You are on page 1of 1

არგუმენტირებული ესე

ტოლერანტობა ნიშნავს სხვა ადამიანების მრწამსის, ინტერესებისა და


ღირებულებების პატივისცემასა და აღიარებას.
გაიაზრეთ ამ ტერმინის არსი და ისე შეასრულეთ ქვემოთ მოცემული დავალება:

ტოლერანტობა არ ნიშნავს უპრინციპობას. იგი გულისხმობს


საზოგადოების წევრების მიერ ურთიერთდათმობების საფუძველზე მიღწეულ
შეთანხმებას.

დასაწყისში შეგიძლიათ, ისაუბროთ სამყაროს მრავალფეროვნებაზე და მის


მნიშვნელობაზე: რაში გამოიხატება ეს მრავალფეროვნება და რას იწვევს ეს: დაასახელეთ
როგორც კარგი, ისე ცუდი გამოვლინებები;
რას ნიშნავს ტოლერანტობა; რას ნიშნავს, იყო ტოლერანტი (მსჯელობისას
გაითვალისწინეთ აქ წარმოდგენილი თვალსაზრისი);
შეგიძლიათ, დაასახელოთ ჩვენი ისტორიიდან მაგალითები, იყვნენ თუ არა ჩვენი
წინაპრები ტოლერანტები და რაში გამოიხატებოდა ეს ( მაგალითად: ებრაელთა მშვიდობიანი
თანაცხოვრება ქართველებთან, ქართველი ხალხის დამოკიდებულება აქ მცხოვრებ სხვა
ეთნოსებთან და რელიგიურ ჯგუფებთან);
განიხილეთ ქართული ლიტერატურიდან მაგალითები, რომლებშიც ჩანს
ტოლერანტული აზროვნება, ტოლერანტი პერსონაჟები: ,,აბოს წამება“, ,,ვეფხისტყაოსანი“,
,,თორნიკე ერისთავი“, ვაჟა-ფშაველას პოემები. ისაუბრეთ თორნიკე ერისთავის, ალუდა
ქეთელეურის, ჯოყოლა ალხასტაისძის ხიბლზე და მათ მნიშვნელობაზე ტოლერანტული
შეგნების ჩამოყალიბებისათვის;
დღეს რა ვითარებაა მსოფლიოში და საქართველოში: არის თუ არა ტოლერანტობის
დეფიციტი და როგორ ვლინდება იგი ცხოვრების სახვადასხვა სფეროში;
შეაჯამეთ მსჯელობა და გამოხატეთ თქვენი პოზიცია.

You might also like