You are on page 1of 1

2.2.

სამეცნიერო ნაშრომის ფორმატი

სამეცნიერო ნაშრომში თანაბრად ექცევა ყურადღება შინაარსსა და ფორმას. ეს


უკანასკნელიც განსაზღვრულ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს და ამრიგად,
სწორად დაფორმატებული შინაარსის გარეშე ნაშრომი ვერ იქნება ღირებული.

სამეცნიერო ნაშრომის ფორმატთან დაკავშირებით თითოეულ აკადემიურ


დასეწებულებას თავისი მოთხოვნები და წესები აქვს. წინამდებარე ქვეთავში, ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური სტილის სახელმძღვანელოზე
დაყრდნობით გაგაცნობთ Microsoft Word-ის დოკუმენტის დაფორმატების ძირითად
წესებს16:

შრიფტის ტიპი: ქართულენოვანი ტექსტის შემთხვევაში გამოიყენება შრიფტი Sylfaen


(ქართულ უნიკოდში შესრულებული). აუცილებელია, რომ ერთი ნაშრომის
ფარგლებში შეინარჩუნოთ შრიფტის მხოლოდ ერთი ფორმატი.

შრიფტის ზომა: ძირითადი ტექსტის შრიფტის ზომა - 12; სათაურის შრიფტის ზომა -
14, გამუქებული (Bold), ცენტრირებული; სქოლიოსა და ტექსტიდან გამოყოფილი
ციტატის შრიფტის ზომა - 10;

ინტერვალი სტრიქონებს შორის: ძირითად ტექსტში - 1.5; სქოლიოსა და ტექსტიდან


გამოყოფილი ციტატისშემთხვევაში - 1;

აბზაცები: როგორც წესი, ტექსტი უნდა დაიყოს აბზაცებად. სასურველია, თითოეული


აბზაცი არ იყოს 3 სტრიქონზე ნაკლები და გვერდის 1/3-ზე მეტი. აბზაცებს შორის არ
უნდა გამოტოვოთ ცარიელი ხაზი. აბზაცებს შორის ინტერვალი - Paragraph →Spacing
After-6; Spacing Before-0;
ველები (არეები): ზედა ველი - 2 სმ; ქვედა ველი - 2 სმ; მარცხენა ველი- 2,5 სმ;
მარჯვენა ველი - 2 სმ;
ტექსტი ორივე, მარჯვენა და მარცხენა კიდეზე მწყობრად უნდა განლაგდეს. ამისთვის
მონიშნეთ - Justify Text.

გვერდების დანომრვა: გვერდების დანომრვა იწყება შესავლის პირველი გვერდიდან


(ეს იქნება გვერდი 1). გვერდის ნომერი მარჯვნივ და ქვემოთ უნდა განთავსდეს: Insert
→Page Number →Bottom of Page →Right (ჩუბინიძე 2011, 63-64).

მასალა წარმოდეგნილია სახელმძღვანელოდან „ აკადემიური მუშაობის


საფუძვლები:პრაქტიკული სახელმძღვანელო სტუდენტებისთვის“

You might also like