You are on page 1of 9

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი


საფეხური ბაკალავრიატის

სილაბუსი

1. სასწავლო კურსის დასახელება ცნობიერების ფილოსოფის საფუძვლები


2. სასწავლო კურსის 1 სემესტრი
ხანგრძლივობა
3. კრედიტების რაოდენობა 6 კრედიტი
4. საკონტაქტო საათების საკონტაქტო – 30 (კვირაში 2) საათი
რაოდენობა დამოუკიდებელ მუშაობაზე – 120 საათი
5. ლექტორი თამარ ცხადაძე
ელ. ფოსტა: tamar.tskhadadze.1@iliauni.edu.ge
6. სასწავლო კურსზე დაშვების კურსის გავლის მსურველ სტუდენტს მოეთხოვება
წინაპირობები ფილოსოფიაში ზოგადი გათვითცნობიერებულობა, რაც
შეიძლება დაკმაყოფილდეს ფილოსოფაში ერთი მაინც
კურსის წარმატებით გავლით. სასურველია ლოგიკის
ელემენტების ცოდნა.
7. სასწავლო კურსის ფორმატი  ვერბალური მეთოდი
 პრაქტიკული მეთოდი
 ელექტრონული სწავლების მეთოდი
 წერითი მეთოდი
 დისკუსია
 ჯგუფური მუშაობა
 პრობლემაზე დაფუძნებული სწავლება
8. სასწავლო კურსის მიზანი კურსის მიზანია სტუდენტებს გააცნოს ცნობიერებისა და
სხეულის, მეტალურისა და მატერიალურის
ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებული
ფილოსოფიური პრობლემები; სახელდობრ, ამ
პრობლემებთან დაკავშირებული დებატები ახალი დროის
ფილოსოფიაში და მეოცე საუკუნის ანალიზურ
ფილოსოფიაში. კურსში განიხილება სხვადასხვა ფორმები,
რომლითაც დუალიზმს თუ მატერიალიზმს იცავდნენ
სხვადასხვა ფილოსოფოსები. სტუდენტები ასევე
გაეცნობიან მათ ალტერნატივებად წამოყენებულ
ფილოსოფიურ პოზიციებს: ბიჰევიორიზმს,
ფუქნციონალიზმს, ანომალურ მონიზმს.
9. ძირითადი თემები 1. ცნობიერებისა და სხეულის პრობლემის დასმა
ახალი დროის ფილოსოფოსებთან (დეკარტი,
ემპირისტები).
2. ახალი დროის მატერიალიზმი.
3. ბიჰევიორიზმი.
4. მატერიალიზმი (იგივეობის თეორია) და მისი
პრობლემები.
5. არარედუქციული მატერიალიზმი:
ფუნქციონალიზმი და ანომალური მონიზმი.
6. ახალი არგუმენტები დუალიზმისთვის.
10. სწავლის შედეგები და კურსის წარმატებით გავლის შედეგად სტუდენტი
ძირითადი კომპეტენციები გაეცნობა ცნობიერების ფილოსოფიის ძირითად ცნებებსა
(დარგობრივი და ზოგადი) და პრობლემებს; გაიღრმავებს ფილოსოფიური ტექსტების
კრიტიკული ათვისების უნარს, გაიფართოვებს
ფილოსოფიურ კონცეპტურ არსენალს, შეიძენს საკუთარი
ფილოსოფიური თხზულების დაწერის გამოცდილებას.
11. შეფასების წესი შეფასების კომპონენტები:
 40% - საკითხავი დავალებების წერილობით შეჯამება
(სულ 4, თითოეული 10%). აქედან #1 – 2-6 კვირის
მასალზე, #2 – 5-10 კვირის მასალაზე, #3 – 9-12 კვირის
მასალაზე, #4 – 12-15 კვირის მასალაზე.
 20% - სემინარებში მონაწილეობა
 20% - საკურსო თხზულება
 20% - თხზულების დაცვა და კითხვებზე პასუხი

12. ლიტერატურა და სხვა სავალდებულო:


რესურსები  რენე დეკარტი, მსჯელობა მეთოდის შესახებ,
მეტაფიზიკური მედიტაციები (თბილისი 2010) -
მედიტაციებიდან II და VI მედიტაცია (გვ. 153-166,
219-243), მეთოდიდან - მე-5 ნაწილი (გვ. 77-97).
 John Locke, An Essay Concerning Human
Undrestanding.
 ლუდვიგ ვიტგენშტაინი, ფილოსოფიური
გამოკვლევები (თბილისი, 2003), გვ. 133-151.
 ცნობიერების ფილოსოფია (თბილისი, 2013)
 საულ კრიპკე, სახელდება და აუცილებლობა
(თბილისი, 2014)
დამატებითი ბიბლიოგრაფიული რეკომენდაციები და
დამხმარე ლიტერატურა:
 Braddon-Mitchell D. and Jackson F., Philosophy of
Mind and Cognition (Blackwell, 1996)
 Chalmers, David, The Conscious Mind (Oxford, 1996)
 Davidson, Donald, Essays on Actions and Events
(Oxford, 1980)
 Dennett, Daniel, Brainstorms (Cambridge, Mass., MIT,
1981)
 Dennett, Daniel, Consciousness Explained (Back Bay
Books, 1991)
 Elton, Matthew, Daniel Dennett. Reconciling Science
and Our Self-Conception (Polity Press. 2003)
 Fodor, Jerry, Psychosemantics (Cambridge, Mass., MIT
Press/Bradford Books, 1987)
 Fodor, Jerry, A Theory of Content (Cambridge, Mass,
MIT Press, 1990)
 Fodor Jerry, Concepts: where Cognitive Science Went
Wrong (Oxford, Clarendon Press, 1998)
 Gregory, Richard L., Companion to the Mind (Oxford
University Press, 1987)
 Guttenplan, Samuel, A Companion to the Philosophy
of Mind (Oxford, Blackwell Publishers, 199)
 Kim, Jaegwon, Philosophy of Mind (Westview Press,
1998)
 Levine, Joseph, Purple Haze. The Puzzle of
Consciousness (Oxford, 2001)
 Lycan, William, Consciousness and Experience
(Cambridge, Mass., MIT Press, 2004)
 Putnam, Hilary, Mind, Language and Reality (vol. II)
(Cambridge, 1975)
 Putnam, Hilary, The Threefold Cord (Columbia
University Press, 1999)
 Putnam, Hilary, Representation and Reality
(Cambridge, Mass., MIT Press, 2001)
 Rey, Georges, Contemporary Philosophy of Mind
(Blackwell, 1997)
 Searle, John, Minds, Brains and Science (Cambridge,
Mass., Harvard University Press, 1984)
 Searle, John, The Rediscovery of Mind (Cambridge,
Mass., MIT Press, 1992)
 Searle, John, The Mystery of Consciousness (NY, New
York Review, 1997)
 Searle, John, Intentionality: an Essay in Philosophy of
Mind (Cambridge, Cambridge University Press, 1991)
 Sellars, Willfrid, Empiricism and the Philosophy of
Mind (Harvard, 1997)
ინტერნეტ-რესურსები:
სტენფორდის ფილოსოფიური ენციკლოპედია:
http://plato.stanford.edu/contents.html
ცნობიერების ფილოსოფიის ლექსიკონი:
http://www.artsci.wustl.edu/~philos/MindDict/
დევიდ ჩალმერსის გვერდი: http://consc.net/chalmers/
ინტერნეტ-სტატიები ცნობიერებაზე:
http://consc.net/online.html
ცნობიერების ფილოსოფიის ინტერნეტ-გიდი:
http://host.uniroma3.it/progetti/kant/field/
13. თემატიკა კვირების მიხედვით
1 28 სექტემბერი კურსის წინასწარი მიმოხილვა; ძირითადი ცნებითი
აპარატის გამეორება.
2 5 ოქტომბერი დუალიზმის მოტივაციები და არგუმენტები.
დეკარტის არგუმენტები დუალიზმისთვის: ეპისტემური
განსხვავების არგუმენტი. უსხეულო არსებობის
მოაზრებადობის არგუმენტი. ინტერაქციის პრობლემა.
კარტეზიანიზმი და პარალელიზმი.
 რენე დეკარტი, მსჯელობა მეთოდის შესახებ,
მეტაფიზიკური მედიტაციები (თბილისი 2010) -
მედიტაციებიდან II და VI მედიტაცია (გვ. 153-166,
219-243), მეთოდიდან - მე-5 ნაწილი (გვ. 77-97);
წერილი ელიზაბეთ ბოჰემიელს
3 12 ოქტომბერი დუალიზმის პრობლემები. ატრიბუტების თეორია.
ბრიტანული ემპირიზმის დუალიზმი. ინდივიდუაციის
პრობლემა. ინტროსპექცია და შეგრძნებები. სხვა
ცნობიერების პრობლემა.
 დ. არმსტრონგი, „დუალიზმი“. ცნობიერების
ფილოსოფია, გვ. 25-49
 John Locke, An Essay Concerning Human
Undrestanding, Book II, Chapter 27, esp. §6-§26.
 David Hume, On Personal Identity (From Treatise on
Human Nature)
4 19 ოქტომბერი დუალიზმის ბიჰევიორისტული კრიტიკა. ბიჰევიორიზმის
ნაირსახეობები: რადიკალური და მეთოდოლოგიური
ბიჰევიორიზმი. ანალიზური ბიჰევიორიზმი.
ბიჰევიორიზმის მეთოდოლოგიური მოტივაციები:
ფსიქოლოგიის მიმართება გაერთიანებულ
ბუნებისმეცნიერებასთან. ცნობიერების პრობლემა,
როგორც ენის პრობლემა: ფსიქოლოგიური ენის ფიზიკურ
ენაზე თარგმნის პოზიტივისტური პროექტები.
განსხვავება რადიკალურ და მეთოდოლოგიურ
ბიჰევიორიზმს შორის. ანალიზური ბიჰევიორიზმი
როგორც ლინგვისტური (სემანტიკური) თეზისი. რაილის
მიერ „დეკარტის მითის„ კრიტიკა. ხდომილებები და
დისპოზიციები. ვიტგენშტაინის სკეპტიციზმი
მენტალურის და პირადი სფეროს მიმართ. „პირადი ენის“
არგუმენტი.
 გ. რაილი, აზროვნების ცნება, თავი 2 – „დეკარტის
მითი“. ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 50-64.
 ლუდვიგ ვიტგენშტაინი, ფილოსოფიური
გამოკვლევები (თბილისი, 2003), §240-320, გვ. 134-
153.
რეკომენდებული
 Bertrand Russell, The Argument from Analogy for Other
Minds, in Introduction to Philosophy, edited by John
Perry and Michael Bratman (New York and Oxford,
Oxford University Press, 1999) pp. 314-315
 ს. ჩიჰარა და ჯ. ფოდორი, „ოპერაციონალიზმი და
ჩვეულებრივი ენა: ვიგენშტაინის კრიტიკა“.
ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 67-98
5 26 ოქტომბერი არგუმენტები ბიჰევიორიზმის წინააღმდეგ.
ჩომსკის მიერ სკინერის კრიტიკა: ემპირიული
არგუმენტები; კონცეპტური არგუმენტები. ანალიზურ
ბიჰევიორიზმში ნაგულისხმევი მნიშვნელობის თეორიის
პატნემისეული კრიტიკა. პატნემის სააზროვნო
ექსპერიმენტი: ქცევის და მენტალური მდგომარეობების
კავშირის არააუცილებელი ხასიათი. ემპირიული
(ფსიქოლოგიური), ლინგვისტური და მეთოდოლოგიური
მოსაზრებები ანალიზური ბიჰევიორიზმის წინააღმდეგ.
მნიშვნელობის ვიტგენშტაინისეული კონცეფციის
კრიტიკა ჩიჰარას და ფოდორის მიერ.
 ჰ. პატნემი, „ტვინები და ქცევა“. ცნობიერების
ფილოსოფია, გვ. 99-121.
რეკომენდებული
 ნ. ჩომსკი, „რეცენზია სკინერის ვერბალურ ქცვაზე“.
Block, Readings…, pp. 48-61
26 ოქტომბერი #1 წერითი დავალების წარდგენი ბოლო ვადა.

6 2 ნოემბერი ფსიქო-ფიზიკური იგივეობის თეზისი და კაუზალური


თეორია.
რედუქციონისტული მატერიალიზმი და მისი განსხვავება
ელიმინატივისტური მატერიალიზმისგან. ფსიქო-
ფიზიკური იგივეობის თეზისი კორელაციის
საპირისპიროდ. „იგივეობის“ შესაძლო მნიშვნელობები.
იგივეობის თეზისი, როგორც ემპირიული, სინთეზური
თეზისი. მენტალური ენის სტატუსი ამ თვალსაზრისით.
 ჯ. ჯ. ქ. სმარტი, „შეგრძნებები და ტვინში მიმდინარე
პროცესები“. ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 125-142.
 დ. არმსტრონგი, „ცნობიერების კაუზალური
თეორია“. ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 156-172.
რეკომენდებული
 დ. ლუისი, „არგუმენტი იგივეობის თეორიის
სასარგებლოდ“. ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 143-
155.
 დ. ლუისი, „ფსიქო-ფიზიკური და თეორიული
იგივეობები“. ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 173-187.
7 9 ნოემბერი ფსიქო-ფიზიკური იგივეობის სუსტი თეზისი: თემატური
ნეიტრალურობა და მრავალგვარი რეალიზებადობა;
ფუნქციონალიზმი. ლუისის არგუმენტი იგივეობის
თეორიისთვის. იგივეობის მენტალისტური ენის
მატერიალისტურ-ფიზიკალისტურზე პირდაპირი
რედუქციის საკითხი. ბაზისური მენტალისტური
ლექსიკის განსაზღვრის პრობლემა და გამოსავალი
რამსიფიკაციის (ჰოლისტური განსაზღვრის) საშუალებით.
ტიპ-ფიზიკალიზმი ვერსუს ეგზემპლარ-ფიზიკალიზმი.
ფუნქციონალიზმის პატნემისეული ვერსია. მენტალურ
მოვლენათა განსაზღვრა კაუზალური როლის ტერმინებში.
ტურინგის მანქანა და პრობაბილისტური ავტომატი.
ფუნქციონალიზმის თეზისის განსხვავება იგივეობის
ადრეული თეზისისგან: ტვინის მდგომარეობა და
ფუნქციური მდგომარეობა. ფუნქციონალიზმის
განსხვავება ბიჰევიორიზმისგან. ფუნქციური
ორგანიზაცია და მრავალგვარი რეალიზებადობა.
 ჰილარი პატნემი, „მენტალური მდგომარეობების
ბუნება“. ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 203-218.
 დ. ლუისი, „გიჟის ტკივილი და უცხოპლანეტელის
ტკივილი“. ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 188-202.
8 16 ნოემბერი ანომალური მონიზმი. დევიდსონის თეზისი მენტალურის
ანომალიზმის შესახებ. ფიზიკურ სამყაროში მენტალურის
კაუზალური როლისა და ანომალურობის (ფიზიკური
კანონზომიერებებით მისი ახსნის შეუძლებლობის)
შეთავსების პრობლემა. მონიზმის სასარგებლო
არგუმენტაცია.
რეკომენდებული
 დ. დევიდსონი, „მენტალური ხდომილებები“.
ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 219-244.
 ფოდორი, „კერძო მეცნიერებები, ანუ მეცნიერების
არაერთიანობა, როგორც სამუშაო ჰიპოთეზა“.
ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 245-265.
9 23 ნოემბერი უქმე

10 30 ნოემბერი ინსტრუმენტალიზმი. პროპოზიციული


დამოკიდებულებების მიწერის პრობლემები და მათი
კაუზალური როლი. დენეტის ინტენციონალური
სტრატეგია; განსხვავება ინტენციონალურ და
არაინტენციონალურ სისტემებს შორის, როგორც
განსხვავება აღწერის დონეებში.
 დენეტი, „ჭეშმარიტი მორწმუნეები:
ინტენციონალური მიდგომა“. ცნობიერების
ფილოსოფია, გვ. 266-294.
რეკომენდებული
 სტიჩი, „დენეტი ინტენციონალური სისტემების
შესახებ“. Lycan, Mind and Cognition, pp. 167-183.
30 ნოემბერი #2 წერითი დავალების წარდგენის ბოლო ვადა

11 7 დეკემბერი არარედუქციონისტული მატერიალიზმის კრიტიკა.


კაუზალური დახშულობა. თანხლებისა და მრავალგვარი
რეალიზებადბის იდეების პრობლემები. „მოარული
ფსიქოლოგია“ და მენტალური ჟარგონის ელიმინაციის
პერსპექტივები საბუნებისმეტყველო მეცნიერული
თვალსაზრისის განვითარება-დამკვიდრების შედეგად.
არგუმენტები აზროვნების ენის სასარგებლოდ.
 კიმი, „არარედუქციონისტული მატერიალიზმის
მითი“. ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 368-393.
 ჩერჩლენდი, „ელიმინაციური მატერიალიზმი და
პროპოზიციული დამოკიდებულებები“.
ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 339-367.
12 14 დეკემბერი ფუნქციონალიზმის პრობლემები: ინტენციონალობა.
სერლის „ჩინური ოთახის“ არგუმენტი. ტვინი და
კომპიუტერი, ცნობიერების პროცესი და კომპუტაციური
პროცესი. ცნობიერების პროგრამასთან გაიგივების
კრიტიკა. მრავალგვარი რეალიზებადობა, როგორც
ფუნქციონალიზმის პრობლემა. ცნობიერების სპეციფიკა _
ინტენციონალობა. ინტენციონალობის პრობლემის
ფუნქციონალიზმის ფარგლებში მოგვარების ცდები.
ფოდორის პასუხი: ინტენციონალული რეალიზმი და
მენტალური რეპრეზენტაციები.
 ჯ. სერლი, „აზროვნება, ტვინი და პროგრამა“,
ფოდორის გამოხმაურებასა და სერლის პასუხთან
ერთად. ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 297-338.
14 დეკემბერი #3 წერითი დავალები წარდგენის ბოლო ვადა.

13 21 დეკემბერი ქვალები (გამოცდილების თვისებრიობა) და ცნობიერი


გამოცდილება, როგორც ფუნქციონალიზმის და
მატერიალიზმის პრობლემა. ცნობიერება, როგორც
უშუალო თვისებრივი გამოცდილება. სხვა ცნობიერების
წვდომის პრობლემა. სუბიექტური გამოცდილება.
ობიექტივისტური (ფიზიკური) ენის არაადეკვატურობა
ცნობიერების არსების მოსახელთებლად. ქვალები,
„უშუალო თვისებრივი განცდები“, როგორც ცნობიერების
შინაარსის კომპონენტი. ცოდნის არგუმენტი
მატერიალიზმის წინააღმდეგ. მოდალური არგუმენტი
მატერიალიზმის წინააღმდეგ.
 ნაგელი, „როგორია იყო ღამურა“. ცნობიერების
ფილოსოფია, გვ. 397-413.
 ჯეკსონი, „ეპიფენომენური ქვალები“. ცნობიერების
ფილოსოფია, გვ. 414-427.
 ჯეკსონი, „რა არ იცოდა მერიმ“.ცნობიერების
ფილოსოფია, გვ. 428-434.
 საულ კრიპკე, სახელდება და აუცილებლობა,
ლექცია 3 (ნაწყვეტი).
14 11 იანვარი პასუხები ქვალების პრობლემაზე: ქვალების კაუზალური
და კოგნიციური არაეფექტურობის არგუმენტები. ცოდნის
მნიშვნელობების განსხვავება ცოდნის არგუმენტზე
პასუხად: ცოდნა-რომ და ცოდნა-როგორ. ცოდნის
არგუმენტის ეპისტემოლოგიური და მეტაფიზიკური
ვერსიები.
 ჯ. ლევინი, „იმის გამოტოვებაზე, თუ როგორია“.
ცნობიერების ფილოსოფია, გვ. 435-457.
რეკომენდებული
 Chalmers, David. 2003. "Consciousness and Its Place in
Nature", in the Blackwell Guide to the Philosophy of Mind,
S. Stich and F. Warfield (eds.), Blackwell. Also
in Philosophy of Mind: Classical and Contemporary
Readings, D. Chalmers (ed.), Oxford, 2002 (ნაწყვეტები)
15 18 იანვარი მატერიალიზმი და თავისუფალი ნება. ლიბერტარიანიზმი
და დეტერმინიზმი. მოტივაცია და არგუმენტები
თითოეულისთვის: პასუხისმგებლობა და თავისუფლება;
მიზეზშედეგობრიობა, დეტერმინიზმი და
შემთხვევითობა. კომპატიბილიზმის ვერსიები და მათი
კრიტიკა. ინკომპატიბილიზმი. აგენტი-მიზეზი და
ხდომილება-მიზეზი. იღბალი და პასუხისმგებლობა.
 C. A. Campbell, Has the Self “Free Will”?, in
Introduction to Philosophy, edited by John Perry and
Michael Bratman (New York and Oxford, Oxford
University Press, 1999) pp. 417-425
 Harry G. Frankfurt, Freedom of the Will and the
Concept of a Person, in Introduction to Philosophy,
edited by John Perry and Michael Bratman (New York
and Oxford, Oxford University Press, 1999) pp. 450-
459
რეკომენდებული
 Richard Taylor, Freedom and Determinism, in
Introduction to Philosophy, edited by John Perry and
Michael Bratman (New York and Oxford, Oxford
University Press, 1999) pp. 437-449
 Peter Strawson, Freedom and Resentment, in
Introduction to Philosophy, edited by John Perry and
Michael Bratman (New York and Oxford, Oxford
University Press, 1999) pp. 460-473
 Daniel Dennett, On Giving Libertarians What They
Say They Want. In Brainstorms. MIT Press (1978)
 Randolph Clarke, Alternatives for Libertarians, in The
Oxford Handbook of Free Will, 2nd edition, Robert
Kane (ed.), New York: Oxford University Press, 2011,
pp. 329–48
18 იანვარი #4 წერითი დავალები წარდგენის ბოლო ვადა.

You might also like