქნებ მისცეთ შესაძლებლობა კაპიტანს, ყველაფერი აგვიხ-
სნას, – ურჩია მშვიდობის მინისტრმა, – აბა, კაპიტანო, გისმენთ.
– სმიტი ავად არ არის, სერ, – უპასუხა მშვიდობის მინისტრს კაპი-
ტანმა ვან ტრომპმა, – მაგრამ არც კარგად გრძნობს თავს. უბრალოდ,
დედამიწის გრავიტაციასთან ადაპტირებული არ არის, აქ ორ-ნახევარ-
ჯერ უფრო მეტს იწონის, ვიდრე მარსზე და მისი კუნთები ასეთ დატვირ-
თვას ვერ გაუძლებს. ის არც დედამიწის ატმოსფეროსაა შეგუებული,
რომელიც ჩვენ ნორმალურად მიგვაჩნია; საერთოდ არაფერ დედამი-
წურს არაა მიჩვეული და მისთვის აქ ყველაფერი გადაჭარბებულ დატ-
ვირთვასთანაა დაკავშირებული. ბატონებო, დედამიწაზე დაბრუნების
შემდეგ, მისი გრავიტაციის გამო, თავადაც საშინლად ვარ დაქანცული.
არადა, მე ხომ ამ პლანეტაზე დავიბადე და გავიზარდე.
მეცნიერების მინისტრმა კაპიტანს საყვედურით აღსავსე მზერა მი-
აპყრო.
– კაპიტანო, თუ ზედმეტად გადატვირთვის საფრთხეა ერთადერთი,
რაც გაღელვებთ, მაშინ, ნება მომეცით, დაგარწმუნოთ, რომ ეს იმთა-
ვითვე გავითვალისწინეთ. მისი გულისა და სუნთქვის სისტემის ნორმა-
ლურად მუშაობა მუდმივი კონტროლის ქვეშაა. ჩვენც გვაქვს ცოტაო-
დენი წარმოსახვის უნარი და წინდახედულობა. ბოლოს და ბოლოს,
თავადაც ვარ ნამყოფი კოსმოსში და კარგად ვიცი, ეს რასაც ნიშნავს.
ეს ადამიანი, სმიტი...

16
აქ კი კაპიტანმა ვან ტრომპმა გადაწყვიტა, რომ თავის შეკავება
აღარ ღირდა, თანაც, მოგვიანებით, შეიძლებოდა, საკუთარი საქციე-
ლი დაქანცულობით გაემართლებინა. მართლაც უკიდურესად იყო გა-
დაღლილი, თავს ისე გრძნობდა, თითქოს იუპიტერზე იმყოფებოდა. კა-
პიტანი ბუნდოვნად იაზრებდა, რომ უმაღლესი მინისტრიც ვერ მისცემ-
და თავს იმის უფლებას, რომ მარსზე გაგზავნილი პირველი წარმატე-
ბული ექსპედიციის მეთაურის მიმართ ზედმეტი სიმკაცრე და უდიერე-
ბა გამოეჩინა, ამიტომ მინისტრს სიტყვა ზიზღნარევი ღრენით შეაწყვე-
ტინა:
– ეს ადამიანი... როგორ არ გესმით, რომ სმიტი ადამიანი არ არის?
– რაო?
– სმიტი... ის არ არის... ადამიანი!
– იქნებ აგვიხსნათ, რას გულისხმობთ, კაპიტანო.
– სმიტი ადამიანი არ არის. ის დედამიწური წარმოშობისა და ადა-
მიანური გენომის მქონე მოაზროვნე არსებაა, მაგრამ ადამიანი არ
არის. ის მარსელი უფროა. მარსზე ჩვენ გამოჩენამდე ერთი ადამიანიც
არ ჰყავდა ნანახი. ის აზროვნებს, როგორც მარსელი და თავსაც მარსე-
ლად აღიქვამს, რადგან აღზარდა რასამ, რომელსაც არაფერი აქვს სა-
ერთო ჩვენთან. ამ რასაში სექსის ცნებაც კი არ არსებობს, აქამდე ქა-
ლისთვის თვალიც არ მოუკრავს, თუ, რა თქმა უნდა, ჩემი განკარგულე-
ბა ჯერ კიდევ არ დაურღვევიათ. ის მხოლოდ წარმოშობითაა ადამი-
ანი, აღზრდით კი მარსელია. თუ გსურთ, სმიტი ჭკუიდან შეშალოთ და
„ეს სამეცნიერო საგანძური“ გაანადგუროთ, დაუძახეთ თქვენს გამო-
ლაყებულ პროფესორებს და მიუშვით; ნუ მისცემთ საშუალებას მომჯო-
ბინდეს, მოძლიერდეს და საგიჟეთად ქცეულ ამ პლანეტას ნელ-ნელა
შეეჩვიოს. უბრალოდ, წადით და ლიმონივით გამოწურეთ. მე ხელები
დამიბანია. ჩემი მოვალეობა შევასრულე!
– კაპიტანო, მოვალეობას მართლაც შესანიშნავად გაართვით თა-
ვი, – ჩაერთო საუბარში გენერალური მდივანი დაგლასი, – თქვენს რე-
კომენდაციებს გავითვალისწინებთ და ვიზრუნებთ, რომ ნაჩქარევი გა-
დაწყვეტილებები არ მივიღოთ. თუკი ამ ადამიანს, თუ ადამიან-მარ-
სელს, აქაურობასთან შესაგუებლად რამდენიმე დღე სჭირდება, ვფიქ-

17
რობ, მეცნიერება ცოტას კიდევ მოიცდის. ასე რომ, ასაღელვებელი
არაფერია, პიტ. ახლა კი, ბატონებო, ამ საკითხზე საუბარს მოვრჩეთ და
სხვა საკითხებზე გადავიდეთ. კაპიტანი ვან ტრომპი ძალიანაა დაღ-
ლილი.
– ერთი საკითხის განხილვის გადადება არ შეიძლება! – განაცხადა
მასობრივი ინფორმაციის მინისტრმა.
– გისმენთ, ჯოკ.
– ბატონო გენერალურო მდივანო, თუ მარსელ ადამიანს უახლოეს
მომავალში სტერეოვიზიით არ ვაჩვენებთ, არეულობა დაიწყება.
– ვფიქრობ, აჭარბებთ, ჯოკ. საინფორმაციო გამოშვებებში, ცხადია,
მარსის ამბებსაც ჩავრთავთ, ვაჩვენებთ კაპიტნისა და მთელი მისი ეკი-
პაჟის დაჯილდოების ცერემონიას, შემდეგ კი კაპიტანი ვან ტრომპი ამ
მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს. რა თქმა უნდა, მას მერე, რაც და-
ისვენებთ, კაპიტანო.
მასობრივი ინფორმაციის მინისტრმა თავი გააქნია.
– რა არ მოგწონთ, ჯოკ?
– ხალხს იმის მოლოდინი ჰქონდა, რომ მარსზე გაგზავნილი ექსპე-
დიცია, მათი ცნობისმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად, ერთ ნამ-
დვილ ცოცხალ მარსელს მაინც ჩამოიყვანდა. რახან მარსელი ვერ მი-
იღეს, სმიტი მაინც უნდა ვაჩვენოთ, თან, რაც შეიძლება, ჩქარა.
– ცოცხალი მარსელი? – გენერალური მდივანი კაპიტან ვან ტრომპს
მიუბრუნდა, – თქვენ ხომ ფირზე აღბეჭდეთ მარსელები, ასე არ არის?
– მათი გამოსახულებით ათასობით ფუტი[6] ფირი გვაქვს.
– ესეც პასუხი თქვენს კითხვაზე, ჯოკ. რახან ცოცხალი მარსელები
არ გვყავს, მათზე გადაღებული ფილმები აჩვენეთ. ხალხს მოეწონება.
კაპიტანო, მარსელები მტრულად ხომ არ შეგხვედრიან?
– არა, სერ, მაგრამ ჩვენი დანახვა არც ძალიან გახარებიათ.
– მგონი, ვერ მიგიხვდით.
კაპიტანი ვან ტრომპი ტუჩებს იკვნეტდა.
– სერ, არც კი ვიცი, როგორ აგიხსნათ. მარსელთან საუბარი დაახ-
ლოებით იგივეა, რომ ექოს ელაპარაკო – არაფერში გეწინააღმდეგე-

18
ბიან, მაგრამ არც გეთანხმებიან. მათთან დიალოგი სრულიად უშედე-
გოა.
– ჰმმ, სემანტიკური სირთულეები? თქვენი სემანტიკოსი ხომ არ გახ-
ლავთ? მისი სახელი დამავიწყდა, იქნებ აქაა, მახლობლად?
– დოქტორი მაჰმუდი, სერ? დოქტორი მაჰმუდი ავადაა. ნერვული
აშლილობა აქვს.
კაპიტანმა ვან ტრომპმა გაიფიქრა, რომ „უგონოდ მთვრალის“ ყვე-
ლაზე შესაფერისი შესატყვისი გამოენახა.
– კოსმოსური ეიფორია?
– გარკვეულწილად, შეიძლება, ასეც ითქვას.
– თუ ასეა, მაშინ მას მოგვიანებით გავესაუბრებით, როცა უკეთ გახ-
დება. ამ ახალგაზრდასაც, სმიტსაც დასჭირდება მისი დახმარება.
– შესაძლოა, – ეჭვნარევი ხმით თქვა ვან ტრომპმა.
სმიტი კი ამ დროს სიცოცხლისთვის იბრძოდა. დედამიწის აუტანე-
ლი გრავიტაციის ზემოქმედებით მისი სხეული საშინლად დასუსტებუ-
ლიყო და დათრგუნვილიყო, თუმცა იმ სხვების მიერ მომზადებულმა
რბილმა ბუდემ მდგომარეობა რამდენადმე შეუმსუბუქა. გრავიტა-
ცია განსაკუთრებული სიძლიერით სმიტის გულსა და ფილტვებს აწვე-
ბოდა, ამიტომ მათი ფუნქციონირება მესამე დონეზე გადართო. შედე-
გად ფილტვები თითქმის ისეთივე ინტენსივობით აუმუშავდა, როგორც
ეს შინ ხდებოდა. გრავიტაციულ სტრესთან გასამკლავებლად გული გა-
მალებით უცემდა. ამას ემატებოდა ისიც, რომ მარსის გაუხშოებული
ატმოსფეროსგან განსხვავებით დედამიწის ატმოსფერო მისთვის მომ-
წამვლელად მძიმე და სახიფათოდ მხურვალე იყო. მან დაუყოვნებლივ
მიიღო აუცილებელი ზომები.
როგორც კი გულისცემა წუთში ოც დარტყმამდე დაიყვანა, სუნთქვა
კი თითქმის შეუმჩნეველი გახადა, ამ დგომარეობის შენარჩუნებაზე გა-
დაერთო. ამის შემდეგ საკმაოდ ხანგრძლივად აკვირდებოდა საკუ-
თარ თავს, რათა დარწმუნებულიყო, რომ, სხვა რამეზე კონცენტრირე-
ბის პირობებშიც, უნებურად არ დემატერიალიზდებოდა. როგორც კი
დარწმუნდა, რომ სუნთქვაცა და გულისცემაც წესრიგში ჰქონდა, ბო-
ლომდე დაკმაყოფილდა და დამშვიდდა. ცოტა ხანში, საკუთარ ორგა-

19
ნიზმსა და გარემოზე დასაკვირვებლად, მეორე დონის მცირე ნაწილი
გამოყო, დანარჩენი კი ბოლო დროს თავს გადამხდარი ამბებისა და
მიმდინარე მოვლენების გააზრებისკენ მიმართა. ამ სიახლეთა ყველა
გამოვლინება აუცილებლად კარგად უნდა მიმოეხილა, რათა მიმხვდა-
რიყო, მიეღო, ზეაღევლინა და ედიდებინა ისინი, შემდეგ კი მათში დან-
თქმულიყო.
საიდან უნდა დაეწყო? იქნებ იქიდან, როდესაც ახალი თანაბუდე-
ლებით გარშემორტყმულმა სახლი დატოვა? ან სულაც ამ დამთრგუნ-
ველ სამყაროში აღმოჩენის წამიდან? უცებ ისევ მთელი სისავსით შე-
იგრძნო ის აუტანელი ტკივილი, რომელსაც ამ პლანეტაზე გამეფებუ-
ლი მჭახე ნათება და საშინელი ხმაური აყენებდა. არა, ამ ყველაფრის
გასათავისებლად და მისაღებად ჯერ კიდევ არ იყო მზად. უკან! უკან!
იმ მომენტში უნდა დაბრუნებულიყო, როდესაც პირველად იხილა ეს
უცხო არსებები, რომლებიც ახლა უკვე მისიანები იყვნენ. არა, კიდევ
უფრო უკან უნდა გადაენაცვლა, განკურნებამდე პერიოდში, რომელიც
იმ ფაქტის პირველ დაგროკვას მოჰყვა, რომ სულაც არ ჰგავდა თანა-
ბუდელ მოძმეებს... უკან, თვით ბუდეში უნდა დაბრუნებულიყო!
ფიქრისას არცერთ დედამიწურ სიმბოლოს არ იყენებდა. მარტივი
კომუნიკაციისთვის აუცილებელი ინგლისური სწრაფად კი აეთვისები-
ნა, მაგრამ ბევრად ცუდად მეტყველებდა, ვიდრე თურქთან მოვაჭრე
ინდუსი დაილაპარაკებდა. სმიტი ინგლისურ ენას იმ კოდივით იყენებ-
და, რომლითაც მხოლოდ დაახლოებით და არასრულად შეეძლო საკუ-
თარი აზრების გადმოცემა და მოვლენების აღწერა. მისი აზროვნება,
რომელიც დედამიწისთვის სრულიად უცხო, ნახევარმილიონწლიანი
ისტორიის მქონე მარსის კულტურიდან იღებდა სათავეს, იმდენად გან-
სხვავდებოდა დედამიწის მკვიდრთა აზროვნებისგან, რომ, შესაძლოა,
სმიტის აზრების დედამიწელთათვის გასაგები ფორმით გადმოცემა
პრინციპულად შეუძლებელიც კი ყოფილიყო.
მეზობელ ოთახში კი ინტერნი ტადეუში, იგივე ტედი, სმიტის მეთ-
ვალყურედ მიჩენილ სანიტარ ტომ მიჩუმს „კრიბეჯს“[7] ეთამაშებოდა.
ტადეუში ცალი თვალით სამედიცინო აპარატურის მაჩვენებლებს

20
აკონტროლებდა, ორივეთი კი თავის კარტში იყურებოდა. თამაშში
ჩართულობის მიუხედავად, პაციენტის გულის არცერთი დარტყმა არ
ეპარებოდა. როგორც კი შენიშნა, რომ მოციმციმე მაჩვენებელი, რომე-
ლიც პაციენტის პულსს ითვლიდა, ოთხმოცდათორმეტიდან ოცამდე
დაეცა, კარტი გვერდზე მოისროლა და სმიტის პალატისკენ გაიქცა. მი-
ჩუმიც დაუყოვნებლივ დაედევნა. სმიტი ჰიდრავლიკური საწოლის
დრეკად ზედაპირზე იყო გაშოტილი. სიცოცხლის არავითარი ნიშანწყა-
ლი არ ეტყობოდა. ტადეუშმა მოკლედ შეიკურთხა.
– ექიმ ნელსონს დაუძახე!
– ააახლავე! – მაშინვე უპასუხა მიჩუმმა და ეჭვნარევი ხმით დასძი-
ნა, – იქნებ ელექტროშოკი გამოგვეყენებინა, დოკ, ჰა? მაგარი დან-
ძრეული აქვს.
– ექიმ ნელსონს დაუძახე-მეთქი!
მიჩუმი პალატიდან გავარდა, ტადეუში კი პაციენტის ახლოდან
შეთვალიერებას შეუდგა; იმდენად ახლოდან, რამდენადაც ეს შესაძ-
ლებელი იყო, მაგრამ შეხებისგან თავს იკავებდა. ამ დროს ექიმი ნელ-
სონიც შემოვიდა, რომელიც სწორედ იმ ადამიანისთვის დამახასიათე-
ბელი მოუქნელობით მოძრაობდა, რომელსაც კოსმოსში დიდი დრო
გაეტარებინა, დედამიწის გრავიტაციასთან ხელახლა შეგუება კი ჯერ
ვერ მოესწრო.
– რა მოხდა? – შემოსვლისთანავე იკითხა.
– სერ, ორი წუთის წინ პაციენტის სუნთქვის სიხშირე, პულსი და სხე-
ულის ტემპერატურა მკვეთრად დაეცა.
– და რა მოიმოქმედეთ, რით დაეხმარეთ ან რა გაუკეთეთ?
– არაფერი, სერ. თქვენი მითითებების თანახმად...
– კარგი, – ნელსონმა სმიტი სწრაფად შეათვალიერა, შემდეგ კი მი-
სი საწოლის უკან განლაგებული აპარატურის მაჩვენებლებთან გადაი-
ნაცვლა. ეს აპარატურა მეზობელ ოთახში არსებულის ზუსტი ასლი იყო,
– თუ რამე შეიცვლება, მაშინვე მაცნობეთ. ნელსონი შებრუნდა და კა-
რისკენ გაემართა.
– მაგრამ, ექიმო ნელსონ... – გაუბედავად დაიწყო ტადეუშმა.

21
– აბა, გისმენთ, – მოღუშული ექიმი ტადეუშს მიუბრუნდა, – რა დიაგ-
ნოზი დაუსვით პაციენტს?
– არ მინდა, თქვენი პაციენტის შესახებ...
– მაგაზე ნუ წუხხართ, მე თქვენ მიერ დასმული დიაგნოზი მაინტე-
რესებს.
– კარგი, სერ. ეს, სავარაუდოდ, ტრავმატული შოკია, მაგრამ მოსა-
ლოდნელია, რომ ამან პაციენტის სიკვდილი გამოიწვიოს.
ნელსონმა თავი დააქნია.
– მართებული ლოგიკაა, მაგრამ ლოგიკა თავად ამ კონკრეტულ
შემთხვევაში არ არსებობს. ასე რომ, სანერვიულო და საშიში არაფე-
რია, შვილო. ეს პაციენტი ამ მდგომარეობაში რამდენჯერმე მინახავს,
ჯერ კიდევ დედამიწისკენ ფრენისას. შეხედეთ. ნელსონმა პაციენტის
მარჯვენა მკლავი ასწია და ხელი გაუშვა. სმიტის ხელი ჰაერში გაშეშ-
და.
– კატალეფსიასთან[8] გვაქვს საქმე? – დაეჭვებული ხმით ჰკითხა
ტადეუშმა.
– რაც გინდათ, ის დაარქვით. თუ კუდს ფეხს ვუწოდებთ, ის ფეხად
არ გადაიქცევა. ამაზე ნუ იღელვებთ, ექიმო. ეს ხომ ყოველმხრივ უნი-
კალური შემთხვევაა. უბრალოდ, თვალყური ადევნეთ, რომ პაციენტი
არავინ შეაწუხოს და თუ რამე მოხდება, მაშინვე დამიძახეთ, – ნელსონ-
მა სმიტის მკლავი ადრინდელ მდგომარეობაში დააბრუნა.
როცა ნელსონი პალატიდან გავიდა, ტადეუშმა კიდევ ერთხელ და-
ათვალიერა პაციენტი, თავი გააქნია და მეზობელი ოთახისკენ გაემარ-
თა, სადაც მიჩუმი კარტის დასტით ელოდებოდა.
– „კრიბი“?
– არა.
– იცი რა, დოკ, – თქვა მიჩუმმა მცირეოდენი პაუზის შემდეგ, – მე თუ
მკითხავ, ეს ჩვენი პაციენტი დილამდე ვერ მიაღწევს.
– შენი აზრი არავის უკითხავს.
– მე მაპატიეთ.
– იქნებ წასულიყავი და მცველებთან ერთად მოგეწია. რაღაცაზე
უნდა დავფიქრდე.

22
ტადეუშმა მაგიდის ქვედა უჯრა გამოაღო, ბოთლი ამოიღო და სას-
მელი დაისხა. ეგონა, ეს ფიქრში დაეხმარებოდა. მიჩუმმა კი მხრები აი-
ჩეჩა და დერეფანში მდგომი მცველებისკენ გაემართა, რომლებიც მა-
შინვე სმენაზე დადგნენ, მაგრამ როცა დაინახეს, ვინ უახლოვდებო-
დათ, ისევ მოეშვნენ.
– გაუმარჯოს. რა ხმაური ატყდა, რამე მოხდა? – ჰკითხა მიჩუმს მა-
ღალმა საზღვაო ქვეითმა.
– პაციენტს რაღაც დაემართა და გარკვევას ვცდილობდით. ბიჭე-
ბო, სიგარეტი გექნებათ. სანთებელაც.
ერთ-ერთმა ქვეითმა ჯიბეები მოიჩხრიკა და სიგარეტის კოლოფი
ამოიღო.
– შეიყნოსავ?
– არა, ისედაც კარგად ვარ, – მიჩუმმა სიგარეტი გამოართვა, – გუ-
ლახდილად გეტყვით, ბატონებო, ამ პაციენტის შესახებ არაფერი ვიცი
და მეც თქვენსავით მაინტერესებს.
– და ეს აკრძალვა რაღაა – ქალების შეშვება რომ არ შეიძლება?
სექსუალური მანიაკი ხომ არ არის?
– მაგაზე არაფერი მსმენია. მხოლოდ ის ვიცი, რომ აქ „ჩემპიონი-
დან“ მოიყვანეს და მისთვის სრული სიმშვიდეა აუცილებელი.
– „ჩემპიონიდან“? – ჩაერთო საუბარში მაღალი, – მაშინ ყველაფე-
რი გასაგებია.
– რას გულისხმობ?
– როგორ თუ რას! არათუ ქალს არ მიჰკარებია, ისინი არც კი უნა-
ხავს! ასეთ დღეშიც ამიტომ ჩავარდა. ჰოდა, ახლა ეშინიათ, ქალს ერ-
თიც რომ მიარჭოს, ამან სულაც არ მოკლას, – თვალები დაახამხამა და
ღრმად ამოისუნთქა, – მის ადგილზე მე ნამდვილად ჭკუიდან გადავი-
დოდი. რა გასაკვირია, მარტო რომ ჰყავთ გამომწყვდეული.
სმიტმა იცოდა, რომ ექიმები შემოვიდნენ, მაგრამ ვინაიდან მათ კე-
თილგანწყობას გროკავდა, აუცილებლად არ მიუჩნევია თავისი ცნო-
ბიერების უდიდესი ნაწილის იქიდან მოებრუნებინა, სადაც იმ მომენ-
ტში იმყოფებოდა.

23
სმიტი ამ მოგზაურობიდან მხოლოდ მომდევნო დილას დაბრუნდა,
სწორედ იმ დროს, როდესაც ადამიანი მედდები პაციენტების სახეებს
სველი ტილოთი განწმენდდნენ. სმიტმა გულისცემა მოიმატა, სუნთქვა
გაიხშირა და მიმოიხედა. გარემო მშვიდად შეათვალიერა, დეტა-
ლურად შეისწავლა მთელი ოთახი, იქ განლაგებული საგნები, დიდი ყუ-
რადღებით აკვირდებოდა განურჩევლად ყველა ნივთს, მნიშვნელო-
ვანსა თუ უმნიშვნელოს. ფაქტობრივად, ამ ყველაფერს პირველად ხე-
დავდა, რადგან წინა დღეს, როცა აქ მოიყვანეს, მძიმე მდგომარეობის
გამო, მათი აღქმა ვერ მოეხერხებინა. ეს სრულიად ჩვეულებრივი ოთა-
ხი მისთვის სულაც არ იყო ჩვეულებრივი. ამის მსგავსი მთელ მარსზე
არაფერი არსებობდა. ეს ოთახი არც „ჩემპიონის“ მეტალისკედლებიან
კაიუტებს წააგავდა. სმიტს უკვე აღედგინა და გაეცოცხლებინა მოვლე-
ნები თავისი ბუდიდან ამ ადგილამდე და მზად იყო, ეს სამყარო მიეღო,
შეეთვისებინა და შეჰყვარებოდა კიდეც.
უცებ გააცნობიერა, რომ ოთახში კიდევ ერთი ცოცხალი არსება იმ-
ყოფებოდა – ჭერიდან ბზრიალით ეშვებოდა გრძელფეხება ობობა.
სმიტი ობობას ინტერესით აკვირდებოდა და ამ არსების ადამიანის სა-
ხეობასთან შესაძლო ნათესაობაზე ფიქრობდა.
ამ დროს პალატაში ექიმი არჩერ ფრეიმი შემოვიდა, ინტერნი, რო-
მელიც ტადეუშს ცვლიდა.
– დილა მშვიდობისა, – თქვა მან, – თავს როგორ გრძნობთ?
სმიტმა ეს ფრაზა გონებაში აწონ-დაწონა. დაასკვნა, რომ მისი პირ-
ველი ნაწილი ფორმალობას წარმოადგენდა, რომელზე პასუხის გაცე-
მაც სავალდებულო არ იყო, მაგრამ არ იცოდა, თუ რამდენად მიზანშე-
წონილი იქნებოდა მისი გამეორება. რაც შეეხება ფრაზის მეორე ნა-
წილს, სმიტის გონებაში მისი რამდენიმე შესაძლო მნიშვნელობა ამო-
ტივტივდა. თუ ამ ფრაზას ექიმი ნელსონი წარმოთქვამდა, მაშინ ერთი
კონკრეტული მნიშვნელობა ჰქონდა, ხოლო თუ კაპიტანი ვან ტრომპი
ამბობდა, მაშინ სულ სხვა, მხოლოდ ფორმალური მნიშვნელობის მა-
ტარებელი იყო და პასუხის გაცემასაც არ მოითხოვდა.
ამ არსებებთან ურთიერთობისას სმიტი მუდმივად გრძნობდა გარ-
კვეულ უხერხულობასა და დაძაბულობას. და ეს განცდა, რომელიც აში-

24
ნებდა, ადამიანებთან შეხვედრამდე მისთვის სრულიად უცხო იყო. მი-
უხედავად ამისა, საკუთარი თავი აიძულა, დამშვიდებულიყო და გა-
დაწყვიტა, პასუხის გაცემაც გაერისკა.
– თავს კარგად ვგრძნობ.
– შესანიშნავია, – უპასუხა არსებამ, – მალე დოქტორი ნელსონიც აქ
იქნება. საუზმისთვის მოგამზადეს?
სმიტს ბოლო ორი სიტყვა ეცნობოდა, მაგრამ დარწმუნებული არ
იყო, რომ მათ მნიშვნელობას სწორად ხვდებოდა. რა თქმა უნდა, იცო-
და, რომ საკვებად გამოდგებოდა, მაგრამ არავის გაუფრთხილებია,
რომ მისთვის ასეთი პატივი უნდა დაედოთ და ვინმესთვის საუზმედ მო-
ემზადებინათ. არც იმის შესახებ
იცოდა, რომ აქ საკვების ნაკლებობას განიცდიდნენ და მოსახლეო-
ბის რაოდენობას ამ გზით ამცირებდნენ. და სმიტი სინანულით აღივსო,
რადგან ამ სამყაროში ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ ჰქონდა დასაგ-
როკი, რასაც ვეღარ მოასწრებდა, მაგრამ პროტესტის გრძნობა მაინც
არ გასჩენია.
ამ კითხვაზე პასუხის გაცემის აუცილებლობისგან იგი ექიმ ნელსო-
ნის შემოსვლამ იხსნა. ხომალდის ექიმს დასვენებისა და ძილის ნაკ-
ლებობა ეტყობოდა. ლაპარაკზე დრო არ დაუხარჯავს, პირდაპირ საქ-
მეზე გადავიდა და ჯერ სმიტი გასინჯა, შემდეგ კი აპარატურის მაჩვე-
ნებლები შეამოწმა.
– კუჭი ამუშავდა? – მიუბრუნდა იგი სმიტს.
სმიტმა კითხვის მნიშვნელობა გაიგო. დოქტორი ნელსონი ამის შე-
სახებ ხშირად ეკითხებოდა.
– ჯერ არა, – უპასუხა.
– კარგი, ამ საკითხს მივხედავთ, – თქვა დოქტორმა ნელსონმა, –
მაგრამ ჯერ კარგად უნდა ისაუზმო. სანიტარო, ლანგარი შემოიტანეთ.
თავიდან ნელსონი თვითონ აჭმევდა, შემდეგ კი კოვზი მიაწოდა და
უთხრა, ჭამა დამოუკიდებლად გაეგრძელებინა. ეს მისთვის საკმაოდ
რთული და დამღლელი პროცესი აღმოჩნდა, მაგრამ სმიტი მაინც ხა-
რობდა, რადგან ამ დამთრგუნველ სამყაროში მოხვედრის შემდეგ
სხვების დაუხმარებლად პირველად შეძლო რაღაცის გაკეთება. მან

25
ჯამი მთლიანად მოასუფთავა და მერეღა გაახსენდა, ეკითხა, თუ ვინ
დასდო ასეთი პატივი, რათა თავისი კეთილისმყოფლისთვის თვითო-
ნაც სათანადო პატივი მიეგო.
– ვინ იყო? ალბათ გულისხმობ, თუ რა იყო, – დააზუსტა ნელსონმა,-
ეს ამინომჟავების ბაზაზე შექმნილი სინთეტიკური საკვები ჟელე იყო.
და აი, ამ საკვების მიღების შემდეგ ზუსტად იმდენივე იცი, რამდენიც
მანამდე იცოდი – ანუ არაფერი მოგმატებია. თუ ჭამას მორჩი, მაშინ უკ-
ვე დროა, ლოგინიდან გამოძვრე.
– მომიტევეთ, – სმიტმა იცოდა, რომ ამ სიტყვას მაშინ ამბობდნენ,
როდესაც რაღაც გაუგებარ სიტუაციაში აღმოჩნდებოდნენ და კომუნი-
კაციასაც, მიზეზთა გამო, სათანადო შედეგი არ მოჰქონდა.
– მაგ საწოლიდან ადექი-მეთქი. წამოჯექი, წამოდექი და გაიარ-გა-
მოიარე. ეს ნამდვილად შეგიძლია. ჯერ, რა თქმა უნდა, უმწეო კნუტი-
ვით ძალიან სუსტად გრძნობ თავს და ძალის აღდგენა გჭირდება, მაგ-
რამ თუ სულ საწოლში იგორავებ, კუნთებს ვერ განივითარებ.
სმიტმა მოძალებული დაუცველობის შეგრძნება უმალ დაძლია, რო-
გორც კი გაახსენდა, ყოველთვის როგორი სიკეთით ექცეოდა დოქტო-
რი ნელსონი. ექიმმა კი ჰიდრავლიკური საწოლის თავთან
განთავსებული ონკანი გახსნა და მატრასი წყლისგან მთლიანად
დაცალა. წყალი ბოლომდე დაიწრიტა და სმიტი საწოლის ფსკერზე,
წყალგაუმტარი ქსოვილის ნაკეცებში მოექცა.
– ექიმო ფრეიმ, მეორე იდაყვზე წაავლეთ, წამოდგომაში დავეხმა-
როთ, – მიუბრუნდა ნელსონი კოლეგას.
ნელსონის მიერ გამხნევებული სმიტი ორი ადამიანის დახმარებით
წამოდგა და ჰიდრავლიკური საწოლის კიდეს გაუბედავად გადააბიჯა.
– დამშვიდდი. ახლა კი გაიმართე და დამოუკიდებლად დადექი, –
უთხრა ნელსონმა, – არ შეგეშინდეს. თუ საჭირო გახდება, ჩვენ დაგი-
ჭერთ.
სმიტმა დიდი ძალისხმევით მოახერხა, დამოუკიდებლად დამდგა-
რიყო. ამ მოხდენილ ახალგაზრდას სუსტი აგებულება ჰქონდა, მაგრამ
მკერდის კუნთები ზედმეტად კარგად განვითარებოდა. თმა ჯერ კიდევ
„ჩემპიონზე“ ყოფნის დროს შეეჭრათ და გაეპარსათ კიდეც. მისი გა-

26
რეგნობის ყველაზე გამორჩეული მახასიათებელი გაფითრებული,
თითქმის ბავშვური სახე იყო, რომელზეც არანაირი ემოცია არ იკითხე-
ბოდა და თვალები, რომლებიდანაც ოთხმოცდაათ წელს მიტანებული
მოხუცის მზერა გამოსჭვიოდა.
სმიტი ერთხანს უძრავად იდგა და ფეხს არ იცვლიდა. მხოლოდ ოდ-
ნავ შესამჩნევად კანკალებდა. მერე პირველი ნაბიჯის გადადგმა სცა-
და. ბარბაცით მოახერხა კიდეც და სახეზე ბავშვური ღიმილი გადაეფი-
ნა.
– ყოჩაღ! – შეაქო ნელსონმა.
სმიტმა კიდევ ერთი ნაბიჯის გადადგმა სცადა, მაგრამ უცებ უმარ-
თავი კანკალი დააწყებინა და ჩაიკეცა. ექიმებმა ძლივს მოასწრეს ხე-
ლი შეეშველებინათ.
– ჯანდაბა! – წამოიძახა ნელსონმა, – ისევ ჩაიძირა. მოდი, საწოლში
ჩავაწვინოთ. მაგრამ ჯერ წყალი მოუშვით, გაივსოს.
ფრეიმი ასეც მოიქცა. წყალი იქამდე ჰქონდა მოშვებული, ვიდრე
მატრასი საწოლის კიდეებიდან ექვსი დუიმის[9] სიმაღლეზე არ
ამოიწია. სმიტი ლოგინში ჩააწვინეს, რის დროსაც, ცოტა არ იყოს, მო-
უქნელად მოქმედებდნენ, რადგან მისი სხეული მეტად უცნაურ, ემ-
ბრიონის მსგავს პოზაში გაყინულიყო.
– ბალიში კისრის ქვეშ კარგად ამოუდეთ, – გასცა განკარგულება
ნელსონმა, – და მაშინვე დამირეკეთ, როგორც კი ამ მდგომარეობიდან
გამოვა. თუმცა არა, სჯობს, გამოძინება მაცადოთ, რადგან ეს ძალიან
მჭირდება... თუ, რა თქმა უნდა, რამე ისეთი არ მოხდება, რომ ჩემი გაღ-
ვიძება აუცილებელი გახდება.
შუადღისას კიდევ გავასეირნებთ, ხვალიდან კი სისტემატურ ვარ-
ჯიშებს დავაწყებინებთ. სამი თვის შემდეგ არათუ ფეხზე დადგება,
არამედ ხეებზე მაიმუნივით იძრომიალებს. ის ხომ სრულიად ჯანმრთე-
ლია!
– დიახ, ექიმო, – ეჭვნარევი ხმით დაეთანხმა ფრეიმი.
– ჰო, მართლა, როცა დაგვიბრუნდება, აუხსენით, როგორ უნდა
ისარგებლოს სააბაზანოთი. ამაში სანიტარი დაგეხმარებათ. არ მინ-
და, კიდევ დაეცეს.

27
– დიახ, სერ. მაგრამ არის რაიმე განსაკუთრებული მეთოდი, რომ-
ლის დახმარებითაც... ვგულისხმობ, როგორ...
– ჰა? უბრალოდ აჩვენეთ. დემონსტრირება ჩაუტარეთ. შესაძლოა
ბევრი ვერაფერი გაიგოს იქიდან, რასაც სიტყვიერად აუხსნით, მაგრამ
ჩვენების შემდეგ ყველაფერს ელვის სისწრაფით ითვისებს. აი, ნახავთ,
კვირის ბოლოს დამოუკიდებლად შეძლებს აბაზანის მიღებას.
სმიტმა ლანჩი დამოუკიდებლად შეჭამა. ცოტა ხანში ლანგრის წა-
საღებად სანიტარი შემოვიდა. მიმოიხედა, მერე კი სმიტის საწოლს
მიუახლოვდა და მისკენ დაიხარა.
– მისმინე, – უთხრა ხმადაბლა, – შენთან ძაან მაგარი საქმე მაქვს.
– უკაცრავად?
– გარიგება, შეთანხმება, რომლითაც ბევრი ფულის შოვნა შეიძლე-
ბა, თანაც სწრაფად და იოლად.
– ფულის? ფული რა არის?
– ფილოსოფოსობას შეეშვი, რა. ფული ყველას სჭირდება. ახლა კი
ყურადღებით მომისმინე. ბევრი დრო არ მაქვს და ყველაფერი სწრა-
ფად უნდა აგიხსნა. დიდხანს ვერ გავჩერდები, აქ მოხვედრა არც ისე
ადვილია. „პირლეს ფიჩერსიდან“ ვარ. სამოც ათასს გადაგიხდით შენი
ისტორიის ექსკლუზივისთვის და ყველაფერი ძალიან მარტივად მოგ-
ვარდება, ამ სფეროს საუკეთესო გოსთრაითერები გვყავს. შენ უბრა-
ლოდ ილაპარაკებ, კითხვებზე უპასუხებ, დანარჩენს კი ისინი მიხედა-
ვენ, – ჯიბიდან რაღაც ფურცელი ამოიღო და სმიტს გაუწოდა, – ეს გა-
დაიკითხე და აი, აქ მოაწერე ხელი. ფულის ნაწილი თან მაქვს.
სმიტმა ფურცელი გამოართვა და ჩაფიქრებული სახით დაიწყო მი-
სი თვალიერება. უკუღმა ეჭირა.
– ღმერთო მაღალო! ინგლისურად კითხვა არ იცი? – აღმოხდა გა-
ოცებულ კაცს.
– არა, – უპასუხა სმიტმა, რომელმაც ამ კითხვის აზრი ასე თუ ისე გა-
იგო.
– კარგი, მაშინ წაგიკითხავ, შემდეგ კი ცერა თითის ანაბეჭდს და-
ტოვებ ამ კვადრატში და მე დავადასტურებ. „მე, ქვემორე ხელის მომ-
წერი, ვალენტაინ მაიკლ სმიტი, ცნობილი, როგორც ადამიანი მარსი-

28
დან, გამომცემლობა „პირლეს ფიჩერს ლიმიტიდს“ გადავცემ ყველა-
ნაირ უფლებას ჩემს ბიოგრაფიაზე დაფუძნებულ ნაწარმოებზე, სახელ-
წოდებით „მარსელების ტყვეობაში“, სანაცვლოდ იმისა, რომ...“
– სანიტარო!
შემოსასვლელთან ექიმი ფრეიმი იდგა. სანიტარმა სასწრაფოდ გა-
დამალა ფურცელი.
– უკვე მივდივარ, სერ, ლანგრის გასატანად შემოვედი.
– რას კითხულობდით?
– არაფერს.
– დავინახე, რომ რაღაცას უკითხავდით. ახლავე გადით აქედან. ამ
პაციენტის შეწუხება არ შეიძლება.
კაცი მაშინვე დაემორჩილა და ექიმმა ფრეიმმა კარი დახურა. მომ-
დევნო ნახევარი საათის განმავლობაში სმიტი არ განძრეულა. ცდი-
ლობდა, მომხდარი როგორმე დაეგროკა, მაგრამ არა და არ გამოსდი-
ოდა.

29
თავი მეოთხე
ჯილიან ბორდმენი პროფესიონალ და კომპეტენტურ მედდად მიიჩ-
ნეოდა, ინტერნები მის კომპეტენციას გაცილებით ფართოდაც აფასებ-
დნენ, თუმცა ქალები არც ისე კარგი აზრისა იყვნენ. ამის მიზეზი კი მა-
მაკაცებით მისი ზედმეტად გატაცება იყო. როდესაც ხმა გავრცელდა,
რომ სპეციალურ პალატა კ-12-ში მოთავსებულ პაციენტს ქალისთვის
არასოდეს მოეკრა თვალი, ჯილიანმა ეს ვერაფრით დაიჯერა, თუმცა
დეტალებში გარკვევის შემდეგ, მაინც დარწმუნდა და ამ პაციენტის
განკურნება გადაწყვიტა. იმ დღეს ჯილიანი სართულის ზედამხედვე-
ლად იყო გამწესებული საავადმყოფოს იმ ნაწილში, სადაც სმიტი იმ-
ყოფებოდა და როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, მაშინვე უცნაური პა-
ციენტის მოსანახულებლად გაეშურა.
იცოდა, რომ ქალებს ამ პაციენტის მონახულება აკრძალული ჰქონ-
დათ, მაგრამ საკუთარ თავს მნახველად სულაც არ მიიჩნევდა. ჯილი-
ანმა თავდაჯერებულად ჩაუარა საზღვაო ქვეითებს, თუმცა არც კი უც-
დია იმ კარში შესულიყო, რომელსაც ისინი იცავდნენ. კარგად იცოდა,
რომ ქვეითები მიღებულ ბრძანებებს ზედმიწევნით სწორხაზოვნად ას-
რულებდნენ, ამიტომ პირდაპირ სმიტის პალატის გვერდით არსებული
დამხმარე ოთახისკენ გაემართა, სადაც იმ დროს მხოლოდ ექიმი ტა-
დეუში, იგივე ტედი, იმყოფებოდა.
– ცუნცულ, აქ რამ მოგიყვანა? – ამოხედა ჯილიანს ტადეუშმა.
ჯილიანი მაგიდის კიდეზე ჩამოჯდა და ხელი ტადეუშის სიგარე-
ტისკენ წაიღო.
– საქმეზე ვარ. ეს გამოძახებაც ჩემი მოვალეობის ნაწილია. შენი პა-
ციენტი როგორაა?
– მაგ ლამაზ თავს ნუ შეიწუხებ, მასზე ზრუნვა არ გევალება. განრიგ-
ში ჩაიხედე.
– უკვე ჩავიხედე და ვიცი, მაგრამ ძალიან მინდა, თვალი მაინც შე-
ვავლო.
– მოკლედ გეტყვი: არა.
– კარგი რა, ტედ, წესებზე ნუ მელაპარაკები. მშვენივრად გიცნობ.
30
ტადეუში საკუთარი ფრჩხილების ყურადღებით შესწავლას შეუდგა.
– ექიმ ნელსონთან გიმუშავია?
– არა, ეგ რა შუაშია?
– თუ ამ პალატაში მაგ ფეხუკების დადგმის უფლებას მოგცემ, ხვალ
დილით ანტარქტიდაზე ამოვყოფ თავს, სადაც პინგვინებისთვის მომი-
წევს მოყინული თათების დაზელვა. ასე რომ, ახლავე მოუსვი და შენს
პაციენტებს მიხედე. იმის წარმოდგენაც არ მინდა, რა მოხდება, ექიმმა
ნელსონმა თუნდაც ამ ოთახში რომ მოგკრას თვალი.
ჯილიანი წამოდგა.
– ექიმი ნელსონი მოსვლას აპირებს?
– არა მგონია, მოვიდეს, თუ მე არ დავუკავშირდები. ჯერაც არ გა-
მოუძინია, ფრენის შემდეგ ძალა რომ აღიდგინოს. დაბალი გრავიტა-
ციის შემდეგ დედამიწაზე დაბრუნება ადამიანს ძალიან ფიტავს.
– მაშინ რა პრობლემაა? შენს მოვალეობებს ზედმეტად სერიოზუ-
ლად ხომ არ უდგები?
– ამაზე მოვრჩით, მედდა!
– ძალიან კარგი, ექიმო! – მიახალა ჯილიანმა და დაამატა, – კუანა!
– ჯილ!
– უფხო!
– შაბათ საღამოს შეხვედრა ისევ ძალაშია? – ამოიხვნეშა ტადეუშ-
მა.
– რა თქმა უნდა. განა ქალს შეუძლია, სამი დღე ბრაზობდეს? – მხრე-
ბი აიჩეჩა ჯილიანმა.
ჯილიანი პოსტს დაუბრუნდა, დარწმუნდა, რომ ჯერჯერობით არა-
ვითარი საქმე არ ჰქონდა და უნივერსალური გასაღებიც მოიჩხრიკა.
მართალია, უკან დახევა მოუხდა, მაგრამ დანებებას სულაც არ აპირებ-
და. კარგად იცოდა, რომ კ-12-ს მეორე მხრიდანაც ჰქონდა კარი, რომ-
ლითაც მოსაზღვრე ოთახს უკავშირდებოდა და რომელსაც ისეთ შემ-
თხვევებში იყენებდნენ, როდესაც იმ პალატაში მეტად მნიშვნელოვან
პაციენტს ათავსებდნენ და დამატებითი პერსონალი ხდებოდა საჭი-
რო. ახლა ეს ოთახი თავისუფალი იყო, რადგან არც სმიტის პალატის
დამხმარე პერსონალს იფარებდა და არც სათავსოდ იყენებდნენ. ჯი-

31
ლიანიც დაუბრკოლებლად შევიდა. პალატის მთავარ კართან მდგომ
საზღვაო ქვეითებს მისთვის არანაირი ყურადღება არ მიუქცევიათ,
რადგან წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ეს ოთახები ერთმანეთს სა-
ერთო კარით უკავშირდებოდნენ, რაც ფლანგიდან შემოვლის შესაძ-
ლებლობას ქმნიდა.
ჯილიანი ოთახებს შორის დამაკავშირებელ კართან შეყოყმანდა.
ძალიან ღელავდა. დაახლოებით ისე, როგორც მაშინ, როდესაც სტუ-
დენტობისას მედდების კორპუსიდან იპარებოდა ხოლმე. ქალმა თავი
იმით დაიმშვიდა, რომ ექიმ ნელსონს სადღაც ეძინა, ტედს კი რომც და-
ენახა, არ დაასმენდა. ის ტედს გადაჭარბებული სიფრთხილისთვის არ
ადანაშაულებდა, რადგანაც იცოდა – რაც უნდა მომხდარიყო, არ გას-
ცემდა. ჯილიანმა კარი გააღო და პალატაში შეიხედა.
პაციენტი იწვა. როდესაც ჯილიანი პალატაში შევიდა, თავი მისკენ
მიაბრუნა. ჯილიანს კი მაშინვე გაუჩნდა განცდა, რომ ამ ადამიანის
მკურნალობას არავითარი აზრი აღარ ჰქონდა, რადგან მისი სახე აპა-
თიისა და სნეულის სასოწარკვეთის გარდა, არაფერს გამოხატავდა.
თუმცა მალე ჯილიანმა მის თვალებში ინტერესის ნაპერწკალი ამოი-
კითხა. მერე ისიც გაიფიქრა, რომ სახის კუნთები პარალიზებული ჰქონ-
და, მაგრამ მალევე დაასკვნა, რომ პარალიზების ტიპურ სინდრომებს
ვერ ამჩნევდა.
– აბა, დღეს როგორ ვართ? უკეთესობას ამჩნევთ? – ჰკითხა პროფე-
სიონალისთვის შესაფერისად.
სმიტმა მოსმენილი გონებაში გადათარგმნა და გააანალიზა. იმ
ფაქტმა დააბნია, რომ კითხვა მის დამსმელსაც ეხებოდა, თუმცა მალე
დაასკვნა, რომ, სიმბოლურად, ეს კითხვა განსაკუთრებულ მზრუნვე-
ლობასა და სიახლოვის სურვილს გამოხატავდა. კითხვის მეორე ნაწი-
ლი ექიმ ნელსონის მეტყველების სტილს შეესაბამებოდა.
– დიახ, – უპასუხა სმიტმა.
– ძალიან კარგი, – მიუგო ჯილიანმა. სახის არაფრისმთქმელი გა-
მომეტყველების გარდა პაციენტს უცნაური ვერაფერი შეატყო. თუ მას
ქალი მართლა არასდროს ენახა, ამის დამალვას მშვენივრად ახერ-
ხებდა, – რამეში ხომ არ დაგეხმაროთ? – ჯილიანმა მიმოიხედა და შე-

32
ამჩნია, რომ საწოლის გვერდითა თაროზე არ იდო ჭიქა, რომელიც, წე-
სით, იქ უნდა ყოფილიყო, – წყალს ხომ არ ინებებდით?
სმიტმა მალევე შენიშნა, რომ ეს არსება განსხვავდებოდა მათგან,
ვინც, ჩვეულებრივ, მის სანახავად მოდიოდა ხოლმე და იმ სურათებზე
გამოსახულ არსებებსაც შეადარა, ნელსონი ამ უცნაური ადგილისკენ
მგზავრობისას რომ ათვალიერებინებდა. ამ სურათებით ნელსონი
ადამიანთა ერთი ნაწილის განსაკუთრებულად რთული და დამაბნევე-
ლი თავისებურებების ახსნას ცდილობდა. მაშასადამე, ეს არსება ქალი
უნდა ყოფილიყო.
სმიტმა ერთდროულად იგრძნო უცნაური მღელვარებაც და იმედ-
გაცრუებაც, მაგრამ ორივე შეგრძნება დაუყოვნებლივ დათრგუნა, რა-
თა მისი ღრმა გროკვა მეზობელ ოთახში განთავსებული სამედიცინო
აპარატურის მაჩვენებლებზე არ დაფიქსირებულიყო და ექიმ ტადეუშს
ვერაფერი შეემჩნია. მაგრამ, როგორც კი ბოლოს დასმული კითხვა გა-
დათარგმნა, ისეთმა მღელვარებამ მოიცვა, რომ გული ძალუმად აუძ-
გერდა. თუმცა დროულად მოეგო გონს, თვითკონტროლი დაიბრუნა და
წინდაუხედაობისთვის
საკუთარი თავი გაკიცხა.
შემდეგ თარგმანი გონებაში კიდევ ერთხელ გადაამოწმა და დარ-
წმუნდა, რომ არ ცდებოდა. ამ არსებამ – ქალმა – წყლის რიტუალი შეს-
თავაზა; ამ არსებას მასთან სიახლოვე ეწადა.
დედამიწურ სიტყვათა იმ მეტად მცირე მარაგში, რომელსაც ფლობ-
და, სმიტმა დიდი გაჭირვებით მოიძია ასეთი შემთხვევისთვის შესაფე-
რისი მნიშვნელობის მქონე სიტყვები და, შეეცადა, სათანადო ცერემო-
ნიულობით წარმოეთქვა:
– წყლისთვის მადლიერი ვარ. დაე, მუდამ დარწყულებულიყავი.
– ოჰ, როგორი თავაზიანი ხართ! – ამოილუღლუღა დაბნეულმა მედ-
დამ. შემდეგ კი ჭიქა მოძებნა, წყლით აავსო და პაციენტს გაუწოდა.
– ჯერ თქვენ შესვით, – უთხრა მან.
ჯილიანმა გაიფიქრა, ალბათ, ეშინია, რომ მოწამვლას ვუპირებო,
თუმცა მისმა თხოვნამ ერთობ დაჟინებულად გაიჟღერა და ჯილიანიც
დაემორჩილა. ერთი ყლუპი მოსვა, შემდეგ პაციენტმა ჭიქა გამოარ-

33
თვა, თვითონაც დალია და საწოლზე ისეთი კმაყოფილებით მიწვა,
თითქოს რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი საქმე დაესრულებინა.
ჯილი მაშინვე მიხვდა, რომ აქ საინტერესო თავგადასავალი აღარ
ელოდა.
– კარგი. თუ მეტი არაფერი გჭირდებათ, დროა, საქმეს დავუბრუნ-
დე, – უთხრა პაციენტს და კარისკენ დაიძრა.
– არა! – წამოიძახა პაციენტმა.
– რა? კიდევ გინდათ რამე?..
– ნუ წახვალ!
– უნდა წავიდე, თანაც ახლავე, – ჯილიანი პაციენტს მიუბრუნდა, –
შემიძლია კიდევ რამით დაგეხმაროთ?
პაციენტმა ყურადღებით შეათვალიერა.
– შენ... ქალი ხარ?
ჯილი გაბრაზდა. მისი სქესი ეჭვქვეშ არასოდეს არავის დაეყენები-
ნა, ამიტომ თავდაპირველად მწარე პასუხის გაცემას აპირებდა.
მაგრამ სმიტის გამომეტყველებასა და აღელვებულ მზერას რომ
დააკვირდა, გადაიფიქრა. ახლაღა დაიწყო იმის გაცნობიერება, რომ
ის, რაც აქამდე შეუძლებელი ეგონა, სიმართლე უნდა ყოფილიყო – ამ
პაციენტს მართლაც არასდროს ენახა ქალი, ქალების შესახებ არაფე-
რი იცოდა.
– კი, ქალი ვარ, – ფრთხილად უპასუხა ჯილიანმა.
სმიტი კვლავ უხმოდ და უემოციოდ აკვირდებოდა და ჯილმაც თავი
უხერხულად იგრძნო. ის მიჩვეული იყო მამაკაცთა მხრიდან ყურადღე-
ბას და ზოგჯერ ამით ერთობოდა კიდეც, მაგრამ ახლა სხვა რამ ხდე-
ბოდა – პაციენტი ისე ათვალიერებდა, თითქოს მიკროსკოპის ქვეშ აკ-
ვირდებაო.
– აბა, როგორ ფიქრობთ, განა ქალივით არ გამოვიყურები?
– არ ვიცი, – ნელა წარმოთქვა სმიტმა, – როგორ უნდა გამოიყურე-
ბოდეს ქალი? რა გაქცევს ქალად?
– ოჰ, თუ ღმერთის გწამთ! – აღმოხდა ჯილს. დაბნეულმა ქალმა გა-
აცნობიერა, რომ ეს საუბარი მეტისმეტად განსხვავდებოდა ყველაფერ
იმისგან, რაზეც თორმეტი წლის შესრულების შემდეგ მამაკაცებთან

34
ელაპარაკა, – იქნებ მოელით, რომ ტანსაცმელს გავიხდი და გაჩვე-
ნებთ!..
სმიტი ერთხანს არაფერს ამბობდა და ამ სიტყვიერი სიმბოლოების
გადათარგმნას ცდილობდა, აანალიზებდა. პირველი ფრაზის მნიშვნე-
ლობა საერთოდ ვერ დაეგროკა. ეს იმ ფორმალურ ფრაზათაგან ერთ-
ერთი უნდა ყოფილიყო, რომლებსაც ეს ადამიანები ასე ხშირად იყე-
ნებდნენ, თუმცა ისე ემოციურად წამოეთქვათ, თითქოს განშორებამდე
ნათქვამი უკანასკნელი სიტყვები ყოფილიყო. ცხადი იყო, იმდენად
ვერ ერკვეოდა ქალი არსებების ქცევებსა და მათთან დამოკიდებულე-
ბის ნიუანსებში, რომ ვერც კი შეემჩნია ამ არსების მდგომარეობა, რო-
მელიც, შესაძლოა, დაუყოვნებელი დემატერიალიზაციისთვისაც იყო
მზად.
სმიტი ბუნდოვნად გრძნობდა, რომ სულაც არ სურდა, მედდა სწო-
რედ ახლა მომკვდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ, თავისთავად ცხა-
დია, რომ ეს მისი უფლება და, შესაძლოა, მოვალეობაც იყო. ასეთი
მკვეთრი გადასვლა წყლის რიტუალიდან იმ ფაქტზე, რომ ახლად შე-
ძენილი რიტუალური მოძმე, შესაძლოა, განშორებას ან დემატერიალი-
ზაციას აპირებდა, სმიტს საშინლად შეაძრწუნებდა, ეს ემოციები მიზან-
მიმართულად და ცნობიერად რომ არ დაერთგუნა. გადაწყვიტა – თუ
ქალი ახლა მოკვდებოდა, მაშინ თვითონაც მაშინვე უნდა მომკვდარი-
ყო, რადგან წყლის გაზიარების შემდეგ სხვაგვარად ვერაფრით დაგ-
როკავდა.
მედდის სიტყვიერ სიმბოლოთა ნაკრების მეორე ნაწილი სმიტს ად-
რეც სმენოდა. ასე თუ ისე დაეგროკა, რომ აქ მისთვის კრიზისული სი-
ტუაციიდან თავის დაღწევის გზა იგულისხმებოდა – თუ ეს არსება, ქა-
ლი, ტანსაცმელს გაიხდიდა, მაშინ არც ერთ მათგანს აღარ მოუხდებო-
და დემატერიალიზაცია.
– დიახ, თუ შეიძლება, – ბედნიერი ღიმილით წარმოთქვა სმიტმა.
ჯილმა პირი გააღო. დახურა. შემდეგ ისევ გააღო და აღმოხდა:
– ჰა? ჯანდაბა! ჩემი კარგიც!
სმიტმა ემოციური უსიამოვნება დაგროკა და იმასაც მიხვდა, რომ
რაღაც ისე ვერ ეთქვა, როგორც საჭირო იყო. მან დემატერიალიზაცი-

35
ისთვის გონების მზადება დაიწყო, რისთვისაც მეხსიერებაში უნდა
აღედგინა და დაეგემოვნებინა ყველაფერი, რაც აქამდე ენახა და გა-
მოევლო, ეს ყოველივე კვლავ განეცადა, განსაკუთრებული ყურადღე-
ბა კი ამ ქალი არსებისთვის დაეთმო. უცებ სმიტმა დაინახა, რომ არსე-
ბა მისკენ დაიხარა და, როგორღაც, ისიც იგრძნო, რომ ეს ყველაფერი
სიკვდილისგან ძალიან შორს იყო. ქალი თვალებში ჩასცქეროდა.
– შემისწორე, თუ ვცდები, – უთხრა არსებამ, – იმას მთხოვდი, ეს ტან-
საცმელი რომ გამეხადა?
სმიტმა დიდი ძალისხმევით მოახერხა ინვერსიებითა და აბსტრაქ-
ციებით გადატვირთული ფრაზის გადათარგმნა და, იმის იმედით, რომ
მისი პასუხი ახალი კრიზისის პროვოცირებას არ გამოიწვევდა, თქვა:
– დიახ.
– ასეც ვფიქრობდი. ძმაო, სულაც არ ყოფილხარ ავად.
სმიტმა ყურადღება სიტყვა „ძმაზე“ გაამახვილა, რამეთუ ამით ქა-
ლი შეახსენებდა, რომ წყლის რიტუალი ერთად გაევლოთ. და სმიტმა
დასახმარებლად თანამოძმენი გამოიხმო, რათა მათი შემწეობით ახა-
ლი ძმის სურვილის არსს ჩასწვდომოდა.
– ავად არ ვარ, – დაეთანხმა სმიტი.
– ჯანდაბა, წარმოდგენა არ მაქვს, რა გჭირს... რაც უნდა გჭირდეს
მანდ, მაგრამ ტანზე შემოხევას ნაღდად არ ვაპირებ. ჩემი წასვლის
დროა, – არსება წელში გაიმართა და ისევ გვერდითა კარისკენ დაიძ-
რა. ზღურბლზე შედგა, უკან მოიხედა და ცბიერი ღიმილით დასძინა: –
ეს შეგიძლია კიდევ მთხოვო, უფრო თავაზიანად და უფრო შესაფერის
სიტუაციაში. თავადაც მაინტერესებს, როგორ მოვიქცევი.
ქალი წავიდა. სმიტი ჰიდრავლიკურ საწოლზე გაიშოტა და გონება
ოთახის მიღმა გადაისროლა. ერთგვარ სიამაყეს გრძნობდა იმის გამო,
რომ როგორღაც მოახერხა და არც ერთ მათგანს აღარ მოუხდა დემა-
ტერიალიზაცია, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი ახალი რამ რჩებოდა, რაც
მისი მხრიდან დაგროკვას მოითხოვდა. ქალის უკანასკნელი სიტყვე-
ბის საკმაოდ დიდი ნაწილი მთლიანად ეუცხოებოდა, ნაცნობი სიმბო-
ლოები კი ისე იყო განლაგებული, რომ მათგან აზრის გამოტანა უჭირ-
და. თავს ბედნიერად გრძნობდა იმის გამო, რომ ამ სიტყვათა არსი

36
წყლით დაძმობილებულთა შორის არსებულ დამოკიდებულებას შე-
ესაბამებოდა, მაგრამ მათში კიდევ იყო რაღაც ისეთი, რაც აღელვებდა
და, იმავდროულად, საოცარ სიამოვნებასაც ჰგვრიდა. სმიტი თავის
ახალ თანამოძმეზე ფიქრობდა, ამ არსებაზე, ამ ქალზე, და მთელ სხე-
ულში უცნაურად სასიამოვნო ჟრუანტელი უვლიდა. და გაახსენდა შეგ-
რძნება, რომელიც მაშინ დაეუფლა, როდესაც პირველად დართეს დე-
მატერიალიზაციაზე დასწრების უფლება და ბედნიერების ამოუცნობი
განცდით აღივსო.
სმიტმა ინატრა, გვერდით მოძმე ექიმი მაჰმუდი ჰყოლოდა... რამ-
დენი რამ უნდა დაეგროკა, მაგრამ არასაიდან იყო ამოსაგროკი.
ჯილ ბორდმენმა მორიგეობის დარჩენილი ნაწილი გაბრუებულმა
გაატარა. როგორღაც მოახერხა, რომ არაფერი არეოდა, კითხვებზე კი
ინსტინქტურად პასუხობდა. თავიდან ვერ იშორებდა ადამიანს მარსი-
დან, რომლის სახეც გამუდმებით თვალწინ ედგა, გიჟური სიტყვები კი
გონებაში უტრიალებდა. არა, ის შეშლილი არ უნდა ყოფილიყო. ჯილს
გიჟებთან მუშაობის გამოცდილება ჰქონდა და, დარწმუნებული იყო,
რომ ამ ადამიანის ნათქვამი შეშლილისას არ ჰგავდა.
ჯილმა გადაწყვიტა, რომ სიტყვა „უმანკო“ მას ყველაზე მეტად შე-
ეფერებოდა, მაგრამ მცირეოდენი ფიქრის შემდეგ ეს სიტყვაც უარყო.
მას მართლაც ჰქონდა უმანკო სახე, მაგრამ თვალებში უმანკოების კვა-
ლიც არ ეტყობოდა. როგორ არსებას უნდა ჰქონოდა ასეთი სახე?
ოდესღაც ჯილი კათოლიკურ ჰოსპიტალში მუშაობდა... და, უეც-
რად, მარსელი ადამიანი მონაზვნის თავსაბურავიანი მოწყალების
დის სახით წარმოიდგინა. ამ ხატებამ ჯილი შეაშფოთა, რამეთუ სმიტის
გარეგნობა სრულიად არაქალური იყო.
ჯილი ტანსაცმელს იცვლიდა, როცა გასახდელში სხვა მედდამ შე-
მოყო თავი.
– ჯილ, გირეკავენ.
ჯილმა ზარს უპასუხა. მხოლოდ ხმას იღებდა, გამოსახულების გა-
რეშე. თან გამოცვლას აგრძელებდა.
– ფლორენს ნაითინგეილი[10] ბრძანდებით? – გაისმა ბარიტონი.
– დიახ... ბენ, შენ ხარ?

37
– ვინ, თუ არა მე – სიტყვის თავისუფლებისთვის თავდადებული მებ-
რძოლი. დაკავებული ხომ არ ხარ, ჩემო პატარა?
– რა გაქვს ჩაფიქრებული?
– ის მაქვს ჩაფიქრებული, რომ სისხლიან სტეიკზე დაგპატიჟო, ლი-
ქიორი დაგალევინო და ერთი კითხვაც დაგისვა.
– პასუხი ისევ და ისევ „არა“ იქნება.
– ეს ის კითხვა არ არის, შენ რომ გგონია.
– როგორ, ნუთუ სხვა კითხვის დასმაც შეგიძლია? აბა, გისმენ.
– მოგვიანებით. ჯერ გემრიელი კერძითა და ლიქიორით უნდა მო-
გალბო.
– ნამდვილი სტეიკი და არა სინთეტიკური?
– გარანტიას გაძლევ, რომ როგორც კი ჩანგალს ჩაარჭობ, ბღავილს
დაიწყებს.
– როგორც ჩანს, კარგად მიგდის საქმეები, ბენ.
– აბა, აქ ეგ რა მოსატანია. და იმაზე რას იტყვი, რაზეც ვლაპარა-
კობდით?
– დამითანხმე.
– ცენტრის სახურავზე შევხვდეთ. ათ წუთში.
ჯილმა კაბა, რომლის ჩაცმასაც აპირებდა, ისევ კარადაში დაკიდა
და გამოსასვლელი კაბა გამოიღო, რომელსაც აქ განსაკუთრებული
შემთხვევებისთვის ინახავდა. კაბა, ერთი შეხედვით, მკაცრი სტილის
შთაბეჭდილებას ტოვებდა, მაგრამ, კარგად თუ დააკვირდებოდით,
ადვილად შეამჩნევდით, რომ ის თითქმის მთლიანად გამჭვირვალე
იყო და სიშიშვლის ეფექტს ახდენდა. ერთი თვის ხელფასი კი დაუჯდა,
მაგრამ ღირდა – მას ალკოჰოლივით ფარული და შემპარავი ზემოქმე-
დება შეეძლო. ჯილმა საკუთარი თავი კმაყოფილებით შეათვალიერა
და ლიფტისკენ გაემართა, რათა სახურავზე ასულიყო.
სახურავზე ასვლისას პალტო მჭიდროდ შემოიხვია, ქარისგან რომ
დაეცვა თავი და თვალებით ბენ კექსტონის ძებნას შეუდგა. სახურავის
დაცვის წევრმა მკლავზე შეახო ხელი და მანქანისკენ ანიშნა.
– აი, ეს მანქანა გელოდებათ, მის ბორდმენ... „ტალბოტი“[11].

38
– გმადლობ, ჯეკ, – ჯილმა შორიახლოს მდგარი ტაქსი დაინახა,
რომლის კარიც უკვე გამოღებული იყო. მანქანასთან მივიდა, ჩაჯდა
და, ის იყო, ბენისთვის გალანტურობასთან დაკავშირებული რაღაც
ორაზროვანი კომპლიმენტის თქმას აპირებდა, რომ შენიშნა, ბენი მან-
ქანაში არ იმყოფებოდა. ტაქსის ავტოპილოტი მართავდა. კარი დაიკე-
ტა, მანქანა ჰაერში აიჭრა, წრე მოხაზა და პოტომაკის[12] თავზე გას-
რიალდა. ჯილი მანქანაში იჯდა და იცდიდა.
ტაქსი ალექსანდრიის[13] საზოგადოებრივ ავტოსადგომზე დაეშვა.
ბენ კექსტონი მანქანაში ჩაჯდა და ისევ ჰაერში აფრინდნენ. დაღვრე-
მილმა ჯილმა გადახედა:
– დიდი ვინმე გამხდარხარ! როდის აქეთ აგზავნი რობოტებს ქა-
ლებთან? ნუთუ შენი დრო ისეთი ღირებული გახდა, რომ რამდენიმე
წუთსაც ვეღარ დაკარგავ?
ბენმა მუხლზე მოუთათუნა ხელი და რბილად უთხრა:
– ამას თავისი მიზეზი აქვს, ჩემო პატარა. არ მინდოდა, ვინმეს და-
ენახა, იქიდან მე რომ წამოგიყვანე.
– ანუ...
– ვერც შენ მისცემ საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ჩემთან ერ-
თად შეგამჩნიონ. ასე რომ, დამშვიდდი. ბოდიშს გიხდი. უმორჩილესად
გთხოვ, მომიტევო. მზად ვარ, ფეხუკაზე გემთხვიო, მაგრამ ეს ნამდვი-
ლად აუცილებელი სიფრთხილე იყო.
– ჰმ... ჩვენგან რომელს აქვს კეთრი?
– ორივეს, გარკვეული გაგებით, ჯილ, მე ხომ გაზეთში ვმუშაობ.
– უკვე იმაზეც ვფიქრობდი, რომ ვიღაც სხვა იყავი.
– შენ კი იმ საავადმყოფოს მედდა ხარ, სადაც მარსელი ადამიანი
იმყოფება, – ბენმა ხელები გაშალა და მხრები აიჩეჩა.
– ანუ იმის თქმა გინდა, რომ ამის გამო დედაშენს ვერ გამაცნობ?
– ჯილ, მაინც ვერ გაიგე, რას გეუბნები? ამ არემარეში ათასობით
რეპორტიორი დათარეშობს. პრესის სხვა წარმომადგენლებზე რომ
აღარაფერი ვთქვათ: ჯაშუში რეპორტიორები, კალმის მლესავები, უინ-
ჩელები, ლიპმენები.[14] „ჩემპიონის“ დედამიწაზე დაშვებისთანავე
ყველა მათგანი აქეთ გამოეშურა; ყველა ცდილობდა, როგორმე მო-

39
ეხერხებინა და მარსელი ადამიანისგან ინტერვიუ აეღო. მათ შორის,
მეც. ამ ხნის განმავლობაში, როგორც ვიცი, ჯერ არავის არაფერი არ
გამოსვლია. როგორ ფიქრობ, რამდენად ჭკვიანური იქნებოდა, დავე-
ნახეთ, როგორ გამოვდიოდით საავადმყოფოდან ერთად?
– ჰმ, შეიძლება მართალიც იყო, მაგრამ ამაში განსაკუთრებულ
პრობლემას ვერ ვხედავ. მე ხომ მარსელი არ ვარ.
– რა თქმა უნდა, არ ხარ მარსელი, მაგრამ, შესაძლოა, სწორედ შენ
დამეხმარო მასთან შეხვედრაში. ამიტომაც არ მინდოდა, დაენახათ,
როგორ მომყავდი საავადმყოფოდან.
– რაო?! ბენ, გატყობ, მზეში უქუდოდ დადიოდი. მას ხომ საზღვაო
ქვეითები დარაჯობენ, – ჯილს გაახსენდა, რომ თვითონ სულაც არ გას-
ჭირვებია შეიარაღებული დაცვისთვის გვერდის ავლა, მაგრამ გადაწ-
ყვიტა, რომ ამ დეტალის თაობაზე არაფერი ეთქვა.
– ვიცი, რომ ასეა. ამრიგად, სწორედ ამაზე უნდა ვილაპარაკოთ.
– არა მგონია, ამ ლაპარაკს აზრი ჰქონდეს.
– ამ საკითხს მოგვიანებით დავუბრუნდეთ. არ ვაპირებდი, ამაზე
იქამდე დაგლაპარაკებოდი, ვიდრე ცხოველური პროტეინებითა და
ეთანოლით არ მოგთაფლავდი. ჯერ ვჭამოთ და მერე ვილაპარაკოთ.
– ეგ სხვა საქმეა, მაგაში ვერ შეგეკამათები. სად მივდივართ? „ნიუ
მეიფლაუერს“ გაწვდება შენი ჯიბე, შენი გასქელებული ჯიბე?
კექსტონი მოიღუშა.
– ჯილ, თუ რესტორანში წავალთ, მაშინ ლუისვილზე ახლოს ერთად
გამოჩენას ვერ გავრისკავთ. ამ ჯაბახანას კი, იქამდე მისაღწევად,
ორი საათი მაინც დასჭირდება. რას იტყვი, ჩემთან რომ ვისადილოთ?
– „უთხრა ობობამ ბუზს...“[15] ბენ, ძალიან კარგად მახსოვს, ცოტა
ხნის წინ რაც მოხდა. შენთან ძიძგილაობის თავი აღარ მაქვს.
– ეგ არც მოგიწევს. მკაცრად საქმიანი შეხვედრა იქნება. ყველა-
ფერს გეფიცები.
– ეს ამბავი არ მომწონს. არა მგონია, შენთან მარტო დარჩენილმა
თავი უსაფრთხოდ ვიგრძნო. მაგრამ კარგი, ჯანდაბას, რახან დაიფი-
ცე...

40
კექსტონი წინ გადაიხარა და რამდენიმე ღილაკს დააწვა. ტაქსი,
რომელიც მიმართულების მიცემის მოლოდინში ერთ ადგილზე ტრი-
ალებდა, უეცრად გამოცოცხლდა და იმ სასტუმროსკენ გაიჭრა, სადაც
ბენი ცხოვრობდა. კაცმა ტელეფონის ნომერი აკრიფა და ჯილს მიუბ-
რუნდა:
– რამდენი დრო დასჭირდება ლიქიორით შენს დათრობას, ჩემო
ტკბილო? წინასწარ უნდა გავაფრთხილო, რომ ამ დროისთვის სტეიკის
მასალა გამიმზადონ.
– ბენ, ამ სათაგურს საკუთარი სამზარეულოც აქვს? – თქვა ჯილმა
მცირეოდენი პაუზის შემდეგ.
– აქვს და თანაც საუკეთესო. ნამდვილად შემიძლია, სტეიკით გაგი-
მასპინძლდე, თუ ამას გულისხმობ.
– სტეიკს მე მოვამზადებ. ტელეფონი მომაწოდე, – ჯილი საჭირო მი-
თითების მიცემას შეუდგა. მხოლოდ ერთხელ შეჩერდა, რომ გაეგო, უყ-
ვარდა თუ არა ბენს არდი[16].
ტაქსი სასტუმროს სახურავზე დაეშვა და ორივე ბენის ნომრისკენ
გაემართა. ოთახი საკმაოდ ძველმოდურად და არც ისე მოხდენილად
გამოიყურებოდა. მისი ერთადერთი ღირსშესანიშნაობა ცოცხალი ბა-
ლახის ხალიჩა იყო. ჯილი ოთახის შესასვლელში შეჩერდა, ფეხსაცმე-
ლები გაიხადა და ბალახთან მივიდა. მწვანე ღეროებს შიშველი ფეხე-
ბით მიუალერსა.
– რა კარგია, – ამოიოხრა, – რამდენი ხანია, ჩემს ფეხებს ასეთი შვე-
ბა არ უგრძნიათ.
– დაჯექი.
– არა, ცოტა ხანს ასე ვიქნები. მინდა, ფეხებს ეს შეგრძნება ხვალამ-
დე გაჰყვეთ, როდესაც ისევ სამუშაოს დავუბრუნდები.
– როგორც გინდა, – ბენი კოქტეილის მოსამზადებლად ბარისკენ
გაემართა.
ჯილი უკან მიჰყვა და დიასახლისობას შეუდგა. სტეიკის მასალა
მიკროტალღურ ღუმელში შესაწვავად გამზადებულ კარტოფილთან
ერთად უკვე ადგილზე დახვდათ. ჯილმა სალათა დაჭრა და დროებით
მაცივარში შედგა. შემდეგ მიკროტალღურ ღუმელზე ისეთი პროგრამა

41
დააყენა, რომ სტეიკიც შეეწვა და კარტოფილიც შესაბამის დროს მომ-
ზადებულიყო, მაგრამ ღუმელი არ ჩაურთავს.
– ბენ, ამ ღუმელს დისტანციური მართვის რეჟიმი აქვს?
– რა თქმა უნდა.
– ვერ ვიპოვე.
ბენმა საკონტროლო პანელს მოავლო თვალი და ერთ-ერთ ღი-
ლაკს დააწვა.
– ჯილ, რას იზამდი, სტეიკი ღია ცეცხლზე რომ გქონოდა შესაწვავი?
– ისე მოვამზადებდი, თითებს ჩაიკვნეტდი. ოდესღაც სკაუტი ვიყა-
ვი, თან საკმაოდ კარგი სკაუტი. შენ რას იზამდი, ჭკვიანო?
ბენმა ამ რეპლიკას ყურადღება არ მიაქცია, ლანგარი აიღო და მი-
საღებ ოთახში გავიდა. ჯილიც გაჰყვა და ბალახზე ჩამოჯდა, თან კაბის
კალთები ამოიკეცა, ბალახით რომ არ დალაქავებოდა. მარტინის
სვამდნენ. ბენის სკამის მოპირდაპირე მხარეს აკვარიუმის გამოსახუ-
ლებით შენიღბული სტერეოვიზორი იდგა. ბენმა აპარატი ჩართო. გუპე-
ბი და ტეტრები[17] გაუჩინარდნენ და ადგილი კომენტატორის სახეს
დაუთმეს. ეს ცნობილი უინჩელი, ავგუსტუს გრივსი გახლდათ.
– ...ავტორიტეტულმა პირებმა განაცხადეს, – ამბობდა სტერეოგა-
მოსახულება, – რომ მარსელი ადამიანი მუდმივად საძილე მედიკამენ-
ტების ზემოქმედების ქვეშ ჰყავთ, რათა ამ ფაქტების შესახებ არაფერი
შეიტყოს. ადმინისტრაცია უკიდურესად გაღიზიანდება, თუ...
კექსტონმა აპარატი გამორთო.
– გას, შე ბებერო, – ნასიამოვნები ხმით თქვა ბენმა, – არაფერი ისე-
თი არ იცი, რაც მეც არ მსმენია, – და მოიღუშა, – თუმცა გამორიცხული
სულაც არ არის, მართალი იყო და მას მართლაც საძილე წამლებით
ჭყეპდნენ.
– არა, ეგრე არ არის, – მოულოდნელად განაცხადა ჯილმა.
– მაგით რისი თქმა გინდა, პატარა?
– მარსელს საძილე წამლებით არ ჭყეპენ, – ჯილმა იმაზე მეტი წა-
მოროშა, ვიდრე აპირებდა, ამიტომ ფრთხილად დაამატა, – მას მუდმი-
ვად მეთვალყურეობენ ექიმები და სანიტრები, მაგრამ დამამშვიდებე-
ლი წამლების მიცემის განკარგულება არავის გაუცია.

42
– დარწმუნებული ხარ? შემთხვევით შენც ხომ არ დაგავალეს მასზე
მეთვალყურეობა? გამოტყდი, მისი ერთ-ერთი მედდა ხარ?
– არა, მხოლოდ მამაკაცი სანიტრები მიუჩინეს. ქალებს საერთოდ
არ უშვებენ. ნაბრძანებია, რომ არცერთი ქალი არ უნდა შევიდეს მის
პალატაში და საზღვაო ქვეითები ზრუნავენ, რომ ასეთი რამ არც მოხ-
დეს.
– მაგას მეც მოვკარი ყური, – თავი დააქნია კექსტონმა, – ფაქტი
ისაა, რომ ზუსტად შენც არ იცი, დამამშვიდებელ წამლებს აძლევენ თუ
არა. ასე არ არის?
ჯილი ცარიელ ჭიქას მიაშტერდა. ცოტა არ იყოს, გაღიზიანებული-
ყო, სიტყვაზე რომ არ ენდობოდნენ, მაგრამ იმასაც ხვდებოდა, რომ სა-
კუთარი ნათქვამი, მეტი დამაჯერებლობისთვის, არგუმენტებით უნდა
გაემყარებინა.
– ბენ, ხომ არავის ეტყვი? ხომ არ გამცემ?
– ხომ არ გაგცემ? ეგ როგორ? რა არ უნდა ვთქვა?
– საერთოდ არაფერი.
– ჰმ... მაგის გაკეთება ძალიან გამიჭირდება, მაგრამ ჯანდაბას, რო-
გორმე მოვახერხებ.
– ძალიან კარგი. აბა, კიდევ დამისხი, – ბენმა ჭიქა შეუვსო და ჯილ-
მა განაგრძო, – ვიცი, რომ მარსელ ადამიანს დამამშვიდებლებით არ
ჭყეპენ. ეს კი იქიდან ვიცი, რომ ველაპარაკე.
კექსტონმა დაუსტვინა.
– ასეც ვიცოდი, – თქვა მან, – დღეს დილას, როგორც კი გავიღვიძე,
საკუთარ თავს ვუთხარი, ჯილი მოინახულე, ის ხომ შენს სახელოში გა-
დამალული ტუზია-მეთქი. ჩემო ბეკეკა, აი, კიდევ დალიე. მთელი ბოთ-
ლი შენთვის მოვიტანე.
– გმადლობ, მაგრამ ასე უცებ არ მინდა.
– როგორც ინებებ. შეიძლება, ეგ პატარა დატანჯული ფეხუკები და-
გიზილო? ჩემო ქალბატონო, ინტერვიუს მისაცემად მოემზადეთ, პუბ-
ლიკა მოუთმენლად გელით. აბა, სულ თავიდან დავიწყოთ. როგორ...
– არა, ბენ! შენ ხომ დამპირდი, აღარ გახსოვს? საკმარისია, ჩემი ერ-
თი სიტყვა მაინც გამოაქვეყნო და სამუშაოს დავკარგავ.

43
– ჰმ... შესაძლებელია, ასეც მოხდეს. და „სანდო წყაროს“ როლზე
რას იტყვი?
– მაინც ძალიან მეშინია.
– აბა, რას აპირებ? ყველაფერს მოუყვები ბიძია ბენს, თუ ცნობის-
მოყვარეობით მომკლავ და მერე მთელ სტეიკს შენ გადასანსლავ?
– ოჰ, ყველაფერს მოგიყვები, რადგან უკვე ამდენი ვილაპარაკე.
მაგრამ უნდა დამპირდე, რომ ამაზე არაფერს დაწერ.
ბენმა ბედი აღარ გამოსცადა და დანებდა, ჯილმა კი იმის მოყოლა
დაიწყო, თუ როგორ შემოუარა საზღვაო ქვეითებს ფლანგიდან.
– ამის გაკეთებას კიდევ მოახერხებ? – შეაწყვეტინა ბენმა.
– რაო? ვფიქრობ, რომ შევძლებ, მაგრამ აღარ გავრისკავ.
– კარგი, მაგრამ იმას თუ შეძლებ, რომ მაგ გზით მე შემაპარო? რა
თქმა უნდა, შეძლებ. მისმინე, ელექტრიკოსივით გამოვეწყობი: ჭუჭყია-
ნი კომბინეზონი, სამსახურის ლოგო, ინსტრუმენტების ჩანთა. შენ, უბ-
რალოდ, ოთახის გასაღები მიშოვე და...
– არა!
– როგორ თუ არა? მისმინე, ჩემო პატარა, აბა, კარგად დაფიქრდი.
ოთხი ერთთან ჩამოვდივარ ფსონს, რომ ვინც კი მარსელს გარს ახვე-
ვია, ყოველი მეორე რომელიმე ახალი ამბების სააგენტოს ფარული და
საავადმყოფოში შეპარული ჯაშუშია. ეს ამბავი ყველაზე დიდი ინტერე-
სის საგანია მას შემდეგ, რაც კოლუმბმა იზაბელა თავისი სამკაულების
დაგირავებაში[18] დაარწმუნა. ერთადერთი, რაც მაფიქრებს, ის არის,
რომ იქ, შესაძლოა, ნამდვილ ელექტრიკოსსაც გადავეყარო...
– ერთადერთი, რაც მე მაფიქრებს, საკუთარი თავია, – შეაწყვეტინა
ჯილმა, – შენთვის ეს მხოლოდ და მხოლოდ სენსაციური ამბავია, ჩემ-
თვის კი მთელი კარიერა დევს სასწორზე. რამე რომ გაიგონ, საავად-
მყოფოდანაც გამაგდებენ, ამ ქალაქიდან წასვლაც მომიწევს და ჩემი
კარიერაც დასრულდება.
– ჰო... შეიძლება, ეგრეც მოხდეს.
– შეიძლება კი არა, ნამდვილად მოხდება.
– ქალბატონო, მგონი, დროა, ქრთამი შემოგთავაზოთ.

44
– საინტერესოა, მაინც რამხელა ქრთამს გულისხმობ? გაითვალის-
წინე, მთელი სიცოცხლის განმავლობაში უნდა მეყოს, რომ რიოში რი-
გიანად ვიცხოვრო.
– რაც მართალია, მართალია, ეს ამბავი ნამდვილად ფასეულია,
მაგრამ იმედია, არ ელოდები, რომ „ასოშიეიტიდ პრესსა“ და
„როიტერს“ ვაჯობებ. ასზე რას იტყვი?
– ვინ გგონივარ?!
– ეგ უკვე გავარკვიეთ. ახლა ფასზე ვთანხმდებით. ას ორმოცდაათ-
ზე?
– ერთიც დამისხი და „ასოშიეიტიდ პრესის“ ნომერი მომიძებნე.
– კაპიტოლიუმი, 10-9000. ჯილ, ცოლად გამომყვები? ეს ყველაზე მე-
ტია, რისი შემოთავაზებაც შემიძლია.
– რა თქვი? – ქალი გაოგნებული მიაშტერდა.
– თანახმა ხარ, ცოლად გამომყვე? როცა ქალაქიდან გაგაძევებენ,
საზღვართან დაგხვდები და შენს ტრაგიკულ ხვედრს გავიზიარებ. შემ-
დეგ კი შეგეძლება, დაბრუნდე და ჩემს ბალახში გაიგრილო ფეხები,
უფრო სწორად, ჩვენს ბალახში, შენი სირცხვილი კი დავიწყებას მისცე.
მაგრამ ჯერ როგორმე მარსელის პალატაში უნდა შემაპარო.
– ბენ, ეს თითქმის სერიოზულად ჟღერს. ამ შემოთავაზებას პირუთ-
ვნელი მოწმის თანდასწრებითაც გაიმეორებ?
– ოჰ, ჯილ, რა ძნელია შენთან საქმის დაჭერა. მიდი, დაუკავშირდი
პირუთვნელ მოწმეს, – ამოიხვნეშა კექსტონმა.
ჯილი წამოდგა.
– ბენ, – თქვა ნაზად, – სიტყვაზე არ დაგიჭერ, – მან კაცს თმაზე ხელი
გადაუსვა და აკოცა, – მაგრამ არასოდეს ეხუმრო შინაბერა ქალს ქორ-
წინებაზე.
– არ მიხუმრია.
– ვნახოთ. პომადის კვალი მოიშორე და ყველაფერს მოგიყვები,
რაც ვიცი. მერე კი ერთად მოვიფიქროთ, როგორ უნდა გამოიყენო ეს
ყველაფერი ისე, რომ სამსახურიდან არ გამაგდონ. აბა, რას იტყვი?
– ძალიან კარგი.
ჯილმა ყველაფერი დაწვრილებით მოუთხრო.

45
– ზუსტად ვიცი, რომ დამამშვიდებელ წამლებს არ აძლევენ. იმაშიც
დარწმუნებული ვარ, რომ სრულიად საღ გონებაზეა, თუმცა ზუსტად არ
ვიცი, ამაში ასეთი დარწმუნებული რატომ ვარ – ის ხომ ძალიან უცნაუ-
რად ლაპარაკობდა და ერთობ სულელურ კითხვებსაც მისვამდა. მი-
უხედავად ამისა, მჯერა, რომ შეშლილი არ არის.
– გაცილებით უცნაური ის იქნებოდა, ასე უცნაურად რომ არ ელაპა-
რაკა.
– ანუ?
– აბა, ერთი კარგად დაფიქრდი, ჯილ. მარსის შესახებ არც ისე ბევ-
რი ვიცით, მაგრამ ის კი ზუსტად მოგვეხსენება, რომ ძალიან განსხვავ-
დება დედამიწისგან და მარსელები, რასაც უნდა წარმოადგენდნენ,
ადამიანები ნამდვილად არ არიან. ერთი წამით წარმოიდგინე, რომ
სადღაც, გადაკარგულ ჯუნგლში ისეთ ტომთან მოხვდი, რომლის წევ-
რებსაც თეთრკანიანი ქალი არასოდეს უნახავთ. საიდან გექნებოდა
წარმოდგენა იმაზე, რაზეც ისინი ილაპარაკებდნენ ან რა გეცოდინებო-
და იმ ყველაფერზე, რაც კი მათი კულტურის წიაღიდან იქნებოდა წარ-
მომდგარი? როგორ გგონია, შენი ლაპარაკი თავად რამდენად უცნაუ-
რად მოეჩვენებოდათ? ეს ძალიან მსუბუქი ანალოგიაა. ამ შემთხვევა-
ში, ჭეშმარიტება, სულ მცირე, ორმოცი მილიონი მილით უფრო უცნაური
და უცხოა ჩვენთვის.
– მაგას მივხვდი... – თავი დაუქნია ჯილმა, – ამიტომაც არ მივაქციე
დიდი ყურადღება მის უცნაურ ლაპარაკს. სულელი ნამდვილად არ
ვარ.
– არა, ქალის კვალობაზე ძალიან მიხვედრილი ხარ.
– ხომ არ გინდა, ეს მარტინი თავზე გადაგასხა?
– მომიტევეთ. ქალები კაცებზე გაცილებით ჭკვიანები არიან. მთე-
ლი ჩვენი კულტურა ამის მტკიცებულებაა. მოდი, ჭიქა მომაწოდე, შე-
გივსებ.
ჯილმა ზავის პირობები მიიღო და თხრობა გააგრძელა:
– ბენ, ეს ბრძანება, რომლითაც მასთან ქალების შეშვებას კრძალა-
ვენ, სრული სისულელეა. საერთოდ არაა მოძალადე.

46
– დარწმუნებული ვარ, უბრალოდ, არ უნდათ, რომ ამდენი შოკი ერ-
თბაშად დაატყდეს.
– შოკირებული სულაც არ მომჩვენებია. ის უფრო... ინტერესს გამო-
ხატავდა. მისი მზერა საერთოდ არ ჰგავდა ქალის მიმართ მამაკაცის
ჩვეულ მზერას.
– მისთვის ცოტა მეტი რომ გეჩვენებინა, შეიძლებოდა, შედეგისთვი-
საც მიგეღწია. სავარაუდოდ, ყველა ადამიანური ინსტინქტი აქვს, მაგ-
რამ ვერ აცნობიერებს და მათი მართვაც არ შეუძლია.
– რაო? რაღაც არა მგონია. არ ვიცი, რა უთხრეს ქალებისა და მამა-
კაცების თავისებურებების შესახებ, მაგრამ, ვფიქრობ, უბრალოდ უნ-
დოდა, ენახა თუ რით განვსხვავდებოდით ერთმანეთისგან.
– გაუმარჯოს მაგ განსხვავებას! – ენთუზიაზმით აღსავსე ხმით შეს-
ძახა კექსტონმა.
– ასეთი ვულგარულიც ნუ იქნები.
– ვინ, მე? ვულგარული სულაც არ ვარ. პირიქით, პატივისცემით ვარ
აღსავსე. უბრალოდ, ყველა ღმერთისადმი გამოვხატე ჩემი მადლიე-
რება, რომ ადამიანად დავიბადე და არა მარსელად.
– სერიოზულად რა.
– ამაზე სერიოზული არასდროს ვყოფილვარ.
– მაშინ დამშვიდდი. ის არანაირ პრობლემას არ შემიქმნიდა. დი-
დი-დიდი საკუთარი მადლიერება გამოეხატა. შენ მისი სახე არ გინა-
ხავს, მე კი ვნახე.
– ასეთი რა სახე აქვს?
– არც კი ვიცი, როგორ ვთქვა, – დაფიქრებული მზერა შეავლო ჯილ-
მა, – თუმცა, კი, ვიცი! ბენ, ოდესმე გინახავს ანგელოზი?
– მხოლოდ შენ, ჩემო ქერუბიმო. სხვა არავინ.
– არც მე მინახავს, მაგრამ ის სწორედ ანგელოზივით გამოიყურებო-
და. სიბრძნით დამძიმებული მოხუცის მზერა და უსათნოესი სახე აქვს,
რომელზეც აბსოლუტური, არაამქვეყნიური უმანკოებაა აღბეჭდილი, –
ჯილი უცნაურად მოიკუნტა.
– „არაამქვეყნიური“ სწორედაც რომ შესაფერისი სიტყვაა, – ნელა
წარმოთქვა კექსტონმა, – ძალიან მინდა მისი ნახვა!

47
– მეც ვისურვებდი, გენახა. ბენ, ასე ძალიან რატომ ცდილობენ, მის
ყველასგან იზოლირებას? ის ხომ ბუზსაც არ ააფრენს. ამაში სრულიად
დარწმუნებული ვარ.
კექსტონმა თითის წვერები ერთმანეთს მიატყუპა და ჩაფიქრდა.
– მთავარი მიზანი, ალბათ, მისი დაცვაა. ის ხომ მარსის გრავიტაცი-
ულ ველში გაიზარდა და ალბათ კნუტივით უმწეოა.
– ჰო, რა თქმა უნდა – ამას მაშინვე შეამჩნევდი, მისთვის ერთხელ
მაინც რომ შეგევლო თვალი. მაგრამ კუნთების სისუსტე არც ისე სახი-
ფათოა. მიასთენია გრავისი[19] გაცილებით საშიში დაავადებაა, თუმ-
ცა ასეთ შემთხვევებს უკვე ვუმკლავდებით.
– სავარაუდოდ, იმისიც ეშინიათ, რომ მარსელს რამე არ გადაედოს.
ის ხომ ნოტრ დამის ექსპერიმენტული ცხოველებივითაა. დაავადებებ-
თან არასოდეს ჰქონია შეხება.
– ნამდვილად. სისხლში ანტისხეულებიც არ აქვს. მაგრამ როგორც
ყური მოვკარი, ექიმმა ნელსონმა, „ჩემპიონის“ ექიმს ვგულისხმობ, ამა-
ზე მაშინ იზრუნა, როდესაც მარსიდან დედამიწაზე მოფრინავდნენ.
ექიმი თურმე მუდმივად უკეთებდა გადასხმებს, ვიდრე მისი სისხლის
თითქმის ნახევარი არ ჩაანაცვლა.
– მართლა? შეიძლება, ამაზე დავწერო, ჯილ? ეს ხომ სენსაციაა.
– კარგი, ოღონდ ჩემი სახელი არ ახსენო... მგონი, თითქმის ყვე-
ლაფრის აცრაც გაუკეთეს, თუმცა ხანგრძლივ უმოძრაობას აცრები ვე-
რაფერს უშველის... მაგრამ, ბენ, მის კართან საზღვაო ქვეითებს ინფექ-
ციისგან დასაცავად ხომ არ დააყენებდნენ?!
– ჰმ... ჯილ, მე ისეთი წვრილმანები გავიგე, რომლებიც, შეიძლება,
შენ არც კი იცოდე. მათი გამოქვეყნება ვერ მოვახერხე, რადგან ჩემს
წყაროებს ვუფრთხილდებოდი, ისევე, როგორც შენს შემთხვევაში ვაკე-
თებ, მაგრამ ყველაფერს მოგიყვები. ეს ნამდვილად დაიმსახურე.
ოღონდ არავისთან არაფერი წამოგცდეს.
– ოჰ, რა თქმა უნდა, არსად არაფერს ვიტყვი.
– გრძელი ამბავია. ერთიც ხომ არ გადაგვეკრა?
– არა. მოდი, ჯერ სტეიკს მივხედოთ. რომელ ღილაკს უნდა დავა-
ჭირო?

48
– აი, ამას.
– აბა, რაღას ელოდები.
– მე? შენ არ აპირებდი სადილის მომზადებას? სად გაქრა ის სკა-
უტური სულისკვეთება, რომლითაც ასე იწონებდი თავს ცოტა ხნის წინ?
– ბენ კექსტონ, მირჩევნია, აქ, ბალახზე ვიწვე და ვიშიმშილო, ვიდ-
რე ავდგე და იმ ღილაკს დავაჭირო თითი, რომელიც, სულ რაღაც, ექ-
ვსიოდე დუიმით თუ იქნება შენი მარჯვენა საჩვენებლისგან დაშორე-
ბული.
– როგორც გენებოს, – ბენმა მიკროტალღური ღუმლის ღილაკს თი-
თი დააჭირა და წინასწარ დაყენებული რეჟიმიც ამოქმედდა, – მაგრამ
არ დაგავიწყდეს, სადილი ვინ მოამზადა. ახლა კი დროა, ისევ ვალენ-
ტაინ მაიკლ სმიტს დავუბრუნდეთ. უპირველეს ყოვლისა, უნდა აღვნიშ-
ნო, რომ არსებობს სერიოზული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, თუ რამ-
დენად აქვს მას ამ გვარის ტარების უფლება.
– თუ შეიძლება, გაიმეორე.
– ძვირფასო, შენი მეგობარი, როგორც ჩანს, ისტორიაში პირველი
ინტერპლანეტური ნაბიჭვარია. ვგულისხმობ, რომ ის უკანონო, თუმცა
მაინც სიყვარულის ნაყოფია.
– რას ბოდავ?!
– ისე ილაპარაკე, როგორც ლედის შეეფერება, გეთაყვა. „ენვოის“
ეკიპაჟის შესახებ თუ გახსოვს რაიმე? თუ არ გახსოვს, ეგ არაფერია – მე
შეგახსენებ იმ მთავარ მომენტებს, რომლებიც, ამ შემთხვევაში, ყველა-
ზე მნიშვნელოვანია. ბორტზე სულ რვა ადამიანი იყო, ოთხი დაქორწი-
ნებული წყვილი. ამ წყვილებს შორის იყვნენ კაპიტანი ბრანტი და მი-
სის ბრანტი, ასევე, დოქტორი სმიტი და მისის სმიტი. შენი ანგელოზის-
სახიანი მეგობრის მშობლები, როგორც ირკვევა, სწორედ მისის სმიტი
და კაპიტანი ბრანტი არიან.
– საიდან იცი? თანაც ეგ ვის რაში აინტერესებს? – ჯილი წამოიმარ-
თა და დასძინა, – ეს ხომ უსინდისობაა, სამარცხვინო საქციელია ამ
სკანდალური ამბის ამოჩიჩქნა ამდენი ხნის შემდეგ. ისინი, ყველანი,
მკვდრები არიან და ჯობს, თავი დაანებონ!

49
– ადვილად მიხვდები, როგორც გასკდა ეს ამბავი: სისხლის ჯგუფე-
ბი, რეზუს ფაქტორი, თვალებისა და თმის ფერი, მთელი ეს გენეტიკური
მახასიათებლები... ამ ყველაფერზე, ალბათ, ჩემზე გაცილებით მეტი
იცი. როგორც უნდა იყოს, უკვე დადასტურებულია, რომ მისი მშობ-
ლები მერი ჯეინ ლაილ-სმიტი და კაპიტანი მაიკლ ბრანტი არიან. „ენ-
ვოის“ ეკიპაჟის წევრთა ყველა მახასიათებელი, ყველა გენეტიკური
ფაქტორი ხომ დაწვრილებითაა შესწავლილი და აღრიცხული. ისიც უნ-
და აღინიშნოს, რომ ვალენტაინ მაიკლ სმიტს შესანიშნავი გენეტიკური
მემკვიდრეობა ერგო. სმიტის მამის ინტელექტის კოეფიციენტი ას სა-
მოცდასამია, დედისა – ას სამოცდაათი და ორივე მათგანი საუკეთესო
იყო თავის სფეროში. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ ვის რაში აინტერე-
სებს ეს ყველაფერი, – განაგრძო ბენმა, – ძალიან ბევრს აინტერესებს
და მალე ბევრად მეტი დაინტერესდება. ლაილის ძრავის ტექნოლო-
გიაზე თუ გსმენია?
– რა თქმა უნდა, სწორედ მაგის წყალობით გაფრინდა „ჩემპიონი“
მარსზე.
– დღეს ყველა კოსმოსური ხომალდი ამ წყალობით სარგებლობს.
და ის თუ იცი, ვინ გამოიგონა?
– არ ვიცი... ერთი წუთით მოიცადე! იმას გულისხმობ, რომ ის...
– პატარა ქალბატონმა პრიზი დაიმსახურა! სწორედ დოქტორმა მე-
რი ჯეინ ლაილ-სმიტმა. მან მარსზე გაფრენამდე იცოდა, რომ მნიშვნე-
ლოვანი აღმოჩენა გააკეთა, თუმცა ამ ტექნოლოგიის დამუშავება მხო-
ლოდ მისი გაფრენის შემდეგ თუ მოხერხდა. დედამიწის დატოვებამდე
ტექნოლოგიის საფუძვლები დააპატენტა და ყველაფერი კორპორაცი-
ულ ტრასტში დააბანდა. ყურადღება მიაქციე, რომ ეს მოგებაზე ორიენ-
ტირებული კორპორაცია იყო. დაპატენტების შემდეგ კონტროლისა და
შემოსავლის მიღებაზე დროებითი უფლება სამეცნიერო საზოგადოე-
ბას გადასცა. საბოლოოდ, მთელი კონტროლი მთავრობამ ჩაიგდო
ხელში, მაგრამ პატენტის ნამდვილი მფლობელი სწორედ შენი ანგე-
ლოზისსახიანი მეგობარია, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ეს ყველაფე-
რი ახლა მილიონები ღირს, შესაძლოა, ასობით მილიონიც. არ ვიცი,
ზუსტად რამდენია, მაგრამ უზარმაზარ ფულზეა საუბარი.

50
სადილობას შეუდგნენ. კექსტონი ბალახს უფრთხილდებოდა, ამი-
ტომ ჭერიდან ჩამოკიდებულ მაგიდებს იყენებდა. ერთი ასეთი მაგიდა
თავის სკამთან ჩამოუშვა, მეორე კი ჯილთან, რომელიც ბალახზე იაპო-
ნელთა მსგავსად ფეხებამოკეცილი იჯდა.
– აბა, როგორი შემწვარია? – ჰკითხა ბენმა.
– შეშანიშავია! – უპასუხა ჯილმა, რომელსაც პირი სტეიკით ჰქონდა
გამოტენილი.
– დიდი მადლობა. არ დაგავიწყდეს, რომ მე მოვამზადე.
– ბენ, – თქვა ქალმა, როცა, როგორც იქნა, ლუკმა გადაყლაპა, – თუ
სმიტი უკანონო შვილია, შენი აზრით, მაინც მიიღებს მემკვიდრეობას?
– უკანონო არ არის, რადგან დოქტორი მერი ჯეინი ბერკლიდან
იყო, კალიფორნიის კანონმდებლობა კი უკანონოდ დაბადების კონ-
ცეფციას უარყოფს. იგივე ეხება კაპიტან ბრანტსაც, რადგან ახალზე-
ლანდიური კანონმდებლობა ამ საკითხში კალიფორნიისას ემთხვევა.
მერი ჯეინის ქმრის, დოქტორ უორდ სმიტის მშობლიური შტატის კანო-
ნების თანახმად კი ქორწინების პერიოდში დაბადებული ნებისმიერი
ბავშვი კანონიერად მიიჩნევა. ამას წყალი არ გაუვა. ასე რომ, ჯილ,
ჩვენ საქმე გვაქვს ადამიანთან, რომელსაც სამი კანონიერი მშობელი
ჰყავს.
– რაო? ერთი წუთით მოიცადე, ბენ, ყველაფერი ასე იდეალურად
ვერ იქნება. ან ერთი უნდა იყოს და ან მეორე. იურისტი არ ვარ, მაგ-
რამ...
– რა თქმა უნდა, არ ხარ. იურისტებს კი ასეთი აშკარა დეტალები სა-
ერთოდ არ აწუხებთ. სმიტი, ყველა ამ იურისდიქციის თანახმად, ყო-
ველმხრივ კანონიერი მემკვიდრეა, მიუხედავად იმისა, რომ, რეალუ-
რად, მისი ნაბიჭვრად აღიარებაც დასაშვებია. ამრიგად, მთელი მემ-
კვიდრეობა მას ერგება. სხვათა შორის, დედის სიმდიდრეს არც მამე-
ბის ქონება ჩამოუვარდება. ბრანტი მხოლოდ მარსზე გაფრენის წინ და-
ქორწინდა, მთვარეზე გაფრენებით დაგროვებული მთელი ფული კი
ისეთ მონსტრ კომპანიას ჩააბარა, როგორიც „ლუნარ ენტერპრაიზის
ლიმიტიდია“. თავადაც იცი, რამხელა ფულზეა საუბარი, მათ კი სწო-
რედ ახლახან გამოაცხადეს საკუთარი დივიდენდების შესახებ.

51
ბრანტს ერთი სისუსტე ჰქონდა – ბანქოს თამაში, მაგრამ ამაშიც უმარ-
თლებდა და მოგებულ ფულსაც აბანდებდა. რაც შეეხება ექიმ და მეც-
ნიერ უორდ სმიტს, მას მემკვიდრეობა ოჯახისგან ერგო. სმიტი ამ ყვე-
ლაფრის მემკვიდრეა.
– აი, ეს მესმის!
– და ეს ყველაფერი ნახევარიც არაა, ჩემო კარგო – სმიტი მთელი
ეკიპაჟის მემკვიდრეცაა.
– რაო?!
– მარსზე გაფრენამდე რვავემ ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომ
ყველა ერთმანეთის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო, რაც მათ შთამომავ-
ლებზეც გავრცელდებოდა. ეს სრულიად გააზრებულად გააკეთეს, სა-
ბაზისო ნიმუშებად კი მეთექვსმეტე და მეჩვიდმეტე საუკუნეების მსგავ-
სი შეთანხმებები გამოიყენეს. ამით სურდათ, შიდა განხეთქილების ყო-
ველგვარ შესაძლებლობას აღდგომოდნენ. ისინი საკმაოდ დიდი გავ-
ლენის მქონე ადამიანები იყვნენ, ქონებაც ბლომად დაეგროვებინათ
და „ლუნარ ენტერპრაიზის ლიმიტიდის“ საკმაო რაოდენობით აქციებ-
საც ფლობდნენ – გარდა იმისა, რაც იქ ბრანტს ეკუთვნოდა. ამრიგად,
სმიტი საკონტროლო პაკეტის თუ არა, კომპანიის აქციების მნიშვნე-
ლოვანი რაოდენობის მეპატრონე მაინც არის.
ჯილს თვალწინ წარმოუდგა ბავშვივით არსება, რომელმაც უბრა-
ლო წყურვილის მოკვლა გულის ამაჩუყებელ ცერემონიად აქცია და მი-
სადმი სიბრალულით აღივსო. კექსტონი კი ლაპარაკს განაგრძობდა:
– ნეტავი, ცალი თვალი მაინც შემავლებინა „ენვოის“ საბორტო
ჟურნალის ჩანაწერებისთვის. რა თქმა უნდა, ხომალდიდან მთელი მო-
ნაცემები წამოიღეს და, არა მგონია, ოდესმე გამოაქვეყნონ.
– ბენ, ასე რატომ ფიქრობ?
– იმიტომ, რომ ეს საკმაოდ ჩახლართული ამბავია. როგორღაც მო-
ვახერხე, საკმარისი ინფორმაცია მიმეღო, ვიდრე ჩემი წყარო ბოლომ-
დე გამოფხიზლდებოდა და გონს მოეგებოდა. ვიცი, რომ ექიმმა უორდ
სმიტმა ცოლს თავად ჩაუტარა საკეისრო კვეთა და ქალი საოპერაციო
მაგიდაზე გარდაიცვალა. როგორც ჩანს, სმიტი თავზე ამოზრდილ
რქებს მანამდეც გრძნობდა, მაგრამ მისმა შემდგომმა ქმედებებმა ბო-

52
ლომდე დაადასტურა, რომ იმ დროისთვის უკვე ყველაფერი იცოდა და
სრულიად მიზანმიმართულად მოქმედებდა. მან იმავე სკალპელით გა-
მოსჭრა ყელი კაპიტან ბრანტს, შემდეგ კი თავისიც გამოიღადრა. მაპა-
ტიე, ჩემო კარგო, ამას რომ გასმენინებ.
– მედდა ვარ. ასეთ რამეებზე იმუნიტეტი მაქვს, – მოიბუზა ჯილი.
– დიდი ცრუპენტელა ვინმე ხარ და ამიტომაც მიყვარხარ. მთელი
სამი წელი ვმუშაობდი კრიმინალურ ქრონიკაზე, მაგრამ მაინც ვერ შე-
ვეჩვიე,
– დანარჩენებს რა დაემართათ?
– მეც მინდა, ვიცოდე. თუ ბიუროკრატიულ კარს არ შევანგრევთ და
„ენვოის“ ბორტჟურნალს არ გავასაჯაროებინებთ, ვერც ვერასოდეს გა-
ვიგებთ. იმედი მაქვს და, ჩემი ჟურნალისტური ინსტინქტიც მკარნა-
ხობს, რომ ამ ყველაფერს მაინც შევიტყობთ. ფაქტების გასაიდუმლოე-
ბა ხომ ტირანიისკენ მიმავალი გზაა.
– ბენ, მგონია, რომ მისთვის უკეთესი იქნება, თუ ამ მემკვიდრეობას
საერთოდ არ მისცემენ. ის ხომ ძალიან... როგორ ვთქვა, არაამქვეყნიუ-
რი არსებაა.
– ეგ ძალიან ზუსტი განსაზღვრებაა. და ფულიც არაფერში სჭირდე-
ბა. მარსელ ადამიანს არასოდეს არაფერი გაუჭირდება. მას ნებისმიე-
რი ქვეყნის მთავრობა, ათასობით უნივერსიტეტი თუ სამეცნიერო ინ-
სტიტუტი, უდიდესი სიამოვნებით მიიღებს მუდმივ და პრივილეგირე-
ბულ სტუმრად.
– აჯობებს, თუ მემკვიდრეობაზე უარს იტყვის და საერთოდაც და-
ივიწყებს.
– ყველაფერი ასე მარტივად არ არის. ჯილ, თუ გსმენია ცნობილი
საქმის შესახებ – „ჯენერალ ატომიკსი“ ლარკინისა და სხვების წინა-
აღმდეგ?
– არც ისე ბევრი. ლარკინის პრეცედენტს გულისხმობ? სხვების
მსგავსად მეც სკოლაში უნდა მქონდეს ნასწავლი, მაგრამ ამ ამბავს
სმიტთან რა საერთო აქვს?
– აბა, კარგად დაფიქრდი. მთვარეზე პირველი რაკეტა რუსებმა გა-
უშვეს, რომელმაც კატასტროფა განიცადა, რის შემდეგაც, ჩვენი თანამ-

53
გზავრისკენ შეერთებული შტატებისა და კანადის ერთობლივი ხომალ-
დი დაიძრა. ეს უკანასკნელი უკან კი დაბრუნდა, მაგრამ მთვარეზე არა-
ვინ დაუტოვებია. მოგვიანებით, შეერთებულმა შტატებმა და თანამე-
გობრობის ქვეყნებმა, ერთობლივი ძალებითა და ფედერაციის ნომინა-
ლური მხარდაჭერით, ახალი ექსპედიციისთვის დაიწყეს მზადება, რო-
მელიც მთვარის კოლონიზაციას ისახავდა მიზნად. იმავეს აკეთებდნენ
ფედერაცია და რუსებიც. ამ დროს „ჯენერალ ატომიკსმა“ ყველას და-
ასწრო და ეკვადორისგან იჯარით გადაცემული კუნძულიდან საკუთა-
რი რაკეტა გაუშვა. მათი ხალხი ჯერაც იქაა და თვითკმაყოფილი სა-
ხეებით ელოდებიან, როდის გამოჩნდებიან ჯერ ფედერაციის, შემდეგ
კი რუსების ხომალდები.
მერე რაც მოხდა, შენც კარგად იცი – შვეიცარულმა კომპანია „ჯენე-
რალ ატომიკსმა“, რომელსაც ამერიკა აკონტროლებდა, ინიციატივა
ხელში ჩაიგდო და მთვარეზე საკუთარი უფლებები გამოაცხადა. ფედე-
რაციას არ შეეძლო კომპანიის მთვარიდან ასე უბრალოდ გამოდევნა,
რაც რუსებს საკმაოდ აცოფებდა, უმაღლესმა სასამართლომ კი გამოი-
ტანა გადაწყვეტილება, რომ კორპორაცია, რომელიც უფრო ლეგალურ
ფიქციას წარმოადგენდა, არ შეიძლებოდა მთელი ციური სხეულის
მფლობელი ყოფილიყო. ამდენად, მთვარის რეალურ მფლობელებად
ნამდვილი, ცოცხალი ადამიანები გამოაცხადეს, რომლებიც უშუალოდ
ახორციელებდნენ მთვარის კოლონიზაციას – ანუ ლარკინი და კომპა-
ნია. ისინი სუვერენულ სახელმწიფოდ აღიარეს და ფედერაციაშიც გა-
აწევრიანეს. ამრიგად პირველ კოლონისტებს საკმაოდ მსუყე ლუკმა
ერგოთ, „ჯენერალ ატომიკსმა“ კი მსხვილი კონცესიები[20] იგდო
ხელთ და ასეთივე კონცესიებს დაეუფლა მისი შვილობილი კომპანია
„ლუნარ ენტერპრაიზის ლიმიტიდიც“. ეს გადაწყვეტილება ბევრს არ
დაუჯდა ჭკუაში, მაშინ ფედერაციის უმაღლესი სასამართლოც არ იყო
ყოვლისშემძლე, მაგრამ ეს ისეთი კომპრომისი აღმოჩნდა, რომელზეც,
ასე თუ ისე, ყველა მხარე დათანხმდა. ამას მოჰყვა რამდენიმე მკაცრი
კანონი, რომლებიც პლანეტების კოლონიზაციასთან დაკავშირებით
მიიღეს. ყველა მათგანი ლარკინის პრეცედენტს ეფუძნებოდა და შე-
საძლო სისხლის ღვრის აცილებასაც ისახავდა მიზნად. შეიძლება ვი-

54
ფიქროთ, რომ ამ გზამ ნამდვილად გაამართლა, მით უფრო, თუ გავით-
ვალისწინებთ, რომ მესამე მსოფლიო ომის მიზეზად ნამდვილად არ
ქცეულა კოსმოსურ მოგზაურობებთან დაკავშირებული საკითხები. ამ-
დენად, ლარკინის პრეცედენტი ჩვენი პლანეტური კანონმდებლობის
განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს და სმიტთანაც პირდაპირი კავშირი
აქვს.
– მე ვერანაირ კავშირს ვერ ვხედავ, – თავი გააქნია ჯილმა, – შეიძ-
ლება მარტინი მომივიდა ზედმეტი...
– ჯილ, თავს ძალა დაატანე და დაფიქრდი. ჩვენი კანონმდებლო-
ბით სმიტი ადამიანი-სახელმწიფოა, სუვერენული სახელმწიფო და ის
პლანეტა მარსის ერთპიროვნული მფლობელია.

55
თავი მეხუთე
ჯილს გაოცებისგან თვალები გაუფართოვდა.
– ნამდვილად ზედმეტი მარტინი დავლიე, ბენ. მზად ვარ, დავიფი-
ცო, თითქოს ახლახან გეთქვას, რომ ეს ჩვენი პაციენტი მთელი პლანე-
ტა მარსის მფლობელია.
– სწორედ ასეა. მან მარსი მარტოდმარტომ დაიკავა, ყოველგვარი
დახმარების გარეშე და ეს საკმაოდ ხანგრძლივი დროის განმავლობა-
ში გრძელდებოდა, საკმარისი დროის განმავლობაში. სმიტი მთელ
პლანეტა მარსს წარმოადგენს – ის მარსის მეფეა, მთელი პლანეტის
პრეზიდენტი, მარსის ერთადერთი მოქალაქე – რაც გინდა, ის დაარ-
ქვი. მარსზე „ჩემპიონის“ არცერთი კოლონისტი რომ არ დარჩენილი-
ყო, მაშინ სმიტს, შეიძლებოდა, ეს უფლება დაეკარგა, მაგრამ დარ-
ჩნენ, რაც ნიშნავს, რომ მარსის კოლონიზაცია გრძელდება, მიუხედა-
ვად იმისა, რომ სმიტი ამჟამად დედამიწაზე იმყოფება. სმიტს მათთან
გასაყოფი არაფერი აქვს – ისინი ჩვეულებრივ იმიგრანტებად დარჩე-
ბიან იქამდე, ვიდრე სმიტი მათ მარსის მოქალაქეობას არ მიანიჭებს.
– ფანტასტიკურია!
– ნამდვილად ასეა. თანაც ყველაფერი კანონიერია. ახლა მაინც
ხვდები, ჩემო კარგო, რატომ არის ამდენი ადამიანი დაინტერესებული,
თუ ვინაა სმიტი და აქ საიდან მოვიდა? ხვდები, რატომ ჰყავს მთავრო-
ბას ასე საიმედოდ გამოკეტილი? რასაც ისინი აკეთებენ სრულიად უკა-
ნონოა. ყველაფერთან ერთად, სმიტი შეერთებული შტატებისა და ფე-
დერაციის მოქალაქეცაა – ორმაგი მოქალაქეობა აქვს, ყოველგვარი
წინააღმდეგობის გარეშე. ფედერაციის მოქალაქის, თუნდაც გასამარ-
თლებული დამნაშავის, გარე სამყაროსგან სრულ იზოლაციაში გამო-
კეტვა ფედერაციის ტერიტორიაზე კანონის აშკარა დარღვევაა. ეს
ერთ-ერთია იმ საკითხთაგან, რომლის მოგვარებასაც მთელი მესამე
მსოფლიო ომი დასჭირდა, მაგრამ მეეჭვება, სმიტს წარმოდგენა ჰქონ-
დეს საკუთარი უფლებების შესახებ. გარდა ამისა, მსოფლიოს ისტო-
რიაში ყველაზე არამეგობრულ აქტად შეიძლება მივიჩნიოთ ის, რომ
სტუმრად ჩამოსული მეგობრულად განწყობილი მონარქი ასე ჰყავთ
56
გამოკეტილი – სმიტი კი სწორედაც რომ მონარქს წარმოადგენს. მას
ადამიანებთან შეხვედრის საშუალებას არ აძლევენ, განსაკუთრებით
პრესასთან, ანუ ჩემთან, რადგან პრესაში მეც ვიგულისხმები. აბა, რას
იტყვი, მაინც არ აპირებ, ელექტრიკოსად გადაცმული შემაპარო მას-
თან?
– რაო?! ასეთი შეშინებული არასდროს ვყოფილვარ. ბენ, დღეს დი-
ლას მასთან ყოფნისას ვინმეს რომ გამოვეჭირე, შენი აზრით, რას მი-
ზამდნენ?
– ჰმ... ისეთს არაფერს. უბრალოდ რბილკედლებიან პალატაში გა-
მოგამწყვდევდნენ, სამ ექიმს შესაბამის
დასკვნას დააწერინებდნენ და, შეიძლება, მომდევნო ნაკიანი
წლისთვის წერილის გაგზავნის ნებაც მოეცათ. მათ შენი ბედი არ
აღელვებთ, მაგრამ საინტერესო ისაა, სმიტს რას უპირებენ.
– და რისი გაკეთება შეუძლიათ?
– როგორ გითხრა... შეიძლება, უეცრად გარდაიცვალოს – ვთქვათ,
გრავიტაციული გადაღლილობის შედეგად. შექმნილი სიტუაციიდან
მთავრობისთვის ეს შესანიშნავი გამოსავალი იქნებოდა.
– გინდა, თქვა, რომ მოკლავენ?!
– კარგი რა, ასეთ საშინელ სიტყვებს ნუ ამბობ. არ მგონია, ასე შორს
წავიდნენ. უპირველეს ყოვლისა, რაც უნდა იყოს, სმიტი ინფორმაციის
მთელი საბადოა, რის შესახებაც საზოგადოებისთვისაც კარგადაა
ცნობილი. ის, შეიძლება, უფრო დიდ ღირებულებას წარმოადგენდეს,
ვიდრე ნიუტონი, ედისონი, აინშტაინი და კიდევ ექვსი მათნაირი ერ-
თად. ან, შეიძლება, ასე სულაც არც იყოს... ყოველ შემთხვევაში, არა
მგონია, იქამდე გაბედონ მისთვის ხელის ხლება, ვიდრე ყველაფერში
ბოლომდე არ დარწმუნდებიან. გარდა ამისა, ისიც ხომ გასათვალისწი-
ნებელია, რომ სმიტი ჩვენთვის ცნობილ ერთადერთ არადედამიწურ,
ცივილიზებულ რასასთან დამაკავშირებელი ხიდია, ერთგვარი ელჩია.
ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ
მნიშვნელობის მასშტაბს ჯერ კიდევ ვერ ვხვდებით. კლასიკაში რამ-
დენად ერკვევი? ჰერბერტ უელსის „სამყაროთა ომი“[21] თუ წაგიკით-
ხავს?

57
– ძალიან დიდი ხნის წინ, ჯერ კიდევ სკოლაში.
– ერთი წამით წარმოიდგინე, რომ მარსელებმა ომი დაგვიწყეს და
გაიმარჯვეს, რაც სრულიად შესაძლებელია, ჩვენ კი წარმოდგენაც არ
გვაქვს, რამდენად ძლიერ იარაღს შეიძლება ფლობდნენ. ჩვენს ბიჭს,
სმიტს, კი შეუძლია, შუამავლის როლის შეასრულოს, მშვიდობისმყოფ-
ლად მოგვევლინოს და პირველი პლანეტათშორისი ომიც აგვარიდოს.
იმ შემთხვევაშიც, თუ ეს ძალიან შორეული პერსპექტივაა, მთავრობა
რისკზე ვერ წავა, ვიდრე ყველაფერი ზუსტად არ ეცოდინება. მარსზე
გონიერი რასის აღმოჩენა ისეთი რამეა, რისი ბოლომდე გააზრებაც
ჯერ კიდევ ვერ მოუხერხებიათ.
– ანუ, ფიქრობ, ის უსაფრთხოდაა?
– სავარაუდოდ, ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება. გენერალურ-
მა მდივანმა ყველაფერი სწორად უნდა გათვალოს და მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილება მიიღოს. კარგად იცი, რომ მისი ადმინისტრაციის ახ-
ლანდელი მდგომარეობა არც ისე მყარია.
– პოლიტიკით არასოდეს ვინტერესდებოდი.
– არადა, უნდა გაინტერესებდეს. ეს, შეიძლება, ყველაზე მნიშვნე-
ლოვან საკითხად იქცეს, საკუთარ გულისცემაზე მნიშვნელოვნადაც...
– დიდად არც ეს მაინტერესებს.
– როდესაც ვქადაგებ, სიტყვას ნუ მაწყვეტინებ. უმრავლესობა, რო-
მელსაც შეერთებული შტატები ხელმძღვანელობს, შეიძლება ერთ ღა-
მეში დაქუცმაცდეს, რისთვისაც პაკისტანში მცირედი არეულობაც საკ-
მარისი იქნება და, რასაც უნდობლობის ვოტუმიც მოჰყვება, შემდეგ სა-
ყოველთაო არჩევნები, გენერალური მდივანი დაგლასი თანამდებო-
ბას დაკარგავს და ისევ იმ იაფფასიან ადვოკატად იქცევა, საიდანაც
კარიერა დაიწყო. ამრიგად, მარსელს მისი გადარჩენაც შეუძლია და
განადგურებაც. აბა, რას იტყვი, დამეხმარები მასთან შეღწევაში?
– არა მგონია. უკვე მონაზვნობაზე დავფიქრდი. ყავა დარჩა?
– ვნახავ.
წამოდგნენ. ჯილი გაიზმორა.
– ოჰ, ჩემი ბებერი ძვლები! ღმერთო, რა დრო გასულა! ბენ, შეეშვი
ყავას. ხვალ ძალიან მძიმე დღე მელის. მომაბეზრებელ პაციენტებს

58
თავაზიანად უნდა მოვექცე და ინტერნებსაც მივხედო. შინ წამიყვან?
თუმცა აჯობებს, თუ მარტო წავალ. მგონი, ასე უფრო უსაფრთხო იქნება.
ტაქსი გამოიძახე.
– კარგი, როგორც გინდა, მაგრამ ჯერ არც ისე გვიანია, – კაცი საძი-
ნებელში გავიდა და რაღაც ნივთი გამოიტანა, ზომითა და ფორმით პა-
ტარა სანთებელას ჰგავდა, – დარწმუნებული ხარ, რომ ნამდვილად არ
გინდა, შემაპარო?
– კარგი რა, ბენ, კი მინდა, მაგრამ...
– არა უშავს, დაივიწყე. ამას არც გთხოვდი, მართლა სახიფათოა,
თან არამარტო შენი კარიერისთვის. უბრალოდ, მინდოდა, ამის გასა-
კეთებლად შემემზადებინე, – მან ჯილს პატარა ნივთი აჩვენა, – პალა-
ტაში ამ მოსასმენ აპარატს დამალავ?
– რაო?! ეგ რაღაა?
– ის, რასაც დიდებულ კეთილისმყოფელთაგან განქორწინების საქ-
მეთა ადვოკატებამდე და მიკი ფინის[22] დროინდელ ჯაშუშებამდე
ყველა იყენებდა – მინიატურული მოსასმენი აპარატია, რომელიც ისეა
მოწყობილი, რომ აღმომჩენი ტექნოლოგია მასზე არ რეაგირებს.
შიგნით ტრანზისტორები, რეზისტორები, სხვადასხვა სიმძლავრის მე-
ქანიზმები და მსგავსი ხარახურაა თავმოყრილი. ყველაფერი პლასტი-
კატშია მოქცეული, ისე, რომ გაქანებული მანქანიდანაც რომ გადმოგი-
ვარდეს, მაინც არაფერი დაემართება. მისი რადიოაქტიური გამოსხი-
ვება მაჯის საათისას არ აღემატება, მიუხედავად ამისა, მაინც დამცავი
ფარითაა აღჭურვილი. ფირი ოცდაოთხი საათის განმავლობაში ეყო-
ფა, შემდეგ აი, ამ კასეტას ამოიღებ, შეცვლი და ყველაფერი ისევ რიგ-
ზე იქნება.
– ხომ არ აფეთქდება? – ნერვიულად ჰკითხა ჯილმა.
– შეგიძლია, ნამცხვართან ერთად შედგა ღუმელში.
– მაგრამ, ბენ, იმ ყველაფრის შემდეგ, რაზეც ილაპარაკე, მის პალა-
ტაში შესვლის ძალიან მეშინია...
– ეგ არცაა აუცილებელი. მეზობელ ოთახში შეხვალ?
– მგონი, მაგას მოვახერხებ.

59
– ამას ვირივით გრძელი ყურები აქვს. შეზნექილი მხრიდან კედელ-
ზე კარგად მიაბჯინე და წებოვანი ლენტით მიამაგრე. სამედიცინო
ლენტიც მშვენივრად გამოდგება. ეს მოწყობილობა ყველაფერს ჩაი-
წერს, რაც მეზობელ პალატაში მოხდება. იმ ოთახში კედლის კარადა
ან რაიმე მსგავსი სათავსო ხომ არ არის?
ჯილი მის ნათქვამზე დაფიქრდა.
– თუ პალატის მეზობელ ოთახში ძალიან ხშირად შევალ, ამას აუცი-
ლებლად შენიშნავენ, რადგან ეგ ოთახი, რეალურად, მარსელის პალა-
ტის ნაწილია. არც ისაა გამორიცხული, რომ მალე ამ ოთახის გამოყე-
ნებაც დაიწყონ. მისმინე, ბენ, მის პალატას სხვა ოთახთანაც აქვს საერ-
თო კედელი, რომელიც მეორე დერეფანში გადის. ამ ვარიანტზე რას
იტყვი?
– მშვენიერია. ესე იგი, თანახმა ხარ?
– ჰმ... მომეცი ეგ რაღაცა. ყველაფერს ავწონ-დავწონი, მოვიფიქრებ
და ვნახავ, რა გამოვა.
კექსტონმა მოსასმენი აპარატის ცხვირსახოცით გაპრიალება შეწ-
ყვიტა.
– ხელთათმანები ჩაიცვი.
– რატომ?
– ამ ნივთის ფლობა, ცოტა არ იყოს, უკანონოა და, შეიძლება, გისო-
სებს მიღმაც ამოჰყო თავი. მასთან შეხებისას ყოველთვის ხელთათმა-
ნები გეკეთოს და ყურადღებით იყავი, რომ შენს ხელში არავინ შეამ-
ჩნიოს.
– მოკლედ, ყველაფერი შესანიშნავად მოგიფიქრებია!
– უკან დახევას აპირებ?
– არა, – ღრმად ამოისუნთქა ჯილმა, – ყოველთვის მიზიდავდა კრი-
მინალური ცხოვრება. განგსტერულ სლენგსაც მასწავლი? მინდა, შენი
ღირსეული პარტნიორი გავხდე.
– კარგი გოგო ხარ! – კარზე შუქი აციმციმდა და ბენმა ფანჯრიდან
აიხედა, – შენი ტაქსია. მაშინ გამოვიძახე, როდესაც ამის გამოსატანად
საძინებელში ვიყავი გასული.

60
– აჰა. ფეხსაცმელების მოძებნაში არ დამეხმარები? სახურავზე არ
გამომყვე. ამიერიდან, რაც უფრო იშვიათად დამინახავენ შენთან ერ-
თად, მით უკეთესია.
– როგორც ინებებ.
ბენი ქალს ფეხსაცმელების ჩაცმაში დაეხმარა. როცა წამოდგა,
ჯილმა მისი თავი ხელებში მოიქცია და აკოცა.
– ძვირფასო ბენ, ამ წამოწყებიდან კარგი არაფერი გამოვა. წარ-
მოდგენაც არ მქონია, შენი კრიმინალური მიდრეკილებების შესახებ,
მაგრამ მზარეული კი ნამდვილად შესანიშნავი ყოფილხარ, თუ, რა
თქმა უნდა, მიკროტალღურ ღუმელზე რეჟიმს მე დავაყენებ ხოლმე...
და, შეიძლება, ცოლადაც გამოგყვე, თუ კიდევ დაგიჭერ სიტყვაზე.
– ჩემი წინადადება ძალაში რჩება.
– განა განგსტერები თავიანთ საყვარლებზე ქორწინდებიან? ნუთუ
სენტიმენტალური გახდი? კარგი, ვნახოთ, რა მოხდება, – თქვა ჯილმა
და სწრაფი ნაბიჯით გავიდა ოთახიდან.
ჯილ ბორდმენმა მოსასმენი აპარატი ზედმეტი გართულებების გა-
რეშე მიამაგრა იმ მოსაზღვრე პალატის კედელზე, რომლის კარიც მე-
ზობელ დერეფანში გადიოდა. ამ პალატის პაციენტი ლოგინს იყო მი-
ჯაჭვული, ჯილს ხშირად უხდებოდა მისი მონახულება და ეჭორავებო-
და ხოლმე. მან მოწყობილობა
კედლის კარადის მაღლა დაამაგრა, თან გაუთავებლად იმაზე
ლაქლაქებდა, რომ დამლაგებლები არასოდეს წმენდდნენ ზედა თა-
როებს.
მეორე დღეს დამთავრებული ფირის ახლით შეცვლა ასევე უპრობ-
ლემოდ მოახერხა. პაციენტს ეძინა. ქალმა სწორედ იმ მომენტში გაიღ-
ვიძა, როდესაც ჯილი სკამიდან ჩამოსვლას აპირებდა. გაკვირვებული
პაციენტის ყურადღება ჯილმა პიკანტურ ჭორებზე გადაიტანა, რომ-
ლებსაც სახელდახელოდ ამატებდა ახლად გამოგონილ დეტალებს.
ჯილმა აპარატიდან ამოღებული ფირი ფოსტით გააგზავნა, რის-
თვისაც ჰოსპიტლის საფოსტო განყოფილების მომსახურებით ისარ-
გებლა, რადგან დეპერსონალიზებული საფოსტო სისტემა, ამ შემთხვე-
ვაში, უფრო უსაფრთხოდ მიიჩნია, ვიდრე ჯაშუშური მეთოდები. მაგრამ

61
ფირის მესამედ შეცვლის მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ჯი-
ლი პაციენტის დაძინებას დაელოდა, მაგრამ როგორც კი სკამზე ავი-
და, ქალმა მაშინვე თვალები დააჭყიტა.
– ოჰ, სალამი, მის ბორდმენ.
ჯილი ადგილზე გაიყინა. ცალი ხელი მოსასმენ მოწყობილობაზე
ედო.
– სალამი, მისის ფრიჩლი, – როგორღაც ამოღერღა, – როგორ გეძი-
ნათ?
– მშვენივრად, – ჭირვეული ხმით უპასუხა ქალმა, – მაგრამ ზურგი
მექავება.
– ახლავე დაგიზელთ.
– ეგ დიდად არ მშველის ხოლმე... ეე, გამუდმებით ამ კარადას რა-
ტომ დასტრიალებთ? რამე ხომ არ მოხდა?
ჯილს გული ამოვარდნაზე ჰქონდა, მაგრამ, მღელვარებას როგორ-
ღაც გაუმკლავდა და თავიც დაირწმუნა, რომ ეს ქალი, სინამდვილეში,
სულაც არ იყო მისი უცნაური ქცევით დაეჭვებული.
– თაგვები... – თქვა ჯილმა, რაც პირველი მოუვიდა თავში.
– თაგვები?! ოჰ, თაგვებს ვერ ვიტან. სხვა პალატაში გადამიყვანონ,
თანაც ახლავე!
ჯილმა მოსასმენი აპარატი კედლიდან ჩამოგლიჯა და პაციენტის-
თვის შეუმჩნევლად ჩაიტენა ჯიბეში, შემდეგ კი სკამიდან ჩამოხტა და
ქალს მიუბრუნდა.
– დამშვიდდით მისის ფრიჩლი, დამშვიდდით. უბრალოდ, ვამოწ-
მებდი, სოროები კედლის კარადაშიც ხომ არ ჰქონდათ გამოთხრილი,
მაგრამ ყველაფერი რიგზეა, სოროს კვალიც არ ჩანს.
– დარწმუნებული ხართ?
– რა თქმა უნდა, სრულიად დარწმუნებული ვარ. ახლა კი დროა,
ზურგი დაგიზილოთ, თუ წინააღმდეგი არ ხართ. აბა, მოდუნდით.
ჯილმა იფიქრა, რომ ამ პალატაში მოსასმენი აპარატის თავიდან
დაყენება აღარ გამოვიდოდა, ამიტომ გადაწყვიტა, გაერისკა და ეცა-
და, იმ ცარიელ ოთახში დაემაგრებინა, რომელიც კ-12-ის ნაწილს წარ-
მოადგენდა, მაგრამ უნდა ეჩქარა, რადგან თავისუფალი დრო მალე

62
ამოეწურებოდა. ჯილმა უნივერსალური გასაღები აიღო და ოთახისკენ
გაემართა.
თუმცა მალევე აღმოაჩინა, რომ გასაღები არ სჭირდებოდა – კარი
ჩაკეტილი არ იყო, შიგნით კი ორი საზღვაო ქვეითი იმყოფებოდა. რო-
გორც ჩანდა, დაცვა გააორმაგეს. როცა ჯილმა ოთახის კარი შეაღო,
ერთმა მათგანმა ყურადღება მაშინვე მასზე გადაიტანა.
– ვინმეს ეძებთ?
– არა... ბიჭებო, საწოლზე ნუ დასხდებით, – უპასუხა ჯილმა გაბზა-
რული ხმით, – თუ დამატებითი სკამები გჭირდებათ, ვინმეს მოვატანი-
ნებთ, – ჯილს ქვეითისთვის თვალი იქამდე არ მოუშორებია, ვიდრე სა-
წოლიდან არ წამოიზლაზნა. ქალი ოთახიდან გავიდა და ცდილობდა,
როგორმე ისტერიკული კანკალი დაეცხრო.
როცა ცვლა დაუმთავრდა, მოსასმენი აპარატი ჯერ კიდევ ჯიბეში
ედო და გახურებული შანთივით წვავდა კანს. ჯილმა მყარად გადაწ-
ყვიტა, აპარატი დაუყოვნებლივ კექსტონისთვის დაებრუნებინა. ტან-
საცმელი გამოიცვალა, მოსასმენი აპარატი ჩანთაში ჩაიდო და სა-
ავადმყოფოს სახურავისკენ გაემართა. ქალმა შვებით მხოლოდ მაშინ
ამოისუნთქა, როდესაც უკვე ჰაერში იყო და ბენის სასტუმროსკენ მიფ-
რინავდა. გზიდანვე დაურეკა.
– კექსტონი გისმენთ.
– ბენ, ჯილი ვარ. შენი ნახვა მინდა. მარტო ხარ?
– არა მგონია ეგ ჭკვიანური იყოს, პატარა, – ნელა უპასუხა ბენმა, –
ახლა არა.
– ბენ, სასწრაფოდ უნდა გნახო. უკვე გზაში ვარ.
– კარგი, ეგრე იყოს, თუ სხვა გამოსავალი არ არის.
– როგორი ენთუზიაზმია!
– მისმინე, ძვირფასო, არ გეგონოს, რომ მე...
– დროებით! – ჯილმა კავშირი გათიშა, ცოტა დამშვიდდა და გა-
დაწყვიტა, რომ ბენზე გაბრაზებას აზრი არ ჰქონდა. ფაქტი იყო, ამ ამ-
ბავში ერთად გაეხვივნენ და ორივე სრულიად უცხო თამაშს თამაშობ-
და – ისეთს, რომელიც მათი ლიგის მოთამაშეებისთვის არ იყო განკუთ-
ვნილი. ყოველ შემთხვევაში, ჯილი ნამდვილად ასეთ თამაშში იყო

63
ჩათრეული. ალბათ ჯობდა, მედდობით დაკმაყოფილებულიყო და პო-
ლიტიკასთან დაკავშირებული ამბებისგან თავი შორს დაეჭირა.
როგორც კი ბენი დაინახა, ჯილმა თავი მაშინვე უკეთ იგრძნო, ხო-
ლო როცა აკოცა და მის მკლავებში აღმოჩნდა, განწყობა კიდევ უფრო
გამოუკეთდა. ბენი ახლა ისეთი ძვირფასი ეჩვენებოდა, გაიფიქრა კი-
დეც, რომ იქნებ მართლაც უნდა გაჰყოლოდა ცოლად. როგორც კი
ჯილმა რაღაცის სათქმელად პირი გააღო, ბენმა ტუჩებზე ხელი მიაფა-
რა და ჩასჩურჩულა:
– არაფერი წამოგცდეს. არავის სახელი არ ახსენო. მხოლოდ ბანა-
ლურ თემებზე ილაპარაკე. შესაძლებელია, გვისმენდნენ.
ჯილმა თავი დაუქნია და ბენს მისაღებისკენ გაჰყვა. მან სიტყვის
უთქმელად ამოიღო ჯიბიდან მოსასმენი აპარატი და ბენს გადასცა.
კაცს წარბები შუბლზე აუვიდა, როცა დაინახა, რომ ჯილმა არა მარტო
ფირი, არამედ მთელი მოწყობილობა დაუბრუნა, მაგრამ კომენტარის-
გან თავი შეიკავა. ამის ნაცვლად ჯილს „ვაშინგტონ პოსტის“ ახალი
ნომერი მიაჩეჩა.
– ეს უკვე ნახე? – ჰკითხა ჯილს ბუნებრივი, სრულიად ჩვეულებრივი
ხმით, – თუ ჯერ არ გინახავს, გირჩევ, წაიკითხო, დაგაინტერესებს. მა-
ნამდე მე წყალს გადავივლებ.
– გმადლობ, – უპასუხა ჯილმა და გაზეთი გამოართვა. ბენმა თითით
მიანიშნა სათანადო სვეტზე და ოთახიდან გავიდა. მოსასმენი აპარატი
თან წაიღო. ჯილმა ამოიკითხა, რომ ეს ბენის საავტორო სვეტი იყო და
სათაურსაც შეავლო თვალი.
ყვავის ბუდე
ბენ კექსტონი
ყველამ იცის, რომ ციხეებსა და საავადმყოფოებს ერთი რამ აერთი-
ანებს: როგორც ციხიდან, ისე საავადმყოფოდანაც გამოსვლა მეტად
რთული საქმეა. გარკვეულწილად, შეიძლება ისიც ითქვას, რომ პაცი-
ენტი უფროა მოწყვეტილი გარესამყაროს, ვიდრე – პატიმარი. პატი-
მარს ადვოკატისა და პირუთვნელი მოწმის გამოძახების უფლება მა-
ინც აქვს; აქვს habeas corpus[23]და შეუძლია, ციხის ადმინისტრაციას

64
საკუთარი საქმის ღია სასამართლოზე განხილვის მოთხოვნითაც მი-
მართოს.
მაგრამ საკმარისია ჩვენი განსაკუთრებული მოდგმის წარმომად-
გენელი რომელიმე ექიმის მითითებით გაკეთებული ერთი უბრალო
წარწერა: „პაციენტის მონახულება აკრძალულია“, რომ პაციენტი უფ-
რო ღრმა დავიწყებას მიეცეს, ვიდრე ეს ოდესღაც რკინისნიღბიან ადა-
მიანს[24]დაემართა.
ცხადზე უცხადესია, რომ ეს ბერკეტი პაციენტის ახლო ნათესავებს
ვერასგზით შეაკავებდა, მაგრამ მარსელ ადამიანს, როგორც ჩანს, ასე-
თი არავინ ჰყავს. „ენვოის“ ეკიპაჟის წევრებს, რომელთაც ასეთი საში-
ნელი ბედი ერგოთ, დედამიწაზე არცთუ ისე ბევრი ახლობელი ჰყავ-
დათ. და თუ ადამიანს რკინის ნიღაბში... მომიტევეთ, ადამიანს მარსი-
დან, ჰყავს კიდეც მისი ინტერესების დამცველი ნათესავები, ათასო-
ბით რეპორტიორმა, რომელთა რიცხვს თქვენი მონა-მორჩილიც მი-
ეკუთვნება, დაჟინებული კვლევა-ძიების მიუხედავად, მათ კვალსაც
ვერ მიაგნო.
ვინ ლაპარაკობს მარსელი ადამიანის სახელით? ვინ გასცა ბრძა-
ნება, მისთვის შეიარაღებული მცველები მიეჩინათ? ასეთი რა მომაკ-
ვდინებელი დაავადება სჭირს, რომ მისთვის თვალის შევლებაც კი არ
შეიძლება? რატომ არის აკრძალული მასთან დალაპარაკება? მოგმარ-
თავთ თქვენ, ბატონო გენერალურო მდივანო, „ფიზიკური სისუსტითა“
და „გრავიტაციული გადაღლილობით“ ამ ყველაფრის ახსნას აზრი
აღარ აქვს. ეს სიმართლე რომ იყოს, ამდენი შეიარაღებული მცველი
საჭირო არ იქნებოდა და პაციენტს ერთი პატარა მედდაც კარგად მი-
ხედავდა.
შემთხვევით, ფინანსური ხასიათის მქონე დაავადებასთან ხომ არ
გვაქვს საქმე? ან, უფრო რბილად თუ ვიტყვით, ეს პოლიტიკური საკით-
ხი ხომ არ არის?“
სტატია ამავე სულისკვეთებით გრძელდებოდა. ჯილი მიხვდა, რომ
ბენი გენერალური მდივნის ადმინისტრაციის გამოწვევას ცდილობდა.
იმედოვნებდა, რომ საზოგადოებრივი აზრის ზეწოლით აიძულებდა,
სმიტის იზოლაცია შეეწყვიტათ. ჯილმა არ იცოდა, ამ ყველაფერს რა

65
შედეგი მოჰყვებოდა, რადგან პოლიტიკური და ფინანსური ხასიათის
საკითხები მის თვალსაწიერს სცილდებოდა. და, მიუხედავად ამისა,
იმდენს მაინც ხვდებოდა, რომ გავლენიანი ადამიანების გამოწვევით
კექსტონი სერიოზულ რისკზე მიდიოდა. თუმცა ჯილს წარმოდგენაც არ
ჰქონდა, ეს რა შინაარსისა და მასშტაბის მქონე რისკი იქნებოდა.
ჯილმა გაზეთის დანარჩენი გვერდებიც გადაფურცლა და თვალი
გადაავლო. მთელი ნომერი „ჩემპიონის“
დაბრუნებასთან დაკავშირებული ისტორიებითა და ფოტოებით გა-
დაეჭედათ, რომლებზეც გენერალურ მდივან დაგლასის მიერ საპლა-
ნეტთაშორისო ხომალდის ეკიპაჟის დაჯილდოების სცენები იყო გამო-
სახული. იქვე იყო ინტერვიუები კაპიტან ვან ტრომპთან და მისი ეკიპა-
ჟის სხვა გამორჩეულ წევრებთან, ასევე მარსელებისა და მათი ქალა-
ქების ამსახველი სურათები. სმიტის შესახებ იქ ძალიან ცოტა რამ ეწე-
რა. ფაქტობრივად, გაზეთში მხოლოდ სამედიცინო ბიულეტენი იყო
დაბეჭდილი, რომელიც იუწყებოდა, რომ მარსელი ადამიანი ნელა,
მაგრამ მაინც საკმაოდ დამაკმაყოფილებელი ტემპით ახერხებდა ძა-
ლების აღდგენას და თანდათან მისთვის ესოდენ მძიმე მოგზაურობის
შედეგებსაც უმკლავდებოდა.
ოთახში ბენი შემოვიდა და ჯილს მუხლებზე ძალიან თხელი, პრი-
ალა ფურცლების შეკვრა დაუგდო.
– აი, კიდევ ერთი გაზეთი, რომელმაც შეიძლება, დაგაინტერესოს, –
თქვა და ისევ გავიდა.
ჯილმა მაშინვე შენიშნა, რომ ეს „გაზეთი“, სინამდვილეში, იმ დი-
ალოგის ამობეჭდილი ვერსია იყო, რომელიც მოსასმენმა აპარატმა
პირველ ჯერზე ჩაიწერა. ფურცლებზე აღნიშნული იყო: „პირველი ხმა“,
„მეორე ხმა“ და ასე შემდეგ, მაგრამ, როგორც ჩანს, ბენს მოგვიანებით
ზოგიერთი მოსაუბრე ამოეცნო, უკან დაბრუნებულიყო და მათი სახე-
ლები ფურცლებზე შესაბამის ადგილებში მიეწერა. პირველი ფურცლის
თავში ეწერა: „ყველა ხმა, იდენტიფიცირებულიც და არაიდენტიფიცი-
რებულიც, მამაკაცისაა“.
დიალოგების უმეტესობა სრულიად უინტერესო თემებს შეეხებოდა.
მათგან, უბრალოდ, ჩანდა, რომ სმიტს აჭმევდნენ, ბანდნენ და მასაჟს

66
უკეთებდნენ. დილაობითა და შუადღეს საწოლიდან წამოაყენებდნენ
და ავარჯიშებდნენ. ასეთ დროს განკარგულებებს, ძირითადად, „ექიმ
ნელსონად“ იდენტიფიცირებული ადამიანის ხმა გასცემდა; ზოგჯერ
მეორე ხმაც, რომელიც დროდადრო ისმოდა და აღნიშნული იყო, რო-
გორც „მეორე ექიმი“. ჯილმა იფიქრა, რომ ეს ექიმი ტადეუში უნდა ყო-
ფილიყო.
მაგრამ ჩაწერილი საუბრების ერთი მოზრდილი ნაწილი დანარჩე-
ნებისგან ერთობ გამოირჩეოდა და პაციენტის ჯანმრთელობის მდგო-
მარეობაზე ზრუნვასთან საერთო არაფერი ჰქონდა. ჯილმა ამ ნაწილს
ჯერ თვალი გადაავლო, შემდეგ კი ხელმეორედ, უფრო მეტი ყურადღე-
ბით წაიკითხა.
ექიმი ნელსონი: თავს როგორ გრძნობ, ყმაწვილო? საკმარისად
მომჯობინდი იმისთვის, რომ ილაპარაკო?
სმიტი: კი.
ექიმი ნელსონი: ერთ ადამიანს უნდა შენთან გასაუბრება.
სმიტი: (პაუზა) ვის?
აქ კექსტონს გაკეთებული ჰქონდა მინაწერი: „ყველაფერს, რასაც
სმიტი ამბობს, წინ ხანგრძლივი პაუზა უძღვის. ზოგჯერ პაუზები უფრო
დიდხანს გრძელდება, ვიდრე ჩვეულებრივ“
ექიმი ნელსონი: ის ჩვენი დიადი ადამიანია (ხორხისმიერი ჟღერა-
დობის მქონე სიტყვა, რომლის ჩაწერა და თარგმნა შეუძლებელია.
მარსული სიტყვა?) ის ჩვენი უდიდესი უხუცესია უხუცესთა შორის. და-
ელაპარაკები?
სმიტი: (ძალიან ხანგრძლივი პაუზა) მე უაღრესად ბედნიერი ვარ.
უხუცესი ილაპარაკებს, მე მოვუსმენ და გავღივდები.
ექიმი ნელსონი: არა, არა! მას სურს, გკითხოს.
სმიტი: მე არ შემიძლია, უხუცესს რამე ვასწავლო.
ექიმი ნელსონი: უხუცესს ასე სურს. დართავ ნებას, რამდენიმე კით-
ხვა დაგისვას?
სმიტი: კი.
(უკანა ფონის ხმები. მცირე პაუზა.)

67
ექიმი ნელსონი: აქეთ მობრძანდით, სერ. დოქტორი მაჰმუდიც მო-
ვიყვანე, აქვე დგას და საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარებათ. გა-
უგებრობის შემთხვევაში გადათარგმნის და განმარტავს.
ჯილმა ამოიკითხა: „ახალი ხმა“. კექსტონს ეს ადგილი ხაზგასმული
ჰქონდა და იქვე მიეწერა: „გენერალური მდივანი დაგლასი!!!“
გენერალური მდივანი: არა მგონია, მისი დახმარება დამჭირდეს.
თქვენ ხომ თქვით, რომ სმიტს ინგლისური ესმის.
ექიმი ნელსონი: როგორ გითხრათ, ესმის და არც ესმის, თქვენო აღ-
მატებულებავ. მას სიტყვათა საკმაოდ დიდი მარაგი აქვს, მაგრამ, რო-
გორც მაჰმუდი ამბობს, მისთვის უცხოა ის კულტურული კონტექსტი,
რომელშიც ეს სიტყვები უნდა გამოიყენოს. ამან, შეიძლება, უფრო მეტი
გაუგებრობა გამოიწვიოს.
გენერალური მდივანი: ოჰ, დარწმუნებული ვარ, ერთმანეთს მშვე-
ნივრად გავუგებთ. ახალგაზრდობაში მთელი ბრაზილია ავტოსტოპით
მაქვს შემოვლილი, თანაც ისე, რომ ერთი პორტუგალიური სიტყვაც არ
ვიცოდი. ახლა, უბრალოდ, წარგვადგინეთ და მარტო დაგვტოვეთ.
ექიმი ნელსონი: სერ, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება, თუ ჩემს პაციენტს
არ მოვშორდები.
გენერალური მდივანი: მართლა, ექიმო? ვშიშობ, ეს აუცილებელია.
მომიტევეთ.
ექიმი ნელსონი: მეც ვშიშობ, რომ ჩემი აქ ყოფნაც აუცილებელია.
მაპატიეთ, სერ, მაგრამ სამედიცინო ეთიკა...
გენერალური მდივანი: (აწყვეტინებს) მე, როგორც იურისტმა, ცო-
ტაოდენი რამ სამედიცინო იურისდიქციის შესახებაც ვიცი. ასე რომ,
პირდაპირ გეტყვით, მაგ თქვენს „სამედიცინო ეთიკაზე“ ლაპარაკს ნუ-
ღარ გამიგრძელებთ. ამ პაციენტმა საკუთარი ნებით აგირჩიათ ექი-
მად?
ექიმი ნელსონი: მთლად ასეც არ არის, მაგრამ...
გენერალური მდივანი: მეც სწორედ ასე ვფიქრობდი. საერთოდ თუ
ჰქონდა შესაძლებლობა, ექიმი თავად აერჩია? დიდად მეეჭვება. მისი
ახლანდელი სტატუსის თანახმად, ეს პაციენტი სახელმწიფოს მფარვე-
ლობის ქვეშაა. მე, დე ფაქტო, ვმოქმედებ, როგორც მისი მეურვე და, თუ

68
დაფიქრდებით, დე იურეც სწორედ ასეა. მინდა, მასთან პირისპირ ვი-
ლაპარაკო.
ექიმი ნელსონი: (ხანგრძლივი პაუზა, შემდეგ ძალიან მტკიცედ)
თქვენო აღმატებულება, თუ ასე წარმოადგენთ საქმეს, მაშინ მე ყო-
ველგვარ პასუხისმგებლობას ვიხსნი.
გენერალური მდივანი: ამ ამბავს ასე ნუ მიიღებთ, ექიმო. თქვენი სა-
წინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე არც მკურნალობის თქვენეულ მე-
თოდს ვაყენებ ეჭვქვეშ, მაგრამ დედას საკუთარ შვილთან მარტო,
სხვების თანდასწრების გარეშე, საუბარში ხომ არ შეუშლით ხელს?
იმის ხომ არ გეშინიათ, რომ რამეს დავუშავებ?
ექიმი ნელსონი: არა, მაგრამ...
გენერალური მდივანი: მაშინ რატომ მეკამათებით? მოდი, ერთმა-
ნეთთან წარგვადგინეთ და მოვრჩეთ ამ საქმეს. პაციენტს ნუღარ ვა-
ლოდინებთ, შეიძლება, მასზე ცუდად იმოქმედოს.
ექიმი ნელსონი: თქვენო აღმატებულება, ერთმანეთთან წარგად-
გენთ, შემდეგ კი ახალი ექიმი უნდა მოძებნოთ თქვენი... მეურვეობის
ქვეშ მყოფი პირისთვის.
გენერალური მდივანი: ძალიან ვწუხვარ, ექიმო, მართლა ძალიან
ვწუხვარ. ამ საუბარს დასრულებულად ვერ მივიჩნევ – მოგვიანებით უნ-
და გავაგრძელოთ. ახლა კი, თუ ნებას მომცემთ...
ექიმი
ნელსონი: აქეთ მობრძანდით, სერ. შვილო, ეს არის ის ადამიანი,
რომელსაც შენი ნახვა სურდა. ჩვენი დიადი უხუცესი.
სმიტი: (ჩაწერა და თარგმნა შეუძლებელია)
გენერალური მდივანი: რას ამბობს?
ნელსონი: ეს თავისებური მოწიწებული სალამია, პატივისცემის გა-
მომხატველი, რაც მაჰმუდის თქმით, ასე შეიძლება ითარგმნოს: „მე
მხოლოდ კვერცხი ვარ“. ეს მეტ-ნაკლებად ზუსტი თარგმანია, მიახ-
ლოებითი აზრი. მეც ასე მესალმებოდა ხოლმე. ეს მის მეგობრულ და-
მოკიდებულებას გამოხატავს. შვილო, ადამიანების ენაზე ილაპარაკე.
სმიტი: კარგი.

69
ნელსონი: სერ, ნება მომეცით, ბოლო რჩევა მოგცეთ. უმჯობესი იქ-
ნება, თუ მაქსიმალურად მარტივ, ერთმარცვლიან სიტყვებს გამოიყე-
ნებთ.
გენერალური მდივანი: ოჰ, ასეც მოვიქცევი.
ნელსონი: ნახვამდის, თქვენო აღმატებულებავ, ნახვამდის, შვი-
ლო.
გენერალური მდივანი: მადლობას გიხდით, ექიმო. მოგვიანებით
გნახავთ.
გენერალური მდივანი: (აგრძელებს) თავს როგორ გრძნობ?
სმიტი: თავს კარგად ვგრძნობ.
გენერალური მდივანი: ძალიან კარგი. რამე თუ გსურს, უბრალოდ,
თქვი. ჩვენ გვინდა, რომ ბედნიერი იყო. ახლა კი ერთი რამ უნდა გთხო-
ვო. მინდა, ჩემთვის რაღაც გააკეთო. წერა შეგიძლია?
სმიტი: წერა? წერა რა არის?
გენერალური მდივანი: კარგი, შენი თითის ანაბეჭდიც იკმარებს.
მინდა, ერთი დოკუმენტი წაგიკითხო. მასში ბევრი იურიდიული ტერმი-
ნია, მაგრამ, მარტივად თუ ვიტყვით, აქ, უბრალოდ, წერია, რომ თანახ-
მა ხარ, მარსის დატოვებასთან ერთად, უარი თქვა ყველა პრივილეგი-
აზე, ვგულისხმობ, რომ თმობ ყველა უფლებას, რომლებიც, შეიძლებო-
და, იქ გქონოდა. გესმის, რასაც გეუბნები? მარსზე საკუთარ უფლებებს
სახელმწიფოს გადასცემ.
სმიტი: (პასუხი არ არის)
გენერალური მდივანი: მოდი, ასე ვთქვათ: მარსი შენ არ გეკუთ-
ვნის, ხომ ასეა?
სმიტი: მე... არ მესმის.
გენერალური მდივანი: ჰმ... კარგი, მაშინ ასე ვცადოთ: გინდა, რომ
აქ დარჩე, არა?
სმიტი: არ ვიცი. მე აქ უხუცესებმა გამომგზავნეს (ვრცელი სიტყვა,
რომლის ჩაწერა და გადათარგმნაც შეუძლებელია. გომბეშოსა და კა-
ტის ჩხუბის მსგავსი ხმა)
გენერალური მდივანი: ჯანდაბა, ამდენი ხნის განმავლობაში ინ-
გლისური როგორმე უკეთ უნდა ესწავლებინათ! მომისმინე, შვილო, შენ

70
ამ რაღაცებზე არ ინერვიულო. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთო, ის
არის, რომ... უბრალოდ, ცერი აქ დაადე, ამ ფურცლის ბოლოში. მე მხო-
ლოდ შენი თითის ანაბეჭდი მჭირდება. ნება მომეცი, შენი მარჯვენა ხე-
ლი ავიღო. არა, ასე ნუ იგრიხები. დამშვიდდი! არაფერს გატკენ... ექი-
მო! ექიმო ნელსონ!
მეორე ექიმი: რა მოხდა, სერ?
გენერალური მდივანი: ექიმ ნელსონს დაუძახეთ.
მეორე ექიმი: ექიმ ნელსონს? კი, მაგრამ, ის წავიდა, სერ. დაიბარა,
რომ ამ პაციენტზე პასუხისმგებლობისაგან გაათავისუფლეთ.
გენერალური მდივანი: ნელსონმა ასე თქვა? ჯანდაბამდე გზა ჰქო-
ნია! კარგი... მაგრამ რამე მოიმოქმედეთ. ხელოვნურ სუნთქვაზე გადა-
იყვანეთ. ნემსი გაუკეთეთ. აქ რას უდგახართ... ვერ ხედავთ, რომ ადა-
მიანი კვდება?!
მეორე ექიმი: სერ, არა მგონია, რამის გაკეთებას აზრი ჰქონდეს. უბ-
რალოდ, მარტო დატოვეთ, ვიდრე ამ მდგომარეობიდან გამოვა. ექიმი
ნელსონი ყოველთვის ასე იქცეოდა ხოლმე.
გენერალური მდივანი: ეშმაკმა წაიღოს ექიმი ნელსონი!
ჩანაწერებში გენერალური მდივანი აღარსად ფიგურირებდა, არც
ექიმი ნელსონი გამოჩენილა. იმ ჭორებიდან გამომდინარე, რომლებიც
ჯილს საავადმყოფოში სმენოდა, დაასკვნა, რომ სმიტი ისეთივე
კატალეფსიურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, როგორშიც დრო-
დადრო ვარდებოდა ხოლმე. ჩანაწერებში კიდევ ორი ფრაზა ისმოდა,
თუმცა არცერთ მათგანზე არ იყო მითითებული წარმომთქმელთა ვინა-
ობა. ერთი ფრაზა ასე ჟღერდა: „ჩურჩული აუცილებელი არ არის. მაინც
არაფერი ესმის“, მეორე კი ასე: „ეს ლანგარი აქედან გაიტანეთ. მერე
ვაჭმევთ, როცა ამ მდგომარეობიდან გამოვა“.
ჯილი გაშიფრულ მასალას უკვე მესამედ კითხულობდა, როდესაც
ბენი ოთახში შემობრუნდა. ხელში ისეთივე პრიალა და თხელი ფურ-
ცლები ეჭირა, მაგრამ მათი წაკითხვა ჯილისთვის აღარ შეუთავაზებია.
ამის ნაცვლად ჰკითხა:
– არ გშია?

71
ჯილმა ფურცლები ცნობისმოყვარეობით აღსავსე მზერით შეათვა-
ლიერა, მაგრამ ხმამაღლა მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა:
– ძალიან.
– მოდი, აქედან წავიდეთ და ძროხა მოვინადიროთ.
ბენს აღარაფერი უთქვამს. სახურავზე ავიდნენ და ტაქსი დაიჭირეს,
რომელმაც ისინი ალექსანდრიის საზოგადოებრივ ავტოსადგომზე ჩა-
მოსვა. იქ უკვე ბალტიმორისნომრიანი საქალაქთაშორისო ტაქსი აიყ-
ვანეს. მთელი ამ დროის განმავლობაში ბენს ერთი სიტყვაც არ დას-
ცდენია. როგორც კი ჰაერში აიჭრნენ, მიმართულება მიუთითა: ჰეიჯერ-
სტაუნი, მერილენდი, ამის შემდეგ კი მოხერხებულად მოკალათდა და
ჯილს მიუბრუნდა:
– ახლა კი შეგვიძლია, მშვიდად ვილაპარაკოთ.
– ბენ, ეს ყველაფერი რა საჭირო იყო?
– მომიტევე, პატარა, შეიძლება ნერვებისა და ჩემი არცთუ სუფთა
სინდისის ბრალია. არ ვიცი, ჩემს ნომერში მართლაც არის თუ არა და-
მონტაჟებული მოსასმენი აპარატი, მაგრამ მე თუ მოვახერხე მათთვის
ამის გაკეთება, სრულიად შესაძლებელია, არც ისინი დამრჩენოდნენ
ვალში... მით უმეტეს, რომ ყოველთვის ისეთი საკითხებისადმი ვიჩენ-
დი გადაჭარბებულ ინტერესს, რომელთა მისაჩქმალადაც მთავრობა
თავს არ ზოგავდა. ასევეა ტაქსის შემთხვევაშიც. მართალია, არც ისე
დიდი შანსია, რომ ჩემი ნომრიდან გამოძახებული ტაქსის სავარძელში
მოსასმენი მოწყობილობა იყოს ჩაჩურთული, მაგრამ ამის დაშვება მა-
ინც შეიძლება, რადგან არც ბოლომდეა გამორიცხული. სპეცსამსახუ-
რებისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ეს ტაქსი... – ბენმა სა-
ვარძელს გადაუსვა ხელი, – შეუძლებელია, რომ ათასობით ტაქსი მო-
სასმენი აპარატებით აღეჭურვათ. შემთხვევით შერჩეული, წესით,
უსაფრთხო უნდა იყოს.
– ბენ, მართლა ხომ არ ფიქრობ, რომ ისინი... – ჯილი მოიბუზა და
სათქმელი აღარ დაასრულა.
– განა ამის საფუძველი არ მაქვს?! ხომ ნახე ჩემი სვეტი. ეს სვეტი
ცხრა საათის წინ დავასრულე. გგონია, ამას ასე ადვილად გადაყლაპა-
ვენ და საპასუხოდ არაფერს მოიმოქმედებენ?

72
– მაგრამ შენ ხომ ისედაც გამუდმებით მთავრობის წინააღმდეგ გა-
მოდიოდი?
– ეგ არაფერია. მისი უდიდებულესობის ლოიალური ოპოზიციის[25]
მოვალეობა ხომ სწორედ რომ ოპონირებაა. მათთვის ეს მოსალოდნე-
ლი და მისაღებია, მაგრამ ამჯერად სხვა შემთხვევაა. ისინი, პრაქტი-
კულად, იმაში დავადანაშაულე, რომ პოლიტიკური პატიმარი ჰყავთ
და, თანაც, საზოგადოებისგან იზოლირებულად ამყოფებენ, მაშინ, რო-
დესაც ეს საზოგადოება მის მიმართ უდიდეს ინტერესს იჩენს. ჯილ,
მთავრობა ცოცხალი ორგანიზმია. მისი, როგორც ყველა ცოცხალი ორ-
განიზმის, უმთავრესი მახასიათებელი თვითგადარჩენის ბრმა და ირა-
ციონალური ინსტინქტია. თუ დაარტყამ, ამას აუცილებლად მოჰყვება
საპასუხო ნაბიჯი. ამჯერად კი ნამდვილად მივაყენე დარტყმა, – ბენი
ჯილს ერთხანს უსიტყვოდ უყურებდა, ბოლოს დააყოლა: – ამ ამბავში
არ უნდა ჩამეთრიე.
– არ მეშინია. ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ აღარ მეშინია, რაც
ის აპარატი დაგიბრუნე.
– შენ ჩემთან ხარ დაკავშირებული. თუ ის მოხდება, რაზეც ვშიშობ,
შეიძლება, ესეც საკმარისი აღმოჩნდეს.
ჯილი გაჩუმდა. მას არასოდეს ეწვნია აბსოლუტური ძალაუფლების
შეუბრალებლობა და დაუნდობლობა. თუ მხედველობაში არ მივიღებ-
დით მედდობასთან დაკავშირებულ საქმიანობასა და სქესთა შორის
სახალისო პარტიზანულ ომს, ის თითქმის მარსელივით უმანკო გახ-
ლდათ. მისთვის რთულად გასაცნობიერებელი და დასაჯერებელი
იყო, რომ მას, ჯილ ბორდმენს, რომელსაც არასოდეს გადაეტანა ბავ-
შვობაში გატყეპაზე, მოზრდილ ასაკში კი უხეშად ნათქვამ რამდენიმე
სიტყვაზე უარესი რამ, ახლა, შეიძლებოდა, ფიზიკური საფრთხე დამუქ-
რებოდა და საკუთარ თავზე ეწვნია ნამდვილი განსაცდელი. როგორც
მედდას, მას არაერთხელ ენახა დაუნდობლობის, ძალადობისა და სი-
სასტიკის შედეგი, მაგრამ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ მსგავსი
რამ, შეიძლებოდა, მასაც დამართოდა.
მათი ტაქსი უკვე ჰეიჯერსტაუნში ეშვებოდა, როდესაც ჯილმა გა-
ჭიანურებული პაუზა დაარღვია.

73
– ბენ, დავუშვათ, რომ ეს პაციენტი მართლაც მოკვდა. მერე რა მოხ-
დება?
– რაო? – ბენს შუბლი შეეჭმუხნა, – ეს კარგი კითხვაა, ძალიან კარგი.
მიხარია, რომ მკითხეთ. ეს ნიშნავს, რომ საკითხს სერიოზულად უდგე-
ბით. ახლა კი, თუ მეტი კითხვა აღარ გაქვთ, თავისუფალი ბრძანდე-
ბით.
– ნუ ღლიცინებ რა.
– ჰმ... ჯილ, იმის ნაცვლად, რომ შენზე სიზმრებით დავმტკბარიყავი,
ღამღამობით მეღვიძებოდა და გამუდმებით ამ კითხვაზე ვფიქრობდი.
ეს კითხვა ორი ნაწილისგან შედგება: მისი ერთი ნაწილი პოლიტიკურ
საკითხებს მოიცავს, მეორე – ფინანსურს. საუკეთესო პასუხი, რაც, ჯერ-
ჯერობით, მომაფიქრდა, ის არის, რომ, სმიტის სიკვდილის შემთხვევა-
ში, ის უცნაური უფლება, რომელიც პლანეტა მარსზე აქვს, მაშინვე გაქ-
რება. ამის შემდეგ, მარსზე „ჩემპიონის“ მიერ დატოვებულმა პირველ-
მოსახლეებმა, შეიძლება, ამ პლანეტაზე საკუთარი უფლებები წამოა-
ყენონ, მაგრამ თითქმის სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ მთავრო-
ბა მათთან ამ საკითხს წინასწარ მოაგვარებდა და შესაბამის შეთან-
ხმებასაც დადებდა. „ჩემპიონი“ ფედერაციის ხომალდია, მაგრამ, უდი-
დესი ალბათობით, ამ შეთანხმების პირობების თანახმად – თუ, რა
თქმა უნდა, ასეთი რამ მართლაც არსებობს – ყველა ბერკეტი ადამიან-
თა უფლებების თითქოსდა უდიდესი დამცველის, გენერალურ მდივან
დაგლასის ხელში დარჩებოდა. ეს მას საკუთარი ძალაუფლების შენარ-
ჩუნებისა და გახანგრძლივების საშუალებასაც მისცემდა. თუმცა, მე-
ორე მხრივ, არც ის არის გამორიცხული, რომ ეს შეთანხმება სრულიად
უმნიშვნელო აღმოჩნდეს.
– რაო? რატომ?
– იმიტომ, რომ ლარკინის პრეცედენტი ასეთ შემთხვევაში აზრს
კარგავს და მისი მოშველიება შეუძლებელია: მთვარეზე სიცოცხლე არ
იყო, მარსი კი დასახლებული პლანეტაა – იქ მარსელები ცხოვრობენ.
მოცემულ მომენტში, ჩვენი კანონმდებლობით, მასელებს არანაირი
უფლებები არ აქვთ, მაგრამ უმაღლესმა სასამართლომ, შესაძლოა,
მხედველობაში მიიღოს არსებული პოლიტიკური მდგომარეობა, გაით-

74
ვალისწინოს ყველა ფაქტორი და გამოიტანოს გადაწყვეტილება, რომ-
ლის თანახმადაც ისეთ პლანეტაზე დასახლების ფაქტი, სადაც უკვე ბი-
ნადრობდნენ სხვა გონიერი არსებები, ადამიანებს არავითარ უფლე-
ბებს არ ანიჭებს. ამ შემთხვევაში, მარსთან დაკავშირებულ უფლებებზე
დიალოგი, თუკი ამას კიდევ ექნება რაიმე აზრი, მარსელებთან მოუხ-
დებათ.
– მაგრამ, ბენ, რაღაც საკანონმდებლო მექანიზმი ხომ უნდა არსე-
ბობდეს. ის, რომ ერთ ადამიანს მთელი პლანეტა ეკუთვნის... ეს რაღაც
ფანტასტიკაა!
– ამ სიტყვას იურისტებთან ნუ გამოიყენებ, ვერ გაიგებენ. იურიდი-
ულ სკოლებში ისეთებს ასწავლიან, რომ ეს შემთხვევა, აბა, რა მოსატა-
ნია. გარდა ამისა, ამის მსგავსი პრეცედენტი უკვე არსებობდა კიდეც:
მეთხუთმეტე საუკუნეში რომის პაპმა მთელი დასავლეთ ნახევარსფე-
რო ესპანეთსა და პორტუგალიას გაუნაწილა და იოტისოდენა ყურად-
ღებაც არავის მიუქცევია იმ ფაქტისთვის, რომ იმ ტერიტორიებზე უკვე
სახლობდა მილიონობით ინდიელი თავიანთი კანონებით, ტრადიცი-
ებით, წეს-ჩვეულებებითა და საკუთრების უფლებების მათეული გაგე-
ბით. პაპის გადაწყვეტილების შედეგების ნახვა თუ მოგინდება, დასავ-
ლეთ ნახევარსფეროს რუკას გადაავლე თვალი და დარწმუნდები, რამ-
დენად შორსმიმავალ პროცესებს შეუწყო ამ გადაწყვეტილებამ ხელი –
ნახე რომელი ტერიტორიების მოსახლეობა ლაპარაკობს დღეს ესპა-
ნურად და პორტუგალიურად და მიხვდები, რამხელა მიწების დატოვე-
ბა მოუხდათ ინდიელებს.
– კი, მაგრამ... ბენ, დღეს ხომ მეთხუთმეტე საუკუნე არაა.
– ეს ადვოკატზეა დამოკიდებული. ისინი ხომ ჯერ კიდევ ბლეკ-
ველს, ნაპოლეონის კოდექსსა და იუსტინიანეს კანონებსაც ციტირე-
ბენ. ჯილ, გაითვალისწინე, თუ უმაღლესი სასამართლო გადაწყვეტს,
რომ აქ ლარკინის პრეცედენტის გამოყენება დასაშვებია, მაშინ სმიტს
შეეძლება, სხვებს გადასცეს ან თვითონ შეინარჩუნოს მარსზე არსებუ-
ლი კონცესიები, რომლებიც ალბათ მილიონები, უფრო კი მილიარდები
უნდა ღირდეს. თუ ის საკუთარ უფლებებს ახლანდელ ადმინისტრაციას
გადასცემს, მაშინ ამ გემრიელ ლუკმებს გენერალური მდივანი დაგლა-

75
სი თავად ჩამოარიგებს. დაგლასი საქმის სწორედ ასე მოწყობას ცდი-
ლობს. გაშიფრული მასალა ხომ ნახე.
– ბენ, ვინმეს ასეთი ძალაუფლება რატომ უნდა უნდოდეს?
– რატომ მიილტვის ფარვანა სინათლისკენ? ძალაუფლების წყურ-
ვილი სექსუალურ სურვილზე უფრო ალოგიკურია... და უფრო ძლიერიც.
მაგრამ, როგორც უკვე გითხარი, ეს ორნაწილიანი კითხვაა. სმიტის ფი-
ნანსური უფლებები თითქმის ისევე მნიშვნელოვანია, როგორც მისი
განსაკუთრებული მდგომარეობა, რომლიდან გამომდინარეც ის, ნომი-
ნალურად, მარსის მეფეა, მარსის იმპერატორი. ისიც შესაძლებელია,
რომ ეს უფრო მნიშვნელოვანი ფაქტორი იყოს, რადგან გამორიცხული
არ არის, უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, მან მარსზე
პირველმოსახლის უფლება დაკარგოს, თუმცა ძალიან მეეჭვება, რა-
იმეს ძალუძდეს, შეარყიოს და ეჭვქვეშ დააყენოს მისი უფლებები ლა-
ილის ტექნოლოგიაზე და ისეთი გიგანტი კომპანიის აქციების უდიდეს
ნაწილზე, როგორიც „ლუნარ ენტერპრაიზისია“. „ენვოის“ ეკიპაჟის რვა
წევრის ურთიერთშეთანხმება საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობი-
ლი, ხოლო სამ ყველაზე მნიშვნელოვან შემთხვევაში, ამ ურთიერთშე-
თანხმების გარეშეც, სმიტს მემკვიდრეობის პირდაპირი უფლება აქვს.
რა მოხდება მისი სიკვდილის შემთხვევაში? მე ამ კითხვაზე პასუხის გა-
ცემა არ შემიძლია. ერთი რამ კი ცხადია – ათასობით თითქოსდა მისი
ნათესავი წამოყოფს თავს, მაგრამ მისი ქონების დიდი ნაწილი, გასუ-
ლი ოცი წლის განმავლობაში, სამეცნიერო საზოგადოებამ ჩაიგდო
ხელში. ყველაზე სავარაუდო ის არის, რომ თუ სმიტი ანდერძის დატო-
ვებამდე მოკვდება, მისი კუთვნილი უზარმაზარი მემკვიდრეობა
მთლიანად სახელმწიფოს საკუთრება გახდება.
– სახელმწიფოსი?! შეერთებულ შტატებს გულისხმობ თუ ფედერა-
ციას?
– ეგ კიდევ ერთი კარგი კითხვაა, რომელზე პასუხიც არ მაქვს. მისი
ბიოლოგიური მშობლები ფედერაციის წევრი ორი სხვადასხვა სახელ-
მწიფოდან იყვნენ, თვითონ სმიტი კი ფედერაციის ტერიტორიის მიღმა
დაიბადა... და ამ ფაქტს, შესაძლოა, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონ-
დეს იმ ადამიანებისთვის, ვინც, მოცემულ მომენტში, ამ აქციებითა და

76
პატენტებით სარგებლობენ. ეს ადამიანი სმიტი ნამდვილად არ იქნება
– ის ხომ აქციას სამგზავრო ბილეთისგანაც ვერ განასხვავებს. სავარა-
უდოდ, ეს იქნება ადამიანი, რომელიც სმიტის გაკონტროლებასა და
მის საკუთარ ჭკუაზე ტარებას მოახერხებს. ამ ყველაფრის ფონზე კი,
არა მგონია, „ლოიდსმა“[26] მისი სიცოცხლის დაზღვევა გარისკოს.
– საცოდავი ბიჭი! საცოდავი, საცოდავი ბავშვი!

77
თავი მეექვსე
ჰეიჯერსტაუნის რესტორანი, რომელსაც ბენი და ჯილი ესტუმრნენ,
გემრიელ კერძებთან ერთად, თავისებური ატმოსფეროთიც გამოირჩე-
ოდა. მაგიდები პატარა ტბის ნაპირისკენ დაშვებულ გაზონსა და სამი
უზარმაზარი ასწლოვანი ხის ფუღუროში გაეშალათ. მთელ ამ ტერიტო-
რიას დამცავი ველის გუმბათი ფარავდა, რომლის წყალობითაც, ღია
ცის ქვეშაც, წელიწადის ნებისმიერ დროსა და ამინდში ზაფხულის
კლიმატს ინარჩუნებდნენ. ჯილს ფუღუროში სადილობა უნდოდა, მაგ-
რამ ბენმა მის ამ სურვილს ყურადღება არ მიაქცია და მეტრდოტელი
მოქრთამა, რათა მაგიდა ტბის ნაპირას, ბენის მიერ შერჩეულ ადგილას
გაეშალათ. ამის შემდეგ პორტატიული სტერეორეოვიზორი შეუკვეთა,
რომელიც მათი მაგიდის მახლობლად განათავსეს.
ჯილი გაიბუტა.
– ბენ, რა აზრი ჰქონდა აქ მოსვლასა და ამდენი ფულის გადახდას,
თუ ხის ფუღუროში მაინც ვერ ვისადილებდით და თან ამ საშინელი ყუ-
თის ატანაც მოგვიწევდა?
– მოთმინება იქონიე, პატარა, ფუღუროებში მდგარ მაგიდებს, კლი-
ენტების მომსახურების გასამარტივებლად, მიკროფონები აქვს და-
მონტაჟებული. ამ მაგიდაზე კი მოსასმენი აპარატი ვერ იქნება დაყენე-
ბული – ყოველ შემთხვევაში ამის დიდი იმედი მაქვს – რადგან დავინა-
ხე, რომ ოფიციანტმა ის საწყობიდან გამოიტანა. სტერეორეოვიზორს
რაც შეეხება, მის გარეშე ჭამა მეტად არაამერიკული და საკმაოდ საეჭ-
ვოცაა. გარდა ამისა, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სტერეოვიზო-
რი ნებისმიერი მიკროფონის მიღების სიგნალს ჩაახშობს, მაშინაც კი,
თუ ეს მიკროფონი პირდაპირ ჩვენკენ იქნება მომართული... ეს ყველა-
ფერი იმ შემთხვევისთვისაა, თუ დავუშვებთ, რომ ბატონი დაგლასის
გამომძიებლები ჩვენით უკვე დაინტერესდნენ. მე კი მგონია, რომ ასე-
ცაა.
– მართლა ფიქრობ, რომ გვითვალთვალებენ, ბენ? – ჯილი მოიბუ-
ზა, – არა მგონია, კრიმინალური ცხოვრებისთვის მზად ვიყო.

78
– კარგი ერთი, ჯილ! როცა „გენერალ სინთეტიკსის“ ქრთამთან და-
კავშირებულ სკანდალზე ვმუშაობდი, ერთსა და იმავე ადგილზე ორ-
ჯერ არასოდეს ვრჩებოდი და მხოლოდ პაკეტებში დაფასოებულ კერ-
ძებს ვჭამდი, ისიც მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ჩემი ნაყიდი იყო.
დროთა განმავლობაში ამ ყველაფერს ეჩვევევი და თანდათანობით
მოგწონს კიდეც – ნივთიერებათა ცვლის სტიმულირებას ახდენს.
– დიდი მადლობა, მაგრამ ნივთიერებათა ცვლა უმაგისოდაც წეს-
რიგში მაქვს. ერთადერთი, რაც მჭირდება, მოხუცი და მდიდარი კერძო
პაციენტია.
– ჯილ, მე აღარ მომყვები ცოლად?
– კი, ოღონდ იმის მერე, რაც ჩემს მომავალ ქმარს საიქიოში გავის-
ტუმრებ. შეიძლება, ისეც გავმდიდრდე, რომ საყვარელი შინაური ცხო-
ველივით მყავდე.
– ეს საუკეთესო შემოთავაზებაა მათ შორის, რაც კი უკანასკნელი
თვეების განმავლობაში მიმიღია. იქნებ ამაღამვე დაგვეწყო?
– მოიცადე, ჯერ მიიცვალოს.
კოქტეილს სვამდნენ, როდესაც გამაღიზიანებელი რეკლამებით
გაჯერებული მუსიკალური პროგრამა, რომელსაც სტერეოვიზორში
გადმოსცემდნენ და რომლის ხმასაც მათთვის ლამის ყურის ბარაბნები
დაეხეთქა, უცებ შეწყდა. სტერეოვიზორში დიქტორის თავი და მხრები
გამოჩნდა. მან გაიღიმა და ალაპარაკდა: „ნიუ ვორლდ ნეტვორკსა“ და
მის მიმდინარე სპონსორ „ვაიზ გელ მალთუზიან ლოზენგს“ აქვთ პატი-
ვი და პრივილეგია, მომდევნო რამდენიმე წუთი ფედერაციის მთავრო-
ბის მიერ გაკეთებულ ისტორიულ განცხადებას დაუთმონ. და გახსოვ-
დეთ, მეგობრებო, რომ ყველა გონიერი გოგონა სარგებლობს „ვაიზ გე-
ლით“[27]. ის ყველასთვის ხელმისაწვდომი და მოსახერხებელია, მისი
მიღება სასიამოვნოა, შედეგი კი გარანტირებული. გარდა ამისა, 1312-
ე საზოგადოებრივი კანონის თანახმად, მისი შეძენა შეგიძლიათ ყო-
ველგვარი რეცეპტის გარეშე. რატომ უნდა დაიტანჯოთ მოძველებული,
არაესთეტიკური, მტკივნეული, მავნე და არასაიმედო მეთოდებით?
რატომ უნდა გარისკოთ და დაკარგოთ თქვენი გულის სწორის სიყვა-
რული და პატივისცემა? დაიმახსოვრეთ... – მოხდენილმა დიქტორმა

79
მიმოიხედა და რეკლამის დარჩენილი ნაწილი სხაპასხუპით მიაყარა:
– სიტყვას გადავცემ „ვაიზ გელს“, რომელიც, თავის მხრივ, წარმოგიდ-
გენთ გენერალურ მდივანს და მასთან ერთად მარსელ ადამიანს!
სამგანზომილებიანი გამოსახულება მეტად აგზნებულ ახალგაზ-
რდა ქალზე გადაერთო, რომელსაც წარმოუდგენლად დიდი ძუძუები
ჰქონდა და მთლიანობაშიც ისე მაცდურად გამოიყურებოდა, რომ ნე-
ბისმიერ მამაკაცს, ვინც კი თვალს მოჰკრავდა, თავს არასრულფასოვ-
ნად აგრძნობინებდა. ქალი გაიზმორა, მაყურებელს თვალი ჩაუკრა და
ისეთი მაცდური ხმით თქვა, თითქოს უკვე ლოგინში იწვა: „მე ყოველ-
თვის „ვაიზ გელს“ ვიყენებ“.
გამოსახულება გაუჩინარდა და „დიდება მშვიდობიანი სუვერენი-
ტეტის“ საორკესტრო შესრულება გაისმა.
– შენ იყენებ „ვაიზ გელს“? – მიუბრუნდა ბენი ჯილს.
– შენი საქმე არ არის, – უპასუხა ჯილმა გაღიზიანებული ტონით და
დაამატა: – ექიმბაშების მოგონილი რაღაცაა და მეტი არაფერი. მაინც
რამ გაფიქრებინა, რომ ეგეთ რამეს შეიძლება ვიყენებდე?
კექსტონს პასუხი არ გაუცია, სტერეოვიზორი კი გენერალურ მდივან
დაგლასის მამობრივი გამომეტყველების მქონე სახით გაივსო.
– მეგობრებო, – დაიწყო მან, – ფედერაციის მოქალაქენო, ამ საღა-
მოს უდიდესი პატივი და პრივილეგია მხვდა წილად. ჩვენი ბრწყინვა-
ლე ხომალდის, „ჩემპიონის“ დაბრუნების დღიდან... – გენერალური
მდივანი ასეთივე სულისკვეთებით აგრძელდებდა ლაპარაკს. მთელი
მისი გამოსვლა რამდენიმე ათასი კარგად შერჩეული სიტყვისგან შედ-
გებოდა. მან დედამიწის მოქალაქეებს მეზობელ პლანეტასთან, ცივი-
ლიზებულ უცხოპლანეტურ რასასთან წარმატებული კონტაქტის დამყა-
რება მიულოცა, შემდეგ კი იმაზე ლაპარაკობდა, რომ „ჩემპიონის“ წარ-
მატება ფედერაციის ყველა მოქალაქის პირადი მიღწევა იყო და რომ
ეს სწორედ მათი წყალობით განხორციელდა. მან, აგრეთვე, აღნიშნა,
რომ ფედერაციის ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლო, ეხელმძღვანელა ამ
ექსპედიციისთვის, სხვა მნიშვნელოვანი საქმით რომ არ ყოფილიყო
დაკავებული და ისიც დასძინა, რომ თვითონ, გენერალური მდივანი
დაგლასიც, სწორედ მათ მიერ იყო არჩეული, როგორც მათივე ნების

80
აღმსრულებელი მოკრძალებული ინსტრუმენტი. გენერალური მდივ-
ნის გამოსვლიდან ის უმთავრესი აზრი გამოსჭვიოდა, რომ ჩვეულებრი-
ვი, რიგითი ადამიანი არავისზე ნაკლები არ არის და, მეტიც, ბევრს
სჯობს კიდეც. ხაზგასმული იყო, ისიც, რომ მათი მეგობარი ჯო დაგლა-
სი სწორედ რომ ასეთი ჩვეულებრივი და რიგითი ადამიანის განსახიე-
რება ბრძანდებოდა. მისი ოდნავ გვერდზე მოქცეული ჰალსტუხი და
უკან გადავარცხნილი თმაც ხალხიდან გამოსულ ადამიანს შეეფერე-
ბოდა.
ბენ კექსტონი უსმენდა და იმაზე იმტვრევდა თავს, თუ ვისი დაწერი-
ლი იქნებოდა ამ გამოსვლის ტექსტი. შეიძლებოდა, ეს ჯიმ სენფორდის
ნახელავი ყოფილიყო. დაგლასის ადმინისტრაციის წევრებს შორის,
ჯიმი შესაფერისი სიტყვების შერჩევაში ყველაზე ფაქიზი მიდგომით
გამოირჩეოდა და განსაკუთრებით რბილ და სმენის საამებელ ზედ-
სართავ სახელებს ამჯობინებდა. პოლიტიკაში გადანაცვლებამდე სა-
რეკლამო ტექსტებს წერდა, ამრიგად, არანაირი მორალური პრინციპე-
ბი არ გააჩნდა. გამოსვლის ის ნაწილი, სადაც ნახსენები იყო „ხელი,
რომელიც არწევს აკვანს“[28], ნამდვილად ჯიმის მიერ იყო ჩართული.
ის სწორედ იმ ყაიდის არამზადა გახლდათ, რომელიც გოგონას ტკბი-
ლეულით აცდუნებდა და ამას ჭკვიანურ სვლად განიხილავდა.
– გამორთე! – გადაჭრით თქვა ჯილმა.
– რაო? ჩუმად, პატარა. ეს უნდა მოვისმინო.
– ...ასე და ამგვარად, მეგობრებო, მაქვს პატივი, წარმოგიდგინოთ
ჩვენი თვისტომი, ჩვენი თანამოქალაქე, ვალენტაინ მაიკლ სმიტი, ადა-
მიანი მარსიდან! მაიკ, ყველამ ვიცით, რომ დაღლილი ხარ და თავს,
ჯერ კიდევ, საკმაოდ შეუძლოდ გრძნობ, მაგრამ, იქნებ ორიოდე სიტ-
ყვა უთხრა შენს ახალ მეგობრებს. შენი ნახვა ყველას უნდა.
სტერეოვიზორის გამოსახულება შეიცვალა და ეტლში მჯდომი ადა-
მიანის საკმაოდ ახლო კადრი გამოჩნდა. დაგლასი თავს მზრუნველი
ბიძასავით დასტრიალებდა, ეტლის მეორე მხარეს კი მედიდური გამო-
მეტყველების მქონე, საგულდაგულოდ მოკაზმული და ძალიან ფოტო-
გენური მედდა იდგა.
ჯილს, უნებურად, ოხვრა აღმოხდა.

81
– ჩუმად! – გადაუჩურჩულა ბენმა, – არ მინდა, ერთი სიტყვა მაინც
გამომრჩეს.
ინტერვიუ დიდხანს არ გაგრძელებულა.
ეტლში მჯდომ ბავშვისსახიან ადამიანს მოკრძალებული ღიმილი
გადაეფინა, მზერა კამერებს მიაპყრო და თქვა:
– გამარჯობა, მეგობრებო. მომიტევეთ, რომ ვზივარ და ისე გელაპა-
რაკებით. თავს ჯერ კიდევ სუსტად ვგრძნობ.
აშკარად ეტყობოდა, რომ ლაპარაკი უჭირდა. ერთ მომენტში მედი-
დურმა მედდამ წამიერად შეაწყვეტინა სიტყვა და პულსი გაუსინჯა.
სმიტი დაგლასის მიერ დასმულ კითხვებს პასუხობდა. ქება არ და-
უშურებია კაპიტან ვან ტრომპისა და „ჩემპიონის“ ეკიპაჟის დანარჩენი
წევრებისადმი. აგრეთვე, თქვა, რომ დედამიწასთან კონტაქტის დამ-
ყარებამ მარსის მოსახლეობა ძალიან ააღელვა და ისიც დასძინა, რომ
თვითონ ყველაფერს გააკეთებდა, რაც ორ პლანეტას შორის მყარი და
მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბებას ხელს შეუწყობდა, რისი
დიდი იმედიც ჰქონდა. მედდა ისევ ჩაერია და ლაპარაკი შეაწყვეტინა,
მაგრამ დაგლასს მედდისთვის ყურადღება არ მიუქცევია და სმიტს გუ-
ლითადად ჰკითხა:
– მაიკ, შეუძლოდ ხომ არ ხარ? თავს საკმარისად კარგად გრძნობ,
კიდევ ერთი კითხვაც რომ დაგისვა?
– რა თქმა უნდა, მისტერ დაგლას, თუ შევძლებ პასუხის გაცემას.
– მაიკ, ჩვენი გოგონების შესახებ რას ფიქრობ?
– ოოო!
სმიტს ბავშვურ სახეზე ნეტარება გადაეფინა და მეტისმეტი აგზნე-
ბისგან ცოტა წამოწითლდა კიდეც. წამის შემდეგ სტერეოვიზორში, სმი-
ტის ნაცვლად, ისევ გენერალური მდივნის გამოსახულება გამოჩნდა.
– მაიკმა მთხოვა, გადმომეცა, – განაგრძო მამობრივი ტონით, –
რომ, როგორც კი შეძლებს, თქვენთან შესახვედრად კვლავ დაბრუნდე-
ბა. თავადაც კარგად იცით, რომ კუნთების მოძლიერება სჭირდება. დე-
დამიწის მიზიდულობა მისთვის ისეთივე უზარმაზარი ტვირთია, როგო-
რიც ჩვენთვის, ვთქვათ,

82
იუპიტერის მიზიდულობა იქნებოდა. თქვენთან შეხვედრა, შესაძ-
ლებელია, შემდეგ კვირაშიც მოახერხოს, ცხადია, თუ ექიმები დაადას-
ტურებენ, რომ ამისთვის საკმარისად იქნება მოღონიერებული.
კადრმა კვლავ „ვაიზ გელის“ რეკლამაზე გადაინაცვლა და ხანმოკ-
ლე ერთმოქმედებიანმა დადგმამ სურათხატოვნად წარმოაჩინა, რომ
ნებისმიერი ქალი, ვინც კი ამ პროდუქტს არ იყენებდა, არამარტო საღ
გონებაზე არ იყო, არამედ, იმდენად ჩამორჩებოდა თანამედროვე
ცხოვრებასა და მოდას, რომ მისი დანახვისთანავე ნებისმიერი მამაკა-
ცი, თავის არიდების მიზნით, ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გადავიდო-
და.
ბენმა სტერეოვიზორი სხვა არხზე გადართო და ჯილს დაძმარებუ-
ლი სახით მიუბრუნდა.
– ისღა დამრჩენია, ხვალისთვის მომზადებული სტატია გადავაგ-
დო და ახალი მასალის ძებნა დავიწყო. მათ არამარტო წყალში ჩამი-
ყარეს მთელი დღევანდელი წვალება, არამედ სასაცილო მდგომარეო-
ბაშიც ჩამაყენეს. დაგლასმა ის უკვე გამოიჭირა და თავის ჭკუაზეც ატა-
რებს.
– ბენ!
– რა?
– ეს მარსელი ადამიანი არ იყო!
– რას ამბობ, პატარა? დარწმუნებული ხარ?
– რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ! ჰგავდა, მართლა ძალიან
ჰგავდა, ხმაც კი მიუგავდა, მაგრამ ეს არ იყო პაციენტი, რომელიც იმ
დაცულ პალატაში მინახავს.
ბენმა სცადა, ჯილი როგორმე გადაერწმუნებინა და იმ ფაქტზეც მი-
უთითა, რომ, როგორც საყოველთაოდ იყო ცნობილი, სმიტი აქამდე
ათეულობით ადამიანს ჰყავდა ნანახი: მის მცველებს, ექიმებს, სანიტ-
რებს, კაპიტან ვან ტრომპსა და „ჩემპიონის“ ეკიპაჟის დანარჩენ წევ-
რებს. სრულიად შესაძლებელი იყო, რომ მათი რიცხვი გაცილებით დი-
დი ყოფილიყო. ამ გადაცემას ზოგი მათგანი მაინც ხომ ნახავდა. ამრი-
გად, ყველაზე უკეთეს შემთხვევაშიც, გენერალური მდივნის ადმინის-
ტრაციას აუცილებლად უნდა ევარაუდა, რომ ამ განსხვავებას ვიღაც

83
მაინც მიაქცევდა ყურადღებას და სიცრუეს აღმოაჩენდა, ვიღაც აუცი-
ლებლად შეამჩნევდა, რომ სმიტი შეცვალეს... თუ, რა თქმა უნდა, ის
ნამდვილად იყო შეცვლილი. ეს სრულ უაზრობად მოჩანდა, რადგან
რისკი იმისა, რომ ჩანაცვლების მიხვედრის შემდეგ მთავრობას ტყუ-
ილში ამხელდნენ, ძალიან დიდი იყო.
ჯილს ლოგიკური არგუმენტები ნაკლებად აინტერესებდა, თავისა-
ზე იდგა და ამტკიცებდა, რომ ადამიანი, რომელიც სტერეოვიზორში
აჩვენეს, არ იყო მის მიერ ნანახი საყოველთაოდ ცნობილი პაციენტი.
ბოლოს ჯილი გაიბუტა, ქვედა ტუჩი გამობურცა და ბრაზიანად თქვა:
– კარგი, კარგი, როგორც გინდა, ისე იფიქრე! არ შემიძლია ჩემს სი-
მართლეში დაგარწმუნო, ამიტომაც გგონია, რომ ვცდები. კაცები!
– კარგი რა, მომისმინე, ჯილ...
– ძალიან გთხოვ, შინ წამიყვანე.
ბენი უსიტყვოდ გაემართა ტაქსის მოსაყვანად, თუმცა რესტორნის
მახლობლად მდგომი ტაქსი არ აუყვანია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე
აღარ ფიქრობდა, რომ უთვალთვალებდნენ, მანქანის აყვანა მაინც
გზის მოპირდაპირე მხარეს მდებარე სასტუმროს სადგომიდან ამჯობი-
ნა.
მთელ უკანა გზაზე ჯილი იბუტებოდა და ყინულივით ცივი იყო, ბენ-
მა კი სმიტის პალატაში მოსასმენი აპარატით გაკეთებული ჩანაწერები
გადაიკითხა. მერე კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი, ერთხანს უსიტ-
ყვოდ იჯდა, ბოლოს კი ჯილს მიუბრუნდა.
– ჯილ.
– დიახ, მისტერ კექსტონ?
– გაგამისტერებ მე შენ! მისმინე, ჯილ, მაპატიე, ბოდიშს გიხდი, მარ-
თალი არ ვიყავი.
– და ასე უცებ ამ დასკვნამდე რამ მიგიყვანა?
ბენმა გადაკეცილი ფურცლები ხელში შეათამაშა.
– აი, ამან. სმიტი ჯერ კიდევ გუშინ არ გრძნობდა თავს იმდენად
კარგად, რომ დღევანდელი დატვირთვა ასე კარგად გადაეტანა; არც
წინა დღეს ყოფილა უკეთესად. დღეს საღამოს კი, ასეთ მძიმე მდგომა-
რეობაში ყოფნის მიუხედავად, მშვენივრად გაართვა თავი ინტერვიუს.

84
წესით, საკუთარ თავზე კონტროლი უნდა დაეკარგა... ისევ იმ რაღაც
ტრანსში ჩავარდნილიყო, რომელიც დროდადრო ითრევს ხოლმე...
– ძალიან მიხარია, რომ, როგორც იქნა, დაინახე ის, რაც ასე აშკა-
რაა.
– იქნებ ერთი-ორჯერ მსუბუქად შემომილაწუნო და ამით ამოვწუ-
როთ ეს ინციდენტი? საქმე სერიოზულადაა. ხვდები რამდენად მნიშ-
ვნელოვან რაღაცას შევეჯახეთ და რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
– ეს ნიშნავს, რომ ინტერვიუს გასაყალბებლად მსახიობი გამოიყე-
ნეს. ერთი საათის წინ სწორედ მაგას გიმტკიცებდი.
– ზუსტად ეგრეა. მსახიობი გამოიყენეს, თანაც საკმაოდ კარგი მსა-
ხიობი, რომელიც გულდასმით შეარჩიეს და კარგადაც მოამზადეს. მაგ-
რამ, გარდა ამისა, სხვა დასკვნების გაკეთებაც შეიძლება. რამდენა-
დაც ვხვდები, აქ ორი ვარიანტი უნდა არსებობდეს. პირველი ის არის,
რომ სმიტი მკვდარია და...
– მკვდარი! – უეცრად ჯილი გონების თვალით დაუბრუნდა იმ მო-
მენტს, როდესაც სმიტმა წყლის გაზიარების უცნაური, რიტუალური ცე-
რემონია ჩაატარა და მისი უჩვეულოდ თბილი, არაამქვეყნიური ბუნება
შეიგრძნო... და აუტანელი სევდა მოერია.
– შესაძლებელია. ასეთ შემთხვევაში, მისი ორეული კიდევ ერთ კვი-
რას ან ათ დღეს მაინც „იცოცხლებს“, იქამდე, ვიდრე ყველა იმ დოკუ-
მენტს არ მოამზადებენ, რომლებზეც ხელი უნდა მოაწეროს. ამის შემ-
დეგ ორეული „მოკვდება“ და უჩუმრად გაიყვანენ ქალაქიდან. მანამდე
კი ისე დააჰიპნოზებენ, რომ უმალ ასთმის შეტევისგან გაიგუდება, ვიდ-
რე ამ ყველაფრის შესახებ ერთი სიტყვა მაინც დასცდება... არც ის არის
გამორიცხული, რომ ლობოტომიაც გაუკეთონ. მაგრამ თუ სმიტი მარ-
თლა მკვდარია, მაშინ აჯობებს, ეს ამბავი, უბრალოდ, დავივიწყოთ.
სიმართლეს ვერასოდეს დავამტკიცებთ. ასე რომ, მოდი, დავუშვათ,
რომ ის ჯერ კიდევ ცოცხალია.
– ოჰ, ამის ძალიან დიდი იმედი მაქვს!
– რას ნიშნავს შენთვის ჰეკუბა ან შენ რას ნიშნავ ჰეკუბასათვის?[29]
– წარმოთქვა კექსტონმა, – თუ ის ცოცხალია, მაშინ, შეიძლება, განსა-
კუთრებულად ცუდი არც არაფერი მომხდარა. ბოლოს და ბოლოს, ბევ-

85
რი საზოგადოებრივი ფიგურა იყენებს ორეულს. ეს ფაქტი საზოგადოე-
ბას დიდად არც აღიზიანებს, რადგან ყოველ ჯერზე, როცა კი ვიღაც
ხისთავიანს ჰგონია, რომ ორეული გამოიჭირა, ეს მას თავს ჭკვიანად
აგრძნობინებს და უქმნის ილუზიას, თითქოს დიდი მნიშვნელობის იდუ-
მალ საქმეებში იყოს ჩახედული. ამდენად, სრულიად შესაძლებელია,
რომ გენერალური მდივნის ადმინისტრაცია, უბრალოდ, საზოგადოე-
ბის ნებას დაჰყვა და პოტენციურ ამომრჩეველს მარსელი ადამიანი წა-
რუდგინა – ანუ ის, ვისი ნახვაც ასე ეწადათ. არ არის გამორიცხული,
რომ ორ-სამ კვირაში ჩვენი მეგობარი სმიტი იმდენად მოღონიერდეს
და ისეთ ფორმაში ჩადგეს, რომ საზოგადოების წინაშე გამოსვლის
სტრესის ადვილად გადატანაც შეძლოს. ასეთ შემთხვევაში, ისინი ნამ-
დვილ სმიტსაც გვაჩვენებენ, მაგრამ ძალიან მეეჭვება, ასე მოხდეს.
– რატომ?
– შენი მშვენიერი ხუჭუჭა თავი აამუშავე, ჯილ. მისმა აღმატებულე-
ბა ჯო დაგლასმა ერთხელ უკვე სცადა, სმიტისგან სასურველი გამოე-
წურა... და სამარცხვინო წარუმატებლობაც იწვნია. მაგრამ დაგლასი
თავს დამარცხების უფლებას ვერ მისცემს. ამიტომ, მგონია, რომ სმიტს
იმაზე ღრმად დამარხავს, ვიდრე ოდესმე ვინმე დაუმარხავს... და ეს იქ-
ნება უკანასკნელი, რასაც ნამდვილი მარსელი ადამიანის შესახებ შე-
ვიტყობთ.
– მოკლავენ? – ამოილუღლუღა ჯილმა.
– ასეთი უხეშიც ნუ იქნები. მას, უბრალოდ, საიდუმლო თავშესაფარ-
ში გამოამწყვდევენ და ვერასოდეს ვერაფერს გაიგებს. შეიძლება, უკვე
„ბეთესდას ცენტრიდანაც“ გადაიყვანეს.
– ოჰ, ძვირფასო! ბენ, რა უნდა მოვიმოქმედოთ?
კექსტონი ჩაფიქრდა.
– ღირებული არაფერი მაგონდება. ყველაფერი მათ ხელშია – ბურ-
თიც და მოედანიც, წესებსაც ისინი ადგენენ... მაგრამ აი, რისი გაკეთე-
ბა შემიძლია: საავადმყოფოში პირუთვნელი მოწმისა და გამოცდილი
იურისტის თანხლებით მივალ და სმიტის მონახულებას მოვითხოვ. შე-
იძლება, მოვახერხო და მისი იზოლაციის შეწყვეტა ვაიძულო.
– მეც შენ გვერდით ვიქნები!

86
– ეს არც ისე კარგი აზრია. აჯობებს, თუ, ამჯერად, განზე გადგები
და არ ჩაერევი. როგორც თვითონაც ამბობდი, ამან, შეიძლება, კარიე-
რა გაგინადგუროს.
– მაგრამ მის ამოსაცნობად აუცილებლად დაგჭირდები!
– მთლად ეგრეც არ არის საქმე. ზედმეტ თავის ქებად ნუ ჩამითვლი,
მაგრამ ერთი, თუნდაც ძალიან მოკლე ინტერვიუს განმავლობაშიც,
ნამდვილად შევძლებ უცხოპლანეტური რასის მიერ აღზრდილი ადა-
მიანი იმ მსახიობისგან განვასხვაო, რომელიც ცდილობს, თავი სწო-
რედ ასეთ ადამიანად გაასაღოს. მაგრამ თუ რაღაც არასწორად წავა,
შენ ჩემი კოზირი იქნები, სახელოში დამალული ტუზი, ადამიანი, რო-
მელსაც დანამდვილებით ეცოდინება, რომ მარსელ ადამიანთან მი-
მართებაში რაღაც ცუდი იგეგმება. თანაც შენ „ბეთესდას ცენტრში“ ნე-
ბისმიერ დროს შეგიძლია თავისუფლად შეხვიდე... ჩემო ძვირფასო, თუ
ისე მოხდება, რომ ხმას ვეღარ მოგაწვდენ, მაშინ საკუთარ თავს თავად
უნდა მიხედო.
– ბენ, შენ ხომ არაფერს დაგიშავებენ?
– ჩემო პატარა, ჩვეულ წონით კატეგორიაში არ გამოვდივარ, ასეთ
სიტუაციაში კი ძნელია წინასწარ რამის თქმა.
– ოჰ, ბენ, ეს ამბავი ძალიან არ მომწონს. მომისმინე, თუ მართლა
მოახერხებ და მასთან შეაღწევ, რას მოიმოქმედებ?
– პირველ რიგში, ვაპირებ, ვკითხო, საავადმყოფოდან წასვლას
ხომ არ ისურვებდა. თუ მიპასუხებს, რომ სწორედ ეს უნდა, მაშინ შევთა-
ვაზებ, იქაურობა ჩემთან ერთად დატოვოს. პირუთვნელი მოწმის თან-
დასწრებით შეჩერებას ვერ გაგვიბედავენ. საავადმყოფო ციხე ხომ არ
არის! არანაირი კანონიერი უფლება არ აქვთ, რომ ადამიანი იქ საკუ-
თარი ნების საწინააღმდეგოდ გააჩერონ.
– ოჰ... და მერე რას იზამ? მას მართლა ესაჭიროება სამედიცინო
დახმარება, ბენ. საკუთარ თავზე ზრუნვა არ შეუძლია. ეს ზუსტად ვიცი.
კექსტონი ისევ ჩაფიქრდა.
– მაგაზე უკვე ვიფიქრე. მე მართლა ვერ მივხედავ, შენ კი შეძლებ,
თუ, რა თქმა უნდა, ამისთვის საჭირო აღჭურვილობა გექნება. შეგვიძ-
ლია, ის ჩემთან გადავიყვანოთ და...

87
– ...და მასზე მე ვიზრუნებ. ასეც მოვიქცეთ, ბენ!
– კარგი, კარგი, დამშვიდდი. ამ ყველაფერზე ბევრი ვიფიქრე. შეიძ-
ლება, დაგლასმა წარმოუდგენელი ფოკუსი ჩაატაროს და, თანაც, ეს
კანონიერ საფუძველზე მოიმოქმედოს. შეიძლება, სმიტი ისევ მის ხელ-
ში აღმოჩნდეს და არც ის არის გამორიცხული, ჩვენც იგივე დაგვემარ-
თოს, – ბენმა წარბები აზიდა, – მაგრამ ვიცნობ ადამიანს, რომელსაც
შეუძლია, მას თავშესაფარიც მისცეს და უსაფრთხოების გარანტიაც.
– ვის გულისხმობ?
– ოდესმე იუბალ ჰარშოუს შესახებ თუ გსმენია?
– რა თქმა უნდა. ვის არ სმენია?!
– ეს მისი ერთ-ერთი უპირატესობაა – ყველამ იცის, ვინაა და ამის
გამო მისი უგულებელყოფა ძნელია. ის ერთდროულადაა მედიცინის
დოქტორი და ადვოკატი, რაც მის უგულებელყოფას სამჯერ უფრო არ-
თულებს. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავგადაკლუ-
ლი ინდივიდუალისტია და, თუ საჭიროდ მიიჩნევს, მთელი ფედერაცი-
ის თავდაცვის დეპარტამენტს კარტოფილის სათლელი დანით
აღუდგება, რაც მის უგულებელყოფას უკვე ათმაგ სირთულეს ანი-
ჭებს. სხვადასხვა სასამართლო პროცესზე ჰარშოუს საკმაოდ კარგად
გაცნობა მოვახერხე, თანდათან დავმეგობრდით კიდეც და ვიცი, თუ
დახმარება გჭირდება, ყველაზე საიმედო ადამიანია. თუ მოვახერხებ
და სმიტს „ბეთესდადან“ დავიხსნი, ჰარშოუსთან, პოკონოსში[30], წა-
ვიყვან. ამის შემდეგ კი, აბა, ერთი სცადონ მაგ არამზადებმა და ხელ-
მეორედ გამოკეტონ! ორ ცეცხლს შორის აღმოჩნდებიან: ერთი მხრი-
დან მე შევუტევ ჩემი სტატიებით, მეორე მხრიდან კი ჰარშოუს მებრძო-
ლი ხასიათი მიიტანს იერიშს!

88
თავი მეშვიდე
გვიანი საღამოს მიუხედავად, ჯილი მზად იყო, ათი წუთით ადრე შე-
ეცვალა სართულის ღამის მორიგე მედდა. გადაწყვიტა, ბენის ბრძანე-
ბას დამორჩილებოდა და მის მიერ მარსელი ადამიანის მონახულების
მოსალოდნელი მცდელობისას თვითონ, მართლაც, განზე გამდგარი-
ყო. მაგრამ მაინც ახალომახლო ტრიალს აპირებდა... ყოველი შემ-
თხვევისთვის. შეიძლებოდა ისე მომხდარიყო, რომ ბენს მისი დახმარე-
ბა დასჭირვებოდა.
დერეფანში საზღვაო ქვეითები აღარ მორიგეობდნენ. ორი საათი
ვახშმის ლანგრებითა და წამლებით აქეთ-იქით სირბილსა და ორი პა-
ციენტის საოპერაციოდ მომზადებაში გაიყვანა. ისიც ძლივს მოახერხა,
რომ სმიტის პალატის კარის შესამოწმებლად გამოეძებნა დრო. პალა-
ტის კარი დაკეტილი აღმოჩნდა, ისევე, როგორც მის გვერდით მდება-
რე დამხმარე ოთახისა. ის ოთახიც დაკეტილი დახვდა, რომელიც სმი-
ტის პალატას მეორე მხრიდან ესაზღვრებოდა. ჯილი დაფიქრდა, რომ,
შეიძლებოდა, ისევ დამხმარე ოთახიდან მოეხერხებინა სმიტის პალა-
ტაში შეღწევა, რადგან დაცვა იქ აღარ იდგა, მაგრამ მოცდა გადაწყვი-
ტა – ჯერ ძალიან იყო დაკავებული, თუმცა მაინც ახერხებდა, რომ თა-
ვის სართულზე გამოჩენილი არცერთი ადამიანი არ გამოჰპაროდა
მხედველობიდან.
ბენი არა და არ ჩანდა. ჯილმა ფრთხილად გამოჰკითხა თავის კო-
ლეგას და გაარკვია, რომ მის არყოფნაში მარსელი ადამიანის პალა-
ტაში არც ბენი შესულიყო და არც ვინმე სხვა. ამან ჯილი საგონებელში
ჩააგდო. მართალია, ბენს დრო არ დაუკონკრეტებია, მაგრამ მისი ლა-
პარაკიდან გამომდინარე, ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს
იმავე დღეს, შეძლებისდაგვარად, სწრაფად აპირებდა ციტადელზე იე-
რიშის მიტანას.
ჯილმა სიტუაციის დაზვერვა გადაწყვიტა. შესვენების დროს სმი-
ტის პალატის მოსაზღვრე ოთახის კარზე დააკაკუნა, შეაღო, ოთახში
თავი შერგო და გაკვირვებულს აღმოხდა:

89
– ოჰ! დილა მშვიდობისა, ექიმო. მეგონა, ექიმი ფრეიმი აქ იქნებო-
და.
პაციენტის მდგომარეობის მაჩვენებლის პანელთან მჯდომმა ექიმ-
მა ჯილს ამოხედა. ქალი მას პირველად ხედავდა. ექიმმა ყურადღე-
ბით აათვალიერ-ჩაათვალიერა და გაუღიმა.
– ექიმი ფრეიმი არ დამინახავს. მე ექიმი ბრაში ვარ. რით შემიძლია,
დაგეხმაროთ?
ამ ტიპურმა მამაკაცურმა რეაქციამ ჯილი დაამშვიდა.
– არა, განსკუთრებული არაფერი მომხდარა. მართალი გითხრათ,
უბრალოდ, მინდოდა, მარსელი ადამიანის მდგომარეობა გამეგო.
– რაო?
ჯილმა გაუღიმა.
– საავადმყოფოს პერსონალისთვის ეს საიდუმლოს არ წარმოად-
გენს, ექიმო. თქვენი პაციენტი... – პალატის კარისკენ მიანიშნა.
– მართლა? – გაოგნებული ექიმი ჯილს მიაშტერდა, – ანუ ის ამ პა-
ლატაში ჰყავდათ?
– რაა? ახლა აღარ არის?
– მარსელი ადამიანი აქ ნამდვილად არ არის. ამ პალატაში ახლა
მისის როუზ ბენკერსონი წევს, ექიმ გარნერის პაციენტი. აქ დღეს დი-
ლით, ჯერ კიდევ, გამთენიისას დავაწვინეთ.
– კი, მაგრამ მარსელს რა დაემართა? სად გადაიყვანეს?
– ოდნავი წარმოდგენაც არ მაქვს. მითხარით, ნუთუ მართლა ვა-
ლენტაინ სმიტის ნახვის შანსი გავუშვი ხელიდან?
– გუშინ ჯერ კიდევ აქ იყო. სულ ეს არის, რაც ვიცი.
– და მას ექიმი ფრეიმი მკურნალობდა? ზოგს როგორ უმართლებს.
ერთი შეხედეთ, მე ვისი მეთვალყურეობა მევალება, – მან პანელზე
სათვალთვალო კამერა ჩართო. ჯილმა გამოსახულებას დახედა. ჰიდ-
რავლიკურ საწოლზე გალეული მოხუცი იწვა. როგორც ჩანდა, ღრმად
ეძინა.
– რა სჭირს?
– ჰმ... როგორ გითხრათ. იმაზე მეტი ფული რომ არ ჰქონდეს, ვიდრე
ადამიანების აბსოლუტურ უმრავლესობას აქვს, შეიძლებოდა გვეთქვა,

90
რომ საქმე სიბერით გამოწვეულ ჭკუასუსტობასთან გვაქვს, მაგრამ, ვი-
ნაიდან პირიქითაა, ის აქ დასასვენებლად და ზოგადი სამედიცინო შე-
მოწმების ჩასატარებლად ბრძანდება.
ჯილმა ექიმთან ცოტაოდენი კიდევ ილაპარაკა, შემდეგ კი თავი
ისე მოაჩვენა, თითქოს სხვა პაციენტთან გამოიძახესო. ოთახიდან გა-
მოვიდა, მორიგეს მაგიდასთან დაბრუნდა და ღამის ცვლის ჟურნალი
მოძებნა. იქ, მართლაც, ასე ეწერა: ვ.მ. სმიტი, კ-12 – გადაყვანილია.
ქვემოთ კიდევ ერთი ჩანაწერი იყო: მისის როუზ ბენკერსონი. მოთავსე-
ბულია კ-12-ში (დიეტური კვება დაუნიშნა ექიმმა გარნერმა, განსაკუთ-
რებული მითითებები – არ არის).
ვინაიდან ეს მდიდარი და განებივრებული მოხუცი მისი საზრუნავი
არ იყო, ჯილი ისევ ვალენტაინ სმიტის საკითხს დაუბრუნდა. მისის ბენ-
კერსონის აქ გადმოყვანაში რაღაც უცნაურად ეჩვენებოდა, მაგრამ
ზუსტად ვერ ამბობდა, თუ რატომ ღრღნიდა ასეთი ეჭვი. ბოლოს ეს აზ-
რი თავიდან ამოიგდო და ისევ იმაზე დაფიქრდა, რაც ყველაზე მეტად
აინტერესებდა: რატომ გადაიყვანეს პალატიდან სმიტი შუაღამისას?
შესაძლოა, ასე იმიტომ მოიქცნენ, რომ გარეშე პირებთან ყოველგვარი
სავარაუდო კონტაქტი აეცილებინათ თავიდან. მაგრამ სად წაიყვანეს?
ჩვეულებრივ შემთხვევაში მისაღებში დარეკავდა და ამ საკითხს იქ გა-
არკვევდა, მაგრამ ბენის მიერ გამოთქმული ვარაუდებისა და წინა სა-
ღამოს გასული გადაცემის გათვალისწინებით, ჯილმა გადაწყვიტა, მე-
ტი სიფრთხილე გამოეჩინა და ზედმეტ ცნობისმოყვარეობას არ აჰყო-
ლოდა. აპირებდა, სადილობამდე დაეცადა და ახალი ჭორები მოესმი-
ნა, საიდანაც, შეძლებდა, რამე საინტერესო ამოეკრიფა.
მაგრამ, პირველ რიგში, საზოგადოებრივი ტელეფონით ბენს სამსა-
ხურში დაურეკა. ბენი ადგილზე არ აღმოჩნდა. უთხრეს, მისტერ კექ-
სტონი ქალაქიდან გაემგზავრა და რამდენიმე დღის განმავლობაში არ
დაბრუნდებაო. ჯილმა გაოგნებისგან ლამის მეტყველების უნარი და-
კარგა, მაგრამ საკუთარი თავის ხელში აყვანა მაინც მოახერხა და და-
იბარა, როგორც კი დაბრუნდება, აუცილებლად დამიკავშირდესო.
ამის შემდეგ სახლის ნომერზე დაურეკა. ბენი არც იქ დახვედრია და
ჯილმა ავტომოპასუხეზე იმავე შინაარსის შეტყობინება დაუტოვა.

91
ბენ კექსტონი კი დროს არ კარგავდა და სერიოზულად ემზადებო-
და ყველა იმ წინაღობის გადასალახავად, რომლებიც ვალენტაინ მა-
იკლ სმიტისკენ მიმავალ გზაზე დახვდებოდა. ძალიან გაუმართლა,
რომ პირუთვნელ მოწმედ ჯეიმს ოლივერ კავენდიშის აყვანა მოახერ-
ხა. შეეძლო, სხვა ნებისმიერი პირუთვნელი მოწმე დაექირავებინა და
ამ საქმისთვის ისინიც გამოდგებოდნენ, მაგრამ კავენდიშის ავტორი-
ტეტის წყალობით, ფაქტობრივად, ადვოკატის დაქირავების აუცილებ-
ლობაც ქრებოდა. მოხუცი ჯენტლმენი უამრავჯერ წარმდგარიყო პი-
რუთვნელ მოწმედ ფედერაციის უმაღლესი სასამართლოს წინაშე და
ხმები დადიოდა, რომ ყველა ანდერძი, რომლებიც კი მის მეხსიერება-
ში იყო დაუნჯებული, მთლიანობაში, მილიარდების, ზოგიერთის
თქმით კი, ტრილიონების ღირებულების ქონებას მოიცავდა. ყველა
წვრილმანის დამახსოვრების უნიკალური მეთოდი კავენდიშს სახელ-
განთქმული დოქტორის, თვით სემუელ რენშოუსგან შეესწავლა, ხოლო
როგორც რაინის ფონდის სტიპენდიანტს, პროფესიული ჰიპნოზური
მომზადებაც გაეარა. კავენდიში დღეში იმაზე მეტს გამოიმუშავებდა,
ვიდრე ბენი ერთ კვირაში, მაგრამ ამ უკანასკნელს უკვე გადაეწყვიტა,
რომ მისი გასამრჯელო “პოსტის“ სინდიკატისთვის გადაეხდევინები-
ნა.
„ბიდლი, ფრისბი, ფრისბი, ბიდლი და რიდიდან“ კექსტონმა უმ-
ცროსი ფრისბი დაიქირავა, რადგან „პოსტის“ სინდიკატის ინტერესებს
სწორედ ეს საადვოკატო ფირმა წარმოადგენდა. პირუთვნელ მოწმე
კავენდიშს სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდნენ. ოლივერ კავენდი-
შის მაღალი, ხმელი ფიგურის
დანახვაზე, რომელიც თავიდან ფეხებამდე ამ პროფესიის წარმო-
მადგენელთათვის დამახასიათებელ თეთრ საბურველში იყო გახვე-
ული, ბენს თავისუფლების ქანდაკება გაახსენდა, მით უფრო, რომ კა-
ვენდიში მართლაც ამ ქანდაკებასავით თვალში საცემი ბატონი ბრძან-
დებოდა. კავენდიშთან დაკავშირების დროისთვის, ბენს უკვე მოეს-
წრო და მარკ ფრისბისთვის საქმის ვითარება და საკუთარი განზრახვა
აეხსნა. ფრისბიმ უმალ იმ ფაქტზე მიუთითა, რომ მას არც ამ საქმის-
თვის შესაფერისი სტატუსი გააჩნდა და არც შესაბამისი უფლებები. კა-

92
ვენდიშის გამოჩენისთანავე ამ საკითხზე საუბარი შეწყვიტეს, რადგან
პროტოკოლის თანახმად, პირუთვნელ მოწმეს წინასწარ არ უნდა
სცოდნოდა, რისი ნახვა და მოსმენაც მოუხდებოდა.
ტაქსი „ბეთესდას სამედიცინო ცენტრის“ სახურავზე დაეშვა. გად-
მოვიდნენ და საავადმყოფოს დირექტორის კაბინეტს მიაშურეს. მო-
საცდელში ბენმა შესაბამისი საბუთები წარადგინა და განაცხადა, რომ
დირექტორის ნახვა სურდა.
მბრძანებლური შესახედაობისა და მკვეთრად გამოხატული აქცენ-
ტის მქონე ქალმა ბენს ჰკითხა, ჰქონდა თუ არა შეხვედრა დანიშნული.
ბენი გამოტყდა, რომ მსგავსი არაფერი ჰქონია.
– მაშინ, ვშიშობ, რომ დირექტორ ბროემერთან თქვენი შესვლის
შანსი არც ისე დიდია. ხომ არ მეტყოდით, რა საქმეზე მობრძანდით?
– უბრალოდ, უთხარით, – თქვა ბენმა იმდენად ხმამაღლა, რომ იქ
მყოფთაგან ყველას გაეგონა, – რომ „ყვავის ბუდის“ კექსტონია მოსუ-
ლი ადვოკატთან და პირუთვნელ მოწმესთან ერთად და ინტერვიუს
აღება უნდა მარსელ ადამიან ვალენტაინ მაიკლ სმიტისგან.
მოულოდნელობისგან ქალი დაიბნა და ერთხანს გაოგნებული იდ-
გა, მაგრამ თავს მალე მოერია და ცივად უპასუხა:
– გადავცემ. აქ დამელოდეთ. იქნებ დამსხდარიყავით?
– გმადლობთ. დაგელოდებით.
ისხდნენ და იცდიდნენ. ფრისბიმ სიგარა გააბოლა, კავენდიში კი
ისეთი ადამიანის სიმშვიდით იცდიდა, რომელსაც სიკეთისა და ბორო-
ტების უკვე ყოველგვარი გამოვლინება ენახა და ორივეს თანაბრად
აღიქვამდა. კექსტონი ნერვიულობდა და ცდილობდა, ფრჩხილების
კვნეტისგან როგორმე თავი შეეკავებინა. ბოლოს, როგორც იქნა, თოვ-
ლის დედოფალი გამოჩნდა და გამოაცხადა:
– თქვენ მისტერ ბერკვისტი შეგხვდებათ.
– ბერკვისტი? გილ ბერკვისტი?
– როგორც ვიცი, მისი სახელი მისტერ გილბერტ ბერკვისტია.
კექსტონი დაფიქრდა. გილ ბერკვისტი გენერალურ მდივან დაგლა-
სის განკარგულებაში არსებული მსგავსი ადამიანების არმიის ერთ-ერ-
თი მარიონეტი, ერთგვარი „აღმასრულებელი თანაშემწე“ იყო. ბერ-

93
კვისტის მოვალეობაში ოფიციალურ სტუმრებზე ზრუნვა და მათთვის
სათანადო ყურადღების მიქცევა შედიოდა.
– ბერკვისტის ნახვა არ მინდა. დირექტორს უნდა შევხვდე.
მაგრამ, სწორედ ამ დროს, ოთახიდან ბერკვისტი გამოვიდა და ჩა-
მოსართმევად გაწვდილი ხელითა და სახეზე მიწებებული გულითადი
ღიმილით მათკენ დაიძრა.
– ბენი კექსტონ! როგორ ხარ, მეგობარო? რამდენი ხანია, არ შევ-
ხვედრივართ. ისევ ადრინდელ საქმიანობას აგრძელებ? შენსას არ იშ-
ლი და ბინძური საცვლების ქექვას არ ეშვები?
ბერკვისტმა პირუთვნელ მოწმესაც გადახედა, მაგრამ მისი სახე
არაფერს გამოხატავდა.
ბენმა ბერკვისტს ხელი ჩამოართვა.
– კი, იმავეს ვაგრძელებ. და შენ რას აკეთებ აქ, გილ?
– თუკი ოდესმე მოვალეობებს თავს დავაღწევ, როგორმე ერთი სა-
გაზეთო სვეტი უნდა ჩავიგდო ხელში. ერთადერთი, რისი გაკეთებაც
გიწევს, ათასსიტყვიანი ჭორების შეთხზვაა, დღის დარჩენილი ნაწილი
კი, შეგიძლია, შენს გემოზე გაატარო. მშურს შენი, ბენ.
– აქ რას აკეთებ-მეთქი, გილ? თავად მინდა, დირექტორს შევხვდე
და მარსელთან ხუთიოდე წუთით დალაპარაკების უფლება მივიღო,
შენთან მახვილგონიერებაში გასაჯიბრებლად კი არ მოვსულვარ.
– კარგი რა, ბენ, ეგრე რატომ ლაპარაკობ? მე აქ იმიტომ ვარ, რომ
ბროემერი ჟურნალისტებმა ლამისაა ჭკუიდან შეშალონ. გენერალურ-
მა მდივანმა სწორედ დირექტორისთვის ამ ტვირთის ოდნავ მაინც შე-
სამსუბუქებლად გამომგზავნა.
– კარგი. სმიტის ნახვა მინდა.
– ბენ, რა პატარა ბიჭივით იქცევი? მშვენივრად იცი, რომ ყველა რე-
პორტიორს, სპეციალურ
კორესპონდენტს, კომენტატორს, თავისუფალ აგენტს, სულისშემ-
ძვრელ ისტორიებზე მონადირეს და, საერთოდ, ათასი ჯურის ჟურნა-
ლისტსა თუ ნებისმიერ სხვა ადამიანს სწორედ ეს უნდა. თქვენ მხო-
ლოდ ერთი პატარა რაზმი ხართ იმ არმიიდან, რომელიც მასთან შეჭ-
რას ცდილობს. თუ ყველა თქვენგანს შევუშვებთ, იმ საცოდავს ოცდა-

94
ოთხ საათში გამოუყვანთ წირვას. სულ რაღაც ოციოდე წუთის წინ აქ
პოლი პიპერსი იყო, რომელსაც მისგან ინტერვიუს აღება და მარსელე-
ბის სასიყვარულო ურთიერთობების შესახებ კითხვების დასმა უნდო-
და, – ხელები უმწეოდ გაშალა ბერკვისტმა.
– მე სმიტთან შეხვედრა მინდა. შემიძლია მისი ნახვა, თუ არა?
– ბენ, მოდი, სადმე მყუდრო ადგილას წავიდეთ, სადაც მშვიდად
მოვწრუპავთ და დავილაპარაკებთ კიდეც. შეგიძლია, ყველაფერი
მკითხო, რაც გაინტერესებს.
– შენთან კითხვები არ მაქვს. მხოლოდ სმიტის ნახვა მინდა. ჰო,
მართლა, ეს ჩემი ადვოკატია, მარკ ფრისბი „ბიდლი და ფრისბიდან“,
– როგორც ეს მიღებული იყო, ბენს პირუთვნელი მოწმე არ წარუდგენია.
თავი ისე უნდა დაეჭირათ, თითქოს ის იქ საერთოდ არ იმყოფებოდა.
– ფრისბის ადრეც შევხვედრივარ, – თქვა ბერკვისტმა, – მამათქვე-
ნი როგორ ბრძანდება, მარკ? ისევ ავადმყოფობს?
– დაახლოებით ისევეა.
– ყველაფერი ვაშინგტონის საშინელი კლიმატის ბრალია. კარგი,
წამოდი, ბენ. თქვენც, მარკ.
– გეყოფა რა, – გააპროტესტა კექსტონმა, – შენგან ინტერვიუს აღე-
ბას არ ვაპირებ, გილ. მე მხოლოდ ვალენტაინ მაიკლ სმიტის ნახვა მინ-
და. აქ მოვედი, როგორც პრესის წარმომადგენელი – კონკრეტულად,
„პოსტის“ სინდიკატის, არაპირდაპირ კი ორას მილიონზე მეტი მკით-
ხველისა. შემიძლია მისი ნახვა? თუ ამის ნებას არ მაძლევთ, მაშინ ეს
ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე მითხარი და მიზეზიც გასაგებად
განმიმარტე.
– მარკ, – ამოიოხრა ბერკვისტმა, – იქნებ თქვენ მაინც აუხსნათ ამ
ჭორიკანას, რომ არ აქვს უფლება, ავადმყოფს პალატაში მხოლოდ
იმიტომ შეუვარდეს, რომ გაზეთში საკუთარი სვეტი აქვს. ვალენტაინ
სმიტი გუშინ საღამოს უკვე წარსდგა საზოგადოების წინაშე... ისიც უნ-
და დავამატო, რომ მისი ექიმი ამ გამოსვლის წინააღმდეგი იყო. ამ
ადამიანს სიმშვიდე და სიწყნარე სჭირდება. უნდა დავაცადოთ, ძალა
აღიდგინოს და ცოტათი მაინც მოვიდეს გონს. მისთვის გუშინდელი გა-
მოსვლაც საკმარისი იყო, საკმარისზე მეტიც.

95
– ხმები დადის, – ფრთხილად დაიწყო კექსტონმა, – რომ ეგ გუშინ-
დელი გამოსვლა დადგმული იყო.
ბერკვისტს სახიდან ღიმილი გაუქრა.
– ფრისბი, – ცივად გამოცრა, – თქვენს კლიენტს ცილისწამებასთან
დაკავშირებულ საკანონმდებლო პასუხისმგებლობას ხომ არ განუმარ-
ტავდით?
– ბენ, არ გინდა.
– გილ, ვიცი, რასაც წარმოადგენს ცილისწამებასთან დაკავშირებუ-
ლი საკანონმდებლო პასუხისმგებლობა. პროფესიიდან გამომდინარე,
ჩემთვის ამის ცოდნა აუცილებელია. მაგრამ ვის დავწამე ცილი? მარ-
სელ ადამიანს? თუ ვინმე სხვას? დამისახელე. ვიმეორებ, – ხმას აუწია
ბენმა, – მაქვს ინფორმაცია, რომ ის ადამიანი, რომელიც გუშინ საღა-
მოს საზოგადოების წინაშე სიტყვით გამოვიდა, მარსელი ადამიანი არ
ყოფილა. ამიტომ მინდა, ის საკუთარი თვალით ვნახო და ვკითხო, ნამ-
დვილად ასე იყო, თუ არა.
ხალხით გადაჭედილ მისაღებში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა,
რადგან იქ მყოფნი კარგა ხნის წინ გასუსულიყვნენ და მოკამათეებს
აყურადებდნენ. ბერკვისტმა ჯერ პირუთვნელ მოწმეს შეავლო თვალი,
შემდეგ საკუთარი თავი ხელში აიყვანა და სახეზე ღიმილგადაფენილი
ბენს მიუბრუნდა:
– ბენ, არ გამოვრიცხავ, მართლაც მოგცენ ამ ინტერვიუს აღების უფ-
ლება, მაგრამ ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ ამან, შეიძლება, სასა-
მართლო პროცესამდე მიგიყვანოს. აქ დამელოდე.
ბერკვისტი მისაღების მოსაზღვრე ოთახში გავიდა და საკმაოდ მა-
ლე დაბრუნდა.
– ყველაფერი მოვაგვარე, – თქვა დაღლილი იერით, – თუმცა მხო-
ლოდ ღმერთმა თუ უწყის, ეს რატომ გავაკეთე. მართალი გითხრა, ამას
არ იმსახურებ, ბენ. წამოდი. ოღონდ მხოლოდ შენ შეგიძლია შემოს-
ვლა. მარკ, მომიტევეთ, მაგრამ იქ ბევრი ადამიანის შეშვება ნამდვი-
ლად არ შეიძლება. რაც უნდა იყოს, სმიტი ავად არის.
– არა, – თქვა კექსტონმა.
– რაო?

96
– ან სამივე შევალთ, ან არცერთი. ეს შენზეა დამოკიდებული. გა-
დაწყვიტე.
– ბენ, სულელივით ნუ იქცევი – განსაკუთრებული პრივილეგია გერ-
გო. კარგი, აი, რას გეტყვი, მარკსაც შეუძლია, წამოვიდეს და კართან
მოიცადოს, მაგრამ ის ნამდვილად არ დაგჭირდება, – თქვა ბერკვის-
ტმა და კავენდიშისკენ გააპარა თვალი. პირუთვნელ მოწმეს თავი ისე
ეჭირა, თითქოს არაფერი ესმოდა.
– შეიძლება, არც დამჭირდეს, მაგრამ მისი მომსახურების საფასუ-
რი უკვე გადავიხადე, ამიტომ უნდა ვიახლო. წინააღმდეგ შემთხვევა-
ში, ჩემი სვეტი ამ საღამოსვე აცნობებს საზოგადოებას, რომ გენერალუ-
რი მდივნის ადმინისტრაციამ პირუთვნელი მოწმე მარსელთან არ შე-
უშვა.
– კარგი, ბენ, წავიდეთ, – მხრები აიჩეჩა ბერკვისტმა, – იმედი მაქვს,
ცილისწამებასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პასუხისმგებ-
ლობის გამო ისეთ დღეში ჩავარდები, რომ ჭკუას ისწავლი.
მათ პაციენტებისთვის განკუთვნილი ლიფტისკენ გასწიეს, გაუწიეს
რა ანგარიში კავენდიშის ასაკს, შემდეგ კი მოძრავ ბილიკზე დადგნენ
და გზა ისე გააგრძელეს. საკმაოდ დიდი მანძილის გავლა მოუხდათ.
გზად ხვდებოდათ ლაბორატორიები და საპროცედურო პალატები,
ასევე, სოლარიუმები და სხვა ოთახები. ერთგან ისინი მცველმა შე-
აყოვნა, რომელმაც სადღაც გადარეკა და გზის გაგრძელების ნება ამის
შემდეგღა დართო. ბოლოს და ბოლოს, ფიზიოლოგიური მდგომარეო-
ბის მაკონტროლებელი აპარატურით აღჭურვილ პალატაში შევიდნენ,
რომელიც განსაკუთრებით კრიტიკული ავადმყოფებისთვის იყო გან-
კუთვნილი.
– ეს ექიმი ტანერია, – მიმართა თანმხლებთ ბერკვისტმა, – ექიმო,
ესენი მისტერ კექსტონი და მისტერ ფრისბი არიან, – კავენდიში, რა
თქმა უნდა, წარუდგენია.
– ჯენტლმენებო, – ტანერი აღელვებული ჩანდა, – მე ამას საკუთარი
ნების საწინააღმდეგოდ ვაკეთებ, რადგან დირექტორი დაჟინებით მო-
ითხოვს. გაფრთხილებთ, ერთი რამ აუცილებლად გაითვალისწინეთ:
ისეთი არაფერი მოიმოქმედოთ ან თქვათ, რამაც, შეიძლება, ჩემი პა-

97
ციენტი ააღელვოს. ის უკიდურესად ნევროპათიურ მიდრეკილებებს ავ-
ლენს და ძალიან ადვილად ექვემდებარება პათოლოგიური გათიშვის
მდგომარეობას. გნებავთ, ამას ტრანსი დაარქვით.
– ეპილეფსიაა? – ჰკითხა ბენმა.
– მედიცინაში გაურკვეველმა ადამიანმა ადვილად შეიძლება ეს
ორი მდგომარეობა ერთმანეთში აურიოს. ეს უფრო კატალეფსიას
ჰგავს, მაგრამ გადაჭრით ამის თქმაც გამიჭირდება, რადგან, რეალუ-
რად, ასეთი სამედიცინო პრეცედენტი არ არსებობს.
– თქვენ ამ სფეროს სპეციალისტი ხართ, ექიმო? ან, იქნებ, ფსიქიატ-
რი?
ტანერმა წამიერად ბერკვისტს გადახედა და დაადასტურა:
– დიახ.
– და აქამდე ამ მიმართულებით სად საქმიანობდით?
– ბენ, მისმინე, – ჩაერია ბერკვისტი, – მოდი, პაციენტი ვნახოთ და
მოვრჩეთ ამ საქმეს. ექიმ ტანერისთვის გამოცდის ჩატარების შესაძ-
ლებლობა შემდეგშიც გექნება.
– კარგი.
ტანერმა ჯერ პაციენტის მაჩვენებლებს გადაავლო თვალი, შემდეგ
ჩამრთველი გადაატრიალა და სათვალთვალო კამერის გამოსახულე-
ბას დახედა. ბოლოს ექიმი აპარატურას მოშორდა, კარი გამოაღო,
სტუმრებს მეზობელ ოთახში შეუძღვა და სიჩუმის სანიშნებლად თითი
ტუჩებზე მიიდო. ოთხივე შეჰყვა. უცებ კექსტონი წამიერად შეიპყრო
განცდამ, თითქოს აქ წმინდა ნაწილების მოსალოცად მოეყვანათ და
გაცინებისგან ძლივს შეიკავა თავი.
ოთახში ბინდი იწვა.
– აქაურობას მხოლოდ სანახევროდ ვანათებთ, რადგან ჩვენთვის
ჩვეული სინათლის დონესთან მისი თვალების ადაპტირების პროცესი
ჯერ არ დასრულებულა, – ჩურჩულით განმარტა ტანერმა, შემდეგ კი
ჰიდრავლიკური საწოლისკენ შებრუნდა, რომელიც ოთახის ცენტრს
ლამის ავსებდა, – მაიკ, შენს სანახავად მეგობრები მოვიყვანე.
კექსტონიც მიუახლოვდა. საწოლში ახალგაზრდა მამაკაცი ტივტი-
ვებდა. სხეულით სანახევროდ ჩაფლულიყო სითხით სავსე რეზერვუარ-

98
ზე გადაფარებულ პლასტიკატის საგებში, მხრებამდე კი ზეწარი ეფარა.
პაციენტმა ახალმოსულებს უსიტყვოდ გადმოხედა. მისი მშვიდი
მრგვალი სახე არაფერს გამოხატავდა.
ერთი შეხედვით, ეს სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც ბენს წინა
საღამოს სტერეოვიზორით ენახა. უსიამოვნოდაც გაჰკრა, რომ პატარა
ჯილმა, საუკეთესო სურვილების მიუხედავად, საშინელ შეცდომაში შე-
იყვანა, რასაც შეეძლო მისი სრული დაცემა და კარიერის დანგრევა გა-
მოეწვია.
– თქვენ ვალენტაინ მაიკლ სმიტი ხართ? – ჰკითხა.
– დიახ.
– ადამიანი მარსიდან?
– დიახ.
– თქვენ გამოხვედით გუშინ საღამოს საზოგადოების წინაშე?
ჰიდრავლიკურ საწოლში მწოლიარე ადამიანს ამ კითხვაზე არ უპა-
სუხებია.
– არა მგონია, კითხვას მიმხვდარიყო, – მის ნაცვლად უპასუხა ტა-
ნერმა, – მოდი, მე ვცდი. მაიკ, გახსოვს, რას აკეთებდი გუშინ საღამოს
მისტერ დაგლასთან ერთად?
ახალგაზრდას სახე დაემანჭა.
– კაშკაშა სინათლე. მტკივნეულია.
– ჰო, სინათლე თვალებს გტკენს. გუშინ მისტერ დაგლასმა გთხოვა,
ხალხს მისალმებოდი.
პაციენტმა ოდნავ ჩაიღიმა.
– დიდხანს მივგორავდი ეტლით.
– კარგი, – დაეთანხმა კექსტონი, – გასაგებია. მაიკ, აქ კარგად გექ-
ცევიან?
– დიახ.
– იცი, რომ ვალდებული არ ხარ, აქ დარჩე? სიარული შეგიძლია?
– მომისმინეთ, მისტერ კექსტონ... – ჩაერია ტანერი, მაგრამ მაშინვე
გაჩუმდა, როგორც კი ბერკვისტმა მკლავზე ხელი დაადო.
– სიარული შემიძლია. ცოტა. ვიღლები.

99
– შენ ხომ ბორბლებიანი ეტლი გაქვს. მაიკ, თუ აქ დარჩენა არ გინ-
და, მე დაგეხმარები, საწოლიდან წამოდგე და სადაც გინდა, იქ წაგიყ-
ვან.
ტანერმა ბერკვისტის ხელი მოიშორა და გააპტროტესტა:
– ვერ მოგცემთ ჩემი პაციენტის შეწუხების უფლებას.
– ის თავისუფალი ადამიანია, განა ასე არ არის?! – დაიჟინა ბენმა,
– თუ აქ პატიმრობაში იმყოფება?
– რა თქმა უნდა, ის თავისუფალი ადამიანია! – ჩაერია ბერკვისტი,
– დამშვიდდით, ექიმო. დააცადეთ ამ სულელს, საკუთარი ხელით გა-
ითხაროს სამარე.
– გმადლობ, გილ. ყველაფრისთვის დიდი მადლობა. ამრიგად, ის
სრულიად თავისუფალია და შეუძლია, აქედან წავიდეს. ხომ გაიგე, ამ
კაცმა რა თქვა, მაიკ. საერთოდ არ ხარ ვალდებული, აქ დარჩე. შეგიძ-
ლია წახვიდე, სადაც მოგინდება. მე დაგეხმარები.
პაციენტმა შეშინებული სახით შეხედა ტანერს.
– არა! არა, არა, არა!
– კარგი, კარგი.
– მისტერ ბერკვისტ, – კბილებში გამოცრა ტანერმა, – ეს უკვე მეტის-
მეტია! ახლა ჩემი პაციენტი მთელი დღის განმავლობაში ვეღარ დამ-
შვიდდება.
– კეთილი, ექიმო. ბენ, გეყოფა, დაასრულე შენი წარმოდგენა. უკვე
საკმარისი მოვისმინეთ.
– ჰმ... მხოლოდ ერთი, უკანასკნელი კითხვა, – კექსტონი დაფიქ-
რდა და გონება შეძლებისდაგვარად დაძაბა. მაქსიმალურად ცდი-
ლობდა, დროულად მოეფიქრებინა, კიდევ რისი გამოდნობა შეიძლე-
ბოდა აქედან. აშკარა იყო, რომ ჯილი ცდებოდა. თუმცა, არა, არ შეიძ-
ლებოდა, შემცდარიყო! ან, იქნებ, გუშინ საღამოს ჩანდა ასე? რაღაც
ბოლომდე ვერ იყო რიგზე, მაგრამ ვერ მიმხვდარიყო, რა.
– კარგი, კიდევ ერთი კითხვა, – მოწყალება გამოიჩინა ბერკვისტმა.
– გმადლობ. მაიკ, გუშინ საღამოს მისტერ დაგლასმა რამდენიმე
კითხვა დაგისვა, – პაციენტმა შეხედა, მაგრამ დუმილი არ დაურღვე-

100
ვია, – აბა, გაიხსენე. ისიც გკითხა, თუ რას ფიქრობდი აქაური, დედამი-
წელი გოგონების შესახებ, ასე არ არის?
პაციენტს მთელ სახეზე ღიმილი გადაეფინა.
– ჰოო!
– მითხარი, მაიკ... სად და როდის ნახე ეს გოგონები?
პაციენტს სახიდან ღიმილი გაუქრა. ტანერს შეხედა, მთელი სხე-
ულით დაიძაბა. უცებ თვალები გადაატრიალა და ემბრიონის პოზაში
მოიკუნტა – მუხლები აიკეცა, თავი დახარა, ხელები ფეხებს შემოაჭდო.
– ახლავე გაიყვანეთ ესენი აქედან! – კბილებში გამოცრა ტენერმა,
ჰიდრავლიკურ საწოლს მივარდა და პაციენტს პულსი გაუსინჯა.
– ეს უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება! – ბრაზიანი გამომეტყვე-
ლებით მიუბრუნდა ბერკვისტი ბენს, – კექსტონ, იქნებ ახლა მაინც ინე-
ბო და წახვიდე. თუ, მაინცდამაინც, დაცვას უნდა დავუძახო, რომ გა-
გაგდონ?
– კარგი, კარგი, მივდივართ, ახლავე გავალთ, – დათმო კექსტონმა.
ტანერის გარდა ოთახიდან ყველა გავიდა. ბერკვისტმა კარი დაკეტა.
– გილ, მხოლოდ ერთი რამ მაინტერესებს, – თავისას არ იშლიდა
ბენი, – ის ხომ ამ ერთ ოთახში გყავთ გამოკეტილი... და სად შეიძლე-
ბოდა, გოგონები ენახა?
– რაა? სისულელეს ნუ მეკითხები. მას ბევრი გოგონა უნახავს. მედ-
დები... ლაბორანტები. ხომ იცი, როგორც ხდება.
– მე მხოლოდ ის ვიცი, რომ საავადმყოფოს პერსონალიდან მასთან
მარტო მამაკაცებს უშვებდნენ, ქალების მიკარება კი მკაცრად იყო აკ-
რძალული.
– ოო, იმაზე მეტ უაზრობას ნუ იტყვი, რაც შენს პროფესიას შეეფერე-
ბა, – ბერკვისტი გაღიზიანებული ჩანდა, მაგრამ უცებ სახის გამომეტ-
ყველება შეეცვალა და ჩაიცინა, – თავადაც ნახე გუშინდელი გამოს-
ვლის დროს გვერდით მედდა რომ ედგა.
– ოჰ, რა თქმა უნდა, ვნახე, – კექსტონმა ენა ჩაიგდო და მდუმარედ
გაჰყვა გასასვლელისკენ მიმავალ ბერკვისტს.

101
ვიდრე ჰაერში აფრინდებოდნენ და კავენდიშის სახლისკენ აიღებ-
დნენ გეზს, ხმა არცერთს ამოუღია. გამეფებული დუმილი ფრისბიმ და-
არღვია:
– ბენ, არ მგონია, გენერალური მდივანი სასამართლოში ჩივილამ-
დე მივიდეს, რადგან ეს ყველაფერი გაზეთში არ დაგიბეჭდავს. მაგრამ
თუ მართლა გყავს ამ ჭორის რეალური წყარო, აჯობებს, პირუთვნელი
მოწმის მომსახურებას მივმართოთ, რათა მისი ჩვენება დავაფიქსი-
როთ და შესაბამისადაც დავადასტუროთ. მართალი გითხრა, ამჟამად
შენი მდგომარეობა არც ისე სახარბიელოა.
– დაივიწყე ეგ ამბავი, მარკ. მართლა არ მიჩივლებს... – ბენი ტაქსის
იატაკს მიაშტერდა, – საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ის მართლა მარსე-
ლი ადამიანი იყო?
– რაო? შეეშვი მაგაზე ფიქრს, ბენ.
– საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ნამდვილად ის იყო? ჩვენ პალატაში
მწოლიარე დაახლოებით მისი ასაკის ადამიანი გვანახეს. ამაში კი
ბერკვისტმა დაგვარწმუნა – ადამიანმა, რომელმაც პოლიტიკაში სწო-
რედ ფაქტების მიჩქმალვითა და სიმართლის შეთითხნით დაიმკვიდ-
რა ადგილი. მის სიტყვას არანაირი ფასი არა აქვს. ასევე ვნახეთ სრუ-
ლიად უცნობი ადამიანი, რომელიც საკუთარ თავს ფსიქიატრად ასა-
ღებდა... როდესაც ვცადე, რამე მაინც გამერკვია მისი პროფესიისა და
ადრინდელი საქმიანობის შესახებ, ბერკვისტმა სიტყვა გამაწყვეტინა.
საიდან უნდა ვიცოდეთ, რომ ეს ყველაფერი სიმართლე იყო? მისტერ
კავენდიშ, დაინახეთ ან გაიგეთ რამე ისეთი, რაც დაგარწმუნებდათ,
რომ ვინც ჩვენ გვაჩვენეს, ნამდვილად მარსელი ადამიანი იყო?
– ჩემი როლი აზრის შექმნას არ ითვალისწინებს, – სიფრთხილით
უპასუხა კავენდიშმა, – მე ყველაფერი დავინახე და მოვისმინე – სულ
ეს არის, რაც მევალება.
– მომიტევეთ.
– სხვათა შორის, მინდოდა, მეკითხა, კმაყოფილი ხართ ჩემი პრო-
ფესიული უნარებით?
– რაო? ოჰ, რა თქმა უნდა. გმადლობთ, მისტერ კავენდიშ.

102
– სერ, ეს მე ვარ თქვენი მადლიერი. ერთობ საინტერესო საქმე იყო,
– მოხუცმა ჯენტლმენმა თეთრი საბურველი, რომელიც უბრალო მოკ-
ვდავთაგან განასხვავებდა, გაიხადა, გულმოდგინედ დაკეცა და გვერ-
დზე გადადო. ამის შემდეგ ღრმად ამოისუნთქა, მოდუნდა და მისმა სა-
ხემაც დაკარგა ამ პროფესიის წარმომადგენელთათვის ჩვეული განყე-
ნებული გამომეტყველება – ერთიანად მოლბა და კეთილგანწყობილი
იერი მიიღო. მერე ჯიბიდან სიგარები ამოიღო და ორივეს შესთავაზა.
ფრისბიმ გამოართვა და მოუკიდეს, – ვიდრე მოვალეობის შესრულე-
ბის პროცესში ვარ, არ ვეწევი ხოლმე, – სქელი ბოლი გამოუშვა კავენ-
დიშმა, – შეგრძნებების ოპტიმალურად ფუნქციონირებას მიფერხებს.
– „ჩემპიონის“ ეკიპაჟის რომელიმე წევრის იქ მიყვანა რომ მომე-
ხერხებინა, – არ იშლიდა თავისას კექსტონი, – ამ ამბის ბოლომდე გარ-
კვევასა და ყველაფრის გამოაშკარავებას შევძლებდი, მაგრამ ვფიქ-
რობდი, რომ თავადაც გავარჩევდი ყალბს ნამდვილისგან. ამაში სრუ-
ლიად დარწმუნებული ვიყავი.
– უნდა გამიგიტყდეთ, – შენიშნა კავენდიშმა, – მეტად გამაოცა, რომ
ერთი რამ არ გაგიკეთებიათ.
– და რა არის ასეთი? რა გამომრჩა?
– კოჟრები.
– კოჟრები?
– ცხადია. კოჟრებში ადამიანის მთელი ცხოვრების ამოკითხვა შე-
იძლება. ამის შესახებ ოდესღაც მონოგრაფიაც დავწერე, რომელიც
„მოწმეთა ჟურნალში“ გამოვაქვეყნე და, გარკვეულწილად, შერლოკ
ჰოლმსის სახელგანთქმული თამბაქოს ფერფლის შესახებ მონოგრა-
ფიასაც წააგავდა. რამეთუ მარსელ ახალგაზრდას არასდროს სცმია
ჩვენებური ფეხსაცმელი და ისეთი გრავიტაციის პირობებში ცხოვრობ-
და, რომელიც ჩვენი პლანეტისას, დაახლოებით, სამჯერ ჩამოუვარდე-
ბა, ფეხისგულებზე კოჟრებიც იმ გარემოს შესაბამისი უნდა ჰქონოდა.
გარკვეული კვალი კოსმოსში გატარებულ პერიოდსაც უნდა დაეტოვე-
ბინა, მით უმეტეს, რომ ეს მოგზაურობა სულ ახლახან დაასრულა.
– ჯანდაბა! ღვთის გულისათვის, მისტერ კავენდიშ, ამის შესახებ იქ-
ვე რატომ არ მითხარით?

103
– სერ! – მოხუცი ჯენტლმენი წელში გაიმართა, ნესტოები აუთ-
რთოლდა, – ეს ხომ არაეთიკური საქციელი იქნებოდა. მე პირუთვნელი
მოწმე ვარ და არა ამ საქმეში მონაწილე დაინტერესებული მხარე. მოწ-
მეთა პროფესიული ასოციაცია თავის წევრებს ამაზე ბევრად ნაკლებ
დარღვევასაც არ პატიობს. ვგონებ, ეს უნდა გცოდნოდათ.
– ბოდიშს გიხდით. ეგ სულ გადამავიწყდა, – კექსტონმა შუბლი შე-
იჭმუხნა, – მოდი, ისევ საქმეს დავუბრუნდეთ. ესე იგი, ფეხები უნდა და-
ვუთვალიეროთ... თუ არა და, იქ ქვას ქვაზე არ დავტოვებ და ბერკვის-
ტსაც ზედ მივაყოლებ!
– ვშიშობ, სხვა პირუთვნელი მოწმის მოძებნა მოგიწევთ, რადგან
ასე წინდაუხედავად ჩავერიე ამ საკითხზე მსჯელობაში. მიუხედავად
იმისა, რომ ეს საქმისგან გარიდების შემდეგ მოხდა.
– ჰო, მაგაზე აღარ დავფიქრებულვარ, – მოიღუშა კექსტონი.
– ბენ, ყველაფერს აჯობებს, თუ დამშვიდდები, – ურჩია ფრისბიმ, –
უკვე საკმაოდ ღრმად ჩახვედი და ბევრი რამეც ამოქექე. პირადად მე,
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ნამდვილად მარსელი ადამიანი იყო. გა-
იხსენე ოკამის სამართებელი[31] – უნდა მოვიშოროთ ყველაფერი ზედ-
მეტი, დავივიწყოთ ჰიპოთეზები და მხოლოდ შიშველ ფაქტებსა და რა-
ციონალურ მიდგომას დავეყრდნოთ.
კექსტონმა თანამგზავრები მათთვის სასურველ ადგილებზე ჩამოს-
ვა და მშვიდი ფიქრისთვის უმიზნოდ ფრენა განაგრძო. ცოტა ხანში გე-
ზი ისევ „ბეთესდას სამედიცინო ცენტრისკენ“ აიღო.
„ბეთესდასკენ“ მიმავალი გზის ნახევარი დაეფარა, როდესაც გააც-
ნობიერა, რომ საავადმყოფოში დაბრუნებას არანაირი აზრი არ ჰქონ-
და, იქ მისვლით რაღას მიაღწევდა? მაქსიმუმ, ბერკვისტამდე თუ
მიუშვებდნენ. უფრო შორს ნამდვილად ვეღარ წავიდოდა. ერთხელ
უკვე შეუშვეს... ადვოკატთან და პირუთვნელ მოწმესთან ერთად. აბ-
სურდი იქნებოდა იმის მოთხოვნა, რომ მარსელ ადამიანთან მეორე-
დაც შეეშვათ, თანაც იმავე დილას. ამის უფლებას არასდროს დართავ-
დნენ და, რამდენადაც ეს მართლაც სრული უაზრობა იყო, ამის თაობა-
ზე ვერც თავის სვეტში დაწერდა რამე საინტერესოსა და ეფექტურს.

104
მაგრამ ეს სვეტი გულხელდაკრეფილად ჯდომით არ მოეპოვებინა
და ამას არც ახლა აპირებდა – როგორმე ისევ უნდა შეეღწია მარსელ-
თან.
მაგრამ ეს როგორ უნდა მოეხერხებინა? ახლა, სულ მცირე, ის მაინც
იცოდა, თუ სად ჰყავდათ გამოკეტილი მარსელი ან ის, ვინც თავს ამ
ადამიანად ასაღებდა. იქნებ, მართლაც, ელექტრიკოსად გადაცმული
შეპარულიყო ან აპარატურაზე პასუხისმგებელი პერსონალის წარმო-
მადგენლად გაესაღებინა თავი? ეს ვარიანტები მალევე უარყო, რად-
გან ფაქტი იყო – ძალიან ადვილად გამოააშკარავებდნენ. დაცვას ვე-
რავითარ შემთხვევაში ვერ გასცდებოდა, „ექიმ ტანერამდეც“ ვერ მი-
აღწევდა.
ეს „ტანერი“ ვითომ მართლა ექიმი იყო? არც ისე სარწმუნო ჩანდა,
ექიმის ამპლუაში ნაკლებად დამაჯერებლად გამოიყურებოდა. რო-
გორ წესი, ექიმები, ყველაზე უარესი ექიმებიც კი, ერიდებიან ყველა-
ფერს, რაც კი მათ პროფესიულ საქმიანობას შეიძლება ეწინააღმდეგე-
ბოდეს. თუნდაც კოსმოსური ხომალდის ის ექიმი რომ ავიღოთ, ნელსო-
ნი... მან ხომ უარი თქვა საკუთარი პაციენტის მკურნალობის გაგრძე-
ლებაზე, ამ საქმეში ხელები მხოლოდ იმის გამო დაიბანა, რომ...
ერთი წუთით! სწორედ ექიმი ნელსონი იყო ის ადამიანი, რომელიც
მარტივად მიხვდებოდა, ნამდვილად მარსელი იყო თუ არა ახალგაზ-
რდა, რომელიც მათ საავადმყოფოში აჩვენეს. ამის დასადგენად ნელ-
სონს არც მისი კოჟრების დათვალიერება დასჭირდებოდა და არც ეშ-
მაკური კითხვების დასმა. კექსტონი სამართავი პულტის ღილაკებს გა-
დასწვდა, ტაქსი ისეთ სიმაღლეზე აიყვანა, სადაც ჰაერში გაჩერება ნე-
ბადართული იყო და, ვინაიდან ნელსონისა არც მისამართი იცოდა,
არც ტელეფონის ნომერი და თან არც ამის დასადგენი საშუალება
ჰქონდა, პირველ რიგში, რედაქციას დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ
ექიმ ნელსონის ადგილმდებარეობა არც ბენის თანაშემწე ოსბერტ
კილგალენმა იცოდა, მაგრამ ხელთ ჰქონდა რესურსი, რომლის მეშ-
ვეობითაც ამის დადგენა არ უნდა გასჭირვებოდა. „პოსტის“ განკარგუ-
ლებაში არსებულ მონაცემთა ბაზის თანახმად, ნელსონი „ნიუ მეიფ-

105
ლაუერში“ ცხოვრობდა. რამდენიმე წუთის შემდეგ უკვე მას ელაპარა-
კებოდა.
აღმოჩნდა, რომ ექიმ ნელსონს, რატომღაც, მარსელი ადამიანის
გამოსვლა ნანახი არ ჰქონდა. კი, ამის შესახებ სმენია. არა, არავითა-
რი მიზეზი არა აქვს იფიქროს, რომ ეს გამოსვლა დადგმული იყო. იცის
თუ არა ექიმმა ნელსონმა, რომ ადგილი ჰქონდა ვალენტაინ სმიტის
იძულების მცდელობას, რათა მას მარსზე საკუთარი უფლებები დაეთ-
მო, რაც ლარკინის პრეცედენტიდან გამომდინარეობდა? არა, არ იცო-
და და არც ჰქონდა რაიმე მიზეზი, რომ ასე ეფიქრა... და არც ის დააინ-
ტერესებდა, ეს ამბავი სიმართლე რომ ყოფილიყო. აბსოლუტური აბ-
სურდი იყო იმაზე ლაპარაკი, რომ მარსს შეიძლება ვინმე „ფლობდეს“.
მარსი
მხოლოდ მარსელების საკუთრებაა. ვითომ ასეა? აბა, ერთი ჰიპო-
თეტური კითხვა დავსვათ, ექიმო. წარმოიდგინეთ, ვინმე ცდილობ-
დეს... მაგრამ ექიმმა ნელსონმა კავშირი გათიშა. როცა კექსტონმა თა-
ვიდან სცადა დაკავშირება, ავტომოპასუხემ თავაზიანად მოახსენა:
„აბონენტმა საკუთარი ნებით დროებით გაწყვიტა კავშირი. თუ გსურთ,
რაიმე შეტყობინება ჩაწეროთ და დაუტოვოთ...“
კექსტონმა ექიმ ნელსონის წარმომავლობასთან დაკავშირებით
რაღაც სისულელე წამოისროლა, მაგრამ რაც ამის შემდეგ გააკეთა, გა-
ცილებით დიდი სისულელე იყო – მთავრობის სასახლეში დარეკა და
გენერალურ მდივანთან დალაპარაკება მოითხოვა.
ბენი იმპულსურად უფრო მოქმედებდა, ვიდრე გააზრებული გეგმის
შესაბამისად. იმ წლების განმავლობაში, რაც ამ საქმიანობით იყო და-
კავებული, ჯერ კიდევ რეპორტიორობის დროიდან მოყოლებული, მყა-
რად დარწმუნებულიყო, რომ დიდი გულმოდგინებით გასაიდუმლოებუ-
ლი ამბის გამოაშკარავება ხშირად მაშინ შეიძლებოდა, თუ უმაღლეს
ეშელონებამდე მიაღწევდი და იქ ყველას უკიდურესად მოაბეზრებდი
თავს. ბენმა კარგად იცოდა, რამდენად დიდი იყო საფრთხე, როდესაც
ვეფხვს კუდზე ექაჩებოდი, რადგან იმდენად კარგად ესმოდა დიდი ძა-
ლაუფლების მქონე ადამიანების ფსიქოპათოლოგიისა, რამდენად ცუ-
დადაც ამ საკითხში ჯილ ბორდმენი ერკვეოდა. მიუხედავად ამისა,

106
როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც იმედოვნებდა, რომ მისი უსაფ-
რთხოების გარანტი მისივე საქმიანობა იქნებოდა, რადგან თავად სწო-
რედ იმ ძალაუფლებას წარმოადგენდა, რომლისაც, როგორც წესი,
ძლიერთა ამა ქვეყნისა ეშინოდათ და ანგარიშსაც უწევდნენ.
მაგრამ ერთი რამ კი დაავიწყდა. კერძოდ ის, რომ მთავრობის სა-
სახლეს ტაქსიდან დაუკავშირდა და რომ ეს სახალხოდ არ გაუკეთე-
ბია.
კექსტონი პირდაპირ გენერალურ მდივანთან არ დაუკავშირებიათ,
ამას არც მოელოდა. სანაცვლოდ დაბალი რანგის რამდენიმე თანამ-
დებობის პირთან მოუხდა გასაუბრება, ყოველ მომდევნოსთან ლაპა-
რაკისას კი სულ უფრო აგრესიული ხდებოდა. ბენი საქმეში ისე გართუ-
ლიყო, რომ ვერც კი შეამჩნია, როგორ დატოვა ტაქსიმ ჰაერში გასაჩე-
რებელი ადგილი და როგორ დაეშვა დაბლა.
როცა ეს, ბოლოს და ბოლოს, შენიშნა, მეტისმეტად დაგვიანებული-
ყო. ტაქსი ბენის მითითებებს აღარ ემორჩილებოდა, მის მიერ გაცემულ
ბრძანებებზე არ რეაგირებდა. უცებ კექსტონმა მწარედ გააცნობიერა,
რომ საკუთარ თავს ყურადღების მოდუნების უფლება მისცა და ისეთ
პრიმიტიულ ხაფანგში გაბმულიყო, რომლისგან თავის არიდებასაც ნე-
ბისმიერი წვრილმანი თაღლითიც მოახერხებდა. ასეთ ხაფანგში არ-
ცერთი პროფესიონალი არ მოხვდებოდა: მისი კავშირის წყარო და-
აფიქსირეს, ტაქსის იდენტიფიცირება მოახდინეს და ტრანსპორტის
ბრიყვი ავტოპილოტიც უპირატეს პოლიციურ სიხშირეს დაექვემდება-
რა. მის მიერ გამოძახებული ტაქსი მისსავე დასაპატიმრებლად და გა-
სატაცებლად გამოიყენეს, ეს ყველაფერი კი სრულიად უხმაუროდ და
ყოველგვარი აურზაურის გარეშე მოხდა.
ბენი საშინლად ნანობდა, რომ პირუთვნელი მოწმე კავენდიში ასე
ნაადრევად გაისტუმრა. მაგრამ რადგან ამაზე ფიქრი უკვე ძალიან გვი-
ან იყო, სინანულს თავი ანება, ტაქსის მართვის უსარგებლო მცდელო-
ბასაც შეეშვა და სცადა, ადვოკატ მარკ ფრისბის დაკავშირებოდა.
ჯერ კიდევ ფრისბისთან დარეკვას ცდილობდა, როდესაც ტაქსი
კედლებით შემოსაზღვრულ დასაფრენ პლატფორმაზე დაეშვა. ყრუ
კედლები ყველანაირ სიგნალს ახშობდა. ბენმა ტაქსიდან გადასვლა

107
სცადა, მაგრამ აღმოაჩინა, რომ კარი არ იღებოდა. ცოტა ხანში იგ-
რძნო, რომ რაღაც ემართებოდა და უკიდურესად გაუკვირდა, როდესაც
გააცნობიერა, რომ გონებას კარგავდა...

108
თავი მერვე
ჯილი თავს ირწმუნებდა, რომ ბენმა ახალ კვალს მიაგნო და ამ საქ-
მიანობით ისე გაერთო, მისი გაფრთხილება, უბრალოდ, დავიწყებოდა.
არც იმას გამორიცხავდა, რომ დრო ვერ გამონახა და სიახლეების შე-
სატყობინებლად ამიტომაც აღარ დაუკავშირდა. მაგრამ, გულის სიღ-
რმეში, ამის არ სჯეროდა. ბენი, მთელი მისი დაკავებულობის მიუხედა-
ვად, ადამიანურ წვრილმანებს ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღე-
ბით ეკიდებოდა და, მისი პროფესიული და საზოგადოებრივი წარმატე-
ბებიც, ხშირად, სწორედ, ამითაც იყო განპირობებული. ბენს ლამის ყვე-
ლას დაბადების დღე ახსოვდა და უმალ პოკერის ვალის გადახდას და-
აგვიანებდა, ვიდრე დაუშვებდა, რომ დათაფლული მისალოცი ბარა-
თების დაწერა და დაგზავნა დავიწყებოდა. საერთოდ არ ჰქონდა მნიშ-
ვნელობა, ამ დროს სად იმყოფებოდა და რამდენად მნიშვნელოვანი
საქმით იყო დაკავებული – ყველაზე უარეს შემთხვევაშიც, ორიოდე
წუთს მაინც გამონახავდა, რათა ჯილისთვის შინ ან საავადმყოფოში
შეტყობინება დაეტოვებინა და ოდნავ მაინც დაემშვიდებინა. ბოლოს
და ბოლოს, ამის გაკეთება მგზავრობისასაც შეეძლო. ჯილს კარგად
ახსოვდა, რომ ეს ბენის ხასიათის უცვლელი თვისება იყო. ის სწორედ
ამის გამო უყვარდათ და ხშირად შეცდომებსაც ამიტომ პატიობდნენ.
არა, ბენი ნამდვილად დაუტოვებდა შეტყობინებას! სადილობის-
თვის განკუთვნილი შესვენებისას ჯილი კვლავ ბენის სამსახურს და-
უკავშირდა და მის თანაშემწე ოსბერტ კილგალენს ელაპარაკა. ამ უკა-
ნასკნელმა ჯილს დაბეჯითებით უთხრა, რომ ბენს მისთვის არავითარი
შეტყობინება არ დაეტოვებინა და რომ არც გადასაცემად დაებარები-
ნა რამე. კილგალენმა ისიც აღნიშნა, რომ, მას შემდეგ, რაც ჯილმა უკა-
ნასკნელად დარეკა რედაქციაში, ბენი საერთოდ აღარ გამოჩენილიყო
და მის შესახებ არაფერი სმენოდა.
ჯილი ეკრანზე რედაქციაში მყოფ დანარჩენ თანამშრომლებსაც ხე-
დავდა, რომლებიც კილგალენის უკან მიმოდიოდნენ, ამიტომ ეს სიტუ-
აცია მარსელი ადამიანის სახსენებლად სრულიად შეუფერებლად მი-
იჩნია.
109
– ის მაინც ხომ არ უთქვამს, სად მიდიოდა ან როდის აპირებდა დაბ-
რუნებას?
– არა, მაგრამ ეს ჩვენთვის სრულიად ჩვეულებრივი ამბავია. ყო-
ველთვის მზად გვაქვს რამდენიმე თავისუფალი სვეტი იმ შემთხვევის-
თვის, თუ რამე გამოჩნდება და სიახლის დაუყოვნებლივ გამოქვეყნება
გახდება საჭირო.
– თუ ზედმეტ ცნობისმოყვარეობაში არ ჩამითვლით, იქნებ მით-
ხრათ, ბენმა საიდან დაგირეკათ?
– სულაც არა, მის ბორდმენ. არ დაურეკავს. როგორც მახსოვს, უბ-
რალოდ ბარათი გამოგზავნა ფილადელფიიდან, სასტუმრო „პაოლი-
დან“.
ჯილს ისღა დარჩენოდა, ამით დაკმაყოფილებულიყო. მოგვიანე-
ბით მედდების სასადილოში წაიხემსა და ცდილობდა, მთელი ყურად-
ღება სადილზე გადაეტანა. იმასაც ცდილობდა, როგორმე თავი დაერ-
წმუნებინა, რომ, სინამდვილეში, ყველაფერი რიგზე იყო და... ვერაფ-
რით იჯერებდა, რომ ეს გაქნილი არამზადა მართლა შეიძლებოდა შეჰ-
ყვარებოდა. ეს ხომ სრული სისულელე იყო.
– ჰეი! ბორდმენ! გამოფხიზლდი. რაღაც გკითხე.
ჯილმა თავი ასწია. თავზე მოლი უილრაიტი წამოსდგომოდა. მოლი
დიეტოლოგი იყო და საავადმყოფოს იმავე ნაწილში მუშაობდა, რო-
მელშიც ჯილი.
– ბოდიში, მოლი, ფიქრმა წამიღო.
– იმას გეკითხებოდი, როდის იყო თქვენი სართულის საუკეთესო პა-
ლატებში ისეთ პაციენტებს ათავსებდნენ, მკურნალობაში ფულის გა-
დახდის საშუალება რომ არ აქვთ-მეთქი?
– სართულზე ეგეთი არავინ გვყავს.
– კ-12 შენს სართულზე არაა? სხვაგან გადაგიყვანეს?
– კ-12? კი, ჩემს სართულზეა, მაგრამ იქ სამოწყალოდ არავინ წევს.
პირიქით, ძალიან მდიდარი მოხუცი ქალია მოთავსებული, ამიტომ ექი-
მები გამუდმებით თავს ევლებიან და ცივ ნიავსაც არ აკარებენ.

110
– ჰმ! თუ მართლა ასეთი მდიდარია, მაშინ გამოდის, რომ ახლახან
უეცრად გამდიდრებულა, რადგან ბოლო ჩვიდმეტი თვის განმავლობა-
ში გერიატრიული განყოფილების უფასო თავშესაფარში იწვა.
– აშკარად რაღაც გეშლება.
– არაფერიც არ მეშლება. ჩემს დიეტურ სამზარეულოში შეცდომებს
არასდროს ვუშვებ. ამ პაციენტს საკმაოდ ჩახლართული რაციონი აქვს
დანიშნული და ყოველთვის პირადად ვამოწმებ ხოლმე. ნაღვლის ბუშ-
ტი ამოკვეთეს და უცხიმო დიეტაზეა, რაც უამრავ მნიშვნელოვან
წვრილმანსა და განსაკუთრებულ წამლებს მოიცავს, რომელთა შესა-
ხებაც მას, წესით, წარმოდგენაც არ უნდა ჰქონდეს. დამიჯერე, ჩემო
კარგო, რომ ავადმყოფის რაციონი ზოგჯერ თითის ანაბეჭდის მსგავ-
სად ინდივიდუალურია, – უილრაიტი წამოდგა, – კარგი, გოგოებო, უნ-
და გავიქცე და ჩემს სამზარეულოს დავუბრუნდე.
– რას გელაქლაქებოდა მოლი? – ჰკითხა ერთ-ერთმა მედდამ.
– ისეთს არაფერს, უბრალოდ, რაღაც აურია, – უპასუხა ჯილმა, მაგ-
რამ ამ ამბავმა ფრიად შეაფიქრიანა. თავში გაჰკრა, რომ მარსელი
ადამიანის სავარაუდო ადგილსამყოფლის დადგენა ამ საავადმყო-
ფოს პაციენტების დიეტური რაციონის კვლევით შეიძლებოდა. თუმცა
მცირეოდენი ფიქრის შემდეგ, გადაწყვიტა, ეს აზრი თავიდან ამოეგ-
დო, რადგან, ამ შემთხვევაში, ყველა დიეტური სამზარეულოს შესამოწ-
მებლად, რომლებიც საავადმყოფოს მიწისქვეშა სართულებზე იყო გან-
თავსებული, მთელი დღე დასჭირდებოდა. „ბეთესდას ცენტრი“ თავ-
დაპირველად ფლოტის საავადმყოფოდ ააშენეს, ჯერ კიდევ იმ დროს,
როდესაც ბრძოლები ოკეანეში მიმდინარეობდა. ეს საავადმყოფო მა-
შინდელი მასშტაბებითაც უზარმაზარი იყო. მოგვიანებით ის ჯანმრთე-
ლობის, განათლებსა და კეთილდღეობის საზოგადოებას გადასცეს და
კიდევ უფრო გააფართოეს. ამჟამად „ბეთესდას სამედიცინო ცენტრი“
ფედერაციის საკუთრება იყო, სულ უფრო იზრდებოდა და, თანდათან,
ფაქტობრივად, პატარა ქალაქად იქცეოდა.
მისის ბენკერსონის ამბავი უცნაური ჩანდა. ამ საავადმყოფოში ყვე-
ლანაირ ავადმყოფს იღებდნენ: პრივილეგირებულ პაციენტებსაც,
მთავრობის წარმომადგენლებსაც და ისეთებსაც, მკურნალობის საფა-

111
სურის გადახდა რომ არ შეეძლოთ. იმ სართულზე, რომელზეც ჯილი მუ-
შაობდა, როგორც წესი, მხოლოდ სამთავრობო დონის პაციენტებს
ათავსებდნენ. იქ განლაგებულ მდიდრულ პალატებში ფედერაციის სე-
ნატორები ან სხვა ოფიციალური პირები იწვნენ – ვისაც უმაღლესი კა-
ტეგორიის მომსახურების შეკვეთის საშუალება ჰქონდა. ამ სართულზე
კერძო პირის განთავსება ერთობ უჩვეულო იყო. მეტიც, ასეთი პაციენ-
ტები აქ ვერანაირი სტატუსით ვერ მოხვდებოდნენ.
ბენკერსონი კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა გადმოეყვა-
ნათ, თუ საავადმყოფოს ის ნაწილი, რომელიც მისი მსგავსი პაციენტე-
ბისთვის იყო განკუთვნილი, მთლიანად გადაივსებოდა. ეს ალბათ
სწორედ ასეთი შემთხვევა უნდა ყოფილიყო.
სადილის შემდეგ ჯილს იმდენი საქმე გამოუჩნდა, რომ ამ ყველა-
ფერზე ფიქრის თავიც აღარ ჰქონდა – ახალი პაციენტებისთვის უნდა
მიეხედა. ცოტა ხანში ელექტრონული ფუნქციური საწოლი გახდა საჭი-
რო. როგორც წესი, ასეთ დროს მედდები საწყობში რეკავდნენ და პა-
ლატაში მის გადმოტანას უკვეთდნენ, თუმცა საწყობი საავადმყოფოს
სარდაფში ღრმად იყო განთავსებული და იქამდე მეოთხედი მილი[32]
მაინც იქნებოდა, საწოლი კი დაუყოვნებლივ იყო საჭირო. ჯილს გაახ-
სენდა, რომ ერთი ასეთი საწოლი პალატა კ-12-ის მოსაზღვრე ოთახშიც
იდგა – გაახსენდა, ზუსტად როდის შენიშნა და ისიც, თუ როგორ მისცა
შენიშვნა საზღვაო ქვეითს, ზედ არ დამჯდარიყო. აშკარა იყო, ეს საწო-
ლი მეზობელ ოთახში იმიტომ გაეტანათ, რომ ადგილი სმიტის ჰიდრავ-
ლიკური საწოლისთვის გაეთავისუფლებინათ.
სავარაუდოდ, ეს საწოლი ისევ იქ იდგა და უსაქმოდ იმტვერებოდა,
სართულზე კი მისი ნაკლებობა იყო, რადგან ფუნქციური საწოლი, ჩვე-
ულებრივთან შედარებით, ექვსჯერ ძვირი ღირდა. მიუხედავად იმისა,
რომ ასეთი საკითხები, როგორც წესი, საავადმყოფოს შესაბამისი
ფრთის მნეს უნდა მოეგვარებინა, ვერავითარ მიზეზს ვერ ხედავდა, რა-
ღაც უაზრო წესის გამო ეს შესაძლებლობა არ გამოეყენებინა, მით უმე-
ტეს, რომ თუ საწოლი ისევ იქ იყო, მის წამოღებას მაშინვე შეძლებდა.
გადაწყვიტა, ოთახი შეემოწმებინა.

112
კარი ისევ დაკეტილი დახვდა. ცოტა არ იყოს, შეშფოთდა, როცა აღ-
მოაჩინა, რომ ამ კარს უნივერსალური გასაღებითაც ვეღარ აღებდა.
გადაწყვიტა, საკეტის შეკეთების თაობაზე სარემონტო სამსახურის-
თვის ეცნობებინა. ამის შემდეგ კი, ფუნქციური საწოლის ამბის იმ ექიმ-
თან გასარკვევად, რომელიც მისის ბენკერსონის ჯანმრთელობის
მდგომარეობას ადევნებდა თვალს, დერეფანს პალატის სათვალთვა-
ლო ოთახისკენ დაუყვა.
ჯილს ისევ ის ექიმი დახვდა, რომელიც აქ წინა ჯერზე ენახა – მისის
ბენკერსონს ექიმი ბრაში მეთვალყურეობდა. ის არც ინტერნი იყო და
არც ამ საავადმყოფოს მუდმივი ექიმი. როგორც მაშინ ჯილს უთხრა, აქ
ექიმ გარნერს კონკრეტულად ამ პაციენტის მისახედად გადმოეყვანა.
როგორც კი ჯილმა თავი ოთახში შერგო, ექიმმა ბრაშმა მაშინვე ამო-
ხედა.
– მის ბორდმენ! სწორედ ის ხართ, ვისი ნახვაც ასე მინდოდა!
– და რატომ არ დამირეკეთ? პაციენტი როგორ არის?
– ყველაფერი რიგზე აქვს, – უპასუხა და ავადმყოფის სათვალთვა-
ლო კამერის გამოსახულებას შეავლო თვალი, – მაგრამ აი, მე კი არც
ისე კარგად მაქვს საქმე.
– რამე მოხდა?
– რაღაც მაქვს მოსაგვარებელი. ამას, სულ რაღაც, ხუთიოდე წუთი
თუ დასჭირდება, მაგრამ აქედან გასვლა მომიწევს. იქნებ თქვენი
ძვირფასი დროის ხუთი წუთი შემომწიროთ, ეს ამბავი კი საიდუმლოდ
შეინახოთ და არსად წამოგცდეთ?
– ვფიქრობ, ამას შევძლებ. ჩემი სართულის მეთვალყურე უკვე გა-
ვაფრთხილე, რომ რამდენიმე წუთით გასვლას ვაპირებდი. თუ ნებას
მომცემთ, თქვენი ტელეფონით ვისარგებლებ და ვეტყვი, საჭიროების
შემთხვევაში სად უნდა მეძებოს.
– არა! – აღმოხდა ბრაშს, – როგორც კი გავალ, უბრალოდ, კარი და-
კეტეთ და არავინ შემოუშვათ. კარი იქამდე არ გააღოთ, ვიდრე აი,
ასეთ კაკუნს არ გაიგონებთ, – თქვა და მაგიდაზე კაკუნით ძველი სიმ-
ღერის შვიდნოტიანი აკორდი დაუკრა.

113
– ძალიან კარგი, სერ, – ეჭვნარევი ხმით უპასუხა ჯილმა, – თქვენი
პაციენტისთვის რამე განსაკუთრებული ხომ არ უნდა გავაკეთო?
– არა, არა, უბრალოდ, მანდ დაჯექით და ეკრანის გამოსახულებას
უყურეთ. არაფრის გაკეთება არ მოგიწევთ. პაციენტს ნუ შეაწუხებთ.
– ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ მოულოდნელად რამე მოხ-
დება, სად მოგძებნოთ? ექიმების დასასვენებელ ოთახში?
– ეგრე შორს წასვლასაც არ ვაპირებ. უბრალოდ, საპირფარეშოში
უნდა გავიდე, ამ დერეფნის ბოლოშია. ახლა კი, ძალიან გთხოვთ, გა-
ჩუმდით და ნება მომეცით, წავიდე... მართლა ძალიან მეჩქარება.
ექიმი ბრაში ოთახიდან გავიდა, ჯილმა კი, მისი მითითების შესაბა-
მისად, კარი ჩაკეტა. შემდეგ სათვალთვალო კამერის გამოსახულებას
დახედა და პაციენტი შეათვალიერა. ჯილმა აპარატურის მონაცემებ-
საც გადაავლო თვალი. მოხუცს ისევ მშვიდად ეძინა, მონაცემებიც და-
მაკმაყოფილებელი იყო: საკმაოდ ძლიერი პულსი ჰქონდა, სუნთქვა კი
თანაბარი და მშვიდი. ჯილი ვერაფრით მიმხვდარიყო, ექიმმა გარნერ-
მა რატომ მიიჩნია, რომ ამ პაციენტის მუდმივი კონტროლი აუცილებე-
ლი იყო. ასეთ რეჟიმში თვალყურს მხოლოდ ისეთ პაციენტებს ადევ-
ნებდნენ, რომელთა სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრებოდა. ეს ქალბა-
ტონი კი სიკვდილს, ჯერჯერობით მაინც, ნამდვილად არ აპირებდა.
ჯილს გაახსენდა, აქ რისთვისაც იყო მოსული. გადაწყვიტა, ექიმ
ბრაშის დაბრუნებას აღარ დალოდებოდა და დაუყოვნებლივ შეემოწ-
მებინა, ფუნქციური საწოლი ისევ პალატის მეზობელ ოთახში იდგა თუ
არა. ექიმის გაფრთხილებისამებრ, მაქსიმალურად ცდილობდა, პაცი-
ენტი არ შეეწუხებინა. სხვისგან ნამდვილად არ ესწავლებოდა, როგორ
უნდა გაევლო პალატაში ფეხაკრეფით, იმდენად უხმაუროდ, რომ მძი-
ნარე პაციენტი არ გაეღვიძებინა. მედდობის მდიდარმა გამოცდილე-
ბამ კი, ჯერ კიდევ წლების წინ დაარწმუნა, რომ ექიმები სულაც არ
ბრაზდებოდნენ იმაზე, რასაც ვერ იგებდნენ. კარი ფრთხილად შეაღო
და პალატაში შეაბიჯა.
ჯილი თვალის ერთი შევლებითაც მიხვდა, რომ მისის ბენკერსონი
მოხუცებისთვის დამახასიათებელ ღრმა ძილს წაეღო. უხმაუროდ მიუ-
ახლოვდა საწოლს, ფეხაკრეფით ჩაუარა და პალატის მეორე მხარეს

114
მდებარე ოთახის კარს მიადგა. ეს კარიც დაკეტილი დახვდა, მაგრამ
უნივერსალური გასაღები მოიმარჯვა და დიდი სიფრთხილით გააღო.
გაიხარა, როდესაც დაინახა, რომ ფუნქციური საწოლი ისევ იქ იდგა,
მაგრამ მაშინვე ისიც შენიშნა, რომ ოთახში მარტო არ იმყოფებოდა –
სავარძელში, მუხლებზე გადაშლილი დასურათებული წიგნით, იჯდა
მარსელი ადამიანი...
სმიტმა მისკენ მოიხედა და სიხარულისგან გაცისკროვნებულ ბავ-
შვურ სახეზე ღიმილი გადაეფინა.
ჯილმა უეცარი თავბრუსხვევა იგრძნო, თითქოს ძილ-ბურანიდან
მოულოდნელად გამოერკვაო. თავში ათასგვარმა ფიქრმა გაუელვა,
აზრები ერთმანეთში აეხლართა. ვალენტაინ სმიტი?! მაგრამ შეუძლე-
ბელი იყო, აქ ყოფილიყო. ის ხომ სადღაც გადაიყვანეს? საავადმყო-
ფოს ჟურნალში სწორედ ასე იყო აღნიშნული, მაგრამ ჯილი საკუთარი
თვალით ხედავდა, რომ მარსელი ადამიანი ამ ოთახში იმყოფებოდა.
ყველაფერი, რაც აქამდე გაუგებარი იყო, ყველა ბუნდოვანი ვერ-
სია, რომელთა დაშვებაც მხოლოდ ვარაუდისა და ალბათობის დონეზე
შეიძლებოდა, უცებ ერთ მთლიან, ლოგიკურ ჯაჭვად დალაგდა: ვითომ
„მარსელი ადამიანი“, რომელიც იმ დადგმულ გადაცემაში აჩვენეს...
პალატაში მწოლიარე მოხუცი, რომელსაც ცალი ფეხი სამარეში ედგა
და აქ აშკარად იმის გადასაფარად ჰყავდათ მოთავსებული, რომ მე-
ზობელ ოთახში სხვა პაციენტი იმყოფებოდა... ის ფაქტიც, რომ ამ ოთა-
ხის კარი მისმა უნივერსალურმა გასაღებმა ვეღარ გააღო... და ბოლოს,
ამ ყველაფერს, ცეცხლზე დამატებული ნავთივით, საშინელი, კოშმა-
რული ხილვა მოჰყვა: შუაღამისას საავადმყოფოდან მორგის ურიკა გა-
მოგორდება... უკან გრძელი სუდარა დასთრევს, მის ქვეშ კი ერთის ნაც-
ვლად ორი გვამია...
როდესაც ამ ყველაფერმა ჯილის გონებაში გაიელვა, სხეულში შიშ-
მა დაუარა და ლამის სისხლიც გაეყინა ძარღვებში. სრულიად დაზაფ-
რულმა გააცნობიერა, თუ რამდენად საზარელ საფრთხეში ჩაიგდო თა-
ვი, როდესაც, უნებლიეთ, ეს უაღრესად გასაიდუმლოებული ფაქტი აღ-
მოაჩინა.

115
სმიტი კი ტლანქად წამოდგა, ორივე ხელი მისკენ გაიწვდინა და
ღიმილით წარმოთქვა:
– წყლისმიერი მოძმე!
– ჰეი... როგორ გიკითხო?
– მე კარგად ვარ. მე ბედნიერი ვარ, – თქვა სმიტმა და ჯილისთვის
სრულიად გაუგებრად კიდევ დაამატა რაღაც უცნაურად, თითქოს მო-
გუდულად ნათქვამი. შემდეგ კვლავ გონს მოეგო და თანამოსაუბრის-
თვის გასაგები ინგლისურით გააგრძელა: – შენ აქ ხარ, ჩემი მოძმე. შენ
წასული იყავი. ახლა შენ აქ ხარ. მე შენით ბოლომდე დავრწყულდები.
ჯილმა მთელი სიმძაფრით შეიგრძნო, რომ ორ მძლავრ, უეცრად
მოზღვავებულ ემოციას შორის იხლიჩებოდა: პირველი სათუთი გრძნო-
ბა იყო, რომელიც გულს სინაზით უვსებდა და რომლისგანაც ლამის
დამდნარიყო, მეორე კი საშინელი, ძარღვებში სისხლის გამყინავი ში-
ში – შიში იმისა, რომ შემოუსწრებდნენ. სმიტი, როგორც ჩანდა, ამ ყვე-
ლაფერს საერთოდ ვერ ამჩნევდა და უდრტვინველად განაგრძობდა:
– ხედავ? მე დავდივარ! მოვღონიერდი, – ნათქვამის დასადასტურებ-
ლად რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ოთახში ნელა გაიარ-გამოიარა და
ჯილის წინ გაჩერდა. სულს ძლივს ითქვამდა, მაგრამ სახეზე ტრიუმფა-
ლური ღიმილი ეფინა.
ჯილმა როგორღაც მოახერხა, თავი ხელში აეყვანა და გაუღიმა.
– პროგრესი გვაქვს, ხომ ასეა? სულ უფრო ძლიერდები. აი, მესმის
სულისკვეთება! მაგრამ ჩემი წასვლის დროა... უბრალოდ, მოსაკით-
ხად შემოვირბინე.
სმიტს გამომეტყველება ელვისებურად შეეცვალა და სახეზე დამ-
თრგუნველი სასოწარკვეთა გამოესახა.
– არ წახვიდე!
– მაგრამ აუცილებლად უნდა წავიდე!
ის ჯილს ჯერ კიდევ უკიდურესად შეწუხებული გამომეტყველებით
შესცქეროდა, შემდეგ კი ტრაგიკული ინტონაციით დაამატა:
– გაწყენინე. ამას ვერ მივხვდი.
– მაწყენინე? ოჰ, არა, სულაც არა! მაგრამ... უნდა წავიდე... თანაც
სასწრაფოდ!

116
სმიტის სახეზე არანაირი გამომეტყველება აღარ იკითხებოდა.
– მეც წამიყვანე, ჩემო მოძმე, – ეს სიტყვები ისე წარმოთქვა, რომ
თხოვნაზე მეტად განცხადებას უფრო ჰგავდა.
– რაო? ოჰ, არ შემიძლია და მართლა სასწრაფოდ უნდა წავიდე, ახ-
ლავე. მისმინე, არავისთან წამოგცდეს, აქ რომ ვიყავი, ძალიან გთხოვ!
– არ უნდა ვთქვა, რომ ჩემი წყლისმიერი მოძმე აქ იყო?
– ჰო, არავისთან არაფერი თქვა. ვეცდები, ისევ მოვიდე, მართლა
ყველანაირად ვეცდები. შენ კი კარგად მოიქეცი, აქ დამელოდე და
არაფერი წამოგცდეს.
სმიტმა მისი ნათქვამი გადახარშა. უკვე საკმაოდ დამშვიდებული-
ყო.
– დაგელოდები და არავის ვეტყვი.
– ძალიან კარგი, – ჯილი იმაზე დაფიქრდა, თუ როგორ შეიძლებო-
და, მისი კვლავ მონახულება მოეხერხებინა. ნამდვილად ვეღარ და-
ელოდებოდა, როდის ექნებოდა ექიმ ბრაშთან მორიგი ხელსაყრელი
შემთხვევა. ახლაღა მიხვდა, რომ დერეფანში გამავალი კარის „და-
ზიანებული“ საკეტი, სინამდვილეში, მწყობრში იყო. ამ კარს წამიერად
შეავლო თვალი და მაშინვე შენიშნა მიზეზი, რის გამოც ოთახში დე-
რეფნის მხრიდან შემოსვლა ვერ მოეხერხებინა – შიგნიდან დამატები-
თი ურდული დაემაგრებინათ, რაც უნივერსალურ გასაღებს სრულიად
უსარგებლოდ აქცევდა. „ბეთესდას სამედიცინო ცენტრში“, ისევე,
როგორც სხვა საავადმყოფოებში, სააბაზანოებისა თუ სხვა ნების-
მიერი ოთახის კარის საკეტი, ისე იყო მოწყობილი, რომ უნივერსალურ
გასაღებსაც გაეღო. ამდენად, მედდებს შეეძლოთ, უპასუხისმგებლო
და უმართავი პაციენტები გაეკონტროლებინათ, თუ ისინი კარის შიგნი-
დან ჩაკეტვას შეეცდებოდნენ. მაგრამ, ამ შემთხვევაში, ორმაგად ჩაკე-
ტილი კარი, ერთი მხრივ, სმიტს ოთახში ამწყვდევდა, მეორე მხრივ კი,
პრიმიტიული ურდული კარის გარედან, უნივერსალური გასაღებით გა-
ღებას ხდიდა შეუძლებელს. ჯილი კართან მივიდა და დამატებითი ურ-
დული გადასწია.
– დამელოდე და დავბრუნდები.
– დაგელოდები.

117
როგორც კი ჯილი პაციენტის სამეთვალყურეო ოთახში დაბრუნდა,
კარზე გაბმული კაკუნი მოესმა. მაშინვე იცნო სიგნალი, რომლის შესა-
ხებაც ექიმმა ბრაშმა გააფრთხილა და კარს გასაღებად ეცა.
ბრაში ოთახში შემოვარდა.
– სად ჯანდაბაში იყავით?! სამჯერ დავაკაკუნე! – ბრაზიანად ჩაიღ-
რინა და ეჭვით აღსავსე მზერით გახედა პალატის მეზობელ ოთახში
გამავალ კარს.
– შევნიშნე, რომ პაციენტი ძილში ბორგავდა, – უცებ მოიგონა ტყუ-
ილი ჯილმა, – მისთვის ბალიშის გასასწორებლად შევედი.
– მე ხომ გითხარით, უბრალოდ აქ მჯდარიყავით და ისე გედევნე-
ბინათ თვალყური!
ჯილმა უეცრად გააცნობიერა, რომ ექიმი ბრაში მასზე მეტად დამ-
ფრთხალიყო, თან ამისთვის გაცილებით სერიოზული მიზეზი ჰქონდა,
ამიტომ საპასუხო შეტევაზე გადავიდა:
– ექიმო, მე თქვენ სამსახური გაგიწიეთ, – ცივად შეეპასუხა, –
თქვენს პაციენტზე არანაირი პასუხისმგებლობა არ მაკისრია, ეს სარ-
თულის მეთვალყურის მოვალეობებში არ შედის, მაგრამ რადგან პაცი-
ენტი მანდეთ, თქვენს არყოფნაში ის უნდა გამეკეთებინა, რასაც აუცი-
ლებლად მივიჩნევდი. ვინაიდან ჩემს ქმედებას კითხვის ნიშნის ქვეშ
აყენებთ, ფრთის მთავარი ექიმი გამოიძახეთ და ეს საკითხი მასთან
გავარკვიოთ.
– რა? არა, არა, დაივიწყეთ ეს ამბავი...
– არა, ბატონო, ძალიან არ მომწონს, როდესაც ჩემს პროფესიონა-
ლიზმში უმიზეზოდ შეაქვთ ეჭვი.
მშვენივრად მოგეხსენებათ, რომ ასეთი მოხუცი პაციენტი ჰიდრავ-
ლიკურ საწოლში, შეიძლება, ადვილად გაიგუდოს. მე ის გავაკეთე, რაც
აუცილებელი იყო. ზოგი მედდა ექიმების მხრიდან ნებისმიერ ბრალდე-
ბას ეგუება, მაგრამ მე მათ რიცხვში არ შევდივარ. ასე რომ, მოდი, მთა-
ვარ ექიმს დავურეკოთ.
– არა, მის ბორდმენ, ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი რამ გითხარით.
განერვიულებული ვიყავი და დაუფიქრებლად წამომცდა. ბოდიშს გიხ-
დით.

118
– ძალიან კარგი, ექიმო, – ოდნავ მოლბა ჯილი, – კიდევ რამით ხომ
არ დაგეხმაროთ?
– რა? არა, დიდი მადლობა. მადლობას გიხდით გაწეული სამსახუ-
რისთვის. უბრალოდ... არავისთან არაფერი წამოგცდეთ ამ ამბავზე.
ხომ არავის ეტყვით?
– არავის ვეტყვი, – „შეგიძლია, ამაში სრულიად დარწმუნებული
იყო“, გაიფიქრა ჯილმა, „მაგრამ ახლა რა უნდა ვქნა? ნეტავი, ბენი მა-
ინც ყოფილიყო ქალაქში!“ ჯილი სამუშაო ადგილს დაუბრუნდა, ასის-
ტენტს მიესალმა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს რაღაც დოკუმენტებს
ათვალიერებდა. როგორც იქნა, გაახსენდა, რომ ფუნქციურ საწოლთან
დაკავშირებით საწყობში დაერეკა – ბოლოს და ბოლოს, ხომ სწორედ
ამ საკითხის გასარკვევად იყო გასული. შემდეგ ასისტენტი იმ პაციენ-
ტის დასახედად გააგზავნა, რომლისთვისაც ეს საწოლი სჭირდებოდა
და რომელიც დროებით ჩვეულებრივ საწოლზე იწვა. მხოლოდ ამის
შემდეგ სცადა, აზრებისთვის მოეყარა თავი.
სად იყო ბენი? მასთან რაიმე კავშირი რომ ჰქონოდა, ათიოდე წუ-
თით შესვენებას გამოითხოვდა, დაურეკავდა და მის ფართო მხრებზე
გადაიტანდა მთელ ტვირთს, ყველაფერს, რაც აწუხებდა და გულს უმ-
ძიმებდა. მაგრამ ბენი, ეშმაკმა წაიღოს მისი თავი, სადღაც ცხრა მთას
იქით გადაკარგულიყო და ჯილს ისღა დარჩენოდა, ეს ტვირთი მარ-
ტოს ეზიდა.
მაგრამ განა ბენს ასე დაკარგვა შეეძლო? ეჭვის ჭია, რომელიც მთე-
ლი დღის განმავლობაში გულს უღრღნიდა, უკვე სრულიად აუტანელი
გამხდარიყო და ჯილმა გადაწყვიტა, რომ ამაზე თვალის დახუჭვა
აღარ შეიძლებოდა. საკუთარ შიშს თვალი გაუსწორა – ბენ კექსტონი
არაფრის დიდებით არ დატოვებდა ქალაქს იქამდე, ვიდრე ჯილს არ
შეატყობინებდა, თუ როგორ დასრულდებოდა მარსელი ადამიანის
ნახვის მცდელობა. როგორც ამ კონსპირაციული წამოწყების მონაწი-
ლესა და ბენის მთავარ თანამზრახველს, ჯილს სრული უფლება ჰქონ-
და, სცოდნოდა ყველაფერი, რასაც კექსტონი ამ დროის განმავლობა-
ში შეიტყობდა. ბენი კი თამაშის წესებს ყოველთვის იცავდა... ყოველ-
თვის.

119
მას თითქოს ისევ ჩაესმა სიტყვები, რომლებიც ბენმა ჰეიჯერსტაუ-
ნიდან წამოსვლისას უთხრა: „თუ რაღაც არასწორად წავა, შენ ჩემი კო-
ზირი იქნები, სახელოში დამალული ტუზი... ჩემო ძვირფასო, თუ ისე
მოხდება, რომ ხმას ვეღარ მოგაწვდენ, მაშინ საკუთარ თავს თავად უნ-
და მიხედო“.
მაშინ ჯილს ეს სიტყვები სერიოზულად არ მიუღია, რადგან ვერც კი
წარმოიდგენდა, რომ ბენს მართლა შეიძლებოდა რაღაც შემთხვეოდა.
ახლა კი ამ ნათქვამს თავიდან ვეღარ იშორებდა და ამაოდ ცდილობ-
და, ყურადღება საქმეზე გადაეტანა. ყველა ადამიანის ცხოვრებაში
დგება მომენტი, როდესაც უნდა გადაწყვიტოს, გადადებს თუ არა საქ-
მისთვის თავის სიცოცხლეს, თავის კეთილდღეობასა და პატიოსნე-
ბას[33] მაშინაც, თუკი შედეგი საეჭვოდ მოჩანს, ხოლო ვინც ამ გამოც-
დას ვერ ჩააბარებს, ის ვეღარასოდეს შეძლებს სრულფასოვან ადამია-
ნად იწოდებოდეს. ჯილ ბორდმენისთვის ასეთი მომენტი სწორედ იმ
დღეს, სამ საათსა და ორმოცდაშვიდ წუთზე დადგა – ზუსტად მაშინ,
როდესაც ერთ-ერთ მნახველს არწმუნებდა, რომ პალატაში ძაღლის
შეყვანა არაფრით შეიძლებოდა და რომ ამას, უბრალოდ, ვერ გააკე-
თებდა, მიუხედავად იმისა, რომ ძაღლის საავადმყოფოს მისაღებში
შემოპარება უკვე მოეხერხებინა და იმის მიუხედავადაც, რომ ამ ძაღ-
ლის ნახვა პაციენტის ახირება იყო.
ჯილის წასვლის შემდეგ მარსელი ისევ სავარძელში ჩაეფლო. სუ-
რათებიანი წიგნისკენ აღარ გაუხედავს, უბრალოდ, მოლოდინის იმ რე-
ჟიმზე გადაერთო, რომლისთვისაც შეგვეძლო „მოთმენა“ გვეწოდებინა
და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ ადამიანთა ენა მარსელთა ემოციებსა
და დამოკიდებულებებს სათანადოდ ვერ აღწერდა. გაუნძრევლად იჯ-
და და ბედნიერების მშვიდი განცდით ტკბებოდა, რადგან მოძმემ დაბ-
რუნება აღუთქვა. მზად იყო, ამ ადგილიდან ფეხი არ მოეცვალა, ასე უძ-
რავად მჯდარიყო და მის დაბრუნებას დალოდებოდა, თუნდაც ამას
რამდენიმე წელიწადი დასჭირვებოდა.
საკმაოდ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, თუ რა დრო გასულიყო
მოძმესთან წყლის პირველად გაზიარების შემდეგ – აქაურობა ხომ
დროსა და ფორმაში უცნაურად გამრუდებულიყო, უკვე უამრავი ისეთი

120
რამ ენახა, მოესმინა და განეცადა, რაც მისთვის სრულიად ახალი იყო
და ბოლომდე ჯერაც ვერ დაეგროკა; დროის ცნებას მისი ბუდის კულ-
ტურა დედამიწელებისგან სრულიად განსხვავებულად აღიქვამდა. ეს
ძირეული განსხვავება არა მარსელთა სიცოცხლის ხანგრძლივობით
იყო განპირობებული, არამედ საკითხისადმი სრულიად განსხვავებუ-
ლი მიდგომით. მარსულ ენაზე შეუძლებელი იყო გადაგეთარგმნა წინა-
დადება: „ახლა უფრო გვიანია, ვიდრე გგონია“, ან „მოჩქარეს მოუგვი-
ანდეს“, რასაც განსხვავებული მიზეზები ჰქონდა: პირველი წინადადე-
ბის აღქმა მათთვის სრულიად მიუწვდომელი იყო, მეორე კი ისეთი მკა-
ფიო, რომ მის თქმას, ისევე არ ჰქონდა აზრი, როგორც თევზისთვის აბა-
ზანის მიღების შეხსენებას. მაგრამ ფრაზა „როგორც თავიდან იყო, ახ-
ლაც ისეა და მუდამ იქნება“, იმდენად მარსული იყო, რომ მათ ენაზე
ისევე ადვილად გადათარგმნიდი, როგორც „ორს პლუს ორი უდრის
ოთხს“, რომლის აზრიც მარსზე სულაც არ მიიჩნეოდა შეუვალ ჭეშმარი-
ტებად.
სმიტი იცდიდა.
ოთახში ბრაში შემოვიდა. შეხედა. სმიტი არც შერხეულა. ბრაში
ისევ გავიდა.
როდესაც სმიტს კარის მხრიდან გასაღების ხმა მოესმა, მაშინვე გა-
ახსენდა, რომ მაშინაც სწორედ ეს ხმა
გაიგონა, როდესაც მოძმემ უკანასკნელად მოინახულა. ამრიგად,
ნივთიერებათა მიმოცვლის პროცესი მზადყოფნის რეჟიმში გადაიყვა-
ნა – იმ შემთხვევისთვის, თუ მოვლენათა თანმიმდევრობა ახლაც ად-
რინდელივით განმეორდებოდა. გაოგნდა, როდესაც დერეფანში გამა-
ვალი კარი გაიღო და ოთახში ჯილი შემოიპარა, რადგან არც კი უწყო-
და, რომ ესეც კარი იყო. გონს მალევე მოეგო, დაგროკა, რაც მოხდა და
იმ სრულყოფილი ბედნიერებისა და სისავსის განცდას მიეცა, რომე-
ლიც მხოლოდ თანაბუდელის, წყლისმიერი მოძმის, გარკვეულ შემ-
თხვევებში კი, უხუცესთა გარემოცვაში ყოფნისას თუ ეწვეოდა.
მისი ბედნიერება რამდენადმე შებღალა იმის გაცნობიერებამ, რომ
ამ სიხარულს მისი მოძმე მთელი სისავსით არ იზიარებდა, რის გამოც
იმაზე უფრო დათრგუნვილი იყო, ვიდრე იმ შემთხვევაში იქნებოდა, ბე-

121
დის საშინელი უკუღმართობის გამო დემატერიალიზაციის აუცილებ-
ლობის წინაშე რომ აღმოჩენილიყო.
მაგრამ სმიტს უკვე გაეცნობიერებინა, რომ ამ არსებებს, გარკვეულ
შემთხვევებში, მას ესოდენ რომ ჰგავდნენ, შეეძლოთ ისეთ საშინელ
ემოციებსაც გამკლავებოდნენ, რომლებზე ფიქრიც კი მისთვის აუტანე-
ლი იქნებოდა და ამის შემდეგაც აგრძელებდნენ ცხოვრებას. მაგალი-
თად, მისი მოძმე მაჰმუდი ყოველდღიურად ხუთჯერ განიცდიდა სული-
ერ აგონიას, მაგრამ ამის შედეგად არა მხოლოდ არ კვდებოდა, არა-
მედ იმასაც კი ადასტურებდა, რომ ეს მისთვის აუცილებელი მდგომა-
რეობა იყო. მის მოძმე კაპიტან ვან ტრომპს კი, მოულოდნელად, საში-
ნელი შეტევები იპყრობდა, რასაც, სმიტის აღქმით, ამ შინაგანი წინა-
აღმდეგობის გადასალახავად, დაუყოვნებელი დემატერიალიზაცია
უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ მისი მოძმე, რამდენადაც იცოდა, ჯერაც
ცოცხალი იყო და თავსაც მშვენივრად გრძნობდა.
ამიტომაც განსაკუთრებული მნიშვნელობა არც ჯილის მდგომა-
რეობისთვის მიუნიჭებია.
– აი, ეს ჩაიცვი. სწრაფად! – ჯილმა რაღაც შეკვრა გაუწოდა.
სმიტმა შეკვრა გამოართვა, მაგრამ მეტი აღარ განძრეულა. ჯილმა
შეხედა და უთხრა:
– ოჰ, ღმერთო! კარგი, ახლავე გაიხადე. მე დაგეხმარები.
საბოლოოდ, ჯილი უბრალო დახმარებით არ შემოფარგლულა –
სმიტს საავადმყოფოს ხალათი და ჩუსტები გახადა და ახლებიც ჩააც-
ვა. ეს ტანსაცმელი დიდად არ ეპიტნავებოდა, მაგრამ რაც მისცეს, ის
ჩაიცვა. სმიტს უკვე შეეძლო, ჩაცმა-გახდის პროცესს გამკლავებოდა,
მაგრამ ამას იმდენად სწრაფად ვერ ახერხებდა, როგორც ამ შემთხვე-
ვაში იყო საჭირო. ჯილმა ელვის უსწრაფესად გახადა, რამეთუ, რო-
გორც მედდას, ამის საკმაოდ დიდი გამოცდილება ჰქონდა, სმიტს კი,
როგორც აღმოჩნდა, განსხვავებული სქესის ადამიანებს შორის არსე-
ბული ტაბუს შესახებ არაფერი სმენოდა. მეტიც, ამას ვერც კი გაიგებდა.
ამრიგად, გახდა-ჩაცმის პროცესი არაფერს შეუფერხებია, მხოლოდ და
მხოლოდ ტექნიკური ხასიათის სირთულეები წარმოიქმნა. სმიტი სა-
სიამოვნოდ გაკვირვებული დარჩა იმ მოგრძო ხელოვნური კანით,

122
ჯილმა ფეხებზე რომ ამოაცვა. ამის გამო აღფრთოვანების გამოხატვა
არ დაესრულებინა, რომ, უეცრად, ეს კანი თეძოსკენ
ამოუწია და თასმებით დაუმაგრა. მედდის უნიფორმა, რომელშიც
ჯილმა სმიტი გამოაწყო, მისი არ იყო – გაცილებით ტანსრულ კოლეგას
ბიძაშვილისთვის გამოართვა, რომელიც, თითქოსდა, კოსტიუმირებუ-
ლი წვეულებისთვის ემზადებოდა. ბოლოს სმიტს მედდის ლაბადაც მო-
ასხა და ყელთან შეუკრა. განზე გადგა, თავისი ნახელავი შორიდან შე-
ათვალიერა და დარწმუნდა, რომ მედდის უნიფორმამ როგორც პირვე-
ლადი, ისე მეორადი სქესობრივი მახასიათებლების უმეტესობა, მეტ-
ნაკლებად მაინც შენიღბა. ყოველ შემთხვევაში, იმედი ჰქონდა, რომ ამ
განსხვავებებს ვერავინ შეამჩნევდა. ფეხსაცმელებთან დაკავშირებით
უფრო სერიოზული გართულება წარმოიშვა, რადგანაც სმიტს კარგად
არ მოერგო, მას კი დედამიწის მიზიდულობის პირობებში დგომა და სი-
არული ფეხშიშველსაც უჭირდა.
ბოლოს და ბოლოს, ჯილმა სმიტის გამოწყობა დაასრულა და თავ-
ზე მედდის ჩაჩიც მოარგო.
– თმა ძალიან შეუჭრიათ, – თქვა შეფიქრიანებული ხმით, – მაგრამ
აქ ბევრი ქალი ამაზე მოკლე ვარცხნილობასაც ატარებს. კარგი, წესით,
ამან ზედმეტი ყურადღება არ უნდა მიიქციოს.
სმიტი კვლავინდებურად ჩუმად იყო, რადგან ჯილის ნათქვამიდან
ბევრ ვერაფერს იგებდა. ხვდებოდა, რომ თმა უნდა გაეზარდა, მაგრამ
ისიც მაშინვე გააცნობიერა, რომ ამას საკმაოდ დიდი დრო დასჭირდე-
ბოდა.
– ახლა კი ყურადღებით მომისმინე, – უთხრა ჯილმა, – რაც უნდა
მოხდეს, ერთი სიტყვაც არ წამოგცდეს. ეგ მე მომანდე. მარტო მე ვილა-
პარაკებ. გასაგებია?
– არ უნდა ვილაპარაკო. მე არ ვილაპარაკებ.
– უბრალოდ, გვერდით იარე. არ მომშორდე და არ ჩამომრჩე. აჯო-
ბებს, ხელიხელჩაკიდებულებმა ვიაროთ. არცერთი სიტყვა არ დაგ-
ცდეს, მაგრამ თუ ლოცვა იცი, ილოცე!
– ვილოცო?
– დაივიწყე. უბრალოდ გვერდით მომყევი და არ ილაპარაკო.

123
ჯილმა დერეფანში გამავალი კარი გააღო, გარეთ გაიხედა და
იქაურობა სწრაფად მოათვალიერა. თვალის ერთი შევლებითაც დარ-
წმუნდა, რომ ახლომახლო არავინ იმყოფებოდა, სმიტს ხელი მოჰკიდა
და ოთახიდან გაიყვანა.
დერეფანი სრულიად შეუმჩნევლად გაიარეს, მაგრამ პალატის გა-
რეთ აღმოჩენილი სმიტისთვის იმდენი რამ იყო ახალი, უცხო და უცნა-
ური, რომ ეს ყველაფერი გონებას ურევდა და თვალს სჭრიდა, ვერაფ-
რით
ახერხებდა, აზრებისთვის თავის მოყრას. ჯილის გვერდით ბრმად
მიბარბაცებდა. გრძნობის ორგანოები თითქმის მთლიანად დაეთრგუ-
ნა და სამყაროსგანაც გამოთიშულიყო, რათა ამ ქაოსური შემოტევის-
გან როგორმე თავი დაეცვა.
ჯილმა ხელჩაკიდებული სმიტი დერეფნის ბოლომდე მიიყვანა და
მოძრავ ბილიკზე შეაბიჯა. უეცრად სმიტი წაბარბაცდა და კინაღამ წა-
იქცა. აუცილებლად დაეცემოდა, ჯილს რომ არ მოესწრო და სწრაფად
არ შეეშველებინა ხელი. მორიგე მედდამ ისინი ცნობისმოყვარედ შე-
ათვალიერა, ჯილს კი პასუხად მოგუდული წყევლა-კრულვა ამოხდა.
ამის შემდეგ სმიტთან მიმართებაში მეტ სიფრთხილეს იჩენდა იქამდე,
ვიდრე საავადმყოფოს სახურავზე ამავალ ჩვეულებრივ ლიფტში არ შე-
ვიდნენ. ჯილი დარწმუნებული იყო, რომ სწრაფი მილით სმიტის სახუ-
რავზე აყვანას ვერ მოახერხებდა, ამიტომ არჩევანი ჩვეულებრივ ლიფ-
ტზე შეაჩერა.
სახურავზე ასვლის შემდეგ უფრო სერიოზული პრობლემის წინაშე
აღმოჩნდნენ, თუმცა სმიტი ამას საერთოდ ვერ აცნობიერებდა – ცას
შესცქეროდა და ამ სანახაობით უდიდეს ტკბობას განიცდიდა. აქამდე
მხოლოდ მარსის ცა ჰქონდა ნანახი, პლანეტის დატოვების შემდეგ კი,
მსგავსი აღარაფერი ენახა. ეს ნათელი ცა იყო, იყო ცა ფერადოვანი და
გულის სიხარულით ამავსებელი... თუმცა ასე მხოლოდ სმიტის აღქმაში
იყო – სინამდვილეში, ვაშინგტონისთვის დამახასიათებელი მოღრუბ-
ლული და ნაცრისფერი დღე იდგა. ამასობაში ჯილი უშედეგოდ ეძებდა
ტაქსის. საავადმყოფოს სახურავზე ძეხორციელის ჭაჭანებაც არ იყო.
ქალიც სწორედ ამას იმედოვნებდა, რომ მათი აქ ამოსვლა შეუმჩნევე-

124
ლი დარჩებოდა, რადგან მედდების უმრავლესობა, რომლებსაც ცვლა
მასთან ერთად დასრულებოდათ, ჯერ კიდევ, თხუთმეტი წუთის წინ წა-
სულიყვნენ შინ, ისევე, როგორც შუადღის მნახველები. მაგრამ ეს იმა-
საც ნიშნავდა, რომ საავადმყოფოს სახურავი ტაქსებსაც დაეტოვები-
ნათ. ჯილმა აღარც საჰაერო ავტობუსის დალოდება გარისკა, მიუხედა-
ვად იმისა, რომ სასურველი ნომერი თხუთმეტიოდე წუთში მოვიდოდა.
უკვე აპირებდა, ტაქსი გამოეძახებინა, როდესაც ერთ-ერთმა მათ-
განმა პირდაპირ მათკენ აიღო გეზი და მახლობლად დაეშვა.
– ჯეკ! – გასძახა ჯილმა სახურავის ზედამხედველს, – ეს ტაქსი და-
კავებული ხომ არ არის? მე მჭირდება.
– შესაძლოა, ეს ის ტაქსია, რომელიც ექიმ ფიპსისთვის გამოვიძახე.
– ოჰ, ღმერთო! ჯეკ, ხომ არ შეამოწმებდით, რამდენად სწრაფად
მოვა მომდევნო ტაქსი? ეს ჩემი ბიძაშვილია, მეჯი... სამხრეთის ფრთა-
ში მუშაობს... საშინელი ლარინგიტი აქვს და ასეთ ქარში მისი გაჩერება
არაფრით არ შეიძლება.
სახურავის ზედამხედველმა თავის ჯიხურში ტელეფონს შეავლო
თვალი და თავი მოიფხანა.
– კარგი... ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ თქვენ ხართ, მის ბორდმენ.
მოდი, ეს ტაქსი თქვენ წაიყვანეთ, ექიმ ფიპსისთვის კი სხვას გამოვი-
ძახებ. რას იტყვით?
– ჯეკ, ნამდვილი ანგელოზი ხართ! – ჯილი სმიტს მიუბრუნდა, – არა,
მეჯ, ლაპარაკს ნუ ცდილობ, ჯეკს მე ვეტყვი მადლობას, – ჯილმა ისევ
სახურავის ზედამხედველს შეხედა, – ხმა საერთოდ დაკარგა. სასწრა-
ფოდ სახლში უნდა წავიყვანო და ცხელი რომი დავალევინო.
– აი, მაგან კი ნამდვილად უნდა უშველოს. მკურნალობის ძველი მე-
თოდები ყველაფერს სჯობს. დედაჩემიც სულ ამას ამბობდა ხოლმე, –
ჯეკი ტაქსის მართვის პანელს გადასწვდა და ჯილის სახლის მისამარ-
თი ზეპირად აკრიფა, შემდეგ კი ჩაჯდომაში დაეხმარა. ჯილი პირველი
ჩაჯდა და, როგორღაც მოახერხა, სახურავის ზედამხედველს არ შეემ-
ჩნია, თუ რამდენად უცხო იყო სმიტისთვის ეს ჩვეულებრივი ცერემო-
ნია.
– ძალიან მადლობელი ვარ, ჯეკ, დიდი მადლობა.

125
ტაქსი ცაში აიჭრა და ჯილმაც შვებით ამოისუნთქა. სმიტს მიუბრუნ-
და:
– ახლა შეგიძლია, ილაპარაკო.
– და რა უნდა ვთქვა?
– რაო? არაფერი... ანუ, შეგიძლია, თქვა ნებისმიერი რამ, რაც მო-
გინდება.
სმიტმა ნათქვამი კარგად გაიაზრა: ამ შეთავაზების მასშტაბურობა
შესაბამისი ღირებულების პასუხს მოითხოვდა, რომელიც მოძმეთა შო-
რის არსებულ ურთიერთობას შეეფერებოდა. რამდენიმე შესაძლო პა-
სუხი მოიფიქრა, მაგრამ ყველა დაუყოვნებლივ უარყო, რადგან მათი
სათანადოდ თარგმნა ვერ შეძლო. ბოლოს, სმიტი პასუხის ერთ ვარი-
ანტზე შეჯერდა, რომლის თარგმნაც, თავისი აზრით, საკმაოდ კარგად
შეეძლო და რომელსაც ძალუძდა, ამ უცნაურ და სწორხაზოვან ენაზეც
კი, თუნდაც ნაწილობრივ მაინც გადმოეცა ის სითბო, რომელსაც თანა-
მოძმენი ერთმანეთის მიმართ დაახლოებისას უნდა განიცდიდნენ.
– დაე, ჩვენმა კვერცხებმა ბუდე გაიზიარონ.
– რაო? რა თქვი? – გადახედა გაოგნებულმა ჯილმა.
სმიტმა თავი დათრგუნვილად იგრძნო იმის გამო, რომ შესაბამისი
პასუხის გაცემა ვერ მოახერხა და ეს საკუთარ შეცდომად აღიქვა. მწა-
რედ გააცნობიერა, რომ, დროდადრო, მისი საქციელი ამ არსებების
აღელვებას იწვევდა, მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ მორიგი გა-
უგებრობის თავიდან აცილებისა და ურთიერთგაგების მიღწევის სურ-
ვილი ამოძრავებდა. კიდევ ერთხელ სცადა და, სიტყვათა არც ისე მდი-
დარი მარაგის სრულად მობილიზებით, აზრი სხვა ფორმით გადმოსცა:
– ჩემი ბუდე შენიცაა და შენი ბუდე ჩემიც.
– რა სასიამოვნოა! – ამჯერად ჯილმა მოახერხა და გაუღიმა, –
დარწმუნებული არ ვარ, რომ მესმის, რასაც გულისხმობ, მაგრამ ის კი
ზუსტად ვიცი, რომ ეს საუკეთესო რამ არის, რაც კი ოდესმე შემოუთავა-
ზებიათ, – ერთხანს ჩუმად იყო, შემდეგ კი დასძინა: – მაგრამ ახლა ყე-
ლამდე პრობლემებში ვართ... ასე რომ, უკეთესი იქნება, თუ ამ საქმეს
დროებით გადავდებთ. რას იტყვი, თანახმა ხარ?

126
სმიტს ჯილის ლაპარაკიდან იმაზე მეტი ესმოდა, ვიდრე ჯილს მისი.
მიუხედავად იმისა, რომ სიტყვების მნიშვნელობის აღქმა უჭირდა, მოძ-
მის სასიამოვნო განწყობა მაინც შეეგრძნო და იმასაც მიმხვდარიყო,
რომ უნდა დაეცადა. ლოდინი სწორედ ის იყო, რაც შესანიშნავად გა-
მოსდიოდა, ამიტომ სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და, თანამოძმეს-
თან ურთიერთობით კმაყოფილი, ფერხთით გადაშლილი ხედით
ტკბობას მიეცა. აქაურობას სიმაღლიდან პირველად ხედავდა და სა-
ითაც უნდა გაეხედა, ყველგან უამრავ დასაგროკს აწყდებოდა. სმიტმა
გაიაზრა, რომ ის ეპითეტები, რომელთაც შინ იყენებდნენ, სათანადოდ
არ შეესაბამებოდა მის წინ გადაშლილ შესანიშნავ ხედს. ამ ფიქრმა კი-
ნაღამ იქამდე მიიყვანა, რომ მარსელებისა და დედამიწელების ქალა-
ქების მოწყობის მეთოდების ურთიერთშედარება დაეწყო, რაც უხუცე-
სების მხრიდან მოსაწონი არ იქნებოდა, ამიტომ მისი გონება ავტომა-
ტურად განერიდა ამ ერესს.
ჯილიც ჩუმად იჯდა და აზრების თავმოყრას ცდილობდა. უეცრად
გააცნობიერა, რომ ტაქსი უკვე მის სახლს მიახლოებოდა და, სულ მა-
ლე, დაეშვებოდა კიდეც. ახლაღა გაიაზრა, რომ ეს სახლი უკანასკნე-
ლი ადგილი იყო, სადაც წასვლა, შექმნილ ვითარებაში, მიზანშეწონი-
ლი იქნებოდა, რადგან, როგორც კი მიხვდებოდნენ, თუ როგორ მო-
ახერხა სმიტმა საავადმყოფოდან გაქცევა და ვინ შეიძლებოდა ამაში
დახმარებოდა, მათ ძებნას სწორედ აქედან დაიწყებდნენ. საკუთარი
თავის მოტყუება სულაც არ უცდია – მშვენივრად იცოდა, რომ კვალი არ
დაუფარავს. პოლიციის მეთოდებისა ბევრი არაფერი გაეგებოდა, მაგ-
რამ იმდენი კი ესმოდა, რომ სმიტის ოთახში თითის ანაბეჭდები და-
ეტოვებინა, რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ადამიანებზე, რომლებმაც
ისინი ერთად დაინახეს. როგორც ყურმოკვრით იცოდა, ისიც შესაძლე-
ბელი იყო, რომ ტაქსის ავტოპილოტის ჩანაწერები შეემოწმებინათ და
ზუსტად დაედგინათ, რა მიმართულებებით იფრინა მთელი დღის გან-
მავლობაში, სად იყო და როდის.
ჯილი ღილაკებს გადასწვდა და ბოლოს შეყვანილი თავისი მისა-
მართი ბაზიდან წაშალა. ზუსტად არ იცოდა, ეს ჩანაწერი მაინც დარჩე-
ბოდა თუ არა ტაქსის ავტოპილოტის მეხსიერებაში, მაგრამ ისეთ ადგი-

127
ლას წასვლას ნამდვილად აღარ აპირებდა, სადაც, სავარაუდოდ, პო-
ლიცია უკვე ელოდა.
ტაქსი სამოძრაო სივრციდან აიჭრა და ჰაერში გაჩერდა. ჯილი და-
ფიქრდა, თუ სად შეიძლებოდა,
წასულიყო, მთელ ამ ქალაქში სად შეეძლო დაემალა ზრდასრული
ადამიანი, რომელსაც, ფაქტობრივად, ნახევრად იდიოტი ეთქმოდა და
დამოუკიდებლად ჩაცმაც არ შეეძლო. თანაც მას ხომ მთელ დედამიწა-
ზე, ნებისმიერ სხვა ადამიანზე უფრო მეტი გავეშებით ეძებდნენ. ნეტა-
ვი, ბენი ყოფილიყო აქ! ბენ... სად ხარ?
ჯილი ისევ ღილაკებისკენ დაიხარა და მექანიკურად ბენის ნომერი
აკრიფა, თუმცა არანაირი იმედი აღარ ჰქონდა, რომ ის უპასუხებდა და
არა ავტომოპასუხის უემოციო ხმა, რომელიც ისევ შეტყობინების და-
ტოვებას შესთავაზებდა. ჯილი სიხარულისგან ლამის შეხტა, როდესაც
მამაკაცის ხმა მოესმა... მაგრამ მაშინვე გააცნობიერა, რომ ეს ბენის
ხმა კი არ იყო, არამედ მისმა თანაშემწე ოსბერტ კილგალენმა უპასუხა.
– ოჰ, მომიტევეთ, მისტერ კილგალენ, ჯილ ბორდმენი ვარ. მეგონა,
რომ მისტერ კექსტონს შინ ვურეკავდი.
– მართლაც მისი სახლის ნომერზე დარეკეთ. საქმე ისაა, რომ ამ ნო-
მერზე შემოსულ ზარებს რედაქციის ნომერზე ვამისამართებთ ყოველ-
თვის, როცა კი ის ოცდაოთხ საათზე მეტი დროით ტოვებს ქალაქს, ან,
უბრალოდ, არ ჩანს.
– ანუ ჯერაც არ გამოჩენილა?
– ვშიშობ, რომ ასეა. კიდევ რამით ხომ არ დაგეხმაროთ?
– ოჰ, არა. მისმინეთ, მისტერ კილგალენ, უცნაურად არ გეჩვენებათ,
რომ ბენი ასე უეცრად გაუჩინარდა? ეს ამბავი არ გაწუხებთ?
– რატომ უნდა მაწუხებდეს? არაფერი არ არის სანერვიულო. მან
შეტყობინება დატოვა და დაგვიბარა, რომ არ იცოდა, რამდენი ხნით
მოუწევდა წასვლა.
– მაგრამ არ ფიქრობთ, რომ თვით ეგ ფაქტიც საკმაოდ უცნაურია?
– მისტერ კექსტონის საქმიანობიდან გამომდინარე, ამაში უცნაური
არაფერია, მის ბორდმენ.

128
– ჰო, მაგრამ... მაინც მგონია, რომ მის გაუჩინარებაში რაღაც ისე ვე-
რაა... ვფიქრობ, ამის თაობაზე უნდა განაცხადოთ, ეს ამბავი ყველა სა-
ინფორმაციო სამსახურს უნდა აცნობოთ და მთელ ქვეყანას შეატყობი-
ნოთ... მთელ მსოფლიოს!
მიუხედავად იმისა, რომ ტაქსის ტელეფონს გამოსახულება არ
ჰქონდა, ოსბერტ კილგალენის ხმიდან გამომდინარე, ჯილმა იგრძნო,
როგორ გაიმართა წელში.
– ვშიშობ, მის ბორდმენ, რომ მისი მითითებების სათანადოდ გაგე-
ბა და შესრულება მე უნდა მომანდოთ. თანაც... არ მინდა, გაწყენინოთ,
მაგრამ მისტერ კექსტონს გამუდმებით ურეკავენ ვიღაც... „ახლო მე-
გობრები“. როცა ის ქალაქიდან გადის, ყოველთვის ასე ხდება.
გაბრაზებულმა ჯილმა გაიფიქრა, რომ კილგალენი იმ სულელ ქალ-
თაგან რომელიმეს გულისმხობდა, ბენისთვის უღლის დადგმა რომ უნ-
დოდათ და ფიქრობდა, ჯილის სახით მორიგ ასეთ ქალთან ჰქონდა
საქმე. ჯილს აღარც უფიქრია, კილგალენისთვის დახმარება ეთხოვა
და საუბარი სასწრაფოდ დაუსრულა.
მაგრამ სად უნდა წასულიყო? და, უეცრად, მის გონებაში ხსნა ამო-
ტივტივდა: თუ ბენი მართლა გაუჩინარებული იყო და ამ ამბავში მთავ-
რობის ხელი ერია, მაშინ მისი ბინა უკანასკნელი ადგილი იქნებოდა,
სადაც ვალენტაინ სმიტს მოიკითხავდნენ. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში
იქნებოდა მოსალოდნელი, თუ ჯილს ბენთან როგორღაც დააკავში-
რებდნენ, მაგრამ ეს არც ისე დამაჯერებლად მიაჩნდა.
ბინაში ცოტაოდენ საკვებსაც გამოჩხრეკდნენ. მზა საჭმლის გამო-
ძახებას ვერ გაბედავდა, რადგან მათ უკვე ეცოდინებოდათ, რომ ბენი
იქ არ იმყოფებოდა. იმაზეც იფიქრა, რომ მის გარდერობში ამ სულელი
ბავშვისთვისაც აარჩევდა რამეს. უკანასკნელმა მიზეზმა ყველაფერი
გადაწყვიტა. ჯილმა ბენის მისამართი აკრიფა, ტაქსი ადგილიდან და-
იძრა და ახალ ნაკადს შეერია.
როგორც კი ბენის ბინის კარს მიუახლოვდა, ჯილმა ხმოვან საკეტ-
თან დაიჩურჩულა: „კართაგენი უნდა დაინგრეს!“[34]
არაფერი მომხდარა. ეშმაკმა წაიღოს მისი თავი! როგორც ჩანს,
ბენს პაროლი შეეცვალა. ჯილი ერთხანს გაუნძრევლად იდგა და ცდი-

129
ლობდა, არ ჩაკეცილიყო, ხოლო სმიტს მისი სასოწარკვეთილება შეემ-
ჩნია. ბოლოს თავის ხელში აყვანა მოახერხა და ტუჩები ისევ ხმოვან
საკეტს მიუახლოვა. კარზე „რეითეონის“[35] წარმოებული საკეტი ეყე-
ნა, რომლის საერთო სისტემაც არა მხოლოდ საკეტს ამუშავებდა, არა-
მედ სახლის პატრონს სტუმრის შესახებაც ატყობინებდა. ჯილმა გა-
დაწყვიტა, საკუთარი ვინაობა დაესახელებინა და იმის მცირედი შან-
სიც გამოეყენებინა, რომ ბენი დაბრუნებული იქნებოდა.
– ბენ, ჯილი ვარ.
კარი სრიალით გაიღო.
შევიდნენ, კარი დაიკეტა. ერთი წამით ისიც იფიქრა, რომ ბინაში
ბენმა შეუშვა, შემდეგ კი გააცნობიერა, რომ, სრულიად შემთხვევით,
მის მიერ დაყენებული ახალი პაროლი წარმოეთქვა... როგორც ჯილმა
დაასკვნა, ეს, ერთი მხრივ, ქათინაურად უნდა ყოფილიყო ჩაფიქრებუ-
ლი, მეორე მხრივ კი, როგორც
ეშმაკური ტაქტიკური სვლა. გაიფიქრა, რომ სიამოვნებით იტყოდა
ასეთ ქათინაურზე უარს, ოღონდ კი ის საშინელი შიში არ გამოეცადა,
რომელიც მაშინ იგრძნო, როდესაც ბენის ბინის კარი ძველ პაროლზე
არ გაიღო.
სმიტი მშვიდად იდგა ხშირი ბალახით დაფარული ხალიჩის წინ და
ოთახს ათვალიერებდა. მისთვის ეს ადგილიც იმდენად ახალი და უც-
ხო იყო, რომ მიხვდა, ყველაფერს ერთბაშად ვერ დაგროკავდა, მაგრამ
ის კი მაშინვე გააცნობიერა, რომ აქ ყოფნა უდიდეს სიამოვნებას ანი-
ჭებდა. მართალია, ისეთი ამაღელვებელი არ იყო, როგორც ის მოძრა-
ვი ადგილი, რომელშიც სულ ახლახან იმყოფებოდნენ, მაგრამ აქ გაცი-
ლებით ადვილი იყო კონცენტრირება, მობილიზება და საკუთარ თავში
ჩაღრმავება. სმიტმა ინტერესით გახედა ოთახის მეორე ბოლოში ამოჭ-
რილ ფანჯარას, საიდანაც მშვენიერი ხედი იშლებოდა, მაგრამ მასში
ფანჯარა ვერ ამოიცნო, მიიჩნია, რომ ისეთივე ცოცხალ მოძრავ სუ-
რათს უყურებდა, როგორებსაც შინ, მარსზე იყო ჩვეული. „ბეთესდას“
ერთ-ერთ ახალ ფრთაში მდებარე მის პალატას ფანჯრები საერთოდ
არ ჰქონია, ამრიგად აქამდე ფანჯარას მოვლენის დონეზეც არ იცნობ-
და.

130
მან მოწონებით შენიშნა, ამ ვიზუალურ სიმულაციაში როგორ შესა-
ნიშნავად იყო გადმოცემული სიღრმე და მოძრაობა – ასეთი სრულყო-
ფილი „სურათი“ ნამდვილად ადამიანთა შორის უდიდეს ხელოვანს უნ-
და შეექმნა! აქამდე ისეთი არაფერი ენახა, რაც იმის ფიქრის საშუალე-
ბას მისცემდა, რომ დედამიწელები ხელოვნებას აღმერთებდნენ. ამის
გააზრების შემდეგ ადამიანთა არსი უფრო ღრმად დაგროკა და სით-
ბოთი აღივსო.
უეცრად მისი ყურადღება რაღაც მოძრაობამ მიიპყრო. შემობრუნდა
და დაინახა, რომ მისი მოძმე იხდიდა – ფეხებიდან ჯერ ხელოვნური კა-
ნი გაიხადა, ბოლოს კი ფეხსაცმელებიც მიაყოლა.
ჯილმა შვებით ამოისუნთქა და ფეხის თითებით ბალახს მიუალერ-
სა.
– ო, ღმერთო, როგორ მტკივა ფეხები! – თქვა, თავი ასწია და და-
ინახა, რომ სმიტი მისთვის დამახასიათებელი ბავშვური ინტერესით
აღსავსე, და საკმაოდ შემაწუხებელი მზერით მიშტერებოდა, – თუ გინ-
და, მომბაძე. მოგეწონება.
– რა გაგიკეთო? – დაბნეულად დაახამხამა თვალები სმიტმა.
– სულ მავიწყდება... მოდი, მოგეხმარები, – ჯილმა ჯერ ფეხსაცმე-
ლები გახადა, შემდეგ კი კოლჰოტის სამაგრები შეუხსნა და ისიც გახა-
და, – აბა, რას იტყვი, თავს უკეთესად არ გრძნობ?
სმიტმა ფეხის თითები გრილ ბალახში გაამოძრავა, შემდეგ კი მო-
რიდებით თქვა:
– ეს ცოცხალია?
– რა თქმა უნდა, ცოცხალია. ეს ნამდვილი, ცოცხალი ბალახია და
ბენს საკმაოდ ძვირიც დაუჯდა. ჯერ მარტო სპეციალური განათება იმა-
ზე მეტი ღირს, ვიდრე მე მთელი თვის განმავლობაში გამოვიმუშავებ.
ასე რომ, მიდი, ბალახზე ფეხშიშველმა გაიარ-გამოიარე და ფეხებს
შვება აგრძნობინე.
სმიტმა მოსმენილიდან ბევრი ვერაფერი გაიგო, მაგრამ იმდენს კი
მიხვდა, რომ ბალახი ცოცხალი არსებების ერთობლიობა იყო და მას,
ასევე ცოცხალ არსებას, მათ ფეხით გათელვას სთავაზობდნენ.

131
– ცოცხალ არსებებზე ვიარო? – ჰკითხა უკიდურესად შეძრწუნებულ-
მა.
– რაო? რატომაც არა? ბალახი ტკივილს არ გრძნობს. ის სპეციალუ-
რადაა გამოზრდილი იმისთვის, რომ სახლში ხალიჩის მაგივრობა გას-
წიოს.
სმიტი იძულებული გახდა, საკუთარი თავისთვის შეეხსენებინა,
რომ, შეუძლებელი იყო, წყლისმიერ მოძმეს არასწორი საქციელის ჩა-
დენისკენ ებიძგებინა. ამრიგად, აღელვებულმა თავს უფლება მისცა,
გაებედა და ბალახზე გაევლო. მისდა გასაკვირად, აღმოაჩინა, რომ ეს
ფრიად სასიამოვნო იყო და არც ცოცხალი არსებები გამოხატავდნენ
რაიმე სახის პროტესტს. მან მსგავსი მოვლენებისადმი საკუთარი
მგრძნობელობის ხარისხი მაქსიმალურ დონემდე აიყვანა და საბოლო-
ოდ დარწმუნდა, რომ მისი მოძმე არ ტყუოდა – ამ არსებათა ბუნებრივი
მდგომარეობა სწორედ რომ მათზე სიარული იყო. გადაწყვიტა, ეს ფაქ-
ტი გაეთავისებინა და სათანადო პატივიც მიეგო. ეს, მნიშვნელოვანწი-
ლად, იმის მცდელობას ჰგავდა, რომ ადამიანს კანიბალიზმის დადები-
თი მხარეების დანახვა ეცადა, თავად ამ მოვლენაში კი სმიტი უჩვეუ-
ლოს ვერაფერს ხედავდა.
– აჯობებს, თამაშს შევეშვა და პირდაპირ გითხრა ყველაფერი, –
ამოიხვნეშა ჯილმა, – არ ვიცი, რამდენ ხანს ვიქნებით აქ უსაფრთხოდ.
– უსაფრთხოდ?
– აქ დიდხანს ვერ გავჩერდებით. სავარაუდოდ, ყველას ამოწმებენ,
ვინც კი დღეს „ბეთესდას ცენტრი“ დატოვა და ყველა მიმართულებით
გვეძებენ, – ჯილმა შუბლი შეიჭმუხნა. ფიქრობდა, რა გზას დასდგომო-
და. მისი სახლი სამალავად სრულიად შეუფერებელი იყო, სმიტის დი-
დი ხნით დასამალად კი არც ეს ადგილი გამოდგებოდა – ბენიც ხომ იუ-
ბალ ჰარშოუსთან უპირებდა წაყვანას. მაგრამ ჯილი ჰარშოუს არ იც-
ნობდა, ზუსტად ისიც არ იცოდა, სად ცხოვრობდა, როგორც ბენმა თქვა,
სადღაც პოკონოსშიო. რა გაეწყობოდა – პირველ რიგში, უნდა ეცადა,
როგორმე ჰარშოუს ადგილსამყოფელი დაედგინა და დაკავშირებო-
და. ეს უკვე ჰობსონის არჩევანი[36] იყო. წასასვლელი სხვაგან არსად
ჰქონდათ.

132
– რატომ არ ხარ ბედნიერი, ჩემო მოძმე?
ჯილი ფიქრებიდან გამოერკვა და სმიტს შეხედა. ეს საბრალო ბავ-
შვი რატომ ვერ აცნობიერებდა, რომ რაღაც ხდებოდა?! ძალიან დიდი
ძალისხმევითაც ვერ მოეხერხებინა, მოვლენები მისი თვალთახედვით
შეეფასებინა, მაგრამ იმდენს კი ხვდებოდა, რომ სმიტს წარმოდგენაც
არ ჰქონდა, რა მდგომარეობაში იყვნენ, რომ გარბოდნენ, თუმცა ჯილ-
მაც არ უწყოდა, ვის გაურბოდნენ – პოლიციას? საავადმყოფოს ადმი-
ნისტრაციას? ჯილმა ზუსტად ისიც არ იცოდა, რა დააშავა და რომელი
კანონები დაარღვია. უბრალოდ, იცოდა, რომ ძალიან დიდი გავლენის
მქონე ადამიანების ნებას აღუდგა, რომ უზარმაზარი ძალაუფლების
მფლობელთ დაუპირისპირდა, მათ, ვინც გადაწყვეტილებებს იღებ-
დნენ.
მაგრამ როგორ უნდა აეხსნა მარსელი ადამიანისთვის, თუ რა მას-
შტაბის ძალის პირისპირ იდგნენ, როდესაც ამაში თვითონაც ვერ გარ-
კვეულიყო? საერთოდ, ჰყავდათ კი მარსზე პოლიციელები? სმიტთან
ლაპარაკი, სანახევროდ მაინც, ხომ წვიმის საცრით შეგროვებას ჰგავ-
და.
ო, ზეცავ! ის მაინც თუ იცოდა, რა იყო საცერი? ან წვიმა?
– შენ არაფერზე ინერვიულო, – მხნეობა მოიკრიბა ჯილმა, რათა
სმიტიც გაემხნევებინა, – უბრალოდ, ისე მოიქეცი, როგორც მე გეტყვი.
– დიახ.
ეს სრული და ურყევი მიმღებლობა იყო, მარადიული თანხმობა.
უეცრად ჯილმა გააცნობიერა, რომ თუ სთხოვდა, სმიტი ფანჯრიდანაც
უყოყმანოდ გადაეშვებოდა. ამაში დარწმუნებული იყო. სმიტი დაუფიქ-
რებლად გადახტებოდა მეოცე სართულიდან და ვარდნის ყოველი წა-
მითაც დატკბებოდა, დემატერიალიზაციას კი, რომელიც დაცემას უნ-
და მოჰყოლოდა, სრულიად უშფოთველად, ყოველგვარი გაკვირვები-
სა და პროტესტის გარეშე შეხვდებდა. ასე მოხდებოდა, მიუხედავად
იმისა, რომ იცოდა, ეს დაცემა სიკვდილს გამოიწვევდა, მაგრამ სიკ-
ვდილის შიში იმთავითვე მისი აღქმის არეალის მიღმური მოვლენა
იყო. თუ წყლისმიერი მოძმე მისი დემატერიალიზაციის ასეთ უცნაურ

133
გზას აირჩევდა, იგი, უბრალოდ, მის მიმართ ხოტბას აღავლენდა და
ეცდებოდა, როგორმე დაეგროკა.
– კარგი, აქ ასე დიდხანს ვერ ვიდგებით და მხოლოდ ფეხებს ვერ
გავანებივრებთ, უნდა ვჭამოთ კიდეც. პირველ რიგში, კარგად უნდა გა-
მოგკვებო და სხვა ტანსაცმელშიც გამოგაწყო, შემდეგ კი აქედან წავი-
დეთ. გაიხადე, – ჯილი ბენის გარდერობში სმიტისთვის შესაფერისი
სამოსის შესარჩევად გავიდა.
ისეთი კოსტიუმი შეურჩია, რომელიც ზედმეტ ყურადღებას არ მიიქ-
ცევდა, ასევე ბერეტი, პერანგი, საცვლები და ფეხსაცმელები. ამასობა-
ში კი სმიტი ისე გახლართულიყო თავის ტანსაცმელში, როგორც კნუტი
საქსოვ ძაფში: ცდილობდა, უნიფორმა როგორმე დაემორჩილებინა,
მაგრამ ჯერ ცალი ხელი გაეჭედა, შემდეგ კი კაბა სულაც თავზე წამო-
ემხო, რისი მიზეზიც ის იყო, რომ ვიდრე მის გახდას დაიწყებდა, მანამ-
დე ლაბადის შემოხსნაზე არც უფიქრია.
– ო, ღმერთო, – აღმოხდა ჯილს და სმიტს დასახმარებლად მიაშუ-
რა.
ჯილმა სმიტი ტანსაცმლის ტყვეობიდან გაათავისუფლა და კაბას
ერთხანს დაფიქრებული დასცქეროდა. ბოლოს გადაწყვიტა, თავიდან
მოეშორებინა და სავენტილაციო მილში ჩატენა. ეტა შერეს მის საფა-
სურს მოგვიანებით აუნაზღაურებდა. ასე ჯილი ყოველი შემთხვევის-
თვის მოიქცა, რადგან სულაც არ სურდა, პოლიციელებს ეს უნიფორმა
ამ სახლში აღმოეჩინათ.
– ახლა კი, ჩემო კარგო, ვიდრე ბენის სუფთა ტანსაცმელს ჩაგაცმევ,
აბაზანა უნდა მიიღო. როგორც ვხედავ, სათანადო ყურადღებას არ გაქ-
ცევდნენ. აბა, ერთი აქეთ წამოდი, – ჯილი მედდა იყო, ამიტომ უსია-
მოვნო სუნს მიჩვეულიყო და დიდ ყურადღებას არც აქცევდა, მაგრამ
იმავე მედდობის გამო წყალთან და საპონთან ჭეშმარიტად ფანატიკუ-
რი დამოკიდებულება ჰქონდა... ხედავდა, რომ, ბოლო დროს, ამ პაცი-
ენტის ჰიგიენაზე არავის ეზრუნა. მართალია, სმიტს ძალიან მძაფრი სუ-
ნიც არ ასდიოდა და საპნის კვალიც შემორჩენოდა, მაგრამ ფაქტი იყო
– ჯილს შუადღის მზეზე გახვითქულ ცხენს აგონებდა.

134
სმიტი სიამოვნებით ადევნებდა თვალს, როგორ ავსებდა ჯილი
აბაზანას. მის პალატაში აბაზანაც იდგა, მაგრამ არ იცოდა, რომ ეს რა-
ღაცა წყლის ასავსებად გამოიყენებოდა. მას მხოლოდ ჰიდრავლიკურ
საწოლში ბანდნენ და ისიც ხანადახან, რადგან, არცთუ იშვიათად, მის-
თვის ჩვეულ ტრანსის მსგავს მდგომარეობაში ვარდებოდა.
ჯილმა ხელი წყალში ჩაყო და ტემპერატურა შეამოწმა.
– კარგია. აბა, ჩაძვერი.
სმიტს ფეხი არ მოუცვლია. არც კი განძრეულა. ამის ნაცვლად დაბ-
ნეული მიშტერებოდა.
– დროზე, – განკარგულება გასცა ჯილმა, – წყალში ჩაწექი!
სმიტმა ზედმიწევნით ზუსტად გაიგო ჯილის მიერ გამოყენებული
სიტყვების მნიშვნელობა, ამდენად, მის მითითებას უპრობლემოდ და-
ემორჩილა, მაგრამ მოზღვავებული ემოციებისგან სუნთქვა ჰქონდა
შეკრული, რადგან თანამოძმეს სურდა, რომ მთელი სხეული სიცოც-
ხლის წყალში ჩაეძირა. ესოდენ დიდი პატივი აქამდე არასდროს და
არავისგან რგებია; არც კი სმენოდა, რომ ვინმესთვის მაინც მიენიჭები-
ნათ ასეთი წმინდა პრივილეგია. სულ უფრო რწმუნდებოდა, რომ ეს უც-
ხო ხალხი სიცოცხლეს უკეთესად იცნობდა... ამის მიზეზი ჯერ სათანა-
დოდ ვერ დაეგროკა, მაგრამ ეს ფაქტი მაინც უნდა მიეღო.
მან ჯერ ერთი აკანკალებული ფეხი ჩაყო წყალში, შემდეგ მეორეც
მიაყოლა... აბაზანაში ნელა ჩაეშვა და თანდათან მთლიანად წყლის
ქვეშ ჩასრიალდა.
– ჰეი! – შეჰყვირა ჯილმა, ხელები თავზე წაავლო, წყლიდან ამოა-
ყოფინა და ელდა ეცა, როცა დაინახა, რომ ხელში თითქმის უსიცოც-
ხლო სხეული შერჩენოდა. ღმერთო! ასე უცებ ხომ ვერ დაიხრჩობოდა,
ეს ხომ სრულიად გამორიცხული იყო! ამის გაცნობიერების მიუხედა-
ვად, ჯილს მაინც საშინლად შეეშინდა და სმიტს ნჯღრევა დაუწყო.
– სმიტ! გამოფხიზლდი! გონს მოდი!
სმიტს სადღაც შორიდან მისწვდა თანამოძმის ძახილი და მობრუ-
ნება დაიწყო. თვალებზე გადაკრული ბინდი გაეფანტა, გულისცემა გა-
ნუახლდა და სუნთქვაც აღუდგა.
– ყველაფერი რიგზეა?- შეშფოთებით ჰკითხა ჯილმა.

135
– ყველაფერი რიგზეა. ძალიან ბედნიერი ვარ... ჩემო მოძმე.
– საშინლად შემაშინე. მისმინე, თავი წყალში აღარ ჩაყო. ასე იჯექი,
როგორც ახლა ხარ.
– კარგი, ჩემო მოძმე, – სმიტმა კიდევ რაღაც დაამატა უცნაურ და
ჯილისთვის სრულიად გაუგებარ ენაზე, შემდეგ კი პეშვით წყალი ამოი-
ღო და ტუჩებთან მიიტანა, რაც ისეთი სასოებით გააკეთა, თითქოს ხე-
ლისგულებში წყალი კი არა, ძვირფასი ქვები ჰქონდა მოქცეული.
წყალს ტუჩებით შეეხო და ჯილსაც გაუწოდა.
– რას აკეთებ, აბაზანიდან ნუ სვამ! არა, არც მე მინდა ამის დალევა.
– ნუ ვსვამ?
სმიტს ისეთი შესაბრალისი გამომეტყველება ჰქონდა, რომ ჯილმა
აღარ იცოდა, რა გაეკეთებინა. ქალი ჯერ ყოყმანობდა, შემდეგ კი თავი
დახარა და შეთავაზებულ წყალს ტუჩებით ოდნავ შეეხო.
– გმადლობ.
– დაე, არასოდეს მოწყურებულიყავი!
– იმედი მაქვს, რომ წყურვილი არც შენ შეგაწუხებს ოდესმე, მაგრამ
ეს აღარ გააკეთო. თუ წყალი მოგინდება, მითხარი და მოგიტან, ოღო-
ნდ ეს წყალი არ დალიო.
სმიტი კმაყოფილი ჩანდა და წყნარად იჯდა. ჯილი უკვე ბოლომდე
დარწმუნებულიყო, რომ აქამდე
მარსელი აბაზანაში არასოდეს წოლილიყო და არც ის იცოდა, კი-
დევ რა შეიძლებოდა აქ გაეკეთებინა. ჯილმა შექმნილი ვითარება კარ-
გად აწონ-დაწონა. ცხადია, შეეძლო, სმიტისთვის აბაზანით სარგებ-
ლობა ესწავლებინა, მაგრამ უკვე ძვირფას დროს კარგავდნენ. იქნებ
ჯობდა, რომ სმიტი სულაც დაუბანელი წაეყვანა?
ჯანდაბას! ბოლოს და ბოლოს, ეს ხომ ფსიქიატრიული განყოფილე-
ბის პაციენტი არ იყო და არც მისი დაბანა იქნებოდა დიდი ამბავი. სმი-
ტის აბაზანიდან ამოთრევისას, ჯილი ისედაც მხრებამდე დასველებუ-
ლიყო, ამიტომ პერანგი გაიხადა და იქვე გადაფინა – როდესაც მარსე-
ლი „ბეთესდას ცენტრიდან“ წამოიყვანა, უნიფორმა უკვე გამოეცვალა,
ჟაკეტი კი სააბაზანოში შესვლამდე გაეხადა და სასტუმრო ოთახში და-
ეტოვებინა. ერთხანს ჩაფიქრებული დაჰყურებდა თავის მუხლებამდე

136
ქვედაკაბას, რომლის ნაკეცებიც, მართალია, სპეციალური დამცავი
ნივთიერებით იყო დამუშავებული, მისი დასველება მაინც სულელუ-
რად მიიჩნია. ამიტომ მხრები აიჩეჩა, ელვა შესაკრავი ჩაიხსნა, ქვედა-
კაბა გაიხადა და მხოლოდ საცვლების ამარა დარჩა.
სმიტს გადახედა, რომელიც ბავშვური ინტერესითა და უცოდველი
მზერით შესცქეროდა. ჯილმა მოულოდნელად იგრძნო, რომ, მისთვის
გასაკვირად, თანდათან წითლდებოდა. ქალი ყოველთვის ფიქრობდა,
რომ ზედმეტი სიმორცხვე მისთვის უცხო იყო. მეტიც, შესაფერის დროსა
და ადგილას სიშიშვლისაც არ რცხვენოდა. უცებ ჯილს გაახსენდა, რომ
პირველად ნუდისტურ წვეულებაზე ჯერ კიდევ თხუთმეტი წლის ასაკში
გაერთო, მაგრამ ზრდასრული მამაკაცის ასეთი ბავშვური მზერის გამო
უხერხულობას გრძნობდა, ამიტომ, გადაწყვიტა, რომ აჯობებდა, საც-
ვლების დასველებასა და სხეულზე მიკრობას წინასწარ შეჰგუებოდა,
ვიდრე ის გაეკეთებინა, რაც ამ ვითარებაში სრულიად ლოგიკური და
უფრო მარტივი გამოსავალი იქნებოდა.
ჯილი ცდილობდა, უხერხულობა საქმიანად მოქცევით დაეფარა.
– აბა, საქმეს მივხედოთ. ერთი კარგად უნდა გაგხეხო, – აბაზანის
გვერდით მუხლებზე დაეშვა, თხევადი საპონი სმიტს მხრებზე დაასხა
და კანზე აუქაფა.
უეცრად სმიტმა წყლიდან ხელი ამოიღო და ჯილს მარჯვენა ძუძუზე
დაადო. ჯილმა რეფლექსურად დაიხია და კინაღამ საპნის ბოთლიც
გაუვარდა.
– ჰეი! ეგეთები არ გინდა!
სმიტმა ისეთი გამომეტყველება მიიღო, თითქოს ჯილმა სილა გააწ-
ნაო.
– არა? – თქვა ტრაგიკული ხმით.
– არა, – მტკიცედ დაუდასტურა ჯილმა, მაგრამ როგორც კი მისი გა-
მომეტყველება შეამჩნია, რბილი ხმით დაამატა: – ყველაფერი რიგზეა,
უბრალოდ ასეთ რაღაცებს ნუ გააკეთებ, როდესაც დაკავებული ვარ,
ყურადღებას ნუ გამიფანტავ.
ჯილმა აბაზანიდან საცობი ამოაძრო და ჭუჭყიანი წყალი გაუშვა,
შემდეგ კი სმიტს წამოდგომაში დაეხმარა და ქაფის ჩამოსაშორებლად

137
სუფთა წყალი გადაავლო. ვიდრე სმიტი თბილი ჰაერის ჭავლით შრე-
ბოდა, ჯილმა შვებით ამოისუნთქა და ჩაცმა დაიწყო. თავდაპირველად
თბილმა ჰაერმა სმიტი შეაკრთო და კანკალი დააწყებინა, მაგრამ
ჯილმა დაამშვიდა და აუხსნა, რომ საშიში არაფერი იყო და რომ თავის
შესაკავებლად აბაზანის უკან კედელზე მიმაგრებულ სახელურს ჩასჭი-
დებოდა. როცა სმიტმა გამშრალება დაასრულა, ჯილი უკვე ჩაცმული
იყო და სმიტს აბაზანიდან გადმოსვლაში დაეხმარა.
– ახლა უკეთესი სუნი აგდის და, დარწმუნებული ვარ, თავსაც უკეთ
გრძნობ.
– კარგად ვგრძნობ.
– ძალიან კარგი. აბა, მოდი, ტანსაცმელსაც მივხედოთ, – ჯილი
სმიტს ბენის საძინებლისკენ გაუძღვა, სადაც მისთვის ამორჩეული ტან-
საცმელი ჰქონდა გადადებული. აპირებდა, აეხსნა და ეჩვენებინა, თუ
როგორ უნდა ჩაეცვა, საჭიროების შემთხვევაში კი, კვლავ დახმარებო-
და, მაგრამ ვიდრე ჯილი ამის გაკეთებას მოასწრებდა, შემოსასვლე-
ლის მხრიდან ხმა მოესმა, რამაც ისეთ შოკში ჩააგდო, რომ ლამის მოძ-
რაობისა და მეტყველების უნარი წაერთვა.
– კარი გააღეთ!
ჯილს ტანსაცმელი დაუცვივდა. გონების დაკარგვამდე შეეშინდა.
ისეთივე პანიკამ შეიპყრო, როგორიც ოპერაციის მსვლელობისას შეიძ-
ლებოდა განეცადა, როდესაც პაციენტი სუნთქვას წყვეტდა და სის-
ხლის წნევა უვარდებოდა. და სწორედ ასეთი შემთხვევებისას გამომუ-
შავებული უნარები დაეხმარა, თვითკონტროლი დაებრუნებინა. ნუთუ
მართლა იცოდნენ, რომ ბენის ბინაში ვიღაც იყო? რა თქმა უნდა, რაღაც
ნამდვილად უნდა სცოდნოდათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ არ მო-
ვიდოდნენ. აშკარა იყო, ტაქსის ავტოპილოტის საშუალებით მოეგნოთ.
არ იცოდა, როგორ მოქცეულიყო. ვერ გადაეწყვიტა, გაეღო კარი თუ
თავი ისე მოეჩვენებინა, თითქოს ბინაში არავინ იყო.
ბრძანება ისევ გაისმა.
– აქ დარჩი! – გადაუჩურჩულა ჯილმა სმიტს, თვითონ კი მისაღების-
კენ გაემართა, – ვინ არის? – გამოეხმაურა გარედან მომავალ ხმას.
ცდილობდა, რაც შეიძლებოდა, ბუნებრივად ელაპარაკა.

138
– კარი გააღეთ, კანონის სახელით!
– რომელი კანონის სახელით უნდა გავაღო? ჩემს გასულელებას
ტყუილად ნუ ეცდებით. მითხარით, ვინ ხართ, თორემ ახლავე პოლი-
ციაში დავრეკავ.
– ჩვენ სწორედ პოლიციიდან ვართ. ჯილიან ბორდმენი ხართ?
– მე? რა თქმა უნდა, არა. ფილის ოტული ვარ და აქ მისტერ კექსტო-
ნის დაბრუნებას ველოდები. ახლა კი დროა, აქედან მიბრძანდეთ,
რადგან უკვე ვაპირებ პოლიციაში დარეკვას და იმასაც შევატყობინებ,
რომ სახლში შემოჭრას ცდილობთ.
– მის ბორდმენ, ჩვენ თქვენი დაპატიმრების ორდერი გვაქვს. ახლა-
ვე გააღეთ კარი! წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენთვისვე იქნება უარე-
სი.
– არ ვარ ეგ თქვენი „მის ბორდმენი“, ახლავე პოლიციაში დავრე-
კავ!
ხმას აღარ უპასუხებია. შიშისგან აკანკალებული ჯილი კართან იდ-
გა და იცდიდა. უეცრად სახეზე თბილი ჰაერის ნაკადი იგრძნო და და-
ინახა, რომ კარის საკეტის გარშემო მცირე მონაკვეთი თანდათან გა-
წითლდა, შემდეგ გათეთრდა. მალე მტვრევის ხმაც გაისმა და კარი გა-
იღო. ზღურბლთან ორი ადამიანი იდგა. ერთმა ბინაში შემოაბიჯა,
ჯილს ღიმილიანი მზერა შეავლო და თქვა:
– ესეც ჩვენი გოგონა, ძალიან კარგი, – შემდეგ თანამგზავრს მიმარ-
თა: – ჯონსონ, აქაურობა დაათვალიერე და სმიტი მოძებნე.
– ახლავე, მისტერ ბერკვისტ.
ჯილმა გზის გადაკეტვა სცადა, მაგრამ ჯონსონმა, რომელიც გაბა-
რიტებით ჯილს ლამის ორჯერ აღემატებოდა, მხარზე დაადო ხელი,
გვერდზე გასწია და საძინებელს მიაშურა.
– სად არის თქვენი ორდერი? – აკანკალებული ხმით ჰკითხა ბერ-
კვისტს, – ვინაობის დამადასტურებელი საბუთები მაჩვენეთ! ეს ძალა-
დობაა!..
– ნუ გაართულებ, ჩემო ძვირფასო, – დამამშვიდებელი ტონით უთ-
ხრა ბერკვისტმა, – შენ არ გვჭირდები. კარგად მოიქეცი და არავინ არა-
ფერს დაგიშავებს.

139
უცებ ჯილმა წვივში წიხლი უთავაზა. ელდისგან დაბნეულმა ბერ-
კვისტმა სწრაფად დაიხია, თუმცა
დარტყმა არც ისე მტკივნეული იყო, რადგან ჯილს მათ მოსვლამდე
ფეხსაცმელების ჩაცმა ვერ მოესწრო, შემდეგ კი ეს აღარც გახსენებია.
– როგორი ცუდი გოგო ხარ, არაფრის გაგება არ გინდა, – უთხრა
ბერკვისტმა დამრიგებლური ტონით და თანმხლებს გასძახა: – ჯონ-
სონ! სმიტი მანდ არის?
– აქ არის, მისტერ ბერკვისტ და თავიდან ფეხებამდე შიშველია.
როგორ გგონიათ, რას აპირებდნენ?
– მაგას მნიშვნელობა არ აქვს. გამოიყვანე.
ჯონსონი საძინებლიდან გამოვიდა, თან გაკავებული სმიტი მოჰ-
ყავდა – ცალი ხელი მისი გადაგრეხილი მკლავისთვის ჩაევლო, მე-
ორეთი კი ზურგზე აწვებოდა და წინ უბიძგებდა.
– წამოსვლა არ უნდა.
– წამოვა, წამოვა!
ჯილმა ბერკვისტს გვერდი აუქცია და ჯონსონს მივარდა, რომელ-
მაც თავისუფალი ხელით ჰკრა და გვერდზე მოისროლა.
– აბა, ეგეთები არ გინდა, შე ძუკნა!
ჯონსონს ეს არ უნდა გაეკეთებინა, თუმცა ჯილისთვის ძალიანაც არ
დაურტყამს, მეტი გამეტებით თავის ცოლს ურტყამდა, ვიდრე ის მშობ-
ლებთან არ გაიქცეოდა, გაცილებით ძლიერად კი პირში წყალჩაგუბე-
ბულ პატიმრებს სცემდა, მაგრამ ასეთი მსუბუქი დარტყმა და ხელის
კვრაც საკმარისი აღმოჩნდა... ამ მომენტამდე სმიტს სახეზე არაფერი
ეტყობოდა, არც არაფერს ამბობდა. ის, უბრალოდ, მოვლენათა დინე-
ბას ასდევნებოდა და ჯონსონსაც ისე პასიურად ეწინააღმდეგებოდა,
როგორი ამაოც იმ ლეკვის პროტესტია, საყელურის გაკეთება რომ არ
უნდა. სმიტს საერთოდ არ ესმოდა, რა ხდებოდა და არც არაფრის გა-
კეთებას ცდილობდა.
მაგრამ როდესაც დაინახა, როგორ დაარტყეს მის წყლისმიერ მოძ-
მეს, დაიგრიხა, ჯონსონს ხელიდან გაუსხლტა და როგორც კი მისგან
თავი დაიძვრინა, მაშინვე მიუბრუნდა და რაღაც უცნაური მოძრაობით
მისწვდა.

140
და ჯონსონი გაუჩინარდა.
აღარსად ჩანდა.
ოთახში აღარ იყო!
იქ, სადაც დიდრონი ფეხებით იდგა, ბალახის ღეროები თანდათან
იმართებოდა და ადრინდელ მდგომარეობას უბრუნდებოდა. ეს იყო იმ
ფაქტის ერთადერთი მტკიცებულება, რომ ერთი წამით ადრე აქ ადა-
მიანი იდგა. ჯილი გაშტერებული შესცქეროდა სივრცეს, რომელსაც
ამავე წამის წინ ჯონსონი ავსებდა და გრძნობდა, რომ გონების დაკარ-
გვის ზღვარს მიახლოებოდა.
ბერკვისტმა რაღაცის სათქმელად პირი გააღო და დახურა, შემდეგ
ისევ გააღო და, როგორც იქნა, ხრინწიანი ხმით ამოღერღა:
– რა უქენით? – ბერკვისტის კითხვა ჯილისკენ უფრო იყო მიმართუ-
ლი, ვიდრე სმიტისკენ.
– მე? მე არაფერი არ გამიკეთებია.
– ჩემს გასულელებას ნუ ცდილობთ! ეს როგორ მოხდა? აქ რამე ხა-
ფანგი გქონდათ დაგებული, თუ რა? სად გაქრა? – ბერკვისტმა ტუჩები
გაილოკა.
– არ ვიცი.
ბერკვისტმა პალტო გადაიწია და პისტოლეტი ამოაძვრინა.
– ამ ხრიკის ჩემზე გამოცდა არც იფიქრო. შენ აქ დარჩები, სმიტს კი
მე წავიყვან.
სმიტი ისევ პასიური მოლოდინის მდგომარეობას დაბრუნებოდა.
წარმოდგენაც არ ჰქონდა, მის თავს რა ხდებოდა და მხოლოდ ის მინი-
მუმი გაეკეთებინა, რაც, მისი აზრით, ასეთ სიტუაციას შეეფერებოდა.
იარაღი კი ადრეც ენახა – მარსზე ჩამოსული ადამიანების ხელში. და
სმიტს ძალიან არ მოეწონა ჯილის გამომეტყველება, როდესაც ბერ-
კვისტმა ეს ნივთი დაუმიზნა. წამიერად დაგროკა, რომ ეს მისი ზრდის
პროცესის სწორედ ის კრიტიკულად საკვანძო მომენტი იყო, როდესაც
სწორ განსჯას სასურველი შედეგი უნდა მოეტანა, რაც შემდგომ ზრდა-
საც განაპირობებდა. და სმიტი ამოქმედდა.
უხუცესებმა ყველაფერი კარგად ასწავლეს.

141
ბერკვისტისკენ დაიძრა. ლულა უმალ მისკენ შემობრუნდა, თუმცა
ხელი მაინც გაიშვირა და ბერკვისტიც გაქრა.
სმიტი მოძმეს მიუბრუნდა.
ჯილმა პირზე ხელები აიფარა და კივილი ჩაიხშო.
სმიტის სახე აქამდე სრულიად უმეტყველო იყო, ახლა კი შესაბრა-
ლისი იერი მიეღო, რადგან ნელ-ნელა აცნობიერებდა, რომ, შეიძლე-
ბოდა, მისი ეს საქციელი გადამწყვეტ მომენტში გაკეთებული არასწო-
რი არჩევანის შედეგი ყოფილიყო. ჯილს მავედრებელი მზერა მიაპყრო
და ააკანკალა, შემდეგ თვალები გადაატრიალა და ბალახზე ჩაიკეცა.
ემბრიონის პოზაში მოკუნტული უძრავად იწვა.
ჯილმა ისტერიკა წამიერად შეწყვიტა, თითქოს ღილაკით სხვა რე-
ჟიმზე გადართესო. ეს იმ პირობითი რეფლექსის შედეგი იყო, რომელიც
მედდობის მდიდარი გამოცდილებისას შეეძინა. პაციენტს მისი დახმა-
რება სჭირდებოდა, ამდენად მას, როგორც მედდას, საკუთარი ემოციე-
ბი გვერდზე უნდა გადაედო, სასწრაფოდ მიეხედა და არც ორი ადამია-
ნის გაუჩინარებაზე ეფიქრა. ახლა მსგავსი კითხვების დრო არ იყო.
ჯილს ერთი წამითაც არ დაუყოვნებია, მაშინვე ჩაიმუხლა და სმიტის
გასინჯვას შეუდგა.
ვერც სმიტის სუნთქვა დააფიქსირა და ვერც პულსი. შემდეგ მკერ-
დზე მიაყურადა. თავდაპირველად ეგონა, გულისცემა მთლიანად გა-
უჩერდაო, მაგრამ ცოტა ხანში სუსტი ბაგაბუგი მოესმა. სმიტის გული
დაახლოებით ოთხ-ხუთ წამში ერთხელ ფეთქავდა.
ეს მდგომარეობა ჯილს შიზოიდურ გათიშვას აგონებდა, მაგრამ
ასეთი ღრმა ტრანსი აქამდე არასდროს ენახა, ჰიპნოანესთეზიის სას-
წავლო დემონსტრაციების დროსაც. სმენოდა, რომ ასეთ სიკვდილის-
მაგვარ ტრანსში ჩაძირვა აღმოსავლეთ ინდოეთის ფაკირებს შეეძ-
ლოთ, მაგრამ მსგავსი სინამდვილის არასდროს სჯეროდა.
მსგავსი რამ ჩვეულებრივ ვითარებაში რომ მომხდარიყო, ჯილი
არავითარ შემთხვევაში არ ეცდებოდა ავადმყოფის ტრანსიდან გა-
მოყვანას და, დაუყოვნებლივ, ექიმს გამოიძახებდა, მაგრამ ეს სულაც
არ იყო ჩვეულებრივი ვითარება. უკანასკნელი წუთების განმავლობაში
განვითარებულ მოვლენებს ოდნავადაც არ შეურყევია ჯილის გადაწ-

142
ყვეტილება, სმიტს დახმარებოდა. მეტიც, ამ ყველაფერმა კიდევ უფრო
დაარწმუნა, რომ ხელისუფლების ხელში სმიტის ჩავარდნა არავითარ
შემთხვევაში არ უნდა დაეშვა. ათი წუთის განმავლობაში სმიტის ტრან-
სიდან გამოსაყვანად ჯილმა ყველა ხერხი სცადა, მაგრამ მხოლოდ
იმაში დარწმუნდა, რომ ამას მისი ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენე-
ბის გარეშე ვერაფრით მოახერხებდა. არც ის იყო გამორიცხული, რომ
სასურველი შედეგი საერთოდ ვერ მიეღო. იდაყვის მგრძნობიარე ნერ-
ვზე ზემოქმედებაც კი სრულიად უშედეგო აღმოჩნდა.
ბენის საძინებელში ჯილმა შელახული სამგზავრო ჩემოდანი იპო-
ვა. ჩემოდანი საკმაოდ მოზრდილი იყო იმისთვის, რომ ხელბარგად მი-
ეჩნიათ, მაგრამ არც განსაკუთრებული გაბარიტებით გამოირჩეოდა.
ჯილმა ჩემოდანი გახსნა. შიგნით დიქტოფონი, ბენის პირადი ნივთები
და მისივე სამგზავრო ტანსაცმელი აღმოაჩინა. ამ ჩემოდანში იყო ყვე-
ლაფერი, რაც, შეიძლებოდა, საქმიან რეპორტიორს იმ შემთხვევაში
დასჭირვებოდა, თუ, მოულოდნელად, რაიმე დავალებაზე გააგზავ-
ნიდნენ. ჩემოდანში კავშირგაბმულობის
ლიცენზირებული აპარატიც იდო, რათა საჭიროების შემთხვევაში,
სატელეფონო მომსახურებით ნებისმიერი ადგილიდან ესარგებლა.
ჯილმა უნებლიეთ გაიფიქრა – გამზადებული ჩემოდნის აქ არსებობის
ფაქტიც აშკარად მოწმობდა, რომ ბენის გაუჩინარების მიზეზი სულაც
არ უნდა ყოფილიყო ის, რაზეც კილგალენი მიანიშნებდა, მაგრამ ახლა
ამაზე ფიქრის დრო არ ჰქონდა. ჩემოდანი უცერემონიოდ გადმოაპირ-
ქვავა და მისაღებში გაიტანა.
სმიტი მასზე მეტს იწონიდა, მაგრამ საკუთარ წონაზე ლამის ორჯერ
მძიმე პაციენტებთან გამკლავებას მიჩვეული ჯილი ისე იყო გავარჯი-
შებული, რომ მარსელი ჩემოდანში საკმაოდ ადვილად ჩააწვინა და
ისე მოათავსა, რომ ჩაკეტვაც მოეხერხებინა. სმიტის სხეული რეფლექ-
სურად უძალიანდებოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ფაქიზი და თანმიმ-
დევრული ძალისხმევის შედეგად მისთვის მდგომარეობის შეცვლა
საკმაოდ ადვილად შეიძლებოდა, სირბილისთვის კი კუთხეებში ბენის
ტანსაცმელი ჩაუტენა. შემდეგ სცადა, ჰაერისთვის რამდენიმე ადგი-
ლას გაეხვრიტა, მაგრამ ჩემოდანი მეტისმეტად მტკიცე მასალისა აღ-

143
მოჩნდა. ჯილმა გადაწყვიტა, რომ, გაიშვიათებული სუნთქვის წყალო-
ბით, სმიტი ასე მალე ვერ გაიგუდებოდა, ხოლო მისი ნივთიერებათა
ცვლის პროცესი ისედაც უკიდურეს დონემდე დაცემულიყო.
ჯილმა ჩემოდანს ორივე ხელი ჩაავლო, ძალა მოიკრიბა და და-
ეჯაჯგურა, მაგრამ მხოლოდ ის მოახერხა, რომ სულ ოდნავ აეწია. ამ-
რიგად, მის ადგილიდან დაძვრასა და, მით უმეტეს, სადმე წაღებაზე
ლაპარაკიც ზედმეტი იყო. საბედნიეროდ, ჩემოდანი „რედ ქეფის“ გორ-
გოლაჭებით იყო აღჭურვილი, რომლებმაც ვიდრე ჯილი გლუვ და პრი-
ალა პარკეტის საფარზე გადააგორებდა და შემოსასვლელისკენ გაათ-
რევდა, ბენის ბალახის ხალიჩაზე ორი ულამაზო იარა დატოვეს.
ჯილმა გადაწყვიტა, სახურავზე არ ასულიყო, რადგან მორიგი ტაქ-
სის აყვანა ყველაზე არასასურველი რისკი იქნებოდა. ამის ნაცვლად
მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი კარით ისარგებლა და
სარდაფისკენ დაეშვა. იქ არავინ დახვედრია, გარდა ერთი ახალგაზ-
რდა მამაკაცისა, რომელიც სამზარეულოსთვის განკუთვნილ პრო-
დუქტს იბარებდა. კაცმა გზა დაუთმო და ჯილმაც ჩემოდანი ქვაფენილ-
ზე გამოაგორა.
– სალამი, დაიკო. ამ ჩანთაში რა გაქვს? – მიაძახა ჯილს.
– გვამი, – გამოცრა ჯილმა. ახალგაზრდამ მხრები აიჩეჩა.
– როგორი კითხვაც დავსვი, პასუხიც ისეთი მივიღე. ჭკუა ვერ ვის-
წავლე რა.

144
ნაწილი მეორე. მისი აბსურდული
მემკვიდრეობა

145
თავი მეცხრე
მზიდან მესამე პლანეტაზე ყველაფერი ჩვეულებრივად იყო. ყოველ
მომდევნო დღეს ამ პლანეტას ორას ოცდაათი ათასი ადამიანით მეტი
ბინადარი ჰყავდა, მაგრამ ხუთი მილიარდი დედამიწელის ფონზე მო-
სახლეობის ეს უწყვეტი მატება შეუმჩნეველი რჩებოდა. ფედერაციის
ასოცირებული წევრი, სამხრეთ აფრიკის სამეფო, თეთრკანიანი უმცი-
რესობის დევნის გამო კიდევ ერთხელ წარსდგა უმაღლესი სასამარ-
თლოს წინაშე. ქალის ტანსაცმლის წამყვანი დიზაინერები საზეიმოდ
შეიკრიბნენ რიოში და გამოაცხადეს, რომ კაბები დაგრძელდებოდა,
ზედა სამოსი კი კვლავ დაფარავდა ჭიპს. ფედერაციის სამი თავდაც-
ვითი კოსმოსური სადგური მდუმარედ მიუყვებოდა დედამიწის ორბი-
ტას და დაუყოვნებელ განადგურებას უქადდა ყველას, ვინც კი პლანე-
ტის მშვიდობას დაემუქრებოდა, კომერციული კოსმოსური სადგურები
კი არცთუ უხმაუროდ მოძრაობდნენ პლანეტის გარშემო და სხვადას-
ხვა ბრენდის აურაცხელი საქონლის დაუსრულებელი ქება-დიდებით
გამუდმებით არღვევდნენ მის სიმშვიდეს. წინა წელთან შედარებით, ამ
წელს, ჰუდსონის ყურის სანაპიროზე ნახევარი მილიონით მეტი მოძრა-
ვი სახლი გამოჩნდა, ჩინეთის ბრინჯის სარტყელი ფედერაციის ასამ-
ბლეამ საკვების კრიზისის ზონად გამოაცხადა, პლანეტის უმდიდრესი
გოგონა სინტია დაჩესი კი მეექვსე ქმართან განქორწინდა და ფულადი
კომპენსაციაც გადაუხადა.
ყველაფერი ჩვეულებრივად იყო.
ახალი გამოცხადების ეკლესიის (ფოსტერიტების) მთავარმა ეპის-
კოპოსმა, მისმა უწმინდესობა დოქტორმა დენიელ დიგბიმ, გამოაცხა-
და, რომ იგი ანგელოზ აზრაილის რჩეული იყო, ვისი მისიაც ფედერაცი-
ის სენატორ თომას ბუნისთვის ჭეშმარიტი გზის ჩვენებაში მდგომარე-
ობდა და ისიც დასძინა, რომ ზეციურ ნიშანს, რომელიც მის მიერ გაკე-
თებულ სწორ არჩევანს დაადასტურებდა, სწორედ იმ დღეს ელოდა. ამ
ამბავს ყველა საინფორმაციო სააგენტო ერთ-ერთ უმთავრეს სიახლედ
აცხადებდა, რაც იმითაც იყო განპირობებული, რომ ფოსტერიტებს, არც
ისე შორეულ წარსულში, არაერთი გაზეთის რედაქცია დაერბიათ. მის-
146
ტერ ჰარისონ კემპბელ მეექვსემ და მისმა მეუღლემ სუროგატი დედის-
გან შეძენილი ვაჟი და მემკვიდრე ცინცინატის ბავშვთა საავადმყოფო-
ში დატოვეს, ბედნიერი მშობლები კი პერუში დასასვენებლად გაემ-
გზავრნენ. დოქტორი ჰორას კვაკენბუში, იელის ღვთაებრიობის სკო-
ლის თავისუფალი ხელოვნების პროფესორი, ადამიანებს დაჟინებით
მოუწოდებდა, რწმენის წიაღში დაბრუნებულიყვნენ და სულიერების
ამაღლებაზე ეზრუნათ. საფეხბურთო კლუბ „ვესტ პოინტის“ მოთამა-
შეების ნახევარი და იმავე გუნდის მწვრთნელი ფსონებთან დაკავში-
რებულ სკანდალში ამხილეს. ტორონტოში სამი სამხედრო ბაქტერიო-
ლოგი ქიმიკოსი ემოციური გაუწონასწორებლობის ბრალდებით გაასა-
მართლეს და პირობითი პატიმრობაც შეუფარდეს. სამივე მათგანმა გა-
ნაცხადა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, მომხდარს ფედერაციის
უმაღლეს სასამართლოში გაასაჩივრებდნენ. ფედერაციის უმაღლესმა
სასამართლომ კი შეერთებული შტატების უმაღლესი სასამართლოს ის
დადგენილება გადაავადა, რომელიც ფედერაციის ასამბლეის შიდა-
პარტიული არჩევნებისას ხმის მიცემის პროცესის გადახედვას ითვა-
ლისწინებდა და დაკავშირებული იყო საქმესთან „რეინსბერგი მისუ-
რის შტატის წინააღმდეგ“.
მისი აღმატებულება, ღრმად პატივცემული ჯოზეფ ე. დაგლასი, სა-
მი სახელმწიფოს მსოფლიო ფედერაციის გენერალური მდივანი, საუზ-
მეზე უხალისოდ შეექცეოდა ომლეტს და უკმაყოფილოდ ფიქრობდა
იმაზე, თუ რატომ აღარ შეიძლებოდა ადამიანს ყავა უფრო მოზრდილი
ფინჯნით რგებოდა. მის წინ, მგრძნობიარე სენსორით აღჭურვილი სკა-
ნერის ეკრანზე, მისი კითხვის ოპტიმალური სისწრაფის შესაბამისი
ტემპით, ღამის ცვლის პრესმდივნის მიერ მომზადებული დილის გაზე-
თის სტატია მოძრაობდა. ტექსტი მხოლოდ მაშინ იწყებდა მოძრაობას,
როდესაც დაგლასი ეკრანისკენ იყურებოდა – თავს თუ შეაბრუნებდა,
სკანერი ამას დააფიქსირებდა და უმალ შეწყვეტდა მოძრაობას.
ის ახლა ეკრანს შესცქეროდა და ტექსტიც მოძრაობას აგრძელებ-
და, მაგრამ დაგლასი, სინამდვილეში, სულაც არ კითხულობდა – უბრა-
ლოდ, ცდილობდა, მაგიდის მოპირდაპირე მხარეს მჯდომი, უფროსო-
ბას მიჩვეული ცოლისთვის აერიდებინა მზერა. მისის დაგლასი გაზე-

147
თებს არ კითხულობდა. ის სხვა მეთოდებით ახერხებდა იმის გაგებას,
რაც აინტერესებდა.
– ჯოზეფ...
– გისმენ, ძვირფასო, – დაგლასმა ეკრანს თვალი მოაშორა და ტექ-
სტმაც მოძრაობა შეწყვიტა.
– რაღაც ისეთზე ფიქრობ, რაც გაწუხებს.
– რაო? საიდან მოიტანე, ძვირფასო?
– ჯოზეფ! მე შენ ოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში გივლიდი,
განებივრებდი, ყველაფერს გიკეთებდი და პრობლემებს გარიდებდი.
როგორ გგონია, ამ ყველაფერმა ამაოდ ჩაიარა? ყოველთვის ვხვდები,
როცა რაღაც გაწუხებს.
„ჯანდაბას შენი თავი“, გაიფიქრა თავისთვის დაგლასმა. ის მარ-
თლაც ყოველთვის ხვდებოდა, როცა ქმარს რამე აწუხებდა. დაგლასმა
ცოლს შეხედა და იმაზე დაფიქრდა, თუ, თავის დროზე, რატომ მისცა
უვადო კონტრაქტის თავზე მოხვევის უფლება. ოდესღაც ქალი მისი
მდივანი იყო და მეტი არაფერი. იმ შორეულ დროს, როგორც თვითონ
იხსენებდა ხოლმე, „იმ ძველ კარგ დროს“, დაგლასი შტატის უბრალო
კანონმდებელი იყო და ცალკეული ამომრჩევლების ხმებზე უხდებოდა
ზრუნვა. მათი პირველი კონტრაქტი მხოლოდ და მხოლოდ თანაცხოვ-
რების შესახებ ოთხმოცდაათდღიანი შეთანხმება იყო, რისი დანიშნუ-
ლებაც იმაში მდგომარეობდა, რომ საარჩევნო კამპანიისთვის გამოყო-
ფილი საკმაოდ მწირი რესურსი სასტუმროს სხვადასხვა ნომრებზე არ
გაეფლანგათ. ორივე თანხმდებოდა, რომ ამას მხოლოდ მომჭირნეო-
ბისთვის აკეთებდნენ და რომ სიტყვა „თანაცხოვრება“ მხოლოდ ერთ
ჭერქვეშ ცხოვრებას გულისხმობდა და მეტს არაფერს... და ეს ქალი
დაგლასზე დიდად მაშინაც არ ზრუნავდა!
დაგლასი ცდილობდა, გაეხსენებინა, როგორ და როდის შეიცვალა
ყველაფერი. მისის დაგლასის ოფიციალური ბიოგრაფია „სიდიადის
ჩრდილი: ერთი ქალის ამბის“ თანახმად, დაგლასმა მას ხელი სწორედ
მაშინ სთხოვა, როდესაც პირველად მონაწილეობდა არჩევნებში, კონ-
კრეტულად, ამომრჩეველთა ხმების დათვლისას. იმავე ბიოგრაფიის
თანახმად, დაგლასი იმდენად რომანტიკულად იყო განწყობილი მო-

148
მავალი მისის დაგლასის მიმართ, რომ დღის წესრიგში მხოლოდ
ძველმოდური ქორწინების შესაძლებლობა იდგა, რომლის მიხედვი-
თაც დაქორწინებულებს მხოლოდ სიკვდილი თუ დააშორებდა.
თავად ეს ყველაფერი სულ სხვაგვარად ახსოვდა, მაგრამ დავასა
და ოფიციალური ბიოგრაფიის ვერსიასთან დაპირისპირებას ახლა რა-
ღა აზრი ჰქონდა?
– ჯოზეფ! მიპასუხე!
– რა? საერთოდ არაფერი არ მომხდარა, ძვირფასო. უბრალოდ, წუ-
ხელ ძალიან ცუდად მეძინა.
– ვიცი, რომ ცუდად გეძინა. როცა შუაღამისას გაღვიძებენ, როგორ
გგონია, ამას ვერ გავიგონებ?
დაგლასს თავში გაჰკრა, რომ მისი ცოლის საძინებელი სასახლის
სულ სხვა ნაწილში, მისი საძინებლიდან დაახლოებით ორმოცდაათი
იარდით[37] შორს მდებარეობდა.
– საიდან იცი, ძვირფასო?
– საიდან ვიცი? როგორ თუ საიდან? რა თქმა უნდა, ქალური ინტუ-
იციის წყალობით. აბა, რა ამბავი შეგატყობინა ბრედლიმ?
– ძალიან გთხოვ, ძვირფასო... საბჭოს შეკრებამდე უნდა მოვასწრო
და დღევანდელ სიახლეებს გავეცნო.
– ჯოზეფ ედგერტონ დაგლას, არც კი სცადო ჩემი გასულელება!
დაგლასმა ამოიხვნეშა.
– საქმე ისაა, რომ იმ საცოდავი სმიტის კვალი დავკარგეთ.
– სმიტის? მარსელ ადამიანს გულისხმობ? რას ნიშნავს „კვალი და-
კარგეთ“? ეს ხომ სასაცილოა.
– ძვირფასო, ამას რაც გინდა, ის დააქვი, მაგრამ ფაქტია, რომ სმი-
ტი გაუჩინარდა. პალატიდან გუშინ საღამოს გაქრა.
– ეს ხომ წარმოუდგენელია! გაქცევა როგორ უნდა მოეხერხებინა?
– როგორც ჩანს, მედდის უნიფორმა ჩაიცვა და... დარწმუნებული არ
ვართ.
– მაგრამ... კარგი, მაგას მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარი ის
არის, რომ დაიკარგა. მის დასაბრუნებლად რამე გეგმისმაგვარი უკვე
მოიფიქრე?

149
– მისი მოძებნა ჩვენს ხალხს დავავალეთ. რა თქმა უნდა, ისეთები
შევარჩიეთ, რომელთა ნდობაც შეიძლება. ბერკვისტი...
– ბერკვისტი! ეგ ხისთავიანი! ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ბერ-
კვისტს დაავალე, იმის ნაცვლად, რომ ძებნაში ყველა პოლიციელი ჩა-
გერთო – ფედერაციის დაცვის სამსახურის ოფიცრებიდან დაწყებული,
ყველაზე დაბალჩინიანი ქოფაკებით დამთავრებული?!
– მაგრამ, ძვირფასო, არ გესმის, როგორ მდგომარეობაში აღმოვ-
ჩნდით? ასეთ ამბავს ხომ ვერ გავახმაურებთ? ოფიციალურად სმიტი
არსადაც არ გაუჩინარებულა. საქმე ისაა, რომ ჩვენ... სხვა გვყავს, ასე
ვთქვათ, „ოფიციალური“ მარსელი.
– ოჰ... – მისის დაგლასმა მაგიდაზე აათამაშა თითები, – გეუბნებო-
დი, რომ მარსელი ადამიანის ჩანაცვლება პრობლემებს შეგვიქმნიდა
და ხათაბალაში გაგვხვევდა.
– მაგრამ, ძვირფასო, ეგ ხომ თვითონ შემომთავაზე.
– ეგ სულაც არ შემომითავაზებია. ნუ მეკამათები, გირჩევნია, ბერ-
კვისტთან ვინმე გააგზავნო, უნდა დაველაპარაკო.
– რანაირად? ბერკვისტი ხომ წასულია, სმიტის კვალს ადგას. ჯერ
არაფერი არ შეუტყობინებია.
– ჰოო? ბერკვისტი ახლა შეიძლება ზანზიბარის გზასაც ადგას. გაგ-
ვყიდა! მაგ კაცს არასოდეს ვენდობოდი. როდესაც დაიქირავე, გეუბნე-
ბოდი, რომ...
– მე დავიქირავე?
– ნუ მაწყვეტინებ... გეუბნებოდი, რომ ადამიანი, რომელიც ორი ხე-
ლიდან იკვებებოდა, არც მესამეს ეტყოდა უარს, – მისის დაგლასმა
წარბები შეიკრა, – ჯოზეფ, ამის უკან აღმოსავლეთის კოალიცია დგას.
სწორედ ესაა ლოგიკური. სავარაუდოდ, ამ დღის ბოლომდე, ასამ-
ბლეაში უნდობლობის ვოტუმს უნდა ელოდო.
– აბა, რას ამბობ?! ამის მიზეზს ვერ ვხედავ. ამ ამბის შესახებ არა-
ვინ არაფერი იცის.
– ოჰ, კარგი რა, ღვთის გულისათვის! შენც ხომ ხვდები, რომ მალე
ყველას ყველაფერი ეცოდინება. ამაზე აღმოსავლეთის კოალიცია იზ-
რუნებს. ახლა კი ჩუმად იყავი და ფიქრი დამაცადე.

150
დაგლასი გაჩუმდა და გაზეთის კითხვა გააგრძელა. სტატიაში
ამოიკითხა, რომ ლოს ანჯელესის საქალაქო საბჭოს ფედერაციისთვის
პეტიცია გაეგზავნა და სმოგთან დაკავშირებულ პრობლემებთან გამ-
კლავებაში დახმარებას სთხოვდა, რადგან ჯანმრთელობის დაცვის
სამინისტროს მათი მოგვარებისთვის თავი ვერ გაერთმია. მნიშვნელო-
ბა აღარ ჰქონდა, როგორ განვითარდებოდა მოვლენები, ქვების სრო-
ლას ნებისმიერ შემთხვევაში დაუწყებდნენ, რადგან ჩარლის მძიმე
დრო დადგომოდა. იგი განმეორებით არჩევნებში აპირებდა მონაწი-
ლეობას, ფოსტერიტებს კი საკუთარი კანდიდატურა ჰყავდათ. დაგ-
ლასს ჩარლი სჭირდებოდა. „ლუნარ ენტერპრაიზისი“ დახურვის პირას
იყო. დაგლასი ფიქრობდა, რომ ამის მიზეზი ალბათ...
– ჯოზეფ.
– გისმენ, ძვირფასო.
– ეს ჩვენი მარსელია ერთადერთი და განუმეორებელი, ის კი, რო-
მელსაც აღმოსავლეთის კოალიცია წარმოადგენს, ყალბი იქნება. აი,
როგორ მოხდება ყველაფერი.
– მაგრამ, ძვირფასო, მაინც გამოაშკარავდება, ამ ამბავს დიდხანს
ვერ დავმალავთ.
– რას გულისხმობ, როცა ამბობ, რომ „დიდხანს ვერ დავმალავთ“?
ჩვენ უკვე ჩათრეული ვართ ამ ამბავში, ასე რომ, დროულად უნდა ამო-
ვეთრეთ!
– მაგრამ ვერ მოვახერხებთ. როგორც კი მას მეცნიერები ნახავენ,
ტყუილს მაშინვე მიხვდებიან. ისედაც ათასგვარი ეშმაკური ხრიკის მო-
ფიქრება დამჭირდა, ამდენი ხნის განმავლობაში, ისინი მასთან რომ
არ შემეშვა.
– მეცნიერები!
– მაგრამ შენც ხომ იცი, რომ მიხვდებიან.
– არა, მსგავსი არაფერი ვიცი! მეცნიერები! სანახევროდ ვარაუდე-
ბი, სანახევროდ კი რაღაც ცრურწმენები. ყველანი ოთხ კედელში უნდა
გამოკეტო! საქმიანობა კანონით აუკრძალო! ჯოზეფ, უკვე ათასჯერ
გითხარი, რომ ერთადერთი ნამდვილი მეცნიერება ასტროლოგიაა.

151
– არ ვიცი, ძვირფასო. რადგან ანგარიშს გიწევ, ასტროლოგიაზე
ცუდს არაფერს ვამბობ, მაგრამ...
– აჯობებს, თუ არც იტყვი! იმ ყველაფრის შემდეგ, რაც ასტროლო-
გიისგან მიიღე...
– ...მაგრამ იმას ვამბობ, რომ ამ მეცნიერთაგან ზოგიერთი ძალიან
მიხვედრილია. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მათგანი მეუბნებოდა,
რომ თურმე არსებობს ვარსკვლავი, რომლის წონაც ტყვიაზე ექვსია-
თასჯერ მეტია. ან, შეიძლება, სამოციათასჯერაც. მოიცა, კარგად უნდა
გავიხსენო...
– ოოო, ასეთი რამ საიდან უნდა იცოდნენ! გაჩუმდი, ჯოზეფ და ლა-
პარაკი დამაცადე. ჩვენ არაფერს არ ვაღიარებთ. მათი მარსელი ადა-
მიანი ცრუა. ამასობაში კი ჩვენს სპეციალური დანიშნულების სამსა-
ხურს დავგეშავთ და ნამდვილ მარსელს დავიბრუნებთ. თუ მოვახერ-
ხებთ, ეს იქამდე უნდა გავაკეთოთ, ვიდრე აღმოსავლეთის კოალიცია
ამ ამბის გამოაშკარავებას მოასწრებს. თუ გადამჭრელი ზომების მიღე-
ბა იქნება აუცილებელი და მაგ სმიტს შემთხვევით, დაპატიმრების
დროს წინააღმდეგობის გაწევისას მოკლავენ, ეს ძალიან ცუდი იქნება,
მაგრამ არც დიდხანს ვიგლოვებ. მთელი ამ დროის განმავლობაში
მხოლოდ პრობლემებს გვიქმნიდა.
– აგნეს! ხვდები მაინც, რას მთავაზობ?
– მე არაფერსაც არ გთავაზობ. ადამიანებს ყოველდღე რაღაც
ემართებათ. ეს ამბავი საბოლოოდ უნდა მოგვარდეს, ჯოზეფ, თანაც
ყველასთვის. რაც შეიძლება, მეტი სიკეთე, რაც შეიძლება, მეტი ადა-
მიანისთვის[38] – შენ ხომ გამუდმებით ამას იმეორებდი.
– მაგრამ არ მინდა, ამ ბიჭს რამე დაუშავდეს.
– ვინ თქვა, რომ ვინმე რამეს დაუშავებს? მაგრამ შენ გადამწყვეტი
ნაბიჯები უნდა გადადგა, ჯოზეფ. ეს შენი მოვალეობაა. ისტორია გაგა-
მართლებს. რა უფრო მნიშვნელოვანია? ის, რომ ხუთი მილიარდი ადა-
მიანისთვის ყველაფერი ნორმალურ კალაპოტში მიედინებოდეს, თუ
ერთი ადამიანის გამო სენტიმენტებს აყოლილმა სათანადო სიმტკიცე
ვერ გამოიჩინო და საჭირო გადაწყვეტილება ვერ მიიღო? მით უმეტეს,

152
რომ ბოლომდე ამ ადამიანის ფედერაციის მოქალაქეობის საკითხიც
კი არ არის გარკვეული.
დაგლასს აღარაფერი უპასუხებია. მისის დაგლასი წამოდგა.
– კარგი, წავედი, მთელ დილას შენთან კამათში ვერ დავკარგავ,
თანაც ისეთ ჩახლართულ დეტალებზე კამათში, რომელთა აზრსაც ვე-
რასდროს ჩასწვდები. მადამ ვესანს უნდა დავუკავშირდე, რადგან ამ
მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული შემთხვევისთვის ახალი ჰოროს-
კოპის შედგენაა საჭირო. მე მხოლოდ ერთ რამეს გეტყვი: საკუთარი
ცხოვრების საუკეთესო წლები შევალიე იმას, რომ შენ იქ აღმოჩენილი-
ყავი,
სადაც ახლა ხარ. ეს კი იმისთვის არ გამიკეთებია, რომ უნიათობის
გამო ეს ყველაფერი წყალში ჩამიყარო... ნიკაპიდან კვერცხის ნამცე-
ცები მოიწმინდე.
მისის დაგლასი შეტრიალდა და ოთახიდან გავიდა.
ფედერაციის მთავრობის მეთაური მაგიდასთან დარჩა და კიდევ
ორი ფინჯანი ყავა დალია, ვიდრე თავი იმდენად კარგად არ იგრძნო,
რომ საბჭოს დარბაზში წასულიყო. საცოდავი ბებერი აგნესი! როგორი
ამბიციური იყო. დაგლასი ხვდებოდა, რომ იგი ცოლისთვის მუდმივ
იმედგაცრუებას წარმოადგენდა... ეჭვს არ იწვევდა, რომ ცხოვრების
ცვლილებასთან ერთად აგნესისთვის არაფერი იოლდებოდა. ასეა თუ
ისე, ის დაგლასის ერთგული მაინც იყო, თხემით ტერფამდე... ყველას
ხომ თავისი ნაკლი აქვს. შესაძლოა, აგნესს ის ისევე აბეზრებდა თავს,
როგორც მას – აგნესი. თუმცაღა, ამაზე ფიქრს რაღა აზრი ჰქონდა!
დაგლასი წელში გაიმართა. ერთი რამ სრულიად უეჭველი იყო! –
არ დაუშვებდა ვინმეს სმიტისთვის ზიანი მიეყენებინა. მარსელი ნამ-
დვილად ქმნიდა სერიოზულ პრობლემებს, მაგრამ ის მშვენიერი ახალ-
გაზრდა იყო და საკუთარი დაუცველობითა და უმწეობით თანაგრძნო-
ბას იწვევდა. აგნესს რომ ენახა, რამდენად ადვილი იყო სმიტის შეში-
ნება, ასე აღარ ილაპარაკებდა. სმიტი მასში აუცილებლად აღძრავდა
დედობრივ ინსტინქტს.
მაგრამ ისიც საკითხავი იყო, ჰქონდა კი აგნესს დედობრივი ინსტინ-
ქტის მსგავსი რამ? როცა ის დღევანდელივით ლაპარაკობდა, მასში ამ

153
განცდის დანახვა მეტად რთული იყო. თუმცა დედობრივი ინსტინქტი
ხომ ყველა ქალს ჰქონდა, მეცნიერებას ეს უკვე დაემტკიცებინა. მაგ-
რამ იქნებ ეს დასკვნა ყველაზე მაინც არ ვრცელდებოდა?..
ასეა თუ ისე, აგნესს ჯანდაბამდე გზა ჰქონია. დაგლასი სულაც არ
აპირებდა, ცოლისთვის მისი საკუთარ ნებაზე ტარების უფლება მიეცა.
ცოლი კი მუდმივად ახსენებდა, რომ მწვერვალზე სწორედ მისი წყა-
ლობით აღმოჩნდა, მაგრამ ამის შესახებ დაგლასმა უკეთ იცოდა და
მთელი პასუხისმგებლობაც მხოლოდ და მხოლოდ მის მხრებზე იწვა.
წამოდგა, გაიმართა და საბჭოს დარბაზისკენ გაეშურა.
მთელი დღის განმავლობაში მიმდინარე უსასრულო სესიისას დაგ-
ლასი გამუდმებით იმის მოლოდინში იყო, რომ ამ ამბავს როგორმე
წერტილი დაესმებოდა, მაგრამ არაფერი მომხდარა და არც რაიმე
შეტყობინება მიუღია. უნებურად დაასკვნა, რომ სმიტის დაკარგვის ამ-
ბავი, ჯერ კიდევ, მხოლოდ მისი უახლოესი გარემოცვისთვის იყო ცნო-
ბილი. ეს იმდენად დაუჯერებელი იყო, რომ სიმართლეს არ ჰგავდა,
მაგრამ, ჯერჯერობით, სწორედ ასე იყო.
გენერალურ მდივანს საშინლად უნდოდა, თვალები იმ იმედით და-
ეხუჭა, რომ მთელი ეს საზარელი დავიდარაბა წამში გაქრებოდა, მაგ-
რამ არსებული მდგომარეობა ამის ნებას არ აძლევდა... ამის ნებას არც
ცოლი მისცემდა.
აგნეს დაგლასის პირადი წმინდანი, ევიტა პერონი[39] იყო, რომე-
ლიც კერპად და მიბაძვის ობიექტად ექცია. აგნესის რეპუტაცია, ის ნი-
ღაბი, რომელიც საზოგადოებასთან ურთიერთობისას ჰქონდა მორგე-
ბული, მას დიდი ადამიანის დამხმარედ და ცხოვრების თანამგზავრად
წარმოაჩენდა; ხალხისთვის ის იყო ქალი, რომელსაც ამ დიდი ადამია-
ნის თანამეცხედრეობის პატივი ხვდა წილად. წლების განმავლობაში
ეს ნიღაბი ისე მოერგო და იმდენად შეესისხლხორცებინა, რომ ლამის
სახეზე შეზრდოდა. აგნესს ამ ოფიციალური ვერსიისა თავადაც სჯერო-
და, რადგან მას, წითელი დედოფლის მსგავსად, ერთი მეტად ხელსაყ-
რელი თვისება ჰქონდა – დაეჯერებინა ყველაფერი, რისი დაჯერებაც
სურდა. მიუხედავად ამისა, მისი პოლიტიკური ფილოსოფია, რომელ-

154
საც პირდაპირ არასოდეს ამხელდა, იმაში მდგომარეობდა, რომ მსოფ-
ლიო მამაკაცებს უნდა ემართათ, ქალებს კი მამაკაცები.
მისი მსოფლმხედველობა და გადაწყვეტილებები მხოლოდ ბედი-
სადმი იმ ბრმა რისხვის გამოძახილი იყო, რომელსაც ქალად გაეჩინა.
აგნესს არასდროს უფიქრია, აზრადაც არ მოსვლია, რომ ყველა მისი
ნაბიჯი მამამისის ვაჟის ყოლის სურვილის ექო ან დედისადმი მისი სა-
კუთარი ეჭვიანობა იყო. მის თავში ასეთი ბოროტი აზრების ადგილი არ
იყო – მშობლები უყვარდა. როცა კი შეეძლო, მათ საფლავზე ყოველ-
თვის მიჰქონდა ცოცხალი ყვავილები. უყვარდა ქმარიც, რასაც საზოგა-
დოების წინაშე უშურველად უსვამდა ხაზს; ამაყობდა საკუთარი ქალო-
ბით და სახალხოდ ამასაც თითქმის იმავე განწყობით აღნიშნავდა,
ორივე აღსარებას კი ხშირად აერთიანებდა.
და აგნეს დაგლასიც აღარ დალოდებია, თუ როდის დაიწყებდა მი-
სი ქმარი გადამჭრელ მოქმედებებს მარსელი ადამიანის მოსაძებნად.
გენერალური მდივნის მთელი გარემოცვა აგნესისგანაც ისეთივე
მზადყოფნით იღებდა ბრძანებებს, როგორც მისტერ დაგლასისგან,
ზოგჯერ კი მის მითითებებს უფრო მეტი პასუხისმგებლობითაც ასრუ-
ლებდენ. აგნესმა ჯერ სამოქალაქო ინფორმაციის საკითხებში მთავა-
რი აღმასრულებელი თანაშემწე გამოიძახა – გენერალური მდივნის
პრესაგენტს ოფიციალურად სწორედ ასე მოიხსენიებდნენ, შემდეგ კი
ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს დაუთმო – მას დაუყოვ-
ნებლივ სჭირდებოდა ახალი ჰოროსკოპი. სასახლეში მდებარე მისი
საცხოვრებლიდან მადამ ვესანის სალონს პირადი, უკიდურესად გა-
საიდუმლოებული ხაზი უკავშირდებოდა. ასტროლოგის წვრილთვალე-
ბა, შეშუპებული სახე თითქმის მაშინვე გამოჩნდა ეკრანზე.
– აგნეს? რა მოხდა, ძვირფასო? ახლა კლიენტი მყავს.
– ხმის ჩამხშობი ჩართულია?
– რა თქმა უნდა.
– ეგ კლიენტი ახლავე მოიშორე. სასწრაფო საქმე მაქვს. გადადება
არ შეიძლება.

155
მადამ ალექსანდრა ვესანმა ტუჩი მოიკვნიტა, მაგრამ სახის გამო-
მეტყველება, სხვა მხრივ, ოდნავადაც არ შეცვლია და არც ხმაზე დას-
ტყობია გაღიზიანება.
– რა თქმა უნდა. ერთი წუთით.
მისი სახე ეკრანზე წარწერამ „დაელოდეთ“ ჩაანაცვლა. სწორედ ამ
დროს ოთახში მამაკაცი შემოვიდა და მისის დაგლასის მაგიდასთან
გაჩერდა. ქალი მისკენ შებრუნდა და ჯეიმს სენფორთი, მის მიერ გამო-
ძახებული პრესაგენტი, შეათვალიერა.
– ბერკვისტისგან არაფერი ისმის? – მისის დაგლასმა ყოველგვარი
შესავლის გარეშე ჰკითხა.
– ეგ საკითხი მე არ მაბარია. მაგაზე პასუხისმგებლობა მაკკერის
აკისრია.
ეს წვრილმანი მისის დაგლასმა არად ჩააგდო.
– ვიდრე რამე უთქვამს, მისი დისკრედიტირება უნდა მოასწროთ.
– რაო? ფიქრობთ, ბერკვისტმა გაგვყიდა?
– გულუბრყვილო ნუ იქნებით. ვიდრე ამ საქმეზე გააგზავნიდით,
ჯერ ჩემთან უნდა შეგეთანხმებინათ.
– მაგრამ მე არსად გამიგზავნია. ეს საკითხი მაკკერის ებარა.
– თქვენ ყველაფრის საქმის კურსში უნდა იყოთ. მე... – ეკრანზე
კვლავ გამოჩნდა მადამ ვესანის სახე, – მანდ დაჯექით და დამელო-
დეთ, – უთხრა სენფორთს მისის დაგლასმა და ეკრანისკენ მიბრუნდა.
– ელი, ძვირფასო, ჯოზეფისა და ჩემთვის ახალი ჰოროსკოპები
მჭირდება, და, რაც შეიძლება, სწრაფად.
– ძალიან კარგი, – ასტროლოგი შეყოყმანდა, – ძვირფასო, დახმა-
რებას უფრო შევძლებ, თუ ამ ჰოროსკოპის მიზეზის თაობაზე რაღაც მა-
ინც მეცოდინება.
მისის დაგლასმა მაგიდაზე თითები ააკაკუნა.
– სინამდვილეში ამის ცოდნა სულაც არ გჭირდება, ასე არ არის?
– რა თქმა უნდა, არა. ჰოროსკოპის შედგენა ნებისმიერს შეუძლია,
თუ სათანადოდაა მომზადებული, აქვს
გარკვეული მათემატიკური განათლება და საკმარისი ცოდნა ვარ-
სკვლავების თაობაზე. ამისთვის მხოლოდ იმ ადამიანის დაბადების

156
ზუსტი დროისა და ადგილის ცოდნაც საკმარისია, ვისი ჰოროსკოპიც
უნდა შეადგინო. ეს ხომ თვითონაც კარგად იცით. ამის გაკეთებას
თქვენც ადვილად ისწავლიდით და ჰოროსკოპებსაც შეადგენდით...
ასე ძალიან დაკავებული რომ არ ყოფილიყავით, მაგრამ ერთი რამ უნ-
და დაიმახსოვროთ: ვარსკვლავები მიგვითითებენ და არა გვაიძულე-
ბენ. ადამიანს ხომ თავისუფალი ნება აქვს. თუმცა თუ უკიდურესად დე-
ტალური და რთული ანალიზი უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ კრიზისი-
სას დაგეხმაროთ, მაშინ უნდა ვიცოდე, რომელი მიმართულებით და-
ვაკვირდე, უნდა ვიცოდე, ამ შემთხვევაში, რა არის ყველაზე მნიშვნე-
ლოვანი. იქნებ ვენერას გავლენაა გადამწყვეტი? ან იქნებ მარსის ფაქ-
ტორია მთავარი? ანდა, სულაც...
– საქმე მარსს ეხება, – გააწყვეტინა მისის დაგლასმა, რომელმაც,
როგორც იქნა, გადაწყვიტა, გამოსტყდომოდა ასტროლოგს და დაამა-
ტა, – ელი, კიდევ ერთი ჰოროსკოპის შედგენა მჭირდება.
– ძალიან კარგი, ვისი ჰოროსკოპის?
– ჰმ... ელი, ეს საკითხი დიდ ნდობას მოითხოვს.
მადამ ვესანმა ეს უკვე შეურაცხყოფად მიიღო.
– აგნეს, თუ არ მენდობით, მაშინ უკეთესი იქნება, თუ ჩემგან კონ-
სულტაციებს აღარ მიიღებთ. ამ საქმის სხვა მცოდნეებიც არსებობენ.
არიან ისეთებიც, ვისაც, ასეთ დროს, მეცნიერული კუთხით შეუძლიათ
დახმარება. ერთადერთი არ ვარ, ვინც ამ უძველეს ცოდნას ფლობს. მა-
გალითად, ბევრჯერ მსმენია პროფესორ კრაუსმეიერის ქება, მიუხედა-
ვად იმისა, რომ ზოგჯერ მიდრეკილება აქვს... – მადამ ვეზანს სიტყვა
აღარ დაუსრულებია.
– კარგი რა, ეგ რა სალაპარაკოა! რა თქმა უნდა, ჩვენ შორის ნდო-
ბის პრობლემა საერთოდ არ არსებობს! არც მიფიქრია, ჰოროსკოპის
შედგენა ვინმე სხვისთვის მეთხოვა. ახალა კი საქმეზე გადავიდეთ.
ნამდვილად არავინ გვისმენს?
– რა თქმა უნდა, არა, ძვირფასო!
– ვალენტაინ მაიკლ სმიტის ჰოროსკოპის შედგენა მინდა.
– ვალენტაინ მაიკლ... მარსელი ადამიანისა?
– ჰო, ჰო, ელი, გაიტაცეს. აუცილებლად უნდა ვიპოვოთ!

157
დაახლოებით ორი საათის შემდეგ, მადამ ალექსანდრა ვესანი,
როგორც იქნა, მოსწყდა სამუშაო მაგიდას, შვებით ამოისუნთქა და გა-
დაღლილობის მიზეზით მდივანს ყველა დაგეგმილი შეხვედრა გადაა-
დებინა. მაგიდაზე გაშლილი დიაგრამებითა და ათასგვარი ფიგურე-
ბით აჭრელებული რამდენიმე ფურცელი და ჩაკეცილგვერდებიანი სა-
ნავიგაციო ალმანახი, მისი ნაშრომ-ნაღვაწის აშკარა მტკიცებულება
იყო. ალექსანდრა ვესანი დანარჩენი პრაქტიკოსი ასტროლოგებისგან
იმით განსხვავდებოდა, რომ მართლა ცდილობდა ციური სხეულების
„გავლენათა“ დადგენა-გამოანგარიშებას, რისთვისაც თხელყდიან
წიგნს, სახელწოდებით „იუდაისტური ასტროლოგიის არკანული მეც-
ნიერება და სოლომონის ქვის გასაღები“, იყენებდა. ეს წიგნი მადამ ვე-
სანისთვის აწგანსვენებულ მეუღლეს, საიდუმლო ხელოვნებებში გან-
სწავლულ პროფესორ საიმონ მაგუსს ეჩუქებინა, რომელიც საყოველ-
თაოდ ცნობილი მენტალისტი და ილუზიონისტი იყო და სასცენო ჰიპ-
ნოზისტის სახელითაც გახლდათ ცნობილი.
მადამ ვესანი ამ წიგნს ისევე ენდობოდა, როგორც ყოფილ ქმარს.
ამქვეყნად არავის შეეძლო ჰოროსკოპის ისე შედგენა, როგორც ამას
საიმონი აკეთებდა, რისთვისაც თუ ფხიზელი იყო, ლამის დაზეპირებუ-
ლი წიგნის გამოყენება საერთოდ არ სჭირდებოდა. მადამ ვესანმა იცო-
და, რომ ასეთი დონის ოსტატობას ვერასოდეს მიაღწევდა, ამიტომ
წიგნთან ერთად ყოველთვის იყენებდა სანავიგაციო ალმანახსაც. მისი
გამოთვლები, ზოგ შემთხვევაში, ცოტა არ იყოს, ბუნდოვანი გამოდი-
ოდა, რაც იმავე მიზეზით ხდებოდა, რის გამოც ზოგჯერ ფინანსებთან
დაკავშირებული საკითხებიც ერეოდა. ბეკი ვესის – ახალგაზრდობაში
ის სწორედ ამ სახელსა და გვარს ატარებდა, ვერაფრით აეთვისებინა
გამრავლების ტაბულა და ზოგჯერ შვიდი და ცხრაც კი ერეოდა ერთმა-
ნეთში.
მიუხედავად ამისა, მის მიერ შედგენილი ჰოროსკოპები შემკვე-
თებს ბოლომდე აკმაყოფილებდა და არც მისის დაგლასი ბრძანდებო-
და მისი ერთადერთი მნიშვნელოვანი კლიენტი.
მაგრამ მადამ ვესანი ლამის პანიკაში ჩაეგდო იმ ფაქტს, რომ გენე-
რალური მდივნის ცოლმა მარსელის ჰოროსკოპის შედგენა მოსთხოვა.

158
უეცრად ისეთივე შეგრძნება დაეუფლა, როგორიც მაშინ, როდესაც მა-
ყურებლებს შორის შერჩეულმა ერთ-ერთმა აბეზარმა და ზედმეტად
კირკიტა იდიოტმა, გულის გამაწვრილებელი დაჟინებით მოითხოვა,
მისთვის თვალები ხელმეორედ და, ამჯერად, უფრო მჭიდროდ აეხვი-
ათ, სწორედ იმ მომენტში, როდესაც პროფესორს კითხვების დასმა უნ-
და დაეწყო. მადამ ვესანს კი ჯერ კიდევ ბავშვობაში აღმოეჩინა, რომ
სცენაზე გამოსვლისა და კითხვებზე პასუხების ბრმად გაცემის თანდა-
ყოლილ ნიჭს ფლობდა. ამრიგად, პანიკა ადვილად დათრგუნა, თვით-
კონტროლი დაიბრუნა და წარმოდგენაც ჩვეულ კალაპოტში გაგრძელ-
და.
ამჯერად მადამ ვესანმა აგნეს დაგლასისგან მარსელი ადამიანის
დაბადების ზუსტი ადგილისა და თარიღის გარდა, დაბადების ზუსტი
დროც მოითხოვა, თუმცა დარწმუნებული იყო, რომ ამ მონაცემებით ვე-
რავინ უზრუნველყოფდა.
პირიქით მოხდა – უზუსტესი მონაცემებით მოამარაგეს და, თანაც,
საკმაოდ მალე. ინფორმაცია კი „ენვოის“
მონაცემთა ბაზიდან ამოეღოთ, სადაც მარსელი ადამიანის შესა-
ხებ სრული ინფორმაცია იყო შენახული. ამ დროისთვის უკვე დამშვი-
დებულმა მადამ ვესანმა მოთხოვნილი ინფორმაცია ჩაიბარა და აგ-
ნესს აღუთქვა, რომ, როგორც კი ჰოროსკოპებს შეადგენდა, მაშინვე შე-
ატყობინებდა.
ახლა კი, გულის გამაწვრილებელი ორსაათიანი მათემატიკური გა-
მოთვლების შემდეგ, მართალია, მისტერ და მისის დაგლასების ახალი
ჰოროსკოპების შედგენა დაემთავრებინა, მაგრამ მარსელის ჰოროს-
კოპისთვის ვერაფერი მოეხერხებინა, ოდნავადაც ვერ წაეწია წინ,
რადგან ერთი მარტივი, თუმცა, იმავდროულად, გადაულახავი წინააღ-
მდეგობის წინაშე აღმოჩენილიყო – სმიტი დედამიწაზე არ იყო დაბა-
დებული.
მადამ ვეზანის ასტროლოგიურ ბიბლიაში არაფერი იყო ნათქვამი
სხვა პლანეტაზე დაბადებული ადამიანების შესახებ. ამ სახელმძღვა-
ნელოს უცნობი ავტორი იქამდე გარდაცვლილიყო, ვიდრე დედამიწი-
დან გაშვებული რაკეტა მთვარემდე მიაღწევდა. თუმცა მადამ ვესანი

159
მაინც ყველანაირად ცდილობდა, ამ დილემის გადასაჭრელად ლოგი-
კური გამოსავალი მოეძებნა. სცადა, იმ ვარაუდს მაინც დაჰყრდნობო-
და, რომ მის სახელმძღვანელოში ყველა ძირითადი პრინციპი სწორად
იყო მოცემული, მას კი მხოლოდ ციური სხეულების ურთიერთგანლაგე-
ბის სათანადო კორექტირება ევალებოდა, რაც სწორედ ისე უნდა გა-
ეკეთებინა, რომ მარსზე დაბადებული ადამიანის ჰოროსკოპის შესაბა-
მისი ყოფილიყო. საბოლოოდ აღმოაჩინა, რომ მისთვის სრულიად უც-
ნობ და ზედმეტად ჩახლართულ ურთიერთკავშირებში გახლართული-
ყო. ხოლო როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, გააცნობიერა, რომ არც იმა-
ში იყო დარწმუნებული, რომ მარსიდან ზოდიაქოს ნიშნების შესაბამისი
თანავასკვლავედები ისევე გამოიყურებოდნენ, როგორც დედამიწი-
დან ჩანდა. ასტროლოგს კი ზოდიაქოს ნიშნების გარეშე აბა, რა უნდა
გაეკეთებინა?
მადამ ვესანს ასეთივე წარმატებით შეეძლო კუბური ფესვის ამოღე-
ბა ეცადა, რისი გაკეთებაც მისთვის იმდენად გადაუხალავ დაბრკო-
ლებას წარმოადგენდა, რომ ამის გამო ოდესღაც სკოლაც მიეტოვები-
ნა.
ქალმა მაგიდის ქვედა უჯრა გამოაღო და რაღაც მატონიზებელი
სითხე ამოაძვრინა, რომელსაც ყოველთვის ისეთ ადგილას ინახავდა,
რომ მსგავსი, განსაკუთრებულად რთული შემთხვევებისთვის ყოველ-
თვის ხელთ ჰქონოდა. ჯერ ერთი დოზა მიიღო და მეორეც მიაყოლა,
შემდეგ კი იმაზე დაფიქრდა, თუ რას მოიმოქმედებდა მსგავს მდგომა-
რეობაში აღმოჩენილი საიმონი. ცოტა ხანში ყურში საიმონის მტკიცე
და გაწონასწორებული ხმა ჩაესმა: „თავდაჯერება, პატარა, თავდაჯე-
რება! თუ საკუთარ თავს ირწმუნებ, მაშინ ყველა გირწმუნებს! ეს შენზეა
დამოკიდებული“.
მადამ ვესანმა თავი გაცილებით უკეთ იგრძნო და მისტერ და მისის
დაგლასების ჰოროსკოპებიდან მონაცემების ამოწერას შეუდგა. როცა
ამ საქმიანობას მორჩა, სრულიად მოულოდნელად გააცნობიერა, რომ
არც სმიტის ჰოროსკოპის შედგენა უნდა ყოფილიყო საძნელო საქმე,
რადგან, როგორც ყოველთვის, ახლაც აღმოაჩინა, რომ ფურცელზე გა-
მოსახული სიტყვები თავადვე ადასტურებდნენ საკუთარ არსებობას

160
და ისინი დიდებულ ჭეშმარიტებას წარმოადგენდნენ! მადამ ვესანი უკ-
ვე ასრულებდა სმიტის ჰოროსკოპის შედგენას, როდესაც აგნესი ისევ
დაუკავშირდა.
– ელი, როგორ მიდის საქმე? კიდევ ვერ მორჩი?
– სწორედ ახლა დავამთავრე, – თავდაჯერებით უპასუხა მადამ ვე-
სანმა, – ვგონებ, სრულიად ზედმეტია იმის შეხსენება, რომ ყმაწვილი
სმიტის ჰოროსკოპის შედგენა ამ მეცნიერებისთვის სრულიად უჩვეუ-
ლო და უკიდურესად რთულ საქმეს წარმოადგენდა, რამეთუ იგი სხვა
პლანეტაზეა დაბადებული და, ამდენად, ყველა ასპექტისა და ურთი-
ერთკავშირის ხელახლა გამოთვლა დამჭირდა. მასზე მზის გავლენა
შემცირებულია, ვენერასი თითქმის არ არსებობს, იუპიტერი კი სრული-
ად ახალ, შეიძლება ითქვას, უნიკალურ მდგომარეობაშია და, შესაძ-
ლოა, მთელი კონცენტრაცია სწორედ ამ ასპექტისკენ უნდა მივმართო.
დარწმუნებული ვარ, ამას თავადაც შეამჩნევ. ამ ყველაფერმა კი ისეთი
რთული გამოთვლები მოითხოვა, რომლებიც...
– ელი! მაგას მნიშვნელობა არ აქვს. პასუხები მიიღე?
– თავისთავად.
– ოჰ, მადლობა ღმერთს! უკვე ისიც ვიფიქრე, იმის თქმას ხომ არ
ცდილობდი, რომ ეს ყველაფერი შენთვის მეტისმეტად რთული აღმოჩ-
ნდა და თავი ვეღარ გაართვი...
მადამ ვესანს სახეზე შეურაცხყოფილი ღირსება აღებეჭდა. თავს
სწორედ ასე გრძნობდა.
– ჩემო ძვირფასო, ეს მეცნიერება არასოდეს იცვლება, იცვლება
მხოლოდ ციური სხეულების განლაგება და კონფიგურაციები. განა
სწორედ ამ მეთოდის წყალობით არ იწინასწარმეტყველეს ქრისტეს
დაბადების ზუსტი დრო და ადგილი? წინასწარ ამ მეთოდით არ განსაზ-
ღვრეს იულიუს კეისრის სიკვდილის დრო და ვითარებაც, რომელშიც
მას აღასრულებდნენ?.. განა შეიძლება ისე მოხდეს, რომ ამ მეთოდმა
აღარ იმუშაოს? ჭეშმარიტება ხომ მუდამ ჭეშმარიტებად დარჩება, ფე-
რუცვლელად.
– ჰო, რა თქმა უნდა.
– აბა, გადავიდეთ მიღებული შედეგების კითხვაზე?

161
– ერთი წუთით, ხმის ჩამწერს ჩავრთავ... დავიწყოთ.
– მაშ ასე, აგნეს, ამჟამად ცხოვრების ყველაზე კრიტიკული პერიო-
დი გაქვს. აქამდე მხოლოდ ორჯერ გქონდა შემთხვევა, როდესაც ციურ
სხეულებს ასეთი მკაფიო ურთიერთგანლაგება და მძლავრი კონფიგუ-
რაცია ჰქონდათ. უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია სიმშვიდის შე-
ნარჩუნება, თვითკონტროლი და ყველაფრის საგულდაგულოდ გააზ-
რება. მთლიანობაში, პლანეტების განლაგება შენთვის
ხელსაყრელია, თუმცა აუცილებელია ამ მდგომარეობის შენარჩუ-
ნება და ნეგატიური შედეგების განმაპირობებელი ქმედებების არიდე-
ბა. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუშვა, რომ გონებას ზედაპირუ-
ლი მოვლენების უმნიშვნელო გამოვლინებები დაეუფლოს... – მადამ
ვესანი ამავე ჟანრში აგრძელებდა უსასრულო ბრძნული რჩევა-დარი-
გებების ფრქვევას. ბეკი ვესი მუდამ კარგ რჩევებს იძლეოდა, რასაც
სრულიად დამაჯერებლადაც აკეთებდა, რადგან საკუთარი სათქმე-
ლისა უპირობოდ სჯეროდა. საიმონისგან ესწავლა, რომ მაშინაც კი,
როდესაც ვარსკვლავები წყვდიადში იძირებოდნენ, ყოველთვის შეიძ-
ლებოდა, დარტყმების შემამსუბუქებელი გზის გამოძებნა, სწორედ იმ
დადებითი ასპექტის ამორჩევა, რომელიც კლიენტს გაახარებდა და
გააბედნიერებდა... ნეტავი, ახლა მისი პოვნა და წინ წამოწევა შესძლე-
ბოდა.
ეკრანიდან მომზირალი დაძაბული სახე თანდათან დამშვიდდა.
მისის დაგლასი მადამ ვესანის რჩევა-დარიგებებზე თანხმობის ნიშ-
ნად თავს აქნევდა.
– ასე რომ, როგორც ხედავ, – შეაჯამა კლიენტის დამოძღვრა მადამ
ვესანმა, – ახალგაზრდა სმიტის დროებითი გაუჩინარება, მოცემული
მომენტისთვის, სულაც არ არის ნეგატიური მოვლენა. ეს სრულიად
გარდაუვალი მოცემულობაა, რომელიც ამ სამი ჰოროსკოპის ურთიერ-
თგავლენამ გამოიწვია. შიშისა და ნერვიულობის არავითარი მიზეზი
არ არსებობს. ის ძალიან მალე დაბრუნდება, ან, ყოველ შემთხვევაში,
მის შესახებ ცნობები მაინც იქნება. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი,
ზედმეტად ხისტი მოქმედებებისგან თავის შეკავებაა, რადგან ასეთ

162
ქმედებებს, შეიძლება, შეუქცევადი შედეგები მოჰყვეს. მთავარია სიმ-
შვიდის შენარჩუნება.
– ჰო, ყველაფერი მესმის.
– და კიდევ ერთი: ვენერა ამ ამბავზე საუკეთესო ასპექტით ზემოქ-
მედებს და მისი გავლენა, პოტენციურად, მარსის გავლენაზეც დომინი-
რებს. ამ შემთხვევაში, ვენერა, ცხადია, შენი სიმბოლოა, მაგრამ მარსი
ერთდროულად განასახიერებს მისტერ დაგლასსაც და ყმაწვილ სმიტ-
საც. ამ ფაქტს სმიტის დაბადების უნიკალური გარემოებები განაპირო-
ბებს, რის გამოც ორმაგი ტვირთის ტარება და დიდ გამოწვევებთან
გამკლავება მოგიხდება. მშვიდი სიბრძნისა და თავშეკავების გამოვ-
ლენა მოგიწევს, რაც ქალებისთვის განსაკუთრებით დამახასიათებე-
ლი თვისებებია. მისტერ დაგლასს მეუღლის მხრიდან მუდმივი ზრუნვა,
თანადგომა, დამშვიდება და სათანადო გზის ჩვენება დასჭირდება,
რომლის მეშვეობითაც ეს კრიზისი უნდა გადალახოს. მან დედა პლა-
ნეტის სიბრძნის მშვიდი ჭებიდან უნდა მოიკლას წყურვილი, ეს ჭები კი
შენი გონიერებით შეივსოს. სწორედ ახლა გიდგას ამ ნიჭის გამოვლე-
ნის დრო.
– ელი, ეს, უბრალოდ, შესანიშნავია! – შვებით ამოისუნთქა მისის
დაგლასმა, – არც კი ვიცი, შევძლებ თუ არა, იმ მადლიერების გამოხატ-
ვას, რომელსაც ახლა განვიცდი.
– ჩემდამი მადლიერების გამოხატვა საჭირო არ არის, მადლობას
უძველესი დროის ის დიდებული
ოსტატები იმსახურებენ, რომელთა მოკრძალებული მოსწავლეც
ვარ ოდენ.
– მათ მადლობას ვერ გადავუხდი, ამიტომაც შენ გეუბნები. ასეთი
განსაკუთრებული შემთხვევისთვის სტანდარტული ანაზღაურება საკ-
მარისი არ იქნება. აუცილებლად დაგასაჩუქრებ.
– აგნეს, ეს აუცილებელი არ არის. ასეთი სამსახურის გაწევა ჩემ-
თვის დიდი პრივილეგიაა.
– ჩემი პრივილეგია კი ის არის, რომ ასეთი სამსახური სათანადოდ
დავაფასო. არა, ელი. მოდი ამაზე აღარ გვინდა.

163
მადამ ვესანმა კავშირი გამორთო და თავს განტვირთვის ნება მის-
ცა. ასეთი დაჟინებული თავაზიანობის წინაშე ისღა დარჩენოდა, ფარ-
ხმალი დაეყარა და დანებებულიყო. თუმცა თავს უაღრესად კმაყოფი-
ლად გრძნობდა, რადგან სრულიად დარწმუნებული იყო, რომ მის მიერ
შედგენილ ჰოროსკოპს წყალი არ გაუვიდოდა. საბრალო აგნესი! გუ-
ლის სიღრმეში როგორი კარგი ქალი იყო... მაგრამ წინააღმდეგობრივი
სურვილებით იტანჯებოდა. მადამ ვესანისთვის მართლაც პრივილე-
გია იყო, აგნესისთვის გზა ცოტათი მაინც გაეკვალა და გაემარტივები-
ნა, ოდნავ მაინც შეემსუბუქებინა ტვირთი. როდესაც აგნესს ეხმარებო-
და, თავს ყოველთვის უკეთ გრძნობდა.
მადამ ვესანის კმაყოფილებას ისიც განაპირობებდა, რომ გენერა-
ლური მდივნის მეუღლე თითქმის თანასწორივით ექცეოდა, თუმცა ამა-
ზე არც კი ფიქრობდა, რადგან გულის სიღრმეში სნობი სულაც არ იყო.
ახალგაზრდობაში ბეკი ვესი იმდენად შეუმჩნეველი და უმნიშვნელო
ადამიანი გახლდათ, რომ ერთხელ, ადგილობრივი საარჩევნო კომისი-
ის ერთ-ერთმა რიგითმა წარმომადგენელმა ვერაფრით მოახერხა მისი
გვარის დამახსოვრება, მიუხედავად იმისა, რომ ბიუსტის ზომა მაშინვე
შენიშნა და შესანიშნავადაც ახსოვდა. ბეკი ვესი ამის გამო არ განაწ-
ყენებულა. ბეკის ადამიანები მოსწონდა და მათ მიმართ დადებითად
იყო განწყობილი. მოცემულ მომენტში, ასეთ ადამიანს მისთვის აგნეს
დაგლასი წარმოადგენდა.
ბეკი ვესის ყველა ადამიანი მოსწონდა.
ცოტა ხანს ადგილზე დარჩა, საკუთარი სხეულიდან მომდინარე
სითბოთი ტკბებოდა და თავს სტესისგან თავისუფლად გრძნობდა.
ვიდრე მისი მახვილი და მძლავრი გონება მანამდე შეგროვებულ ყვე-
ლა მნიშვნელოვან თუ მეორეულ მონაცემს ამუშავებდა, ცოტაოდენი
მატონიზირებელი სითხე კიდევ მოსვა. შემდეგ, სრულიად გაუცნობიე-
რებლად, პირად ბროკერს დაურეკა და „ლუნარ ენტერპრაიზისის“ აქ-
ციების გაყიდვის ინსტრუქცია მისცა.
– ელი, ხომ არ გადაირიეთ? – აღშფოთდა ბროკერი, – ვხედავ, ეგ
დიეტა თქვენს ტვინზე უარყოფითად მოქმედებს და მის ფუნქციონირე-
ბას ასუსტებს.

164
– მომისმინეთ, ედ. როგორც კი აქციების ფასი ათი პუნქტით დაი-
წევს, ისე გააკეთეთ, როგორც გითხარით, მაშინაც კი, თუ ვარდნა ბო-
ლომდე არ იქნება დასრულებული. შემდეგ დაელოდეთ, სანამ მდგო-
მარეობა ისევ შეიცვლება. როდესაც აქციების ფასი სამი პუნქტით მო-
იმატებს, უკან შეისყიდეთ... შემდეგ კი, როგორც კი მათი ფასი დღევან-
დელ ბოლო ნიშნულამდე დაეცემა, ისევ გაყიდეთ.
ედი კარგა ხანს არაფერს არ ამბობდა. ბოლოს, როგორც იქნა, მა-
დამ ვესანს შეხედა.
– ელი, როგორც ჩანს, რაღაც იცით. იქნებ ამის შესახებ ბიძია ედსაც
უთხრათ?
– ედ, ეს რჩევა ვარსკვლავებისგან მივიღე.
ედმა ასტრონომიული თვალსაზრისით სრულიად შეუძლებელი ვა-
რაუდი გამოთქვა და დაამატა:
– კარგი, თუ არ გინდათ, ნუ მეტყვით. ჰმ... არასოდეს მქონია საკმა-
რისი კეთილგონიერება იმისთვის, რომ სახიფათო თამაშებისგან თავი
შორს დამეჭირა. ელი, გინდათ, რომ ამ რბოლაში თქვენთან ერთად ჩა-
ვება?
– სულაც არა, ედ. თუ მეტისმეტად ღრმად არ შეტოპავთ, ყველაფე-
რი რიგზე იქნება. ძალიან ფრთხილად უნდა იმოქმედოთ და საკუთარი
თავი არ გამოამჟღავნოთ. როდესაც სატურნი ლომისა და ქალწულის
თანავარსკვლავედებს შორისაა გაწონასწორებული, ეს ერთობ დელი-
კატური და განსაკუთრებული სიტუაციაა.
– როგორც იტყვით, ელი.
მისის დაგლასი ასტროლოგიური რეკომენდაციების მიღებისთანა-
ვე შეუდგა საქმეს. თავს ბედნიერად გრძნობდა, რადგან ელიმ მისი ყვე-
ლა ვარაუდი დაადასტურა. მან ჯერ გაუჩინარებული ბერკვისტის დო-
სიე მოატანინა, გადახედა და საბოლოოდ გადაწყვიტა, მისი რეპუტა-
ცია ერთიანად გაეცამტვერებინა. ოციოდე წუთის განმავლობაში პირა-
დად ესაუბრებოდა სპეციალური სამსახურის კომენდანტ ტვიჩელს,
რომელიც ამ შეხვედრის შემდეგ იმდენად ცუდ ხასიათზე დადგა, რომ
თავის აღმასრულებელ ოფიცერს ცხოვრება დაუყოვნებლივ ჯოჯოხე-
თად უქცია. მოგვიანებით მისის დაგლასმა სენფორთს მისცა ინსტრუქ-

165
ცია, რომ მარსელის შესახებ მორიგი სტერეოგადაცემა მოემზადებინა
და მასში ის ჭორები ჩაერთო, რომლებიც, თითქოსდა, „გენერალური
მდივნის ადმინისტრაციასთან დაახლოებული წყაროსგან“ მიეღო. ამ
ხმების თანახმად, სმიტს ანდებში არსებულ სანატორიუმში უპირებ-
დნენ გაგზავნას, რადგან მარსის კლიმატთან მაქსიმალურად მიახ-
ლოებულ პირობებში მისი გამოჯანმრთელების პროცესი დაჩქარებუ-
ლიყო. გადაცემაში იმაზეც უნდა მიენიშნებინათ, რომ, შესაძლოა, სმი-
ტი უკვე გამგზავრებულიყო კიდეც. ამ ყველაფრის მოგვარების შემდეგ
მისის დაგლასი იმაზე დაფიქრდა, თუ როგორ უზრუნველეყო ჯოზეფის-
თვის პაკისტანის მხარდაჭერა.
მცირეოდენი ფიქრის შემდეგ აგნესმა ქმარს დაურეკა და დაარწმუ-
ნა, რომ ქაშმირის თორიუმის საბადოს ლომის წილთან დაკავშირებით
პაკისტანის პრეტენზიისთვის მხარი დაეჭირა, რის გაკეთებასაც გენე-
რალური მდივანი, დიდი ხანია, აპირებდა, მაგრამ ვერა და ვერ გადა-
ეწყვიტა. მისის დაგლასმა მიიჩნია, რომ მოვლენათა დაჩქარების დრო
მოსულიყო, რის აუცილებლობაშიც სწორედ მათ დაყოვნებას დაერწმუ-
ნებინა. თავის მხრივ, აგნესს სულაც არ გასჭირვებია ამის აუცილებლო-
ბაში მეუღლის დარწმუნება, თუმცა, ეს უკანასკნელი, ცოტა არ იყოს,
გაკვირვებული ჩანდა აგნესის მხრიდან იმის მტკიცებით, რომ, თით-
ქოსდა, თვითონ ამ გადაწყვეტილების წინააღმდეგი ყოფილიყო. რო-
გორც კი ეს საკითხიც მოაგვარა, მისის დაგლასი „მეორე რევოლუციის
ქალიშვილებთან“ შეხვედრაზე წავიდა, რათა მათთვის მიემართა თე-
მაზე „დედობის ფენომენი ახალ სამყაროში“.

166
თავი მეათე
ვიდრე მისის დაგლასი მგზნებარედ ლაპარაკობდა იმაზე, რის შე-
სახებაც მეტად მწირი წარმოდგენა ჰქონდა, იუბალ ე. ჰარშოუ – სამარ-
თლის ბაკალავრი, სამედიცინო და საბუნებისმეტყველო მეცნიერება-
თა დოქტორი, ფუფუნების მოყვარული, გურმანი, ნებიერა, პოპულარუ-
ლი და ექსტრაორდინალური მწერალი და ნეოპესიმისტი ფილოსოფო-
სი, პოკონოსში მდებარე საკუთარი სახლის ეზოში, აუზის პირას ჩამომ-
ჯდარიყო, ჭაღარა ბალნით დაფარულ მკერდს იფხანდა და წყალში
მოჭყუმპალავე თავის სამ მდივანს შესცქეროდა. სამივე გოგონა საოც-
რად ლამაზი და, გარეგნულ მშვენიერებასთან ერთად, შესანიშნავი
მდივანიც იყო. ჰარშოუს გადასახედიდან მინიმალური მოქმედების
პრინციპი სწორედ სარგებლიანობისა და ესთეტიკურობის კომბინირე-
ბას გულისხმობდა.
ენი ქერა იყო, მირიამი – წითური, დორკასს კი მუქი თმა ჰქონდა. სა-
მივეს თმის ფერი სრულიად ბუნებრივი იყო, მათი სხეულის აგებულება
კი სასიამოვნო სისავსიდან ზომიერ და მოხდენილ სიგამხდრემდე ვა-
რირებდა. გოგონების ასაკი თხუთმეტ წელზე მეტი იყო, მაგრამ, ერთი
შეხედვით, ძნელად მიხვდებოდი, რომელი მათგანი უფრო ადრე გა-
დაცდენილიყო ამ ასაკს. მათ, რა თქმა უნდა, გვარებიც ჰქონდათ, მაგ-
რამ ჰარშოუს ეს საკითხი დიდად არ აღელვებდა. დადიოდა ხმები,
რომ ერთ-ერთი მათგანი ჰარშოუს შვილიშვილიც იყო, მაგრამ რომელი
– ამაზე აზრები ორად იყოფოდა.
ჰარშოუ ჩვეულ სტილში მუშაობდა, რამდენადაც ამას, შეიძლებო-
და, მუშაობა დარქმეოდა, რადგან, მეტწილად, მოხდენილი გოგონების
თვალიერებით ერთობოდა და სიამოვნებით უყურებდა, როგორ ჭყუმ-
პალაობდნენ მცხუნვარე მზის ქვეშ. მართალია, მისი ცნობიერების
უდიდესი ნაწილი ამ სანახაობას მოეცვა, ერთი პატარა, იზოლირებუ-
ლი და ხმაგაუმტარი განყოფილება მხოლოდ შემოქმედებითი პროცე-
სით იყო დაკავებული. ჰარშოუ გამუდმებით ამტკიცებდა, რომ ლიტე-
რატურის შექმნის მისეული მეთოდი იმაში მდგომარეობდა, რომ თა-
ლამუსის[40] პარალელურად გონადების[41] სტიმულირებაც მოეხდი-
167
ნა, ხოლო თავის ტვინის უმეტესი ნაწილი მთლიანად გაეთიშა. მისი
ცხოვრების წესი ამ თეორიას გარკვეულ დამაჯერებლობას ნამდვი-
ლად მატებდა.
მიკროფონი, რომელიც მაგიდაზე, მისგან მარჯვნივ იდო, სტუდიაში
დამონტაჟებულ ხმის ჩამწერ აპარატურას უკავშირდებოდა, მაგრამ ამ
მოწყობილობას მხოლოდ შენიშვნებისთვის იყენებდა. როცა წერის და-
საწყებად მზად იყო, ცოცხალი სტენოგრაფისტის მომსახურებით სარ-
გებლობდა და, მუშაობის პროცესში, მის რეაქციებსაც აკვირდებოდა.
ახლა სწორედ ასეთ მზაობას გრძნობდა.
– მორიგე, – დაიყვირა მან.
– ენის რიგია, – უპასუხა დორკასმა, – მაგრამ მე შევცვლი. აი, იმ შხე-
ფების მიზეზი სწორედ ენია.
– ჩაყვინთე და ამოიყვანე. დავუცდი, – პატარა მუქთმიანმა გოგო-
ნამ მაშინვე ჩაყვინთა. რამდენიმე წამში ენი აუზიდან ამოვიდა, ხალა-
თი მოიცვა, ზედ ხელებიც შეიმშრალა და მაგიდას მეორე მხრიდან მი-
უჯდა. ენს არაფერი უთქვამს და არც ჩასაწერად მომზადებულა. გოგო-
ნას აბსოლუტური მეხსიერება ჰქონდა და ტექნიკით თავს არასოდეს
იწუხებდა.
ჰარშოუ ყინულის ნატეხებით სავსე პატარა სათლს გადასწვდა, რო-
მელშიც ბრენდის ბოთლი იდგა და გვარიანი ყლუპი მოსვა.
– ენ, მართლაც სულის შემძვრელი სიუჟეტი მოვიფიქრე პატარა
კნუტზე, რომელიც შობის წინა ღამეს გასათბობად ეკლესიაში შეეხეტე-
ბა. გარდა იმისა, რომ დაკარგულია, შია და გათოშილია, კაცმა არ იცის
რატომ, თათიც დაზიანებული აქვს. კარგი, აბა, დავიწყოთ: „თოვლი
მას შემდეგ მოდიოდა, რაც...
– რომელი ფსევდონიმით?
– ჰმ... ისევ „მოლი ვოდსუორთის“ გამოყენება აჯობებს, საკმაოდ
სენტიმენტალური ისტორიაა. ამ ამბის სახელწოდებაა „სხვა ბაგა“. თა-
ვიდან დავიწყოთ.
იუბალი ლაპარაკობდა და თან ყურადღებით აკვირდებოდა თვა-
ლებდახუჭულ ენს. როდესაც შენიშნა, რომ გოგონას ქუთუთოებიდან
ცრემლებმა გამოჟონა, თვითკმაყოფილმა ოდნავ შესამჩნევად ჩაიღი-

168
მა და თვითონაც დახუჭა თვალები. თხრობის დასასრულს, ლოყები
ორივეს ცრემლებით ჰქონდათ დაღარული, ორივე გულის ამაჩუყებე-
ლი სევდის კათარზისში განბანილიყვნენ.
– ესეც ოცდაათი, – განაცხადა ჰარშოუმ, – ახლა კი შეგიძლია, ცხვი-
რი მოიწმინდო. ეს კი დროზე გადააგზავნე და, ღვთის გულისათვის,
ეცადე, აღარსად დავინახო, თორემ ნაკუწებად ვაქცევ.
– იუბალ, სირცხვილი არასოდეს გაწუხებს?
– არა.
– ერთ დღესაც თავს ვეღარ შევიკავებ და, მორიგი ასეთი ამბის გა-
მო, პირდაპირ მაგ გაბერილ მუცელში ჩაგაზილავ.
– ვიცი, მაგრამ ჩემი ემოციური დაიკოების გამო ამბავს ვერ შევარ-
ბილებ. თანაც ისინი არასოდეს მყოლია, და რომც მყოლოდნენ, ახლა
ძალიან ბებრები იქნებოდნენ. ახლა კი დროა, აქედან მოუსვა და, ვიდ-
რე გადამიფიქრებია, მაგას მიხედო.
– არის, ბოს, – ენი წამოდგა და როდესაც გვერდით ჩაუარა, მელოტ
თავზე აკოცა.
– მორიგე! – ისევ დაიყვირა ჰარშოუმ და, ამჯერად, მისკენ მირიამი
გამოემართა. ზუსტად ამ დროს, სახლის სახურავზე დამონტაჟებული
ხმის გამაძლიერებელი გამოცოცხლდა და გაისმა:
– ბოს!
ჰარშოუმ რაღაც ჩაიბურტყუნა, მირიამმა გამკიცხავად გადახედა,
შემდეგ კი მიკროფონში ჩასძახა:
– გისმენ, ლარი.
– შემოსასვლელთან ვიღაც ქალია და თქვენი ნახვა უნდა, – გაისმა
ისევ ხმის გამაძლიერებლიდან, – და თან, მგონი, გვამი აქვს.
ჰარშოუს ერთხანს აღარაფერი უპასუხებია, ცოტა ხანში კი კვლავ
ჩასძახა მიკროფონში:
– ლამაზია?
– კი.
– მაშინ რა დაგემართა, რაღას ელოდები? დროზე შემოუშვი, – ჰარ-
შოუ ისევ თავის ადგილზე მოკალათდა და თქვა: – დავიწყოთ. ქალაქის
ცხოვრების ერთ-ერთი ეპიზოდის მონტაჟი. კამერა თანდათან ოთახს

169
უახლოვდება და მის ინტერიერს ახლო ხედით გვაჩვენებს. მაღალზურ-
გიან სკამზე პოლიციელი ზის. ქუდი არ ახურავს, საყელო გადაღეღილი
აქვს, სახე კი ოფლით დაცვარული. იქ, მაყურებელსა და პოლიციელს
შორის, კიდევ ერთი ადამიანია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მის ზურგს ვხე-
დავთ. ეს ადამიანი ხელს სწევს, შემდეგ უკან მიაქვს, იმდენად უკან,
რომ მხედველობის არეალიდან თითქმის იკარგება და პოლიციელს
ისეთ სილას გააწნავს, რომ მძიმედ გაშლილი ხელისგულის ლოყაზე
ტკაცუნი მკვეთრად გაისმის. აქ შევწყვიტოთ, – ჰარშოუმ თავი ასწია და
დასძინა: – მერე ამ ადგილიდან გავაგრძელებთ.
სახლისკენ მიმავალ აღმართზე სახმელეთო ავტომობილი მიგო-
რავდა. ავტომობილს ჯილი მართავდა, მის გვერდით კი ახალგაზრდა
კაცი მოჩანდა, რომელიც ავტომობილის ჰარშოუს მახლობლად გაჩე-
რებისთანავე, იქიდან ისე გადმოხტა, თითქოს არაფრით უნდოდა, არც
ამ ავტომობილთან და არც არაფერთან, რაც მის შიგნით იყო, რაიმე
საერთო ჰქონოდა.
– იუბალ, აი, ეს ქალია, – მიმართა მან ჰარშოუს.
– ვხედავ, ვხედავ. დილა მშვიდობისა პატარა ქალბატონო. ლარი,
აბა, გვამი სად არის?
– უკანა სავარძელზეა, ბოს. აფარია.
– გვამი არ არის, – გააპროტესტა ჯილმა, – ეს... ბენმა მითხრა, რომ
თქვენ... იმის თქმა მინდა, რომ... – მან თავი ხელებში ჩარგო და აქვი-
თინდა.
– დამშვიდდი, ჩემო ძვირფასო, – გულისხმიერად უთხრა ჰარშოუმ,
– არც ისე ბევრი გვამია, რომელთა გამოც ცრემლების ფრქვევა ღირს.
დორკას, მირიამ, ამ ქალს მიხედეთ. რამე დაალევინეთ... და სახე და-
აბანინეთ.
ჰარშოუმ ყურადღება ავტომობილის უკანა სავარძელზე გადაიტანა
და გადასაფარებელი ფრთხილად გადასწია. ჯილმა მირიამის ხელი
ინსტინქტურად მოიშორა მხრიდან და ლამის ისტერიკამდე მისული
ხმით შესძახა:

170
– მომისმინეთ! ის მკვდარი არ არის. ყოველ შემთხვევაში, დიდი
იმედი მაქვს, რომ ცოცხალია. ის... ოჰ, ღმერთო! – ისევ სლუკუნი აუვარ-
და, – რა საშინელ დღეში ვარ... როგორ მეშინია!
– როგორც ჩანს, მართლაც გვამია, – თქვა ჩაფიქრებულმა ჰარშოუმ,
– რამდენადაც ამის განსაზღვრა შემიძლია, მისი სხეულის ტემპერატუ-
რა ჰაერის ტემპერატურის დონემდეა დაცემული, მაგრამ გაშეშება გვა-
მისთვის არც ისე ტიპურია. რამდენი ხანია, რაც გარდაიცვალა?
– მაგრამ ის მკვდარი არ არის! შეგიძლიათ, გადმოიყვანოთ? მანდ
ძლივს მოვათავსე...
– რა თქმა უნდა. ლარი, მოდი, მომეხმარე. რა დაგემართა, ასე რა-
ტომ გამწვანდი? თუ გული გერევა, გირჩევ, ახლავე დაიცალო.
ამასობაში ვალენტაინ მაიკლ სმიტი უკანა სავარძლიდან გადმო-
იყვანეს და აუზის მახლობლად, ბალახზე დააწვინეს. მისი სხეული ისევ
მოკუნტული და გაშეშებული იყო. დორკასმა ჰარშოუს იქამდე მოუტანა
სტეთოსკოპი, ვიდრე ამის გაკეთებას დაავალებდა. იუბალი სმიტის
გვერდით, მუხლებზე დაეშვა და სტეთოსკოპი მაქსიმალურ სიმძლავ-
რეზე მომართა. შემდეგ სასმენი მილაკები მოირგო და გულისცემას მი-
აყურადა.
– ვშიშობ, რომ ცდებით, – რბილად უთხრა ჯილს, – ამ ადამიანს ვე-
ღარაფრით დავეხმარები. ვინ იყო?
ჯილმა ამოიოხრა. სახიდან ყოველგვარი გამომეტყველება გაჰ-
ქრობოდა.
– ადამიანი მარსიდან, – უპასუხა უსიცოცხლო ხმით, – ყველაფერი
გავაკეთე, რაც შემეძლო...
– დარწმუნებული, ვარ, რომ მართლაც ყველაფერი გააკეთეთ...
ადამიანი მარსიდან?!
– ჰო. ბენმა... ბენ კექსტონმა მითხრა, რომ თქვენ სწორედ ის ადა-
მიანი ხართ, ვისთან მისვლაც შემეძლო.
– ბენ კექსტონმა? ძალიან ვაფასებ იმ ნდობას, რომელიც... ჩუმად!
– ჰარშოუ უცებ გაჩუმდა და აწეული ხელით დანარჩენებსაც სრული სი-
ჩუმისკენ მოუწოდა. წარბშეკრული იჯდა და სმენად იყო ქცეული, ჩა-
ფიქრებული და დაბნეული ჩანდა, შემდეგ კი სახეზე გაოგნება აღებეჭ-

171
და, – გულისცემა მომესმა! ბაბუინივით სულელი ვყოფილვარ. დორ-
კას... ახლავე გაიქეცი, მაღლა ადი... წამლების კარადის ჩაკეტილი ნა-
წილის მესამე უჯრა გამოაღე... კოდია „ტკბილი სიზმრები“. მთელი უჯ-
რა წამოიღე და სტერილიზატორიდან ერთი ჰიპოსულფიტიც მოაყოლე.
– გავრბივარ!
– ექიმო, არავითარი სტიმულატორები!
ჰარშოუ ჯილს მიუბრუნდა.
– რაო?
– მომიტევეთ, სერ, მე უბრალო მედდა ვარ... მაგრამ ეს განსაკუთ-
რებული შემთხვევაა... დამიჯერეთ.
– ჰმ... მედდა... ეს ადამიანი უკვე ჩემი პაციენტია, მაგრამ ჯერ კიდევ
ორმოცი წლის წინ აღმოვაჩინე, რომ ღმერთი სულაც არ ვყოფილვარ,
ამ აღმოჩენიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ კი იმასაც მივხვდი,
რომ არც ასკლეპიოსი[42] გახლავართ. ამ ადამიანს რის გაკეთებას
უპირებთ?
– უბრალოდ, მინდა, გამოვაღვიძო. თუ სხვა რამის გაკეთებას ეცდე-
ბით, ამ ტრანსში უფრო ღრმად ჩაიძირება.
– ჰმ... რახან ასეა, იმოქმედეთ. გაცდით, გამოაღვიძეთ, მაგრამ მხო-
ლოდ იქამდე გაცდით, ვიდრე თავში რამეს ჩაარტყამდეთ. ამის შემ-
დეგ უკვე ჩემს მეთოდებს ვცდი.
– მესმის, სერ, – უთხრა ჯილმა, სმიტთან ჩაიმუხლა და კიდურების
გასწორება დაუწყო, რასაც ფრთხილად და თანმიმდევრულად აკეთებ-
და. ჰარშოუს თვალები შუბლზე აუვიდა, როდესაც დაინახა, რომ ჯილის
ამ მცდელობამ თანდათან შედეგი გამოიღო. შემდეგ ქალმა სმიტის
თავი მუხლებზე დაიდო, ნაზად დაარწია და ჩასჩურჩულა, – ძალიან
გთხოვ, გაიღვიძე. ეს მე ვარ, ჯილი... შენი წყლისმიერი მოძმე.
სმიტი შეირხა. ნელ-ნელა მკერდი ამოებურცა, ღრმად ამოისუნთქა
და თვალები გაახილა. ჯილს შეხედა და, როგორც ყოველთვის, ახლაც
ბავშვურად გაუღიმა. ჯილმაც ღიმილით უპასუხა. ამის შემდეგ სმიტმა
გარშემომყოფებს მოავლო თვალი და ღიმილი ჩაუქრა.
– ყველაფერი რიგზეა, – მაშინვე დაამშვიდა ჯილმა, – ყველა ჩვენი
მეგობარია.

172
– ყველა ჩვენი მეგობარია?
– სწორედ ასეა. ყველა შენი მეგობარია. დამშვიდდი და აღარ წახ-
ვიდე. ყველაფერი კარგადაა.
სმიტს აღარაფერი უთქვამს. მშვიდად იწვა ბალახზე და გარშემო
ყველასა და ყველაფერს აკვირდებოდა. კალთაში მოკალათებული
კნუტივით გატრუნული კმაყოფილი ჩანდა.
ოცდახუთიოდე წუთის შემდეგ ჰარშოუმ ორივე პაციენტს წოლითი
რეჟიმი გამოუწერა. ვიდრე დამამშვიდებელი მოქმედებას დაიწყებდა
და ჯილს ძილი მოერეოდა, მოასწრო, საკმარისი ეთქვა, რათა ჰარშოუ
დარწმუნებულიყო, თუ რამდენად სახიფათო ამბავში იყო ჩათრეული,
რომ თავი უკვე ლომის ხახაში ჰქონდა შეყოფილი. ბენ კექსტონიც გა-
უჩინარებულიყო და ამასთან დაკავშირებითაც რაღაც უნდა ეღონა, უნ-
და ეცადა მაინც. როდესაც სმიტის ვინაობა შეიტყო, ჰარშოუმ მოსა-
ლოდნელი საშიშროება მაშინვე გააცნობიერა, მაგრამ იმაზეც დაფიქ-
რდა, თუ რამდენად საინტერესო გახდებოდა მისი ცხოვრება თუნდაც
ცოტა ხნით, რომ დროებით მაინც დააღწევდა თავს გარშემო გამეფე-
ბულ იმ მოსაწყენ და ნაცრისფერ ყოველდღიურობას, რომელიც უკვე
თავს აბეზრებდა.
თვალი იმ პატარა სახმელეთო ავტომობილს შეავლო, რომლითაც
ჯილი მოვიდა. მანქანის გვერდებზეც ეწერა: „რიდინგის გასაქირავებე-
ლი ავტომობილები, ყველა სახის მუდმივმოქმედი სახმელეთო ტრან-
სპორტი. მიმართეთ ჰოლანდიელს“.
– ლარი, ღობეზე ელექტრული დაცვა ჩართულია?
– არა.
– ჩართე, შემდეგ კი ეს ჯაბახანა კარგად გაწმინდე, ზედ თითის ერ-
თი ანაბეჭდიც არ დატოვო. ეს მზის ჩასვლამდე უნდა მოასწრო. რო-
გორც კი დაბნელდება, რიდინგიდან, რაც შეიძლება, შორს წაიყვანე.
უკეთესი იქნება, თუ ლანკასტერამდე ჩახვალ. იქ დატოვე და ფილა-
დელფიაში გაემგზავრე, ფილადელფიიდან – სკრენტონში, სკრენტო-
ნიდან კი, შეგიძლია, უკვე შინაც დაბრუნდე.
– იუბალ, ყველაფერს სწორედ ასე გავაკეთებ. მაგრამ ერთი რამ მა-
ინტერესებს... ის მართლა მარსელი ადამიანია?

173
– აჯობებს, იცოდე, რომ ის არ არის მარსელი ადამიანი, რადგან თუ
მართლაც ასეა, იქამდე ჩაგავლებენ, ვიდრე ამ ჯაბახანის თავიდან მო-
შორებას მოასწრებ. თუ დაადგენენ, რომ მასთან რაიმე კავშირი გაქვს,
ისეთ დაკითხვას მოგიწყობენ, თავ-ბედს გაწყევლინებენ. წამება-
ზეც არ დაიხევენ. ასე რომ, ძალიან გაფრთხილდი, რადგან მგონია,
რომ ის მართლაც მარსელი უნდა იყოს.
– გავითვალისწინებ. უკანა გზაზე რამდენიმე ბანკი ხომ არ გამე-
ძარცვა?
– იქნებ ეგ ბევრად უსაფრთხო იყოს იმასთან შედარებით, რისი გა-
კეთებაც მოგიწევს.
– კარგი, ბოს, – ლარი ცოტა შეყოყმანდა, – პრობლემა ხომ არ იქნე-
ბა, თუ ღამე ფილადელფიაში დავრჩები?
– ღვთის გულისათვის, რა უნდა აკეთოს ადამიანმა ღამე ფილა-
დელფიაში?
– ძალიან ბევრი რამ, თუ იცის, რა უნდა ეძებოს და სად. ასეთი ადა-
მიანისთვის ფილი შესაფერისი ქალაქია.
– როგორც გინდა, ისე მოიქეცი, – ჰარშოუ სახლისკენ შებრუნდა და
დაიძახა: – მორიგე!
ჯილს თითქმის სადილობამდე ეძინა, რაც ამ სახლში ყველასთვის
მოსახერხებელ დროს, საღამოს რვისკენ იმართებოდა. ჯილს კარგად
გამოეძინა და დაესვენა, თავს მხნედ გრძნობდა, შინაგანად კი იმდე-
ნად იყო მომართული, რომ გრილიდან მომავალი სურნელიც კი იგ-
რძნო, რის გამოც დაასკვნა, რომ ექიმს მანამდე მიცემული საძილე სა-
შუალება ახლა უკვე სტიმულატორით შეეცვალა. ვიდრე ეძინა, მისი
ჭუჭყიანი და შელახული ტანსაცმელი გაეტანათ და სანაცვლოდ თეთ-
რი საშინაო კაბა და სანდლები დახვდა. ახალი ტანსაცმელი მშვენივ-
რად მოერგო, ამიტომ მიხვდა, რომ კაბა სწორედ იმ გოგონას ეკუთვნო-
და, რომელსაც ექიმი მირიამს ეძახდა. ჯილმა წყალი გადაივლო, ჩაიც-
ვა, მაკიაჟი გაიკეთა, თმა დაივარცხნა და, როდესაც დიდ სასტუმრო
ოთახში ჩავიდა, თავს უკვე ხელახლა დაბადებულად გრძნობდა.
დორკასი მასიურ სავარძელში მოკალათებულიყო და ქარგავდა.
გოგონამ ჯილს ამოხედა და თავის დაკვრით ისე მეგობრულად მი-

174
ესალმა, თითქოს ჯილი მუდამ ამ სახლის განუყოფელი ნაწილი ყოფი-
ლიყო და კვლავ საყვარელ ხელსაქმეს მიუბრუნდა. ჰარშოუ მათგან
ოდნავ მოშორებით იდგა და მაღალ, მოჭირხლულ ჭურჭელში რაღაცას
აზავებდა.
– დალევ? – მიუბრუნდა ჯილს.
– ოჰ, დიახ. გმადლობთ.
ჰარშოუმ კოქტეილის მაღალი ჭიქები შეავსო და ერთ-ერთი ჯილს
გაუწოდა.
– ეს რა არის? – ჰკითხა ჯილმა.
– საკუთარი რეცეპტით მომზადებული კოქტეილი „კომეტა“. ერთი
მესამედი არაყი, ერთი მესამედი მარილმჟავა და ამდენივე რადიატო-
რის წყალი... ამას დამატებული ორი მწიკვი მარილი და ხოჭოს მარი-
ნადი.
– იქნებ უფრო მსუბუქით დაგეწყო? – ურჩია ჯილს დორკასმა. ჯილმა
შენიშნა, რომ გოგონას გვერდით მაღალი ჭიქა იდგა.
– შენს საქმეს მიხედე, – მოუჭრა დორკასს ჰარშოუმ, – მარილმჟავა
საკვების მონელებას უწყობს ხელს, ხოჭო კი ვიტამინებსა და ცილებს
შეიცავს, – შემდეგ სასმისი ასწია, ჯილისკენ გაიშვირა და საზეიმოდ
წარმოთქვა: – დაე, ღირსეულ ადამიანებს გაუმარჯოს! ასეთები ხომ
ესოდენ ცოტანი დავრჩით, – თითქმის ბოლომდე გამოცალა და, ვიდრე
მაგიდაზე დადგამდა, ისევ შეივსო.
ჯილმა პირველი ყლუპი ფრთხილად მოსვა, შემდეგი რამდენიმე კი
უფრო გაბედულად მიაყოლა. რა ინგრედიენტებიც უნდა ყოფილიყო ამ
სასმელში გარეული, ეს სწორედ ის იყო, რაც ახლა ასე სჭირდებოდა.
სხეულში სასიამოვნო სითბო ჩაეღვარა და თავიდან ფეხებამდე დაუ-
არა. ჯილმა სასმისი გაანახევრა და არ შეწინააღმდეგებია, როდესაც
ჰარშოუმ ისევ გაუვსო.
– ჩვენი პაციენტი უკვე მოინახულე? – ჰკითხა ჰარშოუმ.
– არა, სერ. არც ვიცი, სად წევს.
– რამდენიმე წუთის წინ დავხედე. ბავშვივით ეძინა... ვფიქრობ, ლა-
ზარეს[43] დავარქმევ. როგორ გგონია, სადილზე ჩამოსვლას ისურ-
ვებს?

175
– დოქტორო, ამის თაობაზე მართლა ვერაფერს გეტყვით, – უპასუხა
ჩაფიქრებულმა ჯილმა.
– კარგი, თუ გაიღვიძებს, ამ ამბავსაც გავარკვევ. შეუძლია, აქ შე-
მოგვიერთდეს, მაგრამ თუ მოისურვებს, სადილს საწოლში მიართმე-
ვენ. ეს თავისუფლების დარბაზია, ჩემო ძვირფასო, აქ ყველა სურვილი-
სამებრ იქცევა... მაგრამ თუ ვინმე ისეთ რამეს ჩაიდენს, რაც მე არ მო-
მეწონება, მაშინვე აქედან გავუძახებ და ჯანდაბამდეც გზა ჰქონია. ჰო,
მართლა, ამაზე გამახსენდა – არ მომწონს, როდესაც დოქტორს მეძა-
ხიან.
– სერ...
– ოჰ, ამას შეურაცხყოფად სულაც არ ვიღებ, მაგრამ, მას შემდეგ,
რაც სამეცნიერო ხარისხების მინიჭება ნებისმიერი რამისთვის დაიწ-
ყეს – მაგალითად, ხალხური ცეკვების შედარებითი ანალიზისა და ბუ-
ზებით თევზაობის მოწინავე მეთოდების შემუშავებისთვის, მეტისმე-
ტად ამაყი აღმოვჩნდი იმისთვის, რომ
მათთან რამე საერთო მქონოდა. მე არც წყალგარეულ ვისკის ვეკა-
რები და წყალწყალა არც სხვა რამ მიყვარს, ამიტომ არც ეს წყალშემ-
დგარი ტიტულები მანიჭებს კმაყოფილებას. უბრალოდ, იუბალი დამი-
ძახე.
– კეთილი, მაგრამ სამედიცინო ხარისხი ჯერ ხომ ისე არ გაწყალე-
ბულა, როგორც გგონიათ.
– არა, თუმცა დროა, რამე ახალი ტერმინი შემოიღონ იმისთვის,
რომ ვინმეს, მაგალითად, სათამაშო მოედნის ზედამხედველებში არ
ავერიოთ. კარგი, დავივიწყოთ. აბა, პატარა ქალბატონო, ამ პაციენტის
მიმართ რა ინტერესი გაქვს?
– რაო? მე ხომ უკვე გითხარით, დოქტ... იუბალ.
– მომხდარზე უკვე ვილაპარაკეთ, მაგრამ იმის შესახებ, თუ რატომ
მოხდა ეს ყველაფერი, ჯერ არაფერი გვითქვამს. ჯილ, დავინახე მას
როგორ უყურებდი და ელაპარაკებოდი. როგორ ფიქრობ, შეყვარებუ-
ლი ხომ არ ხარ?

176
ჯილი დაიბნა და დორკასისკენ გააპარა თვალი. ერთი შეხედვით,
ისე ჩანდა, თითქოს ეს უკანასკნელი მათ ლაპარაკს საერთოდ არ უს-
მენდა. ყოველ შემთხვევაში, თავი სწორედ ასე ეჭირა.
– ამას რატომ მეკითხები? ეს ხომ აბსურდია?
– ამაში აბსურდულს ვერაფერს ვხედავ. შენ გოგო ხარ, ის – ბიჭი.
როგორც წესი, ეს ურთიერთშეთავსებისთვის მშვენიერი წინაპირობაა.
– მაგრამ... არა, იუბალ, ეს სულაც არ არის ასე. მე... როგორ გითხრა,
ვიფიქრე, რომ ის პატიმარივით ჰყავდათ გამომწყვდეული და რომ საფ-
რთხეში იყო... უფრო ზუსტად რომ ვთქვა, ბენი ფიქრობდა ასე. არ მინ-
დოდა, მისი უფლებები შეელახათ...
– ჰმ... ადამიანთა მოქმედებები, თუ რეალურ მოტივს ვერ ვხედავ,
მუდამ ეჭვებს აღმიძრავს ხოლმე. როგორც ვხვდები, სრულიად ნორმა-
ლური ქალი ხარ და ჰორმონალური ბალანსიც წესრიგში გაქვს. ასე
რომ, ან ბენის მიმართ გამოძრავებს რაიმე გრძნობა, ან ამ მარსელი
ყმაწვილისადმი. არც ისაა გამორიცხული, რომ გრძნობები ორივე მათ-
განის მიმართ გქონდეს. აჯობებს, საკუთარ თავს ნამდვილ მოტივში
გამოუტყდე და მასში კარგად გაერკვე. ამის შემდეგ უკეთესად გეცო-
დინება, თუ რა გზას ადგახარ. იქამდე კი ის მითხარი, ჩემგან რას მო-
ელი?
ამ ზოგად კითხვაზე პასუხის გაცემა ჯილს საკმაოდ გაუჭირდა. რა
უნდოდა? რას ელოდა ამ ადამიანისგან? საკუთარი რუბიკონის გადა-
ლახვის მომენტიდან მოყოლებული, ერთადერთი, რაზეც ფიქრობდა,
მხოლოდ
და მხოლოდ გაქცევა იყო; მხოლოდ ის იცოდა, რომ ჰარშოუს სახ-
ლამდე უნდა მიეღწია; არანაირი გეგმა არ ჰქონია.
– არ ვიცი.
– ასეც ვფიქრობდი. იქიდან გამომდინარე, რაც უკვე გვითხარი, ვი-
ცი, რომ „ბეთესდას სამედიცინო ცენტრში“ მედდად მუშაობ. რამდენა-
დაც მივხვდი, ლიცენზიის დაკარგვა არ გინდა, ამიტომ, ვიდრე გეძინა,
საკუთარ თავს უფლება მივეცი, რომ მონრეალიდან „ბეთესდაში“ წე-
რილი გამეგზავნა. ამ წერილის თანახმად, ოჯახის წევრის მოულოდნე-
ლი მძიმე ავადმყოფობის გამო, ორკვირიან შვებულებას ითხოვ. აბა,

177
რას იტყვი? მოგვიანებით, შეგიძლია, დეტალები დააზუსტო და ეს
თხოვნა უფრო დამაჯერებლად აქციო.
ჯილმა უეცრად უზარმაზარი შვება იგრძნო. ხასიათიდან გამომდი-
ნარე, იმ მომენტიდან, რაც ამ სახიფათო გზაზე დადგომის გადაწყვე-
ტილება მიიღო, საკუთარ კეთილდღეობაზე ყოველგვარი ფიქრი უკუ-
ეგდო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, მაინც გულს ეთანაღრებოდა, თუ რა
ბედი ეწეოდა მის პროფესიულ კარიერას, რომელიც აქამდე არაფერს
შეებღალა.
– ოჰ, იუბალ, დიდი მადლობა, – შესძახა ჯილმა და დასძინა: – თან
მორიგეობაც არ გამიცდენია – დღეს ისედაც ვისვენებდი.
– ძალიან კარგი. ესე იგი, უსიამოვნებები არ გემუქრება. რის გაკე-
თებას აპირებ?
– მაგაზე ფიქრის დრო არ მქონია. ალბათ, ჯერ ჩემს ბანკს უნდა და-
ვუკავშირდე და ცოტაოდენი ფული გამოვიტანო... – ჯილი გაჩუმდა,
იმის გახსენებას ცდილობდა, თუ რა თანხა ჰქონდა ანგარიშზე. თუმცა
ბევრი არც არასდროს ჰქონია და ზოგჯერ ავიწყდებოდა კიდეც.
– თუ ბანკს დაუკავშირდები, პოლიცია კვალზე გამოგყვება, – ფიქრი
შეაწყვეტინა იუბალმა. გირჩევ, ვიდრე ეს ყველაფერი არ ჩაწყნარდება,
აქ დარჩე.
– აჰ, იუბალ, არ მინდა, უსიამოვნებებში გაგხვიო.
– უკვე გამხვიე. მაგაზე არ იდარდო, გოგონი. აქ ყოველთვის არის
ვიღაც, მოდიან, მიდიან... ერთი ოჯახი აქ ჩვიდმეტი თვის განმავლობა-
შიც კი ცხოვრობდა, მაგრამ ჩემი სურვილის საწინააღმდეგოდ ვერავინ
ვერაფერში გამხვევს. ასე რომ, ნურაფერზე ინერვიულებ. თუ აღმოჩ-
ნდება, რომ ისეთივე სასარგებლო ხარ, როგორიც მოხდენილი, მაშინ,
შეგიძლია, სამუდამოდ აქ დარჩე. ახლა კი ჩვენს პაციენტზე ვილაპარა-
კოთ: უკვე თქვი, რომ მისი უფლებების დაცვა გინდოდა. ჩემს დახმარე-
ბას სწორედ ამ საკითხში მოელოდი?
– მე... ბენმა თქვა, რომ... ბენი ფიქრობდა, რომ დამეხმარებოდი.
– ბენისადმი კარგად ვარ განწყობილი, მაგრამ მის სიტყვებზე პა-
სუხს არ ვაგებ. საერთოდ არ მაღელვებს, იქნება თუ არა დაცული ამ
ყმაწვილის ეგრეთ წოდებული უფლებები. ამგვარი სისულელით თავს

178
ოდნავადაც არ შევიწუხებ. მარსზე მისი უფლებები იურისტების მიერ
გამოგონილი ბოდვაა. თავადაც იურისტი ვარ და ამას სრულ აბსურ-
დად მივიჩნევ. რაც შეეხება ქონებას, რომელიც თითქოსდა ეკუთვნის,
ეს საკითხიც, მხოლოდ და მხოლოდ, მისთვის სრულიად უცხო ადამია-
ნების უმართავ ვნებებსა და ჩვენს უცნაურ ტომობრივ ჩვეულებებზეა
დაფუძნებული. ეს ქონება მას არ შეუქმნია და, ჩემი აზრით, ძალიან გა-
უმართლებს, თუ მისგან გაათავისუფლებენ. მე კი თავს არ დავიღლი
გაზეთების ქექვით და იმის გარკვევით, მიიღებს თუ არა ამ ქონებას და,
საერთოდ, როგორ დასრულდება მთელი ეს დავიდარაბა. თუ ბენი მო-
ელოდა, რომ მე სმიტის „უფლებებისთვის“ ვიბრძოლებდი, მაშინ სხვა
მისამართზე მოსულხარ.
– ოჰ, – ჯილმა უეცრად სიცარიელე იგრძნო და განწირულობის შეგ-
რძნება დაეუფლა, – როგორც ვხვდები, აჯობებს, აქედან წასაყვანად
მოვამზადო.
– ო, არა, რას ამბობ! წასვლა რა საჭიროა, თუ, რა თქმა უნდა, ეს რო-
მელიმე თქვენგანს თავად არ სურს.
– მეგონა, შენ თქვი, რომ...
– მე ვთქვი, რომ მთელი ეს იურიდიულად აბსურდული და ფიქტიური
სისულელეები არ მაინტერესებს, მაგრამ სტუმარი, მით უმეტეს ავად-
მყოფი, რომელიც ჩემთან ასეთ მდგომარეობაში მოვიდა, სულ სხვა
საქმეა. აქ იმდენ ხანს შეუძლია დარჩეს, რამდენსაც მოისურვებს. მე,
უბრალოდ, იმ ფაქტის ხაზგასმა მინდოდა, რომ საერთოდ არ ვაპირებ,
პოლიტიკოსებთან საქმის მხოლოდ იმის გამო დაჭერას, რომ ის უაზრო
რომანტიკული სურვილები დავაკმაყოფილო, რომლებიც, შესაძლოა,
შენ და ბენ კექსტონს გაკავშირებდეთ. ჩემო ძვირფასო, ყოველთვის
ვფიქრობდი, რომ კაცობრიობას ვემსახურებოდი... და ეს ძალიან მომ-
წონდა. შემდეგ კი აღმოვაჩინე, რომ კაცობრიობას სულაც არ სურს, ემ-
სახურებოდნენ, მეტიც, სამსახურის გაწევის ყოველგვარი მცდელობი-
თაც კი უკმაყოფილოა. ამრიგად, ახლა მხოლოდ იმას ვაკეთებ, რაც იუ-
ბალ ჰარშოუს ესიამოვნება, – თქვა და დორკასს ისე მიუბრუნდა, თით-
ქოს ეს საკითხი ბოლომდე ამოწურული ყოფილიყო.

179
– უკვე სადილის დრო მოვიდა, ასე არ არის, დორკას? ამის მოსაგ-
ვარებლად ვინმე რამეს აკეთებს?
– მირიამი, – დორკასმა საქარგავი გადადო და წამოდგა.
– ვერასდროს ვახერხებდი იმაში გარკვევას, თუ როგორ ინაწილე-
ბენ საქმეს ეს გოგონები.
– ბოს, აბა, ეგ საიდან უნდა იცოდე, თავად ხომ არასოდეს არაფერს
აკეთებ, – დორკასმა კაცს მუცელზე მოუთათუნა ხელი, – მაგრამ, სამა-
გიეროდ, ჭამას არ იკლებ.
გონგის ხმა გაისმა და ყველამ სასადილო ოთახს მიაშურა. როდე-
საც სადილს წითური მირიამი ამზადებდა, მხოლოდ თანამედროვე
ტექნოლოგიით დამზადებულ ნახევარფაბრიკატებს იყენებდა. საქმეს
მორჩენილი გოგონა უკვე მაგიდის თავში იჯდა და სრულიად მშვიდად
და შესანიშნავად გამოიყურებოდა. სამი მდივანი გოგონას გარდა მა-
გიდასთან ლარიზე ოდნავ უფროსი ყმაწვილიც იჯდა, სახელად დიუკი.
მან საერთო საუბარში ჯილიც ჩართო, რაც ისე გააკეთა, გეგონებოდა,
ჯილი ყოველთვის ამ სახლში ცხოვრობდაო. მაგიდასთან შუახნის
წყვილიც იჯდა. ისინი ჯილისთვის საერთოდ არ წარუდგენიათ და ისე
იქცეოდნენ, თითქოს რესტორანში იყვნენ – როგორც კი ჭამა დაასრუ-
ლეს, მაგიდა მაშინვე დატოვეს, მანამდე კი არც საუბარში ჩარეულან
და არც სიტყვა უთქვამთ ვინმესთვის.
დანარჩენები კი ენერგიულად და სრულიად თავისუფლად, ყოველ-
გვარი მორიდებისა და კდემამოსილების გარეშე საუბრობდნენ. მაგი-
დას არაანდროიდული ტიპის რამდენიმე მანქანა ემსახურებოდა, რო-
მელთა სამართავი პულტიც მაგიდის იმ მხარეს იყო განთავსებული, სა-
ითაც მირიამი იჯდა. კერძები შესანიშნავი იყო და, თანაც, რამდენა-
დაც ჯილი ხვდებოდა, სინთეტიკური მასალისგან არცერთი არ იყო
მომზადებული.
მაგრამ ჰარშოუ სულაც არ ჩანდა კმაყოფილი და წუწუნებდა, რომ
ან მისი დანა იყო ბლაგვი, ან ხორცი ზედმეტად მაგარი, ანაც ორივე ერ-
თდროულად, ბოლოს კი მირიამი მაგიდის ნარჩენებით შევსებაში და-
ადანაშაულა. ისე ჩანდა, თითქოს ჰარშოუს არავინ აქცევდა ყურადღე-
ბას, მაგრამ ჯილს სულ უფრო აშფოთებდა მირიამის მდგომარეობა,

180
რომელიც დაბნეული ჩანდა და უხერხულობასაც განიცდიდა. სწორედ
ამ დროს ენმა დანა-ჩანგალი დემონსტრაციულად გადადო.
– უკვე ტვინი წაიღო დედამისის საჭმელებზე ლაპარაკით, – დაიღ-
რინა.
– ისევ ისე იქცევა, თითქოს ჯერაც ბოსი იყოს, – მხარი აუბა დორკას-
მა.
– რამდენი ხანია, რაც ეს გრძელდება?
– დაახლოებით ათი დღე იქნება.
– ეს უკვე ძალიან დიდი დროა, – ენმა დორკასსა და მირიამს გადა-
ხედა. სამივე წამოდგა. დიუკი ჭამას აგრძელებდა.
– აბა, ახლა კარგად მომისმინეთ, გოგონებო, – სწრაფად ალაპა-
რაკდა ცოტა არ იყოს, შეშფოთებული ჰარშოუ, – სადილობისას ამის გა-
კეთება არ შეიძლება. მოიცადეთ, ვიდრე... – გოგონებს ამ სიტყვების-
თვის არანაირი ყურადღება არ მიუქცევიათ და პირდაპირ მისკენ გა-
ემართნენ, გზად კი შემთხვევით კინაღამ გადაღობებული მომსახურე
მანქანაც გადათელეს, რომელიც დაუყოვნებლივ გაერიდა იქაურობას.
ენმა
ჰარშოუს ფეხებში ჩაავლო, დანარჩენები კი მკლავებში ეცნენ, სკა-
მიდან აიტაცეს და კარისკენ გააქანეს. შემინული კარი ავტომატურად
გასრიალდა და გოგონებმა ჟივილ-ხივილით გაიყვანეს ხელში ატატე-
ბული კაცი.
რამდენიმე წამის შემდეგ მათი ჟრიამული წყლის დგაფუნმა ჩაახ-
შო.
გოგონები მალევე შემობრუნდნენ. ტანსაცმელი სრულ წესრიგში
ჰქონდათ. მირიამი კვლავ მშვიდად მიუჯდა მაგიდას და ჯილს მიუბ-
რუნდა:
– ჯილ, სალათას ხომ არ დაიმატებდი?
ჰარშოუ რამდენიმე წუთში დაბრუნდა. ჟაკეტის ნაცვლად, ხალათი
მოესხა. მაგიდის მომსახურე ერთ-ერთმა მანქანამ, რომელსაც მანამ-
დე მისი თეფშისთვის თავსახური დაეხურებინა, ახლა ისევ გადახადა
და კაცმაც ჭამა გააგრძელა.

181
– როგორც ვამბობდი, – შენიშნა ჰარშოუმ, – ქალისთვის უდიდესი
ნაკლია, როდესაც მზარეულობა არ შეუძლია. თუ სათანადო მომსახუ-
რებით არ უზრუნველმყოფთ, ყველას ერთ ძაღლში გადაგცვლით, იმ
ძაღლს კი მაშინვე მოვკლავ. დესერტად რა გვაქვს, მირიამ?
– მარწყვის ნამცხვარი.
– ძალიან კარგი. ოთხშაბათამდე ყველანი თავისუფლები ხართ. შე-
გიძლიათ, რაც გინდათ, ის აკეთოთ, ან, საერთოდ, არაფრის კეთებით
დაკავდეთ.
ჯილიანმა მალე აღმოაჩინა, რომ სულაც არ იყო აუცილებელი გა-
ეგო, თუ როგორ მუშაობდა იუბალ ჰარშოუს შიდა მეურნეობა. შეეძლო,
ისე მოქცეულიყო, როგორც მოესურვებოდა და ეს არავის ააღელვებდა,
ზედმეტ ყურადღებასაც არავინ მიაქცევდა. სადილის შემდეგ სტერეო-
ვიზორით საღამოს სიახლეების სანახავად მისაღებში გავიდა. ჯილი
აღელვებული იყო, რადგან შიშობდა, რომ ამ გადაცემებში ინფორმა-
ციას საკუთარი თავის შესახებაც მოისმენდა. მისაღებში სტერეოვიზო-
რი ვერ აღმოაჩინა და არც რამე ისეთი ჩანდა, რითიც შეიძლებოდა შე-
ნიღბული ყოფილიყო. ჯილი დაფიქრდა და გაახსენდა, რომ სტერეო-
ვიზორი ამ სახლის ერთ ოთახშიც არ ენახა, ვერც გაზეთების კვალს მი-
აგნო, თუმცა ირგვლივ უამრავი წიგნი და ჟურნალი მოჩანდა.
გარშემოც აღარავინ ჭაჭანებდა. ცოტა ხანში ჯილი დროით დაინ-
ტერესდა და, ვინაიდან მაჯის საათი ოთახში, ხელჩანთაში დაეტოვე-
ბინა, მისაღებში ახლა უკვე საათის ძებნას შეუდგა, მაგრამ ამაოდ. მე-
რე ისიც
გაახსენდა, რომ ამ სახლში საათიც არ დაენახა და ვერც კალენ-
დრის არსებობას იხსენებდა, არადა შესანიშნავი მახსოვრობა ჰქონდა.
ჯილმა დრო ვერ დაადგინა, მაგრამ ამის მიუხედავადაც გადაწყვი-
ტა, რომ ახლა ყველაფერს დაძინება აჯობებდა. მისაღების ერთი კე-
დელი მთლიანად წიგნების კარადას ეკავა, წიგნების ნაწილი კი პირ-
დაპირ კედელზე ჩამოკიდებულ თაროებზე ელაგა. ჯილმა კიპლინგის
„აი, ასეთი ამბები“ შენიშნა, თაროდან ჩამოიღო და კმაყოფილმა ზედა
სართულზე მდებარე თავის საძინებელს მიაშურა.

182
იქ მორიგი სიურპრიზი დახვდა. ოთახში ბოლო მოდელის საწოლი
იდგა, რომელიც აღჭურვილი იყო ავტომასაჟორით, ყავის აპარატით,
მიკროკლიმატის მარეგულირებლით, კითხვისთვის მოსახერხებელი
რეჟიმითა და უამრავი მსგავსი ფუნქციით. ერთადერთი, რაც ჯილმა
ვერ აღმოაჩინა, მაღვიძარა იყო, თუმცა ფირფიტით დაგმანულ მის სა-
ვარაუდო ადგილს კი მიაგნო. ჯილმა მხრები აიჩეჩა და ძებნას შეეშვა,
რადგან გადაწყვიტა, რომ ზედმეტს მაინც ვერ დაიძინებდა. ლოგინში
ჩაწვა და კითხვის რეჟიმი ჩართო. ზურგზე იწვა და თვალს საძინებლის
ჭერზე მოციმციმე სტრიქონებს აყოლებდა, რომლებიც გლუვ ზედაპირ-
ზე უწყვეტ ნაკადად მოძრაობდნენ. სულ მალე სტრიქონების მოძრაო-
ბის სიჩქარის საკონტროლებელი პულტი მოდუნებული თითებიდან გა-
უცურდა, საძინებელში შუქი გამოირთო და ძილმაც ბოლომდე წაართვა
თავი.
იუბალ ჰარშოუს კი ასე ადვილად არ ჩასძინებია. ის საკუთარ თავზე
ბრაზობდა. ამ ამბისადმი თავდაპირველი ინტერესი თანდათან განე-
ლებოდა და საპირისპირო უკიდურესობაში დაეწყო გადავარდნა. ნა-
ხევარ საუკუნეზე მეტი გასულიყო მას შემდეგ, რაც საზეიმოდ დაეფიცე-
ბინა, რომ უპატრონო კატებს აღარასოდეს შეიფარებდა. ახლა კი, რა-
ღაც აუხსნელ ძალთა ზემოქმედებით, ერთბაშად ორი შეეფარებინა,
ხოლო თუ მათ რიცხვს ბენ კექსტონსაც მიათვლიდა, უკვე სამი გამოდი-
ოდა.
ის ფაქტი, რომ ამ ფიცს წელიწადში ერთხელ მაინც არღვევდა და
ზოგჯერ უფრო მეტჯერაც, ჰარშოუს დიდად არ აღელვებდა, რადგან
ლოგიკური თანმიმდევრულობით არც არასდროს გამოირჩეოდა, ასეთ
წვრილმანებზე ზრუნვა კი გონებავიწრო ადამიანების საქმედ მიაჩნდა.
მას ზედმეტი ორი ადამიანის თავის სახლში ცხოვრების ფაქტიც არ
ადარდებდა, რადგან მის ჭერქვეშ ისედაც ყოველთვის უამრავი ადა-
მიანი იყო შეფარებული და მაგიდასთანაც იშვიათად რჩებოდა ცარიე-
ლი ადგილი. ორიოდე გროშზე ფიქრითაც არასოდეს შეიწუხებდა თავს,
რადგან ლამის საუკუნოვანი მშფოთვარე ცხოვრების განმავლობაში
არაერთხელ გაკოტრებულიყო და რამდენჯერმე ახლანდელზე მდი-
დარიც ყოფილიყო. ამ ორივე უკიდურესობისადმი ჰარშოუს ისეთივე

183
დამოკიდებულება ჰქონდა, როგორც ამინდის ცვალებადობის მიმართ,
რაც საერთოდ არასდროს ადარდებდა.
მაგრამ ის სულელური აურზაური, რაც ამ ამბავს აუცილებლად მოჰ-
ყვებოდა, ხასიათს წინასწარ უფუჭებდა. დარწმუნებული იყო, რომ, ად-
რე თუ გვიან, კარზე მდევრები მოადგებოდნენ, რადგან, მისი აზრით,
ჯილიანი ბავშვივით გულუბრყვილო იყო, რის გამოც კოჭლი ძროხასა-
ვით დატოვებდა კვალს! სხვა მოლოდინი არც უნდა ჰქონოდა.
ზუსტად იცოდა – ვერსად გაექცეოდა იმ ფაქტს, რომ მის სახლს ნამ-
დვილად მოადგებოდნენ, შემოიჭრებოდნენ, აქაურობას გადააბრუ-
ნებდნენ, სულელურ კითხვებს დაუსვამდნენ და იდიოტურ მოთხოვნებ-
საც წამოუყენებდნენ... და მას, იუბალ ჰარშოუს, გადაწყვეტილებების
მიღება მოუწევდა. რამდენადაც მისი ფილოსოფიური მსოფლმხედვე-
ლობა ყოველგვარ მოქმედებას ამაოდ მიიჩნევდა, ასეთი მომავლის
პერსპექტივა მეტისმეტად აღიზიანებდა.
ჰარშოუ ადამიანებისგან სულაც არ მოელოდა გააზრებულ და რა-
ციონალურ ქმედებებს. საერთოდაც ფიქრობდა, რომ მათი უმრავლე-
სობა, საზოგადოებისგან იზოლაციისა და თავდაცვის მიზნით, წინას-
წარ უნდა დაეპატიმრებინათ. მაგრამ ყველაზე მეტად მხოლოდ ერთი
რამ ეწადა – ყველას თავი დაენებებინა! ყველას, იმ რამდენიმე ადა-
მიანის გარდა, რომლებიც საკუთარ ცხოვრებაში თავად შემოეშვა. იუ-
ბალ ჰარშოუს მთელი არსებით სწამდა, დროებით მაინც რომ მიეცათ
საკუთარ თავთან დარჩენის საშუალება, უკვე ნირვანაში იქნებოდა გა-
დანაცვლებული – საკუთარ ჭიპში ჩაინთქმებოდა და იმ ინდუს მასხა-
რათა მსგავსად გაუჩინარდებოდა. რატომ არ შეუძლიათ, თავი დაანე-
ბონ?!
უკვე შუაღამე იქნებოდა ჩამომდგარი, როდესაც უძილობით ძალა-
გამოცლილმა და მძიმე ფიქრებით ქანცმილეულმა ჰარშოუმ ოცდამეშ-
ვიდე სიგარეტი ჩააქრო და საწოლში წამოჯდა. ოთახში შუქი ავტომა-
ტურად აინთო.
– მორიგე! – ჩასძახა საწოლის გვერდზე დამონტაჟებულ მიკრო-
ფონში.

184
მალე ოთახში ხალათსა და ჩუსტებში გამოწყობილი დორკასი შე-
მოვიდა. გოგონამ ხმამაღლა დაამთქნარა.
– გისმენ, ბოს.
– დორკას, უკანასკნელი ოცი თუ ოცდაათი წლის განმავლობაში მე
ყოველგვარ ღირებულებას მოკლებული, სრულიად უსარგებლო და
მავნე პარაზიტი ვიყავი.
დორკასმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ისევ დაამთქნარა.
– ეგ ხომ ისედაც ყველამ იცის.
– არ გინდა ეს პირფერობა, რა. ყოველი ადამიანის ცხოვრებაში
დგება მომენტი, როდესაც სიფრთხილეს უნდა შეეშვას; დგება მომენ-
ტი, როდესაც წელში უნდა გაიმართოს და დამსახურებული პატივისცე-
მის მოსაპოვებლად თამამად დაუპირისპირდეს ყველანაირ განსაც-
დელს. უნდა იბრძოლოს და მტერს გადამწყვეტი დარტყმაც აგემოს...
– ჰოოო...
– ასე რომ, მთქნარებას შეეშვი, რადგან ახლა, სწორედ, ეს გადამ-
წყვეტი მომენტი დგას.
დორკასმა ტანზე დაიხედა.
– იქნებ ჩამეცვა მაინც.
– სასწრაფოდ ჩაიცვი და დანარჩენი გოგონებიც გააღვიძე. ამაღამ
ყველას ძალიან ბევრი საქმე გვექნება. დიუკს ცივი წყალი გადაასხი და
უთხარი, რომ ძველი სტერეოვიზორი მტვრისგან გაწმინდოს, თუ საჭი-
რო იქნება, შეაკეთოს და ჩემთან ამოიტანოს. სასწრაფოდ უნდა გავი-
გო, რა ხდება. ყველა უკანასკნელი სიახლე უნდა ვიცოდე.
ნახევრად მძინარე დორკასი შეცბუნებული უყურებდა ჰარშოუს.
– ანუ გინდა, რომ დიუკმა სტერეოვიზორი გაამზადოს და ამოგიტა-
ნოს?
– ჰო, ზუსტად ეგ გითხარი. დიუკს გადაეცი, თუ ამას არ გააკეთებს,
აქედან დაიკარგოს და თვალით აღარ დამენახვოს. ახლა კი მოუსვი
და საქმეს მიხედე. ძალიან დატვირთული ღამე გველოდება.
– კარგი, – დაეთანხმა შემცბარი დორკასი, რომელიც ჯერაც ყოყმა-
ნობდა, – მაგრამ მაინც მგონია, რომ ჯერ სიცხის გაზომვა აჯობებდა.
– ენა დაიმოკლე, ქალო!

185
დიუკმა სტერეოვიზორი დროულად გამართა და იუბალმა მარსე-
ლის შესახებ გასული გადაცემის გვიანდელი გამეორების ნახვა მოას-
წრო. ამ გადაცემაში „მარსელ ადამიანთან“ მეორე ინტერვიუ აჩვენეს
და იმ ჭორების შესახებაც ილაპარაკეს, რომელთა თანახმადაც, მიმ-
დინარე მომენტში, სმიტი თითქოს ანდებში იმყოფებოდა. იუბალი მა-
ლევე გაერკვა შექმნილ ვითარებაში, მიხვდა, რაშიც იყო საქმე და შე-
საბამისი დასკვნებიც გამოიტანა. ამის შემდეგ უამრავ ადამიანს და-
უკავშირდა და მთელი ღამე მათთან ლაპარაკში გაატარა. განთიადი-
სას დორკასმა საუზმე მოუტანა – ბრენდიში ჩახლილი ექვსი უმი კვერ-
ცხი. იუბალი ამ მასას ხვრეპდა და თან იმაზე ფიქრობდა, რომ ხან-
გრძლივი და მრავალფეროვანი ცხოვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან
უპირატესობას საჭირო კავშირების დამყარება და გავლენიან ადამია-
ნებთან ნაცნობობაც წარმოადგენდა, რომლებსაც, საჭიროების შემ-
თხვევაში, დღის ნებისმიერ მონაკვეთში დაუკავშირდებოდა.
შეიძლება ითქვას, რომ ჰარშოუმ საათისმექანიზმიანი ბომბი გაამ-
ზადა, მაგრამ მის ამუშავებას იქამდე არ აპირებდა, ვიდრე ძლიერნი
ამა ქვეყნისა ამის გაკეთებას თავად არ აიძულებდნენ. ჰარშოუ იმთა-
ვითვე
მშვენივრად აცნობიერებდა, რომ მთავრობას სმიტის ისევ ოთხ კე-
დელში გამოკეტვა იმ მოტივით ხელეწიფებოდა, რომ მას საკუთარ
თავზე ზრუნვა არ შეეძლო... და ამ არგუმენტის საწინააღმდეგო არც
არაფერი ჰქონდა. მისი მყარად ჩამოყალიბებული აზრით, იურიდიული
თვალსაზრისით, სმიტი შეურაცხადი იყო, ხოლო, სამედიცინო თვალ-
საზრისით, ფსიქიკურად არამდგრადად შერაცხავდნენ, რაც ნებისმიე-
რი სტანდარტით დადასტურდებოდა. ჰარშოუს აზრით, სმიტი უნიკა-
ლური, ფენომენალური, მონუმენტური მასშტაბის ფსიქოზის მსხვერ-
პლი იყო, რომელიც ორი გაუგებარი გარემოების კომბინაციის შედე-
გად შექმნილ მდგომარეობას განეპირობებინა: ერთი მხრივ, სმიტი
ადამიანებისთვის სრულიად უცხო არსებებს აღეზარდათ, მეორე
მხრივ კი, აბსოლუტურად უცხო გარემოში მოხვედრილიყო, ერთბაშად
აღმოჩენილიყო ისეთ საზოგადოებაში, რომელთანაც გენეტიკის გარ-
და, საერთო არაფერი ჰქონდა.

186
ამის მიუხედავად, ჰარშოუ ფიქრობდა, რომ, როგორც სმიტის შე-
ურაცხადობასთან დაკავშირებული იურიდიული, ისე მისი ფსიქიკური
მდგომარეობის შესახებ არსებული სამედიცინო დასკვნა, ამ კონკრე-
ტულ საქმესთან შეუსაბამო იქნებოდა. საქმე ეხებოდა ადამიანურ არ-
სებას, რომელსაც მოეხერხებინა და სრულიად უცხო, უცხოპლანეტელ-
თა საზოგადოებას აშკარად წარმატებულად და საფუძვლიანად მორ-
გებოდა, თუმცაღა ეს გაუცნობიერებლად გაეკეთებინა, რადგან იმ მო-
მენტში ერთობ უმწეო და აზროვნების უნარს მოკლებული ჩვილი იყო.
შეძლებდა თუ არა ასეთივე წარმატებულ ადაპტაციას უკვე ზრდასრუ-
ლი, ჩამოყალიბებული ჩვევებისა და ბოლომდე ფორმირებული აზროვ-
ნების მქონე ადამიანი? ზრდასრულისთვის ამგვარად რადიკალური
ადაპტაციის პროცესი ხომ გაცილებით რთულია, ვიდრე ბავშვისთვის,
მით უფრო, ჩვილისთვის. ჰარშოუს, როგორც სამედიცინო განათლების
მქონე ადამიანსა და მეცნიერს, სწორედ ამის დადგენა ჰქონდა გან-
ზრახული. ათწლეულების განმავლობაში, ეს იყო პირველი შემთხვევა,
როდესაც სამედიცინო საკითხით ნამდვილად დაინტერესებულიყო.
ჰარშოუს პატივმოყვარეობას სასიამოვნოდ ის აზრიც უღიტინებდა,
რომ ძლიერებს ამა ქვეყნისა მალე რთულად მოსანელებელ ლუკმას
გადაუგდებდა. აშკარა იყო – მას ყველა ამერიკელის თანდაყოლილი
პოლიტიკური ნების, ანარქიზმის განსაზღვრულზე მეტი დოზა რგებო-
და და პლანეტის მმართველთა წინააღმდეგ არნახული მასშტაბის მო-
სალოდნელ დაპირისპირებას იმაზე მძაფრი შეგრძნებებითა და სი-
ცოცხლის წყურვილით აღევსო, ვიდრე ოდესმე განეცადა.

187
თავი მეთერთმეტე
მომცრო ზომის G ტიპის ვარსკვლავის[44] გარშემო, რომელიც სა-
შუალო სიდიდის გალაქტიკის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებით, მის
ერთ-ერთ კიდეში მდებარეობდა, პლანეტები ჩვეულ რიტმში აგრძე-
ლებდნენ ბრუნვას, როგორც ამას, თავიანთი ვარსკვლავის გრავიტა-
ციით დატყვევებულნი, მილიარდობით წლის განმავლობაში აკეთებ-
დნენ. ამ ვარსკვლავისა და მის გარშემო მბრუნავი პლანეტების მიზი-
დულობის ძალათა ერთმანეთსა და გარემომცველ სივრცეზე ზემოქმე-
დების შედეგად, მთელი ეს სისტემა დაბალანსებული წონასწორობის
მდგომარეობაში იმყოფებოდა. მათგან ოთხი პლანეტა საკმაოდ მოზ-
რდილი იყო იმისთვის, რომ შორიდანაც შეემჩნიათ, დანარჩენები კი
მკრთალი წერტილებივით მოჩანდნენ და ხან დიდი პლანეტების კაშ-
კაშა შარავანდედში უჩინარდებოდნენ, ხანაც შორეული კოსმოსის
ბნელ სივრცეში იკარგებოდნენ. ეს პლანეტები, როგორც ხდება ხოლმე,
გაუკუღმართებული ენტროპიის იმ უცნაური გამოვლინებით იყვნენ ინ-
ფიცირებული, რომელსაც სიცოცხლეს ეძახიან. მესამე და მეოთხე პლა-
ნეტების ზედაპირის ტემპერატურა წყალბადის მონოქსიდის გაყინვის
მიდამოში მერყეობდა, რის შედეგადაც ამ პლანეტებზე სიცოცხლის
ისეთი ფორმები განვითარებულიყო, რომელთაც ერთმანეთთან საკმა-
ოდ ბევრი საერთო ჰქონდათ. ყოველ შემთხვევაში, სიცოცხლის ეს
ფორმები იმდენად მაინც ჰგავდნენ, რომ მათ შორის გარკვეული ხა-
რისხის სოციალური კონტაქტის დამყარება შესაძლებელი გამხდარი-
ყო.
პატარა პლანეტაზე, რომელიც თავისი ვარსკვლავის პლანეტებს
შორის, მეოთხე იყო, ცხოვრობდა უძველესი რასა, რომლის წარმომად-
გენლებსაც საერთოდ არ აღელვებდათ დედამიწასთან კონტაქტის
დამყარების შესაძლებლობა. ამ რასის ნორჩი ინდივიდები პლანეტის
მთელ ზედაპირს იყვნენ მოდებული და მათთვის ჯერ კიდევ დამახა-
სიათებელი მოუსვენრობით, მხნეობითა და მხიარულებით აღსავსენი,
იქაურობას ყველა მხრიდან სერავდნენ. ცხოვრებას სწორედ ასე სწავ-
ლობდნენ, თუმცაღა ამ პროცესისას ცხრიდან რვა მარსელი ზრდასრუ-
188
ლი ასაკის მიღწევამდე იღუპებოდა, გადარჩენილები კი ძირფესვიან
ტრანსფორმაციას განიცდიდნენ: ეცვლებოდათ როგორც სხეულის, ისე
აზროვნების ფორმაც, რაც რასის ნორჩი წარმომადგენლებისგან რადი-
კალურად განასხვავებდა. ზრდასრული მარსელები ზღაპრულად დი-
დებულ ქალაქებში ცხოვრობდნენ, სადაც მათი ყოფა წყნარ და მშვიდ
კალაპოტში მიედინებოდა. ამ ქალაქების უმეტესობა პლანეტის ზედა-
პირზე აეგოთ, ზოგი კი მის სიღრმეში გაეშენებინათ. ზრდასრული მარ-
სელები იმდენადვე ხასიათდებოდნენ სიმშვიდით, რამდენადაც ნორ-
ჩები დაუდგრომლობითა და მოუსვენრობით. მიუხედავად ამისა, ისინი
ნორჩებზე მეტად იყვნენ დაკავებული, რადგან მათ გონებაში გამუდმე-
ბით ერთობ კომპლექსური და მრავალფეროვანი აზროვნების პროცესი
მიმდინარეობდა.
ზრდასრული მარსელების ცხოვრება, ამის ადამიანური გაგებით,
არც შრომისგან იყო თავისუფალი. მათი მუდმივი საზრუნავი თავად
პლანეტა და ამ პლანეტის მომავალი იყო. ნორჩებისთვის გამუდმებით
თვალყური უნდა ედევნებინათ, მიეთითებინათ ნერგებისთვის, თუ სად
აჯობებდა, გაზრდილიყვნენ და როდის, აღზრდის პროცესისას გადარ-
ჩენილ ნორჩებზე უნდა ეზრუნათ, მოფრთხილებოდნენ და გაენაყოფიე-
რებინათ, ხოლო ამის შედეგად მიღებული კვერცხებისთვის, მათი სა-
თანადოდ განვითარებისა
და მომწიფებისთვის, არანაკლები ყურადღება და სიყვარული და-
ეთმოთ. მას შემდეგ, რაც ნორჩები საკუთარ დანიშნულებას შეასრუ-
ლებდნენ, უფროსებს უნდა დაერწმუნებინათ, რომ ბავშვურად ცხოვრე-
ბის დრო ამოწურულიყო და ზრდასრულობაში გადასასვლელი მეტა-
მორფოზისთვის მომზადებულიყვნენ. სწორედ ეს იყო ზრდასრულთა
მისია, მაგრამ არა მათი ცხოვრების ძირითადი ვალდებულება, ისევე,
როგორც ძაღლის დღეში ორჯერ გასეირნება არ წარმოადგენს იმ ადა-
მიანის ცხოვრების ძირითად მოვალეობას, რომელიც ამ სასიამოვნო
გასეირნებების შუალედში პლანეტური მასშტაბის კორპორაციას მარ-
თავს... აქვე აღვნიშნავთ, რომ, მაგალითად, პლანეტა არქტურ მესამე-
ზე მცხოვრები არსებების გადასახედიდან, ეს გასეირნებები ხსენებუ-
ლი ბიზნესმაგნატის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმიანობა იქნებოდა

189
და მეტიც – არქტურელები ამ ადამიანს ძაღლის მონადაც მიიჩნევ-
დნენ.
მარსელებიც და დედამიწელებიც თვითცნობიერ სიცოცხლის ფორ-
მას წარმოადგენდნენ, მაგრამ სხვადასხვა მიმართულებით ვითარდე-
ბოდნენ. ადამიანების ნებისმიერი ქმედება, ყველა მოტივი, მათთვის
დამახასიათებელი შიშები და იმედები – ადამიანური მახასიათებლე-
ბის მთელი ეს სპექტრი, მნიშვნელოვანწილად, მათი რეპროდუქციის
დრამატული და უცნაურად მიმზიდველი პროცესით იყო განპირობებუ-
ლი, რაც ადამიანებზე ღრმა და ყოვლისმომცველ გავლენას ახდენდა.
მარსელების შემთხვევაშიც იგივე ხდებოდა, თუმცა მაინც ყველაფერი
პირიქით იყო. რეპროდუქციისთვის მარსზეც ორსქესიანი, მეტად სანა-
ქებო ეფექტიანობის მქონე მოდელი იყო ჩამოყალიბებული, რომელიც
ამ კონკრეტულ გალაქტიკაში ესოდენ იყო გავრცელებული, მაგრამ,
მარსელთა შემთხვევაში, ეს მოდელი იმდენად განსხვავდებოდა დე-
დამიწაზე არსებული ანალოგისგან, რომ ტერმინ „სქესს“ მასთან მი-
მართებაში, მხოლოდ დედამიწელი ბიოლოგი თუ გამოიყენებდა, ფსი-
ქიატრისთვის კი სრულიად მიუღებელი და წარმოუდგენელი ტერმინი
იქნებოდა.
ყველა ნორჩი მარსელი მდედრი იყო, ყველა ზრდასრული – მამრი.
ორივე შემთხვევაში ეს განსხვავება ორგანიზმის მხოლოდ ბიოლო-
გიურად ფუნქციონირებას შეეხებოდა და არა ფსიქოლოგიურს. ფსიქო-
ლოგიური თვალსაზრისით, სხვადასხვა სქესის არსებებად დაყოფა,
რომელი მოდელიც დედამიწაზე იყო გაბატონებული და ადამიანთა
მთელ ცხოვრებას განსაზღვრავდა, მარსზე, უბრალოდ, შეუძლებელი
იყო, ამრიგად აქ არ არსებობდა და არც შეიძლებოდა, არსებულიყო
„ქორწინების“ ცნება. ზრდასრული მარსელები გიგანტური აგებულე-
ბით გამოირჩეოდნენ და, მათ აღმომჩენ პირველ ადამიანებს აფრიან
ნავებს აგონებდნენ. ფიზიკურად პასიურები იყვნენ და უმეტესად გო-
ნებრივი აქტივობით გამოირჩეოდნენ, ნორჩებს კი სფეროსებრი სხე-
ულები ბეწვით ჰქონდათ დაფარული, გამუდმებით მოუსვენრად დაგო-
რავდნენ და უკონტროლო, გაუაზრებლად მოზღვავებული ახალგაზ-
რდული ენერგიით აღსავსენი, აქეთ-იქით დახტოდნენ. სრულიად წარ-

190
მოუდგენელი იყო მარსელთა და დედამიწელთა ფსიქოლოგიურ სა-
ფუძვლებს შორის არსებითი პარალელის გავლებაც. ადამიანთათვის
ორსქესიანობა, როგორც შემაკავშირებელი ძალის, ისე მამოძრავებე-
ლი სტიმულის ფუნქციასაც ასრულებდა და სონეტების შექმნიდან დაწ-
ყებული, ბირთვული ფიზიკის განტოლებებით დამთავრებული, ნების-
მიერ ქმედებას განაპირობებდა. თუ რომელიმე არადედამიწელი არსე-
ბა
ივარაუდებს, რომ დედამიწელი ფსიქოლოგები ამ საკითხთან და-
კავშირებით მეტისმეტად აჭარბებენ, მაშინ შეუძლია, აქაური საპატენ-
ტო ბიუროები, ბიბლიოთეკები, სახვითი ხელოვნების გალერეები მო-
ინახულოს და საჭურისთა მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშების მო-
ძიებას შეეცადოს.
მარსის ბინადრებს, რომელთა ცხოვრებაც დედამიწელთაგან გან-
სხვავებული რიტმით მიედინებოდა, „ენვოისა“ და „ჩემპიონისთვის“
განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევიათ. ორივე საპლანეტთაშო-
რისო ხომალდის ექსპედიცია, მარსელთა თვალსაზრისით, იმდენად
ცოტა ხნის წინ მოფრენილიყო, რომ მათი მხრიდან დიდი მნიშვნელო-
ბის მოვლენად ვერ აღიქმებოდა. მაგალითად, მარსელებს გაზეთები
რომ ჰქონოდათ, მათი გამოცემის სიხშირე დედამიწისეული საუკუნის
განმავლობაში ერთ ნომერს არ გადააჭარბებდა. სხვა პლანეტის რა-
სებთან კონტაქტი მარსელებისთვის აღარაფერს წარმოადგენდა, ეს
უკვე განვლილი ეტაპი იყო – ადრეც მომხდარა და მომავალშიც მოხ-
დებოდა. როდესაც მარსელები მორიგ უცხო რასას თავიდან ბოლომდე
შეისწავლიდნენ და დაგროკავდნენ, თუ საჭიროდ მიიჩნევდნენ, მხო-
ლოდ ამის შემდეგ გადადიოდნენ მოქმედებაზე, რაც შეიძლებოდა, დე-
დამიწური საზომით ათასი წლის შემდეგ მომხდარიყო.
ამრიგად, მარსზე უპირატეს მნიშვნელობას სულ სხვა ხასიათის
მოვლენებს ანიჭებდნენ: აქაური რასის უკვე დემატერიალიზებულ უხუ-
ცესებს თითქმის გაუცნობიერებლად, სასხვათაშორისოდ გადაეწყვი-
ტათ, რომ მათ ბუდეში გაზრდილი ადამიანის ბარტყი მესამე პლანეტა-
ზე, იქაურობის დასაგროკად გაეგზავნათ, რის შემდეგაც ისევ სერიოზუ-
ლი საკითხების განსჯას დაუბრუნდნენ.

191
ცოტა ხნით ადრე, დაახლოებით იმ დროს, როდესაც დედამიწაზე
რომის იმპერატორი ოქტავიანე ავგუსტუსი ბატონობდა, ერთ-ერთმა
მარსელმა ხელოვანმა მორიგი ნაწარმოების შექმნა დაიწყო. ერთნაი-
რად სამართლიანი იქნებოდა ამ ნაწარმოებისთვის პოემა, მუსიკალუ-
რი ოპუსი და ფილოსოფიური ტრაქტატიც გვეწოდებინა, რამეთუ ის
ემოციათა ისეთ წყებას წარმოადგენდა, რომელიც ტრაგიკული და ლო-
გიკური საწყისების შერწყმით ჩამოყალიბებულიყო. ამ ნაწარმოების
აღქმა დედამიწელს ისევე შეეძლო, რამდენადაც დაბადებიდან ბრმა
ადამიანი, მზის ამოსვლის წარმოდგენას აღწერით შეძლებდა. ამდე-
ნად, დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა, ადამიანისეული თვალსაზრი-
სით, ხელოვნების რომელ მიმდინარეობას მივაკუთვნებდით – ამ ამ-
ბავში მნიშვნელოვანი იყო ის, რომ ხელოვანი, შემთხვევით, იქამდე
დემატერიალიზდა, ვიდრე თავისი შედევრის დასრულებას მოასწრებ-
და.
მოულოდნელი დემატერიალიზება მარსზე დიდ იშვიათობას წარ-
მოადგენდა. მარსელთა მთელი სიამოვნება იმაში მდგომარეობდა,
რომ მათი სიცოცხლე მთლიანი და დასრულებული პროცესი ყოფილი-
ყო, ხოლო ფიზიკური სიკვდილი შესაფერის და წინასწარ შერჩეულ მო-
მენტში დამდგარიყო, თუმცაღა, ეს ხელოვანი იმდენად გაეტაცებინა
შექმნის პროცესს, რომ ღია ადგილიდან სითბოში გადანაცვლება და-
ვიწყებოდა, რაც მისთვის ფატალური აღმოჩენილიყო. როდესაც მისი
არყოფნა შეამჩნიეს და მოძებნეს კიდეც, მისი სხეული საკვებად უკვე
ნაკლებად გამოდგებოდა. თავად ხელოვანი კი იმდენად ჩართულიყო
შექმნის პროცესში, რომ საკუთარი დემატერიალიზება ვერც კი აღექვა.
მარსული ხელოვნება ორ ძირითად კატეგორიად იყოფოდა. პირვე-
ლი იყო ის, რასაც ჯერ კიდევ სასიცოცხლო ენერგიით აღსავსე ზრდას-
რულები ქმნიდნენ და რაც პრიმიტიულობით, ენერგიულობითა და, ხში-
რად, საკმაო რადიკალურობითაც გამოირჩეოდა. მეორე კი, რომელ-
საც უხუცესები ქმნიდნენ, როგორც წესი, კონსერვატიული და უკიდურე-
სად კომპლექსური იყო, შესრულების ტექნიკის მხრივ კი, ზრდასრულ-
თა ქმნილებებთან შედარებით, უმაღლესი სტანდარტების დაკმაყო-

192
ფილება მოეთხოვებოდა. ხელოვნების ორივე კატეგორია აბსოლუტუ-
რად განსხვავებული მიდგომებით ფასდებოდა.
მაგრამ რომელი სტანდარტით უნდა შეეფასებინათ აღნიშნული
ქმნილება? ეს ნაწარმოები ხომ მატერიალიზებასა და დემატერიალი-
ზებას შორის ერთგვარ ხიდს წარმოადგენდა. მისი დასრულებული ვერ-
სია მარსელთა რასის უხუცესთა უმაღლეს შემოქმედებას განასახიე-
რებდა... თუმცა, მეორე მხრივ, ეს შემოქმედი, ყველა დროისა და რასის
შემოქმედთა მსგავსად, იმდენად შთაენთქა შექმნის პროცესს, რომ სა-
კუთარი მდგომარეობის ცვლილებაც ვერ შეემჩნია და ისე გაეგრძელე-
ბინა ქმნილების შემდგომი სრულყოფა, თითქოს, ჯერ კიდევ მატერია-
ლიზებული ყოფილიყო. იქნებ ეს ხელოვნების სრულიად ახალ სახეო-
ბად უნდა განხილულიყო? რამდენად იყო შესაძლებელი, შემოქმედე-
ბით პროცესში ხელოვანთა მოულოდნელი დემატერიალიზაციის შე-
დეგად ხელოვნების ამგვარი ნიმუში კიდევ შექმნილიყო? მარსელთა
უხუცესები, რომელთაც ერთმანეთთან კომუნიკაციის განსაკუთრებუ-
ლი მეთოდი ჰქონდათ, საუკუნეების განმავლობაში განიხილავდნენ
შესაძლო ვარიანტებს, დანარჩენი, ჯერ კიდევ მატერიალიზებული
მარსელები კი, მოუთმენლად ელოდნენ მათ ვერდიქტს.
ეს საკითხი მარსელთა განსაკუთრებულ ინტერესს იმიტომაც იწვევ-
და, რომ საქმე ეხებოდა არა აბსტრაქტულ, არამედ, დედამიწური
თვალსაზრისით, რელიგიურ ხელოვნებას, რომელიც ერთობ მძლავრ
ემოციასაც მოიცავდა. ნაწარმოები მარსელთა რასის წარმომადგენ-
ლებსა და მეხუთე პლანეტის გონიერ არსებებს შორის კონტაქტს აღ-
წერდა. მათი შეხვედრა ძალიან დიდი ხნის წინ შემდგარიყო, მაგრამ
მარსელების მეხსიერებაში ჯერ კიდევ დალექილიყო და ისეთივე ცოც-
ხალ მოგონებას წარმოადგენდა, როგორიც ორი დედამიწური ათას-
წლეულის განმავლობაში შემონახული ერთი ჯვარცმული ადამიანის
სიკვდილი იყო. მეხუთე პლანეტის გონიერ არსებებთან შეხვედრის
შემდეგ, მარსელებს ისინი ბოლომდე დაეგროკათ, შემდეგ კი შესაბა-
მისი ნაბიჯიც განეხორციელებინათ... ახლა ამ პლანეტისგან ასტერო-
იდთა სარტყელიღა დარჩენილიყო, მაგრამ მარსელები მეხსიერებაში
მაინც სათუთად ინახავდნენ და უფრთხილდებოდნენ მის ბინადართა

193
ხსოვნას და ადიდებდნენ კიდეც, მათთვის დღემდე უაღრესად დიდი
მნიშვნელობა ჰქონდათ მათ მიერვე განადგურებულ არსებებს. ხელოვ-
ნების ეს ახალი ნაწარმოები კი მრავალთა შორის სწორედ იმ მორიგ
საშუალებას წარმოადგენდა, რომლითაც მარსელებს, ბოლოს და ბო-
ლოს, უნდა მოეხერხებინათ და ყოველმხრივ დაეგროკათ შესანიშნავ
გარემომცველ მოვლენათა მთელი მშვენიერება. მაგრამ, პირველ რიგ-
ში, ჯერ ის უნდა დაეგროკათ, თუ რა კრიტერიუმებით შეიძლებოდა ხე-
ლოვნების ამ ნაწარმოების განსჯა.
ეს კი, მართლაც რომ, უდიდესი ამბავი იყო.
მესამე პლანეტაზე მყოფ ვალენტაინ მაიკლ სმიტს კი ოდნავაც არ
აინტერესებდა და აწუხებდა საკითხი, რომელიც მარსზე ასეთი გაცხო-
ველებული განსჯის საგანს წარმოადგენდა. ამის შესახებ არც კი სმე-
ნოდა. სმიტის მარსელი მეთვალყურე და მისი წყლისმიერი მოძმეები,
მის გონებას ზედმეტად არ აღიზიანებდნენ და აღაგზნებდნენ ისეთი
ზოგადი საკითხებით, რომელთა სათანადოდ აღქმასაც მაინც ვერ მო-
ახერხებდა. თუმცა სმიტმა იცოდა მეხუთე პლანეტის განადგურების შე-
სახებ და იცოდა ისიც, თუ რამდენად ემოციურ საკითხს წარმოადგენდა
მომხდარი მარსელებისთვის. მან ეს ყველაფერი ისევე იცოდა, რო-
გორც ნებისმიერმა მოსწავლემ იცის ტროის ომისა და პლიმუთის[45]
სანაპიროს ისტორია, მაგრამ სმიტისთვის მარსული ხელოვნების შესა-
ხებ არაფერი ესწავლებინათ – ანუ ის, რასაც ვერასდროს დაგროკავ-
და. სმიტი მაინც ფლობდა უნიკალურ ცოდნას, რომელიც წარმოუდგენ-
ლად დიდი იყო იმ ცოდნასთან შედარებით, რომელიც მის თანაბუდელ
ბარტყებს ჰქონდათ, თუმცა ამდენითვე მცირე იყო იმ ცოდნის ფონზე,
რომელიც ზრდასრულ მარსელთა გონებაში ინახებოდა. მისი მარსელი
მეთვალყურე და ამ მეთვალყურის მრჩევლები, რომელთა შორის უხუ-
ცესებიც იყვნენ, სასხვათაშორისოდ, თუმცა მაინც საფუძვლიანად და-
ინტერესებულიყვნენ, თუ რა მასშტაბისა და სახის ცოდნის მიღება შე-
ეძლებოდა მარსელთა ბუდეში გაზრდილ ამ უცხო ბარტყს. შედეგად,
სმიტის აღზრდისას, მარსელებმა უფრო მეტი გაიგეს ადამიანთა პო-
ტენციური შესაძლებლობების თაობაზე, ვიდრე თავად ადამიანებმა,
ამ დროისთვის, საკუთარ თავზე იცოდნენ, რადგან სმიტი უდიდესი მზა-

194
ობითა და მონდომებით გროკავდა ყველაფერს, რის შესახებაც ადა-
მიანებს მცირედი წარმოდგენაც არ გააჩნდათ.
სმიტი კი თავისი ამჟამინდელი მდგომარეობით ტკბებოდა. ასეთი
სიმსუბუქე და შვება მრავალი წლის განმავლობაში არ ეგრძნო. იუბა-
ლის სახით ახალი წყლისმიერი მოძმე შეეძინა, მასთან ერთად კი სხვა
მეგობრებიც. სმიტი ცხოვრობდა და ტკბებოდა იმ უცხო შთაბეჭდილე-
ბებითა და შესანიშნავი განცდებით, რომელთა კალეიდოსკოპური
მრავალფეროვნებისა და სიუხვის გამო მათ დაგროკვას ვეღარც ას-
წრებდა. ამიტომ ისღა დარჩენოდა, ეს ყოველივე მეხსიერებაში გადაე-
ნახა და მაშინ ჩასწვდომოდა, როდესაც ამის შესაძლებლობა მიეცემო-
და.
ერთხელაც იუბალმა, ახალმა წყლისმიერმა მოძმემ, დაარწმუნა,
რომ ამ უცნაურსა და მშვენიერ ადგილს ბევრად სწრაფად დაგროკავ-
და, თუ კითხვა ეცოდინებოდა. ასე რომ, სმიტმა ერთი დღე გამართუ-
ლად და სწრაფად კითხვის ათვისებას დაუთმო, ჯილი კი სიტყვებზე
მიუთითებდა და უხსნიდა, თუ როგორ უნდა წარმოეთქვა ისინი. ეს ნიშ-
ნავდა, რომ მთელი დღის განმავლობაში აუზისგან თავი შორს უნდა
დაეჭირა, რაც, მისი მხრიდან, უზარმაზარ მსხვერპლს ნიშნავდა, რად-
გან წყალში ნავარდი, რის თავისუფლებაშიც ძვლივძლივობით დაარ-
წმუნეს, მისთვის არა შეგრძნებით სიამოვნებას, არამედ თითქმის გა-
მოუთქმელ რელიგიურ ექსტაზს წარმოადგენდა. ჯილს ან იუბალს რომ
არ შეეხსენებინათ ხოლმე, რომ უკვე აუზიდან ამოსვლის დრო იყო,
მთელ დღეებს სიამოვნებით გაატარებდა ცურვაში.
ღამღამობით წყალში ჩასვლის ნებას არ აძლევდნენ, ამიტომ ამ
დროს კითხვაში ატარებდა. დაუსრულებლად ფურცლავდა ენციკლო-
პედია „ბრიტანიკას“, ათვალიერებდა და ითვისებდა, დესერტად კი
იუბალის სამედიცინო და იურიდიულ ბიბლიოთეკებს მიაშურებდა
ხოლმე და იქაც არჩევდა ახალი და
უცნობი ინფორმაციის შემცველ საკითხავს. ერთხელ წყლისმიერმა
მოძმე იუბალმა შეამჩნია, თუ როგორი სისწრაფით ფურცლავდა ერთ-
ერთ წიგნს, შეაჩერა და წაკითხულის შესახებ გამოჰკითხა. სმიტმა იუ-
ბალს ფრთხილი პასუხები გასცა, რადგან ამ გამოკითხვამ სწორედ ის

195
გამომცდელი კითხვები გაახსენა, რომლებსაც დროდადრო მარსელი
უხუცესები უსვამდნენ ხოლმე. მიხვდა, რომ წყლისმიერი მოძმე მისმა
პასუხებმა, ცოტა არ იყოს, გაანაწყენა, ამიტომ აუცილებლად მიიჩნია,
მომხდარზე ღრმად ჩაფიქრებულიყო, მთელი ერთი საათის განმავლო-
ბაში გონებაში განეხილა და ყოველმხრივ გაეაზრებინა, რადგან სრუ-
ლიად იყო დარწმუნებული, რომ პასუხები სწორედ იმ სიტყვებით გასცა,
რომლებიც წიგნში ამოეკითხა, მიუხედავად იმისა, რომ ზოგი მათგანის
მნიშვნელობა ვერც კი დაეგროკა.
მაგრამ კითხვას მაინც წყალში ყოფნა ერჩია, განსაკუთრებით მა-
შინ, როდესაც ჯილი, მირიამი, ლარი, ენი და დანარჩენებიც აუზში
ჭყუმპალაობდნენ და ერთობოდნენ. თავდაპირველად ვერაფრით ის-
წავლა ცურვა, რაც სხვებს ასე ადვილად გამოსდიოდათ, მაგრამ, სა-
ნაცვლოდ, აღმოაჩინა, რომ ისეთი რამის გაკეთება შეეძლო, რაც მათ
არ ხელეწიფებოდათ: ერთ დღეს ფსკერზე დაეშვა, წყალქვეშ გაირინ-
და და სრულ ნეტარებაში ჩაიძირა... მაგრამ მაშინვე უკან ამოათრიეს
და ისეთი აურზაური ატეხეს, რომ კინაღამ თავის ჩვეულ ტრანსში გა-
დაეშვა. ასეც მოხდებოდა, მალევე რომ არ გარკვეულიყო, რომ მხო-
ლოდ და მხოლოდ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო წუხ-
დნენ.
იმავე დღეს, მოგვიანებით, ეს ხრიკი იუბალსაც აჩვენა და საკმაოდ
დიდხანს გაჩერდა ფსკერზე. შემდეგ სცადა, ამის გაკეთება ჯილისთვი-
საც ესწავლებინა, თავისი წყლისმიერი მოძმისთვის... მაგრამ ჯილმა
თავი არაკომფორტულად იგრძნო და სმიტმაც მისი წვრთნა შეწყვიტა.
სწორედ ამ მომენტში პირველად და სრულად გააცნობიერა, რომ არ-
სებობდა ისეთი რამეები, რომელთა გაკეთებაც, ახალი მეგობრებისგან
განსხვავებით, მხოლოდ თვითონ შეეძლო. სმიტი ამის შესახებ დიდ-
ხანს ფიქრობდა და ცდილობდა, ეს მოვლენა მთელი ყოვლისმომცვე-
ლობით დაეგროკა.
სმიტი ბედნიერი იყო. ჰარშოუზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყო-
დით. ის თავის ჩვეულ ყოფას აგრძელებდა, რაც დროის აბსოლუტურად
უმიზნოდ გაყვანასა და სრულ უსაქმურობაში გამოიხატებოდა. ზოგჯერ
ყოველდღიური რუტინა, თავის ერთგვარ ლაბორატორიულ ცხოველზე,

196
მარსელ ადამიანზე შემთხვევითი და დაუგეგმავი დაკვირვებებით ერ-
ღვეოდა. მას სმიტისთვის არანაირი რეჟიმი არ შეემუშავებინა, არც
სასწავლო პროგრამა შეედგენა და არც რეგულარული ვარჯიშები და-
ენიშნა. ამ ყველაფრის ნაცვლად, ნებას აძლევდა, მხოლოდ სურვილი-
სამებრ მოქცეულიყო და მთელ სახლში სოფლად მცხოვრები ლეკვი-
ვით ენავარდა. სმიტს მხოლოდ და მხოლოდ ჯილი უწევდა ზედამხედ-
ველობას, რაც, იუბალის პესიმისტური თვალსაზრისით, საკმარისზე მე-
ტიც იყო, რადგან ამ უკანასკნელს მდედრების ბატონობის ქვეშ მყოფი
მამრებისადმი საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება ჰქონდა.
თუმცა ჯილიან ბორდმენის აღმზრდელობითი მოღვაწეობა ადამი-
ანთა შორის სოციალური ურთიერთობების საფუძვლების ახსნაზე
შორს არ წასულა, მით უფრო, რომ ვალენტაინ სმიტს ამ
მიმართულებით წვრთნა სულ უფრო ნაკლებად სჭირდებოდა. სმი-
ტი უკვე დანარჩენებთან ერთად სადილობდა მაგიდასთან და დამოუ-
კიდებლად ჩაცმასაც ახერხებდა... ყოველ შემთხვევაში, იუბალი სწო-
რედ ასე ფიქრობდა, ჰმმ, როგორმე ჯილისთვის უნდა ეკითხა, ისევ ეხ-
მარებოდა თუ არა ჩაცმისას... სმიტი ჰარშოუს სახლში გამეფებულ არა-
ფორმალურ ატმოსფეროსაც შესჩვეოდა და იქაურ არარსებულ წესებ-
საც შეჰგუებოდა, რაშიც დანარჩენების მოქმედებების გამეორებაც ეხ-
მარებოდა. როდესაც სმიტი პირველად მიუჯდა მაგიდას, მას მხოლოდ
კოვზის გამოყენება შეეძლო, შემდეგ ჯილმა ხორცის ულუფა დაუნაწევ-
რა და აჩვენა, ეს როგორ უნდა გაეკეთებინა. სადილის დასასრულს
სმიტს უკვე მიეღწია გარკვეული წარმატებისთვის და დანარჩენების
მსგავსად ჭამდა, შემდეგი სადილობისას კი უკვე ჯილის მოქმედებებს
იმეორებდა ზუსტად და დეტალების სრული გათვალისწინებით.
სმიტმა საკუთარი მონდომების ხარჯზე კითხვაც ისე აითვისა, რომ
უკვე ელექტროსკანირების სისწრაფით კითხულობდა და ისეც ჩანდა,
რომ ყველაფერი იდეალურად ამახსოვრდებოდა. მიუხედავად ამისა,
იუბალ ჰარშოუმ მაინც გაუძლო ცდუნებას, სმიტისგან „პროექტი“ შეექ-
მნა და უფრო სისტემატური და თანმიმდევრული დაკვირვებები ეწარ-
მოებინა, რომლის პროცესშიც სათანადო კონტროლსაც დააწესებდა
და საჭირო აპარატურასაც გამოიყენებდა, რათა შესაბამისი გამოკ-

197
ვლევები ჩაეტარებინა და შედეგები პროგრესის მრუდებზე აესახა.
ჰარშოუ იმ ადამიანისთვის დამახასიათებელი ქედმაღლური თავ-
მდაბლობით გამოირჩეოდა, რომელსაც უკვე იმდენი შეემეცნა, რომ სა-
კუთარი უვიცობა გაეცნობიერებინა. ამრიგად რაიმე სახის მეცნიერუ-
ლი გამოკვლევის დაწყების მიზეზს მაშინაც ვერ ხედავდა, როდესაც არ
იცოდა, სახელდობრ, რა უნდა გამოეკვლია. ამის ნაცვლად ჰარშოუ
მხოლოდ ჩანაწერების გაკეთებით კმაყოფილდებოდა, თუმცა მათ გა-
მოქვეყნებას სულაც არ აპირებდა.
მიუხედავად იმისა, რომ ჰარშოუს სიამოვნებდა იმ პროცესზე დაკ-
ვირვება, თუ როგორ იქცეოდა ერთი უცნაური არსება ადამიანის ზუსტ
ასლად, ეს ბედნიერებას მაინც ვერ ანიჭებდა.
გენერალურ მდივან დაგლასის მსგავსად, ისიც მუდმივად მეხის მე-
ორედ ჩამოვარდნის მოლოდინში იყო.
ჰარშოუს მოლოდინი სულ უფრო აუტანელი ხდებოდა, რადგან
მთლიანად მთავრობის მხრიდან მოსალოდნელი დარტყმების ასაცი-
ლებელ თავდაცვით რეჟიმში გადასულიყო და თუმცა უკვე საკმაო დრო
გასულიყო, ჯერაც არაფერი მომხდარიყო. ნუთუ ფედერაციის პოლი-
ცია ისეთი იდიოტებისგან იყო დაკომპლექტებული, რომ ერთი გამოუც-
დელი და მიამიტი ქალის კვალის მიგნებაც არ შეეძლოთ, რომელსაც
ცნობიერებადაკარგულ ადამიანთან ერთად ამხელა მანძილი გადაე-
ლახა? თუ, რაც უფრო სარწმუნო ჩანდა, მთელი ამ დროის განმავლო-
ბაში ისინი ჯილს მაინც კვალში ედგნენ? იქნებ მის სახლს ამ კონკრე-
ტულ მომენტშიც აკვირდებოდნენ და ნებისმიერ დროს შეიძლებოდა,
შიგნითაც შემოჭრილიყვნენ? ჰარშოუს ამაზე ფიქრიც კი აცოფებდა.
თვით ის აზრი, რომ შესაძლებელი იყო, მის სახლს, მის ციხესიმაგრეს,
უბრალო ბინოკლით დაწყებული, რადარებით დამთავრებული, ყვე-
ლანაირი საშუალებით უთვალთვალებდნენ, ჰარშოუსთვის იმდენადვე
აუტანელი იყო, როგორც ის იქნებოდა, რომ მისთვის განკუთვნილი წე-
რილები სხვებს გაეხსნათ და წაეკითხათ.
სავარაუდოდ, ისინი ახლა სწორედ ამას აკეთებდნენ, რასაც ჰარ-
შოუ საკუთარ თავს გამუდმებით ახსენებდა. მთავრობა! მთავრობის სა-
მი მეოთხედი ხომ პარაზიტებით იყო დაკომპლექტებული, დანარჩენ

198
ერთ მეოთხედს კი გონებასუსტი იდიოტები წარმოადგენდნენ, რომლე-
ბიც ხისტად და არაეფექტურად მოქმედებდნენ. ჰარშოუ, რა თქმა უნ-
და, აცნობიერებდა და აღიარებდა კიდეც იმ ფაქტს, რომ ადამიანს,
როგორც სოციალურ ცხოველს, არ შეეძლო, თავიდან აეცილებინა
მთავრობის ყოლის აუცილებლობა, ისევე, როგორც ნებისმიერ ინდი-
ვიდს სამუდამოდ უნდა ეტარებინა საკუთარი შიგნეულობა, მაგრამ
ჰარშოუ სულაც არ იყო ვალდებული, მთავრობისადმი დადებითი და-
მოკიდებულება ჰქონოდა. ბოროტებას სიკეთედ მხოლოდ იმიტომ ვერ
შერაცხავდა, რომ მისგან თავის დაღწევა შეუძლებელი იყო. რისი იმე-
დი შეიძლებოდა, ჰქონოდა? რა იქნებოდა, ერთ დღესაც მთავრობა უბ-
რალოდ რომ ამდგარიყო და სადმე გადაკარგულიყო!
სრულიად შესაძლებელი, მეტიც, სავარაუდო იყო, რომ გენერალუ-
რი მდივნის ადმინისტრაციაში უკვე ზუსტად იცოდნენ, სად იმალებო-
და მარსელი ადამიანი... და გარკვეული მიზეზების გამო, რომლებიც
მხოლოდ მათთვის იყო ცნობილი, ამჯობინებდნენ, ჯერჯერობით ყვე-
ლაფერი უცვლელად დაეტოვებინათ... ვიდრე ემზადებოდნენ, მაგრამ
რისთვის?
თუ ეს მართლაც ასე იყო, მაშინ კიდევ რამდენ ხანს გაგრძელდებო-
და ეს მდგომარეობა? რამდენ ხანს შეძლებდა ჰარშოუ, თავდაცვის მიზ-
ნით მომზადებული ნელი მოქმედების ბომბი მუდმივად საბრძოლო
მზადყოფნაში ჰქონოდა?
ამ ყველაფერთან ერთად ჰარშოუს კიდევ ერთი პასუხგაუცემელი
კითხვა აწუხებდა: ეს უგუნური იდიოტი ბენ კექსტონი სადღა დაიკარ-
გა?!
– იუბალ! – ჯილ ბორდმენის ხმამ ჰარშოუ თავს მოხვეული მძიმე
ფიქრებისგან გამოაფხიზლა.
– რაო? ოჰ, ეს შენ ხარ, ლამაზთვალება ქალბატონო? მაპატიე, ფიქ-
რებმა გამიტაცა. დაჯექი. რამეს დალევ?
– აჰ, არა, გმადლობ... იუბალ, ძალიან ვნერვიულობ.
– ეს სრულიად ბუნებრივია. აბა, ვინ არ ნერვიულობს? მართლაც
მშვენივრად ჩაყვინთე, პირდაპირ გედივით. მიდი, კიდევ ერთი ასეთი
შესანიშნავი ჩაყვინთვა გვაჩვენე.

199
ჯილმა ტუჩზე იკბინა. თორმეტიოდე წლის დაბნეული გოგონასავით
გამოიყურებოდა.
– იუბალ, ძალიან გთხოვ, ყურადღებით მომისმინე! მართლა საშინ-
ლად ვღელავ.
– მაშინ აჯობებს, კარგად გაიმშრალო, – ამოიხვნეშა ჰარშოუმ, – ეს
ბრიზი უკვე საკმაოდ იკბინება.
– საერთოდ არ მცივა. თბილად ვარ... მომისმინე, იუბალ, თუ მაიკს
აქ დავტოვებ? მიხედავთ?
– რა თქმა უნდა, შეუძლია, დარჩეს, – დაბნეულობისგან თვალები
აახამხამა ჰარშოუმ, – ეს თვითონაც მშვენივრად იცი. მასზე გოგონები
იზრუნებენ. დროდადრო მეც მივაქცევ ხოლმე ყურადღებას. აქ არავის
არ აწუხებს. შენ კი, როგორც ვხვდები, გვტოვებ.
ჯილმა თვალები დახარა. ცდილობდა, მზერა აერიდებინა.
– ჰო.
– ჰმ... შენც შეგიძლია, დარჩე. შენი აქ ყოფნა ყველას უხარია, მაგ-
რამ, თუ ეს გენდომება, ვერც წასვლას დაგიშლით.
– არა, იუბალ... აქედან წასვლა სულაც არ მინდა!
– მაშინ ნუ წახვალ.
– მაგრამ უნდა წავიდე!
– აბა, ამიხსენი. ვერ მოვწვი, რას გულისხმობ.
– იუბალ, ნუთუ ვერ ხვდები? აქ ყოფნა ძალიან მომწონს... ამდენი
ხნის განმავლობაში ყველანი შესანიშნავად მექცეოდით! მაგრამ დარ-
ჩენა უკვე აღარ შემიძლია. არ შემიძლია, ასე გულხელდაკრეფილი
ვიჯდე მაშინ, როდესაც ბენი უგზო-უკვლოდაა დაკარგული. უნდა წავი-
დე, მოვძებნო...
ჰარშოუმ თავისთვის რაღაც ჩაიბურტყუნა, რამაც საკმაოდ ვულგა-
რულად, მაგრამ ემოციურად გაიჟღერა და დაამატა:
– როგორ აპირებ მის მოძებნას?
– არ ვიცი, – წარბები შეიჭმუხნა ჯილმა, – მაგრამ არ შეიძლება, აქ
უდარდელად ვიყო წამოწოლილი და აუზში ვიჭყუმპალაო, როდესაც
არც კი ვიცი, რა დაემართა ბენს.

200
– ჯილიან, როგორც ადრეც გითხარი, ბენი საკმაოდ დიდი ბიჭია,
შენ კი დედამისი არ ხარ... და არც მისი
ცოლი, როგორც მე არ ვარ მისი აღმზრდელი. მასზე პასუხს არ ვა-
გებთ... და შენც არაფერი გავალდებულებს, მის საძებნელად წახვიდე.
ასე არ არის?
ჯილმა თავი დახარა და ფეხის თითებით ბალახს დაუწყო წვალება.
– არა, – აღიარა ბოლოს, – ბენთან არანაირი ვალდებულება არ მა-
კავშირებს. უბრალოდ, ვიცი, რომ... მე რომ დავკარგულიყავი, აუცი-
ლებლად დაიწყებდა ჩემს ძებნას და იქამდე არ გაჩერდებოდა, ვიდრე
არ მიპოვიდა. ამიტომ აუცილებლად უნდა მოვძებნო!
იუბალმა ისევ რაღაც ჩაიბურტყუნა, წყევლა-კრულვა გაუგზავნა
ყველა იმ ძალას, რომლებიც ადამიანთა მოდგმის სიბრიყვესა და სი-
სულელეს მფარველობდნენ და აქეზებდნენ.
– კარგი, კარგი, – უთხრა ბოლოს ჯილს, – რახან ასეა, მოდი, სა-
კითხს, შეძლებისდაგვარად, გონივრულად და ლოგიკურად მივუდ-
გეთ. ამ საქმის პროფესიონალების დაქირავებას აპირებ? ვთქვათ,
კერძო დეტექტივისა, რომელიც დაკარგული ადამიანების ძებნაზეა
სპეციალიზებული?
– მგონი, ეგ მართლაც შედეგის მომცემი ერთადერთი გზაა, – დაღ-
ვრემილი სახით თქვა ჯილმა, – კერძო დეტექტივი არასოდეს დამიქი-
რავებია. ძვირი ღირს?
– საკმაოდ.
– როგორ ფიქრობ, შეიძლება შევუთანხმდე, რომ... – ჯილმა ნერწყვი
გადაყლაპა, – როგორმე ეტაპობრივ გადახდაზე დავითანხმო?
ვთქვათ, ყოველთვიურად რაღაც თანხა რომ გადავუხადო ან რამე
მსგავს ვარიანტზე მოვურიგდე?
– როგორც წესი, ნაღდი ფულით გასწორებას მაშინვე ითხოვენ. ასე
მოწყენილი ნუ ხარ, პატარა. საკმაოდ კარგად ვარ აღზრდილი იმის-
თვის, რომ ამ საკითხზე თავად მეზრუნა. ბენის მოსაძებნად უკვე დავი-
ქირავე ამ საქმის საუკეთესო სპეციალისტები... ასე რომ, საჭირო არ
არის, შენი დანაზოგი კიდევ ერთი ასეთივე სპეციალისტის დასაქირა-
ვებლად დახარჯო.

201
– ჩემთვის ამაზე არაფერი გითქვამს!
– მაგის საჭიროება არ არსებობდა.
– მაგრამ... იუბალ, და რა გაარკვია?
– ვერაფერი, – მოკლედ უპასუხა ჰარშოუმ, – ჯერჯერობით ისეთი
არაფერი გაურკვევიათ, რის შენთვის შეტყობინებასაც აზრი ექნებოდა.
ასე რომ, საჭიროდ არ მივიჩნიე, ამაზე ლაპარაკით კიდევ უფრო მომეშ-
ხამე, – იუბალი მოიღუშა, – როცა აქ მოხვედი, მაშინვე შევნიშნე, რომ
ბენზე ძალიან ნერვიულობდი. მაშინ ვფიქრობდი, რომ ეს შენი მხრი-
დან გადაჭარბებული თავგამოდება იყო. მისი თანაშემწე ყმაწვილი
კილგალენივით ვვარაუდობდი, რომ ბენი მართლაც რაღაც მნიშვნე-
ლოვან ახალ კვალს დაადგა... და რომ მხოლოდ ყველაფრის გამორ-
კვევისა და გამოსაქვეყნებლად მომზადების შემდეგ გამოჩნდებოდა.
ბენი ყოველთვის სწორედ ასე იქცეოდა, მისი პროფესიაც ხომ ეს არის,
– ჰარშოუმ ამოიხვნეშა, – მაგრამ ახლა ასე აღარ ვფიქრობ. ეს ქათმის-
ტვინა კილგალენი... მან მართლაც მიიღო შეტყობინება, სავარაუდოდ
ბენისგან, რომლის თანახმადაც მიემგზავრებოდა და რამდენიმე დღის
განმავლობაში არ გამოჩნდებოდა. ჩემ მიერ დაქირავებულმა მეძებ-
რებმა არა მარტო მოიძიეს ეს შეტყობინება, არამედ ფოტოზეც აღბეჭ-
დეს და ისიც გადაამოწმეს, ნამდვილად ბენისგან იყო თუ არა. ყალბი
არ აღმოჩნდა, ამ შინაარსის შეტყობინება ნამდვილად არსებობს.
ჯილმა ჰარშოუს დაბნეული მზერა მიაპყრო.
– თუ ასეა, მაშინ ვერ ვხვდები, შეტყობინება იმავე დროს მეც რატომ
არ გამომიგზავნა? ეს ბენის საქციელს არ ჰგავს, გულმავიწყობა არასო-
დეს ახასიათებდა, ყოველთვის ყურადღებიანი იყო.
იუბალმა უკმაყოფილების გამოხატვისგან თავი შეიკავა.
– თავს ძალა დაატანე და ყველაფერს მიხვდები, ჯილიან. ის ფაქ-
ტი, რომ კოლოფზე „სიგარეტი“ აწერია, სულაც არ ამტკიცებს, რომ შიგ-
ნით მართლაც სიგარეტია. აქ გასულ პარასკევს მოხვედი. ეს შეტყობი-
ნება, როგორც ადვილად დავადგინეთ, ფილადელფიიდანაა გამოგ-
ზავნილი, პაოლის სადგურის დასაშვები მოედნიდან. მისი გამოგზავ-
ნის ზუსტი დროის დადგენაც მოვახერხეთ – ხუთშაბათს, დღის ათ სა-
ათსა და ოცდაათი წუთიდან, ათ საათსა და ოცდათოთხმეტ წუთამდე

202
შუალედში გამოაგზავნეს. შეტყობინება კილგალენმა დაუყოვნებლად
მიიღო, რადგან ოთახში სტაციონარული პრინტერი აქვს. ახლა კი მით-
ხარი, რატომ უნდა გამოეგზავნა ბენს კილგალენისთვის შეტყობინება
სამუშაო დროს, თანაც საკუთარ კაბინეტში, როცა შეეძლო, უბრალოდ,
დაერეკა?
– არა მგონია, ბენი ჩვეულებრივ შემთხვევაში ასე მოქცეულიყო. ყო-
ველ შემთხვევაში, მე ნამდვილად არ მოვიქცეოდი. დარეკვა ხომ ბევ-
რად ბუნებრივია...
– მაგრამ შენ ბენი არ ხარ, მე კი რამდენიმე მიზეზის მოფიქრება შე-
მიძლია, რომელთა გამოც ბენის მდგომარეობაში მყოფი ადამიანი,
სწორედ ამგვარად მოიქცეოდა. ეს შეიძლებოდა იმიტომ გაეკეთებინა,
რომ ფაქტების მოსალოდნელი გაყალბებები აერიდებინა თავიდან ან
იმის გამო, რომ „საერთაშორისო ტელეგრაფისა და ტელეფონის“ არ-
ქივში ჩანაწერი დაეტოვებინა, იმ გათვლით, რომ, გარკვეულ შემთხვე-
ვაში, ეს ჩანაწერი მის სასარგებლო მტკიცებულებად გამოდგებოდა.
არც ის არის გამორიცხული,
რომ ბენს, რაღაც მიზეზით, უნდოდა, ეს შეტყობინება ადრესატამდე
მხოლოდ გარკვეული დროის შემდეგ მისულიყო. ამრიგად, უამრავი შე-
საძლო მიზეზი შეიძლება არსებობდეს. კილგალენი ამ ამბავში უცნაურ-
სა და არაბუნებრივს ვერაფერს ხედავდა. ფაქტია, რომ ვინაიდან ბენ-
მა ან იმ საგაზეთო სინდიკატმა, რომლისთვისაც ის მუშაობს, სტაციო-
ნარული პრინტერის შესაძენად გარკვეული ხარჯის გაწევა მიზანშეწო-
ნილად მიიჩნია, ბენი ამ აპარატით რეგულარულად ან საკმაოდ ხში-
რად სარგებლობს. თუმცა, – განაგრძო იუბალმა, – ჩემი მეძებრები ამ
ამბავს საკმაო გულისყურით ეკიდებიან. მათ საეჭვოდ მოეჩვენათ, რომ
ბენი ამ შეტყობინებას მართლაც პაოლის სადგურის დასაშვები მოედ-
ნიდან, ათ საათსა და ოცდათოთხმეტ წუთზე გამოგზავნიდა, ამიტომ
ერთ-ერთი მათგანი იქ ამ ფაქტის გადასამოწმებლად გაემგზავრა.
ჯილ, ეს შეტყობინება იქიდან არ გამოუგზავნიათ.
– მაგრამ...
– ერთი წუთით. ეს შეტყობინება ტექნიკურად პაოლის სადგურიდან
კი გამოგზავნეს, მაგრამ მისი გამომგზავნი იმ დროს იქ არ იმყოფებო-

203
და. ასეთ შეტყობინებებს გადასაგზავნად ან წერილობით აწვდიან, ან
ტელეფონით გადასცემენ. თუ შეტყობინებას წერილობით აწვდიან, მა-
შინ კლიენტს შეუძლია, მოითხოვოს და ადრესატს არა მხოლოდ და-
ბეჭდილი ვარიანტი, არამედ მისი ტექსტის ხელნაწერი და ხელმოწე-
რაც გადაუგზავნონ. ამრიგად, სწორედ მის სურვილზეა დამოკიდებუ-
ლი გზავნილს ამობეჭდავენ, თუ არა, მაგრამ თუ შეტყობინებას ტელე-
ფონით გადასცემენ, მაშინ ის აუცილებლად უნდა ამობეჭდონ, რათა
შემდეგ მისი ფოტოასლი გადაიღონ.
– ჰო, რა თქმა უნდა.
– ეს ფაქტი არაფერს გეუბნება, ჯილ?
– ოჰ... იუბალ, ისე ვნერვიულობ, რომ ნორმალურად ფიქრის თავი
არ მაქვს. რა უნდა მითხრას ამ ფაქტმა?
– აბა, გეყოფა მკერდში მჯიღის ცემა. თავდაპირველად, ეს ფაქტი
ჩემთვისაც არაფრის მთქმელი იყო, მაგრამ ჩემი დეტექტივი ძალიან
გაქნილი ვინმე აღმოჩნდა. ის პაოლის სადგურზე კარგად გაყალბებუ-
ლი შეტყობინებით მივიდა, რომელიც კილგალენის თანდასწრებით
გადაღებული ფოტოს მიხედვით გააკეთებინა. თან შესაბამისი საქმია-
ნი ქაღალდები და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტებიც
ჰქონდა, რომელთა თანახმადაც, ამ შეტყობინების ადრესატი, ოსბერტ
კილგალენი გახლდათ. შემდეგ შინაურული საუბრითა და პატიოსანი
კაცის გამომეტყველებით იოლად გააბრიყვა „საერთაშორისო ტელეგ-
რაფი და ტელეფონის“ თანამშრომელი გოგონა, რომელმაც მაშინვე
ყველაფერი ჩაუკაკლა, არადა, კონსტიტუციის იმ შესწორების თანახ-
მად, რომელიც პირადი ინფორმაციის ხელშეუხებლობას ეხება, მსგავ-
სი ინფორმაციის გადაცემის იძულება მხოლოდ სასამართლოს გადაწ-
ყვეტილებითაა შესაძლებელი. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ ამ გოგონამ
ყველაფერი გაიხსენა, მათ შორის ისიც, თუ როგორ გადასცეს ეს შეტ-
ყობინება და როგორ გააგზავნა კიდეც. ჩვეულებრივ შემთხვევაში, ასი
შეტყობინებიდან, სავარაუდოდ,
ერთსაც ვერ გაიხსენებდა, რამეთუ მათ ჩაბარებისთანავე აგზავნის,
დაარქივების შემდეგ კი მაშინვე ივიწყებს. მაგრამ, ჩვენდა საბედნი-
ეროდ, ეს ახალგაზრდა ქალბატონი ბენის ერთ-ერთი ერთგული მკით-

204
ხველი აღმოჩნდა. თურმე ბენის „ყვავის ბუდეს“ ყოველ საღამოს ეცნო-
ბა, რაც, მე თუ მკითხავ, შეიძლება, საშინელ ცოდვადაც განვიხილოთ,
– იუბალმა თვალები დაახამხამა და დაფიქრებული სახით ერთხანს
ჰორიზონტს გაჰყურებდა, შემდეგ კი დაიძახა: – მორიგე!
წამში მათთან ენი გაჩნდა, რომელსაც მთელ სხეულზე წურწურით
ჩამოსდიოდა წყალი.
– არ დაგავიწყდეს, გამახსენო, – უთხრა იუბალმა, – რომ სიახლეე-
ბის გაცნობისადმი ადამიანების ავადმყოფურ მისწრაფებაზე სტატია
დავწერო. ამ სტატიის მთავარი ხაზი ის იქნება, რომ ნევროზების უმე-
ტესობა და ფსიქოზის ზოგიერთი სახეობაც, შეიძლება, იმ სრულიად
უსარგებლო და არაჯანსაღი ჩვევიდან მომდინარეობდეს, რომლის გა-
მოისობითაც ადამიანები ყოველდღიურად გადაეშვებიან მათთვის
სრულიად უცნობი ხუთი მილიარდი ადამიანის ცოდვებსა და მათ თავს
დამტყდარ უბედურებებში. ამ სტატიის სათაური იქნება: „უსასრულო
ჭორები“... არა, მოიცა, მე მგონი, ეს ვარიანტი აჯობებს: „თავაშვებული
ჭორები“.
– ბოს, შენი წარმოსახვა სულ უფრო არაჯანსაღი ხდება.
– მე სრულიად ნორმალური ვარ, რასაც სხვებზე ნამდვილად ვერ
ვიტყოდი. ამ სტატიის დაწერა იმ კვირაში გამახსენე, ახლა კი აქედან
მოუსვი, შენთვის არ მცალია, – ჰარშოუ ისევ ჯილიანს მიუბრუნდა, –
მოკლედ, ამ გოგონას ბენის სახელისთვის მიექცია ყურადღება, ამი-
ტომ შეტყობინებაც დაემახსოვრებინა. თურმე ძალიან აღელვებული
ყოფილა, რადგან მოელოდა, რომ თავის ერთ-ერთ გმირს შეხვდებო-
და... მაგრამ, როგორც ხვდები, იმედგაცრუებული დარჩა, როდესაც აღ-
მოჩნდა, რომ ბენს მხოლოდ ხმოვანი გადაცემის საფასური გადაეხადა
და ეკრანზე მისი გამოსახულება არ ჩანდა. მოკლედ, ეს ამბავი მაინც
კარგად დაამახსოვრდა და, მასთან ერთად ისიც, რომ, ამ შეტყობინე-
ბის გაგზავნის საფასური, ნაღდი ანგარიშსწორებით, ვაშინგტონში
მდებარე ერთ-ერთი საზოგადოებრივი კავშირგაბმულობის ჯიხური-
დან გადაეხადათ.
– ვაშინგტონიდან? – გაიმეორა ჯილმა, – მაგრამ იქიდან რატომ უნ-
და დაერე...

205
– რა თქმა უნდა, მეც ხომ სწორედ მაგას გეუბნები! – დაეთანხმა იუ-
ბალი, რომელიც, ცოტა არ იყოს, გაღიზიანებული ჩანდა, – თუ ამ დროს
ბენი ვაშინგტონში, საზოგადოებრივ ჯიხურში იმყოფებოდა, მაშინ, შე-
ეძლო, თავის ასისტენტს პირისპირ დალაპარაკებოდა, თანაც ისე, რომ
მას ბენის ხმაც გაეგონა და სახეც დაენახა. ეს ბენს ბევრად იაფიც და-
უჯდებოდა და საქმეც უფრო სწრაფად და ადვილად მოგვარდებოდა,
იმის ნაცვლად, რომ თითქმის ორასი მილით დაშორებულ ფილადელ-
ფიაში, შეტყობინება მხოლოდ იმისთვის გადაეცა, რომ იქიდან ისევ ვა-
შინგტონში გადმოეგზავნათ. ეს ხომ სრული უაზრობაა! ამას შეიძლება
მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდეს – კვალის დაფარვის მცდელობა, რაც
ბენისთვის ისეთივე
ჩვეულებრივი ამბავია, როგორც პატარძლისთვის სიძის კოცნა. გახ-
სნილი კარტებით რომ თამაშობდეს, ის ვერასდროს გახდებოდა სფე-
როში ერთ-ერთი საუკეთესო ვინჩელი...
– ბენი ვინჩელი არ არის! ის ლიპმენია!
– მომიტევე, მაგრამ მაგ საკითხში ქათამივით ბრმა ვარ. და ლაპა-
რაკს ნუ მაწყვეტინებ. სავარაუდოდ, ბენი ფიქრობდა, რომ მის ტელე-
ფონს უსმენდნენ, მაგრამ სტაციონარული პრინტერი დაცული იყო. შე-
იძლება, იმასაც ვარაუდობდა, რომ არც პრინტერი იყო სანდო... უკვე
სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ სწორედ ასე იყო. ყოველ შემთხვე-
ვაში, ახლა ნამდვილად ასე იქნება... სავარაუდოდ, ბენმა ამ ხრიკს მი-
მართა, რათა მოთვალთვალეები დაერწმუნებინა, რომ თითქოს ვაშინ-
გტონიდან მართლაც შორს იმყოფებოდა და, უახლოეს მომავალში,
რამდენიმე დღე მაინც, დაბრუნებას არ აპირებდა, – იუბალმა შუბლი
შეიჭმუხნა, – ასეთ შემთხვევაში, თუ მოვძებნით და მის ადგილმდება-
რეობას დავადგენთ, ცუდ სამსახურს გავუწევთ. შეიძლება, მისი სიცოც-
ხლე საფრთხეშიც ჩავაგდოთ.
– იუბალ! არა!
– იუბალ, კი, – დაღლილი ხმით დაუბრუნა პასუხი, – ეს ყმაწვილი
ბეწვის ხიდზე დადის, ყოველთვის ასე იქცეოდა. უშიშარია და ამიტო-
მაც მოიპოვა ასეთი რეპუტაცია, მაგრამ, როგორც წესი, კურდღელი ორ
ნახტომზე მეტით ვერასოდეს უსწრებს კოიოტს, ამ შემთხვევაში, შეიძ-

206
ლება, მხოლოდ ერთი ნახტომიც აშორებდეთ. არც ისაა გამორიცხული,
რომ მდევარი უკვე დაეწია კიდეც მსხვერპლს... ჯილ, ბენი ასეთ სახი-
ფათო ამბავში აქამდე არასოდეს გახვეულა. თუ ის საკუთარი ნებით გა-
უჩინარდა, რაც სრულიად შესაძლებელია, მაინც გინდა მისი მოძებნის
რისკზე წასვლა? ხომ კარგად გესმის, რომ ყველაფერი გაუარესდება,
თუ შენთვის დამახასიათებელი გადამეტებული მზრუნველობით ამ
ფაქტისადმი არასასურველ ყურადღებას მიიზიდავ? ჯერჯერობით
კილგალენი ახერხებს, რომ ეს ამბავი არ გამჟღავნდეს, რადგან ბენის
სვეტი კვლავ ყოველდღიურად ქვეყნდება. როგორც წესი, ამ სვეტს
არასდროს ვკითხულობ, მაგრამ, ამჯერად, გამუდმებით ვადევნებ
თვალს.
– წინასწარ მომზადებული სვეტებია! მისტერ კილგალენმა მითხრა
მათ შესახებ.
– რა თქმა უნდა. ამ პერიოდში ბენის მიერ წინასწარ დაწერილი სტა-
ტიები ქვეყნდებოდა იმ სერიიდან, რომელსაც საარჩევნო კამპანიებ-
თან დაკავშირებულ კორუფციაზე ამზადებდა. ეს ბევრად უხიფათო
საქმიანობა იყო იმასთან შედარებით, რასაც ახლა მოჰკიდა ხელი. შე-
საძლებელია, ბენს ეს სტატიები ასეთი შემთხვევისთვის მართლაც
ჰქონდა მომზადებული, თუმცა ისიც არ არის გამორიცხული, რომ მათ
კილგალენი წერდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ბენ კექსტონი, მუდმივ
მზადყოფნაში მყოფი ხალხის ქომაგი, საზოგადოების ინტერესების
ფხიზელი დამცველი, ოფიციალურად ისევ აგრძელებს რეგულარულ
გამოსვლებს თავისი სახელდახელოდ შეთითხნილი ტრიბუნიდან. ამ-
რიგად, დასაშვებია, რომ ეს ყველაფერი თავად ბენმა დაგეგმა, ჩემო
ძვირფასო, რადგან, შეიძლება, თავი ისეთ საფრთხეში იგრძნო, რომ
ვერ გაბედა, ამის თაობაზე ვინმეს დაკავშირებოდა, მათ შორის
შენც. აბა, რას იტყვი?
დამფრთხალმა ჯილიანმა მიმოიხედა. მათ ირგვლივ მშვენიერი,
მშვიდი პასტორალური ხედი გადაშლილიყო. ხელები სახეზე აიფარა
და აღმოხდა:
– იუბალ... უკვე წარმოდგენაც არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო.

207
– სასოწარკვეთილებაში ჩავარდნა არც იფიქრო! – ჩახლეჩილი
ხმით შესძახა ჰარშოუმ, – შეეშვი ბენზე მოთქმა-გოდებას. ჩემი თანდას-
წრებით მაინც ნუ გამოიგლოვებ. ყველაზე უარესი, რაც შეიძლებოდა,
შემთხვეოდა, სიკვდილია, ეს კი, ადრე თუ გვიან, ნებისმიერ ჩვენგანს
მოელის. თუ ამ დილას გადავრჩებით, შეიძლება, ჩვენი ჯერი უახლოეს
დღეებში ან რამდენიმე კვირაში მაინც დადგეს. ყოველ შემთხვევაში,
დანამდვილებით ვიცი, რომ წლებს ვეღარ გადავურჩებით. ამ საკით-
ხის შესახებ შენს პროტეჟე მაიკსაც დაელაპარაკე. მისი აზრით, დემა-
ტერიალიზება ნებისმიერ უმნიშვნელო კინკლაობაზე ნაკლებად უნდა
გვაშინებდეს და, შესაძლებელია, ამასთან დაკავშირებით სრულიად
მართალიც იყოს. მაიკისთვის რომ მეთქვა, შენს შებრაწვასა და საღა-
მოს სადილად მირთმევას ვაპირებთ-მეთქი, უაღრესად გულაჩუყებუ-
ლი და მადლიერი იქნებოდა იმისთვის, რომ ამგვარი პატივის მიგებას
ვუპირებთ.
– ვიცი, რომ სწორედ ასე ფიქრობს, – დაეთანხმა ჯილი ჩამწყდარი
ხმით, – მაგრამ ასეთ საკითხებთან დაკავშირებით მისებრი ფილოსო-
ფიური მიდგომა არ მაქვს.
– არც მე მაქვს ასეთი მიდგომა, – მხნედ შესძახა ჰარშოუმ, – მაგრამ
თანდათანობით ვწვდები და, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს ასაკში მყოფი
ადამიანისთვის ეს მიდგომა საკმაოდ მანუგეშებელია. შეგეძლოს, სი-
ხარულით შეეგებო გარდაუვალს და ამისგან სიამოვნებაც მიიღო!.. სი-
ცოცხლის განმავლობაში სწორედ ამისკენ მივისწრაფოდი, მაგრამ ამ
მარსელმა ყმაწვილმა, რომელმაც ხმის მიცემის ასაკს სულ ცოტა ხნის
წინ მიაღწია და ახალფეხადგმული ბავშვივით გულუბრყვილოა, ყვე-
ლაზე მნიშვნელოვან საკითხში ჩემს უიმედო ჩამორჩენილობაში და-
მარწმუნა. ჯილ, შენ მეკითხებოდი, თუ რამდენად კარგად არიან აქაუ-
რები მაიკის მიმართ განწყობილები და მიესალმებიან თუ არა მის
დარჩენას. ჩემო ძვირფასო, ის მეტისმეტად სასურველი სტუმარია, ყვე-
ლაზე სასურველი, ვინც კი ოდესმე მიმიღია. მინდა, ეს ყმაწვილი ჩვენ-
თან იქამდე მაინც დარჩეს, ვიდრე იმ ყველაფერს არ გავიგებ, რაც მან
იცის, მე კი წარმოდგენაც არ მაქვს! დემატერიალიზება კი, მათ შორის,
უპირველესი საკითხია... ის ხომ სულაც არ ჰგავს ფროიდისეულ

208
„სწრაფვას სიკვდილისკენ“[46]. ეს ზუსტად ვიცი. ამ ფენომენს არაფე-
რი აქვს საერთო აუტანელი და გაუსაძლისი სიცოცხლისაგან თავის
დაღწევის დაუძლეველ სურვილთან და არც იმასთან, როგორც იმ ლექ-
სშია: „ყველაზე დაქანცული მდინარეც კი“[47]... სიკვდილისადმი სმი-
ტისეული ეს მიდგომა მე სტივენსონის სტრიქონს უფრო მაგონებს:
„მე სიხარულით ვიცხოვრე და ასევე ვკვდები
და საკუთარი ნებით მივალ სამარის კართან!“[48]
თუმცა ყოველთვის ვეჭვობდი, რომ სტივენსონი ამ სიტყვებით ან
თავს იმხნევებდა იმ ადამიანის მსგავსად, სიბნელეში საკუთარი შიშის
გასაფანტავად რომ უსტვენს, ან, რაც უფრო სარწმუნო მგონია, ტუბერ-
კულოზურ ეიფორიას აეტანა, ამგვარ ფიქრებს კი მისთვის მცირედი სი-
ამოვნებისა და სიმშვიდის მოტანა მაინც შეეძლო. მაგრამ რაც შეეხება
მაიკს, მან უკვე სანახევროდ დამარწმუნა, რომ ნამდვილად იცის, რა-
ზეც ლაპარაკობს.
– არ ვიცი, – დაბნეულად გამოეპასუხა იუბალს ჯილი, – მე, უბრა-
ლოდ, ბენზე ვნერვიულობ...
– მეც ვნერვიულობ მასზე, – დაეთანხმა იუბალი, – ასე რომ, მაიკზე
სხვა დროს ვილაპარაკოთ. ჯილ, არა მგონია, ბენი, უბრალოდ, იმალე-
ბოდეს. ყოველ შემთხვევაში, იმაზე მეტად, ვიდრე შენ იმალები.
– მაგრამ შენ თქვი...
– მოიცადე, ჯერ სათქმელი არ დამიმთავრებია. ჩემი მეძებრები ბე-
ნის კვალის მხოლოდ ფილადელფიაში ძებნით არ შემოფარგლულან.
პაოლის სადგურიდან გაგზავნილი შეტყობინების ამბის გარდა, ისიც
გამოარკვიეს, რომ ხუთშაბათ დილით, ბენი „ბეთესდას სამედიცინო
ცენტრში“ ადვოკატთან და პირუთვნელ მოწმესთან ერთად გამოცხა-
დებულა, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, თვით ღრმად პატივცემუ-
ლი და სახელგანთქმული ოლივერ კავენდიში ბრძანებულა. თუ ასეთ
საკითხებში ოდნავ მაინც ერკვევი, მაშინ აუცილებლად უნდა იცოდე,
ვისზეა საუბარი.
– ვშიშობ, რომ არა. ასეთებში საერთოდ ვერ ვერკვევი.
– კარგი, მაგას არ აქვს მნიშვნელობა. ის ფაქტი, რომ ბენმა „ბეთეს-
დას სამედიცინო ცენტრში“ სწორედ კავენდიში იახლა, იმაზე მეტყვე-

209
ლებს, რომ იქ გასაკეთებელ საქმეს მეტისმეტად სერიოზულად უდგე-
ბოდა. ხომ იცი, ბუზს ზარბაზნიდან არ ესვრიანო. იქ სამივეს მარსელი
ადამიანი აჩვენეს...
ჯილიანმა ჯერ გაოცებისგან დააღო პირი, შემდეგ კი ბრაზისგან
ძლივს მოითქვა სული და გაცხარებულმა შესძახა:
– შეუძლებელია! იმ სართულზე ისე ვერ ავიდოდნენ, ამის შესახებ
მე რომ არ გამეგო.
– დამშვიდდი, ჯილ. შენ ახლა პირუთვნელი მოწმის სიტყვებს აყე-
ნებ ეჭვქვეშ, თანაც არა რიგითი პირუთვნელი მოწმის, არამედ თვით
ოლივერ კავენდიშისა, მისი ნათქვამი კი ყოველთვის შეუვალ ჭეშმარი-
ტებად მიიჩნევა.
– ვინც გინდა, ის იყოს ეგ შენი კავენდიში, თუნდაც თორმეტივე მო-
ციქულს ერთდროულად წარმოადგენდეს! ჩემს სართულზე, ხუთშაბათ
დილას, ის ნამდვილად არ ყოფილა.
– მგონი, კარგად არ მისმენდი, ჯილ. მე ხომ არ მითქვამს, ჩვენს მე-
გობარ მაიკს შეახვედრეს-მეთქი... მხოლოდ ის ვთქვი, რომ ისინი მარ-
სელი ადამიანის სანახავად წაიყვანეს. როგორც ჩანს, ეს სწორედ ის
ყმაწვილი იყო, მსახიობი, რომელიც სტერეოვიზორში ვიხილეთ.
– ოჰ, რა თქმა უნდა, ეგრე იქნებოდა და ბენმა ისინი ნამდვილად
ტყუილში გამოიჭირა!
იუბალის მზერაში თანაგრძნობა გამოკრთა.
– ჩემო ძვირფასო, დამაცადე, დავასრულო. თავს თუ ვერ იკავებ,
ორ-ორობით ათი ათასამდე დაითვალე და გადაგივლის. ბენს ისინი
სულაც არ გამოუჭერია. ფაქტია, რომ ეს თვით საყოველთაოდ სახელ-
განთქმულმა და ღრმად პატივცემულმა ოლივერ კავენდიშმაც ვერ მო-
ახერხა... თუმცა, კავენდიშს რომც მოეხერხებინა, მათ სამხილებლად
მაინც ვერაფერს იტყოდა. პირუთვნელი მოწმეების ამბავი ხომ იცი.
– სიმართლე გითხრა, არა, არაფერიც არ ვიცი. პირუთვნელ მოწმე-
ებთან არასოდეს მქონია შეხება.
– ასე გგონია? იქნებ ამის შესახებ, უბრალოდ, არ იცოდი. ენ!
აუზის ტრამპლინზე ჩამომჯდარმა ენმა თავი მოაბრუნა და მათკენ
გამოიხედა. იუბალმა გასძახა:

210
– აი, იმ ახალ სახლს ხომ ხედავ, შორეული გორაკის მწვერვალზე
რომ მოჩანს, შეგიძლია, მითხრა რა ფრადაა შეღებილი?
ენმა იქით გაიხედა, საითაც იუბალი მიუთითებდა, შემდეგ კვლავ
მოუბრუნდა და უპასუხა:
– ამ მხრიდან სახლი თეთრია, – ენი არ დაინტერესებულა, თუ რა-
ტომ ჰკითხა იუბალმა ამის შესახებ და არც რაიმე კომენტარი გაუკეთე-
ბია.
– აბა, ხომ ხედავ? – იუბალი ისევ ჯილს მიუბრუნდა და იმავე ტონით
განაგრძო, – ენი ისე სწორხაზოვნადაა გაწვრთნილი, რომ ზედმეტი
კითხვები არ უჩნდება და აზრადაც არ მოსდის, რომ სახლის დანარჩე-
ნი მხარეებიც, სავარაუდოდ, თეთრად უნდა იყოს შეღებილი. მეფის
მთელი მხედრიონიც ვერ აიძულებს და დაარწმუნებს, რომ სხვა კედ-
ლების ფერის შესახებაც გამოთქვას ვარაუდი... ამის თაობაზე მხო-
ლოდ იმ ერთადერთ შემთხვევაში იტყვის რამეს, თუ სახლს სხვა მხრი-
დანაც შემოუვლის, შეხედავს და დანარჩენი კედლების შეფერილობას
საკუთარი თვალით იხილავს... თუმცა ამის შემდეგაც არ
იტყვის, რომ ეს სახლი მისი წასვლის შემდეგაც იმავე ფერის იქნება,
რადგან, ჰიპოთეტურად, სრულიად შესაძლებელია, რომ კედლები მი-
სი შებრუნებისთანავე გადაღებონ.
– ანუ ენი პირუთვნელი მოწმეა?
– სრული კურსი აქვს გავლილი და შესაბამის შეუზღუდავ ლიცენ-
ზიასაც ფლობს. უფლება აქვს, უმაღლესი სასამართლოს წინაშეც წარ-
სდგეს. ოდესმე ჰკითხე, რატომ მიატოვა ეს საქმიანობა, მაგრამ ისიც
გაითვალისწინე, რომ მაგ დღეს, სხვა აღარაფერი დაგეგმო, რადგან
მაინც ვეღარაფერს გააკეთებ. ეს გოგო დაუსრულებლად ილაპარაკებს
და იტყვის მხოლოდ და მხოლოდ სიმართლეს, აბსოლუტურ და სრულ
სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა. ამდენი სიმართლის
მოსმენას კი, როგორც წესი, საკმაოდ ბევრი დრო სჭირდება. ახლა კი
დროა, ისევ მისტერ კავენდიშს დავუბრუნდეთ... ბენმა იმიტომაც იახ-
ლა, რომ მას იქ ნანახი სრულიად ღიად და აშკარად დაემოწმებინა,
რამეთუ ბენი უპირობო გახსნილობას ესწრაფოდა. უნდოდა, პირადუ-
ლობის მოტივით რაიმე სახის ინფორმაციის გასაიდუმლოება ბოლომ-

211
დე გამოერიცხა. ამრიგად, როდესაც, მოგვიანებით, კავენდიში ამ შეხ-
ვედრის თაობაზე გამოჰკითხეს, მან ყველა კითხვას სრული და ამომ-
წურავი პასუხები გასცა, მოსაწყენი დეტალების ჩათვლით. ზემოთ მისი
გამოკითხვის მთელი ჩანაწერი მაქვს, მაგრამ ყველაზე საინტერესო
არის ის, რასაც კავენდიში არ ამბობს. მას ერთხელაც არ უხსენებია,
რომ ის ყმაწვილი, რომელიც მათ წარუდგინეს, მარსელი ადამიანი არ
იყო... მაგრამ ასევე არ უთქვამს ერთი ისეთი სიტყვაც, საიდანაც აშკა-
რა იქნებოდა, რომ, კავენდიშის აზრით, ის მართლაც მარსელი იყო. შენ
რომ კავენდიშს იცნობდე, მიხვდებოდი, რასაც ვამბობ. მე კი ვიცნობ და
ვიცი, რომ ეს გადამწყვეტი მნიშვნელობის ფაქტორია. კავენდიში მა-
იკისთვის რომ წარედგინათ და, თუნდაც რამდენიმე წუთით მაინც გა-
ეჩერებინათ მასთან, ყველაფერს, რასაც დაინახავდა და მოისმენდა,
ისეთი სიზუსტით აღწერდა, რომ მე და შენ, ადამიანები, რომლებიც მა-
იკს ვიცნობთ, სრულიად დარწმუნებული ვიქნებოდით, რომ კავენდიშ-
მა სწორედ ის ნახა. მაგალითად, ჩანაწერში კავენდიში პროფესიული
ტერმინებით აღწერს ნანახი ადამიანის ყურების ფორმას... და ეს აღწე-
რილობა საერთოდ არ შეესაბამება მაიკის ყურებისას. Q.E.D.[49], კა-
ვენდიშს მაიკი არ უნახავს და არც ბენს უნახავს იგი. მათ „ბეთესდას
სამედიცინო ცენტრში“ ნამდვილი მარსელის ნაცვლად მისი შემცვლე-
ლი, ვიღაც ცრუპენტელა შეახვედრეს. სრულიად აშკარაა, რომ კავენ-
დიშმა ეს მშვენივრად იცის, მაგრამ, პროფესიის პრინციპებიდან გა-
მომდინარე, დუმს – ვერც საკუთარ აზრს გამოთქვამს და ვერც რაიმე
სახის დასკვნას გააკეთებს.
– მეც ხომ ზუსტად მაგას გეუბნებოდი! ისინი საერთოდ არ ამოსუ-
ლან იმ სართულზე, სადაც მე ვმუშაობ და სადაც მაიკი ჰყავდათ მო-
თავსებული.
– შენც ზუსტად ამას მეუბნებოდი, მაგრამ ეს ამბავი სხვა მხრივაც
მნიშვნელოვანია და კიდევ გვეუბნება რაღაც საინტერესოს: ეს ყველა-
ფერი იქამდე მოხდა, ვიდრე მაიკთან ერთად „ბეთესდადან“ გამოიპა-
რებოდი – დაახლოებით რვა საათით ადრე. კავენდიშის აღწერილო-
ბის თანახმად, რომელიც ზედმიწევნით ზუსტია, ისინი ცრუ მარსელის
ოთახში ხუთშაბათს, დილის ცხრა საათსა და თოთხმეტ წუთზე შეიყვა-

212
ნეს. სრულიად აშკარაა ის ფაქტი, რომ იმ დროისთვის მაიკი ჯერ კიდევ
მათ ხელში და, თანაც, იმავე შენობაში
იმყოფებოდა. ამრიგად თავისუფლად შეეძლოთ, მათთვის ნამდვი-
ლი მარსელი ეჩვენებინათ, თუმცა მართლაც რომ ძალიან სერიოზულ
რისკზე წავიდნენ და ვაშინგტონში, მეტიც, მთელ ქვეყანაში ყველაზე
სახელგანთქმულ პირუთვნელ მოწმეს ცრუ მარსელი აჩვენეს. რატომ?
ჰარშოუ ერთხანს დადუმდა, ჯილმა პასუხის ნაცვლად ფრთხილად
ჰკითხა:
– მე მეკითხები? არ ვიცი. ბენმა მითხრა, რომ აპირებდა, მაიკის-
თვის ეკითხა, უნდოდა თუ არა საავადმყოფოდან წასვლა და თუ ამას
ისურვებდა, იქაურობის დატოვებაში დაეხმარებოდა.
– ბენმა სწორედ მაგის გაკეთება სცადა, თუმცაღა ცრუ მარსელთან.
– ვითომ? მაგრამ, იუბალ, მათ არ შეეძლოთ სცოდნოდათ, რას გეგ-
მავდა ბენი... გარდა ამისა, მაიკი საავადმყოფოს ბენთან ერთად მაინც
არ დატოვებდა.
– რატომ, მოგვიანებით შენთან ერთად ხომ წამოვიდა?
– ჰო... მაგრამ იმ დროისთვის მე უკვე მისი წყლისმიერი მოძმე ვიყა-
ვი, ისევე, როგორც თქვენც ხართ ახლა. მას ეს რაღაც მარსული სიგიჟე
აქვს აკვიატებული – რომ შეუძლია სრულიად ენდოს ნებისმიერ ადამი-
ანს, რომელთანაც თუნდაც ერთ ყლუპ წყალს გაიზიარებს. წყლისმიერი
მოძმეებისადმი ძალიან დამყოლი და მიმნდობია, სხვებთან კი ჯორი-
ვით გაჯიუტდება ხოლმე. ბენი მას ადგილიდანაც ვერ დაძრავდა, – ჯი-
ლი ერთხანს გაჩუმდა და დასძინა: – ყოველ შემთხვევაში, გასულ კვი-
რაში ჯერ კიდევ ასე იყო... მაიკი ძალიან სწრაფად იცვლება.
– მართლა ძალიან სწრაფად იცვლება. შეიძლება, მეტისმეტადაც.
არასოდეს მინახავს, რომ კუნთოვანი ქსოვილი ასე სწრაფად განვითა-
რებულიყო და გაზრდილიყო. ახლა ვნანობ, თქვენი აქ მოსვლის პირ-
ველივე დღეს რომ არ ავწონე. კარგი, ამას შევეშვათ და ისევ ბენის ამ-
ბავს დავუბრუნდეთ. კავენდიში იტყობინება, რომ ბენმა ის და თავისი
ადვოკატი, ახალგაზრდა, სახელად ფრისბი, ცხრა საათსა და ოცდა-
თერთმეტ წუთზე ტაქსიდან ჩამოსვა, თვითონ კი გზა განაგრძო. არ ვი-
ცით, საით გაემგზავრა, მაგრამ ის კი ვიცით, რომ დაახლოებით ერთ

213
საათში ბენმა ან, მოდი ასე ვთქვათ, ვიღაცამ, ვინც საკუთარ თავს ბე-
ნად ასაღებდა, პაოლის სადგურზე ის შეტყობინება გადასცა, საიდანაც
შემდეგ კილგალენს გადაუგზავნეს.
– გგონიათ, რომ ეს ბენს არ გაუკეთებია?
– სწორედ ასე მგონია. ჩანაწერში კავენდიში ტაქსის სერიულ ნო-
მერსაც ასახელებს, ჩემმა დეტექტივებმა კი მისი შემდგომი მარშრუტის
დასადგენად შესაბამისი ზომები მიიღეს. ტაქსომეტრში მონეტების
ჩაყრის ნაცვლად, ბენს საკრედიტო ბარათი რომ გამოეყენებინა, ბაზა-
ში მისი ნომერი აღირიცხებოდა, მაგრამ იმ
შემთხვევაშიც, თუ ნაღდი ფულით გადაიხადა, მაინც შეიძლებოდა
იმის გაგება, თუ როდის და სად იმყოფებოდა ეს ტაქსი.
– და რა გაირკვა?
– გაირკვა, რომ შესაკეთებლად გააგზავნეს და ხუთშაბათ დილით
საერთოდ არ გამოუყენებიათ, – მხრები აიჩეჩა ჰარშოუმ, – გამოდის,
რომ ორი შესაძლებლობა არსებობს: ერთი ის არის, რომ პირუთვნელმა
მოწმემ არასწორად ამოიკითხა ან დაიმახსოვრა ამ ტაქსის სერიული
ნომერი, მეორე კი ის, რომ ვიღაცამ მარშრუტის ჩანაწერი გააყალბა, –
ჰარშოუ ერთხანს ჩუმად იყო, მერე კი დაღვრემილმა დასძინა: – შესაძ-
ლოა, ნაფიცმა მსაჯულებმა მიიჩნიონ, რომ პირუთვნელ მოწმესაც შე-
ეძლო ნომერი არასწორად დაემახსოვრებინა, განსაკუთრებით იმ შემ-
თხვევაში, თუ მისი დამახსოვრების აუცილებლობაზე წინასწარ არ იქ-
ნებოდა გაფრთხილებული... მაგრამ ეს ვერსია სარწმუნო არ მგონია...
მით უმეტეს, რომ ეს პირუთვნელი მოწმე ჯეიმს ოლივერ კავენდიშია.
სერიული ნომრის სისწორეში დარწმუნებული რომ არ ყოფილიყო, ამ
ფაქტს საერთოდ არ ახსენებდა.
ჰარშოუმ წარბები შეიჭმუხნა და მციეროდენი პაუზის შემდეგ გააგ-
რძელა.
– ჯილ, მიბიძგებ, რომ ეს ამბავი ცხვირით გავქექო, რაც სულაც არ
მომწონს, ძალიან არ მომწონს!.. დავუშვათ, მართლა შეიძლებოდა
ბენს ეს შეტყობინება გაეგზავნა, მაგრამ სრულიად წარმოუდგენელია,
რომ ტაქსის ჩანაწერის გაყალბება მოეხერხებინა... კიდევ უფრო ნაკ-
ლებად დამაჯერებელია, რომ ბენს ამისთვის მიზეზი ჰქონოდა. არა, ეს

214
სრული აბსურდია. მოდი ფაქტებს თვალი გავუსწოროთ! ბენი ამ ტაქ-
სით სადღაც წავიდა... და ვიღაცამ, ვისაც საზოგადოებრივი ტრან-
სპორტის ჩანაწერებზე ხელი მიუწვდებოდა, ეს ფაქტი დამალა, რაც,
ალბათ, გარკვეულ ხათაბალადაც დაუჯდებოდა... ამის შემდეგ კი
ყალბი შეტყობინება გააგზავნა, რათა ბენის გაუჩინარებას ვერავინ
მიმხვდარიყო.
– გაუჩინარებას?! ალბათ გინდოდათ გეთქვა, გატაცებას.
– ჯილ, გამოთქმებთან დაკავშირებით ფრთხილად იყავი. „გატაცე-
ბა“ მეტად ბინძური სიტყვაა.
– ეს ერთადერთი სიტყვაა, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეიძლება,
გამოიყენო! იუბალ, როგორ შეგიძლია, იჯდე და არაფერი აკეთო, იმის
ნაცვლად, რომ ამის შესახებ ყველას შეატყობინო და...
– შეწყვიტე, ჯილ! გატაცება სულაც არ არის ყველაზე უარესი, რაც
შეიძლებოდა, ბენს შემთხვეოდა. იქნებ ცოცხალიც აღარაა.
ჯილიანი მოიბუზა.
– ჰო, – უსიცოცხლოდ დაეთანხმა, – ამის ყველაზე მეტად მეშინია.
– მეც მეშინია, მაგრამ უნდა ვიფიქროთ, რომ ცოცხალია და საწინა-
აღმდეგო იქამდე არ დავიჯეროთ, ვიდრე მის ძვლებს არ ვიხილავთ.
ამრიგად, ორიდან ერთია: ბენი ან მკვდარია, ან გატაცებული. მოდი,
ჯერ იქიდან გამოვიდეთ, რომ გაიტაცეს. ჯილ, გატაცებისას რა არის
ყველაზე სახიფათო? არა, შენს მშვენიერ თავს ამაზე ფიქრით ნუ შეიწუ-
ხებ. მე გეტყვი. მსხვერპლისთვის ყველაზე სახიფათო ხმაურის ატეხა
და ყვირილია, რადგან ამით დაპანიკებული გამტაცებელი მძევალს
თითქმის ყოველთვის კლავს. ამაზე არ გიფიქრია?
მოღუშულმა ჯილიანმა იუბალს უსიტყვოდ გადახედა.
– იძულებული ვარ, ისიც გითხრა, რომ, ვგონებ, ბენის სიკვდილის
ალბათობა ძალიან დიდია, – შეძლებისდაგვარად რბილად გააგრძე-
ლა ჰარშოუმ, – მისი გაუჩინარებიდან უკვე ძალიან დიდი დრო გავიდა,
მაგრამ ჩვენ ხომ შევთანხმდით, რომ ბენი ცოცხლად უნდა მივიჩნიოთ
იქამდე, ვიდრე საწინააღმდეგო არ დადასტურდება და მისი სიკვდი-
ლის მტკიცებულება არ გვექნება. ჯილიან, შენ ახლა მისი მოძებნა
გაქვს განზრახული. შეგიძლია მითხრა, როგორ აპირებ ამას? როგორ

215
უნდა მოვახერხოთ ისე, რომ გამტაცებლის მიერ მისი ლიკვიდაციის
რისკი არ გავზარდოთ?
– აჰ... მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, ბენი ვინც მოიტაცა!
– განა ვიცით?
– რა თქმა უნდა, ვიცით! მათ, ვისაც მაიკი ჰყავდათ გამოკეტილი –
ამ ამბავშიც მთავრობის ხელი ურევია!
– არ ვიცით, – თავი გააქნია ჰარშოუმ, – ეს მხოლოდ ვარაუდია, რო-
მელიც ბენის ჩვენთვის ცნობილი უკანასკნელი მოქმედებებიდან მომ-
დინარეობს, მაგრამ მათი დამამტკიცებელი საბუთი არ გაგვაჩნია. ბენ-
მა საკუთარი საგაზეთო სვეტით ბევრი მტერი შეიძინა და ყველა მათ-
განი სულაც არ არის მთავრობიდან. შემიძლია, მისი მოკვლის მოსურ-
ნე რამდენიმე ადამიანი გავიხსენო, მით უმეტეს, თუ ეცოდინებოდათ,
რომ ამ ამბიდან მშრალად გამოვიდოდნენ. მიუხედავად ამისა, – ჰარ-
შოუმ შუბლი შეიჭმუხნა, – შენი ვარაუდი ერთადერთი შესაძლო ვარი-
ანტია, საიდანაც შეიძლება, რომ გამოვიდეთ. მაგრამ, ამ შემთხვევაში,
„მთავრობა“ მეტისმეტად ზოგადი ტერმინია. „მთავრობა“ რამდენიმე
მილიონი ადამიანისგან შედგება, ერთი მილიონი მარტო ვაშინგტონში
მაინც იქნება. ამრიგად, საკითხი ასე უნდა დავსვათ: ვის გადაეღობა
გზაზე ბენი? ვინ უნდა იყოს ეს ადამიანი თუ ადამიანები? არა „მთავრო-
ბა“, არამედ კონკრეტული ადამიანები.
– იუბალ, ეგეც ძალიან აშკარაა. ბენის ნათქვამი ხომ უკვე გითხარი
– თვით გენერალური მდივანი.
– არა, – თავი გააქნია ჰარშოუმ, – მიუხედავად იმისა, რომ ეს, შეიძ-
ლება, სიმართლე იყოს, ათვლის წერტილად არ გამოგვადგება. არა
აქვს მნიშვნელობა, ვინ რა მოიმოქმედა – ძალადობრივი ან უკანონო,
მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამაში გენერალური მდივნის ხელი ურევია,
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ხელსაყრელია მომხდარი მისთვის.
ვერასოდეს ვერავინ დაამტკიცებს, რომ ის არათუ მონაწილეობდა
მსგავს რამეში, არამედ, ამასთან დაკავშირებით, მცირე ინფორმაცია
მაინც რომ ჰქონდა. სავარაუდოდ, მართლაც არაფერი არ იცის, ყოველ
შემთხვევაში, ძალადობრივი ქმედებების შესახებ მაინც. არა, ჯილ. ახ-
ლა ის უნდა დავადგინოთ, გენერალური მდივნის ლაქიების მრავალ-

216
რიცხოვანი არმიიდან კონკრეტულად რომელი ხელმძღვანელობდა ამ
ოპერაციას. ვფიქრობ, ამის დადგენა იმდენად უიმედო საქმე არ უნდა
იყოს, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს. როცა ბენი იმ ცრუ
მარსელის სანახავად წაიყვანეს, მას დაგლასის ერთ-ერთი აღმასრუ-
ლებელი თანაშემწე ახლდა, რომელიც ცდილობდა, განზრახვაზე ხე-
ლის აღებაში დაერწმუნებინა. ეს არ გამოუვიდა, ამიტომ ცრუ მარსე-
ლის ოთახში ბენთან ერთად შევიდა. ახლა კი ირკვევა, რომ საკმაოდ
მაღალი თანამდებობის მქონე ეს ლაქიაც სწორედ გასულ ხუთშაბათს
გაუჩინარდა... და სულაც არ მგონია, ეს დამთხვევა იყოს, განსაკუთრე-
ბით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ ისიც „მარსელის“ საქმესთან
იყო დაკავშირებული. თუ მას მოვძებნით, შეიძლება, ბენის კვალსაც მი-
ვაგნოთ. მისი სახელია ჯილბერტ ბერკვისტი და მაქვს საფუძველი, ვი-
ფიქრო, რომ...
– ბერკვისტი?
– ჰო, სწორედ ასე ჰქვია. და მაქვს საფუძველი, ვიფიქრო, რომ...
ჯილ, რა გჭირს? ახლავე შეწყვიტე. ნუ მაშინებ. იცოდე, წყობიდან არ
გამომიყვანო. ეგეთები არ გინდა, თორემ აუზში ჩაგაგდებ!
– იუბალ, ეს ბერკვისტი... – ძლივს მოითქვა სული ჯილმა, – შესაძ-
ლებელია, რომ იქ კიდევ ერთი ბერკვისტი ჰყავდეთ?
– რა? შესაძლებელია, მაგრამ... იმ ყველაფრიდან, რისი გამორკვე-
ვაც მოვახერხე, ჩანს, რომ დიდი ნაბიჭვარი ვინმე უნდა იყოს. არა მგო-
ნია, ასეთი მეორეც ჰყავდეთ. სავარაუდოდ, ბერკვისტი მხოლოდ ერ-
თია, თუმცა ახლა მთავრობის მხოლოდ აღმასრულებელ ნაწილს ვგუ-
ლისხმობ. რა მოხდა? იცნობ?
– არ ვიცნობ, მაგრამ თუ ეს ის ბერკვისტია... არა მგონია, მის ძებნას
რაიმე აზრი ჰქონდეს.
– ჰმ... აბა, დაფქვი.
– იუბალ, ძალიან ვწუხვარ, მართლა საშინლად ვწუხვარ, მაგრამ
შენთვის ყველაფერი არ მომიყოლია.
– ადამიანები იშვიათად ამბობენ ყველაფერს. კარგი, ამოღერღე.

217
ენის ბორძიკითა და ბლუკუნით ჯილიანმა როგორღაც მოახერხა
და იმ ორი ადამიანის შესახებ მოუთხრო, რომლებიც, უბრალოდ, აღარ
არსებობდნენ. იუბალი მშვიდად უსმენდა.
– სულ ეს იყო, – დაასრულა თხრობა დამწუხრებულმა ჯილმა, – კი-
ვილი დავიწყე და მაიკი შევაშინე... ის კი იმ ტრანსში ჩავარდა, რომელ-
ში მყოფიც შენთან მოვიყვანე. ვიდრე აქამდე მოვაღწევდი, ნამდვილი
საშინელება გამოვიარე, მაგრამ ამის შესახებ უკვე მოგიყევი.
– ჰმ... ჰო, ეგ უკვე მომიყევი. კარგი იქნებოდა, დანარჩენიც მაშინ
გეთქვა.
– არ მეგონა, რომ ვინმე დაიჯერებდა, – გაწითლდა ჯილი, – თანაც
მაშინ ძალიან შეშინებული ვიყავი. იუბალ, შეუძლიათ, ზიანი მოგვაყე-
ნონ?
– რაო? – იუბალს სახეზე გაკვირვება გამოესახა, – რა ზიანი?
– მაგალითად, ციხეში, ჩაგვსვან ან რამე მსგავსი.
– ოჰ. ჩემო ძვირფასო. ჯერ არც სასწაულის მომსწრეობა უღიარები-
ათ დანაშაულად და არც მისი ჩადენა, მაგრამ ამ მოვლენას უფრო მეტი
ასპექტი აქვს, ვიდრე კატას ბეწვი. ახლა კი ცოტა ხანს გაჩუმდი და და-
ფიქრების საშუალება მომეცი.
ჯილი დაჰყვა. დაახლოებით ათი წუთის განმავლობაში იუბალი უძ-
რავად და თვალებდახუჭული იჯდა. ბოლოს და ბოლოს, თვალები გა-
ახილა და თქვა:
– ჯილ, ამ პრობლემების წყაროს ვერ ვხედავ. ისევ აუზის ფსკერზე
უნდა იყოს.
– კი, ფსკერზეა.
– მაშინ ჩაყვინთე და ამოიყვანე. გაამშრალე და ჩემთან, ზედა სარ-
თულზე ამოაცილე. მინდა, გავიგო, შეძლებს თუ არა, ამ ხრიკის ნებით
გამეორებას... არა მგონია, რომ ამის შესახებ დანარჩენებსაც უნდა
ვუთხრათ... თუმცა, არა, ერთი ადამიანი ნამდვილად დაგვჭირდება.
ენს უთხარი, რომ პირუთვნელი მოწმის საბურველი მოისხას და შენთან
ერთად წამოვიდეს. იცოდეს, რომ მისი დახმარება ოფიციალურ საკით-
ხში მჭირდება. ჰო, მართლა, დიუკიც წამოიყვანე.
– კარგი, ბოს.

218
– ჩემთვის ბოსის დაძახების უფლება არ გაქვს. შენ გამო გადასახა-
დებს არ ვიხდი.
– კარგი, იუბალ.
– ეგრე ჯობია. ჰმ... ნეტავი, ვინმე მაინც მყავდეს ისეთი, ვინც არა-
სოდეს ცდება. რა სამწუხაროა, რომ ჩვენ, ყველანი, მეგობრები ვართ.
როგორ გგონია, მაიკს ასეთი რამის გაკეთება უსულო საგნებთან მი-
მართებაშიც შეუძლია?
– არ ვიცი.
– კარგი, მაგას მალე გავიგებთ. აბა, აქ რაღას უცდი? ის ყმაწვილი
აუზიდან ამოაბრძანე და გონს მოიყვანე, – იუბალმა თვალები დაახამ-
ხამა და თავისთვის დასძინა: – თავის დასაღწევად რა გასაოცარი შე-
საძლებლობაა... არა, ცდუნებას არ უნდა ავყვე. ზედა სართულზე შევ-
ხვდებით, გოგონი.

219
თავი მეთორმეტე
ჯილი იუბალთან რამდენიმე წუთში ავიდა. ენი უკვე იქ იყო – თავისი
გილდიის წარმომადგენელთა გრძელი თეთრი სამოსით შებურულიყო
და სკამზე იჯდა. ახალშემოსულს ამოხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
სკამი ჯილმაც მოძებნა და იუბალისთვის აღარც მას დაურღვევია
მყუდროება. იუბალი მაგიდას მისჯდომოდა და დორკასს უკარნახებ-
და. ჯილის გამოჩენა არც შეუმჩნევია, კარნახს აგრძელებდა:
– „...ძირს გართხმული სხეულის ქვემოდან ჟონავდა, ხალიჩის კუთ-
ხეს ასველებდა, მის მიღმა მიედინებოდა და მუქ წითელ გუბურად
გროვდებოდა, რომელიც გულის ფორმის ფილაქანზე სულ უფრო იზ-
რდებოდა. გუბურა უკვე გამხდარიყო ორი ზოზინა ბუზის ყურადღების
საგანი. მის სიმპსონმა ხელები პირზე აიფარა და მოგუდული და გაბზა-
რული ხმით აღმოხდა: „ო, ღმერთო, მამიკოს საყვარელი ხალიჩა!.. და
თვითონ მამიკოც აქაა“. ეს ამ თავის ფინალია, დორკას. ამით მთელი
პირველი ნაწილიც სრულდება. ასე რომ, ახლავე გააგზავნე. აბა, მოუს-
ვი.
დორკასი წამოდგა, სტენოგრაფიული მანქანა აიღო და კარისკენ
გაემართა. სანამ გავიდოდა, ჯილს გადახედა, თავი დაუკრა და გაუღი-
მა. ჯილმაც თავის დაკვრითა და ღიმილით უპასუხა.
– მაიკი სად არის? – ჰკითხა იუბალმა.
– თავის ოთახში, – უპასუხა ჯილიანმა, – ჩაიცვამს და მალე ამოვა.
– ჩაიცვამს? – აგდებულად გაიმეორა იუბალმა, – მე არ მითქვამს,
რომ ეს ოფიციალური ღონისძიება იქნებოდა.
– მაგრამ ტანსაცმელი ხომ უნდა ჩაიცვას?
– რატომ? ჩემთვის სულ ერთია, მხოლოდ საკუთარი კანით იქნებით
შემოსილი თუ ბეწვის ქურქით, მით უმეტეს, რომ საკმაოდ თბილი დღეა.
ჩადი და ამოიყვანე.
– კარგი რა, იუბალ. ხომ უნდა ისწავლოს, როგორ მოიქცეს? ყველა-
ნაირად ვცდილობ, ამაში დავეხმარო.

220
– ჰმ! შენ მას ბიბლიურ სარტყელში[50] გაბატონებულ, საშუალო
კლასისთვის დამახასიათებელ შეზღუდულ მორალს ახვევ თავს. არ
იფიქრო, თითქოს ამ ყველაფერს ვერ ვამჩნევდე.
– სულაც არა! მის მორალზე საერთოდ არ მიფიქრია. უბრალოდ,
ქცევის აუცილებელ ნორმებს ვასწავლიდი.
– ნორმები, მორალი... რა განსხვავებაა? აცნობიერებ, რას აკეთებ?
ღვთის შეწევნითა და ჯანსაღი აზრის წყალობით, აქ გვყავს ადამიანი,
რომელიც ჩვენი ტომისთვის დამახასიათებელი ფსიქოზური ტაბუებით
არ არის შეზღუდული... შენ კი ამ დაშინებული ქვეყნის მეოთხეხარის-
ხოვანი კონფორმისტების ასლად გინდა აქციო. მიდი, ბოლომდე მიიყ-
ვანე ეს საქმე. ბარემ პატარა პორტფელიც მიაჩეჩე, რომ ყველგან იმით
იაროს და იმაშიც დაარწმუნე, რომ მის გარეშე თავი არსად გამოეყო-
ფა!
– მსგავსსაც არაფერს ვაკეთებ! უბრალოდ, ვცდილობ, უსიამოვნე-
ნები არ შეემთხვეს. მხოლოდ მისი კეთილდღეობისთვის...
– სწორედ ეგრე ამბობენ, – დაიფრუტუნა იუბალმა, – როდესაც ხვად
კატას კასტრაციას უკეთებენ.
– ოჰ! – ჯილი გაჩერდა და ათამდე დათვლა დაიწყო. როცა დაამ-
თავრა, ოფიციალური ტონითა და გაწონასწორებული ხმით თქვა: – ეს
თქვენი სახლია, დოქტორო ჰარშოუ და თქვენთან ვალში ვართ. თუ ნე-
ბას მომცემთ, მაიკლს ახლავე ამოვიყვან, – ჯილი წამოდგა და კარის-
კენ გაემართა.
– მოიცა, ჯილ, კარგი რა!
– გისმენთ, სერ.
– დაჯექი და, ღვთის გულისათვის, ნუ ცდილობ, საზიზღრად მოქცე-
ვაში გამეჯიბრო. ამაში ჩემსავით მრავალწლიანი პრაქტიკა არ გაქვს.
ახლა კი ნება მომეცი, რაღაც აგიხსნა: ჩემთან ვალში სულაც არ ხართ
და ვერც იქნებით. ეს აბსოლუტურად შეუძლებელია, რადგან არას-
დროს ვაკეთებ იმას, რაც არ მინდა, გავაკეთო. სხვებიც ასე არიან, მაგ-
რამ განსხვავება ის არის, რომ მე ამას ყოველთვის ვაცნობიერებ. ასე
რომ, ძალიან გთხოვ, ნუ გამოიგონებ ვალს, რომელიც არ არსებობს,
თორემ ვერც კი შეამჩნევ, მართლა როგორ მოგეძალება მადლიერების

221
განცდა. ეს კი სრული მორალური დეგრადაციისკენ გადადგმული პირ-
ველი სახიფათო და დამღუპველი ნაბიჯია. გროკავ, რასაც გეუბნები?
ჯილმა ტუჩზე იკბინა და გაიკრიჭა.
– დარწმუნებული არ ვარ, დაგროკვის მნიშვნელობას ვხვდებოდე.
– არც მე, მაგრამ ვაპირებ, მაიკისგან გაკვეთილების მიღება იქამდე
გავაგრძელო, ვიდრე, ბოლოს და ბოლოს, არ მივხვდები. მაგრამ ახლა
სრულიად სერიოზულად ვლაპარაკობდი. მადლიერება წყენის ევფე-
მიზმია. ადამიანთა უმრავლესობის მხრიდან განაწყენება დიდად არ
მანაღვლებს, მაგრამ როდესაც წყენას მშვენიერი გოგონა მაყენებს, ეს
საკმაოდ უსიამოვნო შეგრძნებას მიჩენს.
– რას ამბობ, იუბალ, შენი განაწყენება სულაც არ მიფიქრია... ეს ხომ
სისულელე იქნებოდა.
– ვიმედოვნებ, რომ ასეა... მაგრამ ნამდვილად ასე მოხდება, თუ გო-
ნებიდან არ ამოიძირკვავ იმ აბსურდულ აზრს, რომ ჩემთან ვალში ხარ.
იაპონურ ენაში ხუთნაირი მადლობაა და თითოეული პირდაპირ ითარ-
გმნება, როგორც „წყენა“, თუმცა ხუთივე შემთხვევაში სხვადასხვა ხა-
რისხის წყენა იგულისხმება. კარგი იქნებოდა, რომ ინგლისურიც ასე
იყოს მოწყობილი – ვგულისხმობ, გულახდილობის მხრივ, ენის გამომ-
ხატველობით აგებულებას! ამის ნაცვლად კი ინგლისური ისეთ სენტი-
მენტებს გადმოსცემს, რომელთა განცდაც ადამიანის ნერვული სისტე-
მისთვის სრულიად შეუძლებელია. სწორედ ასეთი მაგალითია „მად-
ლიერება“.
– იუბალ, შენსავით ცინიკური მოხუცი არსად მინახავს. მაგრამ იცო-
დე, მე განვიცდი მადლიერებას და მომავალშიც ასე იქნება.
– შენ სენტიმენტალური ახალგაზრდა ქალი ხარ, რისი დამსახურე-
ბითაც ერთმანეთს შესანიშნავად ვაბალანსებთ. ჰმ... მოდი, ერთხელ,
რამდენიმე დღით, ატლანტიკ სიტიში გადავფრინდეთ და არნახული
ორგია მოვაწყოთ. მხოლოდ ჩვენ ორმა.
– რას ამბობ, იუბალ!
– ხომ ხედავ, შენი მადლიერება არც ისე ხანგრძლივი აღმოჩნდა,
როგორც კი მისი საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენება ვცადე.
– ოჰ, მე მზად ვარ! როდის მივემგზავრებით?

222
– პფფფ! მაგ მოგზაურობაში ორმოცი წლის წინ უნდა წავსულიყა-
ვით. ახლა კი შენი ხმა აღარ გავიგონო. მეორე, რაც მინდოდა, მეთქვა,
ის არის, რომ მართალი ხარ. სრულიად გეთანხმები, რომ ამ ყმაწვილმა
მართლაც უნდა ისწავლოს გარკვეული ადამიანური წეს-ჩვეულებები.
მაგალითად, ის, რომ მეჩეთში შესვლის წინ ფეხსაცმელები გაიხადოს,
სინაგოგაში კი თავშიშველი არ შევიდეს. ისიც უნდა იცოდეს, რომ აუცი-
ლებელია, სიშიშვლე დაიფაროს, როდესაც ამის გაკეთებას არსებული
ტაბუ მოთხოვს, თორემ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი ტომის შამა-
ნები არ დაინდობენ და დევიანტობისთვის ნელ ცეცხლზე დაწვა არ ას-
ცდება. მაგრამ, გაფიცებ არიმანის[51] მირიად[52] ვერაგ ასპექტს, ამ
პროცესისას ტვინი არ გამოურეცხო. ეცადე, აუცილებელი ქცევები ისე
ასწავლო, რომ მათ მიმართ ცინიკური დამოკიდებულებაც ჩამოუყა-
ლიბდეს.
– ოჰ, იუბალ, წარმოდგენაც არ მაქვს, ეს როგორ უნდა გავაკეთო.
მაიკს საერთოდ არ ეტყობა, რომ ცინიზმის თუნდაც ნატამალი გააჩ-
ნდეს.
– ჰოო? კარგი, მაშინ ეგ მე მომანდე. ისე, ამდენ ხანს სად არის? უკვე
კარგა ხნის ჩაცმული უნდა იყოს?
– წავალ, ვნახავ.
– ერთი წუთით. ჯილ, მე უკვე აგიხსენი, მთელი ამ დროის განმავ-
ლობაში, რატომ არ ვიყავი მოწადინებული, ბენის გატაცებაში ვინმე სა-
ხალხოდ დამედანაშაულებინა... და დღეისთვის შეგროვებული ინ-
ფორმაციიდან გამომდინარეც, დასტურდება, რომ, ტაქტიკური თვალ-
საზრისით, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო. თუ ბენი კანონსაწინააღ-
მდეგოდ დააკავეს, ამ განსაზღვრების ყოველმხრივი გაგებით, მაშინ
მის სავარაუდო გამტაცებლებს ზედმეტი აურზაურით არ უნდა ვუბიძ-
გოთ, რომ, სამხილის თავიდან მოშორების მიზნით, თვითონ ბენი მო-
იშორონ. თუ ბენი ჯერ კიდევ ცოცხალია, მაშინ ცოცხლად დარჩენის
შანსი არ უნდა დავუკარგოთ. მაგრამ შენი და მაიკის აქ მოსვლის ღა-
მეს მე სხვა ნაბიჯებიც გადავდგი. ბიბლიაში რამდენად კარგად ერკვე-
ვი?
– უჰ, არც ისე.

223
– ნამდვილად შესწავლის ღირსია, რადგან მოულოდნელად წამოჭ-
რილ პრობლემებთან დაკავშირებით საკმაოდ პრაქტიკულ რჩევებს
მოიცავს. ბოროტების ჩამდენი ყოველი ადამიანი სინათლის მოძუ-
ლეა[53]. ეს მიახლოებითი ციტატაა იოანეს სახარების ერთ-ერთი ეპი-
ზოდიდან, როდესაც იესო ნიკოდემუსს ესაუბრება. თქვენი გამოჩენის
წამიდან მუდმივად იმის მოლოდინში ვიყავი, რომ ნებისმიერ მომენ-
ტში შეიძლებოდა მაიკის ჩვენგან მოწყვეტა ეცადათ, რადგან შენი
მხრიდან კვალის საკმარისად კარგად დამალვა არც ისე დამაჯერებ-
ლად მეჩვენებოდა. და თუ ამის მცდელობა მართლაც ექნებოდათ? ეს
განმარტოებული ადგილია, ჩვენ კი მძიმე არტილერია არ გაგვაჩნია,
მაგრამ მაინც არსებობს იარაღი, რომლის საშუალებითაც მათი შეჩე-
რება შეიძლება. ეს სინათლეა – საჯაროობის კაშკაშა სინათლე. ამი-
ტომ აუცილებელი ზომები მივიღე და ერთი-ორი ზარი განვახორცი-
ელე, რათა რაც აქ ხდება, საზოგადოებისთვის ყველაფერი დეტალუ-
რად გაშუქებულიყო. მხედველობაში მაქვს არა მოვლენების ფრაგმენ-
ტულად ასახვა, რომელიც გენერალური მდივნის ადმინისტრაციას შე-
უძლია როგორმე მიჩქმალოს, ჩაახშოს და ჩააჩუმოს, არამედ სრულ-
მასშტაბიანი, მსოფლიო დონეზე გაშუქება, რაც ყველაფერს ერთიანად
მოჰფენს სინათლეს. ახლა დეტალებს მნიშვნელობა არა აქვს. მაგა-
ლითად, იმას, თუ სად და როგორ დაამონტაჟეს კამერები და რა ტიპის
აპარატურა გამოიყენეს, მაგრამ თუ აქ აურზაური ატყდება, ამას სამი
არხი პირდაპირ ეთერში გადასცემს, ხოლო წინასწარ მომზადებული
შეტყობინებები მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებთან დაიგ-
ზავნება. მათგან არცერთს ეხატება გულზე ღრმად პატივცემული გენე-
რალური მდივანი და თითოეული მათგანი მოწადინებულია, შარვალ-
ჩახდილი გამოიჭირონ. ამ თავდაცვითი გეგმის სისუსტე იმაში მდგო-
მარეობს, რომ მას განუსაზღვრელი დროით ვერ შევინარჩუნებ, – წარ-
ბები შეიჭმუხნა ჰარშოუმ, – როცა ამ გეგმას ვახორციელებდი, ერთა-
დერთი, რაზეც ვფიქრობდი, ის იყო, რომ ყველაფერი დროულად მო-
მესწრო, რადგან მათი მხრიდან დაუყოვნებელ მოქმედებას მოველო-
დი. თავდაპირველად მეგონა, რომ ოცდაოთხი საათი ის მაქსიმალური
დრო იყო, რომელიც, შეიძლებოდა, მქონოდა, ახლა კი პირიქით, იმაზე

224
ვღელავ, რომ დრო მეტისმეტად გაიწელა და როგორმე მოვლენების
დაჩქარებაზე უნდა ვიფიქრო. რამე უნდა მოვიმოქმედოთ, ვიდრე ჯერ
კიდევ ვახერხებ, რათა სინათლის სხივი ჩვენკენ იყოს მომართული.
– რა ტიპის მოქმედებას გულისხმობთ, იუბალ?
– არ ვიცი. უკვე მესამე დღეა, ამაზე ფიქრით ვიმტვრევ თავს. ისეთ
დღეში ვარ, რომ უკვე ჭამაც აღარ მანიჭებს სიამოვნებას. მაგრამ, მას
შემდეგ, რაც ბენის ბინაში თავდასხმისას მომხდარი ის გასაოცარი ამ-
ბავი მომიყევი, რაღაც იდეა მომივიდა და ამ საკითხისადმი ახალი
მიდგომა მოვიფიქრე.
– იუბალ, ძალიან ვწუხვარ, რომ ეს ამბავი უფრო ადრე არ მოგიყევი,
მაგრამ არ მეგონა, ვინმე თუ დაიჯერებდა. იმის შემდეგ, რაც ეს გაგიმ-
ხილე და დაიჯერე, თავს უკეთესად ვგრძნობ.
– მე არ მითქვამს, რომ დავიჯერე.
– რაო? მაგრამ ხომ თქვი, რომ...
– ვფიქრობ, რომ სიმართლეს ამბობ, ჯილ – ანუ იმას, რაც საკუთარი
თვალებით გინახავს, მაგრამ ადამიანი სიზმარსაც ხედავს და მას ნამ-
დვილ ამბად აღიქვამს, ისევე, როგორც ჰიპნოზის შედეგად განცდილს.
თუმცა იმას, რაც ამ ოთახში უახლოესი ნახევარი საათის განმავლობა-
ში მოხდება, პირუთვნელი მოწმეც ნახავს და კამერებითაც გადავი-
ღებთ, – ჰარშოუ წინ გადაიხარა და ღილაკს დააჭირა, – გადაღება უკვე
მიმდინარეობს. არა მგონია, მოვალეობის შესრულებისას ენი ჰიპნო-
ზის ზემოქმედების ქვეშ აღმოჩნდეს, ხოლო, რაც შეეხება კამერებს,
მათთან დაკავშირებით ეჭვიც არ არსებობს. სულ მალე გავარკვევთ,
თუ რა ტიპის სიმართლესთან გვაქვს საქმე, ამის შემდეგ კი გადავ-
წყვეტთ, როგორ ვაიძულოთ ძლიერნი ამა ქვეყნისა ამ გაურკვევლობას
წერტილი დაუსვან... გარდა ამისა, ამ პროცესში, შეიძლება, ბენის და-
სახმარებელი გეგმაც გამოიკვეთოს. ახლა კი დროა, მაიკი ამოგვიყვა-
ნო.
მაიკის დაგვიანებაში გასაკვირი არაფერი ყოფილა, მაგრამ თავად
დიდი ხათაბალა კი გამოეარა: როგორღაც მოეხერხებინა და ფეხსაც-
მელების თასმები ერთმანეთისთვის გადაება, პირველივე ნაბიჯის გა-
დადგმისთანავე კი, ცხადია, იატაკზე გაშხლართულიყო. დაცემისას

225
დაჭიმული თასმები ისე მჭირდოდ გადაკვანძულიყო, რომ მაიკს მათ-
თვის ვეღარაფერი მოეხერხებინა – იწვა და იმ მიზეზებს აანალიზებდა,
რომელთა წყალობითაც ასეთ სავალალო მდგომარეობაში აღმოჩენი-
ლიყო, შემდეგ კი გადახლართულ თასმებს დასწვდა და კვანძები ნე-
ლა, ძალიან ნელა გამოხსნა. როცა ეს ოპერაცია წარმატებით დაასრუ-
ლა, საკითხს მეტი სიფრთხილითა და დაკვირვებით მიუდგა და მეორე
ცდაზე მათი სწორად შეკვრაც მოახერხა. ვერც კი აცნობიერებდა, რომ
ამ პროცესს საკმაოდ დიდი დრო წაეღო, უბრალოდ, იმის გამო წუხდა,
რომ ჯილის მიერ უკვე ნასწავლი ვერ გაემეორებინა. ამის თაობაზე მის
წასაყვანად ოთახში შემოსულ ქალს ტრაგიკული ტონით აცნობა და წა-
რუმატებლობა გულახდილად აღიარა, მიუხედავად იმისა, რომ ამ
დროისთვის ინციდენტი უკვე ამოწურული იყო და ყველაფრის გამოს-
წორება მოესწრო.
ჯილმა დაამშვიდა, დაარწმუნა, რომ ყოჩაღი იყო, თმა დავარცხნა,
დაუყვავა და ოთახიდან გაიყვანა – მაღლა, იუბალთან, ავიდნენ.
ოთახში შესულს იუბალი თავის დაკვრით მიესალმა.
– ბიჭუნი, მოდი, დაჯექი.
– იუბალ, – მისალმების ნიშნად დინჯად უთხრა ვალენტაინ მაიკლ
სმიტმა და სკამზე იმის მოლოდინში ჩამოჯდა, თუ რა უნდა მომხდარი-
ყო. ჯილს რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება შეექმნა, თითქოს სმიტი
შემოსვლისას წელში მოიხარა, არადა, სინამდვილეში, თავიც არ და-
უკრავს.
ჰარშოუმ მიკროფონი გადადო და მის მომლოდინე მაიკს მიუბრუნ-
და.
– აბა, ყმაწვილო, დღეს რა ისწავლე ახალი?
სმიტს სახეზე ბედნიერების ღიმილი გადაეფინა და მისთვის დამა-
ხასიათებელი მცირეოდენი პაუზის შემდეგ უპასუხა:
– დღეს მე ერთნახევრიანი სალტოთი ხტომა ვისწავლე. ეს არის ახ-
ტომა და ჩვენს წყალში ჩასაყვინთად ჩახტომა, რათა...
– ვიცი. დაგინახე მაგას რომ აკეთებდი, მაგრამ შხეფები ამოასხი.
ამ ნახტომისას ხელის თითები და ფეხები მჭიდროდ უნდა მიატყუპო
და მუხლები არ მოხარო.

226
– მე ეს სწორად არ გავაკეთე? – სმიტი დასევდიანდა.
– პირიქით, პირველი ცდისთვის ძალიან კარგად გამოგივიდა. და-
აკვირდი ამ ნახტომს დორკასი როგორ ასრულებს. წყალში ისე ჩასრი-
ალდება ხოლმე, ზედაპირზე კვალსაც არ ტოვებს.
სმიტმა მოსმენილი ნელა გააანალიზა.
– წყალი გროკავს დორკასს. წყალი ზრუნავს მასზე.
– მაიკ, დორკასთან მიმართებაში მამრობითი სქესის ნაცვალსახე-
ლი გამოიყენე, დორკასი კი ქალია.
– ჩემი ლაპარაკი სწორი არ არის? – შეშფოთდა სმიტი, – მასაჩუსეტ-
სის შტატის ქალაქ სპრინგფილდში გამოცემული ვებსტერის „ინგლისუ-
რი ენის ახალი საერთაშორისო ლექსიკონის“ მესამე გამოცემაში წავი-
კითხე, რომ ლაპარაკისას მამრობითი სქესი მდედრობით სქესსაც მოი-
ცავს. ჰეგუორთის „საკონტრაქტო
კანონმდებლობის“ მეხუთე გამოცემაში კი, რომელიც ილინოისის
შტატის ქალაქ ჩიკაგოშია გამოცემული 1978 წელს, ათას მეთორმეტე
გვერდზე წერია, რომ...
– მოიცა, – შეაწყვეტინა ჰარშოუმ, – პრობლემა შენში კი არა, ინგლი-
სურ ენაშია. მამრობითი სქესის ნაცვალსახელები მდედრობითი სქესი-
სას ისეთ შემთხვევაში მოიცავს, როდესაც ზოგადად ლაპარაკობ, მაგ-
რამ არა მაშინ, როდესაც კონკრეტულ ადამიანზეა საუბარი. დაიმახ-
სოვრე, რომ დორკასის შესახებ ლაპარაკისას ყოველთვის მდედრობი-
თი სქესის ნაცვალსახელი უნდა გამოიყენო.
– დავიმახსოვრებ.
– გირჩევ, დაიმახსოვრო... წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება
დორკასის პროვოცირება მოახდინო და მანაც საკუთარი ქალურობის
ხარისხის დამტკიცება მოინდომოს, – ჰარშოუმ თვალები დაახამხამა
და ერთხანს ჩაფიქრდა, შემდეგ კი ჯილს მიუბრუნდა, – ჯილ, ამ ყმაწ-
ვილს შენთან სძინავს? ან რომელიმე თქვენგანთან?
ჯილმა თავის შეკავება ძლივს მოახერხა და მშრალად უპასუხა:
– რამდენადაც ვიცი, მაიკს საერთოდ არ სძინავს.
– ჩემს კითხვას თავი აარიდე.

227
– თუ ასეა, მაშინ იქნებ იმასაც მიხვდე, რომ თავი განზრახ ავარიდე.
ასეა თუ ისე, მას ჩემთან არ სძინავს.
– ჰმ... ჯანდაბა, მე ხომ მხოლოდ მეცნიერული ინტერესი მამოძრა-
ვებდა. ნებისმიერ შემთხვევაში, აჯობებს, კვლევა სხვა მიმართულე-
ბით გავაგრძელოთ. მაიკ, დღეს კიდევ რისი სწავლა მოასწარი?
– თასმების შეკვრის ორი მეთოდი ვისწავლე. პირველი მხოლოდ
მაშინ გამოდგება, როდესაც წევხარ, მეორე კი მაშინ, როდესაც დადი-
ხარ. კიდევ უღლება ვისწავლე. მე ვარ, შენ ხარ, ის არის, ჩვენ ვართ,
თქვენ ხართ, ისინი არიან, მე ვიყავი, შენ იყავი...
– კარგი, საკმარისია. კიდევ რა ისწავლე?
– გუშინ ტრაქტორის ტარების სწავლა დავიწყე, – მაიკს სახეზე სი-
ამოვნების ღიმილი გადაეფინა, – ეს შესანიშნავია, შესანიშნავი და
მშვენიერი.
– რაო? – იუბალი ჯილს მიუბრუნდა, – ეს როდის მოხდა?
– გუშინ, შუადღისას, სანამ თვლემდი. ყველაფერი რიგზეა. დიუკი
ძალიან ფრთხილობდა, რომ მაიკს არაფერი დაშავებოდა.
– ჰმ... აშკარაა, რომ მას მართლაც არაფერი დაშავებია. მაიკ, კი-
დევ წაიკითხე რამე?
– კი, იუბალ.
– რა წაიკითხე?
– მე წავიკითხე, – ფრთხილად დაიწყო მაიკმა, – ენციკლოპედიის
კიდევ სამი ტომი. მარიბიდან მუშემდე, მუშრიდან ოზონამდე, პიდან
პლენტიმდე. შენ ხომ მითხარი, რომ ენციკლოპედიიდან ერთ ჯერზე ძა-
ლიან ბევრი არ წამეკითხა. ამიტომ იქ გავჩერდი. ამის შემდეგ წავი-
კითხე ლონდონის მკვიდრ მისტერ უილიამ შექსპირის ტრაგედია „რო-
მეო და ჯულიეტა“ და „ჯაკომო კაზანოვას მემუარები“, რომელიც ინ-
გლისურად არტურ მეჩენის მიერ არის ნათარგმნი. მერე წავიკითხე
ფრენსის ველმანის „ჯვარედინი დაკითხვის ხელოვნება“, ბოლოს კი
ვცდილობდი, წაკითხული დამეგროკა, სანამ ჯილი არ მოვიდა და მით-
ხრა, რომ საუზმე მზად იყო.
– და რა ქენი, დაგროკე?
– იუბალ, არ ვიცი, – სმიტი შეშფოთებული ჩანდა.

228
– მაიკ, რამე ხომ არ გაწუხებს?
– წაკითხულის არსი ბოლომდე ვერ დავგროკე. იმ ამბავში, რომე-
ლიც მისტერ უილიამ შექსპირმა დაწერა, რომეოს სიკვდილმა სიხარუ-
ლით ამავსო, მაგრამ როდესაც კითხვა გავაგრძელე, აღმოჩნდა, რომ
იგი მეტისმეტად ადრე დემატერიალიზებულა... ან, შესაძლოა, მე დავ-
გროკე არასწორად. რატომ მოხდა ასე?
– ის ერთი მოუმწიფებელი იდიოტი იყო.
– მომიტევე, მაგრამ ვერ გავიგე.
– ეგ არც მე ვიცი, მაიკ.
სმიტმა ეს გადახარშა, შემდეგ მარსულად რაღაც ჩაიბუტბუტა და
დასძინა:
– მე მხოლოდ კვერცხი ვარ.
– რაო? მაიკ, ამას მაშინ ამბობ ხოლმე, როდესაც რაღაცის თხოვნას
აპირებ. ამჯერად რა გინდა? აბა, გისმენ, მითხარი.
სმიტი ერთხანს ყოყმანობდა. ბოლოს, როგორც იქნა, ამოღერღა:
– იუბალ, ძმაო ჩემო, იქნებ ჰკითხო რომეოს, რატომ დემატერია-
ლიზდა? მე ვერ ვკითხავ, მე მხოლოდ კვერცხი ვარ, მაგრამ შენ შეგიძ-
ლია ამის გაკეთება. შემდეგ კი მეც დამაგროკინებ.
მომდევნო რამდენიმე წუთის განმავლობაში მათი საუბარი ლაბი-
რინთივით აიხლართა. იუბალი თავიდანვე მიხვდა, რომ, მაიკის აზ-
რით, რომეო მონტეგი სრულიად რეალური ადამიანი იყო და ოდესღაც
მართლა არსებობდა. მიუხედავად იმისა, რომ საღი აზრის გადასახე-
დიდან ეს აბსოლუტური აბსურდი იყო, იუბალმა მაინც მოახერხა იმის
გაანალიზება, თუ რას მოითხოვდა მისგან მაიკი, თანაც ისე, რომ რე-
ალობის შეგრძნებაც არ დაეკარგა. მაიკი მოელოდა, რომ იუბალი რო-
გორღაც რომეოს აჩრდილის გამოძახებას მოახერხებდა და მისგან დე-
მატერიალიზაციამდე მიღებული გადაწყვეტილებების მიზეზებსაც გა-
იგებდა.
ძალიან რთული აღმოჩნდა მაიკისთვის იმის ახსნა, რომ არც მონ-
ტეგებს და არც კაპულეტებს სინამდვილეში არასოდეს ეარსებათ. მოვ-
ლენის გამოგონების თაობაზე მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, მსგავსიც
არაფერი იცოდა, რის საფუძველზეც ამის ახსნა შეიძლებოდა. იუბალის

229
მცდელობებმა, როგორმე მოგონილი ისტორიის არსამდე მიეყვანა,
მასში ისეთი ემოციური განცდები გამოიწვია, რომ ჯილს შეეშინდა,
ისევ ჩვეული პოზა არ მიეღო და ტრანსში არ ჩაძირულიყო.
მაგრამ მაიკმა თვითონვე იგრძნო, რამდენად სახიფათოდ მიახ-
ლოებოდა ზღვარს. მას უკვე ესწავლა, რომ მეგობრების გარემოცვაში
ყოფნისას, ამ თავშესაფარს არ უნდა გაჰკარებოდა, რადგან მისი იქ შე-
ყუჟვა აუცილებლად იწვევდა გარშემომყოფთა ემოციური წონასწორო-
ბის დარღვევას. ამ მხრივ გამონაკლისს მხოლოდ მისი ერთ-ერთი მოძ-
მე, ექიმი ნელსონი წარმოადგენდა. ამრიგად საკუთარ თავს მაქსიმა-
ლურად დაატანა ძალა, გულისცემა დაირეგულირა, ემოციები დაიც-
ხრო და გაიღიმა.
– მოვიცდი, ვიდრე ამის დაგროკვის დრო დადგება.
– ასე აჯობებს, – დაეთანმა იუბალი, – მაგრამ ამიერიდან, ვიდრე
რამის კითხვას დაიწყებ, მე ან ჯილს, ან ვინმე სხვას გვკითხე, გამონა-
გონია ეს, თუ არა. არ მინდა, თავგზა აგებნეს.
– გკითხავთ ხოლმე, იუბალ, – მაიკმა გადაწყვიტა, რომ როდესაც ამ
უცნაურობას დაგროკავდა, სრული სისავსით გააცნობდა უხუცესებს...
ნეტავი, მათთვის თუ იყო ცნობილი „გამონაგონის“ თაობაზე? ის სრუ-
ლიად წარმოუდგენელი მოცემულობა, რომ, შეიძლებოდა, არსებული-
ყო რაღაც, რაც უხუცესთათვისაც
ისეთივე უცხო იქნებოდა, როგორც მისთვის, გამონაგონის საკმაოდ
უცნაურ კონცეფციასთან შედარებითაც კი იმდენად რევოლუციურად
და ერეტიკულადაც ეჩვენა, რომ ეს აზრი მაშინვე გვერდზე გადადო და
გადაწყვიტა, მოგვიანებით, ცივ გონებაზე, შეძლებისდაგვარად ღრმად
გაეაზრებინა.
– ...მაგრამ აქ იმისთვის არ მომიყვანიხარ, – ჩაესმა მოძმე იუბალის
ხმა, – რომ ლიტერატურული ფორმები განგვეხილა. მაიკ, გახსოვს ის
დღე, როდესაც ჯილმა საავადმყოფოდან წამოგიყვანა?
– საავადმყოფოდან? – მექანიკურად გაიმეორა მაიკმა.
– იუბალ, დარწმუნებული არ ვარ, – ჩაერია ჯილი, – რომ მაიკმა იცო-
და, საავადმყოფოში თუ იმყოფებოდა. ყოველ შემთხვევაში, მისთვის

230
ამის შესახებ არასოდეს არაფერი მითქვამს. მგონი აჯობებს, თუ ნებას
მომცემ, რომ ავუხსნა.
– კარგი, მიდი, სცადე.
– მაიკ, გახსოვს ის ადგილი, სადაც ადრე იმყოფებოდი? გახსოვს
ადგილი, სადაც სრულიად მარტო ცხოვრობდი ერთ ოთახში, ვიდრე მე
ტანსაცმელს ჩაგაცმევდი და წამოგიყვანდი?
– კი, ჯილ, მახსოვს.
– იქიდან ჩვენ სხვა ადგილას წავედით, სადაც გაგხადე და აბაზანა-
ში შეგიყვანე.
სმიტს სასიამოვნო მოგონებები აღეძრა და გაიღიმა.
– კი, ეს დიდი ბედნიერება იყო.
– შემდეგ გაგამშრალე... და ორი ადამიანი მოვიდა.
სმიტს ღიმილი ჩაუქრა. ეს მომენტი მეხსიერებაში აღუდგა და კი-
დევ ერთხელ განიცადა იმ კრიტიკული გადაწყვეტილების მიღებისას
განცდილი ემოციური დაძაბულობა. მაშინდელივით საშინელი შეგ-
რძნება დაეუფლა იმის გააზრებისას, რომ მცდარი გადაწყვეტილება
მიიღო და წყლისმიერ მოძმეს ტკივილი მიაყენა. კვლავ გაცოცხლე-
ბულმა ამ განცდებმა მაიკზე ისე დამთრგუნველად იმოქმედა, რომ
აკანკალდა და თანდათან მოიკუნტა.
– მაიკ! შეწყვიტე! – დაუყვირა ჯილმა, – ახლავე შეწყვიტე! არ გაბე-
დო და ისევ ტრანსში არ ჩავარდე.
მაიკმა კონტროლი დაიბრუნა და სწორედ ის გააკეთა, რასაც
წყლისმიერი მოძმე სთხოვდა.
– კარგი, ჯილ.
– მაიკ, კარგად მომისმინე. მინდა, ის მომენტი გაიხსენო, მაგრამ
დაძაბვისა და ტრანსში ჩავარდნის გარეშე. უბრალოდ, გაიხსენე. იქ
ორი ადამიანი იყო. ერთმა საძინებლიდან გამოგიყვანა და მისაღებში
შემოგაგდო.
– იმ ოთახში, სადაც მშვენიერი ბალახი იზრდებოდა, – დაეთანხმა
ჯილს მაიკი.

231
– მართალია – საძინებლიდან გამოგიყვანა და მისაღებში შემოგაგ-
დო, სადაც მშვენიერი ბალახი იზრდებოდა. მე მისი შეჩერება ვცადე.
მან დამარტყა. ამის შემდეგ გაუჩინარდა. გახსოვს?
– გაბრაზებული ხომ არ ხარ?
– რაო? არა, არა, სულაც არა, მაგრამ მაშინ ძალიან შემეშინდა. ერ-
თი მათგანი გაუჩინარდა, შემდეგ კი მეორემ იარაღი დამიმიზნა... და
ისიც მაშინვე გაუჩინარდა. ძალიან შემეშინდა... მაგრამ სულაც არ გავ-
ბრაზებულვარ.
– და არც ახლა ხარ ჩემზე გაბრაზებული?
– მაიკ, ძვირფასო, შენზე გაბრაზებული არასოდეს ვყოფილვარ,
მაგრამ ზოგჯერ შეშინებული ვიყავი. მაშინ მეშინოდა... მაგრამ ახლა
აღარ. იუბალსა და მე გვინდა გავიგოთ, თუ რა მოხდა მაშინ. ის ორი
ადამიანი იქ იყო, ისინი ჩვენთან ერთად იყვნენ ოთახში. შემდეგ შენ
რაღაც მოიმოქმედე... და უეცრად გაუჩინარდნენ. შენ ეს ორჯერ გააკე-
თე. შეგიძლია, გვითხრა, რა გააკეთე?
– კი, გეტყვით. იმ კაცმა... დიდმა კაცმა შენ დაგარტყა... და მეც შე-
მეშინდა. ამიტომ მე... – მან მარსულად რაღაც ხორხისმიერი ფრაზა
წარმოთქვა და ჯილს დაბნეული სახით მიაშტერდა, – მე არ ვიცი სიტ-
ყვები, ეს რომ აგიხსნათ.
– მაიკ, თანმიმდევრობით აგვიხსენი, ნაწილ-ნაწილ, – უთხრა იუ-
ბალმა, – ყველა ნაწილის ასახსნელად ბევრი სიტყვა გამოიყენე.
– ვეცდები, იუბალ. რაღაც არის აქვე, წინ. ეს ცუდი რამეა და აქ არ
უნდა იყოს. ეს რაღაცა აქედან უნდა გაქრეს. ამიტომ, მე ხელს გავიწ-
ვდი... – შეჩერდა და მათ კვლავ დაბნეული სახით მიაჩერდა, – ეს ისე-
თი მარტივი რამეა, ისე ადვილია ამის გაკეთება. ამის გაკეთება ნების-
მიერს შეუძლია. ფეხსაცმლის თასმების შეკვრა ამაზე გაცილებით უფ-
რო რთულია. მაგრამ სათანადო სიტყვებს ვერ ვპოულობ. ძალიან ვწუხ-
ვარ. უფრო მეტ სიტყვებს ვისწავლი, – ერთხანს ჩაფიქრდა, – შესაძლე-
ბელია, რომ ასეთ სიტყვებს ენციკლოპედიაში მივაგნო, ამაღამვე წავი-
კითხავ და საუზმის დროს გეტყვით.

232
– იქნებ... მაიკ, ერთი წუთით, – იუბალი წამოდგა, ოთახის კუთხისკენ
გაემართა და ბრენდის ბოთლების ჩასაწყობი მოზრდილი ყუთით დაბ-
რუნდა, – შეგიძლია, ეს გააქრო?
– ეს ცუდი ნივთია და აქ არ უნდა იყოს?
– დავუშვათ, რომ ასეა.
– მაგრამ... იუბალ, მე უნდა ვიცოდე, რომ ეს ნამდვილად ცუდი ნივ-
თია. ეს ხომ ყუთია. მე ვერ ვგროკავ იმას, თუ რატომ არის ცუდი მისი
არსებობა.
– ჰმ... გასაგებია. მგონი, გავიგე. თუ დავუშვებთ, რომ ამ ყუთს ჯილს
თავში ვესვრი, ცუდი ნივთი იქნება? თუ ისეთი ძალით ვესვრი, რომ ეტ-
კინოს?
– იუბალ, ხომ ვიცი, რომ ჯილს არ ატკენ, – თქვა სმიტმა მსუბუქი სევ-
დანარევი ხმით.
– ჰმ... ჯანდაბა. რა თქმა უნდა, ჯილს ზიანს არ მივაყენებ. ჯილ, შე-
გიძლია, ეს ყუთი მესროლო? საკმაოდ მძიმეა და, სულ მცირე, კანს მა-
ინც დამიზიანებს, თუ მანამდე მაიკი მისგან ჩემ დაცვას ვერ მოახერ-
ხებს.
– იუბალ, ეს ისევე არ მომწონს, როგორც შენ არ მოგწონდა ამ ყუთის
ჩემთვის სროლის იდეა.
– ოჰ, კარგი რა, ჯილ! ამას ხომ მეცნიერებისთვის ვაკეთებთ... და
კიდევ ბენ კექსტონისთვის.
– მაგრამ... – უეცრად ჯილი წამოხტა, ყუთს ხელი დაავლო და იუ-
ბალს პირდაპირ თავში ესროლა. იუბალს განზრახული ჰქონდა, გაუნ-
ძრევლად დალოდებოდა, რა მოხდებოდა, მაგრამ ბუნებრივმა ინსტინ-
ქტმა იმარჯვა და დაიხარა.
– ამაცილე, – უთხრა ჯილს, – ...მაგრამ ყუთი სად არის? – იუბალმა
მიმოიხედა, – ჯანდაბა, ყუთს საერთოდ არ ვუყურებდი, არადა, თვალი
არ უნდა მომეცილებინა, – სმიტს მიუბრუნდა, – მაიკ, ასე აკეთებ... რა
მოგივიდა, ყმაწვილო?
მარსელი ადამიანი ერთიანად კანკალებდა და საბრალოდ გამოი-
ყურებოდა. ჯილი მისკენ გაქანდა და მოეხვია.

233
– დამშვიდდი, დამშვიდდი, ყველაფერი რიგზეა, ჩემო ძვირფასო!
შესანიშნავად გამოგივიდა. ეს რაღაც – რაც გააკეთე, ნამდვილად დი-
დებული იყო. ყუთი არც კი შეხებია იუბალს. ის, უბრალოდ, გაუჩინარ-
და.
– მგონი, მართლა გაუჩინარდა, – დაეთანხმა ჯილს იუბალი, რომე-
ლიც ცერა თითის ფრჩხილს იკვნეტდა, თან თვალების ცეცებით მთელ
ოთახს ათვალიერებდა, – ენ, ყურადღებით ადევნებდი თვალს, რაც
მოხდა?
– კი.
– და რა დაინახე?
– ყუთი უბრალოდ არ გამქრალა. მისი გაუჩინარების პროცესი უეცა-
რი არ ყოფილა, არამედ წამის საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილის გან-
მავლობაში გრძელდებოდა. როგორც ჩემი ადგილიდან გამოჩნდა, ყუ-
თი უსწრაფესად დაპატარავდა, თითქოს თანდათან სულ უფრო შორ-
დებოდა აქაურობას და შორეთში ინაცვლებდა. მაგრამ ის კი შემიძლია
ვთქვა, რომ ყუთს ეს ოთახი არ დაუტოვებია, რადგან მას გაუჩინარების
მომენტამდე ვხედავდი.
– მაგრამ სად გაქრა?
– სულ ეს არის, რისი თქმაც შემიძლია.
– ჰმ... მოგვიანებით კამერების ჩანაწერებს შევამოწმებთ... მაგრამ
მე უკვე დავრწმუნდი. მაიკ...
– გისმენ, იუბალ.
– ახლა სად არის ის ყუთი?
– ის ყუთი არის... – სმიტი გაჩუმდა, ხანმოკლე პაუზა გააკეთა, – მე
ისევ არ მაქვს საკმარისი სიტყვები. ვწუხვარ.
– მე კი სულაც არ ვწუხვარ, მაგრამ ნამდვილად ძალიან დაბნეული
ვარ. მომისმინე, შვილო, შეგიძლია ისევ გაიშვირო ხელი და ყუთი გა-
უჩინარების ადგილიდან გამოიხმო? შეგიძლია, დააბრუნო?
– რაა?
– ყუთი ხომ გააქრე? ახლა კი ისევ გააჩინე.
– ეს როგორ უნდა მოვახერხო? ყუთი აღარ არის.
იუბალი ძალიან ჩაფიქრებული ჩანდა.

234
– თუ ეს მეთოდი პოპულარული გახდება, მაშინ corpus delecti-
სთან[54] დაკავშირებული კანონების გადახედვა მოგვიწევს. „ერთი პა-
ტარა სია მაქვს... მათ არვინ მოისაკლისებს...“[55]. ჯილ, მოდი, სხვა
ნივთითაც ვცადოთ. რამე ისეთი მოვძებნოთ, რაც მთლად სასიკვდი-
ლო იარაღი არ იქნება. ამჯერად ნამდვილად ვაპირებ, თვალები აღარ
დავხუჭო. მაიკ, რამდენად ახლოს უნდა იყო, რომ ამ ხრიკის გაკეთება
მოახერხო?
– რაა?
– ამის გასაკეთებლად რა მანძილი გჭირდება? დერეფანში რომ
მდგარიყავი, მე კი ოცდაათიოდე ფუტით დაშორებულ ფანჯარასთან,
შეძლებდი, იმ ყუთისგან დაგეცავი?
– კი, – სმიტი, ცოტა არ იყოს, გაკვირვებული ჩანდა.
– ჰმ... აბა ერთი აქ მოდი, ფანჯარასთან. ახლა კი აუზს გადახედე.
წარმოიდგინე, რომ მე და ჯილი აუზის მოპირდაპირე მხარეს ვდგა-
ვართ, შენ კი აქ ხარ. ყუთის გაქრობას აქედანაც მოახერხებდი?
– კი, იუბალ.
– კარგი... დავუშვათ, რომ მე და ჯილი გზაზე ვდგავართ, ჭიშკარ-
თან, აქედან, დაახლოებით, მეოთხედი მილის მანძილზე. აი, იქ რომ
ვმდგარიყავით, ჭიშკართან რომ ბუჩქები მოჩანს, სადაც შენც კარგად
დაგვინახავდი, როგორ გგონია, ეს მანძილი მეტისმეტად დიდი არ იქ-
ნებოდა?
ვიდრე რამეს იტყოდა, სმიტი საკმაოდ დიდხანს ყოყმანობდა. ბო-
ლოს კი უპასუხა:
– იუბალ, მანძილს მნიშვნელობა არ აქვს და არც იმას აქვს მნიშვნე-
ლობა, დავინახავ, თუ არა. აქ ცოდნა არის მთავარი.
– ჰმ... მოდი, აბა, ვნახოთ, შენი ნათქვამი რამდენად სწორად დავ-
გროკე. ანუ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, საგანი შორს იქნება თუ
ახლოს, იმის დანახვაც არ გჭირდება, თუ რა ხდება. უბრალოდ, გეცო-
დინება, რომ რაღაც ცუდი ხდება და, შეძლებ, ეს შეაჩერო. სწორია?
სმიტი შეფიქრიანებული ჩანდა.
– ეს თითქმის სწორია, მაგრამ დიდი ხანი არ არის, რაც მე ბუდე
დავტოვე. ცოდნისთვის აუცილებელია, რომ ვხედავდე, მაგრამ უხუ-

235
ცესს არ სჭირდება თვალები, რათა იცოდეს. მან იცის. ის გროკავს. ის
მოქმედებს. ვწუხვარ.
– არ ვიცი, რის გამო წუხხარ, შვილო, – ხრინწიანი ხმით თქვა იუბალ-
მა, – რომ ენახა, ათიოდე წუთის წინ რაც გააკეთე, მშვიდობის უმაღლე-
სი მინისტრი სახელმწიფო საიდუმლოდ გამოგაცხადებდა.
– რა?
– არაფერი, დაივიწყე. რასაც შენ აკეთებ, საკმაოდ შთამბეჭდავია,
მით უმეტეს ასეთ მანძილზე, – იუბალი მაგიდასთან დაბრუნდა, შეფიქ-
რიანებულმა შეათვალიერა და ზედ დაწყობილ ნივთებს შორის მეტა-
ლის მძიმე საფერფლე შეარჩია, – ჯილ, – ამჯერად სახეში არ დამიმიზ-
ნო, ამ საფერფლეს საკმაოდ წვეტიანი კუთხეები აქვს. მაშ ასე, მაიკ,
ოთახიდან გადი, მაგრამ შორს არ წახვიდე, დერეფანში დადექი.
– იუბალ... ჩემო მოძმე... გთხოვ, არ გინდა!
– რა პრობლემაა, შვილო? რამდენიმე წუთის წინ ხომ შესანიშნავად
გაართვი თავი? მე კიდევ ერთი დემონსტრაცია მჭირდება და, ამჯე-
რად, თვალს ნამდვილად აღარ მოვარიდებ.
– იუბალ...
– გისმენ, ჯილ, რა ხდება?
– მგონი, დავგროკე, მაიკს რაც აწუხებს.
– მაშინ, მითხარი, რადგან მე ვერაფერს ვხვდები.
– ჩვენ, ორივე, მაიკის წყლისმიერი მოძმეები ვართ. ამ ექსპერიმენ-
ტისას ჩემმა მცდელობამაც კი, რომ შენთვის ზიანი მომეყენებინა, მა-
იკი უკიდურესად დაძაბა. ვფიქრობ, ამ ყველაფერში მისთვის ბევრი უც-
ხო და მიუღებელი, ბევრი არამარსული რამ იყო. ეს მდგომარეობა მა-
იკს დილემის წინაშე აყენებს, ორ თანამოძმეს შორის იხლიჩება.
ჰარშოუმ წარბები შეიჭმუხნა და ერთხანს ჩაფიქრდა.
– შესაძლოა, ეს საკითხი არამარსული საქმიანობის შემსწავლელმა
კომიტეტმა უნდა გამოიძიოს.
– საერთოდ არ ვხუმრობ, იუბალ.
– არც მე მიხუმრია, რადგან ასეთი კომიტეტი, შეიძლება, ძალიან მა-
ლე გახდეს საჭირო. საინტერესოა, რას გრძნობდა მისის ოლირის ძრო-
ხა, როდესაც ლამპას აყირავებდა[56]? კარგი, ჯილ, დაჯექი. მე ამ

236
ექსპერიმენტს სხვა კუთხით წარმოვადგენ, – ჰარშოუმ საფერფლე
მაიკს მიაწოდა, – აბა, ერთი, ნახე, როგორი მძიმეა, შვილო, და ამ წამა-
ხულ კუთხეებსაც კარგად შეხედე, – სმიტმა საფერფლე ფრთხილად გა-
მოართვა და ყოყმანით შეათვალიერა. ჰარშოუმ განაგრძო, – ახლა ამ
საფერფლეს მაღლა ავისვრი, ჭერამდე და ჩამოვარდნისას, პირდაპირ
თავზე დამეცემა.
მაიკი გაოცებული მიაცქერდა.
– ჩემო მოძმე... დემატერიალიზაციისთვის ემზადები?
– რაო? არა, არა! სიკვდილს ჯერ სულაც არ ვაპირებ. ეგ საფერფლე
ნამდვილად არ მომკლავს, მაგრამ თუ არ შეაჩერებ, ძალიან მეტკინე-
ბა და, შეიძლება, დამასახიჩროს კიდეც. აბა, საქმეს შევუდგეთ! – ჰარ-
შოუმ სმიტს საფერფლე გამოართვა, საკმაოდ მაღალ ჭერში აისროლა
და საფერფლის ტრაექტორიას ბურთისთვის თავის შესაშვერად მომ-
ზადებული ფეხბურთელივით ააყოლა თვალი. ჰარშოუ მხედველობის
კონცენტრირებას საფერფლეზე ცდილობდა, მაგრამ მისი ცნობიერე-
ბის გარკვეული ნაწილი მყარ მზადყოფნას ინარჩუნებდა, რათა უკა-
ნასკნელ მომენტში თავი გვერდზე გაეწია და მოსალოდნელი დარ-
ტყმა აეცილებინა, ნაცვლად იმისა, რომ კინკრიხოზე საკმაოდ მტკივ-
ნეული და უსიამოვნო ჭრილობა მიეღო, რომელსაც წამახული კუთხეე-
ბის მქონე მძიმე საფერფლე უქადდა. ჰარშოუს იმანაც გაუელვა, რომ
ამ ნივთს არასდროს მოისაკლისებდა, მიუხედავად იმისა, რომ ნაჩუქა-
რი იყო და ცინიკურად ჩაიცინა.
...საფერფლე ტრაექტორიის ზენიტში გაჩერდა და იქვე დარჩა.
ჰარშოუ გაოცებული მიაჩერდა ჰაერში გაყინულ საფერფლეს. ისე-
თი შეგრძნება დაუფლებოდა, თითქოს რომელიღაც ფილმის შეჩერე-
ბულ კადრში აღმოჩენილიყო. სუნთქვაშეკრული უყურებდა ამ საოცარ
სანახაობას და ისე, რომ ჭერთან მოლივლივე საფერფლისთვის თვა-
ლი არ მოუცილებია, ჩახრინწული ხმით გასძახა ენს:
– ენ, რას ხედავ?
– საფერფლე ჭერიდან ხუთ დუიმშია გაჩერებული, – უშფოთველი
ხმით უპასუხა ენმა, – ვერაფერს ისეთს ვერ ვხედავ, რაც შეიძლება, აკა-
ვებდეს, – ერთხანს ენი ჩუმად იყო, შემდეგ კი ნაკლებად დარწმუნებუ-

237
ლი ტონით დასძინა: – იუბალ, მგონია, რომ ნამდვილად ვხედავ იმას,
რაც გითხარი... მაგრამ კამერების ჩანაწერებზეც იგივე თუ არ იქნება
აღბეჭდილი, ამ საბურველს შემოვიხსნი და მოწმის ლიცენზიას დავ-
ხევ.
– ჰმ... ჯილ, შენ რას იტყვი?
– საფერფლე ჰაერში ლივლივებს, უბრალოდ, ლივლივებს.
იუბალმა ამოიხვნეშა, სკამთან მივიდა, მძიმედ დაჯდა და თან ერ-
თი წამითაც კი არ მოუცილებია თვალი საფერფლისთვის, რომელიც,
ბუნების კანონების სრული უგულებელყოფით, კვლავაც აგრძელებდა
ჰაერში ლივლივს.
– მაიკ, რა მოხდა? რამე ისე არ არის? საფერფლეც ყუთის მსგავსად
რატომ არ გაუჩინარდა?
– მაგრამ, იუბალ, – თქვა მაიკმა ბოდიშნარევი ტონით, – შენ ხომ მი-
სი გაჩერება გინდოდა? არ გითქვამს, რომ ეს ნივთი უნდა გამექრო. ყუ-
თი გავაქრე, მაგრამ შენ მოინდომე, ის ისევ აქ ყოფილიყო. რამე არას-
წორად გავაკეთე?
– ოჰ, არა, ყველაფერი ძალიან სწორად გააკეთე. ეს მე მავიწყდება
ხოლმე, რომ ნათქვამს პირდაპირი მნიშვნელობით აღიქვამ, – ჰარშოუმ
წამიერად გაიხსენა რამდენიმე ხაზგასმით შეურაცხმყოფელი სიტყვა
და გამოთქმა, რომლებსაც მისი ახალგაზრდობის დროინდელ სალა-
პარაკო ენაში საკმაოდ ხშირად იყენებდნენ და მთელი მონდომებით
ჩაიბეჭდა გონებაში, რომ ვალენტაინ მაიკლ სმიტთან მიმართებაში
ისინი არასოდეს გამოეყენებინა, არავითარ შემთხვევაში! მაგალი-
თად, თუ ეტყოდა: „თავი გაქვს მოსაკლავი“, „აქედან დაიკარგე“ ან რა-
მე მსგავსს, შეეძლო, სრულიად დარწმუნებული ყოფილიყო, რომ მაიკი
ამგვარ მეტაფორებსაც პირდაპირი მნიშვნელობით გაიგებდა და შესა-
ბამისადაც იმოქმედებდა.
– მიხარია, – თქვა სმიტმა დაფიქრებით, – და, ძალიან ვწუხვარ, რომ
იმ ყუთის დაბრუნება არ შემიძლია. კიდევ იმაზე ვწუხვარ, რომ ამდენი
საკვები ტყუილუბრალოდ გავფლანგე, მაგრამ არ ვიცოდი, იმ მომენ-
ტში სხვა რა გამეკეთებინა. მაშინ ასე იყო აუცილებელი. ან მე დავგრო-
კე ასე.

238
– რაო? რა საკვები?
– იმ ორზე ლაპარაკობს, იუბალ, – ნაჩქარევად ჩაერია ჯილი, – ბერ-
კვისტსა და იმ პოლიციელზე, რომელიც მას ახლდა. თუ ის, ცხადია, იყო
პოლიციელი. ჯონსონი.
– ოჰ, რა თქმა უნდა, – ჰარშოუს გონებაში გაუელვა, რომ, მიუხედა-
ვად ყველაფერისა, მარსელთა საკვებისადმი დამოკიდებულება, ქვეც-
ნობიერ დონეზე, მისთვის რთულად აღსაქმელი იყო, – მაიკ, შენ ადგი-
ლას ამ, სავარაუდოდ, არც ისე გემრიელი „საკვების“ გაფლანგვის გა-
მო არ ვინერვიულებდი. მეეჭვება, რომ ხორცის ხარისხის ინსპექტორს
ასეთი „პროდუქტი“ გასაყიდად დაეშვა, – იუბალს „გრძელი ღო-
რის“[57] შესახებ ფედერაციის კონვენცია გაახსენდა, – სრულიად ვარ
დარწმუნებული რომ საკვებად შეუფერებლად ცნობდნენ. ასე რომ, მა-
გაზე აღარ იღელვო. გარდა ამისა, როგორც თვითონაც თქვი, აუცილებ-
ლობიდან გამომდინარე მოქმედებდი. სიტუაცია ბოლომდე დაგროკე
და სწორადაც იმოქმედე.
– ახლა ბევრად უკეთ ვარ, – თქვა მაიკმა, რომელსაც ხმაში აშკა-
რად ეტყობოდა შვება, – მხოლოდ უხუცესი
შეიძლება იყოს დარწმუნებული, რომ გადამწყვეტ მომენტში ყო-
ველთვის სწორად მოიქცევა... და მე კიდევ ძალიან ბევრი უნდა ვისწავ-
ლო და უფრო გავიზარდო იმისთვის, რომ უხუცესებს შევუერთდე.
იუბალ, შეიძლება, ეს ნივთი ჩემგან გავათავისუფლო? უკვე ვიღლები.
– გინდა, საფერფლე გააქრო? კარგი, მიდი, იმოქმედე.
– მაგრამ ახლა ამას ვეღარ შევძლებ.
– რაო? კი, მაგრამ, რატომ?
– იმიტომ, რომ შენი თავი მის ქვეშ აღარ არის. ვეღარ ვგროკავ, რა-
ტომ შეიძლება ამ ნივთის არსებობა იყოს მცდარი, იმ ადგილის გათვა-
ლისწინებით, სადაც ახლა მდებარეობს.
– ოჰ, გასაგებია. კარგი, მაშინ, გადააადგილე, – ჰარშოუ ყურადღე-
ბით აკვირდებოდა ჰაერში მოლივლივე საფერფლეს. მოელოდა, რომ
ისევ მისი თავის გასწვრივ აღმოჩნდებოდა და, ამგვარად, ამ ნივთის
არსებობა კვლავ მცდარი გახდებოდა, მაგრამ საფერფლე თანაბარი
ტემპით დაეშვა, ნელ-ნელა გვერდზე, მაგიდის მხარეს გასრიალდა და

239
მისი ზედაპირიდან მცირეოდენ სიმაღლეზე გაჩერდა. ცოტა ხანს ასე
იყო, ჰაერში გამოკიდებული, შემდეგ კი მაგიდის ცარიელი ადგილის-
კენ გაცურდა და თითქმის უხმაუროდ დაეშვა.
– გმადლობ, იუბალ, – უთხრა სმიტმა.
– რაო? მადლიერი მე ვარ, შვილო! – იუბალმა საფერფლე აიღო და
დიდი ინტერესით დაათვალიერა. საფერფლე არც გახურებული იყო
და არც გაგრილებული. შეხებისას უჩვეულო არაფერი უგრძნია. ისევ
ისეთი უშნო იყო, ზედმეტად მოჩუქურთმებული და არაფრით გამორჩე-
ული. გარდა ამისა, ადრინდელივით ჭუჭყიანიც, – მადლიერი ვარ ყვე-
ლაზე საოცარი შთაბეჭდილებისთვის, მას შემდეგ, რაც, ოდესღაც, მო-
სამსახურე გოგომ სხვენზე ამიყვანა, – ჰარშოუმ ენს გადახედა, – ენ, შენ
ხომ რაინის უნივერსიტეტში სწავლობდი?
– კი.
– ლევიტაცია აქამდეც გინახავს?
– მინახავს ის, რასაც ტელეკინეზს უწოდებენ, კამათლების მაგა-
ლითზე, – მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ უპასუხა ენმა, – მაგრამ მათე-
მატიკოსი არ ვარ და არ შემიძლია იმის დამოწმება, რომ, რაც მაშინ
მინახავს, ნამდვილად ტელეკინეზი იყო.
– ჯანდაბა! შენ ხომ მზის ამოსვლასაც ვერ დაამოწმებ, თუ ამ დროს
ცა ღრუბლიანი იქნება!
– და როგორ უნდა დავამოწმო? ხომ შესაძლებელია, რომ ვინმემ
ღრუბლების ფენაში ხელოვნური განათება მოაწყოს?! ჩემს ერთ კურ-
სელს ქაღალდის დამჭერის ზომის საგნების გადაადგილება შეეძლო,
მაგრამ ამ დროს აუცილებლად გვარიანად მთვრალი უნდა ყოფილი-
ყო, ან საერთოდ არაფერი გამოსდიოდა. ვერასდროს მოვახერხე ამ
მოვლენას იმდენად კარგად დავკვირვებოდი, რომ დამოწმების კომ-
პეტენცია მქონოდა. ...ალბათ იმის გამოც, რომ ამ დროს მეც კარგა
მთვრალი ვიყავი ხოლმე.
– ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ამის მსგავსი აქამდე არაფერი გინა-
ხავს?
– არ მინახავს.

240
– აჰაა... შენი პროფესიული მომსახურება აღარ მჭირდება, რადგან
უკვე ყველაფერში დავრწმუნდი, მაგრამ, თუ გაინტერესებს, შეგიძლია
დარჩე. საბურველი გადადე და სავარძელში მოკალათდი.
– გმადლობ, ასეც მოვიქცევი, მაგრამ იმ ლექციის გათვალისწინე-
ბით, რომელიც ჯილს მეჩეთებთან და სინაგოგებთან დაკავშირებით
წაუკითხე, უმჯობესი იქნება, თუ ჩემს ოთახში წავალ, გამოვიცვლი და
ისე დავბრუნდები. არ მინდა, პირუთვნელი მოწმის ინდოქტრინაციაში
რაიმე ლაფსუსი დავუშვა.
– როგორც გინდა. ბარემ, დიუკიც გააღვიძე და უთხარი, კამერებს
მიხედოს.
– კარგი, ბოს. დამელოდეთ და, ვიდრე დავბრუნდები, საოცრებებს
ნუღარ ჩაიდენთ, – ამ სიტყვებით ენი კარისკენ გაემართა.
– ვერაფერს შეგპირდები, – მიაძახა ჰარშოუმ და მაიკს მიუბრუნდა,
– მაიკ, მოდი, მაგიდასთან დაჯექი. შენც, ჯილ, ორივე მაგიდას შემოუს-
ხედით. მაიკ, ამ საფერფლის აწევა შეგიძლია? აბა, მაჩვენე.
– კი, იუბალ, – სმიტმა საფერფლე აიღო.
– არა, არა!
– ცუდად გავაკეთე რამე?
– არა, ეს მე შემეშალა. მაიკ, საფერფლე მაგიდაზე დააბრუნე. მაინ-
ტერესებს, შეგიძლია, თუ არა, ამ საფერფლის შეხების გარეშე აწევა.
– კი, იუბალ.
– მაშინ რაღას ელოდები? ძალიან დაიღალე?
– არა, იუბალ. ძალიან არ დავღლილვარ.
– აბა, რა ხდება? საფერფლე ისევ რაიმე მცდარობას უნდა შეიცავ-
დეს?
– არა, იუბალ.
– იუბალ, – ჩაერია ჯილი, – მისთვის არ გითქვამთ, რომ ეს გაეკეთე-
ბინა... შენ უბრალოდ ჰკითხე, შეუძლია თუ არა, ამის გაკეთება.
– ოჰ, – იუბალს სახეზე დაბნეული ადამიანისთვის დამახასიათებე-
ლი მოსულელო გამომეტყველება გამოესახა, – ეს უნდა გამეთვალის-
წინებინა, – მაიკ, ჩემი თხოვნით, ამ საფერფლეს მაგიდის ზედაპირი-

241
დან ერთი ფუტის სიმაღლეზე ისე ასწევ, რომ არც ერთი ხელი არ შე-
ახო?
– კი, იუბალ, – საფერფლე მაგიდის ზედაპირს მოშორდა და ლივ-
ლივი დაიწყო, – ეს საკმარისია, იუბალ? – მაიკს მოუსვენრობა დაეტყო,
– თუ ისევ არასწორად გავაკეთე, უფრო ავწევ ან დავუშვებ.
– არა, შესანიშნავად გაართვი თავი! შეგიძლია, საფერფლე იქ გა-
აჩერო, სადაც ახლაა? თუ დაიღლები, მითხარი.
– შემიძლია. გეტყვი.
– და შეგიძლია, ამავდროულად, სხვა საგანიც ასწიო? ვთქვათ, აი,
ეს ფანქარი. თუ შეგიძლია, მიდი, გააკეთე.
– კი, იუბალ, – ფანქარი საფერფლის გვერდით აღმოჩნდა და ჰაერ-
ში უძრავად გამოეკიდა.
ჰარშოუს თხოვნით მაიკმა მაგიდიდან დანარჩენი პატარა საგნებიც
აალივლივა. ამასობაში ენიც დაბრუნებულიყო, სავარძელი მაგიდას-
თან მიეჩოჩებინა და ამ წარმოდგენას უხმოდ აკვირდებოდა. მალე დი-
უკიც გამოჩნდა გასაშლელი კიბით, რომელმაც ოთახში შემოსვლისთა-
ნავე ჰკიდა თვალი ჰაერში მოფარფატე საგნებს. ამ სანახაობას ერ-
თხანს უსიტყვოდ აკვირდებოდა, შემდეგ კიბე ერთ-ერთ კუთხეში მი-
აყუდა და ისევ მაგიდას მიუბრუნდა. გარკვეული ხნის შემდეგ მაიკმა
ყოყმანით თქვა:
– იუბალ, დარწმუნებული არ ვარ. მე... – გაჩუმდა. ეტყობოდა, რომ
შესაფერის სიტყვებს ეძებდა, – ამისა ბევრი არაფერი ვიცი.
– თავს მეტისმეტად ნუ გადაიღლი.
– კიდევ ერთ საგანს ავწევ. ვიმედოვნებ, – მაგიდის მეორე მხარეს
პრესპაპიე შეირხა, ადგილს მოსწყდა და... ჰაერში უცნაურად მოლივ-
ლივე დანარჩენ საგნებთან ერთად, თითქმის მაშინვე ჩამოვარდა. მა-
იკს სახეზე ისეთი ემოცია გამოეხატა, თითქოს, სადაცაა, აქვითინდე-
ბაო, მაგრამ ცრემლები არ წამოსვლია, – ვწუხვარ, იუბალ. უაღრესად
ვწუხვარ.
ჰარშოუმ მხარზე მოუთათუნა.
– წუხდე კი არა, უნდა ამაყობდე. შვილო, მგონი, ვერ აცნობიერებ,
მაგრამ რაც ახლა გააკეთე... – იუბალი გონებაში შესაფერის შედარე-

242
ბას ეძებდა, მაგრამ მაშინვე უკუაგდო ყველაფერი, რადგან მაიკის
ცხოვრებისეული გზის გათვალისწინებით, არც ერთი იქნებოდა მის-
თვის გასაგები. მაგრამ ბოლოს იუბალმა მაინც იპოვა ის, რაც მარსე-
ლისთვის ადვილად აღსაქმელ მაგალითად გამოდგებოდა, – რაც ახ-
ლა გააკეთე, თასმების შეკვრაზე ბევრად რთულია; ჩვენთვის იმაზე უფ-
რო საოცარია, ვიდრე ერთნახევრიანი სალტოს სრულყოფილად შეს-
რულებაა. თანაც შენ ეს, როგორ გითხრა... შესანიშნავად, შესანიშნა-
ვად და ნამდვილად დიდებულად გააკეთე. გროკავ, რასაც გეუბნები?
მაიკი გაკვირვებული ჩანდა.
– იუბალ, დარწმუნებული არ ვარ... ანუ, სირცხვილს არ უნდა
ვგრძნობდე?
– სირცხვილს გრძნობდე კი არა, პირიქით, უნდა ამაყობდე.
– მესმის, იუბალ, – თქვა კმაყოფილმა მაიკმა, – ვამაყობ.
– ასეც უნდა იყოს, მაიკ. მაგალითად, მე, შეხების გარეშე, ერთ სა-
ფერფლესაც ვერ დავძრავდი.
იუბალის ამ აღიარებით სმიტი გაოცებული ჩანდა.
– არ შეგიძლია?
– არა. ამის გაკეთებას მასწავლი?
– კი, იუბალ. შენ... – სმიტი გაჩუმდა. აშკარა უხერხულობა ეტყობო-
და, – მე ისევ ვერ ვპოულობ შესაფერის სიტყვებს. ძალიან ვწუხვარ ამის
გამო, მაგრამ კიდევ ბევრს წავიკითხავ. სულ ვიკითხავ და ვიკითხავ,
ვიდრე საჭირო სიტყვებს არ მოვაგროვებ, შემდეგ კი ჩემს მოძმეს ამას
ვასწავლი.
– მთლად თავსაც ნუ მოიკლავ.
– რაა?
– მაიკ, გულს ნუ გაიტეხ... იმედი არ გაიცრუო, საჭირო სიტყვებს თუ
ვერ მიაგნებ. შესაძლებელია, რომ ინგლისურში ასეთი სიტყვები არც
იყოს.
სმიტი საკმაოდ დიდხანს იყო ჩუმად.
– თუ ასეა, მაშინ ჩემს მოძმეს ჩემი ბუდის ენას ვასწავლი.
– ეგ შეიძლება. სიამოვნებით ვცდიდი, მაგრამ, მგონი, ორმოცდაა-
თი წლით დააგვიანე.

243
– რამე არასწორად გავაკეთე?
– სულაც არა. შენით ძალიან ვამაყობ. შეგიძლია იმით დაიწყო, რომ
შენი ენა ჯერ ჯილს ასწავლო.
– ეგ ენა ყელს მტკენს, – ჩაურთო ჯილმა.
– ასპირინი გამოივლე, – გადახედა იუბალმა, – სუსტი არგუმენტია,
მაგით თავს ვერ დაიძვრენ, თანაც ეს შენი დაქირავების საბაბს მაძ-
ლევს... მით უმეტეს, რომ ძალიან მეეჭვება, „ბეთესდას სამედიცინო
ცენტრში“ ისევ მიგიღონ. მაშ ასე, ამიერიდან, მარსული ენათმეცნიერე-
ბის განხრით, ჩემი კვლევითი ასისტენტი იქნები, რაც, ამ საკითხთან
დაკავშირებულ შესაძლო დამატებით მოვალეობებსაც გულისხმობს.
ეს ამბავი გოგონებთან შეათანხმე. ენ, ქაღალდები შენ მოაგვარე,
ჯილს მუდმივი ხელფასი დაუნიშნე და, არ დაგავიწყდეს, რომ გადასა-
ხადებთან დაკავშირებულ მხარესაც მიხედო.
– ჯილი აქ მოსვლის დღიდან სამზარეულოშიც გვეხმარებოდა. სა-
ხელფასო ათვლა იქიდან დავიწყო?
– ასეთი წვრილმანებით ნუ შემაწუხებ, რა, – მხრები აიჩეჩა იუბალ-
მა.
– მაგრამ, იუბალ, – გააპროტესტა შეშფოთებულმა ჯილმა, – არ მგო-
ნია, რომ მარსული ენის შესწავლას შევძლებ.
– ხომ შეგიძლია, სცადო მაინც? განა ასე არ არის? კოლუმბმაც ხომ
სწორედ ეს გააკეთა.
– მაგრამ...
– გახსოვს მადლიერებასთან დაკავშირებული ის სულელური ბოდ-
ვა? აბა, მოკიდებ ამ საქმეს ხელს, თუ არა?
ჯილმა ტუჩზე იკბინა.
– კარგი, ასე იყოს. ვეცდები... ბოს.
სმიტმა მორიდებით გაიწვდინა ხელი და ჯილის ხელს შეახო.
– ჯილ... მე გასწავლი.
ჯილმა ხელზე მოუთათუნა.
– გმადლობ, მაიკ. – შემდეგ ჰარშოუს მიუბრუნდა, – ამ ენას შენს ჯი-
ნაზე მაინც ვისწავლი.
ჰარშოუმ, ოდნავ დამცინავი, მაგრამ თბილი ღიმილი შეაგება.

244
– მაგ მოტივს შესანიშნავად ვგროკავ – ესე იგი, მარსულ ენას მარ-
თლა ისწავლი. ძალიან კარგი. ახლა კი ისევ საქმეს დავუბრუნდეთ...
მაიკ, კიდევ რა შეგიძლია ისეთი, რისი გაკეთების უნარიც ჩვენ არ შეგ-
ვწევს, ანუ გარდა იმისა, რომ მცდარი არსებობის მქონე საგნებს აქრობ
და შეხების გარეშე სწევ ჰაერში?
სმიტი ამ კითხვამ საგონებელში ჩააგდო.
– არ ვიცი.
– ეგ საიდან უნდა იცოდეს, – გააპროტესტა ჯილმა, – მას ხომ, წარ-
მოდგენაც არ აქვს, ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია და რისი არა?
– ჰმ... ეგეც მართალია. ენ, ჯილის თანამდებობის სახელწოდება
შეცვალე და ასე დაარქვი: „კვლევითი ასისტენტი მარსული ენის, კულ-
ტურისა და ტექნიკის დარგში“. ჯილ, მარსულის შესწავლისას აუცი-
ლებლად გადააწყდები შენთვის ერთობ უცხო რაღაცებს, სრულიად
განსხვავებულს იმ ყველაფრისგან, რაც აქამდე ჩვეული და ბუნებრივი
იყო. ყოველთვის, როცა კი ასეთი რამ მოხდება, მაშინვე შემატყობინე.
კულტურის ნებისმიერ ასპექტი შეიძლება ამავე კულტურის ენის აგებუ-
ლებით აიხსნას, რადგან ყველა ყოფითი წვრილმანი სწორედ ენაში აი-
რეკლება... შესაძლოა, შენ ჯერ კიდევ ახალგაზრდა ხარ იმისთვის,
რომ მარსელთა მსგავსად ისწავლო აზროვნება... მე კი ამისთვის უკვე
მეტისმეტად ხნიერი ვარ, – ჰარშოუ სმიტს მიუბრუნდა, – მაიკ, თუ რამე
ისეთს შეამჩნევ, რისი გაკეთებაც, ჩვენგან განსხვავებით, შენ შეგიძ-
ლია, მაშინვე მითხარი.
– გეტყვი, იუბალ. რა შეიძლება, ასეთი იყოს?
– არ ვიცი. ნებისმიერი რამ, რაც შენთვის სრულიად ბუნებრივია...
მაგალითად, ის, რომ შეგიძლია, აუზის ფსკერზე ჩვენზე ბევრად დიდ-
ხანს გაჩერდე. ჰმ... დიუკ!
– რა არის, ბოს? ხელები დაკავებული მაქვს. დამაცადე, კამერებს
უნდა მივხედო.
– ლაპარაკი ხომ შეგიძლია? ასე არ არის? შევამჩნიე, რომ აუზი ძა-
ლიან დაბინძურებულია.
– ჰო. ამაღამ ხსნარს ჩავასხამ, კედლებს ლექი მოშორდება და გა-
იწმინდება, ხვალ დილით კიდევ წყალსაც გამოვცვლი.

245
– ინდიკატორი რას აჩვენებს?
– აჩვენებს, რომ ყველაფერი რიგზეა. წყალი ისეთია, დალევაც რომ
შეიძლება. უბრალოდ, ცოტა ჭუჭყიანი ჩანს.
– მოდი, ჯერჯერობით ეგრე დატოვე. მხოლოდ მონაცემები შეამოწ-
მე ხოლმე. მოგვიანებით გეტყვი, როდის უნდა გაწმინდო.
– ჯანდაბა, ბოს, ვის უნდა ჭურჭლის ნარეცხივით წყალში ცურვა.
აუზს აქამდეც გავასუფთავებდი, მთელი კვირა ასეთი ამბები რომ არ
ყოფილიყო.
– ზედმეტად აზიზებს მოუწევთ, დროებით აუზის გარეშე გაძლონ.
მორჩი ყბედობას, დიუკ. როგორც გითხარი, მოგვიანებით გეტყვი და
ყველაფერსაც აგიხსნი. ჩანაწერები უკვე მზადაა?
– ხუთ წუთში იქნება.
– კარგი. მაიკ, იცი რა არის პისტოლეტი?
– პისტოლეტი, – ფრთხილად უპასუხა სმიტმა, – არის მოწყობილო-
ბა, რომლითაც ტყვიებს ისვრიან რაიმე სახის ასაფეთქებელი ნივთიე-
რების, მაგალითად, დენთის გამოყენებით. იგი შედგება მილაკისგან
ანუ ლულისგან, რომელიც ერთი მხრიდან დახურულია და რომელშიც...
– კარგი, კარგი. ამ ნივთს გროკავ?
– დარწმუნებული არ ვარ.
– პისტოლეტი ოდესმე გინახავს?
– არ ვიცი.
– გინახავს, – ჩაერია ჯილი, – მაიკ, გაიხსენე, რაზე ვლაპარაკობ-
დით სულ ცოტა ხნის წინ. ხომ გახსოვს ბალახისიატაკიანი ოთახი.
ოღონდ ახლაც არ ანერვიულდე! არაფერზე იღელვო. გახსოვს, მა-
ღალმა ადამიანმა რომ დამარტყა?
– კი.
– მეორემ კი რაღაც ნივთი მომიშვირა. გახსოვს, რა ეჭირა?
– კი. მან შენ ცუდი ნივთი მოგიშვირა.
– სწორედ ეგ იყო პისტოლეტი.
– მეგონა, რომ „პისტოლეტი“ ის სიტყვა იყო, რომლითაც იმ ცუდ
ნივთს მოიხსენიებდნენ. ვებსტერის „ინგლისური ენის ახალი საერთა-
შორისო ლექსიკონის“ მესამე გამოცემაში, რომელიც გამოქვეყნდა...

246
– კარგი, კარგი, გასაგებია, ყველაფერი შესანიშნავად ჩამოაყალი-
ბე შვილო, – საჩქაროდ ჩაერია ჰარშოუ და სმიტს სიტყვა გააწყვეტინა,
– ის ნივთი ნამდვილად პისტოლეტი იყო. ახლა კი ყურადღებით მომის-
მინე. რას გააკეთებ, თუ ვინმე ისევ დაუმიზნებს ჯილს პისტოლეტს?
სმიტის პაუზა ჩვეულებრივზე უფრო დიდხანს გაგრძელდა.
– არ გაბრაზდები, თუ საკვებს ისევ დავკარგავ?
– არა, არ გავბრაზდები. ისეთ ვითარებაში, როგორშიც მაშინ აღ-
მოჩნდით, შენზე არავინ გაბრაზდებოდა, მაგრამ მე სულ სხვა რამის
გარკვევას ვცდილობ. მაინტერესებს, შეგიძლია თუ არა, რომ მხოლოდ
დამიზნებული პისტოლეტი გააქრო, ანუ იმ ადამიანის გაქრობის გარე-
შე, რომელსაც ეს პისტოლეტი უჭირავს?
სმიტი ერთხანს ჰარშოუს ნათქვამს იაზრებდა, ბოლოს ჰკითხა:
– ისე, რომ საკვები არ დავკარგო?
– აჰ, მე მთლად მაგას არ ვგულისხმობდი. შეგიძლია, პისტოლეტი
ისე გააქრო, რომ ადამიანს არაფერი დაუშავდეს?
– იუბალ, ადამიანს არაფერი დაუშავდება. პისტოლეტს გავაქრობ,
ადამიანს კი მხოლოდ და მხოლოდ შევაჩერებ. ის ტკივილს არ იგ-
რძნობს. ის, უბრალოდ, დემატერიალიზდება, მისგან დატოვებული
საკვები კი საერთოდ არ დაზიანდება.
– დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება, – ამოიხვნეშა ჰარშოუმ, – მაგ-
რამ, შეგიძლია, რომ მარტო პისტოლეტი გააქრო და სხვა არაფერი მო-
იმოქმედო? ანუ, შეგიძლია, კი არ შეაჩერო ადამიანი, რომელსაც პის-
ტოლეტი უჭირავს, არ მოკლა, არამედ ცოცხალი დატოვო და საშუალე-
ბა მისცე, თავის გზაზე წავიდეს?
სმიტმა გაიაზრა და თქვა:
– ეგ უფრო ადვილი იქნება, ვიდრე ორივეს ერთად გაკეთება, მაგ-
რამ, იუბალ, თუ მის დემატერიალიზაციას არ მოვახდენ, ხომ შეიძლე-
ბა, ჯილს პისტოლეტის გარეშეც ავნოს? მე ამას ასე ვგროკავ.
ჰარშოუმ საკმაოდ ხანგრძლივი პაუზა გააკეთა, რის დროსაც საკუ-
თარ თავს შეახსენა, რომ ეს უმანკო ბავშვი, სინამდვილეში, არც ბავშვი
იყო და არც უმანკო. ის იმ საკმაოდ რთულად მოწყობილი კულტურის
წარმომადგენელი ბრძანდებოდა, რომელში გარკვევასაც ჰარშოუ

247
მხოლოდ ახლა იწყებდა და ბუნდოვნად უკვე აცნობიერებდა კიდეც,
რომ ეს კულტურა, ერთობ იდუმალი მიმართულებით, ადამიანთა კულ-
ტურაზე მეტად განვითარებულიყო... აცნობიერებდა იმასაც, რომ ეს გუ-
ლუბრყვილო შენიშვნები ზეადამიანს ეკუთვნოდა ან, ყოველ შემთხვე-
ვაში, იმას მაინც, ვინც მომავალში ზეადამიანის სახით იარსებებდა.
ჰარშოუ ცდილობდა, აზრის გადმოსაცემად შესაფერისი სიტყვები ძა-
ლიან ფრთხილად შეერჩია, რადგან სახიფათო ექსპერიმენტს გეგმავ-
და და არ უნდოდა, სემანტიკურ გაუგებრობას კატასტროფა გამოეწვია.
– მაიკ... როდესაც საბოლოოდ დარწმუნდები, რომ ჯილის დასაცა-
ვად რამე უნდა მოიმოქმედო, შესაბამისადაც მოიქცევი?
– კი, იუბალ. მოვიქცევი.
– საკვების დაკარგვაზე არ იდარდო. სხვა არაფერზე იღელვო, გარ-
და იმისა, რომ ჯილი უნდა დაიცვა.
– ყოველთვის დავიცავ ჯილს.
– ძალიან კარგი. ახლა კი წარმოიდგინე, რომ ადამიანი ვინმეს პის-
ტოლეტს უმიზნებს ან, უბრალოდ, ხელში უჭირავს. დავუშვათ, არ გინდა
ან არ გჭირდება მისი მოკვლა... მაგრამ აუცილებელია, რომ პისტოლე-
ტი გაუჩინარდეს. შეძლებ ამის გაკეთებას?
ამჯერად მაიკმა მოკლე პაუზა გააკეთა.
– მგონი, დავგროკე. პისტოლეტი ცუდია, მაგრამ ადამიანის დემა-
ტერიალიზაცია თუ არ მოხდება, ეს სასარგებლო იქნება, – ერთხანს ჩა-
ფიქრდა და დასძინა: – მე შემიძლია ამის გაკეთება.
– კარგი. მაიკ, ახლა პისტოლეტს გაჩვენებ. პისტოლეტი ცუდი ნივ-
თია.
– პისტოლეტი ძალიან ცუდი ნივთია. მე მას გავაქრობ.
– როგორც კი დაინახავ, მაშინვე არ გააქრო.
– მაშინვე არა?
– მაშინვე არა. მე პისტოლეტიან ხელს ავწევ და თანდათან დაგი-
მიზნებ. აი, ასე, – იუბალმა ხელი ნელა ასწია და მაიკისკენ გაიშვირა, –
პისტოლეტი დამიზნებამდე გააქრე, მაგრამ მე არ შემაჩერო, არაფერი
დამიშავო და არ მომკლა. მხოლოდ პისტოლეტი გააქრე. მე, როგორც
საკვები, არ დამკარგო.

248
– ოჰ, მაგას არასოდეს გავაკეთებ, – გულწრფელად უპასუხა მაიკმა,
– როდესაც შენ დემატერიალიზდები, ო, იუბალ, ჩემო მოძმე, ვიმედოვ-
ნებ, მერგება პატივი, საკვებად მიგიღო, რათა ყოველ ლუკმასთან ერ-
თად ზეაგამაღლო და შენი დიდება აღვავლინო... და ეს იქამდე გას-
ტანს, ვიდრე სრულად არ დაგგროკავ.
ჰარშოუს ისეთმა გულისრევამ შემოუტია, რომლის მსგავსიც ათო-
ბით წლის განმავლობაში არ განეცადა, მაგრამ მოახერხა, ამ რეფ-
ლექსს გამკლავებოდა და ჩაიბურდღუნა:
– გმადლობ, მაიკ.
– ეს მე უნდა გადაგიხადო მადლობა, ჩემო მოძმე... და თუ ისე მოხ-
დება, რომ მე შენამდე ამარჩევენ, იმედი მაქვს, რომ დაგროკვის ღირ-
სად მიმიჩნევ. ჯილთან ერთად გამიზიარე. ხომ გამაზიარებ ჯილთან?
გთხოვ.
ჰარშოუმ ჯილს გადახედა და მის სახეზე გადაფენილი სიმშვიდე
ამოიკითხა. თავში გაუელვა, რომ მედდობის მდიდარ გამოცდილებას
ქალი მსგავსი რამეებისადმი კლდესავით შეუვალი გაეხადა.
– კარგი, გაგაზიარებ ჯილთან, – თქვა საზეიმო იერით, – მაგრამ, მა-
იკ, არც დღეს და არც ახლო მომავალში, არცერთი ჩვენგანი არ იქცევა
საკვებად. ახლა იმ პისტოლეტს გაჩვენებ, მაგრამ იქამდე მოიცადე,
ვიდრე არ გეტყვი, რომ... შემდეგ ძალიან ფრთხილად იმოქმედე, რად-
გან დემატერიალიზებამდე კიდევ ბევრი რამე მაქვს გასაკეთებელი.
– ფრთხილად ვიქნები, ჩემო მოძმე.
– ძალიან კარგი, – ჰარშოუმ ძლივსგასაგონად ამოიოხრა, დაიხარა,
მაგიდის ქვედა უჯრა გამოაღო, სადაც პისტოლეტს ინახავდა და მაიკს
მიუბრუნდა, – აქეთ მოიხედე, მაიკ, უჯრაში პისტოლეტს ხომ ხედავ? ახ-
ლა ამ პისტოლეტს ამოვიღებ, მაგრამ ვიდრე მე არ გეტყვი, არაფერი
მოიმოქმედო. გოგონებო, აბა, ადექით და ოთახის მარცხენა კუთხეში
გადაინაცვლეთ. არ მინდა, ცეცხლის ხაზზე აღმოჩნდეთ. კარგი. მაიკ,
ჯერ მოიცადე, – ჰარშოუმ ხელი ძველი პოლიციური პისტოლეტისკენ
წაიღო და უჯრიდან ამოიღო, – მაიკ, მოემზადე... მიდი! – ჰარშოუმ პის-
ტოლეტის მარსელისთვის დამიზნება სცადა, მაგრამ, უეცრად, გააცნო-
ბიერა, რომ ხელში არაფერი ეჭირა. არც ტკივილი უგრძნია, არც დაბუ-

249
ჟება. ხელიც არ შერხევია. პისტოლეტი, უბრალოდ, გაუჩინარდა. ეს იყო
და ეს.
იუბალი მიხვდა, რომ კანკალებდა, მაგრამ თავის ხელში აყვანა მა-
ლევე მოახერხა.
– შესანიშნავია, – უთხრა მაიკს, – პისტოლეტი იქამდე გააქრე, ვიდ-
რე დამიზნებას მოვასწრებდი. ეს ნამდვილად დიდებული იყო!
– ბედნიერი ვარ, – თქვა მაიკმა.
– მეც, – დაეთანხმა იუბალი და დიუკს მიუბრუნდა, – დიუკ, ყველა-
ფერი ჩაწერილია?
– ჰო. ფირი წინასწარ გამოვცვალე, თუმცა კი არ გითქვამს.
– ძალიან კარგი, – ჰარშოუმ ამოიხვნეშა. უეცრად იგრძნო, რომ და-
ქანცულიყო, – დღეისთვის სულ ეს იყო, ბავშვებო. ახლა კი აქედან მო-
უსვით. წადით, იცურავეთ. შენც წადი, ენ.
– მერე მეტყვი, ჩანაწერები როგორი გამოვიდა, ბოს?
– გინდა, დარჩე და ნახო?
– ოჰ, არა! არ შემიძლია. ჩანაწერის ჩემ მიერ დამოწმებულ ნაწილს
ვერ ვნახავ, მაგრამ მოგვიანებით მაინც მინდა გავიგო, რა ჩავიწერეთ.
მაინტერესებს, ჭანჭიკები ისევ ადგილზე მაქვს თუ არა.
– კარგი.

250
თავი მეცამეტე
ჰარშოუს უნდოდა, გოგონების წასვლისთანავე დიუკისთვის ახალი
ინსტრუქციები მიეცა, მაგრამ შეხედა და მოღუშულმა ჰკითხა:
– ასეთი მჟავე სახე რატომ გაქვს?
– ბოს, ეს კაციჭამია როდის უნდა მოვიშოროთ?
– კაციჭამია? ასე რატომ ამბობ, შე გაუთლელო ხეპრე?
– მართალია, კანზასიდან ვარ, მაგრამ ჩვენთან კანიბალიზმის ერ-
თი შემთხვევაც არასდროს ყოფილა. უფრო დასავლეთით, იცოცხლე,
რამდენიც გინდა. ხეპრეობასთან დაკავშირებით კიდევ ჩემი წარმოდ-
გენა მაქვს... მაგრამ სანამ ამას არ მოვიშორებთ, სამზარეულოში შევ-
ჭამ ხოლმე.
– ნუთუ? – ცივად თქვა ჰარშოუმ, – ასეთ მსხვერპლზე წასვლა არ მო-
გიწევს. ენს შეუძლია, ხუთიოდე წუთში გაგისწოროს ანგარიში... შენ კი,
კომიქსებისა და მეორე პერანგის შესაფუთად, ალბათ, ათ წუთზე მეტიც
არ დაგჭირდება.
დიუკი პარალელურად პროექტორის გამართვასაც ცდილობდა, რა-
საც მაშინვე შეეშვა და წელში გაიმართა.
– ო, სულაც არ მიგულისხმია, რომ აქედან წასვლას ვაპირებდი.
– მაგრამ ჩემთვის ეს სწორედ ამას ნიშნავს, შვილო.
– მაგრამ... იმის თქმა მინდოდა, რომ... ჯანდაბა, ამას რა მნიშვნე-
ლობა აქვს? აქამდეც ბევრჯერ მიჭამია სამზარეულოში.
– ეგრეა, იქ ადრეც გიჭამია. ალბათ, იმიტომ, რომ ასე უფრო მოსა-
ხერხებელი იყო, ან იმიტომაც, რომ გოგონებისთვის ზედმეტი შრომა
აგეცილებინა. შეიძლება, სხვა მიზეზიც გქონია. იმის უფლებაც გაქვს,
საწოლშიც ისაუზმო, თუ, რა თქმა უნდა, გოგონებს დაიყოლიებ. ეგ არ
მაინტერესებს, მაგრამ ამ სახლში მცხოვრებთაგან, არავის აქვს უფლე-
ბა, მაგიდას მხოლოდ იმის გამო არ გაეკაროს, რომ იქ მჯდომ ვიღაცას-
თან ერთად არ სურს ჭამა. მე დღეისთვის თითქმის მთლიანად გადა-
შენებული ძველი ყაიდის ჯენტლმენი ვარ, რაც იმას ნიშნავს, რომ, რო-
დესაც მაწყობს, უკანასკნელი ნაბიჭვარივით საზიზღრად მოვიქცევი.
ახლა კი სწორედ ასეთი შემთხვევაა, ამიტომ პირდაპირ გეუბნები, რომ
251
არცერთ უვიც, ცრუმორწმუნე, სტერეოტიპებით გამოტენილ ტეტიას არ
მივცემ უფლებას, მასწავლოს, ვინ არის ან ვინ არ
არის ჩემს მაგიდასთან ჯდომის ღირსი. თავად ვირჩევ, ვისთან ერ-
თად ვისადილო – წმინდანებთან თუ ცოდვილებთან, მაგრამ ფარისევ-
ლებთან პურის გატეხის სურვილი არასდროს მქონია.
დიუკი გაწითლდა და ჩაილაპარაკა:
– ჩემხელა რო იყო, ერთი კარგად შემოგცხებდი.
– ნუ მომერიდები, დიუკ. იქნებ იმაზე მაგარი ტიპი ვარ, ვიდრე გგო-
ნია. ასეც რომ არ იყოს, ხმაურზე, ალბათ, სხვებიც მოირბენენ. როგორ
გგონია, მარსელთან გამკლავებას შეძლებ?
– მაგასთან? მაგას ხომ ცალი ხელითაც კი გავუსწორდები. წელში
გადავამტვრევ!
– შესაძლოა, თუ, რა თქმა უნდა, თითის დაკარებას მაინც მოახერ-
ხებ.
– ჰა?
– ხომ დაინახე, როგორ ვცადე, პისტოლეტი დამემიზნებინა. დიუკ...
სად არის ახლა ის პისტოლეტი? ვიდრე მუშტების ქნევას დაიწყებ, მო-
იცადე და კარგად დაფიქრდი... ან ის გააკეთე, რასაც ფიქრის ნაც-
ვლად აკეთებ ხოლმე. ჯერ ის პისტოლეტი მოძებნე და მერე მითხარი,
ისევ გგონია თუ არა, რომ მაიკს წელში გადაამტვრევ. პისტოლეტი მო-
ძებნე-მეთქი.
დიუკმა შუბლი შეიჭმუხნა და ისევ პროექტორს მიუბრუნდა.
– ეგ მხოლოდ ხელის სისწრაფისა და მოქნილობის ამბავია. ჩანაწე-
რებზე ყველაფერი კარგად გამოჩნდება.
– დიუკ, – უთხრა ჰარშოუმ, – პროექტორს შეეშვი. დაჯექი. შენი წას-
ვლის შემდეგ მე თვითონ მივხედავ და ჩანაწერებსაც ვნახავ, მაგრამ
მანამდე მინდა, დაგელაპარაკო.
– რაო? იუბალ, პროექტორს არც გაეკარო! ყველა შეხებაზე მწყობ-
რიდან გამოგყავს და რაღაცას უფუჭებ. ესა ძალიან ფაქიზი მექანიზ-
მია.
– დაჯექი.
– მაგრამ...

252
– ეს ჩემი პროექტორია, დიუკ, და, თუ მომინდება, ერთიანად დავამ-
ტვრევ ან ლარის ვთხოვ, მიხედოს,
მაგრამ არ მინდა, ჩემ მიერ მოვალეობებისგან გათავისუფლებულ-
მა ადამიანმა რაიმე სახის სამსახური გამიწიოს. შენგან მომსახურებას
ვეღარ მივიღებ.
– ჯანდაბა, არსადაც არ წავსულვარ! უცებ გაბრაზდი, ყვირილი და-
იწყე და ასე, სრულიად უმიზეზოდ, გამათავისუფლე კიდეც.
– დაჯექი, დიუკ, – მშვიდად მიმართა ჰარშოუმ, – ან დაჯექი და ნება
მომეცი, შენი სიცოცხლის გადარჩენა ვცადო ან აქაურობას, რაც შეილე-
ბა, დროულად გაეცალე, ბარგს კი მოგვიანებით გამოგიგზავნი, ამის-
თვის ნუ შეყოვნდები. ეს სარისკოა. შეიძლება, ამდენ ხანს ვერც იცოც-
ხლო.
– რა ჯანდაბას გულისხმობ?
– ზუსტად იმას ვგულისხმობ, რაც ვთქვი. დიუკ, მნიშვნელობა არ
აქვს, შენით მიდიხარ, თუ მე გაგდებ. აქ მუშაობა იმ წამიდან შეწყვიტე,
როგორც კი გამოაცხადე, რომ ჩემს მაგიდასთან ჭამას აღარ აპირებდი.
მიუხედავად ამისა, შენი სიკვდილის დაშვება მართებულად არ მიმაჩ-
ნია. ასე რომ, დაჯექი და ყველანაირად ვეცდები, ამის თავიდან აცი-
ლება მოვახერხო.
დიუკი გაოგნებული ჩანდა. პირი გააღო, რაღაცის თქმას აპირებდა,
მაგრამ აღარაფერი უთქვამს და დაჯდა.
– შენ მაიკის წყლისმიერი მოძმე ხარ? – განაგრძო ჰარშოუმ.
– რაო? რა თქმა უნდა, არა. მაგის შესახებ რაღაცა ყბედობას კი მოვ-
კარი ყური, მაგრამ, მე თუ მკითხავ, ეგა სრული სისულელეა.
– სულაც არ არის სისულელე და ამის თაობაზე აზრი შენთვის არც
უკითხავთ, რადგან, მის გამოსათქმელად საკითხში სათანადოდ ვერ
ერკვევი, – ჰარშოუმ შუბლი შეიჭმუხნა, – ძალიან ცუდია – როგორც ვხე-
დავ, შენი გაშვება მომიწევს, ეს ერთადერთი გამოსავალია, მაგრამ
ამის გაკეთება სულაც არ მინდა. მოვალეობებს შესანიშნავად ართმევ
თავს, შენი წყალობით ამ სახლში ყველა მოწყობილობა, რომლებიც
დიდად არც მაინტერესებს, მწყობრშია და მათი გაუმართაობის გამო
არც მე ვღიზიანდები. თუმცა, შენივე უსაფრთხოებისთვის, წასვლა მო-

253
გიწევს. გარდა ამისა, დაუყოვნებლივ უნდა გავარკვიო, აქ მცხოვრებ-
თაგან კიდევ ვინ არ არის მაიკის წყლისმიერი მოძმე... ამის შემდეგ კი
ისინი ან წყლის რიტუალს გაივლიან ან დროულად დატოვებენ აქაუ-
რობას, ვიდრე რაიმე ცუდი შემთხვევიათ, – იუბალმა ტუჩი მოიკვნიტა
და ჭერს მიაჩერდა, – შესაძლოა, საკმარისი იყოს, თუ მაიკს ოფიცია-
ლურად დავადებინებ პირობას, რომ ჩემი განსაკუთრებული ნებარ-
თვის გარეშე არავის მიაყენოს ზიანი. ჰმ... არა, ასეთ რისკზე ვერ წა-
ვალ. აქაურები ზედმეტად არასერიოზულად იქცევიან ხოლმე და ყო-
ველთვის არსებობს საშიშროება, მაიკმა მათი უწყინარი ხუმრობაც
არასწორად გაიგოს. წარმოიდგინე, რომ შენ... არა, ლარი, რადგან შენ
აქ
აღარ იქნები, ჯილს ხელს წაავლებს და წყალში გადააგდებს. ვიდ-
რე მე მაიკისთვის იმის ახსნას მოვასწრებ, რომ ეს მხოლოდ და მხო-
ლოდ ხუმრობა იყო და ჯილს საფრთხე არ ემუქრებოდა, შეიძლება ლა-
რიც იქ აღმოჩნდეს, სადაც ახლა ის პისტოლეტია. სულაც არ მინდა,
ლარის სიცოცხლეს საფრთხე მხოლოდ იმიტომ დაემუქროს, რომ მე
რაღაც გამომრჩა და წინასწარ ვერ გავთვალე. ლარის სრული უფლება
აქვს, თავისი სულელური არსებობა გააგრძელოს და სიცოცხლე ჩემი
დაუკვირვებლობის მიზეზით არ შეწყვიტოს. დიუკ, მჯერა, რომ ყველას
აქვს უფლება საკუთარ თავს, რაც სურს, ის დამართოს... თუმცა ეს ვერ
გამოდგება იმის გამართლებად, რომ ზრდასრულმა ადამიანმა ბავშვს
სათამაშოს ნაცვლად ხელში დინამიტი ჩაუდოს.
– ბოს, ისე ლაპარაკობ, თითქოს სიტუაციაზე კონტროლი უკვე და-
კარული გქონდეს, – შეაპარა დიუკმა, – მაიკი არავის მიაყენებს ზიანს.
ჯანდაბა! კანიბალიზმზე მისი ბოდვა გულს მირევს, მაგრამ მეც სწო-
რად გამიგე... ვიცი, რომ ის, უბრალოდ, ველურია და ამიტომაც ლაპა-
რაკობს ასე, მაგრამ, ამავდროულად, ცხვარივით უწყინარიცაა, არავის
ავნებს.
– ასე გგონია?
– დარწმუნებული ვარ.
– კარგი. ოთახში ორი თუ სამი იარაღი გაქვს. მე გეუბნები, რომ მა-
იკი საშიშია და მარსელებზე ნადირობის სეზონს გახსნილად ვაცხა-

254
დებ. მიდი, ის იარაღი ამოარჩიე, რომელსაც ყველაზე მეტად ენდობი,
შემდეგ კი აუზთან ჩადი და მოკალი. მართლმსაჯულებაზე არ იფიქრო,
მე ვიქნები შენი ადვოკატი და, გარანტიას გაძლევ, რომ სასამართლო
არაფერს მოგისჯის. მიდი, შეუტიე!
– იუბალ... ამას ხო მართლა არ მეუბნები?
– არა. რა თქმა უნდა, არა, რადგან ამას ვერც გააკეთებდი. ეს რომ
გეცადა, შენი იარაღიც იქ აღმოჩნდებოდა, სადაც ახლა ჩემი პისტოლე-
ტია, ხოლო მაიკს რომ შებმოდი, სავარაუდოდ, უკან მიგაყოლებდა.
დიუკ, შენ ვერ აცნობიერებ რასთან გაქვს საქმე... ვერც მე, მაგრამ, შენ-
გან განსხვავებით, მე მოსალოდნელი საშიშროების მასშტაბს მაინც
ვხვდები. მაიკი „ცხვარივით უწყინარი“ სულაც არ არის და არც ველუ-
რია. ვფიქრობ, ველურები ჩვენ უფრო გვეთქმის. ერთი ეს მითხარი,
ოდესმე გველი თუ დაგიჭერია?
– ჰმ... არა.
– მე დამიჭერია. ბავშვობაში. მინდოდა, ზოოლოგი გამოვსულიყა-
ვი. ერთ ზამთარს, ფლორიდაში გველი დავიჭირე. ვიფიქრე, რომ წითე-
ლი სამეფო გველი იყო. გინახავს ასეთი?
– გველები არ მიყვარს.
– კიდევ ერთი ცრურწმენა, სუფთა ცრურწმენა. გველების უმეტესობა
უწყინარი, სასარგებლო და საინტერესო არსებაა. წითელი სამეფო მე-
ტად ლამაზი გველია. წითელ, შავ და ყვითელ ფერებშია დაზოლილი,
ადამიანს ადვილად ეჩვევა და მოსათვინიერებლადაც მარტივია.
ვფიქრობდი, რომ იმ პატარას თავადაც მოვწონდი, რამდენადაც რეპ-
ტილიას შეიძლება ამის უნარი ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ვიცოდი, გვე-
ლებს როგორ უნდა მოვპყრობოდი, როგორ არ შემეშინებინა და კბენის
მიზეზი არ მიმეცა, რადგან უშხამო გველის ნაკბენიც კი საკმაოდ უსია-
მოვნოა. იცი, როგორ მიყვარდა ჩემი პატარა? ჩემი კოლექციის მშვენე-
ბა იყო. ყველგან თან დამყავდა და ხალხს ვაჩვენებდი. თავთან წავავ-
ლებდი ხოლმე და ნებას ვაძლევდი, მაჯაზე შემომხვეოდა. ერთ დღე-
საც, საშუალება მომეცა, ჩემი კოლექცია ტამპას[58] ზოოპარკის ჰერპე-
ტოლოგისთვის მეჩვენებინა. პირველ რიგში, მას ჩემი რჩეული წარვუდ-
გინე, რომლის დანახვაზე ჰერპეტოლოგი კინაღამ ისტერიკაში ჩავარ-

255
და. ჩემი შინაური გველი სულაც არ აღმოჩნდა წითელი სამეფო გველი
– მარჯნისფერი ასპიტი ყოფილა, ამერიკული კობრა!.. ყველაზე შხა-
მიანი გველი ჩრდილოეთ ამერიკაში! დიუკ, ხვდები, ამით რისი თქმა
მინდა?
– მეც ხომ ეგ გითხარი, გველების დაჭერა სახიფათოა-მეთქი.
– ოჰ, წმინდა პეტრეს სახელით! კოლექციაში უკვე მყავდა ჩხრიალა
და ანკარა გველები და მათ ზნეს კარგად ვიცნობდი. შხამიანი გველი,
თავისთავად, საშიში სულაც არ არის. ყოველ შემთხვევაში, იმაზე მე-
ტად სახიფათო მაინც, ვიდრე დატენილი იარაღია. ორივე შემთხვევა-
ში ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად სწორად შეგიძ-
ლია მათთან მოპყრობა. ჩემი მარჯნისფერი ასპიტი მხოლოდ იმან აქ-
ცია უხიფათოდ, რომ არ ვიცოდი, რას წარმოადგენდა და რა შეეძლო.
უცოდინარობის გამო უდიერად რომ მოვპყრობოდი, მიკბენდა და ისე-
ვე გაუცნობიერებლად მომკლავდა, როგორც კნუტი იკაწრება ხოლმე.
მაიკთან დაკავშირებითაც შენთვის სწორედ ამის თქმას ვცდილობ – ის
ცხვარივით უწყინარი ჩანს და, დარწმუნებულიც ვარ, რომ მართლაც
ასეთია. ყველას მიმართ, ვისაც ენდობა, უპირობოდ გულწრფელი და-
მოკიდებულება აქვს, მაგრამ უნდობლობის შემთხვევაში სულაც არ
არის ისეთი, როგორადაც გამოიყურება. ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ,
ფიზიკურად არც ისე განვითარებულ ახალგაზრდას ჰგავს, მეტისმეტად
მოუქნელია და ბევრ რამეში საერთოდ ვერ ერკვევა... ასეთი უცოდინა-
რობის მიუხედავად, მეტად ნათელი გონება აქვს, დამყოლია და სწავ-
ლას მონდომებული. მაიკი სწორედ ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს და
მართლაც ასეა, რაც, თუ მის წარმოშობასა და ჩვენთვის უჩვეულო აღ-
ზრდას გავითვალისწინებთ, გასაოცარი მაინც არ არის. ჩემი მოშინაუ-
რებული გველის მსგავსად, ის უფრო მეტია, ვიდრე ეს გარეგნულად
ჩანს. თუ მაიკი არ გენდობა, თუ სრულიად ბრმად და უპირობოდ არ გენ-
დობა, რაიმე მიზეზით შეიძლება მარჯნისფერ ასპიტზე აგრესიული და
სახიფათოც კი გახდეს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მიიჩნევს,
რომ მის რომელიმე წყლისმიერ მოძმეს, მაგალითად, ჯილს ან მე, საფ-
რთხე ემუქრება, – ჰარშოუმ თავი გააქნია და მცირეოდენი პაუზის შემ-
დეგ ისევ განაგრძო: – დიუკ, წარმოიდგინე, რამდენიმე წუთის წინ, რო-

256
დესაც შენ შესახებ უსიამოვნო სიმართლეს გეუბნებოდი, ბუნებრივ იმ-
პულსს რომ აჰყოლოდი, თავი ვერ შეგეკავებინა და ჩემთვის გაგერტყა,
მაიკი კი ამ დროს დერეფანში მდგარიყო... დარწმუნებული ვარ, რომ
არანაირი შანსი არ გექნებოდა. არანაირი! შენი სიცოცხლე იქამდე
დასრულდებოდა, ვიდრე რაიმეს გააზრებას მოასწრებდი და ვერც მე
მოვასწრებდი მის
შეჩერებას. ამის შემდეგ მაიკი მწუხარე გამომეტყველებით მომიბო-
დიშებდა იმის გამო, რომ საკვები დაიკარგა, ანუ შენი დიდი და ხორ-
ციანი სხეული სადღაც აორთქლდა. ოჰ, ამაზე მართლაც იდარდებდა –
ხომ უსმენდი, რას ამბობდა მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით,
მაგრამ შენი მოკვლის გამო საერთოდ არ იგრძნობდა დანაშაულს. ეს
ნაბიჯი მისთვის შენ მიერვე თავს მოხვეული აუცილებლობა იქნებოდა
და არა რაღაც არსებითი მნიშვნელობის მოვლენა. მისი აზრით, ეს არც
შენთვის უნდა ყოფილიყო მნიშვნელოვანი, რადგან მაიკს სულის უკ-
ვდავებისა სჯერა.
– რაო? ძალიან კარგი. ჯანდაბა, მეც ხომ სწორედ ეგრე ვფიქრობ,
მაგრამ...
– ნუთუ? – მშრალად ჰკითხა იუბალმა, – არა მგონია.
– რატომ? მართლა ასე ვფიქრობ! ოჰ, ვაღიარებ, რომ ეკლესიაში
არც ისე ხშირად დავდივარ, მაგრამ სწორად ვარ აღზრდილი. ურწმუნო
სულაც არ ვარ, მართლა მწამს.
– ძალიან კარგი, მაგრამ თავად არასოდეს მესმოდა „რწმენა“. ვერ
შევძელი იმის გაგება, თუ როგორ შეიძლებოდა, სამართლიან ღმერთს
უამრავი არაჭეშმარიტი რელიგიიდან საკუთარი ქმნილებებისთვის
რომელიმე ერთი ჭეშმარიტის არჩევა მოეთხოვა, რაც მათ მხოლოდ სა-
კუთარი რწმენის საფუძველზე უნდა გაეკეთებინათ. ამ ამბავს ორგანი-
ზაციის მართვის ძალიან სუსტ მეთოდად აღვიქვამ, თუნდაც საუბარი
მცირე მასშტაბზე იყოს და, მით უმეტეს, მაშინ, როდესაც საქმე ამ უზარ-
მაზარ სამყაროს ეხება. ახლა კი, რადგან შენი რწმენიდან გამომდინა-
რე სულის უკვდავებისაც გწამს, შეგვიძლია, აღარ ვინერვიულოთ იმა-
ზე, რომ ცრურწმენებმა და სტერეოტიპებმა, შეიძლება, შენი ნაადრე-

257
ვად გარდაცვალება გამოიწვიოს. ისე, რა გირჩევნია, კრემაცია თუ და-
მარხვა?
– რაო? ღვთის გულისათვის, იუბალ, გეყოფა რა ჩემი გასულელება.
– სულაც არ გასულელებ. ვიდრე შენსას არ დაიშლი და არ აღიარებ,
რომ მარჯნისფერი ასპიტი უწყინარი წითელი სამეფო გველი არ არის,
გარანტიას ვერ მოგცემ, რომ აქედან უვნებლად გააღწევ. შენი ნების-
მიერი შეცდომა, შეიძლება, უკანასკნელიც აღმოჩნდეს. ამას ვერ აგა-
ცილებ, მაგრამ იმის პირობას კი მოგცემ, რომ მაიკს შენი შეჭმის ნებას
არ დავრთავ.
დიუკს ყბა ჩამოუვარდა. ერთხანს ხმას ვერ იღებდა, ბოლოს კი გაც-
ხარებით, საკმაოდ უცენზუროდ და უკიდურესად არათანმიმდევრუ-
ლად ალაპარაკდა. ჰარშოუ ცოტა ხანს უსიტყვოდ უსმენდა, ბოლოს კი
შეაწყვეტინა:
– კარგი, კარგი, დამშვიდდი. შენი საქმეა, როგორი დამოკიდებუ-
ლება გექნება მაიკის მიმართ. მეგონა, შენთვის კარგს ვაკეთებდი, –
ჰარშოუ შებრუნდა და პროექტორისკენ გადაიხარა, – ჩანაწერებს ვნა-
ხავ. თუ
გინდა, დარჩი, ვიდრე ამ საქმეს არ დავასრულებ. შეიძლება, შენ-
თვის ასე უფრო უსაფრთხო იყოს. ჯანდაბა! – წამოიყვირა, – ეს ჯართი
პირდაპირ მაცოფებს!
– ნუ აწვალებ. აი, ასე უნდა, – დიუკმა პროექტორი გამართა, რის გა-
კეთებასაც ჰარშოუ წარუმატებლად ცდილობდა და ფირები მოამზადა.
დიუკის ჰარშოუსთან მუშაობა-არმუშაობის საკითხი არც ერთ მათგანს
აღარ წამოუჭრია. „მიტჩელის“ ფირმის კამერებით ჩაწერილი გამოსა-
ხულება დიუკმა „იაშინონის“ ბრტყელეკრანიან სტერეოვიზორში გაუშ-
ვა, რომელიც ოთხმილიმეტრიან ფირზე ჩაწერილი გამოსახულებისა
და ხმის ზედმიწევნით სუფთად გარდამქმნელით იყო აღჭურვილი. ცო-
ტა ხანში ორივე იმ მოვლენის ჩანაწერს უყურებდა და უსმენდა, რომე-
ლიც ყუთის გაუჩინარებას უძღოდა.
იუბალი უყურებდა, როგორ გაფრინდა ყუთი მისი თავისკენ და შუა
გზაში როგორ გაუჩინარდა.

258
– საკმარისია, – თქვა მან, – ენს ძალიან ესიამოვნება, როდესაც გაი-
გებს, რომ ჩანაწერმა მისი სიტყვები დაადასტურა. დიუკ, ეს ბოლო მო-
მენტი თავიდან გაუშვი, ოღონდ შენელებულად.
– კარგი, – დიუკმა ფირი უკან გადაახვია და გამოაცხადა: – სიჩქარე
ათი ერთთან.
გამოსახულება იგივე იყო, მაგრამ შენელებული ხმიდან აზრის გა-
მოტანა შეუძლებელი გამხდარიყო, ამიტომ დიუკმა ხმა საერთოდ გა-
მორთო. უყურებდნენ, როგორ ნელა გაფრინდა ჯილის ხელებიდან იუ-
ბალის თავისკენ ყუთი, შემდეგ კი, უეცრად... არსებობა შეწყვიტა! მაგ-
რამ უბრალოდ კი არ გამქრალა – შენელებული გამოსახულებიდან
ჩანდა, რომ ყუთი თანდათან დაპატარავდა, ზომაში სულ უფრო შემ-
ცირდა და ეს პროცესი იქამდე გაგრძელდა, ვიდრე საბოლოოდ არ გა-
უჩინარადა.
იუბალმა დაფიქრებით დააქნია თავი.
– დიუკ, შეგიძლია, უფრო შეანელო?
– ერთი წამით. ჩანაწერს რაღაც დაემართა.
– რა ხდება?
– წყეულიმც ვიყო, თუ ვხვდებოდე. როცა ჩვეულებრივი სიჩქარით
აჩვენებდა, ყველაფერი რიგზე იყო, მაგრამ როგორც კი შევანელე, ფო-
კუსის სიღრმის ეფექტი პირიქით შეიცვალა. შენ თვითონაც ხომ ხედავ:
ყუთი სწრაფად გვშორდება, ძალიან სწრაფად, მაგრამ კადრში მუდმი-
ვად კედელზე უფრო ახლოს მოჩანს. რა თქმა უნდა, გამრუდებული პა-
რალაქსია[59]. არადა, ფირი არც კი ამომიღია. ო, გრემლინებო!
– კარგი, შეეშვი, დიუკ. სხვა კამერის ჩანაწერი გაუშვი.
– ჰმ... კარგი. ეს პერპენდიკულარული კუთხიდან გადაღებულ გამო-
სახულებას მოგვცემს და მომხდარს უკეთესად დავინახავთ, იმ შემ-
თხვევაშიც კი, თუ მე რაღაც შემეშალა და პირველ ჩანაწერს რამე დავ-
მართე, – დიუკმა მეორე კამერის ჩანაწერი ჩართო, – დასაწყისს გადა-
ვახვევ, ხოლო იმ ადგილს, რომელიც გვაინტერესებს, მეათედი სიჩქა-
რით გავუშვებ. აბა, რას იტყვი?
– კარგი, მიდი.

259
გამოსახულება იგივე იყო, მაგრამ გადაღების კუთხე შეცვლილიყო.
როგორც კი ჯილმა ყუთს დაავლო ხელი, დიუკმა სიჩქარე შეანელა და
კიდევ ერთხელ იხილეს, თუ როგორ გაუჩინარდა იუბალისკენ გაფრე-
ნილი საგანი.
– მეორე კამერასაც რაღაც დაემართა, – აღმოხდა დიუკს და ამ სიტ-
ყვებს წყევლა-კრულვა მიაყოლა.
– ვითომ?
– რა თქმა უნდა. ეს კამერა გვერდიდან იღებდა, ამრიგად ყუთი
კადრის ერთი მხრიდან უნდა შემოსულიყო, ჰორიზონტალურად გაეფ-
რინა და მეორედან გასულიყო. ამის ნაცვლად კი, ისევ ჩვენი მხრიდან
გაფრინდა. ასე არ არის? შენც ხომ დაინახე, რომ ყუთი ისევ ჩვენგან
გაფრინდა?
– კი, – დაეთანხმა იუბალი, – ისევ ჩვენგან გაფრინდა.
– მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია. ორივე კუთხიდან ასე როგორ გა-
დაიღებდა?!
– რას ნიშნავს, შეუძლებელია? აშკარად დავინახეთ, რომ ნამდვი-
ლად ასე მოხდა, – ჰარშოუ ერთხანს ჩუმად იყო, მერე კი დასძინა: – ამ
კამერების ნაცვლად დოპლერის რადარები[60] რომ გამოგვეყენებინა,
საინტერესოა, რა შედეგს მივიღებდით.
– აბა, ეგ საიდან უნდა ვიცოდე? ორივე კამერა ნაწილებად უნდა
დავშალო და გავიგო, რა ხდება.
– არ ღირს, ტყუილად ნუ იწვალებ.
– მაგრამ...
– დიუკ, მაგაზე დროის დაკარგვას აზრი არ აქვს. კამერები სრულ
წესრიგშია. აბა, მიპასუხე, ყველაფერ დანარჩენთან მიმართებაში პერ-
პენდიკულარულად რა არის განლაგებული?
– გამოცანები ჩემი საქმე არ არის და არც მათი გამოცნობა გამომ-
დის კარგად.
– ეს გამოცანა არ არის. სერიოზულად გელაპარაკები. შემეძლო,
შენს დასახმარებლად მისტერ კვადრატი მომეხმო „ფლატლანდი-
იდან“[61], მაგრამ ვამჯობინებ, ამ კითხვას თავად ვუპასუხო. რა არის
ყველაფერ დანარჩენთან მიმართებაში პერპენდიკულარულად გან-

260
ლაგებული? პასუხი: ორი გვამი, ერთი ძველი პისტოლეტი და ბრენდის
ცარიელი ყუთი.
– რა ჯანდაბას გულისხმობ, ბოს, ეს რაღაც ხუმრობაა?
– ასე პირდაპირ, მარტივად და გასაგებად ცხოვრებაში არ მილაპა-
რაკია. მოდი, სცადე და დაიჯერე, რომ, რაც ჩანაწერებზე ჩანს, ნამდვი-
ლია, იმის მტკიცების სანაცვლოდ, რომ თითქოს ყველა კამერა ერ-
თდროულად გაფუჭდა, რადგან რაც მათ აღბეჭდეს, შენს მოლოდინს
არ შეესაბამებოდა. აბა, სხვა კამერების ჩანაწერებიც ვნახოთ.
ჰარშოუს დანარჩენი ჩანაწერების ყურებისას არანაირი კომენტარი
არ გაუკეთებია. ჩანაწერი იგივე იყო. ახალი და იმისგან განსხვავებუ-
ლი, რაც უკვე იცოდნენ, არაფერი არ უნახავთ, რაც მანამდე ნანახის შე-
უვალობას კიდევ უფრო ადასტურებდა. საფერფლე, რომელიც ჭერთან
ლივლივებდა, რაღაც მომენტში კადრს მიღმა გადიოდა, მაგრამ მისი
მსუბუქად დაშვება და მაგიდის ზედაპირთან უხმაუროდ შეხება კარ-
გად იყო აღბეჭდილი. პისტოლეტი სტერეოვიზორში საკმაოდ პატარა
მოჩანდა, მაგრამ რამდენადაც ამის გარჩევა შეიძლებოდა, მასაც ზუს-
ტად იგივე დაემართა, რაც ბრენდის ყუთს – ზომაში ისე შემცირდა,
თითქოს იქაურობას შორდებაო, სინამდვილეში კი არც კი დაძრულა.
ჰარშოუს ახსოვდა, რომ გაუჩინარების მომენტში პისტოლეტი მაგრად
ჰქონდა ჩაბღუჯული, ამიტომ, როდესაც კამერების მიერ დაფიქსირებუ-
ლი გამოსახულებითაც დადასტურდა ის, რაც მაშინ შეიგრძნო, ბოლომ-
დე დაკმაყოფილდა თუ, რა თქმა უნდა, სიტყვა „დაკმაყოფილება“, ამ
შემთხვევაში, შესაფერისად შეიძლებოდა მიგვეჩნია. დაღვრემილი
ჰარშოუ ერთხანს ნანახზე ფიქრობდა და საბოლოოდ დაასკვნა, რომ,
ისღა დარჩენოდა, დაეჯერებინა.
– დიუკ, როგორც კი მოახერხებ, ყველა ჩანაწერის ასლი გადაიღე.
– ანუ, ეს ნიშნავს, რომ ვრჩები? – მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ
ჰკითხა დიუკმა.
– რაო? ოჰ, ჯანდაბა! ოღონდ იცოდე, სამზარეულოში ვერ შეჭამ. და
კიდევ, დიუკ, შეეცადე, როგორმე, ცრურწმენებისა და სტერეოტიპების-
გან განთავისუფლდე ან, შეძლებისდაგვარად, დამოკიდებულებები

261
მაინც შეარბილო. მართლა გულწრფელად გირჩევ, რომ ძალიან მოინ-
დომო.
– ვეცდები.
– როდესაც მაიკმა ოდესმე ჩემი დაძარღვული ბეხრეკი სხეულის
შეჭმის პრივილეგია ითხოვა, თავისი
წარმოდგენით, ამით უდიდესი პატივი მომაგო... ცხადია, იმ წეს-
ჩვეულებიდან გამომდინარე, რომლის საფუძველზეც აღზარდეს და
რომელიც დედის რძესთან ერთად შეისისხლხორცა. გესმის, რის ახ-
სნას ვცდილობ? ხომ გახსოვს, როგორი ტონით მელაპარაკებოდა, ხომ
ხედავდი, როგორი კრძალვით მომმართავდა? მან მე ყველაზე დიდი
პატივი დამდო და, იმავდროულად, ჩემგან წყალობაც ითხოვა. ხვდები
ამას? დაივიწყე, რას ფიქრობენ ასეთ რამეებზე კანზასში. მაიკი იმ ღი-
რებულებებით ცხოვრობს, რომლებიც მარსზე აღზრდის შედეგად ჩა-
მოუყალიბდა.
– მე მაინც კანზასურ ღირებულებებს ვამჯობინებ.
– რაც მართალია, მართალია, – აღიარა იუბალმა, – მეც მაგ აზრზე
ვარ, მაგრამ ეს არ არის თავისუფალი არჩევანის საკითხი არც ჩემ-
თვის, არც შენთვის და არც მაიკისთვის. სამივე ჩვენგანი იმ ღირებუ-
ლებების ტყვეობაში ვართ, რომლებიც ადრეული ასაკიდანვე მოგვახ-
ვიეს, ხოლო იმთავითვე შესისხლხორცებული ღირებულებებისგან გა-
თავისუფლება ძალიან ძნელია, მეტიც, თითქმის შეუძლებელი. დიუკ,
შეგიძლია, თავში ერთი მარტივი ჭეშმარიტება ჩაიბეჭდო? მარსზე რომ
დაბადებულიყავი და მარსელებს აღეზარდე, ზუსტად მაიკისნაირი და-
მოკიდებულება გექნებოდა იმ ფაქტისადმი, რომ ვინმე უნდა შეგეჭამა,
ან ვინმეს შეეჭამე.
დიუკი ერთხანს ფიქრობდა, მერე კი თავი გააქნია და თქვა:
– იუბალ, მაგით ვერ გამასულელებ. მშვენივრად მესმის, რომ ჩვენ
შორის არსებული განსხვავებების უმეტესობის ახსნა მარტივად შეიძ-
ლება. საქმე იმაშია, რომ მაიკს არ გაუმართლა და ცივილიზებულ სა-
ზოგადოებაში არ აღზრდილა, მე კი პირიქით, ამ მხრივ, ძალიანაც იღ-
ბლიანი გამოვდექი. ამის გათვალისწინებით, მზად ვარ, მასთან მიმარ-

262
თებაში, ბევრ დათმობაზე წავიდე, მაგრამ ეს სულ სხვა ამბავია. ეს ხომ
ინსტინქტიდან მოდის.
– ინსტინქტი? სისულელეა!
– მაგრამ მართლა ასეა. კანიბალიზმისადმი ზიზღი დედის რძესთან
ერთად არ მიმიღია. ჯანდაბა, ეს არც მჭირდებოდა! მე, უბრალოდ, ყო-
ველთვის ვიცოდი, რომ ეს ცოდვა იყო, საშინელი ცოდვა. რატომ ხდება,
რომ ამაზე ფიქრიც კი გულს მირევს? იმიტომ, რომ ეს ძირითადი ინ-
სტინქტია.
იუბალმა მძიმედ ამოიოხრა.
– დიუკ, როგორ შეგიძლია, ამდენი რამ იცოდე მექანიკურ მოწყობი-
ლობებზე და ოდნავი წარმოდგენაც არ გქონდეს, თავად როგორ ხარ
მოწყობილი? ის გულისრევა, რომელსაც განიცდი, სულაც არ არის ინ-
სტინქტი – ეს პირობითი რეფლექსია, აღზრდის პროცესში შეძენილი
რეფლექსი. დედაშენს არ სჭირდებოდა იმის
სწავლება, რომ მეგობრები არ უნდა შეგეჭამა, რადგან ეს მოცემუ-
ლობა ჩვენი თვითმყოფადი კულტურიდან დაბადებისთანავე შეისრუ-
ტე, ამ ღირებულებით ერთიანად გაიჟღინთე – ისევე, როგორც მე. ამას
ემატება კანიბალებთან და მისიონერებთან დაკავშირებული ხუმრო-
ბები, ანიმაციები, ზღაპრები, საშინელებათა ჟანრის ნაწარმოებები...
უამრავი ასეთი წვრილმანი. აი, ამას კი ინსტინქტთან საერთო არაფე-
რი აქვს. ჯანდაბა, შვილო, სრულიად შეუძლებელია, რომ ეს ინსტინქტი
იყოს... რადგან, ისტორიულად, კანიბალიზმი ერთ-ერთი ყველაზე გავ-
რცელებული ჩვეულება იყო სხვადასხვა დროს არსებულ კულტურებში.
ოდესღაც ამას შენი წინაპრებიც აკეთებდნენ, ჩემი წინაპრებიც და სა-
ერთოდ, ყველა ადამიანისა.
– შეიძლება შენი წინაპრები მართლა აკეთებდნენ მაგას, მაგრამ ჩე-
მებს ნუ გარევ, რა.
– ჰმ... დიუკ, განა თავად არ მითხარი, რომ ძარღვებში ინდიელთა
სისხლიც გიჩქეფს?
– რაო? კი, ერთი მერვედი. ჯარში „ბელადს“ მეძახდნენ, მაგრამ მე-
რე რა? მე ამის სულაც არა მრცხვენია. პირიქით, ვამაყობ.

263
– სირცხვილის არანაირი საფუძველი არ გაქვს და, სხვათა შორის,
არც სიამაყის, მაგრამ აშკარაა, რომ ორივე ჩვენგანის გენეალოგიურ
ხეებზე შეიმჩნევიან კანიბალები და, დიდი ალბათობით, ისიც შეგვიძ-
ლია ვივარაუდოთ, რომ მათგან შენ უფრო ნაკლები თაობით ხარ და-
შორებული, ვიდრე მე, რადგან...
– ოო, შე მელოტო ბებერო...
– გაჩუმდი და მომისმინე! რიტუალური კანიბალიზმი ამერიკის აბო-
რიგენულ კულტურებში ფართოდ გავრცელებული ჩვეულება იყო. სიტ-
ყვაზე ნუ მენდობი, თვითონ შეამოწმე. გარდა ამისა, ორივე ჩვენგანის
ძარღვებში, თავისუფლად შეიძლება, კონგოელთა სისხლიც ჩქეფდეს,
თანაც ისე, რომ ამაზე წარმოდგენაც არ გვქონდეს. ეს სრულიად შესაძ-
ლებელია, იქიდან გამომდინარე, რომ ჩრდილოეთ ამერიკიდან ვართ
და თუ იქიდან ჩამოყვანილი მონების რაოდენობასაც გავითვალისწი-
ნებთ... ამაზე რაღას იტყვი? ისევ იქამდე მივედით, საიდანაც დავიწ-
ყეთ. კანიბალებთან ნათესაობას იმ შემთხვევაშიც ვერ ავიცილებდით,
ამერიკის ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა კლუბის მიერ სერტიფიცი-
რებული წმინდა სისხლის ჩრდილოეთ ევროპელებიც რომ ვყოფილი-
ყავით, რაც სრულიად სულელური დაშვებაა, რადგან უკანონოდ შო-
ბილთა რაოდენობა ყოველთვის იმაზე მეტი იყო, ვიდრე ამას ოფიცია-
ლურად აღიარებდნენ. თუმცა ჩვენი სუფთასისხლიანობა რომც დავუშ-
ვათ, წინაპართა ხაზი ოდესმე ისევ და ისევ კანიბალებამდე მიგვიყ-
ვანს, რადგან ჩვენი სახეობის ყველა შტო, გამონაკლისის გარეშე,
ოდესღაც მაინც იყო ამ საქმით გატაცებული. დიუკ, სრული სისულელეა
იმაზე ლაპარაკი, თითქოს კანიბალიზმი ინსტინქტიდან მომდინარე-
ობდეს, რადაგან ამ ჩვეულებას, კაცობრიობის ხანგრძლივი ისტორიის
განმავლობაში, ასობით მილიონი ადამიანი მისდევდა.
– მაგრამ... კარგი, კარგი. უნდა გამეთვალისწინებინა, რომ შენთან
კამათს აზრი არ ჰქონდა. თემას ყოველთვის საშენოდ შემოატრიალებ
ხოლმე, მაგრამ კარგი, დავუშვათ, რომ ყველანი იმ ველურებისგან
წარმოვიშვით, რომლებმაც, როგორც შენ თქვი, იმაზე უკეთესად მოქ-
ცევა არ იცოდნენ, ვიდრე... მე მაგას არ ვაღიარებ, მაგრამ, უბრალოდ,
დავუშვათ, რომ ეს ყველაფერი მართალია. მერე რა? ახლა ხომ უკვე

264
ცივილიზებული ადამიანები ვართ? ყოველ შემთხვევაში მე ნამდვი-
ლად ასეთი ვარ.
– იმაზე მიმანიშნებ, რომ მე არ ვარ? – მხიარულად ჩაიცინა იუბალ-
მა, – შვილო, გარდა იმისა, რომ ჩემი პირობითი რეფლექსი ადამიანის
ხორცის ჭამას ეწინააღმდეგება და, ვთქვათ, შენი შებრაწული ბარ-
კლის წარმოდგენისას გულისრევაც მომადგება, აქ სხვა რამეცაა გა-
სათვალისწინებელი. აღზრდის შედეგად შეძენილ ცრურწმენებსა და
სტერეოტიპებსაც რომ შევეშვათ, წმინდა პრაქტიკული მოსაზრებები-
დან გამომდინარეც, მივიჩნევ, რომ კანიბალიზმის წინააღმდეგ ჩვენი
კულტურული ტაბუ ძალიან სასარგებლო და საჭირო რამეა... სწორედ
იმიტომ, რომ სულაც არ ვართ ცივილიზებულები.
– რაო?
– ეს ხომ სრულიად აშკარაა. ტომობრივი ტაბუ რომ არ გვქონოდა იმ
იმპულსზე, რომელიც, იმდენად ძლიერია, რომ გულწრფელად ინსტინ-
ქტი გგონია, მაშინ ძალიან შემეშინდებოდა, რომ, ადრე თუ გვიან, ვინ-
მე ნამდვილად შემჭამდა, რადგან ბევრ ისეთს გავიხსენებდი, ამის გა-
კეთებისგან მხოლოდ ეს ტაბუ რომ აკავებს. განსაკუთრებით, ხორცის
დღევანდელ ფასსაც თუ გავითვალისწინებდით...
დიუკი ნაძალადევად გაიკრიჭა.
– შენს ნათქვამში არის რაღაც. თუმცა სულაც არ ვისურვებდი, ბედი
გამომეცადა, თუ მეცოდინებოდა, რომ ჩემს ყოფილ სიდედრს ასეთი შე-
საძლებლობა ექნებოდა. ჭირის დღესავით ვძულვარ.
– აი, ხომ ხედავ? ჩვენს მომხიბლავ სამხრეთელ მეზობლებზე რაღას
იტყვი, ნადირობის სეზონის გახსნისთანავე შინაური და გარეული ცხო-
ველები ერთმანეთში რომ ერევათ და ყველაფერზე უკონტროლოდ ნა-
დირობენ? ნამდვილად ვერ ჩამოვიდოდი ფსონს იმაზე, რომ ამ ტაბუს
არარსებობის შემთხვევაში ორივე მათ მაცივრებში არ აღმოვჩნდებო-
დით. მაგრამ რაც შეეხება მაიკს, მე მას უპირობოდ ვენდობი, რადგან
ის ნამდვილად ცივილიზებული ადამიანია.
– რაო?
– დიუკ, მაიკი უკიდურესად ცივილიზებული ადამიანია – რა თქმა
უნდა, მარსული გაგებით. მარსელთა აღქმა და თვალსაზრისი ჩემთვის

265
უცხოა და შეიძლება ვერც ვერასოდეს შევიმეცნო, მაგრამ მაიკთან ამ
საკითხებზე უკვე საკმარისად ვილაპარაკე, რათა ერთ რამ მაინც გამე-
გო: მარსელების ცივილიზაცია სულაც
არ ეფუძნება ერთმანეთის ჭამას. კი, თავიანთ მიცვალებულთა გვა-
მებს ნამდვილად შეექცევიან, ნაცვლად იმისა, რომ დამარხონ, დაწვან
ან ღია ცის ქვეშ მძორიჭამია ფრინველების საკვებად დატოვონ, მაგ-
რამ ეს პროცესი მათი წეს-ჩვეულებების სრული დაცვით სრულდება და
ღრმად რელიგიურ რიტუალს წარმოადგენს. მარსელს სურვილის საწი-
ნააღმდეგოდ არასოდეს ატყვევებენ ან კლავენ. რამდენადაც ამის გა-
მოკვლევა შევძელი, მკვლელობის კონცეფცია საერთოდ არ გააჩნიათ.
მარსელები მხოლოდ მაშინ კვდებიან, როდესაც ამას თავად მოინდო-
მებენ, მანამდე კი ამ გადაწყვეტილებას თავიანთ მეგობრებთან განი-
ხილავენ, მათგან რჩევებს იღებენ. ამისთვის წინაპართა აჩრდილების
თანხმობაც სჭირდებათ, რათა, შემდგომში, მათ რიგებს შეუერთდნენ.
როდესაც მარსელი გადაწყვეტს, რომ სიკვდილის დრო დაუდგა, ისევე
ადვილად მოკვდება, როგორც შენ დასაძინებლად დახუჭავ თვალებს
– არანაირი ძალადობა, არავითარი მტანჯველი სენი, ძილის წამლის
ზედმეტი დოზაც კი არ სჭირდებათ. ერთ მომენტში მარსელი ჯერ კიდევ
ცოცხალი არსებაა, მეორე წამს – აჩრდილი, მისი უსიცოცხლო სხეული
კი რჩება. ამის შემდეგ ან ოდნავ მოგვიანებით – მაიკი დროსთან და-
კავშირებით მუდამ ბუნდოვნად ლაპარაკობს, გარდაცვლილის უახ-
ლოესი მეგობრები შეჭამენ იმას, რაც მას აღარაფერში სჭირდება, რა-
თა დაგროკონ, და, როგორც მაიკი იტყოდა, ზეაღამაღლონ იგი და მისი
გაზებიც ირგვლივ გააფრქვიონ. ახალი აჩრდილი ამ ნადიმს თავადაც
ესწრება. ეს რაღაც ბარ მიცვასა თუ კონფირმაციის რიტუალის მსგავ-
სია, რის შედეგადაც, თუ ეს სწორად გავიგე, ახლად გარდაცვლილის
აჩრდილი „უხუცესის“ სტატუსს მოიპოვებს და მათ საბჭოშიც იკავებს
ადგილს.
– ღმერთო, რა საშინელი ცრურწმენაა, – დიუკს სახე ზიზღით მოეღ-
რიცა, – ამის წარმოდგენაზეც გული მერევა.
– ნუთუ? მაიკისთვის კი ეს ყველაზე ბრწყინვალე და სასიხარულო
რელიგიური ცერემონიაა.

266
– იუბალ, აჩრდილებთან დაკავშირებული მაგ ამბებისა არ გჯერა,
ასე არ არის? – ჩაიფრუტუნა დიუკმა, – დარწმუნებული ვარ, რომ ეგრეა.
ეს ხომ, უბრალოდ, საზიზღარი ცრურწმენებით შეზავებული კანიბა-
ლიზმია.
– ასეთი დარწმუნებულიც არ ვიქნებოდი. ვაღიარებ, რომ მარსელი
უხუცესების თემა ჩემთვის საკმაოდ ძნელად აღსაქმელია, მაგრამ მა-
იკი მათზე ისევე ბუნებრივად ლაპარაკობს ხოლმე, როგორც ჩვენ გა-
სულ ოთხშაბათზე ვილაპარაკებდით. რაც შეეხება დანარჩენს... დიუკ,
შენ რომელი ეკლესიის მიმდევარი ხარ? – დიუკმა უპასუხა და იუბალმა
განაგრძო: – ასეც ვფიქრობდი. კანზასელები ან მაგ ეკლესიას მიეკუთ-
ვნებიან, ან მეორე ისეთივეს, რომელსაც პირველისგან მხოლოდ აბ-
რით თუ გაარჩევ. ერთი ეს მითხარი... როგორ გრძნობ ხოლმე თავს,
როდესაც იმ სიმბოლურ კანიბალიზმში მონაწილეობ, რომელიც ესო-
დენ მნიშვნელოვან როლს ასრულებს შენი ეკლესიის რიტუალებში?
– რა ჯანდაბას გულისხმობ? – გაოგნებული მიაშტერდა დიუკი.
იუბალმა მოზეიმე იერით გადახედა და ეშმაკურად ჩაუკრა თვალი.
– მართლა იყავი მაგ ეკლესიის მრევლში თუ, უბრალოდ, ბავშვობა-
ში საკვირაო სკოლაში დადიოდი?
– რაო? რატომ მეკითხები? რა თქმა უნდა, მრევლში ვიყავი. მთელი
ჩემი ოჯახი იყო მრევლში. ახლაც ვარ... მიუხედავად იმისა, რომ ეკლე-
სიაში ხშირად აღარ დავდივარ ხოლმე.
– ვიფიქრე, რომ საეკლესიო ღვთისმსახურებაზე არ იქნებოდი ნამ-
ყოფი, მაგრამ ასე არ ყოფილა. ამიტომ უნდა იცოდე, რაზეც გელაპარა-
კები. თუ დაფიქრდები, მიხვდები, – იუბალი უეცრად წამოდგა, – მე არც
შენს ეკლესიას მივეკუთვნები და არც მაიკისას, ამრიგად, არ ვაპირებ
იმაზე კამათს თუ რა ნიუანსებით განსხვავდება რიტუალური კანიბა-
ლიზმის ერთი ფორმა მეორისაგან. დიუკ, ახლა კი სასწრაფო საქმეები
მაქვს და მეტ დროს ვეღარ დავხარჯავ, რათა ცრურწმენები შეგირყიო
და მათგან დაგიხსნა. რა გადაწყვიტე – წახვალ? თუ ასეა, მაშინ, ვფიქ-
რობ, უმჯობესი იქნება, გაგაცილო და დავრწმუნდე, რომ არაფერი გე-
მუქრება. დარჩენა გინდა? ამ შემთხვევაში კარგად უნდა მოიქცე. იმას

267
ვგულისხმობ, რომ მაგიდას ჩვენთან, კანიბალებთან ერთად უნდა მი-
უჯდე ხოლმე.
დიუკმა შუბლი შეიჭმუხნა და მცირეოდენი ფიქრის შემდეგ თქვა:
– დავრჩები.
– მაშინ თავს მიხედე. ამ მომენტიდან ხელებს ვიბან და შენს უსაფ-
რთხოებაზე პასუხისმგებლობას ვიხსნი. ამ ოთახში მომხდარის ჩანაწე-
რები საკუთარი თვალითაც ნახე და თუ ოდნავ მაინც აზროვნებ, უნდა
მიმხვდარიყავი, რომ ეს მარსელი ვაჟბატონი, რომელთან ერთადაც
ვცხოვრობთ, მეტად არაპროგნოზირებადია და, შეიძლება, საშიშიც
იყოს.
– ვხვდები, – თავი დაუქნია დიუკმა, – არც ისეთი სულელი ვარ, რო-
გორც გგონია, იუბალ, მაგრამ მაიკს ჩემი აქედან გაძევების ნებას არ
მივცემ, – ერთხანს გაჩუმდა და დასძინა: – შენ ამბობ, რომ ის საშიშია...
და თავადაც ვნახე, მდგომარეობიდან გამოსვლის შემთხვევაში, რო-
გორი შეიძლება იყოს, ამიტომ მის გახელებას ნამდვილად არ ვაპირებ.
ჯანდაბა, იუბალ, ეს პატარა ნაბიჭვარი მომწონს კიდეც.
– ჰმ... მგონია, რომ სათანადოდ ჯერ კიდევ ვერ აფასებ. მისმინე, თუ
მისადმი მართლა მეგობრულად ხარ განწყობილი, მაშინ საუკეთესო,
რისი გაკეთებაც შეგიძლია, წყლის შეთავაზებაა – წყალი გაუზიარე.
გესმის, რას გეუბნები? გახდი მისი წყლისმიერი მოძმე.
– ჰოო... დავფიქრდები.
– მაგრამ გაითვალისწინე, ეს თვალთმაქცურად არ უნდა გააკეთო.
თუ მაიკი შენს შეთავაზებას მიიღებს და წყლისმიერი მოძმეები გახდე-
ბით, ამ ამბავს უდიდესი სერიოზულობით მიიღებს და ნებისმიერ სა-
კითხში უპირობოდ მოგენდობა. ასე რომ, ამას იქამდე ნუ გააკეთებ,
ვიდრე შენც არ იქნები მზად ენდო და გვერდში დაუდგე, მიუხედავად
იმისა, თუ რამდენად არასახარბიელოდ განვითარდება მოვლენები.
საკითხს ან ასე მიუდექი, ან საერთოდ ნუ გააკეთებ.
– მესმის. სწორედ მაგიტომაც გითხარი, დავფიქრდები-მეთქი.
– კარგი, მაგრამ ძალიან დიდხანსაც ნუ იფიქრებ... რადგან მალე აქ
ძალიან ცუდი ამბები დატრიალდება.

268
თავი მეთოთხმეტე
ლემუელ გულივერის ჩანაწერების თანახმად, რომლებშიც მსოფ-
ლიოს რამდენიმე შორეულ ქვეყანაში მოგზაურობას აღწერს, მფრინავ
კუნძულ ლაპუტას არცერთ პატივცემულ მოქალაქეს არ შეეძლო სპე-
ციალური მსახურის, კლიმენოლეს დახმარების გარეშე ვინმესთან გა-
საუბრება. ეს სიტყვა ლაპუტელთა ენიდან უხეშად ითარგმნება, რო-
გორც „მეტყაპუნე“, რამდენადაც ამ მსახურის მოვალეობა იმაში მდგო-
მარეობდა, რომ თავისი ბატონისთვის პირზე ან ყურებზე მიეტყაპუნე-
ბინა, ნიშნად იმისა, რომ მსახურის აზრით, მას ლაპარაკი ან სხვისი
ნათქვამის მოსმენა სურდა.
ამრიგად ლაპუტას მმართველი კლასის წარმომადგენელთა ყუ-
რადღების მიქცევა მეტყაპუნეს გარეშე სრულიად შეუძლებელი იყო.
დედამიწელები გულივერის ჩანაწერებს ერთი ყიამყრალი საეკლე-
სიო მოღვაწე ჯონათან სვიფტის ფანტაზიის ნაყოფად მიიჩნევენ. ყო-
ველ შემთხვევაში, შეუძლებელია ეჭვის შეტანა იმ ფაქტში, რომ, იმ
დროისთვის, პლანეტა დედამიწაზე მეტყაპუნეს ინსტიტუტი ფართოდ
ყოფილიყო გავრცელებული და იმდენად გავრცობილიყო, დახვეწი-
ლიყო და გამრავალფეროვნებულიყო, რომ ლაპუტელები, სათანადოდ
ჩაღრმავების გარეშე, მის რაობას, ალბათ, ვერც კი მიხვდებოდნენ.
უფრო ადრეულ, დედამიწის შედარებით პრიმიტიულ ეპოქებში, სუ-
ვერენული მმართველების ერთ-ერთ უმთავრეს მოვალეობას ისიც წარ-
მოადგენდა, რომ მისგან სამართლის მოთხოვნა მოსახლეობის ყველა-
ზე დაბალი ფენის წარმომადგენელ ქვეშევრდომებსაც შესძლებოდათ,
თანაც ყოველგვარი შუამავლების გარეშე. ამ პრიმიტიული სუვერენუ-
ლობის გადმონაშთები მესამე პლანეტაზე მეფეთა ეპოქის გარდავლის
შემდეგაც არსებობდა, შემორჩენილ მონარქთა აბსოლუტურ უმრავლე-
სობას კი საკუთარი ძალაუფლება სრულიად დაეკარგა. ნებისმიერი ინ-
გლისელის უფლებად კიდევ დიდხანს რჩებოდა მეფის სამართლის
მოთხოვნა, თუმცა ამის შესახებ ცოტამ თუ იცოდა, რეალურად კი აღა-
რავინ მიმართავდა. წარმატებული პოლიტიკოსები მთელი მეოცე სა-
უკუნის განმავლობაში ცდილობდნენ, პოლიტიკური პროცესების ღიად
269
წარმართვის შთაბეჭდილება შეექმნათ, ამიტომ ნებისმიერი მაწანწა-
ლისა თუ საეჭვო წარმოშობის ადამიანისთვისაც მათი კარი მუდამ ღია
იყო.
საჯაროობის პრინციპი ოფიციალურად არასოდეს გაუქმებულა და
ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის პირველ და მეცხრე
შესწორებებშიც ასახულიყო. ამდენად, ის უამრავი ადამიანისთვის ქცე-
ულიყო კანონად, მიუხედავად იმისა, რომ, დროთა განმავლობაში, ეს
საბაზისო დოკუმენტი თითქმის ბოლომდე დაქვემდებარებოდა მსოფ-
ლიო ფედერაციის კანონმდებლობას, რომელსაც თანდათან ისე შე-
ევიწროებინა, რომ პრაქტიკიდანაც გაედევნა და დომინანტურ მდგო-
მარეობაშიც გაბატონებულიყო.
ფედერაციის ხომალდ „ჩემპიონის“ მარსის ექსპედიციიდან დედა-
მიწაზე დაბრუნების დროისთვის,
მეტყაპუნეს ინსტიტუტი კიდევ უფრო გავრცელებულიყო და ჩახ-
ლართულიყო, მასში უამრავი ადამიანი ჩართულიყო, რომელთა ერთა-
დერთ ფუნქციასაც მხოლოდ ხსენებული რიტუალის ჩატარება წარმო-
ადგენდა. საზოგადოებრივი ფიგურის მნიშვნელობის შეფასება იმი-
თაც შეიძლებოდა, თუ რამდენი ადამიანი შედიოდა მის გარშემო შე-
მოკრებილ მეტყაპუნეთა იერარქიაში, რომელიც ბატონს მდაბიოთა
ბრბოსთან პირდაპირი და უშუალო ურთიერთობისგან იცავდა. ახალ
დროებაში მათ უკვე აღარ ეძახდნენ მეტყაპუნეებს. სანაცვლოდ მოიხ-
სენიებდნენ აღმასრულებელ თანაშემწედ, პირად მდივნად, პირადი
მდივნის მდივნად, პრესმდივნად და ასე შემდეგ. ამას ემატებოდნენ
მისაღებში მომუშავენი, შეხვედრების ორგანიზებაზე პასუხისმგებელი
და სხვა მსგავსი წვრილმანისთვის დაქირავებული ხელქვეითები. მათ,
შეიძლებოდა, ნებისმიერი რამ რქმეოდათ, თუმცა ამ იერარქიის ყვე-
ლაზე დაბალ და უმნიშვნელო საფეხურებზე მდგომთათვის სახელის
მოსაფიქრებლად თავი არავის შეეწუხებინა. როგორც წესი, ადამიანს
რაც უფრო მნიშვნელოვანი თანამდებობა ეკავა, მით მეტი სხვადასხვა
სახელწოდების მქონე ხელქვეითი ეხვია, სინამდვილეში კი, ყველა
მათგანი მეტყაპუნის ფუნქციას ასრულებდა. მთელი ეს იერარქია მაქ-
სიმალურად ზღუდავდა გარესამყაროსა და იმ ნებისმიერი დიდი ადა-

270
მიანის პირდაპირ კომუნიკაციას, ვინც კი ამ კონკრეტული მეტყაპუნის
ზემდგომს წარმოადგენდა.
თანამდებობის პირთა გარშემო ოფიციალური შუამავლების მთე-
ლი ეს მჭიდროდ ნაქსოვი ქსელი, ბუნებრივია, არაოფიციალური შუ-
ამავლების რაოდენობის ზრდასაც იწვევდა, რომელთა ფუნქციაც იმა-
ში მდგომარეობდა, რომ დიდი ადამიანებისთვის ოფიციალური მეტყა-
პუნეების ნებართვის გარეშე მიეტყაპუნებინათ ყურზე. ეს, როგორც წე-
სი, სოციალურ თუ ფსევდოსოციალურ ღონისძიებებზე ხდებოდა, გან-
საკუთრებულ შემთხვევებში კი, ყველაზე უფრო წარმატებულ მეტყაპუ-
ნეებს, დიდ ადამიანებთან პრივილეგირებულად, უკანა კარიდან შეეძ-
ლოთ შესვლა ანაც სპეციალური ტელეფონით დაკავშირება. ამ არაო-
ფიციალურ პირებს, როგორც წესი, რაიმე ფორმალური ტიტული არ გა-
აჩნდათ. ამის ნაცვლად მათ ათასგვარად მოიხსენიებდნენ: „გოლფის
კომპანიონი“, „მზარეული“, „ლობისტი“, „უხუცესი მოღვაწე“, „ხუთპრო-
ცენტიანი“ და ასე შემდეგ. ისინი თავისებურად თანაარსებობდნენ
ოფიციალური მეტყაპუნეების გვერდით, რომლებიც დიდი ადამიანე-
ბისკენ მიმავალ გზაზე ჩაბეტონებულ ასევე ოფიციალურ ბარიკადებს
წარმოადგენდნენ, რადგან საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ,
რაც უფრო ხისტია სისტემა, მით უფრო აუცილებელია დამცავი სარქვე-
ლი.
ყველაზე წარმატებული არაოფიციალური მეტყაპუნეები საკუთარი
მეტყაპუნეების ქსელს ქმნიდნენ, რაც, საბოლოოდ, იქამდე მიდიოდა,
რომ არაოფიციალური მეტყაპუნეები თითქმის ისეთივე ძნელად მისაწ-
ვდომ პირებად იქცეოდნენ, როგორებიც დიდი ადამიანები იყვნენ და
რომლებთან კონტაქტის არაოფიციალურ საშუალებასაც თავად წარ-
მოადგენდნენ... სწორედ ამ ვითარებაში გამოჩნდნენ მეორე დონის
არაოფიციალური პირები, რომლებიც, ახლა უკვე, პირველი დონის
არაოფიციალური პირების მეტყაპუნეთა ფუნქციას ასრულებდნენ. თა-
ვისუფალ სახელმწიფოთა მსოფლიო ფედერაციის გენერალური მდივ-
ნის, როგორც უმაღლესი თანამდებობის წარმომადგენლის ირგვლივ
არსებული, არაოფიციალურ პირებზე გამავალი შემოვლითი გზების
ლაბირინთი, ისეთივე უზარმაზარ მასშტაბს აღწევდა, როგორსაც იმ

271
ოფიციალური პირებისა, რომელიც, თავის მხრივ, მათზე ნაკლებად
მნიშვნელოვან პირებს ერტყა გარს.
ზოგ დედამიწელს სჯეროდა, რომ ლაპუტელებს, სავარაუდოდ, მარ-
სზე უნდა ემოგზაურათ. ამ აზრის დამადასტურებელ არგუმენტებად
მარსელთა მსგავსად, ლაპუტელების ცხოვრების აზროვნებითი სტი-
ლის მიმართ მეტისმეტად არაამქვეყნიური დამოკიდებულება და კი-
დევ ორი კონკრეტული ფაქტი მოჰყავდათ: ლაპუტელებმა, სავარა-
უდოდ, დედამიწელ ასტრონომებზე, სულ მცირე, საუკუნე-ნახევრით
ადრე მაინც იცოდნენ მარსის ორი თანამგზავრის არსებობის შესახებ.
მეორე კი ის იყო, რომ ლაპუტას, როგორც მფრინავ კუნძულს, ფორმისა
და ზომის, ისე საფრენი მექანიზმის გათვალისწინებითაც, მხოლოდ
ერთი ტერმინი, „მფრინავი თეფში“ შეესაბამებოდა. თუმცა ამ თეორიას
ეწინააღმდეგებოდა ის ფაქტი, რომ მეტყაპუნეების ინსტიტუტი, რომე-
ლიც ლაპუტელთა საზოგადოების ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტს წარ-
მოადგენდა, მარსზე საერთოდ არ არსებობდა. რამეთუ მარსელთა უხუ-
ცესები არ იყვნენ სივრცესა და დროს დაქვემდებარებული სხეულებით
დამძიმებულნი, მეტყაპუნეები მათთვის ისევე უსარგებლონი იქნებოდ-
ნენ, როგორც გველისთვის ფეხსაცმელები. ჯერ კიდევ მატერიალიზე-
ბულ მარსელებს კი, რომ მოენდომებინათ, ნამდვილად შეეძლოთ მეტ-
ყაპუნეების მომსახურების გამოყენება, მაგრამ არ იყენებდნენ, რამეთუ
ამ ინსტიტუტის კონცეფცია ძირეულად ეწინააღმდეგებოდა მათი
ცხოვრების წესს.
ნებისმიერი მარსელი ფიქრსა და ღრმა აზროვნებით პროცესს იმ-
დენ დროს უთმობდა, რამდენიც სჭირდებოდა. თუ მეორე მარსელს მას-
თან საუბარი მოუნდებოდა, უბრალოდ, იქამდე უნდა მოეცადა, ვიდრე
ამის დრო დადგებოდა. მთელი მარადისობა მათ განკარგულებაში
იყო და აჩქარებისთვის არანაირი საფუძველი არ ჰქონდათ. მარსულ
ენაში სიტყვა „დაჩქარება“ არც არსებობდა და ამ ცნების ასახვა შეუძ-
ლებელი იყო, ამდენად, მარსელებისთვის სრულიად წარმოუდგენელ
მოვლენად რჩებოდა. სისწრაფეს, სიჩქარეს, აჩქარებასა და სხვა
მსგავს აბსტრაქციებს, რომლებიც მარადისობის ცნებასთან, მის არ-
სთან შეიძლებოდა დაეკავშირებინათ, მარსელები მეცნიერული

272
თვალსაზრისით უყურებდნენ. ეს ყველაფერი მარსელთა მათემატიკის
ნაწილს წარმოადგენდა და არაფერი ჰქონდა საერთო მათ ემოციებ-
თან. რაც შეეხება ადამიანებს, მათი ცხოვრებისთვის ესოდენ დამახა-
სიათებელი მუდმივი ფაციფუცი და ქოთქოთი დროსთან დაკავშირებუ-
ლი ფაქტორებით კი არ არის გამოწვეული, არამედ ორსქესოვნებით
განპირობებული გიჟური ჟინიდან მომდინარეობს.
დოქტორ იუბალ ჰარშოუს, პროფესიონალ კლოუნს, მოწოდებით
მავნე ელემენტსა და საკუთარივე არჩევანით პარაზიტს, ხანგრძლივი
მცდელობა არ დაუკლია, რათა „დაჩქარებისა“ და ყველა მსგავსთა
ცნება თავის გარშემოც მოესპო. იგი შესანიშნავად აცნობიერებდა,
რომ არც ისე დიდი ხნის სიცოცხლე დარჩენოდა და არც მარსელების
ან კანზასელების მსგავსად სწამდა, რომ სიკვდილის შემდეგ რაიმე
ფორმით მაინც გააგრძელებდა არსებობას. ამდენად, მიზნად დაესახა,
ცხოვრების ყოველი წამი მარადისობად გადაექცია და ნებიერასავით
ეცხოვრა – ყოველგვარი შიშისა და იმედის გარეშე. როგორც იმთავით-
ვე დაესკვნა, სიამით სავსე ლაღი ცხოვრებისთვის, დიოგენეს კასრზე
უფრო დიდი რამ დასჭირდებოდა, თუმცა არც ყუბილაი ყაენის ნეტარე-
ბის სასახლეზე ჰქონია პრეტენზია, რომელსაც მუდამ აყვავებული ნა-
ყოფიერი მიწები ერტყა, გრანდიოზული კედლები ჰქონდა შემოვლებუ-
ლი და კოშკებითაც დაემშვენებინათ. ჰარშოუს მოკრძალებულ სამ-
ფლობელოში ელექტრული ღობით დაცული რამდენიმე აკრი მიწა შე-
დიოდა, სახლი კი თოთხმეტი ოთახისგან შედგებოდა. თითოეული
ოთახი თანამედროვე
ტექნიკითა და სხვადასხვა აპარატურით აღეჭურვა, რათა ცხოვრე-
ბა, შეძლებისდაგვარად, კომფორტული და მოსახერხებელი გაეხადა.
მუდმივად მობილიზებული მდივნებიც ამ მიზანს ემსახურებოდნენ. სა-
კუთარი ბუდისა და იქ მცხოვრები ადამიანების შესანახად ჰარშოუ მი-
ნიმალურს ხარჯავდა და ცდილობდა, მაქსიმუმი მიეღო, რადგან მის-
თვის უფრო მარტივი იყო, ყოფილიყო მდიდარი, ვიდრე ღარიბი. უბრა-
ლოდ, ჰარშოუს უნდოდა, ზუსტად ისე ეცხოვრა, როგორც მოსწონდა და
ეკეთებინა ყოველივე, რაც, მისი აზრით, მისთვისვე იყო უკეთესი.

273
ამდენად, გულწრფელად განაწყენდა, როდესაც გარემოებათა გა-
მო, იძულებული გახდა, ნაჩქარევად ამოქმედებულიყო, თუმცა საკუ-
თარ თავსაც არ უტყდებოდა, რომ ამ ცვლილებას იმაზე მეტად გაეხა-
ლისებინა, ვიდრე გასული წლების განმავლობაში, ოდესმე ყოფილი-
ყო.
იმ დილას მყარად გადაწყვიტა, რომ მესამე პლანეტის ერთ-ერთ
უმთავრეს აღმასრულებელ ხელისუფალს უნდა დალაპარაკებოდა.
ისიც შესანიშნავად ესმოდა, რომ მეტყაპუნეთა ინსტიტუტის წყალო-
ბით, მთავრობის მეთაურთან ასეთი კონტაქტი ჩვეულებრივი, რიგითი
მოქალაქისთვის, შეუძლებელი იქნებოდა. ჰარშოუს ამ ყველაფრისად-
მი ზიზღნარევი დამოკიდებულება ჰქონდა და საერთოდ არ ცდილობ-
და, საკუთარი თავის გარშემოც მისი საზოგადოებრივი მდგომარეო-
ბისთვის შესაფერისი დამცავი წინაღობები შეექმნა. იგი ყოველთვის
თავად პასუხობდა ტელეფონს, თუ, რა თქმა უნდა, დარეკვისას ახლო-
მახლო აღმოჩნდებოდა, რადგან ყოველი ზარი იმის კარგ შესაძლებ-
ლობას აძლევდა, რომ სრულიად სამართლიანად გაეცა საკადრისი პა-
სუხი რომელიღაც უცნობისთვის, რომელსაც გაებედა და მისი მყუდ-
როება ყოველგვარი საფუძვლიანი მიზეზის გარეშე დაერღვია. ამას-
თან, ადამიანის შეწუხების მიზეზი სწორედ რომ, ჰარშოუს აზრით, სა-
ფუძვლიანი უნდა ყოფილიყო და არა დამრეკავისა. სხვაგვარ მიზეზებს
ის არ აღიარებდა.
იუბალი, ცხადია, არ მოელოდა, რომ აღმასრულებელი ხელისუფ-
ლის სასახლეშიც იგივე, მისთვის ხელსაყრელი პირობები დახვდებო-
და. შესანიშნავად აცნობიერებდა, რომ ბატონი გენერალური მდივანი
ტელეფონს თავად არ უპასუხებდა, მაგრამ ჰარშოუს ადამიანთა ჩვე-
ულებებზე დაკვირვებისა და შესაბამისი დასკვნების გამოტანის მრა-
ვალწლიანი გამოცდილება ჰქონდა, ამრიგად საუზმის შემდეგ სწორედ
ამ საკითხს ჩაუღრმავდა და მის მოგვარებასაც მხნედ შეუდგა.
...ცოტა ხანში სრულიად გადაღლილი და გაღიზიანებული იყო. სა-
კუთარი სახელის ხსენებით მხოლოდ ის მოეხერხებინა, რომ ოფიცია-
ლური მეტყაპუნეების მიერ შექმნილი ბარიერების სამიოდე შრე გადაე-
ლახა, თუმცა კი საკმაოდ მნიშვნელოვან პიროვნებას წარმოადგენდა

274
იმისთვის, რომ მოესმინათ და არ დაეიგნორებინათ. ჰარშოუს ერთი
მდივნისგან მეორესთან იქამდე ამისამართებდნენ, ვიდრე მეტად თა-
ვაზიანი და ზრდილობიანი ახალგაზრდა არ შერჩა ხელთ. ჰარშოუს მი-
სი არა მარტო ხმა ესმოდა, არამედ გამოსახულებასაც ხედავდა და ისე
ჩანდა, თითქოს ამ ყმაწვილს საკითხის უსასრულოდ განხილვის საწი-
ნააღმდეგო არაფერი უნდა ჰქონოდა. გარეგნულად არანაირი გაღი-
ზიანება არ ეტყობოდა, მიუხედავად იმისა, თუ მოცემულ მომენტში რას
ეუბნებოდა ჰარშოუ, მაგრამ ისიც აშკარა იყო, რომ სულაც არ აპირებ-
და, თანამოსაუბრე ღრმადპატივცემულ ბატონ დაგლასთან დაეკავში-
რებინა.
ჰარშოუმ იცოდა, რომ მარსელი ადამიანის ხსენებისთანავე გარ-
კვეულ საპასუხო რეაქციასაც მიიღებდა. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ და-
ამატებდა, რომ მასთან ერთად იმყოფებოდა, ეს რეაქცია ბევრად
სწრაფი იქნებოდა, მაგრამ სულაც არ იყო დარწმუნებული, რომ ამის
შემდეგ დაგლასთან პირისპირ დალაპარაკების საშუალებას მისცემ-
დნენ. სმიტის ხსენებას, გენერალური მდივნის გარემოცვის მხრიდან,
სავარაუდოდ, წარმოუდგენლად მკვეთრი რეაქცია მოჰყვებოდა და,
შესაძლოა, ძალადობრივ ქმედებებზეც არ დაეხიათ, რაც ჰარშოუს სუ-
ლაც არ აწყობდა. ცხოვრების განმავლობაში მიღებული გამოცდილე-
ბიდან იცოდა, რომ თუ მოხერხდებოდა, საქმის დაჭერა პირდაპირ
უმაღლეს პირთან ჯობდა, რადგან, ასეთ შემთხვევაში, დადებითი შე-
დეგის მიღწევის შანსი ერთიორად იზრდებოდა. ისიც მოსალოდნელი
იყო, რომ ბენ კექსტონის სიცოცხლე ბეწვზე ეკიდა, ასეთი მაღალი ფსო-
ნის გათვალისწინებით კი ვერაფრით გარისკავდა; ვერ დაუშვებდა
მოვლენების იმგვარად განვითარებას, რაც, შეიძლებოდა, გენერალუ-
რი მდივნის ხელქვეითთა არასაკმარის უფლებამოსილებას ან მათი
გადაჭარბებული ამბიციებით განპირობებულ გაუთვალისწინებელ
ქმედებებს გამოეწვია.
მაგრამ ეს თავაზიანი და ზრდილობიანი ახალგაზრდა მის მოთმი-
ნებას აშკარად ცდიდა და, ბოლოს, მდგომარეობიდანაც გამოიყვანა.

275
– ყმაწვილო, თუ სათანადო უფლებამოსილება არ გაგაჩნიათ, იმას-
თან დამალაპარაკეთ, ვისაც ეს ხელეწიფება! – პირდაპირ მიახალა
ჰარშოუმ, – მისტერ ბერკვისტთან დამაკავშირეთ!
გენერალური მდივნის ადმინისტრაციის ახალგაზრდა თანამშრომ-
ლის სახიდან ქლესა ღიმილი წამში გადაირეცხა. იუბალმა სიხარუ-
ლით გაიფიქრა, როგორც იქნა, მიზანში გავარტყიო, ამიტომ ვითარე-
ბის განელებას აღარ დალოდებია და საკუთარი უპირატესობის გან-
მტკიცებას შეუდგა.
– აბა, რას უზიხართ? რაღას ელოდებით? შიდა ხაზით დაუყოვნებ-
ლივ დაუკავშირდით გილს და უთხარით, რომ ამდენი ხნის განმავლო-
ბაში იუბალ ჰარშოუს ალოდინებდით!
იუბალს შესანიშნავი მეხსიერება ჰქონდა და გონებაში უმალ აღიდ-
გინა ყველაფერი, რაც პირუთვნელ მოწმე კავენდიშს, საკუთარ მოხსე-
ნებაში, გაუჩინარებული ბერკვისტის შესახებ ეთქვა. შემდეგ ის ინფორ-
მაციაც გაიხსენა, რომელიც დაქირავებული დეტექტივებისგან მიეღო.
თვითკმაყოფილმა ჰარშოუმ გაიფიქრა, რომ ეს ყმაწვილი ბერკვისტზე,
სულ მცირე, სამი საფეხურით დაბლა მაინც იქნებოდა და, რეალურად,
მის გამოსაჭერადაც არაფერი ეცოდინებოდა. ასე რომ, მისი აზრით,
ვაჟბატონს კარგი შეხურება არ აწყენდა... ასე იუბალი ერთი-ორი საფე-
ხურითაც აიწევდა, რადგან თანამოსაუბრე იძულებული გახდებოდა,
ზემდგომ პირებთან გადაემისამართებინა.
– აქ არანაირი მისტერ ბერკვისტი არ გვყავს, – უთხრა გამეხებულმა
ახალგაზრდამ, რომლისთვისაც, თავაზიანობას, ბოლოს და ბოლოს,
მაინც ეღალატა.
– საერთოდ არ მაინტერესებს, სად იმყოფება. ახლავე მოძებნეთ!
თუ გილ ბერკვისტს პირადად არ იცნობთ, მაშინ თქვენს ბოსს ჰკითხეთ.
მისტერ გილბერტ ბერკვისტი, მისტერ დაგლასის პირადი თანაშემწე.
აღმასრულებელი ხელისუფლების სასახლეში ორი კვირის განმავლო-
ბაში მაინც თუ მუშაობთ, აუცილებლად უნდა გენახათ, შორიდან მაინც
მოგეკრათ თვალი. ოცდათხუთმეტი წლისაა, ექვს ფუტამდე სიმაღლის
და ას ოთხმოცამდე ფუნტს[62] იწონის. თხემთან ოდნავ შეთხელებული
ღია ფერის თმა აქვს. გამუდმებით იღიმება და თავისი შესანიშნავი

276
კბილების დემონსტრირებას ახდენს. თუ მის შეწუხებას ვერ ბედავთ,
მაშინ ეს საქმე თქვენს ბოსს მიანდეთ, მაგრამ ფრჩხილების კვნეტას
შეეშვით და რამე მოიმოქმედეთ. უკვე ვგრძნობ, რომ ვღიზიანდები.
– მოიცადეთ. გავარკვევ, – ამოილუღლუღა ფერდაკარგულმა
ახალგაზრდამ.
– რა თქმა უნდა, მოვიცდი, ოღონდ გილთან დამაკავშირეთ.
ადამიანის გამოსახულება ეკრანზე მოძრავი აბსტრაქტული სურა-
თებით შეიცვალა. გაისმა ქალის სასიამოვნო ხმის ჩანაწერი: „გთხოვთ,
მოიცადოთ, ვიდრე თქვენს დაკავშირებას მოვახერხებთ. ეს შეყოვნება
თქვენს ანგარიშზე არ აისახება. გთხოვთ, კომფორტულად მოეწყვეთ,
ვიდრე...“
გაისმა დამამშვიდებელი მუსიკა და ნელ-ნელა ქალის ხმაც გადა-
ფარა. იუბალი ჩამოჯდა და მიმოიხედა. ცოტა მოშორებით, ტელეფო-
ნის ეკრანის საწინააღმდეგო მხარეს, მისი მომლოდინე ენი იჯდა და
კითხულობდა. აქეთ, სავარძელში, მარსელი მოკალათებულიყო და ეკ-
რანს ვერც ის ხედავდა. მთელი ყურადღება სტერეოვიზორისკენ მიეპ-
ყრო, რომელსაც ყურსასმენით უსმენდა.
იუბალმა გაიფიქრა, რომ ეს უსარგებლო ყბედი ყუთი ისევ სარდაფ-
ში უნდა დაებრუნებინა, სადაც იყო კიდეც მისი ადგილი და რაც აქამ-
დეც უნდა გაეკეთებინა. როგორც კი ამ სასწრაფო საქმეს მოამთავრებ-
და, დაუყოვნებლივ მიხედავდა.
– რას უყურებ, შვილო? – ჰკითხა მაიკს, თან წინ გადაიხარა და სტე-
რეოვიზორს ხმა ოდნავ აუწია.
– არ ვიცი, იუბალ.
როგორც კი ხმა მოესმა, ჰარშოუ მაშინვე მიხვდა, რომ ეს სწორედ ის
იყო, რაზეც გამოსახულებისთვის თვალის მოკვრისთანავე გაიფიქრა –
სმიტი ფოსტერიტების ღვთისმსახურებას უყურებდა. ეკრანიდან მომ-
ზირალი პასტორი კი არ ქადაგებდა, არამედ, როგორც ჩანდა, საეკლე-
სიო შეგონებებს კითხულობდა: „...„მოქმედი სულის“ ახალგაზრდული
გუნდი ვახშმამდე აპირებს პრაქტიკულ დემონსტრირებას. ასე რომ,
ადრე მობრძანდით და იხილეთ დიდი ჯახი! ჩვენი გუნდის მწვრთნელ-

277
მა, ძმა ჰორნსბიმ მთხოვა, გადმომეცა, რომ თან მხოლოდ ჩაჩქანები,
ხელთათმანები და კეტები იქონიოთ. ამჯერად ცოდვილთა
მონახულებას არ ვაპირებთ. მიუხედავად ამისა, საჭიროების შემ-
თხვევაში, პირველადი დახმარების აღმოსაჩენად „პატარა ქერუბიმი“
მაინც მუდმივ მზადყოფნაში იქნება“, – პასტორმა პაუზა გააკეთა და
ფართოდ გაიღიმა, – „ახლა კი სასიამოვნო სიახლე, ჩემო შვილებო!
არტურ რენვიკისა და მისი სათნო მეუღლე დოროთისათვის ანგელოზ
რამზისგან შეტყობინება მივიღეთ. თქვენი ლოცვები შესმენილ იქნა და
ხუთშაბათს, განთიადისას, ზეცად ამაღლდებით! წამოდექი, არტ! წა-
მოდექი, დოთი! თავი დახარეთ!“
კადრში მრევლი გამოჩნდა და გამოსახულება ძმა რენვიკსა და და
რენვიკზე შეჩერდა. გაისმა გამაყრუებელი აპლოდისმენტები და შეძა-
ხილები: „ალილუია!“ ძმა რენვიკს ხელები მოკრივესავით აღემართა
და მილოცვებზე შესაბამისი ჟესტებით პასუხობდა, მის ცოლს კი, რომე-
ლიც გვერდით ედგა, ალმურმოდებულ სახეზე მორცხვი ღიმილი გა-
დაჰფენოდა და თვალებს ცხვირსახოცით იმშრალებდა.
კადრში ისევ პასტორი გამოჩნდა. მან მრევლს სიწყნარისკენ ხე-
ლის აწევით მოუწოდა და სწრაფად განაგრძო: „რენვიკების კეთილად
გამგზავრების აღსანიშნავად გამართული წვეულება ზუსტად შუაღამი-
სას დაიწყება და კარი დაიკეტება. ასე რომ, ადრე მობრძანდით და ყვე-
ლაზე მხიარული დღესასწაული მოვაწყოთ, რაც კი ოდესმე ჩვენს
მრევლს უნახავს, რადგანაც ყველანი ვამაყობთ არტითა და დოთით!
დაკრძალვის ცერემონია მზის ამოსვლიდან ოცდაათ წუთში შედგება,
რის შემდეგაც დაუყოვნებლივ ვისაუზმებთ მათთვის, ვინც სამსახურში
დილით ადრე უნდა გაეშუროს“, – პასტორი უეცრად უკიდურესად დასე-
რიოზულდა და მისი გამოსახულება თანდათან ისე გადიდდა, ვიდრე
სახემ მთელი ეკრანი არ გაავსო, – „უკანასკნელი კეთილად გამგზავ-
რების შემდეგ ეკლესიის დარაჯმა ბედნიერების ერთ-ერთ ოთახში ცა-
რიელი პინტიანი ბოთლი აღმოაჩინა... ეს ცოდვილთა მიერ გამოხდი-
ლი ბრენდის ბოთლი იყო. რაც მოხდა, მოხდა. ეს უკვე ჩავლილი ამბა-
ვია, რადგან ძმამ, რომელსაც ჭეშმარიტებისკენ მიმავალ გზაზე ფეხი
დაუცდა, აღიარა საკუთარი დანაშაული და დადგენილი შვიდმაგი ჯა-

278
რიმაც გადაიხადა. მეტიც, მან შეღავათზეც განაცხადა უარი. დარწმუ-
ნებული ვარ, რომ მეტს აღარ შესცოდავს და მრუდე გზას აღარ დაუბ-
რუნდება, მაგრამ ერთი წუთით იმაზე დავფიქრდეთ, ჩემო შვილებო,
ღირს თუ არა მარადიული ბედნიერების რისკის ქვეშ დაყენება მხო-
ლოდ იმისთვის, რომ ამა ქვეყნის ამაოების ბაზარზე რამდენიმე საცო-
დავი პენი შევინარჩუნოთ? მუდამ ეძიეთ ბედნიერებისკენ მიმავალი
წმინდა გზა, რომელზეც ეპისკოპოსი დიგბი მოღიმარი სახით მიგიძ-
ღვებათ. ნება არ მისცეთ ცოდვილებს, თავს მოგახვიონ რაღაც ისეთი,
რაც თითქოს „ასევე კარგია“. ჩვენი სპონსორები მხარს გვიჭერენ და
თავადაც იმსახურებენ მხარდაჭერას თქვენი მხრიდან. ძმაო არტ, ძა-
ლიან ვწუხვარ, რომ ასეთი საკითხის წინ წამოწევა მიწევს...
– არა უშავს, პასტორო. ასე გააგრძელე! – ჩაურთო იუბალმა.
– ...ასეთი დიდი ბედნიერების ჟამს, მაგრამ ჩვენ არასოდეს უნდა
დავივიწყოთ, რომ...
იუბალმა სტერეოვიზორს ხმა გამოურთო.
– მაიკ, აქ შენთვის არაფერია ღირებული და საინტერესო.
– არა?
– ჰმ... – იუბალი ერთხანს ჩაფიქრდა. ადრე თუ გვიან ამ ყმაწვილს
მაინც მოუწევდა მსგავს რამეებთან შეჯახება, – კარგი, გააგრძელე ყუ-
რება, მაგრამ, მოგვიანებით, მოდი და ამაზე დამელაპარაკე.
– კარგი, იუბალ.
ჰარშოუ აპირებდა, რაღაც რჩევაც მიეცა იმასთან დაკავშირებით,
რომ ყველაფერი, რასაც ხედავდა და ესმოდა, პირდაპირი მნიშვნელო-
ბით არ უნდა გაეგო, მაგრამ, ამ დროს, ყურმილიდან მომავალი დამამ-
შვიდებელი მუსიკა თანდათან მიჩუმდა და შეწყდა. ეკრანი ისევ აციმ-
ციმდა და გამოჩნდა ორმოც წელს გადაცილებული მამაკაცი, რომე-
ლიც იუბალმა მაშინვე პოლიციელად მონათლა.
– თქვენ გილ ბერკვისტი არ ხართ, – აგრესიულად უთხრა იუბალმა.
– გილბერტ ბერკვისტთან რა საქმე გაქვთ? – იუბალის რეპლიკას
კითხვით შეეგება.
– მინდა, დაველაპარაკო, – ნაძალადევი მოთმინებით უპასუხა იუ-
ბალმა, – მისმინეთ, ჩემო კარგო, თქვენ სახელმწიფო მოხელე ხართ?

279
კაცი ერთი წამით შეყოყმანდა და უპასუხა:
– კი. თქვენ უნდა...
– არანაირი „უნდა“! საკმაოდ შეძლებული მოქალაქე ვარ, თქვენ კი
ჩემ მიერ გადახდილი გადასახადებიდან იღებთ ხელფასს. მთელი დი-
ლის განმავლობაში მხოლოდ იმას ვცდილობდი, რომ ტელეფონით
კონკრეტულ ადამიანს დავკავშირებოდი, სანაცვლოდ კი ხან ერთ
ცალტვინა ბრიყვთან მალაპარაკებენ, ხან – მეორესთან, არადა ყვე-
ლანი საზოგადოების ბაგიდან იკვებებით. ეს ყველაფერი უკვე ძალიან
მომბეზრდა და მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ. ახლა კიდევ თქვენ გა-
მოტყვერით! მითხარით თქვენი სახელი, თანამდებობა და ნომერი,
შემდეგ კი მისტერ ბერკვისტს დაველაპარაკები.
– კითხვაზე არ გიპასუხებიათ.
– არც ვაპირებ! ვალდებული არ ვარ, გიპასუხოთ. მე კერძო პირი
ვარ, თქვენ კი, როგორც სახელმწიფო მოხელე, ვალდებული ხართ, ნე-
ბისმიერ მოქალაქეს უპასუხოთ იმ კითხვაზე, რომელიც დაგისვით. ოკე-
ლი
კალიფორნიის შტატის წინააღმდეგ, 1972 წელი. მოვითხოვ, საკუ-
თარი თავის იდენტიფიცირება მოახდინოთ: სახელი, თანამდებობა,
ნომერი.
– თქვენ დოქტორი იუბალ ჰარშოუ ხართ, – სრულიად უემოციო ხმით
უთხრა კაცმა, – და რეკავთ სახლიდან, რომელიც მდებარეობს...
– ანუ ამდენი ხანი ამას არკვევდით? იმისთვის მალოდინეთ, რომ
ჩემი ადგილსამყოფელი დაგედგინათ? რა სულელური საქციელია. დი-
ახ, შინ ვარ, ხოლო ჩემი მისამართის დადგენა ნებისმიერ ბიბლიოთე-
კაში, ფოსტაში ან სატელეფონო ცნობარშია შესაძლებელი. რაც შეეხე-
ბა იმას, თუ ვინ ვარ, ესეც ყველამ მშვენივრად იცის – კითხვის მცოდნე
ნებისმიერმა ადამიანმა. თქვენ იცით კითხვა?
– დოქტორო ჰარშოუ, – წარბშეუხრელად გააგრძელა კაცმა, – მე პო-
ლიციის ოფიცერი ვარ და თქვენგან თანამშრომლობას მოვითხოვ. რა
მიზეზით...
– შეგრცხვეთ, სერ! იურისტი გახლავართ და შესანიშნავად მომეხ-
სენება, რომ მოქალაქე მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებშია

280
ვალდებული, პოლიციასთან ითანამშრომლოს. მაგალითად, მაშინ,
როდესაც პოლიციელი სავარაუდო დამნაშავეს უდგას კვალში. თუმცა
მოქალაქეს ასეთ შემთხვევაშიც აქვს უფლება, მას ვინაობის დამადას-
ტურებელი საბუთის წარდგენა მოსთხოვოს. სერ, თქვენ ახლა დამნაშა-
ვეს მისდევთ? ის სადმე ახლომახლო იმყოფება? ეკრანიდან გადმოხ-
ვალთ, რომ მის დაჭერაში დაგეხმაროთ? არის კიდევ ერთი შემთხვევა,
როდესაც მოქალაქეს პოლიციასთან თანამშრომლობა მოეთხოვება –
გონივრულობისა და კანონიერების ფარგლებში, სათანადო დახმარე-
ბა გამოძიების მიმდინარეობისას უნდა გაუწიოს...
– ახლა სწორედ გამოძიება მიმდინარეობს.
– სერ, რის გამოძიებაზე მელაპარაკებით? ვიდრე გამოძიებისას თა-
ნამშრომლობას მომთხოვდეთ, ჯერ თქვენი ვინაობა უნდა დამისახე-
ლოთ, ამის დამადასტურებელი დოკუმენტი წარმომიდგინოთ და
თქვენს კეთილსინდისიერებაშიც დამარწმუნოთ. გარდა ამისა, უნდა
მითხრათ, ამ გამოძიების მიზეზი, ჩემი მხრიდან მოთხოვნის შემთხვე-
ვაში, შესაბამისი კოდიც წარმომიდგინოთ და დამისაბუთოთ, რომ ჩვენ
შორის თანამშრომლობის აუცილებლობა ნამდვილად არსებობს. ჯერ-
ჯერობოთ ჩემ მიერ ჩამოთვლილთაგან არაფერი გაგიკეთებიათ, ამი-
ტომ კვლავ მოვითხოვ, მისტერ ბერკვისტს დამაკავშიროთ.
კაცს სახე მოეღრიცა, მაგრამ თავის შეკავება შეძლო და მშვიდად
განაგრძო:
– დოქტორო ჰარშოუ, მე კაპიტანი ჰაინრიხი ვარ ფედერაციის სპე-
ციალური სამსახურის ბიუროდან. ის ფაქტი, რომ მთავრობის სასახლე-
ში დარეკვის შედეგად მელაპარაკებით, სრულიად ადასტურებს ჩემს
ვინაობას, მიუხედავად ამისა... – ჯიბიდან საიდენტიფიკაციო დო-
კუმენტი ამოიღო და ისე დაიჭირა, რომ ეკრანზე კარგად გამოჩენილი-
ყო. თავიდან გამოსახულება გაიდღაბნა, მაგრამ მალევე დაიწმინდა.
ჰარშოუ ეკრანს კარგად დააკვირდა და დაასკვნა, რომ დოკუმენტი
საკმაოდ დამაჯერებლად გამოიყურებოდა, თუმცა დიდად არც ის აინ-
ტერესებდა, ყალბი იქნებოდა, თუ არა.

281
– ძალიან კარგი, კაპიტანო, – ჩაიბურტყუნა, – ახლა მაინც ამიხსნით,
რატომ არ მაძლევთ მისტერ ბერკვისტთან დალაპარაკების საშუალე-
ბას?
– მისტერ ბერკვისტი აქ არ იმყოფება.
– პირდაპირ ასე რატომ არ მითხარით? მაშინ, ვინმე ისეთთან დამა-
კავშირეთ, ვისი რანგიც ბერკვისტისას შეესაბამება. ვგულისხმობ, და-
მალაპარაკოთ ერთ-ერთთან იმ რამდენიმე ადამიანიდან, რომლებიც,
გილის მსგავსად, უშუალოდ გენერალურ მდივანთან მუშაობენ. ნუ ეც-
დებით, ისევ გამასულელოთ და ისეთ წვრილმან მოხელესთან გადამა-
მისამართოთ, რომელსაც ზემდგომთა ნებართვის გარეშე ცხვირის მო-
ხოცვის უფლებაც არ აქვს! თუ გილი მანდ ნამდვილად არ იმყოფება,
რათა ეს საქმე მომიგვაროს, მაშინ, ღვთის გულისათვის, იმავე რანგის
ისეთ მოხელესთან გადამრთეთ, ვისაც ეს ხელეწიფება!
– თქვენ გენერალურ მდივანთან დაკავშირებას ცდილობდით. ხომ
ასეა?
– სწორედ ასეა.
– ძალიან კარგი. ასეთ შემთხვევაში, შეგიძლიათ, მე მომახსენოთ,
რა საქმე გაქვთ მასთან.
– მაგრამ ისიც შემიძლია, რომ არაფერიც არ მოგახსენოთ. თქვენ
გენერალური მდივნის ნდობით აღჭურვილი პირი ხართ? განდობთ სა-
კუთარ საიდუმლოებს?
– ჩვენ ახლა სულ სხვა რამეზე ვლაპარაკობთ. ამ საკითხს არ ეხება.
– სწორედაც რომ ამ საკითხს ეხება. როგორც პოლიციის ოფიცერმა,
ეს ჩემზე უკეთ უნდა უწყოდეთ. გენერალურ მდივანთან დაკავშირების
მიზეზს მხოლოდ იმ ადამიანს ავუხსნი, ვინც ნამდვილად ღრმად არის
ჩახედული ამგვარად დელიკატურ საკითხებში და მისტერ დაგლასის
სრული ნდობითაც სარგებლობს; ვინც იმდენადაა დაახლოებული გე-
ნერალურ მდივანთან, რომ მასთან ჩემი დაკავშირება შეუძლია; ვინც
მომცემს გარანტიას, რომ უშუალოდ მასთან დამალაპარაკებს. დარ-
წმუნებული ხართ, რომ მისტერ ბერკვისტის მოძებნა ნამდვილად შეუძ-
ლებელია?
– სრულიად დარწმუნებული ვარ.

282
– ძალიან ცუდია. მას ამ საქმის სწრაფად მოგვარება შეეძლო. რა
გაეწყობა – ბერკვისტის რანგის მქონე სხვა ადამიანთან უნდა დამაკავ-
შიროთ.
– საქმე მართლაც ესოდენ საიდუმლო საკითხს რომ ეხებოდეს, მა-
შინ საზოგადოებრივი ტელეფონით ნამდვილად არ ისარგებლებდით.
– კარგი რა, კაპიტანო, გუშინ ხომ არ დავბადებულვარ?! ამას ვერც
თქვენზე ვიტყოდი. რამდენადაც ადვილად დაადგინეთ, თუ საიდან
ვრეკავდი, როგორმე იმის დადგენასაც მოახერხებდით, რომ უსაფ-
რთხო სატელეფონო ხაზს ვიყენებ.
სპეციალური სამსახურის ოფიცერს ამაზე აღარაფერი უთქვამს. სა-
ნაცვლოდ ჰარშოუს უთხრა:
– დოქტორო, ყველაფერს პირდაპირ გეტყვით და დროსაც დავზო-
გავთ. ვიდრე არ ამიხსნით, თუ რა საქმე გაქვთ გენერალურ მდივანთან,
მასთან დაკავშირების იმედი არ უნდა გქონდეთ. თუ ახლა საუბარს
გაწყვეტთ და მთავრობის სასახლეში დარეკვას ისევ შეეცდებით,
თქვენს ზარს ისევ ჩემთან გადმოამისამართებენ. თუ გინდათ, ასჯერ
დარეკეთ, მაინც იგივე მოხდება... მთელი თვე რომ რეკოთ, მუდმივად
ერთი და იგივე განმეორდება. ასე გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ჩვენ-
თან თანამშრომლობას არ დათანხმდებით.
იუბალს სახე გაებადრა.
– მაგის აუცილებლობა აღარ არსებობს, რადგან უკვე წამოგცდათ –
თუ ეს სულაც არ ყოფილა წამოცდენა? სწორედ ის, რისი დადგენაც მოქ-
მედებაზე გადასვლამდე იყო საჭირო, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი რამ სა-
ერთოდ მოხდება... ახლა მათი შეჩერება უკვე დღის ბოლომდეც შემეძ-
ლება... თუმცა საიდუმლო სიტყვა „ბერკვისტი“ აღარ იქნება.
– რა ჯანდაბას ამბობთ?
– ძალიან გთხოვთ, ძვირფასო კაპიტანო! მართლა ხომ არ გვაყურა-
დებენ? თქვენ ხომ იცით, და თუ არ იცით, ნამდვილად უნდა იცოდეთ,
რომ მე მთავარი ფილოსოფუნკულისტი ვარ, თანაც მოქმედი.
– გაიმეორეთ...

283
– ნუთუ თქვენთვის ამფიგორია არ უსწავლებიათ? ღმერთო ჩემო,
რას ასწავლიან ბავშვებს ჩვენს დროში! გიჯობთ, ისევ პინოკლის[63]
თამაშს დაუბრუნდეთ, უკვე ვეღარაფერში გამომადგებით.
იუბალმა დაუყოვნებლივ გაწყვიტა კავშირი და აპარატი ისე დააყე-
ნა, რომ ათი წუთის განმავლობაში ზარები არ მიეღო, შემდეგ კი დაიძა-
ხა:
– აბა, აქ მოდით, ბავშვებო.
იუბალი აუზთან დაბრუნდა და თავის საყვარელ ადგილას მოკა-
ლათდა. ენი უკვე გაეფრთხილებინა, რომ პირუთვნელი მოწმის საბურ-
ველი მუდამ თან ჰქონოდა, რადგან, შეიძლებოდა, მისი პროფესიული
მომსახურება ნებისმიერ დროს დასჭირვებოდა. მაიკს უთხრა, რომ
ხმის მისაწვდენ მანძილზე ყოფილიყო, მირიამს კი ტელეფონთან და-
კავშირებით სათანადო მითითებები დაუტოვა. ამის შემდეგ საკუთარ
თავს მოდუნების უფლებაც მისცა.
იუბალი ნამოქმედარით არც ისე უკმაყოფილო იყო. სულაც არ მო-
ელოდა, რომ გენერალურ მდივანთან დაკავშირებას ადვილად და
სწრაფად მოახერხებდა, მით უმეტეს, ოფიციალური არხებით, მაგრამ
გრძნობდა, რომ მის მიერ ამ დილით განხორციელებულმა ქმედებებმა
გენერალური მდივნის გარშემო აზიდულ კედელში გარკვეული ბზარი
მაინც გააჩინა. ჰარშოუ ფიქრობდა, ყოველ შემთხვევაში, იმედოვნებ-
და, რომ კაპიტან ჰაინრიხთან საუბარს საპასუხო ზარი უნდა მოჰყოლო-
და... ცხადია, უფრო მაღალი ეშელონებიდან.
ან რაღაც მსგავსი.
ასე რომც არ მომხდარიყო, სპეციალური სამსახურის წარმომადგე-
ნელთან ამგვარი კომპლიმენტების გაცვლა, თავისთავად, ერთ რამედ
ღირდა და ჰარშოუც თავს ისე გრძნობდა, როგორც მსახიობი როლის-
თვის წარმატებულად თავის გართმევის შემდეგ. არც ის ავიწყდებოდა,
რომ საჭირო იყო შემდეგი ნაბიჯების გადადგმა მიღწეულის შესანარ-
ჩუნებლად, საკუთარი პოზიციების განსამტკიცებლად და პოლიციის
მხრიდან მოსალოდნელი უსიამოვნებების ასაცილებლად. იუბალმა
ისიც იცოდა, რომ ასეთ ნაბიჯებს კაპიტანი ჰაინრიხიც გადადგამდა.

284
მაგრამ თუ უახლოეს მომავალში არაფერი მოხდებოდა, საკითხავი
ის იქნებოდა, კიდევ რამდენ ხანს მოუხდებოდა მოცდა. მის მიერ მომ-
ზადებული ნელი მოქმედების ბომბი, შეიძლებოდა, წამიწამზე აფეთქე-
ბულიყო, რადგან ჯილს შეჰპირებოდა, რომ ბენ კექსტონის მოსაძებნად
ყველაფერს გააკეთებდა. მაინც რატომ არ სურდა ჯილს იმის გაგება,
რომ ბენს, შესაძლოა, ვეღარაფრით დახმარებოდნენ?! მეტიც, იუბალი
სრულიად იყო დარწმუნებული, რომ მას მართლაც ვეღარ უშველიდ-
ნენ. ბენის მოსაძებნად გადადგმულ ნებისმიერ პირდაპირ და დაუფიქ-
რებელ ნაბიჯს, შეიძლებოდა, მაიკის თავისუფლების დაკარგვა მოჰ-
ყოლოდა. ახლა კი ამ ყველაფერს დიუკის სადღაც გაუჩინარებაც და-
მატებოდა.
დიუკი მთელი დღე არ გამოჩენილიყო და იუბალმა უკვე აღარ იცო-
და, რა ეფიქრა. წინა დღეს ბიჭი სადილზე ენახა, მომდევნო დღეს კი
საუზმეზე აღარ შეენიშნა. როგორც ჩანდა, ჰარშოუს სახლში
მცხოვრებთაგან დიუკის გაუჩინარება, თვით იუბალის გარდა, არა-
ვის შეემჩნია. საერთოდ, იუბალი ასეთ რამეებს არც არასდროს აქცევ-
და ყურადღებას, თუ გაუჩინარებული უცებ რაიმეში არ დასჭირდებო-
და, მაგრამ იმ დილით, ეს ნამდვილად შენიშნა... დღის განმავლობაში
უკვე, სულ მცირე, ორჯერ მაინც შეეკავებინა თავი დიუკის დაძახების-
გან მაშინ, როდესაც, როგორც წესი, სწორედ მას ეძახდა ხოლმე.
იუბალი აუზისკენ მოღუშული იყურებოდა და ხედავდა, როგორ
ცდილობდა მაიკი დორკასის მიერ შესრულებული დახვეწილი ნახტო-
მის გამეორებას. სწორედ ამ დროს გამოუტყდა იუბალი საკუთარ თავს,
რომ დიუკს უკვე შეგნებულად აღარ უხმობდა, მიუხედავად იმისა, რომ
მისი დახმარება რამდენჯერმე დასჭირვებოდა. პრობლემა ის იყო,
რომ არ უნდოდა, დათვისთვის ეკითხა, თუ რა შეემთხვა ალჯის, რად-
გან დათვს, შეიძლებოდა, ეპასუხებინა...[64]
რა გაეწყობოდა, ამ საკითხის გასარკვევად მხოლოდ ერთი გზა არ-
სებობდა. საკუთარი სისუსტე უნდა დაეძლია.
– მაიკ! აქ მოდი.
– მოვდივარ, იუბალ, – მარსელი აუზიდან ამოვიდა და იუბალთან
ლეკვივით ხალისიანად მიძუნძულდა. ჰარშოუმ ბიჭი კარგად აათვა-

285
ლიერ-ჩაათვალიერა და დაასკვნა, რომ აქ მოსვლის შემდეგ ოცი ფუნ-
ტით მაინც მოემატებინა, თანაც, როგორც ხვდებოდა, ზედმეტი წონა
კუნთების განვითარების ხარჯზე მოდიოდა.
– მაიკ, ხომ არ იცი, დიუკი სად არის?
– არა, იუბალ.
იუბალმა შვებით ამოისუნთქა. ისე ჩანდა, რომ ყველაფერი რიგზე
იყო, რადგან ამ ბიჭმა საერთოდ არ იცოდა, რა იყო ტყუილი, თუმცა აქ
ერთი რამ იყო გასათვალისწინებელი! იუბალს ახსოვდა, რომ მაიკის
კომპიუტერივით მოწყობილი ტვინი პასუხებს ყოველთვის კითხვიდან
გამომდინარე გასცემდა... მაიკმა ხომ არც ის იცოდა, თუ სად გაქრა ის
დაწყევლილი ყუთი. გაქრა და მორჩა. ყოველ შემთხვევაში, როგორც
ჩანდა, ამის ახსნა არ შეეძლო.
– მაიკ, დიუკი ბოლოს როდის ნახე?
– დიუკი მაშინ ვნახე, როდესაც კიბეზე ამოდიოდა, მე და ჯილი კი
ქვემოთ ჩავდიოდით, ამ დილით, საუზმის მომზადებისას, – თქვა მაიკ-
მა და ამაყად დასძინა: – მე საუზმის მომზადებაში ვეხმარებოდი.
– ბოლოს მაშინ ნახე დიუკი?
– იუბალ, ამის შემდეგ დიუკი აღარ მინახავს. პური შესანიშნავად
გავხუხე.
– დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ასე იქნებოდა. შენგან შესანიშ-
ნავი ქმარი გამოვა, თუ ფრთხილად არ იქნები.
– ოჰ, ძალიან ფრთხილად გავხუხე.
– იუბალ...
– რა არის? გისმენ, ენ.
– დიუკმა დილით ადრე წაისაუზმა და ქალაქში წავიდა. მეგონა,
იცოდი.
– აჰა, – იუბალი ერთხანს გაჩუმდა და მოსმენილი გააანალიზა, –
ამის შესახებ რაღაც კი მითხრა, მაგრამ, როგორც მახსოვდა, ნასადი-
ლევს უნდა წასულიყო. არა უშავს, ეგ არაფერია, – იუბალმა უეცრად გა-
აცნობიერა, როგორ გადავარდა გულიდან მძიმე ლოდი. არადა, დიუკს
მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა სულაც არ ჰქონია. ის, უბრა-
ლოდ, მარჯვე დამხმარე იყო და მეტი არაფერი! იუბალი არც არავის

286
აძლევდა იმის საშუალებას, რომ მისთვის მნიშვნელოვანი ადამიანი
გამხდარიყო, მაგრამ ისიც უნდა ეღიარებინა, რომ ეს ამბავი აშფოთებ-
და, სულ ცოტათი მაინც აშფოთებდა.
განა შეიძლებოდა საქმის აღძვრა იმის გამო, რომ ადამიანი ყველა-
ფერთან მიმართებაში პერპენდიკულარულ მდგომარეობაში აღმოჩ-
ნდა?
ეს ხომ სულაც არ იყო მკვლელობა. ყოველ შემთხვევაში, მკვლე-
ლობად ვერ მიიჩნეოდა იქამდე, ვიდრე ეს ყმაწვილი ამ მეთოდს საკუ-
თარი თავის ან სხვისი, მაგალითად, ჯილის დასაცავად იყენებდა. შე-
იძლებოდა, ასეთი შემთხვევისთვის, ოდესმე, პენსილვანიის ალქაჯე-
ბის საწინააღმდეგო კანონიც გამოეყენებინათ... სავარაუდოდ, ამ კა-
ნონს კარგა დიდი ხნის წინ უნდა გასვლოდა ყავლი, მაგრამ საინტერე-
სო კი იქნებოდა, როგორ ჩამოაყალიბებდა პროკურორი საბრალდებო
სიტყვას.
შეიძლებოდა, მარსელი ადამიანის შეფარება საზოგადოებრივი
წესრიგის დარღვევად განესაზღვრათ? ალბათ, მაგრამ უფრო მოსა-
ლოდნელი ის იყო, რომ ახალი, იქამდე არსებულთაგან რადიკალუ-
რად განსხვავებული კანონების მიღებაც მოუწევდათ. მაიკს უკვე გვა-
რიანად შეერყია ფიზიკისა და მედიცინის საფუძვლები, თუმცა ამ სფე-
როთა წარმომადგენლებს ჯერაც არ ჰქონდათ წარმოდგენა იმ ყოვ-
ლისმომცველ ქაოსზე, რომელთან შეჯახებაც მომავალში მოუხდებო-
დათ. ჰარშოუმ ამ საკითხზე ფიქრისას ისიც გაიხსენა, თუ როგორი პი-
რადი ტრაგედია იყო რელატივისტური მექანიკის დამკვიდრება ბევრი
გამოჩენილი მეცნიერისთვის. ძველ პრინციპებზე ჩაკირულობის გამო
მათ ფარდობითობის თეორიის გადახარშვა ვერ
შეძლეს, ამიტომ აინშტაინისა და ყველა იმ მეცნიერის მიმართ ბრმა
მრისხანებაში ჰპოვეს შვება, ვინც მის პოზიციას გაიზიარებდა ან კვლე-
ვებს სერიოზულად მაინც აღიქვამდა. მაგრამ ასეთმა გზამ ისინი, საბო-
ლოოდ, ჩიხში შეიყვანა და ერთადერთი, რისი გაკეთებაც ამ ძველ, მო-
უქნელი აზროვნების მქონე გვარდიას შეეძლო, ის იყო, რომ დახოცი-
ლიყვნენ და ასპარეზი ახალგაზრდა და შეუზღუდავი გონებების მქონე
მოაზროვნეებისთვის დაეთმოთ.

287
ჰარშოუს ბაბუამისის მონათხრობიც გაახსენდა იმის თაობაზე, რომ
მსგავსი პროცესები მედიცინის სფეროში იმუნური თეორიის გაჩენის
დროსაც მიმდინარეობდა. ბევრი ძველი თაობის ექიმი თუ ფიზიოლოგი
ლუი პასტერს კუბოს ფიცრამდე მატყუარას, სულელსა და ბევრად უფ-
რო უარესსაც ეძახდა. მათ არაფრით უნდოდათ, თვალი მტკიცებულე-
ბებისა და მეცნიერული ფაქტებისთვის გაესწორებინათ და საკუთარ
„საღ აზრზე“ დაყრდნობით აცხადებდნენ, რომ ასეთი რამ, უბრალოდ,
შეუძლებელი იყო.
ახლა კი, ადვილად სავარაუდო იყო, რომ სამეცნიერო წრეებში მა-
იკს იმაზე უფრო დიდი ორომტრიალის გამოწვევა შეეძლო, ვიდრე პას-
ტერსა და აინშტაინს ერთად აღებულს, თუნდაც კვადრატში ან კუბში
აყვანილს.
ამ ფიქრებს იუბალი შორს წაეღო, მაგრამ, უეცრად, გამოერკვა.
– ლარი! ლარი სად არის?
– აქ ვარ, ბოს, – მოესმა უკნიდან, სახურავის კარნიზის ქვეშ დამონ-
ტაჟებული ხმის გამაძლიერებლიდან, – სახელოსნოში ვარ.
– განგაშის ღილაკი მანდ გაქვს?
– რა თქმა უნდა. ხომ მითხარი, სულ თან მქონოდა და ძილის დრო-
საც არ მომეშორებინა. ასეც ვიქცევი. სულ თან დამაქვს.
– მოდი და ეგეც წამოიღე. არა, აჯობებს, ენს მისცე. ენ, საბურველ-
თან ერთად ეგეც სულ თან გქონდეს.
ენმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ლარის ხმა ისევ გაისმა:
– უკვე მოვიდა მაგის დრო? უკუთვლა დაიწყო?
– უბრალოდ, გააკეთე, რაც გითხარი, – უცებ იუბალმა აიხედა და აღ-
მოაჩინა, რომ მარსელი ისევ თავზე წამოსდგომოდა, ქანდაკებასავით
გაშეშებული... ქანდაკებასავით... იუბალს ის ერთ კონკრეტულ
ქანდაკებას აგონებდა... გონება დაძაბა და მეხსიერებაში უმალ მი-
ქელანჯელოს „დავითი“ ამოუტივტივდა. სწორედ ამ ქანდაკებას აგო-
ნებდა, მიუხედავად ბოლომდე განუვითარებელი კიდურებისა, სრული-
ად უშფოთველი, მგრძნობიარე სახისა და გრძელი აჩეჩილი თმისა.
– სულ ეს იყო, მაიკ.
– კარგი, იუბალ.

288
მაგრამ მაიკი უძრავად იდგა.
– რამე ხომ არ გაწუხებს?
– ის, რაც იმ წყეულ მოლაყბე ყუთში ვნახე. მაშინ შენ მითხარი: „კარ-
გი, გააგრძელე ყურება, მაგრამ, მოგვიანებით, მოდი და ამაზე დამე-
ლაპარაკე“.
– ოჰ, – ჰარშოუს ახალი გამოცხადების ეკლესიის შესახებ გადაცემა
გაახსენდა და შუბლი შეიჭმუხნა, – ჰო, მაგაზე ვილაპარაკებთ, მაგრამ,
პირველ რიგში, უნდა გითხრა, რომ სტერეოვიზორს წყეულ მოლაყბე
ყუთს ნუ ეძახი. უბრალოდ, სტერეოვიზორი დაუძახე.
აშკარად საგონებელში ჩავარდნილი მაიკი ჰარშოუს მიაჩერდა.
– წყეული მოლაყბე ყუთი არ არის? შენი ნათქვამი არასწორად გა-
ვიგე?
– სწორად გაიგე და ეგ მართლაც წყეული მოლაყბე ყუთია, რასაც
ჩემგან, სხვა მსგავს რაღაცებთან ერთად, კიდევ ბევრჯერ გაიგონებ.
მაგრამ შენ მაინც სტერეოვიზორი უნდა დაუძახო.
– კარგი, სტერეოვიზორს დავუძახებ, მაგრამ რატომ, იუბალ? მე
ამას ვერ ვგროკავ.
ჰარშოუმ ამოიოხრა – ამ კიბეზე უკვე ბევრჯერ ასულიყო და უკვე მე-
ტისმეტად გადაქანცულიყო. მაიკთან ნებისმიერ თემაზე საუბარი, ად-
რე თუ გვიან, ჩიხში შედიოდა, რადგან, საბოლოოდ, ადამიანთა ბუნე-
ბის ისეთ გამოვლინებას მიადგებოდნენ ხოლმე, რომელიც ლოგიკუ-
რად არ განიმარტებოდა, ყოველ შემთხვევაში, სმიტისთვის გასაგები
სიტყვებით და ახსნის ყოველგვარი მცდელობა უსასრულოდ იწელებო-
და, დროის სრულიად უსარგებლოდ ხარჯვად იქცეოდა.
– მაგას ვერც მე ვგროკავ, მაიკ, მაგრამ ჯილს არ უნდა, რომ შენ ასე
ილაპარაკო.
– ეგრე მოვიქცევი, იუბალ. ჯილს უნდა, რომ ასე მოვიქცე.
– ახლა ის მითხარი, სტერეოვიზორში ნანახიდან და მოსმენილი-
დან რა დაგროკე.
საუბარი, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით წამოიწყეს, კი-
დევ უფრო გაჭიანურებული, ჩახლართული და არეულ-დარეული გა-
მოდგა, ვიდრე სხვა შემთხვევებში ხდებოდა. აღმოჩნდა, რომ მაიკს

289
ზედმიწევნით ზუსტად ახსოვდა სტერეოვიზორში ნანახი და მოსმენი-
ლი ყოველი მოქმედება და სიტყვა, რეკლამების ჩათვლით. ამ დროის-
თვის თითქმის დაემთავრებინა ენციკლოპედიის ტომების გაცნობა და
უკვე წაეკითხა სტატიები სახელწოდებით „რელიგია“, „ქრისტიანობა“,
„ისლამი“, „იუდაიზმი“, „კონფუციანიზმი“, „ბუდიზმი“ და რელიგიასთან
დაკავშირებული კიდევ უამრავი რამ, მაგრამ ვერაფერი დაეგროკა.
იუბალი, საბოლოოდ, ასეთ დასკვნამდე მივიდა: ა) მაიკმა არ იცო-
და, რომ ფოსტერიტები რელიგიურ ჯგუფს წარმოადგენდნენ; ბ) მაიკს
ახსოვდა, რაც რელიგიების შესახებ წაეკითხა, მაგრამ ყველაფერი მეხ-
სიერების ბაზაში გადაენახა, რათა მათზე მომავალში ეფიქრა და გაე-
აზრებინა, რადგან იმდენს კი მიმხვდარიყო, რომ, იმ მომენტში, ვერა-
ფერს იგებდა; გ) მაიკს ერთობ ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა თავად
ტერმინ „რელიგიის“ თაობაზეც, მიუხედავად იმისა, რომ შეეძლო ამ
ტერმინის ცხრავე განმარტება მოეყვანა, თანაც იმ სახით, როგორც
ლექსიკონის ვრცელ ვერსიაში ეწერა; დ) მარსულ ენაში არ იყო არცერ-
თი ისეთი სიტყვა და ცნება, რომელთა შესაბამებასაც ამ ცხრა განმარ-
ტებიდან რომელიმესთან მაინც შეძლებდა; ე) წეს-ჩვეულებები, რომ-
ლებიც იუბალმა დიუკს, როგორც მარსელთა რელიგიური ცერემონიები
აღუწერა, მაიკისთვის ისეთივე ჩვეულებრივი საკითხები იყო, როგორც
იუბალისთვის მაღაზიაში წასვლა იქნებოდა. ვ) მარსულ ენაში შეუძლე-
ბელი იყო, ცალ-ცალკე გამოგეყო ისეთი ცნებები, როგორებიცაა „რე-
ლიგია“, „ფილოსოფია“ და „მეცნიერება“. მიუხედავად იმისა, რომ მა-
იკი ინგლისურად უკვე თავისუფლად ლაპარაკობდა, ის მაინც მარსუ-
ლად ფიქრობდა და, ამდენად, ჯერ კიდევ არ შეეძლო, ეს ცნებები ერ-
თმანეთისგან განესხვავებინა. ისინი მისთვის, უბრალოდ, „სწავლებე-
ბი“ იყო, რომლებიც უხუცესთაგან მოდიოდა. მას არასოდეს სმენოდა
„დაეჭვებისა“ და „გამოკვლევის“ შესახებ. მარსულში ამ ცნებათა შე-
სატყვისი საერთოდ არ არსებობდა. ნებისმიერ კითხვაზე პასუხი კი
უხუცესებს მოეპოვებოდათ, რომლებიც ყოვლისმცოდნენი და შეუმ-
ცდარნი იყვნენ, მიუხედავად იმისა, თუ რას ეხებოდა საკითხი – მომ-
დევნო დღის ამინდს თუ კოსმოსურ ტელეოლოგიას[65]. მაიკს მოლაპა-
რაკე ყუთში უკვე მოესმინა ამინდის პროგნოზი და ზედმეტი კითხვების

290
გარეშე დაესკვნა, რომ ის ადამიან უხუცესთა გზავნილი იყო, რომელ-
საც ჯერ კიდევ მატერიალიზებულ ადამიანთა სასარგებლოდ ავრცე-
ლებდნენ. იუბალმა მაიკთან საუბრისას ისიც გამოარკვია, რომ „ბრი-
ტანიკას“ ავტორების შესახებაც იმავეს ფიქრობდა.
იუბალისთვის ყველაზე უარესი, რასაც საკმაოდ შეეშფოთებინა და
ერთგვარ ჩიხშიც გამოემწყვდია, ის იყო, რომ მაიკს ფოსტერიტების
ღვთისმსახურება თავისებურად დაეგროკა – სტერეოვიზორში მოსმე-
ნილი და ნანახი ორი ადამიანის წინასწარ დაგეგმილ დემატერიალი-
ზაციის გამოცხადებად აღექვა, რისი საბოლოო მიზანიც მათი დედამი-
წელ უხუცესებთან შეერთება იქნებოდა. მაიკი ამით აღფრთოვანებუ-
ლიყო, თუმცა, საკითხავი იყო, ეს სიახლე რამდენად სწორად დაეგრო-
კა. ინგლისურის მისეული ცოდნა და აღქმა შორს იყო სრულყოფილე-
ბისგან, კვლავ უშვებდა შეცდომებს, რომელთა მიზეზიც სწორედ უცო-
დინრობა
ხდებოდა. ის ხომ ჯერ მხოლოდ და მხოლოდ „კვერცხი“ იყო. და მა-
ინც – სწორად დაეგროკა თუ არა? მაიკი მოელოდა, რომ ოდესმე დე-
დამიწელ უხუცესებსაც შეხვდებოდა, რადგან ბევრი პასუხგაუცემელი
კითხვა დაგროვებოდა. ექნებოდა თუ არა პასუხების მიღების შესაძ-
ლებლობა? თუ ჯერ წყლისმიერი მოძმეებისთვის უნდა ეთხოვა, მის-
თვის მეტი ესწავლებინათ, რათა ასეთი შეხვედრისთვის სათანადოდ
ყოფილიყო მომზადებული?
იუბალი ზარის წკრიალმა იხსნა. დორკასს სენდვიჩები და ყავა მო-
ეტანა, რაც ამ სახლში მცხოვრებთათვის სტანდარტული საპიკნიკე მე-
ნიუ იყო. იუბალი ჩუმად შეექცეოდა, რაც ჭამისადმი სმიტის დამოკიდე-
ბულებას სრულიად შეესაბამებოდა. მაიკის აღქმით, ჭამის დროს მნიშ-
ვნელოვან საკითხებზე დაფიქრება იყო საჭირო, რადგან მეტისმეტად
აღიზიანებდა ის გაუთავებელი ყბედობა, რომელსაც, როგორც წესი, მა-
გიდასთან ჰქონდა ხოლმე ადგილი.
იუბალი სენდვიჩს ციცქნიდა და დროს წელავდა, რათა მაიკისთვის
სათქმელი მოეფიქრებინა, თან თავ-ბედს იწყევლიდა იმის გამო, რომ
სტერეოვიზორის ყურების ნება მისცა, რაც ფუნდამენტური შეცდომა
აღმოჩნდა. არადა, უბრალოდ, ფიქრობდა, რომ, ადრე თუ გვიან, ბიჭს

291
მაინც მოუწევდა ადამიანთა რელიგიებთან შეჯახება – ეს გარდაუვალი
იქნებოდა, თუ დარჩენილი სიცოცხლის გატარებას ამ გულისამრევ
პლანეტაზე აპირებდა. მაგრამ, აჯობებდა, იქამდე მოეცადა, ვიდრე მა-
იკი ადამიანთა უაზრო ქცევებს საკმარისად მიეჩვეოდა... ნებისმიერ
შემთხვევაში, ამ სფეროსთან მისი პირველი შეხება ფოსტერიტები ნამ-
დვილად არ უნდა ყოფილიყვნენ!
როგორც მგზნებარე აგნოსტიკოსი, იუბალი შეგნებულად აბიაბრუ-
ებდა ყველა რელიგიას, დაწყებული კალაჰარის უდაბნოში მცხოვრები
ბუშმენების ანიმიზმიდან[66], დამთავრებული დასავლეთში გავრცე-
ლებული კონფესიებით, მათ შორის, ისეთებითაც, ინტელექტუალიზე-
ბითა და, სხვებთან შედარებით, მეტი საღი აზრითაც რომ გამოირჩე-
ოდნენ. რაციონალურად ყველა რელიგიისადმი ერთნაირი დამოკიდე-
ბულება ჰქონდა, მაგრამ ემოციური თვალსაზრისით ზოგიერთს სხვებ-
ზე მეტად ვერ იტანდა, ახალი გამოცხადების ეკლესია კი განსაკუთრე-
ბით არ ეხატებოდა გულზე. ფოსტერიტებს უტიფრად ჰქონდათ იმის
პრეტენზია, რომ მათი დიადი ცოდნა პირდაპირ ზეციდან მოედინებო-
და, რომელთანაც უშუალოდ იყვნენ დაკავშირებული. ამასთან, ქედ-
მაღლური შეუწყნარებლობითაც გამოირჩეოდნენ, რაც, მათი მხრიდან,
ყველა სხვა რელიგიური მიმდინარეობის ღიად დევნასა და მათდამი
დაუფარავ აგრესიაში გამოიხატებოდა, რასაც აუცილებლად მიმარ-
თავდნენ, როცა კი ამის შესაძლებლობა მიეცემოდათ და იმის გარან-
ტიაც ექნებოდათ, რომ მსგავსი ქმედება შერჩებოდათ. მათ ღვთისმსა-
ხურებას ფეხბურთის ოფლიან გულშემატკივართა აღტყინებისა და
ვაჭრუკანული დამოკიდებულების ელფერი დაჰკრავდა – ეს ყველაფე-
რი კი იუბალს უაღრესად აღიზიანებდა. თუ ადამიანებმა ამ ეკლესიაში
აუცილებლად უნდა იარონ, ხომ შეიძლება, ეს კათოლიკეების, ქრის-
ტიანული მეცნიერების მოძღვრების მიმდევრების ან კვაკერების
მსგავსად ღირსეულად აკეთონ?!
თუ ღმერთი არსებობდა (ამ საკითხისადმი იუბალი ინტელექტუა-
ლურ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა), და
თაყვანისცემასაც იმსახურებდა (რასაც იუბალი უკიდურესად არა-
დამაჯერებლად მიიჩნევდა, მაგრამ საკითხში საკუთარივე გაუცნობიე-

292
რებლობის გამო, ამის შესაძლებლობას მაინც უშვებდა), ყოველივე ზე-
მოთქმულიდან გამომდინარე, ერთობ არასარწმუნოდ მიიჩნევდა, რომ
ძალა, რომელსაც გალაქტიკების შექმნა შეეძლო, იმ ფარისევლური
უაზრობით მოიხიბლებოდა და აღფრთოვანდებოდა, რომელსაც ფოს-
ტერიტები ღვთისადმი თაყვანისცემად ასაღებდნენ.
რამეთუ იუბალი გულის სიღრმეში აღიარებდა, რომ, შეიძლებოდა,
სამყარო (შენიშვნა: სამყაროს ის ნაწილი, რომელსაც თავად იცნობდა)
ყველაფრის აბსურდამდე დაყვანის ჩინებულ მაგალითადაც განგვეხი-
ლა, ისიც დასაშვები ხდებოდა, რომ სწორედ ფოსტერიტებს ეპყრათ სი-
მართლე, მხოლოდ სიმართლე და არაფერი სიმართლის გარდა. სამ-
ყარო ხომ მართლაც აბსურდულობამდე უაზრო მოცემულობას წარმო-
ადგენდა... მაგრამ მისი არსებობის ყველაზე სარწმუნო ახსნაც მაინც
სრულ შემთხვევითობაზე იქნებოდა დაფუძნებული. მაგალითად, იმის
დაშვებაზე, რომ, თითქოს, უბრალოდ ისე მოხდა, რომ რაღაც აბსტრაქ-
ტული გაუგებრობა გარდაიქმნა ატომებად, რომლებიც, უბრალოდ ისე
მოხდა, რომ ერთმანეთს ისეთი კონფიგურაციებით დაუკავშირდნენ,
რომლებიც უბრალოდ ისე მოხდა, რომ მდგრადი კანონები აღმოჩნდა,
შემდეგ კი ზოგიერთ ასეთ კონფიგურაციას, უბრალოდ ისე მოხდა, რომ,
რატომღაც, თვითცნობიერება გაუჩნდა. ამ ყოველივეს დაგვირგვინება
კი ის იყო, რომ ორი არსება, რომლებიც მხოლოდ იმიტომ წარმოიშ-
ვნენ, რომ ყველაფერი უბრალოდ ისე მოხდა, აღმოჩნდნენ მარსელი
ადამიანი და მოხუცი მელოტი უქნარა – თავად იუბალი.
არა, იუბალი ვერაფრით მიიღებდა იმ თეორიას, რომ ყველაფერი
უბრალოდ ისე მოხდა და, რომელიც, ესოდენ პოპულარული იყო იმ
ადამიანთა წრეებში, საკუთარ თავს მეცნიერებს რომ უწოდებდნენ.
შემთხვევითობა სამყაროს არსებობის დამაჯერებელ ახსნას არ წარ-
მოადგენდა. მეტიც, შემთხვევითობა თვით შემთხვევითობის არსებო-
ბასაც ვერ ხსნიდა. შეუძლებელი იყო, ყველაფერი არაფერს დაფუძნე-
ბოდა!
აბა რაღა რჩებოდა? „უახლესი თეორიები“ ბევრს ვერაფერს გვპირ-
დებოდა. ოკამის სამართებლით ვერაფრით ხერხდებოდა იმ უპირვე-
ლესი პრობლემის გადაჭრა, რაც ღვთაებრივი გონების ბუნების შეცნო-

293
ბაში მდგომარეობდა (იმ ბებერ არამზადას ხომ შეეძლო ის ეთქვა, რაც
მოეპრიანებოდა. ეს სწორედ ის ანგლო-საქსური ლაკონიურობა იყო,
რომელიც ოთხმა ზეციურმა გზავნილმა, ოთხმა სახარებამაც ვერ გადა-
ფარა და ყოველივე გაუგებრის ზუსტ იარლიყს წარმოადგენდა).
განა არსებობდა საწყისი, რომლის საფუძველზეც, ერთი რომელიმე
ჰიპოთეზისთვის სხვებთან მიმართებაში უპირატესობის მინიჭება გახ-
დებოდა შესაძლებელი? საკითხში სრული გაუცნობიერების პირობებ-
ში, პასუხიც შესაბამისი უნდა ყოფილიყო – არა! იუბალი მზად იყო,
ეღიარებინა, რომ ხანგრძლივი ცხოვრების განმავლობაში ოდნავადაც
ვერ მიახლოებოდა სამყაროს ძირითადი პრობლემების წვდომის საწ-
ყისს და, საერთოდ, ამაზე წარმოდგენაც არ ჰქონდა.
ამრიგად, ფოსტერიტები, შესაძლოა, მართლებიც ყოფილიყვნენ.
იუბალს კი იმის დამტკიცებაც არ შეეძლო, რომ ცრუობდნენ.
ყოველივეს მიუხედავად, საკუთარ თავს მაინც დაჟინებით ახსენებ-
და, რომ არსებობდა ორი განსაკუთრებული რამ: მისი გემოვნება და
მისი სიამაყე. თუ ფოსტერიტები, როგორც თავად ამტკიცებდნენ, მარ-
თლაც ფლობდნენ მონოპოლიას ჭეშმარიტებაზე, თუ ზეციური კარიბჭე
მხოლოდ მათთვის იყო ღია, მაშინ ის, იუბალ ჰარშოუ, ჯენტლმენი და
თავისუფალი მოქალაქე, იმ მარადიულ ტანჯვასა და შეჩვენებას ამჯო-
ბინებდა, რომელსაც ახალი გამოცხადების უარმყოფელ ყველა „ცოდ-
ვილს“ აღუთქვამდნენ. მას შეიძლებოდა ვერასდროს ეხილა ღმერთის
სახე, მაგრამ მზერა იმდენად მაინც უჭრიდა, რომ გაერჩია, ვისთან
ღირდა საქმის დაჭერა და ვისთან – არა. ეს წყეული ფოსტერიტები კი
მის კრიტერიუმებს ნამდვილად ვერ აკმაყოფილებდნენ.
მაგრამ იუბალი მაიკის შეცდენის მიზეზსაც ხვდებოდა. ფოსტერი-
ტების მიერ წინასწარ დანიშნულ დროსა და ადგილას დაანონსებული
„ზეცად ამაღლება“, ძალიან ჰგავდა ასევე დაგეგმილსა და ნებაყოფ-
ლობით „დემატერიალიზაციას“, რაც – იუბალი ამაში უკვე სრულიად
იყო დარწმუნებული – მარსზე მიღებულ პრაქტიკას წარმოადგენდა. იუ-
ბალს დაუოკებელი ეჭვი ღრღნიდა, რომ იმის აღსაწერად, რასაც ფოს-
ტერიტები სჩადიოდნენ, საუკეთესო ტერმინი „მკვლელობა“ იქნებოდა
და რომ სინამდვილეში, ეს, მართლაც, ჩვეულებრივი მკვლელობა გახ-

294
ლდათ. თუმცა ეს ფაქტად არასდროს დადასტურებულა, საჯაროდაც
მხოლოდ გაკვრით თუ მიუნიშნებიათ, მაშინაც კი, როდესაც ჯერ კიდევ,
ახლად დაარსებული კულტი იყო და გავრცელების მასშტაბითაც ვერ
დაიკვეხნიდა. პირველი ადამიანი, ვინც დაგეგმილ დროს ზეცად ამაღ-
ლდა, ანუ მის მიერვე ნაწინასწარმეტყველებ მომენტში მრავალი ადა-
მიანის თვალწინ გარდაიცვალა, თვითონ ფოსტერი ბრძანდებოდა,
რაც მისი მიმდევრებისთვის განსაკუთრებული ღვთიური წყალობის
ნიშნად ქცეულიყო... არაერთ წელს ჩაევლო მას შემდეგ, რაც პოლიცი-
ის ამა თუ იმ რანგის წარმომადგენელს ან რომელიმე ოლქის პროკუ-
რორს ამგვარი სიკვდილის საეჭვო დეტალებში საფუძვლიანად ჩაღ-
რმავება გაებედა.
იუბალს საერთოდ არ აწუხებდა, ფოსტერიტები მართლა თვითონ
იხოცებოდნენ, სპონტანურად, თუ ეს თავსმოხვეული სიკვდილი იყო.
მისი აზრით, კარგი ფოსტერიტი მკვდარი ფოსტერიტი იყო. ასე რომ,
დაე, ამაღლებულიყვნენ ზეცად ან სადაც უნდოდათ!
მაგრამ იუბალი აცნობიერებდა, რომ ამ ყველაფრის მაიკისთვის
გასაგებად ახსნა გაუჭირდებოდა.
დროის გაწელვას არანაირი აზრი არ ჰქონდა. კიდევ ერთი ფინჯანი
ყავა მოსალოდნელ საუბარს ვერაფრით გაამარტივებდა.
– მაიკ, ვინ შექმნა სამყარო?
– რას გულისხმობ?
– მიმოიხედე. ვინ შექმნა ყოველივე, ასევე მარსი, ვარსკვლავები
და სხვა დანარჩენი; შენ, მე და ყველა.
უხუცესებს არ უთქვამთ, ვინ შექმნა ეს ყველაფერი?
– არა, იუბალ.
– კარგი, მაგრამ ხომ გიფიქრია ამაზე, ასე არ არის? საიდან გაჩნდა
მზე? ვინ განალაგა ცაში ვარსკვლავები? ვინ მისცა დასაბამი ამ ყოვე-
ლივეს, რაც არსებობს – მთელ მსოფლიოს, სამყაროს?.. ვინ არის მიზე-
ზი იმისა, რომ ჩვენ დღეს აქ ვართ და ამაზე ვლაპარაკობთ? – იუბალი
ერთხანს გაჩუმდა. თვითონვე უკვირდა, რომ საუბარი ასე წარმართუ-
ლიყო. განზრახული ჰქონდა, მისთვის ჩვეულ, აგნოსტიკურ ყაიდაზე
ელაპარაკა... ამის ნაცვლად კი აღმოაჩინა, რომ, უნებლიეთ, ოდესღაც

295
ნასწავლ პრინციპებს მიჰყვებოდა – ნამდვილი ადვოკატის მსგავსად
იქცეოდა და, მიუხედავად იმისა, თავად რას ფიქრობდა, ცდილობდა,
ის რელიგიური რწმენა დაეცვა, რომელიც მას არ გააჩნდა, თუმცაღა
ადამიანთა უმრავლესობა იზიარებდა; რომ იცავდა საკუთარი რასის
ორთოდოქს წარმომადგენლებს, თუმცა დარწმუნებული არ იყო, რის-
გან. იქნებ არადედამიწური თვალსაზრისისგან? – როგორ პასუხობენ
შენი უხუცესები ამ კითხვებზე?
– იუბალ, მე ვერ ვგროკავ... რომ ეგ ყველაფერი კითხვებია. ვწუხ-
ვარ.
– რაო? მე კი შენი პასუხი ვერ დავგროკე.
მაიკი საკმაოდ დიდხანს ყოყმანობდა, ვიდრე ლაპარაკს გააგრძე-
ლებდა.
– ვეცდები, აგიხსნა, მაგრამ სიტყვები... ეს სიტყვები მცდარია. არა
„განლაგება“. არა „შექმნა“. არამედ მარადიული ახლა. სამყარო არის.
სამყარო იყო. სამყარო იქნება. ის ახლაა.
– აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე...
– შენ გროკავ ამას! – მაიკს სახე ღიმილმა გაუცისკროვნა.
– ვერა, ვერ ვგროკავ, – თქვა დაღვრემილმა იუბალმა, – მე მხო-
ლოდ ის გავიმეორე, რაც თქვა... როგორ გითხრა... ერთმა უხუცესმა, –
იუბალმა სცადა, საუბრის დასაწყისს დაბრუნებოდა. აშკარა იყო, რომ
შემოქმედი ღმერთი არ ბრძანდებოდა ღვთაებრიობის ის ყველაზე
მარტივი ასპექტი, ვისგანაც მაიკისთვის ახსნა-განმარტებების დაწყე-
ბა შეიძლებოდა... რამდენადაც, როგორც ჩანდა, მაიკს თავად შექმნის
იდეა არ ესმოდა. რა გაეწყობოდა – იუბალი ამაში თავადაც არ იყო
დარწმუნებული. მას ოდესღაც საკუთარ თავთანაც დაედო შეთანხმე-
ბა, რომ ლუწ რიცხვებში ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე მიეღო
სამყაროს შექმნის, კენტ რიცხვებში კი შეუქმნელი და, ურობოროსის
მსგავსად, მარად უცვლელი, დასაბამისა და დასასრულის არმქონე
სამყაროს იდეა. მიუხედავად იმისა, რომ ორივე ჰიპოთეზა პარადოქსუ-
ლი იყო, თითოეული მეორის პარადოქსს იცილებდა თავიდან. ყოველ
ნაკიან წელს კი დგებოდა დღე, როდესაც

296
იუბალი სრულ სოლიფსისტურ[67] თავდავიწყებას ეძლეოდა. ამ
უპასუხო კითხვასთან მიმართებაში ამგვარი დამოკიდებულების ჩამო-
ყალიბების შემდეგ, ჰარშოუს ამაზე ფიქრით თავი აღარ შეუწუხებია.
ამასობაში კი მთელი თაობა შეცვლილიყო.
იუბალმა გადაწყვიტა, ეცადა და რელიგიის იდეა მაიკისთვის ჯერ
მთელი არსით აეხსნა, შემდეგ ღვთაებრიობის საკითხზე გადასულიყო,
კიდევ უფრო მოგვიანებით კი მისი ასპექტებიც განემარტა.
მაიკი იზიარებდა იმ აზრს, რომ არსებობდა სხვადასხვა მასშტაბის
სწავლებები: დაწყებული მცირედან, რომელთაც ბარტყიც დაგროკავ-
და, და დამთავრებული ისეთი უდიდესი სწავლებებით, მთელი სისავ-
სით დაგროკვა მხოლოდ უხუცესთ რომ ხელეწიფებოდათ. მაგრამ იუ-
ბალის მცდელობა, ორივე მასშტაბის სწავლებები ერთმანეთთან რო-
გორმე დაეკავშირებინა, წარუმატებლად დასრულდა. ეწადა, „რელი-
გიური საკითხები“ „დიდი სწავლებების“ ნაწილად წარმოედგინა, მაგ-
რამ ზოგიერთი ასეთი საკითხი, მაიკის აზრით, სრულიად უმნიშვნელო
იყო (მაგალითად, „შექმნა“), ზოგი კი „მცირე“ საკითხად მიაჩნდა, რად-
გან მათზე პასუხები ბარტყებსაც ექნებოდათ. ასეთთა შორის იყო სიკ-
ვდილის შემდეგ სიცოცხლის საკითხი.
იუბალი იძულებული იყო, ამაზე ლაპარაკი შეეწყვიტა და ადამიან-
თა რელიგიების სიმრავლეზე გადასულიყო. მან მაიკს აუხსნა, ყოველ
შემთხვევაში, სცადა, აეხსნა, რომ ადამიანებს „დიდი სწავლებების“
დასაუფლებლად ასობით განსხვავებული გზის არჩევა შეეძლოთ, რომ
თითოეულ გზას ყველა კითხვაზე საკუთარი პასუხები ჰქონდა და რომ
ყოველი მათგანი ამტკიცებდა, რომ სწორედ ის იყო ჭეშმარიტი.
– რა არის ჭეშმარიტება? – ჰკითხა მაიკმა.
„რა არის ჭეშმარიტება?“[68] იკითხა რომაელმა მსაჯულმა და ხე-
ლები დაიბანა, რათა ამ თავსატეხისგან თავი აერიდებინა. იუბალმა
ინატრა, ამგვარად მოქცევა თვითონაც შესძლებოდა.
– მაიკ, თავად პასუხია ჭეშმარიტი, როდესაც კითხვას სწორად სვამ.
აბა, მითხარი, რამდენი ხელი მაქვს?
– ორი, – უპასუხა მაიკმა და მაშინვე შეასწორა: – მე ორ ხელს ვხე-
დავ.

297
ენმა ქსოვას თავი ანება და მათკენ გაიხედა.
– ექვსიოდე კვირაში მისგან პირუთვნელ მოწმეს დავაყენებდი.
– ნუ ერევი, ენ. ყველაფერი ისედაც საკმაოდ ჩახლართულია, – გა-
დაულაპარაკა იუბალმა და ისევ მაიკს მიუბრუნდა, – მაიკ, სწორად
თქვი, რომ მე ორი ხელი მაქვს. შენი პასუხი ჭეშმარიტია. დავუშვათ,
გეთქვა, რომ შვიდი ხელი მაქვს.
მაიკმა დაბნეულად შეხედა.
– მე ვერ ვგროკავ, რატომ შეიძლებოდა, რომ ეგ მეთქვა.
– არა, სულაც არ მგონია, რომ ეს შეიძლებოდა გეთქვა. რომ გეთქვა,
სიმართლე არ იქნებოდა. შენი პასუხი არ იქნებოდა ჭეშმარიტი. მაიკ,
ახლა კი ყურადღებით მისმინე. ყველა რელიგია ამტკიცებს, რომ ჭეშ-
მარიტია და სიმართლის ქადაგებაზე აქვს პრეტენზია. მიუხედავად
ამისა, მათი პასუხები ერთსა და იმავე კითხვაზე იმდენადვე განსხვა-
ვებულია, როგორც ორი და შვიდი ხელი. ფოსტერიტები ერთს ამბობენ,
ბუდისტები – მეორეს, მუსლიმები კი მესამეს. პასუხები უამრავია და
ყველა განსხვავებულია.
მაიკს ეტყობოდა, რომ მთელი მონდომებით ცდილობდა, გაეგო.
– და ყველა სიმართლეს ამბობს? იუბალ მე ამას ვერ ვგროკავ.
– ვერც მე.
მარსელი საგონებელში ჩავარდნილიყო. უეცრად სახე ღიმილმა
გადაუნათა.
– მე ვთხოვ ფოსტერიტებს, რომ თქვენს უხუცესებს ჰკითხონ ამაზე
და ჩვენც გვეცოდინება, ჩემო მოძმე. ეს როგორ უნდა გავაკეთო?
რამდენიმე წუთის შემდეგ იუბალმა თავის სამარცხვინოდ აღმოა-
ჩინა, რომ, მიუხედავად მათდამი ზიზღისა, მაიკისთვის იმ ყბედთაგან
რომელიმესთან შეხვედრა აღეთქვა. ყოველ შემთხვევაში, მაიკი ასე
ფიქრობდა, რასაც იგივე შედეგამდე მიჰყავდა. ვერაფრით მოეხერხე-
ბინა, შეერყია მაიკის რწმენა, რომ ფოსტერიტებს უშუალო კავშირი
ჰქონდათ დედამიწელ უხუცესებთან. მას „ჭეშმარიტების“ ბუნების გა-
გება ასე იმიტომაც უჭირდა, რომ, უბრალოდ, არ იცოდა, რა იყო სიც-
რუე, ხოლო ისეთი სიტყვების სალექსიკონო განმარტებები, როგორე-
ბიც იყო „სიცრუე“ და „სიყალბე“, გონებაში ოდნავი დაგროკვის გარეშე

298
დაეუნჯებინა. მისი აზრით, „არასწორად“ ვინმე მხოლოდ მაშინ ილაპა-
რაკებდა, თუ ამას შემთხვევითობა, ან გაუგებრობა გამოიწვევდა. ამი-
ტომ ყველაფერი, რაც ფოსტერიტების ღვთისმსახურებისას მოესმინა,
სრულ სიმართლედ მიეღო.
იუბალი ცდილობდა, აეხსნა, რომ უხუცესებთან ამა თუ იმ სახით
კავშირს ადამიანთა ყველა რელიგია იჩემებდა, მიუხედავად ამისა,
ყველა მათგანის პასუხები სხვადასხვა იყო.
მაიკი მოთმინებით უსმენდა, მაგრამ აშკარად საგონებელში ჩავარ-
დნილიყო.
– იუბალ, ჩემო ძმაო, ვცდილობ, გავიგო... მაგრამ ვერაფრით ვგრო-
კავ, როგორ შეიძლება, რომ ეს სწორი ლაპარაკი იყოს. ჩემს ხალხს უხუ-
ცესები ყოველთვის სწორად ელაპარაკებიან. შენს ხალხს კი...
– მოიცა, მაიკ.
– რა მოხდა?
– როდესაც თქვი „ჩემი ხალხი“, მარსელებს გულისხმობდი. მაიკ,
შენ მარსელი არ ხარ. შენ ადამიანი ხარ.
– რა არის „ადამიანი“?
იუბალმა თავისთვის რაღაც ჩაიბურტყუნა. დარწმუნებული იყო,
რომ მაიკს თავისუფლად შეეძლო ამ სიტყვის სალექსიკონო განმარტე-
ბათა მთელი წყება ჩამოერაკრაკებინა, მაგრამ ეს ყმაწვილი არას-
დროს სვამდა კითხვას ვინმეს გასაღიზიანებლად – მას მუდამ რაღა-
ცის გაგება უნდოდა და დარწმუნებული იყო, რომ იუბალი, მისი წყლის-
მიერი მოძმე, სათანადო პასუხებსაც გასცემდა.
– მე ვარ ადამიანი. შენ ხარ ადამიანი. ლარია ადამიანი.
– და ენი არ არის?
– ჰმ... ენიც ადამიანია, მდედრი ადამიანი. ქალი.
– გმადლობ, იუბალ!
– მოკეტე, ენ!
– ბავშვიც ადამიანია? ბავშვები არ მინახავს, მაგრამ სურათებიდან
ვიცი და იმ წყეული ყუ... სტერეოვიზორიდან. ბავშვები ენს არ ჰგვანან,
ენი კი შენ არ გგავს... შენ მე არ მგავხარ. ბავშვი ადამიანთა ბარტყია?
– ჰმ... კი, ბავშვიც ადამიანია.

299
– იუბალ... მგონი, დავგროკე, რომ ჩემი ხალხი, მარსელები, ადამია-
ნები არიან. ფორმას მნიშვნელობა არ აქვს. ფორმა არ არის ადამიანი.
ადამიანი მხოლოდ გროკვაა. სწორად ვლაპარაკობ?
იუბალმა გაიფიქრა, რომ დრო იყო, ფილოსოფიური საზოგადოება
დაეტოვებინა და, ენის მსგავსად,
ქსოვისთვის მიეყო ხელი. და, საერთოდ, რას ნიშნავდა „გროკვა“?
ის უკვე თვითონაც იყენებდა ამ სიტყვას, უკვე მთელი კვირა იქნებოდა,
მაგრამ მის მნიშვნელობას ვერ გროკავდა. მაგრამ ადამიანი რაღას
წარმოადგენდა? ორფეხა უშიშარ არსებას[69]? ღვთის ხატს? თუ, უბრა-
ლოდ, ბუნებრივი გადარჩევის იღბლიან შედეგს? გავრცელებული გან-
საზღვრების თანახმად თუ ვიტყოდით, „უკეთ შეგუებულ გადარჩენილ
ჯიშს“[70]? სიკვდილისა და გადასახადების მსხვერპლს? მარსელებს
სიკვდილი უკვე დაეძლიათ და დაეთრგუნათ, რაც შეეხება ფულს, იუ-
ბალს უკვე მოესწრო და გაეგო, რომ მათ არც ფული გააჩნდათ, არც ქო-
ნება და მთავრობა, ყოველ შემთხვევაში, ამ სიტყვის ადამიანისეული
გაგებით. აბა, გადასახადები საიდანღა უნდა ჰქონოდათ?
მიუხედავად ყველაფრისა, ეს ყმაწვილი მართალი იყო: „ადამი-
ანის“ განსაზღვრებისას ფორმას არ ჰქონდა მნიშვნელობა. ფორმა იმ-
დენადვე უმნიშვნელო იყო, როგორც, ბოთლი, რომელშიც ღვინო ას-
ხია. ამ ბოთლიდან ადამიანის ამოყვანაც კი იყო შესაძლებელი, რო-
გორც იმ საცოდავი ყმაწვილისა, რომელიც რუსებმა, როგორც თვითონ
ამტკიცებდნენ, „გადაარჩინეს“, მოათავსეს რა მისი ტვინი მინის ჭურ-
ჭელში და კაბელებიც სატელეფონო სადგურივით შემოახვიეს. ღმერ-
თო, რა საშინელი ხუმრობა იყო! იუბალი ახლა უკვე იმაზე დაფიქრდა,
შერჩენოდა თუ არა იუმორის გრძნობა და ხვდებოდა თუ არა საკუთარი
მდგომარეობის ირონიულობას.
საკითხავი ის იყო, მარსელთა მიუკერძოებელი თვალსაზრისით,
რით განსხვავდებოდა ადამიანი დედამიწაზე მცხოვრები სხვა ცხოვე-
ლებისგან? რამდენად მოახდენდა შთაბეჭდილებას ადამიანთა ტექ-
ნოლოგიები ლევიტირების უნარის მქონე არსებებზე (და, ღმერთმა უწ-
ყის, კიდევ რა შეეძლოთ). ასეც რომ მომხდარიყო, რა უფრო აღაფრთო-
ვანებდა მათ – ასუანის კაშხალი თუ ათას მილზე გადაჭიმული მარჯნის

300
რიფი? ადამიანის თვითშეგნება? ეს უკვე აშკარა პატივმოყვარეობა
იყო. შეუძლებელი იყო იმის დამტკიცება, რომ ვეშაპებსა და გიგანტურ
სეკვოიებს შორისაც არ იყვნენ ფილოსოფოსები და პოეტები, რომელ-
ნიც, შესაძლოა, ადამიანურ სტანდარტებსაც აღემატებოდნენ.
არსებობდა მხოლოდ ერთი რამ, რაშიც ადამიანს ვერავინ აჯობებ-
და: უფრო გრანდიოზული და ეფექტური იარაღის გამოგონებაში მის
გენიას ბადალი არ ჰყავდა, სხვა ვერავინ გაეჯიბრებოდა მკვლელობე-
ბეში, დამონებასა და ჩაგვრაში. ადამიანი ყველანაირად ცდილობდა,
საკუთარი არსებობა სხვა ადამიანებისთვისაც აუტანელი გაეხადა, თა-
ვისივე უსაზიზღრეს პაროდიად ქცეულიყო. ყველაზე სასაცილო კი ის
იყო, რომ...
– ადამიანი – ეს არის ცხოველი, რომელიც იცინის, – უპასუხა იუბალ-
მა.
მაიკმა მოსმენილი მთელი სერიოზულობით გაიაზრა.
– მაშინ, გამოდის, რომ მე ადამიანი არ ვარ.
– რაო?
– მე არ ვიცინი. როცა სიცილი პირველად მოვისმინე, შემეშინდა,
შემდეგ კი დავგროკე, რომ ეს საშიში არ არის. ვცადე, რომ მესწავლა...
– მაიკმა თავი უკან გადააგდო და კუკაბარას[71] ჩხავილზე უარესი ბგე-
რები ამოუშვა.
იუბალმა ხელები ყურებზე აიფარა.
– გაჩერდი! გაჩერდი!
– ხომ მოისმინე, – სევდიანად უთხრა მაიკმა, – მე ამას სწორად ვერ
ვაკეთებ. გამოდის, რომ მე ადამიანი არ ვარ.
– მოიცა, შვილო. ასე უცებ ნუ დანებდები. უბრალოდ, ჯერ სიცილი
არ გისწავლია... ვერც ისწავლი. მაგრამ მოვა დრო და ამას შეძლებ,
გპირდები. თუ ჩვენთან ერთად იცხოვრებ, ერთ დღესაც დაინახავ, რამ-
დენად სასაცილოები ვართ და გაგეცინება.
– გამეცინება?
– ნამდვილად ასე მოხდება. მაგაზე არ იდარდო და არც დაგროკვა
სცადო. უბრალოდ, მოიცადე და ეს თავისთავად მოხდება. ჩემო ბიჭო,

301
როდესაც ადამიანებს დაგვგროკავენ, სიცილს თვით მარსელებიც კი
დაიწყებენ.
– მოვიცდი, – მშვიდად თქვა მაიკმა.
– მანამდე არც კი დაეჭვდე, ხარ თუ არა ადამიანი. შენ ნამდვილად
ადამიანი ხარ. ადამიანი, რომელიც ქალმა შობა და რომელიც ტან-
ჯვისთვისაა გაჩენილი... დადგება დღე, როდესაც ამას ბოლომდე დაგ-
როკავ და სიცილსაც დაიწყებ. გაგეცინება, რადგან ადამიანი სწორედ
ის ცხოველია, რომელიც საკუთარ თავზე იცინის. შენს მარსელ მეგობ-
რებზე ვერაფერს გეტყვი, არასოდეს შევხვედრივარ და ვერც ვგროკავ,
მაგრამ იმას კი ვგროკავ, რომ შესაძლოა, ისინიც ადამიანები აღმოჩ-
ნდნენ.
– მესმის, იუბალ.
ჰარშოუმ იფიქრა, რომ თემა, როგორც იქნა, ამოწურეს და შვება იგ-
რძნო. ასეთ გასაჭირში მას შემდეგ არ ყოფილა, რაც ოდესღაც, ძალიან
დიდი ხნის წინ, მამამისმა გადაწყვიტა, ვაჟიშვილს ჩიტების, ფუტკრე-
ბისა და ყვავილების შესახებ დალაპარაკებოდა[72].
მაგრამ მარსელი ამაზე შეჩერებას არ აპირებდა.
– იუბალ, ჩემო მოძმე, შენ მკითხე: „ვინ შექმნა სამყარო?“ მე კი საკ-
მარისი საჭირო სიტყვები არ ვიცოდი, რომ მეპასუხებინა, თუ რატომ
ვერ დავგროკე ეს, როგორც კითხვა. მე სათანადო სიტყვებზე ვფიქრობ-
დი.
– მერე?
– შენ მითხარი, რომ სამყარო ღმერთმა შექმნა.
– არა, არა! – უმალ ჩაურთო ჰარშოუმ, – მხოლოდ იმას გეუბნებოდი,
რომ ყველა რელიგია სხვადასხვას ამტკიცებს, მაგრამ მათი უმეტესო-
ბა ერთზე მაინც თანხმდება, კერძოდ კი იმაზე, რომ სამყარო ღმერთის
შექმნილია. ისიც გითხარი, რომ ამ ყველაფერს ბოლომდე ვერც მე
ვგროკავდი, მაგრამ ერთი კი ცხადია: სწორედ სიტყვა „ღმერთს“ ახსე-
ნებენ ხოლმე.
– კი, იუბალ, – დაეთანხმა მაიკი, – ეს სიტყვა არის ღმერთი, – ერ-
თხანს ჩუმად იყო და დასძინა: – შენ გროკავ.
– არა, უნდა ვაღიარო, რომ ვერ ვგროკავ.

302
– გროკავ, – მტკიცედ გაიმეორა სმიტმა, – ახლავე აგიხსნი. მე სიტ-
ყვა არ ვიცოდი. შენ გროკავ. ენი გროკავს. მე ვგროკავ. ბალახი ჩემ
ფეხქვეშ ნეტარი მშვენიერებით გროკავს. მაგრამ მე სიტყვა მჭირდებო-
და. და ეს სიტყვა არის ღმერთი.
იუბალმა გამოსარკვევად თავი გააქნია.
– გისმენ, გააგრძელე.
მაიკმა საზეიმოდ გაიშვირა ხელი იუბალისკენ.
– შენ ხარ ღმერთი.[73]
იუბალმა თავში შემოირტყა ხელი.
– ო, იესო ქრისტევ, რა შევცოდე?! მისმინე, მაიკ, ამაზე ფიქრით
თავს ნუ აიტკიებ! დამშვიდდი! შენ, უბრალოდ, ვერ გამიგე. ვწუხვარ,
რომ უკეთესად ვერ აგიხსენი. ძალიან ვწუხვარ! უბრალოდ, დაივიწყე,
რაც გითხარი და ერთ-ორ დღეში ამ თემას ისევ დავუბრუნდებით. მაგ-
რამ...
– შენ ხარ ღმერთი, – მშვიდად გაიმეორა მაიკმა, – ის, ვინც გრო-
კავს... ენია ღმერთი. მე ვარ ღმერთი. ნეტარი ბალახიც ღმერთია. ჯილი
ყოველთვის გროკავს მშვენიერებას. ჯილიც ღმერთია. ყველა ერთად
ჩამოქნის, შვრება და ქმნის... – რაღაც დაამატა მარსულ ენაზე და გა-
იღიმა.
– კარგი, მაიკ, მაგრამ, მოდი, ეს საუბარი შემდეგისთვის გადავ-
დოთ. ენ, ყველაფერი კარგად მოისმინე?
– რა თქმა უნდა, ბოს!
– ჩანაწერი გამიკეთე. ამას კარგად უნდა ჩავუღრმავდე, ასე ვერ
დავტოვებ. უნდა... – იუბალმა თავი ასწია, – ო, ღმერთო ჩემო, საყო-
ველთაო ავრალი! ენ! განგაშის ღილაკი მოამზადე და ღვთის გული-
სათვის, თითი არ მოაშორო. შესაძლოა, ჩვენთან არც მოდიოდნენ... –
ისევ აიხედა. სამხრეთიდან ორი უზარმაზარი მფრინავი მანქანა უახ-
ლოვდებოდათ, – ვშიშობ, გეზი სწორედ აქეთ უჭირავთ. მაიკ! აუზში და-
იმალე! გახსოვდეს, რაც გითხარი... ყველაზე ღრმად ჩაყვინთე და იქ
გაჩერდი, გაუნძრევლად... იქამდე არ ამოყვინთო, ვიდრე ჯილს არ გა-
მოვგზავნი.
– კარგი, იუბალ.

303
– ახლავე! მიდი!
– კარგი, იუბალ, – მაიკმა რამდენიმე ნაბიჯი გაირბინა, წყალში გა-
დახტა და გაუჩინარდა. არც ის დავიწყებია, რომ ჩახტომისას ფეხები
გამართული და შეტყუპებული ჰქონოდა, წყალი კი თითებით გაეკვეთა.
– ჯილ! – გასძახა იუბალმა, – შენც ჩაყვინთე და ისევ ამოდი. შენც,
ლარი. თუ მაიკის ჩახტომა ვინმემ შეამჩნია, სათვალავი უნდა ავური-
ოთ. დორკას, ახლავე ამოდი აუზიდან და ისევ ჩაყვინთე. ენ, შენ განგა-
შის ღილაკზე გიდევს თითი, ამიტომ აუზში ვერ ჩახვალ.
– ჩემს საბურველს ავიღებ და აუზთან ჩამოვჯდები. ბოს, ეს რაღაცა
ცოტა ხნით ხომ არ გამოვრთო?
– კარგი, ოცდაათიოდე წამით გამორთე. თუ აქ დაეშვებიან, მაშინვე
საბურველი მოისხი და ღილაკს თითი არ მოაშორო. როგორც კი დაგი-
ძახებ, დააჭირე. თუ „მგელს“ დავიძახებ, ეს ნიშნავს, რომ... – თვალები
ხელით მოიჩრდილა, – ერთ-ერთი მათგანი ნამდვილად აპირებს დაშ-
ვებას... რა გაეწყობა, იმედი მქონდა, ჯერ მოლაპარაკებას ცდიდნენ.
უფრო ახლოს მყოფი მანქანა ერთხანს ჰაერში ჩამოეკიდა, შემდეგ
კი ვერტიკალურად დაეშვა ბაღში, აუზის მახლობლად; მეორე სახლის
თავზე ტრიალებდა. ასეთ მანქანებს პოლიციის რაზმების გადასაყვა-
ნად
იყენებდნენ. ორივე შავი იყო და პატარა, სადა ემბლება ამშვენებ-
და – სტილიზებული გლობუსი, ფედერაციის სიმბოლო.
ენმა განგაშის ღილაკს წამით მოაცილა თითი, სწრაფად შეიბურვა
და ისევ ღილაკს მიუბრუნდა. დაშვებული მანქანის კარი გაიღო, იუბა-
ლი კი პეკინესისებრი მამლაყინწური გაბედულებით გაეშურა მისკენ.
როგორც კი მანქანის კარში ვიღაც გამოჩნდა, დაიქუხა:
– ახლავე მოაშორეთ ეს წყეული ჯართი ვარდის ბუჩქებს.
– იუბალ ჰარშოუ? – ჰკითხა მანქანიდან გადამოსულმა კაცმა.
– ხომ გაიგეთ, რა გითხარით! ახლავე უთხარით ამ ჯაბახანის უტვი-
ნო პილოტს აქედან მოუსვას! ბაღს მოშორდეს და მოლზე დაეშვას! ენ!
– იუბალ ჰარშოუ, მე მაქვს ორდერი...
– თქვენი ორდერი არ მაღელვებს, თუნდაც თვით ინგლისის მეფის
მიერ იყოს გაცემული. პირველ რიგში, ეს ჯართი ჩემს ყვავილებს მო-

304
აშორეთ! შემდეგ კი გიჩივლებთ, რომ... – იუბალმა კარგად შეათვალიე-
რა მანქანიდან გადმოსული კაცი და თავი ისე მოაჩვენა, თითქოს ახ-
ლაღა დაენახა, თუ ვისთან ჰქონდა საქმე, – აჰ, ეს თქვენ ხართ, – ჩაიღ-
რინა ზიზღნარევი ირონიით, – ჰაინრიხ, დაბადებიდან ასეთი სულელი
იყავით, თუ ამის სწავლა დაგჭირდათ? ამ ფორმიანმა ტუტუცმა, პილო-
ტად რომ ასაღებს თავს, როდის ისწავლა მართვა? დღეს დილით? ჩვე-
ნი საუბრის შემდეგ?
– ორდერს დახედეთ, – მოთმინებით უთხრა კაპიტანმა ჰაინრიხმა,
– ამის შემდეგ კი...
– დაუყოვნებლივ მომაშორეთ ბაღიდან ეს თქვენი ჯაბახანა, თო-
რემ ისეთ სამოქალაქო საქმეს აღვძრავ, მთელ პენსიად რომ დაგიჯდე-
ბათ!
ჰაინრიხი შეყოყმანდა.
– დაუყოვნებლივ! – ისევ დაიყვირა იუბალმა, – და თქვენს საფ-
რთხობელებსაც უთხარით, ფეხქვეშ იყურონ! ის ცხენისკბილებიანი
იდიოტი პრიზის მფლობელ „ელიზაბეთ მ. ჰიუიტზე“ დგას!
ჰაინრიხმა თავი მიაბრუნა.
– ბიჭებო, ყვავილებთან ფრთხილად. რასკინ, ზედ დგახარ! რო-
ჯერს! მანქანა ბაღს მოაშორე და ორმოცდაათიოდე ფუტით გადააად-
გილე, – ჰაინრიხი ისევ ჰარშოუს მიუბრუნდა.
– ახლა კმაყოფილი ხართ?
– კმაყოფილი მაშინ ვიქნები, როდესაც ეს ჯართი აქაურობას მო-
შორდება, მაგრამ ზარალის ანაზღაურება მაინც მოგიწევთ... ახლა კი
თქვენი დოკუმენტები მაჩვენეთ. პირუთვნელ მოწმესაც წარუდგინეთ,
შემდეგ კი ხმამაღლა და გარკვევით უთხარით სახელი, თანამდებობა,
სამუშაო ადგილი და პირადი ნომერი.
– ხომ იცით, ვინც ვარ. მე მაქვს ორდერი...
– მე კი მაქვს უფლებამოსილება, ტყვია დაგახალოთ, თუ ყველა-
ფერს კანონიერად და შესაბამისი თანმიმდევრობით არ გააკეთებთ!
წარმოდგენაც არ მაქვს, ვინ ხართ. იმ გაბღენძილ ბედოვლათს კი ჰგავ-
ხართ, დილით რომ ველაპარაკე, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ და
ვერც თქვენს იდენტიფიცირებას ვახერხებ. ორდერის წარმოდგენამ-

305
დე, ჯერ საკუთარი თავი უნდა წარმოგვიდგინოთ კანონით გათვალის-
წინებული იმ პროცედურის თანახმად, რომელიც საყოველთაო კოდექ-
სის ათას ექვსას მეორე პარაგრაფის მეორე ნაწილშია ჩადებული. ეს
თქვენთან ერთად მოფრენილ ყველა პრიმატს და იმ პარაზიტ პითეკან-
თროპსაც ეხება, მანქანას რომ მართავს.
– ისინი პოლიციელები არიან და ჩემი ბრძანებების შესაბამისად
მოქმედებენ.
– წარმოდგენაც არ მაქვს, ვინ არიან. შესაძლოა, კლოუნის კოსტიუ-
მები, ასე სასაცილოდ რომ ადგათ ტანზე, გაქირავებიდან ჰქონდეთ გა-
მოტანილი. კანონის მიხედვით იმოქმედეთ, სერ! ჩემს ციხესიმაგრეში
შემოიჭერით! ამბობთ, რომ პოლიციის ოფიცერი ხართ და იმასაც ამ-
ტკიცებთ, რომ აქ შემოჭრის სრული უფლება გქონდათ, მაგრამ ვიდრე
საწინააღმდეგოს არ დამიმტკიცებთ, მიმაჩნია, რომ კანონს არ-
ღვევთ... ეს კი ნიშნავს, რომ სრული უფლება მაქვს, თქვენს აქედან გა-
საძევებლად ნებისმიერ საშუალებას მივმართო... რამდენიმე წამში
ასეც მოვიქცევი.
– არ გირჩევდით.
– ვინ ხართ, რამე რომ მირჩიოთ? თუ საკუთარი უფლებების დაცვის
მცდელობისას რაიმე ზიანი მომადგება, თქვენი ქმედებები შეფასებულ
იქნება, როგორც წინასწარ განზრახული შეიარაღებული თავდასხმა
დაზიანების მიზნით... თუ ეს რაღაცები, იმ იდიოტებს რომ უჭირავთ, ია-
რაღია, როგორც ვივარაუდე კიდეც, ეს უკვე სისხლის სამართლის საქ-
მეც იქნება... დაიმახსოვრეთ, ციხის კარს უკან დაგატოვებინებთ, – იუ-
ბალმა გაძვალტყავებული მკლავი შემართა და ხელი მუქარით მომუშ-
ტა, – დატოვეთ ჩემი სახლი!
– დამშვიდდით, დოქტორო. ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც
ბრძანეთ.
ჰაინრიხი წამოჭარხლებულიყო, მაგრამ ხმას მაინც აკონტროლებ-
და. იუბალს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი წარუდგინა,
რომელმაც უხმოდ გამოართვა, დახედა და უკან დაუბრუნა იმისთვის,
რომ, ახლა უკვე, ენისთვის ეჩვენებინა. ამის შემდეგ ჰაინრიხმა სრული
სახელი დაასახელა, თქვა, რომ იყო პოლიციის კაპიტანი, რომ ფედე-

306
რაციის სპეციალური სამსახურის ბიუროს წარმოადგენდა და ნომერიც
მოაყოლა. დანარჩენმა პოლიციელებმაც იგივე პროცედურა გაიარეს,
ერთმანეთის მიყოლებით, ექვსივემ, თან მანქანიდან გადმოდიოდნენ.
ბოლოს პილოტმაც მათ მიბაძა. ეს ყველაფერი ჰაინრიხის ბრძანებების
ფონზე სრულდებოდა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში გა-
ყინული სახით იდგა. როდესაც ეს პროცესი, როგორც იქნა, დასრულდა,
იუბალმა დათაფლული ხმით მიმართა:
– ახლა კი, კაპიტანო ჰაინრიხ, მითხარით, რით შემიძლია, გემსახუ-
როთ?
– მე ჩხრეკის ორდერი მაქვს. აქ გილბერტ ბერკვისტს ვეძებ. ეს ორ-
დერი ამ ტერიტორიის მთლიანად გაჩხრეკის უფლებამოსილებას მა-
ნიჭებს, ამ ტერიტორიაზე არსებული ყველა ნაგებობისა.
– მაჩვენეთ. მერე კი პირუთვნელ მოწმესაც წარუდგინეთ.
– ასეც მოვიქცევი, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ პირველის მსგავსი
კიდევ ერთი ორდერი მაქვს – ჯილიან ბორდმენსაც ვეძებ.
– ვის?
– ჯილიან ბორდმენს. გატაცებაში ედება ბრალი.
– ღმერთო ჩემო!
– კიდევ ერთი ორდერი მაქვს ჰექტორ ს. ჯონსონის... ერთიც ვალენ-
ტაინ მაიკლ სმიტის სახელზე... რაც შეგეხებათ თქვენ, იუბალ ჰარშოუ...
– მე? ისევ გადასახადები?
– არა. აქ დახედეთ. ბრალად გედებათ თანამონაწილეობა აი, ამ და
ამ დანაშაულებში... არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები... მე თვი-
თონაც დაგდებდით ბრალს მართლმსაჯულების აღსრულებისთვის ხე-
ლის შეშლის მცდელობაში, მაგრამ ამის აუცილებლობა აღარ არსე-
ბობს.
– კარგი რა, კაპიტანო! მე ხომ დიდი სიამოვნებით ვთანამშრომ-
ლობ მას შემდეგ, რაც ვინაობა დაადასტურეთ და კანონის ფარგლებში
დაიწყეთ მოქმედება. ამ პირობის დაცვის შემთხვევაში, ჩემი
მხრიდან ასეც გაგრძელდება. აქვე, იცოდეთ, რომ მე მაინც შემიძ-
ლია, საქმე აღვძრა თქვენ წინააღმდეგ, თქვენი უშუალო ზემდგომი პი-
რისა და მთელი მთავრობის წინააღმდეგაც იმ უკანონო ქმედებების

307
გამო, რომლებიც მანამდე ჩემ მიმართ განხორციელდა... და შემდგომ-
შიც ყურადღებით დავაკვირდები თითოეული თქვენგანის ქმედებებს.
ჰმ... მსხვერპლთა საკმაოდ მოზრდილი სია გამოვა. ჩემთვის უკვე ნა-
თელია, რატომაც დაგჭირდათ მეორე მანქანა, მაგრამ ერთ რამესაც
გეტყვით! აქ რაღაც ისე ვერ არის. უცნაური რამ ხდება. ეს, როგორ
თქვით... მის ბორკმანი? როგორც ვხვდები, მას იმ ყმაწვილის, სმიტის
გატაცება ედება ბრალად... მაგრამ მეორე ორდერში წერია, რომ სმიტს
ზედამხედველებისგან გაქცევაში ედება ბრალი. ამ ყველაფერმა, ცოტა
არ იყოს, დამაბნია.
– ყველაფერი სწორია. სმიტი გაიქცა, ბორდმენმა კი გაიტაცა.
– არ გეჩვენებათ, რომ ეს საკმაოდ რთულად წარმოსადგენი ამბა-
ვია? მე ამ ორივე ფაქტს ერთობლიობაში ვგულისხმობ. საერთოდაც,
ორდერში არაფერია ნათქვამი სმიტის დაკავების მიზეზზე.
– მე რა ჯანდაბიდან უნდა ვიცოდე! გაიქცა, ეს არის და ეს. ამ მომენ-
ტში ის ძებნილია.
– უფალო, შემიწყალე! ვფიქრობ, ორივეს ჩემი, როგორც ადვოკა-
ტის, მომსახურება უნდა შევთავზო. ერთობ საინტერესო შემთხვევას-
თან გვაქვს საქმე. თუ შეცდომას ჰქონდა ადგილი ან, მეტიც, შეცდო-
მებს, ამას, შეიძლება, სულ სხვა მიმართულებით მიმავალი შედეგებიც
მოჰყვეს.
ჰაინრიხმა ცივად გაიღიმა.
– ეს ადვილი არ იქნება – ამ დროს თქვენც ხომ მოყუჩებული იქნე-
ბით.
– ოჰ, ეგ დიდხანს არ გაგრძელდება, ამაში დარწმუნებული ვარ, –
იუბალმა ხმას აუწია, უფრო მეტად, ვიდრე საჭირო იყო და თავი სახ-
ლისკენ შეაბრუნა, – იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თუ ამ საქმის გან-
ხილვას მოსამართლე ჰოლანდს დაავალებენ, პროცესი გახმაურდება
– პიროვნების ხელშეუხებლობასთან დაკავშირებულ საქმეებს ხომ
სწორედ ის განიხილავს და თუ ისეც მოხდება, რომ, შემთხვევით, ახ-
ლომახლო „ასოშიეიტედ პრესის“ მანქანა აღმოჩნდება, არც იმის გარ-
კვევაში დაიკარგება დრო, თუ ვის უნდა მიაწოდონ ინფორმაცია.
– როგორც ყოველთვის, ბლეფით ცდილობთ გამოძრომას, ჰარშოუ?

308
– ეს ცილისწამებაა, ჩემო კარგო. ამას მხედველობაში მივიღებ.
– სულ ტყუილად. ჩვენ ხომ მარტონი ვართ.
– ნუთუ?

309
თავი მეთხუთმეტე
ვალენტაინ მაიკლ სმიტმა მღვრიე წყალში ტრამპლინის ქვეშ, აუ-
ზის ყველაზე ღრმა ადგილას ჩაყვინთა, ფსკერზე დაეშვა და გაირინდა.
წარმოდგენა არ ჰქონდა, რატომ უთხრა წყლისმიერმა მოძმე იუბალმა,
იქ დამალულიყო. სიმართლე ითქვას, ისიც არ იცოდა, რომ იმალებო-
და. უბრალოდ, წყლისმიერმა მოძმე იუბალმა უთხრა, ასე მოქცეულიყო
და აუზის ფსკერზე იქამდე დარჩენილიყო, ვიდრე კიდევ ერთი წყლის-
მიერი მოძმე ჯილი ამოსაყვანად არ მიაკითხავდა. ეს მისთვის სრული-
ად საკმარისი იყო.
როგორც კი დარწმუნდა, რომ აუზის უკიდურეს სიღრმეზე იმყოფე-
ბოდა, ემბრიონის პოზაში მოიკუნტა, ფილტვები ჰაერისგან თითქმის
მთლიანად დაიცალა, პირი მოკუმა, თვალები გადაატრიალა, გულის-
ცემა შეინელა და გვამის პოზიციაში გაირინდა, მაგრამ არც დემატე-
რიალიზაციას აპირებდა და, შეეძლო, ნორმალური სასიცოცხლო პრო-
ცესიც ნებისმიერ მომენტში განეახლებინა. დროის აღქმაც ისე დაირე-
გულირა, რომ ყოველი წამი საათივით გაწელილიყო, რადგან ბევრი
რამ უნდა გაეაზრებინა და არც ის იცოდა, როდის მიაკითხავდა ჯილი.
სმიტი ხვდებოდა, რომ მისი მხრიდან სრული ურთიერთგაგების
მცდელობა, ისევ წარუმატებლად დასრულებულიყო, კვლავ ვერ მო-
ეხერხებინა ის აზრობრივი წვდომა დაემყარებინა, რომელიც წყლისმი-
ერ მოძმეებს შორის უნდა არსებულიყო. საკუთარ ბრალეულობას სრუ-
ლად აცნობიერებდა, რაც იმით იყო გამოწვეული, რომ ადამიანთა მე-
ტად უცნაური და მსწრაფლცვალებადი ენის სწორად გამოყენება ვერ
მოეხერხებინა. ახსოვდა, რომ იუბალი მათი ლაპარაკის დაწყებისთა-
ნავე ანერვიულებულიყო.
უკვე ისიც იცოდა, რომ მის მოძმე ადამიანებს ძლიერი ემოციური
სტრესის გადატანა ჯანმრთელობისთვის სერიოზული ზიანის მიყენე-
ბის გარეშეც შეეძლოთ, მაგრამ მაიკი მაინც გულწრფელად წუხდა, რომ
მასთან საუბარმა იუბალი ააღელვა. იმ დროისთვის სმიტი უკვე ფიქ-
რობდა, რომ, ბოლოს და ბოლოს, ადამიანთა ენის ყველაზე რთულად
გასაგები სიტყვის მნიშვნელობა დაეგროკა და იმასაც ფიქრობდა, რომ
310
ამას აქამდეც უნდა მიმხვდარიყო. ჯერ კიდევ წყლისმიერი მოძმე მაჰ-
მუდის სწავლებებისას აღმოეჩინა, რომ ადამიანთა ენას ერთი თავისე-
ბურება ახასიათებდა: ყველაზე გრძელი სიტყვები ყველაზე შეუმცდა-
რი, ზუსტი და მარტივი იყო და იშვიათად იცვლიდა ფორმას, შედარე-
ბით მოკლე სიტყვები კი ხელიდან უსხლტებოდა, არაპროგნოზირება-
დი იყო და ყოველგვარი კანონზომიერების გარეშე იძენდა სხვა მნიშ-
ვნელობას. ყოველ შემთხვევაში, მაიკი ფიქრობდა, რომ საკითხი სწო-
რედ ამგვარად დაეგროკა. ადამიანთა ენის მოკლე სიტყვები ოდნავა-
დაც არ ჰგავდა მარსული ენის მოკლე სიტყვებს. მაგალითად, ისეთ
სიტყვას, როგორიც იყო გროკვა – ყოველთვის ერთსა და იმავეს რომ
ნიშნავდა. ადამიანთა ენის მოკლე სიტყვები კი წყლის საცრით ამოხაპ-
ვას ჰგავდა.
ეს სიტყვაც მოკლე იყო.
სმიტი ჯერაც ფიქრობდა, რომ ადამიანთა ენის ისეთი სიტყვის მნიშ-
ვნელობა, როგორიც იყო ღმერთი, სწორად დაეგროკა, მცირედი გა-
უგებრობა კი იმას გამოეწვია, რომ ამავე ენის სხვა სიტყვები არასწო-
რად შეერჩია. ეს ხომ მართლაც ესოდენ მარტივი, აუცილებელი და სა-
ბაზისო მნიშვნელობის მქონე ცნება იყო; ამას ხომ ნებისმიერი ბარტყიც
შესანიშნავად განმარტავდა... თუმცა კი მარსულ ენაზე. გამოდიოდა,
რომ პრობლემის გადაწყვეტა სხვა რამეში მდგომარეობდა, სახელ-
დობრ იმაში, რომ ახლა ადამიანთა ენის სწორედ ის სიტყვები უნდა
ეპოვა, რომლებსაც ისე შეადუღაბებდა ერთიან მონოლითად, რომ
სრულყოფილად გადმოსცემდა ყველა იმ აზრს, რომლებიც მისი ხალ-
ხის ენაზე ესოდენ გასაგები იყო.
სმიტი საგონებელში ჩაეგდო იმის დაშვებას, რომ ამ სიტყვის წარ-
მოთქმა, თუნდაც გარშემო ყველასთვის ნაცნობ ინგლისურ ენაზე, რა-
იმე სახის სიძნელესთან იქნებოდა დაკავშირებული. ასეთ შემთხვევა-
ში დაგროკვა ხომ შეუძლებელი გახდებოდა. თუმცა შეეძლო, ადამიან-
თა უხუცესებისთვისაც ეკითხა, როგორ წარმოეთქვა ეს სიტყვა, ნაც-
ვლად იმისა, რომ მათი ენის ცვალებად ცნებებს შერკინებოდა. ასეთ
შემთხვევაში, იქამდე მოუწევდა მოცდა, ვიდრე იუბალი მათთან შეხ-

311
ვედრას მოუწყობდა, რადგან აქ ის მხოლოდ კვერცხი იყო და ამგვარი
საკითხების დამოუკიდებლად მოგვარება არ ხელეწიფებოდა.
სმიტს ისიც აწუხებდა, რომ არტისა და დოთის დემატერიალიზაცია-
ზე დასწრების პატივსაც არ დასდებდნენ.
ამ ყველაფრის შემდეგ გადაწყვიტა, გონებაში აღედგინა ის, რაც
მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში გამოცემულ ვებსტერის
„ინგლისური ენის ახალი საერთაშორისო ლექსიკონის“ მესამე გამო-
ცემაში წაეკითხა.
რაღაც მომენტში, ბუნდოვნად შეიგრძნო, რომ ამ მდგომარეობაში
უკვე საკმაოდ დიდხანს იმყოფებოდა და რომ მის წყლისმიერ მოძმე-
ებს, ალბათ, რაღაც უბედურება უნდა შემთხვეოდათ. „შარავანდედსა“
და „შარბათს” შორის გაჩერებულიყო, რათა ამ საკითხზე სათანადოდ
დაფიქრებულიყო და გაეაზრებინა. აუზიდან უნდა ამოსულიყო, მიეტო-
ვებინა ყოვლისმომცველი სიცოცხლის წყალი და მათი გასაჭირის და-
საგროკად დანარჩენებს შეერთებოდა? შინ ასეთი კითხვა არ იარსე-
ბებდა – იქ ყველა გასაჭირი სიხარულით გაჯერებული სიახლოვით ზი-
არდებოდა.
მაგრამ აქაურობა ყოველმხრივ უცნაური ადგილი იყო... და იუბალ-
მაც უთხრა, ფსკერზე იქამდე გაჩერებულიყო, ვიდრე ჯილი არ მიაკით-
ხავდა.
მან კიდევ ერთხელ გაიაზრა იუბალის სიტყვები, ყველა მხრიდან
კარგად აწონ-დაწონა და ადამიანთა ენის სხვა სიტყვებსაც შეადარა,
რათა დარწმუნებულიყო, რომ ბოლომდე სწორად დაეგროკა. ყველა-
ფერი ნამდვილად ასე იყო, იუბალმა მართლაც ეს იგულისხმა, სმიტმა
სწორად დაგროკა. უნდა მოეცადა, ვიდრე ჯილი მიაკითხავდა.
აუზის ფსკერზე გარინდებული სმიტი წყლისმიერი მოძმეების გამო
ღელვას აგრძელებდა, თანაც უკვე იმდენად შეშფოთებულიყო, რომ
სიტყვებზე ნადირობასაც ვეღარ ახერხებდა. ბოლოს გონებაში ისეთი
გაბედული აზრი მოუმწიფდა, შესაფერის მდგომარეობაში რომ ყოფი-
ლიყო, აღტყინებისგან, ალბათ, მთელი სხეული აუცახცახდებოდა.

312
იუბალმა უთხრა, წყალში ჩაეყვინთა და იქ ჯილის მიკითხვამდე გა-
ჩერებულიყო... მაგრამ მას ხომ არ უთქვამს, თვითონაც საკუთარ სხე-
ულთან დარჩენილიყო?
სმიტმა ამ საკითხის გააზრებას საკმაო ხანი დაუთმო, იცოდა რა,
რომ იუბალის მიერ ამ დავალების მოცემისას გამოყენებულ არასაიმე-
დო ინგლისურ სიტყვებს, რომლებიც გამუდმებით ხელიდან უსხლტე-
ბოდა, შეიძლებოდა, შეცდომაში შეეყვანა – ასეთი რამ ხომ ადრეც მომ-
ხდარა. საბოლოოდ, მაინც დაასკვნა, რომ იუბალს სხეულთან დარჩე-
ნის აუცილებლობა არ დაეკონკრეტებინა... ეს კი საშუალებას აძლევ-
და, თავი დაეღწია იმ მცდარი მდგომარეობიდან, რომელშიც მოცემულ
მომენტში იმყოფებოდა, რამეთუ ვერ იზიარებდა იმ გასაჭირს, ახლა
მისი წყლისმიერი მოძმეები რომ იმყოფებოდნენ.
და სმიტმა გადაწყვიტა, გაევლო.
საკუთარი გაბედულებისგან, ცოტა არ იყოს, თავბრუ ეხვეოდა, რად-
გან, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი რამ ორჯერ უკვე გაეკეთებინა, მარ-
ტოს ერთხელაც არ ეცადა – ორივე შემთხვევაში უხუცესთან ერთად იმ-
ყოფებოდა, რომელიც მისი სხეულის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა და
იმასაც უზრუნველყოფდა, რომ სათანადო გამოცდილების არმქონე
სმიტს, დეზორიენტირების საფრთხე არ შექმნოდა. უხუცესი მასთან
იქამდე რჩებოდა, ვიდრე საკუთარ სხეულს არ დაუბრუნდებოდა და მის
ჩვეულ ფუნქციონირებასაც განაახლებდა.
აქ კი უხუცესები არ იყვნენ, მაგრამ ვინაიდან სმიტი ყველაფერს
სწრაფად ითვისებდა, იცოდა, ეს როგორ უნდა გაეკეთებინა და იმაშიც
დარწმუნებული იყო, რომ თავს შესანიშნავად გაართმევდა და მასწავ-
ლებელსაც აამაყებდა. პირველ რიგში, სხეულის ყოველი გოჯი შეიმოწ-
მა და მის შემდგომ უსაფრთხოებაში დარწმუნდა, შემდეგ კი თვალგაფ-
რთხილებით განშორდა, ხოლო მასთან, მოდარაჯედ და მზრუნველად,
მხოლოდ მცირეოდენი ნაწილი დატოვა.
ის აუზიდან ამოიზიდა და კიდესთან გაჩერდა. ახსოვდა, ისე უნდა
მოქცეულიყო, თითქოს სხეული ჯერაც მასთან იმყოფებოდა. ეს დეზო-
რიენტირებას ააცილებდა და არ დააკარგვინებდა აუზის, წყლისა თუ
იმ ყველაფრის კვალს, რაც მასთან აკავშირებდა. წინააღმდეგ შემ-

313
თხვევაში, უსასრულოდ იხეტიალებდა უცნობ ალაგებში და ვეღარასო-
დეს მიაგნებდა დასაბრუნებელ გზას.
სმიტმა მიმოიხედა.
მფრინავი მანქანა ვარდების ბაღში ეშვებოდა. მის ყურს მანქანის
მიერ ყვავილების გათელვით გამოწვეული ჯაჯღანი მისწვდა. იქნებ
სწორედ ეს იყო, რამაც ღრმა ფიქრებიდან გამოარკვია? ბალახი იმის-
თვის არსებობდა, რომ ზედ ევლოთ, ყვავილები და ბუჩქები – არა. ეს
მცდარობა იყო.
მაგრამ აქ სხვა რამეც იყო არასწორი. მფრინავი მანქანიდან კაცი
გადმოდიოდა, ფეხით, სადაცაა, მიწას შეეხებოდა. იუბალი მისკენ გარ-
ბოდა. სმიტი ხედავდა, როგორ რისხვას ატეხდა იუბალი მანქანიდან
გადმოსულ კაცს. ასეთი მრისხანება ერთ მარსელს მეორის მიმართ
რომ გამოეჩინა, ორივენი დაუყოვნებლივ დემატერიალიზდებოდნენ.
სმიტმა ეს მომენტი გონებაში ჩაინიშნა, რათა მოგვიანებით გაეაზ-
რებინა, რადგან, შეიძლებოდა, ერთ-ერთი საკვანძო რამ აღმოჩენილი-
ყო. ახლა მხოლოდ ის იყო აშკარა, რომ წყლისმიერი მოძმის დასახმა-
რებლად რაღაც უნდა მოეფიქრებინა. ამის შემდეგ ყურადღება დანარ-
ჩენებსაც მიაპყრო.
დორკასი აუზიდან ამოდიოდა. დაბნეული და შეშფოთებული ჩან-
და, მაგრამ თავს მაინც აკონტროლებდა. სმიტმა იგრძნო მისი იუბალი-
სადმი რწმენა. ლარი აუზის კიდესთან იდგა. წყლიდან ახალი ამოსული
იყო. მის სხეულს მომწყდარი წვეთები ჯერ კიდევ ჰაერში ეკიდა. ლარი
არ ღელავდა, მხოლოდ გარკვეულ ეიფორიაში გახვეულიყო. სრული-
ად იყო დარწმუნებული იუბალის შესაძლებლობებში. გვერდით მირია-
მი ედგა. მისი განწყობა დორკასისა და ლარის განწყობებს შორის მერ-
ყეობდა. ენი ისევ ადრინდელ ადგილას იჯდა და პირუთვნელი მოწმის
ქათქათა სამოსით შებურულიყო, რომელსაც მთელი დღის განმავლო-
ბაში თან დაატარებდა. სმიტს ბოლომდე არ დაუგროკავს მის განწყო-
ბა, გარკვევით მხოლოდ ის ცივი და შეურყეველი დისციპლინა იგრძნო,
რომელიც მარსელ უხუცესებს ახასიათებდათ. ამან სმიტი შეაფიქრი-
ანა, რადგან ენი მუდამ ნაზი, თბილი და მეგობრულად განწყობილი
იყო.

314
სმიტმა შენიშნა, რომ ენს მთელი ყურადღება იუბალზე ჰქონდა გა-
დატანილი და, საჭიროების შემთხვევაში, დასახმარებლად მისასვლე-
ლადაც მზად იყო. ასევე იყო ლარიც... დორკასიც... მირიამიც... და ემ-
პათიური კათარზისის ამ უეცარ მოზღვავებაში სმიტმა შეიმეცნა, რომ
ყველანი იუბალის წყლისმიერი მოძმეები იყვნენ, რაც თითოეული მათ-
განის მისი წყლისმიერ მოძმეობასაც ნიშნავდა. გონების ამ მოულოდ-
ნელმა გამონათებამ იმდენად აღაგზნო, რომ კინაღამ წყალქვეშ გა-
რინდულ საკუთარ სხეულთან დამაკავშირებელ ღუზას მოსწყდა, თუმ-
ცა ბარტყობიდანვე ათვისებული მეთოდით ჯებირს მოხეთქებული
ემოციები დაიცხრო და შედგა, რათა ზეაღევლინა და ედიდებინა თი-
თოეული მათგანი ცალ-ცალკე და ყველა ერთად.
ჯილი ცალი ხელით აუზის კიდეს ეყრდნობოდა. სმიტმა იცოდა, რომ
სულ ცოტა ხნის წინ, აუზის ფსკერზე, მისი მდგომარეობის შესამოწმებ-
ლად იყო ჩასული, მისი იქ ყოფნა ეგრძნო... მაგრამ ახლა იმასაც ხვდე-
ბოდა, რომ ჯილს მხოლოდ მისი უსაფრთხოება კი არა, რაღაც სხვაც
აღელვებდა. ქალი ადრინდელისგან განსხვავებულ, უფრო ძლიერ
ემოციურ სტრესს განიცდიდა, რომელსაც ვერაფრით ანეიტრალებდა
ის ფაქტი, რომ მისი მზრუნველობის ქვეშ მყოფ, ყოვლისმომცველი სი-
ცოცხლის წყალში გახვეულ სმიტს, არაფერი ემუქრებოდა. ამან დიდ
საგონებელში ჩააგდო და გადაწყვიტა, ჯილთან მისულიყო, რათა ეგ-
რძნობინებინა, რომ მასთან ერთად იყო და თანაუგრძნობდა.
ასეც მოიქცეოდა, რომ არა დანაშაულის ის ბუნდოვანი და მსუბუქი
შეგრძნება, რომელიც იმის არცოდნას გამოეწვია, თუ რამდენად მო-
ეწონებოდა იუბალს, ასე არხეინად რომ დაეწყო წინ და უკან სიარული
მაშინ, როდესაც მისი სხეული აუზის ფსკერზე იმყოფებოდა. სმიტმა თა-
ვი იმით დაიმშვიდა, რომ საჭიროების შემთხვევაში წყლისმიერ მოძმე-
ებს დაეხმარებოდა, სიახლოვეს აგრძნობინებდა და მათ გასაჭირს გა-
ითავისებდა.
ამის შემდეგ სმიტმა ყურადღება მფრინავი მანქანიდან გადმოსულ
ადამიანზე გადაიტანა. როგორც კი მისი ემოციები შეიგრძნო, ერთი პი-
რობა მაშინვე განაგდო, მაგრამ საკუთარი თავი აიძულა, რომ იგი ყვე-
ლაფრის მიუხედავად შეესწავლა – გარეგნულადაც და შინაგანადაც.

315
ამ ადამიანის ქამარზე მიმაგრებული სპეციალური ჯიბიდან პისტო-
ლეტი მოჩანდა.
ამაში სმიტი თითქმის ბოლომდე იყო დარწმუნებული. საგანი უკი-
დურესი ყურადღებით შეათვალიერა და მანამდე ნანახ ორ პისტო-
ლეტსა და მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდში გამოცემულ
ვებსტერის „ინგლისური ენის ახალი საერთაშორისო ლექსიკონის“ მე-
სამე გამოცემაში ამოკითხულსაც შეადარა.
ეს ნამდვილად პისტოლეტი იყო, არამარტო ფორმით, არამედ
გარს შემორტყმული და ერთიანად განმსჭვალავი მცდარობის აური-
თაც. სმიტმა პისტოლეტის ლულას შეხედა, გაიაზრა, როგორ ფუნქციო-
ნირებდა და მცდარობის შეგრძნება კიდევ უფრო გაუმძაფრდა.
უნდა გაექრო პისტოლეტი და მასთან ერთად მცდარობის ის ყოვ-
ლისმშთანთქმელი აურაც? ეს ამ ადამიანის მანქანიდან ბოლომდე
გადმოსვლამდე უნდა გაეკეთებინა? სმიტი გრძნობდა, რომ სწორედ
ასე უნდა მოქცეულიყო... მაგრამ ისიც კარგად ახსოვდა, რაც იუბალს
მსგავს შემთხვევასთან დაკავშირებით ეთქვა – სმიტს პისტოლეტი
იქამდე არ უნდა გაექრო, ვიდრე იუბალი არ ეტყოდა, რომ ამის დრო
მოსულიყო.
სმიტი უკვე ბოლომდე დარწმუნებულიყო, რომ აუცილებლობათა
გადაკვეთის წერტილში იდგა... მაგრამ ვიდრე ყველაფერს არ დაგრო-
კავდა, გადაწყვიტა, იქვე დარჩენილიყო, რადგან, შეიძლებოდა, იუ-
ბალმა იცოდა ამგვარი მომენტის მოახლოების შესახებ და ფსკერზეც
იმიტომ გაგზავნა, რომ მისი მხრიდან მოსალოდნელი არასწორი მოქ-
მედებები აეცილებინა.
მას უნდა მოეცადა... მაგრამ ვიდრე იცდიდა, პისტოლეტსა და მისი
მცდარობის აურას, ყურადღების მიღმა არ ტოვებდა. სმიტის მზერა
აღარ იყო შეზღუდული მხოლოდ ორი თვალით, რომელთა საშუალები-
თაც ოდენ ერთი რაკურსით ჭვრეტდა სამყაროს. ახლა, საჭიროების
შემთხვევაში, ყველაფრის დანახვა შეეძლო, ყველაფრისა, რაც კი გარ-
შემო განფენილიყო. სმიტი კვლავაც გარინდული შესცქეროდა მფრი-
ნავი მანქანიდან გადმომავალ კაცს და მის პისტოლეტს.

316
იქ კი ყველაფერი გაცილებით მცდარი იყო, ვიდრე წარმოდგენა შე-
ეძლო! სხვა ადამიანებსაც ხედავდა და, ერთის გარდა, ყველას კარ-
თან მოეყარა თავი. ისინი ნორჩი მარსელის კვალში ჩამდგარი ხაუგე-
ბის ხროვას ჰგავდნენ და ხელში მცდარი საგნები ეჭირათ.
როგორც მანამდე იუბალისთვისაც ეთქვა, სმიტმა იცოდა, რომ
ფორმა ვერ იქნებოდა ძირითადი განმსაზღვრელი, სრულად დასაგრო-
კად აუცილებელი იყო, ფორმის შიგნითაც შეეღწია და ნამდვილი არსი
დაენახა. მისი ხალხი ხუთ ძირითად ფორმას გაივლიდა: კვერცხის,
ბარტყის, ნორჩის, ზრდასრულისა და უხუცესის, რომლებსაც ფორმა სა-
ერთოდ არ გააჩნდათ, თუმცა, მიუხედავად ამისა, მათი არსი, ჯერ კი-
დევ, კვერცხში იყო განსხეულებული.
ამ ადამიანთა ნივთები პისტოლეტს ჰგავდა, მაგრამ სმიტი ნაადრე-
ვი დასკვნებისგან თავს იკავებდა და თითოეულს ძალიან დეტალუ-
რად შეისწავლიდა. ერთ-ერთი შეარჩია და ყურადღებით დააკვირდა.
ის ზომით აშკარად აღემატებოდა სმიტის მიერ აქამდე ნანახ ყველა
პისტოლეტს. ამ უცნაურ ნივთს ფორმაც სრულიად განსხვავებული
ჰქონდა და კონსტრუქციაც.
და მაინც – ეს პისტოლეტი იყო.
სმიტმა დანარჩენი ნივთებიც შეისწავლა, სათითაოდ, ისეთივე ყუ-
რადღებით, როგორც პირველი. ყველა პისტოლეტი იყო.
იმ ადამიანს, რომელიც, ჯერ კიდევ, მანქანაში იჯდა, ქამარზე შე-
დარებით პატარა პისტოლეტი ჰქონდა მიმაგრებული.
და თვით მფრინავი მანქანის კონსტრუქციაშიც ორი უზარმაზარი
პისტოლეტი იყო ჩამონტაჟებული. სმიტმა იქ სხვა ნივთებიც შენიშნა.
დანიშნულება ვერ დაგროკა, მაგრამ მათი აშკარა მცდარობა მაინც იგ-
რძნო.
უყურებდა მანქანას და ფიქრობდა, რამდენად სწორი იქნებოდა,
მთლიანად გაექრო და მის შიგნით არსებული ყველა და ყველაფერიც
მიეყოლებინა, მაგრამ ორი რამ აბრკოლებდა. პირველ წინაღობას
ძვალ-რბილში გამჯდარი ჩვევა იწვევდა, რომლის თანახმადაც, საკვე-
ბის დაკარგვა არ შეიძლებოდა, მეორე ფაქტორი კი ის იყო, რომ გარ-
შემო მიმდინარე ყოველივე ჯერაც ვერ დაეგროკა. ამიტომ, უკეთესი

317
იქნებოდა, ჯერჯერობით კვლავ აუჩქარებლად ემოქმედა, დაკვირვე-
ბოდა, წყლისმიერ მოძმეებს კი გადამწყვეტ მომენტში დახმარებოდა
და ამგვარად გაეზიარებინა მათი გასაჭირი... და თუ აღმოჩნდებოდა,
რომ მისი მხრიდან ეს სწორი საქციელი იქნებოდა და გადამწყვეტი მო-
მენტიც ჩაივლიდა, სხეულს დაუბრუნდებოდა და ამ ყველაფერს იუ-
ბალთან განიხილავდა.
სმიტი მფრინავი მანქანიდან გამოვიდა. ათვალიერებდა, უსმენდა,
ელოდებოდა.
მანქანიდან პირველად გადმოსული ადამიანი იუბალს ისეთ რამე-
ებზე ელაპარაკებოდა, რისი გონებაში შენახვაც სმიტს კი შეეძლო, მაგ-
რამ ჯერ ვერ გროკავდა. ეს ყველაფერი მისი გამოცდილების მიღმა
იყო. მანქანა დანარჩენებმაც დატოვეს და ბაღში გაიფანტნენ. სმიტი
ყველას ყურადღებით აკვირდებოდა: მანქანა ჰაერში აფრინდა, მცი-
რეოდენით გადაადგილდა და მახლობლად დაეშვა, რამაც მანამდე
მის ქვეშ მოყოლილ არსებებს დიდი შვება აგრძნობინა. სმიტი მათ-
თვის მიყენებულ ტკივილს გროკავდა და იმდენად სურდა, მდგომა-
რეობა შეემსუბუქებინა, რომ კინაღამ კონცენტრაციაც დაკარგა.
პირველმა ადამიანმა იუბალს რაღაც ქაღალდები გაუწოდა. იუ-
ბალმა უკან დაუბრუნა და იმანაც ენს გადასცა. სმიტმა ისინი ენთან ერ-
თად წაიკითხა, ხოლო წაკითხულ სიტყვათა მნიშვნელობა ამოიცნო,
როგორც ადამიანთა რიტუალებთან დაკავშირებული რაღაც, რასაც,
მისი აზრით, გამოსავალთან და ბალანსის დაცვასთან უნდა ჰქონოდა
საერთო. რამდენადაც ასეთ რიტუალებს იუბალის ბიბლიოთეკის მხო-
ლოდ იმ ნაწილში გადასწყდომოდა, სადაც სამართლებრივი ლიტერა-
ტურა ინახებოდა, მათი დაგროკვა მაშინვე არ უცდია, მით უმეტეს, რომ,
როგორც ჩანდა, ისინი დიდად არც იუბალს აღელვებდა – მცდარობა
სხვაგან უნდა ეძებნა. სმიტს ესიამოვნა, როდესაც ორ ქაღალდზე თა-
ვისი დედამიწური სახელიც ამოიკითხა. როცა კი ამ სახელს კითხუ-
ლობდა, ყოველთვის უცნაური ჟრუანტელი უვლიდა, ისეთი შეგრძნება
ეუფლებოდა, თითქოს ერთდროულად ორგან იმყოფებოდა – ასეთი
რამ ხომ უხუცესთა გარდა არავის ძალუძდა.

318
იუბალი და ის ადამიანი მანქანას მოშორდნენ და აუზისკენ გაემარ-
თნენ. ენი უკან მიჰყვა, მხოლოდ მცირედი მანძილით ჩამორჩებოდა.
სმიტმა დროის მდინარების აღქმა ოდნავ მოადუნა, რათა მათი მოძ-
რაობა შედარებით აჩქარებით აღექვა, თუმცა მაინც იმდენად შენელე-
ბულად, რომ არც ჯერ კიდევ მიმდინარე დანარჩენ მოვლენებს მოწყვე-
ტილიყო. მათ კიდევ ორი ადამიანი მიუახლოვდა და პატარა ჯგუფი
წარმოქმნეს. მანქანიდან გადმოსული პირველი ადამიანი აუზის კი-
დესთან შეჩერდა და იქ მყოფები შეათვალიერა. შემდეგ ჯიბიდან სუ-
რათი ამოიღო. დახედა და ჯილს მიაჩერდა. სმიტმა იგრძნო, რომ ჯი-
ლის შიშსა და მღელვარებას პიკისთვის მიეღწია და უკიდურესად და-
ძაბულიყო. ერთხელ იუბალმა უთხრა: „დაიცავი ჯილი. ნუ იღელვებ
საკვების დაკარგვაზე. სხვა ნურაფერზე ნუ იღელვებ. ჯილი დაიცავი“.
რა თქმა უნდა, ის ჯილს ნებისმიერ შემთხვევაში დაიცავდა, მაში-
ნაც, თუ სხვა საკითხებთან მიმართებაში არასწორად მოქმედების სა-
შიშროება იარსებებდა, მაგრამ ძალიან კარგი იყო, რომ, ამ შემთხვევა-
ში, იუბალის ხელდასხმაც ჰქონდა, რისი წყალობითაც მისი გონება გა-
ნუყოფელი დარჩენილიყო და უშფოთველობასაც ინარჩუნებდა.
როდესაც პირველმა ადამიანმა ჯილზე მიანიშნა, ისინი, უკან რომ
მიჰყვებოდნენ, ქალისკენ გაეშურნენ. ხელში მცდარობით მოცული პის-
ტოლეტები ეჭირათ...
სმიტი მათ საკუთარი ორეულის გავლით მისწვდა და ორივე უნაზე-
სი წამიერი მოქმედებით გააქრო.
...იდგა პირველი ადამიანი და იმ ადგილს მიშტერებოდა, სადაც წა-
მის წინ გამქრალები იდგნენ. პისტოლეტისკენ წაიღო ხელი... და ისიც
გაუჩინარდა.
დარჩენილი ოთხი ადამიანი აუზისკენ დაიძრა. სმიტს მათი გაქრო-
ბაც არ უნდოდა, რადგან გრძნობდა, რომ იუბალი უბრალოდ შეჩერე-
ბით უფრო ნასიამოვნები დარჩებოდა. მაგრამ რაიმეს შესაჩერებლად,
თუნდაც საფერფლისა, სხეული სჭირდებოდა, რომელიც ახლა აუზის
ფსკერზე გაყუჩებულიყო. უხუცესი ამას თავს გაართმევდა და ოთხივეს
ერთდროულად შეაჩერებდა, მაგრამ სმიტმა ის მოიმოქმედა, რაც შეეძ-
ლო და რაც იძულებული იყო, მოემოქმედებინა.

319
ოთხი ჰაეროვანი შეხება. გაუჩინარდნენ.
უეცრად სმიტმა მცდარობის მძაფრი ტალღა შეიგრძნო, რომელიც
მიწაზე დაშვებული მანქანიდან მოდიოდა და მისკენ დაიძრა. სწრაფი
გადაწყვეტილების მისაღებად უმალ დაგროკა მოსალოდნელ საფ-
რთხე და მანქანა პილოტიანად გააქრო.
ამასობაში კინაღამ მხედველობიდან გამორჩა ის მანქანა, რომე-
ლიც ჰაერში ლივლივებდა. პირველის გაქრობის შემდეგ სმიტს მოდუ-
ნება დაეწყო, როდესაც მცდარობის ახალი ტალღა შეიგრძნო და ცის-
კენ აიხედა.
ეს მანქანა ვერტიკალურად ეშვებოდა – ზუსტად იქ, სადაც სმიტი
იდგა.
სმიტმა დროის აღქმა მაქსიმალურად გაწელა და ჯერ კიდევ ჰაერ-
ში მყოფ მანქანაში შეაღწია. იქაურობაც ყურადღებით გამოიკვლია და
დაგროკა, რომ, პირველი მანქანის დარად, მცდარი ნივთებით იყო გა-
მოტენილი... და სმიტმა ისიც არარსებობაში გაისტუმრა. ამის შემდეგ
კი აუზთან მყოფებთან დაბრუნდა.
ყველა მეტისმეტად აღელვებული ჩანდა. დორკასი ქვითინებდა,
ჯილს კი ხელი მოეხვია და, ცდილობდა, დაემშვიდებინა. მხოლოდ ენი
რჩებოდა გარშემო გამეფებული ემოციების მიღმა. თუმცაღა მცდარო-
ბა გამქრალიყო, მისი კვალიც არ დარჩენილიყო და მასთან ერთად
გამქრალიყო მღელვარებაც, რომელსაც სმიტი მანამდე მედიტაციი-
დან გამოეყვანა. სმიტმა იცოდა, რომ დორკასი მალე დამშვიდდებოდა
და ისიც იცოდა, რომ ამაში ყველაზე უკეთ ჯილი დაეხმარებოდა. ჯილი
ყოველთვის სრულად და ერთიანად გროკავდა ნებისმიერ ტკივილს.
მას აშფოთებდა გარშემო მობობოქრე ემოციები, შიშობდა, რომ გადამ-
წყვეტ მომენტში ყოველმხრივ სწორად ვერ ემოქმედა ან მომხდარს იუ-
ბალი ასე დაგროკავდა. ბოლოს გადაწყვიტა, რომ დაბრუნების დრო
მოსულიყო და აუზის ფსკერზე ჩაეშვა, სხეული მოძებნა, დაგროკა, რომ
ისეთივე მდგომარეობაში იყო, როგორც დატოვა – უვნებელი და კვლავ
მოირგო.
გადაწყვიტა, აუცილებლობათა გადაკვეთის წერტილში მომხდარი
მოვლენები გაეაზრებინა, მაგრამ

320
საამისოდ ამბავი მეტისმეტად ნედლი იყო. ჯერ კიდევ არ იყო
მზად, ზეაღევლინა და ედიდებინა ის ადამიანები, რომლებიც სურვი-
ლის საწინააღმდეგოდ, იძულებით გაეუჩინარებინა. ამიტომ, სანაც-
ვლოდ, ისევ იმას დაუბრუნდა, რაზეც ამ ყველაფრამდე ფიქრობდა:
“შარავანდედი“... „შარბათი“... „შარვალი“... „ჩაროზამდე“ მიაღწია და
უკვე „ჩეროზე“ უნდა გადასულიყო, როდესაც ჯილის შეხება იგრძნო.
სმიტმა გადაბრუნებული ენა გაისწორა და მდგომარეობიდან გამოსას-
ვლელად მოემზადა, რადგან იცოდა, რომ მოძმე ჯილს წყალში დიდ-
ხანს გაჩერება სტრესს მოჰგვრიდა.
როგორც კი ჯილი შეეხო, სმიტმაც მისკენ გაიწია, ქალის სახე ხე-
ლისგულებში მოიქცია და აკოცა. ეს იყო ის, რის შესახებაც სულ ცოტა
ხნის წინ გაეგო და ჯერ კიდევ გამოჰყოლოდა ბოლომდე ვერდაგროკ-
ვის შეგრძნება. იყო ამაში რაღაც წყლის ცერემონიის სადარი მზარდი
სიახლოვის განცდა, მაგრამ კიდევ იყო რაღაც... ის, რისი დაგროკვაც
მთელი სისავსით ეწადა.

321
თავი მეთექვსმეტე
იუბალი აღარ დალოდებია, ვიდრე ჯილი ამ რთულად აღსაზრდელ
ბავშვს აუზიდან ამოიყვანდა – განკარგულება გასცა, რომ დორკასის-
თვის დამამშვიდებელი მიეცათ და მაშინვე თავის სამუშაო ოთახს მი-
აშურა, უკანასკნელი ათიოდე წუთის განმავლობაში განვითარებული
მოვლენების ახსნა კი ენს მიანდო, თუ, რა თქმა უნდა, ამას როგორმე
მოახერხებდა.
– მორიგე! – დაიძახა მიმავალმა ჰარშოუმ.
მირიამი აედევნა და მალევე წამოეწია.
– მგონი, ახლა მე უნდა ვიყო მორიგე... – უთხრა აქოშინებულმა მი-
რიამმა, – მაგრამ, ბოს, ეს რა იყო...
– სიტყვაც აღარ გამაგონო!
– კი მაგრამ, ბოს...
– გითხარი, გაჩუმდი-მეთქი! მირიამ, დაახლოებით ერთ კვირაში
ყველანი დავსხდებით და ენს მოვაყოლებთ, რაც საკუთარი თვალი-
თაც ვნახეთ. ახლა კი, უახლოესი პერიოდის განმავლობაში, მოსვენება
არ გვექნება, აქაურობა რეპორტიორებით გაივსება... პირველ რიგში,
რამდენიმე ადგილას უნდა დავრეკო. დახმარება დამჭირდება. შეძ-
ლებ, ხელის შეშლის ნაცვლად, უბრალოდ, დამეხმარო? ეს იმას მახსე-
ნებს... ჰო, მართლა, არ დაგავიწყდეს, რომ დორკასს ისტერიკაში ყოფ-
ნის პერიოდის შესაბამისი თანხა ანაზღაურებიდან გამოუქვითო.
მირიამს ლამის ენა ჩაუვარდა.
– ბოს! მაგას თუ გაბედავ, აქედან ყველანი წავალთ!
– სისულელეა.
– იცოდე, არ გეხუმრები. დორკასს თავი დაანებე და მე თვითონაც
კინაღამ ისტერიკაში ჩავვარდი... – გოგონა ერთხანს გაჩუმდა და გაც-
ხარებით დაამატა: – მგონი, ის ისტერიკა სწორედ ახლა დამემართება.
– აბა, ერთი გაბედე და ეგრევე გაილახები, – გაიკრიჭა ჰარშოუ, –
კარგი, „სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უკიდურესი რის-
კის გაწევისთვის“ დორკასს ბონუსი გამოუწერე. ისე, ბონუსი ყველას
გეკუთვნით. განსაკუთრებით, მე, ნამდვილად დავიმსახურე.
322
– კარგი, მაგრამ შენს ბონუსს ვინ გადაიხდის?
– რა თქმა უნდა, გადასახადების გადამხდელები. მაგ საკითხს რო-
გორმე მოვაგვარებ... ჯანდაბა!
უკვე კარამდე მიეღწიათ. ოთახიდან გაბმული ზარი ისმოდა. იუბა-
ლი სავარძელში მოკალათდა და ღილაკს დააწვა.
– ჰარშოუ გისმენთ. ვინ ოხერი ხართ?
– კარგი რა, დოკ, – მოესმა მხიარული ხმა, – ხომ იცი, მაინც ვერ შე-
მაშინებ. აბა, როგორ მიდის საქმეები?
ჰარშოუმ ტომას მაკენზი იცნო, „ნიუ ვორლდ ნეტვორკსის“ მთავარი
მენეჯერი და ტონი ცოტათი შეარბილა.
– მშვენივრად, ტომ, მაგრამ დროში საშინლად ვარ შეზღუდული,
ასე რომ...
– დროში ხარ შეზღუდული? აბა მე მკითხე. დღე-ღამეში ორმოცდარ-
ვა საათი გაწამაწიაში ვარ. მოკლედ გკითხავ – როგორ ფიქრობ, კიდევ
გაქვს ჩვენთვის რამე? პრობლემა თქვენზე მომაგრებულ ძვირადღირე-
ბულ აღჭურვილობაში არ არის, მაგრამ საქმე საქმეა და ფაქტია, რომ
სამ სრულად დაკომპლექტებულ ჯგუფს ფულს მხოლოდ იმაში ვუხდი,
რომ შენგან მისაღებ სიგნალს უსასრულოდ ელოდებიან. პროფკავში-
რების წესები ხომ მოგეხსენება. მინდა, დაგეხმარო ყველაფრით, რი-
თიც შევძლებ. უკვე ბევრი შენი სცენარი გამოგვიყენებია და ვაპირებთ,
მომავალშიც ასე გავაგრძელოთ, მაგრამ როდესაც შემოწმება დაიწყე-
ბა, არც კი ვიცი, რა უნდა ვუთხრა...
– კი, მაგრამ, რაც ფარულმა კამერებმა გადაიღეს, საკმარისი არ
არის?
– რა ფარული კამერები?
რამდენიმე წუთში, მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ „ნიუ ვორლდ
ნეტვორკსში“ მის სამფლობელოში ახლახან განვითარებული მოვლე-
ნები არ ენახათ, ჰარშოუ ტომას მაკენზის დაემშვიდობა. ამ უკანასკნე-
ლის კითხვებზე პირდაპირი პასუხებისგან თავი აერიდებინა, რადგან
ზუსტად იცოდა, რომ თუ ყველაფერს ისე მოუყვებოდა, როგორც სინამ-
დვილეში მომხდარიყო, მაკენზი აუცილებლად დაასკვნიდა, რომ სა-

323
ცოდავი მოხუცი ჭკუიდან შეშლილიყო, რაშიც ჰარშოუ ნამდვილად ვერ
დაადანაშაულებდა.
შეთანხმდნენ, რომ თუ უახლოეს ოცდაოთხ საათში ღირებული აღა-
რაფერი მოხდებოდა, „ნიუ ვორლდ ნეტვორკსი“ კამერებისა და და-
ნარჩენი აპარატურის დემონტაჟს დაიწყებდა.
მაკენზისთან საუბრის დასრულებისთანავე, ჰარშოუმ განკარგულე-
ბა გასცა:
– მირიამ, ლარის უთხარი, ენს განგაშის ღილაკი გამოართვას და
მომიტანოს.
ჰარშოუმ კიდევ ორ ადგილას დარეკა. ლარის გამოჩენის მომენ-
ტისთვის უკვე საბოლოოდ დარწმუნებულიყო, რომ არცერთ საინფორ-
მაციო არხს არ ენახა, თუ როგორ ცდილობდა სპეციალური დანიშნუ-
ლების რაზმი მის სახლში შეჭრილიყო. არანაირი აზრი აღარ ჰქონდა
იმის შემოწმებასაც, ავტომატურად გაგზავნისთვის გამზადებული შეტ-
ყობინებები მაინც თუ დაადგა გზას – მათი გაგზავნაც იმავე სიგნალზე
იყო დამოკიდებული, რომლითაც ხსენებულ არხებს ინფორმაცია უნდა
მიეღო.
როგორც კი ჰარშოუ შემობრუნდა, ლარიმ განგაშის ღილაკი გაუწო-
და.
– ეს გინდოდა, ბოს?
– უბრალოდ, მაინტერესებდა, რანაირი იყო ეს სულელური ნივთი.
ლარი, ეს შემთხვევა ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს, რომ აღარასო-
დეს ვენდოთ დანა-ჩანგალზე უფრო რთულ მოწყობილობებს.
– კარგი. კიდევ გინდა რამე?
– ლარი, შეგვიძლია ეს ჯართი შევამოწმოთ და გავიგოთ, გამართუ-
ლად მუშაობს თუ არა, ოღონდ ისე, რომ სამი არხი არ დავაყენოთ ფეხ-
ზე?
– რა თქმა უნდა. მთავარ გადამცემს, რომელიც მათ ჩემს სახელოს-
ნოში დაამონტაჟეს, ამისთვის სპეციალური ღილაკი აქვს. უნდა ჩარ-
თო, ღილაკს დააწვე და იქაურობაც განათდება. ამის შემდეგ გადამცე-
მით გამოიძახებ და ეტყვი, რომ გინდა, დაუყოვნებლივ შეამოწმონ კა-
მერები და მათი სადგურებთან კავშირის ხარისხი.

324
– დავუშვათ, შემოწმებამ გვაჩვენა, რომ რაღაც ისე ვერ არის. შეძ-
ლებ, ამის გამომწვევი მიზეზიც გაარკვიო?
– ალბათ, – დაეჭვებით თქვა ლარიმ, – თუ საქმე უბრალოდ კავში-
რის გაწყვეტას ეხება, მაგრამ ელექტრობაში დიუკი ჩემზე უკეთ ერკვე-
ვა. მე უფრო ინტელექტუალური განხრით ვარ.
– ვიცი, შვილო, პრაქტიკულ საკითხებში მეც მოვიკოჭლებ. რას ვი-
ზამთ, თუ მოახერხებ და რამეს გაარკვევ, შემატყობინე.
– სხვა არაფერი გინდა, იუბალ?
– თუ სადმე ბორბლის გამომგონებელს გადააწყდები, მომიყვანე.
მინდა, გამოცდილება გავუზიარო.
იუბალი ფიქრებმა წაიღო. არ გამორიცხავდა, რომ დიუკს განზრახ
დაეზიანებინა განგაშის ღილაკი, მაგრამ ცდილობდა, ეს აზრი თავი-
დან ამოეგდო. ამაზე ფიქრი დროის ამაო კარგვა და უაზრო ჩხრეკა იქ-
ნებოდა. მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, თუ რა მოხდა მის ბაღში სინამ-
დვილეში და როგორ მოახერხა მაიკმა ეს ყველაფერი, მაშინ, როდესაც
ათი ფუტის სიღრმეზე იმყოფებოდა. ჰარშოუ სრულიად იყო დარწმუნე-
ბული, რომ ამ ამბავში მარსელის ხელი ერია.
კაცმა რომ თქვას, ის, რაც წინა დღეს, ამავე ოთახში ენახა, ისეთივე
წარმოუდგენელი და დაუჯერებელი იყო, როგორც ამჯერად განვითა-
რებული მოვლენები, მაგრამ ემოციური შოკი ახლა გაცილებით დიდი
იყო. ბიოლოგიური თვალსაზრისით, თაგვი სპილოსავით მნიშვნელო-
ვანი ცხოველია, ორივე ევოლუციის სასწაულია, მაგრამ მათ შორის ერ-
თი მნიშვნელოვანი განსხვავებაა – სპილო გაცილებით დიდია.
იმის ხილვის შემდეგ, თუ როგორ უჩინარდება ჰაერში ცარიელი ყუ-
თი, უბრალო ნივთი, რა თქმა უნდა, ვარაუდობ, რომ იგივე ბედი მფრი-
ნავ მანქანასაც შეიძლება ეწიოს, მაგრამ ამ უკანასკნელის გაუჩინარე-
ბით გამოწვეული შთაბეჭდილება გაცილებით სულისშემძვრელია.
ჰარშოუ სულაც არ აპირებდა ამ ძაღლების გამო ცრემლების ღვრას,
თუმცა კი, პოლიციელების საჭიროებას აღიარებდა და მათ შორის პა-
ტიოსან ადამიანებსაც შეხვედროდა. სანაპირო დაცვა იყო მაგალითი
იმისა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო პოლიცია და, როგორც წესი, ასე-
თიც იყო ხოლმე.

325
უკანასკნელი კორუმპირებული კონსტებლიც არ იმსახურებდა, ჩა-
ფერფლილი სანთელივით გამქრალიყო, მაგრამ თუ ადამიანი სპეცია-
ლური სამსახურის რაზმში მსახურობდა, ეს ნიშნავდა, რომ დაუნდობ-
ლობა და სისასტიკე ძვალსა და რბილში ჰქონდა გამჯდარი – ზუსტად
გესტაპოელთა მსგავსად. ასეთი ადამიანები მოცემულ მომენტში ძა-
ლაუფლების სათავეში მყოფი ნებისმიერი პოლიტიკოსის ბრძანებებს
ასრულებენ. იუბალს ის ძველი დრო ენატრებოდა, როდესაც უფლება-
თა ბილის[74] მოშველიება ისე შეგეძლო, რომ შიში არ გქონოდა, თუ
როგორ გააბათილებდა მას ფედერაციის დამქაშთა მიერ მოფიქრებუ-
ლი ეშმაკური ხრიკები.
ახლა ამას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა. იუბალი უკვე იმაზე ფიქ-
რობდა, თუ რა შეიძლებოდა უახლოეს მომავალში მომხდარიყო. ჰაინ-
რიხის ხალხს ნამდვილად ექნებოდათ კავშირი ბაზასთან და ამ კავში-
რის გაწყვეტა, რა თქმა უნდა, არ გამოეპარებოდათ – მოულოდნელად
ჩამოწოლილი სიჩუმე დიდ შეშფოთებას გამოიწვევდა. მალე სპეცია-
ლური სამსახურის ძალების ახალი წარმომადგენლები გამოჩნდებოდ-
ნენ, რათა თავიანთ წინამორბედთა ბედი გამოერკვიათ... ამ დროის-
თვის უკვე გზაშიც იქნებოდნენ, მით უმეტეს, თუ მიმდინარე მოვლენებს,
მისი გაუჩინარების მომენტში, მეორე მფრინავი მანქანიდანაც გადას-
ცემდნენ.
– მირიამ!
– გისმენ, ბოს.
– მაიკი, ჯილი და ენი მომიძებნე და უთხარი, ახლავე აქ ამოვიდნენ.
მერე ლარის მიაკითხე, ალბათ თავის სახელოსნოშია. სახლის ყველა
კარი და ქვედა სართულის ფანჯრებიც ჩარაზეთ.
– ისევ უსიამოვნებებს ველოდებით?
– გაინძერი, გოგონი!
სპეციალური სამსახურის პრიმატები ისევ თუ გამოჩნდებოდნენ –
უფრო სწორად, როცა გამოჩნდებოდნენ, მათ, სავარაუდოდ, ორდერე-
ბის ასლები არ ექნებოდათ. თუ მათი მეთაური იმდენად სულელი აღ-
მოჩნდებოდა, რომ ორდერის გარეშე გაბედავდა დაკეტილ სახლში
შეჭრას, მაშინ მათ მაიკი მიხედავდა. მაგრამ ეს ბრმა საომარი მოქმე-

326
დებები, ადრე თუ გვიან, უნდა დასრულებულიყო – იუბალს როგორმე
გენერალურ მდივნამდე უნდა მიეღწია. მაგრამ როგორ?
ისევ მთავრობის სასახლეში დაერეკა? ჰაინრიხი, სავარაუდოდ,
სრულ სიმართლეს ამბობდა და მისი მორიგი მცდელობებიც ადრინდე-
ლივით დასრულდებოდა, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამჯერად იმ
ადამიანთან მოუხდებოდა ლაპარაკი, ვინც ახლა ჰაინრიხის სკამს ათ-
ბობდა, სკამს, რომელიც მას აღარასოდეს დასჭირდებოდა. ისიც უდა-
ვოდ გააკვირვებდათ, როდესაც ადამიანი, რომლის დასაკავებლა-
დაც, სულ ცოტა ხნის წინ, სპეციალური სამსახურის რაზმი დაეგეშათ,
ისევ საკუთარი სურვილით ცდილობდა დაკავშირებას. იღბლის წყა-
ლობით იქნებ გზის გაკვლევა იმდენად მოეხერხებინა, რომ მათ მეთაუ-
რამდეც მიეღწია... რა ჯანდაბა ერქვა იმ მაძღარ მაჩვს... ა, ჰო – ტვიჩე-
ლი. სპეციალური სამსახურის კომენდანტს, რა თქმა უნდა, აუცილებ-
ლად ექნებოდა კავშირი ბოსთან.
მაგრამ აქედან კარგი არაფერი გამოვიდოდა. არანაირი აზრი არ
ჰქონდა, ადამიანისთვის, რომელიც მხოლოდ იარაღის ძალას აღია-
რებდა, იმის მტკიცება დაეწყო, რომ ამავე იარაღზე უკეთესი რამე
ჰქონდა და რომ მისი დაკავების ნებისმიერი მცდელობა უსარგებლო
იქნებოდა. ტვიჩელი დაუსრულებლად გააგრძელებდა ახალი და ახა-
ლი შეიარაღებული რაზმების გამოგზავნას იქამდე, ვიდრე აღარც ხალ-
ხი დარჩებოდა და აღარც იარაღი. ის ხომ ვერასდროს დაიჯერებდა,
რომ შეუძლებელი იყო იმ ადამიანის დაკავება, რომლის ადგილსამყო-
ფელიც ზუსტად იყო ცნობილი.
რა გაეწყობოდა – თუ წინა კარიდან შესვლა არ შეგეძლო, ისღა
დაგრჩენოდა, უკანა კარიდან შეპარულიყავი. ეს ხომ ელემენტარული
პოლიტიკა იყო. იუბალმა, ცოტა არ იყოს, ინანა კიდეც, რომ ბოლო ოც-
დახუთი წლის განმავლობაში პოლიტიკას არანაირ ყურადღებას აღარ
უთმობდა. ჯანდაბა! მას ბენ კექსტონი სჭირდებოდა, ბენს უთუოდ ეცო-
დინებოდა, ვის ეპყრა უკანა კარის გასაღები, ვინმე ისეთთან მაინც და-
აკავშირებდა, ვინც დახმარებას შეძლებდა.

327
მაგრამ ბენის გაუჩინარებაც ხომ იმავე მიზეზთან იყო დაკავშირებუ-
ლი, რომელთანაც მთელი ეს აურზაური. რამდენადაც ბენის დახმარე-
ბის იმედი ვერ ექნებოდა, ვინმე სხვა უნდა გამოენახა.
ჯანდაბა, რამ გამოათაყვანა! ასეთ ადამიანს ხომ სულ ახლახან
ელაპარაკა! იუბალი ტელეფონთან მიბრუნდა და დაუყოვნებლივ და-
უკავშირდა ტომას მაკენზის. მასთან მისაღწევად სამი შუამავლის გავ-
ლა დასჭირდა, მაგრამ ყველა მათგანი იცნობდა და მაკენზისთან კონ-
ტაქტი მალევე შედგა. ამასობაში ოთახში მარსელი და დანარჩენები
შემოვიდნენ. იუბალს მათთვის ყურადღება არ მიუქცევია, ისინიც უხ-
მოდ დასხდნენ, მირიამმა კი პატარა დაფაზე დაუწერა: „ყველა კარი
და ქვედა სართულის ფანჯრები დაკეტილია“. იუბალმა თავი დაუქნია
და ქვემოთ მიაჩხაპნა: „ლარი და განგაშის ღილაკი?“ სწორედ ამ
დროს მაკენზისთან დააკავშირეს და ყურადღებაც მასზე გადაიტანა.
– ტომ, მაპატიე, რომ ისევ გაწუხებ.
– რას ამბობ, იუბალ, მოხარული ვარ.
– ტომ, გენერალურ მდივან დაგლასთან დასალაპარაკებლად რო-
გორ მოიქცეოდი?
– ჰმ... მის პრესმდივან ჯიმ სენფორთს დავუკავშირდებოდი ან, შე-
საძლოა, ჯოკ დუმონს. ეს იმაზეა დამოკიდებული, რა საქმე მექნებოდა.
მაგრამ გენერალურ მდივანთან ლაპარაკი საერთოდ არ მომიხდებო-
და. ყველაფერს ჯიმი მოაგვარებდა.
– მაგრამ დავუშვათ, რომ კონკრეტულად გენერალურ მდივანს უნ-
და დალაპარაკებოდი, მაშინ?
– ამ საქმის მოგვარებასაც ჯიმს ვთხოვდი, მაგრამ თადარიგს ად-
რევე დავიჭერდი, რადგან ამის მოსაგვარებლად ერთი-ორი დღე მა-
ინც დასჭირდებოდა... თუმცა ასეთ შემთხვევაშიც არ იქნებოდა გამო-
რიცხული, რომ რამე უფრო სასწრაფო და სერიოზული საქმე გამოჩენი-
ლიყო და შეხვედრა არც შემდგარიყო. იუბალ, ჩვენი არხი მთავრობას
სჭირდება და მშვენივრად ვიცით, რომ ეს მათაც მშვენივრად იციან,
მაგრამ ამ უპირატესობით მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში
ვსარგებლობთ.

328
– ტომ... დავუშვათ, რომ ასეთი აუცილებლობა არსებობს; დავუშ-
ვათ, რომ აუცილებლად უნდა დაელაპარაკო დაგლასს, თანაც და-
უყოვნებლივ. არა შემდეგ კვირაში, არამედ რამდენიმე წუთში.
მაკენზის წარბები შუბლზე აუვიდა.
– ჰმ... ასეთ შემთხვევაში, ჯიმს ავუხსნიდი, რატომაცაა ასე საჩქა-
რო...
– არა.
– იუბალ, კეთილგონიერება გამოიჩინე.
– ეგ სწორედ ის არის, რაც ახლა არ შემიძლია. დავუშვათ, ჯიმ სენ-
ფორთი კოვზების ქურდობაში გყავს გამოჭერილი, ამრიგად, სულაც არ
ხარ ვალდებული, წინასწარ უთხრა, თუ რა საქმე გაქვს გენერალურ
მდივანთან და რომ მას დაუყოვნებლივ უნდა შეგახვედროს.
მაკენზიმ ამოიხვნეშა.
– ჯიმს ვეტყოდი, რომ მის ბოსს უნდა დაველაპარაკო და თუ ამის
საშუალებას არ მომცემენ, მთავრობას ჩვენი არხის დახმარების იმედი
აღარ უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, ამას ტაქტიანად ვეტყოდი, მაგრამ
მივახვედრებდი, რომ არ ვხუმრობ. სენფორთი სულელი სულაც არ
არის და თავს საფრთხეში არ ჩაიგდებდა.
– კარგი, ტომ, მაშინ სწორედ ეს უნდა გააკეთო.
– რაო?
– ჩემთან ხაზზე დარჩი და თან მთავრობის სასახლეს დაუკავშირ-
დი. როგორც კი ამას მოახერხებ, მაშინვე დამალაპარაკე. გადადება
დაუშვებელია, გენერალურ მდივანს აუცილებლად უნდა დაველაპარა-
კო!
მაკენზის სახე მოეღრიცა.
– იუბალ, ჩემო მეგობარო...
– იმის თქმა გინდა, რომ ამას არ გააკეთებ?
– იმის თქმა მინდა, რომ არ შემიძლია. მომიტევე. შენ ისეთი ჰიპო-
თეტური სიტუაცია აღწერე, რომლის დროსაც საკონტინენტთაშორისო
არხის მთავარი აღმასრულებელი პირი გადაუდებელი აუცილებლობის
გამო გენერალურ მდივანს ნამდვილად შეიძლება დაელაპარაკოს,
მაგრამ მე ამ მანდატს სხვას ვერ გადავცემ. მისმინე, იუბალ. ძალიან

329
გაფასებ, მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ცოცხალი მწერალი
ხარ. ჩვენს არხს ძალიან არ უნდა, დაგკარგოს და, იმასაც ვაცნობი-
ერებ, რომ, შესაძლოა, ასეც მოხდეს, მაგრამ რასაც მთხოვ, ვერ გავაკე-
თებ. უნდა გაიგო, რომ ადამიანი ნახევარი მსოფლიოს მთავრობის მე-
თაურთან ასე უბრალოდ ვერ დარეკავს, ცხადია, თუ ამ ადამიანთან
ლაპარაკს თავად არ მოისურვებს.
– დავუშვათ, რომ თქვენთან შვიდწლიან ექსკლუზიურ კონტრაქტს
მოვაწერ ხელს, მაშინ?
მაკენზიმ კბილმტკივანი კაცის სახე მიიღო.
– არ შემიძლია. სამსახურს დავკარგავ და მაშინ აღარც მაგ კონ-
ტრაქტზე ხელის მოწერას ექნება აზრი.
იუბალი დაფიქრდა, იქნებ ღირდა, ტომისთვის მაიკი წარედგინა,
მაგრამ ეს აზრი მაშინვე უკუაგდო, რადგან სწორედ მისი არხით გადას-
ცემდნენ ინტერვიუებს ცრუ მარსელთან. შეიძლებოდა, ახლა მაკენზი
თამაშობდა და ამ სპექტაკლში თვითონაც მონაწილეობდა... ან სუფთა
იყო, როგორც ამას იუბალიც ვარაუდობდა, ხოლო მიმდინარე ფარსში
გაუცნობიერებლად ჩაეთრიათ.
– კარგი, ტომ, აღარ დაგაძალებ, მაგრამ მთავრობამდე მისაღწევი
შემოვლითი გზები ხომ ჩემზე უკეთ იცი? ვის შეუძლია დაგლასთან ნე-
ბისმიერ დროს დაკავშირება? სენფორთს არ ვგულისხმობ.
– არავის.
– ჯანდაბა, ვაკუუმში ხომ არ ცხოვრობს! უნდა არსებობდნენ ადა-
მიანები, რომლებსაც გენერალურ მდივანთან დარეკვის შემთხვევაში
მისი მდივანი არ დააიგნორებს. სულ მცირე, ათიოდე ასეთ ადამიანი
მაინც უნდა იყოს.
– სავარაუდოდ, ასეთები მისი კაბინეტის წევრები არიან. უახლოესი
გარემოცვა, მაგრამ ყველა არა.
– არცერთ მათგანს არ ვიცნობ, ამ წრეს დიდი ხნის წინ ჩამოვშორ-
დი. მაგრამ, ამ შემთხვევაში, პოლიტიკოსებს არ ვგულისხმობ, არამედ
მათ, ვინც პირდაპირ უკავშირდებიან, ვთქვათ, პოკერის თამაშის შესა-
თავაზებლად.

330
– ჰმ... არც ისე ბევრს ითხოვ, არა? არის ასეთი ადამიანი, ჯეიკ ალენ-
ბი. არა მსახიობი ჯეიკ ალენბი, სხვა.
– შევხვედრივართ. არ მომეწონა. არ მოვეწონე. და ეს თავადაც
იცის.
– დაგლასს არც ისე ბევრი ახლო მეგობარი ჰყავს. ყველა ცოლმა ჩა-
მოაცილა... მუდმივად ცდილობს... იუბალ, ერთი ეს მითხარი, ასტრო-
ლოგიასთან როგორი დამოკიდებულება გაქვს?
– არასოდეს მიცდია. ბრენდის ვამჯობინებ.
– გემოვნების საკითხია, მაგრამ... მისმინე, იუბალ, თუ სადმე წამოგ-
ცდება, რომ ეს მე გითხარი, შენივე ხელნაწერით გამოგღადრავ ყელს.
– გასაგებია. თანახმა ვარ. გააგრძელე.
– კარგი. აგნეს დაგლასი ასტროლოგიაზეა დამოკიდებული... ისიც
ვიცი, ვინ არის მისი პირადი ასტროლოგი. სწორედ მას შეუძლია, ნების-
მიერ დროს დაუკავშირდეს აგნესს და იმაშიც დამიჯერე, რომ, როდე-
საც საქმე ასტროლოგიას ეხება, გენერალური მდივანი მისის დაგლასს
ყოველთვის მოუსმენს. დაუკავშირდი ამ ასტროლოგს... დანარჩენი უკ-
ვე შენზე იქნება დამოკიდებული.
– რაღაც არ მახსენდება, რომელიმე ასტროლოგს საშობაო ბარა-
თებს ვუგზავნიდე ხოლმე, – თქვა იუბალმა ორჭოფულად, – რა ჰქვია
მაგ კაცს?
– ქალს. იცოდე, რომ თუ გინდა, საკუთარ არგუმენტებს სათანადო
წონა და დამაჯერებლობა შესძინო, ვერცხლი არ უნდა დაიშურო. მისი
სახელია მადამ ალექსანდრა ვესანი. ვ-ე-ს-ა-ნ-ი.
– გასაგებია, – სიხარულით შესაძახა იუბალმა, – ტომ, ვერც კი წარ-
მოიდგენ, როგორ დამეხმარე.
– იმედია, ასეა. უახლოეს მომავალში ჩვენი არხისთვის რამე საინ-
ტერესო ხომ არ გექნება?
– მოიცადე, – იუბალმა უცებ შეავლო თვალი პატარა დაფას, რო-
მელზეც მირიამს დაეწერა: „ლარი ამბობს, რომ გადამცემი გაუმართა-
ვია და არ იცის, რატომ“, – ჩემთან დამონტაჟებული კამერებიდან სიგ-
ნალი იმიტომაც ვერ მიიღეთ, რომ გადამცემია დაზიანებული, – მიუბ-
რუნდა მაკენზის, – მე კი მისი შემკეთებელი არავინ მყავს.

331
– ვინმეს გამოვუშვებ.
– დიდი მადლობა, ტომ. კიდევ ერთხელ გიხდი მადლობას.
იუბალმა მაკენზისთან საუბარი დაასრულა, ოპერატორს დაუკავ-
შირდა და სთხოვა, რომ ვიდრე შემდეგ ადრესატთან გადართავდა,
ხმის ჩამხშობი აპარატი გამოეყენებინა – ცხადია, თუ მასაც ექნებოდა
მსგავსი მოწყობილობა და, შესაბამისად, ეს შესაძლებელი იქნებოდა.
აღმოჩნდა, რომ ასეც იყო, რაც იუბალს ოდნავადაც არ გაჰკვირვებია.
მალე ეკრანზე მადამ ვესანის მედიდური სახე გამოიკვეთა. იუბალმა
ქალს შესცინა და მხიარულად უთხრა:
– გამარჯობა, ლამაზო.
მადამ ვესანს გაოცება გამოესახა, შემდეგ კი თანამოსაუბრეს უფ-
რო ყურადღებით დააკვირდა .
– ოჰ, დოქტორო ჰარშოუ, შე ბებერო არამზადა! უფალს უყვარხარ.
მიხარია შენი დანახვა. ამდენ ხანს სად დამეკარგე? სად იმალებოდი?
– სწორედ ეგრეა, ბეკი. ვიმალები. მდევნიან.
ბეკი ვესის მიზეზი არც უკითხავს, ეგრევე საქმეზე გადავიდა.
– რით შემიძლია, დაგეხმარო? ფული ხომ არ გჭირდება?
– ბეკი, ფული არც მე მაკლია და ვერც მიშველის, მაგრამ შემოთა-
ვაზებისთვის დიდად გმადლობ. სერიოზულ გასაჭირში ჩავვარდი და
ვფიქრობ, რომ თვით გენერალურ მდივან მისტერ დაგლასის გარდა
ვერავინ დამეხმარება. აუცილებლად უნდა დაველაპარაკო... ახლა-
ვე... დაუყოვნებლივ...
ბეკი მოიღუშა.
– დოკ, ეგ ასე ადვილი არ არის.
– ბეკი, ვიცი, რომ ადვილი არ არის. უკვე მთელი კვირაა, გენერა-
ლურ მდივნამდე მიღწევას უშედეგოდ ვცდილობ... ვერაფერს გავხდი.
შენ ამ საქმეში არ უნდა გაერიო, ბეკი... იმიტომ, რომ თავადაც უკვე ცეც-
ხლის ხაზზე ვდგავარ. უბრალოდ, იმედი მქონდა, რამეს მირჩევდი, რო-
გორმე დამეხმარებოდი... ვთქვათ, დამაკვალიანებდი, როგორ დავუ-
კავშირდე. ოღონდ არ მინდა, ამ ამბავში პირადად ჩაერიო, რადგან,
შეიძლება, ზიანი მოგადგეს და ვეღარც პროფესორს ჩავხედავ თვა-
ლებში, თუკი ოდესმე კიდევ შევხვდები... ნათელში იყოს.

332
– მშვენივრად ვიცი, რასაც იტყოდა ამაზე პროფესორი და ენდომე-
ბოდა თუ არა ასეთ ამბავში გავრეულიყავი, – მოუჭრა ბეკიმ, – ასე რომ,
დოკ, სისულელეს შევეშვათ. პროფესორი ყოველთვის ამბობდა, რომ
ოპერაციებისას მხოლოდ შენ გენდობოდა და რომ დანარჩენები, უბრა-
ლოდ, ყასბები იყვნენ. ელკტონში მომხდარიც კარგად ახსოვდა.
– ბეკი, მაგას ნუღარ დავუბრუნდებით. მაშინ კარგად გადამიხადეს.
– სიკვდილს გადაარჩინე.
– მე კი არ გადამირჩენია, არამედ ძლიერმა ორგანიზმმა და სიცოც-
ხლის წყურვილმა იხსნა. იმანაც, რომ შენ შესანიშნავად უვლიდი.
– ოჰ... დოკ, ამაოდ ვკარგავთ დროს კამათში. მართლა ცეცხლის
ხაზზე დგახარ?
– უნდათ, გამსრისონ... და ყველა, ვინც გვერდით მეყოლება, იგივე
ბედს გაიზიარებს. ჩემზე ორდერია
გაცემული – ფედერაციის ორდერი. შესანიშნავად იციან, სად მომ-
ძებნონ და იმასაც უწყიან, რომ გასაქცევიც არსად მაქვს. ეს ნებისმიერ
მომენტში შეიძლება მოხდეს და მისტერ დაგლასი ერთადერთი ადამი-
ანია, ვისაც ამის შეჩერება შეუძლია.
– გამოძვრები, ამის გარანტიას გაძლევ.
– ბეკი, შენს სიტყვას ვენდობი, მაგრამ ამას, შეიძლება, რამდენიმე
საათი დასჭირდეს, ამასობაში კი უკვე გვიან იქნება. ბეკი, ყველაზე მე-
ტად „უკანა ოთახში“ დაკითხვისა მეშინია. მაგისთვის უკვე მეტისმე-
ტად მოხუცი ვარ და ვერ გადავიტან.
– მაგრამ... ო, ღმერთო! დოკ, ხომ შეგიძლია, უფრო კონკრეტულად
მითხრა? ჰოროსკოპი უნდა შეგიდგინო და გავიგო, რისი გაკეთება შე-
იძლება. შენ, როგორც ექიმი, რა თქმა უნდა, მერკური ხარ, მაგრამ ისიც
რომ ვიცოდე, სად ვეძებო შენი პრობლემები, უკეთესად დაგეხმარებო-
დი.
– ბეკი, ახლა მაგის დრო არ არის, თუმცა მადლიერი ვარ, – იუბალის
თავში ელვის სისწრაფით ტრიალებდა კითხვები: ვის შეიძლება ენ-
დოს? როდის და რა შემთხვევაში? – ბეკი, ამის ცოდნა ისეთივე ხიფათ-
ში ჩაგაგდებს, როგორშიც ახლა მე ვარ... თუ მისტერ დაგლასის დარ-
წმუნებას ვერ მოვახერხებ.

333
– მითხარი, დოკ. ხიფათი არასოდეს მაშინებდა და ეს მშვენივრად
იცი.
– კარგი. ესე იგი, მე მერკური ვარ, აი, ჩემი პრობლემა კი მარსზე უნ-
და ეძებო.
ბეკის მზერა დაეძაბა.
– როგორ?
– სიახლეები ხომ ნახე? ხომ მოისმინე, რომ მარსელი ადამიანი ახ-
ლა ანდებშია დასასვენებლად და ძალების აღსადგენად? ეს სრული
სიცრუეა. უბრალო ადამიანების გასასულელებლად მოგონილი ფან-
დია.
ბეკი გაოცებული ჩანდა, მაგრამ არც იმდენად, როგორც იუბალი
მოელოდა.
– დოკ, ეგ საიდან იცი?
– ბეკი, ამ საცოდავ პლანეტაზე იმ ბიჭის ხელში ჩაგდება უამრავი
ადამიანს უნდა, რათა როგორმე გამოიყენონ, ხელი მოითბონ, თავი-
ანთ ჭკუაზე ატარონ, მაგრამ ის ჩემი კლიენტია და ამას არ დავუშვებ.
რა თქმა უნდა, თუ შევძლებ. ჩემი ერთადერთი შანსი მისტერ დაგლას-
თან დალაპარაკებაა, პირისპირ დალაპარაკება.
– მარსელი ადამიანი შენი კლიენტია? შეგიძლია მაჩვენო?
– მას მხოლოდ მისტერ დაგლასს ვაჩვენებ. ბეკი, შენც ხომ მშვენივ-
რად იცი, როგორც ხდება ხოლმე: ქალაქის მერი, შეიძლება, ძალიან
კარგი ადამიანი იყოს, ბავშვები და ძაღლები უყვარდეს, მაგრამ არც კი
იცოდეს, რას სჩადიან მისი ხელქვეითები – განსაკუთრებით მაშინ, რო-
დესაც ადამიანს ხელში ჩაიგდებენ და „უკანა ოთახში“ შეათრევენ.
– მეც მქონია პრობლემები პოლიციასთან, – დაეთანხმა ბეკი.
– ამიტომ, ვიდრე ხელში ჩამიგდებენ, აუცილებლად უნდა დაველა-
პარაკო მისტერ დაგლასს.
– ანუ მხოლოდ დალაპარაკება გინდა?
– ჰო. მომიხერხებ? ერთადერთი, რისი გაკეთებაც შემიძლია, აქ
ჯდომა და შენი დახმარების ლოდინია... და რომ იქამდე მომისწრებ,
ვიდრე ჩემამდე მოაღწევენ. თუ ამას ვერ მოახერხებ... ნებისმიერ შემ-

334
თხვევაში, გმადლობ, ბეკი, დიდად გმადლობ. ვიცი, რომ ცდას არ და-
აკლებ.
– კავშირი არ გაწყვიტო! – მტკიცედ უთხრა ბეკიმ.
– რაო?
– ხაზზე დარჩი, ვიდრე გავარკვევ, რისი გაკეთება შემიძლია. თუ გა-
მიმართლებს, პირდაპირ დაგაკავშირებ და, ამგვარად, სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვან დროსაც მოვიგებთ. ასე რომ, დამელოდე.
მადამ ვესანი დაუმშვიდობებლად გაუჩინარდა და მაშინვე აგნეს
დაგლასს დაუკავშირდა. მისის დაგლასს მშვიდად და თვითდაჯერე-
ბულად უხსნიდა, რომ ახლა სწორედ ვარსკვლავების ნაწინასწარმეტ-
ყველები ხდებოდა. შემდეგ ისიც ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყველაფერი
ზუსტად დათქმულ დროს მომხდარიყო და რომ სწორედ ახლა დგებო-
და ის გადამწყვეტი წამი, როდესაც აგნესი ქმარს მხარში უნდა ამოდ-
გომოდა, ის უმნიშვნელოვანესი მომენტი, როდესაც მისთვის ჭეშმარი-
ტი გზა უნდა ეჩვენებინა და ამ გზაზე გაძღოლოდა კიდეც. აგნესს მთე-
ლი თავისი ქალური ჭკუა და გონიერება უნდა გამოეყენებინა, რათა
დარწმუნებულიყო, რომ მეუღლე ბრძნულად და დროულად იმოქმე-
დებდა.
– აგნეს, ძვირფასო, პლანეტების ასეთი განლაგება მთელი მომდევ-
ნო ათასწლეულის განმავლობაში აღარ განმეორდება: მარსი, ვენერა
და მერკური იდეალურ სამკუთხედს ქმნიან, თანაც ვენერა, ამ დროს,
მერიდიანს აღწევს და დომინირებს. ასე რომ...
– ელი, რას მოელიან ჩემგან ვარსკვლავები? რა უნდა გავაკეთო?
ხომ იცი, რომ ამ საქმის მეცნიერული ნაწილი არ მესმის.
ამას ვერც ვერავინ გაიგებდა, რადგან, მოცემულ მომენტში, ხსენე-
ბული პლანეტების ასეთი ურთიერთგანლაგება საერთოდ არ არსებობ-
და. მადამ ვესანს ახალი ჰოროსკოპის შედგენის დრო არ ჰქონია და იმ-
პროვიზებდა, მაგრამ ეს ამბავი სულაც არ აწუხებდა. ის ხომ „უზენაეს
ჭეშმარიტებაზე“ ლაპარაკობდა, მეგობრებს კარგ რჩევებს აძლევდა
და ეხმარებოდა. ხოლო იმის შანსი, რომ ორ მეგობარს ერთდროულად
დახმარებოდა, ბეკი ვესის ერთობ ბედნიერად აგრძნობინებდა თავს.

335
– ძვირფასო, ეს ხომ საკმაოდ ადვილად გასაგებია, მით უმეტეს,
ისეთი ბუნებრივი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანისთვის, რომელიც,
რაღა თქმა უნდა, ჩვეულებისამებრ, კვლავ ვენერაა. მარსის როლი
გაძლიერებულია. ამ კრიზისისას მარსს ერთდროულად შეესაბამებიან
მისტერ დაგლასი და ის ახალგაზრდა სმიტი, მერკური კი დოქტორი
ჰარშოუა. მარსის მეტისმეტი გაძლიერებით გამოწვეული დისბალან-
სის თავიდან ასაცილებლად, ვენერამ მერკურის ხელი იქამდე უნდა შე-
უწყოს, ვიდრე ეს კრიზისი არ დასრულდება, მაგრამ ამისთვის ძალიან
ცოტა დრო რჩება. ვენერას გავლენა მხოლოდ მის მერიდიანამდე მიღ-
წევამდე გაიზრდება, რაც შვიდიოდე წუთში მოხდება, ამის შემდეგ კი
გავლენის შემცირება დაიწყება. ამრიგად, დაუყოვნებელი მოქმედებაა
საჭირო.
– უფრო ადრე უნდა გაგეფრთხილებინე!
– ძვირფასო, შესაფერის მომენტს მთელი დღის განმავლობაში ვე-
ლოდი. ვარსკვლავები მხოლოდ კრიზისის ზოგად არსს გვამცნობენ,
ცალკეული დეტალები კი ამოსაცნობი რჩება ხოლმე, მაგრამ დრო კი-
დევ არის. დოქტორი ჰარშოუ იცდის და ერთმანეთს აუცილებლად პი-
რისპირ უნდა დაელაპარაკონ. აჯობებს, თუ ეს იქამდე მოხერხდება,
ვიდრე ვენერა მერიდიანს გასცდება.
– მესმის... კარგი, ელი. მომიწევს, ჯოზეფი რაღაც სულელური კონ-
ფერენციიდან გამოვათრიო, მაგრამ როგორმე მოვახერხებ. ეს ხაზი არ
დააკავო, იმ დოქტორ რაკშოუსთან მაშინვე დამაკავშირე, როგორც კი
ჯოზეფთან დალაპარაკება გახდება შესაძლებელი.
– მაგას მოვაგვარებ, მთავარია მისტერ დაგლასთან დაკავშირება
მოხერხდეს. ძვირფასო, დრო აღარ ითმენს.
– ახლავე დავუკავშირდები!
როგორც კი ეკრანიდან აგნეს დაგლასის სახე გაუჩინარდა, ბეკიმ
მესამე აპარატთან გადაინაცვლა – მისი საქმიანობა ფართო სატელე-
ფონო ქსელს საჭიროებდა, რაც საკმაოდ ძვირიც უჯდებოდა. სახეზე
გადაკრული ბედნიერი ღიმილით ბეკი თავის ბროკერს დაუკავშირდა.

336
თავი მეჩვიდმეტე
მადამ ვესანის ეკრანიდან გაუჩინარებისთანავე, იუბალი შემობ-
რუნდა და დაიძახა:
– მორიგე!
– აქ ვარ, ბოს, – გამოეხმაურა მირიამი.
– ეს „ცხოვრებისეული გამოცდილების“ ჯგუფისთვისაა. აღნიშნე,
რომ მთხრობელს სექსუალური კონტრალტო უნდა ჰქონდეს...
– იქნებ მე მეცადა.
– ასეთი სექსუალურობაც არ მჭირდება. გაჩუმდი. მოსახლეობის აღ-
წერის ბიუროს მიერ გამოგზავნილი უსახური გვარების სია გადაათვა-
ლიერე, ერთი ამოარჩიე და ქალის რომელიმე გულუბრყვილო სახელ-
თან ერთად ფსევდონიმად გამოიყენე. ა-ზე დამთავრებული სახელი
გვინდა, რაც, თავისთავად, შთამბეჭდავი ზომის ძუძუებსაც გულის-
ხმობს.
– რას ამბობ! არცერთი ჩვენგანის სახელი არ ბოლოვდება ა-ზე. ეს
სისულელე საიდანღა მოიტანე!
– გამოდის, საქმე ბრტელმკერდიანებთან დამიჭერია! ანჯელა. მი-
სი სახელია ანჯელა, სათაური კი იქნება „მე მარსელზე დავქორწინდი“.
დავიწყეთ: „მთელი ცხოვრება ასტრონავტობაზე ვოცნებობდი“. აბზა-
ცი. „ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც სულ ერთი ციდა ვიყავი, ცხვირზე ჭორ-
ფლითა და თვალებში ვარსკვლავებით, ჩემი ძმების მსგავსად პლანე-
ტების სურათების შეგროვება დავიწყე და ცრემლებად ვიღვრებოდი,
როდესაც დედა უფლებას არ მაძლევდა, კოსმოსური კადეტის ჩაფხუ-
ტით დამეძინა“. აბზაცი. „ბავშვობის იმ უდარდელ ხანაში, ვერც კი წარ-
მოვიდგენდი, რაოდენ უცნაურსა და ტკბილ-მწარე მომავალს მიმზა-
დებდა ბედი და ჩემი ბავშვური ოცნებები...“
– ბოს!
– რა ხდება, დორკას?
– ორი მფრინავი მანქანა გვიახლოვდება.
იუბალი წამოდგა.

337
– მერე გავაგრძელებთ. მირიამ, ტელეფონთან დაჯექი, – ფანჯა-
რასთან მივიდა და ორი მფრინავი მანქანა დაინახა, რომელთა მოახ-
ლოებაც დორკასმა აცნობა. როგორც ჩანდა, ორივე პოლიციელთა
რაზმის გადასაყვანი მანქანა იყო და გეზიც მისი სახლისკენ ეჭირათ, –
ლარი, ამ ოთახის კარი ჩარაზე. ენ, შეიბურვე. მათ თვალი არ მოაცი-
ლო, მაგრამ ნურც ფანჯარას მიუახლოვდები. დაე, იფიქრონ, რომ სახ-
ლი ცარიელია. ჯილ მაიკს გვერდიდან არ მოშორდე და დაუფიქრებ-
ლად მოქმედების ნება არ მისცე. მაიკ, ისე მოიქეცი, როგორც ჯილი
გეტყვის.
– კარგი, იუბალ. ეგრე მოვიქცევი.
– ჯილ, თუ ამის აუცილებლობა არ იქნება, მაიკს მოქმედების ნება
არ დართო. აუცილებლობაში მხოლოდ ისეთ შემთხვევას ვგულისხმობ,
როდესაც რომელიმე ჩვენგანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება. თუ
კარის შემომტვრევას ეცდებიან, ხელს ნუ შეუშლით. მირჩევნია, ასეც
მოიქცნენ. ჯილ, თუ საქმე გაქრობამდე მივა, ბევრად უკეთესი იქნება,
თუ მაიკი იარაღს გააქრობს და არა ადამიანებს.
– მესმის, იუბალ.
– კარგად აუხსენი და დარწმუნდი, რომ ყველაფერი გაიგო. პოლი-
ციელების ეს განურჩეველი გაუჩინარება უნდა შევწყვიტოთ.
– ზარია, ბოს!
– მოვდივარ, – იუბალმა აუჩქარებლად მიაშურა აპარატს, – ყველა-
ნი მოშორებით დადექით. დორკას, შენ შეგიძლია წაუძინო. მირიამ, კი-
დევ ერთი სათაური ჩაინიშნე: „მე დედამიწელზე დავქორწინდი“. მირი-
ამმა იუბალს სავარძელი დაუთმო, ისიც მოკალათდა და თქვა:
– გისმენთ.
ეკრანზე სიმპატიური მამაკაცი მოჩანდა.
– დოქტორი ჰარშოუ ბრძანდებით?
– დიახ.
– გთხოვთ, მოიცადოთ. თქვენ ახლა გენერალური მდივანი დაგე-
ლაპარაკებათ.

338
ეკრანი აციმციმდა, შემდეგ ისევ დაიწმინდა და თავისუფალი ერე-
ბის მსოფლიო ფედერაციის გენერალური მდივანი, მისი აღმატებულე-
ბა, ღრმადპატივცემული ჯოზეფ ედგერტონ დაგლასი, გამოჩნდა.
– დოქტორი ჰარშოუ? როგორც ვიცი, ჩემთან დალაპარაკება თქვენ-
თვის გადაუდებელ აუცილებლობას წარმოადგენს. აბა, გისმენთ.
– არა, სერ, ასე არ არის.
– რაო? მაგრამ, როგორც...
– ბატონო გენერალურო მდივანო, თქვენი ნათქვამის პერიფრაზი-
რების ნება მომეცით. სინამდვილეში, ჩემთან ლაპარაკი თქვენთვის
წარმოადგენს გადაუდებელ აუცილებლობას.
დაგლასის სახეზე გამოსახული გაოცება მალევე შეცვალა ღიმილ-
მა.
– საკუთარ თავში მეტისმეტად დარწმუნებული ხომ არ ბრძანდე-
ბით? კარგი, დოქტორო. ამ სიტყვების დასამტკიცებლად ათი წამი
გაქვთ. უამრავი საქმე მელოდება და დროს ვერ დავკარგავ.
– ძალიან კარგი, სერ. მე მარსელი ადამიანის ინტერესებს წარმო-
ვადგენ.
დაგლასს ფერი შეეცვალა.
– გაიმეორეთ.
– მე მარსელი ადამიანის ინტერესებს წარმოვადგენ. მხედველობა-
ში მყავს მარსელ ადამიანად ცნობილი ვალენტაინ მაიკლ სმიტი. მე მი-
სი სრული ნდობით აღჭურვილი პირი ვარ, მისი სრულუფლებიანი წარ-
მომადგენელი. ფაქტობრივად, შეიძლება ითქვას, რომ, მოცემულ მო-
მენტში, მარსის დეფაქტო ელჩი გახლავართ... ამას ლარკინის პრეცე-
დენტიდან გამომდინარე ვამბობ.
დაგლასი გაოგნებული მიაშტერდა.
– როგორც ვხედავ, სრულ ჭკუაზე ვერ უნდა იყოთ!
– მეც არაერთხელ მიფიქრია ამაზე, მით უფრო, ბოლო დროს განვი-
თარებული მოვლენების ფონზე. ასეა თუ ისე, მე მარსელი ადამიანის
ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებ და გატყობინებთ, რომ იგი
მოლაპარაკებებისთვის მზადაა.
– მარსელი ეკვადორშია.

339
– ძალიან გთხოვთ, ბატონო გენერალურო მდივანო, ეს ხომ პირადი
საუბარია. ორივემ მშვენივრად ვიცით, რომ ის ეკვადორში არ იმყოფე-
ბა. სმიტი, მხედველობაში მყავს ნამდვილი ვალენტაინ მაიკლ სმიტი
და არა ის, საინფორმაციო გამოშვებებში რომ აჩვენებენ ხოლმე, დაკა-
ვებული იყო, თანაც უკანონოდ. გასულ ხუთშაბათს „ბეთესდას სამედი-
ცინო ცენტრიდან“ მედდა ჯილიან ბორდმენთან ერთად გაიქცა. ამჟა-
მად თავისუფალი ადამიანია და ამ თავისუფლების შენარჩუნებას აპი-
რებს. თუ თქვენი უამრავი თანაშემწიდან რომელიმემ სხვაგვარად
გითხრათ, მაშინ გამოდის, რომ მოუტყუებიხართ... სწორედ ამიტომ და-
გიკავშირდით პირადად თქვენ, რათა ყველაფერი გამოასწოროთ.
დაგლასი მეტისმეტად შეფიქრიანებული ჩანდა. აშკარა იყო, რომ
კიდევ ვიღაც ელაპარაკებოდა – ადამიანი, რომელიც ეკრანის მიღმა
იმყოფებოდა, მაგრამ ჰარშოუს მისი ხმა არ ესმოდა. ბოლოს, როგორც
იქნა, დუმილი დაარღვია:
– დოქტორო, იმ შემთხვევაშიც, თუ თქვენი ნათქვამი სრული სიმარ-
თლეა, ახალგაზრდა სმიტის სახელით მაინც ვერ ილაპარაკებთ, რად-
გან იგი სახელმწიფოს მეურვეობის ქვეშ იმყოფება.
იუბალმა თავი გააქნია.
– ეგ შეუძლებელია. ლარკინის პრეცედენტი...
– კარგად მომისმინეთ. როგორც იურისტი, გარწმუნებთ, რომ...
– მე, როგორც ასევე იურისტს, ამ საკითხთან დაკავშირებით საკუ-
თარი აზრი მაქვს, რაც ჩემი კლიენტის დაცვას გულისხმობს.
– იურისტი ხართ? როგორც თქვენი ნათქვამიდან გავიგე, ნდობით
აღჭურვილი პირი ბრძანდებით და არა მრჩეველი იურიდიულ საკით-
ხებში.
– ეგ ორი ერთმანეთს საერთოდ არ გამორიცხავს. შეგიძლიათ, გა-
იკითხოთ და დარწმუნდეთ, რომ საკმაოდ კარგი იურისტი ვარ და
უმაღლეს სასამართლოში გამოსვლის უფლებაც მაქვს. მართალია,
დღესდღეობით ასეთ პრაქტიკას აღარ ვეწევი, მაგრამ ფაქტი მაინც
ფაქტად რჩება.
იუბალს ქვედა სართულიდან ყრუ დარტყმა მოესმა.

340
– ბოს, მგონი, წინა კარიდან უნდა ისმოდეს, – ჩურჩულით უთხრა
ლარიმ, – წავიდე და შევამოწმო?
იუბალმა უარყოფის ნიშნად თავი გააქნია და ეკრანს მიუბრუნდა.
– ბატონო გენერალურო მდივანო, ვიდრე ჩვენ აქ უსარგებლოდ ვკა-
მათობთ, დრო გარბის. სწორედ ახლა, თქვენი ხალხი, სპეციალური
სამსახურის შავრაზმელები, კარის შემომტვრევას ლამობენ. საკმაოდ
უსიამოვნო ფაქტია, რომ საკუთარ სახლში ალყაში ვარ მოქცეული.
პირველად და უკანასკნელად გთხოვთ – შეგიძლიათ, ეს უსიამოვნო
ფაქტორი გაანეიტრალოთ? მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ,
მშვიდად და დალაგებულად მოვილაპარაკოთ. თუ ფიქრობთ, რომ ეს
ამბავი უმაღლეს სასამართლოში მთელი იმ სკანდალებისა და აურ-
ზაურის ფონზე უნდა გავაგრძელოთ, რაც ამას მოყვება?..
გენერალური მდივანი ისევ ეკრანის მიღმა მყოფ ადამიანს მო-
ეთათბირა. როცა მობრუნდა, შეშფოთებული ჩანდა.
– დოქტორო, ჩემთვის სიახლეს წარმოადგენს, რომ სპეციალური
სამსახურის ხალხი თქვენს დაპატიმრებას ცდილობს. წარმოდგენა არ
მქონდა...
– სერ, თუ კარგად მიაყურადებთ, გაიგონებთ, როგორ ამოდიან კი-
ბეზე! მაიკ! ენ! აქ მოდით, – იუბალმა სავარძელი უკან ჩააჩოჩა, რათა
ეკრანზე სამივე კარგად გამოჩენილიყო, – ბატონო გენერალურო მდი-
ვანო, ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ ადამიანი მარსიდან! – ცხადია,
ენი არ წარუდგენია, მაგრამ პირუთვნელი მოწმის თეთრი საბურველი
ეკრანზე კარგად ჩანდა.
დაგლასი სმიტს მიაშტერდა. სმიტმაც შეხედა და ყოყმანით მიუბ-
რუნდა ჰარშოუს.
– იუბალ...
– ერთი წუთით, მაიკ. აბა, რას იტყვით, ბატონო გენერალურო მდი-
ვანო? თქვენი ხალხი ჩემს სახლში შემოიჭრა, უკვე ამ ოთახის კარსაც
მოადგნენ, – იუბალი ლარისკენ შებრუნდა, – ლარი, კარი გააღე. დაე,
შემოვიდნენ, – მერე მაიკს მიუბრუნდა და ხელი მხარზე დაადო, – მშვი-
დად იყავი და ჩემი თქმის გარეშე ნურაფერს მოიმოქმედებ.
– კარგი, იუბალ. ეს ადამიანი... მე მას ვიცნობ.

341
– ის კი შენ გიცნობს, – იუბალი ღია კარისკენ შებრუნდა და გასძახა:
– სერჟანტო, შემოდით, აქეთ მობრძანდით.
კარში სპეციალური სამსახურის შეიარაღებული სერჟანტი იდგა.
ოთახში არ შესულა, მხოლოდ შებრუნდა და დაიძახა:
– მაიორო! აქ არიან!
– დოქტორო, ოფიცერს დამალაპარაკეთ, – თქვა დაგლასმა და ისევ
ეკრანის მიღმა სათათბიროდ შებრუნდა.
იუბალმა შვებით ამოისუნთქა, როცა დაინახა, რომ მაიორს, რო-
მელსაც სერჟანტი უხმობდა, პისტოლეტი ჯერ კიდევ ქამარზე ჰქონდა
მიმაგრებული. ისიც კართან იდგა და ოთახში შემოსვლას სულაც არ
ჩქარობდა. მაიკს მხარი, რომელზეც იუბალს ხელი ედო, კარში იარა-
ღიანი სერჟანტის გამოჩენის წამიდან უთრთოდა. იუბალი სამხედროე-
ბის მიმართ ნამდვილად არ განიცდიდა მამობრივ გრძნობებს, მაგრამ
არც ის უნდოდა, რომ სმიტს მათზე საკუთარი შესაძლებლობები გამოე-
ცადა... მით უმეტეს, რომ ეს უხერხულ კითხვებს გამოიწვევდა.
მაიორმა ოთახს მზერა მოავლო და იუბალს მიმართა:
– თქვენ ხართ იუბალ ჰარშოუ?
– კი. აქეთ მობრძანდით. თქვენს ბოსს სურს, გაგესაუბროთ.
– შეწყვიტეთ. წამომყევით. თქვენ გარდა ვეძებ...
– აქ მოდით! გენერალურ მდივანს ორიოდე სიტყვის თქმა უნდა. მო-
დით და ეკრანს შეხედეთ.
სპეციალური სამსახურის მაიორი, ცოტა არ იყოს, დაიბნა, მაგრამ
ოთახში მაინც შევიდა, იუბალის მაგიდას შემოუარა და ეკრანის წინ გა-
ჩერდა. როგორც კი ეკრანს თვალი შეავლო, მაშინვე სმენაზე დადგა
და გენერალური მდივნის წინ სამხედრო სალმით გაიჭიმა. დაგლასმა
თავის დაკვრით უპასუხა.
– თქვენი სახელი, სამხედრო წოდება და დავალება მომახსენეთ.
– მაიორი ბლოხი, სერ, სპეციალური სამსახურის ესკადრონი „ჩი-
რიო“, მერილენდის ანკლავის ყაზარმა.
– ახლა კი მითხარით, მანდ რას აკეთებთ და, საერთოდ, ამ სახლში
რატომ იმყოფებით?
– სერ, ეგ საკმაოდ რთული ასახსნელია. მე...

342
– მაიორო, თქვენც ადექით და გასაგებად ამიხსენით.
– დიახ, სერ. მე აქ ბრძანებით მოვედი. ხომ იცით...
– არ ვიცი.
– სერ, დაახლოებით საათ-ნახევრის წინ, ორი მფრინავი მანქანით,
პოლიციის რაზმი გამოგზავნეს. რამდენიმე ადამიანი უნდა დაეკავები-
ნათ, თუმცა აქ მოსვლის შემდეგ მათგან ცნობები აღარ მიგვიღია. რად-
გან ვეღარც დაკავშირება მოვახერხეთ, სარეზერვო რაზმის თანხლე-
ბით გამომგზავნეს, რათა ისინი მომეძებნა და, საჭიროების შემთხვევა-
ში, სათანადო დახმარებაც აღმომეჩინა.
– ვისი ბრძანებით?
– სპეციალური სამსახურის მეთაურის, სერ.
– და მიაგენით მათ კვალს?
– არა, სერ. მათი კვალი არსად ჩანს.
დაგლასი ჰარშოუს მიუბრუნდა.
– მრჩეველო, იცით რამე ხსენებული რაზმის შესახებ?
– ბატონო გენერალურო მდივანო, ჩემს მოვალეობაში თქვენი ხელ-
ქვეითებისთვის თვალის დევნება არ შედის. შესაძლოა, არასწორი მი-
სამართი ჰქონდათ ან, უბრალოდ, გზაში დაიკარგნენ.
– კითხვაზე არ გიპასუხებიათ.
– სერ, მართალი ბრძანდებით, მაგრამ მე დაკითხვაზე არ ვიმყოფე-
ბი და თუ ეს მოხდება, მაშინ შესაბამისი პროცედურების სრული დაც-
ვით უნდა განხორციელდეს. მე კლიენტის ინტერესების შესაბამისად
ვმოქმედებ და სულაც არ ვარ ამ ფორმიანი, როგორ ვთქვა, ადამიანე-
ბის ძიძა, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რაც მათზე მსმენია, შემიძლია
ვივარაუდო, რომ ისინი გუბეში გაწოლილ ღორსაც ვერ იპოვიან.
– ჰმ... კარგი. მაიორო, გაიყვანეთ თქვენი ხალხი და უკან დაბრუნ-
დით. ამ ბრძანებას სათანადო არხებით დავადასტურებ.
– დიახ, სერ, – უპასუხა მაიორმა და კიდევ ერთი სამხედრო სალმის
შემდეგ კარისკენ დაიძრა.
– ერთი წამით! – ჩაერია ჰარშოუ, – ეს ხალხი ჩემს სახლში შემოიჭ-
რა, ამიტომ, მოვითხოვ, ჩხრეკის ორდერი წარმომიდგინონ.
– ოჰ. მაიორო, წარუდგინეთ ჩხრეკის ორდერი.

343
მაიორ ბლოხს სახეზე ალმური მოედო.
– სერ, ორდერები იმ ოფიცერს ჰქონდა, რომელიც აქ ჩემამდე გა-
მოგზავნეს, კაპიტან ჰაინრიჰს. ჩვენ სწორედ მას ვეძებთ.
დაგლასი მაიორს მიაშტერდა.
– ახალგაზრდა, გინდათ მითხრათ, რომ მოქალაქის სახლში ჩხრე-
კის ორდერის გარეშე შეიჭერით?
– მაგრამ... სერ, თქვენ ვერ გაიგეთ! ორდერები გვქონდა... ორდერე-
ბი გაცემულია... ისინი საკუთარი თვალით მინახავს, მაგრამ კაპიტანმა
ჰაინრიხმა, რა თქმა უნდა, თან წამოიღო, სერ.
დაგლასი მაიორს უმეტყველოდ უყურებდა.
– უკან დაბრუნდით. როცა დაბრუნდებით, თქვენივე თავის დაკავე-
ბის პროცედურა გაიარეთ. საუბარს მოგვიანებით გავაგრძელებთ.
– დიახ, სერ.
– მოიცადეთ, – ისევ ჩაერია ჰარშოუ, – შექმნილი გარემოებებიდან
გამომდინარე, წასვლის ნებას ვერ მივცემ, მოქალაქის მხრიდან დაპა-
ტიმრების უფლებას გამოვიყენებ და თავად მოვათავსებ ადგილობრივ
წინასწარი დაკავების საკანში.
დაგლასმა თვალები დაახამხამა და ჩაფიქრებით თქვა:
– სერ, ნუთუ ეს აუცილებელია?
– ვფიქრობ, აუცილებელია. როგორც ვხედავ, საჭიროებისას ამ
ყმაწვილების მოძებნა საკმაოდ ძნელია... ასე რომ, არ მინდა, ადგი-
ლობრივი იურისდიქციიდან გავიდნენ. გარდა იმისა, რომ ჩადენილია
სისხლის სამართლის დანაშაული, თანაც საკმაოდ მძიმე, იმის შესაძ-
ლებლობაც არ მქონია, რომ ჩემდამი მოყენებული ზარალის მასშტაბე-
ბი შემეფასებინა.
– სერ, სიტყვას გაძლევთ, რომ ზარალს მთლიანად აგინაზღაურე-
ბთ.
– სერ, მადლობას გიხდით, მაგრამ რა შეუშლის ხელს ამ ფორმიან
მასხარებს, რომ, ვთქვათ, ოციოდე წუთში ისევ დაბრუნდნენ? ამჯერად,
შეიძლება, ორდერიც ჰქონდეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ კარის
შემომტვრევაც აღარ დასჭირდებათ! ჩემი ციხესიმაგრე უკვე აღებუ-
ლია და ნებისმიერისთვის ღიაა. ბატონო გენერალურო მდივანო, მხო-

344
ლოდ ჩემი მტკიცე კარის შემომტვრევაზე დაკარგული იმ რამდენიმე
წამის წყალობითაა, რომ ჩვენი აქედან წათრევა ვერ მოახერხეს, თან,
ამასობაში, თქვენთან დაკავშირებაც მოვასწარი... თავადაც ხომ გა-
იგეთ, რომ კიდევ არიან ადამიანები, რომელთაც, როგორც მან თქვა,
ორდერები აქვთ.
– დოქტორო, გარწმუნებთ, რომ ამ ორდერის თაობაზე წარმოდგენა
არ მქონდა.
– ორდერების, სერ, ორდერების. მან თქვა, რომ რამდენიმე ადამია-
ნის დასაპატიმრებლად გაცემული ორდერები არსებობს, თუმცა, შესაძ-
ლოა, უფრო შესაფერისი სიტყვები Lettres de Cachet[75] იყოს.
– ეს უკვე სერიოზული ბრალდებაა.
– საქმე მართლაც სერიოზულადაა. ახლახან ხომ საკუთარი თვა-
ლითაც ნახეთ, რა დამმართეს.
– დოქტორო, კიდევ ერთხელ გიმეორებთ და გარწმუნებთ, რომ ამ
ორდერების არსებობის თაობაზე წარმოდგენაც არ მქონდა, მაგრამ გა-
რანტიას გაძლევთ, რომ საკითხს დაუყოვნებლივ მივხედავ და მათი
გაცემის მიზეზსაც დავადგენ. ყველაფერს გამოვარკვევ და შესაბამის
ზომებსაც მივიღებ. ნებას მომცემთ, ერთი რამ გითხრათ?
– სერ, თქვენ შეგიძლიათ, კიდევ ბევრი რამ მითხრათ, მე კი შემიძ-
ლია, ზუსტად გითხრათ, რატომაც გასცეს ეს ორდერები. მათი გაცემა
რომელიღაც ზედმეტად დამთმობ მოსამართლეს თქვენივე გარემოც-
ვის მეტისმეტად მონდომებულმა წარმომადგენელმა აიძულა... ამ ქმე-
დების მიზანი ჩემი და ჩემი სტუმრების დაპატიმრება და უხმაუროდ,
თქვენი თვალისგან მოშორებით, დაკითხვა იყო, ყველას თვალისგან
მოშორებით, სერ! თქვენთან ნებისმიერ საკითხს განვიხილავთ, მაგ-
რამ ვერ დავუშვებ, რომ ასეთმა არსებებმა, – იუბალმა თითი მაიორის-
კენ გაიშვირა, – უფანჯრებო უკანა ოთახში დაგვკითხონ! სერ, თქვენ-
გან სამართლის მიღების იმედი მაქვს... მაგრამ თუ იმ ორდერებს და-
უყოვნებლივ არ გააუქმებენ და პირადად თქვენგან ვერ მივიღებ მტკი-
ცე და არაორაზროვან გარანტიას, რომ მარსელ ადამიანს, მედდა ბორ-
დმენსა და მე თავისუფლებას არ შეგვიზღუდავენ, მაშინ, – იუბალმა პა-
უზა გააკეთა და უმწეოდ გაშალა ხელები, – სხვა მფარველის მოძებნა

345
მომიწევს. თქვენც ხომ შესანიშნავად იცით, რომ მთავრობის მიღმაც
არსებობენ ადამიანები და ძალები, რომლებიც მეტისმეტად არიან და-
ინტერესებულნი ყველაფრით, რაც კი მარსელ ადამიანს ეხება.
– მემუქრებით.
– სულაც არა, სერ. ეს მხოლოდ თხოვნაა. მე ხომ, პირველ რიგში,
სწორედ თქვენ მოგმართეთ. ჩვენ
მოლაპარაკება გვინდა, მაგრამ ამას იქამდე ვერ შევძლებთ, ვიდრე
ასე ძაღლებივით გვდევნიან. სერ, ძალიან გთხოვთ, თქვენი მეძებრები
გაიწვიოთ.
დაგლასმა დაბლა დაიხედა, მერე თავი ისევ ასწია და თქვა:
– თუ ასეთი ორდერები გაცემულია, არცერთ მათგანს არ გამოიყე-
ნებენ. როგორც კი დაკარგულთა კვალს მივაგნებ, მაშინვე გავაუქმებ.
– დიდი მადლობა, სერ.
დაგლასმა მაიორ ბლოხს შეხედა და უსევ იუბალს მიუბრუნდა.
– ისევ ითხოვთ, რომ მაიორი ადგილობრივმა ძალებმა დააკავონ?
იუბალმა მაიორს ზიზღით გადახედა.
– ამაზე მეუბნებით? არა, წავიდეს. ის ხომ, უბრალოდ, ფორმიანი
კლოუნია. ზარალის ანაზღაურებაც დავივიწყოთ. ჩვენ გაცილებით სე-
რიოზული საკითხები უნდა განვიხილოთ.
– მაიორო, შეგიძლიათ, წახვიდეთ, – სპეციალური სამსახურის ოფი-
ცერი სამხედრო სალმის მიცემისთანავე გავიდა, დაგლასი კი ისევ იუ-
ბალს მიუბრუნდა, – მრჩეველო, ვფიქრობ, საუბარი პირისპირ უნდა გა-
ვაგრძელოთ. თქვენ მიერ წამოჭრილ საკითხებს, ამ ფორმატით ვეღარ
განვიხილავთ.
– გეთანხმებით.
– თქვენს, როგორ ვთქვა... კლიენტთან ერთად მთავრობის სასახ-
ლეში გიმასპინძლებთ. ერთ საათში მზად იქნებით, რომ იახტა გამო-
გიგზავნოთ?
ჰარშუმ თავი გააქნია.
– გმადლობთ, ბატონო გენერალურო მდივანო, მაგრამ ამის აუცი-
ლებლობა არ არსებობს. გვირჩევნია, გამოვიძინოთ და, როდესაც შეხ-

346
ვედრის დრო მოვა, ძაღლებიან მარხილს ან რამე ამდაგვარს გამოვ-
ძებნი. თქვენი იახტის გამოგზავნა სულაც არაა საჭირო.
გენერალური მდივანი მოიღუშა.
– კარგი რა, დოქტორო! როგორც თვითონაც აღნიშნეთ, ჩვენს შეხ-
ვედრას კვაზიდიპლომატიური ხასიათი ექნება, ამგვარი მოლაპარაკე-
ბები კი შესაბამისი პროტოკოლით იწარმოება. ნება უნდა მომცეთ, რომ
სათანადო ოფიციალური სტუმართმოყვარეობა გამოვავლინო.
– სერ, უნდა აღვნიშნო, რომ ჩემს კლიენტს ოფიციალური სტუმარ-
თმოყვარეობა ნამდვილად არ მოჰკლებია – ისეთი ამბავი გამოიარა,
უკვე ყველაფერი ყელში აქვს.
დაგლასს სახე დაეძაბა.
– იმაზე მიანიშნებთ, რომ...
– არაფერზეც არ მივანიშნებ. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ სმიტმა მე-
ტისმეტად ბევრი გადაიტანა, უმაღლესი დონის ცერემონიები კი მის-
თვის სრულიად უცხოა. ჩემთან უკეთესად გამოიძინებს, რადგან აქ ისე
გრძნობს თავს, როგორც საკუთარ სახლში. ჩემზეც იგივეს ვიტყოდი –
სერ, უკვე ძალიან მოვხუცდი და საკუთარ საწოლში დაძინებას ვამჯო-
ბინებ. თანაც, იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოლაპარაკება ჩაიშლება და
მე და ჩემი კლიენტი იძულებული გავხდებით, მფარველი სხვაგან ვეძე-
ბოთ, თქვენს ჭერქვეშ სტუმრობა დიდ უხერხულობას შეგვიქმნის.
გენერალურ მდივანს სახე მოეღრუბლა.
– ისევ მუქარა. მეგონა, მენდობოდით და ისიც გარკვევით გავიგო-
ნე, რომ მოლაპარაკების სურვილი და შესაბამისი მზადყოფნაც გამოთ-
ქვით.
– სერ, ნამდვილად გენდობით, – „იმდენი ჩემს თავს რა ვუთხარი“,
მიაყოლა ნათქვამს ფიქრი, – ჩვენ მართლაც მზად ვართ მოლაპარაკე-
ბისთვის, თუმცაღა მე სიტყვა „მოლაპარაკებას“ მისი თავდაპირველი
მნიშვნელობით ვიყენებ და არა მოგვიანებით შეძენილით, რაც „დროე-
ბით ზავს“ გულისხმობს. ნებისმიერ შემთხვევაში, კეთილგონიერებას
გამოვიჩენთ, მაგრამ მოლაპარაკების ახლავე დაწყება არანაირად არ
შეგვიძლია, რადგან ერთი ფაქტორი გვაბრკოლებს და არც ის ვიცი, ეს
რამდენ ხანს გასტანს.

347
– რას გულისხმობთ?
– მოველით, რომ ამ მოლაპარაკებაზე მთავრობა თქვენ მიერ და-
კომპლექტებული დელეგაციით იქნება წარმოდგენილი და, ვფიქ-
რობთ, ასეთ პრივილეგიას ჩვენც მოგვანიჭებთ.
– რა თქმა უნდა, მაგრამ აჯობებს, თუ ყველაფერს შინაურ წრეში მო-
ვაგვარებთ. მე მხოლოდ ერთ ან ორ თანაშემწეს ვიახლებ. ალბათ,
მთავარ იურისკონსულტანტს... და კოსმოსური კანონმდებლობის ექ-
სპერტს. ასეთი საქმისთვის პატარა ჯგუფია საჭირო, ასე უკეთესია.
– აბსოლუტურად გეთანხმებით. ჩვენც პატარა ჯგუფით ვიქნებით
წარმოდგენილი: თავად სმიტი, მე, პირუთვნელი მოწმე...
– ოჰ, კარგი რა!
– ვფიქრობ, პირუთვნელი მოწმე ხელს არ შეგვიშლის. ჩემი ვარა-
უდით, ერთი მათგანი თქვენც გეყოლებათ. შეიძლება, თან კიდევ
ორიოდე ადამიანი გვახლდეს, მაგრამ ერთი პიროვნება ამ შეხვედრას
უდავოდ უნდა დაესწროს. ჩემი კლიენტისგან ერთმნიშვნელოვანი ინ-
სტრუქცია მაქვს მიღებული, რომ მოლაპარაკებაში აუცილებლად უნდა
მონაწილეობდეს ბენ კექსტონი... მე კი ამ ვაჟბატონს ვერსად ვპო-
ულობ.
იუბალს არაერთი საათი გაეტარებინა იმაზე ფიქრში, თუ როგორ ჩა-
ეგდო გენერალურ მდივანთან საუბრისას ეს თემა. ახლა კი სრულიად
უემოციოდ იჯდა და ელოდებოდა, რა მოხდებოდა. დაგლასი ყურად-
ღებით შესცქეროდა.
– ბენ კექსტონი? რა თქმა უნდა, იმ იაფფასიან ჟურნალისტს არ უნ-
და გულისხმობდეთ.
– ჟურნალისტ ბენ კექსტონს ვგულისხმობ, რომელსაც ერთ-ერთ სა-
გაზეთო სინდიკატში თავისი სვეტი აქვს.
– ეგ საკითხი არც განიხილება!
– მაშინ სალაპარაკო აღარაფერი გვაქვს, ბატონო გენერალურო
მდივანო, – გააქნია თავი ჰარშოუმ, – მე სრულიად ერთმნიშვნელოვანი
ინსტრუქცია მაქვს მიღებული, რომელიც არანაირი ორაზროვნების-
თვის არ ტოვებს ადგილს. ძალიან ვწუხვარ, რომ დრო დაგაკარგვი-
ნეთ. მომიტევეთ და ნება მომეცით, დაგემშვიდობოთ.

348
ღილაკისკენ ხელი ისე გაიშვირა, თითქოს კავშირის გაწყვეტას აპი-
რებდა.
– მოიცადეთ.
– გისმენთ, სერ.
– კავშირი არ გაწყვიტოთ. თქვენთან ლაპარაკი ჯერ არ დამისრუ-
ლებია!
– ბატონო გენერალურო მდივანო, უმორჩილესად გთხოვთ, მომი-
ტევოთ. ჩვენ, რა თქმა უნდა, იქამდე მოვიცდით, სადამდეც თქვენ ინე-
ბებთ.
– კარგი, კარგი, ფორმალობას შეეშვით. დოქტორო, თუ კითხუ-
ლობთ იმ სისულელეებს, სიახლეებად რომ ასაღებენ?
– არა, ღმერთმა დამიფაროს!
– ნეტავი, მეც იგივეს თქმა შემძლებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში,
ასეთ მოლაპარაკებაზე ჟურნალისტის დასწრება სრული აბსურდია.
ჟურნალისტებს მხოლოდ მას შემდეგ შემოვუშვებთ, როცა ყველაფერი
მოგვარდება. ნებისმიერ შემთხვევაში, რომელიმე მათგანის შეხვედ-
რაზე დასწრების აუცილებლობა რომც არსებულიყო, ეს ჟურნალისტი
კექსტონი ნამდვილად არ იქნებოდა. ეს კაცი პირდაპირ შხამს აფ-
რქვევს... ჭორებზე მონადირეთა კატეგორიას მიეკუთვნება, თან ყვე-
ლაზე უარესს.
– ბატონო გენერალურო მდივანო, ჩვენ სულაც არ ვართ მოლაპარა-
კების მთელი პროცესის გაშუქების წინააღმდეგი. პირიქით, ამას მო-
ვითხოვთ კიდეც.
– ეს სასაცილოა!
– შესაძლოა, მაგრამ მე ჩემი კლიენტის ინტერესებიდან გამომდი-
ნარე ვლაპარაკობ და ისე ვმოქმედებ, როგორც, ჩემი აზრით, მისთვის-
ვე იქნება უკეთესი. თუ მივაღწევთ შეთანხმებას, რომელიც მარსელ
ადამიანსა და იმ პლანეტას ეხება, რომელსაც იგი საკუთარ სახლად
მიიჩნევს, მინდა, ყველა დედამიწელმა იცოდეს, ეს ზუსტად როგორ
მოხდება და კონკრეტულად რაზე შევთანხმდებით. მეორე მხრივ კი,
თუ შეთანხმება ვერ მოხერხდება, საზოგადოებამ მოლაპარაკების ჩაშ-

349
ლის მიზეზებიც უნდა გაიგოს. ეს მოლაპარაკება ვარსკვლავური პალა-
ტის[76] მსგავსად ვერ ჩატარდება, ბატონო გენერალურო მდივანო.
– ჯანდაბა! ვარსკვლავურ პალატას სულაც არ ვგულისხმობდი და
თქვენ ეს მშვენივრად იცით! მხედველობაში მხოლოდ მშვიდი, ნორმა-
ლური მოლაპარაკება მქონდა, ზედმეტი აურზაურისა და დავიდარაბის
გარეშე.
– სერ, მაშინ ამ შეხვედრაზე პრესა დაუშვით, მაგრამ მხოლოდ მათი
კამერები და მიკროფონები, ჟურნალისტებს კი ნუ შემოუშვებთ. ჰო,
მართლა, ჩვენ – მე და ჩემი კლიენტი, დღეს, ოდნავ მოგვიანებით, ერთ
არხს ვაძლევთ ინტერვიუს, რის დროსაც განვაცხადებ, რომ გვსურს,
მომავალი მოლაპარაკების პროცესი მთლიანად გაშუქდეს.
– რაო?! ჯერ არ უნდა მისცეთ ინტერვიუ... ეს ხომ მთელი მოლაპა-
რაკების არსს ეწინააღმდეგება!
– მე კი ასე არ მგონია. ამ პირად საუბარს, რა თქმა უნდა, არ გა-
ვახმაურებთ... მაგრამ ნუთუ ფიქრობთ, რომ მოქალაქეს პრესასთან სა-
ლაპარაკოდ თქვენი ნებართვა სჭირდება?
– არა, რა თქმა უნდა, არა, მაგრამ...
– ნებისმიერ შემთხვევაში, ვშიშობ, ძალიან გვიანაა. ყველაფერი
უკვე შეთანხმებულია და ერთადერთი საშუალება, რომლითაც ამის
თავიდან აცილება შეგიძლიათ, თავზეხელაღებულთა ახალი რაზმების
გამოგზავნაა, რომელთაც ექნებათ ან არ ექნებათ ორდერები. მაგრამ
ვფიქრობ, ამ პროცესის შეჩერებას ისინიც ვეღარ მოასწრებენ. ერთა-
დერთი მიზეზი, რის გამოც ამას გეუბნებით, ის არის, რომ ამ ინტერვი-
უმდე, ალბათ, მარსელი ადამიანის ანდებიდან დაბრუნებისა და მისი
ამჟამად პოკონოსში ყოფნის თაობაზე გენდომებოდათ სიახლის გავ-
რცელება. ამით მოვლენათა ისე წარმოჩენის შესაძლებლობა გამოი-
რიცხებოდა, რომ თითქოს მთავრობისთვის ეს ამბავი მოულოდნელო-
ბა იყო. გესმით, რას ვგულისხმობ?
– შესანიშნავად მესმის, რასაც გულისხმობთ, – გენერალური მდივა-
ნი რამდენიმე წამის განმავლობაში უტყვად უყურებდა ჰარშოუს, მერე
კი თქვა: – გთხოვთ, დამელოდეთ, – და გაუჩინარდა.

350
ჰარშოუმ ლარი ხელით მოიხმო, მეორე ხელი კი აპარატის იმ ნა-
წილს დააფარა, საიდანაც მისი ხმა ისმოდა.
– მისმინე, შვილო, – ჩურჩულით უთხრა, – ვიდრე გადამცემი მწყობ-
რიდანაა გამოსული, ბლეფზე მივდივარ, თანაც სრულიად ხელცარი-
ელი. არ ვიცი, იმისთვის წავიდა, რომ თავის ხალხს ჩემ მიერ ნათქვამი
სიახლე გაავრცელებინოს თუ იმისთვის, რომ ისევ თავისი ძაღლები
მოგვისიოს, მათ გამოჩენამდე კი ლაპარაკში შემიყოლიოს. ამას ვერც
გავიგებ. ვერანაირად. ასე რომ, ახლავე დაუკავშირდი ტომ მაკენზის
და უთხარი, რომ თუ დაუყოვნებლივ არ აამუშავებს თავის აპარატურას,
ტროის დაცემის შემდეგ მომხდარ ყველაზე დიდ ამბავს გაუშვებს ხე-
ლიდან. იცოდე, გაფრთხილდი. შეიძლება, პოლიციელები გვითვალ-
თვალებდნენ.
– გასაგებია, მაგრამ მაკენზის როგორ დავუკავშირდე?
– ჰმ... – დაგლასი ეკრანზე დაბრუნდა, – მირიამი გეტყვის.
– დოქტორო ჰარშოუ, თქვენს წინადადებაზე თანახმა ვარ. ამ სა-
კითხთან დაკავშირებით სიახლე გავრცელდება – სწორედ ისე, რო-
გორც გსურდათ... და კიდევ რამდენიმე არსობრივი დეტალი... – დაგ-
ლასმა თბილად გაიღიმა. ეს გულთბილი ღიმილი მისი საზოგადოებ-
რივი სახის ნაწილი იყო, – სანახევრო ზომები სრულიად უსარგებლოა.
მესმის, რომ მოლაპარაკების პროცესის გაშუქების მოთხოვნა თქვენი
უფლებაა, რომელსაც ვერავინ წაგართმევთ, თუმცა ასეთი ტიპის შეხ-
ვედრის პრესის თანასწრებით წარმართვა სისულელედ მიმაჩნია. მე
უკვე გავავრცელებინე ინფორმაცია, რომ მთავრობა მზადაა, მარსელ
ადამიანთან ინტერპლანეტური ურთიერთობები განიხილოს, როგორც
კი ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ სათანადოდ დაისვენებს. თანაც
ეს ყველაფერი საჯაროდ მოხდება... საკმაოდ საჯაროდ.
გენერალურ მდივანს ღიმილში სუსხი გაერია და უკვე საერთოდ
აღარ ჰგავდა კეთილ მოხუც ჯო დაგლასს. ჰარშოუმ მხიარული ღიმი-
ლით უპასუხა, რადგან გულწრფელად იყო აღფრთოვანებული, თუ რო-
გორ მოეხერხებინა დარტყმის აცილება ამ მოხუც არამზადას, თანაც
ისე, რომ იქამდე განცდილი მარცხი მთავრობისთვის შეთანხმების შე-
საძლებლობად ექცია.

351
– ეს, უბრალოდ, შესანიშნავია, ბატონო გენერალურო მდივანო! კი-
დევ უფრო უკეთესი იქნება, თუ ამ ყველაფრის შესახებ მთავრობა ოფი-
ციალურად განაცხადებს, ბევრად უკეთესი. ჩვენ კი ყოველმხრივ დაგი-
ჭერთ მხარს.
– დიდი მადლობა. ახლა კი, რაც შეეხება იმ კექსტონს. როდესაც
შეხვედრაზე პრესის დაშვებაზე ვლაპარაკობთ, ეს მას არ ეხება – დაე,
ყველაფერს შინიდან, სტერეოვიზორით ადევნოს თვალი და ახალი
ტყუილები ისე გამოიგონოს. დარწმუნებული ვარ, რომ ასეც მოხდება.
მოლაპარაკების მიმდინარეობისას მისი დაშვება კატეგორიულად გა-
მორიცხულია. ვწუხვარ, მაგრამ არა.
– ბატონო გენერალურო მდივანო, მაშინ არავითარი მოლაპარაკე-
ბა არ შედგება, მიუხედავად იმისა, თუ უკვე რა ინფორმაცია მიაწოდეთ
პრესას.
– ვფიქრობ, ვერ გამიგეთ, მრჩეველო. ეს ადამიანი პირადად მე მა-
ყენებს შეურაცხყოფას. ჩათვალეთ, რომ ეს ჩემი პირადი პრივილეგიაა.
– მართალი ბრძანდებით, სერ, ეს პირადი პრივილეგიაა.
– მაშინ ამაზე ნუღარ ვილაპარაკებთ.
– თქვენ არასწორად გამიგეთ. ეს პირადი პრივილეგიაა, მაგრამ
არა თქვენი, არამედ სმიტის.
– რაო?
– თქვენ სარგებლობთ პრივილეგიით, რომ, მოლაპარაკებისას
თქვენ მიერვე შერჩეული მრჩევლები იახლოთ და, თუ გინდათ, თავად
ეშმაკიც გამოიყოლეთ, წინააღმდეგი არ ვიქნებით. ასევე, სმიტსაც შე-
უძლია, ვინც უნდა, ის აირჩიოს და წამოიყვანოს. თუ იქ კექსტონი არ
იქნება, მაშინ არც ჩვენ ვიქნებით და, ამის ნაცვლად, შესაძლოა, ქუჩის
საპირისპირო მხარეს, სულ სხვა მოლაპარაკებაზე აღმოვჩნდეთ, რო-
მელზეც თქვენ სულაც არ იქნებით სასურველი სტუმარი, იმ შემთხვევა-
შიც, ჰინდიზე თავისუფლად რომ ლაპარაკობდეთ. ახლა გესმით ჩემი?
ხანგრძლივი სიჩუმე ჩამოწვა. ჰარშოუ იმაზე ფიქრობდა, რომ დაგ-
ლასის ასაკში მყოფ ადამიანს, საკუთარი
თავისთვის წყობიდან გამოსვლის ნება აღარ უნდა მიეცა. ეკრანზე
ჩანდა, რომ დაგლასი კვლავ ჩუმად ეთათბირებოდა კადრს მიღმა

352
მყოფ ადამიანს. ბოლოს და ბოლოს, როგორც იქნა, კვლავ ალაპარაკ-
და. ამჯერად მარსელ ადამიანს მიმართა.
მაიკი ამ დროის განმავლობაში ეკრანთან იდგა და პირუთვნელი
მოწმის დარი სიმშვიდითა და მოთმინებით იყო აღსავსე. დაგლასმა
მზერა მასზე გადაიტანა.
– სმიტ, რატომ დაიჟინეთ ეს სასაცილო მოთხოვნა?
ჰარშოუ მაშინვე ჩაერია – მაიკს მხარზე ხელი დაადო და უთხრა:
– მაიკ, არ უპასუხო! – შემდეგ დაგლასს მიუბრუნდა, – აბა, აბა, ბა-
ტონო გენერალურო მდივანო! ძალიან გთხოვთ, წესები დაიცავით! სუ-
ლაც არ ვართ ვალდებული, გიპასუხოთ, თუ რატომ მომცა ასეთი მითი-
თებები ჩემმა კლიენტმა. ნება მომეცით, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს
კანონის ძალიან უხეში დარღვევაა, რადგან ჩემმა კლიენტმა სულ ახ-
ლახან ისწავლა ინგლისური და საკუთარი პოზიციის სათანადოდ დაც-
ვას ვერ მოახერხებს. თუ ნებას იბოძებთ და მარსულ ენას შეისწავლით,
მაშინ, შეგეძლებათ, ეს კითხვა მომავალშიც გაუმეოროთ – ოღონდ
მხოლოდ მის მშობლიურ ენაზე. სხვაგვარად ამის ნებას ვერ მოგცემთ.
ყოველ შემთხვევაში, დღეს ნამდვილად არა.
დაგლასმა ამოიოხრა.
– ძალიან კარგი. მეც შემიძლია, ჩამოგითვალოთ კანონები, რომ-
ლებიც თქვენთვის სასარგებლოდ შეაბრუნეთ და დაარღვიეთ კიდეც,
მაგრამ ამის დრო არ მაქვს. სახელმწიფო საქმეებს უნდა მივხედო. ამ
დათმობაზე წავალ, მაგრამ არ გეგონოთ, რომ იმ კექსტონს გულითად
მიღებას მოვუწყობ და ხელს ჩამოვართმევ!
– როგორც გენებოთ, სერ. ახლა კი ისევ დავუბრუნდეთ იმას, რაც უკ-
ვე გითხარით. დახმარება გვჭირდება. კექსტონს ვერაფრით მივაგე-
ნით. მისი თანაშემწე ამბობს, რომ ის ქალაქიდანაა გასული.
დაგლასს გაეცინა.
– ეგ უკვე ჩემი პრობლემა ნამდვილად არ არის. ხომ დაიჟინეთ, რომ
ეს პრივილეგია აუცილებლად უნდა გამოგეყენებინათ, მიუხედავად
იმისა, რომ ჩემთვის შეურაცხმყოფელი იქნებოდა. ჰოდა, ვინც გინდათ,
ის მოიყვანეთ, მაგრამ ამ საქმეს თავად მიხედეთ.

353
– სამართლიანია, სერ, სრულიად სამართლიანი, მაგრამ მარსელი
ადამიანისთვის სამსახურის გაწევას ხომ არ ისურვებდით?
– რაო? რა სამსახურის?
– მოლაპარაკებები იქამდე არ დაიწყება, ვიდრე კექსტონის ად-
გილსამყოფლის დადგენა არ მოხერხდება. ეს ფაქტია, მაგრამ ისიც
ფაქტია, მე მისი პოვნა ვერ შევძელი... ჩემი კლიენტი კი სულ უფრო ღე-
ლავს. მე მხოლოდ კერძო პირი ვარ... თქვენ კი ხელთ სათანადო რე-
სურსი გიპყრიათ.
– რა გაქვთ მხედველობაში?
– რამდენიმე წუთის წინ სპეციალური სამსახურის შესახებ საკმაოდ
აგდებულად ვლაპარაკობდი, რაც შეგიძლიათ, ჩემი სახლის კარის შე-
მომტვრევით გამოწვეულ გაღიზიანებას მიაწეროთ, მაგრამ, სინამდვი-
ლეში, შესანიშნავად ვიცი, რომ მათ ერთობ შედეგიანადაც შეუძლიათ
მოქმედება... თანაც მათთან პოლიციაც თანამშრომლობს, როგორც
ადგილობრივ, ისე საშტატო და სახელმწიფო დონეზე; თანამშრომ-
ლობს ფედერაციის ყველა დეპარტამენტი და ბიუროც. ბატონო გენე-
რალურო მდივანო, თუ სპეციალური სამსახურის მეთაურს დაავალებთ,
რომ ესა თუ ის ადამიანი, შეძლებისდაგვარად, სწრაფად მოგიძებნონ,
ერთ საათში იმაზე მეტ შედეგს მიაღწევენ, ვიდრე მე მთელი საუკუნის
განმავლობაში შევძლებდი.
– და რატომ უნდა დავაყენო ფეხზე მთელი პოლიცია მხოლოდ და
მხოლოდ იმისთვის, რომ ერთი სკანდალების მადევარი ჟურნალისტის
ადგილსამყოფელი დაადგინონ?
– სერ, იმიტომ, რომ ეს საკითხი დედამიწის მასშტაბებს სცდება და
მარსს ეხება. როგორც უკვე გითხარით, ამით მარსელ ადამიანს გაუ-
წევთ სამსახურს.
– კარგი... სრულიად აბსურდული მოთხოვნაა, მაგრამ ვეცდები, რა-
მე მოვახერხო, – დაგლასმა სმიტს შეხედა და დასძინა, – ჩავთვალოთ,
რომ ეს სმიტისთვის გაწეული სამსახური იქნება და, როდესაც მოლაპა-
რაკებას შევუდგებით, საპასუხო თანამშრომლობას თქვენგანაც მოვე-
ლი.

354
– გარწმუნებთ, რომ შეთანხმების მიღწევაში ეს ფაქტი განუზომლად
შეგვიწყობს ხელს.
– კარგი, მაგრამ წინასწარ ვერაფერს შეგპირდებით. თქვენც
თქვით, რომ ეს ადამიანი გაუჩინარებულია. იქნებ სატვირთო მანქანა
დაეჯახა ან სხვა რამ შეემთხვა და ცოცხალი აღარ არის. ამის გამო მე
ნამდვილად არ ვიგლოვებ.
ჰარშოუ ძალიან მოიღუშა.
– იმედი ვიქონიოთ, რომ მსგავსი არაფერი არ მომხდარა. ყველა
ჩვენგანისთვის ნამდვილად ასე აჯობებს.
– რას გულისხმობთ?
– ვცადე, ჩემი კლიენტისთვის ასეთი შესაძლებლობაც ამეხსნა, მაგ-
რამ მან ყურიც არ მათხოვა. უბრალოდ, მსგავსი რამის დაშვებაც არ უნ-
და, – ჰარშოუმ ამოიხვნეშა, – ქაოსი, სერ, – სწორედ ეს მოგველის, თუ
კექსტონის კვალს ვერ მივაგნებთ. ქაოსი.
– კარგი, დოქტორო, ვეცდები, მაგრამ სასწაულის იმედი ნუ გექნე-
ბათ.
– მე არა, სერ, ლაპარაკი ჩემს კლიენტზეა. მას მარსული მსოფ-
ლმხედველობა აქვს... და მართლა მოელის სასწაულს. ასე რომ, ვილო-
ცოთ, რომ ასეც მოხდეს.
– დაგიკავშირდებით. სულ ესაა, რისი თქმაც შემიძლია.
ჰარშოუმ თავი ისე დაუკრა, რომ სავარძლიდან არ ამდგარა.
– სერ, თქვენს სამსახურში მიგულეთ.
როგორც კი გენერალური მდივნის გამოსახულება გაუჩინარდა,
ჰარშოუმ ამოიოხრა და წამოდგა. ჯილი მაშინვე მივარდა და გახარე-
ბული გადაეხვია.
– ოჰ, იუბალ, შესანიშნავი იყავი!
– ჩიხიდან ჯერ არ გამოვსულვართ.
– ვიცი, მაგრამ თუ ბენის გადარჩენა ჯერ კიდევ შესაძლებელია, შენ
ამისთვის ყველაფერი გააკეთე, – უთხრა და აკოცა.
– აბა, ეგეთები არ გინდა! კოცნაობები ჯერ კიდევ შენს დაბადებამ-
დე დავასრულე, ასე რომ, ჩემს ასაკს პატივი ეცი, – უთხრა და ჯილს მა-
მობრივი მზრუნველობით აკოცა, – ეს მხოლოდ იმისთვის, რომ დაგ-

355
ლასთან ლაპარაკის შემდეგ დარჩენილი უსიამოვნო გემო მოვიშორო.
ამდენი ხნის განმავლობაში ხან ყურს ვუწევდი, ხან კი ფეხებს ვუკოცნი-
დი და უკვე გული მერეოდა. ახლა კი მიდი, მაიკს აკოცე. მან ეს ნამდვი-
ლად დაიმსახურა იმისთვის, რომ ამდენ ტყუილს ესოდენ უდრტვინვე-
ლად ისმენდა.
– რა თქმა უნდა! – ჯილი მარსელთან მივიდა და გადაეხვია, – მარ-
თლა შესანიშნავი ტყუილები იყო, იუბალ, – თქვა და მაიკს აკოცა.
იუბალი ინტერესით აკვირდებოდა, რომ კოცნისას მაიკმაც გამოი-
ჩინა ინიციატივა. მას ეს ერთობ საქმიანად გააკეთა და არა ისე, რო-
გორც მისთვის ახალი და უჩვეულო რამ. მართალია, საკმაოდ მოუქნე-
ლად ირჯებოდა, მაინც რიგიანად კი გამოუვიდა. ჰარშოუს აზრით, ასე-
თი მონდომებისთვის, მაღალ შეფასებას იმსახურებდა.
– ბიჭუნი, – მიმართა მაიკს, – კვლავაც მაოცებ. მეგონა, ისევ ის შენი
ბნედა მოგერეოდა.
– ასეც მოხდა, – თქვა მაიკმა სრულიად სერიოზულად, ისე რომ ჯი-
ლისთვის ხელი არ გაუშვია, – პირველი კოცნისას.
– ძალიან კარგი! გილოცავ, ჯილ.
ჯილმა იუბალს გადახედა.
– იუბალ, წურბელა ხარ, მაგრამ, როგორღაც, მაინც მიყვარხარ.
შენს სიტყვებს ყურადღებას აღარ ვაქცევ. კი, მაიკი ერთხელ ცოტა
ანერვიულდა, მაგრამ, როგორც ხედავ, აღარ ღელავს.
– ასეა, – თქვა მაიკმა, – ეს სიკეთეა. წყლისმიერი მოძმეებისთვის ეს
მზარდ სიახლოვეს ნიშნავს. გაჩვენებ, – ჯილს ხელი გაუშვა და იუბა-
ლისკენ შებრუნდა.
იუბალმა ხელი ასწია.
– არააა.
– არა?
– ჩემო ბიჭო, არ გეწყინოს, მაგრამ იმედგაცრუება მოგელის. წყლის-
მიერი მოძმეებისთვის ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ნიშნავს მზარდ სი-
ახლოვეს, თუ ერთ-ერთი მათგანი ახალგაზრდა და ლამაზი ქალია –
სწორედ, ისეთი, როგორიც ჯილია.
– იუბალ, შენ სწორად ლაპარაკობ?

356
– ძალიან სწორადაც. გოგონებს აკოცე ხოლმე, რომელსაც გინდა.
დამიჯერე, უფრო გაგისწორდება.
– ვერ გავიგე.
– ეს უფრო მეტად დაახლოების შესანიშნავი საშუალებაა... მაგრამ
მხოლოდ გოგონებთან, – იუბალმა ოთახში მიმოიხედა, – ჰმ... საინტე-
რესოა გამეორდება თუ არა ის ფენომენი, რომელსაც პირველ ჯერზე
ჰქონდა ადგილი. დორკას, ერთ სამეცნიერო ექსპერიმენტში შენი დახ-
მარება მჭირდება.
– ზღვის გოჭი კი არ ვარ! ჯანდაბაში წასულხარ!
– გზა რომ ვიცოდე, წავიდოდი. ნუ ჭირვეულობ. მაიკს გადამდები
არაფერი სჭირს. ასე რომ არ იყოს, აუზში ჩასვლის ნებას არ მივცემდი.
ჰო, მართლა, მირიამ ლარი რომ დაბრუნდება, უთხარი, რომ ამაღამ აუ-
ზი მთლიანად გაასუფთაოს... ჭუჭყიანი წყალი აღარ გვჭირდება. აბა,
რას იტყვი, დორკას?
– რა იცი, რომ ეს ჩვენი პირველი კოცნა იქნება?
– ჰმ... ეგეც მართალია. მაიკ, დორკასისთვის ადრეც გიკოცნია?
– არა, იუბალ. მხოლოდ დღეს გავიგე, რომ დორკასი ჩემი წყლის-
მიერი მოძმეა.
– მართლა?
– კი. დორკასიც, ენიც, მირიამიც და ლარიც. ისინი ხომ შენი წყლის-
მიერი მოძმეები არიან, შენ კი ჩემი წყლისმიერი მოძმე ხარ.
– ჰმ... გასაგებია. არსობრივად ყველაფერი სწორია.
– ჰო, ეს არსობრივად არის ასე, დაგროკვით, მიუხედავად იმისა,
რომ წყალი არ გაგვიზიარებია. სწორად ვლაპარაკობ?
– ძალიან სწორად, მაიკ.
– ისინი შენი წყლისმიერი მოძმეები არიან, – მაიკმა პაუზა გააკეთა,
რათა სათანადო სიტყვები მოეძებნა, – თუ ლოგიკურ ჯაჭვს მივყვებით,
გამოდის, რომ ისინი ჩემი წყლისმიერი მოძმეებიც არიან, – მაიკმა
დორკასზე გადაიტანა მზერა, – წყლისმიერი მოძმეებისთვის კარგია
მზარდი სიახლოვე, მაგრამ ეს აქამდე არ ვიცოდი.
იუბალი კვლავ დორკასს მიუბრუნდა.
– აბა, რას იტყვი, დორკას?

357
– რაო? ო, ღმერთო! ბოს, მსოფლიოში ყველაზე დიდი წურბელა
ხარ! მაგრამ მაიკი ასეთი არ არის – ის საყვარელია, – გოგონა მაიკთან
მივიდა, ფეხის წვერებზე აიწია და მოეხვია, – მაკოცე, მაიკ!
მაიკი ასეც მოიქცა და სულ რამოდენიმე წამის განმავლობაში ორი-
ვე მზარდ სიახლოვეში იყვნენ.
უცებ დორკასმა ცნობიერება დაკარგა.
იუბალმა ეს დროულად შენიშნა და ხელი შეაშველა, რომ არ დაცე-
მულიყო, რადგან მაიკი მეტისმეტად გამოუცდელი იყო იმისთვის, რომ
ასეთ დროს სათანადო რეაგირება მოეხდინა. ჯილს კი მისი კარგად შე-
ხურება მოუხდა, რათა ისევ ჩვეულ ტრანსში არ ჩავარდნილიყო, როდე-
საც დაინახა, რაც დორკასს დამართოდა. საბედნიეროდ, დორკასი მა-
ლევე მობრუნდა და მაიკის დარწმუნებაც მოახერხა, რომ ყველაფერი
რიგზე იყო, რომ ცუდი არაფერი მოსვლოდა და იმ მზარდი სიახლოვის
გამოც მეტად ხარობდა. დორკასმა ისიც უთხრა, რომ კარგი იქნებოდა,
თუ ეს სიახლოვე კიდევ უფრო გაიზრდებოდა, მაგრამ ჯერ სული უნდა
მოეთქვა.
– ოჰო, – ამ სანახაობას მირიამი პირდაღებული უყურებდა, – ნეტა-
ვი, ამას მეც თუ გავბედავდი?!
– უფროს-უმცროსობა არ დაგავიწყდეს, – უთხრა ენმა და ჰარშოუს
მიუბრუნდა, – ბოს, ჩემი, როგორც პირუთვნელი მოწმის მომსახურება
კიდევ გჭირდება?
– ჯერჯერობით არა.
– მაშინ საბურველს მოვიშორებ. გინდა, დავნაძლევდეთ?
– რაზე?
– ორს შვიდთან ჩამოვდივარ ფსონს, რომ გონებას არ დავკარგავ,
თუმცა წაგებაზეც არ დავიხევდი უკან.
– კარგი.
– შვიდ დოლარს ვგულისხმობ და არა შვიდასს. მაიკ, ძვირფასო...
მოდი, დავახლოვდეთ.
მალე ენი იძულებული გახდა, დანებებულიყო, რადგან ხუთვა დაეწ-
ყო, მარსზე გაზრდილ მაიკს კი ჟანგბადის გარეშე გაძლება გაცილებით
დიდხანს შეეძლო.

358
– მგონი, სათანადოდ არ ვიყავი მზად. ბოს, ჩემი ფულის მოსაგებად
კიდევ ერთ შანსს მოგცემ.
ენმა ისევ მიუშვირა სახე მაიკს, მაგრამ მირიამა აღარ დააცადა –
მხარზე დაუკაკუნა და უთხრა:
– აბა, გზიდან ჩამომეცალე.
– ნუ ხარ ასეთი წუწკი!
– გითხარი, გზიდან ჩამომეცალე-მეთქი, – არ ცხრებოდა მირიამი, –
უკან დაიხიე, გოგონი!
– კარგი, კარგი! – ენი მაიკს მოშორდა და ასპარეზი მირიამს დაუთ-
მო. ეს უკანასკნელი მაიკს მიუახლოვდა, გაუღიმა და არაფერი უთ-
ქვამს. ეს არც იყო აუცილებელი – მათი სიახლოვე წამში გაიზარდა, გა-
იზარდა კიდევ უფრო განაგრძობდა ზრდას.
– მორიგე!
– მირიამი იუბალს მიუბრუნდა.
– ბოს, ვერ ხედავ, რომ დაკავებული ვარ?
– კარგი, კარგი, მაგრამ ეკრანს მაინც მოშორდი და მე თვითონ ვუ-
პასუხებ.
– გეფიცები, არც გამიგია თუ რეკავდა.
– გასაგებია, მაგრამ წესიერების ნორმები უნდა დავიცვათ. შეიძლე-
ბა, ისევ გენერალური მდივანი იყოს. ასე რომ, ჩამომეცალე.
ტომას მაკენზი რეკავდა.
– იუბალ, რა ჯანდაბა ხდება?
– რამე პრობლემაა?
– სულ ცოტა ხნის წინ ერთმა ახალგაზრდამ დამირეკა და მითხრა,
რომ გინდა, ყველაფერი მივატოვო და ჩემი ხალხი მანდ გამოვუშვა,
რადგან, ბოლოს და ბოლოს, ჩემთვის საინტერესო რაღაც გაქვს. მობი-
ლური ჯგუფი უკვე გამოვიდა და...
– აქ არავინ არ მოსულა.
– ვიცი. ახლახან დამიკავშირდნენ და მომახსენეს, რომ თქვენგან
ოდნავ ჩრდილოეთით არიან. შენი სახლის ადგილმდებარეობა და-
აზუსტეს და წუთი წუთზე მანდ იქნებიან. აქამდე უკვე ორჯერ ვცადე
დაგკავშირებოდი, მაგრამ ამაოდ. რამე მნიშვნელოვანი გამოვტოვე?

359
– ჯერ არაფერი, – იუბალს ახლაღა მოუვიდა თავში, რომ მოლაყბე
ყუთთან ახალი ამბებისთვის თვალყურის სადევნებლად ვინმე უნდა
გაემწესებინა. ჯერ ისიც არ იცოდა, დაგლასმა მართლა გაავრცელა თუ
არა შეთანხმებული ინფორმაცია და ვერც იმაში იქნებოდა დარწმუნე-
ბული, გენერალურმა მდივანმა ნამდვილად დათმო პოზიციები თუ პო-
ლიციელთა ახალი რაზმის გამოჩენა იყო მოსალოდნელი. სათამაშოე-
ბის მაღაზიაში შესული ბავშვივით გართულიყო! ამგვარი დაუფიქრებ-
ლობისთვის საკუთარ თავზე გაბრაზდა – ასე რამ გამოაჩერჩეტა?! –
არა მგონია, ეს მნიშვნელოვანი ამბავი უკვე მომხდარიყო. უკანასკნე-
ლი ერთი საათის განმავლობაში რამე განსაკუთრებული გადმოსცეს?
– არაფერი, თუ იმას არ ჩავაგდებთ სათვალავში, რომ, როგორც
მთავრობის სასახლიდან განაცხადეს, მარსელი ადამიანი სამხრეთი-
დან დაბრუნდა და ახლა იმყოფება... იუბალ! ამ ამბავში გარეული ხარ?
– ერთი წუთით, – იუბალი მაიკს მიუბრუნდა, – მაიკ, აქ მოდი. ენ, შე-
იბურვე.
– მზად ვარ, ბოს.
– მისტერ მაკენზი, გაიცანით – ადამიანი მარსიდან.
მაკენზის ყბა ჩამოუვარდა, მაგრამ პროფესიული გამოცდილების
წყალობით, თავის ხელში აყვანა მალევე მოახერხა.
– მოიცადე... ერთი წამი მოიცადე! ახლავე კამერებს მოვატანინებ!
ჯერ აქედან გადავიღებთ და როგორც კი ის ბედოვლათები შენამდე
მოაღწევენ, გადაღებას ადგილზე გავაგრძელებთ. იუბალ, არაფრის
უნდა მეშინოდეს? შენ ხომ არ... შენ ხომ არ...
– როგორ გგონია, განა შენს გაცურებას პირუთვნელი მოწმის თან-
დასწრებით გავბედავდი? შესაძლოა, გამებედა კიდეც, აუცილებლო-
ბის შემთხვევაში, მაგრამ ამ ინტერვიუს საერთოდ არ გახვევ თავს. შეგ-
ვიძლია, „არგუსს“ ან „ტრანსპლანეტს“ დაველოდოთ.
– იუბალ! ასე ვერ მომექცევი.
– არც ვაპირებ. ჩვენი შეთანხმების თანახმად, აქ განვითარებული
მოვლენებისთვის კამერებით უნდა გედევნებინათ თვალი და, თუ რა-
მეს ღირებულად მიიჩნევდით, ახალ ამბებში გაგეშვათ, მაგრამ

360
ნამდვილად არ შეგპირებივარ, რომ ინტერვიუს სხვას არავის მივ-
ცემდი. თუმცა „ნიუ ვორლდს“ შეუძლია, ინტერვიუ „არგუსამდე“ ან
„ტრანსპლანეტამდე“, ვთქვათ, ნახევარი საათით ადრე ჩამოგვარ-
თვას, თუ, რა თქმა უნდა, გინდათ, – იუბალმა ხანმოკლე პაუზა გააკეთა
და დასძინა: – ტომ, შენ არამარტო აუცილებელი აპარატურით მოგვა-
მარაგე, არამედ სხვა მხრივაც დიდად დაგვეხმარე. ვერც კი გამოვხა-
ტავ, რამდენად დაგვეხმარე.
– იმას გულისხმობთ, რომ დაგაკავშირე...
– სწორედ მაგას ვგულისხმობ.
– და ამან შედეგი გამოიღო?
– კი, ოღონდ ამაზე აღარ გვინდა, აქ სალაპარაკო თემა არ არის.
მოგვიანებით პირადად ვისაუბროთ... მომავალ წელს.
– კარგი. მე არაფერს ვიტყვი და შენც ასევე მოიქეცი. ერთი წამით
დამელოდე...
– კიდევ ერთი რამ უნდა გთხოვო. სრული გარანტია უნდა მომცე,
რომ ის შეტყობინებები, რომლებიც აუცილებლობის შემთხვევაში საჭი-
რო ხალხთან უნდა დაგეგზავნა, აღარსად დაიგზავნება. უკან დამიბ-
რუნე.
– კარგი, კარგი. ისინი საიმედოდაა დაცული. მათ გამო ხომ ძალიან
ნერვიულობდი. იუბალ, კამერა უკვე მზადაა. დავიწყოთ?
– დავიწყოთ.
– ყველაფერს მე თვითონ გავაკეთებ, – მაკენზი კამერისკენ მიბრუნ-
და, – უკანასკნელი ცნობები! „ნიუ ვორლდის“ რეპორტიორი უახლეს
ინფორმაციას მოგაწვდით! ახლახან დაგვიკავშირდა ადამიანი მარსი-
დან, რომელსაც თქვენთან გასაუბრება სურს, – აქ მცირე სარეკლამო
პაუზა გააკეთა, სპონსორისადმი მიძღვნილი მადლობები ჩასვა და იუ-
ბალს მიუბრუნდა, – იუბალ, რამე განსაკუთრებული უნდა ვკითხო?
– სამხრეთ ამერიკის შესახებ ნურაფერს ჰკითხავ, ტურისტი ხომ არ
არის. ყველაზე უსაფრთხო თემა ცურვაა. მისი გეგმების შესახებ კი მე
მკითხე.
– კარგი, – მაკენზი კამერისკენ მიბრუნდა და განაგრძო: – მეგობრე-
ბო, თქვენ წინაშეა ვალენტაინ მაიკლ სმიტი, ადამიანი მარსიდან! რო-

361
გორც უკვე შეიტყვეთ ჩვენი არხის მეშვეობით, რომელიც ასეთ საკით-
ხებში
მუდამ პირველია, სმიტი სულ ახლახან დაბრუნდა ანდებიდან, სა-
დაც განმარტოებით ისვენებდა. ჩვენ მის დაბრუნებას მივესალმებით.
ხელი დაუქნიეთ თქვენს მეგობრებს, მისტერ სმიტ...
– ხელი დაუქნიე, შვილო. გაიღიმე და ხელი დაუქნიე.
– გმადლობთ, ვალენტაინ მაიკლ სმიტ. ერთობ მოხარული ვართ,
რომ ასე ჯანმრთელად გამოიყურებით. გვარიანად გარუჯულხართ.
რამდენადაც ვიცი, ძალის მოკრებაში გეხმარებოდათ ცურვა...
– ბოს! სტუმრები გვყავს. ვიღაც მოგვადგა.
– სიტყვა „ცურვასთან“ ჭრა. რა ჯანდაბა ხდება, იუბალ?
– ახლავე გავარკვევ. ჯილ, მაიკს მიხედე. შესაძლოა, გენერალური
შტაბიდან იყვნენ.
„ნიუ ვორლდის“ მობილური ჯგუფის მფრინავი მანქანა აღმოჩნდა,
რომელიც ნელ-ნელა ბაღში ეშვებოდა და ვარდის ბუჩქებს კიდევ ერ-
თხელ თელავდა. როგორც გაირკვა, ლარი უკვე სახლში იმყოფებოდა
და დიუკიც დაბრუნებულიყო. მაკენზიმ გადაწყვიტა, ვიდეოინტერვიუ
მაშინვე შეეწყვიტა, რადგან მისი მობილური ჯგუფი უკვე ადგილზე იმ-
ყოფებოდა, რომლის კამერებითაც გაცილებით უკეთეს გამოსახულე-
ბას მიიღებდნენ. ამასობაში კი ტექნიკური ჯგუფი იუბალის სახლში ად-
რე დამონტაჟებულ აპარატურას შეამოწმებდა. ლარი და დიუკი ოთახ-
ში მობილური ჯგუფის ხალხთან ერთად შემოვიდნენ.
ინტერვიუ შეწყდა. მაიკს უკვე დასმული კითხვების აზრი არ ესმოდა
და იუბალი უხსნიდა. მაკენზიმ ამოიოხრა და პუბლიკას აღუთქვა, რომ
ნახევარ საათში მარსელის უფრო ხარისხიან ინტერვიუს გადასცემ-
დნენ.
– ჩვენთან დარჩით!
მაკენზი ეკრანს დაუბრუნდა. ინფორმაციას, ახლა უკვე, თავისი
ტექნიკური ჯგუფისგან ელოდებოდა.
– გაარკვიეთ, რა მოხდა?
ერთ-ერთმა ტექნიკოსმა ლარის და დიუკს შეხედა და გაიცინა.

362
– განსაკუთრებული არაფერი. როგორც ცნობილია, აპარატურა დე-
ნის წყაროსთან შეერთებისას უკეთესად მუშაობს – ჩამრთველიდან
იყო გამორთული.
ჰარშოუს ამის შემდეგ ლარისა და დიუკის დავაში მოუხდა ჩარევა
და მათი უაზრო კამათის შეწყვეტა იმის თაობაზე, თუ როგორი მოპყრო-
ბა სჭირდებოდა ამგვარ აპარატურას. ეფექტური სანახაობების მოყვა-
რული იუბალი ვერაფრით ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ კამერებს საუკეთე-
სო სანახაობა ვერ აღებეჭდათ – ყველაზე დიდებული მას შემდეგ, რაც
ელიამ ბაალის ქურუმებს დამართა[77]. მეორე მხრივ კი, კმაყოფილი
იყო, რომ ამ შემთხვევითობის წყალობით მაიკის განსაკუთრებული
უნარი არ გამჟღავნებულიყო და ფიქრობდა, რომ საიდუმლო იარაღის
სახით, შეიძლებოდა, კიდევ დასჭირვებოდა... რომ აღარაფერი
ვთქვათ იმაზე, რომ არავითარი სურვილი არ ჰქონდა, აეხსნა თუ სად
გაუჩინარდნენ პოლიციელები და ორი მფრინავი მანქანა.
ჰარშოუს აზრით, მეცნიერულ და ტექნოლოგიურ განვითარებას პი-
კისთვის „ფორდის“ ტი-მოდელის შექმნით მიეღწია, რის შემდეგაც
სულ უფრო დეგრადირდებოდა...
ამასობაში კი მაკენზიმაც შეახსენა თავი, რომელიც შეპირებულ ფე-
რად და ღრმაგამოსახულებიან ინტერვიუს ითხოვდა, რაც მცირედი
მომზადების შემდეგ დაიწყო კიდეც. ჰარშოუმ მაკენზი კიდევ ერთხელ
გააფრთხილა, რომ არაფერი ეკითხა სამხრეთ ამერიკაში ყოფნაზე ანუ
იმაზე, რაც სიმართლეს გამოამჟღავნებდა.
მაიკმა, პირველ რიგში, მოკითხვა შეუთვალა თავის მეგობრებს
„ჩემპიონიდან“. დოქტორ მაჰმუდს კი ხრიწიან მარსულ ენაზე მიესალ-
მა, რაც ისე ჟღერდა, რომ ჰარშოუმ გაიფიქრა, ვაითუ აპარატურა გა-
აფუჭოსო.
ამის შემდეგ სახლში დროებითმა სიმშვიდემ დაისადგურა. იუბალ-
მა ტელეფონის აპარატი ისეთ რეჟიმზე დააყენა, რომ უახლოესი ორი
საათის განმავლობაში ზარები არ მიეღო. მერე წამოდგა, გაიზმორა და
ამოიხვნეშა. საშინელ დაღლილობას გრძნობდა და იმაზეც ფიქრობ-
და, რომ მეტისმეტად დაბერებულიყო.

363
– სადილი სადაა? გოგონებო, დღეს რომელ თქვენგანს უნდა მოემ-
ზადებინა? რატომ არ გააკეთეთ? ჯანდაბა, ასე თუ გაგრძელდა, ეს სახ-
ლი მალე ალბათ თავზე ჩამოგვენგრევა.
– დღეს ჩემი ჯერი იყო. სადილი მე უნდა მომემზადებინა, – თქვა
ჯილმა, – მაგრამ...
– სულ საბაბები და ბოდიშები, საბაბები და ბოდიშები!
– ბოს, – ჩაერია ენი, – როგორ უნდა მოგვემზადებინა სადილი, რო-
დესაც მთელი დღის განმავლობაში ყველა ამ ოთახში გამოგვკეტე?
– ეგ ჩემი პრობლემა არაა, – არ შეეპუა იუბალი, – არმაგედონიც რომ
დაიწყოს, სადილი მაინც დროულად
უნდა მომზადდეს და ასე იქამდე გაგრძელდეს, ვიდრე საყვირის
უკანასკნელი ჩაბერვა[78] სამყაროს დასასრულს გვაუწყებდეს. გარდა
ამისა...
– გარდა ამისა, – მის ნაცვლად დაასრულა ენმა, – ჯერ მხოლოდ
შვიდი საათი და ორმოცი წუთია და საკმარისი დროა დარჩენილი იმის-
თვის, რომ რვა საათამდე მომზადება მოვასწროთ. ასე რომ, წუწუნს თა-
ვი დაანებე, ვიდრე მართლა მოგცემია ამის მიზეზი. რა მტირალა ხარ...
– მართლა რვას აკლია ოცი წუთი? არადა მეგონა, საუზმის შემდეგ
მთელი კვირა გასულიყო. სადილის წინ ერთი ჭიქის დალევაც კი ვერ
მოვასწარი.
– საწყალი!
– ვინმემ სასმელი მომიტანოს. ყველასთვის მოიტანეთ. ფორმალო-
ბას შევეშვათ. პომპეზური სადილი არაფერში გვჭირდება. უბრალოდ,
ერთი კარგად დავლიოთ. ისე ვარ დაძაბული, როგორც კარვის თოკები
იჭიმება წვიმაში. ენ, ალაფურშეტის მასალა დაგვრჩა?
– ბლომად.
– მაშინ ვინმემ კერძები გაალღოს და შესანიშნავი სუფრა გამოგვი-
ვა. რა არის აქ საკამათო?
– ახლავე, – თქვა ჯილმა.
ენმა მელოტ თავზე აკოცა.

364
– ბოს, რა კეთილშობილური საქციელია. საჭმელსაც მოგიტანთ,
სასმელსაც, შემდეგ კი ლოგინშიც ჩაგაწვენთ. ჯილ, მოიცა, წამოვალ
და მოგეხმარები.
– შეიძლება, მეც მოგეხმარო? – ენთუზიაზმით აღსავსე ხმით იკითხა
სმიტმა.
– რა თქმა უნდა, მაიკ. შეგიძლია, ლანგარი წამოიღო. ბოს, სადილს
აუზთან გავაწყობთ. დღეს თბილი საღამოა.
– კარგი, – თქვა იუბალმა და, როგორც კი ისინი ოთახიდან გავიდ-
ნენ, დიუკს მიუბრუნდა, – სად ჯანდაბაში იყავი მთელი დღე?
– ვფიქრობდი.
– ...საიდანაც კარგი არაფერი გამოვიდოდა. რაც უფრო მეტს ფიქ-
რობ, შენ გარშემო არსებულში მით მეტ ცუდს ხედავ და უარესადაც
ხდები. რამე შედეგამდე მიხვედი?
– კი, – უპასუხა დიუკმა, – დავასკვენი, რომ ჩემი საქმე არ არის, რას
შეჭამს ან რას არ შეჭამს მაიკი.
– გილოცავ. სურვილი, რომ სხვის საქმეში ცხვირი არ ჩაყო, ადამია-
ნური სიბრძნის, სულ მცირე, ოთხმოც პროცენტს მაინც შეადგენს... რაც
შეეხება დანარჩენ ოციოდე პროცენტს, ის არც ისე მნიშვნელოვანია.
– მაგრამ თავად ხომ სულ სხვების საქმეებში რგავ ცხვირს?!
– მერე ვინ თქვა, რომ ბრძენი ვარ? მე საუკეთესო ცუდი მაგალითის
მიმცემი ადამიანი გახლავარ. ასე რომ, თუ კარგად დამაკვირდები და
მომისმენ, შეიძლება, ბევრი რამ ისწავლო.
– იუბალ, მაიკთან თუ მივალ და ჭიქა წყალს შევთავაზებ, როგორ
გგონია, ამ მასონურ ცერემონიაში შემომიერთდება?
– დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება. დიუკ, მაიკის თითქმის ერ-
თადერთი ადამიანური თვისება ის არის, რომ მოწადინებულია, ყვე-
ლას მოსწონდეს, მაგრამ მინდა, ვიცოდე, რომ შენც გესმის, თუ რამდე-
ნად მნიშვნელოვანია ეს საკითხი მისთვის, რომ იმაზე სერიოზულია,
ვიდრე, ვთქვათ, ქორწინებაა. თავად მაიკის წყლისმიერი მოძმე იქამ-
დე გავხდი, ვიდრე ამას გავიაზრებდი და უფრო მეტადაც გავიხლართე
მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობის ბადეში, რომელიც, რაც
უფრო ღრმად ვგროკავ, მით უფრო იბურდება. ყველანაირად უნდა ეცა-

365
დო, თუნდაც უნებლიეთ, არასოდეს მოატყუო და, მით უმეტეს, არ მოატ-
ყუო წინასწარი განზრახვით; მუდამ მის გვერდით უნდა იყო, ჭირი თუ
ლხინი გაიზიარო. ასე რომ, ჯერ კარგად დაფიქრდი.
– მთელი დღე მაგაზე ვფიქრობდი. იუბალ, მაიკში არის რაღაც ისე-
თი, რის გამოც მასზე ზრუნვა გინდება.
– ვიცი. აქამდე ალბათ არასდროს გინახავს აბსოლუტური პატიოს-
ნება – არც მე. მაიკი სრულიად უმანკოა, არ იცის, რა არის ხე ცნობადი-
სა და არ გაუსინჯავს მისი ნაყოფი, რათა კეთილისა და ბოროტის ერ-
თმანეთისგან გარჩევა ესწავლა... ამიტომ არც ჩვენ ძალგვიძს გავი-
გოთ, როგორ მუშაობს მისი ტვინის მექანიზმი. როგორც გინდა, ისე მო-
იქეცი. შენი საქმისა უკეთ იცი. იმედი მაქვს, რომ არ ინანებ, – იუბალმა
თავი ასწია, იქვე მდგომ ლარის გადახედა და უთხრა: – შენ კიდევ აქ
ხარ? მეგონა უკვე სასმელს ამზადებდი.
– ბოთლის გასახსნელი ვერ ვნახე, – უპასუხა ლარიმ.
– სულ ეს ოხერი მექანიზმები გვიქმნიან პრობლემებს. დიუკ, „მე-
ლანქოლიის ანატომიის“ უკან რამდენიმე ჭიქა უნდა იყოს...
– ვიცი, სადაც მალავ.
– ...ვიდრე საფუძვლიან სმას შევუდგებით, თითო ჭიქა გადავკრათ,
– დიუკმა ჭიქები მიაწოდა, იუბალმა შეავსო და ერთი ასწია, – იტალიის
ოქროსფერი მზის სხივები შერევია ცრემლებს... ლოთების საძმოს გა-
უმარჯოს!.. ეს ყველაზე მეტად შეესაბამება ადამიანის შეურყვნელ
სულს, თუ ასეთი რამ საერთოდ არსებობს.
– გაუმარჯოს!
– გაუმარჯოს!
იუბალმა ჭიქა მიიყუდა და გადაკრა.
– აჰ! – ამოიხვნეშა ნეტარი სახით, – დიუკ, მაიკსაც დაალევინე, რა-
თა გაიგოს, რა კარგია, იყო ადამიანი. შემოქმედებით ხასიათზე დავ-
დექი. მორიგე! ეს გოგოები სულ სადღაც რატომ იკარგებიან, როცა კი
მათი დახმარება მჭირდება. მორიგე!
– მე ვარ მორიგე, – თქვა მირიამმა და კარში თავი შემოყო, – მაგ-
რამ...

366
– ვიცი. სად გავჩერდით? გამახსენდა: „ბავშვობის იმ უდარდელ
დღეებში ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ რა უცნაურად ტკბილ-მწარე მო-
მავალს მიმზადებდა ბედი და ჩემი ბავშვური ოცნებები...“
– ეგ მოთხრობა მაშინ დავასრულე, ვიდრე გენერალურ მდივანთან
ლაქლაქებდი.
– მაშინ აღარაფერში მჭირდები. გააგზავნე.
– არ გინდა, გაგზავნამდე გადაიკითხო? ნებისმიერ შემთხვევაში, ეგ
მოთხრობა მაინც უნდა გადავაკეთო... მაიკის კოცნისას რაღაც იდეა
დამებადა.
– გადავიკითხო? – იუბალს გააჟრჟოლა, – ღმერთო! მაგის დაწერაც
მეყოფოდა! გადასაკეთებელი არაფერი სჭირს. რეალურ ფაქტებთან
შესაბამისობა აუცილებელი არ არის. ჭეშმარიტად რეალისტური მოთ-
ხრობა სიმართლის ნატამალსაც ვერ აიტანს.
– კარგი, ბოს. ენმა დამაბარა, ყველა აუზთან ჩამოვიდეს, თუ უნდათ,
საჭმლის მოტანამდე ერთი-ორი გადაკრანო.
– ასე კარგად არასოდეს ვყოფილვარ. აბა, ჯენტლმენებო, ტერასა-
ზე გავიდეთ.
აუზთან თევზეულითა და სხვა სკანდინავიური მაღალკალორიული
კერძებით მოილხინეს, იუბალმა კი მაიკს წყალში გაზავებული ბრენდი
გაასინჯა. როდესაც მაიკმა აღმოაჩინა, რომ ალკოჰოლი წონასწორო-
ბას ურღვევდა, ამის გამომწვევი მიზეზი კარგად აწონ-დაწონა და ეთა-
ნოლი ჟანგბადის გაზრდილი რაოდენობით გაანეიტრალა, რომელიც
შიდა ფერმენტაციის პროცესში წყლად და გლუკოზად გარდაქმნა.
იუბალი ინტერესით აკვირდებოდა, როგორ ზემოქმედებას მოახ-
დენდა მარსელზე პირველად მიღებული ალკოჰოლი. მაიკი თითქმის
პირველსავე ყლუპზე შეთვრა, მაგრამ ასევე უეცრადაც გამოფხიზლდა.
მომხდარი უკეთ რომ გაეგო, იუბალმა კიდევ ჩამოუსხა, მაიკმა კი სას-
მელი ისევ სრული მზაობით მიიღო, რადგან მას წყლისმიერი მოძმე
სთავაზობდა. საბოლოოდ, სმიტმა საკმაოდ ბევრი უმაღლესი ხარის-
ხის იმპორტირებული ბრენდი დალია, რის შემდეგაც იუბალმა დაას-
კვნა, რომ მისი დათრობა შეუძლებელი იყო.

367
იუბალის საქმე კი სულ სხვაგვარად იყო. მიუხედავად იმისა, რომ
სმის საკმაოდ ხანგრძლივი პრაქტიკა ჰქონდა, ვიდრე მაიკის ექსპერი-
მენტის ფარგლებში დათრობას ცდილობდა, თვითონ გვარიანად გა-
მოპრუტუნდა. ხოლო, როდესაც მაიკს ჰკითხა, თუ როგორ ახერხებდა
ფხიზლად დარჩენას, კითხვის მარსელისთვის გასაგებად ჩამოყალი-
ბებაც ვერ შეძლო. და მაიკმაც იფიქრა, რომ სპეციალური სამსახურის
ხალხისა და მფრინავი მანქანების გაქრობასთან დაკავშირებით ეკით-
ხებოდა, რის გამოც, გულის სიღრმეში, თავს დამნაშავედ გრძნობდა,
ამიტომ ცდილობდა, იუბალისთვის ეს ყველაფერი აეხსნა და მისგან
პატიებაც მიეღო.
იუბალი, ბოლოს და ბოლოს, მიხვდა, რაზე ლაპარაკობდა და სიტ-
ყვა გააწყვეტინა.
– ჩემო ბიჭო, მე არ გეკითხები, რა გააკეთე და როგორ გააკეთე-
მეთქი. შენ გააკეთე ის, რაც საჭირო იყო და ყველაფერი შესანიშნავად
გამოგივიდა, მაგრამ... – თვალები ბუსავით დაახამხამა, – ამის შესახებ
არავითარ შემთხვევაში აღარ უნდა ილაპარაკო. არავისთან არაფერი
თქვა.
– არა?
– არა. ეს ყველაზე გამომაშტერებელი რამ იყო, რაც კი მას შემდეგ
მინახავს, როდესაც ორთავიანი ბიძაჩემი, ქიმიური ექსპერიმენტისას,
დამდნარ ვერცხლს ეკამათებოდა და, საბოლოოდ, საკუთარ თავს შე-
ეწინააღმდეგა.
– ვერ დავგროკე.
– ვერც მე ვგროკავ. ასე რომ, დაიკიდე და ერთიც დავლიოთ.
წვეულება ჯერ კიდევ ხურდებოდა, როდესაც აუზს რეპორტიორები
და სხვა ჟურნალისტები მიადგნენ. იუბალმა ისინი პომპეზურად მიიღო
და ღირსეულადაც გაუმასპინძლდა. სთავაზობდა კერძებს, სასმელსა
და განტვირთვას, მაგრამ კატეგორიულად განუცხადა, რომ მისთვის ან
მარსელი ადამიანისთვის თავის მობეზრების ნებას არავის მისცემდა.
ვინც ამ გაფრთხილებას ყურად არ იღებდა, აუზში აგდებდნენ. თავდა-
პირველად იუბალი დიუკისა და ლარის თანხლებით ნათლობის იმ-
პროვიზებულ ცერემონიას ატარებდა, რის დროსაც ზოგი ჭირვეული წო-

368
ნასწორობას მაინც კარგავდა და იქაურობას მუქარითა და ლანძღვით
იკლებდა, რაც იუბალს საერთოდ არ აწუხებდა. მხოლოდ მაიკს აფ-
რთხილებდა, არაფერი ჩაედინა. უმეტესობა ჩათრევას ჩაყოლას ამჯო-
ბინებდა და თავდავიწყებით ერთვებოდნენ საერთო მხიარულებაში,
მოხალისეებად უერთდებოდნენ „დამსჯელთა რაზმს“ და ნათლობის
პროცესში პროზელიტთათვის დამახასიათებელი ფანატიკური ენთუ-
ზიაზმით მონაწილეობდნენ... იუბალმა ისინი ძლივს შეაჩერა, რომ „ნიუ
იორკ ტაიმსის“ მხცოვანი ლიპმენი ზედიზედ მესამედ არ ჩაეგდოთ აუზ-
ში.
სწორედ ამ დროს სახლიდან დორკასი გამოვიდა, იუბალი გაიხმო
და ჩასჩურჩულა:
– ბოს, გკითხულობენ.
– მოგვიანებით დავუკავშირდები.
– ბოს, ახლავე უნდა უპასუხო.
– ნაჯახით გავცემ პასუხს! დიუკ, ნაჯახი მომიტანე! უკვე დიდი ხა-
ნია, მაგ ჯართის თავიდან მოშორებას ვაპირებდი და ახლა სწორედ
ამის ხასიათზე ვარ. წავალ და დავლეწავ... ნაწილ-ნაწილ დავაქუცმა-
ცებ...
– ბოს... აუცილებლად უნდა უპასუხო. ეს ის კაცია, დღეს საკმაოდ
დიდხანს რომ ელაპარაკებოდი.
– ოჰ, თავიდანვე რატომ არ მითხარი?
იუბალი კიბეზე აბობღდა, ოთახში შევიდა, კარი ჩაკეტა და აპარატ-
თან მივიდა. ეკრანზე გენერალური მდივნის მორიგი ლაქია მოჩანდა,
მაგრამ მისი გამოსახულება მალევე შეცვალა დაგლასის სახემ.
– ძალიან დიდი დრო დაგჭირდათ აქამდე მოსაღწევად.
– ბატონო გენერალურო მდივანო, ამ აპარატს ზოგჯერ საერთოდ
არ ვეკარები ხოლმე.
– რაც ჩემთვის უკვე აშკარაა. რატომ არ მითხარით, რომ ეგ თქვენი
კექსტონი ლოთი ყოფილა?
– ლოთი?
– ნამდვილად ასეა! თურმე სულაც არ ყოფილა დაკარგული, ყოველ
შემთხვევაში, ამ სიტყვის ჩვეულებრივი მნიშვნელობით – თავის მორიგ

369
ალკომოგზაურობაში ბრძანდებოდა, როგორსაც, როგორც აღმოჩნდა,
პერიოდულად აწყობს ხოლმე. სონორაში[79] მიაგნეს, გამოსაფხიზლე-
ბელში.
– მიხარია, რომ მიაგნეს. დიდად გმადლობთ, სერ.
– მაწანწალობის ბრალდებით იყო დაკავებული. განაჩენის გამო-
ტანამდე საქმე აღარ მივა. გამოსაფხიზლებლიდან გამოვაშვებინეთ
და ახლა უკვე თქვენ მიხედეთ.
– ძალიან ვარ დავალებული, სერ.
– ოჰ, როდესაც ნახავთ, ასეთი მადლიერი აღარ იქნებით! ზუსტად
ისეთ მდგომარეობაში მყოფს გადმოგცემთ, როგორშიც პოვნისას იყო
– ჭუჭყიანს, გაუპარსავსა და ლუდსახარშივით აქოთებულს. მინდა, სა-
კუთარი თვალით იხილოთ, სინამდვილეში რასაც წარმოადგენს.
– ძალიან კარგი, სერ. როდის მოიყვანენ ჩემთან?
– ვფიქრობ, წუთი წუთზე იქნებიან. უკვე საკმარისი დრო გავიდა მას
შემდეგ, რაც ნოგალესიდან[80] გამოვიდნენ. პილოტი გაფრთხილებუ-
ლია, რომ ყველაფერი ოფიციალურად გააფორმოს.
– ყოველმხრივ ვითანამშრომლებ.
– ახლა კი, მრჩეველო... გაბარებთ რა კექსტონს, მე ამ საქმეზე ხე-
ლებს ვიბან. თქვენ კი კლიენტთან ერთად მოლაპარაკებაზე გელით,
მიუხედავად იმისა, იახლებთ თუ არა იმ ცილისმწამებელ ლოთს.
– შევთანხმდით. როდის?
– ხვალ, ათ საათზე.
– რაც უფრო ადრე, მით უკეთესი. თანახმა ვარ.
იუბალი კიბეზე დაეშვა და შემტვრეულ კართან შეჩერდა.
– ჯილ! აქ მოდი, ჩემო გოგო.
– მოვდივარ, იუბალ, – ჯილმა მასთან მიირბინა. ერთ-ერთი რეპორ-
ტიორი ფეხდაფეხ მოსდევდა, რომელსაც იუბალმა შორიდანვე დაუქ-
ნია ხელი და მტკიცე ხმით გასძახა:
– ოჯახური ამბავია. აუზთან დაბრუნდით და რამე დალიეთ.
– ვისი ოჯახის?

370
– თუ ძალიან მომაბეზრებ თავს, შენი ოჯახისა იქნება! აბა, მოუსვი
აქედან! – რეპორტიორი გაიკრიჭა და გაბრუნდა. იუბალი კი ჯილისკენ
დაიხარა და უთხრა:
– ყველაფერი მოგვარდა, საფრთხე აღარ ემუქრება.
– ბენს?
– ჰო. მალე აქ იქნება.
– ოჰ, იუბალ! – ჯილს ქვითინი აუვარდა.
იუბალმა მხრებში ჩაავლო:
– დამშვიდდი, – მტკიცედ უთხრა, – სახლში შედი და ვიდრე საკუთა-
რი თავის ხელში აყვანას ვერ შეძლებ, იქ დარჩი. არ მინდა, რეპორტიო-
რებმა იყნოსონ რამე. ეს პრესის საქმე არ არის.
– კარგი, იუბალ. კარგი, ბოს.
– ჰო, ასე აჯობებს. წადი და ბალიშს მიაბარე ცრემლები. მერე კი სა-
ხე ჩამოიბანე, – იუბალი ჯილს შეეშვა და აუზისკენ წავიდა, – ყველანი
გაჩუმდით! ჩუმად! ერთი განცხადება უნდა გავაკეთო. თქვენმა მიღე-
ბამ ძალიან გაგვახარა... მაგრამ წვეულება დასრულებულია.
– კარგი რა! – დაიძახა ვიღაცამ.
– ვინმემ აუზში ჩააგდეთ! ხვალ დილიდან უამრავი საქმე მაქვს. მო-
ხუცი კაცი ვარ და დასვენება მჭირდება. ჩემმა ოჯახმაც უნდა დაისვე-
ნოს. ძალიან გთხოვთ, რაც შეიძლება, მშვიდად და მალე მიბრძანდეთ.
თუ ვინმეს გსურთ, შავ ყავას მოგართმევთ, მაგრამ მერე უნდა დაგვტო-
ვოთ. დიუკ, ბოთლებს დაახურე. გოგონებო, სუფრა აალაგეთ.
უკმაყოფილო ბუზღუნი ატყდა, მაგრამ უფრო მეტი პასუხისმგებლო-
ბის მქონეებმა წუწუნა კოლეგები დაამშვიდეს და, სულ მალე, აუზთან
მხოლოდ ოჯახის წევრები დარჩნენ.
ოციოდე წუთში ბენ კექსტონი მოიყვანეს. მფრინავი მანქანიდან
გადმოსულმა სპეციალური სამსახურის ოფიცერმა იუბალს უხმოდ გა-
უწოდა რაღაც ფურცელი, რომელზეც მან ხელი მოაწერა და თითის ანა-
ბეჭდიც დატოვა. ამის შემდეგ ოფიცერი მანქანაში აბრუნდა და ჯერ კი-
დევ მაშინ გაეცალა იქაურობას, როდესაც ჯილი კვლავ ბენის მხარზე
ქვითინებდა.

371
იუბალმა ბენი სინათლეზე გაიყვანა და თავიდან ფეხებამდე ყუ-
რადღებით შეათვალიერა.
– ბენ, საშინელ დღეში ხარ. როგორც გავიგე, მთელი კვირა ლოთობ-
დი. თუ მართლა ასეა, რაღა გასაკვირია.
ბენმა პირიდან გინების კორიანტელი ამოუშვა. ილანძღებოდა და
თან ჯილს ზურგზე ეფერებოდა.
– გათიშული ვიყავი, მაგრამ წვეთიც არ დამილევია.
– აბა რა მოხდა?
– არ ვიცი. არ ვიცი!
ბენს ერთ საათში კუჭი ამოურეცხეს – მხოლოდ ალჰოჰოლი და კუ-
ჭის წვენი ამოაღებინა, არანაირი საჭმლის ნარჩენი, ალკოჰოლისა და
ბარბიტურატების ზემოქმედების გასანეიტრალებლად კი იუბალმა
ინექცია გაუკეთა. მას შემდეგ, რაც ბენმა იბანავა, წვერი გაიპარსა და
სუფთა ტანსაცმელი ჩაიცვა, რომელიც არც ისე კარგად მოერგო, მარ-
სელს შეხვდა. ამის მერე ბულიონს ხვრეპდა, რძეს აყოლებდა და უკა-
ნასკნელი დღეების განმავლობაში განვითარებული მოვლენების მოკ-
ლე მიმოხილვას ისმენდა.
ბენის ისტორიის მოყოლა კი საკმაოდ რთული გამოდგა – არაფერი
ახსოვდა იქიდან, რაც გასული კვირის განმავლობაში მომხდარიყო.
გონება, ჯერ კიდევ, ერთი კვირით ადრე, ვაშინგტონში ტაქსით მგზავ-
რობისას დაეკარგა და მხოლოდ ორიოდე საათის წინ გამოფხიზლებუ-
ლიყო. უფრო სწორად, გამოეფხიზლებინათ...
– რა თქმა უნდა, ვიცი, რაც მოხდა. ნარკოტიკებით გამჭყიპეს და
ბნელ ოთახში გამომამწყვდიეს... უნდოდათ ყველაფერი გამოეწურათ.
რაღაც მომენტები ბუნდოვნად მახსენდება, მაგრამ ვერაფერს დავამ-
ტკიცებ. მათ მექსიკის რაღაც ჯურღმულში მიმიყვანეს, სადაც, ალბათ,
იქაურმა Jefe-მ[81] და მისმა ქალბატონმა, და კიდევ უამრავმა ადამი-
ანმა ნახა, გალეშილი გრინგოს გრიალი. თუ დასჭირდებათ, უამრავ
მოწმეს მოიყვანენ, მე კი ვერაფერს ვიღონებ.
– რახან ასეა, შეეშვი, – ურჩია იუბალმა, – უბრალოდ, დაისვენე და
მომჯობინდი.
– არავითარ შემთხვევაში! მე მაგ...

372
– აბა, აბა, გეყოფა! შენ უკვე გაიმარჯვე, რადგან ცოცხალი ხარ...
ჯერ კიდევ რამდენიმე საათის წინ შენს გადარჩენაზე ფსონს ნამდვი-
ლად არ ჩამოვიდოდი. დაგლასი ზუსტად საჩვენოდ მოქმედებს... ღი-
მილით მიიღე ეს წყალობა.
– მაგაზეც მინდოდა დალაპარაკება. მგონია, რომ...
– მე კი მგონია, რომ შენი ძილის დროა. მანამდე კი მოხუც დოქტორ
ჰარშოუს საიდუმლო რეცეპტით შეზავებული და ანონიმური ლოთების-
თვის განკუთვნილი ერთი ჭიქა თბილი რძე დალიე.
მალე კექსტონი ლოგინში ჩაწვა და ხვრინვაც ამოუშვა. თავისი
ოთახისკენ წაჩანჩალებული იუბალი კი გზად ენს გადააწყდა.
– აი, მესმის დღე, გოგონი, – თავი გააქნია იუბალმა.
– მართლაც ეგრეა. ასეთი დღის გამოტოვებას არ ვისურვებდი, მაგ-
რამ, იმედია, აღარასოდეს განმეორდება. წადი, დაიძინე, ბოს.
– ენ, ერთი წამით, რაღაც მაინტერესებს. რა არის ასეთი განსაკუთ-
რებული იმ ბიჭის კოცნაში?
ენს მზერა დაენისლა. შეაჟრჟოლა.
– როდესაც შემოგთავაზა, თავად უნდა გაგესინჯა.
– ცხოვრების ნირის შესაცვლელად მეტისმეტად მოხუცი ვარ, მაგ-
რამ ამ ბიჭთან დაკავშირებული ყველაფერი მაინტერესებს. მართლაც
რამე განსაკუთრებულთან გვაქვს საქმე?
– კი, – უპახუხა მცირეოდენი ფიქრის შემდეგ.
– მაინც რასთან?
– მაიკი კოცნისას ბოლომდე გეძღვნება.
– ჯანდაბა! მეც ასე ვიქცევი... ახალგაზრდობაში ვიქცეოდი.
– არა, – თავი გააქნია ენმა, – ჩემთვის სხვასაც უკოცნია, საკმაოდ
გამოცდილებსაც, მაგრამ მაიკი იმით განსხვავდება, რომ თავს მთლი-
ანად კოცნას უძღვნის. სხვებს კი ეს, უბრალოდ, არ შეუძლიათ. რაც უნ-
და ეცადონ, მათი ყურადღების მცირე ნაწილი მაინც სხვა რამეზე იქნე-
ბა გადატანილი: რომ ბოლო ავტობუსზე დააგვიანდებათ... ან რამდე-
ნად დიდია შანსი, ამ გოგოსთან რამე გამოუვიდეთ... რამდენად ტექნი-
კურად კოცნიან... შეიძლება, სამსახურზეც ნერვიულობდნენ... ფულზე
ან იმაზე, რომ ქალის ქმარი, მამა ან, სულაც, მეზობელი შემოუსწრებთ.

373
მაიკს კოცნის ტექნიკა საერთოდ არ აქვს, მაგრამ, როდესაც გკოცნის,
სხვა არაფერზე ფიქრობს, სხვა აღარაფერი არსებობს. იმ მომენტში
მხოლოდ შენ ხარ მთელი მისი სამყარო და ასე გრძელდება უსასრუ-
ლოდ, რადგან არანაირი საქმე არ აქვს, არსად მიეჩქარება. ის, უბრა-
ლოდ, გკოცნის, – ენს ისევ შეაჟრჟოლა, – ქალი კი ამას ხვდება. და ეს
საოცრებაა.
– ჰმ...
– რა „ჰმმ“, ბებერო გარყვნილო! ვერაფერიც ვერ გაიგე.
– ვერ გავიგე და, ბოდიშს გიხდი, მაგრამ ვერც გავიგებ. კარგი, ღამე
მშვიდობისა... ჰო, მართლა, მაიკი გავაფრთხილე, რომ ამაღამ ოთახის
კარი შიგნიდან ჩაეკეტა.
ენი დაემანჭა.
– ო, შე ავო ძაღლო!
– ყველაფერს ისედაც ძალიან სწრაფად სწავლობს. ნუ დავაჩქა-
რებთ.

374
თავი მეთვრამეტე
მოლაპარაკება შუადღისთვის გადადეს, შემდეგ, მოულოდნელად,
მომდევნო დილისთვის, რამაც კექსტონს დამატებითი ოცდაოთხი სა-
ათი მისცა იმისთვის, რომ ძალა აღედგინა, გასული კვირის განმავლო-
ბაში განვითარებული მოვლენების შესახებ მეტი შეეტყო და მარსელ-
თან მზარდი სიახლოვე დაემყარებინა. მაიკმა მალევე დაგროკა, რომ
ბენი ჯილის წყლისმიერი მოძმე იყო და საზეიმოდ შესთავაზა წყალი.
ამ ცერემონიის აზრი ჯილს ბენისთვის წინასწარ აეხსნა. და მანაც
წყალი ასევე საზეიმოდ და უყოყმანოდ მიიღო. საკუთარ სულში ჩაღ-
რმავების შემდეგ ბენი კიდევ უფრო დარწმუნდა, რომ მისი ბედი უკვე
მჭიდროდ იყო გადახლართული მარსელის ბედთან და რომ ამისთვის
თვითონვე შეეწყო ხელი, ჯერ კიდევ მაშინ, ვიდრე ერთმანეთს შეხვდე-
ბოდნენ.
სულში ხელის უფრო ღრმად მოფათურების შემდეგ კი, რომელიღაც
ბნელ კუნჭულში, მიაკვლია შეგრძნებას, რომელიც, როგორც დაასკვნა,
უბრალო ეჭვიანობა იყო. მას მაიკსა და ჯილს შორის არსებული სიახ-
ლოვე აწუხებდა. ერთი კვირის განმავლობაში სრულ დავიწყებაში
ყოფნის შემდეგ, თავის განვლილ ცხოვრებას უკვე სხვა თვალით უყუ-
რებდა. უბრალოდ გაეაზრებინა, რომ დაქორწინება უნდოდა და სწო-
რედ ჯილზე უნდა დაქორწინებულიყო. ამიტომ, როგორც კი განმარ-
ტოება მოახერხეს, კიდევ ერთხელ სთხოვა ხელი ჯილს – ამჯერად ყო-
ველგვარი ხუმრობის გარეშე.
– გთხოვ, არ გინდა, ბენ, – მზერა აარიდა ჯილმა.
– რატომ? კარგი სამსახური მაქვს და სრულიად ჯანმრთელი ვარ –
ყოველ შემთხვევაში, გამოვჯანმრთელდები, როგორც კი იმ დაწყევ-
ლილ „სიმართლის“ ნარკოტიკს ორგანიზმიდან ბოლომდე გამოვდევ-
ნი... მაგრამ ეს ნივთიერება ჯერ კიდევ ჩემშია, ამიტომ სიმართლის
თქმის დაუძლეველ მოთხოვნილებას განვიცდი. მიყვარხარ და მინდა,
ცოლად გამომყვე. მინდა, ეგ საბრალო დაღლილი ფეხუკები დაგიზი-
ლო ხოლმე. ასე რომ, რატომაც არა? არ გამაჩნია შეხედულებები, რომ-
ლებსაც შენც არ იზიარებდე და დაქორწინებულ წყვილთა უმრავლესო-
375
ბაზე უკეთ ვეწყობით ერთმანეთს. იქნებ ფიქრობ, რომ შენთვის ასაკო-
ვანი ვარ? ჯერ ეგეთი ბებერიც არ ვარ. ან იქნებ გინდა, სხვას გაჰყვე
ცოლად?
– არა, ამ მიზეზთაგან არცერთი არ არის რეალური! ბენ, ძვირფა-
სო... მიყვარხარ, მაგრამ ახლა ცოლობას ნუ მთხოვ. მე... დიდი პასუხის-
მგებლობა მაწევს.
საბოლოოდ, ჯილის გადარწმუნება მაინც ვერ მოახერხა. სიმარ-
თლე ითქვას, ასაკით მაიკი უფრო შეეფერებოდა, თითქმის ტოლები იყ-
ვნენ, ბენი კი ათ წელზე ცოტა მეტით იყო უფროსი. მაგრამ ჯილის სჯე-
როდა, როცა ეუბნებოდა, რომ თავს ასაკის გამო არ იკავებდა. ბოლოს
და ბოლოს, ასეთი ასაკობრივი სხვაობა არც ისეთი კატასტროფა იყო,
და თუ ყველაფერს გაითვალისწინებდი, ბევრ დადებითსაც აღმოაჩენ-
დი, რომ ქმარი ცოლზე უფროსი ყოფილიყო.
როგორც იქნა, ბენმა გააცნობიერა, რომ მარსელი სულაც არ იყო მი-
სი მეტოქე – ის, უბრალოდ, ჯილის პაციენტი იყო და ისიც გაიაზრა, რომ
კაცი, რომელიც მედდაზე აპირებდა დაქორწინებას, პაციენტებისადმი
მის დედობრივ დამოკიდებულებასაც უნდა შეჰგუებოდა. მეტიც, ეს უნ-
და მოსწონებოდა კიდეც, რადგან ჯილს ის თვისებები რომ არ ჰქონო-
და, რომლებმაც, ოდესღაც, მედდობისკენ უბიძგა, ბენს, ალბათ, არც
შეუყვარდებოდა. საქმე სულაც არ იყო ჯილის ჩამოსხმულ სხეულსა და
სიარულისას მკვრივი თეძოების რხევაში, და არც მის ერთობ სასია-
მოვნო გარეგნობაში – ბენი ხომ, მადლობა ღმერთს, ატეხილი მოზარ-
დი არ იყო, ქალში მხოლოდ სარძევე ჯირკვლების ზომას რომ დაეინ-
ტერესებინა! არა – მას თავად ჯილი უყვარდა.
ბენმა იცოდა, რომ ჯილის ბუნებიდან გამომდინარე, პერიოდულად,
კულისებში მოუხდებოდა გადანაცვლება, თუ, რა თქმა უნდა, ქალი
მედდობას არ შეეშვებოდა. მაგრამ ბენი ასეთ შემთხვევაშიც ვერ იქნე-
ბოდა დარწმუნებული, რომ ჯილი ზრუნვის ახალ ობიექტებს არ გამო-
ნახავდა. აბა, ჯილი რისი ჯილი იქნებოდა! ასე რომ, ვერ მოგართვით –
ბენი სულაც არ აპირებდა ჯილის პაციენტებზე ეჭვიანობას! მაიკი ხომ
ბავშვი იყო, ბრწყინვალე ბავშვი, გულუბრყვილო და უმანკო – სწორედ
ისეთი, როგორადაც ოდესღაც ჯილს აღეწერა.

376
გარდა ამისა, არც ბენი სთავაზობდა ჯილს ვარდებით მოფენილ
გზაზე სიარულს. ჟურნალისტის ცოლს ბევრ რამესთან მოუხდებოდა შე-
გუება: შესაძლოა, რამდენიმე კვირითაც გაუჩინარებულიყო ხოლმე და
ასეც მოხდებოდა, რადგან მისი ცხოვრება სრულიად არეული გრაფი-
კისგან შედგებოდა. ამიტომ სულაც არ უნდოდა, ამის გამო ჯილს გა-
მუდმებით სკანდალები მოეწყო. მაგრამ ის ამას არ გააკეთებდა. ჯილი
ასეთი არ იყო.
როდესაც ბენმა ეს ყველაფერი გაიაზრა და შეაჯამა, მაიკთან წყა-
ლი სრულიად გულწრფელად გაიზიარა.
იუბალს მოლაპარაკების ერთი დღე-ღამით გადავადება ძალიან
აწყობდა, რადგან ხელსაყრელი ტაქტიკის შესამუშავებლად მეტი დრო
ექნებოდა.
– ბენ, როდესაც ეს კენჭი ფეხსაცმელში ჩამიგდე, ჯილიანს ვუთხა-
რი, რომ ამ ყმაწვილის ეგრეთ წოდებული „უფლებების“ დასაცავად
თითსაც არ გავანძრევდი, მაგრამ მერე აზრი შევიცვალე. მთავრობას
მასთან ასე მოქცევის უფლებას არ მივცემთ.
– მით უმეტეს, ამ მთავრობას.
– არც ერთს. შემდეგი მთავრობა, სავარაუდოდ, ამაზე უარესი იქნე-
ბა. ბენ, შენ ჯო დაგლასს სათანადოდ არ აფასებ.
– ის იაფფასიანი, კარის ინტრიგებში გახლართული პოლიტიკანია
და მორალიც შესაბამისი აქვს!
– გარდა ამისა, სრულიად უვიცია, თუმცა საკმაოდ უნარიანი და კე-
თილსინდისიერი მმართველიცაა... უკეთესია, ვიდრე შეიძლებოდა,
გვყოლოდა და იმაზე უკეთესიც, ვიდრე, შესაძლოა, ვიმსახურებდეთ.
სიამოვნებით ვეთამაშებოდი პოკერს, რადგან ვიცი, არ ითაღლითებ-
და, არ იცრუებდა და, მარცხის შემთხვევაში, წაგებულსაც ღიმილით გა-
დაიხდიდა. კი, დიდი ნაბიჭვარი ვინმეა, მაგრამ არც ისე ცუდი ნაბიჭვა-
რია. მე ვიტყოდი, საშუალოდ რიგიანია.
– იუბალ, ეშმაკმა წამიღოს, თუ შენი მესმოდეს. ჯერ კიდევ გუშინ მე-
უბნებოდი, რომ გეგონა, დაგლასს საიქიოში ვყავდი გასტუმრებული...
და დამიჯერე, ეგ ვარაუდი ჭეშმარიტებასთან საკმაოდ ახლოს იყო!..
ჩემს გადასარჩენად ხომ სერიოზულ ბლეფზე წახვედი – ცხადია, თუ

377
სასწაულის ძალით, ჯერ კიდევ ცოცხალი ვიქნებოდი. სიკვდილს მარ-
თლა გადამარჩინე და ღმერთმა იცის, როგორი მადლიერი ვარ! მაგ-
რამ გგონია, დამავიწყდება, რომ ამ ყველაფრის უკან სწორედ დაგლა-
სი იდგა? მე რომ ახლა ცოცხალი ვარ, ეს მისი დამსახურება სულაც არ
არის – ერჩია, მართლა მოვმკვდარიყავი.
– ალბათ, მართლაც ასეა, მაგრამ დამიჯერე – ეს ყველაფერი უბრა-
ლოდ დაივიწყე.
– ეშმაკმა წამიღოს, თუ დავივიწყო!
– რაც შენი მხრიდან დიდი სისულელე იქნება, რადგან ვერაფერს
დაამტკიცებ. გარდა ამისა, ჩემდამი მადლიერების არანაირი მიზეზი
არ გაქვს. ასეთ ტვირთს ვერ აგკიდებ. ეს შენთვის არ გამიკეთებია.
– აბა ვისთვის?
– იმ გოგონასთვის, რომელიც აქედან წასვლასა და შენს მოძებნას
აპირებდა, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის გატაცებაში ედებოდა
ბრალი და მე რომ არ ჩავრეულიყავი, შეიძლებოდა, თავიც დაეღუპა; ეს
იმიტომ გავაკეთე, რომ ის ჩემი სტუმარი იყო და მასზე ზრუნვის მოთ-
ხოვნილება გამიჩნდა; გავაკეთე, რადგან ნებისყოფისა და გაბედულე-
ბის განსახიერება იყო, მაგრამ ჭკუა არ ეყო, ასეთ დავიდარაბაში რომ
არ გახლართულიყო. ვიცოდი, რომ გამეშვა, აუცილებლად მიადგებო-
და ზიანი. აი, შენ კი, ერთი ცინიკური და ცოდვილი კაცი ხარ და მსგავსი
დავიდარაბების შესახებაც საკმაოდ ბევრი იცი. თუ ასეთ ამბავში შენი-
ვე დაუფიქრებლობის წყალობით გაიხლართე, ვინ ვარ მე, რომ შენი
კარმის შეცვლა მეცადა? ასეთი იყო შენი არჩევანი.
– ჰმ... ვხვდები, რასაც გულისხმობ. კარგი, იუბალ, ჯოჯოხეთამდე
გქონია გზა, რადგან ჩემს კარმასთან თამაშის გამო სწორედ იქ ამო-
ყოფ თავს – თუ, რა თქმა უნდა, ასეთი რამ საერთოდ გამაჩნია.
– ეს უკვე საკამათო საკითხია. ფატალისტებსაც და თავისუფალი
ნების აპოლოგეტებსაც ერთნაირად მოუწევთ ანგარიშსწორება. ასეა
თუ ისე, არანაირი სურვილი არ მაქვს, ჭაობიდან ამოვათრიო ადამი-
ანი, თუ ეს თავადაც არ სურს. ვიდრე საწინააღმდეგო მტკიცებულებები
მექნება, ისღა დამრჩენია, დავიჯერო, რომ მისი ადგილი სწორედ იქ
არის. სიკეთის ჩადენაზე ლაპარაკისას, ჰემოფილიის მკურნალობა

378
მახსენდება ხოლმე: ასეთ დროს საუკეთესო, რაც შეგიძლია გააკეთო,
არის ის, რომ ავადმყოფს სისხლისგან დაცლა დააცადო, რათა ჰემო-
ფილიით დაავადებული ახალი ადამიანები არ წარმოშვას.
– მათი სტერილიზებაც ხომ შეიძლება?
– გინდა, ღმერთის როლი მოვირგო? მაგრამ ჩვენს თემას უკვე ძა-
ლიან მოვწყდით... დაგლასს სულაც არ უცდია შენი მოკვლა.
– აი, ეგ ვინ გითხრა?
– უცდომელმა იუბალ ჰარშოუმ, რომელიც ex cathedra[82] ჰღაღა-
დებს თავისივე ჭიპიდან! თუ შერიფის მოადგილემ პატიმარს სიკვდი-
ლამდე სცემა, შეგიძლია, ფსონს ჩამოხვიდე, რომ ეს ოლქის რწმუნებუ-
ლებს არ დაუვალებიათ, ამის შესახებ წარმოდგენაც არ ჰქონიათ და
რომც სცოდნოდათ, ამის უფლებას არ დართავდნენ. უარეს შემთხვევა-
ში, ამ ამბავზე, უბრალოდ, თვალს დახუჭავდნენ, იმ შემთხვევაშიც, რო-
დესაც უკვე მომხდარი იქნებოდა, რათა მოსალოდნელი გართულებები
აეცილებინათ თავიდან. მკვლელობა არასდროს ყოფილა ამ ქვეყნის
მისაღები პოლიტიკის ნაწილი.
– ნეტავი, იმ უამრავი მკვლელობის მტკიცებულებების წარმოდგენა
შემეძლოს, რომლებიც საკუთარი თვალით მაქვს ნანახი.
იუბალმა ხელი აიქნია.
– მე ვთქვი, მკვლელობა მისაღები პოლიტიკა არ არის-მეთქი, თო-
რემ პოლიტიკური მკვლელობები მუდამ ხდებოდა ჰიუ ლონგის[83] გახ-
მაურებული საქმით დაწყებული და საკუთარ სახლებში მოკლული იმ
ადამიანებით დამთავრებული, რომელთა სახელები გაზეთების მერვე
გვერდზეც არ მოხვედრილა. მაგრამ ეს ამ ქვეყნის პოლიტიკისთვის
ნორმა არასდროს ყოფილა და ის ფაქტიც, რომ ახლა მზეს ეფიცხები,
მეტყველებს, რომ ეს არც ჯო დაგლასის პოლიტიკის ნორმაა. აბა, კარ-
გად გაიაზრე. ხელში ძალიან სუფთად ჩაგიგდეს, უხმაუროდ, აურზაუ-
რის გარეშე და ბოლომდე გამოგწურეს. ამის შემდეგ კი აღარაფერში
სჭირდებოდი... შეეძლოთ, თავიდან ისევე ადვილად მოეშორებინე,
როგორც მკვდარ თაგვს ჩარეცხავენ ხოლმე ტუალეტში, მაგრამ ასე არ
მოქცეულან. და რა არის ამის მიზეზი? საქმე ისაა, რომ იცოდნენ, თუ ეს
ბოსის ყურამდე მივიდოდა, სულაც არ მოეწონებოდა, რომ მის ხელ-

379
ქვეითებს ასეთი რამ ჩაედინათ. მომხდარი, შეიძლებოდა, სამსახურის
დაკარგვადაც დასჯდომოდათ ან გაცილებით უარესი შედეგები მოჰ-
ყოლოდა.
იუბალმა პაუზა გააკეთა და სასმელი მოსვა.
– არ დაგავიწყდეს, რომ სპეციალური სამსახურის ეს არამზადა თა-
ნამშრომლები მხოლოდ და მხოლოდ იარაღის როლს ასრულებენ და
არაფერი აქვთ საერთო ახალი კეისრის კანდიდატურის წარმომდგენ
პრეტორიანულ გვარდიასთან. და შენ ვის ისურვებდი კეისრად? ჯოს
სასამართლო დარბაზიდან, ვისი მსოფლმხედველობაც იმ დროსაა ნა-
შობი, როდესაც მისი ქვეყანა ჯერ კიდევ ერს წარმოადგენდა და არა
მრავალი ხალხისა და კულტურისგან შეკოწიწებული მრავალენოვანი
იმპერიის ერთ-ერთ სატრაპიას?.. იმ დაგლასს, ვისთვისაც მკვლელობა
მიუღებელი მეთოდია? თუ მისი სასახლიდან გაძევება გწადია? ისე,
რომ იცოდე, მოცემულ მომენტში, ეს ნამდვილად შეგვიძლია, მაგრამ
მისი ადგილი, შეიძლება, დაიკავოს ადამიანმა, რომელიც წარმოშო-
ბით ისეთი ადგილიდანაა, სადაც სიცოცხლე ძალიან იაფი ღირს, პო-
ლიტიკური ნიშნით მკვლელობა კი ტრადიციას წარმოადგენს. თუ ასე
ფიქრობ, მაშინ იმაზეც დაფიქრდი, რა ელის კიდევ ერთ ჟურნალისტს,
რომელიც მის მიმართ ზედმეტ ინტერესს გამოიჩენს და ერთხელაც
ბნელ ქუჩაზე აღმოჩნდება?
კექსტონს არაფერი უპასუხებია.
– როგორც უკვე გითხარი, სპეციალური სამსახურის არამზადა თა-
ნამშრომლები მხოლოდ და მხოლოდ იარაღის ფუნქციას ასრულებენ.
ბინძური სამუშაოს შესრულების მოყვარულთა მოძებნა კი ყოველთვის
შეიძლება. საკითხავი მხოლოდ ის არის, რამდენად ბინძური გახდება
ეს სამუშაო, როდესაც დაგლასი თავის ადგილს დაკარგავს.
– იუბალ, იმას მეუბნები, რომ მთავრობა არ უნდა გავაკრიტიკო?
როცა მთავრობაში არასწორად მოქმედებენ, როცა ვიცი, რომ არასწო-
რად იქცევიან, კრიტიკისგან თავი შევიკავო?
– სულაც არა. შენსავით ნესტრიანთა არსებობა საჭიროა. არც იმის
წინააღმდეგი ვარ, რომ „ყალთაბანდები გავყაროთ“[84], მაგრამ ვიდ-
რე ამას გააკეთებ, კარგად უნდა დაფიქრდე, ახლანდელების სანაც-

380
ვლოდ გაცილებით უარეს ყალთაბანდებს ხომ არ მიიღებ. დემოკრა-
ტია მმართველობის უსუსური ფორმაა. ერთადერთი, რაც მის სასარ-
გებლოდ შეიძლება ითქვას ისაა, რომ კაცობრიობის მიერ ოდესმე გა-
მოყენებული მმართველობის ნებისმიერი სხვა ფორმა უფრო უარესია.
დემოკრატიის ყველაზე დიდი ნაკლი ამომრჩეველთა უკიდურესად
დაბალი დონეა, რის გამოც ხელისუფლებაში შესაბამისი ხარისხის ლი-
დერები მოდიან. აბა, სხვა რას უნდა მოელოდე? მოდი, კარგად დააკ-
ვირდი დაგლასს და მიხვდები, რომ მთელი თავისი უვიცობით, სისუ-
ლელითა და მომხვეჭელობით საკუთარ თანამემამულე ამერიკელებს
განასახიერებს, მათ შორის შენც, მეც... და იმასაც მიხვდები, რომ,
სხვებთან შედარებით, ერთი-ორი საფეხურით მაღლაც დგას. ახლა კი
იმ ადამიანზე დაფიქრდი, ვინც მას მოქმედი მთავრობის მხარდაჭერის
დაკარგვის შემთხვევაში შეცვლის.
– არჩევანი მეტისმეტად მცირეა.
– არჩევანი ყოველთვის არსებობს! ამ შემთხვევაში, ეს არის არჩე-
ვანი „ცუდსა“ და „უარესს“ შორის, რომელთა შორის განსხვავება გაცი-
ლებით მკაფიოა, ვიდრე განსხვავება „კარგსა“ და „უკეთესს“ შორის.
– იუბალ, ჩემგან რას მოელი?
– არაფერს – ამ შოუს თავად გავუძღვები. ან თითქმის არაფერს.
მხოლოდ ის მინდა, რომ იმ შენს ყოველდღურ ბოდვაში ისეთი შენიშ-
ვნებისგან შეიკაო შეიკავო თავი, რომლებიც ჯო დაგლასს მოლაპარა-
კებისა და შეთანხმების სურვილს დააკარგვინებს. იქნებ „სახელმწიფო
მოღვაწისთვის შესაფერისი თავდაჭერილობისთვის“ მცირედით შე-
აქო კიდეც.
– ახლა გული ამერევა.
– ძალიან გთხოვ, ბალახზე არ ქნა. ქუდი გამოიყენე. ახლა კი გეტ-
ყვი, რის გაკეთებას ვაპირებ და რატომაც დაგვთანხმდება ჯო დაგლა-
სი. თუ ვეფხვის გაწვრთნას აპირებ, მისი ყურებით დაჭერა არ უნდა და-
გავიწყდეს.
– მაგ მაღალფარდოვან ლაპარაკს სჯობს, მითხრა, რას გეგმავ.
– შენ კი, ჯობს, ყურადღებით მომისმინო. ეს ბიჭი ვინმე უპოვარი
რომ იყოს, არანაირი პრობლემა არ იარსებებდა, მაგრამ, მისდა საუბე-

381
დუროდ, აურაცხელი სიმდიდრის უდავო მემკვიდრეა, იმაზე დიდი ქო-
ნების პატრონია, ვიდრე კრეზს[85] დაესიზმრებოდა... ამას ემატება მი-
სი მეტისმეტად სადავო პოლიტიკური ძალაუფლებაც, რომელზე პრე-
ტენზიაც იმ პოლიტიკურ-სამართლებრივი პრეცედენტიდან გამომდი-
ნარე შეუძლია ჰქონდეს, რომლის მსგავსი სისულელეც მას შემდეგ
აღარ მომხდარა, რაც მინისტრი ფოლი დოენისგან ქრთამის აღებაში
დაადანაშაულეს, მოგვიანებით კი თვითონვე გაამართლეს[86].
– ჰო, მაგრამ...
– ერთი წუთით. როგორც ჯილს უკვე ვუთხარი, ოდნავადაც არ ვარ
დაინტერესებული, რომ მაიკი მარსის ტახტზე ავიდეს და არც მთელი
ეს ქონება მიმაჩნია მის საკუთრებად, რადგან მის დაგროვებაში იოტი-
სოდენა წვლილიც არ შეუტანია. იმ შემთხვევაშიც, სიმდიდრე თავად
რომ მოეხვეჭა, რაც მის ასაკში სრულიად შეუძლებლად მიმაჩნია, „სა-
კუთრება“ სულაც არ არის ისეთი ბუნებრივად აშკარა და გარდაუვალი
რამ, როგორც ადამიანთა უმრავლესობას ჰგონია.
– აბა, ახლა თავიდან ამიხსენი.
– მესაკუთრეობა უკიდურესად ჩახლართული კონცეფციაა და ჭეშ-
მარიტად მისტიკურ
ურთიერთდამოკიდებულებას გულისხმობს. ღმერთმა იცის, როგორ
გაართულეს ეს კონცეფცია ჩვენმა სამართლის თეორეტიკოსებმა, მაგ-
რამ აღმოვაჩინე, რომ ვიდრე მარსთან დაკავშირებულ ამ ამბავს ჩა-
ვუღრმავდებოდი და წვრილმან დეტალებში გავერკვეოდი, ამ ყველა-
ფერზე მეტად ბუნდოვანი წარმოდგენა მქონია. ამიტომ გადავწყვიტე,
მეცადა და საკითხისთვის მარსელთა თვალსაზრისით შემეხედა. მარ-
სელებს საკუთრების ცნება არ გააჩნიათ, ისინი არაფერს არ ფლობენ...
საკუთარ სხეულებსაც.
– იუბალ, ერთი წუთით მოიცადე. გარკვეულ ქონებას ცხოველებიც
ფლობენ, მარსელები კი ცხოველები არ არიან. მათ მაღალგანვითარე-
ბული ცივილიზაცია აქვთ დიდი ქალაქებითა და ყველა დანარჩენით.
– ჰო, „მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველებს – ბუდეები“[87].
საკუთრების, საკუთარისა და სხვისის განსხვავება, ყველაზე უკეთ, ამ
ქონების მოდარაჯე ძაღლებს ესმით, მაგრამ მარსელებს ეს არ ეხება,

382
თუ, რა თქმა უნდა, მხედველობაში არ მივიღებთ ყველაფრის ერთობ-
ლივ და დაუნაწილებელ ფლობას რამოდენიმე მილიონი თუ მილიარ-
დი უფროსი ინდივიდის მიერ, რომლებიც, ადამიანთა თვალსაზრისით,
მოჩვენებებს წარმოადგენენ. თუ ამას არ ჩავთვლით „საკუთრებად“,
მაშინ მარსელებს არავითარი საკუთრება არ გააჩნიათ.
– იუბალ, რას მეტყვი იმ „უხუცესებთან“ დაკავშირებით, რომლებ-
ზეც მაიკი ლაპარაკობს ხოლმე?
– ოფიციალური ვერსია გაინტერესებს თუ ჩემი აზრი?
– რაო? შენი აზრი. სინამდვილეში რას ფიქრობ ამაზე.
– არ მგონია, რომ ჩემი აზრის გაზიარებით ამ საკითხში ღრმად გაც-
ნობიერება შეძლო. რაღაც რელიგიურ ბოდვად მიმაჩნია, რომელსაც
მხოლოდ მოსართავის ფუნქცია აქვს. ეს უბრალო ცრურწმენაა, რომე-
ლიც ამ ბიჭის ტვინში იმდენად ადრეულ ასაკშია ჩაბეჭდილი, რომ მის-
გან თუნდაც ნაწილობრივ თავის დაღწევის შესაძლებლობაც კი არ არ-
სებობს.
– ჯილი ისე ლაპარაკობს, თითქოს ამ ყველაფრისა სჯეროდეს.
– როგორც წესი, მეც ეგრე ვარ ხოლმე. ეს ჩვეულებრივი თავაზიანო-
ბაა. მაგალითად, ჩემს ერთ-ერთ საუკეთესო მეგობარს ასტროლოგიი-
სა სჯერა, მაგრამ არასდროს მივაყენებ შეურაცხყოფას და არ ვეტყვი,
თუ რას ვფიქრობ ამის შესახებ. საკმარისად ვიცხოვრე და ვნახე იმაში
დასარწმუნებლად, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია გულმხურვალედ
ირწმუნოს ყველაფერი, რაც თავად შეუძლებლად მიმაჩნია – ხეზე და-
კაკუნებით ავი თვალის არიდებიდან დაწყებული, მათი შვილების უპი-
რატესობით დამთავრებული. რწმენას, ჩემი თვალსაზრისით, ინტე-
ლექტუალური სიზარმაცე იწვევს, მაგრამ ამ საკითხზე, როგორც წესი,
არ ვკამათობ... განსაკუთრებით იმის გამო, რომ იშვიათად ვარ ისეთ
მდგომარეობაში, როდესაც ამის
დამტკიცების შესაძლებლობა მეძლევა – საწინააღმდეგოს დამ-
ტკიცება, ჩვეულებრივ, ხომ სრულიად შეუძლებელია. მაიკის რწმენა კი
სულაც არ მგონია იმაზე არარაციონალური, ვიდრე რწმენა იმისა, რომ
წვიმის მოსაყვან ლოცვას სამყაროს დინამიკის შეცვლა შეუძლია. მე-
ტიც, მაიკს ჩემთან შედარებით ის უპირატესობა აქვს, რომ მტკიცებუ-

383
ლებებს ფლობს – ის ნამყოფია მარსზე, მე კი იქ არასდროს ვყოფილ-
ვარ.
– ჰმ... იუბალ, ვაღიარებ, რომ გულის სიღრმეში ძალიან მინდა, უკ-
ვდავების რეალურობისა მჯეროდეს, მაგრამ მაინც მოხარული ვარ,
რომ ბაბუაჩემის აჩრდილი არ მაკონტროლებს. ის ერთი შერეკილი მო-
ხუცი სატანა იყო.
– ბაბუაჩემზეც იმავეს ვიტყოდი და საკუთარ თავზეც, მაგრამ განა
ადამიანი მართლაც უნდა კარგავდეს საკუთარ სამოქალაქო უფლე-
ბებს მხოლოდ იმის გამო, რომ გარდაიცვალა? იმ საარჩევნო უბანს, სა-
დაც გავიზარდე, ლამის მარსელთა რაოდენობის მკვდარი სულების
უზარმაზარი არმია ჰყავდა. მიუხედავად ამისა, იმ ქალაქში ცხოვრება
მაინც სასიამოვნო იყო. შეიძლება ისე აღმოჩნდეს, რომ ჩვენი მაიკი
იმიტომაც არ ფლობს არაფერს, რომ ყველაფერი უკვე წარმოადგენს
„უხუცესთა“ საკუთრებას. ახლა მაინც ხომ ხვდები, რატომ იყო ურთუ-
ლესი მაიკისთვის იმის ახსნა, რომ „ლუნარ ენტერპრაიზისის“ მილიო-
ნამდე აქციას ფლობს? ამას ემატება ლაილის ტექნოლოგიის პატენტი,
უამრავი ფასიანი ქაღალდი და მოძრავი ქონება. ის ფაქტი, რომ ამ ყვე-
ლაფრის თავდაპირველი მფლობელები გარდაცვლილნი არიან,
მდგომარეობას სულაც არ ამსუბუქებს, პირიქით, კიდევ უფრო ართუ-
ლებს: ისინი ხომ მაიკისთვის „უხუცესები“ არიან, მაიკი კი ვერასოდეს
გაბედავს „უხუცესთა“ საქმეში ჩარევას.
– ჰმ... ჯანდაბა, მას ხომ ასეთ საკითხებზე წარმოდგენაც არ აქვს.
– დიახ, ასეა. მაიკს არ შეუძლია საკუთრების განკარგვა, რადგან
მასთან დაკავშირებული მისტიკისა არ სწამს ისევე, როგორც მე ვერ
ვირწმუნებ მარსელთა „მოჩვენებების“ არსებობას. ბენ, ერთადერთი,
რასაც ახლა მაიკი ნამდვილად ფლობს, ჩემ მიერ მიცემული კბილის
ჯაგრისია, მაგრამ მან ისიც არ იცის, რომ ეს ნივთი მისი საკუთრებაა.
თუ ამ ჯაგრისს წაართმევ, წინააღმდეგი არ იქნება და არც ჩემთან და-
იჩივლებს. უბრალოდ, მიიჩნევს, რომ ასე „უხუცესთა“ ნებართვით მოხ-
და, – იუბალმა ამოიოხრა, – ასე რომ, მართალი ხარ – ასეთ საკითხებზე
წარმოდგენაც არ აქვს... მიუხედავად იმისა, რომ საკუთრების კანონის
უშეცდომოდ ციტირება შეუძლია. აქედან გამომდინარე, ამ ფაქტის გა-

384
მოაშკარავებას ვერ დავუშვებ... ამაზე სიტყვაც არ უნდა დაგვცდეს. წი-
ნააღმდეგ შემთხვევაში, შენი აზრით, ვის მიანდობენ მასზე მეურვე-
ობას?
– რაღა თქმა უნდა, დაგლასს! ან მის რომელიმე მარიონეტ ხელქვე-
ითს.
– ბენ, მაგაში დარწმუნებული ხარ? აბა, გაიხსენე, რა ვითარებაა ახ-
ლა უმაღლეს სასამართლოში. არ ფიქრობ, რომ ისეც შეიძლება მოხ-
დეს, რომ მისი მეურვის გვარი იყოს სავონავონგი? ნადი? ან, სულაც,
კი?
– ჰმ... შეიძლება.
– ასეთ შემთხვევაში კი ჩვენს ყმაწვილს დიდი დღე არ უწერია. სა-
ვარაუდოდ, მთელ ცხოვრებას კომფორტულ და წალკოტივით ბაღის
მქონე ციხეში გაატარებს, სადაც იგი ერთადერთი პატიმარი იქნება და
საიდან გაქცევაც „ბეთესდას სამედიცინო ცენტრიდან“ გაპარვაზე ბევ-
რად გაუჭირდება.
– მაშინ, რას გეგმავთ?
– ძალაუფლება, რომელსაც ეს ბიჭი ნომინალურად ფლობს, მეტის-
მეტად სახიფათოა და არც მისი მართვა ძალუძს, ამიტომ ეს ბალასტი
თავიდან უნდა მოვიშოროთ.
– და რა ეშმაკის ძალით აპირებთ ამხელა ქონების მოშორებას?
– ასე უბრალოდ მოშორება არ შეიძლება და არც გამოგვივა. სხვის-
თვის გადაცემის ფაქტიც კი შეფარვითი ძალაუფლების გამოვლინე-
ბად მიიჩნევა და ძალთა ბალანსის შეცვლას გამოიწვევს. ამის ნების-
მიერ მცდელობას, შედეგად, ბიჭის სამართლის ნორმების შესაბამი-
სად ქცევის შემოწმება მოჰყვება. ვფიქრობ, სანაცვლოდ, ვეფხვი თავის
ნებაზე უნდა მივუშვათ, საითაც უნდა, იქით გაიქცეს, მთავარია, ყურე-
ბით საიმედოდ გვეჭიროს. ბენ, ნება მომეცი, მოგიყვე, რის გაკეთებას
ვაპირებ და დაგლასთან დაკავშირებითაც რა გეგმა მაქვს... შენ კი ყვე-
ლანაირად ეცადე, სუსტი ადგილები აღმოაჩინო და მათზე მიმითითო.
მხედველობაში ამ საქმის კანონიერი მხარე სულაც არ მაქვს, რადგან
დაგლასის კანონმდებლები ყველაფერს ორაზროვნად მოატრიალე-
ბენ, ამიტომ ამას მე უნდა მივხედო, რათა ვერაფერი გამოგვაპარონ.

385
შენ ამაზე არ იდარდო. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დაგლასს ისე-
თი სამოქმედო გეგმა უნდა შევთავაზოთ, რომელიც მასაც მოეწონება
და აღარც გაცურების მუდმივ შიშში ყოფნა მოგვიხდება. მინდა, რომ ამ
გეგმის განხორციელების პოლიტიკური მხარე შეაფასო. ახლა კი ყუ-
რადღებით მომისმინე და ჩემს ჩანაფიქრს გაგაცნობ...

386
თავი მეცხრამეტე
იუბალის მიერ ორგანიზებული მარსის დიპლომატიური დელეგაცია
შემდეგი დილის ათი საათისთვის მთავრობის სასახლის ეზოში დაეშ-
ვა. მარსის ტახტის პრეტენდენტ მაიკ სმიტს არც ამგვარ პატივზე ჰქო-
ნია პრეტენზია და არც ამ მოგზაურობის მიზანი აინტერესებდა. იგი, უბ-
რალოდ, ტკბებოდა სამხრეთისკენ ხანმოკლე ფრენის ყოველი წუთით
და სრულიად გულწრფელი და გულუბრყვილო სიხარულით იყო მოცუ-
ლი. აქამდე დაქირავებული „გრეიჰაუნდით“[88] იფრინეს. მაიკი პილო-
ტის მაღლა, ასტროგუმბათის ქვეშ, ჯილსა და დორკასს შორის იჯდა
და აღფრთოვანებითა და დიდი ცნობისმოყვარეობით შესცქეროდა
ყველაფერს, ნებისმიერ ღირსშესანიშნაობას, რომლებზეც ისინი მი-
უთითებდნენ და მოკლედ მოუთხრობდნენ კიდეც. ეს ადგილი ორი
ადამიანისთვის იყო განკუთვნილი, მაგრამ მაიკს სივიწროვე სულაც
არ აწუხებდა, რადგან ასე ყოფნა წყლისმიერ მოძმეებთან კიდევ უფრო
მზარდად აახლოებდა. ორივე გოგონასთვის ხელი გადაეხვია და უყუ-
რებდა, და უსმენდა, და ცდილობდა ყოველივე დაეგროკა და ამაზე
ბედნიერი ალბათ ათი ფუტის სიღრმის წყალში ყოფნის დროსაც ვერ
იქნებოდა.
მაიკი დედამიწურ ცივილიზაციას, ფაქტობრივად, პირველად გა-
დასცქეროდა. როდესაც „ჩემპიონიდან“ „ბეთესდას სამედიცინო ცენ-
ტრში“ გადაიყვანეს, მაშინ საერთოდ არაფერი უნახავს, ათი დღის წინ
კი მხოლოდ რამდენიმე წუთით იფრინა ტაქსით, როდესაც საავადმყო-
ფოდან ბენის ბინისკენ მიემართებოდნენ. იმ მეტისმეტად ხანმოკლე
ფრენის დროს ვერაფრის დაგროკვა ვერ მოასწრო, ხოლო იმ დროიდან
მოყოლებული მისი სამყარო სახლითა და აუზით შემოიფარგლებოდა,
რასაც ბაღი, ბალახი და ეზოს შემოჯარული ხეები ემატებოდა. ჭიშკრის
იქით ფეხიც არ დაედგა, არასდროს.
მაშინდელთან შედარებით ახლა ბევრად განვითარებულიყო. უკვე
ფანჯრის არსიც იცოდა. აცნობიერებდა, რომ მინის გუმბათი, რომელ-
შიც იმყოფებოდა, ფანჯრის ფუნქციას ასრულებდა და იმისთვის იყო
განკუთვნილი, რომ გარემომცველი სამყარო დაეთვალიერებინა. იცო-
387
და ისიც, რომ ქვევით დედამიწური ცივილიცაზიის ქალაქები იყო გა-
დაშლილი. კარტოგრაფიაშიც ერკვეოდა და, თანამგზავრთა დახმარე-
ბით წინ გადაშლილ რუკაზე მათი იმჟამინდელი ადგილმდებარეობის
ამოცნობაც შეეძლო. რა თქმა უნდა, რუკის შესახებ ყოველთვის იცოდა,
მაგრამ მხოლოდ ცოტა ხნის წინ შეეტყო, რომ მას ადამიანებიც იცნობ-
დნენ, ხოლო როდესაც ადამიანთა რუკები პირველად დაგროკა, ნოს-
ტალგიის მსუბუქი და სასიამოვნო შეგრძნება მოერია. მაიკი ფიქრობ-
და, რომ ადამიანთა რუკები, მათი სტატიკურობისა და უსიცოცხლობის
გამო, ძლიერ განსხვავდებოდა მარსელთა რუკებისაგან, მაგრამ, ასეა
იყო თუ ისე – რუკა მაინც რუკა იყო. თანაც მაიკი არც ბუნებით და, მით
უმეტეს, არც აღზრდით არ იყო მიდრეკილი ვიზუალური შედარებების-
კენ და რამეთუ დედამიწელთა რუკებიც არსობრივად მარსელთა რუ-
კების მსგავსი იყო, ისინიც ძალიან მოსწონდა.
ახლა დედამიწის თავზე თითქმის ორასი მილი ეფრინა, ქვემოთ გა-
დაშლილი პეიზაჟის დიდ ნაწილზე კი მოთუხთუხე მეგაპოლისი იყო გა-
დაჭიმული. მაიკი ყველა კვადრატულ დუიმს ყურადღებით
აკვირდებოდა და ცდილობდა, სრულად დაეგროკა. უყურებდა და
ოცდებოდა ადამიანთა ქალაქების მასშტაბურობითა და უწყვეტად მო-
უსვენარი მოძრაობით, რაც ასეთი სიმაღლიდანაც კარგად ჩანდა. ეს
ყველაფერი მეტისმეტად განსხვავდებოდა მისი ხალხის წყნარი ქალა-
ქებისგან, რომლებიც მონასტრის ბაღებს უფრო მოგაგონებდათ, რამე-
თუ მარსელთა ცხოვრება ერთობ მდორედ მიედინებოდა. სმიტი უყუ-
რებდა და ფიქრობდა, რომ ამგვარად დამქანცველი ქალაქი ალბათ
ერთბაშად გამოფიტავდა ყველას და ყველაფერს, მათ შორის, საკუ-
თარ თავსაც და თავისივე ორომტრიალის მორევში ჩაიხრჩობოდა. მო-
მავალში, ალბათ მხოლოდ უხუცესთა შორის უძლიერესნი თუ შეძლებ-
დნენ ამ ქალაქების გაუდაბურებულ ქუჩებში სტუმრობას და იმ ყვე-
ლაფრის დაგროკვას, რაც აქ ოდესმე უსასრულო ფენებად დაილექე-
ბოდა. მიტოვებული ქალაქები მარსზეც ენახა, რასაც ერთდროულად
მოეგვარა საოცარი და საშინელი შთაბეჭდილება. ამის შემდეგ მასწავ-
ლებლებს ასეთ ადგილებში აღარ წაუყვანიათ, რამეთუ დაეგროკათ,

388
რომ ამგვარად მძიმე შთაბეჭდილებებთან გასამკლავებლად ძალა არ
ჰყოფნიდა.
დედამიწის ქალაქების ასაკთან დაკავშირებით ჯილსა და დორ-
კასს დაწვრილებით გამოჰკითხა და, როდესაც მათი პასუხები ადრე
წაკითხულთან შეაჯერა, დაგროკა, რომ ქალაქი, რომლის თავზეც ახ-
ლა მიფრინავდნენ, მეტისმეტად ახალგაზრდა იყო – ორ დედამიწურ
საუკუნეზე ოდნავ მეტი ხნის წინ დაეარსებინათ. რამდენადაც დროის
საზომ დედამიწურ ერთეულებს სათანადოდ ჯერ კიდევ ვერ აღიქვამ-
და, ეს დრო მარსულ ერთეულებსა და ციფრებში გადაიყვანა, რათა ამ
ქალაქის ასაკზე ზუსტი წარმოდგენა შექმნოდა. სამ სრულ წელიწადს
სამი დალოდების წელი მიუმატა (34+3³) და, საბოლოოდ, დაასკვნა,
რომ ქალაქი, სულ რაღაც, ას რვა მარსული წლისა იყო.
ეს საზარელიც იყო და მშვენიერიც! აქაური მცხოვრებები მზად უნ-
და ყოფილიყვნენ, რომ ამგვარ ორომტრიალში ჩაკარგული ქალაქი
იქამდე მიეტოვებინათ, ვიდრე ის შინაგანი დაძაბულობისგან ჩაიქცეო-
და და არარად იქცეოდა. იქნებ უკვე ემზადებოდნენ კიდეც ამისთვის...
მიუხედავად იმისა, რომ ასაკით ეს ქალაქი ჯერ მხოლოდ კვერცხი იყო.
მაიკი უკვე მოუთმენლად ელოდა, როდის გაივლიდა ერთი ან ორი
საუკუნე, რათა ვაშინგტონში დაბრუნებულიყო, მის გაუდაბურებულ ქუ-
ჩებში გაესეირნა და მიტოვებული ქალაქის უსასრულო ტკივილი და
მშვენიერება გაეთავისებინა, ბოლომდე დაეგროკა და თავადვე გა-
დაქცეულიყო ამ ქალაქად, ქალაქი კი იმად, რასაც თვითონ წარმოად-
გენდა... ცხადია, თუ იმ დროისთვის უკვე საკმარისად ძლიერი იქნებო-
და. შემდეგ ეს აზრი მეხსიერებაში გადაინახა, რადგან იცოდა, რომ
ვიდრე მიტოვებული ქალაქის ძალუმ ტანჯვას ზეაღავლენდა და ადი-
დებდა, მოუწევდა იმაზე მეტად გაზრდილიყო და გაზრდილიყო და
გაზრდილიყო, ვიდრე ახლა იყო.
„გრეიჰაუნდის“ პილოტი იძულებული გახდა, გეზი აღმოსავლეთის-
კენ აეღო, რადგან სხვა მფრინავი მანქანები დაუგეგმავი კურსით მოძ-
რაობდნენ და ჰაერში დიდი არეულობა იყო, მაიკს კი წარმოდგენაც არ
ჰქონდა, რომ ამ ალიაქოთის მიზეზი თვითონ იყო. აღმოსავლეთით

389
დიდხანს მიფრინავდნენ, შორს, იმდენად შორს, რომ მალე ჰორიზონ-
ტსაც მიაღწიეს და მაიკმა პირველად იხილა ზღვა.
ჯილმა ზღვისკენ მიუთითა და აუხსნა, რომ ეს უკიდეგანო სივრცე
მთლიანად წყალი იყო, დორკასმა კი დასძინა, რომ მას ატლანტის
ოკეანე ერქვა და სანაპირო ზოლს რუკაზე გააყოლა თითი. მაიკი სუ-
ლაც არ იყო უვიცი და ბარტყობის ასაკში შესვლიდანვე იცოდა, რომ
მარსის მეზობელ პლანეტას, რომელიც მზის მიმართულებით მდებარე-
ობდა, თითქმის მთლიანად სიცოცხლის წყალი ფარავდა. მოგვიანე-
ბით ისიც გაიგო, რომ ადამიანები სრულიად შემთხვევით გამხდარიყ-
ვნენ ესოდენ წარმოუდგენელი სიმდიდრის მფლობელნი და, მიუხედა-
ვად ამისა, მაინც ისე იქცეოდნენ, თითქოს ეს სრულიად ჩვეულებრივი
რამ ყოფილიყო და დაემსახურებინათ კიდეც. მოგვიანებით, სხვების-
გან დაუხმარებლად, მარსელთა რწმენის ის ნაწილიც დაეგროკა, რომ
წყლის რიტუალისთვის წყალი სულაც არ იყო აუცილებელი და რომ ის
მხოლოდ არსობრივ სიმბოლოს წარმოადგენდა. ეს მშვენიერი სიმბო-
ლო იყო, მაგრამ მაინც არააუცილებელი.
მაგრამ როგორც მწირი ცხოვრებისეული გამოცდილების მქონე
ადამიანებისთვისაა დამახასიათებელი, მაიკმაც აღმოაჩინა, რომ ერ-
თია, რაღაცას აბსტრაქტულად იცნობდე და მეორე, რეალურად გამოს-
ცადო. ატლანტის ოკეანის ხილვამ მაიკი ემოციურად იმდენად აღავ-
სო, რომ ჯილმა ეს მაშინვე შეამჩნია, ხელზე მოჰკიდა და ხაზგასმით
უთხრა:
– შეწყვიტე, მაიკ! ტრანსზე არც იფიქრო!
მაიკმა ემოციასთან გამკლავება მოახერხა, თუმცა მაინც საიმე-
დოდ გადაინახა და შემდეგისთვის გადადო. სანაცვლოდ ჰორიზონტზე
უსასრულოდ გადაჭიმულ ოკეანეს გასცქეროდა და გონებაში მისი მას-
შტაბის წარმოდგენას ცდილობდა, ვიდრე ტვინი მარსული სამობითი
სისტემით წარმოებულმა გამოთვლამ არ გადაუდუღა.
საბოლოოდ, მთავრობის სასახლის ეზოში დაეშვნენ და იუბალმა
გამოაცხადა:
– გოგონებო, არ დაგავიწყდეთ, რომ მაიკი მუდამ შუაში უნდა გყავ-
დეთ მოქცეული. მის გარშემო მჭიდრო ზღუდე შეკარით და თუ რომე-

390
ლიმე აბეზარის გზიდან ჩამოსაშორებლად საჭირო გახდება, ქუსლი
ჩასცხოთ ან მზის წნულში იდაყვი უთავაზოთ, არც მაგაზე დაიხიოთ. ენ,
შენ შებურული ხარ, მაგრამ თუ ვინმე მეტისმეტად შეგავიწროებთ, წიხ-
ლის ამოკვრისთვის მზად იყავი. აბა, რას იტყვი, შეძლებ?
– ნუ ქოთქოთებ, ბოს. პირუთვნელ მოწმეს ვერავინ შეავიწროებს,
მაგრამ ასე თუ მოხდება, მოგერიებას ადვილად მოვახერხებ, რადგან
ქუსლები წვეტიანი მაქვს და შენზე მეტსაც ვიწონი.
– კარგი. დიუკ, შენ იცი, რაც უნდა გააკეთო, მაგრამ ლარი გააფ-
რთხილე, რომ, რაც შეიძლება, მალე შემოგვიერთდეს. არ ვიცი, ტრან-
სპორტი როდის დამჭირდება.
– ვგროკავ, ბოს. მორჩი ცქმუტვას.
– მინდა და ვცქმუტავ! წავედით, – ჰარშოუ, მაიკის გარშემო კვად-
რატულად დაყენებული ოთხი ქალი და კექსტონი „გრეიჰაუნდიდან“
გადმოვიდნენ და მანქანა ისევ ჰაერში აიჭრა. ჰარშოუმ შვებით ამოი-
სუნთქა, როდესაც, მისდა გასაკვირად, აღმოაჩინა, რომ დასაფრენი
მოედანი ჟურნალისტებით არ იყო გადაჭედილი.
მაგრამ იქაურობა არც ცარიელი ყოფილა. დამხვედრთაგან ერთ-
ერთი მაშინვე იუბალისკენ გამოემართა და გულითადად მიესალმა:
– დოქტორი ჰარშოუ ბრძანდებით? მე ტომ ბრედლი ვარ, გენერალუ-
რი მდივნის მთავარი აღმასრულებელი თანაშემწე. პირდაპირ მისტერ
დაგლასის პირად ოთახში უნდა წაგიძღვეთ. სურს, მოლაპარაკების
დაწყებამდე გაგესაუბროთ.
– არა.
ბრედლიმ თვალები დაახამხამა.
– ალბათ, ვერ გამიგეთ. ეს ინსტრუქცია პირადად გენერალური
მდივნისგან მაქვს მიღებული. ისიც დამაბარა, რომ თქვენთან ერთად
მისტერ სმიტსაც შეუძლია წამოვიდეს... მარსელ ადამიანს ვგულის-
ხმობ.
– არა. ჩვენ ერთმანეთს არ დავშორდებით. თუ საჭირო გახდება, სა-
პირფარეშოშიც ყველა ერთად შევალთ, ახლა კი საკონფერენციო
დარბაზში მივდივართ. აჯობებს, თუ ვინმე გაგვიძღვება და გზას გვაჩ-
ვენებს, დანარჩენებს კი უთხარით, უკან დაიხიონ, რადგან უკვე გვავიწ-

391
როებენ. თქვენ რაც შეგეხებათ, ერთი დავალება მაქვს. მირიამ, წერი-
ლი მომაწოდე.
– მაგრამ, დოქტორო ჰარშოუ...
– გითხარით, არა-მეთქი! მარტივი ინგლისური არ გესმით? მაგრამ
ეს წერილი მისტერ დაგლასს დაუყოვნებლივ უნდა გადასცეთ, თანაც
მხოლოდ პირადად მას, შემდეგ კი პასუხი მაცნობოთ, – ჰარშოუმ პაუზა
გააკეთა, მირიამის მიწოდებულ კონვერტზე ხელი მოაწერა, ცერის ანა-
ბეჭდი დატოვა და ბრედლის გადასცა, – უთხარით, რომ სასწრაფო საქ-
მეა და მოლაპარაკების დაწყებამდე აუცილებლად წაიკითხოს.
– მაგრამ გენერალურ მდივანს სურს, რომ...
– გენერალურ მდივანს სურს, ეს წერილი მიიღოს. ყმაწვილო, მე მო-
მავლის განჭვრეტის ნიჭით ვარ დაჯილდოებული და გიწინასწარმეტ-
ყველებთ, რომ თუ ერთ წამს მაინც დაკარგავთ და მისტერ დაგლასს
წერილს დაუყოვნებლივ არ გადასცემთ, აქაურობას დღესვე დაგატო-
ვებინებენ.
ბრედლიმ ჰარშოუ მზერით გახვრიტა, შემდეგ კი იქვე მდგომთაგან
ერთ-ერთს მიუბრუნდა.
– ჯიმ, დროებით შემცვალე.
ბრედლი წავიდა და წერილიც თან წაიღო. ჰარშოუმ შვებით ამოი-
სუნთქა. ამ წერილის შედგენაზე ბევრი ოფლი დაეღვარა, ენთან ერ-
თად თითქმის მთელი ღამე გაეთენებინა – ურნაში ერთი მეორის მიყო-
ლებით ყრიდნენ დაწუნებულ ვერსიებსა და მონახაზებს. იუბალს იმთა-
ვითვე განეზრახა, მთელი ეს მოლაპარაკება ბოლომდე ღიად და საჯა-
როდ, პრესის გაშუქების ფონზე ეწარმოებინა, მაგრამ არც გენერალური
მდივნის მოულოდნელობის წინაშე დაყენების სურვილი ამოძრავებ-
და.
ბრედლის განკარგულების პასუხად ჯგუფს ერთი ახალგაზრდა მა-
მაკაცი გამოეყო და მათკენ წამოვიდა. იუბალმა სწრაფად შეათვალიე-
რა და მაშინვე შეაფასა, როგორც გამჭრიახი, მაგრამ სინდისგარეცხი-
ლი მოხელე, რომელიც კარიერულ კიბეზე თუნდაც ერთი საფეხურით
ასამაღლებლად არაფერს ითაკილებდა. ასეთი ახალგაზრდები ძალა-
უფლების მქონე ადამიანებს ეტმასნებოდნენ და ბინძურ საქმეებსაც

392
მათ ნაცვლად აკეთებდნენ. ამრიგად, ჰარშოუმ პირველი შეხედვისთა-
ნავე აითვალწუნა, მან კი ვარჯიშის შედეგად დაყენებული ქლესა ღი-
მილით შესცინა და უთხრა:
– დოქტორო, მე ჯიმ სენფორთი ვარ, პრესმდივანი. ყველაფერში
დაგეხმარებით, პრესასთან ინტერვიუებში და ასე შემდეგ. ვწუხვარ,
მაგრამ საკონფერენციო დარბაზი ჯერ ბოლომდე არ არის მომზადებუ-
ლი. ბოლო მომენტში იძულებული გავხდით, შეხვედრა სხვა, უფრო
დიდ დარბაზში გადაგვეტანა. სიმართლე გითხრათ, ჩემი აზრით...
– ჩემი აზრით, დროა, მაგ საკონფერენციო დარბაზისკენ წაგვიძ-
ღვეთ. თუ სკამები ჯერ არ მოუტანიათ, ვიდგებით და ისე დაველოდე-
ბით.
– დოქტორო, როგორც ვხვდები, ვერ გამიგეთ. დარბაზში ჯერ აპა-
რატურას ამონტაჟებენ. იქაურობა რეპორტიორებითაა გადაჭედილი
და...
– ძალიან კარგი. ვიდრე მოსამზადებელ სამუშაოებს დაასრულებთ,
სწორედ მათ გავესაუბრებით.
– არა, დოქტორო. მე სხვაგვარი მითითებები მაქვს...
– ახალგაზრდა, შეგიძლიათ ეგ მითითებები კარგად დაახვიოთ და
ერთ ადგილას გაირჭოთ. აქ თქვენს ჭკუაზე სასიარულოდ ნამდვილად
არ მოვსულვართ და არც კუდში დევნას გიპირებთ – მოვედით ერთა-
დერთი მიზნით: გავმართოთ საჯარო მოლაპარაკება. თუ ამისთვის
ჯერ მზად არ ხართ, მაშინ პრესის წარმომადგენლებს საკონფერენციო
დარბაზში ახლავე შევხვდებით.
– მაგრამ...
– ეს ყველაფერი არ არის – მარსელ ადამიანს ქარიან სახურავზე
აყოვნებთ, – ჰარშოუმ ხმას აუწია, – არის აქ ვინმე იმდენად გონიერი,
რომ საკონფერენციო დარბაზისკენ გაგვიძღვეს?
სენფორთმა ნერწყვი გადაყლაპა და თქვა:
– გამომყევით, დოქტორო.
საკონფერენციო დარბაზი მართლაც გადაჭედილი იყო პრესის
წარმომადგენლებითა და ტექნიკური პერსონალით, მაგრამ დიდი ოვა-
ლური მაგიდისთვის, სკამებისა და კიდევ რამდენიმე პატარა მაგიდის-

393
თვის მაინც მოეძებნათ ადგილი. მაიკი შესვლისთანავე შეამჩნიეს და
ისე შემოეხვივნენ, სენფორთის პროტესტი ყურადაც არ უღიათ, მაგრამ
არაპროფესიონალ ამორძალთა ესკორტმა მაიკის ოვალურ მაგიდამ-
დე მიცილება როგორღაც მაინც მოახერხა. იუბალმა სმიტი მაგიდას-
თან დასვა, აქეთ-იქიდან დორკასი და ჯილი მიუსვა, უკან კი პირუთვნე-
ლი მოწმე და მირიამი დააყენა. ამის შემდეგ კი, არავისთვის დაუშლია
არც კითხვების დასმა, არც ფოტოების გადაღება. მაიკი გაფრთხილე-
ბული იყო, რომ უამრავ ადამიანთან მოუხდებოდა შეხვედრა და რომ
ისინი, ზოგჯერ, უცნაურადაც მოიქცეოდნენ. იუბალს განსაკუთრებით
დაერიგებინა, რომ მოულოდნელი და დაუფიქრებელი რამ არ ჩაედი-
ნა, მაგალითად, როგორიც საგნებისა და ადამიანების გაქრობა ან გა-
შეშება იქნებოდა. სიტყვაც კი ჩამოართვა, რომ ჯილის ნებართვის გა-
რეშე საერთოდ არაფერს მოიმოქმედებდა.
მაიკი მთელ ამ ფაციფუცსა და დავიდარაბას სრული სერიოზულო-
ბით შეხვედროდა, შფოთვის გარეგნულ ნიშნებსაც არ ავლენდა. ჯილს
მისი ხელი საკუთარ ხელებში მოექცია, რაც სიმშვიდესა და თავდაჯე-
რებულობას მატებდა.
იუბალს უნდოდა, მარსელი ადამიანისთვის, რაც შეიძლებოდა, მე-
ტი კარგი ფოტო გადაეღოთ. რაც შეეხება პირადად სმიტისთვის დას-
მულ კითხვებს, იუბალს მათი არ ეშინოდა და არც არიდება უცდია. მთე-
ლი ერთი კვირის განმავლობაში სმიტთან გასაუბრების მცდელობების
შედეგად, სრულიად დარწმუნებულიყო, რომ ჟურნალისტები ვერა-
ფერს გამოწურავდნენ, მით უმეტეს, შეზღუდულ დროში. ისეთი ადამია-
ნის დახმარების გარეშე, ვინც მაიკს საკმაოდ კარგად იცნობდა, საერ-
თოდ ვერაფერს გახდებოდნენ და ვერც მნიშვნელოვან ინფორმაციას
მიიღებდნენ. მაიკი ხომ კითხვებს პირდაპირი მნიშვნელობით იგებდა
და პასუხებსაც შესაბამისს სცემდა, თანაც ხანგრძლივი პაუზებით, რაც
ჟურნალისტებს მისგან რაიმე ღირებულის გაგების ნებისმიერ მცდე-
ლობას გაუცამტვერებდა.
იუბალის ვარაუდი ბოლომდე გამართლდა. კითხვების უმრავლე-
სობაზე მაიკი, უბრალოდ, თავაზიანად პასუხობდა: „არ ვიცი“, ზოგ შემ-
თხვევაში კი: „ვწუხვარ, მაგრამ ვერ გავიგე“.

394
ერთი კითხვა კი ჟურნალისტს საკმაოდ უხერხულადაც შეუტრიალა.
„როიტერის“ კორესპონდენტი, რომელიც მაიკის, როგორც მემკვიდრის
სტატუსის გარშემო დიდი დავიდარაბის ატეხას მოელოდა, მისი
კომპეტენციის ეშმაკურად შემოწმებას შეეცადა.
– მისტერ სმიტ, – მიმართა მან მაიკს, – რა იცით მემკვიდრეობის შე-
სახებ ჩვენთან მოქმედი კანონმდებლობის შესახებ?
მაიკმა უკვე იცოდა, რომ საკუთრებისა და ქონების კონცეფციის
დაგროკვა არ შეეძლო, განსაკუთრებით იმისა, რაც მემკვიდრეობის გა-
დაცემასა და, ზოგადად, მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკით-
ხებს ეხებოდა. ამრიგად, ამ კითხვას მაქსიმალური სიფრთხილით აა-
რიდა თავი და ციტირების მეთოდი მოიშველია. მის მიერ მოყვანილ
ციტატაში იუბალმა „სამემკვიდრეოსა და ანდერძით ქონების გადაცე-
მის კანონმდებლობის“ მთელი პირველი თავი ამოიცნო.
მაიკლმა ადრე წაკითხულიდან ციტატა ზუსტად, აბზაც-აბზაც, გვერ-
დების თანმიმდევრობითა და სრულიად უემოციო გამომეტყველებით
მოიყვანა – ისე, თითქოს მოსაწყენი, მაგრამ კანონმდებლობის ზედმი-
წევნით მცოდნე პროფესორი ყოფილიყო. ჟურნალისტები ერთმანეთის
მიყოლებით ჩაიძირნენ სიჩუმეში, კითხვის დამსმელი კი გაოგნებული
იდგა და აღარ იცოდა, რა ექნა.
იუბალი იქამდე არ ჩარეულა, ვიდრე ჟურნალისტებმა იმაზე მეტი
არ გაიგეს, ვიდრე ოდესმე ისურვებდნენ: ქვრივების, სისხლით ნათესა-
ვებს შორის, ერთისა და რამდენიმე მემკვიდრის შემთხვევაში მისაღებ
სამემკვიდრეოსთან დაკავშირებული საკანონმდებლო საკითხები და
ასე შემდეგ. ბოლოს, როგორც იქნა, იუბალმა მაიკს მხარზე დაადო ხე-
ლი და უთხრა:
– მაიკ, საკმარისია.
მაიკმა გაკვირვებითა და, ცოტა არ იყოს, დაბნეულმა შეხედა.
– მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი დარჩა.
– ჰო, მაგრამ მაგას მოგვიანებით დავუბრუნდეთ, – იუბალი ჟურნა-
ლისტებს მიუბრუნდა, – კიდევ გაქვთ კითხვები სხვა თემებთან დაკავ-
შირებით?

395
ფართოტირაჟიანი „ლონდონ სანდის“ რეპორტიორმა ამ გაზეთის-
თვის სრულიად ბუნებრივი კითხვა დაუსვა:
– მისტერ სმიტ, როგორც ვიცით, დედამიწელი გოგონები მოგწონთ,
მაგრამ რომელიმე მათგანისთვის თუ გიკოცნიათ?
– კი.
– მოგეწონათ?
– კი.
– მაინც რა მოგეწონათ?
პასუხის გაცემამდე მაიკი ოდნავ შეყოყმანდა.
– გოგონების კოცნა წყალობაა, – განმარტა სრული სერიოზულო-
ბით, – ეს მათთან მზარდი სიახლოვეა. შიგნიდან მთლიანად გატრი-
ალებს.
დარბაზში აპლოდისმენტებმა დაიქუხა, რამაც მაიკი დააფრთხო,
მაგრამ გრძნობდა, რომ ჯილსა და დორკასს სულაც არ ეშინოდათ და
მხოლოდ მისი პასუხით გამოწვეული აღფრთოვანების ესოდენ ხმა-
ურიანი გამოხატვის როგორმე ჩაცხრომას ცდილობდნენ, მაიკი კი ამ-
გვარი აჟიოტაჟის მიზეზსაც ვერ ხვდებოდა. ამრიგად, თავი დაიმშვიდა
და მოვლენათა შემდგომ განვითარებას მდუმარედ დაელოდა.
ამის შემდეგ მალევე მომხდარმა მაიკი მომდევნო კითხვებისგან
დაიხსნა, რომლებზეც ან მოახერხებდა ჯეროვანი პასუხების გაცემას
და ან – ვერა. სმიტმა მთელი გულით გაიხარა, როდესაც გვერდითა კა-
რიდან შემოსული, კარგად ნაცნობი ადამიანის ფიგურა დალანდა.
– ჩემო მოძმე დოქტორო მაჰმუდ! – წამოიძახა და აღტაცებისგან
ნელ-ნელა მარსულ ენაზე გადავიდა.
„ჩემპიონის“ სემანტიკოსმა ხელი დაუქნია, გაუღიმა და მისკენ და-
იძრა, თან ყველა დანარჩენისთვის ერთობ უხეშ ენაზე რაღაცას პასუ-
ხობდა. მათი საუბარი იქამდე გაგრძელდა, ვიდრე მაჰმუდი ოვალურ
მაგიდამდე მიაღწევდა: მაიკი უწყვეტ ნაკადად ისროდა უცხოპლანე-
ტურ სიტყვებს, რაც შეეხება მაჰმუდს, ის შედარებით ნელა ლაპარაკობ-
და. ისეთ ხმებს გამოსცემდნენ, თითქოს გაცოფებული მარტორქა რკი-
ნით შეჭედილი კარის შემტვრევას ცდილობსო.

396
ჟურნალისტები ცოტა ხნით სრულიად გაყუჩებულიყვნენ და ამ მე-
ტად ეგზოტიკურ დიალოგს დიქტოფონებზე იწერდნენ. ბოლოს, ერთ-
ერთმა ვეღარ მოითმინა და მაჰმუდს მიმართა:
– დოქტორო მაჰმუდ! რაზე ლაპარაკობთ? ჩვენც გაგვაგებინეთ!
მაჰმუდი მიუბრუნდა, მოკრძალებით გაუღიმა და ოქსფორდული აქ-
ცენტით უპასუხა:
– მე, მეტწილად, ამას ვეუბნებოდი: „უფრო ნელა ილაპარაკე, ჩემო
ბიჭო... ძალიან გთხოვ, ნელა“.
– და ის რას ამბობდა?
– ჩვენი საუბრის დანარჩენი ნაწილი პირადულ ხასიათს ატარებდა
და, გარწმუნებთ, სხვებისთვის სრულიად უინტერესოა. უბრალოდ ერ-
თმანეთი მოვიკითხეთ. ჩვენ ხომ ძველი მეგობრები ვართ, – იგი მაიკს
მიუბრუნდა და კვლავ მარსულად გააგრძელა ლაპარაკი.
სინამდვილეში, მაიკი თავის წყლისმიერ მოძმეს იმ ყველაფერს უყ-
ვებოდა, რაც უკანასკნელი შეხვედრის შემდეგ თავს გადახდომოდა,
რათა ერთმანეთი მზარდად დაეგროკათ, მაგრამ ყოველივე, რასაც მა-
იკი მოსაყოლად არჩევდა, არსით სრულიად მარსული იყო. უყვებოდა
ახალ წყლისმიერ მოძმეებზე, მათ ღირსებებსა და უნიკალურ თვისე-
ბებზე... უყვებოდა ნაზ წყალზე, რომელსაც წარმოადგენდა ჯილი და იმ
სიღრმეზე, რომელიც ენს ჰქონდა... უყვებოდა იმ უცნაურ და ჯერ კიდევ
დაუგროკავ ფაქტზეც, რომ იუბალი ხან კვერცხივით იყო, ხანაც უხუცე-
სებს ემსგავსებოდა, თუმცა კი ამ ორიდან არც ერთს წარმოადგენდა...
უყვებოდა იმ ოკეანის უსასრულობაზეც, რომელიც დაგროკვას არ ექ-
ვემდებარებოდა...
მაჰმუდს მოსაყოლი უფრო ნაკლები ჰქონდა, რადგან თვითონ, ამ
დროის განმავლობაში, არც ისე ბევრი რამ გადახდენოდა, ყოველ შემ-
თხვევაში, მარსული სტანდარტებით ნამდვილად ასე იყო, თუ ერთ მე-
ტად არამარსულ, დიონისურ შემთხვევას არ ჩააგდებდა სათვალავში,
რომლითაც ნამდვილად ვერ დაიკვეხნიდა: ერთი გრძელი დღე ვაშინ-
გტონის სულეიმანის მეჩეთში, პირქვე დამხობილს გაეტარებინა, თუმ-
ცა იმ დღის შედეგები ბოლომდე ჯერაც ვერ დაეგროკა და არც ამაზე
სალაპარაკოდ იყო მზად. არც ახალი წყლისმიერი მოძმე შეეძინა.

397
ბოლოს და ბოლოს, ლაპარაკად დაღვრილი მაიკი მაინც დაადუმა,
იუბალს ხელი გაუწოდა და უთხრა:
– თქვენ, როგორც ვიცი, დოქტორი ჰარშოუ ბრძანდებით. ვალენტა-
ინ მაიკლი მიიჩნევს, რომ უკვე ყველა თქვენგანთან წარმადგინა... და
მისთვის ნაცნობი წესებით ასეცაა.
ხელის ჩამორთმევისას ჰარშოუმ ყურადღებით შეათვალიერა. მაჰ-
მუდი იმ ბრიტანელივით გამოიყურებოდა, ვისთვისაც არც ნადირობა
იყო უცხო და არც სპორტი; ტვიდის ძვირფას კოსტიუმში გამოწყობილი-
ყო და კოხტად შეკრეჭილი რუხი ულვაშით იწონებდა თავს... მაგრამ
აშკარად ჩანდა, რომ კანი ბუნებრივად მუქი ჰქონდა და არა იმის გამო,
რომ ზედმეტად გარუჯულიყო, მისი ცხვირი კი ლევანტურ[89] წარმოშო-
ბაზე მიანიშნებდა. იუბალს ნაყალბევი არაფერი უყვარდა და ყველაზე
დახვეწილ სინთეტიკურ კერძსაც სიმინდის ცივ კვერს ამჯობინებდა.
მაგრამ მაიკი მას მეგობარივით ეპყრობოდა, ამიტომ ჰარშოუსაც მე-
გობრად უნდა მიეღო, ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, ვიდრე საწი-
ნააღმდეგოს ფიქრის საფუძველი არ გაუჩნდებოდა.
მაჰმუდის თვალსაზრისით კი ჰარშოუ სამუზეუმო ექსპონატ „იანკი-
ვით“ გამოიყურებოდა – იყო ვულგარული, ასეთი შემთხვევისთვის სრუ-
ლიად შეუფერებლად ჩაცმული, ზედმეტად ხმამაღალი და,
შესაძლოა, უვიცი და პროვინციელიც. არ გამორიცხავდა, რომ ჰარ-
შოუ თავისი საქმის პროფესიონალიც ყოფილიყო, მაგრამ ეს მდგომა-
რეობას კიდევ უფრო აუარესებდა, რადგან, მისი გამოცდილებით, ამე-
რიკელ პროფესიონალთა აბსოლუტური უმრავლესობა უკიდურესად
გაუნათლებელნი და უაღრესად შეზღუდული მსოფლმხედველობის
მქონენი იყვნენ. მას ეზიზღებოდა ყოველივე ამერიკული, თუმცა კი ამ
დამოკიდებულებას არასოდეს ავლენდა. ვერ იტანდა ამერიკელთა
ლამის პოლითეისტურ რელიგიურ ბაბილონს, მიუხედავად იმისა, რომ
თავად ამაში არც ისე დიდი ბრალი მიუძღოდათ... ეზიზღებოდა ამერი-
კული სამზარეულო... თუ, საერთოდ, შეიძლებოდა, ამ რაღაცას სამზა-
რეულო დარქმეოდა; ამერიკელთა მანერები, მათი დეკადენტური არ-
ქიტექტურა და გულის ამრევი ხელოვნება... ყველაზე მეტად კი ეზიზღე-
ბოდა ამერიკელთა ბრმად პათეტიკური და ამპარტავნული რწმენა სა-

398
კუთარი უპირატესობისა და აღმატებულებისა, მიუხედავად იმისა, რომ
მათი მზე კარგა ხნის წინ ჩასვენებულიყო. მაჰმუდი არანაკლებ, და უფ-
რო მეტადაც, ვერ იტანდა ამერიკელ ქალებს – მჭლე და მუდამ გაუმაძ-
ღარი სხეულების მქონე, ყოველგვარ ზომიერებასა და მოკრძალებას
მოკლებულ არსებებს გამაღიზიანებლად რომ აგონებდნენ ჰურიებს.
ახლა კი ხედავდა, რომ ოთხ მათგანს ვალენტაინ მაიკლი ალყაში მო-
ექცია, თანაც ეს ისეთ შეხვედრაზე ხდებოდა, რომელსაც, ცალსახად,
მხოლოდ მამაკაცები უნდა დასწრებოდნენ...
მაგრამ ვალენტაინ მაიკლმა ყველა, მათ შორის, ეს სენივით გავ-
რცელებული მდედრობითი სქესის არსებებიც, ამაყად და საზეიმოდ,
თავის წყლისმიერ მოძმეებად წარუდგინა, რითაც მაჰმუდს იმაზე სე-
რიოზული ოჯახური ვალდებულება დააკისრა, ვიდრე ადამიანს უახ-
ლოესი ნათესავების მიმართ უნდა ჰქონოდა. მაჰმუდისთვის ეს მარ-
თლაც უდიდესი მნიშვნელობის ვალდებულება იყო, რადგან, მარსე-
ლებზე უშუალო დაკვირვების შედეგად, შესანიშნავად ესმოდა, თუ
რამდენს ნიშნავდა მათთვის ამგვარი ურთიერთდამოკიდებულება.
მას სულაც არ ესაჭიროებოდა ისეთი არაზუსტი და მოუქნელი თარგმა-
ნი, როგორიც იყო „დამაკავშირებელი კავშირი“ ანაც განმარტება:
„ორი სიდიდე, რომელიც სხვა ერთი და იმავე სიდიდეების ტოლია, ერ-
თმანეთის ტოლიცაა“. მას მარსელები თავიანთ ბუნებრივ გარემოში
ენახა, იცოდა, დედამიწელთა სტანდარტებით, მათი უკიდურესი სიღა-
რიბის შესახებაც, მაგრამ ჰქონდა ბედნიერება მათი კულტურის სიღ-
რმეში ჩაშვებულიყო, იქაური სიმდიდრე შეემეცნა და ისიც დაეგროკა,
თუ რაოდენ უმაღლეს ხარისხში აეყვანათ ერთმანეთის მიმართ დამო-
კიდებულება.
მოკლედ, რა გაეწყობოდა – ვალენტაინ მაიკლს ამ ადამიანებთან
წყალი გაეზიარებინა და ახლა მხოლოდ ის დარჩენოდა, მისი ნდობა
და რწმენა გაემართლებინა... მაჰმუდი იმის იმედსღა იტოვებდა, რომ
ეს იანკები მთლად ისეთი წყალწაღებულებიც არ აღმოჩნდებოდნენ,
როგორიც მათი თანამემამულეთა აბსოლუტური უმრავლესობა იყო.
ამრიგად, ყველას გულთბილად გაუღიმა და ხელიც ჩამოართვა.

399
– ვალენტაინ მაიკლმა ერთობ ამაყად ამიხსნა, რომ თქვენ ყველა-
ნი მისი (აქ მაჰმუდმა მარსული სიტყვა გამოიყენა) ხართ.
– რაო?
– ანუ მითხრა, რომ თქვენ მისი წყლისმიერი მოძმეები ბრძანდებით.
ხომ გესმით?
– ვგროკავ.
მაჰმუდი არ იყო დარწმუნებული, რომ ჰარშოუ მართლაც გროკავ-
და, მეტიც, უმალ საპირისპიროსი უფრო სჯეროდა, მაგრამ თავაზიანად
განაგრძო:
– რამდენადაც ვალენტაინ მაიკლთან მეც ასეთივე კავშირში ვარ,
გთხოვთ, ოჯახის წევრად მიგულოთ. თქვენ უკვე გიცნობთ, დოქტორო,
ეს კი, როგორც ვხვდები, მისტერ კექსტონი უნდა იყოს. თქვენი სვეტის
ფოტოდან მახსოვხართ. მისტერ კექსტონ, როცა ვახერხებ, ყოველ-
თვის ვკითხულობ. ახლა კი ვნახოთ, რამდენად ამოვიცნობ ამ ახალ-
გაზრდა ქალბატონებს. ეს ენი უნდა იყოს.
– მართალია. როგორც ხედავთ, თეთრ საბურველშია გახვეული,
რადგან ახლა პირუთვნელი მოწმის ამპლუაშია.
– რა თქმა უნდა. ამიტომ მას მოგვიანებით მივაგებ სათანადო პა-
ტივს, როდესაც პროფესიულ ვალს ბოლომდე მოიხდის.
ჰარშოუმ იგი დანარჩენებსაც წარუდგინა... მაჰმუდი ერთობ გაოც-
და, როდესაც ჯილმა წყლისმიერი მოძმის შესაფერისად მიმართა – მა-
ნერების სიზუსტითა და შესაბამისი პატივისცემის სრულად გამომხატ-
ველი სიტყვებით. მართალია, ზრდასრული მარსელებისგან განსხვა-
ვებით, ეს სიტყვები სამი ოქტავით მაღლა წარმოთქვა, მაგრამ ყელის
დამკაწრავი აქცენტი მაინც სუფთა ჰქონდა. ეს იყო რამდენიმე სიტყვა
იმ ათიოდედან, რომელთა თქმაც შეეძლო, მეტ-ნაკლები სიზუსტით კი,
უკვე ასზე მეტი სიტყვის მნიშვნელობა ესმოდა. რამდენიმეს წარმოთ-
ქმას ჯერ კიდევ სწავლობდა, მაგრამ მაჰმუდისთვის ნათქვამ სიტყვებს
განსაკუთრებით კარგად გამოთქვამდა, რადგან ისინი ყოველდღე ეს-
მოდა, ზოგჯერ დღეში რამდენჯერმეც.
დოქტორ მაჰმუდს გაკვირვებისგან თვალები გაუფართოვდა. იქნებ
ეს ადამიანები, დანარჩენ თანამემამულეთა მსგავსად, არც ისეთი გა-

400
უთლელი ბარბაროსები ყოფილიყვნენ – მის ახალგაზრდა მეგობარს
ასეთ საკითხებში ხომ ერთობ ღრმა ხედვა ჰქონდა. მაჰმუდმა დაუყოვ-
ნებლივ უპასუხა ჯილს ამ შემთხვევისთვის შესაფერისი პატივისცემის
გამომხატველი ფრაზით და ხელზე ეამბორა.
ჯილმა შენიშნა, რომ მაიკი ერთობ ნასიამოვნები ჩანდა, როდესაც
საკმაოდ უგერგილოდ, მაგრამ მაინც წარმატებით მოახერხა, იმ ცხრა
ფრაზიდან უმოკლესი მაინც ამოეჩხავლა, რომელთაც წყლისმიერი
მოძმეები ურთიერთობისას იყენებდნენ. სიმართლე ითქვას, ჯილს ამ
ფრაზის მნიშვნელობა ჯერ ბოლომდე ვერ დაეგროკა და ისიც საეჭვო
იყო, ვინმესთვის მისი ფიზიკური შესატყვისი (ცხადია,
ინგლისურად) შეეთავაზებინა... ყოველ შემთხვევაში, ახალგაცნო-
ბილ ადამიანს ამას ნამდვილად ვერ აკადრებდა!
მაჰმუდმა კი, რომელსაც კარგად ესმოდა ამ ფრაზის აზრი, ნათქვა-
მი სიმბოლური მნიშვნელობით მიიღო და არა პირდაპირით, რაც, ადა-
მიანური თვალსაზრისით, შეუძლებელიც იქნებოდა. შესაფერისადაც
უპასუხა, მაგრამ ჯილს ლინგვისტური შესაძლებლობები უკვე ამოეწუ-
რა, მაჰმუდის ნათქვამიდან ერთი სიტყვის მნიშვნელობაც ვერ გაეგო,
ამიტომ ვეღარც ინგლისურად მოახერხა ეპასუხებინა.
უეცრად, შთაგონება ეწვია. უზარმაზარ მაგიდაზე აქა-იქ ანტიკვარუ-
ლი ჭურჭელი ელაგა – მინის სურები, იქვე მინისავე ჭიქებით. ჯილმა
ერთ-ერთი სურა აიღო, ჭიქაში წყალი ჩამოასხა, მერე მაჰმუდს მიაპყრო
მზერა და გულწრფელად მიმართა:
– წყალი. ჩვენი ბუდე შენიცაა, – ჯილმა წყალი ტუჩების ოდნავი შე-
ხებით მოსვა და ჭიქა მაჰმუდს გაუწოდა.
მაჰმუდმა ჭიქა გამოართვა, მოსვა და მარსელთა ენაზე უპასუხა,
მაგრამ მიხვდა, რომ ჯილმა ვერ გაიგო და მაშინვე გადაუთარგმნა:
– ვინც წყალს აზიარებს, აზიარებს ყველაფერს, – ამ სიტყვებით ჭიქა
ისევ ჯილს გაუწოდა, მაგრამ უეცრად რაღაც აზრმა გაუელვა, ჰარშოუს-
კენ შეტრიალდა და ახლა უკვე მას შესთავაზა წყალი.
– შვილო, მე მარსულად ვერ ვლაპარაკობ, მაგრამ მადლობელი
ვარ, – უთხრა იუბალმა და დასძინა: – დაე, არასოდეს მოწყურებულიყა-

401
ვი, – მაჰმუდს ჭიქა გამოართვა და გვარიანად ჩაირაკრაკა, მესამედამ-
დე დაიყვანა, შემდეგ კი ბენს გაუწოდა.
კექსტონმაც გამოართვა, მაჰმუდს შეხედა და ხმადაბლა, მაგრამ
გარკვევით წარმოთქვა:
– სიცოცხლის წყლით მზარდია ჩვენი სიახლოვე.
ტუჩები ოდნავ დაისველა და ჭიქა დორკასს გაუწოდა. და მიუხედა-
ვად იმისა, რომ ეს უკვე რამდენიმეს გაეკეთებინა, დორკასი მაინც შე-
ყოყმანდა და მაჰმუდს მიუბრუნდა.
– დოქტორო მაჰმუდ, გესმით, ეს ყოველივე მაიკისთვის რამდენად
სერიოზულია?
– მის, შესანიშნავად მესმის.
– და... ეს ჩვენთვისაც ასეთივე სერიოზულია. ესეც გესმით? გრო-
კავთ?
– მთელი სისავსით ვგროკავ... წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენგან
წყალს არ მივიღებდი.
– ძალიან კარგი. დაე, ყოველთვის დარწყულებულიყავით. დაე,
ჩვენმა კვერცხებმა ბუდე გაიზიარონ.
დორკასს ლოყებზე ცრემლები ჩამოუგორდა, წყალი მოსვა და ჭიქა
მაშინვე მირიამს გადააწოდა.
– თავი ხელში აიყვანე, გოგონი, – წასჩურჩულა მირიამმა და მაიკს
მიმართა, – ამ წყლით თანამოძმეს მივესალმებით, – შემდეგ კი მაჰ-
მუდს მიუბრუნდა და დაამატა: – ბუდე, სიცოცხლე, წყალი, – მირიამმა
მოსვა და ჭიქა მაჰმუდს გაუწოდა: – ჩვენო მოძმე.
მაჰმუდმა ჭიქაში დარჩენილი წყალი დაცალა და არც ინგლისურად
და არც მარსულად, არამედ არაბულად წარმოთქვა:
– „ხოლო თუ შეავიწროვებთ მათ (იცოდეთ), ისინი თქვენი ძმები
არიან...“[90]
– ამინ, – დაეთანხმა იუბალი.
დოქტორმა მაჰმუდმა სწრაფი მზერა სტყორცნა, მაგრამ მაშინვე გა-
დაწყვიტა, რომ ახლა არ იყო იმის გამორკვევის დრო, ჰარშოუმ მარ-
თლა გაიგო მისი სიტყვები, თუ ეს, უბრალოდ, ზრდილობის გამო თქვა;
შესაფერისი არ იყო არც დრო და არც ადგილი ისეთ საკითხებზე სალა-

402
პარაკოდ, რომელთა განხილვასაც, შეიძლებოდა, მისი შფოთვა და ეჭ-
ვები გამოევლინა. ამის მიუხედავად, გულში მაინც სასიამოვნო სითბო
ჩაეღვარა... წყლის რიტუალისას ყოველთვის ასე ხდებოდა... მიუხედა-
ვად იმისა, რომ ამ ყველაფერს ერესის ელფერიც დაჰკრავდა.
დოქტორ მაჰმუდს ეს ფიქრები პროტოკოლის სამსახურის მოხელის
გამოჩენამ შეაწყვეტინა.
– თქვენ ხომ დოქტორი მაჰმუდი ბრძანდებით? თქვენი ადგილი მა-
გიდის საპირისპირო მხარესაა. გამომყევით, დოქტორო.
მაჰმუდმა ჯერ მას შეხედა, მერე მაიკს და თქვა:
– არა, ჩემი ადგილი აქ არის, მეგობრების გვერდით, – და დორკასს
მიუბრუნდა, – დორკას, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით, სკამი რომ მო-
ვიტანო და აქვე, თქვენსა და ვალენტაინ მაიკლს შორის მოვთავსდე?
– რა თქმა უნდა, არა, დოქტორო. მობრძანდით, მე ჩავიჩოჩები.
მოხელე მოუთმენლობისგან სადაცაა ფეხების ბაკუნს დაიწყებდა.
– დოქტორო მაჰმუდ, ძალიან გთხოვთ! თქვენი ადგილი აქ არ არის!
სულ სხვა მხარეს უნდა იჯდეთ. გენერალური მდივანი უკვე ნებისმიერ
წამს შეიძლება შემოვიდეს, აქაურობა კი რეპორტიორებითა და, ღმერ-
თმა იცის, რა ხალხითაა სავსე, რომლებიც აქ საერთოდ არ უნდა იყ-
ვნენ, მე კი უკვე აღარც ვიცი, რა მოვიმოქმედო!
– მაშინ, მიბრძანდით და იმათ მიხედეთ, ვინც მისახედი გყავთ, –
ჩაერია იუბალი.
– რაო? თქვენ ვინღა ბრძანდებით? სიაში თუ ხართ საერთოდ? – მან
ნერვიულად ჩახედა სტუმრების განთავსების გეგმას.
– და თავად ვინღა ბრძანდებით? – კითხვა დაუბრუნა იუბალმა, –
მთავარი ოფიციანტი? მე იუბალ ჰარშოუ ვარ და მაგ სიაში ჩემი სახელი
თუ არ წერია, შეგიძლიათ, აქვე დაფხრიწოთ. ახლა კი ყურადღებით
მომისმინეთ, აი, რას გეტყვით: თუ მარსელ ადამიანს სურს, რომ მისი
მეგობარი დოქტორი მაჰმუდი გვერდით ეჯდეს, ესე იგი, ასეც უნდა მოხ-
დეს.
– მაგრამ ის აქ ვერ დაჯდება! ამ მაგიდასთან ყველა ადგილი დაკა-
ვებულია. აქ მინისტრები, დელეგაციის მეთაურები, უმაღლესი სასა-
მართლოს მოსამართლეები და მსგავსი რანგის სხვა ადამიანები უნდა

403
დასხდნენ... მე კი წარმოდგენაც არ მაქვს, როგორ შევავიწროო ისინი,
თუ კიდევ ვინმე დაემატება... ან მარსელი ადამიანი როგორღა შევაწუ-
ხო, ბოლოს და ბოლოს.
– ბოლოს და ბოლოს! – მშრალად დაეთანხმა იუბალი.
– ისიც ხომ სრულიად ცხადია, რომ, წესით, დოქტორი მაჰმუდი გენე-
რალურ მდივანთან ახლოს უნდა იჯდეს, ზუსტად მის უკან და საჭიროე-
ბის შემთხვევაში ყველაფერი გადაუთარგმნოს და განუმარტოს. თქვე-
ნი ჯიუტობით კი საერთოდ ვერ მეხმარებით.
– ახლავე დაგეხმარებით, – იუბალმა სტუმრების განთავსების გეგ-
მა გამოსტაცა, მაგიდას მიუჯდა და მის შეცვლას შეუდგა, – ჰმ... აბა ვნა-
ხოთ... მარსელი ადამიანი გენერალური მდივნის მოპირდაპირედ უნ-
და იჯდეს, ანუ სწორედ იქ, სადაც ახლაა. მეერე... – იუბალმა ჯიბიდან
ფანქარი ამოიღო და სტუმრების განლაგებას შეუტია, – მაგიდის ეს მხა-
რე – აქედან აქამდე, მთლიანად მის განკარგულებაში უნდა იყოს, –
თქვა და საზღვრები ორი ჯვრით მონიშნა, შემდეგ მათ შორის რკალი
მოხაზა, ბოლოს კი რკალში მოხვედრილთა სახელების გადაშლას შე-
უდგა, – ეს საქმეს გაგინახევრებთ... ყველას, ვინც ჩვენს ნახევარზე ზის,
მე მივხედავ და სათანადოდაც განვათავსებ.
პროტოკოლის სამსახურის მოხელეს დაბნეულობისგან მეტყველე-
ბის უნარიც წაერთვა. ტუჩებს კი ამოძრავებდა, მაგრამ მხოლოდ ლუღ-
ლუღს ახერხებდა. ამან იუბალი ოდნავ მოალბო.
– რამე მოხდა? აჰ, რა თქმა უნდა, სულ გადამავიწყდა, რომ ეს ყვე-
ლაფერი ოფიციალურად უნდა დამემოწმებინა, – გეგმაზე, მის მიერვე
შეტანილი შესწორებების ქვეშ, მიაჯღაბნა: დოქტორი ჰარშოუ. ვალენ-
ტაინ მაიკლ სმიტის ინტერესების წარმომადგენელი. – ახლა კი, შვი-
ლო, თქვენს უშუალო უფროსთან გაიქეცით, ეს აჩვენეთ და ისიც გადა-
ეცით, რომ მეგობრულად განწყობილი პლანეტების მეთაურთა მიღე-
ბის წესებში ჩაიხედოს.
მოხელე იუბალის მიერ გამოწვდილ გეგმას გაშტერებული დაჰყუ-
რებდა, შემდეგ რეფლექსურად გამოართვა. ჯერ პირი დააღო, თითქოს
რაღაცის თქმას აპირებსო, მაგრამ მაშინვე შეტრიალდა და იქაურობას

404
პირის დამუწვის გარეშე გაეცალა. თუმცა მალევე მობრუნდა – უფრო
ასაკოვან კაცს ფეხდაფეხ მოსდევდა.
– დოქტორო ჰარშოუ, – კატეგორიულად მტკიცე ტონით დაიწყო
ახალმოსულმა, – მე ლარუ ვარ, პროტოკოლის სამსახურის უფროსი.
ნამდვილად გჭირდებათ მთავარი მაგიდის ნახევარი? რამდენადაც
ვიცოდი, პატარა დელეგაცია უნდა გყოლოდათ.
– მაგას არ აქვს მნიშვნელობა.
ლარუს ტუჩებზე ღიმილმა გადაურბინა.
– ვშიშობ, რომ სწორედ ამას აქვს მნიშვნელობა, სერ. ადგილები
ისედაც უკიდურესად შეზღუდულია. ამ შეხვედრას მთელი ფედერაციი-
დან თითქმის ყველა უმაღლესი თანამდებობის პირი უნდა დაესწროს.
თქვენ თუ კიდევ ელოდებით ვინმეს, თუმცა კი ვისურვებდი, ამასთან
დაკავშირებით ადრევე გაგეფრთხილებინეთ, მაშინ თქვენი და მის-
ტერ სმიტის სკამების უკან ერთ პატარა მაგიდას დავამატებინებ.
– არა.
– ვშიშობ, სწორედ ამის გაკეთება მოგვიწევს. ვწუხვარ, მაგრამ სხვა
გამოსავალი არ არსებობს.
– მეც ძალიან ვწუხვარ... მაგრამ თუ მარსის დელეგაციისთვის მაგი-
დის ნახევარი არ არის გამოყოფილი, მაშინ აქაურობას ახლავე დავ-
ტოვებთ, გენერალურ მდივანს კი გადაეცით, რომ შეხვედრა თქვენ გა-
მო ჩაიშალა, რადგან მარსელ ადამიანს სათანადო პატივისცემით არ
მოეპყარით.
– რა თქმა უნდა, ამას სერიოზულად არ ამბობთ.
– განა ჩემი გზავნილი არ მიგიღიათ?
– აჰ... კი, მივიღე, მაგრამ ხუმრობად მივიჩნიე. ვაღიარებ, რომ საკ-
მაოდ მოსწრებულ ხუმრობადაც.
– შვილო, საერთოდ არ მეხუმრება. ასეთ საპასუხისმგებლო და
მნიშვნელოვან მომენტში თავს ხუმრობის უფლებას ვერ მივცემ. თუ
სმიტი სხვა პლანეტის უმაღლესი წარმომადგენელია, რომელიც დედა-
მიწას ოფიციალური ვიზიტით ეწვია, მაშინ სათანადო მოპყრობასაც იმ-
სახურებს, ხოლო თუ მიგაჩნიათ, რომ ის, უბრალოდ, ტურისტია და მეტი
არავინ, მაშინ, რა თქმა უნდა, ოფიციალურ დონეზე პატივისცემაც არ

405
არის საჭირო. ამრიგად, მის სტატუსთან დაკავშირებით უნდა ჩამოყა-
ლიბდეთ და შესაბამისადაც მოეპყროთ. თუ კარგად მიმოიხედავთ, და-
ინახავთ, რომ ამ შეხვედრას მთელი ფედერაციის „თითქმის ყველა
უმაღლესი თანამდებობის პირი“ ესწრება, როგორც მათ თავადვე უწო-
დეთ. აბა, უცებ დაფიქრდით და მიხვდით, განა აქ მოსასვლელად თავს
შეიწუხებდნენ, სმიტი მათთვის მხოლოდ და მხოლოდ ტურისტი რომ
ყოფილიყო?
– ასეთი რამ ადრე არასოდეს მომხდარა, – როგორც იქნა, ამოღერ-
ღა ლარუმ, იუბალმა კი ჩაიცინა.
– ცოტა ხნის წინ შევნიშნე, მთვარის რესპუბლიკის დელეგაციის მე-
თაური რომ შემოვიდა... აბა, მიდით და უთხარით, რომ ასეთი რამ ჯერ
არ მომხდარა, მაგრამ გახსოვდეთ, ამის თქმისთანავე სასწრაფოდ უნ-
და გაეცალოთ, რადგან, რამდენადაც ვიცი, ერთობ ფეთქებადი ხასია-
თით გამოირჩევა, – იუბალმა ამოიოხრა და განაგრძო: – მაგრამ მე,
შვილო, მოხუცი კაცი ვარ, წუხელ თითქმის არ მიძინია და, თანაც, არც
ისაა ჩემი საქმე, სათანადოდ მოქცევა გასწავლოთ. უბრალოდ, მისტერ
დაგლასს გადაეცით, რომ სხვა დროს შევხვდებით... მაშინ, როდესაც
ჩვენს მისაღებად შესაბამისად მოემზადება, – ჰარშოუ სმიტს მიუბრუნ-
და, – მაიკ, წავედით, – თქვა და მძიმედ წამოდგა.
– არა, არა, დოქტორო ჰარშოუ, – სასწრაფოდ ალაპარაკდა ლარუ,
– მაგიდის ამ ნახევარს ახლავე გავათავისუფლებთ. მე... რამეს მოვა-
ხერხებ. დარწმუნებული იყავით, რომ ნახევარი მაგიდა თქვენს გან-
კარგულებაშია.
– ასე ჯობს, – მოუწონა ჰარშოუმ, მაგრამ ჯერ არც დაჯდომას აპი-
რებდა, – კი, მაგრამ მარსის დროშა სად არის? ოფიციალური პატივის
მიგებაზე რაღას იტყვით?
– ვშიშობ, ვერ ვხვდები, რას გულისხმობთ.
– არ მახსენდება შემთხვევა, რომ ესოდენ მარტივი ჭეშმარიტებები
ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ამეხსნას, თანაც ორივე მხარისთვის
მშობლიურ ენაზე. მისმინეთ, ხომ ხედავთ ფედერაციის დროშას იმ სკა-
მის უკან, სადაც გენერალური მდივანი უნდა დაჯდეს? ახლა კი მითხა-

406
რით, სად არის მარსის დროშა, რომელიც მარსელი ადამიანის უკან უნ-
და ეკიდოს?
ლარუმ დაბნეულობისგან თვალების ხამხამი დაიწყო.
– უნდა გამოგიტყდეთ, რომ ეს ჩემთვის სრული მოულოდნელობაა,
– ამოთქვა როგორც იქნა, – წარმოდგენაც არ მქონდა, რომ მარსელები
დროშას იყენებდნენ.
– არც იყენებენ, მაგრამ ვერც იმას წარმოიდგენთ, მას რითი ანაც-
ვლებენ ხოლმე. საკუთარ თავზეც იმავეს ვიტყოდი, შვილო, მაგრამ ახ-
ლა ამას მნიშვნელობა აღარ აქვს. ამიტომ, ამ სიტუაციიდან თავის ად-
ვილად დაძვრენის შესაძლებლობას მოგცემთ, – იუბალი მირიამს მი-
უბრუნდა, – მირიამ, ერთი ფურცელი მომაწოდე. ჰო, ეგ კარგია, გამოდ-
გება, – ჰარშოუმ სწორკუთხედი მოხაზა და ზედ ის სიმბოლო დახატა,
რომლითაც დედამიწაზე მარსს აღნიშნავდნენ ხოლმე: წრეში ჩახატუ-
ლი მარჯვნივ და მაღლა მიმართული ისრით, – მარსის სიმბოლო წითე-
ლი უნდა იყოს, ფონი კი თეთრი... რა თქმა უნდა, აჯობებდა, შესაბამის
ქსოვილზეც ყოფილიყო ამოქარგული, მაგრამ ახლა ასეთიც გამოდგე-
ბა. ნებისმიერი ბოისკაუტი, რომელსაც თეთრი ნაჭრითა და წითელი
საღებავით მოამარაგებთ, ამ საქმეს ათიოდე წუთში გაართმევს თავს.
ბოისკაუტი არ ყოფილხართ?
– აჰ... დიდი ხნის წინ.
– ძალიან კარგი. იმედია, სკაუტების დევიზი ჯერ კიდევ გახ-
სოვთ[91]. ახლა კი დანარჩენი ოფიციალური მხარე განვიხილოთ, თუ
თქვენთვის ესეც სრული მოულოდნელობაა? გენერალური მდივნის
დარბაზში შემოსვლისას ალბათ გეგმავთ, რომ „დიდება სუვერენულ
მშვიდობას“ დაუკრათ, ასე არ არის?
– სწორედ ასე უნდა მოვიქცეთ. ეს სავალდებულოა.
– მაშინ, ბუნებრივი იქნება, რომ მას მარსის ჰიმნიც მიაყოლოთ.
– მაგრამ წარმოდგენაც არ მაქვს, ეს როგორ უნდა გავაკეთოთ. ასე-
თი რამ რომც არსებობდეს... საიდან უნდა გვქონდეს? დოქტორო ჰარ-
შოუ, ძალიან გთხოვთ, გონს მოეგოთ.
– მისმინე შვილო, მე სრულ ჭკუაზე ვარ. ჩვენ ვიწრო, არაოფიცი-
ალურ, საქმიან შეხვედრაზე მოვდიოდით, თქვენ კი აქაურობა ცირკად

407
აქციეთ. გინდათ ცირკი? მაშინ სპილოებიც უნდა იყოლიოთ, სხვაგვა-
რად არ გამოვა. ჩვენთვის უკვე სრულიად გასაგებია, რომ მარსულ მუ-
სიკას ისევე ვერ დაუკრავთ, როგორც სასტვენიანი ბიჭი სიმფონიას,
მაგრამ მაინც შეგიძლიათ სიმფონია დააკვრევინოთ – „ათი პლანეტის
სიმფონია“. გროკავთ? ანუ ხვდებით, რას გეუბნებით? ჩანაწერი მარსის
ეპიზოდიდან გაუშვით და ბოლომდე დააკვრევინეთ... ან იმდენი მაინც,
რომ მელოდიის ამოცნობა შეიძლებოდეს.
ლარუ ღრმად ჩაფიქრდა, მერე კი თქვა:
– კარგი, ვფიქრობ, ეს შესაძლებელია, მაგრამ, დოქტორო ჰარშოუ...
კი, შეგპირდით, რომ მაგიდის ნახევარს დაგითმობდით, მაგრამ არ ვი-
ცი, რამდენად შემიძლია, მარსელი ადამიანის უმაღლესი პატივით
დახვედრასაც დაგპირდეთ. მაგალითად, დროშა და ეს მუსიკა ავი-
ღოთ... თუნდაც ასეთი იმპროვიზებული, სრულიად სიმბოლური სახით.
მე... ვფიქრობ, რომ ამის უფლებამოსილება არ მაქვს.
– და არც საკმარისი გაბედულება, – მწარედ მიახალა ჰარშოუმ, –
რას ვიზამთ, ჩვენ ეს ცირკი არაფერში გვჭირდება. მისტერ დაგლასს
გადაეცით, რომ მაშინ მოვალთ, როდესაც ასეთი დაკავებული არ იქნე-
ბა... და არც ამდენი ხალხი იტრიალებს აქ. სასიამოვნო იყო თქვენთან
საუბარი, შვილო. როცა დავბრუნდებით, მოგვინახულეთ და ისევ ვი-
ლაპარაკოთ, თუ, რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ ადგილზე იქნებით...
სკამიდან ისე მძიმედ წამოდგა, როგორც ძალიან დაბერებულ და
იმდენად დასუსტებულ ადამიანს შეეფერება, დამოუკიდებლად გადა-
ადგილებაც რომ უჭირს.
– დოქტორო ჰარშოუ, გემუდარებით, არ წახვიდეთ! – ისევ დანებდა
ლარუ, – გენერალური მდივანი იქამდე არ მოვა, ვიდრე მე არ შევატყო-
ბინებ, რომ მის მისაღებად უკვე ყველაფერი მზად არის. ასე რომ, და-
მელოდეთ და ვნახავ, რისი გაკეთება შეიძლება. რას იტყვით?
ჰარშოუ ისევ დაეშვა და შვებით ამოისუნთქა.
– როგორც თქვენ იტყვით, მაგრამ ვიდრე აქ ხართ, კიდევ რაღაც უნ-
და გითხრათ. ცოტა ხნის წინ მთავარ შემოსასვლელთან რაღაც ჩოჩქო-
ლი იყო... როგორც მივხვდი, „ჩემპიონის“ ეკიპაჟის ერთ-ერთ წევრს უნ-
დოდა შემოსვლა. ამ ეკიპაჟის ყველა წევრი სმიტის მეგობარია. ასე

408
რომ, შემოუშვით და ჩვენ მივხედავთ. თანაც, მაგიდის ეს მხარეც ხომ
უნდა შევავსოთ, – ჰარშოუმ მძიმედ ამოიხვნეშა და თირკმელების ად-
გილი დაიზილა, – თქვენი დახმარების იმედი მაქვს.
– ძალიან კარგი, სერ, – კბილებში გამოცრა ლარუმ და გაეცალა.
– ბოს, – წასჩურჩულა ჰარშოუს მირიამმა, – წუხელ მაგიდასთან გა-
თენების გამო ზურგი ხომ არ დაგეჭიმა?
– გოგო, გაჩუმდი, თორემ გაილახები, – დაუცაცხანა და თვითკმაყო-
ფილებით მოათვალიერა დარბაზი, რომელიც სულ უფრო ივსებოდა
მაღალი თანამდებობის პირებით. დაგლასისთვის ნათქვამი ჰქონდა,
რომ მცირეფორმატიან და არაფორმალურ მოლაპარაკებას ამჯობი-
ნებდა, მაგრამ წინასწარ იცოდა, რომ ასეთი შეხვედრა აუცილებლად
მოიზიდავდა ძალაუფლების მქონე ადამიანებს, განსაკუთრებით მათ,
ვინც უფრო მეტი ძალაუფლებისკენ მიისწრაფოდა – ზუსტად ისე, რო-
გორც ფარვანები მიილტვიან სინათლისკენ. ჰარშოუ ფიქრობდა, რომ
ეს ბობოლები მაიკს ისე უნდა მოქცეოდნენ, როგორც სუვერენს – თანაც
მთელი მსოფლიოს თვალწინ. აბა, ერთი ამის შემდეგ ეცადათ ბიჭის გა-
ცურება!
სენფორთი ჟურნალისტების დარბაზიდან გარეკვას ცდილობდა,
პროტოკოლის სამსახურის მოხელე კი თავის ბოსს დაეძებდა და ნერ-
ვიული ძიძასავით ცქმუტავდა. როგორღაც ცდილობდა, მინიმალურ
ადგილას ბობოლების მაქსიმალური რაოდენობა განეთავსებინა, ისი-
ნი კი მოდიოდნენ და მოდიოდნენ. იუბალს უკვე დაესკვნა, რომ დაგ-
ლასი თერთმეტ საათამდე არ აპირებდა მოლაპარაკების დაწყებას და
ამის
შესახებ მათ გარდა ყველამ იცოდა, სმიტი და კომპანია კი მხო-
ლოდ იმიტომ მოეყვანათ ადრე, რომ წინასწარი მოლაპარაკება, რო-
მელთან დაკავშირებითაც ჰარშოუმ და დაგლასმა შეთანხმებას ვერ
მიაღწიეს, დაგლასისთვის ხელსაყრელ პირობებში ჩატარებულიყო,
მაგრამ ჰარშოუმ ამ წინასწარი მოლაპარაკების შემოთავაზება კატე-
გორიულად უარყო. ამრიგად, გადაწყვიტა, ზედმეტი ერთი საათი სა-
სარგებლოდ გამოეყენებინა.

409
დარბაზში აღმოსავლეთის კოალიციის ლიდერი შემოვიდა. მის-
ტერ კინგი, თავისივე გადაწყვეტილებით, არა საკუთარი ქვეყნის დე-
ლეგაციის მეთაურის, არამედ, პროტოკოლის თანახმად, ასამბლეის
უბრალო წევრის სტატუსით მოსულიყო. ჰარშოუს ოდნავაც არ გაკვირ-
ვებია, როცა დაინახა, თუ როგორ მიანება ყველასა და ყველაფერს თა-
ვი პროტოკოლის სამსახურის მოხელემ და მაშინვე დაგლასის მთავა-
რი პოლიტიკური მტრისკენ გაქანდა, რათა იგი მთავარ მაგიდასთან,
გენერალური მდივნის სიახლოვეს დაესვა. ამან იუბალი კიდევ ერ-
თხელ დაარწმუნა, რომ დაგლასი სულელი სულაც არ იყო.
„ჩემპიონის“ ექიმი ნელსონი და კაპიტანი ვან ტრომპი ერთად შე-
მოვიდნენ. მაიკი მათ დიდი აღფრთოვანებით შეხვდა. იუბალიც კმაყო-
ფილი იყო, რადგან მაიკი კამერების წინ რაღაცას მაინც გააკეთებდა,
იმის ნაცვლად, რომ უძრავად მჯდარიყო და განუვითარებელი ადამია-
ნის შთაბეჭდილება დაეტოვებინა. იუბალმა ამ არეულობით ისარგებ-
ლა და სკამების განლაგება შეცვალა, რადგან სმიტის დამცავი კედ-
ლით შემოზღუდვა საჭირო აღარ იყო. მაიკი გენერალური მდივნის სკა-
მის მოპირდაპირე მხარეს დასვა, თვითონ კი მარცხნიდან მიუჯდა,
რადგან მაიკისთვის არამარტო რჩევები უნდა მიეცა, არამედ, საჭი-
როების შემთხვევაში, დასამშვიდებლად ხელიც ჩაეჭიდა. რამდენა-
დაც მაიკს მხოლოდ უკიდურესად ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა
მსგავს სიტუაციებში ადამიანთა ქცევებზე, იუბალმა ფარული მინიშნე-
ბების სისტება შეიმუშავა – ზუსტად ისეთი, როგორსაც მხედარი კარ-
გად გაწვრთნილი ცხენის სამართავად და სათანადო მანევრების შე-
სასრულებლად გამოიყენებდა. მათ შორის იყო: „ადექი“, „დაჯექი“,
„თავი დაუკარი“, „ხელი ჩამოართვი“, რაც, ცხენებისგან განსხვავებით,
მაიკმა ხუთიოდე წუთში აითვისა.
მას შემდეგ, რაც მაჰმუდმა თანაეკიპაჟელებთან ლაპარაკით გული
იჯერა, მათ ცოტა ხნით დაემშვიდობა და გზა იუბალისკენ გამოიკ-
ვლია.
– დოქტორო, უნდა გითხრათ, რომ კაპიტანი და ექიმიც ვალენტაინ
მაიკლის წყლისმიერი მოძმეები არიან და იგი მოხარული იქნება, თუ
წყალთან დაკავშირებულ რიტუალს კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, ამ-

410
ჯერად ყველა ერთად. ამის სურვილი ჩემთან გამოთქვა, თუმცა ვუთხა-
რი, რომ ცოტა ხნით ედროვებინა. თქვენ რას იტყვით?
– რაო? რა თქმა უნდა, ოღონდ, ვფიქრობ, ასეთ ხალხმრავლობაში
არ ღირს, – იუბალი შეფიქრიანდა. ჯანდაბა! კიდევ რამდენი მოძმე
ჰყავდა მაიკს? რამდენად გრძელი იქნებოდა მათი სია? – იქნებ ამ ყვე-
ლაფრის შემდეგ თქვენ სამნი ჩვენთან ერთად წამოსულიყავით. ცოტა
დავლიოთ და მშვიდად ვისაუბროთ.
– ეს ჩემთვის დიდი პატივი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ და-
ნარჩენებიც წამოვლენ, თუ, რა თქმა უნდა, რამე არ შეუშლით ხელს.
– ძალიან კარგი. დოქტორო მაჰმუდ, ხომ არ იცით, კიდევ ჰყავს თუ
არა ჩვენს ყმაწვილს წყლისმიერი მოძმეები და შეიძლება თუ არა, ისი-
ნიც შემოგვიერთდნენ?
– არა. ყოველ შემთხვევაში, „ჩემპიონის“ ეკიპაჟიდან მეტი აღარა-
ვინ, – დოქტორი მაჰმუდი შეყოყმანდა, თუმცა გადაწყვიტა, რომ აჯო-
ბებდა, არ დაესვა ენაზე მომდგარი საპასუხო კითხვა, რადგან ამით,
შეიძლებოდა, გაემჟღავნებინა, თუ რამდენად შეცბუნებულიყო მაშინ,
როდესაც წყლის რიტუალიდან მომდინარე შორს მიმავალი ვალდებუ-
ლებები გააცნობიერა, – წავალ, საღამოს თაობაზე სვენსა და მოხუცს
ვეტყვი.
ჰარშოუმ დაინახა, როგორ შემოვიდა რომის პაპის ნუნცია და რო-
გორ მიუჩინეს ადგილი მთავარ მაგიდასთან. გულში ჩაიცინა. თუ იმ
ყურპარტყუნა ბრიყვ ლარუს კიდევ შემორჩენოდა ეჭვი ამ შეხვედრის
ოფიციალურ სტატუსთან დაკავშირებით, მისთვისვე აჯობებდა, და-
უყოვნებლივ შეეცვალა აზრი.
სწორედ ამ დროს უკნიდან ვიღაც მიუახლოვდა, მხარზე ხელი და-
ადო და ჰკითხა:
– მარსელი ადამიანი აქ არის?
– დიახ, – უპასუხა იუბალმა.
– რომელია? მე ტომ ბუნი ვარ, სენატორი ბუნი. ეპისკოპოს დიგბის-
გან რაღაც უნდა გადავცე.
იუბალმა ემოციები დათრგუნა და გონება მაქსიმალურად აამუშავა.

411
– მე იუბალ ჰარშოუ ვარ, სენატორო, – მან მაიკს ანიშნა, წამომდგა-
რიყო და ბუნისთვის ხელი ჩამოერთმია, – ეს არის მისტერ სმიტი, – იუ-
ბალი ისევ მაიკს მიუბრუნდა, – მაიკ, ეს სენატორი ბუნია.
– მოგესალმებით, სენატორო, როგორ გიკითხოთ, – დახვეწილი მა-
ნერით მიმართა მაიკმა და ბუნს ინტერესით დაკვირდა. მან უკვე იცო-
და, რომ „სენატორი“ უხუცესს არ ნიშნავდა, როგორც შეიძლებოდა ამ
სიტყვის ეტიმოლოგიიდან გამომდინარე გეფიქრა[92]. მიუხედავად
ამისა, მაინც აინტერესებდა, თუ რას წარმოადგენდა „სენატორი“, რად-
გან მიიჩნევდა, რომ მისი მნიშვნელობა ჯერ კიდევ ვერ დაეგროკა.
– შესანიშნავად გახლავართ, გმადლობ, მისტერ სმიტ. დიდ დროს
არ წაგართმევთ – როგორც ვატყობ, ეს წარმოდგენა სადაცაა დაიწყე-
ბა. მე აქ მთავარეპისკოპოსმა დიგბიმ გამომგზავნა, რათა პირადად
მიგიწვიოთ ღვთისმსახურებაზე მთავარანგელოზ ფოსტერის სამლოც-
ველოში.
– უკაცრავად?.. – მაიკი დაბნეული ჩანდა და იუბალიც სასწრაფოდ
ჩაერია.
– სენატორო, როგორც თავადაც იცით, მარსელი ადამიანისთვის
ჩვენთან ძალიან ბევრი რამეა უცხო. აქ თითქმის ყველაფერი უცხოა
მისთვის. მაგრამ ისე მოხდა, რომ მისტერ სმიტმა თქვენი ღვთისმსახუ-
რება უკვე ნახა ერთ-ერთ გადაცემაში...
– ეგ სულ სხვა რამეა.
– ვიცი, მაგრამ მაინც ძალიან დაინტერესდა და უამრავი კითხვაც
დამისვა, რომლებზე პასუხიც ვერ შევძელი.
ბუნმა ჰარშოუ მზერით გახვრიტა.
– თქვენ მორწმუნეთა რიცხვს არ მიეკუთვნებით?
– უნდა გამოგიტყდეთ, რომ არა.
– მაშინ, თქვენც მოდით. ცოდვილთათვისაც იმედი ყოველთვის არ-
სებობს.
– გმადლობთ, მოვალ, – უთხრა იუბალმა და გაიფიქრა, „რა თქმა
უნდა, მოვალ, მეგობარო! აბა მაიკს თქვენს ხაფანგში მარტოს ხომ არ
გამოვუშვებ!“

412
– მაშინ მომდევნო კვირას გელოდებით. ეპისკოპოს დიგბის გადავ-
ცემ.
– იყოს მომდევნო კვირას, თუ მოვახერხებთ... – დააზუსტა იუბალმა,
– შეიძლება, მაგ დროს უკვე საკნებში ვისხდეთ.
ბუნმა ჩაიცინა.
– ეგ კი ყოველ წამს შეიძლება, მოხდეს, ასე არ არის? მე ან მთავა-
რეპისკოპოსს მოგვაწვდინეთ ხმა და იქ დიდხანს გაჩერება არ მოგი-
წევთ, – გადაჭედილ დარბაზს თვალი მოავლო და დასძინა: – როგორც
ჩანს, საკმარისი ადგილები არ არის. ასეთ ჭყლეტაში უბრალო სენა-
ტორს დასაჯდომის გამონახვის დიდი იმედი არც უნდა ჰქონდეს.
– იქნებ პატივი დაგვდოთ და შემოგვიერთდეთ, სენატორო, – რბი-
ლად უთხრა იუბალმა, – აქ, ამ მაგიდასთან.
– რაო? სერ, გმადლობთ შემოთავაზებისთვის!
– თუ, რა თქმა უნდა, იმის წინააღმდეგი არ ხართ, რომ მარსის დე-
ლეგაციის შემადგენლობაში დაგინახონ, – დააყოლა ჰარშოუმ, – სუ-
ლაც არ გვინდა, უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ.
ბუნი ერთი წამით შეყოყმანდა და თქვა:
– სულაც არა. ვის აღელვებს, რას იტყვიან ჭორიკანები? პირდაპირ
გეტყვით, ოღონდ ჩვენ შორის დარჩეს, რომ ეპისკოპოსი ძალიან, ძა-
ლიანაა დაინტერესებული ამ ახალგაზრდით.
– მშვენიერია. აი, იქ არის თავისუფალი ადგილი, კაპიტან ვან
ტრომპის გვერდით, იმ კაცს ვგულისხმობ, – კაპიტანზე მიანიშნა ჰარ-
შოუმ, – თუმცა, შეიძლება, იცნობთ კიდეც.
– ვან ტრომპს? რა თქმა უნდა, რა თქმა უნდა, შესანიშნავად ვიცნობ.
ჩვენ ძველი მეგობრები ვართ. უკვე შევხვდით კიდეც ერთმანეთს.
სენატორმა ბუნმა სმიტს თავი დაუკრა, სკამზე მძიმედ დაეშვა და
მოხერხებულად მოკალათდა.
სტუმართა უმრავლესობას ადგილი უკვე მოეძებნა და დარბაზში შე-
მომსვლელთა ნაკადსაც ეკლო. უცებ ჰარშოუმ შენიშნა, რომ ერთგან,
რამდენიმე ადამიანი, ადგილთან დაკავშირებით კამათობდა. რაც უფ-
რო დიდხანს აკვირდებოდა ამ დავას, მით მეტად ეუფლებოდა მოუს-
ვენრობა. ბოლოს და ბოლოს, გადაწყვიტა, რომ ამ დაუსრულებელი უმ-

413
სგავსობის ყურება აღარ შეეძლო და მოსათათბირებლად მაიკისკენ
გადაიხარა. უნდა დარწმუნებულიყო, რომ თუ იგი ამის მიზეზს ვერ ჩას-
წვდებოდა, იმას მაინც მიმხვდარიყო, ზუსტად რის გაკეთებას მოელო-
და მისგან იუბალი.
– კარგი, იუბალ, გავაკეთებ, – დაეთანხმა მაიკი.
– გმადლობ, შვილო, – უთხრა იუბალმა, წამოდგა და გაცხარებულ
კამათში ჩართული სამეულისკენ გაემართა. ერთი მათგანი პროტოკო-
ლის სამსახურის მოხელე იყო, მეორე – ურუგვაის დელეგაციის მეთა-
ური, მესამე კი ყველაზე მეტად ცხარობდა. ურუგვაელი დაბეჯითებით
აცხადებდა:
– თუ ამ ადამიანს დასვამთ, მაშინ სხვა სახელმწიფოთა მეთაურე-
ბისთვისაც მოგიწევთ ადგილების გამონახვა. სულ რამდენი არიან?
ოთხმოცი თუ მეტი? თქვენ კი უკვე აღიარეთ, რომ ამას ვერ ახერხებთ.
ეს ფედერაციის ტერიტორიაა... აქ არცერთი სახელმწიფოს მეთაურს
არ აქვს უპირატესობა, ყველა თანასწორია. თუ გამონაკლისებს დაუშ-
ვებთ, მაშინ...
იუბალი კამათში ჩაერია და მესამე ადამიანს მიმართა:
– სერ... – მცირე პაუზა გააკეთა, ვიდრე დარწმუნდებოდა, რომ მისი
ყურადღება მიიქცია და განაგრძო: – ...მარსელმა ადამიანმა დამავა-
ლა, მეთხოვა, რომ პატივი დასდოთ და მასთან დაჯდეთ... თუ, რა თქმა
უნდა, თქვენი სხვაგან ყოფნა არ არის აუცილებელი.
ადამიანი, რომელსაც იუბალმა მიმართა, დაბნეული მიაჩერდა. ბო-
ლოს, როგორც იქნა, თავს მოერია, გაიღიმა და თქვა:
– ჰო, რა თქმა უნდა, შესანიშნავია.
პროტოკოლის სამსახურის მოხელემ და ურუგვაელმა დელეგატმა
გაპროტესტება დააპირეს, მაგრამ იუბალმა მათ ზურგი შეაქცია და ისევ
მესამეს მიუბრუნდა:
– წავედით, სერ. ძალიან ცოტა დრო დარჩა.
სწორედ ამ დროს დარბაზში ორი ადამიანი შემოვიდა. პირველს
ნაძვისხის სადგამის მსგავსი რაღაც მოჰქონდა, მეორეს კი სისხლის-
ფერი საღებავით მოთხუპნილი ნაჭერი, რომელიც, აშკარად, „მარსის
დროშა“ უნდა ყოფილიყო. იუბალმა თავის თანამგზავრთან ერთად

414
მთავარ მაგიდას მიაშურა, ხოლო როგორც კი მაიკმა ისინი შენიშნა, მა-
შინვე წამოდგა.
იუბალი თანამგზავრს მიუბრუნდა:
– სერ, ნება მომეცით, წარმოგიდგინოთ – ვალენტაინ მაიკლ სმიტი.
მაიკ, ეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტია!
მაიკი თავაზიანად მიესალმა.
ის იყო, პრეზიდენტი მაიკისგან მარჯვნივ დასვეს, ხოლო მარსის სა-
ხელდახელო დროშა ზუსტად მათ უკან აღმართეს, რომ დარბაზში მუ-
სიკა აჟღერდა, ყველა წამოდგა და საზეიმოდ გაისმა:
– გენერალური მდივანი!

415
თავი მეოცე
თავიდან იუბალი გეგმავდა, როდესაც დარბაზში დაგლასი შემოვი-
დოდა, მაიკი მჯდარიყო, თუმცა ეს იდეა უკუაგდო, რადგან სულაც არ
სურდა, ეჩვენებინა, რომ მაიკი დაგლასზე მაღლა იდგა, არამედ იმის
ხაზგასმა ეწადა, რომ შეხვედრა თანასწორთა შორის იმართებოდა. ამ-
რიგად, როდესაც იუბალი წამოდგა, მაიკსაც იგივეზე ანიშნა. დარბაზში
„დიდება სუვერენულ მშვიდობას“ გაისმა, უზარმაზარი ორმაგი კარი
გააღეს და დაგლასიც შემოვიდა, რომელმაც პირდაპირ თავის ად-
გილს მიაშურა და დაჯდა.
იუბალმა მაშინვე ანიშნა მაიკს, რომ ასევე მოქცეულიყო – უნდოდა,
ისინი ერთდროულად დამსხდარიყვნენ, დანარჩენები კი მცირეოდენი
პაუზის შემდეგ.
სწორედ ამ დროს იუბალს მოუთმენლობისგან სუნთქვა შეეკრა,
რადგან ლარუ გადაჭრით არაფერს დაჰპირებია და არ იცოდა, უნდა
ჰქონოდა თუ არა მისი იმედი.
დარბაზში „მარსის“ ეპიზოდის მქუხარე ჰანგები გაისმა და მთელი
დარბაზი გაავსო. „ომის ღმერთის“ ფრაგმენტმა ჟრუანტელი მათაც
მოჰგვარა, ვინც მის მოსმენას ელოდა. იუბალი წამოდგა და სმენაზე
მდგომი დამფრთხალი კურსანტივით გაიჭიმა, თან დაგლასს თვალს
თვალში უყრიდა, რომელიც თავის მხრივაც აკვირდებოდა.
დაგლასიც წამოდგა, მართალია, იუბალივით არ წამომხტარა, მაგ-
რამ მაინც. მაიკი კი ჯდომას აგრძელებდა, რადგან იუბალს მისთვის
არაფერი უნიშნებია. იჯდა მშვიდად, უემოციოდ და ოდნავაც არ აღელ-
ვებდა ის ფაქტი, რომ გენერალური მდივნის ფეხდაფეხ, მის გარდა,
ყველა წამომდგარიყო. მაიკს წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ხდებოდა
და, უბრალოდ, ისე იქცეოდა, როგორც მის წყლისმიერ მოძმეს სურდა.
მას შემდეგ, რაც „მარსის ჰიმნის“ შესრულება მოითხოვა, იუბალი
საგონებელში ჩავარდნილიყო. იმაზე ფიქრით იმტვრევდა თავს, თუ რა
უნდა მოემოქმედებინა მაიკს იმ შემთხვევაში, თუ მას მართლაც დაუკ-
რავდნენ. ეს საინტერესო კითხვა იყო, რომლის პასუხიც იმაზე იყო და-
მოკიდებული, თუ რა როლს ასრულებდა მაიკი ამ კომედიაში... მუსიკა
416
შეწყდა. იუბალმა მაიკს ანიშნა, რომ წამომდგარიყო და თავი ოდნავ
დაეკრა. მაიკი ასეც მოიქცა და იუბალის მორიგი სიგნალისთანავე ად-
გილს სწორედ იმ მომენტში დაუბრუნდა, როდესაც გენერალური მდი-
ვანი და დანარჩენებიც დასხდნენ. ამჯერად ეს მოქმედება გაცილებით
სწრაფად შეასრულეს, თანაც აშკარად ეტყობოდათ გაოცება იმის გამო
„მარსის ჰიმნის“ დროს, თავად მარსელი არ წამომდგარა.
იუბალმა შვებით ამოისუნთქა, რადგან ეს ამბავი, როგორც იქნა, გა-
დაგორებულიყო. ძალიან დიდი ხნის წინ, რაღაც აღლუმზე, მმართვე-
ლი დედოფალი ენახა – აწ უკვე გადაშენებული სამეფო მოდგმის ერთ-
ერთი უკანასკნელი წარმომადგენელი, რომელმაც ჰიმნის შესრულების
შემდეგ სწორედ ასეთი რევერანსი გააკეთა, რაც მისი უდიდებულესო-
ბის მიმართ გამოხატული პატივისცემის საპასუხო ჟესტი იყო.
დემოკრატიული სახელმწიფოს მეთაური კი, საკუთარი ქვეყნის ჰიმ-
ნის მოსმენისას, დანარჩენი მოქალაქეების მსგავსად, ფეხზე უნდა
მდგარიყო, რადგან იგი სუვერენი არ გახლდათ.
მაგრამ, როდესაც იუბალი ლარუს ამ დავალებას აძლევდა, შედეგ-
ში დარწუნებული არ იყო. თუ მაიკი კერძო პირი იყო, მაშინ მას ამ სუ-
ლელურ ჯიმხანაში[93] არაფერი ესაქმებოდა, დაგლასს კი იმდენი გა-
ბედულება უნდა გამოეჩინა, რომ აქ მოფუთფუთე გადაპრანჭული პარა-
ზიტებისთვის შინ დარჩენა ებრძანებინა! იმ შემთხვევაში, თუ ლარკი-
ნის პრეცედენტიდან გამომდინარე სამართლებრივ აბსურდს გაითვა-
ლისწინებდნენ, მაშინ ეს ყმაწვილი მონარქი გამოდიოდა, თანაც, მი-
უხედავად იმისა, თუ რამდენად სასაცილოდ ჟღერდა ეს ყველაფერი.
მომხდარით კმაყოფილი იუბალი კინაღამ დაჰყვა ცდუნებას, ლა-
რუსთვის იქვე შეეთავაზებინა მწიკვი ბურნუთი. ეს ყველაფერი კი, სულ
ცოტა, ერთი ადამიანისთვის მაინც იყო გასაგები – პაპ ნუნციას სახეზე
არაფერი ეტყობოდა, მაგრამ თვალები აშკარად უციმციმებდა.
– მისტერ სმიტ, ჩვენთვის დიდი პატივია და ბედნიერნი ვართ თქვე-
ნი აქ ყოფნით, – გახსნა შეხვედრა დაგლასმა, – ვიმედოვნებთ, რომ
პლანეტა დედამიწას ისევე მიიჩნევთ საკუთარ სახლად, როგორც იმ
პლანეტას, რომელზეც დაიბადეთ, ჩვენს მეზობელს, ჩვენს დიდებულ
მეზობელ მარსს... – ამგვარი სიფრთხილითა და მაღალფარდოვნად

417
კიდევ კარგა ხანს ლაპარაკობდა, მაგრამ, სინამდვილეში, ფაქტობრი-
ვად, არაფერს ამბობდა. კი, მაიკი სასურველი სტუმარი გახლდათ, მაგ-
რამ, იუბალის აზრით, დაგლასის მაიკისადმი დამოკიდებულების
ამოხსნა შეუძლებელი იყო: მიმართავდა მას, როგორც სუვერენს, სხვა
ქვეყნიდან ჩამოსულ ტურისტს თუ როგორც ფედერაციის სამშობლოში
დაბრუნებულ მოქალაქეს.
იუბალი დაგლასს თვალს არ აშორებდა და იმ ნიშნის დაჭერას
ცდილობდა, რომელიც მიახვედრებდა, თუ როგორ მიეღო გენერალურ
მდივანს მის მიერ ბრედლის ხელით გაგზავნილი წერილი, მაგრამ დაგ-
ლასს იუბალისკენ ერთხელაც არ გაუხედავს. ბოლოს, როგორც იქნა,
მისასალმებელი სიტყვა დასრულდა, რომელშიც დაგლასს არსებითი
არაფერი უთქვამს, მაგრამ რაც ილაპარაკა, ყველაფერი შესანიშნავად
ჟღერდა.
იუბალმა მაიკს წასჩურჩულა:
– დროა, მაიკ.
მაიკმა გენერალურ მდივანს მარსულად მიმართა და ასეც გააგრძე-
ლებდა, დარბაზში ბუზღუნი რომ არ დაეწყოთ. მაშინვე ინგლისურზე გა-
დავიდა და უკიდურესი სერიოზულობით წარმოთქვა:
– პლანეტა დედამიწის თავისუფალ ერთა ფედერაციის ბატონო გე-
ნერალურო მდივანო.
უცებ ისევ მარსულზე გადავიდა, თუმცა მალევე დაუბრუნდა ინგლი-
სურს:
– მადლობას გიხდით ჩვენი მიღებისთვის და გადმოგცემთ უძველეს
მარსელთა სალამს, რომელსაც მთელ დედამიწაზე მცხოვებ ადამია-
ნებს უთვლიან.
იუბალის აზრით „უძველესი“ შესანიშნავად ჟღერდა, გაცილებით
უკეთესად, ვიდრე „უხუცესი“ და არც მაიკი ჩანდა ტერმინთა ამგვარი
ცვლილების წინააღმდეგი. მისი იდეაფიქსი „სწორად ლაპარაკი“ იყო,
ამიტომ იუბალის მიერ მომზადებულ მონახაზებში განსაკუთრებული
ცვლილებების შეტანა არ დასჭირვებია. მაიკს ხან მარსულად რომ
ელაპარაკა და ხანაც ინგლისურად, ეს ჯილის იდეა იყო. იუბალმაც სი-
ამოვნებით აღიარა, რომ ამ პატარა ხრიკს გაცილებით შთამბეჭდავი

418
გაეხადა ის მოკლე და ფორმალური გამოსვლა, რომელიც, მხოლოდ
შინაარსობრივად, ისევე უსახური იქნებოდა, როგორც ვაგნერის ოპერა
მუსიკის გარეშე. იუბალის აზრით კი, მარსული ენა ვაგნერის მუსიკაზე
არანაკლებ რთულად აღსაქმელი იყო.
მაიკისთვის კი ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. ის ძალდაუტანებ-
ლად გადადიოდა ერთი ენიდან მეორეზე, რამეთუ მთელი ამ ბილინ-
გვური გამოსვლის ტექსტი ზედმიწევნით დაეზეპირებინა. თუ ამით თა-
ვის წყლისმიერ მოძმეებს ასიამოვნებდა, მაიკიც ბედნიერი იქნებოდა.
უცებ იუბალს მხარზე შეეხნენ, ხელში კონვერტი მიაჩეჩეს და ყურში
უჩურჩულეს:
– გენერალური მდივნისგანაა.
იუბალმა მიიხედა და სწრაფი ნაბიჯით მიმავალი ბრედლი დაინა-
ხა. კონვერტი მაგიდის ქვეშ ჩააცურა და ყველასგან უჩუმრად გახსნა.
შიგნით მომცრო ფურცელი იდო ერთადერთი სიტყვით: „კი“. ქვემოთ კი
ინიციალებიანი ხელმოწერა მოჩანდა ჯ.ე.დ., რომელიც, დაგლასის-
თვის ჩვეული, მწვანე მელნით იყო შესრულებული.
იუბალმა აიხედა და დაგლასის თვალებს წააწყდა. გენერალურ
მდივანს ოდნავ შესამჩნევად დაუქნია თავი და მანაც მზერა სხვაზე გა-
დაიტანა. იუბალს უკვე შეეძლო, შეხვედრა, ფაქტობრივად, დასრულე-
ბულად მიეჩნია. მხოლოდ ისღა დარჩენილიყო, რომ ამის თაობაზე
მთელი მსოფლიოსთვის ეცნობებინათ.
მაიკმა გამოსვლა შთამბეჭდავი მარსული ხიხინით შეაჯამა. ბო-
ლოს კი იუბალს მის მიერვე მოფიქრებული სიტყვები მოესმა: – ...საჭი-
როა მზარდი სიახლოვე ორივე პლანეტისთვის ორმხრივი სარგებლო-
ბის მომტანი ურთიერთობის უზრუნველსაყოფად... – წამით ყურადღება
კიდევ ერთხელ გაეფანტა, შემდეგ კი ჩაესმა: – ...ორივე რასა, თავისი
შინაგანი ბუნებიდან გამომდინარე... – ამ მომენტში იუბალი ისევ ფიქ-
რებმა წაიღო, თუმცა მალე მაიკიც გაჩუმდა, დაგლასმა კი მოკლე, თუმ-
ცა გულითადი მადლობა გადაუხადა. ამის შემდეგ ხანმოკლე პაუზა ჩა-
მოვარდა, რომლითაც იუბალმა ისარგებლა, წამოდგა და დაგლასს მი-
მართა.
– ბატონო გენერალურო მდივანო...

419
– დიახ, დოქტორო ჰარშოუ.
– როგორც მოგეხსენებათ, მისტერ სმიტი დღეს აქ ორმაგი როლი-
თაა წარმოდგენილი. როგორც მოგზაური პრინცი ჩვენი დიადი რასის
ისტორიიდან, შორეულ სამეფოებამდე მისაღწევად ქარავანთან ერ-
თად რომ კვეთდა უსასრულო უდაბნოს ანდაც ხომალდით სერავდა
უნაპირო ოკეანის ტალღებს, ისიც ასე მოვიდა ჩვენამდე და მარსის უძ-
ველესი რასის კეთილი სურვილები გადმოგვცა. თუმცა, იმასაც აღვნიშ-
ნავ, რომ იგი ჩვენი რასის წარმომადგენელიცაა, ადამიანია, ფედერა-
ციისა და შეერთებული შტატების მოქალაქეა და, აქედან გამომდინა-
რე, შესაბამისი უფლებები და ვალდებულებებიც აქვს. გარდა ამისა,
მნიშვნელოვან ქონებასაც ფლობს, – იუბალმა თავი გააქნია, – რაც მის-
თვის, სამწუხაროდ, მხოლოდ ზედმეტ და უსარგებლო ტვირთს წარმო-
ადგენს. როგორც მისი ნდობით აღჭურვილი პირი პირად და სამარ-
თლებრივ საკითხებში, ამ დეტალმა საგონებელში ჩამაგდო და დიდ-
ხანსაც ვიმტვრევდი თავს. მე მისი ქონების სრული ჩამონათვალის
შედგენაც კი ვერ მოვახერხე და, მით უმეტეს, წარმოდგენა არ მაქვს, რა
უნდა ვუთხრა გადასახადების ამკრეფებს...
იუბალმა პაუზა გააკეთა, ჩაახველა და განაგრძო:
– მე მოხუცი კაცი ვარ და, შეიძლება, ამ საქმის ბოლომდე მიყვანამ-
დე ვერც ვიცოცხლო. როგორც თქვენთვისაც ცნობილია, ჩემს კლიენტს
ამგვარ საქმეებში არანაირი გამოცდილება არ აქვს... მარსელთა ცივი-
ლიზაცია და მისი კულტურა, ამ მხრივ, რადიკალურად განსხვავდება
ყოველივე იმისგან, რაც ადამიანებისთვის მისაღები და ბუნებრივია.
არც ის დაგვავიწყდეს, რომ ეს ახალგაზრდა მეტად გონიერია. მთელმა
მსოფლიომ იცის, რომ მისი მშობლები გენიოსები იყვნენ. ფაქტია, რომ
სურვილის შემთხვევაში, ოდესმე, დამოუკიდებლად, ჩემებრ დაჩაჩანა-
კებული მოხუცის დახმარების გარეშეც გაუძღვებოდა თავის საქმეებს,
მაგრამ ამ ყველაფერს ახლავე უნდა მივხედოთ, დიდხანს ნამდვილად
ვერ მოიცდის. მით უფრო, რომ მისტერ სმიტს მსგავს საქმეებზე მეტად
თავისი მეორე მშობლიური პლანეტის ისტორია, ხელოვნება და მისი
მცხოვრებლების შესწავლა აინტერესებს და სულაც არ სურს თავი ობ-
ლიგაციებში, სააქციო პაკეტებსა და მსგავს რაღაცებში დაიმარხოს.

420
ვფიქრობ, მისი მხრიდან, ეს ძალიან ბრძნული გადაწყვეტილებაა. გა-
მოუცდელობის მიუხედავად, მისტერ სმიტი მარტივი სიბრძნით გამო-
ირჩევა, რითაც ყოველთვის მაოცებს... და გააოცებს ნებისმიერს, ვინც
კი ახლოდან გაიცნობს. როდესაც ავუხსენი, თუ რა ტიპის სირთულის
წინაშე ვიდექით, მან ნათელი და მშვიდი მზერა მომაპყრო და მითხრა,
სანერვიულო არაფერია, იუბალ, მისტერ დაგლასს დაველაპარაკოთ,
– აქ იუბალმა მცირე პაუზა გააკეთა და მეტი აღელვებით განაგრძო: –
დანარჩენი უკვე პირადი საკითხებია, ბატონო გენერალურო მდივანო
და, იქნებ ცალკე გველაპარაკა, ამ ქალბატონებისა და ბატონების-
თვის კი შინ დაბრუნების შესაძლებლობა მიგვეცა?
– გააგრძელეთ დოქტორო ჰარშოუ, – თქვა დაგლასმა, – შეგიძლიათ
ბოლომდე გახსნილად ილაპარაკოთ. პროტოკოლის გარეშეც იოლად
გავალთ. ვისაც წასვლა სურს, შეუძლია, მიბრძანდეს.
დარბაზიდან არავინ გასულა, იუბალმა კი განაგრძო:
– შემიძლია, ჩემი სათქმელი ერთ წინადადებაში ჩავატიო: მისტერ
სმიტს უნდა, რომ თქვენ მისი სრული ნდობით აღჭურვილი პირი გახ-
დეთ და ქონება განკარგოთ.
დაგლასმა გაოცება საკმაოდ დამაჯერებლად გაითამაშა.
– დოქტორო, ეს... ეს ჩემს ძალებს აღემატება.
– ვიცი, სერ. ავუხსენი კიდეც, რომ თქვენთვის ამხელა საქმის თავს
მოხვევა არაფრით შეიძლებოდა, რადგან ამ პლანეტაზე ერთ-ერთი
ყველაზე დაკავებული ადამიანი ბრძანდებით, შესაბამისად, მისი საქ-
მეების მოსაგვარებლად დრო არ გექნებოდათ, – იუბალმა თავი გააქ-
ნია და გაიღიმა, – მაგრამ ამაოდ – როგორც ჩანს, მარსზე ყველაზე და-
კავებულისგან ყველაზე მეტსაც მოელიან. მისტერ სმიტმა უბრალოდ
მითხრა, იუბალ, მოდი, თავად ვკითხოთ, რას ფიქრობს ამის შესახებ
და გეკითხებით კიდეც. რა თქმა უნდა, პასუხს ახლავე არ მოველით. ეს
მარსელთათვის დამახასიათებელი კიდევ ერთი თვისებაა – ისინი
არასოდეს ჩქარობენ, დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს არ იღებენ
და არც ამა თუ იმ საკითხის ხელოვნურად გართულებისკენ არიან მიდ-
რეკილნი. არავითარი ზედმეტი ტვირთი ან კონტროლი, არანაირი
მსგავსი აბდაუბდა – მხოლოდ შეთანხმება, რომლითაც, თქვენი სურვი-

421
ლის შემთხვევაში, მისი სრული ნდობით აღჭურვილი პირი გახდებით.
მისტერ სმიტისთვის ფორმალობებს მნიშვნელობა არ აქვს, ის, ჩინე-
ლების მსგავსად, სიტყვიერი, თანაც დაუყოვნებელი შეთანხმებისთვი-
საც მზად არის. და ესეც მარსელთათვის დამახასიათებელი თვისებაა
– თუ გენდობიან, მაშინ ეს ნდობა საბოლოო და ყოვლისმომცველია.
ჰო, კინაღამ დამავიწყდა, მეთქვა, რომ მისტერ სმიტი ამას გთხოვთ
არა როგორც გენერალურ მდივანს, არამედ პირადად თქვენ, ჯოზეფ
ედგერტონ დაგლასს. იმ შემთხვევაშიც, თუ საზოგადოებრივ მოღვა-
წეობას ჩამოშორდებით, მის გადაწყვეტილებაზე ეს ოდნავადაც არ
იმოქმედებს და ამ ყველაფერთან კავშირი არც თქვენს პოლიტიკურ
მემკვიდრეს ექნება, ვინც უნდა იყოს იგი. ის თქვენ გენდობათ და არა
იმას, ვინც მოვლენათა კონკრეტული განვითარების გამო ამ სასახლის
რვაკუთხა კაბინეტს იკავებს.
– მიუხედავად იმისა, თუ რა გადაწყვეტილებას მივიღებ, ჩემთვის ეს
დიდი პატივია, – თქვა დაგლასმა, – ასეთი ნდობა ადამიანს დიდ პასუ-
ხისმგებლობას აკისრებს.
– თუ უარს ეტყვით ან ვერ მოახერხებთ, დათანხმდებით, მაგრამ
მოგვიანებით გადაიფიქრებთ, ან რამე მსგავსი მოხდება, მაშინ მისტერ
სმიტი ამავე თხოვნით ბენ კექსტონს მიმართავს, – იუბალი ბენს მიუბ-
რუნდა, – ბენ, წამოდექი, ხალხმა დაგინახოს. ხოლო თუ რაღაც მიზე-
ზით ორივე თქვენგანი იტყვით უარს, მაშინ მესამე ვარიანტი რჩება...
თუმცა აჯობებს, ჯერჯერობით ამის შესახებ არაფერი ვთქვა და მხო-
ლოდ აუცილებლობის შემთხვევაში გავამხილო. უბრალოდ, გეტყვით,
რომ რამდენიმე სარეზერვო კანდიდატურას განვიხილავთ. ახლა კი...
– იუბალმა ტანჯული სახე მიიღო, – ამდენი ხნის განმავლობაში დგო-
მას ჩვეული არ ვარ. მირიამ, ის ფურცელი მომაწოდე, სადაც ყველაფე-
რი ჩამოვწერეთ.
იუბალმა ფურცელი გამოართვა და დასძინა:
– ჯობს, ასლებიც ახლავე მომცე, – მირიამმა თხელი დასტაც გადას-
ცა. იუბალი ისევ დაგლასს მიუბრუნდა, – სერ, აქ რამდენიმე საკითხია
დაზუსტებული. ეს ყველაფერი თქვენთვის მოვამზადეთ... ან კექსტო-
ნისთვის, თუ მისტერ სმიტს ამ თხოვნაზე თქვენ ნაცვლად ის დათან-

422
ხმდება. ერთი წუთით... ჰო, აგერ: საქმეთა გამკარგავი გასამრჯელოს
სახით მიიღებს იმდენს, რამდენიც, მისი აზრით, ამ საქმისთვის გაწეუ-
ლი შრომა ეღირება... თავისთავად ცხადია, რომ საუბარია საკმაოდ
მნიშვნელოვან თანხაზე, რაც არავის გადასაწყვეტი არ იქნება, მხო-
ლოდ თქვენი. აქვე: საქმეთა განმკარგავმა შეთანხმების მეორე მხარის
სასიცოცხლო საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, წინასწარ მითი-
თებულ ანგარიშზე გარკვეული თანხა უნდა განათავსოს. ჰო და კი-
დევ... ვიფიქრე, რომ, შესაძლოა, თანხის შესატანად „შანხაის ბანკის“,
საქმის წარმოებისთვის კი „ლოიდსის“ მომსახურებით ისარგებლებ-
დით... ან სხვა ვარიანტების არჩევაც შეიძლება, რომლებსაც თავად
ყველაზე შესაფერისად მიიჩნევდით იმისთვის, რომ თქვენს სახელსა
და რეპუტაციას ჩრდილი არ მიადგეს. ასევე აღვნიშნავ, რომ მისტერ
სმიტს ოდნავი წარმოდგენაც არ აქვს წერილობითი მითითებების თა-
ობაზე, ამრიგად საუბარია სრული უფლებამოსილების გადაცემაზე,
ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე, შეთანხმების გაუქმება კი ორივე
მხარეს, და ნებისმიერ დროს შეუძლია. ამ ყველაფრის კითხვას აღარ
გავაგრძელებ, იმიტომაც ჩამოვწერეთ, რომ დრო ზედმეტად არ დაგვე-
კარგა, – იუბალი შებრუნდა და დარბაზს გულგრილი მზერა მოავლო, –
ჰო, მართლა, მირიამ, აბა, დატრიალდი და ეს გენერალურ მდივანს გა-
დაეცი, შენ ხომ კარგი გოგო ხარ. ამ ასლებს კი დავიტოვებ, რომ სხვებ-
საც გადავცე. აი, გადააწოდეთ... თქვენც აიღეთ, თუ გაინტერესებთ.
ერთ ცალს მისტერ კექსტონსაც გადავცემ... აი, ბენ, გამომართვი...
იუბალმა დარბაზს მოუსვენარი მზერა მოავლო.
– ვფიქრობ, სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. ბატონო გენერალუ-
რო მდივანო, თქვენ ხომ არ დაამატებდით რამეს?
– ერთი წუთით, – უთხრა დაგლასმა და მაიკს მიუბრუნდა, – მისტერ
სმიტ.
– გისმენთ, მისტერ დაგლას.
– თქვენ ეს მართლა გსურთ? ნამდვილად გინდათ, გავაკეთო ის,
რაც აქ წერია?
იუბალს სული შეუგუბდა. თავისი კლიენტისკენ გახედვისაც ეშინო-
და. მაიკი ასეთი კითხვისთვის მთელი სიფრთხილით მოემზადებინა...

423
მაგრამ შეუძლებელი იყო, იმის წინასწარ განსაზღვრა, თუ როგორი
ფორმით დაუსვამდნენ ამ კითხვას და რა მიმართულებით წაიყვანდა
მაიკს მისთვის ასე დამახასიათებელი თვისება ყველაფერი პირდაპი-
რი მნიშვნელობით გაეგო.
– დიახ, მისტერ დაგლას, – გაიჟღერა დარბაზში მაიკის ხმამ... და ეს
ხმა ისმოდა მსოფლიოს მილიარდობით სტერეოვიზორიდან.
– ანუ გინდათ, თქვენს საქმეებს მე გავუძღვე?
– გთხოვთ, მისტერ დაგლას. თქვენი მხრიდან ეს დიდი სიკეთე იქ-
ნებოდა. დიდად დამავალებდით.
დაგლასმა თვალები დაახამხამა.
– კარგი, ყველაფერი გასაგებია, – ის ჰარშოუს მიუბრუნდა, – დოქ-
ტორო, ყველაფრის კარგად ასაწონ-დასაწონად და მოსაფიქრებლად
გარკვეული დრო დამჭირდება, მაგრამ ვეცდები, პასუხი, შეძლების-
დაგვარად, მალე შეგატყობინოთ.
– მადლობას მოგახსენებთ, სერ, როგორც ჩემი კლიენტის, ისე საკუ-
თარი სახელითაც.
დაგლასი უკვე დგებოდა, როდესაც დარბაზში ასამბლეის წევრი
კანგის მკვეთრი ხმა გაისმა.
– ერთი წუთით! და ლარკინის პრეცედენტზე რას იტყოდით?
იუბალმა დაგლასს დაასწრო და, ვიდრე გენერალური მდივანი რა-
იმეს თქმას მოასწრებდა, ეს დარტყმა თავად მიიღო.
– აჰ, რა თქმა უნდა, ლარკინის პრეცედენტი. ამის შესახებ უკვე უამ-
რავი აბსურდული რამ მსმენია, მაგრამ, მეტწილად, პასუხისმგებლო-
ბას მოკლებული ადამიანებისგან. მისტერ კანგ, ლარკინის პრეცედენ-
ტთან დაკავშირებით თავად რას ფიქრობთ?
– მე თქვენგან ველი პასუხს, – დაუბრუნა კანგმა, – თქვენი... კლიენ-
ტისგან ან გენერალური მდივნისგან.
– ვუპასუხო, ბატონო გენერალურო მდივანო? – მიუბრუნდა დაგ-
ლასს ჰარშოუ.
– უპასუხეთ.
– ძალიან კარგი, – იუბალმა ჯიბიდან უზარმაზარი ცხვირსახოცი
ამოიღო და ცხვირის ხანგრძლივი, ხმაურიანი მოხოცვის შემდეგ, რა-

424
მაც დო-ზე სამი ოქტავით დაბლა გაიჟღერა, მზერა კანგზე გადაიტანა,
– ბატონო ასამბლეის წევრო, მე თქვენ მოგმართავთ, რადგან ვიცი,
რომ სულაც არ არის აუცილებელი, მივმართო მთავრობას, რომელიც
აქ გენერალურ მდივანთან ერთადაა წარმოდგენილი. ძალიან, ძალი-
ან
დიდი ხნის წინ, როდესაც ჯერ კიდევ პატარა და სულელი ბიჭი ვი-
ყავი, მე და ერთმა ჩემსავით პატარა და სულელმა ბიჭუნამ კლუბი ჩა-
მოვაყალიბეთ. ამ კლუბში მხოლოდ ჩვენ შევდიოდით, მაგრამ რამდე-
ნადაც კლუბი უკვე გვქონდა, წესებიც უნდა მოგვეფიქრებინა. პირველი
წესი, რომელიც მივიღეთ – და რაც სრულიად ერთსულოვნად მოხდა –
ის იყო, რომ დედებისთვის „ფხუკიანები“ დაგვეძახა. ეს, რა თქმა უნდა,
ძალიან სულელური საქციელი იყო... მაგრამ ჩვენ ხომ მაშინ მეტისმე-
ტად ახალგაზრდები ვიყავით. მისტერ კანგ, უკვე ხვდებით, რა შედეგი
გამოიღო ამ „წესმა“?
– ვერ ვხვდები, დოქტორო ჰარშოუ.
– მე ის მხოლოდ ერთხელ შევასრულე, მაგრამ ესეც სრულიად საკ-
მარისი აღმოჩნდა, რათა იმავე შეცდომის ჩადენისაგან ჩემი მეგობა-
რიც მეხსნა. ცხადია, ტაკუნებზე ერთი კარგად მიმტყიპეს, რამაც კლუ-
ბის ერთადერთი „წესი“ უმალ დაასამარა.
იუბალმა ყელი ჩაიწმინდა და განაგრძო:
– ერთი წუთით, მისტერ კანგ. ვინაიდან ვიცოდი, რომ ამ აბსურდულ
საკითხს ვინმე აუცილებლად წამოჭრიდა, თადარიგი დავიჭირე და
ვცადე, ჩემი კლიენტისთვის ლარკინის პრეცედენტის არსი ამეხსნა.
თავდაპირველად ძალიან გაუჭირდა იმის გაგება და დაჯერება, რომ
ამ სამართლებრივ ფიქციას მარსთან რაღაცით მაინც აკავშირებდნენ.
ბოლოს და ბოლოს, მარსი ხომ დასახლებული პლანეტაა და იქ ჩვენსა-
ზე გაცილებით ძველი და კიდევ უფრო გონიერი რასა ბინადრობს... სა-
ბოლოოდ, მაინც მოვახეხე მისტერ სმიტისთვის ლარკინის პრეცედენ-
ტი ამეხსნა, რამაც ის მეტად გაამხიარულა. სულ ესაა, სერ – მხოლოდ
გამხიარულდა და მეტი არაფერი. ერთადერთხელ, მხოლოდ ერთხელ
ვერ შევაფასე სათანადოდ დედაჩემისგან მომავალი საფრთხე... მე ეს
გაკვეთილი არც ისე ძვირად დამიჯდა, მაგრამ სრულიად დაუშვებე-

425
ლია, რომ დედამიწამ ის პლანეტური მასშტაბით მიიღოს. ასე რომ,
ვიდრე სხვების მიწის გაყოფას დავიწყებთ, აჯობებს, ზუსტად ვიცო-
დეთ, ადამიანთა სათანადოდ დასასჯელად რამდენად გრძელი მათ-
რახი შეიძლება ჰქონდეთ მარსელებს.
აშკარად ჩანდა, რომ ნათქვამს კანგი ვერ დაერწმუნებინა.
– დოქტორო ჰარშოუ, როგორც ამტკიცებთ, ლარკინის პრეცედენტი
მხოლოდ სულელი ბიჭუნების ონავრობაა და მეტი არაფერი, მაშინ იქ-
ნებ ისიც ამიხსნათ, რატომ მიაგეს ასეთი ოფიციალური პატივი მისტერ
სმიტს?
იუბალმა მხრები აიჩეჩა.
– ეგ მთავრობას უნდა ჰკითხოთ და არა მე, მაგრამ ჩემს აზრს მაინც
მოგახსენებთ. ვფიქრობ, ეს მხოლოდ და მხოლოდ მარსელთა უძველე-
სი რასის მიმართ გამოვლენილი ელემენტარული პატივისცემაა.
– იქნებ უფრო გასაგებად აგვიხსნათ?
– მისტერ კანგ, ეს მიღება სულაც არ ყოფილა ლარკინის პრეცედენ-
ტის უაზრო გამოძახილი. მესმის, რომ ადამიანური თვალსაზრისით ეს
მეტისმეტად რთული აღსაქმელია, მაგრამ... მისტერ სმიტი თავად
არის პლანეტა მარსი.
კანგს თვალებიც არ დაუხამხამებია.
– განაგრძეთ.
– უფრო რომ დავაზუსტო – მთელი რასაა. მისი სახით მარსელი უძ-
ველესები გვსტუმრობენ. ამრიგად, მისტერ სმიტის მიმართ გამოვლე-
ნილი პატივისცემა, უძველეს მარსელთა პატივისცემაცაა, ხოლო უპა-
ტივცემულობა, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი რამ მოხდება, უძველეს მარ-
სელთა მიმართ უპატივცემულობაც იქნება. თუ ეს მარსელებისთვის
სრულიად მარტივი ჭეშმარიტებაა, ადამიანებისთვის ერთობ უცხო რა-
მეა. ბრძნული საქციელი იყო, რომ ჩვენს მეზობლებს დღეს ასეთი პატი-
ვით დავხვდით, მაგრამ ამ ბრძნულ საქციელს არაფერი აქვს საერთო
ლარკინის პრეცედენტთან. პასუხისმგებლობის მქონე ერთი ადამია-
ნიც არ იტყვის, რომ ლარკინის პრეცედენტის გამოყენება დასახლე-
ბულ პლანეტასთან მიმართებაშიც დასაშვებია... გავრისკავ და ვივა-
რაუდებ, რომ ეს მომავალშიც ასე იქნება, – იუბალმა აიხედა, თითქოს

426
შემწეობას ზეციდან მოელისო, – მაგრამ, მისტერ კანგ, შეგიძლიათ,
სრულიად დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ უძველესი მარსელები
აუცილებლად გაიგებენ, თუ როგორ მოექცნენ მათ მიერ დედამიწაზე
წარმოგზავნილ ელჩს. შეუმჩნეველი არც მისდამი გამოჩენილი ეს გრა-
ციოზული მოწიწება დარჩება და არც შესაძლო უპატივცემულობა. სრუ-
ლიად ვარ დარწმუნებული, რომ ამგვარად ბრძნული და სწორად გათ-
ვლილი საქციელით ჩვენმა მთავრობამ დიდი შორსმჭვრეტელობა გა-
მოიჩინა. მოვა დრო და ამ გადაწყვეტილების კეთილგონივრულობაში
თავადვე დარწმუნდებით.
– დოქტორო, თუ ცდილობთ, ასეთი ლაპარაკით შემაშინოთ, მაშინ
პირდაპირ გეტყვით, რომ არაფერი გამოგივიდათ, – სრულიად აუღელ-
ვებლად თქვა კანგმა.
– ამის მცდელობაც არ მქონია. ამ პლანეტისთვის საბედნიეროდ,
თქვენი თვალსაზრისი დომინანტური არ არის, – იუბალი დაგლასისკენ
შებრუნდა, – ბატონო გენერალურო მდივანო, მრავალი წელია, ასეთი
ხანგრძლივი საჯარო გამოსვლა აღარ მქონია... ვგრძნობ, რომ უკიდუ-
რესად გადავიქანცე და ბოლომდე გამოვიფიტე. ვიდრე თქვენს გადაწ-
ყვეტილებას ველოდებით, შეიძლება, მოლაპარაკებები გარკვეული
დროით გადავდოთ?

427
თავი ოცდამეერთე
შეხვედრა გადადეს, იუბალმა კი აღმოაჩინა, რომ მთავრობის სა-
სახლიდან თავისიანებთან ერთად გამგზავრების მის ყველა მცდელო-
ბას ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი და სენატორი ბუნი
აბრკოლებდნენ, რადგან მაიკთან ლაპარაკი სურდათ. ორივე პრაქტი-
კული პოლიტიკოსი ბრძანდებოდა და შესანიშნავად აცნობიერებ-
დნენ, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი იყო, ყველას თვალში მარსელ ადა-
მიანთან დაახლოებულ პირებად წარმოჩენილიყვნენ. ისიც მშვენივ-
რად იცოდნენ, რომ თითოეული მათგანისკენ სტერეოვიზორებს მიჯაჭ-
ვული მილიონობით წყვილი თვალი იყო მიმართული.
მალე იუბალმა შენიშნა, რომ მაიკს თანდათან სულ უფრო მეტი
დამშეულსახიანი პოლიტიკოსი უახლოვდებოდა და ამერიკის შეერთე-
ბული შტატების პრეზიდენტსა და სენატორ ბუნს აჩქარებით მიმართა:
– ბატონო პრეზიდენტო, ბატონო სენატორო, სადილზე ვაპირებთ
გასვლას. რას იტყვით, შემოგვიერთდებით?
იუბალი ვარაუდობდა, რომ ამ ორთან მყუდრო ადგილას ურთიერ-
თობა ბევრად ადვილი უნდა ყოფილიყო, ვიდრე მთელი მსოფლიოს
თვალწინ ათობით პოლიტიკოსთან გამკლავება. გარდა ამისა, ვიდრე
გაუთვალისწინებელი რამ მომხდარიყო, მაიკი აქაურობისთვის სას-
წრაფოდ უნდა გაერიდებინა.
იუბალმა შვებით ამოისუნთქა, როდესაც აღმოჩნდა, რომ პრეზი-
დენტსაც და ბუნსაც რაღაც საქმეები უნდა მოეგვარებინათ. ...და მხო-
ლოდ მოგვიანებითღა გაიაზრა, რომ არამარტო სენატორ ბუნს დაჰპი-
რებოდა, რომ მაიკს ფოსტერიტების ურცხვ ღვთისმსახურებაზე მიიყ-
ვანდა, არამედ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსაც
აღუთქვა, რომ თეთრ სახლში ესტუმრებოდნენ. თუმცა მაიკი ხომ ნების-
მიერ დროს შეიძლებოდა, უბრალოდ, „ავად გამხდარიყო“.
– გოგონებო, ადგილებზე.
მაიკი სახურავზე ესკორტის თანხლებით ავიდა. ენი წინ მიდიოდა
და ვალკირიასავით მიაპობდა ბრბოს. პირუთვნელი მოწმის თეთრი სა-
ბურველის წყალობით ისედაც ადვილად თვალში საცემი მისი საკმა-
428
ოდ მაღალი ფიგურა შორიდანაც გარკვევით მოჩანდა. პროცესიის ბო-
ლოს „ჩემპიონის“ ეკიპაჟის სამ წევრთან ერთად იუბალი და ბენი მი-
დიოდნენ. სახურავზე ლარი ელოდათ „გრეიჰაუნდით“, რამდენიმე
წუთში კი „ნიუ მეიფლაუერის“ სახურავზე დაეშვნენ. რა თქმა უნდა,
ჟურნალისტები ადევნებოდნენ და იქაც მიაგნეს, მაგრამ გოგონების
ესკორტმა დიუკის მიერ დაჯავშნილ ოთახამდე მაიკი საიმედოდ მი-
აცილა.
ამ საპატიო მოვალეობას თავს საკმაოდ კარგად ართმევდნენ და
ისიც ეტყობოდათ, რომ ეს მოსწონდათ
კიდეც. მირიამი და დორკასი ჟურნალისტების იერიშებს განსაკუთ-
რებული გააფთრებით იგერიებდნენ, რაც იუბალს კნუტების დამცველ
ძუ კატებს ახსენებდა, მაგრამ გოგონებისთვის ეს გასართობი უფრო
იყო და ყოველი ჟურნალისტის მოგერიებაში ქულასაც ითვლიდნენ –
სამ ფუტზე ახლოს მოახლოებულებს წვეტიანი ქუსლებით უმასპინ-
ძლდებოდნენ.
მალე იუბალმა აღმოაჩინა, რომ სპეციალური სამსახურის დაცვა
ჰყავდათ მიჩენილი, რომელიც დერეფანსაც აკონტროლებდა და კარ-
საც იცავდა.
თავიდან იუბალს ჯერ კიდევ შემორჩენილი თმა ლამის ყალყზე და-
უდგა, მაგრამ მაშინვე გააცნობიერა, თუ რას ნიშნავდა მათი იქ ყოფნა:
დაგლასი წინადადებაზე თანახმა იყო და, შეთანხმების პირობებიდან
გამომდინარე, საკუთარ მოვალეობების შესრულებას სრულიად პირ-
ნათლად შედგომოდა. ყოველ შემთხვევაში, იუბალი იმედოვნებდა,
რომ ამ ფაქტის განმარტება სწორედ ასე შეიძლებოდა. მთავრობის სა-
სახლეში მისვლისას იუბალის მიერ დაგლასისთვის გაგზავნილ წე-
რილში ზუსტად იყო აღწერილი, თუ რის გაკეთებასა და თქმას აპირებ-
და შეხვედრის მიმდინარეობისას და რატომ. ამავე წერილში იუბალი
დაგლასს მაიკის დასაცავად საკუთარი გავლენისა და ძალაუფლების
გამოყენებასაც სთხოვდა, რათა ამ უბედურ ყმაწვილს ამიერიდან მა-
ინც მისცემოდა ნორმალურად და მშვიდად ცხოვრების საშუალება.
თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ შესაძლებელი იყო, მაიკს „ნორმალუ-
რი“ ცხოვრება ჰქონოდა, ფიქრობდა თავისთვის იუბალი.

429
– ჯილ, მაიკი აკონტროლე, – გააფრთხილა ჯილი იუბალმა, – სა-
ნერვიულო არაფერია.
– კარგი, ბოს.
ყველაფერი მართლაც ასე ჩანდა – კართან მოდარაჯე სპეციალური
სამსახურის ოფიცერი მიესალმა, იუბალმა ყურადღებით შეხედა და
უთხრა:
– ოჰო, მაიორო! მოგესალმებით. ამ ბოლოს კიდევ ხომ არ შეგიმ-
ტვრევიათ ვინმეს სახლის კარი?
მაიორ ბლოხს სახეზე ალმური მოედო, მაგრამ წარბიც არ შერხევია
და არც არაფერი უპასუხებია. იუბალმა გაიფიქრა, აქ დასჯის მიზნით
ხომ არ გამოგზავნესო, თუმცა, სავარაუდოდ, უფრო დამთხვევა უნდა
ყოფილიყო – იუბალი ვარაუდობდა, რომ აქაურობას ამავე რანგის კი-
დევ რამდენიმე ოფიცერი აკონტროლებდა. ბლოხისთვის იმის თქმას
აპირებდა, რომ, ვითომ, მათ მიერ შემომტვრეული კარიდან სახლში
სკუნსი შემოპარულიყო და მისაღების ავეჯი ერთიანად მოესპო, რის-
თვისაც ახლა მისგან გარკვეულ კომპენსაციას ითხოვდა, მაგრამ გა-
დაიფიქრა, რადგან ეს, მისი მხრიდან, არამარტო უხეირო ხუმრობა იქ-
ნებოდა, არამედ ტყუილიც... დიუკს ხომ წინასწარვე მიეღო სათანადო
ზომები იმისთვის, რომ მსგავსი არაფერი მომხდარიყო.
დიუკი მათ ოთახში ელოდებოდა.
– დასხედით, ჯენტლმენებო, – მიმართა იუბალმა „ჩემპიონის“ ეკი-
პაჟის წევრებს და მზერა დიუკზე გადაიტანა, – აბა, დიუკ, როგორაა საქ-
მე?
– გადაჭრით ვერაფერს გეტყვი. ჩემი აქ ყოფნის პერიოდში, მოსას-
მენი აპარატურა არავის დაუმონტაჟებია, მაგრამ იმის გარანტიასაც
ვერ მოგცემ, რომ ამის გაკეთებას მანამდე ვერ მოახერხებდნენ. შენი
გაფრთხილების თანახმად, თავდაპირველად შემოთავაზებულ ოთახ-
ზე უარი ვთქვი, ეს ოთახი კი იმიტომ ავარჩიე, რომ ძალიან სქელი ჭერი
აქვს, რადგან მის მაღლა სამეჯლისო დარბაზია. ოთახი მთლიანად
გავჩხრიკე და ვერაფერი ვიპოვე, მაგრამ, ბოს, ასეთ საქმეებში დიდი
გამოცდილება მაქვს და ვიცი, დაცულობის სრული გარანტია არ არსე-

430
ბობს. მოსასმენი აპარატურა შეიძლება ისე დამალო, რომ თუ შენობას
მთლიანად არ დაშლი, ვერაფერს მიაგნებ.
– კარგი, კარგი... შენ მიერ მიღებული ზომები, სავარაუდოდ, სრუ-
ლიად საკმარისი უნდა იყოს. იმის მოლოდინში, რომ ოდესმე რომელი-
მე ოთახს ჩვენ ავიღებდით, ამხელა სასტუმროს მოსასმენი აპარატუ-
რით ხომ არ გამოტენიდნენ. ყოველ შემთხვევაში, ვიმედოვნებ, რომ ჩე-
მი ეს ვარაუდი სწორია. თუმცა, როდესაც გკითხე, საქმე როგორაა-მეთ-
ქი, საჭმელს ვგულისხმობდი. საშინლად ვარ დამშეული და წყურვი-
ლისგანაც ყელი მიშრება. და კიდევ სამი სტუმარი გვყავს.
– მაგ მხრივ პრობლემა არ გვაქვს. კერძები ოთახამდე იმავე გზით
მოიტანეს, რომლითაც მე მოვედი, ჩემ თვალწინ გადმოტვირთეს და
ოთახში დატოვეს. ყველაფერი საკუჭნაოში გავიტანე. რა ეჭვიანი ხარ,
ბოს.
– ნამდვილად ეგრეა და გირჩევ, მომბაძო, თუ გინდა, რომ ჩემსავით
დიდხანს იცოცხლო.
იუბალს დაგლასისთვის სულ ახლახან მიენდო და გადაებარებინა
ერთი საშუალო ქვეყნის ბიუჯეტის მასშტაბის ქონება, ამიტომ სულაც
არ იყო დარწმუნებული, რომ გენერალური მდივნის მეტისმეტად მონ-
დომებული ხელქვეითები ცდუნებას არ აჰყვებოდნენ. ამრიგად, გულ-
მშვიდად რომ ყოფილიყვნენ და არც დეგუსტატორის მომსახურება
დასჭირვებოდათ, კერძები და ბლომად ალკოჰოლური სასმელი, მცი-
რეოდენ წყალთან ერთად, პირდაპირ პოკონოსიდან მოატანინა და
არც ყინულის კუბიკები დავიწყებოდა. ...სულ აინტერესებდა, ყინულის
გარეშე როგორ უძლებდა გალიაში ხანგრძლივ ყოფნას იქაურობის და-
სამორჩილებლად გაგზავნილი კეისარი...
– მაინცდამაინც დიდი სურვილიც არ მაქვს, – უპასუხა დიუკმა.
– გემოვნების ამბავია. კაცმა რომ თქვას, მთლიანობაში, არც ისე ცუ-
დად მიცხოვრია. აბა, გოგონებო, დატრიალდით. ენ, ეგ საბურველი გა-
იხადე და რამე უფრო სასარგებლო გააკეთე. ვინც პირველი
მომირბენინებს სასმელს, ის მორიგეობას გამოტოვებს. რა თქმა უნ-
და, ვგულისხმობ, რომ დასალევი ჯერ ჩვენს სტუმრებს უნდა მიარ-
თვათ. ჯენტლმენებო, გთხოვთ, დაბრძანდით. სვენ, თქვენ რომელ სა-

431
წამლავს ამჯობინებთ? ვგონებ, აკვავიტზე[94] არ იტყოდით უარს. ლა-
რი, გაიქეცი, ალკოჰოლური სასმელების მაღაზია მოძებნე და ორიოდე
ბოთლი აკვავიტი ამოიტანე. კაპიტანს ჯინიც წამოუღე.
– მოიცადეთ, იუბალ, – მტკიცედ განაცხადა ნელსონმა, – ასეთ ვი-
თარებაში აკვავიტის დალევას, სკოჩს ვამჯობინებდი.
– მეც სკოჩს დავლევ, – მხარი აუბა ვან ტრომპმა.
– ძალიან კარგი. სკოჩი იმდენი უნდა გვქონდეს, რომ წარღვნასაც
მოვაწყობთ. თქვენ რას იტყვით, დოქტორო მაჰმუდ? თუ უფრო მსუბუქ
სასმელს ამჯობინებთ, დარწმუნებული ვარ, გოგონებს ეგეც მომარაგე-
ბული ექნებათ.
– ალკოჰოლის მიღების ცდუნებას ვერ დავყვები, – ჩაფიქრებით
თქვა დოქტორმა მაჰმუდმა.
– ცდუნება რა შუაშია. ნება მომეცით, როგორც ექიმმა, წამლად გა-
მოგიწეროთ, – იუბალმა მაჰმუდი ყურადღებით შეათვალიერა, – შვი-
ლო, აშკარად დიდი ნერვიულობა გადაიტანეთ და, რამდენადაც სე-
დუქსენი ან სხვა მსგავსი საშუალება არ გვაქვს, ისღა დამრჩენია, ორი
უნცია ოთხმოცდაათპროცენტიანი ეთანოლი გამოგიწეროთ. თუ ეს დო-
ზა არ გიშველით, მაშინ უნდა გაიმეოროთ. სამედიცინო სპირტის უსია-
მოვნო გემოს გასანეიტრალებლად რომელ არომატს ამჯობინებდით?
გაზიანი იყოს თუ პირიქით?
მაჰმუდმა გაიღიმა. ამ მომენტში სულაც აღარ ჰგავდა ინგლისელს.
– გმადლობთ, ექიმო, მაგრამ თუ უნდა შევცოდო, მაშინ ამას თვა-
ლიც უნდა გავუსწორო. გაზავებულ ჯინს დავლევ, ან არაყს, ან ნებისმი-
ერ რამეს, რაც კი მოგეძევებათ.
– ან სამედიცინო სპირტს, – დაამატა ნელსონმა, – იუბალ, თავი არ
გაასულელებინოთ. ეს არამზადა ყველაფერს სვამს, მერე კი სინანულ-
ში ვარდება.
– სინანული მართლაც მეუფლება ხოლმე, – დაადასტურა მაჰმუდმა,
– რადგან ვიცი, რომ ეს ცოდვაა.
– რახან ასეა, ეგ კბენები შეწყვიტეთ, სვენ, – დაბეჯითებით თქვა იუ-
ბალმა, – თუ დოქტორ მაჰმუდს საკუთარ ცოდვებთან თანაარსებობა
მონანიების გზით შეუძლია, ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი საქმეა. ჩემი

432
მოსანანიებელი ცოდვები 1929 წლის ამბების დროს[95] გაუფასურდა
და, მას შემდეგ, ამაზე ფიქრით თავი აღარც შემიწუხებია, რაც, ასევე,
მხოლოდ ჩემი საქმეა. ყველას თავისი მიეგება. საჭმელზე რას
იტყვით, დოქტორო მაჰმუდ? სავარაუდოდ, ენმა ერთ-ერთ კალათ-
ში შაშხი ჩადო და, შეიძლება, იქ სხვა, უფრო რთულად შესამჩნევი უწ-
მინდურობაც იყოს. შევამოწმო?
– იუბალ, მე ტრადიციონალისტი არ ვარ, – მაჰმუდმა თავი გააქნია,
– თანაც ეს წესები დიდი ხნის წინ შეიქმნა და მაშინდელ მოთხოვნებს
პასუხობდა, ახლა კი სულ სხვა დროა.
– ასეა, – უცებ დადარდიანდა იუბალი, – მაგრამ საკითხავია, ეს უკე-
თესია თუ უარესი? ან ამას რაღა მნიშვნელობა აქვს – მალე ჩვენი
დროც წარსულს ჩაჰბარდება და მისგან აღარაფერი დარჩება, ყოვე-
ლივე დავიწყებას მიეცემა. ასე რომ, რაც გინდათ, ის ჭამეთ, ჩემო მეგო-
ბარო. ღმერთი გარდაუვალ ქმედებებს ხომ ყოველთვის გვპატიობს.
– გმადლობთ, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, შუადღისას იშვიათად
ვჭამ ხოლმე.
– გირჩევთ, რამე მაინც შეჭამოთ, თორემ ჩემ მიერ ახლახან გამო-
წერილი ეთანოლი მოსალოდნელზე მეტად იმოქმედებს. თანაც ეს ჩე-
მი ბავშვები ზოგჯერ უყურადღებოები კი არიან, მაგრამ საჭმლის მომ-
ზადებაში ბადალი არ ჰყავთ.
იუბალს უკნიდან მირიამი მიუახლოვდა. ლანგრით სასმლით სავსე
ოთხი ჭიქა მოქონდა. ვიდრე იუბალი ქადაგებდა, გოგონას მისი უკა-
ნასკნელი მითითების შესრულება უკვე მოესწრო.
– ბოს, გავიგე, რასაც ამბობდი, – სიტყვა ჩამოართვა იუბალს, – ამა-
საც უყურადღებობაში ხომ არ ჩამითვლი?
– რაო?! – იუბალი მკვეთრად მიუბრუნდა და მრისხანედ მიაშტერ-
და, – ჩემს მოყურადებას მაინც არ იშლი, არა?! გაკვეთილების შემდეგ
დარჩები და ათასჯერ დაწერ: „სხვებს აღარასოდეს მივაყურადებ“.
იცოდე, ვიდრე არ დაასრულებ, ფეხის გადგმაც არ გაბედო!
– დიახ, ბოს. ინებეთ, კაპიტანო... ეს კი თქვენია, ექიმო ნელსონ...
ესეც თქვენ, დოქტორო მაჰმუდ. წყალი ცალკე მოგიტანეთ, ხომ ასე გინ-
დოდათ?

433
– კი, მირიამ, გმადლობ.
– ჰარშოუს ტრადიციული მომსახურება – სახელდახელო, მაგრამ
სწრაფი. ეს კი შენია, ბოს.
– რაო, წყალი დაამატე?!
– კი, ენის მითითებით. ასე მითხრა, მეტისმეტად გადაიღალა და გა-
უზავებელი არ მიართვაო.
იუბალს სახეზე მრავალტანჯულის გამომეტყველება გადაეფინა.
– ჯენტლმენებო, ხომ ხედავთ, რას ვუძლებ? ამდენის გაბედვის უფ-
ლება თავიდანვე არ უნდა მიმეცა. მირიამ, ჩემს დავალებას სანსკრიტ-
ზე შეასრულებ!
– რა თქმა უნდა, ბოს, სწორედ ასე მოვიქცევი, როგორც კი სანსკრი-
ტის შესასწავლად დრო მექნება, – იუბალს თავზე მიეფერა, – რასაც მო-
ითხოვ, ყველაფერს მიიღებ, ძვირფასო, ეს ნამდვილად დაიმსახურე.
შენით ძალიან ვამაყობთ.
– სამზარეულოში დაბრუნდი, ქალო! მოიცა, ყველას მოუტანე სასმე-
ლი? ბენის ჭიქა სად არის? თვითონ ბენი სადღაა?
– ბენი თავის სვეტთან დაკავშირებით რეკავს და ჭიქაც იქ მივუტა-
ნე.
– ძალიან კარგი. ახლა კი აქედან მოუსვი, ახლავე! ზედმეტი ფაცი-
ფუცი და ფორმალობა საჭირო აღარაა. უბრალოდ, მაიკს დაუძახე. ჯენ-
ტლმენებო! მე კე ალოჰა პაუ ოლე! – თქვა იუბალმა და დასძინა: – რა-
მეთუ წლიდან წლამდე სულ უფრო ცოტანი ვრჩებით.
იუბალმა ბოლომდე შესვა. დანარჩენებიც ასე მოიქცნენ.
– მაიკი გვეხმარება, – უთხრა მირიამმა, – ეს საქმე აბედნიერებს.
მგონი, როცა გაიზრდება, ბარმენი გამოვა.
– შენ კიდევ აქ ხარ? ახლავე გაშპი და დაუძახე! ექიმ ნელსონს მისი
ფიზიკური მდგომარეობის შემოწმება უნდა.
– ეგ ამბავი მოიცდის, – ჩაურთო ხომალდის ექიმმა, – იუბალ, სკოჩი
შესანიშნავია, მაგრამ ეს სადღეგრძელო რაღა იყო?
– ბოდიშს გიხდით. პოლინეზიური სადღეგრძელოა და ნიშნავს
„დაე, ჩვენი მეგობრობა მუდამ გაგრძელდეს“. შეიძლება ითქვას, რომ
ეს დღეს დილით ჩატარებული წყლის რიტუალის გამოძახილი იყო.

434
სხვათა შორის, ჯენტლმენებო, ლარი და დიუკიც მაიკის წყლისმიერი
მოძმეები არიან, მაგრამ, იმედია, ეს თქვენთვის პრობლემა არ იქნება.
სამწუხაროდ, მზარეულობის აზრზე არ არიან... მაგრამ იმ კატეგორიის
ადამიანებს მიეკუთვნებიან, ვისაც ბნელ ქუჩაზე ზურგს უკან ამოიყენებ-
დით.
– იუბალ, თუ ასეა, – თქვა ვან ტრომპმა, – ჩვენთან მოიპატიჟეთ, მა-
ნამდე კი გოგონების სადღეგრძელო დავლიოთ. სვენ, თქვენთან რო-
გორ ამბობენ ხოლმე ამ სადღეგრძელოს?
– დედამიწის ყველა ლამაზი გოგონას სადღეგრძელოს გულის-
ხმობ? მოდი, ამჯერად მხოლოდ ამ ოთხისა შევსვათ, – ქალი წყლის-
მიერი მოძმეების სადღეგრძელო დალიეს და ნელსონი იუბალს მიუბ-
რუნდა, – იუბალ, სად შეკრიბეთ ისინი?
– სარდაფში მყავს მოშენებული, და როგორც კი სათანადოდ გამოვ-
ზრდი და გამოვწვრთნი ხოლმე, ვიღაც ქალაქელი კუდაბზიკა გამოჩ-
ნდება და ეგრევე თხოვდებიან. მოკლედ, მეტად წაგებიანი საქმიანო-
ბაა.
– ვხედავ, როგორ იტანჯებით, – თანაუგრძნო ნელსონმა.
– ასეა. ჯენტლმენებო, ვფიქრობ, თქვენ, ყველანი, უკვე დაქორწინე-
ბული ხართ, ასე არ არის?
ორი დაქორწინებული იყო, მაჰმუდი ჯერ არა. იუბალმა მაჰმუდს გა-
დახედა.
– დემატერიალიზაციას ხომ არ ინებებდით? ოღონდ, სადილის შემ-
დეგ, რადგან ნამდვილად არ ვისურვებდი, ასეთი რამ ცარიელ კუჭზე
გაგეკეთებინათ.
– სახიფათო არ ვარ, უბრალოდ მარადიული ბერბიჭა გახლავართ.
– კარგი რა, სერ! კარგად დავინახე, დორკასი თვალებს რომ გიჟუ-
ჟუნებდათ, თქვენ კიდევ სიამოვნებისგან კრუტუნებდით..
– გარწმუნებთ, დორკასს ჩემგან არანაირი საფრთხე არ ემუქრება, –
უთხრა მაჰმუდმა და გაიფიქრა, ხომ არ ღირდა, ახლავე ეთქვა იუბა-
ლისთვის, რომ სხვა სარწმუნოების მქონე ქალზე არასოდეს დაქორ-
წინდებოდა, მაგრამ გადაიფიქრა, რადგან, მართალია, იუბალი თანა-
მემამულეთა შორის ერთ-ერთ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა,

435
მისნაირ ადამიანსაც, შეიძლებოდა, არასწორად გაეგო. მაჰმუდმა სა-
უბარი სხვა რამეზე გადაიტანა: – მაგრამ, იუბალ, ასეთი რამ არასოდეს
შესთავაზოთ მაიკს. შეიძლება, ვერ დაგროკოს, რომ ხუმრობთ... და
ხელში გვამი შეგრჩებათ. არ ვიცი... არ ვიცი, მაიკს მართლა შეუძლია
თუ არა, უბრალოდ ადგეს და მოკვდეს, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ამის
გაკეთებას ეცდება. ნამდვილი მარსელი რომ იყოს, ალბათ გამოუვი-
დოდა კიდეც.
– დარწმუნებული ვარ, ეს მაიკსაც შეუძლია, – მტკიცედ განაცხადა
ნელსონმა, – დოქტორო... უფრო სწორად, იუბალ... განა მაიკის ნივთიე-
რებათა მიმოცვლაში უჩვეულო არაფერი შეგიმჩნევიათ?
– ჰმ... მოდი, ასე ვიტყვი: მის ნივთიერებათა ცვლაში ისეთი არაფე-
რი შემიმჩნევია, რაც უჩვეულო არ იქნებოდა, თანაც ერთობ უჩვეულო.
– სწორედ ასეა.
იუბალი მაჰმუდს მიუბრუნდა.
– იმაზე ნუ იდარდებთ, რომ მაიკს, შეიძლება, თვითმკვლელობის-
კენ ვუბიძგო, რადგან უკვე ვისწავლე, რომ მასთან ხუმრობა არ შეიძ-
ლება. არასოდეს. დაგროკილი მაქვს, რომ იუმორს ვერ გროკავს, – იუ-
ბალი წამით ფიქრმა წაიღო, თვალები დაახამხამა და თქვა, – მე კი თა-
ვად „გროკვას“ ვერ ვგროკავ... მაჰმუდ, თქვენ ხომ იცით მარსული?
– ცოტაოდენი.
– გამართულად ლაპარაკობთ, საკუთარი ყურით მომისმენია.
თქვენ თუ გროკავთ „გროკვას“?
მაჰმუდი ღრმად ჩაფიქრდა.
– არა, – თქვა ბოლოს, – ასე არ მგონია. „გროკვა“ მარსული ენის უმ-
თავრესი სიტყვაა და, ვფიქრობ, მომდევნო ორმოც წელიწადს სწორედ
მის შესწავლას მივუძღვნი, მის ასახსნელად მილიონობით სიტყვას გა-
მოვიყენებ, მაგრამ წარმატების იმედი ამ შემთხვევაშიც არ მექნება. თუ
გინდა, „გროკვა“ დაგროკო, მარსულად უნდა იფიქრო, სწორედ ისე,
როგორც, ჩემგან განსხვავებით, მაიკი აკეთებს. ალბათ, უკვე შენიშ-
ნეთ, რომ მაიკს უმარტივესი ადამიანური კონცეფციებისადმი მეტად
თავისებური მიდგომები აქვს.
– შევნიშნე?! ლამისაა თავიც გამისკდეს!!

436
– მეც იმავეს ვიტყოდი.
– საჭმელი! – სიხარულით შესძახა იუბალმა, – სწორედაც რომ დრო
იყო! გოგონებო, ყველაფერი ისე დააწყვეთ, რომ ადვილად მივწვდეთ
და არ ილაქლაქოთ. გააგრძელეთ, დოქტორო, თუ გირჩევნიათ, ეს სა-
უბარი სხვა დროისთვის გადავდოთ, რადგან მაიკი უკვე აქ არის?
– სულაც არა.
მაჰმუდი მაიკს მარსულად დაელაპარაკა, მანაც იმავე ენაზე უპასუ-
ხა და ცოტა ხნით სახე გაებადრა. შემდეგ ისევ დასერიოზულდა და
მშვიდად შეუდგა ჭამას. აშკარა კმაყოფილება ეტყობოდა.
– ვუთხარი, რაზეც ვაპირებთ საუბარს, – თქვა მაჰმუდმა, – მაიკმა კი
მიპასუხა, რომ მე სწორად ვილაპარაკებ. ვარაუდი კი არ გამოუთქვამს,
არამედ განაცხადა, როგორც აშკარა და გარდაუვალი ფაქტი. ვიმე-
დოვნებ, რომ თუ რამეს არასწორად ვიტყვი, მაიკი შემისწორებს, თუმცა
დარწმუნებული არ ვარ, ამას რამდენად შეუცდომლად მოახერხებს,
რადგან მაიკი მარსულად ფიქრობს და სამყაროსაც შესაბამისად
აღიქვამს, რაც სრულიად განსხვავდება ჩვენეული აღქმისგან.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ის სამყაროს სხვა „რუკას“ იყენებს. გესმით
ჩემი?
– ვგროკავ, – უპასუხა იუბალმა, – ენა თავისთავად აყალიბებს ადა-
მიანის ძირითად იდეებს.
– ჰო, მაგრამ... დოქტორო, თქვენ ხომ იცით არაბული, ასე არ არის?
– რაო? ოდესღაც ვიცოდი, თუმცა არც ისე კარგად, – აღიარა იუბალ-
მა, – პალესტინაში სამხედრო ექიმად მსახურობისას ვისწავლე, მაგ-
რამ უკვე თითქმის აღარაფერი მახსოვს. თუმცა კითხვით ჯერ კიდევ
ვკითხულობ... რადგან ვამჯობინებ, წინასწარმეტყველის სიტყვები
ორიგინალში წავიკითხო.
– სწორი მიდგომაა, რამეთუ ყურანის თარგმნა შეუძლებელია – ამ
პროცესში მთელი „რუკა“ იცვლება, რაც მთარგმნელის ოსტატობის მი-
უხედავადაც ხდება. ახლა ხომ გესმით, რამდენად რთული მოვლენაა
ინგლისური ჩემთვის? და ამის მიზეზი მხოლოდ ის არ გახლავთ, რომ
ჩემს მშობლიურ ენას ბევრად მარტივი გრამატიკული ფორმები აქვს,
არამედ ისიც, რომ მისი ათვისებისას ჩემთვის მთელი „რუკა“ შეიცვა-

437
ლა. ინგლისური ყველაზე გავრცელებული ენაა, ამიტომ, დროთა გან-
მავლობაში, სხვადასხვა ენიდან დამატებული სიტყვებითაც შეივსო,
რამაც ის, ბარბაროსული ასპექტების მიუხედავად, ლინგვისტურ საბა-
დოდ, ერთგვარ Lingua Franca-დ[96] აქცია... რაც, შესაძლოა, სწორედ
ასეთი ასპექტების წყალობითაც მოხდა. ინგლისური ენა გზად ყველა-
ფერს შთანთქავს და ამ ყველაფრისგან ყალიბდება კიდეც. ამ პროცესს
კი წინ არასდროს არავინ აღსდგომია, როგორც ეს სხვა ენების შემ-
თხვევაში მომხდარა, რომლებსაც ოფიციალურ საზღვრებსაც უწესებ-
დნენ და გარკვეულ ჩარჩოებშიც აქცევდნენ... შესაძლოა, ეს იმიტომაც
ხდებოდა, რომ არასოდეს არსებულა „სამეფო ინგლისურის“ ცნება...
რადგანაც „სამეფო ინგლისურს“ ფრანგული წარმოადგენდა. ინგლი-
სური კი, ფაქტობრივად, ნაბიჭვარი ენა იყო და, შესაბამისად, არც მისი
განვითარება აღელვებდა ვინმეს. ამ უკონტროლობის პირობებში კი
იმდენად გაიზარდა და იმდენად ყოვლისმომცველად იქცა, რომ თუ ამ
მონსტრს სათანადოდ ვერ ფლობს, ადამიანი საკუთარ თავს განათლე-
ბულს ვეღარ უწოდებს.
მაჰმუდმა მცირეოდენი პაუზა გააკეთა და განაგრძო:
– ამ ენისთვის დამახასიათებელი ცვალებადობა, სხვადასხვა ას-
პექტით მრავალფეროვნება და ირაციონალური იდიომატური კომ-
პლექსურობა, შესაძლებელს ხდის, ინგლისურად ისეთი რამეებიც
თქვა, რასაც ვერცერთ სხვა ენაზე ვერ იტყვი. თავის დროზე ამ ყველა-
ფერმა ლამის ჭკუიდან შემშალა... თუმცა მხოლოდ იქამდე, ვიდრე ინ-
გლისურად ფიქრს დავიწყებდი. ამის შემდეგ გონებაში უკვე ახალი
„რუკა“ ჩამომიყალიბდა, რომელიც, ახლა უკვე, ჩემ მიერ ბავშვობიდან
შეთვისებულ „რუკასთან“ ერთად ფუნქციონირებს. გარკვეული თვალ-
საზრისით, ახალი „რუკა“ უფრო განვითარებული და დეტალურია. თუმ-
ცა მაინც რჩება ბევრი ისეთი, რასაც სალაპარაკო არაბულითაც იტყვი,
ინგლისურად კი შეუძლებელია.
– ნამდვილად ასეა, – დაუდასტურა იუბალმა, – ამიტომაც ვკითხუ-
ლობ ხოლმე არაბულად. ცხადია, რამდენადაც ვახერხებ.
– ჰო, მაგრამ მარსული ენა ინგლისურთან შედარებით ბევრად კომ-
პლექსურია, ხოლო სამყაროს საერთო სურათის აბსტრაჰირების მეთო-

438
დით იმდენად განსხვავდება ნებისმიერი დედამიწური ენისგან, რომ
მის ფონზე ინგლისური და არაბული იდენტურ ენებადაც შეიძლება მი-
ვიჩნიოთ. თუ ინგლისელსა და არაბს ერთმანეთის ენაზე ფიქრის სწავ-
ლის უნარი შესწევთ, დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩვენ ოდესმე მარსუ-
ლად ფიქრის დონემდე განვვითარდებით, თუ, რა თქმა უნდა, მხედვე-
ლობაში არ მივიღებთ მაიკის მიერ ამ ენის ათვისების უნიკალურ შემ-
თხვევას. ჩვენ მხოლოდ მარსული ენის გამარტივებული ვარიანტის
შესწავლა შეგვიძლია და მეც სწორედ ასეთ დონეზე ვფლობ. ახლა კი,
– აგრძელებდა მაჰმუდი, – მოდი, ეს ერთი კონკრეტული სიტყვა –
„გროკვა“ განვიხილოთ. როგორც ვვარაუდობ, მისი პირველადი მნიშ-
ვნელობა იმ დროიდან მომდინარეობს, როდესაც მარსელები მოაზ-
როვნე არსებებად ყალიბდებოდნენ და, შესაბამისად, მეტყველებასაც
იწყებდნენ. ამ სიტყვის პირველადი მნიშვნელობა მეტად მარტივია და
მათ „რუკასაც“ ჰფენს ნათელს. „გროკვა“ ნიშნავს „დალევას“.
– რაო? – გაოცდა იუბალი, – მაგრამ დალევაზე ლაპარაკისას მაიკი
არასდროს ახსენებს ამ სიტყვას. ის...
– ერთი წუთით, – მაჰმუდი მაიკს მიუტრიალდა და მარსულად და-
ელაპარაკა.
მაიკს სახეზე მსუბუქი გაკვირვება გამოეხატა.
– „გროკვა“ დალევაა, – თქვა და ჭამა გააგრძელა.
– მაგრამ მაიკი იმ შემთხვევაშიც დამეთანხმებოდა, – განაგრძო
მაჰმუდმა, – ასობით სხვა ინგლისური სიტყვა რომ დამესახელებინა,
მათ შორის, ისეთებიც, ჩვენ ურთიერთსაპირისპირო ცნებების გამოსა-
ხატავად რომ ვიყენებთ. კონტექსტის გათვალისწინებით, „გროკვა“
უამრავ ცნებას მოიცავს. ის ნიშნავს „შიშსაც“, „სიყვარულსაც“ და „სი-
ძულვილსაც“, რადგან, მარსელთა „რუკის“ თანახმად, შეუძლებელია
გძულდეს რაღაც, თუ მას ბოლომდე არ დაგროკავ, თუ ბოლომდე არ
შეიმეცნებ და გონებით არ შეერწყმები, რაც საკუთარი თავისადმი სი-
ძულვილსაც გულისხმობს, მაგრამ ეს, თავისთავად, იმასაც ნიშნავს,
რომ გიყვარდეს, ზეამაღლებდე და სხვანაირადაც არ ძალგიძდეს. ამ-
რიგად, მხოლოდ სრული დაგროკვის შემდეგ შეიძლება შეგძულდეს,
თუმცა მარსელთა სიძულვილი ადამიანთა მხოლოდ მსუბუქი ზიზღის

439
შესატყვისი თუ იქნება, – მაჰმუდმა სახეზე ჩამოისვა ხელი, – მხედვე-
ლობაში მათემატიკური სიზუსტით იდენტური შესატყვისი მაქვს. სხვა-
თა შორის, ადამიანური კლიშე „შენზე მეტად მტკივა“, გარკვეულწი-
ლად, მარსულ ხასიათს ატარებს. როგორც ჩანს, მარსელებმა ინსტინ-
ქტურად იციან ის, რაც ჩვენ მხოლოდ თანამედროვე ფიზიკის წყალო-
ბით გავიგეთ. ვგულისხმობ, როდესაც დამკვირვებელი დასაკვირვე-
ბელ ობიექტზე ზემოქმედებას თავად დაკვირვების ფაქტითაც ახდენს.
„გროკვა“ ნიშნავს რაღაცის იმდენად ღრმად ჩაწვდომას, რომ დამ-
კვირვებელი დაკვირვების პროცესის ნაწილად იქცევა,
ბოლომდე ერწყმის, ითქვიფება, შეიწოვება, შეცნობის საერთო
პროცესში კი საკუთარ იდივიდუალიზმსაც კარგავს. ეს ნიშნავს თით-
ქმის ყველაფერს, რასაც ჩვენი რელიგია, ფილოსოფია და მეცნიერება
მოიცავს... და რაც ჩვენთვის იგივეა, რაც ბრმისთვის ფერი, – მაჰმუდმა
მცირედი პაუზა გააკეთა და განაგრძო: – იუბალ, ნაწილ-ნაწილ რომ და-
მექუცმაცებინეთ და თქვენგან შეჭამანდი მომემზადებინა, გროკვას მა-
ინც გააგრძელებდით; როცა შეგჭამდით, ერთად დავგროკავდით, და
არ იქნებოდა დანაკარგი და არც იმას ექნებოდა მნიშვნელობა, რომე-
ლი ჩვენგანი შეჭამდა მეორეს.
– ჩემთვის ნამდვილად ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნებოდა, –
მტკიცედ განაცხადა იუბალმა.
– თქვენ ხომ მარსელი არ ხართ, – გაუღიმა მაჰმუდმა და ისევ მაიკს
გადაულაპარაკა მარსულად.
– სწორად ლაპარაკობ, მაჰმუდ, ჩემო მოძმე, – თავის დაკვრით უთ-
ხრა მაიკმა, – ეს ასეა. შენ ხარ ღმერთი.
მაჰმუდმა უღონოდ გაშალა ხელები.
– ხომ ხედავთ, რომ ამ ლაპარაკს აზრი არ აქვს. ერთადერთი, რასაც
მივაღწიე, მხოლოდ და მხოლოდ მკრეხელობაა. ჩვენ მარსელებივით
ვერასდროს ვიფიქრებთ, უბრალოდ, არ შეგვიძლია.
– შენ ხარ ღმერთი, – დაბეჯითებით გაიმეორა მაიკმა, – ღმერთი
გროკავს.
– ჯანდაბა, აჯობებს, თემა შევცვალოთ. იუბალ, შემიძლია ჩვენი თა-
ნამოძმეობის ხათრით ჯინის იმედი კიდევ მქონდეს?

440
– ახლავე მოვიტან, – შესძახა დორკასმა და წამოხტა.
სადილმა თბილ, ოჯახურ გარემოში ჩაიარა, რასაც იუბალის უშუა-
ლობამაც შეუწყო ხელი და იმანაც, რომ უშუალობა არც დანარჩენებს
აკლდა, მათ შორის, „ჩემპიონის“ ეკიპაჟის წევრებსაც, რომლებიც გა-
ნათლებული და მხიარული ადამიანები აღმოჩდნენ, დიდად არც
თვითდამკვიდრებისკენ ისწრაფოდნენ და მაიკისადმიც, იუბალის
მსგავსად, მამობრივი განწყობა ჰქონდათ. დოქტორი მაჰმუდიც კი სრუ-
ლიად თავისუფლად გრძნობდა თავს, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი
ადამიანების გარემოცვაში, რომლებიც მის რწმენას, ერთადერთ ჭეშ-
მარიტ რწმენას არ იზიარებდნენ და მუდამ კეთილისმყოფელი და მოწ-
ყალე ღმერთის ნებას არ ემორჩილებოდნენ, ამას ერთობ იშვიათად
ახერხებდა. ამიტომაც ესიამოვნა ასე ძალიან, როდესაც იუბალმა ახსე-
ნა, რომ ზოგჯერ წინასწარმეტყველის სიტყვებს კითხულობდა. სასია-
მოვნო იყო იმის აღიარებაც, რომ ეს ქალებიც გაცილებით უკეთესები
აღმოჩნდნენ, ვიდრე თავიდან ეგონა. ხოლო რაც შეეხება ამ შავგვრე-
მანს... თუმცა ეს აზრი დაუყოვნებლივ განაგდო, აქ ხომ სტუმრად იმყო-
ფებოდა.
ეს ქალები დანარჩენებივით ზედმეტად არ ლაქლაქებდნენ, სერიო-
ზულ საუბარში უაზროდ არ ეჩრებოდნენ, კერძები და სასმელი დრო-
ულად შემოჰქონდათ და სტუმართმოყვარეობასაც სათანადოდ იჩენ-
დნენ. თავდაპირველად მაჰმუდი ძალიან შეძრა იმ ფაქტმა, რომ მი-
რიამი იუბალს აგდებულად ელაპარაკებოდა... მაგრამ დაფიქრდა,
მიხვდა რასთან ჰქონდა საქმე და მირიამსაც სხვა თვალით შეხედა. ეს
სწორედ ის თავისუფლება იყო, რომელსაც კნუტებს ან საყვარელ შვი-
ლებს განებივრების გზით ანიჭებდნენ.
იუბალს სტუმრებისთვის უკვე აეხსნა, რომ ახლა მხოლოდ გენერა-
ლური მდივნის პასუხსღა ელოდნენ.
– თუ უნდა, ეს საქმე სწრაფად მოაგვაროს, რაც, ჩემი აზრით, ასეცაა,
მაშინ მის პასუხს, სავარაუდოდ, დღესვე შევიტყობთ. წინააღმდეგ შემ-
თხვევაში, საღამოსკენ შინ გავემგზავრებით... თუმცა, საჭიროების შემ-
თხვევაში, დავბრუნდებით. მთავრობის სასახლეში რომ დავრჩენილი-

441
ყავით, შეიძლებოდა, დაგლასს ცდუნებისთვის ვერ გაეძლო და ჩვენ-
გან კიდევ რაიმეს გამოტყუება ეცადა.
– და რისი გამოტყუება უნდა ეცადა? – ჰკითხა კაპიტანმა ვან ტრომ-
პმა, – რაც სურდა, ხომ ისედაც მიეცით.
– არა ყველაფერი, რაც სურდა. დაგლასი, ალბათ, ამჯობინებდა,
ყველა ბერკეტი მას დარჩენოდა და აღარაფერზე ედარდა, ახლა კი სა-
კუთარ ქმედებებზეა დამოკიდებული, რადგან არასათანადოდ მოქცე-
ვის შემთხვევაში უფლებამოსილების გადაცემა ისეთი ადამიანისთვის
მოუხდება, რომელსაც დასანახავად ვერ იტანს და რომლის საგაზეთო
სვეტისაც გველის ნაკბენივით ეშინია. მხედველობაში ეს მოღიმარი
არამზადა მყავს – ჩვენი მოძმე ბენი. დაგლასი კი ერთადერთი არ არის,
ვინც ჩვენგან რაიმეს გამოტყუებას შეეცდება – ამის მსურველთა მთე-
ლი არმია არსებობს. მაგალითად, ის უშფოთველი ბუდა – კანგი, რო-
მელსაც აშკარად ვძულვარ და რომელსაც ახლახან ფეხი დავუდე. მან
რომ ზუსტად იცოდეს, რამ შეიძლება გვაცდუნოს, იქამდე შემოგვთავა-
ზებდა, ვიდრე დაგლასი გონს მოვიდოდა. ამიტომაც მისგან თავი, შეძ-
ლებისდაგვარად, შორს უნდა დავიჭიროთ . სწორედ კანგია იმის ერთ-
ერთი მიზეზი, რომ მხოლოდ ჩვენ მიერვე მოტანილს ვჭამთ და ვსვამთ.
– ნამდვილად ხედავთ შიშის საფუძველს? – ჰკითხა იუბალს ნელ-
სონმა და დასძინა: – იუბალ, სიმართლე გითხრათ, თავიდან ვიფიქრე,
რომ უბრალოდ გურმანი იყავით და შინიდან შორს ყოფნის დროსაც
მხოლოდ საკუთარ სამზარეულოს აღიარებდით. ვერც კი წარმომიდგე-
ნია, რომ ასეთ სასტუმროში შეიძლება მოგვწამლონ.
იუბალმა მწუხარედ გააქნია თავი.
– სვენ, თქვენ იმ პატიოსან ადამიანებს მიეკუთვნებით, რომლებიც
სხვებსაც თავისნაირად პატიოსნად მიიჩნევენ. შესაძლოა, უმეტესად,
მართალიც იყოთ. მოწამვლას, რა თქმა უნდა, არავინ გიპირებთ, მაგ-
რამ თქვენმა ცოლმა თქვენი სიცოცხლის დაზღვევა, შეიძლება, მხო-
ლოდ იმიტომ მიიღოს, რომ ლუკმა მაიკთან
ერთად გატეხეთ.
– ამას სერიოზულად ამბობთ?

442
– სვენ, თუ რამე გინდათ, მოვატანინებ, მაგრამ თავად აქაურ კერ-
ძებს პირსაც არ დავაკარებ და არც მაიკს მივცემ ამის უფლებას, რად-
გან თითქმის სრულიად ვარ დარწმუნებული, რომ ნებისმიერი მიმტანი
კანგის ან მის მსგავსთა მიერ იქნება მოსყიდული... არაფერს ვაზვია-
დებ და არც არარსებულ საფრთხეს ვიგონებ. სრულიად აშკარაა, რომ
მათ შესანიშნავად იციან, სადაც ვიმყოფებით და ორი საათიც საკმა-
რისი დროა რაიმეს მოსამოქმედებლად, თუ გადაწყვეტენ, რომ მოქმე-
დების დრო უკვე მოვიდა. სვენ, ამას სრული სერიოზულობით გეუბნე-
ბით. ჩემი უპირველესი საზრუნავი ის იყო, რომ ამ ყმაწვილის სიცოც-
ხლე როგორმე იქამდე დამეცვა, ვიდრე მის ხელთ ფორმალურად არ-
სებული ძალაუფლების სტერილიზებასა და სტაბილიზებას მოვახერ-
ხებდით... ისე, რომ მისი სიკვდილით სარგებელი ვერავის მიეღო.
იუბალმა ამოიხვნეშა და ლაპარაკი გააგრძელა:
– ერთი წუთით შავი ქვრივი წარმოიდგინეთ. ეს პატარა, წყნარი და
სასარგებლო არსებაა, რომელიც, ჩემი აზრით, არაქნიდებს შორის ყვე-
ლაზე მოხდენილია: შავი, პრიალა, ზურგზე გამოსახული წითელი ქვი-
შის საათით. მისდა საუბედუროდ, ეს ობობა მასავით ციცქნა არსების-
თვის მეტისმეტად დიდ ძალას ფლობს, რის გამოც, დანახვისთანავე
სულს აფრთხობინებენ ხოლმე.
– და ვერც ვერაფერს შეცვლის, საკუთარ შხამიანობას ვერსაც გაექ-
ცევა.
– მაიკიც მსგავს მდგომარეობაშია. მართალია, შავი ქვრივივით
მიმზიდველი არ არის, მაგრამ...
– იუბალ, აბა, აბა, – გაკიცხა დორკასმა, – ასეთ რამეებს რატომ ამ-
ბობ?! თანაც მართალიც არაა!
– მაპატიე, პატარა. ასეთ საკითხებში შენსავით მიკერძოებული არ
ვარ... საქმე იმაშია, რომ მაიკი ამხელა ქონებისგან ასე ადვილად ვერ
გათავისუფლდება, არადა არც მისი ფლობაა უსაფრთხო. საფრთხე კი
მხოლოდ კანგისგან არ მოდის. მაგალითად, უმაღლესი სასამართლო
სულაც არაა ისეთი აპოლიტიკური და მიუკერძოებელი, როგორიც უნდა
იყოს... თუმცა იმდენად „ჰუმანურები“ კი არიან, რომ საიქიოში გასტუმ-
რების ნაცვლად თავს ციხეში ამოაყოფინებენ, რაც, ჩემი აზრით, სიკ-

443
ვდილზე უარესია. ამას ემატება ათზე მეტი დაინტერესებული დაჯგუ-
ფება, რომელთაგან ზოგი მთავრობასთანაა დაახლოებული, ზოგი კი
ფარულად მოქმედებას ამჯობინებს. მაიკის მოკვლა, შეიძლება, მათაც
სცადონ... ან არც სცადონ, მაგრამ ერთი რამ სრულიად აშკარაა: ყველა
თავს იმტვრევს იმაზე ფიქრით, თუ როგორი გახდება მათი ქონებრივი
მდგომარეობა ერთ მშვენიერ დღეს, მაიკი დაკრძალვის მთავარ გმი-
რად რომ იქცეს. მე...
– ბოს, გირეკავენ.
– ენ, შენ ახლა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე ლაპარაკი შემაწყვე-
ტინე. მართლაც რომ პორლოკელი[97] ხარ, რა!
– არა, დალასიდან გახლავართ.
– უთხარი, რომ არ ვარ.
– ბეკი გკითხულობს.
– პირდაპირ ეგრე რატომ არ მითხარი? – იუბალმა მაშინვე მეზობელ
ოთახს მიაშურა. ეკრანიდან მადამ ვეზანის მეგობრული სახე უღიმო-
და, – ბეკი, ჩემო გოგო, როგორ მიხარია შენი დანახვა! – იუბალს დრო
აღარ დაუკარგავს იმის გარკვევაზე, თუ საიდან გაიგო ბეკიმ მათი ად-
გილსამყოფელი.
– სალამი, დოკ. დილიდან გადევნებდით თვალს. უბრალოდ უნდა
დამერეკა და მეთქვა.
– აბა, როგორი იყო?
– პროფესორი ნამდვილად იამაყებდა. ასე მაღალ დონეზე შესრუ-
ლებული მანევრები არასოდეს მინახავს. იმის გააზრებასაც ვერ ას-
წრებდნენ თუ რომელი მხრიდან ხვდებოდათ დარტყმები. გიყურებდი
და ვფიქრობდი, რომ მსოფლიომ დიდი ორატორი დაკარგა.
– ამ სიტყვებს ძალიან გიფასებ, ბეკი, – იუბალი ელვის სისწრაფით
ფიქრობდა, – მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ შენი დახ-
მარებით მოხერხდა. ასე რომ, მითხარი, როგორ გადაგიხადო ამ შე-
უფასებელი სამსახურისთვის და უკან არაფერზე დავიხევ, – იუბალს უკ-
ვე გადაეწყვიტა, რომ ბეკის მიერ დასახელებულს აუცილებლად გაა-
ორმაგებდა – ანგარიში, რომლის გახსნაც მაიკისთვის მოითხოვა, უკვე

444
შეეძლო დანიშნულებისამებრ გამოეყენებინა... აჯობებდა, ბეკისთვის
გულუხვად გადაეხადა, ვიდრე ვალში დარჩენილიყო.
მადამ ვეზანი მოიღუშა.
– ჩემს გრძნობებს შეურაცხყოფ.
– ბეკი, ბეკი! შენ ხომ უკვე დიდი გოგო ხარ. ტაში და აპლოდისმენ-
ტები კარგია, ახალთახალი, ტკიცინა, მწვანე კუპიურების სქელი დასტა
კი უკეთესი. ჩემს ფულს არ გთავაზობ, გაწეული სამსახურისთვის მარ-
სელი ადამიანი გადაგიხდის და, დამიჯერე, მას ნამდვილად შეუძლია,
საკუთარ თავს ამის უფლება მისცეს, – იუბალმა ჩაიცინა და დაამატა: –
ჩემგან კი მხოლოდ გულითად მადლობას მიიღებ, ხოლო როდესაც
გნახავ, ისე გაკოცებ და ჩაგიხუტებ, რომ ნეკნებს სულ დაგილეწავ.
მადამ ვეზანი მოდუნდა და კეკლუცი ღიმილით უთხრა:
– მოკლედ, შენი გამოსწორება არ იქნება. მახსოვს, როგორ მეხვეო-
დი და მამშვიდებდი, რომ პროფესორი სულ უფრო უკეთ ხდებოდა.
დამშვიდება ნამდვილად ყოველთვის შეგეძლო...
– ვერ დავიჯერებ, რომ ესოდენ არაპროფესიონალურად ვიქცეოდი.
– სწორედ ასე იქცეოდი. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მშვენივ-
რად გახსოვს. და ეს სულაც არ ყოფილა მამობრივი მზრუნველობა.
– ალბათ, ეგრეც იყო. შეიძლება, ვფიქრობდი, რომ ამგვარი მოპ-
ყრობით უფრო დაგეხმარებოდი. მართალია, მსგავსი მეთოდები, დი-
დი ხანია, წარსულს ჩავაბარე, მაგრამ შენთვის გამონაკლისს დავუშ-
ვებ.
– ასე აჯობებს.
– შენთვის კი აჯობებს, თანხა დაასახელო. და ნულები არ დაგავიწ-
ყდეს.
– ოჰ... კარგი, მოვიფიქრებ, მაგრამ, დოკ, სიმართლე გითხრა, გა-
წეული სამსახურის ასანაზღაურებლად სხვა მეთოდებიც არსებობს. ნა-
ხე, რა ხდებოდა დღეს ბირჟაზე?
– არა და მაგაზე ლაპარაკსაც შეეშვი. გირჩევნია, ჩვენთან მოხვიდე
და ერთი კარგად დავლიოთ.

445
– აჰ... ალკოჰოლისგან თავი უნდა შევიკავო, რადგან ერთ ძალიან
მნიშვნელოვან კლიენტს შევპირდი, რომ სასწრაფო რჩევის მისაცემად
მთელი დღის განმავლობაში ხაზზე ვეყოლებოდი.
– მესმის. ჰმ... ბეკი, როგორ ფიქრობ, რას ამბობენ ვარსკვლავები?
განა ყველასთვის უკეთესი არ იქნება, თუ ამ საქმეს დღესვე მოვაგვა-
რებთ, შეთანხმებას ხელს მოვაწერთ, ბეჭედს დავარტყამთ და ყველა-
ფერს ოფიციალურად გავაფორმებთ? იქნებ ამის გაკეთება ბირჟის და-
ხურვისთანავე აჯობებდა?
– ვნახავ, – თქვა ბეკიმ მცირეოდენი ფიქრის შემდეგ.
– ძალიან კარგი, მერე კი შემოგვიერთდი და იმდენ ხანს დარჩი,
რამდენსაც ისურვებ, ოღონდ ის ფეხსაცმელები არ ჩაიცვა, ფეხებს რომ
გტკენდა ხოლმე. აი, ნახავ, ჩვენი ბიჭი როგორ მოგეწონება – წარმოუდ-
გენლად უცნაური და მოპარული კოცნასავით ტკბილი ვინმეა.
– აჰ... როგორც კი მოვახერხებ, შემოგივლით. გმადლობ, დოკ.
ერთმანეთს დაემშვიდობნენ და იუბალი სტუმებთან დაბრუნდა, სა-
დაც აღმოაჩინა, რომ ექიმ ნელსონს მაიკი გასასინჯად საძინებელში
გაეყვანა. იუბალიც შეუერთდა და თავისი სამედიცინო ინსტრუმენტები
შესთავაზა, რადგან თავად ნელსონს, რა თქმა უნდა, თან არ ჰქონდა.
მაიკს ტანსაცმელი გაეხადა, ხომალდის ექიმი კი გაოცებული შეჰ-
ყურებდა.
– დოქტორო, ეს პაციენტი ბოლოს ათი დღის წინ ვნახე. ასე მალე
როგორ მოასწრო კუნთების განვითარება?
– „ნამდვილი მამაკაცების ჟურნალი“ დაეხმარა. ის ბოდვა რეკლა-
მა ხომ იცით, რომ ოთხმოცდაათფუნტიან კაფანდარას შეუძლია...
– დოქტორო, სერიოზულად გეკითხებით.
– და მას რატომ არ ეკითხებით? – კითხვა შეაგება იუბალმა.
ნელსონი ასეც მოიქცა.
– აზროვნებით, – უპასუხა მაიკმა.
– ასეა, – დაეთანხმა იუბალი, – კუნთები აზროვნებით განივითარა.
როდესაც, ერთ კვირაზე ცოტა მეტი ხნის წინ, პირველად ვნახე, სუსტი,
გამხდარი, დაუძლურებული და გაფითრებული იყო. გამოქვაბულში
გაზრდილივით გამოიყურებოდა და, როგორც აღმოჩნდა, მეტ-ნაკლე-

446
ბად, ასეც ყოფილა. უბრალოდ, ვუთხარი, რომ ძალები უნდა მოეკრიბა
და დამიჯერა.
– ვარჯიშობდა? – დაეჭვებით ჰკითხა ნელსონმა.
– სისტემატურად არა. ძირითადად აუზში იყო – როცა და რამდენ
ხანსაც მოუნდებოდა.
– შეუძლებელია, მხოლოდ ერთკვირიანი ცურვის შემდეგ ადამიანი
ისე გამოიყურებოდეს, თითქოს რამდენიმე წლის განმავლობაში რეგუ-
ლარულად ვარჯიშობდაო! – ნელსონმა წარბები შეიჭმუხნა, – ვიცი,
რომ მაიკს უნებლიე მოქმედების კუნთების საკუთარი ნებისთვის და-
მორჩილება შეუძლია, მსგავსი რამ ადრეც მომხდარა. ასეთი წარმოუდ-
გენელი შედეგი კი ადამიანს აფიქრებინებს, რომ...
– ექიმო, – თავაზიანად შეაწყვეტინა იუბალმა, – რატომ არ გინდათ,
აღიაროთ, რომ ამას, უბრალოდ, ვერ გროკავთ. ასე ხომ ენერგიასაც
დაზოგავთ და ნერვებსაც.
– სხვა რა გზა მაქვს, – ამოიოხრა ნელსონმა და მაიკს მიუბრუნდა, –
ჩაიცვი, მაიკლ.
ცოტა ხანში სასიამოვნო გარემომ და საკმაო რაოდენობის ალკო-
ჰოლმა იუბალზე სათანადოდ იმოქმედა და „ჩემპიონის“ ეკიპაჟის წევ-
რებთან დილით მომხდარისა და საკუთარი შიშების შესახებ გულახდი-
ლად ალაპარაკდა.
– ამ მოლაპარაკების ფინანსური ნაწილი საკმაოდ მარტივი იყო:
მთელი ქონება ისე უნდა დაგვებანდებინა, რომ მისთვის ბრძოლას აზ-
რი დაეკარგა. ეს ბრძოლა მაიკის სიკვდილის შემთხვევაშიც ვეღარ გა-
ჩაღდება, რადგან დაგლასს ფარულად ვაცნობე, რომ ამით მისი მეურ-
ვეობაც დასრულდებოდა. რაც შეეხება კანგს, მის ყურამდე უკვე მივი-
და ჭორი – როგორც ყოველთვის, საიმედო წყაროდან ანუ, ამ შემთხვე-
ვაში, ჩემგან – რომ მაიკის სიკვდილის შემთხვევაში დაგლასი მუდმივ
კონტროლს შეინარჩუნებს ყველაფერზე, რაც კი მისი, როგორც მარსე-
ლი ადამიანის მეურვისა და სრული ნდობით აღჭურვილი პირის გან-
კარგულებაში იქნება. იმაზეც ვიზრუნე, რომ ამ ხმებს კიდევ რამდენიმე
ადამიანამდე მიეღწია. ჯადოქრობა რომ შემეძლოს, ბიჭს არამარტო

447
აბსურდული პოლიტიკური ძალაუფლების, არამედ მემკვიდრეობისგა-
ნაც მთლიანად გავათავისუფლებდი. ეს...
– რატომ? – შეაწყვეტინა კაპიტანმა.
ჰარშოუმ გაკვირვებით შეხედა.
– კაპიტანო, მდიდარი ხართ? არ ვგულისხმობ, გყოფნით თუ არა გა-
დასახადებისთვის და გრჩებათ თუ არა იმდენი, რომ წვრილმანი კაპ-
რიზები დაიკმაყოფილოთ, არამედ ნამდვილ სიმდიდრეზე გელაპარა-
კებით... აი, როდესაც ადამიანი სიმდიდრისგან იატაკის ჩაზნექვამდე
მძიმდება.
– მე? – ჩაიფრუტუნა ვან ტრომპმა, – ხელფასზე ვარ დამოკიდებული,
სახლი დაგირავებული მაქვს... ორი ქალიშვილი კი კოლეჯში სწავ-
ლობს. სიმართლე გითხრათ, ვისურვებდი, უფრო მდიდარი ვყოფილი-
ყავი.
– გარწმუნებთ, არც ისე მოგეწონებოდათ.
– ჰმ!.. ასე არ ილაპარაკებდით, კოლეჯის ორი მოსწავლე ქალიშვი-
ლი რომ გყოლოდათ.
– მყავდა კიდეც – ჩემი ოთხი ქალიშვილი სწავლობდა კოლეჯში და
ვალში ვიხრჩობოდი, ეს ინვესტიცია კი მხოლოდ ერთმა გაამართლა.
ის ახლა თავისი პროფესიის ერთ-ერთი მოწინავე სპეციალისტია და
ქმრის გვარს ატარებს, რადგან მე არც ისე პატივსაცემი ბებერი არამ-
ზადა ვარ, სარჩოს იაფფასიანი ნაჯღაბნით ვშოულობ და შთამომავ-
ლების უმწიკვლო რეპუტაციასაც ვლახავ, ნაცვლად იმისა, რომ საიქი-
ოს გზას დროულად გავდგომოდი. ასეთ შემთხვევაში, გამოცემაში „ვინ
ვინ არის“[98] პატივისცემით მომიხსენიებდნენ და ჩემს ხსოვნასაც სა-
თანადო პატივს მიაგებდნენ. დანარჩენი სამი არც ისე ურიგო
შვილები გამოდგნენ, რაც მთავარია, ჩემთვის დაბადების დღის მო-
ლოცვა არასოდეს ავიწყდებათ, სხვა მხრივ კი თავს არ მაბეზრებენ.
მათზე განათლებას უარყოფითად არ უმოქმედია, ამას ნამდვილად
ვერ ვიტყვი... მგონი, ჩემი ნაშიერების მაგალითზე, არც ისე ნათლად
გადმოვეცი, რომ ადამიანს ხშირად იმაზე მეტი სჭირდება, ვიდრე აქვს.
ჩემი აზრით, თქვენც ადვილად შეძლებდით ფინანსური მდგომარეო-
ბის გაუმჯობესებას, თუ, რა თქმა უნდა, ამჟამინდელ სამსახურს მიატო-

448
ვებდით და რომელიმე საინჟინრო კომპანიაში გადაინაცვლებდით, სა-
დაც სიამოვნებით აგიყვანენ და თქვენი სახელისთვის გაცილებით
მეტსაც გადაგიხდიდნენ. მაგალითად, „ჯენერალ ატომიკსი“ ავიღოთ
ან რომელიმე მსგავსი კომპანია. ეს უკვე შემოგთავაზეს, არა?
– ეგ გამორიცხულია, – გადაჭრით განაცხადა ვან ტრომპმა, – მე ჩე-
მი საქმის პროფესიონალი ვარ.
– მესმის თქვენი. გულისხმობთ, რომ მთელ პლანეტაზე არ მოიპო-
ვება იმის სანაცვლო ფული, რომ კოსმოსური ხომალდების მართვაზე
აგაღებინონ ხელი.
– თუმცა არც ცოტა მეტ ფულზე ვიტყოდი უარს.
– ცოტა მეტი ფული მაინც ვერაფერში დაგეხმარებოდათ, რადგან
გოგოებს იმაზე ათი პროცენტით მეტის დახარჯვა შეუძლიათ, ვიდრე
ადამიანი ნებისმიერი ნორმალური საქმიანობით გამოიმუშავებს. ბუნე-
ბის ეს კანონი საყოველთაოდ ცნობილია, მაგრამ ასეთი სახით აქამდე
არავის ჩამოუყალიბებია. ამიერიდან ამ კანონზომიერებას „ჰარშოუს
კანონი“ ერქმევა... კაპიტანო, თემას დავუბრუნდეთ. თქვენც იცით, რომ
დიდძალი ქონების მფლობელებს, გადასახადებისგან თავის დასაღ-
წევად, გაქნილი თაღლითების მთელი ბრბოს დაქირავება და ათას-
გვარი ხრიკის მოფიქრება უხდებათ ხოლმე. ასეთი ხათაბალა კი გა-
დადგომაზე გაცილებით მეტ უსიამოვნებას მოგიტანდათ.
– და ეგ რატომ უნდა გამეკეთებინა? უბრალოდ, ობლიგაციებს შე-
ვიძენდი და მშვიდად მივიღებდი დივიდენდებს.
– ვითომ მართლაც ასე მოიქცეოდით? ნამდვილად არა, თუკი ისე-
თი ადამიანი იქნებოდით, ვისთვისაც მთავარი მიზანი ბევრი ფულის
შოვნაა. დიდძალი ქონების მოხვეჭა არც ისე ადვილია, სანაცვლოდ
ადამიანი ზოგჯერ სიცოცხლესაც თმობს, მხოლოდ მის გაზრდაზე ზრუ-
ნავს და სხვა ყველაფრისადმი ინტერესს კარგავს. ამბობენ, ასეთი
ადამიანები წარსულს ჩაჰბარდნენო, მაგრამ სისულელეა! პლანეტის
ყოველი ათი მდიდრიდან შვიდი მაინც ასეთია და ქონების გაზრდის
სწორედ ამგვარი მეთოდით მოქმედებს. ისინი მაღალი გადასახადები-
სა და სოციალიზმის პირობებშიც არ ნებდებიან – უბრალოდ, არსებულ
წესებს ეგუებიან, თუ, ცხადია, მათ შეცვლას ვერ ახერხებენ. თავად გან-

449
საჯეთ, პრიმა ბალერინას როლიც არ არის იმდენად მძიმე და სწორხა-
ზოვანი, როგორიც ქონების დაგროვების ლტოლვით შეპყრობილი ადა-
მიანებისა. და, კაპიტანო, ეს არ არის თქვენი სტილი – თქვენ ფულის
კეთება კი არ გინდათ, უბრალოდ, გინდათ, დასახარჯი ფული გქონ-
დეთ.
– სწორედ ასეა, სერ! ამიტომაც ვერ ვხვდები, რატომ ცდილობთ, მა-
იკის მისივე ქონებისგან გათავისუფლებას?
– იმიტომ, რომ მაიკს ის არ სჭირდება, ქონება იმაზე მეტად დაახე-
იბრებს, ვიდრე ნებისმიერი ფიზიკური ნაკლი. სიმდიდრე, დიდი სიმ-
დიდრე, ნამდვილი წყევლაა და მხოლოდ მათ ანიჭებს სიამოვნებას,
რომელთა ერთადერთი მიზანიც მეტი ქონების დაგროვებაა. მაგრამ ამ
შემთხვევაშიც ბევრი უბედურება მოაქვს.
– კარგი რა, იუბალ, ჰარამხანის იმ ყარაულივით ლაპარაკობთ, რო-
მელიც სხვების დარწმუნებას ცდილობს, რომ საჭურისობა შესანიშნავი
რამეა. მომიტევეთ ასეთი შედარებისთვის.
– შესაძლოა, – დაეთანხმა იუბალი, – ნამდვილად უსაზღვროა ადა-
მიანის უნარი, რომ, რაციონალიზაციის წყალობით, შეზღუდვები უპი-
რატესობად აქციოს და, ამ მხრივ, არც მე ვარ გამონაკლისი. ვინაიდან
ჩემთვის, ისევე, როგორც თქვენთვის, ფული მხოლოდ და მხოლოდ სა-
ხარჯო საშუალებაა და მეტი არაფერი, გამდიდრების არანაირი შანსი
არ გვაქვს. მეორე მხრივ, არც არსებობისთვის საკმარისი სახსრების
მოპოვების საფრთხე გვემუქრება. ამას ხომ, ასე თუ ისე, თითქმის ყვე-
ლა ახერხებს. მაგრამ დიდი სიმდიდრე... დღევანდელი წარმოდგენა
ხომ იხილეთ, მთელი ეს ფარსი ხომ საკუთარი თვალით ნახეთ. ახლა
კი გულწრფელად მითხარით, თქვენი აზრით, შემეძლო თუ არა, სცე-
ნარში მცირეოდენი ცვლილება შემეტანა და ამ ქონებაზე კონტროლი
ხელში თავად ჩამეგდო? ეს ხომ უზარმაზარი სიმდიდრეა და ვინც მას
განკარგავს, ნებისმიერ კაპრიზსაც დაიკმაყოფილებს. ფიქრობთ, რომ
ჯერ კიდევ შემიძლია ყველაფერი შევცვალო და მთელი ქონება მივი-
საკუთრო, მისი ერთადერთი მმართველი და დე ფაქტო მფლობელი
გავხდე, შემოსავალი ვმართო და ეს ყველაფერი ისე წარმოვაჩნო, რომ
დაგლასმაც მხარი დამიჭიროს? მაგრამ განა ასე მოქცევა შემეძლო?

450
მაიკი ხომ მენდობა, მე ხომ მისი წყლისმიერი მოძმე ვარ. როგორ შე-
მეძლო, მისი ქონება მიმეთვისებინა და ყველაფერი ისე წარმომეჩინა,
თითქოს ეს დაგლასის სახით მთავრობას ჩაედინა?
– ჰმ... ჯანდაბა, იუბალ. ვფიქრობ, შეგეძლოთ.
– რა თქმა უნდა! შემეძლო, რადგან გენერალური მდივნის მოქმე-
დებები, ამ მხრივ, ადვილად პროგნოზირებადია. ის ხომ, თქვენსავით,
ფულზე კი არ ნადირობს, არამედ პოლიტიკური ძალაუფლებისკენ მი-
ისწრაფვის, რაც სრულიად უცხოა ჩემთვის. დაგლასისთვის იმის გა-
რანტირება, რომ სმიტის ქონება მუდმივად მისი მთავრობის სამსახურ-
ში იდგებოდა, მე შემოსავლების საკუთარ ჭკუაზე განკარგვის სრულ
თავისუფლებას მომანიჭებდა და ჩემს მეურვეობასაც ოფიციალურად
გავაფორმებდი. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერს შეფარვითა და მოქნი-
ლად გავაკეთებდი, რადგან ქცევის წესები ხომ ქურდებსაც აქვთ.
იუბალი მოიბუზა, მცირედი პაუზა გააკეთა და განაგრძო:
– თავდაპირველად ვფიქრობდი, ასეც მოვქცეულიყავი, რადგან მი-
მაჩნდა, რომ ეს საუკეთესო გზა იქნებოდა მაიკის იმ სვავებისგან დასა-
ცავად, მუდმივად თავს რომ დასტრიალებდნენ. ამაზე ფიქრისას პანი-
კამ შემიპყრო. კაპიტანო, თქვენ, ალბათ, არ იცით, რა არის მოხუცი მეზ-
ღვაურის უდიდესი საგანძური. ეს სულაც არაა სქელი ქისა, რომელსაც
მშვიდად დააცარიელებს. არა, ამ ქისის მფლობელი მუდამ ალყაშია,
ერთ წამითაც არ აქვს მოსვენება, და სადაც უნდა წავიდეს, ყველგან
ბომბეელი მათხოვრებივით გარს ეხვევიან, ფულს პირდაპირ სთხოვენ
ან ამა თუ იმ საქმეში ჩადებას აიძულებენ. ამის გამო აღარც გულწრფე-
ლი მეგობრობისა სჯერა, რადგან მის გარშემო ასეთი ადამიანები
აღარ არიან. ზოგი იმიტომ ერიდება, რომ მუდამ მის გარშემო მობზუი-
ლე გარემოცვა ეზიზღება, ზოგი კი იმიტომ გაუნაპირდება, რომ მეტის-
მეტად ამაყია და შიშობს, რომ ვინმე მასაც ამ საზიზღარი გარემოცვის
წევრად მიიჩნევს. ყველაზე უფრო უარესი კი ისაა, რომ ამ ადამიანისა
და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლეც მუდმივად საფრთხეშია. კაპიტა-
ნო, თქვენს შვილებს ოდესმე დამუქრებია გატაცების საფრთხე?
– რაო? ღმერთო დიდებულო! იმედი მაქვს, რომ არა!

451
– თქვენც რომ მაიკის მსგავს ქონებას ფლობდეთ, მაშინ საკუთარი
შვილების მუდმივად დაცვა მოგიხდებოდათ, მაგრამ სიმშვიდეს მაინც
ვერ მოიპოვებდით, რადგან ვერც მათთვის მიჩენილი მცველების სა-
იმედოობაში იქნებოდით დარწმუნებული. გადახედეთ უკანასკნელ პე-
რიოდში მომხდარი გატაცებების მასალებს და ნახავთ, რამდენ შემ-
თხვევაში ერია თითქოსდა სანდო ადამიანთა ხელი... და ისიც ნახეთ,
თუ რამდენად მცირეა გატაცების შემდეგ ცოცხლად გადარჩენილთა
რაოდენობა. ახლა კი საკუთარ თავს ჰკითხეთ – რომელმა სიმდიდრემ
და მისით შეძენილმა ფუფუნებამ შეიძლება თქვენი ქალიშვილების
უსაფრთხოება გადაწონოს? საერთოდ, რა აზრი ექნება ამ ყველაფერს,
თუკი მათი კისრები მუდმივად ყულფში იქნებოდა გაყოფილი?
– ისე იმ ჩემს დაგირავებულ სახლში ცხოვრება მირჩევნია, – თქვა
ჩაფიქრებულმა ვან ტრომპმა, – შვილები ჩემთვის ყველაფერია,
იუბალ.
– ამინ! ქონება კი მათთან შედარებით არაფერია! სიმდიდრე არას-
დროს მხიბლავდა. ახლაც მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი ზანტი და
უსარგებლო ცხოვრება მშვიდად გავატარო, საკუთარ ლოგინში ვიძი-
ნებდე და არავინ მაწუხებდეს. არადა, უკვე ვფიქრობდი, რომ იძულე-
ბული გავხდებოდი, სიცოცხლის უკანასკნელი წლები კაბინეტში, ათას-
გვარ ნაგავში გამეტარებინა, თავი ბარიკადებში გამომემწყვდია და
სრულ იზოლაციაში აღმოვჩენილიყავი, რათა, როგორც ნდობით აღ-
ჭურვილ პირს, მაიკის საქმეები მეგვარებინა. სწორედ ამ დროს მეწვია
შთაგონება: დაგლასი ხომ ისედაც ამგვარი ბარიკადების მიღმა ცხოვ-
რობს! ვინაიდან იძულებული ვართ, მაიკის სიცოცხლისა და ჯანმრთე-
ლობის ხანგრძლივად დაცვის მიზნით მთელი უფლებამოსილება დაგ-
ლასს გადავცეთ, მაშინ რატომ არ უნდა გადავულოცოთ მთელი თანამ-
დევი თავის ტკივილიც? არც იმის შიში მაქვს, რომ დაგლასი მაიკს გა-
ძარცვავს, რამეთუ სიხარბე მხოლოდ წვრილფეხა პოლიტიკოსებს ახა-
სიათებს, დაგლასი კი, ყველაფრის მიუხედავად, სულაც არ გახლავთ
ამ დონის არარაობა. ბენ, ნუ იქუფრები, და იმედი ვიქონიოთ, რომ ამ
ტვირთს არასდროს გადმოგაბარებს.
იუბალი ისევ „ჩემპიონის“ ეკიპაჟის წევრებს მიუბრუნდა.

452
– ამრიგად, მთელი ტვირთი დაგლასს ავკიდე, მე კი შემიძლია, ჩემს
წალკოტში დავბრუნდე. მაგრამ, როგორც უკვე აღვნიშნე, ქონებასთან
დაკავშირებული საფრთხის განეიტრალება შედარებით ადვილი საქ-
მე იყო, ყოველ შემთხვევაში, მას შემდეგ მაინც, რაც ეს ხერხი გამოვ-
ძებნე. მთავარ საფრთხეს ის ძალაუფლება წარმოადგენდა, რომელიც
მაიკს ლარკინის პრეცედენტიდან გამომდინარე ენიჭებოდა.
– იუბალ, ჩემი აზრით, რეალობასთან კავშირი სწორედ მანდ და-
კარგე, – ჩაერია კექსტონი, – მაიკისთვის „სუვერენული პატივის“ მიგე-
ბა, თანაც ასეთი ფორმით! ღვთის გულისათვის, იუბალ! უბრალოდ, უნ-
და უზრუნველგეყო, რომ მაიკს ამ სულელური ლარკინის პრეცედენტი-
დან მომდინარე ყველა უფლებაზე, ტიტულსა და ინტერესზე ეთქვა
უარი.
– ბენ, ჩემო ბიჭო, – რბილად შეაწყვეტინა იუბალმა, – უნდა ვაღი-
არო, რომ მეტად გულმოდგინე და ნიჭიერი რეპორტიორი ხარ.
– უფ, დიდი მადლობა! კიდევ ერთი გულშემატკივარი...
– მაგრამ სტრატეგიული აზროვნებით ნეანდერტალელსაც არ აღე-
მატები.
– იუბალ, ცოტა დავმშვიდდი, – ამოისუნთქა კექსტონმა, – თორემ
რაღაც მომენტში ვიფიქრე, რომ ასაკის გამო სენტიმენტალური გახდი.
– როგორც კი ეგ მოხდება, ძალიან გთხოვ, მომკალი, – იუბალი ვან
ტრომპს მიუბრუნდა, – კაპიტანო, მარსზე რამდენი ადამიანი დარჩა?
– ოცდასამი.
– და ლარკინის პრეცედენტიდან გამომდინარე, რა სტატუსი აქვთ?
ვან ტრომპი უხერხულად შეიშმუშნა და ყოყმანის შემდეგ თქვა:
– ამაზე ლაპარაკი არ შემიძლია.
– მაშინ ნურაფერს იტყვით, – უთხრა იუბალმა, – ისედაც ვხვდები
და, ვფიქრობ, ბენიც ხვდება.
– კაპიტანო, – საუბარში ექიმი ნელსონი ჩაერია, – მე და მაჰმუდი
სამოქალაქო პირები ვართ და რასაც გვინდა, იმას ვილაპარაკებთ.
– ნამდვილად, – დაეთანხმა მაჰმუდი.

453
– თუ გადაწყვეტენ, ამის გამო პრობლებები შემიქმნან, ჯანდაბამ-
დეც გზა ჰქონიათ. რა უფლებით გვიკრძალავს მთავრობა ლაპარაკს?
ვიდრე თვითონ სკამებს ათბობდნენ, ჩვენ მარსზე ვიყავით!
– დამშვიდდი, სვენ, ყველაფერს თავად ვიტყვი, – თქვა კაპიტანმა,
– აქ ხომ მხოლოდ წყლისმიერი მოძმეები ვართ, მაგრამ, ბენ, არ ვისურ-
ვებდი, რომ ჩემ მიერ ნათქვამი მოგვიანებით თქვენს სვეტში ამომე-
კითხა. ჯერ კიდევ მინდა კოსმოსური ხომალდის კაპიტნობა.
– კაპიტანო, ვიცი, რომ გამოქვეყნება არ შემიძლია, მაგრამ თუ თავს
უფრო მშვიდად იგრძნობთ, შემიძლია, მაიკსა და გოგონებს შევუერ-
თდე. თანაც, ჯილსაც დაველაპარაკებოდი.
– გთხოვთ, იყავით... მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ წყლისმიერ
მოძმეებს შორის უნდა დარჩეს, – უთხრა ვან ტრომპმა ბენს და განაგ-
რძო, – მთავრობამ წინასწარ იზრუნა, რომ ამ ნომინალური კოლონიის
გამო დამატებითი პრობლემები არ წარმოქმნილიყო. ყველა მომავალ-
მა კოლონისტმა, ჯერ კიდევ დედამიწის დატოვებამდე მოაწერა ხელი
შეთანხმებას, რომ უარს ამბობდნენ ლარკინის პრეცედენტიდან გა-
მომდინარე უფლებებზე და მთელ უფლებამოსილებას მთავრობას გა-
დასცემდნენ. როდესაც მარსამდე მივაღწიეთ და იქ მაიკი დაგვხვდა,
ყველაფერი თავდაყირა დადგა. იურისტი არ ვარ, მაგრამ იმდენს კი
ვხვდებოდი, რომ თუ მაიკი საკუთარ უფლებამოსილებას მთავრობის
სასარგებლოდ დათმობდა, ამით მართვის ბერკეტებს ზუსტად იმ დრო-
ისთვის გადასცემდა, როდესაც საქმე საქმეზე მიდგებოდა და მსუყე
ნაჭრების გადანაწილება დაიწყებოდა...
– და რა მსუყე ნაჭრებზეა საუბარი? – ჰკითხა კექსტონმა კაპიტანს,
– ცხადია, სამეცნიერო სახიათის მიღმა საკითხებს ვგულისხმობ. მის-
მინეთ, კაპიტანო, თქვენს მიღწევებს არ ვაკნინებ, მაგრამ იმ ყველაფ-
რიდან გამომდინარე, რაც აქამდე მინახავს და მომისმენია, მგონია,
რომ, სხვა მხრივ, მარსს ჩვენთვის არც ისე დიდი ღირებულება უნდა
ჰქონდეს. ან იქნებ ამ პლანეტაზე ისეთი აღმოჩენებიც გაუკეთებიათ,
რომლებიც ჯერ კიდევ გასაიდუმლოებულია, მთავრობა კი ყველაფერ-
ზე წავა, ოღონდ კი ნაადრევად არ გამჟღავნდეს?
ვან ტრომპმა თავი გააქნია.

454
– არა, რამდენადაც ვიცი, ყველა სამეცნიერო და ტექნიკური ხასია-
თის ინფორმაცია ხელმისაწვდომია, მაგრამ, ბენ, როდესაც მთვარეზე
პირველად დავეშვით, ისიც ქვის ერთი უსარგებლო ნაგლეჯი იყო და
მეტი არაფერი. აბა, ახლა ნახეთ იქაურობა.
– ეგეც მართალია, – აღიარა კექსტონმა, – ვისურვებდი, თავის
დროზე, ბაბუაჩემს „ლუნარ ენტერპრაიზისის“ აქციები ეყიდა და არა
„კანადიან ურანიუმისა“. იუბალისგან განსხვავებით,
სიმდიდრეზე უარს სულაც არ ვიტყოდი, – წამით გაჩუმდა და დასძი-
ნა: – მაგრამ, ნებისმიერ შემთხვევაში, მარსი ხომ დასახლებული პლა-
ნეტაა.
– ჰო, მაგრამ... – ვან ტრომპი შეყოყმანდა და დოქტორ მაჰმუდს მი-
უბრუნდა, – როგორ ავუხსნათ, მაჰმუდ.
– ბენ, მარსზე მისი კოლონიზაციისთვის უამრავი თავისუფალი ად-
გილია... – სიტყვა ჩამოართვა მაჰმუდმა, – და რამდენადაც იქ ყოფნი-
სას დავრწმუნდი, მარსელებისთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს,
არ შეგვწინააღმდეგებიან, როდესაც ვაუწყეთ, რომ მათ პლანეტაზე კო-
ლონიის დატოვებას ვაპირებდით, თუმცა, იმასაც მივხვდი, რომ ეს ამ-
ბავი არც გახარებიათ. მეტიც, ინტერესი საერთოდ არ გამოუჩენიათ.
ჩვენც მარსზე დროშები ავაფრიალეთ და ექსტრატერიტორიულობა გა-
მოვაცხადეთ, მაგრამ ჩვენი სტატუსი შესწავლის მიზნით მინის გუმბა-
თის ქვეშ მოქცეული ჭიანჭველების ქალაქისას უფრო ჰგავს. ოდნავა-
დაც ვერ ვგროკავ, რა ხდება.
– ზუსტად ეგრეა, – დაეთანხმა იუბალი, – მეც იმავეს ვიტყოდი. ჯერ
კიდევ დილით ამ მდგომარეობაზე წარმოდგენაც არ მქონდა... მხო-
ლოდ ის ვიცოდი, რომ მთავრობას მაიკისგან ლარკინის პრეცედენტი-
დან მომდინარე მისი უფლებამოსილების მიღება უნდოდა. მეტი არა-
ფერს ვუწყოდი და ვიფიქრე, რომ მთავრობაც, უბრალოდ, გამბედავად,
მაგრამ მაინც ბრმად მოქმედებდა. „გამბედაობა, მუდამ გამბედა-
ობა“[99] – ეს ხომ სტრატეგიის ნაცადი პრინციპია. სამედიცინო პრაქ-
ტიკისას დავრწმუნდი, რომ თვითდაჯერების გამოვლინება ყველაზე
მძიმე პერიოდშია საჭირო, სამართლებრივი პრაქტიკიდან კი ვისწავ-
ლე, რომ უიმედო მდგომარეობისას უებარი საშუალება ნაფიც მსაჯუ-

455
ლებზე ძალდაუტანებელი სილაღითა და სათანადო სიმტკიცით შთა-
ბეჭდილების მოხდენაა.
იუბალმა ჩაიცინა და განაგრძო:
– ერთხელ, კოლეჯში სწავლისას, ბრიტანეთის კოლონიური ფლო-
ტის სამინისტროს გადაწყვეტილების ციტირებით რაღაც კამათში გა-
ვიმარჯვე. დაბნეულმა მოწინააღმდეგეებმა ვერაფერი დამიპირისპი-
რეს, რადგან არც იცოდნენ, რომ „ბრიტანეთის კოლონიური ფლოტის
სამინისტრო“ საერთოდ არ არსებობდა – არც მაშინ და არც მანამდე.
უბრალოდ, გამოვიგონე, ისევე, როგორც მის მიერ გამოტანილი გადაწ-
ყვეტილება. დღესაც ასე უსირცხვილოდ მოვიქეცი. მთავრობას მთელი
გულით უნდოდა, რომ მაიკს ლარკინის პრეცედენტით გათვალისწინე-
ბული უფლებები გადაეცა, რადგან საშინლად ეშინოდათ, კანგთან ან
ვინმე მსგავსთან არ გავრიგებულიყავით. ასე რომ, მათი სიხარბითა და
შიშით ვისარგებლე, რათა ეს აბსურდული სამართლებრივი პრეცედენ-
ტი მაქსიმალურად ხელსაყრელად გამომეყენებინა და, მათივე იდიო-
ტური პროტოკოლის შესატყვისად, მაიკი სწორედ იმ სუვერენად წარ-
მოვაჩინე, რომელიც მნიშვნელობით მთელ ფედერაციას უტოლდებო-
და და, აქედან გამომდინარე, სათანადო პატივიც უნდა მიეგოთ.
თვითკმაყორფილმა იუბალმა თანამოსაუბრეებს გადახედა, ბენმა
კი მშრალად მიუგო:
– რითაც თავი ლომის ხახაში ამოყავი.
– ბენ, ბენ, – საყვედურით უთხრა კექსტონს იუბალმა, – არასწორი
მეტაფორაა. ლომის ხახა კი არა, სამეფო ტახტი უნდა გეთქვა. საკუთა-
რი ლოგიკისა და წესების თანახმად, მათ მაიკის კორონაციის აქტი ჩა-
ატარეს. განა საჭიროა, აღვნიშნო, რომ, მიუხედავად ძველი გამოთქმი-
სა თავისა და გვირგვინის შესახებ[100], უფრო უსაფრთხოა ოფიციალუ-
რი მონარქი იყო, ვიდრე ტახტის ფარული პრეტენდენტი? მონარქს, ასე
თუ ისე, მაინც შეუძლია თავის დაცვა, ბოლოს და ბოლოს, ტახტზე იტ-
ყვის უარს, ანუ, ნებისმიერ შემთხვევაში, გაცილებით მეტი არჩევანი
აქვს. რაც შეეხება პრეტენდენტს, საფრთხეში იმ წამიდან აღმოჩნდება,
როგორ კი მისი არსებობა გახდება ცნობილი. თუ ამის შესახებ თავად-
ვე განაცხადებს და ტახტზეც უარს იტყვის, ეს მის მდგომარეობას რამ-

456
დენადმე შეამსუბუქებს, მაგრამ არც ისაა გამორიცხული, პირიქითაც
მოხდეს და მტრების პირისპირ სრულიად დაუცველი დარჩეს. არა, ბენ,
შენ მთავარ არსს ვერ მიხვდი. შენგან განსხვავებით, კანგმა კარგად
დაინახა, რომ იმ რამდენიმე მუსიკალურმა აკორდმა და ქსოვილის
ნაგლეჯმა მაიკის მდგომარეობა შეუდარებლად განამტკიცა და ეს ძა-
ლიან არ მოეწონა.
იუბალმა ღრმად ამოისუნთქა და გააგრძელა:
– ამრიგად, მე აუცილებლობიდან გამომდინარე ვმოქმედებდი და
არა საკუთარი სურვილით. ამან, მაიკის მდგომარეობა ნაწილობრივ
გააუმჯობესა, მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ. მაიკი ამ სამართლებრი-
ვად სრულიად აბსურდული ლარკინის პრეცედენტის თანახმად, მარ-
სის აღიარებულ სუვერენად იქცა, რაც ნიშნავს, რომ აქვს უფლებამოსი-
ლება გასცეს კონცესიები, სხვა სავაჭრო ნებართვები, ანკლავებთან
დაკავშირებული ბრძანებები და ასე შემდეგ. ამჟამად ორი ვარიანტი
გვაქვს: საკუთარი მოვალეობები შეასრულოს და იმ მდიდრებზე დიდი
წნეხის ქვეშ აღმოჩდეს, რომელთა შესახებაც ცოტა ხნის წინ ვლაპარა-
კობდით, მით უმეტეს, რომ მაიკისთვის მსგავსი რამეები სრულიად უც-
ხოა, ან უარი თქვას ლარკინის პრეცედენტით გათვალისწინებულ საკუ-
თარ უფლებებზე და ყველა ბერკეტი მარსზე მყოფ ოცდასამ კოლო-
ნისტს გადასცეს, რაც, ავტომატურად, ამ უფლებების დაგლასისთვის
გადაცემასაც ნიშნავს, – იუბალმა წარბები შეიჭმუხნა, – მე ამ ალტერ-
ნატივებიდან დიდად არცერთი არ მომწონდა, რადგან ორივე იმ საზიზ-
ღარ საკანონმდებლო დოქტრინას ეფუძნებოდა, რომლის თანახმადაც
ლარკინის პრეცედენტის გამოყენება დასახლებულ პლანეტებთან მი-
მართებაშიც დასაშვებია. ჯენტლმენებო, ცხოვრებაში ერთ მარსელსაც
არ შევხვედრივარ და არც მათ დამცველ გმირად ქცევის სურვილი მა-
მოძრავებს, მაგრამ ჩემი კლიენტის ამგვარად ამაზრზენ ფარსში ჩათ-
რევას ნამდვილად ვერ დავუშვებდი. ვფიქრობ, თავად ლარკინის პრე-
ცედენტია გასაუქმებელი, რასაც, ავტომატურად, მისგან გამომდინარე
ეგრეთ წოდებული „უფლებების“ გაუქმებაც მოჰყვებოდა და რაც პლა-
ნეტა მარსისადმი გამოვლენილი პატივისცემაც იქნებოდა... მაგრამ ეს
იქამდე უნდა მომხდარიყო, ვიდრე ყველაფერი, ჯერ კიდევ, ჩვენ ხელთ

457
იქნებოდა, რაც უმაღლეს სასამართლოსაც არ მისცემდა თვითნებური
გადაწყვეტილების მიღების საშუალებას.
იუბალმა მცირეოდენი პაუზა გააკეთა:
– ასე რომ, ლარკინის პრეცედენტის გაუქმების მოთხოვნით უმაღ-
ლეს სასამართლოზე მაღალ ინსტანციას მივმართე. „ბრიტანეთის კო-
ლონიური ფლოტის სამინისტროს“ ამბავი ხომ გახსოვთ? ის ჩემი მხრი-
დან სრულიად მოურიდებელი და ურცხვი სიცრუე იყო მხოლოდ იმის-
თვის, რომ საკუთარი სამართლებრივი თეორია ჩამომეყალიბებინა.
მაიკს სუვერენის შესაფერისი პატივი მიაგეს – ეს უკვე ფაქტია, რომე-
ლიც მთელმა მსოფლიომ იხილა, მაგრამ ასეთი პატივი შეიძლება მი-
ეგოს არამარტო სუვერენს, არამედ მის ალტერ ეგოსაც – მოადგილეს
ან ელჩს. ამდენად, ყველაფერი იმგვარად წარმოვაჩინე, რომ, თით-
ქოს, მაიკი არის არა ბანქოს მეფე, რომელსაც ამ უსუსურ სტატუსს ადა-
მიანთა ბრიყვული კანონმდებლობიდან გამოწოვილი აბსურდული
პრეცედენტი ანიჭებს, არამედ მარსელთა დიადი ცივილიზაციის ელჩი!
იუბალმა ამოიხვნეშა.
– ეს, რა თქმა უნდა, სრული ბლეფი იყო, თავიდან ბოლომდე. ამი-
ტომ სულელურად მეშინოდა, რომ ჩემი სიმართლის დამტკიცება მო-
მიხდებოდა, მაგრამ ეს ბლეფი იმის მტკიცე რწმენას დავაფუძნე, რომ
დაგლასი და მისი გარემოცვა, განსაკუთრებით კი კანგი, საქმესთან
დაკავშირებულ ფაქტებთან ჩემზე მეტად არ იქნებოდნენ გაშინაურებუ-
ლი, – იუბალმა მსმენელებს მოავლო მზერა და დასძინა: – ასეთ ბლეფ-
ზე წასვლა იმიტომაც გავრისკე, რომ თქვენ სამნი, მაიკის წყლისმიერი
მოძმეები, ჩვენს მაგიდასთან ისხედით. თუ სიცრუეში თქვენ არ მამ-
ხელდით, მაშინ მაიკს მარსის ელჩად მიიღებდნენ ან იმად მაინც, რაც
მარსელთათვის დესპანის სტატუსს შეესაბამებოდა, და ლარკინის
პრეცედენტიც წარსულს ჩაბარდებოდა.
– იმედი მაქვს, რომ ასეა, – გამოეხმაურა იუბალს კაპიტანი ვან
ტრომპი, – მაგრამ თავად სიცრუედ სულაც არ მიმიჩნევია – არამედ
მარტივ ჭეშმარიტებად აღვიქვი.

458
– რაო? ხომ გითხარით, ეს ყველაფერი სრული ბლეფი იყო და მეტი
არაფერი-მეთქი. უბრალოდ, ცნობილ ტერმინებს ვაბრეხვებდი და იმ-
პროვიზაციულ სპექტაკლს ვდგამდი.
– მნიშვნელობა არ აქვს, ეს შთაგონების შედეგი იყო, თუ დედუქცი-
ისა, მაგრამ, ჩემი აზრით, სრული სიმართლე ილაპარაკეთ, – „ჩემპი-
ონის“ კაპიტანი წამით შეყოყმანდა და დასძინა: – თითქმის სრული სი-
მართლე. ერთადერთი, რაშიც არ გეთანხმებით ისაა, რომ მაიკს ელჩს
ვერ ვუწოდებდი, ის დესანტი უფროა.
კექსტონს ყბა ჩამოუვარდა, იუბალს კი ეს არც შეუმჩნევია, ისე ჰკით-
ხა კაპიტანს:
– კი, მაგრამ, სერ, ეგ როგორ?
– ახლავე აგიხსნით, – უპასუხა ვან ტრომპმა, – დავაზუსტებ, რომ მა-
იკი მარსელთა მიერ დედამიწაზე გამოგზავნილი მზვერავი მგონია. არ
გამოვრიცხავ, მთელი ამ დროის განმავლობაში, ერთმანეთთან
ტელეპათიურ კავშირში იმყოფებოდნენ და მაიკს ინფორმაციის გა-
დაცემაზე ზრუნვაც არ სჭირდებოდეს. ვერ გეტყვით... მაგრამ ერთი რამ
კი ზუსტად ვიცი: მარსზე ყოფნის შემდეგ, მსგავს რამეებს გაცილებით
იოლად ვიღებ... ალბათ ყველასთვის უდავო ფაქტია, რომ როდესაც
მარსზე ადამიანს აღმოვაჩენდით და ამით შინ დაბრუნების უნიკალურ
შანსს მივცემდით, ისიც ბედნიერებისგან შეშლილი გამოგვყვებოდა, –
კაპიტანმა ექიმ ნელსონს გადახედა, – სვენ, თქვი სინამდვილეში რო-
გორ იყო.
– ამან მაიკი შეძრა, – დაადასტურა ვან ტრომპის უთქმელი სიტყვე-
ბი ნელსონმა, – თავდაპირველად მიახლოებასაც ვერ ვახერხებდით,
ჩვენი საშინლად ეშინოდა. შემდეგ კი მარსელებისგან დედამიწაზე გა-
მომგზავრების ბრძანება მიიღო... და იქიდან მოყოლებული, რასაც
ვეტყოდით, ყველაფერში მორჩილად მოგვყვებოდა, საშიში ბრძანებე-
ბის აბსოლუტური სიზუსტით შემსრულებელი ჯარისკაცივით იქცეოდა.
– ერთი წუთით, – გააპროტესტა კექსტონმა და კაპიტანს მიუტრიალ-
და, – კაპიტანო, ანუ იმის თქმა გინდათ, რომ მარსი თავს დაგვესხმება?
მარსი? მსგავსი რამეების შესახებ თქვენ ხომ გაცილებით მეტი იცით
და განა ეს იგივე არ იქნებოდა, ჩვენ იუპიტერზე რომ გაგველაშქრა?

459
იმას ვგულისხმობ, რომ დედამიწის მიზიდულობის ძალა მარსისას, და-
ახლოებით, ორ-ნახევარჯერ აღემატება და ამდენივეთი აჭარბებს იუ-
პიტერის მიზიდულობა დედამიწისასაც. მსგავსი განსხვავებებია წნე-
ვის, ტემპერატურის, ატმოსფეროს შემადგენლობის მხრივ და ასე შემ-
დეგ. ჩვენ იუპიტერზე ნამდვილად ვერ გადავრჩებოდით და არ მესმის,
როგორ უნდა გაუძლონ მარსელებმა დედამიწის ბუნებრივ პირობებს.
ასე არ არის?
– ყველაფერი თითქმის ასეა, – დაეთანხმა ბენს ვან ტრომპი.
– მაშინ მითხარით, რატომ უნდა დავესხათ თავს იუპიტერს ან მარ-
სი ჩვენ?
– ჰმ... ბენ, რამე გსმენიათ იუპიტერზე პლაცდარმის შექმნასთან და-
კავშირებულ პროექტზე?
– ჰო, მაგრამ... ეგ პროექტი ჩანაფიქრის იქით არ წასულა. ეს ხომ,
უბრალოდ, უკიდურესად არაპრაქტიკულია.
– ერთ საუკუნეზე ნაკლები ხნის წინ კი არაპრაქტიკულად კოსმოსუ-
რი მოგზაურობები მიიჩნეოდა. აბა, ერთი ნახეთ, რას წერდნენ ამაზე
თქვენი კოლეგები, ვთქვათ, 1940 წლის გაზეთებში. იუპიტერის პროექ-
ტი, მართალია, ჯერ ნახაზებს არ გასცდენია, მაგრამ მასზე საუკეთესო
ინჟინრები მთელი სერიოზულობით მუშაობენ. მათი აზრით, თუ ოკეა-
ნის სიღრმეების შესწავლისას მიღებულ გამოცდილებას გამოვიყე-
ნებთ და შევქმნით იუპიტერის ატმოსფეროში ტივტივისა და ფრენის-
თვის გამოსადეგარ სკაფანდრს, ადამიანები იქ გამგზავრებასა და არ-
სებობას შეძლებენ. ამრიგად, განა ლოგიკური არ იქნება, ვივარა-
უდოთ, რომ მარსელებიც მოიგონებენ ისეთ რამეს, რაც დედამიწის ბუ-
ნებრივ პირობებში გადარჩენაში დაეხმარებათ? ერთი წამითაც არ
იფიქროთ, რომ მათზე ჭკვიანები ვართ.
– აჰ... კარგი, გავჩუმდი... – თქვა კექსტონმა, – თუმცა მაინც ვერ
ვხვდები, რაში უნდა სჭირდებოდეთ ეს ყველაფერი.
– კაპიტანო.
– გისმენთ, იუბალ.

460
– მე კიდევ ერთი არგუმენტის მოშველიება შემიძლია, კულტურული
არგუმენტის. ალბათ გსმენიათ კულტურათა უხეშ, ეგრეთ წოდებულ,
აპოლონურ და დიონისურ[101] საწყისებად დაყოფის თაობაზე?
– ზოგადი წარმოდგენა მაქვს.
– ჩემი აზრით, მარსელები, თავიანთი კულტურის ფონზე, ზუნის[102]
კულტურასაც კი დიონისურად მიიჩნევდნენ. მართალია, მე კი არა, იქ
თქვენ ბრძანდებოდით, მაგრამ მაიკთან ამ საკითხებზე არაერთხელ
მილაპარაკია და, შემიძლია ვთქვა, რომ ეს ბიჭი უკიდურესად აპოლო-
ნურ კულტურაშია აღზრდილი, რაც საერთოდ არ გულისხმობს აგრესი-
ას.
– ჰმ... გასაგებია, მაგრამ მარტო მაგის იმედად ყოფნა არ შეიძლე-
ბა.
– კაპიტანო, – ჩაერია საუბარში მაჰმუდი, – იუბალის ნათქვამის გა-
სამაგრებელი მტკიცებულებები არსებობს. მოგეხსენებათ, კულტურის
შესწავლა მისი ენის საშუალებითაც შესაძლებელია, მარსელთა ენაში
კი „ომის“ აღმნიშვნელი სიტყვა არ არსებობს, – მაჰმუდი წამით ჩაფიქ-
რდა და განაგრძო: – ყოველ შემთხვევაში, რამდენადაც ჩემთვის ცნო-
ბილია, სწორედ ასეა. მათ ენაში, ასევე, არ არსებობს „იარაღის“ ან
„ბრძოლის“ გამომხატველი ტერმინები. ხოლო თუ კონკრეტული კულ-
ტურის ენაში რაიმე მოვლენის აღმნიშვნელი სიტყვა არ არის, ესე იგი,
ეს მოვლენა ამ კულტურისთვის სრულიად უცხოა.
– ოჰ, ეგ მხოლოდ ცარიელი სიტყვებია, მაჰმუდ! ცხოველებიც იბ-
რძვიან... ჭიანჭველებიც კი, მაგრამ ამისთვის განა „ომის“ აღმნიშვნე-
ლი სიტყვა სჭირდებათ?
– ენები რომ ჰქონოდათ, ასეც იქნებოდა, – გადაჭრით განაცხადა
მაჰმუდმა, – მოლაპარაკე რასების შემთხვევაში ეს ბუნებრივია, მარსუ-
ლი ენა კი, ადამიანთა ენებთან შედარებით, ბევრად განვითარებუ-
ლია. ნებისმიერი მოლაპარაკე რასის ენაში არსებობს ამავე რასის
კულტურისა და ყოფის გამომხატველ ცნებათა აღმნიშვნელი სიტყვე-
ბი. ჩნდება ახალი ცნება – იქმნება შესაბამისი სიტყვაც ან მის აღსანიშ-
ნავად რომელიმე ძველ სიტყვას ახლებური მნიშვნელობით იყენებენ.
ეს გარდაუვალი პროცესია! ვერბალიზაციისკენ მიდრეკილი ნერვული

461
სისტემა ავტომატურად მუშაობს. მარსელებს „ომი“ რომ სცოდნოდათ,
მაშინ შესაბამისი სიტყვებიც ექნებოდათ.
– ამის გარკვევა ახლავე შეგვიძლია, – განაცხადა იუბალმა, – მაიკს
დავუძახოთ.
– ერთი წუთით, იუბალ, – გააპროტესტა ვან ტრომპმა, – ჯერ კიდევ
დიდი ხნის წინ ვისწავლე, რომ სპეციალისტს არ უნდა ეკამათო, რად-
გან მარცხისთვის ხარ განწირული, მაგრამ ისტორიას მათი შეცდომე-
ბიც ახსოვს, მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სიმართლისა სჯერო-
დათ... მაპატიე, მაჰმუდ.
– ასეა, კაპიტანო, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ნამდვილად არ ვცდები.
– ერთადერთი, რასაც მაიკთან დალაპარაკებით გამოვარკვევთ, ის
იქნება, იცის თუ არა კონკრეტული სიტყვა... რაც დაახლოებით იმას ემ-
გვანება, ორი წლის ბავშვს „გამოთვლის“ მნიშვნელობა რომ ავახსნე-
ვინოთ. ეს კი არაფერს დაამტკიცებს. ჯობს, ფაქტებს დავეყრდნოთ.
სვენ, მოვუყვეთ აგნიუს შესახებ?
– წინააღმდეგი არ ვარ, კაპიტანო, – უპასუხა ნელსონმა.
– კარგი... ჯენტლმენებო, ესეც მხოლოდ წყლისმიერ მოძმეებს შო-
რის უნდა დარჩეს. ლეიტენანტი აგნიუ ჩვენი სამედიცინო სამსახურის
უმცროსი ოფიცერი იყო, როგორც სვენი ამბობს, ნამდვილი პროფესიო-
ნალი გახლდათ და არც სხვაგვარად ფიქრის მიზეზი მქონია. ყველას
ძალიან მოგვწონდა, მაგრამ მოულოდნელად აღმოვაჩინეთ, რომ ფა-
რული ქსენოფობიით იყო შეპყრობილი, მაგრამ არა ადამიანების, არა-
მედ მარსელთა მიმართ. როგორც კი გავარკვიეთ, რომ მშვიდობიან
რასას ვსტუმრობდით, ყოველგვარი ინციდენტის გამოსარიცხად, გავე-
ცი ბრძანება, რომ ხომალდიდან პლანეტის ზედაპირზე იარაღით არა-
ვინ გადასულიყო. სავარუდოდ, ახალგაზრდა აგნიუ ჩემს ბრძანებას არ
დაემორჩილა, რადგან, ფაქტია, რომ, მოგვიანებით, მისი პირადი ია-
რაღი ვეღარსად ვიპოვეთ, ხოლო ეკიპაჟის ორმა წევრმა, რომლებმაც
იგი უკანასკნელად ნახეს, დაადასტურეს, რომ იარაღი ნამდვილად
თან ჰქონდა. ხომალდის ჟურნალში მის შესახებ ასეთი ჩანაწერია:
„დაიკარგა უგზო-უკვლოდ. მიჩნეულია გარდაცვლილად“. იმავე ორს
ისიც დაენახა, თუ როგორ შევიდა აგნიუ მარსის ლანდშაფტისთვის

462
ესოდენ დამახასიათებელ ორ უზარმაზარ კლდეს შორის არსებულ ვიწ-
რო გასასვლელში, მალე კი უკან ერთი მარსელიც შეჰყვა. ამის დანახ-
ვისთანავე მაშინვე მათკენ გაქცეულან, რადგან, იმ დროისთვის, ლე-
იტენანტ აგნიუს სპეციფიკური განწყობის შესახებ უკვე საყოველთაოდ
იყო ცნობილი. ორივემ დაადასტურა, რომ სროლის ხმაც გაიგონეს,
ერთ-ერთმა კი ისიც დაამატა, რომ გასასვლელთან მიახლოებისას,
რომელსაც გიგანტური აგებულების მარსელი თითქმის მთლიანად ავ-
სებდა, თვალი მის იქით მდგომი აგნიუსთვისაც მოეკრა, თუმცა თვალ-
საწიერიდან მალევე დაეკარგა. როდესაც გასასვლელთან ეკიპაჟის
მეორე წევრსაც მიურბენია, დაუნახავს, რომ მარსელი უკან გამოდი-
ოდა, რომელმაც ორივეს მშვიდად ჩაუარა და თავის გზაზე წავიდა, რაც
მარსელთათვის დამახასიათებელი საქციელია. მარსელის წასვლის
შემდეგ კლდეებს შორის შეუხედავთ და, სრული სიცარიელის გარდა,
იქ არაფერი დახვედრიათ.
სულ ეს იყო, ჯენტლმენებო... თუ შიშით ატანილმა აგნიუმ მარსის
დაბალი მიზიდულობის პირობებში როგორღაც მოახერხა და კლდეს
თავზე გადაევლო, არაერთი მცდელობის მიუხედავად, მე ეს ნამდვი-
ლად
ვერ შევძელი. იმასაც აღვნიშნავ, რომ ეკიპაჟის წევრებს მარსზე
სუნთქვისთვის აუცილებელი ჟანგბადის ნიღბები ეკეთათ, ჰიპოქ-
სია[103] კი ადამიანის აღქმას რამდენადმე ამახინჯებს, ამიტომ, იქნებ
ყველაფერი ჰალუცინაციადაც უნდა მივიჩნიოთ. ამას იმიტომ აღვნიშ-
ნავ, რომ ეს ეკიპაჟის ერთ-ერთი წევრის მონათხრობზე გაცილებით ად-
ვილად დასაჯერებელია – მისი თქმით აგნიუ, უბრალოდ, გაუჩინარდა,
თვალის დახამხამებაში გაქრა. მასაც სწორედ ასე ვუთხარი და გავაფ-
რთხილე, ვიდრე მარსის ზედაპირზე დაბრუნდებოდა, ჟანგბადის ნიღა-
ბი კარგად შეემოწმებინა.
ბოლომდე ვფიქრობდი, რომ აგნიუ წუთი წუთზე გამოჩნდებოდა...
და მარსზე იარაღის ტარებისთვის საკადრისადაც დავსჯიდი, ცხადია,
თუ ეს დარღვევა დაუმტკიცდებოდა, თუმცა ხომალდიდან მარტო გას-
ვლის გამო მკაცრ საყვედურს ნებისმიერ შემთხვევაში ვერ გადაურჩე-
ბოდა. მაგრამ არ დაბრუნებულა და ვერც მის გვამს მივაკვლიეთ. არ

463
ვიცი, მაშინ რა მოხდა, მაგრამ, იმ დროიდან მოყოლებული, მარსე-
ლებს სხვა თვალით დავუწყე ყურება, უკვე ვეღარ აღვიქვამდი უზარმა-
ზარ, ფუმფულა, უწყინარ და კომიკურ არსებებად, მიუხედავად იმისა,
რომ მათგან არანაირი წინააღმდეგობა არ შეგვქმნია და, რასაც
ვთხოვდით, ყველაფრით გვამარაგებდნენ, ცხადია, მას შემდეგ, რაც
მაჰმუდმა მარსული ისწავლა და კომუნიკაცია შევძელით. მე ეს ინცი-
დენტი მივჩქმალე, რადგან დედამიწიდან ასი მილიონი მილით დაშო-
რებულ პლანეტაზე მყოფი ადამიანების პანიკას ვერ დავუშვებდი. თუმ-
ცა ისიც ცხადია, რომ ექიმ აგნიუს გაუჩინარებას ვერაფრით დავმალავ-
დი. მას დიდხანს ვეძებდით, რადგან ყველანაირად ვცდილობდი, ბო-
ლომდე ამომეძირკვა იმის მცირედი ვარაუდიც, რომ საქმე თითქოს რა-
ღაც იდუმალ და შეუცნობელ მოვლენასთან გვქონოდა. ყველას ვარ-
წმუნებდი, რომ აგნიუს, უბრალოდ, გზა აებნა და კლდეებში ამიტომაც
გაუჩინარდა. აშკარა იყო, რომ, დროთა განმავლობაში, ჟანგბადის გა-
მოლევისგან მოკვდებოდა, მის გვამს კი ქვიშა ან კლდის ნაშალი და-
ფარავდა – აისისას და დაისისას მარსზე არც ისე სუსტი ბრიზი ქრის და
მოზრდილ დიუნებსაც წარმოქმნის. ამ შემთხვევის შემდეგ ბრძანება
გავამკაცრე: ხომალდიდან მარტო არავინ გასულიყო, ხოლო პლანე-
ტის ზედაპირზე გადასულები მუდმივად ყოფილიყვნენ კავშირზე. აღ-
ჭურვილობის კონტროლიც გავაძლიერეთ... აგნიუ ნამდვილად საში-
ნელ მაგალითად იქცა. ეკიპაჟის იმ წევრისთვის, რომელმაც აგნიუ უკა-
ნასკნელმა იხილა, მომხდარზე ლაპარაკი არ ამიკრძალავს. უბრა-
ლოდ, გასაგებად მივანიშნე, რომ სრულიად წარმოუდგენელ რამეს
ყვებოდა, მით უმეტეს, რომ თანამგზავრს მისი სიტყვების დადასტურე-
ბა არ შეეძლო. ვფიქრობ, რომ, საბოლოოდ, სწორედ ოფიციალურმა
ვერსიამ გაიმარჯვა.
– კაპიტანო, მეც სწორედ ეს ვერსია მიმაჩნდა ერთადერთ შესაძლო
სიმართლედ, – ჩაილაპარაკა მაჰმუდმა, – პირველად მესმის, რომ აგ-
ნიუს რაღაც იდუმალი და ზებუნებრივი შეემთხვა და, მართალი გით-
ხრათ, ვინაიდან ცრუმორწმუნე არ გახლავართ, ახლაც „ოფიციალურ“
ვერსიას მემხრობი.

464
– მეც სწორედ ამის იმედი მქონდა, – თავი დაუქნია ვან ტრომპმა, –
მხოლოდ მე და სვენმა მოვისმინეთ ეკიპაჟის იმ წევრის საოცარი მონა-
ყოლი და ამის შესახებ დღემდე არავისთან გვილაპარაკია, მაგრამ მას
შემდეგ ერთი დღეც არ გასულა, ამაზე რომ არ მეფიქრა, – „ჩემპიონის“
კაპიტანს თითქოს უეცრად მოემატაო ასაკი, ისეთი დაქანცული ხმით
დასძინა: – ხშირად კოშმარისგან მეღვიძება და საკუთარ თავს მუდამ
ერთსა და იმავეს ვეკითხები – რა დაემართა აგნიუს?
იუბალი კაპიტანს უხმოდ უსმენდა და მთელი ამ დროის განმავლო-
ბაში ფიქრობდა, რა ეთქვა, როდესაც თხრობას დაასრულებდა. მან
ისიც არ იცოდა, ჯილს უკვე მოეყოლა თუ არა ბენისთვის ბერკვისტისა
და მისი თანმხლები ჯონსონის შესახებ. თავად არაფერი ეთქვა – როცა
ბენი მოიყვანეს, შესაფერისი დრო არ იყო, მეორე დღეს კი, სრულიად
გამოფხიზლებულმა, გადაწყვიტა, რომ აჯობებდა, თუ ამაზე ზედმეტს
არ ილაპარაკებდა.
იუბალს წარმოდგენაც არ ჰქონდა, მოუყვენ თუ არა ბავშვები ბენს
აუზთან მომხდარზე და პოლიციელებით სავსე იმ ორ მფრინავ მანქა-
ნაზე, რომლებსაც ჯერაც ეძებდნენ. თუმცა ეს ნაკლებად სადარდებე-
ლი იყო, რადგან ყველას მოესმინა იუბალის ლაპარაკი დაგლასთან
და იცოდნენ, რომ „ოფიციალური“ ვერსიის თანახმად, მფრინავი მან-
ქანები მისი სახლის სიახლოვეს საერთოდ არ გამოჩენილიყვნენ. ბავ-
შვებმა მშვენივრად იცოდნენ, რომ იუბალი სახლში ჭორიკანებს არ
აჭაჭანებდა – ჭორაობას კი მხოლოდ საკუთარ პრეროგატივად მიიჩ-
ნევდა.
მაგრამ, შეიძლებოდა, ჯილს უკვე ყველაფერი მოეყოლა ბენის-
თვის...
ასეთ შემთხვევაში, უნდა ეზრუნა, რომ ბენი ჩუმად ყოფილიყო. ყო-
ველ შემთხვევაში, ამასთან დაკავშირებით აქამდე არაფერი ეკითხა
და რაიმეს ცოდნა არც ახლა ეტყობოდა.
ჯანდაბა! ახლა მთავარი იყო, მომხდარი შემდგომშიც საიდუმლოდ
შეენახა და მაიკიც მუდმივად ეკონტროლებინა, რათა უსიამოვნო უც-
ნობების გაქრობა მომავალშიც არ გაეგრძელებინა.

465
ამ მტანჯველი ფიქრებიდან იუბალი ენის გამოჩენამ გამოარკვია
და არასასურველი საუბრისგანაც იხსნა.
– ბოს, კართან მისტერ ბრედლი გელოდება. აი ის, რომელმაც თქვა,
რომ გენერალური მდივნის მთავარი აღმასრულებელი თანაშემწეა.
– არ შემოუშვი?
– არა. ამბობს, რომ შენთვის რაღაც ქაღალდები აქვს, რომლებიც
პირადად უნდა გადმოგცეს და პასუხს დაელოდოს.
– უთხარი, კარის ქვეშ შემოაცუროს. ისიც გადაეცი, რომ თავად ჩემი
მთავარი აღმასრულებელი თანაშემწე ხარ და, თუ ეს აუცილებელია,
ჩემ მიერ ხელმოწერილ ფურცელსაც მიაწვდი, რომელიც ამ სიტყვებსა
და იმ ქაღალდების გადმოცემის ფაქტს დაუდასტურებს. ჯერჯერობით,
აქ ისევ მარსის საელჩოა. ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც, ვიდრე
ვნახავ, რა მოიტანა ბრედლიმ.
– და თვითონ დერეფანში იდგეს?
– დარწმუნებული ვარ, მაიორი ბლოხი სკამს შესთავაზებდა. ენ, ვი-
ცი, რომ კარგად აღზრდილი გოგო ხარ, მაგრამ, ასეთ ვითარებაში, შე-
დეგის მისაღწევად უხეშად მოქმედებაა საჭირო. ჩვენ არცერთ დუიმს
არ დავთმობთ და არც თავაზიანად მოქცევას დავიწყებთ იქამდე, ვიდ-
რე ზუსტად იმას არ მივიღებთ, რაც გვინდა.
– მესმის, ბოს.
დასტა საკმაოდ სქელი აღმოჩნდა, რადგან ერთი და იმავე დოკუ-
მენტის რამდენიმე ასლს მოიცავდა. იუბალმა ყველას მოუხმო და ას-
ლები ჩამოურიგა, შემდეგ კი საზეიმოდ განაცხადა:
– გოგონებო, ყოველი მახისა და ორაზროვანი ფრაზის აღმოჩენის-
თვის თითო კანფეტით დაგაჯილდოებთ. რა თქმა უნდა, ჯენტლმენე-
ბიც ჯეროვან საჩუქრებს მიიღებენ. ახლა კი დადუმდით და ყურადღე-
ბით წაიკითხეთ.
მალე იუბალმა თვითონვე დაარღვია სიჩუმე:
– პატიოსანი პოლიტიკოსია... მოტყუებას არ ცდილობს.
– როგორც ჩანს, მართლაც ასეა, – აღიარა კექსტონმა.
– თქვენ რას იტყვით? – იუბალმა დანარჩენებსაც მოავლო მზერა და
მიხვდა, რომ პრიზის მოპოვების შანსი არავის მისცემოდა. დაგლასს

466
მათი შეთანხმების დამადასტურებელი დოკუმენტი უბრალოდ და
არაორაზროვნად შეედგინა, – კარგი, მაიკის ხელმოწერის შემდეგ თი-
თოეული ასლი ყოველმა თქვენგანმაც დაადასტუროს, განსაკუთრე-
ბით კი თქვენ, კაპიტანო, სვენ და მაჰმუდ. მირიამ, ბეჭედი მომიტანე.
დასამოწმებლად ბრედლიც შემოუშვით და მაგ საბრალოს სასმელიც
შესთავაზეთ. დიუკ, ანგარიშის გასასწორებლად სასტუმროს ადმინის-
ტრაციას დაუკავშირდი, შემდეგ კი „გრეიჰაუნდს“ მიხედე – ჩვენი წას-
ვლის დრო მოვიდა. სვენ, მაჰმუდ, კაპიტანო, აქაურობას ისევე უნდა გა-
ვერიდოთ, ვითარცა ლოტი სოდომს... და სამივეს ჩვენთან გიწვევთ და-
სასვენებლად. საწოლები საკმარისად მაქვს და შინაურ სამზარეულო-
სა და მშვიდ გარემოსაც გპირდებით.
დაქორწინებულებმა თავი შეიკავეს, დოქტორი მაჰმუდი კი მაშინვე
დათანხმდა.
ხელის მოწერის პროცესი საკმაოდ გაიწელა, რისი მიზეზიც ის იყო,
რომ მაიკს საკუთარი სახელის წერა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებდა,
თითოეული ასო მთელი გულმოდგინებით გამოჰყავდა და შედევრის
შექმნაში გართული ხელოვანის სადარ კმაყოფილებას განიცდიდა.
ვიდრე ხელმოწერას ყველა ასლზე დატოვებდა, პიკნიკიდან მორჩენი-
ლი სანოვაგე, ძირითადად, გაუხსნელი ბოთლები, „გრეიჰაუნდში“
ჩატვირთეს და, ამასობაში, ანგარიშიც მოიტანეს. იუბალმა ჩეკზე
„ჯ. ჰარშოუ ვ. მ. სმიტის სახელით“ მიაწერა და ბრედლის გადასცა.
– ეს უკვე თქვენი ბოსის სადარდებელია.
– რაო? – დაბნეულად დაახამხამა თვალები ბრედლიმ.
– ოჰ, თქვენ, უბრალოდ, გადაეცით, მისტერ დაგლასი კი ნამდვი-
ლად პროტოკოლის სამსახურის რომელიმე მოხელეს გადაულოცავს.
განა ეს ჩვეულებრივი პროცედურა არ არის? ასეთ საკითხებში არც ისე
კარგად ვერკვევი.
– კარგი, – თქვა დაბნეულმა ბრედლიმ და ჩეკი გამოართვა, – ლა-
რუს გადავცემ და ის მიხედავს...
– გმადლობთ, მისტერ ბრედლი. ყველაფრისთვის მადლობელი
ვარ.

467
ნაწილი მესამე. მისი ექსცენტრული
განათლება

468
თავი ოცდამეორე
სპირალური გალაქტიკის ერთ-ერთ მკლავში, იმ ვარსკვლავის მახ-
ლობლად, რომელსაც მისი სისტემის ბინადართა ნაწილი „მზეს“ უწო-
დებდა, იმავე ტიპის სხვა ვარსკვლავმა კატასტროფული ცვლილება
განიცადა და ნოვად იქცა. მისი გამოსხივება მარსამდე შვიდას ოცდაც-
ხრა მარსული წლის შემდეგ მიაღწევდა, რაც ათას სამას სამოცდაათ
დედამიწურ წელიწადს უდრიდა. უხუცესებმა მიიჩნიეს, რომ ამ მოვლე-
ნაზე დაკვირვება ახალგაზრდების აღსაზრდელად სასარგებლო იქნე-
ბოდა, პარალელურად კი იმ ესთეტიკური შინაარსის საკითხებს განი-
ხილავდნენ, რომლებიც მეხუთე პლანეტის დაღუპვის თაობაზე შექმნი-
ლი ახალი ეპოსის გარშემო განვითარებულიყო.
საპლანეტათშორისო ხომალდ „ჩემპიონის“ მშობლიურ პლანეტაზე
დაბრუნებისთვის ყურადღებაც არ მიუქცევიათ და მხოლოდ ამ ხომალ-
დით დედამიწაზე გამგზავრებულ უცნაურ ბარტყს აკვირდებოდნენ.
სულ ეს იყო – ამ ხომალდთან დაკავშირებით მეტი არაფერი მომწიფე-
ბულიყო საიმისოდ, რომ დაგროკვას მცირედი ნაყოფი მაინც გამოეღო.
ამასობაში კი მარსზე დარჩენილი ოცდასამი ადამიანი საკმაოდ კარ-
გად ეგუებოდა აღუჭურველი ადამიანისთვის მომაკვდინებელ გარემო-
ში ცხოვრებას, თუმცა, მთლიანობაში, აქაურობა არც ანტარქტიკის თა-
ვისუფალი შტატის კლიმატივით გაუსაძლისი გახლდათ. ცოტა ხანში,
ერთ-ერთი მათგანი დემატერიალიზდა, რისი მიზეზიც ის გაურკვეველი
ავადმყოფობა გამხდარიყო, რომელსაც ხან „გულის ტკივილს“ უწო-
დებდნენ, ხანაც „ნოსტალგიას“. მისი სულის შესაბამის ადგილას გა-
დანაცვლებაზე უხუცესებმა იზრუნეს, სხვა მხრივ, მარსელებს დედამი-
წელებთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ.
დედამიწაზე მეზობელი ვარსკვლავის აფეთქება საერთოდ არ შე-
ემჩნიათ, რამეთუ დედამიწელი ასტრონომებისთვის მაქსიმალურ მიღ-
წევად, ჯერ კიდევ, სინათლის სიჩქარე რჩებოდა; მარსელი ადამიანი
ხან პრესის ყურადღების ცენტრში ექცეოდა, ხანაც ყველას ავიწყდებო-
და; ფედერაციის სენატის უმცირესობის ლიდერს „ახალი, გაბედული
მიდგომის“ შესახებ განეცხადებინა, რაც, მისივე მოწოდების თანახ-
469
მად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში შიმშილისა და მოსახლეობის სი-
ჭარბის ურთიერთდამოკიდებული პრობლემების გადასაჭრელად იქ-
ნებოდა საჭირო, მუშაობა კი ხუთ- ან მეტბავშვიანი ოჯახებისთვის დო-
ტაციის გაზრდით უნდა დაეწყოთ; მისის პერსი საუჩეკს ლოს ანჯელე-
სის ოლქისთვის პუდელი პიდლის სიკვდილის გამო ეჩივლა, რაც იმ ხუ-
თი დღის განმავლობაში მომხდარიყო, როდესაც საფრენი დონეები
გამუდმებით უსისტემოდ იცვლებოდა; სინტია დაჩესს კვლევის შედე-
გად შერჩეული ანონიმური დონორისა და სუროგატი დედისგან „იდეა-
ლური ბავშვის“ გაჩენის სურვილის შესახებ განეცხადებინა. ამ საქმეს
მაშინვე შეუდგებოდნენ, როგორც კი ჩასახვისთვის ყველაზე ოპტიმა-
ლურ დროს გამოთვლიდნენ, რაც იმის გარანტია გახდებოდა, რომ ეს
საოცარი ბავშვი გენიალური მუსიკოსი, მხატვარი და სახელმწიფო
მოღვაწე დადგებოდა. სინტიას არც იმის განცხადება დავიწყებოდა,
რომ ბავშვს თვითონვე გამოკვებავდა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჰორმო-
ნალური პრეპარატებით, პრესისთვის კი ბავშვის ჯანმრთელობაზე ბუ-
ნებრივი კვების ფსიქოლოგიურ ეფექტზე საკუთარი აზრი გაეზიარები-
ნა. ამის შემდეგ
ფოტოგრაფებისთვის ფოტოების გადაღების ნებაც დაერთო და
საკმაოდ დიდხანსაც პოზირებდა, რათა დაემტკიცებინა, რომ ამ საქ-
მისთვის შესანიშნავ ფორმაში იყო, რაც, მისი ადრინდელი ფოტოების
წყალობით, საიდუმლოს ნამდვილად არ წარმოადგენდა.
მთავარეპისკოპოსმა დიგბიმ სინტია უმალ ბაბილონელ მეძავად
შერაცხა და ფოსტერიტებს დონორობა და სუროგატობა აუკრძალა. აგ-
ნეს დაგლასს კი შემდეგ სიტყვებს მიაწერდნენ: „თუმცა სინტიას პირა-
დად არ ვიცნობ, არ შემიძლია, მისი გადაწყვეტილების გამო აღფრთო-
ვანება არ გამოვხატო. ეს გაბედული ნაბიჯი მთელი მსოფლიოს დედე-
ბისთვის მაგალითად და შთაგონებად უნდა იქცეს“.
იუბალ ჰარშოუს სინტიას ფოტოები შემთხვევით, რომელიღაც სტუმ-
რის მიერ დატოვებულ ერთ-ერთ ჟურნალში ენახა და ინტერვიუც წა-
ეკითხა. ამაზე ერთი კარგადაც ეხითხითა და ჟურნალიდან ამოხეული
ფოტო სამზარეულოს კედელზეც გაეკრა... როგორც მოელოდა, ფოტო
მალევე გაუჩინარდა, რაზეც იუბალმა უფრო ბევრი იცინა.

470
არადა, გასული კვირის განმავლობაში, როდესაც მთელი მსოფლი-
ოს წინააღმდეგ გაილაშქრა, სასაცილოდ სულაც არ ჰქონია საქმე.
მალე პრესამ საერთოდ დაივიწყა როგორც მაიკი, ისე ჰარშოუც,
რადგან, შეთანხმების დადების შემდეგ, საინტერესო აღარაფერი მომ-
ხდარა, მაგრამ მაიკი უამრავ ადამიანს ახსოვდა – ადამიანებს, რომ-
ლებსაც, ჟურნალისტებისგან განსხვავებით, პირადი ინტერესები არ
ამოძრავებდათ. დაგლასი პატიოსნად ცდილობდა, მარსელი გარესამ-
ყაროს ზედმეტი ყურადღებისგან დაეცვა: ჰარშოუს ეზოს გალავნის
გარშემო მუდმივად პატრულირებდნენ სპეციალური სამსახურის წარ-
მომადგენლები, ხოლო სახლს სპეციალური სამსახურისავე მფრინავი
მანქანა დასტრიალებდა და სხვა მფრინავ მანქანებს ეზოში დაშვების
საშუალებას არ აძლევდა. იუბალს ეს ყველაფერი უკვე ძალიან აწუხებ-
და.
დაცვა სახლს იცავდა, იუბალმა კი საფოსტო მისამართი და ტელე-
ფონის ნომერი შეიცვალა, ხოლო შესაბამისი სერვისის სამსახური კა-
ტეგორიულად გააფრთხილა, რომ ამ ნომერზე მხოლოდ მის მიერ წი-
ნასწარ გადაცემულ მოკლე სიაში ჩამოწერილი ადამიანების შემომა-
ვალი ზარები გადმოემისამართებინათ. გარდა ამისა, აპარატი, უმეტე-
სად, ავტომოპასუხის რეჟიმზე ჰქონდა გადართული.
რაც შეეხება ფოსტას, წერილების ნაკადი წამითაც არ წყდებოდა.
თავდაპირველად იუბალმა ჯილს უთხრა, რომ ეს მთლიანად მა-
იკის პრობლემა იყო, რადგან, ადრე თუ გვიან, ბიჭს ზრდასრულივით
უნდა დაეწყო ცხოვრება და, უკვე დრო იყო, წერილებისთვის თავად მი-
ეხედა, საჭიროების შემთხვევაში კი ჯილი დახმარებოდა.
– ოღონდ მე აღარ შემაწუხოთ, – განაცხადა იუბალმა, – ჩემი წერი-
ლებიც მეყოფა.
მაგრამ ამ მიდგომამ არ გაამართლა. მარსელ ადამიანს უთვალავ
წერილს უგზავნიდნენ, ჯილს კი წარმოდგენაც არ ჰქონდა, ამ ნაკადს
როგორ გამკლავებოდა.
წერილების დახარისხება კი ცალკე თავის ტკივილი იყო. იუბალმა
სცადა, ეს საკითხი ადგილობრივ ფოსტასთან მოეგვარებინა, უშედეგო
მცდელობის შემდეგ კი ბრედლის დაუკავშირდა. ამის შემდეგ მაიკის-

471
თვის გამოგზავნილ წერილებს ოთხ კატეგორიად ახარისხებდნენ და
ადრესატს ისე აწვდიდნენ, ჰარშოუს სახლის სხვა ბინადრებისთვის გა-
მოგზავნილ წერილებს კი მეხუთე კატეგორიაში ამისამართებდნენ.
მეორე და მესამე კატეგორიის წერილებს ახალი სარდაფის საიზო-
ლაციოდ იყენებდნენ, რომელიც სახლის ჩრდილოეთ ნაწილში მდება-
რეობდა (ძველი სარდაფი ამ სახლის ადრინდელ მფლობელს ბირთვუ-
ლი ნალექებისგან დამცავ თავშესაფრად ამოეთხარა და სარდაფად
გამოსადეგი არასდროს ყოფილა). იუბალმა დიუკს დაავალა, წერილე-
ბი სარდაფის კედლებში ეროზიის შედეგად გაჩენილი ბზარებისა და
ღრმა ღრიჭოების ამოსავსებად დაექუცმაცებინა, რაც სამღებრო ფუნ-
ჯების ჯაგართან შერევის შედეგად მშვენიერ საიზოლაციო მასალად
იქცეოდა.
მეოთხე კატეგორია ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა. მაგალი-
თად, ერთ-ერთი გზავნილის შიგთავსი, ჯერ კიდევ, ფოსტის ადგილობ-
რივ განყოფილებაში ნაადრევად აფეთქდა, რამაც „იძებნებას“ რამდე-
ნიმე განცხადება და ტრაფარეტი – წარწერით „გადაინაცვლეთ შემდეგ
ფანჯარასთან“ – გაანადგურა. საბედნიეროდ, ამ აფეთქებას მსხვერ-
პლი არ მოჰყოლია, რადგან ერთი ფოსტალიონი ყავისთვის იყო გასუ-
ლი, მეორე კი, მოხუცი ქალბატონი სუსტი თირკმლებით, საპირფარე-
შოში ბრძანდებოდა. იუბალმა გადაწყვიტა, მეოთხე კატეგორიის წერი-
ლები სპეციალური სამსახურის გამნაღმველთა იმ ჯგუფისთვის გადა-
ეცა, რომელიც გენერალური მდივნის უსაფრთხოების დაცვაზე სპეცია-
ლიზდებოდა.
ამის აუცილებლობა მაშინვე გაქრა, როგორც კი გაირკვა, რომ მა-
იკი გზავნილის მცდარობას მისი გახსნის გარეშეც გრძნობდა. ამის შემ-
დეგ, მეოთხე კატეგორიის წერილებს ჭიშკართან ტოვებდნენ, მაიკი
მათ შორიდანვე შეისწავლიდა და, ყველაფერს, რაც შეიძლებოდა, სა-
ხიფათო ყოფილიყო, აუჩინარებდა, დანარჩენი კი ლარის სახლში შე-
მოჰქონდა. იუბალი მიიჩნევდა, რომ ეს გაცილებით უსაფრთხო მეთო-
დი იყო, ვიდრე ამ წერილების სპეციალური ხსნარებით გაჟღენთა, სიბ-
ნელეში გახსნა, რენტგენის სხივებით გაშუქება ან ნებისმიერი სხვა, რა-
საც მსგავს შემთხვევაში იყენებდნენ ხოლმე.

472
უსაფრთხო გზავნილების გახსნა მაიკს ძალიან მოსწონდა. მათი
წყალობით ყოველი დღე შობად ექცეოდა. ყველაზე მეტად კონვერტებ-
ზე საკუთარი სახელის ამოკითხვა სიამოვნებდა. იმასაც ხვდებოდა,
რომ გზავნილის შიგთავსი ზოგჯერ საინტერესო იყო, ზოგჯერ – არა.
ნივთების უმრავლესობას სხვებს უწილადებდა და, სწორედ ამ პროცეს-
ში გაიაზრა, თუ რას ნიშნავდა „ქონება“ – ეს მეგობრებისთვის
საჩუქრების გაკეთების საშუალება იყო. საკვების შემცველ ყველა
გზავნილს მაშინვე ანადგურებდნენ, რადგან იუბალი არ ფიქრობდა,
რომ მცდარობაზე მაიკის ყნოსვა საწამლავზეც ვრცელდებოდა. ამაში
მაშინ უფრო დარწმუნდა, როდესაც შეცდომით დიუკის მიერ მაცივარში
შენახული ფოტოხსნარი დალია, თუმცა კი მაიკმა მხოლოდ ამ „ცივ ჩა-
ის“ უგემურობაზე დაიჩივლა.
იუბალის დავალებით ჯილი მხოლოდ იმ ამანათებს იტოვებდა, რო-
მელთათვისაც დამატებითი გადასახადის გადახდა ან გამომგზავნის-
თვის საპასუხო საჩუქრებისა და სამადლობელი წერილების დაგზავნა
არ იყო საჭირო. ზოგი ნივთი მართლაც საჩუქარს წარმოადგენდა, მაგ-
რამ უმეტესობა ის პროდუქცია იყო, რომელთა მწარმოებლებიც, რო-
გორც იუბალმა დაასკვნა, მარსელი ადამიანისგან მათ რეკლამირებას
ითხოვდნენ და, ამდენად, მადლობასაც არ იმსახურებდნენ.
გამონაკლისს მხოლოდ ცოცხალი არსებების შემცველი ამანათები
წარმოადგენდა – ახლად გამოჩეკილი წიწილადან დაწყებული ალიგა-
ტორით დამთავრებული. იუბალმა ჯილს განუცხადა, ყველა უკან დაებ-
რუნებინა, თუ რა თქმა უნდა, მათი მოვლისა და აუზში ჩაცვენისგან
დაცვის სურვილით არ იწვოდა.
პირველი კატეგორიის გზავნილები კი ნამდვილი თავსატეხი აღ-
მოჩნდა. ამ კატეგორიის რამდენიმე გზავნილის გახსნის შემდეგ იუ-
ბალმა ისინი შემდეგ ქვეკატეგორიებად დაახარისხა:
1. თხოვნის წერილები. პერსონალური და შუამავლობის მუდარის
შემცველი.
2. მუქარის წერილები. მათ უპასუხოდ ტოვებდნენ. თუ იგივე გამომ-
გზავნისგან კიდევ მოვიდოდა რამე, სპეციალურ სამსახურს აცნობებ-
დნენ.

473
3. საქმიანი წერილები. მათ იუბალი, პასუხგაუცემლად, პირდაპირ
დაგლასს უგზავნიდა.
4. შეშლილთა წერილები, მუქარის გარეშე. ასეთ წერილებს, საინ-
ტერესო გამონაკლისების გარდა, იუბალი თავიდან იშორებდა.
5. მეგობრული წერილები. მათზე იმ შემთხვევაში უნდა ეპასუხები-
ნათ, თუ კონვერტზე მარკა ეკრა და გამომგზავნის მისამართი იყო მი-
თითებული. ასეთ წერილებზე რომელიმე წინასწარშემუშავებული შაბ-
ლონური ტექსტით პასუხობდნენ, რომლებსაც ჯილი აწერდა ხელს,
რადგან იუბალი მიიჩნევდა, რომ, ვინაიდან, მარსელი ადამიანის ხელ-
მოწერა უკვე წარმოადგენდა ღირებულებას, ამით წახალისებული აბე-
ზარი ადამიანები უამრავ უსარგებლო და უაზრო წერილს გამოგზავ-
ნიდნენ.
6. ესქატოლოგიური[104] წერილები. ასეთ წერილებს პირდაპირ იუ-
ბალს გადასცემდნენ, რომელსაც საკუთარ თავთან დაედო ნაძლევი,
რომ ამგვარ ტექსტებში ლიტერატურული ღირებულების მქონე
მისხალსაც ვერ აღმოაჩენდა. ამ წერილების უმეტესობა წაკითხვის
შემდეგ სარდაფის კედლების ბზარებსა და ღრიჭოებს ავსებდა.
7. ქორწინებისა და არცთუ ოფიციალური ურთიერთობის შემოთავა-
ზების შემცველი წერილები. მათ აიგნორებდნენ, ხოლო თუ ასეთ წე-
რილს ერთი და იმავე გამომგზავნისგან სამჯერ მიიღებდნენ, იუბალი
მასაც სპეციალურ სამსახურს გადასცემდა.
8. სამეცნიერო და სასწავლო დაწესებულებებიდან გამოგზავნილი
წერილები. მათაც მეხუთე კატეგორიის წერილების მსგავსად ეპყრო-
ბოდნენ და, თუ პასუხის ღირსად მიიჩნევდნენ, რომელიმე შაბლონური
ტექსტით პასუხობდნენ, რომ მარსელ ადამიანს სამეცნიერო ექსპერი-
მენტებში მონაწილეობა არ შეეძლო, ხოლო თუ ჯილი მიიჩნევდა, რომ
არცერთი შაბლონი არ გამოდგებოდა, მაშინ პასუხისთვის იუბალს გა-
დასცემდა.
9. მაიკის ნაცნობთა წერილები. მათ შორის, „ჩემპიონის“ ეკიპაჟის
წევრების, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტისა და კიდევ
რამდენიმესი. ასეთ წერილებზე პასუხის გაცემა იუბალმა მთლიანად
მაიკს მიანდო და ისიც იმას წერდა, რაც მოესურვებოდა. იუბალის აზ-

474
რით, მაიკს წერის პრაქტიკა სჭირდებოდა, უფრო მეტად კი ადამიანებ-
თან პირადი ურთიერთობის გამოცდილება. ამ მხრივ რჩევა თუ დას-
ჭირდებოდა, იუბალი დასახმარებლად მუდამ მზად იყო.
ამ სისტემის წყალობით პასუხის გასაცემი წერილების რაოდენობა
იქამდე შემცირდა, რომ მათთან გამკლავება შესაძლებელი ყოფილი-
ყო – ყოველდღიურად ჯილი რამდენიმე წერილს პასუხობდა, მაიკი კი
დღეში ერთს თუ დაწერდა ხოლმე. ყველაზე რთული წერილების ქვეკა-
ტეგორიებად დახარისხება იყო, რისი უნარიც ჯილმა სულ მალე გამოი-
მუშავა. ამაზე დღეში ერთ საათს ხარჯავდა, მერე კი პასუხებს წერდა.
პირველი ოთხი ქვეკატეგორია ყოველთვის შედარებით უხვი იყო, მეშ-
ვიდე ქვეკატეგორიის წერილებმა კი მთავრობის სასახლიდან სტერეო-
რეპორტაჟის მომდევნო ღამეს იმატა, თუმცა თანდათან მათი ნაკადიც
შემცირდა და დასტაბილურდა.
იუბალს ჯილი იმის თაობაზეც გაეფრთხილებინა, რომ, მართალია,
მაიკს მხოლოდ ნაცნობების წერილებზე უნდა ეპასუხებინა, სურვილის
შემთხვევაში, ნებისმიერი წერილის წაკითხვის უფლება მიეცა.
ამ სისტემის შემუშავებიდან სამი დღის შემდეგ ჯილმა იუბალს მეშ-
ვიდე ქვეკატეგორიის ერთ-ერთი წერილი მიუტანა. ამგვარი წერილე-
ბის ავტორი ქალები (და ზოგი გზასაცდენილი მამაკაციც), როგორც წე-
სი, ფოტოებსაც ურთავდნენ, რომლებიც ან იყო მათი და ან – არა. ზოგ
ფოტოზე თითქმის ბოლომდე შიშველი ადამიანები იყვნენ გამოსახუ-
ლი, რომლებსაც გადაჭარბებული გულახდილობით წერილების შინა-
არსიც არ ჩამოუვარდებოდა ხოლმე.
ამ წერილს დართული ფოტო კი, ამ მხრივ, განსაკუთრებით გამო-
ირჩეოდა და ფანტაზიის უსაზღვროების
ჩინებულ ნიმუშს წარმოადგენდა.
– ბოს, ერთი ამას შეხედე! – ფოტო და წერილი გაუწოდა იუბალს.
იუბალმა ჯერ წერილი წაიკითხა, შემდეგ კი ფოტოს დააკვირდა.
– ამ ქალმა აშკარად იცის, რა უნდა. და მაიკი რას ამბობს ამასთან
დაკავშირებით?
– ჯერ არ მიჩვენებია.
იუბალმა ისევ ფოტოს დახედა.

475
– ასეთებს ჩემს ახალგაზრდობაში ჩონჩხებს ვეძახდით, თუმცა მისი
სქესი ეჭვს არ იწვევს, ისევე, როგორც მონდომება, მაგრამ მე რატომ
მაჩვენებ? გარწმუნებ, უკეთესებიც მინახავს.
– რა ვუყო? წერილიც საკმაოდ ბინძურია... მაგრამ ეს ამაზრზენი ფო-
ტო... ვიდრე მაიკს უნახავს, დავხიო და გადავაგდო?
– შენში მედდა ალაპარაკდა? კონვერტზე რამე აწერია?
– არაფერი. მხოლოდ აქაური და გამომგზავნის მისამართები.
– ადრესატი ვინაა?
– „მისტერ ვალენტაინ მაიკლ სმიტს, მარსელ ადამიანს“.
– ანუ ეს წერილი შენთვის არ გამოუგზავნიათ.
– რა თქმა უნდა, არა...
– სწორედ მაგაში მინდოდა დავრწმუნებულიყავი, მხოლოდ და
მხოლოდ მაგაში. ახლა კი ერთი რამ გავარკვიოთ: მე მაიკის დამცვე-
ლი არ ვარ და არც შენ ხარ ძიძა – უბრალოდ, მისი მდივნობა მოგანდე.
თუ მაიკს უნდა, რასაც უგზავნიან, ყველაფერი წაიკითხოს, ყველაფერი,
მესამე კატეგორიის იდიოტური წერილების ჩათვლით, მისი ნებაა.
– ამ კატეგორიის წერილების უმეტესობას კითხულობს კიდეც, თით-
ქმის ყველას, მაგრამ ასეთი საზიზღრობა არ უნდა ნახოს. იუბალ, მან
ხომ არ იცის, როგორია ჩვენი სამყარო, ის სრულიად უმანკოა.
– ნუთუ? ჯილ, აბა, შემახსენე, რამდენი ადამიანი ჰყავს მოკლული?
ჯილს არ უპასუხებია, იუბალმა კი განაგრძო:
– თუ გინდა, დაეხმარო, მაშინ ეცადე, ჩაუნერგო, რომ ჩვენი საზოგა-
დოება ადამიანთა ასე უბრალოდ ხოცვას უარყოფს. წინააღმდეგ შემ-
თხვევაში, როდესაც ამ კედლებს გასცდება, მისადმი ყოველთვის
მტრული დამოკიდებულება ექნებათ.
– არა მგონია, აქედან წასვლა უნდოდეს.
– როგორც კი დავრწმუნდები, რომ ფრენა შეუძლია, მაშინვე ბუდი-
დან გადავაგდებ. ცხადია, შეეძლება, მოგვიანებით ისევ დაბრუნდეს,
მაგრამ ვერ დავუშვებ, რომ მთელი ცხოვრება პატიმარი ბავშვივით აქ
გაატაროს. რომც მოვინდომო, ამას მაინც ვერ მოვახერხებ, რადგან მა-
იკი ჩემზე, სავარაუდოდ, სამოცი-სამოცდაათი წლით მეტს იცოცხლებს,
ეს ბუდე კი ბევრად ადრე დაცარიელდება. თუმცა ერთ რამეში მართა-

476
ლი ხარ – ჩვენი სტანდარტებით მართლაც უმანკოა. შენ ხომ მედდა
ხარ. ოდესმე გინახავს ნოტრ დამის სტერილური ლაბორატორია?
– არა, მაგრამ წამიკითხავს.
– მათ ყველაზე ჯანმრთელი ცხოველები ჰყავთ, მაგრამ იქაურობის
დატოვება არ შეუძლიათ. ჩემო გოგო, მე აქ სტერილური ლაბორატო-
რია კი არ მაქვს. მაიკმა ისიც უნდა იცოდეს, თუ რა არის, როგორც შენ
თქვი, „ამაზრზენი“ და რა – არა, რათა შესაბამისი იმუნიტეტიც გამოუ-
მუშავდეს. ერთ დღესაც იმ წერილის ავტორ ქალს ან მის სულიერ დებს
შეხვდება, ათობით ან ასობით მათგანს. ჯანდაბა! ასეთი გარეგნობითა
და პოპულარობის ხარისხით, ალბათ, მთელ ცხოვრებას ერთი ლოგი-
ნიდან მეორეში გადასვლაში გაატარებს და შენ ამაში ხელს ვერ შეუშ-
ლი. ვერც მე შევუშლი. ეს მხოლოდ და მხოლოდ მაიკის საქმე იქნება.
მეტიც, ხელის შეშლა არც მინდა, მიუხედავად იმისა, რომ ცხოვრების
ამგვარად გატარება სისულელედ მიმაჩნია. იმას ვგულისხმობ, რომ
უაზრობაა, გამუდმებით ერთი და იგივე მონოტონური მოძრაობები ას-
რულო. აბა, შენ რას იტყვი?
– მე... – დაიწყო ჯილმა და ალმური მოედო.
-კარგი, კითხვა უკან მიმაქვს – შეიძლება, შენ ამ მოძრაობებს სუ-
ლაც არ მიიჩნევდე მონოტონურად. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ჩემი
საქმე არ არის, მაგრამ თუ არ გინდა, რომ მაიკი ნებისმიერ ქალს ჩა-
უვარდეს ხელში, რომელიც უბრალოდ გადააწყდება და დაიმარტოხე-
ლებს, მაშინ მისთვის გამოგზავნილ წერილებზე ცენზურას ნუ დააწე-
სებ, რადგან მიმაჩნია, რომ ბიჭს სხვა ინტერესებიც უნდა ჰქონდეს. ასე-
თი წერილები მისთვის თავისებური აცრაც იქნება, მსუბუქი ვაქცინა-
ცია... ყოველ შემთხვევაში, ეცოდინება
მაინც, რასთან აქვს საქმე. ამ ამბავს ნუ გააბუქებ, ნებაზე მიუშვი.
დაე, წაიკითხოს წერილები, დაათვალიეროს ფოტოები და თუ რამეს
გკითხავს, უპასუხე კიდეც... ოღონდ აღარ გაწითლდე, რა.
– კარგი, ბოს, მაგრამ იცოდე, რომ ამ შენი ლოგიკით ძალიან მაცო-
ფებ.
– ასეა, იმიტომ, რომ ვერაფერს მიპირისპირებ. ახლა კი გაშპი.

477
– კარგი, მაგრამ როგორც კი მაიკი ამ სურათს ნახავს, მაშინვე დავ-
ხევ.
– მაგას ნუ იზამ!
– რაო? შენთვის ხომ არ გინდა?
– ღმერთო ჩემო! ხომ გითხარი, ბევრად უკეთესებიც მინახავს-მეთ-
ქი. აი, დიუკი კი, ამ მხრივ, არც ისეთი წუნიაა, თანაც ასეთ ფოტოებს
აგროვებს. თუ მაიკს არ ენდომება, და ფსონსაც ჩამოვალ, რომ ნამდვი-
ლად ასე იქნება, მაშინ დიუკს მიეცი. გაუხარდება.
– დიუკი ასეთ ნაგავს აგროვებს? არადა, ისეთი კარგი ბიჭი ჩანს.
– მართლაც კარგი ადამიანია. ასე რომ არ იყოს, აქ არ გავაჩერებ-
დი.
– მაგრამ... არ მესმის.
– მთელი დღე აქ ჯდომასა და ახსნაში რომ გავატარო, მაინც ვერ
გაიგებ, – ამოიოხრა იუბალმა, – ჩემო კარგო, სექსს ისეთი ასპექტებიც
აქვს, რომლებზეც ჩვენი რასის სქესთა წარმომადგენლებს შორის სა-
უბარი სრულიად უსარგებლო და უშედეგოა. ამ ასპექტების დაგროკვა,
ჩვენ შორის არსებული უფსკრულის მიუხედავად, ზოგჯერ ინტუიციუ-
რად თუ ხდება, რაც მხოლოდ განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებუ-
ლი ადამიანების ხვედრია. მაგრამ ამის გადმოსაცემად სიტყვები
უსარგებლოა, ამიტომ ახსნას არც შევეცდები, უბრალოდ, სიტყვაზე
მენდე: დიუკი ჭეშმარიტი რაინდია, sans peur et sans reproche[105], და ეს
ფოტო ძალიან მოეწონება.
– კარგი, თუ მაიკს არ ენდომება, დაე, დიუკს ჰქონდეს, მაგრამ არ
მინდა, მე გადავცე. ხომ შეიძლება, არასწორად გამიგოს და იფიქროს,
რომ რამეზე მივანიშნებ.
– დედიკოს გოგო. რა იცი, იქნებ ისეთი აზრები დაებადოს, რომ მო-
გეწონოს კიდეც. იმ წერილებში კიდევ არის რამე მსგავსი?
– არა. ჩვეულებრივი წერილებია ადამიანებისგან, რომლებიც მა-
იკისგან დახმარებას ითხოვენ. უნდათ, სუბსიდიები მოაპოვებინოს ან
რეკლამა გაუკეთოს, მათი პროექტების ოფიციალური წარმდგენი იყოს
და ასე შემდეგ. ერთს იმის თავხედობაც ეყო, რომ ხუთწლიანი მონოპო-

478
ლია მოეთხოვა, თანაც საიჯარო თანხის გარეშე და, ამ ყველაფერთან
ერთად, მაიკისგან თანადაფინანსების მიღებაც უნდა.
– ასეთი გულუბრყვილო ქურდები ყოველთვის აღმაფრთოვანებ-
დნენ. საპასუხო წერილში გაამხნევე და უთხარი, რომ, მაიკის სიმდიდ-
რის გათვალისწინებით, გამორიცხული არაფერია და რომ ამჟამად
ბრენდ „ნაპოლეონთან“ გარკვეულ საგადასახადო შეღავათებზე მი-
დის ლაპარაკი. ჰკითხე, რამდენი უნდა.
– სერიოზულად? ეგ წერილი უკვე მისტერ დაგლასთან გასაგზავნ
დასტაშია და იქაურობის გადაქექვა მომიწევს.
– რა თქმა უნდა, სერიოზულად არ მითქვამს. მართლა ასე რომ მი-
გეწერა, ეგ თაღლითი, მთელ ოჯახთან ერთად, ხვალვე აქ გამოცხად-
დებოდა, მაგრამ მოთხრობისთვის კი შესანიშნავი იდეა მომაწოდე.
ასე რომ, დროა აქედან მოუსვა. მორიგე!
„ამაზრზენმა“ ფოტომ მაიკი საკმაოდ დააინტერესა. სწორად დაგ-
როკა, თუმცა კი მხოლოდ თეორიულად, თუ რას ნიშნავდა ეს წერილი
და ფოტო, რომელსაც ისეთივე ნეტარებით აკვირდებოდა, როგორც ახ-
ლომახლო ჩაფრენილ პეპელას გააყოლებდა ხოლმე თვალს. მიხვდა,
რომ პეპლებიც და ქალებიც საოცრად საინტერესო არსებები იყვნენ,
საერთოდაც – ირგვლივ არსებული მთელი სამყარო დასაგროკი საოც-
რებებით იყო სავსე და სურდა, ყველაფერი ისე ხარბად შეესვა, რომ
გროკვის სრულყოფილებისთვის მიეღწია.
ხვდებოდა, თუ რა სახის მექანიკურ და ბიოლოგიურ პროცესებს
სთავაზობდნენ ამ წერილებში, მაგრამ ვერაფრით გაეგო, ამ უცნობ
ადამიანებს კვერცხების დასადებად მისი დახმარება რატომ სჭირდე-
ბოდათ. მაიკი დაგროკვის გარეშეც მიმხვდარიყო, რომ ადამიანებს ამ
მარტივი საჭიროების გამო გარკვეული რიტუალიც შეექმნათ. ასეთი
სახის მზარდი სიახლოვე კი მათთვის წყლის რიტუალივით ზემაღლე-
ბული და საკრალური რამ იყო. და მაიკი დაგროკვის მგზნებარე სურ-
ვილმა აიტანა.
მაგრამ სულაც არ ჩქარობდა. სიჩქარე ადამიანთა სწორედ ის მახა-
სიათებელი აღმოჩნდა, რომლის დაგროკვაც საერთოდ ვერ მოეხერხე-
ბინა. კარგად იცოდა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო დროის სწორად

479
განაწილება ნებისმიერ საქმეში, მაგრამ ამასაც მხოლოდ მარსელის
თვალსაწიერიდან უყურებდა, რაც ლოდინის უპირატესობაში მდგომა-
რეობდა. რა თქმა უნდა, უკვე შეემჩნია, რომ დედამიწელ თანამოძმე-
ებს დროსთან დაკავშირებული მისნაირი უნარები არ გააჩნდათ, ხო-
ლო ლოდინი მათთვის თვისობრივად განსხვავდებოდა იმისგან, რა-
საც ლოდინი მარსელებისთვის წარმოადგენდა. მაგრამ წყლისმიერ
მოძმეთა ამ უმანკო მოუქნელობის გამო უკმაყოფილებას კი არ გამო-
ხატავდა, არამედ, მათი ამ ნაკლის გადასაფარად
საკუთარი ლოდინი აეჩქარებინა.
ზოგჯერ ეს იმდენად კარგად გამოსდიოდა, რომ ადამიანი იფიქ-
რებდა, საშინლად ეჩქარება და კისრისტეხით გარბისო, თუმცა, სინამ-
დვილეში, მხოლოდ ლოდინის მარსული აღქმის დედამიწურთან შესა-
ბამებას ცდილობდა, რადგან ადამიანთა შესაძლებლობებს ზუსტად
აფასებდა და ითვალისწინებდა.
ამრიგად, მაიკი სრულიად უდრტვინველად შეეგუა ჯილის განკარ-
გულებას, რომ მდედრი ადამიანებისგან ამგვარი თანამოძმური შემო-
თავაზებები არ მიეღო, მაგრამ ეს აღიქვა არა როგორც საბოლოო აკ-
რძალვა, არამედ მოლოდინისკენ მოწოდება... რომელიც, შეიძლებო-
და, მთელ საუკუნეს გაგრძელებულიყო, ვიდრე შესაფერისი დრო არ
დადგებოდა. ნებისმიერ შემთხვევაში, ახლა ამის დრო არ იყო, რამეთუ
ჯილი, მისი წყლისმიერი მოძმე, ყოველთვის სწორად ლაპარაკობდა.
მაიკი უყოყმანოდ დათანხმდა ჯილს, ეს ფოტო დიუკისთვის ეჩუქე-
ბინა, რის გასაკეთებლადაც მაშინვე მისი ოთახისკენ გაეშურა. ჯილს
რომც არ ეთქვა, მაიკი მაინც ასე მოიქცეოდა, რადგან იცოდა, რომ დი-
უკი ასეთ ფოტოებს აგროვებდა. მაიკს მისი კოლექცია დათვალიერე-
ბული ჰქონდა და თითოეული ფოტო ყურადღებით შეესწავლა. ცდი-
ლობდა, დიუკის ეს ნათქვამიც დაეგროკა: „სახეზე დიდი არაფერია,
მაგრამ, ერთი ამის ფეხებს შეხედე, ძმაო!“ მაიკს გულში ყოველთვის
სითბო ეღვრებოდა, როდესაც რომელიმე წყლისმიერი მოძმე ასე მი-
მართავდა, მაგრამ იმას კი ვერ ხვდებოდა, თუ რა იყო ამ ფეხებში გან-
საკუთრებული – ფეხები ხომ ფეხებია. ერთადერთი, რისიც თქმაც ამ
თემაზე შეეძლო, იყო ის, რომ მარსელებს სამ-სამი ფეხი ჰქონდათ, ადა-

480
მიანებს – ორ-ორი, მაგრამ ნაკლული ფეხის გამო სულაც არ კოჭლობ-
დნენ. მაიკი ხშირად ახსენებდა საკუთარ თავს, რომ ადამიანებისთვის
ორი ფეხის ქონა სრულიად ბუნებრივი იყო.
სახეებს რაც შეეხება, აქამდე ნანახთაგან იუბალისას ყველაზე
მშვენიერ და სრულქმნილ სახედ მიიჩნევდა, რომელიც აშკარად და გა-
მოკვეთილად ატარებდა კონკრეტული ადამიანის სახასიათო ნიშნებს.
დიუკის კოლექციის ფოტოებზე გამოსახული მდედრი ადამიანების სა-
ხეები კი ყველა ერთმანეთს ჰგავდა და არცერთ მათგანს არ გააჩნდა
თვითმყოფადი და გამორჩეული გამომეტყველება. ასეც იყო – მისთვის
ყველა ახალგაზრდა მდედრს ერთმანეთის მსგავსი სახე ჰქონდა – აბა,
სხვაგვარად როგორ იქნებოდა? თუმცა ჯილის სახეს დანარჩენებისგან
ყოველთვის ადვილად არჩევდა, რადგან იგი არა მარტო პირველი ქა-
ლი იყო, რომელიც ოდესმე ენახა, არამედ პირველი ქალი წყლისმიერი
მოძმეც. მაიკმა ჯილის სახის ყოველი ნაკვთი ზეპირად იცოდა, თითოე-
ული ფორა მის ცხვირზე, ჯილის შუბლზე გაელვებული და ისევ გამქრა-
ლი ყველა ნაოჭი მაიკს აღფრთოვანებით ზეაღემაღლებინა.
მაიკი უკვე დორკასს, ენსა და მირიამსაც არჩევდა, თუმცა, თავდა-
პირველად, ასე არ ყოფილა. პირველი დღეების განმავლობაში მათ
მხოლოდ აღნაგობისა და კანის ფერით განასხვავებდა და, რა თქმა უნ-
და, ხმითაც, რადგან ორი ერთნაირი ხმა ბუნებაში არ არსებობს. ზოგ-
ჯერ ისეც ხდებოდა, რომ სამივე გოგონა ჩუმდებოდა. ასეთ დროს მაიკი
მათ იმით განარჩევდა, რომ იცოდა – ენი ყველაზე მაღალი იყო, დორ-
კასი –
დაბალი, მირიამი ენიზე მომცრო და დორკასზე დიდი. ასე რომ, რო-
დესაც სამივე ერთად იყო, მაიკს მათი გარჩევა მაინც არ უჭირდა, თუმ-
ცა მირიამს დანარჩენებისგან მაინც ადვილად ამოიცნობდა, რადგან
მკაფიოდ შესამჩნევი წითელი შეფერილობის თმა ჰქონდა, რომელიც
წითელი კი იყო, მაგრამ არა ის „წითელი“, რომელსაც თმის გარდა ყვე-
ლაფერ დანარჩენზე ამბობდნენ.
„წითლის“ რამდენიმე განმარტება მაიკს სულაც არ აბნევდა, რად-
გან ჯერ კიდევ დედამიწაზე ჩამოსვლამდე იცოდა, რომ ინგლისურ ენა-
ში ერთ სიტყვას ხშირად რამდენიმე მნიშვნელობა ჰქონდა. ეს იყო ფაქ-

481
ტი, რომელთან შეგუება დაგროკვის გარეშეც შეიძლებოდა, ისევე, რო-
გორც ყველა მდედრი ადამიანის სახის ერთნაირობას უნდა შეჰგუებო-
და... დალოდების შემდეგ კი ეს სახეები არც ისე ერთნაირები გამხდა-
რიყო. მაიკს უკვე შეეძლო, მეხსიერებაში ენის სახეც გამოეხმო და ჯი-
ლის ცხვირის მსგავსად მის ცხვირზეც დაეთვალა ფორები. ყოველი
კვერცხიც ხომ უნიკალური იყო და ყველა სხვა კვერცხისაგან განსხვავ-
დებოდა, ნებისმიერ ადგილას და ნებისმიერ დროს – ეს მაიკმა ყოველ-
თვის იცოდა. ასე იყვნენ გოგონებიც. არ ჰქონდა მნიშვნელობა, რამდე-
ნაც მცირე იყო მათ შორის განსხვავება, ყველა გოგონას ნამდვილად
საკუთარი სახე ჰქონდა.
მაიკმა „ამაზრზენი“ ფოტო დიუკს გადასცა და გული გაუთბა, როდე-
საც დაინახა, თუ როგორ გაახარა ამ საჩუქარმა. მაიკი სულაც არ ფიქ-
რობდა, რომ ამ ფოტოსთან განშორება მისთვის დიდ დანაკარგს წარ-
მოადგენდა – ის ხომ უკვე ენახა, ამიტომ ნებისმიერ დროს შეეძლო
წარმოსახვაში აღედგინა, მეხსიერებიდან იმ ქალის სახის გამოხმობა-
საც მოახერხებდა, რამეთუ ის ყველაზე უცნაურსა და მშვენიერ ტანჯვას
გამოხატავდა.
მან დიუკის მადლიერება ერთობ მშვიდად მიიღო და კვლავ წერი-
ლების კითხვას დაუბრუნდა.
მაიკი სულაც არ იზიარებდა იუბალის გაღიზიანებას წერილების უწ-
ყვეტი ნაკადის გამო, პირიქით, ამ მორევში მთელი არსებით გადაშვე-
ბულიყო და ერთნაირი მონდომებით ეწაფებოდა ათასი ჯურის ხალ-
ხისგან გამოგზავნილ წერილებს. ყველა წერილს, დაზღვევის რეკლა-
მებსაც და ქორწინების შემოთავაზებებსაც, ერთნაირი გულისყურით
ეკიდებოდა. მთავრობის სასახლისკენ მოგზაურობას მისთვის თვალე-
ბი აეხილა, ამ სამყაროს მრავალფეროვნება ნათლად დაენახა და
მტკიცედ გადაეწყვიტა, ყველაფერი სრულად დაეგროკა. იმასაც ხვდე-
ბოდა, რომ სრულ დაგროკვას, ალბათ, რამდენიმე საუკუნე მაინც დას-
ჭირდებოდა, თვითონ კი სულ უფრო უნდა გაზრდილიყო, გაზრდილიყო
და გაზრდილიყო. მაგრამ ეს არ აშინებდა, რამეთუ ამ არაჩქარებისას
ისიც დაეგროკა, რომ მარადისობა და მუდამ მშვენიერებით ცვალება-
დი აწმყო ერთმანეთს გათანაბრებოდა.

482
გადაწყვიტა, რომ „ბრიტანიკას“ გადაკითხვა აღარ ღირდა. აჯო-
ბებდა, მთელი დრო და ენერგია წერილების კითხვისთვის შეელია, რა-
მეთუ ამ სამყაროს უფრო ნათელ და მრავლისმომცველ სურათს უხა-
ტავდნენ. მაიკი კითხულობდა, ნაწილს მალევე გროკავდა, დანარჩენს
კი შემდგომ დასაგროკად ინახავდა, ხოლო როდესაც სახლში ყველა
იძინებდა, ამ ყველაფერზე ფიქრს იწყებდა.
ამ ღამეული ფიქრების შემდეგ ეგონა, რომ უკვე ესმოდა, რა იყო
„ბიზნესი“, „ფული“, „ყიდვა“, „გაყიდვა“ და მსგავსი არამარსული რა-
ღაცები. არადა, ახსოვდა, რომ ენციკლოპედიის სტატიების წაკითხვის
შემდეგ ყოველთვის უკმარისობის შეგრძნება რჩებოდა, რისი მიზეზიც
მოგვიანებით გაეცნობიერებინა: ენციკლოპედიის სტატიები ისე იყო
შედგენილი, რომ მათ გასაგებად მკითხველს უკვე საკმაოდ ბევრი რამ
უნდა სცოდნოდა, მაიკმა კი არ იცოდა.
მანამდე მაიკს გენერალურ მდივან ჯოზეფ ედგერტონ დაგლასის-
გან ფოსტით ჩეკის წიგნაკი და სხვა დოკუმენტები მიეღო, ხოლო მის
წყლისმიერ მოძმე იუბალს დიდი ჯაფა დაადგა იმის ასახსნელად, თუ
რას წარმოადგენდა ფული და როგორ უნდა გამოეყენებინა.
თავდაპირველად მაიკმა საერთოდ ვერაფერი გაიგო, მიუხედავად
იმისა, რომ იუბალმა ჩეკის გამოწერაც ასწავლა, მის სანაცვლოდ ფუ-
ლიც მისცა და ამ ფულის დათვლაც ასწავლა.
მოგვიანებით, მოულოდნელი, ღრმა, ტრანსში ჩავარდნის საშიშ-
როების მატარებელი და სულით ხორცამდე შემძვრელი დაგროკვის
შედეგად, ფულის აბსტრაქტულ და სიმბოლურ ბუნებასაც ჩასწვდა:
„ფულს“ ეს ლამაზი ნახატები და ბრჭყვიალა მედალიონები კი არ წარ-
მოადგენდა, არამედ ისინი მხოლოდ სიმბოლო იყო იმ აბსტრაქტული
იდეისა, რომელიც ამ პლანეტის ბინადართა შორის, მთელ ამ სამყარო-
ში, ღრმად იყო ფესვგადგმული. არა, ეს ნივთები არ იყო „ფული“ და
მხოლოდ ისეთივე სიმბოლურ დატვირთვას ატარებდა, როგორსაც წყა-
ლი წყლის რიტუალისას, რისი ჭეშმარიტი არსიც მზარდ სიახლოვეში
მდგომარეობდა. წყლის რიტუალისას წყალი სულაც არ იყო აუცილებე-
ლი და არც ეს მოხატული და ბრჭყვიალა ნივთები წარმოადგენდა აუ-
ცილებლობას ფულისთვის. ფული მხოლოდ იდეა იყო, უხუცესთა ფიქ-

483
რების მსგავსი აბსტრაქტული იდეა. მაგრამ ის იყო დიდებულად აგებუ-
ლი იდეა, რომელიც ბალანსის, გამოსავლისა და მზარდი სიახლოვის
ფუნქციას ასრულებდა.
მაიკი ფულის თავბრუდამხვევი მშვენიერებით იყო გაოგნებული. ამ
სიმბოლოების ბრუნვა და ურთიერთგაცვლაც დიდებული პროცესი იყო,
რამაც ის თამაშები მოაგონა, ბარტყებს მიზეზ-შედეგობრივი კავშირე-
ბის დასანახავად, რაციონალურად მსჯელობის განსავითარებლად
და გასახარებლად რომ ასწავლიდნენ. ამ სტრუქტურის ყოვლისმომ-
ცველი მასშტაბი თავბრუს ახვევდა, აოგნებდა თვით ის იდეა, რომ ამ
ერთ დინამიკურ და მრავალმხრივ დაკავშირებულ სიმბოლურ სტრუქ-
ტურას მთელი მსოფლიოს არეკვლა შეეძლო. მაიკს უკვე დაეგროკა,
რომ ამ რასის უხუცესები მართლაც უძველესნი და უბრძენესნი უნდა
ყოფილიყვნენ, რადგან ასეთი მშვენიერების შექმნა შეეძლოთ და რო-
მელიმე მათგანთან შეხვედრის სურვილი კიდევ უფრო გაცხოველებო-
და.
იუბალმა ცოტაოდენი ფულის დახარჯვაზე წააქეზა. მაიკი ასეც მო-
იქცა, თუმცა ისე გაუბედავად და მორცხვი მონდომებით მოქმედებდა,
როგორც პატარძალი ქორწინების პირველ ღამეს. იუბალმა მეგობრე-
ბისთვის სიმბოლური საჩუქრების შეძენის იდეა მიაწოდა, ჯილმა კი
დახმარება შესთავაზა და მოქმედება შეზღუდვების დაწესებით დაიწ-
ყო. ჯილის მითითების თანახმად, მაიკს ყოველი
მეგობრისთვის თითო საჩუქარი უნდა ეყიდა. ამასთან, დახარჯული
თანხა მხოლოდ მის ანგარიშზე არსებული თანხის მესამედზე ნაკლები
უნდა ყოფილიყო. არადა, თავდაპირველად, მაიკს უნდოდა, ანგარიში
ბოლომდე დაეცარიელებინა და რაც კი ებადა, ერთიანად დაეხარჯა.
მაიკმა მალევე აღმოაჩინა, რომ ფულის ზომიერად ხარჯვა საკმა-
ოდ რთული საქმე ყოფილიყო, რადგან მეტისმეტად ბევრი რამ იყო, რი-
სი ყიდვაც უნდოდა. ყველა ნივთი საოცარი იყო, მათი უმეტესობის არ-
სი კი მაიკისთვის სრულიად ახალსა და შეუცნობელს წარმოადგენდა.
ერთიანად თავგზააბნეული „მარშალ ფილდზისა“[106] და გინძას[107]
მაღაზიების, ბომბეისა და კოპენჰაგენის სავაჭრო უბნების სქელტანია-
ნი კატალოგებით იყო გარშემორტყმული და მათ მდიდრულ მრავალ-

484
ფეროვნებაში იძირებოდა. თვით „სირს & მონტგომერის“[108] კატა-
ლოგიც კი მეტისმეტი აღმოჩნდა.
თუმცა ჯილი ყველაფერში ეხმარებოდა.
– არა, მაიკ, დიუკს ტრაქტორი არაფერში სჭირდება.
– დიუკს მოსწონს ტრაქტორები.
– მეტი ნამდვილად არ უნდა, ერთი ტრაქტორი კი უკვე ჰყავს... ანუ
იუბალს ჰყავს, მაგრამ ახლა ამას არ აქვს მნიშვნელობა. ვფიქრობ,
ბელგიური წარმოების უნიციკლი[109] მოეწონება – დაშლის, ყველა ნა-
წილს გააპრიალებს და შემდეგ ისევ ააწყობს, თუმცა ესეც ძალიან ძვი-
რია, მით უმეტეს, გადასახადების გათვალისწინებით. მაიკ, თუ ქალის
ცოლობაზე დათანხმებას ან რამე მსგავსს არ აპირებ, ამ უკანასკნელზე
კი ნამდვილად მოგიხდება დახარჯვა, მაშინ სულაც არაა აუცილებე-
ლი, რომ საჩუქარი ძვირფასი იყოს. საჩუქარი იმას უნდა გამოხატავ-
დეს, რომ მასზე იფიქრე და იმ ადამიანის გემოვნებაც გაითვალისწინე,
ვისაც უნდა აჩუქო. საუკეთესო საჩუქარი ისაა, რაც ადამიანს მოსწონს,
მაგრამ რაღაც მიზეზის გამო, შეიძლება, არ ყიდულობდეს.
– როგორ?
– ეს ყოველთვის რთულია. ერთი წუთით მოიცადე, უცებ გამახსენ-
და, რომ დილის ფოსტით რაღაც მოიტანეს. იმედია, ლარიმ უკვე არ მი-
ხედა, როგორც სჩვევია ხოლმე, – ჯილი გაიქცა და მალევე დაბრუნდა,
– ვიპოვე! აბა, ერთი ამას შეხედე: „ცოცხალი აფროდიტე – ქალური
მშვენიერების დელუქს ალბომი, მდიდრული სტერეოფერები უდიდესი
ფოტოხელოვანებისგან. შენიშვნა: ალბომი ჩვეულებრივი ფოსტით არ
იგზავნება, მყიდველის რისკით, მას მხოლოდ წინასწარ ანაზღაურებუ-
ლი ექსპრესფოსტით ვაგზავნით. შეკვეთების მიღება შეუძლებელია
შემდეგი შტატებიდან...“ ჰმ... ჩამონათვალში პენსილვანიაცაა... მაგ-
რამ მაგაზე ნუ ინერვიულებ. თუ შენი სახელით ვიყიდით, მოიტანენ.
რამდენადაც დიუკის ვულგარულ გემოვნებას ვიცნობ, ნამდვილად მო-
ეწონება.
დიუკს საჩუქარი მართლაც მოეწონა. ალბომი კი ექსპრესფოსტამ კი
არა, სპეციალური სამსახურის საპატრულო მანქანამ ასეთი მჭახე სა-
რეკლამო წარწერით მოიტანა: „სპეციალური შეკვეთა მარსელი ადა-

485
მიანისგან“. თუ ამ რეკლამამ მაიკი გაახარა, ჯილი საშინლად გააღი-
ზიანა.
საჩუქრების დანარჩენებისთვის შერჩევაც არანაკლებ რთული აღ-
მოჩნდა, განსაკუთრებით, იუბალისთვის. ამ ამბავმა ჯილიც კი ჩიხში
მოაქცია. მართლაც, რა უნდა აჩუქო ადამიანს, რომელსაც ისედაც ყვე-
ლაფერი აქვს და თანაც ისეთი, რისი ყიდვაც შეიძლება? სფინქსის ქან-
დაკება? სამი სურვილი? მარადიული ახალგაზრდობის შადრევანი,
რომელსაც უშედეგოდ ეძებდა პონსე დე ლეონი[110]? ჟანგიანი ძვლე-
ბის საპოხი თუ სიჭაბუკის დროინდელი ერთი ოქროს დღე? შინაურ ცხო-
ველებზე იუბალს გული დიდი ხნის წინ აეყარა, რადგან, ერთობ ხან-
გრძლივი ცხოვრების განმავლობაში, არაერთი საყვარელი ცხოველი
მოკვდომოდა სიბერით. ახლა კი, რაც კიდევ უფრო უარესი იყო, შეიძ-
ლებოდა, ცხოველს პატრონზე დიდხანს ეცოცხლა და ობლად დარჩე-
ნილიყო. საბოლოოდ, გადაწყვიტეს, რომ დანარჩენებისთვის იუბა-
ლისგან ფარულად ეკითხათ რჩევა.
– ეშმაკმაც! – შესძახა დიუკმა, – რა, განა არ იცით, რომ იუბალს ქან-
დაკებები უყვარს?
– მართლა? – გაიოცა ჯილმა, – მაგრამ აქ ხომ ერთი ქანდაკებაც არ
არის?
– იმიტომ, რო იმ ქანდაკებათა უმეტესობა, რომლებიც მოსწონს, არ
იყიდება. მისი თქმით, თანამედროვე მოქანდაკეები ნამდვილ ჯართს
ქმნიან და მათი ადგილი ნაგავსაყრელზეა. ერთიანად იმას გაიძახის,
ჩვენს დროში ვისაც საჭრეთელი და ასტიგმატიზმი აქვს, მოქანდაკედ
მოაქვს თავიო.
ენმა ფიქრიანად დააქნია თავი.
– ვფიქრობ, დიუკი მართალია. თუ იუბალის კაბინეტში წიგნების თა-
როებს ჩამოჰყვებით, მიხვდებით, როგორი ქანდაკებებიც მოსწონს,
მაგრამ არა მგონია, ეს რამეში დაგეხმაროთ.
მიუხედავად ამისა, ენმა, ჯილმა და მაიკმა წიგნები მაინც დაათვა-
ლიერეს. ენმა სამი მათგანი ამოარჩია, რომლებიც ხშირი ფურცვლის-
გან ყველაზე მეტად გაცვეთილიყო, რაც გაწვრთნილი თვალით მაშინ-
ვე შეამჩნია.

486
– ჰმ... აშკარაა, რომ ბოსი როდენის რომელიმე ქანდაკებაზე არ იტ-
ყოდა უარს. მაიკ, იუბალისთვის ერთ-ერთის ჩუქება რომ შეგძლებოდა,
რომელს ამოარჩევდი? აი, ეს შესანიშნავი ნამუშევარია... „მარადიული
გაზაფხული“.
მაიკმა ენის მიერ მითითებულ ქანდაკებას ერთი შეავლო თვალი
და ალბომი გადაფურცლა:
– ეს.
– რაო? – ჯილს შეაჟრჟოლა, – მაიკ, ეს ხომ საშინელებაა! იმედი
მაქვს, ვიდრე ასეთი გავხდები, იქამდე დიდი ხნით ადრე მოვკვდები.
– ეს მშვენიერებაა, – მტკიცედ განაცხადა მაიკმა.
– მაიკ! – საყვედურნარევი ტონით გააპროტესტა ჯილმა, – საშინე-
ლი გემოვნება გაქვს, დიუკზე უარესი ან, უბრალოდ, უკეთესი არ გინა-
ხავს.
ჩვეულებრივ შემთხვევაში, ასეთი საყვედური წყლისმიერი მოძმის-
გან, განსაკუთრებით, ჯილისგან, ხმას ჩააკმენდინებდა და მთელი ღა-
მის განმავლობაში აიძულებდა, ეფიქრა, თუ სად დაუშვა შეცდომა. მაგ-
რამ რამდენადაც საქმე ხელოვნებას ეხებოდა, მაიკი საკუთარ თავში
ბოლომდე იყო დარწმუნებული, რადგან ამ ქანდაკების დანახვისთანა-
ვე იგრძნო კავშირი სახლთან, რაც დედამიწაზე ჩამოსვლის შემდეგ
პირველად მომხდარიყო. და, მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკება
მდედრი ადამიანისა იყო, ისეთი შეგრძნება დაეუფლა, თითქოს სადმე,
ახლოს, მისი შემქმნელი მარსელი უხუცესიც იმყოფებოდა.
– ეს მშვენიერებაა, – არ იშლიდა მაიკი, – მას თავისი სახე აქვს და
მე ვგროკავ.
– ჯილ, – თქვა ენმა, – მაიკი მართალია.
– რაო? ენ! იმის თქმა გინდა, რომ ეს ქანდაკება შენც მოგწონს?
– მეც მაშინებს, მაგრამ მაიკმა იცის, რა მოსწონს იუბალს. აბა, ალ-
ბომს კარგად დააკვირდი: ყველაზე ხშირად სამ ადგილას შლის, მათ
შორის ერთზე კი სისტემატურად. ეს მეორე, „კარიატიდა, რომელიც
ქვის სიმძიმისგან დაეცა“, თითქმის პირველივით მოსწონს, მაგრამ აშ-
კარაა, რომ მაიკმა იუბალის ფავორიტი ამოარჩია.
– ამას ვიყიდი, – გადაჭრით თქვა მაიკმა.

487
მაგრამ ქანდაკება არ იყიდებოდა. ამბის გასაგებად ენმა პარიზში,
როდენის მუზეუმშიც კი დარეკა, მაგრამ საშინელი დაცინვისგან მხო-
ლოდ თანამოსაუბრის გალურმა გალანტურობამ და ლამაზმა სახემ იხ-
სნა.
– ოსტატის ნამუშევარი გავყიდოთ? – შეიცხადა მუზეუმის თანამ-
შრომელმა, – არამც და არამც, ჩემო ძვირფასო ქალბატონო, ეს ქანდა-
კებები არა მხოლოდ არ იყიდება, არამედ მათი რეპროდუქციების დამ-
ზადებაც კი აკრძალულია. გაყიდვა?! არავითარ შემთხვევაში! Quelle
idée![111]
მაგრამ მარსელი ადამიანისთვის ხომ ყველაფერი დასაშვებია. ენი
მაიკის სახელით ბრედლის დაუკავშირდა, ორი დღის შემდეგ კი შეატ-
ყობინეს, რომ საფრანგეთის მთავრობა ამ ქანდაკების ნატურალური
ზომის მიკროსკოპულად ზუსტ ასლს გამოაგზავნიდა, ოღონდ იმ პირო-
ბით, რომ მას საჯაროდ არასოდეს გამოფენდნენ – როდენის ქმნილება
„ის, ვინც ოდესღაც მშვენიერი ოლმიერი იყო“, საზოგადოებას მხო-
ლოდ პარიზში, როდენის მუზეუმში უნდა ეხილა.
ჯილი მაიკს გოგონების საჩუქრების შერჩევაშიც დაეხმარა, რის
დროსაც თავს ბევრად თავდაჯერებულად გრძნობდა. მაგრამ, როდე-
საც მაიკმა ჰკითხა, თავად რას ისურვებდა, ჯილმა დაიჟინა, რომ მაიკს
მისთვის საერთოდ არაფერი უნდა ეჩუქებინა.
მაიკს უკვე დაეწყო იმის გაცნობიერება, რომ, მართალია, ყველა მი-
სი წყლისმიერი მოძმე სწორად ლაპარაკობდა, მაგრამ, ზოგჯერ, რომე-
ლიმე მათგანი დანარჩენებზე სწორად ლაპარაკობდა. ინგლისურ ენას
განსხვავებული სიღრმეები ჰქონდა და, გარკვეულ შემთხვევებში, ამ
სიღრმეების უფრო ღრმად მოსინჯვა ხდებოდა საჭირო. ასე რომ, მაიკ-
მა რჩევისთვის ენს მიმართა.
– ძვირფასო, შენც ადექი და უყიდე, – უთხრა ენმა, – უბრალოდ,
ჯილმა ის გითხრა, რაც უნდა ეთქვა, მაგრამ საჩუქარი მაინც უნდა უყი-
დო.
ენმა ძვირფასეულობისა და ტანსაცმლის ჩუქების იდეა მაშინვე
უკუაგდო და, საბოლოოდ, არჩევანი ისეთ რამეზე შეაჩერა, რამაც მა-

488
იკი დიდ საგონებელში ჩააგდო – ჯილს ხომ უკვე ჰქონდა ის სუნი, რო-
მელიც უნდა ჰქონოდა?..
როდესაც ჯილის საჩუქარი მოიტანეს და მაიკმა დაინახა, თუ რამ-
დენად პატარა და უმნიშვნელო ნივთი იყო, მისდამი უარყოფითი და-
მოკიდებულება კიდევ უფრო გაეზარდა, მხოლოდ, როდესაც ენმა ეს
რაღაც აყნოსვინა კიდეც, მეტი უნდობლობით განეწყო. ეს ზედმეტად
მძაფრი სურნელი იყო, რომელიც სრულიად განსხვავდებოდა ჯილის
სუნისგან.
მიუხედავად ამისა, ენი მაინც მართალი აღმოჩნდა – ჯილი საჩუ-
ქარმა იმდენად გაახარა, რომ მაიკს აკოცა კიდეც. კოცნისას მაიკმა
დაგროკა, რომ ჯილისთვის საჩუქარი სწორად შეერჩია და მათი სიახ-
ლოვეც კიდევ უფრო მზარდი გამხდარიყო.
სადილობისას ჯილს სუნამო ეპკურა, მაიკმა კი აღმოაჩინა, რომ მი-
სი სურნელი, რაღაც გაუგებარი გზით, ჯილის სუნს შერწყმოდა და უფ-
რო სასიამოვნოც გაეხადა. უფრო უცნაური კი ის იყო, რომ დორკასმაც
აკოცა და ჩასჩურჩულა:
– მაიკ, ეს ხალათი ძალიან მომწონს, სწორედ ისაა, რაც მინდოდა,
მაგრამ, იქნებ ოდესმე, მეც სუნამო მაჩუქო?
მაიკმა დორკასის ეს სურვილი ვერ დაგროკა. მისი სუნი ხომ სრუ-
ლიად განსხვავდებოდა ჯილის სუნისგან და, შესაბამისად, ეს სუნამო
მისთვის შესაფერისი ვერ იქნებოდა. მაიკს არ უნდოდა, რომ დორკასს
ჯილის მსგავსი სუნი ჰქონოდა – დორკასს დორკასის სუნი უნდა ჰქონო-
და.
– დორკას, მაიკს ნუ ეტმასნები, – ჩაერია იუბალი, – ჭამა დააცადე!
ისედაც მარსელის კატების თავშესაფრის სუნი აგდის. ასე რომ, მაიკის-
გან მორიგი სიმყრალის გამოძალვას ნუ ცდილობ.
– ბოს, შენს საქმეს მიხედე რა.
ეს ყველაფერი მაიკისთვის მეტისმეტად დამაბნეველი აღმოჩნდა.
ჯილის სუნი კიდევ უფრო ბუნებრივი გამხდარიყო, მაგრამ დორკასს
რატომღაც სურდა, მისნაირი სუნი ჰქონოდა... ისიც უცნაური იყო, რო-
დესაც იუბალმა დორკასის სუნი კატისას შეადარა, რადგან ასე არ იყო.
იუბალის სახლში კატაც ცხოვრობდა, რომელიც სახლის თანამფლობე-

489
ლივით უფრო იქცეოდა, ვიდრე შინაური ცხოველივით, ზოგჯერ კი ადა-
მიანებთანაც მიდიოდა და მათი ხელიდან საკვების მიღების პატივს
სდებდა. მაიკმა და კატამ ერთმანეთი მალევე დაგროკეს, მაიკი მის
ხორცისმჭამელობას მეტად მარსულ საქციელად მიიჩნევდა. მერე ისიც
აღმოაჩინა, რომ, სინამდვილეში, სულაც არ ერქვა ფრიდრიხ ვილჰელმ
ნიცშე, მაგრამ ამის შესახებ არავისთვის უთქვამს, რადგან ცხოველის
ნამდვილი სახელის ხმით წარმოთქმა არ შეეძლო – მას მხოლოდ საკუ-
თარ გონებაში აღიქვამდა.
და ამ კატის სუნი სულაც არ ჰგავდა დორკასისას.
საჩუქრების დარიგება ძალიან კარგი რამ აღმოჩნდა, მათი ყიდვი-
სას მაიკმა ფულის ნამდვილი დანიშნულებაც გაიგო, მაგრამ ერთი წა-
მითაც არ ავიწყდებოდა, რომ კიდევ ბევრი რამ უნდა დაეგროკა. იუ-
ბალმა ორჯერ გადაავადებინა სენატორ ბუნის მიწვევა ისე, რომ მა-
იკისთვის არაფერი უთქვამს, მაგრამ მაიკს არც შეუმჩნევია – ის დროს
სრულიად განსხვავებულად აღიქვამდა და „შემდეგი კვირა“ სულაც არ
ნიშნავდა კონკრეტულ თარიღს.
მაგრამ მორიგი მოსაწვევი ფოსტით, პირდაპირ მაიკის სახელზე
მოვიდა. მთავარეპისკოპოსი დიგბი სენატორ ბუნს მოსვენებას არ აძ-
ლევდა, რათა მარსელი ადამიანი, რაც შეიძლებოდა, მალე მიეყვანა
ჭეშმარიტი ეკლესიის წიაღში, ბუნი კი უკვე ხვდებოდა, რომ ჰარშოუ მის
გაბრიყვებას ცდილობდა და იმასაც კარგად აცნობიერებდა, რომ, შე-
იძლებოდა, ეს უსასრულოდ გაგრძელებულიყო.
მაიკმა მოსაწვევი იუბალს მიუტანა და მომლოდინედ მიაჩერდა.
– და რა? – ჩაიბურტყუნა იუბალმა, – გინდა წასვლა, თუ არა? ვალ-
დებული არ ხარ. შეგვიძლია, ვუპასუხოთ, რომ ჯანდაბამდე გზა ჰქონი-
ათ.
მომდევნო კვირას, დილით, პილოტიანი ტაქსი გამოიძახეს, რად-
გან იუბალი უარს აცხადებდა, საკუთარი სიცოცხლე ავტოპილოტის-
თვის მიენდო. რამდენიმე წუთში კი მაიკი, ჯილი და იუბალი იმ საზო-
გადოებრივ სადგომზე დაეშვნენ, რომელიც უშუალოდ ესაზღვრებოდა
წმინდა მიწას, სადაც ახალი გამოცხადების ეკლესიის მთავარანგე-
ლოზ ფოსტერის სახელობის ტაძარი იდგა.

490
თავი ოცდამესამე
ტაძრისკენ მიმავალ გზაზე იუბალი მაიკის გაფრთხილებას ცდი-
ლობდა, მაგრამ ის ყურადღებას არ აქცევდა. როგორც ყოველთვის, უს-
მენდა, მაგრამ ყურადღებას ფანჯრიდან გადაშლილი ლანდშაფტი
უფანტავდა. მაიკი კომპრომისზე წავიდა და რასაც იუბალი ეუბნებოდა,
შემდგომში გასააზრებლად მეხსიერებაში ინახავდა.
– მისმინე, – არ იშლიდა იუბალი, – ამ ფოსტერიტებს შენი ფული უნ-
დათ, რაც სულაც არ არის გასაკვირი. თითქმის ყველას უნდა შენი ფუ-
ლი, ასე რომ, მტკიცედ უნდა დადგე. ფულთან ერთად ისიც უნდათ, რომ
მარსელი ადამიანის შეერთებით ეკლესიის პრესტიჟი გაიზარდოს. ეც-
დებიან, გვარიანად დაგამუშაონ, ამიტომ მტკიცედ უნდა ჩადგე დაცვა-
ში.
– რა?
– ჯანდაბა, არც კი მისმენ!
– მაპატიე, იუბალ.
– კარგი... მოდი, ამას ასე შეხედე: რელიგია ბევრი ადამიანისთვის
ნუგეშია და ისიც დასაშვებია, რომ რომელიმე რელიგია უმაღლეს ჭეშ-
მარიტებასაც ღაღადებდეს, მაგრამ, ხშირ შემთხვევაში, უფრო ამპარ-
ტავნებას ქადაგებენ. მაგალითად, ბიბლიურ სარტყელში, სადაც მე გა-
ვიზარდე, ადგილობრივებს მსოფლიოს დანარჩენ მოსახლეობაზე მათ
აღმატებულებას უქადაგებდნენ. მასწავლიდნენ, რომ „ხსნას“ მოვიპო-
ვებდი, ისინი კი „დაწყევლილნი“ იქნებოდნენ; მასწავლიდნენ, რომ
„დალოცვილი“ ვიყავით, სხვები კი საძულველი „წარმართები“. ამ
„სხვებში“ კი ისეთ ადამიანებს გულისხმობდნენ, როგორიც ჩვენი
წყლისმიერი მოძმე დოქტორი მაჰმუდია. ეს კი იმას ნიშნავდა, რომ ვი-
ღაც გაუთლელმა ხეპრეებმა და პირდაუბანელმა ტეტიებმა, რომლე-
ბიც სიმინდს მთვარის ფაზების მიხედვით თესავენ, თითქოს სამყაროს
ყველა კითხვაზე იციან პასუხები. ეს კი მათ ყველასთვის ზემოდან ყუ-
რების ამბიციასაც უჩენს, ყველასთვის, ვინც მათ რიგებს არ მიეკუთვნე-
ბა. ჩვენი საგალობლები გამოტენილი იყო ამგვარი უაზრო ქედმაღლო-
ბით, ამპარტავნებითა და იმის საზეიმოდ მტკიცებით, თუ როგორ მყუდ-
491
როდ ვნეტარებდით ყოვლისშემძლე ღმერთის საუფლოში, თუ როგორ
გვაფასებდა მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ და რომ, როდესაც განკით-
ხვის დღე დადგებოდა, ყველა დანარჩენს ჯოჯოხეთის გზას გაუყენებ-
და. ჩვენ ლიდია პინქემის[112] ერთადერთ აუთენტუკურ ბრენდს...
– იუბალ, – მკვეთრად გააწყვეტინა ჯილმა, – ვერ გროკავს.
– რაო? მაპატიეთ, ძალიან გავუტიე. ჩემს მშობლებს სურდათ, მქა-
დაგებელი გამოვსულიყავი და
შეზღუდული აზროვნებით მეცხოვრა. როგორც ჩანს, ამან ჩემზე ისე-
თი კვალი დატოვა, რომ დღემდე იგრძნობა.
– ნამდვილად ასეა.
– სულაც არაა სასაცილო. სხვათა შორის, ჩემგან კარგი მოქადაგე
დადგებოდა, თუმცა მალევე კითხვის დაუოკებელმა ჟინმა შემიპყრო
და, რაც ხელში ჩამივარდებოდა, ყველაფერს ვკითხულობდი. ცოტა მე-
ტი თავდაჯერებულობა და ნაკლები განათლება რომ მქონოდა, მაშინ
ალბათ მართლა დავიწყებდი ქადაგებას, და ჯანდაბა, იმ ადგილს, სა-
დაც ახლა მივდივართ, „მთავარანგელოზ იუბალის ტაძარი“ ერქმე-
ოდა.
– კარგი რა, იუბალ! – სახე მოეღრიცა ჯილს, – ახლახან ვისაუზმეთ.
– სრულიად სერიოზულად ვლაპარაკობ. როდესაც თავდაჯერე-
ბულმა ადამიანმა იცის, რომ ცრუობს, თვალსაწიერიც ეზღუდება. კარ-
გი შამანი ხომ ჯერ საკუთარ თავს არწმუნებს იმაში, რაც, მოგვიანებით,
სხვებს უნდა არწმუნებინოს; სჯერა, რასაც ლაპარაკობს, ამგვარი რწმე-
ნა კი გადამდებია, მისი თვალსაწიერის მასშტაბი კი, შესაბამისად, შე-
უზღუდავი. ვინაიდან საკუთარ შეუმცდარობაში საკმარისად დარწმუ-
ნებული არასდროს ვყოფილვარ, ჩემგან წინასწარმეტყველიც არ გა-
მოვიდოდა... საუკეთესო შემთხვევაშიც, მხოლოდ და მხოლოდ, კრიტი-
კოსობას უნდა დავჯერებოდი, ილუზიებით შეპყრობილ მეოთხეხარის-
ხოვან წინასწარმეტყველობას, – იუბალი მოიღუშა, – სწორედ ამიტომ
მაშფოთებენ ფოსტერიტები, ჯილ. მგონია, რომ მართლა გულწრფე-
ლად სჯერათ, რასაც ლაპარაკობენ, ჩვენ კი ორივემ კარგად ვიცით,
როგორ მოქმედებს მაიკზე გულწრფელობა.
– როგორ ფიქრობ, მაიკისგან რა ენდომებათ?

492
– თავიანთ რწმენაზე მოაქციონ, მერე კი მის ქონებას დაეპატრო-
ნონ.
– მეგონა, ამ მხრივ უკვე უსაფრთხოდ იყო.
– არა, მხოლოდ ის მოვახერხე, რომ მაიკის ქონების მითვისება მისი
ნების საწინააღმდეგოდ არ შესძლებოდათ. ჩვეულებრივ შემთხვევაში,
მთავრობის ნებართვის გარეშე, მაიკი ამას ახლაც ვერ გააკეთებს, მაგ-
რამ სრულიად სხვა საქმეა ქონების ეკლესიისთვის გადაცემა, მით უმე-
ტეს, მნიშვნელოვანი პოლიტიკური გავლენის მქონე ეკლესიისთვის.
– ვერ ვხვდები, რატომ.
– ჩემო კარგო, – ამოიოხრა იუბალმა, – კანონისთვის რელიგია ყვე-
ლაზე დახურული სფეროა. ეკლესიას
შეუძლია, აკეთოს ყველაფერი, რასაც ნებისმიერი სხვა ორგანიზა-
ცია გააკეთებდა, თანაც ყველანაირი შეზღუდვების გარეშე იმოქმე-
დოს. ეკლესია არ იხდის გადასახადებს, არ არის ვალდებული, შემო-
სავლები გაასაჯაროოს და გათავისუფლებულია ყოველგვარი გამოძი-
ების, ინსპექციისა და სახელმწიფოს მხრიდან კონტროლისაგან. გარ-
და ამისა, ეკლესია თავადვე განსაზღვრავს საკუთარ თავს. არაერ-
თხელ ყოფილა იმის მცდელობა, რომ, როგორმე, „ნამდვილი“ რელი-
გიები გამოეცალკევებინათ, რომლებისთვისაც, შემდგომში, მთელი ეს
პრივილეგიები და საკულტო დამოკიდებულებები იქნებოდა გათვა-
ლისწინებული, მაგრამ ყველა ამ მცდელობამ მარცხი განიცადა, რად-
გან სახელმწიფო რელიგიის წარმოქმნის საშიშროება გაჩნდა... ეს კი
ცუდსა და უარესს შორის არჩევანის კლასიკურ დილემას ქმნიდა. ნე-
ბისმიერ შემთხვევაში, ამ გზისთვის აღარ მიუმართავთ. როგორც ამე-
რიკის შეერთებული შტატების კონსტიტუციის, უფრო სწორად კი იმის,
რაც მისგან დარჩა, ისე ფედერაციის შეთანხმების თანახმად, კანონის
წინაშე ყველა ეკლესია თანასწორია, განსაკუთრებით კი უხვმრევლია-
ნები, რაც მეტ საარჩევნო ხმასა და, ცხადია, არჩევნების შედეგებზე
გავლენასაც ნიშნავს. თუ მაიკი ფოსტერიტი გახდება... თუ საკუთარ ქო-
ნებას ფოსტერიტების ეკლესიას უანდერძებს... ერთ მშვენიერ დღეს კი
„ზეცად ამაღლდება“, ეს ყველაფერი საკვირაო ღვთისმსახურებასა-
ვით კანონიერად წარმოჩინდება.

493
– ღმერთო, მე კი მეგონა, მაიკს საფრთხე აღარ ემუქრებოდა.
– ვიდრე ცოცხალი ხარ, საფრთხე ყოველთვის იარსებებს.
– კარგი... მაგრამ რისი გაკეთება შეგვიძლია?
– არაფრის. მხოლოდ ისღა დაგვრჩენია, ვიღელვოთ და ვივიშვი-
შოთ.
მაიკი მათი საუბრის დაგროკვას არც ცდილობდა. ეს საკითხი სამო-
მავლოდ განსახილველ თემებთან გადაენახა, თუმცა აცნობიერებდა,
რომ ის, რაზეც იუბალი და ჯილი ლაპარაკობდნენ, მარსულ ენაზე სრუ-
ლიად მარტივად გადმოიცემოდა, ინგლისურად კი მეტისმეტად ჩახ-
ლართულიყო. ამ საკითხის ორმხრივი დაგროკვისთვის თვით მაჰმუდ-
თანაც ვერ მიეღწია, რამეთუ ყოვლისმომცველი მარსული კონცეფციის
თარგმანი „შენ ხარ ღმერთი“, აშკარად არასრულყოფილი იყო. ამი-
ტომ გადაწყვიტა, დალოდებოდა, ვიდრე ამის დაგროკვა შესაძლებე-
ლი გახდებოდა, იცოდა რა, რომ ყველაფერს თავისი დრო ჰქონდა და
ლოდინი აუცილებლად ნაყოფიერი იქნებოდა. წყლისმიერი მოძმე ჯი-
ლი მის ენას სწავლობდა, ამრიგად, ოდესმე ახსნასაც მოახერხებდა და
ამ საკითხსაც ერთად დაგროკავდნენ.
ვიდრე მაიკი ამ ფიქრებში იყო გართული, ქვემოთ შესანიშნავი
ლანდშაფტები იშლებოდა და უსასრულო სიამოვნებას ჰგვრიდა, რა-
საც დედამიწელ უხუცესებთან შეხვედრის მოლოდინის ემოციაც ემატე-
ბოდა.
სენატორი ტომ ბუნი დასაფრენ მოედანზე ელოდა.
– მოგესალმებით! დაე, კეთილმა ღმერთმა დაგლოცოთ ამ შესანიშ-
ნავ დღეს. მისტერ სმიტ, მოხარული ვარ, რომ ისევ შეგხვდით, თქვენც,
დოქტორო, – ბუნმა პირიდან სიგარა გამოიღო და ჯილს მიაპყრო მზე-
რა, – ამ პატარა ქალბატონის ნახვაც მახარებს. ერთმანეთს მთავრო-
ბის სასახლეში ხომ არ შევხვედრივართ?
– კი, სენატორო. მე ჯილიან ბორდმენი ვარ.
– ასეც ვიფიქრე, ჩემო ძვირფასო. უკვე ჰპოვეთ ხსნა?
– ვფიქრობ, ჯერ არა, სენატორო.
– გვიან არასოდეს არ არის. ფრიად მოხარული ვიქნებით, თუ გარე
სალოცავში მაძიებელთა ღვთისმსახურებას დაესწრებით. თქვენს

494
იქამდე მისაცილებლად რომელიმე მცველს დავუძახებ, მისტერ სმიტ-
სა და დოკს კი, რა თქმა უნდა, ტაძარში უნდა შევუძღვე.
სენატორმა ბუნმა მიმოიხედა.
– სენატორო...
– გისმეთ, დოკ.
– თუ მის ბორდმენს ტაძარში შემოსვლა არ შეუძლია, მაშინ, აჯო-
ბებს, ჩვენც მაძიებელთა ღვთისმსახურებას დავესწროთ, რადგან მის
ბორდმენი მისტერ სმიტის მედდა და თარჯიმანია.
– ის რა, ავადაა? მისი შემხედვარე ამას ვერ იტყოდი, – ბუნი, ცოტა
არ იყოს, დაბნეული ჩანდა, – თარჯიმანი რაღად უნდა? თავადაც მო-
მისმენია, რომ ინგლისურად ლაპარაკობს.
– როგორც მისი ექიმი, ვამჯობინებ, მედდა მუდამ ახლოს მყავდეს
და, საჭიროების შემთხვევაში, დახმარება გამიწიოს, რადგან მისტერ
სმიტი ჯერ კიდევ ვერ შეჰგუებია ჩვენი პლანეტის გარემო პირობებს, –
თქვა იუბალმა და დასძინა: – თარჯიმანი, შესაძლოა, არც დაგვჭირ-
დეს, მაგრამ ჯობს, თვითონ მისტერ სმიტს ვკითხოთ. მაიკ, გინდა, ჯი-
ლი შენთან ერთად წამოვიდეს?
– კი, იუბალ.
– მაგრამ... ძალიან კარგი, მისტერ სმიტ, – ბუნმა ისევ გამოიღო სი-
გარა პირიდან, მის ნაცვლად კი ორი თითი ჩაიდო და დაუსტვინა.
– ქერუბიმო, აქ მოდი!
ათიოდე წლის ბიჭმა კისრისტეხით მოირბინა. მოკლე ტუნიკა, რე-
იტუზი და ჩუსტები ეცვა, მხრებზე კი მტრედის მსგავსი ფრთები ჰქონდა
მიმაგრებული. თავშიშველ ბიჭუნას სქელი, ოქროსფერი კულულები და
გაცისკროვნებული ღიმილი ჰქონდა. ჯილმა მაშინვე გაიფიქრა, რომ
ზუსტად ასეთი ბიჭუნა რომელიღაც რეკლამაში ენახა.
– ტაძარში გაფრინდი და მორიგე მცველს უთხარი, რომ კიდევ ერთი
საშვი მჭირდება, – უთხრა ბუნმა ბიჭუნას და დააყოლა: – ახლავე ტაძ-
რის შიდა კართან გამომიგზავნოს. ახალი საიდუმლო სიტყვაა „მარსი“.
– მარსი, – გაიმეორა ბიჭუნამ, ბუნს ბოისკაუტური სალამი მისცა,
შებრუნდა, უცებ ყველას თავზე გადაევლო და სამოციოდე ფუტის მო-
შორებით დახტა. ჯილმა მაშინღა გააცნობიერა, თუ რატომ იყო ასე გა-

495
მობერილი ბიჭუნას ტუნიკა – ტანსაცმლის ქვეშ ასახტომი მოწყობილო-
ბა ჰქონდა დამონტაჟებული.
– ამ საშვებს ძალიან უნდა მოვუფრთხილდეთ, – აღნიშნა სენატორ-
მა ბუნმა, – ალბათ, არც კი დაიჯერებთ, რამდენი ცოდვილი ცდილობს
ტაძარში შეპარვასა და მცირეოდენი ღვთაებრივი სიხარულის მონა-
ნიების გარეშე მიღებას. ახლა კი, ვიდრე საშვებს მოგვიტანენ, გავიარ-
გამოვიაროთ და აქაურობა დავათვალიეროთ. კარგია, რომ ცოტა ად-
რე მოხვედით.
გზა ბრბოში გაიკვლიეს და უზარმაზარი შენობის ჭერმაღალ ჰოლში
შევიდნენ. ბუნი შეჩერდა და მეგზურებს მოუბრუნდა.
– მინდა, ერთ რაღაცას მიაქციოთ ყურადღება: გარშემო ყველაფე-
რი ეკონომიკასთანაა დაკავშირებული, მათ შორის, უფლის შემოქმე-
დებაც. ამ ადგილას ნებისმიერმა ტურისტმა უნდა გაიაროს, მიუხედა-
ვად იმისა, დაესწრება თუ არა, უწყვეტად, ოცდაოთხი საათის განმავ-
ლობაში მიმდინარე მაძიებელთა ღვთისმსახურებას. და რას ნახავს
აქ? ბედნიერების მოპოვების შესაძლებლობას, – ბუნმა ორივე კედლის
გაყოლებაზე ჩამწკრივებულ სათამაშო აპარატებზე მიუთითა, – ბარი
და სასადილო ამ დერეფნის ბოლოშია, ამრიგად, აქაურობის გავლის
გარეშე, ტურისტი წყალსაც ვერ დალევს და, გარწმუნებთ, იშვიათად
თუ გამოერევა ისეთი ცოდვილი, ორიოდე გროშს მაინც რომ არ ტოვებ-
დეს. მაგრამ ფულს უანგაროდ არ ვართმევთ. აბა, ამას შეხედეთ, – ბუნ-
მა გზა ერთ-ერთი აპარატისკენ გაიკვლია და მოთამაშე ქალს, რომელ-
საც გულზე ფოსტერიტების კრიალოსანი ეკიდა, მხარზე შეეხო.
– ნებას მომცემთ, შვილო ჩემო?
ქალმა შეხედა და მისი გაღიზიანება უმალ ღიმილმა ჩაანაცვლა.
– რა თქმა უნდა, ეპისკოპოსო.
– დალოცვილი იყავით, – უთხრა ბუნმა ქალს, სათამაშო აპარატში
ოცდახუთცენტიანი ჩააგდო და ლაპარაკი განაგრძო: – ყურადღება მი-
აქციეთ, რომ, მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა ცოდვილი და მიი-
ღებს თუ არა ამქვეყნიურ სარგებელს, დალოცვის შემცველი ტექსტი ნე-
ბისმიერ შემთხვევაში ერგება, – თქვა და აპარატის ეკრანზე უმალ
აციმციმდა წარწერა: „უფალი გიყურებს“.

496
– ალბათობა სამი ერთთანაა, – განმარტა ბუნმა და აპარატის ფან-
ჯრიდან მოგებული ფული ამოიღო, შემდეგ დალოცვისტექსტიანი ქა-
ღალდი მოახია და ჯილს გაუწოდა, – აი, თქვენი სუვენირი. გამომარ-
თვით, პატარა ქალბატონო, კარგად შეინახეთ და ამაზე იფიქრეთ
ხოლმე.
ჯილმა, ვიდრე ჩანთაში უკრავდა თავს, ნახევს თვალი შეავლო:
„მაგრამ ცოდვილის წიაღი სიბილწით არის აღსავსე – ახალი გამოცხა-
დება, XXII, 17“.
– ყურადღება მიაქციეთ იმასაც, რომ მოგებულ თანხას მონეტებით
კი არა, ჟეტონებით გავცემთ, – თავისას აგრძელებდა ბუნი, – ხაზინა-
დარის ოთახი კი პირდაპირ ბარის უკანაა განთავსებული, სადაც უამ-
რავი შესაძლებლობაა იმისთვის, რათა ადამიანმა მოწყალება გა-
იღოს, ქველმოქმედება გასწიოს ან სხვა კეთილი საქმე ჩაიდინოს. ამ-
რიგად, ცოდვილი ამ ჟეტონებს უკან აბრუნებს და, ახალი სუვენირის
სახით, მორიგ დალოცვას იმსახურებს. მთლიანობაში, შესანიშნავ შე-
დეგს ვიღებთ, უბრალოდ შესანიშნავს! ჩვენმა არაერთმა, ყველაზე
ღვთისმოსავმა და მართლმორწმუნე კრავმა ყველაფერი სწორედ აქე-
დან დაიწყო.
– ეჭვიც არ მეპარება, – კვერი დაუკრა იუბალმა.
– განსაკუთრებით მათ, ვინც ჯეკპოტი მოხსნეს. საქმე იმაშია, რომ
ყველა მოგებიანი კომბინაცია დალოცვას წარმოადგენს – ყველა, ჯეკ-
პოტის გარდა. ჯეკპოტი სამი წმინდა თვალია. დამერწმუნეთ, როდესაც
მოთამაშეები მათკენ მზირალ და ერთ ხაზზე ჩამწკრივებულ წმინდა
თვალებს ხედავენ, ისეთი განცდა ეუფლებათ, თითქოს ციური მანანა
ეფინებათო, რაც აიძულებთ, საკუთარ ცოდვებზე მართლა დაფიქ-
რდნენ. ზოგჯერ გონებასაც კარგავენ. აქეთ მობრძანდით, მისტერ
სმიტ, – ბუნმა მანამდე მოგებული ჟეტონებიდან ერთ-ერთი ამოარჩა
და მაიკს გაუწოდა, – რომელიმე აპარატში ჩააგდეთ.
მაიკი შეყოყმანდა, იუბალმა კი სენატორს ჟეტონი თავად გამოარ-
თვა – სულაც არ უნდოდა, მაიკი ცალხელა ბანდიტის[113] ანკესს წამო-
გებოდა.

497
– აბა, ერთი მე ვცდი, სენატორო, – თქვა იუბალმა და ჟეტონი ჩააგ-
დო.
მაიკი უმოძრაოდ იდგა. დროის აღქმა შეენელებინა და, ცდილობ-
და, სათამაშო ავტომატის დანიშნულებასა და მუშაობის არსს მიმ-
ხვდარიყო, გაეგო, რატომ გაჩერებულიყვნენ მასთან, თუმცა თამაშისა
ძალიან ერიდებოდა.
როდესაც იუბალმა ჟეტონი ჩააგდო, მაიკი სამი მბრუნავი ცილინ-
დრის დაკვირვებას შეუდგა, რომლებზეც თითო თვალი იყო გამოსახუ-
ლი და ახლა უკვე „ჯეკპოტის“ რაობაზე დაიწყო ფიქრი, სამივე თვალის
ერთ ხაზზე განლაგებისას რომ ფიქსირდებოდა. რამდენადაც იცოდა,
ამ სიტყვას მხოლოდ სამი მნიშვნელობა ჰქონდა, მაგრამ რასაც აქ ხე-
დავდა, არცერთი მათგანი არ შეესაბამებოდა. მერე კი ისე, რომ არც
დაფიქრებულა, მეტიც, ამის განზრახვაც არ ჰქონია, სამივე ცილინ-
დრის ბრუნვა შეანელა და ისე გააჩერა, რომ თითოეულ მათგანზე გა-
მოსახულ თვალს სათამაშო აპარატის პატარა ფანჯრებიდან გამოეჭ-
ყიტა.
გაისმა ზარის რეკა, აჟღერდა ქოროს მიერ შესრულებული ოსანა,
სათამაშო აპარატზე ნაირფერი ნათურები აციმციმდა და ჟეტონების
ნაკადმა ჩანჩქერივით იხუვლა. ჟეტონებმა მთლიანად დატბორა ის პა-
ტარა ნიში, რომელშიც მცირედი მოგებები თავისუფლად ეტეოდა და
მის ქვეშ განთავსებულ უფრო მოზრდილ სათავსოში ჩაწკრიალდა. ბუ-
ნი ნასიამოვნები ჩანდა, მზერა ჟეტონებიდან იუბალზე გადაიტანა და
საზეიმოდ მიმართა:
– შესანიშნავია, დიდებულია, დაე, დალოცვილი ყოფილიყავით,
დოკ, დღეს ნამდვილად თქვენი დღეა! ახლავე მოგეხმარებით. ჯეკპო-
ტის გამოსატანად ერთი ჟეტონი უკან ჩააბრუნეთ.
ბუნი იუბალს აღარ დალოდებია, თვითონვე დასწვდა ერთ ჟეტონს
და სათამაშო აპარატში ჩააგდო. მაიკი ამ მოქმედებას ვერ მიუხვდა,
ამიტომ ცილინდრები ადრინდელივით გააჩერა – ჩამწკრივებული
თვალები ფანჯრებიდან იჭყიტებოდა. ყველაფერი თავიდან გამეორ-
და, მაგრამ, ამჯერად, ნაკადი იმდენად მძლავრი აღარ ყოფილა, რო-

498
გორც პირველ ჯერზე. ბუნი გაოგნებული მიშტერებოდა სათამაშო აპა-
რატს.
– ბოზიშვ... დალოცვილი ვიყო... ეს აპარატები ისეა მოწყობილი,
რომ ორჯერ ზედიზედ ასეთი რამ არ უნდა ხდებოდეს, მაგრამ რახან
მოხდა, მნიშვნელობა აღარ აქვს. ვიზრუნებ, რომ ორივე მოგება მი-
იღოთ.
სენატორმა კიდევ ერთი ჟეტონი აიღო და ისიც აპარატში ჩააბრუნა
და, ვინაიდან მაიკი ჯერაც ვერ მიმხვდარიყო, რა ხდებოდა და იმის გა-
გებაც უნდოდა, თუ რას ნიშნავდა „ჯეკპოტი“, სამივე თვალი ისევ ხაზზე
განალაგა. ბუნი საბოლოოდ გამოშტერდა, ჯილმა კი მაიკს ხელზე წა-
ავლო და ჩურჩულით დაუცაცხანა:
– მაიკ... გეყოფა!
– მაგრამ, ჯილ, მინდოდა, გამეგო...
– ნუღარაფერს იტყვი. უბრალოდ, გაჩერდი. შინამდე ამაზე კრინ-
ტიც აღარ დაძრა!
– თავს შევიკავებდი, მომხდარისთვის სასწაული მეწოდებინა, –
ძლივს ამოთქვა ბუნმა, – როგორც ჩანს, ეს
სათამაშო აპარატი შესაკეთებელია, – სენატორი შებრუნდა და და-
იძახა: – ქერუბიმო, აქ მოდი! – შემდეგ აპარატში კიდევ ერთი ჟეტონი
ჩააგდო და იუბალს მიუბრუნდა: – ალბათ, აჯობებს, თუ ამას აღარ შე-
ვეხებით.
ცილინდრების ბრუნვის პროცესში მაიკი აღარ ჩარეულა. სამივე
მათგანი ავტომატურად გაჩერდა და გამოჩნდა წარწერა: „ფოსტერს
უყვარხარ“. აპარატის მექანიზმი ამუშავდა, რათა ასეთი შემთხვევის-
თვის განკუთვნილი ათი ჟეტონი გამოეყარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ
ბოლომდე დაცარიელებულიყო.
– ბედნიერ დღეს გისურვებთ, – თქვა მოახლოებულმა ქერუბიმმა, –
დახმარება გჭირდებათ?
– ამ სათამაშო აპარატმა ზედიზედ სამი ჯეკპოტი გასცა, – უთხრა
ბუნმა.
– სამი?!

499
– მუსიკა ვერ გაიგონე? ყრუ ხომ არ ხარ? ჩვენ ბართან ვიქნებით. ფუ-
ლი იქ მოიტანე, ეს კიდევ ვინმეს შეამოწმებინე.
– მესმის, ეპისკოპოსო.
საგონებელში ჩავარდნილი ქერუბიმი სათამაშო აპარატთან დატო-
ვეს და „ბედნიერების დარბაზის“ გავლით, ტაძრის მეორე ბოლოში
მდებარე ბარისკენ გაეშურნენ. ბუნი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა, და-
ნარჩენები კი ცდილობდნენ, არ ჩამორჩენოდნენ.
– სასწრაფოდ უნდა მოგაშოროთ აქაურობას, – მხიარულად განაც-
ხადა სენატორმა, – სანამ ჩვენი ეკლესია გაგიკოტრებიათ. დოკ, ყო-
ველთვის ასეთი იღბლიანი იყავით?
– ყოველთვის, – საზეიმოდ განაცხადა ჰარშოუმ. მაიკისკენ არ გა-
უხედავს და ამის გაკეთებას არც აპირებდა. უბრალოდ, საკუთარ თავს
შთააგონებდა, თითქოს ვერც წარმოიდგენდა, რა კავშირი ექნებოდა
ამ ყველაფერთან მაიკს... თავს კი იტყუებდა, მაგრამ ერთი სული ჰქონ-
და, ეს ტანჯვა-წამება როდის დასრულდებოდა და, ბოლოს და ბოლოს,
შინ დაბრუნდებოდნენ.
ბარში შესულებს ბუნი იმ ადგილისკენ გაუძღვა, სადაც ბარათი იდო
წარწერით „დაჯავშნილია“. სენატორი ჯილს მიუბრუნდა:
– ვიდგეთ, თუ პატარა ქალბატონი დაჯდომას ისურვებდა?
– არა, ასეც მშვენივრად ვგრძნობ თავს, – უპასუხა ჯილმა და გა-
იფიქრა, „თუ კიდევ ერთხელ დამიძახებ პატარა ქალბატონს, მაიკს მო-
გიქსევ და აგაორთქლებს“.
ბარმენი მაშინვე მათკენ გაეშურა.
– ბედნიერ დღეს გისურვებთ. როგორც ყოველთვის, ეპისკოპოსო?
– ორმაგი, – უპასუხა ბუნმა და სტუმრებს მიუბრუნდა, – დოკ, თქვენ
რას მიირთმევთ? თქვენ, მისტერ სმიტ? ნუ მოგერიდებათ. დღეს მთავა-
რეპისკოპოსის სტუმრები ბრძანდებით.
– გმადლობთ. ბრენდი წყალთან ერთად.
– გმადლობთ. ბრენდი, – გაიმეორა მაიკმა და მცირეოდენი ფიქრის
შემდეგ დასძინა: – წყალთან ერთად არა.

500
მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლის წყალი სინამდვილეში სულაც
არ წარმოადგენდა წყლის რიტუალის არსს, მაიკს მაინც არ უნდოდა,
ის აქ დაელია.
– რა მაგარია! – გულწრფელი აღფრთოვანებით შესძახა ბუნმა, – მა-
გარ სასმელს სწორედ ასე მაგრად უნდა დაუდგე! არავითარი წყალი!
ხვდებით, რას ვგულისხმობ? ეს ხუმრობა იყო, – მან იუბალს იდაყვი გაჰ-
კრა: – აბა, პატარა ქალბატონი რას მიირთმევს? კოლას? რძეს? – ჯილს
მიუბრუნდა: – დიდ ბიჭებთან ერთად ალკოჰოლს ხომ არ გასინჯავ-
დით?
– სენატორო, – მაქსიმალური თავშეკავებით უპასუხა ჯილმა, –
თქვენი სტუმართმოყვარეობა მარტინის გასწვდება?
– რა თქმა უნდა, გასწვდება! აქ მსოფლიოში საუკეთესო მარტინი
გვაქვს, ვერმუტს არ ვუმატებთ, სანაცვლოდ მხოლოდ ვაკურთხებთ, –
ბარმენს ახედა, – პატარა ქალბატონს ორმაგი მარტინი მოუტანე.
ღმერთმა დაგლოცოს, შვილო ჩემო, დაუჩქარე, – და ისევ სტუმრებს მი-
უბრუნდა, – დასალევად ცოტაოდენი დრო გვაქვს, შემდეგ კი მთავა-
რანგელოზ ფოსტერს პატივი უნდა მივაგოთ და მთავარეპისკოპოსის
ქადაგებასაც დროულად მივუსწროთ.
მალე სასმელიც მოიტანეს და მოგებული თანხაც. ბუნმა სტუმრები
დალოცა, შემდეგ კი იუბალს მოგებულ სამას დოლართან დაკავშირე-
ბით შეეკამათა. სენატორი იჟინებდა, სამივე მცდელობისას მოგებული
თანხა მთლიანად იუბალს ეკუთვნისო, მიუხედავად იმისა, რომ მეორე
და მესამე ჯერზე სათამაშო აპარატში ჟეტონები თვითონ ჩააგდო. იუ-
ბალმა ეს დავა იმით გადაჭრა, რომ ფულს ხელი დაავლო და იქვე,
ქველმოქმედების შესაგროვებელ თასში ჩაყარა.
– ეს თქვენს კეთილშობილებასა და გულუხვობაზე მეტყველებს,
დოკ, – საქციელი მოუწონა ბუნმა, – ხსნის იმედი ნამდვილად უნდა
გქონდეთ. აბა, ერთიც გადავკრათ?
ჯილი იმედოვნებდა, რომ ამ შემოთავაზებას დანარჩენებიც და-
თანხმდებოდნენ, რადგან უკვე დარწმუნებულიყო, რომ სასმელში წყა-
ლი გაერიათ და დიდად არც გემოთი ბრწყინავდა, თუმცა კი, ალკოჰო-
ლისგან მთელ სხეულში სასიამოვნო სითბო ჩაღვროდა და ერთბაშად

501
ტოლერანტულადაც განწყობილიყო. კიდევ ერთი ჭიქის დალევის სურ-
ვილი აღარავის გამოუთქვამს და ჯილიც ფეხათრევით აედევნა სენა-
ტორსა და დანარჩენებს. ბუნი სტუმრებს კიბისკენ გაუძღვა, მალე მძიმე
კარს მიადგენენ წარწერით: „მაძიებლებისა და ცოდვილებისთვის შე-
მოსვლა აკრძალულია. ანუ შენთვის!“ ბუნი კართან მივიდა და წარ-
მოთქვა:
– ეპისკოპოსი ბუნი და სამი პილიგრიმი, მთავარეპისკოპოსის სტუმ-
რები.
კარი გაიღო. ბუნი თანმხლებებს დერეფანში შეუძღვა, რომელიც
ოთახით სრულდებოდა. საკმაოდ მოზრდილი ოთახი დამკრძალავი
ბიუროს სტილში მდიდრულად მოეწყოთ, თუმცა, ამავდროულად, მხი-
არული მუსიკის ჰანგებითაც იყო სავსე. მთავარი მუსიკალური თემა
„წკრიალა ზანზალაკები“[114] იყო, რომელსაც კონგოური დაფდაფის
ხმა ერწყმოდა, არანჟირება კი იმდენად ოსტატურად გაეკეთებინათ,
რომ რომელიმეს გამოცალკევება თითქმის შეუძლებელი გამხდარიყო.
ჯილი მალე მიხვდა, რომ მუსიკა მოსწონდა და არც ცეკვაზე იტყოდა
უარს.
ოთახის შორეული კედელი მინისა იყო, რომელიც ისე საგულდაგუ-
ლოდ გაეპრიალებინათ, რომ თითქმის არც ჩანდა.
– აი, მოვედით, – საზეიმოდ განაცხადა ბუნმა და სახით მინის კედ-
ლისკენ მუხლებზე დაეშვა, – სავალდებულო არ არის, თქვენც მუხლებ-
ზე დადგეთ, რადგანაც მხოლოდ მომლოცველები ხართ, მაგრამ თუ
თავს უკეთესად გაგრძნობინებთ, მაშინ, მომბაძეთ. მომლოცველთა უმ-
რავლესობა სწორედ ასე იქცევა. ის აქ არს, ისევე, როგორც იყო მაშინ,
როდესაც ზეცაში მოუხმეს, – ბუნმა სიგარით მიუთითა და განაგრძო: –
განა ბუნებრივად არ გამოიყურება? ეს ხომ სასწაულია. მისი სხეული
უხრწნელია. ეს კი სწორედ ის სავარძელია, რომელზეც გზავნილების
შექმნისას იჯდა და... როდესაც ზეცად ამაღლდა. მას შემდეგ, აღარც
თვითონ მოუცვლია ფეხი და არც სხვა ვინმე შეხებია – უბრალოდ, ტა-
ძარი მის გარშემო ავაშენეთ... ცხადია, მანამდე ძველი ტაძარი დავან-
გრიეთ და მისი წმინდა ქვებიც გამოვიყენეთ.

502
დაახლოებით ოცდახუთი ფუტის მოშორებით, მოზრდილ სავარ-
ძელში, რომელიც ტახტს უფრო მოგაგონებდათ, მათკენ პირშექცევით,
იჯდა მოხუცი. ცოცხალივით გამოიყურებოდა, ჯილს კი იმ ფერმის ბე-
ბერი თხა გაახსენა, სადაც ბავშვობაში ზაფხულს ატარებდა ხოლმე.
მოხუცს ქვედა ტუჩი მართლაც იმ თხასავით წამოეწია, ბაკენბარდებიც
ისე დაეყენებინა, რომ კიდევ უფრო დამგვანებოდა ცხოველს, თვალე-
ბი კი უსიამოვნო და ამღვრეული მოუჩანდა. ჯილს ჟრუანტელმა დაუ-
არა – მთავარანგელოზ
ფოსტერის დანახვამ მასზე აშკარად ცუდად იმოქმედა.
– ჩემო მოძმე, ეს უხუცესია? – ჰკითხა მაიკმა მარსულად.
– არ ვიცი, მაიკ. თვითონ ასე ამბობენ, – ჯილმა ინგლისურად გა-
დაუჩურჩულა.
– უხუცესის აქ ყოფნას ვერ ვგრძნობ, – მარსულად გააგრძელა მაიკ-
მა.
– ხომ გითხარი, არ ვიცი-მეთქი.
– აქ მცდარობას ვგროკავ.
– მაიკ! ხომ გაგაფრთხილე?!
– კი, ჯილ.
– პატარა ქალბატონო, რას ამბობს მისტერ სმიტი? – ჰკითხა ბუნმა
და მაიკს მიუბრუნდა, – მისტერ სმიტ, რა გაინტერესებთ?
– მნიშვნელოვან არაფერს, – სასწრაფოდ უპასუხა ჯილმა, – სენა-
ტორო, შეიძლება, გავიდე? თავს შეუძლოდ ვგრძნობ.
გვამს თვალი კიდევ ერთხელ შეავლო და მზერა ცაში მცურავ ღრუბ-
ლებზე გადაიტანა. სწორედ ამ დროს ღრუბლის ფთილაში მზის სხივი
გამოკრთა და პირდაპირ მოხუცის სახეს დაეცა. განათების ცვლილე-
ბასთან ერთად, თითქოს სახემაც იცვალა გამომეტყველებაო – თვალე-
ბი უფრო აუელვარდა და გამოუცოცხლდა.
– პირველად ნახვისას ზოგჯერ ასეთი ეფექტი აქვს, – დაამშვიდა
სტუმრები ბუნმა, – ქვემოთ მდებარე მაძიებელთა გალერეიდან უნდა
ამოიხედოთ, იქიდან სულ სხვაგვარი ხედია, მუსიკაც სხვაგვარი ჟღერს
– ერთიანად განსხვავებული, უფრო მძიმე, ინფრაბგერებით გაჯერებუ-
ლი და ცოდვების გამახსენებელი. ეს ოთახი კი ბედნიერ ფიქრებში ჩა-

503
საძირად და მედიტაციისთვისაა. ძირითადად, ჩვენი ეკლესიის უმაღ-
ლესი წარმომადგენლებისთვისაა განკუთვნილი. როდესაც თავს არც
ისე კარგად ვგრძნობ, აქ ხშირად მოვდივარ, მთელი საათის განმავ-
ლობაში ვზივარ და სიგარას ვეწევი.
– ძალიან გთხოვთ, სენატორო...
– ოჰ, რა თქმა უნდა, ჩემო კარგო. გარეთ დაგველოდეთ, თქვენ კი,
მისტერ სმიტ, იმდენ ხანს დარჩით, რამდენიც მოგესურვებათ.
– სენატორო, – ჩაერია იუბალი, – უკეთესი ხომ არ იქნებოდა,
ღვთისმსახურებაზე მისასწრებად წავსულიყავით?
როგორც იქნა, ამ ავბედითი ოთახიდან გამოაღწიეს. ჯილი კანკა-
ლებდა და მაიკს ხელს არ უშვებდა, რადგან ეშინოდა, რომ ამ ამაზ-
რზენ ექსპონატს რამეს დამართებდა და სამივეს ლინჩის წესით გაასა-
მართლებდნენ ან რამე უარესსაც უზამდნენ.
კარიბჭესთან მიახლოებულებს გზა ორმა შუბიანმა მცველმა გადაუ-
ღობა. მათი სამოსი ქერუბიმებისას წააგავდა, თუმცა უფრო მეტად
მორთულ-მოკაზმულიყვნენ.
– მობრძანდით, მობრძანდით! – გაამხნევა თანმხლებნი ბუნმა და
შუბიან მცველებს მიუბრუნდა, – ესენი მთავარეპისკოპოსის პირადი
სტუმრები არიან. მათი საშვები თქვენ გაქვთ?
მცველებმა შუბები გაასწორეს, ბუნს საშვები გადასცეს და კარებიც
გახსნეს.
– აქეთ მობრძანდით, ეპისკოპოსო, – კარისკაცმა სენატორს თავა-
ზიანად მიმართა და ფართო კიბისკენ გაუძღვა, რომელიც პირდაპირ
ლოჟისკენ მიემართებოდა.
– ჯერ თქვენ მიბრძანდით, პატარა ქალბატონო, – ბუნმა სტუმრებს
გზა დაუთმო და თავადაც უკან მიჰყვა. უნდოდა, მაიკის გვერდით დამ-
ჯდარიყო და მასთან გასაუბრების შანსი ჰქონოდა, მაგრამ ჰარშოუმ
დაასწრო, მეორე მხრიდან კი მაიკს ჯილი მიუჯდა. ბუნს ისღა დარჩე-
ნოდა, მოშორებით დამჯდარიყო.
ლოჟა მდიდრულად გაეწყოთ და კომფორტული სავარძლებიც გა-
ნეთავსებინათ, რომლებიც ჩაჯდომისთანავე სხეულის ფორმას იღებ-
და და საფერფლეებითა და, სასმისის დასადებად, მომცრო გადმოსაშ-

504
ლელი მაგიდებითაც აღეჭურვათ. ლოჟა ისე აეგოთ, რომ დარბაზში
მყოფი მრევლის თავზე, თხუთმეტიოდე ფუტის სიმაღლეზე იყო გადმო-
კიდებული, საკურთხეველი კი ასიოდე ფუტის მოშორებით მდებარეობ-
და. ახლა იქ ახალგაზრდა ღვთისმსახური იდგა და მთავარეპისკოპო-
სის გამოსვლამდე ხალხს მოკლე ქადაგებით ახურებდა. ლაპარაკისას
მუსიკის ტემპს ჰყვებოდა, წინ და უკან ირწეოდა და დაკუნთულ, მომუშ-
ტულ ხელებსაც იქნევდა. მისი ძლიერი ბასი ქოროს გალობას ერწყმო-
და. უცებ ხმას კიდევ უფრო აუწია და მრევლს მიმართა:
– გამოფხიზლდით! რას ელოდებით? გინდათ, ეშმაკი მძინარეთ წა-
მოგადგეთ?!
მრევლი ტალღასავით წამოიშალა და ქოროს გალობასთან სინ-
ქრონში ფეხების ბაკუნს მოჰყვა, ახალგაზრდა ღვთისმსახური კი ხე-
ლებს დირიჟორივით იქნევდა და მათი როკვის რიტმსა და ტემპს არე-
გულირებდა. უცებ ჯილმა იგრძნო, რომ მუსიკას ჩაეთრია და უნებლიეთ
დარბაზში გამეფებული გადამდები ატმოსფეროს გავლენის ქვეშ ექცე-
ოდა. ისიც გაიფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, თუ საერთო ფერხულში ჩა-
ებმებოდა და იმ სტიქიური მხიარულების ნაწილი გახდებოდა, რომელ-
შიც სულ უფრო მეტი ხალხი ერთვებოდა. რამდენიმე წუთში ახალგაზ-
რდა ღვთისმსახურმა მრევლი ბოლომდე აიყოლია და მთელი დარბა-
ზი ამ საყოველთაო ჟრიამულის მორევში ჩაინთქა.
– ეს ბიჭი ნამდვილი აღმოჩენაა, – მოწონებით თქვა ბუნმა, – რამ-
დენჯერმე ვიქადაგე მასთან ერთად და დავრწმუნდი, რომ შეუძლია,
ბრბოს ბოლომდე დაახვიოს თავბრუ. ღირსი „ჯაგ“ ჯაკერმანი. ადრე
„რამსში“[115] თამაშობდა მარჯვენა ფლანგზე. დარწმუნებული ვარ,
მოედანზე ნანახი გეყოლებათ.
– ვშიშობ, რომ არა, – უპასუხა იუბალმა, – ფეხბურთს თვალს არ ვა-
დევნებ.
– მართლა? არც კი იცით, რას კარგავთ! საფეხბურთო სეზონისას,
მართლმორწმუნეთა უმრავლესობა, ღვთისმსახურების შემდეგაც აქ
რჩება, სახელდახელოდ მომზადებულ სადილს მიირთმევენ, თან თა-
მაშებს უყურებენ. საკურთხევლის უკანა კედელი გვერდზე იწევა, იქ კი
მსოფლიოში ყველაზე დიდი სტერეოვიზორია დამონტაჟებული. ისეთი

505
ეფექტი იქმნება, გეგონება თავადაც თამაშობო. გამოსახულებაც ნე-
ბისმიერ სახლის სტერეოვიზორზე უკეთესია. თანაც, როდესაც ხალ-
ხთან ერთად უყურებ, ემოციური ზემოქმედებაც ბევრად მეტია, – ერ-
თხანს გაჩუმდა, მერე კი დაუსტვინა და დაიძახა: – ქერუბიმო, აქ მოდი!
– დიახ, ეპისკოპოსო, – უცებ მოირბინა კარისკაცმა.
– შვილო, ჩვენი აქამდე მოცილების შემდეგ ისე სწრაფად გაუჩინარ-
დი, რომ შეკვეთის მოცემაც ვერ მოვასწარი.
– ვწუხვარ, ეპისკოპოსო.
– წუხილით სამოთხეში ვერ მოხვდები. ბედნიერება არ მოგშლო-
დეს, შვილო ჩემო. ყველა დაძახებაზე ასე სწრაფად უნდა მოხვიდე
ხოლმე. რამეს ხომ არ ინებებდით? – მიუბრუნდა ბუნი სტუმრებს, შემ-
დეგ კი სათანადო განკარგულება გასცა და დასძინა: – რამდენიმე სი-
გარაც მომიტანე... მთავარ ბარმენს გამოართვი.
– ახლავე, ეპისკოპოსო.
– დალოცვილი იყავი, შვილო ჩემო. იჩქარე...
მათ დაბლა როკვა არ წყდებოდა. უცებ ბუნი ლოჟის კიდიდან გა-
დაიხარა, ხელები პირთან რუპორივით მიიტანა და ისე დასჭექა, რომ
ლამის მთელი ეს ჟრიამული გადაფარა:
– დაუნ! ჰეი, დაუნ! – ქვემოდან ქალმა ამოიხედა. ბუნმა ანიშნა, ახ-
ლოს მოსულიყო და ისიც ღიმილით მოუახლოვდა, – ვისკი მოგვიტანე.
აბა, გაფრინდი.
ქალი მალევე დაბრუნდა და შეკვეთა მოიტანა, ბუნმა მას ლოჟის
უკანა რიგიდან გადმოტანილი სავარძელი შესთავაზა და სტუმრებს მი-
უბრუნდა:
– ეს მის დაუნ არდენია, – შემდეგ კი სტუმრები წარუდგინა, – ძვირ-
ფასო, ეს პატარა ქალბატონი, ბოლოში რომ ზის, მის ბორდმენია, აი, ეს
ჯენტლმენი კი, ჩემ გვერდით, სახელგანთქმული დოქტორი იუბალ
ჰარშოუ...
– მართლა?! – შეიცხადა მის არდენმა და იუბალს შეხედა, – დოქტო-
რო, ჩემი აზრით, ღვთაებრივ მოთხრობებს წერთ!
– გმადლობთ.

506
– სრულ სიმართლეს გეუბნებით, ნამდვილად ასეა! თითქმის ყო-
ველ ღამე რომელიმე მოთხრობის ჩანაწერს ვრთავ ხოლმე და დაძინე-
ბამდე იავნანასავით ჩამესმის.
– მწერალს უფრო მეტი შექების იმედი, ალბათ, ვერც ექნება, – წარ-
ბშეუხრელად უთხრა იუბალმა.
– საკმარისია, დაუნ, – ჩაერია ბუნი, – ეს ახალგაზრდა, შუაში რომ
ზის, მისტერ ვალენტაინ მაიკლ სმიტია... ადამიანი მარსიდან.
მის არდენს თვალები გაუფართოვდა და აღფრთოვანებულს აღ-
მოხდა:
– ოჰ, ღმერთო ჩემო!
– დალოცვილი იყავი, შვილო ჩემო! – უთხრა ბუნმა და დასძინა: –
მგონი, ამჯერად მართლა მოვახერხე შენი გაოგნება.
– ნამდვილად მარსელი ადამიანი ბრძანდებით? – ჰკითხა მის არ-
დენმა მაიკს.
– დიახ, მის დაუნ არდენ.
– უბრალოდ, დაუნი დამიძახეთ. ღმერთო ჩემო!
ბუნმა ხელზე მოუთათუნა და უთხრა:
– განა არ იცი, რომ ეპისკოპოსის სიტყვების ეჭვქვეშ დაყენება ცოდ-
ვაა? ჩემო კარგო, არ გინდა, დამეხმარო და მარსელი ადამიანი ნა-
თელს ვაზიაროთ?
– ოჰ, რა თქმა უნდა!
„ოჰ, რა თქმა უნდა, შე ძუკნა“, გაიფიქრა ჯილმა, რომლის გაღიზია-
ნებაც დაუნ არდენის გამოჩენის შემდეგ სულ უფრო იზრდებოდა. ქალს
გრძელსახელოებიანი და დახურულგულიანი კაბა ეცვა, თუმცა კი სხე-
ულს საერთოდ ვერ უფარავდა, მიუხედავად იმისა, რომ არც გამჭვირ-
ვალე ეთქმოდა. კაბის ფერი ზუსტად შეესაბამებოდა მის არდენის გა-
რუჯული კანისას და ჯილი იმაშიც დარწმუნებული იყო, რომ კაბასა და
კანს შორის შუამავალი არ არსებობდა. ქსოვილი ქალის სხეულს მჭიდ-
როდ ეკვროდა და ისიც აშკარა იყო, რომ მხოლოდ მოჩვენებით მოკ-
რძალებულობას განასახიერებდა. მის არდენი მრევლის დანარჩენი
ქალების უმეტესობის რადიკალური ჩაცმულობის ფონზე მოკრძალებუ-
ლად უნდა წარმოჩენილიყო, მათი უმეტესობა კი გიჟურ როკვაში იმდე-

507
ნად გართულიყო, რომ ექსტაზის ტყვეობაში აღმოჩენილებს ლამის
ყველაფერი ტანზე შემოეხიათ.
ჯილმა ისიც გაიფიქრა, მართალია, მის არდენს კაბა აცვია, მაგრამ
ისე გამოიყურება, თითქოს ახლახან ადგა საწოლიდან და არც ისევ და-
წოლაზე იტყვის უარს, მით უმეტეს, მაიკთან ერთად დაწოლაზეო. „მის
ცხვირწინ ტრაკის ქიცინს შეეშვი, კახპა!“ ფიქრობდა ჯილი და სასმელს
წრუპავდა.
– ჩემო კარგო, ამ საკითხზე მთავარეპისკოპოსს დაველაპარაკები,
– უთხრა ბუნმა მის არდენს, – ახლა კი აჯობებს, დაბლა ჩახვიდე და ამ
აღლუმს გაუძღვე. ჯაგს შენი დახმარება სჭირდება.
– დიახ, ეპისკოპოსო, – მორჩილად თქვა მის არდენმა, წამოდგა და
სტუმრებს მიუბრუნდა, – მოხარული ვარ, რომ თქვენი გაცნობის შესაძ-
ლებლობა მომეცა, დოქტორო ჰარშოუ და თქვენიც, მის ბროდ. მისტერ
სმიტ, იმედი მაქვს, კიდევ შევხვდებით. თქვენთვის ვილოცებ.
მუსიკის რიტმს აყოლილი მის არდენი მროკავ მრევლთან შესაერ-
თებლად სხეულის რხევით გაემართა.
– შესანიშნავი გოგონაა, – მხიარულად განაცხადა ბუნმა, – დოქტო-
რო, მოქმედებაში თუ გინახავთ?
– ვფიქრობ, არა. რას აკეთებს?
– არ იცით?! – ბუნს ისეთი ტონი ჰქონდა, თითქოს საკუთარ ყურებს
არ უჯერებსო.
– არა.
– როგორ, მისი სახელიც არ გსმენიათ? ეს ხომ დაუნ არდენია, ყვე-
ლაზე მაღალი ანაზღაურების მქონე სტრიპტიზის მოცეკვავე მთელ ქვე-
მო კალიფორნიაში – აი, ვინ! მის გამო არაერთ მამაკაცს დაუსრულე-
ბია სიცოცხლე თვითმკვლელობით, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან სამწუ-
ხაროა. როგორც წესი, მის არდენი პროჟექტორის შუქზე ცეკვავს და,
როდესაც გასახდელი მხოლოდ ფეხსაცმელები რჩება, შუქი სახეზე ეცე-
მა, შიშველი სხეული კი წყვდიადში ეხვევა, რაც მეტად შთამბეჭდავი
სანახაობაა, ასეთ დროს ადამიანს უაღრესად ამაღლებული და სულის
შემძვრელი განცდა გეუფლება. მისი სანდომიანი სახის შეხედვისას,

508
შეგიძლიათ, დაიჯეროთ, რომ ოდესღაც ყველაზე ამორალური ქალი
იყო?
– ვერ დავიჯერებ!
– არადა, სწორედ ასე იყო. შეგიძლიათ, თავად მასაც ჰკითხოთ,
არაფერს დაგიმალავთ. ისე კი, ყველაფერს მაძიებელთა განწმენდის
ცერემონიალზე დასწრება აჯობებდა. შეგატყობინებთ, როცა ისიც იქ-
ნება. როდესაც მის არდენი ინანიებს, სხვა ქალებსაც ამხნევებს, რათა
ადგნენ და საკუთარი ცოდვებიც ბოლომდე აღიარონ. ის ყველაფერზე
გულახდილად ლაპარაკობს, რაც მისთვისვეა უკეთესი. მის არდენს
იმის შეგნებაც აბედნიერებს, რომ ამით სხვებსაც ეხმარება. დიდი მონ-
დომებითა და შესაშური ერთგულებით გამოირჩევა. ყოველ შაბათს,
როგორც კი უკანასკნელ წარმოდგენას ამთავრებს, საკუთარი მფრინა-
ვი მანქანით მაშინვე აქეთ მოეშურება, რათა საკვირაო სკოლაში არ
დააგვიანოს, რომელსაც არასდროს აცდენს. იგი „ახალგაზრდა მამა-
კაცების ბედნიერების კლასშიც“ ასწავლის, რომლის დამსწრეთა რა-
ოდენობაც მის არდენის გამოჩენის შემდეგ გასამმაგებულია.
– აი, მაგაში კი ეჭვიც არ მეპარება, – მიუგო იუბალმა, – მაინც რა ასა-
კისანი არიან ეს ბედნიერი ახალგაზრდები?
– დიდი ეშმაკი ვინმე ბრძანდებით, მაგრამ ვერ გამაცურებთ, – სი-
ცილით უთხრა ბუნმა, – აუცილებლად გექნებათ გაგონილი „ახალგაზ-
რდა მამაკაცების ბედნიერების კლასის“ დევიზი: „არასოდეს ხარ იმ-
დენად მოხუცი, რომ ახალგაზრდა არ იყო“.
– დამიჯერეთ, მსგავსი არაფერი მსმენია.
– ნებისმიერ შემთხვევაში, შესაბამისი ეტაპების გავლის გარეშე მის
კლასში ვერ მოხვდებით. ჯერ ნათელი უნდა იხილოთ, განწმენდის რი-
ტუალი გაიაროთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიგიღებენ. ვწუხვარ, მაგ-
რამ ასეა, რამეთუ მხოლოდ ერთი ჭეშმარიტი ეკლესია არსებობს, ყვე-
ლა დანარჩენის გზა კი სატანისკენ მიემართება. ვგულისხმობ, სიბილ-
წით აღსავსე იმ განუკითხაობის ბუნაგებსა და სიბინძურის ქვესკნე-
ლებს, საკუთარ თავს „ეკლესიას“ რომ უწოდებენ, რათა გაუფრთხილე-
ბელი ადამიანები აცდუნონ, შემდეგ კი კერპთაყვანისცემისა და სხვა

509
სიმახინჯისკენ მიმავალ საზიზღარ გზაზე დააყენონ. ადამიანი ჩვენ-
თან
მხოლოდ წვიმის გადაღებამდე დროის მოსაკლავად ვერ შემოვა,
არამედ ჯერ ხსნა უნდა მოიპოვოს. ფაქტობრივად... ოჰ, მალე გადაცე-
მა დაიწყება, – უზარმაზარი დარბაზის ოთხივე კუთხეში წითელი ნათუ-
რა აციმციმდა, – ჯაგმა ხალხი უკვე საკმარისად მოამზადა, ახლა კი
მთავარს იხილავთ!
ამ მომენტისთვის თითქმის ყველა როკვაში ჩაბმულიყო, საერთო
ფერხულის მიღმა მხოლოდ რამდენიმე დარჩენილიყო, მაგრამ ისინიც
ადგილზე ცქმუტვითა და ტაშით ამხნევებდნენ მოცეკვავე მრევლს.
რამდენიმე მცველი დარბაზში მიმოდიოდა და აგზნებისგან ლამის
გონდაკარგული ადამიანები გარეთ გაჰყავდათ – ზოგი მშვიდად მიჰ-
ყვებოდა, ზოგი კი, განსაკუთრებით ქალები, პირზე დუჟმომდგარნი იკ-
ლაკნებოდნენ და იკრუნჩხებოდნენ. ასეთები მცველებს საკურთხე-
ველთან მიჰყავდათ, სადაც ისინი წყლიდან ამოგდებული თევზებივით
სხმარტალებდნენ. ბუნმა სიგარიანი ხელი გაიშვირა და სტუმრებს ორ-
მოციოდე წლის წითურ გამხდარ ქალზე მიანიშნა, რომელსაც კაბა უკვე
სანახევროდ შემოეხია.
– იმ ქალს ხედავთ, შეპყრობილს? სულ მცირე, ერთი წელი მაინც იქ-
ნება, რაც ღვთისმსახურებას ისე არ ჩაუვლია, სულს რომ არ შეეპყრო.
ზოგჯერ მთავარანგელოზი ფოსტერი მისი პირით გველაპარაკება და,
როცა ეს ხდება, მის გასაკავებლად ოთხი ჯანმაგარი კაცია საჭირო.
მას შეუძლია, ნებისმიერ წამს გადაინაცვლოს ზეცაში, ამისთვის სრუ-
ლიად მზად არის, მაგრამ ამას იმ მიზეზით არ აკეთებს, რომ ჯერ კიდევ
აქ არის საჭირო. სასმლის დამატება ხომ არ გნებავთ? ახლა ბარის მუ-
შაობა ოდნავ შენელდება, რადგან უკვე კამერები ჩაირთო და, სადა-
ცაა, ღვთისმსახურებაც დაიწყება.
მაიკმა მექანიკურად გაუწოდა ჭიქა. ჯილისგან განსხვავებით, რა-
საც ხედავდა, მასში სულაც არ იწვევდა ზიზღს, თუმცა დიდ საგონებელ-
ში კი ჩავარდნილიყო, როდესაც დარწმუნებულიყო, რომ „უხუცესი“ სი-
ნამდვილეში სულაც არ ყოფილიყო უხუცესი და რომ, სანაცვლოდ, ის
მხოლოდ და მხოლოდ გაფუჭებული საჭმელი აღმოჩენილიყო. საერ-

510
თოდაც, აქ, ახლომახლო, ერთი უხუცესიც არ ჩანდა, მაგრამ მაინც მთე-
ლი მონდომებით ცდილობდა, გარშემო მიმდინარე მოვლენები ბო-
ლომდე შეესვა, უხუცესებთან დაკავშირებულ საკითხში გარკვევა კი
შემდეგისთვის გადადო.
ქვემოთ მიმდინარე სიგიჟე მეტად მარსული იყო, რის გამოც მაიკი
ერთდროულად ნოსტალგიასაც განიცდიდა და სახლის სასიამოვნო
სიახლოვესაც შეიგრძნობდა. მართალია, ამ ტაძრის ინტერიერი არც
მარსულ შენობებს აგონებდა და ირგვლივ ყველაფერსაც განსხვავებუ-
ლი ხასიათი და იერი ჰქონდა, მაინც სწორად დაეგროკა, რომ ამ ადა-
მიანებს შორის მზარდი სიახლოვე წყლის რიტუალის მსგავსად შემ-
დგარიყო, თანაც ეს პროცესი იმდენად მასშტაბური და ყოვლისმომცვე-
ლი იყო, როგორიც საკუთარი ბუდის გარეთ არსად ენახა. მაიკს მთელი
გულით ეწადა, საერთო ფერხულში ჩაბმა მისთვისაც შეეთავაზებინათ;
ადგილზე ცქმუტავდა და სურდა, მოცეკვავეების მორევში ჩანთქმული-
ყო.
მაიკმა ბრბოში მის დაუნ არდენი შენიშნა და ცდილობდა, როგორმე
მისი მზერა დაეჭირა, რადგან იმედი ჰქონდა, რომ ამას სწორედ ის შეს-
თავაზებდა. სხვებისგან განსხვავებით, მის არდენი სხეულის აგებულე-
ბით სულაც არ დაემახსოვრებინა, მიუხედავად იმისა, რომ, როგორც
იმთავითვე შენიშნა, ისიც წყლისმიერი
მოძმე ჯილის სიმაღლისა იყო და სხეულის პროპორციები და ფორ-
მებიც ზედმიწევნით ემთხვეოდა. მაგრამ მის დაუნ არდენს საკუთარი
სახე ჰქონდა, რომელზე აღბეჭდილი ღიმილის ქვეშაც ტკივილი, სევდა
და რაღაცისკენ სწრაფვა დამარხულიყო. მაიკი იმაზეც დაფიქრდა, მის
დაუნ არდენი ოდესმე მასთან წყლის გაზიარებასა და უფრო დაახლოე-
ბას ხომ არ მოინდომებდა. რაც შეეხება სენატორ და ეპისკოპოს ბუნს,
ეს კაცი მაიკს ზედმეტად ძაბავდა, ამიტომ ფრიად გაუხარდა, როდესაც
იუბალმა მათი გვერდიგვერდ დაჯდომა აღკვეთა, მაგრამ იმაზე კი წუხ-
და, რომ მის დაუნ არდენი მათთან აღარ იმყოფებოდა.
მაგრამ მის არდენს მაიკის მზერა არ უგრძნია. ფერხულში თავდა-
ვიწყებით ჩაბმულიყო და მაღლა არც აუხედავს.

511
სწორედ ამ დროს პატარა სცენაზე მდგომმა მამაკაცმა ხელები
აღაპყრო და გამოქვაბულის მსგავს უზარმაზარ დარბაზში სიჩუმემ და-
ისადგურა. შემდეგ ხელები მკვეთრად დაუშვა და დაიგრგვინა:
– ვინ არის ბედნიერი?
– ჩვენ ვართ ბედნიერნი!
– რატომ?
– იმიტომ, რომ ღმერთს ვუყვარვართ!
– საიდან იცით?!
– ფოსტერმა გვითხრა!
ახალგაზრდა ღვთისმსახური მუხლებზე დაეცა, მუშტი აღმართა და
შესძახა:
– დაე, ვისმინოთ ლომის ღრიალი!
მრევლმა ერთდროულად დასჭექა. ზოგს მართლაც ღრიალი აღ-
მოხდა, ზოგი უბრალოდ ბღაოდა, დანარჩენები კი წივილ-კივილით შე-
მოიფარგლნენ. ახალგაზრდა ღვთისმსახური ისევ მუხლებზე იდგა და
ამ უცნაურ ორკესტრს მომუშტული ხელით დირიჟორობდა. თავიდან
მრევლს მაქსიმალურად მაღალი ნოტები ააღებინა, შემდეგ იმდენად
დაადაბლებინა, რომ ლამის ინფრაბგერებამდე დააყვანინა, ბოლოს
კი მთელი დარბაზის შემაზანზარებელი კრეშენდო დააჭექებინა. ბგე-
რების გრგვინვის ტალღამ მრევლს თავზე გადაუჯლიგინა და ლოჟებს
მიაწყდა. და სწორედ ამ დროს, მაიკმა ტალღის დარტყმა იმდენად
მძაფრად შეიგრძნო, რომ მთლიანად მასში დაინთქა, ლამის მტკივ-
ნეული ექსტაზის შემოტევისგან კი იმისიც
შეეშინდა, ტრანსში არ ჩავარდნილიყო. მაგრამ იცოდა, რომ ამ
მგომარეობიდან გამოსავალი ტრანსი ვერ იქნებოდა, რადგან ჯილს
ადრევე გაეფრთხილებინა – თუ თავის ოთახში არ იქნებოდა განმარ-
ტოებული, ასეთი რამ აღარასოდეს გაეკეთებინა. მაიკმაც ემოციებზე
კონტროლი აღიდგინა, საკუთარ შეგრძნებებს დაეუფლა და მეწყერი-
ვით მოვარდნილი ტალღა მიღმა გაატარა. ბგერების ზვავმა საბოლო-
ოდ გადაიარა, კედლებს მიაწყდა და, როგორც იქნა, მიწყნარდა.
ახალგაზრდა ღვთისმსახური წამოიმართა და ისევ მრევლს მიმარ-
თა:

512
– ჩვენი პირველი საგალობლის სპონსორია „ციური მანანის საცხო-
ბი“, სადაც უდიდესი სიყვარულით აცხობენ ანგელოზის პურს. მის შე-
ფუთვაზე ჩვენი მთავარეპისკოპოსის მოღიმარი სახეა გამოსახული,
შიგნით კი საკმაოდ მაღალფასიანი სასაჩუქრე კუპონი დევს. მის გამო-
ყენებას თქვენ მეზობლად მდებარე ახალი გამოცხადების ნებისმიერ
ტაძარში შეძლებთ. ძმანო და დანო, ხვალიდან „ციური მანანის საცხო-
ბის“ მთელ ქვეყანაში გაფანტული ფილიალები გრანდიოზული და ჯერ
არნახული ფასდაკლების აქციას იწყებენ. ხვალიდანვე გაატანეთ
თქვენს შვილებს სკოლაში მთავარანგელოზ ფოსტერის საფირმო ნამ-
ცხვრები, რომლებიც მოზრდილი ყუთებით გაიყიდება. თითოეული ნამ-
ცხვარი ნაკურთხია და შესაბამის ტექსტიან ქაღალდშია გახვეული.
ილოცეთ, რათა ყოველმა ნამცხვარმა, რომელსაც ცოდვილის შვილი
გასცემს, იგი ჭეშმარიტ ნათელთან მიაახლოოს. ახლა კი ჩვენი ძველი
და საყვარელი წმინდა ჰიმნი „წინ, ფოსტერის შვილებო!“ ვიმღეროთ.
აბა, ყველა ერთად!
„წინ, ფოსტერის შვილებო! არ დაინდოთ მტრები!
რწმენა ჩვენი ფარია! შეუტიეთ ხმლებით!
ცოდვილთ ზავს ნუ დაუდებთ! ჩვენთან არის ღმერთი!“
მაიკი ამ ყველაფრით იმდენად იყო აღფრთოვანებული, რომ არც
კი უცდია, ეს სიტყვები ეთარგმნა, შეეფასებინა და მნიშვნელობაც და-
ეგროკა. მისი აღქმით, მათ მნიშვნელობა არც ჰქონია და მთავარი მხო-
ლოდ მზარდი სიახლოვე იყო. მრევლი როკვას აგრძელებდა, თან ქო-
როს მიერ შესრულებულ გალობას მათთან ერთად ჰყვებოდნენ, ვისაც
ფერხულში ჩაბმა არ შეეძლო.
ჰიმნის დასრულების შემდეგ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. წა-
იკითხეს განცხადებები და ზეციური გზავნილები, რასაც მორიგი რეკ-
ლამები მოჰყვა. მრევლის რამდენიმე წევრი დააჯილდოეს, შემდეგ კი
მეორე ჰიმნის ჯერიც დადგა. ჰიმნი „ამაღლებული ბედნიერი სახეები“,
„დეტელბაუმის“ მაღაზიათა ქსელის მიერ იყო შეკვეთილი, სადაც, სა-
რეკლამო ტექსტის თანახმად, „ადამიანები, რომლებმაც ხსნა მოიპო-
ვეს, უსაფრთხოდ ყიდულობენ ყველაფერს“, რადგან სხვაგან არსად
სთავაზობდნენ ისეთ საქონელს, რომელიც კონკურენციას გაუწევდა

513
სხვა სპონსორს, „ბავშვთა ბედნიერების ოთახს“, რომლის ყველა ფი-
ლიალიც უკვე ხსნამოპოვებული დების ზედამხედველობის ქვეშ იყო.
ამის შემდეგ ახალგაზრდა ღვთისმსახური სცენის კიდესთან მივი-
და, ხელისგული ყურთან მიიტანა და მრევლის შეძახილებს მიაყურა-
და.
– დიგბი, დიგბი!
– ვინ?
– დიგბი, დიგბი!
– უფრო ხმამაღლა! ისე დაიძახეთ, რომ მანაც გაიგონოს.
– დიგბი, დიგბი! – ტაშისკვრა, ფეხების ბაკუნი, ტაშისკვრა, ფეხების
ბაკუნი, ტაში, ბაკუნი, ტაში, ბაკუნი!.. ეგზალტირებული მრევლი სულ
უფრო ხმამაღლა ღრიალებდა, კედლები ზანზარებდა, ჭერი იხდებო-
და.
იუბალი ბუნისკენ გადაიხარა:
– ცოტაც და ეს მრევლი იმავეს გააკეთებს, რაც ოდესღაც სამსონმა
ჩაიდინა[116].
– ნუ გეშინიათ, – პირიდან სიგარის გამოღების გარეშე, არხეინად
უპასუხა ბუნმა, – ეს ტაძარი მკვიდრად არის ნაგები, ცეცხლგამძლეა და
ჩვენი რწმენაც იცავს. ნაგებობა სწორედ იმაზეა გათვლილი, რომ კედ-
ლებმა იზანზაროს და მეტი ეფექტი მოახდინოს.
უცებ დარბაზში სინათლემ იკლო, საკურთხევლის უკან, ჭერიდან
ჩამოშვებული ფარდა გაიხსნა და, უხილავი წყაროდან მომავალი და-
მაბრმავებელი სინათლის ფონზე, მთავარეპისკოპოსის ფიგურა გამო-
იკვეთა – აღმართულ ხელებს აქეთ-იქით იქნევდა და აღტაცებულ
მრევლს უღიმოდა.
მრევლი მის გამოჩენას დამაყრუებელი ღრიალით შეეგება, მან კი
აგზნებულ მართლმორწმუნეებს ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა და კა-
თედრისკენ დაიძრა. გზად შეჩერდა და ერთ-ერთი შეპყრობილი ქალი,
რომელიც ჯერ კიდევ კრუნჩხვისგან ფართხალებდა, სანახევროდ წა-
მოაყენა, შუბლზე აკოცა და ფრთხილად ისევ იატაკზე დაუშვა. კათედ-
რისკენ გზა ნელა განაგრძო, მაგრამ ისევ შედგა და გამხდარი წითური
ქალის გვერდით ჩაიმუხლა. მთავარეპისკოპოსმა ხელი ზურგს უკან გა-

514
იშვირა და ვიღაცამ მაშინვე პორტატიული მიკროფონი ჩაუდო, შემდეგ
ქალს მეორე ხელი მხარზე მოჰხვია და მიკროფონი პირთან მიუტანა.
მაიკმა წითური ქალის მიერ წარმოთქმული სიტყვები ვერაფრით
გაარჩია, წარმოდგენაც არ ჰქონდა, რა ენაზე ლაპარაკობდა, მაგრამ
იმას კი ხვდებოდა, რომ ინგლისური არ იყო.
მთავარეპისკოპოსმა ქალის მიერ წარმოთქმული სიტყვების თარ-
გმნა დაიწყო, რასაც დუჟმომდგარი ქალის ბუტბუტის პაუზებისას აკე-
თებდა.
– მთავარანგელოზი ფოსტერი დღეს ჩვენთანაა... იგი ძალიან კმა-
ყოფილია... აკოცე დას, რომელიც შენგან მარჯვნივაა... მთავარანგე-
ლოზ ფოსტერს ყველანი უყვარხართ... აკოცე დას, რომელიც შენგან
მარცხნივაა... მთავარანგელოზ ფოსტერს ერთ-ერთი ჩვენგანისთვის
განსაკუთრებული გზავნილი აქვს...
წითური ქალი ლაპარაკს აგრძელებდა, მაგრამ დიგბი შეყოყმანდა
და თარგმნა დააგვიანა. მცირედი პაუზის შემდეგ ქალს ჰკითხა:
– რას ამბობს მთავარანგელოზი? გავედრებ, ხმამაღლა თქვი.
ქალმა ჯერ რაღაც ჩაიბურტყუნა, შემდეგ კი ცივად შეჰკივლა. დიგ-
ბიმ მრევლს ამოხედა და გაიღიმა.
– მთავარანგელოზ ფოსტერს აქ მყოფი ერთ-ერთი მომლოცველის-
თვის აქვს გზავნილი. ეს გახლავთ ვალენტაინ მაიკლ სმიტი, ადამიანი
მარსიდან! სად ხართ, ვალენტაინ მაიკლ! წამოდექით! წამოდექით!
ჯილი მაიკის შეჩერებას შეეცადა, მაგრამ იუბალმა ჩუმად გადაუ-
ლაპარაკა:
– აჯობებს, ასე მოიქცეს. შეწინააღმდეგება არ ღირს. გაუშვი, ადგეს.
მაიკ, წამოდექი და მთავარეპისკოპოსს ხელი დაუქნიე. ახლა, შეგიძ-
ლია, დაჯდე, – მაიკი ასეც მოიქცა, თან ძალიან იყო გაოცებული იმის
გამო, რომ მთელი მრევლი ერთხმად გაიძახოდა:
– მარსელი ადამიანი! მარსელი ადამიანი!
ამის შემდგომი ქადაგება, როგორც ჩანდა, ასევე მაიკისადმი იყო
მიმართული, რომელიც, დიდი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ გა-
იგო. ქადაგება ინგლისური სიტყვებისგან შედგებოდა, ყოველ შემ-
თხვევაში, დიდი ნაწილი მაინც, მაგრამ ეს სიტყვები, როგორღაც, არას-

515
წორი თანმიმდევრობით იყო დალაგებული, თანაც დარბაზში გამაყ-
რუებელი ყვირილი, ტაშისცემა და ათასგვარი სხვა ხმაური გუგუნებდა,
დროდადრო კი, საერთო კაკაფონიის ფონზე, მაიკისთვის ერთობ და-
მაბნეველი „ალილუია!“ და „ბედნიერი დღე!“ გაისმოდა. ძალიან გა-
უხარდა, როდესაც ეს ბაკქანალია, ბოლოს და ბოლოს, დამთავრდა.
როგორც კი დიგბიმ სცენა ისევ ახალგაზრდა ღვთისმსახურს დაუთ-
მო და იქაურობა დატოვა, ბუნი წამოდგა და სტუმრებს მიუბრუნდა.
– აბა, დროა, წავიდეთ. დიდი მოხერხება გვმართებს, რომ ამ ხალხს
გადავასწროთ.
მაიკიც წამოდგა და სენატორს ისე მიჰყვა, რომ ჯილისთვის ხელი
არ გაუშვია. მალე ყველანი თაღოვან დერეფანში აღმოჩნდნენ, უკნი-
დან კი დარბაზში დატოვებული ბრბოს ღმუილი სწვდებოდათ.
– ეს გზა დასაფრენ მოედანთან მიგვიყვანს? – ჰკითხა იუბალმა
ბუნს, – მძღოლი გავაფრთხილე, იქ დაგვლოდებოდა.
– რაო? – გაუკვირდა ბუნს, – თუ სულ პირდაპირ ივლით, ეს დერეფა-
ნი ნამდვილად მიგიყვანთ დასაფრენ მოედნამდე, მაგრამ ჯერ მთავა-
რეპისკოპოსს უნდა ვესტუმროთ.
– რას ამბობთ?! – შეიცხადა იუბალმა, – არა მგონია, დღეს ეგეც მო-
ვახერხოთ. უკვე შინ წასვლის დროა.
ბუნი გაოგნებული მიშტერებოდა.
– დოქტორო, მგონი ვერ გამიგეთ. მთავარეპისკოპოსი გველოდება.
ასე უბრალოდ ვერ წახვალთ, ეს მისი უპატივცემულობა იქნება. მთავა-
რეპისკოპოსთან უნდა მიხვიდეთ და პატივისცემა გამოხატოთ, თქვენ
ხომ მისი სტუმრები ხართ.
იუბალი ერთხანს შეყოყმანდა, თუმცა დანებდა.
– კარგი... მაგრამ იმედი მაქვს, რომ იქ მაინც არ იქნება ხალხი. ეს
ყმაწვილი უკვე საკმარისად დაიღალა. ერთი დღისთვის ამდენი შთა-
ბეჭდილება მისთვის ნამდვილად მეტისმეტია.
– მხოლოდ მთავარეპისკოპოსი გველოდება. უნდა, პირადად დაგე-
ლაპარაკოთ.

516
ბუნმა ისინი დერეფნის კედლების დეკორაციით შენიღბულ პატარა
ლიფტთან მიიყვანა, რამდენიმე წამში კი მთავარეპისკოპოსის აპარ-
ტამენტის მოსაცდელში იდგნენ.
უცებ კარი გაიღო და სწრაფი ნაბიჯით მომავალი დიგბი გამოჩნდა.
უკვე გამოეცვალა და ცერემონიული სამოსის ნაცვლად უბრალო ხალა-
თი შემოეცვა. მთავარეპისკოპოსმა სტუმრებს გაუღიმა და შესძახა:
– მაპატიეთ, ამდენი რომ გალოდინეთ. სასწრაფოდ უნდა გადამევ-
ლო. ვერც კი წარმოიდგენთ, რამდენი ოფლის დაღვრაა საჭირო, რათა
სატანა განდევნო და მისი უკან დაბრუნება აღარ დაუშვა. მაშ, ეს არის
მარსელი ადამიანი? ღმერთმა დაგლოცოს, შვილო ჩემო. კეთილი
იყოს შენი შემობრძანება აქ, ამ ღვთის სახლში. მთავარანგელოზ ფოს-
ტერს სურს, თავი ისე იგრძნოთ, როგორც შინ. ის ზეციდან დაგცქერით.
მაიკმა არ იცოდა, რა ეპასუხებინა, იუბალიც კი გაკვირვებული შეს-
ცქეროდა მთავარეპისკოპოს დიგბის,
რომელიც იმაზე დაბალი აღმოჩნდა, ვიდრე ქადაგებისას ჩანდა და
ვერც ასეთი აშკარა განსხვავების მიზეზი ამოეხსნა – ქადაგებისას სცე-
ნაზე მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით იდგა თუ განათება ქმნიდა ამგვარ
ეფექტს? გარდა იმისა, რომ მთავარეპისკოპოსს თხასავით წვერი ჰქონ-
და, რომელსაც აშკარად აწგანსვენებული ფოსტერის მიბაძვით ატა-
რებდა, იუბალს ეს კაცი მეორეული მანქანების გამყიდველსაც აგონებ-
და, რადგან არც ღიმილს იშორებდა სახიდან და ზედმეტად თბილი
ქცევითაც გამოირჩეოდა. ...იუბალს მთავარეპისკოპოსი კიდევ ვიღა-
ცას აგონებდა... რომელიღაც ძველ ნაცნობს... გაახსენდა – „პროფე-
სორ“ საიმონ მაგუსს, ბეკი ვესის დიდი ხნის წინ გარდაცვლილ მეუღ-
ლეს! იუბალი ცოტა დამშვიდდა, მოდუნდა და მთავარეპისკოპოსის მი-
მართ გარკვეული კეთილგანწყობაც იგრძნო – საიმონი ხომ ყველაზე
სასიამოვნო ადამიანი იყო იმ არამზადებს შორის, რომლებსაც ოდესმე
იცნობდა.
დიგბიმ მომხიბვლელი ღიმილი ჯილისკენ მიმართა.
– შვილო ჩემო, მუხლებზე დაშვება საჭირო არ არის, აქ ხომ ყველა-
ნი მეგობრები ვართ, – დიგბიმ ჯილს კიდევ უთხრა რამდენიმე სიტყვა
და მისი პროფესიის ცოდნითაც გააოცა, – ძალიან ვაფასებ შენს პრო-

517
ფესიას. მთავარანგელოზ ფოსტერის კურთხეული სიტყვებით ღმერთი
გვეუბნება, რომ, პირველ რიგში, სხეულზე ვიზრუნოთ, რათა ნათელის-
კენ მიმავალ გზაზე სული ხორციელმა დაავადებებმა არ დააბრკო-
ლოს. ვიცი, რომ ჯერ ერთ-ერთი ჩვენგანი არ ხარ... მაგრამ ის, რასაც
შენ აკეთებ, უფლისგან დალოცვილი საქმეა. ჩვენ თანამგზავრები
ვართ იმ გზაზე, რომელიც ზეცისკენ მიემართება.
მთავარეპისკოპოსი იუბალს მიუბრუნდა:
– ეს თქვენც გეხებათ, დოქტორო. მთავარანგელოზი ფოსტერი ამ-
ბობს, რომ ღმერთი ბედნიერებისკენ მოგვიწოდებს. ხშირად ყოფილა,
რომ ჩემს მრევლზე ზრუნვითა და ფიქრით დაღლილ-დაქანცულს კვერ-
თხი გადამიდია და ერთი ბედნიერი, შეურყვნელი საათის განმავლო-
ბაში თქვენი რომელიმე მოთხრობით ტკბობას მივცემივარ... ამის შემ-
დეგ კი, სრულიად დასვენებული და განახლებული, ახალი ბრძოლე-
ბისთვის ვყოფილვარ მზად.
– აჰ, გმადლობთ, მთავარეპისკოპოსო.
– ამას ღრმა რწმენით გეუბნებით. თქვენ შესახებ ინფორმაცია, დი-
დი ხანია, ზეციდან მაქვს მიღებული... კარგი, კარგი, ამაზე აღარ გვინ-
და. ვიცი, რომ მორწმუნე არ ხართ, მაგრამ ნება მომეცით, დავასრულო:
უფლის დიად გეგმაში სატანასაც კი თავისი ადგილი აქვს, რაში დარ-
წმუნების დროც თქვენთვის ჯერ არ დამდგარა. თქვენ საკუთარი სევ-
დიდან, გულისტკივილიდან და გასაჭირიდან სხვებისთვის ბედნიერე-
ბას ქსოვდით. სწორედ ასე წერია დიადი წიგნის თქვენდამი მოძღვნილ
თავში, თუმცა ამას შევეშვათ, აქ ამგვარ საკითხებზე საკამათოდ არ
მომიწვევიხართ. ჩვენ არც არავისთან ვკამათობთ, სანაცვლოდ, უბრა-
ლოდ, ვიცდით, როდის დაინახავენ ადამიანები ნათელს, რის შემდე-
გაც ჩვენს დიდ ოჯახში ვიღებთ. დღეს კი მხოლოდ ამ ბედნიერი შეხ-
ვედრით ვისიამოვნებთ.
მართლაც, დიგბი მსგავს საკითხებს აღარ შეხებია, იუბალი კი იძუ-
ლებული იყო, ეღიარებინა, რომ ეს მჭევრმეტყველი თაღლითი შესა-
ნიშნავი მასპინძელი გამოდგა – სტუმრებს დიდებული კერძებითა და
სასმლით გაუმასპინძლდა. იუბალმა შეამჩნია, რომ მაიკი საკმაოდ და-
ძაბული იყო, განსაკუთრებით კი მაშინ ანერვიულდა, როდესაც მთავა-

518
რეპისკოპოსმა ცალკე დასალაპარაკებლად გაიხმო. ადრე თუ გვიან,
მაიკს მაინც მოუწევდა, ადამიანებთან დამოუკიდებლად ურთიერთო-
ბა – ჯილის, იუბალისა თუ სხვა ვინმეს დახმარების გარეშე.
ბუნი კი ჯილს ფოსტერის პირად ნივთებს ათვალიერებინებდა,
რომლებიც ოთახის მეორე ბოლოში მდებარე შუშის კარადაში დიდი
მოწიწებით განეთავსებინათ. ბატის ღვიძლის პაშტეტის ტოსტზე გა-
დასმაში გართული იუბალი ხალისით აკვირდებოდა, თუ როგორ უინ-
ტერესოდ უსმენდა ჯილი ბუნს, როდესაც კარის საკეტის ხმა გაიგონა.
მაშინვე შებრუნდა, მაგრამ მაიკი და დიგბი ოთახში აღარ იმყოფებოდ-
ნენ.
– სენატორო, სად წავიდნენ? – მიუბრუნდა იგი ბუნს.
– რა მკითხეთ?
– მთავარეპისკოპოსი დიგბი და მისტერ სმიტი, სად არიან?
ბუნმა ოთახში მიმოიხედა და თავი ისე დაიჭირა, თითქოს დახურუ-
ლი კარი მხოლოდ ახლაღა შეამჩნიაო.
– ოჰ, ალბათ რამდენიმე წუთით გავიდნენ. იქ დასასვენებლად მოწ-
ყობილი პატარა ოთახია, რომელსაც პირადი შეხვედრებისთვისაც ვი-
ყენებთ ხოლმე. თქვენც ხომ ნახეთ, როდესაც მთავარეპისკოპოსმა
აქაურობა დაგათვალიერებინათ?
– ჰმმ, კი.
იმ ოთახში მხოლოდ დაბალი სკამი და შემაღლებულზე მდგარი
მოზრდილი სავარძელი იყო, რომელიც იუბალმა გუნებაში მაშინვე სა-
მეფო ტახტად შერაცხა და ჩუმადაც ჩაიცინა. ახლა კი იმაზე ფიქრობდა
თუ რომელი მათგანი იჯდა ამ სავარძელზე და რომელი – დაბალ სკამ-
ზე. იუბალი სრულიად იყო დარწმუნებული, რომ თუ კაშკაშა ეფექტების
მოყვარული მთავარეპისკოპოსი მაიკთან რელიგიაზე ჩამოაგდებდა
სიტყვას, დიდი შოკი მოელოდა.
– იმედია, იქ დიდხანს არ დარჩებიან. უკვე ჩვენი წასვლის დროა.
– არა მგონია, შეყოვნდნენ. როგორც ჩანს, მისტერ სმიტს მთავარე-
პისკოპოსთან პირადად უნდოდა
დალაპარაკება. ადამიანები ხშირად გამოთქვამენ ამგვარ სურ-
ვილს და მთავარეპისკოპოსიც დიდსულოვნად უსრულებს წადილს.

519
მისმინეთ, აი, რას გეტყვით: თქვენს მძღოლს გავაფრთხილებინებ,
რომ იმ დერეფნის ბოლოში დაგელოდოთ, რომელიც უკვე გამოვი-
არეთ. ეს მთავარეპისკოპოსის პირადი შემოსასვლელია და ამ გზით
ათიოდე წუთს მოიგებთ.
– ამგვარი სიკეთისთვის მადლობელი ვარ.
– ამრიგად, თუ მისტერ სმიტს რაიმე უმძიმებს სულს და აღსარების
სურვილი აქვს, შეუძლია, ეს აუჩქარებლად გააკეთოს. ახლა კი გავალ
და ამ საქმეს მოვაგვარებ.
ამ სიტყვებით სენატორი ოთახიდან გავიდა, ჯილი კი იუბალს მიუ-
ახლოვდა და ხმადაბლა უთხრა:
– იუბალ, ეს ამბავი არ მომწონს. ვფიქრობ, ყველაფერი ისე მოაწ-
ყვეს, რომ დიგბი მაიკთან პირისპირ დარჩენილიყო და დაემუშავებინა.
– რა თქმა უნდა.
– მერე და, ასე ხომ არ ვიჯდებით? მაიკს იქ არაფერი ესაქმება. ახ-
ლავე შევალ და ვეტყვი, რომ წასვლის დროა.
– როგორც გინდა, – უპასუხა იუბალმა, – მაგრამ დამფრთხალი ქა-
თამივით იქცევი. ისევ სპეციალური სამსახური რომ გვდევნიდეს, სხვა
საქმე იქნებოდა, მაგრამ აქ ამგვარი საფრთხე არ გვემუქრება. თუ დიგ-
ბი მაიკის თავის მრწამსზე მოქცევას შეეცდება, ჩემი აზრით, ეს ყველა-
ფერი იმით დამთავრდება, რომ მაიკი თავად მას მოაქცევს. ჩვენი ბი-
ჭის წარმოდგენათა შერყევა საკმაოდ რთულია.
– ეს ამბავი მაინც არ მომწონს.
– დამშვიდდი და უფასოდ მიირთვი.
– არ მშია.
– მე კი მშია. თანაც, თუ უფასო საჭმელზე უარს ვიტყვი, მწერალთა
გილდიიდან გამრიცხავენ, – ამ სიტყვებით იუბალმა ვირჯინიული ლო-
რის სიფრიფანა ნაჭერი კარაქიან პურს დაადო, ზემოდან არასინთეტი-
კური პროდუქტის კიდევ რამდენიმე სართული დაამატა და არამდგრა-
დი, თუმცა მაინც თავისებური ზიკურათი გამოუვიდა. ეს მადისაღ-
მძვრელი ნაგებობა გემრიელად ჩაკბიჩა და მაიონეზიანი თითები გა-
ილოკა.

520
ათი წუთი გავიდა. ბუნი ჯერაც არ ჩანდა. ჯილი ვერ ისვენებდა და
განუწყვეტლივ ცქმუტავდა.
– იუბალ, მეტის მოთმენას აღარ ვაპირებ, – გადაჭრით განაცხადა,
– ახლავე შევალ და მაიკს გამოვიყვან.
– როგორც გენებოს.
ჯილი კარის სახელურს დაეჯაჯგურა.
– იუბალ, კარი დაკეტილია.
– ასეც ვფიქრობდი.
– აბა, რა ვქნათ? შევამტვრიოთ?
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სხვა გამოსავალი არ დაგვრჩება, –
იუბალი კართან მივიდა და ყურადღებით შეათვალიერა, – ჰმ... ჩემს
განკარგულებაში ტარანი და ოციოდე კუნთმაგარი ჯეელი რომ იყოს,
შეიძლებოდა, ამ კარის შემტვრევა მეცადა კიდეც, მაგრამ წარმატება-
ში მაშინაც არ ვიქნებოდი დარწმუნებული. ჯილ, ამ ოთახზე რომ არა-
ფერი ვთქვა, ეს კარი ბანკის საცავისთვისაც კი საიმედო იქნებოდა, ჩე-
მი სახელოსნოს ხანძრისგან დასაცავად მეც მსგავსი კარი მაქვს.
– როგორ მოვიქცეთ?
– თუ გინდა, დააკაკუნე. რამდენიც მოგინდება, იმდენი აკაკუნე,
მაგრამ მგონია, რომ ხელებს ტყუილად გადაიტყავებ, მე კი წავალ და
გავიგებ, სად დაიკარგა ამდენ ხანს ჩვენი მეგობარი ბუნი.
იუბალმა დერეფანში გაიხედა და დაინახა, რომ ბუნი უკვე ბრუნდე-
ბოდა.
– მაპატიეთ დაგვიანებისთვის, – თქვა სენატორმა, – მაგრამ თქვენს
მძღოლთან გასაგზავნი ქერუბიმის დაჭერას კარგა ხანს ვერ ვახერხებ-
დი. ბოლოს და ბოლოს, ბედნიერების ოთახში მივაგენით, სადილობ-
და. ახლა უკვე იქ გელოდებათ, სადაც გითხარით.
– სენატორო, – უთხრა იუბალმა, – უნდა წავიდეთ. შეგიძლიათ, ამის
თაობაზე მთავარეპისკოპოს დიგბის მოახსენოთ?
– თუ დაჟინებით მოითხოვთ, შემიძლია, დავუკავშირდე, – თქვა შემ-
ცბარმა ბუნმა, – თუმცა ვამჯობინებდი, ეს არ გამეკეთებინა, აუდიენცი-
ის დროს კი გაუფრთხილებლად ვერ შევალ.
– დაუკავშირდით. უკვე ძალიან გვეჩქარება.

521
საბრალო ბუნი ამ უსიამოვნებას გადაურჩა, რადგან სწორედ ამ
დროს კარი გაიღო და ოთახიდან მაიკი გამოვიდა. ჯილმა მისი დანახ-
ვისთანავე შესძახა:
– მაიკ! ყველაფერი რიგზეა?
– კი, ჯილ.
– მთავარეპისკოპოსს გადავცემ, რომ წასვლას აპირებთ, – თქვა
ბუნმა, მაიკს ჩაუარა და პატარა ოთახში შევიდა, თუმცა მაშინვე გამობ-
რუნდა და გამოაცხადა: – მთავარეპისკოპოსი იქ აღარ არის. ამ პატარა
ოთახიდან მის კაბინეტში კარი გადის, – ბუნმა გაიღიმა და დასძინა: –
კატებისა და მზარეულების მსგავსად, მთავარეპისკოპოსმაც გაუფ-
რთხილებლად იცის ხოლმე წასვლა. ეს, ცხადია, ხუმრობაა. ის ამბობს,
რომ დამშვიდობება ამ სამყაროში ბედნიერებას არ ამრავლებს. ასე
რომ, არასდროს არავის ემშვიდობება. არ გეწყინოთ.
– სულაც არ გვწყინს. თქვენ დაგემშვიდობებით. მადლობას გიხდით
მასპინძლობისთვის. ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო. ნუ შეწუხ-
დებით. დაბლა ჩამოყოლა საჭირო არაა. გზას თავად გავიგნებთ.

522
თავი ოცდამეოთხე
როგორც კი ჰაერში აიჭრნენ, იუბალი მაიკს მიუბრუნდა:
– აბა, მაიკ, რას ფიქრობ ამ ყველაფერზე?
– ვერ დავგროკე, – წარბები შეიჭმუხნა მაიკმა.
– მარტო არ ხარ, შვილო. რაო მთავარეპისკოპოსმა დიგბიმ?
მაიკი კარგა ხანს ყოყმანობდა და ბოლოს თქვა:
– იუბალ, ჩემო მოძმე, ამ ყველაფერზე იქამდე უნდა ვიფიქრო, ვიდ-
რე არ დავგროკავ.
– რამდენიც გინდა, იმდენი იფიქრე, ჩემო ბიჭო. ახლა კი გირჩევ,
წათვლიმო. მეც ამას ვაპირებ.
– იუბალ, – საუბარში ჯილი ჩაერია, – შემდეგში რა იქნება? რას მო-
იმოქმედებენ?
– რა უნდა მოიმოქმედონ?
– ეს ხომ ეკლესია არაა, საგიჟეთია!
ამჯერად იუბალი ჩაფიქრდა და საკმაოდ ხანგრძლივი პაუზის შემ-
დეგ თქვა:
– არა, ჯილ, ცდები. ეს სწორედ რომ ეკლესიაა... ეს ეკლესია ჩვენი
დროის ლოგიკური ეკლექტიზმია.
– რაო?
– “ახალი გამოცხადება” მთელი თავისი დოქტრინებითა და რიტუა-
ლებით ძველი გადმონაშთია, ძალიან ძველი. ფოსტერს და არც დიგ-
ბის ცხოვრებაში ახალი არაფერი მოუფიქრებიათ, მაგრამ ის კი იცოდ-
ნენ, ჩვენს ეპოქაში რა გაიყიდებოდა და ძველი, დროისგან გამოცდი-
ლი ხრიკებისაგან ახალი სატყუარა შეაკოწიწეს, მიმზიდველად წარ-
მოაჩინეს და შედეგმაც არ დააყოვნა. ხელში მეტისმეტად სარფიანი
საქმე ჩაიგდეს. ერთადერთი, რაც მაშინებს, ისაა, რომ თუ ამ აღებმიცე-
მობას ასეთივე წარმატებით გააგრძელებენ, შეიძლება იმ დროსაც მო-
ვესწრო, როდესაც ეს ყველასთვის მისაღები და სავალდებულოც კი
გახდება.
– ო, არა.

523
– როგორ არა. კარიერის დასაწყისში გაცილებით რთულ მდგომა-
რეობაში მყოფ ჰიტლერს, ერთადერთი, რითიც მასაზე ზემოქმედება
შეეძლო, სიძულვილი იყო. სიძულვილი კარგად იყიდება, მაგრამ ბედ-
ნიერება ბევრად მოგებიანი საქონელია, რადგან, დამიჯერე, მასზე
მუდმივად არსებობს მოთხოვნა. მეც ხომ იგივე საქონლით ვვაჭრობ,
რაც დიგბიმაც შემახსენა, – იუბალი გაიკრიჭა და დასძინა, – წესით,
მისთვის ერთი კარგად უნდა მეთავაზებინა, მაგრამ ისე მითხრა, რომ
კმაყოფილიც კი დამტოვა. აი, სწორედ ამიტომაც მეშინია მისი. საქმეც
კარგად იცის და ჭკუაც უჭრის; იცის, რა სურთ ადამიანებს – ბედნიერე-
ბა. უკვე ყველას ყელში ამოუვიდა დანაშაულის შეგრძნება და მუდმივი
შიში, დიგბი კი ამბობს, რომ მათ არაფრის უნდა ეშინოდეთ, არც ამ
ცხოვრებასა და არც მომავალში. დიგბის სიტყვებით, ღმერთის ნებაა,
რომ ადამიანები მუდამ სიყვარულისა და ბედნიერებისკენ მიისწრა-
ფოდნენ და მუდამ მოუწოდებს – ნუ გეშინიათ იყოთ ბედნიერი!
– მაგაში ხომ ცუდი არაფერია, – აღიარა ჯილმა, – დარწმუნებული
ვარ, ამისთვის ბევრსაც შრომობს, მაგრამ...
– აბსურდია! უბრალოდ, კარგად თამაშობს.
– მე კი ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ თავის საქმეს მართლაც
ერთგულად და გულწრფელად ემსახურება, რომ ყველაფერი შესწირა
და რომ...
– აბსურდია-მეთქი. დიგბისთვის ეს თამაშია. ჯილ, კაცობრიობის-
თვის თავგზის ამბნევ ყველა ილუზორულ სისულელეს შორის ალტრუ-
იზმი ყველაზე დიდი სისულელეა. ადამიანები მხოლოდ საკუთარი სურ-
ვილისამებრ მოქმედებენ. შეიძლება, ზოგჯერ არჩევანის გაკეთება
უჭირდეთ და ეს არჩევანი მსხვერპლზე წასვლასაც ჰგავდეს, მაგრამ
მერწმუნე, ამაში არაფერია იმაზე კეთილშობილური, ვიდრე, სიბრალუ-
ლით გამოწვეული უსიამოვნებაა... როგორც წესი, არჩევანი ორ ისეთ
რამეს შორის გვიხდება, ორივეს გაკეთება რომ გვინდა, მაგრამ არ შეგ-
ვიძლია, ყოველ შემთხვევაში, ერთდროულად მაინც. ჩვეულებრივი ტი-
პი ამგვარი არჩევანის წინაშე გამუდმებით დგება. მაგალითად, ყო-
ველდღე უნდა გადაწყვიტოს, დოლარი ლუდში დახარჯოს თუ შვილე-
ბისთვის გადადოს; ადრე ადგეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ

524
ეძინება თუ მთელი დღე თბილ საწოლში გაატაროს და, შედეგად, სამ-
სახურიც დაკარგოს. მნიშვნელობა არ აქვს, როგორ არჩევანს გააკე-
თებს, რადგან ეს არჩევანი ყოველთვის მინიმალური უსიამოვნების ან
მაქსიმალური სიამოვნების მიღების სურვილით იქნება განპირობებუ-
ლი. საშუალო სტატისტიკური ადამიანის თითქმის მთელი ცხოვრება
სწორედ ამგვარი წვრილმანი გადაწყვეტილებებისგან შედგება. რაც
შეეხება პირწავარდნილ არამზადებსა და თავგადაკლულ წმინდანებს,
მსგავსი არჩევანის წინაშე ისინიც დგებიან, მაგრამ გაცილებით მას-
შტაბურად. საბოლოოდ, ორივე მაინც იმას ირჩევს, რაც მინიმალური
უსიამოვნების ან მაქსიმალური სიამოვნების მომტანი იქნება. დიგბის
შემთხვევაშიც სწორედ ასეა – შეიძლება გადაჭრით ვერ ვთქვათ, წმინ-
დანია თუ არამზადა, მაგრამ ის კი დანამდვილებით შეიძლება ითქვას,
რომ უბრალო ადამიანი არ არის.
– შენი აზრით, რომელი უფროა – წმინდანი თუ არამზადა?
– განა ამას მნიშვნელობა აქვს?
– ოჰ, იუბალ, მსგავსი ცინიზმი უადგილოა და ეს შენც კარგად იცი!
რა თქმა უნდა, აქვს მნიშვნელობა.
– ჰმ... მართალი ხარ, აქვს. ვიმედოვნებ, რომ დიგბი უბრალო არამ-
ზადაა, რადგან წმინდანს ყველაზე უკანასკნელ ნაძირალაზე მეტი ზი-
ანის მოტანა შეუძლია. ეს კარგად დაიმახსოვრე. შენ მიერ ნახსენები
სიტყვა „ცინიზმი“ კი ჩემი აზრის მცდარობის დასამტკიცებლად ნამ-
დვილად არ გამოდგება. ჯილ, პირდაპირ მითხარი, რამ შეგაშფოთა იმ
ღვთისმსახურებაში?
– რამ შემაშფოთა?.. ყველაფერმა. ღვთისმსახურების გარდა ეს ყვე-
ლაფერი იყო.
– ანუ იმის თქმა გინდა, რომ „პატარა ყავისფერ ეკლესიაში“[117],
რომელშიც ბავშვობაში დადიოდი, ყველაფერი სულ სხვაგვარად იყო?
თვალები გაახილე, ჯილ. წმინდა პეტრეს ტაძარშიც არ იქცევიან ისე,
როგორც შენ მოგეწონებოდა და არც მექაში.
– ჰო, მაგრამ... არც ასე იქცევიან სადმე! ეს უცნაური ცეკვები, სათა-
მაშო აპარატები... ეკლესიაში ბარიც კი ჰქონდათ! ეს არ არის ღირსეუ-
ლი საქციელი, ეს, უბრალოდ, გულის ამრევია!

525
– ღირსეულად ალბათ არც საკულტო პროსტიტუციის[118] მიჩნევა
შეიძლება.
– რაო?
– ვფიქრობ, ამგვარად ერთხორც პირუტყვად[119] წარმოჩენა არა-
ესთეტიკური და კომიკური მაშინაა, როდესაც ეს ღვთისმსახურების სა-
ხელით ხდება. ახლა კი რაც შეეხება იმ უცნაურ ცეკვებს. ოდესმე შე-
იკერთა[120] ღვთისმსახურება თუ გინახავს? რა თქმა უნდა, არა. არც
მე. ვერცერთი ეკლესია ვერ გაძლებს დიდხანს, თუ სქესთა შორის ურ-
თიერთობებს აღუდგება, როგორც ამას ისინი აკეთებდნენ, მაგრამ უფ-
ლის სადიდებლად ცეკვას ხანგრძლივი და პატივსაცემი ისტორია
აქვს. სავალდებულო სულაც არაა, ეს ცეკვა კარგი იყოს. მაგალითად,
თვითმხილველებს თუ ვერწმუნებით, შეიკერები საბალეტო სცენის-
თვის ნამდვილად ვერ ივარგებენ, რადგან. როგორც წესი, ასეთ დროს
უბრალო ენთუზიაზმიც საკმარისია. როგორ ფიქრობ, წვიმის სარიტუა-
ლო ცეკვები, რომლებსაც სამხრეთ-დასავლეთში მცხოვრები ინდიე-
ლები ასრულებენ, პატივისცემის ღირსი არაა?
– ამას არ ვგულისხმობდი, მაგრამ ეგ სულ სხვა რამეა.
– ორ რამეს შორის მუდმივად არსებობს განსხვავება და რაც უფრო
მეტია განსხვავება, მით მეტია მსგავსებაც. ახლა კი, რაც შეეხება იმ სა-
თამაშო აპარატებს... ოდესმე გინახავს ბინგო ეკელიაში?
– კი... მინახავს. ჩვენი მრევლი მხოლოდ მაშინ თამაშობდა, როდე-
საც იჯარისთვის აუცილებელი თანხა იყო შესაგროვებელი, ისიც მხო-
ლოდ პარასკევ საღამოს. ღვთისმსახურებისას ასეთი რამ არასდროს
ჩაგვიდენია.
– მერე რა? ეს იმ ქალზე ანეკდოტს ჰგავს, ერთგულებით რომ მოჰ-
ქონდა თავი, რადგან სხვებთან მხოლოდ ქმრის გამგზავრების შემდეგ
წვებოდა.
– ეგ რაღა შუაშია, იუბალ. ამ ორ რამეს საერთო არაფერი აქვთ!
– იქნებ ცდები? ანალოგია ზოგჯერ ლოგიკაზე მოუხელთებელი რა-
მაა, მაგრამ „პატარა ქალბატონო...“
– მაგ სიტყვებზე მეცინება.

526
– „...ეს ხუმრობა იყო“. ისე, სახეში რატომ არ შეაფურთხე? ბუნი ნე-
ბისმიერ შემთხვევაში ვალდებული იქნებოდა, კარგად მოგვქცეოდა,
რადგან დიგბის ასე სურდა... მაგრამ, ჯილ, ის, რაც ცოდვაა კვირას,
ცოდვაა პარასკევსაც. ყოველ შემთხვევაში, ამგვარი რაღაცებისგან
შორს მდგომ ადამიანებს სწორედ ასე ჰგონიათ... მე ასე აღვიქვამ და,
ვფიქრობ, მაიკიც მეთანხმება. ერთადერთი განსხვავება, რომელიც
დავინახე, ისაა, რომ ფოსტერიტები ბიბლიურ ციტატებს არიგებენ, თა-
ნაც სრულიად უფასოდ და ისინი წაგებულებსაც ხვდება. ბინგოს თუ შე-
ეძლო ასეთი რამით ეტრაბახა?
– ყალბი ტექსტები, „ახალი გამოცხადების“ ციტატები. ბოს, ისე, თუ
წაგიკითხავს?
– კი, წამიკითხავს.
– მაშინ გეცოდინება, რომ ეგ წიგნი ბიბლიური ენით შეზავებული
ბოდვაა და მეტი არაფერი. მისი ნაწილი შაქარლამასავით დამტკბარი
უშინაარსო ტექსტებისაგან შედგება, ნაწილი კი, უბრალოდ, სრული აბ-
სურდია ან სიძულვილითაა გაჟღენთილი. ამ წიგნის არცერთ ნაწილში
არ იკითხება აზრი, მორალის თვალსაზრისითაც საკმაოდ საეჭვო რა-
მეა.
იუბალი იმდენ ხანს დუმდა, რომ ჯილმა იფიქრა, ალბათ ჩათვლი-
მაო. ბოლოს, როგორც იქნა, თქვა:
– ჯილ, ინდუისტურ წმინდა ტექსტებს იცნობ?
– ვშიშობ, რომ არა.
– არც ყურანს? არც სხვა რომელიმე წმინდა წიგნს? საკუთარი
თვალსაზრისის დასასაბუთებლად მაგალითების მოყვანა ბიბლიიდა-
ნაც შემიძლია, მაგრამ არ მინდა, შენი გრძნობები შეურაცხვყო.
– იუბალ, დიდი განსწავლულობით ნამდვილად ვერ დავიკვეხნი,
მაგრამ მოსმენა და გაგება მაინც შემიძლია.
– კარგი, მაშინ ძველ აღთქმას მოვიშველიებ, რაც, როგორც წესი,
არც ისე სწყინთ ხოლმე. სოდომისა და გომორის შესახებ თუ გსმენია?
იცი, როგორ გადარჩა ლოტი, როდესაც ღმერთმა ეს ქალაქები ზეციური
ატომური ბომბებით პირისგან მიწისა აღგავა?
– რა თქმა უნდა. მისი ცოლი ხომ მარილის სვეტად გადაიქცა.

527
– საბრალოს, ალბათ, ისეთი ხმები მოესმა, რომ ვეღარ მოითმინა
და უკან იმიტომაც მიიხედა. ყოველთვის მივიჩნევდი, რომ ამ უბრალო
ქალური ცნობისმოყვარეობისთვის მეტისმეტად მკაცრი სასჯელი მო-
უვლინეს, მაგრამ ჩვენ ხომ ლოტზე ვლაპარაკობდით. წმინდა პეტრე
ლოტს სამართლიან, ღვთისმოსავ და ღვთისნიერ ადამიანად ახა-
სიათებს, რომელსაც გულს ურევდნენ უწესო და უზნეო თანაქალაქელე-
ბი. წმინდა პეტრეს კი ასეთ საკითხებში ნამდვილად დაეჯერება, რად-
გან სწორედ მას ეპყრა ზეცის ბჭეთა გასაღები. მაგრამ ლოტის შესახებ
ძველ აღთქმაში თუ წაიკითხავ, ვეჭვობ, გაიგო, თუ რატომ მიიჩნეოდა
ამგვარად სანიმუშო ადამიანად და იმის დადგენაც გაგიჭირდება, სა-
ხელდობრ რომელი საქციელის გამო იქცა რჩეულად. მან ჯერ თავის
ძმას, ამ უკანასკნელის სურვილის თანახმად, საძოვრები გაუნაწილა.
მერე ტყვედ ჩავარდა, გამოსყიდვის შედეგად გათავისუფლების შემ-
დეგ კი, საკუთარი ტყავის გადასარჩენად, ქალაქიდან მალევე მოუსვა.
იყო ერთი ამბავიც, როდესაც ღამის გასათევად ჭერქვეშ შეიფარა და
დააპურა ორი უცნობი, მაგრამ მისივე ქცევიდან გამომდინარე თუ ვიმ-
სჯელებთ, აშკარად მშვენივრად იცოდა, რომ ისინი ფრიად მნიშვნე-
ლოვანი პერსონები ბრძანდებოდნენ. ხვდებოდა თუ არა, რომ სინამ-
დვილეში ანგელოზები იყვნენ, ეს უკვე სხვა საკითხია. ყურანის მიხედ-
ვით და, ჩემი საკუთარი თვალსაზრისითაც, ლოტის სტუმართმოყვა-
რეობა გაცილებით დასაფასებელი იქნებოდა, თბილ ლოგინსა და საჭ-
მელ-სასმელს დანატრებული მგზავრები უბრალო მოწყალების მაძიე-
ბელ ღატაკებად რომ მიეჩნია. თუ ამ უმნიშვნელო ეპიზოდებსა და
წმინდა პეტრეს მიერ ლოტის დახასიათებას ყურადღებას არ მივაქ-
ცევთ, რჩება ლოტის მიერ ჩადენილი მხოლოდ ერთი რამ – ის, რაც ბიბ-
ლიაშია აღწერილი და რის მიხედვითაც მისი ღირსებების შესახებ შეგ-
ვიძლია მსჯელობა. ეს ღირსებები კი, შეგახსენებ, იმდენად დიდი იყო,
რომ მის გადასარჩენად ზეციური ჩარევაც კი გახდა საჭირო. შეგიძლია
საკუთარი თვალით ნახო „დაბადების“ მეცხრამეტე თავის მერვე პუნ-
ქტი.
– და რა წერია იქ?

528
– შინ რომ მივალთ, თავად წაიკითხე, რადგან მე, შეიძლება, არც
დამიჯერო.
– იუბალ, ყველაზე გამაღიზიანებელი ადამიანი ხარ, ვისაც კი
ოდესმე შევხვედრივარ.
– თავად კი იმდენად მშვენიერი გოგონა და შესანიშნავი მზარეული
ხარ, რომ შენს გაუნათლებლობასაც
აღარ ვაქცევ ყურადღებას. კარგი, გეტყვი, მაგრამ მერე მაინც გა-
დაამოწმე. ლოტის მეზობლები კარზე ბრახუნით მიადგნენ. უნდოდათ,
სახლში შესულიყვნენ და ის ორი უცნობი ენახათ. ლოტი მათ არ დაპი-
რისპირებია, სანაცვლოდ, უბრალოდ, გარიგება შესთავაზა: მას ორი
გოგონა ჰყავდა, ქალწულები. ...ყოველ შემთხვევაში, თვითონ ასე ფიქ-
რობდა... მოკლედ, ლოტმა სახლის კართან შეყრილ ბრბოს უთხრა,
რომ სტუმრების ნაცვლად თავის ორ პატარა ქალიშვილს გააყოლებდა
და, შეეძლოთ, ისე მოპყრობოდნენ, როგორც მოესურვებოდათ. წარმო-
გიდგენია, რა ბედი ელოდა იმ საბრალოებს? კოლექტიური ძალადობა!
მაგრამ ლოტი თავგამოდებით ემუდარებოდა მეზობლებს, ქალიშვი-
ლები წაეყვანათ, ოღონდ კი მის კარს მოშორებოდნენ.
– იუბალ... ნუთუ მართლა ასე წერია?
– როგორც გითხარი, შეგიძლია, თავადაც გადაამოწმო. მე ძველი
აღთქმისთვის დამახასიათებელი სტილი გავათანამედროვე, მაგრამ
ამ ამბის არსი ისევე ერთმნიშვნელოვანია, როგორც მეძავის მიერ თვა-
ლის ჩაკვრისა. ლოტი ბრბოს, რომელიც, ბიბლიის თანახმად, იყვნენ
„სოდომელი კაცები – ჭაბუკი და მოხუცი“[121] პირდაპირ სთავაზობდა,
ორი გოგონა, მისი საკუთარი ქალიშვილები გაეუპატიურებინათ, ოღო-
ნდ კი კარი არ შეემტვრიათ, – იუბალი წინ გადაიხარა და ჩაიცინა, –
როდესაც სპეციალური სამსახურის ხალხი სახლში მომადგა, იქნებ მეც
ლოტივით უნდა მოქცეულიყავი, რადგან წმინდა პეტრემაც იცის, ზეცა-
ში მოხვედრის სხვა შანსი ნამდვილად არ მაქვს, – შემდეგ მოიღუშა, –
არა, ეს მაინც არ იმუშავებდა, რადგან ასეთ შემთხვევაში მხოლოდ უბი-
წო ქალწულები გამოდგებიან, მე კი წარმოდგენაც არ მექნებოდა,
თქვენგან რომელი ორი უნდა შემეთავაზებინა.
– ჰეჰ, ჩემგან ნამდვილად ვერ გაიგებ.

529
– ვფიქრობ, არც სხვა მეტყოდა. ისიც არაა გამორიცხული, რომ ლო-
ტიც ცდებოდა, მაგრამ ფაქტი ერთია – საკუთარი სიმშვიდის სანაც-
ვლოდ, კარს მიმდგარ ბრბოს ქალიშვილები შესთავაზა, პატარა, უმ-
წეო, დამფრთხალი გოგონები და მთელ ხროვას მოუწოდებდა, მათზე
იმდენ ხანს ეძალადათ, რამდენიც მოუნდებოდათ და თანაც ისე, რო-
გორც მოესურვებოდათ, – იუბალმა ზიზღით რაღაც ჩაიბურტყუნა და
დასძინა: – ბიბლია კი ასეთ არამზადას ღვთისნიერ და სანიმუშო ადა-
მიანად წარმოგვიდგენს.
– არა მგონია, საკვირაო სკოლაში ასე ესწავლებინათ, – ჩაილაპა-
რაკა ჯილმა.
– ჯანდაბა, ხომ გითხარი, გადაამოწმე-მეთქი! შენ, შეიძლება, რე-
დაქტირებული ვერსიით გასწავლიდნენ, მაგრამ ბიბლიის ჭეშმარიტ
მკითხველთათვის ეს სულაც არ არის ერთადერთი შოკი. მაგალითად,
წინასწარმეტყველ ელისეს ამბავი ავიღოთ, რომელიც იმდენად საოცა-
რი წმინდანი იყო, რომ მის ძვლებთან ერთი შეხებაც კი მკვდრებს
აცოცხლებდა, მაგრამ ჩემსავით მელოტი მოხუციც ბრძანდებოდა. ერ-
თხელ ბავშვებმა სიმელოტის გამო დასცინეს, სწორედ ისე, როგორც
თქვენ დამცინით ხოლმე. მაგრამ, მის შემთხვევაში, ღმერთი პირადად
ჩაერია, საბრალო ბავშვებს ორი უზარმაზარი დათვი მოუვლინა და
ორმოცდაორი მათგანი ნაკუწ-ნაკუწ დააგლეჯინა. აი, რა წერია მე-
ოთხე მეფეთას მეორე თავში[122].
– ბოს, სიმელოტის გამო შენთვის არასდროს დამიცინია.
– აბა, ვინ დაუკავშირდა ჩემი სახელით თმის ცვენის მკურნალ ექიმ-
ბაშებს? იქნებ დორკასი? ნებისმიერ შემთხვევაში, ვინც ეს გააკეთა, ურ-
ჩევნია, გაფრთხილდეს, რომ, უცაბედად, დათვის საკბილო არ გახდეს.
მეც შემიძლია თავი წმინდანად გამოვაცხადო და ღვთაებრივი მფარ-
ველობით დავტკბე, მაგრამ, მოდი, ბიბლიურ მაგალითებს მოვრჩეთ.
მათი წაკითხვა თავადაც შეგიძლია და დარწმუნდები კიდეც, რომ ყვე-
ლაფერი სწორედ ასეა – შემზარავი დანაშაულები ღვთაებრივი ნებითა
და უფლის ბრძანებითაა გამართლებული... თუმცა ისიც უნდა აღვნიშ-
ნო, რომ მასში საკმაოდ საღი, თუმცა რთულად მისაღები რაღაცებიც
წერია, მაგალითად, წესები, რომლებიც სწორად ფუნქციონირების შემ-

530
თხვევაში, სოციალური ქცევის რეგულირების მხრივ, ფრიად დადებით
შედეგებსაც მოიტანდა. ნუ იფიქრებ, რომ ბიბლიის სრულ უგულებელ-
ყოფას ვცდილობ. პირიქით, სხვა წმინდა წერილების მსგავსად, ის თა-
ვის ფუნქციას საკმაოდ კარგადაც ასრულებს, თანაც ინდუისტურ წმინ-
და წერილებში არანაკლებ სადისტურ და პორნოგრაფიულ ეპიზოდებ-
საც ამოიკითხავ. ამ კუთხით ათიოდე სხვა რელიგიის განხილვაც შე-
მეძლო, მაგრამ გასაკრიტიკებლად და დასაგმობად არცერთის გამო-
ცალკევება არ მინდა. იმასაც კი ვუშვებ, რომ ამ ურთიერთსაწინააღ-
მდეგო მითოლოგიებიდან რომელიმე ნამდვილად წარმოადგენდეს
უფლის სიტყვას... და არც ისაა გამორიცხული, რომ ღმერთი მართლაც
პირსისხლიანი პარანოიკი იყოს, რომელმაც ორმოცდაორი ბავშვი მხე-
ცებს მხოლოდ იმიტომ დააგლეჯინა, რომ მის ერთ-ერთ წინასწარმეტ-
ყველს დასცინეს. მსაჯულად ვერ გამოვდგები, მაგრამ რაც ვიცი, იმის
მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ფოსტერიტები საფრთხეს ნამდვილად არ
ქმნიან. მათი „ახალი გამოცხადება“, რომლისადმიც ასე აგდებულად
ხარ განწყობილი, მხოლოდ სიხარულითა და გაბრწყინებითაა აღსავ-
სე. მთავარეპისკოპოს დიგბის ბოსი საკმაოდ კარგი ტიპი ჩანს, მას მხო-
ლოდ ადამიანთა ბედნიერება სურს, როგორც დედამიწაზე, ისე ზეცაში,
სადაც კურთხევა უნდა მიიღონ, ნეტარებას ეწიონ და მარადიულ ბედ-
ნიერებას ეზიარონ. ამავდროულად, არც იმას მოელის, რომ ადამიანმა
სიცოცხლეში ხორცი უნდა დათრგუნოს, რათა ზეცაში სანაცვლოდ აღ-
თქმული მარადიული ჯილდო მიიღოს. სულაც არა, რადგან ადამიანის
სხეული იმთავითვე წარმოადგენს ეკონომიკური თვალსაზრისით მო-
გებიან პროდუქტს. გიყვარს დალევა და აზარტული თამაშები? არც
ცეკვაზე ამბობ უარს და ქალებსაც ეტანები, ანუ ადამიანთა უმეტესო-
ბის მსგავსად ცხოვრობ? მაშინ ისღა დაგრჩენია, ფოსტერიტებს შეუერ-
თდე, მათ ტაძარში მიხვიდე და ამ ყველაფერს, იქაურობის წმინდა
მფარველობითა და სუფთა სინდისით, ერთიანად ეზიარო. მიდი, იმ-
ხიარულე! იცხოვრე! გაბედნიერდი!
იუბალმა სცადა, თავადაც ბედნიერი გამომეტყველება მიეღო, მაგ-
რამ ამაოდ და განაგრძო:

531
– რა თქმა უნდა, გარკვეული ვალდებულებებიც არსებობს. მთავა-
რეპისკოპოს დიგბის ღმერთი აღიარებას მოითხოვს, მაგრამ ეს ხომ ყო-
ველთვის და ყველა ღმერთს ახასიათებდა? ხოლო ნებისმიერი, ვინც
იმდენად სულელი აღმოჩნდება, რომ ბედნიერების ამ ღვთაებრივ ინ-
ტერპრეტაციაზე იტყვის უარს, ავტომატურად
ცოდვილად შეირაცხება, ცოდვილი კი ყოველთვის იმსახურებს
თავს დამტყდარ უბედურებას. მთელი ისტორიის განმავლობაში ეს წე-
სი საერთო იყო ყველა ღმერთისა და ქალღმერთის პირობებში. ასე
რომ, ჯილ, ფოსტერსა და დიგბის სულ ტყუილად ადანაშაულებ. ეს ხომ
მათი მოგონილი არ არის. ყველაფერი, რასაც მთელი ამ ხნის განმავ-
ლობაში ქადაგებდნენ და სჩადიოდნენ, მთელი ეს ფარსი, ყველა ას-
პექტით ორთოდოქსულია.
– ბოს, ისე ლაპარაკობ, თითქოს უკვე მოგაქციეს.
– არასოდეს! ცეკვა არ მიზიდავს, მით უმეტეს, ასეთი ცეკვა და
ბრბოსაც ვერ ვიტან. გარდა ამისა, სულაც არ ვაპირებ, ჩემს სოციალურ
და ინტელექტუალურ მტრებს უფლება მივცე, მიკარნახონ, თუ სად უნ-
და გავატარო კვირა დღე. მეტიც, უარს ვაცხადებ იმ სამოთხეში შეს-
ვლაზე, სადაც ასეთი ხალხი დამხვდება. მხოლოდ იმას ვამბობ, რომ
ფოსტერიტებს ტყუილად აკრიტიკებ, ლიტერატურული თვალსაზრი-
სით კი „ახალი გამოცხადება“ საშუალო დონის ნაწარმოებია და ასეც
უნდა იყოს, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხვა წმინდა წერილების პლა-
გიატს წარმოადგენს. რაც შეეხება რაციონალურობასა და ლოგიკურ
თანმიმდევრულობას, უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი მიწიერი წესები
წმინდა წერილებზე არც არასდროს ვრცელდებოდა, „ახალი გამოცხა-
დება“ ამ თვალსაზრისითაც მოწინავე პოზიციას იკავებს და არც ურთი-
ერთწინააღმდეგობის ქსელში იხლართება. აბა, ერთი სცადე და ძველი
აღთქმა ახალს შეუსაბამე ან ბუდისტური სწავლება მათსავე აპოკრი-
ფებს შეუთავსე. მორალური თვალსაზრისით კი ფოსტერიტების მოძ-
ღვრება ფროიდისტურ ეთიკას ეყრდნობა, რომელიც თვალის ასახვე-
ვადაა შენიღბული მათთვის, ვინც ამგვარ ფსიქოლოგიას პირდაპირ
ვერ ურიგდება, თუმცა ძალიან კი მეეჭვება, რომ ამ წიგნის ბებერ გარ-
ყვნილ ავტორს... მომიტევეთ, ღვთისაგან შთაგონებულ ავტორს, ფრო-

532
იდის ფსიქოანალიზის თაობაზე სცოდნოდა. ის სულაც არ გახლდათ
სწავლული, მაგრამ ერთ რამეს ნამდვილად ვერ დაუკარგავ: მშვენივ-
რად შეიგრძნობდა ამ ეპოქის სულისკვეთებას, დროის სულს. შიში, და-
ნაშაულის შეგრძნება და რწმენის დაკარგვა – განა შეეძლო ჩვენი სა-
უკუნის ამ მახასიათებლებისთვის გვერდი აევლო? ახლა კი ამაზე მოვ-
რჩეთ. დროა, ცოტა წავთვლიმო.
– მერე და, ვინ ლაპარაკობდა?!
– ქალმა მაცდუნა, – განაცხადა იუბალმა და თვალები მილულა.
შინ დაბრუნებისას, აღმოაჩინეს, რომ კექსტონი და მაჰმუდი სწვე-
ოდათ. ჯილის არყოფნის გამო ბენს გული დასწყდომოდა, მაგრამ მი-
რიამის, ენისა და დორკასის გარემოცვაში ეს დანაკლისი საკმაოდ ად-
ვილად გადაეტანა. მაჰმუდი აქ მუდამ იმ მოტივით მოდიოდა, რომ თა-
ვისი პროტეჟე მაიკი და იუბალი მოენახულებინა, მაგრამ არც ის იყო
წინააღმდეგი, მხოლოდ საჭმელ-სასმელსა და ბაღში სეირნობას დას-
ჯერებოდა, სადაც, ოდალისკებით[123] გარემოცული, მასპინძლის არ-
ყოფნის დროსაც შესანიშნავად გრძნობდა თავს. როდესაც იუბალი, ჯი-
ლი და მაიკი დაბრუნდნენ, მირიამი ზურგს უმასაჟებდა, დორკასი
კი თავს.
– იყავი, არ ადგე, – უთხრა იუბალმა.
– მაინც ვერ ავდგებოდი, მირიამი პირდაპირ ზურგზე მაზის. ცოტა
ზემოთ, მარიამ. სალამი, მაიკ.
– სალამი, ჩემო მოძმე დოქტორო მაჰმუდ, – უპასუხა მაიკმა, შემდეგ
კი სერიოზული სახით მიესალმა ბენსაც და მოიბოდიშა, რომ წასვლას
აპირებდა.
– წადი, შვილო, – უთხრა იუბალმა.
– მაიკ, მოიცადე, – შეაჩერა ენმა, – არ გშია?
– არ მშია, მაგრამ მადლობელი ვარ, – საზეიმოდ განაცხადა მაიკმა,
შებრუნდა და სახლისკენ გასწია.
მაჰმუდი ისე წამოიწია, რომ მირიამი ლამის ზურგიდან ჩამოაგდო.
– იუბალ, ჩვენს ბიჭს რა სჭირს?
– მართლაც, – დაეთანხმა ბენი, – ისე გამოიყურება, თითქოს ზღვის
ავადმყოფობა გადაიტანაო.

533
– თავი დაანებეთ და გაუვლის. რელიგიის ზედმეტი დოზა მიიღო.
დიგბიმ სცადა დაემუშავებინა.
იუბალმა თავს გადამხდარი მოკლედ მოუთხრო მაჰმუდსა და ბენს.
– განა აუცილებელი იყო დიგბისთან მარტო დაგეტოვებინა? – მო-
იღუშა მაჰმუდი, – მომიტევე, მაგრამ ჩემი აზრით, არც ისე ჭკვიანური
გადაწყვეტილება მიგიღია.
– არაფერი მოსვლია, თანაც დროა, ისწავლოს, რომ მსგავს რამეებ-
თან გამკლავება დამოუკიდებლადაც მოუწევს. შენც ხომ უქადაგე თე-
ოლოგიის შენეული ვერსია? ვიცი, რომ ასეა. თვითონ მითხრა. შეგიძ-
ლია, ერთი საფუძვლიანი მიზეზი მაინც დამისახელო, თუ რატომ არ უნ-
და ჰქონოდა იგივე შესაძლებლობა დიგბის? მიპასუხე, როგორც მეცნი-
ერმა და არა როგორც მუსლიმმა.
– მხოლოდ როგორც მუსლიმს შემიძლია პასუხის გაცემა, – მშვიდად
ჩაილაპარაკა დოქტორმა მაჰმუდმა.
– მაპატიე. მესმის, რასაც ამბობ, თუმცა არ გეთანხმები.
– მაგრამ, იუბალ, მე სიტყვა „მუსლიმს“ ზუსტი მნიშვნელობით მაინც
ვიყენებ და არა მარიამივით შეცდომით, რომელიც მწვალებელთა
მსგავსად „მაჰმადიანს“ ამბობს ხოლმე.
– ეგრე იქამდე დაგიძახებ, ვიდრე ჩემი სახელის სწორად წარმოთ-
ქმას არ ისწავლი. ნუ იგრიხები, სულაც არაა მტკივნეული.
– კარგი, მარიამ. ოჰ! ქალი ასეთი ჯანმაგარი არ უნდა იყოს! იუბალ,
როგორც მეცნიერს, მიმაჩნია, რომ მაიკლი ჩემთვის უდიდესი საჩუქა-
რია, ხოლო როგორც მუსლიმი, ვხედავ მის მზაობას, ღვთის ნებას და-
ემორჩილოს... და ეს სიხარულით მავსებს, რადგან მისთვის მხოლოდ
სიკეთე მსურს. მზად ვარ ვაღიარო, რომ ჩვენ შორის დიდი სემანტიკუ-
რი დაბრკოლებები არსებობს და ჯერჯერობით სიტყვა „ღმერთიც“ არ
დაუგროკავს, – მან მხრები აიჩეჩა, – შესაბამისად, ვერც არაბულ
„ალაჰს“ გროკავს, მაგრამ როგორც ადამიანსა და მონას ღვთისა, მე
მიყვარს ეს ყმაწვილი, ჩვენი შვილობილი, ჩვენი წყლისმიერი მოძმე და
ვერ დავუშვებ, რომ ცუდი ზეგავლენის ქვეშ მოექცეს. მის მრწამსსაც
რომ შევეშვათ, ეს დიგბი ნამდვილად ცუდი ზეგავლენის მომხდენი ტი-
პის შთაბეჭდილებას ტოვებს. შენ რას ფიქრობ ამაზე?

534
– სწორედ ასეა! – აჰყვა მაჰმუდს ბენი, – დიდი გაქნილი ვინმეა და
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც მის თაღლითობას აქამდე არ ვამხელ-
დი და ჩემს სვეტში არ ვახსენებდი, ისაა, რომ სინდიკატს ამის დაბეჭ-
დვისა ეშინოდა. მაჰმუდ, თუ ასე გააგრძელებ ლაპარაკს, მზად ვარ,
არაბული ვისწავლო და სალოცავად ხალიჩაც ვიყიდო.
– იმედია, ასეც მოხდება, მაგრამ ხალიჩა სულაც არ არის აუცილე-
ბელი.
– ორივეს გეთანხმებით, – ამოიხვნეშა იუბალმა, – მირჩევნია, მაიკ-
მა მარიხუანის მოწევა დაიწყოს, ვიდრე დიგბის ჭკუაზე გადავიდეს,
მაგრამ იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ დიგბის მხრიდან მაიკის გა-
დაბირების უმცირესი შანსიც არ არსებობს. მთელი ეს სინკრეტუ-
ლი[124] აბდაუბდა მისთვის უხიფათოა... გარდა ამისა, ბოლოს და ბო-
ლოს, ცუდ გავლენებთან გამკლავებაც ხომ უნდა ისწავლოს? ჩემი აზ-
რით, შენ მაიკზე დადებითი გავლენა გაქვს, მაგრამ არა მგონია, მასზე
ზემოქმედების მხრივ დიგბიზე ბევრად შორს წახვიდე. ეს ყმაწვილი გო-
ნებრივი თვალსაზრისით უკვე მეტისმეტად ჩამოყალიბებული და გან-
ვითარებულია. იქნებ მუჰამედს ახალი წინასწარმეტყველისთვისაც
მოუხდეს გზის დათმობა.
– თუ ასეთი იქნება უფლის ნება, – მშვიდად თქვა მაჰმუდმა.
– კამათიც ამოწურულია, – დაეთანხმა იუბალი.
– ვიდრე დაბრუნდებოდით, რელიგიაზე ვლაპარაკობდით, – ჩაურ-
თო დორკასმა, – ბოს, იცოდი, ქალებს სული რომ ჰქონიათ?
– მართლა?
– მაჰმუდმა ასე თქვა.
– მარიამს სურდა გაეგო, – ჩაერია მაჰმუდი, – თუ რატომ ვფიქრობთ
ჩვენ, „მაჰმადიანები“, რომ მხოლოდ კაცებს აქვთ სული. ასე რომ, წმინ-
და წერილის ციტირება დამჭირდა.
– მირიამ, პირდაპირ მაკვირვებ. ეს ხომ ისეთივე ვულგარული
ცრურწმენაა, როგორც ის, რომ თითქოს ებრაელები, საიდუმლო უწმინ-
დური რიტუალებისას, ქრისტიან ბავშვებს სწირავენ მსხვერპლად. ყუ-
რანში არაერთგანაა ნათქვამი, რომ სამოთხეში მთელი ოჯახები ერ-
თად ხვდებიან. ქალებიც და კაცებიც. მაგალითისთვის „ოქროს ორნა-

535
მენტების“ სამოცდამეათე აია ნახე. ასე არ არის? – მიუბრუნდა იუბალი
დოქტორ მაჰმუდს.
– „შედი ბაღში საკუთარ ცოლებთან ერთად და იბედნიერე“. დაახ-
ლოებით ასე შეიძლებს ითარგმნოს, – დაეთანხმა მაჰმუდი.
– კარგი, – თქვა მირიამმა, – მაგრამ ისიც მსმენია, რომ სამოთხეში
მოხვედრილ მაჰმადიან მამაკაცებს მშვენიერი ჰურიები ატკბობენ. ასე
რომ, არა მგონია, ცოლებისთვის იქ დიდი ადგილი რჩებოდეს.
– ჰურიები ქალები კი არა, ჯინებისა და ანგელოზების მსგავსად ზე-
ბუნებრივი არსებები არიან, – თქვა იუბალმა, – მათ არ სჭირდებათ
ადამიანთა სულები, რადგან სულები თავად არიან – მარადიულნი, უც-
ვლელნი და მშვენიერნი. სხვათა შორის, მამრობითი სქესის ჰურიებიც
არსებობენ, ყოველ შემთხვევაში, ჰურიების მამრობითი სქესის შესატ-
ყვისი მაინც. მათ სამოთხეში მოსახვედრად რაიმე დამსახურება არ
სჭირდებათ და იქ, ფაქტობრივად, მომსახურე პერსონალს წარმოად-
გენენ, იქაურ ბინადრებს ართობენ და უგემრიელესი ნუგბარითა და ბა-
ხუსის არმქონე სასმლითაც ამარაგებენ. რაც შეეხება ცოლების სუ-
ლებს, მათ საერთოდ არ უხდებათ რაიმე სახის შრომა. ყოველ შემთხვე-
ვაში, მამაკაცთა სულებზე მეტისა ნამდვილად არა. ასე არ არის? –
ჰკითხა მაჰმუდს.
– დაახლოებით ეგრეა, თუ შენ მიერ შერჩეულ ქარაფშუტულ ტონს
არ გავითვალისწინებ. ჰურიები... – უცებ მაჰმუდი ისე სწრაფად წამოხ-
ტა, რომ მირიამი ააყირავა, – აი, რას გეტყვით! გოგონებო, შესაძლოა,
თქვენ სულები სულაც არ გქონდეთ!
მირიამი წამოხტა და დოქტორ მაჰმუდს მიახალა:
– რატომ, შე უმადურო და ურჯულო სარკინოზო? ახლავე უკან წაიღე
ეგ სიტყვები!
– დამშვიდდი, მარიამ! თუ სული არ გაქვს, ესე იგი, უკვდავი ხარ და
ის არც გჭირდება. იუბალ... შეიძლება, ადამიანი ისე მოკვდეს, რომ
ამას ვერც მიხვდეს?
– აბა, რა გითხრა, არასოდეს მიცდია.
– იქნებ უკვე მოვკვდი კიდეც მარსზე და დამესიზმრა, თითქოს უკან
დავბრუნდი? მიმოიხედეთ! ეს ბაღი ხომ წინასწარმეტყველსაც ეამებო-

536
და! ბაღში ოთხი ჰურია დანარნარებს, დაატარებენ ნუგბარსა და დი-
დებულ სასმელს. არც მათი მამრობითი შესატყვისები აკლებენ სტუმ-
რებს ზრუნვას. განა ეს სამოთხე არ არის?
– დაბეჯითებით შემიძლია გითხრა, რომ ეს სამოთხე არ არის, – გა-
ნაცხადა იუბალმა, – ამ კვირაში გადასახადებიც მომიწევს. სად გაგო-
ნილა, სამოთხეში გადასახადებს იხდიდე?
– და მაინც, ჩემთვის აქაურობა სამოთხეა.
– თუნდაც ეს ჰურიები ავიღოთ... – აგრძელებდა იუბალი, – იმ შემ-
თხვევაშიც, თუ დავუშვებთ, რომ ისინი სილამაზის კრიტერიუმებს აკმა-
ყოფილებენ... ბოლოს და ბოლოს, სილამაზე ხომ პირობითია და იმა-
ზეა დამოკიდებული, ვინ როგორ აღიქვამს...
– სილამაზის კრიტერიუმებს ნამდვილად აკმაყოფილებენ.
– შენ კი ყველაფრისთვის გაზღვევინებ, ბოს, – ჩაურთო მირიამმა.
იუბალმა ამ რეპლიკებს ყური არ ათხოვა და სრულიად აუღელვებ-
ლად დაასრულა:
– ...მაინც რჩება ერთი რამ, – ხაზგასმით აღნიშნა, – ჰურიათა ერთი
აუცილებელი ატრიბუტი.
– ჰმ... არა მგონია, ამ საკითხში ჩაღრმავება ღირდეს, – თქვა მაჰ-
მუდმა, – სამოთხეში ყოფნა ხომ დროებითი ფიზიკური მდგომარეობა
არაა. ეს უფრო სულიერების საკითხია, გონების განწყობა.
– ასეთ შემთხვევაში, – სიტყვა ჩამოართვა იუბალმა, – დარწმუნე-
ბით შემიძლია განვაცხადო, რომ ამათგან არცერთი არ არის ჰურია.
– მაშინ ერთ-ერთი მათგანის მოქცევა მომიწევს, – ამოიოხრა მაჰ-
მუდმა.
– მხოლოდ ერთის? დედამიწაზე ჯერ კიდევ დარჩა ადგილები, სა-
დაც ერთით დაკმაყოფილება არ მოგიწევს.
– არა, ჩემო ძმაო. წინასწარმეტყველის ბრძნული სიტყვების თანახ-
მად, მართალია, კანონი ოთხი ცოლის ყოლის უფლებას გვაძლევს, ერ-
თდროულად ერთზე მეტთან მაინც ვერ ვიქნებით.
– ეგ ამბავი ცოტა მამშვიდებს. აბა, რომელს აირჩევ?
– ვნახოთ. მარიამ, რამდენად სულიერად ხარ განწყობილი?
– ჯანდაბამდე გზა გქონია! მომინდომა აქ ჰურიები!

537
– შენ რას იტყვი, ჯილ?
– ხელები შორს! – გააპროტესტა ბენმა, – ჯილთან დაკავშირებით
ჩემი გეგმები მაქვს.
– კარგი, ჯილს შევეშვით. ენ?
– ძალიან ვწუხვარ, მაგრამ პაემანზე მაგვიანდება.
– დორკას, ჩემი უკანასკნელი შანსი ხარ.
– მაჰმუდ, – გაინაზა დორკასი, – მაინც რამდენად სულიერი განწყო-
ბა უნდა მქონდეს?
როგორც კი სახლში შევიდა, მაშინვე თავის ოთახს მიაშურა და კა-
რი ჩაკეტა. საწოლზე ჩანასახის პოზაში მოიკუნტა, თვალები გადაატ-
რიალა და გულისცემა მინიმუმამდე შეიმცირა. იცოდა, ჯილს არ მოს-
წონდა, როდესაც ამ მდგომარეობაში დღის განმავლობაში იძირებო-
და, მაგრამ პრობლემა არ იქნებოდა, თუ ამას განმარტოებით ყოფნი-
სას გააკეთებდა. ბევრი რამ იყო, რაც, ჯილის მოთხოვნით, სხვების
თანდასწრებით არ უნდა მოემოქმედებინა, მაგრამ ამის გაკეთება იმ
საშინელი მცდარობის შემცველი ოთახიდან გამოსვლის მომენტიდან
ეწადა; განმარტოებით უნდა ჩაძირულიყო და დაეგროკა ყველაფერი,
რაც კი დილიდან თავს გადახდომოდა.
ვინაიდან ჯილის მიერ აკრძალულს სჩადიოდა, სრულიად ადამია-
ნური მოთხოვნილების თანახმად, თავს ირწმუნებდა, რომ, სხვა არჩე-
ვანის არარსებობის გამო, სწორედ ასე უნდა მოქცეულიყო. მაგრამ
მარსული აღზრდა ამგვარად მარტივი გამოსავლის უფლებას არ აძ-
ლევდა – კრიტიკულ წერტილთან იმყოფებოდა, გადამწყვეტი მომენტი
დამდგარიყო და სწორად უნდა აერჩია. და მაიკმაც დაგროკა, რომ
ასეც მოქცეულიყო, თუმცა კი, წყლისმიერი მოძმე ჯილი ამ გზით სია-
რულს უკრძალავდა...
ეს კი უკვე ჩიხი იყო, ამიტომ ნაბიჯი სასწრაფოდ უნდა გადაედგა,
რადგან სულის აღზევებას სწორედ ასე თუ მიაღწევდა.
მაიკი იმაზეც დაფიქრდა, მოიწონებდა თუ არა ჯილი მის სხვაგვარ
არჩევანს, ისეთს, რომ საკვებიც არ დაკარგულიყო? მაგრამ მაშინვე
დაგროკა, რომ ჯილის აკრძალვა ამგვარ გადაწყვეტილებაზეც ვრცელ-
დებოდა.

538
და სწორედ ამ დროს, ადამიანის გენებისა და მარსული აღზრდის
მქონე არსებამ, რომელიც ვერასოდეს იქნებოდა ნამდვილი დედამი-
წელი და ვერც ბოლომდე მარსელი გახდებოდა, ზრდის ერთი ეტაპი ჩა-
ამთავრა. იგი უკვე აღარ იყო ბარტყი, ბოლომდე გაეთავისებინა ის
მარტოსულობა, რომელიც წინასწარ განსაზღვრული თავისუფალი ნე-
ბით იყო გამოწვეული და მარსელთათვის დამახასიათებელი სიმშვი-
დითაც შეესისხლხორცებინა, მისათუთებოდა, შეეგრძნო მისი სიმწარე,
მიეღო და შეჰგუებოდა მის შედეგებს. ტრაგიკული სიხარულით აცნო-
ბიერებდა იმასაც, რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ მისი არჩევანი იყო და
არა ჯილისა. მის წყლისმიერ მოძმეს შეეძლო, ბევრი რამ ესწავლებინა,
უამრავი ხიფათი აეცილებინა, გაძღოლოდა... მაგრამ გადამწყვეტ მო-
მენტში არჩევანი მხოლოდ მასზე იყო, ამ ტვირთს ვერავინ შეუმსუბუ-
ქებდა, ვერავის გადააბარებდა, ვერ გაუნაწილებდა. ეს არჩევანი თით-
ქოს მისი „საკუთრებაც“ გამხდარიყო გაყიდვისა და გასხვისების უფ-
ლების გარეშე; ძირამდე დაგროკილი საკუთრება და მესაკუთრე გამ-
თლიანებულიყვნენ და სამარადჟამოდ ერთი არსების განუყოფელ ნა-
წილებად ქცეულიყვნენ.
უკვე იცოდა, რომ შეეძლო, მოძმეები უფრო ღრმად დაეგროკა და
დაუბრკოლებლად შერწყმოდა მათ. მისი არსების მთლიანობა წარ-
სულშიც არსებობდა, აწმყოშიც და მომავალშიც იარსებებდა. და მაიკი
შედგა, რათა თანამოძმეთა არსი ზეაღემაღლებინა. ჯერ მარსელი თა-
ნამოძმეებისა – სამჯერ მოვლენილთა, მატერიალიზებულებისა და დე-
მატერიალიზებულებისაც, მცირეოდენი, მაგრამ ძვირფასი დედამიწე-
ლი მოძმეებისაც და აქ გაბატონებულ სამთა ძალისაც, რომელსაც მო-
მავალში უნდა შერწყმოდა და, ბოლოს, მან დაგროკა და ადიდა საკუ-
თარი თავიც.
მაიკი ტრანსში ტივტივს განაგრძობდა. ზრდის ახალი სტადიის შე-
საბამისად ჯერ კიდევ ჰქონდა დასაგროკი, ბევრი საკითხი რჩებოდა
ღიად, მოზაიკის უამრავი ქვა იყო შესაკოწიწებელი. ერთიან სურათად
უნდა შეეკრა ყველაფერი, რაც კი მთავარანგელოზ ფოსტერის ტაძარ-
ში ენახა და მოესმინა. ეს ეხებოდა არა მხოლოდ დიგბისთან პირისპირ
დარჩენის გადამწყვეტ მომენტს, არამედ უამრავ სხვა ნიუანსსაც. მაგა-

539
ლითად, აინტერესებდა, თუ რატომ აგრძნობინებდა თავს ასე უხერხუ-
ლად ეპისკოპოს-სენატორი ბუნი, თუმცა კი მისი არ ეშინოდა; რატომ
ტოვებდა მის დაუნ არდენი ისეთ შთაბეჭდილებას, თითქოს მისი
წყლისმიერი მოძმე ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ ასე სულაც არ
იყო. მაიკს ბოლომდე ვერც ის დადებითი ენერგია დაეგროკა, რომე-
ლიც ტაძარში მყოფთა როკვიდან და შეძახილებიდან მომდინარეობ-
და.
გარდა ამისა, მეხსიერებაში გადაენახა ყველაფერი, რაზეც იუბალი
მგზავრობის ორივე გზაზე ელაპარაკებოდა... ყველაზე დიდ საგონე-
ბელში სწორედ ჰარშოუს სიტყვებს ჩაეგდო. მაიკი ყურადღებით აანა-
ლიზებდა მის მიერ ნათქვამს და ბარტყობისას ნასწავლს ადარებდა.
ყველანაირად ცდილობდა, ხიდი აეგო მისთვის ცნობილ ორ ენას შო-
რის, რომელთაგან ერთ-ერთზე ფიქრობდა, მეორეზე – დედამიწაზე და-
სახლების შემდგომ ლაპარაკობდა, ფიქრს კი ჯერ კიდევ სწავლობდა,
მისი წიაღისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა. ადამიანთა ენაში არსებული
სიტყვა „ეკლესია“, რომელსაც ლაპარაკისას იუბალი ხშირად იმეო-
რებდა, ყველაზე მეტად აბნევდა და აბრკოლებდა. მარსულ ენაში ერ-
თი სიტყვა, ერთი ცნებაც არ არსებობდა, რომელსაც დაახლოებით მა-
ინც შეუსაბამებდა ამ სიტყვას. ამავე შეუცნობელს უკავშირდებოდა
იდუმალებით მოცული „ლოცვა“, „ღმერთი“, „კონგრეგაცია“ და სხვა,
რომლებითაც სავსე იყო მაიკის ახალი სამყარო, სადაც იზრდებოდა
და მშვიდად ელოდებოდა, თუ როდის შეძლებდა მათ დაგროკვას...
ლამობდა, ეს ცნებები როგორმე იმ დედამიწურ ფრაზაში მოექცია, რო-
მელიც ყველამ თავისებურად უარყო – იუბალმაც, მაჰმუდმაც და დიგ-
ბიმაც.
„შენ ხარ ღმერთი“ – მაიკი სულ უფრო უახლოვდებოდა ამ ფრაზის
ინგლისურ ენაზე შეცნობის ზღვარს, თუმცა კი იცოდა, რომ ის ვერასო-
დეს იქნებოდა თავისი მარსული კონცეფციის მსგავსად გარდაუვალი.
მაიკი გამუდმებით გონებაში იმეორებდა ფრაზის ინგლისურ და მარ-
სულ ვარიანტსაც, რაც მისი საბოლოოდ დაგროკვის შესაძლებლობა-
საც აგრძნობინებდა. „შენ ხარ ღმერთი“ – ამ ფრაზას ისევე უსასრუ-

540
ლოდ იმეორებდა, როგორც ბუდისტი ბუტბუტებდა იმის თაობაზე, რომ
ძვირფასი თვალი ლოტოსის ყვავილში იყო დაუნჯებული[125].
და თანდათან, სრულიად, უშფოთველად ნირვანაში ჩაიძირა.
შუაღამემდე ცოტა ხნით ადრე გულისცემა კვლავ აიჩქარა, ნორმა-
ლური სუნთქვა დაიბრუნა, ორგანიზმი ყურადღებით შეიმოწმა და დარ-
წმუნდა, რომ ყველაფერი რიგზე ჰქონდა. გასწორდა. წამოდგა. ტრან-
სში ჩავარდნამდე სულიერ სიმძიმეს განიცდიდა, ახლა კი, მართალია,
გონებრივად ოდნავ გადაღლილი იყო, მაინც გრძნობდა სასიამოვნო
სიმსუბუქეს, ხალისიანი განწყობა დაუფლებოდა, სინათლეს შეიგ-
რძნობდა. უკვე მზად იყო, დაწმენდილი გონებით შეჰგებებოდა ყოვე-
ლივეს, რაც კი ელოდა.
ლეკვივით ადამიანთა სიახლოვის მოთხოვნილება იგრძნო – ისე-
თივე ძალუმი, როგორიც მანამდე დაუფლებული განმარტოების მოთ-
ხოვნილება იყო. მისაღებში ჩავიდა და უმალ გაბედნიერდა, როდესაც
იქ წყლისმიერ მოძმეს გადააწყდა.
– სალამი!
– სალამი, მაიკ. უკეთ გამოიყურები.
– თავს მშვენივრად ვგრძნობ! დანარჩენები სად არიან?
– ჩვენ გარდა უკვე ყველას სძინავს, ასე რომ, ხმადაბლა ილაპარა-
კე. ბენი და მაჰმუდი ასე, ერთი საათის წინ წავიდნენ, დანარჩენებმა კი
ერთმანეთის მიყოლებით დაიძინეს.
– ოჰ, – მაჰმუდის წასვლით მაიკი, ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებული
დარჩა, რადგან უნდოდა, ახლად დაგროკილი მისთვისაც გაეზიარები-
ნა. თუმცა ამაზე შემდგომი შეხვედრისას დაელაპარაკებოდა.
– მეც დაძინებას ვაპირებდი, მაგრამ მომშივდა. შენ არ გშია?
– კი, ძალიან მშია!
– ძალიან კარგი. ერთად ვჭამოთ. ვიცი, რომ გეშიება, სადილზე ხომ
არ ყოფილხარ. წამოდი, ცივი ქათამია დარჩენილი და კიდევ ვნახავთ
რამეს, – სამზარეულოში ჩავიდნენ და ლანგარი საჭმლით გაავსეს, –
გარეთ გავიდეთ. ჯერ კიდევ საკმაოდ თბილა.
– შესანიშნავი აზრია, – დაეთანხმა მაიკი.

541
– ისე თბილა, თუ მოგვინდება, ბანაობაც შეიძლება... გეგონება,
ზაფხული დაბრუნდაო. ერთი წამი მოიცადე, განათებას ჩავრთავ.
– არ გინდა, – უპასუხა მაიკმა, – ლანგარს მე წამოვიღებ. ისედაც
მშვენივრად ვხედავ.
მაიკი თითქმის სრულ სიბნელეშიც ხედავდა, რაც უკვე ყველამ იცო-
და. იუბალი ამბობდა, რომ, შესაძლოა, მისი მხედველობა ამგვარად იმ
ბუნებრივი პირობების გამო განვითარებულიყო, რომელშიც გაიზარდა.
მაიკს იუბალის ნათქვამი დაეგროკა და მიმხვდარიყო, რომ სიმარ-
თლეს ამბობდა, მაგრამ ისიც იცოდა, რომ ეს სრული ახსნა არ იყო – ღა-
მე დანახვა მისთვის გამზრდელ მარსელებს ესწავლებინათ. რაც შე-
ეხება სითბოს, შიშველიც რომ ყოფილიყო, ევერესტზეც მშვენივრად
იგრძნობდა თავს, მაგრამ იცოდა, რომ მის წყლისმიერ მოძმეებს ტემ-
პერატურისა და წნევის ცვლილების მიმართ მეტად დაბალი შემგუებ-
ლობა ახასიათებდათ. მაიკი კი, როგორც კი ამის შესახებ შეიტყობდა,
მათ სუსტ მხარეებს ყოველთვის ითვალისწინებდა. მოუთმენლად
ელოდა, როდის მოთოვდა, რათა საკუთარი თვალით ეხილა, თუ რო-
გორ იქცეოდა სიცოცხლის წყალი უთვალავ პაწაწინა კრისტალად, რო-
მელთაგან თითოეული, როგორც წიგნებში ამოეკითხა, სრულიად განუ-
მეორებელი და უნიკალური იქნებოდა. ძალიან უნდოდა, თოვლში ფეხ-
შიშველს ერბინა და ეგორავა.
ახლა კი არანაკლებ ტკბებოდა შემოდგომისთვის უჩვეულოდ თბი-
ლი ღამით და, რაც კიდევ უფრო სასიამოვნო იყო, იმ სიახლოვით, რო-
მელიც თავის წყლისმიერ მოძმესთან ჰქონდა.
– კარგი, ლანგარი შენ წამოიღე, მე კი მხოლოდ წყალქვეშა განათე-
ბას ჩავრთავ. აუზთან ვჭამოთ.
– შესანიშნავია.
მაიკს მოსწონდა, როდესაც სინათლე წყალს მსჭვალავდა და ზედა-
პირზე ათინათებად ციალებდა. მართლაც დიდებული სანახაობა იყო,
ჭეშმარიტი მშვენიერება. მას ეს სინათლე არაფერში სჭირდებოდა და
მხოლოდ და მხოლოდ მისგან შექმნილი სილამაზით ტკბებოდა.

542
აუზთან პატარა პიკნიკი მოაწყვეს, მადიანად წახემსების შემდეგ კი
იქვე, ბალახზე გადაინაცვლეს. ზურგზე იწვნენ და ვარსკვლავებს ას-
ცქეროდნენ.
– მაიკ, აი, იქ, მარსი მოჩანს, არა? თუ ანტარესია?
– მარსია.
– მაიკ, ახლა რას აკეთებენ მარსზე?
მაიკი პასუხის გაცემამდე კარგა ხანს ყოყმანობდა. ეს კითხვა მე-
ტისმეტად მრავლისმომცველი იყო იმისთვის, რომ პასუხი საკმაოდ
შეზღუდული ინგლისური ენის ფარგლებში მოექცია.
– ჰორიზონტის მახლობლად, სამხრეთ ნახევარსფეროში, ახლა გა-
ზაფხულია. იქ მცენარეებს გაზრდას ასწავლიან.
– ასწავლიან, როგორ გაიზარდონ?
– ამას ლარიც ყოველდღე აკეთებს – მცენარეებს გაზრდას ასწავ-
ლის, – თქვა მაიკმა მცირეოდენი პაუზის შემდეგ, – მეც ვეხმარები ხოლ-
მე, მაგრამ ჩემი ხალხი – მარსელებს ვგულისხმობ, თუმცა უკვე დაგრო-
კილი მაქვს, რომ ჩემი ხალხი თქვენ ხართ – მცენარეებს ამას სხვაგვა-
რად ასწავლის. ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ტემპერატურა სულ უფ-
რო იკლებს და გასულ ზაფხულს გადარჩენილ ნორჩებს ბუდეებში აგ-
როვებენ, რათა მათი გაზრდის პროცესი დააჩქარონ და სათანადოდ
აღზარდონ. იმ ადამიანებიდან, რომლებიც ჩვენი წამოსვლის შემდეგ
მარსის ეკვატორზე დარჩნენ, ერთი დემატერიალიზდა, დანარჩენები
კი დადარდიანდნენ.
– ჰო, ახალ ამბებში ვნახე.
მაიკს ამის შესახებ ახალ ამბებში არ მოესმინა. ეს იქამდე არ იცო-
და, ვიდრე არ ჰკითხავდნენ.
– ისინი ამის გამო სულაც არ უნდა წუხდნენ. საკვებით მომარაგების
პირველი რანგის ტექნიკოსი მისტერ ბუკერ ტ. ვ. ჯონსი სულაც არ არის
შეწუხებული. უხუცესები მასზე ზრუნავენ.
– იცნობდი?
– კი. მას საკუთარი სახე ჰქონდა – მუქი და მშვენიერი. მას სახლი
ენატრებოდა.

543
– მისმინე, მაიკ... შენც გენატრება ხოლმე სახლი? მარსს ვგულის-
ხმობ.
– თავიდან ძალიან მენატრებოდა, – გულწრფელად უპასუხა, – მე
ხომ სულ მარტო ვიყავი, – მაიკი გადაბრუნდა და გვერდით მწოლ ქალს
მოეხვია, – მაგრამ მარტო აღარ ვარ. დავგროკე, რომ მარტო აღარასო-
დეს ვიქნები.
– მაიკ, ძვირფასო... – და ერთმანეთს აკოცეს, კიდევ და კიდევ.
შემდეგ წყლისმიერმა მოძმემ ჩასჩურჩულა:
– ოჰ! ეს თითქმის პირველ კოცნაზე უარესი იყო.
– კარგად ხარ, ჩემო თანამოძმე?
– კი, კი, რა თქმა უნდა. კიდევ მაკოცე.
კოსმოსური საათის მიხედვით საკმაოდ დიდი ხნის შემდეგ მან
თქვა:
– მაიკ, ეს... ანუ... ვგულისხმობ, იცი, თუ არა...
– ვიცი, რომ ეს მზარდი სიახლოვისთვისაა. ჩვენ ახლა მზარდ სიახ-
ლოვეში ვიქნებით.
– დიდი ხანია, ამ წყალობისთვის მზად ვარ... ჩვენ ყველანი მზად
ვართ, მაგრამ... კარგი, ძვირფასო, ამას შევეშვათ. ცოტა შემობრუნდი.
დაგეხმარები.
და სწორედ ამ შერწყმისა და ურთიერთდაგროკვისას მაიკმა ნაზად
და აღფრთოვანებით წარმოთქვა:
– შენ ხარ ღმერთი.
ქალის პასუხი სიტყვებს არ შეიცავდა, თუმცა როდესაც დაგროკვამ
მათი სიახლოვე კიდევ უფრო გაზარდა, მაიკი კი ლამის მზად იყო, დე-
მატერიალიზებულიყო, მისმა ხმამ იგი უკან გამოიხმო:
– ოჰ!.. ოოჰ!.. შენ ხარ ღმერთი!
– ჩვენ ღმერთი დავგროკეთ.

544
თავი ოცდამეხუთე
მარსზე დარჩენილი ადამიანები სანახევროდ გრუნტში ჩაფლულ
გუმბათებს აგებდნენ ადამიანთა იმ უფრო დიდი ჯგუფისთვის, რომელ-
საც შემდეგი ხომალდით ელოდებოდნენ. ეს პროცესი დაგეგმილზე
სწრაფად წარმართულიყო, რადგან ადამიანებს მარსელებიც ეხმარე-
ბოდნენ, მათი წყალობით დაზოგილი დროის მნიშვნელოვანი ნაწილი
კი მოსამზადებელი სამუშაოებისთვის გამოეყენებინათ. ამ სამუშაოებს
იმ გრძელვადიანი პროექტის ფარგლებში აწარმოებდნენ, რომელიც
მარსის ქვიშიდან ჟანგბადის გამოთავისუფლებას ითვალისწინებდა,
რათა ადამიანთა მომავალი თაობებისთვის პლანეტა უფრო სტუმარ-
თმოყვარე გაეხადათ.
ამ გრძელვადიანი გეგმის განხორციელებაში კი უხუცესები ადამია-
ნებს არც ეხმარებოდნენ და არც ხელს არ უშლიდნენ. ამის დრო ჯერ არ
დამდგარიყო. მედიტაციის შედეგად ისინი უმნიშვნელოვანესი გადაწ-
ყვეტილების წინაშე აღმოჩენილიყვნენ, რომელსაც მომდევნო ათას-
წლეულთა განმავლობაში მთელი მარსული ხელოვნება უნდა განესაზ-
ღვრა.
დედამიწაზე კი არჩევნები მიმდინარეობდა – ჩვეულ სტილში. ერთ
მეტად ცნობილ პოეტს შეზღუდული ტირაჟით გამოეცა ლექსი, რომე-
ლიც მხოლოდ სასვენი ნიშნებისა და გამოტოვებული ადგილებისგან
შედგებოდა. ჟურნალ „ტაიმში“ კი ამ ლექსის რეცენზია დაებეჭდათ, სა-
დაც ნათქვამი იყო, რომ, კარგი იქნებოდა, ფედერაციის ასამბლეის ყო-
ველდღიური ანგარიშიც ასეთი ფორმით გამოექვეყნებინათ. ხსენებუ-
ლი პოეტი ჩიკაგოს უნივერსიტეტში, საჯარო ლექციის წასაკითხად მი-
ეწვიათ, სადაც შარვლისა და ფეხსაცმელების გარეშე გამოცხადებუ-
ლა, თუმცა ლექციის წაკითხვაში ამას სულაც არ შეუშლია ხელი, მით
უმეტეს, რომ წელს ზევით სრულიად შესაფერისად ყოფილა გამოწყო-
ბილი.
ადამიანთათვის სასარგებლო მცენარეების რეპროდუქციის კოლო-
სალური კამპანია გაეჩაღებინათ. „სიდიადის ჩრდილად“ შერაცხულ
მისის ჯოზეფ დაგლასს კი განეცხადებინა, უმალ ყვავილების გარეშე
545
სადილობაზე ვიტყვი უარს, ვიდრე ხელსახოცებისაო. ტიბეტელ სვა-
მის[126], რომელიც სიცილიაზე, პალერმოში ცხოვრობდა, ბევერლი
ჰილზზე სტუმრობისას გაემხილა, რომ ხელახლა აღმოეჩინა იოგის მი-
ვიწყებული ხელოვნება, რომელიც ვიბრაციულ სუნთქვაში მდგომარე-
ობდა და მკვეთრად აუმჯობესებდა როგორც პრანას[127], ისე სქესთა
შორის ურთიერთმიზიდულობასაც. როდესაც იგი ხმამაღლა კითხუ-
ლობდა „რიგვედის“[128]
[128] ინდუისტურ რელიგიურ ჰიმნთა კრებული.
ამონარიდებს, ხელით დართულ ტილოს ტანსაცმელში გამოწყობი-
ლი მისი მიმდევრები მატსიენდრანატის პოზაში ისხდნენ, დამხმარე
გურუ კი მეზობელ ოთახში მსმენელთა ჩანთებს ჩხრეკდა. თუმცაღა,
არაფერი მოუპარავს – ყოველივე ეს გაცილებით შორს მიმავალ მიზანს
ემსახურებოდა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ნოემბრის პირველი
კვირა ბებიების ეროვნულ დღედ გამოეცხადებინა და დაეჟინებინა,
რომ ამ დღეს ამერიკელი შვილიშვილები ყვავილებით უნდა
შეხვედროდნენ. დამკრძალავი ბიუროების ქსელი ფასების დაწევა-
ში დაედანაშაულებინათ, ხოლო ფოსტერიტების ეპისკოპოსებს, სა-
იდუმლო კონკლავის შემდგომ, მათი ეკლესიის მეორე უდიდესი სას-
წაულის შესახებ განეცხადებინათ, რომელიც თითქოსდა მთავარეპის-
კოპოს დიგბის სხეულებრივად ამაღლებაში მდგომარეობდა. კონკლა-
ვის მიმდინარეობისას იგი მთავარანგელოზად შეერაცხათ და მთავა-
რანგელოზ ფოსტერის მარჯვენა ხელადაც დაესახელებინათ. ამ დი-
დებული ამბისადმი ინტერესს ის ფაქტიც აღვივებდა, რომ, სულ მალე,
ზეციდან ახალი მთავარეპისკოპოსის, ჰიუ შორტის აღზევება უნდა და-
დასტურებულიყო. ეს კომპრომისული კანდიდატი ბუნის ფრაქციას კენ-
ჭისყრის განმეორებით ჩატარების შემდეგ მიეღო.
„ლუნიტამ“[129] და „ჰოიმ“[130] შორტის აღზევების იდენტური მხი-
ლება გამოაქვეყნეს. „ლოსერვატორე რომანომ“[131] და „ქრისჩენ საი-
ენს მონიტორმა“[132] ეს ამბავი დააიგნორეს, ინდურმა „ტაიმსმა“ სარ-
კასტული სტატია გამოაქვეყნა, „მანჩესტერ გარდიანმა“[133] კი ნეიტ-
რალური, ყოველგვარი კომენტარების გარეშე, რადგან, მართალია,

546
ინგლისელი ფოსტერიტები საკმაოდ ცოტანი იყვნენ, მათი ორგანიზა-
ცია მაინც გადაჭარბებული აგრესიულობით გამოირჩეოდა.
დიგბი ზეცად ამაღლებით კმაყოფილი სულაც არ იყო. მარსელმა
ადამიანმა საქმე შუა გზაზე შეაწყვეტინა, ეს იდიოტი შორტი კი ყველა-
ფერს წყალში ჩაყრიდა. ფოსტერი ანგელოზისებური მოთმინებით უს-
მენდა დიგბის, ვიდრე ეს უკანასკნელი ტირადას დაასრულებდა, შემ-
დეგ კი უთხრა:
– მისმინე, ყმაწვილო, შენ უკვე მთავარანგელოზი ხარ. ასე რომ,
დროა, ეგ ყველაფერი დაივიწყო. მარადისობაში მსგავსი ურთიერ-
თბრალდებების ადგილი არ არის. ჩემს მოწამვლამდე შენც ერთი ჩვე-
ულებრივი იდიოტი იყავი, შემდეგ კი მოვალეობებს საკმაოდ კარგად
უმკლავდებოდი. ახლა, როდესაც შორტი უკვე მთავარეპისკოპოსია,
საქმეს ისიც გაართმევს თავს. სხვა გზა არც ექნება. პაპების შემთხვევა-
შიც სწორედ ასე ხდებოდა – კურთხევამდე ზოგი მათგანი, უბრალოდ,
ბებერი კუანა იყო და მეტი არაფერი. თუ გინდა, ეს ამბავი რომელიმე
მათგანთან გადაამოწმე. აქ პროფესიული მეტოქეობა არ არსებობს.
დიგბი ცოტა დამშვიდდა, მაგრამ მთავარანგელოზ ფოსტერს კი-
დევ ერთი თხოვნით მიმართა. ფოსტერმა უარყოფის ნიშნად ნიმბი გა-
აქნია.
– მას ვერ შეეხები. შეხება იმთავითვე არ უნდა გეცადა. ოჰ, რა თქმა
უნდა, შეგიძლია, სასწაულზე ოფიციალური განაცხადი გააკეთო, ოღო-
ნდ თუ გინდა, რომ თავი სულელად წარმოაჩინო. წინასწარ გაფრთხი-
ლებ, მაგ განაცხადს არ მიიღებენ. უბრალოდ, ჯერ კიდევ ვერ გაგიგია,
როგორ მუშაობს სისტემა. მარსელებს თავიანთი, ჩვენგან განსხვავებუ-
ლი სტრუქტურა აქვთ და ვიდრე ის მათ სჭირდება, ვერ შევეხებით. მათ
საკუთარი შოუ აქვთ, რომელიც მათივე წესების შესაბამისად მიმდინა-
რეობს. სამყარო ხომ ასეთი მრავალფეროვანია და მასში ყველასთვის
მოიძებნება რაღაც... აი თქვენ კი, უბრალო ხელოსნები, ზოგჯერ ამას
ვერც კი ხედავთ.
– ანუ მაგ ლაწირაკს შეუძლია, გვერდზე მომისროლოს, მე კი უდ-
რტვინველად უნდა შევურიგდე?

547
– თავის დროზე, მეც ასეთი უდრტვინველობით შევურიგდი, ასე არ
არის? ახლა კი შენ გეხმარები, არა? ყურადღებით მომისმინე: ვიდრე
მორიგი აღზევების იმედი მოგეცემა, ბევრი რამეა გასაკეთებელი, ძა-
ლიან ბევრი. ბოსს სპექტაკლის ნახვა სურს და არა გართულებების. თუ
დასამშვიდებლად დასვენება გჭირდება, მუსლიმთა სამოთხეს მიაშუ-
რე, მერე კი დაბრუნდი, ნიმბი გაისწორე, ფრთები გაშალე და სამუშაო-
ში გადაეშვი. რაც უფრო ადრე დაიწყებ ანგელოზისებრ მოქმედებას,
მით მალე იგრძნობ თავს ანგელოზურად. იყავი ბედნიერი, ყმაწვილო!
დიგბიმ მძიმედ ამოიხვნეშა:
– კარგი, ბედნიერი ვარ. საიდან დავიწყო?
იუბალი დიგბის გაუჩინარებას არ შეუშფოთებია, რადგან, ამის თა-
ობაზე, უბრალოდ, არაფერი გაუგია. როდესაც ამ ამბავმა, როგორც იქ-
ნა, მის ყურამდეც მიაღწია, მაშინვე ამოიგდო თავიდან, მიუხედავად
იმისა, რომ ამ სასწაულის შემოქმედთან დაკავშირებით ეჭვი ღრღნი-
და. თუ მაიკის ხელი ნამდვილად ერია, მაშინ ეს საიდუმლო მთავარე-
პისკოპოსთან ერთად დაკარგულიყო, მთავარეპისკოპოსთა ბედი კი
იუბალს საერთოდ არ აღელვებდა, თუ, რა თქმა უნდა, მის ბედთან არ
იქნებოდა დაკავშირებული.
იუბალს ის უფრო აწუხებდა, რომ მის სახლში რაღაც ხდებოდა. იცო-
და, საქმე რაშიც იყო, მაგრამ ამ ამბის გამოძიებით თავი დიდად არ შე-
უწუხებია. უფრო ზუსტად, ვერ ხვდებოდა, ეს კონკრეტულად ვის შემ-
თხვეოდა და არც უნდოდა, სცოდნოდა. ეს მსუბუქი ძალადობა უნდა
ყოფილიყო, მაგრამ იუბალი, ამ შემთხვევაში, არც ამ ტერმინის მართე-
ბულობაში იყო დარწმუნებული. იქნებ უფრო სწორი იქნებოდა, მომ-
ხდარისთვის „ნებადართული ძალადობა“ ეწოდებინა? თუმცა არც ეს
ეჩვენა შესაფერისად. მაიკი სრულწლოვანი იყო, რაც გულისხმობდა,
რომ საკუთარი თავის დაცვა უნდა შესძლებოდა. ნებისმიერ შემთხვე-
ვაში, დრო იყო, ბიჭი ამ საკითხშიც გარკვეულიყო.
დანაშაულის სრული სურათის აღდგენას იუბალი გოგონების ქცე-
ვის მიხედვითაც ვერ ახერხებდა, რადგან მათი მოქმედების სქემა გა-
მუდმებით იცვლებოდა: ჯერ პირველი, მეორე და მესამე უპირისპირდე-
ბოდნენ მეოთხეს, მერე მეორე, მესამე და მეოთხე ეტაკებოდნენ პირ-

548
ველს ან პირველი და მეორე მესამესა და მეოთხეს, პირველი და მეოთ-
ხე მეორესა და მესამეს და ასე შემდეგ, დაუსრულებლად – ზუსტად ისე,
როგორც ეს ოთხქალიან ჯგუფში შეიძლებოდა მომხდარიყო.
ასე გრძელდებოდა თითქმის მთელი კვირის განმავლობაში, ფოს-
ტერიტების ტაძარში სტუმრობის იმ დაწყევლილი დღიდან მოყოლებუ-
ლი. ამ დღეების განმავლობაში მაიკი ოთახში იყო გამოკეტილი და
იმდენად ღრმა ტრანსში ჩაძირულიყო, რომ ამ მდგომარეობაში მა-
ნამდეც რომ არ ენახა, იუბალი ალბათ გარდაცვლილად გამოაცხადებ-
და. პრინციპში, იუბალს მომხდარი დიდად არც შეაწუხებდა, სახლში
მომსახურების დონე კატასტროფულად რომ არ გაუარესებულიყო. გო-
გონები გამუდმებით მაიკის ოთახის კართან იყვნენ ატუზულები და მის
მდგომარეობას ამოწმებდნენ. ამ საქმით იმდენად გატაცებულიყვნენ,
რომ კერძების მომზადებაზე საერთოდ აეღოთ ხელი, მდივნის მოვა-
ლეობას კი უფრო ნაკლები გულისყურით ეკიდებოდნენ. ქვასავით შე-
უვალი ენიც კი ასე იყო. მეტიც, ენი ყველაზე უარეს შთაბეჭდილებას
ტოვებდა. გოგონა გამუდმებით გონებაგაფანტული დადიოდა და
დროდადრო თვალები ცრემლებითაც ევსებოდა. არადა, აქამდე იუბა-
ლი მზად იყო, ფსონად საკუთარ სიცოცხლეს ჩამოსულიყო, რომ ენს ვე-
რასოდეს ვერაფერი შეარყევდა; მეორედ მოსვლასაც რომ შესწრებო-
და, უბრალოდ, მომხდარის ზუსტ თარიღს, მიმდინარეობის ხანგრძლი-
ვობას, დაზარალებული ადამიანების რაოდენობას, მნიშვნელოვან
დეტალებსა და ატმოსფერული წნევის მდგომარეობას დაიმახსოვრებ-
და და მთელი ამ დროის განმავლობაში თვალსაც არ დაახამხამებდა.
ხუთშაბათ საღამოს მაიკი, როგორც იქნა, ტრანსიდან გამოვიდა და
მთელი ოთხეული მაშინვე მის სამსახურში ჩადგა. ისე იქცეოდნენ,
თითქოს „მისი ეტლის ბორბლებზე მიკრულ მტვრადაც არ ღირ-
დნენ“[134]. რამდენადაც გახალისებული გოგონები უკვე იუბალსაც შე-
სანიშნავად ემსახურებოდნენ, უკმაყოფილებას აღარ გამოთქვამდა
და პროცესიც თვითდინებაზე მიუშვა. ერთი აზრი კი აეკვიატა: თუ მე-
ტისმეტად რადიკალურ ზომებს მიიღებდა, მაიკს გოგონების ხელფა-
სის გახუთმაგება მხოლოდ ამის შესახებ დაგლასისთვის შეტყობინე-
ბის გაგზავნით შეეძლო, გოგონები კი მას დაუჭერდნენ მხარს.

549
რადგან სახლში კვლავ სიმშვიდემ დაისადგურა, იუბალი აღარ ჩი-
ოდა, თუ ვინ მართავდა მის სამეფოს. სადილი ისევ დროულად მზად-
დებოდა და ადრინდელზე გემრიელიც იყო. როცა მორიგეს იძახებდა,
გამოცხადებული გოგონა გაცისკროვნებული და ბედნიერი სახით შეჰ-
ყურებდა და ყველაფერს ზედმიწევნით ზუსტად ასრულებდა. მოკლედ,
მდგომარეობა იმდენად გაუმჯობესებულიყო, რომ იუბალი ბევრ რამე-
ზე თვალებს ხუჭავდა და წვრილმანებზე აღარავის ეკიდებოდა.
მაიკიც საკმაოდ შეცვლილიყო, რაც იუბალისთვის ისევე საინტერე-
სო იყო, როგორც სახლში სიმშვიდის დაბრუნება – სასიამოვნო. მაიკი
ადრეც მშვიდად იქცეოდა, მაგრამ, იუბალის აზრით, მისი ქცევა რამდე-
ნადმე პათოლოგიური იყო. ახლა კი იმდენად თვითდაჯერებულად გა-
მოიყურებოდა, რომ მის ქცევას კუდაბზიკობადაც შერაცხავდა, ყველას
მიმართ ადრინდელივით ზრდილობიანი და ყურადღებიანი რომ არ
ყოფილიყო.
გოგონების მხრიდან გამოჩენილ ყურადღებას მაიკი ჩვეულებრივ
ამბად იღებდა; მეტიც, დამსახურებულ პატივადაც. ახლა ის ასაკთან
შედარებით უფრო ასაკოვანი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა
და არა პირიქით. ხმაც დაბოხებოდა და მის ლაპარაკში მორიდებაზე
მეტად სიდინჯე უფრო გამოსჭვიოდა. იუბალი უკვე ფიქრობდა, რომ მა-
იკი საბოლოოდ შეერთებოდა ადამიანთა რასას, პაციენტი საბოლო-
ოდ გამოჯანმრთელებულიყო.
თუმცა არ ივიწყებდა, რომ ერთი დეტალი მაინც რჩებოდა – მაიკს
ჯერაც არ შეეძლო სიცილი. ზოგჯერ ამა თუ იმ ხუმრობაზე იღიმებოდა
და ისეც ხდებოდა, რომ ამ ხუმრობის ახსნაც აღარ სჭირდებოდა; ხში-
რად იყო გახარებული და ბედნიერიც, მაგრამ სიცილი ჯერ ვერ ესწავ-
ლა.
იუბალი ფიქრობდა, რომ ამას დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა. მთა-
ვარი იყო, რომ პაციენტი ბოლომდე განკურნებულიყო და, რაც არანაკ-
ლებ მნიშვნელოვანი იყო, გაადამიანებულიყო. არადა, სულ რამდენი-
მე კვირით ადრე წარმატების მცირე იმედიც არ ჰქონდა. როგორც მკურ-
ნალი, საკმაოდ მოკრძალებული იყო და ამ მიღწევას მთლიანად საკუ-
თარ თავს არ მიაწერდა – გოგონების წვლილიც დიდი იყო.

550
იუბალი მაიკს მოსვლის პირველივე დღეებიდან უმეორებდა, რომ
ამ სახლში ყველასთვის სასურველი სტუმარი იყო... მაგრამ არც იმის
თქმა ავიწყდებოდა, რომ მუდმივად ამ კედლებში ვერ გამოიკეტებო-
და, რომ სამყაროც უნდა ენახა, როგორც კი საკმარისად მომაგრდებო-
და და ამისთვის მზად იქნებოდა. ამის გათვალისწინებით, იუბალს არ
უნდა გაჰკვირვებოდა, როდესაც ერთ დილას, საუზმობისას, მაიკმა გა-
მოაცხადა, რომ წასვლას აპირებდა, მაგრამ ეს მაინც ეუცხოვა და, მის-
და გასაკვირად, ეწყინა კიდეც.
გაკვირვება და წყენა უცებ ხელში მოხვედრილი ხელსახოცით და-
ფარა და მცირედი პაუზის შემდეგ ჰკითხა:
– ნუთუ? როდის?
– დღეს მივდივართ.
– ჰმ... მრავლობითი რიცხვი, – იუბალმა მაგიდას მოავლო თვალი,
– ანუ, ვიდრე რამეს მოვიფიქრებ, ლარიმ, დიუკმა და მე ჩვენით უნდა
მოვიმზადოთ საჭმელი?
– ჩვენ უკვე შევთანხმდით, – თქვა მაიკმა, – ჯილი წამომყვება, სხვა
არავინ. იუბალ, გვერდით ვიღაც მჭირდება. კარგად მესმის, რომ ჯერ
კიდევ ვერ ვერკვევი, თუ როგორ არის მოწყობილი გარესამყარო და
როგორ იქცევიან ადამიანები, ჯერ კიდევ ბევრ შეცდომას ვუშვებ და,
გარკვეული დროის განმავლობაში, კიდევ დამჭირდება ისეთი ადამი-
ანი, რომელიც ამგვარი შეცდომების აცილებაში დამეხმარება. ვფიქ-
რობ, რომ ეს ჯილი უნდა იყოს, რადგან მას სურს, მარსულის სწავლა
გააგრძელოს. სხვებიც ასე ფიქრობენ, მაგრამ შენ თუ გინდა, რომ ჯილი
დარჩეს, მაშინ, შეიძლება, ვინმე სხვა წამომყვეს. თუ რომელიმე გოგოს
გამოშვება არ შეგიძლია, დიუკი და ლარი დასახმარებლად მზად
არიან.
– ანუ მეც მაქვს ხმის უფლება?
– რა? იუბალ, ყველამ ვიცით, რომ ეს შენ უნდა გადაწყვიტო.
იუბალი ერთხანს ჩუმად იყო და იმაზე ფიქრობდა, რომ მაიკმა, სა-
ვარაუდოდ, პირველად იცრუა, თვითონ კი, ალბათ, დიუკის შეჩერება-
საც ვერ მოახერხებდა, თუ მაიკი მოინდომებდა, წაჰყოლოდა.

551
– ვფიქრობ, ჯილი უნდა წამოვიდეს, – თქვა ბოლოს იუბალმა და
დასძინა: – მისმინეთ, ბავშვებო, ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ეს თქვე-
ნი სახლია.
– ვიცით. დავბრუნდებით და ისევ გავუზიარებთ ერთმანეთს წყალს.
– ასე იქნება, შვილო.
– ასე იქნება, მამა.
– რაო?
– იუბალ, მარსულში არ არის „მამის“ აღმნიშვნელი სიტყვა, მაგრამ
მე დავგროკე, რომ შენ ხარ ჩემი მამა და ჯილის მამაც.
– ჰმ... – იუბალმა ჯილს გადახედა, შემდეგ ისევ მაიკს მიუბრუნდა, –
დავგროკე. თავს გაუფრთხილდით.
– გავუფრთხილდებით, – უპასუხა მაიკმა, – წავედით, ჯილ.
იქამდე წავიდნენ, ვიდრე იუბალი საუზმეს დაასრულებდა.

552
თავი ოცდამეექვსე
ეს სრულიად ჩვეულებრივი ცირკი იყო, სრულიად ჩვეულებრივ ქა-
ლაქში. აქაც ისეთივე კარუსელები ტრიალებდა, როგორებიც ყველგან
და ბამბის ნაყინიც ისეთივე გემოთი იყო. იმართებოდა არც ისე დახვე-
წილი წარმოდგენები, რომელთა სანახავადაც უბრალო ადამიანები
ნახევარ დოლარს არ იშურებდნენ, ამ ფასად კი იღბლის ბორბლის-
თვის ბეისბოლის ბურთის სროლაც შეეძლოთ. ყველა ამგვარ გასარ-
თობს ერთი რამ აერთიანებდა – ხალხისთვის ფულის დაცინცვლა. აქვე
კითხულობდნენ ერთგვარ საჯარო ლექციებს დარვინის მოძღვრებას-
თან დაკავშირებით ადგილობრივ მოსახლეობაში არსებულ შეხედუ-
ლებებზე, შოუებში მონაწილე გოგონები კი ასევე ადგილობრივი მორა-
ლის შესაბამისად იყვნენ შემოსილი და მათი სიშიშვლეც მხოლოდ წე-
სიერების ჩარჩოებში მოქცეულიყო; „უშიშარი ფენტონების“ აკრობატე-
ბი სულგანაბული მაყურებლის წინაშე ასრულებდნენ სასიკვდილო
ტრიუკებს.
იქ ვერ ნახავდით მენტალისტს, მაგრამ შეხვდებოდით ილუზიონი-
სტს; არ ჰყავდათ წვერიანი ქალი, მის ნაცვლად კი ნახევრად ქალსა და
ნახევრად კაცს მოჰკრავდით თვალს; არსად ჩანდა ხმლების მყლაპა-
ვი, თუმცა ცეცხლის მფრქვეველი ნამდვილად არ გამოგეპარებოდათ.
აქ არც სვირინგებით ტანმოხატულ კაცს გაჩვენებდნენ, აი, ერთიანად
აჭრელებული ქალის ნახვა კი შეგეძლოთ. ეს ქალი გველების შემლოც-
ველიც გახლდათ და დამატებით წარმოდგენებსაც მართავდა. ვინც
ნახევარი დოლარით მეტს გადაიხდიდა, შეეძლოთ, როგორც რეკლამა
იუწყებოდა, იგი ენახათ: „სრულიად შიშველი!.. მხოლოდ ეგზოტიკუ-
რად მოხატული კანით მოსილი!“ ნებისმიერ ბედოვლათს, ვინც ამ ქა-
ლის სხეულზე, კისრის ქვევით, თუნდაც ერთ კვადრატულ მოუხატავ
დუიმს აღმოაჩენდა, ოც დოლარს ჰპირდებოდნენ.
ეს პრიზი მთელი სეზონის განმავლობაში ხელუხლებელი რჩებოდა,
რადგან ქალის მთელი სხეული ნამდვილად მთლიანად იყო მოსვი-
რინგებული. სრულიად შიშველი მისის პაივონსკი სრულიად მშვიდად
იდგა ხოლმე და სხეულზე თოთხმეტი ფუტის სიგრძის მახრჩობელა
553
ბოა, სახელად თაფლაკვერა, შემოეხვია. ეს მისი ერთადერთი „სამო-
სი“ იყო, გველი კი ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებს
უფარავდა, რომ ადგილობრივ პასტორთა საბჭოც ვერ მოახერხებდა
მოსადავებელი საბაბის გამოძებნას, მით უმეტეს, რომ მათი იქვე მყო-
ფი ქალიშვილები მისის პაივონსკიზე მეტად სულაც არ იყვნენ შემო-
სილნი. მეტიც, ზოგს ტანსაცმელი სხეულს კიდევ უფრო ნაკლებად უფა-
რავდა. იმისთვის, რომ მშვიდი და თვინიერი მახრჩობელა მაყურებელ-
თა მეტისმეტ სიახლოვეს არ გაეღიზიანებინა, მისის პაივონსკის სიფ-
რთხილის სათანადო ზომები მიეღო – ის პატარა სცენაზე იდგა, რომე-
ლიც ბრეზენტის ღობით შემოკავებული ეზოს ცენტრში განეთავსები-
ნათ, მის გარშემო კი ათზე მეტი კობრა დასრიალებდა.
ზოგჯერ, მთვრალი მაყურებლები, რომელთაც გულუბრყვილოდ
სჯეროდათ, რომ გველების შემლოცველები თავიანთ გველებს ეშვებს
აძრობდნენ, ამით გაგულადებულები, ბრეზენტის ღობეზე გადაძრომა-
სა და მისის პაივონსკის სხეულზე მოუხატავი კვადრატული დუიმის აღ-
მოჩენას ცდილობდნენ. თუმცა, როგორც კი ყალყზე დამდგარ კობრას
დაინახავდნენ, აზრს მაშინვე იცვლიდნენ. ამას ისიც
ემატებოდა, რომ იქაურობა არც ისე კარგად იყო განათებული, ამ-
რიგად, აღთქმული ჯილდოს ხელში ჩაგდება არავის ეწერა.
მისის პაივონსკი არაფერს აჭარბებდა. მასა და მის განსვენებულ
მეუღლეს სან პედროში მრავალი წლის განმავლობაში ჰქონდათ სვი-
რინგების სალონი, მოცალეობის ჟამს კი ერთმანეთზე ხატავდნენ. მისი
სხეულიც ასე ნელ-ნელა, თანმიმდევრობით დაიფარა ნახატებით და,
საბოლოოდ, ხელოვნების ნიმუშადაც იქცა. ეამაყებოდა, რომ მსოფ-
ლიოში ყველაზე მოსვირინგებული ქალი იყო და რომ ყოველი დოლა-
რი პატიოსნად გამოემუშავებინა. მისის პაივონსკი აწგანსვენებული
ქმრის მიმართ მადლიერებით იყო აღვსილი და მას მსოფლიოში უდი-
დეს სხეულის მხატვრადაც მიიჩნევდა.
პატრიცია პაივონსკი საკმაოდ საეჭვო რეპუტაციის მქონე ადამია-
ნებს შორის ტრიალებდა, თავი მათზე მაღლა სულაც არ ეჭირა, მაგრამ
აუცილებელ დისტანციას მაინც ინარჩუნებდა. პატრიცია მეუღლესთან
ერთად თვით ფოსტერს მოექცია და ფოსტერიტების სან პედროს თემ-

554
თან მუდმივ კავშირს ინარჩუნებდა. მიუხედავად იმისა, თუ სად იმყო-
ფებოდა, ახალი გამოცხადების ეკლესიის უახლოეს ფილიალში
ღვთისმსახურებას რეგულარულად ესწრებოდა.
პატრიცია სიამოვნებით განიძარცვებოდა იმ სამოსისგანაც, რომ-
ლის ფუნქციასაც მახრჩობელა გველი ასრულებდა, რასაც არა საკუთა-
რი პატიოსნების დასამტკიცებლად გააკეთებდა, რასაც დამტკიცება
სულაც არ სჭირდებოდა, არამედ იმის საჩვენებლად, რომ მისი სხეული
რელიგიური ხელოვნების დიდებულ ნიმუშს წარმოადგენდა, რომლის
მსგავსსაც სიქსტეს კაპელის კედლებზეც ვერ აღმოაჩენდით. როდესაც
მან და ჯორჯმა ნათელი იხილეს, პატრიციას სხეულზე ჯერ კიდევ დარ-
ჩენილიყო სამიოდე კვადრატული ხელუხლებელი ფუტი, თუმცა ჯორ-
ჯის გარდაცვალების დროისთვის, ისიც გამოსახულებებით დაფარუ-
ლიყო და ფოსტერის ცხოვრების ამსახველ ხელოვნების ნიმუშად ქცე-
ულიყო. აქ შეგეძლოთ გეხილათ ფოსტერის დაბადების ამსახველი
სცენა, რომელზეც მომავალ მთავარანგელოზს ანგელოზები დაჰფარ-
ფატებდნენ, ბოლო ნახატზე კი ის დიადი მომენტი იყო გამოსახული,
როდესაც სხვა მთავარანგელოზთა შორის კუთვნილი ადგილი დაემ-
კვიდრებინა.
სამწუხაროდ, ამ საკრალური ისტორიის დიდი ნაწილი ადამიანთა
თვალთაგან დაფარული იყო, რადგან ნათელის მაძიებლებს, ამ პრო-
ცესში, უნებლიეთ, შეიძლებოდა, ცოდვაშიც ჩაედგათ ფეხი. ხოლო ის,
თუ კერძოდ რამდენის ხილვის უფლება მიეცემოდათ, ადგილობრივი
ხელისუფლების ნება-სურვილზე იყო დამოკიდებული. მეორე მხრივ,
არც ის გამოირიცხებოდა, რომ რომელიმე ცოდვილი ნათლის ძიების
ჭეშმარიტ გზაზე ამ განსაკუთრებული ადგილების ხილვასაც დაეყენე-
ბინა. მათი დაუფარავად ჩვენება პატრიციას მხოლოდ ბედნიერთა და-
ხურულ შეხვედრებზე შეეძლო, რომლებიც ახალი გამოცხადების ეკლე-
სიის ადგილობრივ ფილიალებში ხშირად იმართებოდა. ცხადია, თუ
ამას პასტორიც ინებებდა, რაც, როგორც წესი, ასეც ხდებოდა. თუ პატ-
რიციას მოხატული სხეული ბედნიერთა დახურული შეხვედრებისთვის
მისწრება იყო, მათთვის, ვისაც ხსნა უკვე მოეპოვებინა, იგი დიდ საჭი-

555
როებას აღარ წარმოადგენდა, რადგან მისის პაივონსკის ნათლისკენ
მიმავალ ჭეშმარიტ გზაზე მხოლოდ ცოდვილები
უნდა დაეყენებინა. მას არც ქადაგება შეეძლო, არც სიმღერა და
ოდესმე არც სიტყვით გამოსვლა შეუთავაზებიათ, მაგრამ ფაქტი იყო,
რომ ღვთიური ნათლის ცოცხალი მოწმე გახლდათ.
პატრიციას გამოსვლა წარმოდგენის დამასრულებელი ილუზიო-
ნისტის ნომერს უსწრებდა, ამიტომ საკუთარი თავისა და გველების სა-
თანადოდ მოსამზადებლად და სურათების გადასარჩევად საკმარისი
დრო ჰქონდა. დიახ, ქალი თავის სურათებს ყიდდა. შავ-თეთრი ოცდა-
ხუთი ცენტი ღირდა, ფერადი – ორმოცდაათი. გარდა ამისა, განსაკუთ-
რებით პიკანტური ფოტოების ხუთ დოლარად ღირებული სპეციალური
ნაკრებიც ჰქონდა, რომლის დალუქული კონვერტით შეძენის მსურ-
ველსაც საბუთი უნდა წარმოედგინა, რომ იგი მედიცინის, ფსიქოლოგი-
ის, სოციოლოგიის ან რამე ამდაგვარის დოქტორი ბრძანდებოდა. ამ-
რიგად, ასეთ ფოტოებს პატრიცია მხოლოდ პროფესიული თვალსაზრი-
სით დაინტერესებულ ადამიანებზე ყიდდა, რადგან ისინი დანარჩენე-
ბისთვის მიუწვდომელი უნდა ყოფილიყო. პატრიციას პატიოსნება იმ-
დენად დიდი იყო, რომ ამ ფოტოებს ხუთის ნაცვლად ათი დოლარის
შემოთავაზების შემთხვევაშიც არ გაყიდდა, რადგან სულაც არ უნდო-
და, შვილების განათლების საფასური ბინძური ფულით გადაეხადა.
ახლა ილუზიონისტ დოქტორ აპოლოს გამოსვლის დრო იყო, რო-
მელმაც მაყურებლებს თეფშის ზომის ფოლადის მბზინავი რგოლები
ჩამოურიგა და სთხოვა, შეემოწმებინათ, რათა დარწმუნებულიყვნენ,
რომ ყველა, თორმეტივე რგოლი, სრულ წესრიგში იყო და რომ პუბლი-
კის გაცურებას საერთოდ არ აპირებდა. ამის შემდეგ რგოლები ისე და-
აჭერინა, რომ ერთმანეთს შეხებოდნენ, ბოლოს კი მაყურებლებს სათი-
თაოდ ჩამოუარა და შეხების ადგილებს ჯოხით შეეხო – და რგოლები-
საგან ერთიანი, უწყვეტი ჯაჭვი წარმოიქმნა!
ილუზიონისტმა, თითქოს არაფერიაო, ჯოხი ჰაერში ჩამოკიდა, სა-
ხელოები აიკაპიწა და ასისტენტს კვერცხებიანი თასი გამოართვა. თა-
სიდან ექვსი კვერცხი ამოიღო და ჟონგლიორობა დაიწყო, რასაც არც
ისე ბევრი მაყურებელი ჰყავდა, რადგან უმეტესობის მზერა ახლა უკვე

556
მის ასისტენტს მიეპყრო, რომელიც თანამედროვე ფუნქციონალური
დიზაინის მშვენიერ ნიმუშს წარმოადგენდა და, მიუხედავად იმისა,
რომ შოუს მონაწილე სხვა გოგოებზე ბევრად მეტი ემოსა, მათზე არა-
ნაკლებ საამოდ გამოიყურებოდა და შესაბამის ყურადღებასაც იმსახუ-
რებდა. ვიდრე მაყურებლის მზერა გოგონაზე იყო მიჯაჭვული, ვერც კი
შეამჩნიეს, როგორ გაუჩინარდა ექვსიდან ერთი კვერცხი. ილუზიონის-
ტი ერთხანს ხუთი კვერცხით აგრძელებდა ჟონგლიორობას, მაგრამ მა-
ლე ოთხი კვერცხიღა დარჩა, მერე სამი, ორი, ბოლოს კი ერთი. სახე-
ლოებაკაპიწებულ აპოლოს სახეზე დაძაბულობა გამოესახა და კბი-
ლებში გამოცრა:
– კვერცხი ყოველწლიურად სულ უფრო დეფიციტური ხდება!.. – და
ხალხში მოისროლა. კვერცხი სცენის სიახლოვეს მდგომებს თავზე გა-
დაევლო და უკანა რიგებისკენ გაფრინდა, – დაიჭირე!..
აპოლომ მაყურებელს ზურგი აქცია და არც შეუმჩნევია, რომ
კვერცხს დანიშნულების ადგილამდე არ მიუღწევია. ამის შემდეგ, თით-
ქოს არაფერი მომხდარაო, წარმოდგენა განაგრძო და კიდევ რამდენი-
მე ნომერი შეასრულა. ამ დროის განმავლობაში სახიდან დაძაბულობა
არ შორდებოდა, თუმცა თავი ისე ეჭირა, თითქოს ყველაფრისადმი
სრულიად გულგრილი იყო.
ცოტა ხანში სცენაზე ბიჭუნა მიიხმო:
– ბიჭუნი, შემიძლია, გითხრა, რაზე ფიქრობ. ფიქრობ, რომ მე ნამ-
დვილი ჯადოქარი არ ვარ და, ცხადია, ასეცაა. ამისთვის დოლარს მი-
იღებ, – ბიჭს დოლარი გაუწოდა, რომელიც მაშინვე გაუჩინარდა, ილუ-
ზიონისტმა კი თავი ისე დაიჭირა, თითქოს ძალიან შეწუხდაო, – დაგი-
ვარდა? აი, კიდევ ერთი. კარგად მოკიდე! – მეორე ერთდოლარიანი
კუპიურაც გაუჩინარდა, – ოჰ... კარგი, ერთი შანსიც უნდა მოგცე... იქნებ
ორივე ხელით მაინც მოახერხო ფულის დაჭერა. აი, ასე. ძალიან კარგი,
ახლა კი შინისკენ მოუსვი, შენი ძილის დროა.
როგორც კი ერთდოლარიანი დაიგულა, ბიჭუნა გახარებული გაიქ-
ცა, ჩაფიქრებული ილუზიონისტი კი ასისტენტს მიუბრუნდა და ჰკითხა:
– მადამ მერლინ, ახლა რა უნდა გავაკეთოთ?

557
მშვენიერი ასისტენტი მიუახლოვდა და ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
ილუზიონისტმა თავი გააქნია.
– არა, ამდენ ხალხში ეგ როგორ შეიძლება?!
ასისტენტმა ისევ ჩასჩურჩულა. ილუზიონისტი მაყურებელს მიუბ-
რუნდა, ამოიოხრა და თქვა:
– ძალიან ვწუხვარ, მეგობრებო, მაგრამ მადამ მერლინმა დაიჟინა,
რომ საწოლში უნდა ჩაწვეს. ჯენტლმენებო, რომელიმე თქვენგანი ხომ
არ დაეხმარებოდა?
დოქტორმა აპოლომ მოჩვენებითი გაკვირვებით გადახედა სცენას-
თან მომწყდარ ბრბოს.
– ოჰ... მხოლოდ ორი მოხალისე გვჭირდება. რომელიმე თქვენგანი,
შემთხვევით, არმიაში ხომ არ მსახურობდა?
უმეტესობა ყოფილი ჯარისკაცი აღმოჩნდა. დოქტორმა აპოლომ
ორი მათგანი ამოარჩია და უთხრა:
– აი, იქ, სცენის მეორე ბოლოში, ყაზარმის საწოლია. დიახ, ეგ ფარ-
და გადასწიეთ და დაინახავთ. შეგიძლიათ, საწოლი აქ მოიტანოთ? მა-
დამ მერლინ, გთხოვთ, აქეთ მობრძანდით.
ვიდრე მოხალისეები საწოლს მოიტანდნენ, დოქტორი აპოლო
ასისტენტს ელაპარაკებოდა:
– დაიძინეთ... დაიძინეთ... უკვე გძინავთ. მეგობრებო, იგი უკვე
ღრმა ტრანსშია, – ილუზიონისტი
მოხალისეებს მიუბრუნდა, – ჯენტლმენებო, რადგან ასეთი სიკეთე
გამოიჩინეთ და მადამ მერლინს საწოლი მოუტანეთ, იქნებ დააწვინოთ
კიდეც?
ერთმა მოხალისემ მხრებში წაავლო ხელები, მეორემ – ფეხებში.
– აი, ასე, ფრთხილად...
გვამივით გაშეშებული ქალი დააწვინეს.
– დიდი მადლობა, ჯენტლმენებო, მაგრამ მადამ მერლინს ასე ხომ
არ დავტოვებთ? რამე უნდა გადავაფაროთ. აქ, სადღაც, გადასაფარე-
ბელი იყო. ოჰ, აი, ისიც.
ილუზიონისტმა ჰაერში მოლივლივე ჯოხს დაავლო ხელი და სცე-
ნის მეორე ბოლოში მდგარი მაგიდისკენ გაიშვირა. მაგიდაზე გადასა-

558
ფარებლებისა და ზეწრების მოზრდილი გროვა მოჩანდა. ერთ-ერთი
მათგანი აფრიალდა და ილუზიონისტისკენ დაიძრა. დოქტორი აპოლო
ისევ მოხალისეებს მიუბრუნდა:
– ეს, უბრალოდ, აიღეთ და მადამ მერლინს დააფარეთ. თავზეც გა-
დააფარეთ, მძინარე ქალი დაფარული უნდა იყოს პუბლიკის თვალთა-
გან. დიდი მადლობა. ახლა კი შეგიძლიათ, სცენიდან ჩაბრძანდეთ. შე-
სანიშნავია! მადამ მერლინ, გესმით?
– მესმის, დოქტორო აპოლო.
– ძალიან გეძინებოდათ, ახლა კი გძინავთ და ისვენებთ. თავს უკვე
უკეთ გრძნობთ, მსუბუქად, სულ უფრო მსუბუქად. ღრუბლების საწოლში
წევხართ და ლაღად ლივლივებთ.
მადამ მერლინის ზეწრით შესუდრული ფიგურა საწოლს მოსწყდა
და დაახლოებით ერთ ფუტის სიმაღლეზე აფრინდა.
– ოჰო! ასე ძალიანაც ნუ ამჩატდებით! სულაც არ გვინდა, დაგკარ-
გოთ.
ბრბოში მყოფმა ერთ-ერთმა ყმაწვილმა დანარჩენებს ჩურჩულით
განუმარტა:
– მადამ მერლინი ზეწრის ქვეშ აღარ არის. როცა გადააფარეს, დაბ-
ლა დაეშვა. საწოლის ქვეშ საიდუმლო კარია გამოჭრილი. ზეწარი მავ-
თულის ჩარჩოზე კიდია. ახლა ამ ჩარჩოს ზეწარს გადააძრობს და ეგ-
რევე დაიშლება. ამიტომ ვერაფერს ვერ დაინახავთ. ეს ხომ მარტივია.
ამას ყველა მოახერხებდა.
დოქტორმა აპოლომ ყმაწვილის სიტყვები გაატარა და განაგრძო:
– ცოტა მაღლა, მადამ მერლინ, ოდნავ მაღლა... აი, ასე...
შესუდრული ფიგურა ექვსიოდე ფუტის სიმაღლეზე აფრინდა და
ატივტივდა.
– იქ მეტალის წვრილი ჯოხია, რომლის დანახვაც არც ისე ადვი-
ლია, – ისევ აჩურჩულდა ჭკუის კოლოფი, – სავარაუდოდ, იქ უნდა იყოს,
სადაც ამ ზეწრის ერთი ბოლო დაბლა ეშვება და საწოლს ეხება.
დოქტორი აპოლო მოხალისეებს მიუბრუნდა და სთხოვა, საწოლი
უწინდელ ადგილას დაებრუნებინათ.
– საწოლი აღარ სჭირდება, რადგან უკვე ღრუბლებზე სძინავს.

559
ილუზიონისტი მოტივტივე ზეწარს მიუბრუნდა და თავი ისე დაიჭი-
რა, თითქოს მის ქვეშ მყოფს აყურადებსო.
– რაო? უფრო ხმამაღლა, გთხოვ, – ილუზიონისტი მაყურებლისკენ
შებრუნდა, – მადამ მერლინი ამბობს, რომ ზეწარი აწუხებს, რადგან ძა-
ლიან მძიმეა.
– აი, ზუსტად ამ მომენტში დაიშლება ის წვრილი ჩარჩო, – ისევ ჩას-
ჩურჩულა ამფსონებს მიხვედრილმა ყმაწვილმა.
სწორედ ამ დროს ილუზიონისტმა ზეწრის ერთ ბოლოს ხელი წაავ-
ლო, გამოქაჩა და ისე სწრაფად გადააძრო, რომ მაყურებელს არც შე-
უმჩნევია, რომ ზეწარი, სადღაც გაქრა, ნაცვლად იმისა, რომ აპოლოს
იქვე მიეგდო. მაყურებლის მზერა მადამ მერლინზე იყო მიჯაჭვული,
რომელიც ისევ ექვსი ფუტის სიმაღლეზე ლივლივებდა და უდრტვინვე-
ლად ეძინა. სცენა შუაში იყო განთავსებული, მაყურებელი კი ყოველი
მხრიდან შემოხვეოდა. ყოვლისმცოდნე ყმაწვილის ერთ-ერთი თან-
მხლები მეგობარს მიუბრუნდა და ირონიულად ჰკითხა:
– აბა, სპიდი, სად არის მეტალის ჯოხი?
ყმაწვილი შეყოყმანდა და არცთუ დამაჯერებელი ტონით უპასუხა:
– იქით უნდა იყურო, საითაც არ უნდა, რომ იყურებოდე. ხომ ხედავ,
განათება ისე აქვთ დაყენებული, რომ პირდაპირ თვალებში გირტყამ-
დეს.
– გეყოფა ძილი, მშვენიერო პრინცესა, – მიმართა მადამ მერლინს
დოქტორმა აპოლომ, – ხელი მომეცი, გამოიღვიძე, გამოიღვიძე!
ილუზიონისტმა მადამ მერლინს ხელზე წაავლო, ჰაერში შეატრია-
ლა და ნელ-ნელა დაუშვა.
– ხედავთ? – არ ცხრებოდა მოხერხებული ახალგაზრდა, – დაინა-
ხეთ, როგორ დაეშვა? დაინახეთ, სად დადგა ფეხი? ზუსტად მანდ იყო
ლითონის ჯოხი, – ამ მიგნებით კმაყოფილმა ახალგაზრდამ თავმომ-
წონედ დაამატა: – უბრალო ხრიკია და მეტი არაფერი.
ილუზიონისტი მაყურებლისკენ შებრუნდა და ხმამაღლა გამოაცხა-
და:
– ახლა კი, მეგობრებო, უმორჩილესად გთხოვთ, თქვენი ყურადღე-
ბა ჩვენს უდიდეს სწავლულს, პროფესორ ტიმოშენკოს დაუთმოთ...

560
ამ დროს სცენაზე კონფერანსიე გამოჩნდა და ჩაურთო:
– არ წახვიდეთ! ამ წარმოდგენის ხილვის შესაძლებლობა მხოლოდ
ახლა გექნებათ. კოლეჯებისა და უნივერსიტეტების საბჭოსთან შეთან-
ხმების შედეგად და ამ მშვენიერი ქალაქის კეთილდღეობისა და უსაფ-
რთხოების დეპარტამენტის ნებართვით, ამ ოცდოლარიანს ვთავა-
ზობთ ნებისმიერ თქვენგანს...
მალე წარმოდგენა დასრულდა და მაყურებელიც თანდათან და-
იშალა. რამდენიმე მათგანი ერთხანს კიდევ დახეტიალებდა, მაგრამ,
განათების გამორთვასთან ერთად, ისინიც გაუჩინარდნენ. ცირკის მსა-
ხიობებმა დეკორაციისა და ინვენტარის ალაგება დაიწყეს, ყველაფე-
რი ყუთებში ჩააწყვეს, ტრანსპორტირებისთვის მოამზადეს და მთავა-
რი კარვის დაშლასაც შეუდგნენ. მატარებელი დილამდე არ გადიოდა,
ამიტომ საცხოვრებელი კარვები ხელუხლებლად დატოვეს, რათა რამ-
დენიმე საათით მაინც წაეთვლიმათ.
კონფერანსიე, რომელიც, იმავდროულად, ცირკის მფლობელი და
მენეჯერიც გახლდათ, მთავარ კარავში დასკვნითი ნომრის ჩასატა-
რებლად დაბრუნდა. იქაურობა უკვე ნახევრად ჩაებნელებინათ. მალე
კარვის გვერდითი გასასვლელიდან უკანასკნელი მაყურებლებიც გა-
აცილა.
– სმიტი, არ წახვიდე, შენთვის რაღაც მაქვს, – ილუზიონისტს კონ-
ვერტი გაუწოდა, რომელიც დოქტორმა აპოლომ დახედვის გარეშე ჩა-
იდო ჯიბეში, – ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ შენ და შენი ცოლი
ჩვენთან ერთად პადუკაში ვერ წამოხვალთ.
– ვიცი.
– კარგი... მისმინე, ამას გულთან ნუ მიიტან. არაფერი პირადული,
უბრალოდ, წარმოდგენაზეც ხომ უნდა ვიფიქრო. თქვენ ნაცვლად მენ-
ტალისტების წყვილი უნდა ავიყვანო. ისინი ძალიან გვჭირდება. ორი-
ვემ მშვენივრად ვიცით, რომ სეზონურ კონტრაქტზე ლაპარაკიც არ ყო-
ფილა, აქ დროებით იყავით.
– მესმის, – დაეთანხმა ილუზიონისტი, – ისედაც ვიცოდი, რომ ჩვენი
წასვლის დრო მოვიდა. არ მწყინს, ტიმ.

561
– ძალიან კარგი. მიხარია, რომ ასე ფიქრობ, – კონფერანსიე ერ-
თხანს შეყოყმანდა და დასძინა: – სმიტი, გინდა ერთი რჩევა მოგცე? თუ
არ გინდა, პირდაპირ მითხარი, არ მოგერიდოს.
– შენგან რჩევას სიამოვნებით მივიღებდი, – უპასუხა ილუზიონის-
ტმა.
– კარგი. რახან ასეა, გეტყვი. სმიტი, შენი ნომრები ძალიან კარგია.
ჯანდაბა, ზოგი პირდაპირ გამაოგნებელია, მაგრამ კარგი ნომერი საკ-
მარისი არ არის, რომ კარგი ილუზიონისტიც იყო. საქმე ისაა, რომ ამ
ყველაფრისგან თითქოს განზე დგახარ, ილუზიონისტივით არ იქცევი.
ეს, რა თქმა უნდა, შენი საქმეა. შენს მოვალეობას ასრულებ, სხვებს
ხელს არ უშლი და თუ სჭირდებათ, ეხმარები კიდეც, სცენაზეც ზედმი-
წევნით ზუსტად მოქმედებ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უბრალო მა-
ყურებლისა არ გესმის, ვერ ხვდები, როგორ აზროვნებენ, როგორაა
მოწყობილი მათი ტვინი. ნამდვილ ილუზიონისტს შეუძლია, მაყურე-
ბელს გაოგნებისგან პირი დააღებინოს და ბუზები თუნდაც ისეთი უბრა-
ლო ხრიკის ეფექტურად შესრულებითაც აყლაპვინოს, როგორიც ოც-
დახუთცენტიანის გაქრობა და ისევ გაჩენაა. არასოდეს მინახავს, თარ-
სტონის ლევიტაციას[135] ვინმე შენზე უკეთესად ასრულებდეს, მაგრამ
მაყურებელზე სათანადო ეფექტი მაინც არ აქვს. აქ საქმე ფსიქოლოგი-
აშია. აი, მაგალითად, მე შემომხედე. მე ხომ ოცდახუთცენტიანის გა-
უჩინარება და უკან დაბრუნებაც არ შემიძლია – ჯანდაბა, დანა-ჩან-
გალსაც გაჭირვებით ვხმარობ ისე, რომ არაფერი დავიშავო. არაფერი
შემიძლია... გარდა ერთი რამისა, მაგრამ ეს ერთი რამე ჩვენს საქმეში
ყველაზე მნიშვნელოვანია: მე მაყურებელს ვიცნობ. ვიცი, ამ ბრიყვებს
გულში რა უდევთ; ვიცი, რა უნდათ ამ ხეპრე ყეყეჩებს; ვიცი, რისი ნახვა
სწყურიათ. ეს მათზე უკეთესადაც ვიცი. შვილო, წარმოდგენის სათანა-
დოდ ჩასატარებლად სწორედ ეს არის საჭირო. არ აქვს მნიშვნელობა,
პოლიტიკოსი იქნები, ამბიონზე მდგარი ქადაგი, თუ... ილუზიონისტი.
მთავარია, იცოდე, რა სურთ ამ ბრიყვებს, ამის შემდეგ კი, შეგიძლია,
შენი მოწყობილობების ნახევარი სკივრიდან აღარც ამოალაგო, ეფე-
ქტს მაინც მოახდენ.
– მართალია.

562
– ვიცი, რომ ასეა. ბრბოს ხომ მხოლოდ სექსი, სისხლი და ფული
სწყურია. სისხლს არ ვაძლევთ... თუ, რა თქმა უნდა, ცეცხლის მყლაპავი
ან დანების მსროლელი საბედისწერო შეცდომას არ დაუშვებს... არც
ფულით ვანებივრებთ, მხოლოდ ვაიმედებთ, რომ ბლომად ფულს მო-
იგებენ, რისთვისაც, სანაცვლოდ, მცირეოდენს იქით ვართმევთ. ჩვენ
არც ნამდვილ სექსს ვთავაზობთ, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ყოველი
ათიდან შვიდი მაინც ფულს განსაკუთრებული ნომრის სანახავად იხ-
დის. რატომ? იმიტომ, რომ შიშველი ქალის ახლოდან ნახვა სწადიათ,
არადა, უმეტესობას ამის გაკეთება შინაც შეუძლია, სადაც, შესაძლოა,
უკეთესი სხეულიც ელოდებოდეთ, თანაც ნებისმიერ დროს. თუმცა აქ
ფულის მოგების შანსიც მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის აქვთ, თუ ამ
შიშველ სხეულს კარგად დააკვირდებიან. და, მიუხედავად იმისა, რომ
ვერც ბოლომდე გაშიშვლებულ ქალს ხედავენ და ვერც დაპირებულ
ფულს იგებენ, შინ მაინც ბედნიერნი ბრუნდებიან.
კიდევ რა უნდა ჩვეულებრივ ბრბოს? იდუმალება! მას უნდა სჯერო-
დეს, რომ სამყარო რომანტიკული და იდუმალებით აღსავსე ადგილია,
თუმცა მშვენივრად იცის, რომ ასე არაა. ამიტომაც უნდა, თავი მოიტყუ-
ოს, შენ კი სწორედ ამაში დაეხმარო. აი, რა უნდა გააკეთოს ილუზიო-
ნისტმა... და აი, რას არ აკეთებ შენ. ჯანდაბა, შვილო, ჩვეულებრივმა
ყეყეჩმაც იცის, რომ ატყუებ, რადგან მაყურებელს მშვენივრად მოეხსე-
ნება, რომ ილუზიონისტმა უნდა მოატყუოს კიდეც... მაგრამ, ამავდრო-
ულად, ამ ტყუილისა უნდა სჯეროდეს, ეს კი შენი ვალდებულებაა, ამა-
ში შენ უნდა დაარწმუნო, უნდა დაეხმარო, რომ თავი დამაჯერებლად
მოიტყუონ. რადგან ისინი შენ სანახავად მოდიან, სწორედ ასე უნდა
მოიქცე. სწორედ ეს გაკლია.
– ტიმ, ეს როგორ უნდა გამოვასწორო, როგორ ვისწავლო, რასაც მე-
უბნები?
– რა ჯანდაბიდან უნდა იცოდე! ეს შენით უნდა ისწავლო. ქვეყანა
მოიარე, ისე იცხოვრე, როგორც ჩვეულებრივი ყეყეჩები ცხოვრობენ და
იქნებ ასე მაინც გაიგო მათი. თუმცა... აი, თუნდაც, ავიღოთ, საკუთარ
თავს „მარსელ ადამიანს“ რომ უწოდებ... ყეყეჩს ის კი არ უნდა შესთა-
ვაზო, რასაც ვერაფრით გადაყლაპავს. მარსელი ადამიანი ხომ ყვე-

563
ლას უნახავს – გაზეთებში ან სტერეოვიზორში. ჯანდაბა, ის მეც კი მი-
ნახავს. კი, რაღაცით ჰგავხარ, მაგრამ ეს მხოლოდ ზოგადი მსგავსებაა
და მეტი არაფერი. მისი ტყუპისცალიც რომ ყოფილიყავი, მაყურებელი
ამას მაინც არ გადაყლაპავდა. ჩვეულებრივი ყეყეჩებიც შესანიშნავად
ხვდებიან, რომ მარსელ ადამიანს აქ არაფერი ესაქმება. ეს ისეთივე
სისულელე იქნებოდა, როგორიც, ხმლების მყლაპავი სცენაზე გამოს-
ვლის წინ „შეერთებული შტატების პრეზიდენტად“ რომ გამოგვეცხადე-
ბინა. გესმის, რას ვამბობ? ყეყეჩს უნდა დაიჯეროს, მაგრამ მადლიერი
ნამდვილად არ დაგრჩება, თუ იმ მცირე ინტელექტსაც შეურაცხყოფ,
რომელიც, როგორც თვითონ ფიქრობს, ნამდვილად აქვს. არადა, ცო-
ტაოდენი ტვინი მართლა მოეძევებათ. ეს არ უნდა დაგავიწყდეს.
– არ დამავიწყდება, ტიმ.
– ძალიან კარგი. ძალიან ბევრს ვლაპარაკობ... კონფერანსიეს პრო-
ფესიული ჩვევაა. მართლა ყველაფერი რიგზე გექნებათ? რამე ხომ არ
გჭირდებათ? ჯანდაბა, ამას არ უნდა გეუბნებოდე, მაგრამ მცირეოდენი
ფული ხომ არ გასესხო?
– დიდი მადლობა, ტიმ, მაგრამ ფულის საჭიროება არ გვაქვს.
– კარგი. აბა, თავს გაუფრთხილდით. ნახვამდის, ჯილ.
კონფერანსიე იქაურობას სწრაფად გაშორდა და თითქმის მაშინვე
ხალათში გამოწყობილი პატრისია პაივონსკი გამოჩნდა.
– ტიმმა თქვენი ნომერი ამოაგდო.
– პატ, მაინც წასვლას ვაპირებდით.
– ვიცოდი, რომ ასე მოიქცეოდა. ძალიან გავბრაზდი, მდგომარეო-
ბიდან გამომიყვანა. აქაურობის დატოვებაზე უკვე მეც ვფიქრობ.
– მაგრამ, პატ...
– მართლა გეუბნებით. მე და ჩემს ნომერს ყველგან მიგვიღებენ და
ეს თვითონაც მშვენივრად იცის. ისიც იცის, რომ მთავარი ნომრის გა-
რეშე დარჩება. ყველას შეცვლა შეიძლება, მაგრამ კარგი მთავარი
ნომრის პოვნა საკმაოდ ძნელია, მით უმეტეს ისეთის, რომელსაც ადგი-
ლობრივი ხელისუფლებაც დასაშვებად მიიჩნევს.
– პატ, ტიმი მართალია, და ეს მე და ჯილმაც შესანიშნავად ვიცით.
მართლა მაკლია ის, რაზეც ტიმი მეუბნებოდა.

564
– ალბათ, ასეცაა, მაგრამ ძალიან მომენატრებით. თქვენ ხომ ჩემ-
თვის შვილებივით იყავით. ჩემო კარგებო, მომისმინეთ, დილამდე ხომ
მაინც აქ უნდა ვიყოთ. ჩემთან წამოდით, დავსხდეთ, ვილაპარაკოთ.
– უკეთესია, შენ თუ წამოხვალ, – მიუგო ჯილმა, – ქალაქში რამე
დავლიოთ. ზღვის მარილით გაზავებულ ცხელ აბაზანაზე რას იტყოდი?
– ოჰ... მაშინ ბოთლს წამოვიღებ.
– არ გინდა, – უთხრა მაიკმა, – ვიცი, რასაც სვამ. გვაქვს ეგ სასმელი.
ასე რომ, ახლავე წავიდეთ.
– კარგი... წამოვალ. „იმპერიალში“ ხართ, არა? წადით და მოვალ.
ჯერ ჩემს პატარებს და თაფლაკვერას უნდა დავხედო. შემდეგ ტაქსის
გამოვიძახებ და ასე, ნახევარ საათში ვიქნები.
ქალაქისკენ გაემართნენ. საჭესთან მაიკი იჯდა. ეს პატარა, კოხტა
ქალაქი იყო ცენტრშიც კი საგზაო მოძრაობის ავტომატიზებული კონ-
ტროლის გარეშე. მაიკი მომცრო სახმელეთო ავტომობილს ძალიან
ფრთხილად მართავდა, დაშვებულ სიჩქარეს არ აჭარბებდა. მაქსიმა-
ლურად ცდილობდა, ყველაფერი
სწორად გაეკეთებინა და გზაზე დახვედრილ დაბრკოლებებსა და
ორმოებს ოსტატურად უქცევდა გვერდს, რასაც ჯილი, მხოლოდ ჩავ-
ლის შემდეგღა ხვდებოდა. მაიკი დროის აღქმას იმდენად წელავდა
და მოქმედებას ისე ანელებდა, რომ რამდენიმე კვერცხით ჟონგლიო-
რობა ან ავტომობილის მართვა სულ უფრო უიოლდებოდა. ჯილი ფიქ-
რობდა, რომ ეს საკმაოდ უცნაური იყო ადამიანისთვის, რომელიც რამ-
დენიმე თვის წინ თასმების შეკვრასაც კი ვერ ახერხებდა.
ჯილი მთელი გზა ჩუმად იჯდა. დროის შენელების მიუხედავად, მა-
იკს მაინც შეეძლო, ელაპარაკა, მაგრამ ამავე დროის განსხვავებულად
აღქმის პირობებში საუბარი საკმაოდ მოუხერხებელი ხდებოდა. ჯი-
ლიც ადრინდელი ცხოვრების ნოსტალგიურ მოგონებებში ჩაძირული-
ყო. ამის შესახებ მეტწილად ინგლისურად ფიქრობდა, თუმცა, დრო-
დადრო, მარსულზეც გადადიოდა და ზოგ ცნებას სწორედ ამ ენაზე
იზიარებდა. სასიამოვნო განცდებში გახვეულიყო, მაიკთან შეხვედ-
რამდე ხომ მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ ახერხებდა დროის
ტყვეობისაგან თავის დაღწევას, რაც, ჯერ კიდევ, მის ბავშვობაში, სკო-

565
ლაში სიარულისას დაწყებულიყო, მედდების სასწავლებელში გაგრძე-
ლებულიყო, მწვერვალისთვის კი საავადმყოფოს ყოველდღიურ რუტი-
ნაში მიეღწია.
ცირკი კი სულ სხვანაირი ცხოვრება იყო: დღის განმავლობაში, შუ-
ადღიდან დაღამებამდე, უბრალოდ, სცენაზე უნდა მდგარიყო ან წო-
ლილიყო. ამის გარდა სხვა არაფრის გაკეთება არ უხდებოდა, რაც საკ-
მაოდ იოლი და, ამასთან, სასიამოვნო საქმიანობა იყო. მაიკს საერ-
თოდ არ აღელვებდა, დღეში მხოლოდ ერთხელ ჭამდნენ თუ ექვსჯერ
და არც ჯილის დიასახლისობის ხარისხი აინტერესებდა. უმეტეს დროს
საცხოვრებელ კარავში ატარებდნენ, სადაც წარმოდგენისთვის საჭი-
რო აღჭურვილობასაც ინახავდნენ, ზოგ ქალაქში სტუმრობისას კი ცირ-
კის ბანაკის ტერიტორიასაც არ ტოვებდნენ. ეს პატარა, ჩაკეტილი,
თვითკმარი სამყარო იყო, ერთგვარი ანკლავი, სადაც გარესამყაროს-
თვის მნიშვნელოვანი მოვლენები და პრობლემები ვერ აღწევდა. ჯი-
ლი თავს აქ ბედნიერად გრძნობდა.
რა თქმა უნდა, ყველა ქალაქში, წარმოდგენებს უამრავი ბრიყვიც
აწყდებოდა, მაგრამ ჯილი მათაც ახალი, ამ სამყაროში აღმოჩენის
შემდეგ შეძენილი თვალსაზრისით აღიქვამდა. მისთვის მაყურებელი
დეპერსონიფიცირებულიყო, თითქოს, არც არსებობდა. ამის შემდეგ კი
იმასაც მიმხვდარიყო, თუ რატომ უადვილდებოდათ საკმაოდ შილი-
ფად ჩაცმულ გოგონებს მაყურებლის წინაშე უხერხულობის გარეშე გა-
მოსვლა. ისინი სულაც არ მიიჩნევდნენ, რომ უზნეობას სჩადიოდნენ,
მიუხედავად იმისა, რომ ზოგ ქალაქში თითქმის ბოლომდე შიშვლები
გამოდიოდნენ (ცხადია, თუ ადგილობრივი ხელისუფლებისაგან ამის
ნებართვას მიიღებდნენ). საქმე ის იყო, რომ მაყურებლები მათთვის
რეალურ ადამიანებს აღარ წარმოადგენდნენ, ამ დეპერსონიფიცირე-
ბულთა ერთადერთი ფუნქცია კი წარმოდგენაში ფულის გადახდა იყო.
აქ ბედნიერად ცხოვრობდნენ და თავსაც უსაფრთხოდ გრძნობ-
დნენ. თუმცა, თავდაპირველად, მაიკის ზრდის მიზნით, იუბალის სახ-
ლის დატოვებისა და ქვეყანაზე სახეტიალოდ წასვლის შემდეგ, მათი
ცხოვრება ასე მშვენივრად სულაც არ იყო აწყობილი. არაერთხელ იც-
ნეს და რამდენჯერმე თავიც ძლივს

566
დაიღწიეს. დამალვა არა მარტო პრესისგან უხდებოდათ, არამედ
ჩვეულებრივი ადამიანებისგანაც, რომლებიც, რატომღაც, მიიჩნევ-
დნენ, რომ მაიკისგან რაღაცის მოთხოვნის უფლება ჰქონდათ. ამის ერ-
თადერთი მიზეზი კი ის იყო, რომ მაიკი, მისდა საუბედუროდ, მარსზე
დაბადებულიყო და გაზრდილიყო.
მაიკს გარეგნობა შეეცვალა, უფრო მოწიფული მამაკაცის იერი მი-
ეღო. ყველანაირად ცდილობდა, ვერავის ეცნო. გარდა ამისა, მეტწი-
ლად, ისეთ ადგილებში დადიოდნენ, სადაც მარსელი ადამიანის გა-
მოჩენას ვერც კი წარმოიდგენდნენ, რისი წყალობითაც უცხო თვალის-
გან დამალვას მართლაც ახერხებდნენ. ერთხელაც, როდესაც ჯილმა
იუბალისთვის ახალი მისამართის შესატყობინებლად შინ დარეკა, მან
რაიმე ლეგენდის მოფიქრება შესთავაზა. შედეგად, რამდენიმე დღის
შემდეგ, ჯილმა გაზეთში ამოიკითხა, რომ მარსელი ადამიანი ტიბეტის
ერთ-ერთ მონასტერში განმარტოებულიყო.
სინამდვილეში, რომელიღაც პატარა ქალაქში გაჩერებულიყვნენ.
მაიკი „ჰენკის გრილში“ ჭურჭლის მრეცხავად მოწყობილიყო, ჯილი –
მიმტანად. ეს მედდობაზე რთული სულაც არ იყო, თანაც ჯილს აღარც
ფეხები სტკიოდა ხოლმე. მაიკს ჭურჭლის რეცხვის უსწრაფესი მეთოდი
შეემუშავებინა, მაგრამ ფრთხილობდა, ამ დროს, არავის შეემჩნია. ამ
ქალაქში ერთ კვირას გაჩერდნენ, შემდეგ კი გზა განაგრძეს. ხან მუშა-
ობდნენ, ხან – არა. მას შემდეგ, რაც მაიკს საზოგადოებრივი ბიბლიო-
თეკების არსებობის შესახებ შეეტყო, მათ ყოველდღიურად სტუმრობ-
დნენ. ჯილმა ისიც აღმოაჩინა, რომ მაიკს ეგონა, თითქოს იუბალის ბიბ-
ლიოთეკაში დედამიწაზე არსებული ყველა წიგნი ინახებოდა, მაგრამ,
საოცარი სიმართლის შეტყობის შემდეგ, აკრონში[136] თითქმის მთე-
ლი თვის განმავლობაში დარჩნენ. ჯილი დროს, ძირითადად, მაღაზი-
ებში სიარულში ატარებდა, რადგან კითხვისას მაიკი გარესამყაროს
ბოლომდე სწყდებოდა.
„ბაქსტერის მრავალფეროვანი წარმოდგენები“ და „მხიარულება
მთელი ოჯახისთვის“ მათი ხეტიალის საუკეთესო ნაწილს წარმოად-
გენდა. ჯილი ღიმილით იხსენებდა ხოლმე შემთხვევას, როდესაც, რო-
მელიღაც პატარა ქალაქში, დასის გოგონები დააკავეს. ეს უსამარ-

567
თლობა იყო, ყეყეჩთა სტანდარტებითაც, რადგან გოგონები ყოველ-
თვის ადგილობრივ ხელისუფლებასთან წინასწარი შეთანხმების შესა-
ბამისად მოქმედებდნენ: ქალაქში ლიფებით უნდა გამოსულიყვნენ თუ
მათ გარეშე, ლურჯი განათების ფონზე ევლოთ თუ კაშკაშა სინათლისა
და ასე შემდეგ. მიუხედავად ამისა, შერიფმა ისინი მაინც დააპატიმრა,
საქმეს კი ისეთი პირი უჩანდა, რომ ადგილობრივი სასამართლო გო-
გონების დროებითი დაკავებით არ დაკმაყოფილდებოდა და მაწანწა-
ლობის ბრალდებით საკნებშიც გამოკეტავდა.
წარმოდგენა გააუქმეს და თითქმის ყველა მოსმენაზე წავიდა. სასა-
მართლოს დარბაზი ყეყეჩებით იყო გადაჭედილი, რომლებსაც „უსირ-
ცხვილო ქალებისთვის“ თვალის მოკვრა უნდოდათ. მაიკი და ჯილი
დარბაზის უკანა კედელთან მიჭყლეტილიყვნენ. ჯილი დიდხანს არ-
წმუნებდა მაიკს, ისეთი არაფერი მოემოქმედებინა, რასაც ჩვეულებრი-
ვი ადამიანი ვერ გააკეთებდა, რადგან ეს შეუმჩნეველი არ დარჩებო-
და. მაიკმაც სისავსით დაგროკა, თუმცა ჯილთან არაფერი განუხი-
ლავს.
შერიფი გაცხარებით ლაპარაკობდა, თუ რაოდენ დიდი უმსგავსობა
ეხილა საკუთარი თვალებით და ამ „საჯარო უზნეობას“ დეტალურა-
დაც აღწერდა, რისგანაც, აშკარად ეტყობოდა, დიდ სიამოვნებას
იღებდა.
მოგვიანებით, ჯილმა აღიარა, რომ მაიკი საკმაოდ დიდხანს ახერ-
ხებდა თავის შეკავებას, მაგრამ, რაღაც მომენტში, მოთმინება მაინც
დაკარგა და, უეცრად, შერიფიც და მოსამართლეც სრულიად შიშვლე-
ბი აღმოჩნდნენ.
ჯილმა და მაიკმა ამის შემდეგ დაწყებული არეულობით ისარგებ-
ლეს და სასამართლო დარბაზიდან უჩუმრად გამოიპარნენ. როგორც
აღმოჩნდა, ბრალდებულებიც ასე მოქცეულიყვნენ, მათთვის ხელის
შეშლა კი აზრადაც არავის მოსვლოდა. რა თქმა უნდა, ეს სასწაული მა-
იკთან არავის დაუკავშირებია. მაიკს ჯილისთვის არაფერი უთქვამს
და არც ჯილს უკითხავს რამე, რადგან ყველაფერი ისედაც ნათელი
იყო. უბრალოდ, სასწრაფოდ ჩაბარგდნენ, ქალაქი დათქმულზე ორი
დღით ადრე დატოვეს და სხვა ქალაქისკენ გასწიეს, სადაც ხელისუფ-

568
ლება ლიფებსა და ტრუსებზე პრობლემების შექმნით არ დაწვრილმან-
დებოდა.
ჯილს კი სამუდამოდ დაამახსოვრდა, თუ როგორ სასაცილოდ გა-
მოიყურებოდა შიშველი შერიფი შიშველი მოსამართლის გვერდით. გა-
შიშვლების შემდეგ შერიფს ისე უეცრად ჩამოუვარდა ღიპი, აშკარა გახ-
და, ტანკენარობისთვის მაგრად შემოჭერილ კორსეტს რომ ატარებდა.
ის დღეები მართლაც სასიამოვნოდ აგონდებოდა, რაც მაიკსაც გა-
უზიარა. გაახსენა, როგორ სასაცილოდ გამოიყურებოდა ბრიყვი შერი-
ფი, რომლის თმით დაფარულ ჩამოვარდნილ ღიპზეც აშკარად მოჩან-
და კორსეტისგან დატოვებული წითელი კვალი. და ჯილი აქ გაჩერ-
და... მარსულში „სასაცილოს“ ცნება არ არსებობდა, ამიტომ ემოციის
გადაცემის უნაყოფო მცდელობას შეეშვა, რადგან ტელეპათიური კავ-
შირი მხოლოდ მარსულად შეეძლოთ.
– გისმენ, ჯილ, – გონებით გამოეხმაურა მაიკი.
– მერე იყოს.
მალე „იმპერიალამდე“ მიაღწიეს და ჯილმა იგრძნო, ავტომობი-
ლის გაჩერებისთანავე, მაიკის ტვინიც როგორ შენელდა.
ჯილი ცირკის კარვებში ცხოვრებას ამჯობინებდა, ერთი უარყოფი-
თი მხარე რომ არა: იქ აბაზანა არ ჰქონდათ. კი, შხაპიც კარგია, მაგრამ,
აბა, თბილი წყლით სავსე უზარმაზარ აბაზანას, რომელშიც ნიკაპამდე
შეეძლო ჩაწოლა, რომელი შხაპი შეედრებოდა?! ამის გამო დროდად-
რო სასტუმროშიც ჩერდებოდნენ და სახმელეთო ავტომობილსაც ქირა-
ობდნენ. მაიკი, რომელსაც ცხოვრების უმეტესი ნაწილი მარსზე გაეტა-
რებინა, აბაზანისადმი ჯილის ფანატიკურ დამოკიდებულებას საერ-
თოდ არ იზიარებდა და, თუ
ზედმიწევნით სუფთა იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ ამას ჯილი მოით-
ხოვდა. მაიკს ეს არ აღიზიანებდა. მეტიც, შეეძლო, აბაზანაში დროის
დაკარგვის გარეშეც სრულიად სუფთა ყოფილიყო, ისევე, როგორც
თმის შესაჭრელადაც არ დადიოდა, მას შემდეგ, რაც გაიგო, თუ როგორ
ვარცხნილობას უწონებდა ჯილი. მაგრამ სასტუმროებში ცხოვრება მა-
იკსაც მოსწონდა, რადგან სიცოცხლის წყალში ჩაყვინთვა და მასში ბო-
ლომდე დანთქმა მუდამ განუზომელ ნეტარებას ანიჭებდა. ამრიგად,

569
წყალთან მისი დამოკიდებულება საერთოდ არ უკავშირდებოდა ჰი-
გიენის საკითხებს და აღარც წყალთან დაკავშირებული ცრურწმენები
აწუხებდა.
„იმპერიალი“ ძალიან ძველი სასტუმრო იყო. დიდად არც ადრე გა-
მოირჩეოდა, მაგრამ, ეგრეთ წოდებულ, „ახალდაქორწინებულთა ნო-
მერში“ საკმაოდ მოზრდილი აბაზანა განეთავსებინათ. ჯილმა მაშინვე
იქით მიაშურა და წყალი მოუშვა. უეცრად, ბოლომდე გაშიშვლდა, მხო-
ლოდ ხელჩანთა შერჩა, რაც ამ სიშიშვლის ფონზე საკმაოდ აბსურდუ-
ლად მოჩანდა. მაიკმა იცოდა, როგორ უყვარდა ჯილს მაღაზიებში სი-
არული და ახალი ტანსაცმლის ყიდვა, ამიტომ ყოველთვის უბიძგებდა,
ამ ბავშვური სისუსტისთვის გასაქანი მიეცა: როგორც კი შეატყობდა,
რომ რაიმე მობეზრებოდა, ამ ნივთს მაშინვე მოუსავლეთში გზავნიდა,
რასაც, ალბათ, ყოველდღე გააკეთებდა, ჯილს რომ არ გაეფრთხილე-
ბინა, რომ ბევრი ახალი ნივთი და ტანსაცმელი ეჭვებს აღძრავდა და
არასასურველ ყურადღებას მიიქცევდა.
– გმადლობ, ძვირფასო! – გასძახა მაიკს, – აბაზანაში ჩავიდეთ.
მაიკს უკვე მოესწრო გახდა ან თავისი ტანსაცმელიც გაექრო. ჯი-
ლის აზრით, პირველი ვარაუდი უფრო სწორი უნდა ყოფილიყო, რად-
გან მაიკს ტანსაცმლის ყიდვა სრულიად უინტერესო ქმედებად მიაჩ-
ნდა. მისი აზრით, ტანსაცმლის ერთადერთი ფუნქცია სიცივის ან სიც-
ხისგან სხეულის დაცვა იყო, რასაც თავად არასდროს განიცდიდა. აბა-
ზანაში ჩავიდნენ და ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. ჯილმა პეშვი
წყლით გაივსო, ტუჩებით შეეხო და მაიკსაც შესთავაზა. სიტყვები ზედ-
მეტი იყო და არც ამ რიტუალის ჩატარების საჭიროება არსებობდა.
ჯილს, უბრალოდ, უყვარდა საკუთარი თავისა და მაიკისთვისაც იმის
შეხსენება, რასაც შეხსენება სულაც არ სჭირდებოდა, რადგან ეს, არც
ერთ მათგანს, არასოდეს დაავიწყდებოდა.
– გზაში ვიხსენებდი, როგორ სასაცილოდ გამოიყურებოდა ის შერი-
ფი, სასამართლოს დარბაზში რომ გააშიშვლე.
– სასაცილოდ გამოიყურებოდა?
– ძალიან სასაცილო იყო. ახარხარებისგან თავს ძლივს ვიკავებდი,
მაგრამ მეშინოდა, რომ ვინმე შეგვამჩნევდა.

570
– ამიხსენი, რატომ იყო სასაცილო. მე ვერ ვხვდები ამ ხუმრობის
აზრს.
– აჰ... არა მგონია, მოვახერხო. ეს ხუმრობაც არ ყოფილა... არც კა-
ლამბური ან რამე ისეთი იყო, რისი ახსნაც შემიძლია.
– ვერ ვგროკავ, ამაში რა არის სასაცილო, – თქვა მაიკმა, – ორივე
მათგანში, მოსამართლესა და შერიფშიც, მცდარობის კვალი შევნიშნე.
რომ მცოდნოდა, ჩემი ნამოქმედარი არ მოგეწონებოდა, მათ, უბრა-
ლოდ, გავაქრობდი.
ჯილმა ლოყაზე მოუთათუნა და უთხრა:
– მაიკ, შენ სწორად მოიქეცი. ეს არასოდეს დაავიწყდებათ. ამიერი-
დან, მომდევნო ორმოცდაათი წლის განმავლობაში, იმ ქალაქში, ასე
უბრალოდ აღარავის დააპატიმრებენ. მოდი, სხვა რამეზე ვილაპარა-
კოთ. მაიკ, ვწუხვარ, ჩვენი ნომერი ასე უცებ რომ დახურეს. ყველანაი-
რად ვეცადე, კარგი ნომერი მომეფიქრებინა, მაგრამ, როგორც ჩანს,
შენი არ იყოს, დიდი არტისტიზმით არც მე გამოვირჩევი.
– ჯილ, პრობლემა ჩემშია. ტიმმა მართალი თქვა. მე ყეყეჩებს ვერ
ვგროკავ. მიუხედავად ამისა, „ბაქსტერის მრავალფეროვან წარმოდ-
გენებში“ შესანიშნავი დრო გავატარეთ. იქ ყოფნისას, დღითი დღე, ამ
ჩვეულებრივ ადამიანებს სულ უფრო უკეთ ვგროკავდი.
– ოღონდ, მაიკ, ამიერიდან, ისინი ყეყეჩებად აღარ მოიხსენიო. უბ-
რალოდ, ადამიანები უწოდე, ადამიანები.
– დავგროკე, რომ ისინი ყეყეჩები არიან.
– კი, ჩემო კარგო, მაგრამ ასე თუ მიმართავ, უზრდელობაში ჩაგით-
ვლიან.
– დავიმახსოვრებ.
– უკვე მოიფიქრე, საით გავემგზავრებით?
– არა. როცა ამის დრო მოვა, მეცოდინება.
– კარგი, ძვირფასო, – უთხრა ჯილმა და აღარაფერი უკითხავს,
რადგან ყოველთვის მართლაც ასე ხდებოდა. მას შემდეგ, რაც მაიკმა
მორჩილებიდან დომინანტობისკენ პირველი ნაბიჯები გადადგა, მისი
თავდაჯერებულობა განუხრელად იზრდებოდა. ადრე ეს ბიჭი (და მა-
შინ მართლაც ბიჭივით იყო) საფერფლის ჰაერში გაჩერებითაც მალე

571
იღლებოდა, ახლა კი შეეძლო, ჯილი გაეჩერებინა, ელაპარაკა და, ამ
ყველაფრის პარალელურად, სხვა რამეებიც ეკეთებინა. ჰაერში ლივ-
ლივი კი მართლაც ღრუბლებში ფარფატს წააგავდა... ამ უკიდეგანოდ
გაზრდილ უნარს მაიკი უშურველად იყენებდა: ერთხელ, წვიმიან
ღამეს, ცირკის ერთ-ერთი სატვირთო მანქანა ტალახში ჩაეფლო.
მანქანას ოც კაცამდე შემოჯაროდა და ამაოდ ცდილობდნენ, ამოეთ-
რიათ. როგორც კი მისაშველებლად მაიკი მივიდა, სატვირთო მაშინვე
ადგილიდან დაიძრა. სინამდვილეში რაც მომხდარიყო, მხოლოდ
ჯილს დაენახა: ტალახში ჩაკირული უკანა ბორბლები თანდათან
ამოიწია, მაგრამ მაიკს ყველაფერი ისე გაეკეთებინა, რომ ზედმეტი
არავის შეემჩნია.
ჯილს ისიც ახსოვდა, ბოლოს და ბოლოს, როდის დაგროკა მაიკმა,
რომ მცდარობა მხოლოდ დაგროკვისშემძლე ცოცხალი ობიექტების
გაქრობის აუცილებელი წინაპირობა იყო, ხოლო, მაგალითად, კაბის
გასაქრობად მცდარობის არსებობა სულაც არ იყო აუცილებელი. ეს
ბარტყთათვის განკუთვნილი წესი იყო, რომელსაც აღზრდის პროცეს-
ში, შემდგომში შეცდომების თავიდან ასარიდებლად ასწავლიდნენ,
ზრდასრულებს კი საკუთარი დაგროკვისამებრ შეეძლოთ მოქცევა.
ჯილი ხშირად ფიქრობდა, კიდევ რა სახის ცვლილებები უნდა განე-
ცადა მაიკს, მაგრამ ამაზე ნაკლებად ნერვიულობდა, რადგან ხედავ-
და, რომ მაიკი კარგი და ბრძენი ადამიანი იყო. ერთადერთი, რაც
ჯილს მისთვის შეეძლო ესწავლებინა, ადამიანთა წრეში ცხოვრებას-
თან და შესაბამისად ქცევის წესებთან დაკავშირებული წვრილმანები
იყო. აი, ჯილი კი, მისგან მართლაც ბევრს სწავლობდა, რის გამოც
თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდა. ასეთი ბედნიერი მამის სიკვდი-
ლის შემდეგ არ ყოფილიყო.
– მაიკ, რა კარგი იქნებოდა, ენი, დორკასი და მირიამიც აქ რომ ყო-
ფილიყვნენ... იუბალიც, ბიჭებიც... მთელი ჩვენი ოჯახი!
– უფრო დიდი აბაზანა დაგვჭირდებოდა.
– უფ, ეგ არაფერია. ისე, იუბალის აუზი ყველაფერს აჯობებდა. მაიკ,
სახლში როდის უნდა შევიაროთ? იუბალი გამუდმებით ამას მეკითხე-
ბა.

572
– ვგროკავ, რომ მალე.
– „მალე“ მარსულად, თუ დედამიწურად? კარგი, კარგი, ყურადღე-
ბას ნუ მომაქცევ. ვიცი, რომ ეს მაშინ მოხდება, როდესაც დალოდება
გასრულდება. ჰო, მართლა, პატი მალე მოვა. ამ შემთხვევაში ნამდვი-
ლად დედამიწური „მალე“ უნდა ვიგულისხმოთ. დაბანაში დამეხმარე-
ბი?
ჯილი წამოდგა, მაიკი არ განძრეულა. საპონი აფრინდა და ჯილის
სხეულზე დაიწყო სრიალი. როდესაც ქალი ბოლომდე გაისაპნა და ქა-
ფი მთელ სხეულზე მოედო, საპონი ადგილს დაუბრუნდა.
– ოჰ! მეღიტინება!
– წყალი გადაგავლო?
– თვითონ გადავივლებ, – ჯილი ჯერ წყალში ჩაჯდა, შემდეგ გა-
იმართა და ქაფი ჩამოიბანა, – დროულად მოვრჩი.
კარზე დააკაკუნეს.
– აქ ხართ?
– მოვდივარ, პატ! – გასძახა ჯილმა, აბაზანიდან გადავიდა და მა-
იკს მიუბრუნდა, – გამამშრალებ?
თვალის დახამხამებაში ჯილი უკვე მშრალი იყო. სველი ფეხის ნაკ-
ვალევიც არ დაუტოვებია.
– მაიკ, აბაზანიდან გამოსვლამდე ჩაცმა არ დაგავიწყდეს. პატის
ასე ხომ არ დაენახვები?
– არ დამავიწყდება.

573
თავი ოცდამეშვიდე
ჯილმა კარადიდან ხალათი გამოიღო, უცებ მოისხა და მისის პა-
ივონსკისთვის კარის გასაღებად გაეშურა.
– შემოდი. სააბაზანოში ვიყავი. სასმელს მოგიტან, მეორე ჭიქა კი
შეგიძლია, უკვე აბაზანაში მიირთვა. ახლავე მოგიმზადებ.
– მას შემდეგ, რაც ჩემი თაფლაკვერა დავაძინე, წყალი გადავივლე,
მაგრამ ცხელ აბაზანაში სიამოვნებით ჩავწვებოდი. თუმცა, ჯილ, ჩემო
კარგო, წყალში სანებივროდ არ მოვსულვარ. იმიტომ მოვედი, რომ
არც კი ვიცი, კიდევ როდის გნახავთ. თქვენი წასვლის გამო ძალიან
მწყდება გული.
– ერთმანეთს არ დავკარგავთ, – უთხრა ჯილმა და სასმელი დაუს-
ხა. ეს სასტუმრო იმდენად ძველი იყო, რომ ყინულის აპარატი ახალდა-
ქორწინებულთა ნომერშიც კი არ იდგა, მაგრამ საყინულეში ბლომად
მოემარაგებინათ, – ტიმი მართალი იყო. დროა, მე და მაიკმა უკეთესი
ნომერი მოვამზადოთ.
– არადა, საკმაოდ კარგი ნომერი გქონდათ. იქნებ ცოტაოდენი მხი-
არულების დამატება მოხდენოდა, მაგრამ... სალამი, სმიტი, – მისის პა-
ივონსკიმ მაიკს ხელთათმნიანი ხელი გაუწოდა. წარმოდგენას თუ არ
ჩავთვლით, ის მუდამ ხელთათმანებს, დახურულგულიან კაბასა და
წინდებს ატარებდა. ასე შუახანს მიტანებული, მაგრამ ჯერ კიდევ მოხ-
დენილი ფიგურის მქონე რესპექტაბელური ქვრივივით გამოიყურებო-
და. არსებითად, ასეც იყო.
– ჯილს სწორედ ახლა ვეუბნებოდი, რომ მშვენიერი ნომერი გქონ-
დათ.
– პატ, ბავშვები ხომ არ ვართ, – გულღიად გაუღიმა მაიკმა, – ის ნო-
მერი არაფრად ვარგოდა. ეს ჩვენც მშვენივრად ვიცოდით.
– ჩემო ძვირფასებო, ასე სულაც არ არის. რა თქმა უნდა, მეტი დინა-
მიკა არ აწყენდა, რამდენიმე ხუმრობაც მოუხდებოდა, იქნებ ჯილის
ტანსაცმელიც შეგეთხელებინათ. შენ ხომ შესანიშნავი ფიგურა გაქვს,
ჩემო კარგო.
ჯილმა თავი გააქნია.
574
– ეგ ვერ გვიშველის.
– ისეთი ილუზიონისტიც მახსოვს, ასისტენტს მხიარული ოთხმოც-
დაათიანების ყაიდაზე რომ აცმევდა, მეცხრამეტე საუკუნის ოთ-
ხმოცდაათიან წლებს ვგულისხმობ. ასისტენტი ისე იყო ხოლმე გამოწ-
ყობილი,
ფეხებიც არ უჩანდა. ილუზიონისტი ტანსაცმელს ფენა-ფენა უქრობ-
და და მაყურებელს ამით აოგნებდა. ყეყეჩებს ძალიან მოსწონდათ,
მაგრამ, ჩემო კარგო, სწორად გამიგე – უწესო არაფერი ხდებოდა. ნო-
მერი რომ მთავრდებოდა, ასისტენტს იმდენი მაინც ეცვა, რამდენიც ახ-
ლა შენ გაცვია.
– პატი, – გულწრფელად უთხრა ჯილმა, – ადგილობრივი ხელისუფ-
ლება რომ არ გვიკრძალავდეს, ამ ნომრისთვის ბოლომდეც კი გავშიშ-
ვლდებოდი.
ჯილი თავის ნათქვამზე დაფიქრდა და გაიაზრა, რომ ამას მართლა
გააკეთებდა. თავადვე უკვირდა, თუ როგორ მისულიყო მთელი სართუ-
ლის მეთვალყურე მედდა ბორდმენი იქამდე, რომ ასეთ რამეზე ყოფი-
ლიყო წამსვლელი. რაღა თქმა უნდა, ამის მიზეზი მაიკი გახლდათ. და,
მიუხედავად ყველაფრისა, ჯილი ბედნიერი იყო.
მისის პაივონსკიმ თავი გააქნია.
– ჩემო კარგო, ეგ არ შეიძლება. მაგის გამო დიდი ამბავი ატყდება,
მაგრამ თუ კარგი ფიგურა გაქვს, რატომ არ უნდა გამოიყენო? ცოტაო-
დენი ჯანჯაფილის ლუდი კიდევ დამისხი. როგორ ფიქრობ, მე, სვირინ-
გებით დაფარული ქალი, რამდენად შორს წავიდოდი, რის ნებასაც
დამრთავდნენ, ყველაფერი რომ არ გამეკეთებინა?
– ამაზე გამახსენდა, – ჩაურთო მაიკმა, – პატი, აქ ცხელა და, ალბათ,
სიცხე გაწუხებს, მით უმეტეს, ასეთ ტანსაცმელში. კონდიცირების სის-
ტემა ამ სასტუმროში საშინლად მუშაობს, ამჯერად კი, როგორც ჩანს,
საბოლოოდ მოიშალა. ოთხმოცი გრადუსი[137] მაინც იქნება.
მაიკს მსუბუქი ხალათი მოეცვა. წარმოდგენიდან წარმოდგენამდე
სამივეს სწორედ ასე ეცვა ხოლმე. მაიკს უკვე აღმოეჩინა, რომ მასზე მა-
ღალი ტემპერატურა არ მოქმედებდა, რაშიც ნივთიერებათა ცვლის
მართვის უნარი ეხმარებოდა. როგორც კი მას გარემოს შესაბამისად

575
დაირეგულირებდა, ეს პრობლემა წამიერად ეხსნებოდა. მაგრამ მაიკ-
მა იცოდა, რომ პატრიცია სიშიშვლეს იყო შეჩვეული და რომ მხოლოდ
თითქმის სრულიად შიშველი გრძნობდა თავს თავისუფლად, მით უმე-
ტეს, ისეთი სამოსის პირობებში, რომელსაც სვირინგების ავყიათა
თვალთაგან დასაფარად ატარებდა.
– თავისუფლად ყოფნა არ სჯობს? აქ სხვა არავინაა, მხოლოდ ჩვენ,
ქათმები[138], – თქვა მაიკმა. ასე იუბალი ხუმრობდა ხოლმე იმის ხაზ-
გასასმელად, რომ ახლო მეგობრების წრეში იმყოფებოდნენ. თავის
დროზე იუბალი შეეცადა, მაიკისთვის აეხსნა, თუმცა კი ვერ მოახერხა,
მაგრამ მაიკმა მაინც კარგად დაიმახსოვრა, თუ რა შემთხვევებში უნდა
გამოეყენებინა ეს ხუმრობა.
– მაიკი მართალს ამბობს, – აჰყვა ჯილიც, – მაგ ტანსაცმელში გა-
ოფლიანდები. რამე მსუბუქსა და მოსახერხებელს მოგიძებნი ანაც მა-
იკი თვალებს დახუჭავს.
– აჰ... არა, არა, კაბის შიგნით ხომ ჩემი სასცენო კოსტიუმი მაცვია.
– მაშინ მეგობრებთან რა მოსარიდებელია. გახდაში დაგეხმარები.
– ფეხსაცმელებსა და წინდებს გავიხდი, – თქვა პატრიციამ და გახ-
დას შეუდგა, თან იმაზე ფიქრობდა, როგორ გადაეტანა საუბარი რელი-
გიაზე, რაზე ლაპარაკი ჰქონდა კიდეც განზრახული. მისის პაივონსკის
აზრით, მაიკი და ჯილი მზად იყვნენ, მაძიებლები გამხდარიყვნენ და
იმედი ჰქონდა, რომ მათ ამაში დარწმუნებასა და ნათელთან მიყვანას,
მთელი სეზონის განმავლობაში, როგორმე მოახერხებდა. მაგრამ ყვე-
ლაფერი მყისიერად შეიცვალა, ამის გასაკეთებლად ახლა მხოლოდ
ერთი ნაჩქარევი ვიზიტი დარჩენოდა. მალე ისინი გაემგზავრებოდნენ
და ნათელსაც სამუდამოდ ჩამოშორდებოდნენ.
– სმიტი, შოუბიზნესში მთავარია, ყეყეჩებისა კარგად გესმოდეს. უნ-
და ხვდებოდე, რა სურთ... ისიც კარგად უნდა იცოდე, რა სახის პრო-
დუქტს აწვდი და როგორ უნდა მოაწონო. აი, შენ ნამდვილი ილუზიო-
ნისტი რომ ყოფილიყავი... ოჰ, იმას კი არ ვამბობ, რომ ეს საქმე ცუდად
გამოგდის, პირიქით, მშვენივრად აკეთებ, – ქალმა დახვეული წინდები
ფეხსაცმელებში ჩატენა და მოხდენილი მოძრაობით მოიხსნა ქამარი,
ჯილი კი კაბის გახდაში ეხმარებოდა, – იმას ვგულისხმობ, ყველაფერს

576
ისე რომ აკეთებდე, თითქოს ეშმაკთან იყო გარიგებული, მაშინ სულ
სხვა საქმე იქნებოდა. მაგრამ მაყურებელმა იცის, რომ ეს ყველაფერი
ხრიკებია. ამას ყეყეჩებიც ხვდებიან. ყველა ნომერს რაღაც ნაპერწკა-
ლი აუმჯობესებს... ოდესმე გინახავს, ცეცხლის მყლაპავს სცენაზე მოხ-
დენილი ასისტენტი აეყვანოს? არასოდეს, რადგან ლამაზი გოგონა მა-
საც შეუშლიდა ხელს და მაყურებლის ყურადღებასაც თვითონ მიიქცევ-
და. ამ უკანასკნელთ კი მხოლოდ იმის მოლოდინი უნდა ჰქონდეთ,
რომ რაღაც ცუდი მოხდება. ფიქრობენ, რომ ცეცხლი მოედება ან პირს
მაინც გამოიფუფქავს.
პატრიციამ, როგორც იქნა, კაბა თავზე გადაიძრო. ჯილმა აკოცა და
უთხრა:
– ასე უფრო ბუნებრივად გამოიყურები, დეიდა პატი. თავი შინაურუ-
ლად იგრძენი და სასმლით ისიამოვნე.
– ერთი წუთით, ჩემო კარგო, – მისის პაივონსკი დროულ დახმარე-
ბას ზეცას შეევედრა და ინატრა, ნეტავი, მოქადაგე ყოფილიყო ან თუნ-
დაც ცირკის კონფერანსიეს ლაქლაქის უნარი მაინც რომ ჰქონოდა. რა
გაეწყობოდა, ისღა დარჩენოდა, საქმეში თავისი სხეული ჩაერთო, რო-
მელიც, ჯორჯის მიერ, სწორედ ასეთ დროს გამოსადგომი ნახატები-
თაც იყო დაფარული, – აი, მე რას ვაჩვენებ ხოლმე მაყურებელს... ამას
და ჩემს გველებს, მაგრამ ეს უფრო მნიშვნელოვანია. რომელიმე
თქვენგანი ამ ნახატებს დაკვირვებია? ვგულისხმობ, ნამდვილად თუ
დაკვირვებიხართ.
– არა, – აღიარა ჯილმა, – არ გვინდოდა, მეგობრისთვის იმ ყეყეჩე-
ბივით გვეცქირა.
– მაშინ, ახლა დააკვირდით, ჩემო ძვირფასებო, რადგან ისინი
ჯორჯმა სწორედ ამისთვის დამახატა. ღმერთმა დალოცოს მისი სული
და აბედნიეროს სასუფეველში. აი, აქ, ნიკაპის ქვეშ, ჩვენი წინასწარ-
მეტყველის, წმინდა მთავარანგელოზ ფოსტერის დაბადებაა გამოსა-
ხული. აქ ის, ჯერ კიდევ, სრულიად უმანკო ბავშვია და, ალბათ, არც
იცოდა, რას უმზადებდა ზეცა საჩუქრად. მაგრამ ამ ანგელოზებმა ყვე-
ლაფერი იციან. მის გარშემო მოფარფატე ანგელოზებს ხომ ხედავთ?
შემდეგ სცენაში მისი პირველი სასწაულია გამოსახული. სოფლის სკო-

577
ლაში, სადაც სწავლობდა, პატარა ცოდვილმა ჩიტუნას ქვა ესროლა...
თავადაც ნორჩმა მთავარანგელოზმა ჩიტუნა მიწიდან აიყვანა და ჰა-
ერში აისროლა, რომელიც ისე გაფრინდა, თითქოს არც ჩამოვარდნი-
ლაო. ფონზე სკოლის შენობას ხომ კარგად ხედავთ? ახლა კი შემდეგ
ნახატზე გადავხტეთ – ზურგით უნდა შემოვბრუნდე. აქ, ყველა ნახატი
მთავარანგელოზის ცხოვრების უწმინდეს მომენტებს ასახავს...
პატრიციამ ჯილსა და მაიკს აუხსნა, რომ, როდესაც ჯორჯი ამ მაგ-
ნუმ ოპუსზე იწყებდა მუშაობას, ცოლის სხეულზე თავისუფალ ადგი-
ლებს ისაკლისებდა, რადგან მაშინ, ორივენი, ჯერ კიდევ ცოდვილები
იყვნენ და ახალგაზრდა პატრიციას, თითქმის მთელი სხეული სულ
სხვა სახის ნახატებით ჰქონდა მოსვირინგებული... თუმცა ჯორჯი არ
დანებებულა და უზარმაზარი ძალისხმევისა და გენიალური ზეშთაგო-
ნების წყალობით შეძლო, „პერლ ჰარბორზე შეტევა“ „არმაგედონად“
გადაეკეთებინა, „ნიუ იორკის ხედი“ კი „წმინდა ქალაქად“.
პატრიციამ მცირედი პაუზა გააკეთა და განაგრძო:
– მიუხედავად იმისა, რომ ახლა თითოეული ნახატი წმინდაა,
ჯორჯს უდიდეს ძალისხმევად დაუჯდა, რომ უკვე თითქმის მთლიანად
მოხატულ კანზე ჩვენი წინასწარმეტყველის სააქაო ცხოვრების ყველა
უმნიშვნელოვანესი და სანიშანსვეტო მომენტის ასახვა მოეხერხებინა.
აქ გამოსახულია, თუ როგორ ქადაგებს იმ უღმერთოებს შორის, რომ-
ლებმაც მისი სწავლება უარყვეს. მაშინ წინასწარმეტყველი პირველად
დააპატიმრეს, საიდანაც ხანგრძლივი დევნაც დაიწყო. აი, აქ კი, ზურ-
გზე, ხედავთ, როგორ ამსხვრევს იგი ცრუ კერპებს... შემდეგ ნახატზე წი-
ნასწარმეტყველი უკვე საკანშია გამოსახული, თავზე კი წმინდა ნათე-
ლი ადგას. ციხიდან იგი მორწმუნეთა მცირერიცხოვანმა ჯგუფმა იხსნა.
წინასწარმეტყველი გაათავისუფლეს, ხოლო კერპთაყვანისმცემელ
მოსამართლეს კუპრი გადაასხეს და ბუმბული დააყარეს. აქ კი, წინა
მხარეს, გამოსახულია... აჰ, ამ ნახატს ხომ მთლიანად ვერ დაინა-
ხავთ... ნაწილს ლიფი ფარავს... რა სირცხვილია...
მისის პაივონსკი დაიბნა, აღარ იცოდა, რა ექნა, რადგან ესოდენ სა-
ინტერესოდ ილუსტრირებული ქადაგება უმნიშვნელოვანეს ადგილას
გაწყდომოდა. ბუმბული და კუპრი წინასწარმეტყველის არსენალის ერ-

578
თადერთი იარაღი არ იყო. ღირსმა ფოსტერმა ადრიდანვე გააცნობი-
ერა, რომ, როდესაც საქმე რელიგიური თავისუფლების დაცვაზე მიდ-
გებოდა, კასტეტები, კეტები და პოლიციასთან შეჯახებები პასიურ წი-
ნააღმდეგობაზე ბევრად ეფექტური საშუალებები იყო. მისი ეკლესია
დაარსებიდანვე დიდი შემართებით გამოირჩეოდა, ის და მისი მიმდევ-
რები იმთავითვე ძალისმიერი მეთოდებით იმკვიდრებდნენ
ადგილს. თუმცა ფოსტერი ტაქტიკურ ნაბიჯებსაც დგამდა – ფოსტე-
რიტები ხელჩართულ ბრძოლაში მხოლოდ მაშინ ებმებოდნენ, როდე-
საც მძიმე არტილერია უფლის მხედრობის მხარეს იყო.
– მაიკლ, როგორ ფიქრობ, რა უნდა პატრიციას? – გაიფიქრა ჯილმა,
იცოდა რა, რომ მაიკი მიუხვდებოდა.
– თავად მას ჰკითხე, – უპასუხა მაიკმა.
– დეიდა პატი, – თავაზიანად მიმართა ჯილმა, – გინდა, ყველა სვი-
რინგი დაგითვალიეროთ. ასე არ არის?
– როგორ გითხრათ... როგორც ტიმი ამბობს ხოლმე, ამ ამბის ბო-
ლომდე მოსათხრობად, ჯორჯმა ჩემი სხეული კარგად გამოიყენა.
– რახან ჯორჯმა ამხელა შრომა გასწია, ესე იგი, უნდოდა, ის ყვე-
ლას ენახა. შეგიძლია, გაიხადო, რადგან შინაურები ვართ. როგორც
გითხარი, ამის ნება რომ დამრთონ, არც კი დავფიქრდებოდი, ისე გავ-
შიშვლდებოდი. არადა, ჩვენი ნომერი მხოლოდ გართობისთვისაა გან-
კუთვნილი, შენ კი მიზანი გაქვს, წმინდა მიზანი.
– კარგი... თუ ამის ნახვა მართლა გინდათ... – მისის პაივონსკიმ ჩუ-
მად წარმოთქვა „ალილუია!“ და იმით გულმოცემულმა, რომ გვერდით
თვით ფოსტერი ეგულებოდა, დანებება გადაწყვიტა. ამგვარი ღვთაებ-
რივი შეწევნითა და ჯორჯის ნიჭის შემწეობით ჯერ კიდევ არსებობდა
იმის იმედი, რომ ამ ძვირფას ბავშვებს ნათელ გზაზე დააყენებდა და
უდიადეს ჭეშმარიტებას აზიარებდა.
– დაგეხმარები, – შესთავაზა ჯილმა.
– ჯილ... – გონებით შეეხმიანა მაიკი.
– მაიკლ, არა?
– დამაცადე.

579
მისის პაივონსკი გაოგნდა და, ცოტა არ იყოს, შეშინდა კიდეც, რო-
დესაც მისი ბრჭყვიალა საცვალი და ასეთივე ლიფი თვალის დახამხა-
მებაში უკვალოდ გაუჩინარდა. ჯილსაც გაუკვირდა, რადგან მისის პა-
ივონსკის ნივთებს მისი ახალთახალი ხალათიც მოუსავლეთში მიჰყვა.
ჯილი მაიკის სამოსის გაუჩინარებასაც აღარ ელოდა, რაც მის კარგ მა-
ნერებს მიაწერა, მაგრამ გაიფიქრა, რომ საქმე მხოლოდ ეს ნამდვი-
ლად არ უნდა ყოფილიყო.
მისის პაივონსკის სუნთქვა შეეკრა. ჯილი დასამშვიდებლად მოეხ-
ვია და უთხრა:
– დამშვიდდი, დამშვიდდი, ჩემო კარგო! ყველაფერი რიგზეა. ცუდი
არაფერი მომხდარა, – ჯილი მაიკს მიუბრუნდა, – მაიკ, ეს შენ გააკეთე,
ასე რომ, ახსნაც შენ მოგიწევს. მარტივად აუხსენი.
– კარგი, ჯილ. პატ...
– გისმენ, სმიტი.
– ცოტა ხნის წინ მეუბნებოდი, რომ ნამდვილი ილუზიონისტი არ ვი-
ყავი, რომ ჩემი წარმოდგენები მაგია კი არა, მხოლოდ ხრიკები იყო.
შენ გახდას აპირებდი და მეც დაგეხმარე და ეს შენ ნაცვლად გავაკე-
თე.
– მაგრამ როგორ? სადაა ჩემი საცვლები?
– იქ, სადაც ჯილის ხალათია. იქ, სადაც ჩემი მოსაცმელია. გაქრა.
– მაგრამ მაგაზე არ იდარდო, – ჩაურთო ჯილმა, – სხვას გიყიდით.
გაცილებით უკეთესს... მაიკ, ასე არ უნდა მოქცეულიყავი.
– ვწუხვარ, ჯილ. მე როგორც დავგროკე, სწორად მოვიქეცი.
– კარგი... შესაძლოა, ასეცაა, – ჯილმა შენიშნა, რომ პატრიცია არც
ისე აღელვებულიყო. ყოველ შემთხვევაში, მომხდართან დაკავშირე-
ბით ქვეყანას არ მოსდებდა. ჯილი ამაში სრულიად იყო დარწმუნებუ-
ლი.
პატრიციას არც საცვლების დაკარგვა აღელვებდა და არც ბოლომ-
დე გაშიშვლებას დაგიდევდათ. მისის პაივონსკი არც შიშველ ადამია-
ნებს შორის აღმოჩენას შეეშფოთებინა. იგი საგონებელში იმ თეოლო-
გიურ საკითხს ჩაეგდო, რომლის სიღრმესაც, როგორც ხვდებოდა, მისი
გონება ვერ ჩასწვდებოდა.

580
– სმიტი, ეს ნამდვილი მაგია იყო?
– ვფიქრობ, ნანახს სწორედ ამას დაარქმევდი, – დაეთანხმა მაიკი,
რომელიც მაქსიმალურად სწორ სიტყვებს საგულდაგულოდ არჩევდა.
– სასწაულს უფრო დავარქმევდი, – თქვა პატრიციამ, რომელიც ჯე-
რაც ვერ გამორკვეულიყო.
– შეგიძლია, ეგ სახელიც უწოდო, თუ ასე უფრო მოგწონს, მაგრამ
ხრიკი ნამდვილად არ ყოფილა.
– ვიცი. ჩემთან ახლოსაც არ მდგარხარ.
პატრიციას ყოველდღიურად უხდებოდა კობრებთან ურთიერთობა
და მათ შიშველი ხელებითაც ეხებოდა. მათთვის სამწუხაროდ, არაერ-
თხელ ჰქონია საქმე აბეზარ მთვრალებთანაც, ასე რომ, მშიშარა ნამ-
დვილად არ ეთქმოდა. პატრიცია პაივონსკი თვით ეშმაკსაც არ შეუშინ-
დებოდა, რადგან ღრმა რწმენა ასულდგმულებდა და ზურგსაც უმაგ-
რებდა. გულწრფელად სწამდა, რომ ხსნა ეპოვა და რომ ეშმაკიც ვერა-
ფერს დააკლებდა. მაგრამ ახლა მეგობრების გამო აღელვებულიყო.
– სმიტი... თვალებში შემომხედე. ეშმაკთან დადე გარიგება?
– არა, პატ. ეშმაკთან გარიგება არ დამიდია.
პატრიცია მაიკს თვალებში შესცქეროდა, ბოლოს თქვა:
– არ ცრუობ...
– მან არც იცის, რა არის სიცრუე, – ჩაურთო ჯილმა.
– მაშინ, გამოდის, რომ ეს მართლა სასწაულია. სმიტი... შენ წმინდა-
ნი ხარ!
– არ ვიცი, პატი.
– მთავარანგელოზმა ფოსტერმაც არ იცოდა, წმინდანი რომ იყო.
ამის შესახებ მხოლოდ მოზარდობისას შეიტყო... მიუხედავად იმისა,
რომ მანამდეც არაერთი სასწაული ჩაედინა. ნამდვილად წმინდანი
ხარ. მე ვგრძნობ ამას, თანაც ცხადად, – პატრიცია ჩაფიქრდა და და-
ამატა: – ვფიქრობ, ეს ჩვენი პირველი შეხვედრისთანავე ვიგრძენი.
– არ ვიცი, პატ.
– ეს მართლაც შესაძლებელია, – დაეთანხმა ჯილი, – მაგრამ ამის
შესახებ ჯერ თავადაც არ იცის. მაიკლ... ვფიქრობ, პატრიციას უკვე მე-

581
ტისმეტად ბევრი ვუთხარით და აღარც დანარჩენის დამალვას აქვს აზ-
რი.
– მაიკლ! – წამოიძახა პატრიციამ, – მთავარანგელოზი მიქაელი,
რომელიც ზეციდან დედამიწაზე ადამიანური სახითაა წარმოგზავნი-
ლი!
– დეიდა პატი, ძალიან გთხოვ! ასეც რომ იყოს, მან ეს არ იცის...
– არც არის აუცილებელი, იცოდეს. უფალი დიად სასწაულებს ხში-
რად ისე მოგვივლენს, რომ ამის თაობაზე ვერავინ ხვდებოდეს. შეუც-
ნობელ არს გზანი უფლისანი!
– დეიდა პატი, ერთი წუთით დამაცადე და ყველაფერს მოგიყვები.
რამდენიმე წუთში მისის პაივონსკიმ გაიგო, რომ მაიკი, სინამდვი-
ლეში, მარსელი ადამიანი იყო და დათანხმდა, რომ მიიღებდა მას, რო-
გორც ადამიანს და მოექცეოდა მას, როგორც ადამიანს... თუმცა მაინც
განაცხადა, რომ საკუთარ აზრზე დარჩებოდა იმასთან დაკავშირებით,
თუ სინამდვილეში რას წარმოადგენდა მაიკი არსობრივად და რატომ
იმყოფებოდა დედამიწაზე. პატრიციამ ორივეს აუხსნა, რომ, დედამი-
წაზე ყოფნის პერიოდში, მთავარანგელოზი ფოსტერიც ნამდვილი და
ჭეშმარიტი ადამიანი ბრძანდებოდა, მაგრამ, იმავდროულად, ყოველ-
თვის რჩებოდა ასეთივე ნამდვილ და ჭეშმარიტ მთავარანგელოზად,
მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ თავადაც არ უწყოდა. თუ ჯილი
და მაიკლი დაიჟინებდნენ, რომ ხსნა ჯერ არ ეპოვათ, ეს მათი ნება იქ-
ნებოდა და, ასეთ შემთხვევაში, მისის პაივონსკი მათ ისე მოეპყრობო-
და, როგორც თვითონ სურდათ, მოპყრობოდა, რამეთუ შეუცნობელ არს
გზანი უფლისანი!
– ვფიქრობ, შეგიძლია, მაძიებლებად მოგვიხსენიო, – უთხრა მაიკ-
მა.
– ძალიან კარგი, ჩემო კარგებო! დარწმუნებული ვარ, რომ ხსნასაც
ჰპოვებთ. ნათლისკენ მიმავალ გზაზე სიარული თვით ფოსტერმაც კი
მაძიებლობით დაიწყო. მე ყველანაირად დაგეხმარებით.
ამის შემდეგ პატრიცია კიდევ ერთი სასწაულის მოწმე გახდა. ხალი-
ჩაზე წრიულად ისხდნენ. ჯილი ზურგზე გადაწვა და მაიკს საკუთარი
გონების კარი გაუხსნა. და ყოველგვარი შელოცვების, ჩამოსაფარებ-

582
ლისა თუ რაიმე მსგავსის გარეშე, რითაც მაიკი არარსებულ მეტალის
ჯოხს დაფარავდა, ჯილი ჰაერში აალივლივა. პატრიცია ნეტარებით
შესცქეროდა ამ სასწაულს. სახეზე მშვიდი ღიმილი ეფინა, რამეთუ სრუ-
ლიად იყო დარწმუნებული, რომ სწორედ სასწაულის მოწმე გამხდარი-
ყო.
– პატ, – უთხრა მაიკმა, – ზურგზე დაწექი.
პატრიცია ასეც მოიქცა, თანაც ისე, რომ მიზეზი არც უკითხავს, თით-
ქოს მის წინაშე თვით ფოსტერი ყოფილიყო.
ჯილმა თავი მიაბრუნა, მაიკისკენ გაიხედა.
– ხომ არ გირჩევნია, ჯერ მე დამიშვა?
– არა, ყველაფერი რიგზეა.
პატრიციამ იგრძნო, ნელ-ნელა როგორ მოშორდა ხალიჩას, მაგრამ
მოსალოდნელი შიშის ნაცვლად, ისეთ
რელიგიურ ექსტაზს განიცდიდა, რომ უნებურად თვალები აუწყლი-
ანდა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს სხეულში ელვამ დაუარაო. ასეთი
ღრმა ექსტაზი მას შემდეგ არ განეცადა, რაც, ჯერ კიდევ ახალგაზრდო-
ბაში, წინასწარმეტყველ ფოსტერის წმინდა ხელი შეხებოდა. როდესაც
მაიკმა ორივე ქალი ერთმანეთს მიაახლოვა და ჯილმა ჩაიხუტა, პატ-
რიცია მოზღვავებული გრძნობებისაგან ხმამაღლა აქვითინდა და ბედ-
ნიერების ცრემლები წასკდა.
მაიკმა ისინი ციმციმ დაუშვა. როგორც მოელოდა, ოდნავაც კი არ
დაღლილიყო. უკვე აღარც ახსოვდა, ნამდვილი დაღლა ბოლოს რო-
დის ეგრძნო.
– მაიკ, ერთი ჭიქა წყალი გვჭირდება, – უთხრა ჯილმა.
– წყალი?
– ჰო, – გონებითვე უპასუხა ქალმა.
– რატომ?
– აუცილებლობის გამო. როგორ ფიქრობ, პატრიცია აქ რისთვის მო-
ვიდა?
– მე ეს ვიცოდი, მაგრამ არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შენც იცო-
დი... და რომ ამას მოიწონებდი, ჩემო მოძმე, ჩემო სახება.

583
მაიკი წყლის მოსატანად არ ამდგარა. სანაცვლოდ სასმისებიანი
ლანგრიდან ერთი ჭიქა სააბაზანოში გაგზავნა, ონკანი მოუშვა, გაავსო
და უკან დააბრუნა. ჭიქა პირდაპირ ჯილის ჩაუფრინდა ხელებში. პატ-
რიცია მომხდარს ინტერესით უყურებდა და უკვე აღარაფერი უკვირდა.
– პატი, – მიმართა ჯილმა, – ეს ნათლობას ჰგავს... ქორწინებასაც.
ეს... მარსული რიტუალია, რაც ნიშნავს, რომ შენ ჩვენ გვენდობი, ჩვენ –
შენ... ეს ნიშნავს, რომ შენ ჩვენთვის ნებისმიერი რამის გაზიარება შე-
გიძლია, ჩვენ – შენთვის... ეს ნიშნავს, რომ, ამიერიდან, სამუდამოდ, აწ
და მარადის დავუკავშირდებით ერთმანეთს. ეს ძალიან მნიშვნელოვა-
ნია... და ამის დარღვევა შეუძლებელია. თუ დაარღვევ, ჩვენ უმალ და-
ვიხოცებით, მიუხედავად იმისა, ვპოვებთ თუ არა ხსნას. თუ ჩვენ და-
ვარღვევთ... მაგრამ ეს სრულიად გამორიცხულია. არ ხარ ვალდებუ-
ლი, წყალი გაგვიზიარო – თუ ეს არ გინდა, დაე, ასე იყოს, მაინც მეგობ-
რებად დავრჩებით. და თუ ეს შენს რწმენას ოდნავ მაინც ეწინააღმდე-
გება, ამას ნუ გააკეთებ. ჩვენ შენს ეკლესიას არ მივეკუთვნებით. შეიძ-
ლება, პირიქით გეგონა, მაგრამ, გარწმუნებ, მართლა ასეა და, ალბათ,
არც არასდროს გავხდებით მისი ნაწილი. ამრიგად, ყველაზე მეტი, რაც
შეგიძლია, მაძიებლები გვიწოდო. მაიკ, შენ რას იტყვი?
– ჩვენ ერთნაირად ვგროკავთ, – დაეთანხმა ჯილს მაიკი, – პატ, ჯი-
ლი სწორად ლაპარაკობს, მაგრამ, ვისურვებდი, ამის შესახებ შენთვის
მარსულად მეთქვა, რადგან ასე უფრო ზუსტად და გასაგებად გადმოვ-
ცემდი. ეს მართლაც ჰგავს ქორწინების რიტუალს, მაგრამ გაცილებით
მეტს მოიცავს... ჩვენ შეგვიძლია წყალი შემოგთავაზოთ, თუმცა თუ არ-
სებობს რაიმე მიზეზი, რელიგიური ან ნებისმიერი სხვა, ან, უბრალოდ,
გული არ მიგიწევს ამისკენ, მაშინ ნუ შესვამ ამ წყალს!
პატრიციამ ღრმად ჩაისუნთქა. მსგავსი გადაწყვეტილება ოდეს-
ღაც, ძალიან დიდი ხნის წინ, უკვე მიეღო... როდესაც ქმარი, ჯერ კიდევ,
გვერდით ჰყავდა... პატრიცია მაშინ გაბედულად მოიქცა. ახლა კი... გა-
ნა ვინ არის იგი წმინდანი რომ უარყოს, ანდაც მისი სულიერი საცოლე?
– შევსვამ, – მტკიცედ განაცხადა პატრიციამ.
ჯილმა წყალი მოსვა და ჭიქა მაიკს გადასცა.
– ჩვენ შორის უფრო მზარდი სიახლოვეა.

584
მაიკმა ჯერ ჯილს მიაპყრო მზერა, მერე პატრიციას.
– გმადლობ წყლისთვის, ჩემო წყლისმიერო მოძმე, – მაიკმაც მოსვა
და ჭიქა პატრიციას გადააწოდა,- პატ, მე შენ სიცოცხლის წყალს გთა-
ვაზობ. დაე, მუდამ დარწყულებულიყავი.
პატრიციამ ჭიქა გამოართვა.
– გმადლობთ, გმადლობთ, ჩემო კარგებო! სიცოცხლის წყალი... აჰ,
ორივე ძალიან მიყვარხართ!
პატრიცია მწყურვალივით დაეწაფა წყალს.
ჯილმა ჭიქა გამოართვა და დარჩენილი წყალი დალია.
– ჩვენ შორის უფრო მზარდი სიახლოვეა, ჩემო მოძმე.
მაიკი ჯილის გონებას მისწვდა.
– ჯილ...
– ნუღარ დააყოვნებ!!!
მაიკლმა ახალი წყლისმიერი მოძმე ნელ-ნელა მაღლა ასწია, ჰაერ-
ში აალივლივა და ფრთხილად დაუშვა საწოლზე.
ვალენტაინ მაიკლ სმიტს პირველივე ჯერზე დაეგროკა, რომ ადა-
მიანური ხორციელი სიყვარული, ეს მეტად ადამიანური და მეტად ხორ-
ციელი სიყვარული, მხოლოდ ახალი კვერცხების ჩასახვის საშუალება
არ იყო და არც მხოლოდ მზარდი სიახლოვისთვის გამოეგონებინათ.
მზარდ სიახლოვეს ეს ქმედება იმთავითვე გულისხმობდა და ეს მარ-
თლაც უდიდესი სიკეთე იყო, რაც, რამდენადაც იცოდა, მისი ადრინდე-
ლი ხალხის, თვით უხუცესებისთვისაც არ იყო ცნობილი. ამ მოვლენას
ჯერ კიდევ გროკავდა და ცდილობდა, დაგროკვის სრულყოფისთვის
ყველა შესაძლებლობა გამოეყენებინა. თავდაპირველად ეშინოდა,
რომ იმაზე ფიქრი, თითქოს ამ საოცარი ექსტაზის შესახებ უხუცესებს
წარმოდგენაც არ ჰქონდათ, ერესი იყო. მაგრამ შემდეგ დაეგროკა,
რომ ეს, უბრალოდ, მისი ახალი ხალხის უნიკალური სულიერი სიღრმის
განსახიერება იყო. ბედნიერი იყო ამ აღმოჩენით, რასაც არც მალავდა
და ამის თაობაზე შეცდომის დაშვების ბავშვური შიშის გარეშეც ლაპა-
რაკობდა. მისი დედამიწელი მასწავლებლები უჩვეულოდ კარგად
მომზადებული აღმოჩენილიყვნენ იმისთვის, რომ ზრდაში უმანკოების

585
შელახვის გარეშე დახმარებოდნენ, რისი შედეგიც ისეთივე უნიკალუ-
რი გახლდათ, როგორიც თვითონ მაიკი იყო.
ჯილს გაუხარდა და სულაც არ გაჰკვირვებია, როდესაც დეიდა პატ-
რიციამ მოსალოდნელი სრული მზაობით მიიღო და ბუნებრივად მიიჩ-
ნია, რომ მაიკთან წყლის უძველესი მარსული ტრადიციით გაზიარების
შემდეგ, სრულიად ბუნებრივი, მეტიც, აუცილებელი და გარდაუვალიც
იქნებოდა, უძველესი ადამიანური ტრადიციით ახლა უკვე თვით მაიკი
გაეზიარებინათ. ჯილს, ცოტა არ იყოს, უკვირდა, თუმცა მაინც სიამოვ-
ნებდა, რომ ახალ წყლისმიერ მოძმეს სრული სიმშვიდით მიეღო მა-
იკის სასწაულმოქმედების უნარი, რისი დემონსტრირება ჯერაც არ და-
ესრულებინა. თუმცა მას ავიწყდებოდა, რომ პატრიცია წმინდანს ად-
რეც შეხვედროდა, ამრიგად, მათგან ჩვეულებრივ ადამიანებზე მეტს
მოელოდა. ჯილი უდარდელ ბედნიერებას განიცდიდა, რადგან გადამ-
წყვეტ მომენტში შესაბამისი ქმედება განხორციელებულიყო და ახლა,
უფრო მეტი მზარდი სიახლოვისთვის, სრულ ექსტაზში გადაშვებული-
ყო... და ამ ყველაფერზე უკვე მარსულად და ადრინდელისგან სრული-
ად განსხვავებულად ფიქრობდა.
დასვენების ჟამს მაიკმა პატი დასაბანად სააბაზანოში გადაანაც-
ვლა, ჯილი კი აბაზანის კიდეზე ჩამომჯდარიყო, უყურებდა, მაიკი თა-
ვისზე ასაკოვან ქალს ტელეკინეზით როგორ ბანდა და კისკისებდა. ეს
ყველაფერი მეტისმეტად ადამიანური იყო, ამაში არაფერი მარსული
არ ერია. ზოგჯერ ამ მეთოდით მაიკი ჯილსაც ბანდა ხოლმე, პატრიცი-
ას მოსვლამდეც ხომ სწორედ ამას აკეთებდა. პირველად ეს შემთხვე-
ვით მოხდა – მაიკს, უბრალოდ, ადგომა დაეზარა. შემდგომში ეს რი-
ტუალი ერთგვარ ტრადიციადაც ჩამოყალიბდა და ჯილმა იფიქრა,
რომ პატრიციასაც მოეწონებოდა. პატრიციას შემხედვარე ჯილს სიცი-
ლი აუტყდა – მას ხომ პირველად ბანდა უხილავი ხელი, რომელმაც
ჯერ მთელი სხეული გაუსაპნა, მერე კი მაგრად გაუხეხა. პატრიცია კი-
დევ უფრო სასაცილო გახდა, როდესაც მაიკმა წამში, პირსახოცისა და
ცხელი ჰაერის ნაკადის გარეშე, გაამშრალა. გაკვირვებული ქალი თვა-
ლებს ახამხამებდა, ბოლოს კი მტკიცედ განაცხადა:
– უნდა დავლიო, თანაც ბლომად.

586
– რა თქმა უნდა, ჩემო კარგო.
– და ჯერ კიდევ მინდა, ჩემი ნახატები ბოლომდე გაჩვენოთ... ყვე-
ლა, – ჯილი სააბაზანოდან გავიდა. პატრიცია და მაიკიც კვალდაკვალ
მიჰყვნენ. პატრიცია ხალიჩის ცენტრში დადგა და თქვა:
– ვიდრე ჩემს დანარჩენ სვირინგებს დაათვალიერებდეთ, ჯერ თა-
ვად მე შემომხედეთ და მითხარით, რას ხედავთ.
მაიკმა გონებაში პატრიციას სვირინგები მოაშორა და ახალ წყლის-
მიერ მოძმეს მათ გარეშე შეხედა. ეს ნახატები ძალიან მოსწონდა,
რადგან, ერთი მხრივ, პატრიციას სხეულს სხვადასხვა ნაწილებად გა-
მოყოფდნენ, მეორე მხრივ კი, მას ინდივიდუალობასა და განუმეორებ-
ლობას ანიჭებდნენ. მაიკის აღქმით, ქალს ისინი ერთგვარ მარსულ
ელფერსაც სძენდნენ, რამეთუ ადამიანთა ერთფეროვანი მასიდან გა-
მოარჩევდნენ. პატრიციას ყველა სვირინგი ზედმიწევნით შეესწავლა
და დაემახსოვრებინა და უკვე იმაზეც დაეწყო ფიქრი, რომ სხეული თა-
ვადაც მოესვირინგებინა – ცხადია, მას შემდეგ, რაც კარგად დაგრო-
კავდა, თუ რისი დახატვა ენდომებოდა. იქნებ მამის – წყლისმიერ მოძ-
მე იუბალის ცხოვრება ამოესვირინგებინა? ეს კარგად უნდა მოეფიქრე-
ბინა და ჯილთანაც განეხილა – იქნებ სხეულის მოხატვა მასაც მოენ-
დომებინა. ახლა უკვე იმაზე დაფიქრდა, თუ როგორი ნახატები გაამ-
შვენიერებდა ჯილს და კიდევ უფრო დაამსგავსებდა საკუთარ თავს,
ისევე, როგორც სუნამო აძლიერებდა ჯილის ბუნებრივ სუნს მისი შეც-
ვლის გარეშე.
სვირინგების გარეშე პატრიციას ყურება მაიკს ადრინდელივით
აღარ მოსწონდა, ასე ქალი ჩვეულებრივი და არაფრით გამორჩეული
ადამიანივით გამოიყურებოდა. მაიკს ჯერ კიდევ ვერ დაეგროკა დი-
უკის კოლექცია, საიდანაც პირველად შეეტყო, რომ ქალის სხეულის
ზომებში, ფორმებში, პროპორციებსა და ფერებში გაცილებით მეტი
მრავალფეროვნება არსებობდა, ვიდრე წარმოედგინა. ამ სურათები-
დან ისიც გაეგო, რომ გარკვეული აკრობატული მრავალფეროვნება
ფიზიკურ სიყვარულშიც არსებობდა. ამ მარტივი ფაქტების შეცნობის
შემდეგ მაიკმა მიიჩნია, რომ დიუკის საკმაოდ ძვირფასი კოლექციის-
გან, სავარაუდოდ, მეტს ვეღარაფერს დაგროკავდა. აღზრდის ადრე-

587
ულ ეტაპზე, როგორც მხედველობითი, ისე სხვა შეგრძნებების გამოყე-
ნებით, მაიკს დაკვირვების უნიკალური უნარი ჩამოყალიბებოდა, მაგ-
რამ, იმავე აღზრდის წყალობით, ვუაიერიზმის მიმართ სრულიად გულ-
გრილი დარჩენილიყო და ამით ვერც ეროტიკულ სიამოვნებას იღებდა.
მაგრამ ეს არ ნიშნავდა, რომ ქალებს, მათ შორის, პატრიციასაც, სექ-
სუალურად მიმზიდველად და მასტიმულირებლად არ მიიჩნევდა, მაგ-
რამ ამ განცდას მხედველობის გრძნობასთან მაინც ვერ აკავშირებდა,
რადგან კონკრეტული მოვლენის აღსაქმელად ყნოსვა და შეხება მის-
თვის გაცილებით მეტს ნიშნავდა. ამ მხრივ, მაიკი ადამიანურისა და
მარსულის უცნაურ და თავისებურ ნაზავს წარმოადგენდა. ამ განცდის
შესაბამისი მარსული რეფლექსი, რომელიც დაცემინებასავით ჩვე-
ულებრივი რამ იყო, სწორედ ხსენებული ორი შეგრძნების სიმბიოზს
წარმოადგენდა, მაგრამ ამ
ინსტინქტის ამუშავება მხოლოდ სათანადო დროს ხდებოდა შესაძ-
ლებელი. სექსუალური ურთიერთობა მარსზე ისევე იყო დაცლილი ყო-
ველგვარი რომანტიზმისგან, როგორც, მაგალითად, ადამიანებისთვის
ინტრავენური კვება არ გულისხმობდა არაფერ რომანტიკულს.
მას შემდეგ, რაც მაიკმა პატრიციას სვირინგების გარეშე შეხედა,
კიდევ უფრო გამოიკვეთა ის, რასაც აქამდეც ხედავდა – პატრიციას სა-
კუთარი სახე ჰქონდა, რომელიც მისი განსაკუთრებული ცხოვრების მი-
ერ დატოვებული სილამაზის ანაბეჭდს წარმოადგენდა. ცოტა არ იყოს,
გაუკვირდა კიდეც, როდესაც გააცნობიერა, რომ საკუთარი სახე პატრი-
ციას უფრო ჰქონდა, ვიდრე ჯილს, რის შემდეგაც ქალის მიმართ მეტი
სიმძაფრით იგრძნო ის, რასაც ჯერ სიყვარულს არ უწოდებდა, მაგრამ,
რასთან მიმართებაშიც, მარსულ შესატყვისს იყენებდა.
სხვა ადამიანების მსგავსად, პატრიციასაც, უნიკალური სუნი და სა-
კუთარი, ოდნავ ხრინწიანი ხმა ჰქონდა, რომელიც მაიკს მაშინაც მოს-
წონდა, როდესაც ამ ხმით წარმოთქმული სიტყვების შინაარსის ოდნავ
დაგროკვასაც ვერ ახერხებდა. ...სუნი კი მუშკის მსუბუქ და მომწარო
სურნელთან შერეოდა, რაც, როგორც მაიკმაც იცოდა, გველებთან ხში-
რი ურთიერთობით იყო განპირობებული. ეს მაიკს სულაც არ განაწყობ-
და უარყოფითად, რადგან იცოდა, რომ გველები, სვირინგების მსგავ-

588
სად, პატრიციას განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. მაიკს მისი გვე-
ლებიც მოსწონდა და, შეეძლო, სათანადო სიფრთხილით, ყველაზე
შხამიანებიც აეყვანა ხელში. ამაში დროის შენელების უნარი ეხმარე-
ბოდა, რაც გველებს კბენის შესაძლებლობას არ აძლევდა, რადგან, ამ
დროს, მიმდინარე მოვლენებს შენელებული კადრივით აღიქვამდა და
რეაგირებაც აუჩქარებლად შეეძლო. გველები მასთან ერთად გროკავ-
დნენ. ისინი იყვნენ სრულიად უმანკონი და, ამავდროულად, შეუბრა-
ლებელნიც, რაც მაიკს ძველ სახლს აგონებდა. პატრიციას გარდა თაფ-
ლაკვერას ხელში ისე აყვანა, რომ მახრჩობელას თავი კომფორტუ-
ლად ეგრძნო, მხოლოდ მაიკს ძალუძდა. ზოგადად, თაფლაკვერა საკ-
მაოდ მშვიდი და უწყინარი გველი გახლდათ და მისი აყვანა ნებისმი-
ერს შეეძლო, მაგრამ მაიკის მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებუ-
ლება ჰქონდა, მას პატრიციას შემცვლელად აღიქვამდა.
მაიკმა პატრიციას კიდევ ერთხელ შეხედა და გონებაში ყველა სვი-
რინგი დააბრუნა. მას ჯილიც უყურებდა და, ცდილობდა, მიმხვდარიყო,
თუ რატომ მოეხატა მთელი სხეული. ფიქრობდა, რომ ქალი გაცილე-
ბით მშვენიერი იქნებოდა, ცოცხალ კომიქსს რომ არ ჰგვანებოდა. მაგ-
რამ ჯილს პატრიცია უყვარდა და არა მისი გარეგნობა. გარდა ამისა,
ისიც ახსოვდა, რომ პატრიციას საკმაოდ რიგიანად ცხოვრება სწორედ
ამ ნახატების წყალობით შეეძლო, ყოველ შემთხვევაში, იქამდე მაინც,
ვიდრე იმდენად არ დაბერდებოდა, რომ ეს ყეყეჩები მისი შიშველი
სხეულის სანახავად ფულს იმ შემთხვევაშიც არ გადაიხდიდნენ, თვით
რემბრანდტის მიერაც რომ ყოფილიყო მოხატული და ხელმოწერილი.
ჯილი იმასაც ფიქრობდა, რომ შავი დღისთვის საკმაო თანხაც ექნებო-
და გადანახული, მაგრამ უცებ გაახსენდა, რომ პატრიცია უკვე მაიკისა
და, ცხადია, მისი წყლისმიერი მოძმე იყო, რაც ნიშნავდა, რომ მაიკის
ამოუწურავი ქონება პატრიციას ღირსეულ სიბერესაც უზრუნველყოფ-
და. ამის გახსენებაზე ჯილს გული გაუთბა.
– აბა, რას იტყვით? – ისევ ჰკითხა მათ პატრიციამ, – რას ხედავთ?
მაიკლ, რამდენი წლისა ვიქნები?
– არ ვიცი, – გულწრფელად უპასუხა მაიკმა.
– გამოიცანი.

589
– არ შემიძლია.
– მიდი, სცადე. ნუ გეშინია, არ მეწყინება.
– პატი, – ჩაერია ჯილი, – მაიკი გულისხმობს, რომ ამის გაკეთება
მართლა არ შეუძლია. უბრალოდ, ასაკის შეფასების უნარი არ აქვს.
ხომ იცი, რომ მარსზე გაიზარდა და ცხოვრების უდიდესი ნაწილიც იქ
გაატარა, ამიტომ დროს დღემდე მარსული საზომით განსაზღვრავს და
მარსულ არითმეტიკას იყენებს. როდესაც საქმე დროსა და ციფრებს
ეხება, ყოველთვის მე ვეხმარები.
– კარგი, ჩემო კარგო, მაშინ შენ გამოიცანი ჩემი ასაკი. ოღონდ გუ-
ლახდილი იყავი.
ჯილმა პატრიცია კიდევ ერთხელ შეათვალიერა. ქალს მოხდენილი
ფიგურა ჰქონდა, მაგრამ, ამჯერად, ჯილმა ყურადღება მის ხელებს,
ყელსა და თვალების კუთხეებს მიაქცია. მიუხედავად იმისა, რომ
წყლისმიერ მოძმეებს შორის სრული გულწრფელობა და გულახდილო-
ბა უნდა ყოფილიყო, ჯილმა ნავარაუდებ ასაკს მაინც ჩამოაკლო ხუ-
თიოდე წელიწადი და პატრიციას ოდნავი თვალთმაქცობით უპასუხა:
– ასე, ოცდაათიოდე წლისა იქნები. ერთი წლით მეტი ან ნაკლების.
პატრიციამ ტრიუმფალური სახით გაიცინა.
– ეს მხოლოდ ერთია იმ უამრავი სიკეთიდან, რაც ჭეშმარიტ რწმე-
ნას მოაქვს, ჩემო ძვირფასებო, მხოლოდ ერთი! ჯილ, საყვარელო, მე
უკვე ორმოცს გადავაბიჯე, თუმცა ვერ გეტყვით, რამდენად შორს გავ-
ცდი ამ ასაკს, რადგან, კარგა ხანია, წლების თვლას შევეშვი.
– მაგ ხნისას ნამდვილად არ ჰგავხარ.
– ვიცი, რომ არ ვგავარ. აი, რა შეუძლია ბედნიერებას. პირველი შვი-
ლის გაჩენის შემდეგ გარეგნობაზე ხელი ავიღე, წონაში მოვიმატე და
ნამდვილ გოდორს დავემსგავსე. მუცელი ოთხი თვის ფეხმძიმესავით
მქონდა, ძუძუები ლამის წელამდე ჩამომეკიდა და მათ აწევასაც აღარ
ვცდილობდი. ცხადია, არ ხართ ვალდებული, სიტყვაზე მენდოთ. რა
თქმა უნდა, ვიცოდი, რომ კარგი პლასტიკური ქირურგი ოპერაციის შემ-
დგომ იარებს არ დამიტოვებდა... მაგრამ ჩემს შემთხვევაში ეს დაუშვე-
ბელი იყო, ორი ნახატიდან მაინც მოუწევდა ნაწილების ჩამოჭრა.
პატრიციამ მცირე პაუზის შემდეგ განაგრძო:

590
– სწორედ მაშინ ვიხილე ნათელი! სწორედ მაშინ მოვექციე! არავი-
თარი დიეტა, არავითარი ვარჯიში... მე ხომ ახლაც უამრავს ვჭამ, ეს
თქვენც იცით. ბედნიერება, ჩემო კარგებო, ამის ერთადერთი, ნამდვი-
ლი მიზეზი სრულყოფილი ბედნიერებაა, რომლისკენ მიმავალი გზაც
ჩვენმა დალოცვილმა წინასწარმეტყველმა ფოსტერმა გამინათა. სწო-
რედ ეს არის ის ჭეშმარიტი ბედნიერება, რომელიც უფლისკენ მიმავალ
გზაზე მოიპოვება.
– საოცარია, – სრულიად გულწრფელად შესძახა ჯილმა. იგი იცნობ-
და ქალებს, რომლებსაც ფიგურა პატრიციას მსგავსად შეენარჩუნები-
ნათ, მაგრამ ეს მხოლოდ და მხოლოდ უდიდესი ძალისხმევის ფასად
მოეხერხებინათ. ჯილს მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი, რომ, როდე-
საც ამის დრო მოვიდოდა, თვითონაც ასე მოქცეულიყო. მან ისიც იცო-
და, რომ დიეტასთან და ვარჯიშთან დაკავშირებით პატრიცია სრულ
სიმართლეს ამბობდა. ყოველ შემთხვევაში, იმ დროის განმავლობაში,
რაც ერთად გაეტარებინათ, ასეთი რამ არასდროს შეემჩნია. როგორც
ქირურგებთან მუშაობის დიდი გამოცდილების მქონე მედდამ, მშვე-
ნივრად იცოდა, თუ სხეულის რომელ ნაწილში აშორებდნენ ხოლმე
ცხიმს, ამრიგად ჯილს დარწმუნებით შეეძლო ეთქვა, რომ პატრიციას
სვირინგებს სკალპელი ნამდვილად არასდროს შეხებოდა.
მაიკი კი პატრიციას ნათქვამს საერთოდ არ გაეოცებინა. უბრალოდ
დაასკვნა, რომ მას სხეულის სურვილისამებრ მართვა ესწავლა და ამ
უნარს ფოსტერის სასწაულმოქმედობას მიაწერდა. მაიკი ცდილობდა,
ამის გაკეთება ჯილისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ იცოდა, რომ ამ
მხრივ სრულყოფილების მისაღწევად ის ჯერ მარსულს უნდა დაუფლე-
ბოდა. აჩქარება საჭირო არ იყო, ყველაფერი დალოდებით მოგვარდე-
ბოდა.
– მინდოდა, საკუთარი თვალით გენახათ რწმენის ძალა და მის მი-
ერ ჩემთვის მოტანილი სიკეთე, – აგრძელებდა პატრიცია, – თუმცა ეს
მხოლოდ გარეგნული ნაწილია, მთავარი ჩემში მომხდარი ცვლილებაა
– ბედნიერება! თქვენთვისაც ამიტომ ვცდილობ ამ ყველაფრის ახსნას.
ღმერთმა იცის, ენა არც ისე კარგად მიჭრის... თუმცა აუცილებლად უნ-
და მეცადა და შევეცდები კიდეც. და თუ კითხვა გაგიჩნდებათ, აუცი-

591
ლებლად მკითხეთ, ყველაფერზე გიპასუხებთ. უპირველეს ყოვლისა,
უნდა მიიღოთ და აღიაროთ ის ფაქტი, რომ ყველა ეგრეთ წოდებული
ეკლესია, მხოლოდ და მხოლოდ, სატანის მიერ დაგებული მახეა. იესო
ქრისტემ ჭეშმარიტება იქადაგა – ასე ამბობდა ფოსტერი და ამ სიტყვე-
ბისა მთელი გულით მჯერა, თუმცა შუა საუკუნეებში, იმ ბნელ ეპოქაში,
მისი სიტყვები ისე შეცვალეს, იმდენად გაამრუდეს და ზედმეტი დაუმა-
ტეს, რომ საკუთარ ნათქვამს, ალბათ, თვით იესოც ვეღარ იცნობდა.
სწორედ ამიტომ წარმოაგზავნეს დედამიწაზე წინასწარმეტყველი
ფოსტერი, რათა კაცობრიობისთვის „ახალი გამოცხადება“ ემცნო, გა-
ნეწმინდა რწმენა და გამოესწორებინა ყველაფერი, რაც კი მის მოს-
ვლამდე გაემრუდებინათ.
პატრიციამ საჩვენებელი თითი აღმართა. ამ პოზაში ერთობ შთამ-
ბეჭდავად გამოიყურებოდა, საკრალური სიმბოლოებით მოხატული
მანტიით შემოსილ, შინაგანი ღირსებითა და სიწმინდით აღვსილ ქუ-
რუმს დამსგავსებოდა.
– ღმერთს სურს, ბედნიერები ვიყოთ, ამიტომ, თუ, რა თქმა უნდა, მის
ნათელს მივიღებთ, მაშინ მთელი სამყარო ჩვენთვის ბედნიერების
მომნიჭებელი რაღაცებით იქნება სავსე. განა ღმერთი დაუშვებდა,
ყურძნის წვენი ღვინოდ ქცეულიყო, რომ არ ნდომებოდა, დაგველია და
ლხენას მივცემოდით? ხომ შეეძლო, უბრალოდ, ისე გაეკეთებინა, რომ
ყურძნის წვენი წვენადვე დარჩენილიყო... ან პირდაპირ ძმრად გადა-
ექცია, რისი დალევაც სულაც არ არის ლხენის მომტანი. განა ასე არ
არის? რა თქმა უნდა, ღმერთს არც ის უნდა, რომ ადამიანები გონების
დაკარგვამდე დათვრნენ, გალოთდნენ, ცოლებს სცემონ და შვილები
უპატრონოდ მიყარონ... მან ყოველივე კარგი ხომ მხოლოდ იმისთვის
მოგვცა, რომ მისით გონიერების ფარგლებში ვისარგებლოთ და არა
იმისთვის, რომ ზიანი მივაყენოთ სხვებსაც და საკუთარ თავსაც, ან, უბ-
რალოდ, უარვყოთ ეს ყველაფერი? თუ ნათელის მხილველ მეგობრებ-
თან ერთად რამდენიმე ჭიქას დალევთ, თუ გამხიარულდებით, მოილ-
ხენთ და მოგინდებათ, ღმერთს ცეკვითა თუ ხტუნვით აღუვლინოთ ამ
სიკეთისთვის მადლიერება, რატომ არ უნდა მოიქცეთ ასე? ღმერთმა

592
ხომ სწორედ ამიტომ შექმნა ღვინო და მოგვცა ფეხები, რომ ბედნიერე-
ბის ჟამს სწორედ ეს გავაკეთოთ?!
პატრიციამ მცირე პაუზა გააკეთა და ჯილს მიუბრუნდა:
– ერთიც დამისხი, ჩემო კარგო. ქადაგება წყურვილს ამძაფრებს. ამ-
ჯერად ჯანჯაფილის ლუდისგან თავს შევიკავებ და ქერისაზე გადა-
ვალ... აი, კიდევ რისი თქმა მინდოდა: ღმერთს რომ ნდომებოდა, ქა-
ლებისთვის არ ეყურებინათ, მაშინ მათ ხომ მახინჯებად შექმნიდა, გა-
ნა ასე არ არის? ღმერთი თაღლითი არ არის და ამ თამაშის წესებიც
მისი დადგენილია. ყველაფერს ისე ვერ მოაწყობდა, რომ უბრალო
ადამიანებს მოგების შესაძლებლობა არ ჰქონოდათ, ყეყეჩების გამცუ-
რებელი წვრილმანი თაღლითივით ვერ მოიქცეოდა, ადამიანს ჯოჯო-
ხეთში უპატიოსნო თამაშში წაგების გამო არ გააგზავნიდა.
პატრიციამ სული ოდნავ მოითქვა და ქადაგება გააგრძელა:
– მაშ ასე! ღმერთს უნდა, ბედნიერები ვიყოთ და ამის რეცეპტიც
მოგვცა: „გიყვარდეს მოყვასი შენი!“ გველიც უნდა შევიყვაროთ, თუ ამ
უბედურ არსებას ჩვენი სიყვარული სჭირდება; უნდა შევიყვაროთ მეზო-
ბელი, თუ მან ნათელი იხილა და სიყვარული აქვს გულში... ზურგი კი
მხოლოდ ცოდვილებსა და სატანის მიმდევრებს ვაქციოთ, რომლებსაც
სურთ, ჭეშმარიტების გზიდან გადაგვახვევინონ და ქვესკნელისკენ
გვაქნევინონ პირი. ამ სიყვარულში ღმერთს სულაც არ უგულისხმია,
რომ ერთმანეთი ჩვილებივით გავანებივროთ და არც ის, რომ ლოცვა-
ნიდან თავის აწევისა უნდა გვეშინოდეს, რათა ხორციელ ცდუნებას არ
გადავეყაროთ. ღმერთს ხორცი რომ არ ჰყვარებოდა, მას რატომ შექ-
მნიდა, თანაც ამდენს? ღმერთი ვიღაც კუანა არ გეგონოთ. მან შექმნა
დიდი კანიონი და შექმნა ზეცის მსერავი კომეტები; შექმნა მიწისძვრე-
ბი, ციკლონები და შექმნა მიწის მაზანზარებელი ულაყები. განა შეიძ-
ლება, ამ ყველაფრის შემოქმედმა ღმერთმა შარვალში მხოლოდ იმი-
ტომ ჩაისვაროს, რომ ვიღაც წიწკვი ზედმეტად გადაიხრება და ვინმე
მის კერტებს მოჰკრავს თვალს? ეს თქვენც მშვენივრად იცით, ჩემო
ძვირფასებო... და მეც კარგად ვიცი! როდესაც ღმერთმა გვითხრა, ერ-
თმანეთი გვყვარებოდა, ამ სიტყვის რაღაც ჩამანაცვლებელ ქმედებას

593
კი არა, ნამდვილ სიყვარულს გულისხმობდა. უნდა გვიყვარდეს ბავ-
შვები, რომლებიც გამუდმებით
იცვლებიან და უნდა გვიყვარდეს ზრდასრული ადამიანებიც, რათა
ამ ქვეყანას უფრო მეტი ბავშვი მოევლინოს, რომლებიც დანარჩენები-
ვით გვეყვარება... სიყვარული ხომ უსასრულოა და მუდამ უნდა გვიყ-
ვარდეს, რადგან სწორედ სიყვარულია ყველაზე უზენაესი!
პატრიცია ერთხანს გაჩუმდა, მერე კი ახალი შემართებით შეუდგა
შთაგონებულ ქადაგებას:
– მაგრამ ზომიერებაც არ უნდა დავივიწყოთ. ის ფაქტი, რომ ვისკის
მთელი ბოთლი მაქვს, სულაც არ ნიშნავს, რომ გონების დაკარგვამდე
უნდა დავთვრე და პოლიციელებს ავუშარდე. სიყვარულს ვერ გაყიდი
და ვერც ბედნიერებას იყიდი, რადგან ფასი არც ერთს არ აქვს მინიჭე-
ბული. და თუ ფიქრობ, რომ ყველაფერი იყიდება, მაშინ ჯოჯოხეთისკენ
მიმავალი გზა ხსნილია, სადაც ვეღარაფერი შეგაჩერებს. მაგრამ თუ
გულღიად გასცემ და ასეთივე განწყობით იღებ ღმერთისგან ყოველი-
ვეს, რაც შენთვის მუდამ უხვად აქვს, მაშინ ეშმაკი ვერასოდეს დაგჯაბ-
ნის. ფულს რაც შეეხება, – პატრიციამ ისევ ჯილს მიაპყრო მზერა, – ჩემო
ძვირფასო, განა წყალთან დაკავშირებულ იმ რიტუალს მილიონი დო-
ლარის სანაცვლოდ ჩაატარებდი? თუნდაც ათი მილიონი რომ მოეცათ.
– რა თქმა უნდა, არა, – უპასუხა ჯილმა და გონებით ლაპარაკზე გა-
დავიდა, – მაიკლ, გროკავ ამ ყველაფერს?
– თითქმის სრულად ვგროკავ, ჯილ. დალოდებაა საჭირო.
– ხომ ხედავთ, ჩემო ძვირფასებო? მე ვიცოდი ამ რიტუალის მნიშ-
ვნელობა. ვიცოდი, რომ ეს წყალი სიყვარულს გულისხმობდა. თქვენ
უკვე ნათელთან მიახლოებული მაძიებლები ხართ. მაგრამ, ვინაიდან,
თქვენში არსებული დიდი სიყვარულის გამო წყალი გამიზიარეთ და,
როგორც მაიკლი ამბობს, მზარდი სიახლოვეც განიცადეთ, გაგანდობთ
იმას, რასაც, ჩვეულებრივ შემთხვევაში, მაძიებლებს არასდროს ვეტ-
ყოდი...
ღირსი ფოსტერი, რომელმაც ეს სტატუსი საკუთარ თავს თავადვე
მიანიჭა, ხოლო, თუ სანდო წყაროებს ვენდობოდით, ესოდენ მაღალი
წოდება პირდაპირ ღმერთისგან მიეღო, თავისი ქვეყნის კულტურისა

594
და დროის მაჯისცემას შეუმცდარად გრძნობდა, რაც მისი არტისტიზ-
მის დამსახურებითაც ხდებოდა. ამერიკის სახელით ცნობილი ქვეყანა
და კულტურა მთელი ისტორიის განმავლობაში გაორებისგან იტანჯე-
ბოდა. ამ ქვეყნის კანონები თითქმის ყოველთვის პურიტანობით გამო-
ირჩეოდა, ხალხის ფარული მისწრაფებები კი უფრო რაბლესეულ[139]
ხასიათს ატარებდა. მისი ყველა მთავარი რელიგია სხვადასხვა ხარის-
ხის აპოლონური ხასიათისა იყო, საეკლესიო რიტუალები კი, როგორც
წესი, ისტერიულ და ლამის დიონისურ ელფერს ატარებდა. ქრისტიანუ-
ლი წელთაღრიცხვით მეოცე საუკუნეში დედამიწის არც ერთ წერტილ-
ში არ ყოფილა სექსთან დაკავშირებული ყველაფერი იმდენად ულ-
მობლად დათრგუნვილი, როგორც ამერიკაში და არც არსად არსებუ-
ლა მისადმი ისეთი დიდი ინტერესი, როგორც ამ ქვეყანაში.
ფოსტერს ორი ისეთი თვისება ჰქონდა, რომლებითაც ამ პლანეტის
ყველა დიდი რელიგიური ლიდერი ხასიათდებოდა. პირველი წარმო-
უდგენელი მაგნეტიზმი იყო. არაკეთილმოსურნეები ხშირად „ჰიპნოტი-
ზიორსაც“ უწოდებდნენ და არც ამაზე უარესი ეპითეტებით შემკობას
ერიდებოდნენ. ფოსტერის მეორე თვისება კი ჩვეულებრივი ადამია-
ნისთვის არანორმალური სექსუალური შესაძლებლობები იყო. რო-
გორც იმთავითვე ცნობილია, დედამიწის დიდი რელიგიების ლიდერე-
ბის ერთი ნაწილი ცელიბატის მკაცრ კანონს ემორჩილებოდა, მეორე
კი ნაკლები თავშეკავებულობით გამოირჩეოდა. აქ საუბარია ნამდვი-
ლად დიდ ლიდერებზე, წინამძღოლებზე და არა მრევლის უბრალო
შემკრებებზე. რაც შეეხება ფოსტერს, ის ცელიბატს საერთოდ არ სწყა-
ლობდა.
იგივე ითქმის მის ცოლებსა და ქურუმ ქალებზეც – „ახალი გამოცხა-
დების“ თანახმად, ხელმეორედ დაბადების რიტუალი ხომ იმასაც მო-
იცავდა, რაც ვალენტაინ მაიკლ სმიტის დაგროკვით, მზარდი სიახლო-
ვის მეტად მოსახერხებელ და ერთობ შესანიშნავ საშუალებას წარმო-
ადგენდა.
რა თქმა უნდა, ამაში ახალი არაფერი ყოფილა. კაცობრიობის ის-
ტორიაში არაერთი სექტა, კულტი თუ რელიგია მისდევდა არსობრი-
ვად მსგავს მეთოდებს, მაგრამ ამერიკაში მაქსიმალურ ნიშნულს სწო-

595
რედ ფოსტერის ხანაში მიაღწია. საკუთარი მეთოდების „დახვეწისა და
სრულყოფის“ ეტაპზე ფოსტერს გამუდმებით უხდებოდა ქალაქიდან
ქალაქში გაქცევა, რაც საშუალებას აძლევდა, თავისი კაპრიკული
კულტის გეოგრაფია კიდევ უფრო გაეფართოებინა. თავად კულტის
ფორმირებისას კი სრულიად აშკარად დასესხებოდა მასონებს, კათო-
ლიციზმს, კომუნისტურ პარტიასა და მედისონ ავენიუს[140], „ახალი გა-
მოცხადების“ შესაქმნელად კი ლამის ყველა ძველი წმინდა წერილი
გამოეყენებინა. საბოლოოდ, ეს ყველაფერი ლამაზად შეეფუთა და,
ყველა მომხმარებლის საამებლად, პირვანდელ ქრისტიანობასთან
დაბრუნების იარლიყიც აეკრა. ყველაფერი ერთგვარი დაწყებითი ეკ-
ლესიით იწყებოდა, რომლის კარიც ნებისმიერი მსურველისთვის იყო
ღია. აქ მოხვედრილი ადამიანი თავიდანვე „ მაძიებლის“ სტატუსს
იღებდა, რასაც, ეკლესიის მხრიდან უამრავი სიკეთის თანხლებით,
ზოგჯერ წლების განმავლობაში ინარჩუნებდა. ამის შემდეგ მოდიოდა
ე.წ. საშუალო ეკლესია, რომლის ოფიციალური სახელიც „ახალი გა-
მოცხადების ეკლესია“ იყო. ის ბედნიერები, რომელთაც მის წიაღში
ეპოვათ ხსნა და შესაბამის გადასახადებსაც იხდიდნენ, აქაურობის
მუდმივად მზარდი ეკონომიკური კეთილდღეობით ტკბებოდნენ, თავ-
დავიწყებით ტრიალებდნენ აღორძინებისა და განახლების მარადი-
ულ კარნავალში და მუდმივად აღთქმულ ბედნიერებას ესწრაფოდნენ.
მათ ყველა ცოდვა მიეტევებოდათ და აღარც ახალი ცოდვები უმძიმებ-
დათ სულს, რადგან უკვე ამ ეკლესიის მრევლის ერთგული წევრები
გამხდარიყვნენ. ისინი გულისხმიერად ექცეოდნენ თანამოძმე ფოსტე-
რიტებს, გმობდნენ ყველა ცოდვილსა და სრული ბედნიერებისკენ მი-
ილტვოდნენ. „ახალი გამოცხადება“ განზრახ სულაც არ ახალისებდა
ხორციელ ვნებებს, უბრალოდ, სექსუალურ საკითხებთან მიმართებაში
იდუმალების საბურველით იყო მოცული.
საშუალო ეკლესიის წიაღში ხსნის მოპოვების შემდეგ, მრევლის
წევრები, პირდაპირი მოქმედების აუცილებლობის შემთხვევაში, შემ-
ტევ რაზმებსაც აკომპლექტებდნენ. ამისთვის ერთ ტრიუკს ფოსტერი
მეოცე საუკუნის დამდეგს ფორმირებული „უობლის“ ხრიკს დასესხებო-
და[141]. თუკი სადმე, რომელიმე

596
ქალაქში, ფოსტერიტების მოძრაობის ჩახშობას ეცდებოდნენ, სხვა
ქალაქების ფოსტერიტები მაშინვე დასახმარებლად მიეშურებოდნენ
და იქაურობას ისეთ დღეს აწევდნენ, ვიდრე ადგილობრივი ციხეები
ბოლომდე არ ივსებოდა ან პოლიციას აღარ რჩებოდა საკმარისი ძალა
მათ სულ უფრო მზარდ ლეგიონებთან გასამკლავებლად. ბოლოს და
ბოლოს, ყველაფერი იმით მთავრდებოდა, რომ პოლიციელებს ნეკ-
ნებს, ციხეებს კი კარებს უმტვრევდნენ.
იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე პროკურორი იმდენად გაკადნიერ-
დებოდა, რომ ქალაქის დამრბევთათვის ბრალის წაყენებას გაბედავ-
და, მათი პასუხისმგებლობაში მიცემა თითქმის ყოველთვის შეუძლებე-
ლი ხდებოდა, მით უმეტეს, რომ ამგვარ საკითხებში საკმარისი გამოც-
დილების მიღების შემდეგ, ფოსტერს აღმოეჩინა, რომ, კანონის თანახ-
მად, ამ ბრალდებების საფუძველზე სასამართლოში სარჩელის შეტანა
დევნას წარმოადგენდა. ამრიგად ფოსტერიტებისადმი წაყენებული
არც ერთი სარჩელი არცერთ სასამართლოს არ დაუკმაყოფილებია,
მათ შორის, არც უმაღლეს სასამართლოს.
დაწყებითი და საშუალო ეკლესიის გარდა შიდა ეკლესიაც არსე-
ბობდა, თუმცა ამ სახელით ოფიციალურად არასოდეს მოიხსენიებ-
დნენ. ეს წარმოადგენდა ღვაწლდადებულთა სამყოფელს, რომლებიც
ამ ეკლესიის უმაღლესი სამღვდელოების რიგებს ავსებდნენ. სწორედ,
ისინი იყვნენ ეკლესიის ლიდერები, გასაღების მცველები, პოლიტიკის
განმსაზღვრელები და ყველა მისტიკური რიტუალის უშუალო მონაწი-
ლეები. ამ ცოდვათა მიღმა მყოფ ადამიანებს, რომლებსაც ზეცაში სა-
მუდამო სასუფეველი უკვე დაჯავშნილი ჰქონდათ და სადაც ყოველ-
გვარი შუამავლების გარეშე მოხვდებოდნენ, აღმოშობილებად მოიხ-
სენიებდნენ.
ვიდრე ორგანიზაცია მეტისმეტად გაფართოვდებოდა, ფოსტერი
მათ დიდი სიფრთხილითა და გულმოდგინებით პირადად არჩევდა.
ეძებდა თავის მსგავს მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც მის ცოლებ-
სა და ქურუმებს ემსგავსებოდნენ. ისინი უნდა ყოფილიყვნენ მზარდი,
შეუპოვარი და, ფოსტერის მსგავსად, დიდი რწმენის მატარებელი ადა-
მიანები; უნდა ყოფილიყვნენ თავისუფალნი ყოველგვარი ეჭვებისაგან

597
ან ამისგან ცოდვებისა და დანაშაულის განცდისგან განწმენდის შემ-
დეგ მაინც უნდა გათავისუფლებულიყვნენ; ყოველი მათგანი უნდა ყო-
ფილიყო პოტენციური სატირი და პოტენციური ნიმფა, რადგან ეს სა-
იდუმლო შიდა ეკლესია, თავისი არსით, დიონისური კულტის საუფლო
გახლდათ, სწორედ იმ კულტისა, რომელიც ამერიკაში მუდამ აკრძა-
ლული ხილი იყო და რომლისთვისაც ამ ქვეყანაში ესოდენ დიდი ბაზა-
რი არსებობდა.
შერჩევისას განსაკუთრებულად ფრთხილობდა. თუ სავარაუდო
კანდიდატი დაქორწინებული იყო, მაშინ შიდა ეკლესიის კარი მხო-
ლოდ ორივე მეუღლისთვის იხსნებოდა, ხოლო დაუქორწინებელი კან-
დიდატები, სექსუალურად მიმზიდველნი და, ამ მხრივ, აგრესიულად
აქტიურნი უნდა ყოფილიყვნენ. ფოსტერმა დააწესა ისიც, რომ ქურუმთა
უმრავლესობა მამრობითი სქესისა უნდა ყოფილიყო, ხოლო, უკიდუ-
რეს შემთხვევაში, მამრობითი და მდედრობითი სქესის ქურუმთა რა-
ოდენობა ერთმანეთს გათანაბრებოდა. არსად მოიპოვება ინფორმა-
ცია იმის შესახებ, თუ რამდენად ჰქონდა ფოსტერს შესწავლილი ამე-
რიკაში გავრცელებული უფრო ადრეული კულტების ისტორია, რომლე-
ბიც რაღაცით მაინც ემსგავსებოდნენ მისას,
მაგრამ ერთი საინტერესო ფაქტი ნამდვილად იცოდა ან ხვდებოდა
მაინც: ამ კულტების უმეტესობა იმიტომაც დაშლილიყო, რომ მათ ლი-
დერებს შორის ავხორცობას მოეკიდებინა ფეხი, რასაც, შედეგად, ეჭ-
ვიანობა და აგრესია ეშვა. ფოსტერს კი მსგავსი შეცდომა არასდროს
დაუშვია – ბოლომდე არცერთი ქალი არ მიუსაკუთრებია, მათ შორის,
ისინიც, რომლებზეც ოფიციალურად ექორწინა.
შიდა წრის ზედმეტად გაფართოებას ფოსტერი არასდროს ესწრა-
ფოდა. საშუალო ეკლესია კი, რომელსაც საზოგადოება ყველაზე კარ-
გად იცნობდა, დანაშაულის შეგრძნებით დატანჯული და უბედური მა-
სისთვის უფრო ზომიერი სურვილების დაკმაყოფილების შესაძლებ-
ლობებს გასცემდა. თუ რომელიმე ახალ ადგილას ორი წყვილი მაინც
გამოთქვამდა ზეციური ქორწინებისადმი მზაობას, ფოსტერი ამითაც
კმაყოფილდებოდა, ხოლო თუ ამგვარი სურვილის მქონენი არა და არ
ჩანდნენ, მაშინ იქ გამოცდილ ქურუმთა წყვილს აგზავნიდა, რათა ნა-

598
ყოფის დამწიფებასა და შესაბამისი მოსავლის მოწევაზე ახლა უკვე
მათ ეზრუნათ.
ყოველთვის, როდესაც ამის შესაძლებლობა არსებობდა, ახალი
კანდიდატების წყვილებს ფოსტერი პირადად ცდიდა. ამ დროს, რო-
გორც წესი, რომელიმე ერთგულ და გამოცდილ ქურუმ ქალს იახლებდა
ხოლმე. რამდენადაც საშუალო ეკლესიის საზომით წყვილს ხსნა უკვე
მოეპოვებინა, ფოსტერი ბევრ არაფერს რისკავდა – ქალებთან მიმარ-
თებით ნამდვილად ასე იყო, მამაკაცებს კი ჯერ თავად შეისწავლიდა
და თანმხლებ ქურუმ ქალს სათანადოდ მოქმედების ნებას მხოლოდ
ამის შემდეგ რთავდა.
იმ დროისთვის, როდესაც პატრიცია პაივონსკიმ ხსნა პოვა, ჯერ კი-
დევ ახალგაზრდა, თუმცა დაქორწინებული და „ძალიან, ძალიან ბედ-
ნიერი“ იყო. ცოტა ხნით ადრე პირველი შვილი შესძენოდა, თავის ბევ-
რად ასაკოვან ქმარს მეტად აფასებდა და გამუდმებით თვალებში შეს-
ციცინებდა. ჯორჯ პაივონსკი ერთობ სულგრძელი და ფაქიზი სულის
მქონე ადამიანი იყო. მხოლოდ ერთი სისუსტე ახასიათებდა, რის შედე-
გადაც, ხანგრძლივი დღის ბოლოს, ხშირად ისეთ მდგომარეობამდე
მიდიოდა, რომ ამ სიფაქიზისა და სინაზის გამოვლენის თავი საერთოდ
აღარ ჰქონდა. ჯორჯს სმა უყვარდა, მაგრამ, სვირინგების ხატვისას,
არც ხელი უკანკალებდა და თვალიც საკმაოდ უჭრიდა. პატრიცია ერ-
თგული და მოსიყვარულე ცოლი იყო, თავს ბედნიერ ქალად მიიჩნევ-
და, თუმცა ისიც მართალია, რომ ზოგჯერ ჯორჯი მისთვის განკუთვნილ
სინაზესა და მზრუნველობას მდედრობითი სქესის კლიენტების მი-
მართ უფრო იჩენდა, მით უმეტეს, თუ ასეთი კლიენტი დღის პირველ ნა-
ხევარში გამოჩნდებოდა... თანაც, თუ გავითვალისწინებთ, რომ სხე-
ულის ზოგი ადგილის მოსვირინგებას განმარტოება სჭირდებოდა. პა-
ტი ასეთ შემთხვევებში შემწყნარებლობას იჩენდა, მით უმეტეს, რომ
ჯორჯის სიმთვრალისას, მამრობითი სქესის კლიენტებს ზოგჯერ თვი-
თონაც ხვდებოდა.
მიუხედავად ამისა, ცხოვრება თანდათან სიცარიელის განცდით ევ-
სებოდა, რასაც ვერაფრით ეწინააღმდეგებოდა. ეს სიცარიელე მაში-
ნაც არ გამქრალა, როდესაც ერთმა მეტისმეტად მადლიერმა კლიენ-

599
ტმა უცნაური საჩუქარი, მახრჩობელა გველი უსახსოვრა, რადგან თა-
ვად გემით აპირებდა მოგზაურობას, გველს კი თან ვერ წაიყვანდა.
პატრიციას შინაური ცხოველები ყოველთვის უყვარდა და
არც გველების მიმართ ჰქონია ვულგარული ფობია, ამიტომ ახალ
ბინადარს ქუჩაზე გამავალ ფანჯარასთან ბუდე მოუწყო და გველიც გა-
რედან ისე მოჩანდა, თითქოს, მაღაზიის ვიტრინაში წევსო. ჯორჯმა იქ-
ვე მშვენიერი, ოთხფეროვანი აბრა ჩამოკიდა წარწერით „არ დამაბი-
ჯო!“[142], რომლის ახალი ვერსიაც სულ მალე მეტად პოპულარულიც
გახდა.
მოგვიანებით პატრიციამ კიდევ რამდენიმე გველი შეიძინა და მათ-
თან ერთად ერთობ კომფორტულად გრძნობდა თავს, მაგრამ მის
პრობლემებს ფესვები გაცილებით შორს გაედგა. პატრიციას მამა ოლ-
სტერელი პროტესტანტი იყო, დედა კორკელი კათოლიკე, ამრიგად
მშობლებს შორის არსებული შეიარაღებული დაპირისპირების, თუმცა
მაინც მუდმივად დროებითი ზავის პირობებში, იგი რელიგიის გარეშე
დარჩენილიყო.
როდესაც ფოსტერმა სან პერდოში პირველად იქადაგა, პატრიცია
უკვე „მაძიებელი“ იყო და როგორღაც მოახერხა, ქმარი რამდენიმე
საკვირაო ქადაგებაზე წაყოლაში დაერწმუნებინა, რამეთუ ჯორჯი ჭეშ-
მარიტ ნათელს მთელი სიცხადით ჯერ კიდევ ვერ ხედავდა. ამ ნათელს
ფოსტერმა პირველივე შეხვედრაზე აზიარა და აღსარებებიც იმავე
დღეს ჩააბარეს. ამის შემდეგ, სან პერდოში ფოსტერი მხოლოდ ექვსი
თვის შემდეგ დაბრუნდა, რათა ნაჩქარევად შეემოწმებინა, თუ როგორ
მიდიოდა მისი კულტის ახალი განშტოების საქმეები. ცოლ-ქმარი პა-
ივონსკები იმდენად ჩართულიყვნენ რელიგიურ საქმიანობაში და ახა-
ლი კულტისადმი ისეთ მონდომებასა და ერთგულებას იჩენდნენ, რომ
მალე ფოსტერის პირადი ყურადღებაც დაიმსახურეს.
– მას შემდეგ, რაც ჯორჯმა ნათელი იხილა, მასთან ერთი წუთითაც
აღარ მქონია პრობლემა, – უთხრა პატრიციამ მაიკსა და ჯილს, – რა
თქმა უნდა, ისევ სვამდა... მაგრამ უკვე მხოლოდ ეკლესიაში და ზომიე-
რებაც ისწავლა. როდესაც ჩვენი წმინდა წინასწარმეტყველი სან პედ-
როში დაბრუნდა, ჯორჯს თავისი დიადი ჩანაფიქრის განხორციელება

600
უკვე დაეწყო და მეტწილად ხორციც შეესხა, ამიტომ, ბუნებრივია, მისი
ფოსტერისთვის ჩვენებაც მოგვინდა, თუკი, რა თქმა უნდა, ჩვენთან შე-
სახვედრად მოიცლიდა... – პატრიცია შეყოყმანდა, – ეს აღარ უნდა
მეთქვა. ჩემო კარგებო, წესით ამას საერთოდ არ უნდა გიყვებოდეთ...
– მაშინ ნუ იტყვი, – უთხრა ჯილმა და თანაგრძნობით დასძინა: – პა-
ტი, ჩემო ძვირფასო, სულაც არ გვინდა, ისეთი რამ თქვა ან გააკეთო,
რისი სურვილიც არ გაქვს. წყლის გაზიარება ხომ შეუზღუდავ და ბუნებ-
რივ თანაარსებობას ნიშნავს... ჩვენც იქამდე დაგელოდებით, ვიდრე
ეს ყველაფერი შენთვისაც და ჩვენთვისაც არ გაადვილდება.
– აჰ... მაგრამ ძალიან მინდა, გაგიზიაროთ! ჩემო ძვირფასებო, ორი-
ვეს ბოლომდე გენდობით, მაგრამ... უბრალოდ, მინდა, ერთი რამ გახ-
სოვდეთ: რასაც გიყვებით, მხოლოდ და მხოლოდ ეკლესიასთან და-
კავშირებული საკითხებია და ამის შესახებ ერთი სიტყვაც არ უნდა
დაგცდეთ... ისევე, როგორც არც მე დამცდება არაფერი იმ ყველაფერ-
ზე, რაც ცოტა ხნის წინ მომიყევით და საკუთარი თვალითაც ვიხილე.
– აქ, დედამიწაზე, ამას წყლისმიერი მოძმეების შეთანხმებას ვუწო-
დებთ, – უთხრა მაიკმა პატრიციას, – მარსზე ეს საკითხი საერთოდ არ
დადგებოდა... მაგრამ აქ, რამდენადაც დავგროკე, ზოგი რამ მხოლოდ
წყლისმიერ მოძმეებს შორის უნდა დარჩეს.
– მე... მე ვგროკავ. ეს ცოტა სასაცილო სიტყვაა, მაგრამ მაინც ვის-
წავლი. კარგი, ჩემო ძვირფასებო, ამრიგად, ეს მხოლოდ წყლისმიერ
მოძმეებს შორის უნდა დარჩეს... იცოდით, რომ სვირინგი ყველა ფოს-
ტერიტს აქვს? ვგულისხმობ ეკლესიის ნამდვილ წევრებს, მათ, ვისაც
სამუდამო ხსნა აქვთ მოპოვებული... ჩემს მსგავსებს. ოჰ, ეს სულაც არ
ნიშნავს, რომ ყველა ჩემსავით თავიდან ფეხებამდეა მოსვირინგებუ-
ლი, მაგრამ აი, ამას ხედავთ? პირდაპირ გულის მაღლა – ეს ფოსტერის
წმინდა ამბორია. ჯორჯმა ის საერთო ფონში ისე ჩასვა, რომ მთელი სუ-
რათის ორგანულ ნაწილად ქცეულიყო... ამრიგად, უცხო თვალი ვერ შე-
ამჩნევს და რომც შეამჩნიოს, მე თუ არ ავუხსნი, მის მნიშვნელობას მა-
ინც ვერ მიხვდება... მაგრამ ეს ნამდვილად ფოსტერის ამბორია – თვი-
თონ ფოსტერის მიერ დატოვებული!

601
პატრიციამ ეს სიტყვები უდიდესი სიამაყითა და აშკარა აღფრთო-
ვანებით წარმოთქვა. მაიკი და ჯილი მითითებულ ადგილს ყურადღე-
ბით აკვირდებოდნენ.
– ეს მართლაც კოცნის ანაბეჭდია, – გაოცებით თქვა ჯილმა, – თით-
ქოს ვიღაცამ შეღებილი ტუჩებით გაკოცაო. ვიდრე მეტყოდი, უბრა-
ლოდ, დაისის ამსახველი ნახატის დეტალი მეგონა.
– ჰო, ჯორჯმაც სწორედ ასე ჩაიფიქრა, რადგან, დაუშვებელია,
ფოსტერის ამბორი ისეთ ვინმეს აჩვენო, ვინც თავადაც არ არის ამ ნიშ-
ნის ტარების ღირსი... დღემდე არავისთვის მიჩვენებია... მაგრამ, –
პატრიციას ხმაში თვითდაჯერება გამოიკვეთა, – მჯერა, რომ მას
ოდესმე თქვენც დაიმსახურებთ, დარწმუნებული ვარ, რომ მისი ტარე-
ბის ღირსი ორივე გახდებით და, როდესაც ეს მოხდება, მინდა, ეს სვი-
რინგები საკუთარი ხელით გაგიკეთოთ.
– მაგრამ... პატი, ვერ ვხვდები, – გაკვირვება გამოთქვა ჯილმა, –
ვხედავ, რომ ფოსტერის მიერ დატოვებული კოცნა მეტად გაბედნიერე-
ბს, მაგრამ ჩვენ როგორღა უნდა გვაკოცოს? ის ხომ უკვე ზეცაშია?
– კი, ჩემო ძვირფასო, ზეცაშია, მაგრამ ნება მომეცი, ყველაფერი
აგიხსნა და მიხვდები, რასაც ვგულისხმობ. ფოსტერის ამბორის მონი-
ჭება ნებისმიერ ქურუმს, ქურუმ ქალსაც, შეუძლია. ეს კი ნიშნავს, რომ
ღმერთი ნამდვილად თქვენს გულებშია... ეს ნიშნავს, რომ ღმერთი
თქვენი ნაწილიცაა... და სამუდამოდ ასე იქნება.
– შენ ხარ ღმერთი, – მოულოდნელად წამოიძახა მაიკმა.
– მაიკლ, რა თქვი? რა უცნაურად გამოხატე ჩემი ნათქვამი. არასო-
დეს მსმენია, რომ რომელიმე ქურუმს ეს საკითხი ამგვარად განეხილა,
თუმცა ასეც შეიძლება... ღმერთი შენშია, შენიდან მომდინარეობს, მუ-
დამ შენთანაა და ვეღარც ეშმაკი გაბედავს მოახლოებას.
– ჰო, – დაეთანხმა მაიკი, – შენ ღმერთს გროკავ.
მაიკმა კმაყოფილებით გაიფიქრა, რომ ამდენი ხნის განმავლობა-
ში, ასე კარგად, ეს კონცეფცია არავის გაეგო... თუმცა ჯილი ამის გაკე-
თებას უკვე მარსულ ენაზე სწავლობდა. ეს გარდაუვალი იყო, ასე უნდა
მომხდარიყო.

602
– ეს დიდებული აზრია, მაიკლ. ღმერთი გგროკავს, შენ კი მის ეკლე-
სიასთან წმინდა ქორწინებითა და მარადიული ბედნიერებით ხარ და-
კავშირებული. მამაკაცი ან ქალი ქურუმი გაკოცებს, შემდეგ კი ამ კოც-
ნას იმის ნიშნად ამოგისვირინგებენ, რომ ეს ამბორი მარადიული ბეჭე-
დია. რა თქმა უნდა, სავალდებულო არ არის, შენი სვირინგიც ამ ზომის
იყოს, თუმცა ჩემი ფოსტერის ტუჩების ზომასა და ფორმას ზუსტად შე-
ესაბამება. გარდა ამისა, დასაშვებია, რომ ეს სვირინგი სხეულის ნების-
მიერ ადგილას გქონდეს, რათა ცოდვილთა თვალთაგან უკეთესად და-
იფაროს. ბევრი მას გადაპარსულ თავზე იკეთებს, თმის გაზრდამდე კი
ქუდს ატარებს. ასე რომ, სადაც გინდა, გაიკეთებ, მთავარია, ამ სვირინ-
გზე არ იდგე ან არ იჯდე, მისი ჩვენება იმ ბედნიერთა შეხვედრებზეც
შეგეძლება, რომლებმაც მარადიული ხსნა უკვე მოიპოვეს.
– ბედნიერთა შეხვედრებზე მსმენია, – ჩაურთო ჯილმა, – მაგრამ
ზუსტად არ ვიცი, რას წარმოადგენს.
– არსებობს ბედნიერების შეხვედრები და ბედნიერთა შეხვედრები.
პირველი მათთვისაა, ვინც ხსნა კი მოიპოვა, მაგრამ, გამორიცხული არ
არის, ჭეშმარიტების გზაზე სიარულისას, ფეხი დაუცდეთ. ეს ძალიან
მხიარული შეხვედრებია, დიდებული წვეულებები, სადაც გარკვეული
დრო ლოცვებსაც ეთმობა. ლოცვა ბუნებრივ და ბედნიერ გარემოში
მიმდინარეობს და, ამ დროს, ყველა მხიარულობს. შეგიძლია, ვინმეს
მოესიყვარულო კიდეც, მაგრამ ამას ნაკლებად მიესალმებიან. თუ ამ-
გვარად მოქცევას მაინც გადაწყვეტ, კარგად უნდა აწონ-დაწონო, რა-
თა თანაეკლესიელებისთვის უთანხმოებისა და განხეთქილების წყა-
როდ არ იქცე. ეკლესია საკმაოდ მკაცრად ადევნებს თვალ-ყურს, რომ
ყველგან და ყველაფერი წესიერების ჩარჩოებში იყოს მოქცეული.
რაც შეეხება ბედნიერთა შეხვედრებს, ისინი უკვე მარადიულ ხსნა-
მოპოვებულთათვისაა. და ეს სულ სხვა ამბავია... აქ განსაკუთრებული
სიფრთხილე აღარ გჭირდება, რადგან შეცოდვის ცდუნების წინაშე ვე-
რავის დააყენებ. თუ გსურს, დალიო და მოილხინო, ინებე – ეს ხომ
ღვთის ნებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი სურვილი არც გექნებო-
და. შეიძლება, მოგინდეს, რომ მუხლი მოიდრიკო და ილოცო ან ხმა
აღიმაღლო და ზეცას სიმღერა აღუვლინო... შეიძლება, ტანსაცმლის

603
შემოგლეჯა და როკვა მოგინდეს ან საერთოდ შიშველმა იარო. ამის
გამო არავინ დაგძრახავს.
– მართლაც მხიარული წვეულება ჩანს! – შესძახა ჯილმა.
– სწორედ ასეა, ყოველთვის ასეა! ასეთ დროს ზეციური ნეტარებით
ივსები. თუ დილით ვინმე ისეთის გვერდით გაიღვიძებ, ვისაც მარადიუ-
ლი ხსნა უკვე მოპოვებული აქვს, იცი, ეს იმიტომ მოხდა, რომ ღმერთს
შენთვის ბედნიერება სურდა. და მართლაც ბედნიერი ხარ იმ ადა-
მიანებს შორის, რომლებიც ფოსტერის ამბორს ატარებენ. ისინი ხომ შე-
ნიანები არიან, – პატრიცია ერთხანს ჩაფიქრდა, – ეს რაღაცით წყლის
გაზიარებასაც ჰგავს. გესმით, რას ვგულისხმობ?
– ვგროკავ, – დაეთანხმა მაიკი.
– რას ამბობ, მაიკ?! – გაიფიქრა ჯილმა.
– მოიცა, ჯილ. სისავსეს დაელოდე.
– მაგრამ ნუ იფიქრებთ, რომ გარეშე ადამიანს, მხოლოდ ამ სვირინ-
გის წყალობით შეეძლება შიდა ეკლესიის ბედნიერთა შეხვედრაზე
დასწრება. ბოლოს და ბოლოს, მისი გაყალბება ხომ ძალიან ადვილია.
ამიტომ, როდესაც ვიგებ, რომ რომელიმე ადგილობრივ ეკლესიაში ამ-
გვარი შეხვედრაა დაგეგმილი, თითების ანაბეჭდს ვაგზავნი და საკუ-
თარ ვინაობას სწორედ ამ გზით ვადასტურებ. თუ ჩემ შესახებ არ სმენი-
ათ, მაშინ ამ ანაბეჭდს წინასწარმეტყველ ფოსტერის ტაძარში დაცულ
ნიმუშს ადარებენ და შეხვედრაზე დასწრების უფლებასაც ვიღებ. ეკ-
ლესიაში ყოველ კვირას დავდივარ და ბედნიერთა შეხვედრებსაც
არასდროს ვაცდენ, მაშინაც, თუ ამის გამო ტიმს ჩემი ნომრის გაუქმება
მოუწევს. ამრიგად, ამ შეხვედრებზე სრულიად უპრობლემოდ დავდი-
ვარ და, როგორც წესი, დიდი სიხარულით მხვდებიან, რადგან ჩემი უნი-
კალური და შეუდარებელი წმინდა ნახატების გამო იქაურობა კიდევ
უფრო მიმზიდველი ხდება. ხშირად მთელი შეხვედრის განმავლობაში
ვდგავარ და დანარჩენებს ჩემს სხეულს ვათვალიერებინებ, ზოგჯერ კი
რომელიმე ქურუმის თხოვნით, ევასა და გველის ეპიზოდის განსასახიე-
რებლად, თაფლაკვერაც მიმყავს... ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა,
მთელ სხეულზე გრიმს ვიკეთებ, ხოლო უდროობის პირობებში, პირის-
ფერ ელასტიკურ სამოსს ვირგებ. რომელიმე ძმა ადამს განასახიერებს

604
და სამოთხის ბაღიდან გაძევებას ვთამაშობთ. წარმოდგენის დასრუ-
ლების შემდეგ ადგილობრივი ქურუმი მომხდარის ჭეშმარიტ აზრს
ხსნის, ნაცვლად იმ მტკნარი სიცრუისა, რომელიც თქვენ გსმენიათ. ყვე-
ლაფერი იმით მთავრდება, რომ პირველქმნილ უმანკოებასა და ბედ-
ნიერებას ვიბრუნებთ, რის შემდეგაც ეს შეხვედრა კიდევ უფრო მხი-
არულდება, – პატრიციამ პატარა პაუზა გააკეთა და დაამატა: – რო-
გორც წესი, ყველას მაინც ფოსტერის ამბორის ნახვა აინტერესებს,
რადგან, ამ ოციოდე წლის წინ, მისი ზეცად ამაღლების შემდეგ, არც ისე
ბევრი დავრჩით, ვისაც ეს ნიშანი პირადად ფოსტერისგან გვაქვს მიღე-
ბული და არა რომელიმე მისი მემკვიდრისაგან. სხვათა შორის, მთავა-
რანგელოზ ფოსტერის ტაძრის მიერ გაცემული დასტურის საბუთიც
მაქვს, რომ ეს ნამდვილად წინასწარმეტყველის მიერ დატოვებული
კოცნაა. ამის შესახებ შეხვედრებზე ხშირად ვყვები და....
პატრიცია ერთხანს ყოყმანობდა, მაგრამ, საბოლოოდ, მათ ყველა-
ფერს დეტალურად მოუყვა. ჯილს ძალიან უკვირდა, რომ ქალს გაწით-
ლების უნარი საერთოდ დაეკარგა და იმ დასკვნამდეც მივიდა, რომ მა-
იკი და პატრიცია, ამ მხრივ, ერთმანეთს ჰგავდნენ – ჩადენილის მიუხე-
დავად, ორივე ბოლომდე უმანკო რჩებოდა. პატრიციასადმი სიყვარუ-
ლის გამო მთელი გულით ეწადა, ეს აბსურდული ბოდვა მართალი
აღმოჩენილიყო, დაეჯერებინა, რომ ფოსტერი მართლაც ის წინას-
წარმეტყველი იყო, რომელმაც მის მეგობარს მარადიული ხსნა მოაპო-
ვებინა და სამუდამო ნეტარებასაც აზიარა.
მაგრამ ფოსტერი მხოლოდ წინასწარმეტყველის კარიკატურა იყო!
უცებ მეხსიერებაში ის მომენტი ამოუტივტივდა, როდესაც მინის კედ-
ლის მიღმა მის ჩამქრალ თვალებს უყურებდა. მაგრამ, მაშინ, კაცი მა-
ინც ცოცხლად მოეჩვენა და ამის გახსენებაზე ახლაც ჟრუანტელმა
დაუარა. უნებურად იმაზე დაფიქრდა, თვითონ როგორ მოიქცეოდა,
ფოსტერს წმინდა კოცნა და მთელი თავისი სიწმინდე რომ შეეთავაზე-
ბინა.
ჯილმა ეს აზრი სასწრაფოდ უკუაგდო, მაგრამ მაიკმა მაინც მოას-
წრო მისი დიდი ნაწილის წაკითხვა, რამაც მხოლოდ უმანკო ღიმილი
მოჰგვარა.

605
ჯილი წამოდგა და პატრიციას მიუბრუნდა:
– პატი, ჩემო კარგო, ბანაკში რომელზე უნდა დაბრუნდე?
– ოჰ! სასწრაფოდ უნდა გავიქცე! წესით, უკვე იქ უნდა ვიყო!
– რატომ? ათის ნახევრამდე ხომ არ გაემგზავრებიან?
– ჰო, მაგრამ... ჩემს პატარა თაფლაკვერას ვენატრები... თუ სხვაგან
დიდხანს ვჩერდები, ეჭვიანობს ხოლმე.
– განა არ შეგიძლია უთხრა, რომ ბედნიერთა შეხვედრაზე იყავი?
– ოჰ, – პატრიცია წამოდგა და ჯილს მოეხვია, – სწორედ ასეა! ნამ-
დვილად ასეა!
– ძალიან კარგი. ცოტას წავუძინებ. იქ რომელ საათზე უნდა იყო?
– ასე, რვისთვის თუ დავბრუნდები, მოვასწრებ, სემს ჩემი კარავი
დავაშლევინო და პატარებიც უსაფრთხოდ დავაბინაო.
– და საუზმე?
– მოგვიანებით მატარებელში ვისაუზმებ. როგორც წესი, დილაო-
ბით მარტო ყავაც მყოფნის.
– საუზმობა აქაც შეგვიძლია. საჭირო დროს გაგაღვიძებ. თქვენ კი
რამდენიც გინდათ, იმდენ ხანს ილაპარაკეთ რელიგიაზე. თუ დაგეძი-
ნება, ჩემი იმედი გქონდეს, თუმცა მაიკს საერთოდ არ სძინავს.
– საერთოდ?
– ჰო. თუ რამეზე აქვს საფიქრებელი, უბრალოდ, მოიკუნტება ხოლ-
მე და ღრმა ფიქრებში იძირება. ძილით კი არასოდეს იძინებს.
– ასეც ვიცოდი! – საზეიმოდ განაცხადა პატრიციამ, – კიდევ ერთი
ნიშანი! მაიკლ, მოვა დრო და ამას შენც მიხვდები; შენი მოხმობის ჟა-
მიც დადგება.
– შეიძლება ეგრეც მოხდეს, – დაეთანხმა ჯილი, – მაიკ, უკვე ძალიან
მეძინება, გთხოვ, საძინებელში გადამიყვანე.
ჯილი ჰაერში ატივტივდა და საძინებლისკენ გაფრინდა. საწოლის
გადასაფარებელი უხილავი ხელით გადაიწია, შემდეგ კი ჯილს გადაე-
ფარა. ქალს უკვე ეძინა.
ჯილმა, როგორც დაგეგმილი ჰქონდა, ზუსტად შვიდზე გაიღვიძა.
თავისი საათი გონებაში მაიკსაც ჰქონდა, მაგრამ დროის დედამიწურ
ათვლასთან ჯერ ბოლომდე ვერ ადაპტირებულიყო, ამიტომ მას სულ

606
სხვა მიზნით იყენებდა. ჯილი ლოგინიდან გამოძვრა და მეზობელ
ოთახში გავიდა. იქ შუქი ჩაექროთ და ირგვლივ სრული სიბნელე გამე-
ფებულიყო, თუმცა ოთახში არ ეძინათ. ამის პასუხად ჯილს მაიკის რბი-
ლი, მაგრამ მტკიცედ ნათქვამი მოესმა:
– შენ ხარ ღმერთი.
– შენ ხარ ღმერთი, – გაისმა პატრიციას ჩურჩულიც. ის ნარკოტიკის
ზემოქმედების ქვეშ მყოფივით მძიმედ ლაპარაკობდა.
– კი. და ჯილიც ღმერთია.
– ჯილიც ღმერთია, მაიკლ!
– და შენც ღმერთი ხარ.
– შენ ხარ ღმერთი! ახლა, მაიკლ, ახლა...
ჯილი ფეხაკრეფით გავიდა სააბაზანოში და კბილები გამოიხეხა.
გონებაში მაიკის შემოსვლა იგრძნო და მიხვდა, რომ მისი გამოღვიძე-
ბა არ გამოჰპაროდა. როცა ჯილი მისაღებში გავიდა, ფარდები უკვე
აწეული დახვდა და ფანჯრებიდან დილის მზე იღვრებოდა.
– დილა მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო! – ჯილმა ორივეს აკოცა.
– შენ ღმერთი ხარ, – ძალდაუტანებლად უპასუხა პატრიციამ.
– კი, პატი და შენც ხარ ღმერთი. ღმერთი თითოეულ ჩვენგანშია, –
მან პატრიციას დილის მზის სინათლეზე შეავლო თვალი და შენიშნა,
რომ მისი ახალი წყლისმიერი მოძმე სულაც არ ჩანდა დაღლილი; ისე
გამოიყურებოდა, თითქოს მთელი ღამე მშვიდად და უშფოთველად
ეძინაო; თითქოს უფრო გაახალგაზრდავებულიყო და გალამაზებული-
ყო კიდეც. ჯილმა ამის მიზეზი იცოდა. როდესაც მაიკს უნდოდა, მოკუნ-
ტვისა და ფიქრებში ჩაძირვის, ანდაც დაწოლისა და კითხვის ნაც-
ვლად, ფხიზლად დარჩენილიყო, თვითონაც არ იძინებდა. იმაშიც და-
ეჭვდა, რომ წინა ღამეს ძილი მაიკის სურვილით მორეოდა. მაიკმა მი-
სი აზრები წაიკითხა და დაეთანხმა.
– ჩემო ძვირფასებო, ახლა კი ყავას მოვამზადებ, ცოტაოდენი ფორ-
თოხლის წვენიც მაქვს.
მსუბუქად ისაუზმეს. თავს ძალიან ბედნიერად გრძნობდნენ. ჯილმა
შენიშნა, რომ პატრიცია ფიქრებს წაეღო.
– საყვარელო, რა მოხდა?

607
– მერიდება, ამას რომ გეკითხებით, მაგრამ ცხოვრებას რითი აპი-
რებთ? შავი დღისთვის საკმაოდ ბევრი მაქვს გადანახული და ვიფიქ-
რე, რომ...
ჯილს გაეცინა.
– მაპატიე, პატი, მაგრამ იმიტომ გამეცინა, რომ მარსელი ადამიანი
ზღაპრულად მდიდარია. განა ამაზე არაფერი გსმენია?
– რაღაც გამიგია, – პატრიცია ოდნავ შეცბა, – მაგრამ სიახლეებში
რასაც მოისმენ, ყველაფერს ხომ არ დაიჯერებ?
– პატი, შენ ძალიან კარგი ადამიანი ხარ, მას შემდეგ კი, რაც წყლის-
მიერი მოძმეები გავხდით, შენ დასახმარებლად არც ჩვენ დავიხევთ.
„საერთო ბუდის გაზიარება“ მხოლოდ პოეტური მეტაფორა არ არის,
ასე რომ, საპასუხო შემოთავაზება მეც მაქვს: თუ ოდესმე ფული დაგ-
ჭირდება, მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი, რადგან ფული იმაზე მეტი
გვაქვს, ვიდრე შეიძლება, ოდესმე დაგვჭირდეს, ნებისმიერ დროს შე-
მატყობინე და სასურველი რაოდენობით მიიღებ. ამის თაობაზე მე
მითხარი, რადგან მაიკს ფულის რაობაზე საერთოდ არ აქვს წარმოდ-
გენა. პატი, ამჟამად ჩემს ანგარიშზე ორასი ათასი დოლარია და თუ
გჭირდება, ნაწილს ახლავე მოგცემ.
პატრიცია აშკარად გაოცებული ჩანდა. ასე მაიკის მიერ მისი საც-
ვლების გაქრობის შემდეგ არ გაკვირვებულიყო.
– ღმერთმა კი დამლოცოს! – შესძახა, – არა, ფული ნამდვილად არ
მინდა.
– თუ ოდესმე დაგჭირდება, უბრალოდ, გამაგებინე, – მიუგო ჯილმა,
– ჩვენ ამდენ ფულს მაინც არაფერში ვიყენებთ, მთავრობა კი მაიკს მი-
სი დარიგების ნებას არ აძლევს, ყოველ შემთხვევაში, დიდი ნაწილისა
მაინც. თუ, მაგალითად, იახტა მოგინდება, მაიკი სიამოვნებით გიყი-
დის.
– მართალია, პატ, თუმცა იახტა არასოდეს მინახავს.
– ეგ საჭირო არ არის, ჩემო კარგებო. ბევრის სურვილი არც არასო-
დეს მქონია. ჩემთვის თქვენი სიყვარულიც საკმარისია...
– მაგის იმედი ყოველთვის გქონდეს, – უთხრა ჯილმა.

608
– მე სიყვარულს ვერ ვგროკავ, – ჩაურთო მაიკმა, – მაგრამ ჯილი ყო-
ველთვის სწორად ლაპარაკობს. და თუ სიყვარული ისაა, რაც ჩვენ
გვაქვს, მაშინ ის შენიცაა.
– იმაზე ვღელავდი, რომ როგორმე ხსნა მოგეპოვებინათ, მაგრამ
უკვე აღარ ვღელავ. მაიკმა მითხრა დალოდების შესახებ და ისიც ამიხ-
სნა, თუ რისთვისაა ის საჭირო. გესმის, რას ვგულისხმობ, ჯილ?
– ვგროკავ. მე მოუთმენლობა აღარ მახასიათებს.
– მაგრამ თქვენთვის რაღაც მაქვს, – პატრიცია ადგა, ოთახი გადაჭ-
რა, ჩანთიდან წიგნი ამოიღო და დაბრუნდა, – ჩემო ძვირფასებო... ეს
„ახალი გამოცხადების“ ის ეგზემპლარია, რომელიც წინასწარმეტ-
ყველმა ფოსტერმა მისახსოვრა... სწორედ იმ ღამეს, როდესაც თავისი
წმინდა ამბორი დამიტოვა. მინდა, ეს წიგნი თქვენთან იყოს.
ჯილს თვალები ცრემლებით აევსო და იგრძნო, რომ გული უჩუყდე-
ბოდა.
– მაგრამ, პატი... ჩვენო მოძმე პატი! ამ ეგზემპლარს ვერ გამოგარ-
თმევთ! სხვას ვიყიდით.
– არა. ეს... ეს წყალია, რომელსაც გიზიარებთ, რათა მზარდ სიახ-
ლოვეში გავერთიანდეთ.
– ოჰ... – ჯილი წამოხტა, პატრიციას მივარდა და აკოცა, – ჩვენ მივი-
ღებთ ამას, მაგრამ ახლა ის უკვე სამივე ჩვენგანისაა.
– ჩემი პატარა, გაუმაძღარი მოძმე, – მაიკმა ჯილს მხარზე ხელი მო-
უთათუნა, – ახლა ჩემი ჯერია.
– ამაში ყოველთვის გაუმაძღარი ვიქნები.
მარსელი ადამიანი ახალ წყლისმიერ მოძმეს ჯერ ტუჩებზე დაეწა-
ფა, შემდეგ კი იქ აკოცა, სადაც ფოსტერის ამბორი ჰქონდა ამოსვირინ-
გებული. დედამიწური სტანდარტით შეიცადა, შემდეგ კი საპირისპირო
მხარეს ის ადგილი შეარჩია, სადაც სვირინგი ჯერაც ჯორჯის თავდა-
პირველ ჩანაფიქრს შეესაბამებოდა. ამ დროს მისი გონება გაწელილ
დროში მუშაობდა და დეტალურად იაზრებდა ყველაფერს, რაც უნდა
გაეკეთებინა, კაპილარებამდე უნდა დაეგროკა... და, ობიექტისა და
დამკვირვებლის დასანახავად, მხოლოდ ოდნავ, წამიერად შეახო ტუ-

609
ჩები ათასფრად მოხატულ კანს, თუმცა ჯილი მაინც მიხვდა, რა მოხდე-
ბოდა და პატრიციას მიუბრუნდა:
– პატი! იხილე!
პატრიციამ დაიხედა და იხილა – მაიკის ტუჩების ალისფერი ანა-
ბეჭდი კანზე სტიგმატასავით მოუჩანდა. ამის შემხედვარე პატრიციამ
კინაღამ გონება დაკარგა, მაგრამ ძალა მოიკრიბა და თავი შეიმაგრა.
– კი, მაიკლ, კი!..
მალე ტანმოხატული ქალბატონი ღირსეულმა დიასახლისმა ჩა-
ანაცვლა – დახურულგულიან და გრძელსახელოებიან კაბაში გამოწ-
ყობილიყო, ხელებს კი ხელთათმანები უფარავდა.
– არ ვიტირებ, – განაცხადა პატრიციამ, – და არც გემშვიდობებით.
მარადისობაში გამომშვიდობებას, აბა, რა აზრი აქვს? მაგრამ დაგე-
ლოდებით.
მან ორივეს აკოცა და ოთახიდან უკანმოუხედავად გავიდა.

610
თავი ოცდამერვე
– რა მკრეხელობაა!
ფოსტერმა მზერა მიაპყრო და ჰკითხა:
– რამემ გიკბინა, ყმაწვილო? ისე, ეს ადგილი ნაჩქარევად შეარჩიეს
და აქ უამრავი მკბენარია. რა თქმა უნდა, ძალიანაც არ გავნებენ, მაგ-
რამ ქავილი მაინც შეგაწუხებს.
– ჰმ... რომ დაიჯეროთ, ეს უნდა ნახოთ... ახლავე გაჩვენებთ.
– გაოცდებოდი, რომ იცოდე, რისი დაჯერება შემიძლია.
დიგბიმ სუპერვიზორი დაარეგულირა: სამი ადამიანი – ერთი მამა-
კაცი და ორი ქალი, მარადისობაზე საუბრობდნენ. წესით და რიგით,
განსაკუთრებული არაფერი ხდებოდა.
– გაიგეთ, რა თქვა? მთავარანგელოზი მიქაელი ახსენა!
– მერე რა?
– როგორ თუ „მერე რა?“ ღმერთო ჩემო!
– ეს სრულიად შესაძლებელია.
– ფოსტერ, როგორც ჩანს, უყურადღებოდ უსმენდით! – დიგბი იმდე-
ნად იყო აღშფოთებული, რომ ნიმბი ერთიანად უცახცახებდა, – სწო-
რედ იმ ასაკგადაცდენილ ბავშვს გულისხმობდა, რომლის წყალობი-
თაც აქ აღმოვჩნდი. კიდევ მოუსმინეთ, უფრო მეტი ყურადღებით.
ფოსტერმა ხმა უკეთესად დაარეგულირა და დარწმუნდა, რომ დამ-
წყები ანგელოზი სიმართლეს ამბობდა... თუმცა ფოსტერმა იქ კიდევ
რაღაც შენიშნა და ანგელოზურად გაეღიმა. ბოლოს დიგბის მიუბრუნ-
და.
– საიდან იცი, რომ ასეც არ არის?
– რაო?
– ბოლო დროს მაიკი კლუბში აღარ შემიმჩნევია, არადა, მახსოვს,
რომ მისი სახელი „სოლიფსისტების
ათასწლეულის ტურნირის“ მონაწილეებს შორის შევნიშნე, რაც ნიშ-
ნავს, რომ მოვალეობის შესასრულებლადაა გამგზავრებული. მაიკი
სოლიფსიზმში ამ სექტორის მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამა-
შეა.
611
– მაგრამ ეს ხომ მკრეხელობაა!
– ძალიან გაოცდებოდი, რომ გცოდნოდა, ბოსის რამდენი კარგი
იდეა შეირაცხა მკრეხელობად. თუმცა შეიძლება, არც გაოცებულიყავი,
თუ გავითვალისწინებთ, რომ, ამ მხრივ, საკმაოდ მდიდარი პრაქტიკუ-
ლი გამოცდილება გაქვს... მაგრამ სიტყვა „მკრეხელობა“ სრულიად
უადგილოა. ეს სიტყვა თეოლოგიური თვალსაზრისითაც აზრს მოკლე-
ბულია. „წმინდათათვის ყველაფერი წმინდაა“[143].
– მაგრამ...
– დამაცადე ყმაწვილო და კარგად მისმინე. უკვე გითხარი, რომ,
როგორც ჩანს, ჩვენი ძმა, მიქაელი, ახლა აქ არ ბრძანდება და არც ის
ვიცი, სად შეიძლება იყოს, რადგან თვალს ნამდვილად არ ვადევნებ-
დი, ერთმანეთთან ურთიერთობა არ გვიწევს. რაც შეეხება ამ მოსვი-
რინგებულ ქალბატონს, რომელმაც ამგვარი წინასწარმეტყველური
განცხადება გააკეთა, გამორიცხული არ არის, მართალი იყოს. ის თვი-
თონაც საკმაოდ წმინდა ადამიანია.
– ეგ ვინა თქვა?
– მე ვამბობ, რადგან ვიცნობდი, – ფოსტერმა ისევ ანგელოზურად
გაიღიმა. პატარა პატრიცია!.. ასაკი დასტყობია, ახალგაზრდა აღარ
ეთქმის, მაგრამ ხორციელი მიმზიდველობა მაინც შეუნარჩუნებია. ში-
ნაგანი სინათლე მისგან ისე გამოსჭვივის, თითქოს ვიტრაჟებიდან
მზის სხივები იღვრებაო. როდესაც ფოსტერმა ქალი უკანასკნელად ნა-
ხა, ჯორჯს თავისი დიადი წამოწყება ჯერ კიდევ არ დაემთავრებინა,
ახლა კი მისადმი მიძღვნილი სვირინგების ეპოპეის სრული სურათი
იხილა. ფოსტერის ზეცად მიხმობის სცენა არც ისე ურიგო გამოსულიყო.
არ დაავიწყდეს, ჯორჯი მოძებნოს და საკადრისად შეაქოს, ისიც უთ-
ხრას, რომ პატრიცია ნახა. მაგრამ სად უნდა იყოს ჯორჯი? ის ნიჭიერი
ხელოვანი გახლდათ, ამრიგად, რამდენადაც ფოსტერს ახსოვდა, სამ-
ყაროს დიზაინის განყოფილებაზე იყო მიმაგრებული, უშუალოდ არქი-
ტექტორის ხელმძღვანელობით მოღვაწეობდა. თუმცა მნიშვნელობა
არ ჰქონდა, სწორად ახსოვდა თუ არა, რადგან უზენაეს მონაცემთა ბა-
ზაში ამ ინფორმაციას ადვილად მოძებნიდა.

612
პატარა, ბამბის ნაყინივით ტკბილი პატრიცია – როგორი სიწმინ-
დით გამოირჩეოდა, თუმცა ცოტა მეტი შემართება და ნაკლებად დამ-
ყოლი ხასიათი რომ ჰქონოდა, ფოსტერი მას ქურუმადაც აკურთხებდა.
მაგრამ პატრიციასთვის აუცილებელი იყო, რომ ღმერთი საკუთარი ბუ-
ნების შესაბამისად მიეღო, ამრიგად, მისი ადგილი მხოლოდ ლინგაია-
ტებს[144] შორის შეიძლებოდა ყოფილიყო... მაგრამ პატრიცია იქაც
არავის დასჭირდებოდა.
ფოსტერმა გაიფიქრა, პატრიციასთვის კიდევ ერთხელ შეეხედა,
მაგრამ კვლავ ანგელოზური ნებისყოფით შეიკავა თავი. უამრავი სხვა
რამ უნდა მოეგვარებინა.
– ამას შეეშვი, ყმაწვილო. სალაპარაკო მაქვს, – დიგბი დაემორჩი-
ლა, ფოსტერმა კი ხელი ნიმბზე წაივლო. ეს ცუდი თვისება ვერა და ვერ
მოეშორებინა – ღრმად ჩაფიქრებისას ყოველთვის ასე აკეთებდა
ხოლმე, – ყმაწვილო, ცოდვა გამხელილი სჯობს და ანგელოზის შესა-
ფერისად არ იქცევი.
– ვწუხვარ...
– წუხილით მარადისობას ვერ დაიმკვიდრებ. საქმე ისაა, რომ იმ
ახალგაზრდას, რომელიც არის ან არ არის ჩვენი ძმა მიქაელი, ზედმე-
ტად გადაეკიდე. და არც ისაა შენი განსასჯელი, თუ რა მეთოდით გა-
მოგიხმეს მიწიერი საძოვრებიდან. მას წესიერად არც კი იცნობდი. სი-
მართლე თუ გინდა, სინამდვილეში, ის შენი შავგვრემანი მდივანი არ
გეთმობა და სწორედ ეს გაწუხებს, მხოლოდ და მხოლოდ ეს. მან ხომ
ჩემი ამბორი შენს გამოხმობამდე ცოტა ხნით ადრე დაიმსახურა, ასე არ
არის?
– მას ჯერ კიდევ ვცდიდი...
– მაშინ, უეჭველად კმაყოფილი დარჩები იმის მოსმენით, რომ
უმაღლესმა ეპისკოპოსმა შორტმა იგი პირადად გამოცადა და ყოველ-
მხრივი გამოცდაც ჩაუტარა. ადრეც ხომ გეუბნებოდი, შორტი დიდი ზო-
მიერებით სულაც არ გამოირჩევა-მეთქი. ამ გამოცდის შემდეგ შენმა
მდივანმა ჩემი ამბორიც მიიღო და უკვე სრულყოფილი დამსახურებუ-
ლი ბედნიერებითაც ტკბება. ასეა – მოძღვარი სიამოვნებით უნდა ეძ-
ლეოდეს თავის საქმეს... და გამოხმობასაც სიხარულით შეხვდეს. რო-

613
გორც გავიგე, ცოტა ხნის წინ გახსნილ სექტორში, სტაჟიორი მცველის
ვაკანსია გამოჩენილა. ვიცი, რომ ეს პოზიცია შენს რანგზე დაბალია,
მაგრამ, მეორე მხრივ, დამწყები ანგელოზისთვის კარგი პრაქტიკა იქ-
ნება. ეს პლანეტა – შეგიძლია, აქაურობა, სწორედ, პლანეტად აღიქვა,
რაშიც თავადაც დარწმუნდები – არა ორსქესოვანი, არამედ სამსქესო-
ვანი არსებებითაა დასახლებული და უკვე უმაღლეს ხელისუფალთაც
ვაცნობე, რომ თვით დონ ჟუანიც ვერ მოახერხებდა, ამ სამი სქესიდან
რომელიმესთვის ხორციელი ინტერესით შეხედვას... თანაც ეს უბრა-
ლო ვარაუდი არ გეგონოს, ამის დასამტკიცებლად ექსპერიმენტიც ჩა-
ვატარე: საბრალო დროებით გამოვითხოვე და უნდა გენახა, როგორ
მოთქვამდა და ივედრებოდა, რომ ისევ იმ პირად ჯოჯოხეთში დაგვებ-
რუნებინა, რომელიც საკუთარი თავისთვის თვითონვე შეექმნა.
– ანუ გინდათ, ფლეტბუშში[145] გადამასახლოთ? თავიდან მომი-
შოროთ, რომ აღარავის ჩავეჩხირო?
– აპ, აპ, აპ, ჩაჩხერა არც შეგიძლია. ეს სწორედ ის შეუძლებლობაა,
რომელიც ყველაფერ დანარჩენს შესაძლებელს ხდის. ამის ახსნას შე-
ნი აქ მოსვლის წამიდან ვცდილობდი, მაგრამ ახლა აზრი აღარ აქვს.
ამიერიდან მცდელობის ამოუწურავი შესაძლებლობა გენიჭება; დრო-
ის ისეთ მარყუჟში მოხვდი, როდესაც აქ და ახლა დაბრუნებას ერთი წა-
მის დაკარგვის გარეშეც შეძლებ. ახლა კი გაფრინდი და საქმეს მიხე-
დე,
სამუშაო მაქვს.
ფოსტერი ისევ იმ ადგილს დაუბრუნდა, სადაც გააწყვეტინეს. საბ-
რალო სული, რომელიც დროებით „ელის დაგლასად“ იყო სახელდებუ-
ლი, რთულ საქმეს შეჭიდებოდა, მაგრამ ეს მისია მაინც უდრტვინვე-
ლად მიეღო. ახლა კი, რადგან ყველაფერი დასრულებულიყო, შეეძ-
ლო, დაესვენა და დამქანცველი ბრძოლისას გამოწოვილი ძალა
აღედგინა. ფართხალებდა, კიოდა და ირგვლივ ეკტოპლაზმას აქცევ-
და.
ასეთი საშინელი საქმის ჩამთავრების შემდეგ სრული განწმენდა
ესაჭიროებოდა... თუმცა მისი ყველა საქმე საშინელი იყო; „ელის დაგ-
ლასი“ მარად საიმედო საველე მუშაკად რჩებოდა და ყველაზე საეჭვო

614
დავალების მისაღებადაც მზად იყო, ოღონდ კი მისი უმანკოება ხელ-
შეუხებელი დარჩენილიყო. ის ყველაფერზე იყო წამსვლელი – მორჩი-
ლებიდან დაწყებული, კოცონზე დაწვით დამთავრებული – ყველა-
ფერს მტკიცედ იღებდა.
ფოსტერს კი ქალწულები დიდად არ ანაღვლებდა და მხოლოდ
პროფესიონალურად შესრულებულ საქმეს აფასებდა. მან კიდევ ერ-
თხელ, უკანასკნელად გააპარა თვალი მისის პაივონსკისკენ. აი, რო-
გორ ადამიანებს აფასებდა, პატარა პატრიციასავით მონდომებუ-
ლებს! ო, რა დალოცვილი ავხორცია...

615
თავი ოცდამეცხრე
როგორც კი პატრიციას უკან კარი დაიხურა, ჯილმა მაშინვე ჰკითხა
მაიკს:
– ახლა რა უნდა ვქნათ?
– აქედან მივდივართ. ჯილ, ფსიქოლოგიური გადახრების შესახებ
თუ წაგიკითხავს?
– კი, რა თქმა უნდა, სწავლისას. მაგრამ შენსავით გაცნობიერებული
არ ვარ.
– იცი, რაში მდგომარეობს სვირინგებისა და გველების სიმბოლური
მნიშვნელობა?
– რა თქმა უნდა. პატის შესახებ ყველაფერი გაცნობის დღიდან ვი-
ცოდი. იმედი მქონდა, რაიმე გზას გამონახავდი.
– არაფერი შემეძლო, ვიდრე წყლისმიერი მოძმეები არ გავხდებო-
დით. სექსი აუცილებელია, სექსი დიდი წყალობაა, მაგრამ მხოლოდ
მაშინ, თუ ის მზარდ სიახლოვესაც გულისხმობს. მე კი დავგროკე, რომ
თუ ამას მზარდი სიახლოვის გარეშე გავაკეთებდი... დარწმუნებული
არ ვარ.
– მაიკ, მეც დავგროკე, რომ მიხვდი. ეს იმ მრავალთაგან ერთ-ერთი
მიზეზია, რაც შენდამი ჩემს სიყვარულს განაპირობებს.
– მე კი სიყვარულს ჯერაც ვერ ვგროკავ, და ვერც ადამიანებს ვგრო-
კავ, შენც ვერ გგროკავ... მაგრამ არც ის მინდოდა, რომ პატრიცია წასუ-
ლიყო.
– მაშინ შეაჩერე, დაე, ჩვენთან დარჩეს.
– დალოდება, ჯილ.
– ვიცი.
– გარდა ამისა, – ისევ ლაპარაკზე გადავიდა მაიკი, – დარწმუნებუ-
ლი არ ვარ, რომ მისთვის სასურველის მიცემა შემიძლია. პატრიციას
საკუთარი თავის სამუდამოდ სხვებისთვის მიძღვნა სურს. მისთვის არც
ის ბედნიერთა შეხვედრებია საკმარისი, არც გველები და არც მოხატუ-
ლი სხეული. მას სამსხვერპლოზე ასვლა სწადია, რათა სამყაროს ყო-
ველი ადამიანისთვის გაიღოს რაღაც და ამით თითოეულ მათგანს
616
მოჰგვაროს ბედნიერება. ეს „ახალი გამოცხადება“ კი... უკვე დავგრო-
კე, რომ ზოგისთვის ის სულ სხვა რაღაცასაც ნიშნავს, მაგრამ პატრიცი-
ასთვის სწორედ ისაა, რაზეც ახლა ვლაპარაკობ.
– მესმის, მაიკ, ჩემო კარგო.
– ჩვენი წასვლის დროა. რომელიც გინდა, ის კაბა ჩაიცვი და ჩანთა
აიღე. ყველაფერ დანარჩენს თავიდან მოვიშორებ.
ჯილმა, ოდნავი დანანებით გაიფიქრა, რომ კარგი იქნებოდა, ზოგ
ნივთს თან თუ წაიღებდა ხოლმე, მაგრამ მაიკი ახალი ქალაქისკენ მი-
მავალ გზას ყოველთვის მხოლოდ იმ სამოსის ამარა ადგებოდა, რომე-
ლიც ზედ ეცვა. როგორც ჩანდა, გროკავდა, რომ ასე სიარული ჯილსაც
მოსწონდა.
– იმ ულამაზეს ლურჯ კაბას ჩავიცვამ.
უცებ კაბა ჰაერში აფრინდა და ჯილის თავზე ჩამოეკიდა. ქალმა ხე-
ლები ასწია, კაბა ჩამოცურდა და სხეულზე კოხტად მოერგო. მერე ფეხ-
საცმელები მიუახლოვდნენ დინჯი ნაბიჯებით. ჯილმა მათში ფეხები
ჩაყო და განაცხადა:
– მაიკ, მე მზად ვარ.
მაიკმა მისი ნათქვამის მიმართულება კი დაიჭირა, მაგრამ არსს
ვერ ჩასწვდა. მარსული აღქმისთვის ეს მეტისმეტად უცხო იყო.
– ჯილ, გინდა, აქ დავრჩეთ და დავქორწინდეთ?
– აზრი არ აქვს, დღეს მოწმობას მაინც ვერ მოგვცემენ, – პაუზის შემ-
დეგ უპასუხა ჯილმა, – კვირაა.
– მაშინ ხვალ იყოს. დავიმახსოვრებ. ვგროკავ, რომ ეს გინდა.
ჯილი ერთხანს დაფიქრდა და უპასუხა:
– არა, მაიკ.
– რატომ არა, ჯილ?
– ორი მიზეზით. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამით ჩვენი სიახლოვე
აღარ გაიზრდება. ერთმანეთს წყალი უკვე გავუზიარეთ. ეს ხომ მარსუ-
ლადაც და ინგლისურადაც ასეა?
– კი.
– მეორე მიზეზის ახსნა კი მხოლოდ ინგლისურად შემიძლია: არ
მინდა, რომ დორკასმა, მირიამმა, ენმა... და პატიმ იფიქრონ, თითქოს

617
მათი გზიდან ჩამოშორება მინდოდეს. ხომ შეიძლება, რომელიმემ მა-
ინც იფიქროს ასე.
– არა, ჯილ. ასე არცერთი მათგანი არ იფიქრებს.
– ნებისმიერ შემთხვევაში, გარისკვა არ მინდა, მით უმეტეს, რომ ეს
სულაც არ მჭირდება. შენ ხომ ჩემზე ძალიან დიდი ხნის წინ იქორწინე,
ჯერ კიდევ, საავადმყოფოს იმ პალატაში. მაშინ ამაზე წარმოდგენაც
არ მქონდა, მაგრამ, მოგვიანებით, გავიაზრე, – ჯილი შეყოყმანდა და
დასძინა: – თუმცა ერთი რამის გაკეთება ჩემთვის მაინც შეგიძლია.
– რას გულისხმობ, ჯილ?
– ზოგჯერ მოფერებითი სიტყვებით მომმართე, როგორც ამას მე ვა-
კეთებ ხოლმე.
– კარგი, ჯილ, მაგრამ რა დაგიძახო?
– ოჰ! – ჯილმა უცებ აკოცა, – მაიკ, შენ ყველაზე სათნო და საყვარე-
ლი ხარ მათ შორის, ვისაც ოდესმე შევხვედრივარ, მაგრამ ზოგჯერ, დე-
დამიწაზეც და მარსზეც, ყველაზე მეტადაც შეგიძლია ადამიანის გაცო-
ფება. დაივიწყე, რაც გითხარი, უბრალოდ, როგორც გჩვევია, ციდა მოძ-
მე დამიძახე... ესეც ძალიან მომწონს.
– კარგი, ჩემო ციდა მოძმე.
– ო, ღმერთო! ახლა კი გავქუსლოთ, ვიდრე ისევ ლოგინში შემით-
რევიხარ. დაბლა ჩადი და იქ დამელოდე, – ჯილი კარისკენ წავიდა, –
მე კი ანგარიშს გავასწორებ და მალე შემოგიერთდები.
სადგურისკენ გაემართნენ და პირველივე თავისუფალ „გრეიჰაუნ-
დში“ ისე ჩასხდნენ, რომ მისი მიმართულება არც უკითხავთ. ორიოდე
კვირის შემდეგ შინ შეიარეს, რამდენიმე დღით დარჩნენ, იქაურებს წყა-
ლი გაუზიარეს და კვლავ დაუმშვიდობებლად დაადგნენ გზას. მაიკი
არასოდეს არავის ემშვიდობებოდა, ამ წმინდა ადამიანურ ჩვეულებას
ჯიუტად უარყოფდა და ყველანაირად არიდებდა თავს. გამონაკლისს
მხოლოდ უცხო ადამიანებთან ურთიერთობისას უშვებდა, ისიც თუ ამას
ჯილი დაიჟინებდა.
ცოტა ხანს ლას ვეგასში გაჩერდნენ, სადაც გარეუბნის არც ისე გა-
მორჩეულ სასტუმროში დაბინავდნენ. მაიკმა ადგილობრივ სამორინე-

618
ებში ყველანაირი თამაში სცადა, ჯილს კი ეს საერთოდ არ აინტერე-
სებდა და
მხოლოდ საღამოს წარმოდგენებში მონაწილეობდა. მას არც სიმ-
ღერა შეეძლო, არც ცეკვა და არც რამე მსგავსი, ამიტომ, უბრალოდ,
სცენაზე იდგა ან უსაშველოდ მაღალ ცილინდრსა და ბრჭყვიალა ნაჭ-
რის ნაგლეჯში გამოწყობილი, სხვებთან ერთად მარშირებდა – დასავ-
ლეთის ბაბილონად წოდებულ ამ ქალაქში ეს მისთვის ყველაზე შესა-
ფერისი სამუშაო აღმოჩნდა. ასე მაშინ ერთობოდა, როდესაც მაიკი და-
კავებული იყო, ეს უკანასკნელი კი როგორღაც ყოველთვის ახერხებდა
მისთვის სასურველი სამუშაოს შოვნას. ხოლო, ვინაიდან, ლას ვეგასის
სამორინეები არასოდეს იხურებოდა, მაიკი ამ ქალაქში ყოფნის გან-
მავლობაში გამუდმებით დაკავებული იყო.
მაიკი სიფრთხილეს იჩენდა, რათა ერთ სამორინეში განსაკუთრე-
ბით დიდი თანხა არ მოეგო და მუდამ ჯილის მიერ დაწესებულ საზ-
ღვრებში რჩებოდა. მას შემდეგ, რაც რომელიმე სამორინეს გვარიანად
მოწველიდა და რამდენიმე ათასსაც ჩაითვლიდა, ფულს ისევ უკან
დებდა. უფრო დიდ თანხაზე არასდროს თამაშობდა, მოგებასა და წა-
გებას შორის კი გამუდმებით იცავდა ბალანსს. მალე მაიკი კრუპიედ
მოეწყო, რაც მოთამაშეთა უკეთესად დაკვირვებისა და იმის დაგროკ-
ვის საშუალებასაც აძლევდა, თუ რატომ თამაშობდნენ. ამ ადამიანთა
მამოძრავებელ აზარტს მხოლოდ ბუნდოვნად გროკავდა, თუმცა იმ
დასკვნამდე კი მისულიყო, რომ ეს სექსუალური აღგზნების მსგავსი
შეგრძნება, იმავდროულად, მცდარობასაც მოიცავდა. მაიკი ამ პოზი-
ციაზე მხოლოდ ცოტა ხანს მუშაობდა, ხოლო მაგიდასთან მისი მორი-
გეობისას პატარა ბურთულა მუდამ შეუჩერებლად ტრიალებდა.
ჯილს აოცებდა, რომ ამ მდიდრული და თეატრალური ანტურაჟის
მქონე რესტორნის სტუმრები სრულიად ჩვეულებრივი ყეყეჩები იყვნენ,
რომელთაც, უბრალოდ, სხვა ყეყეჩებთან შედარებით მეტი ფული ჰქონ-
დათ, მაგრამ ამის მიუხედავადაც ყეყეჩებად რჩებოდნენ. ჯილს ერთი
რამ თავისთვისაც აღმოეჩინა – საკუთარი სხეულის უცხო თვალის და-
სანახად გამოფენა მოსწონდა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
არ ეხებოდნენ. მას ეს მზარდი მარსული გულახდილობით ეღიარებინა

619
და საკითხს კიდევ უფრო ჩაღრმავებოდა, რათა ახალაღმოჩენილი
თვისება საფუძვლიანად გამოეკვლია. ჯილს მისით აღფრთოვანე-
ბულთა მზერა ადრეც სიამოვნებდა, მაგრამ მაშინ ფიქრობდა, რომ ამ
განცდას მხოლოდ რჩეული უმცირესობის მზერა ანიჭებდა და, როგორც
წესი, ეს რჩეული ერთი უნდა ყოფილიყო. ჯილი შეცბა იმის გაცნობიე-
რებისას, რომ მისი გარეგნობა მაიკისთვის საერთოდ არაფერს ნიშნავ-
და, თუმცა კი მისგან, როგორც მამაკაცისგან, ყველაფერს იღებდა...
თუ, რა თქმა უნდა, მოცემულ მომენტში, სხვა რამით არ იყო დაკავებუ-
ლი.
ჯილმა იცოდა, რომ მაიკი ასეთ დროსაც არ ტოვებდა მარტოს და
უფლებას აძლევდა, აუცილებლობის შემთხვევაში, ტრანსიდანაც გა-
მოეხმო. მაიკიც საყვედურის გარეშე ბრუნდებოდა, ხალისიანად უღი-
მოდა და ალერსიანად ეპყრობოდა.
ამის მიუხედავად, მაიკის ეს უცნაურობა მაინც ინარჩუნებდა აქტუა-
ლობას, ისევე, როგორც ის ფაქტი, რომ სიცილი არ შეეძლო. ჯილს კი,
წარმოდგენებში ხანგრძლივი მონაწილეობის შემდეგ, სხეულის უცხო-
თა დასანახად გამოფენისგან მიღებული სიამოვნების საიდუმლო ამო-
ეხსნა – უბრალოდ, სხვებისგან იღებდა იმას, რასაც მაიკისაგან იყო
მოკლებული.
მაგრამ მზარდი გულწრფელობისა და თანაგრძნობის უნარის გამო,
ამ აზრს ჯილის გონებაში ფეხი ვერ მოეკიდებინა. ცხადია, მისი გამოს-
ვლებისას, მაყურებელთა შორის, მამრობითი სქესი ჭარბობდა, რო-
მელთა უმეტესობაც ასაკოვანი, მსუქანი და მელოტი იყო. ეს მიხრწნი-
ლი ბეხრეკები ჯილის ასაკისა და გარეგნობის ქალისთვის ოდნავ მიმ-
ზიდველნიც ვერ იქნებოდნენ, მას კი ამგვარად ავხორცი „ბებერი
მგლები“ მუდამ ზიზღს აღუძრავდნენ. ჯილი თავს მხოლოდ იმით იმარ-
თლებდა, რომ ასეთი დამოკიდებულება ყველა მოხუცის მიმართ არ
ჰქონდა. აი, მაგალითად, იუბალს შეეძლო, ისე ეყურებინა, უხეშადაც
ელაპარაკა და უცენზურო სიტყვებიც ისეთი სიხშირით გამოეყენებინა,
როგორც უნდოდა. ჯილს არასდროს რჩებოდა იმის განცდა, რომ ეს მა-
მაკაცი მის დამარტოხელებასა და ხელში მოგდებას ცდილობდა. ჯი-
ლი იუბალის უანგარო სიყვარულში იყო დარწმუნებული და მასთან ერ-

620
თად ისე დაიძინებდა, არც კი დაფიქრდებოდა. ღრმად სწამდა, რომ
იუბალიც ასე ფიქრობდა.
მალე ჯილმა აღმოაჩინა, რომ ეს ავხორცი მოხუცები ადრინდელი-
ვით აღარ აცოფებდნენ. როცა მათი მხრიდან დაჟინებულ მზერას, ხში-
რად კი სრულიად დაუფარავ ვნებას ამჩნევდა, რაც არასდროს გამოე-
პარებოდა, საწინააღმდეგო გრძნობები აღარ უჩნდებოდა. სანაც-
ვლოდ, თითქოს, სხეულში სითბო ეღვრებოდა და თვითკმაყოფილებაც
ეუფლებოდა.
ჯილისთვის ექსჰიბიციონიზმი აქამდე მხოლოდ ფსიქოლოგიური
გადახრის აღმნიშვნელი ტერმინი იყო, რაც მუდამ ზიზღს აღუძრავდა,
ახლა კი, როდესაც იგივე მიდრეკილება საკუთარ თავშიც აღმოეჩინა,
ფიქრობდა, რომ ნარცისიზმის ამგვარი გამოვლინება ან სრულიად
ნორმალური იყო, ან თვითონაც გარკვეული გადახრის მქონე გამოდი-
ოდა, თუმცა კი თავს სრულიად ჯანმრთელად და ბედნიერად, მეტიც,
უბედნიერესად მიიჩნევდა, ჯანმრთელობის მხრივ კი, როგორც ყველა
ექთანი და, როგორც ყოველთვის, ჩინებულ ფორმაში იყო. თუმცა რა-
ღაც მაინც ხდებოდა – უკვე აღარც ახსოვდა, ბოლოს როდის წამოსტკი-
ვებოდა მუცელი ან მარტივ სურდოს მაინც შეეწუხებინა; ამდენი ხნის
განმავლობაში მსუბუქი უქეიფობაც არ ეგრძნო.
მოკლედ, ჯანმრთელი იყო და თუ ჯანმრთელ ქალს სრულიად ბუ-
ნებრივად უნდოდა, მისთვის შეეხედათ, ეს ნიშნავდა, რომ ბუნებრივი
იყო ჯანმრთელი მამაკაცების სურვილიც, ქალებისთვის ეყურებინათ.
ამ დასკვნის გამოტანის შემდეგ ჯილი უკვე იმაზეც დაფიქრდა, თუ რამ-
დენად ბუნებრივი იყო, რომ დიუკს ქალების სურათების ის კოლექცია
ჰქონდა, რომელსაც მუდამ ალმაცერად უყურებდა. ახლა, ამგვარად
აგდებული დამოკიდებულების გამო, ჯილი დიუკს ბოდიშს უხდიდა.
ეს საკითხი მაიკთანაც განიხილა და სცადა, საკუთარი თვალსაზ-
რისის ამგვარად ცვლილების მიზეზიც აეხსნა, რაც საკმაოდ რთული
ამოცანა აღმოჩნდა. მაიკს საერთოდ არ ესმოდა, რატომ აღელვებდა
ჯილს ვინმე შეხედავდა თუ არა. შეხების მიმართ ჯილის ნეგატიურ და-
მოკიდებულებას კი ბოლომდე იზიარებდა, რადგან, როგორც წესი,
თვითონ ხელის ჩამორთმევასაც ერიდებოდა, თუ, რა თქმა უნდა, ამით

621
ვინმეს არ გაანაწყენებდა – მას მხოლოდ წყლისმიერ მოძმეებთან შე-
ხება სიამოვნებდა. ჯილმა დაზუსტებით არ იცოდა, თუ როგორ აღიქ-
ვამდა მაიკი შეხებას თავისივე სქესის წარმომადგენელთა
მხრიდან, მიუხედავად იმისა, იყვნენ თუ არა ისინი მისი წყლისმიე-
რი მოძმეები. მაიკს ჰომოსექსუალიზმის შესახებაც წაეკითხა, ვერ და-
ეგროკა, ამიტომ მისი არსის ახსნა ჯილს მოუხდა. ჯილს პრაქტიკული
რჩევებიც მიეცა, თუ როგორ უნდა აეცილებინა მამაკაცთა მხრიდან
ფლირტი და თავად როგორ მოქცეულიყო, ამგვარი მოქმედება რომ არ
გამოეწვია. ჯილმა სწორად ივარაუდა, რომ ასეთი რამ გამორიცხული
არ იყო და მეტიც, მოსალოდნელიც უნდა ყოფილიყო. მაიკი მორჩი-
ლად დაჰყვა მის ამ დარიგებებს და გადაწყვიტა, საკუთარი სახის-
თვის, აქამდე დამახასიათებელი ანდროგენული შესახედაობის ნაც-
ვლად, მასკულინური იერი მიეცა. მიუხედავად ამისა, ჯილი მაინც არ
იყო დარწმუნებული, რომ მაიკი ასეთ შეთავაზებას უარყოფდა,
ვთქვათ, დიუკისგან, მაგრამ, საბედნიეროდ, მისი ყველა მამრობითი
სქესის წყლისმიერი მოძმე აშკარად გამოკვეთილ მასკულინურ თვისე-
ბებს ატარებდა, ისევე, როგორც ყველა მდედრობითი სქესის მოძმე ავ-
ლენდა აშკარა ქალურობას. ჯილი იმედოვნებდა, რომ ეს დინამიკა შე-
ნარჩუნდებოდა და ერთსქესიანი ურთიერთობისადმი მიდრეკილ ამ
საბრალოთა მცდარობას, ბოლოს და ბოლოს, მაიკიც დაგროკავდა.
ყოველ შემთხვევაში, იმას მაინც იმედოვნებდა, რომ მაიკი მათთან
წყალს არასოდეს გაიზიარებდა.
მაიკი კი ვერა და ვერ აცნობიერებდა, თუ რატომ მოსწონდა ჯილს,
როდესაც ასე უყურებდნენ. ამ მხრივ, მათი თვალსაზრისები მხოლოდ
მაშინ დაემთხვა, ისიც დაახლოებით, როდესაც ის ქალაქი დატოვეს,
სადაც უკანასკნელი საცირკო გამოსვლა გაემართათ. ჯილმა სწორედ
მაშინ აღმოაჩინა, რომ მისადმი მიპყრობილი უამრავი წყვილი თვალი
უხერხულობას აღარ უქმნიდა და, როგორც ეს პატრიციასთვისაც ეთ-
ქვა, აუცილებლობის შემთხვევაში, სცენაზე სრულიად შიშველიც გამო-
ვიდოდა.
ჯილი მხოლოდ ახლა ხვდებოდა, რომ მისი მაშინდელი თვითშეც-
ნობა მხოლოდ და მხოლოდ ჩანასახის ეტაპამდე განვითარებულიყო

622
და იმაშიც დარწმუნებულიყო, რომ, სინამდვილეში, მაყურებელთა მზე-
რის მიმართ არც არასდროს ყოფილიყო გულგრილი. იმ სრულიად უჩ-
ვეულო და უნიკალური აუცილებლობების პირობებში, რომლებიც მარ-
სელ ადამიანთან თანაარსებობის პროცესში წარმოიშობოდა, ჯილი
იძულებული გამხდარიყო, საკუთარი პიროვნების მნიშვნელოვან ნა-
წილს დამშვიდობებოდა, ბევრი ისეთი დაევიწყებინა, რაც აღზრდისა
და სწავლის პროცესში შეეთვისებინა; ბოლომდე შემოეძარცვა ქალუ-
რი სიმორცხვის ის მცირედი ნარჩენებიც, რომლებიც, თავისი სპეციფი-
კური პროფესიის მიუხედავად, ჯერ კიდევ შემორჩენოდა. ჯილს წარ-
მოდგენაც არ ჰქონდა, რომ ამ სიმორცხვის ნატამალი ჯერ კიდევ მასში
ბუდობდა – ეს მხოლოდ მისი საბოლოოდ დაკარგვის შემდეგღა გაეც-
ნობიერებინა.
ცხადია, ჯილი კვლავაც ლედი იყო, თუმცა თავად საკუთარი მოკ-
რძალების უფრო წინ წამოწევას ამჯობინებდა. უკვე ბოლომდე გაეცნო-
ბიერებინა და ფაქტადაც მიეღო, რომ მასში ისეთივე უდარდელობა და
თავზეხელაღებული ურცხვობა ჩაბუდებულიყო, როგორითაც ატეხილი
მდედრი კატები ხვადების ყურადღების მიქცევას ცდილობდნენ.
ჯილი შეეცადა, ეს ყველაფერი მაიკისთვისაც აეხსნა და, შეძლების-
დაგვარად, ჩამოეყალიბებინა თეორია ნარცისული ექსჰიბიციონიზმი-
სა და ვუაიერიზმის ურთიერთშემავსებლობის შესახებ, საიდანაც
გამოდიოდა, რომ ეს ორი მოვლენა პარალელურად მოქმედებდა
და ერთმანეთსაც ასტიმულირებდა. ამის კლინიკურ მაგალითებად დი-
უკი და საკუთარი თავი მოჰყავდა.
– მაიკ, სიმართლე ის არის, რომ ამ მამაკაცების მოშტერებისგან
მართლა ვკაიფობ... რაც მეტი მიყურებს, მით უკეთესად ვგრძნობ თავს.
თითქმის ყველა მათგანის მზერა მსიამოვნებს. ასე რომ, ახლა უკვე
მესმის, რატომაც აგროვებს დიუკი იმ ქალების სურათებს და რატომ უს-
წორდება, თუ ყველა მათგანი ერთმანეთზე სექსუალური იქნება. ეს, უბ-
რალოდ, ერთი მედლის მეორე მხარეა. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს,
რომ მათთან დაწოლა მინდა, ისევე, როგორც დიუკს არ მოუვა აზრად,
ის სურათები ჩაიწვინოს ლოგინში. საყვარელო, ისიც კი არ მინდა, რომ
მათთან რაიმე შეხება მქონდეს, მაგრამ როდესაც მზერით მეუბნებიან,

623
რომ მათთვის სასურველი ქალი ვარ, ძალიან ვიგზნები, სხეულში სიმ-
ხურვალე მეღვრება, – ჯილი ერთხანს ჩაფიქრდა და დასძინა: – იცი,
იმაზეც მიფიქრია, რომ ერთი მართლაც უხამსი ფოტო გადავიღო და
დიუკს გავუგზავნო. ამით მინდა, ბოდიში მოვუხადო და იმასაც მივახ-
ვედრო, თუ როგორ ვნანობ, ადრე აგდებულად და ქედმაღლურად რომ
ვუყურებდი, რადგან მის სურვილებს ვერ ვგროკავდი, ამ გატაცებას კი
სისუსტედ ვუთვლიდი. თუ ეს მართლა სისუსტეა, მაშინ ის მეც მაქვს,
ოღონდ ქალური ფორმით. თუ ეს მართლა სისუსტეა... მაგრამ უკვე
ვგროკავ, რომ ასე არ არის.
– კარგი, ხვალ დილით ფოტოგრაფთან მივიდეთ.
ჯილმა თავი გააქნია.
– როდესაც შინ შევივლით, დიუკს, უბრალოდ, ბოდიშს მოვუხდი.
ასეთი ფოტოს გაგზავნას მართლა კი არ ვაპირებდი. არასდროს ამკი-
დებია და სულაც არ მინდა, ამის საბაბი მივცე.
– ჯილ, დიუკი არ მოგწონს?
ჯილს გონებაში მაიკის სიტყვები ჩაესმა:
– წყლისმიერი მოძმე.
– ჰმ... მართალი გითხრა, ამაზე არასდროს მიფიქრია, მე ხომ ყო-
ველთვის შენი ერთგული ვიყავი, მაიკ, და ეს სრულიად ბუნებრივად
ხდებოდა, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე, მაგრამ ახლა ვხვდები,
რომ მართალს ამბობ – დიუკს არ უარვყოფდი... და ეს ცუდი სულაც არ
იქნებოდა, მეტიც, მომეწონებოდა კიდეც. შენ რას ფიქრობ, ჩემო კარ-
გო?
– მე წყალობას ვგროკავ, – სერიოზული ხმით უპასუხა მაიკმა.
– ჰმ... მარსული გალანტურობა... ჩვენ, დედამიწელ მდედრებს, ზოგ-
ჯერ ეჭვიანობის გამოვლინება გვახასიათებს... მაგრამ არა მგონია,
ამის დაგროკვა ოდესმე შეძლო. ძვირფასო, აბა, მითხარი, რას იგ-
რძნობდი, იმ ყეყეჩთაგან რომელიმეს ჩემთან ფლირტი რომ დაეწყო?
– ვფიქრობ, არარსებობაში გადაინაცვლებდა.
– ჰმ... ასეც ვფიქრობდი, მაგრამ, მაიკ, ყურადღებით მომისმინე –
ხომ დამპირდი, რომ მსგავს რამეს აღარ გააკეთებდი, თუ ამის აშკარა
და გადაუდებელი აუცილებლობა არ გაჩნდებოდა. ნუ იჩქარებ. თუ ჩემს

624
კივილს გაიგონებ და გონებიდანაც იგრძნობ, რომ ნამდვილად საფ-
რთხეში ვარ, მაშინ სხვა საქმეა, მაგრამ ისიც გახსოვდეს, რომ მგლებს
შორის ცხოვრებას მაშინ შევეჩვიე, როდესაც შენ, ჯერ კიდევ, მარსზე
იყავი. გაუპატიურების ცხრიდან ათ შემთხვევაში, ნაწილობრივ, ქალია
დამნაშავე, ამრიგად მხოლოდ მაშინ იმოქმედე, როდესაც დარწმუნდე-
ბი, რომ, სწორედ, მეათე შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თუმცა იმასაც
გეტყვი, რომ ამის გაკეთება არ მოგიწევს.
– კარგი, დავიმახსოვრებ. მინდა, დიუკს ის ფოტო გაუგზავნო.
– რაო? მაგრამ რატომ? თუ შენ ასე გინდა, გავუგზავნი, მაგრამ, საქ-
მე ისაა, რომ დიუკს თუ გავეარშიყები... და შენი შთაგონების გამო, შე-
იძლება, ასეც მოხდეს... მაგრამ, მირჩევნია, უბრალოდ, მხრებზე დავა-
დო ხელები და ვუთხრა: „დიუკ, აბა, რას იტყვი? მე უკვე მზად ვარ“,
რადგან, სულაც არ მინდა, ეს მხოლოდ იმ უხამსი ფოტოს გაგზავნის გა-
მო მოხდეს, ისეთივე ფოტოსი, როგორსაც შენ გიგზავნიდნენ ის საზიზ-
ღარი ქალები. მაგრამ შენ თუ გინდა, ასეც მოვიქცევი. უბრალოდ, არ
მინდა, ეს ფოტო ზედმეტად უხამსი იყოს... უკეთესი იქნებოდა, რომე-
ლიმე წარმოდგენისას გადაღებული ფოტო გამეგზავნა. ასეთ შემთხვე-
ვაში, იმასაც მივწერდი, თუ რითი ვარ ამჟამად დაკავებული და ვთხოვ-
დი, თავის ალბომში ჩაემატებინა. თუ ასე გავაკეთებდი, მაშინ ამ ნა-
ბიჯს ფლირტად აღარ მიიჩნევდა.
– როგორც ჩანს, კარგად ვერ მიგახვედრე, – წარბები შეიჭმუხნა მა-
იკმა, – თუ გინდა, დიუკს უხამსი ფოტო გაუგზავნო, ასეც მოიქეცი. თუ
ამის გაკეთება არ გინდა, ნურც გააკეთებ. მე, უბრალოდ, მინდოდა,
უხამსი ფოტო მენახა. ჯილ, რა არის უხამსი ფოტო?
ჯილის მხრიდან რაღაც საკითხებისადმი დამოკიდებულების ამ-
გვარი ცვლილებების გამო, მაიკი ძალიან დაბნეულიყო. ბევრი რამ
აქამდეც არ ესმოდა, მაგრამ, ჯილთან გასაუბრების შემდეგ, კიდევ უფ-
რო გახლართულიყო. მხოლოდ იმას მიმხვდარიყო, რომ ზოგ ადამიანს
უცხოთა დაჟინებული მზერა სიამოვნებდა და, შეიძლებოდა, ამგვარ
მოქმედებას სექსუალური დატვირთვაც ჰქონოდა. გარდა ამისა, მაიკს
არც დიუკის „ხელოვნების“ კოლექციის არსი ესმოდა, თუმცა იმაში კი
დარწმუნებულიყო, რომ ეს ნამდვილად არ იყო ხელოვნება. მაიკის გო-

625
ნებაში არსებული ის უფერული და უღიმღამო მარსული ცნება, რომე-
ლიც დედამიწისეულ ბობოქარ სექსუალურ ვნებას შეესაბამებოდა, ვე-
რანაირად ეხმარებოდა, ან ნარცისიზმის ექსჰიბიციონისტური გამოვ-
ლინება დაეგროკა ან ვუაიერისტული ეროტომანია, ანაც
სექსუალურ საკითხებში ზომიერების მნიშვნელობასა და საპირის-
პირო სქესთან მიდგომასთან დაკავშირებულ პრობლემებს ჩასწვდო-
მოდა.
– ასეთი უხამსობა ხომ მცდარობაა, – განაგრძო მაიკმა, – მცირე
მცდარობა, მაგრამ ვგროკავ, რომ ამ, თუნდაც, მცირე მცდარობას კი
არა, წყალობას გულისხმობდი.
– ვფიქრობ, უხამსი ფოტოები მცდარობაცაა და წყალობაც. გააჩნია,
ვისთვისაა განკუთვნილი. ახლა, როდესაც ამასთან დაკავშირებით აზ-
რი შემეცვალა, სულ სხვანაირად ვფიქრობ, მაგრამ... მაიკ, ჯობია, გაჩ-
ვენო, უკეთესად აგიხსნი. ფარდები ჩამოაფარე.
ვენეციურმა დარაბებმა ფანჯრები ჩააბნელა.
– ახლა კი მიყურე, – უთხრა ჯილმა მაიკს, – ეს პოზა მხოლოდ ოდნავ
უხამსია და ხშირად წარმოდგენაში მონაწილე გოგონებიც იყენებენ...
ეს კი გაცილებით უხამსია, უწესოც, მაგრამ სცენაზე გამოსული გოგონე-
ბი მასაც იყენებენ... აი, ეს პოზა უკვე ნამდვილად გადაჭარბებულია, ეს
კიდევ უფრო მეტად, ხოლო ეს იმდენად უხამსია, რომ ასეთ ფოტოს იმ
შემთხვევაშიც არ გადავიღებდი, სახე დაფარული რომ მქონოდა. რა
თქმა უნდა, თუ ეს შენ არ გენდომებოდა.
– მაგრამ თუ სახეს დაიფარავდი, ამ ფოტოს ნახვა რატომ მომინდე-
ბოდა?
– ეგ უკვე დიუკს ჰკითხე. ეს არის ერთადერთი, რაც ამ კითხვაზე შე-
მიძლია, გიპასუხო.
– მცდარობას ვერ ვგროკავ, – მაიკი კიდევ უფრო დაბნეულიყო, –
მაგრამ ვერც წყალობა დავგროკე. მხოლოდ ის დავგროკე, რომ... – მან
ის მარსული სიტყვა წარმოთქვა, რომელიც ემოციების სრულ არარსე-
ბობას გამოხატავდა.
უკიდურესად დაბნეული მაიკი საგონებელში ჩავარდნილიყო, ამი-
ტომ, ამ თემაზე საუბარი მარსულად გააგრძელეს, რადგან ეს ენა ემო-

626
ციებისა და ღირებულებების მაქსიმალურად ზუსტად განსაზღვრების
შესანიშნავ წინაპირობას წარმოადგენდა. თუმცა ზოგჯერ ინგლისურ-
ზეც გადადიოდნენ, მაგრამ არა იმიტომ, რომ ჯილის მარსული უკეთე-
სის სურვილს ტოვებდა, არამედ იმიტომაც, რომ, სიმდიდრის მიუხედა-
ვად, ეს ენა საუბრის თემის შესაბამის სიტყვებსა და ცნებებს მოკლებუ-
ლიყო.
მომდევნო საღამოს მაიკი იმ რესტორანს ესტუმრა, სადაც ჯილი გა-
მოდიოდა. ქალმა ასწავლა, როგორ მოექრთამა მეტრდოტელი, რათა
სცენასთან ყველაზე ახლოს მდგომ მაგიდასთან დაესვა. მაიკს მტკი-
ცედ გადაეწყვიტა, შექმნილი გაუგებრობის რაობა შეესწავლა, რაშიც
არც ჯილი შეწინააღმდეგებია. ჯილი პირველივე დადგმაში მონაწი-
ლეობდა, სცენიდან ყველას უღიმოდა, ხოლო, როდესაც მათი მზერა
გადაიკვეთა, მაიკს თვალიც ჩაუკრა. მაიკის იქ ყოფნისას ჯილმა
აღმოაჩინა, რომ ის თბილი და სასიამოვნო შეგრძნება, რომელიც წინა
საღამოს დაუფლებოდა, კიდევ უფრო გასძლიერებოდა. ისიც კი გა-
იფიქრა, რომ თუ სინათლეს გამორთავდნენ, იქაურობას შინაგანი შუ-
ქითაც გაასხივოსნებდა.
წარმოდგენის დასრულების შემდეგ გოგონები სცენაზე განლაგ-
დნენ და, ისე მოხდა, რომ ჯილი მაიკისგან, სულ რაღაც, ათიოდე ფუ-
ტით იყო დაშორებული. ჯილი პირველ რიგში დასში მისვლიდან რამ-
დენიმე დღეში დაეყენებინათ. უბრალოდ, რესტორნის დირექტორი მი-
ვიდა, ახედ-დახედა და უთხრა: „პატარა, არ მესმის, რაშია საქმე. ამ ქა-
ლაქში უამრავი გოგონაა, რომლებიც ნებისმიერ სამუშაოზე არიან
მზად და დასში მიღებას იხვეწებიან. შენზე ბევრად უკეთესად გამოი-
ყურებიან და ცეკვაც შეუძლიათ, მაგრამ შენში არის რაღაც, რაც სტუმ-
რებს აჯადოებს და იზიდავს; როგორც კი შუქი დაგეცემა, მაშინვე შენ-
კენ იხედებიან. ამიტომ, ისღა დამრჩენია, წინა რიგში გადაგიყვანო, სა-
დაც უკეთესად დაგინახავენ. ასეთია პუბლიკის მოთხოვნა... თუმცა
ამის მიზეზს მაინც ვერ ვხვდები“.
ჯილი ერთ პოზაში გაყინულიყო და საკუთარი გონებით მაიკის გო-
ნებას ეხებოდა.
– გრძნობ რამეს?

627
– ვგროკავ, მაგრამ არასრულად.
– იქით გაიხედე, საითაც მე ვიყურები. იმ გალეულს შეხედე, როგორ
ცახცახებს. ჩემ გამო სული მისდის.
– მის წყურვილს ვგროკავ.
– კარგად შეხედე.
ჯილმა ტანმორჩილ სტუმარს პირდაპირ თვალებში შეხედა და
მხურვალედ გაუღიმა. უნდოდა, მისი ინტერესი მაქსიმალურად გაეძ-
ლიერებინა, მაიკს კი ეს ყველაფერი მისი თვალებით ეხილა. ქალი
მარსული აზროვნების თავისებურებებს უკვე გროკავდა და, რადგან მა-
იკთან მზარდი სიახლოვეც ჰქონდა, ამ მარსული მეთოდის გამოყენე-
ბაც შეიძლებოდა. ჯერ არც ისე კარგად გამოსდიოდა, მაგრამ, თანდა-
თან, სულ უფრო იხვეწებოდა, ჯერ კიდევ ბევრი უნდა ესწავლა. მაიკს
მისი თვალებით დანახვა იოლად, მხოლოდ მის გონებაში შეღწევითაც
შეეძლო, თავად ჯილი კი ამას მხოლოდ მაიკის დახმარებით ახერხებ-
და.
– მას ერთად ვგროკავთ. ჩემი ციდა მოძმის დიდებული წყურვილი...
– რაო?!
– ეს მშვენიერი ტანჯვაა.
ჯილი მუსიკას აჰყვა. სიამაყენარევი განცდით მოძრაობდა და
გრძნობდა, მის წიაღში როგორ იღვიძებდა და სულ უფრო ძლიერდე-
ბოდა ვნება. ეს იმ ემოციათა ანარეკლი იყო, რომლებსაც მაიკისა და
ტანმორჩილი უცნობისგან ერთდროულად შეიგრძნობდა. უცებ მოცეკ-
ვავე გოგონების ტალღამ ჯილი მაიკს ჩამოაშორა და სტუმრისაკენ გა-
იტაცა. გოგონების ფეხდაფეხ ჯილმა მისკენ კიდევ რამდენიმე ნაბიჯი
გადადგა, თან ამ ყურადღებით გაბედნიერებულ მამაკაცს, თვალს არ
აშორებდა.
უცებ ისეთი რამ მოხდა, რასაც ჯილი არ ელოდა, რადგან მაიკს ამის
ალბათობის თაობაზე არასოდეს გაეფრთხილებინა: ჯილი სცენაზე მი-
მოდიოდა, ტანმორჩილ უცნობს პირდაპირ თვალებში უყურებდა და
მის ემოციებს ისრუტავდა, გამომწვევად აღიზიანებდა და მიღებულ
შეგრძნებებს მაიკს უზიარებდა... და უცებ წრედი შეიკრა – აღმოაჩინა,
რომ საკუთარ თავს ახლა უკვე სხვისი თვალებით უყურებდა, სწორედ

628
იმ ტანმორჩილი მამაკაცის თვალებით, რაც გვერდიდან შეხედვისა და
შეფასების ტოლფასი შეგრძნება აღმოჩნდა. მეტიც – ჯილმა ის პირ-
ველყოფილი სურვილიც შეიგრძნო, რომელიც უცნობს მის მიმართ აღ-
სძვროდა.
ქალი წაბორძიკდა და, ალბათ, სცენაზეც დაეცემოდა, მაიკს ეს
დროულად რომ არ შეემჩნია და შეეკავებინა. ასე ეჭირა, ვიდრე არ
დარწმუნდა, რომ ჯილს თავის შემაგრება დამოუკიდებლად შეეძლო.
და მაიკმაც შეწყვიტა მისთვის უცხო შეგრძნებების გადაცემა.
მშვენიერი გოგონების ნაკადი კულისებისკენ დაიძრა და გასას-
ვლელში გაუჩინარდა. როგორც კი სცენას გასცდნენ, ჯილის უკან
მდგომმა გოგონამ ჰკითხა:
– ჯილ, რა ეშმაკი დაგემართა?!
– ქუსლი გადამიბრუნდა.
– ხდება ხოლმე, მაგრამ ეს რაღაც სიგიჟე იყო. ასეთი რამ ცხოვრე-
ბაში არ მინახავს. ერთი წამით ჰაერში მარიონეტივით დაეკიდე.
„სწორედ ასე იყო, ჩემო კარგო, სწორედ ასე იყო, მაგრამ ამაზე შენ-
თან ვერ ვილაპარაკებ“, გაიფიქრა ჯილმა, ხმამაღლა კი უთხრა:
– უნდა ვთხოვო, ის ადგილი კარგად შეამოწმონ. ალბათ, ფიცარია
მორყეული. შეიძლება, რომელიმემ ფეხიც მოვიტეხოთ.
მთელი საღამოს განმავლობაში, როდესაც ჯილი სცენაზე გამოდი-
ოდა, მაიკი საკუთარ თავს დანარჩენი სტუმრების თვალებით აჩვენებ-
და, თუმცა წინასწარ აფრთხილებდა, რომ მსგავსი ინციდენტი აღარ
განმეორებულიყო. ჯილს აოცებდა იმის აღმოჩენა, რომ სხვადას-
ხვა სტუმრისთვის განსხვავებულად მოჩანდა: ერთი მხოლოდ ფეხებზე
უყურებდა, მეორე თეძოების რხევას ადევნებდა თვალს, მესამეს კი
მარტო ძუძუები აინტერესებდა. ამის შემდეგ, მაიკმა, მაყურებელთა
თვალებით, ახლა უკვე სხვა გოგონები დაანახვა, ოღონდ ამჯერადაც
წინასწარ გააფრთხილა, თავგზა რომ არ არეოდა. ჯილმა დაასკვნა,
რომ ის და მაიკი მათ ერთნაირად აღიქვამდნენ, თუმცა მაიკის აღქმა
გაცილებით მკვეთრი იყო.

629
ჯილს ისიც აოცებდა, რომ სხვისი თვალებით ყურება პირადი აღ-
ქმის ემოციურ ფონს არ უმცირებდა, პირიქით, შეგრძნებები უფრო გაძ-
ლიერებოდა კიდეც.
მაიკმა დარბაზი ჯილის დარიგებისამებრ წარმოდგენის დასრულე-
ბამდე ცოტა ხნით ადრე, დანარჩენ სტუმრებამდე დატოვა. ჯილს აღარ
ეგონა, რომ მაიკს იმ საღამოს კიდევ ნახავდა, რადგან ამ უკანასკნელს
თავი მოვალეობებისგან მხოლოდ დროებით, ჯილის გამოსვლის სანა-
ხავად გაეთავისუფლებინა. მაგრამ ჯილმა სასტუმროს ნომერში შეს-
ვლამდე იგრძნო, რომ მაიკი უკვე იქ იყო.
კარი თავისით გაიღო. ჯილმა ოთახში შეაბიჯა, კარი კი ისევ თავი-
სით დაიკეტა.
– ძვირფასო, – შესძახა ჯილმა შესვლისთანავე, – რა კარგია, რომ
დღეს ასე ადრე დაბრუნდი!
– მე უხამსი ფოტო დავგროკე, – უთხრა მაიკმა და ოდნავ შესამჩნე-
ვად გაუღიმა. ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ჯილის ტანსაცმელიც
გაქრა, – მიდი, უხამსი ფოტოები კიდევ მაჩვენე.
– რაო? ახლავე, ჩემო კარგო.
ჯილმა მაიკს ადრინდელის მსგავი პოზები აჩვენა. ყოველი პოზის
მიღების შემდეგ, მაიკი მას საკუთარ აღქმას გადასცემდა და ჯილს თა-
ვის სხეულს თავისივე თვალთახედვიდან აჩვენებდა, რის დროსაც ქა-
ლი მაიკის ემოციებსაც შეიგრძნობდა და იმასაც, თუ როგორ ტრიალებ-
და ეს ემოციები ერთი გონებიდან მეორის გავლით – ერთის აღქმა მე-
ორისას ირეკლავდა და ერთიორად ძლიერდებოდა. ბოლოს ჯილმა
ყველაზე უხამსი პოზა მიიღო მათ შორის, რომელთა მოფიქრებაც შეძ-
ლო.
– უხამსი სურათები წყალობაა, – სრულიად უემოციოდ თქვა მაიკმა.
– კი! და ახლა მეც ვგროკავ მათ! რაღას ელოდები, მოდი!
სამსახურები იმავე დღეს მიატოვეს და მომდევნო ერთი კვირა მხო-
ლოდ ჟურნალების თვალიერებაში გაატარეს. ამასობაში ჯილმა კიდევ
ერთი რამ აღმოაჩინა: უხამს ფოტოებს, ახლა უკვე, მხოლოდ მამაკა-
ცის, უმეტესად, მაიკის თვალებით გროკავდა. ზოგჯერ ეს ესთეტიკური
ტკბობის განცდა იყო, ზოგჯერ –

630
აღფრთოვანება, მაგრამ თუ მაიკის ყურადღება სხვა რამეზე იყო
კონცენტრირებული, მაშინ ჯილი ამა თუ იმ მოდელს, მოცეკვავესა თუ
სტრიპტიზიორს ისე აღიქვამდა, როგორც, უბრალოდ, ქალი ქალს.
ასეთ დროს მხოლოდ ესთეტიკურ სიამოვნებას განიცდიდა და მეტ
არაფერს, რაც ამშვიდებდა, მაგრამ მაინც მალე ბეზრდებოდა. უკვე
იმაზეც ფიქრობდა, როდის მოისურვებდა მაიკი შინ დაბრუნებას, თუმ-
ცა დალოდება უკვე კარგად ესწავლა და მოთმინებით იცდიდა.
ჯილმა ეს ფაქტი კარგად აწონ-დაწონა და დაასკვნა, რომ ასეც
აჯობებდა. კარგი იყო, რომ ქალების სხვაგვარად აღქმა არ შეეძლო,
რადგან ერთი კაცისგან უკვე მიეღო იმაზე მეტი პრობლემა, ვიდრე გამ-
კლავება შეეძლო, საკუთარ თავში ლატენტური ლესბოსელობის აღმო-
ჩენა კი მეტისმეტი იქნებოდა. არადა, მაიკის თვალებით ქალების ყუ-
რება მართლაც კარგი გასართობი და, მისივე ნათქვამის თანახმად,
დიდი წყალობაც იყო. ამ წყალობის მასშტაბს იმის გაცნობიერებაც
ზრდიდა, რომ მაიკი უკვე მასაც ასე უყურებდა.
მალე პალო ალტოში გაემგზავრნენ, სადაც საკმაოდ დიდხანს გა-
ჩერდნენ, რადგან მაიკს ჰუვერის ბიბლიოთეკის მთლიანად ათვისება
გადაეწყვიტა, რაც წარუმატებლად დასრულდა. ეს, უბრალოდ, შეუძ-
ლებელი აღმოჩნდა ფიზიკურადაც და ტექნიკურადაც. მაიკი ბოლოს
და ბოლოს დანებდა და საკუთარ თავსაც გამოუტყდა, რომ დაუმუშავე-
ბელ ინფორმაციას იმაზე სწრაფად შთანთქავდა, ვიდრე მისი დაგროკ-
ვა შეეძლო, მიუხედავად იმისა, რომ ღამღამობით, როდესაც ბიბლიო-
თეკა იხურებოდა, მაიკი მიღებულ ინფორმაციას ამუშავებდა. ჯილმა
შვებით ამოისუნთქა, როდესაც სან ფრანცისკოსკენ გასწიეს, სადაც მა-
იკმა უფრო სისტემატიზებულ კვლევას მიჰყო ხელი.
ერთხელ, შინ დაბრუნებულმა ჯილმა, მაიკი უძრავად მჯდომი აღ-
მოაჩინა. ტრანსში აშკარად არ იყო, მაგრამ არც საწინააღმდეგო ეტყო-
ბოდა. მაიკის გარშემო წიგნები ელაგა, მათ შორის თალმუდი, კამა
სუტრა, ბიბლიის რამდენიმე გამოცემა, „მკვდრების წიგნი“, მორმონთა
წიგნი, პატის მიერ ნაჩუქარი „ახალი გამოცხადების“ მისთვის ესოდენ
ძვირფასი ეგზემპლარი, სხვადასხვა აპოკრიფები, ყურანი, „ოქროს ტო-
ტის“ შეუმოკლებელი ვერსია, „დაო დე ძინი“, „მეცნიერება და ჯან-

631
მრთელობა წმინდა წერილებში“ და სხვადასხვა რელიგიისა თუ სექ-
ტის წმინდა წიგნები. მათ შორის ისეთი ოდიოზური წიგნიც ერია, როგო-
რიც ალისტერ კროულის „კანონის წიგნი“ გახლდათ.
– რა ხდება, მაიკ?
– ვერ ვგროკავ, – თქვა მაიკმა და წიგნებისკენ ანიშნა.
– დალოდება, მაიკლ, დაგროკვის სისავსისთვის დალოდება გჭირ-
დება.
– არა მგონია, ეს სიცარიელე დალოდებამ შემივსოს. ვიცი, რაც ხდე-
ბა. მე ხომ, სინამდვილეში, ადამიანი არ ვარ, მე მარსელი ვარ, მარსე-
ლი მცდარ სხეულში.
– მაიკ, ჩემთვის ადამიანი ხარ და შენი სხეულიც ისეთი მიყვარს,
როგორიც არის.
– ხომ გროკავ, რასაც ვგულისხმობ. მე კი ადამიანებს ვერ ვგროკავ.
არ მესმის, რა აზრი აქვს ამ რელიგიურ მრავალფეროვნებას. რაც შე-
ეხება, ჩემს ხალხს...
– შენს ხალხს, მაიკ?
– მაპატიე, მარსელებს ვგულისხმობდი. მარსელებს მხოლოდ ერთი
რელიგია აქვთ და ის რწმენას სულაც არ უკავშირდება. ეს ზუსტი ცოდ-
ნაა. ამას შენც გროკავ. „შენ ხარ ღმერთი!“
– კი, ვიცი, – დაეთანხმა ჯილი, – ვგროკავ... მარსულად, მაგრამ, ჩე-
მო კარგო, ინგლისურად ასეთ რამეს ვერ გამოთქვამ... და ვერც სხვა
დედამიწურ ენაზე. არ ვიცი რატომ, მაგრამ ასეა.
– ჰმ... როდესაც მარსზე რაიმეს გარკვევა გვჭირდებოდა, უხუცესებს
ვეკითხებოდით და ისინიც მუდამ სწორად გვპასუხობდნენ. ჯილ, ნუთუ
ჩვენ, ადამიანებს, უხუცესები მართლა არ გვყავს? სულებს ვგულის-
ხმობ. დემატერიალიზაციისას... სიკვდილისას, მართლა ვკვდებით?
ვკვდებით საბოლოო სიკვდილით და აღარაფერი რჩება ჩვენგან? ამ-
გვარ უმეცრებაში იმიტომაც ვცხოვრობთ, რომ სხვაგვარად ცხოვრებას
აზრი არ აქვს? ნუთუ მართლა ასე ცოტა ხანს ვცოცხლობთ და ისე ვქრე-
ბით, რომ არაფერს ვტოვებთ? ნუთუ მართლა მხოლოდ იმდენ ხანს
ვცოცხლობთ, რამდენიც მარსელს ერთი კარგი დაფიქრებისთვის
სჭირდება? მითხარი, ჯილ, შენ ხომ ადამიანი ხარ.

632
ჯილმა გაიღიმა. ერთხანს ჩუმად იყო, მერე კი მშვიდი, მაგრამ დამ-
რიგებლური ტონით უთხრა:
– ეს უკვე თავად მითხარი, მაიკ. შენ მე მარადისობის აღქმა მასწავ-
ლე და ამას უკვე ვეღარავინ წამართმევს. შენ არასოდეს მოკვდები,
შენ მხოლოდ დემატერიალიზდები, – მან ორივე ხელით საკუთარ თავ-
ზე მიანიშნა და განაგრძო: – ეს სხეული, რომელიც საკუთარი თვალე-
ბით დამანახე... და რომელიც ასე გიყვარს... ერთ დღეს ის აღარ იარსე-
ბებს... მაგრამ მე არ გავქრები... მე ვარ ის, რაც ვარ! შენ ხარ ღმერთი,
მე ვარ ღმერთი, ჩვენ ვართ ღმერთი. ეს მუდამ ასე იქნება. არ ვიცი, სად
ვიქნები და მემახსოვრება თუ არა, რომ ოდესღაც ჯილ ბორდმენი ვი-
ყავი, რომელიც სიამოვნებით ასრულებდა მედდის მოვალეობას და
ასეთივე სიამოვნებით ცეკვავდა ნახევრად შიშველი განათებულ სცე-
ნაზე. მე მომწონს ჩემი სხეული...
სწორედ ამ დროს მაიკმა მისთვის უჩვეულო მოუთმენლობით გააქ-
რო ჯილის ტანსაცმელი.
– გმადლობ, – წყნარად უთხრა ჯილმა. არც შერხეულა. უძრავად იჯ-
და, – ეს კარგი სხეულია, მომწონს და შენც მოგწონს, მაგრამ, დარწმუ-
ნებული ვარ, რომ, როდესაც მისი დრო ამოიწურება, არასდროს მომე-
ნატრება. ვიმედოვნებ, რომ როდესაც ჩემი დემატერიალიზაციის დრო
დადგება, შენ მას საკვებად მიიღებ.
– კარგი, ასე გავაკეთებ... თუ, რა თქმა უნდა, პირველად მე არ ვდე-
მატერიალიზდები.
– არა მგონია, ასე მოხდეს. შენს სხეულს იმდენად აკონტროლებ,
რომ, ვფიქრობ, რამდენიმე საუკუნეს მაინც იცოცხლებ, თუ, რა თქმა უნ-
და, დემატერიალიზაციას მანამდე არ მოისურვებ.
– შეიძლება ასეც მოხდეს, მაგრამ ახლა არა. ჯილ, ცდას არ ვიშუ-
რებ, მაგრამ ამაოდ. უკვე რამდენ ეკლესიაში ვიყავით?
– მგონი, სან ფრანცისკოს ყველა ეკლესია მოვიარეთ. ყოველ შემ-
თხვევაში, ისინი მაინც, რომელთა მისამართებიც საძიებო სისტემაშია
მითითებული. ალბათ, მხოლოდ ისეთები დაგვრჩა, თავიანთ არსებო-
ბას რომ ასაიდუმლოებენ. და უკვე სათვალავიც ამერია, იმდენჯერ და-
ვესწარით მაძიებელთა ღვთისმსახურებას.

633
– მე ამას მხოლოდ პატის გამო ვაკეთებდი. იქ მისვლა აღარ მინდა,
თუ შენ არ ფიქრობ, რომ პატისთვის აუცილებელია იცოდეს, რომ მცდე-
ლობა შუაგზაზე არ მიგვიტოვებია.
– მისთვის ეს მართლაც მნიშვნელოვანია და ხომ ვერ მოვატყუებ-
დით. შენ ტყუილის თქმა არ შეგიძლია, მე კი არ მინდა პატის ან ნების-
მიერ წყლისმიერ მოძმეს ვატყუებდე.
– სინამდვილეში ფოსტერიტები წარმოდგენებს აწყობენ, – თქვა მა-
იკმა, – ყველაფერი ისეთი გამრუდებულია... თანაც საკმაოდ მოუქნე-
ლად მოქმედებენ, ისევე, როგორც მე ვმოქმედებდი სცენაზე გამოს-
ვლისას. მგონია, რომ შეცდომებს ვერასდროს გამოასწორებენ, რად-
გან ეს, – მან პატის მიერ დატოვებული წიგნი ასწია, – სრული სისულე-
ლეა!
– ჰო, მაგრამ პატი ამგვარ დეტალებს ვერ ხვდება. ის ხომ საკუთარ
უმანკოებაშია დანთქმული. ის ღმერთია და შესაბამისადაც სწამს...
თუმცა თვითონაც არ იცის, რას წარმოადგენს.
– ჰო, – თქვა მაიკმა, – პატი მართლა ასეთია. ამას მხოლოდ მაშინ
დაიჯერებს, როდესაც მე ვეტყვი, თანაც სათანადო სიტყვებით. ჯილ,
ნამდვილ ყურადღებას მხოლოდ სამი რამ იმსახურებს. ერთია მეცნიე-
რება, რომლის შესახებაც მე უფრო მეტი მასწავლეს, ვიდრე ყველა აქა-
ურმა მეცნიერმა მთლიანობაში იცის. სამყაროს მოწყობის შესახებ მათ-
ზე მეტი, ჯერ კიდევ, ბუდეში ყოფნისას ვიცოდი. მათთან შედარებით
იმდენად ბევრი ვიცი, რომ ლევიტაციის მსგავს მარტივ მოვლენაზეც
ვერ მოვახერხებდით საუბარს. არა, სულაც არ მინდა, აქაური მეცნიე-
რები დავაკნინო – ისინი ხომ მხოლოდ იმას აკეთებენ, რაც შეუძლიათ
და როგორც შეუძლიათ. ამას ნამდვილად კარგად ვგროკავ, მაგრამ
რასაც ისინი ეძებენ, ძირეულად განსხვავდება იმისგან, რასაც მე ვე-
ძებ. მხოლოდ ქვიშის მარცვლების დათვლით უდაბნოს ვერ დაგროკავ.
მაიკი ერთხანს გაჩუმდა და განაგრძო:
– შემდეგი ფილოსოფიაა. ამბობენ, ფილოსოფია ყველაფერს მო-
იცავსო, მაგრამ განა ასეა? ფილოსოფოსები ამ სამყაროს ხომ იმითვე
ტოვებენ, რითაც მოდიან, გამონაკლისს კი მხოლოდ ისინი წარმოად-
გენენ, რომლებიც თავს იტყუებენ, საკუთარ მოსაზრებებს თავისივე არ-

634
გუმენტებით ასაბუთებენ ანუ ჩაკეტილ წრეზე დადიან. კანტიც ასე იქ-
ცეოდა და ისინიც, საკუთარი კუდის დაჭერას რომ ცდილობდნენ. ამრი-
გად, თუ პასუხი არსებობს, ის სწორედ აქ უნდა იყოს, – წიგნების გრო-
ვისკენ მიანიშნა, – მაგრამ აქაც არაფერია, მხოლოდ ცალკეული ფრაგ-
მენტებია, ჭეშმარიტების დაგროკვის წამიერი გამონათებები, მთლი-
ანი სურათი კი არ იკვეთება. ხოლო თუ მთლიანობა აქა თუ იქ მაინც
გაიელვებს, მის მისაღებად მაინც რწმენას ითხოვენ. რწმენა! ეს ორიო-
დე მარცვალი რა ბინძურად ჟღერს! ჯილ, როგორ მოხდა, რომ ეს სიტ-
ყვა არც კი გიხსენებია, როდესაც წესიერ საზოგადოებაში სათქმელად
შეუფერებელ სიტყვებს მასწავლიდი?
– მაიკ, შენ ახლა იხუმრე, – გაეღიმა ჯილს.
– ხუმრობა სულაც არ მქონია განზრახული და ვერც იმას ვხვდები,
რა არის აქ სასაცილო. ჯილ, მე შენთვისაც არ აღმოვჩნდი საკმარისად
კარგი. ადრე ხშირად იცინოდი, კისკისებდი, მე კი სიცილი ვერა და ვერ
ვისწავლე, სიცილისა მეშინოდა კიდეც. ბოლოს, იმის ნაცვლად, რომ
სიცილი მესწავლა, ეს შენც შეწყვიტე. მე ადამიანი ვერ გავხდი... სანაც-
ვლოდ შენ იქეცი მარსელად.
– მაიკ, მე ბედნიერი ვარ. შეიძლება ვერ შენიშნე, მაგრამ სულ ახ-
ლახან გავიცინე, ცოტა ხნის წინ.
– აქედან შორს, მარკეტ სტრიტზეც რომ გაგეცინა, მაინც გავიგონებ-
დი. ვგროკავ, რომ მას შემდეგ, რაც სიცილის შიში გამიქრა, ყოველ-
თვის სხვების სიცილს ვაკვირდებოდი, მით უმეტეს, შენსას. ვფიქრობ-
დი, რომ თუ სიცილს დავგროკავდი, დავგროკავდი ადამიანებსაც, შემ-
დეგ კი პატრიციასა და სხვებსაც დავეხმარებოდი... ან მე ვასწავლიდი,
რაც ვიცი, ან მისგან ვისწავლიდი, რაც იცის. ერთმანეთისგან ვისწავ-
ლიდით, ამ ყველაფერზე ვილაპარაკებდით და ერთურთს გავუგებ-
დით.
– მაიკ, ერთადერთი, რისი გაკეთებაც მისთვის შეგიძლია, დრო-
დადრო მონახულებაა. იქნებ დღესვე წავსულიყავით? მოდი, ახლავე
გავეცალოთ ამ საშინელ ბურუსს. სეზონი უკვე დასრულებულია, ამი-
ტომ ახლა შინ იქნება. სამხრეთისკენ გავემგზავროთ და პატი მოვინა-
ხულოთ... თანაც ყოველთვის მინდოდა, ქვემო კალიფორნიის სანაპი-

635
რო მენახა. პატრიციას გავუაროთ და ერთად მხიარულად განვაგრძოთ
გზა სამხრეთისაკენ, სადაც მუდამ თბილი ამინდებია.
– კარგი.
– მაშინ ჩავიცვამ, – ჯილი წამოდგა, – ამ წიგნებიდან რომელიმეს
წამოიღებ? იმის ნაცვლად, რომ აქაურობაც შენებურად მოასუფთაო,
იუბალს ხომ არ გავუგზავნო?
მაიკმა თითები გაატკაცუნა და პატრიციას საჩუქრის გარდა ყველა
წიგნი გაქრა. მაიკი ჯილს მიუბრუნდა:
– მხოლოდ ეს დავიტოვოთ და თან წავიღოთ. არ მინდა, პატიმ მო-
ისაკლისოს. ახლა კი ზოოპარკში უნდა წავიდე.
– კარგი.
– მინდა, აქლემს საპასუხოდ შევაფურთხო და გავიგო, რატომ არის
გამუდმებით ასეთ ცუდ ხასიათზე. იქნებ ამ პლანეტის ნამდვილი უხუ-
ცესები სწორედ აქლემები არიან... და ეს არის აქაურობის მცდარობა.
– მაიკ, დღეს უკვე მეორედ იხუმრე.
– მაგრამ მე არ მეცინება, არც შენ გეცინება და არც აქლემს. იქნებ
ამის მიზეზსაც გროკავს. ეს კაბა მოგწონს? საცვლებიც გჭირდება? შევ-
ნიშნე, რომ, როდესაც ტანსაცმელი გაგიქრე, საცვლები გეცვა.
– კი. გარეთ ცივა და თანაც ქარიც ქრის.
– კარგი, – ჯილი ორიოდე ფუტზე ასწია, – საცვლები, წინდები. ხე-
ლები ასწიე. ლიფიც? არა, არ გინდა. ახლა კი კაბა... აი, უკვე მზად ხარ.
მშვენივრად გამოიყურები, რასაც უნდა ნიშნავდეს ეს. იქნებ რომელიმე
ქალბატონის პირად მოსამსახურედ დამეწყო მუშაობა, რადგან, რო-
გორც ჩანს, სხვა არაფრისთვის გამოვდგები. აბაზანა, შამპუნი, მასაჟი,
ვარცხნილობა, მაკიაჟი, ჩაცმა... მანიკურის გაკეთებაც კი ვისწავლე,
თანაც ისე, როგორც შენ მოგწონს. ეს ყველაფერი საკმარისია, მადამ?
– ძვირფასო, შენგან შესანიშნავი მოსამსახურე დადგებოდა, მაგ-
რამ მინდა, რომ მუდამ ჩემთან დარჩე.
– მეც ასე ვგროკავ. ახლა ვფიქრობ მასაჟიც ხომ არ გამეკეთებინა,
რომელიც მზარდ საიხლოვეს განგვაცდევინებდა.
– კი, მაიკლ.

636
– მე კი მეგონა, რომ დალოდება ისწავლე. ჯერ ზოოპარკში უნდა წა-
მიყვანო და არაქისი მიყიდო.
– კარგი, მაიკ. ჯილი არაქისს გიყიდის.
გოლდენ გეით პარკში[146] ციოდა და სუსხიანი ქარი ქროდა. მაიკი
სიცივეს საერთოდ ვერ გრძნობდა, ჯილი კი სხეულის კონტროლს ჯერ
კიდევ სწავლობდა. მიუხედავად ამისა, ძალიან ესიამოვნა, როდესაც
მაიმუნების კარგად გამთბარ განყოფილებაში შევიდნენ. სითბოს თუ
არ ჩავთვლით, სხვა მხრივ, ჯილს
აქაურობა საერთოდ არ მოსწონებია – მაიმუნები ზედმეტად დამ-
სგავსებოდნენ ადამიანებს, რაც საგრძნობლად თრგუნავდა. ჯილი
ფიქრობდა, რომ საბოლოოდ მოეშორებინა ყოველგვარი ფარისევლუ-
რი სტერეოტიპი და იმდენად გაზრდილიყო, რომ უკვე შეეძლო, ყველა-
ნაირი ფიზიკური გამოვლინების მიმართ მარსელთა მსგავსი ასკეტური
დამოკიდებულება ჰქონოდა. ის ფაქტი, რომ მაიმუნები მის თვალწინ
წყვილდებოდნენ და სხვა ბუნებრივ მოთხოვნილებებსაც იქვე იკმაყო-
ფილებდნენ, ჯილზე ადრინდელივით აღარ მოქმედებდა. ამ საბრალო
პატიმრებს სხვა გზა არც ჰქონდათ, რადგან გამუდმებით სხვათა
თვალწინ უხდებოდათ ყოფნა. ახლა ჯილს მათი ყურება ყოველგვარი
ზიზღისა და ცხვირის აბზუების გარეშე შეეძლო, მისი შეცბუნება კი იმას
გამოეწვია, რომ ყველაფერი, რასაც მაიმუნები აკეთებდნენ, „ადამია-
ნური, ერთობ ადამიანური“[147] იყო. მათი ყოველი მოძრაობა, მიმიკა,
ყოველი გამოხედვა, ჯილს იმას ახსენებდა, რაც საკუთარი სახეობის
წარმომადგენლებში ყველაზე მეტად არ მოსწონდა.
ჯილს დიდი კატების განყოფილებაში ყოფნა ერჩია, სადაც უზარმა-
ზარი ხვადი ლომები ქედმაღლურად მიმოდიოდნენ, მათ თვითდაჯე-
რებას კი ტყვეობაც ვერ არყევდა. ძუები ნაშიერებზე ზრუნავდნენ, დი-
დებული ბენგალური ვეფხვების თვალებიდან კი ჯუნგლების ანარეკ-
ლი გამოსჭვიოდა. იქვე იყვნენ უფრო მომცრო ზომის, მაგრამ არანაკ-
ლებ საშიში და სწრაფი ლეოპარდები. ირგვლივ მუშკის მძაფრი სუნი
იდგა, რომელსაც კონდიცირების სისტემა ვეღარ ერეოდა. მაიკი ჯი-
ლის განწყობას იზიარებდა. შეეძლო, აქ საათების განმავლობაში დარ-
ჩენილიყო და ხან ფრინველებს, ხან რეპტილიებს ანაც სელაპებს დაკ-

637
ვირვებოდა. ერთხელ ჯილს ისიც უთხრა, რომ თუ ვინმეს ამ პლანეტაზე
მოვლინება ერგებოდა წილად, ზღვის ლომად დაბადება უდიდესი სი-
კეთე იქნებოდა.
ზოოპარკის პირველად ნახვისას მაიკი უკიდურესად აღელდა.
ჯილმა ძლივს დაარწმუნა, დაგროკვას დალოდებოდა, რადგან ყველა
ცხოველის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას აპირებდა. მოგვიანებით
მაიკმაც აღიარა, რომ ამ ცხოველების უმრავლესობა, გალიებიდან გა-
მოსვლის შემდეგ, ადგილობრივ კლიმატს ვერ გაუძლებდა და, შესაბა-
მისად, მათ სასიკვდილოდ გაწირავდა. ჯილმა როგორღაც იმაშიც და-
არწმუნა, რომ ზოოპარკი მათთვის ერთგვარი ბუდე იყო. ამის შემდეგ,
მაიკი რამდენიმე საათის განმავლობაში სრულ ტრანსში ჩაიძირა და
ზოოპარკში ნანახსა და აღქმულს ამუშავებდა. რის შემდეგაც აღარ
იმუქრებოდა, რომ ყველა ზღუდესა თუ ცხაურს გააქრობდა და ცხოვე-
ლებს ზოოპარკიდან გამოუშვებდა. ჯილს თავადვე აუხსნა, რომ ეს ბა-
რიერები არა მარტო იმისთვის არსებობდა, რომ ცხოველები გამოემ-
წყვდიათ, არამედ იმისთვისაც, რომ მათ ადამიანები არ მიახლოებოდ-
ნენ, რაც თავდაპირველად ვერ დაეგროკა. ამის შემდეგ, მაიკი ყველა
ქალაქის ზოოპარკს სტუმრობდა.
იმ დღეს მაიკს განწყობა აქლემების მიზანთროპულმა გამომეტყვე-
ლებამაც ვერ შეუცვალა და საპასუხოდ თვითონაც ღიმილის გარეშე
უყურებდა. არც მაიმუნებს მოუხდენიათ გავლენა. ჯილთან ერთად კარ-
გა ხანს იდგა კაპუცინების ოჯახის ვოლიერის წინ და უყურებდა, რო-
გორ ჭამდნენ, ეძინათ, როგორ ეარშიყებოდნენ ერთმანეთს და ზრუნავ-
დნენ ნაშიერებზე. რამდენიმე კაპუცინი ერთმანეთს ხილავდა, ზოგი
უმიზნოდ დარბოდა. ჯილმა მათ არაქისი გადაუყარა, მიუხედავად იმი-
სა, რომ ამის გაკეთებას გალიაზე გამოკრული აბრა კრძალავდა.
ჯილმა არაქისი ჯერ ერთ ხვადს გადაუგდო, მაგრამ ვიდრე ის ამ
წყალობას პირში გაიქანებდა, თავს უფრო დიდი ხვადი დაესხა და არა
მხოლოდ საკვები წაართვა, არამედ ერთი კარგადაც უთავაზა. მომცრო
ხვადს წინააღმდეგობის გაწევა არც უცდია, დანაშაულის ადგილზე ჩა-
ცუცქულიყო, თათებს ბეტონის იატაკზე ატყაპუნებდა, გააფთრებით კი-
ოდა და უღონო აგრესიას გამოხატავდა. უცებ დაჩაგრული კაპუცინი

638
ადგილს მოსწყდა, მთელი გალია გადაირბინა და კუთხეში მიყუჟულ
უფრო პატარა კაპუცინს დააცხრა, ძირს დასცა და დაუნდობლად შე-
უტია. ამის შემდეგ დამშვიდდა, მისი აწკავწკავებული მსხვერპლი კი
რის ვაივაგლახით გაეცალა იქაურობას და რომელიღაც მდედრ კაპუ-
ცინს შეაფარა თავი, რომელსაც ზურგზე თავისი ციცქნა ნაშიერი ჰყავ-
და მოკიდებული. დანარჩენ კაპუცინებს მათ თვალწინ გათამაშებული
მთელი ამ დრამისთვის ყურადღება არ მოუქცევიათ.
უცებ მაიკმა თავი უკან გადააგდო და ხმამაღლა და სრულიად
უკონტროლოდ ახარხარდა. სულს ძლივს ითქვამდა, თვალებიდან
ცრემლები სდიოდა, ცახცახებდა. ბოლოს იატაკზე დაეცა და ახლა უკვე
იქ აგრძელებდა ისტერიკულ სიცილს.
– მაიკ, გაჩერდი!
მაიკი როგორღაც წამოდგა, მაგრამ ხარხარს მაინც ვერ წყვეტდა,
ცრემლები ისევ სდიოდა. მათთან ზოოპარკის თანამშრომელმა მიირ-
ბინა.
– დახმარება ხომ არ გჭირდებათ?
– არა. თუმცა, კი. შეგიძლიათ, ტაქსი გამოიძახოთ? სულ ერთია, რო-
გორი იქნება, საჰაერო თუ სახმელეთო. ნებისმიერზე თანახმა ვარ,
ოღონდ, რაც შეიძლება, მალე მოვიდეს! ახლავე უნდა წავიყვანო, –
დასძინა ჯილმა, – თავს ძალიან ცუდად გრძნობს.
– სასწრაფოც ხომ არ გამოვიძახო? როგორც ჩანს, შეტევა აქვს.
– ვინც გინდათ!
რამდენიმე წუთში ჯილმა მაიკი საჰაერო ტაქსიში ჩასვა, პილოტს
მისამართი უთხრა და ისევ მაიკს მიუბრუნდა:
– მაიკ, მომისმინე! უნდა დაწყნარდე!
მაიკი ცოტა დამშვიდდა, მაგრამ დროდადრო სიცილი ისევ წამოუვ-
ლიდა. ჯერ ქირქილს იწყებდა, შემდეგ კი ხმამაღალ სიცილსა და ჩაბ-
ჟირებამდე ხარხარზე გადადიოდა. ასე გრძელდებოდა იმ რამდენიმე
წუთის განმავლობაში, ვიდრე ბინამდე მიაღწევდნენ. ჯილმა შინ შეიყ-
ვანა, გახადა და დააწვინა.
– ახლა კი, თუ გინდა, ტრანსში ჩაიძირე.
– მე კარგად ვარ, როგორც იქნა, კარგად ვარ!

639
– იმედია, მართლა ასეა, – ამოიხვნეშა ჯილმა, – ძალიან შემაშინე.
– მაპატიე, ჩემო ციდა მოძმე. ვიცი, რასაც ამბობ. თავიდან მეც შემე-
შინდა, როდესაც სიცილი პირველად გავიგონე.
– მაიკ, რა მოხდა?
– ჯილ... მე ადამიანები დავგროკე.
– რაო?! რას ამბობ?!
– ჰო, არ მოგესმა, ჩემო ციდა მოძმე. ადამიანები დავგროკე. ახლა
უკვე ვგროკავ, ჩემო ძვირფასო, ჩემო გრძელფეხება ავხორცო, ჩემო პა-
ტარა გარყვნილო... მოუთოკავი ლიბიდო, ტკბილი ძუძუები და მკვრივი
თეძოები ვის აქვს და ტკბილი ხმა და რბილი ხელები?.. ჩემო ძვირფასო
პატარა გოგო...
– მაიკლ!
– ოჰ, ყველა ეს სიტყვა ადრეც ვიცოდი, უბრალოდ არ ვიცოდი, სად
და როდის უნდა გამომეყენებინა... ვერც იმას ვხვდებოდი, შენ რატომ
გინდოდა ჩემგან მათი მოსმენა. მიყვარხარ, ჩემო ძვირფასო – ახლა
უკვე სიყვარულსაც ვგროკავ!
– მაგას ყოველთვის გროკავდი, შე პატარა მაიმუნო! და მეც მიყვარ-
ხარ, ჩემო ძვირფასო!
– მაიმუნები! კი, სწორედ ასეა. აბა, მოდი, ჩემო მდედრო მაიმუნო,
თავი მხარზე დამადე და რამე ხუმრობა მითხარი.
– ხუმრობა?
– ჰო, მეტი არაფერი. ისეთი ხუმრობა მითხარი, რომელიც ადრე
არასოდეს მსმენია და დამაკვირდი, სწორ მომენტში თუ გავიცინებ.
დარწმუნებული ვარ, რომ ასეც იქნება და იმასაც გეტყვი, რატომ გამე-
ცინება. მე ადამიანებს ვგროკავ!
– მაგრამ როგორ? ეს როგორ გავაკეთო. მარსულად გითხრა თუ გო-
ნებით გადმოგცე?
– არა, საქმეც ამაშია. მე ადამიანები დავგროკე, თავადვე გავხდი
ერთ-ერთი მათგანი, ასე რომ, ამის ახსნა ახლა უკვე ადამიანთა ენაზე
შემიძლია. მე ადამიანთა სიცილის მიზეზი დავგროკე. იმიტომ იცინიან,
რომ გარშემო ამდენი ტკივილია... სიცილი ტკივილის ჩასახშობი ერ-
თადერთი საშუალებაა.

640
ერთხანს ჯილი გაოგნებული უყურებდა. ბოლოს ამოღერღა:
– იქნებ მე აღარ ვარ ადამიანი... უბრალოდ, ვერ ვხვდები.
– შენ ადამიანი ხარ, ჩემო პატარა მდედრო მაიმუნო. და ამას ბუნებ-
რივად გროკავ, ყოველგვარი დაფიქრების გარეშე. ჩემგან განსხვავე-
ბით, შენ ადამიანებს შორის გაიზარდე, მე კი ძაღლებისგან განცალკე-
ვებით გაზრდილი ლეკვი ვარ, რომელიც ვერც ადამიანებს დაემსგავ-
სება და არც ძაღლურად მოქცევა ეცოდინება, ამიტომ ეს ყველაფერი
თავად უნდა მესწავლა. წყლისმიერმა მოძმე მაჰმუდმა, ბევრი რამ მას-
წავლა, იუბალმაც მასწავლა და სხვა ადამიანებმაც, მათ შორის, შენც.
აი, დღეს კი დიპლომი ავიღე – სიცილი ვისწავლე! ის საცოდავი პატარა
კაპუცინი...
– რომელს გულისხმობ? დიდი კაპუცინი ნამდვილი არამზადა იყო,
მაგრამ ის, რომელსაც არაქისი გადავუგდე, უარესი აღმოჩნდა. იქ სა-
საცილო ნამდვილად არაფერი ყოფილა.
– ჯილ, შენ ჯერ კიდევ არ გესმის, როგორ აღიქვამენ მარსელები
მსგავს რამეს. რა თქმა უნდა, ეს სულაც არ ყოფილა მხიარული სანახა-
ობა, საშინელება იყო და სწორედ ამიტომ ამიტყდა სიცილი. ვუყურებ-
დი მაიმუნებით სავსე იმ გალიას და უცებ მთელი ის ვერაგობა, დაუნ-
დობლობა და სხვა, სრულიად აუხსნელი მოვლენები გავაცნობიერე,
რომლებიც ჩემი ხალხის გვერდით ცხოვრების განმავლობაში უკვე ნა-
ნახი, მოსმენილი ან წაკითხული მქონდა... და ამან გული ისე მატკინა,
რომ სიცილი დამაწყებინა.
– მაგრამ, მაიკ, ადამიანი მაშინ იცინის, როდესაც რაღაც კარგი
ხდება და არა ამგვარი საშინელებისას.
– ვითომ ასეა? აბა, გაიხსენე, რა ხდებოდა ლას ვეგასში. როდესაც
სცენაზე ლამაზი გოგონები გამოდიოდნენ, ვინმე იცინოდა?
– რა თქმა უნდა, არა.
– არადა, ეს გოგონები ხომ იქ მომხდარის საუკეთესო ნაწილი იყ-
ვნენ. ახლა ვგროკავ, რომ თუ მაყურებელი სიცილს დაიწყებდა, ეს
თქვენ გაგანაწყენებდათ, მაგრამ იმასაც ვხედავდი, რომ მაშინ იცი-
ნოდნენ, როდესაც კომიკოსი რაიმეს ფეხს წამოკრავდა და ეცემოდა...
ან სხვა ამის მსგავს მცდარობაზე.

641
– მაგრამ ამაზე ყველა ადამიანს არ ეცინება.
– ყველას არ ეცინება? ალბათ, ჯერ ბოლომდე ვერ ვგროკავ. აბა,
შენთვის მართლა სასაცილო რამე მითხარი... ანეკდოტი ან სხვა, რა-
ზეც მთელი გულით იცინებ და არა უბრალოდ გაგეღიმება. მითხარი და
ვნახოთ, იქნება თუ არა მასში რაიმე მცდარობა, ხოლო თუ იქნება, მა-
შინ ისიც განვიხილოთ, ამ შემთხვევაშიც თუ გაგეცინებოდა, – მაიკი ერ-
თხანს ჩაფიქრდა და მერე დასძინა: – ვგროკავ, რომ, როდესაც მაიმუ-
ნები სიცილს ისწავლიან, ისინი ადამიანები გახდებიან.
– ალბათ, ასეცაა, – ჯილს ეს ყველაფერი აეჭვებდა, მაგრამ მაინც
კეთილსინდისიერად ცდილობდა, რამე მართლა ძალიან სასაცილო
გაეხსენებინა, რაზეც ოდესღაც ბევრი ეცინა. იხსენებდა ისეთ ისტორი-
ებს, რომლებსაც თვითონ შესწრებოდა და ისეთებსაც, სხვებისგან რომ
სმენოდა. მაიკს უთხრა, რომ გამოგონილის ნაცვლად ნამდვილად
მომხდარ სასაცილო ისტორიას გაიხსენებდა, მაგრამ ამაზე რაც მეტს
ფიქრობდა, მით უფრო რწმუნდებოდა, რომ ყველა მათგანი მაიკის
ნათქვამს ამყარებდა: სტუდენტობისას გადახდენილი თითქოს უწყინა-
რი ისტორიებიც და ინტერნების გასამწარებლად მოფიქრებული უბო-
როტო ხუმრობებიც. ეს ინტერნები ხომ საერთოდაც გალიაში უნდა გა-
მოგეკეტა!.. კიდევ რა იყო, რისი გახსენება შეიძლებოდა? როგორ და-
კარგა ელზა მაემ მონოგრამიანი საცვალი? თავად ელზა მაესთვის ეს
ხომ სულაც არ ყოფილა სასაცილო. ჯილი დანებდა.
– როგორც ჩანს, ადამიანის დაცემა მართლაც იუმორის პიკია. ეს კი
ჩვენს რასას ძალიან ცუდად წარმოაჩენს.
– ასეც არ არის.
– არ არის?
– ვფიქრობდი... უფრო სწორად, მითხრეს, რომ სასაცილო აუცილებ-
ლად კარგი რამეები უნდა ყოფილიყო, თუმცა ასე სულაც არ ყოფილა.
ეს იმ ადამიანისთვისაც არ არის სასაცილო, ვისაც შეემთხვევა. აი, მა-
გალითად, ის შერიფი გავიხსენოთ, სასამართლო დარბაზში ტანსაც-
მლის გარეშე რომ აღმოჩნდა. წყალობა თვით სიცილშია. დავგროკე,
რომ ეს არის გამბედაობა... და თანაზიარობა... ტკივილში, სევდასა და
უბედურებაში.

642
– მაგრამ, მაიკ, სულაც არ არის წყალობა, როდესაც სხვას დასცინი-
ან.
– არა, მაგრამ მე ხომ იმ პატარა კაპუცინს სულაც არ დავცინოდი. მე
ჩვენზე, ადამიანებზე მეცინებოდა. სწორედ ზოოპარკში გავაცნობიერე,
რომ მეც ადამიანი ვარ და ამიტომაც ვეღარ შევიკავე სიცილი, – მაიკი
დაფიქრდა, – შენთვის ეს რთულად აღსაქმელია, რადგან არასოდეს
გიცხოვრია მარსელთა შორის, თუმცა ამის თაობაზე ბევრი რამ მომი-
ყოლია. მარსზე სასაცილო არაფერი ხდება. ისეთი რამ, რაც ჩვენთვის,
ადამიანებისთვის, სასაცილოა, იქ ან ფიზიკურად ვერ მოხდება და ან
ამის მოხდენას თავად მარსელები არ დაუშვებენ. ძვირფასო, რასაც
თქვენ თავისუფლებას ეძახით, იქ საერთოდ არ არსებობს, რადგან ყვე-
ლაფერი უხუცესთა მიერ დადგენილის თანახმად ვითარდება. თუ მარ-
სზე მომხდარ რაღაცაზე ადამიანებს მაინც
გაგვეცინება, ის მარსელთათვის სრულიად შეუმჩნეველი დარჩება,
რადგან იქ ყველანაირი მცდარობა გამორიცხულია. აი, მაგალითად,
სიკვდილი.
– სიკვდილი ხომ სულაც არ არის სასაცილო.
– მაშინ რატომ არსებობს მის შესახებ ამდენი ანეკდოტი? ჯილ,
ჩვენთვის... ადამიანებისთვის სიკვდილი იმდენად საშიში რამ არის,
რომ იძულებული ვართ, მასზე ვიცინოთ. მთელი ეს რელიგიები... ისინი
ერთმანეთს ბევრ რამეში ეწინააღმდეგებიან, მაგრამ ყველა მათგანი
ადამიანებს სიკვდილის შიშის დასაძლევ უამრავ გზას სთავაზობს, რა-
თა მათ იცინონ, თუმცა კი იციან, რომ ყოველის სიცოცხლე სიკვდილით
დასრულდება, – მაიკი გაჩუმდა და ჯილმა შენიშნა, რომ ლამის ტრან-
სამდე მისულიყო, – ჯილ, შეიძლება, რომ აქამდე ძიების არასწორ გზას
ვადექი? შეიძლება, რომ ყველა ეს რელიგია ჭეშმარიტი იყოს?
– როგორ შეიძლება, ყველა ჭეშმარიტი იყოს? მაიკ, თუ ერთ-ერთია
ჭეშმარიტი, მაშინ ყველა დანარჩენი ხომ მცდარია. ელემენტარული
ლოგიკაა.
– ვითომ ასეა? აბა, სამყაროს გარშემო უმოკლესი გზა მაჩვენე.
მნიშვნელობა არ აქვს, რომელი მიმართულებით გაიშვერ თითს, ყვე-
ლაზე უმოკლესი ის იქნება... თუ საკუთარი ზურგისკენ მიანიშნებ.

643
– და ეს რას ამტკიცებს? მაიკ, შენ ხომ უკვე მასწავლე სწორი პასუხი:
„შენ ხარ ღმერთი“.
– და შენც ღმერთი ხარ, ჩემო საყვარელო, თუმცა ახლა ამაზე არ
ვლაპარაკობდი... მაგრამ ეს პირველადი და მარტივი ფაქტი, რომე-
ლიც საერთოდ არ არის დაკავშირებული რწმენასთან, შეიძლება იყოს
იმის მტკიცებულება, რომ ყველა რელიგია ჭეშმარიტია.
– კარგი... თუ ყველა რელიგია ჭეშმარიტია, მაშინ ახლა შივაზე მინ-
და ვილოცო, – თქვა ჯილმა, როგორმე თემა რომ შეეცვალა და ლაპა-
რაკიდან პირდაპირ მოქმედებაზე გადავიდა.
– ჩემი პატარა წარმართი, – გაუღიმა მაიკმა, – ასე თუ გააგრძელებ,
იცოდე, სან ფრანცისკოდან გაგაძევებენ.
– ჩვენ ხომ მაინც ლოს ანჯელესში მივდივართ, იქ კი ამას არავინ
მიაქცევს ყურადღებას. ო! შენ ხარ შივა!
– იცეკვე, კალი, იცეკვე!
იმ ღამეს ჯილს გამოეღვიძა და დაინახა, როგორ იდგა მაიკი ფან-
ჯარასთან და ქალაქს გადაჰყურებდა.
– რამე გაწუხებს, ჩემო მოძმე?
მაიკმა მისი აზრები დაიჭირა და მიუბრუნდა.
– არ არის აუცილებელი, რომ ასეთი უბედურები იყვნენ.
– ჩემო კარგო, ძვირფასო, ვფიქრობ, შინ უნდა წაგიყვანო. ქალაქი
შენზე ცუდად მოქმედებს.
– მაგრამ ეს ყველაფერი ხომ მაინც მეცოდინება!.. რა საჭიროა არ-
სებობდეს მთელი ეს ტკივილი, ავადმყოფობა, შიმშილი და ომები. ეს
ყველაფერი ხომ იმ მაიმუნების საქციელივით სულელურია.
– ასეა, ძვირფასო, მაგრამ ეს შენი ბრალი არ არის...
– რაღაცით ჩემი ბრალიცაა.
– რაღაცით შეიძლება... მაგრამ ამ პლანეტაზე მხოლოდ ეს ერთი ქა-
ლაქი ხომ არ არის? აქ ხუთი მილიარდი ადამიანი ცხოვრობს, მეტიც...
ყველას ვერ დაეხმარები.
– ვიფიქრებ მაგაზე.
მაიკი ფანჯარას მოშორდა და ჯილს მიუჯდა.

644
– ადამიანებს უკვე ვგროკავ და მათთან ლაპარაკიც შემიძლია.
ჯილ, ვფიქრობ, წარმოდგენები უნდა განვაახლოთ... და მაყურებელი
უწყვეტად ვაცინოთ. ამაში სრულიად ვარ დარწმუნებული.
– ასეც გავაკეთოთ! პატის ძალიან გაუხარდება... მომწონს ეს აზრი,
ყოველთვის მომწონდა. ახლა კი, მას შემდეგ, რაც პატისთან წყალი გა-
ვიზიარეთ, ეს სახლში დაბრუნებასავით იქნება.
მაიკს აღარაფერი უთქვამს. ჯილი გრძნობდა, რომ ღრმად ჩაფიქ-
რებულიყო და ყველაფრის დაგროკვას ცდილობდა. ჯილი დაელოდა.
ბოლოს მაიკი მიუბრუნდა და ჰკითხა:
– ჯილ, რა უნდა გავაკეთო იმისთვის, რომ მაკურთხონ?

645
მეოთხე ნაწილი. მისი სკანდალური
კარიერა

646
თავი ოცდამეათე
მარსზე შერეული კოლონისტების პირველი მუდმივი ჯგუფი ჩაფრე-
ნილიყო. წინა ექსპედიციისას ჩასულთაგან მხოლოდ ჩვიდმეტი იყო
ცოცხალი, მათგან ექვსი კი დედამიწაზე დაბრუნებულიყო. მომავალი
კოლონისტები მარსის პირობებში ცხოვრებისთვის პერუს ანდებში,
თექვსმეტი ათასი ფუტის სიმაღლეზე ემზადებოდნენ. ამასობაში არ-
გენტინის პრეზიდენტი მონტევიდეოში გაქცეულიყო და თან მხოლოდ
იმდენი წაეღო, რასაც ორ ჩემოდანში ჩაატევდა. ახალ პრეზიდენტს
უმაღლესი სასამართლოს მეშვეობით მისი ექსტრადიციის პროცესი
დაეწყო და მის უკან დაბრუნებას მოითხოვდა. მისას თუ არა, იმ ორი
ჩემოდნის მაინც. ელის დაგლასის პანაშვიდი ეროვნულ კათედრალში
ჩაატარეს, მის უკანასკნელ გზაზე გაცილებას ორი ათასზე ოდნავ ნაკ-
ლები ადამიანი ესწრებოდა. სტერეოგადაცემის წამყვანებმა სათანა-
დო პატივი მიაგეს იმ ღირსეულ და მედგარ შეუპოვრობას, რომლითაც
გენერალური მდივანი ამ დიდ დანაკარგს შეხვედროდა. სამი წლის
ცხენს, სახელად ინფლაციას, კენტუკის დერბი მოეგო. ფსონები ერთი
ორმოცდათოთხმეტთან ყოფილა. ამ ამბავს კენტუკის ლუისვილის სას-
ტუმრო „აიროტელის“ ორი სტუმრის დემატერიალიზაცია მოჰყოლოდა.
ერთი თავისი ნებით, მეორე კი გულის შეტევას ემსხვერპლა.
შეერთებული შტატების მთელ ტერიტორიაზე ერთბაშად არალეგა-
ლურად გავრცელებულიყო ანონიმი ავტორის მიერ დაწერილი ბიოგ-
რაფიული წიგნის, „ეშმაკი და ღირსი ფოსტერის“ ახალი ტირაჟი. საღა-
მოსთვის უკვე თითქმის ყველა ეგზემპლარი დაეწვათ. ამ ამბავს საკმა-
ოდ ბევრი რბევა, ცემა-ტყეპა, შეურაცხმყოფელი თავდასხმები, ქაოსი
და კერძო ქონების განადგურება მოჰყოლოდა. შემდეგ გავრცელდა
ხმები, თითქოს ბრიტანეთის მუზეუმში ამ წიგნის პირველი გამოცემის
ეგზემპლარი ინახებოდა, რაც არ დადასტურებულა. იგივე ხმები და-
დიოდა ვატიკანის ბიბლიოთეკაზეც, რაც სიმართლე იყო, მაგრამ მასზე
ხელი მხოლოდ კათოლიკურ ეკლესიასთან დაახლოებულ ზოგიერთ
სწავლულს მიუწვდებოდა.

647
ტენესის შტატის სენატს ისევ დაერეგისტრირებინა პის სამთან გა-
თანაბრებასთან დაკავშირებული კანონპროექტი, რომელიც „სახალ-
ხო განათლებისა და მორალის კომიტეტს“ მოემზადებინა და წარმატე-
ბითაც გაეტანა ქვედა პალატაში, მაგრამ ზედა პალატაში კვლავაც ჩა-
ვარდნილიყო. ამ ამბების პარალელურად, ინტერეკლესიური ფუნდა-
მენტალისტური დაჯგუფების წევრებს, არკანზასის შტატის ქალაქ ვან
ბურენში თავიანთი ორგანიზაციის ფილიალი გაეხსნათ, რისი მიზანიც
მარსზე მისიონერების გასაშვებად თანხის შეგროვება იყო. დოქტორ
იუბალ ჰარშოუს სოლიდური თანხა შეეწირა, მაგრამ სათანადო სიფ-
რთხილე გამოეჩინა და ეს თანხა მხურვალე ათეისტისა და მეგობრის,
„ახალი ჰუმანისტის“ რედაქტორის სახელითა და მისამართით გაეგ-
ზავნა.
ამ შემთხვევას თუ არ ჩავთვლით, იუბალი თავს მეტად უხასიათოდ
გრძნობდა, რასაც ბოლო დროს მაიკზე გაგებული სიახლეები იწვევდა.
ადრე ყოველთვის ხარობდა, როდესაც მაიკი და ჯილი შინ ბრუნდე-
ბოდნენ, რადგან აინტერესებდა, რას სწავლობდა და როგორ ვითარ-
დებოდა მისი ბუდიდან აფრენილი მარსელი ადამიანი, განსაკუთრე-
ბით მას შემდეგ, რაც იუმორის გრძნობა განვითარებოდა.
თუმცა, ბოლო პერიოდში, იშვიათად ბრუნდებოდნენ და იუბალმა
აღარც მაიკის განვითარების მიმართულება იცოდა.
იუბალს წარბიც არ შერხევია, როდესაც მაიკი თეოლოგიური სემი-
ნარიდან გამოაპანღურეს, რადგან სემინარის მონაწილეთა საშინელი
რისხვის მიზეზი გამხდარიყო. მათ ნაწილს ღმერთის არსებობისა სჯე-
როდა, ნაწილს – პირიქით, მაგრამ ყველას თურმე მარსელი ადამიანის
სიძულვილი აერთიანებდა. იუბალმა მომხდარს ფხიზელი თვალით შე-
ხედა, კარგად გააანალიზა და დაასკვნა, რომ ეს შემთხვევა მაიკის-
თვის საკმაოდ კარგი გამოცდილება უნდა ყოფილიყო, რათა შემდეგში
ასეთ ამბავში აღარ გახვეულიყო.
იუბალს უკმაყოფილება არც მაშინ გამოუხატავს, როდესაც მაიკი,
დაგლასის დახმარებითა და გამოგონილი ვინაობით, ფედერაციის
შეიარაღებულ ძალებში ჩაირიცხა. მაიკთან ურთიერთობის გამოცდი-
ლებიდან გამომდინარე, იცოდა, რომ ზიანს ვერცერთი სერჟანტი ვერ

648
მიაყენებდა... აი, საპირისპიროში კი სულაც არ იყო დარწმუნებული,
მაგრამ ეს ამბავი ოდნავაც არ აწუხებდა. იუბალს, როგორც ძველ, შე-
ურიგებელ რეაქციონერს, საპატიო დემობილიზაციის ცნობა და მასთან
დაკავშირებული ყველა სხვა დოკუმენტი, იმ დღესვე მიეცა ცეცხლის-
თვის, როდესაც შეერთებული შტატების არმიის დაშლის თაობაზე გა-
მოეცხადებინათ.
იუბალს უკვირდა, რომ რიგითი ჯონსის სახელით მომსახურე მაიკს
არც ისე ბევრი უსიამოვნება ხვდებოდა და ისიც აოცებდა, რომ ბიჭს იქ
საკმაოდ დიდხანსაც გაეძლო – თითქმის მთელი სამი კვირა. მაიკმა
სამხედრო კარიერა სწორედ იმ დღეს დაისამარა, როდესაც საორიენ-
ტაციო ლექციის შემდეგ კითხვების დასმა დაიწყო და განაცხადა, რომ
სამხედრო ძალის გამოყენება და, ზოგადად, ძალადობა, ნებისმიერ
შემთხვევაში უსარგებლო ქმედება იყო. მაიკს იქვე წამოეწია ჭარბი მო-
სახლეობის კანიბალიზმის გარკვეული ფორმის დანერგვით კონტრო-
ლის საკითხიც, ამის შემდეგ კი საკუთარი კანდიდატურა საცდელ ცხო-
ველად შეეთავაზებინა, რათა მარტივად დაემტკიცებინა, რომ სათანა-
დოდ მომზადებული ადამიანის წინააღმდეგ ნებისმიერი სახის იარაღი
უსარგებლო იქნებოდა.
მისი არცერთი წინადადება არ მიუღიათ. არმიიდან გამოაგდეს.
მოგვიანებით დაგლასმა იუბალს ნება დართო, იმ უაღრესად გასაი-
დუმლოებულ პატაკსაც გასცნობოდა, რომლისაც მხოლოდ სამი ეგზემ-
პლარი არსებობდა და მხოლოდ რამდენიმე ადამიანის თვალების-
თვის იყო განკუთვნილი. დაგლასმა კატეგორიულად გააფრთხილა,
რომ ამის თაობაზე არავის უნდა გაეგო და დასძინა, რომ თვით ფედე-
რაციის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმაც არ იცოდა, რომ
რიგითი ჯონსი, სინამდვილეში, მარსელი ადამიანი იყო. იუბალმა პა-
ტაკი მეტ-ნაკლები გულისყურით წაიკითხა მას შემდეგ, რაც აღმოაჩი-
ნა, რომ ის თვითმხილველთა მიერ მიწოდებულ უაღრესად შეუთავსე-
ბელ და წინააღმდეგობებით აღსავსე ინფორმაციის ერთობლიობას
წარმოადგენდა იმის შესახებ, თუ რა ხდებოდა რიგითი ჯონსის მონაწი-
ლეობით ჩატარებულ წვრთნებზე. აღმოჩნდა, რომ მაიკს სხვადასხვა
ტიპის

649
იარაღის გამოყენებას ასწავლიდნენ, იუბალი კი იმან გააოცა, რომ
ზოგ თვითმხილველს ამ ყველაფრის ფიცის ქვეშ განსაცხადებლად
გამბედაობაც ჰყოფნოდა და თვითდაჯერებაც: ისინი ამტკიცებდნენ,
რომ საკუთარი თვალებით დაენახათ, თუ როგორ გამქრალიყო ესა თუ
ის იარაღი. გარდა ამისა პატაკში სამჯერ ისიც იყო ნახსენები, რომ
ჯონსს ფედერაციის ქონებად დარიცხული იარაღი არაერთხელ და-
ეკარგა.
სათანადო ყურადღებით მხოლოდ პატაკის დასკვნას გაეცნო და
დაიმახსოვრა კიდეც: „დასკვნა: ხსენებული ადამიანი ფლობს ჰიპნო-
ზის უკიდურესად განვითარებულ, თანდაყოლილ ნიჭს და, ამდენად,
მისი გამოყენება სადაზვერვო ოპერაციებში საკმაოდ ეფექტურადაა
შესაძლებელი, თუმცა სრულიად შეუფერებელი და უსარგებლოა ნების-
მიერი სახის საბრძოლო მოქმედებებისას. გარდა ამისა, მისი უკიდურე-
სად დაბალი ინტელექტის კოეფიციენტი, ზოგადი კლასიფიკაციის მაჩ-
ვენებელი და პარანოიდალური ტენდენციები, რაც განდიდების მანია-
ში გამოიხატება, გვაძლევს იმის საფუძველს, რომ ამ განსაკუთრებული
ნიჭის მქონე ინდივიდის გამოყენება არასასურველად მივიჩნიოთ. რე-
კომენდაცია: გათავისუფლდეს ყოველგვარი ანაზღაურებისა და კომ-
პენსაციის გარეშე“.
იუბალის აზრით, ასეთი პატარა გაკვეთილები მაიკს ერთობ წაად-
გებოდა, მისი ეს სამარცხვინო სამხედრო კარიერა კი იმიტომაც ახა-
რებდა, რომ იმ სამი კვირის განმავლობაში, ჯილი მასთან იყო, სახ-
ლში. როდესაც მაიკიც დაბრუნდა, მომხდარის გამო დათრგუნვილი სუ-
ლაც არ ჩანდა. იუბალს უთხრა, რომ ზედმიწევნით ასრულებდა იმას-
თან დაკავშირებულ მითითებებს, რომ არავინ გაექრო და რომ არარ-
სებობაში მხოლოდ უსულო საგნებს გზავნიდა. თუმცა ბოლოს დაამატა,
რომ ამ დროის განმავლობაში არაერთი შანსი ჰქონდა, ეს პლანეტა
იმაზე ოდნავ უკეთეს ადგილად ექცია, ვიდრე ახლა იყო, მაგრამ ჯილის
უაზრო ახირების გამო ეს არ გაეკეთებინა. ამასთან დაკავშირებით იუ-
ბალი მაიკს არ შეჰკამათებია, რადგან თვითონაც „მკვდრები უკეთესე-
ბი იქნებიან“ ადამიანების საკმაოდ გრძელი სია ჰქონდა.

650
მაიკმა იუმორიც დახვეწა. ჯარისკაცობის ბოლო დღეს მისი რაზმი
აღლუმზე გამოიყვანეს. როდესაც მაიკმა სარდლობის წინ ჩაიარა, გე-
ნერალი და მთელი მისი ამალა შარვლების გარეშე დატოვა, უფროსმა
სერჟანტმა კი ელდისგან ფერი დაკარგა, როდესაც ფეხსაცმელებით
მიწას მიეყინა. იუბალმა დაასკვნა, რომ იუმორის შეძენის პროცესში მა-
იკს ადამიანთა გასულელებისა და იდიოტურ მდგომარეობაში ჩაყენე-
ბის არც ისე საამაყო უნარი გამოემუშავებინა, მაგრამ, მისი აზრით, ეს
სრულიად ბუნებრივიც იყო, თუ გაითვალისწინებდა, რომ მაიკს ბავ-
შვობა საერთოდ არ ჰქონია და იმ ასაკისთვის დამახასიათებელი ცელ-
ქობები გვიან დაეწყო. იუბალს საკუთარი ახალგაზრდობაც გაახსენდა
და სამედიცინო კოლეჯში სწავლისას დეკანის გასულელების არაერ-
თი შემთხვევაც მოაგონდა, რომელთა განხორციელებაში თავადაც მო-
ნაწილეობდა.
იუბალის აზრით, ის ფაქტი, რომ მაიკი უნიკალურად ვითარდებო-
და, ბუნებრივი იყო, რადგან ის მართლაც უნიკალური გახლდათ. იუბა-
ლი მის ყველა ახირებასაც შემწყნარებლურად უყურებდა, მაგრამ ეს
უკანასკნელი უკვე მეტისმეტი აღმოჩნდა: ღირსი დოქტორი ვალენტა-
ინ მაიკლ სმიტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ბაკალავრი, ღვთისმეტ-
ყველებისა და ფილოსოფიის დოქტორი, ყველა პლანეტის ეკლესიის
დამაარსებელი
და წინამძღოლი. იუბალის აზრით, იდეაშივე ცუდი იყო ის ფაქტი,
რომ მაიკს სასულიერო პირობა გადაეწყვიტა, იმის ნაცვლად, რომ სხვა
ადამიანების სულებისთვის თავი დაენებებინა, როგორც ეს ჯენ-
ტლმენს შეეფერებოდა, ხოლო ის უაზრო წოდებები, რომლებიც თავისი
სახელისთვის მიეწებებინა, გულს ურევდა.
ყველაზე უარესი კი ის იყო, რომ, მაიკის განცხადებით, მთელი ეს
იდეა იუბალთან საუბრის შემდეგ დაჰბადებოდა, როდესაც ეს უკანას-
კნელი თითქოს ეკლესიის რაობასა და მის შესაძლებლობებზე მსჯე-
ლობდა. იუბალი აღიარებდა, რომ მსგავი რამ მართლაც შეიძლებოდა
ეთქვა, მაგრამ არაფერი ახსოვდა. მისთვის დიდი შეღავათი არც ის ყო-
ფილა, რომ ამ ყველაფერზე მაიკმა უკვე საკმაოდ ბევრი იცოდა და
დასკვნებიც მისგან დამოუკიდებლადაც გამოეტანა.

651
ახალ წოდებებთან დაკავშირებით მაიკი პირდაპირ პასუხებს თავს
არიდებდა. იუბალს მხოლოდ ის დაედგინა, რომ რამდენიმე თვის გან-
მავლობაში მართლა დადიოდა რომელიღაც სექტის კუთვნილ ერთ ძა-
ლიან პატარა და ყველანაირად მდარე კოლეჯში. ბაკალავრის ხარის-
ხი სწორედ იქ ჩაბარებული გამოცდის შედეგად მიეღო, რის შემდეგაც
ამ ოფიციალურად აღიარებულ, მაგრამ საეჭვო რეპუტაციის მქონე სექ-
ტაში მისი ხელდასხმის რიტუალიც ჩაეტარებინათ. დოქტორის ხარის-
ხის მისაღებად დისერტაცია შედარებით რელიგიათმცოდნეობაში და-
ეცვა, რომელიც ერუდიციის დემონსტრირებას კი წარმოადგენდა, მაგ-
რამ ყოველგვარ ლოგიკურ დასკვნებს მოკლებულიყო. თანაც მაიკმა
ეს უცნაური ნაშრომი სწორედ იუბალს გადაახედა, რომელსაც მისთვის
ჩვეული მანერით შეეტანა შესწორებები. მაიკისთვის დოქტორის ხა-
რისხის მინიჭება საეჭვოდ დაემთხვა ამ ღატაკი სასწავლებლისთვის
საკმაოდ სოლიდური თანხის გადარიცხვას, რომელიც (რაც ასევე ფრი-
ად საყურადღებო ფაქტია) ანონიმური კეთილისმყოფლის მიერ იყო
გაღებული. მეორე, ამჯერად, საპატიო, დოქტორის ხარისხი მაიკის-
თვის შედარებით სერიოზულ და ცნობილ სასწავლო დაწესებულებას
„საპლანეტთაშორისო ცოდნის განვითარებაში შეტანილი წვლილის-
თვის“ მიენიჭებინა. ეს მას შემდეგ მომხდარიყო, რაც მაიკს მისი წარ-
მომადგენლები მიეხვედრებინა, რომ მზის სისტემის შემსწავლელ კონ-
ფერენციაზე სრულიად სიმბოლურად გამოჩენის სანაცვლოდ მათგან
სწორედ ამას ითხოვდა. მარსელი ადამიანი ხომ ერთადერთი და განუ-
მეორებელი იყო, თანაც აქამდე არაერთ სასწავლებელში მისვლაზე
ეთქვა უარი დაწყებული კალიფორნიის ტექნოლოგიური უნივერსიტე-
ტიდან კაიზერ ვილჰელმის ინსტიტუტით დამთავრებული. ასეთი მსუყე
ულუფის ჩაგდების მცდელობისაგან, თავის დროზე, თვით ჰარვარდის
უნივერსიტეტსაც ვერ შეეკავებინა თავი.
იუბალი ცინიკურად ფიქრობდა, რომ ახლა მთელი ჰარვარდი სირ-
ცხვილისგან, ალბათ, თავისივე ალამივით გაწითლებულიყო.
თავის სექტანტურ ალმა მატერში მაიკმა რამდენიმე კვირა დამხმა-
რე კაპელანის რანგში გაატარა, შემდეგ კი იქაურობას სქიზმით[148] გა-
მოეყო და საკუთარი ეკლესია დააარსა. იუბალის დამცინავი შეფასე-

652
ბით, ეს ერთობ ქაშერული, კანონის ფარგლებში, შეძლებისდაგვარად
დახურული, მარტინ ლუთერის ეკლესიის მსგავსად პრეცედენტული და
ნაგვის ორმოსავით ამყაყებული ეკლესია იყო.
დაღვრემილი იუბალი, ამ შემაღონებელი და დამამძიმებელი ფიქ-
რებიდან, მირიამის უეცარმა გამოჩენამ გამოარკვია.
– ბოს! სტუმრები გვყავს!
იუბალმა თავი ასწია და მიწისკენ დაშვებული მანქანა დაინახა.
სპეციალური სამსახურის ის კაპიტანი გაახსენდა, გაუჩინარებამდე
მოსვენება რომ არ მისცა.
– ლარი, ახლავე იარაღი მომიტანე! საკუთარ თავს სიტყვა მივეცი,
რომ ნებისმიერ იდიოტს ვესროდი, რომელიც გაბედავდა და ამ ეზოს
ვარდებს გადათელავდა.
– ბალახზე ეშვება, ბოს.
– კარგი, მაშინ შეატყობინე, რომ კიდევ ერთხელ სცადოს. შემდეგ
მცდელობაზე უკვე მზად დავხვდებით.
– მგონი, ბენ კექსტონი უნდა იყოს.
– ასეც ყოფილა. ამჯერად შევუნდოთ. სალამი, ბენ. აბა, მითხარი,
რას დალევ?
– ამ დილაადრიან რა უნდა დავლიო? ჩემზე ძალიან ცუდი გავლენა
გაქვს. იუბალ, უნდა დავილაპარაკოთ.
– ახლა სწორედ მაგას აკეთებ. დორკას, ბენს თბილი რძე მოუტანე.
როგორც ჩანს, ავად არის.
– ბევრი გაზიანი წყალი არ დაამატო, – დაადევნა ბენმა დორკასს
და ისევ იუბალს მიუბრუნდა: – იუბალ, პირისპირ უნდა ვილაპარაკოთ.
– კარგი, მაღლა ავიდეთ, თუმცა თუ ფიქრობ, რომ ამათ რამეს და-
უმალავ, იქნებ ეგ შენი მეთოდი მეც გამიზიარო.
ყველასთან, განსაკუთრებით, სამ მათგანთან, სათანადოდ მისალ-
მების შემდეგ, კიბეს აუყვნენ.
– რა ჯანდაბა ხდება? – დაბნეული სახით მიმოიხედა ბენმა, – ვეღა-
რაფერს ვცნობ.

653
– ნამდვილი ცვლილებები ჯერ არც გინახავს. სახლს ჩრდილოეთის
მხარეს ახალი ფრთა მივაშენეთ. ახლა ორით მეტი საძინებელი და კი-
დევ ერთი აბაზანა გვაქვს. ეს კი ჩემი გალერეაა.
– აქ იმდენი ქანდაკებაა, მთელ სასაფლაოს ეყოფოდა.
– ძალიან გთხოვ, ბენ! ქანდაკებები ის მკვდარი პოლიტიკოსებია,
რომლებსაც ბულვარებში აღმართავენ ხოლმე. რასაც აქ ხედავ, სკულ-
პტურებია. ასე რომ, გთხოვ, ხმადაბლა და სათანადო პატივისცემით
ილაპარაკე, თორემ ძალიან გავბრაზდები, რადგან აქ ამ ამაზრზენ
პლანეტაზე შექმნილ დიდებულ სკულპტურათა ასლებია დაუნჯებული.
– კარგი, რაღაც ადრეც მინახავს, მაგრამ დანარჩენი ბალასტი რო-
დისღა შეიძინე?
იუბალმა ბენი დააიგნორა და La Belle Heaulmière[149]-ს ხმადაბლა
მიმართა:
– ნუ მოუსმენ, ma petite chère[150]. ბარბაროსია და მეტი არ ესმის, –
ქალს ჩავარდნილ ლოყაზე მიუთათუნა, მერე კი ხელი ფაქიზად გალე-
ულ მკერდზე ჩამოუსვა, – ვიცი, რასაც გრძნობ, მაგრამ ეს დიდხანს არ
გაგრძელდება. სულ ცოტაც უნდა მოითმინო, – იუბალი ბენს მიუბრუნდა
და გადაჭრით განუცხადა: – ბენ, არ ვიცი, აქ რატომ მოხვედი, მაგრამ
მოცდა იქამდე მოგიწევს, ვიდრე სკულპტურებთან მოქცევას არ გასწავ-
ლი, თუმცა, შესაძლოა, ეს ისეთივე უშედეგო მცდელობა გამოდგეს, რო-
გორიც ძაღლისთვის ვიოლინოს რაობის ახსნა იყოს. ნებისმიერ შემ-
თხვევაში, ვინაიდან ქალბატონს ასე უხეშად მოეპყარი, მე კი ამის
მოთმენა არ შემიძლია, ისღა დამრჩენია, სათანადო გაკვეთილი ჩაგი-
ტარო.
– რაო? იუბალ, ეს რაღა სისულელეა? და ამას მეუბნება ადამიანი,
რომელიც ქალებს გამუდმებით უხეშად ექცევა, რაც ყოველდღე და
დღეში რამდენჯერმეც ხდება? თანაც ნამდვილ ქალებთან მიმართება-
ში და არა რაღაცა სკულპტურებისა!
– ენ, ახლავე ამოდი! – მთელი ხმით გასძახა იუბალმა, – ახლავე
ამოდი და საბურველიც არ დაგავიწყდეს.
– კარგად იცი, ამ მოხუცი ქალბატონის შეურაცხყოფას არ ვიკად-
რებდი, მაგრამ ნამდვილად ვერ გამიგია, რატომ აიძულა ამ ეგრეთ წო-

654
დებულმა ხელოვანმა ვიღაცის დიდი ბებია, შიშველს ეპოზიორა... და
არც იმ მდარე გემოვნების მქონე ადამიანებისა მესმის, რომლებიც
ასეთ სკულპტურებს ყიდულობენ.
ოთახში შებურული ენი შემოვიდა. ვიდრე იუბალი რამეს ჰკითხავ-
და, ჩუმად იდგა.
– ენ, შენთან ოდესმე მიუხეშია? ან სხვა რომელიმე გოგოსთან?
– ეს კითხვა პირადი აზრის გამოსათქმელი წინაპირობაა.
– მაგრამ მეც სწორედ ამას გთხოვ. შენი პირადი აზრი მაინტერე-
სებს. ახლა სასამართლოში ხომ არ ვართ.
– იუბალ, რომელიმე ჩვენგანთან მიმართებით არასდროს გიუხე-
შია.
– შეგიძლია, გაიხსენო თუნდაც ერთი შემთხვევა მაინც, როდესაც
რომელიმე ქალთან გამომივლენია უხეშობა?
– მინახავს, რომ ქალთან განზრახ გიუხეშია, მაგრამ არა ისეთ ქალ-
თან, რომელიც ამას არ იმსახურებდა.
– კარგი, სულ ეს იყო. თუმცა არა, მოიცადე. კიდევ რაღაც უნდა
გკითხო. ამ ბრინჯაოს სკულპტურაზე რას ფიქრობ?
ენმა როდენის შედევრს შეხედა, ყურადღებით შეათვალიერა, ერ-
თხანს უყურებდა, მერე კი თქვა:
– როდესაც პირველად დავინახე, ვიფიქრე, რომ ძალიან უშნო და
საშინელი რამ იყო, მაგრამ შემდეგ დავასკვენი, რომ, შესაძლოა, ეს
ყველაზე მშვენიერი სკულპტურაა, რაც კი ოდესმე მინახავს.
– კარგი. შეგიძლია, წახვიდე, – იუბალი კექსტონს მიუბრუნდა: – ბენ,
აბა, კიდევ გაქვს კამათის სურვილი?
– რაო? ენთან კამათს რა აზრი აქვს? მაგრამ საქმე ისაა, რომ... –
ბენმა ქანდაკებას გახედა, – არა, ვერ ვიგებ.
– კარგი, ბენ, მაშინ ყურადღებით მომისმინე. ნებისმიერს შეუძლია,
ლამაზ ქალს შეხედოს და მისი სილამაზე დაინახოს, მაგრამ ხელოვანს
მასში იმ მოხუცის ამოცნობა შეუძლია, როგორიც ის ოდესმე გახდება.
უკეთეს ხელოვანს მოხუც ქალში მისი გარდასული ახალგაზრდობის
დანახვაც ხელეწიფება, აი, ოგიუსტ როდენის მსგავს დიად ოსტატს კი,
ძალუძს, მოხუცი ქალი ისე გამოსახოს, როგორც გამოიყურება და ამის

655
მიუხედავადაც შეძლოს ის მშვენიერება დაგვანახოს, როგორიც ოდეს-
ღაც იყო... მეტიც, მას შეუძლია, შენსავით სქელკანიანსაც აგრძნობი-
ნოს, რომ ეს დიდებული ქმნილება ჯერ კიდევ ცოცხალია და რომ უშნო
და მოხუცი კი არ არის, არამედ, უბრალოდ, ამ დაუძლურებულ სხეულ-
შია გამომწყვდეული. სწორედ ასეთ ხელოვანს შეუძლია, ადამიანის
ჩუმი და უსასრულო ტრაგედია შეგაგრძნობინოს. ქვეყნად ხომ ჯერ არ
დაბადებულა ქალი, რომელიც გულის სიღრმეში თავს თვრამეტი წლის
გოგოზე ხნიერად გრძნობდეს, მიუხედავად იმისა, თუ სადამდე მიიყვა-
ნა დაუნდობელმა დრომ. ბენ, კარგად შეხედე ამ ქმნილებას. ასაკის მა-
ტებას შენთვის და ჩემთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა არ აქვს,
ჩვენით ვინმე არც არასდროს უნდა აღფრთოვანებულიყო, მაგრამ ქა-
ლებისთვის სულ სხვა საქმეა. შეხედე მას, ბენ!
ბენმა ყურადღებით შეხედა სკულპტურას, იუბალი კი ერთხანს ბენს
უყურებდა. ბოლოს უთხრა:
– კარგი, ცხვირი მოიხოცე და თვალები შეიმშრალე. ჩათვალე, რომ
უკვე გაპატია. მოდი, დაჯექი. ერთი გაკვეთილისთვის საკმარისია.
– არა, – უპასუხა კექსტონმა, – დანარჩენი სკულპტურებიც მაინტე-
რესებს. აი, მაგალითად, ეს.
წინანდელივით უცნაურად არ მეჩვენება. როგორც ვხედავ, ახალ-
გაზრდა ქალია, მაგრამ ასეთი მოღრეცილი რატომაა?
იუბალმა ბენის მიერ მითითებული სკულპტურის ასლს შეხედა, „კა-
რიატიდა, რომელიც ქვის სიმძიმის ქვეშ დაეცა“ კარგად შეათვალი-
ერა, გაეღიმა და ბენს მიუბრუნდა.
– ბენ, სულაც არ მოველი, რომ ამ სკულპტურის ფორმასა და არსს
სათანადოდ შეაფასებ, რაც მას მოღრეცილ ფიგურაზე მეტად აქცევს,
მაგრამ იმის დანახვა მაინც ხომ შეგიძლია, თუ რისი გადმოცემა სურდა
ავტორს. ბენ, მითხარი, რას განიცდიან ადამიანები ჯვარცმის ყურები-
სას?
– იცი ხომ, ეკლესიაში რა სიხშირით დავდივარ?
– ეგ გასაგებია, მაგრამ მაინც უნდა იცოდე, რომ დახატული ან ხის-
გან თუ ქვისგან გამოკვეთილი ჯვარცმა, როგორც წესი, სისასტიკეს
ასახავს, განსაკუთრებით, მაქსიმალურად რეალისტური ნამუშევრები,

656
მით უმეტეს, ეკლესიის კედლებზე... სისხლი ხასხასებს და ამ ყოფილი
დურგლის სუსტი, გამხდარი, ფერმკრთალი სხეულისა და გაფითრებუ-
ლი სახის ფონზე უფრო მკვეთრად იკვეთება... სინამდვილეში, ის ასე-
თი სულაც არ ყოფილა. იმ ოთხიდან ერთ სახარებაში მაინც თუ წერია
სიმართლე, ენერგიული, საკმაოდ კუნთმაგარი და ჯანმრთელი მამაკა-
ცი უნდა ყოფილიყო, მაგრამ, მიუხედავად ამისა, თითქმის ყველა გა-
მოსახულებაზე სულ სხვაგვარად წარმოაჩენენ, რაც ადამიანთა უმრავ-
ლესობაზე სათანადო ეფექტსაც ახდენს. ეს ადამიანები ამ შეუსაბამო-
ბებს კი არა, მხოლოდ მძლავრი ემოციების აღმძრავ სიმბოლოებს ხე-
დავენ, რაც მათ უფლის ტანჯვასა და აგონიასაც ახსენებს.
– იუბალ, შენგან ასეთ ქრისტიანობას ნამდვილად არ ველოდი.
– ეგ რა შუაშია? განა ბრმა და ყრუ ვარ, ადამიანის სიღრმისეულ
ემოციებს ვერ აღვიქვამდე? სიმბოლოთა ზემოქმედებით ყველაზე უბ-
რალო და უხარისხოდ შესრულებულ ჯვარცმასაც შეუძლია ადამიანთა
გულებში უძლიერესი ემოციები აღძრას. ამის გამო ბევრი ხომ მისთვის
სიკვდილზეც წასულა, უფრო ბევრმა კი მთელი სიცოცხლე მიუძღვნა.
ასე რომ, ასეთ შემთხვევაში, ოსტატობასა და ხელოვნების დახვეწი-
ლობას სულაც არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ეს სკულპტურა კი
სიმბოლოთა მატარებელი მორიგი ქმნილებაა, რომელიც უდიდესი ოს-
ტატობითაც ხასიათდება, მაგრამ დროებით ამას შევეშვათ. ბენ, თით-
ქმის სამი ათასი ან მეტი წლის განმავლობაში ხუროთმოძღვრები ქა-
ლის ფიგურის ფორმის სვეტების საყრდენიან შენობებს აგებდნენ. ეს
მათთვის იმდენად ბუნებრივ მოვლენად ქცეულიყო, ადგილობრივ არ-
ქიტექტურას იმდენად შეესისხლხორცებინა, ხუროთმოძღვართა მრა-
ვალ თაობას კი იმდენად გასჯდომოდა ძვალ-რბილში, რომ ზოგჯერ
მათ ისევე სასხვათაშორისოდ აკეთებდნენ, როგორც, მაგალითად, პა-
ტარა ბიჭი აბიჯებს ჭიანჭველების ბუდეს. უამრავი საუკუნე გავიდა,
ვიდრე იშვებოდა ვინმე ისეთი, ვინც ამ ტრადიციას აღუდგებოდა – გა-
მოჩნდა როდენი, რომელმაც შეძლო დაენახა, რომ ეს ქალისთვის მე-
ტად მძიმე და ულაზათო სამუშაო იყო. როდენს პირდაპირ კი არ უთ-
ქვამს, ბრიყვებო, თუ

657
გინდათ, კვლავ ასე აშენოთ, მაშინ მამაკაცთა ფიგურები გამოიყე-
ნეთო. სანაცვლოდ, სათქმელი ასე ხატოვნად წარმოადგინა და მისგან
ამგვარად მძლავრი სიმბოლო შექმნა. აბა, შეხედე ამ პატარა კარიატი-
დას, მან უზარმაზარი ტვირთის აზიდვა სცადა, მაგრამ სუსტმა მხრებმა
ვერ გაუძლო და ქვის სიმძიმის ქვეშ ჩაიკეცა. შეხედე, როგორი მშვენიე-
რი გოგონაა, კარგად დააკვირდი, როგორი დათრგუნვილი და უბედუ-
რი ადამიანის გამომეტყველება აქვს, მაგრამ ბრალს მაინც არავის
სდებს; ასეთი ტანჯვის მიუხედავადაც არ ადანაშაულებს მას, ვინც ამ-
ხელა ტვირთი აჰკიდა, ამ უბედურების გამო ღმერთებსაც არ კიცხავს...
სანაცვლოდ კი, ისევ იმ ლოდის აწევას ცდილობს, რომელმაც ლამისაა
გასრისოს.
მაგრამ ეს სკულპტურა უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ კარგი ხე-
ლოვნების ნიმუში, რომელიც საკუთარი არსებობით ცუდ ხელოვნება-
საც განაქიქებს; ყველა იმ ქალის სიმბოლოა, ვისაც კი ოდესმე უმძიმე-
სი ტვირთის ზიდვა უცდია. სავარაუდოდ, ამ პლანეტაზე მცხოვრებ
ქალთა ნახევარზე მეტი სწორედ ასეთები არიან. მაგრამ ამ ნამუშევრის
მნიშვნელობა ამით არ მთავრდება: ის ყველა იმ ადამიანის სიმბო-
ლოა, ვისაც ოდესმე უცხოვრია, მძიმე ბრძოლაში მედგრად მდგარა,
გმირულად გაულევია სიცოცხლე და ვისი გმირობაც იქამდე არ დაუნა-
ხავთ, ვიდრე თავიანთი მძიმე ტვირთის ქვეშ არ დაცემულან. ბენ, ეს
სკულპტურა სიმამაცისა და გამარჯვების დიადი სიმბოლოა.
– გამარჯვების?
– იმ გამარჯვებისა, რომელსაც ადამიანი მარცხისას მოიპოვებს.
აბა, დაფიქრდი, რა უნდა იყოს ამაზე უფრო ამაღლებული? ის არ და-
ნებდა, ბენ, და კვლავაც ცდილობს ლოდის მხრებით აწევას! ის სწო-
რედ იმ მამის სიმბოლოა, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ კიბო სხე-
ულს უღრღნის, მაინც უკანასკნელ დღემდე დადის შემაღონებელ სა-
ოფისე სამსახურში იმისთვის, რომ შვილებს არაფერი მოაკლოს; ის იმ
თორმეტი წლის გოგონას სიმბოლოა, რომელიც უმცროს და-ძმებს
ზრდის, რადგან დედა ზეცაში წავიდა; ის იმ მეხანძრის სიმბოლოა, რო-
მელიც ბოლომდე შეუპოვრად ასრულებს სხვებისთვის სასიცოცხლოდ
აუცილებელ მოვალეობას, მაშინაც, როდესაც კვამლი ახრჩობს და იმა-

658
საც ხედავს, რომ ცეცხლი გადარჩენის გზას უჭრის; ის ყველა იმ დაუფა-
სებელი და დავიწყებული გმირის სიმბოლოა, რომელთაც ბრძოლის
გაგრძელების ძალა აღარ შესწევდათ, მაგრამ მაინც არ დანებებულან.
მიდი, მიაგე მას სათანადო პატივი, მერე კი ჩემს „პატარა ქალთევზა-
საც“[151] გაჩვენებ, – ბენმა მისი სიტყვები პირდაპირი მნიშვნელობით
მიიღო, თუმცა ამით გაკვირვებულ იუბალს კომენტარი არ გაუკეთებია,
– აქ გამოფენილ სკულპტურებს შორის ეს ერთადერთია, რომელიც მა-
იკს არ უჩუქებია და ნურც უხსენებ. არ მინდა, იცოდეს, თუ რატომ შევი-
ძინე მისი ასლი... ისედაც თავისთავად ნათელია, რომ ეს შესანიშნავი
ნამუშევარი ადამიანის თვალით დანახული და ხელით შესრულებული
ერთ-ერთი უდიდესი ქმნილებაა.
– ნამდვილად ასეა, ახსნა არც სჭირდება. ძალიან საყვარელია.
– კი, დაახლოებით კნუტებისა და პეპლებივით საყვარელი, მაგრამ
უფრო მეტია, ვიდრე, უბრალოდ, მშვენიერი სკულპტურა და თანაც მა-
იკს მაგონებს. შეხედე, ეს გოგონა ბოლომდე ქალთევზა არ არის, თუმ-
ცა
არც ადამიანია. ის მიწაზე ზის – იქ, სადაც დარჩენა არჩია... და მა-
რად ზღვას გაჰყურებს, რადგან სახლი ენატრება, ყველაფერი, რაც იქ
დატოვა. იცი მისი ამბავი?
– ჰანს ქრისტიან ანდერსენი.
– ჰო. ის ანდერსენის მშობლიურ ქალაქ კოპენჰაგენის ნავსადგურ-
თან ზის. ამ გოგონას ურთულესი არჩევანის გაკეთება მოუხდა და სიმ-
ბოლურად ყველა იმ ადამიანს განასახიერებს, ვინც კი ოდესმე გზაგა-
საყარზე აღმოჩენილა. არაფერს ნანობს, მაგრამ ამ არჩევანის საფასუ-
რი მხოლოდ მარადიული ნოსტალგია არ არის – ის მუდამ სამყაროთა
ზღვარზე ივლის, აღარც ქალთევზაა და ბოლომდე ადამიანიც ვერ გახ-
დება. როდესაც ესოდენ დიდი მსხვერპლის საფასურად მოპოვებული
ფეხებით დადის, თავს ისე გრძნობს, თითქოს ბასრ დანაზე მიაბიჯებ-
დეს. ბენ, ვფიქრობ, რომ მაიკსაც მუდამ დანის პირზე მოუხდება სიარუ-
ლი, რადგან ისიც სამყაროთა შორისაა გაჩხერილი, მაგრამ ნუ ეტყვი,
რომ ამის თაობაზე გითხარი. არა მგონია, პატარა ქალთევზას ამბავი

659
იცოდეს. ყოველ შემთხვევაში, ის მაინც არ იცის, ამ ამბავთან რომ ვა-
კავშირებ.
– არ ვეტყვი, – ბენი ისევ სკულპტურისკენ შეტრიალდა, – მირჩევნია,
მისი ყურებით დავტკბე და დანებზე არ ვიფიქრო.
– მართლაც როგორი საყვარელია, არა? ლოგინში მის ჩაგორებაზე
რას იტყოდი? ალბათ სელაპივით სხარტი და მოქნილი იქნებოდა.
– ფუ შენი! შენნაირი ყიამყრალი ბებერი მეორე არ მეგულება!
– რაც უფრო ვბერდები, მით უფრო ვმყრალდები. დანარჩენ სკულ-
პტურებს ამჯერად შევეშვათ, ერთ საათში სამიც საკმარისია, საკმა-
რისზე მეტიც. როგორც წესი, დღეში მხოლოდ ერთი სკულპტურით შე-
მოვიფარგლები ხოლმე.
– ეგრე იყოს. თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მშიერ კუჭზე სამი ჭიქა გა-
დამეკრას. იუბალ, ადამიანებს ასეთი რამეების ნახვისკენ რატომ არ
ახალისებენ?
– იმიტომ, რომ სამყარო ჭკუიდან იშლება, ხელოვნება კი მუდამ
ეპოქის სულს ასახავს. როდენმა ნამუშევართა უმეტესობა მეცხრამეტე
საუკუნის ბოლოს შექმნა, ჰანს ქრისტიან ანდერსენმა კი რამდენიმე
წლით დაასწრო. როდენი მეოცე საუკუნის დასაწყისში, სწორედ მაშინ
გარდაიცვალა, როდესაც სამყარო უკვე სიგიჟისკენ მიექანებოდა... და
მასთან ერთად ხელოვნებაც. მომდევნო თაობის მოქანდაკეებმა კარ-
გად დააფასეს მის მიერ შუქის, ჩრდილის, მოცულობისა და კომპოზი-
ციის კომბინირებით მიგნებული მეთოდი და ამ გზას კეთილსინდისიე-
რადაც მისდევდნენ, მაგრამ მთავარს ვერ ხედავდნენ – რომ ოსტატის
ყოველი
შედევრი რაღაც ამბავს უნდა გვიყვებოდეს და ადამიანის სულის
სიღრმეებს სწვდებოდეს. სანაცვლოდ, მთელი ყურადღება „დიზაინზე“
გადაიტანეს და ზიზღით უყურებდნენ რაღაც ამბის შემცველ ნებისმიერ
ნახატსა თუ სკულპტურას, რომელთაც აგდებით „ლიტერატურულ“ ხე-
ლოვნებადაც მოიხსენიებდნენ. შედეგად ისინი ბოლომდე აბსტრაქ-
ციაში გადაიჭრნენ და ნამდვილი, ადამიანური სამყაროს ასახვაზე უა-
რი განაცხადეს, – იუბალმა მხრები აიჩეჩა და განაგრძო: – აბსტრაქ-
ტულ ხელოვნებაში ცუდი არაფერია, თუმცა მხოლოდ შპალერისა და

660
ლინოლეუმის მოსახატად თუ გამოდგება, ნამდვილმა ხელოვნებამ კი
ადამიანი სულის სიღრმემდე უნდა შეძრას და შეაძრწუნოს კიდეც, რაც
სულაც არ არის აბსტრაქტული მოვლენა – პირიქით, ეს უკიდურესად
ადამიანურია. ის, რასაც თანამედროვე ხელოვანები ქმნიან, რაღაც უე-
მოციო, ფსევდოინტელექტუალური ონანიზმია, ნამდვილი ხელოვნება
კი სწორედ ის ურთიერთდამოკიდებულებაა, რომელშიც ხელოვანმა
პუბლიკა ემოციურად უნდა ჩაითრიოს. ეს ყმაწვილები კი, რომლებიც
ფიქრობენ, რომ ამ ყველაფერზე მაღლა დგანან, პუბლიკას სულ უფრო
კარგავენ და ლობისტებისგან უსასრულო სუბსიდიებს რომ არ იღებ-
დნენ, ულუკმაპუროდაც დარჩებოდნენ. იქნებ ნამდვილი სამუშაოს-
თვის მაშინ მაინც მოეკიდათ ხელი, რადგან ჩვეულებრივი ადამიანი
ნებაყოფლობით არასდროს გადაიხდის იმ „ხელოვნებისთვის“, რომე-
ლიც გულგრილს ტოვებს... ალბათ, მხოლოდ იმ შემთხვევაში, გადასა-
ხადების სახით რომ უხდებოდეს გადახდა.
– სულ მაინტერესებდა, რატომ არ მიზიდავდა მხატვრობა ან ქანდა-
კება და ვფიქრობდი, რომ რაღაც უნარი მაკლდა – როგორც, ვთქვათ,
ზოგი ადამიანი ფერების გარჩევის უნარსაა მოკლებული.
– ჰმ... ხელოვნების აღქმა ისევე უნდა ისწავლო, როგორც, მაგალი-
თად, ფრანგულად დაწერილი წიგნის წასაკითხად უნდა იცოდე ფრან-
გული. მაგრამ, მაინც მგონია, რომ ხელოვანმა თავად უნდა გამონახოს
საერთო ენა პუბლიკასთან, რომლითაც გაუგებენ, იმის ნაცვლად, რომ
საკუთარი ხელოვნება რაღაც პრიმიტიული ხერხებით შენიღბოს. ამ
მასხარების უმეტესობას არც კი სურს ჩვენთვის გასაგებ ან იმ ენაზე ლა-
პარაკი მაინც, რომელსაც ვისწავლით. სანაცვლოდ კი დაგვცინიან,
რადგან ვერ ვიგებთ, რისი თქმა სურთ, თუ, რა თქმა უნდა, საერთოდ
ამბობენ რამეს. ბუნდოვანება უუნარობის შენიღბვის საუკეთესო საშუა-
ლებაა. ბენ, შენი აზრით, შეიძლება, მეც ხელოვანი მეწოდოს?
– ჰმ... ამაზე არ მიფიქრია. ისე კი მომწონს, როგორც წერ.
– გმადლობ. „ხელოვანი“ სწორედ ის სიტყვაა, რომელსაც ისევე გა-
ვურბივარ, როგორც სიტყვა „დოქტორს“. თუმცა, გარკვეულწილად, მეც
ხელოვანი ვარ. ჩემი ნაწერების უმეტესობის წაკითხვა მხოლოდ ერ-
თხელ შეიძლება... მოუცლელი ადამიანისთვის კი ერთხელაც არ არის

661
ეს რეკომენდებული, მით უმეტეს, თუ ჩემი სათქმელი ისედაც იცის. მაგ-
რამ მე გულწრფელი ხელოვანი ვარ, რადგან, რასაც ვწერ, იმაზეა გათ-
ვლილი, რომ მკითხველის გულამდე მიაღწიოს და შესაბამისი ეფექ-
ტიც ჰქონდეს, შეძრას, სიბრალულის გრძნობა აღუძრას და ცხოვრების
საშინელებაც დაანახვოს... და თუ ამას ვერ მოვახერხებ, ის მაინც ხომ
უნდა შევძლო, რომ უცნაური და საინტერესო ისტორიებით შევიყოლიო
და ამგვარ იდეებზე გავამახვილებინო ყურადღება. მე არც მკითხვე-
ლისგან ვცდილობ რაიმეს დამალვას ბუნდოვანი ენით და არც სხვა
მწერლებისგან მჭირდება ქება წერის ტექნიკასა და მსგავს სისულე-
ლეებზე; მხოლოდ ის მინდა, რომ ჩემი ნაწერი მკითხველს მოეწონოს
და მისი ყიდვით ისიც გამოხატოს, რომ სათქმელი მის გულამდე სწო-
რად მივიტანე. მხოლოდ ეს მჭირდება. რაც შეეხება ხელოვნების მთავ-
რობის მხრიდან მხარდაჭერას – merde[152]! მთავრობის მფარველო-
ბის ქვეშ მყოფი ხელოვანი უუნარო ბოზია და მეტი არაფერი!.. ამის დე-
დაც, ჩემს ერთ-ერთ სუსტ წერტილს შეეხე და ენაც ავიქაფე. მოდი ერ-
თსაც შეგივსებ და მითხარი, აქ რამ მოგიყვანა.
– იუბალ, დიდ საგონებელში ვარ.
– სვეტთან დაკავშირებული რამეა?
– არა, სხვა ამბავია, – ბენმა წარბები შეიჭმუხნა, – ალბათ, აქ არც
უნდა მოვსულიყავი. ჩემი პრობლემის სხვისთვის აკიდება არ ღირდა.
იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ამაზე ლაპარაკი მინდა.
– კარგი, მაგრამ რახან უკვე აქ ხარ, იქნებ ჩემი პრობლემები მოგეს-
მინა?
– პრობლემები გაქვს? ამას ნამდვილად არ ველოდი ადამიანისგან,
რომელიც მუდამ მოგებული რჩება.
– ჰმ... ოდესმე ჩემს ქორწინების დროინდელ ცხოვრებაზე უნდა მო-
გიყვე. ახლა ნამდვილი პრობლემები მაქვს. დიუკი წავიდა, როგორც
უკვე იცი... თუ არ იცოდი?
– კი, ვიცოდი.
– ლარი კარგი მებაღეა, მაგრამ ტექნიკის აზრზე არაა და ნახევარი
უკვე გაფუჭდა კიდეც. არ ვიცი, დიუკი როგორ ჩავანაცვლო. ცოტაა ისე-
თი ადამიანი ყველანაირი მოწყობილობისა რომ გაეგებოდეს, მით უმე-

662
ტეს, ისეთი, ჩვენი ოჯახის წევრიც რომ გახდებოდა. ასეთები, ფაქტობ-
რივად, არც არსებობენ. რამდენჯერმე ხელოსნები ქალაქიდან გამო-
ვიძახე, მაგრამ ყველა ჯერზე ძალიან გავღიზიანდი. ყველა რაღაცის
წაგლეჯაზე ფიქრობდა, უმეტესობამ კი წესიერად სახრახნისის გამო-
ყენებაც არ იცოდა. ვინაიდან ეგეთი საქმეებისა თავად არაფერი გამე-
გება, იძულებული ვარ, ან ისევ ვინმე გამოვიძახო, ან, ღმერთმა დამი-
ფაროს, საცხოვრებლად ქალაქში დავბრუნდე.
– იუბალ, ამის მოსმენაზე გული მეთუთქება.
– სარკაზმი არ გინდა, რა. ეს მხოლოდ დასაწყისია. რაც გითხარი,
იმას კიდევ არა უშავს, მაგრამ გოგოების საკითხი კი ყველა ზღვარს
სცილდება. ორი მათგანი ფეხმძიმედაა, ერთი კი გათხოვებას აპირებს.
კექსტონს აშკარად გაუკვირდა, იუბალმა კი წუწუნი განაგრძო:
– მართლა გეუბნები. ამ ამბავს კონტრაბანდასავით მალავდნენ,
მაგრამ მე რას გამომაპარებენ! ახლა ალბათ ჩემზე ცოფდებიან, აქ
რომ ამოგიყვანე და შენთან ჭორაობის შესაძლებლობა არ მივეცი. ასე
რომ, როდესაც ამ ყველაფერს მოგიყვებიან, თავი ისე დაიჭირე, ვითომ
არაფერი იცოდი.
– ჰმ... გათხოვებას რომელი აპირებს?
– განა ეს აშკარა არ არის? ბედნიერი სასიძო ქვიშის ქარიშხლისგან
გამოქცეული და ტკბილად მოუბარი ლტოლვილი, ჩვენი დიდებული და
ღირსეული წყლისმიერი მოძმე დოქტორი მაჰმუდია. უკვე ვუთხარი,
რომ, როდესაც ამ ქვეყანაში იქნებიან, სწორედ ამ სახლში უნდა იცხოვ-
რონ. იმ არამზადამ კი გაიცინა და მითხრა, სხვაგვარად, აბა, როგორ
იქნება, ისედაც დიდი ხანია, მუდმივად აქ საცხოვრებლად მეპატიჟე-
ბიო, – იუბალმა ჩაიფრუტუნა, – ეს არც ისე ურიგო აზრია, ერთი გოგო
მაინც დამეხმარება ხოლმე. ალბათ!
– ალბათ, ასეც იქნება, თანაც მოსწონს მუშაობა... ესე იგი, დანარჩე-
ნი გოგოები ფეხმძიმედ არიან?
– თანაც ძალიან. რაღაც-რაღაცების გახსენებაც მომიხდა, რადგან
ორივემ გამოაცხადა, მშობიარობას სახლში ვაპირებთო. წარმოიდგი-
ნე, რა დღეში ჩავვარდები! ეს ხომ კნუტებზე უარესია! ისე, რატომ იფიქ-
რე, რომ საპატარძლო კი არა, დანარჩენი ორია ფეხმძიმედ?

663
– რატომ და, ვიფიქრე, რომ მაჰმუდი ტრადიციული ადამიანი უფრო
იქნებოდა, ვიდრე... ყოველ შემთხვევაში, ფრთხილი მაინც უნდა იყოს.
– მაჰმუდს არც არავინ ჰკითხავდა. ბენ, იმ ოთხმოცი თუ ოთხმოც-
დაათი წლის განმავლობაში, რაც ამ საკითხს შევისწავლი და ვცდი-
ლობ, მათი პატარა და მრუდე ტვინების ხვეულებში გავიკვლიო გზა,
ერთადერთი, რაც ქალებზე დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, ისაა,
რომ თუ გოგოს უნდა, უნდა და მორჩა. კაცს კი, ერთადერთი, რაც შეუძ-
ლია, შეგუებაა.
ბენმა დანანებით გაიხსენა შემთხვევები, როდესაც მსგავს საკით-
ხებში სწრაფად ერკვეოდა და ისეთებიც, როდესაც ამას ვერ ახერხებ-
და.
– ეგ ყველაფერი გასაგებია, მაგრამ მირიამი და ენი არ აპირებენ
გათხოვებას?
– ერთი წუთით. მე გითხარი, საპატარძლო ორსულად არ არის-მეთ-
ქი, შენ კი დაასკვენი, რომ ეს დორკასია? თვალებში ვერ იყურები? ეს
მირიამი სწავლობს არაბულს, თანაც ძალიან ცდილობს.
– რაო? ისღა დამრჩენია, ვაღიარო, რომ ელამი ბაბუინი ვარ.
– ნამდვილად ასეა.
– მაგრამ მირიამი ხომ გამუდმებით უღრენდა მაჰმუდს.
– პირდაპირ მიკვირს, როგორ მოგანდეს ამხელა გაზეთის სვეტი.
ოდესმე მეექვსეკლასელთა ხროვა გინახავს?
– კი, მაგრამ... დორკასი მის მოსახიბლად ხომ ყველაფერს აკეთებ-
და, ერთი ეგაა, მუცლის ცეკვა არ შეუსრულებია.
– დორკასი ყველასთან ასე იქცევა. შენთანაც ასე იყო, უბრალოდ,
შენი ფიქრები სხვასთან დაფრინავდა და ვერაფერს ამჩნევდი. კარგი,
ეგ ამბავი დაივიწყე, მაგრამ ის არ დაგავიწყდეს, რომ, როდესაც მირია-
მი ნიშნობის ბეჭედს გაჩვენებს, სათანადო რეაქცია გქონდეს. ბეჭდის
თვალი ხომ ზღაპრული კრუხის კვერცხის ზომისა და ისეთივე იშვი-
ათია, ამიტომ მნახველზე შესაბამის შთაბეჭდილებასაც უნდა ტოვებ-
დეს. რაც შეეხება დანარჩენებს, წყეულიმც ვიყო, თუ ვიცოდე ვის შთა-
მომავლობას ატარებენ, ასე რომ, ეს შენთვისაც სიახლე იქნება და აღა-
რც თავის მოჩვენება დაგჭირდება. უბრალოდ, გახსოვდეს, რომ ორივე

664
უსაზღვროდ ბედნიერია. წინასწარ იმიტომაც გაგაფრთხილე, რომ არ
დაიბნე და არ იფიქრო, თითქოს ხელოვნურად მხიარულობენ და თავს
მოტყუებულად მიიჩნევენ. ასე არ არის, ნამდვილად არ არის. პირიქით,
ამით ამაყობენ კიდეც, – იუბალმა ამოიოხრა, – აი, მე კი საქმე ცუდად
მაქვს. ძალიან მოვხუცდი იმისთვის, რომ აქ პატარების ტანტალი ავი-
ტანო, მით უმეტეს, მუშაობისას. გარდა ამისა, არ დავუშვებ, რომ ასე
კარგად გამოწვრთნილი მდივნები დავკარგო... ჩემი საყვარელი ბავ-
შვები. რაც უნდა იყოს, როგორმე უნდა დავარწმუნო, რომ მომავალშიც
ჩემთან დარჩნენ... თუმცა, პირდაპირ გეტყვი, რომ აქაურობა მას შემ-
დეგ აირია, რაც მაიკი ჯილმა აიყოლია. არა, კი არ ვადანაშაულებ, მაგ-
რამ... მგონი, არც შენ.
– არა, მაგრამ... მოდი ყველაფერს თავისი სახელი დავარქვათ. ანუ
ფიქრობ, რომ მაიკი ამ თავბრუდამხვევ გზაზე ჯილმა დააყენა?
– რაო? – იუბალი შეიშმუშნა და ცოტა ხანს ჩაფიქრდა, განვლილ
დღეებს გადახედა. საკუთარ თავს გამოუტყდა, რომ ამაზე წარმოდგე-
ნაც არ ჰქონდა და მხოლოდ იმ ფაქტიდან გამომდინარე ევარაუდა,
რომ, როდესაც საქმე საქმეზე მიდგა, მაიკს სწორედ ჯილი გაჰყოლო-
და, – აბა, ვინ იქნებოდა?
– აბა, სხვის საქმეში ცხვირი არ უნდა ჩაყოო, ამას ვინ ამბობს ხოლ-
მე? თუ მოინდომებს, მაიკი თვითონ გეტყვის. როდესაც მეც იგივე დას-
კვნამდე მივედი, ჯილმა ყველაფერი ამიხსნა, – ბენი ცოტა ხანს ჩაფიქ-
რდა და დასძინა: – რამდენადაც მივხვდი, ოთხიდან პირველი ვინ იქ-
ნებოდა, მხოლოდ და მხოლოდ შემთხვევითობამ განსაზღვრა.
– ჰმ... ჰო, ალბათ, მართალი ხარ.
– ჯილიც ასე ფიქრობს. მისი აზრით, მაიკს ძალიან გაუმართლა,
რომ სწორედ ის აცდუნა... ან, პირიქით, აქეთ აცდუნეს... ახლა ზუსტად
ვერ ვსაზღვრავ... მოკლედ, რომელიც პირველი ჯერისთვის ყველაზე
შესაფერისი იქნებოდა, ვისგანაც უნდა დაეწყო. ეს გარკვეული მინიშ-
ნებაა მისთვის, ვინც მეტ-ნაკლებად მაინც იცის, როგორ არის მოწყო-
ბილი ჯილის ტვინი.
– ჯანდაბა, მე ჩემი ტვინის მოწყობაც არ ვიცი!.. ხოლო ჯილს რაც
შეეხება, ნამდვილად არ მოველოდი, რომ ოდესმე ქადაგებას დაიწყებ-

665
და, იმის მიუხედავადაც, თუ რამდენად იქნებოდა სიყვარულისგან
თავდაკარგული. ასე რომ, არა, ნამდვილად არ ვიცი, როგორ არის მოწ-
ყობილი ჯილის ტვინი.
– ისე, არც ისე ხშირად ქადაგებს ხოლმე... თუმცა მაგაზე მერე ვილა-
პარაკოთ. კალენდარი რას ამბობს?
– ჰა?
– იცი, რასაც ვგულისხმობ. ფიქრობ, რომ ამ ამბავში მაიკია გარე-
ული, ორივე ამბავში. მისი აქ ჩამოსვლის თარიღები რას გეუბნება?
– ამას რა ეშმაკად ამბობ? – იუკადრისა იუბალმა, – მე ხომ ისეთი
არაფერი მითქვამს, რაც ამის ფიქრის საფუძველს მოგცემდა?
– ეგ რა შუაშია. ამაყები და ბედნიერები რომ არიან, იმიტომაც ვამ-
ბობ. ვიცი, ეგ წყეული სუპერმენი ქალებზე როგორც მოქმედებს.
– კარგი რა, ბენ, ის ხომ შენი წყლისმიერი მოძმეა?
– ვიცი, – მშვიდად უპასუხა ბენმა, – მაიკი მეც მიყვარს. თუ ოდესმე
გეი გავხდები, მაიკი ჩემი ერთადერთი არჩევანი იქნება. ეს კიდევ ერ-
თი მიზეზია იმისა, თუ რატომ მესმის ამ გოგონების სიხარულისა.
– იქნებ უბრალოდ იმედი აქვთ, რომ ასეა, – იუბალი ჭიქას მიაჩერდა
და დასძინა: – მგონია, რომ ამ სიაში შენი სახელი უფრო ადვილად მოხ-
ვდებოდა, ვიდრე მაიკისა. ამაზე რას იტყოდი?
– ვიტყოდი, რომ გაგიფრენია!
– კარგი, კარგი, დაქორწინებას სულაც არ გიპირებ, გეფიცები. ეჭ-
ვიანი სულაც არა ვარ, მაგრამ ისეთ დღეში ჩავვარდი, ლამისაა გადა-
ვირიო. ასე რომ, ღმერთის ყველა მილიარდ სახელს[153] გაფიცებ, და-
მეხმარე და იმაშიც მერწმუნე, რომ სხვის საქმეში ცხვირის ჩაყოფას სუ-
ლაც არ ვცდილობ. ისიც შესაძლებელია, უბრალოდ, ჭკუიდან ვიშლე-
ბოდე, მაგრამ თვალი ჯერ ხომ ისევ მიჭრის, არც სმენა მღალატობს და
თუ ჩემს
სახლში, ოდესმე, სასულე ორკესტრის კონცერტი გაიმართება, ამ
ფაქტს, ადრე თუ გვიან, მაინც შევამჩნევ. ეს ბუნებრივი კითხვა იმიტო-
მაც დამებადა, რომ ამ სახლში არაერთი ღამე გაგითენებია. ახლა კი
მითხარი, ერთხელ მაინც იყო ღამე, როდესაც მარტოს გეძინა?
– ო, შე დედა..! როდესაც აქ მომიყვანეს, იმ ღამეს მარტოს მეძინა.

666
– ჰო, იმ ღამეს დორკასიც ვერ იყო კარგად. არა, გამახსენდა – და-
მამშვიდებლების ზემოქმედების ქვეშ იყავი და ეგ არ ითვლება. სხვა
შემთხვევებზე რას იტყვი?
– ეს სრულიად შეუფერებელი და უაზრო კითხვაა. პასუხსაც არ გაგ-
ცემ.
– ვფიქრობ, ეს უკვე პასუხია. მაგრამ გთხოვ, გაითვალისწინე, რომ
ახალი საძინებლები ჩემი ოთახისგან მაქსიმალურად შორსაა, რადგან
ხმის სრული იზოლაცია მაინც შეუძლებელია.
– იუბალ, ყველაფერი იქით მიდის, რომ, მგონი, იმ სიაში შენი სახე-
ლი ჩემსაზე მაღლა აღმოჩნდება.
– რაო?!
– ლარისა და დიუკზე რომ აღარაფერი ვთქვათ. საყოველთაოდ
ცნობილია, რომ, მას შემდეგ, რაც სულთანი საქმეს ჩამოშორდა, იუბალ
ჰარშოუს საუკეთესო ჰარამხანა აქვს. სწორად გამიგე – ამას იმიტომ ამ-
ბობენ, რომ შენი შურთ, მაგრამ არც იმას გამორიცხავენ, რომ ერთი ავ-
ხორცი და ჟინს აყოლილი ბებერი ყოჩი იყო.
იუბალი ერთხანს თითებს აკაკუნებდა, მერე კი თქვა:
– ბენ, როგორც წესი, წინააღმდეგი არ ვარ, ჩემზე უმცროსები ტოლე-
ბივით მეპყრობოდნენ და, თავადაც იცი, რომ ამგვარად მოქცევისკენ
ვახალისებ კიდეც, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც ჩემი ასაკის პა-
ტივისცემას მოვითხოვ. ეს სწორედ ასეთი შემთხვევაა.
– ბოდიშს გიხდი, – ხისტად მიუგო ბენმა, – უბრალოდ, ვიფიქრე, რომ
თუ შენთვის შეიძლებოდა ჩემი სექსუალური ცხოვრების აბურთავება,
საპასუხო დარტყმის მიღებაც უნდა შეგძლებოდა.
– არა, არა, ბენ! ვერ გამიგე. შეუფერებელი და საწყენი ჩემთვის
არაფერი გითქვამს. მხედველობაში ის მქონდა, რომ სათანადო პატი-
ვისცემას გოგონებისგან მოვითხოვ... მით უფრო, ამგვარ საკითხებში.
– აჰ...
– როგორც უკვე აღნიშნე, მოვხუცდი, მართლა ძალიან მოვხუცდი.
ჩვენ შორის დარჩეს და მიხარია კიდეც, რომ ჟინი ჯერ კიდევ შემომ-
რჩენია, მაგრამ ავხორცი ყოჩი ნამდვილად არ ვარ. უპირატესობას
ღირსეულ ცხოვრებასა და საკუთარი თავისადმი პატივისცემას უფრო

667
ვანიჭებ, ვიდრე უაზრო დროის ტარებას. მერწმუნე, ეს ყველაფერი უკვე
გამოვიარე და გამეორებას სულაც არ ვაპირებ. ბენ, ჩემი ხნის ჟანგიან
მამაკაცსაც შეუძლია, ახალგაზრდა ქალი დაიყოლიოს და დააფეხმძი-
მოს კიდეც, რაც დიდ წყალობად უნდა მიიღოს, მაგრამ ეს, მხოლოდ და
მხოლოდ, ფულის ან მსგავსი რამის გამო თუ მოხდება. ახლა კი დაფიქ-
რდი და მითხარი, შენი აზრით, ამ სამიდან, უფრო სწორად, ჯილსაც თუ
მივათვლით, ოთხიდან, რომელიმე ფულის გამო ვინმესთან დაწვებო-
და, თუნდაც ახალგაზრდასა და სიმპათიურთან?
– რა თქმა უნდა, არა – არცერთი!
– გმადლობ. მე ხომ საქმეს ყოველთვის მხოლოდ ნამდვილ ქალბა-
ტონებთან ვიჭერდი... მაგრამ არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, რის გა-
მოც ახალგაზრდა ქალი მოხუცს ლოგინში ჩაუწვებოდა – მის მიმართ
ძალიან დადებითად უნდა იყოს განწყობილი, ეცოდებოდეს და მისი
გაბედნიერება უნდოდეს. ამ მიზეზს რამდენად უშვებ?
– ოჰ, იუბალ, ეგ ნამდვილად არ არის გამორიცხული. ამის გაკეთება
ოთხივეს შეუძლია.
– მეც ასე ვფიქრობ, მაგრამ საშინლად არ მინდა, ამ გოგონებს ვე-
ცოდებოდე და ნებისმიერი მიზეზი, რომელიც, შეიძლება, მათთვის გახ-
დეს მისაღები, ჩემთვის სრულიად მიუღებელია. ასეთ რამეს არას-
დროს დავუშვებდი, რადგან საკუთარ თავს ჯერ კიდევ ვცემ პატივს და
არც ღირსების განცდა დამიკარგავს. იმედი მაქვს, ასეც გაგრძელდება
და მსგავსი ნაბიჯებისგან თავის შესაკავებლად საჭირო ღირსებას ყო-
ველთვის შევინარჩუნებ. ასე რომ, გთხოვ, ჩემი სახელი ეჭვმიტანილთა
სიიდან ამოიღო.
– კარგი, ეგრე იყოს, შე ბებერო მელოტო, – გაიკრიჭა კექსტონი, –
და დიდი იმედი მაქვს, შენს ასაკს როცა მივაღწევ, ჩემი ცდუნება ასეთი
ძნელი არ იქნება.
– დამიჯერე, სჯობს, ცდუნებას გაუძლო, ვიდრე დაჰყვე და იმედგაც-
რუება იგემო. რაც შეეხება დიუკსა და ლარის, არ ვიცი, როგორია მათი
როლი ამ ამბავში და არც მაღელვებს. როდესაც ვიღაც ამ სახლში მო-
დის და ოჯახის წევრი ხდება, სრულიად გასაგებად მივანიშნებ, რომ ეს
სახლია და არა ტკბილეულის მაღაზია ან საროსკიპო. აქ ანარქიისა და

668
ტირანიის ნაზავი მეფობს, ყოველგვარი დემოკრატიის გარეშე, რო-
გორც კარგ ოჯახში უნდა იყოს კიდეც. ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერს შე-
უძლია, აკეთოს ის, რაც მოესურვება მანამ, ვიდრე ჩემგან დავალებას
არ მიიღებს. დავალებები კი განხილვას არ ექვემდებარება. თუმცა ჩე-
მი ტირანია სასიყვარულო ურთიერთობებზე არ ვრცელდება. და თუ სა-
ერთოდ აქვთ ამგვარი ურთიერთობები, ეს მათი საქმეა. აქაური მცხოვ-
რებები, თავიანთ პირად საქმეებს თავიანთთვის ინახავენ, – იუბალმა
სევდიანად გაიღიმა და დასძინა: – ყოველ შემთხვევაში იქამდე მაინც
ასე იყო, ვიდრე აქაურობა მარსის გავლენით აირეოდა... ეს შენც გეხე-
ბა, ჩემს წყლისმიერ მოძმესაც. აი, დიუკი და ლარი კი ყოველთვის უფ-
რო მეტად
თავშეკავებულნი იყვნენ, თანაც ნებისმიერ საკითხში. შეიძლება,
ხან ერთი ბუჩქის უკან მიათრევდნენ გოგოებს და ხან მეორის, მაგრამ
მე ეს არასდროს დამინახავს და არც კივილი გამიგონია.
ბენმა გაიფიქრა, იუბალისთვის ის ამბავი ხომ არ მოეყოლა, რაზეც,
შესაძლოა, წარმოდგენაც არ ჰქონდა, მაგრამ გადაიფიქრა და ესღა
უთხრა:
– ანუ, გამოდის, ამ ამბავში მაიკის ხელი ურევია?
– როგორც ჩანს, ასეა, – იუბალს სახე მოეღრიცა და დასძინა: – ასეა
თუ ისე, ისინი თავს მშვენივრად გრძნობენ და, ჯერჯერობით, არც მე
ვარ ბანკროტი, მით უმეტეს, რომ, გოგონების უჩუმრად, მაიკს აუცილებ-
ლად გამოვწურავ ნებისმიერ თანხას, რათა ბავშვებს არაფერი მოაკ-
ლდეთ... მაგრამ, ბენ, მე თავად მაიკის ამბავი მაწუხებს, ძალიან მაწუ-
ხებს.
– მეც მაწუხებს, იუბალ.
– და ჯილისაც. თუმცა ჯილი, ალბათ, არ უნდა მეხსენებინა.
– იუბალ, ჯილი პრობლემა არ არის და რომც იყოს, ეს მხოლოდ მე
მეხება... საქმე მხოლოდ მაიკშია.
– ჯანდაბა, შინ რატომ არ ბრუნდება და რატომ არ ეშვება ამ სამარ-
ცხვინო ქადაგებებს?
– ჰმ... მხოლოდ ამას არ აკეთებს, – ბენი ერთხანს ჩუმად იყო, ბო-
ლოს მაინც თქვა: – ახლა სწორედ იქიდან მოვდივარ.

669
– რაო? თავიდანვე რატომ არ მითხარი?
– ჯერ ხელოვნება განვიხილეთ, მერე ვიჭორავეთ და ათას რამეს
მოვედეთ. აბა, როდის უნდა მეთქვა?
– კარგი, გეთანხმები, მაგრამ ახლა რაღას ელოდები?
– კეიპტაუნის კონფერენციიდან დაბრუნების შემდეგ მათთან სტუმ-
რობისთვის როგორღაც დრო გამოვნახე.... იქ ნანახმა ჩემზე უმძიმესად
იმოქმედა და დიდ საგონებელში ჩამაგდო. ამიტომ რამდენიმე სტატია
წინასწარ მოვამზადე და მაშინვე აქ წამოვედი. იუბალ, დაგლასთან
ვერ მოაგვარებ? იქნებ მან მაინც აღკვეთოს მთელი ეს საშინელება!
– რომც შემეძლოს, მაინც არ ვიზამდი, – თავი გააქნია იუბალმა, –
რასაც მაიკი აკეთებს, ეს მხოლოდ მისი საქმეა.
– ასე არ ილაპარაკებდი, ჩემ მიერ ნანახისთვის თვალი მაინც რომ
მოგეკრა.
– აზრს მაინც არ შევიცვლიდი. თანაც სრულიად უძლური ვარ, დაგ-
ლასიც ასეა.
– იუბალ, მაიკი თავის ქონებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ რჩე-
ვას მიიღებს. ის, სავარაუდოდ, ვერც კი მიხვდება, რაზეა საუბარი და
ვერც რაიმე მითითებას დააყენებს ეჭვქვეშ.
– ბენ, ყველაფერი შეიცვალა. ცოტა ხნის წინ, მაიკმა საკუთარი ხე-
ლით შეადგინა ანდერძი და გადასახედად გამომიგზავნა. ეს იყო ერთ-
ერთი ყველაზე გამართული დოკუმენტი, რაც კი ოდესმე მინახავს. მა-
იკმა უკვე გააცნობიერა, რომ იმაზე გაცილებით მეტი ქონება აქვს, ვიდ-
რე მის მემკვიდრეებს ოდესმე დასჭირდებათ, ამრიგად ფულის ერთი
ნახევარი მეორე ნახევრის დასაცავად გამოიყენა. ყველაფერი ისე მო-
აგვარა, რომ ნებისმიერი, ვინც რაიმე სახის პრეტენზიას გამოთქვამს,
იმთავითვე ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება. ეს ერთობ ცინიკური
დოკუმენტია და ქონებაზე პრეტენზიის მქონე ნებისმიერი ადამიანის-
თვის, როგორც კანონიერი, ისე ბიოლოგიური მშობლების მხრიდან, ეშ-
მაკური მახეებია დაგებული. ანუ მან უკვე ისიც იცის, რომ უკანონოდ
დაიბადა, თუმცა წარმოდგენაც არ მაქვს, ამის შესახებ როგორ გაიგო.
ამრიგად, ანდერძში მახეები „ენვოის“ ეკიპაჟის დანარჩენ წევრებსაც
დაუგო. საქმე საქმეზე რომ მიდგეს, სასამართლოში ნებისმიერ, ჯერ კი-

670
დევ უცნობ მემკვიდრესაც კი მოუგებს, მეტიც, ანდერძის გასაუქმებ-
ლად ლამის მთელი ხელისუფლების დამხობა გახდება საჭირო. ან-
დერძიდან აშკარად ჩანს, რომ მან ზუსტად იცის, რა ქონებას ფლობს,
რამდენი აქცია ან ფასიანი ქაღალდი აქვს. ვეძებე და მოსადავებელი
ვერაფერი აღმოვაჩინე. ისიც კი გათვალისწინებული აქვს, რომ... – იუ-
ბალი გაჩუმდა და გაიფიქრა, „არც შენ დავიწყებიხარ, ჩემო ძმაო“, –
ამის შემდეგ უსაფრთხოების ზომებიც მიიღო და ანდერძის ჰოლოგრა-
ფიკული ასლები რამდენიმე საცავში შეინახა, არსებობს პირუთვნელი
მოწმეების მიერ დადასტურებული ასლებიც. ასე რომ, ნუღარ გგონია,
რომ ამ ფულის მისგან დამოუკიდებლად განკარგვა ჯერ კიდევ შემიძ-
ლია.
– ნეტავი, შეგძლებოდა, – მოიღუშა ბენი.
– მე კი ამას არ ვისურვებდი. მეტიც, ეს მხოლოდ დასაწყისია. რომც
შემძლებოდა, აზრი მაინც არ ექნებოდა. უკვე თითქმის მთელი წელია,
რაც მაიკს ანგარიშიდან ერთი დოლარიც არ მოუხსნია. ეს იქიდან ვიცი,
რომ დაგლასმა დამირეკა და მკითხა, ამ თანხის დიდი ნაწილის რეინ-
ვესტირებას ხომ არ ვაპირებდი. როგორც ჩანს, მაიკი მის წერილებზე
პასუხის გასაცემადაც არ იწუხებს თავს. ჩემი მხრიდან ვუპასუხე, რომ
ეს კვლავაც მისი თავის ტკივილი იყო, მაგრამ ისიც დავამატე, ვინმეს
წარმომადგენელი რომ ვყოფილიყავი, მისი უკანასკნელი ინსტრუქცი-
ის თანახმად ვიმოქმედებდი-მეთქი.
– ერთი დოლარიც არ მოუხსნია? კი მაგრამ, ის ხომ საკმაოდ ბევრს
ხარჯავს?
– იქნებ საეკლესიო ყაჩაღობით უფრო მეტს შოულობს?
– ეგეც საკმაოდ უცნაურია, რადგან ყველა პლანეტის ეკლესია სი-
ნამდვილეში სულაც არ არის ეკლესია.
– აბა, რა არის?
– ჰმ... პირველ რიგში, უცხო ენის შესასწავლი სკოლაა.
– ვერ გავიგე...
– მარსულ ენას ასწავლიან.
– ეგ, თავისთავად, ცუდი არ არის, მაგრამ... მაშინ ორგანიზაციის-
თვის ეკლესია აღარ უნდა ეწოდებინა.

671
– იურიდიულად, ეკლესიაა.
– ბენ, სასრიალო დარბაზიც ეკლესია იქნება, თუ რომელიმე სექტა
გამოაცხადებს, რომ გორგოლაჭებით სრიალი მათი რწმენის განუყო-
ფელი ნაწილია და იქ ღვთისმსახურებასაც დაიწყებენ. ასე შორს წას-
ვლა არ დასჭირდებათ. იმის დამტკიცებაც ეყოფათ, რომ ეს მრევლის-
თვის სასიცოცხლოდ აუცილებელი თუ არა, იმ დონეზე სასურველი მა-
ინცაა, როგორც ღვთისმსახურებისას მუსიკა ან სიმღერაა – თუ ღმერ-
თის სადიდებლად სიმღერა დასაშვებია, მაშინ იმავე მიზნით გორგო-
ლაჭებით სრიალიც მისაღებია. დამიჯერე, ასეა. მაგალითად, მალა-
იზიაში ტაძრებია, სადაც იმდენი გველი ცხოვრობს, რომ უცხო თვალის-
თვის სხვა არაფერია, თუ არა გველების თავშესაფარი, მაგრამ ადგი-
ლობრივი უმაღლესი სასამართლო იქაურობას ეკლესიებად მიიჩნევს
და ისევე იცავს, როგორც ჩვენთან სექტებს.
– გველები მაიკსაც ბლომად ჰყავს. მარტო მარსულის სწავლებით
არ შემოიფარგლება. იუბალ, რაიმე გამონაკლისი არ არსებობს?
– ჰმ... ეს სადავო საკითხია, თუმცა არსებობს გარკვეული, ძირითა-
დად, წვრილმანი აკრძალვები. როგორც წესი, ესა თუ ის ეკლესია, მო-
მავლის წინასწარმეტყველებისა და წინაპრების სულების გამოძახე-
ბისთვის ანაზღაურებას არ ითხოვს, მაგრამ ფულს შემოწირულობის სა-
ხით იღებს. დროთა განმავლობაში, ეს შემოწირულობები იმდენად ჩვე-
ულებრივ აქტად იქცევა, რომ გადასახადის სახესაც იღებს. ადამიანის
მსხვერპლშეწირვა კანონით ყველგან აკრძალულია, მაგრამ დარწმუ-
ნებული ვარ, რომ ამ პლანეტის ზოგ ადგილას ჯერ კიდევ არ აღუკვე-
თიათ და არც იმას გამოვრიცხავ, მსგავსი რამ აქაც ხდებოდეს – ამ ყო-
ფილ თავისუფლების მიწაზე და მამაცთა სამშობლოში[154]. ხშირად
აკრძალულს რელიგიით ნიღბავენ და, გარეშე თვალის მოსატყუებ-
ლად, სიწმინდისა და იდუმალების საბურველში ხვევენ. მითხარი, ბენ,
მაიკი რამე ისეთს ხომ არ აკეთებს, რის გამოც, შეიძლება, დააპატიმ-
რონ ან, სულაც, ჩამოახრჩონ?
– ჰმ... არ ვიცი, ალბათ, არა.
– თუ ფრთხილად იქცევა... ფოსტერიტებისგან უკვე ვისწავლეთ,
რომ თითქმის ყველაფერი შეიძლება შეგრჩეს. არადა, ჯოზეფ სმი-

672
ტი[155] ლინჩის წესით ბევრად უმნიშვნელო მიზეზითაც გაასამარ-
თლეს.
– სხვათა შორის, მაიკს ფოსტერიტებისგან საკმაოდ ბევრი აქვს
აღებული. სხვა ყველაფერთან ერთად, ესეც ძალიან მაღელვებს.
– არა, კონკრეტულად მაინც რა გაღელვებს?
– იუბალ, საქმე წყლისმიერ მოძმეობას ეხება.
– ეგ მეც ვივარაუდე. თუ საჭირო გახდება, გახურებული მაშებისა და
საწამებელი გალიისთვისაც მზად ვარ, მაგრამ მეტი რა გავაკეთო –
კბილი გავიხვრიტო და შხამის ამპულა ვატარო, რათა ნებისმიერ
დროს მზად ვიყო სიკვდილისთვის?
– ოჰ, ეგ არ დაგჭირდება, შიდა წრის წევრები საკუთარი ნებით და
სასურველ დროს დემატერიალიზდებიან.
– ვწუხვარ, ბენ, მაგრამ მე ასე შორს არ შემიტოპავს. არა უშავს, მე-
სამე დონესთან დასაპირისპირებლად სხვა მეთოდებიც მაქვს. და გა-
მოვიყენებ კიდეც.
– ასე მითხრეს, რომ ვინც მარსულ ენას ისწავლის, ის საკუთარი სურ-
ვილითაც დემატერიალიზდებაო. კარგი, ეს დაიკიდე. როგორც გითხა-
რი, მაიკს გველები ჰყავს მოშენებული. იმას ვგულისხმობ, რომ იქაურო-
ბა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობითაც ასპიტთა ბუდეა. ამა-
ზე არაჯანსაღი რაღა გინდა! მოდი, უფრო ზუსტად აღვწერ: მაიკის ტა-
ძარი უზარმაზარი შენობა, ერთგვარი ლაბირინთია. მთავარ დარბაზში
მრევლი იკრიბება, შედარებით მომცრო დარბაზები კი საპატიო სტუმ-
რების მისაღებადაა. იქვეა საცხოვრებლად გამართული უამრავი პატა-
რა ოთახიც. ჯილმა რადიოგრამით მაცნობა, ზუსტად სად უნდა მივსუ-
ლიყავი, ამრიგად შენობაში პირდაპირ საცხოვრებელი ოთახების
ფლანგიდან შევედი, რომელიც მთავარი დარბაზის თავზე მდებარე-
ობს. იქ თითქმის ასეთივე სიმყუდროვე სუფევს, როგორც აქ, შენს სამ-
ფლობელოში, მიუხედავად იმისა, რომ ის შენობა ქალაქის ცენტრშია.
– რაც სრულიად ბუნებრივი აუცილებლობაა, – თავი დააქნია იუ-
ბალმა, – კანონიერ საქმიანობას ეწევი თუ უკანონოს, ხმაურიანი მე-
ზობლები, ნებისმიერ შემთხვევაში, საწამლავივითაა.

673
– ზუსტად ეგრეა. მთავარი ორფრთიანი კარის გავლის შემდეგ, მგო-
ნი, დეტექტორებით შემამოწმეს, თუმცა კონკრეტულად არაფერი შე-
მიმჩნევია. ამის შემდეგ კიდევ ორი მასიური ავტომატური კარი გავი-
არე, რომლებიც, საჭიროების შემთხვევაში, მოიერიშე რაზმს საკმაოდ
დიდხანს შეაჩერებდა. მაღლა ამტყორცნი
მილით ავედი, მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი მილი – მას მგზავ-
რის ნაცვლად ვიღაც გარედან აკონტროლებს. ესეც მიანიშნებს, თუ
რამდენად ძლიერი თავდაცვის სისტემა აქვთ და როგორ ესწრაფვიან
განმარტოებას. თავდამსხმელები ვერც ლიფტით ავლენ და ამისთვის
არც კიბე არსებობს, ამრიგად შენობაში შესაღწევად აუცილებლად
დასჭირდებათ სპეციალური აღჭურვილობა. ამ ამტყორცნ მილებს ვერ
ვიტან, ამიტომ კიბით ასვლას ვამჯობინებდი, მაგრამ სხვა გზა არ
მქონდა.
– ამ მილებით არასდროს მიმგზავრია და არც ვაპირებ, – მტკიცედ
განაცხადა იუბალმა.
– თუმცა მოგეწონებოდა. ბუმბულივით მსუბუქად მოძრაობდა.
– არა-მეთქი, ბენ. მექანიზმებს არ ვენდობი, – იუბალი ერთხანს ჩუ-
მად იყო, ბოლოს გააგრძელა: – მაიკის დედა ერთ-ერთი უდიდესი ინ-
ჟინერი იყო, მამა – მისი ნამდვილი მამა კი შესანიშნავი პილოტი და,
ასევე, საკმაოდ კარგი ინჟინერიც. ამრიგად, არ გამიკვირდება, თუ მა-
იკმა ნიჭი ამ მხრივაც გამოავლინა.
– ეგ არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ დანიშნულების ადგილამდე კომ-
ფორტულად მივაღწიე და გაჩერებისას არც თავის შესაკავებლად ხე-
ლი არაფისთვის მომიკიდია. სიმართლე გითხრა, საამისო სახელური
არც შემინიშნავს. კიდევ ერთი კარი გავიარე და უზარმაზარ ოთახში
აღმოვჩნდი. მართლაც უზარმაზარში! იქაურობა უცნაურად გაეწყოთ,
თუმცა ასკეტურობის შთაბეჭდილებასაც ტოვებდა. იუბალ, არადა, ისე-
თი ადამიანებიც არსებობენ, ვისაც შენი სახლი მიაჩნიათ უცნაურად.
– ვერ ვიგებ, რატომ. აქ ხომ ყველაფერი მარტივი და კომფორტუ-
ლია.
– მერწმუნე, მაიკის სამფლობელოსთან შედარებით შენი სახლის
ménage[156] დეიდა ჯეინის კეთილშობილ გოგონათა სკოლა-პანსიო-

674
ნივით გამოიყურება. შესვლისთანავე ისეთი რამ დავინახე, საკუთარ
თვალებს ვერ დავუჯერე: ქალი, სრულიად შიშველი და თანაც თავი-
დან ფეხებამდე მოსვირინგებული. ერთი მოუხატავი წერტილიც არ
ჰქონდა, ჯანდაბა – სიშიშვლეს ლეღვის ფოთოლიც კი არ უფარავდა!
და ერთიანად მოხატული საოცრება იყო!
– ბენ, ქალაქში გაიზარდე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც ერთი
გაუთლელი ვინმე ხარ, – მშვიდად უთხრა იუბალმა, – ოდესღაც ერთ
ასეთ ქალბატონს ვიცნობდი. მაშინ მშვენიერი გოგონა იყო, ცოტა უცნა-
ური, მაგრამ მაინც სასიამოვნო.
– ჩემი ელდა მხოლოდ პირველი შთაბეჭდილება იყო, – არ შეეკამა-
თა ბენი, – სხვა მხრივ კი ისიც საკმაოდ სასიამოვნო ადამიანია, თუ მის
უცნაურ მხატვრულ გაფორმებასაც შეაჩვევ თვალს და იმასაც, რომ თან
მუდამ გველები დაჰყავს. გველებზე სწორედ ის ქალი ზრუნავს და არა
თვითონ მაიკი.
– ნეტავი, შემთხვევით, იგივე ქალი ხომ არ არის? – თავი გააქნა იუ-
ბალმა, – მთლიანად მოსვირინგებული ქალები, ჩვენს დროში, დიდი
იშვიათობაა, თუმცა მას ასე, ოცდაათი წლის წინ ვიცნობდი, ახლა კი
საკმაოდ ხნიერი უნდა იყოს. გარდა ამისა, გველებისადმი ჩვეული
ვულგარული შიშიც ჰქონდა. აი, მე კი გველები ძალიან მიყვარს... მო-
უთმენლად ველოდები, როდის შევხვდები მაგ შენს მეგობარს. იმედი
მაქვს, ოდესმე ვნახავ.
– ეს მაიკის მონახულების დროს მოხდება, რადგან ის ქალი მისი
მთავარი მსახური და ქურუმია, თუმცა კი ეს სასაცილოდ ჟღერს. მას
პატრიცია ჰქვია, მაგრამ პატს ან პატის ეძახიან.
– აჰ, გამახსენდა, ჯილი მიყვებოდა მასზე... თან ძალიან კარგად
ახასიათებდა, მაგრამ მისი სვირინგები არ უხსენებია. შესაძლოა,
იფიქრა, რომ ზედმეტი იქნებოდა ან მიიჩნია, რომ ეს ჩემი საქმე არ იყო.
– დაახლოებით იმ ასაკისაა, რომ, შეიძლება, შენი ნაცნობიც აღმოჩ-
ნდეს. თუმცა პირველი შეხედვისას მომეჩვენა, რომ ბევრად ახალგაზ-
რდა იყო, ოც წელზე მეტს არ მივცემდი, მერე კი აღმოჩნდა, რომ ამ ხნის
მარტო უფროსი შვილი ჰყოლია. ის ქალი დიდი ამბით მომესალმა, ღი-
მილით მომიახლოვდა, ხელები მხრებზე მომხვია და მაკოცა. ბოლოს

675
მითხრა, როგორც ვიცი, შენ ბენი ხარ. კეთილი იყოს შენი მოსვლა, ჩვე-
ნო მოძმე! წყალს მოგართმევ! იუბალ, წლებია, ჟურნალისტურ საქმია-
ნობას ვეწევი და ბევრი რამეც მინახავს, მაგრამ ასეთი – არასდროს:
სრულიად უცნობმა, ერთიანად მოსვირინგებულმა და ბოლომდე შიშ-
ველმა ქალმა მაკოცა... თანაც კოლის ლეკვივით მეგობრული და კე-
თილგანწყობილი იყო. უნდა ვაღიარო, რომ ამ ყველაფერმა ძალიან
დამაბნია და საგონებელშიც ჩამაგდო.
– საბრალო ბენი. პირდაპირ გული მიკვდება.
– ჯანდაბა, ჩემს ადგილას ყველა ასე იგრძნობდა თავს.
– არა. ხომ გითხარი, ერთ ასეთ ქალს ვიცნობდი-მეთქი. ისინი თავი-
ანთ სვირინგებს სამოსივით აღიქვამენ და ტანსაცმელს ზედმეტად მი-
იჩნევენ. ყოველ შემთხვევაში, ჩემი ნაცნობი სადაკო სწორედ ასე ფიქ-
რობდა. ის იაპონელი იყო, იაპონელებს კი საკუთარი სხეულის მიმართ
ჩვენგან განსხვავებული დამოკიდებულება აქვთ, მისით არ არიან შეპ-
ყრობილი.
– სხეულით შეპყრობილი არც პატია და მხოლოდ თავისი სვირინგე-
ბი აღელვებს. უნდა, რომ სიკვდილის შემდეგ მისი ბალზამირებული
სხეული შეინახონ და ჯორჯის სახელის უკვდავსაყოფად გამოფინონ.
– ჯორჯის?
– მისი ქმარია. ჩემდა საბედნიეროდ, ახლა ზეცაშია, მაგრამ პატი
მასზე ისე ლაპარაკობს, თითქოს ლუდის
დასალევად იყოს გასული. მეორე მხრივ კი, გეგონება, ერთი სული
აქვს, ბოლო სურვილი როდის აუსრულდება და მის მუმიას მხატვრული
ექსპონატივით გამოფენენ... ნებისმიერ შემთხვევაში, პატი ნამდვილი
ლედია და არც უხერხულობის განცდა დაუტოვებია.

676
თავი ოცდამეთერთმეტე
პატრიცია ბენს მოეხვია და აკოცა. ეს იმდენად მოულოდნელად
მოხდა, რომ კაცმა სიტუაციაში გარკვევაც ვერ მოასწრო. პატრიციას ბე-
ნის დაბნეულობა არ გამოჰპარვია და, ცოტა არ იყოს, გაუკვირდა კი-
დეც. ბენის დახვედრა მაიკლმა დაავალა, მანამდე კი მეხსიერებაში
მისი სახე ჩაუბეჭდა და ისიც აუხსნა, რომ იგი წყლისმიერი მოძმე და
შიდა ბუდის ნაწილი იყო. პატრიციამ იცოდა, რომ ბენთან მზარდი სი-
ახლოვე ჯილსაც აკავშირებდა, ისევე, როგორც მაიკლთან, თუმცა იმ
განსხვავებით, რომ მაიკლი მათთვის სიცოცხლის წყლის შეცნობის
წყარო და შადრევანი იყო.
ვინაიდან, პატრიციას უმთავრესი სურვილი სხვა ადამიანების მასა-
ვით გაბედნიერება იყო, ბენს სამოსისგან გათავისუფლება შესთავაზა,
თუმცა არ დაუჟინია, რომ კაცს უხერხულობა არ ეგრძნო, ხოლო ფეხ-
საცმლის გახდა პირდაპირ მოსთხოვა, რათა ბუდეში სიარული უფრო
ბუნებრივი ყოფილიყო. აუხსნა, რომ გარეთ სიარულის შემდეგ იმავე
ფეხსაცმლით ბუდეში ყოფნა სასურველი არ იყო და რომ მაიკლის
მცდელობით, ირგვლივ, ყველა მხრივ სისუფთავე სუფევდა, როგორც
ბენი საკუთარი თვალებითაც ხედავდა.
ბენს მიასწავლა, სად დაეკიდა ზედმეტი ტანსაცმელი, თუ სიცხე შე-
აწუხებდა და მისთვის სასმლის მოსატანად, ამის თაობაზე კითხვის გა-
რეშე გავიდა, რადგან ჯილისგან იცოდა, რომ, როგორც წესი, ორმაგ
მარტინის ან გაზავებულ სკოჩის სვამდა, დღის ამ მონაკვეთში კი მარ-
ტინის ამჯობინებდა. როცა დაბრუნდა, ბენს უკვე ფეხსაცმელებიც გა-
ეხადა და პიჯაკიც.
– დაე, არასდროს მოწყურებულიყავი.
– წყალს ვიზიარებთ, – უპასუხა ბენმა და მოსვა, – მაგრამ ამ სასმელ-
ში არც ისე ბევრი წყალია.
– საკმარისია, – უპასუხა ქალმა, – მაიკლი ამბობს, რომ წყალი, შე-
იძლება, მხოლოდ წარმოსახვაშიც არსებობდეს, მთავარი თვით გაზია-
რებაა. მე მისი სიტყვების სისწორეს ვგროკავ.
– მეც ვგროკავ. ახლა სწორედ ეს მჭირდებოდა. გმადლობ, პატ.
677
– ყველაფერი, რაც ჩვენია, შენიც არის და შენც ჩვენი ხარ. გვიხა-
რია, რომ დაგვიბრუნდი. ახლა დანარჩენები ან მსახურებაზე არიან, ან
ასწავლიან, მაგრამ არსად გვეჩქარება – მაშინ მოვლენ, როდესაც და-
ლოდება გასრულდება. გინდა, ბუდე დაგათვალიერებინო?
ბენი უკიდურესად დაბნეულიყო, მაგრამ ინტერესმა მაინც სძლია.
იქაურობის უდიდესი ნაწილი არაფრით გამოირჩეოდა. უზარმაზარ
სამზარეულოში ბარი გაემართათ, თუმცა ტექნიკურად ნაკლებად აღე-
ჭურვათ, იატაკი კი ისეთივე რბილი მასალისა დაეგოთ, როგორიც სხვა
ოთახებში. სხვა მხრივ სამზარეულო
ინტერესს არ აღძრავდა. ბიბლიოთეკაში იუბალის სახლზე მეტი
წიგნი იყო, სააბაზანოები მოსახერხებლად და კომფორტულად მოეწ-
ყოთ, ხოლო საძინებლებში საწოლები არ იდგა. ბენმა თავისთვის და-
ასკვნა, რომ ეს ოთახები საძინებლები უნდა ყოფილიყო, რადგან აქ ია-
ტაკი, სხვა ოთახებთან შედარებით, კიდევ უფრო რბილი მასალისა და-
ეგოთ. პატი ამ ოთახებს პატარა ბუდეებად მოიხსენიებდა, ერთ-ერთში
შესვლისას კი აღნიშნა, რომ იქ, როგორც წესი, თვითონ ეძინა.
ეს ოთახი გველებით იყო სავსე.
იქაურობა გველებისთვის კომფორტულ საცხოვრებლად გაემარ-
თათ. ბენი ყველანაირად შეეცადა, შიში დაეთრგუნა, მაგრამ კობრებ-
თან მიახლოებას ვეღარ გაუძლო.
– ნუ გეშინია, – დაამშვიდა პატრიციამ, – ადრე აქ მინის კედელი
მქონდა, მაგრამ მაიკმა ასწავლა, რომ ამ ხაზს არ უნდა გადმოსცდნენ.
– მე ისევ მინის დამცავს ვამჯობინებდი.
– კარგი, ბენ, – და პატრიციამ ჭერიდან მინის ბარიერი ჩამოუშვა.
ოთახიდან გასვლის შემდეგ ბენმა შვებით ამოისუნთქა, მიუხედავად
იმისა, რომ მანამდე, პატრიციას შეთავაზებით, თაფლაკვერასაც მი-
ეფერა და თითქოს შიშიც დაძლია. მისაღებში დაბრუნებამდე ქალმა
კიდევ ერთი ოთახი აჩვენა. ეს იყო მოზრდილი წრიული ოთახი საძი-
ნებლების მსგავსი რბილი იატაკით. ავეჯი არ იდგა, ცენტრში კი მრგვა-
ლი აუზი მოეწყოთ.
– ეს უშინარესი ტაძარია, – აუხსნა პატრიციამ, – სწორედ აქ ვიღებთ
ახალ მოძმეებს, რომლებიც შემდეგ ბუდის ნაწილი ხდებიან, – პატრი-

678
ცია აუზთან მივიდა და წყალი ფეხის ჩაყოფით შეამოწმა, – ზუსტად შე-
საფერისია. გინდა, წყალი გავიზიაროთ და მზარდად დავახლოვდეთ?
ცურვაც შეგვიძლია.
– აჰ, ახლა არა.
– დალოდება, – დაეთანხმა პატრიცია.
როდესაც მისაღებში დაბრუნდნენ, პატრიცია ბენისთვის სასმლის
მოსატანად გავიდა. ბენი კი მასიურ სავარძელში ჩაეშვა, კომფორტუ-
ლად მოეწყო, მაგრამ მალევე წამოხტა. ამ ოთახში ისედაც საშინლად
ცხელოდა, მარტინისგან მოგვრილი სიმხურვალის გამო კი უფრო დას-
ცხა, მით უმეტეს, სავარძელში, რომელიც სხეულის ფორმას ზუსტად ერ-
გებოდა. სიცხემ უკიდურესად შეაწუხა, ამიტომ გაიფიქრა, რომ სისულე-
ლე იქნებოდა, აქაც ისე ცმოდა, როგორც ვაშინგტონში ყოფნისას. გარ-
და იმისა, რომ ძალიან ცხელოდა, პატრიციაც ხომ სრულიად შიშველი
იყო, მის კანს მხოლოდ ნახატები და გველი ფარავდა,
რომელიც თავისი ოთახიდან წამოეყვანა, ახლა კი მხრებზე შემო-
ეხვია. ბენის მხრიდან პატრიციას ცდუნებას ეს ფაქტი ბოლომდე გამო-
რიცხავდა, ისედაც სრულიად ნათელი რომ არ ყოფილიყო, რომ მის
პროვოცირებას არც პატრიცია აპირებდა.
გადაწყვიტა, გაეხადა და მხოლოდ საცვალი დაეტოვებინა, ხოლო
როდესაც ტანსაცმელს შემოსასვლელში კიდებდა, კარზე წარწერა შე-
ნიშნა: „ჩაცმა ხომ არ დაგავიწყდა?“
ბენმა გაიფიქრა, რომ ასეთ უცნაურ ადგილას მოხვედრილი გულმა-
ვიწყი ადამიანებისთვის ამგვარი გაფრთხილება მართლაც საჭირო
იყო, შემდეგ კი ისეთი რამ შენიშნა, რაც პირველად შემოსვლისას
თვალში არ მოხვედროდა, რადგან მაშინ მისი ყურადღება მთლიანად
პატრიციას მიეპყრო: შემოსასვლელი კარის ორივე მხარეს გოდორი-
ვით მოზრდილი თასები დაემაგრებინათ, რომლებიც პირამდე ფულით
იყო სავსე, იატაკიც კი ფედერაციის ბანკნოტებით მოფენილიყო.
სწორედ ამ დროს პატიც გამოჩნდა და სასმელი მოიტანა.
– აი, ბენ, გამომართვი. დაე, მზარდი ბედნიერება არ მოგკლებო-
დეს.

679
– გმადლობ, – ბენმა ჭიქა გამოართვა და თვალი ისევ ფულისკენ გა-
ექცა.
პატრიციამ მისი მზერა დაიჭირა.
– ბენ, ალბათ, ფიქრობ, რომ უხეირო დიასახლისი ვარ და ეს, მარ-
თლაც, ასეა. მაიკლი დალაგებასთან დაკავშირებულ ყველა საკითხს
ისე მარტივად აგვარებს, რომ ამ საქმის კეთება დამავიწყდა კიდეც, –
პატრიცია დაიხარა, კუპიურები აკრიფა და იმ თასში ჩატენა, რომელიც
შედარებით ნაკლებად გადავსებულიყო.
– პატი, ეს რას ნიშნავს?
– უბრალოდ, ასე უფრო მოსახერხებელია. ეს კარი პირდაპირ ქა-
ლაქში გადის, სადაც, როგორც წესი, ფულია საჭირო. ამრიგად, როდე-
საც ვინმე ბუდეს ტოვებს, შეუძლია, ხელს გააყოლოს. მაგალითად, მე,
თითქმის ყოველდღე დავდივარ პროდუქტის საყიდლად, ჰოდა, ფუ-
ლიც აქვეა – გასვლის დროს აღარ მავიწყდება ხოლმე.
– ანუ, რამდენსაც მოერევი აიღე და წადი, არა?
– რა თქმა უნდა, ჩემო კარგო... აჰ, მივხვდი, რასაც გულისხმობ – აქ
მხოლოდ შინაურები შემოვდივართ,
სტუმრებს კი სხვაგან ვიღებთ. თუ ვინმეს მეგობართან უნდა შეხ-
ვედრა, რაც, ცხადია, ხშირად ხდება, ამისთვის ქვემოთ საკმაოდ ბევრი
ოთახი გვაქვს, რომლებიც თანამედროვედაა მოწყობილი, რადგან
სჯობს, უცხოები მათთვის ბუნებრივ გარემოში მივიღოთ. გარდა ამისა,
ეს ის ადგილი არ არის, სადაც სუსტი ნებისყოფის ადამიანები შეიძლე-
ბა ფულმა აცდუნოს.
– ჰმ... აი, მე კი საკმაოდ სუსტი ნებისყოფა მაქვს.
პატრიციას გაეცინა, როგორც მსგავსი ხუმრობების დროს სჩვეოდა
ხოლმე და ღიმილით ჰკითხა:
– ამ ფულმა როგორ უნდა გაცდუნოს? ის ხომ ისედაც შენია, რამეთუ
ამ ბუდის ნაწილი ხარ.
– კარგი, მაგრამ ქურდების მაინც არ გეშინიათ? – შეეპასუხა ბენი და
თან ამ თასებში არსებული ფულის რაოდენობაზე დაფიქრდა. ჩანდა,
რომ კუპიურების მხოლოდ მცირე ნაწილი იყო ერთციფრიანი... ჯანდა-

680
ბა! პატის მიერ იატაკზე დატოვებულთაგან რამდენიმეზე სამი ნულიც
მოჩანდა!
– ერთი ქურდი გასულ კვირას გვეწვია.
– მერე? რამდენი წაიღო?
– არაფერი. ის მაიკლმა გაისტუმრა.
– პოლიცია გამოიძახეთ?
– ოჰ, არა, რას ამბობ! მაიკლი პოლიციას არავის გადასცემდა. მეც
ვგროკავ, რომ ეს მცდარობა იქნებოდა. მან, უბრალოდ... ისე გააკეთა,
რომ ის აქ აღარ ყოფილიყო, შემდეგ კი დიუკმა ბაღში გამავალი ოთა-
ხის გამჭვირვალე ჭერი შეაკეთა, საიდანაც ქურდი ჩამომძვრალიყო. ის
ოთახი არ გაჩვენე? მშვენიერი ადგილია... იატაკზე ბალახია. შენც ხომ
გაქვს ბალახის იატაკი. ჯილმა მითხრა, რომ მაიკლმა ბალახი პირვე-
ლად სწორედ შენთან ნახა. მთელ სახლში გაქვს? ყველა ოთახში?
– არა, მხოლოდ ერთგან.
– ვაშინგტონში თუ მოვხვდები, შეიძლება გესტუმრო და ბალახზე
გავიარო ან წამოვწვე?
– რა თქმა უნდა, პატი... ის ხომ შენიცაა.
– ვიცი, ჩემო კარგო, მაგრამ მაიკლმა გვასწავლა, რომ თუ საქმე ბუ-
დეს არ ეხება, მაშინ, სჯობს, ნებართვა
წინასწარ ავიღოთ, იმ შემთხვევაშიც, როდესაც დადებითი პასუხია
მოსალოდნელი. მე იმ ბალახზე დავწვები, სხეულზე ბალახის ღეროე-
ბის შეხებას ვიგრძნობ და გავბედნიერდები, რადგან ჩემი მოძმის პა-
ტარა ბუდეში ვიქნები.
– პატი, სიამოვნებით გიმასპინძლებდი, – უთხრა ბენმა და გაიფიქ-
რა, მეზობლების აზრი დიდად არ მაღელვებს, მაგრამ მაინც კარგი იქ-
ნება, თუ პატრიცია გველებს არ წამოიყვანსო, – როდის აპირებ?
– არ ვიცი. როცა დალოდება გასრულდება. შეიძლება, მაიკლმა
იცოდეს.
– კარგი, ოღონდ, წინასწარ გამაფრთხილე, რომ დაგხვდე. რომც არ
ვიყო, კარის კოდი ჯილს ეცოდინება, იშვიათად ვცვლი ხოლმე. პატი,
ნუთუ ამ ფულს არავინ ადევნებს თვალყურს?
– ეგ რა საჭიროა?

681
– ზოგადად, ადამიანები ასე იქცევიან ხოლმე.
– მაგრამ არა აქ. წასვლისას იმდენი წაიღე, რამდენიც გჭირდება და
რაც მოგრჩება, თუ არ დაგავიწყდება, დაბრუნებისას უკან ჩააბრუნე.
მაიკლმა მითხრა, რომ ეს თასები მუდამ სავსე უნდა იყოს. ასე რომ, რო-
დესაც ფული ცოტავდება, შესავსებად მას ვართმევ ხოლმე.
ბენს აღარაფერი უკითხავს, თუმცა საქმისწარმოების ამგვარი სი-
მარტივით მაინც გაოცებული დარჩა. მაიკისგან და ნაწილობრივ, ჯი-
ლისა და იუბალის მონათხრობიდან, მარსელთა ცხოვრების კულტურა-
ზე გარკვეული წარმოდგენა უკვე ჰქონდა. იცოდა, რომ მარსზე ფული
არ არსებობდა და ამ მხრივ, გარკვეული კომუნიზმიც სუფევდა. მაიკს
დედამიწაზე აშკარად ერთგვარი ანკლავი შეექმნა, ეს თასები კი სწო-
რედ იმ ზღვარს წარმოადგენდა, სადაც ეკონომიკის გაგება მარსული-
დან დედამიწურში გადადიოდა. ბენი დაინტერესდა, რამდენად ესმო-
და პატრიციას, რომ აქ ეს ყველაფერი ყალბი იყო და მხოლოდ მაიკის
განუზომელი ქონების წყალობით არსებობდა, მაგრამ გადაწყვიტა,
არაფერი ეკითხა.
– პატი, ამ ბუდეში რამდენი ხართ? – ბენი, ცოტა არ იყოს, აღელვე-
ბულიყო, რომ უკვე მეტისმეტად ბევრი მოძმე შეეძინა, თანაც ისე, რომ
მისთვის არაფერი ეკითხათ, მაგრამ ეს აზრი მაშინვე განაგდო. ისინი
ნამდვილად არ შეაწუხებდნენ, ბენს ხომ კართან ოქროს თასები არ
ეკიდა.
– მოიცა, დავფიქრდე... ასე, ოცი ვიქნებით იმ ახალი მოძმეების ჩათ-
ვლით, რომლებსაც ჯერ მარსულად ფიქრი არ შეუძლიათ და, შესაბა-
მისად, სასულიერო წოდებაც არ მიუღიათ.
– შენ გაქვს წოდება?
– კი, თუმცა მე ძირითადად დამწყებებს ვასწავლი მარსულს, ახალ
მოძმეებს ვეხმარები და სხვა მსგავს საქმეებსაც ვაგვარებ. გარდა ამი-
სა, მე და დაუნი, რომელიც ჯილთან ერთად აქ უმაღლესი ქურუმია, ყვე-
ლანაირად ვცდილობთ, დანარჩენი ფოსტერიტებიც დავარწმუნოთ,
რომ ყველა პლანეტის ეკლესია ჩვენს რწმენას არ უპირისპირდება,
ისევე, როგორც, მაგალითად, ბაპტისტობა არ გამორიცხავს, რომ ადა-
მიანი, იმავდროულად, მასონიც იყოს.

682
პატრიციამ ბენს ფოსტერის კოცნა აჩვენა და მისი მნიშვნელობაც
აუხსნა, შემდეგ კი მაიკის მიერ დატოვებული მსგავსი ნიშანიც ანახა.
– მათ კარგად იციან, რა არის ფოსტერის ამბორი და რამდენად
რთულია მისი დამსახურება. მაგრამ მათ უკვე მაიკლის სასწაულებიც
იხილეს და უფრო დიდ სიმაღლეზე ასასვლელადაც მომწიფდნენ.
– ამას დიდი ძალისხმევა სჭირდება?
– რა თქმა უნდა, ბენ. მათგან ეს მართლაც მოითხოვს ძალისხმევას.
მე, შენ, ჯილი და კიდევ რამდენიმე თქვენი ძველი მეგობარი, სხვა საქ-
მეა, რადგან მაიკლმა ჩვენ პირდაპირ მოძმეებად მიგვიღო, სხვებს კი
ჯერ ასწავლის, თუმცა არა რწმენას, არამედ იმას, თუ როგორ უნდა გა-
მოიყენონ ეს რწმენა პრაქტიკაში, ნამდვილ ცხოვრებაში, რაც იმას ნიშ-
ნავს, რომ მათ ჯერ მარსული უნდა ისწავლონ, რაც ადვილი არ არის.
აი, მაგალითად, მეც არც ისე კარგად ვიცი, მაგრამ მისი მუდმივად
სწავლა და სრულყოფა მთელი ბედნიერებაა. თუმცა შენ ხომ ბუდეზე
მეკითხებოდი... ახლავე ჩამოგითვლი: დიუკი, ჯილი, მაიკი... ორი ფოს-
ტერიტი, ანუ დაუნი და მე... ერთი წინადაცვეთილი ებრაელი, მისი ცო-
ლი და ოთხი ბავშვი...
– ბუდეში ბავშვებიც არიან?
– კი, ათზე მეტი ბავშვია, მაგრამ ბარტყების ბუდე სხვაგანაა, აქვე.
ბავშვების მიერ გამოწვეულ ხმაურში მედიტაცია ხომ შეუძლებელი იქ-
ნებოდა. გინდა, ნახო?
– მოგვიანებით.
– აქ კათოლიკების წყვილიც გვყავს, პატარა ბიჭუნასთან ერთად.
სამწუხაროდ, თავიანთი ეკლესიიდან განკვეთილნი არიან, რაც ცოტა
ხნის წინ გაირკვა. მაიკლმა მათ განსაკუთრებული დახმარება გაუწია.
განკვეთა მათთვის დიდი დარტყმა აღმოჩნდა, ასეთი რამ არ უნდა
ხდებოდეს. თურმე კვლავაც აგრძელებდნენ საკვირაო მესაზე დასწრე-
ბას, მაგრამ, აბა, ბავშვების ენაზე რა გაჩერდებოდა. კიდევ გვყავს ახა-
ლი სქიზმის მორმონების ოჯახი ანუ ეს კიდევ სამი და მათი შვილები.
დანარჩენები პროტესტანტები არიან და ერთი ათეისტიც გვირევია...
თუმცა ასე ადრე ეგონა, ვიდრე მაიკლი თვალს აუხელდა. ჩვენ დასაცი-

683
ნად მოვიდა და სასწავლებლად დარჩა, მალე კი წოდებასაც მიიღებს.
ამრიგად, აქ ცხრამეტი
ზრდასრული ადამიანია. დარწმუნებული ვარ, რომ არ მეშლება,
მაგრამ ზუსტად მაინც ძნელი სათქმელია, რადგან ბუდეში ყველა ერ-
თად იშვიათად ვიკრიბებით, თუ უშინარეს ტაძარში ჩატარებული
ღვთისმსახურების შემთხვევებს არ გავითვალისწინებთ. ბუდეში სულ
ოთხმოცდაერთი ადამიანის ადგილია, რადგან სწორედ ამდენია სამ-
ჯერ სამი გამრავლებული სამჯერ სამზე. მაიკლი ამბობს, რომ უფრო
დიდი ბუდე მხოლოდ ხანგრძლივი დალოდების შემდეგ დაგვჭირდება,
იმ დროისთვის კი უკვე ახალ ბუდეებს ავაგებთ. ბენ, არ გინდა, ჩემი
ლაქლაქის ნაცვლად გარე ტაძრის ქადაგება მოისმინო? ნახავ, როგორ
ქადაგებს მაიკლი.
– რატომაც არა, თუ ეს პრობლემა არ იქნება.
– შეგიძლია, მარტო მიხვიდე, მაგრამ მეც მინდა წამოგყვე. თან საქ-
მე მაინც არაფერი მაქვს. დამიცადე, შესაფერისად გამოვეწყობი.
– იუბალ, ის ორიოდე წუთში დაბრუნდა. ენის პირუთვნელი მოწმის
მსგავსი საბურველი მოეცვა, თუმცა განსხვავებულ თარგზე გამოჭრი-
ლი. სახელოები ანგელოზის ფრთებს მიუგავდა და მაღალი საყელო
ჰქონდა, გულთან კი ყველა პლანეტის ეკლესიის ემბლემა იყო გამოსა-
ხული – ცხრა კონცენტრული წრე, შუაში მზით. ამგვარ სამოსს იქაური
ქურუმები ატარებენ, ჯილი და სხვა ქურუმი ქალებიც, მაგრამ პატრიცი-
ას სინთეტიკური აბრეშუმის სამოსი შედარებით მაღალი საყელოთი
განსხვავდებოდა, რათა მისი სხეულის მოხატულობა ბოლომდე და-
ეფარა. იმავე მიზეზით სახელოები მაჯებთან მჭიდროდ ჰქონდა მომ-
დგარი. გარდა ამისა, მაღალყელიანი წინდები თუ გეტრები და სან-
დლები ეცვა.
იუბალ, ამ სამოსმა პატრიცია სრულიად შეცვალა, მის სანდომიან
სახეს ერთობ ღირსეული იერი შესძინა. ჩაცმის შემდეგ სახეზე უკეთე-
სად დავაკვირდი და შევამჩნიე, რომ იმაზე უფრო ასაკოვანი ყოფილა,
ვიდრე თავიდან მომეჩვენა, მაგრამ არც იმდენად, როგორც თვითონ
ამბობს. მას უდავოდ შესანიშნავი აგებულება აქვს, ასეთ სხეულზე ნემ-
სის შეხება მართლაც დასანანია.

684
ამასობაში მეც ჩავიცვი, მაგრამ პატიმ ფეხსაცმელები ისევ გამახ-
დევინა, რადგან, აღმოჩნდა, რომ იმ გზით არ მივდიოდით, რომლითაც
მოვედით. რამდენიმე ოთახის გავლის შემდეგ დერეფანს გავუყევით,
ფეხზე ჩავიცვით და პანდუსით ორი სართულით დაბლა დავეშვით. მა-
ლე გალერეაში აღმოვჩნდით, რომელიც მთავარ დარბაზს გადაჰყუ-
რებდა. მაიკი ამაღლებულზე იდგა. გარშემო არც ამბიონი ჩანდა და
არც საკურთხეველი. უბრალო დარბაზი იყო. მაიკის უკან, კედელზე,
ყველა პლანეტის ეკლესიის ემბლემა მოჩანდა, გვერდით კი შესაბამი-
სად გამოწყობილი ქურუმი ქალი ედგა. შორიდან კარგად ვერ გავარ-
ჩიე და თავიდან ჯილი მეგონა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ სხვა იყო. ჯილს
მართლა ჰგავდა, თუმცა მალევე გავარკვიე, რომ დაუნი ყოფილა, დაუნ
არდენი.
– აბა, გაიმეორე... – გააწყვეტინა სიტყვა იუბალმა.
– დაუნ არდენი. ნამდვილი გვარი ჰიგინსია, თუ ამას რამე მნიშვნე-
ლობა აქვს.
– ადრე შევხვედრივარ.
– რა თქმა უნდა, შეხვედრიხარ. არადა, კაცმა რომ ჰკითხოს, ყოჩი
აღარ ვარო. ვხედავ, თავი კარგად დაუმახსოვრებია.
– არა, არა, რაღაც გერევა. ის დაუნ არდენი, რომელზეც გეუბნები,
ორიოდე წლის წინ, სულ რამდენიმე წუთით მყავს ნანახი. ალბათ არც
ვემახსოვრები.
– ძალიან კარგად ახსოვხარ. შენი ყველაფერი აქვს წაკითხული,
ყველა ფსევდონიმით გამოქვეყნებული. მათ ძილის წინ, ლამაზი სიზ-
მრების განწყობის შესაქმნელად კითხულობს. სხვათა შორის, ბუდის
მთავარ დარბაზში, სადაც პატრიციას შევხვდი, დეკორატიული დანიშ-
ნულების ერთადერთი ნივთი იყო – შენი თავის ნატურალური ზომისა
და ბუნებრივი შეფერილობის ქანდაკება. ისეთი შთაბეჭდილება დამ-
რჩა, თითქოს თავი მოგკვეთეს და ზედ შეყინული საშინელი ღიმილით
გამოფინესო. აშკარაა, დიუკის ნახელავი უნდა იყოს.
– ოჰ, ეგ ტუტუცი!
– ჯილმა გააკეთებინა.
– ორი ტუტუცი!

685
– სერ, ნუ დაგავიწყდებათ, რომ ეგ ქალი მიყვარს, თუმცა კი ამ ამ-
ბავში მარტო არ ვარ... თანაც ჯილი მაიკის მითითებით მოქმედებდა, –
კექსტონმა თანამოსაუბრეს ახედა, – ახლა კი გამაგრდი, კიდევ რაღაც
უნდა გითხრა: შენ ყველა პლანეტის ეკლესიის მფარველი წმინდანი
ბრძანდები.
იუბალს სახე დაემანჭა.
– ამას ვერ გამიკეთებდნენ!
– უკვე გაგიკეთეს, მაგრამ ძალიანაც ნუ ინერვიულებ. წმინდანი
მხოლოდ არაოფიციალურად ხარ და ამის თაობაზე არც არსად განუც-
ხადებიათ. მაიკი ბუდის წევრებს ეუბნება, რომ ამგვარად მიაგებს პა-
ტივს ადამიანს, ვინც ეს წამოწყება შთააგონა და ყველა დეტალი იმდე-
ნად კარგად აუხსნა, რომ, ბოლოს და ბოლოს, დედამიწაზე მარსული
კულტურის დანერგვის მეთოდსაც მიხვდა.
იუბალი თავს ძლივს იკავებდა, ბენი კი განაგრძობდა:
– ვერაფერს იზამ, მით უმეტეს, რომ დაუნმაც აუბა მხარი, რომელიც
ფიქრობს, რომ მშვენიერი ხარ, თავად კი მეტად ჭკვიანი და ერთობ
მომხიბლავი ქალია. მგონი, თემიდან გადავუხვიე... როგორც კი დარ-
ბაზში შევედით, მაიკმა მაშინვე ხელი დაგვიქნია, შემომძახა, რომ მოგ-
ვიანებით მნახავდა და ქადაგება გააგრძელა. იუბალ, მის ნათქვამს
ნამდვილად ვერ გავიმეორებ, ეს თავად უნდა მოისმინო. მაიკი ტრადი-
ციულად არ ქადაგებდა, არც ქურუმთა მსგავსად ეცვა – კარგად შეკე-
რილ თეთრ კოსტიუმში იყო გამოწყობილი და მანქანების გამოცდილი
გამყიდველივით ლაპარაკობდა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ ქადაგე-
ბის თემა აშკარად რელიგია იყო. ხუმრობდა კიდეც, თუმცა, ამ მხრივ,
ზრდილობის საზღვარს არ სცდებოდა. როგორც მივხვდი, არსობრი-
ვად, რაღაც პანთეიზმის[157] მსგავსზე ლაპარაკობდა, რის დროსაც
ერთი ძალიან ძველი ანეკდოტიც ჩაურთო. მოკლედ, ერთი ჭიაყელა
ხვდება მეორეს და ეუბნება, ლამაზო, ცოლად გამომყვები? მეორე კი
პასუხობს, ნუ სულელობ, მე ხომ შენი მეორე ბოლო ვარ. იცოდი?
– ვიცოდი თუ არა? ჩემი მოგონილია!
– არ მეგონა, ასეთი ძველი თუ იქნებოდა. ასეა თუ ისე, მაიკმა ის
სწორად გამოიყენა. მისი თქმით, როდესაც სხვა ცოცხალ არსებას შეხ-

686
ვდები, კაცი იქნება, ქალი, თუ მაწანწალა კატა, სინამდვილეში, შენს
მეორე ბოლოს ხვდები. სამყარო ხომ მხოლოდ ის პატარა ნაპერწკა-
ლია, რომელსაც ჩვენში ერთი ღამით ავაგიზგიზებთ, რათა გავერთოთ,
შემდეგ კი მის დავიწყებაზეც ვთანხმდებით... ეს იდეა შოკოლადივით
ლამაზად აქვს შეფუთული, რადგან, ალბათ, ყველანაირად ცდილობს,
კონკურენტების გაღიზიანება არ გამოიწვიოს.
– სოლიფსიზმი და პანთეიზმი, – თქვა დაღვრემილმა იუბალმა, – ამ
კომბინაციით ნებისმიერი მოვლენის ახსნა შეიძლება. ყველაფერ არა-
სასურველს იშორებ, სხვადასხვა თეორიებს აერთიანებ და, რაც გინდა,
იმას ამბობ. საბოლოოდ კი ბამბის ნაყინის ეფექტს იღებ: ტკბილია,
მაგრამ არ განაყრებს. დაახლოებით იმას ჰგავს, ამბავი ასე რომ დაას-
რულო: „...სწორედ ამ დროს პატარა ბიჭი საწოლიდან გადმოვარდა და
გამოეღვიძა. ეს ყველაფერი სიზმარი ყოფილა“.
– ამაზე ჩემთან ლაქლაქით ტყუილად ნუ დაიღლები, პირდაპირ მა-
იკს უთხარი. მაგრამ იმაში კი მერწმუნე, რომ ძალიან დამაჯერებლად
ლაპარაკობს. ერთ მომენტში ქადაგება შეწყვიტა და დანარჩენებს მი-
მართა, ალბათ, ამდენმა ლაპარაკმა დაგღალათო, პასუხად კი აყვირ-
დნენ, არა, არა! გეუბნები, ყველა მაგრად ჰყავს გამოჭერილი. მერე
თქვა, ხმა წამერთვა დ ლაპარაკი მიჭირსო და დასძინა, რადგან ეკლე-
სიაში ვართ, სასაწაულებსაც გიჩვენებთო. დაუნს სთხოვა, მისი სასწაუ-
ლების ყუთი მოეტანა და რამდენიმე ნომერიც ჩაატარა. იცოდი, ცირკში
ილუზიონისტად რომ მუშაობდა?
– ვიცოდი, მაგრამ ის კი არ უთქვამს, ზუსტად როგორ ირცხვენდა
ხოლმე თავს.
– ნამდვილი კრეკერ ჯეკია[158], მეც კი გამასულელა. მაგრამ ამას
არც აღვნიშნავდი, საქმე მხოლოდ ბანქოს ქაღალდით ჩატარებულ
ხრიკებში რომ ყოფილიყო – მსმენელი ჭკუას ამ დროს მის ლაპარაკზე
უფრო კარგავდა. ბოლოს, როგორც იქნა, შეწყვიტა და ბოდიშის
მოხდით თქვა, მარსელი ადამიანისგან ყველა საოცრების ჩადენას მო-
ელის, ამიტომ შეხვედრებზე ერთი-ორი სასწაულის დემონსტრირება
მეც მიხდება ხოლმე. არ შემიძლია, მარსელი არ ვიყო. უბრალოდ, ასე
მოხდა. თუ მოინდომებთ, სასწაულები თქვენთვისაც მოხდება, ხოლო

687
თუ ამ მარტივ ხრიკებზე მეტის ნახვა გწადიათ, მაშინ შიდა წრეში უნდა
გაერთიანდეთ. ვისაც ნამდვილად სურს, ისწავლოს, მოგვიანებით კი-
დევ შევხვდებიო.
პატიმ ამიხსნა, ეს ყველაფერი რასაც ნიშნავდა: ეს შემთხვევითი
ხალხია – ზოგი ცნობისმოყვარეობამ მოიყვანა, ზოგი კი შინაურებმა,
მათ ვინც შიდა წრეებიდან ერთ-ერთს მაინც მიაღწიესო. იუბალ, მაიკს
ეს ყველაფერი, მასონთა ლოჟის მსგავსად, ცხრა წრედ აქვს დაყოფი-
ლი, თუმცა შიდა წრეში მოხვედრის მსურველებს დანარჩენი წრეების
არსებობის თაობაზე არაფერს ეუბნებიან, ვიდრე მომდევნოში გადასა-
ნაცვლებლად არ იქნებიან მზად. პატრიციას თქმით, ეს სისტემა მაიკ-
ლმა მოიფიქრა და თავსაც სუნთქვასავით მარტივად ართმევს. ის ადა-
მიანთა აზრებს სწვდება, ზუსტად აფასებს და შესაფერისებსაც არჩევს,
ათიდან ერთს. დიუკიც იქვეა, ცხაურის უკან ჩამალული და მაიკისგან
მითითებებს იღებს ღირსეულებზე – თუ რომელი სად ზის და ასე შემ-
დეგ, დანარჩენები კი ავტომატურად იცხრილებიან. მას შემდეგ, რაც
დიუკისგან ღირსეულთა განლაგების გეგმას მიიღებს, საქმეში დაუნიც
ერთვება.
– ეს როგორ? – ჰკითხა ჰარშოუმ.
– ეგ აღარ მინახავს, იუბალ, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? ფარი-
დან მათ გამოსარჩევად უამრავი მეთოდი არსებობს, მაიკი რომელი-
მეს არჩევს და მასზე დიუკს ანიშნებს. მოკლედ, არ ვიცი, რა... პატი თავ-
დაჯერებით ამბობს, რომ მაიკი ნათელმხილველია, რასაც ვერც მე გა-
მოვრიცხავ. ამის შემდეგ შემოწირულობა შეაგროვეს, რაც ასევე სხვა
ეკლესიებისგან განსხვავებულად მოხდა – მშვიდი მუსიკისა და ყელ-
მოღერებული მსახურების გარეშე. მაიკის აზრით, თუ შემოწირულობას
არ ააგროვებს, არავინ დაიჯერებს, რომ ეს მართლაც ეკლესიაა. ასე
რომ, იღებს, მაგრამ თავისებურად – გინდა, დადე ფული, გინდა – აიღე.
გეფიცები, კუპიურებით სავსე კალათები შემოიტანეს, მაიკმა კი განაც-
ხადა, რომ ეს წინა შეხვედრიდან დარჩენილი შემოწირულობა იყო და
უქონელებსა და მშივრებს, ვისაც რამდენი სჭირდებოდა, შეეძლოთ,
აეღოთ, ხოლო ვისაც გაცემის სურვილი ჰქონდა, დაე, გაეცათ და სხვე-
ბისთვის გაეზიარებინათ. ან ერთი გაეკეთებინათ და ან მეორე, ფული

688
აეღოთ ან დაემატებინათ. ამის დანახვაზე მივხვდი, რომ ზედმეტი ფუ-
ლის თავიდან მოშორების კიდევ ერთი გზა გამოენახა.
– არ მგონია, რამე აკლდებოდეს, – თქვა ჩაფიქრებულმა იუბალმა,
– თუ ამას სწორად აკეთებს, მაშინ ფულის დამმატებელი უფრო მეტი
იქნება, ვიდრე ამღები. ძნელია მიხვიდე და კუპიურები ამოარჩიო, რო-
დესაც ირგვლივ ყველა პირიქით იქცევა... თუ, რა თქმა უნდა, ფული აუ-
ცილებლად არ გჭირდება.
– არ ვიცი, იუბალ... მაგრამ ამ ყველაფერს ისე უბრალოდ და ძალ-
დაუტანებლად აკეთებდნენ... როდესაც მაიკმა ღვთისმსახურების გაგ-
რძელება უმაღლეს ქურუმს გადაულოცა, პატიმ მაშინვე ბევრად პატა-
რა დარბაზში წამიყვანა, სადაც, თურმე, მეშვიდე წრის წევრებს ხვდე-
ბიან ხოლმე – მათ, ვისაც ამ რამდენიმე
თვის განმავლობაში გარკვეული პროგრესი განეცადათ, თუ, რა
თქმა უნდა, ამას პროგრესად მივიჩნევთ. იუბალ, მაიკი იმდენად შეც-
ვლილია, რომ მის ასეთ ტრანსფორმაციას რიტმში ვერ ავყევი. ის, რაც
დიდ დარბაზში ხდებოდა, ნახევრად ქადაგებას ჰგავდა, ნახევრად –
გართობას, იმ პატარა დარბაზში კი ვუდუს კულტის მსგავსი რიტუალი
ჩაატარეს. მაიკსაც ქურუმთა მსგავსად ეცვა, უფრო მაღალი ჩანდა, ას-
კეტური და კონცენტრირებული იერი ჰქონდა. დარბაზი სუსტად იყო გა-
ნათებული, საიდანღაც რაღაც საშინელი მუსიკა ისმოდა, რომელიც,
ამის მიუხედავადაც, განდომებდა ცეკვას. მე და პატი სავარძელზე
მოვთავსდით, რომელიც საწოლს უფრო ჰგავდა და პროცესის ყურება
დავიწყეთ. ვერ გეტყვი, რეალურად რა ხდებოდა. მაიკი მარსულად გა-
ლობდა და ისინიც მარსულად პასუხობდნენ, თუ არ ჩავთვლით რეფ-
რენს: „შენ ხარ ღმერთი! შენ ხარ ღმერთი!“ ამ შეძახილთან ერთად რა-
ღაც მარსულ სიტყვასაც იძახდნენ, რომლის წარმოთქმა ახლა ყელს
დამიკაწრავს, ამიტომ...
იუბალმა რაღაც დაიჩხავლა.
– ეს იყო?
– ჰა? კი, მგონი ეგ იყო, თუ, რა თქმა უნდა, შენს საოცარ აქცენტსაც
გავითვალისწინებ. იუბალ, მგონი, უკვე შენც წამოგაგეს ანკესზე და ახ-
ლა ჩემს შებმას ცდილობ.

689
– არა, ეს სიტყვა მაჰმუდმა მასწავლა და, არც იმის თქმა დავიწყე-
ბია, რომ საშინელ ერესს წარმოადგენს, რაც მე სულაც არ მაღელვებს.
ამ მარსულ სიტყვას მაიკი თარგმნის, როგორც „შენ ხარ ღმერთი!“ მაჰ-
მუდი კი ამბობს, რომ თარგმანი მიახლოებითიც არ არის. ეს გახლავს
სამყაროს ერთგვარი განაცხადი იმის შესახებ, რომ ის საკუთარ არსე-
ბობას აცნობიერებს ან, შეიძლება, გარკვეული peccavimus-იცაა[159],
თუმცა სინანულის გარეშე... კიდევ ათზე მეტი მნიშვნელობა აქვს, მაგ-
რამ მათი თარგმნა საერთოდ წარმოუდგენელია, მეტიც, მაჰმუდის
თქმით, ამ სიტყვის მნიშვნელობის ბოლომდე გაგება მარსულადაც შე-
უძლებელია. მან დარწმუნებით მხოლოდ ის იცის, რომ ეს ცუდი სიტ-
ყვაა, საშინელი, და სატანის გამოწვევად უფრო გამოდგება, ვიდრე
სათნო ღმერთის დალოცვად. კარგი, გააგრძელე. კიდევ მოხდა რამე
თუ მხოლოდ ფანატიკოსების ხროვა უბღაოდა ერთმანეთს მარსუ-
ლად?
– იუბალ, ისინი სულაც არ ბღაოდნენ და ფანატიზმიც არ იგრძნობო-
და. ზოგჯერ ჩურჩულზეც გადადიოდნენ და დარბაზში მკვდარი სიჩუმე
ისადგურებდა. შემდეგ ხმას უმატებდნენ, მაგრამ მხოლოდ ოდნავ შე-
სამჩნევად. რიტმულად გალობდნენ, ერთგვარ კანტატას ქმნიდნენ და
ჩანდა, რომ ამ მეთოდს საკმაოდ დიდხანს ამუშავებდნენ, მაგრამ ისე-
თი შეგრძნებაც რჩებოდა, თითქოს მხოლოდ ერთი ადამიანი ღიღი-
ნებს, თანაც, იმას, რასაც კონკრეტულ მომენტში გრძნობსო. იუბალ,
ფოსტერიტების ღვთისმსახურება თუ გინახავს, მაშინ...
– სამწუხაროდ, იმაზე მეტი მინახავს, ვიდრე ვისურვებდი.
– მათთვის დამახასიათებელი ისტერიკულობა არ ყოფილა, ყველა-
ფერი წყნარად და მშვიდად ხდებოდა, თითქოს დაძინებას აპირებენო,
მაგრამ გარკვეული დაძაბულობა მაინც იგრძნობოდა, რაც სულ უფრო
იმატებდა. იუბალ, სპირიტულ სეანსზე ყოფილხარ?
– ვყოფილვარ. ბენ, მართლა ყველაფერი მაქვს გამოცდილი.
– მაშინ გეცოდინება, რაღაცნაირი დაძაბულობა იქაც სწორედ ასე
რომ იზრდება, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ჩუმად და უძრავად ზის.
რაც მაიკთან ვნახე, ამას უფრო ჰგავდა, ვიდრე იმ საეკლესიო ღვთის-
მსახურებას, სადაც ყველაფერი ღრიალში ინთქმება. თუმცა ეს მოჩვე-

690
ნებითი სიმშვიდე იყო, რომელშიც შემაძრწუნებელი ძალის ენერგია
იმალებოდა.
– აპოლონურის განსაზღვრება შეეფერება?
– რაო?
– დიონისურის საპირისპირო. სამწუხაროა, მაგრამ მაინც უნდა აღ-
ვნიშნო, რომ ორივე პროკრუსტესეული[160] ტერმინია. აპოლონურს
მარტივად აიგივებენ მშვიდთან, წყნართან, უემოციოსთან, მაგრამ
აპოლონური და დიონისური, რეალურად, ერთი მონეტის ორი მხარეა.
მშვიდი მონაზონი, რომელიც კელიაში მუხლებზე უძრავად მდგომი
ლოცულობს, შეიძლება, უფრო დიდ რელიგიურ ექსტაზს განიცდიდეს,
ვიდრე გაზაფხულის ბუნიობის აღმნიშვნელი პრიაპოსის[161] ტაძრის
ქურუმი ქალი. ექსტაზი ხომ შინაგანი ბუნებიდან მომდინარეობს, გარე
გამოვლინება კი რეალობას სულაც არ ასახავს, – იუბალმა წარბები შე-
იჭმუხნა, – კიდევ ერთი შეცდომა კი ის არის, რომ აპოლონურს, რო-
გორც წესი, მარტივად, კარგთან აიგივებენ, დიონისურს – ცუდთან. ეს
უმეტესად იმიტომ ხდება, რომ პატივცემულ სექტათა უმრავლესობა,
რიტუალებისა და ქადაგებათა მხრივ, აპოლონურია. თუმცა ეს, უბრა-
ლოდ, ადგილობრივი ცრურწმენაა. კარგი, გააგრძელე.
– ასეა თუ ისე, ამ შემთხვევაში, ყველაფერს ისე მშვიდად სულაც არ
ჩაუვლია, როგორც მონაზვნების კელიებში ხდება ხოლმე. დანარჩენე-
ბი მაიკის რიტმს აჰყოლოდნენ და მშვიდად ვერ ჩერდებოდნენ, აქეთ-
იქით მიმოდიოდნენ, ადგილებს ცვლიდნენ და ერთმანეთს ეხვეოდნენ.
ეს ნამდვილად დავინახე, მაგრამ, ვფიქრობ, ამაზე შორს აღარ წასუ-
ლან, თუმცა ცუდი განათების პირობებში გადაჭრით თქმა გამიჭირდე-
ბა. შემდეგ ერთი გოგონა მოგვიახლოვდა, აშკარად ჩვენთან აპირებ-
და დაჯდომას, მაგრამ პატმა რაღაც ანიშნა, რის შემდეგაც გვაკოცა და
გაგვეცალა. ურიგო კოცნა ნამდვილად არ ყოფილა, – გაიკრიჭა ბენი
და განაგრძო, – მე ერთადერთი განსხვავებულად ჩაცმული ადამიანი
ვიყავი და სალუნში შებოდიალებული ასტრონავტივით გამოვიყურე-
ბოდი, მაგრამ მას ამისთვის ყურადღებაც არ მიუქცევია. ეს ყველაფე-
რი, ერთი მხრივ, ყოველგვარი ძალდატანების გარეშე ხდებოდა, მე-
ორე მხრივ კი, ბალერინას მოძრაობებივით იდეალურად იყო გათვლი-

691
ლი. მაიკი ხან წინ იდგა, ხან კი უკანა რიგებში ინაცვლებდა. როდესაც
ჩვენთან ახლოს აღმოჩნდა, მხარზე დამადო ხელი, პატს კი აკოცა. ეს
მან სწრაფად, მაგრამ სრულიად აუჩქარებლად
გააკეთა, ჩავლისას კი ერთი სიტყვაც არ უთქვამს. ზუსტად იმ ადგი-
ლის უკან, სადაც მაიკი თავდაპირველად იდგა, რაღაც უცნაური, მაგიუ-
რი სარკის მსგავსი ნივთი მოჩანდა. შესაძლოა, ეს დიდი სტერეოვიზო-
რი იყო, რომელსაც „სასწაულებისთვის“ იყენებდა, თუმცა ეს სიტყვა
არც უხსენებია, ყოველ შემთხვევაში, ინგლისურად ნამდვილად არა.
იუბალ, მრევლს სასწაულებს ყველა ეკლესია აღუთქვამს, მაგრამ ეს
მუდამ წარსულს ან მერმისს ეხება და არასოდეს აწმყოს.
– გამონაკლისიც არსებობს, თან არაერთი, – ისევ გააწყვეტინა სიტ-
ყვა იუბალმა, – სასწაულებს, შეიძლება, exempli gratia-ს[162] მნიშვნე-
ლობაც ჰქონდეს. ამგვარი სასწაულების ქრისტიანებსაც ხომ სჯერათ,
მათ შორის ქრისტიანული მეცნიერების[163] მიმდევრებსაც და რომის
კათოლიკებსაც.
– კათოლიკებს? ლურდს[164] გულისხმობ?
– თუ ამ მაგალითს რაიმე ღირებულება აქვს, მაშინ ლურდის გან-
ხილვაც შეიძლება, მაგრამ, პირველ რიგში, ზიარების სასწაულს ვგუ-
ლისხმობდი, რასაც ნებისმიერ კათოლიკურ ეკლესიაში აკეთებენ, თა-
ნაც ხშირად.
– ჰმ... ჩემნაირი ადამიანი ამ სასწაულს ნამდვილად ვერ განსჯის
და შეაფასებს. რაც შეეხება ქრისტიანულ მეცნიერებას – ფეხის მოტე-
ხის შემთხვევაში, ნამდვილად ქირურგიულ ჩარევას ვამჯობინებდი.
– შენც ფრთხილად იარე და უყურე, სად აბიჯებ, – ჩაიბურტყუნა იუ-
ბალმა, – მე არ შემაწუხო.
– აზრადაც არ მომივა. უილიამ ჰარვის[165] კურსელის სამედიცინო
დახმარება ნამდვილად არ მჭირდება.
– სხვათა შორის, ჰარვი მოტეხილობებსაც ჩინებულად მკურნალობ-
და, თუმცა თემას დავუბრუნდეთ.
– ჰარვი კი მკურნალობდა, მაგრამ მისი კურსელები? არ ვიცი, რამ-
დენად შეიძლება, ზემოთ მოთხრობილს სასწაული ეწოდოს, მაგრამ მა-
იკი იქ მყოფებზე ნამდვილად დიდ შთაბეჭდილებას ახდენდა. ის ან

692
დიდებული ილუზიონისტია, რომელსაც თვით სახელგანთქმული ჰუდი-
ნის დაჩრდილვაც ძალუძს ან დახელოვნებული ჰიპნოტიზიორი.
– შეიძლება, ორივეც.
– ან სანახაობის სპეცეფექტებისთვის ტექნოლოგიურად იმდენად
სრულყოფილ სტერეოვიზორს იყენებს, რომლის გამოსახულების რე-
ალობისგან გარჩევაც სრულიად შეუძლებელია.
– ნამდვილ სასწაულს ხელოვნურისგან როგორღა გაარჩევ?
– მაგას თავი დავანებოთ, მაგრამ ის კი ფაქტია, რომ რასაც უნდა
აკეთებდეს, შედეგი ნამდვილად ეფექტურია. რაღაც მომენტში სინათ-
ლემ იმატა და მის უკან მუქფაფრიანი ლომი გამოჩნდა. ისე უძრავად
და მშვიდად იწვა, გეგონებოდა ბიბლიოთეკის კიბეს იცავსო, მის გარ-
შემო კი ორი კრავი დაკუნტრუშებდა. ლომი თვალებს ნაბავდა და უშ-
ფოთველად ამთქნარებდა. რა თქმა უნდა, ჰოლივუდის ეპოქაში მსგავ-
სი ეფექტები აღარავის უკვირს, მაგრამ ეს ლომი იმდენად რეალური
იყო, რომ მის სუნსაც ვგრძნობდი. თუმცა ამ ილუზიის შექმნაც შესაძლე-
ბელია.
– ასე რატომ დაიჟინე, რომ ილუზია იყო?
– ჯანდაბა, უბრალოდ, ვცდილობ, საღად ვიმსჯელო.
– მაშინ კულისებში თვალთვალს შეეშვი და ენივით მოიქეცი.
– მე ენი არ ვარ. გარდა ამისა, იქ ყოფნისას საღად განსჯა არც მიც-
დია, უბრალოდ, სანახაობით ვტკბებოდი და ისიც არ მაღიზიანებდა,
რომ მოსმენილის უმეტესობა ჩემთვის სრულიად გაუგებარი იყო. მაიკი
კი თავის სასწაულებისა თუ ხრიკების ჩადენას აგრძელებდა – ლევიტა-
ცია და რაღაც ეგეთები. ვუყურებდი და კი არ განვიხილავდი, არამედ,
უბრალოდ, სანახაობით ვტკბებოდი. დასასრულისკენ პატი წამოდგა
და წასასვლელად გამზადებულმა მითხრა, დავლოდებოდი, რადგან
ცოტა ხნით უნდა გასულიყო. შემდეგ დასძინა, მაიკმა ასე თქვა, ვინც
შემდეგ წრეში გადასასვლელად მზადყოფნას არ გრძნობს, სჯობს, წა-
ვიდესო. ვუპასუხე, თუ ასეა, ხომ არ აჯობებს, მეც წავიდე-მეთქი, რაზეც
მომიგო, არა, ჩემო კარგო. შენ ხომ უკვე მეცხრე წრეში ხარ და ეს თავა-
დაც კარგად იცი. ცოტა ხანს დამელოდე, ახლავე მოვალო. მითხრა და
წავიდა. დარბაზის დატოვება მგონი, არავის უფიქრია. ამ ჯგუფში მხო-

693
ლოდ მეშვიდე წრის წევრები არ ყოფილან, მაგრამ ვინც იყო, შემდეგი
ნაბიჯისთვის ყველა მზად აღმოჩნდა. თუმცა ისეთი ბინდბუნდი იდგა,
დარწმუნებით ვერაფერს გეტყვი... მერე სინათლემ იმატა და ჯილი და-
ვინახე!
და იუბალ, ამჯერად ეს სტერეოვიზორი ნამდვილად არ ყოფილა...
ჯილმაც შემამჩნია და გამიღიმა. ვიცი, რომ თუ ფოტოს გადაღები-
სას ადამიანი პირდაპირ ობიექტივს უყურებს, შემდგომში ისეთი ეფექ-
ტი აქვს, თითქოს ფოტოდან გიყურებსო, მაგრამ თუ მაიკმა ეს ეფექტი
ასე დახვეწა, მაშინ დროულად უნდა დააპატენტოს. ჯილი ქურუმის მე-
ტად უცხო, სხვებისგან განსხვავებულ სამოსში გამოწყობილიყო. მაიკ-
მა მისი მისამართით მარსულ-ინგლისურად ინტონირება დაიწყო. ახ-
სენებდა დედას ყველათა, მრავალთა კავშირსა და სხვა მსგავსს, ხო-
ლო ყოველი სახელის ხსენებაზე ჯილის სამოსი სახეს იცვლიდა...
როდესაც სინათლემ იმატა, ბენ კექსტონმა ჯილ ბორდმენი დალან-
და. თვალები დაახამხამა და კარგად
დააკვირდა, რათა დარწმუნებულიყო, რომ ისევ ვიზუალური ილუ-
ზიის გავლენის ქვეშ არ იყო – არა, ნამდვილად ჯილი იყო! ქალმა ბენს
შეხედა და საპასუხოდ გაუღიმა. ბენი ცალი ყურით უსმენდა მაიკის ქა-
დაგებას და საკუთარ თავს არწმუნებდა, რომ მარსელი ადამიანის
უკან მართლაც სტერეოვიზორი განეთავსებინათ ან რაღაც მორიგი
ხრიკი იყო. მაგრამ მაინც ისეთი შეგრძნება ჰქონდა, რომ შეეძლო,
ჯილთან მისულიყო და ეჩქმიტა.
ამის გაკეთება მართლა ძალიან უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა,
რადგან მაიკს შოუს ჩაუშლიდა. ამიტომ, ისღა დარჩენოდა, წარმოდგე-
ნის დასრულებასა და ჯილის გათავისუფლებას დალოდებოდა...
– კიბელე!
ჯილის სამოსი ისევ შეიცვალა.
– ისიდა!
– ფრიგი!... გეა!... იშთარი!... მარიამი![166]
– დედაო ევა! Mater Deum Magna[167]! ვისაც უყვარს და უყვართ!
უსასრულო სიცოცხლე!

694
ბენმა ამ სიტყვების მოსმენა მაშინვე შეწყვიტა, როგორც კი ჯილი
მხოლოდ საკუთარი დიდებულებით მოსილ დედა ევად იქცა. სწორედ
ამ დროს განათებამ კიდევ იმატა და დაინახა, რომ სამოთხის ბაღში
იყვნენ, გველშემოხვეული ხის ქვეშ.
ჯილმა ყველას გაუღიმა და გველს მიეფერა, შემდეგ ისევ დანარჩე-
ნებს მიუბრუნდა და მათ შესაგებებლად ხელები გაშალა.
ერთ-ერთი წამოდგა და სამოთხის ბაღისკენ ნაბიჯი გადადგა.
ამ დროს პატიც დაბრუნდა და ბენს მხარზე შეეხო.
– ბენ, მოვედი... წამომყევი, ჩემო კარგო.
ბენი უხალისოდ წამოდგა. დარჩენა და წარმოდგენის ყურება უნ-
დოდა, აინტერესებდა, კიდევ რა მოხდებოდა. მეტიც, საკუთარ თავში
აღმოაჩინა, რომ მასში მონაწილეობისთვისაც მზად იყო. სანაცვლოდ
კი პატრიციას გაჰყვა... გზად მაინც მიიხედა და დაინახა, როგორ ეხ-
ვეოდა და კოცნიდა მაიკი პირველად მიახლოებულ ქალს. ბენს აღარ
დაუნახავს, რომ, სწორედ ამ დროს, ქალის სამოსი გაუჩინარდა, შემ-
დეგ კი ჯილმა პირველ მამაკაც კანდიდატს აკოცა და მისი ტანსაცმე-
ლიც სადღაც გაქრა.
– გრძელი გზით უნდა შემოვუაროთ, – აუხსნა პატრიციამ, – დრო უნ-
და მივცეთ, განიწმინდონ და მერვე წრის ტაძარში შეაბიჯონ. პირდა-
პირ გასვლაც შეგვეძლო, მაგრამ მაშინ მაიკს მათი განწყობის დასაბ-
რუნებლად ყველაფერი თავიდან უნდა დაეწყო. ის ისედაც ძალიან
ბევრს შრომობს.
– სად მივდივართ?
– თაფლაკვერას წამოვიყვან და ბუდეში დავბრუნდებით, თუ, რა
თქმა უნდა, მერვე წრეში შესვლის რიტუალში არ გინდა მონაწილეობა.
შენ ხომ უკვე მეცხრე წრეში ხარ და ამის უფლება გაქვს, მაგრამ მარსუ-
ლი არ იცი, ამიტომ ეს ყველაფერი ერთობ დამაბნეველი იქნება.
– კარგი... ჯილის ნახვა მინდა. როდის გათავისუფლდება?
– ოჰ, მთხოვა, გადმომეცა, რომ ახლავე გამოვა და გინახულებს.
აქეთ წამოდი, ბენ, ქვევით უნდა ჩავიდეთ.
კარი გაიღო და ბენი უკვე ნანახ სამოთხის ბაღში აღმოჩნდა. გველი
ისევ ხეზე იყო შემოხვეული. თავი ასწია და მათკენ გამოიხედა.

695
– ჩემი პატარა, – პატრიციამ გველი ხიდან ჩამოხსნა და კალათში
კუდით ჩაუშვა, – აქამდე დიუკმა ჩამოიყვანა, მაგრამ მე მომიხდა, ხეზე
შემომეხვია და დამემშვიდებინა, რათა ერთ ადგილას გაჩერებულიყო.
ბენ, ძალიან გაგიმართლა, კარგ დროს მოხვედი, რადგან მეშვიდე წრი-
დან მერვეში გადასვლა საკმაოდ იშვიათად ხდება. მაიკი ამისთვის
მზადმყოფი საკმარისი რაოდენობის ხალხის მოგროვებას ელოდება
ხოლმე, კანდიდატებს კი მომზადებაში უშინარესი წრის წევრები ეხმა-
რებიან.
ბენს კალათი მოჰქონდა და იმაზე ფიქრობდა, რამდენად მძიმე იყო
ეს თოთხმეტფუტიანი ბოა – კალათს სიმყარისთვის რკინის სალტეებიც
კი ერტყა. როცა უმაღლეს სართულს მიაღწიეს, პატრიცია მიუბრუნდა:
– ბენ, კალათი აქ დადგი, – შემდეგ სამოსი გაიხადა, ბენს გადასცა,
გველი კალათიდან ამოიყვანა და მხრებზე შემოიხვია, – ეს თაფლაკ-
ვერას ჯილდოა, რადგან კარგად იქცეოდა. მალე მოწაფეებთან უნდა
წავიდე და ამიტომ დარჩენილ დროს მასთან გავატარებ. ბენ, გველის
იმედგაცრუება მცდარობაა. ბავშვებივით არიან, მთელი სისრულით
ვერ გროკავენ, მაგრამ თაფლაკვერა სულ სხვაა – დედიკოს გროკავს...
და მაიკსაც, რა თქმა უნდა.
ამის შემდეგ დაახლოებით ორმოცდაათი იარდი[168] გაიარეს და
ბუდის შესასვლელს მიადგნენ. ბენმა ფეხსაცმელები გაიხადა და ამაში
პატრიციასაც დაეხმარა, უკვირდა, როგორ ახერხებდა ქალი ცალ ფეხ-
ზე წონასწორობის შენარჩუნებას, როდესაც მხრებზე ამხელა სიმძიმე
აწვებოდა. შენიშნა, რომ პატრიციას წინდების გახდაც მოესწრო. ეს
ალბათ მაშინ მოხდა, როდესაც თაფლაკვერას სცენაზე გამოსასვლე-
ლად მოსამზადებლად იყო გასული.
ბუდეში შევიდა, უზარმაზარი გველით მოსილი პატრიციაც შეჰყვა.
ბენმა ტანსაცმელი ისევ გაიხადა და ისიც იფიქრა, საცვალიც ხომ არ
მივაყოლოო. ამ დროის განმავლობაში უკვე იმდენი ენახა, რომ ზუს-
ტად სცოდნოდა – ტანსაცმელი ბუდეში აშკარად ზედმეტი იყო, ისევე,
როგორც ალბათ ლურსმნებით ძირმოჭედილი ფეხსაცმელი იქნებოდა
საცეკვაო დარბაზისთვის შეუფერებელი. კარზე არსებული თავაზიანი
გაფრთხილება, ფანჯრების არარსებობა, ბუდის საშვილოსნოსმაგვა-

696
რი სიმყუდროვე, პატრიციას სიშიშვლე და მისი თავაზიანი შემოთავა-
ზება, თავადაც გაშიშვლებულიყო – ეს ყველაფერი იმაზე მიუთითებდა,
რომ სიშიშვლე ბუდეში დამკვიდრებულ ჩვეულებას წარმოადგენდა
მათთვის, ვინც ნომინალურად მაინც, მისი წყლისმიერი მოძმეები იყ-
ვნენ, მიუხედავად იმისა, რომ უმრავლესობას არც იცნობდა. ამ მხრივ
პატრიციას შემთხვევას არ განიხილავდა, რადგან ბუნებრივად მიაჩ-
ნდა, რომ ტანმოხატულ ქალს ტანსაცმლის მიმართ ისედაც თავისებუ-
რი დამოკიდებულება ექნებოდა.
ცოტაც გაიარეს და მისაღებში შევიდნენ. გზად პატარა ბუდეებისა
და აბანოსკენ მიმავალი მამაკაცი შემოეყარათ. თუ პატრიციას სვირინ-
გები და გველი მაინც ემოსა, ის სრულიად შიშველი იყო. მამაკაცი მი-
ესალმა: „შენ ხარ ღმერთი“ და გზა გააგრძელა. იგი თავს აშკარად პატ-
რიციასავით თავისუფლად გრძნობდა და ბენმა ისიც შენიშნა, რომ მი-
სი მოძმე არც თითქმის ჩაცმული ადამიანის დანახვას გაუკვირვებია.
მისაღებში სხვა ადამიანიც შენიშნა, რომელიც დივანზე პირდაღმა
გართხმულიყო. ბენმა გაიფიქრა, ალბათ ქალი იქნებაო, მაგრამ არ უნ-
დოდა, მიშტერებოდა, მას შემდეგ, რაც თვალის შევლებითაც მიხვდა,
რომ ისიც სრულიად შიშველი იყო.
ბენი შეეცადა, ამ ყველაფრისთვის სხვა თვალით შეეხედა: ზოგი სა-
ცურაოდ დადის სრულიად შიშველი, იმ ოჯახებზეც სმენოდა, რომელ-
თა წევრებისთვისაც სახლში შიშვლად სიარული ნორმა იყო. კი, ეს
ადამიანები თავისებურ საზოგადოებას ქმნიდნენ, მაგრამ თავად
სხვაგვარად იყო აღზრდილი. ერთხელ, ერთმა გოგონამ ნუდისტურ
პლაჟზეც დაპატიჟა და, სულ რაღაც, ხუთიოდე წუთში კი ყველანაირი
უხერხულობა გაუქრა, თუმცა იმ დასკვნამდე მაინც მივიდა, რომ ეს სრუ-
ლი სისულელე იყო და განსაკუთრებულ სიამოვნებასაც არ ანიჭებდა.
სიამოვნება კი მართლაც უსიამოვნო აღმოჩნდა: ჯერ შხამიანმა სურომ
დაკბინა, მერე მთელი სხეული კენჭებმა დაუკაწრა, ბოლოს კი ერთია-
ნად მზის დამწვრობა მიიღო, რის გამოც, რამდენიმე დღის განმავლო-
ბაში ლოგინად ჩავარდა.
ახლა გაორებულ მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, ყოყმანის იდეა-
ლური ბალანსისთვის მიეღწია. ვერ გადაეწყვიტა, უნდა გამოეჩინა თუ

697
არა ჩვეული თავაზიანობა და ეს სიმბოლური ლეღვის ფოთოლი მო-
ეშორებინა. ზუსტად მხოლოდ ერთი რამ იცოდა: თუ ბოლომდე გაშიშ-
ვლდებოდა და, ამის მერე, ვინმე ჩაცმულს გადაეყრებოდა, საშინლად
შერცხვებოდა. ჯანდაბა! გაწითლდებოდა კიდეც!
– იუბალ, შენ როგორ მოიქცეოდი?
– ბენ, ალბათ ფიქრობ, რომ შოკირებული უნდა ვიყო, არა? – წარბე-
ბი აზიდა ჰარშოუმ, – შიშველი ადამიანი ბევრჯერ მინახავს, პროფესიი-
დან გამომდინარეც და სხვა მიზეზითაც. ზოგჯერ შიშველი სხეულის
დანახვა სასიამოვნოა, ზოგჯერ – პირიქით, მაგრამ მას არასდროს აქვს
per se[169] მნიშვნელობა და მხოლოდ სუბიექტურად ღირებულია მის-
თვიც, ვინც უყურებს. როგორც ვგროკავ, გამოდის, რომ მაიკი იქ ნუდის-
ტურ მიმართულებას ნერგავს. ვიცინო თუ ვიტირო? არც ერთი და არც
მეორე – უბრალოდ, არ მაღელვებს.
– ჯანდაბა, იუბალ, ვინც სახლში ზის და ამაზე შორიდან მსჯელობს
მისთვის ოლიმპიური სიმშვიდის შენარჩუნება ადვილია. შენ ამ არჩე-
ვანის წინაშე არ დამდგარხარ, არასდროს მინახავს ხალხში შარვალი
ჩაგეხადოს.
– არც შენი სიშიშვლის მომსწრე ვყოფილვარ, მაგრამ დრო იცვლე-
ბა და იცვლება დამოკიდებულებებიც. როგორც ვგროკავ, გაშიშვლე-
ბას მხოლოდ სიმორცხვის გამო ვერ ბედავდი, ის უფრო გღრღნიდა,
რომ სხვათა თვალში სასაცილოდ გამოჩნდებოდი. ეს საკმაოდ გავ-
რცელებული ფობიაა გრძელი, ფსევდობერძნული სახელწოდებით,
რომლითაც ახლა თავს არ შეგაწყენ.
– აბსურდია! უბრალოდ, არ ვიცოდი, იქ რა უფრო მართებული იქნე-
ბოდა.
– აბსურდს თავად უბნობთ, სერ! უკვე შესანიშნავად იცოდი, როგორ
მოქცევა იქნებოდა მართებული... მაგრამ შეგეშინდა, რომ სულელად
გამოჩნდებოდი... ან იმანაც დაგაფრთხო, რომ ყურადღება გაგეფანტე-
ბოდა და პირობით რეფლექსს ვერ გააკონტროლებდი. ასეა თუ ისე,
ვგროკავ, რომ ამგვარი ჩვეულება მაიკს ტყუილად არ დაუმკვიდრებია
– როდესაც რამეს აკეთებს, ამის მიზეზი ყოველთვის აქვს, თუმცა ზოგ-
ჯერ ჩემთვის უჩვეულოც.

698
– კი, მიზეზი ნამდვილად აქვს. ჯილმა ამის შესახებაც მიამბო.
ბენ კექსტონი მისაღების გარეთ, დერეფანში იდგა, ხელები საც-
ვლისთვის ჩაევლო და ვერ გადაეწყვიტა, როგორ მოქცეულიყო. ამ
დროს უკნიდან ვიღაც შემოეხვია.
– ბენ, ჩემო ძვირფასო! რა დიდებულია, აქ რომ ხარ!
ბენი მაშინვე მიბრუნდა და ხელში ვნებით მუდამ გაუმაძღარი ჯილი
შერჩა, რომელსაც გახურებული ტუჩები უკვე საკოცნელად მიეშვირა.
...და უცებ გონებაში გაჰკრა, რა კარგი იყო, ბოლომდე გახდა რომ ვერ
მოესწრო. ჯილი უკვე დედა ევა აღარ იყო და ქურუმთა მოსასხამში გახ-
ვეულიყო, ბენი კი ბედნიერებისგან ბრწყინავდა იმის გამო, რომ ხე-
ლებში სიცოცხლითა და სითბოთი სავსე ქალი უსხმარტალებდა. ქურუ-
მის
სამოსი უთხელესი ქსოვილისგან იყო შეკერილი და უმცირესი კი-
ნესთეტიკური[170] შეხებაც უკარნახებდა, რომ ეს სწორედ მისი ჯილი
იყო.
– ღმერთმანი! – შესძახა ჯილმა, როდესაც მის ტუჩებს მოშორდა, –
როგორ მომენატრე, შე ბებერო ნაბიჭვარო. შენ ხარ ღმერთი!
– შენ ხარ ღმერთი! – დაჰყვა ბენი, – ჯილ, უფრო გალამაზებულხარ.
– ასეა, – ხალისით დაეთანხმა ჯილი, – ვერც კი წარმოიდგენ, რო-
გორი განცდა დამეუფლა, აღსრულებისას შენი მზერა რომ დავიჭირე.
– აღსრულებისას?
– ჯილი იმ მომენტს გულისხმობს, როდესაც დედა ყოველთა – Mater
Deum Magna ხდება ხოლმე, – ჩაერია პატრიცია, – ბავშვებო, უნდა გა-
ვიქცე.
– ნუ აჩქარდები, საყვარელო.
– თუ დროულად წავალ, აჩქარებაც არ მომიწევს. ბენ, თაფლაკვერა
უნდა დავაძინო, მერე კი მოწაფეებთან წავიდე. ასე რომ, დამშვიდობე-
ბის ნიშნად მაკოცე, გთხოვ.
ბენმა პირველად აკოცა ქალს, რომელსაც შიშველ სხეულზე უზარ-
მაზარი გველი შემოეხვია. ინატრა, ჯავშანი სცმოდა, მაგრამ, გადაწ-
ყვიტა, თაფლაკვერასთვის ყურადღება არ მიექცია და პატრიციასთვის
ისე ეკოცნა, როგორც იმსახურებდა.

699
– ჩემო კარგო, გზად მაიკს გაუარე და უთხარი, დამელოდოს, – უთ-
ხრა ჯილმა პატრიციას და აკოცა.
– დაგელოდება. ღამე მშვიდობისა, საყვარლებო, – თქვა პატრიცი-
ამ და ოთახიდან აუჩქარებლად გავიდა.
– ბენ, ხომ ძალიან საყვარელია?
– კი, ეგრეა, თუმცა პირველად რომ დავინახე, შევცბუნდი.
– ვგროკავ, რასაც გულისხმობ. ამის მიზეზი კი არც მისი სვირინგე-
ბია და არც გველები. პატი ყველას იმით აკრთობს, რომ ეჭვი და ყოყ-
მანი მისთვის უცხო ხილია. ის ყოველთვის მექანიკურად მოქმედებს,
მაგრამ მაინც სწორად იქცევა. მაიკს ძალიან ჰგავს და ყველა ჩვენგან-
ზე ბევრად წინაა. წესით, უმაღლესი ქურუმი
უნდა იყოს, მაგრამ ამაში სვირინგები უშლის ხელს. დანარჩენების
ყურადღების კონცენტრაციის მხრივ არის არასასურველი, მათი მოშო-
რება კი არ უნდა.
– რომც უნდოდეს, როგორ უნდა მოიშოროს? კანიდან ხომ ვერ ჩამო-
იფხეკს? ეს ალბათ, მოკლავდა კიდეც.
– სულაც არა, ჩემო კარგო. მაიკს შეუძლია ისე მოაშოროს, რომ კვა-
ლიც არ დაუტოვოს და ოდნავადაც არ ატკინოს. დამიჯერე, ძვირფასო,
მას ეს მართლა ძალუძს. მაგრამ მაიკი გროკავს, რომ პატი ამ ნახატებს
საკუთრებად კი არ აღიქვამს, არამედ თავს მათ მცველად მიიჩნევს.
ამას მაიკი პატრიციასთან ერთად გროკავს. მოდი, დაჯექი. მალე და-
უნი მოვა და სამივესთვის ვახშამს მოიტანს. ახლა თუ არ შევჭამ, ხვა-
ლამდე ვეღარ მოვახერხებ. მეურნეობის გაძღოლის მხრივ ცოტა მოვი-
კოჭლებთ, მაგრამ არ ვიცოდი, როდის აპირებდი მოსვლას და არც ის
ვიცოდი, მთელი დღით თუ გვესტუმრებოდი. მაინცდამაინც ყველაზე
დატვირთულ დღეს მოხვედი, მაგრამ ამას შევეშვათ და მითხარი, აქ
ნანახზე რას ფიქრობ? დაუნმა მითხრა, რომ გარე წრის შეხვედრასაც
ესწრებოდი.
– კი.
– მერე?
– მაიკი მართლა ძალიან შორს წასულა, – ფრთხილად თქვა ბენმა
და დასძინა: – თუ მოინდომებს, გველსაც მიჰყიდის ფეხსაცმელს.

700
– მაგაში მეც გეთანხმები, მაგრამ ასე არ მოიქცევა, რადგან ეს არას-
წორი იქნებოდა – გველს ხომ ფეხსაცმელი არ სჭირდება. ბენ, რამე
მოხდა? ვგროკავ, რომ რაღაც გაწუხებს.
– არა, – უპასუხა ბენმა, – ისეთი არაფერია, რაზეც ხელის დადებასა
და მითითებას შევძლებდი. ეკლესიებს დიდად არ ვწყალობ, მაგრამ
არც ვეწინააღმდეგები, მით უმეტეს, ამ კონკრეტულს. ვფიქრობ, უბრა-
ლოდ, ვერ ვგროკავ.
– ერთი-ორი კვირის შემდეგ ვილაპარაკოთ. აჩქარება რა საჭიროა.
– აქ ამდენ ხანს ხომ ვერ დავრჩები?
– შენი სვეტისთვის მასალა წინასწარ გექნება მომზადებული.
– სამი ნომრისთვის მაქვს, მაგრამ ამდენ ხანსაც ვერ გავჩერდები.
– მე კი მგონია, რომ გაჩერდები... საქმეების მოგვარება აქედანაც
შეგიძლია... ამასობაში კი დაგროკავ, რომ დარჩენა უფრო დიდი ხნით
გირჩევნია.
– არა მგონია.
– დალოდება ყველაფერს შესძენს სისავსეს. შენც იცი, რომ, სინამ-
დვილეში, ეს ეკლესია არ არის.
– პატიც რაღაც მსგავსს მეუბნებოდა.
– მოდი, აგიხსნი: ეს არ არის რელიგია, მაგრამ კანონისა და ზნე-
ობის თვალსაზრისით, სწორედ რომ ეკლესიაა. ვფიქრობ, ჩვენი ბუდე
მონასტერს უფრო ჰგავს, მაგრამ ადამიანების ღმერთისკენ მიმავალ
გზაზე დაყენებას სულაც არ ვცდილობთ. სხვათა შორის, აქ ერთ ტერმი-
ნოლოგიურ წინაღობას ვაწყდებით, რადგან ამას მარსულად ვერაფ-
რით იტყვი... ჩვენ არც სულების ხსნას ვცდილობთ, რამეთუ სული ისე-
დაც არ იკარგება; ადამიანებისთვის რწმენის ჩანერგვასაც არ ვეს-
წრაფვით, რადგან რასაც ჩვენ მათ ვთავაზობთ, რწმენა კი არა, ჭეშმა-
რიტებაა, რაში დარწმუნება თავადაც შეუძლიათ, მაგრამ დაჯერებას
არ მოვთხოვთ. ჭეშმარიტება ის პრაქტიკული მოცემულობაა, რომელიც
აქ და ახლაა საჭირო; ისეთივე ხელშესახები ფაქტია, როგორიც,
ვთქვათ, საუთოებელი მაგიდაა და ისეთივე გამოსადეგია, როგორც,
პურის ნაჭერი... სწორედ ის პრაქტიკული მოცემულობაა, რომელიც
ომს, შიმშილს, ძალადობასა და სიძულვილს ისევე ზედმეტად აქცევს,

701
როგორც, მაგალითად... აქ, ჩვენს ბუდეში, ტანსაცმელია ზედმეტი. მაგ-
რამ ამისთვის მარსულის სწავლაა საჭირო. მთავარი სირთულე ისეთი
ადამიანების პოვნაა, რომლებიც ამ ჭეშმარიტების დასანახად საკმა-
რისად გულწრფელები არიან და არც ამ ურთულესი ენის შესწავლაზე
დაიხევენ უკან. ეს კი მართლაც რთული ენაა, მაგრამ ეს არის ენა, რომ-
ლითაც ამ ჭეშმარიტებას გაცილებით უკეთ შეიცნობ. ინგლისურად მუ-
სიკას ვერავინ დაწერს, ბეთჰოვენის მეხუთე სიმფონიას ინგლისურად
ვერაფრით გადმოსცემ, – ჯილმა გაიღიმა, – მაგრამ მაიკი არ ჩქარობს.
ის ყოველდღე ასობით ადამიანს ცდის და მათგან მხოლოდ რამდენი-
მე ათეულს ირჩევს... რჩეულებს ბუდეში იტოვებს და უფრო მეტს ასწავ-
ლის. ერთ დღესაც მაიკისგან იმდენს ვისწავლით, რომ სხვა ბუდეების
შექმნასაც შევძლებთ, რის შემდეგაც ეს ყველაფერი თოვლის გუნდასა-
ვით გაიზრდება და ყოვლისმომცველი გახდება. მაგრამ აჩქარება სა-
ჭირო არ არის. ჯერ ჩვენ, ამ ბუდის წევრებიც, არ ვართ ამისთვის მზად.
განა ასე არ არის, ჩემო ძვირფასო გოგონი?
ბენმა ჯილის ბოლო სიტყვებზე თავი ასწია და შეკრთა, რადგან და-
ინახა, რომ თავზე თეფშგამოწვდილი ქალი წამოსდგომოდა. ბენი მა-
ლევე გამოერკვა და ქალში უმაღლესი ქურუმი დაუნ არდენი ამოიცნო.
კაცი იმას უფრო დაებნია, რომ დაუნიც პატრიციასავით სრულიად შიშ-
ველი იყო, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ სხეული მოხატული არ ჰქონ-
და.
– მოძმე ბენ, ვახშამი ინებე, – ღიმილით უთხრა დაუნმა, რომელიც
სულაც არ ჩანდა შეცბუნებული, – შენ ხარ ღმერთი.
– ოჰ... შენ ხარ ღმერთი. გმადლობ.
ამ დროისთვის ბენს გაკვირვების უნარი ბოლომდე დაეკარგა, ამი-
ტომ არაფერი შეუმჩნევია, როდესაც დაუნმა აკოცა და თეფში ჯილსაც
მიაწოდა, შემდეგ თავისი თეფშიც აიღო, ბენს მიუჯდა და ჭამას შეუდ-
გა. ბენმა გაიფიქრა, რომ დაუნი აღნაგობით მართლაც ქალღმერთს
ჰგავდა და მხოლოდ იმას ნანობდა, რომ, უკეთესად შესათვალიერებ-
ლად, წინ არ ეჯდა, რადგან აქ, სხვისი მხრიდან შემჩნევის გარეშე, ვე-
რავის შეხედავდა.

702
– ეგ მართალია, ჯერ მზად არ ვართ, – დაეთანხმა ლუკმის გადაყ-
ლაპვის შემდეგ დაუნი, – მაგრამ დალოდება მალე გასრულდება.
– აი, მე ახლა მაინც ვჭამ, – გააგრძელა ჯილმა, – მაიკს კი ოცდაოთხ
საათზე მეტი იქნება, პირში ლუკმაც არ ჩასვლია და არც შეჭამს, ვიდრე
ამის აუცილებლობა არ დადგება. ისე დაემთხვა, რომ მართლაც ძალი-
ან დატვირთულ დღეს გვესტუმრე – მეშვიდე წრის წევრებმა მერვეში
უნდა გადაინაცვლონ. როცა მაიკი ამ პროცესს დაასრულებს და საჭმე-
ლად მოიცლის, ღორივით გამოძღება, იმდენს შეჭამს, რომ უჭმელად
კიდევ კარგა ხანს გაძლოს. გარდა ამისა, მისგან განსხვავებით, მე და
დაუნი ვიღლებით ხოლმე, – იგი დაუნს მიუბრუნდა: – ასე არ არის, ჩემო
ძვირფასო?
– რა თქმა უნდა, ასეა, მაგრამ, ჯილიან, ახლა ძალიან დაღლილი
არ ვარ, ამიტომ მე ჩაგანაცვლებ, შენ კი ბენთან დარჩი. გაიხადე ეგ სა-
მოსი და მომეცი.
– ხომ არ გაგიჟდი, ჩემო პატარა საყვარელო გოგო. ბენ, მან თით-
ქმის მაიკივით იმსახურა. ჩვენ სულ ასე გვიწევს, მაგრამ წახემსებასა
და წაძინებას მაინც ვახერხებთ ხოლმე. ჰო, მართლა, დაუნ, სამოსს
რაც შეეხება, მეშვიდე ტაძარში უკვე ყველა გამქრალია. პატის უნდა
ვუთხრა, რომ კიდევ შეუკვეთოს.
– უკვე შეუკვეთა.
– ისედაც უნდა მივმხვდარიყავი. ეს ცოტა პატარა მაქვს, – ჯილი ად-
გილზე შეირხა და ბენს გაეხახუნა, რამაც მასზე ისევე იმოქმედა, რო-
გორც დაუნის ფაქიზი და განძარცული სხეული მოქმედებდა, – დაუნ,
წონაში ხომ არ ვიმატებთ?
– მგონი, ოდნავ მოვიმატეთ, მაგრამ ეგ არაფერია.
– ძალიან კარგი. ზედმეტად გამხდრები ვიყავით. ბენ, ალბათ შე-
ნიშნე, რომ მე და დაუნს ერთნაირი აგებულება გვაქვს. სიმაღლე, მკერ-
დის, წელისა და თეძოების გარშემოწერილობა, წონა და ასე შემდეგ,
რომ აღარაფერი ვთქვათ ფერებზე. როდესაც ერთმანეთი გავიცანით,
უკვე ასე ვიყავით, მერე კი, მაიკის
დახმარებით, ერთმანეთს კიდევ უფრო დავემსგავსეთ. ნელ-ნელა
სახეებითაც ვემსგავსებით, მაგრამ ეს დაუგეგმავად ხდება. უბრალოდ,

703
ორივე გამუდმებით ერთსა და იმავეს ვაკეთებთ და ერთსა და იმავეზე
ვფიქრობთ, – ჯილი ისევ დაუნს მიუბრუნდა: – აბა, ადექი, ჩემო ძვირ-
ფასო და ბენს დავენახოთ.
დაუნმა თეფში გადადო, წამოდგა და ზუსტად ისე დადგა, რომ ბენს
ჯილის დგომის მანერა მოაგონა, რაც იმაზე თვალში საცემი აღმოჩ-
ნდა, ვიდრე გარეგნული მსგავსება იყო. ბენს ისიც გაახსენდა, რომ დე-
და ევას განსახიერებისას ჯილი სწორედ ასე იდგა.
და რადგან შესთავაზეს, ბენმა ეს შემთხვევა დაუნის კარგად შე-
სათვალიერებლად გამოიყენა.
– ბენ, ჰედავ? ეშ ჰო მე ვარ, – უთხრა პირგამოტენილმა ჯილმა.
– ჯილიან, მხოლოდ მისხალიღა განგვასხვავებს, – ღიმილით უთ-
ხრა დაუნმა.
– ლამის სინანული მომეძალოს იმის გამო, რომ სახეზეც ასე არ ვგა-
ვართ ერთმანეთს. ბენ, არადა, ეს ძალიან მოსახერხებელი იქნებოდა:
ვინაიდან მხოლოდ ორი უმაღლესი ქურუმი ქალი უნდა გვყავდეს, მა-
იკს კი რომელიმე მაინც უნდა ახლდეს, მსახურებისას ზოგჯერ ერთმა-
ნეთის შეცვლას მოვახერხებდით, თუმცა ხანდახან ახლაც ასე ვიქცე-
ვით. გარდა ამისა, – დასძინა ჯილმა და მორიგი ლუკმა გადაყლაპა, –
როცა დაუნი კაბას ყიდულობს, მეც ვირგებ, რაც მაღაზიებში სიარულის-
გან მათავისუფლებს. ტანსაცმელს ზოგჯერ ხომ მაინც ვიცვამთ.
– ვერ ვიფიქრებდი, რომ ამ სამოსის გარდა სხვა ტანსაცმელი კიდევ
გჭირდებოდა, – უთხრა ბენმა.
ჯილმა გაკვირვებით შეხედა.
– აბა, საცეკვაოდ ამით ხომ არ ვივლით? საღამოს კაბები ისევე
გვაცვია, როგორც ყველას. როდესაც ძილი მოგვერევა, სწორედ ეს
გვშველის. ასე არ არის, დაუნ? დაჯექი და ჭამა გააგრძელე, ბენმა უკვე
საკმარისად გიყურა. ბენ, იმ ჯგუფში, რომელთანაც დღეს უკვე იყავი,
ერთი ზღაპრულად მოცეკვავე კაცია, ეს ქალაქი კი ღამის კლუბების
ოაზისია. მე და დაუნმა საბრალოს იმდენი კლუბი მოვატარეთ, ლამის
მარსულის გაკვეთილებზე ჩამოეყვინთა. თუმცა მერვე წრეში გადანაც-
ვლების შემდეგ, ამდენი ძილი აღარც გჭირდება. კი მაგრამ, ძვირფასო,
რამ გაფიქრებინა, რომ ტანსაცმელს საერთოდ აღარ ვიცვამდით?

704
– ჰმ... – ბენმა საჭირო სიტყვები ვეღარ მოძებნა, ჯილი კი თვალს არ
აცილებდა. ბოლოს გაეღიმა, მაგრამ თავი მაინც შეიკავა. და ბენმაც
ახლაღა გააცნობიერა, რომ აქ მოსვლის წამიდან, თუ გარე დარბაზში
მყოფებს არ ჩათვლიდა, გაცინებული არავინ ენახა.
– ამ სამოსს მხოლოდ აუცილებლობისას ვიცვამ, ახლა კი მხოლოდ
იმიტომ მაცვია, რომ სხვა, უფრო მოსახერხებელი ტანსაცმელი აღარ
დამრჩა. ვერ დავგროკე, რომ ეს სამოსი უხერხულობას გიქმნიდა, თო-
რემ იქამდე გავიხდიდი, ვიდრე მოსასალმებლად პირს გავაღებდი. უკ-
ვე ისე მივეჩვიეთ, ვითარებიდან გამომდინარე, გვეცვას ან შიშვლები
ვიყოთ, რომ არც კი გამხსენებია, რომ ეს ვინმესთვის უხერხული იქნე-
ბოდა. საყვარელო ბენ, მიდი, ბოლომდე გაიხადე ან ნუ გაიხდი. შენზეა
დამოკიდებული.
– აჰ...
– ოღონდ ამაზე ნუღარ იფიქრებ, რა, – ჯილს გაეღიმა და დაუნს მი-
უბრუნდა, – ახლა გამახსენდა, მაიკი პირველად რომ აღმოჩნდა პლაჟ-
ზე, თუმცა მაშინ ყველაფერი პირიქით იყო. გახსოვს, დაუნ?
– რა დამავიწყებს.
– ბენ, ხომ იცი, მაიკს ტანსაცმლის მიმართ როგორი დამოკიდებუ-
ლება აქვს – მის საჭიროებას ვერ იაზრებს. ადრე საერთოდ არაფერი
ესმოდა და ყველაფრის სწავლება მე მომიხდა. მაშინ ტანსაცმლის
დამცავ ფუნქციასაც ვერ მიხვდა და ძალიან გაუკვირდა, როდესაც
დაგროკა, რომ ტემპერატურის ცვლილებას მასავით ვერ ვუმკლავდე-
ბოდით. რაც შეეხება სიმორცხვეს, მაიკს ეს თვისება ზედმეტადაც აქვს
განვითარებული, მაგრამ სიშიშვლეზე არ ვრცელდება, რადგან მარსზე
მსგავსი რამ არ არსებობს და ვერც იარსებებს. ტანსაცმლის დეკორა-
ტიული დანიშნულება კი მხოლოდ მას შემდეგ დაგროკა, როდესაც
წარმოდგენებისას ეფექტის მოსახდენად ხშირად გამოცვლა დავიწ-
ყეთ. მაგრამ, ბენ, მაიკი ყოველთვის დამყოლი იყო და იმას აკეთებდა,
რასაც მე ვეუბნებოდი, მიუხედავად იმისა, ნათქვამს გროკავდა თუ
არა. ვერც კი წარმოიდგენ, ადამიანად ჩამოყალიბებისთვის რამდენი
წვრილმანი არსებობს. ჩვენ ამ ყველაფერს, ათწლეულების განმავლო-
ბაში, ნელ-ნელა ვითვისებთ, მაიკმა კი ლამის ერთ ღამეში შეისწავლა

705
და გაიაზრა. ჩავარდნები ახლაც აქვს, ჯერაც ვერ ხვდება, რას და რა-
ტომ აკეთებენ ადამიანები. ამიტომ ყველანი ვასწავლით, განსაკუთრე-
ბით მე და დაუნი. გამონაკლისი მხოლოდ პატია, რომელიც ფიქრობს,
რომ ყველაფერი, რასაც მაიკლი აკეთებს, თავისთავად უნაკლოა. მაგ-
რამ ის ტანსაცმლის რაობას დღემდე ვერ გროკავს, რადგან გროკავს
მის მცდარობას, რომ ეს ადამიანების დაშორიშორებისა და სიყვარუ-
ლის გზით მზარდი სიახლოვის ჩახშობის საშუალებაა. თუმცა ბოლოს
დროს იმასაც აცნობიერებს, რომ, ზოგჯერ, ასეთი ბარიერის არსებობა
მაინც აუცილებელია, რადგან გარეშეებთანაც გვიხდება შეხება. დიდი
ხნის განმავლობაში მაიკი მხოლოდ იმიტომ იმოსებოდა, რომ ამას მე
ვთხოვდი და ვეუბნებოდი, რომ ასე იყო საჭირო.
– რაღაცას ყვებოდი.
– ერთხელ ბახა კალიფორნიაში[171] გავემგზავრეთ. ეს ის დრო
იყო, როდესაც მე და დაუნმა ერთმანეთი გავიცანით, თუმცა მანამდეც
შევხვედროდით. ღამის გასათევად სანაპიროსთან მდებარე ერთ-ერთ
მდიდრულ სასტუმროში გავჩერდით. მაიკს ოკეანის დაგროკვა და მის
წყალში განბანა ისე ძალუმად
უნდოდა, რომ როგორც კი ინათა, არც კი გავუღვიძებივარ, ისე მი-
აშურა პლაჟს. აღარც გამხსენებია, საცურაო კოსტიუმის შესახებ რომ
არ იცოდა. ალბათ სადმე ენახა, მაგრამ დანიშნულებას ვერ ხვდებოდა
ან არაერთგვაროვანი წარმოდგენა ჰქონდა. ყოველ შემთხვევაში, იმას
ნამდვილად ვერ აცნობიერებდა, რომ წყალში ყოფნისას მისი ჩაცმა აუ-
ცილებელი იყო. ხომ იცი, იუბალი აუზს როგორ უვლის და სისუფთავეზე
ზრუნავს და მის გარეშე არავის ჩაუშვებდა. მახსოვს, ერთხელ, მის აუზ-
ში უამრავი ტანსაცლიანი რომ ჩახტა... კიდევ კარგი, წყალი უკვე გამო-
საცვლელი იყო. მოკლედ, ეს ჩვენი საბრალო მაიკი სანაპიროზე ჩავი-
და, ბოლომდე გაშიშვლდა და წყალში შევიდა – ბერძენთა ღმერთივით
გამოიყურებოდა და ზუსტად მასავით არ ჰქონდა წარმოდგენა არც
ადამიანურ და არც ადგილობრივ წესებზე. ხალხის ჟრიამულმა გამაღ-
ვიძა. უცებ გადავიცვი, გავიქეცი და ძლივს მივუსწარი, ციხიდან რომ
დამეხსნა. როდესაც ნომერში დავბრუნდით, მთელი დღე ტრანსში გა-
ატარა.

706
ჯილს ერთი წამით თვალები გაუშტერდა და უცებ დაამატა:
– მას ახლაც ვჭირდები. უნდა გავიქცე. ბენ, დამშვიდობების ნიშნად
მაკოცე. ხვალ დილას გნახავ.
– მთელი ღამე არ გეცლება?
– შეიძლება, რადგან მერვე წრეში ბევრი გვყავს გადასაყვანი. რაც
აქ ვსხედვართ, მათ მაიკი ართობდა და როგორღაც აკავებდა, მაგრამ
უკვე ნახევარ საათზე მეტი გავიდა, – ჯილი წამოდგა, ბენიც წამოაყენა,
მოეხვია, აკოცა და ჩასჩურჩულა, – ბენ, ჩემო ძვირფასო, როგორც ვხე-
დავ, ამ მხრივ მეტი გისწავლია. ოჰო!
– რას ამბობ, ყოველთვის შენი ერთგული ვიყავი. ცხადია, ჩემებუ-
რად.
– მეც ასე ვიყავი და მეც ჩემებურად. სულაც არ გსაყვედურობ... უბ-
რალოდ, ვიფიქრე, იქნებ კოცნის დახვეწაში დორკასი გეხმარებოდა-
მეთქი.
– ალბათ. შეიძლება. ცხვირს ნუ ყოფ.
– ხომ იცი, ცხვირის ჩაყოფა ყოველთვის მიყვარდა, თან მსგავს რა-
მეებში. ცოტა ხანსაც შევყოვნდები. ერთხელაც მაკოცე და ვეცდები,
დორკასი ღირსეულად შევცვალო.
– მხოლოდ შენი თავი იყავი.
– მაინც ეგ ვიქნები. ჩემი თავი. ისე, მაიკი ამბობს, რომ დორკასს ყვე-
ლაზე სრულყოფილი კოცნა გამოსდის. ის გროკავს და ისე კოცნის.
– გაჩუმდი.
ჯილი ბენის ნებას დაჰყვა. როდესაც სული მოითქვა, შესძახა:
– მერვე წრეში გადამსვლელებო, მოვდივარ, მკვირცხლი ქარივით
მოვქრივარ! დაუნ, ამ ბიჭს მიმიხედე.
– აუცილებლად მივხედავ.
– და თუ გინდა, მიხვდე, რას ვგულისხმობდი, გირჩევ აკოცო.
– სწორედ ამას ვაპირებდი.
– დროებით, ჩემო კარგებო. ბენ, კარგად მოიქეცი და დაუნს დაუჯე-
რე, – თქვა და ოთახიდან სწრაფად გავიდა, მაგრამ ისე, რომ საერთოდ
არ ჩქარობდა.
დაუნი ადგა, ბენს წინ დაუდგა და ორივე ხელი მხრებზე დაადო.

707
იუბალმა ცალი წარბი აზიდა.
– რატომღაც მგონია, თითქოს იმის თქმას აპირებდე, რომ სწორედ
ამ დროს პატარა ბიჭივით დაფრთხი.
– ეგრე არ იყო, თუმცა უმაგისობაც არ ყოფილა. სიმართლე გითხრა,
ამაზე არც ისე ბევრი მაქვს სათქმელი. მე, ასე ვთქვათ, გარდაუვალს
შევეგუე.
– სხვა არჩევანი არც გექნებოდა, – უთხრა იუბალმა თავის გაქნე-
ვით, – მახეში გაები და გასაქცევი არ დაგიტოვეს. ისღა დაგრჩენოდა,
ზავის პირობებს დასთანხმებოდი, – ერთხანს ჩუმად იყო, ბოლოს დას-
ძინა: – როგორ ვწუხვარ, რომ აქ დამკვიდრებული ცივილიზებული სამ-
ყაროს წესების გამო ჩვენი საწყალი ბიჭი ბახა კალიფორნიის ჯუნგლის
კანონების პირისპირ აღმოჩნდა.
– იუბალ, ვფიქრობ, ის უკვე აღარ არის ბიჭი.

708
თავი ოცდამეთორმეტე
ახლად გაღვიძებული ბენ კექსტონი ერთხანს ვერც იმას აცნობიე-
რებდა, სად იმყოფებოდა და ვერც იმას, თუ რა დრო იყო. გარშემო სრუ-
ლი წყვდიადი გამეფებულიყო, სამარისებურ სიჩუმეს დაესადგურები-
ნა, თვითონ კი რაღაც რბილზე იწვა, მაგრამ არა საწოლზე. სად იყო?
წინა ღამის მოვლენები მეხსიერებაში თანდათან აღიდგინა. უკა-
ნასკნელი, რაც გაახსენდა, ის იყო, თუ როგორ იწვა უშინარესი ტაძრის
რბილ იატაკზე, დაუნის გვერდით, და ხმადაბლა ელაპარაკებოდა. იქ
სწორედ ქალმა მიიყვანა, წყალში ჩაიძირნენ, გაიზიარეს, შემდეგ კი
მზარდი სიახლოვე განიცადეს.
ბენმა სიბნელეში ხელების ცეცება დაიწყო, მაგრამ ხელში მხოლოდ
სიცარიელე მოიგდო.
– დაუნ!
ოთახი ოდნავ განათდა.
– აქ ვარ, ბენ.
– მეგონა, უკვე წახვედი.
– არ მინდოდა, გამეღვიძებინე, – ბენმა შეხედა და იმედგაცრუებით
შეათვალიერა – ქალს ქურუმის სამოსი მოესხა, – უნდა წავიდე, ცის-
კრის რიტუალი იწყება. ჯილიანი ჯერ არ დაბრუნებულა. ხომ იცი, მერვე
წრეში რამდენი იყო გადასაყვანი.
ამ სიტყვებზე ბენს წინა ღამის საუბარი გაახსენდა, რამაც მასზე ასე
დამთრგუნველად იმოქმედა, მიუხედავად იმისა, რომ დაუნი ყველა-
ფერს ტაქტიანად და ლოგიკურად უხსნიდა, მალე კი მისი დამშვიდე-
ბაც შეძლო. ბენი ამ ყველაფერში ჯერაც ვერ გარკვეულიყო, სათანა-
დოდ ვერ დაეგროკა. ჯილი, როგორც ჩანდა, ისევ იმ თავის რიტუალებს
ატარებდა, საკითხავი კი ის იყო, მისთვის ეს უსიამოვნო ვალდებულე-
ბას უფრო წარმოადგენდა, თუ სასიამოვნო საქმიანობას. დაუნმაც ხომ
შესთავაზა, შეგცვლიო, რაზეც არ დათანხმდა. ბენმა კი თავისთვის აღ-
მოაჩინა, რომ ჯილის ეს გადაწყვეტილება სულაც არ სწყენია – პირი-
ქით, გაუხარდა კიდეც, ჯილმა ასე რომ დაიჟინა და დაუნი მისი დაღ-
ლილობის მიზეზით არ გაუშვა.
709
არა, ბენი ამის გამო საერთოდ არ წუხდა.
– დაუნ... აუცილებლად უნდა წახვიდე?
– უნდა წავიდე, ბენ, ძვირფასო, უნდა წავიდე, – დაუნი პირდაპირ
დნებოდა.
– ახლავე? ასე საჩქაროა?
– სიჩქარე არასდროს არსებობს, – ნაზად უპასუხა დაუნმა, ბენმა კი
აღმოაჩინა, მათ შორის ქურუმის მოსასხამი აღარ არსებობდა. ფიქრებ-
ში იმდენად გართულიყო, რომ მომხდარი ვერც კი აღიქვა.
მეორედ გაიღვიძა. როგორც კი წამოდგა, პატარა ბუდე, სადაც ახ-
ლა იმყოფებოდა, მქრქალად განათდა. გაიზმორა და მიმოიხედა. გა-
ახსენდა, რომ სრულიად შიშველი იყო, მაგრამ თავს მაინც დიდებუ-
ლად გრძნობდა. ოთახი კარგად მოათვალიერა, მაგრამ საცვალს ვერ-
სად მიაგნო და ვერც იმას იხსენებდა, სად შეიძლებოდა, დაეტოვებინა,
ისიც კი ვერ გაიხსენა, თუ როდის და რატომ გაეხადა. წყალში ყოფნი-
სას ნამდვილად არ ეცვა. იქნებ უშინარესი ტაძრის აუზთან დატოვა?
დაიმახსოვრა, რომ უკანა გზაზე გამოევლო და მოეძებნა, მერე კი სა-
აბაზანოს სავარაუდო მიმართულებით გასწია.
ცოტა ხანში პირგაპარსული და დაბანილი ბენი უშინარესი ტაძრის
გზას დაადგა, მაგრამ საცვალი არც იქ დახვედრია. ბოლოს დაასკვნა,
ალბათ ვინმემ, მაგალითად, პატრიციამ, დაინახა და შემოსასვლელ
კართან, დანარჩენ ტანსაცმელთან ერთად დაკიდაო. ბენს საკუთარ
თავზე გაეცინა, როდესაც გაახსენდა, შინაბერასავით რომ ყოყმანობ-
და, ბოლოს და ბოლოს, გაეხადა თუ არა. არადა, აქ, ბუდეში, ის ისევე
სჭირდებოდა, როგორც მეორე თავი. ამ გახსენებაზე ბენი უკვე იმაზე
დაფიქრდა, რომ წინა ღამეს, დაუნთან ერთად საკმაოდ ბევრი ალკო-
ჰოლის მიღების მიუხედავად, თავი ოდნავაც არ სტკიოდა. როგორც ახ-
სოვდა, ძალიან არ დამთვრალა, მაგრამ ჩვეულებრივზე მეტი აშკარად
დაელია – როგორც იუბალი იტყოდა ხოლმე, სასმელში ჩამხრჩვალი-
ყო.
დაუნს კი ალკოჰოლი საერთოდ არ ეკიდებოდა, რის გამოც დადგე-
ნილი ზღვრისთვის ბენსაც გადაეჭარბებინა. დაუნი... ო, რა ქალი იყო!

710
რა ქალი! ისიც კი არ სწყენია, როდესაც ვნებით გაბრუებულმა ბენმა ჯი-
ლი დაუძახა. პირიქით, სიამოვნებისგან გაიღიმა კიდეც.
ბენმა აღმოაჩინა, რომ ტაძარში სრულიად მარტო იყო და დაფიქ-
რდა, რა დრო უნდა ყოფილიყო. ეს დიდად არ აწუხებდა, უბრალოდ,
კუჭი ანიშნებდა, რომ საუზმე კარგა ხნის წინ უნდა მიეღო. სამზარეუ-
ლოს მიაშურა იმ იმედით, რომ იქ რამე მაინც დახვდებოდა, თუმცა მხო-
ლოდ ვიღაც დახვდა.
– ბენ!
– დიუკ! როგორ ხარ?
დიუკი გადაეხვია და ბეჭებზე მოუტყაპუნა.
– ბენ, რამდენი ხანია, არ შევხვედრივართ! როგორ გამიხარდა შენი
ნახვა! შენ ხარ ღმერთი. კვერცხზე რას იტყვი?
– შენ ხარ ღმერთი. მზარეულობა დაიწყე?
– როცა სხვა არავინაა, რაღა დამრჩენია. ძირითადად, ტონი მზა-
რეულობს, თუმცა ცოტ-ცოტას ყველა ვამზადებთ. მაიკიც კი ცოდვი-
ლობს, ვიდრე ტონი არ შემოუსწრებს და აქედან არ დაიფრენს ხოლმე.
მაიკი მსოფლიოში ყველაზე ცუდი მზარეულია. უარესი არ არსებობს.
დიუკმა ტაფაზე კვერცხების დახლა განაგრძო. ბენმა დახმარება
გადაწყვიტა.
– შენ ყავასა და ტოსტს მიხედე, ეს საქმე კი მე მომანდე. ვუსტერში-
რული სოუსი[172] ხომ არ გექნებათ?
– მოითხოვე და პატისგან მოგეცემაო. აი, აქ არის. დაახლოებით ნა-
ხევარი საათის წინ დაგხედე, მაგრამ ისე ხვრინავდი, თავი სამხერხაო-
ში მეგონა. რაც აქ მოხვედი, ხან მე არ მეცალა, ხან – შენ. აქამდე ამი-
ტომაც ვერ გნახე.
– აქ რას აკეთებ, დიუკ? გარდა იმისა, რომ იძულებით მზარეულობ?
– როგორ გითხრა... დიაკვანი ვარ, ერთ დღეს კი ქურუმი გავხდები,
თუმცა ამისკენ საკმაოდ ნელა მივიწევ... მაგრამ ამას არსებითი მნიშ-
ვნელობა არ აქვს. დანარჩენების მსგავსად მარსულსაც ვსწავლობ, თუ
რამე გაფუჭდება, შეკეთებაც ჩემზეა, როგორც ეს იუბალთან იყო და ასე
შემდეგ.
– ამხელა შენობის გამართვა ალბათ დიდი თავსატეხი უნდა იყოს.

711
– ბენ, თუ წყალგაყვანილობის სისტემას არ ჩავთვლით, ვერც კი და-
იჯერებ, რა ადვილია. უნდა ნახო, როგორ ართმევს თავს მაიკი გაჭე-
დილ კანალიზაციას. მთელი შენობის ელექტროაპარატურის ოთხმოც-
დაათი პროცენტი კი ამ სამზარეულოშია, და, როგორც ხედავ, აქაურო-
ბა იუბალის სახლის სამზარეულოსავით სულაც არ არის აღჭურვილი.
– რამდენიმე რთულ მოწყობილობას ცერემონიებისთვის იყენებთ,
არა?
– დიდი არაფერია. განათების მარტივი სისტემაა და სულ ეგ არის,
– დიუკმა გაიღიმა და დასძინა: – ჩემი მთავარი სამუშაო, რეალურად,
სამუშაოც არაა. სახანძრო სისტემა მაბარია.
– რაო?
– სახანძრო სისტემის ლიცენზირებული მეთვალყურე ვარ, ასევე მე-
ვალება სანიტარიისა და უსაფრთხოების დაცვა, მაგრამ ესეც ნაკლე-
ბად გვჭირდება. უბრალოდ, გარეშეები არ უნდა შემოვუშვათ, ეს არის
და ეს. გარე დარბაზში ნებისმიერს შეუძლია შესვლა, შიგ კი მხოლოდ
მაიკის ნებართვით.
საუზმე თეფშებზე გადაიტანეს და მაგიდას შემოუსხდნენ. ჭამის
დაწყებამდე დიუკმა ჰკითხა:
– ბენ, ხომ დარჩები?
– არც კი ვიცი, ეს რამდენად შესაძლებელია.
– ჰმ... იმედი მქონდა, ჩემზე გონივრულად მოიქცეოდი. თავიდან
მეც ცოტა ხნით მოვედი... აქედან წასვლის შემდეგ კი თითქმის მთელი
თვე ვყოყმანობდი. ბოლოს იუბალს ვუთხარი, რომ მივდიოდი და ალ-
ბათ აღარც დავბრუნდებოდი. ასე რომ, მნიშვნელობა არ აქვს, ახლა
წახვალ თუ არა – ადრე თუ გვიან, მაინც დაბრუნდები. ამაღამ წყლის
გაზიარების ღამე გექნება და, გირჩევ, იქამდე ნაჩქარევ გადაწყვეტი-
ლებას ნუ მიიღებ.
– წყლის გაზიარების ღამე?
– დაუნს არ უთქვამს, ან ჯილს?
– არა... რაღაც არ მახსენდება...

712
– ესე იგი, არც უთქვამთ. მაშინ მაიკი აგიხსნის... თუმცა არა, არ
ღირს. დღეს ისედაც ყველა ამაზე დაგელაპარაკება – წყლის გაზიარე-
ბაზე, ხომ გროკავ? შენ ხომ ერთ-ერთი პირველხმობილი ხარ.
– პირველხმობილი? მგონი, დაუნი ახსენებდა ამ სიტყვას.
– ასეთი მხოლოდ რამდენიმე ხართ – ვინც მაიკის წყლისმიერი მოძ-
მეები მარსულის შესწავლის გარეშე გახდით. როგორც წესი, სხვებთან
წყალს იქამდე არ იზიარებს, ვიდრე მეშვიდე წრეს არ გადალახავენ და
მერვე წრეში არ გადაინაცვლებენ, რადგან, იმ დროისთვის, ისინი უკვე
ფიქრსაც მარსულად იწყებენ. ზოგმა მათგანმა მარსული ჩემზე უკეთ
იცის, რადგან, როგორც ერთ-ერთმა პირველხმობილმა, ამ ენის შესწავ-
ლა მხოლოდ ბუდეში მოსვლის შემდეგ დავიწყე. ცხადია, აკრძალული
სულაც არ არის, რამეთუ არაფერია აკრძალული, რომ წყალი მერვე
წრის მიღმა მყოფთანაც გაიზიარო. მაგალითად, თუ მომინდება, ბარში
გოგოს ავაგდებ, წყალს გავუზიარებ და ლოგინში შემოვიტყუებ, მერე კი
ტაძარშიც მოვიყვან და მოსწავლედ დავაყენებ. მაგრამ ამას არ ვაკე-
თებ. საქმე ისაა, რომ ასე მოქცევა არც მინდა. მსგავს რამეს მხოლოდ
ისეთ შემთხვევაში გავაკეთებ, თუ მივიჩნევ, რომ ამას მართლაც ექნე-
ბა აზრი – თავიდან გარე დარბაზში მივიყვან, სადაც მაიკი გამოცდის
და გადაწყვეტს, დატოვოს თუ არა. ბენ, ერთ ვარაუდს გამოვთქვამ: უკ-
ვე კარგა ხანია, აქ ხარ და, ალბათ, რომელიმე მაგარ გოგოსთან მაგა-
რი სექსიც გქონდა, არა?
– აჰ... კი, ერთთან.
– ასეც ვიცოდი, მაგრამ, ამიერიდან, ქალთან ვეღარ დაწვები, თუ ის
შენი წყლისმიერი მოძმე არ იქნება.
– ჰმ...
– დამიჯერე. ამაზე ერთ წელიწადში ვილაპარაკოთ და ვნახავთ,
რასაც მეტყვი. კარგი, ეს დავივიწყოთ. ზოგჯერ მაიკი მიიჩნევს, რომ
მასთან წყლის გასაზიარებლად, შეიძლება, მეშვიდე წრის მიღმა მყო-
ფიც მზად იყოს. ერთხელ ბუდეში მცხოვრები ერთი წყვილი ამოარჩია
და წყალი შესთავაზა. იმ დროისთვის, ეს წყვილი, მხოლოდ მესამე
წრეში გადასულიყო. ახლა კი უკვე ქურუმები არიან – სემი და რუთი.
– არ შევხვედრივარ.

713
– ამაღამ შეხვდები, თუ მანამდე არ გადაეყრები სადმე – დარწმუნე-
ბით თქმა მხოლოდ მაიკს შეუძლია. ზოგჯერ ბუდის განსაკუთრებულ
წევრს დაუნი, იშვიათად, პატიც არჩევს ხოლმე, მაგრამ მესამე წრის
იქით დაწინაურებაში აღარ მონაწილეობენ და იმაშიც დარწმუნებული
ვარ, რომ საბოლოო დასტურს მაინც მაიკისგან იღებენ. ეს სულაც არ
მოეთხოვებათ, მაგრამ მაინც ასე იქცევიან. მოკლედ, ვინც მერვე წრემ-
დე მიაღწევს, მისთვის წყლის გაზიარებისა და მზარდი სიახლოვის
დრო დგება. ადრე თუ გვიან, ის მეცხრე წრეშიც გადავა და, საბოლო-
ოდ, ბუდის ნაწილიც გახდება. ახალ მოძმეთა მიღებას, და, როგორც წე-
სი, ისინი წყვილები არიან, მთელი ბუდე ესწრება. შენ უკვე ხარ ბუდის
ნაწილი, მაგრამ, აქამდე, შენი მიღების ცერემონია არ გამართულა.
ამიტომ ამაღამ სხვა ყველაფერი გადადეს, რათა ბუდეში ოფიციალუ-
რად მიგიღონ. ჩემს შემთხვევაშიც ასე იყო, – დიუკს ერთი წამით მზერა
გაუშეშდა, – ბენ, ეს სამყაროში ყველაზე საოცარი რამეა.
– მაინც ვერ ვხვდები, რას გულისხმობ.
– ისეთ წვეულებაზე თუ ყოფილხარ, აურზაურით, პოლიციის დაცე-
მითა და ერთი-ორის გაშველებით რომ დამთავრებულა?
– ჰმ... კი, ყოფილა მსგავსი.
– ჩათვალე, რომ ეგ საკვირაო სკოლის პიკნიკი იყო და ესეც მხო-
ლოდ ერთი ასპექტია. ცოლი გყოლია?
– არა.
– ახლა უკვე დაქორწინებული ხარ, უბრალოდ, ამის შესახებ ჯერ არ
იცი, მაგრამ დღევანდელი ღამის შემდეგ თავადაც დარწმუნდები, –
დიუკი ერთხანს ჩაფიქრდა, გაიღიმა და კვლავ ბენს შეხედა, – ოდეს-
ღაც ცოლი მყავდა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მერე კი ცხოვ-
რება ჯოჯოხეთად მექცა. ამჯერად
ყველაფერი რიგზეა, გამუდმებით, და ეს ძალიან მომწონს! ბენ, იმას
კი არ ვგულისხმობ, რომ მხოლოდ მაგარ ქალებთან გორაობა მისწორ-
დება – ჩემი ყველა წყლისმიერი მოძმე მიყვარს, ორივე სქესისა. აი, მა-
გალითად, პატი ავიღოთ. ის ჩვენთვის დედასავითაა, ყველასთვის და
აქ არავინ მეგულება, არც კაცი, არც ქალი, ამას რომ არ აფასებდეს,
თუნდაც მიიჩნევდეს, რომ მისი ზრუნვა უკვე აღარ სჭირდება. პატი... პა-

714
ტი, უბრალოდ, ყველაფერია... იუბალს მაგონებს... მაგ ბებერ არამზა-
დას კი ურჩევნია, აქ ერთხელ მაინც მობრძანდეს და სიტყვა დაგვისვე-
ლოს! თუმცა ახლა იუბალი მხოლოდ იმიტომ ვახსენე, რომ სქესის არ-
სის მეორეხარისხოვნება მეჩვენებინა. მგონი ძალიან გავუტიე...
– ვინ გაუტია? – უკნიდან მსუყე კონტრალტო გაისმა.
დიუკი უცებ შებრუნდა.
– მე არა, შე ლევანტელო კუზიანო მეძაო! მოდი, მოძმე ბენს აკოცე.
– ამისთვის შემზადებაც არ მჭირდება, – თქვა ქალმა და მათკენ და-
იძრა, – არც არასდროს დამიშურებია, – ბენს ნაზად აკოცა, – შენ ხარ
ღმერთი.
– შენ ხარ ღმერთი. წყალს ვიზიარებთ.
– დაე, არასოდეს მოწყურებულიყავი. დიუკს ნუ უსმენ. მისი ქცევით
თუ ვიმსჯელებთ, ძალიან ტუტუცი და განებივრებული ბავშვი უნდა ყო-
ფილიყო, – ქალმა ახლა დიუკს აკოცა, უფრო ხანგრძლივად, ვიდრე
დიუკმა განიერ გავაზე არ მოუთათუნა. ბენმა შენიშნა, რომ ამ დაბალ
და პუტკუნა ქალს მუქი კანი და ლამის წელამდე ჩამოტალღული შავი,
ფაფარივით თმა ჰქონდა, – დიუკ, სადმე „ქალბატონების საოჯახო
ჟურნალი“ ხომ არ დაგინახავს? – დიუკის მხარს მიღმა ჩანგალს გადას-
წვდა და კვერცხის ჭამა დაიწყო, – რა გემრიელია. შენი მომზადებული
არ უნდა იყოს.
– ბენმა მოამზადა. ეგ ჟურნალი რა ჯანდაბად უნდა მენახა?
– ბენ, ოციოდე კვერცხი ამავე რეცეპტით ათქვიფე, რა და მე შევ-
წვავ. სხვებსაც ხომ უნდა ვაჭამოთ. რაღაც სტატია იყო რემონტზე, პატ-
რიციასთვის უნდა მეჩვენებინა.
– კარგი, – თქვა ბენმა და კვერცხის ასათქვეფად წამოდგა.
– აქაურობის გადაკეთება არც იფიქროთ, თორემ წავალ! და ბო-
ლომდე ნუ შეჭამ ცოტა მაინც დამიტოვე, – გააპროტესტა დიუკმა, –
გგონია, კაცებს საწვავის გარეშე არსებობა შეგვიძლია?
– აბა, აბა, ბიჭუნი – წყლის გაზიარება წყლის სიუხვეა. ბენ, როგორც
უკვე გითხარი, დიუკის ლაქლაქს ყურადღებას ნუ მიაქცევ, როდესაც ქა-
ლები და საჭმელი არ აკლია, კრავივით უწყინარი ხდება. არადა, სამი
კაცის სამყოფს ჭამს, – დიუკს ჩანგლით ლუკმა პირში ჩაუდო და ისევ

715
განაგრძო ჭამა, – ასე რომ, დამშვიდდი, მეორე საუზმეს მე მოგიმზა-
დებ... თუ ეს შენთვის უკვე მესამე იქნება?
– დღეს პირველად ვჭამდი და ისიც შენ შემიჭამე. რუთ, სწორედ ახ-
ლა ვუყვებოდი ბენს, როგორ გადააბიჯეთ პირდაპირ მეცხრე წრეში.
მგონი, ამღამინდელ წყლის გაზიარების რიტუალთან დაკავშირებით
რაღაც ეჭვები აქვს.
რუთმა დიუკის თეფში ბოლომდე მოასუფთავა და დანარჩენების-
თვის საუზმის სამზადისს შეუდგა.
– დიუკ, აქედან მოუსვი და რამეს გამოგიგზავნი. ყავის წაღება არ
დაგავიწყდეს. ფინჯანი აიღე და მოცოცხე. ბენ, როდესაც ჩემი დრო მო-
ვიდა, მეც ვღელავდი, მაგრამ სანერვიულო არაფერია, რადგან მაიკს
არასდროს ეშლება. შენი ადგილი სწორედ აქ არის. წინააღმდეგ შემ-
თხვევაში, ახლა აქ არ იქნებოდი. აპირებ დარჩენას?
– აჰ... სამწუხაროდ, არ შემიძლია. აი, პირველი პორცია შესაწვავად
მზად არის.
– აბა, მომეცი. მაშინ აუცილებლად დაბრუნდები, და ოდესმე მოვა
დრო, როდესაც დარჩები კიდეც. დიუკმა მართალი თქვა. მე და სემმა
მართლაც დიდი ნახტომი გავაკეთეთ... ჩემნაირი ჩვეულებრივი, თავ-
შეკავებული შუახნის დიასახლისისთვის ყველაფერი მეტისმეტად
სწრაფად მოხდა.
– შუახნის?
– ბენ, დისციპლინის ერთ-ერთი დადებითი მხარე ისიც არის, რომ
სულის წრთობას სხეულის წრთობაც მოჰყვება. ამ საკითხში ქრისტია-
ნული მეცნიერების ეკლესია სრულიად მართალია. აქ ყოფნისას სადმე
წამალი შენიშნე?
– არა.
– არც გვაქვს. რამდენმა ადამიანმა გაკოცა?
– რამდენიმემ.
– მე კი, როგორც ქურუმმა, უამრავს ვაკოცე, მაგრამ ვირუსიც არ შემ-
ყრია, არადა მუდამ სუსტი ჯანმრთელობის მქონე ერთი მოწუწუნე ქა-
ლი ვიყავი, – გაიღიმა რუთმა, – მაგრამ ახლა იმაზე უფრო

716
ქალური ვარ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ, აღარც ავადმყოფობა
მაწუხებს, ოცი ფუნტი დავიკელი და თავსაც ბევრად ახალგაზრდულად
და მსუბუქად ვგრძნობ – მომწონს ქალად ყოფნა, როგორც დიუკმა მო-
მიხსენია, ლევანტელი მეძავეობა. უფრო მოქნილიც გავხდი და მოს-
წავლეებთან ყოფნისას, მუდამ ლოტოსის პოზაში ვზივარ, ადრე კი უბ-
რალოდ დახრასა და გამართვას ძლივს ვახერხებდი... ამ დროს თავ-
ბრუც კი მეხვეოდა. მაგრამ მერე ყველაფერი უცებ მოხდა. სემი ადგი-
ლობრივ უნივერსიტეტში აღმოსავლურ ენებს ასწავლიდა, ამ ტაძარში
სიარული კი მარსული ენის შესასწავლად დაიწყო. მას მხოლოდ პრო-
ფესიული ინტერესი ამოძრავებდა და აქ სხვა არაფერი იზიდავდა. მე-
რე რაღაც ჭორებს მოვკარი ყური და, ვინაიდან ძალიან ეჭვიანი ცოლი
ვიყავი, მარსულის გაკვეთილებზე მეც დავიწყე სიარული. და ასე, ნელ-
ნელა, მესამე წრემდე მივაღწიეთ.
სირთულის მიუხედავად, სემი მარსულ ენას მაინც იოლად ითვისებ-
და, მე კი გამუდმებით მოღუშული დავყვებოდი და დიდი მონდომები-
თაც ვსწავლობდი, რადგან მისი მხედველობის არეალიდან გაშვება
არ მინდოდა. და უცებ სასწაული მოხდა! თანდათან მარსულად დავიწ-
ყეთ ფიქრი... მაიკლმა ეს იგრძნო და მესამე წრის ერთ-ერთი შეხვედ-
რის შემდეგ, გვთხოვა, დავრჩენილიყავით. იმ საღამოს მაიკლმა და
ჯილიანმა წყალი გაგვიზიარეს. და მივხვდი – ყველაფერი, რასაც სხვა
ქალებში ვერ ვიტანდი, მეც მახასიათებდა. გავაცნობიერე, რომ ჩემი
ქმარი უნდა შემძულებოდა იმის გამო, რომ ასე მოქცევის უფლებას მაძ-
ლევდა და იმის გამოც, რასაც თვითონ უკეთებდა საკუთარ თავს. მთე-
ლი დღე ვტიროდი და მოვთქვამდი – ინგლისურად, თუმცა ივრითული
ჩანართებით, რითაც სემს საშინლად მოვაბეზრე თავი. ერთი სული
მქონდა, ტაძარში დავბრუნებულიყავით, წყალი გაგვეზიარებინა და
მზარდი სიახლოვეც შეგვეგრძნო.
ამის შემდეგ ყველაფერი შედარებით გაიოლდა, მაგრამ არც იმდე-
ნად, რადგან, როგორც იცი, მე და სემი რამდენიმე წრეს გადაგვახტუ-
ნეს. მაიკლმა იცოდა, რომ დახმარება გვჭირდებოდა და უნდოდა,
უსაფრთხო და მყუდრე ბუდეში, რაც შეიძლება, მალე დავებინავები-
ნეთ. აქ სიმშვიდე მართლაც მოვიპოვეთ, მაგრამ ამგვარმა ნახტომმა

717
სხვა გართულებები წარმოშვა. როდესაც წყლის გაზიარებისა და ბუდე-
ში მიღების დრო მოვიდა, საშინლად ავნერვიულდი. არა, ბუდეში მოხ-
ვედრა მართლა ძალიან მინდოდა, რადგან თუ ამ გზას ერთხელ მაინც
დაადგები, უკან დასახევი აღარ გრჩება, მაგრამ დარწმუნებული არ ვი-
ყავი, რომ შვიდ უცხო ადამიანსაც შევეწყობოდი. ეს სულელური შიში
იყო, ისეთმა პანიკამ მომიცვა, რომ სემს ლამის ვემუდარებოდი, შინ
დავბრუნებულიყავით, – რუთი ერთხანს გაჩუმდა, მაღლა იყურებოდა,
არ იღიმოდა, მაგრამ სახეზე ნეტარება გამოსახოდა. ცალ ხელში კოვ-
ზმომარჯვებული პუტკუნა ანგელოზივით იდგა, – როდესაც უშინარეს
ტაძარში შევედით, თვალები მკვეთრმა სინათლემ მომჭრა და, უეც-
რად, ჩვენი ტანსაცმელიც გაუჩინარდა... დანარჩენები უკვე აუზში გვე-
ლოდნენ და მარსულად სიცოცხლის წყლის გასაზიარებლად გვიხმობ-
დნენ. მეც, აბა, რაღა დამრჩენოდა, ყოყმანით ჩავედი აუზში და, მას
შემდეგ, იქიდან არც ამოვსულვარ. ასე რომ, ბენ, ნუ შეშინდები, გირჩევ,
დამშვიდდე. გარწმუნებ, მარსულ ენასაც ისწავლი, დისციპლინასაც და
ჩვენს ყოველწამიერ მზრუნველობასაც მიიღებ. ამაღამ აუღელვებლად
ჩადი აუზში. ჩვენც იქ ვიქნებით და დაგეხმარებით, გულში ჩაგიკრავთ
და სახლში კეთილად მობრძანებას მოგილოცავთ. ახლა კი ეს თეფში
დიუკს წაუღე და გადაეცი, რომ საშინელი ღორმუცელა, თუმცა
უსაყვარლესი ვინმეა. ეს კი შენი თეფშია, რა თქმა უნდა, თუ კიდევ
შეგიძლია ჭამა. ახლა კი მაკოცე და გაიქეცი, რუთს აქ საქმეები აქვს.
ბენმა თეფშები წაიღო და აღმოაჩინა, რომ მადა ჯერ კიდევ შერჩე-
ნოდა. დიუკს თეფში მიუტანა და უკან გამობრუნდა. გზად, ერთ ოთახში,
მძინარე ჯილს წააწყდა, მის შემხედვარეს კი გაუელვა, რომ დაუნს იმა-
ზე მეტად ჰგავდა, ვიდრე თავიდან ფიქრობდა. უცებ ჯილმა თვალები
გაახილა და გაუღიმა.
– შენ ხარ ღმერთი, ძვირფასო. რა მადისაღმძვრელი სუნია.
– შენ კი მადისაღმძვრელად გამოიყურები. მაგრამ შენი გაღვიძება
არ მინდოდა, – ბენი მიუახლოვდა და პირში ლუკმა ჩაუდო, – ჩემი ნა-
ხელავია, თუმცა რუთიც დამეხმარა.

718
– ვიცი... რა გემრიელია. დიუკმა მითხრა, რომ რუთი სამზარეულოში
ლექციას გიტარებდა და გამაფრთხილა, ხელი არ შემეშალა. არ გა-
გიღვიძებივარ, უბრალოდ ვთვლემდი. მთელი ღამე არ მიძინია.
– საერთოდ?
– არა, მაგრამ თავს მაინც კარგად ვგრძნობ. უბრალოდ, ძალიან
მომშივდა. შენ როგორ გეძინა?
– ცოტა წავუძინე, – უპასუხა ბენმა და მის ხელით ჭმევას შეუდგა.
– შენ კი დაგისვენია, მაგრამ დაუნმა ერთი-ორი საათით მაინც თუ
წაუძინა?
– კი, უფრო მეტიც.
– მაშინ კარგად იქნება. ახლა, ადრინდელთან შედარებით, ბევრად
ნაკლები ძილიც გვყოფნის. დარწმუნებული ვიყავი, არ მოიწყენდით და
ტკბილი ღამე გექნებოდათ, მაგრამ ვნერვიულობდი, რომ დასვენებას
ვერ მოახერხებდა.
– კი, ნამდვილად მშვენიერი ღამე გავატარეთ, მაგრამ, ცოტა არ
იყოს, გამიკვირდა, ჩემი თავი ასე რომ დაუთმე.
– გულისხმობ, რომ შოკირებული იყავი? ბენ, შეიძლება, იმაზე უკეთ
გიცნობდე, ვიდრე შენ იცნობ საკუთარ თავს. გუშინ ეჭვიანობა გღრღნი-
და, დღეს კი, ხომ ხედავ, მსგავსი აღარაფერი გაწუხებს.
– მგონი, ასეა.
– ძალიან კარგი. გუშინ მეც მშვენიერი და ბედნიერი ღამე მქონდა,
რადგან ვიცოდი, რომ საიმედო ხელში დაგტოვე – ჩემზე უკეთეს ხელში.
– არა, ასე ნუ ამბობ!
– ეჭვის ნამცეცებს ვგროკავ, მაგრამ ამაღამ მათაც წყლით ჩამოვ-
რეცხავთ, – ჯილი წამოჯდა, ხელი დივნის მეორე ბოლოსკენ გაიშვირა.
კექსტონმა დაინახა, მაგიდიდან სიგარეტის კოლოფი როგორ გამოფ-
რინდა და მის ხელში აღმოჩნდა.
– შენც გისწავლია ხრიკები?
– ცოტა, – გაუღიმა თავიდან ოდნავ შეცბუნებულმა ჯილმა, – განსა-
კუთრებული არაფერია. როგორც ჩემი მასწავლებელი იტყოდა, ჯერ
მხოლოდ კვერცხი ვარ.
– ამას როგორ აკეთებ?

719
– როგორ და მარსულად დავუსტვინე და ჩემკენ გამოიქცა... ჯერ სა-
განი უნდა დაგროკო, შემდეგ კი ის, რაც ამ საგნით გინდა გააკეთო...
მაიკ! – ჯილმა ხელი დაუქნია, – აქ ვართ, ჩემო კარგო!
– მოვდივარ, – მარსელი ადამიანი ბენს მიუახლოვდა, ხელებში მო-
კიდა და წამოაყენა, – ერთი კარგად დამენახე, ბენ! ღმერთმანი, რო-
გორ მიხარია შენი ნახვა!
– მეც მიხარია შენი ნახვა და ისიც, აქ რომ ვარ.
– და ყველანაირად ჩაგებღაუჭებით, რომ სამუდამოდ ჩვენთან დაგ-
ტოვოთ. სამ დღეში წასვლა როგორ შეიძლება? სამი დღე რა მოსატა-
ნია!
– მეტი ხნით გაჩერებას, სამწუხაროდ, ვერ ვახერხებ.
– ვნახოთ, ვნახოთ. გოგონები შენი საღამოს წვეულებისთვის ემზა-
დებიან. გაკვეთილები და სხვა მსახურება გადავდეთ – ამისთვის ნამ-
დვილად ღირდა.
– პატიმ უკვე მთელი განრიგი გადააკეთა, – უთხრა მაიკს ჯილმა, –
უბრალოდ, შენ აღარ შეგაწუხა. დანარჩენს დაუნი, რუთი და სემი მიხე-
დავენ და ყველაფერს ისე მოაგვარებენ, როგორც საჭიროა. გარდა
ამისა, პატიმ დილის წარმოდგენაც საკუთარ თავზე აიღო. ასე რომ, შენ
მთელი დღე თავისუფალი გექნება.
– ძალიან კარგი, – მაიკი ჯილს ჩამოუჯდა, მისი თავი კალთაში ჩა-
იდო, ბენიც გვერდზე მოისვა, ხელი გადახვია და ამოიხვნეშა. ისევე ეც-
ვა, როგორც დიდ დარბაზში ქადაგებისას, ოღონდ ახლა ფეხშიშველი
იყო.
– ბენ, ქადაგებას ხელი არასდროს მოკიდო. მთელი დღე და ღამეე-
ბი გამუდმებით აქეთ-იქით დავრბივარ, ხალხს კი იმას ვუხსნი, რომ ამ-
გვარი აჩქარება საჭირო არ არის. ამ პლანეტაზე ყველაზე მეტი შენი,
ჯილისა და იუბალის მმართებს, მე კი ორი დღის განმავლობაში ვერ
მოვიცალე, მენახე და წესიერად მოგსალმებოდი. აბა, მითხარი, რო-
გორ ხარ? თუმცა ვხედავ, მშვენივრად უნდა იყო. დაუნმაც მითხრა, რომ
კარგ ფორმაში ხარ.
– კი, კარგად ვარ, – უპასუხა ბენმა და იგრძნო, როგორ წითლდებო-
და.

720
– ძალიან კარგია, რადგან დღეს ველურ ტომთა აღზევების ღამეა!
მაგრამ მე შენში მოთმინებას ვგროკავ. გახსოვდეს, დასასრულს იმაზე
განახლებული იქნები, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ. განა ასე არაა, ჩემო
ციდა მოძმე?
– ბენ, მართლა ასეა. ამას რომ მიხვდე, ყველაფერი საკუთარი თვა-
ლებით უნდა ნახო და განიცადო. მაგრამ ნუ იღელვებ, მაიკი ამისთვის
ძალას შეგმატებს, მორალურსაც და ფიზიკურსაც. ცოტათი მეც დაგეხ-
მარები, მაგრამ მაიკს ეს ნამდვილად შეუძლია.
– ჯილი დაგეხმარება. ჩვენი ციდა მოძმე ყველას საყრდენია. წუ-
ხელ სწორედ ასე იყო, – ჯილს ღიმილით შეხედა და წაუმღერა:
ჯილის მსგავს ქალს ვერ იპოვით,
რომც გაჩხრიკოთ მილიონი,
ტკბილი ტარტი გაგისინჯავთ?
უტკბესია ჯილიანი!
– ჯილ, განა ასე არ არის?
– ოოფ, დაუნიც ზუსტად ჩემნაირია, შენც ხომ იცი, – უპასუხა ქებით
აშკარად ნასიამოვნებმა ჯილმა და ხელზე მიეფერა.
– ჰო, მაგრამ, ახლა აქ შენ ხარ... ის კი ქვემოთაა და სავარაუდო კან-
დიდატებს ესაუბრება. ანუ დაუნი ახლა დაკავებულია, შენ კი არა, რაც
თქვენ შორის განსხვავებას აჩენს. ბენ, ასე არ არის?
– შესაძლოა, – უპასუხა კექსტონმა, რომელსაც თავისთვის აღმოე-
ჩინა, რომ მათი ასეთი გაუცნობიერებელი ქცევა, თუნდაც ამ ზედმიწევ-
ნით თავისუფალ გარემოში, თანდათან სულ უფრო აღიზიანებდა. ან ეს
ღლაბუცი უნდა შეეწყვიტათ, ან აქედან წასვლის ნება მიეცათ.
მაიკს ერთი ხელი, ჯერ კიდევ, ბენისთვის ჰქონდა გადახვეული, მე-
ორით კი ჯილს იხუტებდა. და ბენი იძულებული იყო, ეღიარებინა, რომ
ამის გაკეთებისკენ სწორედ ჯილი აქეზებდა.
– ბენ, წუხანდელი ღამის მსგავსი, ანუ, როდესაც მეშვიდედან მერვე
წრეში ამდენი ერთად ინაცვლებს, ძალიან მაფორიაქებს, – სერიოზუ-
ლი ხმით დაიწყო მაიკმა, – ნება მომეცი, მეექვსე წრის მოწაფეების-
თვის სათქმელი გაგიზიარო: ჩვენ, ადამიანებს, რაღაც ისეთი გვაქვს,
რაზეც ჩემს ყოფილ ხალხს ოცნებაც არ შეეძლო. უბრალოდ, არ შეეძლო

721
და მორჩა. არადა, ძალიან ძვირფასი რამეა... ეს უკვე კარგად ვიცი,
რადგან მის გარეშე საკმაოდ დიდხანს მიცხოვრია, – მაიკი ერთხანს
ჩუმად იყო, ფიქრობდა, მერე კი გააგრძელა: – მამრად და მდედრად,
მამაკაცად და ქალად ყოფნა უდიდესი დალოცვაა.
– ბრწყინვალე სიმართლეა, მაიკ და ბენმაც იცის, რომ ეს სრული
ჭეშმარიტებაა. გეხვეწები, სიმღერა დაუნისთვისაც დაწერე, რა.
– კარგი.
არდენი, ჩვენი კოხტა დაუნი
(ეს მის მზერაში დაგროკა ბენმა)
ყოველი დღისთვის ყიდულობს კაბებს,
მაგრამ შარვლები მიჰყიდა ვერამ!
– უკვე უმღერე? – ახითხითდა ჯილი.
– კი და მაგრად დამცინა. მაგრამ ბენისთვის გადმოსაცემი კოცნაც
დამიტოვა. ნეტავი, სამზარეულოში ვინმე იქნება? ახლაღა გამახსენ-
და, რომ ორი დღეა, არაფერი მიჭამია ან, შეიძლება, წლებია...ზუსტად
არ ვიცი.
– მგონი, რუთი ჯერაც იქ არის, – თქვა ბენმა, მაიკისგან თავი გაითა-
ვისუფლა და წამოდგა, – წავალ, ვნახავ.
– მოიცა, დიუკს ვეტყვი. დიუკ! სამზარეულოში გადი, რა, იქნებ ვინმე
მომინახო, ვინც ბლომად ნამცხვარს გამომიცხობს და ნეკერჩხლის სი-
როფსაც გამიმზადებს.
– კარგი, მაიკ, – გამოსძახა დიუკმა.
ბენი ერთხანს ყოყმანობდა – აქაურობა რაიმე მიზეზით დაეტოვები-
ნა თუ კიდევ დარჩენილიყო. უკვე აპირებდა, რაღაც მაინც მოეფიქრე-
ბინა, რომ, უეცრად, გვერდით გაიხედა...
– იუბალ, ამ ნაწილს საერთოდ არ მოგიყვებოდი, ჩემი ესოდენ დი-
დი შეწუხებისა და მღელვარების მიზეზს რომ არ ხსნიდეს. მართლა
ვნერვიულობ, ყველა მათგანზე – დიუკზე, რა თქმა უნდა, ჯილზე და მა-
იკის ყველა მსხვერპლზე, მათ შორის, თვითონ მაიკზეც. იმ დილას,
გაღვიძებისას, თავი დავიმშვიდე, რომ ყველაფერი, ასე თუ ისე, რიგზე
იყო – თუმცა, ირგვლივ გაუგებარიც ბევრი ხდებოდა. მაიკმა კი მარ-
თლაც მოახდინა შთაბეჭდილება და ლამის დანარჩენებივითაც მომა-

722
ჯადოვა. ერთობ ძლევამოსილი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს,
თავდაჯერებული და მობილიზებული ჩანს. მაგრამ მან... არა, ორივემ,
იმდენად საშინელი უხერხულობა მაგრძნობინეს, რომ, მომენტს ვეძებ-
დი, როგორმე დივნიდან ავმდგარიყავი. მერე მათკენ გავიხედე და
თვალებს არ დავუჯერე – ზურგშექცევით ხომ მხოლოდ ხუთ წამზე ნაკ-
ლები დროის განმავლობაში ვიჯექი, მაიკს კი თავისი ტანსაცმლის ბო-
ლომდე გაქრობა მოესწრო და უკვე იწყებდნენ კიდეც... არადა, ამ
დროს, იმ ოთახში, კიდევ სამი თუ ოთხი ადამიანი ტრიალებდა... ისე
იქცეოდნენ, როგორც მაიმუნები ვოლიერში!
იუბალ, ისეთ შოკში ჩავვარდი, რომ კინაღამ მთელი საუზმე ამო-
ვარწყიე.

723
თავი ოცდამეცამეტე
– მერე რა ქენი? ტაშით არ გაამხნევე? – ჰკითხა იუბალმა.
– ჯანდაბა, მაშინვე იქაურობას გავეცალე. მთავარი კარისკენ მოვ-
ცოცხე, ტანსაცმელი და ფეხსაცმელები რომ ამეღო. ჩანთა დამავიწ-
ყდა, მაგრამ მისთვის აღარ მცხელოდა. ნეტავი, კართან მიმაგრებული
აბრის წარწერისთვის მაინც მიმექცია ყურადღება და გარეთ გასვლამ-
დე ჩამეცვა, ამის ნაცვლად ამოიიღლიავებული ტანსაცმლით პირდა-
პირ ამტყორცნი მილისკენ გავიქეცი. ისე წამოვედი, არავის დავმშვი-
დობებივარ.
– ფრიად ხისტად მოქცეულხარ.
– კი, ეგრე იყო, მაგრამ უნდა წამოვსულიყავი. ასეთი ფაციფუცის გა-
მო, კინაღამ დავიღუპე კიდეც. ხომ იცი, ჩვეულებრივი ამტყორცნი მი-
ლები...
– არა, არ ვიცი.
– მოკლედ, როდესაც გადაადგილდება, ისეთი შეგრძნება გაქვს,
თითქოს შედედებულ რძეში რბილად იძირებოდე. მაგრამ, ახლა, ვიძი-
რებოდი კი არა, მეექვსე სართულის სიმაღლიდან ვვარდებოდი! და
სწორედ იმ დროს, როდესაც გავაცნობიერე, რომ ეს, შეიძლებოდა, ჩემი
უკანასკნელი შეცდომა ყოფილიყო, თითქოს რაღაცამ დამიჭირა – არა
უსაფრთხოების ბადემ ან რამე მსგავმა, არამედ რაღაც უხილავმა ძა-
ლამ. ზუსტად ვერ მივხვდი. მაიკს ამ მექანიზმის მთლიანად შეკეთება
ან მისი ჩვეულებრივი ამტყორცნი მილით ჩანაცვლება მოუწევს.
– სწორედ, ამიტომ ვსარგებლობ კიბით ან, აუცილებლობის შემ-
თხვევაში, ჩვეულებრივი ლიფტებით, – ჩაიდუდღუნა იუბალმა.
– რას ვიფიქრებდი, ასეთი სარისკო თუ იქნებოდა. მაგრამ იქ ხომ
უსაფრთხოებაზე მხოლოდ დიუკი ზრუნავს, მისთვის კი მაიკის ყოველი
სიტყვა სახარებასავითაა. იუბალ, იქ ყველაფერი უფსკრულისკენ მი-
ექანება. ყველა ერთმა ადამიანმა დააჰიპნოზა... ეს ადამიანი კი, ერ-
თმნიშვნელოვნად, შეშლილია. რა უნდა მოვიმოქმედოთ?
იუბალმა ტუჩი მოიკვნიტა და ჩაფიქრებულმა ჩაიბურდღუნა:

724
– მოდი, ჯერ ის განვიხილოთ, ნანახი რამდენად სწორად გააანა-
ლიზე. სახელდობრ რომელი ასპექტი გაწუხებს?
– რა ვიცი... ყველაფერი!
– ვითომ? ჯერჯერობით მხოლოდ ერთი მაგალითი მოგყავს. ეს, არ-
სობრივად სრულიად უწყინარი რამ კი, ჩემთვის ახალი სულაც არ ყო-
ფილა... ორივემ მშვენივრად ვიცოდით, რომ ეს პირველად, დაახლოე-
ბით ორი წლის წინ, სავარაუდოდ, ამ სახლში ან მის შემოგარენში მოხ-
და. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მხრივ პრობლემა არც მე მქონია და
არც შენ. რამდენადაც ვიცი, ამავე ახალგაზრდა ქალბატონთან და ის
ნამდვილად ქალბატონია, ამ სახის ურთიერთობა შენც გქონია, თანაც
არაერთხელ. ამაზე ადრეც გვილაპარაკია და ჩემი ვარაუდის გამო არც
თავი გიგრძნია შეურაცხყოფილად. ასე რომ, ახლა პირდაპირ გკითხავ:
ამის გამო რატომ ავარდი?
– იუბალ, ჯანდაბა, ამას შენს მისაღებში გააკეთებდი?
– რა თქმა უნდა, არა, თუ ყველაფერი ჩუმად და მალულად არ მოხ-
დებოდა, ვთქვათ, ღამე რომ დანარჩენებისთვის სრულიად შეუმჩნევე-
ლი დარჩენილიყო. ამ შემთხვევაში კი ეს ჩემი საქმე არაა და არც ცხვი-
რის ჩაყოფას ვაპირებ, მით უმეტეს, რომ არც ჩემს მისაღებში მომხდა-
რა, ხოლო სხვის სახლში ქვევის წესების დადგენას ნამდვილად არ ვა-
პირებ. ის მაიკის სახლია, მაიკის ცოლია და წესებიც მისია. მე რატომ
უნდა ჩავერიო ან შენ რა გესაქმება? როდესაც სტუმრად მიდიხარ, მა-
შინ იქაური წესებიც უნდა გაითვალისწინო. ეს ხომ ცივილიზებული ქცე-
ვის უნივერსალური წესია.
– ანუ იმის თქმას ცდილობ, რომ ეს შოკის მომგვრელი არ არის?
– ახლა უკვე სულ სხვა საკითხი წამოჭერი. სხვების თვალწინ ამის
კეთება, ჩემი აზრით, სრული საზიზღრობაა და ჩემთვის კატეგორიუ-
ლად მიუღებელია, როგორც მონაწილის, ისე დამკვირვებლის თვალ-
საზრისით... მაგრამ, ამ შემთხვევაში, მხოლოდ ჩემი ადრეული აღ-
ზრდის გავლენით ვგროკავ. მაშინ ასე გვასწავლიდნენ, ახლა კი, კა-
ცობრიობის დიდი, საკმაოდ დიდი ნაწილი, სულ სხვაგვარად ფიქ-
რობს. ნურც ის დაგვავიწყდება, რომ ორგიის კულტურას საკმაოდ ხან-
გრძლივი და გეოგრაფიულად გაშლილი ისტორია აქვს. მაგალითად,

725
ჩემთვის, ესეც სრულიად მიუღებელია, მაგრამ შოკი მეტისმეტია. ჩემი
შოკირება მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როდესაც ეთიკის თვალ-
საზრისით შეურაცხმყოფენ. ეთიკა კი, როგორც წესი, ლოგიკასთანაა
კავშირში, რაც უკვე გემოვნების ამბავია. ძველ გამოთქმას თუ დავე-
სესხებით De gustibus non est disputandum[173].
– ანუ სახალხოდ ტყნაური გემოვნების ამბავია?!
– სწორედ ასეა. თანაც ხომ გახსოვს, რომ ჩემი გემოვნებაც იმ ად-
რეული აღზრდიდან მომდინარეობს, იმ ეპოქაში აქვს ფესვები გადგმუ-
ლი და სამი თაობის ჩვევებსაც ეყრდნობა. ამრიგად, გემოვნება უკვე
იმდენად მაქვს ფორმირებული, რომ დარწმუნებული ვარ, აღარ შემეც-
ვლება, მაგრამ ის არც იმდენად საკრალურია, როგორც ნერონის სრუ-
ლიად განსხვავებული გემოვნება გახლდათ, უფრო ნაკლებადაც, რა-
მეთუ ნერონი,
ჩემგან განსხვავებით, ღმერთი იყო.
– ჩემს პირში... თუ რამეს ვხვდებოდე!
– ფრთხილად, მართლა ეგრე არ დაგემართოს... და, ბენ, ეს სახალ-
ხოდ ნამდვილად არ მომხდარა.
– რაო?
– რაც მოყევი, ასე ჩანს. შენ მათ მაგალითზე მხოლოდ ჯგუფური თე-
ოგამიის[174] ფორმა აღწერე – არა სახალხო, არამედ უკიდურესად
პრივატული. ისინი ამბობენ: „აქ სხვა არავინაა, მხოლოდ ჩვენ, ღმერ-
თები“[175] – ასე რომ, მითხარი, ვისთვის უნდა ყოფილიყო შეურაც-
ხმყოფელი?
– ჩემთვის იყო!
– ეგ იმიტომ, რომ შენი პირადი აპოთეოზი იმაზე ნაკლული იყო,
ვიდრე მათი. ვშიშობ, უბრალოდ, გადაგაფასეს... ისინი შეაცდინე, მათი
პროვოცირება მოახდინე.
– მე? იუბალ, მსგავსი არაფერი ჩამიდენია.
– დედიკო, ტომმა თოჯინა გამიტეხა... თავში ჩავარტყი და გატ-
ყდა... მე თუ მკითხავ, იქ მისვლისთანავე უნდა გამობრუნებულიყავი,
რადგან თავიდანვე კარგად დაინახე, შენთვის რამდენად განსხვავე-
ბული წესებითა და ჩვეულებებით ცხოვრობდნენ. მაგრამ არ წამოხვე-

726
დი და სანაცვლოდ რა გააკეთე? დარჩი და იქაური ქალღმერთის და-
გემოვნებით ისიამოვნე, მისი აღქმით სწორედ ღმერთივით მოიქეცი. ეს
შენც იცოდი და ისინიც ზუსტად ხვდებოდნენ, მაიკის შეცდომა კი მხო-
ლოდ ისაა, რომ შენი თვალთმაქცობა გულწრფელობად მიიჩნია. მას
ერთი ღმერთის სადარი სისუსტე ახასიათებს – მისთვის ეჭვი სრულიად
უცხოა, მით უმეტეს, წყლისმიერი მოძმეების მიმართ. ზოგჯერ დიდი
ადამიანებიც ცდებიან, მაგრამ, იქნებ ეს მისი მთავარი ძალაცაა, რაც
უკვე მისი ადრეული აღზრდიდან მომდინარეობს და რისგანაც ვეღარ
გათავისუფლდება? ასე რომ, ბენ, მაიკი საკუთარი აღზრდიდან გამომ-
დინარე იქცეოდა, შენი საქციელი კი სულაც არ გამოდგა მოსაწონი.
– ჯანდაბა, იუბალ, ახლა ყველაფერს ატრიალებ და მეტი არაფერი!
სწორედ ისე მოვიქეცი, როგორც უნდა მოვქცეულიყავი. დროულად გა-
მოვასწარი. კინაღამ ხალიჩაზე ამოვარწყიე!
– ანუ ახლა რეფლექსზე გადაბრალება დაიწყე? ნებისმიერ ადამი-
ანს, რომლის მენტალური ასაკიც თორმეტ წელზე მეტია, შეუძლია, თა-
ვი იქამდე მაინც შეიკავოს, რომ უნიტაზამდე მიაღწიოს, რის შემდეგაც
დაბრუნდება და მომხდარის გამო ბოდიშსაც მოიხდის, ნაცვლად იმი-
სა, რომ პანიკაში ჩავარდეს და გარეთ გავარდეს.
– ეგ საკმარისი არ იქნებოდა. როგორც გითხარი, იქიდან უნდა წა-
მოვსულიყავი.
– ვიცი, მაგრამ ეს მხოლოდ რეფლექსის გამო არ გაგიკეთებია, რო-
მელიც, მაქსიმუმ, კუჭს ამოგიბრუნებდა, მაგრამ შენს ფეხებს გაქცევის-
კენ ნამდვილად ვერ მომართავდა. რეფლექსი ვერ გაიძულებს, ტან-
საცმელს დაავლო, კისრისტეხით გავარდე, უკანმოუხედავად გაიქცე
და მილში ჩახტე. ბენ, ეს პანიკა იყო. ასე რატომ დაპანიკდი?
ბენი დიდხანს იყო ჩუმად, ბოლოს ამოთქვა:
– იუბალ, ახლა დავფიქრდი და მივხვდი, რომ სუფთა ფარისეველი
ხეპრე ვარ.
იუბალმა თავი გააქნია და გადაჭრით უთხრა:
– შენი საქციელი წამიერად ნამდვილად ეგეთი იყო, მაგრამ არა ფა-
რისევლური მოტივაციით განპირობებული. ფარისეველი ის არის, ვინც
ცდილობს, წესიერების თაობაზე საკუთარი წარმოდგენა დანარჩენებ-

727
საც თავს მოახვიოს და ბუნებრივ მოცემულობად წარმოაჩინოს. შენ კი
ამ ერთობ გავრცელებული ბოროტებისგან თითქმის სრულიად ხარ თა-
ვისუფალი. ბენ, შენ შემგუებელი ტიპი ხარ, იმასაც ეგუები, რაც წესიე-
რების შენეულ ნორმებს საერთოდ არ შეესაბამება. იქ სანაცვლოდ მარ-
თლაც შეუგნებელი, თავისნათქვამა და ჯიუტი ფარისეველი რომ ყოფი-
ლიყო, იმ სასიამოვნო სვირინგებიან ქალბატონსაც უდიერად მოექ-
ცეოდა და მაშინვე გამოვარდებოდა. ახლა კი უფრო ღრმად ჩაეძიე.
გინდა, მიგანიშნო?
– ჰო, კარგი იქნებოდა. ერთადერთი, რაც ზუსტად ვიცი, ისაა, რომ
უკიდურესად ვარ დაბნეული და ამ ყველაფრის გამო თავსაც ცუდად
ვგრძნობ. მაიკის ამბავიც მაღელვებს. სწორედ ამიტომ დავიძვრინე
თავი და მაშინვე აქეთ გამოვიქეცი.
– ძალიან კარგი. მოდი, ერთი ჰიპოთეტური სიტუაცია განვიხილოთ:
მახსოვს, ერთი ქალი, სახელად რუთი, ახსენე, რომელსაც იქ შეხვდი,
ძმურად აკოცე და ელაპარაკე კიდეც.
– ეგრეა.
– ახლა წარმოიდგინე, რომ იმ სცენაში მაიკი და რუთი მონაწილე-
ობდნენ და არა მაიკი და ჯილი. მაინც ასე იქნებოდი შოკირებული?
– რაო? რა თქმა უნდა, ვიქნებოდი.
– მაინც რამდენად შოკირებული? გულისრევამდე? პანიკამდე მიხ-
ვიდოდი?
კექსტონი ერთხანს ხმას არ იღებდა, ბოლოს ერთბაშად ამოთქვა:
– არა მგონია. შეწუხებული და დაბნეული ვიქნებოდი, მაგრამ, უბ-
რალოდ, რამეს მოვიმიზეზებდი და სამზარეულოში ან სადმე სხვაგან
გავიდოდი, მერე იქიდან წამოსვლის მიზეზსაც მოვიფიქრებდი. ახლა
კი იმ გამოქცევის გამო თავს ძალიან სულელურად ვგრძნობ.
– ვითომ მართლა მოიფიქრებდი იქიდან წამოსვლის საბაბს? ან იქ-
ნებ უკვე მოუთმენლად ელოდი ბუდეში მიღების ღამის წვეულებას?
– ჰმ... – ბენი დაფიქრდა, – როცა ეს მოხდა, მაგ საკითხთან დაკავ-
შირებით ჯერ კიდევ არ ვიყავი ჩამოყალიბებული. არ უარვყოფ, რომ ეს
ყველაფერი მართლა ძალიან მაინტერესებდა, მაგრამ ბოლომდე მი-
ყიდულიც არ ვყოფილვარ.

728
– ძალიან კარგი, ბენ. ბოლოს და ბოლოს, შენს ნამდვილ მოტივა-
ციასაც მივადექით.
– ვითომ?
– ეს უკვე თავადვე თქვი. ახლა კი ყველაფერი კარგად გაიაზრე და
გამოსავალიც მოძებნე.
ბენი უბედური გამომეტყველებით იჯდა, ტუჩებს იკვნეტდა, ბოლოს
კი თქვა:
– კარგი, კარგი. მაიკთან რუთი რომ ყოფილიყო, ეს შოკში არ ჩამაგ-
დებდა. გარკვეულ დისკომფორტს შემიქმნიდა, მაგრამ ასე ნამდვი-
ლად არ იმოქმედებდა. ჯანდაბა, ჟურნალისტურ საქმიანობაში ზოგ-
ჯერ ისეთებს გადააწყდები, ამის შემდეგ, ძნელია, რამემ შოკი მოგგვა-
როს. მართალია, ჩემი ასეთი რეაქციის მიზეზს ფესვები უფრო ღრმად
აქვს გადგმული. იქ რუთი რომ ყოფილიყო, იქნებ თვალიც გამეპარები-
ნა, თუმცა, საბოლოოდ, მაინც მგონია, რომ ოთახიდან გავიდოდი. ასე-
თი რამეები ინტიმურ გარემოში უნდა ხდებოდეს. ყოველ შემთხვევაში,
მე ნამდვილად ასე ვფიქრობ, – ბენმა მცირე პაუზის შემდეგ დასძინა: –
მთავარი მიზეზი ჯილზე ეჭვიანობაა. გული მართლა ძალიან მეტკინა.
– ყოჩაღ, ბენ.
– არადა, მაშინ შემეძლო დამეფიცა, რომ საერთოდ არ ვეჭვიანობ-
დი. იუბალ, უკვე ვიცოდი, რომ წაგებული მქონდა და მარცხსაც დიდი
ხნის წინ შევგუებოდი, მაგრამ ახალმა გარემოებებმა ძალიან ცუდად
იმოქმედა. სწორად გამიგე. ჯილი მაშინაც მეყვარებოდა, ორპესოიანი
მეძავი რომ ყოფილიყო, რაც, რა თქმა უნდა, ასე არ არის, მაგრამ ეს
უცნაური ჰარამხანა ჩემთვის ყოვლად წარმოუდგენელი და მიუღებელი
მოვლენა აღმოჩნდა... თუმცა კი, იქაურობის გადასახედიდან, ჯილის
საქციელში ამორალური არაფერი ყოფილა.
– ვიცი, – თავი დაუქნია იუბალმა, – გეთანხმები, რომ ჯილიანი
მსგავსი გარყვნილებისთვის სრულიად უუნაროა. შინაგანად იმდენად
უმანკოა, რომ, უბრალოდ, არ შეუძლია, ამორალური იყოს, – წარბები
შეიჭმუხნა და განაგრძო: – ბენ, ჩვენ უკვე შენი პრობლემის ფესვებს მი-
ვუახლოვდით. და ვშიშობ, არც ერთს გვახასიათებს იმდენად ანგელო-

729
ზური უბიწოება, რომ ამ ადამიანთა სრულყოფილ მორალს ჩავსწვდეთ
და გავიაზროთ კიდეც.
– მართლა ფიქრობ, რომ მათი საქციელი მორალურია? – გაიოცა
ბენმა, – ზოოპარკის მაიმუნებივით იქცევიან და მორჩა?! იმის თქმას
ვცდილობ, რომ ჯილი, უბრალოდ, საკუთარი საქციელის ამორალურო-
ბას ვერ ხვდება, რადგან გონება მაიკისგან აქვს არეული, მაგრამ ამას
ვერც მაიკი აცნობიერებს. ის არის ადამიანი მარსიდან, რომელიც აქ
ჩამოსვლისას, ადამიანებთან მიმართებაში, იმთავითვე არამოგებიან
მდგომარეობაში აღმოჩნდა. მისთვის აქ ყველაფერი უცხო და უცნაური
იყო, არის და, ალბათ, მომავალშიც ასე დარჩება.
– ბენ, საკმაოდ რთული საკითხი წამოჭერი, მაგრამ ვეცდები, პირ-
დაპირი პასუხი გაგცე. მგონია, რომ ისინი – ანუ ბუდის დანარჩენი ბი-
ნადრები და არა ჩემი ბავშვები – საკუთარი მორალის შესაბამისად იქ-
ცევიან. როგორც შენ აღწერე, ასეცაა. დეტალებში ჩაღრმავების შესაძ-
ლებლობა კი არ მქონია, რათა იქაურ ჯგუფურ ორგიებზე, ღია და სირ-
ცხვილით შეუნიღბავ ურთიერთობებზე, კომუნის ტიპის საცხოვრებლის
მოდელზე ან მათ ანარქიულ ვნებებზე უკეთესად მემსჯელა, განსაკუთ-
რებით კი მათ უანგარო და უშურველ მონდომებაზე, რათა ეს სრულყო-
ფილი მორალი სხვებამდეც მიიტანონ.
– იუბალ, პირდაპირ გაოგნსებული ვარ, – კექსტონმა თავი მოიქექა,
– თუ მართლა ასე ფიქრობ, მაშინ რატომ არ უერთდები? სიამოვნებით
მიგიღებენ, ამას ელიან კიდეც. დიდი ზარ-ზეიმით შეგხვდებიან, განსა-
კუთრებით დაუნი, რომელიც ფეხებსაც დაგიკოცნის და ყველა დანარ-
ჩენისთვისაც მზად იქნება. საერთოდ არ ვაჭარბებ.
– უფ, არა, – თავი გააქნია იუბალმა, – ორმოცდაათი წლის წინ კიდევ
ჰო... მაგრამ ახლა? ეჰ, ბენ, ჩემო მოძმე, ამგვარი უმანკოებისთვის პო-
ტენცია აღარ დამრჩა... სექსუალურ პოტენციას არ ვგულისხმობ, ასე
რომ, ახლავე ჩამოირეცხე ეგ ცინიკური ღიმილი. ბოროტებისა და უიმე-
დობის სასტიკი დაღი იმდენად დიდხანს ვატარე, რომ უმანკოების და-
საბრუნებლად სიცოცხლის წყალში განბანა ჩემთვის უკვე დაგვიანებუ-
ლია. თუ, რა თქმა უნდა, ის ოდესმე მაინც მქონია...

730
– მაიკი ფიქრობს, რომ შენი წილი უმანკოება მაინც გაქვს, თუმცა კი
ამ სიტყვას არ იყენებს, დაუნმა ex officio[176] საუბრისას მითხრა.
– მაიკს ნამდვილად დიდი პატივი დაუდია, მისი ილუზიების დან-
გრევას არ ვისურვებდი. მაიკი ჩემში საკუთარ ანარეკლს ხედავს... მე
ხომ პროფესიით სარკე ვარ.
– მშიშარასავით ლაპარაკობ.
– მართალს ბრძანებთ, სერ, მაგრამ მე უფრო ის მაწუხებს, რომ ამ-
გვარი უმანკოების მატარებელთ, ადრე თუ გვიან, სასტიკ სამყაროს-
თან მოუწევთ შეჯახება. მსგავსი მცდელობები ადრეც ყოფილა, მაგრამ
ამ სამყარომ ყველა უკვალოდ გადასანსლა. მაგალითად, ადრეული
ხანის ქრისტიანები ავიღოთ თავიანთი ანარქიზმით, კომუნიზმითა და
პოლიგამიით. სხვათა შორის, იმ მოძმურ კოცნასაც პრიმიტიული, ად-
რექრისტიანული ელფერი დაჰკრავს. ვფიქრობ, მაიკს, ეს ჩვეულება
სწორედ აქედან უნდა აეღო, რადგან, რასაც აკეთებს, ყველაფერი აშ-
კარად გამოხატული სინკრეტიზმით ხასიათდება, განსაკუთრებით დე-
დებთან დაკავშირებული ის რიტუალი, რომელიც შენ აღწერე, – იუბალ-
მა წარბები შეიჭმუხნა, – თუ მან ეს ადრექრისტიანული რიტუალებიდან
აიღო და მხოლოდ იმიტომ არ დაუმკვიდრებია, რომ გოგონების კოცნა
უყვარს, მაშინ, ჩემი ვარაუდით, იქ ერთმანეთს კაცებიც უნდა კოცნიდ-
ნენ.
– მგონი, ასეცაა, – ჩაიფრუტუნა ბენმა, – მაგრამ თვალში ასე ადვი-
ლად არ მოგხვდება. ერთხელ კინაღამ გავები, მაგრამ დროულად გა-
ვეცალე.
– მაიკის ბუდე ონეიდას კოლონიას[177] მაგონებს, რომელმაც საკ-
მაოდ დიდხანს იარსება, თუმცა ის ნაკლებად დასახლებულ ადგილას
მდებარეობდა და არა დიდი ქალაქის შუაგულში, როგორც ეს ბუდეა ან-
კლავის სახით ჩადგმული. მსგავსი მაგალითი სხვაც ბევრი არსებობდა
და ყველას საკმაოდ სევდიანი ისტორია აქვს: ისინიც თანასწორობასა
და სიყვარულს ქადაგებდნენ, დიდებული მოლოდინები და მაღალი
იდეალები ამოძრავებდათ, მაგრამ გამუდმებული დევნის გამო ბო-
ლოს ყველაფერი კრახით მთავრდებოდა, – იუბალმა ამოიხვნეშა, –

731
ბენ, თუ აქამდე მხოლოდ მაიკზე ვღელავდი, ახლა უკვე ყველა მათგან-
ზე დავიწყე ფიქრი.
– ღელავ? მაშინ მე რაღა უნდა ვთქვა? იუბალ, პირდაპირ ვიტყვი,
რომ ამ იდეალისტური თეორიის მიღება არაფრით შემიძლია. რასაც
ისინი აკეთებენ, მართლა არასწორია!
– ნუთუ? ისევ ის ბოლო შემთხვევა ხომ არ გალაპარაკებს?
– შეიძლება... მაგრამ მხოლოდ ნაწილობრივ.
– დამიჯერე, მეტწილად ასე იქნება. ბენ, სექსუალური ურთიერთო-
ბის ეთიკა მეტისმეტად ჩახლართული საკითხია, ამიტომ ყველა ჩვენ-
განმა ისეთ მეთოდს უნდა მივაგნოთ, რომლითაც იმ სრულიად აბსურ-
დულ, იმთავითვე უსარგებლო და მტრულ საზოგადოებრივ აზრს გავუმ-
კლავდებით, რომელსაც „მორალს“ უწოდებენ. უმეტესობამ იცის, გუ-
ლის სიღრმეში მაინც ხვდება, რომ საზოგადოებრივი აზრი, ჩვეულებ-
რივ, ცდება და მის დარღვევასაც ცდილობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ
მას დანეგელდსაც[178] ვუხდით, სახალხოდ თვალთმაქცურად ვუხ-
რით ქედს, ხოლო, დარღვევის შემთხვევაში, სინდისის ფარულ ქენჯნა-
საც განვიცდით. ასეა თუ ისე, ეს მკვდარი მორალი, რომელიც კისერზე
ყულფივით შემოგვხვევია,
მაინც თავის ჭკუაზე მიგვერეკება. ვიცი, რომ თავს თავისუფალ ადა-
მიანად მიიჩნევ და, შესაბამისად, ამ მორალსაც არღვევ, მაგრამ რო-
დესაც სექსუალური ხასიათის ეთიკას შეეჩეხე, რაც შენთვის სრულიად
ახალი აღმოჩნდა, გაუცნობიერებლად, იმავე იუდეურ-ქრისტიანული
მორალით შეაფასე, რომელსაც, ცნობიერად თავადვე არ ემორჩილე-
ბი. თანაც ეს იმდენად ბუნებრივადაც მოხდა, რომ გულისრევა დაგეწ-
ყო, რამაც საკუთარ სისწორესა და მათ სიმცდარეში კიდევ უფრო და-
გარწმუნა. შენი კუჭის აწრიალება მხოლოდ იმ სტერეოტიპების გამო-
ძახილია, რომლებიც, ჯერ კიდევ, რაციონალურად მსჯელობის დაწყე-
ბამდე შეიძინე.
– შენს კუჭზე რაღას იტყოდი?
– მე მაიკის მხრიდან იდეალური ადამიანური ეთიკის შექმნის მშვე-
ნიერი მცდელობის დანახვა მაინც შემიძლია და ტაშს ვუკრავ მის მიხ-
ვედრილობას, რომ ამგვარი ეთიკა იდეალურ სექსუალურ ქცევას უნდა

732
ეფუძნებოდეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს სექსუალური ტრადიციების
ისეთ რადიკალურ ცვლილებებს მოითხოვს, რომლებიც ადამიანთა
უმეტესობას დააფრთხობს – სხვათა შორის, შენი ჩათვლით. ამის გამო
მართლა ძალიან ვაფასებ, ვფიქრობ, ფილოსოფიური საზოგადოების
ყოველწლიურ ჯილდოზეც უნდა წარმედგინა. მორალური საკითხებით
დაინტერესებული ფილოსოფოსების უმეტესობა, ცნობიერად თუ გაუც-
ნობიერებლად, ჩვენი კულტურის სექსუალურ მორალს არსობრივად
ყოველთვის სწორად მიიჩნევდა – ოჯახი, მონოგამია, სტაბილურობა,
განმარტოების აუცილებლობა, რამაც შენზე ასე მძიმედ იმოქმედა, სა-
ქორწინო სარეცლის შებღალვის აკრძალვა და ასე შემდეგ. ისინი
ჩვენს კულტურულ მორალს მთლიანობაში განიხილავდნენ და ისეთ
აბსურდულ დეტალებსაც უკირკიტებდნენ, როგორიცაა ამ ურთიერთო-
ბების საჯარო განხილვის ეთიკურობა ან არის თუ არა გარყვნილების
ელფერის მატარებელი ქალის ძუძუს თემა. მაგრამ ყველაზე მეტად მა-
ინც იმაზე მსჯელობდნენ, თუ როგორ უნდა ეიძულებინათ ადამიანი-
ცხოველი ამ მორალს ბოლომდე დამორჩლებოდა და სრულიად უგულ-
ვებელყოფდნენ იმის დიდ ალბათობას, რომ ამავე ადამიანებში არსე-
ბული გულისტკივილისა და ტრაგედიების უმეტესობა, თავად ამ მორა-
ლიდან უფრო მომდინარეობდა, ვიდრე იქიდან, რომ მას არ მისდევ-
დნენ.
და მოვიდა მარსელი ადამიანი, შეხედა ამ საკრალურად მიჩნეულ
მორალს და ერთბაშად უარყო. არ ვიცი, სექსუალური ურთიერთობის
კონკრეტულად რომელ ეთიკას მისდევს მაიკი, მაგრამ იმ ცოტაოდენი-
დან გამომდინარე, რაც მომიყევი, აშკარად ვხედავ, რომ ის დედამიწა-
ზე არსებული ყველა დიდი სახელმწიფოს კანონებს არღვევს, დიდი
რელიგიების მიმდევართაც გააცოფებს და გულგრილს არც აგნოსტი-
კოსებსა და ათეისტებს დატოვებს. საბრალო ბიჭი, რამდენ რისხვას
დაიტეხს...
– იუბალ, კიდევ ერთხელ გიმეორებ – ბიჭი აღარ არის, კაცია,
ზრდასრული ადამიანი.
– არის კი „ადამიანი“? მეც მაინტერესებს. შენივე თქმით, ეს მარსე-
ლის ერზაცი, ამტკიცებს, რომ სექსი ბედნიერების ერთობლივად გან-

733
ცდის საშუალებაა, რაშიც ბოლომდე ვეთანხმები: სექსს ნამდვილად
უნდა მოჰქონდეს ბედნიერება, მაგრამ ჩვენ, ადამიანები, მას ხშირად
ერთმანეთის გულის ტკენისთვის ვიყენებთ.
ბედნიერება თუ არა, საიმოვნება მაინც ხომ უნდა მოგვიტანოს. ამის
საწინააღმდეგოს კი მართლა ვერავინ დამისახელებს. მორალი გვეუბ-
ნება: „არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა“[179]. სა-
პასუხოდ რა ხდება? იძულებითი უბიწოება, მრუშობა, ეჭვიანობა, ოჯა-
ხური კონფლიქტები, აყალმაყალი და მკვლელობები. ოჯახები ინგრე-
ვა, ბავშვები ბედის ანაბარა რჩებიან... იქმნება გულის ამრევად ბინძუ-
რი ადგილები ცეკვის ან სხვა მსგავსი საბაბით ერთმანეთთან შესახ-
ვედრად, რაც დაქორწინებული თუ თავისუფალი მამაკაცებისა და ქა-
ლების საბოლოო დეგრადაციასაც განაპირობებს. მითხარი, ამ ცნებას
ოდესმე იცავდნენ? ცნების იმ ნაწილს ვგულისხმობ, სადაც ნათქვამია,
რომ „არა გული გითქმიდეს“ და არა უკვე განხორციელებულ აქტს.
მართლა მაინტერესებს. თუ ადამიანი ბიბლიაზე დაიფიცებს, რომ, მხო-
ლოდ ამ ცნების დაცვის მიზნით, არასდროს ჰქონია ფარული ვნება
მოყვასის ცოლის მიმართ, უპირობოდ ვივარაუდებ, რომ ეს ადამიანი
ან თავს იტყუებს, ან სექსუალურ დისფუნქციასთან გვაქვს საქმე. ნების-
მიერი მამაკაცი, რომელიც ბავშვის ჩასახვისთვისაა მომწიფებული,
რაც შეიძლება, მეტი ქალის დაუფლების ფარული ან ღია მისწრაფები-
თაა შეპყრობილი, მიუხედავად იმისა, თუ რამდენად ახერხებს სურვი-
ლისთვის ხორცის შესხმას.
და მოვიდა მაიკი და ამბობს: „აღარ გითქმიდეთ გული ცოლისათ-
ვის ჩემისა... შეიყვარეთ იგი. მისი სიყვარულისთვის საზღვრებს არ გი-
წესებთ; ყველანი მხოლოდ მივიღებთ და არაფერს დავკარგავთ, გარ-
და შიშისა და დანაშაულის განცდისა, სიძულვილისა და ეჭვიანობისა“.
ეს შემოთავაზება კი ისეთივე გულუბრყვილოა, როგორც დაუჯერებე-
ლი. თუ სწორად მახსოვს, ამგვარად გულუბრყვილონი მხოლოდ ცივი-
ლიზაციამდელი ესკიმოსები იყვნენ, რომლებიც დანარჩენი კაცობ-
რიობისგან იმდენად იყვნენ იზოლირებულნი, რომ მათთვისაც თავი-
სუფლად შეგვეძლო „მარსელი ადამიანები“ გვეწოდებინა. თუმცა
ჩვენს სიკეთეებს მალე ვაზიარეთ, შედეგად, უზრუნველი და ბედნიერი

734
არსებობის ნაცვლად, ახლა უკვე მათაც იციან, რა არის მრუშობა და
უმანკოება. ნეტავი, ამით რა მოიგეს? ბენ, რას ფიქრობ?
– მაგრად მკიდია ესკიმოსობა, გმადლობ.
– მეც. გაფუჭებული უმი თევზი ნაღველს მიღიზიანებს.
– ჰო, ეგეც არის, მაგრამ ახლა ცხელ წყალსა და საპონს უფრო ვგუ-
ლისხმობდი. ხომ იცი, როგორი აზიზი ვარ.
– ჩემზეც იგივე ითქმის. ისეთ სახლში დავიბადე, რომელშიც იგლუ-
ზე ნაკლები წყალგაყვანილობა გვქონდა, ამრიგად ბავშვობაში დაბ-
რუნება სულაც არ მინდა, თუმცა გაფუჭებული თევზის ჭამას ნაჩვევ
ხალხს არც დაუბანლობა შეაწუხებდა.. ნებისმიერ შემთხვევაში, ამ უც-
ნაური სამზარეულოსა და ღარიბი საცხოვრებლების მიუხედავად, ეს-
კიმოსები მაინც მთელ პლანეტაზე ყველაზე ბედნიერ ხალხად მიიჩნე-
ოდა. ამ ბედნიერების მიზეზს ჩვენ, ალბათ, ვერასდროს ჩავსწვდებით,
მაგრამ ის კი აშკარაა, რომ თუ მცირედი უბედურება ოდესმე მაინც უგ-
რძნიათ, ამის მიზეზი ეჭვიანობა არასდროს გამხდარა. ისინი სიხარუ-
ლით თხოულობდნენ სხვისას და ანათხოვრებდნენ საკუთარ მეუღლე-
ებს, რაც ორივე მხარეს აძლევდა ხელს და, რაც ყველაზე მთავარია, ეს
მათ არ აუბედურებდა.
ამიტომ ძალიან მინდება, ვიკითხო: ვინ აფრენს? მაიკი და ესკიმო-
სები თუ ჩვენ? და ნურც იმით ვიმსჯელებთ, რომ ამგვარი ჯგუფური
სპორტი შენთვის და ჩემთვის ასატანია, რადგან ჩვენი საბოლოოდ
ფორმირებული გემოვნება, ამ შემთხვევაში, საღ აზრად არ გამოდგება.
აბა, მიმოიხედე, თვალი მოავლე ამ ბნელ სამყაროს და მითხარი – განა
მაიკის მიმდევრები დანარჩენებზე ბედნიერნი ან უბედურნი არიან?
– მე, მხოლოდ მათ მესამედს თუ ველაპარაკე, იუბალ, მაგრამ... კი,
ბედნიერები იყვნენ, თანაც იმდენად, რომ მათი ბედნიერება გადამლა-
შებულიც მომეჩვენა. ასეთ რამეს არ ვენდობი. ძაღლის დამარხული
თავის სუნი მცემს.
– იქნებ თავად დამარხე?
– ეგ როგორ?
– მხოლოდ ახლა გავიაზრე ის სამწუხარო ფაქტი, რომ შენი აზროვ-
ნება, არც ისე დიდ ასაკში, უკვე საბოლოოდაა ფორმირებული. თავზე

735
ბრინჯის ფაფა გათოვდა, შენ კი უკოვზოდ იდექი. სულ რაღაც, სამი
დღეც რომ დარჩენილიყავი და ის მიგეღო, რასაც გთავაზობდნენ, ასე
დაჟინებით გთავაზობდნენ, ჩემს ასაკში ამ ყველაფერს უდიდესი სი-
ამოვნებით გაიხსენებდი. შენ კი, შე, ჯერ კიდევ, ახალგაზრდა იდიოტო,
წინ გადაშლილი გზა უაზრო ეჭვიანობას გადააკეტვინე. ბენ, დამერ-
წმუნე, შენს ასაკში სიამოვნებით გავხდებოდი ესკიმოსი და ბედნიერიც
ვიქნებოდი, იმ წყალობის გამო, რომ თავიანთ წიაღში ასე თავისუფ-
ლად შემიშვეს – ტაძარში სიარულისა და მარსული ენის სწავლის გა-
რეშე. ახლა ისეთი აღშფოთებული ვარ, რომ თავს მხოლოდ იმით ვიმ-
შვიდებ, რომ ოდესმე ამას ძალიან ინანებ. ასაკი სიბრძნეს არ გვმა-
ტებს, მაგრამ შესაძლებლობებს ნამდვილად გვაჩვენებს... ყველაზე
სევდიანი კი ის არის, რომ უკან მოხედვისას შორს, ძალიან შორს და-
ლანდავ ყველა იმ ცდუნებას, რომლებსაც ოდესღაც გვერდი აუარე და
ზურგი აქციე. სანანებელი მეც ბევრი მაქვს, მაგრამ ეს ყველაფერი არა-
ფერია იმის ფონზე, რაც, ჩემდა სასიხარულოდ, დღეიდან შენ უნდა ინა-
ნო.
– ყველაფერს გაფიცებ, აღარ მორჩები?
– კაცი ხარ თუ რა ხარ?! ვცდილობ, ფაქტისთვის თვალი გაგასწორე-
ბინო. რას მიზიხარ და მეწუწუნები?! წესით, ახლა ბუდისკენ უნდა მიფ-
რინავდე. მიასწარი, ვიდრე კარზე პოლიცია მისდგომიათ. ჯანდაბა,
ოცი წლით ახალგაზრდა მაინც რომ ვყოფილიყავი, მაიკის ეკლესიას
აუცილებლად შევუერთდებოდი!
– კარგი, მოვრჩეთ ჩემზე ლაპარაკს. მაიკის ეკლესიაზე რას ფიქ-
რობ?
– შენ არ მითხარი, ეკლესია კი არა, ენის კურსებიაო?
– ჰმ... კი და არა. იქაურობა ჭეშმარიტებას ეფუძნება, იმ ჭეშმარიტე-
ბას, რომელიც მაიკმა ადამიანებს მარსელი უხუცესებისგან მოუტანა.
– უხუცესები? ჰაჰ, მათ, ჯერ კიდევ, არარად მივიჩნევ.
– მაიკს კი სჯერა.
– ბენ, ადრე ერთ საქმოსანს ვიცნობდი, რომელიც დარწმუნებული
იყო, რომ საქმიან რჩევებს თვით ალექსანდრე ჰამილტონის[180] აჩ-
რდილისგან იღებდა, რასაც მხოლოდ ამ ადამიანის რწმენა ადასტუ-

736
რებდა. როგორც უნდა იყოს... ჯანდაბა, გამუდმებით ეშმაკის ადვოკა-
ტობა რატომ უნდა მიხდებოდეს?
– ახლა რაღა მოხდა?
– ბენ, ყველაზე დაცემული ფარისეველი რელიგიით მოვაჭრე ცოდ-
ვილია. მაგრამ, დაე, ეშმაკს თავისი მიეგოს. მაიკს ნამდვილად სჯერა
იმ „უხუცესებისა“ და სჯეროდეს, მთავარია, რომ მათით არ ვაჭრობს
და მხოლოდ სხვებს ასწავლის იმას, რისიც თვითონაც სჯერა. პირიქით,
საკუთარი სათქმელის უკეთ საილუსტრაციოდ რიტუალებსა და ადა-
თებს სხვადასხვა რელიგიებსაც დაესესხა. შენ მიერ აღწერილი ყველა
დედათა რიტუალი დიდად არ მომწონებია, მაგრამ ამით ქალური საწ-
ყისის მნიშვნელობა წარმოაჩინა, ამრიგად, სრულიად მისაღები იყო.
რაც შეეხება მის უხუცესებს, ცხადია, არ ვიცი, ნამდვილად არსებობენ
თუ არა. უბრალოდ, აბსურდულად მიმაჩნია იდეა, რომ რომელიმე პლა-
ნეტას მოჩვენებათა იერარქია მართავდეს. ხოლო, რაც შეეხება მის
კრედოს „შენ ხარ ღმერთი“, არც ეს უნდა იყოს სხვა მსგავს კრედოებზე
მეტად ან მათზე ნაკლებად სარწმუნო. ნუ გამორიცხავ, რომ როდესაც
განკითხვის დღე დადგება, უეცრად აღმოვაჩინოთ, რომ კონგოელთა
ღმერთი, ვინმე მუმბო ჯუმბო, ყოფილა დიდი ბოსი.
ბენ, ჯერჯერობით ყველა სახელი ქუდში ყრია და არასდროს ვი-
ცით, ვისას ამოიღებენ. ადამიანი ისეა მოწყობილი, რომ საკუთარი
წარმავლობის დაჯერება არ შეუძლია, ამიტომაც იგონებს ამდენ რე-
ლიგიას. თუმცა უკვდავების ეს გულუბრყვილო რწმენა, ცხადია, თავად
უკვდავების შესაძლებლობას არ ამტკიცებს, თუმცა ამ რწმენიდან წარ-
მომდგარი საკითხები უაღრესად ფუნდამენტურია, მიუხედავად იმისა,
შეგვიძლია თუ არა მათზე პასუხის გაცემა ან, თუნდაც, ჩვენი ვარაუდე-
ბის დამაჯერებლად დასაბუთება. ადამიანის არსების მთავარი საკით-
ხი ისაა, თუ როგორ იბადება ეგო ფიზიკურ სხეულში, თვით ამ ეგოს
პრობლემა კი ის გახლავს, რომ ყოველი მათგანი თავს სამყაროს ცენ-
ტრად, არსებისა და სრულიად სამყაროს მთავარ საზრისად განიხი-
ლავს. ბენ, ესენი ხომ უზენაესი საკითხებია და მათ ტრივიალურადაც
ვერ მივიჩნევთ. მეცნიერებას არ ძალუძს ან ჯერ არ გაუცია მათზე პასუ-
ხები, მე კი ვინ ვარ, რელიგია ამ პასუხების ძიებისთვის გავაქილიკო,

737
მიუხედავად იმისა, თუ რამდენად არადამაჯერებელი იქნება ისინი
ჩემთვის. მუმბო ჯუმბოს კი მხოლოდ ამის გამო ვერ განვაგდებ, რომ
მისთვის არავის აუგია მდიდრული და დიდებული საკათედრო ტაძრე-
ბი. ზუსტად ამ მიზეზით ვერ უარვყოფ იმ ბიჭსაც, რომელიც თავის
სექსუალურ კულტს სადღაც სხვენზე შეყუჟული ქადაგებს. ხომ შეიძ-
ლება, მესია აღმოჩნდეს? ისე კი, ერთადერთი რელიგიური მოსაზრება,
რომელსაც ვიზიარებ, ის არის, რომ ადამიანის თვითცნობიერება მხო-
ლოდ ამინომჟავების ურთიერთდაკავშირებულ გროვას არ წარმოად-
გენს.
– აი, მესმის ქადაგება!
– სხვათა შორის, სულ ცოტა დამაკლდა, მქადაგებელი გამოვსული-
ყავი. ბენ, შენი კი მადლობელი ვარ, ჩემს ესოდენ ხანგრძლივ და შინა-
არსობრივად დატვირთულ ლაქლაქს რომ გაუძელი. მაიკის სასარგებ-
ლოდ ერთსაც ვიტყვი, მერე კი სასამართლოს წყალობის ამარა მივაგ-
დებ: თუ შეუძლია, ამ ჩამყაყებული პლანეტის უკეთესად მართვის გზა
გვაჩვენოს, მაშინ მისი სექსუალური ცხოვრება მისატევებელია და გა-
მართლებასაც აღარ საჭიროებს, მიუხედავად იმისა, რამდენად მოგ-
ვწონს ეს მე და შენ. გენიოსები ასე არიან – არად დაგიდევენ ამა თუ იმ
კულტურისა და ეპოქის სექსუალურ ეთიკას, პირიქით, საკუთარ წესებ-
საც ამკვიდრებენ. მაიკი კი, ვინაიდან საკუთარი გენიოსობა არაერ-
თხელ დაუდასტურებია, მისის გრანდის[181] აზრს არად ჩააგდებს, რა-
მეთუ გენიოსს ნამდვილად ეპატიება თავისზე ქვემდგომთა აზრის ზიზ-
ღით უკუგდება.
რელიგიური თვალსაზრისით მაიკის სექსუალური ხასიათის ქცევე-
ბი ისეთივე ქაშერულია, როგორც თევზი პარასკევს და ისეთივე ორთო-
დოქსული, როგორც სანტა კლაუსი. ის ქადაგებს, რომ ყველა ცოცხალი
არსება, ერთობლიობაში, ღმერთს წარმოადგენს... რაც, თავის მიმდევ-
რებთან ერთად, ამ პანთეონის თვითცნობიერების მქონე ერთადერთ
ღმერთებად აქცევს, თავად მას კი, ამ პლანეტაზე ღმერთობის მიმარ-
თულებით არსებული წესების თანახმად, ერთგვარ საწევრო ბარათსაც
მიაკუთვნებს.

738
ეს წესები ღმერთებს, მოკვდავთაგან განსხვავებით, ყოველთვის
შეუზღუდავ სექსუალურ თავისუფლებას ანიჭებდა, რომელსაც მხო-
ლოდ საკუთარი ჯანსაღი აზრის წყალობით თუ არეგულირებდნენ. მა-
გალითად, ლედასა და გედის, ევროპესა და ხარის მითები ავიღოთ ან,
თუნდაც, ოსირისის, ისიდასა და ჰორისა. ნურც ჩრდილოეთის ღმერთე-
ბის საოცარ ინცესტურ თამაშებს დავივიწყებთ. თუმცა აქ რატომ უნდა
გავჩერდეთ? მოდი, წმინდა სამების ერთიანობის იდეით შენიღბულ
დასავლური რელიგიების ოჯახურ ცხოვრებასაც დავაკვირდეთ... აღ-
მოსავლურ რელიგიებს არც განვიხილავ – იქაური ღმერთები ისეთებს
სჩადიოდნენ, ყველაზე მრავლისმნახველი ადამიანიც შოკში რომ ჩა-
ვარდებოდა. ერთადერთი გზა, რომ მონოთეიზმზე პრეტენზიის მქონე
რელიგიებისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ასპექტების უცნაური
ურთიერთდამოკიდებულებების რელიგიურ ცნებებთან შერიგება მო-
ხერხდეს, იმის დაშვებაა, რომ ამგვარ საკითხებში ღვთაებებისთვის
განკუთვნილი წესები რადიკალურად განსხვავდება მოკვდავთა წესე-
ბისაგან. ადამიანთა აბსოლუტური უმეტესობა კი ამას არც განიხილავს
და გონებაში მხოლოდ ამ იარლიყით იბეჭდავენ: „წმინდანი. არ შე-
ეხოთ!“ მიუკერძოებელი მსაჯული კი მაიკსაც მიანიჭებდა სხვა ღმერ-
თებისთვის უკვე გაღებულ წყალობას.
თამაშის წესი ასეთია: ერთი ღმერთი, სულ მცირე, ორად იყოფა –
მამრობით და მდედრობით საწყისებად
და ასე მრავლდება. არა მარტო იეჰოვა, სხვა დანარჩენებიც ასე
არიან. ახლა კი სხვა მხრიდანაც შევხედოთ: ნებისმიერ დროსა და
კულტურაში ღმერთები კურდღლებივით, ყველანაირი ადამიანური მო-
რალის უგულებელყოფით, წყვილდებოდნენ და, ვინაიდან მაიკი უკვე
ამ კლუბის წევრია, შესაბამისადაც იქცევა, რაც ისევე ბუნებრივია, რო-
გორც შაბათის შემდეგ დამდგარი კვირა. ასე რომ, მოდი, პოდან-
კის[182] სტანდარტებს კი ნუ გამოიყენებ, ოლიმპოელთა მორალით
განსაჯე და, ნახავ, მაიკის ხალხი საკმაო თავშეკავებითაც რომ გამო-
ირჩევა. მეტიც, ბენ, სექსუალური კავშირის გზით განხორციელებული
ეს მზარდი სიახლოვე, ეს ერთიანობა მრავალფეროვნებაში და, პირი-
ქით, მრავალფეროვნება ერთიანობაში, ღმერთების ჯგუფში მონოგა-

739
მიას ვერ იგუებს. ამ გაცხადებული რწმენიდან გამომდინარე ნებისმიე-
რი დაწყვილება, რომელიც სხვებს გამორიცხავს, ამორალური იქნებო-
და. და, როგორც ვგროკავ, თუ ასეთი მრავალმხრივი, ყველას მიერ გა-
ზიარებული სექსუალური ერთობა მათი რწმენისთვის არსებითია, რა-
ტომ მოელი, რომ ეს წმინდა კავშირი დახურულ კარს მიღმა დაიმალე-
ბა? შენი მხრიდან დაჟინება, რომ ეს ყველაფერი დაფარულად უნდა
ხორციელდებოდეს, ამ წმინდა რიტუალს, თუ რაც არის, ჩვეულებრივ
გარყვნილებად გარდაქმნიდა, რაც არასწორია. შენ, უბრალოდ, სწო-
რად ვერ გაიგე.
– შეიძლება, – უპასუხა დაღვრემილმა ბენმა.
– კარგი, მოდი, წამახალისებელი პრიზის სახით ერთსაც გეტყვი.
ხომ გაინტრესებდა, მაიკი ასე უცებ როგორ გაშიშვლდა?
– როგორ?
– ეს სასწაული იყო.
– კარგი, რა.
– სრულიად დასაშვებია. ათას დოლარს ჩამოვალ, რომ სასწაული
იყო, ყოველ შემთხვევაში, იმ წესების თანახმად მაინც, რომლებითაც,
ჩვეულებრივ, სასწაულებს აფასებენ. თავად გადაწყვიტე. წადი, ჰკით-
ხე მაიკს, ეს როგორ გააკეთა და სთხოვე, კიდევ ერთხელ გაჩვენოს, მე-
რე კი ფული გამომიგზავნე.
– ჯანდაბა, იუბალ, არ მინდა, ასე უსინდისოდ მოგიგო.
– ვერ მომიგებ. შიდა ინფორმაციას ვფლობ. აბა, რას იტყვი?
– არა, იუბალ, იქ ვეღარ დავბრუნდები... ყოველ შემთხვევაში, ახლა
ნამდვილად ვერ.
– სიხარულით მიგიღებენ და იმასაც არ გკითხავენ, ასე უცებ სად
მოტყდიო. ამაზეც ათას დოლარს
ჩამოვდივარ. იქ ხომ ერთი სრული დღე-ღამეც არ გაგიტარებია,
სულ რაღაც, თხუთმეტ საათს დარჩი, აქედან ნახევარი კი ძილსა და
დაუნთან პინგ-პონგის თამაშში გაატარე. ჩვეულ ჟურნალისტურ გამო-
ძიებას რამდენი დრო დაუთმე? ასეთ გამოძიებას ხომ მაშინ ატარებ
ხოლმე, როდესაც რამეს იყნოსავ, მერე კი ბოლომდე ეძიები და შენს
სვეტშიც აქვეყნებ?

740
– მაგრამ...
– კი თუ არა?
– არა, მაგრამ...
– რა მაგრამ?! ამტკიცებ, რომ ჯილი გიყვარს, მაგრამ ანგარიშს იმ-
დენად მაინც არ უწევ, რომ დაელაპარაკო და რამე მაინც აგიხსნას, თა-
ვის მართლებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ. ამასაც რომ შევეშვათ, ჯი-
ლისთვის იმის მეათედ ძალისხმევასაც არ იჩენ, რაც მან შენს დასახმა-
რებლად გაიღო, როდესაც გატაცებული იყავი. სად იქნებოდი ახლა,
ჯილიც შენსავით რომ მოქცეულიყო? ფეხებს გაჭიმავდი! ჯოჯოხეთში
ამოიხრუკებოდი! ამ ბავშვებს რაღაც მეგობრული სექსისთვის უწყრე-
ბი, როდესაც... მაგრამ, იცი, უფრო მეტად რაზე ვნერვიულობ?
– რაზე?
– ქრისტე ჯვარს იმიტომ აცვეს, რომ პოლიციის ნებართვის გარეშე
ქადაგებდა. დაფიქრდი ამაზე.
კექსტონი წამოდგა.
– მივდივარ.
– ლანჩს მაინც დაელოდე.
– არა, ახლა.
ოცდაოთხი საათის შემდეგ ბენმა იუბალს ორი ათასი დოლარი
გადმოურიცხა. მთელი მომდევნო კვირის განმავლობაში მისგან სხვა
ცნობა არ მიუღია, ამიტომ თავად გაუგზავნა შეტყობინება: „რა ჯანდა-
ბას აკეთებ?“ გარკვეული დაგვიანების შემდეგ ბენის პასუხიც მოვიდა:
„მარსულსა და პინგ-პონგის წესებს ვსწავლობ. ძმური სიყვარულით, ბე-
ნი“.

741
მეხუთე ნაწილი. მისი ბედნიერი
ხვედრი

742
თავი ოცდამეთოთხმეტე
ფოსტერი საქმეს მოსწყდა.
– ყმაწვილო!
– სერ?
– ის ახალგაზრდა, რომელზეც ვლაპარაკობდით... უკვე ხელმისაწ-
ვდომია. მარსელებმა გაათავისუფლეს.
დიგბიმ გაკვირვებით შეხედა.
– ვწუხვარ, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ანუ არსებობს ისეთი ახალგაზრდა
არსება, რომლის მიმართაც რაიმე მოვალეობა მქონდა?
ფოსტერმა ანგელოზურად გაიღიმა. სასწაულების აუცილებლობა
არასდროს არსებობდა – ჭეშმარიტების თავალსაზრისით, „სასწა-
ულის“ სახელით ცნობილი ფსევდოცნება, იმთავითვე შეიცავდა ერ-
თგვარ წინააღმდეგობას, მაგრამ ამ ახალგაზრდებს ეს ყოველთვის
თავად უნდა ესწავლათ.
– კარგი, დაივიწყე, – რბილად უთხრა, – ამ უმნიშვნელო საქმეს თა-
ვად მივხედავ. კიდევ ერთი რამ, ყმაწვილო...
– სერ?
– უბრალოდ, ფოსი დამიძახე. ეგეთი ოფიციალური მიმართვები სა-
ველე სამუშაოსთვის მოვიტოვოთ, აქ კი არაფერში გვჭირდება. შემახ-
სენე, რომ ყმაწვილის ნაცვლად სხვა სახელით მოგმართო ხოლმე.
სხვათა შორის, იმ დროებით მოვალეობას შესანიშნავად გაართვი თა-
ვი... აბა, რა დაგიძახო?
– სხვა სახელიც მაქვს? – თვალები დაახამხამა მან.
– ათასობით. რომელს აირჩევ?
– მართლა ვერ ვიხსენებ...
– კარგი... დიგბი რომ დაგიძახო, წინააღმდეგი ხომ არ იქნები?
– ძალიან კარგი სახელია, გმადლობთ.
– მე ნუ მიხდი მადლობას. ეს თავად დაიმსახურე.
მთავარანგელოზი ფოსტერი იმავე სამუშაოს დაუბრუნდა, რასაც
მანამდე აკეთებდა და არც ის უმნიშვნელო საქმე დავიწყებია, საკუ-
თარ თავზე რომ აიღო. სულ ერთი წამით პატრიციაზე დაფიქრდა, შემ-
743
დეგ კი თავი დაიშოშმინა და საკუთარ თავზე ამ არაპროფესიონალიზ-
მისა და თითქმის ადამიანური სისუსტის გამო გაბრაზდა. ანგელოზის-
თვის სიბრალული შეუძლებელი რამ იყო; ანგელოზური თანაგრძნობა
ამისთვის ადგილს არ ტოვებდა.
მარსელ უხუცესებს თავიანთი მთავარი ესთეტიკური პრობლემა ერ-
თობ ელეგანტურად და დიდებულად გადაეწყვიტათ და რამდენიმე
სრული სამეულით გვერდზე გადაედოთ, რათა, ამასობაში, ახალი
პრობლემა წარმოქმნილიყო. ამ დროისთვის მათ მიერ აღზრდილი უც-
ხოპლანეტელი ბარტყისგან, რომელიც მშობლიურ პლანეტაზე თავად-
ვე გაეშვათ, აუჩქარებლად, მაგრამ მაინც ნაჩქარევი და რამდენადმე
გონებადაფანტული ხასიათის ცნობები მიეღოთ იმის შესახებ, თუ რა
ესწავლა თავისი ხალხისგან. შედეგად იგი სათანადოდ ზეაღემაღლე-
ბინათ და თავიც მიენებებინათ, რადგან შემდგომი მიზნებისთვის მათ-
თვის არავითარ ინტერესს აღარ წარმოადგენდა.
მისგან მიღებული ინფორმაცია ერთობლივად განეხილათ და, რამ-
დენადაც, პრობლემის უკვე არსებული გადაწყვეტა უნდა გადაემოწმე-
ბინათ, ამის გათვალისწინებით, იმ ესთეტიკური პარამეტრების კვლე-
ვაც დაეწყოთ, რომელთაც დედამიწის განადგურების სავარაუდო აუ-
ცილებლობა შეიცავდა. თუმცა ამის მთელი სისავსით დასაგროკად,
დალოდება იყო საჭირო. საბოლოო გადაწყვეტილების დრო მხოლოდ
ამის შემდეგ დადგებოდა.
კამაკურაში[183] მდებარე დაიბაცუ[184] ისევ გადაერეცხა ჰონსიუ-
დან ორას ოთხმოცი კილომეტრის დაშორებით ოკეანის ფსკერზე მომ-
ხდარი სეისმური ბიძგით გამოწვეული ცუნამის გიგანტურ ტალღას. ამ
ტალღას ცამეტ ათასამდე ადამიანი ემსხვერპლა, ერთი ბიჭუნა კი ბუ-
დას ქანდაკების თავზეც შემოესკუპებინა, საიდანაც, მოგვიანებით,
სტიქიას გადარჩენილ ბერებს ჩამოეყვანათ. ბიჭს ოთხმოცდაჩვიდმეტ
დედამიწურ წელიწადს ეცოცხლა იმ კატასტროფის შემდეგ, რომელსაც
მისი ოჯახის ყველა წევრი შეეწირა, თავად კი არც შთამომავლობა და-
ეტოვებინა და არც სხვა რაიმე ღირებული შეექმნა, თუ არ ჩავთვლით
იმ ფაქტს, რომ მის ამბავს იოკოჰამამდეც მიეღწია და საყოველთაო
დიდებაც მოეპოვებინა.

744
სინტია დაჩესი მონაზვნად აღკვეცილიყო, რის შესახებაც, მთელი
მსოფლიოსთვის ეცნობებინა, სამიოდე დღეში კი მონასტერი, ამჯერად
ყოველგვარი დაფდაფების გარეშე, დაეტოვებინა. ყოფილ გენერა-
ლურ მდივან დაგლასს საკმაოდ მძიმე ავადმყოფობა გადაეტანა, რა-
საც მარცხენა ხელის პარალიზება გამოეწვია, მაგრამ ჯერ კიდევ შერ-
ჩენოდა მისთვის მინდობილი დიდძალი ქონების განკარგვის უნარი.
„ლუნარ ენტერპრაიზისს“ ოფიციალურად დაეანონსებინა, რომ შვი-
ლობილ კომპანია „არეს ჩენდლერ
კორპორეიშენის“ ობლიგაციების გამოშვებას გეგმავდა. ლაილის
ძრავით აღჭურვილი კვლევითი ხომალდი „მერი ჯეინ სმიტი“ პლანეტა
პლუტონზე დაშვებულიყო. კოლორადოს შტატის ქალაქ ფრეიზერში
თებერვლის ყველაზე დაბალი საშუალო ტემპერატურა დაეფიქსირე-
ბინათ იმ წლებს შორის, რომელთა განმავლობაშიც ამ ქალაქის საშუა-
ლო ტემპერატურას აღრიცხავდნენ.
ეპისკოპოს ოქსტონს კანზას სიტიში, ნიუ გრანდ ავენიუს ტაძარში,
იმასთან დაკავშირებით ექადაგა, რომ: „...აღდგებიან ცრუქრისტენი
და ცრუწინასწარმეტყველნი, და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნი-
შებს, რათა, აცდუნონ, თუკი შესძლეს, თვითონ რჩეულნიც“ (მათე,
24:24). ქადაგებისას ეპისკოპოსს სათანადო სიფრთხილე გამოეჩინა
და ხაზგასმით აღენიშნა, რომ ეს მხილება არ ეხებოდა არც მორმონებს,
არც ქრისტიანული მეცნიერების ეკლესიას, არც კათოლიკებსა და
ფოსტერიტებს, განსაკუთრებით კი ამ უკანასკნელთ. ისიც დაემატები-
ნა, რომ ქადაგებისას არც იმ სხვა რელიგიურ თანამოძმეებს გულის-
ხმობდა, რომელთა კეთილშობილური ღვაწლიც, თუ კარგად დაფიქ-
რდებოდით, გაცილებით მეტს ნიშნავდა, ვიდრე რწმენასა და რიტუა-
ლებში მათ შორის არსებული სრულიად უმნიშვნელო განსხვავებები.
ბოლოს კი განეცხადებინა, რომ მხედველობაში მხოლოდ ის ახალგა-
მოჩეკილი ერეტიკოსები ჰყავდა, რომლებიც არც ისე დიდი ხნის წინ წა-
მოჩიტულიყვნენ და ყველანაირად ცდილობდნენ, მართლმორწმუნენი
ეცდუნებინათ, რაც მათ მამათა რწმენის დაგმობით უნდა დაგვირგვი-
ნებულიყო.

745
იმავე ქვეყნის სამხრეთში, სუბტროპიკულ ზონაში მდებარე საკუ-
რორტო ქალაქში, სამ მომჩივანს ფიცით დაედასტურებინა, რომ ადგი-
ლობრივ პასტორსა და მის სამ თანაშემწეს, ასევე, ჯო დოს, მერი რო-
სა[185] და კიდევ რამდენიმეს, საყოველთაო გარყვნილებაში სდებ-
დნენ ბრალს. მალე ამ ბრალდებას კიდევ ორი დამატებოდა, რომლე-
ბიც საროსკიპოს გახსნასა და მცირეწლოვანთა გარყვნის ხელშეწყო-
ბაში მდგომარეობდა. თავდაპირველად, საოლქო პროკურორს, ამ ჩვე-
ნებების საფუძველზე აღძრული ბრალდებების მიმართ მაინცდამაინც
დიდი ინტერესი არ გამოევლინა, რადგან მის კართოტეკაში უკვე ათზე
მეტი მსგავსი საჩივარი ირიცხებოდა, თუმცა ბრალდების მოწმეები სა-
სამართლო პროცესზე არა და არ გამოცხადებულან, რაზეც მომჩივან-
თა წარმომადგენელს შემდეგი განეცხადებინა:
– ჩვენ კი ზუსტად ვიცით, მაგრამ, ამჯერად, გარწმუნებთ, რომ მტკი-
ცებულებებიც საკმარისად გექნებათ და ჩვენი მხრიდან მხარდაჭერის
გარანტიასაც გაძლევთ. მთავარეპისკოპოს შორტს უკვე მტკიცედ აქვს
გადაწყვეტილი, რომ იმ ანტიქრისტეს პარპაში საბოლოოდ აღკვეთოს.
პროკურორს ანტიქრისტეები დიდად არ აინტერესებდა, მაგრამ უკ-
ვე პრაიმერი[186] ახლოვდებოდა.
– კარგი, ოღონდ გახსოვდეთ, რომ სათანადო მხარდაჭერის გარეშე
ჩემი იმედი დიდად არ უნდა გქონდეთ.
– გექნებათ მხარდაჭერა.
ამ ინციდენტისა და მისი შედეგების შესახებ დოქტორმა იუბალ
ჰარშოუმ ჯერ კიდევ არაფერი იცოდა, მაგრამ სხვა იმდენი რამ სმენო-
და, რომ უკვე ძალიან აღელვებულიყო. ამის გამო, საკუთარი შინაგანა-
წესის საწინააღმდეგოდ, ყველაზე ვერაგ ნარკოტიკს დაწაფებოდა და
ახალ ამბებზე გამხდარიყო დამოკიდებული. აქამდე, ამ მხრივ, ყოველ-
თვის კეთილგონიერებას ინარჩუნებდა, ახლა კი იქამდე მისულიყო,
რომ შესაბამისი სააგენტოსთვის საგაზეთო სტატიებისა და ამონარი-
დების მუდმივად მიწოდება შეეკვეთა ისეთ თემებზე, როგორებიც იყო:
„მარსელი ადამიანი“, „ვალენტაინ მაიკლ სმიტი“, „ყველა პლანეტის
ეკლესია“, „ბენ კექსტონი“ და სხვა. ეშმაკი ამის მიუხედავადაც არ ას-

746
ვენებდა და დღეში ორჯერ მაინც უხდებოდა ცდუნების დაძლევა, რომ
ლარისთვის არ ეთქვა, ოთახში ის მოლაყბე ყუთი ამომიტანეო.
– მორიგე!
ენის ნაბიჯები მოესმა, რომელთა მოახლოებასაც ჩაფიქრებული
და დაღვრემილი აყურადებდა. ფანჯარასთან იდგა და დათოვლილ
ეზოსა და ცარიელ აუზს გადასცქეროდა.
– ენ, – მისკენ შებრუნების გარეშე მიმართა, – იჯარით რომელიმე
ტროპიკული ატოლი[187] აიღე, ეს მავზოლეუმი კი გასაყიდად შეაგდე.
– კარგი, ბოს. რამე სხვაც?
– ხანგრძლივი იჯარა გააფორმე. ვიდრე ინდიელებს დავუბრუნებთ,
იქამდე ისევ აქ მოგვიწევს დარჩენა, რადგან სასტუმროში ცხოვრებას
ვერ გავუძლებ. რა დრო გავიდა მას შემდეგ, რაც უკანასკნელად დავ-
წერე ისეთი რამ, რაც გაიყიდა?
– ორმოცდასამი დღე.
– ხედავ? დაე, ეს შენთვის გაკვეთილად გამოდგეს. დავიწყეთ.
„ვუდს კოლტის სასიკვდილო სიმღერა“
ზამთრისეული მონატრება გულისგულს ყინავს,
სულს მიფლეთს აღთქმათ, დარღვეულთა, ბასრი ნამსხვრევნი,
გვაშორებს გზნება, დაკარგული დიდი ხნის წინათ,
პოლუსისაკენ მოთქმით ქრიან კვლავ ქარიშხლები.
იარებს
, მყესებს – დაგრეხილებს, მოჭრილ კიდურებს,
მტკივნეულ შიმშილს ანდა ფეთქვას ნაღრძობი ძვლების,
ნათელდაშრეტილ ამ საბრალო, მტვრად ქცეულ თვალებს,
აქ მარტოდმარტო წოლის ტანჯვა ჯაბნის ვაებით.
გზნების ალები შენს კურთხეულს, ხატავენ, სახეს,
ყურის ბარაბნებს ხეთქავს შენივ ხმის ექო კვლავაც,
არ მეშინია მე წყვდიადის, რომ მსდევს ფეხდაფეხ,
სიკვდილის შემდგომ მზარავს მხოლოდ შენი დაკარგვა.
იუბალმა ლექსი დაასრულა და ცოცხლად დაამატა:
– ესეც ასე, ხელი ლუიზა მ. ალკოტის სახელით მოაწერე და სააგენ-
ტოს ჟურნალ „ერთობაში“ გააგზავნინე.

747
– ბოს, დარწმუნებული ხარ, რომ ამაში გადაგიხდიან?
– რაო? რა თქმა უნდა, არა, მაგრამ მომავალში დააფასებენ. კარგი,
არქივში შეინახე, იქნებ, ოდესმე, ჩემი ლიტერატურული ჯალათის გა-
სასტუმრებლად მაინც გამოდგეს. გახსოვდეს, ხელოვნებაში მუდამ ასე
იყო: ნაწარმოები ყველაზე მეტად სწორედ მაშინ ფასდება, როდესაც
ავტორის მიცვალებულობის გათვალისწინებით, ჰონორარს ვეღარ გა-
დაუხდიან. ასეთია ლიტერატურული ცხოვრება – ჯანდაბა! კატას იქამ-
დე უნდა ეფერო, ვიდრე არ ააკრუტუნებ.
– საცოდავი იუბალი! ის ხომ არავის ეცოდება, ამიტომ, ისღა დარ-
ჩენია, საკუთარი თავი თვითონ შეიცოდოს.
– ისევ ეს სარკაზმი. რა გასაკვირია, რომ ვეღარაფერს ვწერ.
– ეს სულაც არ არის სარკაზმი, ბოს. ვიდრე ფეხსაცმელს არ ჩაიცვამ,
იქამდე ვერ გაიგებ, სად გიჭერს.
– კარგი, კარგი ბოდიშს გიხდი. აჰა, კიდევ ერთი საჰონორარო ჩემ-
გან. დავიწყეთ. სათაურია „ერთი გზაზე“:
არის ამნეზია სახრჩობელა ყულფში,
მოხერხებულია ნაჯახიც,
მაგრამ სულ უბრალო საწამლავის დოზა
სიმშვიდის მოსვლას არ აჯანჯლებს.
არის დასასრული თოფის გასროლაში,
წამებას კი თვლემა მოსდევს თან.
მაგრამ მარჯვე დოზა კარგი საწამლავის,
უცებ აგვაშორებს ბეგარას.
იქნებ მოსვენება ცხელ დილეგში ჰპოვო,
ანდა – მომწამლავი აირით,
გირჩევ, უახლოეს აფთიაქარს სთხოვო
დაფასოებული შხამები.
თავი შეაფარე მშობელ ეკლესიას,
როცა არ გსურს თვალი გაუსწორო ფაქტებს,
ისევ საწამლავი გაგიიოლებს გზას,
თუ გამოაწერინებ კეთილ ექიმბაშებს.
ქორო:

748
ოხვრითა და ვაებით! გმინვით ან კივილით,
სიკვდილი მოაბიჯებს ჩუმად ან წივილით.
საამოდ დაასრულებ ამქვეყნად სავალ გზას,
თუკი მოძმის ხელი მოგაწვდის ჭიქით შხამს.
– იუბალ, – შეშფოთებით ჰკითხა ენმა, – შემთხვევით, მუცელი ხომ
არ გიბუყბუყებს?
– მუდმივად.
– ესეც არქივისთვისაა?
– რაო? არა, „ნიუ იორკერში“ გავუშვებ.
– უკან მოგიგდებენ.
– იყიდიან. ისეთი ხარისხის ბოდვაა, რომ იყიდიან.
– რითმის მხრივაც ვერ ბრწყინავს.
– რა თქმა უნდა, მაგრამ ცოტა სამუშაო რედაქტორსაც უნდა დაუტო-
ვო. რაღაც თუ არ ჩაგისწორა, შეიძლება, გააფრინოს კიდეც. მერე ზე-
დაც დააფსამს და არომატით იმდენად მოიხიბლება, აუცილებლად
იყიდის. ჩემო გოგო, პატიოსან შრომას ჯერ კიდევ შენს დაბადებამდე
ვარიდებდი თავს, ასე რომ, აღარ გვინდა ეს შვილიშვილი ბაბუას ას-
წავლიდაო, რა. მოდი, ვიდრე შენ ამ საქმეს მიხედავ, მე აბის მოვუვლი,
მისი ჭამის დროა, ამიტომ შენ კი არა, დორკასი უნდა მოსულიყო.
– აბის არა უშავს, ცოტა ხანს კიდევ მოითმენს, დორკასი კი წევს,
დილის გულისრევა აქვს.
– სისულელეა. თუ მართლა ორსულადაა, თავს რატომ არ მასინჯი-
ნებს? ენ, შენც ხომ იცი, ორსულობას ჩასახვამდე ორი კვირით ადრეც
კი ვხვდები. ამ გოგოს შეჯანჯღარება მომიწევს.
– იუბალ, შეეშვი! ეშინია, რომ, ორსულად არ არის და, ვიდრე ეს შე-
საძლებელია, თავს საპირისპიროში ირწმუნებს. ნუთუ ქალებს ოდნავაც
არ იცნობ?
– ჰმ... უნდა დავფიქრდე... არა, საერთოდ არ ვიცნობ და, ალბათ,
ვერც გავიცნობ... კარგი, კარგი, აღარ შევაწუხებ, მაგრამ შენი პატარა
ანგელოზი თან რატომ არ მოიყვანე? განა აქ ვერ მოუვლიდი და აჭმევ-
დი?

749
– კიდევ კარგი, რომ არ მოვიყვანე და ის ყველაფერი არ მოისმინა,
რაც ჩემი აქ ყოფნისას თქვი.
– ანუ მე ცუდ გავლენას ვახდენ?
– აბი ძალიან პატარაა იმისთვის, რომ რაღაცას მიხვდეს, მაგრამ...
აქ მხოლოდ იმიტომ არ მომყავს, რომ, საქმის კეთების ნაცვლად, დგა-
ხარ და ეთამაშები.
– მითხარი, ამ სიცარიელის ამოსავსებად უკეთესი რა არსებობს?!
– იუბალ, ძალიან მიხარია, ჩემს გოგონაზე ასე რომ გიჟდები, მარ-
თლა უსაყვარლესია, და შენიც მესმის, მაგრამ გამუდმებით ების ეთა-
მაშები, მერე კი... სევდიანდები. ეს ძალიან არ მომწონს.
– კარგი, როდის წავიდეთ დასასვენებლად?
– ეგ არაფერ შუაშია. როდესაც ისტორიებს არ თხზავ, საშინლად
ხარ ხოლმე. მე, დორკასი და ლარი უკვე უკიდურესად ვნერვიულობთ.
შვებით მხოლოდ მაშინ ამოვისუნთქავთ ხოლმე, როდესაც შენი „მორი-
გე!“ გვესმის, თუმცა ჯერჯერობით ეს მაინც ცრუ განგაშია.
– ვიდრე გადასახადების დასაფარი ფული ჯიბეში გიდევს, სანერ-
ვიულოც არაფერია.
– და შენ რა განერვიულებს ასე, ბოს?
იუბალი დაფიქრდა. ჯერ ვერ გადაეწყვიტა, ეთქვა თუ არა. უკვე ბო-
ლომდე იყო დარწმუნებული, თუ ვისგან იყო ჩასახული აბიგაილი, ამ
საკითხისთვის საბოლოო წერტილი კი გოგონასთვის არჩეულ სახელს
დაესვა. ენი აბიგაილსა და ზენობიას[188] შორის მერყეობდა, დიდ-
ხნიანი ყოყმანის შემდეგ კი, როგორც იქნა, საბოლოო გადაწყვეტილე-
ბამდეც მივიდა – გოგონას, უბრალოდ, ორივე სახელი უბოძა. ენს არა-
სოდეს უხსენებია, ამ სახელების არჩევის მიზეზი. ალბათ, ფიქრობდა,
რომ იუბალი ვერაფერს ხვდებოდა.
– იუბალ, ჩვენ კი არა, საკუთარ თავს ასულელებ, – მტკიცედ განუც-
ხადა ენმა, – დორკასმაც, ლარიმაც და მეც ვიცით, რომ მაიკს დამოუკი-
დებლადაც შეუძლია თავს მიხედოს. ეს შენც კარგად უნდა იცოდე, მაგ-
რამ მაინც ნერვიულად იქცევი...
– ნერვიულად? მე?

750
– ლარიმ, შენგან უჩუმრად, თავის ოთახში სტერეოვიზორი ამოიტა-
ნა და ყველა სიახლეს რიგრიგობით ვუყურებთ. ამას იმიტომ კი არ ვა-
კეთებთ, რომ მართლა რამეზე ვღელავთ, არამედ მხოლოდ შენ დასა-
ცავად, რადგან მაიკზე გასულ ნებისმიერ სიახლეს იქამდე ვიგებთ,
ვიდრე ეს სულელური სტატიები შენამდე მოაღწევს. მაიკი კი, საინ-
ფორმაციო გამოშვებებში საკმაოდ ხშირად ხვდება. მას კვლავაც მარ-
სელ ადამიანად მოიხსენიებენ. იქნებ ამ უაზრობების კითხვა შეგეწყვი-
ტა?
– ამ სტატიებზე როგორღა გაიგეთ? ყველაფერი გავაკეთე იმის-
თვის, რომ თქვენგან დამემალა, დარწმუნებული ვიყავი, არაფერი იცო-
დით.
– ბოს, – დაღლილი ხმით უპასუხა ენმა, – როგორ გგონია, ნაგავი თა-
ვისით იყრება? როგორც წესი, ამ საკითხს ლარი აგვარებს, რომელმაც,
გაგიკვირდება და, კითხვაც იცის.
– აი, თურმე რა ყოფილა. ეს წყეული ნაგვის მილი დიუკის წასვლის
შემდეგ წესიერად არ მუშაობს. საერთოდ ყველაფერმა აურია!
– მაშინ მაიკამდე მიაწვდინე ხმა, რომ დიუკის დაბრუნება გინდა და
ისიც მაშინვე გამოცხადდება.
– ხომ იცი, რომ ამას ვერ გავაკეთებ, – უთხრა იუბალმა და იმაზე და-
ფიქრდა, რომ ენის ნათქვამი, უდიდესი ალბათობით, სიმართლე იყო.
ამაზე თავადაც ეფიქრა, მაგრამ... უეცრად, ეჭვმა გაკენწლა, – ეენ! აქ
იმიტომ ხომ არ დარჩი, რომ ასე მაიკმა დაგავალა?
– აქ მხოლოდ იმიტომ ვარ, რომ ასე მნებავს, – მშვიდად უპასუხა ენ-
მა.
– ჰმ... დარწმუნებული არ ვარ, რომ ეს გულწრფელი და ჩემი კით-
ხვის შესაბამისი პასუხი იყო...
– იუბალ, ხანდახან ძალიან მინდება, პატარა ბიჭი იყო, რომ ჩემ გე-
მოზე მოგდგე და მიგტყეპო ხოლმე. შეიძლება, სათქმელი დავასრუ-
ლო?
– რა თქმა უნდა.
იუბალი ფიქრებმა წაიღო. ნეტავი, მაიკის სურვილის გარეშე, აქ ერ-
თი მათგანი მაინც თუ დარჩებოდა? გახდებოდა თუ არა მირიამი მაჰ-

751
მუდის ცოლი და წაჰყვებოდა თუ არა ბეირუთში, ეს გადაწყვეტილება
მაიკს რომ არ მოეწონებინა? საფიქრებელი ისიც იყო, რომ მათ მიერ
ბავშვისთვის დარქმეული სახელი – ფატიმა მიშელი[189], ერთი მხრივ,
მირიამის მხრიდან ახალი რწმენის მიღების თაობაზე იყო განაცხადი,
მეორე მხრივ კი, მაჰმუდის უახლოესი მეგობრისადმი პატივისცემის გა-
მოხატვა. თუმცა იუბალი იმასაც არ გამორიცხავდა, რომ ახლაც ენის
გოგონას ორმაგი სახელის მსგავსი კოდის მატარებელ მოვლენასთან
ჰქონდა საქმე. ეს ხომ არ ნიშნავდა, რომ მაიკი მისტერ და მისის მაჰმუ-
დების გოგონასთვის უფრო მეტი იყო, ვიდრე ნათლია, ხოლო საბრა-
ლო მაჰმუდი რქებს ისე ატარებდა, რომ ამის შესახებ არც უწყოდა? ან,
დაახლოებით, ისეთივე ნეტარი სიამაყით, როგორც ამას იოსები აკე-
თებდა[190]? თუმცა გადაჭრით იმის თქმაც შეიძლებოდა, რომ მაჰმუდ-
მა თავისი ჰურიის შესახებ ყველა წვრილმანი იცოდა, ყოველი მეტ-ნაკ-
ლებად მნიშვნელოვანი დეტალი – ისინი ხომ წყლისმიერი მოძმეები
იყვნენ, რაც ესოდენ მნიშვნელოვანი საიდუმლოს ერთურთისთვის და-
მალვას გამორიცხავდა. თუმცა იუბალი, როგორც მეცნიერი და თავგა-
დაკლული აგნოსტიკოსი, არ ფიქრობდა, რომ ეს მართლაც ასეთი მნიშ-
ვნელობისა და ამდენად პრინციპულ საკითხს წარმოადგენდა. მაგრამ
მათთვის, ალბათ, ასეც იყო.
– იუბალ, არ მისმენ.
– მაპატიე, ფიქრებში ავიხლართე, – უპასუხა იუბალმა და გაიფიქ-
რა: „გეყოფა, შე საზიზღარო ბებერო! შეწყვიტე დედების მიერ შვილე-
ბისთვის დარქმეულ სახელებში ქექვა! მალე, ალბათ, ნუმეროლოგიაზე
გადახვალ... მერე ასტროლოგიაზე... სპირიტიზმზე და ასე შემდეგ, რაც,
სავარაუდოდ, იქამდე გაგრძელდება, ვიდრე მომვლელი არ დაგჭირ-
დება, რომელსაც მხოლოდ შენს სხეულზე ზრუნვა მოუხდება, რადგან
გონება და საღი აზრი ისე დაგსუსტებია, რომ ღირსეულად დემატერია-
ლიზებასაც ვერ შეძლებ. დროა, ამ კლინიკის მეცხრე უჯრიდან, კოდით
„ლეთე“[191], ორი აბი ამოიღო და ერთდროულად დალიო, რათა შე-
დეგში ბოლომდე იყო დარწმუნებული...“
– მოკლედ, იმ სულელური სტატიების კითხვა აღარ გჭირდება, რად-
გან, როგორც კი მაიკზე რამე სიახლეს აცხადებენ, ამას შენამდე ბევ-

752
რად ადრე ვიგებთ. გარდა ამისა, ბენმაც მოგვცა წყლისმიერი პირობა,
რომ ნებისმიერ პირად და განსაკუთრებით საიდუმლო ინფორმაციას
დაუყოვნებლივ შეგვატყობინებს, ეს კი სრულიად საკმარისია. ამის შე-
სახებ, რა თქმა უნდა, მაიკმაც იცის. იუბალ, მერწმუნე, მას ყველაფერი
რიგზე აქვს. ბუდე ჩვენსავით შენც რომ მოგენახულებინა, ამაში თავა-
დაც დარწმუნდებოდი.
– არასდროს მივუწვევივარ...
– არც ჩვენ. უბრალოდ, მივედით. საკუთარ სახლში მიწვევა არა-
ფერში გჭირდება, ისევე, როგორც მათ არ სჭირდებათ აქ მოპატიჟება –
გახსოვს, როგორც „დაქირავებული ადამიანის სიკვდილშია“[192]. მაგ-
რამ იქ მისასვლელად მაინც საბაბს ეძებ, თანაც აშკარად არც ისე და-
მაჯერებელს. ბენიც ხომ გარწმუნებდა, მისულიყავი, დაუნმა და დიუკ-
მაც იგივე შემოგითვალეს.
– მაიკს არ მივუწვევივარ.
– ბოს, ეგ ბუდე მე და შენც ისევე გვეკუთვნის, როგორც მაიკს. იგი
მხოლოდ პირველია თანასწორთა შორის... ისევე, როგორც შენ ხარ ამ
სახლში. არის თუ არა ეს აბის სახლი?
– კი. პატარა აბი ანდერძშიც შევიყვანე, – უპასუხა იუბალმა, რომელ-
საც ანდერძი მას შემდეგ შეეცვალა, რაც დარწმუნებულიყო, რომ და-
ნარჩენ წყლისმიერ მოძმეებს მაიკის ანდერძიც უზრუნველყოფდა. იუ-
ბალმა ზუსტად არ იცოდა, რამდენად შეიძლებოდა მაიკის წყლისმიე-
რი მოძმე ეს პატარა ბარტყიც ყოფილიყო, მიუხედავად იმისა, რომ გა-
მუდმებით ქვეშ ისველებდა, ამიტომ გარკვეული ქონება აბიგაილსა და
კიდევ რამდენიმე კონკრეტული ადამიანის შთამომავლებსაც გადაუ-
ფორმა, – ამის თქმას ჯერ არ ვაპირებდი, მაგრამ არა უშავს, ამით რა
დაშავდება?
– იუბალ... ახლა ავტირდები... ისიც დამავიწყდა, რის თქმასაც ამ-
დენ ხანს ვცდილობდი, მაგრამ მაინც გეტყვი: მაიკი არ დაგაჩქარებს,
ეს შენც იცი. როგორც ვგროკავ, ის სრულ სისავსეს ელოდება და იმასაც
ვგროკავ, რომ ამას შენც ელოდები.
– ჰმ... ვგროკავ, მართალს უნდა ამბობდე.

753
– კარგი. ვფიქრობ, დღეს ასეთ ცუდ ხასიათზე იმიტომაც ხარ, რომ
მაიკი ისევ დააპატიმრეს, თუმცა ასე ხომ ხშირად ხდება...
– დააპატიმრეს? ამაზე არაფერი გამიგია! რა მოხდა?! – შესძახა, –
რა ჯანდაბაა, გოგო!
– იუბალ, ბენს ჯერ არ დაურეკავს, ამიტომ დეტალები არ ვიცი. ის
ხომ ადრეც დაუპატიმრებიათ – არმიაში ყოფნისას, სასცენო გამოს-
ვლების პერიოდში და სხვა დროსაც. ექვსჯერ თუ შვიდჯერ ქადაგების
გამოც აიყვანეს. ვინმეს ზიანი რომ არ მიადგეს, წინააღმდეგობას
არასდროს უწევს. საბოლოოდ, ბრალს ვერ უმტკიცებენ და ყოველთვის
უშვებენ, თანაც როცა თვითონ მოესურვება.
– ამჯერად რა მოხდა?
– ოჰ, ისევ ადრინდელი უაზრობა: სახალხო გარყვნილება, თაღლი-
თობით ფულის გამოძალვა, საროსკიპოს გახსნა, მცირეწლოვანთა
გარყვნის ხელშეწყობა, განათლების შესახებ კანონის დარღვევა...
– რაო?
– ეს „ბარტყების სკოლას“ შეეხება, რომელსაც სამრევლო სკოლის
ლიცენზია ჩამოართვეს, მაგრამ ბავშვები ადრინდელ სკოლებშიც
აღარ დაბრუნებულან. იუბალ, ამას მნიშვნელობა არ აქვს. ისინი მხო-
ლოდ ერთ კანონს არღვევენ, მაგრამ ვერაფერს დაუმტკიცებენ. იქაუ-
რობა რომ გენახა, მიხვდებოდი, რომ იქ ჯაშუშს ფედერალური უსაფ-
რთხოების სამსახურიც ვერ ჩანერგავდა. ასე რომ, დამშვიდდი. ამ დი-
დი აურზაურის შემდეგ ყველაფერი მაინც მშვიდობიანად დასრულდე-
ბა და ტაძარში მისვლაც მეტს დააინტერესებს.
– ჰმ... იქნებ ეს ყველაფერი მაიკმა თვითონ მოაწყო?
ენმა გაკვირვებით შეხედა. ასეთი გამომეტყველება მისთვის საკმა-
ოდ უჩვეულო იყო.
– ამაზე არც მიფიქრია, იუბალ. ხომ იცი, მაიკს ტყუილი არ შეუძლია.
– და ეს სიცრუე იქნებოდა? აბა დაფიქრდი. ერთი წამით დავუშვათ,
რომ მან სიმართლის შესაბამისი ხმები გაავრცელა, მაგრამ ისეთი, სა-
სამართლოში რომ ვერ დაუმტკიცებდნენ.
– როგორ გგონია, მაიკი ამას გააკეთებდა?

754
– არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ყველაზე ვერაგული ტყუილი სა-
სურველი რაოდენობის სიმართლის შესაფერის მომენტში თქმა, შემ-
დეგ კი გაჩუმებაა. გარდა ამისა, ეს სულაც არ იქნებოდა პირველი შემ-
თხვევა, როდესაც საქმე მხოლოდ მისი პრესაში გახმაურების გამო
აღიძრა. კარგი, ამას ამოვიგდებ თავიდან, თუმცა მხოლოდ იქამდე,
ვიდრე არ გაირკვევა, რომ ამასთან გამკლავების ძალა არ შესწევს. ენ,
ჯერ კიდევ მორიგე ხარ?
– თუ შემპირდები, რომ აბისთან თამაშს არ დაიწყებ, ენის მოჩლე-
ქით არ დაელაპარაკები და არც ისეთ ბოდვას მოჰყვები, რაშიც ფულს
არ გადაიხდიან, მაშინ აქ ამოვიყვან და მორიგეობასაც გავაგრძელებ.
თუ არა და, მირჩევნია, დორკასი გავაღვიძო და გამოვუშვა.
– კარგი, მოიყვანე აბი. გპირდები, ამჯერად ისეთ რამეს მოვიფიქ-
რებ, რაშიც ფულს მართლა გადაიხდიან, თან სულ ახალი სიუჟეტი
მაქვს: ბიჭი ხვდება გოგონას.
– შესანიშნავი სიუჟეტია, ბოს! ერთი ეს მიკვირს, აქამდე სხვამ რო-
გორ ვერ მოიფიქრა. წამში მოვბრუნდები.
მალე ენი ბავშვით ხელში დაბრუნდა, იუბალმა კი სიტყვა შეასრუ-
ლა და პატარასთან ერთი წუთითაც არ უთამაშია, თუმცა მისი ანგეო-
ლოზური ღიმილის გამოწვევა მაინც მოახერხა. ამის შემდეგ ენი სავარ-
ძელში მოკალათდა და აბის გამოკვებას შეუდგა, იუბალმა კი დაიწყო:
– სათაური: „გოგონები ბიჭებს ჰგვანან, ოღონდ კიდევ უფრო მე-
ტად“. დასაწყისი: „ჰენრი მ. ჰავერშამ მეოთხე შესანიშნავად იყო აღ-
ზრდილი. მას გულწრფელად სჯეროდა, რომ არსებობდნენ ორი ტიპის
გოგონები: ისინი, რომლებსაც მოცემულ მომენტში ხედავ და ყველა
დანარჩენი. ის სწორედ ამ უკანასკნელთ ანიჭებდა უპირატესობას, მით
უმეტეს, თუ ამ კატეგორიაში ადგილს მყარად ინარჩუნებდნენ“. აბზაცი.
„არასდროს შეხვედროდა ქალს, რომელიც მკლავებში ჩაუვარდებო-
და, ამიტომ არც მხედველობაში მიუღია ის საყოველთაო უბედურება,
რომელიც მასშტაბით უტოლდებოდა...“ შენ რაღა ჯანდაბა გინდა? ვერ
ხედავ, რომ ვმუშაობ?
– ბოს... – დაიწყო ლარიმ.
– თავიდან მომწყდი და კარი გაიხურე. მერე კი...

755
– ბოს! მაიკის ეკლესია დაწვეს!
მაშინვე ლარის ოთახისკენ გაიქცნენ. წინ ლარი გარბოდა, უკან იუ-
ბალი მიჩანჩალებდა, ბოლოს კი ენი მიცუხცუხებდა თავის თერთმეტ-
ფუნტიანი ტვირთით. აურზაურით გამოფხიზლებული დორკასი სამე-
ულს მალევე შეუერთდა.
„...გასულ ღამეს. რასაც ახლა უყურებთ, ამ სექტის ტაძრის მთავარი
შესასვლელი იყო. აფეთქების შემდგომ, იქაურობა, სწორედ ასე გამოი-
ყურება. ეს იყო „ნეიბორლი ნიუსმენის“ შუადღის გამოშვება „ნიუ
ვორლდ ნეტვორკსისთვის“. დარჩით ჩვენთან და დაელოდეთ მოვლე-
ნების განვითარებას. ახლა კი ორიოდე წუთი დავუთმოთ ადგილობრივ
სპონსორს...“
აფეთქებული ადგილის კადრი ეკრანზე კიდევ ციმციმებდა, რამდე-
ნიმე წამში კი კოხტა ახალგაზრდა დიასახლისის გამოსახულებამ ჩა-
ანაცვლა, რომლის თოჯინისებურ სახესაც მეტისმეტად ახლო კადრით
აჩვენებდნენ.
– ჯანდაბა! ლარი, ეს ჯართი გამორთე და, დაუყოვნებლივ, ჩემს
ოთახში გადააგორე. ენ... არა, დორკას, ბენს დაურეკე.
– მშვენივრად იცი, რომ იქ ტელეფონი არ ჰქონდათ, – გააპროტესტა
ენმა, – როგორ უნდა დაურეკოს?
– მაშინ ვინმე გაგზავნეთ... თუმცა არა, რა თქმა უნდა, იქ ახლა არა-
ვინ იქნება... კარგი, ადგილობრივი პოლიციის ნომერი გაიგე... არა,
აჯობებს, საოლქო პროკურორს დაურეკო. ბოლოს რა თქვეს, მაიკი,
ჯერ კიდევ, ციხეშიაო?
– კი.
– იმედი მაქვს, ისევ იქ არის... დანარჩენებიც.
– მეც მაგის იმედი მაქვს. დორკას, აბი გამომართვი, ყველაფერს მე
გავაკეთებ.
როდესაც ისევ მაღლა ავიდნენ, ტელეფონი წკრიალებდა, ეკრანზე
კი დაფარული კავშირის ნიშანი მოჩანდა. იუბალმა შეიგინა და ტელე-
ფონს აღებისთანავე გასათიშად მივარდა, მაგრამ ბენი აღმოჩნდა.
– სალამი, იუბალ.
– ბენ, რა ჯანდაბა ხდება?!

756
– როგორც ვხედავ, უკვე საქმის კურსში ხართ. ამიტომაც გირეკავთ.
ყველაფერი რიგზეა.
– ხანძრისგან ვინმე ხომ არ დაშავებულა?
– არა. ყველაფერი რიგზეა. მაიკმა მთხოვა, გადმომეცა, რომ...
– ყველაფერი რიგზეა? ახლა ვნახე, რომ იქაურობა განადგურებუ-
ლია...
– ეგ ჰო... იუბალ, კიდევ ბევრგან უნდა დავრეკო და სხვა რამეებიც
მაქვს მოსაგვარებელი. მარტო თქვენ ხომ არ უნდა დაგამშვიდოთ, მაგ-
რამ მაიკმა მითხრა, პირველ რიგში, თქვენთან დამერეკა.
– ჰმ... ძალიან კარგი. გავჩუმდი.
– ხანძარს ყველა გადაურჩა. რამდენიმე მილიონი დოლარის ქონე-
ბა განადგურდა, თანაც დაუზღვეველი იყო. ნიჩევო, იქაურობა უკვე ისე-
დაც სახიფათო იყო, უახლოეს მომავალში მაიკი გადასვლასაც გეგმავ-
და. რა თქმა უნდა, შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემა გამარ-
თული გვქონდა, მაგრამ ადამიანი ყველაფრის დაწვას მოახერხებს,
თუ ამისთვის საკმარისი ბენზინი და დინამიტი ექნება.
– ანუ დაწვეს?
– იუბალ, ამაზე მართლა აღარ გვინდა. მეცხრე წრის რვა წევრი
დაგვაპატიმრეს, ძირითადად ჯონ დოს სახელზე ნაჩქარევად გაცემუ-
ლი ორდერების საფუძველზე. მაიკის წყალობით, სულ რაღაც, ორიოდე
საათში გამოგვიშვეს, მაგრამ თვითონ ახლაც იქ არის, წინასწარი და-
კავების საკანში.
– ახლავე მივდივარ!
– დამშვიდდი. მაიკი ამბობს, რომ, შეგიძლია, მოინახულო, მაგრამ
არც ამის აუცილებლობა არსებობს. ასე თქვა და მეც ვეთანხმები. იქ
მისვლა სასიამოვნო ნამდვილად არ იქნება. ხანძრის დროს ტაძარი
ცარიელი იყო, რადგან ამ დაპატიმრებების გამო ყველაფერი გადა-
იდო, ამიტომ ბუდეში ვიყავით შეკრებილი, უშინარეს ტაძარში, და მა-
იკისადმი პატივისცემის ნიშნად ერთმანეთს წყალს ვუზიარებდით.
სწორედ ამ დროს გაისმა აფეთქების ხმა და ცეცხლიც აბრიალდა. მა-
შინვე სათადარიგო ბუდეში გადავინაცვლეთ.

757
– რაც ვნახე, იმით თუ ვიმსჯელებთ, ბედს უნდა უმადლოდეთ, ცოც-
ხლები რომ გადარჩით.
– იუბალ, ყველაფრისგან მოწყვეტილები აღმოვჩნდით და ხანძრი-
სას დავიხოცეთ...
– რაო?!
– დაღუპულებად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულებად მიგვიჩნიეს.
საქმე ის არის, რომ ამ ჰოლოკოსტის დაწყების შემდეგ, შენობა არ-
ცერთ ჩვენგანს არ დაუტოვებია... ყოველ შემთხვევაში, იმ გასასვლე-
ლებით მაინც, რომელთა არსებობაც ცნობილი იყო.
– ესე იგი, მღვდლის გვირაბით[193] გამოიპარეთ?
– იუბალ, ასეთი შემთხვევებისთვის მაიკს თავისი მეთოდები აქვს,
რომლებზე ლაპარაკი დაცული კავშირის დროსაც არ ღირს.
– კი, მაგრამ, შენ ხომ თქვი, ციხეში იყოო?
– ახლაც ციხეშია.
– მაშინ...
– კარგი, გვეყოფა. ტაძარში მოსვლას აზრი აღარ აქვს, ის, ფაქტობ-
რივად, აღარც არსებობს. კაპუტ! ჩვენი ორგანიზაცია დაიშალა, მთელ
ქალაქში გავიფანტეთ. არ ვაპირებ, გითხრა, ახლა სად ვართ, თანაც,
მაინც სულ სხვა ადგილიდან გირეკავ. საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ
თვითონ მოგძებნით.
– მაგრამ...
– სულ ეს იყო. ნახვამდის ენ, დორკას, ლარი, შენც, იუბალ და შენც,
ბაია. ერთმანეთს წყალი გაუზიარეთ. შენ ხარ ღმერთი.
ეკრანი ჩაქრა და იუბალს ისევ გინება აღმოხდა.
– ვიცოდი! ვიცოდი, რომ, ადრე თუ გვიან, ეს მოხდებოდა! ყოველ-
თვის ასე ხდება, როდესაც ვინმე რელიგიით იწყებს მანიპულირებას.
დორკას, სასწრაფოდ ტაქსი მჭირდება. ენ... არა, შენ ჯერ ბავშვს აჭამე.
ლარი, ჩემი პატარა ჩანთა ჩაალაგე. ენ, რაც ახლა გვაქვს, მთელი ფუ-
ლი მჭირდება. ლარი ხვალ ქალაქში წავა და გამოიტანს.
– მაგრამ, ბოს, – გააპროტესტა ლარიმ, – ჩვენც მოვდივართ.
– რა თქმა უნდა, მოვდივართ, – მტკიცედ დაამატა ენმა.

758
– ენ, დამშვიდდი. დორკას, შენ პირი დახურე. ეს ის შემთხვევა არ
არის, როდესაც ქალებსაც აქვთ ხმის უფლება. ქალაქი ფრონტის ხაზა-
დაა ქცეული და ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ლარი, შენ აქ უნდა
დარჩე და ქალები და ბავშვი დაიცვა. ბანკში წასვლა დაივიწყე, ფული
არ დაგჭირდებათ, რადგან ჩემ დაბრუნებამდე აქედან არცერთი
თქვენგანი არ გავა. ფაქტია, რომ ვიღაც მეტად ხისტად თამაშობს, ამ
სახლსა და ყველა პლანეტის ეკლესიას შორის კი იმდენად აშკარა კავ-
შირია, რომ არასასურველი სტუმრების დასახვედრად მზად უნდა ვი-
ყოთ. ლარი, როგორც კი დაღამდება, გარე განათება და ღობის ელექ-
ტრობა ჩართე და უყოყმანოდ ესროლე ნებისმიერს, ვინც კი შემოჭრას
ეცდება. თუ მაინც მოახერხებენ, ყველა მაშინვე სარდაფში ჩახიზნე,
აბის საწოლი კი ახლავე ჩაიტანე. აბა, საქმეს მიხედეთ... ტანსაცმელი
უნდა გამოვიცვალო.
ნახევარ საათში, როდესაც იუბალი უკვე მზად იყო, დანარჩენები კი
მის დავალებებს ასრულებდნენ, ლარის ხმა შემოესმა:
– ბოს, ტაქსი უკვე ეშვება.
– ახლავე ჩამოვალ, – გასძახა იუბალმა და ისევ ოთახში შებრუნდა,
რათა „დაცემული კარიატიდასთვის“ კიდევ ერთხელ შეეხედა. თვალ-
ცრემლიანი იუბალი ქანდაკებას ნაზად მიეფერა და უთხრა:
– შენც ხომ ეცადე, ჩემო გოგონა, მაგრამ ის ლოდი ყოველთვის მძი-
მე იყო... ყოველთვის ყველასთვის მძიმე.
ფიგურას ალერსიანად შეეხო, მერე კი მიბრუნდა და გავიდა.

759
თავი ოცდამეთხუთმეტე
იუბალმა საშინლად იმგზავრა. უპილოტო ტაქსი იყო და, მექანიზ-
მთან დაკავშირებული იუბალის შიშები სავსებით გამართლდა – ჰაერ-
ში რაღაც გართულება წარმოიშვა და ტაქსი დანიშნულების ადგილის
ნაცვლად, შესაკეთებლად გაფრინდა. იუბალი ნიუ იორკში აღმოჩნდა,
რამაც საბოლოო წერტილს კიდევ უფრო დააშორა. ტრანსპორტი გამო-
იცვალა და რამდენიმე საათის შემდეგ, როგორც იქნა, ჩააღწია. ამჯე-
რად საზოგადოებრივი ტრანსპორტით, უცხოებთან ერთად იმგზავრა,
უცხო ადამიანებს კი ვერ იტანდა. გარდა ამისა, მთელი გზა სტერეოვი-
ზორი იყო ჩართული, რომელსაც იუბალი თითქმის იმდენადვე ვერ
იტანდა, როგორც უცნობებს.
თუმცა გზაში რაღაც სიახლეები მაინც შეიტყო: მთავარეპისკოპოს
შორტს ანტიქრისტესთვის, ანუ მაიკისთვის, საღვთო ომი გამოეცხადე-
ბინა. გადამწვარი ტაძარიც აჩვენეს, რომელიც იმდენად განადგურებუ-
ლიყო, რომ იუბალი ვერაფრით ხვდებოდა, როგორ შეიძლებოდა, იქი-
დან ვინმეს ცოცხალს გამოეღწია. ავგუსტუს გრივსმა ეს ყველაფერი
ჩვეული საზეიმო შეშფოთებით მიმოიხილა, ხაზგასმით აღნიშნა, რომ
ნებისმიერ მსგავს დაპირისპირებას, როგორც წესი, რომელიმე მხრი-
დან წამოსული პროვოკაცია იწვევდა და, დასძინა, რომ მისი აზრით,
ყველაფერში, ეგრეთ წოდებული, მარსელი ადამიანი იყო დამნაშავე.
ბოლოს და ბოლოს, იუბალმა დანიშნულების ადგილამდე მიაღწია,
ტრანსპორტიდან გადმოსვლისთანავე კი ოფლით გაიჟღინთა, რად-
გან მცხუნვარე მზის ქვეშ ზამთრის ტანსაცმლით იდგა. შენიშნა, რომ
პალმები ისევ ბუმბულის მტვრის საწმენდის პაროდიას აგონებდა, მათ
მიღმა კი დამპალი ხილითა და ადამიანთა ექსკრემენტებით დაბინძუ-
რებული ოკეანე მოჩანდა. იუბალი იდგა და ფიქრობდა, რა მოემოქმე-
დებინა. სწორედ ამ დროს უნიფორმიანი მამაკაცი მიუახლოვდა.
– ტაქსი ხომ არ გნებავთ?
– კი, – სასტუმროში მაინც მივიდოდა, პრესას მოიწვევდა, ინტერვი-
უს მისცემდა და თავის ადგილსამყოფელსაც გაამჟღავნებდა.

760
– სერ, აქეთ წამობრძანდით, – პილოტი იუბალს ყვითელი ტაქსის-
კენ გაუძღვა, კარის გაღებისას კი უთხრა, – წყალს გიზიარებ.
– რაო? დაე, არასდროს მოწყურებულიყავი.
– შენ ხარ ღმერთი, – პილოტმა კარი მოხურა და თავის ადგილზე
მოკალათდა. მალე ტაქსი პლაჟთან მდებარე დიდი სასტუმროს მახ-
ლობლად დაეშვა. პილოტმა იუბალის ჩანთა აიღო და სასტუმროს
მიაშურეს, – მთავარი შესასვლელით სარგებლობას არ გირჩევდით,
იქაურობა არც ისე უწყინარი კობრებითაა სავსე. თუ გარეთ გასვლას
დააპირებთ, ამის თაობაზე ვინმე გააფრთხილეთ. მაგალითად, მე. ტი-
მი მქვია.
– მე იუბალ ჰარშოუ ვარ.
– ვიცი, ძმაო იუბალ. აქეთ, ფრთხილად. ეს არის თვენი ნომერი.
დიდ, უკიდურესად მდიდრულ ნომერში შევიდნენ. ტიმმა იუბალის
ჩანთა დადო და ნომრიდან გავიდა. მაგიდაზე წყალი, ჭიქები, მისი საყ-
ვარელი ბრენდის გახსნილი, თუმცა ხელუხლებელი ბოთლი და ყინუ-
ლის ურნა ელაგა. იუბალმა ბრენდი დაისხა, სწრაფად მოსვა და ამო-
იხვნეშა, შემდეგ კი თბილი ტანსაცმელი გაიხადა. მალე ნომერში ქალი
შემოვიდა, რომელმაც ლანგრით სენდვიჩები მოუტანა. იუბალმა გა-
იფიქრა, რომ მისი უცნაური სამოსი ამ სასტუმროს უნიფორმას წარმო-
ადგენდა, რომელიც მკვეთრად განსხვავდებოდა იმ ჭრელაჭრულა
ტანსაცმლისაგან, რომელსაც აქ ქალების უმეტესობა ატარებდა და
რომელიც სიშიშვლის გამოჩენას უფრო ემსახურებოდა, ვიდრე დამალ-
ვას.
– დარწყულდი და დაე, არასდროს მოწყურებულიყავი, – ღიმილით
უთხრა ქალმა, ლანგარი მაგიდაზე დადგა, სააბაზანოში შევიდა და
წყალი მოუშვა. იქიდან გამოსვლისას, ჰკითხა: – კიდევ გნებავს რამე,
იუბალ?
– ოჰ, არა, ყველაფერი რიგზეა. უბრალოდ, ცოტა მოვწესრიგდები
და... ახლომახლო ბენ კექსტონი ხომ არ არის?
– კი, აქ არის და მალე მოვა. მანაც ივარაუდა, რომ ჯერ აბაზანის
მიღებასა და დასვენებას ისურვებდი. თუ რამე დაგჭირდება, არ მოგე-
რიდოს და დამიძახე. მე პატი მქვია.

761
– ოჰ! მთავარანგელოზ ფოსტერის ცხოვრების მემატიანე?
– ჰო, – ქალმა გაიღიმა, რომელიც იუბალს უფრო ლამაზი და იმაზე
ახალგაზრდა მოეჩვენა, ვიდრე თავიდან ეგონა.
– ძალიან მინდა, დავათვალიერო. რელიგიური ხელოვნებით ვარ
დაინტერესებული.
– ახლა? როგორც ვგროკავ, ჯერ აბაზანის მიღება გინდოდა. ხომ არ
დაგეხმარო?
იუბალს იაპონელი სვირინგებიანი გოგონა გაახსენდა, რომელთა-
ნაც, ამგვარი შემოთავაზების შემდეგ,
არაერთხელ მიეღო აბაზანა, ბევრჯერ... მაგრამ ახლა მხოლოდ
ოფლის ჩამორეცხვა და ადგილობრივი კლიმატის შესაბამისად ჩაცმა
უნდოდა.
– არა, პატი, გმადლობ, სხვა დროს იყოს, როდესაც ეს უფრო მოსა-
ხერხებელი იქნება, სიამოვნებით დავათვალიერებდი.
– როცა გინდა, აჩქარება საჭირო არ არის, – თქვა მან და ნომრიდან
აუჩქარებლად გავიდა.
იუბალი აბაზანაში ჩაწვა, მაგრამ დაღლილი სხეულის თბილ წყალ-
ში დასვენების ცდუნების მიუხედავად, მალევე ამოვიდა, რადგან მომ-
ხდარი ძალიან აინტერესებდა და ბენის ნახვაც ეჩქარებოდა. ჩანთა
გადმოაბრუნა და იმედგაცრუებულმა აღმოაჩინა, რომ ლარის საზაფ-
ხულო შარვალი არ ჩაედო, ამიტომ სანდლები, შორტი და ჭრელი პე-
რანგი ჩაიცვა, გამხდარი და თმიანი ფეხების გამო სირაქლემა ემუს
დაემსგავსა. უკვე რამდენიმე ათწლეული იქნებოდა, რაც იუბალს საკუ-
თარი გარეგნობა საერთოდ არ ადარდებდა, ამრიგად თავს ასეც მო-
ხერხებულად გრძნობდა, თანაც, ვიდრე გარეთ არ გავიდოდა, სხვა
ტანსაცმელი არც დასჭირდებოდა. აქვე იმის იმედიც დაიტოვა, რომ
არც სასამართლოში მოუხდებოდა გამოსვლა.
ნომრიდან გავიდა და უზარმაზარ, ერთობ კომფორტულ მისაღებში
აღმოჩნდა, რომელსაც სასტუმროებისთვის ეგზომ დამახასიათებელი
სტანდარტული ელფერი დაჰკრავდა. მისაღებში რამდენიმე ადამიანი
დახვდა, რომლებიც იმდენად დიდ სტერეოვიზორს მისხდომოდნენ,

762
რომლის მსგავსიც მხოლოდ კინოთეატრებში თუ ენახა. ერთ-ერთმა
მათგანმა გამოხედა და მიესალმა:
– სალამი, იუბალ.
– სალამი, ბენ. აბა, რა ხდება? მაიკი ისევ დაკავებულია?
– არა. ჩვენი საუბრის შემდეგ მალევე გამოსულა.
– ასე მალე? წინასწარი მოსმენა დანიშნეს?
– საქმე მთლად ეგრეც არ არის, – გაეღიმა ბენს, – მაიკი არ გამოუშ-
ვიათ – გამოიპარა და ახლა იძებნება.
– დიდი სისულელე ჩაუდენია, – უკმაყოფილოდ თქვა იუბალმა, –
ამით ყველაფერი გაართულა.
– იუბალ, მაგაზე არ ინერვიულო, – დაამშვიდა ბენმა, – ჩვენ გარ-
დაცვლილებად მოვიჩნევით, მაიკს კი, უბრალოდ, ეძებენ. ამ ქალაქი-
დან მაინც მალე უნდა გავემგზავროთ და სხვა ადგილი მოვძებნოთ.
– მის ექსტრადიციას განახორციელებენ.
– ნუ შიშობ, ვერ შეძლებენ.
– კი მაგრამ, სად არის? მისი ნახვა მინდა.
– აქ არის. რამდენიმე სართულით დაბლა, მაგრამ მედიტირებს.
დაგვიბარა, რომ არაფერი მოვიმოქმედოთ. თუ აუცილებელი გახდება,
ტრანსიდან ჯილი გამოიყვანს, მაგრამ არ ღირს. აჩქარება საჭირო არ
არის.
იუბალს უნდოდა, ეს ყოველივე მაიკისგან მოესმინა და ამ დავიდა-
რაბაში გახვევის გამო კარგადაც შეეხურებინა, მაგრამ გადაიფიქრა –
ასეთ მდგომარეობაში მყოფი მაიკის შეწუხება ისევე არ იყო სასურვე-
ლი, როგორც მისი შეწუხება, როდესაც რამეს წერდა. მაიკი ამ თავისე-
ბური თვითჰიპნოზიდან ხომ მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, როდესაც
მთელი სისავსით დაგროკავდა, ხოლო თუ ამას პირველივე ჯერზე ვერ
მოახერხებდა, მაშინ ისევ უკან იძირებოდა. მისი ამ მდგომარეობიდან
გამოყვანა ზამთრის ძილიდან დათვის გაღვიძებას ჰგავდა.
– კარგი, დაველოდები, – დაჰყაბულდა იუბალი, – მაგრამ როგორც
კი მობრუნდება, მაშინვე დამალაპარაკეთ.
– კარგი, ახლა კი დაისვენე და გაბედნიერდი, კალაპოტიდან ამო-
ვარდი.

763
ბენი სტერეოვიზორის წინ ჩამომსხდარი ჯგუფისკენ გაუძღვა.
– დაჯექი, ბოს, – ენმა ადგილი დაუთმო.
– შეიძლება გკითხო, აქ რა ჯანდაბას აკეთებ?
– იმავეს, რასაც შენ, ანუ არაფერს. ჩემთვის ვზივარ და ახალ ამბებს
ვუყურებ. იუბალ, ამ დაუმორჩილებლობის გამო არ გაგვიბრაზდე, რა.
ჩვენი ადგილიც აქ არის, ისევე, როგორც შენი და არც წამოსვლა უნდა
აგეკრძალა, მაგრამ მაშინ ისე იყავი აღელვებული, რომ აღარ შეგეკა-
მათეთ. ასე რომ, დაჯექი და მოისმინე, რასაც ჩვენზე ამბობენ. შერიფმა
განაცხადა, ქალაქიდან ყველა მეძავი უნდა გავაძევოო, – ენმა გაიღი-
მა, – აქამდე ქალაქიდან არავის გავუგდივარ, ამიტომ ძალიან მაინტე-
რესებს, ეს როგორ ხდება ხოლმე.
– არა მგონია, ასეთი შემთხვევებისთვის რაიმე პროტოკოლი არსე-
ბობდეს. ყველა წამოხვედით, თუ დარჩა სახლში ვინმე?
– ყველა აქ ვართ, მაგრამ არ ინერვიულო, დარაჯად ჯედ მაკლინ-
ტოკი დავტოვეთ. მე და ლარი მაკლინტოკებს, ჯერ კიდევ, ერთი წლის
წინ შევუთანხმდით, რომ მსგავს შემთხვევაში რომელიმე მათგანი უნ-
და დარჩენილიყო. იცის, როგორც მოიქცეს, ასე რომ, არ ინერვიულო.
– ჰმ... უკვე მგონია, რომ სრულიად ზედმეტი გავხდი.
– სულ ეგრე არ იყო? ხომ გინდოდა, იქაურობისთვის შენი შეწუხების
გარეშეც მიგვეხედა? ასეც გავაკეთეთ. ჰოდა სირცხვილი შენ, ერთად
გამომგზავრების უფლება რომ არ მოგვეცი. უკვე ორ საათზე მეტია, რაც
ჩამოვედით. შენ კი, როგორც ჩანს, რაღაც პრობლემა შეგექმნა.
– საშინლად ვიმგზავრე. როგორც კი უკან დავბრუნდები, გარეთ
ფეხს აღარ გავადგამ, ტელეფონს გადავაგდებ, იმ ყბედ ყუთს კი დავ-
ლეწავ.
– რა თქმა უნდა, ბოს.
– ამჯერად სულაც არ ვხუმრობ, – იუბალმა გიგანტურ ყბედ ყუთს შე-
ხედა, – ეს რეკლამები ოდესმე დასრულდება?! ჩემი ნათლული სად
არის? ოღონდ არ მითხრათ, რომ ისიც მაკლინტოკების იდიოტ შვი-
ლებს დაუტოვეთ.
– რა თქმა უნდა, არა. აქ არის და, მადლობა ღმერთს, ძიძაც გამო-
უჩნდა.

764
– მისი ნახვა მინდა.
– პატი გაჩვენებს. მე მართლა ძალიან დამღალა, მთელი გზა არ გა-
ჩერებულა. პატი, ჩემო კარგო, იუბალს აბის ნახვა უნდა.
მოსვირინგებულმა ქალმა ოთახი აუჩქარებლად გადაჭრა, იუბალ-
მა კი დაასკვნა, რომ პატრიცია იმ მცირერიცხოვან ადამიანებს მიეკუთ-
ვნებოდა, ვინც ყველაფერს აკეთებდა და იყო ყველგან, სადაც საჭი-
როება მოითხოვდა.
– რა თქმა უნდა, იუბალ, აქეთ წავიდეთ. ბავშვები ჩემს ოთახში დავ-
ტოვე, – განუმარტა გზად იუბალს, რომელიც ცდილობდა, არ ჩამორჩე-
ნოდა, – მათზე თაფლაკვერა ზრუნავს.
ჰარშოუ სახტად დარჩა, როდესაც ნახა, რას გულისხმობდა პატრი-
ცია: მოზრდილი საწოლებიდან ერთ-ერთზე უზარმაზარი ბოა ბუდესა-
ვით დახვეულიყო. გველის კუდის ბოლო ბუდეს ორ ნაწილად ჰყოფდა,
ორივეში კი თითო ჩვილი იწვა. ოთახში მათი შესვლისთანავე ძიძა ბო-
ამ თავი წამოსწია და მიაჩერდა. პატიმ ხელი მოუთათუნა.
– ყველაფერი რიგზეა, ძვირფასო. იუბალს ბავშვების ნახვა უნდა, –
ქალი იუბალს მიუბრუნდა, – ხელი გადაუსვი, მიუალერსე, რომ სხვა
დროს გიცნოს ხოლმე.
იუბალი ჯერ თავის რჩეულ გოგონას წაეთამაშა, მერე კი გველსაც
გადაუსვა ხელი. ეს ყველაზე მშვენიერი და დიდი ბოა იყო, რაც კი აქამ-
დე ენახა და ადამიანს დაეჭირა. თაფლაკვერას ტყავი ჯვარედინი ზო-
ლებით იყო დაფარული, კუდი კი უფრო ნათელი ფერისა ჰქონდა. შე-
შურდა კიდეც, რომ პატის ლურჯბაფთიანი[194] შინაური ბინადარი
ჰყავდა და დანანებით გაიფიქრა, რომ მასზე კარგად დასაკვირვებ-
ლად დრო არ ექნებოდა. გველმა საპასუხოდ კატასავით გაუხახუნა თა-
ვი, პატიმ კი აბი აიყვანა:
– ასეც ვიცოდი, ჩაუსველებია, – საფენის გამოცვლა დაიწყო, – ჩემო
თაფლო, რატომ არ მითხარი? როგორც კი რომელიმე ჩაისვრის და
დახმარება სჭირდება, მაშინვე მატყობინებს ხოლმე, რადგან თვითონ
ბევრის გაკეთება არ შეუძლია – ხელები არ აქვს. მხოლოდ მსუბუქად
ბიძგებას და ისევ დასაძინებლად ჩაბრუნებას ახერხებს. როგორც ჩანს,

765
უბრალოდ, ვერ გროკავს, რომ ჩასველებულ ბავშვს გამოცვლა სჭირ-
დება – ის ამაში ცუდს ვერაფერს ხედავს, ისევე, როგორც აბი.
– ეს მეორე ფუნთუშა ვინ არის?
– ფატიმა მიშელია. მეგონა, იცოდი.
– ისინიც აქ არიან? ბეირუთში არ იყვნენ?
– კი, ნამდვილად რომელიღაც უცხო ქვეყნიდან ჩამოვიდნენ. მარი-
ამმა მითხრა, მაგრამ არ დამამახსოვრდა. არასდროს მიმოგზაურია,
ამიტომ ჩემთვის ყველა ადგილი ერთნაირია, მხოლოდ ხალხია გან-
სხვავებული. ცოტა ხნით აბიგაილ ზენობიას ხომ არ დაიჭერდი, ვიდრე
მე ფატიმა მიშელს გამოვუცვლი?
იუბალმა ბავშვი გამოართვა და ისევ მიუალერსა, მერე კი ფატიმა
მიშელსაც მიეფერა და ორივეს ჩასჩურჩულა, რომ მსოფლიოში ყველა-
ზე ლამაზი გოგონები იყვნენ. ამას გოგოებს, ჯერ კიდევ, ჰარდინ-
გის[195] ადმინისტრაციაში მუშაობისას ეუბნებოდა ხოლმე, რასაც იმ-
დენად გულწრფელად აკეთებდა, რომ ყოველთვის უჯერებდნენ. ეს
ხომ უმაღლესი ჭეშმარიტება იყო, ამიტომ უბრალო ლოგიკის გამოყე-
ნებაც არ სჭირდებოდა. იუბალმა ბავშვებსა და თაფლაკვერას კიდევ
ერთხელ მიუალერსა და ოთახი დანანებით დატოვა. დერეფანში ფა-
ტიმას დედას გადააწყდნენ.
– ბოს, საყვარელო! – მირიამმა იუბალს აკოცა და ღიპზე მოუთათუ-
ნა, – როგორც ვხედავ კარგად გკვებავდნენ.
– ხანდახან. ზუსტად ახლა შენი გოგონა ვნახე. ნამდვილი ანგელო-
ზია.
– მართლა საყვარელია, არა? რიოში ვუპირებთ საკმაოდ კარგ ფა-
სად გაყიდვას.
– მეგონა, ამისთვის იემენის ბაზარი აჯობებდა.
– მაჰმუდი ამბობს, არაო. გავყიდით და ადგილიც გათავისუფლდე-
ბა, – იუბალს ხელი თავის მუცელზე დაადებინა, – გრძნობ? მალე ბიჭიც
გვეყოლება, გოგონების დრო აღარაა.
– მარიამ, – გაკიცხა პატრიციამ, – ასეთ რამეს ხუმრობითაც ნუ იტ-
ყვი.

766
– მაპატიე, პატი. შენს შვილზე ასეთ რამეს არასდროს ვიტყოდი. დე-
იდა პატი ნამდვილი ლედია და იმასაც გროკავს, რომ მე სულაც არ ვარ
ლედი.
– მაგას მეც ვგროკავ, შე ეშმაკის კერძო და რახან ფატიმას გაყიდ-
ვას აპირებთ, ბარემ მე ვიყიდი, ორმაგს გადაგიხდით.
– ეგ უკვე დეიდა პატისთან უნდა შეათანხმო. მე მხოლოდ მისი ხან-
დახან ნახვის უფლება მაქვს.
– ისე, მგონი ორსულად სულაც არ ხარ და, შეიძლება, აღარც მისი
გაყიდვა მოგინდეს. აბა, ერთი კარგად ჩაგხედო თვალებში. ჰმმ... იქ-
ნებ ხარ კიდეც.
– მართლა ვარ. მაიკმა დაგროკა და მაჰმუდს ისიც უთხრა, რომ, ამ-
ჯერად, ბიჭი გააკეთა.
– მაგას როგორღა გროკავს? შეუძლებელია. მეც კი არ ვარ შენს ორ-
სულობაში დარწმუნებული.
– იუბალ, მართლა ორსულადაა, – დაადასტურა პატრიციამაც.
– ბოს, ისევ ისეთი სკეპტიკოსი ხარ, როგორიც ყოველთვის. მაიკმა
ეს ჯერ კიდევ მაშინ დაგროკა, როდესაც ჩვენ ბეირუთში ვიყავით და
ჩემს ორსულობაზე არაფერი ვიცოდით. მაიკმა დაგვირეკა, მეორე
დღეს კი მაჰმუდმა უნივერსიტეტს საველე სამუშაოებისთვის გათავი-
სუფლების თაობაზე მიმართა და მზად იყო, უარის მიღების შემთხვევა-
ში, იქაურობა საერთოდ მიეტოვებინა. და აი, ჩვენც აქ ვართ.
– და რას აკეთებთ?
– ვმუშაობთ. იმაზე მძიმე სამუშაო მაქვს, ვიდრე ოდესმე შენთან
მქონია. ჩემი ქმარი კი ნამდვილი მონათმფლობელია.
– რას აკეთებთ-მეთქი?
– მარსულ ლექსიკონს ადგენენ, – ჩაერია პატი.
– მარსულ-ინგლისურ ლექსიკონს? ვგონებ, ძალიან ძნელი უნდა
იყოს.
– ო, არა, არა! – მირიამი აღშფოთებული ჩანდა, – ეგ ძნელი კი არა,
უბრალოდ, შეუძლებელია – ეს არის მარსული ლექსიკონი, რომელსაც
მარსულადვე ვწერთ! აქამდე ასეთი რამ არასდროს არსებულა, რად-
გან მარსელებს ის არც სჭირდებათ. მე ტექნიკურ სამუშაოს ვასრულებ

767
და მათ ნათქვამს ვბეჭდავ. მაიკმა და მაჰმუდმა, უფრო მაჰმუდმა, ფო-
ნეტიკა შეიმუშავეს, ახლა უკვე ოთხმოცდაერთნიშნიანი დამწერლო-
ბაც გვაქვს. საბეჭდი მანქანაც შესაბამისად გადავაკეთეთ, ასე რომ,
მდივნად აღარ გამოგადგები, რადგან უკვე მარსულად ბეჭდვას შევეჩ-
ვიე, მაგრამ საჭმლის მომზადება ისევ შემიძლია და, როგორც მეუბნე-
ბიან, სხვა რაღაცების ნიჭიც მაქვს.
– მარსულად კარნახს ვისწავლი.
– ისწავლი, თუ შენს სწავლებას მაიკი და მაჰმუდი მოჰკიდებენ
ხელს. პატი, ხომ სწორად ვგროკავ?
– სწორად გროკავ, ჩემო მოძმე, – დაეთანხმა პატრიცია.
მისაღებში შევიდნენ, ბენმა იუბალს უფრო წყნარ ადგილას გადა-
ნაცვლება შესთავაზა, სადაც გიგანტური ყბედი ყუთი არ იქნებოდა. გა-
უძღვა და სხვა ოთახში გაიყვანა.
– როგორც ჩანს, მთელი სართული იქირავეთ.
– კი, – დაუდასტურა ბენმა, – ოთხი ლუქსია: საპრეზიდენტო, სამე-
ფო, სტანდარტული და ბიზნესკლასი. აქ მოხვედრაც მხოლოდ ასევე
ჩვენ მიერ დაქირავებული დასაშვები მოედნიდან შეიძლება. რაც შე-
ეხება ცენტრალურ შემოსასვლელს, იქ მარტო გამოვლა ერთობ სახი-
ფათოა.
– ეგ უკვე ვიცი.
– ჯერ ამდენი ოთახი არ გვჭირდება, მაგრამ შეიძლება, დაგვჭირ-
დეს... სულ უფრო მეტი ხალხი გვიერთდება.
– ბენ, ასე ღიად როგორ იმალებით? ხომ შეიძლება, სასტუმროს
პერსონალმა მაინც დაგასმინოთ?
– პერსონალი აქ არ შემოდის. მთელი სასტუმრო მაიკმა იყიდა.
– ეგ კიდევ უფრო უარესია...
– არა, თუ, რა თქმა უნდა, იმ გაქსუებულ პოლიციის შეფს დაგლასი
არ ჰყავს მოსყიდული, რაც ძალიან მეეჭვება. მაიკმა ეს სასტუმრო ოთ-
ხი შუალედური რგოლის გავლით იყიდა და დაგლასს ამაში ცხვირიც
არ ჩაუყვია. მას შემდეგ, რაც ჩემი სვეტი კილგალენმა მიისაკუთრა,
დაგლასს ადრინდელივით აღარ ვძულვარ, მაგრამ არც ის უნდა, რომ
მაიკის ქონებაზე მეურვეობა ჩემზე გადმოვიდეს, ამიტომ ყველანაი-

768
რად ცდილობს, ამის მიზეზი არ მოგვცეს. ამ სასტუმროში ჩადებული ინ-
ვესტიცია სულაც არ არის წაგებიანი. ოფიციალურად ის მეცხრე წრის
ინკოგნიტო წევრს ეკუთვნის. მფლობელმა ეს სართული მთელი სეზო-
ნით დაიკავა. ვინაიდან სასტუმროს მმართველს ადგილის დაკარგვი-
სა ეშინია, ყველაფერზე თვალებს ხუჭავს, მაიკი კი გულუხვად უხდის.
ასე რომ, აქაურობა შესანიშნავი სამალავია და იქამდე დავრჩებით,
ვიდრე მაიკი დაგროკავს, სად აჯობებს წასვლა.
– როგორც ჩანს, მაიკი წინასწარვე ვარაუდობდა, რომ დამალვა მო-
გიხდებოდათ.
– ამაში დარწმუნებული ვარ, რადგან, ჯერ კიდევ, ორი კვირის წინ,
ბარტყების ბუდე დაცალა და ბავშვები მშობლებთან ერთად სხვა ქა-
ლაქებში გაამგზავრა, სადაც, სავარაუდოდ, ახალი ტაძრების დაარსე-
ბას აპირებს. მხოლოდ მირიამი და მისი შვილი არ გაუმგზავრებია, მას
აქ საქმე ელოდებოდა. ასე რომ, როდესაც გადმობარგების დრო მოვი-
და, ათიოდე ადამიანი თუ ვიყავით დარჩენილი და არც განსაკუთრე-
ბული ჯაფა დაგვდგომია.
– იქიდან ხომ ძლივს გამოასწარით, – იუბალს ისიც კი უკვირდა, ჩაც-
მა რომ მოესწროთ, – ყველაფერი დაკარგეთ, პირადი ნივთებიც?
– არა, რაც აუცილებელი იყო, თითქმის ყველაფერი გადავარჩინეთ.
პირველ რიგში, განადგურებისგან მაჰმუდის ჩანაწერები და მირიამის
საბეჭდი მანქანა ვიხსენით, მერე კი მაიკმა ტანსაცმელი და ის ფულიც
გადაარჩინა, რაც ხელთ გვქონდა. მადამ ტიუსოს სტილში შესრულებუ-
ლი შენი საშინელი ქანდაკებაც.
– ამბობ, ეს ყველაფერი მაიკმა გააკეთაო, – გაუკვირდა იუბალს, –
მაგრამ ხანძრისას ხომ, ჯერ კიდევ, ციხეში იყო.
– იყო და თან არც იყო. საკანში მხოლოდ მისი სხეული რჩებოდა...
თავად კი, ტრანსის წყალობით, ბუდეში, ჩვენთან ერთად იმყოფებოდა.
გესმის?
– მაინც ვერ ვგროკავ.
– კავშირი, იუბალ. ის მეტწილად ჯილის თავში იყო, მაგრამ ყველა
ჩვენგანთან ჰქონდა კავშირი. ვიდრე ამას თავად არ გამოცდი, ვერ

769
აგიხსნი. აფეთქებისთანავე ყველანი აქ გადმოგვიყვანა, შემდეგ კი
დაბრუნდა და, რაც შეძლო, გადაარჩინა.
იუბალი პირდაღებული უყურებდა.
– ტელეპორტაცია, – მოუთმენლად განუმარტა ბენმა, – ნუთუ ასე
რთული დასაგროკია? გაიხსენე, მე ვინ მეუბნებოდა, თვალები გამეხი-
ლა და სასწაულები მეხილა? ჰოდა, მეც ვიხილე, მაგრამ ეს იმაზე მეტი
სასწაული ნამდვილად არ აღმოჩნდა, ვიდრე რადიომიმღებია. გრო-
კავ რადიოს? ან სტერეოვიზორს? ელექტრონულ კომპიუტერს თუ გრო-
კავ?
– მე? არა.
– ვერც მე, ელექტრონიკაში სრულიად უვიცი ვარ, მაგრამ, ძალიან
რომ მომენდომებინა, დარწმუნებული ვარ, გავერკვეოდი. რთული იქ-
ნება, მაგრამ სასწაული? ნამდვილად არა. თუ შესაბამისი ენა იცი, ტე-
ლეპორტაციაც გიადვილდება. აი, თავად ენის სწავლა კი ნამდვილად
რთულია.
– ბენ, შენ შეგიძლია ტელეპორტაცია?
– მე? ცხადია, არა. ამას საბავშვო ბაღში კი არ ასწავლიან. დიაკ-
ვნობასა და მეცხრე წრეს ასე მალე მხოლოდ იმიტომ მივაღწიე, რომ
პირველხმობილი ვარ. რეალურად, ახლა მხოლოდ მეოთხე წრეში უნ-
და ვიყო და, უკეთეს შემთხვევაში, მეხუთეში გადავდიოდე. ამრიგად
საკუთარი სხეულის ფლობას მხოლოდ ახლა ვსწავლობ, პატი კი, ჩვენ
შორის, ერთადერთია, ვინც ტელეპორტაციას რეგულარულად იყენებს,
მაგრამ არა მგონია, მაიკის დახმარების გარეშე ეს ერთხელ მაინც მო-
ეხერხებინოს. მაიკი ამბობს, რომ პატს ამის ნიჭი აქვს, მაგრამ ის იმდე-
ნად უცნაურად გულუბრყვილო და მორიდებული ადამიანია, რომ მუ-
დამ მაიკზეა დამოკიდებული, რაც, რეალურად, სულაც არ სჭირდება.
იუბალ, მე ისიც დავგროკე, რომ, სინამდვილეში, მაიკი სულაც არ
გვჭირდება... სწორად გამიგე – მისი მნიშვნელობის დაკნინებას არ ვა-
პირებ, მაგრამ... მარსელი ადამიანი, შეიძლებოდა, შენც ყოფილიყავი,
მეც. ეს ცეცხლის მომპოვებელი პირველი ადამიანის ამბავს ჰგავს –
ცეცხლი ხომ იქამდეც არსებობდა, მაგრამ, მას შემდეგ, რაც მიხვდა,
რომ მისი გამოყენება შეიძლებოდა, ეს ცოდნა სხვებსაც გაუზიარა. ამის

770
გაკეთება ნებისმიერს შეეძლო, ნებისმიერს შესაბამისი გონებითა და
სიფრთხილის უნარით, რომ არ დამწვარიყო.
– ნაწილობრივ ვგროკავ.
– მაიკი ჩვენი პრომეთეა, მაგრამ, იუბალ, პრომეთე ღმერთი სულაც
არ ყოფილა, რასაც მაიკი მუდამ ხაზს უსვამს. შენ ხარ ღმერთი, მე ვარ
ღმერთი, ის არის ღმერთი – ყველა, ვინც გროკავს, ღმერთია. მაიკიც
ჩვენნაირი ადამიანია, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე მეტი იცის. მაგ-
რამ ის ზეადამიანიაცაა. რადგან ჩვეულებრივი ადამიანი, მას შემდეგ,
რაც მარსელთა ხრიკებს ისწავლიდა, თავს მართლაც ღმერთად გამო-
აცხადებდა. მაგრამ მაიკი ამ ცდუნებაზე მაღლა დგას. ის პრომეთეა...
და მეტი არაფერი.
– რამდენადაც მახსოვს, ადამიანებისთვის ცეცხლის მოტანა პრო-
მეთეს ძალიან ძვირად დაუჯდა, – ნელა წარმოთქვა იუბალმა.
– გგონია, მაიკს არ უჯდება? კვირაში შვიდი დღე, დღე-ღამეში ოც-
დაოთხი საათი მუხლჩაუხრელად მუშაობს იმისთვის, რომ ასანთთან
თამაში რამდენიმე ადამიანს მაინც ასწავლოს, თანაც ისე, რომ არავინ
დაიწვას. ჯილმა და პატიმ როგორღაც აიძულეს და კვირაში ერთ საღა-
მოს მაინც ასვენებენ, – კექსტონმა ჩაიღიმა, – მაგრამ მაიკს ვერ გააჩე-
რებ. ეს ქალაქი სათამაშო სახლებითაა სავსე და, ვინაიდან აზარტული
თამაშები კანონითაა აკრძალული, ეს ბიზნესი იატაკქვეშა ქალაქში
ყვავის. თავისუფალ საღამოებს მაიკი, სწორედ, იქ ატარებს. ყოველ
ჯერზე ათ, ოც, ოცდაათ ათასს იგებს. არაერთხელ სცადეს გაეძარცვათ,
მოეკლათ, სასმელში რამე შეერიათ ან კუნთმაგარი ჯეელები მიეგზავ-
ნათ, მაგრამ არაფერმა გაჭრა, ამასობაში კი ამ ქალაქის ყველაზე იღ-
ბლიანი ადამიანის რეპუტაციაც მოიპოვა... ამან კი ტაძარში უფრო მე-
ტი ადამიანი მოიზიდა – ყველას უნდოდა, ენახა ის, ვინც ყოველთვის
იგებდა. შემდეგ, სცადეს, შავ სიაში შეეყვანათ და სათამაშო სახლებში,
უბრალოდ, აღარ შეეშვათ, მაგრამ ეს დიდი შეცდომა აღმოჩნდა: ბან-
ქოს დასტები არ იჩეხებოდა, ბორბალი არ ტრიალებდა, კამათლები
მხოლოდ ექვსიანებზე ჯდებოდა. ბოლოს ისღა დარჩენოდათ, მის არ-
სებობას შეჰგუებოდნენ და თავაზიანად ეთხოვათ, რამდენიმე ათასზე
მეტი აღარ მოეგო. თუ სთხოვ, მაიკი მართლაც ყველაფერს შეგისრუ-

771
ლებს, – ბენმა პაუზა გააკეთა და განაგრძო, – ახლა კიდევ ერთი დიდი
ძალა გვიპირისპირდება: არამარტო ფოსტერიტები და კიდევ რამდე-
ნიმე ეკლესია, არამედ აზარტული თამაშების სინდიკატები და ამ ქა-
ლაქის პოლიტიკური ელიტა. ჩემი აზრით, ის აფეთქებაც სწორედ ქა-
ლაქის მთავრობის მიერ დაქირავებულთა ნახელავია და არა ფოსტე-
რიტების მოიერიშე რაზმებისა. მათ ასეთი პროფესიონალიზმი ნამდვი-
ლად არ აქვთ.
ვიდრე ლაპარაკობდნენ, ოთახში გამუდმებით შედიოდნენ და გა-
მოდიოდნენ ადამიანები. ზოგი ჯგუფ-ჯგუფად იდგა, ზოგი – ბენსა და
იუბალს შეერთებოდა. იუბალს ისინი, ერთდროულად, მოდუნებულიც
ეჩვენებოდნენ და დაძაბულიც. აფორიაქებულიაო, ვერცერთზე იტყო-
და, აჩქარებასაც ვერ ატყობდა, მაგრამ მათი ყველა მოქმედება, თით-
ქოს, წინასწარ იყო გამიზნული და რაღაც მისიას ემსახურებოდა. ამ-
გვარ შთაბეჭდილებას იუბალზე ისეთი აშკარად შემთხვევითი და და-
უგეგმავი მოქმედებებიც ტოვებდა, როგორიც მისალმება და ერთმანე-
თის მოკითხვა იყო; ისეთი განცდა რჩებოდა, თითქოს მათი ყოველი
მოძრაობა ოსტატი ქორეოგრაფის მიერ იყო დადგმული, თუმცა იცოდა,
რომ ასე არ იყო.
იუბალის აღქმით, ამ მოჩვენებითი სიმშვიდის მიღმა დაძაბულობა
და რაღაცისთვის მზადყოფნა გამოსჭვიოდა, თუმცა ეს დაძაბულობა
ხისტი ფორმით სულაც არ ვლინდებოდა, იუბალს კი რაღაცას, რაღაც
კარგად ნაცნობს აგონებდა. ქირურგიულ ოპერაციას? იმ ოსტატების
მოქმედებას, ხმაურისა და ზედმეტი მოძრაობის გარეშე რომ აკეთებენ
საქმეს? შეიძლება.
და იუბალს გაახსენდა, ეს ყველაფერი რასაც აგონებდა: მრავალი
წლით ადრე, როდესაც კოსმოსის საკვლევად, მესამე პლანეტაზე, ჯერ
კიდევ, გიგანტურ ქიმიურ რაკეტებს იყენებდნენ, მართვის ცენტრიდან
უკუათვლას ადევნებდა თვალყურს... იქაც ზუსტად ასე ხმადაბლა და
აუჩქარებლად ლაპარაკობდნენ, ასე
დუნედ მოძრაობდნენ; ყველა იქ მყოფს განსხვავებული საქმე ევა-
ლებოდა, მაგრამ მაინც სინქრონულად და კოორდინირებულად მოქ-

772
მედებდნენ – ყველა თავის ფუნქციას ასრულებდა და საზეიმო მოლო-
დინით იყო აღსავსე.
სისავსის მომლოდინე ადამიანებს იუბალი ახლაც ხედავდა, მაგ-
რამ რატომ იყვნენ ასე ბედნიერები? მათი ტაძარი და ყველაფერი, რაც
ამდენი შრომით შეექმნათ, მიწასთან იყო გასწორებული... მაგრამ მა-
ინც შობის მომლოდინე ბავშვებივით ხარობდნენ.
იუბალმა ისიც შენიშნა, რომ სიშიშვლე, რომელსაც ბენი პირველად
სტუმრობისას ასე შეეშფოთებინა, როგორც ჩანდა, ამ სუროგატ ბუდეში
არ დამკვიდრებულიყო – ყველა ჩაცმული დადიოდა, მიუხედავად იმი-
სა, რომ ამ სასტუმროში გარე სამყაროსგან სრულიად იზოლირებულნი
იყვნენ. მოგვიანებით, იუბალმა ისიც გააცნობიერა, რომ აქ დასადგუ-
რებულ შინაურულ გარემოს ისეთ განწყობაზე დაეყენებინა, რომელიც
ასეთი აშკარა შეუსაბამობებისადმი სრულიად გულგრილს აქცევდა.
მერე იუბალმა მას მოჰკრა თვალი – ქალს ულამაზესი შავი ფაფ-
რით. ვიღაცას გამოელაპარაკა, ბენს კოცნა გამოუგზავნა, იუბალს სე-
რიოზული სახით გადახედა და გავიდა. იუბალმა თვალი გააყოლა,
კარგად შეაფასა ეს შუაღამისფერი ფუმფულა მშვენიერება და... მხო-
ლოდ მისი გასვლის შემდეგღა მიხვდა, რომ ქალს თავისი დედოფლუ-
რი დიდებულების გარდა, არაფერი ემოსა. მერე კი ისიც გაიაზრა, რომ
ამგვარად „შემოსილი“ მოძმეები აქ უკვე შეენიშნა.
– ეს რუთია, – შენიშნა ბენმა მისი დაინტერესება, – ახალი უმაღლე-
სი ქურუმი. ის და მისი ქმარი მეორე სანაპიროზე იყვნენ, სადაც, სავა-
რაუდოდ, ტაძრის ფილიალი უნდა დაეარსებინათ. მიხარია, რომ დაბ-
რუნდნენ. როგორც ჩანს, ყველა ვიკრიბებით, ისევე, როგორც ძველმო-
დურ საშობაო სადილებზე ხდება ხოლმე.
– შესანიშნავი თმა ჰქონდა. ნეტავი, ცოტა ხანს შეყოვნებულიყო.
– მერედა რატომ არ მოიხმე?
– ჰა?
– რუთი აქ სპეციალურად შემოვიდა, შენთვის თვალი მაინც რომ მო-
ეკრა. როგორც ჩანს, სულ ახლახან ჩამოვიდნენ. ალბათ შენიშნე, რომ
ყველა თავს გვარიდებს. მხოლოდ რამდენიმე ადამიანი მოგვიახლოვ-
და, მაგრამ ერთი-ორი სიტყვა გვითხრეს და ისევ გაგვერიდნენ.

773
– ჰმ... ეგრეა.
იუბალს ეს შეენიშნა და, ცოტა არ იყოს, იმედიც გასცრუებოდა, რად-
გან იქიდან გამომდინარე, რაც ამ ხალხის შესახებ სმენოდა, გადაჭარ-
ბებული ინტიმურობის მოლოდინი და მისი მოგერიების მზაობაც ჰქონ-
და... სანაცვლოდ კი აღმოჩნდა, რომ არარსებულ კვარცხლბეკზე იდგა,
რომელზეც თავად აბობღებულიყო, ახლა კი თავს საკმაოდ სულელურ
მდგომარეობაში აღმოჩენილი ადამიანივით გრძნობდა. მართალია,
სათანადო სტუმართმოყვარეობითა და თავაზიანობით ეპყრობოდნენ,
მაგრამ მეგობრული დამოკიდებულებით სულაც არ გამოირჩეოდნენ.
– მოსვლა და ლაპარაკის გაბმა უნდათ, – განუმარტა ბენმა, – მაგ-
რამ ცოტა ეშინიათ.
– ჩემი?
– ამაზე გასულ ზაფხულსაც ხომ ვილაპარაკეთ. შენ ჩვენი ეკლესიის
საპატიო წევრი ხარ – არც ბოლომდე რეალური, მაგრამ მაინც ჩვე-
ულებრივ ადამიანზე მეტი. მაიკი გიხსენიებს, როგორც ადამიანს, რო-
მელსაც მარსული ენის ცოდნის გარეშეც შეუძლია მთელი სისავსით
დაგროკოს, ზოგს კი ისიც ჰგონია, რომ მის მსგავსად აზრებსაც კითხუ-
ლობ.
– რა სისულელეა! იმედი მაქვს, ეს წარმოდგენა შენ მაინც გაუფან-
ტე.
– ვინ ვარ მე, მითი რომ დავანგრიო? იქნებ მართლა შეგიძლია აზ-
რების კითხვა, მაგრამ ამის თაობაზე ჩემთვის არაფერი გითქვამს? თა-
ნაც, მათ მხოლოდ ცოტათი ეშინიათ, ჰგონიათ, რომ საუზმეზე ბავშვებს
მიირთმევ, ღრიალით კი მიწას აზანზარებ. თუ მოიხმობ, ყველა სიამოვ-
ნებით შემოგვიერთდება და დაგელაპარაკებიან... მაგრამ არ უნდათ,
ზედმეტად შეგაწუხონ. იციან, რომ მაიკიც კი ყურადღებით გისმენს და
მომართვისას უკიდურესად თავაზიანია.
იუბალმა მოსმენილისადმი დამოკიდებულება ერთადერთი მოკლე
სიტყვით გამოხატა.
– რა თქმა უნდა, – დაეთანხმა იუბალს ბენი, – მაგრამ სისუსტეები
მაიკსაც აქვს. სწორედ ახლახან გეუბნებოდი, რომ, რეალურად, ისიც

774
ადამიანია. ასეა თუ ისე, მან უკვე აირჩია ეკლესიის მფარველი წმინდა-
ნი და შენც მოგიწევს, შეეგუო.
– ჰმ... როგორც იქნა, ვიღაც ნაცნობი შემოვიდა! ჯილ! ჯიილ! აქეთ
მობრუნდი, ძვირფასო! – დაიძახა უცებ იუბალმა.
ქალი მისკენ ყოყმანით მიბრუნდა.
– დაუნი ვარ, მაგრამ მაინც გმადლობთ, – ამ სიტყვებით მათკენ და-
იძრა. იუბალმა გაიფიქრა, რომ კოცნას
უპირებდა და გადაწყვიტა, ამისთვის თავი არ აერიდებინა, მაგრამ
დაუნს ან საერთოდ არ ჰქონია ამგვარი განზრახვა, ან, უბრალოდ, გა-
დაიფიქრა. სანაცვლოდ, ცალ მუხლზე დაეშვა და ხელზე ემთხვია, – მა-
მა იუბალ, მოგესალმებით და ღრმად შეგსვამთ.
– ღვთის გულისათვის, რას აკეთებ! – შესძახა იუბალმა და ელდანა-
ცემმა გამოსტაცა ხელი, – ახლავე ადექი და გვერდზე მომიჯექი. წყალი
გავიზიაროთ.
– დიახ, მამა იუბალ.
– იუბალი დამიძახე და სხვებსაც უთხარი, რომ არ მიყვარს, როდე-
საც კეთროვანივით მექცევიან. იმედი მქონდა, რომ აქ ოჯახი დამხვდე-
ბოდა.
– ასეცაა... იუბალ.
– მაშინ იუბალი დამიძახეთ და ისე მიმიღეთ, როგორც რიგითი
წყლისმიერი მოძმე – არც მეტი, არც ნაკლები. ვინც სხვაგვარად მოიქ-
ცევა, გაკვეთილების შემდეგ დარჩება. დაგროკე?
– კარგი, იუბალ, – მორჩილად დაეთანხმა დაუნი, – უკვე შევატყობი-
ნე და ასეც მოიქცევიან.
– რაო?
– დაუნი გულისხმობს, რომ პატის შეატყობინა, – განუმარტა ბენმა,
– ვინაიდან, მაიკი ახლა ჩაძირულია, მისი შიდა ყურის გავლით, პატის
ნათქვამი ყველას გადაეცემა, ისინი კი მათ შეატყობინებენ, ვინც, ჯერ
კიდევ, ჩემსავით სანახევროდ ყრუა.
– ასეა, – დაუდასტურა დაუნმა, – მაგრამ ამჯერად ჯილს შევატყო-
ბინე, რადგან პატი მაიკლის დავალებით სადღაცაა წასული. იუბალ,

775
სტერეოვიზორს უყურეთ? საოცრად ამაღელვებელი ამბები გადმოს-
ცეს.
– არა, არაფერი მინახავს.
– ციხიდან გაქცევას გულისხმობ, დაუნ?
– კი, ბენ.
– ამაზე ჯერ არ გვილაპარაკია, თანაც იუბალი სტერეოვიზიას ვერ
იტანს. იუბალ, მე გეტყვი, როგორც მოხდა – მაიკმა ციხის კედელი უბ-
რალოდ გამოანგრია და გამოვიდა. ერთადერთი, რაშიც ბრალს არ
სდებდნენ, თავისუფლების ქანდაკების გაუპატიურებაა, შორტმა
კი, იმავე დღეს, ანტიქრისტედ შერაცხა. ამიტომ, მაიკიც ადგა და სას-
წაულების ჩვენებაზე გადავიდა: ციხიდან გამოსვლამდე ყველა საკნის
კარი გააქრო... და შტატის ყველა ციხეშიც იგივე გააკეთა. იგივე ბედი
ეწია პოლიციიის მთელ შეიარაღებასაც ქალაქისა და შტატის მასშტა-
ბით. ასე იმიტომ მოიქცა, რომ, უახლოეს მომავალში, პოლიციას მისი
დევნისთვის ვეღარ მოეცალა და კიდევ იმიტომ, რომ, უბრალოდ, ვერ
იტანს, როდესაც ადამიანს, მიზეზის მიუხედავად, ოთხ კედელში ამ-
წყვდევენ. ის ამაში მცდარობას გროკავს.
– ასეა, – დაეთანხმა იუბალი, – მაიკი ძალიან მგრძნობიარეა, ყო-
ველთვის ასე იყო. ადამიანებისადმი ასეთი მოპყრობა მართლაც აყე-
ნებს ტკივილს და ამაში ბოლომდე ვეთანხმები.
– არა, – გააქნია თავი ბენმა, – მგრძნობიარე სულაც არაა. მაგალი-
თად, ადამიანის მოკვლა საერთოდ არ ააღელვებდა, მაგრამ ის უკი-
დურესი ანარქისტია, ამრიგად, ადამიანის დამწყვდევა მისთვის უდი-
დესი მცდარობაა. ის მხოლოდ „მეს“ თავისუფლებასა და „მეზე“ სრულ
პირად პასუხისმგებლობას აღიარებს. შენ ხარ ღმერთი.
– და აქ წინააღმდეგობას რაში ხედავთ, სერ? ადამიანის მოკვლა,
შესაძლოა, აუცილებელი გახდეს, მაგრამ გამომწყვდევა მისი პიროვ-
ნული შეურაცხოფაა, ისევე, როგორც თქვენი.
– ვგროკავ, რომ მაიკი მართალია. ამას შენც მთელი სისავსით გრო-
კავ. მაგრამ მე... ბოლომდე მაინც არ მესმის, მე ჯერ კიდევ ვსწავლობ,
– ბენი დაუნს მიუბრუნდა, – ეს ყველაფერი როგორ მიიღეს?

776
– ისე იქცეოდნენ, თითქოს მაიკმა კრაზანების ბუდე ააფორიაქაო.
ქალაქის მერი ადგილს ვეღარ პოულობდა, პირზე დუჟმომდგარი გაჰ-
ყვიროდა. მერე შტატისა და ფედერაციისგან დახმარება მოითხოვა...
და მიიღო კიდეც. აჩვენეს, როგორ დაეშვა შეიარაღებული ხალხით
სავსე მფრინავი მანქანები, საკმაოდ ბევრი, მაგრამ როგორც კი გად-
მოვიდნენ, მაიკმა იარაღთან ერთად მათი ტანსაცმელიც გააქრო, ფეხ-
საცმელიც არ შეარჩინა და მფრინავი მანქანებიც ზედ მიაყოლა.
– როგორც ვგროკავ, მაიკი ტრანსში იქამდე დარჩება, ვიდრე ისინი
არ დაიღლებიან და დანებდებიან, – თქვა ბენმა, – ამდენ დეტალთან
ერთდროულად გასამკლავებლად ტრანსში ყოფნა და დროის გაწელ-
ვა ნამდვილად დიდხანს დასჭირდება.
– არა მგონია, ბენ, – დაფიქრებით თქვა დაუნმა, – ცხადია, მე ამის
მეათედის გასაკეთებლად უფრო ხანგრძლივი ტრანსი დამჭირდებო-
და, მაგრამ ვგროკავ, რომ მაიკს ველოსიპედის მართვა თავდაყირასაც
შეუძლია. ყველაფერს გაცილებით იოლად გაუმკლავდება.
– არც ვიცი, რა გითხრა. ჩემთვის ეს ყველაფერი, ჯერ კიდევ, ქვიშა-
ში თამაშია, ბენი წამოდგა, – ჩემო
ტკბილო გოგონა, ზოგჯერ ამ თქვენი სასწაულებისგან თავიც
მტკივდება. წავალ, ცოტა ხანს სტერეოვიზორს ვუყურებ, შენ კი მოხუცი
იუბალი გაართე. მას პატარა გოგონები ძალიან უყვარს, – ბენი წავიდა,
ხოლო სიგარეტის კოლოფი, რომელიც იქამდე პატარა მაგიდაზე იდო,
მორჩილად გაჰყვა და შარვლის ჯიბეში ჩაუსრიალდა.
– ეს შენ გააკეთე თუ ბენმა?
– ბენმა. მე სიგარეტს არ ვეკარები, თუ მოწევას ის მამაკაცი არ
მთხოვს, ვისთანაც იმ მომენტში ვარ. ბენ კოლოფის აღება ყოველთვის
ავიწყდება და ისიც მთელ ბუდეში ასე დასდევს.
– ჰმმ... ვხედავ, ქვიშაში თამაში საკმაოდ კარგად გამოსდის.
– სინამდვილეში, იმაზე მეტი პროგრესი აქვს, ვიდრე ოდესმე
აღიარებს. ის ნამდვილი წმინდანია, მაგრამ ამის აღიარება არ უნდა.
მორცხვია.
– ჰმ... დაუნ, ხომ ის დაუნ არდენი ხარ, რომელსაც ფოსტერის ტა-
ძარში, დაახლოებით ორ-ნახევარი წლის წინ შევხვდი? ასე არ არის?

777
– ანუ გახსოვთ ის შეხვედრა?! – დაუნს ისეთი გამომეტყველება
ჰქონდა, თითქოს იუბალმა კანფეტი მისცაო.
– რა თქმა უნდა, მახსოვს, მაგრამ, ცოტა არ იყოს, დავიბენი. შეც-
ვლილი, თუმცა მგონი, ახლა უფრო ლამაზი ხარ.
– იმიტომ, რომ მართლა უფრო ლამაზი ვარ, – დაეთანხმა ქალი, –
ახლახან ხომ ჯილიანში აგერიეთ. ახლა ისიც უფრო ლამაზად გამოი-
ყურება.
– მართლაც, სად არის ეგ ბავშვი? იმედი მქონდა, რომ ვნახავდი.
– რაღაც საქმე ჰქონდა, – დაუნმა მცირე პაუზა გააკეთა, – მაგრამ
მალე შევენაცვლები და მოვა. ბოდიში, ახლა უნდა დაგტოვოთ.
– რა თქმა უნდა. გაიქეცი, პატარა.
– აჩქარება საჭირო არ არის, – თქვა დაუნმა და მაშინვე გაეცალა,
მისი ადგილი კი დოქტორმა მაჰმუდმა დაიკავა, რომელსაც იუბალმა
მკაცრად შეხედა და უთხრა:
– წესით და რიგით, ჩემ მიმართ სათანადო პატივისცემა უნდა გამო-
გეჩინა და ჩამოსვლის თაობაზე შეგეტყობინებინა, იმის ნაცვლად, რომ
ჩემი ნათლული პირველად გველის გარემოცვაში მენახა.
– ოჰ, იუბალ, ასეთი აჩქარება საჭირო არ არის.
– როცა ადამიანი ჩემს ასაკამდე მიაღწევს... – აქ იუბალს სიტყვა გა-
უწყდა, რადგან უკნიდან ვიღაც მიეპარა, თვალებზე ხელები ააფარა და
კარგად ნაცნობი ხმით ჰკითხა:
– აბა, ვინ ვარ.
– ბელზებელი?
– არა.
– ლედი მაკბეტი?
– ახლოს ხარ. კიდევ ერთი მცდელობაც...
– ჯილიან, გეყოფა და აქ მომიჯექი.
– დიახ, მამა, – ჯილი მაშინვე დაემორჩილა.
– და სახლის გარეთ მამას ნუ მეძახი. როგორც აღვნიშნე, როდესაც
ადამიანი ჩემს ასაკშია, აუცილებლად უნდა იჩქაროს. მისთვის ყოვე-
ლი აისი ძვირფასი საჩუქარია, რადგან, შეიძლება, მზის ჩასვლამდე ვე-

778
ღარც მიატანოს, ნებისმიერ მომენტში შეიძლება სამყაროს აღსასრუ-
ლი წამოეწიოს.
– ნუთუ მართლა გგონია, რომ როდესაც შენი ძრავა მუშაობას შეწ-
ყვეტს, სამყაროს დასასრულიც დადგება? – გაეღიმა დოქტორ მაჰმუდს.
– რა თქმა უნდა... ჩემი თვალსაზრისით, – ამ დროს მირიამი მიუახ-
ლოვდათ და იქვე ჩამოჯდა. იუბალმა ხელი მოხვია, – თუმცა არც შენი
უშნო სახის დანახვის სურვილი მკლავდა და არც ჩემი ოდნავ შესახედი
ყოფილი მდივნისა...
– ბოს, იცოდე, მუცელში მოგხვდება, – ჩასჩურჩულა მირიამმა, – მე
განსაკუთრებით ლამაზი ვარ, რაც უმაღლეს დონეზე დამტკიცებული
შეფასებაა.
– მოკეტე და გახსოვდეს, ჩემი ახალი ნათლულები სულ სხვა რე-
ალობას გვიქმნიან. ჩამოსვლა რომ არ შემატყობინე, შეიძლებოდა, ფა-
ტიმა მიშელი ვერც კი მენახა, რის გამოც ჩემი სული მოსვენებას არ
მოგცემდათ.
– ნეტა განახა, თმაში გახეხილ სტაფილოს როგორ იზელს ხოლმე, –
აღნიშნა მირიამმა, – საშინელებაა.
– მეტაფორულად ვთქვი.
– მე კი, არა. ნამდვილი ღორმუცელაა.
– ბოს, მართლა მეტაფორულად თქვი? – ჩაერია ჯილი.
– რაო? როგორც წესი, „მოჩვენების“ ცნებას მხოლოდ გადატანითი
მნიშვნელობით ლაპარაკისას ვიყენებ.
– ეს უკვე მეტაფორაზე მეტია, – დაიჟინა ჯილმა.
– ჰმ... შესაძლოა, მაგრამ მაინც მირჩევნია, ბავშვები ხორციელ
მდგომარეობაში მყოფმა ვნახო ხოლმე.
– იუბალ, ამიტომაც გეუბნებოდი, რომ სიკვდილი ჯერ ადრეა, მას-
თან ახლოსაც არ ხარ, – უთხრა დოქტორმა მაჰმუდმა, – ეს მაიკმაც დაგ-
როკა. თქვა, რომ წინ კიდევ მრავალი წელი გაქვს.
– ჯერ კიდევ, წლების წინ გადავწყვიტე, რომ ჩემი ზღვარი სამნიშნა
რიცხვი იქნებოდა, – თქვა იუბალმა თავის ქნევით.
– მაინც რომელ სამნიშნას გულისხმობ, ბოს? – უმანკო ხმით ჩაეძია
მირიამი, – მათუსალას[196] ასაკს ხომ არა?

779
– ნუ ტლიკინებ, მირიამ.
– მაჰმუდი ამბობს, ქალს შეუძლია, რამდენიც უნდა, იმდენი იტლი-
კინოს, მაინც არ მოუსმენენო.
– შენი ქმარი მართალს ამბობს. ასე რომ, დადუმდი. დემატერიალი-
ზაციას სწორედ იმ დღეს ვაპირებ, როდესაც ჩემი მაჩვენებელი სამნიშ-
ნა რიცხვს მიაღწევს. ჯერ არ ვიცი, ამას მარსულ სტილში გავაკეთებ,
თუ ჩემეული უხეში მეთოდებით, მაგრამ ამას ნამდვილად ვერ წამარ-
თმევთ.
– იუბალ, ვგროკავ, რომ მართალს ამბობ, – დაეთანხმა ჯილი, – მაგ-
რამ ეს არც ისე მალე მოხდება. ელიმ სწორედ გასულ კვირას შეგიდგი-
ნა ჰოროსკოპი.
– ჰოროსკოპი? ღმერთო ჩემო! ელი ვინ არის? და როგორ გაბედა
ჩემი ჰოროსკოპის შედგენა?! მაჩვენეთ და მერე მე ვიცი! იქ ვუკრავ
თავს, სადაც არის კიდეც მისი ადგილი!
– იუბალ, არაფერი გამოგივა, – ჩაერია მაჰმუდი, – ის ჩვენს ლექსი-
კონზე მუშაობს, ხოლო მის ვინაობას რაც შეეხება, მისი სახელი მადამ
ალექსანდრა ვესანია.
– ბეკი? – სახე შეეცვალა იუბალს, – ისიც ამ საგიჟეთშია? როგორ
ვერ მივხვდი. ახლა სად არის?
– ჰო, ბეკი, მაგრამ ჩვენ მას ელის ვეძახით, რადგან აქ სხვა ბეკიც
გვყავს. მაგრამ, ვიდრე ნახავ, უნდა დაელოდო. და ნურც მის შედგენილ
ჰოროსკოპებს დასცინი – მას ნიშანი აქვს.
– რა სისულელეა! ასტროლოგია სრული ბოდვაა და ეს შენც მშვე-
ნივრად იცი.
– რა თქმა უნდა, ეს ელიმაც იცის. ასტროლოგების უმრავლესობა
ჩვეულებრივი თაღლითები არიან. მიუხედავად ამისა, ელი ამ საქმია-
ნობას აგრძელებს და თანაც უფრო გულმოდგინედ, ვიდრე ადრე, როცა
ამას სხვებისთვის აკეთებდა. ახლა ის უკვე მარსულ მათემატიკასა და
ასტრონომიას იყენებს, რომლებიც, დედამიწურთან შედარებით, ბევ-
რად სრულყოფილია. ეს მისთვის დაგროკვის იარაღიცაა – დაახლოე-
ბით ისეთი, როგორიც შეიძლება წყალში ჩახედვა, ბროლის ბურთი ან
ქათმის შიგნეულობა იყოს. ანუ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, რა

780
საშუალებას იყენებს. მაიკმა კი უკვე ჩვეული სიმბოლოების გამოყენე-
ბაც ურჩია. მთავარი ისაა, რომ მას ნიშანი აქვს.
– რა ნიშანი, რა ჯადაბას გულისხმობ?
– უნარს, რათა სამყაროს იმაზე დიდი ნაწილი დაგროკო, ვიდრე მო-
ცემულ მომენტში ხედავ. მაიკს ეს მარსზე ასწავლეს, ელი კი ჯერ ბო-
ლომდე გაუწვრთნელი ნახევრად ადეპტია. ის ფაქტი, რომ ამისთვის
სრულიად უაზრო ასტროლოგიას იყენებდა, ახლა არაფერს ნიშნავს.
კრიალოსანიც ხომ უმნიშვნელოა... რა თქმა უნდა, მუსლიმთა კრიალო-
სანს ვგულოსხმობდი, რადგან კონკურენტთა კრიტიკა არ მჩვევია, –
მაჰმუდმა ჯიბიდან კრიალოსანი ამოიღო და თითებით აათამაშა, – თუ
ფიქრობ, რომ პოკერის თამაშისას ქუდის შემოტრიალება გშველის, ესე
იგი, მართლა გშველის და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რომ ამ
ქუდს, სინამდვილეში, არც მაგიური ძალა აქვს და არც დაგროკვა შეუძ-
ლია.
იუბალმა თვალი შეავლო მუსლიმთა მედიტაციისთვის განკუთ-
ვნილ ინსტრუმენტს და გადაწყვიტა, ბოლოს და ბოლოს, მაჰმუდის-
თვის ის ეკითხა, რასაც ამდენ ხანს ვერ ბედავდა.
– ანუ შენ ჯერ კიდევ ერთ-ერთი მართლმორწმუნე ხარ? მეგონა, მა-
იკის ეკლესიას საბოლოოდ შეუერთდი.
მაჰმუდმა კრიალოსანი, რომელსაც ჯერაც მარცვლავდა, მშვიდად
გადადო და უპასუხა:
– ერთი მეორეს ხელს არ უშლის.
– რაო? მაჰმუდ, ისინი აბსოლუტურად შეუთავსებელი რელიგიებია.
ან მე ვერ ვგროკავ ვერცერთს.
– ასე მხოლოდ ზედაპირზე ჩანს, – თავის გაქნევით უპასუხა მაჰმუდ-
მა, – შეიძლება ითქვას, რომ მარიამმა ჩემი რელიგია მიიღო, მე კი, მი-
სი, ანუ ჩვენ გავერთიანდით. მე ჯერ კიდევ ღვთის მონა, მისი ნების
მორჩილი ვარ... და ამის მიუხედავადაც შემიძლია ვთქვა, შენ ხარ
ღმერთი, მე ვარ ღმერთი, ყველა, ვინც გროკავს, არის ღმერთი. წინას-
წარმეტყველს არასდროს უმტკიცებია, რომ რისი თქმაც შეიძლებოდა,
ყველაფერი სწორედ მან თქვა. ეს მცდარი და ფანატიკური შინაარსის
მატარებელი აზრი მხოლოდ მოგვიანებით გავრცელდა. ღმერთისადმი

781
მორჩილება ბრმა რობოტად ქცევას არ ნიშნავს, რომელსაც გადაწყვე-
ტილების მიღება არ ძალუძს, შესაბამისად, ცოდვასაც ვერ ჩაიდენს,
მაგრამ ყურანი ამას სულაც არ ამბობს. მორჩილება, ჩემთვის და ყოვე-
ლი ჩვენგანისთვის, უნდა ნიშნავდეს და ნიშნავს კიდეც, თუ რა სახის
პასუხისმგებლობას ვიღებთ სამყაროს ჩამოყალიბებასა და ცვლილე-
ბებზე; ჩვენზეა დამოკიდებული, მას სამოთხის ბაღად ვაქცევთ, თუ ერ-
თიანად გავანადგურებთ, – გაიღიმა და დასძინა, – „ღმერთისთვის კი
ყველაფერი შესაძლებელია“[197], თუ ნებას მომცემთ, დავესესხო...
მაგრამ ერთადერთი რამის გარდა, მხოლოდ ერთი რამ არის შეუძლე-
ბელი – ღმერთი საკუთარ თავს ვერ გაექცევა. მას არ შეუძლია, თავის
აბსოლუტურ პასუხისმგებლობაზე უარი თქვას. ის მარადიულად საკუ-
თარ ნებას უნდა ემორჩილებოდეს. ისლამში ასეა. ის ამ ტვირთს სხვას
ვერ გადააბარებს, რადგან ეს მისი ტვირთია... ჩემი ტვირთია... თქვენი
ტვირთია... მაიკის ტვირთია.
– მაჰმუდ, ხომ იცი, თეოლოგია ჩემზე ყოველთვის ცუდად მოქმე-
დებდა. ბეკი სად არის? განა არ შეუძლია, ლექსიკონს ცოტა ხნით მაინც
შეეშვას და ძველი მეგობარი მოინახულოს? უკანასკნელი ოცი წლის
განმავლობაში მხოლოდ ერთხელ თუ მინახავს, ეს კი საკმაოდ დიდი
დროა.
– ნახავ, მაგრამ ახლა არა. საქმეს ვერ მოსწყდება, ის ახლა უკარნა-
ხებს. მოდი, უკეთ აგიხსნი: საქმე ისაა, რომ, გარკვეული დროის განმავ-
ლობაში, მაიკთან ყოველდღიური კავშირი მქონდა. რეალურად, ეს
სულ რამდენიმე წამს გრძელდებოდა, მაგრამ გეგონებოდა, რვა საათი
მაინც გავიდაო. ყველაფერს ფირზე ვიწერდი, მოგვიანებით კი, მარსუ-
ლი ფონეტიკის მცოდნე რამდენიმე ადამიანი ამ ჩანაწერებს შიფრავ-
და და ხელნაწერად აქცევდა. ამის შემდეგ მარიამი ნაბეჭდ ასლებს
აკეთებდა, რომელთაც მე და მაიკი უკვე ხელით ვარედაქტირებდით.
სამწუხაროდ, მაიკი ამისთვის იშვიათად იცლიდა.
ახლა კი ყველაფერი სხვაგვარადაა, ამიტომ მაიკი გროკავს, რომ
ამ ლექსიკონის დასასრულებლად მე და მარიამი სადმე, განმარტოე-
ბულ ადგილას უნდა გავემგზავროთ. იგი გროკავს, რომ ამის აუცილებ-
ლობას მალე ჩვენც დავგროკავთ. ამის გამო მთელი თვეების ან, სუ-

782
ლაც, წლების სამყოფ მასალას წინასწარ გვაწვდის, რათა შემდგომში,
წლების განმავლობაში, აუჩქარებლად გადავამუშაო და ადამიანებს
მარსულის შესასწავლი ერთგვარი სახელმძღვანელო დავუტოვო. გარ-
და ამისა, გვაქვს მაიკის მარსულ ენაზე ჩატარებული ლექციების ჩანა-
წერებიც, რომლებიც ასევე უნდა გადავიტანოთ ქაღალდზე და ლექსი-
კონთან ერთად დავბეჭდოთ.
ვფიქრობ, მე და მარიამი მალე გავემგზავრებით, რადგან უამრავი
სხვა საქმით დაკავებულმა მაიკმა ლექსიკონზე მუშაობის მეთოდი
რამდენადმე შეცვალა. აქ ხმის ჩამწერი აპარატით აღჭურვილი რვა სა-
ძინებელია. ვისაც ეს ყველაზე უკეთ გამოგვდის – ძირითადად, პატი,
ჯილი, მე, მარიამი, ელი და კიდევ რამდენიმე, ამ ოთახებში ვმორიგე-
ობთ და მაიკის მიერ მოწოდებულ მარსულ განსაზღვრებებს, გამოთ-
ქმებს, ცნებებს მაშინვე ფირზე ვიწერთ. მაიკი ამას წამიერად აკეთებს,
ჩვენ კი ისეთი შეგრძნება გვრჩება, თითქოს დრო უსასრულოდ მიედი-
ნებოდეს. ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია, უშინარესი ტაძრის ზოგ
წევრსაც კი. მაგალითად, სემი გამართულად ვერ მეტყველებს და ამ
საქმეში ჩართვაში ხელს მხოლოდ ეს უშლის. ღმერთმა იცის, როგორ,
მაგრამ მაინც ახერხებს, მარსულად ბრონქსული აქცენტით ილაპარა-
კოს... მოკლედ, ელი ახლა სწორედ ამას აკეთებს. იმისთვის, რომ მა-
იკის ნათქვამიდან ყველაფერი გაიხსენოს, ის, ჯერ კიდევ, სანახევრო
ტრანსშია და თუ გამოვიყვანთ, რაც ჯერ არ უკარნახებია, ყველაფერი
დაავიწყდება.
– დავგროკე, – უპასუხა იუბალმა, – უბრალოდ, ბეკი ვესის მარსელ
ადეპტად წარმოდგენა, ცოტა არ იყოს, მიჭირს. ადრე ის ერთ-ერთი სა-
უკეთესო მენტალისტი იყო და ისეთ რამეებს აკეთებდა, იმ ყეყეჩებს პი-
რებს აღებინებდა, ჯიბეებს კი უცარიელებდა. ერთი ეს მითხარი, თუ იმ
მონაცემების დასამუშავებლად გარკვეული დროით სიმშვიდე გჭირ-
დებათ, სახლში რატომ არ მოდიხართ? იქ ხომ ამისთვის ყველანაირი
პირობაა, ახალი საძინებლებიც გვაქვს.
– შესაძლოა, ეგრეც მოვიქცეთ. ჯერ ველოდებით.
– ჩემო ძვირფასო, ეს იდეა მეც მომეწონა, – გულწრფელად თქვა მი-
რიამმა, – თუ, რა თქმა უნდა, მაიკი ბუდიდან გადაგვყრის.

783
– ანუ გულისხმობ, როდესაც ბუდის დატოვებას დავგროკავთ?
– ხომ გროკავ, რომ ეს ერთი და იგივეა.
– ეგ კი, ჩემო კარგო, მაგრამ სადილი როდის იქნება? შინაგანად ერ-
თობ არამარსულ მოუთმენლობას ვგრძნობ. ბუდეში აშკარად უკეთესი
კვება იყო.
– პატი შენს ლექსიკონს გადაჰყვა, თან ახლა სხვა საზრუნავიც და-
ემატა – ამდენ ახალჩამოსულს აბინავებს, მაიკის მითითებებსაც ასრუ-
ლებს. ასე რომ, ვეღარ ახერხებს, მაგიდებიც მუდამ სავსე იყოს. იუბალ,
დამიჯერე, მაჰმუდი ქურუმი ვერასდროს გახდება, რადგან ნამდვილი
კუჭის მონაა.
– მეც ეგრე ვარ.
– გოგოები პატის უნდა დაეხმაროთ, – შენიშნა მაჰმუდმა.
– ეგ უკვე უადგილო შენიშვნა იყო. ძვირფასო, შენც იცი, როდესაც
ნებას გვრთავს, ყველაფერში ვეხმარებით. ეგეც რომ არ იყოს, ტონი
სამზარეულოში არავის უშვებს, – მირიამი წამოდგა და ისევ იუბალს მი-
უბრუნდა, – იუბალ, წამო, ვნახოთ, რას გვიმზადებენ. თანაც შენი სტუმ-
რობა ტონის ძალიან გაახარებს.
იუბალი მირიამს სამზარეულოში გაჰყვა და, ცოტა არ იყოს, გან-
ცვიფრდა კიდეც, როდესაც დაინახა, რომ ტელეკინეზს კერძების მომ-
ზადებისასაც იყენებდნენ. სტუმრების დანახვაზე ტონი დაიბღვირა,
თუმცა, როდესაც აუწყეს, თუ ვინ დასდო პატივი, მაშინვე გამოცოც-
ხლდა. იუბალს სიამოვნებით დაათვალიერებინა სამზარეულო, რის
დროსაც ინგლისურ-იტალიურ წყევლა-კრულვას უთვლიდა იმ არამზა-
დებს, რომლებმაც ბუდეში გამართული სამზარეულო გაუნადგურეს...
ამასობაში კი კოვზი სპაგეტის სოუსის უზარმაზარ ქვაბში ტრიალებდა.
მალე სადილიც გამზადდა და ყველანი მაგიდას მიუსხდნენ. იუ-
ბალმა თავში დაჯდომაზე ცივი უარი განაცხადა და სადღაც მიჯდა. მა-
გიდის ბოლოში პატი იჯდა, მთავარი ადგილი კი კვლავ თავისუფალი
რჩებოდა... იუბალს არ ტოვებდა იმის შემაძრწუნებელი განცდა, რომ იქ
მარსელი ადამიანი იჯდა, რომელსაც მის გარდა ყველა ხედავდა და
ეს, იქნებ, ასეც იყო.

784
მოპირდაპირე მხარეს ექიმ ნელსონის დანახვა იუბალს საერთოდ
არ გაჰკვირვებია – პირიქით, ის უფრო დააფიქრებდა, იქ რომ არ ყოფი-
ლიყო.
– სალამი, სვენ.
– სალამი, დოკ. წყალს ვაზიარებთ.
– დაე, არასდროს მოწყურებულიყავი. აქ რას აკეთებ?
– ვსწავლობ.
– რას?
– ვისწავლე, რომ მედიცინა სულაც არ ყოფილა აუცილებელი.
– ჩემთვის რომ გეკითხა, ადრევე გეტყოდი. ვანი ნახე?
– საღამოს მოვა ან ხვალ დილას. მისი ხომალდი დღეს დაეშვა.
– აქ ხშირად მოდის? – დაინტერესდა იუბალი.
– კურსზე ჩარჩენილი სტუდენტივითაა. შემოირბენს ხოლმე, დიდი
ხნით ვერ რჩება.
– გამიხარდება, თუ ვნახავ. წელიწად-ნახევარზე მეტი იქნება, თვა-
ლიც არ მომიკრავს, – თქვა და ამის შემდეგ მარჯვნივ მჯდომ კაცთან
გააბა საუბარი, ნელსონი კი დორკასს ელაპარაკებოდა.
მალე იუბალმა ისევ იგრძნო მოლოდინით აღსავსე დაძაბულობა.
ამას ზუსტად ვერ აღწერდა, თუმცა ეს შეგრძნება, ადრინდელთან შე-
დარებით, კიდევ უფრო გაძლიერებოდა, გარეგნულად ყველა ისევ სიმ-
შვიდეს ინარჩუნებდა. მაგიდის გარშემო წყალი ჩამოატარეს. როდესაც
ჭიქამ იუბალამდე მიაღწია, მოსვა და ჭიქა მარცხნივ მჯდომ მდუმარე
ქალს მიაწოდა.
– წყალს გთავაზობ.
ქალი აპირებდა, ეთქვა, გმადლობ, მამა იუბალო, მაგრამ ბოლო
მომენტში გონს მოვიდა და მხოლოდ მარტივი მადლობით შემოიფარ-
გლა.
ჭიქამ, რომელშიც ორიოდე ყლუპი წყალი დარჩენილიყო, მაგიდა
შემოიარა და თავამდე მიაღწია, სადაც ისევ ცარიელი სკამი იდგა.
უცებ ჰაერში ალივლივდა, გადაპირქვავდა და წყალი გაუჩინარდა. ბო-
ლოს მაგიდაზე დაეშვა. იუბალმა მიიჩნია, რომ უშინარესი ტაძრის
წყლის რიტუალში მიეღო მონაწილეობა და, იქნებ, ეს რიტუალი მის პა-

785
ტივსაცემადაც ჩაეტარებინათ. თუმცა მომხდარი ოდნავაც არ ჰგავდა
იმ ბაკქანალიას, რომელიც, მისი მოლოდინისამერ, ახალი მოძმის მი-
ღების ცერემონიას უნდა ხლებოდა. იუბალს ვერ გაეგო, ეს ახალ გარე-
მოებათა გავლენა იყო, თუ ამ ბუნდოვანი ცნობებიდან სწორედ ის
ამოეკითხა, რისი ამოკითხვაც მის იდს[198] უნდოდა. ან იქნებ მისი ასა-
კისა და დამოკიდებულებებისთვისაც გაეწიათ ანგარიში?
ყველაზე ახლოს სწორედ ეს უკანასკნელი აზრი იყო, რომელმაც იუ-
ბალი უკიდურესად გააღიზიანა, თუმცა მაინც მოხარული იყო, რომ
აღარ მოუხდებოდა, უარი ისეთ რაღაცებზე ეთქვა, რაც არა მხოლოდ
ახლა არ სურდა, არამედ, საკუთარი შეხედულებებიდან გამომდინარე,
ახალგაზრდობაშიც კი უარს იტყოდა.
მოიცა, ეს რა ჯანდაბაა! ანუ რა გამოდის – თუ ბებია ძალიან მოხუ-
ცია, ეს ნიშნავს, რომ, მისი განაწყენების თავიდან ასარიდებლად, სახ-
ლში ყინულზე სრიალი აღარ უნდა ახსენონ? „ჰილდა, შაშის დაფა მო-
იტანე, ბებოს ხომ ძალიან უყვარს შაში, ყინულზე სასრიალოდ კი სხვა
დროს წავალთ, არა, ბავშვებო?“
და იუბალიც აღშფოთდა, რადგან, ნებისმიერ შემთხვევაში, ყინულ-
ზე სრიალს აირჩევდა, თუნდაც ეს მენჯის მოტეხილობადაც დასჯდო-
მოდა.
საბოლოოდ, გადაწყვიტა, ეს ყველაფერი დაევიწყებინა, მსგავსი
აზრები საერთოდ ამოეგდო თავიდან,
ამიტომ საუბარი მარჯვნივ მჯდომ მამაკაცთან გააბა, რომელიც,
მარცხნივ მჯდომი ქალისგან განსხვავებით, ხალისით აჰყვა. ახალ თა-
ნამოსაუბრეს სემი ერქვა და ღრმა და ერთობ ფართო განათლების
მქონე ადამიანი აღმოჩნდა, რაც სწორედ ის იყო, რასაც იუბალი ნების-
მიერ ადამიანში განსაკუთრებით აფასებდა, თუ, რა თქმა უნდა, ადგი-
ლი თუთიყუშივით უაზრო დაზეპირებასა და აქედან გამომდინარე აზ-
როვნების შეზღუდულობას არ ჰქონდა. როგორც ხედავდა, სემი ასეთი
ადამიანების რიცხვს არ მიეკუთვნებოდა.
– ეს მხოლოდ მოჩვენებითი დახევაა, – არწმუნებდა სემი, – კვერცხი
მომწიფებული იყო და ახლა უკვე ჩვენ გავვრცელდებით. რა თქმა უნ-
და, დიდი სირთულეების გადალახვა მოგვიხდა და შემდგომშიც ასე იქ-

786
ნება, რადგან არცერთი, თუნდაც ყველაზე ლიბერალური კანონების
მქონე საზოგადოება, არ დაუშვებს, რომ მისი ფუნდამენტური პრინცი-
პები ვინმემ დაუსჯელად დაარღვიოს. ჩვენ კი დღეს სწორედ ამას ვა-
კეთებთ – ქონებიდან დაწყებული, ქორწინების სიწმინდით დამთავრე-
ბული, ამ საზოგადოების თითქმის ყველა ფუნდამენტურ პრინციპს ვარ-
ღვევთ.
– ქონებასაც ეხებით?
– ქონებას იმ სახით, რომლითაც დღეს არსებობს და ყველაფერზე
ბატონობს. ჯერჯერობით მაიკლი მხოლოდ რამდენიმე მსხვილ თაღ-
ლითს დაუპირისპირდა, მაგრამ რა მოხდება, როდესაც ათასობით,
ათიათასობით, ასიათასობით ისეთი ადამიანი გამოჩნდება, ვისგანაც
ვეღარც ბანკების საცავებს დაიცავენ და რომლებსაც ყველაფრის მი-
საკუთრებისგან მხოლოდ თვითდისციპლინა თუ შეაკავებს?! რა თქმა
უნდა, თვითდისციპლინა იმაზე მყარი და საიმედო ფაქტორია, ვიდრე
გარედან წამოსული აკრძალვებია, მაგრამ მას ვერცერთი ბანკირი ვერ
დაგროკავს. ვიდრე თვითდისციპლინისკენ მიმავალ ეკლიან გზას
თვითონაც არ გაივლის... მაგრამ ამ გზის ბოლომდე გავლის შემდეგ
იმასაც აღმოაჩენს, რომ, ამიერიდან, ვეღარც ბანკირი იქნება. რა მოხ-
დება საფონდო ბირჟებზე, როდესაც აქციათა ფასის დინამიკა ბროკე-
რებს კი არა, ვიღაც ილუმინატებს ეცოდინებათ?
– თქვენ თუ იცით?
– დიდად არ მაინტერესებს, – თავი გააქნია სემმა, – მაგრამ ჩემი ბი-
ძაშვილი სოლი, აი, ის ზორბა ჰებე[199], ცდილობს, ეს საკითხი ელის-
თან ერთად დაგროკოს. მაიკლმა ორივეს მაქსიმალური სიფრთხილე
მოსთხოვა, ამიტომ ათზე მეტ ყალბ ანგარიშს იყენებენ. მაგრამ ის ფაქ-
ტი კი ფაქტად რჩება, რომ სათანადოდ მომზადებულ ნებისმიერ ადა-
მიანს შეუძლია, უკანონოდ ფულის შოვნის ათასი გზა მაინც გამოძებ-
ნოს: უძრავი ქონება, აქციები, დოღი, აზარტული თამაშები და ასე შემ-
დეგ. მათ ხელს ვერაფერი შეუშლის, მით უფრო, თუ სათანადოდ მოუმ-
ზადებელ ადამიანებს ეტოქებიან. არა, არ მგონია, რომ ოდესმე ფული
და ქონების ცნება გაქრება, მაიკლიც ამბობს, რომ ისინი მეტად სასარ-
გებლო კონცეფციებია, მაგრამ ის კი უდავოა, რომ მათთან დაკავშირე-

787
ბული სხვა ყველაფერი თავდაყირა დადგება და ძირფესვიანად შეიც-
ვლება. ეს კი ადამიანების მხრიდან ახალი წესების შესწავლის აუცი-
ლებლობასაც მოიტანს. საკმაოდ
რთული წესებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, უიმედო ჩამორჩენა
არ ასცდებათ. როგორ ფიქრობთ, რა დაემართება „ლუნარ ენტერპრა-
იზისს“, რომლის ხომალდებიც ახლა ლუნა სითიში დაფრინავენ, თუ
მათ ტელეპორტაცია ჩაანაცვლებს?
– აქციები შევიძინო? თუ გავყიდო?
– სოლს ჰკითხეთ. მას ნებისმიერი კორპორაციის აღზევება ან გა-
ბანკროტება ძალუძს. ან შეიძლება ერთი-ორი საუკუნის განმავლობაში
საერთოდ არ შეეხოს. მაგრამ დავანებოთ თავი ბანკირებსა და ბროკე-
რებს და სხვა მაგალითებიც განვიხილოთ. როგორ უნდა ასწავლოს
სკოლის მასწავლებელმა ბავშვებს, რომლებმაც მასზე მეტი იციან? რა
დაემართებათ ქირურგებსა თუ დანტისტებს, როდესაც ადამიანები
სრულიად ჯანმრთელები იქნებიან? რა მდგომარეობაში აღმოჩნდება
ტანსაცმლის მრეწველობა და რას მოიმოქმედებს „ქალის ტანსაცმლის
მწარმოებელთა საერთაშორისო კავშირი“[200], როდესაც ტანსაცმლის
აუცილებლობა გაქრება, ქალები მისდამი ინტერესს დაკარგავენ (თუმ-
ცა, არა, ეს არასდროს მოხდება) და არავის ედარდება, ქუჩაში შიშვე-
ლი თუ ივლი? როგორ განვითარდება „ფერმის პრობლემის“ პროგრა-
მა[201], თუ ადამიანებს შეეძლებათ, სარეველებს უთხრან, რომ, უბრა-
ლოდ, აღარ ამოვიდნენ, მოსავალი კი „ინტერნეშენალ ჰარვესტერის“
ან „ჯონ დირის“[202] გარეშე აიღონ? ყველაფერი რადიკალურად შეიც-
ვლება. ან ის თუ იცით, რამდენი იხარჯება ამ ქვეყანაში ყოველწლიუ-
რად მალთუზიანისტურ[203] პრეპარატებსა და სხვა მსგავს საშუალე-
ბებზე?
– სემ, ამაზე საკმაოდ ზუსტი წარმოდგენა მაქვს. წელს, მარტო აბებ-
ზე, თითქმის მილიარდი დოლარი დაიხარჯა, ამის ნახევარზე მეტი კი
სრულიად უსარგებლო საშუალებებზე.
– აჰ, თქვენ ხომ მედიცინის სფეროში ხართ.
– წარსულში ვიყავი. ასე თუ ისე.

788
– ამას არ აქვს მნიშვნელობა – მაინც გეკითხებით, რა დაემართება
იმ უზარმაზარ მრეწველობას? ან რას იტყვიან მორალისტები, თუ ქალი
მხოლოდ მაშინ დაფეხმძიმდება, როდესაც თვითონ გადაწყვეტს, ექნე-
ბა შესაშური იმუნიტეტი, სექსუალურ ურთიერთობას კი ისეთი სურვი-
ლით მიეცემა, კლეოპატრაც რომ ვერ იოცნებებდა, ხოლო ნებისმიერი
მამაკაცი, რომელიც მის გაუპატიურებას შეეცდება და ამას ქალიც დაგ-
როკავს, ისე სწრაფად მოკვდება, მომხდარის გაცნობიერებასაც რომ
ვერ მოასწრებს? რა მოხდება, როდესაც ქალები დანაშაულის განცდი-
სა და შიშისგან ანაც საკუთარის გარდა ყველა სხვა გადაწყვეტილებე-
ბისაგან გათავისუფლდებიან? ჯანდაბა, ფარმაცევტულ მრეწველობას
ახლოსაც არ გავეკარებოდი. ან რა დაემართება მრეწველობის დანარ-
ჩენ დარგებს, კანონებს, ინსტიტუციებს, რწმენებს, ცრურწმენებსა და
ათას მსგავს უაზრობას? მათ რა ჩაანაცვლებს?
– ამას მთელი სისავსით ვერ ვგროკავ, – აღიარა იუბალმა, – ახლა
ისეთ თემებზე მელაპარაკებით,
რომლებითაც დიდად არასდროს დავინტერესებულვარ.
– მხოლოდ ერთ რამეს არ მიადგება ზიანი. ქორწინებას.
– მართლა?
– ძალიანაც მართლა. პირიქით, უფრო გამტკიცდება, გამყარდება
და მეტად მომთმენიც გახდება. ეს იქნება ნამდვილი ექსტაზი! ხედავთ
იმ ქალს გრძელი, შავი თმით?
– დიახ, მისი დიდებული მშვენიერებით უკვე მოვიხიბლე.
– თავადაც იცის, რომ მშვენიერია, თმა კი ამ ეკლესიასთან შეერთე-
ბის შემდეგ ფუტ-ნახევრით გაეზარდა. ის ჩემი ცოლია. წელიწადზე ოდ-
ნავ მეტი ხნის წინ, ცოფიანი ძაღლებივით ვცხოვრობდით. გამუდმებით
ეჭვიანობდა, მე კი უყურადღებო ვიყავი. ეს ყველაფერი უკვე ძალიან
მოგვბეზრებოდა, ერთმანეთს კი მხოლოდ ბავშვებისა და მისი ჩემით
შეპყრობილობის გამო არ ვშორდებოდით; ვიცოდი, რომ საშინელი
სკანდალისა და აყალმაყალის გარეშე არ გამიშვებდა, არასდროს მო-
მეშვებოდა. გარდა ამისა, ამ ასაკში იმის თავიც აღარ მქონდა, რომ
ხელმეორედ დავქორწინებულიყავი. ასე რომ, ზოგჯერ სიცარიელის
შევსებასაც ვცდილობდი – კოლეჯის პროფესორს ხომ ბევრი ცდუნება

789
აქვს, თუმცა სურვილის უსაფრთხოდ ასრულების საშუალება იშვიათად
თუ ეძლევა. დრო გადიოდა, რუთი კი ბოღმას გულში იხვევდა, თუმცა
ზოგჯერ თავს ვერ იკავებდა და ყველაფერს თავზე მანთხევდა. მერე კი
ამ ეკლესიის ნაწილი გავხდით და, – სემმა ბედნიერი სახით გაიღიმა, –
ჩემი ცოლი შემიყვარდა, ის ახლა ჩემი ნომერ პირველი მეგობარია.
სემი ძალიან წყნარად ლაპარაკობდა. ეს ინტიმური საუბარი უფრო
იყო, ჭამისა და მხიარული საზოგადების ზუზუნის ფონზე, მაგრამ მისმა
ცოლმა, რომელიც შორს, მაგიდის ბოლოსკენ იჯდა, ამოიხედა და მკა-
ფიოდ თქვა:
– აჭარბებს, იუბალ. პირველი კი არა, მეექვსე უფრო ვარ.
– თავში ნუ მიძვრები, ლამაზო! – გასძახა ქმარმა. – ჩვენ აქ მამაკა-
ცური საუბარი გვაქვს. შენი განუყოფელი ყურადღება ლარის დაუთმე,
– სემმა მაგიდიდან ფუნთუშა აიღო და ცოლისკენ ისროლა, რომელმაც
ის შუა გზაზე გააჩერა და ქმარს უკან დაუბრუნა, თან ლაპარაკს აგრძე-
ლებდა. სემმა ფუნთუშა დაიჭირა და ზედ კარაქის წასმა დაიწყო.
– ლარის იმდენ ყურადღებას დავუთმობ, რამდენიც საჭიროა... თუმ-
ცა მოგვიანებით. იუბალ ამ ველურმა სათქმელი არ დამამთავრებინა.
მოკლედ, მეექვსე ადგილიც შესანიშნავია, რადგან ამ ეკლესიასთან
შეერთებამდე ჩემი სახელი სიაში საერთოდ არ ეწერა. სემთან ცხოვრე-
ბის ოცი წლის განმავლობაში ამ ადგილამდე არასდროს მიმეღწია, –
თქვა და ლარის მიუბრუნდა.
– საქმე ისაა, – მშვიდად განაგრძო სემმა, – რომ ჩვენ ახლა იმაზე
ახლო პარტნიორები ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ. ამ გზას
წვრთნის შედეგად დავადექით, კულმინაციას კი დანარჩენებთან გა-
ზიარებასა და მზარდ სიახლოვეში მივაღწიეთ. უფრო დიდ ჯგუფში,
ჩვენ, ყველანი, ორმხრივი პარტნიორობის პირობებში ვურთიერთობთ.
როგორც წესი, ჩვენსავე მეუღლეებთან, თუმცა არა ყოველთვის. გა-
დაჯგუფება კი ყოველგვარი გულისტკივილის გარეშე ხდება, რაც, ასე
ვთქვათ, „განქორწინებულ“ წყვილებში, უფრო თბილ და ახლო ურთი-
ერთობას განაპირობებს – საწოლშიც და მის გარეთაც. არანაირი და-
ნაკარგი, არანაირი ტანჯვა, მხოლოდ მოგება. ჯანდაბა, აუცილებელი
არც ისაა, რომ მაინცდამაინც კაცები და ქალები დაწყვილდნენ. მაგა-

790
ლითად, დაუნი და ჯილი ავიღოთ, რომლებიც აკრობატების დუეტივით
არიან შეწყვილებული.
– ჰმმ... მე კი ვფიქრობდი, რომ, – დაფიქრებით თქვა იუბალმა, – მათ
მაიკის ცოლებად უფრო აღვიქვამდი.
– მაიკის ცოლები იმაზე მეტად არ არიან, ვიდრე ნებისმიერი ჩვენ-
განისა და არც მაიკი ეკუთვნის მათ იმაზე მეტად, ვიდრე ყველა დანარ-
ჩენს. მაგრამ მაიკი მეტისმეტად დაკავებულია, უფრო სწორად, იყო,
ვიდრე ტაძარი დაიწვებოდა, რათა საკუთარი თავი ყველასთვის გა-
ეზიარებინა, – დაამატა სემმა, – თუ ვინმე მართლა არის მაიკის ცოლი,
ეს პატია, თუმცა ამ უკანასკნელმა უკვე იმდენი რამ იტვირთა, რომ მა-
თი ურთიერთობა სულიერი უფროა, ვიდრე ფიზიკური. შეიძლება ით-
ქვას, რომ, როდესაც საქმე ლეიბის გათელვაზე მიდგება, მაიკიცა და
პატიც დამჯდარი ელემენტებივით არიან.
პატი რუთივით შორს არ იჯდა, მაგრამ მაინც ლამის მაგიდის მეორე
ბოლოდან გამოსძახა:
– სემ, ძვირფასო, თავს დაცლილი ელემენტივით ნამდვილად არ
ვგრძნობ.
– ჰაჰ! – სემმა ხმამაღლა შესძახა: – ამ ეკლესიის ერთადერთი ნაკ-
ლი პრივატულობის სრული არარსებობაა!
ამ სიტყვებს უმალ სუფასთან მსხდომი ქალების მიერ ნასროლი
საჭმლის ჭურვების ნაკადი მოჰყვა, რასაც ხელის განძრევის გარეშე გა-
უმკლავდა... თუმცა, მალე, შეტევა გაძლიერდა და სპაგეტით სავსე
თეფში პირდაპირ სახეში მოხვდა. როგორც იუბალმა შენიშნა, ეს თეფ-
ში დორკასმა ისროლა.
წამიერად სემი საშინელი ავარიის მსხვერპლივით გამოიყურებო-
და, მერე კი სახე უეცრად გაუსუფთავდა და იუბალის პერანგზე შეშხე-
ფებული სოუსიც სადღაც აორთლდა.
– ტონი, მეტი საჭმელი აღარ მისცე, ხომ ხედავ, ტყუილად ფლანგა-
ვენ!
– არადა, სპაგეტი ძალიან გიხდებოდა. სოუსი როგორი იყო? სხვათა
შორის, სამზარეულოში კიდევ დარჩა, – უპასუხა ტონიმ.

791
ამ სიტყვების შემდეგ დორკასის თეფში სამზარეულოსკენ გასრი-
ალდა და სპაგეტით სავსე დაბრუნდა. იუბალმა გაიფიქრა, რომ დორ-
კასი თავისი ახალი ნიჭის სრულ დემონსტრირებას ახდენდა, რადგან
თეფში იმაზე მეტად აევსო, ვიდრე მოერეოდა. მისი მადა ხომ მშვენივ-
რად მოეხსენებოდა.
– გადასარევი სოუსია, – დაეთანხმა სემი, – რისგანაა მომზადებუ-
ლი? თუ ეს არ უნდა მეკითხა?
– დაკეპილი პოლიციელისგან, – უპასუხა ტონიმ.
არავის გაუცინია. ერთი წამით იუბალი დაფიქრდა, ეს ხუმრობა
მართლა ხუმრობა იყო თუ არა, შემდეგ კი გაახსენდა, რომ მისი წყლის-
მიერი მოძმეები ბევრს კი იღიმოდნენ, მაგრამ იშვიათად იცინოდნენ...
თანაც პოლიციელი საკმაოდ ჯანსაღი საკვები უნდა ყოფილიყო. თუმ-
ცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ეს სოუსი „გრძელი ღორი“ არ იყო, რადგან,
ამ შემთხვევაში, საქონლის ნაცვლად ღორის ხორცის გემო უნდა ჰქო-
ნოდა. იუბალმა თემა შეცვალა.
– ყველაზე მეტად, რაც ამ რელიგიაში მომწონს...
– ეს რელიგიაა? – ჩაეძია სემი.
– კარგი, ეკლესია დავარქვათ. თქვენც ხომ ეკლესიას უწოდებთ.
– კი, ეკლესიის ყველა ფუნქცია აქვს, – დაეთანხმა სემი, – ხოლო მი-
სი კვაზითეოლიგია ზოგ რელიგიასაც თანადებს. აქ, ალბათ, იმიტომაც
აღმოვჩნდი, ოდესღაც გამოუსწორებელი ათეისტი ვიყავი... ახლა კი
უმაღლესი ქურუმი ვარ, მაგრამ ბოლომდე მაინც არ ვიცი, სინამდვილე-
ში, რას წარმოვადგენ.
– თუ სწორად გაგიგეთ, იუდეველი ბრძანდებით.
– ასეა. ჩემს წინაპრებში უამრავი რაბინი იყო, ამიტომ თავად ათე-
ისტი გავხდი, მაგრამ, აბა, ახლა შემომხედეთ. თუმცა ჩემი ბიძაშვილი
სოლი და ცოლი რუთი, რელიგიური თვალსაზრისით, იუდაიზმს მისდე-
ვენ. თუ სოლს გაესაუბრებით, აღმოაჩენთ, რომ მისი რელიგია ახალი
მოძღვრების მიღებაში ხელს არ უშლის, შესაძლოა, ეხმარება კიდეც...
ასევეა რუთიც. როგორც კი პირველი ბარიერი გადალახა, ჩემზე სწრა-
ფი პროგრესი განიცადა და ქურუმადაც ჩემამდე აკურთხეს. მაგრამ ის

792
სულიერი ტიპაჟია, გონადებით ფიქრობს, მე კი ის რთული გზა უნდა
განვლო, რომელიც ჩემს ყურებს შორისაა განთავსებული.
– რწმენა, რომლითაც მე აღმზარდეს, – სიტყვა ჩამოართვა იუბალ-
მა, – არავისგან არაფრის ცოდნას არ მოითხოვდა. მხოლოდ ცოდვები
უნდა მოგენანიებინა და იესოს მკლავებში ხსნასაც მოიპოვებდი.
ღვთის რჩეულად, შეიძლებოდა, სრულიად უგუნური ადამიანიც შე-
ერაცხათ და მარადიული ნეტარების
გარანტიაც მიენიჭებინათ მხოლოდ იმიტომ, რომ ჭეშმარიტ რჯულ-
ზე „მოქცეულიყო“. შეიძლებოდა, ბიბლიაც არ სცოდნოდა, სხვა რამე-
ებზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. როგორც ვგროკავ, ეს ეკლესია
„მოქცევის“ კონცეფციას არ იზიარებს, არა?
– სწორად გროკავთ.
– ადამიანმა შეცნობის სურვილით უნდა დაიწყოს, რასაც ხან-
გრძლივი და ბეჯითი სწავლის გზა უნდა მოაყოლოს. ამის სისწორეს
ვგროკავ.
– მეტიც, – დაეთანხმა სემი, – ეს აუცილებელიცაა. მარსულის ცოდ-
ნის გარეშე ბევრ ცნებას საერთოდ ვერ გაიგებ, მათზე ვერ იფიქრებ.
მოძღვრება, რომელსაც, შედეგად, სიუხვის რქასავით ულევი სარგებე-
ლი მოაქვს – დაწყებული იმით, თუ როგორ უნდა იცხოვრო ბრძოლის
გარეშე და დამთავრებული, როგორ ასიამოვნო შენს ცოლს – მთლი-
ანად კონცეპტუალური ლოგიკიდან მომდინარეობს... აქედანვე მოდის
საკუთარი თავის შეცნობაც – ვინ ხარ, აქ რატომ მოხვედი, როგორ ფუნ-
ქციონირებ და, შესაბამისად, როგორ უნდა მოიქცე. ბედნიერება ხომ
შინაგანი მოწყობის შესაბამისად ფუნქციონირებაშია... მაგრამ ინგლი-
სურის შემაგდენელი სიტყვები, მეტწილად, ტავტოლოგიური და ცარი-
ელია, მარსულისა კი დასრულებულ სამოქმედო ინსტრუქციებს შეი-
ცავს. ჯერ არ მითქვამს, აქ მოსვლისას კიბო რომ მქონდა?
– ოჰ, არა, არ გითქვამთ.
– ამის შესახებ მეც არ ვიცოდი, მაგრამ მაიკლმა დაგროკა და რათა
მეც დავრწმუნებულიყავი, გამოკვლევაზე გამიშვა. ამის შემდეგ პრობ-
ლემაზე მუშაობას ერთობლივად შევუდექით. რწმენით განკურნება,

793
სასწაული... კლინიკაში კი ამას „სპონტანური რემისია“ უწოდეს, რაც
ჩემი დაგროკვით, გამოჯანმრთელებას ნიშნავდა.
– პროფესიონალური ბოდვა... – თავი გააქნია იუბალმა, – ზოგჯერ
მეტასტაზები ჩვენთვის გაუგებარი მიზეზითაც ქრება.
– მე კი ვიცი, ეს რატომაც მოხდა – სხეულის კონტროლი დავიწყე,
მაიკის დახმარებით კი დაავადებაც დავამარცხე. ახლა ამის გაკეთება
მის გარეშეც შემიძლია. გინდათ, გულისცემა შეგინელოთ?
– გმადლობთ, მაგრამ, მაიკის შემთხვევაში, ეს უკვე ბევრჯერ მინა-
ხავს. ჩემი პატივცემული კოლეგა, ექიმი ნელსონი კი აქ არ იჯდებოდა,
რაზეც თქვენ ლაპარაკობთ, მართლა „რწმენით განკურნება“ რომ ყო-
ფილიყო. აქ საუბარი სხეულის გონების ნებისადმი დაქვემდებარება-
ზეა. ამას ვგროკავ.
– მაპატიეთ. ვიცით, რომ თქვენ ნამდვილად გროკავთ. ვიცით.
– ჰმ... სულაც არ მინდა, მაიკს მატყუარა ვუწოდო, რამეთუ ტყუილის
თქმა არც შეუძლია, მაგრამ, ჩემთან მიმართებაში, ეს ყმაწვილი ზოგ-
ჯერ აჭარბებს ხოლმე.
– მე ხომ მთელი სადილის განმავლობაში გელაპარაკებოდით, –
თავი გააქნია სემმა, – მინდოდა, მაიკის ნათქვამში თავად დავრწმუნე-
ბულიყავი. თქვენ გროკავთ. აი, ენა რომ გესწავლათ, ჩვენთვის ალბათ
უამრავ სიახლეს ახდიდით ფარდას.
– ვერცერთს. მე ერთი მოხუცი კაცი ვარ, რომელსაც აღარაფრის-
თვის შეუძლია ნათელის მოფენა.
– მაინც ჩემს აზრზე დავრჩები. გარკვეული პროგრესის მისაღწევად
ენის შესწავლა დანარჩენ პირველხმობილებსაც დასჭირდათ. იმ სამე-
ულმაც, რომელიც თქვენთან ბოლო დრომდე ცხოვრობდა, აქ მოსვლი-
სა და რამდენიმედღიანი ტრანსის შემდეგ, ცოტაოდენი მაინც ისწავ-
ლა... ყველამ თქვენ გარდა...
– ამ საკითხში დამკვირვებლის პოზიციას ვამჯობინებ.
უმეტესობას მაგიდა უკვე დაეტოვებინა. როდესაც მოუნდებოდათ,
ჩუმად დგებოდნენ და მიდიოდნენ, ყოველგვარი ფორმალობის გარე-
შე. ცოტა ხანში მოსაუბრეებს რუთი მიუახლოვდა.

794
– აქ ჯდომას მთელი ღამე აპირებთ? თუ თქვენი თეფშებიანად გაგ-
რეკოთ?
– წავიდეთ იუბალ, – თქვა სემმა, წამოდგა და ცოლს აკოცა. იმ
ოთახში შეიარეს, სადაც სტერეოვიზორი იდგა, – არის რამე ახალი? –
ჰკითხა იქ მყოფებს.
– საოლქო პროკურორი ამტკიცებს, რომ ყველა დღევანდელი უბე-
დურება ჩვენი ბრალია, – უპასუხა ვიღაცამ, – მაგრამ იმას კი არ
აღიარებს, რომ ოდნავი წარმოდგენაც არ აქვს, რა როგორ მოხდა.
გზა გააგრძელეს და უფრო წყნარ ოთახს მიადგნენ. სემი იუბალს მი-
უბრუნდა:
– როგორც ვამბობდი, ამგვარი გართულებები მოსალოდნელი იყო,
მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება. ასე იქამდე გაგრძელდება,
ვიდრე საზოგადოებრივი აზრის კონტროლს იმდენად მაინც ვერ მოვა-
ხერხებთ, რომ მათი მხრიდან ტოლერანტობის იმედი გვქონდეს. მაგ-
რამ მაიკი სულაც არ ჩქარობს. ასე რომ, „ყველა პლანეტის ეკლესიას“
დახურულად ვაცხადებთ. უფრო სწორად, უკვე დახურულია. სხვაგან
გადავალთ და „ერთ რწმენის კონგრეგაციას“ შევქმნით. მალე იქიდა-
ნაც გაგვაპანღურებენ, ამიტომ წავალთ და სადმე „დიდი პირამიდის
ტაძარს“ დავაარსებთ, სადაც ბლომად მოსულელო და ჩასუქებული ქა-
ლები მოგვაწყდებიან, რომელთა ნაწილიც, დროთა განმავლობაში,
გახდება და დაჭკვიანდება კიდეც. როცა სამედიცინო ასოციაცია, გაზე-
თები და პოლიტიკოსები მეტისმეტად შეგვაწუხებენ, სადმე „ბაპტის-
ტთა
საძმოს“ ჩამოვაყალიბებთ. ყოველ ჯერზე კი ჩვენი რიგები ახალი
და კარგად გამოწრთობილი, დაუმარცხებელი ადამიანებით შეივსება.
მაიკმაც ეს ყველაფერი ხომ არც ისე დიდი ხნის წინ წამოიწყო, სამიოდე
გამოუცდელი ქურუმით და, თანაც, ისე, რომ ბევრ რამეში თვითონაც არ
იყო დარწმუნებული. ახლა კი, შემოგვხედე, რამხელა ბუდე გვაქვს...
ამას პილიგრიმთა ის უზარმაზარი არმიაც ემატება, რომელიც საჭი-
როების შემთხვევაში შემოგვიერთდება. და დადგება დღე, როდესაც
ჩვენს დევნაზე ხელს აიღებენ.

795
– შესაძლოა, ასეც მოხდეს, – თქვა იუბალმა და დასძინა: – თავდა-
პირველად იესოსაც ხომ მხოლოდ თორმეტი მიმდევარი ჰყავდა.
– ებრაელი ბიჭი, – გაიკრიჭა სემი,- გმადლობთ, რომ ახსენეთ. ჩემს
თანატომელებს შორის მან ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია და ეს
ყველამ კარგად ვიცით, თუმცა ზოგი ჩვენგანი მასზე ლაპარაკს თავს
არიდებს ხოლმე. მაგრამ იგი ებრაელი ბიჭი იყო, სიკეთეს აკეთებდა
და, ვინაიდან, თავადაც ებრაელი ბიჭი გახლავართ, ამით ვამაყობ კი-
დეც. გავიხსენოთ, რომ იესო ამ ყველაფრის გაკეთებას უცებ, მაგალი-
თად, მომდევნო ოთხშაბათისთვის კი არ ცდილობდა, არამედ ითმენ-
და. შედეგად კი, საკმაოდ წარმატებული და მზარდი ორგანიზაციაც
დააარსა. მაიკიც მომთმენია. მოთმინება ჩვენი დისციპლინის უმნიშ-
ვნელოვანესი დეტალია და ლამის უკვე მექანიკურ ინსტინქტსაც წარ-
მოადგენს. არანაირი აჩქარება, არანაირი.
– მეტად რაციონალური მიდგომაა.
– მიდგომა კი არ არის, დისციპლინის ფუნქციონირების ერთ-ერთი
მთავარი ნაწილია. იუბალ, ვგროკავ, რომ დაიღალეთ. დაღლილობის
მოხსნა ხომ არ გინდათ? წამოწოლას ამჯობინებდით? თუ არა, მაშინ
ჩვენი მოძმეები მთელი ღამის განმავლობაში არ მოგაწყენენ. ხომ
იცით, რომ დიდხანს მაინც არ გვძინავს.
– ვფიქრობ, აბაზანაში ჩალბობას ვამჯობინებდი, – დაამთქნარა იუ-
ბალმა, – მერე კი რვასაათიან ძილსაც გამოვაცხობდი. ჩემს მოძმეებს
ხვალ ან სხვა დროს მოვინახულებ.
– მრავალ სხვა დროს, – დაეთანხმა სემი.
როგორც კი იუბალმა თავისი ოთახი მოძებნა, პატიც გამოჩნდა.
ქალმა აბაზანა მოუმზადა, მერე კი ლოგინი გაუშალა და საწოლთან,
ყინულის ურნით სასმელიც დაუდგა. ერთი ჭიქა ჩამოასხა, იუბალს შე-
უტანა და აბაზანის კიდეზე ჩამოუჯდა. იუბალს მისი დათხოვნა არც
უფიქრია, რადგან ქალი აშკარად თავისი სვირინგების საჩვენებლად
მოსულიყო. იუბალს სმენოდა იმ სინდრომის შესახებ, რომელიც ადა-
მიანებს მთელი სხეულის მოსვირინგებისკენ უბიძგებდა და, ვარაუ-
დობდა, რომ თუ მათდამი სათანადო ინტერესს არ გამოიჩენდა, პატის,
შეიძლებოდა, სწყენოდა.

796
იუბალი, ამავე სიტუაციაში ადრე აღმოჩენილი ბენივით, არც დამ-
ფრთხალა და არც შეშფოთებულა – აბაზანას მიაშურა და გაიხადა, რაც
მისივე აზრით, სრულიად ბუნებრივად გამოუვიდა, მიუხედავად იმისა,
რომ სხვა ადამიანის, ქალისა თუ მამაკაცის, თანდასწრებით გაშიშ-
ვლების უკანასკნელი შემთხვევიდან მრავალი წელი გასულიყო. მისი
მოქმედება პატიმაც სავსებით ბუნებრივად მიიღო და ვიდრე იუბალს
აბაზანაში ფეხს ჩაადგმევინებდა, უბრალოდ, წყლის ტემპერატურა შე-
ამოწმა.
ამის შემდეგ იუბალს ყველა ნახატის მნიშვნელობა განუმარტა და
მათი თანმიმდევრობაც აუხსნა.
აღფრთოვანებული იუბალი შესაფერისი ქათინაურებით ამკობდა,
მაგრამ არც ხელოვნების კრიტიკოსის მიუკერძოებლობა დაუკარგავს,
მიუხედავად იმისა, რომ მის წინაშე ნემსით შესრულებული ყველაზე
ვირტუოზული ნამუშევარი იყო წარმოდგენილი. ამის ფონზე მისი იაპო-
ნელი მეგობრის სვირინგები ისევე გამოიყურებოდა, როგორც იაფფა-
სიანი ხალიჩები ბუხარული შედევრების გვერდით.
– ზოგი მათგანი ცოტათი შეიცვალა, – უთხრა პატიმ, – აი, თუნდაც,
დაბადების წმინდა სცენა ავიღოთ: ეს კედელი ოდნავ მოიღრიცა... სა-
წოლი კი სამედიცინო მაგიდას უფრო დაემსგავსა. ეს ალბათ იმის ბრა-
ლია, რომ მე თვითონაც ვიცვლები, თანაც ძალიან ვიცვლები, თუმცა,
ვფიქრობ, რომ ჯორჯი ამის გამო უკმაყოფილო მაინც არ იქნებოდა. მი-
სი ზეცაში გამგზავრების შემდეგ, ჩემს კანს ნემსი ერთხელაც არ შეხე-
ბია... და იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ ამ ცვლილებების შესახებ
არა მხოლოდ იცის, არამედ მისი ხელიც ურევია.
იუბალმა გაიფიქრა, რომ შერეკილობის მიუხედავად, პატი მაინც
ძალიან საყვარელი იყო. ასეთები მოსწონდა კიდეც, სანიმუშო მოქა-
ლაქეებისადმი კი გულგრილად იყო განწყობილი. იუბალის ტანსაცმე-
ლი კარადაში პატიმ მათთან მიახლოების გარეშე ჩამოკიდა, რითიც
იუბალი დაარწმუნა, მარსული სწავლების დასაუფლებლად სრულ ჭკუ-
აზე ყოფნა სულაც არ იყო საჭირო. ბიჭს აშკარად შეეძლო ეს ნებისმიე-
რისთვის ესწავლებინა.

797
მალე იუბალი მიხვდა, რომ პატის წასვლის დრო მოახლოებულიყო
და სათანადო საბაბის მისაცემად, ნათლულებთან კოცნა დააბარა,
რადგან ამის გაკეთება თვითონ დავიწყებოდა.
– დავიღალე, პატი.
– მე კი ლექსიკონს უნდა მივხედო, – პატი წამოდგა, დაიხარა და
მხურვალედ, მაგრამ სწრაფად აკოცა, – ამ კოცნას გოგონებისთვის წა-
ვიღებ.
– ერთი თაფლაკვერასაც არგუნე.
– რა თქმა უნდა. იუბალ, ის გგროკავს და ხვდება, გველები რომ გიყ-
ვარს.
– მშვენიერია. წყალს გიზიარებ, მოძმე.
– შენ ხარ ღმერთი, იუბალ.
პატი წავიდა. იუბალმა აბაზანაში ცოტა ხანი კიდევ დაჰყო და სა-
სიამოვნოდ აღმოაჩინა, რომ აღარც დაღლილობას გრძნობდა და არც
ძვლებში ამტვრევდა. პატის მასზე სალბუნივით ემოქმედა... პატარა
ბედნიერება... ისურვებდა, ეჭვის ნატამალიც აღარ შერჩენოდა, მაგ-
რამ, საბოლოოდ, მაინც გადაწყვიტა, რომ ისევ იმ ძველ, ბებერ და ბუზ-
ღუნა იუბალად დარჩენას ამჯობინებდა.
აბაზანის შემდეგ წვერის გაპარსვაც გადაწყვიტა, რომ ეს დილით,
საუზმემდე არ ჰქონოდა გასაკეთებელი. ცოტა ხანში ოთახის კარი ჩა-
კეტა, შუქი ჩააქრო და ლოგინში ჩაწვა. მიმოიხედა, იქნებ რამე საკით-
ხავი იყოსო, მაგრამ მსგავსი არაფერი ჩანდა, რამაც ძალიან გააღიზი-
ანა, რადგან დაძინებამდე კითხვას იყო მიჩვეული, ადგომა და რაიმეს
მოსაძებნად წასვლა კი საშინლად ეზარებოდა. სანაცვლოდ ცოტა მოს-
ვა და დასაძინებლად მოკალათდა. მაგრამ ვერაფრით მოახერხა – პა-
ტისთან საუბარს ბოლომდე გამოეფხიზლებინა.
ჯერ კიდევ ეღვიძა, როდესაც ოთახში დაუნი შემოვიდა.
– ვინ არის?
– დაუნი.
– უკვე გათენდა[204]? მაგრამ ჯერ ხომ მხოლოდ...
– იუბალ, მე ვარ.

798
– ჯანდაბა, მეგონა, კარი ჩავკეტე. ბავშვო, ახლავე მოუსვი აქედან.
საწოლს მოშორდი! გადი!
– კარგი, იუბალ, მაგრამ ჯერ რაღაც უნდა გითხრათ.
– რა?
– დიდი ხანია, მიყვარხართ. დაახლოებით იმდენი ხანია, რამდენიც
ჯილს...
– ეს რა ჯანდ... შეწყვიტე სისულელის როშვა და აიკრიფე აქედან!
– წავალ, – თქვა დაუნმა მორჩილად, – მაგრამ ჯერ უნდა მომისმი-
ნოთ, ქალებზე რაღაც უნდა გითხრათ.
– ახლა არაფრის მოსმენა არ მინდა. დილით ვილაპარაკოთ.
– ახლა, იუბალ.
– კარგი, ჯანდაბას, – ამოიხვნეშა იუბალმა, – ოღონდ ადგილიდან
არ გაინძრე.
– იუბალ, ჩემო საყვარელო მოძმე. კაცებისთვის ქალების გარეგნო-
ბას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ამიტომ ყველანაირად ვცდი-
ლობთ, რომ ლამაზები ვიყოთ და ეს დიდი წყალობაა. ხომ იცით, ადრე
ძელის გარშემო ვცეკვავდი, და ისიც დიდი წყალობა იყო, რომ მამაკა-
ცებს ჩემი სილამაზით ვაბედნიერებდი. ეს წყალობა იყო ჩემთვისაც,
რადგან ვიცოდი – რასაც მათ ვუწილადებდი, ეს ძალიან სჭირდებო-
დათ.
მაგრამ, იუბალ, ქალები მამაკაცები არ ვართ. ჩვენ მხოლოდ ის გვა-
ინტერესებს თუ რას წარმოადგენს მამაკაცი. ზოგს, შეიძლება, სიმდიდ-
რის მსგავსი სისულელე აინტერესებდეს, ზოგი კი იმაზე ფიქრობდეს,
რამდენად მზრუნველი მამა იქნება ან, მარტივად, კარგი კაცია თუ
არა? ისეთივე კარგი, როგორიც თქვენ ხართ, იუბალ. სილამაზე, რო-
მელსაც ჩვენ თქვენში ვხედავთ, სრულიად განსხვავდება იმ სილამა-
ზისგან, რასაც თქვენ ხედავთ ჩვენში. და შენ ხარ ლამაზი, იუბალ!
– ღმერთის სახელით!
– სწორია – შენ ხარ ღმერთი და მე ვარ ღმერთი – და მე მჭირდები!
წყალს გთავაზობ. ნება მიბოძე, წყალი გაგიზიარო და მზარდ სიახლო-
ვეში გავერთიანდეთ.
– ოჰო, გოგონი, მგონი გავიგე, რასაც მთავაზობ...

799
– იუბალ, შენ გროკავ. ერთმანეთს ყველაფერი გავუზიაროთ, საკუ-
თარი თავიც.
– ჩემო კარგო, შენ ბევრი გაქვს გასაზიარებელი, მე კი... უბრალოდ,
ძალიან დაგაგვიანდა. მერწმუნე, გულწრფელად ვწუხვარ, მაგრამ...
გმადლობ. მეტად მადლიერი ვარ. ახლა კი აქედან გაშპი და მოხუცს
დაძინება აცადე.
– მაშინ დაიძინებ, როდესაც დალოდება გასრულდება. იუბალ, მე
შემიძლია, ენერგიით აგავსო, მაგრამ იმასაც ვგროკავ, რომ ეს არ
გჭირდება.
„ჯანდაბა, ოდესღაც ნამდვილად არ მჭირდებოდა“, გაიფიქრა იუ-
ბალმა.
– არა, დაუნ, მაგრამ მაინც გმადლობ, ძვირფასო.
დაუნი მის წინ მუხლებზე დაეშვა და წელში მოიხარა.
– მაშინ, კიდევ ერთი სიტყვაც და წავალ. ჯილმა მითხრა, თუ უარს
მეტყოდი, ტირილი დამეწყო. შეიძლება, მკერდი ცრემლებით დაგინა-
მო და წყალი ამგვარად გაგიზიარო?
– ჯილი მაგრად გაილახება!
– აი, იუბალ, უკვე ტირილს ვიწყებ, – დაუნს ხმა არ გაუღია, მაგრამ
ორიოდე წამში იუბალის მკერდზე ცრემლების წვიმა დაიწყო. ქალი უხ-
მოდ მოთქვამდა.
იუბალმა შეიგინა და ხელი მისკენ გაიწოდა... გარდაუვალს დაჰყვა.

800
თავი ოცდამეთექვსმეტე
იუბალმა ერთობ ბედნიერმა გაიღვიძა. როგორც წესი, საუზმემდე
საშინელ ხასიათზე იყო ხოლმე. გაღვიძებასა და პირველ ფინჯან ყავას
შორის გასატარებელი შავბნელი წუთებით წლების განმავლობაში
იტანჯებოდა, მაგრამ თავს მუდამ იმით ინუგეშებდა, რომ მომდევნო
დღეს ოდნავ შვებას მაინც იგრძნობდა.
ამ დილით კი აღმოაჩინა, რომ უსტვენდა, მართალია, ძალიან ცუ-
დად, მაგრამ, როგორც კი შეწყვიტა, რამდენმე წამში ისევ აჭიკჭიკდა.
სარკეში ჩაიხედა, საკუთარ თავს გაუღიმა და გაიფიქრა, „ო, შე გა-
მოუსწორებელო ბებერო ყოჩო“, მერე კი, მიუხედავად იმისა, რომ მკერ-
დი ერთიანად გადათეთრებული ჰქონდა, ერთი ღერი ჭაღარა მაინც
ამოიგლიჯა. ჩაიცვა და თავი სამყაროს წინაშე წარსადგენად მოიწეს-
რიგა.
ოთახიდან გასვლისას ჯილს წააწყდა. შემთხვევით? არაა, ამ
ménàge-ში დამთხვევებისა აღარ სჯეროდა, რადგან აქაურობა კომპიუ-
ტერული სიზუსტით იყო აწყობილი. ჯილი მხარზე შეეხო.
– იუბალ, როგორ გვიყვარხარ! შენ ხარ ღმერთი.
– ო, შე პატარა მესალინა[205]... ყველაფერი შენ მოაწყვე.
– იუბალ, ძვირფასო, გადასარევი იყავი.
– ჰმ... ჯანდაბა. საიდან იცოდი, ასე რომ იყო?
– ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც მე და მაიკი სახლში ვცხოვ-
რობდით. ზოგჯერ, თუ რაიმეს კითხვა უნდოდა, ტრანსში ჩაძირული მა-
იკი დაგხედავდა ხოლმე, გეძინა თუ არა.
– მაგრამ ყოველთვის მარტო მეძინა!
– ჰო, მაგრამ მაგას არ ვგულისხმობ. მე ხომ მისთვის გამუდმებით
რაღაცის ახსნა მიხდებოდა.
– ჰმ! – მან გადაწყვიტა, რომ არ ჩასძიებოდა, – ნებისმიერ შემთხვე-
ვაში, ასე არ უნდა გაგები.
– იუბალ, ვგროკავ, რომ ამას გულით არ ამბობ... და შენც გროკავ,
რომ სწორად ვლაპარაკობ. ჩვენ აქ გვჭირდებოდი, ბუდეში; მთლი-

801
ანად, მთელი არსებით, გვჭირდებოდი. გვჭირდები. და ვინაიდან ძა-
ლიან
მორცხვი ხარ და შენი დამცირება აზრადაც არ გაგვივლია, მხო-
ლოდ ის გავაკეთეთ, რომ შენს აქ მოსვლას შენივე განაწყენების გარე-
შე მივსალმებოდით. ხომ გროკავ, რომ ზიანი ნამდვილად არ მოგვიყე-
ნებია?
– ეს „ჩვენ“ რაღას ნიშნავს?
– როგორც გროკავ, წყალი უკვე მთელ ბუდესთან გაინაწილე. ამის-
თვის თავისი საქმიანობა მაიკმაც კი შეწყვიტა და გამოიღვიძა. მან შენ-
თან ერთად დაგროკა და ყველა კიდევ უფრო დაგვაახლოვა.
იუბალმა გადაწყვიტა, რომ არ ამ საკითხში უფრო ღრმად ჩაძიება
არ ღირდა და სასწრაფოდ სხვა თემაზე გადავიდა.
– ესე იგი, მაიკმა, როგორც იქნა, გაიღვიძა. თვალები ამიტომაც გიბ-
რწყინავს?
– მხოლოდ ნაწილობრივ. ცხადია, ვხარობთ, როდესაც მაიკი ტრან-
სში არ არის ჩაძირული, მაგრამ... რეალურად ის არასდროს გვშორდე-
ბა. იუბალ, ვგროკავ, რომ წყლის გაზიარების მთელ სისავსეს ვერ გრო-
კავ. მაგრამ ამას დალოდება შეავსებს. თავიდან მაიკიც ვერ გროკავ-
და და მიაჩნდა, რომ ამას მარსზე მხოლოდ კვერცხების დასადებად
აკეთებდნენ.
– ჰმ... უმთავრესი და პირველადი დანიშნულება სწორედ ეს არის...
ეს ხომ სრულიად აშკარაა – ბავშვები. ამიტომ მსგავსი მცდელობები ჩე-
მი ასაკის ადამიანთან, რომელსაც ამის არც სურვილი აქვს, არც გან-
ზრახვა და არც შესაძლებლობა, კიდევ უფრო სულელურია.
– ბავშვები აუცილებელი, მაგრამ არაპირველადი მიზანია. მომა-
ვალს მნიშვნელობას სწორედ ისინი მატებენ და ეს უდიდესი წყალო-
ბაა, მაგრამ, ჩვეულებრივ, ერთი ქალის სხეულში ბავშვი მხოლოდ სამ-
ჯერ, ოთხჯერ ან ათიოდეჯერ თუ ისახება, თუმცა კი საკუთარ თავს
ათასჯერ მაინც აზიარებს, რასაც სწორედ იმ მთავარი მიზნისთვის ვა-
კეთებთ. საქმე მხოლოდ რეპროდუქციას რომ ეხებოდეს, ცხადია,
თვითგაზიარების რაოდენობაც შემცირდებოდა, მაგრამ გაზიარება და
მზარდი სიახლოვე ხომ მარადიულობაა, იუბალ! მაიკმა ეს იმიტომაც

802
დაგროკა, რომ მარსზე კვერცხის ჩასახვა და მზარდი სიახლოვე გან-
ცალკევებული ცნებებია... და ისიც დაგროკა, რომ ჩვენი მეთოდი გაცი-
ლებით უკეთესია, რომ ბედნიერებაა, მარსელად არ იჩეკებოდე... იყო
ადამიანი... იყო ქალი!
– შვილო, ფეხმძიმედ ხომ არ ხარ?
– კი, იუბალ. დავგროკე, რომ ჩემი დალოდება დასრულდა და მეც
გავთავისუფლდი. ბუდის დანარჩენ წევრებს დალოდება არც დასჭირ-
ვებიათ, მაგრამ მე და დაუნი მუდმივად დაკავებული ვიყავით. მაგრამ,
როდესაც დავგროკეთ, რომ ყველაფერი აღსრულებულიყო, ისიც დავ-
გროკე, რომ ახლა უკვე დალოდების
პერიოდი დაწყებულიყო. მაიკი ტაძარს ერთ ღამეში არ ააშენებს,
ამიტომ უმაღლესი ქურუმებიც მშვიდად გავლევთ ფეხმძიმობის პერი-
ოდს. დალოდებას ყოველთვის მოსდევს სისავსე.
ამ მაღალფარდოვანი აბდაუბდიდან იუბალმა მხოლოდ მთავარი
ფაქტი გამოყო... ან ამ შესაძლო ფაქტის მიმართ ჯილის რწმენა. უეჭვე-
ლი იყო, რომ მას საამისოდ ბევრი შესაძლებლობა ჰქონდა. იუბალმა
გადაწყვიტა, მოვლენას უფრო ახლოდან დაკვირვებოდა, რისთვისაც,
საჭიროების შემთხვევაში, ჯილს სახლშიც წაიყვანდა. მაიკის ზეადა-
მიანური მეთოდები ძალიან კარგი იყო, მაგრამ ზედმეტი არ იქნებოდა,
თუ ხელთ საუკეთესო სამედიცინო აპარატურაც ექნებოდა. საერთოდ
არ უნდოდა, რომ ჯილი ეკლამპსიის[206] ან მსგავსი უბედური შემთხვე-
ვის გამო დაეკარგა, იმ შემთხვევაშიც თუ ბავშვის გაწირვა მოუხდებო-
და.
იუბალი ახლა უკვე მეორე შესაძლებლობაზეც დაფიქრდა, მაგრამ
მისი ხსენება გადაიფიქრა.
– დაუნი სად არის? ან მაიკი? – დაინტერესდა იუბალი, – ასეთი სიწ-
ყნარე რატომაა?
ჰოლში, სადაც ახლა იმყოფებოდნენ, არავინ ჩანდა, არც ხმები ის-
მოდა... და მაინც – ბედნიერი მოლოდინის ის უცნაური შეგრძნება წინა
ღამეზე მეტად გაძლიერებულიყო. დაძაბულობის ოდნავ განმუხტვას
იმ ცერემონიის შემდეგ მაინც მოელოდა, რომელსაც აშკარად საკუთა-
რი ნებით, თუმცა თითქმის გაუცნობიერებლად შეერთებოდა, მაგრამ

803
იქაურობა უფრო დამუხტულიყო, ვიდრე ოდესმე. უცებ ბავშვობის დრო-
ინდელი ის წამი გაახსენდა, როდესაც, ცირკის პირველი წარმოდგენის
მოლოდინში გარინდულიყო... და უცებ ვიღაცამ დაიძახა: „შეხედეთ,
სპილოები!“
და იუბალმაც იგრძნო, ოდნავ მაღალი რომ ყოფილიყო, აღტაცებუ-
ლი ადამიანების იქით ჩავლილი სპილოების დანახვასაც შეძლებდა.
მაგრამ აქ წინ არავინ ეფარებოდა, აქ არავინ იყო.
– დაუნმა შენთან კოცნა დამაბარა. მომდევნო სამი საათის განმავ-
ლობაში არ ეცლება და მაიკიც დაკავებულია. ისევ ტრანსშია.
– ოჰ...
– ეგ არაფერია. მალე გათავისუფლდება, ყველაფერს აკეთებს
იმისთვის, რომ შენთვის მალე მოიცალოს... და ჩვენც გაგვათავისუფ-
ლოს. დიუკი მთელი ღამის განმავლობაში ქალაქში დაძვრებოდა და
მაღალი სისწრაფის ხმის ჩამწერ აპარატურას ყიდულობდა, რომლებ-
საც ლექსიკონის შედგენაზე მუშაობისას ვიყენებთ და ახლა ყველა, ვი-
საც ამის გაკეთება შეგვიძლია, მარსული ხმოვანი სიმბოლოებით ვართ
დაკავებული. ამრიგად, მაიკი მალე მორჩება და მაშინვე მოგინახუ-
ლებს. დაუნმა ახლახან დაიწყო კარნახი, მე კი ერთ სეანსს მოვრჩი და
შენთან მოსასალმებლად ცოტა ხნით გამოვედი... ახლა ისევ უნდა შევ-
ბრუნდე
და ჩემი დღიური სამუშაოს ბოლო ნაწილი შევასრულო. ასე რომ,
დაუნზე დიდხანს ვერ მნახავ. ეს კი მისი კოცნაა, პირველი მხოლოდ
ჩემგან იყო.
კისერზე მოეხვია და ტუჩებით ხარბად დაეწაფა. ბოლოს ამოთქვა:
– ღმერთო ჩემო! ამდენ ხანს რატომ ვიცდიდით? აბა, დროებით, მა-
ლე შევხვდებით!
იუბალი თითქმის ცარიელ, უზარმაზარ სასადილო ოთახში შევიდა.
დიუკმა ხელი დაუქნია, გაუღიმა და ჭამა გააგრძელა. სულაც არ ეტყო-
ბოდა, რომ უძინარი იყო, მთელი ორი ღამის უძინარი.
დიუკის მოძრაობა ბეკი ვესიმ შეამჩნია და მიიხედა.
– ეი, შე ბებერო ყოჩო! – იუბალს ყური ჩამოაწევინა და ჩასჩურჩულა,
– ვიცი, წუხელ რაც მოხდა და ერთი გამაგებინე, როდესაც პროფესორი

804
მოკვდა, მაშინ სად იყავი? – მერე კი ხმამაღლა დაამატა, – მოდი, მო-
მიჯექი და ვჭამოთ, თან მიამბე, ამჯერად რა ეშმაკობა გაქვს ჩაფიქრე-
ბული.
– ერთი წამით ბეკი, – უთაქრა იუბალმა და მაგიდას შემოუარა, – გა-
მარჯობა, კაპიტანო, როგორ იფრინეთ?
– მშვენივრად. უკვე მეზობლად გადარბენასავითაა. რამდენადაც
მახსოვს, მისის ვან ტრომპს არ იცნობთ. ძვირფასო, ეს ამ წვეულების
სულის ჩამდგმელი, ერთადერთი და განუმეორებელი იუბალ ჰარშოუა.
კაპიტნის ცოლი მაღალი და მშვიდი იერის მქონე ქალი იყო და მუ-
დამ ქმრის მომლოდინე ქალის გამომეტყველება ჰქონდა. ქალი ადგა,
იუბალს აკოცა და უთხრა:
– შენ ხარ ღმერთი.
– აჰ, შენ ხარ ღმერთი, – იუბალმა გადაწყვიტა, მისალმების ამ რი-
ტუალისადმი, ამიერიდან, უფრო მსუბუქად განწყობილიყო, მაგრამ თუ
ხშირად გაიმეორებდა, შეიძლებოდა, თავი დაეკარგა და დაეჯერებინა
კიდეც. მერე ისიც გაიფიქრა, რომ ჯილს, კოცნის მხრივ, კაპიტნის ცო-
ლისგან ბევრი რამის სწავლა შეეძლო, რადგან სწორედ ისე მოხდა,
როგორც ერთხელ ენმა უთხრა – ქალი მთელი არსებით მიეძღვნა, მას
არსად ეჩქარებოდა.
იუბალი კაპიტანს მიუბრუნდა:
– ვან, თქვენი აქ ყოფნა, ალბათ, არ უნდა გამკვირვებოდა.
– როგორ გითხრა, – უპასუხა ასტრონავტმა, – ადამიანს, რომელიც
მარსზე ასე ხშირად დაფრინავს, მარსელებთან ლაპარაკიც უნდა შეეძ-
ლოს.
– მოლაპარაკებების საწარმოებლად, არა?
– აქ ყოფნას სხვა უპირატესობებიც აქვს, – თქვა ვან ტრომპმა და
ტოსტის გროვისკენ გაიწვდინა ხელი. ერთი ცალი წამში ხელისგულზე
დაუფრინდა, – კარგი საჭმელი, კარგი საზოგადოება.
– ეგეც მართალია.
– იუბალ, – გამოსძახა მადამ ვესანმა, – საჭმელი მზადაა.
ჰარშოუ ადგილს დაუბრუნდა, სადაც თოხლოდ შემწვარი კვერცხი,
ფორთოხლის წვენი და კიდევ ათასგვარი ნუგბარი დახვდა.

805
– მომლოცველთა ბრწყინვალე შეხვედრაა, არა, ჩემო მხეცო?
– შენს ჰოროსკოპებს მიხედე, ქალო!
– ჰო, მართლა, შენი დაბადების ზუსტი თარიღი მჭირდება.
– სამი დღის განმავლობაში, სხვადასხვა საათზე ვიბადებოდი,
რადგან ძალიან დიდი ბიჭი ვიყავი და ნაწილ-ნაწილ გამომიყვანეს.
– მაინც გავარკვევ, – მტკიცედ განაცხადა ბეკიმ და უწმაწური სიტ-
ყვაც მიაყოლა.
– სამის რომ გავხდი, არქივი ერთიანად დაიწვა. ასე რომ, საინტე-
რესოა, როგორ გაიგებ.
– მეთოდები არსებობს. დავნაძლევდეთ?
– თუ ასე გააგრძელებ, უცებ აღმოაჩენ, რომ კარგად გასატყეპად
არც ისე დიდი ყოფილხარ. აბა, მომიყევი, როგორ ხარ?
– შემომხედე და მითხარი, როგორ გამოვიყურები?
– ჯანსაღად. ტრაკი გაგსქელებია და თმა შეგიღებავს.
– პირიქით, ინას რამდენიმე თვეა აღარ ვიდებ. მიიღე აქაურობა და,
სულ მალე, მაგ ჭაღარა ბულულის ნაცვლად ნამდვილი ბალახი ამოგი-
ბიბინდება.
– ბეკი, გაახალგაზრდავებას არავითარ შემთხვევაში არ ვისურვებ-
დი. ასე დაჩაჩანაკებამდე იმდენად დიდი გზა გამოვიარე, რომ მის ხე-
ლახლა გავლას ნამდვილად არ ვისურვებდი. ასე რომ, ლაქლაქს მორ-
ჩი და ჭამა მაცადე.
– დიახ, სერ. ო, შე ბებერო ყოჩო!
იუბალი საუზმობას ამთავრებდა, როდესაც სასადილოში მარსელი
ადამიანი შემოვიდა.
– მამა! იუბალ! – მაიკი გადაეხვია და აკოცა.
იუბალი მისი მკლავებიდან ფრთხილად გათავისუფლდა.
– ასაკის შესაბამისად მოიქეცი, შვილო. დაჯექი და ისაუზმე. მეც მო-
გიჯდები.
– აქ საუზმისთვის კი არა, შენ სანახავად მოვედი. წავიდეთ, წყნარ
ადგილას ვილაპარაკოთ.
– კარგი.

806
ერთ-ერთი ნომრის მისაღებში გავიდნენ. მაიკი იმ პატარა ბიჭივით
იქცეოდა, რომელსაც დიდი ხნის უნახავი ბაბუა სწვეოდა. იუბალს მოზ-
რდილი კომფორტული სავარძელი მიუჩოჩა და თვითონაც მის პირდა-
პირ, დივანზე მოკალათდა. ამ ოთახის ფრანგული სტილის ფანჯრები
პირდაპირ პირად დასაშვებ მოედანს გადაჰყურებდა, გარედან შემო-
მავალი დღის სინათლე კი იუბალს თვალებს სჭრიდა, ამიტომ წამოდ-
გა და სავარძელი ოდნავ გააჩოჩა. არ გაჰკვირვებია, მაგრამ მაინც გა-
ღიზიანდა, რომ აშკარად მძიმე სავარძელი ბუმბულივით მსუბუქად გა-
დააადგილა, ხელით კი მხოლოდ მიმართულებას აძლევდა.
ოთახში მათ გარდა ორი მამაკაცი და ქალიც იყვნენ, რომლებმაც
იქაურობა მყისვე დატოვეს. მალე მარტო დარჩნენ, თუ არ ჩავთვლით
იმ მომენტს, როდესაც ორივეს იუბალის საყვარელი ბრენდი მიართვეს
– თანაც ჩვეულებრივად, ხელებით. იუბალი სავსებით მზად იყო იმ ფაქ-
ტის მისაღებად, რომ ამ ადამიანთა მიერ საგნების დისტანციურად
კონტროლის უნარი შრომასა და, შესაძლოა, ფულსაც ზოგავდა (რეც-
ხვაზე ნამდვილად ზოგავდა! – სადილობისას სპაგეტით დასვრილი პე-
რანგი ისეთი სუფთა იყო, რომ დილით ისევ ჩაიცვა) და, ზოგადად, ყო-
ფითი საქმეების მოსაგვარებლად, მექანიკური მოწყობილობების ბრმა
მოუქნელობასთან შედარებით, აშკარად უფრო მოსახერხებელი იყო.
მიუხედავად ამისა, იუბალი სადენებისა და გადამცემების გარეშე დის-
ტანციურ კონტროლს მიუჩვეველი იყო და ეს ყოველივე ისევე
აშფოთებდა, როგორც უცხენო ეტლები ურევდა თავგზას წესიერ და
პატივსაცემ ცხენებს იმ დროს, როდესაც იუბალი დაიბადა.
დიუკმა ბრენდი ჩამოასხა.
– გმადლობ, კაციჭამია. ჩვენი ახალი მსახური ხარ?
– De nada[207], ურჩხულო. საქმე ვიღაცამ მაინც ხომ უნდა გააკეთოს.
აბა, ყველა დანარჩენი, ვისაც ოდნავი ტვინი მაინც აქვს, მონებივით
მიკროფონებთან გყავს დაბმული.
– რამდენიმე საათში გათავისუფლდებიან და შენც შეძლებ იმ შენს
უმიზნო და ავხორცულ ცხოვრებას დაუბრუნდე. კარგი, კაციჭამია. უკვე
ოცდაათია. მორჩი.

807
– მთელი ამ წყეული მარსული ენის ერთ ლექსიკონში მოქცევას რო-
გორ აპირებ? მართლა ურჩხული ხარ! მგონი, კონდენსატორები ბო-
ლომდე გადაგეწვა.
– ო, არა, არა! იქ მხოლოდ ჩემი პირველადი ცოდნა იქნება თავმოყ-
რილი, უფრო სწორად, ის ცოდნა, რომელიც თან მქონდა – ჩემი ტვინი
ახლა უკვე ცარიელი სათავსოა. მაგრამ მაჰმუდის მსგავსი ინტელექ-
ტუალები საუკუნეების განმავლობაში გაემგზავრებიან მარსზე, რათა
ახლა უკვე იმ ცოდნას დაეუფლონ, რომელიც მე არასდროს მიმიღია.
თუმცა თავადაც საკმაოდ დიდი გარჯა გავწიე – სუბიექტური დროის
დაახლოებით ექვსი კვირა, ამ დილის ხუთი საათიდან თუ როცა იყო...
ჩემი შრომის დასრულება ახლა უკვე სხვა გამძლე და მედგარ ადამია-
ნებს შეუძლიათ, მე კი გულდამშვიდებული მოვინახულებ იუბალს, – მა-
იკი გაიზმორა და დაამთქნარა, – თავს კარგად ვგრძნობ. სამუშაოს
დასრულების შემდეგ თავს მუდამ კარგად ვგრძნობ ხოლმე.
– დღის ბოლომდე კიდევ რამე საქმეს გამოჩხრეკ. ბოს, ამ მარსელ
ურჩხულს მართლა არ შეუძლია, მარტივად, ადგეს და დაისვენოს. ზუს-
ტად ვიცი, რომ ამ ორი თვის განმავლობაში ეს პირველი შემთხვევაა,
როდესაც, უბრალოდ, მოდუნდა. იქნებ უფრო ხშირად გვესტუმრო
ხოლმე. აშკარად კარგი გავლენა გაქვს.
– ღმერთმა დამიფაროს, რომ ოდესმე ვინმეზე კარგი გავლენა მო-
ვახდინო, – შესძახა იუბალმა.
– აქედან მოშორდი, კანიბალო და ჩემზე ტყუილების ბოდვას შეეშ-
ვი.
– ტყუილების? ჯანდაბა, შენს ხელში სიმართლის მთქმელ მანია-
კად ჩამოვყალიბდი. ნეტავი, იცოდე, ამის გამო ჩემს საყვარელ გასარ-
თობ ადგილებში როგორი პრობლემები მექმნება ხოლმე...
დიუკი ბუზღუნით გავიდა.
მაიკმა ჭიქა ასწია.
– წყალი გავიზიაროთ, ჩემო მოძმე მამა იუბალ.
– დარწყულდი, შვილო.
– შენ ხარ ღმერთი.

808
– კარგი რა, მაიკ. ამას სხვებისგან შევეგუები და ზრდილობიანადაც
ვუპასუხებ, მაგრამ შენ მაინც ნუ მეღმერთები, რა. მე ხომ, ჯერ კიდევ, იმ
დროიდან გიცნობ, როდესაც მხოლოდ კვერცხი იყავი.
– კარგი, იუბალ.
– ასე სჯობს. დილაობით სმა როდის დაიწყე? კუჭს ამ ასაკში თუ გა-
ინადგურებ, ჩემს ასაკამდე ვეღარც მიაღწევ.
– მხოლოდ გაზიარების მიზნით ვსვამ, – უთხრა მაიკმა და ჭიქას შე-
ხედა, – თუ არ მენდომება, ალკოჰოლი ჩემზე ვერანაირ ეფექტს ვერ მო-
ახდენს. ერთხელ იქამდე არ გავანეიტრალე, ვიდრე თავისით არ გა-
მიარა და... საკმაოდ უცნაური შეგრძნება იყო და როგორც დავგროკე,
არც ისე დიდი წყალობაც. უბრალოდ, დროებითი დემატერიალიზაციაა
რეალური დემატერიალიზაციის გარეშე. ამავე ეფექტს ტრანსითაც
ვაღწევ, რაც ბევრად უკეთესია, რადგან ამით არაფერი ფუჭდება და
არც რამეა გამოსასწორებელი.
– ეკონომიურადაც გამართლებული საშუალებაა.
– აჰ, არა, სასმელში ძალიან ცოტა გვეხარჯება. სხვათა შორის, მთე-
ლი ტაძრის შენახვა იმაზე იაფი გვიჯდებოდა, ვიდრე შენ ჩვენი სახლი-
სა, თუ არ ჩავთვლით საწყის ინვესტიციასა და მცირეოდენი კომფორ-
ტისთვის საჭირო ცვლილებებში დახარჯულს. ჩვენ ხომ ცოტაც გვა-
ბედნიერებს, იმდენად ცოტა, რომ გამუდმებით იმაზე ვფიქრობდი, რო-
გორ გამომეყენებინა ფულის ეს დაუსრულებელი ნაკადი.
– მაშინ შემოწირულობას რატომ იღებდი?
– აჰ, ეგ აუცილებელი იყო, იუბალ. არავინ აღიქვამს სერიოზულად
იმას, რაც უფასოა.
– ვიცი, მაგრამ ის უფრო მაინტერესებდა, ეს შენც თუ იცოდი.
– კი, იუბალ, ხალხს ვგროკავ. თავიდან უფასოდ ვქადაგებდი, ფუ-
ლი ხომ ისედაც ბლომად მქონდა, მაგრამ
ამან არ გაამართლა. ჩვენ, ადამიანები, ჯერ კიდევ უნდა განვვი-
თარდეთ იქამდე, ვიდრე უფასო საჩუქრების მიღებასა და დაფასებას
ვისწავლით. ამიტომ, მეექვსე წრემდე უფასოდ ნებისმიერი რამის გაცე-
მა შევწყვიტე, ამის შემდეგ კი ყველაფრის მიღება შეუძლიათ... მიღება
ხომ უფრო რთულია, ვიდრე გაცემა.

809
– ჰმ... შვილო, ადამიანთა ფსიქოლოგიაზე წიგნს ხომ არ დაწერდი?
– დავწერე კიდეც, ოღონდ მარსულად. ახლა მაჰმუდი კითხულობს,
– მაიკმა კიდევ ერთხელ შეავლო თვალი ჭიქას და ნებიერასავით მოს-
ვა, – ზოგჯერ ვსვამთ ხოლმე. სოლს, მე, სვენსა და კიდევ რამოდენიმეს
მოგვწონს. ალკოჰოლის ზემოქმედების ზომიერების ფარგლებში და-
რეგულირებაც ვისწავლე, რათა ეიფორიული მზარდი სიახლოვის გან-
ცდა ტრანსში ბოლომდე ჩაძირვის გარეშე გამიჩნდეს. მცირეოდენი ზი-
ანის გამოსწორება ხომ ადვილად შეიძლება, – კიდევ მოსვა, – ახლაც
სწორედ ამას ვაკეთებ – საკუთარ თავს უდრტვინველი განტვირთვისა
და შენთან ერთად ბედნიერებით ტკბობის უფლებას ვაძლევ.
– შვილო, მარტო ამის გამო არ უნდა სვამდე, – უთხრა იუბალმა და
ყურადღებით შეათვალიერა, – რაღაც გაწუხებს.
– კი, ასეა.
– არ გინდა, ამოთქვა?
– დიახ, მამა, შენთან ყოფნა მაშინაც დიდი წყალობაა, როდესაც
არაფერი მაწუხებს. ერთადერთი ადამიანი ხარ, ვისაც, შემიძლია, ნე-
ბისმიერ დროს დაველაპარაკო და ჩემს ნათქვამსაც ბოლომდე დაგ-
როკავს. ჯილი კი... ჯილიც ყოველთვის გროკავს, მაგრამ თუ მტკივა,
სტკივა ჯილსაც. ასეა დაუნიც. პატის კი ნებისმიერ დროს შეუძლია მა-
ნუგეშოს და ტკივილი ამარიდოს. სამივეს იმდენად დაუფიქრებლად
შეუძლია ჩემი ტკივილის მიღება, რომ იშვიათად ვრისკავ ჩემთვის და-
უგროკავის მათთვის გაზიარებას, – მაიკი ღრმად ჩაფიქრდა, – ...აღსა-
რება აუცილებელია. კათოლიკეებმა ამის შესახებ კარგად უწყიან, ამი-
ტომ მათთან აღსარებას მხოლოდ სულიერად განსაკუთრებით ძლიერ-
ნი იბარებენ. ფოსტერიტებს ჯგუფური აღსარების ჩვეულება აქვთ, ყვე-
ლა ტკივილს ერთმანეთს უზიარებენ და ყოფას ასე იმსუბუქებენ. ვფიქ-
რობ, აღსარება, როგორც ადრეულ სტადიაზე აუცილებელი განწმენ-
დის საშუალება, ამ ეკლესიაშიც უნდა დავნერგო. რაღაც მსგავსი ახ-
ლაც გვაქვს, მაგრამ უფრო სპონტანური ხასიათისაა და ხშირად დაგ-
ვიანებულიც. ამისთვის კი განსაკუთრებით ძლიერი ადამიანები
გვჭირდება. „ცოდვა“ ნამდვილ მცდარობასთან ახლოსაც არ მივა, მაგ-
რამ ცოდვა ხომ ისაა, რასაც ცოდვილი ცოდვაში გროკავს. და როდესაც

810
მასთან ერთად გროკავ, ვიცი, ეს, შეიძლება, აუტანლად მტკივნეული
იყოს.
მაიკი კიდევ უფრო დასერიოზულდა და განაგრძო:
– წყალობა არ არის საკმარისი, წყალობა არასდროსაა საკმარისი.
ეს ჩემი პირველი შეცდომა იყო, რადგან თუ მარსელთათვის წყალობა
სიბრძნესთან იგივდება და მისი ზუსტი ასლია, ჩვენს შემთხვევაში
სხვაგვარადაა. მაგალითისთვის ჯილი ავიღოთ. როცა მას შევხვდი,
იდეალური წყალობა ჰქონდა, მაგრამ თავგზა ისე არეოდა, რომ კინა-
ღამ ისიც დავღუპე და საკუთარი თავიც, რამეთუ მაშინ თავადაც თავ-
გზააბნეული ვიყავი. თუმცა, საბოლოოდ, ყველაფერი გამოვასწორეთ,
რაც მხოლოდ ამ პლანეტისთვის უჩვეულო უსასრულო მოთმინებამ
შეგვაძლებინა – ვიდრე მე ადამიანად ყოფნას ვსწავლობდი, მას კი
ჩემს ცოდნას გადავცემდი.
მაგრამ მხოლოდ წყალობა არასდროსაა საკმარისი. წყალობის
სისრულისთვის მტკიცე და შეუვალი სიბრძნეც აუცილებელია, რამეთუ
წყალობა სიბრძნის გარეშე ბოროტებას შობს, – მაიკმა გაიღიმა და სა-
ხე გაუნათდა, – აი, ამიტომაც მჭირდები შენ, მამა ჩემი, ისევე ძლი-
ერად, როგორც მიყვარხარ. მინდა, აღსარება ჩაგაბარო.
– პეტრეს გულისათვის, მაიკ, – იუბალს სახე დაემანჭა, – რა სცენებს
მიწყობ. უბრალოდ, მითხარი, რა გღრღნის და გამოსავალიც მოვძებ-
ნოთ.
– დიახ, მამა, – უპასუხა მაიკმა, მაგრამ აღარ გაუგრძელებია. იუბა-
ლი ერთხანს ჩუმად იცდიდა, ბოლოს უთხრა:
– ასე შენი ტაძრის განადგურების გამო ხარ? მაგაში ნამდვილად
ვერ დაგადანაშაულებ. მაგრამ ფულის მეტი რა გაქვს, ახალ ტაძარს აა-
შენებ.
– არა, იუბალ, ეგ ოდნავაც არ მაწუხებს.
– ჰოო?
– ის ტაძარი უკვე შევსებულ დღიურს ჰგავდა. ახლა ახალია საჭირო,
ნაცვლად იმისა, რომ ზედ გადავაწეროთ და ბოლომდე დავამახინ-
ჯოთ. ცეცხლი ცოდნასა და გამოცდილებას ვერ გაანადგურებს... გარ-
და ამისა, ჩვენი პოპულარობის გაზრდის მიზნით და ეკლესიის მარ-

811
თვის პოლიტიკის პრაქტიკულობიდან გამომდინარეც, ასეთი ეფექტუ-
რი გაქცევა, მომავალში მხოლოდ უკეთესობისთვის გამოგვადგება.
არა, იუბალ, ეს ბოლო დღეები მთელი ამ დამღლელი გაწამაწიის ფონ-
ზე ერთობ სასიამოვნო გამონაკლისი აღმოჩნდა და დიდი ზიანი ნამ-
დვილად არ მოგვდგომია, – უცებ მაიკის გამომეტყველება რადიკალუ-
რად შეიცვალა, – მამა, ცოტა ხნის წინ მივხვდი, რომ აქ ჯაშუშად გამო-
მაგზავნეს.
– რას გულისხმობ, შვილო? ამიხსენი.
– უხუცესებმა ადამიანებზე ჯაშუშობისთვის გამომაგზავნეს.
ხმაჩავარდნილმა იუბალმა ბოლოს მაინც ამოთქვა:
– მაიკ, ვიცი, რომ ბრწყინვალე გონება გაქვს; ისეთ უნარებს ფლობ,
რომელთა მსგავსიც არა თუ არ მაქვს, შენამდე არც კი გამეგო. მაგრამ
გენიოსიც შეიძლება ილუზიებში ცხოვრობდეს.
– ვიცი, მაგრამ, ჯერ მოისმინე და ამის შემდეგ გადაწყვიტე, მარ-
თლა შეშლილი ვარ, თუ არა. ხომ იცი, როგორ მუშაობენ უსაფრთხოე-
ბის სამსახურის სადაზვერვო თანამგზავრები?
– არა.
– ცხადია, იმ დეტალებს არ ვგულისხმობ, რომლებიც მარტო დიუკს
დააინტერესებდა. მხედველობაში მხოლოდ ზოგადი სქემა მაქვს. ყვე-
ლა ასეთი თანამგზავრი დედამიწის გარშემო დაფრინავს, მონაცემებს
აგროვებს და აარქივებს, შემდეგ კი ეს ზეციური თვალი მთელ არქივს
დედამიწაზე გადმოსცემს. მეც სწორედ ამგვარი ფუნქცია მომანიჭეს.
ალბათ, იცი, რომ ბუდეში ტელეპათიას ვიყენებთ.
– იძულებული გავხდი, ეს დამეჯერებინა.
– ჰო, მართლა, ახლა სრულიად უსაფრთხოდ ვსაუბრობთ. შენი გო-
ნების წაკითხვას სხვა დროსაც ვერავინ გაბედავდა. იმაშიც არ ვარ
დარწმუნებული, რომ ეს შეგვიძლია. წუხელ მომხდარიც მხოლოდ და-
უნის გონებიდან წავიკითხეთ და არა შენიდან.
– ცოტა დამამშვიდე.
– კარგი, ამას მოგვიანებით დავუბრუნდეთ. ტელეპათიის ხელოვნე-
ბაში მე ჯერ მხოლოდ კვერცხი ვარ, უხუცესები კი ჭეშმარიტი ოსტატები
ბრძანდებიან. მართალია, ჩემთან მუდმივ კავშირზე რჩებოდნენ, მაგ-

812
რამ მაინც ჩემს ნებაზე ვყავდი მიშვებული, თითქოს მაიგნორებდნენ
კიდეც, და ყველაფერი, რასაც ვხედავდი, რაც მესმოდა, რასაც
ვგრძნობდი და ვაკეთებდი, ყველაფერი, რასაც ვგროკავდი, მათ მარა-
დიულ არქივში აისახებოდა. თანაც ეს ინფორმაცია ისევ ჩემს გონებაში
რჩებოდა, ისინი მხოლოდ ასლს ჯერდებოდნენ. ერთხელაც მივხვდი,
რაც ხდებოდა, მაგრამ, ვიდრე რაიმეს მოვიმოქმედებდი, უკვე მთელი
პროცესი დასრულებულიყო. ამის შემდეგ მიმატოვეს, კავშირი გაწყვი-
ტეს – თანაც ისე, რომ პროტესტის გამოხატვაც ვერ მოვახერხე.
– ჰმ... ჩემი აზრით, ურცხვად გამოგიყენეს.
– მაგრამ არა მათი თვალსაწიერიდან. ამის თაობაზე, ჯერ კიდევ,
მარსზე ყოფნისას რომ მცოდნოდა, ამგვარი სამსახურის გაწევის წინა-
აღმდეგი არა თუ არ ვიქნებოდი, მოხალისედაც წამოვიდოდი. მაგრამ
მათ არ უნდოდათ, მცოდნოდა; მხოლოდ უნდოდათ, აქაურობა გაუცნო-
ბიერებლად დამენახა და დამეგროკა.
– მისმინე, – სიტყვა ჩამოართვა იუბალმა, – თუ შენი გონების ოკუპა-
ცია უკვე დასრულებულია, მაშინ სალაპარაკოც არაფერია, ზიანი ხომ
აღარ გადგება? თუ ამ ორ-ნახევარი წელიწადის განმავლობაში, რომე-
ლიმე მარსელი მუდამ თან გახლდა, ამით რა გაფუჭდებოდა, გარდა
იმისა, რომ არამკითხეების ზედმეტ ყურადღებას მიიქცევდი.
– იუბალ, ჯერ ბოლომდე მომისმინე, ყურადღებით მომისმინე, – და
მან იუბალს მზიდან მეხუთე პლანეტის შესახებ უამბო, რომლის ნაც-
ვლადაც ახლა კოსმოსში ასტეროიდების სარტყელი დალივლივებდა,
– აბა, ახლა რაღას იტყვი, იუბალ?
– ეგ ამბავი რაღაცით წარღვნის მითს მაგონებს.
– არა, იუბალ, შეუსაბამო შედარებაა, რადგან, სინამდვილეში, წარ-
ღვნისა არ გჯერა. პომპეისა და ჰერკულანუმის[208] განადგურების თუ
გჯერა?
– რა თქმა უნდა, ეს მეცნიერულად დადასტურებული ისტორიული
ფაქტია.
– იუბალ, უხუცესების მიერ მეხუთე პლანეტის განადგურებაც ვეზუ-
ვის ამოფრქვევის მსგავსად დადასტურებული ისტორიული ფაქტია და

813
ამ მოვლენის შესახებ გაცილებით დეტალური ჩანაწერებიც არსებობს.
მერწმუნე, მითი კი არა, სინამდვილეა.
– დავუშვათ, მართლა ასეა. თუ სწორად გავიგე, შიშობ, რომ მარსე-
ლი უხუცესები დედამიწასაც იმ პლანეტის მსგავსად მოექცევიან. მომი-
ტევე, მაიკ, მაგრამ ამის დაჯერება გამიჭირდება.
– რატომ, იუბალ? ამისთვის სულაც არ არის აუცილებელი, უხუცესი
იყო – ეს მხოლოდ ფიზიკის ფუნდამენტურ ცოდნას მოითხოვს, ასევე
იმისა, თუ როგორაა აგებული მატერია და იმ უნარს, რომელსაც მე
დროდადრო ვიყენებ. უბრალოდ, ჯერ ის უნდა დაგროკო, რაზეც ზემოქ-
მედებას აპირებ და რისი გაკეთებაც მე დამოუკიდებლად პირდაპირ აქ
და ახლა შემიძლია. მაგალითად, ავიღოთ დედამიწის ბირთვის სიახ-
ლოვეს არსებული ასე, ასიოდე მილის დიამეტრის მქონე მონაკვეთი –
ეს საჭიროზე ბევრად დიდია, მაგრამ ჩვენ ხომ გვინდა, ეს პროცესი
სწრაფი და უმტკივნეულო გავხადოთ, თუნდაც, მხოლოდ იმიტომ, რომ
ჯილს ვასიამოვნოთ. ამის შემდეგ მისი სრული მოცულობა და მდება-
რეობა უნდა შეიგრძნო, ფრთხილად დაგროკო და... – უცებ მაიკის სა-
ხემ ყოველგვარი გამომეტყველება დაკარგა და თვალების გადატრია-
ლება დაიწყო.
– კარგი, კარგი, – შეაწყვეტინა იუბალმა, – არ ვიცი, რამდენად შე-
გიძლია ამის ჩადენა, მაგრამ არანაირად არ მინდა, თუნდაც სცადო!
– რაო? არა, ამას არასდროს გავაკეთებ, – მარსელ ადამიანს გამო-
ხედვა დაუწყნარდა, – არავითარ შემთხვევაში. ჩემთვის ეს მცდარობა
იქნება. მე ხომ ადამიანი ვარ.
– მაგრამ არა მათთვის, არა?
– არა. უხუცესები ამას, ალბათ, მშვენიერებადაც დაგროკავენ. არ
ვიცი... ამის გაკეთება მეც შემიძლია, შესწავლილი მაქვს, მაგრამ არ
მაქვს საამისო ნება. ეს ჯილსაც შეუძლია, უფრო სწორად, შეუძლია, შე-
საბამისი მეთოდი შეიმუშაოს. მაგრამ ამას იმავე მიზეზით არ გააკე-
თებს, რომ ისიც ადამიანია, ეს კი მისი პლანეტაა. ამ სწავლების მთელი
არსი თვითშეცნობა და თვითკონტროლია. დროთა განმავლობაში
ადამიანი აუცილებლად მიაღწევს საკუთარი პლანეტის განადგურების
თვითმყოფად მეთოდს, ნაცვლად იმისა, რომ ისევ იმ მახინჯ გზას მი-

814
მართოს და, ვთქვათ, კობალტის ბომბები გამოიყენოს. მაგრამ ვგრო-
კავ, რომ ეს არ მოხდება, რამეთუ ამგვარი ძალადობა ადამიანს საერ-
თოდ არ ართობს. ადამიანი უმალ დემატერიალიზდება, ვიდრე ამას
ჩაიდენს. საერთოდაც, ჩვენი პლანეტის უხუცესები მარსელი უხუცესე-
ბივით ყველგან არ გვეჩხირებიან.
– ჰმ... შვილო, მოდი, ბოლომდე დავრწმუნდეთ, რომ საღად აზროვ-
ნებ და ერთი რამ დავაზუსტოთ. ამ უხუცესებზე ისევე ჩვეულებრივად
ლაპარაკობ, როგორც მე, მაგალითად, მეზობლის ძაღლზე ვილაპარა-
კებდი. რამეთუ მოჩვენებებისა არ მჯერა, კარგად ამიხსენი, როგორ გა-
მოიყურებიან?
– როგორც ნებისმიერი ზრდასრული მარსელი, ოღონდ ზრდასრუ-
ლი მარსელები ერთმანეთისგან იმაზე მეტად განსხვავდებიან, ვიდრე
ჩვენ.
– მაშინ როგორ ხვდები, რომ ეს, უბრალოდ, ზრდასრული მარსელი
არ არის? რა, კედელში გადის თუ რამე მსგავსს აკეთებს?
– ეგ ნებისმიერ მარსელს შეუძლია. გუშინ მეც გავაკეთე.
– ჰმ... მაშინ ციმციმებს? ან რამე მსგავსი?
– არა, მას ჩვეულებრივად ხედავ, გესმის და შეიგრძნობ. სტერეოვი-
ზორის გამოსახულებასავითაა, მაგრამ უფრო სრულყოფილია, მისი სა-
ხება კი პირდაპირ ტვინში გებეჭდება. თუმცა... მისმინე, იუბალ, მარსზე
ამ საკითხის განხილვა წარმოუდგენელი სისულელე იქნებოდა, მაგ-
რამ ვხედავ, აქ საქმე სხვაგვარადაა. შენი მეგობრის დემატერიალიზა-
ციას... სიკვდილს რომ დასწრებოდი, სხეული გეგემა... ამის მერე კი მი-
სი სული დაგენახა, დალაპარაკებოდი და შეხებოდი, მოჩვენებათა არ-
სებობას ამის შემდეგაც არ იწამებდი?
– რაღა დამრჩებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა მეღიარები-
ნა, რომ ჭკუიდან შევიშალე.
– კარგი. აქ ამას ჰალუცინაციად მიიჩნევდნენ, რადგან, როგორც
დავგროკე, დემატერიალიზაციის შემდეგ ადამიანები ცოცხალთა შო-
რის აღარ რჩებიან... მაგრამ მარსის ცივილიზაცია გაცილებით ძველი,
რთული და მრავალმხრივ განვითარებულია, რომელსაც, როგორც გა-
მოდის, მასობრივი ჰალუციანაცია მართავს ან ყველაფერი ისეა, რო-

815
გორც უკვე აგიხსენი, ანუ როგორც მასწავლეს. ეს კი სწორედ ის ახსნაა,
რომელსაც მთელი ჩემი გამოცდილება ამყარებს, რადგან მარსზე, ეს
მოჩვენებები, მთელი პლანეტის მოსახლეობის ყველაზე მნიშვნელო-
ვან, ძლიერ და მრავალრიცხოვან ნაწილს წარმოადგენენ. ხოლო ცოც-
ხლები, ჯერ კიდევ, მატერიალიზებულები, უძველესთა შეშის მჭრელე-
ბი და წყლის მზიდავები,[209] ანუ მათი მსახურები არიან.
– კარგი, ოკამის სამართებლით საკითხის გადაჭრაში აღარას-
დროს დავეჭვდები, მიუხედავად იმისა, რომ შენ მიერ ნათქვამი ჩემ-
თვის სარწმუნო ყველაფერს ეწინააღმდეგება. თუმცა კრიტერიუმად
მაინც ვერ გამოვდგები, რადგან ჩემი გამოცდილება ამ ერთ პლანეტას
არ გასცდენია. კარგი, შვილო, ეს იგი, გეშინია, რომ მათ, შეიძლება,
გაგვანადგურონ?
– ზუსტად არ ვიცი. ვფიქრობ, რომ... კი არ ვგროკავ, არამედ ვფიქ-
რობ, – თქვა თავის ქნევით მაიკმა, – რომ რაღაც მსგავსს ნამდვილად
ჩაიდენენ; შეიძლება გაგვანადგურონ... ან აქაურობა კულტურული
თვალსაზრისით დაიპყრონ და ადამიანები თავიანთ ხატად აქციონ.
– მაგრამ საერთოდ არ გაწუხებს, რომ დედამიწა, შეიძლება, მარ-
თლა გაანადგურონ? ჰმმ... ეს ჩემთვისაც კი მოვლენისადმი მეტად გან-
ყენებული მიდგომაა.
– არა, ვფიქრობ, რომ, უბრალოდ, გარკვეულ დასკვნამდე მივლენ.
ჩვენ მათი თვალსაზრისით ავადმყოფი და შინაგანად დასახიჩრებული
მოდგმა ვართ. მათთვის სრულიად მიუღებელია ის ყველაფერი, რასაც
ერთმანეთს ვუკეთებთ, როგორ არ გვესმის ერთმანეთის და ვერც
გროკვას ვახერხებთ; ასევე მთელი ეს ომები, ეპიდემიები, შიმშილი და
სისასტიკე. ნამდვილად ვიცი, რომ ასეა, ამიტომ, შესაძლებელია, ეს
ჩვენდამი სიბრალულის გამოც გააკეთონ, მაგრამ ეს მხოლოდ ვარა-
უდია – მე ხომ უხუცესი არ ვარ. თუ ამ გადაწყვეტილებას მაინც მიიღე-
ბენ... – მაიკი გაჩუმდა, ფიქრობდა, – სულ მცირე, ხუთასი წელიწადი მა-
ინც გაივლის იქამდე, ვიდრე მოქმედებაზე გადავლენ. ან, იქნებ, ამის-
თვის ხუთი ათასი წელიწადიც დასჭირდეთ.
– განაჩენის გამოსატანად მართლაც დიდი დროა.

816
– იუბალ, ადამიანებსა და მარსელებს შორის მთავარი განსხვავება
ის არის, რომ ამ უკანასკნელთათვის ყოველგვარი აჩქარება უცხოა,
როდესაც ადამიანები დღენიადაგ სადღაც გარბიან. მარსელები ამჯო-
ბინებენ, ამა თუ იმ საკითხზე ერთი, თუნდაც, რამდენიმე საუკუნე მაინც
იფიქრონ და ეს პროცესი იქამდე გაგრძელდეს, ვიდრე ბოლომდე არ
დარწმუნდებიან, რომ მთელი სისავსით დაგროკეს.
– შვილო, ასეთ შემთხვევაში, ამაზე ალბათ აღარც უნდა ვინერვი-
ულოთ. თუ მომდევნო ხუთასი, მით უმეტეს, ხუთი ათასი წლის განმავ-
ლობაში ადამიანები მეზობლებთან საერთო ენას ვერ გამონახავენ, მა-
შინ ჩვენ რა შეგვიძლია? თუმცა, რატომღაც, მჯერა, რომ ამას მაინც მო-
ვახერხებთ.
– მეც ასე ვგროკავ, მაგრამ არა მთელი სისავსით. თუმცა, როგორც
გითხარი, ეს ნაკლებად მაღელვებს, რამეთუ სხვა რამ უფრო მაწუხებს
– მათ, შეიძლება, ადამიანთა მოდგმის მთლიანად შეცვლა და თავი-
ანთ მსგავსად გადაკეთება მოინდომონ, მაგრამ ეს ფუჭი მცდელობა
იქნება, ჩვენ კი ამ მცდელობას შევეწირებით, რაც გაცილებით უარესი
აღსასრული იქნება, ვიდრე პირველ შემთხვევაში მოგველოდა.
იუბალს პასუხის გასაცემად დრო დასჭირდა:
– მაგრამ, შვილო, განა ამავეს გაკეთებას თავადაც არ ცდილობ?
მაიკს სახეზე უბედური გამომეტყველება გადაეფინა.
– კი და არაც. თავიდან სწორედ ამ განზრახვით დავიწყე, მაგრამ
ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. მამა, ვიცი, როდესაც ეს წამოვიწყე,
ჩემით ძალიან იმედგაცრუებული იყავი.
– ეს შენი საქმე იყო, შვილო.
– ჰო, ჩემი. ყველა კრიტიკულ მომენტში ჩემით უნდა დავგროკო და
ისე მივიღო გადაწყვეტილება, ისევე, როგორც შენ... და ნებისმიერმაც.
შენ ხარ ღმერთი.
– ამ წოდებას ვერ მივიღებ.
– ვერც უარყოფ. შენ ხარ ღმერთი და მე ვარ ღმერთი და ყველა,
ვინც გროკავს, ღმერთია, მე კი ის ყველაფერი ვარ, რაც ოდესმე ვყო-
ფილვარ, მინახავს, მიგრძნია, რაც ოდესმე მსმენია და გამომიცდია; მე
ვარ ყველაფერი, რასაც ვგროკავ. მამა, მე შევიგრძენი ამ პლანეტის სა-

817
შინელი ყოფა და დავგროკე, თუმცა არა მთელი სისავსით, რათა მისი
შეცვლა შემძლებოდა. ჩემს ცოდნას არც სკოლებში ასწავლიან და არც
კოლეჯებში, ამიტომ იძულებული გავხდი, სათქმელი რელიგიის მსგავ-
სად შემეფუთა და ისე გამევრცელებინა, მიუხედავად იმისა, რომ რე-
ლიგია სულაც არ არის; იძულებული ვიყავი, გათვლა ადამიანების ცნო-
ბისმოყვარეობასა და გართობისკენ სწრაფვაზე გამეკეთებინა, რამაც,
ნაწილობრივ, გაამართლა და ამის მოლოდინიც მქონდა. შედეგად,
მთელი ეს სწავლება და ცოდნა ყველასთვის ისევე ხელმისაწვდომი
გახდა, როგორც ოდესღაც ჩემთვის, მარსელთა ბუდეში გაზრდილის-
თვის იყო. და ჩვენმა მოძმეებმა ისწავლეს ერთად ცხოვრება, ცხოვრე-
ბა სიმშვიდესა და ბედნიერებაში, ყოველგვარი ტკივილისა და ეჭვია-
ნობის გარეშე. ეს შენც ნახე, ეს შენც გაიზიარე.
მარტო ეს უკანასკნელიც საკმარისი აღმოჩნდა იმის დასამტკიცებ-
ლად, რომ მართალი ვიყავი. მამრებად და მდედრებად დაყოფა ჩვენ-
თვის მოძღვნილი ყველაზე დიდი საჩუქარია და არც იმას გამოვრიც-
ხავ, რომ რომანტიკული ფიზიკური სიყვარული, ამ პლანეტის შემთხვე-
ვაში, უნიკალური მოვლენაც იყოს. არ ვიცი. თუ ეს ასეა, მაშინ სამყარო
იმაზე ბევრად ღარიბი ყოფილა, ვიდრე შეიძლებოდა, ყოფილიყო და
მე ბუნდოვნად იმასაც ვგროკავ, რომ ჩვენ-ვინც-ღმერთი-ვართ, ამ დი-
დებულ გამოგონებას შევინარჩუნებთ და ყველგან გავავრცელებთ.
სიყვარულის ექსტაზში ორი ფიზიკური სხეულისა და სულის შეერთება,
შერწყმა, გაცემა, მიღება და ერთმანეთით ტკბობა – მარსზე მსგავსი
არაფერია და სრულად ვგროკავ, რომ სწორედ ეს არის წყარო იმისა,
რაც ამ პლანეტას ასე ამდიდრებს და ესოდენ საოცარს ხდის. და,
იუბალ, ვიდრე ადამიანი, კაცი ან ქალი, გონებათა და სხეულთა თანა-
ბარი სიახლოვის ნეტარებაში განბანილ ამ საგანძურით ტკბება, ის მა-
ინც ისეთივე უბიწო და წმინდაა, თითქოს არც არასოდეს შეწყვილებუ-
ლა. მაგრამ მე დავგროკე, რომ შენს შემთხვევაში ეს ნამდვილად მოხ-
და, რადგან ნაკლების გაცემის რისკზე წასვლა არასდროს გახასია-
თებდა... თანაც ზუსტი ინფორმაციაც მაქვს. შენ დაგროკე. შენ ყოველ-
თვის გროკავდი, თანაც დაგროკვის ენის გამოყენების გარეშეც. დაუნ-

818
მა გვითხრა, რომ მის გონებაში ისევე ღრმად შეგიღწევია, როგორც
სხეულში.
– უჰ... ქალბატონი აჭარბებს.
– შეუძლებელია, დაუნი შეცდომით აფასებდეს. და მაპატიე, მაგრამ
ჩვენც იქ ვიყავით – თუმცა მხოლოდ მის გონებაში, არა შენსაში. მაგრამ
შენც ჩვენთან იყავი, გვიზიარებდი.
იუბალს აღარ უხსენებია, რომ როცა კი უგრძნია, რომ სხვისი გონე-
ბის წაკითხვა შეეძლო, უმეტესად, სწორედ ამგვარ შემთხვევებზე მო-
დიოდა... თუმცა უფრო ემოციების დონეზე, ვიდრე ფიქრების. და, მარ-
ტივად, სიმწარის გარეშე ინანა, რომ ნახევარი საუკუნით ახალგაზრდა
არ იყო. ზუსტად იცოდა, ასეთ შემთხვევაში, დაუნი სახელის წინ „მისს“
მოიშორებდა, თავად კი, ადრინდელი იარების მიუხედავად, გაბედუ-
ლად გარისკავდა მორიგ ქორწინებას. მაგრამ იცოდა ისიც, რომ გასუ-
ლი ღამე, შესაძლოა, დარჩენილ წლებადაც დასჯდომოდა. ამრიგად,
არსობრივად, მაიკი სრულიად მართალი იყო.
– განაგრძეთ, სერ.
– ყველაფერი სწორედ ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ, როგორც ნელ-
ნელა დავგროკე, მხოლოდ იშვიათად თუ ხდებოდა. სანაცვლოდ, ეს
იყო გულგრილად და მექანიკურად შესრულებული აქტი, გაუპატიურე-
ბა და ცდუნება, თამაში, რომელიც არაფრით არაა რულეტზე უკეთესი,
თანაც კიდევ უფრო ნაკლები შანსებით; პროსტიტუცია, გაცნობიერებუ-
ლი თუ ნაძალადევი ცელიბატი, შიში, დანაშაულის შეგრძნება, სიძულ-
ვილი, ძალადობა, ბავშვები, რომლებიც იმ ფიქრით იზრდებოდნენ,
რომ სექსი „ცუდი“, „სამარცხვინო“ და „ცხოველურია“ – ის, რაც უნდა
დამალო და ყოველთვის უნდობლობით მოეკიდო. ამ ყველაფრით კი,
კაცებად და ქალებად დაყოფის ეს მშვენიერი გამოგონება, თავდაყი-
რა დააყენეს, ერთიანად ამოატრიალეს და საშინელებად აქციეს.
ამ მცდარობათა უმეტესობა კი ეჭვიანობიდან მომდინარეობს.
იუბალ, ამ მოვლენას ვერაფრით ვიჯერებ, ეჭვიანობას ჯერ კიდევ ვერ
ვგროკავ, სიგიჟედ მეჩვენება, საშინელ მცდარობად... როდესაც შერ-
წყმის ექსტაზი პირველად შევიგრძენი, მაშინვე გავიფიქრე, რომ ამის
ყველასთვის გაზიარება მინდოდა – ჩემს ყველა წყლისმიერ მოძმეს-

819
თან – ქალებთან პირდაპირ, კაცებთან კი არაპირდაპირ, წყლის გაზია-
რების გზით. რომ დავფიქრებულიყავი, ამ მარად უშრეტი შადრევნის
ჩემთვის შენახვის იდეა ალბათ უკიდურესად შემზარავდა, მაგრამ ამა-
ზე ფიქრი არ შემეძლო და, შესაბამისად, არც იმის სურვილი მქონია,
რომ ეს სასწაული ისეთ ვინმესთან მეცადა, ვინც უკვე არ მიყვარდა და
არ ვენდობოდი. იუბალ, არაწყლისმიერ მოძმე ქალთან ყოფნა, უბრა-
ლოდ, ფიზიკურად არ შემიძლია და ასეა მთელ ბუდეშიც. თუ ჩვენი სუ-
ლები ხორცივით არ ერწყმიან ერთმანეთს, უმალ ფიზიკური იმპოტენ-
ცია ისადგურებს.
დამწუხრებული იუბალი უსმენდა და ფიქრობდა, რომ ამგვარად აწ-
ყობილი სისტემა ანგელოზთათვის პირდაპირ მისწრება იქნებოდა...
უცებ მოედანზე მფრინავი მანქანა დაეშვა, მაგრამ, როგორც კი იუბალ-
მა მისკენ გაიხედა, მაშინვე გაუჩინარდა.
– რამე პრობლემაა? – მიუბრუნდა მაიკს.
– არაფერია, – უპასუხა მაიკმა. – უბრალოდ, უკვე ხვდებიან, რომ აქ
ვართ, უფრო სწორად, მე რომ ვარ, რადგან ყველანი ხომ მკვდრები
ჰგონიათ. მხედველობაში უშინარესი ტაძრის წევრები მყავს, რადგან
დანარჩენი წრეები დიდად არ აწუხებთ. უმეტესობამ ქალაქი უკვე და-
ტოვა და იქამდე არ დაბრუნდებიან, ვიდრე საფრთხე არ ჩაივლის, –
ჩაიღიმა, – ისე, მთელი ქალაქი ეპისკოპოს შორტის ხალხითაა სავსე
და ამ სასტუმროს ნომრების გაქირავებით ხეირი ხომ არ გვენახა?
– არ ფიქრობ, რომ დრო მოვიდა მთელი ოჯახი სხვაგან გადაიყვა-
ნო?
– იუბალ, ამაზე არ ინერვიულო. მანქანა ვერაფრის გადაცემას ვერ
მოასწრებდა. ყველაფერს ვაკონტროლებ. ეს პრობლემა აღარ არის
მას შემდეგ, რაც ჯილმა გადალახა მცდარი რწმენა იმასთან დაკავში-
რებით, რომ მცდარობის მატარებელი ადამიანების დემატერიალიზე-
ბა ასევე მცდარობა იყო. მანამდე კი თავად მიხდებოდა ყველას დასა-
ცავად ათასი რაღაცის მოფიქრება. მაგრამ ახლა ჯილმა იცის, რომ
ამას მხოლოდ სისავსის დაგროკვის შემდეგ ვაკეთებ, – მარსელმა ადა-
მიანმა ყმაწვილურად გაიღიმა, – გასულ ღამეს ერთ მაგარ საქმეშიც
დამეხმარა... და ეს პირველი ასეთი შემთხვევა არ იყო.

820
– რა საქმეში?
– ოჰ, ეს ჩემი ციხიდან გაქცევისას მოხდა. იქიდან ყველას ვერ გავა-
თავისუფლებდი, რადგან საკნებში რამდენიმე საშინლად ბიწიერი
ადამიანიც იმყოფებოდა. ამიტომ მათი გაუჩინარება იქამდე მომიხდა,
ვიდრე საკნების კარების გაქრობას დავიწყებდი. ამ ქალაქს უკვე რამ-
დენიმე თვის განმავლობაში ვგროკავდი და ისიც ვიცოდი, რომ აქ
მცხოვრებ ყველაზე ცუდ ადამიანთა ნაწილი ციხის გარდა ქალაქის
მმართველობაში იყო მოკალათებული. მე ვიცდიდი. მათი სია შე-
ვადგინე და ყველა საგულდაგულოდ შევისწავლე. ასე რომ, ახლა, რო-
დესაც ქალაქიდან მივემგზავრებით, აქ არცერთ მათგანს არ ვტოვებთ.
ისინი აქ აღარ არსებობენ. მათი დემატერიალიზება და, ყველაფრის
თავიდან დასაწყებად, გზის დასაწყისში გაგზავნა, გარდაუვალი იყო.
ისე მოხდა, რომ, სწორედ ამ დროს, ჯილის საწინააღმდეგო დამოკიდე-
ბულება ცალსახა მხარდაჭერით შეიცვალა, რამეთუ, ბოლოს და ბო-
ლოს, დაგროკა, რომ ადამიანის ბოლომდე მოკვლა სრულიად შეუძ-
ლებელი ყოფილა, ხოლო ის, რასაც ჩვენ ვაკეთებდით, მსაჯის მიერ მო-
თამაშის უხეშობისთვის მოედნიდან გაძევებას უფრო ჰგავდა.
– ყმაწვილო, ნუთუ ღმერთის თამაშისა არ გეშინია?
მაიკმა მხნედ გაიღიმა:
– მე ვარ ღმერთი. შენ ხარ ღმერთი... ის დემატერიალიზებული
არამზადებიც ღმერთები იყვნენ. იუბალ, ნათქვამია, ღმერთი ყოველ
ჩამოვარდნილ ბეღურას ხედავსო[210]. ასეცაა, მაგრამ ინგლისურად
ყველაზე მიახლოებული ნათქვამი ის იქნებოდა, რომ, უბრალოდ, შეუძ-
ლებელია, ღმერთმა ეს არ დაინახოს, რადგან ბეღურაც არის ღმერთი.
და როდესაც კატა ეპარება ბეღურას, ორივე ღმერთია, რამეთუ ერთად
ღვთაებრივ ჩანაფიქრს ატარებენ.
ამ დროს კიდევ ერთი მფრინავი მანქანა დაეშვა, მაგრამ ისიც მა-
შინვე გაუჩინარდა. იუბალმა კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა ამ
თემას მაინც ვერ გასცდა:
– გასულ ღამეს მოედნიდან სულ რამდენი გააძევე?
– საკმაოდ ბევრი, არ დამითვლია. ასე, ას ორმოცდაათი მაინც იქ-
ნებოდა. ხომ იცი, ეს უზარმაზარი ქალაქია. მართალია, აქაურობა დი-

821
დი ვერაფერია, მაგრამ მალე გაუმჯობესდება. საამისოდ პირდაპირი
წამალი არ არსებობს, მხოლოდ სწავლება თუ იქცევა პანაცეად, – მაიკ-
მა იუბალს საცოდავი სახით შეხედა, – სწორედ ამაზე მინდოდა შენთან
ლაპარაკი, მამა. ვფიქრობ, ყველა ჩემი მიმდევარი შეცდომაში შევიყ-
ვანე, ყველა ჩემი მოძმე.
– კი, მაგრამ როგორ, მაიკ?
– განწყობა ოპტიმისტური აქვთ, რადგან ხედავენ, რომ ამ ყველა-
ფერმა, მათ შემთხვევაში, ბოლომდე გაამართლა; იციან, რამდენად
ბედნიერები, ძლიერები და ჯანმრთელები არიან და როგორ მძლავ-
რად უყვართ ერთმანეთი. თავიანთი აზრით გროკავენ, რომ ამ გზას,
ადრე თუ გვიან, მთელი კაცობრიობა დაადგება და მალე სრულ ნეტა-
რებასაც მიაღწევენ. ისიც იციან, რომ ეს ხვალ არ მოხდება, ზოგი მათ-
განი კი იმასაც გროკავს, რომ, ამ ექსპერიმენტისთვის ორი ათასზე მე-
ტი წელიწადიც არ იქნება საკმარისი, მაგრამ იმედი მაინც აქვთ.
თავიდან მეც ასე ვფიქრობდი და მათაც ამისკენ ვუბიძგე.
მაგრამ, იუბალ, მე უმთავრესი დეტალი გამომრჩა.
ადამიანები მარსელები არ არიან.
ეს შეცდომა ბევრჯერ დავუშვი, მერე ყველაფერს ვასწორებდი....
მაგრამ ისევ ვუშვებდი... რაც ამართლებს მარსელების შემთხვევაში,
არ ნიშნავს, რომ ადამიანებთან მიმართებითაც გამოდგება. კონცეპ-
ტუალური ლოგიკა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მარსულად გა-
მოიხატება, ორივე რასასთან მიმართებით არ მუშაობს. ლოგიკა უც-
ვლელია, მაგრამ მონაცემები – განსხვავებული. შესაბამისად, განსხვა-
ვებულია შედეგიც.
ვერ ვხვდებოდი, რატომ არ სწირავდნენ ადამიანები საკუთარ სი-
ცოცხლეს მათთვის, ვინც შიმშილობდა. მარსზე ხომ ეს სრულიად ბუ-
ნებრივი იქნებოდა... მეტიც, იქ ეს დიდი პატივიცაა. არც ბავშვების ამ-
გვარად ზეამაღლებისა მესმოდა, რადგან მარსზე, ჩვენს ორივე პატა-
რა გოგონას, უბრალოდ, გარეთ გაუძახებდნენ და ბედის ანაბარა მი-
ატოვებდნენ. ისინიც ან გადარჩებოდნენ, ან დაიხოცებოდნენ – მარსზე
ხომ ათიდან ცხრა ნორჩი, ჯერ კიდევ, პირველი სეზონის დასრულებამ-
დე იღუპება. მერე მივხვდი, ლოგიკურად სწორად კი განვსაჯე, მაგრამ

822
მონაცემები ამოვიკითხე არასწორად. აქ ბავშვები, ზრდასრულებისგან
განსხვავებით, ერთმანეთს არაფერში ეჯიბრებიან, მარსზე კი პირიქი-
თაა – ზრდასრულებს შორის მსგავსი არაფერი ხდება, რადგან ერ-
თგვარ კონკურსს, ჯერ კიდევ, ბავშვობაში გაივლიან, მათ ზრდის დას-
რულებამდე მარგლავენ. ეს კი აუცილებელი პროცესია, რადგან მსგავ-
სი გადარჩევისა და გამოხშირვის გარეშე, ნებისმიერი სახეობა გადა-
ჯიშდება.
მიუხედავად იმისა, რამდენად სწორად ან არასწორად ვიქცეოდი
და ვცდილობდი, მაინც დავგროკე, რომ ადამიანები არაფრის შეც-
ვლის ნებას არ მომცემდნენ, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდებო-
და.
ამ დროს კარი გაიღო და დიუკმა შემოიხედა.
– მაიკ, გარეთ გაიხედე? სასტუმროს გარშემო ბრბო გროვდება.
– ვიცი, – უპასუხა მაიკმა, – ყველას გადაეცი, რომ დალოდება ჯერ
არ დასრულებულა, – ისევ იუბალს მიუბრუნდა, – „შენ ხარ ღმერთი“ სუ-
ლაც არ არის გასამხნევებელი და დასაიმედებელი ფრაზა და არც ამ-
გვარი ეფექტი აქვს. ეს ერთგვარი გამოწვევაა... გარკვეული პასუხის-
მგებლობის საკუთარ თავზე თამამად და შეუპოვრად აღებაა, – იუბალს
სევდიანად შეხედა, – ბევრ რამეში ჩავფლავდი... მხოლოდ ცოტამ,
მოძმეთაგანაც ძალიან ცოტამ თუ გაიგო ჩემი სწავლებანი და მისი სიმ-
წარე სიტკბოსთან ერთად ბოლომდე შესვეს – სრულად დაგროკეს. და-
ნარჩენებმა კი, ასობით და ათასობით დანარჩენმა, ეს უფასო და
აუცილებელ ძღვნად, ერთგვარ „მოქცევად“ აღიქვეს ან სრულებით
უარყვეს. რაც უნდა მეთქვა, რაც უნდა ამეხსნა, ღმერთს მაინც განყენე-
ბულად აღიქვამდნენ, რომელიც ნებისმიერ იდიოტსაც გულში ჩაიკ-
რავდა და ანუგეშებდა. მათ არ შეეძლოთ ან არ სურდათ იმის გათავი-
სება, რომ გარკვეული ძალისხმევა თავადაც უნდა გაეღოთ... და რომ
ყველა მათი პრობლემა, მათივე ქმედებებით იყო განპირობებული...
მარსელმა ადამიანმა თავი გააქნია.
– წარმატებაზე მეტი მარცხი ვიწვნიე. ნეტავი, სრულად დაგროკვის
შედეგად მაინც თუ მივხვდები, რომ ამდენი ხნის განმავლობაში მცდა-
რი გზით მივლია და რომ ეს გზა ახლაც მცდარია; რომ ეს გზა უნდა გა-

823
იყოს, ადამიანები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთმანეთი შეიძუ-
ლონ, იყვნენ უბედურნი და ერთურთის გარდა საკუთარ თავსაც მარა-
დიულად ებრძოლონ... იქნებ მათთვის სწორედ ეს არის გამარგვლის
ერთადერთი საშუალება, რომელიც ყველა სახეობამ უნდა გაიაროს?
მითხარი, მამა, პასუხს შენგან მოველი.
– მაიკ, რა ჯანდაბის გამო გგონია, რომ მეც შეუმცდარი ვარ?
– იქნებ არც ხარ, მაგრამ ყოველთვის, როცა კი კითხვა მიჩნდებო-
და, პასუხსაც პოულობდი, საკითხის სისავსისას კი ვხვდებოდი, რომ
ყველა შენი პასუხი სწორი იყო.
– ჯანდაბა, ასეც ნუ განმადიდებ! მისმინე, შვილო, რაღაცას გეტყვი:
შენ ხომ გამუდმებით იმას ამტკიცებდი, რომ აჩქარება საჭირო არ იყო
და რომ სისავსეს დალოდება მოიტანდა?
– ასეა.
– ახლა კი შენივე უპირველეს წესს არღვევ. შენი დალოდების დაწ-
ყებიდან, მით უმეტეს, მარსული სტანდარტით, ძალიან ცოტა დრო გა-
ვიდა და უკვე ნებდები?.. ხომ დაამტკიცე, რომ ეს სწავლება პატარა
ჯგუფში საკმაოდ ამართლებს, რაშიც მეც სიხარულით დაგეთანხმებო-
დი. ამდენი ბედნიერი, ჯანსაღი და ხალისიანი ადამიანი მართლა
არასდროს მინახავს. ვფიქრობ, ასე ხანმოკლე მცდელობისთვის ამ-
გვარი შედეგიც საკმარისია. მოდი, ამ საკითხის განხილვა იმ დროის-
თვის გადავდოთ, როდესაც გვერდით ათასჯერ მეტი ბედნიერი, ქმე-
დობაუნარიანი და ეჭვისგან დაცლილი ადამიანი გეყოლება. არ მე-
თანხმები?
– მამა, სიმართლეს ღაღადებ.
– ჯერ არ დამიმთავრებია. ვინაიდან ასიდან ოთხმოცდაცხრამეტის
გადმორწმუნებას მაინც ვერ ახერხებ, შიშობ, რომ კაცობრიობა ყველა
იმ ბოროტების გარეშე ვერ გაძლებს, რაც მისივე სახეობის გამარ-
გვლისთვისაა საჭირო? მაგრამ, ყმაწვილო, თავადაც ხომ ამ გამარ-
გვლით ხარ დაკავებული, რამეთუ
ისინი, ვინც არ მოგყვებიან, ისედაც ბორტს მიღმა რჩებიან. ოდესმე
ფულისა და საკუთრების ცნების გაუქმებას თუ გეგმავდი?

824
– არა, არა! მართალია, ბუდეში მსგავსი რამ არ გვჭირდება, მაგ-
რამ...
– ფული არც გამართულად აწყობილ ოჯახშია საჭირო, და ესეც
ოჯახია – უბრალოდ, უფრო დიდი, მაგრამ მის გარეთ, სხვა ადამიანებ-
თან ურთიერთობისას, აუცილებელია. სემის თქმით კი, ჩვენი მოძმეები,
ნაცვლად იმისა, რომ ფულს საბოლოოდ გარიდებოდნენ, მასზე იმაზე
დამოკიდებული გამხდარან, ვიდრე ოდესმე ყოფილან. ასეა?
– კი, ასეა. ერთხელ თუ დაგროკავ, ამის მერე ფულის კეთება უფრო
ადვილი ხრიკი ხდება.
– ოჰო, ესეც ახალი დალოცვა: „ნეტარ არიან სულით მდიდარნი, რა-
მეთუ ისინი ფულს შოულობენ“. შენი ხალხი სხვა საკითხებშიც ასე ერ-
კვევა? სხვებზე უკეთ ართმევს თავს, თუ პირიქით?
– რა თქმა უნდა, უკეთესად ართმევს, თუ, ცხადია, საკითხი დასაგ-
როკად ღირს. იუბალ, ამას თავადაც დაინახავ – რომ ეს არ არის რწმე-
ნა, არამედ, უბრალოდ, ეფექტურად მოქმედების მისაღწევი სწავლე-
ბაა.
– აი, შენი პასუხიც, შვილო, თუ, რა თქმა უნდა, ყველაფერი, რაც
თქვი, სიმართლეა. არც განსჯას გიპირებ. მე მხოლოდ გეკითხები, შენ
– მპასუხობ. თუ დედამიწის მოსახლეობის ერთი პროცენტის მეათედი
მაინც აღმოჩნდება მზად შენი ახალი სიტყვის მისაღებად, მაშინ ისღა
დაგრჩენია, ეს სიახლე წარმოუდგინო. შედეგად, რამდენიმე თაობის
შემდეგ, ეს პლანეტა მთლიანად შენი მოსწავლეების ხელში აღმოჩ-
ნდება, დანარჩენები კი, ვისაც ოდესღაც ჭკუა არ ეყო, თანდათან გადა-
შენდებიან. ეს ათასი წლის შემდეგ მოხდება თუ ათი ათასისა, ვერ გეტ-
ყვი, მაგრამ ვისაც გონება უჭრის, ახლავე უნდა დაიწყოს მზადება, რა-
თა საჭირო დროს, უფრო მაღალი ნახტომისთვის, მზად იყოს. ნურც
იმის გამო გაიტეხ გულს, რომ ერთ ღამეში ანგელოზებად მხოლოდ ერ-
თი მუჭა ადამიანი გარდაიქმნა. მე ამდენსაც არ ველოდი. გულახდი-
ლად გითხრა, იმასაც ვფიქრობდი, რომ გააფრინე და მქადაგებლადაც
ამიტომ მოგქონდა თავი.
– შიშმა დამრია ხელი, – ამოიხვნეშა მაიკმა, – გამუდმებით ვღელავ,
რომ მოძმეები დავაღალატე.

825
– ისე, ახლაც ვფიქრობ, რომ კარგი იქნებოდა, ამ შენი სწავლების-
თვის „კოსმოსური ჰალიტოზი“ ან რამე მსგავსი დაგერქმია. თუმცა სა-
ხელს რა მნიშვნელობა აქვს. თუ ჭეშმარიტებას მართლა ფლობ, მაშინ
უნდა დაგვანახო კიდეც – წარმოგვიდგინე ადამიანებს, რადგან მხო-
ლოდ ლაპარაკით ვერაფერს დაამტკიცებ.
– მამა, ახლა უკვე ყველაფერი გასაგებია, – თქვა მარსელმა ადამი-
ანმა და წამოდგა, – მე უკვე მზად ვარ. ამას მთელი სისავსით ვგროკავ,
– კარისკენ გაიხედა, – კი, პატი, გავიგონე, რაც მითხარი. დალოდება
გასრულდა.
– დიახ, მაიკლ.

826
თავი ოცდამეჩვიდმეტე
იუბალი და მაიკი იმ ოთახში შევიდნენ, სადაც უზარმაზარი სტერეო-
ვიზორი იდგა, გარშემო კი მთელი ბუდე შემოჯაროდა. სტერეოგადაცე-
მა სწორედ ამ დროს, სასტუმროს გარეთ მიმდინარე მოვლენებს ეხებო-
და – მღელვარე ბრბოს პოლიცია ძლივს აკავებდა.
– მოვიდნენ, – ღიმილით თქვა მაიკმა, – დალოდება გასრულდა.
მოლოდინის მძაფრ განცდას, რომელსაც იუბალი ლამის იქ მის-
ვლის მომენტიდან სულ უფრო მძაფრად შეიგრძნობდა, კულმინაციის-
თვის მიეღწია, თუმცა ყველა უძრავად იყო.
– ძვირფასო, მართლა ბევრნი არიან, – აღნიშნა ჯილმა.
– და მზად არიან მოქცევისთვის, – დასძინა პატიმ.
– სათანადოდ გამოვეწყობი, – თქვა მაიკმა, – პატი, აქ შესაფერისი
ტანსაცმელი მაქვს?
– ახლავე მოვძებნი, მაიკლ.
– შვილო, ეს ბრბო არ მომწონს, – ჩაურთო იუბალმა, – დარწმუნებუ-
ლი ხარ, რომ ახლა მათთან ლაპარაკი ღირს?
– რა თქმა უნდა, – უპასუხა მაიკმა, – ისინი ხომ ჩემ სანახავად მო-
ვიდნენ... ამიტომ მათთან შესახვედრად უნდა ჩავიდე, – გაჩუმდა, ვიდ-
რე თავზე პერანგი ჩამოეცმებოდა. რამდენიმე ქალის სრულიად არასა-
ჭირო დახმარებით, უმალ გამოიცვალა, დახმარება კი იმიტომაც არ
სჭირდებოდა, რომ ტანსაცმლის ყველა დეტალი დამოუკიდებლად
მოძრაობდა და თითქოს ისიც იცოდნენ, სხეულის რომელ ნაწილს უნდა
მორგებოდნენ, – ამ საქმიანობას პრივილეგიებთან ერთად ვალდებუ-
ლებებიც ახლავს – წარმოდგენა იწყება, სცენაზე ვარსკვლავი უნდა გა-
მოვიდეს. მგროკავ? ხალხი ამას მოელის.
– ბოს, მაიკმა იცის, რასაც აკეთებს, – ჩაერია დიუკი.
– კარგი... უბრალოდ, ბრბოს არ ვენდობი.
– ძირითადად, ცნობისმოყვარეები არიან, როგორც მსგავს შემ-
თხვევებში ხდება ხოლმე. რა თქმა უნდა, მათ შორის ფოსტერიტებიც
იქნებიან და სხვებიც, ვისაც გულზე არ ვეხატებით, მაგრამ მაიკი ნების-
მიერ ბრბოს გაუმკლავდება. აი, ნახავ. არა, მაიკ?
827
– ზუუსტააად, კაციჭამია – ხალხი შეყარე და სანახაობა მიეციო. ჩე-
მი ქუდი სად არის? ასეთ მზეში უქუდოდ ხომ არ გავალ? – რომელიღაც
სპორტული კლუბის საკმაოდ ძვირად ღირებული პანამა აფრინდა და
პირდაპირ თავზე დაეხურა. მაიკმა ქუდი ოდნავ გვერდზე გადაიხარა
და იუბალს მიუბრუნდა, – ესეც ასე, როგორ გამოვიყურები?
ისევე ეცვა, როგორც გარე ტაძარში ქადაგებისას იცვამდა ხოლმე:
კარგად შეკერილი თეთრი პიჯაკი, შესაფერისი ფეხსაცმელები და ასე-
თივე ქათქათა პერანგი ძვირფასი ჰალსტუხით.
– პორტფელიღა გაკლია, – უთხრა ბენმა.
– გროკავ, რომ ეგ მჭირდება? პატი, პორტფელი ხომ არ მოგვეძევე-
ბა?
– საყვარელო, ბენი ხუმრობს, – ჩაერია ჯილი. ჰალსტუხი შეუსწორა
და აკოცა. ეს კოცნა იუბალმაც იგრძნო, – შესანიშნავად გამოიყურები.
ახლა კი გადი და დაელაპარაკე.
– მათი მოქცევის დროა, არა. ენ? დიუკ?
– ჩვენ მზად ვართ, მაიკ, – უთხრა ენმა, რომელსაც პირუთვნელი
მოწმის იატაკამდე სიგრძის, ღირსების შემმატებელი საბურველი მო-
ესხა. დიუკს კი პირიქით – დაუდევრად ეცვა: ძველი ქუდი დაეხურა,
პირში ანთებული სიგარეტი გაერჭო, კისერზე კამერები ეკიდა, მკერ-
დზე კი პრესის წარმომადგენლის საშვი მიემაგრებინა.
პენტჰაუზის ოთხი ნომრის დამაკავშირებელ დერეფანში გამავალი
კარისკენ დაიძრნენ. მათ მხოლოდ იუბალი გაჰყვა, დანარჩენები, ოც-
დაათზე ოდნავ მეტი ადამიანი, სტერეოვიზორთან დარჩნენ. მაიკი
კართან შეჩერდა. იქვე პატარა მაგიდა იდგა, ზედ წყლის სურა, ჭიქები,
ხილი და მომცრო დანა ელაგა.
– უმჯობესი იქნება, თუ დარჩები, – ურჩია იუბალს, – წინააღმდეგ
შემთხვევაში, პატის თავის გველებთან ერთად მოუხდება შენი უკან გა-
მოცილება, – მაიკმა წყალი დაისხა და ნახევარი დალია, – ქადაგები-
სას ყელი მიშრება ხოლმე, – ჭიქა ენს მიაწოდა, თვითონ კი დანა აიღო
და ვაშლის დაჭრა დაიწყო. იუბალს მოეჩვენა, მაიკმა თითი გაიჭრაო,
მაგრამ, წამიერად, ყურადღება დიუკზე გადაიტანა, რომელიც ჭიქას
აწვდიდა. როდესაც მაიკისკენ ისევ გაიხედა, დაინახა, რომ სისხლი

828
აღარ მოსდიოდა, თუმცა მსგავს ხრიკებს უკვე შეჩვეულიყო, ამიტომ
დიუკს ჭიქა მშვიდად გამოართვა და მოსვა. ახლაღა იგრძნო, რომ ყე-
ლი მასაც საშინლად გაშრობოდა.
– ნუ გეშინია, – მაიკმა იუბალს ხელზე მოჰკიდა და ღიმილით უთ-
ხრა, – ამას მხოლოდ რამდენიმე წუთი დასჭირდება. მოგვიანებით გნა-
ხავ, მამა.
მოდარაჯე კობრებს შორის გაიარეს და გავიდნენ, იუბალი კი ჭიქით
ხელში კვლავ ოთახში დაბრუნდა. ჭიქა გამოართვეს, მაგრამ, არ შე-
უნიშნავს, ვინ იყო, რადგან ორივე თვალით ეკრანს მისჩერებოდა.
ბრბო უფრო გაზრდილიყო და წინ მოიწევდა, მაგრამ ხელკეტებით შეი-
არაღებული პოლიციელები მოწოლილი ტალღის შეკავებას, ასე თუ
ისე, მაინც ახერხებდნენ. დროდადრო ცალკეული შეძახილებიც ისმო-
და, მაგრამ ყველა ხმა ბრბოს გუგუნში იკარგებოდა.
– პატი, ახლა სად არიან? – იკითხა ვიღაცამ.
– მილით უკვე ბოლომდე ჩავიდნენ. მაიკლი დაწინაურდა, დიუკი კი
ენს ეხმარება გადმოსვლაში. უკვე შემოსასვლელში არიან. მაიკლი გა-
ჩერდა. ფოტოებს უღებენ.
მღელვარე ხალხის გამოსახულება ეკრანზე დიქტორის სახემ შეც-
ვალა.
– თქვენ ახლა „ნიუ ვორლდ ნეტვორკს“ უყურებთ, მე კი სიახლეების
წამყვანი ვარ. ბედნიერ უქმეებს გისურვებთ. ახლახან ცნობილი გახდა,
რომ ცრუ მესია, ასევე ცნობილი, როგორც მარსელი ადამიანი, სასტუმ-
როს სამალავიდან გამოვიდა, რომელიც მდებარეობს ულამაზეს ქა-
ლაქ სანკტ პეტერბურგში – ქალაქში, სადაც ყველაფერია იმისთვის,
რომ ამღერდეთ! აშკარაა, რომ სმიტი ჩაბარებას აპირებს. შეგახსე-
ნებთ, რომ იგი გუშინ ციხიდან ძლიერი ასაფეთქებლის გამოყენებით
გაიქცა, რომელიც ფანატიკოსმა მიმდევრებმა მიაწოდეს, მაგრამ ამჯე-
რად მთელი ქალაქი ალყაშია და ყველა გზა მოჭრილია. ჩვენ ჯერ არ
ვიცით, ვიმეორებ, არ ვიცით, ზუსტად რა ხდება... ამიტომ დარჩით ჩვენ-
თან და ერთად დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. ახლა კი
სიტყვას გადავცემ ადგილობრივ სპონსორს, რომლის წყალობითაც

829
მიმდინარე მოვლენებისთვის თვალყურის დევნების საშუალება
გაქვთ...
– გმადლობთ და ბედნიერ უქმეებს გისურვებთ, მოგესალმებით
ძვირფასო მაყურებელო! რა დაგიჯდებათ სამოთხე? საოცრად ცოტა!
მობრძანდით „ელისეს მინდვრებზე“ და თავად დარწმუნდით. ეს მიწა
ოკეანის თბილ ყურეს გამოვტაცეთ და გარანტიას გაძლევთ, რომ ის,
მოქცევის უმაღლეს წერტილთან შედარებით, სულ მცირე, თვრამეტი
დუიმით მაღლაა... დანარჩენი მოგვიანებით, მეგობრებო... დაგვირე-
კეთ ნომერზე: ცხრა, ორი, რვა, ორი, რვა!
– მადლობას ვუხდით ჯეკ მორისს და მათაც, ვინც „ელისეს მინ-
დვრები“ ოკეანეს გამოსტაცა! მე მგონი აქ რაღაც ხდება! კი, ნამდვი-
ლად ასეა...
– ცენტრალური კარიდან გავიდნენ, – ჩაიჩურჩულა პატიმ, – ბრბოს
მაიკლი ჯერჯერობით არ შეუჩერებია.
– თუმცა მოითმინეთ... ცოტაც და... თქვენ ახლა ყურის მარგალიტის,
სასტუმრო „სან სუსის“ მთავარ შესასვლელს ხედავთ, რომლის წარმო-
მადგენლებსაც, როგორც პოლიციის შეფმა დევისმა სულ ახლახან
განაცხადა, აქ შეფარებულ დევნილთან არავითარი კავშირი არ
აქვთ და მთელი ამ დროის განმავლობაში პოლიციასთანაც თანამ-
შრომლობდნენ. ახლა კი, ვიდრე მოვლენათა შემდგომ განვითარებას
ველოდებით, მარსზე გაზრდილი ამ ნახევრად ადამიანი მონსტრის უც-
ნაური ცხოვრების რამდენიმე საგულისხმო ფაქტს გაგაცნობთ...
მომდევნო წუთების განმავლობაში სტერეოვიზორის ეკრანზე კად-
რები იცვლებოდა: „ენვოის“ ტრიუმფალური გაფრენა, რასაც ლაილის-
ძრავიანი „ჩემპიონის“ უხმაურო გამგზავრება და მარსზე მყოფი მარსე-
ლების გამოსახულებები მოჰყვა. ამის შემდეგ აჩვენეს „ჩემპიონის“ დი-
დებული დაბრუნება და ცრუ მარსელთან პირველი ინტერვიუს ფრაგ-
მენტები. „მაიკ, ჩვენი გოგონების შესახებ რას ფიქრობ?“, „ოოო!“. ამას
მოჰყვა მთავრობის სასახლეში გამართული შეხვედრისა და მისთვის
სამეცნიერო ხარისხის მინიჭების კიდევ უფრო მოკლე სცენები. ეს ყვე-
ლაფერი სხარტი კომენტარების თანხლებით აჩვენეს.
– პატი, რამეს ხედავ?

830
– მაიკლი კიბის თავში დგას, ბრბო კი ასიოდე იარდის მოშორები-
თაა და სასტუმროს ტერიტორიაზე არ უშვებენ. დიუკი კამერით მუშა-
ობს. ახლა მაიკლი ელოდება, როდის შეცვლის ობიექტივს. არ ჩქარო-
ბენ.
სტერეოგადაცემა გრძელდებოდა. ეკრანზე ისევ სასტუმროს წინ
შეკრებილი ხალხი გამოჩნდა.
– მეგობრებო, ალბათ გესმით, რომ ეს მშვენიერი ქალაქი დღეს სრუ-
ლიად უჩვეულო მოვლენათა ეპიცენტრში აღმოჩნდა. რაღაც უცნაური
ხდება, ეს ადამიანები კი სულაც არ ჩანან ხუმრობის ხასიათზე – მათი
კანონები შერყვნეს, მათი უსაფრთხოების დამცველები აბუჩად აიგ-
დეს! ეს განრისხებული ხალხია და მათი რისხვა სრულიად სამართლი-
ანია. როგორც ჩანს, ამ თვითმარქვია ანტიქრისტეს ფანატიკოსი მიმ-
დევრები დახევას არ აპირებენ და ყველაფრისთვის მზად არიან, რათა
შექმნილი არეულობით ისარგებლონ და თავიანთი ლიდერი სამარ-
თლის ბადეში გახვევისგან დაიხსნან. ყველაფრისთვის მზად უნდა ვი-
ყოთ, ყველაფრისთვის! – წამყვანმა ხმას მოუმატა, – აი, ისიც გამოჩნდა
და ხალხისკენ მიემართება! – რაკურსი შეიცვალა, ახლა მაიკი პირდა-
პირ მეორე კამერისკენ მოდიოდა. ენი და დიუკი მოჰყვებოდნენ და
სულ უფრო უკან რჩებოდნენ, – აი, ისიც! აი, ისიც! დადგა გადამწყვეტი
მომენტი!
მაიკი ხალხს აუჩქარებლად უახლოვდებოდა, მისმა გამოსახულე-
ბამ სტერეოვიზორის ეკრანი ნელ-ნელა შეავსო და ისეთი შთაბეჭდი-
ლება შეიქმნა, თითქოს ისიც ოთახში იყო, თავის წყლისმიერ მოძმეებ-
თან ერთად.
სასტუმროს წინ, ბალახის საზღვართან, ბრბოსგან რამდენიმე ფუტ-
ში გაჩერდა.
– მიხმობდით?
ღრენით უპასუხეს.
სწორედ ამ დროს ცაზე კენტად შემორჩენილი ღრუბლის ფთილი-
დან მზემ გამოაჭყიტა და მაიკს მხურვალე სხივები გადმოაღვარა. იმა-
ვე წამს მისი ტანსაცმელიც გაუჩინარდა და... იდგა ასე, ადამიანთა წი-
ნაშე შუქმოფენილი, მხოლოდ საკუთარი მშვენიერებით მოსილი ოქ-

831
როსფერი ჭაბუკი, რომლის ხილვამაც იუბალს კინაღამ გულისცემა გა-
უჩერა და გააფიქრებინა, რომ ამის მხილველი მიქელანჯელო აუცი-
ლებლად ჩამოვიდოდა თავისი დიდების ხარაჩოებიდან და ამ სანა-
ხაობას ჯერ კიდევ არშობილი თაობისთვის ჩაიხატავდა.
მაიკმა თქვა:
– შემომხედეთ, მე ადამიანის შვილი ვარ.
უცებ სტერეოვიზორის ეკრანზე მაიკის გამოსახულება მოცეკვავე
გოგონებმა ჩაანაცვლეს, რომლებიც მღეროდნენ:
მოდით, ქალებო, გაავლეთ ჩვრები,
მსუბუქ, საამურ საპნიან წყალში,
საყვარლებივით რომ გიალერსებთ,
ოღონდ ქამრებს ნუ ჩატოვებთ მასში.
ეკრანი ქაფით გაივსო, საპნის ბუშტებიდან კი გოგონების კისკისი
ისმოდა. მალე კისკისი მიწყდა და ბუშტებიც გაუჩინარდა, ეკრანზე კი
კვლავ სასტუმროს წინ შეკრებილი ხალხი გამოჩნდა.
– ღმერთმა დაგწყევლოს! – დაიღრიალა უცებ ვიღაცამ და მაიკს
ფერდში აგურის ნატეხი მოხვდა. მაშინვე მსროლელისკენ შებრუნდა.
– მაგრამ თავად ხარ ღმერთი. მხოლოდ შენი თავის დაწყევლა შე-
გიძლია... და ვერც საკუთარ თავს გაექცევი.
– ღვთის მგმობელო! – მაიკს მომდევნო ქვა მარცხენა წარბთან მოხ-
ვდა და სისხლმაც იფეთქა.
– ჩემთან ბრძოლით თქვენივე თავს ებრძვით, – თქვა მშვიდად, –
რამეთუ თქვენ ხართ ღმერთი... და მე ვარ ღმერთი... და ყველა, ვინც
გროკავს, ღმერთია... სხვა არ არსებობს.
კიდევ რამდენიმე ქვა მოხვდა, სხვადასხვა მხრიდან ესროდნენ.
სისხლი სდიოდა. სულ უფრო იმატებდა.
– ისმინეთ ჭეშმარიტება. ნუ გძულთ, ნუ იბრძვით, ნუ გეშინიათ... მე
თქვენ სიცოცხლის წყალს გთავაზობთ... – უცებ ხელში ჭიქა გაუჩნდა,
წყალი მზის სხივებზე ლიცლიცებდა, – გაუზიარებთ წყალს ნებისმიერს
და ყველგან... და ერთად განაგრძობთ სვლას მშვიდობით, სიყვარუ-
ლითა და ბედნიერებით.

832
მორიგმა ქვამ ჭიქა ხელებში ჩაუმსხვრია, კიდევ ერთი სახეში მოხ-
ვდა.
იდგა სახეზე სინაზეგამოფენილი და დასიებული და სისხლმდინა-
რე ტუჩებით ხალხს უღიმოდა, მზის სხივებისა და სტერეოვიზორის გა-
მოსახულების უცნაური ეფექტის წყალობით კი თავზე შარავანდედი
დასდგომოდა და ზედ დაჰნათოდა.
– ოჰ, ჩემო მოძმენო, როგორ მიყვარხართ! დაე, ბოლომდე დარ-
წყულდით, გააზიარეთ წყალი და დაუსრულებელ მზარდ სიახლოვეში
გადაეშვით. შენ ხარ ღმერთი!
იუბალმაც იგივე ჩაიჩურჩულა.
ამ დროს გამოსახულება კვლავ მორიგმა რეკლამამ შეცვალა: „კა-
ჰუენგას გამოქვაბული“ – ღამის კლუბი ნამდვილი ლოს ანჯელესური
სმოგით, რომელიც ყოველდღე ახლდება. ექვსი ეგზოტიკური მოცეკვა-
ვე...“
– ლინჩის წესით გაასამართლეთ! ყულფი ჩამოაცვით ამ ნაბიჭვარს!
სადღაც მსხვილკალიბრიანმა იარაღმა დაიქუხა და მაიკს მარჯვე-
ნა ხელი იდაყვთან წააწყვიტა. ხელი მსუბუქად დაეცა გრილ ბალახზე.
თითები თითქოს მისალმების ნიშნად გაშეშებულიყო.
– კიდევ ესროლე, შორტი! ახლოდან დაუმიზნე!
ბრბოს სიცილისა და ტაშის ტალღამ გადაუარა. მაიკისკენ კიდევ
ერთი აგური გამოფრინდა და ცხვირი ჩაუმტვრია, უფრო წვრილმა
ქვებმა კი თავზე სისხლის გვირგვინი შემოავლეს.
– ჭეშმარიტება მარტივია, მაგრამ მისკენ მავალი ადამიანის გზა
არის რთული. ჯერ თვითკონტროლი უნდა ისწავლოს, მერე კი ყველა-
ფერი თავისით მოხდება... დალოცვილია ის, ვინც იცნობს თავის თავს
და შეუძლია მასზე ბატონობა, რამეთუ მისია ეს სამყარო და ბედნიერე-
ბასთან, სიყვარულთან და მშვიდობასთან მარად განუყრელია.
კიდევ ერთხელ გაისროლეს, მერე ზედიზედ ორი მოჰყვა. ორმოც-
დახუთკალიბრიანიდან ნასროლი მაიკს
გულთან მოხვდა, მეექვსე ნეკნი ჩაუმტვრია და მოზრდილი ჭრილო-
ბაც დაუტოვა. მორიგი ტყვია მარცხენა წვივში წამოეწია, მუხლიდან ხუ-
თი დუიმით ქვემოთ. წვივის ძვალი გადაემსხვრა და კანიდან ამოიწვე-

833
რა – მოთქრიალე სისხლის სიხასხასეზე თეთრად ქათქათებდა. მაიკი
ოდნავ შებარბაცდა, თუმცა ლაპარაკს მაინც განაგრძობდა. მისი სიტ-
ყვები მკაფიოდ ისმოდა, აუჩქარებლად ლაპარაკობდა.
– თქვენ ხართ ღმერთი. იცოდეთ ეს და ყველა გზა ხსნილი იქნება.
– ჯანდაბა! აღკვეთეთ ვინმემ უფლის სახელის ასე ხსენება! მიდით,
კაცები არ ხართ?! ბოლო მოუღეთ!
აბობოქრებული ბრბო მაიკს მიაწყდა, გოლფის ჯოხით შეიარაღე-
ბული ვიღაც მელოტი კაცი მიუძღოდათ. წინ მიიწევდნენ და მაიკს ქვებ-
სა და მუშტებს, ჯოხებსა და წიხლებს უშენდნენ; წააქციეს და ფეხებით
შედგნენ, ერთიანად გადათელეს.
მიწაზე დაგდებული იქამდე ლაპარაკობდა, ვიდრე სიტყვის თქმა
შეეძლო, ისინი კი ჯერ კიდევ ოქროსფერ სხეულს უჩეხდნენ, ძვლებს უმ-
ტვრევდნენ, კანს აგლეჯდნენ.
ბოლოს ვიღაცამ შესძახა:
– ცოტა უკან დაიხიეთ, ბენზინი უნდა გადავასხათ!
ბრბომ დაიხია და კამერებმაც გამოსახულება მოაახლოვეს, რათა
მაიკის სახე და დაჩეჩქვილი მხრები უკეთესად ეჩვენებინათ. მარსელ-
მა ადამიანმა კი მოძმეებს გაუღიმა და კიდევ ერთხელ მკაფიოდ, გარ-
კვევით, წმინდად წარმოთქვა:
– მე თქვენ მიყვარხართ.
სწორედ ამ დროს, მისი სახიდან რამდენიმე დუიმის დაშორებით,
ბალახზე, კალია დაფრინდა. მაიკმა შეხედა.
– შენ ხარ ღმერთი, – წარმოთქვა ბედნიერმა და დემატერიალიზდა.

834
თავი ოცდამეთვრამეტე
სტერეოვიზორის ეკრანი ცეცხლმა და კვამლმა აავსო.
– ღმერთმანი, რა საოცარი დასასრული იყო, – მთრთოლარე ხმით
თქვა პატიმ.
– ჰო, – დაეთანხმა ბეკი, – ამაზე უკეთესს თვით პროფესორიც ვერ
მოიფიქრებდა.
– ძალიან დახვეწილი იყო. ჭკვიანური და დახვეწილი. ყოჩაღ ბიჭი!
– თითქმის ჩურჩულით ჩაილაპარაკა ვან ტრომპმა.
იუბალმა დაბნეულმა მიმოიხედა. ნუთუ ის იყო ერთადერთი, ვინც
რამეს მაინც გრძნობდა? ჯილი და დაუნი გვერდიგვერდ ისხდნენ, ერ-
თმანეთს გადახვეოდნენ, მაგრამ ასე ხომ სხვა დროსაც იქცეოდნენ, წუ-
ხილი კი არც ერთს ეტყობოდა. დორკასიც მშვიდად იჯდა, მშრალი
თვალებით.
სტერეოვიზორში მოგიზგიზე ჯოჯოხეთი უკვე მინავლებულიყო და
კვლავ წამყვანის მოღიმარი სახე იყურებოდა.
– ახლა კი, ჩემო მეგობრებო, რამდენიმე წუთი დავუთმოთ ჩვენს მე-
გობრებს „ელისეს მინდვრებიდან“, რომლებმაც ასე დიდსულოვნად
დათმეს თავიანთი...
– ენი და დიუკი უკვე ბრუნდებიან, – თქვა პატიმ და სტერეოვიზორი
გამორთო, – ამოვაცილებ, მერე კი ლანჩი გველის.
– პატი, იცოდი, რომ მაიკი ამას გეგმავდა? – კარისკენ მიმავალს იუ-
ბალი გადაეღობა.
– მე? – დაიბნა პატი, – რა თქმა უნდა, არა, იუბალ. მხოლოდ ის ვი-
ცოდი, რომ სისავსისთვის დალოდება იყო საჭირო. არც ერთმა ჩვენ-
განმა არ ვიცოდით, – შებრუნდა და ოთახიდან სწრაფად გავიდა.
– იუბალ, – მიმართა ჯილმა, – მამა ჩვენო, საყვარელო... გთხოვ, მო-
იცადე და სისავსე დაგროკე. მაიკი არ მომკვდარა. როგორ მოკვდებო-
და, როდესაც ვინმეს მოკვლა შეუძლებელია? ის ხომ ვერასდროს და-
ტოვებს თავის დამგროკავ ადამიანებს? შენ ხარ ღმერთი.
– შენ ხარ ღმერთი, – გაუცნობიერებლად გაიმეორა იუბალმა.
– ასე ჯობია. მოდი, ჩემთან და დაუნთან დაჯექი.
835
– არა, არა, მარტო მინდა დარჩენა, – თავისი ოთახისკენ წაჩანჩალ-
და. შევიდა, კარი გადარაზა, საწოლთან ჩაიმუხლა და აქვითინდა.
– ჩემო შვილო, ჩემო ბიჭო! ნეტავ შენ მაგივრად მე მოვმკვდარიყა-
ვი[211]! წინ მთელი ცხოვრება გქონდა, იმდენი რამ გელოდა... ბებერმა
სულელმა კი, ასე რომ ენდობოდი და აფასებდი, უაზრო და უსარგებლო
მარტვილობისკენ გიბიძგა. იქნებ მათთვის უფრო დიდი რამ უნდა მი-
გეცა, სტერეო ან ბინგოში მოგების შანსი, მაგრამ არა – შენ მათ ჭეშმა-
რიტება უბოძე, მისი მცირე ნამცეცი მაინც. მაგრამ ვის სჭირდება ჭეშმა-
რიტება!.. – ცრემლმდინარე იუბალს გაეცინა და ისტერიკულ სიცილში
გადაეზარდა, მაგრამ მალე თვითკონტროლი დაიბრუნა და ჩანთის
ქექვა დაიწყო. მალე იპოვა, რასაც მას შემდეგ დაატარებდა, რაც ჯო
დაგლასის უეცარმა ავადმყოფობამ ყველაფრის წარმავლობა შეახსე-
ნა.
ახლა მისი ჯერი დამდგარიყო დარტყმა ეგემა და იცოდა, ამას ვერ
გაუძლებდა. სამი აბი ერთდროულად მიიღო, რათა ყველაფერი სწრა-
ფად და უმტკივნეულოდ მომხდარიყო. წყალი დააყოლა და საწოლზე
დაწვა. ტკივილმა მალე გადაუარა.
– იუბალ... – მოესმა შორიდან.
– ვისვენებ, თავი დამანებეთ...
– იუბალ!.. გთხოვ, მამა!
– მაიკ, შენ ხარ?..
– გამოიღვიძე! სისავსე ჯერ არ დამდგარა. ადექი. მოდი, დაგეხმა-
რები.
– კარგი, მაიკ, – ამოიხვნეშა იუბალმა. ლოგინიდან წამოიზლაზნა
და აბაზანისკენ წაფრატუნდა. აღებინა, შემდეგ კი მიწოდებული ჭიქა
აიღო და პირში გამოივლო.
– უკეთ ხარ?
– უკეთ ვარ, შვილო, გმადლობ.
– მაშინ მე წავალ, სხვა საქმეებს მივხედავ. მე შენ მიყვარხარ, მამა.
შენ ხარ ღმერთი.
– მე შენ მიყვარხარ, მაიკ. შენ ხარ ღმერთი, – იუბალმა ოთახში კი-
დევ რამდენიმე წუთს იბოდიალა, ცოტა გონს მოვიდა და ტანსაცმელი

836
გამოიცვალა. პირში შემორჩენილი მომწარო გემოს გასაქრობად ბრენ-
დი
მოსვა და ოთახიდან დანარჩენებთან გავიდა. სტერეოვიზორი ისევ
გამორთული იყო, იქ მხოლოდ პატი დახვდა.
– იუბალ, ლანჩზე რას იტყვი?
– სიამოვნებით, გმადლობთ.
– ძალიან კარგი. დანარჩენებმა უკვე ჭამეს და თავიანთ ოთახებში
გაიფანტნენ, შენთვის გადმოსაცემად კი კოცნა დამიტოვეს. ესეც შენ,
მთელი ნაკრები, – პატიმ დანაბარები მთელი ემოციით გადასცა და
არც საკუთარის დამატება დავიწყებია. იუბალმა თავი უფრო ძლიერად
იგრძნო, პირში სიმწარეც ბოლომდე გაუქრა, – სამზარეულოში წამოდი,
ტონი წასულია და იქაურობა თამამად აითვისეს, თუმცა მის ბუზღუნს
დიდად არც აქცევენ ყურადღებას, – პატრიცია შედგა და კისერი უცნაუ-
რად მოღრიცა, შეეცადა საკუთარი ზურგისთვის მიეწვდინა თვალი, –
ბოლო სცენა ცოტათი მაინც არ შეცვლილა? იქნებ კვამლი გამოჩნდა?
იუბალი დაეთანხმა, ასეცააო, თუმცა ვერაფერს ხედავდა... ასე იყო
თუ ისე, ახლა პატრიციასთან ამაზე კამათს არ აპირებდა.
– ასეც ვიცოდი. საკუთარი თავის გარდა, გარშემო ყველაფერს ვხე-
დავ. ზურგის დასანახად მაინც მქონოდა ორმაგი სარკე... თუმცა, არა
უშავს, მაიკი მეუბნება, რომ ამ უნარს მალე ჩემი ხედვაც შეიძენს.
სამზარეულოში თორმეტამდე შეკრებილიყვნენ, ზოგი მაგიდას მის-
ჯდომოდა, ზოგი მახლობლად მოკალათებულიყო. დიუკიც იქ იყო. პა-
ტარა ქვაბში რაღაცას ურევდა.
– ბოს, ერთი ოცადგილიანი ტრანსპორტი უკვე შევუკვეთე. ამ პატა-
რა მოედანზე მეტი ვერც დაეტევა... ასე რომ, კიდევ ერთი ასეთი დაგ-
ვჭირდება, ასევე ბავშვის საფენების მთელი შეკვრა და პატის გველე-
ბიც არ უნდა დაგვავიწყდეს.
– რა თქმა უნდა. სახლში ყველა მოდის? – იუბალი ფიქრობდა, თუ
საძინებლები არ ეყოფოდათ, გოგონები დროებით საწოლებს სხვა
ოთახებშიც გაშლიდნენ და როგორმე მოთავსდებოდნენ. ისიც ივარა-
უდა, რომ, დაახლოებით, ამდენივე ადამიანი კიდევ დაემატებოდათ.
საქმეს ისეთი პირიც უჩანდა, რომ მარტო ძილსაც უნდა დამშვიდობე-

837
ბოდა და გადაწყვიტა, ბედს შერიგებოდა. ბოლოს და ბოლოს, სასია-
მოვნოც იყო საწოლის მეორე მხარეს თბილი სხეულის შეგრძნება, მა-
შინაც კი, როდესაც მისდამი ინტერესი ნულს ქვემოთ იყო. ღმერთო, უკ-
ვე დავიწყებოდა კიდეც, რა სასიამოვნო იყო! მზარდი სიახლოვე...
– ყველა არა. ტიმი წაგვიყვანს და დაბრუნდება, მერე კი ცოტა ხნით
ტეხასში გაფრინდება. სვენს, კაპიტანსა და ბეატრიქსს ნიუ ჯერსიში
დავტოვებთ.
– მე და რუთი ბავშვებთან უნდა დავბრუნდეთ, – თავი წამოყო სემმა,
– სოლიც მოგვყვება.
– სახლში ერთი-ორი დღით მაინც ვერ გაჩერდებით?
– შეიძლება, როგორმე შემოგიაროთ. რუთს დაველაპარაკები.
– ბოს, – ჩაურთო დიუკმა, – აუზი როდის უნდა გავავსოთ?
– პირველ აპრილამდე არასდროს აგვივსია, მაგრამ ახალი გამათ-
ბობლის წყალობით, ალბათ უკვე ნებისმიერ დროს შეგვიძლია. თუმცა
ამ ამინდში მაინც რა აზრი აქვს. გუშინ ჯერ კიდევ თოვლი იდო.
– ბოს, მოდი, აგიხსნი, რა. ამ ჯიგრებს ჟირაფის სიმაღლე თოვლშიც
საკაიფოდ შეუძლიათ სიარული. ჰოდა ცურვასაც შეძლებენ. თანაც ეს
წყლის გაყინვისგან გამათბობელზე იაფად დაგვიცავს.
– იუბალ!
– გისმენ, რუთ.
– ერთი-ორი დღით დავრჩებით. ბავშვებს დიდად არც ვენატრები,
მე კი მათთვის დედობის გაწევას იქამდე არ ვაპირებ, ვიდრე პატი რა-
ღაც ცოდნას მაინც არ გადასცემს. თანაც იუბალ, თუ წყლის ზედაპირზე
გაშლილი ჩემი თმა არ გინახავს, ჩათვალე, რომ მე არ გინახავვარ. ამ
დროს მისის როგორც-მნებავს-ისე-ვიქცევი ვხდები ხოლმე.
– ეს უკვე პაემანია. ექიმი და ჰოლანდიელი სადღა არიან? ბეატრიქ-
სიც არასდროს მსტუმრებია. ნუთუ მათაც სადმე ეჩქარებათ?
– გადავცემ, ბოს.
– პატი, ვიდრე რამე უკეთესს მოვიფიქრებთ, შენი გველები ჩემს
მშრალ და სუფთა სარდაფში ხომ გაჩერდებიან? რა თქმა უნდა, ეს
თაფლაკვერას არ ეხება, ის ხომ ლედია, მაგრამ არ მგონია, კობრების
სახლში სრიალი გაგვისწორდეს.

838
– რა თქმა უნდა, იუბალ.
– ჰმ... – იუბალმა მიმოიხედა, – დაუნ, სტენოგრაფისტის კარიერაზე
რას ფიქრობ?
– რაში სჭირდება? – ჩაურთო ენმა, – ნეტავი, მეც არ მცოდნოდა.
– გასაგებია. ადრევე უნდა გაგეფრთხილებინე. ბეჭდვა თუ შეგიძ-
ლია?
– თუ გინდა, ვისწავლი, – უპასუხა დაუნმა.
– მაშინ დაქირავებული ხარ... ვიდრე სადმე უმაღლესი ქურუმის ვა-
კანსია არ გამოჩნდება. ჯილ, ვინმე ხომ არ გამოგვრჩა?
– არა, ბოს, თუ, რა თქმა უნდა, უკვე გამგზავრებულებს არ ჩავ-
თვლით, რომლებმაც იციან, რომ შენს ეზოში ყოველთვის შეუძლიათ
ბანაკის დაცემა. და ასეც მოიქცევიან.
– მაშინ ჩვენი სახლი მეორე ბუდედ გამომიცხადებია, – თქვა იუბალ-
მა, დიუკთან გადაინაცვლა და ქვაბში ჩაიხედა, – ჰმ... მაიკია?
– აჰა, – დიუკმა კოვზით ცოტა ამოიღო, გასინჯა და აღნიშნა: – მა-
რილი აკლია.
– ჰო, ცოტაოდენი საკმაზი ყოველთვის აკლდა, – იუბალმა კოვზი ჩა-
მოართვა და თვითონაც გასინჯა. დიუკი მართალი აღმოჩნდა – უგემ-
რიელესი იყო, მაგრამ მარილის დამატება არ აწყენდა, – მაგრამ რო-
გორიც არის, ისეთი დავგროკოთ. აბა, ვის არ გაუსინჯავს?
– მხოლოდ შენ დარჩი. წასვლამდე ტონიმ მკაცრი ინსტრუქცია და-
მიტოვა, გამუდმებით ურიე, თუ საჭირო გახდება, ცოტა წყალი დაამატე
და იუბალს დაელოდე, მთავარია, არ მიგეწვასო.
– მიდი, ჯამები მოიტანე. გავიზიაროთ და ერთად დავგროკოთ.
– კარგი, ბოს, – დაეთანხმა დიუკი, საიდანღაც კი ორი ჯამი მოფ-
რინდა, – ისე, მაიკს მაგრად კი გაედო. სულ იმაზე დამცინოდა, შენზე
მეტს ვიცხოვრებ და, ერთ დღესაც, მადლიერების დღესასწაულის სუფ-
რისთვის მოგამზადებო. ან, იქნებ, აქეთ დამცინის – მოვუგე, მაგრამ
პრიზად არაფერი მრგებია...
– მხოლოდ შემთხვევითობის წყალობით მოიგე... თანაბრად გაანა-
წილე, – დიუკი ასეც მოიქცა. იუბალმა ჯამი აღმართა, – დაე, გაგრძელ-
დეს მზარდი სიახლოვე.

839
ორივემ მოხვრიპა. დააგემოვნეს, ზეაღამაღლეს, ადიდეს და ამ
ლუკმის წყარო დაგროკეს. იუბალმა თავის გასაკვირად აღმოაჩინა,
რომ, გამძაფრებული ემოციების მიუხედავად, ღრმა სიმშვიდე დაუფ-
ლებოდა, ბედნიერებას მოეცვა და აღარც ცრემლებისთვის დარჩენი-
ლიყო ადგილი. გაახსენდა, როგორი უცნაური და მოუქნელი ლეკვივით
იქცეოდა მისი ვაჟი თავიდან... როგორ ცდილობდა ყველასთვის ესია-
მოვნებინა და როგორ გულუბრყვილო შეცდომებს უშვებდა... და რა სა-
ამაყოდ შეიცვალა, თანაც ისე, რომ ანგელოზური
უმანკოებაც არ დაუკარგავს... „ბოლოს და ბოლოს, დაგგროკე, შვი-
ლო – შენს გზას სამუდამოდ გამოვყვები“, გაიფიქრა.
პატიმ ლანჩი მოუტანა და წინ დაუდო. ისიც მაგიდას მიუჯდა და ჭა-
მას შეუდგა. ახლაღა იგრძნო, რომ მგელივით დამშეულიყო, ვერაფ-
რით ნაყრდებოდა. თავს ისე გრძნობდა, თითქოს უკანასკნელად რამ-
დენიმე დღის წინ ესაუზმა.
– სოლს სწორედ იმას ვეუბნებოდი, რომ გეგმის შეცვლის აუცილებ-
ლობას ვერ ვგროკავ, – იუბალს სემის ხმა მოესმა, – ისევ ძველ გეგმას
მივყვეთ. თუ საქონელი გივარგა, მაშინ საქმეც კარგად მიდის, მაშინაც,
თუ კომპანიის დამაარსებელი მკვდარია.
– არ გეწინააღმდეგები, – შეეპასუხა სოლი, – შენ ტაძარს რუთთან
ერთად დააარსებ და ჩვენც დავაარსებთ სხვას, მაგრამ საკმარისი
თანხის დასაგროვებლად დრო გვინდა – საქმე ქუჩის ფარდულს ხომ
არ ეხება. ათასი ინვენტარი და სხვა აღჭურვილობა უნდა შევიძინოთ,
ამისთვის კი ფულია საჭირო. არც ის დაგვავიწყდეს, რომ მაჰმუდი და
მარიამი ერთი-ორი წლით მარსზე უნდა გავაგზავნოთ... ეს ფუნდამენ-
ტური საკითხია.
– კარგი, გეყოფა მაგაზე ამდენი ლაპარაკი! ვინ გეკამათება? სისავ-
სეს დაველოდოთ... მერე კი საქმეს შევუდგებით.
– ფული პრობლემა არ არის, – ჩაურთო იუბალმა.
– არ არის?
– როგორც ადვოკატი ახლა ამას არ უნდა გეუბნებოდეთ, მაგრამ
როგორც წყლისმიერი მოძმე, ისე მოვიქცევი, როგორც ვგროკავ. ერთი
წუთით მოიცადეთ... ენ!

840
– გისმენ, ბოს.
– მაიკის ჩაქოლვის ადგილი იყიდე. უფრო სწორად, ასი ფუტის რა-
დიუსში არსებული ტერიტორია.
– კი მაგრამ, ბოს, ეგ ხომ საზოგადოებრივი დასაშვები მოედანია,
ასფუტიან რადიუსში კი იქვე გამავალი გზის მოზრდილი მონაკვეთი და
სასტუმროს კუთვნილი მიწის მნიშვნელოვანი ნაწილიც მოხვდება.
– ნუ მეკამათები.
– საერთოდ არ გეკამათები, უბრალოდ, ფაქტს მოგახსენებ.
– მაპატიე. სათანადო ზეწოლის პირობებში მიწასაც გაყიდიან და
გზასაც გადაიტანენ, შეიძლება, უფასოდაც დაგვითმონ. ამაზე დაგლა-
სი იზრუნებს. თუ ჯო დაგლასისვე დახმარებით მორგიდან იმასაც გა-
მოგვატანენ, რაც მაიკისგან ამ ველურებს გადაურჩა, სწორედ იქ დავ-
კრძალავთ... ერთი წლის შემდეგ მაინც... იქნებ იმ დროისთვის, უკვე
მთელმა ქალაქმაც იგლოვოს, პოლიციელები კი, რომლებმაც დღეს არ
დაიცვეს, საპატიო ყარაულში ჩაუდგნენ, – იუბალი დაფიქრდა. რა უნდა
დაედგათ მაიკის საფლავზე. ჯერ „დაცემული კარიატიდა“ გაახსენდა,
მაგრამ ეს იდეა მალევე უარყო, რადგან თავისი ქვის საზიდად მაიკი
საკმაოდ ძლიერი იყო. ალბათ, „პატარა ქალთევზა“ უფრო შეეფერებო-
და, მაგრამ აზრს ვერ გაიგებდნენ. შეიძლებოდა, თვითონ მაიკის ქან-
დაკებაც დაედგათ, ზუსტად იმ პოზაში, როდესაც წარმოთქვა: „შემომ-
ხედეთ, მე ადამიანის შვილი ვარ“. თუ დიუკმა ამ კადრის გადაღება
ვერ მოახერხა, „ნიუ ვორლდს“ გამოართმევდნენ, მოძმეთა შორის კი
იქნებ როდენის გაქანების მქონეც გამოჩენილიყო და ამ იდეას ხორცს
შეასხამდა.
– სწორედ იქ დავმარხავთ, – ალაპარაკდა ისევ იუბალი, – ღია ცის
ქვეშ და დაე, მატლებმა და წვიმამ დაგროკონ იგი. ვგროკავ, ეს იდეა
მაიკსაც მოეწონება. ენ, შინ დაბრუნებისთანავე გამახსენე, რომ ჯო
დაგლასს დაველაპარაკო.
– კარგი, ბოს. შენთან ერთად ვგროკავთ.
– ახლა კი იმას დავუბრუნდეთ, რასაც ვამბობდი, – იუბალმა დანარ-
ჩენებს მაიკის ანდერძი გაანდო, – როგორც ხედავთ, ყოველი თქვენგა-
ნი, ფაქტობრივად, მილიონერია. ჯერ ზუსტად არ გამომითვლია, მაგ-

841
რამ გადასახადების გადახდის შემდეგაც საკმარისად დაგრჩებათ.
ფულს სურვილისამებრ დახარჯავთ, ამ მხრივ არავინ შეგზღუდავთ,
მაგრამ ვგროკავ, რომ მთელ ქონებას ტაძრებსა და მსგავს რაღაცებს
მოახმართ, მაგრამ მაინც გახსოვდეთ – იახტების ყიდვაც შეგიძლიათ.
მთლიანი ქონების მართვას ადრინდელივით ჯო დაგლასი გააგრძე-
ლებს, ყველა პირობა უცვლელია და ვისაც საკუთარი წილის გაზრდა
მოუნდება, მასვე უნდა მიმართოს. თუმცა, როგორც ვგროკავ, ჯო დიდ-
ხანს ვერ იცოცხლებს, ამიტომ მას ბენ კექსტონი ჩაანაცვლებს. ბენ, აბა,
რას იტყვი?
– წინააღმდეგი არ ვარ, ჩემი სახელი ფიგურირებდეს, – მხრები აი-
ჩეჩა ბენმა, – მაგრამ, სჯობს, საქმის უკეთესად მცოდნე ადამიანს თუ
დავიქირავებ, მაგალითად, სოლს.
– ეგრე იყოს. ცოტა ხანს დალოდება მოგიხდება, თუმცა ამ ანდერძს
წინ ვერავინ აღუდგება. მაიკმა ყველაფერი იდეალურად დაგეგმა, თა-
ვადაც ნახავთ. ისე, აქედან როდის მივდივართ? ანგარიში უკვე გასწო-
რებულია?
– იუბალ, ეს სასტუმრო ჩვენია, – წყნარად უთხრა ბენმა.
მალე უკვე ჰაერში იყვნენ. პოლიციის მხრიდან არანაირი დაბრკო-
ლება არ შექმნიათ. გაფრინდნენ და
ქალაქიც თითქოს უეცრად დამშვიდდა. იუბალი მაჰმუდთან ერთად
წინ იჯდა, თვლემდა, თან იმაზე ფიქრობდა, რომ, გადაღლილობის მი-
უხედავად, ბოლოს და ბოლოს, დაწყნარებულიყო, სიმძიმე მოხსნოდა
და აღარც შინ დაბრუნება აღელვებდა. მაჰმუდი მარსზე გამგზავრები-
სა და მარსულის ცოდნის გაღრმავების პერსპექტივაზე ელაპარაკებო-
და, რასაც მხოლოდ ლექსიკონის დასრულების შემდეგ გეგმავდა. ამან
იუბალი ერთობ გაახარა, რადგან ლექსიკონის სრულყოფას, მაჰმუდის-
ვე თქმით, ერთ წელიწადზე მეტი მაინც დასჭირდებოდა, რადგან ფო-
ნეტიკასთან დაკავშირებული საკითხები ჯერ კიდევ უნდა მოეგვარები-
ნა.
– ვხედავ, ამ მჩხავანა ენის სწავლა მეც მომიწევს, – ღრენით დაიწუ-
წუნა იუბალმა, – ხომ უნდა მესმოდეს, რაზე ყბედობენ ჩემ გარშემო.
– როგორც გროკავ, ისე უნდა მოიქცე, ძმაო...

842
– ოღონდ სისტემატურ გაკვეთილებსა და სკოლის რეჟიმს ვერ შე-
ვეგუები! როგორც ყოველთვის, ახლაც ისე მოვიქცევი, როგორც ჩემ-
თვის იქნება მოსახერხებელი.
– იუბალ, ტაძარში გაკვეთილების სისტემა იმიტომ შემოვიღეთ,
რომ რამდენიმე ჯგუფი გვყავდა, – უთხრა მაჰმუდმა მცირეოდენი დუ-
მილის შემდეგ, – მაგრამ ზოგი მაშინაც ინდივიდუალურად სწავლობ-
და.
– მეც სწორედ ეს მინდა.
– აი, მაგალითად, ენი ავიღოთ. შესანიშნავი მეხსიერების წყალო-
ბით, მაიკთან საუბრითაც ისე ისწავლა, რომ უკვე საოცარი პროგრესი
აქვს.
– სამწუხაროდ, მე ასეთი მეხსიერება არ მაქვს და აღარც მაიკი
მყავს გვერდით.
– მაგრამ ენი ხომ ისევ აქ არის, დახმარებას არ დაიზარებს. მაგარი
ჯიუტი კი ხარ, მაგრამ, ზოგჯერ, ენთან დაუნიც დაგაკავშირებს, თუმცა
მეორე გაკვეთილისთვის ისიც არ დაგჭირდება – ენი ყველაფერს და-
მოუკიდებლად მოაგვარებს. რამდენიმე დღეში კი მიხვდები, რომ უკვე
მარსულად ფიქრობ. ცხადია, კალენდარულ დღეებს ვგულისხმობ,
რადგან, რეალურად, გაცილებით დიდი დრო გავა. მაგრამ, აბა, ეს ვის
აღელვებს? – მაჰმუდმა თვალი ჩაუკრა, – ასეთი თბილი გაკვეთილები
ხომ ყველას მოეწონება.
– შენ სულმდაბალი, ბოროტი და თანაც გარყვნილი არაბი ხარ, – აი-
ჯაგრა იუბალი, – რასაც ისიც ემატება, ერთი-ერთი საუკეთესო მდივანი
ამწაპნე.
– მაგ ვალიდან ალბათ ვერასდროს ამოვალ, მაგრამ ბოლომდე
ხომ არ დაგიკარგავს? გაკვეთილებს ისიც ჩაგიტარებს ხოლმე, ნახავ,
ამას როგორ დაგაძალებს.
– აქედან დამეკარგე, სხვაგან გადაჯექი. უნდა ვიფიქრო...
ცოტა ხანში დაიყვირა:
– მორიგე!
დორკასი გამოცხადდა და გვერდით მიუჯდა. ჩამწერი აპარატი მო-
ემარჯვებინა. იუბალმა თვალი შეავლო:

843
– გოგონი, იმაზე კარგ ხასიათზე ხარ, ვიდრე ოდესმე ყოფილხარ.
პირდაპირ ანათებ.
– გადავწყვიტე, დენისი დავარქვა, – მეოცნებე სახით უთხრა თვა-
ლებმილულულმა დორკასმა.
– შესაფერისი სახელია, – თავის ქნევით უთხრა იუბალმა, – ძალიან
შესაფერისი, – თავისთვის კი გაიფიქრა, ეს სახელი იმ შემთხვევაშიც
შესაფერისი იქნებოდა, დორკასი ბავშვის მამის ვინაობაში დარწმუნე-
ბულიც რომ არ ყოფილიყოო, – აბა, რას იტყვი, მუშაობისთვის მზად
ხარ? – ჰკითხა იუბალმა.
– უჰ, კი, მზად ვარ.
– მაშინ, დავიწყოთ. სტერეოპიესა. უხეში მონახაზი. სამუშაო სათა-
ური: „მარსელი სახელად სმიტი“. გახსნა: ვხედავთ მარსის უწყვეტ
ხედს. აქ, შეიძლება, დოკუმენტური კადრებიც გამოვიყენოთ. ამის შემ-
დეგ ჩანს „ენვოის“ დაშვების სცენის მინიატურული მაკეტი. კოსმოსური
ხომალდი საშუალო მანძილიდან მოჩანს, მარსელები, ფოტომასალის
მიხედვით, ანიმაციურად არიან შექმნილი. კადრი ხომალდის ინტერი-
ერში ინაცვლებს. საოპერაციო მაგიდაზე ქალი პაციენტი წევს...

844
თავი ოცდამეცხრამეტე
მზის სისტემის მესამე პლანეტისთვის გამოტანილი განაჩენი სუ-
ლაც არ დამდგარა ეჭვქვეშ. არც მეოთხე პლანეტის უხუცესები ყოფი-
ლან ყოვლისმცოდნენი და, გარკვეულწილად, თავიანთი გარემომცვე-
ლი სამყაროთი ადამიანების მსგავსადაც შეზღუდულიყვნენ. ადგი-
ლობრივი ღირებულებებიდან გამომდინარე, თუმცა ბევრად აღმატე-
ბულ ლოგიკაზე დაყრდნობით, ისინი იქამდე გროკავდნენ, ვიდრე,
დროთა განმავლობაში, ბოლომდე არ დარწმუნდნენ იმ მცდარობაში,
რასაც, მათი აღქმით, ეს მუდამ მოუსვენარი, მოფუსფუსე და აყალმაყა-
ლის მოყვარული არსებები ატარებდნენ. მესამე პლანეტის ბინადარნი
თავისებური განუკურნებელი სენით შეპყრობილიყვნენ და აუცილებ-
ლად საჭიროებდნენ გამარგვლას, როგორც კი მათ სათანადოდ დაგ-
როკავდნენ, ზეაღამაღლებდნენ და შესაბამისადაც შეიძულებდნენ.
მაგრამ იმ დროისთვის, როდესაც აქამდე მიაღწევდნენ, ნაკლებად
სავარაუდო, თითქმის შეუძლებელიც იქნებოდა, უხუცესებს კვლავაც
შესძლებოდათ ამ კომპლექსურად უცნაური რასის განადგურება. მის-
გან მოსალოდნელი საფრთხე ხომ იმდენად უმნიშვნელო იყო, რომ
ამაზე დიდ დროს მესამე პლანეტის საკითხით უკიდურესად შეწუხებუ-
ლებიც არ დაკარგავდნენ.
ფოსტერი ამას ნამდვილად არ აპირებდა.
– დიგბი.
– აქ ვარ, ფოსტერ, – უპასუხა ხელქვეითმა.
– გარკვეულ ეონთა განმავლობაში განსაკუთრებული მისიის შესას-
რულებლად მივემგზავრები, ამიტომ შენს ახალ ზედამხედველს გაგაც-
ნობ, – ფოსტერი მიბრუნდა, – მაიკ, ეს მთავარანგელოზი დიგბია, შენი
ხელქვეითი. აქაურობას ზედმიწევნით იცნობს და მალე თავადაც დარ-
წმუნდები, რომ ნებისმიერ წამოწყებაში მხარში ამოგიდგება.
– ოჰ, მშვენივრად შევეწყობით, – დაბეჯითებით მიუგო მთავარან-
გელოზმა მიქაელმა, შემდეგ კი დიგბის მიუბრუნდა: – ადრეც ხომ არ
შევხვედრივართ?

845
– არ მახსენდება, – უპასუხა დიგბიმ, შემდეგ მხრები აიჩეჩა და დას-
ძინა: – თუმცა რა გასაკვირია – ამ ხნის განმავლობაში იმდენი სად და
როდის გამოვიცვალე...
– კარგი, მნიშვნელობა არ აქვს. შენ ხარ ღმერთი.
– შენ ხარ ღმერთი, – უპასუხა დიგბიმ.
– არ გინდათ ეს ოფიციალურობა, რა, – მიმართა ორივეს ფოსტერ-
მა, – უამრავ საქმეს გიტოვებთ, რომელთა გასაკეთებლადაც არც ისე
დიდი დრო გაქვთ. რა თქმა უნდა, შენ ხარ ღმერთი – მაგრამ განა ვინ
არ არის?!.
ფოსტერი წავიდა, მაიკმა კი ნიმბი შეისწორა და საქმეს შეუდგა.
ზუსტად იცოდა, რა უნდა შეეცვალა...

846
სქოლიო
[1] 1930 წლიდან გამომავალი ჟურნალი Astounding Science Fiction
(სხვადასხვა დროს ოდნავ სახეცვლილი სახელწოდებებით გამოდი-
ოდა), ამერიკაში დღემდე სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე პოპუ-
ლარულ გამოცემად.
[2] დესპანი (ინგლ.).
[3] დერმატომიკოზი – კანის სხვადასხვა სოკოვანი დაავადება.
[4] ფობოსი – მარსის ერთ-ერთი თანამგზავრი.
[5] იგივე Solis Lacus – გარშემო განათებული ბნელი ადგილი მარსზე,
რომელსაც „ოკულუსს“ ან „მარსის თვალსაც“ უწოდებენ.
[6] ფუტი – 30,48 სანტიმეტრი.
[7] Cribbage – უძველესი თამაში ბანქოთი და სპეციალური დაფით.
შემოკლებით „კრიბი“.
[8] კატალეფსია – სხეულის სრული ან ნაწილობრივი გაშეშება, რაც
აღინიშნება დიდი მღელვარების, ზოგი ნერვული ან ფსიქიკური დაავა-
დების, აგრეთვე ჰიპნოზის მოქმედების დროს.
[9] დუიმი – 2,54 სანტიმეტრი.
[10] ვიქტორიანული ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალბა-
ტონი, რეფორმატორი, მედდა, პაციენტთა მოვლის თანამედროვე სის-
ტემის ავტორი.
[11] 1903 წელს დაარსებული ფრანგულ-ბრიტანული საავტომობი-
ლო მარკა. ამჟამად აღარ არსებობს.
[12] პოტომაკი – მდინარე, რომელიც აშშ-ს დედაქალაქ ვაშინგტონ-
ში მიედინება.
[13] ალექსანდრია – ვაშინგტონიდან ათ კილომეტრში მდებარე ქა-
ლაქი.
[14] უინჩელები, ლიპმენები – ავტორი ასე უწოდებს სენსაციებზე მო-
ნადირე ჟურნალისტებს. ეს კრებითი სახელწოდება მომდინარეობს მე-
ოცე საუკუნის პირველ ნახევარში ცნობილი ე.წ. ყვითელი რეპორტიო-
რების, უოლტერ უინჩელისა და უოლტერ ლიპმენის გვარებიდან.

847
[15] ფრაზა ინგლისელი პოეტის, მერი ჰაუიტის (1799-1888) ცნობილი
ლექსიდან „ობობა და ბუზი“. ლექსი პირფერობისა და მომხიბვლელო-
ბის გამოყენებით მსხვერპლის მიზიდვისა და ბოროტი ჩანაფიქრის
განხორციელების შესახებაა.
[16] ბოსტნეული მცენარე. გამოიყენებენ სალათებსა და გარნირებ-
ში.
[17] გუპები, ტეტრები – პატარა ზომის თევზები, უმეტესად აშენებენ
აკვარიუმში.
[18] იგულისხმება ესპანეთის დედოფალ იზაბელას ცნობილი ფრა-
ზა, რომლითაც ის თითქოსდა კოლუმბს დაჰპირდა, რომ მისი მოგზაუ-
რობის დასაფინანსებლად საკუთარი ძვირფასეულობის დასაგირავებ-
ლადაც იყო მზად.
[19] მიასთენია გრავისი – ნერვ-კუნთოვანი დაავადება, რომელიც
ხასიათდება ნებითი კუნთების სისუსტით, პროგრესული გადაღლით
და გამოწვეულია ნერვებსა და კუნთებს შორის კომუნიკაციური საშუა-
ლებების დარღვევით. დაავადება არ იკურნება, შესაძლებელია მხო-
ლოდ მისი სიმპტომების შესუსტება.
[20] კონცესია – სახელმწიფოს მიერ კერძო მრეწველთან, უცხოეთის
ფირმასთან დადებული ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მრეწ-
ველი (ფირმა) იღებს გარკვეულ საწარმოთა ექსპლუატაციის უფლებას.
ასევე ასეთი ხელშეკრულების მიხედვით ორგანიზებული საწარმო.
[21] The War of the Worlds – ჰერბერტ უელსის ნაწარმოები, რომლის
სიუჟეტიც დედამიწაზე მარსელთა შემოსევას ეფუძნება.
[22] Mickey Finn – მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს ჩიკაგოში ცნობილი
ბარმენი, რომელიც კლიენტებს სასმელში ნარკოტიკს ურევდა, თიშავ-
და და ძარცვავდა.
[23] პირადი ხელშეუხებლობა, პირადი ხელშეუხებლობის უფლება
(ლათ.).
[24] ადამიანი/კაცი რკინის ნიღაბში – ლუდოვიკო მეთოთხმეტეს
მმართველობის პერიოდის იდუმალებით მოცული პატიმარი, რომე-
ლიც, სინამდვილეში, ხავერდის ნიღაბს ატარებდა, თუმცა ისტორიაში
სწორედ რკინისნიღბიანი ადამიანის სახელით შევიდა.

848
[25] His/Her Majesty’s Loyal Opposition – იგივე ოფიციალური ოპოზი-
ცია (Official Opposition). ასე უწოდებენ
გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის რიგით
მეორე ყველაზე დიდ პოლიტიკურ პარტიას, რომელსაც ოპოზიციის
ოფიციალური ლიდერი ხელმძღვანელობს. აღნიშნული სახელწოდება
მეცხრამეტე საუკუნის დასაწყისიდან ერთგვარ ფრთიან ფრაზად მიიჩ-
ნევა.
[26] Lloid’s – დიდ ბრიტანეთში 1765 წელს დაარსებული საბანკო და
სადაზღვევო კომპანია.
[27] Wise girl (ინგლ.) – გონიერი, ჭკვიანი გოგონა.
[28] „ხელი, რომელიც არწევს აკვანს, მართავს მსოფლიოს“ (The
Hand That Rocks the Cradle, Rules the World) – ამონარიდი ამერიკელი პო-
ეტის, ვილიამ როს ვოლასის ცნობილი ლექსიდან, რომელიც ერთგვარ
ფრთიან გამონათქვამადაა ქცეული.
[29] ოდნავ სახეცვლილი ამონარიდი უილიამ შექსპირის „ჰამლეტი-
დან“. ივანე მაჩაბელისეული თარგმანის თანახმად უნდა იყოს „მერე
რა არის ჰეკუბა მისთვის, ან თვითონ ეგ ჰეკუბასათვის / რომ ასე ცხარე
ცრემლსა ჰღვრიდა?/“ (What’s Hecuba to him or he to Hecuba, that he
would weep for her?).
[30] პოკონოს მთები (Pocono Mountains, Poconos) – პენსილვანიის
შტატში მდებარე გეოგრაფიულად, გეოლოგიურად და კულტურულად
მნიშვნელოვანი რეგიონი.
[31] ფილოსოფიური მეტაფორა, რომელიც გულისხმობს ყოველივე
ზედმეტის უგულებელყოფას. მომდინარეობს შუა საუკუნეებში მცხოვ-
რები ინგლისელ ბერ უილიამ ოკამისგან.
[32] მილი – 1609 მეტრი.
[33] ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაციის ბოლო სიტყვების
(...we mutually pledge to each other our Lives, our Fortunes, and our sacred
Honor – თავდებად ვდებთ ჩვენს სიცოცხლეს, ჩვენს კეთილდღეობასა
და პატიოსნებას (ქართული საბჭოთა ენციკლოპედია. ტ. 11)) ოდნავ სა-
ხეცვლილი ვერსია.

849
[34] Karthago delenda est (ლათ.) – ფრთიანი გამონათქვამი, რომე-
ლიც ერთგვარი მოწოდებაა ბრძოლისა და მტრის წინააღმდეგ გალაშ-
ქრებისკენ.
[35] 1922 წელს დაარსებული ამერიკული კომპანია, რომელიც ძირი-
თადად სამხედრო ტექნიკასა და აპარატურას აწარმოებს.
[36] თავისუფალი არჩევანი, როდესაც ირჩევ მხოლოდ ერთს ან
არაფერს.
[37] იარდი – სიგრძის საზომი ერთეული. უდრის 91,44 სანტიმეტრს.
[38] The greatest good for the greatest number – მეთვრამეტე საუკუნე-
ში მოღვაწე ინგლისელ ფილოსოფოს ჯერემი ბენტამის ცნობილი ფრა-
ზა.
[39] არგენტინის ყოფილი პირველი ლედი, რომელიც ქვეყანაში
ქმარზე დიდი პოპულარობით სარგებლობდა და მასზე დიდი გავლე-
ნაც ჰქონდა. არგენტინელმა ხალხმა ერის სულიერი ლიდერი შეარქვა.
[40] თალამუსი – მხედველობის ბორცვები. შუამდებარე ტვინის ყვე-
ლაზე უფრო ახალგაზრდა ცენტრალური ნაწილი, რომლის განვითარე-
ბა მჭიდროდაა დაკავშირებული ნახევარსფეროების ქერქის ფორმი-
რებასთან. თალამუსი უზრუნველყოფს რეფლექსების განხორციელე-
ბას, აგრეთვე წარმოადგენს ქერქისაკენ მიმავალ სენსორული ინფორ-
მაციის გადამცემ მიდამოს.
[41] გონადები – ორგანოები, რომლებშიც წარმოიქმნება სასქესო
უჯრედები (კვერცხუჯრედები და სპერმატოზოიდები) და სასქესო ჰორ-
მონები. მამაკაცის გონადებია სათესლეები, ქალისა – საკვერცხეები.
[42] ასკლეპიოსი – მკურნალობის ღვთაება ბერძნულ მითოლოგი-
აში.
[43] ალუზია იესო ქრისტეს სასწაულზე, როდესაც ოთხი დღის გარ-
დაცვლილი ადამიანი, სახელად ლაზარე, მკვდრეთით აღადგინა.
[44] ასევე უწოდებენ ყვითელ ჯუჯას ან G ჯუჯა ვარსკვლავს. G სპექ-
ტრული ტიპის (ვარსკვლავთა კლასიფიკაცია მათი გამოსხივების სპექ-
ტრის, უპირველეს ყოვლისა ფოტოსფეროს ტემპერატურით) მთავარი
მიმდევრობის ვარსკვლავი (ნათების კლასი V). სწორედ ასეთი ვარ-
სკვლავია ჩვენი მზე.

850
[45] პლიმუთი – ქალაქი მასაჩუსეტსის შტატში, რომლის სანაპირო-
საც 1620 წელს, გემ „მეიფლაუერით“ ინგლისიდან გამომგზავრებული
პირველი პურიტანი კოლონისტების ნაკადი მიადგა.
[46] წიგნში „კმაყოფილების პრინციპის მეორე მხარეს“ ფროიდის
მიერ წამოყენებული ახალი ცნება, ერთგვარი ინსტინქტი, რომელიც სი-
ცოცხლის ინსტინქტს უპირისპირდება.
[47] Even the weariest river – ფრაგმენტი მეცხრამეტე საუკუნეში მოღ-
ვაწე ინგლისელი პოეტის, ელჯერნონ სუინბორნის ლექსიდან „პრო-
ზერპინას ბაღი“.
[48] Glad did I live and gladly die, and I lay me down with a will – ნაწყვეტი
რობერტ ლუის სტივენსონის ლექსიდან „რეკვიემი“, რომელიც მისი
საფლავის ქვასაც აწერია.
[49] Quod Erat Demonstrandum – რაც უნდა დამტკიცებულიყო (ლათ.).
[50] Bible Belt – ასე უწოდებენ აშშ-ს სამხრეთ-აღმოსავლეთის შტა-
ტების ერთობლიობას, სადაც ევანგელურ-პროტესტანტული ეკლესიაა
დომინანტი.
[51] არიმანი – ზოროასტრიზმში მთავარი ბოროტი ღვთაება, ბორო-
ტი საწყისის განსახიერება.
[52] მირიადი – ურიცხვი, უთვალავი.
[53] „რადგანაც ყველა ბოროტმოქმედს სძულს ნათელი და არ მი-
ელტვის ნათელს, რათა არ გამჟღავნდნენ მისი საქმენი“. იოანეს სახა-
რება 3:20.
[54] დანაშაულის შემადგენლობა (ლათ.) – კანონით გათვალისწი-
ნებული ობიექტური და სუბიექტური ნიშნების ერთობლიობა, რაც კონ-
კრეტული დანაშაულებრივი ქმედებისთვისაა დამახასიათებელი და
წარმოადგენს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის აუცილე-
ბელ საფუძველს.
[55] I’ve got a little list... they never will be missed – ფრაგმენტი ვიქტო-
რიანული ეპოქის ცნობილი თეატრალური დუეტის – ლიბრეტოების ავ-
ტორ უილიამ გილბერტისა და კომპოზიტორ არტურ სალივანის ოპერე-
ტა „მიკადოდან“. სიუჟეტის თანახმად სიაში სასიკვდილოდ განწი-
რულთა სახელებია ჩამოწერილი.

851
[56] ხალხში გავრცელებული ვერსიის თანახმად, 1871 წლის ჩიკა-
გოს დიდი ხანძრის სახელით ცნობილი ტრაგედია ვინმე კეტრინ ოლი-
რის ძროხამ გამოიწვია, რომელმაც შემთხვევით ლამპა გადააყირავა
და ბოსელში, შემდგომში მთელ ქალაქში გავრცელებული, ცეცხლი გა-
აჩინა.
[57] Long pig – სლენგზე ადამიანის ხორცი.
[58] ტამპა – ქალაქი ფლორიდის შტატში.
[59] პარალაქსია – დამკვირვებლის თვალის გადანაცვლების შე-
დეგად საგნის მდებარეობის ხილული ცვლილება.
[60]
დოპლერის რადარი – რადარი, რომელიც არეკლილი სიგნალის
სიხშირის ცვლილებას ზომავს. ასევე გამოიყენებენ მფრინავი ობიექ-
ტების, გემების, ავტომობილების, ჰიდრომეტეორების სისწრაფის გა-
მოსავლენად.
[61] ინგლისელი მწერლისა და თეოლოგის, ედვინ ებოტის მიერ სა-
მეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში დაწერილი და 1884 წელს გამოცემუ-
ლი ნაწარმოები, რომელიც სხვა განზომილებებისა და ჰიპერსივრცეთა
შესახებ საკმაოდ სასარგებლო ინფორმაციას შეიცავს. მისტერ კვად-
რატი მისი ერთ-ერთი პერსონაჟია.
[62] ფუნტი – 453 გრამი.
[63] Pinochle – თამაში ბანქოთი.
[64] იგულისხმება საბავშვო სიმღერა „ალჯი შეხვდა დათვს“, რომ-
ლის მომცრო ტექსტშიც ბიჭუნა ალჯისა და დათვის მოულოდნელ და
ფატალურად დასრულებულ შეხვედრაზეა საუბარი.
[65] ტელეოლოგია – იდეალისტური მოძღვრება, რომლის მიხედვი-
თაც ყოველი განვითარება წინასწარ განსაზღვრული მიზნის განხორ-
ციელებაა.
[66] ანიმიზმი – პირველყოფილი საზოგადოებების სულიერი ცხოვ-
რებისათვის დამახასიათებელი რწმენა, როცა გარესამყაროს ყველა
მოვლენას საკუთარი სული აქვს.
[67] სოლიფსიზმი – იდეალისტური ფილოსოფიური თეორია, რომ-
ლის მიხედვითაც რეალურად არსებობს მხოლოდ ერთი სუბიექტი –

852
„მე”, დანარჩენი სამყარო კი ადამიანის ცნობიერების წარმოდგენათა
ნაყოფია; უკიდურესი სუბიექტივიზმი.
[68] „უთხრა მას პილატემ: რა არის ჭეშმარიტება? ეს რომ თქვა,
კვლავ გამოვიდა იუდეველებთან და უთხრა მათ: მე ვერავითარ
ბრალს ვერ ვპოულობ მასში“. იოანეს სახარება, 18:38.
[69] პლატონისეული განსაზღვრებით ადამიანი ორფეხა, უფრთო
ცოცხალი არსებაა.
[70] Survival of the fittest – ფრაზა ჩარლს დარვინის 1859 წლის ნაშ-
რომიდან „სახეობათა წარმოშობა ბუნებრივი გადარჩევის გზით, ანუ
უკეთ შეგუებული ჯიშების გადარჩენა სიცოცხლისთვის ბრძოლაში“.
[71] კუკაბარა – ავსტრალიის ბინადარი წყლის ფრინველი.
[72] ერთგვარი გამოთქმა ინგლისურენოვან ქვეყნებში, რომელიც
ბავშვებთან სექსისა და ადამიანის ჩასახვის შესახებ საუბარს ნიშნავს.
[73] „შენ ხარ ღმერთი, რომელმან ჰყავი საკჳრველი, აუწყე ერთა
შორის ძალი შენი“. ძველი აღთქმა, ფსალმუნი 76.
[74] 1781 წლის კანონი კონსტიტუციური ცვლილების შესახებ აშშ-
ში.
[75] წერილი ბეჭდით, სამეფო ბრძანება – საფრანგეთის სამეფო-
ბეჭდიანი წერილი, რომელიც ნებისმიერი ფენისა და საზოგადოებრივი
მდგომარეობის მქონე ადამიანის ყოველგვარი ბრალდების გარეშე
დაპატიმრების ნებართვას გასცემდა. მისი გაცემის პრაქტიკა მხოლოდ
საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ დასრულდა.
[76] Camera Stellata – სასამართლო ინგლისში, რომელიც ნაფიც მსა-
ჯულთა მონაწილეობის გარეშე განიხილავდა განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულებს.
[77] იგულისხმება ციდან მოვლენილი სასწაული, როდესაც წინას-
წამეტყველმა ელიამ ღვთაება ბაალის ღვთისმსახურები დაჯაბნა. მე-
სამე მეფეთა, თავი მეთვრამეტე.
[78] „და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც იდგნენ ღმერთის წი-
ნაშე, და მიეცა მათ შვიდი საყვირი“. იოანეს გამოცხადება, 8:2.
[79] სონორა – შტატი მექსიკაში.
[80] ნოგალესი – ქალაქი სონორაში.

853
[81] El Jefe (ესპ.) – ბოსი, შეფი. უმეტესად ასე მოიხსენიებენ სამხრე-
თამერიკული კარტელებისა და სხვა ამ ტიპის დაჯგუფებების ხელ-
მძღვანელებს.
[82] ex cathedra (ლათ.) კათედრიდან – ასე ეწოდება პაპის გადაწყვე-
ტილებებს, როდესაც იგი საზეიმოდ აცხადებს მოძღვრებას სარწმუნოე-
ბის ან ზნეობის შესახებ, ანდა წმიდანთა კანონიზაციას.
[83] ამერიკელი სენატორი, ლუიზიანას შტატის ყოფილი გუბერნა-
ტორი, რომელიც 1935 წელს სახალხოდ მოკლეს.
[84] Turning the Rascals Out – აშშ-ს 1872 წლის პრეზიდენტობის კან-
დიდატ ჰორას გრილის საარჩევნო სლოგანი.
[85] კრეზი – ლიდიის ლეგენდარული მეფე,რომელიც იმდენად მდი-
დარი იყო, რომ მისი სახელი მეტად შეძლებული ადამიანის სინონიმა-
დაც იქცა.
[86] აქ საუბარია პრეზიდენტ უორენ ჰარდინგის ადმინისტრაციაში
1921-1922 წლებში მიმდინარე ქრთამთან დაკავშირებულ საქმეზე, რო-
მელიც ისტორიაში Teapot Dome scandal-ის სახელით შევიდა.
[87] „და უთხრა მას იესომ: მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინვე-
ლებს – ბუდეები; ძეს კაცისას კი არა აქვს, სად მიიდრიკოს თავი“. ლუ-
კას სახარება 9:58.
[88] Greyhound – ერთ-ერთი უძველესი საავტომობილო მარკა. ცნო-
ბილია ამავე სახელწოდების მქონე საბრძოლო მანქანებიც.
[89] ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილის ქვეყნების ზოგადი
სახელწოდება.
[90] „ხოლო თუ შეავიწროვებთ მათ (იცოდეთ), ისინი თქვენი ძმები
არიან. ალაჰი კი განარჩევს უკეთურს კეთილისგან და, თუ ინებებს
ალაჰი, ღონეს მიგხდით. ალაჰი ძლევამოსილია, ბრძენთა ბრძენი!“ სუ-
რა II ძროხა, აია 220. არაბულიდან თარგმნა გიორგი ლობჟანიძემ.
[91] „იყავი მზად!“ დევიზი გულისხმობს როგორც ფიზიკურ, ისე მო-
რალურ მზადყოფნასაც.
[92] „სენატორი“ ლათინური senex-იდან იწარმოება, რაც „მოხუცს“
ნიშნავს.

854
[93] ჯიმხანა – შეკრების ადგილი, ერთგვარი ჯენტლმენთა კლუბი
ინდოეთში.
[94] აკვავიტი – სკანდინავიური ალკოჰოლური სასმელი. სახელწო-
დება მომდინარეობს ლათნური Aqua Vitae-დან (სიცოცხლის წყალი).
[95] იგულისხმება ეკონომიკური ვარდნა, რასაც აშშ-ში „დიდი დეპ-
რესიის“ სახელით ცნობილი პერიოდი მოჰყვა.
[96] (ლათ.) ასე უწოდებენ ენას, რომელიც სხვადასხვა ენაზე მოლა-
პარაკე ადამიანებს აკავშირებს, ე.წ. საერთო ენა.
[97] პორლოკი – სოფელი ინგლისის სამხრეთ-დასავლეთში. ეს ად-
გილი დამკვიდრებული გამონათქვამის წყალობით უფრო ცნობილია.
Person from Porlock ანუ ადამიანი პორლოკიდან ლიტერატურული ალუ-
ზიაა დაუპატიჟებელ სტუმარზე. მის დამკვიდრებას პოემა „ყუბილაი
ყაენის“ ავტორ სემუელ ტეილორ კოლრიჯს მიაწერენ, რომელმაც თით-
ქოს ნაწარმოები იმ მიზეზით ვერ დაასრულა, რომ, მოულოდნელად,
პორლოკიდან დაუპატიჟებელი სტუმარი ეწვია, რომელიც, სინამდვი-
ლეში, არც არსებობდა.
[98] Who’s Who – ცნობილი ადამიანების ბიოგრაფიების ერთგვარი
ენციკლოპედია, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდიდან გა-
მოდის. თავდაპირველად ინგლისში, ამჟამად კი მსოფლიოს ბევრ ქვე-
ყანაში გამოსცემენ.
[99] ორიგინალ ტექსტში ავტორი ჟორჟ დანტონის ცნობილ სიტ-
ყვებს De l’audace, encore de l’audace, toujours de l’audace („გამბედაობა,
მეტი გამბედაობა, მუდამ გამბედაობა“) ოდნავ ამოკლებს (Audacity,
always audacity).
[100] აქ იგულისხმება ფრაზა უილიამ შექსპირის „ჰენრი მეოთხი-
დან“: Uneasy lies the head that wears a crown, რაც ვახტანგ ჭელიძისეულ
თარგმანში ასე ჟღერს: „მხოლოდ ხელმწიფეს მოსვენება არა ხვდა წი-
ლად“ (უილიამ შექსპირის თხზულებათა სრული კრებული ხუთ ტომად.
გამომცემლობა „ხელოვნება“, 1985 წელი).
[101] აპოლონური – რაციონალური, ბრძნული, წინდახედული. დი-
ონისური – ირაციონალური, ქაოსური, ემოციური.

855
[102] ზუნი – ჩრდილოეთ ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ერთ-ერ-
თი ტომი, რომელიც უკიდურესი სიმშვიდითა და მშვიდობიანობით გა-
მოირჩევა.
[103] ჰიპოქსია – ჟანგბადის ნაკლებობით გამოწვეული მდგომარე-
ობა.
[104] ესქატოლოგია – მოძღვრება საბოლოო დღეზე, სამყაროს და-
სასრულზე.
[105] უშიშარი და შეუპოვარი – სწორედ ასე მოიხსენიებდნენ განსა-
კუთრებით გამოჩენილ რაინდებს საფრანგეთში.
[106] Marshall Field’s – მაღაზიათა ქსელი ამერიკაში.
[107] გინძა – უბანი ტოკიოში, რომელიც მდიდრული მაღაზიებითაა
ცნობილი.
[108] Sears & Montgomery – იაფი სავაჭრო ცენტრების ქსელი ამერი-
კაში.
[109] უნიციკლი – ერთბორბლიანი ველოსიპედი.
[110] ხუან პონსე დე ლეონი – ესპანელი მკვლევარი და კონკისტა-
დორი მეთექვსმეტე საუკუნეში, პუერტო რიკოს პირველი გუბერნატო-
რი.
[111] ეს რამ მოგაფიქრებინათ! (ფრ.).
[112] მეცხრამეტე საუკუნის ამერიკელი მეწარმე, ე.წ. ქალთა ტონი-
კის შემქმნელი, რომელიც მენსტრუალური და მენოპაუზისას ტკივილე-
ბის შესამსუბუქებლად გამოიყენებოდა.
[113] One-Armed Bandit – სათამაშო აპარატი, რომელზეც გვერდი-
დან მიმაგრებული სახელურის ჩამოწევით თამაშობენ.
[114] იგულისხმება ცნობილი საშობაო სიმღერა Jingle Bells.
[115] Los Angeles Rams – ამერიკული ფეხბურთის კლუბი.
[116] დალილას ვერაგობის შედეგად დატყვევებულმა სამსონმა,
ძალის მიმცემი თმის წამოზრდის შემდეგ, მოგლიჯა სვეტები, რომლებ-
ზეც მიჯაჭვული იყო და მთელი ტაძარი ჩამოაქცია. შედეგად, ყველა იქ
მყოფთან ერთად, თვითონაც მოკვდა. მსაჯულნი, 16:29-30-31.

856
[117] Little Brown Church – 1864 წელს აგებული ეკლესია აიოვას
შტატში, რომელიც მომლოცველებს შორის განსაკუთრებით პოპულა-
რულია.
[118] იგივეა, რაც ტაძრის, რელიგიური, წმინდა პროსტიტუცია. სქე-
სობრივი აქტის რელიგიური მიზნებით განხორციელების საკულტო-რი-
ტუალური პრაქტიკა, რომელშიც შედის იეროგამია ანუ წმინდა ქორწი-
ნება და ა.შ.
[119] აქ ავტორი უილიამ შექსპირის „ოტელოდან“ იაგოს სიტყვების
სახეცვლილ ვარიანტს იშველიებს: two-backed beast (ორიგინალში: I am
one, sir, that comes to tell you your daughter and the Moor are now making
the beast with two backs). „მე აქ იმის საცნობებლად გახლავართ, რომ
ამჟამად თქვენი ქალი და მავრი ერთსულს და ერთხორცს პირუტყვს
წარმოადგენენ“ (მთარგმნელი ივანე მაჩაბელი). ეს გამონათქვამი თა-
ნამედროვე მეტყველებაში ნიშნავს, რომ, უბრალოდ, ორ ადამიანს სექ-
სი აქვს.
[120] Shakers – ქრისტეს მეორედ მოსვლის მორწმუნეთა რელიგიური
ორგანიზაცია, რომლის წევრებსაც ღვთისმსახურებისას ჯგუფური ცეკ-
ვა ახასიათებთ.
[121] „ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ
სახლს ქალაქის მკვიდრნი, სოდომელი კაცები – ჭაბუკი თუ მოხუცი,
მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან“. დაბადება, 19:4.
[122] „უკან მოხედა, დაინახა ისინი და უფლის სახელით შეაჩვენა.
გამოვიდა ტყიდან ორი დათვი და დაგლიჯეს მათგან ორმოცდაორი
ბავშვი“. მეოთხე მეფეთა, 2:24.
[123] Odalisque (ფრ.) – მსახური ქალი სულთნის ჰარამხანაში.
[124] სინკრეტიზმი – შერწყმულად არსებობა, დაუნაწევრებლობა,
რაც რაიმე მოვლენის განვითარების საწყის საფეხურებზე გვხვდება.
[125] საუბარია ბუდისტურ მანტრაზე „ომ მანი პადმე ჰუმი“, რომლის
შუა ნაწილიც ითარგმნება, როგორც „ძვირფსასი ქვა ლოტოსში“.
[126] სვამი – პატივისცემის გამომხატველი წოდება ინდუიზმში. უმე-
ტესად გამოიყენებენ იოგას ოსტატების მიმართ.

857
[127] იოგის ფილოსოფიაში სასიცოცხლო ძალა, უხილავი ენერგია,
რომელიც მთელ სამყაროს მოიცავს.
[128] ინდუისტურ რელიგიურ ჰიმნთა კრებული.
[129] L’Unità – გაზეთი იტალიაში.
[130] Hoy – ჩიკაგოში გამომავალი ესპანურენოვანი გაზეთი.
[131] L’Osservatore Romano – ვატიკანში გამომავალი ყოველდღიუ-
რი გაზეთი.
[132] Christian Science Monitor – ყოველკვირეული არაკომერციული
გამოცემა ამერიკაში.
[133] Manchester Guardian – სწორედ ასე ერქვა ცნობილ „გარდიანს“
1959 წლამდე.
[134] Less than the dust beneath his chariot wheels – ნაწყვეტი ინგლი-
სელ პოეტ ლოურენს ჰოუპის (ნამდვილი სახელია ადელა ფლორენს
ნიკოლსონი) ლექსიდან Less Than the Dust.
[135] საცირკო ნომერი, როდესაც ილუზიონისტი ჰორიზონტალურ
მდგომარეობაში მყოფ ასისტენტს ჰაერში ააფრენს. ამ ნომერს სახელ-
წოდება მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილი ამერიკელი ილუზიონის-
ტის, ჰოვარდ თარსტონის გამო მიანიჭეს.
[136] აკრონი – ქალაქი ოჰაიოს შტატში.
[137] იგულისხმება ფარენჰეიტით 80 გრადუსი, რაც ცელსიუსით, და-
ახლოებით, 27 გრადუსს უდრის.
[138] Ain’t Nobody Here but Us Chickens – გასული საუკუნის 40-იანი
წლების ცნობილი სიმღერა.
[139] იგულისხმება ფრანსუა რაბლეს მიერ შემუშავებული აღზრდის
მეთოდი, რაც ადამიანის სიკეთისა და კეთილგონიერებისადმი რწმე-
ნაში მდგომარეობს; რომ ადამიანის ბუნება კი არ უნდა შეზღუდო, არა-
მედ სულის, გონებისა და სხეულის განვითარებას ხელი შეუწყო.
[140] მედისონ ავენიუ – ქუჩა ნიუ იორკში, რომელიც ცნობილია
მდიდრული მაღაზიებით და სხვა. ამ შემთხვევაში, ეს ქუჩა ფუფუნებისა
და მატერიალური გაუმაძღრობის სიმბოლოდაა გამოყენებული.
[141] Wobblies ანუ Industrial Workers of the World (ინდუსტრიულ მუშა-
თა მსოფლიო ორგანიზაცია) – მუშათა 1905 წელს დაარსებული ორგა-

858
ნიზაცია, რომლის იდეოლოგიაც ყველა მუშის ერთ კლასად გაერთია-
ნებასა და ერთმანეთის ინტერესების უპირობოდ დაცვას ქადაგებდა.
ორგანიზაციისთვის უცხო არ იყო სამუშაო ადგილების დარბევა.
[142] Don’t Tread on Me! წარწერა ე.წ. გადსდენის დროშაზე, რომლის
ყვითელ ფონზეც შეტევისთვის შემართული გველია გამოსახული. აშშ-
ს ისტორიის ერთ-ერთი გამორჩეული დროშა, რომელიც კინაღამ სა-
ხელმწიფო სიმბოლოდაც იქცა.
[143] „წმინდათათვის ყოველივე წმინდაა, ხოლო არაწმინდათა
სინდისიც და ყოველივე შეგინებულია“. ტიტ, 1:15.
[144] ლინგაიატიზმი – ინდუიზმის ერთ-ერთი მთავარი მიმდინა-
რეობა შივაიზმის განშტოება. უარყოფენ ინდუიზმის არაერთ ძირითად
ტრადიციას, მათ შორის, კასტების ინსტიტუტს, მიცვალებულთა დაწ-
ვას, ვედებს და ა.შ.
[145] Flatbush – გარეუბანი ბრუკლინში. ამ შემთხვევაში ავტორი
პროვინციის სინონიმად იყენებს.
[146] Golden Gate Park – საზოგადოებრივი პარკი სან ფრანცისკოში.
იქვეა ზოოპარკიც.
[147] Menschliches, Allzumenschliches (Human, All Too Human) – ფრიდ-
რიხ ნიცშეს 1879 წლის ნაშრომი.
[148] სქიზმა – კათოლიკური ერთიანობის ნებისმიერი სახით დარ-
ღვევა.
[149] მშვენიერი ოლმიერი.
[150] ჩემო პატარა, ჩემო ძვირფასო (ფრ.).
[151] დანიელი მოქანდაკის, ედვარდ ერიკსენის ცნობილი ნამუშე-
ვარი, რომელიც კოპენჰაგენის პორტში დგას.
[152] მძღნერი (ფრ.).
[153] ალუზია არტურ კლარკის მოთხრობაზე „ღმერთის ცხრა მილი-
არდი სახელი“.
[154] The Land of the Free and the Home of the Brave – ფრაზა აშშ-ს
ეროვნული ჰიმნის ტექსტიდან.
[155] მორმონიზმის დამაარსებელი, რომელიც 1844 წელს საკანში
შეიარაღებულმა ნიღბიანებმა მოკლეს.

859
[156] მეურნეობა, სახლის გაძღოლა (ფრ.).
[157] რელიგიურ-ფილოსოფიური მოძღვრება, რომელიც ღმერთს
აიგივებს ბუნებასთან, ხოლო ბუნებას განიხილავს, როგორც ღვთაების
განსახიერებას.
[158] Cracker Jack – ტკბილეულის მწარმოებელი ამერიკული კომპა-
ნია, რომლის პროდუქციაც იმით გამოირჩევა, რომ ყველა შეფუთვაში
სიურპრიზი დევს.
[159] ცოდვის აღიარება (ლათ.).
[160]
აქ იგულისხმება პროკრუსტეს სარეცელი – ერთგვარი ხელოვნური
საზომი, რომელსაც ნაძალადევად უყენებენ ამა თუ იმ მოვლენას. სა-
ხელწოდება მომდინარეობს ბერძნული მითოლოგიის ყაჩაღ პროკრუს-
ტესგან, რომელიც მგზავრებს იტყუებდა და სარეცელზე აწვენდა; ვინც
გრძელი აღმოჩნდებოდა, ფეხებს აჭრიდა, მოკლეს – უჭიმავდა.
[161] პრიაპოსი – ხილის ბაღების, საძოვრების, თხისა და ცხვრის
ფარების, აგრეთვე მევენახეობისა და მეთევზეობის მფარველი, მოგ-
ვიანებით, ტკბილი განცდების ღვთაება.
[162] მაგალითი (ლათ.).
[163] იგივე საიენტისტები – ამერიკული სექტა, რომელიც თავდა-
პირველი ქრისტიანობისა და მისი აწ მივიწყებული მხსნელი ელემენ-
ტების ხელახლა დამკვიდრების მიზნით მეცხრამეტე საუკუნეში აღმო-
ცენდა.
[164] ლურდი – პატარა ქალაქი სამხრეთ საფრანგეთში. ცნობილი
გახდა მას შემდეგ, რაც 1858 წელს 14 წლის გოგონას ბერნადეტას
ღვთისმშობელი გამოეცხადა. კათოლიკებში აღიარებულია, როგორც
სასწაულებრივი განკურნების ადგილი, რომელსაც უამრავი მომლოც-
ველი სტუმრობს.
[165] მეჩვიდმეტე საუკუნეში ინგლისელი ექიმი, ფიზიოლოგი.
[166] კიბელე – ფრიგიელთა ქალღმერთი, ღმერთთა და ყოველ არ-
სთა დედა; ისიდა – ეგვიპტურ მითოლოგიაში ნაყოფიერებისა და დე-
დობის მფარველი ქალღმერთი, ეგვიპტის ყველა ფარაონის ღვთაებ-
რივი მშობელი; ფრიგი – გერმანულ მითოლოგიაში ქორწინების, სიყვა-

860
რულისა და ოჯახური კერის ქალღმერთი; გეა – ბერძნულ მითოლოგია-
ში მიწისა და მიწისქვეშეთის, ქვესკნელის ქალღმერთი. მისგან წარმო-
იშვა ყველაფერი, მათ შორის, ღმერთები და ადამიანები; იშთარი –
ასირიულ-ბაბილონურ მითოლოგიასა და რელიგიაში მთავარი ღვთა-
ება – ნაყოფიერებისა და ხორციელი სიყვარულის ქალღმერთი; მარია-
მი – ღვთისმშობელი მარიამი.
[167] ღმერთების დედა (ლათ.).
[168] იარდი – 91,44 სანტიმეტრი.
[169] თავისთავადი (ლათ.).
[170] კინესთეტიკა – სხეულის ან მისი ცალკეული ნაწილის შეგ-
რძნება.
[171] Baja California – ქვემო (ესპ.) კალიფორნია – შტატი მექსიკაში.
[172] Worcestershire sauce – ძმრისა და შაქრის ბაზაზე მომზადებული
მოტკბო-მომჟავო სოუსი.
[173] გემოვნებაზე არ დაობენ (ლათ.).
[174] თეოგამია – ქორწინება ღმერთებს შორის.
[175] აქ ავტორი სიმღერა Ain’t Nobody Here but Us Chickens-ის სათაუ-
რის ოდნავ სახეცვლილ ვარიანტს იყენებს: Aint Nobody Here but just Us
Gods.
[176] ოფიციალური (ლათ.).
[177] ნიუ იორკის შტატის ქალაქ ონეიდაში 1848 წელს დაარსებული
რელიგიური კომუნა, სადაც სხვა დანარჩენთან ერთად კოლექტიური
ქორწინების იდეაც ხორციელდებოდა.
[178] დანეგელდი – ე.წ. დანიური ფული. ხარკი, რომელსაც ევროპის
ქვეყნები (ძირითადად ინგლისი და საფრანგეთი) ვიკინგებს უხდიდ-
ნენ.
[179] „არა გული გითქმიდეს ცოლისათვის მოყვასისა შენისა, არა
გული გითქმიდეს სახლისათვის მოყვასისა შენისა, არცა ყანისა მისი-
სა, არცა კარაულისა მისისა, არცა ყოვლისა საცხოვარისა მისისა, არცა
ყოვლისა მისთვის, რაიცა იყვეს მოყვასისა შენისა“. მეათე ცნება.
[180] აშშ-ს სახელმწოფო მოღვაწე, პირველი ფინანსთა მინისტრი,
ქვეყნის სავაჭრო-სამრეწველო გეგმის ავტორი.

861
[181] ტომას მორტონის ერთ-ერთი პიესის პერსონაჟი, რომელიც გა-
დაჭარბებული წესიერებითა და პედანტურობით გამოირჩევა. მისის
გრანდი ამგვარი თვისებების მქონე ადამიანების მოხსენიების დამ-
კვიდრებული ფორმაა.
[182] ამერიკაში ამგვარად მოიხსენიებენ უმნიშვნელო და მიკარ-
გულ პატარა ქალაქებს. ტერმინი კონექტიკუტის შტატის პატარა ქალა-
ქის სახელწოდებიდან მოდის.
[183] კამაკურა – ქალაქი იაპონიაში.
[184] იაპონური სიტყვა, რომლითაც ბუდას გიგანტურ ქანდაკებებს
მოიხსენიებენ.
[185] Doe და Roe – სწორედ ამ გვარებს იყენებენ ამოუცნობი პიროვ-
ნების მოხსენიების დროს სასამართლოში, მორგში, დასაფლავებისას
და სხვ.. მამაკაცების შემთხვევაში John Doe, John Roe, Richard Roe, ქა-
ლების – Jane Doe და Jane Roe და ა.შ..
[186] პრაიმერი – ვადამდელი არჩევნები აშშ-ში, რომელიც ტარდე-
ბა პარტიის შიგნით და შედეგად წარსადგენ კანდიდატს ირჩევენ.
[187] ატოლი – მარჯნის კუნძული.
[188] აბიგაილი – ებრაული წარმოშობის სახელი, რომელიც ითარ-
გმნება, როგორც „მამაჩემი დიდი სიხარულია“. სწორედ ასე ერქვა მე-
ფე დავითის ცოლსაც. ზენობია – არამეულად ნიშნავს „ზაბაის შვილს“.
ბიბლიური ზაბაის შვილი, ბარუქი (ბარუხი) კი, თავის მხრივ, იერუსალი-
მის კედლების აღდგენაში მონაწილეობდა („მის იქით თავგამოდებით
ამაგრებდა მეორე მხარეს ბარუხ ზაბაის ძე, კუთხიდან ელიაშიბ
მღვდელმთავრის სახლის კარამდე“. ნეემია 3:20).
[189] ფატიმა – არაბული წარმოშობის სახელი. სწორედ ასე ერქვა
წინასწარმეტყველ მუჰამედის ერთ-ერთ ქალიშვილს. მიშელი – ამ შემ-
თხვევაში, ალუზიაა სახელ მიქაელზე – „რომელი ვითარცა ღმერთი“.
[190] იოსები – მარიამ ღვთისმშობლის ქმარი, იესო ქრისტეს გამ-
ზრდელი მამა.
[191] ლეთე – ბერძნულ მითოლოგიაში თავდავიწყების მდინარე მი-
წისქვეშა სამეფოში.

862
[192] The Death of the Hired Man – რობერტ ფროსტის ლექსი, რომლის
მთავარი თემა შინ დაბრუნებაა.
[193] Priest’s hole – ინგლისში, კათოლიკების დევნის პერიოდში, მა-
თი სახლები ამგვარი გვირაბებით იყო აღჭურვილი, რათა საიდუმლო
წირვის ჩასატარებლად მღვდელს უჩუმრად შემოპარვა და გაპარვა
შესძლებოდა.
[194] Blue ribbon – ხარისხის მაჩვენებელი სიმბოლო. სწორედ ამ ფე-
რის ბაფთას ანიჭებენ ცხოველთა კონკურსის გამარჯვებულსაც.
[195] უორენ ჰარდინგი – აშშ-ს პრეზიდენტი 1921-1923 წლებში.
[196] მათუსალა – ბიბლიური პერსონაჟი, რომელმაც 969 წლამდე
იცოცხლა.
[197] „შეხედა იესომ და უთხრა მათ: ეს შეუძლებელია კაცთათვის,
ღმერთისთვის კი ყველაფერი შესაძლებელია“. მათეს სახარება, 19:26.
[198] იდი – პიროვნების პრიმიტიული, ცხოველური და ინსტინქტური
ელემენტი. ეგოსა და სუპერეგოსთან ერთად ფროიდისეული ფსიქიკუ-
რი აპარატის ერთ-ერთი კომპონენტია.
[199] ჰებე – ბერძნულ მითოლოგიაში: სიჭაბუკის ქალღმერთი, ზევ-
სისა და ჰერას შვილი.
[200] I.L.G.W.U. (International Ladies’ Garment Workers’ Union) – 1900
წელს დაარსებული უდიდესი პროფკავშირი, რომლის წევრებიც მხო-
ლოდ ქალები იყვნენ.
[201] ამერიკელი პოლიტიკოსის, აშშ-ს აგროკულტურის მინისტრ
ორვილ ფრიმენის მიერ შედგენილი პროგრამა ფერმერული საქმიანო-
ბის დასახმარებლად.
[202] International Harvester და John Deere – სასოფლო-სამეურნეო
ტექნიკის მწარმოებელი ამერიკული კომპანიები.
[203] მალთუზიანიზმი – მეთვრამეტე საუკუნის ინგლისელ მეცნიერ,
ტომას მალთუზის დემოგრაფიული თეორია, რომლის თანახმადაც, სა-
თანადო კონტროლის გარეშე, დედამიწის მოსახლეობა გეომეტრიული
პროგრესიით იზრდება, ხოლო პროდუქტწარმოება – არითმეტიკულით,
რაც აუცილებლად მიგვიყვანს შიმშილამდე ანუ ე.წ. მალთუზის ხაფან-
გამდე.

863
[204] Dawn – განთიადი, ალიონი (ინგლ.). ასევე იწერება და გამო-
ითქმის სახელი დაუნიც.
[205] მესალინა – რომის იმპერატორ კლავდიუსის მესამე ცოლი,
რომელიც ცნობილი იყო ვერაგობითა და გარყვნილებით.
[206] ეკლამპსია – ორსულობის ტოქსიკოზების განსაკუთრებით
მძიმე ფორმა.
[207] არაფერს (ესპ.).
[208] ორივე ქალაქი 79 წელს ვეზუვის ამოფრქვევისას განადგურ-
და.
[209] „დაწყევლილი იყავით ამიერიდან! ნუმც მოშლოდეს თქვენ-
გან ჩემი ღვთის სახლს შეშის მჭრელი და წყლის მზიდავი!“ იესო ნავეს
ძე, 9:23.
[210] „განა ორი ბეღურა ერთ ასარად არ იყიდება? მაგრამ ერთი
მათგანიც არ დავარდება მიწაზე, თუ არ იქნა თქვენი მამის ნება“. მა-
თეს სახარება, 10:29.
[211] „შეიძრა მეფე, ავიდა კარიბჭის ზემოთვალში და ატირდა. ასე
ამბობდა: შვილო აბესალომ, შვილო, შვილო აბესალომ! ნეტავ შენს მა-
გივრად მე მოვმკადარიყავი, აბესალომ, შვილო, შვილო!“ მეორე მეფე-
თა, 19:1.

864

You might also like