You are on page 1of 6

zსახელმწიფოს ფორმა

სახელმწიფო მმართველობის ფორმის ცნება და სახეები


სახელმწიფო მმართველობის ფორმა მოიაზრებს
სახელმწიფოს მეთაურის, უმაღლესი საკანონმდებლო და
აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოების ფორმირებისა
და მათი ურთიერთობის წესს. განასხვავებენ რესპუბლიკურ და
მონარქიულ მმართველობის ფორმას.

მონარქიული ფორმა და მისი სახეები


მონარქია- მმართველობის ფორმაა, რომლის დროსაც
სახელმწიფოს მეთაური არის მემკვიდრეობითი მონარქი.
არის აბსოლუტური და კონსტიტუციური მონარქიები.
აბსოლუტური მონარქია მმართველობის შედარებით
იშვიათი და უძველესი ფორმაა, რომელიც ამჟამად რამდენიმე
აღმოსავლურ სახელმწიფოში გვხვდება ( საუდია არაბეთი,
ომანი, ბრუნეი) და ითვალისწინებს მონარქის ხელში
სახელმწიფო ხელისუფლების სრულ კონცენტრაციას.
მმართველობის ასეთი ფორმის პირობებში მონარქი თავად
ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, მის მიერ
დანიშნული პირები უზრუნველყოფენ მონარქის სახელით
აღმასრულებელი ხელისუფლების განხორციელებას.
აბაოლუტური მონარქიის პირობებში მონარქის ხელისუფლება
ფორმალურ-იურიდიულად შეზღუდული არ არის. ზოგიერთ
მონარქიულ სახელმწიფოში მონარქი, ასევე ითვლება უმაღლეს
სასჯლიერო პირად, რაც კიდევ უფრო ზედის მის გავლენას
საზოგადოებაზე.
დუალისტური მონარქია
კონსტიტუციური მონარქიის ერთ-ერთი ნაირსახეობა
დუალისტური მონარქიაა, სადაც ხელისუფლება
დანაწილებულია არჩევით ორგანოს- პარლამენტსა და მონარქს
შორის. დუალისტური მონარქიის პირობებში საკანონმდებლო
ხელიაუფლება ეკუთვნის პარლამენტს, ხოლო აღმასრულებელ
ხელისუფლებას ახორციელებს სახელმწიფოს მეთაური (
მონარქი) .
საპარლამენტო მონარქია
კონსტიტუციური მონარქიის კიდევ ერთ-ერთი ფორმაა
საპარლამენტო მონარქია.
საპარლამენტო მონარქია დღეს კანონდაქვემდებარებულ
ხასიათს ატარებს და, შეიძლება იყქვას, რომ დემოკრატიული
გზით მიღებული კონსტიტუციების მეშვეობით გაკეთებული
სახალხო არჩევანია.
მონარქი საპარლამენტო სისტემის პირობებში სრულიად არის
დისტანცირებული ხელისუფლების სამივე შტოსგან და
ხელისუფლების სტრუქტურის განმსაზღვრელია ერთის მხრივ,
სახალხო წარმომადგენლობითი ორგანოს ( პარლამენტის)
გადამწყვეტი როლი აღმასრულებელი ხელისუფლების
ფორმირებისას და, მეორე მხრივ, აღმასრულებელი
ხელისუფლების პოლიტიკურ საქმიანობაზე საპარლამენტო
კონტროლი. სწორედ ამიტომ საპარლამენტო მონარქიის
პირობებში მონარქის, როგორც სახელმწიფოს მეთაურის,
სტატუსი არ ითვალისწინებს მის მონაწილეობას
საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობაში.
სახელმწიფოს მმართველობის რესპუბლიკური ფორმა და მისი
სახეები
რესპუბლიკური მმართველობა არჩევით სახელმწიფოს მეთაურს
მოიაზრებს, რომელიც, პრეზიდენტად მოიხსენიება და რომლის
თანამდებობაზე განწესების წესი და სტატუსი დამოკიდებულია
მმართველობის რეაპუბლიკური ფორმის ნაირსახეობაზე.
საპრეზიდენტო , საპარლამენტო და ნახევრად საპრეზიდენტო
რესპუბლიკა.

საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
საპრეზიდენტო რესპუბლიკაში პრეზიდენტი უწევს
კოორდინაციას ხელისუფლების შტოებს შორის
ურთიერთობებს, წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო
პოლიტიკაში, აყალიბებს მთავრობას, პარლამენტს წარუდგენს
კანონპროექტს. პრეზიდენტი აღჭურვილია სუსპენზიური
(შეყოვნებითი) ვეტოს უფლებით.
საპრლამენტო რესპუბლიკა
საპარლამენტო რესპიბლიკის შემთხვევაში სახელმწიფოს
მეთაური პრეზიდენტი აირჩევა პარლამენტის ან სხვა
კოლეგიური ორგანოს მიერ და დისტანცირებულია
ხელისუფლების პოლიტიკური შტოებისგან. საპარლამენტო
რესპუბლიკის კონსტიტუციამ შეიძლება პრეზიდენტი საკმაოდ
ფართო უფლებამოსილებებით აღჭურვოს, თუმცა, რეალურად
მათი განხორციელება ხდება აღმასრულებელი ხელისუფლების
მიერ.
საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავარ პოლიტიკურ ფიგურას
მთავრობის მეთაური წარმოადგენს, რომელიც საპრლამენტო
არჩევნებში გამარჯვებული უმრავლესობის წარმომადგენელი
და მისი ნდობით აღჭურვილი პირია.
ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა
მმართველობის შერეული რესპუბლიკური ფორმა
აერთიანებს როგორც საპრეზიდენტო, აგრეთვე საპარლამენტო
რესპუბლიკის ნიშნებს. თუმცა, მმართველობის კონკრეტული
მოდელის პირობებში რესპუბლიკური მმართველობის ამ
ფორმების ნიშნების ურთიერთმიმართება შეიძლება სხვადასხვა
იყოს.
სახელმწიფოს ტერიტორიული მოწყობის ფორმები -
უნიტარული, ფედერალური, რეგიონული.
უნიტარული მოდელი საკმაოდ გავრცელებულია, იგი
გულისხმობს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო
ხელისუფლების ერთიან სამართლებრივ და პოლიტიკურ
ორგანიზაციას, რაც განისაზღვრება სახელმწიფოს
ტერიტორიაზე მოქმედ ერთ კონსტიტუციაში, ერთიანი
საკანონმდებლო აღმასრულებელი და სასამართლო
ხელისუფლების სისტემის არსებობაში.
უნიტარული ტერიტორიული მოწყობის მახასიათებლებია ასევე
ერთიანი მოქალაქეობა, როდესაც სახელმწიფოს ტერიტორიაზე
მოქმედებს პირის ერთიანი სახელმწიფოსადმი პოლიტიკურ-
სამართლებრივი კუთვნილების პრონციპი. უნიტარული
სახელმწიფოსთვის დამახასიათებელია სამართლის ერთიანი
სისტემა.
ფედერალური სახელმწიფო
ჩამოვაყალიბებ ფედერალური ტერიტორიული
მოწყობისთვის დამახასიათებელ საერთო ნიშნებს:
- ფედერალური სახელმწიფო შედგება სახელმწიფოებრივი
წარმონაქმნებისგან ( შტატები - აშშ-ში, მექსიკაში, მიწები,
ლანდები - გერმანიაში), რომელთაც ფედერაციის სუბიექტების
სტატუსი გააჩნიათ, რაც გულისხმობს საკუთარ
ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ მოწყობას და
სახელისუფლებო ორგანოთა სისტემის არსებობას.
- ფედერალური სახელმწიფოს ტერიტორია, უნიტარულისგან
განსხვავებით, პოლიტიკურ-ადმინიატრაციული
თვალსაზრისით ერთიან სივრეც არ წარმოადგენს. ის შედგება
ფედერაციის სუბიექტების ტერიტორიებისგან.
- ფედერაციის შემადგენელი სუბიექტები არ არიან აღჭურვილი
თანამედროვე სახელმწიფოს ისეთი მახასიათებლებით
როგორიც არის სუვერენიტეტი. ფედერაციის სუბიექტებს ან
მთლიანად აქვთ შეზღუდული საგარეო პოლიტიკური
უფლებამოსილებები ან ეს უფლებამოსილებები
მოკრძალებულია და ხორციელდება საერთო ფედერალური
ხელისუფლების კონტროლის პირობებში.
- აგრეთვე ფედერალურ სახელმწიფოთა დიდ ნაწილში საერთო
ფედერალურ კონსტიტუციასა და კანონებთან ერთად
მოქმედებს ადგილობრივი კონსტიტუცია და სამართლებრივი
სისტემა.
- ზოგიერთი ფედერაციის ერთ-ერთ მახასიათებელს ორი დონის
მოქალაქეობის ინსტიტუტი წარმოადგენს: ფედერალური
სახელმწიფოს მოქალაქე ითვლება, ერთი მხრივ, საერთო
ფედერალური სახელმწიფოს მოქალაქედ, და მეორე მხეივ,
შესაბამისი სუბიექტის მოქალაქედ. ანუ საუბარია ერთი და
იგივე სახელმწიფოს მოქალაქეობის ორდონიანობაზე და არა
ორმაგ მოქალაქეობაზე.

რეგიონული ტერიტორიული მოდელი უნიტარული


სახელმწიფოს ჩარჩოებში ხელისუფლების დეცენტრალიზაციის
შედეგად განვითარდა. რეგიონული ტერიტორიული მოწყობის
პირობებში ხელისუფლების დეცენტრალიზაცია იმდენად
მაღალია, რომ ქვეყნის ყველა რეგიონს ტერიტორიული
ავტონომიის სტატუსი აქვს მინიჭებული.
- რეგიონალიზმის პირობებში რეგიონს არ გააჩნია
დამფუძნებელი, კონსტიტუციის დამდგენი ძალაუფლება.
რეგიონულ ტერიტორიულ ერთეულს თავისი სტატუსი,
წესდება უნდა ჰქონდეს, რომლის მიღების წესი განსხვავდება
ჩვეულებრივი საკანონმდებლო აქტის მიღების
პროცედურისგან.
- რეგიონულ ტერიტორიულ გაერთიანებაში ფუნქციონირებს
წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები.
რეგიონული პარლამენტი პირდაპირი არჩევნების გზით
ყალიბდება.

You might also like